ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 9)
სასიამოვნო დილა ჩანდა. მზის სხივი შემოდიოდა ფანჯრიდან და ელენეს სახეზე ეცემოდა, ამან ელენე გააღვიძა. საათს შეხედა 12-ს უჩვენებდა. დაამთქნარა და ადგა. ხელ-პირი დაიბანა ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ნოა რათქმაუნდა არ იყო სახლში. - ერთხელ მაინც შევძლებ რომ გაღვიძება მოვასწრო? მგონი ვერა. სად არის ნეტა? სახლის უკან გავიდა ცხენი აქ დაეტოვებინა. - ესეიგი სადმე აქ არის. ჰმ ალბათ მდინარეზეა. წავიდე? არა რაუნდა წავიდე ცურვა მაინც არ ვიცი. და რომც ვიცოდე მაგასთან ერთად მაინც არ ვიცურებდი. აუ რაებს ვბოდავ უბრალოდ წავალ და ვნახავ მდინარეზეა თუ არა. 5 წუთი დასჭირდა მდინარემდე. მოათვალიერა მაგრამ ვერსად დაინახა ნოა თავიდან მერე შენიშნა როგორ გაცურა ნოამ საპირისპირო ნაპირისკენ და წყლიდან ამოვიდა. ქვემოდან შორტი ეცვა ზემოდან კი არაფერი. ძალიან ესიმპატიურა ელენეს მაგრამ ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. ელენე დიდ ლოდზე ავიდა, რომელიც წყალში იყო ნახევრად, რომ კარგად დაენახა მოა. მერე ნოამაც შენიშნა ელენე და ნაპირიდან დაუძახა - ელენე აქ რაგინდა? - შენ გეძებდი - რატომ რამე მოხდა? - არა ისე უნრალოდ - დამელოდე გამოვალ და წავიდეთ - შენ იცურე თუ გინდა მე წავალ - გითხარი დამელოდე მეთქი ელენე - მეც გითხარი იცურე მეთქი- ხმამაღლა ყვიროდა ელენე თან იმისთვის რომ ხმა მიეწვდინა თან იმიტომ რომ უკვე გაბრაზდა ნოას ასეთ მბრძანებლურ ტონზე. გაბრაზებული სწრაფად შემოტრიალდა რომ სახლში წასულიყო უცებ ფეხი დაუცურდა და წყალში გადაეშვა. ნოამ გააზრებაც კი ვერ მოასწრო რომ უკვე წყალში იყო და ელენესკენ მიცურავდა. ერთი წუთი მაინც დასჭირდა რომ მოპირდაპირე ნაპირიდან აქეთ ნაპირზე გამოეცურა. მერე სანამ ელენეს ნახავდა კიდევ ერთი წუთი და ორი წუთი გაატარა ელენემ წყალში. როცა ნოამ აქეთ ნაპირზე გამოცურა ღრმად ჩაყვინთა რომ ელენე მოეძებნა წყალში მერე იგრძნო ცივი სხეულის შეხება მაგრად მოხვია წელზე ხელი და ნაპირზე გამოიყვანა - ელენე თვალები გაახილე გთხოვ ჯერ ხელებში ქონდა მოქცეული ელენეს სახე მერე გაახსენდა რაც უნდა გაეკეთებია ასეთ დროს და გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. ამან რომ არ გაჭრა მერე ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა. კიდევ არ მოდიოდა ელენე გონზე ნოას კი ძალიან ეშინოდა, თუმცა შიშის დრო არ იყო ხელმეორედ გაუკეთა ხელოვნური სუნთქვა, მერე გვერდით გადაატრიალა რომ ელენეს წყალი ამოესხა და სუნთქვა შეძლებოდა. დაახველა ელენემ და მერე ღრმადაც ამოისუნთქა. - მადლობა ღმერთს. კარგად ხარ ელენე? - უკეთესადაც ვყოფილვარ - მაპატიე - რა გაპატიო? - ის რომ ჩემს გამო ჩავარდი წყალში - ჰო რომ არ გაგებრაზებიე ისე დაუდევრად არ ვეცდებოდი სახლში წასვლას და ფეხიც არ დამიცდებოდა - მაგრამ შენი ბრალიცაა. რომ გითხარი დამელოდე თქო რატომ გაჯიუტდი? - იმიტომ რომ ბრძანებლურ კილოს ვერ ვიტან. შენ ვერაფერს მიბრძანებ. - კაი ელენე ახლა არ მეჩხუბო სახლში წაგიყვან და მერე რამდენიც გინდა იმდენი მეჩხუბე. ნოამ ხელში აიყვანა ელენე და სახლისკენ წაიყვანა - დამსვი შევძლებ სიარულს - ახლა არ დაიწყო გთხოვ - ჯიუტი ხარ. - შენ არუნდა გიკვირდეს ელენემ არაფერი უპასუხა მხარზე დაადო თავი და სახლში მისვლამდე არაფერი უთქვამს. ნოამ პირდაპირ აბაზანის წინ დასვა ელენე - შედი გადაივლე მე პირსახოცს და შენს ჩამთას მოგიტან - კარგი რამდენი წამში ნოა ისევ ელენესთან გაჩნდა ჩამთით და პირსახოცით ხელში. - გამომართვი - მადლობა დაახლოებით 20 წუთში გამოვიდა ელენე საავაზანოდან და მერე ნოა შევიდა. რომ გამოვიდა ელენე საწოლზე იწვა ოთხად მოკეცილი. ნოამ პლედი დააფარა - დაიძინე თუ გინდა - არ მეძინება უბრალოდ დასვენება მინდა - კარგი მაშინ მე გარეთ ვიქნები და თუ რამე დაგ.... - დაგიძახებ- ელენემ აღარ დააცადა დასრულება - კარგი დაღამებამდე არ ამდგარა ელენე და ნოაც ამ ხნის განმავლობაში 10 ჯერ მაინც შევიდა და შეამოწმა ელენე მართლა კარგად იყო თუ არა. როცა მოსაღამოვდა ნოა სახლში შევიდა და საჭმწლი მოამზადა. ელენესაც ძალით აჭამა ცოტა. მერე ტკბილი ძილი უსურვა და დასაწოლად მიდიოდა ელენემ რომ შეაჩერა - შეგიძლია დღეს ჩემთან ერთად დაიძინო? - შენთან ერთად? - უბრალოდ დავიძინოთ - სხვა რამე არც მიფჯქრია ელენე. - ჰა რასუტყვი. მე უბრალოდ არ მინდა ახლა მარტო ძილი - დარწმუებული ხარ? - კი - მიიწიე მაშინ ცოტა ელენეს გაუხარდა და ცოტა გაიწია რომ ნოა დაწოლილიყო. თვითონაც არ იცოდა რატომ უნდოდა ნოსთან ერთად ძილი, მაგრამ იცოდა რომ ახლა ჩახუტებულს უნდოდა ძილი. ნოას მხარზე დადო თავი ნოამ ხელები შემოხვია და მშვიდად იყვნენ სანამ ისევ ელენემ არ ამოიღო ხმა - შენ ტყუილად დაგადანაშაულე დღეს ბოდიში - არაუშავს ჩემი ბრალიც იყო - მართალია. შენი ბრალიც უყო ცოტა ნოას გაეღიმა იმაზე რომ ელენე მაინც არ კარგავდა თავის საყვარელ სუბოროტეს - ჰო ასეა - მეგონა რომ იმ წყლიდან ვეღარასოდეს ამოვიდოდი. მადლობა რომ კიდევ ერთხელ მიხსენი სიკვდილის კლანჭებიდან - ელენე სიტყვა მადლობა აღარ გამაგინო კაი? - კაი - იცი მამაშენმა ბოლოს რამითხრა? - რა? - ელენეს თვალები ინტერესით იყო სავსე - გაუფრთხილდიო - ამიტომ უპასუხე შენ რომ არ გეთქვათ მაინც გავაკეთებდი მაგასო? - კი. გგონია დაგკარგავ. არც იფიქრო ასე უბრალოდ არ დაგკარგავ. შეიძლებაერთ დღეს გაგიშვა ჩემი ნებით მაგრამ ჩემი ნების გარეშე არ დაგკარგავ. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი - კარგი - ნოა ოცნების ახდენის გჯერა?- რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაარღვია სიჩუმე ელენემ - როგორ შეიძლება შენ გიყურებდე და არ მჯეროდეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნების ახდენის - მე არ ვიქნები შენი ოცნება. ამიტომ არც უნდა გჯეროდეს რომ ამ მხრივ ოცნება აგიხდა - მე მჯერა იმიტომ რომ შენ რომ ახლა ჩემს გვერდით ხარ ესეც ოცნების ახდენაა ჩემთვის- ყურთან უჩურჩულა ნოამ ელენეს. კიდევ კარგი ირგვლივ სიბნელე იყო თორემ ელენეს გაწითლებულ სახეს ნოაც დაინახავდა და მერე უფრო გაწითლდებოდა - ამის შემდეგ ფრთხილად შეარჩიე ოცნებები- უთხრა ელენემ - რატომ? - იმიტომ რომ შეიძლება ახდეს და შენ ამისთვის მზად არ იქნები. ამის მერე ჩამივარდა სიჩუმე და რამდენიმე წუთში ელენეს ტკბილად ეძინა ნოას მკლავებში. ნოა შეიგრძნობდა იმ ბედნიერებას რასაც ელენესთან ყოფნისას გრძნობდა. უხაროდა, მაგრამ ტკიოდა იქ სადღაც გული სიღრმეში ძალიან ძალიან ტკიოდა. გაინტერესებთ რა იყო ამ ტკივილის მიზეზი? უყვარდა თანაც როგორ. და რაც უფრო იცვლებოდა ელენეს დამოკიდებულება ნოასადმი ეს მით უფრო აშინებდა ნოას, რადგან იცოდა რომ მერე ელენესაც ეტკინებოდა გული. იმიტომ ტკიოდა რომ ელენეს ეტკინებოდა და არა იმიტომ რომ თუ ელენესაც შეუყვარდებოდა და მერე ის წავიდოდა თვითონ ყველაზე მარტოსული ადამიანი იქნებოდა. და მისი წასვლის შემდეგ კიდევ ეტკინებოდა, უფრო მაგრად ეტკინებოდა. იცოდა, ეს იცოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა იქნებ უნდა გაეშვა ელენე სანამ მასაც შეუყვარდებოდა ნოა. და მერე ელენეს აღარ ეტკინებოდა გული, მაგრამ განა ასე ადვილად დათმობს. არ დათმობს, რადგან უყვარს და სიყვარული ყველა ტკივილზე უფრო ძლიერია. სასიამოვნოდ გაეღვიძა დილით ელენეს, მაგრამ ნოას მის გვერდით აღარ ეძინა და არც გაკვირვებია. მოემზადა და გარეთ გავიდა - ნოა - აქ ვარ სახლის უკან - აქ რაგინდა - ცხენს ცოტა თივა დავუყარე შენ რა გინდა აქ? - მე შენ გეძებდი. მშია და შენ ჯერ თუ არ გისაუზმია ერთად ვისაუზმოთ - არ მისაუზმია. წავიდეთ და რამეს გავაკეთებ - თუ გინდა დაგეხმარები - მართლა დღეს რაღაც დიდი ენერგიით გამოირჩევი რახდება? - ისეთი არაფერი. ნოამ კვერცხი შეწვა ელენე ეხმარებოდა ისაუზმეს და ერთად მიალაგეს. - ნოა გორაზე უნდა ავიდე დღეს - რამე მიხდა? - არა არაფერი. მე მომენატრენ მშობლები და ყველა. უკვე ვეღარ ვუძლებ მათ გარეშე. ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც ისინი არ მინახია. - კარგი ელენე არ იტირო ოღონდაც და თუ გინდა ყოველდღე ავიდეთ და დაელაპარაკე - როდის წავიდეთ? - ახლავე თუ გინდა - კარგი მოსასხამს ავიღებ და წავიდეთ. - გიხდება გრძელი კაბები - მადლობა, მაგრამ ერთი სული მაქვს ჩემი ტანსაცმელი როდის გაშრება და ისევ ჩავიცვამ - გუშინ ხომ გეცვა ყოველ ორ დღეში რეცხავ შენს ტანსაცმელს რომ მერე ისევ ის შარვალი და მაისური ჩაიცვა მგონი მალე ამდენი რეცხვისგან გაიცრიცება და დაიხევა - შენ მაგაზე არიდარდო - მწარევ - ტკბილო - კარგი ახლა აღარ გვინდა კამათი აიღე რაც გინდა და წავიდეთ - ოქეი გორაზე ცხენით ავიდნენ, ელენე ნოას უკან იჯდა და ხელები მის წელზე ჰქონდა შემოხვეული. ნოას ამაზე აჟრჟოლებდა ელენეს კი სითბოს გვრიდა. ავიდნენ გორაზე ამჯერად ელენე თვითონ ჩამოხტა ცხენიდან. - ალო დე როგორ ხარ? -...... - მეც კარგად -...... - მადლობა დე- ელენე ნოას შორდებოდა რომ არ გაეგონა მათი საუბარი მაგრამ მაინც გაიგონა ელენეს ნათქვამი მადლობა - ......... - მეც ძალიან მომენატრეთ. მა შენ ხომ კარგად ხარ? -........ - ერთმანეთს გაუფრთხილდით კარგი? - ..................... - მამა რას ამბობ? ასე არ შეიძლება -........ - მე ამას ვერ ვიზამ ვერ მოვატყუებ.- საკმაოდ შორს იდგა ელენე ნოასგან რომ ეს საუბარი არ მოესმინა და ახლა კიდევ უფრო შორდებოდა მას ნოას თვალს არ აცულებდა ელენეს. ელენე კი ხშირად იყურებკდა უკან და სახეზეც ეტყობოდა აღელვება - კარგი მამა . - ....... - ახლა გავთიშავ და იცოდეთ რომ ორივე ძალიან მიყვარხართ და მინდა იცოდეთ ისიც რომ ის არაფერს დამიშავებს და ძალიან კარგად მეწცევა -......... - კარგად გათიშა ელენემ მერე ნინაჩკას დაურეკა როგორც ყოველთვის- ნოასთან მანძილი ცოტათი შეამცირა რომ ნოას რამე არ ეეჭვა როცა მამამისთან რაღაც განსაკუთრებულზე ლაპარაკობდა. - ალო ნინ მე ვარ ელენე - ........ - მეც ჩემო სიხარულო. კარგად ვარ შენ როგკრ ხარ? -........ - მადლობა საყვარელო -........ - ვიცი ვიცი. ახლა მაქ რომ ვიყო უკვე ჩემთან იქნებოდა ათასი რამით ხელში- ნოას ესმოდა ელენეს საუბარი და მიხვდა რომ ელენეს აქ ამოსვლა რაღაც განსაკუთრებულის გამო უნდოდა - კი მახსოვს მაგას რა დამავიწყებს -...... - მაგას ნუ გამახსენებ გთხივ- ელენე ძალიან ლამაზად იცინოდა თითქოს დაავიწყდა ყველაფერი რაც მის გარშემო ხდებოდა -კარგად ნინ. მეც ძალიან მიყვარხარ. ნინასაც გაუთიშა და ნოასთან მივუდა. სხვა არცერთ ნათესავთან არ დაურეკია ამდენი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ ნოას არ დაუშლია დარეკვა. უბრალოდ ვერ იტანდა ფორმალობას. ყველა მისი ნაცნობი კითხვებს დააყრიდა როგორ იყო რამე ხომარ დაუშავეს და ასე შემდეგ რაც ელენეს ყოველთვის აღიზიანებდა. ნოას გვერდით დაჯდა ელენე და ტელეფონი დაუბრუნა. - დაელაპარაკე ვისაც გინდოდა? - კი - შენს სხვა ნაცნობებს რატომ არ ურეკავ? - მძულს ფორმალობა და მაგიტომ ნოასაც და ელენესაც ერთად აუტყდათ სიცილი - ელენე დღეს საუბრისას სხვანაირი იყავი რამე მოხდა? იმისათვის რომ მისი და მამამისის მთავარი საიდუმლო არ გაეცა თვალებით მაინც გადაწყვიტა ის მიზეზი ეთქვა რისთვისაც აქ თავიდან ამოვიდა - დღეს ჩემი დაბადების დღეა- იმიტომ მალავდა ელენე ამას რომ არიცოდა ნოა რას მოიმოქმედებდა. უკვე სრულწლოვანი იყო და ეს ყველაფერს ცვლიდა. აქამდე შესაძლოა ნოა იმიტომ ექცეოდა კარგად რომ ის ჯერ კიდევ ბავშვად თვლიდა მაგრამ ახლა რა იქნებიდა? ეს კითხვები არ ასვენებდა ელენეს. - მე არ ვიცოდი. გილოცავ - ჩემზე ბევრი რამ არ იცი, ამიტომ არაუშავს და მადლობა. - მინდა რომ ყოველთვის წინ იარო და უკან არ მოიხედო. ფრთები ყოველთვის გაშალო და გაფრინდე როცა მოგესურვება. მართალია მე ფრთების გაშლის საშუალება არ მოგეცი, მაგრამ როცა ამის საშუალება გექნება გაშალე ფრთები და უბრალოდ იქ გაფრინდი და იმასთან ვისთანაც გინდა. და ეცადე როცა დაეცემი ადგე. გამიხარდება თუ სულ ბედნიერი იქნები თუნდაც ჩემს გვერდით არა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ელენე. - მე .....- თითქოს ენა დაება ელენე. ვეღარაფერს ამბობდა ამდენი სიტყვის მერე. - მადლობა. სწრაფად წამოდგა ელენე და ნოას ზურგი შეაქცია. - წავიდეთ - ასე მალე?- ნოს გაუკვირდა. ელენეს ხასიათი შეეცვალა. ვერ მიხვდა რატომ იმოქმედა ნოას სიტყვებმა ასე ძალიან. იქნებ...... იქნებ ელენესაც შეუყვარდა. არა რა სისულელეა უთხრა ელენემ თავის თავს და ის აზრი რომ მასაც შეუყვარდა ნოა თავიდან თითქოს ამოიგდო, მაგრამ მეხსიერების პატარა კარში გამოკეტილ პატარა აზრს ვერასოდეს ამოიგდებ გონებიდან და ვერც მეხსიერებიდან წაშლი. რაც უფრო ეცდები დაივიწყო ის მით უფრო გახსენებს თავს. ეს იცოდა ელენემ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნოკდაუნში იყო. - მალეა მაგრამ რა ვაკეთოთ აქ? - არვიცი რაც შენ გინდა დღეს შენი დაბადების დღეა და შენი ნება იყოს ანა საჩუქარი არ მაქვს და რამით ხომ უნდა ავანაზღაურო - მინდა დავბრუნდეთ და ცურვა მასწავლო. - შენ ყველაფერს შიშის შემდეგ სწავლობ? - ვერ გავიგეეე - ცხენიდან პირველივე მცდელობაზე გადმოვარდი და იმ წამსვე მოინდომე ხელმეორედ დაჯდომა და სწავლა. ლამის დაიხრჩე და მეორე დღეს მთხოვ ცურვა გასწავლო მალე ალბათ ნადირობის სწავლასაც მომთხოვ მგლის ისე შეგეშინდა - შენ არ ხარ კარგად მგონი. გგონია იარაღს ავიღებ და ცხოველებს მოვკლავ? არც იოცნებო. რაც შეეხება შიშზე სწავლას ალბათ მართალი ხარ - მიხარია რაღაც საკითხზე რომ დამეთანხმე - ნუ გადამაფიქრებინებ - კაი ჰო. ცურვის სწავლებისთვის უკან დაბრუნება არ მოგიწევს. აქ ახლოს ჩანჩქერია იქ გასწავლი თუ გინდა ? - კარგი ასე ჯობია. - მალე სიხარული სახეზე შეახმა - რა მოხდა? - მე გამოსაცვლელი ტანსაცმელი აქ არ მაქვს არც საცურაო კოსტიუმი - იცი რა ვქნათ? მე ჩემს მაისურს გათხოვებ წყალში იმით ჩამოდი და რომ ამოხვალ წყლიდან მერე შენი ტანსაცმელი ჩაიცვი. სუფთაა მაისური დღეს ჩავიცვი ელენეს გაეაღიმა და დათანხმდა. 10 წუთში ჩანჩქერთან იყვნენ. ცხენიდან ჩამოხტნენ და ნაპირთან მივიდნენ. ნოამ მაისური გადაიძრო. ელენეს შერცხვა და სახეზე ხელები აიფარა - წყალშიც ასე უნდა ვიყო და იქაც ხელები უნდა აიფარო?- ნოას გაეღიმა ელენე ახლა თავს იწყევლიდა ასეთი იდიოტური საქციელის გამო. ამიტომ ხელები ჩამოსწია და ნოს ნავარჯიშებ სხეულს წამით შევლო თვალი. - გამომართვი მე შევტრიალდები და ეს ჩაიცვი - კარგი და არ გაბედო და არ შემოტრიალდე სანამ მე არ გეტყვი. - კაი ელენეს 5 წუთი მაინც დასჭირდა იმ გრძელი კაბის გაძრობაში და მერე მაისურის ჩაცმაში. იმ კაბას იმხელა ელვა შესაკრავი ჰქონდა ზურგზე რომ ამის გამო ელენე ყოველდღე წვალობდა. - შეგიძლია შემოტრიალდე ელენეს ნოს შავი მაისური საკმაოდ მოკლედ ქინდა, ამიტომ ელენე მაისურის ბოლოებს ჩაბღაუჭებოდა და ქვემოთ ექაჩებოდა - ჩემი ტანსაცმელები ძალიან გიხდება რომ იცოდე - ჰო როგორ არა- დაეჯღანა ელენე - წამოდი ჩავიდეთ - ცურვა რომ ვიციდე შენ არ გეტყოდი მასწავლე თქო - ხელი მომკიდე და მაგ მაისურის ქვემოთ ქაჩვას შეეშვი გითხარი რომ ჩემთან არაფრის უნდა გეშინოდეს. ელენემ შეეშვა მაისურის წვალებას და ნოას ხელი მოკიდა. ნელ- ნელა უფრო ღრმად შედიოდნენ წყალში და ელენეს სახე ეცებოდა შიშისგან რომ ნოას ხელი არ გაეშვა შემთხვევით - ახლა მაქ დადექი დროებით და მე მიყურე. ასე უნდა მოიქნიო ხელი ხომ ხედავ, მაგრამ ამავდროულად ფეხების ქნევა არ უნდა დაგავიწყდეს. და რაც მთავარია ცურვის მომენტში სუნთქვა არ შეიკავო ისუნთქე გასაგებია? - არა უფრო სწორად კი - მოდი ახლა მე დაგიჭერ და შენ ისე გააკეთე როგორც მე გითხარი კარგი? - კარგი ნოა ელენეს იჭერდა. ელენე კი მონდომებით ინევდა ხელებს მაგრამ ფეხები ავიწყდებოდა. - ფეხები ნჯ გავიწყდება ელენე. - ჯანდაბა. მოიცა დავიღალე ვერტიკალურად დამაყენე ისევ. ნოამ ელენე გაასწორა. ელენე რომ არ ჩაძირულიყო ნოას კისერზე ქონდა ხელები შემოხვეული და ტვინის გაფრთხილება რომ თავი შორს დაეჭირა გამორიცხული იყო. - აუ ასეთი ნელი წინსვლით როდის ვისწავლი მე? - მაქსიმუმ ერთ კვირაში შეძლებს ცურვას, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა იყო. - ერთი კვირა ბევრია მაგრამ არაუშავს ძალიან მინდა ცურვა ვისწავლო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. - მომწონს შენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი - ელენემ თვალები დახარა. ნოას თვალს არ აცილებდა მიუხედავად იმისა რომ იცოდა ელენეს ამით გააწითლებდა. - დღეისათვის საკმარისა მგონი ხომ? - მგონი კი - ჯერ მე ავალ გამოვიცვლი და რომ გეტყვი შეგიძლია მერე შენც ამიხვიდე წყლიდან და წავიდეთ. ვწუხვარ რომ ჩემს გამო მაისურის გარეშე გიწევს წასვლა - არაუშავს მაინც ცხელა - კარგი ცოტა ნაპირისკენ გამიყვანე რომ ავიდე ელენე წყლიდან ამოვიდა და გამოუცვალა თან შეტრიალებულ ნოას თვალს არ აცილებდა. ენდობოდა და იცოდა რომ არ შემოიხედავდა ნოა. რატომ ენდობოდა? ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ვენდობით? ნდობა ხომ სიყვარულზეა დამყარებული? ისევ ის უცნაური და არეული ფიქრები ელენეს გონებაში, რომლის მოშორებას ისევ დიდი მონდომებით ცდილობს ელენე. ნოაც ამოვიდა მერე წყლიდან და უკან დაბრუნდნენ. - მიყვარს წყალში ყოფნა. ცურვასაც თუ ვისწავლი ალბათ სახლში საერთოდ აღარ შემოვალ დაძინებამდე სანამ აქ დავრჩები. არ გამოოარვია ელენეს როგორ შეეცვალა ნოას სახე. თვალები რომელიც წუთის წინ სიხარულს აფრქვევდა წამის წინ ნაღველით აივსო. ოჰ რამდენის მთქმელია ეს ჩვენი ნაირფერი თვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.