შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილთან შეგებების საზეიმო ჰანგები

11-05-2020, 15:30
ავტორი guroo
ნანახია 3 340

შეიფრთხიალა ჩიტმა გუბეში და სველი ფრთებით დამძიმებულმა მიწის სიახლოვეს გააპო ჰაერი ფრენით. თვალი გაადევნა მიამ, ვიდრე ერთმანეთისგან ჩრდილმიმდგარ ფოთლებში არ ჩაიკარგა. მუქი იყო დედამიწაზე შავად მოფენილი ხეთა ჩრდილი და იქ მია იწვა, ფიქრების ლივლივში უგონოდ გართული.

ფიქრები ფლეთდნენ, როგორც სვავები ანაწევრებენ ნაკუწ-ნაკუწ უსიცოცხლო, მყრალ და გულგრილად მიტოვებულ ლეშებს. და თუ გარშემო აღარავინ გყავს, ლეში ხარ მორიგი. განკურნება იესოს შეხებაშია. სულ პაწაწინა ჰუმანური აქტი მიას ცხოვრებაში საკმარისი იქნება, რომ მოულოდნელად თავსდამტყდარ მელანქოლიას დაეხსნას, თვალი გაუსწოროს უსიამოვნო ყოფას და ბედნიერება-გასინჯულმა შეუტიოს ყველა წინაღობას, რათა კვლავ დასველდეს ნაზი ემოციებისგან.

ბედნიერება - ეს განჟღენთვაა, აუარება წყლის მოვარდნა მთელ ორგანიზმში. მერე სარეცხივით უნდა გაიწურო, გათავისუფლდე სისველისგან, რომ ბოლომდე შეირგო იგი, რომელიც არსაიდან გაჩენილ ძვირფას საჩუქარს უფრო ჰგავს, ვიდრე დამსახურებულ ჯილდოს ქრისტიანული სიკეთისთვის ანდა სხვა სისულელისთვის.

მია ჩრდილიდან, სამყაროს შავი ნაწილიდან აკვირდება იმას, თუ როგორ სველდება ჩიტი და მიფრინავს. გაფრენა მასაც სურს. ფრთების გაშლა და ძალიან მაღლა აფრენა სწადია, მაგრამ ქმედებამდე გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და მას რაღაც აყოვნებს. ყოყმანობს, როგორც გაჩერებული საათის ისრები, წინ და უკან რომ დადიან და დროის თანაზომიერ ნაბიჯებს ფეხს კი არა, სხეულს ვერ აყოლებენ.

სიკვდილი ახლოსაა, მია სიცოცხლეს ებღაუჭება.

იმედი იწვის მოლოდინთა მოგიზგიზე კოცონზე. იქნებ იესო გამოჩნდეს, რომელიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს და შეეხოს მიას. ოღონდ სხეულზე არა. სადღაც შიგნით, დალუქულ კარს მიღმა გამომწყვდეულ ილუზიებს და გახსნას კვანძები, რომ ნისლის საბურველი მოშორდეს მიას თვითმოტყუებას, სასიკვდილო იარებს.

სინამდვილეში სუსტი არ არის. წლებია მძიმე სევდას დაატარებს, რომლისაც ვერაფერი გაუგია და ვერ იქნება სუსტი არსება, რადგან აქამდე მოვიდა, ფიქრთა შერკინებაში გამშველებლის პოზიციაზე, სადაც თვითონ უფრო მეტი ხვდება, ვიდრე დანარჩენებს.

როდესაც ამოუხსნელი და ალოგიკური უხასიათობა გტანჯავს და მიზეზებს ვერ პოულობ, შესაძლოა თავად გამოუძებნო ყველაფერს ლოგიკა და თავი მოიტყუო, თითქოს ყველაფერი იმ ჯაჭვზეა აგებული, რომელიც შენ შექმენი. დროს მოიგებ, უფროსწორად დიდ ტკივილამდე რამდენიმე წელს მიიღებ ტაიმაუტის სახით. მაგრამ უძლური აღმოჩნდები, როცა ფარულად მოსისინე უტყვი ტკივილები უცებ იჩენენ თავს და ერთიანად შემოგათხივლებენ შხამიან და მომაკვდინებელ გესლს. მოკვდები - შენივე ხელით.

***
საათი გაჩერდა. მოუსვენრად აწყდება წამების ისარი ერთმანეთისგან რკალის ფორმაზე დაშორებულ წერტილებს. მექანიზმზე დრო არ მიდის. წარსულსა და მომავალში დახტუნაობს, მერე მხოლოდ წარსულსა და წარსულში. მომავლის მიჯნა ნელ-ნელა ქრება, როგორც ფერწერაში შეიძლება, რომ ჰორიზონტი არ გამოვსახოთ. ჯადოსნური ადგილი აქვს საათებს უკან, საიადანაც "დროის ღერძს" ატრიალებ და ამბობ: - საათი მოვმართე. დრო სვლას აგრძელებს და ისევ გაჭ....ტვით იმუქრება უკან დარჩენილი და წინ გასავლელი დროები.

ისრების სხეულს არ შეხებია წესრიგის მყვარული დიასახლისი. შორიდან შეუჩხრიკინა მოუხელთებელ დროს და მოგრძო საგნები დაიძრა სივრცის ციკლისებურად გასაპობად.

- მოდი იესო, ჩაავლე მიას ქვეცნობიერს და შორიდან მომართე სიცოცხლისთვის, თორემ მისთვისაც ისრის ყოველი გადატრიალების შემდგომ უფერულდება ამქვეყნიური საზღვრები და მალე გაფრინდება, ან წარსულში ჩარჩება და თვალს ვერ გაახელს, ვეღარ შეხედავს აწმყოს მრავალ ფერს მისი უსიცოცხლო მზერა. მოდი, გელოდება! ჩააქრე ალმოდებული მისი იმედები მხოლოდ ერთი, უზომოდ თბილი შეხებით და ისიც დასველდება, თვითონ გადაარჩენს საკუთარ თავს მხურვალე ცეცხლში ჩაფერფლვისგან.

***
წვიმის წყლისგან დამდგარ გუბეში ჩახტა. კაბა დაუსველდა, შავი ლაქებით შეიმოსა შიშველი წვივები და მზისგან ნაფერები მიას მარცხენა ლოყა. ჩრდილქვეშ, გრილი სიო გაებუტა, ასე ძალიან რომ ესიამოვნა მზის სხივებთან შეხვედრა. ხელები ჰაერს მოხვია და ცეკვა დაიწყო. არ მონატრებია ნოე, უბრალოდ გაიხსენა.

ალბათ სამყარომ დაკვრა შეწყვიტა. მია გაჩერდა და სივრცეს გაუსწორა თვალი.
- პადა, ალ წაქიდე. პაააა-დააა! - ტირილი დაიწყო მაშინდელივით.
- პადა მიდა! - ცხარე ცრემლებით ღრიალებდა ბებოს კალთაში თავჩარგული.
იმდღეს ყველა ამშვიდებდა. მალე მოვლენო დედიკო და მამიკო - ჩახვეული ჰქონდათ ეს ფრაზა და ისე უშინაარსოდ იმეორებდნენ, მართლა აბსურდული გახდა მიას მშობლების შინ დაბრუნება.
- პადა ლატო ალ მოიდა? ფიფლინავმა გააწლო?

არაფერსაც არ გაუსწრია პანდასებრი ლაქებით მოხატული დედიკოსთვის, რომელმაც მეუღლე აიძულა რეისამდე ერთი საათით ადრე მისულიყვნენ აეროპორტში. უყვარდა ყველაფრის თავის დროზე გაკეთება და სიცოცხლესაც თავის დროზე გამოესალმა, ალბათ. ვინ იცის... ფაქტია, ფრენისას ამოვარდნილი ქარიშხალი მისი დაგეგმილი არ იყო და დამნაშავე ცამ ჩაყლაპა, რადგან დიდი ხნის წინ ჰყავდა პირის ღრუში გამოკეტილი და გადასაყლაპად გამზადებული. ღმერთი. მართლა სად წავიდა? ადგა და გაქრა?
- დედიკო და მამიკო ფიფლინავმა გააფრინა ძალიან შორს, მია. - ასე შეიფუთა მისი მშობლების გარდაცვალება.

***
ვენებგადაჭრილი გდია ხის ძირას, გრილ სიოსთან შერიგებული და თმის ბოლოები უცეკვავს სიკვდილთან შეგებების საზეიმო ჰანგებზე.

--------------------------------------------------------------------------------------
"ზოის" ახალი თავი უნდა დამეწერა ვითომ. გადავიფიქრე და იყოს ეს აქ ჩანახატის სახით.

№1  offline მოდერი guroo

ვჭამე და არ დამხვდა არაფერი frowning

№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

არ მომეწონა

№3  offline მოდერი Lilian Clark

არ მომეწონა, ძვირფასო. კარგი დასაწყისია, აღწერაც გიტყუებს, მაგრამ ბოლომდე ჩადიხარ და ხვდები, რაღაც ამონარიდი, ნაგლეჯი და დაუსრულებელი ტექსტია. აქ სულელი არავინ არის, ვხვდებით სად "ახალტურებ", სად მუშაობ და სად დუნდები.

№4  offline მოდერი Catherine Di Perso

იცი რატომ გკითხულობ ყოველთვის ორჯერ? იმიტომ, რომ პირველი წაკითხვისას ნაცარს მაყრი თვალებში და გარბიხარ. მაგრამ ყოველ ჯერზე მიაპობ სიცივეს ისე, რომ ვერ ხვდები ისე აღმოჩნდები ხოლმე ჩემს ტყეში.
მაინც გიპოვი.
შენი ნაწერები ორმაგ ფსკერდ ჰგავს. გამოაღეს უჯრა, ათასი წვრილმანი იპოვეს და ღირებული არაფერი?! გულდასმით არ უძებნიათ და მორჩა. კომოდის ყველა უჯრას თუ არა, იმ ერთ კონკრეტულს აქვს კიდევ ერთი ფსკერი. საიდანაც ჟონავს ეს ყოველივე. დაწერე კიდევ ერტი სიტყვა და ის დაემატება უხილავ უჯრას.
შენი სახელი უტყვი ტკივილია. მოიტყუე თავი და უპოვე ამ ყველაფერს მიზეზი, მაგრა შენ თვითონაც იცი, რომ სისულელეა.
იმისთვის, რომ ჩაძირულმა ზედაპირზე ამოყო თავი, ჯერ დარწმუნდი, რომ საბოლოო ფსკერს მიაღწიე. იქედან გზა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა გაჭრილი.
იესო?! თვალი გაახილე, შენ არ აძლევ "იესოს" საშუალებას, რომ შენი ქვეცნობიერი შეაჯანჯღაროს. ძალიან ღრმად ჩაეფალი და ეს მოგწონს, ძალიან მოგწონს და ამ ნაწილში, აი, ზუსტად აქ მე მესმის შენი ისე, როგორც არავის. მაგრამ ფსკერი თუ შეგიყვარდა იცოდე - ფსკერამდე არ მიგიღწევია. ეს ე.წ. სიყვარული კი ორგაზმს გიხშობს. ძედაპირზე ამოსვლის ორგაზმს.
ყვინთვა მიყვარს. ფსკერი - ზედაპირი, ზედაპირი - ფსკერი და ასე წრეზე.
არაამქვეყნიური ორგაზმიც დავამუღამე და ყოველ ჯერზე ისე მაცახცახებს, რომ ლამის გონს ვკარგავ.
ენივეი, ნუ შედედდები იქ, სადაც ხარ. ან/და რატომ ნუ? აკეთე ის, რაც გისწორდება, მაგრამ არ გაბედო მია, გაიგე?!
მაღიზიანებ.

№5  offline მოდერი guroo

Lilian Clark
არ მომეწონა, ძვირფასო. კარგი დასაწყისია, აღწერაც გიტყუებს, მაგრამ ბოლომდე ჩადიხარ და ხვდები, რაღაც ამონარიდი, ნაგლეჯი და დაუსრულებელი ტექსტია. აქ სულელი არავინ არის, ვხვდებით სად "ახალტურებ", სად მუშაობ და სად დუნდები.

ამას ისე მეუბნები, თითქოს ვმალავ, რომ “ვახალტურებ”. მადლობა კომენტარისთვის. ვერ წარმოიდგენ რა მემართება, როცა ისტორიის ქვეშ ახალ კომენტარებს ვხედავ. ვიცი, რისი დამწერი ხარ, წაგიკითხე - სულ მცირედით და მომეწონა. ჰოდა, მიხარია, რომ შენი ნიკი გამოჩნდა აქ, ამ დაუსრულებულ და მიფუჩეჩებულ ტექსტთან. იცოდე, ყოველთვის დაგელოდები და ვისიამოვნებ კიდეც, თუ არ მოგეწონება.
დროებით, ძვირფასო!

Catherine Di Perso
იცი რატომ გკითხულობ ყოველთვის ორჯერ? იმიტომ, რომ პირველი წაკითხვისას ნაცარს მაყრი თვალებში და გარბიხარ. მაგრამ ყოველ ჯერზე მიაპობ სიცივეს ისე, რომ ვერ ხვდები ისე აღმოჩნდები ხოლმე ჩემს ტყეში.
მაინც გიპოვი.
შენი ნაწერები ორმაგ ფსკერდ ჰგავს. გამოაღეს უჯრა, ათასი წვრილმანი იპოვეს და ღირებული არაფერი?! გულდასმით არ უძებნიათ და მორჩა. კომოდის ყველა უჯრას თუ არა, იმ ერთ კონკრეტულს აქვს კიდევ ერთი ფსკერი. საიდანაც ჟონავს ეს ყოველივე. დაწერე კიდევ ერტი სიტყვა და ის დაემატება უხილავ უჯრას.
შენი სახელი უტყვი ტკივილია. მოიტყუე თავი და უპოვე ამ ყველაფერს მიზეზი, მაგრა შენ თვითონაც იცი, რომ სისულელეა.
იმისთვის, რომ ჩაძირულმა ზედაპირზე ამოყო თავი, ჯერ დარწმუნდი, რომ საბოლოო ფსკერს მიაღწიე. იქედან გზა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა გაჭრილი.
იესო?! თვალი გაახილე, შენ არ აძლევ "იესოს" საშუალებას, რომ შენი ქვეცნობიერი შეაჯანჯღაროს. ძალიან ღრმად ჩაეფალი და ეს მოგწონს, ძალიან მოგწონს და ამ ნაწილში, აი, ზუსტად აქ მე მესმის შენი ისე, როგორც არავის. მაგრამ ფსკერი თუ შეგიყვარდა იცოდე - ფსკერამდე არ მიგიღწევია. ეს ე.წ. სიყვარული კი ორგაზმს გიხშობს. ძედაპირზე ამოსვლის ორგაზმს.
ყვინთვა მიყვარს. ფსკერი - ზედაპირი, ზედაპირი - ფსკერი და ასე წრეზე.
არაამქვეყნიური ორგაზმიც დავამუღამე და ყოველ ჯერზე ისე მაცახცახებს, რომ ლამის გონს ვკარგავ.
ენივეი, ნუ შედედდები იქ, სადაც ხარ. ან/და რატომ ნუ? აკეთე ის, რაც გისწორდება, მაგრამ არ გაბედო მია, გაიგე?!
მაღიზიანებ.

შენი კომენტარის ბოლო სიტყვები ყოველთვის სიგიჟემდე მისწორდება და ახლაც იგივე გამეორდა. რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე?! მომწონს, რომ მშიფრავ და თავდაყირა მიყენებ ყველა უჯრას, რაც კი გამაჩნია. დალაგებული თუ დაულაგებელი, უკლებლივ ყველა შენ შეხებას ელის მკვდარი ბავშვივით გარინდული და შენ ყოველჯერზე ახერხებ, რომ სასიცოცხლო ძალებით აავსო.
ან ახლა ვიგონებ და არაფერია მკვდარი. ხანდახან მართლა რომ ვიჯერებ ამდენ სისულელეს, ძალიან აუტანელი ვხდები.
ვიცი, რომ ვერსად დაგემალები და არც ვხარჯავ ენერგიებს შენგან გასაქცევად. ტყეში ხეები შენი თვალებია, მიწა - სხეული და შენც ხომ იცი, ვერ ვიფრენ, რომ არ გატკინო დაბიჯებისას. კვალს ვტოვებ? ის ცახცახი, შენ რომ ამბობ, ჩემი ნაბიჯებია?
ღირს “ნაგლეჯების” წერა შენი კომენტარებისთვის. სულ რომ არაფერი მქონდეს სათქმელი, შენ გამო ვიწყებ თითების ბრახუნს კლავიატურაზე და არც კი ვიცი, რა იწერება, მაგრამ რაღაც გამოდის.

№6  offline მოდერი Catherine Di Perso

თ'ესლი მომენტია, როცა გაუცნობიერებლად იღვრება სიტყვებში ის, რაზეც შესაძლოა წარმოდგენაც კი არ გაქვს და კი, ჭკუა მეკეტება, როცა მე ამას ვხედავ! მაცახცახებს, როცა ვხედავ იმას, რასაც თავად ადამიანები ვერ ამჩნევენ. ბევრი დავაფრთხე ამით, შენ მისწორდები, რადგან იმ იშვიათთა რიცხვს განეკუთვნები, ვინც თავისი ნებით მაწვდის საზრდოს. კატასტროფულად ვიღგზნები, როცა ამას ბედავენ.
იცოდი, რომ ადამიანებს ფერებად აღვიქვამ? და შენ ჩემთვის კარამელისფერი ხარ. შენი სამყარო კარამელივით ბლანტი და წებოვანია. მატყუარა ხარ, ზოგჯერ ცივდები და ისეთი მაგარი ხარ, კბილს ზედვე მიიმტვრევს კაცი, მაგრამ ამაზე მერე...

№7  offline მოდერი guroo

❤️❤️

№8 სტუმარი ცამდე,

რა იყო ახლა ეს...
((((((((
ვკითხულობ ხოლმე, ვერაფერს ვხვდები... გონებაჩლუნგივით ვიმეორებ ფრაზებს. ხანდახან ვფიქრობ, რა ნახა ამ ბავშვმა ასეთი, ერთი მხიარული ფრაზა რომ არ ემეტება მეთქი...
ეს მხოლოდ ფიქრია...
მეორედ წაკითხვისას უკვე ყველა სტრიქონი თავის ადგილს იკავებს გონებაში, ფიქრებს აწიოკებს, წარსულის მოგონებებს აღვიძებს, შენ რომ გამუდმებით ცდილობ მის გადამალვას, გადავიწყებას... მესამედ წაკითხვის შანსი არაა, დაძინებაც ხომ მინდა არა?..

№9  offline მოდერი guroo

ცამდე,

ვაიმეეე, ავყირავდები სიცილისგან :დდდ "რა ნახა ამ ბავშვმა ასეთი, ერთი მხიარული ფრაზა რომ არ ემეტება მეთქი..." ვაჰჰჰჰჰჰ smile smile სიმწრისგან ვიცინი. მართლაცდა, რა ვნახე?! როცა დაიძინებ, ტკბილად ხვრინვას გისურვებ, თუ ხვრინავ საერთოდ

№10 სტუმარი ცამდე,

guroo

რა დამაძინებს, სულ ვენებგადახსნილი სიკვდილები დამსდევს (

ზედმეტად მენიჭიერები დდდ

№11  offline მოდერი guroo

ოუუუ, ეს კომპლიმენტი ზედმეტად თავში ამივარდა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent