შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი #2

11-05-2020, 20:44
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 3 889

დილიდან ტელეფონით ხელმომარჯვებული იჯდა ქეთი ნაკანი საყვარელ სავარძელში და გაცხარებული რეკავდა სხვადასხვა ჟურნალისტურ არხზე, სადაც ავრცელებდნენ იმ კადრებს, როცა ქალი საავადმყოფოს ეზოში სასოწარკვეთილი იჯდა თავის მეგობრებთან ერთად. მაშინაც იაზრებდა, რომ თბილისელი საზოგადოება ენაჭარტალა ხალხით იყო სავსე და ზუსტად ამიტომ არ სურდა ამბის ფართოდ გავრცელება. მისი რეპუტაცია რომ არა, ერთ საათში ვერ გაქრებოდა ვერც ერთი ფოტო, რამდენიმე წამიანი ვიდეო და სტატიები.
ცუდ ხასიათზე მყოფი ძალისხმევის მოკრებას ცდილობდა და იმ სიმშვიდის შენარჩუნებას, რომელსაც თან დაატარებდა. მთელი ღამე მოუსვენრად მყოფს სახე არც ისე კარგად ჰქონდა, თვალები ოდნავ შეშუპებოდა და ჩაშავებოდა უძილობისგან. სარკეში ათვალიერებდა საკუთარ თავს და აგულიანებდა. წყლის ქვეშ განტვირთვა ახლაც არ დავიწყებოდა ქალს. თავის მოწესრიგებას რომ მორჩა, ტუმბოზე დადებულ წამლების ყუთს მიაჩერდა. გუშინდელმა ტკივილმა თავი კვლავ შეახსენა და ძრწოლამ აიტანა. ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა, რომ მთელი ცხოვრება მოუწევდა ფერადი პატარა ტაბლეტების მიღება და მისი ჯანმრთელობა ამაზე იყო დამოკიდებული. დანიშნულებას ჩახედა და წამლები მიიღო. ყელში დიდი ბურთი იგრძნო, მაგრამ არ დანებდა. შეისწორა სარკეში ყველაფერი კიდევ ერთხელ, შემდეგ ხელჩანთა აიღო და ზოიძისკენ გაემართა.
ოცი წუთიც არ დასჭირვებია, უკვე სახლთან მყოფი, კარზე რომ აკაკუნებდა. რამდენჯერმე ზარის ღილაკსაც დააჭირა, მაგრამ კარს არ აღებდა. გაახსენდა, თვითონაც ჰქონდა სათადარიგო გასაღები ჩანთაში ყოველთვის და მაშინვე გააღო.
სახლში არეულობა დახვდა, ყველაფერი მიყრილ-მოყრილი იყო, მაგრამ არც გაჰკვირვებია. ზოიძე გართობის მოყვარული ტიპი იყო, რომელსაც სიამოვნებდა ქალების ყურადღება. თავად ნაკანმაც არ იცოდა, რას ეძებდა ამ კაცში, მაგრამ სიამოვნებდა მსუბუქი ფლირტი და ვახოს თვალებში აელვარებული ჟინი მისი დანახვისას. ქალი თვლიდა, რომ არ აწყენდა დროებითი გართობა და ამიტომ გაუგრძელდა ამდენ ხანს მასთან ურთიერთობა.
მისაღებ ოთახში იატაკზე დაყრილ ნივთებს გვერდი აუარა და საძინებლისკენ გადაინაცვლა. კარები რომ შეაღო, ელდა ეცა. ზოიძე კედლის კუთხეში ჩამჯდარიყო უმოძრაოდ და გაშეშებული, როგორც უსულო სხეული. გამობურცული ვენა არ გამორჩენია ქეთის და იქვე მიგდებულ შპრიცს რომ შეხედა, გაცოფებამ ერთიანად დაუარა ადიდებული ტალღასავით. წამიერად წარმოიდგინა და გაუცოცხლდა ის კადრები, როცა ზოიძე ლახტგადაჭერილი და ხელმომუშტული იჯდა იატაკზე, ვენებს იმზადებდა სანუკვარი შხამის მისაღებად და ჰეროინს ხელის ნელი მოძრაობით უშვებდა ვენებში. მაშინვე მივარდა კაცს, რომელსაც გარეგნულად ეტყობოდა, რომ სიმსუბუქე ეგრძნო და სადღაც დაფრინავდა. სახეში ხელებს ურტყამდა ნაკანი გამოსაფხიზლებლად. უძრავად და თვალებდახუჭული იჯდა იგი ოთახში. ბრაზს ძლივს იხრჩობდა ქალი, ძლივსძლიობით წამოაყენა და საწოლზე მიაგდო მძიმე სხეული. ძვლები ეტკინა ისედაც მისუსტებულს. იქვე ჩამოჯდა პატარა დივანზე და რეალობასმოწყვეტილ ზოიძეს თვალს არ აშორებდა, თუმცა ეს უკანასკნელი საერთოდ ვერ გრძნობდა ქალის იქ ყოფნას.
ნაკანი გაწამებული უცდიდა საათების გასვლას და მის გამოფხიზლებას. ეჩვენებოდა, დრო გაჩერდა თითქოს. ახლა ზუსტად იცოდა, რატომ იყო მისი ნაყოფი უვარგისი და მუცელშივე მოუკვდა სანატრელი შვილი, მაგრამ როგორ გამოეპარა ეს აქამდე - მხოლოდ ამაზე ფიქრობდა. ვერ იგებდა, როდის დაიწყო ვახომ წამლის გაკეთება და როგორ ახერხებდა ამდენი ხანი ქალისგან ამის დამალვას. თითქოს ყველაფერი შესწავლილი ჰქონდა, მაგრამ ეს დეტალი დღემდე არასდროს შეემჩნია. წინ და უკან მიმოდიოდა ოთახში და ფეხსაცმლის ხმა მის ტვინს უარესად აღიზიანებდა, მაგრამ ამასაც ვეღარ გრძნობდა ისე არეულიყო.
ოთხ საათზე მეტი დასჭირდა ზოიძეს გონს მოსასვლელად და მოთმინებადაკარგულ ქეთის სიმწრისგან ყელზე ძარღვები ეტყობოდა.
- ვახო ზოიძე, რატომ ერთხელ და სამუდამოდ არ მოიშხამები?! - ისტერიკული ყვირილი დაიწყო ნაკანმა.
- ვახ, ქეთი, შენ აქ რა გინდა? - თვალების ფშვნეტით წამოდგა ფეხზე კაცი, რადგან გამოსახულება ჯერ კიდევ არ ჩანდა სუფთად მის გუგებში და ოდნავ შებარბაცდა.
- რა მინდა და ბედნიერი ამბის სახარებლად მოვედი, როგორც ფოსტალიონი მტრედი, რომელიც ერთადერთი კომუნიკაციის წყარო იყო ადრე და გასულ საუკუნეებში ხალხს აბედნიერებდა მისი გამოჩენა. - სარკაზმით თქვა ქეთიმ, დივანზე ჩამოჯდა კვლავ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- რა იყო, კრუიზზე მივდივართ? - გაიცინა ზოიძემ და ნაკანის მრისხანე მზერაც დაიმსახურა. ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული, სიტყვებს ალაგებდა და წამის შუალედებით ამბობდა.
- ჯანდაბაში!
- რამ მოგიყვანა აქ? გულმა გიგრძნო და გინდოდა ასეთი გენახე?
- შენ რომ შეგხვდი, მაშინ დავუშვი უპატიებელი შეცდომა. გიორგაძეს და ნიჟარაძეს მადლობა უნდა ვუთხრა, რომ ცდილობდნენ ჩემს გამოფხიზლებას, მაგრამ, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილე ვინც ხარ, მანამდე მსიამოვნებდა შენთან ურთიერთობა.
- დამაცადე გონზე მოსვლა და მერე ჩამგესლე, არისტოკრატო. - ბარბაცით გავიდა პირის დასაბანად სააბაზანოში და რამდენი წუთი ალოდინა ქეთის.
- მე მხედავ, თუ ჯერ კიდევ ზოოპარკში დაფრინავ? - ირონიას არ იშურებდა ნაკანი.
- იმენა ლურსმნებად მეჭედება ტვინში შენი სიტყვები, ხმადაბლა არ შეგიძლია? თავი მტკივა, ცოტა ხანში მეჩხუბე. - ისევ საწოლზე წამოწვა ვახო და ხელები თავქვეშ ამოიწყო.
- შენნაირი ცხოველის გარდა სხვა ვერავინ რომ ვერ ბედავდა ასეთ სითავხედეს ჩემთან, იმიტომ მომეწონე და სულელიც კი აღმოვჩნდი.
- მორჩები ახლა?
- არა, არ მოვრჩები!
- ჰო, კარგი, მკითხე.
- რამდენი ხანია წამალს იკეთებ?
- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამის დაფარვას კარგად ვუმკლავდები. - გაიკრიჭა პატარა ბიჭივით ზოიძე.
- არ ხარ შენ ნორმალური! და რატომ დაიწყე ამის გაკეთება?
- ცოლივით რატომ მიტრაკებ? მახსოვს, კარგად მიმაჩუმე, რომ ვიეჭვიანე შენზე.
- სულ გააფრინე, ხომ?
- აბა, რა გინდა ტო? გავიკეთე და შევყევი, ვახ!
- ტყავი გაქვს გასაძრობი, ზოიძე!
- მითხარი, რა ქარმა გადმოგაგდო აქ? მე თუ არ მოგიკითხე, თავი ხო უნდა დაიფასო, არისტოკრატო.
- სალაპარაკოდ მოვედი. - ხმა დაუსერიოზულდა ნაკანს და ისევ იგრძნო კუთხეში მიჩქმალული გულისწყვეტა.
- მშვიდობაა? რატომ მოიღუშე? - საწოლიდან წამოდგა ზოიძე და ქეთისთან ჩაიმუხლა, ქალის ხელები თავისაში მოიქცია.
- ვახო, ყავა დავლიოთ, მერე დავილაპარაკოთ, შენც გამოფხიზლდები.
- კაი ტო, როგორი დასევდიანებული ხარ. თმებზე მოგეფერები, კარგი? - ზოიძე მშვენივრად იცნობდა ქალის ხასიათს, როგორი სტატუსითაც არ უნდა ყოფილიყო მის გვერდით. ნაკანი პატარა გოგო ხდებოდა მის მკლავებში მოქცეული, უყვარდა თმებზე თამაში და რამდენჯერ ჩასძინებოდა ასე.
სინამდვილეში, ვახო არასდროს ყოფილა გულგრილი ქეთის მიმართ, მაგრამ ქალი იმდენად იცავდა ზღვარს, არ აძლევდა ზედმეტის უფლებას. სულ რომ არ დაეკარგა, ამითაც კმაყოფილდებოდა კაცი და ბევრჯერაც უკამათიათ „დამალული“ ურთიერთობის გამო.
გული ეწვებოდა, როცა ასეთ ნაკანს ხედავდა. იცოდა, უბრალო მიზეზი არ ექნებოდა, რადგან ასე დამწუხრებულიყო.
ორივე სამზარეულოში გავიდა და ქეთიმ ყავა მალევე მოადუღა. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ქალი თითებს ჭიქას უჭერდა, რადგან დაძაბულობას ვერ იშორებდა.
- აი, შენი გაკეთებული ყავა რომ მიყვარს, ისე არაფერი, რა! - ხარბად ისუნთქავდა ყავის სურნელს ვახო და ცდილობდა ოდნავ შეემსუბუქებინა ქალი. - ქეთ, გახსოვს, პირველად რესტორანში რომ ვიყავით, რა საზიზღარი ყავა იყო? იმის მერე, მარტო შენს მოდუღებულს ვსვამ და ნეტარებით მახრჩობ.
მსუბუქად გაეღიმა ნაკანს და გულში სითბო ჩაეღვარა. მაინც აფასებდა ვახოს, ყველაფრის მიუხედავად.
- არ მომწონს შენი წამლისადმი დამოკიდებულება, მაგრამ, რადგან შენი პირადი მე არ მეხება და უხეშად არ ვერევი, მხოლოდ გთხოვ, რომ მაგ ნაგავს მოეშვა, რა. რაში გარგია? სისულელეა! რა გაწუხებს ისე, რომ სამყაროსგან ასე გათიშვა მოგინდეს? - აჭიანურებდა ნაკანი მთავარი სათქმელის თქმას, რადგან არ იცოდა, როგორ მიეწოდებინა ეს ვახოსთვის სწორად და ზუსტად.
- შენ! - მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და ყავის ფინჯანს ჩააჩერდა, რათა ქეთისთვის აეცილებინა მზერა.
ქეთის გააკანკალა. ბუნებრივი იყო, ვახო მისდამი გულგრილობით არ გამოირჩეოდა.
- ვახო, არ გინდა, რა! შევთანხმდით ჩვენ უკვე ამაზე, ისედაც თავს ვიმხნევებ, რომ სათქმელი გითხრა.
- მითხარი, ქეთ, რაც არ უნდა იყოს.
ორივე დასევდიანებული იჯდა ერთმანეთის პირისპირ. ერთს ქალისადმი გაჩენილი სათუთი გრძნობა აწუხებდა და მეორეს ის, რომ ყველაფრის აქვე და დღესვე დასრულდება სურდა.
- გუშინ ექიმთან ვიყავი... - თვალებში არ უყურებდა ნაკანი წინ მჯდომს, ისე საუბრობდა. - აღმოჩნდა, რომ ექვსი კვირის ორსული ვიყავი, მაგრამ ნაყოფი ორი კვირის მკვდარი იყო. - კვლავ ცრემლები მოაწყდა ქალის უპეებს.
- ჩვენი შვილი ტო? - მომენტალურად გამოფხიზლდა ვახო და თვალებგაფართოებულმა იკითხა.
- ჰო, ჩემი და შენი.
ზოიძეს გული ჩასწყდა, რომ ნაკანმა ერთმანეთი განაცალკევა.
- და? - პასუხის მოლოდინში ხელები მომუჭა კაცმა.
- და ახლა ვსვამ წამლებს და ვიცი, უკვე იცი, რაც იყო ამის მიზეზი, თუმცა... - შეყოვნდა და ზოიძის თვალებში ტკივილი ამოიკითხა ნაკანმა. უკვე თავს ვეღარ იკავებდა, უნდოდა იქვე ეტირა და დაემშვიდებინა კაცს თავისი ძლიერი მკლავებით. მიუხედავად იმისა რომ არ ჰქონდათ სერიოზული ურთიერთობა, ერთმანეთისთვის გულისხმიერი მეგობრებიც იყვნენ, რადგან თითქმის კარგად შეესწავლათ ხასიათები. - ვახო, არის კიდევ რაღაც...
- მითხარი, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? საკუთარი შვილი მომიკლავს. - გამწარებულმა მაგიდაზე მუჭები დაარტყა.
- დამშვიდდი, მეც ცუდად ვარ და გუშინ მარტო გავუძელი ამ ყველაფერს.
- რატომ მაშინვე არ მითხარი ტო? შენ გვერდით ვიქნებოდი.
- არ ვიცი, არც კი მიფიქრია იმიტომ, რომ, რაც გავიგე, დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. გავნადგურდი. - ხელები და ტუჩები უკანკალებდა ნაკანს. მხოლოდ ამ ორს ესმოდა ახლა ერთმანეთის ტკივილი.
- დაასრულე ბარემ და მეც გამისკდება ეს გული, რა!
- ვახო, აივინფიცირებული ვარ.
- ღადაობ ტო? მეხუმრები? შურს იძიებ ჩემზე წეღანდელის გამო?
- შიდსით ვარ ინფიცირებული.
- ეგ როგორ?
- ნამდვილად არ ვიცი, მე არავისთან მქონია ურთიერთობა შენ გარდა. უკვე დავიწყე მკურნალობა და ხომ მიხვდი, შენც მოგიწევს...
- ვახ ჩემი, ეს რა ხდება ჩვენ თავს?! - თავში ხელები წაიშინა ვახომ და მერე კედელს მიარტყა მუშტი გამწარებულმა. - ჩემს გამოუფხიზლებელ ტვინზე მაგარი ამბები მახარე, იმენა.
- მაპატიე!
- შენ რა გაქვს საპატიებელი ტო? ეს რა დღეში ჩაგაგდე, აზრობ?
- მე მესმის ყველაფერი და ჯერ კიდევ არ გამიაზრებია, არც ჩემთვისაა მარტივი, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია და მინდა მიხვიდე ექიმთან.
- მკი/დია, შენი ჯანმრთელობაა ახლა მთავარი! - კატეგორიული ტონი ჰქონდა ზოიძეს.
- ვახო, მე მინდა ყველაფერი აქ დავასრულოთ.
- უნდა წახვიდე?
- გამიასმაგდება ტკივილი...
- აი, ასე, უნდა ადგე და წახვიდე?
- არ გავართულოთ, გთხოვ! - ცრემლები ვეღარ შეაკავა ნაკანმა.
- კარგი ტო, არ იტირო და მთავარია, კარგად იყო. ხანდახან მოგიკითხავ, ხომ? - ქეთისთან მივიდა და ჩაიხუტა ქალი, ეფერებოდა და თავზე კოცნიდა, დასამახსოვრებელ სურნელს ხარბად ისუნთქავდა.
- თუ დაგჭირდები, იცი, როგორ მიპოვო, მაგრამ არ ღირს სხვა რამის გაგრძელება.
- ქეთ, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, ხომ იცი? ისე იქნება, როგორც იტყვი.
- მაშინ მე წავალ და შენ არ დაივიწყო, რაც გითხარი. თავს გაუფრთხილდი!
კარებში იდგა ქეთი, როცა ვახო გაშმაგებული ეცა მის ტუჩებს და დაუკოცნა. იგრძნო ქალის სხეულში დავლილი ჟრუანტელი. მერე შუბლზე აკოცა და მხოლოდ ნაკანისთვის გასაგონად უთხრა:
- შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ!
სახლი სრულიად დამსხვრეულმა დატოვა ქალმა და ნელი ნაბიჯებით დაფარა მანძილი მანქანამდე. უკვე აღარ შეეძლო ამდენი ტკივილის გაძლება. მოსძალებოდა ყველა უარყოფითი ემოცია და გულს უჭამდა ამდენი სევდა. თითქოს ნორმალურად სუნთქვაც აღარ შეეძლო და ფილტვები შეკუმშვოდა. მხოლოდ თვითონ იცოდა, რამხელა ტკივილს განიცდიდა სხეულს შიგნით და როგორ ცდილობდა ამის ჩახშობას.

***
ბარში იჯდა და მთელი სამყარო ფეხებზე ეკი/და. ზედიზედ რამდენიმე ჭიქა არაყი დალია და გაბრუებული უყურებდა ცარიელ ჭიქას. ახლა არც ის თავსშემოხვეული გოგონები და არც თამაში არ აინტერესებდა. მიუხედავად იმისა რომ ხმაური იყო და როკს უკრავდნენ, ტვინში მხოლოდ სიჩუმე ჰქონდა და რაღაცაზე ფიქრობდა.
- ერთიც დამისხი, ძმაო. - ბარმენს მიმართა და მწველი სითხე დაყოვნების გარეშე ჩაუშვა ყელში. მერე ირგვლივ მიმოიხედა და გული აერია ყველაზე. საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, მაგრამ ეს არასდროს უღიარებია და ირონიული იერსახით ინარჩუნებდა ბუნებრიობას.
უეცრად მხარზე ხელის შეხება იგრძნო და ცივი მზერით მოიხედა უკან. თეთრი კბილები გამოაჩინა და სარკასტული ღიმილით დაასაჩუქრა უკან მდგომი.
- ვახ, გამოგგზავნეს, კურდღელო?
- წამომყევი, თორემ ინანებ! - ყურთან უჩურჩულა შავებში ჩაცმულმა კაცმა.
- კაი, კაცო. სტაფილო გინდა? აქ არაა, მაგრამ გავიაროთ სუპერმარკეტში.
- წამომყევი - მეთქი, ბიჭო, შენ გეუბნები. - კბილებში გამოსცრა და ხელი მსუბუქად მოუჭირა მხარზე აცანცარებულს.
- არაყი მიყიდე და წამოვალ, ვითომ დაბადების დღე მაქვს. - გაიკრიჭა.
- ნაკანო, ფეხზე ადექი და წამოდი, დედას გიტირებ!
- არ მითხრა, რომ დედაჩემის საფლავს გათხრი. და მაინც გეთქვა, მაგარი ქალია, დაგევასებოდა.
- ნუ აუშვი და იხევი ტყუილად. ვალი გაქვს და გიბარებენ.
- მაგათ გადაეცი, როცა მე მომინდება, მაშინ გადავიხდი.
პასუხი აღარ დაუბრუნებია შავებიან ტიპს, მხარში ხელი დაავლო და გარეთ გათრევა დაუპირა.
- ზურიკო, ბიჭო, წამოდი - მეთქი, შარს ეძებ?
- ფუ, რა პიდარასტი ხარ! იდინა/ხუი, ჩემით წამოვალ. - უკან გაჰყვა და ბარიდან გავიდნენ.
- ჩაგტენო მანქანაში, თუ ჩაჯდები?
- ფეხით რომ წამოვიდე? რადა, სუფთა ჰაერია, იქით ჩიტების საამო ჟღურტული, სად ხარ, ჩემო დაო, თორემ ხო შექმნიდი ბუნების დიდებულ სურათს. - ჩაიქირქილა ზურამ.
- მანქანაში ჩაჯექი!
- ჩამაჯინე, კურდღელო, მჩატე ვარ, ვვარჯიშობ. გეი არ ვარ, თორემ შემოგევლოს ჩემი თავი. მაგარი უიღბლო ხარ, მაინც არავინ მოგცემს.
ნაკანმა სახეში მუშტი მიიღო და ხმამაღლა სიცილი დაიწყო, მაგრამ ტუჩი ეტკინა და სიმწრისგან სახე დაეღმიჭა.
- ვერ გავიგე ახლა, გინდა შენი ძვალთშესალაგი გავაკეთო? რა რბილი ხელი გაქვს.
წინ გადაუდგა კაცი და მუცელზე იარაღი მიაბჯინა:
- მანქანაში, ბოლოჯერ გეუბნები!
- ჰო, კარგი, არ გამაპატიურო, თორემ პოლიციაში გიჩივლებ. - მანქანისკენ სიცილით წავიდა და შიგ ჩაჯდა. დაძაბულობა საერთოდ არ ეტყობოდა. ჩანდა ისე, თითქოს საკუთარი თავიც ფეხებზე ეკიდა.
- უფროს მამიკოსთან მიგყავარ? - მომაბეზრებლად ჰკითხა გვერდით მჯდომს.
- დღეს არ აგცდება დამსხვრევა, დამიჯერე და თავი მაინც შეამზადე წინასწარ.
- მთავარია, ჩემს წმინდა ორგანოს არ შეეხოთ, თორემ მერე მართლა გამიტყდება.
- ფუ შენი ბინძური!
- დორბლი მოიწმინდე ერთი, თუ კაცი ხარ. რაო, რა უნდა იმას? რატომ გაღუნა ტვინი? არ მაქვს - მეთქი და მირტყით, თუ გინდათ, ვახ!
- მაგიტომ დაამთავრებ ბოლოს ისე, როგორც ცხვირმოუხოცავს შეეფერება.
- ბიჭო, რა არის იცი? დამაცადეთ, დავიწყებ ჩემი ნუდების გავრცელებას და ფულს ვიშოვი, იმის დედა ვატირე! მაგრამ არა, ჩემზე ოცნებას არ აცდით ხალხს, არადა, რა სექ/სი ტიპშა ვარ. კაი ახლა, შენც არ დაეცე ჩემზე. - სახასიათო ირონიას არ იშორებდა და იგესლებოდა ნაკანი.
ზურა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყველას წყობიდან გამოყვანას მარტივად ახერხებდა. ქეთის არ უყვარდა მისი საზოგადოებაში გამოჩენა, რადგან ყოველთვის ეშმაკურ ხრიკებს მიმართავდა და ამას თავისი ხასიათით ამართლებდა - გავერთეო.
დიდი ვალი ჰქონდა, კაზინოს ქსელში რომ ჩაება, არც ისე დიდი იყო და საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ვეღარ გაუმკლავდა ფულის უკან დაბრუნებას. ამის გამო, ყველგან გააშავეს და ხშირად ემუქრებოდნენ მოკვლით, მაგრამ თვითონ არაფერი ადარდებდა, ან მეორე ვარიანტი ჰქონდა - ასე უნდოდა დაენახებინა სხვებისთვის თავისი „ფეხებზემკი/დია“ ხასიათი და თავს არ დაიმცირებდა.
ლაყბობას კიდევ არ იყო მორჩენილი, დანიშნულების ადგილზე რომ მივიდნენ. კაზინო „ლას-ვეგასის“ წინ შეჩერდნენ.
- დაილოცოს აქაურობა ჩემი სახელით. ერთხელ არ მათამაშებთ? - შესვლამდე ჰკითხა მის წინ მიმავალს.
- სახით კედელზე - კი.
მალევე შევიდნენ მთავარი უფროსის ოთახში, რომელმაც ითხოვა მარტო დაეტოვებინათ ორნი პირისპირ და დაცვის წევრები გაათავისუფლა.
- გაპიდარასტდი? - გახეთქილი ტუჩიდან გადმომდინარე სისხლით წითლად შეღებილ ბაგეზე ანიშნა თვალებით ნაკანს წინ მჯდომმა.
- ჰო, შენმა ბრგემ პირდაპირ ტუჩებში მომცა. - სისხლი პირდაპირ იატაკზე გადმოაფურთხა და სავარძელში გასწორდა.
- ყ/ლეზეც გაცეკვებენ, თუ აზრზე არ მოხვალ.
- აი, თურმე, როგორ ერთობით აქ.
- ბიჭო, შენთან სახუმაროდ არ მცალია მე. მაინტერესებს, ჩემი ფული როდის დამიბრუნდება?
- ჰო ტო, გაგიკვირდება და იმათაც მაგაზე ველაპარაკებოდი გზაში. ფულის შოვნის იდეა მაქვს, პორ/ნო ვარსკვლავობას ვუმიზნებ.
- არ იშლი შენსას, თავი გინდა მაცემინო. - ფეხზე წამოდგა კაცი, ნაკანს შემოუარა და მის ზურგს უკან გაჩერდა.
- კაროჩე, გეტყვი ახლა, ფეხებით რომ დამკიდო, ოც თეთრიანიც არ გადმომივარდება ჯიბიდან. რაც გავიზარდე, სულ ვალები მაქვს. ნახევრადმშიერი დავდივარ, ბოლოს გემრიელად დედაჩემის ძუ/ძუ ვჭამე.
- შენ ხომ იცნობდი ჯუღელს? - თითქოს სულ სხვა რამ მოაგონდა კაცს.
- ვასოს? რომ დაიბრიდა? - ჯერ კიდევ ზურგშექცევით იჯდა.
- კი, ზუსტად მაგას, იცი რით დაიბრიდა?
- რავი, საფლავის ქვაზე აწერია ოჯახისგანო. - მხრები უდარდელად აიჩეჩა.
- ბიჭო, აზრზე მოდი! - კბილებში გამოსცრა. - ჩემი ვალი ჰქონდა და კი იცი ახლა, სადაც არის.
- ეე, ბიჭო, რას მემუქრები ახლა ტო? მე კი არ მიხარია ვალის ქონა. ერთი რვეული მაქვს სავსე მევალეების სახელებით და ვაფშე ჭკვიანად იყავი, შენ მყავხარ სიის სათავეში, რომ პირველი შენი ვალი უნდა გადავიხადო. თუ გამაბრაზებ, ბოლოში გადაგსვამ.
- მწერალი არ გადაგიხდის? - კიდევ ერთხელ სცადა საუბრის დასერიოზულება კაცმა.
- ვინ, დოსტოევსკი? ეგ დაიბრიდა, ბუნდოვნად მახსოვს. - სახეზე მწუხარებანარევი გაოცება გამოეხატა. ბრეგაძეს აღარაფერი უთქვამს, ოთახის კუთხეში მდგომი კარადიდან ბეისბოლის ბიტა ამოიღო და მთელი ძალით მოუქნია ზურას. კაცი სწრაფად მოტრიალდა და ძლიერი ხელებით ჰაერში გააშეშა მოქნეული ბიტა.
-თავში რომ მირტყამ, ჩემს ტვინს კიდევ შერყევა უნდა, შე ახვარო? - თავისკენ მოქაჩა და სახეში მთელი ძალით ჩაარტყა თავი. ოთახში გამოწვეული ხმაურის გამო სწრაფად შემოცვივდნენ დაცვის ბიჭები, რომლებიც არ ინდობდნენ ზურა ნაკანს და სიკვდილამდე ურტყამდნენ, სანამ სისხლი არ ადინეს.
- ზურა ნაკანო, მაქსიმუმ სამი დღე გაქვს, ოცი ათასი ამ მაგიდაზე უნდა დაიდოს, თუ არადა, მიუწვები ჯუღელს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე.
ფეხზე წამოაყენეს დაცვის ბიჭებმა და დასისხლიანებული ნაკანი გარეთ გაათრიეს.

***
შუაღამე იყო უკვე, როცა ქეთიმ კარზე ძლიერი კაკუნი გაიგონა. ლამის კარი ჩამოიღეს. შეშინებული წამოვარდა საწოლიდან და მაშინვე კარებისკენ წავიდა. რომ გააღო, ზურა ძლივს იჭერდა თავს. სისხლში იყო მოთხვრილი და სახე საკუთარს არ უგავდა, არც ტანსაცმელი.
- ზურა ნაკანო, მიწაში ჩაგდებ! რა არის ეს, რას ჰგავხარ, თუ იცი?
- აუ, გეყოფა ახლა! მომიარე, ძმა ვარ შენი. რა იყო, გოგო? თბილად მაინც მიმიღე. - თავი ვერ შეიკავა და წაბარბაცდა ადგილზე, ქეთიმ დაიჭირა და სახლში შემოათრია დაბეგვილი სხეული. - შენს საყვარელ დივანს დაგისვრი ახლა, იატაკზე რატომ არ მიმაგდებ?
- კიდევ ხუმრობის ხასიათზე ხარ, ბრიყვო? ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეში?
- ჯგუფური მქონდა და გამაპატიურეს. - გაიცინა და მთელი სხეული ასტკივდა, დაიკვნესა.
- შენ ადამიანი არ ხარ, საქონელო!
ნორმალურ იერსახეზე რომ მოიყვანა ზურა ქეთიმ, წინ ჩამოუჯდა და მკაცრი ტონით დაუწყო საუბარი:
- თუ აზროვნებ ნორმალურად, მითხარი ვინ გააკეთა ეს და რა მოგივიდა?
- ვერ მოვეშვი და საბოლოოდ ჩავისვარე.
- ვინ არიან?
- ლევან ბრეგაძის ვალი მაქვს ოცი ათასი, მაგის კაზინოა „ლას-ვეგასი“.
- რით აპირებ გადახდას?
- ჩემი უკეთილშობილესი და დამეხმარება, ვგრძნობ.
- ღმერთი არ გაგიწყრეს, ზურა და არც კი იფიქრო, რომ ერთ თეთრსაც მოგცემ მე შენ!
- აუ, კარგი ახლა, მშობლებმა ხომ დაგიტოვეს ჩემი თავი? ჰოდა, მომიარე. - წამწამები ააფახულა ბიჭმა და თავისსავე არასერიოზულობაზე გაეცინა, მაგრამ სხეული დაბეჟილი ჰქონდა და დივანზე მისვენებულივით იყო, ვერ მოძრაობდა.
- არც კი დაძრა სიტყვა ამაზე!
- ჰოდა, კარგი. მადლობა. - ირონიულად გაუღიმა ზურამ დას და წარბები შეკრა.
ქეთი ფეხზე წამოდგა:
- მშვიდობიანი ღამე!
- ჩემი მშვიდობა ფეხზე ჰკი/დია ჩემს დას. ასევე.
ოთახში გავიდა და გადაწყვიტა, ხვალინდელ დღეს დალოდებოდა. რაღაც გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიეღო, მაგრამ ზურას გარეშე.

№1  offline მოდერი ანე ლაშხი

ხალხნუუუუ, იცით რამდენი სიტყვაა? მთელი ორიათას ცხრაას ორმოცდაათი. უუუხ, რა გოგო გყავართ, ვდნები ესე იგი, რა! გელოდებით ყველას, ელას, ბელას, გელას და მის დას - ლელას! :დდდდდდ
აი ლავ იუ თუ ზე მუუუუნ. ♥️♥️♥️♥️♥️

№2 სტუმარი Qeti qimucadze

Au zalian sainteresod vitardeba movlenebi. Kargad rom cer ki gecodineba shenc hoda gelodebi moutmenladff

№3  offline წევრი აბაშიძე

ანე.

ინტრიგანი ხარ-მეთქი რა.

აი უმცროსი ნაკანის გამოჩენით რაღაცას გვანიშნებ ხო?
რას მოსწევ ნეტა.
სრულიად მოლოდინის რეჟიმში გადავდივარ.

ქეთი მომწონს.
ძალიან.
მიყვარს არისტოკრატი ქალები.
რაღაცნაირები არიან.

გიჟი ქალი რო ასეთ ტიპს გვიხატავ მომწონს.

ზოიძე მეცოდება მაგრამ არაა დასაკარგი ბიჭი და რას იზამ არ ვიცი.

ნერვებს მიშლი უკვე რა.

ხო ხედავ მოქმედებ.

ამართლებ მოლოდინს ძვირფასო.

მომწონს.

ახლა უნდა შემაყვარო.

დავალებაა.

მევასები იცოდე.

შემდეგამდე.

№4  offline მოდერი ანე ლაშხი

Qeti qimucadze
Au zalian sainteresod vitardeba movlenebi. Kargad rom cer ki gecodineba shenc hoda gelodebi moutmenladff

ქეთი, რამხელა ვეებერთელა კომპლიმენტი მაჩუქე ახლა, იცი? უუუხ, გავთბი და მინდა რომ მალე დავბრუნდე და ისევ მოვისმინო ასეთი სიტყვები. კმაყოფილმა გამეღიმა. შენ ისევ დამელოდე და მალე მოვალ, მადლობა!!! ♥️♥️♥️

აბაშიძე
ანე.

ინტრიგანი ხარ-მეთქი რა.

აი უმცროსი ნაკანის გამოჩენით რაღაცას გვანიშნებ ხო?
რას მოსწევ ნეტა.
სრულიად მოლოდინის რეჟიმში გადავდივარ.

ქეთი მომწონს.
ძალიან.
მიყვარს არისტოკრატი ქალები.
რაღაცნაირები არიან.

გიჟი ქალი რო ასეთ ტიპს გვიხატავ მომწონს.

ზოიძე მეცოდება მაგრამ არაა დასაკარგი ბიჭი და რას იზამ არ ვიცი.

ნერვებს მიშლი უკვე რა.

ხო ხედავ მოქმედებ.

ამართლებ მოლოდინს ძვირფასო.

მომწონს.

ახლა უნდა შემაყვარო.

დავალებაა.

მევასები იცოდე.

შემდეგამდე.

არ იუ ქიდინგ მი? გუშინ რომ გითხარი, გამოჩნდა აქ უკვე და ვრცლად მომიყევი ერთი, რას ფიქრობ, მოკვდი ქალი ინტერესით. :დდდდ საერთოდ აღარ ვიცი, ბოლოს ვინ მოგეწონება, მაგრამ მაგის დედაც, მთავარია, მე გევასები! :დ
შენ მე მოგწონვარ და ეს დანარჩენი მერე, ვი ნოუ. თენქ იუ. ♥️♥️♥️

№5  offline მოდერი Lilian Clark

როგორ ვუთანაგრძნობ ქეთის. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "იღბლის ბუკეტებთან" უწევს ურთიერთობა. არ იმსახურებს ეს ქალი ასეთ ძმას და პარტნიორს.
შრომისმოყვარე, ინტელექტუალი და შემთხვევით აღმოჩენილია ასეთ ხალხთან. მგონია, რომ ქეთის ცალკე ტკივილები აქვს გამოვლილი, რომელმაც იმდენად გააძლიერა, ყველაფერს ცივად უყურებს და აღარ ჰყვება ემოციებს. ამიტომ გამოსდის ასეთი თავდაჭერილობაც.

№6  offline მოდერი ანე ლაშხი

Lilian Clark
როგორ ვუთანაგრძნობ ქეთის. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "იღბლის ბუკეტებთან" უწევს ურთიერთობა. არ იმსახურებს ეს ქალი ასეთ ძმას და პარტნიორს.
შრომისმოყვარე, ინტელექტუალი და შემთხვევით აღმოჩენილია ასეთ ხალხთან. მგონია, რომ ქეთის ცალკე ტკივილები აქვს გამოვლილი, რომელმაც იმდენად გააძლიერა, ყველაფერს ცივად უყურებს და აღარ ჰყვება ემოციებს. ამიტომ გამოსდის ასეთი თავდაჭერილობაც.

უუუჰ, რა იდეალური დახასიათება იყო? თუმცა, ჩვენ ხომ ჯერ არც კი ვიცნობთ ქეთის? წინ იმდენი რამეა, ეგრე თუ იტყვი, ვერ დაგპირდები. :დდ მაგრამ უზომოდ კი მოვიხიბლე შენი კომენტარით! დიიიდი მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️

დამეკარგეთ? :((((((( გამოჩნდით, ვითხოვ!!! ♥️♥️♥️

ასე მაშინ არ მიძგერს გული,როდესაც ვინმე სიმპათიურ ბიჭს წავკრავ თვალს sweat_smile გული გამალებით ცემს და ამოხტომას ლამობს, მაგრამ ისტორიის დასასრულამდე ხომ უნდა მივიდეს კაცო და ამიტომ ჯერ ვაკავებ smile ათასი გრძნობა ფეთქდება ჩემში და ჯერ ვერ ვუყრი თავს...წესით სოციოლოგიას უნდა ვკითხულობდე, მაგრამ გამექცა თვალი და ვეღარ მომობრუნდა გული sweat_smile sweat_smile გელი, გელი და ისევ მოგელი heart_eyes

№8  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე

აი, შენი ხათრით, ლიკა ნიჟარაძეს ვინმე უნდა ვუპოვო და დავწერო მაგათი სიყვარულის ამბავი. :დდდდდ ძაან გამიხარდა, სოციოლოგია მოიცდიდა, მე ვერა და საერთოდ, დრო ყოველთვის მე უნდა დამითმო ჯერ. :დდდ გულის აფრთხიალება ახლა იწყება, ჯერ ყველაფერი წინაა. დიდი მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️

ანე ლაშხი

ააუუ, ლიკუნას თუ მაგ სიკეთეს უზამ და რავი რააა... smile და ჰო, სოციოლოგია მიცდის და მგონი ვეღარც ვუდებ გულს...ისევ შენ გელოდები და შენს ახალ თავგადასავლებს. ჩემი გული ფრთხიალისთვის მზად არის! მოვიმარაგებ კაპლებსაც...ვაი და გამიჭირდეს ძალიან sweat_smile sweat_smile ლავი უ გურლ blush

№10  offline მოდერი ანე ლაშხი

უუუხ, რა ექშენი ჩამიგდეეე, მოკლედ, ძალიან ვეცდები, მაგრამ არ გპირდები. ტყუილი დაპირებები არ მიყვარს. :დდდ კიიიდევ მადლობა და მადლობა!!! ♥️♥️♥️

№11 სტუმარი სტუმარი ქეთო

ისტორიას რომ წერ ძაან მაგარს კი იცი უკვე:დდ მაგრამ აი შენი კომენტარების კითხვა ცალკე ბედნიერებაა. როგორი ბობოქარი და ენერგიული გოგო ჩანხარ, უკვე ვგიჟდები მე შენზე❣

№12  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ქეთო
ისტორიას რომ წერ ძაან მაგარს კი იცი უკვე:დდ მაგრამ აი შენი კომენტარების კითხვა ცალკე ბედნიერებაა. როგორი ბობოქარი და ენერგიული გოგო ჩანხარ, უკვე ვგიჟდები მე შენზე❣

ვაიმეეე, არ გადავირიო ახლაააა!!! აუ, არადა, ზოგს სწყინს ეს ჩემი ზედმეტი ხმაური, მაგრამ ვერ წარმომიდგენია მაგის გარეშე, რა ვქნა? :დდდდ უჰ, გავანათე და გავბრწყინდი ვარსკვლავივით. მადლობა და მადლობა, მიხარია შენი აქ ყოფნა და ყველაფერიიიი! ♥️♥️♥️♥️

№13  offline მოდერი Catherine Di Perso

პირველ რიგში - მადლობა გამართული ნაწერისთვის. უმნიშვნელო ერთი-ორი ხარვეზი დავიჭირე, მაგრამ მექანიკური მგონია.
ჰოდა სიუჟეტი - ტეხავს, პრეზერვატივის არსებობის შესახებ რომ არ იციან. ამ ქალის მიმართ ერთი წამითაც ვერ ვიგრძენი ვერაფერი კითხვისას. ასე რომ ეტორა ყოფა შენს ჯანმრთელობას - მიხედე რა, ტო. მერე ცრემლის ღვრა და წუხილი იმაზე, რომ "უნდა მიმეხედა" და "ვაიმე, ნანატრი შვილი", გულს მირევს.
სინანული უსარგებლო გრძნობაა. თვითგვემაშიც ხარ და აზრიც არ აქვს. ადექი და შეხედე თვალებში იმ შეცდომას, რომელიც დაუშვი და ისწავლე. ერთი და იგივე ნაღმს აღარ დაადგა ფეხი.
ამისი ძმა კიდევ, ნერვებს მიშლის. საერთოდ, კაზინოს სფეროში ვმუშაობდი და კარგად ვიცნობ მაგათ ფსიქოლოგიას. თავით რომ ჩაეშვები კაზინოში, იმედი ნუ გექნება, რომ ტრ'აკს მაინც ამოყოფ.
სიუჟეტის და პერსონაჟების შეფასებას საკუთარ თავზე ნუ მიიღებ. აბსოლუტურად შენი გადასაწყვეტია - როგორი პერსონაჟები გეყოლება და რას მოიმოქმედებენ.
რაც შეეხება თვითონ წერის მანერას. მემშრალა. მარილი აკლია ჩემთვის, ემოციები საგრძნობლად დამაკლდა. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებ. თუმცა პოტენციალი დიდია, აშკარად.
წარმატებები.

№14  offline მოდერი ანე ლაშხი

Catherine Di Perso

ჩემი პოტენციალი უკვე მწვერვალებზეა. მთავარია, შენ დაიჯერო. მე ცოტა თვითკმაყოფილი ვარ, მაგრამ მსიამოვნებს მკითხველის ეს "რაღაცობები". ანუუუ, რა მინდა გითხრა, მადლობა რომ წამიკითხე, მაგრამ ისეთ ემოციებს ნამდვილად ვერ დაგიწერ, როგორსაც შენ წერ. გადაგავლე თვალი და მდააააჰ. :დდდ
რეალურად ეგრე ხდება რომ გვიან ამბობ - "უნდა" და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეგ "უნდა" არ გადამხდარა თავს, ვაღიაროთ, თუმცა ქეთი არ არის ის ადამიანი, ვინც აქ დაიხატა სულ რაღაც ორ თავში. ენივეი, მაგრად გამიხარდა შენი კომენტარის წაკითხვა და ეს სახეში შემოლაწუნების მსგავსი რაღაც. როგორ გითხრა, მე ცოტა დავფრინავ იმიტომ, რომ ვიცი, ვინც ვარ და ეს ოდნავ ფრთები ჩამოწევა მაინც ვერ მშველის ხოლმე ვერც მე და ვერც ჩემს თავდაჯერებულობას. :დდდ ძმას რაღას ერჩი? კარგი ტიპია, აი ლაიქ. შენს ხასიათს არ მოუხდა, ალბათ. :დ
მოოკლეეთ, კი დამტოვე აღტკინებული და გამაღიმე და ძაააალიან დიდი მადლობა, გავერთე სასიამოვნოდ! ♥️♥️♥️

№15  offline მოდერი Catherine Di Perso

მე არ ვკითხობ იმ ჟანრს, რასაც შენ გადახედე. არ მისწორდება იმის მსგავსის კითხვა, რასაც ვწერ. :დ თვითკმაყოფილება და თავდაჯერებულობა თუ შენს განვითარებას ხელს არ უშლის, მშვენიერია. რა თქმა უნდა, ქეთი არ არის ის, ვინც ორ თავში დაიხატა, მაგრამ ფაქტები მაინც მეტყველებენ. ძმის ხასიათი გამისწორდა, მაგრამ კაზინო და ვალები ნერვს მიწიოკებს.
"უნდას" აზრი არ აქვს. თორემ ყველას რომ უთქვამს, არ გედავები.

№16  offline მოდერი ანე ლაშხი

მიმხვდარხარ, რაც მითქვამს. კმაყოფილი ვზივარ ახლა. თენქ იუ. :დ ♥️♥️♥️

№17  offline წევრი ეირინ

ძალიან პოზიტიური გოგო ხარ როგორც ჩანს????და კარგადაც წერ????მომწონს ქეთა????ველოდები ახალ თავს❤

№18  offline მოდერი ანე ლაშხი

ეირინ
ძალიან პოზიტიური გოგო ხარ როგორც ჩანს????და კარგადაც წერ????მომწონს ქეთა????ველოდები ახალ თავს❤

ვაიჰ, დიდი მადლობა, ვბრწყინავ ასე რომ მეუბნებით და ვაფრქვევ მერე სითბოს მზესავით!!! ♥️♥️♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent