ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 6)
აი შემდეგი თავიც, იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს გამოხმაურებას *************** საავადმყოფოში იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი შემოიყვანა და საოპერაციოში დაგაიყვანეს რადგან ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული შემავალი ჭრილობა ჰქოდა და ბევრ სისხლს ჰკარგავდა. კატო თერაპევტი იყო და რადგან პაციენტი მისი არ იყო უბრალოდ თვალი გაადევნა აფორიაქებულ ექიმებს და თავისი კაბინეტისკენ გააგრძელა სიარული, უეცრად დერეფანში ნაცნობი სახე დაინახა, მოთქმით ტიროდა, ჯერ ეგონა მიამსგავსა, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა მკვეთრად შემობრუნდა და მისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით - მარიამ? შენ აქ რა გინდა? - გაოცებული უცქერდა ბავშვობის მეგობარს, რომელიც უკვე წლებია არ ენახა რადგან მთელი ოჯახით ამერიკაში გადავიდნენ დიდი ხნის წინ - კატო? - ცრემლიანი თვალებით ამოხედა ქალმა - მარიამ რა მოხდა? აქ საიდან გაჩნდი ან როდის ჩამოხვედი, ან რატომ ტირი? - კითხვები დაუფიქრებლად დააყარა აფორიაქებული ქალმა - მიშველე გეხვეწები იქ, იქ ჩემი ძმაა, დაჭრილია - ჩაიკეცა და ქვითინებდა, კატო მხრებზე მოეხვია და წამოყენება სცადა - წამოდი, დაჯექი და დამელოდე, გავარკვევ რა ხდება და ეხლავე მოვალ, მარიამ გესმის? თავი ხელში აიყვანე - მარიამმა თავი დაუქნია, კატო სწრაფი ნაბიჯით წავიდა საოპერაციოსკენ, წუთები საუკუნეებად გაიწელა, დერეფანში მარიამის მეუღლე გამოჩნდა, სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა, ცოლს გვერდით მიუჯდა და გულზე მიიკრა - ღმერთო, როგორ ვინერვიულე ვიდრე დაგინახავდი, გული გამისკდა, კარგად ხარ მარიამ? შენც ხომ არაფერი დაგიზიანდა? - მე კარგად ვარ, მიშოა ცუდად, დაჭრილია - ტიროდა ქალი - კარგად იქნება, ნუ გეშინია, დამშვიდდი - თავზე ეფერებოდა კაცი, თუმცა თვითონაც აშკარად ნერვიულობდა - ბევრი სისხლი დაკარგა, ძალიან ბევრი, გესმის? რომ მოკვდეს? გავგიჟდები, ვერ გადავიტან - ამოიტირა მარიამმა - ძლიერია, გაუძლებს, რა მოხდა შეგიძლია მითხრა? - მარიამმა დერეფანში კატო დაინახა, ფეხზე წამოხტა და მისკენ გაიქცა - როგორ არის? - ოპერაციას უკეთებენ, ჭრილობა არ არის საშიში, უბრალოდ ბევრი სისხლი აქვს დაკარგული მაგრამ კარგ ხელშია, ერთ-ერთი უძლიერესი ქირურგი უკეთებს ოპერაციას და კარგად იქნება - ღმერთო მადლობა - წამოიძახა სასოწარკვეთილმა ქალმა, სკამზე მოწყვეტით დაეცა და აქვითინდა - კარგი რა მარ დამშვიდდი, ამდენი ტირილი გაგონილა? - ჩემი ბრალია ყველაფერი, რამე რომ მოსვლოდა? რომ მოკვდეს? - ტიროდა ქალი - კარგი რა მარიამ, კარგად იქნება ხომ გეუბნები, შენ რა ჩემი არ გჯერა? - მარიამ იქნებ მაინც მითხრა რა მოხდა ეს დედაატირებული - გაბრაზებას ვეღარ ერეოდა კაცი, ვერასოდეს იტანდა მის ცრემლებს და ეხლაც მდუღარესავით ევლებოდა გულზე საყვარელი ქალის ამ მდგომარეობაში ყურება - სუპერმარკეტში შევედით, ავიტეხე შოკოლადი მიყიდე-მეთქი და სულ ძალით წავათრიე საყიდლად, ის იყო თანხა გადაიხადა, სამი ნიღბიანი შემოვარდა იარაღებით, სალაროდან ფული გაიტანეს და სალაროში მჯდომ გოგოს ერთ-ერთმა თავში იარაღის ტარი ჩასცხო, მიშომ ვერ მოითმინა, იარაღი გამოგლიჯა და კეფაში ისეთი ჩაარტყა მომენტალურად გათიშა, დანარჩენი ორის დაბნევით ისარგებლა და მეორეს კეფაზე იარაღის მიდებით დააგდებინა თავისი პისტოლეტი, აი სწორედ მაგ დროს ესროლა მესამემ და მიშო რომ წაიქცა გაიქცნენ, გათიშული რომელიც იყო ის მიატოვეს, შემდეგ სასწრაფო და პოლიცია ერთად მოვიდა და აქ აღმოვჩნდით - კარგი გთხოვ, დამშვიდდი, ღმერთო ეს რა გადაგიტანია - მოეხვია კაცი - ჩემი ბრალია, რას ავიტეხე შოკოლადი - სლუკუნებდა ქალი - არავის ბრალია, წინასწარ ვერ გათვლი რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ დამშვიდდი - უცებ დერეფნიდან ექთანი დაინახეს რომელიც მათკენ ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა - სისხლი გვჭირდება, პირველი დადებითი, არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა, ოჯახის წევრებს გააგებინეთ სასწრაფოდ - ოჯახის წევრები ამერიკაშია, მე მეორე დადებითი მაქვს ეხლა რა ვქნათ - უფრო მწარედ ატირდა მარიამი - მე მაქვს პირველი დადებითი და გადავუსხამ, მშვიდად იყავი გთხოვ, - სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა კატო ექთანს. ორი საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდა, პაციეტი სტაბილურად იყო, კატო პალატაში იწვა რადგან ბევრი სისხლი გასცა და დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდებოდა, პალატის კარი მარიამმა შემოაღო - არ გძინავს კატო? - ჰკითხა და საწოლს მიუახლოვდა - როგორ ხარ? - კარგად ვარ - გაუღიმა კატომ - შენი ძმა როგორ არის? - შენი წყალობით გადარჩა, ამას არასოდეს დაგივიწყებ ხომ იცი - ნუ სულელობ ერთი, ჩემს ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა, გონზე მოვიდა ჯერ? - არა, ჯერ კიდევ სძინავს მაგრამ კარგად იქნებაო ექიმმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ტყვია - ძალიან კარგი, ეხლა მითხარი შენ როდის ჩამოხვედი - ერთი თვეა აქეთ ვართ, სახლს ვარემონტებთ და ხომ იცი რამდენი რამე უნდა, საგიჟეთი მაქვს, სულ გადარბენაზე ვართ - სულ ჩამოხვედით თუ ისევ მიდიხართ - აღარ მივდივართ, ჯაბამ აქ დაიწყო ბიზნესი მიშოსთან ერთად, - მარიამ - კარი შემოაღო ჯაბამ - შემოდი, არც კი გაგაცანით ერთმანეთი, კატო ეს ჯაბაა, ჩემი მეუღლე - მივხვდი - გაეღიმა კატოს - გოგოებო კარგია თქვენთან ჭუკჭუკი და მით უმეტეს ჩემი გოგოს დამშვიდებული სახის ყურება, მაგრამ ცოლის ძმა მელოდება პალატაში და ვერაფრით დავაჯერე რომ მის დას არაფერი სჭირს - ღიმილით ჩამოურაკრაკა ჯაბამ - ვაიმე, გაიღვიძა? გავიდეთ მალე - კარებისკენ გავარდა მარიამი, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, კატოს მოხედა - არ მოიწყინო კატუს მოვალ ისევ - მიდი, წადი - გაეცინა კატოს. მარიამმა პალატის კარი შეაღო და მღვიძარე ძმა რომ დაინახა თვალები ცრემლებით აევსო - კარგი რა მარიკუნა არ იტირო, კარგად ვარ - დასუსტებული ხმით უთხრა მიშომ, მარიამი მიუახლოვდა და ფრთხილად მოეხვია - შენ არ გინახავს დერეფნები რას გავს, დატბორილია ამის ცრემლებით - ეხუმრა ჯაბა - მართლა ტო? რა გატირებდა გოგო, არ იცი როგორი მაგარი ვარ? - მკრთალად უღიმოდა და თავზე ეფერებოდა ჩახუტებულ დას - მაპატიე რა, ჩემი ბრალია ყველაფერი - ნუ სულელობ მარუუს, გავბრაზდები იცოდე - კარი გაიღო და პალატაში ექიმი შემოვიდა - აბა როგორ ხართ? ტკივილები ხომ არ გაქვთ? - არა, არაფერი მტკივა - აქ ამდენი ხანი გაჩერება არ შეიძლება, პაციენტმა უნდა დაისვენოს, ხვალ მობრძანდით, ეხლა კი დატოვეთ პალატა - ღამით რომ დავრჩე არ შეიძლება? აბა ასე მარტო ხომ არ იქნება, იქნებ რა დასჭირდეს? - აფორიაქდა მარიამი - დარჩენით ვერ დაგტოვებთ, უყურადღებოდ არ იქნება, ხშირად შევამოწებთ, მეც რადგან მორიგე ვარ და ექთანიც, თუ დამატებით რაიმე დასჭირდება ღილაკის მეშვეობით გამოგვიძახებს, ასე რომ შეგიძლიათ არაფერზე ინერვიულოთ - წადით მარო, ნუ დარდობ კარგად ვარ არაფერი მიჭირს - უთხრა მიშომ - კარგი წავალთ და დილით ადრე მოვალთ - უთხრა თბილად, მერე დაიხარა, შუბლზე აკოცა და კარებისკენ წავიდა. დერეფანში კატოს შეხვდა - რატომ ადექი? - კარგად ვარ უკვე, ცოტა ხანს დავრჩები კლინიკაში და მერე სახლში წავალ - უპასუხა კატომ - გინდა? დაგელოდები და სახლში წაგიყვანთ - არა, მადლობა, მანქანით ვარ, წადით თქვენ - ხომ იცი რომ ვერ გადავიხდი რაც ჩვენთვის გააკეთე - კარგი რაა, რამდენ ხანს ილაპარაკებ კიდევ? როგორ არის შენი ძმა? - სუსტად, მაგრამ კარგად გახდება - ხოდა ძალიან კარგი, წადი ეხლა დაისვენე, ზედმეტად ბევრი ინერვიულე ერთი დღისთვის - კარგი, წავალ, ისე გვიან რომ დავრეკო არ მეტყვიან როგორ იქნება? - ჩამიწერე შენი ნომერი და დაგირეკავ გვიან მე - კარგი - ტელეფონი გამოართვა და ნომერი ჩაწერა, მერე მის ნომერზე ზარი გაუშვა - ეხლა შენს ნომერსაც შევინახავ, დროებით კატო - დაემშვიდობა და წავიდნენ. კატო თავის კაბინეტში დაბრუნდა, ჯერ კიდევ სუსტად იყო მაგრამ ორი საათი იყო დარჩენილი სამუშაოს დასრულებამდე და ვერ წავიდოდა. წასვლის წინ მიშოს მდგომარეობა იკითხა და მარიამს გადაურეკა - მარიამ, კატო ვარ, კარგად არის შენი ძმა, არაფერზე ინერვიულო, ეხლა ვესაუბრე მის ექიმს და დამამშვიდა, საშიში არაფერიაო, ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო - მადლობა კატო, შენ როგორ ხარ? - კარგად ვარ ნუ დარდობ - აუ კატო შეგიძლია შეხვიდე და დამალაპარაკო? არ მიკითხავს ხვალ რა წამოვუღო და პირადი ნივთები დასჭირდება - კარგი მოიცადე - კატო ჩქარი ნაბიჯით წავიდა პალატისკენ, კარზე დააკაკუნა და შეაღო - შეიძლება? თქვენთან საუბარი უნდათ - უთხრა მიშოს და ტელეფონი მიაწოდა, მიშომ გაოცებული სახით გამოართვა ტელეფონი, შემდეგ რამდენიმე წუთი დას ესაუბრა და უკან დაუბრუნა. - მადლობა - უთხრა და გაუღიმა - არაფერია, რაიმე ხომ არ გჭირდებათ? - კარგი რა კატო მართლა არ გახსოვარ თუ თავს იფასებ? - ირონიული გაუხდა ღიმილი კაცს - ჩვენ რა ერთმანეთს ვიცნობთ? - გაოცებულმა შეხედა კატომ - ნუ ეხლა მე კარგად მახსოვს ჩემი დის ბავშვობის მეგობარი, მართალია დიდად ნაცნობობა არ გვქონია, რადგან თქვენზე საკმაოდ დიდი ვიყავი და მალევე წავედი ამერიკაში, მაგრამ სურათებითაც გიცნობდი და დავიჯერო ჩემი და საერთოდ არ მახსენებდა? - ვიცოდი რომ მარიამს ძმა ჰყავდა, სულ ეს არის - გასაგებია - ჩაეცინა მამაკაცს - კარგით თუ არაფერი გინდათ წავალ, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ - მადლობა - უპასუხა მიშომ და თვალი გააყოლა კარს უკან გასულ ქალს - პატარა კატუსა გაზრდილა და კიდევ უფრო დამშვენებულა - ჩაილაპარაკა თავისთვის და წვერიან სახეზე ხელი ჩამოისვა. მეორე დილით სამსახურში მისულმა კატომ მიშოს პალატისკეს აიღო გეზი, კარი ფრთხილად შეაღო და ტკბილად მოსაუბრე და-ძმას მიესალმა - კატუუს მოხვედი? შემოდი - გახარებული მიეგება მეგობარი - როგორ ხართ? - ღიმილით მოიკითხა ავადმყოფი - შენი წყალობით კარგად და რადგან ეხლა უკვე საერთოც გვაქვს კიდევ უკეთესად - საერთო? - გაოცებულმა შეხედა კატომ - გავიგე საკუთარი სისხლი გიწილადებია და სასიამოვნო განცდაა, ნამდვილად ვერ ვუარყოფ - ხოო, არაფერია, გამოუვალი მდგომარეობა იყო, ისეთი არაფერი გამიკეთებია - მაგრამ ბევრი არ გააკეთებდა, ნუ ერთი სიტყვით მადლობა - მოვრჩეთ ამაზე, ეხლა დაგტოვებთ უნდა ვიმუშაო, თუ რამე დაგჭირდეთ არ მოგერიდოთ - გაუღიმა და პალატა დატოვა, ამ დიალოგს ღიმილით ადევნებდა თვალს მარიამი, ხმას არ იღებდა და ეშმაკურად მისჩერებოდა ძმას - რა? - ჰკითხა ლევანმა და წარბები ზემოთ ასწია - არაფერი - გაეცინა მარიამს - არა რა გაცინებს ერთი - მე რას მიმალავ? არ გიცნობდე მაინც - რა გინდა მარიამ? - შენი აზრით ვერ ვხედავდი როგორ უჟუჟუნებდი თვალებს? - რას იგონებ თუ ღმერთი გწამს - კარგი - ხელები მაღლა ასწია - იყოს ეგრე, ჩათვალე დაგიჯერე, მაგრამ მახსოვს მე ერთი ბიჭი ყურებამდე შეყვარებული - მის მერე ბევრი წელი გავიდა, მაშინ ბავშვი იყო - სამაგიეროდ ეხლაა დიდი, თანაც ძალიან სექსუალური ქალი შემდგარი კარიერით - იქნებ გათხოვილია წინდაწინ რომ მიწყობ საქმეებს? - ანუ უნდა დავადგინოთ ხო? - გაეკრიჭა გოგო - ოხ მარიამ, მარიაააამ შენ ვინც არ გიცნობ - წავედი მე, მონატრებულ დაქალს უნდა ვეჭორაო - რაღა გიჭირს გასართობი ნახე - ჩაეცინა მიშოს, მარიამმა კუსკუსით დატოვა ოთახი და კატოსკენ წავიდა. კატოს პაციენტების გრძელი რიგი ჰყავდა და მასთან შესვლა ვერ მოახერხა, ამიტომ ბუზღუნით დაბრუნდა ძმასთან, მიშოს სიცილი აუვარდა მარიამის დანახვაზე - რაო მარუს, არ მიგიღეს საჭორაოდ? არ გვცალიაო დაკავებულმა ქალბატონმა? რა გეშველება ეხლა? - იცინე ხო, იცინე, ცნობისთვის შენთვის ვიწუხებდი თავს და იყავი თუ არ გინდა - ისე დამიდგა საქმე შენი დახმარება მჭირდება? - სიცილს არ წყვეტდა მიშო - უმადურო არსებავ - გაიბუტა და ზურგი შეაქცია - ცნობისთვის ბევრი პაციენტი ელოდებოდა და აღარ შევაწუხე თორემ შეიძლება გამოენახა კიდეც დრო, მაგრამ ჩემი ინტერესის დაკმაყოფილებას არ ეყოფა რამდენიმე წუთი - რომ მოიტაცო და დაკითხო? - თვალები დააწვრილა მიშომ და სერიოზული სახე მიიღო - ცანცარა ხარ რაა - მიშოს ხარხარი აუვარდა - დაინახა გოგო და გაბედნიერდა ბიჭი კატო გვიანობამდე ვერ გათავისუფლდა, ბოლო პაციენტიც გაისტუმრა და ფეხზე წამოდგა, დაღლილ კისერზე ხელის თითებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთა და ცოტა შვება რომ იგრძნო ხალათი გაიხადა რომ სახლში წასულიყო, აღარ შეუარა ნაცნობ პაციენტს, მდგომარეობა ექიმისგან გაიგო და ის იყო შენობა უნდა დაეტოვებინა რომ ძახილი გაიგო… - კატოო, დამელოდეე - ეძახდა მარიამი - მარიამ? შენ არ წასულხარ? - არაა, სახლში მიდიხარ შენ? - ხო, ოღონდ ჯერ ბაღში უნდა გავიარო ბავშვი მყავს გამოსაყვანი - ბავშვი? - გაოცებულმა აზიდა წარბები - ვისი ბავშვი? - ჩემი, ვისი იქნება აბა? - გაეცინა კატოს - შენ რა გათხოვდი? - გრძელი ამბავია, მოგიყვები მერე, ეხლა მართლა მეჩქარება მარ, არ გეწყინოს - მანქანით ხარ? - კი, ხომ არ წაგიყოლო - თუ წინააღმდეგი არ ხარ გავიცნობდი შენს პატარას - უცებ დაიპატიჟა თავი - მაშინ ბაღიდან ჩემთან წავიდეთ, გავიხსენოთ ბავშვობის წლები, რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი - მერე შენი ქმარი? უხერხული არ იქნება? თან დაღლილი ხარ, მთელი დღეა მუშაობ - ქმარი არ მყავს, მე და ნუკი მარტო ვცხოვრობთ, ასე რომ შეგიძლია თავისუფლად მესტუმრო როცა გენდომება - კარგი მაშინ, დამარწმუნე, მოვდივარ - შესცინა კატოს და მანქანის წინა სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, ბაღის აღმზრდელს ბავშვები ეზოში გამოეყვანა და ათამაშებდა. ნუკიმ კატოს დანახვაზე თამაშს თავი მიანება და ყვირილით გამოიქცა მისკენ.... - დედიტოოო, ცემი დედიტო მოვიდაა, მე მიდივააალ - კატო დაიხარა და ბავშვი გულში ჩაიკრა, შემდეგ აღმზრდელს დაემშვიდობნენ და მანქანისკენ წამოვიდნენ. - ეს რა საყვარელი არსება გყოლია კატო, - გაბრწყინებული უყურებდა მარიამი, შემდეგ კი პატარა ქალბატონს მიუბრუნდა - მე მარიამი ვარ შენი დედიკოს მეგობარი, კეთილი იყოს შენი გაცნობა პატარა ანგელოზო - ანგელოძი ალ ვალ მე პლინცეცა ვალ - ამაყად უპასუხა პატარა ონავარმა - ნამდვილად პრინცესა ხარ, ყველაზე ლამაზი და საყვარელი პრინცესა - გაუცინა ქალმა, ნუკის შერცხვა და დედიკოს მიეკრო, კატომ თავის სავარძელში ჩასვა და თავად საჭეს მიუჯდა, სახლში მისულებმა გემრიელად ივახშმეს ერთად, შემდეგ ნუკი დაბანა და საწოლში ჩააწვინა, ცოტა ხანს ზღაპარს უკითხავდა და რომ ჩაეძინა სტუმართან გავიდა. - უჰ დავიღალე, მაპატიე რომ გალოდინე, ყავა დავლიოთ ეხლა ნამცხვარიც მაქვს - თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა, ცოტა ხანში ყავის ფინჯნებით და ნამცხვრით ხელში დაბრუნდა. - კატო შენი მშობლები როგორ არიან? - კარგად მარ, რა უშავთ - შენ დიდი ხანია ცალკე ცხოვრობ? ანუ არ გამიბრაზდე რა მაინტერესებს რატომ ხარ მარტო ბავშვთან ერთად - ერთი წელი არ არის რაც ქმარს გავშორდი, ცოტა ხანს მშობლებთან ვცხოვრობდი მაგრამ მერე გადავწყვიტე ცალკე გადმოვსულიყავი, აქ ქირით ვარ, მაგრამ რაღაც თანხა მაქვს და სამომავლოდ იმედია მოვახერხებ პატარა ბინის ყიდვას - ბავშვს აქვს მამასთან ურთიერთობა? გეხმარებათ ფინანსურად? მაპატიე მაგრამ ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ შენ მარტოხელა დედის როლში ვერასოდეს - ხო, ვერც მე, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ასეც - მწარედ ჩაეცინა კატოს - რაც შეეხება ბავშვის მამას, ბავშვს ნახულობს, მიჰყავს თავისთან, მაგრამ ფინანსურ დახმარებაზე კატეგორიული უარი ვთქვი, მისგან არაფერი მინდა - კი მაგრამ რატომ? ბავშვი მისიც არის და ვალდებულია იზრუნოს მის ხარჯებზე - აღარ გვინდა მარ, აზრს მაინც არ შევიცვლი, არ მინდა მაგ ადამიანთან რაიმე მაკავშირებდეს - არ გიცდიათ შერიგება? - ორ კვირაში ცოლი მოიყვანა - რას ამბობ? შოკი მაქვს, ასე მალე? - ეს კარგიცაა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ოჯახის დანგრევაში ვერავინ დამადანაშაულებს - კარგი, მაპატიე, შენთვის მტკივნეულ თემას შევეხე - აღარ გვინდა ამ თემაზე, შენ მითხარი რას აპირებ, აქ რა საქმით ფიქრობ დაკავებას? - ჯერჯერობით ვისვენებ, ამასაც თუ დასვენება ჰქვია, მომკლეს ამ ხელოსნებმა, სულ კუდში უნდა სდიო რომ საქმე გაკეთდეს, ხოდა რას ვამბობდი, არ ვაპირებ ცოტა ხანს სამსახურზე ფიქრს, გავახარე ჩემი ძმა და ქმარი, ვუთხარი რომ მათ ხარჯზე ვაპირებ ცოტა ხნით გულავს - გადაიკისკისა - ბავშვი არ გყავთ ჯერ ხო? - სულ შვიდი თვეა რაც დავქორწინდით, ასე რომ ადრეა ჯერ, არ ვჩქარობთ - მიხარია რომ ბედნიერს გხედავ - ხო, ბედნიერი ნამდვილად ვარ, ჯაბა ძალიან თბილი და ყურადღებიანია - ლაპარაკი ზარმა შეაწყვეტინა და ტელეფონს დახედა - ვაიმე ჯაბაა, სულ დამავიწყდა გამეფრთხილებინა - თქვა და სენსორს თითი გაუსვა - ჯაბაა, დამავიწყდა გამეფრთხილებინე, კატოსთან გავიარე და დრო გამეპარა - მარიაამ, ოხ მარიამ რას გიზამ რომ მოხვაალ - დამსჯი? - ტუჩზე იკბინა და თვალებში მოცეკვავე ჭინკები დაუხტოდნენ, კატო ღიმილით უსმენდა - აუცილებლად - სასტიკად? - მარიამი ცელქობს და მოხვდება, როდის მოხვალ, მოგაკითხო? - არაა, ტაქსით წამოვალ, დამელოდე, მალე მოვალ და სასჯელზე ერთად ვიფიქროთ - უთხრა და ტელეფონი გათიშა, გაბრწყინებული სახით გადახედა კატოს და უთხრა - წავედი თორემ ქმარს მოვენატრე - წადი, მაგრამ იცოდე კიდევ გელოდები, არ დამეკარგო - აწი თავიდან ვეღარ მომიშორებ - უცებ მოეხვია, ლოყაზე მაგრად აკოცა და გავარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.