შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის სხივი 1


11-05-2020, 22:20
ავტორი Peke--
ნანახია 791

"რა ან ვინ გენატრება ყველაზე მეტად? " ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას...
იმის მიუხედავად რომ პასუხი ვიცი და სულ მიტრიალებს გონებაში. მერე კი ღრმად ვეფლობი ჩემს მოგონებებში, მონატრებასა და ტკივილებში.
მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია, ისტორია რომელიც შენთვის ერთი პატარა ამბავია, მე კი შენთან ერთად ისევ თავიდან გავივლი ამ თავგადასავალს, შენთან ერთად ამიჩუყდება გული, შენთან ერთად ვიტირებ და შენთან ერთად ვიცინებ.
ამბავს კი სულ თავიდან დავიწყებ.
ჩემი ამბავი რა თქმა უნდა ჩემი დაბადებით იწყება, თეთრი ლურჯთვალა ოქროსფერთმიანი გოგონას დაბადებით. შეძლებულ ოჯახში, მოსიყვარულე მამით და დედით, გოგონები მამიკოსები არიანო ხშირად ამბობენ, ხოდა არც მე ვიყავი გამონაკლისი.
დრო გადიოდა და რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვაცნობიერებდი რომ მშობლები ნელ-ნელა ვეღარ უგებდნენ ერთმანეთს, 13 წლის ასაკში კი უკვე დავემშვიდობე ოჯახურ იდილიას, მამაჩემი დუბაიში წავიდა სამუშაოდ, მე და დედა კი თბილისში დავრჩით. ასე გადიოდა წლები, მამას რომელიც ჩემს გარეშე ვერ ძლებდა და მე მის გარეშე კვირაში ერთჯერ ვესაუბრებოდი, შემდეგ თვეში ერთჯერ და წლების შემდეგ კონტაქტიც გაწყდა, 16 წლის ვიყავი ბოლოს რომ ვესაუბრე:
-მალე 17-ის გავხდები, მაისი მოდის, იქნებ მოახერხო და ჩამოხვიდე ჩემს დაბადების დღეზე მამა.
-ჩემო კუკუნა საბუთებს ვაწესრიგებ იქნებ გამომივიდეს რამე, ვერ მივაღწიე ვერაფერს ისეთს რომ რამე მოგცე დასამახსოვრებელი ამ ცხოვრებაში მამა გენაცვალოს, გული მტკივა და ამიტომაც ვერ ჩამოვდივარ ხელცარიელი ამდენი ხნის მანძილზე.
-არაფერი მინდა, მარტო შენ ჩამოდი, იქნებ შენ და დედაც შერიგდეთ
-დედაშენს აღარ უნდა ჩემთან შერიგება, მაისისთვის კიდევ ვერ დაგპირდები რომ ჩამოვალ, გული არ დაგწყდეს მამა...
ტელეფონი გავთიშე, ნომერი გადავაგდე და საშინლად გულნატკენი ველოდი მამას, ვფიქრობდი რომ თუ ვერაფერს გაიგებდა ჩემზე ჩამოვიდოდა.
მახსოვს ჩემი დაბადების დღე, ყველა მხიარულობდა, მე კი ველოდი მას, თვალებშ ცრემლებით, სულ კარისკენ მიყურადებული, მაგრამ მამა არ გამოჩნდა. რათქმაუნდა მისი ნომერი ვიცოდი, ვცადე დამერეკა ყველაფრის შემდეგ მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი.
ასე გაიარა წლებმა...

აი ისევ მაისი ახლოვდება, 25 მაისი, ამჯერად კი მეცხრამეტე წელი მიახლოვდება, მე კი ბათუმს ვესტუმრე ჩემი მეგობარ მაის გასამხნევებლად, რომელსაც რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს კატა მოუკვდა. მაი 21 წლის გახლავთ, ძალიან მხიარული და ჩემი უბნელი. 1 წელია რაც ბათუმში გადმოვიდა მარტო, დამოუკიდებლობის განცდის მიზნით...
კარზე დაკაკუნება და მაის ბედნიერი სახის დანახვა ერთი იყო.
-ვა მაი?! რაღაც არ ჰგევხარ დეპრესიაში მყოფ, მტირალ, მგლოვიარე ქალს
-ჰა ჰააა, ხომ ჩამოგიყვანე, დედაშენის გეგმა შესრულებუულ..(წარბები აათამაშა და შემოდიო მანიშნა)
-რა დედაჩემი? რა გეგმა? ან რა შესრულებულ? რა წარბებს მითამაშებ ქალბატონო მსახიობო?
-გოგო ლიაკომ დარეკა იქნებ რამე მოვიფიქროთ და წამოვიდეს ცოტას მაინც გაერთობაო, შენ აბა ყოველ შენს დაბადების დღეზე და არამარტო იკეტები და დეპრესიას იმართებ. ეს სულელი კიდე აქაა ამას რა მოკლავს ისეთი დედიკო ვყავარ (კატაც გამოვიდა დიდგვაროვნად, თითქოს ამაყი იყო გეგმაში მთავარი როლის შესრულებით, არტისტულად გამისვა კუდი და ქედმაღლურად დატოვა ოთახი.
-ნამდვილად აპლოდისმენტებს იმსახურებთ შენც, დედაჩემიც და ეს გაბურძგნულიც, მაგრამ კარგია ასე რომ მოხდა, ძალიან გადაატვირთული ვიყავი ეს პერიოდი, ცოტა ხანი შენთან ერთად არ მაწყენს. გადავეხვიეთ ერთმანეთს მონატრებული მეგობრები და ისე გავერთეთ ლაპარაკში რომ ვერც კი შევნიშნეთ როგორ ჩამობნელდა.
-უი რა დრო გასულა, უნდა მოვემზადო თორე ჩემი უფროსი თმით მითრევს, 11-ზე ტრენინგი უნდა ჩავატარო online.
-ცოტა უფრო გვიან ვერ დანიშნეთ ?( სიცილი აგვიტყდა)
-გოგო ამერიკის დროით ეგრე მიწევს, ჯობია ჩემთან იყოს გვიანი ვიდრე იმათთან
-მაი ცოტას გავივლი მაშინ სანაპიროზე თან რაღაცეებს ამოვაყოლებ თუ რამე მოგინდა დამირეკე
-კაი არ დაიკარგო დაბადების დღე მოდის იცოდე და პირველმა მე უნდა მოგილოცოო
-კარგი მსახიობო წავედი (თვალი ჩავუკარი და გამოვედი სახლიდან, სანაპიროც ახლოს იყო, მივუყვებოდი სანაპიროს იმაზე ფიქრით თუ სად იყო მამა, ეს ფიქრები არასდროს არ მტოვებდნენ მარტო, მომენტალურად კოკისპირული წვიმა დაიწყო, ალბათ ეს გაზაფხულის ბოლო წვიმა იყო, მიყვარს წვიმა წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, მაგრამ მაისის წვიმა განსაკუთრებით. სანაპიროსთან კენჭებზე ჩამოვჯექი, წინ უკიდეგანო ზღვა ჩანდა, ძალიან მუქი და იდუმალი, ნეტავ რას ამბობს ამ დროს ზღვა? რას განიცდის? ღელვასთან ერთად ალბათ ტირის კიდეც, ნეტავ მას თუ ჰყავს მამა?! იქნებ დაკარგა და მას ეძებს...
ჩემი ცრემლები აღარ ჩანდა კოკისპირულ წვიმაში, ისინი უერთდებოდნენ წვიმის წვეთებს...
-შტორმი იწყება, შეიძლება ტალღა მოგწვდეს (უცნობი ბიჭი შორტებში ისე დამჯდარა ჩემს გვერდით ვერც კი გავიგე, მშვიდად გაჰყურებდა ზგვას და ელოდა ჩემს პასუხს)
-ხოდა მომწვდეს, კომპანიონობა არ მინდა, გმადლობთ.
-კომპანიონობა? (ღიმილით გამომხედა)
-დიახ, აქ დაჯდომა არავის შემოუთავაზებია.
-კარგი, მაშინ ადექი აქედან, ან მე თვითონ წაგიღებ, 2 წუთს გაძლევ (ღიმილითვე გახედა ისევ ზღვას)
-მანიაკი ხარ? (გაოცებული ვიყავი მისი სიმშვიდით და მბრძანებლური ფრაზით)
-მანიაკი არა, მაშველი. 2 წუთი დაგის, აბა რას იზავ ? (ახლა უკვე მივხვდი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ არასდროს მინახავს მსგავსი მაშველი, ნუ ფილმებს თუ არ ჩავთვლით.)
-მომწონს აქ ყოფნა, ვფიქრობ საშველიც არაფერი მჭირს, ჩემთვის ვარ, არც არაფერი მომივა, ასერომ მადლობა და კარგად (წინადადება დავამთავრე დიდმა ტალღამ დაგვარტყა და ზღვაში შეგვითრია, ცურვის ნიჭით დიდად არ გამოვირჩევი.
საბედნიეროდ უცნობი მაშველი სწორ დროს და ადგილას გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მან მე გადამარჩინა.
ორ ან სამ წუთში ჩვენ უკვესანაპიროსთან ოდნავ მოშორებით ვისხედით, მრცხვენოდა და ხმას ვერ ვიღებდი.
-სად ცხოვრობ? აქამდე აქ არ მინახიხარ
-სად ვცხოვრობ? (ნამდვილად დავიბენი)
-ხო სად ცხოვრობ, ცვლა მიმთავრდება 12ზე და მიგიყვან სახლამდე (მანიაკს არ გავდა, თანაც ახლახანს სიკვდილს გადამარჩინა, მართალია ეს მისი საქმიანობაა მაგრამ მსგავსი საქციელი ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა.)
-აქვე მეგობართან ვარ ჩამოსული, არ შეწუხდე ჩემით წავალ, თანაც ტელეფონი გაფუჭდა როგორც ჩანს, ინერვიულებს 12-მდე მელოდებოდა.
-არ შევწუხდები და 12-მდე რა ხდება ?
-უნდოდა პირველს მოელოცა დაბადების დღე
-გასაგებია,იცი? 12-ს უკლია 1 წუთი (გამიღიმა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა, ხელი ჩავჭიდე და წამოვდექი )
-ანუ ძალიან დავაგვიანე
-მაპატიე მაგრამ შენს მეგობარს იმედები უნდა გავუცრუო, გილოცავ დაბადების დღეს. ჩემი ხელი ჯერ კიდევ ეჭირა და ძალიან მშვიდად იღიმოდა, შავი თმა სისველისგან ლიპლიპებდა და მხოლოდ ახლაღა შევნიშნე მწვანედ მომზირალი თვალები რომელიც წვიმის წვეთების გამო ოდნავ მოჭუტვოდა, ისევე როგორც მე.
-მადლობა (არვიცოდი მეტი რა მეთქვა ან რაღა უნდა მეთქვა სართოდაც მეტი) მადლობა რომ გადამარჩინე და მადლობა რომ მომილოცე.
-წამოდი ჩემს ეგრედწოდებულ საზვერეში ცოტა მოთბი და მიგიყვან სახლამდე.
(აზრადაც არ გამჩენია შევწინააღმდეგებოდი, ხოდა გავყევი)
-მე იკაკო მქვია (დაბლა რაღაცას უყურებდა და თან ცდილობდა გამცნობოდა)
-კარგი სახელია
-მადლობ (აშკარად ჩემგანაც ელოდა იგივეს მაგრამ თავშეკავებული იყო) წავიდეთ?
-კი წავიდეთ, ხო და.. ნია, ჩემი სახელია ნია.( სანამ გავიდოდით მივტრიალდი გავუღიმე და გამოვედი, მასაც შევატყვე ჩემს ამ ჟესტზე ჩაეღიმა და სწრაფად გამომყვა უკან.
-აი აქ გამიჩერე. წითელ სამ სართულიანთან
-აქ ცხოვრობს შენი მეგობარი?
-კი აქ ცხოვრობს
-აქ მეც მყავს მეგობარი, მაისთან ხომარ ხარ?
-კი მაისთან, შენ საიდან იცნობ ?
-ჰმმ.. ჯობია მაის კითხო კაი? ( ისევ მშვიდი ღიმილი, არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ახლა, იქნებ შეყვარებულია, იქნებ ის ბიჭია ადრე რომ მიყვებოდა მაი... კარგიც არის, კარგი ბიჭია, ჰო! რატომაც არა? მე რა? რა სულელობებს ვფიქრობ ღმერთო ჩემო, ვინც უნდა ის იყოს მაისთვის.)
-რაში მაინტერესებს უბრალოდ გკითხე, ამის რკვევას ნამდვილად არ დავიწყებ ( მანქანიდან გადმოვედი და კარი მივხურე ოდნავ მხაურიანად)
-კარგი ნია, მაი მომიკითხე (მანქანა დაქოქა ისევ იმ ღიმილ მოგვრილმა და წავიდა, მომიკითხეო კიდ
ეც, თუ უნდა თავად მოიკითხოს, მე რა შუაში ვარ, იდიოტი!)
სახლში შევედი და მაი სანთლებ ანთებული ტორტით დამხვდა, ტახტზე მედიდურად ფისო იჯდა და თავისებურად ისიც მილოცავდა თითქოს, მეკი ზღვაში ნაბანავები და ნერვებ მოშლილი ვიდექი ტორტთან და ისევ იმ სურვილს ვიფიქრებდი რაც წლებია უცვლელია. მამა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent