შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ფორთოხალი 7


12-05-2020, 19:57
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 485

ამ დღიდან ერთი კვირა არ მინახავს სანდრო. ყველგან ვეძებე. ვურეკე ტელეფონზე, მივაკითხე სახლში, სამსახურში., თუმცა მისი კვალი არსად იყო. ის თავს მარიდებდა. გასაკვირი არც იყო, თუმცა მაშინ მაინც ვბრაზობდი, რადგან მინდოდა მასთან მელაპარაკა და ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია რა ხდებოდა ჩემს თავს.
-ნენე, ეს ჩვეულებრივი მომენტია, შენ არ ხარ გამოცდილი ურთიერთობებში. დაიბენი, ანერვიულდი და შედეგად მიიღე ის, რაც ახლა გულსა და სულს გიფორიაქებს - ეს ლელეს ვარაუდი იყო, რომელიც მალამოდ მედებოდა გულზე, რადგან მაფიქრებინებდა, რომ რაღაც არ მჭირდა, რაღაც, რაც გამომარჩევდა მასიდან.
მერვე დღეს ჩემი და სანდროს საუბრიდან, გადავწყვიტე, რომ სამსახურში არ წავსულიყავი და მთელი დღე მის კართან გამეტარებინა, რადგან ნებისმიერი შემთხვევა გამომეყენებინა მასთან სასაუბროდ. სანდროს სახლი ჩემი და ფეფოს სახლიდან ცოტა მოშორებით იდგა, პარალელურ ქუჩაზე. ფეხით მისასვლელად ოცი წუთი მჭირდებოდა დაახლოებით. პატარა, კოხტა სახლი, დიდი ვერანდით და ხეხილის ეზოთი . სწორედ ასეთი ჩააბარა ყოფილმა პედაგოგმა საკუთარი სახლი სანდროს და მასაც არაფერი შეეცვალა.
დილით თვალები რომ გავახილე წვიმდა. ფანჯრის რაფას უკაკუნებდა წვიმის წვეთები და თან სიმღერასავით ღიღინებდა ხმაურიან მელოდიას. წვიმის ხმამ ძილი დამიფრთხო და მაგიურ ნისლში ჩამაგდო. ნისლი ხან სანდროს სახეს მიიღებდა, ხანაც დედაჩემის. ჩემს ოჯახზე ფიქრი განსაკუთრებით მაშინ მძიმდებოდა, როდესაც სხვა პრობლემა იჩენდა თავს ჩემს ცხოვრებაში. პატარა სირთულე და მაშინვე დედაჩემის კალთაში მინდებოდა შეძრომა და ქვითინი. წვიმამ, მწარე ფიქრების კორიანტელმა, დედის მონატრებამ თუ სანდროს კოცნის გრძნობის გააზრების ბუნდოვანმა დასკვნებმა საწოლს მიმაჯაჭვა.
-ნენე, ადგომის დროა - დერეფნიდან შემომძახა ფეფომ და კიბეებზე ჩავიდა - საუზმე მზადაა, ნენე, ადექი - კიდევ ერთხელ დამიძახა მან და საბოლოოდ გაფანტა ჩემ ირგვლივ ჩამოწოლილი ბინდი.
სანდროს სახლთან ზუსტად ცხრა საათზე ვიდექი ლურჯი ქოლგით ხელში. წვიმა ჩანჩქერივით მოდიოდა ჩემს ქოლგაზე და ლურჯი ჯავშანი გმირულად მიცავდა დასველებისგან. ვიდექი მისი სახლის წინ და სამზარეულოდან გამომავალ ყვითელი შუქი იმედის სხივად მევლინებოდა. ის სახლში იყო, ან უფრო ლამაზად რომ ვთქვათ „ის აქ არის...“ (იყო). ტექტს მთელი გზა ვმეორებდი თავში, თითოეულ წინადადებას ათჯერ მაინც გადავწერდი გონების ერთი ფურცლიდან მეორეზე და პირიქით - მეორედან პირველზე, ასოებს ვაგროვებდი და სიტყვებად პატარა ტომსიკებში ვყრიდი. ყველა სიტყვა, სასვენი ნიშანი თუ წინადადების წყობა ზუსტი და გამართული უნდა ყოფილიყო.
-ნენე - სადღაც შორიდან, წვიმის ხმაში ძლივს გასაგონად მომესმა იმ ფანჯრიდან, რომელიც იმედის სარკმლად მევლინებოდა - აქ რა გინდა ასეთ ამინდში? - ამჯერად უფრო ახლოდან მომესმა ხმა და კარის საკეტიც გაჩხაკუნდა.
-სალაპარაკო გვაქვს, სანდრო - მისკენ წავიწიე, ქოლგა გადავაგდე და ჩავეხუტე - ძალიან მომენატრე.
სანდრო გაკვირვებული იდგა და ხელებს თავზე მიჭერდა ჩახუტებისას.
-გინდა აქ ვისაუბროთ? - მკითხა მან ცოტა ხანში.
-სადაც შენთვის უკეთესი იქნება. ჩემთვის აზრი არ აქვს.
-მაშინ ჩავსხდეთ მანქანაში და აქვე მთის კურორტზე ავიდეთ. გინდა?
მასთან ერთად ყველგან წამსვლელი ვიყავი, ამიტომ თავი დავუქნიე და მანქანის წინა სავარძელზეც მოვკალათდი. გზა დამღლელი არ ყოფილა. სასიამოვნო მუსიკა, მანქანის ჩუმი ხმა და სანდროსთან ახლოს ყოფნა სრულ სიმშვიდეში მამყოფებდა. დანიშნულების ადგილას სამ საათში ვიყავით. ადგილის აღწერისთვის დროს არ დავკარგავ, რადგან აქ მთავარი ჩემი და სანდროს საუბარი იყო და არა ის სიმწვანე, მთები და ის წვიმა, რაც ირგვლივ იყო. პატარა კაფეში შევედით და ჩაი ავიღეთ.
-როგორც ჩანს ბევრი იფიქრე - საუბარი სანდრომ დაიწყო, რომელიც ჩაის სულს უბერავდა.
-ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანდრო. მანამდეც მინდოდა შენთან საუბარი, თუმცა ვერსად გიპოვე, ვერსად დაგინახე.
-დრო მეც მჭირდებოდა, ამიტომ ასე უკეთესი იყო. მშვიდ, ცივ და გაწონასწორებულ გონებაზე უნდა გვენახა ერთმანეთი, თორე ან ვიჩხუბედით ან ცოტა ხანში მოგვივიდოდა კამათი. რა დაგემართა ჩემთან კოცნისას?
-შენ ყველაზე კარგად მიცნობ - ხელი მის ხელს შევახე და თვალი გავუსწორე - შენ ხარ ის, ვისაც ჩემი გული და სული ვანდე. დამიჯერე, დედაჩემიც კი არ მიცნობს ისე კარგად, როგორც შენ. ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ შენთან თავს. ეს ერთი კვირა სრული ტანჯვა იყო ჩემთვის. უშენობა არ მინდა და არც არასდროს მოვინდომებ.
-მაგრამ - ახლა მან შემომანათა თვალები და თითქოს გამყინა - ამის შემდეგ სიტყვა მაგრამ მოდის, არა? - ხელი გაწია და ფანარაში გაიხედა.
-მოდის, მაგრამ, სანდრო - მისკენ წავიწიე - მე გამოუცდელი ვარ. მე არაფერი ვიცი ურთიერთობების. მეგობარიც კი არ მყოლია, უბრალო მეგობარიც კი, ამიტომ შევშინდი, დავიძაბე და მოხდა ის, რაც მოხდა, სულ ესაა - ლელეს სიტყვები გავუმეორე, რადგან სხვა პასუხი მეც არ მქონდა - მინდა კიდევ ერთხელ ვცადოთ. მინდა ყველაფერი შენთან ვცადო.
-დარწმუნებული ხარ? - მის თვალებში ის სხივი დავინახე, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკუთარ თავში ვპოულობდი სანდროს ფანრებიდან გამომავალი შუქის დანახვისას. ეს იმედის სხივები იყო.
-ხო, სანდრო. მინდა ვცადოთ. მინდა შენ იყო ჩემთვის პირველი მამაკაცი, რადგან შენ ყველაზე მეტად გენდობი.
-არ გეშინია? - ვატყობდი როგორ ზომავდა რისკებს, რადგან შემდეგ არცერთს არ გვტკენოდა გული.
-მეშინია, რატომ დაგიმალო? მაგრამ შიში უნდა გადავლახო და ამაში შენზე უკეთ ვერავინ დამეხმარება. მე შენთან მინდა, სანდრო.
-შიში ჩვენს გულებს იპყრობს და მნიშვნელოვან წამებს გვიფუჭებს. ბავშვობისას პარაშუტით უნდა ავფრენილიყავით მე და ჩემი ოჯახი. ეს ჩვენს ცხორებაში ბოლო საერთო დღე უნდა ყოფილიყო, რადგან დედა და მამა ერთმანეთს მეორე დღეს შორდებოდნენ და მამაჩემი საზღვარგარეთ მიდიოდა მეორე ოჯახთან. ვიცოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემი ოჯახისთვის და განსაკუთრებით ჩემი პატარა დისთვის, რომელსაც მშობლების ცალ-ცალკე ყოფნა ვერ წარმოედგინა, თუმცა იმ დღეს პარაშუტში ვერ ჩავჯექი. სიმაღლის შიში ვერ დავძლიე და მათ ეს წამები ჩავუშალე. ხანდახან შიში გვართმევს იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
-მე შიშს ვაჯობე და ახლა ის ადამიანი ვარ, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, თუმცა ოჯახისგან შორს. ხანდახან ვცილობ მათზე არ ვიფიქრო. არ წარმოვიდგინო მამაჩემი, რომელიც ჩემს მოძებნად ქუჩა-ქუჩა დახეტიალობს. არ მინდა წარმოვიდგინო ბებიაჩემის ირონიული სახე, რომელიც ცდილობს ჩემი წასვლის მიზეზი როგორმე მოიფიქროს და ტალახი ჩამორეცხოს საკუთარ სახელს უნიათო, თავხედი და თავსგასული შვილიშვილის ყოლისთვის.
-ახლაც ფიქრობ, რომ ქალად დაბადება რაიმე კუთხით მტანჯველია?
-ახლა ვფიქრობ, რომ არასწორ ოჯახში დავიბადე და ის, რაც ნორმა მეგონა სულაც არ ყოფილა ნორმა.
-საერთოდ ვინ ადგენს რა არის ნორმა და რა არა?
-საზოგადოება. ბებიაჩემისნაირი ხალხი, რომლებიც საკუთარ აზრს ყველას თავს ახვევს და აჯერებს, თითქოს სწორი იყოს.
-გინდა ვიბრძოლოთ, რომ შევცვალოთ? - სანდრო ყოველთვის მებრძოლი სულის პატრონი იყო.( ამის შესახებ შემდეგ უფრო დარწმუნდებით. )
-იქნებ ბრძოლას არ აქვს აზრი, უფრო მეტკინება გული, უფრო მეტ დაღს მივიღებ.
-ბრძოლას აზრი რომ არ ჰქონდეს შენ აქ არ იქნებოდი. შენ იბრძოლე და შეხედე, აქ ხარ. მიმოიხედე, აქ არავინ დაგაკისრებს მეტ მოვალეობას, რადგან ქალი ხარ, აქ არავინ გაგკიცხავს, თუკი ისე არ მოიქცევი როგორც ქალს შეეფერება.
-ეგ შენ გგონია, ჩემო სანდრო ეგრე. აქ ქალი უნდა იყოს ნაზი, მშვიდი, ბავშვების მოყვარული, კარგი მეუღლე და დედა. სადმე ამბობენ, რომ ქალმა რევოლუცია უნდა მოახდინოს? სადმე ამბობენ, რომ ქალები ჯარში უნდა წავიდნენ და სამშობლო დაიცვან? შენც და მეც ამ სტერეოტიპებში ვიზრდებით. ხარ ქალი? მაშინ უნდა გყავდეს სანიმუშო ოჯახი, გქონდეს დასუფთავებული სახლი, აკეთებდე დღეში მინიმუმ სამ, თან უგემრიელეს საჭმელს, უნდა ჩააცვა მეუღლეს დაუთოვებული თეთრი პერანგი, ბავშვები დავარცხნილები და ზრდილობიანები უნდა გყავდეს. ქალს არ პატიობენ გაუთხოვრობას, არ პატიონებ თუკი შვილი არ ეყოლა, ქალს იმასაც არ პატიობენ გოგონა თუ გააჩინა. რა ასე არ არის? თუმცა მე ქალი ვარ, ყველა ქალური თვისებით. მიყვარს ფრიალა კაბები, მოკლე კაბებიც კი. მიყვარს, როდესაც ყურადრების ცენტრში ვარ, როდესაც ლამაზად გამოვიყურები და ვკეკლუცობ. ძალიან მიყვარს ჩემი მკერდი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ყველგან გამოვაჩნო - გავიღიმე და მას გავხედე - იმედია შენც მოგწონს ჩემი მკერდი. ადამიანი როგორც არ უნდა გაზარდო, რა იდეებითაც არ უნდა გამოუჭედო თავი ის მაინც ისეთი იქნება, როგორიც დაიბადა, როგორიც შიგნიდან არის. ჩემი ოჯახი მალევე შეეგუა ჩემს ქალობას და ჩემს სქესს და იმდენი ქალური საქმე მასწავლეს, რომ ლამის ტვინი გამომირეცხეს და მხოლოდ და მხოლოდ მასზე მაორიენტირებდნენ.
სანდროს ხმა არ ამოუღია. იჯდა და უყურებდა მთებს, რომლებიც ნისლში ჩაწოლილიყვნენ. ხანდგრძლივი პაუზის შემდეგ კი საუბარი ისევ მან წამოიწყო.
-გინდა ამაღამ აქ დავრჩეთ? მინდა ცოტა ხნით აღარ იფიქრო ამ თემებზე. მინდა განიტვირთო, დრო შენს სურვილებს დაუთმო. ვიცი ბიჭთან ჯერ ღამე არ გაგიტარებია, თუმცა შენ ხომ სიახლეებს ეძებ?
იმ ღამით სასტუმროში დავრჩით. დიდი ნომერი ავიღეთ, დიდი საწოლით. ასვლიდან რამდენიმე წუთში კი სანდრო ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. ვგრძნობდი მის აჩქარებულ სუნთქვას და დენებს, რომლებიც სხეულში დადიოდა.
-მზად ხარ, ნენე შენი სხეული მე გამიზიარო? დარწმუნებული ხარ, რომ რამდენიმე საათში ან დღეში ამას არ ინანებ? არ მინდა ეს ყველაფერი ჩემ გამო გააკეთო, მინდა ყველაფერი შენ ნებაზე იყოს. ისე, როგორც შენ მოგინდება.
-მზად ვარ - ვუთხარი და მისი ტუჩებისკენ წავიწიე.
სანდრომ ხელები წელზე შემომხვია და გახდა დამიწყო. ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო და როგორ უხშირდებოდა სუნთქვა კოცნისას. მისი თითები ჩემს კანზე დასრიალებდნენ თითქოს მუსიკას უკრავდნენ. მე კი ვიდექი გაუნძრევლად და შიგადაშიგ ტუჩებზე ვკოცნიდი მოვალეობის გამო. რამდენიმე წუთში სრულიად შიშვლები ვიდექით ერთმანეთის წინ.
-მზად ხარ? - კიდევ მკითხა მან და საწოლზე დამაწვინა.
-მზად ვარ - ვუპასუხე მე და ის უკვე ჩემში იყო.
არ ვიცი სექსი რამდენ წუთს გვქონდა, მაგრამ ჩემთვის დრო საოცრად გაიწელა. ვუყურებდი მას როგორ იხარჯებოდა ჩემთვის, როგორ მკოცნიდა მკერდზე, როგორ კვნესოდა შიგადაშიგ, მე კი ვიწექი და ყველაფერზე ფიქრი ერთად მოდიოდა თავში, გარდა სექსუალური ფიქრისა.
-კვლავ ვერაფერი იგრძენი? - აღმოხდა ბოლოს მტკივნეულად.
-მხოლოდ ტკივილი - გვერდზე გადავბრუნდი, არ მინდოდა მისი იმედგაცრულებული სახე დამენახა.
-იქნებ ესეც ჩვეულებრივი მომენტია ან უბრალოდ არ მოგწონვარ.
-საქმეც მაგაშია, რომ მომწონხარ, ძალიან მომწონხარ, თუმცა რა სჭირს ჩემს სხეულს არ ვიცი. იქნებ ექიმთან წავსულიყავი.
-ყველაფერს ერთად დავძლევთ - უკნიდან მომეხუტა და თავისი ძლიერი მკლავი გადმომხვია - იქნებ ყველა გოგო ესეა პირველი სექსის დროს.
-იქნებ.
სექსი კვირაში ორჯერ ან სამჯერ მაინც გვქონდა ხოლმე. მე კვლავ ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში თამაში ვისწავლე და ისე ვიქცეოდი, თითქოს ყველაზე მეტად მსიამოვნებდა სექსით მიღებული სიამოვნება. სანდროც და მეც ამ ტყუილში ვცხოვრობდით და არცერთს არ გვინდოდა გამოღვიძება.
-ხელით ხომ არ ცდი? - ერთხელ თავად მან მითხრა ჩემთვის უცნაური რამ. მაშინ საკუთარი თავით სიამოვნების მიღებაზე არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ კი საქმე უფრო გაგვიმარტივდა და სექსის შემდეგ ჩემი ხელით ვღებდი სიამოვნებას. ეს ორივეს გამოსავლად გვესახებოდა და არ ვფიქრობდით თუ რაიმე იმალებოდა მის უკან.
ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ვტკბებოდი სანდროსთან ურთიერთობით, ხოლო სექსუალურად თავად ვიკმაყოფილებდი თავს.


(ძვირფასებო, დატვრთული რეჟიმის გამო ცოტა ხნით ვერ დავწერე ეს თავი. ამის შემდგომ ვეცდები მაქსიმალურად ხშირად დავდო კვირაში ახალი თავი. მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს მოთხრობას. )



№1 სტუმარი Sopo

Am istoriashi cota avirie savaraudod es gogo agmoachens rom kacebi ar izidavs?:))))

 


№2  offline წევრი გაზაფხული

Sopo
Am istoriashi cota avirie savaraudod es gogo agmoachens rom kacebi ar izidavs?:))))

მალე ვნახავთ ყველაფერს

 


№3 სტუმარი Sopo

Davelodebi magis xatrit mashin :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent