შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 7)

13-05-2020, 02:54
ავტორი utsnobi
ნანახია 2 596

მარიამის წასვლის შემდეგ სახლი მოაწესრიგა, სუფრაც აალაგა, ჭურჭელიც დარეცხა, ის იყო საქმეს მორჩა და დასაძინებლად უნდა წასულიყო, რომ ტელეფონმა დარეკა
- კატო როგორ ხარ? - ყურმილში გეგას ხმა გაიგო
- იცი რომელი საათია? ამ დროს რამ გაგახსენა ჩემი თავი? - ცივად ჰკითხა კატომ
- მე შენ სულ მახსოვხარ, არასდროს მავიწყდები
- რა გინდა გეგა? - თვალები მობეზრებით აატრიალა კატომ
- მომენატრე - კატომ ყურმილი მოიცილა და გაკვირვებულმა დახედა ხომ არ მეშლებაო
- ნასვამი ხარ?
- ცოტა
- გეგა შენთან სალაპარაკოდ განწყობა არ მაქვს
- სულ არ მოგენატრე? საშინლად მენატრები კატო, ყელში მახრჩობს ეს ყველაფერი უკვე
- არ მაინტერესებს შენი გრძნობები გეგა, მე და შენ მორჩა
- ასე როგორ ძლებ კატო? მასწავლე მეც
- მე გასწავლო? რა სასაცილოა
- საშინლად მიჭირს უშენობა, სახლში მისვლა შემძულდა, ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრები - განადგურებული ხმა ჰქონდა კაცს
- ეს შენი არჩევანია, ამიტომ ვერ შეგიცოდებ და ტყუილად ცდილობ - ცივად უპასუხა ქალმა
- კატო სულ აღარ გიყვარვარ?
- ცოტა ხომ არ დაგიგვიანდა მაგის კითხვა - ირონიულად ჰკითხა კატომ
- არ გინდა ეს ირონია გთხოვ, შენ კარგად იცი რომ ყველაფრის მიუხედავად სიგიჟემდე მიყვარხარ და ისიც იცი რომ ვერასოდეს დამივიწყებ იმიტომ რომ შენც ისევე გიყვარვარ როგორც მე - კატოს სიცილი აუვარდა
- ხვდები მაინც რამხელა აფსურდს მეუბნები?
- კატოო
- მე შენ აღარ მიყვარხარ გეგა, არც არასოდეს მეყვარები და ვწყევლი იმ დროს როცა მიყვარდი
- არ მჯერა, ასე უცებ ვერ დამივიწყებდი
- შენი ნებაა, გინდა დაიჯერე გინდა არა, საერთოდ არ მადარდებს, წადი, ცოლს მიხედე, მე თავი დამანებე - უთხრა და ტელეფონი გათიშა - იდიოტი - თქვა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა საძინებლისკენ. მეორე დილით ბავშვი საბავშვო ბაღში წაიყვანა, დატოვა და ბაღის ეზოდან გადიოდა წინ გეგა რომ გადაუდგა, ქალს თვალები გაუფართოვდა მოულოდნელობისგან
- აქ რა გინდა? ნუკის წაყვანას აპირებ?
- არა, შენი ნახვა მინდოდა, სალაპარაკო გვაქვს
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაიმე მოხდა?
- გუშინდელზე უნდა დაგელაპარაკო
- და რა არის სალაპარაკო გეგა? არ მცალია სისულელეებზე სასაუბროდ, სამსახურში ვაგვიანებ
- შენ რა ვინმე გყავს?
- აი ეგ უკვე აღარ არის შენი საქმე - გაბრაზდა კატო
- რას ჰქვია არ არის ჩემი საქმე, შენ ხომ არაფერი გეშლება? - აფეთქდა გეგა
- უკაცრავად? რა პრეტენზიები გაქვს ვერ გავიგე
- შენ გოგო ხომ არ გინდა გავაფრინო? - კბილებში ცრიდა გაცოფებული გეგა
- ერთი შემახსენე შენი ადგილი ჩემს ცხოვრებაში - ირონიულად გაეღიმა კატოს, გეგა გაფითრდა - ვინ ხარ ხომ ვერ მეტყვი? თუმცა არ შეწუხდე მე თვითონ გეტყვი, კაცი ხარ რომლისგანაც შვილი გავაჩინე, მეტი არაფერი არც ყოფილხარ, არც ხარ და არც იქნები - ხელები დაიფერთხა კატომ - ასე რომ, ვიდრე რაიმე უფლებებზე წამომიყენებ პრეტენზიებს კარგად დაფიქრდი, რადგან უკანასკნელიც კი ვერ იქნები ვისაც ჩემს ცხოვრებაში ჩავრევ - მანქანაში ჩაჯდა და გახევებული კაცი დატოვა. რამდენიმე დღე გავიდა, მიშო საავადმყოფოდან ისე გაეწერა კატოს აღარ უნახავს რადგან მის მოსანახულებლად არ დადიოდა. მარიამმა დაურეკა და მიშოს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით აღნიშვნას ვაპირებთო დაპატიჟა, მაგრამ კატომ ზრდილობიანი უარით აირიდა წასვლა, არ ჰქონდა განწყობა. დღეები ჩვეულებრივი რუტინით მისდევდა ერთმანეთს. ზამთრის სუსხმა თავისი გაიტანა და ქუჩებში იმრავლა შეფუთული ადამიანების რიცხვმა. კატომ ორკვირიანი შვებულება აიღო, სასტუმრო დაჯავშნა და ნუკისთან ერთად ბაკურიანში წავიდა. ნუკი ბედნიერი ხტუნავდა თოვლის დანახვაზე და ნომერში შესვლა არ უნდოდა, მეხუთე დღე იყო ბაკურიანში ყოფნის როცა სრიალის დროს ნუკი ვიღაცას დაეჯახა, ეს ვიღაც კი არც მეტი არც ნაკლები მიშო თოიძე აღმოჩნდა, ნუკისთან დაიხარა და თბილად ჰკითხა...
- ხომ არაფერი იტკინე პატარავ?
- ალაა, ბოდიჩი, ველ გავაჩელე ციგა და დაგეჯაქეთ
- არა უშავს, მარტო რატო ხარ? შენი დედიკო სად არის?
- წვენი უნდა მიკიდოც და მოვა, ალ უთქლა ლაა, გამიბაძდება, მითლა დამელოდე ალ იცელქოო
- გამოიპარე?
- ალაა, აქლოცაა აქ
- სახელი რა გქვია პატარავ? - ღიმილით უყურებდა მიშო საყვარელ არსებას
- ნუკი, ვაიმე დედიტო მეძაქის,
- წავიდეთ ვნახოთ შენი დედიკო - ხელი ჩასჭიდა პატარა ონავარს, მაღაზიიდან გამოსულმა კატომ ბავშვი რომ ვერ დაინახა გული გადაუტრიალდა, შეშინებულმა ძებნა დაუწო და თან ეძახდა
- დედიტო აქ ვაალ - ხმა რომ მოესმა, ყველაფერი დაავიწყდა და ბავშვი გულში ჩაიკრა
- ნუკი, სად გამეპარე, ღმერთო როგორ შემეშინდა, ხომ შემპირდი დაგელოდებიო?
- აქ ვიკავი, ალ გაგეპალე დე, ვთამაჩობდი
- გული გამისკდა დე, ასე აღარ შემაშინო - მიშო სასიამოვნოდ გაკვირვებული, ღიმილით მიჩერებოდა დედა-შვილს და ელოდებოდა როდის შეამჩნევდნენ. კატომ ბავშვის ფერებით გული რომ იჯერა შემდეგ ახედა მამაკაცს - თქვენ? - გაოცება ვერ დამალა მიშოს დანახვაზე
- გამარჯობა კატო, როგორ ხარ?
- კარგად, თავად? აქ საიდან გაჩნდით?
- ბიზნეს შეხვედრაზე ვარ აქ, დღეს ჩამოვედი და ეს მშვენიერი ქალბატონიც შემთხვევით გავიცანი, რა საყვარელი შვილი გყოლია კატო
- მადლობა
- დიდი ხანია აქ ხართ?
- ხუთი დღეა
- მარტო ხართ თუ ვინმესთან ერთად?
- მარტო ვართ, შვებულების დღეები შვილთან ერთად მინდა გავატარო
- ძალიან კარგი, ეხლა უნდა დაგტოვოთ მაგვიანდება, მაგრამ იმედია კიდევ გნახავთ, ჯერ ხომ არ მიდიხართ?
- სამი დღე კიდევ ვიქნებით აქ
- რომელ სასტუმროში ხართ?
- სასტუმრო თბილისი
- კარგით დროებით, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა პატარა ქალბატონო - დაიხარა და ნუკის ხელზე აკოცა, შემდეგ კი წავიდა. კატო გაოცებული იყო მიშოს საქციელით და იმ გზას გაჰყურებდა საითაც მამაკაცი წავიდა, შემდეგ გონს მოეგო, ნუკის ხელი მოხვია და სასტუმროსკენ წავიდა. აი მიშო კი საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო მათი ხილვით, მარიამისგან უკვე იცოდა რომ კატო ქმარს გაცილებული იყო და ბავშვიც ჰყავდა, ამიტომ გეგმაში ჰქონდა კატოს გულის მონადირება.
დილით ნუკისთან ერთად რესტორანში საუზმობდა, პატარა ქალბატონი გაბრწყინებული თვალებით ეტიტინებოდა დედას, კატოც ღიმილით უსმენდა, საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა, წარბები უსიამოვნოდ შეჭმუხნა და სენსორს თითი გადაუსვა
- გისმენ გეგა
- კატო სად ხართ? თქვენთან მოვედი და კარს არავინ მიღებს
- ბაკურიანში ვართ, რა ხდება?
- ბაკურიანში?
- ხო გეგა, რაიმე გინდოდა?
- როდის წახვედით ან რატომ არ მითხარი თუ მიდიოდით?
- ბატონო?
- რა ბატონო, არ უნდა გეთქვა თუ მიდიოდით? ბავშვის ნახვა მინდოდა და ასე უნდა გეძებდეთ?
- შენ უნდა შეგითანხმო სად და როდის წავალ? - ცინიკურად ჩაეცინა კატოს
- მე ჯერ კიდევ შენი ქმარი და მაგ ბავშვის მამა ვარ, ხომ არ გავიწყდება რომ ჯვარი გვაქვს დაწერილი? - კმაყოფილი ხმით შეახსენა გეგამ
- შენზე ცინიკოსი და უნამუსო კაცი არ მინახავს, ისე როცა გაწყობს ვითვლები შენს ცოლად და როცა არ გაწყობს არა? რა სასაცილოა ღმერთო ჩემო - ცინიზმს არ თმობდა ქალი - რაც შეეხება ჯვარს, უკვე დიდი ხანია ავიყარე - დაამატა ბოლოს
- რაა? როდის, როგორ?
- დეტალები თუ გაინტერესებს ჩემს მოძღვარს მიმართე
- კატო სპეციალურიად რატომ მაღიზიანებ?
- მეე? არც კი მახსოვხარ და საერთოდ არ მინდა შენთან ლაპარაკი
- მართლა აიყარე ჯვარი?
- აბა რა გეგონა, დაველოდებოდი მოწყალე თვალით როდის გამომხედავდი თუ შენს გარეშე ცხოვრებას შევწყვეტდი?
- კარგი გასაგებია - საშინლად დათრგუნული ხმით უპასუხა გეგამ, მაგრამ კატოსთვის უკვე აზრი აღარ ჰქონდა მის ხმის ტემბრს, გული საბოლოოდ გაცივებოდა მის მიმართ და ხანდახან ისიც კი უკვირდა ოდესღაც ეს კაცი როგორ უყვარდა. ყველა გრძნობა გაქრობოდა გეგას მიმართ და უემოციოდ ხვდებოდა მის ხმას - როდის მოდიხართ? ბავშვი მომენატრა - გეგას ხმამ დააბრუნა რეალობაში
- სამ დღეში ჩამოვალთ
- კარგი - თქვა და ყურმილი დაკიდა
- მამიტო იკო? - ჰკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა ნუკიმ
- ხო ჩემო გოგო, რომ ჩავალთ მოგაკითხავს და წაგიყვანს
- მე ლატო ალ დამეპალაკა? - მოწყენილმა ჰკითხა ბავშვმა
- არ ეგონა აქ თუ იჯექი დე, თუ გინდა დავრეკოთ და შენ დაელაპარაკე
- მინდაა - გაუბრწყინდა თვალები, კატომ გეგასთან გადარეკა
- გისმენ კატო, დაგრჩა რაიმე სათქმელი? - ყრუდ გაისმა ტელეფონში
- მამიტო, მე ვალ
- მამას ფერია, როგორ ხარ მა - უცებ შეეცვალა ხმა კაცს
- კალგათ, მომენატლე მე და დედიტომ დამალეკინა, მითლა მამიტომ ალ იცოდა აქ ლო იჯექი და იმიტო ალ გეპალაკაო, მე აქ ვიკავი, ალ იცოდი?
- ჩემო პატარა, როგორ მიყვარხარ შენ რომ იცოდე
- მეც მიკაქალ მამი, ჩამოდი ცემთან, აქ დიდი თოვლია და იცი ლა კაქია?
- ვნახოთ მამი, ეხლა უნდა გავიქცე და მერე დაგირეკავ ხო?
- კაქიიი, გატოცე ბევლიიი
- მეც ჩემო სიცოცხლე - ტელეფონი დედას დაუბრუნა
- ნუკი რატომ დაპატიჟე აქ? ხომ იცი რომ მე და მამა ერთად აღარ ვცხოვრობთ
- მე, უბლალოდ მომენატლა, მიბაძდები? - მოწყენილი ხმით ჰკითხა ბავშვმა
- არა, არ გიბრაზდები, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ მარტო მე და შენ ვიქნებოდით აქ, ჩემი მეგობრებიც კი არ დავპატიჟე რადგან სულ ერთად მინდოდა ვყოფილიყავით
- გეწკინაა? - თვალები აემღვრა ბავშვს
- არა დეე, მოდი ჩემთან, - ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა - უბრალოდ შევთანხმდეთ რომ ვინმეს როცა დავპატიჟებთ ერთმანეთს შევუთანხმოთ კარგი?
- კაქი - თქვა და დედას ლოყები დაუკოცნა - მიკაქალ მე
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარა, უზომოდ მიყვარხარ
- დილა მშვიდობისა მშვენიერო ქალბატონებო - დედა-შვილი ერთმანეთს მოსცილდნენ და მაგიდასთან მისულ მიშოს ახედეს, რომელიც ღიმილით უყურებდა მათ
- დილა მჩიდობიცა - მიესალმა ნუკიც და მის დამახინჯებულ საუბარზე სიცილი აუვარდათ
- სასაუზმოდ შემოვედი და რომ დაგინახეთ მისასალმებლად მოვედი
- დაბრძანდით - თავაზიანად შესთავალა კატომ
- კატო, არ გვინდა თქვენობით საუბარი რა, მართლა არ ვარ უცხო რომ ასე ოფიციალურად ვისაუბროთ
- კარგი - დაეთანხმა ქალი - დაგვეწვიეთ, შევუკვეთოთ რაიმე კიდევ
- ისევ თ?
- ჩვეულებაა უბრალოდ, გადავეჩვევი - გაუღიმა კატომ, მიმტანი მიუახლოვდათ და შეკვეთა დაიმატეს
- რითი ერთობით აქ? - ჰკითხა მიშომ
- თოვლჩი ვსლიალებთ და ვგუნდაობთ - გახარებულმა უთხრა ნუკიმ
- ხოო? ბორანით არ სეირნობთ ხოლმე?
- ალაა, დედიტოც ეჩინია
- მართლა? გინდა მე გასეირნო?
- კიი - ტაში შემოკრა ნუკიმ
- მაშინ ეხლა დავასრულოთ საუზმე და ერთად წავიდეთ კარგი?
- თქვენ შეხვედრა არ გაქვთ? არ მინდა მოგაცდინოთ - უხერხულად იჯდა კატო და არ იცოდა როგორ აეცილებინა ძალით სტუმარი, რომლის მიზანი ვერ გაეგო რა იყო
- შეხვედრა საღამოს მაქვს, ეხლა სრულიად თავისუფალი ვარ, ამიტომ შეგვიძლია ერთად გავართოდ ეს პატარა პრინცესა თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხართ
- მინდაა, მე ბოლანი უნდა ვატალოო - ხტუნავდა ნუკი და კატო იძულებული გახდა დათანხმებოდა, თუმცა დიდად აღფრთოვანებული რომ არ იყო ამას მიშო ძალიან კარგად მიხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ხვდებოდა რომ თუ ბავშვთან არ დამეგობრდებოდა კატო ახლოსაც კი არ გაიკარებდა, ბავშვს ხელი დაავლო, თანხა გადაიხადა და გასასვლელისკენ წავიდა. ბევრი ისრიალეს ბორნებით, იგუნდავეს, იმდენად კარგი დრო გაატარეს რომ დრო ისე გაეპარათ ვერ გაიგეს, მთელ ბაკურიანს ესმოდა ნუკის კისკისი, კატოსაც მოეხსნა დაძაბულობა და მათთან ერთად მხიარულობდა. ბოლოს გაყინულები სასტუმროსკენ წავიდნენ
- შენც ჩვენს სასტუმროში ხარ? - გაოცებულმა ჰკითხა კატომ
- კი, თქვენს გვერდით ორი ნომრის შემდეგაა ჩემი ნომერი, მიდით გამოიცვალეთ და კაფეში ცხელი ჩაი დავლიოთ
- მე ალ მიკალც ცაი - ცხვირი შეჭმუხნა ნუკიმ
- მაშინ შენ ცხელ შოკოლადზე დაგპატიჟებ - ცხვირზე თითი ჩამოჰკრა მიშომ სიცილით
- ჩოკოლადი მინდაა, მალე მოვალთ, ქო დეე?
- კარგი, მოუსვენარო, წამოდი თორემ გამეყინები
- 15 წუთში დაბლა გელოდებით - თქვა მიშომ და თავისი ნომრისკენ წავიდა
- ლა კაქია მიჩო ძია, ალა დე?
- ხო დე - წყნარად უთხრა კატომ. მთელი დღე ერთად გაატარეს, მიშო ძირითადად ნუკის ეთამაშებოდა რომ კატო არ დაეფრთხო, მაგრამ მაინც უცნაურად გრძნობდა თავს კატო მასთან, საღამოს მიშო შეხვედრაზე წავიდა, დედა-შვილი კი ნომერში ავიდნენ და დამღლელი დღის შემდეგ ტკბილად დაეძინათ. მეორე დღეც ერთად გაატარეს, მიშოს ისე მიეჩვია ბავშვი რომ თუ ვერ ხედავდა თვითონ ეძებდა, რაც კატოს ნამდვილად აკვირვებდა, რადგან ნუკი ადვილად არ შედიოდა უცხოებთან კონტაქტში, მესამე დღეს უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან და საღამოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ. თბილისში ჩასულებს გეგამ მიაკითხა და ნუკი წაიყვანა, რადგან თავისუფალი დრო ჰქონდა კატომაც გადაწყვიტა მშობლებთან გაეტარებინა ეს დღე. გეგამ ნუკი ისევ მშობლების სახლში მიიყვანა.
- ბებიტოო, მოვედი მეე
- ჩემი სიხარული მოსულაო, როგორ მოენატრე შენს ბებიკოს რომ იცოდე - სიხარულით შეხვდა ნინო ბავშვს.
- მეც მენატლებოდიიი, იცი მე ბაკულიანჩი ვიკავი და იქ ბევლი ვიცლიალეე
- მართლა ბები?
- ქოო - თვალებგაბრწყინებული უყვებოდა ბავშვი, გეგა უსმენდა და ტკბებოდა თავისი პატარას ტიკტიკით - იქ მე მეგობალი გავიცანი და ბევლი ვითამაჩეთ
- ვინ მეგობარი ბე?
- მიჩო ძია, იცი ლა კაქი ბიწია? ცულ მეთამაჩებოდა - გეგა მკვეთრად მოუბრუნდა ბავშვს მოსმენილისგან გაოცებული
- მიშო ძია ვინ არის მა? მე არ ვიცნობ?
- ალაა, დედიტოც და ცემი მეგობალია
- დედაშენი იცნობდა? მაგ მიშო ძიასთან ერთად წახვედით ბაკურიანში? - გეგას ძარღვები დაეჭიმა
- ალაა, იქ მელე მოვიდა, ბოლანძე გვაცეილნა, იცი ლა მაგალი იკო?
- უკან ერთად წამოხვედით? - დაკითხვაზე გადავიდა ფერდაკარგული კაცი
- ალაა, მიჩო ძიაც ალ ეცალა და ცვენ ცვენი მაქანით წამოვედით
- ყველა დღე თქვენთან იყო ეგ ვიღაც მიშო? - გაბრაზება ვეღარ დამალა გეგამ, ნინო გაოცებული უსმენდა და არ ერეოდა
- ქოო, ვთამაჩობდით, ლაც მინდოდა კველაფელც მიცლულებდა, იცი ლა კაქია მიჩო ძია?
- მა, მისმინე, სხვა კაცი არ უნდა მოგწონდეს, დედიკოსაც არ უნდა ხვდებოდეს თორე მერე დედიკო სხვა მამიკოს მოგიყვანს, გინდა ახალი მამიკო? - ნუკი გაფართოვებული თვალებით მიაჩერდა მამას
- რას ეუბნები ბავშვს, შენ სულ გააფრინე ხო? - გაბრაზდა ნინო
- აბა ვიღაც უნდა ეფერებოდეს ჩემს შვილს? ფაქტია დედამისისკენ მიმავალ გზას ბავშვით იკვალავს
- და შენ რა პრეტენზია გაქვს? თუ გახსოვს შენ თქვი მათზე უარი, კატოს არ უღალატია შენთვის
- დედა - დაუყვირა გაცოფებულმა გეგამ
- რა დედა, რა, აბა რა გეგონა, კატოსნაირ ქალს არავინ გამოუჩნდებოდა და მთელი ცხოვრება მარტო იქნებოდა? - არ ინდობდა ნინო ა ცეცხლზე ნავთს უმატებდა, ნუკი შეშინებული უყურებდა ბებიის და მამის ჩხუბს
- რატო გინდა გამაგიჟო? კატოს გვერდით სხვას ვერ ავიტან, თავპირს დავუნგრევ ვინმე რომ მიეკაროს
- რა საცოდავი ხარ თუ ხვდები მაინც, როგორი გრძნობა ყოფილა შენი საყვარელი ადამიანი სხვას რომ შეხედავს? ეხლა ხვდები მაინც რა გამოიარა კატომ? უტვინო ხარ შვილო შენი ხელით დაანგრიე შენივე ბედნიერება და ყველაფრის ღირსი ხარ
- არ გეცოდები დედა? - თვალები აემღვრა კაცს - შენ მაინც შემიცოდე
- რისთვის შეგიცოდო? მდიდარი და ახალგაზრდა ცოლი შენ გინდოდა და გყავს - ირონია არ დაიშურა ქალმა - ბოდიში ეხლა ორივე შენთან ვერ დარჩებოდა და რას კარგავდი უნდა გაგეანალიზებინა, ისე ცნობისთვის სად ბრძანდება შენი მზეთუნახავი? - ზიზღით აწია ტუჩი ქალმა
- პარიზშია, მოდის კვირეულზე წავიდა
- ვაი შენს პატრონს შვილო, ვაი - გეგა ნერვებმოშლილი გავარდა სახლიდან, მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან მოწყდა.
- მამიტო ცემძე გაბაძდა? - ჰკითხა მოწყენილმა ნუკიმ
- არა ბებო, შენ არ იდარდო, მამიკო თავის თავზეა გაბრაზებული, გაივლის ცოტას და გადაუვლის, მოდი შენ შოკოლადის ნუსი უნდა გაჭამო ფუნთუშებთან ერთად, ხომ გინდა ჩემო პატარავ?
- მინდაა - უცებ გამხიარულდა პატარა ქალბატონი.

№1 სტუმარი Nino

Momwons dz tqveni istoria.gegas arakacuri saqcielis miuxedavad mainc mecodeba imedia moegeba gons da sherigdebian

№2  offline წევრი tamuna.s

გეგაზე გული საბოლოოდ ავიყარე, ენა როგორ უბრუნდება კატოსთან იმის სათქმელად რომ შენი ქმარი ვარო, ასეთიცინიკოსი როგორ არის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბავშვს რასაც არიგებს.
ნუკი რა საყვარელია, მიყვარს ეს ბავშვი. მიშოს ვგულშემატკივრობ, მთავარია არ დანებდეს და კატოსთან დაკავშირებით. სტრატეგია კი სწორად აირჩია ქალის გულისკენ მისასვლელი გზა, მის შვილზე გადის.

№3 სტუმარი ატბ

Nino
Momwons dz tqveni istoria.gegas arakacuri saqcielis miuxedavad mainc mecodeba imedia moegeba gons da sherigdebian

'გონს მოგება' მგონი ძალიან დააგვიანა.

№4  offline წევრი utsnobi

tamuna.s
გეგაზე გული საბოლოოდ ავიყარე, ენა როგორ უბრუნდება კატოსთან იმის სათქმელად რომ შენი ქმარი ვარო, ასეთიცინიკოსი როგორ არის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბავშვს რასაც არიგებს.
ნუკი რა საყვარელია, მიყვარს ეს ბავშვი. მიშოს ვგულშემატკივრობ, მთავარია არ დანებდეს და კატოსთან დაკავშირებით. სტრატეგია კი სწორად აირჩია ქალის გულისკენ მისასვლელი გზა, მის შვილზე გადის.

მადლობა თამუ, მიხარია რომ პირველი თავიდანვე მომყვები და არ გეზარება შენი ემოციების ჩემთვის გაზიარება

ატბ
Nino
Momwons dz tqveni istoria.gegas arakacuri saqcielis miuxedavad mainc mecodeba imedia moegeba gons da sherigdebian

'გონს მოგება' მგონი ძალიან დააგვიანა.

შერიგების რა გითხრა, მადლობა რომ აზრი დააფიქსირე

№5 სტუმარი ტაისა

გეგა საერთოდ რატომ იღებს ხმას? ან ბავშვთან ასეთ ლაპარაკს როგორ ბედავს?
ახლა გონს მოსვლა, იმის გააზრება რომ ძალიან კარგი რაღაც დაკარგა, გვიანია !
მიშიკომ , გამოჩნდა თუ არა, მაშინვე დაიმსახურა ჩემი ყურადღება.

გელი❤

№6 სტუმარი სტუმარი Sana

ზე ისტორიაა♥️♥️პროსტა ცოტა დიდ თავს თუ დადებ კაი იქნება♥️♥️აზარტში შესული უცებ მთავრდება და კითხვის დროს წამოსული ენერგია უცებ ქრება????♥️♥️

№7 სტუმარი სტუმარი მარია

თავიდან კითხვა რომ დავიწყეე მეგონა აი გაშორებულ ცოლქმარს შორის ურთიერთობების მოგვარება იქნებოდა და არა მესამე პირებიი, სულ მინდოდა ასეთი ისტორიებიი, აი სიგიჟემდე რომ უყვართ ერთმანეთი და მერე გარემოების მახვერპლები რომ არიან, აი გეგას ხომ ვამხობდი ყველაფერს თავზე მაგრამ მაინც ამ მიშოს პერსპექტივა არ მომეწონა, იმიტომ რომ უკვე ისტორიამ დამიკარგა მუღამიი, ვიციი კატოს ადგილზე არც მე ვაპატიებდი მაგრამ გეგას არაფერს მაგრამ თვითონაც მოატყუა ფეხმძიმობა დაუმალა ამ შემთხვევაში არ ვამართლებ არანაირად, რომეთქვა იმ ბავშვს შეიძლება არ დაკარგავდაა, მერეც გამოდის არც მას ყვარებია ასე მალე გრძნობები რომ გაუცივდაა, არ აქვს მნიშვნელობა რას გიკეთებს საყვარელი ადამიანიი თუ გიყვარს ასე მალე გრძნობები ვერ გიცივდებაა, ეს ჩემი აზრიაა, არ ვიციი მე უკვე ვეღარ ვუდებ ისტორიას გულს, ხოო იმ მამაშვილს კი შეარჩინე ყველაფერიიი ბითომც არაფერიიი.

№8 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Gaachnia qmris saqcielsac Maria, katos adgize mec egre vizavdi arafrit ar vapatiebdi, ki mecodeba gega mara rac datesa imas imkis, sheedzlo tavidan daewyo cxovreba katostan ertad, dakargulze arc rdarda roca sayvareli adamiani gverdit eyoleboda, mitumetes orives mshoblebi yavt, fexdzimobaze ro etqva sheidzleba arc dashoreboda da odnavi gachirvebis dros darwmunebuli var wamoadzaxebda katos rames, imis magivrad ro ebrdzola gegas da vtqvat xeli moewerat ro araferi etqva im kacs da ar daedzalebina shvilis gayola, ioli gzaa airchia, ifiqra albat gavshordebi fexze ro da vdgebi da katostan viqnebio mara ara, dzaan kargad moiqca kato martla tu amoigdo gulidan Gaga, me momxre var katos da mishos wyvilis, mere mainc iyos bolomde bednieri kato, mitumetes mishos yvarebia bavshobashic turme kato. Warmatebebi da male dade xolme. :-)

№9 სტუმარი სტუმარი ელა

შენს ისტორიაში რაც მიშო გამოჩნდა, მას შემდეგ ალაპარაკდი კატოს გრძნობების საბოლოო გაცივებაზეც, არ ვიცი რამდენად არის ეს სინამდვილე, იქნებ უბრალოდ კატოს ასე ჰგონია ან შენ ასე გინდა ეს იყოს, მაგრამ კანონზომიერებას ნუ გასცდები, ადამიანი, მე მინახავს ბევრი ქალი ჩემს გარშემო, რომლებსაც მამაკაცებმა დიდი იარებო დაუტოვეს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდნენ გრძნობებისგან გათავისუფლებას და ეს ბუნებრივიც იყო. რაც უნდა მოხდეს, შეუძლებელია რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, აღარაფერი იგრძნო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ადრე სიცოცხლეს გერჩივნა, არადა შენი წინა ისტორიები აშკარად მეტყველენ კატოს გულწრფელ სიყვარულზე. შენი ნებაა რას დაწერ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, ყველა ჭეშმარიტი მწერლის მოვალეობაა სიმართლეს არ გადაუხვიოს. მწერალმა შეიძლება შეცვალოს ბუნების კანონზომიერებები, შექმნას უტოპიური სამყარო, მაგრამ არ შეიძლება შეცვალოს ადამიანური კანონზომიერებანი.

№10  offline წევრი utsnobi

სტუმარი ელა

მადლობა რომ აზრი დააფიქსირე, უბრალოდ მიმაჩნია რომ მთელი ცხოვრება არ უნდა მისტიროდეს კატო გეგას, ვფიქრობ ბედნიერების მეორე შანსს ყველა იმსახურებს

სტუმარი ელა
შენს ისტორიაში რაც მიშო გამოჩნდა, მას შემდეგ ალაპარაკდი კატოს გრძნობების საბოლოო გაცივებაზეც, არ ვიცი რამდენად არის ეს სინამდვილე, იქნებ უბრალოდ კატოს ასე ჰგონია ან შენ ასე გინდა ეს იყოს, მაგრამ კანონზომიერებას ნუ გასცდები, ადამიანი, მე მინახავს ბევრი ქალი ჩემს გარშემო, რომლებსაც მამაკაცებმა დიდი იარებო დაუტოვეს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდნენ გრძნობებისგან გათავისუფლებას და ეს ბუნებრივიც იყო. რაც უნდა მოხდეს, შეუძლებელია რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, აღარაფერი იგრძნო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ადრე სიცოცხლეს გერჩივნა, არადა შენი წინა ისტორიები აშკარად მეტყველენ კატოს გულწრფელ სიყვარულზე. შენი ნებაა რას დაწერ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, ყველა ჭეშმარიტი მწერლის მოვალეობაა სიმართლეს არ გადაუხვიოს. მწერალმა შეიძლება შეცვალოს ბუნების კანონზომიერებები, შექმნას უტოპიური სამყარო, მაგრამ არ შეიძლება შეცვალოს ადამიანური კანონზომიერებანი.

სტუმარი Mariamimari
Gaachnia qmris saqcielsac Maria, katos adgize mec egre vizavdi arafrit ar vapatiebdi, ki mecodeba gega mara rac datesa imas imkis, sheedzlo tavidan daewyo cxovreba katostan ertad, dakargulze arc rdarda roca sayvareli adamiani gverdit eyoleboda, mitumetes orives mshoblebi yavt, fexdzimobaze ro etqva sheidzleba arc dashoreboda da odnavi gachirvebis dros darwmunebuli var wamoadzaxebda katos rames, imis magivrad ro ebrdzola gegas da vtqvat xeli moewerat ro araferi etqva im kacs da ar daedzalebina shvilis gayola, ioli gzaa airchia, ifiqra albat gavshordebi fexze ro da vdgebi da katostan viqnebio mara ara, dzaan kargad moiqca kato martla tu amoigdo gulidan Gaga, me momxre var katos da mishos wyvilis, mere mainc iyos bolomde bednieri kato, mitumetes mishos yvarebia bavshobashic turme kato. Warmatebebi da male dade xolme. :-)

მიხარია რომ კითხულობ, მადლობა დიდი გამოხმაურებისთვის

სტუმარი Sana
ზე ისტორიაა♥️♥️პროსტა ცოტა დიდ თავს თუ დადებ კაი იქნება♥️♥️აზარტში შესული უცებ მთავრდება და კითხვის დროს წამოსული ენერგია უცებ ქრება????♥️♥️

მიხარია რომ მოგწონს

ტაისა
გეგა საერთოდ რატომ იღებს ხმას? ან ბავშვთან ასეთ ლაპარაკს როგორ ბედავს?
ახლა გონს მოსვლა, იმის გააზრება რომ ძალიან კარგი რაღაც დაკარგა, გვიანია !
მიშიკომ , გამოჩნდა თუ არა, მაშინვე დაიმსახურა ჩემი ყურადღება.

გელი❤

მიხარია რომ კითხულობ და საკუთარ აზრს მიზიარებ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent