შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 2)


6-05-2020, 22:19
ავტორი utsnobi
ნანახია 2 464

თვალი რომ გაახილა თეთრხალათიანი სასწრაფოს ექიმი დაინახა, რომელიც წნევას უზომავდა. ოთახში მიმოიხედა და ფანჯარასთან გაფითრებული და სასოწარკვეთილი ქმრის სახის დანახვისას ყველაფერი გაახსენდა.
- რა დამემართა? - იკითხა სუსტი ხმით
- გული წაგივიდათ, ეტყობა წნევა დაგივარდათ, ეხლა როგორ გრძნობთ თავს? - მზრუნველად ესაუბრებოდა ექიმი
- თავი მტკივა და სუსტად ვარ
- ბოლო დროს თავს სუსტად ხომ არ გრძნობდით? ღებინება ან თავბრუსხვევა არ გქონიათ? - კატოს თითქოს თავში მძიმე საგანი ჩაარტყესო, თვითონაც ხომ ექიმია და ეს როგორ გამოეპარა, უკვე მეორე თვეა ციკლი შეუწყდა და ყურადღება არ მიუქცევია. - რატომ გაჩუმდით? - ისევ დაკითხვას აგრძელებდა ექიმი.
- კარგად ვარ, არ მაქვს არანაირი პრობლემა,
- დარწმუნებული ხართ? მაინც გადაამოწმეთ შეიძლება ფეხმძიმედ იყოთ, ყოველ შემთხვევაში სიმპტომი ჰგავს. - გეგას გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და შეშინებული თვალებით შეხედა მეუღლეს. კატოს სიმწრით გაეცინა მისი სახე რომ დააფიქსირა რადგან ზუსტად მიხვდა რომ მისი საყვარელი მეუღლე ამ ფაქტმა შეაშფოთა.
- მე თვითონ ექიმი ვარ და არ გამომეპარება მსგავსი რამ ასე რომ დარწმუნებული ვარ - მიუბრუნდა ექიმს და დაინახა როგორ შვებით ამოისუნთქა გეგამ. ექიმმა ხელსაწყოები აკრიფა და ცოლ-ქმარს დაემშვიდობა
- მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ჩვენი თავი აღარ დაგაჭირვოთ ღმერთმა - გეგა გასაცილებლად გაყვა, კატომ კი სიმწრისგან თვალები დახუჭა, სიზმარში ეგონა თავი და არ უნდოდა გამოფხიზლება. ფეხის ხმა გაიგო და იგრძნო როგორ ჩამოუჯდა საწოლზე მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული. განადგურებული იყო გეგა, არ იცოდა რა უნდა ეთქვა. კატომ თავი აიძულა რომ ცივი გონებით ეაზროვნა და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.
- ხვალ დილით ბარგს შევკრავ და დედაჩემთან გადავალ - კაცს თითქოს სილა გააწნესო ისე შეხტა და თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა კატოს - ბავშვს ჯერ არაფერს ვეტყვი, პატარაა და ვერ გაიგებს, როცა გენდომება მაშინ შეძლებ მის ნახვას
- შენ რა სულ გააფრინე - იღრიალა გეგამ და მაგიდაზე მყოფი ვაზა ერთი ხელის მოქნევით მიაფშვნა კედელს- სულ გაგიჟდი ხო? ასე მარტივად დამთმე ვითომ არაფერი ხო? ესაა შენი სიყვარული? -ყვიროდა და ხელში რაც მოყვებოდა ფშვნიდა. კატო მშვიდად, აუღელვებლად უყურებდა და ეს უფრო მეტად ახელებდა მას - რას მიყურებ მშვიდი სახით თითქოს არაფერი გადარდებდეს, მითხარი ერთი
- და რა გინდა გითხრა? განა თვითონ არ გაქვს უკვე გადაწვეტილება მიღებული?
- შენ სულ გააფრინე ხო?
- სიმართლეს თვალებში ჩახედე, დიდი ხანია წვალობ იმაზე ფიქრით თუ როგორ გეთქვა ჩემთვის?
- მე იმიტომ გითხარი რომ შენ დამაძალე არ დამიმალოო - დაბნეული აბუტბუტდა
- ხო მაგრამ შენ ხომ მაინც მოგიწევდა ამის თქმა, სხვანაირად აბა როგორ, სახლიდან ხომ არ გამაგდებდი არა?
- კატო როგორ მელაპარაკები?- გადაფითრდა კაცი - მე შენ როდესმე ცუდად მოგქცევივარ? ან საბაბი მომიცია რომ შენგან ეგ სიტვები მესმოდეს?
- ხო მართალი ხარ აქამდე არასდროს, მაგრამ რაც შენთან ვიცხოვრე ამ წლების განმავლობაში და რაც ბედნიერება მარგუნე ერთიანად ამომაშხამე.
- ხვდები მაინც მე როგორ ვარ? იცი რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს, განადგურებული ვარ და კიდევ მიმატებ.
- მაპატიე მაგრამ იმის თავი ნაღდად აღარ მაქვს მეცოდებოდე. ეს შენი არჩევანია
- რაა ჩემი არჩევანი შენ რა სულ გააფრინე? შენი აზრით ბედნიერი ვარ? იძულებული ვარ, იძულებული, გესმის შენ თუ არა?
- გავიგე, ქორწილს როდის აპირებთ? - გეგამ გაოცებულმა შეხედა, ეგონა ირონიული სახე ექნებოდა მაგრამ კატოს რომ შეხედა მიხვდა რომ მხოლოდ ტკივილის დანახვა შეიძლებოდა მის სახეზე
- ორ კვირაში - თავდახრილმა ამოილუღლუღა
- და ამის მერე მეუბნები რომ არაფერი გადაგიწყვიტავს, რომ არ დამეძალებინა როდის აპირებდი ჩემთვის თქმას?
- როგორ უნდა მეთქვა ასეთი რამ?
- აბა ერთად გვაცხოვრებდი შახივით თუ რას აპირებდი? - გაცეცხლდა კატო
- შენ რა მართლა მიმატოვებ? - საცოდავი სახით ამოხედა გეგამ, კატო გაშტერდა, უყურებდა და ვერ იჯერებდა იმას რაც გაიგონა - არ მიმატოვო კატო, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, თქვენს გარეშე მოვკვდები, გთხოვ არ წახვიდე - ემუდარებოდა და კატოც თვალებდაჭყეტილი უსმენდა, მერე უცებ სიცილი აუვარდა, ხმამაღლა კისკისებდა, ბოლოს ისტერიკაში გადაუვიდა და გეგა შეშინებული მიჩერებოდა, ასეთი კატო ნანახი არ ყავდა, ის კიდევ ვეღარ ჩერდებოდა, ბოლოს ცრემლები წამოუვიდა, ფეხზე წამოდგა, გეგას წინ დადგა და მოქნეული ხელი სახეში ისეთი ლეწა გეგა უკან გადავარდა და რომ არა მის უკან მდგომი მაგიდა, თავს ვერ შეიკავებდა დაცემისგან.
- დღეიდან შენთან არაფერი მაქვს საერთო. შენი დანახვაც კი აღარ მინდა, ის კაცი ვინც მე ასე უსაზღვროდ მიყვარდა დღეს მოკვდა და ეხლა ჩემს წინ ვიღაც კაცუნა დგას რომელსაც მასთან არაფერი აქვს საერთო.
- რას ბოდავ თუ იცი - მხრებში სწვდა გეგა და შეანჯღრია - შენი აზრით მე ეს ყველაფერი ჩემთვის მინდა? ამით ჩვენი შვილის და ჩვენი მომავლის გადარჩენას ვცდილობ, ხვდები მაინც ამდენს?
- არ გაბედო, აღარასოდეს გაიმართლო თავი იმით, რომ ჩვენთვის აკეთებ ამას, მზად ვიყავი ხმელ პურზე და ჭიქა წყალზე მეცხოვრა ამაყად რომ გვერდით ნამდვილი მამაკაცი მედგა, ვის ჭირდება შენი ფული, თან ასეთი გზით ნაშოვნი, ასე როდის დაეცი რომ ვერ დავინახე შენი ამაზრზენი სახე, გული მერევა რომ გიყურებ, შენ როგორ უნდა მყვარებოდი ასე ბრმად? ამ ჭერქვეშ ერთ ღამესაც ვეღარ გავათევ - სწრაფი ნაბიჯით წამოდგა კატო, მაგრამ ისევ თავბრუ დაეხვა და კედელს მიეყრდნო, გეგამ იმწამსვე ხელი შეაშველა
- არ მომეკარო - ცივად მოიცილა ხელი კატომ და კედელ-კედელ გაუყვა საძინებლის გზას. ოთახში შესულმა კარი ჩაკეტა, კარადა გამოაღო და სამგზავრო ჩანთები გამოალაგა. ყველაფერი ჩაალაგა რაც მას და ბავშვს დასჭირდებოდა, ჩანთები ჩაკეტა და კარებისკენ გააგორა.
- ამ შუაღამით სად მიდიხარ - კარებთან დახვდა გიგა
- აქ აღარაფერი დამრჩენია
- ეს სახლი შენიცაა
- არა, მე ხომ უკანონო ქალი ვარ შენს ცხოვრებაში, იმდენად ამორალურები ხართ რომ თურმე ჯვრისწერა აღარაფერს ნიშნავს, ღმერთმა გაპატიოს, მე ამის უნარი სამწუხაროდ არ მაქვს, ეს სახლი შენია, შენი ნაყიდია, შესაბამისად შენგან არაფერი მინდა, მხოლოდ პირადი ნივთები მიმაქვს
- ეს სახლი ჩვენი შვილისაა, ამიტომ ის აქ იცხოვრებს შენთან ერთად
- მაშინ შენ მოგიწევს წახვიდე აქედან და სახლი ბავშვის სახელზე გააფორმო, არ ვაპირებ რომ აქ გხედავდე.
- წავალ, ოღონდ ქორწილის შემდეგ, მანამდე მამყოფე თქვენს გვერდით, ბავშვთან ყოფნის საშუალებას ნუ წამართმევ. თან ასე უცებ სად წავიდე?
- დამცინი არა? გგონია დაველოდები როდის გაბედნიერდები და მანამდე გვერდში გეჯდომები რომ არ მოიწყინო? მე რა შენი გამრთობი ვარ? სინდისი ასე ერთ დღეში დაკარგე თუ მე ვიყავი ბრმა, შეიძლება გავგიჟდე, რომ გიყურებ მგონია რომ შენი თავი შემიცვალეს, ვერ ვიჯეებ რომ ეს შენ ხარ - გაცოფებული აყვირდა კატო
- კატო რა დაგემართა? პირველივე გასაჭირში მტოვებ?
- აბა როგორ მოვიქცე? მითხარი რა ვქნა? აქ დავრჩე და შენ და შენს ცოლს გიყუროთ თუ რიგი დავიკავოთ ვინ რომელ დღეს დაწვება შენთან? - დამცინავად გაუღიმა კატომ
- მე მასთან დაწოლას არ ვაპირებ
- აბა მოსამსახურედ მოგყავს?
- ეს ქორწინება დროებითი იქნება კატო, როგორც კი საქმეს მოვაგვარებ დაუყოვნებლივ გავშორდები
- და რას ფიქრობ, შენი აზრით მე დავჯდები და დაგელოდები? საერთოდ არ მაინტერესებს რას იზამ მომავალში შენთან აღარაფერი მინდა მაკავშირებდეს და იცი რატომ? შენ იმის უნარი არ შეგწევს საკუთარი ოჯახი დაიცვა, დარწმუნებული ვარ ხელი მოწერილიც რომ გვქონოდა გამშორდებოდი, იმიტომ რომ შენი წყეული ფული არ დაგეკარგა, ეხლა კი გამატარე, აქ სული მეხუთება უკვე - ხელი ჰკრა და ჩანთები კარებში გააგორა.



№1 სტუმარი ტაისა

სიუჟტმა თავიდანვე დამაინტერესა.
ჰმმ. ალბათ გეგა მართლა საშნელ მდომარეობაშია, მაგრამ ჩემთვის ცოტა მიუღებელია , როცა კაცი ცოლს ამას უკეთებს.
ყოველ შემთხვევაში ავტორი შენ ხარ და უკეთ იცი, რა იქნება სწორი.
გელოდები <3 წარმატებები heart_eyes

 


№2 სტუმარი Nino

Imedia daasruleb arc wina istoria dagisrulebia

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

კატო ძალიან მაგარი გოგოა არ ვიცი მის ადგილზე როგორ მოვიქცეოდი ალბათ გეგას თავზე ჩამოვამხობდი ყველაფერს, არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა აპატიოს გეგას, ფულის გამო საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში გაგდებდეს, ვნახოთ იქნებდა რამე სხვა მოიფიქროს, მეორე შვილის არსებობაც არ დაუშვია.

 


№4  offline წევრი utsnobi

ტაისა
სიუჟტმა თავიდანვე დამაინტერესა.
ჰმმ. ალბათ გეგა მართლა საშნელ მდომარეობაშია, მაგრამ ჩემთვის ცოტა მიუღებელია , როცა კაცი ცოლს ამას უკეთებს.
ყოველ შემთხვევაში ავტორი შენ ხარ და უკეთ იცი, რა იქნება სწორი.
გელოდები <3 წარმატებები heart_eyes

უზომოდ მახარებს შენი კომენტარი, მიხარია რომ კითხულობ <3

Nino
Imedia daasruleb arc wina istoria dagisrulebia

წინა ისტორია სრულადაა უბრალოდ ატვირთვის დროს სრულად არ დაეწერა, ამასაც აუცილებლად დავასრულებ, მიხარია რომ კითხულობ

სტუმარი დარინა
კატო ძალიან მაგარი გოგოა არ ვიცი მის ადგილზე როგორ მოვიქცეოდი ალბათ გეგას თავზე ჩამოვამხობდი ყველაფერს, არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა აპატიოს გეგას, ფულის გამო საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში გაგდებდეს, ვნახოთ იქნებდა რამე სხვა მოიფიქროს, მეორე შვილის არსებობაც არ დაუშვია.

მადლობა რომ მეხმიანები, ჩემთვის სტიმულია ყოველი კომენტარის ნახვა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent