შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Moonlight Sonata


13-05-2020, 20:37
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 047

....................
-რატომ ტირი ლილია?
-დედას ვკითხე მამა როდის მოვა მეთქი და იცი რა მითხრა?
-რაო?
-არ ვიციო ნიკო,ეს არავინ არ იცისო.-ტკივილიანი ხმით წარმოთქვა და თავი ძმის კალთაში ჩარგო.
..................
შემოდგომის თბილი საღამო იყო, ფერადი ფოთლები და ნაზი სიოს ეთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა.
პირველად მაშინ შეხვდნენ..
22 ოქტომბერი იყო,სულ,სულ ყველაფრის საუკეთესო დასაწყისი.
..........................
მთის მწვერვალზე გაღიმებული სახეებით მიიწევდნენ თერთ, ულამაზეს კბაში გამოწყობილი გოგონა და კლასიკურად ჩაცმული უსიმპატიურესი მამაკაცი.სახეებს თბილი ღიმილი უმშვენებდათ,თითქოს მათ ბაგეებს ნოემბრის ამ თბილ დღეს სულ სხვა ფერი ჰქონდათ,თითქოს მათი თვალების განსხვავებულად მეტყველებდნენ...
ფერადი შემოდგომის ჭრელი საღამო იდგა, იმ დღეს ახალი,საოცრად ლამაზი წყვილი შეუღლდა.
10 ნოემბერს მთელი თბილისი ალექსანდრესა და ლილეანას ახლად შექმნილ ოჯახზე საუბრობდა.
..............
13 აგვისტო იყო,დუღდა თბილისი და მასთან ერთად ერთ, დიდ,ტკივილით სავსე ქვაბში იხარშებოდნენ ჩხეიძის ქვრივი,ქალიშვილი და ახალგაზრდა რძალი.
..........
მშენებლობაზე მყოფი მამა-შვილი,ხელის კვრა და განადგურებული ოჯახი.
........
ქეთა ჩხეიძე ორმოც გრადუსში გაყინულ სხეულს გლოვობდა.ლილეანა მაჩაბელი საოპეარაციოს კარებთან ჩაკეცილიყო და ცხარე ცრემლით ტიროდა.უგონოდ მყოფი ნინო კანდელაკი პალატაში მკვდარივით ესვენა.
.......
ერთი ხელის კვრა,სამი განადგურებული ქალი,გარდაცვლილი მამაკაცი და სიკვდილთან მებრძოლი ალექსანდრე ჩხეიძე.
.....................

ქეთას თვალები იტევენ სევდას.
ნინოს თვალები იტევენ ტკივილს.
..................
გინდათ იგრძნოთ აჩქარებული გულისცემა?შეხედეთ ლილეანას სისხლისფერ სფეროებს მათში უამრავ უთქმელ სიტყვას დაინახავთ.

...............
15 მაისს ცოცხალ-მკვდარი ალექსანრე თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრეს.
22 ოქტომბერი იყო დასაწყისი.
13 აგვისტოს მშვიდი ცხოვრება დასრულდა.
15 სექტემბერს კი ყველაფერი ახლიდან დაიწყო.
დიახ,ზოგერ დასასრული ახლის დასაწყისია.
...............
მთაწმინდაზე,დიდ სახლში ნოე ჩხეიძის ქვრივი და ქალიშვილი არსებობისთვის იიბრძოდნენ.
ალექსანდრეს მეუღლე,ლილეანა მარტოხელა დედად იქცა,ცხოვრობდა ჩხეიძეების პატარა მემკვიდრის და ორი წლის გოგონას გამო.
................
-ლილეანა დრო განგვკურნავს?
-დრო?! არა ქეთა,მას არ ენდო,ის ყველაზე დიდი მატყუარაა.
..........
ერთი თვე, საუკუნესავით გაწელილი შვიდას ორმოცდაოთხი მოლოდინით სავსე საათი.
-რა შეიცვალა ერთ თვეში?
-არაფერი.
ორი თვე, ათას ოთხას სამოცდაოთხი საათი.
-რა მოხდა ორ თვეში?
-ალექსანდრემ გაიღვიძა.
**
სამი თვე,ორიათას ორას რვა საათი.
-რა გაიგე?
-ალექსანდრე ვერ დაიდსო.
**
ოთხი თვე,ორიათას ცხრაას ოცდარვა საათი.
პალატა N105
-როგორ არის ჩხეიძე?
-ვერ დაიდის,საკუთარი სახელიც კი არ ახსოვს.
-ეშველება?
-ძლიერია,თანაც ძალიან.არ ვიცი როდის მაგრამ დავაბრუნებთ,გპირდები.
**
ხუთი თვე, სამიათას ექვსას სამოცდათორმეტი საათი.
-ლილენა როგორ არის?
-უძლებს,შვილებისთივის.
-რას ხედავ მის თვალებში ქეთა?
-იმას რასაც სხვის თვალებში ვერასოდეს დაინახავ.
.............
13 აგვისტოს მთელი თბილისი დარწმუნდა იმაში რომ ფული არაფერს არ ნიშნავს,ის ვერ ინახავს სიცოცხლეს.
იცით ამ დღეს რა მოხდა? ჩხეეიძეების მდიდარი ოჯახი დაინგრა.
ნოე და მისი ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე ობიექტზე იყვნენ.
რა შეიძლება მოხდეს ხუთ წუთში?ან არაფერი ან ყველაფერი.ზუსტად სამასი წამი დასჭირდა ხანში შესული მამაკაცის მოკვლას,ამბობენ ლევან ნემსაძემ მამა-შვილი სასიკვდილოდ გაიმეტაო მართლაც ასე იყო მისმა ბინძურმა ხელებმაა ნოეს სიცოცხლე შეიწირა.ალექსანდრე გადარჩა ის არ ცხოვრობს,ის არსებოსბს,მას არაფერი არ ახსოვს,ვერ ცნობს ქალს რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს,ვერც თავის ორ პატარა შვილს,დედას და დას ვერ იხსენებს.ფეხებს ვერ გრძნობს,უძრავად წევს.
ნემსაძე დაიჭირეს.განა რა სარგებელი მიიღო?ნოესს სამშენებლო კომპანია ჩაძირა?ვერა,ვერ მოესწრო მასაც გამოუჩნდა მმართველი.ჩხეიძეების ოჯახი გააკოტრა?არა ვერც ეს ვერ შეძლო მაგრამ მან სამი ქალი და ორი უმანკო ბავშვი გააუბედურა.
**
ექვს თვეში ლილეანამ სიცოცხლის ძალა დაიბრუნა,ექვს თვეში ალექსანდრემ პირველი ნაბიჯი გადადგა.
**
შვიდ თვეში მაჩაბელი სამსახურს დაუბრუნდა,ნინო თურქეთში გადავიდა,ქეთა გაცოცხლდა.
..........
შვიდი თვის შემდეგ.

-რატომ ტირი ლილია?
-დედას ვკითხე მამა როდის მოვა მეთქი და იცი რა მითხრა?
-რაო?
-არ ვიციო ნიკო,ეს არავინ არ იცისო.-ტკივილიანი ხმიშთ წარმოთქვა და თავი ძმის კალთაში ჩარგო.
............
ნახევარი წელზე მეტი დრო გავიდა ლილეანა შვილებს „დაუბრუნდა“.
-ლილი,დე ადექი.-ფრთხილად შეაღო ვარდისფერი ოთახის კარებიდა დიდი საწოლისაკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.
-აუ დედა მეძინება.
-კარგი რა შენ ხომ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ დე,მიდი წამოფრინდი ნიკო გააღვიძე ქეთამ გემრიელი საუზმე მოგიმზადათ ერთად მივირთვათ და მერე ბაღში წავიდეთ ხო? ხომ იცი დედი სამსახურში მეჩქარება,მერე მე შენ,ნიკალამ და მამიდამ გავისეირნოთ,კარგი?
-სად უნდა გავისეირნოთ დედა?
-პარკში დე.
-გადი შენ და ავდგები.-ღიმილით გახედა და საბანი გადაიძრო
ლილენა გავიდა და პატარაც სიხარულით წამოფრინდა.
-ნიკო ადე.-ძმის ოთახში შევიდა და საყვარლად დაიწრიპინა.

მთაწმინდაზე განთავსებულ დიდ სახლში ჩართული „მთვარის სონატა“ ყოველი ახალი დღის ყველაზე მშვიდი დასაწყისის მაუწყებელი იყო.
..............

-ნინო როგორ არის ალექსანდრე?
-კარგად არის დედი,იცი როგორ ვარ,როცა მას ვუყურებ?! მგონი რომ ისევ პატრაა, ოცდაექვსი წლის ბიჭი ხელახლა იბადება,მისი ყოველი ნაბიჯი სასწაულის ტოლფასია.
-მენატრება,ტკივილამდე.გუშინ ლილიამ მკითხა მამა როდის დაბრუნდებაო,რა მეთქვა?ვუპასუხე ეგ არავინ იცის-მეთქი.
-ნუ ტირი ლილეანა ის აუცილებლად დაბრუნდება.
.............
ცხრა თვეში ნინო თბილისში დაბრუნა,ქეთამ გეზი სტამბოლისკენ აიღო.
......
-ბებოს სიხარულებო,იცით როგორ მომენატრეთ?
-სად იყავი ბებო?
-ლილია ბე,მე მამათქვენი ვნახე.
-ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მისი ნახვა?
-ნიკო დე ცოტა ხანს მოიცადე და ნახავთ.
-ცოტა რამდენია?
-რამდენიმე თვე ლილია.-ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა და განაგრძო.-დედი წამოდი გაბანავებ და მერე დაიძინე ჰო?
-მოვდივარ დე.
მაჩაბელმა ბავშვები დასაწოლად მოამზადა და თავის ოთახში შეიყვანა,შუაში იწვა მარჯვენა ხელით ნიკალას თმებს ეთამაშებოდა,მარცხენა ხელის თითებს კი ლილიას გრძელ თმებში ხლართავდა,ბავშვებს ზღაპრებს არ უკითხავდა,ყოველ ღამე „სანის“ და „ლილუს“ ისტორიას ყვებოდა,ცხოვრება ზღაპარს არ გავს ნეტავ მისთვისაც ყოველი ღამე „იყო და არა იყო რათი“ არ დაეწყოთ,რა იცით იქნებ ამ მდგომარეობას უფრო ადვილად შეგუებოდა....
**
ათ თვეში ალექსანდრე საკმაოდ კარგად მოძრაობდა,ათ თვეში ქეთა ლილეანამ შეცვალა,ერთ კვირით მოწყდა მთაწმინდას,ათი თვის შემდეგ პირველად შეხვდა ნაცნობ თაფლისფერ თვალებს.
თვალებში გულში ჩაკლული გრძნობების დანახვა შეიძლება,მაგრამ ამის ძალა ყველას არ შესწევს.
.............
თერთმეტ თვეში ჩხეიძე ჩიტივით იყო.
.........
მთაწმინდაზე დიდირონ ხეების ცას ჩაჭიდებული მთვარე თავმომწონედ უმზერდა.მან ამ სახლში მცოხოვრები ყველა ადამიანის ტკივილი იცოდა.
მაჩაბელი დივანზე იჯდა,თავი ცოტნეს მხარზე ედო და ცხარე ცრემლებს ღვირდა.
ლილია ვარდისფერ ოთახში იწვა,თავი ნიკალას კალთაში ედო და ტიროდა.
ერთ სახლში ორ და-ძმას საერთო ტკივილი ჰქონდათ.
..............
თორმეტი თვე-დიდი ტკივილი.
სამას სამოცდახუთი დღე-მთაწმინდაზე სამას სამოცდახუთი დილა და სამასჯერ ჩართული „მთვარის სონატა“.
რვაათას შვიდას სამოცი წუთი-ლილეანას გონებაში რვაათას შვიდას სამოცჯერ ამოტივტივებული ალექსანდრე.
.............
ცამეტი თვე.
სტამბოლი
პალატა N105
ლილეანას სანდროს ხელი ეჭირა,თხელ თითებს საყვარელი მამაკაცის სახეზე ნაზად დაატარებდა,მძინარეს ტკივილიანი თვალებით უცქერდა.
-მომენატრე სანი,მე შენ საშინლად მომენატრე,განა ასე შეიძლებოდა ჩემი მიტოვება?შენ ეს გეკადრება?ყოველ დღე გკითხულობს ლილია,იცი ნოკო რა ჭკვიანი ბიჭია?სულ შენ გგავს,ყველფრით,თვალებიც კი შენი აქვს მიხარია მისი ყურება მაგრამ მტკივა.დაგხატე,მე მსოფლიოში ყველაზე უნიჭო მხატვარმა შენი სახის ტილოზე გადატანა გავბედე.მე და შენ იმ ნახატზე ერთად ვართ შენ კისერში მკოცნი,ზუსტად ისე როგორც მე მიყვარს,როგორც არ უნდა გაგბრაზებოდი შენი ცხვირის ჩემს კისერთან შეგრძნება გონს მაკარგვინებდა,ყოველ დღე ხელახლა მიყვარდები,სამსახურს დიდი ხნის წინ დავუბრუნდი,თავს არ ვიტვირთავ. ნემსაძე დააკავეს,მე და ცოტნემ იმდენი ვიბრძოლეთ რომ დღეს ლევანი ციხის ნესტიან ჰაერს სუნთქვას,მჯერა ის თავს ჩემზე კარგად გრძნობს იმიტომ რომ თავისას მიაღწია,გაგვანადგურა,დაგვდერფლა.ცოტნესაც სტკივა,თან ძალიან,თქვენი მეგობრობის ასე ჩამოშლა იქნებოდა?იცი ნიკალა მასაც ძალიან გავს,ისე უვლის ჩვენს ქალიშვილს როგორც ჩემი ცოტნე მივლიდა,ისე იცავს ლილიას როგორ შენ ქეთას,ყველაზე მაგარი ძმაა მთელს დედამიწაზე.დრო კურნავსო ალექსანდე მაგრამ არა,მე დრომ არ მიშველა ის ხომ ყველაზე დიდი ილუზია,იცი მგონი სადღაც კოსმოსში განთავსებული მზეს გავს და დედამიწაც მის გარშემო ჩვენთან ერთად მოძრაობს.ეჰ სანდრო ახლა რომ არ გეძინოს ამ ყველაფერს ვერ გეტყოდი,არც იმდენად ძლიერი არ ვარ რომ შენ ეს ყველაფერი პირდაპირ მოგახალო.
........
თოთხმეტ თვეში ალექსამდრემ საკუთარი თავი გაიხსენა.
.........
-ჩხეიძეების ოჯახო მოემზადეთ საოცარი ამბავი მაქვს.-ამ დიდი დროის მანძილზე ცოტნემ პირველად გაიღიმა გულრწფელად,მთაწმინდაზე მწვანე სახურავიან სახლში მისაღებო ოთახის შუა გულში იდგა და სამ წყვილ გაოცებულ თვალს ეშმაკურად შესცქეროდა.-ვგონებ მე ძმაკაცი,ნინო დეიდას შვილი,ქეთას ძმა და ჩემს უძვირფასეს დას ქმარი უბრუნდება,ალექსანდრეს რაღაცები გაახსენდა.
იცით აღდგენილი იმედი როგორია? თქვენ თუ იმ წამს მთაწმინდაზე დივანზე მსხსხდომ სამ ქალს თვალებში შეხედეთ აუცილებლად მიხვდებოდით რომ იმედის ახლად დაბადებული ნაპერწკალი ფერფლიდან აღმდგარ ფენიქსს წააგავს.
...............
თხუთმეტ თვეში ალექსანდრემ ნინო გაიხსენა.
თხუთმეტ თვეში იმედი გაიზარდა.
***********
თექვსმეტი თვეში ყველაფერი შეიცვალა,ჩხეიძემ ბევრად მეტი რამ გაიხსენა ვიდრე ელოდნენ.
********
ჩვიდმეტი თვე
-დე მგონი მალე ის ცოტა დრო ამოიწურება.-ღიმილიდ უცქერდა შვილებს ლილეანა.
-ნიკალა გესმის?მამა ბრუნდა.
ნიკო და ლილია საოცარი და-ძმა,ლილუს და სანის შვილები სხვანაირები ვერ იქნებოდნენ.
**************
თვრამეტ თვეში უმცროსმა მაჩაბელმა პირველად შეხედა სტამბოლს სხვა თვალით,პირველად დაინახა ასეთი ლამაზი ზამთრისფერი ქალაქი.
გულრწფელად მომღიმარი ლილეანა გამოჯანმრთელლებულ ალექსანდრეს ყველაზე თბილი გრძნობით უმზერდა.
-მომენატრე ლილუ.
შვიდ იანვარს ლილუ და სანი ხელახლა დაიბადნენ.
.........
წელიწად ნახევარში ალექსანდრე დაბრუნდა.
წელიწად ნახევარში მთაწმინდა გაცოცხლდა და თბილისის ელიტა კვლავ ახმაურდა.
მთაწმინდაზე განთავსებულ მწვანე სახურავს მთვარე ამაყად უცქერდა,ვგონებ მასაც უხაროდა ჩხეიძეების ბედნერება.
-მამა მე და ნიკოს ძალიან გვენატრებოდი.-ალექსანდრეს კალთაში განთავსებული ლილია საყვარლად ტიკტიკებდა.
-მეც ძალიან მომენატრეთ მა.-ღიმილით აწია თავი და პატარა ვაჟკაცს ყურში ჩასჩურჩულა.-ნიკო შენ ყველაზე კარგი ბიჭი ხარ,მე შენით ვამაყობ.
,...........
იანვრის ცივ საღამოს ერთმანეთით თბებოდნენ,ჩხეიძეები,კანდელაკი და ორი მაჩაბელი.
..............
დიდ საწოლზე იჯდა ალექსანდრე,ლილეანა მის კალთაში კომფორტულად მოთავსებულიყო,თავი ქმრის კისერში ჰქონდა ჩარგული და მონატრებულ სურნელს ღრმად შეიგრძნობდა.ჩხეიძე კედელზე დაკიდებულ ნახატს უყურებდა.
-ლილუ შენ ამის შემდეგ საკუთარ თავს უნიჭოს ეძახი?-სიჩუმე სანდროს თბლმა ხმამ დააარღვია.
-გეღვიძა ხო?საძაგელო.-სიცილით აწია თავი მზერა მეუღლის თბილ თვალებს გაუსწორა.
ამ ღამეს სავსე მთვარე ორ ერთმანეთზე შეყვარებილ ადამიანს ღიმილით უცქერდა.
.................
ცხრა თვეში ქვეყანას ნოე ჩხეიძე მოევლინა.
............
და მაინც ვინ იყვნენ ისინი? ლილეანა და ალექსანდრე ძლიერი ადამიანები იყვნენ,ისინი ერთად ყველაზე განსხვავებულ წყვილს ლილუსა და სანის ქმნიდნენ.ნიკალა და ლილა განსაკუთრებული ადამიანების ყველაზე ძლიერი შვილები იყვნენ. ვინ იყო ნოე? ის დიდი ნოე ჩხეიძის ღირსეული შვილიშვილი იყო.

..............
წლების შემდეგ ლილია და ნიკალა მთვარის სონატას შვილებთან ერთად ისხდნენ და „მთვარის სონეტის“ თაანხლებით თვრამეტი თვის მანძილზე მოსმენილ ლილუს და სანის ისტორიას ყვებოდნენ.

თვრამეტი თვე დასასრულიდან დასაწყიდამდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent