ების ისტორია (თავი 1)
„გამარჯობა, მე მქვია ები და 16 წლის განმავლობაში პირველად ვაწარმოებ ვლოგს. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის წერა, მაგრამ მინდა გიამბოთ ისტორიაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა. შაბათს ჩემი ერთერთი მეგობრის დაბადების დღე იყო. რეალურად მეგობარსაც ვერ ვუწოდებ, უფრო ნაცნობი იყო რომელიც ტესიმ გამაცნო და რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ტესი ჩემი საუკეთესო მეგობარია და სწორედ მან დამიყოლია, რომ წვეულებაზე წავსულიყავით. მოკლედ დავიწყოთ: ეს წვეულებაც ისე დაიწყო,როგორც სხვა დანარჩენი, სანამ სემი, ანუ ის ბიჭი რომელიც ზემოთ ვახსენე ჩემთან არ მოვიდოდა ლუდით ხელში. ზოგადად, სასმელი ჩემი სუსტი წერტილია და რატომღაც სემმაც გაიგო მის შესახებ. ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა პირველი ჭიქა გამოვცალეთ, კუთხეში მდგარ დივანზე ჩამოვჯექით, რათა სასმელთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით. ბევრს ვლაპარაკობდით და ვიცინოდით, დრო ისე გადიოდა ვერც ვამჩნევდით. ნელ-ნელა სახლი ცარიელდებოდა და ჩვენ უფრო და უფრო ვთვრებოდით. ამდენი არასდროს დამილევია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.