შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს


14-05-2020, 04:04
ნანახია 2 098

ცხოვრებაში, აწ უკვე მეორედ ვცდი რაღაცის წერას, მაგრამ პირველი კრახის გამო, გული ავიცრუე. არა მგონია ესეც რამე შედევრს წარმოადგენდეს, მაგრამ მინდა რომ გაგიზიაროთ. მაინტერესებს რამდენად შესაბამისია წერის სტილი, აზრი და ა.შ. კრიტიკასა ნუ დაიშურებთ. ჯანსაღ კრიტიკას, არაფერი ჯობია, მაგრამ მთლად ნუ გამთელავთ...მოკლედ, გელით.


ოდესმე განგიცდიათ ის გრძნობა, რომელსაც ჩვენ, მოკვდავები სიყვარულს ვუწოდებთ? მე განმიცდია და არ ვნანობ არც ერთ წამს...ტკივილიც კი სასიამოვნოა ახლა, როდესაც ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ჩემი სიყვარული ჩემს გვერიდთ არის და ვხვდები, თუ როგორ ძლიერ ვუყვარვარ მას. მინდა, ეს თქვენც გაგანდოთ...არ დავაყოვნებ და მეც მოგიყვებით ჩემს მწარე, მაგრამ ამავდროულად დაუცხრომელი ვნებით აღსავსე ისტორიას.
მე ევა დადიანი ვარ. როგორც იცით, დადიანი თავადური გვარია და როგორც თავადებს შეეფერებათ, ისე ვცხოვრობდი. მამაჩემი, გიორგი დადიანი, საკმაოდ ცნობილი იყო მისი საქმიანობიდან გამომდინარე. იგი გახლდათ თბილისში პატივცემული და სათაყვანო ექიმი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარდა. დედაჩემი, ელენე მაისურაძე, ასევე ექიმი იყო. არ მოვყვები იმას თუ როგორ და სად გაიცნეს მათ ერთმანეთი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შესაშური ურთიერთობა ჰქონდათ. ვოცნებობდი რომ ისეთივე სიყვარულით ანთებული მზერა შემოენათებინა ვინმეს ჩემთვის, როგორც ამას მამა აკეთებდა ხოლმე, როდესაც დედას უყურებდა. მისი თვალები მუდამ დედას შესციცინებდნენ და მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი. მე სამწუხაროდ არ გავყევი მშობლების კვალს და ხალხის დახმარება, თეატრის მეშვეობით გადავწყვიტე. სიამოვნებას მანიჭებდა, როდესაც ვხედავდი თუ როგორი მშვიდი და სათნო გამომეტყველებდა ჰქონდათ ხოლმე ხალხს, როგორც კი დამინახავდნენ. მათი თბილი სიტყვაც კი მაბედნიერებდა...სანამ უშუალოდ გადავიდოდე იმაზე თუ როგორ და რა მოხდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩემს ცხოვრებაზე...19 წლის, მაღალი, შავგვრემანი, მუქი ზღვისფერი თვალები, სწორი პატარა ცხვირი და დიდი ვარდისფერი ტუჩებით დაჯილდოებული. ვარ მეორე კურსის სტუდენტი და ვსწავლობ თეატრალურზე. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდათ ჩემებს ეს პროფესია, პატივი სცეს ჩემს გადაწყვეტილებას და ხელს მიწყობენ ყველაფერში. ამას ისიც ემატება რომ დედისერთა ვარ და მთლიანი ყურადღება, ჩემზეა მომართული. ახლა კი დროა გაგაცნოთ ჩემი ამბავი...
-ჰეი, როგორ ხარ ევა?-ჩემი გიჟი და გადარეული დაქალი(ერთ დროს ოღონდ...ახლა უფრო მშვიდი და წყნარია, თუმცა ჩემთვის ისევ ისეთია)მარიამ მეტრეველია. ისიც მსახიობია, რადგან ორივე ვგიჟდებით ამ პროფესიაზე, ნუ ჯერ დამწყებნი ვართ, მაგრამ მაინც...მე და მარიამი, პატარაობიდან ერთად მოვდივართ, რასაც ჰქვია გადამკვდარი დაქალები ვართ...მის გარეშე ძილიც კი არ შემეძლო 15 წლამდე, ასევე იყო ისიც...თუმცა მერე გავიზარდეთ და პირადი სივრცის პრეტენზია გაგვიჩნდა. ალბათ იკითხავთ თუ ესეთი გადაფსკვნილები იყავით, რაღატო მოხდა ეგრეო? გეტყვით...როდესაც იზრდები, გინდა არ გინდა, გექმნება იმის დისკომფორტი რომ ვინმე შენს პირადში შემოვარდება და დაგირღვევს სიმშვიდეს. არის ხოლმე მომენტები, როდესაც გინდა უბრალოდ საკუთარ თავს მარტო ესაუბრო და მხოლოდ შენში დარჩეს ეს. ხანდახან ტირილიც გინდა და მხოლოდ იმის გამო რომ სხვას შენი სისუსტე არ აჩვენო, განმარტოება გსურს...მარიამი სხვა ნამდვილად არ იყო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მარტოობაც საჭიროა, ზოგჯერ...
-ევ, როგორ ხარ?
-სალამი მარუს. კარგად ვარ, შენ?
-რავი აბა, მგონი კარგად...
-არ მეტყვი რა მოხდა?
-რას გულისხმობ?
-მარუს, ჩემო საყვარელო, ხომ იცი რომ ვერ გამომაპარებ ვერაფერს და სანამ ჩაგაფრინდი მხრებში და ძალით ამოგტყავე ყველაფერი, მითხარი შენით.
-კარგი, კარგი-გაეცინა ჩემს ასეთ სიტყვებზე-გეტყვი, ოღონდ იცოდე, ნერვები არ მომიშალო და არ მითხრა ხომ გეუბნებოდიო, თორემ აქვე მიგარხრჩობ!
-კარგი, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, უბრალოდ ყური დამიგდე და რომ დავასრულებ, წავალ მაშინვე
-კარგი, ტკბილო.
-მოკლედ, ნიკუშა გამომიტყდა გრძნობებში, მე კიდევ დამფრთხალი შველივით გამოვვარდი თეატრის დარბაზიდან-ორიოდე სიტყვით ნიკუშაზეც მოგახსენებთ...ნიკოლოზ მურღულია ცოტა გვიან შემოუერთდა ჩვენს დუეტს. მეთერთმეტე კლასში ვიყავით, როდესაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. პირველივე დღე კრახით დასრულდა. იმის გამო რომ მან, ჩემი ადგილი დაიკავა, კარგი გალანძღვა და რვეულიც მიიღო სახეში თავისი წინააღმდეგობის გამო. (ჰო მართლა, გეტყვით იმასაც, რომ სინაზით დიდად ვერ დავიკვეხნი, არც ხასიათები მაქვს დიდად კარგი...ჩემში სარკაზმი და ცინიზმი უფრო მეტი რაოდენობითაა, ვიდრე სისხლი). იმ დღის შემდეგ, ჩვენი ტრიო, განუყრელი გახდა. ნიკას თავიდანვე ჰქონდა მარიამისადმი გრძნობები, თუმცა ვერ ბედავდა გამოტყდომას, არა და სახეზე ეწერა ყველაფერი და როგორც იქნა ეს დღეც დადგა...იცით რა ბედნიერი ვიყავი იმით რომ ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი როგორც იქნა ერთად იქნებოდნენ?! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ განა ვიტყოდი ამას...
-ახლა რა იქნება? ერთ მშვენიერ დღეს,როდესაც მას მკლავებში მოექცევი, მის ბაგეებთან ახლოს აღმოჩნდები და მისი გახშირებული სუნთქვისგან დაბნედილი, დანებდები და გადაუხსნი შენს თავს ბოლომდე, ქვეყანას კიდევ ერთი დეგრადიული მოევლინება თუ...?-სიტყვის დასრულება აღარ მაცადა და მუშტები დამიშინა.
-ევა, რა იდიოტი და გარყვნილი ხარ...რას ამბობ თუ ხვდები-ეცადა გაბრაზებული ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ სიცილს ვეღარ იკავებდა და ჩემი ბოდვით, ორივეს არანორმალური სიცილი აგვიტყდა, თუმცა მარუსას ეგრევე ზედ სახეზე შეახმა, როდესაც ჩვენკენ მომავალი ნიკუშა დალანდა და მის გვერიდთ კიდევ ერთი ვიღაც იყო, თუმცა სრულიად უცხო პიროვნება ჩვენთვის. მარუსამ წასვლა დააპირა, მაგრამ ხელი ისე ძლიერ ჩავჭიდე, ტკვილისგან ყრუ გმინვა აღმოხდა. როგორც იქნა ჩვენამდეც მოვიდნენ.
-სალამი, გოგონებო-თქვა ნიკუშამ.
-სალამი ნიკს.
-ევ, ხომ იცი არ მევასება ეგრე რომ მიძახი-უაზროდ შემომიბღვირა.
-კარგი, კარგი...დღეს გვრიტებს როგორც ჩანს ცუდი დღე გაქვთ და აღარ იცით ბრაზი სად ანთხიოთ-მეც განაწყენებულმა გვერდზე გავიხედე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე და შევათვალიერე ნიკუშას მეგობარი. მაღალი, ჟღალთმიანი, დიდრონი მწვანე თვალების პატრონი მშვენიერი ახალგაზრდა. მაისურის ქვეშ, აშკარად ეტყობოდა დაკუნთული სხეული და საოცრად სექსუალური იყო ყოველივე ეს...ჩემი საოცარი ფიქრებიდან კი მარის ხმამ გამომარკვია...
-დორბლი მოიწმინდე-ეშმაკურად გამიღიმა.
-მოკეტე რა!
-ჰო მართლა,-განაგრძო ნიკუშამ-გაიცანით, ეს ჩემი საუკეთესო ძმაკაცი და ბავშვობის მეგობარი სანდროა, სანდრო ეს ევაა, ჩემი მეგობარი და ეს მარიამია, ჩემი...
-სატრფო ნიკს, სატრფო-ჩავეჭერი მე.
-ევ, მოგკლავ-ელდადაკრულივით გამიღიმა მარუსამ. ამ სანახაობით, ბატონი სანდრო გამხიარულდა კიდეც და ტუჩის კუთხე ისე საყვარლად ჩატეხა, ლამის გული ამომვარდა საგულედან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვინმე ატეხილი ქალი არ გეგონოთ, უბრალოდ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ღიმილსა და ხმას, ჰოდა რადგან ღიმილი ასეთი არაჩვეულებრივი და განმგირავი იყო, ხმაც კარგი უნდა ჰქონოდა, ჩემი შერლოკური დასკვნები მოვიშველიე და მართალიც აღმოვჩნდი.
-სალამი, მე სანდრო ყიფიანი ვარ-მიესალმა მარუსას, მერე მომიბრუნდა და რა თქმა უნდა მეც მომესალმა და ხელი ჩამომართვა, მე კიდევ უაზროდ გავძეგლდი და საკუთარ თავს ვეღარ ვუხერხებდი ვერაფერს, ლამის იქვე მომეკეცა მუხლები. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, რომ თითქოს ნებისმიერი ბიჭის დანახვისას, ოფოფები მივარდება და გული მიმდის, სულაც არა. ვიტყვი, რომ ბიჭებისგან ყურადღება არასდროს მაკლდა და სულ მეფეთებოდნენ მათი თავხედურად მომზირალი თვალები, მაგრამ იმის გამო რომ ნიკო მუდამ ჩვენს გვერდით იყო და ანთებული თვალებით გვიცავდა ორივეს, ვერავინ ვერასდროს ვერ ბედავდა ზედმეტს. მეც არავის მიმართ მიჩნდებოდა მსგავსი გრძნობა. მაგრამ ეს არსება, მიზიდავდა, მთელი სხეულით, გონებით, ფიქრებით...მე ის უბრალოდ მჭირდებოდა, არ ვიცი ასე უეცრად რატომ იფეთქა ჩემში ჰორმონებმა და რას ავვარდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ უკანასკნელი კახპასავით ვერ მოვიქცეოდი და ჩემი თავი უნდა მომეთოკა, დამემალა ემოციები, მე ხომ ბოლოსდაბოლოს მსახიობი ვარ და კარგად შემიძლია თამაში...არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიდექი, გაშეშებული, მაგრამ როგორც იქნა რეალობას დავუბრუნდი და მაშინვე გავუშვი ხელი, როდესაც გავიაზრე, რომ თავს ძალიან ვიაშკარავებდი. რა თქმა უნდა, ბატონ სანდროს არ გამოჰპარვია ჩემი ეს ცვლილებები და ჩაეღიმა.
-ერთი კარგი იდეა მაქვს-თქვა ნიკომ-არ გინდათ სადმე გავისეირნოთ ან კაფეში დავსხდეთ?
-ვფიქრობ, კარგი აზრია-თქვა სანდრომ-თქვენ რას იტყვით გოგონეებო?-ეშმაკური ღიმილით ანთებული მზერა მომაპყრო, მეც როგორც მსახიობს სჩვევია, ვეცადე როლი მომერგო და მეც ეშმაკური ღიმილით ვუპასუხე:
-დიდი სიამოვნებით...მოკლედ წავედით და საკმაოდ კარგად გავერთეთ. გავიგე, რომ სანდრო თურმე მხატვარია, თან ძალიან წარმატებული. ბევრ ქვეყანაშიც მოგზაურობს და არც თაყვანისმცემლების რაოდენობას უჩივის. ჩემგან განსხვავებით, ის დედისერთა არაა და ჰყავს, რომელსაც ლიზა ჰქვია. სანდრო 22 წლის არის. არც ისე დიდია, მაგრამ რატომღაც ისე მიყურებდა, როგორც პატარა და უსუსურ ბავშვს, რომელსაც გაუჭირდებოდა საკუთარი თავის დაცვა, არა და მშვენივრად შემეძლო ყველაფერი. რომ დავიშალეთ, უკვე პირველი ხდებოდა. ნიკუშამ მარუსა წაიყვანა სახლში, მე კიდევ გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო. ვერ აგიღწერთ თბილისის ხმაურიანი ქუჩები, რამდენად მშვიდი და წყნარი იყო იმ დღეს. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, დიდი და ვეებერთელა მთვარე კი თავისი მკრთალი შუქით, არე-მარეს ანათებდა. ნელი სიო ქროდა და ჩემს სახეზე საოცარ სიგრილეს მიტოვებდა ყოველი შეხებისას. ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ღიმილის შეკავება რთული იყო. ამინდი თითქოს ჩემს სულიერებას იზიარებდა და მშვიდად იყო, ისევე როგორც მე. ალბათ ასეთ მომენტში, ბევრს სურვილი გაუჩნდებოდა იმისა, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყოლოდა და ყოველივე, ერთად გაეზიარებინათ, მაგრამ მერწმუნეთ, იმ მომენტში სრულიად მარტო ყოფნა მინდოდა და მსურდა ამ სანახაობით, მხოლოდ მე დავმტკბარიყავი. სკამზე ჩამოვჯექი, თვალები დავხუჭე და გადავეშვი ფიქრების სამყაროში. მიყვარს როდესაც ვფიქრობ, მეხმარება, რომ ყოველივე ცუდი უკუვაგდო და ახალ დღეს, ახალი ენერგიითა და სიცოცხლით შევხვდე, თუმცა ეს ნეტარება სულაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი...
-კარგი ღამეა, არა?!-თვალები არც კი გამიხელია, ისე ვიცანი მისი დაბალი და საოცრად მამაკაცური ხმა, რომელიც გულს მიჩქარებდა რატომღაც.
-...
-მართალი ხარ, საუბარს სჯობს, მეც ამ მშვენიერებით დავტკე და ხარბად შეისუნთქა თბილი ჰაერი. ჯერ კიდევ სექტემბერი იყო და ზაფხულის სითბო ისევ შემორჩენილიყო.
-აქ საიდან გაჩნდი სანდრო? მითვალთვალებდი?-ისევ იმ მდგომარეობაში მყოფმა მივუგე.
-არა, ან შეიძლება ეგრეც იყოს...ვერ გამოვრიცხავ ვერაფერს, მაგრამ საკმაოდ მყარი არგუმენტიც მაქვს, ასეთი მშვენიერი არსება მარტო რომ დადის გვიან ღამით ქუჩაში, არც ისე კარგია...ხომ ხვდები?-მისი სუნთქვა ზემდეტად ახლოს ვიგრძენი და აი აქ ამენთო განგაშის სიგნალი. უცბად გავიწიე და ლამის სკამიდან გადავვარდი, თუმცა მისმა ძლიერმა ხელებმა, ჩემი შეჩერება შეძლეს და უფრო ახლოს აღმოვჩნდი მასთან...
-შენ რა პირველივე შემხვედრთან ასე ახლოს იჭერ უერთიერთობას?-ცინიკურად ღიმილიც ვესროლე.
-არა, პატარავ. მინდა გითხრა, რომ ჩემი ყურადღება აქამდე ვერავინ დაიმსახურა, ეს მხოლოდ...
-მე შევძელი?
-კი და იმიტომაც ვარ აქ...მომწონს როგორ გიცემს გული, როდესაც ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან. მანძილი ჩვენს შორის მცირეა და შემიძლია ახლავე მივისაკუთრო შენი გული, სხეული და გონება, მაგრამ მინდა კარგად შეგისწავლო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის დიდი გამოცანა ხარ ევა...-ამის თქმა და ყურთან მხურვალე კოცნა ერთი იყო. მე კიდევ უსუსური ბავშვივით გავინაბე. ვეღარაფერს ვაკეთებდი, თითქოს მოძრაობის უნარი წამერთვა...-შენი აჩქარებული პულსაციაც კი მომწონს და მაგიჟებს...-როგორც იქნა თავს შემოვუძახე და ხელიდან დავუსხლტი.
-სანდრო, აღარ გაბედო ასე მოქცევა და ფეხზე წამოვდექი.
-რატომ? რამეს ვაშავებ?-ისიც წამოდგა და ნელ-ნელა მომიახლოვდა, მე უკან ვიხევდი და უეცრად ხეს მივეკარი.
-ევა, აღიარე რომ შენც ისევე გინდივარ, როგორც მე...არ ვიცი რა მემართება, მომაჯადოვე თუ რა გამიკეთე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია მაგიჟებ.
-სანდრო...
-ჰო...-ნელი და მხურვალე კოცნებით მოიწევდა იგი ჩემი ტუჩებისკენ და ისე დაეწაფა ჩემს ბაგეებს, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი...საოცარი იყო ეს წამები, მუცელში პეპლები აფრინდნენ, სახეზე ჭიანჭველები დაბობღავდნენ, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ფეხებში ძალა და რომ არა ისევ მისი ძლიერი მკლავები, ალბათ ძირს აღმოვჩნდებოდი. ყოველთვის მჩვევია რაღაც რომანტიკულის ჩაშლა და რა თქმა უნდა, ესეც არ იქნებოდა გამონაკლისი, ჰო და ამ მხურვალე კოცნის დროს, ტუჩზე ისე მწარედ ვუკბინე, რომ სისხლმა იწყო დენა.
-კბენაც როგორი სასიამოვნო გქონია-გამიღიმა და თითით სისხლი მოიწმინდა.
-ჰო არა?! აღარ შემეხო, თორემ განანებ სანდრო-ჩანთას ხელი დავავლე და წამოვედი, მან კი გზაში დამაწია სიტყვები:
-ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს ევა და მათ შორის ვერც მე...შენს აჩრდილად ვიქცევი დღეიდან...
-იდიოტი ხარ!
-შენ კიდევ საოცრად ტკბილი...
სწრაფად გავშორდი იქაურობას და პირველივე შემხვედრ ტაქსიში ჩავჯექი. ვუკარნახე მისამართი და მე ისევ ფიქრებში გადავეშვი. ვერც გავაანალიზე ისე შემოიჭრა ვიღაც ტიპი ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ არც უკითხავს მინდოდა თუ არა ეს...ჩემს ერთ ნაწილს ეს მოსწონდა კიდეც, მაგრამ მეორე საშინელ წინააღმდეგობას უწევდა და ებრძოდა სიკვდილამდე. ვერ აგიღწერთ სიტყვებით თუ როგორი გრძნობა მქონდა და რას განვიცდიდი, უბრალოდ ამის გადმოცემა შეუძლებელია თუ ერთხელ მაინც არ განგიცდია. როგორც იქნა მივედი სახლამდე, ტაქსისტს ფული გადავუხადე და სადარბაზოსკენ გავეშურე. მეათეზე ვცხოვრობდი და მიუხედავად დაღლისა და საშინელი თავის ტკივილისა, მაინც ფეხით გადავწყვიტე ასვლა, რადგან მძულს ლიფტები, უფრო სწორად მეშინია. როგორც იქნა სახლშიც ავედი და შევაღე ბინის კარი. მარტო ვცხოვრობ, რადგან მინდოდა დამოუკიდებლად ცხოვრება მესწავლა და კარგადაც გამომდის. დედა და მამა, ყველაფრით მეხმარებიან, თუმცა უმეტესად მაინც მე ვხედავ ჩემს თავს. დაღლილ-დაქანცული, სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და ის ის იყო ადგომა დავაპირე, რომ კარზე ზარიც დაირეკა. სამი საათი იყო და წარმოდგენა არ მქონდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო. გაღებას არ ვაპირებდი, სინათლეები ჩავაქრე და დაველოდე როდის წავიდოდა, მაგრამ კაკუნი უფრო გაძლიერდა და მეც შიშმა ამიტანა...ბოლოს მაინც მივედი კარებთან და ვხედავ მარუსა და ნიკუშა. კარი გავუღე...
-თქვეენ?-გაოცებული შევსცქეროდი მათ-აქ რას აკეთებთ?
-შენი აზრით?-ჩამაფრინდა მარუსა თავისი კლანჭებით-ჩქარა მოყევი რა მოხდა შენსა და სანდროს შორის!
-არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?!
-როგორ თუ არაფერი, სანდრო ჩემთან მოვიდა და ტუჩი გახეთქილი ჰქონდა...-თქვა ნიკომ.
-მოიცა, მოიცა, თქვე გარყვნილებო, ეგდეთ უკვე ერთად?
-არააა!- წამოფრინდა მარუსა...-ჩვენ უბრალოდ...-რეალურად კი მართლაც უბრალოდ იყო საქმე. ნიკო ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ ბიჭების კატეგორიას, რომლებიც გოგოს და მითუმეტეს შეყვარებულ გოგოს, პირველივე დღეს ლოგინში მიაქანებენ, რადგან უკვე შეყვარებულია და შესაძლებელია ყველაფერი და მარუსაც არ იყო თავზეხელაღებული. საკმაო თავშეკავებას იჩენდნენ. მათ იმის გარდა რომ ერთნამეთი წრფელი გრძნობით უყვარდათ, უდიდესი პატივიც ჰქონდათ ერთმანეთისადმი, მაგრამ მე ხომ ყველაფერში ჩემი გესლი უნდა ვანთხიო...
-კარგი, აღარ გააგრძელო, ისედაც ვიცი ეგ უბრალოება და გულიანად გადავიხარხარე.
-არ მოყვები რა მოხდა?-უკვე ნიკოსაც ამოეწურა მოთმინების ფიალა.
-ვაიმე, ხალხო, რა პანიკა შექმენით? არაფერიც არ მომხდარა, უბრალოდ მაკოცა და მეც სიყვარულის ნიშნად ვუკბინე.
-სიყავრულის ნიშნად? იცი როგორ ჰქონდა ტუჩი დასიებული? ისე სასაცილო სანახავი კი იყო...ბოტოქსგაკეთებულ ქალს ჰგავდა...-ჩუმად ჩაეცინა მარუსას.
-ჰმ, ძალიან კარგი და კმაყოფილმა თვალები დავხუჭე.
-გიჟი ხარ ევ და ჩამეხუტა მარუსა, ნიკომაც არ დააყოვნა და ასე სიამის ტყუპებივით გადავეფსკვენით ერთმანეთს...-ნუ, პატენტი სიამის ტყუპებივით.
-კარგით ახლა, ნუ მომახრჩეთ-ავწუწუნდი.
-უხეშო და ბალიში მესროლა მარუსამ.
-აუ, ნიკს, არ გინდა შენი სანდროს შესახებ ცოტა რამ მაინც მომიყვე?
-რა გაინტერესებს აბა...
-რავი...ყველაფერი.
-ნუ კარგი...იქედან გამომდინარე, რომ სანდრო მხატვარია, ხშირად უწევს საზღვარგარეთ საკმაოდ დიდ ხანს ყოფნა, თქვენც მაგიტომ ვერ გაგაცანით იგი. მიუხედავად იმისა რომ ჩემზე უფროსია, ნუ თითქმის ორი წლით, მაინც ყველაზე კარგად მას ვუგებდი და ანალოგიურად იყო ისიც რა. თქვენს სკოლაში რომ გადმოვედი, სანდრო უკვე ერთი წლის წასული იყო გერმანაში, საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება ჰქონდა და უარს როგორ იტყოდა? მოკლედ წავიდა, მაგრამ კონტაქტი სულ გვქონდა. ჩამოსვლაც კი უნდოდა ჩემს ბოლო ზარზე, მაგრამ ვერ მოახერხა, სამწუხაროდ. ერთი კვირის უკან კი დამირეკა და მითხრა, რომ ჩამოსვლას აპირებდა. სხვათაშორის ასე თუ ისე თქვენ გიცნობთ-ცალყბად ჩაიღიმა ნიკამ.
-რაა? საიდან? როგორ? რატომ?-კითხვების კორიანტელი დავაყარე ნიკოს.
-თუ დამაცდი გეტყვი.
-ჰო, გელოდები!
-სოციალური ქსელი 21-ე საუკუნეში ძალიან ტრენდულია, ჩემო ლამაზო და აქედან გამომდინარე, ყველას აქვს, დამეთანხმები ალბათ...
-ოო, მორჩი რა ფილოსოფოსობას, კითხვაზე მიპასუხე!
-ჩვენ სამის ფოტოებით ჩემი ფეისბუქ გვერდი, გადავსებულია. თანაც ნიუსებში ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე ჩვენი ფოტოები. ჰოდა ბანკეტის ფოტო ხომ გახსოვს?
-კი, მერე?
-მერე ის რომ ეგ ფოტო ნახა და აბა გამოიცანი შემდეგ რა მოხდა...
-ჩემს შესახებ გამოგკითხა ყველაფერი, ხომ?-ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ბანკეტის ამბებს და იმასაც გაგაცნობთ თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ სანდრო ჩემით დაინტერესდა. ის ფაქტი, რომ ნიკო არასდროს გვცილდებოდა გვერდიდან, უკვე ცნობილია და ბანკეტი რატომ იქნებოდა გამონაკლისი? ნუ, როგორც წესი, ბანკეტზე უმეტესად წყვილებად მიდიან და ჩვენ სამნი კი ერთად წავედით და იცით კურიოზული რა იყო? არასწორი გადანაწილება მოხდა იმის გამო, რომ მე და მარუსა არ დაგვთმო ნიკომ და ორ ბიჭს ერთად მოუხდათ წამოსვლა. ასე არც ისე სასაცილოა, მაგრამ იქ უნდა ყოფილიყავით რომ ეს გაგესისხლხორცებინათ. ახლა ჩაცმულობაზეც მოგახსენებთ. მარუსა გამოირჩეოდა ყოველთვის რაღაცა ისეთი გოგოშკური სტილით და ამის მიუხედავად, ბანკეტზე მაინც ულამაზესი იყო. გრძელი წითელი კაბა ეცვა, რომელსაც ზურგი მთლიანად მოხდილი ჰქონდა, მისი მოკლე თმა კი ბოლოებში დახვეული იყო, ხოლო ცალი მხარე გადაწეული, მაკიაჟი დიდად მკვეთრი არ ჰქონია, მაგრამ მის თაფლისფერ თვალებს, საოცრად გამოკვეთდა, ტუჩებს შესაშურად ლამაზი, წითელი ტუჩსაცხი ამშვენებდა და მოკლედ, ულამაზესი იყო. ნიკუშა კი ვფიქრობ ბიჭებიდან ყველაზე ელეგანტური იყო, მუქი ლურჯი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, თუმცა ცოტა სპორტულ სტილში გადიოდა და ეს კიდევ უფრო ელეგანტურს ხდიდა მას. საოცრად უხდებოდა საგულდაგულოდ შელამაზებული წვერი, რომელსაც მე ვერ ვიტან. რაც შემეხება მე, გეტყვით იმას რომ მთელი ცხოვრება შარვლებით დავდივარ, ჩემს ტანზე კაბას მხოლოდ მაშინ ნახავდით, როდესაც დედას და მამას რაღაც საქმიან შეხვედრებზე დავყავდი, ესეც ათასში ერთხელ იყო. რეალურად, ბანკეტზეც შარვალი მინდოდა, მაგრამ დედამ თავი გაიგიჟა. გაინტერესებთ რითი ვიყავი განსაკუთრებული? ვიცი, ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ყველა ამას მეუბნებოდა და მეც ბოლომდე მოვირგე ჩემი განსაკუთრებულობა. საკმაოდ მაღალი გახლავართ და შველივით გრძელი ფეხებიც მამშვენებს და რატომ დავმალავდი ამას?! მოკლე კაბა შევაკერინე(აქვე დავსძენ, რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიით გაკეთებულია), რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა, მინდა გითხრათ რომ შესაშური ფორმები მაქვს და მომინდა გამომეჩინა...ეს კაბა კი მუქ ტონალობაში იყო, მუქი ისამნისფერი ავირჩიე, დიდად არ მიყვარს მოჩუქურთმებული რაღაცები, მაგრამ მთლად უბრალო რომ არ ყოფილიყო, ლამაზი პატარა თვლებით მოვართვევინე წელთან ახლოს, და ჰო, კაბა მთლიანად ატლასის ქსოვილისგან იყო შეკერილი. მაკიაჟიც კაბის შესაფერისი მქონდა და ჩემი ზღვასავით ლურჯი თვალები, ამ მაკიაჟის გადამკიდე, კიდევ უფრო გალურჯდა...რაც შეეხება თმას, გადავწყვიტე რომ გამეშალა და დამესწორებინა და ჩემი ისედაც გრძელი თმა, კიდევ უფრო დაგრძელდა. ოო, როგორი მშვენიერი იყო, მეც კი მომეწონა ჩემი თავი. როგორც მიხვდით, თმა დიდად არ იყო ფანტაზიის საუკეთესო ნიმუში, რადგან არ მიყვარს, როდესაც თავზე ეიფელის კოშკები მადევს. საბოლოოდ კი ჩვენ ყველაზე ელეგანტურად გამოვიყურებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ფერთა გამა საშინლად დარღვეული იყო. ნუ მთლად დარღვეულიც არ იყო, მე და ნიკოს მუქი ფერები გვეცვა, ხოლო მარუსა თავისი წითელი კაბით, რასაც ჰქვია კიოდა, მაინც საოცრად ვიყავით...უამრავი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ მხოლოდ სამი დადო ნიკომ: ერთი, სადაც ის და მარუსა იყო, მეორეში სამივე ერთად ვიყავით, ხოლო მესამეში მე და ნიკო...
-კი, გამომკითხა.
-და შენც რა თქმა უნდა ყველაფერი ჩაუკაკლე?
-მკითხა თორემ ხომ იცი მეე...-აქ შევაწყვეტინე ნიკოს.
-ოჰ, ვიცი, ვიცი.
-კარგი რა ევ, გეწყინა?
-არა, რატომ უნდა მწყენოდა ის რომ სრულიად უცხო ადამიანმა, ალბათ ისიც იცის როდის რა მაცვია, ტანსაცმლის შიგნითაც კი, რას ვჭამ, ვსვამ, სად დავდივარ, როდის, რატომ ვისთან ერთად და მე ამ დროს, არაფერი არ ვიცი მასზე და ამას დამატებული, გიჟივით მოდის ჩემთან და მკოცნის თითქოს ერთმანეთი სულ რაღაც ხუთი წუთის წინ, სულაც არ გაგვეცნო და აკვნიდან ერთად მოვდივართ და დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი...ნუ, აქ რა უნდა იყოს საწყენი ან თუნდაც გასაბრაზებელი? ეს ხომ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა, არა?!
-აუ, კარგი რა, ნუ მებუზღუნები, ხომ იცი როგორც მიყვარხარ და ისიც ხომ იცი რომ ფსიქოპატი ან ვინმე ეგეთი რომ იყოს, არც მიგაკარებდი...
-ნიკს, ვიცი, მაგრამ შენთან ის სექსუალურ მისწრაფებებს ვერ გამოავლენდა და რა იცი როგორია სხვებთან?...პრინციპში 21-ე საუკუნეო, ესაო, ისაო და იქნებ ჰაა?!
-ევა! სიცოცხლე მოგბეზრდა?-სიცილნარევი ტონით შემომიღრინა ნიკომ.
-ჰოო, რა იყო? არ შეიძლება?
-ისე ჰო, იქნებ მიღალატე უკვე ნიკოლოზ!-მარუსაც ავიყოლიე. ჰოდა როგორც იქნა ნიკოს გაბრაზებაც მოვახერხეთ და მეც და მარუსამაც ვიგემეთ ბალიშის სიმწარე.
-ღმერთო, რატომ ჩამაგდე ამ ორი იდოტის ხელში? ასეთი რა დაგიშავე?-მოთქვამდა ნიკო.
-ეჰ, ჩემო ნიკოლოზ, მადლობა თქვი რომ ჩვენს ხელში ხარ და არა ვინმე სხვის ხელში, რომლებიც შესაძლოა, უარესებიც ყოფილიყვნენ.
-მართალი ხარ ევ, თქვენ ორნი, მიუხედავად იმისა რომ მაგიჟებთ თქვენი ქცევებით, მაინც სამყაროს მირჩევნიხართ.
-მიყვარხარ ჩემო დათუნია...და ჩაეკონა მარუსა.
-რააოო? დათუნიაოო?-სიცილისგან ლამის მუცელი გამისკდა-მაარ, შემთხვევით შენ ბელი ან ბარტყი, ან რამე მსგავსი ხომ არ ხარ? ზოოპარკის გაშენება თუ გინდოდათ, ვერ თქვით?!-ამდენი სიცილი უკვე აღარ შემეძლო-დავიწვი თქვენი სიყვარულით...
-ააუ, ევა მოგკლავ და წამოენთო მარიამი.
-კარგი, კარგი, ჰო-სიცილით მივუგე-უბრალოდ ჩემთან ეგ სახელები არ დაუძახოთ ერთმანეთს, თუ არ გინდათ რომ ხელში ჩაგაკვდეთ. ამასობაში ექვსი საათიც მოვიდა.
-მარუს, არ წავიდეთ?
-კი ნიკუ, წავიდეთ.
-ოჰ, რა იყოთ თქვენ, ადრე ჩემთან დარჩენას ლამობდით და ახლა წასვლას ჩქარობთ?
-ევ, ხომ არ ეჭვიანობ?-ეშმაკურად გამიღიმა ნიკუშამ.
-კარგით, გადაშენდით. არ მჭირდებით ატეხილო გვრიტებო. თუ არც მნახავთ რაა.
-ჩემო ენამწარე ალქაჯო, ვგიჟდები შენზე რაა-მითხრა და გულში ძლიერად ჩამიკრა ნიკომ.
-ოჰ, ბატონი ნიკოლოზის ჩვეულებრივზე მეტი სიყვარული...გასაოცარია.
-მიყვარხართ ბავშვებო და მარუსაც ჩაგვეხუტა.
-მეც მიყვარხართ-მაგრად მოვეხვიე ორივეს და სანამ ცრემლი მომერეოდა, სასწრაფოდ გავაგდე ისინი. არ მიყვარს, როდესაც ჩემს ასეთ მეორე ევას ვინმეს ვაჩვენებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ გრძნობების გამომჟღავნება სისუტედ მიმაჩნდა და ახლაც ვერ გადავეჩვიე ამას. მოკლედ წავიდნენ ჩემი გვრიტები და მე ისევ მარტო დავრჩი სახლში. ოდესმე თუ გიგრძვნიათ სიცარიალე, სადღაც გულის სიღრმეში? ან ოდესმე თუ გქონიათ განცდა, რომ მარტო დარჩებოდით? მე მიგრძვნია და განმიცდია კიდევაც. იცით, ჩემი ხასიათების მიუხედავად, ჩემი მეგობრები, მაინც ჩემს გვერდით არიან. ალბათ იტყვით, რომ ისინი მიცნობენ და იციან როგორიც ვარ, მაგრამ თუ ცხოვრებაში გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებ, მაინც ჩემთან დარჩებიან? ეს კითხვა გამუდმებით მაწუხებდა და ახლაც მაწუხებს. ხომ არის ისეთი მომენტები, როდესაც შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ შემდეგ გულწრფელად ვინანიებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ვეღარ აღვადგენთ ხოლმე ძველ ურთიერთობებს ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან და რა აზრი აქვს ასეთ მონანიებას? მაინც თუ ვერ გაპატიებენ, აქვს კი მნიშვნელობა? ჰო, შეიძლება ეს დიდ ბოდვად მოგეჩვენოთ, რადგან ცდა ბედის მონახევრაო, ნათქვამია, მაგრამ ვაი რომ გამართლდეს ეს აზრები, მერე რა იქნება? სიმარტოვე და უკუნითი სიბნელე დაისადგურებს გულში. არ დაგიმალავთ და მეშინია. მეშინია, რომ მარტო დავრჩები, მაგრამ ისევ ჩემი ბრალი იქნება და ნამდვილად არ გავამტყუნებ ამაში სხვას, ან კი რა უფლება მაქვს. ასე ფიქრში როგორ ჩამეძინა არც კი ვიცი. უეცრად მაღვიძარამ ცალკე დაიწყო რეკვა და მარუსამ ცალკე. ისე ვიყავი დაღლილი და გამოუძინებელი რომ არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ მარუსას დაჟინებული რეკვის გამო, იძულებული გავხდი მეპასუხა.
-ევაა, სად ჯანდაბაში ხარ რომ გირეკავ?
-ოო, კარგი ნუ ყვირი, გასკდა თავი.
-რა ნუ ვყვირი გოგო, სპექტაკლი რომ გვაქვს დღეს დაგავიწყდა?
-ვაიმე, სპექტაკლი და იმხელაზე ავხტი, ძირს დავენარცხე პირდაპირ თან იმხელა ხმა ჰქონდა, მარუსამაც გაიგონა.
-ევ, კარგად ხარ?
-კი, მოვდივარ უკვე.
-მიდი, ჰო.
სწრაფად მოვემზადე, ჩავლაგე ჩანთა და საჩქაროდ გავვარდი. ლამის ავილეწე კიბეებზე ისე სწრაფად ჩავდიოდი, არა, კი არ ჩავდიოდი, ჩავრბოდი. ავტობუსს ვეღარ დაველოდებოდი, ამიტომ ტაქსი გავაჩერე და წავედი. მალე მივედი თეატრში და მეც კი გამიკვირდა. თავისუფლად მოვასწარი ყველაფერი, თუმცა რა გასაკვირია, კისრის მტვრევით გავვარდი და. როდესაც სცენაზე გავედით, დარბაზს მოვავლე თვალი. რატომ? იმიტომ რომ ნიკუშა ჩვენს არც ერთ სპექტაკლს არ ტოვებდა, ყოველთვის გვესწრებოდა რა გადაუდებელი საქმეც არ უნდა ჰქონოდა და სწორედ ამის გამო შევავლე მას თვალი და აბა გამოიცანით კიდევ ვის წააწყდა ჩემი მზერა? დიახ, ბატონ სანდროს, რომელიც მიყურებდა...მისი მზერა, მხოლოდ ჩემზე იყო მოყინული. ვერ გამეგო ასე რატომ იქცეოდა. ნუთუ ეს სიყვარულის თავისებური გამოხატულებაა? სისულელეა! ის ხომ არც კი მიცნობს, ნუ კი მიცნობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და სულაც არ მოვწონვარ და სიყვარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. მაშინ თუ ორივე ფაქტი გამოირიცხა, რატომ მაკოცა? სრული ქაოსია ჩემს ტვინში და დალაგების იმედი, ალბათ არც უნდა მქონდეს. თან სპექტაკლზე ვიყავი, მაგრამ თან ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. ცოტაც და თავი ფიქრისგან ამიფეთქდებოდა და ისე დამთავრდა, რომ ვერც შევამჩნიე. რობოტივით ვიქცეოდი მთელი ეს დრო. აპლოდისმენტებმა ძლივს გამომაფხიზლეს. ნიკუშა და სანდრო, როგორც კი სპექტაკლი დამთავრდა, მაშინვე საგრიმიეროში შემოვიდნენ.
-ყოჩაღ, ჩემო სიყვარულო და ნიკა მარიამს ჩაეხუტა.
-ევ, შენც არაჩვეულებრივი იყავი, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ სხვაგან იყავი ფიქრებით-ნიშნის მოგებით მითხრა ნიკომ.
-გეთანხმები ნიკუშ, მართლაც არაჩვეულებრივი იყო-გამიღიმა სანდრომ.
-მადლობა, ორივეს. იცით, მე უნდა დაგტოვოთ, დავიღალე და მირჩევნია დავისვენო.
-კი მაგრამ, ევა, არ წავიდეთ სადმე და არ ვისადილოთ?
-არა, მარიამ, თქვენ წადით და გაერთეთ. კარგი დროის გატარებას გისურვებთ.
-რა დაემართა?
-არ ვიცი ნიკა. დაველაპარაკები აუცილებლად. სანდრო ხმას არ იღებდა და ცოტა ნაწყენი მზერით გააცილა ევა.
ყველაზე საშინელება იცით რა არის? გაურკვევლობა. რომ გგონია ყველაზე ყველაფერი იცი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ რეალუარდ იმის ნახევარიც კი არ იცი, რაც უნდა იცოდე. სწორედ ასეთი სიტუაცია მქონდა მეც სანდროსთან. უბრალოდ მისი ეს ქცევები მაბნევდა, ძალიან მაბნევდა. მასზე კი ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, რაც მე საერთოდ ვერ მაკმაყოფილებდა. დავიჯერო ისეთ ტიპს, როგორიც სანდროა, არავინ ეყოლებოდა? რა საჭირო იყო ჩემთან უაზრო ფლირტაობა? ამით რის მიღწევას ცდილობდა? ძალიან ბევრი კითხვა, ჩემს ტვინში ობობის ქსელივით იხლართებოდა და ბოლოს მიღებდა. საერთოდ არ მომწონს, უფროსწორად ვერ ვიტან უპასუხოდ რომ მრჩება ამდენი კითხვა. გადავწყვიტე ფეისბუქი შემემოწმებინა. როგორც ყოველთვის უამრავი სმს დამხვდა და ერთ-ერთმა ძალიან ამაღელვა და ცხადია რატომაც...
-რა მოხდა ევა? ასე მალე რატომ წახვედი?
დიდ ხანს ვიფიქრე მეპასუხა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე რომ ისე დამეტოვებინა, როგორც იყო. ამის შემდეგ საერთოდ გამოვრთე ტელეფონი, აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და ძილბურანში გავეხვიე. არ ვაპირებდი ლექციებზე წასვლას და ამიტომ მაღვიძარაც აღარ დამიყენებია. დილით მზის სხივების შემოჭრამ გამაღვიძა. ძალიან მეზარებოდა ადგომა, ამიტომაც თავზე გადავიმხე საბანი და ძილი გავაგრძელე. არ ვიცი ასეთ გათიშულ მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ ის კი ცხადია, რომ რაღაც ენით აღუწერელმა ხმაურმა გამომაფხიზლა. ზლაზვნით წამოვდექი ლოგინიდან...



№1 სტუმარი Nkh

Male dadeb axal tavs?

 


Nkh
Male dadeb axal tavs?

დღეს საღამოს...შუალედურების გამო, ვეღარ შევკრიბე აზრები????

 


№3  offline წევრი ანმეე

ჩემი გოგოა ეს მარტოოოო....ნუ ჩვენ რო ვიცით იმისიც ხარ მარა ჩემიიიც????????

 


№4 სტუმარი მე

არის ხოლმე მომენტები, როდესაც გინდა უბრალოდ საკუთარ თავს მარტო ესაუბრო და მხოლოდ შენში დარჩეს ეს. ხანდახან ტირილიც გინდა და მხოლოდ იმის გამო რომ სხვას შენი სისუსტე არ აჩვენო, განმარტოება გსურს..............

 


ბამმო
ჩემი გოგოა ეს მარტოოოო....ნუ ჩვენ რო ვიცით იმისიც ხარ მარა ჩემიიიც????????

ვუუმეეე, ჩაგეკონე შეენ ჩემო სიყვარულკსო heart_eyes heart_eyes

მე
არის ხოლმე მომენტები, როდესაც გინდა უბრალოდ საკუთარ თავს მარტო ესაუბრო და მხოლოდ შენში დარჩეს ეს. ხანდახან ტირილიც გინდა და მხოლოდ იმის გამო რომ სხვას შენი სისუსტე არ აჩვენო, განმარტოება გსურს..............

heart_eyes heart_eyes blush

 


ჟოზე
ლიკანტრო ❤❤❤

ბამმო
ჩემი გოგოა ეს მარტოოოო....ნუ ჩვენ რო ვიცით იმისიც ხარ მარა ჩემიიიც????????

მე მიგულისხმე იმედია )) ❤❤

აბა სხვა ვინ უნდა ეგულისხმა დაკუ heart_eyes

 


№7  offline წევრი ანმეე

ჟოზე
ლიკანტრო ❤❤❤

ბამმო
ჩემი გოგოა ეს მარტოოოო....ნუ ჩვენ რო ვიცით იმისიც ხარ მარა ჩემიიიც????????

მე მიგულისხმე იმედია )) ❤❤


ხო შენ გიგულისხმე joy სხვანაირად არც იქნებოდა laughing

 


მწერალი ქალი
ნუ...სიდან დავიწყო ახლა ვფიქრობ...ეს რა ზაღვარლობა იყო ქალიო❤️იმდენად ლამაზად და სასიამოვნოდ არის ყველაფერი გადმოცემული...ზედმეტი არ იყო არაფერი ...რა ცეცხლი დაააგიზგიზე ეს ლიკაიე ჰა?მე იცი რაზე გამეცინა? "დორბლი მოიწმინდე". )))ჩემი და შენი საუბარი გამახსენდა მამროზავრებზე.მოკლედ მევასები ❤️

ვუუაააიიმეეჰჰჰჰ....ქალიოოო:დდდდ გევიბადრე სასწაულად და ლოყები, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადამესკვინჩა:დდდდ კიდევ და კიდევ ბევრჯერ გაგეღიმება, ვგონებ;დდდ❤️❤️ჩაგეკონე სულკუნჭულებში❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent