შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (2 თავი)


14-05-2020, 11:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 523

მია კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდა და ვერ იაზრებდა ეს ყველაფერი ცხადი იყო თუ სიზმარი, დაბნეული მისჩერებოდა ბნელ სივრცეს და ყველაფრის ხელახლა გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა იმ წამებში, ბოლოს ფანჯარას მოშორდა, სასწრაფოდ დაკეტა და ფარდაც გასწია, საშოლზე დაჯდა და ტელეფონს დააცქერდა, მისი სახელი და გვარი ვერა და ვერ გაიხსენა, სამაგიეროდ გაიხსენა მისი დაჟინებული და უცნაური მზერა მაღაზიაში და ჭაობისფერი თვალები, ეს თვალები... მაშინვე იგრძნო რომ რაღაც სხვანაირად უყურებდნენ მაგრამ თავი დაირწმუნა რომ სისულელეა და მოეჩვენა, როგორ შეიძლება დაგინახოს და მოეწონო მართლა ერთი დანახვით ადამიანს?! მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე დადგა, თუმცა მაინც ვერ იჯერებდა რომ დაინახა სრულიად უცნობმა და ასე გადაირია მასზე, მოულოდნელად მიისი სახელი გაახსენდა და გვარიც, თორნიკე დადიანი, მაშინვე სოც ქსელში დაიწყო მისი ძებნა და დიდხანს არც დასჭირვებია , მალევე იპოვა სამი ადამიანი ამ სახელით და გვარით, მისდა გასაკვირად ერთერთთან ხუთი საერთო მეგიბარიც კი ყავდა ,,ოღონდ ეს არა" გაიფიქრა და პირველად იმის გვერდი გახსნა ვისთანაც საერთო მეგობრები ყავდა, მისდა გასაკვირად მართლაც ეს თორნიკე აღმოჩნდა, ,,რა უცნაურია, აქაურები ყავს დამეგობრებული, აშკარად სტუმრად მოდის ხოლმე, მაგრამ მე რატომ არ შემიმჩნევია? აქ ხო ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის" და ფიქრი შეწყვიტა რადგან საერთო მეგობრებში რომელსაც უკვე მეასეჯერ ათვალიერებდა სალომე ყენია წაიკითხა, ,, ნატას დაქალი"გაუბრწყინდა თვალები და შუაღამის ოთხ საათზე დას შეუვარდა ოთახში და გააღვიძა
-რა მოხდა, მარინა მეხი დაგვეცა თუ გეგა ქარბორბალა დაგვატყდა-თვალების ფშვნეტით აბუზღუნდა გოგონა და საწოლზე წამოჯდა, მიამ ყველაფერი მოუყვა და პირდაღებულ დას მიაჩერდა ამბის დასასრულს
-გესმის ნატალი? თუ თვალგახელილს დაგეძინა-უჩქმიტა დას მკლავზე
-აა მეტკინა-ნატალიმ მკლავი დაისრისა და დას მიაჩერდა-მეკაიფები?
-რაა?-მია გაოცდა
-აბა რაის ყვავილები, ღამის სამ საათზე
-ნატა ვერ გაიგე რა გითხარი? საერთოდ არ ვიცნობ იმ ბიჭს დამირეკა და მითხრა იმან არცკი იოცნებოს შენზეო
-მია მგონი კარგი სიზმარი ნახე
-კაი შენთან ლაპარაკს აზრი არ აქ-გაიბუტა მია
-კაი კაი ნუ მებუტები
-კაი დაივიწყე
-მია ნუ მებუტებითქო, ხვალ დილითვე გავარკვევ ვინაა და რაუნდა ვაბშე
-ძალიან დავიძაბე
-გეშინია ამათმა არ გაიგონ?
-წარმოგიდგენია მამა და მარინა რას დაატრიალებენ?, ყველაფერს მე დამაბრალებენ
-კაი ნე ნერვიულობ, ის თუ იცის რომ შავი და წითელი შენი საყვარელი ფერია ისიც ეცოდინება მამა და ბებია ცოტა გიჟები რომ გყვანან, სამაგიეროდ და რომ გყავს ზედმეტად ჭკვიანი-სიცილი აუტყდათ
-რა გიჟი მყავხარ-მია დას ჩაეხუტა და მის საწოლში დაწვა
-მიდი მანახე აბა ჩემი სიძე-ნატა დას მიაჩერდა, მიას უმალ სახე აერია -კაი ნე მიბრაზდები, მაჩვენე რა , კაი ტიპია?
-თუ რამე სისულელეს არ მეტყვი კიდე გაჩვენებ
-კაი-ნატა გაჩუმდა და მისი სოც ქსელი ხელახლა გადაქექეს, ნატა გაოცდა-მია ეს ბიჭი ნიკაა, სალომეს ბიძაშვილი
-ნიკა?
-ხოო ეტყობა ძმაკაცები არიან, ან ნათესავები
-დარწმუნებული ხარ რომ ნიკაა?-მიას არ უნდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო
-კი ნიკაა-ნატა დააცქერდა მათ ერთობლივ ფოტოს და დარწმუნებით თქვა
-ჯანდაბა
-კაი ნუ ნერვიულობ, ხვალვე გავარკვევ ვინაა და რაუნდა, ხვალვე რაა ამ დილას
-ესეიგი აქ ხშირად არის ხოლმე
-ნიკა სულ აქაა და ეტყობა ეგეც მოყავს ხოლმე
-სალომესთან არასოდეს გვინახია
-ხოიცი ვერ რიგდებიან მათი მამები და ესენიც ვერ იტანენ ერთმანეთს, ნიკა სულ მეორე სახლშია ხოლმე
-თუ კიდევ მსგავს რამეს ჩაიდენს გავგიჟდები...
-ბიჭს მოეწონე და შენი ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა, შუაღამისას მოგაკითხა, ძაან საყვარლობაა მე თუ მკითხავ
-მიდი დაიძინე უკვე ნერვებს მიშლი
-ეგ ბიჭი არ მოგეშვება
-დაიძინე
-აშკარად ჭკვიდან გადაიყვანე
-იცოდე წავალ
-კაი კაი, მაგრამ იმას სად გაექცევი-ნატას სიცილზე მია გაბრაზდა და ბალიში დაუშინა დას.
დილით ძლივს აწიეს თავი სკოლაში წასასვლელად, არც ისაუზმეს ისე გავარდანენ სკოლაში, ერთი სული ქონდათ სალომე გამოეჭირათ.
ლაშამ მთელი ღამე გაათენა და უძილობისგან თვალები ამოწითლებოდა
-რა დაგემართა შვილო ხოარ გაცივდი?
-შემეშვი დედა
-ეს ისევ იმ შტერი გოგოს ფიქრშია-დაისისინა მარინამ
-წესიერად ილაპარაკე-გაცეცხლდა ლაშა
-ბებიას როგორ ელაპარაკები-გაბრაზდა გეგა, რომელიც სააბაზანოდან გამოვარადა მაშინვე
-ვისაუზმოთ-ნანამ ჩანგლები დააწყო და მაგიდას მიუჯდა
-მე წავალ და მალე მოვალ-ლაშამ კარისკენ გაიწია
-სისულელეების გარეშე-გეგამ გზა გადაუჭრა შვილს
-შემეშვი-მამას გვერდი აუარა დაეზოში გავარდა, მანქანის ხმაზე გეგა გამოვარდა მაგრამ გვიანი იყო, ლაშამ მოასწრო მანქანიანად მოტყდომა
-სულ გადარია იმ გოგომ-აქოთქოთდა მარინა
-ვინ გოგო დედა, რა გოგო რა ტვინი მოტ.-აყვირდა გეგა -რა ტვინი წაიღეთ
-აი ნახავ თუ მართალი არ ვარ და იმ ლოთი კობას გოგო არ უყვარდეს ამ შტერს
-ეგღა მაკლია იმ ლოთი იდიოტის გოგო დავისვა რძლად-გაბრაზდა ნანა
-ხოდა მაშინ მიხედეთ ამ სულელს თუ არ გინდათ რო ის საწყალი დაგისვათ რძლად-არ ჩუნდებოდა მარინა
-ვერ დასვას თუ საჭიროა მე ჩავერევი-მკაცრად თქვა გეგამ
-ყურადღებით იყავი ხელი არ წაავლოს იმ გოგოს და მერე რას იზავ
-ხოიცი რა ტიპია ლაშა, მაგის გამბედაობა სად აქ-დაამშვოდა გეგამ
-თან რამდენი წალია იმ გოგოს შორიდან ყვარობს, რომ ქონდეს შნო მოიყვანდა აქამდე-ნანამაც დაამშვიდა დედამთილი
-მასე მშვიდათ ნუ იქნებით, ვიღაცას ურიგებებ თურმე იმ გოგოს და რო გაიგოს ამან არ გაგიჟდეს
-დედა საიდან გაიგე?-გაეცინა გეგას
-იმ შტერი თამუნას, ბებია ბიძაშვილია თინასი, თინა ხოიცი რა ტიპია, ენაზე არაფერი უჩერდება
-და შენც ამით სარგებლობ, და იმ გოგოს ამბებს იგებ
-აბა რავქნა, ისშტერი თამუნა დავისვა რძლაად? მამა ლოთი, დედა საწყალი იქ მუშაობს დამლაგებლად რაქვია, გამგეობაში, ძმა კიდე ჯარშია, სახლი როგორი აქთ გასამართი
-დაწყნარდი დედიკო ეგეთს ჩვენს ოჯახში არაფერი ესაქმება
-ძოდა ძალიან კარგი, ნაზის გოგო მომწონს ძაან
-ვიინ?-გაეცინა ნანას
-რა გაცინებთ ნახავთ თუ რძლად არ დაგისვათ-დაიმუქრა მარინამ.
მია კლაში შევიდა თუ არა, გიორგის ცარიელ მერხს გახედა, შემდეგ კი თათია მოძებნა თვალებით
-როგორ ხარ? -გადაკოცნა მეგობარი და ჩანთა მოიხსნა
-კარგად შენ?
-რავი-მხრები აიჩეჩა
-მერე მომიყევი გუშინდელი-დაუჩურჩულა თათიამ, მია ჯერ აიბნა და მერე მიხვდა გოგონა ბექას რომ გულისხმობდა. შუა გაკვეთილის დროს შემოაღო საკლასო ოთახის კარი ფაქტიურად მძინარე გიორგიმ
-შეიძლება?
-მოდი მოდი-გაუცინა დამრიგებელმა, მიას ძალიან აოცებდა ის ფაქტი რომ გიორგი მუდამ იგვიანებდა და არცერი მასწავლებელი არ უბრაზდებოდა, თავად კი სულ ორჯე დააგვიანა და მთელი გაკვეთილი ლექციას უკითხავდა დამრიგებელი... უცნაურია რატომ ყავთ რჩეულები მასწავლებლებს? არა სწავლით არამედ ქცევით და თან არცისე კარგი ქცევით... და არამარტო მათ, ყვალას! ყველას მოსწონდა გიორგი, მისი ქცევა, ლაპარაკი აზრები, ყველასთვის მისაღები იყო, თუნდაც არაწორი ყოფილიყო, რა იყო მასში ასეთი განსაკუთრებული? გარეგნობით დიდად არ გამოირჩეოდა, თუმცა მაინც სიმპათიური იყო, მაგრამ არასაკმარისად, რომ მოეხიბლა ყველა, აბა რა იყო მასში ისეთი რაც ყველას ხიბლავდა? სითამამე? იუმორი? ხასიათი? თავდაჯერებულობა? სიამაყე? საკუთარი თავის რწმენა? სწორედ ეს ყველაფრი, სწორედ ეს მოსწონდა ყველას მასში და ამით იზიდავდა უნებურად ყველას...რადგან ყველას არ შეუძლია მისცეს თავს უფლება დააგვიანოს გაკვეთილზე, მოყვეს ცოტა უხამსი ანეგდოტი მასწავლებელთან, დამალოს ნიშნების ჟურნალი, გაკვეთილზე იცინოს იმ დონემდე რომ მთელი კლასი შეშალოს, გამოაცხადოს დუმილი და დირექტორსაც დუმილით უპასუხოს ყველა დასმულ კითხვაზე...მისი სიგიჟეები ქარიზმა და აქტიურობა იყო იმის საფუძველი რომ ყველას მოწონდა მასთან მეგობრობა, ბევრ გოგონას უყვარდა და არც მალავდა, გიორგი მათ გრძნობებს უდიერად არ ეპყრობოდა მაგრამ ცდილობდა რომ გამოეყენებინა ისინი და სწორედ ეს აშინებდა მიას, გიორგი თითქმის ყველას შეყვარებული გახდა ვისზეც გაიგო რომ უყვარდა, ამიტომმიჭერდა მისგან თავს შორს, ეშინოდა თავის გრძნობის მსხვერპლი არ გამხდარიყო, რადგან გიორგის სერიოზული ურთიერთობა არავისთან ქონია, ძალიან ზედაპირული იყო, პასუხისმგებლობას გაურბოდა, ამიტომაც იყო რომ მია ამდენად იტანჯებოდა თავის გრძნობებით.
მიას ერთი სული ქონდა გაეგო თორნიკეს ამბები, ცდილობდა მუდამ რომ ნაკლებად ქონოდა პრობლემები, ყველასთან გაურბოდა ურთიერთობად და მაინც თავად პრობლემები არ ანებებდნენ თავს...
-მია ყველაფერი გავარკვიე, სალომე დავკითხე-ნატა არცისე კმაყოფილი ჩანდა გაგებულით
-რამე მოხდა?-მია შეაშფოთა მისმა სახემ
-მისმინე ეს შენი თორნიკე შენი ბექასავით ქარაფშუტა იდიოტი არაა
-ვერ გავიგე-მია სულ დაიბნა და დას ხელი მოკიდა და სკოლის ეზოს ყველაზე განაპირა მხარეს გაიყვანა
-თორნიკე თურმე 25 წლისაა, ყოფილი პოლიციელი, იარაღის ტარების უფლებაც ქონია და ააქ კიდეც, ეხლა რაღაცის დაცვაშია თურმე-მია გაკვირვებული უსმენდა
-მეხუმრები?
-სამწუხაროდ არა
-მე რატომ გადამეკიდა-მია სულ აიბნა
-ეგ და ნიკა აქ ხშირად მოდიან თურმე, ეტყობა ადრევე შეგამჩნია და რომ გაიგო იმ გამოქლიავებულ ბექაზე, მერე ვეღარ მოთოკა თავი
-ეგ შენი ვარაუდია
-გოგო ბიჭი შუაღამისას მოგადგა ფანჯარასთან ყვავილებით და გგონია ეს იმიტომ გააკეთა რომ შენთან გართობა უნდა?
-კაი შენ ნუღა მძაბავ
-მომისმინე გიორგიზე ფიქრს ჯობია შენ თავზე იფიქრო
-რა გიორგი-სახე აელეწა მიას
-გგონია არ ვიცი? იდიოტს ვგავარ? მაგ ზედმეტად თავდაჯერებულ და განებივრებულზე ფიქრს შეეშვი, ხოიცი რომ ის ყურადღებას არ მოგაქცევს და თუ მოგაქცევს ესეიგი გართობა უნდა
-გეყოფა
-მია თავი არ გაასულელებინო
-ნუ ღელავ ისედაც ვკიდივარ, მე მისთვის მხოლოდ ჭკვიანი გამოსადეგი კლასელი ვარ
-მია
-რაა
-გთხოვ თავი მოთოკე და შეეშვი მასზე ფიქრს
-კარგი-მიამ თავი დაუქნია
-ხო ვიცი ადვილი არაა მაგრამ მაინც ეცადე
-კაი მომეშვი-მიას სულ აერია თავგზა და კლაში შევიდა დაღვრემილი, ძალიან გააღიზიანა იმის დანახვამ რომმგიორგის ხელებში მომწყვდეული ყავდა თათა მათი ყველაზე ლამაზი და ცეცხლოვანი კლასელი და აწვალებდა, იმდენად გააღიზიანა ამან რომ გამობრუნდა კარი გამოიჯახუნა და მოწოლილი ცრემლები ძლივს შეიკავა. ძალიან გაუჭირდა მაგრამ ბოლოს მაინც აიყვანა თავი ხელში და კლასში შებრუნდა. ბრაზით გახედა გიორგის და თათას რომელნიც უკვე გვერდიგვერდ დამსხდარიყვნენ.
სკოლიდან მომავალ დებს სალომე დაეწიათ და გუშინდელი გამოკითხა, მარინას წყალობით ყველამ იცოდა რომ მიას გუბერნატორის ვაჟი თხოულობდა
-არა რა ხელის თხოვნა-ნატა გაცეცხლდა, მარინამ გააბუქა, მამას საქმეებს უკავშირდება
-ხოო ბებიაჩემმა თქვა სახლში, კი გაგავიკვირდა ჯერ სკოლაც არ დაუმთავრებიაო
-სალო ხოიცი მარინას ამბავი, ხო მართლა ნიკა გუშინ ჩამოვიდა?
-ხო და თორნიკეც გუშინ ჩამოიყვანა, საფრანგეთში ყოფილა
-ნიკა?
-არა თორნიკე, სამსახურიდან თურმე
-აა-ნატამ შეიცხადა და სანამ რამეს იტყოდა მათ ფეხებთან მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა შავი იქს ხუთი, გოგონები ცოტა დაფრთხნენ და გაოცდნენ როცა მანქანიდან ნიკა და თორნიკე გადმოვიდნენ
-ჩემი უჟმური ბიძაშვილი-ნიკამ სალომეს აკოცა ლოყაზე და გოგონები მოიკითხა და მეგობარი წარუდგინა თან -თორნიკე დადიანი-და ყველამ მიას გახედა ინსტიქტურად, მიამ იგრძნო მათი მზერა და დაიძაბა, თორნიკემ ხელი გაუწოდა ჯერ ნატას
-ნატა-თქვა ნიკამ, გოგონამ გაუღიმა და შეათვალიერა ზედმეტად სიმპათიური ბიჭი
-მია-თქვა ისევ ნიკამ, გოგონამ თავი ასწია და სულ ერთი წამით შეხედა ბიჭს თვალებში, თორნიკემ ხელი გაუწოდა ღიმილით, მიამ მის ხელს დახედა და იგრძნო როგორ გააეყინა სხეული, თავი ძლივს დაიმორჩილა და ხელი ჩამოართვა შორიდან და ცივად, მაგრამ თორნიკემ საშვალება არ მისცა ხელი გაეშვა, მაგრად მოუჭირა ხელი, მიამ გაბრაზებით ახედა მომღიმარ ბიჭს,
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს-თქვა ღიმილით და სულ ოდნავ მოაფონა ხელი და მიამ ფაქტიურად გამოსტაცა დაჭერილი ხელი
-მართლა?-შეიცხადა მხახიობმა ნიკამ
-დიახ-თორნიკე თვალს არ აშორებდა სახეალეწილ თავდახრილ გოგონას, მია გრძნობდა მის დაჟინებულ მწველ მზერას და პრინციპულად არ აყვა მის გამოწვევას
-როდის მოასწარიზთ გაცნობა?-სალომემ მბების გარკვევა დაიწყო, ოსედაც კი მიხვდა ყველაფერს
-მე დიდიხანია შემჩნეული მყავდა-თქვა თორნიკემ მომღიმარი სახით და გოგონას რეაქციას დაელოდა რომელმაც უმალ ასწიამთავი და შეხედა თვალებში -როგორ შეიძლებოდა ამ თვალების არ შემჩნევა-თქვა ისე რომ მიასთვის თვალი არ მოუშორებია, ნატა მიხვდა რა თამაშს თამაშობდნენ ძმაკაცები და ამიტომ დას ხელი ჩაკია
-ნამდვილად-დაეთანხმა თორნიკეს და შეხედა მის ჭრელ თვალებს-კაი ჩემო ლამაზო ჩვენ წავალთ-შეხედა სალომეს-მერე ვიჭორაოთ-დას ხელი მაგრად ჩაავლო და გამოარიდა ამ დაძაბულ გარემოს.
-ლამის გავგიჟდი-თქვა მიამ
-შეგატყე რომ მაგრად აგრია იმ თავხედმა, პირდაპირ დაუფარავად გაგრძნობინა რომ მაგრად ევასები, რა თავხედია აზრზე ხარ?
-კაი შენ ნუღა მიმატებ
-ძაან დარხეულში ხარ, ეგ ბიჭი მაგრად გაგიგიჟებია, დროს არ კარგავს
-მასზე ნუღარ მელაპარაკები, თავშინისედაც ქაოსი მაქ.
სახლში მისულს ახალი ქაოსი ელოდა, სახლის კარი შეაღეს თუ არა ბექას გამომწვევ მზერას შეეფეთნენ, აი აქ უკვე ვეღარ გაუძლო მიამ და ცრემლ მორეული მაღლა ავარდა, ოთახში შეიკეტა და ატირდა



№1  offline წევრი მი რა

ძალიან საყვარელია მია, თორნიკე კი ძალიან თავხედი და თავდაჯეებული

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Ბექას რა ჯანდაბა უნდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent