არ შეგიყვარებ. 13თავი
კარს ვხურავ,ლიფტთან მივდივარ, ვიძახებ და მერე კედელს გამომწვევად ვეყრდნობი. დამიანე მიყურებს და მზერას ჩემს სხეულზე ურცხვად დაასრიალებს. ზემოთ და ქვემოთ და ზემოთ და ქვემოთ და ზემოთ და ქვემოთ და ზემოთ. ბოლოს თვალებში ჩამყურებს. მე ოდნავ მეღიმება და თავს ვაქნევ. -ახლა უკანასკნელი ძუკნასავით აღარ მაცვია? თავიდან უკვირს ეტყობა ვერ იხსენებს როდის მითხრა რომ ბო** ვით მეცვა. მე კი ისე ცხადად მახსოვს, ხო მთვრალი ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი დადებითი თვისებაა, ყოველთვის ყველაფერი მახსოვს. ყოველთვის ყვეალფერი, მაშინაც თუ გაქანებულ კაიფში ვარ და პირში ენას ვერ ვიტრიალებ. -მაშინ ეგ იმიტომ გითხარი რომ წასულიყავი. -მაგრამ მე მეწყინა. წავუმსახიობე და საწყალი თვალებით ავხედე, მეწყინა არა კვახი კიდევ. რა სისულელეა მეც ვიცი რა სტილში მაცვაი მუდმივად. ლიფტი ამოდის და ჩვენც შევდიავრთ, მარცხენა მხარეს მიდგას და დაჟინებით მიყურებს.მისი მზერა კეფას მიწვავს. -რა? რა იყო?რატომ მომშტერებიხარ? -გიხდება, საყავრელია ხელს სადღაც იშვერს და მიღიმის, თავიან ვერ ვხვდები რაზე მანიშნებს. თუმცა, როდესაც თითს კეფაზე მადებს ყველაფერი ნათელი ხდება.ის კოლიბრზე მიმითითებს, ძალიან პატარა საყავრელ კოლიბრზე. ეს მაშინ გავიკეთე როცა ჯერ კიდევ 14წლის ვიყავი. საბედნიეროდ ლანას დედა გამყვა და სუალც არ მოსვლაი აზრად დედაჩემისთვის რაიმე ეთქვა. ხომ დედას კი არ შეუმჩნევია, რადგან თმა უმეტესად გაშლილი, ან ნახევრად შეკრული მაქვს და თან კოლიბრი ჩემს თმებთან ძალიან ახლოს არის. -ამ.. მადლობა. ძლივს ვუღიმი და თვალებს აქეთ - იქით დავაცეცებ. -როდის მოასწარი?. -14წლის ვიყავი, არცკი. უცბათ შუქი ქვრება და ლიფტიც ჩერდება, თავიდან ვერ ვხვდები რა მოხდა თუმცა როგორცკი ვიაზრებ, რომ ლიფტში გავიჭედეთ იქვე კუთხეში ვჯდები, დამიანეც გვერდზე მიჯდება.მე ვოხრავ და თავს მხარზე ვადებ. ისეთი სითბო მოდის მისგან, საოცარი და ეს სითბო ყველაფერს ანგრევს,ჩემს გაყინულ გულს ბზარს უჩენს, იმდენად სასიამოვნოა რომ ორივენი ამ სიამოვნებაში ვიძირებით, მისი მკვდარი მწვანე თვალები სივრცეს მიშტერებიან. მე კი დახუჭული მაქვს, ხელს მხვევს და ლოყას თავზე მაყრდნობს. -მშვენიერია ლიფტშიც გავიჭედეთ. ვამბობ და ოდნავ ვიღიმი. -ხო მშვენიერია. ჩურჩულებს და უფრო მჭიდროდ მხვევს ხელს თითქო ჩემი გაშვება არ სურსო. საკმაოდ დიდხანს ვსხედვართ ასე, მერე უეცრად შუბლზე გახურებულ ტუჩებს მახებს, მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ტანზე ეკალი მაყრის. შეიძლება სიამოვნებისგან, ან მისი სიახლოვისგან, ანდაც მისი ცხელი ტუჩების შეხების გამო. -შუბლზე ანგელოზებს ჰკოცნიან! - სიტყვებს მანამ ვისვრი სანამ გააზრებას მოვასწრებ, ის კიდევ ერთხელ მკოცნის და მერე ამატება. -ხო და შენც ანგელოზი ხარ... მთვარის ანგელოზი. მის რეპლიკაზე მეღიმება, რადგან მე მიყავრს მთვარე, მიყვარს ანგელოზები და შანსი რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით ვიქნებიდი მთვარის ანგელოზი, ყინულისფერი თვანებით,დიდი დათოვლილი გვირგვინით, მოთეთრო ცისფერი კაბითა და კუპრივით შავი თმით. და მე წამით ვიჯერებ... ვიჯერებ რომ მთვარის ქალბატონი ვარ... ქალი რომელიც მას ყველაფრისგან იცავს...წამით ვიჯერებ რომ მე სამყაროში ერთად-ერთი ყინულის დრაკონი მყავს...წამით ვიჯერებ რომ მზის ანგელოზი შემიყავრდა. და ჩვენ ჯერ კიდევ სამყაროს შექმნიდან გვიყვარს ერთმანეთი მერე ვხვდები რა ბავშვური ვარ და თავს სიცილით ვაქნევ. სახეს ზემოთ ვწევ და დამიანეს ისევ ყბაზე ვკოცნი, მას კანი ეხორკლებ და უცბად დენი მოდის... დენისნმოსვლას ლიფტის დაძვრაც მოჰყვება. თითქოს ამას ელოდნენ... თითქოს დამიანეს სიტყვებსა და ჩემს კოცნას ელოდნენ... უხმოდ გამოვდიავრთ გარეთ და დამიანეს მანქანაში ვჯდებით. დამიანეს მანქანა ჩვეულებრივი არასპორტული BMW ს მოდელია. შავი და მიმზიდველი. დამიანეს გამომწვევად ვუყურებ, მინდა ვთხოვო მე დავჯდები საჭესთან თქო, თუმცა მაინც მერიდება. ის არაფერს ამბობს მე კი მის გვერდით ვჯდები და ღვედს არცკი ვიკრავ. -ღვედი გაიკეთე! -ო კაი რა დამნე. -ლელა დამნე აღარ გიშველის გაიკეთე. კიდევ ერთხელ მოხვდები უღვედობის გამო ავარიაში და მერე მე ვეღარ გიშველი. მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ღვედს მაინც ვიკეთებ. ხიდის ალკოჰოლითა და მუსიკით გაჯერებულ ატმოსფეროში ვაბიჯებთ, მე წინ მივდივარ ის უკან მომყვება ბართან ვჯდებით და ერთმანეთს ვუყურებთ, ცოტახანში ბარმენი ჩვენთან მოდის. -აბა რას დალევ ლელა? -ტეკილას. -ოუ ნეგრონებს და ვისკის აღარ ურახუნებ. -მაცადე და მაგასაც დავიწყებ, შენ ნუ ღელავ. თვალი ჩავუკარი და ბარმენს ერთი ბოთლი ტეკილა და ორი ჭიქა ვთხოვე. მანაც მოგვიტანა და დაგვიდგა. ნახევრამდე რომ ჩავცალეთ ხელი ჩავკიდე და საცეკვაოდ წავათრიე. კარგახანს ვცეკვავდით, მერე დამიანემ ყურში ჩამყვირა, მუსიკის ხმაში რაიმე რომ გამეგო. -დალევ რამეს? -ნეგრონს ან ვისკის თუ მიჩალიჩებ კი. გამომწვევად გავუღიმე, მანაც კარგიო და ბარისკენ წავიდა, მე კი ცეკვა გავაგრძელე. ცოტა რომ შეაგვიანდა ბარისკენ წავედი და ადგილზე გავშეშდი როდესად მის გვერდით ბარის სკამზე მჯდარი ანინე დავინახე. სიმართლე გითხრათ დამიანე ცდილობდა მისგან თავი დაეღწია, მაგრამ არ გამოსდიოდა. მე მივედი და დამიანეს გვერდით მივუჯექი. -რომელი მიშოვე ნეგრონი თუ ვისკი?. -რათქმაუნდა ნეგრონი -გყვარობ. ანინას დასანახად სპეციალურად ვაკოცე ლოყაზე და ჩემთვის განკუნთვნილი ნეგრონი ხელიდან რასაც ჰქვია გამოვგლიჯე . ანინემ ჩემს დანახავზე თავი უკან გადაწია და გადაიხარხარ. -ბოლო სამი წლის სკანდალური ც მოსულა! რაო ეს ორიწელი ვის საწოლში ვიგორიალეთო? მომინდა იქვე გამეჩეჩა ეს საზიზღარი ბავშვი, მაგრამ თავი შევიკავე და სასმელი მოვსვი. შევამჩნიე როგორ დაიჭიმა დამიანეს კისერზე ძარღვები. -რაღაც წრიპინის ხმა მომესმა შენ დამნე? ის გაკვირვებული მიყურებს და მერე მიღიმის ანინე კი ისვე აგრძელებს. -რაო? კაცები აღარ გვეყო და ისევ ძველ საქმროს დავუბრუნდითო? ჰმ ეს რაღაც ახალია. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და მისკენ გაწევა დავაპირე დამიანემ თავის თითები ჩემსაში სწრაფად და ოსტატურად რომ ახლართა. -გაჩერდი, არ აყვე. -ნუ გეშინია ცუდს არაფერს ვეტყბი-ვუღიმი და მერე ანინეს ვუტრიალდები-ანინა ძვირფასო არავინ გკითხავს ვისთან ვიქნები და ვისთან არა შენს ცხოვრებას მიხედე რა. მან ერთი ამოიოხრა ტეკილას ჭიქა ბარზე ხმაურით დადო და შემომხედა. -ჩემ ცხოვრებას რომელიც დაანგრიე? შენ რომ აკაკის არ შეტენვოდი ახლა მისი ცოლი ვინებოდი, მაგრამ იცი რა კახპა ხარ. თითქმის ყოველდღე მასთან რჩებოდი, ერთად გეძინათ, ხანდახან ქეიფის და დროს ტარების შემდეგ მასზე ჩახუტებულს აივანზეც დაგიძინია. კომფორტული იყო მასთან ჩახუტებულს რომ გეძინა? სასიამოვნო იყო მასთან რომ იწექი? იმდენად გავბრაზდი რომ დარწმუნებული ვარ ყველა ძარღვი, ყველა ვენა,არტერია და კაპილარი მეტყობოდა. ჭიქას ისეთი სიძლიერით მოვუჭირე ხელი რომ შემომატყდა, მისი ნამსხვრევებიმა კანი გაჭრეს, ნეგრონი კი სისხლს შეერია. მეტკინა? ოდნავადაც არა, ვერც კი ვგრძნობდი. დამიანეს თითებიდან ჩემი მტევანი დავიხსენი, ფეხზე წამოვფრინდი და ანინას წინ წამში გავჩნდი, მარჯვენა ხელი მოუხერხებლად ვსტაცე მაჯაში და კლუბის უკანა გასასვლელიდან გავათრიე გარეთ, მერე ყელში ვწვდი და კედელს ავაკარი. -მე რომ არ შევტენვოდი აკოს არა? მეც და შენც იდეალურად ვიცით რომ შენ აკაკის სულ ფეხებზე ეკიდე, მაგრამ შენ უთავმოყავრეო ლაწირაკი ხარ.აკაკის სულ ფეხებზე ეკიდა საწყალი დაჩაგრული ანინე. გაინტერესებს, როგორი იყო აკაკიზე ჩახუტებულს რომ მეძინა? ძალიან კარგი, რადგან ის ჩემი ანტიდეპრესანტია, ამ ძარღვებში მჩქეფარე სისხლის სისხლია. ჩემი ცხოვრებაა. გაინტერესებს როგორი იყო მასთან რომ მეძინა? აქ სექსი იგულისხმე ხო? მაშინ იცი რას გეტყვი, შენსავით გარყვნილი არ ვარ ძმას რომ "ლოგინში ჩავუგორდე". მილიონჯერ გაგაფრთხილე რომ ჩემსა და აკოზე სისულელე ჭორების ბოდვას თავი დაანებე თქი, მაგრმა ტრაკს არასდროს არ აყენებ. გავიგე როგორ გაიღო კარი და მერე ისევ დაიკედა. წამში კი დამაინე მომვარდა და ეცადა ანინესთვის ხელი გამეშვა. -ლელა დაანებე თვი დაახრჩობ. -არა დამიანე არ დავახრჩობ. ექიმების გარემოცვაში გავიზარდე, ბიოლოგიაც კარგად ვიცი და დამიჯერე არტერიას სულ ოდნავ ვეხები ასე რომ არ მოკვდება, ჯერ არა. წავისისინე და მარჯვენ ხელი ოდნავ უფრო ძიერად მოვუჭირე, მან კი ამოიხავლა. -ადრეც გითხარი და გიმეორებ სატანა ხარ დედამიწაზე ლელა ასათიანო. იმ წამს მე მე არ ვიყავი. იმ წამს ვიღაც სხვა იყო ჩემს სხეულში ჩასახლებული. მე კი სადღაც ბნელ გისოსებაინ საკანში გამომწყვდეულს ფეხები მომეკეცა და მკერდზე მიმებჯინა, ხელები კი მათზე მქონდა შემოხვეული. იმ წამს მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო. იმ წამს მე ჩემი თავის მეშინოდა. მე მეშინოდა ლელასი რომელიც 11 წლის წინათ შევქმენი. იმ წამს მე მეშინოდა იმ "მესი" როემლიც 11 წელია ჯანდაბაში გავუშვი. და მე ყველაფრის მიუხედავად ანინას ისევ ვუჭერდი ყელზე ხელს, დამაინე კი ცდილობდა გაეშვებინებინა. იმ წუთას მე დამიანეს ხმა სადღაც შრიდან ჩამესმოდა. -იცი რა ანინე? მე რომ სულაც მთვარის დაცემული ანგელოზი ვიყო ამას შენ არავინ გკითხავს, მე მომწონს ის რაც ვარ და შენ ჩემს დამპალ ცხოვრებას თავი დაანებე, სჯობს შენსას მიხედო. მან ხავილით გაიცინა და შემომაფურთხა მე კი ხმამაღლა წავისისინე. -იცოდე ამის მერე სადმე რომ გადამეყრები კიდვე ეგეთ სისულელეს თუ იტყვი, ან თუ გავიგებ რომელიმე შენს მიერ გავრცელებულ ჭორს გპირდები წარბიც არ შემიტოკდება ისე მოგკლავ. ხელი გავუში და ის იქვე ჩაიკეცა. წამით დამაინეს მკვდარ მწვამე თვალებს მივაშტერდი, მაგრამ ის დავიანხე რამაც შემაშინა, მერე კი კარს ვწვდი და გამოვაღე.ბრბოში გზას მივიკვლევდი და ყველა ფეხებზე მეკიდა. ფეხებზე მეკიდა გაჭრილი ხელი, მინის ნამსხვრევებითა და დიდი რაოდენობის სისხლით. ფეხებზე მეკიდა ანინა, რომელიც დაცარიელებული ფილტვების ჰაერით ავსებას ცდილობდა. მეკიდა დამიანე რომლის თვალებშიც ზიზღი დვაიანხე. ზიზღი იმ არსებისა ვინც ანინას მოკვლას ცდილობდა. მე ვიცი, მე 11 წელაი ვიცი და ამ სიმართლეს გავურბივარ. ვიცი რომ მე არავინ მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ. ... და ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ჩენ ვფიქრობთ რომ არავის ვჭირდებით, რომ ყველას ფეხებზე ვკიდიავრთ, რომ არავინ მიგვიღებს ისეთს როგორებიც რელაურად ვართ. ზოგი ამას უძლებს, უძლებს და იცველბა, მეკი სუსტი ვარ. მე ვერასდროს ვერავის გამო ვერ შევიცველბი, ან მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ... ცხოვრების ყევლა ასპექტში ისეთს დამაინახავენ და მიმიღებენ, როგორადაც ცხივრებამ მაქცია ან არა და ჯანდაბამდე გზაც ჰქონიათ. და იმ წამს გულში ჩხვლეტა ვიგრძები. ასე არასდროს მწყენია როცა ვინმეს ვეზიზღებოდი. დამაინეს სხვა იყო. სულ სხვა იყო დამაინე და სხვა იყო აკაკი. კლუბის კარი გავგლიჯე და გარეთ გავედი, არ წვიმდა, არც ქარი იყო თუმცა ციოდა. მოშორებით ბარდიურზე ჩამოვჯექი და ჩემს სისხლიან ხელს დავაკვირდი. ვიცოდი უნდა გამეწმინდა, მაგრამ ამას მარჯვენა ხელით მარტო ვერ მოვახერხებდი. თუმცა ვის ედარდებოდა ჭრილიბა როცა დამიანე ანინასთან დარჩა. ისე მტკენდა ეს ფაქტი გულს რომ ლამის ავტირდი."არ შეგიყვარებ დადიანო. მე შენ არ შეიყვარებს. არა. არ შეიძლება შენი შეყვარება , გულს მატკენ. მე შენ არ შეგიყვარებ, მე შენ მძულხარ" "კარგი რა სერიოზუალდ? ასეთი დებილი მიკვირს როდის გახდი. შენ ის არ გძულს." რეალობა კვლავ სახეში მესროლა მეორე მემ. მერე უცბად მხრებზე მოსაცმელი ვიგრძენი და ნაცნობი სუნი. გვერდზე დამიანე დამიჯდა და მე შემომხედა. -ლელა კარგად ხარ? -ჯობია ეგ ანინას ჰკითხო. სახე სხვა მხარეს გავატრიალე და ღრმად ჩავისუნთქე, ვბრაზობდი? დიახ ვბრაზობდი. ვეჭვაინობდი? არ ვიცი ალბათ ხო. რადგან მე მესაკუთრე ვარ. ან ჩემია ან არავისი მორჩა და გათავდა. რაც მომწონს ყველაფერი მინდა და ამისთვის მუდამ ვიბრძვი.და დამიანე? დამიანესადმი რაღაცას ვგრძნობდი და ეს"რაღაც" მაიძულებდა მისი თავი არავისთვის გამეყო. -შენ რა ეჭვიანობ? მწვანე თვალებში ეშმაკები აუკიაფდნენ. ისე გამომწვევად მკითხა და ისეთმა ნასიამოვნებმა რომ წამსვე ვუარყავი. -რა სისულელეა. მან კი სარკაზმით თქვა. -ხო ძალიან-მერე ჩემს მტევანს წაეტანა-მანახე ხელი.წამოდი მანქანაში სამედიცინი დახმარების ყუთი მაქვს. მეც სწრაფად გამოვგლიჯე. -არ მჭირდება.არ წამოვალ! -ჯიუტი თხა ხარ, გჭირდება, შეიძლება ინფექცია შეგეჭრას, მერე განგრენაც და შეიძლება მოგაჭრან კიდეც. ამის გაგონებამ ოდნავ შემაშინა, რადგან ცალ ხელა, მითუმეტეს მარჯვენას ამარა დარჩენილი მანქანას ვერ გავატარებდი. ვერც რაიმეს დავწერდი. სრული კატასტროფა იქნებოდა. -კარგი. -აი ეს უკვე მომწონს. წამო. მხრებზე ხელს მკიდებს და მანქანისკენ მივყავარ, მე საჭის სკამზე ვჯდები ის კი მეორე სავარძელზე. სამედიცინო ყუთიდან პინცეტს, ზეჟანგს, ბამბას და სპირტს იღბს.მერე ჩემს მტევანს თავისაში აქცევს და ნამსხვრევებს მაცლის. დრო და დრო ტკივილისგან ხმებს გამოვცემ. მერე ვცდილობ რამეზე ველაპარაკო. -ანინე? ანინე კარგად იყო? თავლებს წამით ზემოთ სწევს და ისე მიყურებს, მერე ისევ ჭრილობას უბრუნდება. -კი კარგად იყო. -კიდვე კარგი. თავის საქმეს რჩება და ყუთს მანქანის უჯრაში აბრუნებს, მე კი უკვე შეხვეულ ხელსა და საღსალამათს საჭეზე ვათამაშებ, ის კარს აღებს და ამბობს. -აბა ახტი სახლში წაგიყვან -მე დავჯდები რა! საყვარელი თვალებით შევხედე, მანაც ეჭვით გამომხედა. -მერე ხელი?. ნუ ცაციაა არაუშავს, მაგრამ ნასხვამი ხარ. -შენც ნასხვამი ხარ, და ცნობისთვის ცაცია ვარ. ნიშნისმოგებით გადავხედე და წარბები ავათამაშე. -კაი მოდი მე დავჯდები მაინც. -კაი რა. ჩემი დადებითი თვისება იცი რა არი დადიანო? სულ რომ კაიფში ვიყო მანქანის ტარება იდეალურად გამომდის და კიდევ ყველაფერი მახსოვს. იცინის და კარს კეტავს, მე კი მანქანას ვქოქავ.მერე ადგილიდან ნელა ვძრავ, ვიანიდან ჯარიმის ნერვები არ მაქვს.ის კი აგრძელებს. -და კაიფში ყოფილხარ? -2ჯერ, ანგელოზი არასდროს ვიყავი და არც არასდროს ვიქნები. -ვიცი რომ არ ყოფილხარ, მაგრამ ისე მაინიც იცხოვრე სამოთხეში მოხვდე. -ვის აინტერესებს წყეული სამოთხე? სიკვდილის მერე ჯოჯოხეთი გარანტირებული მაქვს, სულ რომ იდეალურად ვიცხოვრო ჯოჯოხეღში ერთი გზის ბილეთი მაქვს აღებული. სილვერსითის ვერც შვეწყობოდი.ღმერთს რატომღაც ფეხებზე ვკიდივარ ასე რომ მეც . მხრებს ვიჩეჩ და გაზს უფრო ვადგავ ფეხს. ის გაკვირვებული მიყურებს და მერე მეკითხება. -შენ რა ათეისტი ხარ? -არა ისე ვექცევი როგორც მექცევა. პირველი დარტყმა მან მომაყენა და მერე დაიწყო გაუთავებელი ომი. -კაი რა ლელა ისე რომ იცხოვრო როგორც სა... -თვითმკვლელობა ან მისი ცდაც კი ჯოჯოხეთში მოხვედრას ნშნავს ასე რომ მე სილვერსითი არ მეკუთვნის.და გთხოვ წმინდანის ცხოვრებაზე ნუ მელაპარაკები. შენ ექიმი ხარ და სამუდამო სასუფეველი გაქვს მე კი თვითმკვლელი და ჯოჯოხეთს მივიღებ. უცბად გავაჩუმე და მანქანა სხვა მიმართულებით წავიყავნე, ის გაკვირვებული მიყურებდა. -ავარიას გულისხმობ? -არა - ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე ამის გახსენებისას, მაშინ ისე აირია ყველაფერი რომ სიკვდილი შვება იყო და რამდენიმე წამით მოვკვდი კიდევაც, ტვინმა და გულმა ფუნქციონირება შეწყვიტა. და მაშინ ჩემი სხეული იმაზე ცივი იყო ვიდრე ოდესმე. თუმცა ის რომ ეს სუიციდის არშემდგარო ფაქტი იყო მხოლოდ ტყუპებმა იცოდნენ, სხვებს უბებური შემთხვევა ეგონათ. - მაშინ 14ის ვიყავი, ძალიან ცუდი რამეები მოხდა. მე კი უშედეგოდ ვცადე თვის მოკვლა, სიკვდილი ყველაფერს მერჩივნა.სახლში არავინ იყო. აბაზანა წყლით ავავასე და შიგნით ჩავწექი, ჯერ ისევ მაისი იყო და ღამე ციოდა, ყინულივით ცივ წყალში ვიწექი, მალევე ჰიპთერმია დამეწყო, რამდენიმე წამი მოვკვდი კიდეც თუმცა ეს საკამარისი არ გამოდგა. დამაბრუნეს და ეგონათ რომ უბრალოდ ჩამეძინა და მერე წყალი გაცივდა, მასთან ერთად კი ჩემი სხეულიც 35°ზე ქვემოთ დაეცა (სხვათაშორის ეს ჩემი ბუნებრივი ტემპერატურაა). სისულელეა. უბრალოდ არ უნდოდათ დაეჯერებინათ ჩემი სუიციდის შემთხვევა.ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი. მანქანა ლისზე გავაჩერე და გადავედი. ტბის ნაპირზე ჩამოვჯექი. დამიანე უკან მომიჯდა და ფეხებშორის მომიქცია. უკან გადავიხარე და მთელი არსებით მას მივეყრდენი...მინდოდა საუკუნე გაგრძელებულიყო ასე. მე და ის, ის და მე მთვარის შუქზე, ლისი ტბასთან მჯდარნი. მისგან წამოსული ენერგია ყველაფერს მავიწყებდა, თუმცა ვიცოდი ისიც გაქრებოდა და მე ის არ მიმიღებდა. მე არავინ მიმიღებდა. ზურგით დამიანეს მკერდს ვეკვროდი, თავი კი კისერთან მქონდა გაჩერებული, მას ნიკაპი ჩემს თავზე დაეყრდნო. მერე ორივე მტევანზე მისი ხელები ვიგრძენი და ჩამეღიმა. სწრაფად ავხლართე ჩემი თითები მისსაში. არ ვიცი რას ვგრძნობდი თუმცა დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა რომ მე ეს მსიამოვნებდა... მე ბედნიერი ვიყავი და ამაზე მეტი ბედნიერება არასდროს დამჭირდებოა. აქ იყო ჩემი ადგილი და მორჩა. მე ახალი და უფრო ძლიერი ანტიდეპრესანტი მყავდა. სხვა იყო დამიანე და სხვა იყვნენ სხვა ათასობით და ათი ათასობით ბიჭები. დამიანე გამორჩეული იყო და ამას ყველა უჯრედით ვგრძნობდი. -გცივა ლელა? -სულ ცოტა შენ? -მეც სულ ცოტა. ფეხები მის ცალფეხზე გადავადე და ნახრვრად მივტრიალდი. ხელები მთელი არსებით შემოვხვოე წელზე და თავი მის კისერში ჩავრგე. მან ცალი ხელი მომხვაი, მეორეთი კი თამზე ფერება დამიწყო. -დანმნე?! -ხო ლელო? -გულს ხომ არასდროს მატკენ?ხომ არ მიამტოვებ? -არა გულს არასდროს გატკენ. საფეთქელზე მაკოცა და მეც გაყინული ტუჩები ყელზე შევახე. იმ წამს იცით რას მივხვდი? მე დამაინეს მიმართ გაჩენილი გრძნობა მასთან ყოფნას მაიძულებდა. ყოველ ჯერზე, როცა სადმე მივდიოდი, მე გზის ბოლოს ხელში დამაინე მრჩებოდა, თითქოს ცხოვრებამ ყველაფერი ჩაგვიწყო. და მე მინდოა მასთან ახლოს ყოფა, მერე რა რომ ყოფილი საქმროა დიდი ამბავი. და მე იმ წუთას, დამაინეს მკლავებში მოქცეულს მთელი სამყარო ფეხზე მეკიდა გარდა დამიანესი. და დამერწმუნეთ მე რომ ამენადიელივით დროის გაჩერება შემძლებოდა ამას სამუდამოდ გავაკეთებდი. მე სამყაროს გადავაკეთებდი, და მე დამიანეს ჩემთვის დავიტოვებდი. და მე სამუდამოდ დავტოვებდი ერთამეთზე ჩახუტებულ დამიანესა და ლელას წყვილს. ღამის სამზე ლისის ტბასთან რომ იჯდნენ. ________________ იმედი მაქვს ისიამოვნეთ. ნუ ანინე კი გამოვაკვეჩხე მაგრამ რა გინდათ მთელი თავი მათზეა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.