შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტრო


8-10-2017, 00:10
ავტორი Meri_Emi
ნანახია 1 600

ყურთსასმენებს ვირგებ და მეტროში შევდივარ.ყოველთვის მიყვარდა ესკალატორზე მეორე მხარეს ყურება. რაღაც გარდამავალი წამი სულ იყო ხოლმე მაშინ. ის წამი, ვიღაცის მზერას რომ შენიშნავ, მაგრამ ხშირად ან მე არ მივყოლივარ იმ მზერას ბოლომდე,ან ის... მერე მოდიოდა შემდეგი დღე, ისევ თავიდან ვდგებოდი ესკალატორზე და ისევ მეორე მხარეს მყოფი ადამიანების თვალიერებაში სრულდებოდა კიბეები.
ახლაც ასე ვდგავარ, ახლაც ასე ვიყურები მეორე მხარეს, მაგრამ, არც გარდამავალ წამს ვაწყდები და არც რაიმე მზერას. ყურთსასმენებიდან კი საყვარელი ჰანგები მაინც მოისმის. ჩემთვის ვფიქრობ, ყველაფერს ვწვდები ფიქრებით, თითოეული განვლილი წამი მახსენდება, მეღიმება და მეტროშიც ასე გაღიმებული შევდივარ.ნუ მიეყრდნობითო,მაფრთხილებს კარები, მაგრამ მაინც, როგორც ყოველთვის ჩემს ადგილს ვიკავებ და მინას თავს ვადებ. მერე ისევ ჩვეული ვითარება,ხალხის თვალიერება და ჩნდება კიდეც სასიამოვნო სილუეტი. მოპირდაპირე მხარეს, ჩემსავით კარებს ეყრდნობა, ჩემსავით ყურთსასმენები უკეთია.ისიც მათვალიერებს, მიღიმის და ალბათ ჩემს გაკვირვებულ სახესაც ამჩნევს. რაღა თქმა უნდა, ბევრჯერ შემინიშნავს ადამიანების მზერა, მაგრამ ასეთ კონტაქტში, უხმო, მაგრამ მაინც მეტყველ კონტაქტში ჯერ არავინ შემოსულა. ისმის ქალის ხმაც, შემდეგ სადგურებს რომ აცხადებს, მაგრამ მე ისევ არაფერი მესმის, ერთი განსხვავებით, ახლა უკვე მუსიკის ჰანგები კი არ მიშლის ხელს მოსმენაში, ეს ჩემი მზერის ობიექტი მიტაცებს ბოლომდე.სულ მალე უცხო სილუეტი უკვე გვერდით მიდგას, ისევ ისე მიყურებს, ისევ ისე მიღიმის, ეს მზერა კი ბოლომდე მომყვება და უკვე ეს არის ყველაზე კარგი გარდამავალი წამი. ვიღიმი და ამასაც ამჩნევს...და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ არაა ეს ჩვეულებრივი დღე..
-ნუ მიეყრდნობითო!
-იგივეს თქმა შემიძლია.
-ხოდა გამარჯობა!
-ხოდა გაგიმარჯოს!
...



№1  offline წევრი mariamsoo

მომეწონა.
ალბათ იმიტომ, რომ ჩემი თავი ვიცანი *.*
#კარგიამეტრო

 


№2  offline წევრი Meri_Emi

mariamsoo
მომეწონა.
ალბათ იმიტომ, რომ ჩემი თავი ვიცანი *.*
#კარგიამეტრო

#მაგარიმეტრო

Meri_Emi
mariamsoo
მომეწონა.
ალბათ იმიტომ, რომ ჩემი თავი ვიცანი *.*
#კარგიამეტრო

#მაგარიამეტრო
<3
მადლობა კომენტარისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent