ვნებების ქარცეცხლში
საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. მამა დავითი ბიზნესმენია, სასტუმროების ბიზნესი აქვს, დედაჩემი კი დიზაინერია, მაკა ყოველთვის ეწუწუნებოდა მამას რომ თავის საქმე უნდოდა და ერთხელაც მამამ აუსრულა სურვილი და ატელიე გაუხსნა... ვერ გეტყვით თავიდანვე ფურორი მოახდინა თქო მაგრამ მეშვიდე წელია, რაც ამ სფეროშია და საკმაოდ ნორმალურად მიდის მისი საქმეები. უფროსი ძმა მყავს ვაჩე, რომელიც ბოლო 6თვეა პარიზშია მამას საქმიანი ვიზიტის გამო, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ხუთი წლით უფროსია მე და ვაჩეს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ტიპიური და-ძმა ნამდვილად არ ვართ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და 19 წლის მანძილზე ალბათ ერთი ორჯერ თუ მიჩხუბია მასთან ისიც ბავშვობაში. მშობლები არასდროს მომიწოდებდნენ რა პროფესია უნდა ამერჩია ბავშვობიდან ყოველთვის თავისუფლებას მაძლევდნენ თუმცა რატომღაც ვაჩეს და დავითის გზა ავირჩიე და საცაა ბიზნესის მეორე კურსს დავხურავ. - ტასო ადექი თორემ ვაგვიანებთ, ხომ იცი თუ დავიგვიანებთ არ შეგვიშვებს ის მონსტრი გამოცდაზე - შორიდან ჩამესმის ჩემი საუკეთესო მეგობრის ნინეს ხმა - ტასო ადექი თუ გინდა რო აქვე არ დასრულდეს შენი სიცოცხლე- უკვე ბოლო ხმაზე ყვირის წერეთელი. ხო მართლა მე და ნინე ბავშვობის მეგობრები ვართ ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ და ჩვენი მშობლები პარტნიორობენ. როცა სკოლა დავასრულეთ მშობლებს მოველაპარაკეთ და ცალკე გადასვლა გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა რომ ორივე თანამედროვე ოჯახებში ვიზრდებოდით შეზღუდვების გარეშე, გვინდოდა დამოუკიდებლობის გემო ბოლომდე შეგვეგრძნო და ჩემს ბინაში გადავბარგდით რომელიც მამამ მაჩუქა 18 წლის იუბილეზე - ტასოოო!! - აი ახლა ნამდვილად ჩემს მოსაკლავად შემოდიოდა ოთახში და სასწრაფოდ წამოვდექი. - კარგი ნინე ვდგები ხო, - ამოვიზმუვლე ძილისგან დაბოხებული ხმით და მგონი საკუთარი ხმა მეც ვერ ვიცანი - გავემზადები ახლავე უბრალოდ ყავა გამიკეთე გთხოვ რა - შევევედრე დაქალს... - ტასო თხუთმეტ წუთში სამზარეულოში იყავი დალევ და გავალთ იცოდე - ქოთქოთებდა წერეთელი - კარგი ხო ნუ ჩხავი ქალო მოვასწრებთ, უბრალოდ მეეჭვება რამე დავწერო ისე ვარ გათიშული... ოც წუთში უკვე სახლიდან გავდიოდით, უნივერსიტეტთან ახლოს ვცხოვრობთ მაგრამ რატომღაც სულ ვაგვიანებთ ამიტომ გამოცდების დროს ნინე ზედმეტად ნერვიული ხდება განსაკუთრებით თუ საქმე გოგიძეს საგანს ეხება... ეს კაცი ნამდვილად კაცთმოძულეა... - ტას გამოცდის მერე ჩემებთან უნდა გავიარო და წამოდი რა ირაკლის და ნანას მგონი ჩემზე მეტად ენატრები, დილით დარეკეს გამოდით ორივე გელოდებითო თან ეჭვი მაქვს რამე სიურპრიზს გვიმზადებენ ბოლოსდაბოლოს მეორე კურსს ვხურავთ თან ზაფხულიც მოდის... - საიდან მოიგონე ახლა ეგ ნინე, კი წამოვალ მარა ძაან ნუ ჩაიციკლები სიურპრიზზე მერე გული რომ არ დაგწყდეს - წავკბინე დაქალს გამოცდამ ნორმალურად ჩაიარა და პირდაპირ ნინეს სახლისკენ ავიღეთ გეზი... ნანა და ირაკლი როგორც საკუთარი მშობლები მართლა ისე მყავს, ნინე დედისერთაა და ბავშვობა სულ ერთად გვაქვს გატარებული ან ნინეს ოჯახში ვიყავი ან ის იყო ჩემთან ამიტომ ყოველთვის ახლოს ვიყავი მის მშობლებთან. - ოჰ პრინცესებიც მოსულან - ეზოში შესვლისთანავე შეგვეგება ირაკლი - როგორ ხართ ცელქებო? გავიზარდეთ და მშობლები აღარ გვინდაო? - ჩაგვეხუტა და თმა აგვიჩეჩა ორივეს ისე როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე. - ხო იცით ირაკლი ბიძია გამოცდები და ამბები, თორე როგორ არ გვენატრებით - ნუ ცუღლუტობ ტასუნა სულ ოცი წუთი უნდა აქამდე მოსვლას თითქოს სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ... - კაი მა არ დაიწყო ახლა გთხოვ, დედა სადაა? - სად იქნება ბავშვები მოდიანო, ლამარა გამოაგდო სამზარეულოდან და დილიდან თვითონ გიმზადებთ რაღაცებს... მაინც 112 აკრიფეთ შვილო სანამ შეჭამთ - ჩვეული იუმორი გაურია უფროსმა წერეთელმა - უი ხო მართლა ტასუნა შენებიც მოვლენ ცოტახანში წეღან ველაპარაკე და მოვლენ მალე, მანამდე შედის სახლში არ გადაწვა ნანამ სამზარეულო. - კაი მამა, ხო იცი რო გაიგოს ეწყინება- ხელი გაკრა მხარზე ნინემ და სახლში შევირბინეთ. - დედაა სად ხარ მოვედით - ისეთ ხმაზე დაიყვირა ლამის უკან გავბრუნდი, ეს გოგო ვერაა კარგად.. - რა გაჩხავლებს დედა, ფქვილში ამოსვრილი ნანა შემოგვეგება სამზარეულოდან - როგორ მომენატრეთ ქაჯებო, მასე უნდა? ორი კვირა მაინცაა რაც არ ყოფილხართ სახლში? - გადაგვეხვია ფქვილში ამოგუნგლული ნანა - დედა რამეს აცხობ თუ უბრალოდ ფქვილში ბანაობ? - სერიოზული სახით კითხა ნინემ და მეც ვერ შევიკავე სიცილი - რას აკეთებ ამისთანას წერეთლის ქალო? - ახლა ნინე აკაკანდა - უმადური შვილი რო გეყოლება - ვითომ გაბრაზდა ნანა მიბრუნდა სამზარეულოში და ჩვენც უკან შევყევით - სალათები, ნამცხვარი და პიცა გაგიკეთეთ თქვენ კიდევ დგახართ და დამცინით აქ უმადურო ქალებო- ბოლოს მაინც გაეცინა ნანას... - კარგი ხო კარგი, ოთახში ავალთ სანამ ტასოს მშობლები მოვლენ და დაგვიძახეთ მომენატრა თან ჩემი ოთახი. - მიდი ხო მიდი ოთახის მეტი არავინ და არაფერი მოგენატროს ტასოს ოთახში ვიყავით საწოლზე გართხმულები და ზაფხულის გეგმებზე ვსაუბრობდით. - ტას თურქეთში ხომ არ წავიდეთ ერთი კვირით? წინა წელსაც არ წავედით - წავიდეთ თუ გინდა მთავრია მზე და ზღვა იყოს ნინე სული მეხუთება უკვე თბილისში - მაშინ ჩვენებს ვუთხრათ და დავჯავშნოთ ტური, შენი ძმა როდის ჩამოდის? - არ ვიცი გუშინწინ ველაპარაკე და თქვა რამდენიმე საქმე დარჩა და მალე ჩამოვალო - ზაფხულში რას აპირებს? - მკითხა შეპარვით - ანუ გაინტერესებს ჩემი უსიმპათიურესი და ზე სექსუალური ძმა დაისვენებს თუ არა ჩვენთან ერთად და გექნება თუ არა შანსი მისით დატკბე? - დავცინე დაქალს - ასე ნუ იქცევი ტასო - ბალიში მესროლა ნინემ - კაი ხო, არ ვიცი არაფერი უთქვამს ისე თქმას არ აპირებ? - რა ვუთხრა ტასო? გაგიჟდი? მივარდე და ვუთხრა ვაჩე ბავშვობიდან მიყვარხარ და ერთად ვიყოთ თქო? - მოიწყინა ნინემ - არ რა ვიცი უბრალოდ დაახლოვდით მაინც კაი რა ჩემ ძმას ისეთი გოგოები ყავდა დასანახავად ვერ ვიტანდი ვერც ერთს ჯერ რას გავდნენ, შენ რა უნდა დაგიწუნოს ამხელა აშხვართული ქალი ხარ - ვეცადე გამემხნევებინა და მივეხუტე დაქალს... - არა ვერაფერს ვეტყვი თან შენი ძმა არასდროს შემომხედავს ვერ ხედავ ისევ წიწილას მეძახის და ლოყებს მიწელავს თითქოს ხუთი წლის ბავში ვიყო - გაიბუტა და ნინე თვალები აუწყლიანდა. - კაი რა ეგ იმიტო რო ვუყვარვართ ნინე აი ნახავ ახლა მოენატრებოდი და რო ჩამოვა ნამდვილად დაიწყება თქვენი სიყვარულის ლამაზი ისტორია, ძაან კარგად ვიცი რო ვაჩე როგორც დას მთლად მასეც არ გიყურებს ახვლედიანს ეგ შემეშლება? - ვეცადე გამემხიარულებინა დაქალი - მოდი ამაზე აღარ ვილაპარაკოთ რა ტას, ისედაც მენატრება რამდენი ხანია წასული, საკმარისია ჩამოვიდეს სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობ. - კაი, კაი აღარ გვინდა, წამოდი ჩავიდეთ მანქანის ხმაა ალბათ ჩემები მოვიდნენ... იმ დღეს ყველა ერთად დავრჩით წერეთელთან, მშობლები ძალიან მომნატრებია ბევრი ვიხალისეთ, მიუხედევად იმისა რომ ჩვენი თაობის ხალხი არ არიან ყოველთვის გვიყვარდა მათთან დროის გატარება, ახალგაზრდობის ამბებს იხსენებდნენ და მე და ნინე სიცილისგან ვეღარც ვსუნთქავდით... ყოველთვის გვიხაროდა როცა ერთად ვიკრიბებოდით და ოჯახურ გარემოში ვატარებდით დროს. - აუ ხალხო, ჩვენ წავალთ და დავიძინებთ თქვენ განაგრძეთ მოლხენა - წამოდგა ნინე - არა მოიცადე სულ დამავიწყდა, ტასო მამი რაღაც უნდა გითხრათ - ახლა დავითმა გააგრძელა საუბარი - მოკლედ გარკვეული დროით ჩვენ პარიზში გვიწევს წასვლა ყველას. მე და ირაკლის საქმეები გვაქვს პარტნიორებთან მაკა და ნანა კიდე ატელიეს გაფართოებაზე ფიქრობენ და პარიზში რამდენიმე შეხვედრა ექნებათ... - ანუ ჩვენც მოვდივართ? - სიხარულით ცას ვეწიე პარიზის ხსენებაზე - მა თქვენ ჯერ გამოცდები გაქვთ ჩვენ კი ზეგ უნდა წავიდეთ აუცილებლად... სამწუხაროდ გამოცდების დასრულებამდე ვერ დაგელოდებით, მაგრამ შეგიძლიათ გამოცდების მერე ჩამოფრინდეთ და ყველამ ერთად გავატაროთ ზაფხული, უბრალოდ ეს ერთი თვე თქვენი მარტო დატოვება მოგვიწევს - მართალია მარტო ცხოვრობთ და უკვე დიდები ხართ მაგრამ მაინც ვღელავთ აქ რო გტოვებთ, ამიტომ გვინდა რომ ბინა დაცალოთ და რომელიმე სახლში გადმოხვიდეთ ან ჩვენთან ან დათოსთან არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ დაცვა და დამხმარეები მაინც გეყოლებათ სახლში - საუბარი ირაკლიმ განაგრძო - კარგი არაუშავს თუ მიდიხართ მაგრამ ბინაში რომ ვიყოთ რა პრობლემაა ან დაცვა რა საჭიროა პატარები ხომ არ ვართ მამა - პოზიცია დაიცვა ნინემ - თან დიდ სახლში რა უნდა ვაკეთოთ მარტო მე და ნინემ, ბინაში გვირჩევნია რა ყოფნა- მხარი ავუბი დაქალს - მარტო არ იქნებით ბავშვებო - აბა ვისთან ერთად ვიქნებით - გაკვირვებული სახით შევხედე მამას - ვაჩე ჩამოვა ხუთ დღეში, უნდოდა სიურპრიზი გაეკეთებინა მაგრამ რადგან ჩვენ გაფრენა გვიწევს მომიწია მეთქვა, ვაჩე და იოანე დარჩებიან თქვენთა ეს ერთი თვე მერე კი გადავწყვიტოთ არდადეგების ამბები - მოიცადე ანუ ვაჩე ჩამოდის? - სიხარული ვერ დამალა ნინემ, მგონი მართლა ჩემზე მეტად უხარია... უცებ მიხვდა რო ზედმეტი ემოციები გამოხატვა მოუვიდა და დაშოშმინდა წერეთელი. - მოიცადე მამა გავიგე ვაჩე ჩამოდი მარა იოანე ვინ არის? - გავიკვირვე მე - ლევანი ბიძია გახსოვთ? რამდენჯერმე იყო ჩვენთან ორივეს უნდა გახსოვდეთ ლევანი და ელენა ჩვენი მეგობრები არიან შარშანწინ საქველმოქმედო ვახშამზე იყვნენ ბოლოს - გვიხსნიდა ირაკლი - იოანე არაბული მაგათი ვაჟია, ახლა ვაჩესთან ერთად არის პარიზში ჩვენს საქმეებს ისინი აგვარებენ, ლევანი გვეხმარება იქ პარტნიორობის წამოწყებაში და ამიტომ მივდივართ ჩვენც ბიჭები კი აქ ჩამოვლენ თქვენთან. - რა საჭიროა ჩვენს გამო იოანეს ჩამოსვლა მამა მართლა პატარები ხომ არ ვართ? - ნაწყენმა მივუგე - ტასო თქვენ რა შუაში ხართ ვაჩესთან ერთად მაინც მოდიოდა საქართველოში და ჩვენ უბრალოდ ვთხოვეთ რო ეს ერთი თვე ყველა ერთდ ყოფილიყავით რომ უფრო მშვიდად ვიყოთ. - კარგი ხო - ცოტა დაბნეულმა მაგრამ მაინც ბედნიერმა გადავწყვიტე დავნებებულიყავი, ბოლოს და ბოლოს ჩემი მონატრებული ძმა ჩამოდის ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს. მაგრამ საერთოდ ვერ ვიხსენებ ვინ არის ეს იოანე არაბული. - მოკლედ გოგოებო თქვენი იმედი გავქვს გადმოდით რომელიმე სახლში რომ თავისუფლად იყოთ ყველა გამოცდები ჩაივლის და ჩამოხვალთ თქვენც. - კარგი დედა საპანიკო არც არაფერია, გადავალთ მე და ტასო რომელიმე სახლში ერთი თვე გავძლებთ ისედაც გამოცდების ამბები იქნება სულ ასე რომ თქვენ ნუ იდარდებთ პატარები აღარ ვართ. - დაამშვიდა ნინემ ყველა და დასაძინებლად წავედით. - ნინე.... - ხო ტას - ეგ იოანე გახსოვს? ვერ ვიხსენებ ვიზე ლაპარაკობდნენ - გოგო არ მახსოვს ან საიდან უნდა გვახსოვდეს შარშანწინ მარტო თავის მშობლები მოვიდნენ თვითონ არ იყო მოსული თქვეს მეგობრებთან ერთადააო და არც წინა წლებში მახსოვს სადმე თუ იყო მაგრამ ერთი ორჯერ ვაჩემ ახსენა. - ხო როგორც ჩანს არც ვიცნობთ, იმედია ვინმე უჟმური და ხეპრე არ იქნება მინდა მშვიდი ერთი თვე გავატაროთ პარიზამდე - ანუ პარიზში მივდივართ? თურქეთი გადაგვედო გამოდის- თითქოს მოიწყინა ნინემ - რატო გადაიდო, ჯერ თურქეთში წავიდეთ ერთი კვირით და მერე წავიდეთ პარიზში ისინი მაინც არ ჩამოვლენ ასე მალე და დასვენება ნამდვილად მოგვიხდება მე და შენ. - ანუ თურქეთში მაინც წავალთ - სიხარულისგან აცუნდრუკდა ქალბატონი - კი და ახლა დამაძინე ხვალ უნდა ჩავლაგდეთ და ჩემთან გადავიდეთ, ვაჩეს თავსი ოთახის გარეშე არ შეუძლია ამიტომ მოდიხარ ჩვენთან თან ჩვენ ბინასთან ახლოს ვიქნებით თუ ვერ გავუძლებთ თავს ვუშველით დაო, არა ისე ხო ვამბობდი ვაჩე ჩამოვა და დაიწყება თქვენი ისტორია თქო, მეტი რა გინდა ერთად უნდა ვიცხოვროთ - ისევ ძველ თემას მივუბრუნდი მე - კაი რა ტასო ისედაც დაძაბული ვარ ერთად რო უნდა ვიცხოვროთ და ნუღა დამიმატებ დავიძინოთ ჯობს. მეორე დღეს ჩემ სახლში გადავბარგდით ჩვენ ჩვენი ოთახები დავალაგეთ და მეცადინეობა დავიწყეთ მეორე დღისთვის, გამოცდის გამო ჩვენები ვერ გავაცილეთ ამიტომ პირდაპირ სახლში მივედით და ვაი ამ მისვლას, თურმე ჩემი ძვირფასი ძამიკო რომლის ჩამოსვლამდეც კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი, ჩამოფრინდა და თავის ძმაკაცებთან ერთად უკანა ეზოში ფართი აქვს მოწყობილი. ჩვენი დანახვა და ვაჩეს ღრიალი ერთი იყო ორივეს მოგვეხვია და მანამ გვაბზრიალა სანამ თვითონ არ გახდა შეუძლოდ. - წიწილებო როგორ ხართ, როგორ მომენატრეთ ტო - აჰა დაიწყო ისევ წიწილა - ჩუმად ჩაიბურტყუნა ნინემ მაგრამ მე რას გამომაპარებდა - ვერ გავიგე პატარა რა თქვი ? - არაფერი ვაჩე მეც მომენატრე თქო - ირონია გაურია ხმაში ნინემ - რას მეიაზვები ტო - კარგით ხალხო რა გჭირთ მოკლედ ძამიკო რამდენი ხნის მოსული ხარ ეს ყველაფერი რო მოასწარი? ან ეს ქერა თოჯინები ვინ არიან საერთო? - ეზოში მოცეკვავე ქერებისკენ გავიხედე. - ორი საათის უკან მოვედი სახლში, გზაში ლუკას მივწერე და რომ მოვედი უკვე აქ მელოდებოდნენ, ეს თოჯინები კი არ ვიცი ვინ არიან ლუკას და საბას ნახელავია მაგრამ რაგინდა ვერც ერთს დაუწუნებ - სამ მოკისკისე ქერას გადახედა ჩემმა მექალთანე ძამიკომ. - მე ოთახში ავალ ტას - ისე რომ პასუხიც ვერ გავეცი ნინე სახლისკენ დაიძრა, ეწყინა ვაჩეს ეს გამოხტომა მაგრამ რას ვიზამთ ვაჩე ყოველთვის ასეთი იყო ქერა თოჯინები ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში - ამას რა ჭირს ტო - გაიკვირვა ვაჩემ და კიდე ერთხელ მიმიხუტა - არაფერი დაღლილები ვართ უბრალოდ მეც წავალ ცოტას დავისვენებ, ესენი მალე წავლენ? მომენატრე ძალიან მაგრამ ხო იცი ძაან არ მევასება ამ წრეში ყოფნა და ნუ გეწყინება თუ არ ჩამოვედი საბას და ლუკას ვნახავ და ავალ. - კაი მიდი მაშინ მალე გავისტუმრებ ამათ და საღამოს მშვიდად აღვნიშნოთ ჩვენი ჩამოსვლა - შუბლზე მაკოცა და მეგობრებისკენ წავიდა. მე საბა და ლუკა ვნახე და ოთახში ასვლა გადავწყვიტე. ნინეს შევხედე რომელსაც ჩასძინებოდა უკვე, შუბლზე ვაკოცე და გამოვბრუნდი, მაინც რა სულელია ეს გოგო, როგორ ყველაფერზე ბრაზდება მაგრამ ალბათ ასე იცის სიყვარულმა, რა გითხრა არასდროს გამომიცდია ეს გრძნობა... ვერ ვიტყვი რომ თაყვანისმცემლები მაკლდა, უბრალოდ ვერცერთმა მოახერხა ჩემი დაინტერესება და ამიტომ ამ საკითხში სრულიად გამოუცდელი დავიარები ისევ. ოთახში შევედი ჩანთა დავდე და საათი ავიღე, რომელიც ვაჩეს ვუყიდე გასულ კვირას, საათები ძალიან უყვარს ამიტომ როცა მე და ნინე საჩუქარს ვარჩევდით კურსელისთვის Hugo Boss-ის საათმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გადავწყვიტე მეყიდა და შემემატებინა მისი კოლექციისთვის , საათი ავიღე და გადავწყვიტე მის ოთახში დამედო გაუხარდებოდა მოულოდნელად რო ნახავდა. ივნისი მთავრდებოდა და ძალიან ცხელოდა უკვე, ამიტომ ჩემი მაისური გადავიძრე და შორტით და სპორტული ტოპით შევედი ვაჩეს ოთახში და ვაი ამ შესვლას. ჩემგან ზურგით ბიჭი იდგა უფროს სწორად მისტერ სრულყოფილება ტანს ზემოთ შიშველს მხოლოდ პირსახოცი შემოეხვია და ჩემი ძმის კარადაში იქექებოდა, ოდანვ წამოზრდილი შავი თმიდან ჯერ კიდევ ჩამოსდოდა ბეჭებზე წყლის წვეთები და პირდაპირ აკვდებოდა მის დაკუნთულ ოქროსფერ სხეულს... - ვაჩე სად ჯანდაბაში შეტენე ეს მაისურები გამაგებინე - ისე რომ უკან არ მოუხედავს განაგრძობდა კარადაში ქექვას მეკი ისევ იმ პოზაში ვიყავი და გაშტერებული შევყურებდი ჩემს წინ მდგომ სხეულს - დაყრუვდი შე... - ის იყო უნდა შეეგინა რო შემობრუნდა და ხელში მე შევრჩი - მმ გამარჯობა, არ ვიცოდი აქ ვინემ თუ იყო ყუთის დასადებად მოვედი - უცებ მივაყარე , ყუთი საწოლზე დავდე და გაბრუნება დავაპირე როცა ისევ გაისმა ოდანავ ბოხი და საოცრად სექსუალური ხმა - შენ ალბათ ტასო ხარ ხო? - თავისი მწვანეებით ამათვალიერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა - მე ტასო ვარ - მივბრუნდი მისკენ და კიდევ ერთხელ ავათვალიერე ოდნავ წამოზრდილი წვერი ძალიან უხდებოდა სწორი ლამაზი ცხვირი და საშუალო ზომის დაბურთული ტუჩები ქონდა მისი ღრმა მწვანე თვალები კი სულს მიხუთავდა და ერთ ადგილას მაშეშებდა. ზოგადად ბიჭების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გამომიჩენია, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ სიმპათიური თაყვანისმცემლები მყავდა მაგრამ ამ ბიჭმა ნამდვილად მოახერხა და გამომაშტერა. - გამოფხიზლდი ტასო - ხელი ამიქნია ჩემს წინ მდგომმა და მეც დარცხვენილმა უკან გაბრუნება დავაპირე, რადგან ცოტაც და სულს განვუტევებდი - ხო მართლა მე იოანე ვარ სასიამოვნო იყო - მომაძახა უკვე ოთახში შესულს. ვგრძნობდი ტემპერატურა როგორ მომემატა, ანუ ეს ბრძანდება სახელოვანი იოანე, საინტერესოა. არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა თითქოს ტანს ზემოთ შიშველი მამაკაცი არასდროს მინახავს, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ იყო იმ წუთების მანძილზე ვგრძნობდი მთელ ოთახში სხვანაირ ენერგეტიკას. ღრმად ამოვისუნთქე და საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდე, არ შეიძლება შენი ძმის ძმაკაცზე ასე გადაირიო და თან რა დიდი ვინმე ეს იოანეა. სასწრაფოთ შევედი სააბაზანოში, რომ ჩემი ფიქრები გამეფანტა, გრილმა წყალმა ნამდვილად შეძლო ამ ინციდენტის დავიწყება და ახლა სრულიად ახალი შემართებით გამოვედი სააბაზანოდან. ჩემი მოკლე ფარფარა სარაფანი ჩავიცვი რომელიც ვაჩემ მიყიდა და განსაკუთრებით მიყვარდა... ჯერ კიდევ სველი შავი თმა კოსად ავიწიე და ნინესთან გასვლა გადავწყვიტე, ვიცი რომ მთლად კარგ ხასიათზე არ არის ჩემი ძმის სიურპრიზის მიუხედავად. - ნი გაიღვიძე? როგორ ხარ? - ოთახში შესულმა კარი მივკეტე და საწოლზე ჩამოვჯექი. - კარგად ტას, ბოდიში რა სულელი ბავშვივით მოვიქეცი, ხომ იცი როგორ გამიხარდა ვაჩეს ჩამოსვლა მაგრამ, როცა ის თოჯინები დავინახე და მერე ვაჩეს მზერა როგორ ახედა სამივეს ძაან მომეშალა ნერვები, მეც არ ვიცი რატო ვარ ასეთი მგრძნობიარე თითქოს პირველად ვხედავ შენ ძმას გოგოების გარემოცვაში. - დაწყნარდი ქალბატონო, ვიცი რომ გიხარია ვაჩეს ჩამოსვლა, ვერ მოგატყუებ ცოტა ბავშვურად მოიქეცი მაგრამ დაიკიდე, ვუთხარი რომ დაღლილები ვართ... ეცადე ემოციებს არ აყვე ხოლმე, არ მივცემ ჩემ ძმას უფლებას შენ გული გატკინოს... იცოდე დავლეწავ - მუშტი მოვიქნიე თითქოს მართლა ვურტყამდი ვინმეს და სიცილით ნინეს მივეხუტე - შენ რომ არ მყავდე, მორჩა დაქალო დღეიდან არანაირი ვაჩე გპირდები მთლიანად გამოცდებზე ვიფიქრებ მერე კი მე და შენ თურქეთი მზე და სანაპირო გველის, წლებია ამ სიტუაციას ვუძლებ ასე რომ გრძნობები ვერ მომერევა - თავი გაიმხნევა წერეთელმა - უი ხო მართლა იოანე გაიცანი? როგორი ტიპია? - რა გამიხსენა... - კი, გავიცანი რომელია ნახევრად შიშველს შევუვარდი ოთახში - რააა? - თქმა და ნინეს წიოკი ერთი იყო, მოკლედ მოვუყევი დაქალს რაც მოხდა და ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს საშვილიშვილო ცოდვა ჩავიდინე - მოიცადე შენ რა იოანე მოგეწონა? - რა სისულელეა ნინე უბრალოდ არ ველოდი და მაგის ბრალია როგორ შეიძლება ესე ერთი ნახვით ვინმეზე ვთქვა მომეწონა თქო, თან თუ დააკვირდები დიდი ვერაფერი. - ხო დიდი აშკარად ვერაფერია, რადგან შეძლო და ჩემი ყინულის დედოფალა დაქალი ხუთ წუთში გაალღო, რა ვიცი არცერთ ბიჭზე არ გითქვამს ასე ტასო და იცოდე რამე თუ დამიმალე მოგხვდება - ნუ ბოდავ რაღაცებს ნინე რას გიმალავ... შევეშვათ ამ თემას წამოდი მშია ისინიც წავიდოდნენ მუსიკის ხმა აღარ ისმის და მშვიდად ვჭამოთ რამე თორე გახმა კუჭი. - კარგი, კარგი მოვდივარ - პირველ სართულზე ჩავედით და სამზარეულოსკენ ავიღეთ გეზი როცა დავინახეთ იოანე და ვაჩე როგორ ცდილობდნენ ზედმეტი ხმაურის გარეშე მიელაგებინათ ყველაფერი რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდათ. - შენ წეღან ამ ბიჭზე საუბრობდი დიდი ვერაფერიო? - ჩუმად გადმომჩურჩულა ნინემ და იოანე აათვალიერა, რომელიც ჭურჭლის საერცხი მანქანის ჩართვას ამაოდ ცდილობდა და გაბუტული ბავშვივით იყურებოდა. - ნინე ენას ამოგაცლი ახლა - შევუბღვირე დაქალს... - ოჰო, პრინცესებიც მოსულან, აბა დაისვენეთ წიწილებო? - შეგვამჩნია ჩემმა ძმამ - გთხოვთ ცოტა მოგვეხმარეთ, თორე ჩვენი დამხმარე გავუშვით დღეს და ნახე სახლი რა დღეშია. - თვალი მოავლო სამზარეულოს სადაც ყველგან ლუდის და არყის ცარიელი ბოთლები, პიცის ყუთები და სასუსნავები ეყარა. - უი ხო მართლა არ მახსოვს იოანეს იცნობთ თუ არა რამდენჯერმე იყო ჩვენთან ერთად მაგრამ მგონი არ გინახავთ იმ პერიოდში, ხოდა გაიცანით ჩემი ძმაკაცი იოანე, გეტყოდნენ ჩვენები რომ იო ჩვენთან იქნება ეს პერიოდი. - სასიამოვნოა იოანე, ისე სანამ მანქანას ჩართავ დენის წყარო ჭირდება მაგას - ღიმილით გაემართა ნინე იოანესკენ და ხელი გაუწოდა არც მან დააყოვნა და თავისი ხელი შეაგება ნინესას, სწორედ ახლა შევამჩნიე როგორი ლამაზი თითები ჰქონია... რა ვქნა მიყვარს ბიჭზე ლამაზი გრძელი და მოვლილი თითები. - ჩემთვისაც ნინე, ტასო როგორ ხარ? - ისე მკითხა აშკარად მიანიშნა ყველას რომ უკვე გავიცანით ერთმანეთი. - თქვენ როდის მოასწარით ერთმანეთის გაცნობა - ახლა მე შემომხედა ვაჩემ - ოთახში რომ ავედი მაშინ შემხვდა იოანე - ვიცრუე პირწმინდად, რადგან იმ მომენტის გახსენება და ჩემი აწითლება ერთი იქნებოდა. - უფრო სწორად შენ ოთახში შემომივარდა მაისურს რო ვეძებდი, ხო ტასო? - არც კი უფიქრია ისე წამოიძახა და თავისის საფირმო ტუჩის ჩატეხვით გადმომხედა შერცხვენილს. - ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გაიცნეს ერთმანეთი, მოდი ტასო მივალაგებინოთ, თორე ესენი ვერ მორჩებიან დღეს - ზუსტად მოარტყა ჩემმა დაქალმა და გამოასწორა სიტუაცია თორემ იოანეს დამსახურებით კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ასე დარცხვენილი და დადუმებული. - მოკლედ გოგოებო რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გავიდეთ სასტავი ბოლოს და ბოლოს ამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ არ უნდა აღვნიშნოთ? - თემა შეცვალა ჩემმა ძმამ - ვაჩე ხომ არ დაგავიწყდა რომ გამოცდები გვაქვს და ჯერ კიდევ ამიტომ ვართ თბილისში და არა პარიზში - ტასო მთელი თვე გაქვთ ეს გამოცდები? ორი დღე რო გამოძებნოთ არ შეიძლება? - არ ცხრებოდა თავის იდეით აღტაცებული - მოკლედ სამი საკმაოდ რთული გამოცდა გვაქვს და ზუსტი რიცხვები ორი დღეში გვეცოდინება კვირის ბოლოს კი კურსელები რესტორანში მივდივართ და ვერ გამოვაკლდებით ვაჩე... ზუსტ თარიღებს გავიგებთ და მერე გადავწყვიტოთ წასვლა თბილისში ამოხუთვა არც ჩვენ არ გვხიბლავს. - თუ მოინდომებთ გამოძებნით ორი დღეს პატარავ - გამოანათა არაბულმა, არა ეს პატარავ რაღა იყო ეხლა... - მანამდე მოგვიწევს თბილისით ტკბობა ძმაო - ახლა ვაჩეს შეხედა და მხარეს დაკრა ხელი. სამზარეულო მალევე მივალაგეთ ბიჭები აუზთან გავიდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ მე და ნინემ კი საჭმლის გაკეთება გადავწყვიტეთ, მე ცეზარი მოვინდომე ნინემ კი მექსიკური კარტოფილის შეწვა გადაწყვიტა. - არა იოანე მართლა რა სიმპათიური ყოფილა ჰა, ახლა არ მიკვირს ასე რომ გამოგაშტერა - წამოჭრა ისევ აქტუალური თემა და ჩაიცინა წერეთელმა - ნინე როდემდე უნდა განვიხილოთ არაბული და ის ინციდენტი? - თითქოს გაბრაზებულმა შევხედე მე - გირჩევნია მოიფიქრო როგორ გამოვძებნოთ თავისუფალი დრო თორემ მეეჭვება ჩემი ძმა ჩაცხრეს, თან მართლა ყელშია უკვე ასეთ სიცხეში თბილისი. - ტას მოდი ხვალ აუზზე წავიდეთ დიდად საქმე მაინც არ გვაქვს ზეგ კიდე გავიგებთ ამ გამოცდის თარიღებს და გამოვძებნით ორი დღეს ოღონდ კურსელებთან შეხვედრის მერე რომ გამოცდებისთვის კარგად განვიტვირთოთ. - კარგი იდეაა... მოკლედ ხვალ აუზი ზეგ უნივერსიტეტი, მაზეგ შოპინგი და კვირას რესტორანი, მშვენიერი გეგმაა... მაშინ ახალ კვირაში წავიდეთ ავუხდინოთ ვაჩეს სურვილი - სანამ ვლაპარაკობდით სალათი და კარტოფილი უკვე მზად იყო - აუ მიდი ფორთოხლის წვენს დატოვებდა თამრიკო მაცივარში და გამოიღე რა და ვჭამოთ უკვე სანამ გული წამივიდა. - აჰა შენი წვენი, კაი მაშინ გაშალა დაიწყე და ბიჭებს დავუძახებ იქნებ შიოდეთ - მე მაგიდა გავაწყვე ოთხ ადამიანზე და დაველოდე როდის შემოვიდოდნენ ვაჟბატონები. - ვაა რა სუნი ტრიალებს ჩემი საყვარელი მექსიკური, ვინ ჩაიდინა ეს საოცრება? - გაცისკროვნებული თვალებით შემოვიდა ვაჩე და კარტოფილს თვალს არ აშორებდა... აი თურმე რატო გააკეთა ნინემ მექსიკური, იცის რო ვაჩეს ძალიან უყვარს, თითქოს რამეს გამომაპარებს ეს ქალბატონი. - ვინ გააკეთებდა ვაჩე, ნინემ გააკეთა ხო იცი როგორ უყვარს მექსიკური და ჩემ ცეზარს რა დაუწუნე? - გავიბუსხე მე - აი იოს უყვარს ცეზარი და ის დაგიგემოვნებს მე მაცალე ჩემი კარტოფილის ჭამა, ოქრო ხარ წიწილა - ნინეს გახედა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავა, ის კი იდგა მონუსხულ-დაშტერებული და უყურებდა როგორ ილუკმებოდა პირგამოტენილი ვაჩე მექსიკურით. - მოკლედ იდეა გვაქვს - ჩვენი გეგმის გაცნობა დავიწყე ბიჭებისთვის - ხვალ წავიდეთ აუზზე, ნუ თქვენც თუ გინდათ თორემ მე და ნინე ისედაც მივდივართ... შაბათს რესტორანია გეგმაში და ახალ კვირაში შეგვიძლია ორი დღით სადმე წავიდეთ. რას იტყვით? - კითხვის ნიშნის მზერით გავხედე ჩემ ძმას ის კი იჯდა და არც კი მაქცევდა ყურადღებას მთელი ყურადღება მექსიკურზე ქონდა გადატანილი - მადლობა ვაჩე ამომწურავი პასუხისთვის - ფეხი მივარტყი ჩემ ძმას. - აა მეტკინა ტასო... ხო რავი იო წავიდეთ სადაც უნდა ახლა კი მაცადეთ რა - ღორია ეს ბიჭი, სადაც იყავი იქ არ გაჭმევდნენ? - აჭმევდნენ რომელია - რაღაცნაირად ჩაიცინა იოანემ და ძმაკაცს გახედა, უზრდელები ვერ მივხვდი რა იგულისხმა მაგრამ კარგი არაფერი იქნებოდა ამიტომ უზრდელები არიან. - ცეზარი გემრიელია პრინცესა ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა და კისერში მომაფრქვია ცხელი სუნთქვა, აი კიდევ ერთი დადებილება, მაშინვე ხველა ამივარდა და რომ არა თამრიკოს წვენი სულს განვუტევებდი. - მადლობა იოანე შეგერგოს - ნაძალადევი ღიმილით გავხედე გვერდით მჯდომს. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა უკვე საღამოვდებოდა მაგიდა ავალაგეთ და დასვენება გადავწყვიტეთ, როგორც ჩანს ბიჭებიც დაღლილები იყვნენ. - როგორ ფიქრობ ეს ერთი თვე მშვიდად ჩაივლის თუ დავხოცავთ ერთმანეთს? - სერიოზული ტონით მკითხა ნინემ როგორც კი ჩემს ოთახში შევედით. - რა იყო ნინე საიდან მოიტანე ახლა ეს... მე არავის მოკვლას არ ვაპირებ თუ შენ უპირებ ჩემ ძმას რამეს? - ჯერ არ ვიცი ტასო მაგრამ მგონია რომ ერთმანეთს დავჭამთ. - წინადადების დასრულება და კარების შემოგლეჯვა ერთი იყო - ტასოოო როგორ გამახარე... ძალიან მომეწონა წიწილა დიდი მადლობა - ოთახში ვაჩე შემოვარდა საათის ყუთით ხელში და ისე მეხუტებოდა ცოტაც და გავიგუდებოდი - ჩემ კოლექციას ნამდვილად მოუხდება - მე და ნინემ შევარჩიეთ შენთვის - სპეციალურად ჩავურტყი და წამის მეასედში მომშორდა ვაჩე - შენც მადლობა ჩემო წიწილია - ახლა ნინეს ჩაეხუტა და თავზე აკოცა. - არაფრის ვაჩე მაგრამ ეს წიწილა არ მოგბეზრდა? - როცა წიწილას ეძახდა ისევ ბავშვად გრძნობდა თავს და ახლა გაგულესბულმა ვეღარ მოითმინა - არა თქვენ ჩემი წიწილები ხართ და ასე იქნება მომავალშიც - წამოდგა ვაჩე - ხო მართლა საღამოს კლუბში მივდივართ ლუკამ დარეკა საბა და თათაც (საბას შეყვარებული) მოდიან და წამოდით თქვენც იცოდე. - ვნახოთ თუ არ დაგვეზარა წამოვალთ ახლა კი გადი და გვაცადე დასვება. - ახლახანს ჩამოგივიდა ძმა და უკვე მაგდებ ტასო? თითქოს ნინეს ვინმე გართმევდეს - გაბუტული სახითა გავიდა ოთახიდან მაგრამ მაშინვე შემოყო სიცილით თავი - არ გამაბრაზოთ საღამოს გავდივართ იცოდეთ. - ტასო არც იფიქრო რო იქ წამოვალ შენი ძმის სხვა გოგოებთან კურკურს ვერ ვუყურებ იცოდე - შემომხედა ნინემ - ხოდა ზუსტად მაგიტომ წავალთ და შენ ვაჩეს აეჭვიანებ, გაერთობი, დალევ და იცეკვებ სხვებთან. იქნებ მაშინ მიხვდეს ჩემი ბოთე ძმა ვის კარგავს... ზედმეტი სიტყვები არ გამაგონო აწიე შენი ფუმფულა უკანალი და ყველაზე სექსუალური კაბები გამოიტანე ჩემ ოთახში. - ხო მარა ტას... - ნინე ზედმეტი ლაპარაკი მიდი ახლა - კარგი ხო მაცადე... - ნინე ოთახში წავიდა კაბების გამოსატანად მე კი ჩემი ტანსაცმლის გადმოყრას შევუდექი, კლუბში წასვლის იდეა არც მე მხიბლავდა მაგრამ ამ ორის მალე თუ არ მოვუხერხე რამე ეს ერთი თვე ჯოჯოხეთად მექცევა. - შეიძლება შემოვიდე? - კარის უკნიდან დაიძახა იოანემ - შემოდი - რა ხდება სადმე გადადიხარ? - მთელს ოთახში მოფანტულ ტანსაცმელს მოავლო თვალი და სიცილით შემომხედა. ძალიან უხდება ღიმილი, ლოყებზე გაჩენილი ღრმულები საერთოდ მაგიჟებს. საერთოდ რეებს ვბოდავ. - არა უბრალოდ კლუბისთვის ვარჩევთ რაღაცებს, რამე გინდოდა? - მოკლედ მოვუჭერი სათქმელი. - კი, შენმა ძმამ ნახევარ საათში გავდივართო გადმოგცა თვითონ სააბაზანოშია... - მითხრა და თვალი რაღაცას გაუშტერა და ეს რაღაც ჩემი გიპიურის წითელი საცვალი იყო, რომელიც არ ვიცი რატო ეგდო იატაკზე კაბებს შორის. ახლა სირცხვილით მოვკვდები. დაიხარა და აიღო ჩემი საცვალი ჯერ კარგად შეათვალიერა მერე მომიახლოვდა და სახესთან ამიფრილა - წარმომიდგენია როგორი მადის აღმძვრელი იქნები ამ საცვალში პატარავ - საკმაოდ ახლოს მოვიდა და კისერზე მომაფრქვია თავის ცხელი სუნთქვა, მე კი ვიდექი გათიშული და დარცხვენილს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა - ვფიქრობ დღეს ნამდვილად ამ საცვალზე უნდა გააკეთო არჩევანი - ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა ყურში კისერზე სველი კოცნა დამიტოვა და როგორ გაქრა ჩემი ოთახიდან გონს ვერ მოვედი. - ტასოო... ტასოო... - გონს ნინეს ხმამ მომიყვანა - რატო დგახარ გამოშტერებული სახით და რატო მიშტერებიხარ შენ საცვალს მეტყვი? - ახლა შევამჩნიე რო ჩემი საცვალი ხელში მეჭირა და მივშტერებოდი - აა... ის.. რა? - სათქმელს თავი ვერ მოვუყარე და საწოლზე ჩამოვჯექი - ნინე ორი წამის წინ აქ რაღაც მოხდა და ისეთი რაღაც, რომ ახლაც შოკში ვარ - ყველაფერი ნინეს ვუთხარ და ახლა თქვენ უნდა გენახათ მისი გაშტერებული სახე. - მოიცა რა? იოანე აქ იყო? და ეგ გითხრა? და მოიცა ყელზეც გაკოცა? - სრულ შოკში იყო ნინე - და შენ მე დამცინოდი და მეუბნებოდი რო ჩემი და ვაჩეს ისტორია იწყებოდა? მე რაღაც ასე არ ვფიქრობ - ნიშნის მოგებით გადმომხედა დაქალმა. - მგონი კლუბში წავლა მართლა ცუდი იდეაა ნინე... არ მგონია კიდევ ერთ ასეთ შემთხვევას გავუძლო - ამოვთქვი დანებებით - და საერთოდ რა მემართება? - რა გემართება? ეჭვი მაქვს გიყვარდება სულ მინიმუმ ძალიან გიზიდავს ეს ყმაწვილი - ბოროტად ჩაიცინა წერეთელმა - რაც შეეხება კლუბში წასვლას ახლავე ვიცვამთ და გავდივართ და შენ ხმას არ იღებ. საბოლოოს მაინც გადავწყვიტეთ კლუბში წასვლა, ნინემ მოკლე ვერცხლისფერი კაბა ჩაიცვა, რომელიც საკმაოდ ღრმად იყო ამოღებული ზურგზეც და მკერდთანაც... პირდაპირ სრულყოფილს ხდიდა მის ტანს. მე კი ატლასის წითელ მომჯდარ კაბაზე გავაკეთე არჩევანი, ფეხზე საკმაოდ ღრმად შეხსნილი ვიწრო ბრეტელებით... თმა კოსად ავიციე და წინ დაუდევრად ჩამოვიყარე. ტუჩზე წითელი პომადა გადავისვი, მაღლებზე შევხტი და მზად ვიყავი. - იოანე დაგვერხა ძმაო - რეპლიკამ არ დააყოვნა როგორც კი მე და ნინეს გადმოგვხედეს - დღეს მეეჭვება ჩხუბის გარეშე ჩაიაროს ყველაფერმა - იოანემ უბრალოდ ამომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა როგორც სჩვევია... არც ჩვენ ვიყავით კარგ დღეში შავებში გამოწყობილიყვნენ ბიჭები და ორმაგად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. - ვაჩე ნუ ბოდავ რაღაცებს, წავიდეთ უკვე - გვერდი ავუარეთ და პირველები გავედით ეზოში მე ნინე - პატარა ქალბატონო უფრო მოკლე არაფერი მოგეპოვებოდა? - აი დაიწყო ჩემი ძმის რეპლიკები ნინეს მიმართულებით. - რა იყო ვაჩე არ მიხდება? - გამომწვევი ღიმილით შეხედა ვაჩეს და მის წინ დატრიალდა, ეს ჩემ დაქალს ნამდვილად არ გავს... რა ჩაიფიქრე წერეთლის ასულო... - მე არ მითქვამს რომ არ გიხდება, უბრალოდ ჩამოსვლის პირველივე დღიდან უნდა მაცემინოთ ვიღაცები ხო ვიცი. - ხო და შენც ნუ ცემ ვაჩე - არ ჩამორჩა ნინეც და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდით - ახლა გაჩვენებ როგორ უნდა წიწილას ძახილი - ჩუმად ჩაიდუდღუნა ნინემ მაგრამ მე რას გამომაპარებდა - რა ჩაიფიქრე ალქაჯო? - ჩავჩურჩულე სანამ ბიჭები მანქანაში სხდებოდნენ - შენი ძმის გაგიჟება და იგივეს გირჩევ იოანესთან ვერ ხედავ რა სახით გიყურებს? - პასუხი აღარ გამიცია მთელი გზა ხმას არ ვიღებდით არც ერთი ისე მივედით კლუბამდე - მოკლედ ლუკა საბა და თათა შიგნით არიან უკვე და შევიდეთ - გვითხრა ვაჩემ და ჩვენც პირდაპირ ბავშვებისკენ დავიძარით. სამივე გადავკოცნეთ და ჩვენი ადგილი დავიკავეთ მაგიდასთან. - ვაუ რა შოკის მომგვრელად გამოიყურებით გოგოებო? - არ დააყოვნა ლუკამ - მადლობა ლუკიტო - ტასო მაგ ლუკიტოს გამო ერთხელ მოგცხებ იცოდე და თუ მეძახი გოგებთან როცა ვარ მაშინ მაინც ნუ დამიძახებ - არ ჩამომრჩა ისიც. - კარგი ხო ლუკიტო ნუ ბრაზდები - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მაისურაძეს. ცოტახანს ვესაუბრეთ ძირითადად ვაჩე ყვებოდა პარიზის ამბებს ხან თათა გვიყვებოდა ზაფხულის გეგმებზე ამასობაში ცოტა შევთვერით კიდეც და საცეკვაოდ წასვლა გადავწყვიტეთ. - ჩვენ ცოტას გავერთობით - ვუთხარი იქ მყოფებს და მე ნინე და თათა საცეკვაო მოედნისკენ წავედით. - მგონი ცოტა დავთვერი - ხმამაღლა ჩავყვირე ნინეს რადგან მუსიკა ისეთ ხმაზე იყო მეეჭვება რამე გაეგო - მეც მაგრამ ცოტა კი არა კარგად შევთვერი - ჩაიცინა ნინემ - აუ გოგოებო წავალ დავჯდები მე თორე ფეხები ძაან მატკინა ფეხსაცმელმა და ნასვამზე მართლა ამოვყირავდები - მალევე გამოგვეთიშა თათა - ვა ვა რა ნაროდი... როგორ ხართ გოგოებო? - კლუბის განათების გადამკიდე ძლივს ამოვიცანით ჩვენი კურსელი მათე და მის უკან მდგომი ნიკა - ეე აქ არ გელოდით თქვენ როგორ ხართ? - რავი ტას გამოცდებამდე განტვირთვა გადავწყვიტეთ წამო ბართან ჩამოვსხდეთ - ბარისკენ გაგვიძღვა მათე - აბა რას შვრებით ემზადებით გამოცდისთვის? - რა გამოცდისთვის ნინე ჯერ რესტორანი და ამბები ტო რა დროს გამოცდაა - ჩვენ წინ ჩამოდგა ნიკა. კურსელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა მათ შორის ნიკა და მათეც იყვნენ ყოველთვის გვახალისებდნენ და დიდ დროს ვატარებდით ერთად. ცოტახანს ვილაპარაკეთ უნივერსიტეტზე მერე ზაფხულის გეგმებზე ამასობაში კიდევ ერთი კოქტეილიც გამოვცალეთ. - აუ წამო ვიცეკვოთ რა - დაიწუწუნა ნინემ - მიდი ნინე და მოვალ ცოტახანს თავბრუ მეხვევა აშკარად ბევრი დავლიე - ნინე და მათე საცეკვაოდ წავიდნენ მე და ნიკა კი ისევ ბართან დავრჩით ნინესთან: საცეკვაო მოედანისკენ წავედით მე და მათე და მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ცეკვის ტალანტი გამომეჩინა... გრადუსში შესული თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ნამდვილად არ ვაპირებდი ვაჩეს გამო ხასიათის გაფუჭებას. მათეს ზურგით ავეკარი მანაც მუცელზე მომხვია ცალი ხელი და სინქრონულად გავაგრძელეთ ცეკვა მალე მუსიკა შეიცვალა და შედარებით ნელი მელოდია გაისმა, ჩვენც ვალსის პოზაში გადავეწყვეთ. - დღეს განსაკუთრებით მშვენიერი ხარ ნინე და რა ხდება არ მეტყვი? - მათესთან და ნიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავით ამიტომ არც დამიმალავს და ვუთხარი რაშიც იყო საქმე - ანუ გამოდის ნებისმერ დროს შეიძლება ვიღაცამ მცემოს? - გაიცინა მათემ - არა საყვარელო ეგ ნამდვილად არ გემუქრება მეეჭვება მასაც ისე ვაინტერესებდე როგორც მე ის - სწორედ ამ დროს გავიხედე ჩვენი კუთხისკენ სადაც მხოლო საბა თათა ლუკა და ვიღაც შხვართი ისხდნენ - აი როგორც ჩანს პარიზელმა ბიჭებმა ვიღაცები გამოიჭირეს და საერთოდ აორთქლდნენ დანანებით მივუთითე მათეს მაგიდისკენ და თავი მხარზე ჩამოვადე. - ნინე სახლში მივდივართ - ზურგსუკან მომესმა ნაცნობი ხმა და მკლავში ჩამავლო ხელი - ნინე მივდივართ თქო მკაცრი ტონით გაიმეორა ვაჩემ და თავისკენ მიმიზიდა - გოგო ცეკვავდა ჩემთან ერთად ვერ ხედავ? -ახლა მათეც გაღიზიანდა - მართალია ცეკვავდა და ახლა აღარ ცეკვავს - შეუღრინა ვაჩემ და მკლავზე უფრო მომქაჩა სწორედ ტკივილმა გამომაფხიზლა, რადგან აშკარად ვერ აკონტროლებდა ვაჩე ბრაზს - მათე დამშვიდდი უნივერსიტეტში გნახავ... შენ კიდე ხელი გამიშვი - მათე მშვიდად გავისტუმრე და ახლა ვაჩეს შევანათე ბრაზ მორეული თვალები - ვაჩე გამიშვი თქო გითხარი უკვე - ისე რომ არც შეიმჩნია ჩემი სიტყვები კლუბიდან გამიყვანა მე კი ტკივილისგან უკვე სახე მომებრიცა. - ვაჩეე!!! - რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყვირე და ხელი გავაშვებინე - შენ საერთოდ ნორმალური ხარ? - კიდე მე ვარ გოგო ნორმალური? ვინ იყო ის ს...ი ასე რო მიეწებე და აღარ შორდებოდი, სულ გადახვედი ჭკუიდან? - ღრიალზე გადავიდა ახვლედიანი - ჯერ ეს ერთი ნორმალურად ილაპარაკე, მეორე ტონს დაუწიე და მესამე შენ არავინ გეკითხება ვის მივეწებები ვისთან ვიცეკვებ და ვისთან გავატარებ დროს გასაგებია? - უკვე ვეღარ ვთოკავდი ნერვებს - ჩემი საქმე არ არის? შენ გოგო სრულ ჭკუაზე ხარ? რა გინდა შევბრუნდე და სახე გავუერთიანო? რას ქვია ჩემი საქმე არ არის აბა ვისი საქმეა ნინე - ცეცხლს აფრქვევდა დადიანი. - მომისმინე ვაჩე ზედმეტები მოგდის უკვე და აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი სახლში თუ მივდივართ წავედით - ჩემივე ემოციური მდგომარეობის გამო ვეცადე საუბრის დასრულებას და მანქანისკენ ავიღე გეზი. - ასე ხო? იცოდე ეს საუბარი ასე არ დასრულდება - მანქანაში ჩავსხედით და როცა უკვე დიდი სიჩქარით მივდიოდი მაშინ გამახსენდა ტასო - მე და შენ რატომ წამოვედით ტასო სადაა? - ტასოს იოანე მიხედავს - ისევ უხეში ტონით მომმართა და სიჩქარეს უფრო მოუმატა. - ვაჩე შეანელე - პირველ ჯერზე მშვიდად ვუთხარი მაგრამ როცა შევამჩნიე რომ აზრი არ ქონდა უკვე ყვირილზე გადავედი - ვაჩე ვერ გაიგე? შეანელე მეთქი - საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა ამან კი უარესად გააცოფა ვაჩე, გზიდან გადააყენა მანქანა და იქვე გააჩერა - რა გინდა ნინე? რატო ცდილობ ჭკუიდან შემშალო მითხარი - ისე რომ არ შემოუხედავს დაძაბული მაგრამ ხმადაბალი ტონი მითხრა და თითები საჭეზე აათამაშა. - ჭკუიდან მე გშლი? შენ გამოგლიჯე ჩემი თავი მათეს და სცენები დამიდგი და კიდე მე გშლი? - უკვე ემოციების კონტროლი მიჭირდა - აჰა ესე იგი მათე, გაცნობაც მოგისწრია - იგივე პოზაში დარჩა დადიანი და ზედაც არ მიყურებდა - რაო მოგეწონა მის მკლავებში ვნებიანი ცეკვა? თუ არ დაგაცადე ბოლომდე სიამოვნება - საშინლად ამღვრეული თვალებით შემომხედა ახვლედიანმა მე კი უკვე მოთმინების ფიალა ამევსო და სილა გავაწანი. ძარღვები მთლიანად დაებერა არ ელოდა ჩემს ასეთ ქცევას... ისეთი თვალებით მიყურებდა სხვა ჩემს ადგილას შიშისგან გაგიჟდებოდა. - ხმის ამოღება აღარ გაბედო ვაჩე ახლავე დაძარი მანქანა და სახლში მიმიყვანე - თვითონაც არ ვიცი როგორ შევძელი ემოციების შეკავება და იქვე არ გავგლიჯე ამ სიტყვების გამო. უთქმელად დაძრა მანქანა და ათ წუთში სახლში ვიყავით... მაღლები ეზოში შესვლისთანავე გავიძერი და სირბილით შევედი სახლში რადგან ცრემლებს უკვე ვერაფერ ვუხერხებდი. სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახში შევიკეტე, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი. თავს უფლება მივეცი მთელი ეს ემოციები გარეთ გამომეშვა და იქვე საწოლთან ჩავიკეცე. რთულია როცა საყვარელი ადამიანისგან ასეთი სიტყვები გესმის ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ განსაკუთრებული და საწყენი არაფერი უთქვამს, მაგრამ ამ სიტყვებმა გამანადგურა იმ დამოკიდებულების და ურთიერთობის გამო რაც წლების მანძილზე გვქონა არ ვიმსახურებდი მისგან ასეთ მოპყრობას. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული როცა კარზე კაკუნი შემომესმა - ნინე კარგი გამიღე - უკვე დამშვიდებული ტონით შემომძახა გარედან მაგრამ ხმის გაცემას არ ვაპირებდი. - ნინე ნუ გამამეორებინებ გააღე ეს დედა აფეთქებული კარი სანამ შემოვამტვრიე - უკვე სიბრაზე ერეოდა დადიანს, - ვაჩე არ მინდა შენთან საუბარი მარტო დამტოვე გთხოვ - ტირილ ნარევი ხმით გავძახე დადიანს. - შენ რა ტირი? ნინე გააღე თორე მართლა შემოვამტვრევ ამ კარს - ვგრძნობდი ნელნელა როგორ ბრაზდებოდა ამიტომ ზედმეტი სცენები რომ ამერიდებინა თავიდან ცრემლები მოვიწმინდე და კარი გავუღე. - ვაჩე გთხოვ მარტო დამტოვე, რატომ არ გესმის? - ისე რომ კარში არ შემოვუშვი ვუთხარი დამშვიდებული ტონით თუმცა მივხვდი რომ ხმა ჯერ კიდევ მიკანკალებდა. - შენ რა იტირე? ნინე რატო მაგიჟებ მითხარი - კარი ბოლომდე გახსნა და ოთახში შემოვიდა. - მოდი და დაჯექი აქ - საწოლზე მიმითითა - ვაჩე გადი გთხოვ - ნინე ნუ მამეორებინებ ერთსა და იმავეს ათასჯერ, დაჯექი უბრალოდ რაღაცას გეტყვი და წავალ - მეც დავყევი მის ნებას და საწოლზე ჩამოვჯექი ის კი ჩემს წინ ჩაიმუხლა და შემომხედა - მისმინე წიწილა, მაპატიე ასე არ უნდა მეყვირა და არც ის სიტყვები არ უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან გავბრაზდი როც იმ ს...თან დაგინახე ასე ახლო... უბრალოდ ვერ ავიტან რო ვინმე ზედმეტად შეგეხოს და მითუმეტეს კლუბში გაცნობილი ა...რი. - ახლა კარგად მისმინე - სიტყვა გავაწყვეტინე ვაჩეს - ჯერ ეს ერთი ბოდიშის მოხდა საერთოდ არ გამოგდის და მეორე მათე კლუბში გაცნობილი ა...რი არ არის როგორც შენ მოიხსენიე, ის ჩემი და ტასოს მეგობარია უკვე ორი წელია და შენ საერთოდ არ გქონდა იმის უფლება რო ასე ცხოველივით მოქცეულიყავი... მესმის რომ ჩემზე და ტასოზე ზრუნავ მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოგდის ვაჩე გესმის? არ შეიძლება ყველაფერს ყვირილით ბრაზით და მუშტებით აგვარებდე... და ხო შენმა უსაფუძვლო სიტყვებმა ძალიან მატკინა გული შენგან ასეთ რამეს არ ვიმსახურებდი ახვლედიანო - ბოლოს მაინც გავტყდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი... ვაჩე კი ისევ იმ პოზაში იყო და ამღვრეული თვალებით მიყურებდა... - მართალი ხარ - ეს თქვა და ცერა თითით ცრემლი მოწმინდა - გთხოვ პატარა ნუ ტირი რა, მაპატიე ხო იცი რო ზოგჯერ ძალიან უკონტროლო ვხდები... ნინე ძალიან გთხოვ მაპატიე - ვუყურებდი მის ტკივილნარევ ხმას და ამღვრეულ თვალებს - უბრალოდ ვერ ვუყურებ სხვა როგორ გეხება. - ვაჩე ყვირილი და ჩხუბი გამოსავალი არ არის... და რას ქვია ვინმე რო მეხება შენ რა აპირებ მამრობითი სქესი საერთოდ გააქრო ჩვენი არეალიდან? ნუ გავიწყდება რო მაქვს უფლება მქონდეს ურთიერთობები და მყავდეს მეგობრები - ნინე რომ ვამბობ რო ვერავინ შეგეხება იმას ნიშნავს რომ ვერავინ შეგეხება და გთხოვ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს ახლა და დამშვიდდი პატარა. - ხელის გულებით შემიმშრალა ცრემლები და წამოდგა - მოდი გთხოვ ახლა ჩამეხუტე და შევრიგდეთ კარგი? - ხელები გაშალა და ჩასახუტებლად გამოიწია. მიუხედავად იმის რომ ვაჩეს ჩახუტება ყველაფერს მერჩივნა ახლა მასზე ნაწყენი ვიყავი და ასე უბრალოდ ვერ დავივიწყებდი ყველაფერს... ასე რომ წამოვდექი ვაჩეს გვერდი ავუარე და კართან შევჩერდი. - ვაჩე დაღლილი ვარ და დასვენება მინდა გთხოვ მარტო დამტოვე - ნინე კაი რა პატარა ბოდიში ხომ უკვე მოგიხადე ნუღა მიბრაზდები, ისედაც ცუდად ვგრძნობ თავს რო ასე გიყვირე და ჩემს გამო იტირე... უბრალოდ დავივიწყოთ და შემირიგდი წიწილა - ვაჩე უბრალოდ ვერ დავივიწყებ გესმის? ისეთი სცენები მომიწყვე, რასაც არ ვიმსახურებდი და მეორე ასე აპირებ საქმის მოგვარებას ვინც შემეხება? - ნინე ახლა ნუ გადამიყვან ჭკუიდან გითხარი უკვე რომ ვერავინ შეგეხება და დაიხურა ეს საკითხი. - ვაჩე ერთი მიზეზი მითხარი რატო? - მიზეზი? ამას მიზეზი უნდა ნინე? არავის მივცემ უფლებას შენ და ტასოს ზედმეტად შემოგხედონ გასაგებია? - ხმა ისევ გაუმკაცრდა დადიანს და ვატყობ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდით. - მისმინე ვაჩე და კარგად დაიმახსოვრე შენ შეგიძლია მზრუნველობა გამოიჩინო როგორც უფროსმა ძმამა მაგრამ ნუ გავიწყდება რომ მე და ტასო პატარები აღარ ვართ და უფლება გვაქვს გვყავდეს მეგობრები ვისთანაც ვიცეკვებთ და გავერთობით. ან საერთოთ შეყვარებულები. - ბოლო სიტყვები უკვე ვიყვირე და მაშინვე ვინანე როცა დადიანის თვალებში ცეცხლი დავინახე. ჩვენს შორის მანძილი შეამცირა კარი ერთი ხელის კვრით მიკეტა და წამში აღმოვჩნდი კარზე აკრული და ვაჩეს მკლავებს შორის გამომწყვდეული. - ნინე ჩემს მოთმინებას ნუ ცდი იცოდე - გაავებული თვალებით შემომხედა და კიდევ უფრო მომიახლოვდა ისე, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი - კარგად დაიმახსოვრე პატარა, ჩემს საკუთრებას ვერავინ შეეხება - ყურთან ჩამჩურჩულა და ოდნავ უკან დაიხია -შენ კი უკვე დიდი ხანია ჩემი საკუთრება ხარ - ახლა უკვე თვალებში მიყურებდა - კარგად დაიმახსოვრე პატარა შენ ჩემი ხარ და მარტო მე შემიძლია შეგეხო ეს კარგად დაიმახსოვრე - სიტყვების გააზრება ვერ მოვასწარი ისე დამეძგერა ტუჩებზე და მთელი ვნებით დამიკოცნა ჯერ ზედა მერე ქვედა ტუჩი - ამ წუთიდან კარგად დაიმახსოვრე პატარა ქალბატონო შენ ჩემი ხარ. - ყელზე სველი კოცნა დამიტოვა და დამტოვა ოთახში დადუმებული და სრულიად არეული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.