შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 1)


15-05-2020, 00:07
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 674

თავი 1

თითოეულ ადამიანში სახლობს დემონი, მთავარია შენში იგი გააღვიძო... ზოგჯერ ისინი არასასიამოვნო მომენტში გვატყდებიან თავს და უმეტესწილად კი სრულიად ნაცარტუტად აქცევენ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას.
ცა ჩამობნელებულია, იმის მიუხედავად, რომ უკვე დილის რვა საათია. თვალებს გაფაციცებით ვახამხამებ და ვცდილობ საკუთარი „მე“-ები გონებაშივე მივაყუჩო. ისინი არ ცხრებიან... ყოველთვის ჩემი ნაბიჯებით საზრდოობენ.
ახლაც გონების ნაპრალიდან მოგონებათა კაეშანი მახვევია, რომელიც ნელი ნაბიჯებით ხურავს შინდისფერ რკინის კარებს და ამღვრეული თვალებით ჩემი სხეულისკენ იღებს გეზს. ისინი მე მგვანან. ჩემსავით ატარებენ უცხო ნიღაბს, რომლებიც მათ სულს უწვავთ.


რუსთაველის ქუჩაზე ხმაური ატყდა. შიგადაშიგ იარაღის გასროლის ხმაც გაისმა...
- ამას არ შეგარჩენ, ს***! როგორ გაბედე, ჩემი ქალიშვილისთვის ხელის ხლება? პედოფილი ხარ ბო*იშვილო?!- შორიდანვე ისმოდა ხანშიშესული მამაკაცის ელდანაცემი ხმა, რომელიც ემოციების გადამკიდე სრულიად ჰქონდა დაბინდული გონება. ზოგჯერ დგება ისეთი მომენტებიც, როდესააც ქმედება წინ იჭრება, ვიდრე რეალური ჰუმანური მიზნები, თუმცა როგორც კი შენს ოჯახის წევრებს ექმენა საქმე უკვე ყველაფერი დავიწყების ფერებს იძენს... გავიწყდება ჰუმანურობის მცნებაც, ადამიანობას და უმეტესწილად ღირსებაც კი.
ხალხი ჯგროდ მოგროვებულიყო ხანშიშესული მამაკაცის გვერდით. რკალისებრადაც განლაგებულიყვნენ. შიგადაშიგ აღელვების ტალღა გადაირბენდა-ხოლმე მათ უცხო სახეებზე, თუმცა ქმედებით არაფერს არ ახორციელებდნენ. თვალებს არ აცილებდნენ თუ როგორ უსწორდება მამაკაცი ძირს მწოლიარე ახალგაზრდას, რომელიც მთელი ძალით არტყამდა ბიჭს შიგ კუჭის თავში.
ბიჭი ხმას არ იღებდა...
ხანშიშესულ კაცს კი მრისხანებისგან სრულიად ჰქონდა სახე გალურჯებულ-გაყვითლებული. ასე მეგობა, რომ სადაც იქნებოდა გულიც აერეოდა.
- ამ უსინდისომ საკუთარი თექვსმეტი წლის ქალიშვილი გამიუპატიურა...- ზიზღნარევი ტონით აღმოთქვა მან.- იცნობდეთ ამ ადამიანს, რადგან დარწმუნებული ვარ ასეთ ქმედებას კვლავ განახორციელებს. ყველაზე საზარელი კი იცით რა არის? ეს ს*** აქვე გასართობ ცენტში მუშაობს... ბავშვების გარემოცვაში!- აუწყლიანდა მას თვალები.
ხალხი ყველა იმ გინებას ამბობდა, რაც კი ენაზე ადგებოდათ. ბიჭს ზედ შედგნენ და თვითონაც დაუწყეს სახის მეტად გალამაზება. უცხო ახალგაზრდა არაფერს არ ამბობდა... ალბათ თავი სიზმარშიც კი ეგონა.
- ბატონო, ამ ადამიანს ამ უბანში ფეხი აღარ დაედგომება!- ომახიანად წარმოთქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

ადამიანი ყოველთვის საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად იბრძვის, თუმცა უმეტესწილად იმას ვეღარ ხვდებიან თუ უშუალოდ, როგორ ანგრევენ თავიანთი გადადგმული ნაბიჯებით სხვის ცხოვრებას.
საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი ტაბუდადებული საკითხი, რომელზედაც საუბარს თითოეული ადამიანი გაურბის. მშობლები დაბადებიდანვე ულექავენ შვილს, რომ ქალი გათხოვების დროს უმწიკვლოდ უნდა ჩაბარდეს ქმარს... და რომ არ არსებობდეს ასეთი მენტალური აზროვნება განა ამდენი ადამიანი იქნებოდა სუიციდის მანიით?
სწორედ ზემოთხსენებული ტაბუდადებული საკითხი ანგრევს ნაადრევად ძალადობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას. უჩნდება სუიციდური აზრები და უკვე ძალიან ცოტაღა რჩება ამ ფიქრებმა რეალობის ფრთები, რომ შეისხას.
ახლაც კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ახალგაზრდა გოგო ქუჩაში სამმა ბიჭმა გააუპატიურა... სწორედ გოგონას გონებაში ჩალექილი მამის სიტყვები გახდა მიზეზი, რომ ამ სამყაროს ჩამოშორდებოდა. იგი ფიქრობდა ამის შემდგომ აღარავინ აღარ შეიყვარებდა...
- მამა, დაუშვათ გითხარი, რომ ქალიშვილი არ ვარ... რა რეაქცია გექნება?- ვკითხე ერთ დილას მამას, რომლის შემდგომაც სახეზე გაოცების ნაპერწკლები დაემჩნია.
- შენ რა გინდა თქვა, რომ ქალიშვილი არ ხარ?- თვალები მოჭუტა მან.
- არა, ამას არ ვამბობ, მაგრამ ვერ ვხვდები თუ სიყვარული დასაშვები და ნორმაა, რატომ არ შეიძლება იმასთან გაიყო სარეცელი ვინც გიყვარს?
- რადგან შესაძლოა იმ ადამიანმა ნაგავივით მიგაგდოს, რადგან საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილა... რაც უფრო მიუწვდომელია კაცისთვის ქალი მით უფრო დაფასებული ხდება მის თვალში.- მტკიცე ტონით წარმოთქვა მამაჩემმა ეს გაცვეთილი სიტყვები, რომელიც ვგონებ თითოეული ადამიანისთვის ძალიან ნაცნობია. ალბათ ჯერ კიდევაც ფიქრობდა დიმა, რომ ეს თემა იმის გამო ჩამოვაგდე, რადგან ქალიშვილი არ ვარ.


***
ამ ფიქრებით შეპყრობილმა ვერც კი გავაცნობიერე, როგორ მოვხვდი უნივერსიტეტის შესასვლელში, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთში ირეოდნენ. ჩემს დანახვაზე ჩემი ახლო მეგობარი- ნოა მომიახლოვდა, რომელსაც როგორც ყოველთვის ტყავის ქუდი ეხურა, მოტკეცილი ჯინსი და ისეთი მაისური, რომელიც მის სხეულის ნაკვთებს კარგად უსვამდა ხაზს.
- ნეტავ იცოდე რა ბიჭი ავაგდე!- აღტაცებით წარმოთქვა მან.
- ისევ ახალი? გაფიცებ, არ მეგონა, ამდენი გეი ადამიანი თუ არსებობდა.- ჩამეღიმა უნებურად.
- დღეს საღამოს წვეულებაზე გაგაცნობ. იცოდე თვალი არ დაადგა.
- ისედაც იცი, რომ ამას არც ვაპირებ.
- შენ ისევ მარტო ხარ?
- რა თქმა უნდა.
- ხოდა დროა ეს გამოასწორო.
- ეს როგორ? მაჭანკლობასაც მოჰკიდე ხელი?- მთელი სხეული ამტკივდა სიცილისაგან.
- ჩემს ბიჭს კარგი ბიჭი მოჰყავს. უარი არ მიიღება.- თქვა და ლექციის დარბაზში შევედით.


- ნეტავ ევა თუ ხვდება, რომ ასეთი ძალით ტუჩების დაპრუწვა საშინლად არ უხდება?- თვალები გადაატრიალა, ნოამ.
- კაი ნუ ეკიდები, რა.- მუჯლუგუნი ვკარი და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო.
- შენც ახლა ძაან არ გაინტერესებდეს ამ ქალის საუბარი.
- რომ არ მაინტერესებდეს ფსიქოლოგიურსაც არ ავირჩევდი! ახლა კი მოკეტე, ნოა!

ლექცია არც ისე ცუდად წარიმართა, როგორ ნოა იუწყებოდა. ქალბატონი ნუნუ გაფრინდაშვილი სხეულის მიმიკებზე გვესაუბრებოდა... ახლა კი ვცდილობ ლექციაზე მყოფი თითოეული ადამიანის ქმედებას ფარულად დავაკვირდე. ვცდილობ, რომ ისინი გავშიფრო.
- თოკოს შეხედე, ნოა! ის ნერვიულობის ფონზე თითებს ისრესს. სახის მიმიკებითაც შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ დღეს ქალბატონ ნუნუს არ უსმენს. ის ჩვენთან არ არის... რაღაცაზეა ჩაფიქრებული. შიგადაშიგ ფარული ღიმილიც გადაეფინება, თუმცა მყისიერადვე შემდგომ იქუფრება მისივე სახე.
- შენ რა სულ გაუბერე?- ისეთი სახით შემომხედა, ნოამ თითქოს მის წინ ფსიქიკურად აშლილი ადამიანი იყო დამდგარი.
- შენ კი ამ ტუჩებჩამოშვებული მიმიკით მაგრძნობინებ, რომ ჩემი საუბარი საერთოდ არც კი გაინტერესებს. ასე არაა?- ნიშნისმოგებით შევხედე მას.
- სიმართლე უნდა გითხრა... შენგან საოცარი ფსიქოლოგი დადებოდა.
- მადლობა, თუმცა ეს უკვე ვიცი!- სწორედ ისეთი ღიმილიანი სახით შევხედე, რომ ჯოკერსაც კი შეშურდებოდა.


ლექციების დასრულების შემდგომ სახლისკენ ავიღე გეზი. ერთი სული მქონდა, როდის მოვწესრიგდებოდი და როდის წავიდოდი კლუბში. გართობა ხომ არასოდეს არაა გვიან.

***
კლუბში შესანიშნავი აურა ტრიალებდა. შემოსასვლელში ორ წყვილს შენიშნავდით, რომლებიც ერთმანეთს ეცეკვებოდნენ, ხოლო შიგადაშიგ ერთმანეთს ვნებიანი კოცნითაც ასაჩუქრებდნენ.
- მოხვედი?- ჩემს დანახვისას ცაში ხელები აათამაშა, ნოამ.
- როგორც ხედავ.
- ცეკვა გინდა?
- რა თქმა უნდა.

ჩემს გარშემო მყოფი გარემო ერთიანად შეიმკო სხვადასხვა ფერით. ვეშვებოდი ტექნოს რიტმებში, რომელიც ველურივით უყვებოდა ჩემს სხეულის ნაწილებს. გონება დაბინდული მაქვს... ფიქრებით კი ამ სამყაროდან ძალიან შორს გასული. უეცრად ზურგის არეში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობ... მინდა მივტრიალდე, თუცმა ფეხები მხოლოდ და მხოლოდ საცეკვაოდ არის გამზადებული... გონებას აღარ ემორჩილება. თავისი ნებით განაგრძობს სიამოვნების მინიჭებას.
- წამოდი...- წელზე ხელი მომხვია ბიჭმა, რომელმაც სულ რამდენიმე წამში მარტივად მოახერხა ჩემი სხეულის თავისკენ მოტრიალება. თვალებს თითქოს სულში მიფათურებდა და ერთიანად ცდილობდა ჩემი გონება მის სხეულს დაკავშირებოდა.
- წამოვიდე?- გავუმეორე მას, თითქოს ეჭვი მეპარებოდა მისი სიტყვების სიცხადეში.
- მოსაწევი მაქვს... ვიკაიფოთ მოდი.
- რა გაქვს?
- სიმართლე არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ საკაიფო რაღაცა ჩანს.- ალმაცერად შემომხედა და ქვედა ტუჩს მადისამღძვრელად შეახო თეთრი კბილები.
- არ ვიცი გენდო?
- ზოგჯერ ცხოვრებას უნდა ეკაიფო, საყვარელო!

ჩემი თითები უცნობის მაჯაში იყო შეზრილი. იგი წინ მიიწევდა. საპირფარეშოსთან შეჩერდა. ერთხანს გაფაციცებით ახამხამებდა წამწამებს. ვერ გადაეწყვიტა ქალისაში შესულიყო თუ კაცისაში.
- რომელში?
- ჩემთვის სულ ერთია.
- ჰმ... მომწონს თამამი გოგოები!- ისევ მისი მომაჯადოებელი ღიმილი.- შეგიძლია ალექსი დამიძახო.- და თვალი ჩამიკრა.

საპირფარეშოში დიდი ადგილი არ იყო, ამიტომ ალექსმა ნაჩქარევად ამოიღო ჩანთიდან მოსაწევი. ერთი განათების შუქზე თვალი შემავლო და კვლავ სასიამოვნოდ გამიღიმა. შემდგომ უცნობი სახელის მქონე მოსაწევი მომაწოდა. მეც ღრმა ნაფაზი დავარტყი.
- ჩემთვის ნამდვილი კაიფი ნარკოტიკია. შესაძლოა ორგაზმის დროს არ მივიღო ისეთი სიამოვნება, როგორსაც ახლა ვიღებ. შენთვის კაიფი რასთან ასოცირდება?- დაარტყა ღრმა ნაფაზი. სახეზე ეშმაკისეულად ლამაზი მიმიკები გამოესახა. სახე გამიოფლიანდა.
- კაიფი? არ ვიცი არ მიფიქრია ამაზე.
- კაი რა, საყვარელო... ჩემთან რამის გიტყდება?- აუკიაფდა თვალები მას.
- ირაკლი ჩარკვიანი ამბობდა, რომ „ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეშია“, თუმცა მის აზრს არ ვიზიარებ, ალექს... საზოგადოება არ გაძლევს საშუალებას, რომ ფხიზელი იყო. იძულებული ხდები მათ ამაზრზენ სახეს გაექცე და უბრალოდ იკაიფო... იკაიფო ნარკოტიკის დახმარებით და ეკაიფო ნიღბით მოსიარულე ადამიანებს. ამ დროს მგონია, რომ ღმერთი ვარ!- გამეცინა მეც. მან კი თავისი თითები სახეზე შემახო და სავსე ტუჩები ენის წვერით დაისველა.- გესმის? “crazy in love”- ს სიმღერა ჩართეს.
- იცოდი, რომ მოწევა ძალიან გიხდება?- მოულოდნელად წარმოთქვა მან და უფრო და უფრო მოიწია ჩემი სხეულისკენ. მოსაწევის დამსახურებით სრულიად მქონდა გამქრალი მორიდების გრძნობა. დაუოკებლად მინდოდა მისი ტუჩები შემეგრძნო... ვიცი მასაც სურდა... თან როგორ... ვნებათაღელვისგან თავი გვერდით გადავწეიე და ისე შევხედე მას.- ეს სიმღერა კი უფრო და უფრო მაგიჟებს... სულ „გრეის ორმოცდაათი ელფერი მახსენდება.“- ჩაიხითხითა მან...- გინდა არა? ვიცი ვგრძნობ...- ყურთან ჩამჩურჩულა მან... რის შემდგომაც სრულიად ცვარით დამეფარა ჯერ კიდევ ძალიან ჩვილი სხეული.
ალექსი ფეხებს განზე მაშლევინებს და ლავიწლის ძვლებს ვნებიანად კოცნის. ფეხებშუა სითბოს ვგრძნობ. სხეულის შიგნიდან რაღაცის დაკვრის ხმა მესმის...
უკვე ვეღარ ვხვდებოდი ალექსი თავისი ენის წყალობით სად მეხებოდა..
საპირფარეშო ქშენის ხმით ივსება...
ჩვენ ერთმანეთში ვართ...
- შენ ყველაზე დიდი კაიფი ყოფილხარ, თე....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent