ნოე ( თავი 3 ) 18+
*** - მარტოსული ადამიანი ყოველთვის მარტოა. განა გარეგნულად, არამედ სულიერად. შენი სხეული კანს წყდება და სადღაც შორს ცათა სასუფეველში იკარგება... უერთდება მარადიულ განსაცდელს და სულიერი სიმშვიდე წარსულის კვალს ეძლევა. შენი ცხოვრება შესაშური იყო, სხვისი თვალით, მაგრამ შენი ბედნიერების უპირობო მკვლელი, თავადვე გამოდექი. ნუთუ არ შეგიძლია ბედნიერი წამები დააფასო?! თუმცა რა მიკვირს... ნოემ ხომ გიღალატა... მორალი საშუალებას არ გაძლევს, რომ შეცდომა აპატიო. შენთვის მოღალატე კაცი, კვლავ მოღალატედ დარჩება. *** დავფიქრებულვართ იმაზე, თუ ღალატი როგორი ადვილია, ხოლო ურთიერთობის შენარჩუნება საკმაოდ რთული. როდესაც გიყვარს მისკენ იქნება მიმართული გემის იალქნები. არ შეუერთდება ზღვის ტალღებს და თავის ნაკვალევს გეზს არ უცვლის. და თუ შენი გზიდან მან გადაუხვია, ფაქტობრივად მა არც არასდროს უგრძვნია შენ მჲმართ ჭეშმარიტი გრძნობის მარწუხები. ღალატი მომაკვდინებელია. იგი ტყვიაზე სწრაფი და ხმალზე მჭრელია. ნოემბრის შემდგომ ხშირად მიფიქრია სიცოცხლის სუიციდთ დასრულებაზე. სიამოვნებას მანიჭებდა ის ფაქტი, რომ ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლით ბევრს ტკივილს მივაყენებდი... სიყვარული მანადგურებდა, მაგრამ ყველაზე მეტად გატეხილი გულის ნამსხვრევები მასახიჩრებდა. ვცდილობდი დაშლილი ოცნებების ნარჩენები, ხელის მაჯაზე, მოლურჯო ხაზის გავლით გადასულიყო... ვცდილობდი ფიზიკურ ტკივილს ემძლავრა ჩემში და სულიერი აპოკალიფსი ჩაექრო... მომენტალურად წარსულიც გაქრა... მანაც ზურგი მაქცია და სადღაც უსასრულობას შეერწყა. გულიდან კი ბლანტი სითხე იღვრება... სხეული გონების ბრძანებას არაფრად აგდებს და ბინდით მოსავს. ახლა სრულიად მარტო დავრჩი... მხოლოდ მე და სიკვდილის ბასრი კლანჭები, რომელიც თავის უფსკრულისკენ მქაჩავს... ვიცი, ბევრს თუ ვიფიქრებ მალევე გაქრება... მე კიდევ ვეღარ ვუძლებ ამ გაუსაძლის ტკივილს და მსურს, მალევე მომეხსნას გულზე ცივი ლოდი. ხელში გატეხილი გულის ნამსხვრევები მიჭირავს... იგი ისეთივეა, როგორც გამქრალი იცნებები... ნელ- ნელა კანის ზედაპირს უახლოვდება, მისი პირი და ვგრძნობ, როგორ ეწინააღმდეგება ჩემში მიძინებული, რომელიღაც ნაპრალიდან გამოსული ადამიანი. ფიქრის დრო არ არის... უკვე ბევრი მეტკინა... ცხოვრებამ ნეგატივის გარდა არაფერი მომიტანა. უბრალოდ მე ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე. შუშა კანს კაწრავს... შემდგომ იგი იხსნება და მიმალული ადგილიდან თავს ყოფს ღაჟღაჟა წითელი სისხლი, რომელიც გაჯერებულია ულევი ტკივილით. ჩემი ცხოვრება ხანმოკლეა... მე სიყვარულმა გამტეხა... მე სიყვარულმა დამაინფიცირა... მე სიყვარულმა გული ნაკუწებად მიქცია. თვალებს ნაცრისფერი ნაჭერი ეფინება... გული საგულეში ვეღარ ჩერდება... მაჯიდან გამოსული სისხლი არა და არ ჩერდება. თავის ტკივილი მატულობს და რამდენიმე წამში სრულიად ვითიშები. იმ წამს მეგონა, რომ ყველაფერი მართლაც დასრულდა და შინაგანად ვხარობდი. თვალების გახელისას ვიგრძენი, რომ იგი აქ იყო. მედიდურად იდგა თეთრი ოთახის შუაგულში და სახეზე სევდა შეჰპარვოდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მარტოსულობის კავალერს მრავლისმთქმელი ნაოჭები გასჩენოდა. მაგრამ კვლავ უწინდებურად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. სისხლი ერთიანად ადუღდა ჩემში, როდესაც იგი დავინახე... თურმე წარსულს უფრო ღრმა ფესვები ჰქონია ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე აწმყოს... მაგრამ თავს ვაიმედებთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ყოფას განვაგრძობთ. ჩემი უსულო სხეულის ნაწილი, წარსულის თითებში იყო შეზრდილი... მტკიცედ... დინჯად და მედიდურად განაგრძობდა, ჩემი სამყაროს წაკითხვას... შემდგომ ფიქრიანი თვალები მომაპყრო და სველი კოცნით დამაჯილდოვა. ვგრძნობდი მის ათრთოლებულ ბაგეებს, რომელიც გარეგნულად ძლიერი ელფერისა გახლდათ. მე გაუნძრევლად ვიწექი... თვალებდახუჭული მის სურნელს შევიგრძნობდი და ნეტარებას განვიცდიდი. - არასოდეს აღარ შემაშინო ასე, ანა... ისიც არ ვიცი უშენოდ რა ბედი მეწეოდა... - ნოესი მზარავდა... თურმე ჩემშიც სახლობდა მოღალატე სულის ადამიანი... ყველაფერი ჩემი ბრალია... - თითოეულ ადამიანში სახლობს მოღალატე სულის პატრონი... გასაკვირი არცაა ეს ყველაფერი. სანამ რეალურ სიყვარულს არ იპოვი, ყოველთვიდ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჩაანაცვლებს.. მთავარია მისი პოვნის შემდგომ, შენში ბოროტი სული ჩააძინო... დამარხო და გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცე. - ნოე მიყვარდა... - რა თქმა უნდა, გიყვარდა. მაგრამ ისე არა, რომ მისთვის მარადიული ცხოვრების კარი გაგეღო. ხოლო მე?! შეძლებ კი ოდესმე ჩემს გაშვებას? შეძლებ კი ოდესმე უკან მოიტოვო, ჩვენი ერთმანეთით მოწყურებული სულების წარსული? მე და შენ ორივე წარსულნი ვართ... სწორედ ამიტომ ვიზიდავთ ერთმანეთ. თვალების გახელისას ის უკვე აქ აღარ იყო... ზოგჯერ ეს ყოველივე საშინლად მზარავდა და ჩემში შიშის გრძნობას აღძრავდა. უცაბედად ჩნდებოდა მარტოსულობის კავალერი, ჩემს ცხოვრებაში და კვლავ მომენტალურად ქრებოდა. თურმე მართალი ყოფილა... შეუძლებელია შავი თვალების დავიწყება. თითქოს იგი სხეულში გიძვრება... მოტიტვლებულ სხეულს საბნად ეფინება. შიგადაშიგ თავისტკივილიც მაწუხებს. ასე მგონია, რომ სრულიად აფეთქდება იგი... თუმცა არ მზარავს... საამო გრძნობა ყოფილა, როცა მონატრებულ ადამიანს თვალებში ჩახედავ. ერთხელ გაბიმაც ამიშრიალა მოგონებათა ფოთლები. თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ თან სიამოვნებას განვიცდიდი. - სიკვდილი ძალიან ცივია, ანა... - მომიგო გაბიმ ამღვრეული ტონით. - ძალიან მენატრებოდი, გაბი... - ეს მონატრებაზე ბევრად მეტია... - მე... ძალიან მიჭირს... ვხვდები, რომ აწმყოს კვალი სრულიად დავკარგე და სადღაც შორს... სხვა სამყაროს ნაწილი გავხდი. - ეს ფსიქიკური აშლილობაა... როგორ დაუშვი ეს ყოველივე... არადა ძლიერი იყავი. - საკუთარი თავი გახრწნილი... მკვდარი... არარსებული მგონია... არაფერში გამოსადეგი და უსარგებლო... - შენ სიყვარულმა გაგტეხა, ანა... - იქნებ მე გავტეხე ეს ზღაპრული სიყვარული? და უეცრად გაბიმაც დამტოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.