შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (3 თავი)


15-05-2020, 10:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 934

მია ოთახში შეიკეტა, საწოლზე პირქვე დაემხო და ტირილს უმატა, ნატა კი
ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ვერ მოეფიქრებინა როგორ ემართლა დის ეს გამოხტომა
-კბილი სტკივა და...-გაუნათდა უცებ გონება და მაღლა ავიდა თავადაც-მია- ოთახში შევიდა დას თმაზე მოეფერა -გთხოვ თავი ხელში აიყვანე, ხოიცი მამა გაგიჟდება, მიდი ხელპირი დაიბანე და დაბლა ჩავიდეთ გავიგოთ რა უნდა
-ვეღარ ვუძლებ-ახედა დას ცრემლიანი თვალებით -რაუნდათ ჩემგან
-მიდი მიდი ადექი სანამ მარინა დაგვატყდა თავს, და მია ადგა თუარა საწოლიდან მარინაც შევარდა ოთახში
-შე ტუტუცო განებივრებულო, რა თავხედობაა? ბიჭი მოვიდა ჩვენს ოჯახში და ხმაც არ გაეცი ისე ამოვარდი ოთახში, გინდა კიდე ტელეფონი აგართვას ? და დედაშენს წაუკითხოს ლექცია? გინდა? დროზე ჩამოლაგდით და წესიერად დაელაპარაკეეთ ბიჭს-მარინა გავიდა
-რა ლმობიერია-გაოცდა მია
-იმიტო არ კივის რო ბექაა აქ მერე ნახე რას გვიზავენ, რომ წავა ეგ იდიოტი
-შენ არ ჩაერიო მთელი ოჯახი რომ დამიწყებს ჩხუბს, ხმაც არ ამოიღო ჩემ დასაცავად თორე შენც ზედ მოგაყოლებენ
-ვნახოთ აბა ჯერ რა იქნება-ნატას ძალიან უყვარდა მია და მასზე ასეთ ზეწოლას რომ ახდენდა ყველა ვერ იტანდა ამ უსამართლობას.
დაბლა ჩავიდნენ გოგონები და დივანზე დასხდნენ
-როგორ ხართ გოგონებო?-გაუღიმა ბექამ
-კარგად შენ?-ნატა გამოეპასუხა -
-კარგად-ბექა მიას მიაჩერდა
-მუშაობ?-ნატა მიასთან არ უშვებდა
-კი
-სად?
-მამჩემის ოფისში
-მაგარია-ნატა ბექას არ აშორებდა თვალს, რომელიც მიას არ აშორებდა მკვლელ მზერას
-აქ იმიტომ მოვედი რომ მინდა ვახშამზე დაგპატიჟოთ, უფრო სწორად მამას იუბილეზე, მთელი ოჯახი, ხვალ საღამოს რესტორან ,,თბილისში" გელოდებით ექვსზე
-მართლა?-მარინამ ვერ დამალა ემოციები-ყველას?
-დიახ მთელ ოჯახს
-მადლობა შვილო-გეგამ აღფრთოვანება დამალა, მაგრამ სახე გაუბრწყინდა, საუბარმა დიდხანს გასტანა ამ თემაზე, ნანაც გახარებული ჩანდა საქმის წინ წაწევით, მხოლოდ მია იჯდა გაბუსხულ
-ეხლა არ თქვა არ მოვდივარო თორემ ხოიცი-უჩურჩულა ნატამ
-არ ვიტყვი, დაიე ისე იყოს როგორც მათ სურთ-მია ადგა და გარეთ გავიდა რრომ სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა
-იმედია შენც მოხვალ-ბექამ დაუჩურჩულა ყურთან და მოულოდნელობისგან მია შეხტა
-ძალიან გინდა რომ მოვიდე?-მიამ ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს
-ძალიან
-მაშინ მოვალ
-შენთვის სიუპრიზი მაქ
-ჩემთვის?-გაიოცა დამცინავად მიამ
-მია არ გიხდება ეს თავხედი გოგოს თამაში, მე შენ იმიტომ შემიყვარდი რომ შენ სხვებს არ გავხარ-მია ვერ გაუძლო მის მზერას და შეტრიალდა და სივრცეს გახედა -ასე სასტიკად ნუ ექცევი
-შენ იმის მაგივრად ჩემთან მოსულიყავი და რამე აგეხსნა ჩემს მშობლებს მიადექი, მერეე შენებს და მაიძულებთ მივიღო ეს სიყვარული-თქვა მიამ გულჩაწყვეტით
-რამდენჯერაც ვცადე შენთან მოახლოება იმდენჯერ გამექეცი
-დდა შნც გადაწყვიტე ჩემი კუთხეში მომწყვდევა
-სხვა გზა არ დამიტოვე, უფრო სწორად ამგვარად ვცადე შენთან მოახლოება
-გგონია ასე შემიყვარდები? თუ შენი მიზანი მხოლოდ ჩემი დათრევაა-ახლა მიტრიალდა მისკენ გოგონა და თვალებში შეხედა, ბექა ცოტა დაიბნა
-მია გგონია გოგონების დასათერევად მამას ვიყენებ ან გოგოს ოჯახს? მე შენზე მართლა სერიოზულად ვფიქრობ, თან ძალიან ბევრს ვფიქრობ
-და მე თუ გეტყვი რომ არ მიყვარხარ და ვერ შეგიყვარებ ვერასდროს მაშინ რა მოხდება
-შემიყვარებ, დრო მოვა და შეგიყვარდები
-ეს მუქარაა თუ პირობა?
-როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე გაიგე-ბექა სახლში შევიდა და ისევ ყალბად მოირგო შეყვარებული დაბნეული ბიჭის იმიჯი. მია ეზოში ჩავიდა და სკამზე დაჯდა
-რა გითხრა?-ნატა გვერდით მიუჯდდა
-გარკვევით ამიხსნა რომ მის იქით გზა არ მაქ
-აუტანელი.
ლაშა რომლის ასავალდასავალი ოჯახმა თითქმის არასდროს იცოდა სულ თამუნას სოფელში იჩითებოდა, იქ ათენებდა და აღამებდა ფაქტიურად რომ როდისმე თამუნა დაენახა, მაღაზიაში მიმავალი ან სამსახურში მიმავალი, ან მომავალი, თუმცა ერთხელაც არ უთქვია გამარჯობაზე მეტი სიტყვა მისთვის, უბნის ბიჭებისგან არკვევდა რა ხდებოდა მის ოჯახში, რახდებოდა მათ ირგვლივ, ყველა ხვდებოდა რომ ლაშას თამუნა მოწონდა და ეუბნებოდნენ კიდეც დალაპარაკებოდა გოგონას, მაგრამ ვერ ახერხებდა გზა ეპოვა მასთან მისასვლელად. თან უარის ეშინოდა ისეთი მოღუშული და მკაცრი იყო თამუნა ერჩია შორიდან ედევნებინა თვალი მისთვის. თამუნამაც კი შეამჩნია, ინტუიციით იგრძნო, რამდენჯერმე ერთმანეთს შეეჩეხნენ მოსახვევში, მაგრამ ვერ დაუვა ის რომ შეიძლებოდა გეგას განებივრებულ შვილს თამუნასთანა უფერული და უღიმღამო გოგო მოსწონებოდა, ამიტომ მასზე ფიქრი ამოიგდო თავიდან და იმ ბიჭის შეყვარება გადაწყვიტა ვინც გააცნეს.
მია და ნატალი კაბებში გამოაწყო მარინამ, თმაც გააშლევინე და მაკიაჟის გაკეთების ნებაც დართო და ასე გაპრანჭულები მიაბრძანა რესტორანში, ბექამ რათქმაუნდა მია მიისაკუთრა ხელი ჩაკიდა და ნათესავები გააცნო, მია ძალიან გაბრაზდა მაგრამ ოჯახმა გააფრთხილა სახლში რომ წესიერად თუ არ მოიქცეოდა ქორწილის თარიღს დაგეგმავდა მალე. ასე კი საშვალება ქონდა უკეთ გაეცნო საქმრო და მისი ოჯახი. მიას ძალიან მობეზრდა ეს გაცნობა შექება, და ყალბი ღიმილი, მისდა საბედნიეროდ მალე მიუსხდა ხალხი სუფრას და ყურადღეება მისიდან ახლა ბექას მამაზე გადაიტანეს
-შენი საცოლე როდიდან ვარ-დაუჩურჩულა გაბრაზებულმა ბექას შუა ჭამის დროს
-აბა ვინ ხარ
-აქ მაგიტო მოგვიყვანე რომ...
-სწორედაც-ბექამ შეხედა გოგონას ღიმილით შემდეგ ადგა ააყენა და არბაზის ცენტრში გაიყვანა
-არ გაბედო-მიამ სახეში შეხედა სახეარეულ ბექას
-რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ
-შენი სიყვარული არაა საკმარისი
-შეგიყვარდები, შენც შეგიყვარდები, დრო გვჭირდება მხოლოდ
-ხელი გამიშვი-მიამ მის თითებს დახედა ასე ძლიერად რომ უჭერდა მხარზე
-მია-ბიჭმა ხელი გაუშვა და ცალ მუხლზე დადგა, გოგონას გული გაუჩერდა, სუნთქვა შეუწყდა, სისხლი გაეყინა ძარღვებში -ცოლად გამომყვები?-ბეჭედი ამოიღო და გოგონას გაუწოდა ,, არა არა მესიზმრება " მია გონს ვერ მოდიოდა, იგა და დასცქეროდა ბექას, სწყევლიდა თავის თავს რომ აქ მოვიდა, ხომ იცოდა, იცოდა რომ ასე მოხდებოდა, დედამ ჩააწვეთა, ოჯახი ბეჭედდს არჩევსო, მაგრამ მაინც მოვიდა, აქ მოვიდა თავის ნებით მოვიდა, ახლა გვიანია ფიქრი, ახლა ზედმეტია სიტყვები, მამა გააფრთხილა რომ ამ დღეს მათი ურთიერთობა გაირკვეოდა და ეს მისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო



№1  offline წევრი It’s olivia

აუ ძაან მაგარია და მალე დადე რა ახალი თავი❣️❣️❣️

 


№2 სტუმარი სტუმარი Nita

ველოდები მომდევნო თავს ☹️☹️

 


№3  offline მოდერი ნეაკო

It’s olivia
აუ ძაან მაგარია და მალე დადე რა ახალი თავი❣️❣️❣️

vecdebo xshirad davdo, mixaria rom mogwont

სტუმარი Nita
ველოდები მომდევნო თავს ☹️☹️

imedia mogewonebat

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Ყიფიანო დააავლე ხელი და წაიყვანე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent