შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი +18 #4

15-05-2020, 18:40
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 4 823

ნინო სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა, იმ წუთს ყავაც არ უნდოდა. სურდა ზურასთვის ის დამპალი თვალები დაეთხარა, ან ყელი გამოეჭრა და გონებაში არც ქეთის ტოვებდა დაუზიანებელს. მისაღები ოთახიდან სიცილი ესმოდა და უფრო აღიზიანებდა მის ტვინს. რამდენიმე წელი გასულიყო, რაც უმცროსი ნაკანი თვალით არ ენახა და არც ეკითხებოდა მეგობარს მის ამბავს, ასე ბევრად უფრო კარგად გრძნობდა თავს. შეგრძნებები გულს უღრღინდა ქალს და მარტოდ დარჩენილი თავს აგულიანებდა, რომ ზურა აეტანა. უნდა შეემცირებინა მათი ერთად ყოფნის დრო და თვალში არ მოხვედროდა ბიჭი, თორემ მერე საკუთარ თავს ვერ მოერეოდა. ამ ფიქრებში იყო, როცა ქეთის ხმამ გამოაფხიზლა:
- ნინო, მართლა კარგად ხარ? - მეგობარს მხარზე ხელი დაადო და გვერდით მიუჯდა.
- არ ვიცი, ქეთ. ცუდი სიურპრიზი იყო.
- არ მორჩები? ზრდასრული ქალი ხარ და შეგიძლია ის აკეთო, რაც გულით გინდა. არც ჩემი ძმაა პატარა ბიჭი. ნუ, კარგი, არის. - ამაოდ შეეცადა ქეთი ნინოს გამხიარულებას.
- სახლში მინდა წავიდე, ნაგავი ბიჭი ეგ! - უცებ აენთო ონიანი.
- მე მოგიყვანე აქ, რას აინთები ხოლმე? როგორი სამაგიერო გამოვიდა? - თვითკმაყოფილმა წარბები ასწია ნაკანმა.
- მისი და ხარ, საერთოდ რა უნდა გამკვირვებოდა შენგან? - შეუღრინა ქალმა.
- ნუ აჭარბებ, რა! აბა, ხურციას შეგარჩენდი, გგონია?
- რა დაგიშავა ასეთი? ზრდილობიანი, განათლებული, სიმპათიური, უცოლო კაცია.
- ნინო, შემოგცხებ - მეთქი! - უცებ გამოვიდა წყობიდან ცოტა ხნის წინანდელი ამბის გახსენებისას.
- წავალ მე, ხვალ მძიმე დღე მაქვს, ახალ საქმეს ვიძიებ. - ფეხზე წამოდგა ონიანი, მაგრამ მეგობრის ხელმა შეაჩერა.
- სად გარბიხარ? ხომ იცი, რომ დაცინვის საბაბს მისცემ?
- ისედაც არ შემიძლია მაგ ღლაპის ირონიის და სარკაზმის ატანა! - სახეზე წამოწითლდა ნინო.
- მეც ვერ გიტან შენ, მთელი ცხოვრება ყავას რომ მადუღებინებ, მაგრამ რამდენი წელია ვმეგობრობთ, ხედავ?
- ჩემი მიზეზი სხვაა, ქეთი.
- რა არის სხვა, ნინო? რატომ არ აძლევ თავს განტვირთვის საშუალებას? მოიხსენი ეგ დარდები და დაბრუნდი ძველებურად გამოცოცხლებული. ამ პატარა ბიჭმა როგორ უნდა დაგაგდოს ამხელა კდემამოსილება ქალი? - ნაკანი მეგობარს გულწრფელად ამშვიდებდა.
- ქეთ, მართლა წავალ, რა. ცუდ ხასიათზე დავდექი და თქვენც გაგიფუჭებთ განწყობას. იმ ველურს სხვა დროს მივხედავ! ჯერ რას ჰგავს, ვინ ჩააგდო იმ დღეში? - ერთი სული ჰქონდა, გაეგო რა სჭირდა ზურას და თვითონაც შემოელაწუნებინა, მაგრამ გული ეკუმშებოდა, როცა ასეთ დალურჯებულს ხედავდა.
- თუ გაინტერესებს, თვითონ ჰკითხე. - თვალები შეუჟუჟუნა ნაკანმა და ძმის დახმარებას შეფარვით ცდილობდა, რადგან ორივეს კარგად იცნობდა და იცოდა, არც ერთი იყო გულგრილი. ერთი მუდმივი ირონიით გამოხატავდა ამას, მეორე - გაქცევით.
- ორივე და-ძმა ერთმანეთზე უარესი დამპლები ხართ! წავედი ერთი!
- ონიანი, ყოველთვის ნუ გარბიხარ! - სამზარეულოს კართან მისული იყო უკვე, სიტყვები რომ დააწია ქეთიმ.
უკან შემობრუნდა ნინო, გაცეცხლებულმა გახედა მეგობარს, მაგრამ არაფერი უპასუხა, თვალებიც საკმარისი იყო სათქმელის გამოსახატად.
- რა კარგ ხასიათზე ხართ! - ჩაგესლა ქალმა მოკისკისე ლიკა და ზურა.
- დაბრუნდი? ყავა რომ გთხოვე? - წარბაწეულა ჰკითხა ზურამ.
- მივდივარ, შენს დას სთხოვე. ნახვამდის! - დივანზე დადებული ჩანთა აიღო ქალმა და გასასვლელი კარისკენ გაემართა.
- ნაბიჯი არ გადადგა, თორემ ცხოვრებაში ვეღარასდროს მნახავ! - წამოდგომას ეცადა ზურა და გამყინავი ხმა დააწია ონიანს. ლიკა და ქეთი გაჩუმდნენ, ერთმანეთს მისჩერებოდნენ გაფართოებული თვალებით.
მობრუნდა ნინო და ხმისაწევით უპასუხა ბიჭს:
- მემუქრები? კისერიც გიტეხია, ზურა ნაკანო!
- ნინო - მეთქი!
ონიანს სხეული უდუღდა. სიამოვნებას ჰგვრიდა ზურას განრისხებული სახის ყურება და აგიჟებდა ბიჭის კატეგორიული ტონი.
- რა გინდა, ადამიანო?
- სამზარეულოში გამოდი უსიტყვოდ, სალაპარაკო მაქვს შენთან.
- აქ მითხარი, არ მცალია შენთვის. - ფეხი არ მოუცვლია ქალს.
- ახლა საკმარისი ძალა არ მაქვს და ნუ მომატეხინებ დარჩენილ ათ მრთელ მალას შენი ხელში აწევით და გათრევით, რა. გამოდი - მეთქი! - სამზარეულოში შევიდა ზურა და მორჩილად, პატარა ბავშვივით უკან შეჰყვა ონიანიც. კარი მიხურა ბიჭმა და თვალით ანიშნა ნინოს ჩამომჯდარიყო.
- რა გჭირს, გოგო? რა ბავშვივით იქცევი? რამდენი ხანია არ გინახივარ, სულ არ მოგენატრე? - ხელებს შლიდა გაბრაზებული ნაკანი და ტკივილისგან სახე ემანჭებოდა.
- შენი სათამაშო არ ვარ, შენს ჭკუაზე მატარო და დამცინო! - თვალსმომდგარი ცრემლი ძლივს შეაკავა ქალმა.
- შენ მართლა გაგიჟდი, თუ რა ჯანდაბა გჭირს? ხუმრობა არ იცი? - დაძარღვული ლაპარაკობდა ნაკანი.
- რას ჰქვია ხუმრობა, ზურა? დაცინვას?
- ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო, გოგო!
- შენ ჯანსაღი არ ხარ, შემეშვი, რა. სახლში მივდივარ, საქმეები მაქვს.
- ჩემზე მნიშვნელოვანი, ნინო? - გაკვირვებულმა ჰკითხა ზურამ ქალს და ახლოს მიიწია ქალისკენ.
- ბევრად მნიშვნელოვანი! - კბილებში გამოსცრა ონიანმა.
- საკუთარ თავზე მეტად გიცნობ, გახსოვს?
- მეგონა, დაგავიწყდი ამ ხნის განმავლობაში.
- მე არასდროს არაფერი მავიწყდება.
ონიანმა სინდისის ქენჯნა იგრძნო და მიხვდა, ზურა მისთვის ძველი ამბის გახსენებას აპირებდა.
- არ გინდა, რა, ზურა, გთხოვ. - ნიკაპაკანკალებულმა მიმართა წინ მდგომ ბიჭს, რომელიც მათ შორის მანძილს ამცირებდა.
- რა, ნინო? შენი კარიერის გამო რომ მიმაგდე, თუ „პატარა ბიჭი ხარ“ და ასაკის გამო? - მაგიდას ხელებით დაეყრდნო ნაკანი და თვალებში ჩააშტერდა ქალს.
- შენ მართლა ფიქრობ, რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა?
- წარსულზე აწმყოსავით როდის მერეა ლაპარაკობ?
- კითხვაზე მიპასუხე, ზურა. - ხელებს ვერ აჩერებდა ნინო და ლამის თითებიც დაემტვრია.
- კი, მაშინ ვფიქრობდი. - ნაკანმა იცოდა, წარსულში ხსენება ორმაგად ატკენდა ქალს და ამიტომ წარმოთქვა ასე ხაზგასმით.
- და ახლა, ზურა? ახლა უნდა დამცინო და ყოველთვის გადამიარო? მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და რადგან ჩვენ ერთმანეთზე დამოკიდებული გავხდით, ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი კარგად გვექნებოდა. საბოლოოდ რა მივიღეთ? ადვოკატი ნინო, რომელმაც ათასი სიბინძურისგან უნდა დაიხსნას მის გვერდით მყოფი „გაფუჭებული“ მამაკაცი. ესაა ჩვენი ურთიერთობა? - ფეხზე წამოხტა და გაცხარებით მოლაპარაკე წინ დაუდგა ბიჭს.
- რაც „ჩვენ“ მოვრჩით, მეც მოვრჩი.
- რას?
- გადამეტებულ სუნთქვას, ნინო. ცალი ფილტვით არსებობაზე გაგიგია?
- რატომ მეუბნები ამას, რა დაგმართნია?
- ჩემზე მზრუნველი დედასავით ნუ იქცევი, რა. პატარა ბიჭი არ ვარ და რაც მინდა შენგან, დედობას ნამდვილად არ ჰგავს, ორივემ ვიცით. - ნაკანს თავბრუს ახვევდა ქალის სურნელი და როგორც ადრე, ახლაც ხარბად ისუნთქავდა გაბრუებული.
- რა გინდა, ზურა?
- შენ, ნინო, ვეღარ გაიგე? - სახე ახლოს მიუტანა და ცხვირით შემოიარა ონიანის ყველა ნაკვთი. საყვარელი ქალი ასე ახლოს, რა ხანია, აღარ ეგრძნო. ახლა კი, ყველაფერზე დანატრებული, საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა და ერთი სული ჰქონდა, მთლიანად დაჰპატრონებოდა მის სხეულს.
- მაინც არ მესმის შენი.
- შენ ის ვერ წარმოგიდგენია, ჩემნაირი დაუმორჩილებელი და მაოხრებელი ბიჭი როგორ უნდა გყავდეს გვერდით, როცა ეს შინაგანად არ გახასიათებს და გვერდით ვიღაც ჩამოყალიბებული ტიპი გჭირდება, რომელიც საყვარელი ქალის იმიჯს გაუფრთხილდება და პრობლემებს თავს არ მოახვევს. - ნერვებმოშლილმა ჩამოაყალიბა ვიღაცის ფსიქოტიპი ნაკანმა.
- კი, ზურა, ზუსტად ასეთი მჭირდება, მაგრამ მე მაინც შენ გიყურებ, შენკენ ვიწევი და აი, აქ ვდგავარ, ხომ ხედავ?
- რა დიდი პატივია, ნინო. დამწუხრებული ხარ ამით?
- არა, მე იმაზე ვწუხვარ, რომ პატარა ბიჭი მიყვარს, რომელიც ჩემი „მოსავლელია“.
- ვაა, რა სიმაღლეებზე ასულხარ შენ? ჩემგან თავისუფალი ხარ. - კბილებში გამოსცრა ზურამ და მაგიდაზე მუშტი დაჰკრა.
- არ გესიამოვნა? არც მე მომწონს შენი სითავხედე და ნეტავ, უფრო მეტად ეცემე ვინმეს.
- დაისვენებდი ასე?
- არ მითხოვია დასვენება, შენგან ნორმალური ადამიანის ჩამოყალიბებას ვითხოვ მხოლოდ.
- მე ასეთი ვარ, ნინო. სანამ თავიდან დავიწყებთ, ახლავე მოვრჩეთ იმიტომ, რომ ვერ გავხდები ის, ვინც გინდა ვიყო. - ნერვიულად გაეცინა ნაკანს და აცრემლებულ ნინოს თვალს არ აშორებდა.
- რამდენჯერ უნდა მატკინო?
- შენ გინდა ყველაფერს ვაკონტროლებდე.
- რა არის ამაში ცუდი?
- ის, რომ მე არასდროს შევიცვლები და თუ გიყვარვარ, გიყვარდე ასეთი.
- ზურა, მართლა ვერ იგებ რას ვამბობ? - სევდიანი ხმით უთხრა ნინომ ნაკანს და ხელის მტევანი ლოყასთან მიუტანა.
- მესმის ტო, როგორ არ მესმის, მაგრამ ეგრე არ იქნება, რა. შენ რას მთხოვ, იცი? ხვალ გავხდე ვიღაც პრინცი, მოვიწყო კარიერა და დაგიმშვენო გვერდი. როგორ გავაკეთო რამე მარტომ, თუ შენ ჩემ გვერდით არ იქნები? - თვალები დახუჭა და სიამოვნება იგრძნო, როცა ნინო სახეზე ეფერებოდა.
- შენ რომ არ იყავი, ძალიან ცუდად ვიყავი და დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ სამსახური მაძლებინებდა და ვცდილობდი გადატანას. არც ქეთი გახსენებდა, ამიტომ სადღაც ტვინის ბნელ კუთხეში „მიგაგდე“ და ყველაფერთან შეგუებას ვცდილობდი. - დანაღვლიანდა ქალი, მაგრამ ახლა ბედნიერებას გრძნობდა ზურას სიახლოვით.
- შეუძლებელია ტო, შენ მე გიყვარვარ.
- რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენ თავს?
- დედამოტ/ყნული წყვილი ვართ, რა არ მოგწონს?
- როდის შეგიყვარდი? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ონიანმა.
- პირველად რომ გნახე, თექვსმეტი წლის ღლაპი ვიყავი. ქეთიმ სახლში რომ დაგტოვა ჩემთან, არ გაუშვა სადმეო და სად ვიყავი წამსვლელი? ვიჯექი დებილივით და გიყურებდი. - გაეცინა ორივეს ძველი ამბის გახსენებაზე. ნაკანმა შუბლი მიაბჯინა ონიანს და ცხვირზე აკოცა, ქალს ხელი არ მოუშორებია მისი სახიდან.
- ცუდი ბავშვი იყავი, ისე მიყურებდი, თითოს რამე დამეშავებინოს და შემაშინე მაშინ.
- რამდენი წელი გავიდა, აზრზე ხარ?
- რვა წელი, მთელი რვა წელი პირველი შეხვედრიდან.
- და ბოლოს როდის გნახე?
- ორ წელზე მეტი ხნის წინ.
- ერთხელაც არ გაგახსენდი, ნინო?
- მინდოდა დამვიწყებოდი, მაგრამ...
- მაგრამ მაინც გიყვარვარ. - გაეცინა ნაკანს და ონიანის ტუჩებს მიუახლოვდა.
- ღლაპი!
- ნინო, უნდა გაკოცო და ისტერიკები არ მოაწყო. - დამთავრებული არ ჰქონდა ნაკანს სიტყვები, ქალის ბაგეებს გაშმაგებით ეძგერა. მონაცვლეობით უკოცნიდა და ცხელ სურნელს აფრქვევდა.
ქალიც არ შეყოვნებულა, კოცნაში დაუფიქრებლად აჰყვა და ორივე გრძნობდა ერთმანეთის სხეულის ტემპერატურას, რომელიც თანდათან მაღლა იწევდა.
რამდენი ხანია, ნაკანს საყვარელი ქალის გემო აღარ ეგრძნო და ახლა ადუღებულ სხეულს ვერ აჩერებდა, რადგან მის ქვეცნობიერს საშინლად უნდოდა იქვე გაეშიშვლებინა ონიანი.
ტუჩებიდან ქალის ყელისკენ გადაინაცვლა ნაკანმა და მაგიდაზე შემოსვა ნინო, თან დაიკვნესა:
- ოხ, ამ ძვლების დედაც, შენს ალერსს ვეღირსე და ახლა მტკივა მაინცდამაინც.
- ნუ თავხედობ, სირცხვილია. - აწითლებულმა უპასუხა ონიანმა მის ყელში ჩარგულ ზურას.
ბიჭს პასუხი არ დაუბრუნებია და თეთრი პერანგი სრულიად შეუხსნა ქალს, ყელიდან მკერდამდე ჩამოყვა და დახორკლილი, ცხელი კანის შეგრძნებამ სულ მთლად გააგიჟა.
- ზურა, ქეთი შემოვა. - ხმაჩაწყვეტილმა ამოთქვა ნინომ და იგრძნო, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო.
არც შეჩერებულა ნაკანი, პერანგთან ერთად ბიუსჰალტერიც მოაშორა ქალის სხეულს, კერტებზე წაეტანა და არც ახსოვდა გვერდით ოთახში მყოფი და. მკვრივ მკერდს ეფერებოდა და უკოცნიდა, ხმადაბალი კვნესა აღმოხდა.
- ვაიმე, ზურა!
არც ერთს შეეძლო ვნების მოთოკვა, მაგრამ ნინოს რცხვენოდა მეგობრის. მის სახლში მის ძმასთან ერთად სამზარეულოში ლამის სექ/სი ჰქონდა.
ზურა მუცელთან ჩასულიყო უკვე და ენას ჭიპის ირგვლივ წრეზე ატრიალებდა, მერე კოცნა განაგრძო და ყველა წერტილი შემოიარა.
- მაგიჟებ, ნინო. მართლა თავს მაკარგვინებ ტო.
- გეყოფა, დღეისთვის საკმარისია. დაიკმაყოფილე ჟინი? - სიცილით გააჩერა ქალმა ბიჭი და მაგიდიდან ჩამოვიდა.
- ასე როგორ მტოვებ ტო? არ გეცოდები? - თავი მოისაწყლა ზურამ და მოღუშული სახით გახედა.
- დააწყნარე თვითონ. - ბიუსჰალტერს იკრავდა ნინო, როცა სამზარეულოს კარზე დააკაკუნეს და ქეთიმ კარს იქიდან მოაძახა:
- მშვიდობა გაქვთ, თუ სისხლს ღვრით?
- დავაი ახლა აქედან, გამოვალთ. - მიაძახა ზურამ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ონიანისთვის და ისევ გამხეცებული უყურებდა მისთვის სექსუალურ სხეულს.
- ისე, მართლა დეიდად გეკუთვნი, არა, ზურა?
- ახლა გაიტლიკე ენად, ხო? გარბოდი, მახსოვს. ალქაჯი ხარ იმენა, დამტოვე ხახამშრალი.
- აღიარე, რამდენ ქალთან იყავი? - უკვე ჩაცმულა წარბისაწევით ჰკითხა ნინომ.
- ყველასთან, მაგრამ კიც მივარდებოდა. - ახარხარდა ზურა და შეფხიზლებულმა ახლა იგრძნო ძვლების ტკივილი. - ისე გამაბრუე, ტკივილი დამავიწყდა და ახლა ისევ გამახსენდა. - დაიწუწუნა ბიჭმა.
- ჯერ მაინც პატარა ხარ, დაიღლები. - ენა გამოუყო ქალმა და კარისკენ წავიდა.
- მაგ ენას მოგაძრობ, ონიანი. - ზურამ გასვლა არ აცადა, კარზე ააყუდა და კიდევ ერთხელ წაეტანა ქალის ბაგეებს, ნეტარებით დაუკოცნა. - ახლა წადი, კარგად შებრუებული ხარ. - წუთში კარისკენ შეაბრუნა და ზურგით მისკენ მოაქცია, წელზე ხელები შემოაჭდო. - ანდა, მოიცა ჯერ. - აწვალებდა ქალს და ბოლოს ყელშიც დაუტოვა სველი კოცნა, ყურის ბიბილოზე კბილებით მსუბუქად უკბინა. - ახლა ნამდვილად თავისუფალი ხარ, პატარავ. - კარები თვითონვე გაუღო და წინ გაატარა ვნებააშლილი ნინო, რომელმაც მოულოდნელად ხმადაბლა უთხრა:
- ნაკანო, ჯერ კიდევ არ ვიცი, ვინ ჩაგაგდო ამ დღეში და მაინტერესებს.
- მოიცა, რა, ახლა ამის დრო არ არის. - ხელი აუქნია ბიჭმა.
- ოჰ, დიდება თქვენ ხილვას. გვეგონა, რომ მოკვდით. - აღტაცებულმა აღნიშნა ლიკამ, როცა წყვილი მისაღებში გამოსული დაინახა.
ქეთი ჩუმად ფხუკუნებდა თავისთვის. ნინო ისეთი სახით გამოვიდა, მარტივად მიხვდა, რაც მოხდა მათ შორის და გაუხარდა კიდეც, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ მორიგდნენ.
- გაება მახეში ჩვენი ადვოკატი, ზურიკო? - ნიჟარაძემ ახლა ხმამაღლა დაიწყო სიცილი.
- ლიკა, ქეთი! - თვალები დაუბრიალა ონიანმა მეგობრებს.
- აბა, ისევ გეჩქარება სახლში? - დივანზე ჩამომჯდარმა ზურამ ჰკითხა და ხელით ანიშნა ნინოს მისულიყო მასთან.
- მაგ კმაყოფილ სიფათს მოგხსნი! - ონიანი ზურას ჩაგესვლაზეც გადავიდა და დაბღვერილი უყურებდა დანარჩენებს, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა.
- თავიდან ნუ დაიწყებთ, ყავას მოვადუღებ მე. - ფეხზე წამოდგა ქეთი და თვალით ანიშნა ნინოს და ლიკას უკან გაჰყოლოდნენ.
- ძალიანაც ნუ გამჭორავთ, სლოკინს დავიწყებ და თან ვჭირდები ნინოს. - სიტყვა უკან დააწია ზურამ და დივანზე წამოწვა.
ცოტა ხანში ტელეფონის ხმა გაიგონა, სამზარეულოდან გოგონების სიცილი ესმოდა. ხელი მაგიდისკენ გადასწია და ტელეფონი აიღო:
- გისმენ.
- გაუმარჯოს. გაქვს ძვლები ადგილზე, თუ დავამატოთ რამე გარნირად?
- ბრეგაძე! - ხმაზე იცნო და გულში შეაკურთხა. არ უნდოდა, გოგონებს რამე გაეგოთ.
- ამბის შესახსენებლად გირეკავ.
- დაგიბრუნებ - მეთქი, ასე უცებ ტრა/კიდან ვერ გამოვაძვრენ ახლა მაგ ფულს.
- ორი დღე დაგრჩა, ნაკანო, თორემ შენს შენს ძვლებს ძაღლებს მივუგდებ.
პასუხი ვეღარ დაუბრუნა ნაკანმა, ისე გათიშა ბრეგაძემ და ხმამაღლა გინებას მოჰყვა. ნერვები ყელში ასხამდა და საკუთარი თავის ცემა უნდოდა. რა უნდა ექნა, ვერ გაეგო. ისევ ქეთისთვის უნდა ეთხოვა დახმარება.
ამ დროს ქეთი და ლიკა ნინოს თვალებს უბრიალებდნენ და სიტყვებს პირიდან სტყავებდნენ სიმართლის გასაგებად. ქეთის ტელეფონი აწკრიალდა და სახელს რომ შეხედა, სამზარეულოდან მაშინვე აივანზე გავიდა.
- რისთვის მირეკავთ - აღებისთანავე სწრაფად ჰკითხა ნერვებმოშლილმა.
- მოგიკითხე, ლამაზმანო. მომენატრე.
- რა გულისამრევი ხართ! რა გინდათ? - ხმადაბლა ლაპარაკობდა ქალი, რათა ნინოს და ლიკას არ მოესმინათ. მოუსვენრად მიმოდიოდა წინ და უკან აივანზე.
- შენ ძმას ვალი შევახსენე, მეთქი - არ იეჭვოს რამე. ისე, მაგრად ტეხს, როცა დაზე ხარ დამოკიდებული. - ტელეფონს იქიდან იცინოდა ბრეგაძე.
- საკუთარ თავს მიხედეთ და ჩვენ მოგვეშვით, რა არ გასვენებთ? ხომ გადაგიხადეთ ვალი?
- ახლა სხვა მიზნები მაქვს.
- ჩვენ რა შუაში ვართ თქვენს მიზნებთან? შემეშვით, რით ვეღარ გაიგეთ, რომ თავი მომაბეზრეთ?
- „ჩვენ“ არა, უფრო კონკრეტულად - შენ. ჭკვიანად.
- კარგად ბრძანდებოდეთ! იმედია, ბოლო საუბარი იყო თქვენთან! - ტელეფონი გათიშა და ახლახან გაახსენდა, რომ იგივე შინაარსის სიტყვები უკვე მეორედ უთხრა ლევანს. მიხვდა, არ მოეშვებოდა ასე მარტივად, მაგრამ ვერ გაეგო - რას ითხოვდა მისგან.
სამზარეულოში შებრუნდა სახეაწითლებული და ეცადა, არაფერი შეემჩნია გოგონებთან, რომლებიც წვეულებაზე საუბრობდნენ.
- ქეთო, ხომ გახსოვს წვეულება, რომელიც ზეგ იმართება? - შეახსენა ლიკამ დაძაბულ და რაღაცაზე ჩაფიქრებულ მეგობარს.
- საქველმოქმედო, ხომ? კი, მახსოვს.
- იმდენი ხალხი იქნება, კი მეზიზღება ხმაური. - წუწუნით თქვა ნინომ.
- გეყოფათ ახლა, შამპანიურს მაინც დავლევთ ცოტას და განვიტვირთებით. თან თქვენთვის დიდებული პიანისტი - ლიკა ნიჟარაძე დაუკრავს. - კმაყოფილმა თქვა ქალმა.
- აუჰ, არ მყავდე ახლა შენც ხატია ბუნიათიშვილი, რა! - მეგობარს დასცინა ნინომ.
- მაგას მკერდი ხელს უშლის და კლავიშებზე ხელებს კარგად ვერ ამოძრავებს. მე კიდევ, ყველაფერი იდეალური მაქვს. - ენა გამოუყო ლიკამ.
- რას გაჩუმებულხარ, ქეთი? რა ელდა გეცა? - ჩაფიქრებული ნაკანი შეანჯღრია ონიანმა.
- რაო, რას ამბობდით?
- თავს იწონებდა ჩვენი პიანისტი და ცოტა მოვაჯინე.
ქეთის გაეცინა მეგობრების კინკლაობაზე და კვლავ ჩვეულ ხასიათს დაუბრუნდა, თავიდან ამოიგდო ბრეგაძე.
- ხურციაც იქნება მანდ, ქეთი. საერთოდ, ასე თუ ისე ყველა ნაცნობი მოიყრის თავს.
- მაგ კაცს ნუ მიხსენებ, ონიანო! კისერი გაქვს წასაგლეჯი, მაგრამ ჩემს ძმას რა ვუყო? თექვსმეტი წლიდან გელოდება ეს საწყალი. დაგადგათ საშველი, როგორც იქნა.
- უსაქმურები ხართ! თქვენი პირადი არ გაქვთ და მოინდომეთ ჩემის გაჩხრეკა ახლა, მომწყდით თავიდან. - მეგობრები დატუქსა ნინომ.
- დავიშალოთ, ხვალ არ მცალია და ზეგ გნახავთ წვეულებაზე. აბა, თქვენ იცით ახლა, კარგად „გამოიშმოტკეთ“ და გააგიჟეთ თბილისის საზოგადოება. - ფეხზე წამოდგა ლიკა.
- ნინო, ძალიან ჩახსნილსაც ნუ ჩაიცმევ, თორემ ზურა გაგფხრეწს. - ქეთიმ რჩევა მისცა მეგობარს.
- მაგას ვინ ეკითხება? ღლაპი. დაე, გაგიჟდეს! შენ ხურციაზე იზრუნე და აყრევინე იქ დორბლები.
- ვაიმე, გამასწარი ახლა!
სიცილით დატოვეს იქაურობა და ქეთიმ გოგონები გააცილა, ზურას დივანზე ჩასძინებოდა და გადააფარა, რომ არ შესციებოდა.
თვითონ სავარძელში ჩაჯდა და ახლა „სიყვარულის ორმოცი წესი“ დაიჭირა ხელში, გულს უთბობდა ეს წიგნი და ყველაფერ ცუდს ავიწყებდა, როგორც თვითონ ამბობდა. კარგა ხანი იყო, აღარაფერი დაეწერა უკვე და ენატრებოდა კიდეც კალმის ხელში დაჭერა, მაგრამ თმენით ელოდა მუზის დაბრუნებას.
მანამდე წიგნების კითხვით შეიქცევდა თავს. ასე ახასიათებდა, შესვენებას აიღებდა და შემდეგ, როცა წერას დაიწყებდა, ხელებს ვეღარ აკავებდა იმდენს წერდა.
დაახლოებით ორი საათი გასულიყო უკვე, როცა ზურამ თვალები გაახილა. ადრინდელთან შედარებით ოდნავ უკეთ გრძნობდა თავს.
- როდის წავიდა ნინო? არც გამიგია. - თვალების ფშვნეტით წამოიწია.
- კარგა ხანია, ჩაგძინებია შენ. - წიგნი გვერდზე გადადო ქეთიმ.
- იმან რომ დამირეკა, ვფიქრობდი და არც მახსოვს, როდის დამეძინა.
- ვინ დაგირეკა? - განგებ იკითხა ქალმა, თითქოს არ იცოდა.
- ბრეგაძემ. გამახსენა, რომ ორი დღე დამრჩა ვალის დასაბრუნებლად.
- რისთვის წამოიწყე ეს საუბარი?
- დაგიბრუნებ ტო, შენ თავს ვფიცავარ.
- რატომ უნდა დაგიჯერო, ზურა? როდის მომეცი საშუალება, რომ შენი სიტყვის დამეჯერებინა?
- კი მიტყდება შენი უნდობლობის. ნინოს გადაეცი, იტიროს ჩემს საფლავთან, თორემ საიქიოში ვიპოვი და ყელს გამოვჭრი.
ქეთი ფეხზე წამოდგა და ძილინებისა უსურვა ძმას. ისე მოიქცა, თითქოს არ ადარდებდა მისი პრობლემა და ზურას გულიც კი ატკინა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

***
წვეულების დილა რომ გათენდა, ზურამ ვაიბერში ნინოსგან მიიღო შეტყობინება, ფოტო იყო. რომ გახსნა, ელდა ეცა ჩახსნილ და ამოღებულ კაბაზე. ლამის ტელეფონში გაუვარდა ქალს. მაშინვე გადაურეკა და ყვირილი დაიწყო:
- რა არის ეს, გოგო? მიგიდია რაღაცა ნაჭრები პირველყოფილივით და ფარავ ერთ-ორ ადგილს.
- რა იყო, ზურა, რამ გაგაცოფა? წვეულებაა, სულ კოსტუმით და თეთრი პერანგით ხო არ ვივლი?
- რა იყო, გზაში რომ მოგქონდა, ძაღლი გეცა და შეგიჭამა კაბა? რას გიფარავს ეგ, ჩემ თავს გაფიცებ?
- ჰა-ჰა! მოკვდა იუმორი.
- იუმორი არა, მაგრამ შენ კი მოკვდები, თუ მიხვალ მაგ კაბით იქ.
- თორემ?
- არავითარი თორემ, ნინო. ჩემს ქალზე დორბლების ყრა სხვებისგან არ მსიამოვნებს, რამდენს მახსნევინებ?
- მაინც ამ კაბას ჩავიცმევ, ბედოვლათო, ამიტომ მშვიდად.
ზარი გაუთიშა ონიანმა და ზურა გამწარებული ღრიალებდა სახლში. ქეთი ოთახიდან გამოვარდა.
- რა ჯანდაბა გჭირს?
- აჰ, შენც უნდა გაიღლიტო ყველაფერი, ხომ? რატომ გინდათ თქვენი თავები დამახოცინოთ, გოგო?
- რას ბოდავ, ნორმალური თუ ხარ შენ?
- მეგობრები ერთმანეთს „უჯოკრავთ“ ნაჭრების მიფარებაში, იმენა.
- ვაიმე, ზურა! კომუნისტი! - ოთახში შევიდა და მზადება გააგრძელა ქალმა.
უმცროსი ნაკანი წინ და უკან დადიოდა ოთახში, დღეს ვალიც უნდა დაებრუნებინა და მის და ჭირად, ყველამ ახლა გადაწყვიტა ნერვების მოშლა. ვერ მშვიდდებოდა ბიჭი და გამწარებულმა ყვავილების ლარნაკი მიანარცხა კედელს.
ქეთი აღარც გამოსულა, მიეჩვია ძმის ასეთ „ხუშტურებს“.
- ყველაფერი დღეს უნდა მოხდეს, რა! - ერთხელ კიდევ დაიგრგვინა და სახლიდან გამოვარდა. ცოტა დაბეჟილობები ისევ აწუხებდა, მაგრამ ახლა აღარც კი ახსოვდა.
ბარისკენ წავიდა ტაქსით და გათიშვამდე თრობა გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ ეს მისი სიცოცხლის ბოლო დღე იყო.
ყველაზე მეტად დის გულგრილობა ანაღვლებდა და ფიქრობდა, რომ ქეთის ფეხებზე ეკი/და ერთადერთი ძმა. ამას დამატებული ნინო, რომელმაც არც იცოდა რა ელოდა მის საყვარელ მამაკაცს, მაგრამ სიმართლის თქმას ისედაც არ აპირებდა მისთვის ზურა. ყველაფერი გულზე უჭერდა და მალე ამოასხამდა ნაკანს. ყელში ძარღვები და ხელებზე ვენები გამობურცული ჰქონდა.
ბარში რომ შევიდა, მაშინვე ძლიერი სასმელი შეუკვეთა და გაუჩერებლად სვამდა. უკვე ტვინი არეოდა ამდენი ფიქრისგან. წუთი წუთზე ელოდა ბრეგაძის გამოჩენას, რომელიც ტვინს გაასხმევინებდა, მაგრამ არანაირი გზა არ გააჩნდა ვალის დასაბრუნებლად - არც სხვადასხვა ბანკიდან სესხი და არც მეგობრები.
- ძმაო, აღარ გინდა მეტი, გაითიშები. - ბარმენმა უთხრა ნაკანს და უკვე ვერც ერთს დაეთვალა მერამდენე ჭიქა იყო.
- დამისხი რომ გეუბნები! - ახალგაზრდა ბიჭს დაუყვირა ზურამ და თვალებარეულმა შეხედა.
ქაოსი იყო ნაკანის ტვინში და ვეღარაფერს გრძნობდა ბიჭი. ნინო არც კი დაინტერესებულა მისი ამბით, და გასართობად იყო წასული, ფაქტობრივად, სხვა არც არავინ ჰყავდა.
სწორედ ამ ფქირებში იყო, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო და უკან არც მოუხედავს, სიცილით თქვა გაბრუებულმა:
- მოვიდა ლევან მსაჯული.
- სადაა ფული?
- ტრაკ/ში.
- დაგბრიდავ, ნაკანო!
- დასაკარგი არაფერი მქონია, თურმე.
გულში იცინოდა ბრეგაძე, როცა ასეთ ნაკანს უყურებდა. არადა, არც არაფერს ერჩოდა, მაგრამ უნდა ემსახიობა ყველაფრის დასაჯერებლად.
- შენ ხელი მოისვი, რამე არ გქონდეს შიგ.
- აქვე გამასხმევინე ტვინი, თუ გინდა, რა. - მობეზრებულმა ნაკანმა ხელი აუქნია.
ბრეგაძემ ბარმენს ფული მიაწოდა, მკლავში ხელი ჩაავლო ზურას და გარეთ გაათრია. ერთი-ორი შემოარტყა, მაგრამ ძლიერადაც არა. თავისი ჰყოფნიდა იმ წუთებში ნაკანს.
- მტკივა ტო. - სიმწრის სიცილით იცინოდა მობლუკუნე ბიჭი.
- როდემდე გააგრძელებ ასე?
- წვეულებაზე წამიყვანე, ეგაა ჩემი ბოლო თხოვნა და მერე თუ გინდა, მთლად მგლებმა დამჭამონ.
- ახლა მძღოლად გინდა დამიქირავო? ფული აქეთ გაქვს გადასახდელი. - ქურთუკის საყელო ხელებით ეჭირა ბრეგაძეს და კბილებში გამოსცრა.
- ნუ აჩმახებ. ჩემი ფეხით მოგყვები მოსაკლავად, მეტი რა გინდა ტო? პროსტო იქ ჩემი საყვარელი ქალი და და უნდა ვნახო ბოლოჯერ, გამოვეთხოვები, რა. - გაიღრიჭა ნაკანი მიუხედავად იმისა, რომ არაფრის თავი ჰქონდა.
- წამოდი! - ხელი მოჰკიდა ლევანმა ზურას და მანქანაში ჩააჯინა. უფრო იმის გამო მიდიოდა, რომ ქეთი ენახა იქ, თორემ უმცროსი ნაკანი საერთოდ არ ადარდებდა. უცხო ქიმიას გრძნობდა ბრეგაძე მის მიმართ.

№1  offline მოდერი ანე ლაშხი

შეესიეთ, ხალხო! მთეეეელი 13 გვერდია. ♥️♥️♥️♥️♥️

№2  offline წევრი ვიპნი

ყველა ერთად წავიკითხე,ეს ბრეგაძე სიმართლე გითხრა თავიდან ერთი ქონიანი ,ტლოპინა მოხუცი მეგონა :) ვატყობ შევცდი და ველოდები ახალ ტანდემს, რაღაც უცხო და საინტერესო ჩანს ,წარმატებები ჩემო კარგო.❣️❣️❣️

№3  offline მოდერი ანე ლაშხი

ვიპნი
ყველა ერთად წავიკითხე,ეს ბრეგაძე სიმართლე გითხრა თავიდან ერთი ქონიანი ,ტლოპინა მოხუცი მეგონა :) ვატყობ შევცდი და ველოდები ახალ ტანდემს, რაღაც უცხო და საინტერესო ჩანს ,წარმატებები ჩემო კარგო.❣️❣️❣️

ვაიჰმეეე, რამდენი ვიცინეეე, ქონიანი და ტლოპუნა. მიშველეეეეთ!!! :დდდდდდდდ
უჰ, მაგან ისეთები უნდა დაატრიალოს, რაის ქონიანი? ჩემი ცეცხლიიი ეგა. :დ ♥️♥️ მადლობა ბევრი, ბევრი და სულ გამოჩნდი ხოლმე, ისე გამამხიარულე და თან მასიამოვნე. ♥️♥️♥️

№4  offline წევრი ვიპნი

ანე ლაშხი

რადგან გიპოვნე,აწი ყოველ თავზე იქნება ჩემი კომენტარი ❣️

№5  offline მოდერი ანე ლაშხი

უუუჰ, როგორ გამაბედნიერე უფრო! ♥️♥️♥️

№6  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ჩემი აზრით ბრეგაძე მიყვარს და მისგან ნათქვამი "ლამაზმანო" ხო საერთოდ მშოკავს ♡
ქეთის მაგივრად მე მივლის ჟრუანტელი :დდ
ერთი სული მაქვს შემდეგი თავი მალე იყოს ამათი შეხვედრა მინდა მე ^_^
აი სულ რა შეხვდნენ წინა თავში, მაგრამ ეგ შეხვედრაც ერთი დიდი "გადაფსიხება" იყო და უფრო მეტ ზეგადაფსიხებებზეც არ ვიტყოდი უარს
ამათგან ^_^

ნუ ზურა და ნინო ჩემი ბარტყები გახდნენ დღეიდან:D :*

პიანისტიც მომწონს და ველოდები მის პარტნიორსაც ^_^

პ.ს შენც მომწონხარ ♡♡
ასეთ საყვარლობა ისტორიას, რომ გვაზიარებ ^_^ :*

№7  offline მოდერი ანე ლაშხი

Tskrialashvili Mariami

ბრეგაძე მეც მომწონს, ჯერ არ მიყვარს, შეიძლება, კი შემიყვარდეს, თუ ჩვენს ქეთის არაფერს არ დაუშავებს და არ გაამწარებს, ვინ იცის. :((((( :დდდ ეგენი საერთოდ ფსიხი წყვილი არიან უკვე, რა, ჩემი ბადარები და ზიღუარულებიიი. ^_^
ზურამ ცოტა ჩაისვარა, მაგრამ... საერთოდ მთელ პერსონაჟებში მარტო ზურაზე მემართება ჟრუანტელი, ისე მომწონს. :დდდდ პიანისტის პარტნიორზე რა გითხრა, მაგაზე ნაღდად არ მიფიქრია, მაგრამ რა იქნება, ვნახოთ, ხურცია გამოდგეს მაგისთვის იქნება და შეეშვას ქეთის, არა? :დდდ
მოკლეეეთ, მესაც მოსწონხარ ძალიან და მადლობაო, ასე გადმოგცა. ♥️♥️♥️♥️

№8  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ნუ "გამწარებაში" გააჩნია რას გულისხმობ, შემდეგ თავებში გავიგებ მგონი ხო? :დდდ
ვიმედოვნებ რომ "დაშავებაში" მეტი მეტი თავი შეაყვაროსო ის იგულისხმე :დ
( აუუ ეხლა რომ არ იყოს, როგორიც მგონია მე ჩემი ბრეგაძე "თავს მოვიკლავ" :დდ არა მაინც მეყვარება მაგრამ მაინც )

აუუუ ხურცია არა რა :(
იმედია სხვა ვინმეს გამოაჩენ (აქ როგორც შენ იცი , იმას ვიტყვი და "გაკრეჭილი სმაილი "გამოაჩენთან" :დდ )

№9  offline მოდერი ანე ლაშხი

ვაიმე, რა საყვარელი ხარ. :დდდდდ ყველაფერი ჯიგრულად იქნება, მე მაგის ქალი ვარ? (გავიჭიმე!) ♥️♥️♥️♥️

ოპაააა....ააი, მოფრინდი და ამომიფრინე გული საგულედაან...ყოველ ჯერზე, მშოკავ, მაოცებ, მაგიჟებ და მაფსიხებ...რას მიკეთებ ქალააუუ??!!! სახეზე შემახმა ყველა ემოცია...არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონს ეს "ნაძირალა" ბრეგაძე, ზუკო ჰოო ვაფშე. მეკეტება იმენა და შენ ჰო ვაფშე, ვაფშე რაა:))))) ანუ, მეტი რა ჯანდაბა ვთქვა, აღარ ვიცი, გეფიცები...სიტყვები სადღაც გაქრა, ვეღარ ვპოულობ! მიყვარხარ შენი პერსონაჟებიანად დედამიწიდან, გალაქტიკამდე და იმის იქეთაც...<3<3<3

№11  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე

რააა ცუნამივით დამატყდები ხოლმე თააავს? შემოგრიალდები ჩემი არ იყოს მოულოდნელად და მერე მაყრი ამ ნაპერწკლებს, რომ მათბობ და მეც მაგიჟებ. ^_^ *-*
ჩემი ეგო არის უუუკმაყოფილესი და მიხარიხააარ, მადლობა და მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️♥️

№12 სტუმარი სტუმარი ქეთო

ჩემი გიჟი და გადარეული გოგოც მოსულააა :დდ
ზურას მაგივრად მე მტკიოდა გვერდები, გაუხმა ხელი მაგ ბრეგაძეს :დდ ეგ უზრდელი კაცი ეგა. ისე ვატყობ მაგი ჩვენს სინატიფე გოგოსაც გაგვიფუჭებს.
შენ კი როგორ მიყვარხარ არ იციიი

№13  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ქეთო
ჩემი გიჟი და გადარეული გოგოც მოსულააა :დდ
ზურას მაგივრად მე მტკიოდა გვერდები, გაუხმა ხელი მაგ ბრეგაძეს :დდ ეგ უზრდელი კაცი ეგა. ისე ვატყობ მაგი ჩვენს სინატიფე გოგოსაც გაგვიფუჭებს.
შენ კი როგორ მიყვარხარ არ იციიი

ქეთო, კაი სეხნია გყავს, ხომ? მაგრამ რას გააფუჭებს, ვინ იცის. :დდდ ცოდოა ბრეგაძეც, რა ექნა, ტარტაროზი ეგა. :((( მიხარია შენი გამოჩენა ყოველთვის, ოქროვ!!! ♥️♥️♥️♥️♥️

ანე ლაშხი
ლიკა ახრახაძე
ოპაააა....ააი, მოფრინდი და ამომიფრინე გული საგულედაან...ყოველ ჯერზე, მშოკავ, მაოცებ, მაგიჟებ და მაფსიხებ...რას მიკეთებ ქალააუუ??!!! სახეზე შემახმა ყველა ემოცია...არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონს ეს "ნაძირალა" ბრეგაძე, ზუკო ჰოო ვაფშე. მეკეტება იმენა და შენ ჰო ვაფშე, ვაფშე რაა:))))) ანუ, მეტი რა ჯანდაბა ვთქვა, აღარ ვიცი, გეფიცები...სიტყვები სადღაც გაქრა, ვეღარ ვპოულობ! მიყვარხარ შენი პერსონაჟებიანად დედამიწიდან, გალაქტიკამდე და იმის იქეთაც...<3<3<3

რააა ცუნამივით დამატყდები ხოლმე თააავს? შემოგრიალდები ჩემი არ იყოს მოულოდნელად და მერე მაყრი ამ ნაპერწკლებს, რომ მათბობ და მეც მაგიჟებ. ^_^ *-*
ჩემი ეგო არის უუუკმაყოფილესი და მიხარიხააარ, მადლობა და მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️♥️

მახარებს ხოლმე შენი გამოჩენა, მართლა. ასე ინტენსიურად, ჯერ ემოციები არ გამომიხატავს არც ერთ ისტორიაზე, მაგრამ ეს ისევ შენი ხასიათებისა და პიროვნულობის ბრალია. მადლობა შენ, რომ სულ გამაგიჟე ეს ფილარმონია ქალი sweat_smile sweat_smile გუდ ლაქ გურლ! heart_eyes

№15  offline მოდერი ანე ლაშხი

აი, აღარ ვიცი, რა გიპასუხო ხოლმე ისე მათბობ და ზღვა მადლობა ამისთვის! ♥️♥️♥️♥️

№16  offline მოდერი Lilian Clark

ამ ბრეგაძეს რა აქვს ჩაფიქრებული, ძალიან საინტერესოა. აქ მხოლოდ ვალის თემა არ არის, ჩემი ინტუიციით უცნაურად აეკიდა ნაკანებს.
სულ უფრო იძაბება ამბები და ვნახოთ, რას გვიმზადებ შემდეგ თავებში.
მოუთმენლად გელოდები heart_eyes

№17  offline წევრი ნანა73

ველოდი სიუჟეტის გამოკვეთას და აი ისიც. საინტერესოდ იკვეთება ურთიერთობები, ცოტა კი მეუხეშება ბრეგაძე,თუმცა ვნახოთ ვინ დგას ამ იმიჯის უკან. დამაინტერესა ქეთისთან რა მოხდება.
რაც მთავარია კარგად წერ, ველოდები გაგრძელებას. ❤️

№18  offline მოდერი ანე ლაშხი

Lilian Clark
ამ ბრეგაძეს რა აქვს ჩაფიქრებული, ძალიან საინტერესოა. აქ მხოლოდ ვალის თემა არ არის, ჩემი ინტუიციით უცნაურად აეკიდა ნაკანებს.
სულ უფრო იძაბება ამბები და ვნახოთ, რას გვიმზადებ შემდეგ თავებში.
მოუთმენლად გელოდები heart_eyes

ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ჩვენი ტარტაროზი. შენი გამოჩენა კი, ძალიან მახარებს, ლილიან და სულ თბილად გაღიმებულს მტოვებ ხოლმე. მე მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავზე შენს კომენტარს, მადლობა უღრმესი! ♥️♥️♥️

ნანა73
ველოდი სიუჟეტის გამოკვეთას და აი ისიც. საინტერესოდ იკვეთება ურთიერთობები, ცოტა კი მეუხეშება ბრეგაძე,თუმცა ვნახოთ ვინ დგას ამ იმიჯის უკან. დამაინტერესა ქეთისთან რა მოხდება.
რაც მთავარია კარგად წერ, ველოდები გაგრძელებას. ❤️

უუჰ, როგორ გამიხარდა ახალი მკითხველი და კარგი, თბილი და ტკბილი შეფასება. მადლობა გამოხმაურებისთვის. ვეცდები, ცეცხლი დავანთო და არ გაგაწბილოთ. :დ ♥️♥️♥️

№19 სტუმარი სტუმარი gvantsa

სასწაული ისტორიაა გავგიჟდი გადავირიეე : )) ზურა და ნინო აი ესეთი ცეცხლი წყვილი მაგიჟებენ სიყვარულები,მგონია რომ ქეთი და ბრეგაძე ბევრად უფრო ცეცხლი წყვილი იქნება ,ლიკასაც მინდა გამოუჩინო კაი ტიპი მის ნერვებზე კარგად რო დაუკრავს გადარევს და გააგიჟებს,ოღონდ ის იდიოტი მოაშორე ქეთის რო ეჩალიჩება ხურცია თუ ჯანდაბა : ((

№20  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი gvantsa
სასწაული ისტორიაა გავგიჟდი გადავირიეე : )) ზურა და ნინო აი ესეთი ცეცხლი წყვილი მაგიჟებენ სიყვარულები,მგონია რომ ქეთი და ბრეგაძე ბევრად უფრო ცეცხლი წყვილი იქნება ,ლიკასაც მინდა გამოუჩინო კაი ტიპი მის ნერვებზე კარგად რო დაუკრავს გადარევს და გააგიჟებს,ოღონდ ის იდიოტი მოაშორე ქეთის რო ეჩალიჩება ხურცია თუ ჯანდაბა : ((

ვაიიი, გვანცა, რა ტორნადოსავით შემოგრიალდი ამ შუა ღამისას? მეც მომწონს ეს ცეცხლი წყვილები ძალიან, მინდა გითხრა და ველოდოთ, რომ სასიკეთო ამბები გვექნება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც შეგვეფერება! :დ ♥️♥️♥️

№21  offline წევრი დარინა

მე რომ იცოდე სულ აქ ვიყავიიი ჯერ შორიდან ვუვლიდიი გმირებს ვაკვირდებოდიიი და ვიტჩევდი რომელს მივკედლებოდიიი :დ :დ :დ აი ძალიან ძალიან მომწონხარ ასეთი თამამი და გახსნილი რომ ხარ ჩვენთან მკითხველთან და გმირებთანაც, თან ისეთი თემა გაქვს ძალიან სენსიტიურია სულ მაინტერესებდა ამ დაავადების მატარებელი ადამიანები როგორ ცხოვრობენ და ებრძვიან დაავადებას, მეც კი ჩავეწერე ლევანის მხარდამჭერთა როგებშიიი :დ : დ ზოგადად ეს სახელიც მიყვარს პერსონაჟებეე, ხოდა ვნახოთ როგორ შეუტევს ჩვენს მწერალს, მიხარია აქ რომ ხარ და გვიზიარებ შენს ისტორიას, წარმატებები❤️❤️❤️

№22  offline მოდერი ანე ლაშხი

დარინა

დარინა, შენი სიცეცხლის ამბავი ჯგუფზე რამდენიმე პოსტიდან შევიტყვე და ვაღიარებ, კიდეც ველოდი როდის შემოგრიალდებოდი აქ კომენტარით და აჰა, დადგა ეს დიიიდებული დღეც. :დდდ
თავიდანვე რომ გამოჩენილიყავი, უფრო კაი მოტივაცია იქნებოდა, მაგრამ გპატიობ, როგორი კეთილი ვარ. :დდდ ^_^
მიხარია შენი აქ ყოფნა და აწი სულ დაველოდები, როდის შემოანათებ ხოლმე, რომ გამავსო და ამაბრდღვიალო. მადლობა და მადლობა! ♥️♥️♥️

№23 სტუმარი a.m

გიჟი ხარ! მეტს არაფერს გეტყვი ჯერ.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი თავისუფალი, გამართული და საინტერესო ისტორიის წაკითხვა.

№24  offline მოდერი ანე ლაშხი

a.m
გიჟი ხარ! მეტს არაფერს გეტყვი ჯერ.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი თავისუფალი, გამართული და საინტერესო ისტორიის წაკითხვა.

აუუუუ, ვინ ხააარ? რატომ არ გამოჩნდებიიიი? რას დამაინტრიგე და დამაინტერესე ეს ამხელა ქალი? °_° ჰუუუჰ, მადლობა დიიიდი და თბილი!!! კიდევ გამოჩნდი, იცოდე. ♥️♥️♥️

№25  offline წევრი we_are_onlyamoment

მიყვარს თავდაჯერებული და ხმაურიანი ადამიანები
მწერლები ხო საერთოდ.
უკვე ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიაზე.
მთელი შენი ენერგია და ქარბორბალა შიგ გაქვს თითქოს ჩადებული. ჩემი ქეთი მგონია რო ბოლოს ლევანთან იქნება...
წარმოვიდგენ და აი შოკი წყვილი პროსტააა....
რაც შეეხება ზურას, უბრალოდ ვგიჟდები
მაგიჟებს ეგ ბიჭი თავისი ხასიათით,
რას ღადაობდა რო სცემდნენ..!
რამე სერიოზული რო დაემართოს ხო საერთოდ მოკვდება სიცილით. მაგრაამ აი ეგ და ნინო ერთად....
აი წყვილზე წყვილა პროსტა
ჩემი იორდანე და ანეტა გამახსენა...აუუუ!
სულ მინდოდა რო კიდე დაეწერა ვინმეს ამ ქალით დიდ წყვილზე და უცებ ისე გამიხარდა ვერც კი წარმოიდგენ
მოკლედ აბა შენ იცი და არ დაგვიგვიანო ხოლმე
გელოდებით აქ ხალხი_საზოგადოება
წარმატებები

№26  offline მოდერი ანე ლაშხი

we_are_onlyamoment

შემობრჭყვიალდი, ლამაზმანო? ჰუ არ იყო, დარლინგ? დამტოვე აქ გაღიმებული. :დ ^_^ აუ, ხმაური და აურზაური მე რომ მიყვარს, ისე რავი, მაგრამ ცოტას მაჩუმებენ ხოლმე, თავი გვტკივაო, ამიტომ დავდივარ ჩემი საყვირით მისდღემჩი და ვყვირი, როგორც ყოველ დილით ჯართის მანქანაში მჯდომი გაბღენძილი ულვაშა. :დდდდ უუუხ, რა მომეწონა ეს ვარაუდები და დახასიათებები. ზურა არის ჩემი სიყვარული ბიჭი, რა! სიგიჟე და არაორდინალურობის პიკი ეგა! :დ ვილოცოთ, რომ ხვალ ჩემი დაქალები სახლში გავყარო ადრიანად და დავჯდე საწერად, მაგრამ გული მიგრძნობს, ვერ მოვიშორებ. :დდდდ მოკლედ, ვეცდები, მალე ვიყო, რა. შენ კიდევ მადლობა შემოგრიალებისთვის და გათბობისთვის! ♥️♥️♥️

№27  offline წევრი svien

oho es raiyo...magari xar❤male dade gtxov????

№28  offline წევრი haddes

ძალიან ძალიან მომწონს მალე დადე რა❤ ზურას და ნინოს წყვილზე ვგიჟდები უკვე❤ მაგრამ ვერ გამირკვევია ამ გოგოს გვერდით კაცი უნდა იყოს თუ არა :დ ძალიან მაგარი ხარ და ველოდები შემდეგ თავს❤

№29  offline მოდერი ანე ლაშხი

svien
oho es raiyo...magari xar❤male dade gtxov????

ახლა ცოტა ნასვამი ვარ, მაგრამ მაინც მესიამოვნა შენი სიტყვები და მთლად არეულადაც არ წამიკითხავს და მადლობა!! :დდდდ ♥️♥️♥️

haddes
ძალიან ძალიან მომწონს მალე დადე რა❤ ზურას და ნინოს წყვილზე ვგიჟდები უკვე❤ მაგრამ ვერ გამირკვევია ამ გოგოს გვერდით კაცი უნდა იყოს თუ არა :დ ძალიან მაგარი ხარ და ველოდები შემდეგ თავს❤

ანუუუ, ძალიან დიდი მადლობა შენც, რომ აქ ხარ და წამიკითხე. ყველა გავიგებთ, ვინ ვის იმსახურებს, რა თქმა უნდა. :დდ ვეცდები, მალე იყოს! ♥️♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent