შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 6

16-05-2020, 18:20
ავტორი Lilian Clark
ნანახია 3 495

***
-ისეთი კმაყოფილი სახე გაქვს, გეტყობა, შენებურ მასტერ კლასს ჩაატარებდი,- სახლში შესულ ნინაკას ცნობისმოყვარე მზერით მიადგა თავის და, რომელიც არფაზე დაკვრას მოსწყდა და ახალი ამბების გაგებას მოუთმენლად ელოდა.
ქალმა ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველი შევიდა ბინაში:
-არა, ბიჭო, თავს გავიბანძებდი.
-მომიყევი რა. როგორი გოგოა?-ცქმუტავდა დეა.
-სულელი არ ჩანს და თუ რამე, არც ლევანზე გადაისერავს ვენებს შენსავით. ცოტა ბობოქარი და დაუმორჩილებელი ხასიათის მომეჩვენა, აქეთ არ იხმაროს ეგ შენი ლევანი, -სამკაულები მოიხსნა, ხელში დაიგროვა და განაგრძო:- მაგრამ ასაკიდან გამომდინარე ცოტა გამოუცდელობა ეტყობა. კარგი ვიღაც ჩანს, საინტერესო და ეტყობა კიდეც, რატომ გააბა მახეში ის ბედოვლათი. მე კი ყველაფერი ვიღონე, რომ შემეშინებინა და ეჭვებითაც დავტოვე, მაგრამ ისეთი შებერტყილის ერთია, ბევრს იფიქრებს, გონებას მიაწვება და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც აწყობს.
-შენ რომ არ მიკბინო გველივით, არ შეგიძლია.
-იდიოტი ხარ. დამარწმუნე, ლევანი შენზე აფანატებდა და მეც ამიყოლიე, სტატიები სტატიებზე მაქვეყნებინე და მაპიარებინე. ვერ ვინელებ იმ ნაგავმა რომ მოგატყუა და ჩემი რედაქციის და ჟურნალის სახელი სათავისოდ გამოიყენა. ეგ ახალი გოგო თუ არ დაშორდა და ჩემი მცდელობით ლევან მდივანი არ გამწარდა, მინდა ისეთი რაღაც დამართოს, ყველა გულმოკლული ქალის ჯავრი ერთიანად იყაროს.
-რატომ ვერ ინელებ ლევანს? უცნაურად ამოიჩემე. კარგი, მე გასაგებია, ისევ მიყვარს და ვერ ვივიწყებ, მაგრამ შენთვის ხომ არაფერი დაუშავებია?
-დამიშავებდა და კარგ ჩიტსაც დაიჭერდა, მაგრამ იცის, ვისთან გაუვა და მხოლოდ იმათ იღებს მიზანში. ისე, ჩვენ რამ გაგვყო? მაინცდამაინც მე უნდა დავეტოვებინე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, რომ შური მეძია და კისერი მომეგრიხა მისთვის? არ გავახარებ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოვედები ეკალივით.
-რა ელაპარაკე იმ გოგოს? გეხვეწები მითხარი, რა.
-ცოტა დავაბნიე, შევაშინე და მაესტროს მიმართ ნდობა შევურყიე.
-ჰოდა, რა უთხარი? პლოცკოთი უნდა გგლიჯო სიტყვები?
-ისეთი არაფერი, ფანტაზიებში წავედი და მისტიკური ამბავი შევთხზი,- კვლავ ბოროტი ღიმილი აუთამაშდა და საძინებლისკენ გაემართა.
-ნინაკა,- დაუყვირა დამ და უკან გაჰყვა.
ქალმა ოთახის კარი მიიხურა და ჩაკეტა, აგრძნობინა, აღარაფრის თქმას არ აპირებდა.

***
უცნობ ქალბატონთან შეხვედრა და მისი ნაამბობის მოსმენა ნებისმიერს გაუჩენდა ეჭვს ლევანის კეთილსინდისიერებაზე. სწორედ ასე დაემართა სოფისაც. ახლად დაწყებული ურთიერთობა, რომელიც შემდეგ ფაზაში გადასასვლელად ძალებს იკრებდა, თითქოს ერთ ადგილას გაჩერდა და გაიყინა. ორჭოფობაში ჩავარდნილი სოფი ლევანთან მისვლას და დალაპარაკებას აპირებდა, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, არც მის ზარებს პასუხობდა.
-არ ხარ შენ დალაგებული. ჯერ მიზიდავს და მეტი ლევანი მინდაო, ახლა საერთოდ აღარ კითხულობ?
-რაც იმ ქალმა მითხრა, სიმართლე რომ აღმოჩნდეს?
-აღმოჩნდეს, ყოველ შემთხვევაში ის მაინც გეცოდინება როგორ ადამიანთან გაქვს საქმე -მართლა მოსწონხარ, თუ გატყუებს.
-მეშინია, რომ დადასტურდეს, ლევანს მართლაც რამდენიმე შეხვედრისთვის ვუნდოდი და სინამდვილეში ჩემი მუსიკალური კარიერა ცალ ფეხზე ეკი/და, ამას ვეღარ გავუძლებ, ილანა. ამდენის თავიც არ მაქვს.
-ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს დავასკვენი და გაგიგე, კიდევ ერთხელ დაწყობილი გეგმების აბურდვა აღარ გინდა, სულიერ და ფინანსურ სტაბილურობას ეძებ. ამიტომაც გადაწყვიტე ამ ყველაფრის გულისთვის ლევანისნაირ ჩამოყალიბებულ პიროვნებასთან დაგეჭირა საქმე, მაგრამ იმას ვერასოდეს გაგიგებ, რატომ აყოვნებ და არაფერს ეუბნები?
-ნუ შემაღონე, გთხოვ. აუცილებლად დაველაპარაკები, ოღონდ როცა ამისთვის მზად ვიქნები.
-იქნებ ეს ყველაფერი ერთი დიდი სიცრუეა და ის ქალი შენი კეთილის მსურველი კი არა, ლევანის მტერია? არ გიფიქრია?
-მიფიქრია.
-მერე?
-რა მერე?
-არაადექვატური ადამიანივით იქცევი და ცოტა მაშინებ. ეს რომ მე და ჩემს შეყვარებულს შეგვმთხვეოდა, რა სამი და ოთხი დღე? მაშინვე მასთან გავჩნდებოდი და ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებდი.
-საქმე იმაშია, რომ ის ქალი მატყუარას არ ჰგავდა, ან თუ იტყუებოდა, მაშინ მსახიობური ნიჭით დაბადებულა და ეგ არის! უფრო გაბოროტებულ ადამიანად მომეჩვენა, რომელიც პირადი ინტერესებით მოქმედებდა. მე კი არ მინდა, ცხოვრებისგან მორიგი დარტყმა მივიღო და რაც შეიძლება, დროს ვწელავ.
-მაშინ იყავი და ელოდე როდის მოვა თავად ლევან მდივანი შენთან, კვლავ გარდაცვლილ საცოლეს დაუწყებს ძებნას და ისევ ამოგაყოფინებს თავს სიცრუის სადგურში.
-გაჩერდი! ასე ნუ ამბობ.
-რა გჭირს შენ მართლა? ტვინი დაგიჩლუნგეს? მე ასეთ სოფის არ ვცნობდი.
-ახლა ჩემს გონებაში ყველაფერი ქარბორბალისგან ატრიალებულ დასახლებას ჰგავს, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ეხლება და ილეწება. შენც ხედავ, ბოლო დროს იმდენი რამ შემემთხვა, უკვე აღარ ვიცი ვისი და რისი ვიწამო. რომელია მათგან სიმართლე და რომელი ტყუილი. ყველაფერი ამოტრიალდა და თავდაყირა დადგა. გეფიცები, საწყის წერტილზე მინდა დავბრუნდე. აი, იქ, როცა კონსერვატორიის კონკურსისთვის გამოვდიოდი. რა მოხდებოდა, ყველაფერი რომ ისე ჩატარებულიყო, როგორც სამართალი მოითხოვდა? მაგრამ არა, იმ კონკურსზე სოფი მესხი გამოდიოდა და აუცილებელი იყო, უბედურება დატრიალებულიყო. კვლავ დაეწიხლა ბედს და გადაეარა უდანაშაულო და კარგ მომავალზე მეოცნებე გოგოსთვის, რომელიც გამარჯვების მისაღწევად თავს არ ზოგავდა. გაიხსენე მას შემდეგ კიდევ რამდენი უიღბლობა ვიწვნიე. ძალიან დავსუსტდი, ილ და როცა მშველელად ჩემს ცხოვრებაში ლევან მდივანი გამოჩნდა და ბოლომდე მას მივენდე, შეხედე რა დამემართა. ისევ წარუმატებლობის უფსკრულთან ვდგავარ.
-უკვე აღარც კი ვიცი რა ვთქვა, შენ ჩემი მოსაზრება იცი ამ საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენი შენთვის მომინდვია,- ხელი ჩაიქნია მეგობარმა,-ჰო, თუმცა,- რაღაცის თქმა დააპირა და დაფიქრდა, ღირდა თუ არა. ბოლოს მაინც სიმართლის თქმა ამჯობინა: - სანდრო ჩამოვიდა შვედეთიდან.
სანდროს ხსენებაზე სოფის გული შეეკუმშა და თვალები გაუფართოვდა:
-რა თქვი?
-ჰო, არ შემეძლო, დამემალა, მაინც გაიგებდი და აზრი არ ჰქონდა.
სოფისთვის ყველა პრობლემას ერთიანად გადაესვა ხაზი, ახლა აღარც ლევანი ადარდებდა და აღარც უცნობი ქალბატონის გამოჩენა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი, რომელიც მეგობარმა ამცნო. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ დაცემულიყო და კედელს მიეყრდნო:
-როდის ჩამოვიდა?
-ორი დღის წინ. დედაჩემმა მითხრა, უბანში შევხვდი და ორივე მოგიკითხათო. უთქვამს, ამ დღეებში შემეხმიანებოდა, ძალიან მოვნატრებივარ. ისე, მეც ძალიან მომენატრა ეგ ხიფათიანი, -ყურადღებით დააკვირდა მეგობრის რეაქციას.
სოფიმ ყელს მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა და დაბნეულობისგან თითების წვალება დაიწყო.
-კარგად ხარ?- შეფიქრიანდა ილანა.
-კი, მე არაფერი მიჭირს,- ძალით გაუღიმა და მოვარდნილი ემოციები, რომ დაეშოშმინებინა, ცივი წყლის დასალევად შევარდა სამზარეულოში.
-მართლა კარგად ხარ?- გაოცებული უყურებდა მეგობარი.
-ხომ გითხარი, რომ კარგად ვარ? რამდენჯერ გაგიმეორო?- წყრომით უპასუხა სოფიმ.
-რა ვიცი, ამ ბოლო დროს ბევრუცნობიანი განტოლებასავით დადიხარ. ვეღარ გამოგიცნობს კაცი.
სოფიმ მეორე ჭიქა ცივი წყალიც დალია, შემდეგ აივანზე გავიდა, როგორც სჩვეოდა, ძირს დაჯდა, თვალები დახუჭა და მოგონებებში ჩაიკარგა. ილანა მიუხვდა, რომ სანდროს ხსენება ძველი იარის გახსნის ტოლფასი იყო მისთვის და რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, აღნიშნულ პიროვნებას ყოველთვის ექნებოდა განსაკუთრებული ადგილი სოფის გულში. აღარაფერი უთქვამს, თავის ფიქრებთან დატოვა, მიხვდა, რომ ზედმეტი იყო და დაუმშვიდობებლად გავიდა ბინიდან.
სოფი დიდხანს იჯდა აივანზე. ფიქრს ვერ ეშვებოდა პიროვნებაზე, რომელიც მასთან ორწლიანი განშორების შემდეგ კვლავ საქართველოში იყო. სანდრო - ადამიანი, რომელიც თოთხმეტი წლიდან უყვარდა, უამრავი უმნიშვნელო დეტალი იცოდა მასზე და რომელთანაც ერთად გატარებული უთვალავი, ლამაზი დღე აკავშირებდა.
უცაბედად წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავარდა. დიდხანს იხეტიალა ფეხით და ვერცხლის ქუჩაზე, იტალიურ ეზოსთან გაჩერდა. შესვლა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა, მალევე გადაიფიქრა. სანდროს ოთახს ქუჩიდან ახედა და გულში საშინელი ტკივილი იგრძნო. ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას და რამდენიმე სახლის იქით ასწლოვან კიპარისთან გაჩერდა. ნელა შემოუარა და თითებით წლების წინ ამოტვიფრულ წარწერას დაუწყო ძებნა. შემდეგ მობილური მიანათა და სანდროს ხელით ამოტვიფრული „სოფი და სანდროს“ სიტყვების დანახვაზე უნებურად წამოუვიდა ცრემლები.

***
სახლში დაბრუნებულს ლევანი დაუხვდა სადარბაზოსთან. მამაკაცმა მისი დანახვისთანავე სიბრაზე ვეღარ შეიკავა და მკლავში სწვდა:
-რას ჰგავს შენი საქციელი?
-ხელი გაწიე!
-სად იყავი?
-ვსეირნობდი.
-ამ დღეებში რომ გირეკავდი, რატომ არ მპასუხობდი?
-მიზეზი მქონდა.
-რა მიზეზი?
-ეზოში აპირებ დგომას და საქმეების გარჩევას?- უდრტვინველად მიუგო და ლიფტის ღილაკისკენ გაიქაჩა, მაგრამ ვერ მიწვდა და თვალები დაუბრიალა: -კიდევ დიდხანს აპირებ ჩემი მკლავით ჭერას?
გაცოფებულმა ლევანმა ხელი გაუშვა და უკნიდან ამოუდგა. ბინაში შესვლისთანავე სოფი კედელს ააკრა და კბილებში გამოსცრა:
-გისმენ!
-ახლა დაწყნარდები, მისაღებ ოთახში შემომყვები და ყოველგვარი სიფსიხის გარეშე მე და შენ წყნარად დავილაპარაკებთ.
-მეკაიფები, თუ რა ხდება?
-შენ წარმოიდგინე, არა.
-რაშია საქმე?-ხმა აიმაღლა და ოთახში შეჰყვა.
სოფი დივანზე მოკალათდა, ფეხები შემოიკეცა და სერიოზული გამომეტყველებით გაუსწორა თვალები:
-იმ დღეს, როდესაც შენი სახლიდან მანქანით მომაცილე, სადარბაზოში უცნობი ქალი შემომყვა და შენზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა.
-ვინ უცნობი ქალი შემოგყვა, ან რა ინფორმაცია მოგაწოდა?- სახე აერია ლევანს და შუბლი შეკრა.
-ბევრი არ ულაპარაკია, კეთილის მსურველად გამეცნო და შენი საიდუმლო გამანდო.
-რომელ საიდუმლოზე მელაპარაკები? ვინ ქალი? რა ჯანდაბა ხდება? წესიერად ვერ ამიხსნი?
-მითხრა, რომ შენი მოკლევადიანი ურთიერთობის მორიგი მსხვერპლი ვარ, რომელშიც გარდაცვლილი საცოლის თვისებებს ხედავ და ამიტომ გაინტერესებ. ესაა შენი ჩემთან ყოფნის მიზანი და მთელი ფილოსოფია.
ლევანს სიმწრისგან ჩაეცინა:
-და ვიღაც უცნობ წაკლა და დედამოტ/ნულ ქალს უჯერებ, რომელიც მანამდე თვალით არასოდეს გინახავს და მე, რომელიც სამ თვეზე მეტია გიცნობ და ასეთი ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, ვაფშე ნახუ/იზე მიშვებ? არ ყოფილხარ შენ ის ადამიანი, ვისაც ვენდობი და დავეყრდნობი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ ვიღაც ჟუჟუ დეიდა რომ გესტუმროს და გითხრას, ლევანი ერთი დიდი ყლ/ეაო, იმასაც დაუჯერებ. რანაირი ქმედებებია? აზრზე ხარ, რეებს მიქარავ? რომელი გარდაცვლილი საცოლე? რომელი ავტორის ზღაპრების წიგნი წაიკითხეთ?
-ესე იგი, საცოლე არასოდეს გყოლია?
-საცოლე მყავდა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რომელიც დაშორებად დაგვიჯდა. ის დღესაც ცოცხალია.
-ვინ იყო?
-რა საჭიროა?
-მაინტერესებს.
-უფ!- მძიმედ ამოისუნთქა ლევანმა:- ჰოლანდიაში წავიდა საცხოვრებლად, რომელიღაც ორკესტრში არფაზე უკრავს.
-რა ერქვა?
-დეა აბაშიძე. დაკმაყოფილდი?
-აბა, გარდაცვლილი საცოლე საიდან მოიტანა იმ ქალმა?- ტუჩზე თითი მიიდო და თავი დამნაშავედ იგრძნო.
-შენ სხვებს დაუჯერე, მე ნუ მომისმენ და შორს წავალთ,- იგესლებოდა მამაკაცი.
-მაპატიე, შევცდი.
-დაგერეკა, გეკითხა. რას მითიშავ ტელეფონს და მიკერავ აქ როჟებს?
-ვინერვიულე და მინდოდა, ცოტა ხანი გასულიყო, რომ დავმშვიდებულიყავი და ამ თემაზე ცივი გონებით დაგლაპარაკებოდი.
-სხვა დროს, როცა რამეზე ეჭვები შეგიპყრობს, საკუთარი თავი კი არ უნდა შეიჭამო, პირდაპირ მე უნდა მომაკითხო ხოლმე. გასაგებია?-წარბი აუწია ლევანმა.
-ასეც ვაპირებდი, უბრალოდ დამასწარი შეხვედრა.
-ამ უპასუხისმგებლობისთვის დაისჯები.
-მართლა? როგორ?
-მაგას მერე გაიგებ,- ეშმაკურად ჩაეცინა ლევანს და გააგრძელა:- ამიღწერე ის ქალი.
-რატომ?
-მაინტერესებს ჩემი ძვირფასი მტრების შესახებ ყველაფერი.
-დაახლოებით ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტ წელს მივცემდი, წითელთმიანი, მაღალი, გამხდარი, დახვეწილი მანერების ქალი იყო. კლასიკური სტილის ტანსაცმელს ატარებდა და სასიამოვნო ტემბრის ხმით საუბრობდა. შევატყე, საკმაოდ განათლებულიც არის.
ლევანმა თავი გაიქნია და დასძინა:
-სახეზე ხალი ჰქონდა?
-კი, ზედა ტუჩის მხარეს,-თითი მიიტანა და ზუსტი ადგილი აჩვენა.
მამაკაცს აღარაფერი უთქვამს, სკამიდან გამძვინვარებული მხეცივით წამოდგა და ბინიდან გავარდა.
-სად მიდიხარ?
-მალე შეგეხმიანები,- მხოლოდ ეს მიაძახა და თვალთახედვის არიდან მიიმალა.

***
ლევან მდივანი გადარეულივით ატარებდა მანქანას ტრანსპორტით გადაჭედილი თბილისის ქუჩებში და ერთი სული ჰქონდა, ნინაკა აბაშიძის სახლთან მისულიყო. მდივანს მასთან ადრეც ბევრჯერ ჰქონია საქმე, საკმაოდ გამოცდილი და კარგი რეპუტაციის ჟურნალისტი გახლდათ, რომელმაც საკუთარი ჭკუის და შრომის წყალობით, რედაქცია გახსნა და გლამურული ჟურნალის „ჩვენ“ მთავარი რედაქტორი გახდა. დაუღალავად იბრძოდა, რომ ჟურნალს რეიტინგი არ დაეკარგა და მის ფურცლებზე მოხვედრა საკმაოდ დიდი პატივიც იყო. ლევანი არაერთხელ ყოფილა „ჩვენ“-ის სტუმარი და ნინაკას დახმარებით სკანდალური სტატიებიც ერთად დაუგეგმავთ. ასე, რომ ბევრი სიკეთე ახსოვდა ყოფილი საცოლის დისგან და ამას არც ივიწყებდა. დეასთან დაშორების შემდეგ ბევრჯერ შეუნიშნავს მისთვის, რომ გულზე არ ეხატებოდა და ცდილობდა, პროვოკაციებზეც წამოეგო, თუმცა ლევან მდივანი არ ჰყვებოდა, მაგრამ რაც ამჯერად იკადრა, ყოველგავრ საზღვრებს სცდებოდა. აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვა ჩადენილი სიბოროტისთვის და მართალიც იყო, თვლიდა, რომ როგორც კი ირგვლივ თვალში საცემად მოძლიერებული მტრის სუნს აიღებდა, საძირკველშივე უნდა გაექრო და აღარ მიეცა ფართხალის საშუალება.
ნინაკას სახლთან საბურავების წუილით გააჩერა და კარზე ზარი დარეკა. სახლში არავინ დაუხვდა, ლოდინითაც რომ დაიღალა, ჭიშკარს მუშტი უთავაზა, ერთი-ორჯერ შეუკურთხა და იქაურობას გაეცალა:
-დედას შევე/ცი! გინდა ომი და ვიომოთ! უკან აღარაფერზე დავიხევ. ძალიან ამოასხი დროდადრო შენი წაკლური გამონათებებით. ამის შემდეგ ფეხს ვინ ვის დაუდებს და ჰაერში ააყირავებს, მაგასაც ვნახავთ!- განრისხებული ყვიროდა და კვლავ მაღალი სიჩქარით განაგრძობდა სვლას.

***
მეორე დღეს ლევან მდივანი და მისი მეგობარი, დავით მდინარაძე კახეთში, კერძოდ სოფელ ვაჩნაძიანში საქმეზე წავიდნენ და ნინაკასთან შეხვედრა დროებით გადაიდო.
-შეხედე, როგორ მოგწონს?- ას ჰექტარზე გაშლილ სხვადასხვა ჯიშის ვაზებს შეახედა და კმაყოფილი ღიმილით განაგრძო: - ძალიან ბარაქიანი მიწაა. ას ჰექტარს ხუთას ჰექტრამდე გავზრდით და მე , შენ, ჟორჟიკა და კიდევ მისი მეგობარი ვიქნებით წილში.
-ეს რომელი ჯიშის ყურძენია?
-ზუსტად არ ვიცი, ჟორიკამ უკეთესად იცის. ისიც მალე მოვა და ვკითხავთ, უკვე გზაშია, მაგრამ ჩვენი გათვლებით, ოცდახუთი ჯიშის ყურძნამდე ავალთ. ძირითადი ვენახები აქ გვექნება, მერე რაჭაშიც ვაპირებთ რამდენიმე ჰექტარის შეძენას და „ხვანჭკარას“ ღვინის წარმოებას. არ ინანებ, საქმიანი ბიჭები არიან და წლებია, ამ საქმეს უძღვებიან, დამიჯერე რა.
-რამდენი დასახელების ღვინოს აწარმოებენ?
-დაახლოებით თორმეტამდე, მაგრამ მიწების შესყიდვის შემთხვევაში, ევროპული ჯიშის სხვა დასახელების ყურძნის ჯიშებსაც შემოვიტანთ და დაახლოებით ოცდარვა დასახელების ღვინომდე ავალთ.
-რომელ ჯიშებს უმიზნებთ?
-კაბერნეს, პინოს, მუსკატს, შარდონეს, სოვინიონს და თუ მეხსიერება არ მღალატობს, მერლოს. მოკლედ, ძალიან გავასერიოზულებთ, რა.
-საზღვარგარეთში გასატანი ხაზები გაჭრილია?
-ჟორჟიკას ეგ შეეშლება? ჩვენც დავეხმარებით და უფრო მეტ არხებს გავჭრით.
-მარნები სად გვექნება? ზოგი რაღაში და ზოგიც კახეთში, აქ, ვაჩნაძიანში. ყოველწლიურად შვიდი ათას ტონამდე ყურძენს გადავამუშავებთ. შევქმნით ბრენდს და ჩვენი ქარხანაც გვექნება.
-მდა,- ნიკაპი მოისრისა მდივანმა,- დიდი თანხა დაგვჭირდება, თუმცა წინადადება იმდენად მაცდურია, ღირს დაფიქრებად.
-რაღაც ხასიათზე არ ხარ, თუ მეჩვენება?
-არა, არა, ვფიქრობ. რისკის გაწევა მოგვიწევს და არ მინდა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგა.
-ეს ყველაფერი თანდათან მოხდება. რამდენიმე წელში ფეხზე დავდგებით და გამართული ბიზნესი გვექნება.
-გამაცანი ბიჭები, ყველაფერზე უნდა დავილაპარაკოთ.
-ბიჭებს კი გაგაცნობ, მაგრამ რაღაცაშია საქმე, რა, არ მომწონხარ. რამე პრობლემა გაქვს?
-ჰო, პირადი ამბავია,-აღარ დამალა მდივანმა.
-მითხარი, რა დაგემართა? რისთვის ვართ მეგობრები? იქნებ დაგეხმარო კიდეც.
-სამწუხაროდ შენ ვერ დამეხმარები, დავით. ამ საქმეს მხოლოდ მე თუ მივხედავ.
-ისევ ქალები?
ლევანს ჩაეღიმა.
-არ ეშვები ხო მაჩოობას? ქალები დაგღუპავენ შენ.
-დაიწყო ახლა.
-ღირს მაინც, ვის გამოც შარში ხარ?
-ღირს.
-იმედი მაქვს, მხვდება ბედნიერება წილად და გამაცნობ.
-აუცილებლად.
-მაშინ დროულად მოაგვარე შენი პრობლემა და დაალაგე შენი პირადი ცხოვრებაც, უკვე დროა, სერიოზულად იფიქრო და მშვიდ ცხოვრებას მიეცე. მეტი არაა ჩემი მტერი შენ დაწყნარდე, მაგრამ რამე ხომ უნდა გირჩიო? მეგობარი ვარ, - გადაიხარხარა და მხარზე დაარტყა ხელი.
-სახელის გატეხვასო...- თავი გაიქნია ლევანმა.
-თავის გატეხვა სჯობიაო,- დააბოლოვა დავითმა.
შუა საუბარში იყვნენ გართულები, როდესაც დავითის მეგობარიც გამოჩნდა და საუბარს ბევრად მეტი სერიოზულობის ელფერი დაეტყო. ჟორჟიკა დიდი მონდომებით ათვალიერებინებდა ვენახებს, უხსნიდა ყურძნის ჯიშების მოსავლიანობის და მათგან მიღებული ღვინის სახეობების შესახებ. როგორც დავითმა აღნიშნა, ეტყობოდა, რომ მეღვინეობის სფეროში საკმაოდ კარგად ჩახედული და გამობრძმედილი პიროვნება იყო და ეს შეუმჩნეველი არც ლევანს დარჩენია.
საქმიანი დღე რესტორანში წასვლით დასრულდა, სადაც მეოთხე პირიც შეუერთდათ და წილებზე, ფინანსურ მხარეზე და კიდევ სხვა დეტალზე დაილაპარაკეს. ლევანმა საქმიანი პარტნიორების გაცნობის შემდეგ ორჭოფობა შეწყვიტა და რისკიან წინადადებას დათანხმდა. ახლა მთავარი იყო ოცდახუთ პროცენტიანი წილისთვის შესაბამისი თანხების მოძიება.

***
ოცდაათ წლამდე შავგვრემანი და მაღალი ბიჭი მოსაშვილის ქუჩის ერთ-ერთ კაფესთან იდგა და ილანას ელოდებოდა.
-სანდრო,- გოგონა სიხარულით მივარდა შვედეთიდან ახლადჩამოსულ მონატრებულ მეგობარს, რომელიც ორი წელი არ ჰყავდა ნანახი.
-ვაუ, ვაუ, ამას ვის ვხედავ? როგორ ხარ, მაგრად მომენატრე, ხო იცი?- დინჯი ნაბიჯებით წავიდა მეგობრისკენ და გადაეხვია.
-ეგრე უნდა? სად ხარ, რომ არ ჩანხარ და გაგვხადე შენი უნახავი?
-რა ვიცი, გადავყევი ამ სწავლას და ჟურნალისტიკას. შენ კიდევ მარწყვის შამპუნით იბან თავს?
-საიდან მიხვდი?
-ნწ, ნწ, ნწ! ვეღარ გაცდი ბავშვობის ასაკს. რას ვერ მივხვდი, თმაში მარწყვის სუნი გაქვს.
-შენ ჩემს სანახავად მოხვედი, თუ ჩემი თმის დასასუნად? რა მეძებარი ძაღლივით მსუნავ?
-ენა კი გაქვს ისეთი, ზურგს იფხან. ისევ კარგად გიჭრის, ჰო?
- არ დამჭირდეს, თორეეემ...- ეშმაკურად შეხედა და სიცილი ძლივს შეიკავა.
-შევიდეთ?
-აბა, რა უნდა ვქნათ? მთელი დღეა მუცელს ვინახავ, დედაჩემს ხელი ავუკარი ტარხუნის ღვეზელზე, სანდროს უნდა შევხვდე-მეთქი.
-აჰა, არც მსუნაგობა დაგიშლია.
-რა თქმა უნდა.
-გახსოვს, ერთხელ მე, შენ და სოფი დევიზებს რომ ვიგონებდით?
-აუ, მაგას რა დამავიწყებს, -სახეზე აიფარა ხელი ილანამ.
-„ჭამა ჩვენი არსობისა!“ რა დევიზი გააძრე,- ახითხითდა სანდრო.
-რას დამცინი? არც შენი იყო ნაკლები. გგონია დამავიწყდა?
-არ თქვა!
-რატომ? ჭკუა დამიშლის, თუ...- თვალები მოჭუტა ილანამ.
-მიმტანის მაინც მოგერიდოს,- მათკენ მიმავალ გოგოზე ანიშნა ბიჭმა, რომელსაც მენიუ მიჰქონდა მათთვის.
ილანამ დირიჟორივით მომართა ხელები და მაინც თქვა:
-„არ აღელდე, იძინე, შვილო!“- კარგად გამოუვიდა და თავის თეატრალურ გამოსვლაზე ჩაბჟირდა,-ისევ ეგეთი ძილისგუდა ხარ?
-შეუკვეთავთ რამეს, თუ მოიფიქრებთ?- საუბარი შეაწყვეტინათ მიმტანმა.
ილანამ და სანდრომ მენიუს დახედეს, მათთვის საყვარელი საჭმელი შეუკვეთეს და კვლავ გააგრძელეს საუბარი.
-ეჰ, ვინღა მაცლის? სადღაა უსაქმურობა და დროის ტარება? სწავლამ და შრომამ ძილი რა არის, სულ დამავიწყა, აღარც კი მახსოვს როგორია.
-რაც შენ იძინე გამოსაზამთრებელი დათვივით კი გეყოფოდა.
-რა ენაკვიმატი ხარ, ტო. სულ არ შეცვლილხარ.
-მე რა შემცვლიდა? რაც ვარ, ეს ვარ,- მხრები აიჩეჩა ილანამ და ახლადმოტანილ მსხლის ლიმონათს წაეტანა.
-მოიცადე, დაგისხამ!- ხელში სწვდა სანდრო.
-დროზე, პირი მიშრება.
-არიქა!
-ვარიქა!-იმ წამსვე უპასუხა და ხელები გაუშალა.
საკუთარ სისულელეზე ორივეს გულიანად გაეცინა.
-რით ვერ დავსერიოზულდით, ჰა?- სიცილი შეწყვიტა ილანამ.
-ერთად რომ ვართ, რა დაგვაღონებს?
-ეგეც მართალია,-თავი დაუკრა მეგობარმა,- მომიყევი შვედეთზე, როგორი ქვეყანაა? მოგეწონა ხალხი და გარემო?
-არაფერი დაეწუნება.
-რა სრულყოფილი პასუხი იყო, ღმერთმანი.
-აუ, ილ, თუ დავიწყე, დილამდე ვერ გავჩერდები. შენ რა გაინტერესებს? მკითხე და გიამბობ.
-მეგობრულები არიან?
-შენნაირად არა. ხომ ვიცი, გინდა, გაქო, გადიდო და ცაში აგიყვანო.
-რატომაც არა, არ ვიმსახურებ, თუ?- ცხვირი ასწია და აქეთ -იქით დაიწყო მედიდურად ყურება.
-ჭამე, ხაჭაპური და ქათმის სალათი მოგიტანეს, დედოფალო, თორემ ცხვირი ისე მაღლა გაქვს აწეული, ქვევით რა ხდება, ვეღარც ამჩნევ.
-უი, ასე მალე მოგვიტანეს? რა მაგარია,- როლიდან გამოვიდა ილანა და საჭმლის დანახვაზე თვალები გაუნათდა.
-ნელა ჭამე, ინდაურივით არ ყლაპო,-თვალი ჩაუკრა სანდრომ.
-შენც ნერვებზე უნდა დამაჯდე, არა? ახლა არ ამაყენო, თორემ ეგ ლამაზად გადავარცხნილი ქოჩორი წამში აღარ გექნება.
-კიდევ ვინ გაზის ნერვებზე.
-აბა, გამოიცანი?
-სოფი?-დაბალი ხმით ჰკითხა და სახე დაისერიოზულა.
-როგორ მიხვდი? ისეთი რთული კითხვა იყო, პრიზად ბათუმის ბულვართან ახლოს გეკუთვნის ბინა.
-როგორ არის?- ღრმად ამოისუნთქა სანდრომ.
-არაუშავს, არის რა.
-არ მახსენებს ხოლმე?
-ცდილობს, რომ არ გახსენოს.
-გასაგებია,-თავი ჩაღუნა ბიჭმა და თვალები სევდისფრად შეეღება.
ილანას აღარ უნდოდა, სიტუაცია დაემძიმებინა და საუბარი სხვა თემებზე გადაუტანა. კვლავ შვედეთით დაინტერესდა და იქაურ სასწავლო სისტემაზე, ბუნებაზე, არქიტექტურაზე, ხალხზე და კულტურაზე დაუსვა კითხვები. შემდეგ კვლავ მოგონებებით გადაიფარნენ. მეგობრები მაქსიმალურად ცდილობდნენ, სოფი მესხი არ ეხსენებინათ, მაგრამ იყო საკითხები, სადაც ბავშვობის მეგობრები მის ხსენებას გვერდს ვერაფრით აუვლიდნენ.

---------
ესეც ასე, დაგიბრუნდით ახალი თავით და ამბებით. საინტერესოა რას ფიქრობთ და ასკვნით. იცოდეთ, არ დაიზაროთ და გამანდეთ. ყურში მაინც მითხარით :)))

№1  offline წევრი დარინა

ამ შემთხვევაში რატომ ადანაააულებთ ლევანს ვააა აქ ვაფშე არაფერი დაუშავებია, მართალია მისულიყო უნდა და გაერკვია სიმართლე და არა სირაქლემასავით დამალულიყოო, აი სოფი თავიდან მომწონდა ვგულშემატკივრობდი მაგრა ბოლო თავებში ძალიან ჩამოუყალიბებელი ქალის შთაბეჭდილებას მიტოვებს აი თვითონაც რომ არ იცის რა უნდაა, თან ამასპლიუს ცნობილი ადამიანი და რომ მოინდომოს რაღაცებს თავისუფლად გაარკვევს, მე ის დები არ მომწონს რატომღაც მგონია რომ ნინაკა იმიტომ არის დაბოღმილი რომ ლევანთან არაფერი გამოუვიდა და მასაც ცალმხრივად უყვარს :დ :დ ეს სანდრო საიდანღა გამოჩხრიკე ახლააა ჰააა :დ :დ უ იმედია სასიყვარულო სამკუთხედები არ იქნებაა ყველაზე მეტად მაგას ვერ ვიტან, ისე კი ინტრიგანი ავტორი ხარ და შემოგვიგდე აქ ინტრიგებიი, ლევანს ხელი არ დაედოს :დ :დ ამდენ ქალებში რა ეშველება ვდარდობ :დ :დ

№2  offline მოდერი Lilian Clark

დარინა

ვხედავ, ლევანის ფანკლუბი ყალიბდება laughing
რა საცოდავ დღეში აღმოჩნდა ეს კაცი ამდენი ქალის და კაცის ხელში და ჯერ თვითონაც ვერ ხვდება.

№3  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
შენც შემაჩნიე ხომ ამდენ ქალებში საცოდავი რომ
აღმოჩნდააა :დ :დ ეს კარგია იქნებ წერის დროს ცოტა სხვანაირად წაგიცდეს თითებიი :დ აანდტოს და სოფის ამბავიც საინტერესოაა, იმედია ჩამოყალიბდება სოფი რა უნდაა და არ დაიწყებს ან ერთთან სირბილს ან მეორესთან.

ჩამოყალიბდება. სად წავა? ოღონდ დააცადეთ, იბობოქროს ჯერ, უხდება wink

№4 სტუმარი ტაისა

სანდროს გამოჩენამ იმიტომ არ შემაშფოთა, რომ მეშინია ლევანი უკან არ წავიდეს, ან სოფი მასთან დარჩეს, უბრააალოდ, არ მინდა მესხმა ჩამოუალიბებელი ქალის იარლიყი აირტყას . მეშინია, რაღაც უცნაურ სასიყვარულო რკალში მოიქცეა, ისედაც ცოტათი შემეცვალა წარმოდგენა სოფიზე ბოლო თავებში.ჯერ არაფერი გაუკვევია და ისე დაეჭვდა ლევანში.

ყოველ შემთხვევაში, შენ ხარ ავტორი და უკეთ იცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ამიტომ გელიი.

№5  offline მოდერი Lilian Clark

ტაისა

სოფისკენ ვხედავ უარყოფითი ტალღები მოდის. ჩვეულებრივი მოკვდავი და ადამიანია. იმედია, გავუგებთ და ვაპატიებთ სისუსტეებს. ასაკიც გაითვალისწინეთ. არის ძლიერი ადამიანი, მაგრამ არ უნდა გამზადებული არავისგან. სიტუაცია, რაშიც აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე ლევანის ბრალია. მოდი, ამაში შევთანხმდეთ.

№6  offline წევრი haddes

ლევანმა მაინც ვერ მოიგო ჩემი გული პირველი თავების მერე :D მგონი ნინაკას ლევანი უყვარს :დ და ყველაზე მეტად აქ სანდროს და ილანას წყვილი მომეწონებოდა საკაიფო ტიპები არიან მაგრამ როგორ იქნება სოფის ყოფილი ილანასთან არ ვიცი :დდდ ❤❤

№7  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
არა მაგაში არც გედავებიი რომ ყველაფერი ლევანის ბრალიააა, ხომ გითხარი მაგას თავიდან ყველაფერი ჩამოვამხე თავზემეთქი უბრალოდ ბოლოს მაინც მომხიბლა და გამაბა მის მახეშიიი :დდდდდ არ ვარ კარგად, მაგრა თავიდანაც სოფიმ აყვავჭორებს და არასწორი სვლები გააკეთაა, აი ლევანთან სახლში მისვლა და იმ სცენის მოწყობა იყო ყველაზე დიდი მონისიი, აი ჩვენი ლევანიც წმინდა წყალი კი არ არის, მაგრამ ასეთი განსხვავებულები რომ არიან თან ასაკშიც აქვთ სხვაობა და მაგიტომ მომწონს წყვილიიი, იმედია ბევრ ინტრიგებს გაუძლებენ ვგრძნობ რომ წინ ბევრი ამბები ელოდებათ.

წინ მართლა დიდი ამბებია, დარინა და ვიცი, რომ მკითხველის აზრი ბევრ რაღაცაზე ორად გაიყვება. დიდი იმედი მაქვს, რომ ლოგიკურად განსჯიან პერსონაჟების საქციელებს.

haddes
ლევანმა მაინც ვერ მოიგო ჩემი გული პირველი თავების მერე :D მგონი ნინაკას ლევანი უყვარს :დ და ყველაზე მეტად აქ სანდროს და ილანას წყვილი მომეწონებოდა საკაიფო ტიპები არიან მაგრამ როგორ იქნება სოფის ყოფილი ილანასთან არ ვიცი :დდდ ❤❤

აჰა, სოფის ვუცხადებთ სოლიდარობას? კარგი relaxed
სანდრო და ილანა ძალიან ნამეტანი გიჟობაა laughing ++ და --

№8  offline წევრი ვიპნი

მიხარია რომ გამოვიცანი ნინაკაზე,მეც მგონია რომ ლევანიზე შეყვარებულია ცალმხრივად და ახლა ცდილობს შურისძიება დეას სახელით განახორციელოს,საიმტერესოა ლევანს რატომ ჰგონია დეა ჰოლანდიაში.გამოცანების კრებული დაგვიტოვე ძვირფასო რა ❣️

№9  offline მოდერი Lilian Clark

ვიპნი
მიხარია რომ გამოვიცანი ნინაკაზე,მეც მგონია რომ ლევანიზე შეყვარებულია ცალმხრივად და ახლა ცდილობს შურისძიება დეას სახელით განახორციელოს,საიმტერესოა ლევანს რატომ ჰგონია დეა ჰოლანდიაში.გამოცანების კრებული დაგვიტოვე ძვირფასო რა ❣️

თანდათან ყველაფერს გაიგებთ. ნუ ვიჩქარებთ heart_eyes

№10 სტუმარი სტუმარი ქეთო

ვერ ვხვდები სოფიმ საერთოდ რა დააშავა? იმ წითურის მსგავსი გველი რომ გამოგეცხადება, აბა არ შეგჭამოს ეჭვებმა. ლევანი რო გავარდა, აი როგორ მინდოდა ის ალქაჯი დახვედროდა. ისე საინტერესოა რა მიზეზით დაშორდა დეას?
პირველი სიყვარული კი მართლაც სულ სხვაა :დდ ის ემოცია მაინც რჩება, რა დროც არ უნდა გავიდეს. ეს სულაც არ ნიშნავს მის არ დავიწყებას. ვგრძნობ აქ ლევანს და სოფის წინ ბევრი საქმე აქვთ :დდდ
უჰ მაბედნიერებ, თან როგორ. ნერკოტიკივით ხარ, გამხადე შენზე დამოკიდებული♥️

№11  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ქეთო

ვაიმე, ძალიან მახარებ, ჩემო გოგო heart_eyes
სოფი აითვალწუნეს და ჩაგრავენ. არადა, ლევანს რომ არ შეებოჭა და გაეხადა თავისზე დამოკიდებული, ეჭვი არავის შეეპაროს, თავისითაც გაქაჩავდა ბევრ რამეს. ვერ უყურებთ, როგორი მებრძოლი და მშრომელი ბუნების არის? დასუსტებულს დააცხრა. დიდია, გამოცდილი და კარგად იცის როგორ იმოქმედოს. მაგას ვერ დავუკარგავთ. მშვენიერი სვლები გააკეთა დღევანდელობამდე მოსასვლელად.
ძალიან ბევრი რამ მოხდება და მიხარია, რომ კვლავ არ კარგავ ინტერესს და ჩემს გმირებთან გხედავ heart_eyes

№12  offline წევრი ნანა73

ექვსივე თავი ახლა წავიკითხე. გამოგიტყდები, ისეთი ინტერესი გამიჩნდა პირველივე აბზაცებიდან, თვალმოუშორებლად ვკითხულობდი. მუსიკის თემა, პიანისტები, კონკურსები და ასე შემდეგ ჩემთვის იმდენად "ჩემია" მთლიანად მომიცვა ისტორიის დასაწყისმა.
შემდეგ გამეფანტა აზრები (მგონი ძალიან სერიოზულად მივუდექი თემას)
ცოტა მეზედმეტა ცხოვრების დამანგრეველიდან უეცრად სასურველ მამაკაცად გარდაქმნა და პრინციპების უყოყმანოდ დათმობა სოფოსგან. თან შეიცვალა მისი პერსონაჟი და თავდაჯერებულობა დაკარგა აშკარად.
ლევანი შეიძლება მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ იმდენად არაპროფესიულად იქცევა ცოტა მიკვირს. კონკურსებზე და მაღალი დონის კონკურსებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება ცოტა არარეალურია, თან არამგონია ლევანი იმ გაქანების დირიჟორი და კომპიზიტორი იყოს როგორც მოიაზრება ( იქნებ ვცდები და საერთაშორისო დონის არის კიდეც, არ ვიცი) უკაცრავად , არ მინდა ავტორის უფლებებში შეჭრა. უბრალოდ ასე არ ხდება.
მოკლედ ერთიანობაში მინდა გითხრა, საკმაოდ გამართულად წერ, საინტერესოა. კიდევ უფრო კარგი იქნება რეალობას ძალიან თუ არ აცდება შენი გმირების ქმედებები.
წარმატებას გისურვებ და დაველოდები განვითარებას ❤️

№13  offline მოდერი Lilian Clark

ნანა73

რა საინტერესო და მსუყე კომენტარია. დიდი მადლობა, რომ აზრი გამაცანი heart_eyes
ახლა რაც შეეხება სოფის პერსონაჟის ცვლილებას. სოფი ხასიათით არ შეცვლილა, უბრალოდ აიძულეს. ფაქტობრივად გაიყიდა და როცა გშია, ლევანი კი არა, შეიძლება ჰიტლერიც სასურველ მამაკაცად მოგეჩვენოს კაცს smile
ლევანის არაპროფესიონალიზმი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაში თუ მოიაზრება, ასე არ ყოფილა. ერთ ეპიზოდში წერია, სანამ შედეგები გამოცხადდებოდა, ჟიური დავობდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აქ არა მხოლოდ ლევანი, არამედ სხვებიც იყვნენ ჩართულნი ნუცას მამის კავშირების და შესაძლებლობების წყალობით, თუმცა სოფი იმიტომ აკითხავდა სამართლის პოვნისთვის მას, იმედი ჰქონდა, რომ მთავარი ჟიური რაღაც სიტყვას შეაწევდა და აარიდებდა სოფის ამ განუკითხაობას.
ნანა, როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ. ყოველთვის სიამოვნებით დაგიცდი და წავიკითხავ შენს მოსაზრებებს heart_eyes

№14  offline წევრი ნანა73

Lilian Clark

ნანა, როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ. ყოველთვის სიამოვნებით დაგიცდი და წავიკითხავ შენს მოსაზრებებს :heart
_eyes:

შეგვიძლია რაღაც საკითხებზე ვიკამათოთ კიდეც :)
ჩემთვისაც სასიამოვნოა ჩემი მოსაზრებისადმი შენი ინტერესი ❤️

№15  offline მოდერი Lilian Clark

აბა, რა, თუ საკამათოა, აუცილებლად ვიკამათოთ. მე ყველა მკითხველის აზრს დიდი ინტერესით გავეცნობი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent