შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახელით!!! /5-10 თავი/


17-05-2020, 00:01
ავტორი belle...
ნანახია 10 881

თავი მეხუთე
მოსაცდელში სკამზე მოუსვენად ვცქმუტავდი. აღარ ვიცოდი რა მექნა, უკვე მეოთხე ჭიქა ყავას ვსვამდი. არავინ არაფერს არ მეუბნებოდა. უკვე ხუთი საათი გასულიყო, რაც იდიოტივით ვყურყუტებდი.
- რამდენი ხანი გავიდა? უკვე არ უნდა გამოსულიყო? - მირანდამ საათს დახედა.
- მოთმინება აღარ მყოფნის! - ცარიელი ჭიქა ნაგავში ჩავაგდე და ისევ სკამზე ჩამოვჯექი.
- კი მაგრამ, რა ჯანდაბა მოხდა, ნაია?! რა უნდა ირაკლის აქ?
- ახლა არა, დედა!
- უკაცრავად, - ერთ-ერთი პოლიციელი გააჩერა დედაჩემმა - ჩემი შვილის ამბავი მაინტერესებს, რატომ არ ამბობენ არაფერს?
- ადვოკატი შიგნით არის. გამოვა და გაგესაუბრებათ. მე არაფერი ვიცი, ქალბატონო, უკაცრავად. - პოლიციელმა გვერდი აუარა და გზა გააგრძელა.
მირანდამ პირზე ხელი აიფარა და ისევ წინ და უკან სიარული გააგრძელა. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, გონებიდან სონგულიას დაღმეჯილი სახე არ ამომდიოდა. ირაკლიმ პოლიციელს დაარტყა, ეს სიტუაციას უფრო ამძაფრებდა. სახეზე ხელები ავიფარე, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო - როგორც ყოველთვის!
- ეს აქ რას აკეთებს? - მირანდას ხმაზე თავი ავწიე და მის მზერას გავაყოლე თვალი. თავპირდასიებული გეგა მორიგეს ესაუბრებოდა ხმადაბლა - ეს ხომ შენი პარალელური კლასელია? სახე რას უგავს?
- ! - ჩავისისინე გაცოფებულმა და ფეხზე წამოვდექი.
- ნაია! სად მიდიხარ?!
- აქ დამელოდე, ახლავე მოვალ!
ჯიქურ გავემართე გეგასკენ. სიბრაზიზგან ხელები ისე დავმუშტე, ფრჩხილები ხელის გულებში მტკივნეულად შემესო.
- კარგი. - თავი დაუქნია მორიგეს და ის იყო შემობრუნდა, რომ წინ ავესვეტე.
- შენთან სალაპარაკო მაქვს!
- რა გინდა? - დაიღრინა გაღიზიანებულმა.
- გვერდზე გამოდი! - მორიგეს ყურებდაცქვეტილი გვისმენდა.
გეგას მკლავში ჩავაფრინდი და გარეთ გავათრიე. ისე ჰქონდა თავ-ყბა დასიებული, ლაპარაკიც უჭირდა და თვალებშიც ვერ იხედებოდა წესიერად.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- როგორ, თუ რას ვაკეთებ? შენმა შეშლილმა ძმაკაცმა ხედავ რა მიქნა? რომ არ გაეჩერებინათ მომკლავდა!
- მე შენ გაგაფრთხილე შემეშვი-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შეგაგნებინე! ტყავში რომ დატეულიყავი არაფერი მოხდებოდა!
- აჰა, ანუ ჩემი ბრალია? რამდენიმე საათის წინ ლამის მომკლეს!
- ხმა ჩაიწყვიტე! შენი ბრალია! შენ გამოიწვიე და მიიღე კიდეც დამსახურებულად! თავი მსხვერპლად ნუ მოგაქვს!
- ახლა კი, შენი ძმაკაცი მიიღებს იმას რაც დაიმსახურა! - ნიშნის მოგებით წარბი ასწია.
- ირაკლი, რომ იქიდან ვერ გამოვიდეს ჩათვალე რომ მკვდარი ხარ! ოთხ ფიცარს იმაზე ადრე ნახავ, ვიდრე ირაკლი საკნის გისოსებს!
- შენ რა მემუქრები?! - დამცინა.
- არა, გაფრთხილებ! გახსოვს ის ტიპი კლუბში? ცუდი ხასიათი აქვს! შენ ერთხელ უკვე გაგაფრთხილა, რომ ტყავში დატეულიყავი! დამიჯერე, ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ ბოლო მოგეღოს! თვალებში შემომხედე! ირაკლის გარდა არავინ მყავს! ჰოდა შენი მიზეზით თუ რამე დაემართება... არჩევანი შენზეა!
- ფსიქოპატები ხართ! - დაიჩურჩულა გაფითრებულმა - არანორმალური ფსიქოპატები, ნეტავ რა მომწონდა შენში!
- მე გაგაფრთხილე! იმქვეყნად თუ არ მიგეჩქარება ენას კბილი დააჭირე! - ჩავისისინე გაცოფებულმა და განყოფილებაში შევბრუნდი.
მირანდა მოუთმენლად მიმოდიოდა წინ და უკან. როგორც კი დამინახა, ჩემკენ წამოვიდა შეშფოთებული.
- სახეზე რა სჭირს?
- ირაკლიმ სცემა. - ვუპასუხე უხალისოდ და სკამზე ჩამოვჯექი. მირანდას თვალები დაუმრგვალდა.
- ასე ირაკლიმ სცემა? კი მაგრა,მ ასეთი რა დაუშავა?
- დედა აქ არა! - მრავალმნიშვნელოვნად ვანიშნე პოლიციელეზე, რომლებიც დაგეშილი ნაგაზებივით გვადევნებდნენ თვალყურს.
ამ დროს კარიც გაიღო და დასაკითხი ოთახიდან სონგულია გამოვიდა. სახეზე უკმაყოფილება და გაღიზიანება ეწერა. ალბათ, საქმე არც ისე კარგად მისდიოდა.
- დიმიტრი! - დაუძახა თანამშრომელს - გაგნიძე არ მოსულა?
- აქ არის, ახლავე მოვიყვან - პოლიციელი გეგასკენ გაემართა. სონგულიამ ერთი შემომიბღვირა და გაცოფებული ისევ ოთახში შებრუნდა.
- ღმერთო, შენ დაეხმარე ჩემ შვილს! - მირანდა გვერდით მომიჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
- ნუ ნერვიულობ! სანდრო აუცილებლად გამოიყვანს ბიჭებს. მასზე ძლიერი ადვოკატი ქალაქში მეორე არ დადის!
- ვიცი...
დრო გადიოდა. გეგა არადა არ გამოჰყავდათ დასაკითხი ოთახიდან. მღელვარება უფრო და უფრო მემატებოდა, ამდენს რას ელაპარაკებოდნენ, რომ სამი საათი დააყუდეს ოთახში?! იმედი მქონდა, რომ ჩემს სიტყვებს შეისმენდა და ენას კბილს დააჭერდა. იმ წუთში ლუკას გარდა სხვა არავინ გამახსენდა. ბოლოს გეგას ისეთი სახით დაემუქრა, მას კი არა მე შემეშინდა.
ირაკლი აუცილებლად უნდა გამომეყვანა! მის გარეშე ფეხს არსად გავადგამდი. საათის ისრები ზოზინით მიჩოჩავდნენ წინ. განყოფილებაში ტელეფონები გაუთავებლად რეკავდნენ. ნერვები ისედაც დაწყვეტაზე მქონდა და ეს ზუზუნი უარესად მშლიდა ჭკუიდან. უკვე მეხუთე ჭიქა ყავის დალევას ვაპირებდი, როცა კარი გაიღო და ოთახიდან სანდრო გამოვიდა.
- რა ხდება? - მაშინვე ფეხზე წამოდგა დედაჩემი.
- დამშვიდდი, ძვირფასო, ყველაფერს მოვაგვარებ. პოლიციასთან ჩხუბმა სიტუაცია გაამწვავა. ეს რომ არა, ახლა უკვე გამოვაშვებინებდი.
- ეს რას ნიშნავს?
- ის ბიჭი არ უჩივის. თქვა, ჩემი ბრალი იყოო.
- რაო? - მირანდამ ეჭვით გადმომხედა.
- ჰო, მეც გამიკვირდა, ამას არ ველოდი, სონგულია ლამის ჭკუიდან გადადგა, შენს თავს შეხედე რას დაგამგვანეს და კიდევ იმას როგორ იცავო?!
- მერე?
- არაფერი, იმ ბიჭმა უარი თქვა ჩივილზე. სონგულია მონდომებით ცდილობს ბიჭების გამომწყვდევას, მაგრამ არაფერი გამოუვა! დაჩის დღესვე გაათავისუფლებენ, ბრალდება უკვე მოუხსნეს. აი, ირაკლის კი ხვალამდე არ გამომაყვანინებენ. დაჩისგან განსხვავებით პოლიციელს ხელით შეეხო.
- ეს რას ნიშნავს? - დავიღრინე გაცოფებულმა - რას ჰქვია ხვალამდე არ გამოუშვებენ? და რა გარანტია მაქვს რომ ხვალ ნამდვილად გამოუშვებენ?
- ნაია, ნუ ნერვიულობ. ირაკლის აუცილებლად გამოვიყვან, მაგრამ ხვალამდე მოგიწევთ დალოდება. ხვალ კი გპირდები, რომ ჩემი ხელით მოგიყვან სახლში.
- გასაგებია. მაშინ აქ დაველოდები!
- ნაია! აზრი არ აქვს აქ ყოფნას, ხომ გითხარი..
- სანდრო, დიდი მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ აქ ვრჩები. წავალ, ისევ ყავას დავისხამ.
დედაჩემს და ადვოკატს თვალი ავარიდე და ყავის აპარატისკენ გავემართე. ნაძირალა სონგულია უშნოდ გადაგვეკიდა! ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან რატომ სძულდა ირაკლი. მისთვის არაფერი დაუშავებია! მაშინ რა მოტივი ამოძრავებდა?! აპარატთან მივედი და კიდევ ერთი ჭიქა ყავა ჩამოვასხი. მის სუნზეც კი გული მერეოდა იმდენი დავლიე, მაგრამ მხოლოდ ასე ვიწყნარებდი ნერვებს. სახე მოვისრისე და უკან შემოვბრუნდი, სწორედ ამ დროს გეგა დავინახე, დასაკითხი ოთახიდან გამოვიდა და ისარივით გავარდა განყოფილებიდან. გვერდზე ისე ჩამიარა, არც შემოუხედავს. სამაგიეროდ სონგულია მომიახლოვდა განრისხებული სახით.
- სათანადოდ ვერ შეგაფასე, პატარა გოგო! - ჩაისისინა ბოროტად.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ. - ყავა მშვიდად მოვსვი.
- რა უთხარი იმ ბიჭს ასეთი?
- რავი, ჩვენებაზე უარი თქვი, ან ნაწლავებს დაგაყრევინებ-მეთქი!... მე, რა უნდა მეთქვა, ნორმალური ხარ?!
- ნუ მასულელებ! დარწმუნებული ვარ, რაღაც უთხარი, სანამ შენ შეგეჩეხებოდა მზად იყო ჩვენების მოსაცემად! მერე კი აზრი შეიცვალა.
- კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, - ჩავიცინე ირონიულად - რაო, კმაყოფილებისგან ჭკუაზე არ იყავი ხომ? ფიქრობდი, ირაკლი შენს ხელში იყო?!
- გიყურებ და იმედი მიცრუვდება, მამაშენი დიდებული ადამიანი იყო. მისი შვილი კი, მოძალადეებს და მკვლელებს ხელს აფარებს.
- წადი და ნამდვილ საქმეს მიხედე! გარეთ ვიღაც არაკაცი ბავშვებს ხოცავს, შენ კი აქ გდიხარ და სკოლის მოსწავლეებში ეძებ მანიაკს, საერთოდ რაზე მელაპარაკები?! როგორ შეიძლება ხალხს თქვენი იმედი ჰქონდეს! გულს მირევ პირდაპირ! ირაკლის ვერ შეეხები ამაზე არც იოცნებო! - მხარი გავკარი და გვერდით ჩავუარე.
მთელი ეს დრო სანდრო თვალით ბურღავდა სონგულიას. იგრძნო, რომ ადვოკატი უყურებდა, აღარაფერი უთქვამს, გაცოფებული შებრუნდა და მეორე სართულზე ავარდა.
- რა უნდოდა? - სანდრომ უკმაყოფილოდ გააყოლა თვალი დეტექტივს.
- არაფერი, - ვუპასუხე მოკლედ და სკამზე ჩამოვჯექი - ირაკლის ხვალ ნამდვილად გამოუშვებენ? სიურპრიზები არ მინდა.
- რა თქმა უნდა, პირობას გაძლევ რომ ხვალ ირაკლი აქაურობას დატოვებს.
- დიდი მადლობა, სანდრო. არ ვიცი, უშენოდ რა გვეშველებოდა - მირანდამ თბილად გაუღიმა.
- რა სალაპარაკოა. კარგი, მე დაჩის მივხედავ და ცოტახანში დავბრუნდები.
- კარგი - უპასუხა დედამ და მე მომიბრუნდა - რაზე გელაპარაკებოდა?
- ერთი ჩვეულებრივი ნაძირალაა და მეტი არაფერი, - ვუპასუხე ცივად და ყავა მოვსვი - სახლში წადი და დაისვენე უკვე ძალიან გვიანია, როგორც კი ირაკლის გამოუშვებენ სახლში მოვალთ. ჩემი მანქანა აქვეა.
- ხომ არ გადაირიე! შენ რა, მართლა აქ აპირებ დარჩენას?!
- თავიდან არ დაიწყო! ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ირაკლის არ გამოუშვებენ.
- ხომ თქვეს რომ ხვალ გაათავისუფლებენ? აქ რაღა დაგრჩენია?
- დედა, სახლში ვერ გავჩერდები! ირაკლი აქ მეგულება, რა დამაძინებს?! არ გინდა, დროს ტყუილად ნუ ხარჯავ, არ წამოვალ! წადი და დაისვენე. ხვალ ერთად დავბრუნდებით სახლში.
- თქვენ მე ბოლოს მომიღებთ! - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და წამოდგა.
კარიც გაიღო და სანდრო და დაჩი გამოჩნდნენ. დაჩის თვალი კიდევ უფრო გასიებოდა, აი ტუჩზე კი ახალი ჭრილობა გასჩენოდა, მშვენივრად მახსოვს, რომ სანამ აქ მოიყვანდნენ მხოლოდ თვალი ჰქონდა ჩალურჯებული! „ნაძირლები!“ გავიფიქრე ბოღმით.
- როგორ ხარ? - ვკითხე ხმადაბლა.
- არამიშავს, შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ გატკინეს?
- უკეთესადაც ვყოფილვარ, - ვუპასუხე უხალისოდ - ყველაფერი რიგზეა? - თვალით ვანიშნე გასიებულ ტუჩზე.
- ეს არაფერია, - ჩაიცინა ცივად - უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ირაკლი სად არის?
- ხვალ გამოუშვებენ.
- და დღეს რატომ არა?
- პოლიციელს რომ დაარტყა, მაგაზე გრუზავენ.
- რომ არ დავეჭირე, მეც გავუნგრევდი თავ-ყბას! - გაცეცხლებულმა ზიზღით შეხედა პოლიცილებს.
- არ გინდა. დღეისთვის საკმარისია მუშტების ქნევა. სახლში წადი და დაისვენე, ირაკლის რომ გამოუშვებენ გნახავთ.
- შენ რას აპირებ?
- დავრჩები და დაველოდები.
- გადაირიე?! ირაკლიმ რომ გაიგოს ნერვიულობისგან კიდევ ვინმეს დაამტვრევს კბილებს! გზაში ძლივს აკავებდნენ, რამდენიმეს თვალი ჩაულურჯა, არც მიკვირს რომ ჯერ არ უშვებენ.
- გამორიცხულია, ფეხს არ გავადგამ! არ მომწონს ამათი ლაპარაკი, ან გამოუშვებენ ან არა,.ადვოკატი საწინააღმდეგოს მიმტკიცებს, მაგრამ არ მაინტერესებს, აქ ვიქნები სანამ არ გამოვა!
- რა ჯიუტი ხარ! - შემომიბღვირა უკმაყოფილოდ.
- ყავა გინდა?
მთელი ღამე განყოფილებასთან გავატარეთ. დედაჩემი ძლივს დავითანხმე, რომ სახლში წასულიყო. კიდევ კარგი, რომ დაჩიც დარჩა, თორემ მარტოს არაფრის დიდებით არ დამტოვებდა. შენობაში ყოფნა აღარ შეგვეძლო და გარეთ ვისხედით კიბეებთან. დრო ისე ნელა მიიზლაზნებოდა, რომ ნერვები მეშლებოდა.
დაჩისთან ახლოს არასოდეს ვყოფილვარ. ამიტომ სალაპარაკოც არაფერი გვქონდა. ძირითადად ჩუმად ვისხედით და ყავას ვწრუპავდით. რამდენჯერმე ინამ დამირეკა, მაგრამ არ მიპასუხია. არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, სხვა რამეზე ფიქრი უბრალოდ არ შემეძლო.
- სახლში რატომ არ წახვედი? - სიჩუმე დაარღივა დაჩიმ და ინტერესით გამომხედა.
- არ შემიძლია. - ვუპასუხე ყრუდ.
- რა არ შეგიძლია?
- მის გარეშე, - თავი ავწიე და მზერა გავუსწორე - სახლში, სადაც ის არ არის, იქ გაჩერება უბრალოდ არ შემიძლია. სული მეხუთება. შეიძლება ბავშვურად ჟღერს მაგრამ ასეა. კლაუსტროფობია მეწყება...
- ასე არ ვფიქრობ, - მიპასუხა ხმადაბლა - ირაკლისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს შენ მიმართ. დღეს კინაღამ კაცი მოკლა. ასეთი გაცოფებული არასოდეს მინახავს.
- ვიცი, ჩემი ბრალია.
- ეს არ მიგულისხმია, - გამომხედა წარბაწეულმა - ირაკლი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ძალიან კარგად ვიცნობ მას. ბევრჯერ გვიჩხუბია და ბევრჯერაც გვიცემია, მაგრამ ირაკლის კონტროლი არასოდეს დაუკარგავს. დღეს გიორგი რომ არ მოსულიყო, გეგას ნამდვილად მოკლავდა.
- შემეშინდა, - ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა - არ ვიცი ასე რამ გააცოფა. გეგა იმ სიტყვებისთვის იმსახურებდა ცემას, მაგრამ ასე?!
- უყვარხარ! - მიპასუხა ხმადაბლა და თვალებში მომაჩერდა - საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ, ნაია. შენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, როგორ ვთქვა, ირაკლი შენზეა მოჯაჭვული. საკმარისია საქმე შენ გეხებოდეს, რომ კონტროლს კარგავს. ასეთ დროს მეც კი არ შემიძლია მისი შეჩერება.
ხმა ვერ ამოვიღე. ყელში ბურთი გამეჩხირა. რა უნდა მეთქვა?! როგორ უნდა ამეხსნა ვინმესთვის რამე?! მის გარეშე სახლში ერთი ღამის გატარებაც არ შემეძლო, ის აზრი, რომ ირაკლი სადღაც ჩემგან შორს იყო ცუდად მხდიდა.
- შენც გიყვარს, - შემომხედა ღიმილით - თან ძალიან გიყვარს. დავინახე როგორ გამოთხარე თვალები პოლიციელს. არ უარვყოფ, ძალიან მომეწონა შენი საქციელი! -გამეცინა.
- სხვათაშორის გამიკვირდა გეგამ რომ არ ჩაგვიშვა. მაგ გნიდასგან კარგს რას უნდა ელოდო?!
- ალბათ იფიქრა, რომ ვერ გადაგირჩებოდათ - მხრები ავიჩეჩე.
- არამგონია, - თავი ეჭვით გააქნია - მაგას საკმარისი შიში რომ ჰქონოდა დღეს მაგდენს ვერ მიქარავდა. ვერ ვხვდები, შანსი რატომ არ გამოიყენა?!
- დღეს ისეთ დღეში ჩააგდეთ, ალბათ აზრი შეიცვალა.
- ან ჰო და ან არა...
ქაღალდის ჭიქა მუჭში მოჭმუჭნა. თვალი ავარიდე, დიდი იმედი მქონდა რომ ჩემი ჩარევის შესახებ ვერასდროს ვერაფერს გაიგებდნენ. მერე იქვე იმ აზრმაც გამიელვა, რომ იქნებ გეგას ეს ჩემ გამო არ გაუკეთებია? იქნებ უფრო მზაკვრული გეგმა ჰქონდა?!
ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. კიბეებზე ვიჯექით და წუთებს ვითვლიდით როდის გათენდებოდა. ღამე კი ჩვენს ჯიბრზე იწელებოდა. სავსე მთვარე მოკრიალებულ ცაზე თვალისმომჭრელად ელვარებდა. გახდა პირველი საათი, ორი, ოთხი, ექვსი! სიცივისგან ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი. დაჩის ჩემს მანქანაში ეძინა, მე კი თვალი ვერ მოვხუჭე. ციებიანივით გავდი-გამოვდიოდი განყოფილების წინ და კბილს-კბილზე ვაჭერდი, რომ კანკალი შემეკავებინა. სონგულია შორიდან მადევნებდა თვალს. შევამჩნიე, როგორ მაკვირდებოდა თავისი კაბინეტიდან. ვერც ის ახერხებდა დაძინებას, ალბათ უფრო ბოღმისგან, რომ ირაკლი ხელიდან დაუსხლტა. თუმცა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავი იყო!
ხელები მოვიფშვნიტე, საშინლად შემცივდა. ოქტომბრის სუსხიანი დილა ძვალ-რბილში ატანდა, მაგრამ მთლად ამის ბრალიც არ იყო. როცა ვფიქრობდი ირაკლის სად ეძინა სული მეყინებოდა. დაჩის გავხედე, საწყალს სავარძელი უკან გადაეხარა, თავისი ქურთუკი წაეფარებინა და მშვიდად თვლემდა. ჩემს გამო დარჩა, რომ მარტო არ დავეტოვებინე. ირაკლის მეგობრებში ნამდვილად გაუმართლა.
გადავწყივტე, მარკეტში გავალ და რამე ცხელს ვიყიდი-თქო. პირველივე სუპერმარკეტი მოშორებით იდგა. გზა გადავკვეთე, მარცხნივ შევუხვიე და შიშისგან ლამის გული წამივიდა. ლუკა მოულოდნელად ამესვეტა ცხვირწინ.
- ჯანდაბა! - გულზე ხელი ვიტაცე - აქ რას აკეთებ?!
- როგორც იქნა! იცი, რამდენი ხანია გელოდები?!
- რა?! - ავხედე გაოცებულმა.
- რა მოხდა? აქ რას აკეთებ? რას ელოდები?
- მოიცა, რამდენი ხანია აქ ხარ?
- კარგა ხანია ვიცდი - წარბშეკრულმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა - ამიხსნი, რა ხდება?
- ჩემმა მეგობარმა იჩხუბა და... - აღარ დავასრულე, დაკონკრეტებისგან თავი შევიკავე, გეგას სიფათი ისედაც საკმარისად ჰქონდა გაერთიანებული.
- და ამის გამო დააპატიმრეს? - იკითხა ეჭვით.
- კინაღამ შემოაკვდა.
- რის გამო?
- მოიცა და შენ აქ რა გინდა?
- აქვე საქმე მქონდა და შორიდან შეგამჩნიე.
სიტყვებს დამაჯერებლობა აკლდათ. აღარ ჩავძიებივარ. მიუხედავად ელდისა მისი გამოჩენა ძალიან მესიამოვნა, მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი.
- გასაგებია.
- სად მიდიოდი?
- მარკეტში, რამე ცხელი თუ არ დავლიე კიდურების გარეშე დავრჩები!
- ყავას დალევ?
- აჰ, ყავა არ გამაგონო! - ვუპასუხე სიცილით - ექვსი ჭიქის შემდეგ თვლა შევწყვიტე.
- კარგი - გამიღიმა ალმაცერად - მაშინ ცხელ შოკოლადზე რას იტყვი?
- კარგად ჟღერს. - გავუცინე მორიდებით.
- ესე იგი, სონგულია ვერ ისვენებს ხომ? - მკითხა ირონიულად.
სკვერში ჩამოვსხედით. ცხელი შოკოლადი ძალიან მესიამოვნა, გაყინულ ხელებში მგრძნობელობა დამიბრუნდა. ლუკას ყველაფერი ვუამბე, მთელი ამ დროის განმავლობაში უხმოდ მისმენდა.
- იცნობ?
- კი, ძველი მეგობრები ვართ... - ჩაიღიმა ირონიულად.
- ჰო?
- ძველი ამბავია... კარგია, შენი მეგობარი იოლად გამოძვრა სიტუაციიდან. საინტერესოა, რატომ არ ჩაუშვა დაზარალებულმა?
- წარმოდგენა არ მაქვს! - გავწითლდი. ლუკას რომ სცოდნოდა გეგას რითი დავემუქრე...
- რა მოხდა? - გამომხედა ღიმილით.
- რა?
- რატომ გაწითლდი?
- არა, რა სისულელეა!
- იოლად ვამჩნევ როცა მატყუებენ, - მიპასუხა ხმადაბლა და ჩემსკენ დაიხარა - მითხარი, რა გაიფიქრე?
- კარგი, ოღონდ არ დამცინო...
- კარგი. - მიპასუხა დაბნეულმა.
- გეგას ვუთხარი, რომ თუ რამეს იტყოდა მიაკითხავდი. - ნეტა მიწა გამსკდომოდა! - ბოდიში რომ შენი სახელი გამოვიყენე, ცუდად გამოვიდა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე...
- უთხარი რომ მივაკითხავდი? - გაეცინა.
- შენ შემპირდი არ დაგცინებო!
- არა, უბრალოდ, მესიამოვნა - კიდევ უფრო ახლოს მოიწია, მის სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნოდი, სახე ერთიანად ამელეწა.
- მითხარი, ის უბრალოდ შენი მეგობარია, თუ?
- რატომ მეკითხები? - იმდენად ახლოს იყო, ჩემს აჩქარებულ გულისცემას უეჭველად გაიგებდა.
- ჩემთვის საინტერესო ფაქტს ვაზუსტებ. - ჩაიღიმა ალმაცერად. ენა დამება.
- ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემთვის ძმაზე ძვირფასია - დავიჩურჩულე ხმადაბლა და ჭაობისფერ თვალებში ჩავხედე. არამიწიერად მომხიბლავი და იდუმალი მზერა ჰქონდა.
- ნამდვილად გაუმართლა, - ჩაიჩურჩულა ხმადაბლა, ხელი ასწია და თმაში ნაზად შემიცურა. ვიგრძენი პულსი როგორ ამიჩქარდა.
ძალიან ნელა მიახლოვდებოდა, სისხლი სახეში მომაწვა, იმდენად მწველი მზერა ჰქონდა, რომ ადგილზე მიმაჯაჭვა, განძრევას ვერ ვახერხებდი. მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა
- შენი წასვლის დროა, თორემ შენი მეგობარი უკვე გამწარებული დაგეძებს. ისევ გნახავ - ლოყაზე ნაზად მაკოცა და წამოდგა.
დაბნეულმა განყოფილებისკენ გავიხედე, დაჩი დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით. კი მაგრამ, როდისღა შეამჩნია?!
- ლუკა! - ბოლოჯერ შევავლე თვალი სანამ ისევ აორთქლდებოდა.
- გისმენ.
- არაფერი - თავიდან ყველაფერი გამომიფრინდა. დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა. გაეცინა.
- მალე შევხვდებით.
- კარგი...
ბოლოჯერ შემომხედა და სწრაფი ნაბიჯით გამეცალა. ღრმად ჩავისუნთქე და დაჩისკენ წავედი.
- სად იყავი? - რომ დამინახა გულზე მოეშვა და სავარძელზე ჩამოჯდა.
- ვერაფრით დავიძინე და ცხელი შოკოლადის საყიდლად გავედი.
- გული გამისკდა! გავიღვიძე და არსად იყავი. განყოფილებაში ვაპირებდი შესვლას.
- აღარ შემიძლია, ერთი სული მაქვს როდის გამოუშვებენ - ამოვიოხრე გატანჯულმა და მანქანაში ჩავჯექი.
- ცოტა დაიძინე, დრო მალე გავა, როგორც კი რამე სიახლე იქნება გაგაღვიძებ.
- მინდა, მაგრამ არ შემიძლია, სანამ თავისუფალს არ დავინახავ თვალს ვერ მოვხუჭავ. - სავარძელზე გადავწექი.
- მე, ბიჭებს დავურეკავ და მოვალ, კარგი?
- კარგი.
დაჩი მანქანიდან გადავიდა და ტელეფონი ამოიღო. მე კი ფიქრებით ისევ ლუკას დავუბრუნდი. თავს ვერაფერს ვუხერხებდი, მისი სახელის გაფიქრებაც კი საკმარისი იყო, რომ პულსი ამჩქარებოდა, მსგავსი რამ არასოდეს მომსვლია. წესიერად არც კი ვიცნობდი, მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა, რომ ჩემზე არაბუნებრივად მოქმედებდა.
ირაკლი გამახსენდა. რა რეაქცია ექნებოდა ეს რომ გაეგო? გაბრაზდებოდა? ეწყინებოდა? ამაზე არასოდეს მიფიქრია, ალბათ იმიტომ რომ არც არავინ მომწონებია. აქამდე ყურადღება არც ერთი ბიჭისთვის არ მიმიქცევია, მაგრამ ლუკა...
სახეზე ხელები ავიფარე, ოღონდ ირაკლი იმ წყეული გისოსებიდან გამოეშვათ და აღარაფერს ვჩიოდი. საშინლად მეძინებოდა, მაგრამ თვალის მოხუჭვას ვერ ვახერხებდი. სახელო ავიწიე და ჩემს ტატუს თითი ნაზად გადავუსვი. გული სითბოთი ამევსო, ირაკლი მართალი იყო, საკმარისი იყო მზეს შევხებოდი, რომ გული მიმშვიდდებოდა. თითქოს მის ნაწილს ვატარებდი მაჯაზე. ერთი სული მქონდა ჩემი მზე როდის დამიბრუნდებოდა. უიმისოდ გატარებული რამდენიმე საათი რამდენიმე საუკუნეს უდრიდა. თვალზე ჩამოგორებული ცრემლი შევიმშრალე და სახელო ჩამოვიწიე. ცოტაც უნდა მომეთმინა და მალე ჩემთან იქნებოდა.
საათის ისრები ნელა, ძალიან ნელა, მიზოზინებდნენ წინ. ყოველთვის ასე ხდება, როცა რაღაც ძალიან გეჩქარება დრო საშინლად მიიზლაზნება და როცა რაღაც, პირიქით, ძალიან არ გინდა ისე მალე გადის დრო, რომ მოხედვასაც ვერ ასწრებ. უკვე მოთმინების ფიალა მეწურებოდა. მანქანიდან გადმოვედი და განყოფილების წინ დავიწყე ბოდიალი.
- ნაია! - მომესმა ძახილი. გული ლამის საგულიდან ამომიხტა, მაღლა ავიხედე, კიბეებზე ირაკლი ჩამორბოდა.
- იკა! - ატირებული გულში ჩავეკარი. არც კი მჯეროდა, რომ ნამდვილად ვეხებოდი, რომ რეალური იყო და არაფერი მეჩვენებოდა.
- ნუს, აქ რას აკეთებ?
- სახლში ვერ წავიდოდი, დაძინება არ შემეძლო. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუპასუხე, ემოციებისგან ლაპარაკიც კი მიჭირდა.
- კარგად ხარ? რამე ხომ არ გატკინეს იმ ნაბიჭვრებმა?
- არა, კარგად ვარ.
- ირაკლი! - დაჩიც მოვიდა და ირაკლის გადაეხვია - სვაბოდას გილოცავ, ძმაო.
- შენც, - გაეცინა ირაკლის - ჩემზე ადრე გამოუშვიხარ.
- ადვოკატმა კარგად იმუშავა - თვალი ჩაუკრა - წავიდეთ, ამ დამპალი ადგილის ყურება აღარ შემიძლია.
- წავიდეთ.
ირაკლიმ ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა...
- მოიცა, ანუ იმ ახვარს არაფერი უთქვამს?
კაფეში ვისხედით. ბიჭები მადიანად მიირთმევდნენ პიცის მოზრდილ ნაჭრებს, არც ერთს არაფერი უჭამია, მე კი ისე ვიყავი ნანერვიულები რომ მადა არ მქონდა და მხოლოდ ჩაი შევუკვეთე.
- არა, - თავი გააქნია დაჩიმ - მეც გამიკვირდა, მის საქციელს არ ჰგავს. დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიციასთან ყველაფერს დაფქვავდა. აი შენ კი დაგერხეოდა, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლს გიშანშალებდა სონგულია.
- აქ რაღაც ისე არ არის, - ირაკლიმ პიცას თავი ანება და შუბლშეკრულმა გამომხედა - კიდევ რამე ხომ არ უთქვამს შენთვის?
- გაგიჟდი? თავ-ყბა ისე ჰქონდა გასიებული სად ჰქონდა ლაპარაკის თავი?! ეგ კი არა თვალებიდან ვერ იხედებოდა წესიერად! მიკვირს საერთოდ მოსვლა რომ შეძლო!
- მადლობა თქვას, რომ არ მოვკალი! - კბილებში გამოსცრა გაცოფებულმა.
- მორჩი! - დავუცაცხანე გაბრაზებულმა - ასე აღარ მოიქცე! ძალიან შემაშინე! კინაღამ სერიოზულ შარში გაყავი თავი, დარდისგან ლამის მოვკვდი!
- ბიჭებს ველაპარაკე. - გადაულაპარაკა დაჩიმ.
- მერე?
- მთელი ამბები აწეულა, ჩვენ რომ დაგვიჭირეს, ჩვენებს სასტავი მაგრად უცემიათ, სანამ გამოხვიდოდი ლაშას ველაპარაკე და ყველაფერი მითხრა.
- ეს ასე არ დამთავრდება, - ირაკლიმ თმა აიჩეჩა და სკამზე გადაწვა - მარტო იმ სირს აღარ ეხება საქმე, ზოგ ზოგიერთს კუდი ეწვის!
- ვიცი, - დაჩიმ პიცის ნაჭერი თეფშზე მიაგდო და წვენი მოსვა - მაგას მოგვიანებით მივხედავთ, მანამდე კი ცოტა უნდა გამოვიძინოთ.
- ახლა ორივემ მომისმინეთ! ის დამპალი სონგულია თქვენზეა ჩაციკლული! კიდევ რამე შარში რომ გაეხვეთ ხელიდან აღარ გაგიშვებთ! ასე რომ ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ! - თვალები დავუბრიალე ორივეს.
- ყველაფერს მოვაგვარებ, - გამომხედა ირაკლიმ - შენ ნუ ნერვიულობ.
- და აი მეც გულზე მომეშვა - გაეცინა და ლოყაზე მაკოცა.
- მე უნდა წავიდე და საღამოს შეგეხმიანები. სახლში მიდი, დაისვენე და საღამოს გამოგივლი.
- გაგიყვან, არ წახვიდე - ვუთხარი დაჩის.
- არ მინდა, მომაკითხავენ, გმადლობ. შენც არ გაწყენს დაძინება მთელი ღამე თვალი არ მოგიხუჭავს.
წამოდგა ხელი დაგვიქნია და წავიდა. მე და ირაკლი მარტონი დავრჩით. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ჩემ გვერდით იჯდა. თითქოს რაც სამასწავლებლოდან ძალით გაათრიეს, მას შემდეგ პირველად ამოვისუნთქე.
- მთელი ღამე არ გიძინია? - მკითხა სევდიანად.
- რა დამაძინებდა?! როცა ვიცოდი სად იყავი, თვალს როგორ მოვხუჭავდი? ერთი სული მქონდა როდის გნახავდი.
- არც მე მიძინია ღამით. შენზე ვფიქრობდი, დრო ისე ნელა გადიოდა ლამის ჭკუიდან გადავედი. მიკვირს ხალხი იქ წლობით როგორ ძლებს, ნამდვილი ჯოჯოხეთია.
- რაც მთავარია ახლა აქ ხარ, მსგავსი რამ აღარასდროს გააკეთო, სიკვდილამდე შემაშინე.
- კონტროლი დავკარგე, - სახეზე ხელი მოისვა - გიორგის რომ არ მოვეშორებინე მართლა მოვკლავდი.
- ვიცი, - მოვეხვიე და გულზე თავი დავადე - ასე აღარ მოიქცე, მეორედ ამას ვეღარ გადავიტან, როცა ძალით წაგიყვანეს კინაღამ პოლიციელს ჩავაკვდი ხელებში.
- სხვათაშორის ძალიან დაგიკაწრია, იმ ტიპს ალბათ მთელი ცოხვრება დარჩება შრამი სახეზე. დასაკითხ ოთახში ეგეც შემოვიდა, ცალ თვალს საერთოდ ვერ ახელდა.
- ძალიანაც კარგი!
- პოლიციელზე თავდასხმა სერიოზული დანაშაულია, საყვარელო. - მიპასუხა სიცილით.
- ჩემი შენ გითხარიო! - ავხედე წარბაწეულმა.
- კარგი გვეყო, თორემ ისე გამიჯდება! მივბრუნდები და რაც დავაკელი დავუმატებ!
- არავის არაფერს არ დაუმატებ! სახლში წამოხვალ და დავიძინებთ, მანამდე კი მირანდას ქოთქოთის ატანა მოგიწევს.
- აუჰ, ძალიან ცუდადაა საქმე? - გამომხედა დამნაშავესავით.
- ოფიციალური ბოდიშის გარდა არაფერი გიშველის. - გავუღმე ტკბილად და წამოვდექი.


თავი მეექვსე
საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. თითქოს ცა ინგრეოდა. თვალები ძლივს გავახილე და წამოვჯექი. ჩაბნელებულ ოთახს, მხოლოდ გარედან შემოსული ელვის სინათლე ანათებდა სუსტად. ტელეფონი ავანთე და საათს დავხედე, ღამის ოთხი იყო. დაბღვერილმა ტუმბოზე მივაგდე და სახე მოვისრისე.
გვერდი ვიცვალე, მაგრამ გარეთ ისეთი საშინელი ამინდი იყო, რომ ძილის შებრუნებაზე ოცნებაც არ ღირდა, ქარის ღრიალი თვალის მოხუჭვის საშუალებას არ მაძლევდა. ჯუჯღუნით გადავიხადე საბანი და წამოვდექი. ხელის ცეცებით ხალათი მოვძებნე და ნახევრად მძინარე ოთახიდან გავლასლასდი.
სამზარეულოში შევედი, კარი მივიხურე და შუქი ავანთე. გარეთ საშინლად ელავდა. ძალიან მიყვარდა ასეთი გადარეული ამინდი. სახლში თბილად და მყუდროდ ვგრძნობდი თავს. ფანჯარასთან მივედი და ქუჩაში გავიხედე, გარეთ კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა, მანქანებიც კი არ მოძრაობდნენ. უზარმაზარი ხეები წელში იზნიქებოდნენ და ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ნამსხვრევებად ქცეულიყვნენ.
კმაყოფილმა გემრიელად დავამთქნარე და მაცივარი გამოვაღე. რძის ყუთი გამოვიღე და შევანჯღრიე, იმედი გამიცრუვდა. ცარიელი ყუთი ნაგავში მოვისროლე და მაცივრის კარი მივხურე. ასეთ ამინდში გარეთ გასვლა მესიკვდილებოდ. ოცდაოთხსაათიანი მაღაზია აქვე იყო და ბევრი ბოდიალი კი არ მომიწევდა, მაგრამ გარეთ ისეთი საშინელი ამინდი მძვინვარებდა, სულ ორი წუთიც საკმარისი იქნებოდა ჩემს მთლიანად დასალპობად.
ამოვიოხრე, ჩემს გამო არაფრის დიდებით არ გავიდოდი გარეთ, მაგრამ ირაკლი შემეცოდა, დილაობით მხოლოდ რძიან ყავას სვამდა. ოთახში გავედი და თბილად ჩავიცვი, კაპიშუნიანი ქურთუკიც მოვიცვი და აბაზანაში გავედი კბილების დასახეხად. მზადებას, რომ მოვრჩი სახლიდან ჩუმად გავიპარე, რომ კარის ხმაზე რომელიმეს არ გაღვიძებოდა.
ლიფტით მგზავრობა დამეზარა და ფეხით ჩავირბინე კიბეები. გარეთ ფრთხილად გავიხედე, ასვალტზე წყლის ნიაღვარი მდორედ მოედინებოდა. კაპიშუნი წამოვიფარე, ღრმად ჩავისუნთქე და გავიქეცი. ყინულივით ცივი წვეთები მაშინვე სახეში დამეძგერა და ერთიანად დამასველა.
ის იყო პატარა ჩიხი გავირბინე, რომ უეცრად მთელი ქალაქი ჩამობნელდა. წარმოუდგენელია, შუქები ჩაქრა და მაინც და მაინც ახლა! ალბათ ქარიშხალმა რომელიმე ანძა დააზიანა. მარკეტში მისვლას აზრი აღარ ჰქონდა, იქაც არ იქნებოდა დენი.
გაღიზიანებული უკან მოვბრუნდი. სულ ტყუილად დავსველდი! ჩუმი ლანძღვა-გინებით ჩიხიდან გამოვედი და კორპუსისკენ გავიქეცი. გარეთ უკუნი სიბნელე გამეფებულიყო, წვიმაც თვალებში მეხლებოდა და რამის გარჩევა მიჭირდა. სადარბაზომდე მივაღწიე და ის იყო შვებით ამოვისუნთქე გადავრჩი-მეთქი, რომ წინ ვიღაცის ლანდი ამესვეტა. გულგახეთქილი ადგილზე გავქვავდი და უნებურად უკან დავიხიე. სიბნელეში ვერ ვარჩევდი ვინ იყო, სანამ არ დაილაპარაკა.
- ასეთ დროს აქ რას აკეთებ, ნაია? როგორ მოხდა, შენმა ძვირფასმა ძმაკაცმა მარტო გამოგიშვა გარეთ? - დაიხიხინა გეგამ. არყის საზიზღარი სუნი სახეში დამეტაკა, აშკარად მთვრალი იყო, ისევ.
- გეგა?! აქ რას აკეთებ? - ცუდად მენიშნა, სადარბაზოდან ცივად გამოვბრუნდი, არ მინდოდა მასთან ერთად ჩაბნელებულ სადარბაზოში მარტო ყოფნა.
- შენთან საქმე მქონდა და ძალიან კარგი რომ მარტო შეგხვდი, - უკან გამომყვა. სიბნელეში ძლივს ვარჩევდი მის სახეს. თვალებში წვიმა გამეტებით მასხამდა, რაც ხილვადობას აუარესებდა - შენი ბულდოგის ნახვას მერეც მოვასწრებ.
- ენა დაიმოკლე! - ავიჯაგრე გაღიზიანებული.
- შეხედე როგორ იცავს! ერთმანეთზე გიჟდებით ხომ? რა იყო ერთად წევხართ? მაგიტომ გაგიჟდა ასე არა?
- შენ შიგ ხომ არ გაქვს?!
- მისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი! იცის ასე ძალიან რომ გიყვარს? გუშინ მზად იყავი მის გამო მოგეკალი კიდეც!
- გეგა, მთვრალი ხარ, აქედან მოშორდი! ისედაც საკმარისი უბედურება მოიტანე, საკუთარ თავს უარესად ნუღარ დააზიანებ!
ჯანდაბა! ეს ფსიქოპატი რა ჭირად გადავიკიდე! თან მთვრალი იყო, ამას აქედან რა მოაშორებდა?!
- ისევ მემუქრები!
ჩაიცინა ირონიულად. სიფათი უარესად გასივებოდა, საზიზღარი შესახედი იყო, სახე ერთიანად ჩალურჯებოდა და ჩაშავებოდა.
- თავი მოგბეზრდა? რისთვის მოეხირე აქ? რა ჯანდაბა გინდა ჩვენგან?!
- თქვენ მე დამამცირეთ! მე მხოლოდ შენი დაპატიჟება მინდოდა კარნავალზე, შენმა ძმაკაცმა კი კაი ბიჭობა მოინდომა და შენც აჰყევი! მთელ სკოლაში თავი აღარ გამომეყოფა. თქვენ ორმა რამდენიმე დღეში ცხოვრება დამინგრიეთ.
- ნუ ხარ პათეტიკური! არავის არ დაუმცირებიხარ! უარი რომ მიიღე შეგეძლო მშვიდად გაბრუნებულიყავი, მაგრამ თვითონ წაეჭიმე ირაკლის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხასიათი იცი, მაინც გააღიზიანე!
- რაო?! - გაცეცხლებული მკლავში მწვდა და ძლიერად შემანჯღრია - ვინ მიგდია შენი ძმაკაცი?! შენ გგონია პოლიციას იმიტომ არ ვუთხარი არაფერი რომ შენი მუქარის შემეშინდა? - მიყვირა გაცეცხლებულმა და კიდევ უფრო ძლიერად შემანჯღრია - არაფერიც! იმიტომ არ ვთქვი არაფერი რომ ჩემი ლუკმაა! იმ დღეს კი გადამირჩა, მაგრამ სხვა დროს ასე აღარ გაუმართლებს! მაინც გამოვფატრავ ღორივით, ეჭვი არ შეგეპაროს!
სიბრაზიზგან თვალებში დამიბნელდა, ტვინში სისხლმა ამასხა. გაცოფებულმა გავიბრძოლე და მისი კლანჭებისგან თავი დავიხსენი. იმის მაგივრად რომ გავრიდებოდი გაცოფებული დავეძგერე და რაც ძალი და ღონე მქონდა სახეში მუშტი ვთხლიშე.
- არც კი გაბედო... - დავისისინე გაცოფებულმა.
ნატკენ სიფათში დარტყმა ემწარა. მწარედ ამოიკვნესა, ხელი მოიქნია და მოწყვეტით გამარტყა სახეში. თავი ვერ შევიკავე და გამეტებით დავენარცხე ძირს, მუხლი კი ქვას დავსცხე. ტკივილისგან წამით სუნთქვა შემეკრა. გააფთრებული თმაში მწვდა რომ კიდევ დაერტყა და სწორედ ამ დროს ჩემს წინ შავი BMW საბურავების წივილით მოსრიალდა და ტალახიანი წყალი ტანსაცმელზე შემომაშხეფა. ანთებულმა შუქფარებმა სიბნელეში თვალები მომჭრა, მანქანის კარი გაიღო და იქიდან ბიჭები გადმოცვივდნენ, მხოლოდ იმის გარჩევა მოვასწარი, რომ ორნი იყვნენ, დანარჩენი კი ელვის სისწრაფით მოხდა.
- შენი დედა...
კბილები გააღრჭიალა ერთ-ერთმა და გეგას სახეში მუშტი დაატაკა. მაშინვე ხელი მიშვა და სადარბაზოს კარს მიენარცხა.
უცნობი მხსნელი ძირს დაგდებულს მივარდა და ცემა დაუწყო. მეორე მე შემეშველა და ფეხზე წამომაყენა. მუხლი საშინლად მტეხდა და ფეხის დადგმას ვერ ვახერხებდი. წამოდგომისას აღმოვაჩინე, რომ იდაყვიც კარგად დამირტყამს. სულგამწარებული ძლივს ვიმაგრებდი თავს, რომ კიდევ არ დავცემულიყავი.
- ნაია, კარგად ხარ?
- ლუკა? - სველი თმა სახიდან გადავიყარე.
წარმოუდგენელია, მაგრამ მართლა ის იყო! ჭაობისფერი თვალები შეშფოთებით შემომცქეროდნენ. მისი დანახვა ასე არასდროს გამხარებია. თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მომაშორეს. მღელვარებისა და გადატანილი შიშისგან თავბრუ დამეხვა და ლამის ისევ წავიქეცი. ლუკამ სწრაფად დამიჭირა, ხელში ამიტაცა და მანქანაში ჩამსვა.
- ყველაფერი კარგადაა, აქ ვარ, - ჩამჩურჩულა ყურში და სავარძელზე მიმაწვინა - ახლავე დავბრუნდები.
თქვა კბილების ღრჭიალით და კარი მომიხურა. აუჩქარებლად გაემართა მეგობრისკენ, რომელსაც ისე ეცემა ის დეგენერატი, რომ BMW-ს შუქფარებზე სახე აზელილ მასად მოუჩანდა.
- მოდი აქ!
კისერში სწვდა გეგას და იმხელა დაატაკა სახეში, რომ ჩაიკეცა. გადმოსვლა მინდოდა, რომ შემეჩერებინა, მაგრამ შოკში ვიყავი ორგანიზმი არ მემორჩილებოდა.
- ახვარო! გოგოზე ძალადობა გსიამოვნებს?! - ის ხელი რომელითაც სახეში გამარტყა მაჯაში გადაუმტვრია. გეგა საზარლად აკივლდა - ხმა ჩაიკმინდე!
გამოსცრა კბილებში და სახეში იდაყვი ჩასცხო. გეგა უსულოდ დაეგდო ძირს და აღარც განძრეულა.
- მოკვდა? - ინტერესით დააცქერდა ლუკას მეგობარი.
- ერთი მაგის დედაცმოვტყან! - დააფურთხა გაცეცხლებულმა და მანქანისკენ წამოვიდა.
ფარების შუქზე მისი თვალები ნათლად გავარჩიე. გული მომეწურა. მასში მხოლოდ მძვინვარება ბობოქრობდა, მკვლელის ინსტიქტი. მსგავსი რამ ლუკას თვალებში არასდროს შემინიშნავს, არც იმ ღამეს როცა გეგას დაემუქრა... მანქანის კარი გამოაღო და გვერდით მომიჯდა.
- როგორ ხარ? - მკითხა ჩუმად და სახეზე ჩამოყრილი თმა გამისწორა. ხელები გეგას ყბებზე გადაყვლეფოდა.
- გტკივა?
შუბლშეკრულმა ხელებზე დაიხედა. გაღიზიანებულმა ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და სასწრაფოდ დაიწყო ხელების გაწმენდა.
- ნუ ღელავ, ჩემი სისხლი არ არის, - ჩაილაპარაკა გაბოროტებულმა და ხელსახოცი გარეთ მოისროლა - კარგად ხარ? რამე ხომ არ გატკინა?
- დაცემისას მგონი მუხლი დავარტყი ქვას.
- არა, დავბრიდავ მაგ ნაბოზარს! - ისევ გადასვლა დააპირა.
- გაჩერდი! - შეშინებულმა ხელი მკლავში ჩავავლე - დაანებე თავი, გთხოვ, აღარ მინდა, მეყოფა ამდენი ცემა-ტყეპა!
- ხელით შეგეხო! და გინდა რომ ვაცოცხლო?!
- ლუკა, გთხოვ, უბრალოდ სახლში მინდა, გეხვეწები... - შევხედე მუდარით.
- წამოდი, აგიყვან.
მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა, მერე კი ხელში ამიტაცა და სადარბაზოსკენ წამიყვანა, შეშინებული ვიყურებოდი აქეთ-იქით ხმაური ხომ არავინ გაიგონა-თქო, მაგრამ გარეთ ქარი ისეთ ხმაზე ღრიალებდა, რამის გაგება შეუძლებელი იყო. ლუკამ სადარბაზოსთან მიმიყვანა. მისი მეგობარი გულწასულ გეგას ეჯაჯგურებოდა, რომ ფეხზე წამოეყენებინა.
- მიხედავ? - გადაულაპარაკა ლუკამ.
- ჰო, ადი შენ, ამას მე მოვუვლი.
გეგას მხარზე დაექაჩა და ძლივს წამოაყენა, სახეზე რომ შევხედე ლამის გული ამერია. საზიზღრად გამოიყურებოდა, თავპირდასისხლიანებულს რა სად ჰქონდა ვერ გაარჩევდით. ბიჭებს გამეტებით ეცემათ.
- მალე დავბრუნდები...
- მოიცა - ლუკა გაჩერდა და შემომხედა. მის მეგობარს ვუყურებდი.
ყორანივით შავი გაჩეჩილი თავი და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, ისიც ისევე დაკუნთული იყო, როგორც მისი მეგობარი. ორივე ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, გარეგნობით ნაკლებად, უფრო გამოხედვით.
- მადლობა დახმარებისთვის - გავუღიმე სუსტად.
- მე და შენ მოგვიანებით გავისაუბროთ, მთლად კარგი სიტუაცია ვერ შევარჩიე შენს გასაცნობად, მაგრამ არაუშავს. - ალმაცერად გაიღიმა და გეგა ზურგზე მოიგდო.
- არაფერი დაუშაოთ, გთხოვთ - ორივეს მუდარით შევხედე.
- მანქანაში ჩააგდე და დამელოდე - გადაულაპარაკა ლუკამ და სადარბაზოში შემიყვანა - რომელზე ცხოვრობ?
- მეცხრეზე, იქამდე ხელით ხომ არ მატარებ? დამსვი.
- ნუ ფართხალებ, ფეხი უარესად გეტკინება. - შემომიბღვირა გაბრაზებულმა, გულზე მიმიხუტა და სიარული გააგრძელა.
თანაბრად სუნთქავდა, თითქოს ორმოცდახუთი კილოს ნაცვლად ორ კილოს მიათრევდა მაღლა. ეს სინათლეც, მაინც და მაინც, ახლა გაითიშა! საშინლად ბნელოდა, თუმცა ერთი მხრივ კარგიც იყო, ჩხუბი არავის დაუნახავს.
- აქ საიდან გაჩნდი? - ვკითხე ინტერესით.
- აქვე ახლოს ვიყავი.
- ჰო, როგორც ყოველთვის - ჩავილაპარაკე სარკასტრულად - სულ, მაინც და მაინც, მაშინ აღმოჩნდები ხოლმე ახლოს როცა მჭირდები, პირდაპირ ცხოვრების საჩუქარი ხარ - ჩუმი სიცილი მომესმა.
- მითვალთვალებ? - ვკითხე ეჭვით. არაფერი უპასუხია, უხმოდ განაგრძობდა კიბეებზე სიარულს - კითხვაზე რომ მიპასუხო არ შეიძლება?
- კითხვას გააჩნია.
შეჩერდა. სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი, სამაგიეროდ მის სუნთქვას ვგრძნობდი ტუჩებზე. ძალიან ახლოს იყო. ჟრუანტელმა დამიარა და პულსი ამიჩქარდა.
- კითხვაში რა არ მოგეწონა?
დავიჩურჩულე ხმაწართმეულმა. მასთან ლაპარაკი მიჭირდა, საკმარისი იყო ასე ახლოს მოსულიყო, რომ თავგზა მერეოდა. დებილი თნეიჯერი!
- არ გითვალთვალებდი, უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ სახლში მშვიდობით მოხვედი. - მიპასუხა ხმადაბლა და გზა გააგრძელა.
მეცხრე სართულამდეც ამოვაღწიეთ. ლუკამ ჩამომსვა და ხელი შემაშველა, რომ არ წავქცეულიყავი. მუხლი საშინლად მტეხდა და დგომა მიჭირდა.
- კარგად ხარ? - მკითხა შეწუხებულმა.
- უკეთესადაც ვყოფილვარ, - გამეცინა და ლუკას ჩავეჭიდე - არაუშავს, გამივლის. გმადლობ, დახმარებისთვის. გადამარჩინე - ისევ.
- როცა არ უნდა მოგიახლოვდე, მუდამ შარში ხარ.
- უიღბლო ადამიანი ვარ, რას იზამ.
- ჩვენი ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა, - მიპასუხა ხმადაბლა და სველი თმა ზურგს უკან გადამიყარა - არ ვიცი რა მოგიხერხო.
- მეც არ ვიცი საკუთარ თავს რა მოვუხერხო.
წამომცდა დაუფიქრებლად, გული გამალებით მიცემდა, მის ასეთ სიახლოვეს ჭკუიდან გადავყავდი.
- გული საშინლად გიცემს - ჩაიცინა ირონიულად. კიდევ კარგი, რომ შუქი არ ენთო და ჩემს სახეს ვერ ხედავდა, თორემ ნამდვილად შევრცხვებოდი.
- ნუ დამცინი! - მუჯლუგუნი წავკარი, მოქნეული ხელი სიცილით დამიჭირა და ზურგს უკან გამიკავა.
- ნუ ფართხალებ, - სახეზე ნაზად მომეფერა და ტუჩებზე თითი გადამისვა - სახლში შედი და დაისვენე, კარგი? სულ სველი ხარ, ტანსაცმელი გამოიცვალე - მითხრა მზრუნველად - შენს ასე ნახვას არ ვგეგმავდი.
- ჰო, სიტუაციაა ყოველთვის ასეთი.
- პირობას გაძლევ მაგ ნაბიჭვარს თვალით ვეღარ ნახავ!
- ძალიან გთხოვ, მეტს ნურაფერს დაუშავებ, საკმარისია რაც მოხვდა.
- მან შენ დაგარტყა! - ვიგრძენი წელზე შემოხვეული ხელი, როგორ დაემუშტა.
- ჰო, რის გამოც მაჯა გადაუმსხვრიე.
- ეგ არაა საკმარისი! - ჩაისისინა ბოროტად.
- ძალიან გთხოვ.
- და ასე ძალიან რატომ გადარდებს ეგ ?!
- ეგ არ მადარდებს - ვუპასუხე ჩუმად.
- აბა ვინ გადარდებს? - მკითხა პაუზის შემდეგ.
პულსი კიდევ უფრო ამიჩქარდა, ჩემი გულისცემა მეთვითონ მესმოდა. ლუკამ კიდევ უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე, მღელვარებისგან აზრების დალაგება მიჭირდა.
- არ მინდა შარში გაეხვე, ისედაც საკმარისია რაც მოხდა, არ იყავი ვალდებული - ვუპასუხე გაჭირვებით.
- რაში არ ვიყავი ვალდებული?
- რომ დამხმარებოდი, მუდამ ასე იქცევი, ამის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნას, მე კი ეს არ მინდა. - მივაყარე სულმოუთქმელად.
- და რატომ ფიქრობ რომ ეს მადარდებს? - მკითხა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
- მე მადარდებს.
მის სახეს ბუნდოვნად ვარჩევდი. დავინახე, როგორ შეერხა ტუჩის კუთხეები.
- ნურაფერზე იდარდებ, თავს მიხედე. ნუ მაიძულებ კიდევ ვინმეს კლანჭებიდან გამოგათრიო. შეიძლება სხვა დროს თავი ვეღარ შევიკავო და ვინმე ხელში შემომაკვდეს!
- არაფერი დაუშავო, გთხოვ.
- შემდეგში ახლოს თუ გაგეკარება მოვკლავ! პირობას გაძლევ. თუმცა, სამაგისოდ ჯერ ახლა უნდა გადარჩეს, რაც ძალიან მეეჭვება! ახლა უნდა წავიდე. სახლში შედი.
- ისევ გნახავ? - ვიგრძენი წელზე შემოხვეული ხელი, როგორ დაეჭიმა.
- ჰო, ისევ გნახავ - მიპასუხა ხმადაბლა და ლოყაზე ნაზად მაკოცა, სახეზე თითქოს ცეცხლი წამიკიდეს - მალე მოგაკითხავ. სახლში შედი და თავს მიხედე.
- კარგი.
კიბეებზე ჩაირბინა და წყვდიადში გაუჩინარდა. გაშტერებული კართან ვიდექი და აზრად არ მომდიოდა სახლში შესვლა. თითქოს ყველაფერი სიზმარში მოხდა, დაჯერება მიჭირდა რომ წამის წინ ლუკა ჩემს წინ იდგა. მის ტკბილ სუნამოს სურნელს ჯერ კიდევ ვგრძნობდი, თითქოს ისევ აქ იყო. თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე. სახლში ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, რამის გარჩევა მიჭირდა. ფრთხილად მივხურე კარი და ხელის ცეცებით წავედი ჩემი ოთახისკენ, თან ვფრთხილობდი, რომ ფეხი არ წამომეკრა და ჩემები არ გამეღვიძებინა.
ოთახამდე მივაღწიე, ფეხაკრეფით შევიპარე და ჩამრთველს ინსტიქტურად ავკარი ხელი, სულ დამავიწყდა, რომ შუქი არ იყო. გაღიზიანებულმა, სველი და ტალახიანი ტანსაცმელი გავიხადე და ძირს დავყარე, სიცივისგან ერთიანად მაკანკალებდა. ნაძირალა, გეგა!!! კიდევ კარგი მე შევხვდი და არა ირაკლი, მას რომ ის აქ ენახა... წარმოდგენაზეც კი ტანში მცრიდა. გუშინდელის შემდეგ ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ მართლა მოკლავდა. რა თქმა უნდა, მომხდარზე სიტყვასაც არ დავძრავდი ირაკლისთან, მთავარია გეგას არ ეთქვა ვინ და რატომ გადაუმსხვრია მაჯა. ახალი სადარდებელი გამიჩნდა! ეს რომ ირაკლის გაეგო ვეღარ დავაკავებდი, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და გეგას საბოლოოდ გამოუყვანდა წირვას და მეც მიმაყოლებდა უკან, მომხდარი რომ დავუმალე!
ამოვიოხრე და ხელის ცეცებით ხალათს დავუწყე ძებნა. შუქიც მოვიდა. სინათლემ ლამის დამაბრმავა. თვალები მოვისრისე და ჭუჭყიანი ტანსაცმელი იატაკიდან წამოვკრიფე და აბაზანაში გავიპარე წყლის გადასავლებად. ცხელი წყალი მესიამოვნა, ერთიანად გათოშილს კიდურები გამითბა. გრძელი თმიდან ტალახი ძლივს ჩამოვირეცხე. წყალმა ნატკენი ადგილები უარესად ამიწვა.
თვალები დავხუჭე და მაშინვე ლუკას სახე დამიდგა თვალწინ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანის მოკვლა მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ის არ ჰგავდა იმ ბიჭებს რომლებსაც ვიცნობდი, განსხვავებული იყო, გამორჩეული და იდუმალი.
გამეცინა, თავი რომელიღაც დებილური ფილმის დებილური პერსონაჟი მეგონა. საცოდავ, დაუცველ ქალიშვილს მხსნელად იდუმალი რაინდი ევლინება. რა პათეტიკურია! თავი გავაქნიე და სახე ჩამოვიბანე. ასე იყო თუ ისე, ზუსტად ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი! დუში გავთიშე და სველ ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე. სველი თმა გავიწურე და ჩემს ოთახში გავედი. კარის მიხურვა და შუქის ჩაქრობა ერთი იყო!
- მეკაიფები ხო?!
ხელის ცეცებით ლოგინთან მივედი და ბალიშის ქვეშიდან პიჟამა გამოვაძვრინე, სწრაფად ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. სველმა თმამ ბალიში დამისველა. გაავებული ქარიშხალი ისევ დამშეული მხეცივით ღმუოდა და გამეტებით ეხლებოდა ფანჯრებს. სასიამოვნო იყო ლოგინში თბილად წოლა და ქარის ღრიალის მოსმენა.
ისევ გაიელვა და ოთახი სინათლით აივსო. საბნის ქვეშ მოვიკუნტე და სახე ბალიშში ჩავმალე, კარი ჭრიალით გაიღო. თავი მაშინვე ამოვყე საბნიდან და კარისკენ გავიხედე, ოთახში გაბურძგნული თავი ირაკლიმ შემოყო.
- იკა? არ გძინავს?
- შენ რატომღა გღვიძავს? - მკითხა ჩახლეჩილი ხმით და ოთახში შემოვიდა.
- ჭექა-ქუხილმა გამაღვიძა. მოდი აქ.
ჩავიჩოჩე და ადგილი გავუთავისუფლე. მთქნარებით მოვიდა ჩემთან და ლოგინში შემოწვა.
- ეს რა არის? იბანავე? - სველი თმა ხელით მომისინჯა.
- ჰო, გარეთ ვიყავი გასული და დავსველდი.
- რა?! - ბალიშიდან წამოიწია და დაბღვერილმა შემომხედა, ელვის სინათლეზე მისი შუბლშეკრული სახე იოლად გავარჩიე.
- ჰო, რძე გაგვითავდა და ამოტანა მინდოდა, მაგრამ ქვემოთ რომ ჩავედი შუქი ჩაქრა, სიბნელეში ქვას გამოვედე და წავიქეცი, მერე სახლში ამოვძუნძულდი და წყალი გადავივლე - სულმოუთქმელად მივაყარე წინასწარ მოგონილი ზღაპარი.
- გადაირიე?! ასეთ ამინდში სად მიჩერჩეტობდი?! - დამიცაცხანა გაბრაზებულმა.
- რძე გაგვითავდა და ყიდვა მინდოდა-თქო, დილით ყავის გარდა არაფერს სვამ. - ვუპასუხე მშვიდად და მკერდზე თავი დავადე.
- რა სულელი ხარ! და მაგის გამო ამ ქარიშხალში გარეთ გავარდი? - მის ხმაში ახლა სითბო უფრო იგრძნობოდა, ვიდრე ბრაზი.
- ჰო. - მკერდზე ვაკოცე და მაგრად ჩავეხუტე, ისეთი თბილი იყო მესიამოვნა.
- ეგრე მეორედ აღარ ქნა! სულელი ბავშვი! ვერ დამელოდე? მეთვითონ ამოვიტანდი. - ჩაიჯუჯღუნა გაბრაზებულმა და დაამთქნარა.
- იკა... - დავიწყე გაუბედავად.
- გისმენ. - მკლავები მაგრად მომხვია და გულში ჩამიკრა.
- რაღაც რომ გკითხო შეიძლება?
- გააჩნია რას მკითხავ, - ჩაილაპარაკა მშვიდად - ვხუმრობ, მკითხე რაც გინდა.
ყელში ბურთი გამეჩხირა, სიტყვის თქმა იმაზე მეტად გამიჭირდა ვიდრე ვიფიქრებდი.
- ნუს, - თავი წამოსწია და თვალებში ჩამხედა - რა იყო? მკითხე რაც გინდა.
- რომ გეწყინოს? - გაკვირვებული მომაჩერდა.
- ხომ არ გადაირიე? ამოღერღე, თორემ უკვე ვნერვიულობ.
- ოდესმე ვინმე, რომ მომეწონოს გეწყინება? - ვკითხე ბავშვურად და თვალებში მივაჩერდი, წამით დაიბნა, ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა. სახეზე ვაკვირდებოდი, რომ მისი რეაქცია არ გამომპარვოდა - რატომ გაჩუმდი?
- მაგ კითხვას არ ველოდი, - მიპასუხა დაბნეულმა, მერე უცებ გაიცინე და გულში მაგრად ჩამიხუტა - ხომ ვამბობ რა, სულელი ბავშვი ხარ! რა იდიოტობას მეკითხები?! რატომ უნდა მეწყინოს შენი ბედნიერება?!
- მართლა მეუბნები? - გულიდან უზარმაზარი ლოდი მომშორდა, ემოციებისგან თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
- ნუს, - ირაკლიმ თავი ამაწევინა და მხარზე წამოიწია - რა გჭირს, რა გატირებს?
- უბრალოდ... - გული ამიჩუყდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, ემოციებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი.
- ნუ მაშინებ, რა გატირებს?! - ცრემლები ნაზად შემიმშრალა და მხიარულად გამიცინა - რა იყო უნდა ვინერვიულო? ვინმე მოგეწონა და ამის თქმას ვერ ბედავდი?
თავი გავაქნიე და ირაკლის მკერდზე ავეკარი, არაფერზე აღარ მინდოდა ლაპარაკი. მისმა პასუხმა ძალიან იმოქმედა. სულ სხვანაირ რეაქციას ველოდი. მეგონა ეწყინებოდა, ან გაბრაზდებოდა ან რავიცი არ მოეწონებოდა, ის კი პირიქით. იქნებ გულის სიღრმეში სხვანაირად ფიქრობდა და უბრალოდ მე არ მიმხელდა? აბა როგორ დამეჯერებინა რომ სიმართლეს მეუბნებოდა? ჩემი თვალით ვნახე რა უქნა გეგას.
- შემომხედე! - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა - მითხარი რა მოხდა.
- არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა.
- და საიდან მოიტანე, რომ ამაზე გავბრაზდებოდი?
- გეგა ლამის მოკალი!
- იმიტომ ვცემე, რომ ღირსი იყო, - აიჯაგრა გაბრაზებული - ! გაწუხებდა და მიიღო რაც დაიმსახურა, მაგრამ შენ სულ სხვა რამეს მეუბნები. რატომ უნდა მეწყინოს ან გავბრაზდე, შენ თუ ვინმე მოგეწონება და მასთან თავს ბედნიერად იგრძნობ? რა საშინელი წარმოდგენა გქონია ჩემზე!
- მე, არა.. მე - ენა დამება. ირაკლის სიცილი აუტყდა და გულში ჩამიხუტა.
- ვხუმრობ, ვხუმრობ ფერი ნუ დაკარგე.
- დამპალო! - გაბრაზებულმა მუჯლუგუნი ვუთავაზე ფერდებში.
- მოიცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე მოგწონს? მე გითხარი არ გავბრაზდები-თქო, მაგრამ არც ის მითქვამს მომეწონება-თქო! - გამომხედა წარბშეკრულმა. გამეცინა, ყელზე ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე.
- მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, იკა!
- ვიცი, - მიპასუხა როგორც ყოველთვის და თავზე ხელი გადამისვა - მეც მიყვარხარ. ხომ იცი მესაკუთრე ვარ, შეგიძლია ვინც გინდა ის გიყვარდეს და მოგწონდეს, მაგრამ ჩემზე მეტად არა! და კიდევ, თუ ვინმე გაწყენინებს კბილებს დავამტვრევ! ვინც გინდა ის იყოს, გაიგე?!
- ჰო, - ვუპასუხე სიცილით - ჩემი მეორე ნახევარი ხარ, შენს გარეშე ძილიც კი არ შემიძლია, შენზე მეტად როგორ უნდა შევიყვარო ვინმე.
- ძალიანაც კარგი! ახლა დაიძინე და მეც დამაძინე, ცოტახანში ისედაც უნდა ავდგეთ.
- სკოლაში მაინც მივდივართ? - ჩავიბუზღუნე უკმაყოფილოდ.
- ჰო, აბა?! დაჩის ნახვა ვერ მოვახერხე მეძინა. ხვალ უეჭველი უნდა ვნახო.
- იკა, გთხოვ შარში აღარ გაეხვე რა.
- ნუ ნერვიულობ, გეგა ა, თვითმკვლელი კი არა. ახლოს ვეღარ გაგეკარება, ასე რომ პრობლემაც მოგვარდა. - დანაშაულის გრძნობამ მტკივნეულად შემახსენა თავი.
ირაკლის ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე. უკვე ვხვდებოდი, რომ წინ დიდი პრობლემები მელოდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა, როცა ირაკლი ჩემთან ერთად თბილად და რბილად იწვა ლოგინში, გარეთ კი ლამის ცა ჩამოქცეულიყო, თავს ძალიან მყუდროდ და კარგად ვგრძნობდი.
- ტკბილი ძილი საყვარელო. - ჩამჩურჩულა ყურში, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და ჩამეხუტა.


****
მაღვიძარა მთელი ხმით აზუზუნდა. გაბრუებულმა თავი წამოვყე, ირაკლისაც გაეღვიძა. ხელი ისე მოაფათურა ტუმბოზე, რომ თვალი არც გაუხელია, ტელეფონს მისწვდა და ხმა გაუთიშა. თავი ისევ ირაკლის დავადე და ტკბილად დავამთქნარე, ქარიშხალი ჩაწყნარებულიყო. ფანჯრიდან საავდროდ მოქუშული ცა მოჩანდა, მაგრამ აღარ წვიმდა.
- ნუს!
- მმმ... - ისე მეძინებოდა, რომ ხმის ამოღების თავიც არ მქონდა, ასე ტკბილად ბოლოს როდის მეძინა არც მახსოვდა.
- ყავას გააკეთებ? გეხვეწები რა, პონტი არაა რომ სხვანაირად თავი ავწიო.
- მოდი რა, დღეს სახლში დავრჩეთ - ავწუწუნდი უკმაყოფილოდ - იმ იდიოტურ სკოლაში მაინც არაფერს ვაკეთებთ.
- გამორიცხულია! ნუ გეზარება, მიდი რა. - მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა.
- ჰო, ჰო ეგრე ჩამეხუტე და აუცილებლად ავდგები - ვუპასუხე სიცილით და თვალები ძლივს გავახილე, ირაკლისაც გაეცინა და გემრიელად გაიზმორა.
- აუ რა კარგად მეძინა, ტო! კატასავით ხარ რა, თბილი და საყვარელი. - ცხვირზე თითი წამკრა.
- კატა არა დღნაშვი! - დავამთქნარე და უხალისოდ წამოვდექი - აუ რა! როგორ მეზარებაა!
ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით მოვიცვი ხალათი და ოთახიდან გავლასლასდი, ირაკლიმ გვერდი იცვალა, ჩემი ბალიში გულში ჩაიხუტა და თვალები დახუჭა.
- დამპალი! მე წამომაგდო და თვითონ ისევ იძინებს! - თვალები გადავატრიალე და სამზარეულოში გავბარბაცდი.
ნახევრად მეძინა ისე ვადგამდი ელექტრომადუღარით წყალს. ყავა თაროდან გადმოვიღე და ჭიქაში კოვზნახევარი ჩავყარე, ცოტა შაქარიც დავამატე და მაგიდასთან ჩამოვჯექი სანამ წყალი ადუღდებოდა. ყავის დალევა არც მე მაწყენდა, მაგრამ წინა დღეს იმდენი ჩავისხი, რომ მის სუნზე ჯერ კიდევ გული მერეოდა. კარის ხმა გავიგე და მირანდაც შემოვიდა სამზარეულოში. ნამძინარევს როგორც ყოველთვის თმა კალმით აეკეცა და ხალათი მოეცვა.
- დილამშვიდობის - მთქნარებით გამოიღო ჭიქა და გვერდით დამიდო - ყავა მეც მინდა.
- რა სახე გაქვს, ღამით არ გეძინა? - ჭიქა მივიწიე და მასაც იგივე დოზით ჩავუყარე ყავაც და შაქარიც.
- წუხელ გვიანობამდე ვმუშაობდი, საბუთები იყო მოსაწესრიგებელი და მოკლედ... ირაკლი სად არის? ჯერ არ გაუღვიძია?
- ჰღვიძავს, მაგრამ ადგომა ეზარება.
- გამობრძანდეს აქ! მაგისთვის ლექციის წაკითხვა ვერ მოვასწარი!
- კარგი რა, დე. თავიდან არ დაიწყო, დანაშაულს მიხვდა.
- ჰო, ჰო და ხვალ ისევ ვიღაცას მიუნგრევს სიფათს!
- მირო, ამ დილაადრიან რას ქოთქოთებ, ა? - ირაკლი მთქნარებით შემოვიდა ოთახში, დაიხარა და დედას შუბლზე აკოცა - როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები.
- არ გაგივა ეგეთი ლაპარაკი! - დაუცაცხანა დედამ, თუმცა ხმა ისეთი მკაცრი აღარ ჰქონდა, სიცილის დასაფარად წამოვდექი და ადუღებული წყალი ჭიქებში ჩამოვასხი. ირაკლი ღიმილით ჩამოჯდა სკამზე.
- კარგი, მიდი გამოუშვი. მაინც ყველაფერში დაგეთანხმები და თავს დაგიქნევ, მერე წავალ და ისევ გავაფუჭებ, თუ ვინმე ჩვენს გოგოს ზედმეტად შეეხება. - დაამატა მთქნარებით და ნამცხვარს გადასწვდა. გამზადებული ყავა წინ დავუდგი და თვალები დავუბრიალე.
- ამას უყურე რა!
- ნუ მებღვირებით, - გაიცინა უდარდელად - თქვენზე ზრუნვა ჩემი საქმეა, ამაზე კამათი კი არა ლაპარაკიც არ ღირს. აუ, მაფინები აღარ დარჩა?
- გინდ ამას ელაპარაკე და გინდ მეზობლის კატას. - თვალები გადავატრიალე და თაროდან მაფინები გამოვიღე.
- ჰა, ეხლა, ნუ დაიქოქეთ! - წარბშეკრულმა გადმოგვხედა ორივეს - დღეს კარგ ხასიათზე ვარ რა, მირო. გეხვეწები, რომ მოვალ მერე მეჩხუბე, თუ გინდა მიწასთან გამასწორე ოღონდ ახლა არა რა, გთხოვ. - მაფინი პირში გაიქანა და ყავაც მიაყოლა.
მირანდამ უყურა უყურა და ბოლოს მაინც გაიცინა. ამ დროს სულ პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა ხოლმე, აბა მე გამენგრია ვიღაცისთვის თავ-ყბა და პოლიციას ავეყვანე. მირანდა ახლა ჩემს წინ ასეთი სახით კი არ იჯდებოდა, კუბოში მინიმუმ რვაჯერ მაინც ჩამდებდა და ამომიღებდა. დაბოღმილი ირაკლის მივუჯექი გვერდით და მაფინი გამოვგლიჯე ხელიდან.
- წინ რამხელა ნამცხვარი გიდევს და კიდევ მე მიჭამ?! რა უსინდისობაა!
- შენ ისიც გეყოფა, რომ სახლში ფავორიტი ხარ! - ენა გამოვუყე და ნამცხვარი შევუჭამე.
- ბოღმიანო! - გაეცინა და ახლა სხვა მაფინს გადასწვდა.
- რა გეშველებათ, - მირანდამ ამოიოხრა და ყავა მოსვა - დღეს ცოტა გვიან დავბრუნდები და აბა თქვენ იცით, ახალ სიურპრიზებს ნუ დამახვედრებთ.
- რატომ, რა ხდება? - ჰკითხა ირაკლიმ.
- არაფერი, დღეს კლიენტს უნდა შევხვდე საღამოს და ცოტათი შემაგვიანდება.
- რომელ კლიენტს? - ვკითხე გაკვირვებულმა. ირაკლი სკამზე შესწორდა, ჩემგან განსხვავებით მას ეს ამბავი სულაც არ გაჰკვირვებია - რა ხდება?
- სუპერმარკეტს ვყიდი - მიპასუხა მშვიდად.
- რას აკეთებ? - დარწმუნებული ვიყავი რომ მომესმა.
- სუპერმარკეტს ვყიდი, ნაია.
თვალი გამისწორა მირანდამ, გაკვირვებულმა ჯერ მას შევხედე, მერე კი ირაკლის გადავხედე, სულაც არ ჩანდა გაოცებული. როგორც ჩანდა მე ერთადერთი ვიყავი ვინც ეს ახალი ამბავი არ იცოდა.
- შენ იცოდი? - თვალები დავუბრიალე ირაკლის.
- ვიცოდი. - მიპასუხა წყნარად, უცებ მისი სიტყვები გამახსენდა აქედან მალე წაგიყვან და ახლა ცხოვრებას დავიწყებთო, ახლა გასაგები იყო რასაც გულისხმობდა.
- და მე რატომ ვიგებ ამას ახლა?!
- ჯერ არაფერი მქონდა გადაწყვეტილი და იმიტომ, არ ვიცი რა იქნება. დღეს კლიენტს შევხვდები და ყველაფერს მერე გადავწყვეტ.
- დედა! ეგ მარკეტი მამამ შენ გაჩუქა!
- ნაია! - ირაკლიმ თვალები დამიბრიალა.
- ნაია, - მირანდამ ჭიქა მშვიდად დადგა - ხომ ხედავ აქ როგორი დაძაბული სიტუაციაა? ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ. თქვენღა დამრჩით. სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.
- მე არ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ! - ვუპასუხე მკაცრად - უბრალოდ უნდა გეთქვა, როცა ასეთ რამეს აპირებდი! როდის უნდა გამეგო ეს? ბარგის ჩალაგების დღეს? უბრალოდ ისე ნუ მექცევით თითქოს ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი ვიყო! - გაღიზიანებული წამოვდექი და ჩემს ოთახში გავედი.
ნერვები მომეშალა. აბა ასე როგორ შეიძლებოდა?! მამას გარდაცვალების დღიდან თითქოს ამ სამყაროს გამოვეთიშე, არავინ არაფერს მეუბნებოდა, რომ ზედმეტად არ მენერვიულა, რომ არ განმეცადა ან რავიცი ათასი სულელური მიზეზი! იმ წყეულ ღამეს მამაჩემი მოკლეს მე კი არა! აქამდე ამ დამოკიდებულებას როგორღაც ვაიგნორებდი და მართალი ითქვას დიდად არც მაინტერესებდა, მაგრამ ახლა ამ ახალმა ამბავმა ძალიან გამაღიზიანა.
ჩაცმა დავიწყე. მირანდას სიტყვები ყურში მედგა. აქედან წასვლა ჯერ ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ჯერ ადრე იყო! ამისთვის მზად არ ვიყავი. ახალი ცხოვრება, ახალი გარემო, არა ეს ყველაფერი ნაადრევი იყო. გაბრაზებული ისე გამეტებით ვისვამდი სავარცხელს თმაზე, რომ ნახევარს ზედ ვტოვებდი. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს.
- ნუს, - ირაკლიმ კარი შემოაღო და ჩაცმული, რომ დამინახა ოთახში შემოვიდა.
- იკა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა! - ვუპასუხე მკაცრად.
სავარცხელი ტუმბოზე მივაგდე და ჩანთაში წიგნების ჩატენვა დავიწყე, გაუცნობიერებლად ვყრიდი ყველაფერს რაც ხელში მხვდებოდა.
- გაჩერდი, - ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა - ასე რატომ გაბრაზდი?
- აქამდე რატომ არაფერი მითხარით? მეც აქ ვცხოვრობ, თუ მეზობელი ვარ? სულ ისე რატომ მექცევით თითქოს პატარა ჭირვეული ბავშვი ვიყო?
- ასე არავინ გექცევა - დაიწყო ხმადაბლა.
- აბა, ეს რა იყო?
- ნაია, მირანდა იმაზე ცუდად არის ვიდრე შენ ფიქრობ.
- ვერ გავიგე?!
- აქაურობის ატანა უჭირს! თან გიყურებდა რომ ღამით ნორმალურად არ გეძინა. შენზე ნერვიულობს, ამაში ვერ დაადანაშაულებ და მეც ვეთანხმები მას.
- საკუთარ თავს როგორმე მივხედავ და არც ღამის კოშმარების გამო ვაპირებ სადმე გაქცევას, ეს ერთი და მეორე, შენ რას აპირებ?
- რას გულისხმობ?
- შენ აქ რჩები?
- ამაზე ბევრი ვიფიქრე და წამოსვლა გადავწყვიტე. უთქვენოდ ვერ გავძლებ.
- ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგე, - ჩავიჯუჯღუნე გაღიზიანებულმა - კი ბატონო, ძალიან კარგი და ბებიაშენს რას უპირებ? ან შენს დანარჩენ ნათესავებს? მათ ასე უბრალოდ მიატოვებ?
- ნუს, ჩემი ოჯახი თქვენ ხართ, ისინი ჩემთვის ისეთივე უცხოები არიან როგორც შენთვის გვერდით მეზობლები. შენ მაგაზე ნუ დარდობ, ისე შენმა რეაქციამ გამაკვირვა, მეგონა შენც გინდოდა აქედან წასვლა.
- მინდა კიდეც, უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება.
- და ეს რამით ხომ არ უკავშირდება წუხანდელ ჩვენს საუბარს? - მკითხა ეჭვით, სახე ამელეწა. არც გამხსნებია, მართლაც! თუ აქედან წავიდოდი მაშინ ლუკა...
- არა, რა თქმა უნდა - ვუპასუხე უხალისოდ.
- კარგი, - დარწმუნებული ვარ არ დამიჯერა - მე უკვე მზად ვარ, ქვემოთ დაგელოდები.
ოთახიდან გავიდა და მარტო დამტოვა. ლოგინზე დავეხეთქე და სახე ხელებში ჩავრგე, ლუკაზე მართლა არ მიფიქრია, რა ჯანდაბა უნდა მექნა? ცხოვრებაში პირველად მომეწონა ბიჭი და უკვე მისგან შორს ვაპირებდი გამგზავრებას! ამ ურთიერთობას არავითარი მომავალი არ ჰქონდა. ეს უკვე ჩემს გარეშე გადაწყვიტეს, ისე რომ მე არც არაფერი მკითხეს! გაღიზიანებულმა ჩანთას დავსტაცე ხელი და მთელი წიგნები უკან გადმოვყარე. გაბრაზებულმა ფეხსაცმელები ჩავიცვი, ქურთუკი მოვიცვი, ცარიელ ჩანთას ხელი წავავლე და სახლიდან გამოვედი.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ფიქრებში ჩაძირული ათას რამეზე ვდარდობდი. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსი იყო. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ყველაფერი თავზე მეყარა და ვერაფრის დალაგებას ვერ ვახერხებდი. ირაკლი უხმოდ გამომხედავდა ხოლმე, თუმცა არაფერი უთქვამს. ხვდებოდა რომ ახალმა ამბავმა ძალიან გამაღიზიანა და არც ჩემი პასუხი იყო მისთვის ამომწურავი. სკოლაში მალე მივედით. მანქანა პარკინგზე დააყენა და კუშტად გამომხედა.
- კარგად ხარ?
- კი.
- კარგი, როდის მეტყვი სინამდვილეში რა ხდება? - მკითხა ხმადაბლა როცა სკოლაში შევედით.
- არაფერი არ ხდება. - კიბეებზე ავირბინე.
- ნუ მატყუებ! - ჩამჩურჩულა ყურში - აშკარად გეტყობა, რომ რაღაცაზე ნერვიულობ, მითხარი რა ხდება.
- ყველაფერი რიგზეა, ნუ ნერვიულობ. - ვუპასუხე მშვიდად და კლასში შევედი. ირაკლიც უკან მომყვა.
როგორც კი კლასელებმა დაგვინახეს, მაშინვე შეწყდა ხმაური და ლაპარაკი, ყველა მორიდებით მოგვაჩერდა. ეს დამოკიდებულება დღითიდღე ჭკუიდან მშლიდა. სხვა თუ არაფერი ამ იდიოტური სიტუაციისგან მალე დავიხნიდი თავს. ბავშვებს გვერდი ავუქციე და ჩემი ადგილისკენ გავემართე. ჩანთა მაგიდაზე დავახეთქე და კუთხეში დავჯექი. ირაკლიც გვერდით მომიჯდა.
- არ ვიცი ასეთი რა გაწუხებს, მაგრამ ეს უკვე ძალიან არ მომწონს, აქამდე ჩემგან დასამალი არაფერი გქონია.
- არც ახლა გიმალავ რამეს!
- ჰო და მეც დაგიჯერე. - მიპასუხა სარკასტულად. ინა თავზე წამოგვადგა და ირაკლიმ ლაპარაკი შეწყვიტა.
- ყველაზე საშინელი ადამიანები ხართ დედამიწის ზურგზე!
- ამას რაღა უნდა?! - ირაკლი სკამზე გადაწვა და ინას შეუბღვირა.
- ნერვიულობისგან კინაღამ მოვკვდი! გუშინ ტელეფონი ავაფეთქე იმდენი გირეკეთ, მაგრამ შენც არ მომიკვდე! არავინ მიპასუხა! ვითომ ასეთი ძნელი იყო ტელეფონისთვის გეპასუხათ?
- დაჩი მოვიდა უკვე? - ვითომ მისი სიტყვები არც გაუგონია.
- ჰო, აი მეც ზუსტად მაგაზე გელაპარაკებოდი! - ჩაისისინა გაცოფებულმა და წიგნი მოუქნია თავში.
- შენ ხომ არ გაგიჟდი? - იყვირა შეშინებულმა - ეგ ოხერი მინიმუმ ოთხას გვერდიანია!
- რატომ ათასიანი არ არის რომ თავი გაგიჩეჩქვო, იდიოტო!
წიგნი კიდევ მოუქნია. ძალაუნებურად გამეცინა. ირაკლიმ თავზე ხელები წაიფარა, რომ თავდასხმისგან თავი დაეცვა.
- ასათიანი!
ინამ ირაკლის ჩეჩვა შეწყვიტა. ყველამ კარისკენ გავიხედეთ, სასწავლო ნაწილი კოპებშეკრული გაჩხერილიყო შემოსასვლელში.
- რა მოხდა?
კლასში დაჩიც შემოვარდა, მაგრამ სასწავლო ნაწილი რომ დაინახა აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ შეშფოთებით გადმოხედა ირაკლის. გულში შიშმა გამკრა, წამოვდექი და ახალი ცუდი ამბავის მოლოდინში მოვიბუზე.
- ახლავე დირექტორთან!
- ახლა რაღა დავაშავე? - უკმაყოფილოდ შეხედა სასწავლო ნაწილს.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და ფეხი გამოადგი. აჰ, დანელია, შენც აქ ყოფილხარ! როგორი დროული. შენთანაც ვაპირებდი ჩამოსვლას. ორივე დირექტორის კაბინეტში, სასწრაფოდ!
- რა ხდება?- ვიკითხე დაბნეულმა.
- ნაკაშიძე, შენს საქმეს მიხედე! ბიჭებო, გაინძერით!
- იკა...
- აქ დარჩი, მალე მოვალ - წარბშეკრული სასწავლო ნაწილს უკან გაჰყვა.
მე და ინამ ანერვიულებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ახლა რაღა ჯანდაბა მოხდა? ნუთუ გეგაზე გაიგეს რამე? უცებ თავში ერთმა აზრმა გამკრა და შიშიგან მუხლი მომეკვეთა.
- ნაია, რა ხდება? - ინამ ხმადაბლა მიჩურჩულა.
- არ ვიცი, მაგრამ გავიგებ!
სწრაფად გამოვედი კლასიდან და დირექტორის კაბინეტისკენ გავიქეცი. დერეფნები ბავშვებით იყო გადაჭედილი, გზას გაჭირვებით მივიკვლევდი და თან გულში ვლოცულობდი რომ საშინელი წინათგრძნობა არ გამმართლებოდა. კაბინეტთან მისული არც ვიყავი, რომ სონგულია და მისი მეწყვილე შევამჩნიე, კიბეებზე ამოდიოდნენ და კმაყოფილი სახეებით ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. ცივმა ოფლმა დამასხა, მართალი ვიყავი. ალბათ გეგას შესახებ გაიგეს და ახლა ყველაფერს ირაკლის და დაჩის აბრალებდნენ. შიშიგან ლამის გული წამსვლოდა. დეტექტივებმა კიბეები ამოათავეს და დირექტორის კაბინეტისკენ გაემართნენ. ღრმად ჩავისუნთქე და ჯიქურ მივყევი უკან.


თავი მეშვიდე
სამასწავლებლოს კარი გაიღო და ოთახიდან ქართულის მასწავლებელი გამოვიდა მოჟამული სახით. ახლა სწორედ მისი გაკვეთილი მქონდა და აქ რომ დავენახე პრობლემები შემექმნებოდა. სასწრაფოდ ერთ-ერთ საკლასო ოთახის კარს ამოვეფარე და დავიცადე სანამ მესამე სართულს არ აუყვებოდა, მასწავლებელი თვალს მიეფარა თუ არა ზარიც დაირეკა. ბავშვები კლასებში დაიფანტნენ, დერეფანში მარტო დავრჩი. აჩქარებული ნაბიჯით გავუხვიე მარჯვნივ და დირექტორის კაბინეტთან მივედი, ჩემდა საბედნიეროდ კარი ბოლომდე მიხურული არ იყო. აქეთ-იქით მიმოვიხედე, ხომ არავინ მოდის-თქო და კარს მივაყურადე.
- ესე იგი, გაგნიძის შესახებ არაფერი იცოდი ხომ? - მომესმა სონგულიას დამცინავი ტონი.
- საიდან უნდა მცოდნოდა, გუშინ სახლიდან არ გამოვსულვარ! - ირაკლის ხმაში გაღიზიანება შევამჩნიე.
- აბა, გაგნიძე თავპირგაერთიანებული უგონო მდგომარეობაში თავისით ჩახტა ნაგვის ურნაში?! - დაიღრინა სონგულიამ - თან, მაინც და მაინც, იმ დღეს როცა შენ გათავისუფლდი?!
- თქვენი საქციელი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება! - დაუცაცხანა დირექტორმა - ჩემს მოსწავლეს რაში ადანაშაულებთ?!
- ჩემი გარეთ ყოფნა ვერ მოუნელებია, ქალბატონო მაკა, - ჩაიცინა ირაკლიმ - წარმოდგენა არ მაქვს ასე ვინ მოექცა გაგნიძეს, მაგრამ თუ შეიტყობთ მეც გამაგებინეთ, ყვავილები უნდა გავუგზავნო!
- ტყუილად გიხარია, ასათიანი! გაგნიძე როცა გონს მოვა და იმედი მაქვს, რომ ამას მალე მოახერხებს, დაწვრილებით გამოვკითხავ ასეთ დღეში ვინ ჩააგდო და მერე სასაცილოდ ნამდვილად არ გექნება საქმე!
- აქ რისთვის მოეხირე?! თუ მტკიცებულებები გაგაჩნია, რომ მაგ ნაბიჭვარს მე დავუშავე რამე, უკაცრავად, ქალბატონო მაკა, მაშინ ბორკილები დამადე და საკანში დამაბრუნე, თუ არადა თავიდან მომწყდი! გითხარი რომ გეგასთვის თითიც არ დამიკარებია! ეგ ისეთი დამპალი სულის პატრონია, რომ ალბათ ვინმე კიდევ გაამწარა და მიიღო დამსახურებულიც! ან რამდენი მაგას თავპირს გაუნგრევენ სულ ჩემთან უნდა ირბინოთ?!
- ძალიან კარგად კერავ! - ჩაიხიხინა სონგულიამ - მაგრამ მე ვერ გამაცურებ, თვალებში გაწერია ვინც ხარ, შეიძლება ახლა ვერ დაგაპატიმრებ, მაგრამ თავს მშვიდად ნუ იგრძნობ, შენნაირი კრიმინალები ვერასოდეს ისვენებენ!
- შენ რა მემუქრები?! - დაიღრინა ირაკლიმ.
- დავით! საკმარისია! - მიმართა მეწყვილემ.
- ახლავე გაეთრიეთ აქედან! - იყვირა დირექტორმა - თქვენს ხელმძღვანელობას აუცილებლად შევატყობინებ თქვენი უმსგავსი საქციელის შესახებ! როგორ ბედავთ ჩემს მოსწავლეებთან ასე საუბარს! ახლავე აქედან მოშორდით და აქ მოსული არ გნახოთ არც ერთი! გაეთრიეთ!
სასწრაფოდ მოვშორდი კარს და კიბეებისკენ გავიქეცი. ესე იგი, სონგულია მართლა ირაკლიზე ეჭვობდა. სულმოუთქმელად ავირბინე კიბეები და გოგოების საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. ტუალეტის კარი მივიხურე და შიგნიდან გადავკეტე. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. ფილტვები ცივი და სუფთა ჰაერით ამევსო, ღრმად ჩავისუნთქე და მოსმენილზე დავფიქრდი.
არ ვცდებოდი, სონგულიას მართლა ირაკლიზე ჰქონდა აკრეფილი, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რატომ?! იკას მისთვის არაფერი დაუშავებია, არც თვალში მოხვედრია იმ წყეულ დღემდე, მაგრამ მაინც, ინსტიქტი მკარნახობდა რომ აქ რაღაც სხვა ხდებოდა. დეტექტივი ისეთი თვალებით უყურებდა ირაკლის, თითქოს მისი ცოცხლად შეჭმა უნდოდა.
გაღიზიანებული ფანჯრის რაფას ჩამოვეყრდნე და სახე მოვისრისე. გეგა უგონო მდგომარეობაში იყო, ნეტავ რას იტყოდა როცა გონს მოვიდოდა? წარმოვიდგინე ლუკა როგორი გაცეცხლებული იყო, რომ გეგა ნაგვის ურნაში მოისროლა, ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ასეც ვიცოდი რომ საქმე გართულდებოდა, თავისთავად ყურადღების ცენტრში ირაკლი აღმოჩნდა. არამგონია მარტო სონგულიას ეფიქრა ასე, ალბათ სკოლაში ბევრს ეგონა, რომ ეს ირაკლის გაკეთებული იყო. ბოლო დღეებში ლამის ერთმანეთი დახოცეს, არავინ დაიჯერებდა, რომ ეს მას არ ჩაუდენია.
ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი იმ ერთი წყეული დღის გამო ხდებოდა, იმ დღეს გეგა კლასში, რომ არ შემოსულიყო და კარნავალზე არ დავეპატიჟებინე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ნატკენმა მუხლმა მტკივნეულად გამკრა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ყველაფერი თავზე მექცეოდა მე კი ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი.
ღრმად ჩავისუნთქე და თმა უკან გადავიყარე, ჯერ ჯერობით უნდა გავჩუმებულიყავი. ირაკლისთვის ახლა რამის თქმა საშიში იყო. რაც ნაკლები ეცოდინებოდა მით უკეთესი. ბევრი აღარ მიფიქრია, კარი გავაღე და დერეფანში გამოვედი.
- ნაია! სად დადიხარ? ყველგან გეძებდი! - ირაკლი შეშფოთებული სახით გამოიქცა ჩემკენ.
- რა მოხდა? რა უნდოდა დირექტორს?
- მოგვიანებით ვილაპარაკოთ. აქ რას აკეთებდი? კლასში რომ არ დამხვდი ვინერვიულე.
- უბრალოდ ჰაერზე გამოვედი, კლასში ვერ მოვისვენე, შენზე ვნერვიულობდი. - ძალიან ვეცადე, არაფერი შემემჩნია.
- კარგი, წამოდი, კლასში დაბრუნებას აზრი არ აქვს, მალე ზარი დაირეკება.
ხელი ჩამავლო და მეორე სართულზე ცარიელ საკლასო ოთახში შემიყვანა. გაკვირვებულმა ოთახი მოვათვალიერე. წესით აქ გაკვეთილი უნდა ჰქონოდათ.
- ბავშვები სად არიან?
- ფიზკულტურა აქვთ, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშნველობა, რაღაც უნდა გკითხო.
- მაინც? - დავიძაბე.
- რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის? - მკითხა მკაცრად.
- ვერ მივხვდი?
- გუშინ რამე არ მითხარი ბოლომდე? სად იტკინე მუხლი?
- ხომ გითხარი უკვე? - ავნერვიულდი, საიდან იეჭვა?!
- და მეტი არაფრის დამატება არ გინდა? - მკითხა ეჭვით.
- ირაკლი, რა ხდება?
- გეგა დღეს დილით ნაგვის ურნაში იპოვეს ცოცხალმკვდარი!
- რაო?
- ჰო, ის ქუჩის ძაღლი იყო მოსული და დამკითხა, ჰგონიათ რომ მე გავაკეთე!
- რა სისულელეა! - ფერი წამივიდა.
- მეც ვიცი რომ სისულელეა, მისთვის თითიც არ დამიკარებია, მაგრამ ეს ყველაფერი უცნაურად დაემთხვა, ვინ ცემა ასე და რაც მთავარია, რისთვის?!
- და მე საიდან უნდა ვიცოდე?
- გუშინ უცნაური რამ მკითხე, დარწმუნებული არ ვარ რომ ეს უბრალოდ კითხვა იყო. ვინმეს ხვდები?
- რაა? - თვალები დამიმრგვალდა.
- უცნაურად იქცევი, თავში სხვა აზრი არ მომდის! მიპასუხე, ნაია, არის რამე რაც უნდა ვიცოდე? არ მომატყუო! იცი, ეს ვინც გააკეთა?
- შენ ხომ არ შეიშალე?! მე საიდან უნდა ვიცოდე ვინ ყრის უსულო სხეულებს ნაგვის ურნაში? ისიც კი არ ვიცოდი რომ გეგა ცემეს!
თავს უკანასკნელ ადამიანად ვგრძნობდი, ირაკლის წინ ვიდექი და ურცხვად ვატყუებდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მისთვის სიმართლის თქმის მეშინოდა. დაეჭვებულმა ერთხანს მიყურა, შემდეგ სკამს წიხლი ამოჰკრა და ჩუმად შეიგინა.
- რა ჯანდაბა ხდება?! - იყვირა გაცეცხლებულმა. კლასის კარი გაიღო და ოთახში დაჩი შემოვიდა.
- გაიგე რამე? - მიუბრუნდა ირაკლი.
- არა, ვერაფერი გამიგია, წარმოდგენა არ მაქვს ვინ გააკეთა, გამარჯობა, ნაია.
- გამარჯობა. - ვუპასუხე ცალყბად და თვალი ავარიდე, თავს საშინლად ვგრძნობდი.
- ვერ ვხვდები რა ხდება, - ირაკლი დაბნეული ჩამოჯდა მერხზე და ნერვიულად აიჩეჩა თმები - ვის რაში სჭირდებოდა მაგ ნაბიჭვრის ცემა?!
- გეუბნევი ძმაო, ვიღაც ძალიან გაამწარა, მეც ბევრჯერ მდომებია მისთვის თავი გამეჩეჩქვა, მაგრამ ასე სადისტურად ცემა თავში აზრადაც არ მომსვლია.
- თან ნაგვის ურნაში ჩაუძახეს!
- ისეთ დღეშია რომ ან გადარჩება და ან არა, სიკვდილამდეა ნაცემი. ყბა მოტეხილი აქვს, ოთხი ნეკნი ჩამტვრეული და მარჯვენა ხელის მტევანი აქვს გადამსხვრეული. წარმოდგენა არ მაქვს ასე ვინ გააცოფა, მაგრამ ნამდვილი მანიაკის ნაცემია. სახეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ალბათ პლასტიკური ქირურგიის გარდა აღარაფერი უშველის.
- ვცოფდები! ვერ გამიგია რა ხდება, ეს დამთხვევა ვერ იქნება, ან ვიღაც მაგრად მიჩალიჩებს, ან ეგ ახვარი ეძებს სიკვდილს! უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ვის უნდა გაემეტებინა ასე, ჩემს გარდა?!
- ჩვენ ვიცით, რომ მისთვის თითიც არ დაგიკარებია, მაგრამ მთელმა სკოლამ იცის თქვენი კონფლიქტის შესახებ. ეგ დამპალი გონზე მოუსვლელად, თუ მოკვდა ასიანი შენ შეგტენიან მაგას, ეს ამბავი არ მომწონს!
- მოიცა, პოლიცია შენ გაბრალებს რამეს? - ვიკითხე დაფეთებულმა.
- ეჭვობენ, რომ ჩემი გაკეთებულია, ჩემს ფეხებს! ვერაფერს დამიმტკიცებენ ეგ არც მადარდებს.
- აბა? - ვკითხე შიშით.
- სკოლაში ზედმეტს ვერავინ გაგიბედავს ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ მაგისი ტურა საძმაკაცო მაფიქრებს, ცალკ-ცალკე ჩმორები არიან, მაგრამ ერთად სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ და მარტო ეგეც არ არის. გაგნიძის მშობლებზეც ვფიქრობ, აწევენ წიოკს და ის მადარდებს რომ შენკენ არ გამოიშვირონ თითი. მერეც, არ იცი რა ძაღლი მამა ჰყავს?!
- ფეხზე ! ვისაც რა უნდა ის დამაბრალოს, მე სუფთა ვარ მაგ საქმეში! და ვერც ის ძუძუმწოვრები ვერ გაბედავენ მოკარებას, მოვლენ და დავალაგებ ერთმანეთზე!
- ეს შენ არ გაგიკეთებია! - დავიჩურჩულე განერვიულებულმა - მთავარი ეს არის, პოლიცია ვერაფერს დაგიმტკიცებს, მთელი ღამე ერთად ვიყავით!
რატომღაც ეს აზრი არ მამშვიდებდა. დაჩიმ ნერვიულად გახედა ირაკლის, მისი ასეთი მზერა გულს მიხეთქავდა. ცოტაც და თავს ვეღარ შევიკავებდი და ყველაფერს ვეტყოდი ბიჭებს, მაგრამ რაღაც მაკავებდა, შინაგანი ხმა მკარნახობდა რომ ხმა არ უნდა ამომეღო. ყველაფერი იმაზე ცუდად წავიდა, ვიდრე ვვარაუდობდი, დაჩის ნათქვამი ხინჯად ჩამრჩა გულში. მართლა რომ ვინმე მოეგზავნათ ირაკლისთვის?! ერთიანად გამაკანკალა და სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
- ნაია, კარგად ხარ? - ირაკლი ჩემთან გაჩნდა.
- ეს რა ჯანდაბაა, ისევ შარში უნდა გაეხვე? შენ არაფერი დაგიშავებია! - სასოწარკვეთილს ცრემლები წამომცვივდა.
- ჰეი, გეყოფა, დამშვიდდი არაფერი მოხდება. მთელი სკოლა მიცნობს და იციან რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა. გეგას მოკვლა რომ მდომებოდა ამას აქამდე გავაკეთებდი. იმ სპორდარბაზშივე მივახრჩობდი ჩემი ხელით. ამას არავინ დაიჯერებს, ნუ ნერვიულობ.
- სონგულია ტყავში ვერ ეტევა და დაჩის თქმისა არ იყოს, მართლა რომ ვინმე მოგიგზავნონ?
- მოიცა რა, - გაიცინა მხიარულად - ნუ ხარ ასეთი მშიშარა, ვერაფერს დამიმტკიცებენ. ის ც მალე მოვა გონს და სიმართლეს იტყვის. ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ კატასავით ცხრა სიცოცხლე აქვს, ეგრე იოლად არ ჩაძაღლდება! - ჩემდა უნებურად გამეცინა.
- ეგრე ჯობია. - გამიღმა ირაკლიმ და წამოდგა.
- წამო, გოგასთან ჩავიდეთ, სანამ წამოვიდოდი რაღაცას მეუბნეოდა, მაგრამ აღარ მოვუსმინე, ეგრევე შენთან გამოვვარდი. - გადაულაპარაკა დაჩიმ.
- კაი, ნუს, კლასში ადი, კარგი? ცოტახანში ზარიც დაირეკება, მე რაღაცეებს გავარკვევ და მალე მოვალ.
- ფრთხილად იყავი.
- ჰო, ჰო, მიდი - წელზე ხელი მომხვია და კლასიდან გამომიყვნა.
ბიჭები პირველ სართულზე დაეშვნენ, მე კი მესამეზე ავბრუნდი. სულ დაჩის სიტყვები მიტრიალებდა გონებაში. სასწრაფოდ ლუკას უნდა დავლაპარაკებოდი! ასე არაფერი გამოვიდოდა, შეიძლება ირაკლი სერიოზულ შარში გახვეულიყო. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო! წყეული ნაძირალა! ისევ ვერ დაეტია ტყავში და ისევ კინაღამ მოკლეს ამის გამო! სადამდე უნდა გაგრძელებულიყო ასე? საბოლოოდ გეგა ან ირაკლის მოაკვლევინებდა თავს ან ლუკას. ის იყო კლასს მივუახლოვდი რომ ზარიც დაირეკა.
დაველოდე მასწავლებელი როდის გამოვიდოდა და ოთახში შევედი. ინამ როგორც კი თვალი მომკრა მაშინვე წამოდგა სკამიდან და ჩემკენ წამოვიდა.
- ნაია რა ჯანდაბა ხდება? სად არიან ბიჭები? ირაკლი გეძებდა.
- ვიცი, ვნახე უკვე.
გადავულაპარაკე ხმადაბლა და ჩემს ადგილზე დავჯექი. კლასელები შეფარვით გამომხედავდნენ ხოლმე და გამალებით ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.
- რა მოხდა? რა უნდოდა დირექტორს?
- გეგა ისევ ცემეს და ჰგონიათ, რომ ეს ირაკლიმ გააკეთა.
- რა სისულელეა! - ინას სიბრაზე მოერია.
- ნეტავ ყველა შენსავით ფიქრობდეს - ამოვიოხრე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე.
- და ვის ეპარება ეჭვი?
- პოლიციას.
- ეგენი ხომ არ შეიშალნენ? რამდენი გეგას ვინმე ცემს იმდენი ირაკლიზე უნდა მიიტანონ ეჭვი?
- არ ვიცი, ინა, ძალიან ვნერვიულობ.
- და ახლა სად ჯანდაბაშია ის იდიოტი?
- როგორც ვიცი ძალიან მძიმედაა და გონზე ჯერ არ მოსულა, საავადმყოფოში წევს.
- აუჰ, მართლა ძალიან უცემიათ, ბოლოს ვიღაცას შემოაკვდება ვატყობ, - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და გვერდით მომიჯდა - კარგი, ნუ ნერვიულობ, გონს მოვა და იტყვის რომ ირაკლის მისთვის თითიც არ დაუკარებია და ყველაფერი მოგვარდება.
„ან იტყვის, რომ ეს ლუკამ გააკეთა!“ გავიფიქრე გულში, ვიგრძენი თავბრუ როგორ დამეხვა და თვალები დავხუჭე. გეგა იმდენად იყო გაბოროტებული, რომ მისგან აღარაფერი გამიკვირდებოდა. სადაც იმდენი გაბედა, რომ სახლში მომადგა და ჩემზე ხელი ასწია, რა შეუშლიდა ხელს, რომ ლუკა ჩაეშვა? მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდა საქმე, გონზე უნდა მოსულიყო, რაც დაჩის თქმით სათუო იყო.
- წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ კარნავალზე დაგპატიჟეს. - ჩაილაპარაკა დაზაფრულმა.
- ინა, საერთოდ ვერ მამშვიდებ! - ჩავიბუზღუნე ნერვებმოშლილმა და წელში გავსწორდი.
- უბრალოდ ძალიან მიკვირს, წვრილმან რაღაცეებს სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია. ამის არასდროს მჯეროდა, მაგრამ ახლა ფაქტი სახეზეა.
ცალი ყურით ვუსმენდი, ფანჯარაში ვიყურებოდი და ლუკაზე ვფიქრობდი. ნეტავ სად იყო ახლა? როდის გამოჩნდებოდა? მისი ნახვა ძალიან მინდოდა. მხოლოდ ის შეძლებდა ამ ქაოსის მოგვარებას. მეც არ ვიცოდი, რატომ არ ვეუბნეოდი ირაკლის არაფერს, ალბათ უფრო მისი რეაქციის მეშინოდა.
- ნაია, რა გატირებს?! - გაფართოებული თვალებით შემომხედა ინამ.
- რაა? - გაოცებულმა ლოყები მოვიწმინდე, ვერც კი შევამჩნიე ცრემლები როგორ ჩამომიგორდა სახეზე.
- ასე ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარდება.
- ჰო - გავუღიმე და თვალები მოვიწმინდე.
ცოტახანში მეორე გაკვეთილის ზარიც დაირეკა და კლასში ისტორიის მასწავლებელი შემოვიდა, უკან კი ირაკლი მოჰყვა. ინა თავის ადგილზე გადაჯდა. ირაკლი გვერდით მომიჯდა.
- არის რამე სიახლე?
- არა. - მიჩურჩულა ჩუმად და სკამზე შესწორდა.
- ჭორაობა შეწყვიტეთ და წიგნები გადაშალეთ - ბრძანა მასწავლებელმა და მაგიდას მიუჯდა - ვის ვეუბნები, ნათენაძე?!
- უბრალოდ გეგას ამბავი მაინტერესებს, მას. - დაიწყო ლიკამ.
- ახლა რაღა მოუვიდა გაგნიძეს? - შუბლი შეიკრა მასწავლებელმა.
თავს გვაჩვენებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამასწავლებლოში მომხდარი ყველა მასწავლებელს ზეპირად ეცოდინებოდა, მაგრამ ლალის ყოველთვის ჰყოფნიდა ტაქტი, რომ თავი შეეკავებინა.
- პოლიცია ისევ იყო მოსული სკოლაში, გეგა ისევ უცემიათ - უპასუხა სხარტად და მალულად გამოხედა ირაკლის.
კბილები სიბრაზიზგან გავაღრჭიალე. დიდი სიამოვნებით ვწვდებოდი თმებში და მაგიდაზე დავასხმევინებდი ტვინს, თუ რა თქმა უნდა, საერთოდ ჰქონდა!
- რას ამბობ? - ლალიმ კოპები შეკრა და ჟურნალი გადაშალა - გაუგებარია გაგნიძის თუჯის თავში ამდენი ცემა-ტყეპის შემდეგ რატომ არაფერი შედის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩემს გაკვეთილზე ამის განხილვა არ მოხდება!
მოჭრა მკაცრად და ლიკას თვალები დაუბრიალა. ირაკლის ჩაეცინა. მასწავლებლის მიმართ ენით აუწერელი მადლიერება ვიგრძენი.
- კი მაგრამ, თქვენ ამას ეთანხმებით? - ახლა მეორემ წამოყო თავი.
- რას ვეთანხმები, გოგოლაძე? - იკითხა უინტერესოდ და ჟურნალი გადაფურცლა.
- ყველამ ვიცით, რომ გაგნიძე ანგელოზი არ არის, მაგრამ ასე გამეტება ჩემი აზრით სისასტიკეა.
- და ვინ თქვა რომ ამას ვიწონებ? - ამოხედა მკაცრად - უბრალოდ პოლიციას ურჩევნია იმ მკვლელობების გამოძიება დაიწყოს რაც ქალაქში მძვინვარებს, დღეს უკვე სამი ბავშვი იპოვეს გაფატრული! - მოსხიპა მკაცრად - რაც შეეხება გაგნიძეს, ჩემთვის ცნობილია მისი და ასათიანის დაპირისპირების ამბავი. ზოგადად მიკერძოება არ მჩვევია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთ რამეს ირაკლი არასდროს იკადრებდა! - მასწავლებელი ისე ლაპარაკობდა თითქოს ირაკლი კლასში საერთოდ არ იჯდა.
- მე არ მითქვამს რომ ეს ირაკლიმ გააკეთა. - ჩაიბურტყუნა დარცხვენილმა და თავი ჩაღუნა.
- საკმარისია, მორჩით ყბედობას და საქმეს მიხედეთ!
მთელი გაკვეთილი არც მე და არც ირაკლის ხმა არ ამოგვიღია. ორივენი ჩუმად ვისხედით და მასწავლებელს ვუსმენდით. ირაკლი ჩაფიქრებული აწვალებდა კალამს და წარამარა ტელეფონს ანთებდა. ვხვდებოდი, რომ ვიღაცის ზარს ელოდებოდა, ერთი შეხედვითაც ეტყობოდ რომ აღელვებული იყო. როგორც იქნა, ზარი დაირეკა და ბავშვებიც ახმაურდნენ. ირაკლი წამოდგა და მასწავლებელს მიუახლოვდა. არ ვიცი რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ორივეს სერიოზული სახე ჰქონდა. ლალიმ რაღაც ჰკითხა, ირაკლის კი გაეცინა, კეფა უხერხულად მოიქექა და თავი გააქნია, ლალიმ გაუღიმა და თავი დაუქნია.
- რაზე ელაპარაკებოდი? - ვკითხე ინტერესით როცა გვერდით მომიჯდა.
- ისეთი არაფერი.
- კარგი, - ჩავილაპარაკე ეჭვით - ვის ზარს ელოდები?
- რა?
- სულ ტელეფონს უყურებ, ვის ზარს ელოდები?
- არავის, დაჩის უნდა დაერეკა.
როგორც ჩანს, მე ერთადერთი არ ვიყავი ვისაც საიდუმლო ჰქონდა და ამას მონდომებით მალავდა. აღარაფერი მიკითხავს, ვიცოდი რომ მაინც არ მეტყოდა. უაზრო გაკვეთილები ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდა, მთელი ეს დრო ადგილიდან არ გავნძრეულვარ, ვიჯექი და მოთმინებით ვიცდიდი, სანამ ბოლო ზარიც არ დაირეკა.
- სახლში მიგიყვან და მერე მე ცოტახნით უნდა გავიდე, კარგი? - გადმომილაპარაკა და ჩანთას დაავლო ხელი.
- სად მიდიხარ?
- რაღაცეები მაქვს გასარკვევი, ეგეთი სახით ნუ მიყურებ, ყველაფერი რიგზეა.
- მალე მოხვალ? - ვკითხე მოწყენილმა, როცა მანქანაში ვჯდებოდით.
- ჰო, ცოტახნით გავალ და მალე დავბრუნდები.
- კარგი - ჩანთა უკანა სავარძელზე მივაგდე და სავარძელზე გადავწექი.
სახლში მარტო დავრჩი. ირაკლიმ როგორც კი სახლამდე მომიყვანა არც ამოსულა, უკანვე გაბრუნდა მანქანით. გულდამძმებული ვიჯექი ჩემს ოთახში და აღარ ვიცოდი რა მექნა. ლუკა სასწრაფოდ უნდა მენახა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა როგორ დავკავშირებოდი. ბოლო შეხვედრაზე გამაფრთხილა თვითონ მოგაკითხავო, ასე რომ ლოდინის გარდა სხვა გზა აღარ მრჩებოდა. ერთი ამოვიოხრე და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად, ცოტა უნდა დავწყნარებულიყავი, თორემ ირაკლის ასეთი სახით ვერაფერს მოვატყუებდი.
სანამ წყალი ადუღდებოდა მაცივარი გამოვაღე და შოკოლადის კარაქი გამოვიღე. ბანკას დიდი ასოებით ეწერა „NUSSA“. გამეღიმა, სწორედ ამ შოკოლადის სახელს მეძახდა ირაკლი მოფერებით, მისი საყვარელი ტკბილეული იყო. სულ იმას ამბობდა შენსავით ტკბილია და კარგ ხასიათზე მაყენებსო. მოზრდილი ბანკა მაგიდაზე დავდგი და ტოსტის პურებს დავუწყე ძებნა. ვერსად ვიპოვე, ალბათ გაგვითავდა. უჯრიდან პატარა კოვზი ამოვიღე და პირდაპირ ბანკიდან დავიწყე შოკოლადის ჭამა, ირაკლი ნამდვილად მომკლავდა! მისი დაბოღმილი სახის წარმოდგენამ ხასიათი ოდნავ გამომიკეთა. ადუღებული წყალი ყავიან ჭიქაში ჩამოვასხი, ცოტა რძეც დავამატე და მაგიდას მივუჯექი.
ფანჯარაში გავიხედე, ისევ ისე უაზროდ წვიმდა. ნეტავ ირაკლი სად იყო, ძალიან ვღელავდი. ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. არ ვიცი გულის სიღრმეში ასე რა მაწუხებდა, მაგრამ საშინელი წინათგრძნობა თავს არ მანებებდა. ირაკლის ყოველ გასვლაზე გული მტკივნეულად გამკრავდა ხოლმე. რაღაცას მიმალავდა, ამას მთელი არსებით ვგრძნობდი და სწორედ ამას გადავყავდი ჭკუიდან.
ყავა ბოლომდე დავლიე და გასარეცხი ჭიქა ნიჟარაში ჩავდგი. ის იყო ჩემს ოთახში დავაპირე გასვლა რომ უცებ თავბრუ დამეხვა და მუხლი მომეკვეთა. თავი ვეღარ შევიმაგრე და ჩავიკეცე. ამოსუნთქვას ვერ ვახერხებდი, ლამის გავიგუდე, სპაზმები ისე ღონივრად მიჭერდნენ გულზე, რომ ცოტაც და ნამდვილად დავიხრჩობოდი. წამით გულისცემა საერთოდ გამიჩერდა, შემდეგ კი ისე სწრაფად დამარტყა, რომ ლამის ნეკნები გამოანგრია. გულზე ხელი ვიტაცე და კბილი კბილს დავაჭირე. მოულოდნელად შეტევა ისევე სწრაფად შემიჩერდა როგორც დამეწყო. აკანკალებული კედელს მივეყრდნე და ხველა ამიტყდა. რამდენიმე წუთს ერთ ადგილას ვიჯექი ახალი შეტევის მოლოდინში, შემდეგ კი შეშინებული წამოვფორთხდი და ჩემს ოთახში გავედი.
- ჯანდაბა, ჯანდაბა! - აკანკალებულმა ჩემი ნივთები აქეთ-იქით მივყარ-მოვყარე, მაგრამ ტელეფონი მაინც ვერ ვნახე. მერე გამახსენდა, რომ ჩემს ჩანთაში მედო, ჩანთა კი მანქანაში დამრჩა - ამის დედაც!
ვიყვირე გაცოფებულმა და ლოგინზე დავეხეთქე. გული ისევ საშინლად მიცემდა, მაგრამ აღარ მტკიოდა. ეს რა იყო?! ლამის მოვკვდი, მაგრამ მე სხვა რამე მაშინებდა, როცა წამით გული გამიჩერდა, მაშინვე ირაკლიმ გამიელვა თავში, არა შეუძლებელია! ის კარგად იყო, უბრალოდ ზედმეტად ვნერვიულობდი ყველაფერზე. ვეცადე ეს აზრი როგორმე დამეჯერებინა.
ოთახში მოუსვენრად დავიწყე ბოდიალი. ადგილს ვერ ვპოულობდი, ეს წყეული ტელეფონიც მაინც და მაინც ახლა დამრჩა მანქანაში! აღელვებისგან სუნთქვა მეკვროდა. დედაჩემის ოთახში გავედი და წამლების ყუთი მოვჩხრიკე. რაც მამა გარდაიცვალა მირანდა სამედიცინო ყუთს მუდამ თავისთან ახლოს ინახავდა, რომელიც ათასი სახის დამამშვიდებლებით იყო გამოტენილი. ყუთს თავი მოვხადე და ერთი პაწაწინა ბოთლი ამოვაძვრინე, რომელიც პატარა, ჭაობისფერი კაფსულებით იყო გამოტენილი. დაუფიქრებლად მოვხადე თავი და ერთი კაფსულა ამოვაძვრინე.
საზიზღარი სუნი ჰქონდა, ლაყე კვერცხის და კიდევ უფრო უსიამოვნო გარსი, ერთიანად სლიკინა და წებოვანი. არც წამიკითხავს რისთვის იყო, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ მცენარეული იყო. დაუფიქრებლად გადავყლაპე და წყალი მივაყოლე. ერთი კაფსულა არ მომკლავდა.
ყუთი თავის ადგილზე დავაბრუნე და ჩემს ოთახში დავბრუნდი. არ ვიცი რა დრო გავიდა, მაგრამ თითოეული წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა. გულში დაბუდებული შიში მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. ნელ-ნელა თვალები დამეხუჭა, ლოგინზე შევსწორდი და განგებ დავჯექი უხერხულად, რომ არ ჩამძინებოდა. კაფსულა მოქმედებას იწყებდა, საშინლად მომეძინა, მოვითენთე და ბალიშზე ჩამოვცურდი.
თვალები რომ გავახილე ფანჯრიდან უკუნი სიბნელე მოჩანდა. ოთახშიც ბნელოდა, გაბრუებული წამოვდექი და ბარბაცით მივედი ჩამრთველთან. შუქი ავანთე და თვალებმოჭუტულმა საათს გავხედე, უკვე ღამის თერთმეტი ხდებოდა. შეშინებული ჩემი ოთახიდან გამოვედი, მაგრამ სახლში შუქები არ ენთო, მირანდა ჯერ არ დაბრუნდებოდა, მაგრამ ირაკლი?...
შიშისგან მუხლი მომეკვეთა, ასე მითხრა მალე დავბრუნდებიო და მას შემდეგ რვა საათი გავიდა და ჯერ კიდევ არ ჩანდა. უკვე ისტერიკის ზღვარზე ვიყავი. აკანკალებული ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. ფეხითაც რომ დამჭირვებოდა მთელს თბილისში ირაკლის მოძებნა - გავაკეთებდი! აქ სახლში ჯდომას და ჭკუიდან გადასვლას ნამდვილად მერჩია. ის იყო ქურთუკიც მოვიცვი, რომ კარის გაჯახუნების ხმა გავიგე. ჰოლში გავვარდი და როგორც კი ირაკლი დავინახე მუხლები ამიკანკალდა.
- სადმე მიდიხარ? - მკითხა გაკვირვებულმა.
არაფერი მიპასუხია, მივედი და მოვეხვიე. კანკალს ვერ ვწყვეტდი, ვხვდებოდი რომ იდიოტივით ვიქცეოდი, მაგრამ ისე ვიყავი შეშინებული, რომ არ მადარდებდა რას იფიქრებდა.
- ნუს! - ირაკლიმ ნაზად გადამისვა თავზე ხელი - რა გჭირს? მოხდა რამე?
- არა. - თავი გავაქნიე და კიდევ უფრო მჭიდროდ მოვეხვიე.
- კარგი, ცოტა დავიბენი - მიპასუხა სიცილით და თვითონაც მომეხვია.
- სად იყავი?! ამდენი ხანი სად ეგდე? - ჩამოვეხსენი და მუშტი ჩავაზილე მუცელში.
- ჰეი, - დამფრთხალს წამით სუნთქვა შეეკრა - მეტკინა!
- ძალიანაც კარგი! - ვუპასუხე გაცეცხლებულმა და კიდევ ჩავარტყი - სად ჯანდაბაში ეგდე, ლამის შიშით გული გამისკდა! - თავი ვეღარ შევიკავე და ცრემელები წამომივიდა.
- დაჩისთან ერთად ვიყავი და… ნაია! - სულ დაავიწყდა რაზე ლაპარაკობდა ახლოს მოვიდა და თავი ამაწევინა - რა გატირებს? რა მოხდა?
- არაფერი - ვუპასუხე გაბუსხულმა და ცრემლები სწრაფად შევიმშრალე.
- რა არაფერი, სახეზე ფერი არ გადევს! მოხდა რამე? - შეშფოთებულმა დაკვირვებით მომითვალიერა სახე.
- ცუდი სიზმარი ვნახე. - დავახეთქე პირველივე ტყუილი რაც თავში აზრად მომივიდა.
- ისევ კოშმარები?
- არა, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, რომ გავიღვიძე და სახლში არ დამხვდი შემეშინდა. - თვალი ავარიდე და განზე გავიხედე.
- ასე ძალიან ნუ ნერვიულობ, - მკლავები შემომხვია და გულში ჩამიკრა - ყველაფერი კარგადაა, ბოდიში რომ შემაგვიანდა, დაგირეკე მაგრამ ტელეფონი ჩემთან დაგრჩა და...
- ვიცი.
თავი მკერდზე მივადე და კბილს-კბილი დავაჭირე. ესე იგი მომეჩვენა. ცრუ განგაში იყო, ირაკლი კარგად იყო, მაშინ რა ჯანდაბა მოხდა სამზარეულოში?!
- გამოვიცვლი და რამე კარგ ფილმს ვუყუროთ, კარგი? ცოტას გახალისდები, ახალი საშინელებათა ფილმი დაიდო აჭარაზე, იდიოტობა ჩანს, მაგრამ სხვა თუ არაფერი რეჟისორს მაინც დავცინებთ. - მიპასუხა მხიარულად და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა.
- კარგი - თავი დავუქნიე და ჩემს ოთახში შევბრუნდი.
ისევ გამაკანკალა. რა ჯანდაბა მემართებოდა?! ძალიან ვნერვიულობდი, ოღონდ რაზე მეთვითონაც არ ვიცოდი. ტანსაცმელი ისევ გამოვიცვალე და ლოგინზე მივწექი. ვეცადე დავწყნარებულიყავი. ღრმად ჩავისუნთქე და სახეზე ხელები ავიფარე.
- ნუს, რომელი გირჩევნია კოლა თუ... რა გჭირს?
- რა? არაფერი, ცოტა მეძინა და ისევ გაბრუებული ვარ.
- კარგი, არ გვინდა ფილმი - გამიღიმა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- რატომაც არა, მიდი რამე აარჩიე და ვუყუროთ.
- ჩაიჩოჩე. - სვიტერი გადაიძრო და გვერდით მომიწვა.
- შეგცივდაბა! - დავუცაცხანე გაბრაზებულმა, როცა მოკლესახელოიანი მაისურის ამარა წამოგორდა ლოგინზე.
- რა შემცივდება, პირიქით, მცხელა! - სახეზე ხელი მოისვა და ფიქრიანი მზერა ჭერს გაუშტერა.
- სად იყავი დღეს? - ვკითხე ხმადაბლა და მკერდზე თავი დავადე.
- დაჩისთან ერთად ვიყავი, გეგას ამბავს ვარკვევდით - მიპასუხა ხმადაბლა, თან თმაზე ნაზად მეთამაშებოდა.
- მერე? - ვიკითხე დაძაბულმა.
- არაფერი, არავინ არაფერი არ იცის, ბოლოს ძმაკაცებს უნახავთ ბარში. იქიდან სახლში მთვრალი წასულა, მეტი არავინ არაფერი იცის.
- გონს არ მოსულა?
- არა, ჯერ - მძიმედ ამოიოხრა და წელზე ხელები შემომხვია.
- იკა... - დავიწყე ფრთხილად.
- რა იყო? - თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე, შევამჩნიე, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა, რაღაც ადარდებდა, მაგრამ რა?! ეს მზერა გეგას ინციდენტამდეც შემიმჩნევია.
- რამე ხდება რაც არ ვიცი? - ვკითხე მშვიდად და სახეზე დავაკვირდი.
- საიდან მოიტანე? - შემომხედა გაკვირვებულმა, თუმცა მის თვალებში გაელვებული ნაპერწკალი არ გამომპარვია.
- ვგრძნობ. - ვუპასუხე მოკლედ. ხმა არ ამოუღია, ჩუმად მომჩერებოდა თვალებში, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ორივეს გვიჭირდა ერთმანეთისთვის თვალის გასწორება.
- რას გრძნობ, ნუს? - მკითხა პაუზის შემდეგ და მხარზე დაყრდნობილი წამოჯდა.
- რაღაცას დარდობ, შენს თვალებში ვხედავ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაცას მიმალავ, რამე ხდება და არ მეუბნევი?
- ნწ, - გაიღიმა ეშმაკურად და ცხვირზე თითი წამკრა - გეჩვენება.
- არაფერიც არ მეჩვენება! - ჩავიბუზღუნე გაბრაზებულმა და ტუჩები უკმაყოფილოდ გავბუსხე.
- კარნავალზე რა ჩავიცვათ? - მკითხა უცებ.
- თემას ნუ ცვლი!
- მანამდე თითქმის ერთი თვეა მაგრამ მაინც.
- საერთოდ არ მოვდივარ მაგ სულელურ კარნავალზე! - ვუპასუხე გაბრაზებულმა, ზურგი ვაქციე და კედლისკენ გადავბრუნდი.
- და ვინ გითხრა რომ არჩევნის უფლება გაქვს? - მიპასუხა მხიარულად, მკლავები მაგრად მომხვია და თბილად ჩამეხუტა.
- კარგი რა, ხომ იცი, არ მიყვარს ხმაურიანი წვეულებები, სხვა ვინმე წაიყვანე. გოგოები რიგში დაგიდგებიან, მე სახლში დავრჩები და რამეს წავიკითხავ.
- სუფთა შინაბერა ქათამივით ლაპარაკობ რა. - სიცილი აუტყდა და ბალიშზე გულაღმა გადაწვა.
- ვინ არის შინაბერა ქათამი? - მოვუბრუნდი წარბაწეული - იდიოტო! შინაბერაც ხარ და ვაჟიშვილიც - ახლა მე გამეცინა, ირაკლიმ სიცილი შეწყვიტა და თვალებგაფართოებულმა შემომხედა.
- ვის უწოდე ვაჟიშვილი?! - აიჯაგრა გაბრაზებული.
- შენ როგორ ფიქრობ? - ვუპასუხე სიცილით და კუთხეში ავიბუზე.
- ამას უყურე! - აღშფოთებული წვივში მწვდა და თავისკენ დამქაჩა - მე ვარ ვაჟიშვილი? ესე იგი მე, ირაკლი ასათიანი, ვაჟიშვილი ვარ ხომ? - ჯაჯღანებდა გაბრაზებული და ფერდებში მიღიტინებდა.
- კარგი, კარგი, გნებდები აღარ შემიძლია!
- ჰაჰ, მნებდება - ჩაიცინა ეშმაკურად და თავი მანება. აქოშინებული დავებერტყე ბალიშზე - ქათამი ხარ ხომ ვამბობ!
- გარეწარო! - ჩავიბუზღუნე გულამოვარდნილმა.
- ხმა ეხლა! თორემ აღარ გავჩერდები - გამომხედა წარბაწეულმა და ბალიში თავქვეშ შეისწორა.
- ვაი, ვაი, ვაი - ავკრუსუნდი საწყლად და მოვიკუნტე.
- ნაია! რა გჭირს? ნაია! - შეშინებული დამეძგერა და ზურგზე გადმომაბრუნა, ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა, რომ თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.
- გაები? ახლა ვინ არის ქათამი?
- ნაია! - მიყვირა გაცეცხლებულმა - სულაც არ არის სასაცილო! ლამის გული გამიჩერდა!
- არის, ვიცი რომ გეცინება - გავუცინე მხიარულად - მიდი, გაიცინე!
- ავსულო! - ჩაიბუზღუნა გაბრაზებულმა და ზურგი მაქცია.
- გაბრაზდი? - ტუჩზე ვიკბინე, მგონი მართლა შევაშინე.
ხმა არ გაუცია. მხარზე ხელი მოვკიდე და ჩემსკენ გადმოვაბრუნე. თვალებში სევდა ჩასდგომოდა. ეს ხომ მხოლოდ ხუმრობა იყო!
- იკა..
- ასეთ რამეებზე არ მეცინება - შემომხედა დაბღვერილმა.
- ბოდიში, - გავუღიმე დამნაშავესავით - მეტს აღარ ვიზამ, ოღონდ ეგეთი სახე ნუ გაქვს.
- მოდი ჩემთან, - წელზე ხელი მომხვია და თავისკენ ჩამაჩოჩა - მირანდას გასაღები წაღებული აქვს?
- ჰო, რატო მეკითხები?
- დღეს გვიან მოვა, მაინტერესებს რას იტყვის, მაგრამ ისე მეძინება, რომ ალბათ ვერ დაველოდები.
- მერე ხვალ დაველაპარაკოთ, შუქს ჩავაქრობ და დავიძინოთ, კი მეძინა, მაგრამ მაინც მეძინება.
- კარგი - მითხრა და წამოდგომა დააპირა.
- რას აკეთებ?
- ჩემს ოთახში მივდივარ.
- აუცილებელია კოშმარებს ვხედავდე, რომ ჩემთან დარჩე?
- არა, რა თქმა უნდა. - გაეცინა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
- ხოდა ჩემთან დარჩი, დღეს მარტო ყოფნა არ მინდა, გთხოვ რა.
- კარგი - მორჩილად დაბრუნდა ლოგინში და საბანი გადაიფარა.
საწოლიდან ავდექი და შუქი ჩავაქრე, გარეთ ისევ საშინელი ქარიშხალი მძვინვარებდა. წვიმა გამეტებით ეხლებოდა ფანჯრებს. ნეტა მირანდა მალე დაბრუნებულიყო. ირაკლის ტელეფონი ავიღე და დედაჩემს მივწერე. შემდეგ ისევ საწოლში დავბრუნდი და ირაკლის მკლავებში შევუძვერი. ჩუმად ჩაიცინა, შუბლზე ნაზად მაკოცა და მაგრად ჩამიხუტა.
მშვიდად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. მის გვერდით თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი. მიყვარდა მასთან ერთად ძილი. ამ დროს თითქოს კარს უკან დამალული დემონები უკან იხევდნენ, ყველაფერი რიგზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სულაც არ ყოფილიყო სიმართლე. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი ის იყო, რომ ირაკლის ჩემს გვერდით მშვიდად ეძინა.


თავი მერვე
რამდენიმე კვირა ისე გავიდა, რომ გეგას შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძა. სკოლაში ხმა გავრცელდა, რომ ვიღაცამ სიკვდილამდე სცემა, ოღონდ ვინ არავინ იცოდა. სონგულია თითქმის ყოველდღე მასთან იყო ატუზული, რომ რამე მაინც დაეცინცლა, მაგრამ უშედეგოდ - გეგა ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა, წერა კი არ მოისურვა. ასე რომ ყველასთვის ბუნდოვანი იყო ვინ გაიმეტა ასე და რაც უფრო საინტერესო იყო, რატომ. ირაკლისთვის ვერაფრის კითხვას ვერ ვბედავდი, არ მინდოდა რამე ეეჭვა. ის კი საერთოდ არ ლაპარაკობდა ამაზე, ასე, რომ ისღა დამრჩენოდა გეგას გადაწყვეტილებას დავლოდებოდი.
დღეები მიდიოდა ლუკა კი არ ჩანდა. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს კი დამიბარა აუცილებლად დავბრუნდებიო, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. უკვე ძალიან ვნერვიულობდი. არ მომატყუებდა, რახან თქვა რომ მნახავდა აუცილებლად დაბრუნდებოდა, მაგრამ რაც დღეები გადიოდა ამაში ეჭვი უფრო და უფრო მეპარებოდა.
ხასიათი დღითიდღე უფრო მიფუჭდებოდა, ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მირანდა მარკეტს ყიდდა. როგორც კი სკოლას მოვრჩებოდით აქედან ავიბარგებოდით და ღმერთმა უწყოდა სად ჯანდაბაში ამოვყოფდით თავს. დედას პრაღაში უნდოდა დაბრუნება თავის მშობლებთან. იქ მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდით ხოლმე არდადეგებზე, ახლა კი როცა მამა აღარ იყო, დედას საქართველოში გაჩერების არანაირი სურვილი აღარ ჰქონდა.
ყველაზე მეტად ლუკა მედარდებოდა, შეიძლება აქედან ისე წავსულიყავი, რომ ვეღარასდროს მენახა, იქნებ ასე უკეთესიც იყო, ჩვენ ურთიერთობას მაინც არ ჰქონდა მომავალი. ყოველშემთხვევაში ამას საკუთარ თავს ყოველდღე ვაჯერებდი.
ნელ-ნელა თბილისს ცივი ზამთარი ეპარებოდა. ამაზე დილაობით ჩემი ოთახის შეჭირხლული ფანჯრები მეტყველებდა. ღამით კოშმარებს აღარ ვხედავდი რაც ძალიან მამშვიდებდა, ირაკლი ხვდებოდა რომ ჩემი შავ-ბნელი სიზმრები შეწყდა და ენით აუწერელი კმაყოფილება ეხატა სახეზე. მეც შედარებით უკეთ ვგრძნობდი თავს, სახეზე ფერი დამიბრუნდა და აღარც გული მაწუხებდა ისე ხშირად. მხოლოდ გეგა მაფიქრებდა, მას, რომ ლუკას დასმენა ნდომოდა ამას აქამდე გააკეთეებდა, მაგრამ ეჭვები მოსვენებას მიკარგავდა, რომ ასე იოლად ის ამ ბოღმას ვერ ჩაყლაპავდა.
- ნუს, ყურადღებას თუ არ მომაქცევ ამ კარაქს სახეზე წაგისვამ! - დამიცაცხანა ნაწყენმა.
- ჰა? - სამზარეულოში ვიჯექით და ყავას ვსვამდით, ირაკლი კი თავის საყვარელ შოკოლადის კარაქს ჭამდა ბანკიდან.
- რა ჰა, სად დაფრინავ ფიქრებით? - გამომხედა დაბღვერილმა და შოკოლადის კარაქი კოვზით გაიქანა ხახაში.
- ზეზეულა მეძინება. - ვუპასუხე მთქნარებით.
- აბა, ახლა ყავა დალიე და გამოფხიზლდი! დღეს კარნავალია და მაღაზიებში მიმყავხარ, რამე უნდა შეგირჩიო.
- რაო? - თვალები გამიფართოვდა, სულ გადამავიწყდა ის წყეული კარნავალი, საერთოდ არ მინდოდა იქ წასვლა - დამანებე რა თავი, სხვა ვინმე წაიყვანე, მე სახლში დავრჩები და რამე კარგ ფილმს ვუყურებ.
- მალე დაამთავრე, ცოტახანში უნდა გავიდეთ. - ვითომ ჩემი ნათქვამი არც გაუგია, თაფლიანი პურები მომიწია, თვითონ კი ადგა და ოთახში გავიდა. ამოვიოხრე და თავი მაგიდაზე დავდე.
- ღმერთო, რა დავაშავე! - ჩავიჯუჯღუნე ჩემთვის.
- ყველაფერი გავიგონე! - გამომძახა ოთახიდან. თვალები გადავატრიალე და ავდექი, ჭამა საერთოდ არ მინდოდა.
ოთახში გავედი და გამოვიცვალე, როცა რაღაცით ასე იყო ანთებული მასთან ჯაჯგურს აზრი არ ჰქონდა. მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ეს კარნავალი სულ ფეხებზე ეკიდა და უბრალოდ ჩემი სახლიდან გატყუება უნდოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა იმ დებილურ წვეულებაზე წასვლა, მაგრამ ირაკლისაც ხათრს ვერ ვუტეხავდი. ასე რომ, მორჩილად მოვძებნე ტანსაცმელი და გავემზადე.
კოსტიუმების არჩევისას კარგად გავერთეთ. ირაკლი ხან რომელს მოისინჯავდა, ხან რომელს, ზოგში ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, რომ სიცილს ვერ ვწყვეტდი. ბოლოს გასახდელში ბეტმენის კოსტიუმის ფრიალით გაუჩინარდა, ლამის სიცილით გავიგუდე. თვითონაც კარგად დამცინა, ხან ჯადოქრის ფორმა მომარგო, ხან ვამპირის, თან სიცილით კვდებოდა. მეც თამაშში ავყევი და ხან რა დებილობას ვიცვამდი, ხან რას. ერთი სიტყვით, კარგად ვიხალისეთ, ბოლოს თვითონ მეკობრის ფორმა აირჩია მე კი ბანშის ფორმა მომცა - გიხდებაო სერიოზულად მითხრა.
- ნეტა ინამ რისი ფორმა იყიდა? - ვიკითხე გამხიარულებულმა. უკვე სახლში ვბრუნდებოდით მანქანით.
- ალბათ გრძელცხვირა კუდიანი დედაბრის, აი ჯადოქრები რომ არიან საშინელებათა ფილმებში ხომ იცი, მეჭეჭიანი დინგით. - სიცილი აუტყდა გამხიარულებულს.
- დამპალო! - თავში ჩავსცხე დაბღვერილმა.
- რა იყო, მე თუ მკითხავ მოუხდება. - გაიცინა უდარდელად.
- და ამდენი ფული სადი იშოვე? - ვკითხე წარბაწეულმა.
- ჩემი საიტი დავამთავრე. - გამომხედა ამაყად.
- ოჰო, ვამაყობ შენით. ისე მაგ საიტების აწყობით იმდენს შოულობ რომ აქაური პარლამენტარის თვიურ ხელფას აჭარბებ.
- მთლად ასეც არ არის საქმე. - გამომხედა ეშმაკურად.
- აბა, როგორ არის? შემთხვევით ბანკის ანგარიშებსაც ხომ არ ტეხავ?
- ხანდახან. - მიპასუხა სიცილით და სიჩქარეს მოუმატა.
კარნავალი საღამოს ცხრა საათზე იწყებოდა და შუაღამემდე გრძელდებოდა, იქამდე ერთი საათიღა მქონდა დარჩენილი. ბანშის ფორმა ჩავიცვი და საკუთარი ანარეკლი შუბლშეკრულმა შევათვალიერე სარკეში. შავი, წელში გამოყვანილი თხელი კაბა მეცვა, გულზე სამკუთხედი ჭრილით და გრძელი შლეიფით. ვიღაცის ჭირისუფალს უფრო ვგავდი, ვიდრე სიკვდილის მომასწავებელ ალქაჯს. საკუთარ კომენტარზე მეთვითონ გამეცინა.
- ძალიან გიხდება. - მომესმა კარიდან.
ირაკლი ჩემს ოთახში შემოსულიყო, მას უკვე ჩაეცვა თავისი მეკობრის ფორმა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან უხდებოდა. მისი თაყვანისმცემლები კიდევ უფრო გადაირეოდნენ. მაღალს და მოხდენილს მეკობრის ფორმა კიდევ უფრო მამაკაცურს და ძლიერს აჩენდა. კარს მიყრდნობოდა და ღიმილით მაკვირდებოდა.
- წყევლას ვგავარ. - მოვიღუშე უკმაყოფილოდ.
- სულაც არა - ახლოს მოვიდა და ზურგს უკან დამიდგა.
შავ, სწორ, გრძელ თმაში ხელი შეაცურა და ბეჭებზე გადმომიყარა. შემდეგ ტუმბოზე დადებული გრძელი მარგალიტისფერი წვრილი მძივი აიღო, ყელზე შემომახვია და შემიკრა. თვალებზე მუქი ჩრდილები მესვა, სახე კი ქათქათა თეთრი მქონდა. არა, რაც არ უნდა ეთქვა ირაკლის, ნამდვილად წყევლას ვგავდი, საშინელებათა ფილმიდან.
- შინიგამი ვარ რა. - გამეცინა ჩემს თავზე.
- სიკვდილის ქალღმერთი. ჰაჰ, გენიოსი ვარ რა, - დაამატა სიცილით და წელზე ხელები შემომხვია - ისეთი ლამაზი ხარ, შენი ხელით სიამოვნებით მოვკვდებოდი.
- სისულელეებს ნუ როშავ! - დავუცაცხანე გაბრაზებულმა და ვეცადე ჩამერტყა, მაგრამ გულზე ისე მაგრად მიმიკრა, რომ განძრევას ვერ ვახერხებდი.
- ნუ ფართხალებ, მაცადე დავტკბე - გამიღიმა სარკეში.
- სხვათაშორის შენც ძალიან გიხდება ფორმა - ვუპასუხე სიცილით და სარკეში მისი ანარეკლი შევათვალიერე.
საერთოდ ძალიან კონტრასტულად გამოვიყურებოდით ერთმანეთის გვერდით, ის მაღალი და მომხიბლავი იყო, მე კი პატარა ლურჯთვალება ავსულს ვგავდი, რომელიღაც უფანტაზიო რეჟისორის ფილმიდან გადმომხტარს, გამეცინა.
- რას დამცინი? - შემომიბღვირა ირაკლიმ.
- შენ კიარ დაგცინი იმაზე მეცინება, რომ საერთოდ არ ვუხდებით ერთმანეთს. ერთი შენს თავს შეხედე, მაღალი და სიმპატიური ხარ, მე კი მიტოვებული სახლების საფრთხობელას ვგავარ.
ირაკლიმ შუბლშეკრულმა შემაბრუნა თავისკენ და სერიოზულად შემომხედა. მის სახეზე კიდევ უფრო გამეცინა. გაფხორილ, ბრაზიან მეკობრეს ჰგავდა, რომელსაც გემბანის დასაყაჩაღებლად მისულს ოქრო არ დახვდა. ნეტა საიდან მაწუხებდა ეს იდიოტური აზრები. კიდევ გამეცინა.
- შენ ყველაზე მშვენიერი ქალი ხარ, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედირა. - მიპასუხა მგზნებარედ და თვალებში თბილად მომაცქერდა.
უხერხულად შევიშმუშნე, შემრცხვა და დარწმუნებული ვარ ერთიანად გავწითლდი.
- ახლა შენ გამოიყურები სასაცილოდ - აუტყდა სიცილი - ერთი შეხედე, თეთრი სახე სულ აგიჭარხლდა.
- დეგენერატო! - გაბრაზებულმა სიცილით დავუშინე მუშტები. ამ დროს მირანდა შემოვიდა ოთახში და ღიმილით შეგვათვალიერა ორივე.
- მაგარია, - ჩაილაპარაკა აღფრთოვანებულმა - მეკობრე და და... შვილო ეგ რა გაცვია?! - ამრეზით ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- მირანდა! - გაბრაზებულმა წამოვიყვირე, ირაკლი ლამის გაიგუდა სიცილით.
- ვხუმრობ, ვხუმრობ - ხელები ასწია სიცლით - მართლა კარგად გამოიყურებით ბავშვებო, კარნავალი რომელამდე გრძელდება?
- შუაღამემდე, მაგრამ შენ არ ინერვიულო, გავერთობით და მოვალთ. არაფერს არ გავაფუჭებთ.
- შენი იმედი მაქვს, ხომ იცი! - გამაფრთხილებლად შეხედა შვილობილს.
- როგორც ყოველთვის. - ირაკლი მივიდა და მირანდას მოეხვია - ხომ იცი, რომ სადარდებელი არაფერი არ გაქვს.
- ვიცი, ჩემო ბიჭო, ვიცი, შენს გვერდით არაფრის მეშინია. - დედამ ღიმილით შემოხვია წელზე ხელები და ჩაეხუტა.
ღიმილით შევყურებდი ორივეს, მხოლოდ ისინიღა დამრჩნენ, ჩემთვის ორი ძვირფასი ადამიანი, რომლებსაც სიცოცხლესაც კი მივცემდი თუ დასჭირდებოდათ. დედას ირაკლი სიგიჟემდე უყვარდა და ბოლომდეც ენდობოდა. მამას სიტყვები გამახსენდა „ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებაო“ რომ თქვა. ნეტავ ახლა აქ ყოფილიყო და ენახა როგორი კაცი დადგა ირაკლი, მისით აუცილებლად იამაყებდა. შევბრუნდი და თვალზე მომდგარი ცრემლი მალულად მოვიწმინდე.
- აბა, წავედით ნუს, თორე დაგვაგვიანდება. - მკლავში ჩამაფრინდა, ხელში ამიტაცა და სახლიდან გამომიყვანა.
- ფრთხილად იყავით. - სიცილით დაგვადევნა მირანდამ და კარი მიხურა.
- დამსვი იდიოტო!
- ნუ ფართხალებ. - სიცილით მიმიხუტა გულზე და ისე ჩაირბინა ცხრავე სართული, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.
სკოლაში მალევე მივედით, ირაკლიმ მანქანა პარკინგზე დააყენა და სპორტდარბაზისკენ წამიყვანა, რომელიც საკარნავალოდ მოერთოთ. დარბაზი სრულიად შეცვლილიყო, პირველად რომ შევედი დავეჭვდი კიდეც, კარი ხომ არ შეგვეშალა თქო. ჭერში უამრავი პაწაწინა ნათურა ეკიდა, რომლებიც ფერად-ფერადად ანათებდნენ და დარბაზში სუსტ სინათლეს აფრქვევდნენ.
ოთახის ცენტრში პატარა სცენა დაედგათ, სადაც ბენდი როკ მუსიკას უკრავდა. კედლების გასწვრივ გრძელი მაგიდები განეთავსებინათ, რომლებიც საჭმელით და სასმელით იყო სავსე. ყველაზე მეტად პატარა ფანტანი მომეწონა, რომელიც შამპანიურის ჭიქებისგან აეწყოთ, შუშხუნა სასმელი ჭიქების შუაგულიდან ამოდიოდა და ოქროსფრად იღვრებოდა. მინი ჩანჩქერს ჰგავდა, ერთიანად აქაფებული და თაფლისფერი.
მოსწავლეები კიდევ უფრო სასაცილო სანახავები იყვნენ. ვის აღარ ნახავდით აქ - თეთრ ფრთიან ანგელოზებს, სამ მუშკეტერს, ბეტმენს, ჯოკერს, ფიფქიას, მინიონებს, წითელქუდას, ერთს კი საერთოდ კაკტუსის ფორმა ჩაეცვა - ბავშვები ცდილობდნენ ახლოს არ გაჰკარებოდნენ და ისიც მოწყენილი იდგა მაგიდასთან და პუნშს წრუპავდა.
- ეს სად მომიყვანე? - სიცილით ავხედე ირაკლის, რომელიც ბავშვებს გაოცებული ათვალიერებდა.
- რა გინდა, აუწყვეტიათ, - აუტყდა სიცილი გამხიარულებულს - დღეს ბოლომდე ვერთობით, სიკვდილის დედოფალო! - მითხრა მხიარულად და დარბაზის ცენტრისკენ წამათრია საცეკვაოდ, სადაც ბენდი ახლა ბევრად მხიარულ და ენერგიულ მუსიკას უკრავდა.
ბავშვებში ინას მოვკარი თვალი, თქვენ წარმოიდგინეთ და მართლა ჯადოქრის კოსტიუმი ჩაეცვა. ირაკლიმ რომ დაინახა ლამის ცუდად გახდა იმდენი იცინა, ინა კი ვერ მიხვდა რა აცინებდა და დაბღვერილი ნერვიულად ისწორებდა წვეტიან ქუდს. შევბრუნდი, რომ ღიმილი დამეფარა და კატოს მოვკარი თვალი, რომელიც მაგიდასთან იდგა შამპანიურის ჭიქით ხელში და ჩვენ გვიყურებდა.
ლამაზად გამოიყურებოდა, ოქროსფერი თმა დაეხვია და ელეგანტურად აეკეცა მაღლა. მასაც ანგელოზის ფორმა ეცვა, როგორც გოგოების უმეტესობას. თვალი თვალში გავუყარე, მან კი სიძულვილით სავსე თვალებით შემომხედა. გამეღიმა, რაც არ უნდა გამეკეთებინა კატოს მაინც ვეზიზღებოდი. მაგრამ ამ საღამოს ამაზე ფიქრით თავის შეწუხებას არ ვაპირებდი.
- რა ჯანდაბა გაცინებს ნეტა ვიცოდე! - მომესმა ინას გაღიზიანებული ხმა. კბილი კბილს დავაჭირე და შევბრუნდი.
- არაფერი, მშვენივრად გამოიყურები - უპასუხა ახარხარებულმა და ინას წვეტიან ქუდს თითი წაჰკრა.
- ახლა მაინც ნუ მომიშლი ნერვებს! - დაბღვერილმა გულხელი დაიკრიფა და მე გამომხედა - ბანში? მე კი მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
- ნუ დარდობ, - ვუპასუხე ღიმილით და მკლავი გამოვდე - ეს ხომ კარნავალია.
- თითქმის ყველა კოსტიუმი დაკავებული იყო. - ამომხედა საწყლად, ირაკლიმ ტუჩზე იკბინა ისევ რომ არ გასცინებოდა და გულხელი დაიკრიფა.
- ნუ აქცევ ამ ხეპრეს ყურადღებას. - გადავულაპარაკე სიცილით.
- რაო? - ირაკლი მაჯაში მწვდა და თავისკენ მიმიზიდა - ვინ არის ხეპრე?
- დაჩი? - გაოცებულმა ირაკლის ზურგს უკან გავხედე. ყველამ უკან მიიხედა.
როგორც ჩანდა, მას კარნავალის კოსტიუმები დიდად არ მოსწონდა. საერთოდ არ ეცვა ფორმა. ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი და შავი ზედა ჩაეცვა და ამრეზილი უყურებდა აჭრელებულ ბავშვებს. ირაკლიმ ახლა დაჩის დააყარა სიცილი.
- რა იყო კოსტიუმები შენთვის აღარ ჰქონდათ? - ჰკითხა ახარხარებულმა.
- მოიცა რა, - კეფა მოიქექა და ინეტერესით შეგვათვალიერა მე და ინა. სახე წამში შეეცვალა. ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა. ინას კიდევ უფრო დაეკარგა ფერი.
- დღეს მართლა მაგრად გავერთობით. - ირაკლიმ მხიარულად დაჰკრა მხარზე ხელი მეგობარს და ინასკენ მალულად გააპარა მზერა.
- არც კი მჯერა რომ აქ მოვედი, - ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ - წამო რამე დავლიოთ.
- ნწ, არ მინდა, ინა წაიყვანე, ცოტა მოდუნება არ აწყენს, დაძაბულია გოგო. ერთადერთი კუდიანია დარბაზში - უპასუხა სიცილით. ინა გაიფხორა, დაჩიმ კი თავი ვეღარ შეიკავა და გაეღიმა.
ირაკლიმ ხელი ჩამჭიდა და საცეკვაოდ გამიყვანა. მუსიკა შეიცვალა ამჯერად ნელმა, რომანტიკულმა ნოტებმა გაიჟღერეს. ირაკლიმ ღიმილით მომხვია წელზე ხელები, მაღლა ამწია და თავის ფეხებზე დამაყენა.
- ასე უკეთესია. - მიჩურჩულა ყურში ღიმილით.
- შენ გინდა თქვა, რომ ცეკვა არ ვიცი? - შევხედე აღშფოთებულმა, ირაკლის ისევ გაეცინა.
- ეგ არ მითქვამს, უბრალოდ ავღნიშნე, რომ ასე უკეთესია-თქო. - უცებ მის ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა.
- არავითარი ტელეფონი! - ვუპასუხე მკაცრად, ხელიდან გამოვგლიჯე და ჯიბეში ჩავიდე.
- არის, ქალბატონო! - მიპასუხა ღიმილით და წრეზე ტრიალი განაგრძო.
ამ დროს პაწაწინა ნათურები ჩაქრნენ და მხოლოდ სცენის გული განათდა, ბავშვებს სიცილი აუტყდათ. მეც გამეცინა, ირაკლიმ კი დაუსტვინა. დარბაზში საკმაოდ ბევრს დაელია, შუქის ჩაქრობა კი არც ისე გონივრულ საქციელად მიმაჩნდა.
- არამგონია დარბაზს მეტი დამუხტვა სჭირდებოდეს, ისედაც ლამისაა ერთმანეთს ესცნენ. - აღნიშნა ირაკლიმ ღიმილით.
ახლა სხვა ნელი მუსიკა დაუკრეს, ჩემთვის უცხო, მაგრამ ძალიან მომეწონა, სევდიანი და გულშიჩამწვდომი იყო. გულში სითბო ჩამეღვარა. ჩემდა გასაკვირად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
- ნუ ბოღმიანობ.
- და ვინ გითხრა რომ ვბოღმიანობ? - შემომხედა გაკვირვებულმა და წრეზე დამაბზრიალა.
- გაჩერდი, ცუდად ვარ!
- აბა, ვისი უნდა მშურდეს? - მიჩურჩულა ყურში, ისევ თავის ფეხებზე დამაყენა და ნელა ტრიალი განაგრძო.
- შეყვარებული წყვილების, სადამდე უნდა იარო ეული მგელივით? - ავხედე წარბაწეულმა.
- ახლა ერთადერთი ვისიც შემშურდებოდა საკუთარი თავია. - მითხრა ღიმილით.
აღარაფერი მითქვამს, გულზე თავი მივადე. მისი სიტყვები უცნაურად ჟღერდნენ, აქამდე არასოდეს ვწითლდებოდი მის ნათქვამზე, ახლა კი...
- ნაია, - ცალი ხელით თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა - ღამე როგორ გძინავს? - ამ კითხვას არ ველოდი, ამოვისუნთქე და თამამად გავიღიმე.
- კოშმარები აღარ მინახავს, უკვე რამდენი კვირაა, რაც ტატუ გავიკეთე. ჩემი მზე მიცავს. - ავხედე სახეგაბრწყინებულმა. ირაკლიმ სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა და თბილად გამიღიმა.
- შენს კოშმარებსაც მივწვდი ხომ ხედავ. - მიპასუხა ალმაცერი ღიმილით და ტატუზე მაკოცა.
- ჰო, ყველაფერ ცუდს ანადგურებ ჩემს გარშემო, შენს ენაზე, რომ გითხრა ანტივირუსივით ხარ. - ირაკლის სიცილი აუტყდა და თბილად მომეხვია.
- შეიძლება ვილაპარაკოთ? - დაილაპარაკა ვიღაცამ ხმადაბლა.
მე და ირაკლიმ თავი ავწიეთ. კატო ახლოს მოსულიყო და სევდიანი თვალებით ირაკლის მისჩერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო საშინლად მაღიზიანებდა მაინც შემეცოდა. ირაკლის კი პირიქით, სახეზე გაღიზიანება შეეტყო. ცეკვა შეწყვიტა, მაგრამ ჩემთვის ხელი არ გაუშვია ისე მიუბრუნდა კატოს.
- რაზე გინდა ლაპარაკი? - ჰკითხა უკმეხად.
- შეიძლება ცალკე გაგესაუბრო? - მორიდებით გამომხედა და ნერვიულად გადაიგრიხა თითები.
- მე აქვე ვიქნები, - გადავულაპარაკე ირაკლის და ხელი გავაშვებინე - კარგად გამოიყურები, კატო - გავუღიმე და გვერდით ჩავუარე.
უკან აღარ მიმიხედავს, არ ვიცი კატოს რისი თქმა უნდოდა ირაკლისთვის, მაგრამ ვეჭვობდი, რომ მისი ეს მცდელობა ისევ კრახით დასრულდებოდა. ისე კი მართლა შემეცოდა. როგორი ძუკნაც არ უნდა ყოფილიყო ჩემს მიმართ, ირაკლი მართლა უყვარდა. ბავშვებში გზა გავიკვლიე და მაგიდასთან მივედი. ჭიქა ავიღე და ცოტა კოლა დავისხი.
დარბაზი ბავშვებით იყო გადაჭედილი, ზოგი რას ცეკვავდა ზოგი რას. ის მოწყენილი „კაკტუსი“ ისევ მაგიდასთან იდგა განცალკევებით და ბავშვებს სევდიანად გასცქეროდა. ეჰ, სკოლა ასეთია, აქ ან კაი ტიპი ხარ და ყველას მოსწონხარ, ან ლუზერი ხარ და წვეულებებზე მუდამ კუთხეში გიწევს ატუზვა და სხვებისთვის შორიდან ყურება. თავი გავაქნიე და ბავშვები მოვათვალიერე. მოშორებით ინა და დაჩი შევამჩნიე, ინას თავისი იდიოტური მწვანე ქუდი მოეხადა და თავდავიწყებით ცეკვავდა დაჩისთან. გამეცინა და კოლა მოვსვი. ამ ორს, რომლებიც ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა, მართლა მოსწონდათ ერთმანეთი.
- ნაია! - გვერდზე გავიხედე და ჩემი პარალელური კლასელი შევამჩნიე „დრაკულას“ მანტიის ფრიალით ჩემსკენ მოემართებოდა.
- აჰ, გიო! - სიცილი ამიტყდა და მის ხელოვნურ კბილებს თითით შევეხე - სერიოზულად?
- ჰო, კბილები მგონი ზედმეტია - მიპასუხა სერიოზულად, თეთრი ეშვები მოიძრო და ჯიბეში ჩაიდო - უჰ, მეთქი რა მაწუხებდა - ისევ გამეცინა.
- ირაკლი სად არის? - მკითხა დაეჭვებულმა და ჩემს უკან მიმოიხედა.
- ცოტახანში მოვა, საქმე გაქვს?
- ჰო, ისა გეგაზე უნდა მეთქვა რაღაც და - დავიძაბე, ნუთუ რამე გაარკვიეს?!
- და რა უნდა გეთქვა გეგაზე? - ისე ვკითხე თითქოს პასუხი დიდად არ მაინტერესებდა.
- გაგნიძეს საავადმყოფოში ვიღაცამ მიაკითხა, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ მაგრად კი შეუშინებია, ისეთი დაფეთებულია, რომ არავის არ ეკონტაქტება, საკუთარ დედასაც კი არ ეუბნევა არაფერს.
- რას ამბობ? - გაოცებისგან პირი დავაღე. ნუთუ ლუკა იყო?!
- ჰო, წუხელი შეპარულა პალატაში, წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მოახერხა. გეგას პოლიცია თავზე ადგას, მაგრამ იმან მაინც მოახერხა მასთან შესვლა, ალბათ გააფრთხილა, რომ ენისთვის კბილი დაეჭირა და არაფერი ეთქვა.
- პოლიცია თუ იქ იყო, როგორ შეძლეს გეგასთან შეღწევა?
- არ ვიცი, ალბათ ყავის დასალევად იყვნენ გასულები ან რავიცი მე, წუხელ დედამისი დარჩა გეგასთან, სულ რამდენიმე წუთით გამოვიდა რომ წყალი მოეტანა და მაშინ შესულა. დედამისი, უკან რომ ბრუნდებოდა თვალი შეასწრო ვიღაც როგორ გამოვიდა პალატიდან და ყვირლი დაუწყია.
- მერე? - ვიკითხე დაზაფრულმა.
- არც არაფერი, ის ტიპი ისე აორთქლდა თითქოს მოჩვენება ყოფილიყოს. - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა.
გაოცებული მაგიდას მივეყრდენი და მოსმენილის გადახარშვა ვცადე. ნუთუ ლუკა იყო მისული? აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? მაგრამ თუ ლუკა იყო და თბილისში იყო მაშინ ჩემთან რატომ არ მოვიდა?! ხომ დამპირდა გნახავო? მართალია მას იმდენად კარგად არ ვიცნობდი, რომ ამაში დარწმუნებული ვყოფილიყავი, მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი, რომ ლუკა გეგასთან მისვლით და მისი გაფრთხილებით თავს არ შეიწუხებდა. გეგა ისედაც არ აპირებდა ვინმესთვის რამის თქმას, ასე რომ ყოფილიყო დიდი ხნის წინ მოაღებდა პირს. მაშინ რა ჯანდაბა ხდებოდა?!
- კარგი, ირაკლი, რომ მოვა უთხარი მნახოს, კარგი?
- კარგი - ვუპასუხე ჩაფიქრებულმა.
- აბა, დროებით, ისე კარგად გამოიყურები - მიპასუხა ღიმილით.
- გმადლობ. - მეც გავუცინე და ისიც გამეცალა.
ბავშვებს თვალი მოვავლე, ირაკლი არსად ჩანდა. ალბათ, კატოს ბრჭყალებიდან თავი ჯერ კიდევ ვერ დაიხსნა. განერვიულებულმა კოლა კიდევ მოვსვი და ის იყო ირაკლის მოსაძებნად ვაპირებდი წასვლას, რომ ჩემს ჯიბეში ტელეფონი ისევ აზუზუნდა. სულ დამავიწყდა, რომ მისი ტელეფონი მე მქონდა. ჯიბეში ხელი ჩავიყე და ტელეფონი ამოვიღე. უცხო ნომრიდან რამდენიმე ესემესი იყო მოსული. საერთოდ ირაკლის ტელეფონში ქექვა ჩვევად არ მქონდა, მაგრამ ახლა დამაინტერესდა ასე მონდომებით ვინ სწერდა და ესემესი გავხსენი:
„ირაკლი სად ხარ? სასწრაფოდ უნდა გელაპარაკო დამირეკე!“
„სად ჯანდაბაში გაქ ტელეფონი?! პრობლემა გვაქვს, მეძებენ! ნომერი უნდა გადავაგდო ფრთხილად იყავი!“
მხოლოდ ეს ორი შეტყობინება იყო მოსული. გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა. რას ნიშნავდა ეს შეტყობინებები?! გულმა მტკივნეულად გამკრა, მართალი ვიყავი. რაღაც ხდებოდა, ირაკლი რაღაცას მიმალავდა, ახლა კი ვიღაც სწერდა, რომ საფრთხეში იყვნენ. გული პანიკური შიშით ამევსო. ტელეფონი სწრაფად შევინახე ჯიბეში და ბავშვებში შევერიე. კისერს ვიგრძელებდი, რომ როგორმე ირაკლისთვის თვალი მომეკრა, მაგრამ არსად ჩანდა. სცენასთან ახლოს დაჩი და ინა შევამჩნიე. სასწრაფოდ დაჩისთან მივირბინე.
- ირაკლი არ გინახავს?
- რა მოხდა? - შემომხედა გაკვირვებულმა - რა სახე გაქვს?
- არ გინახავს? - ვკითხე სასოწარკვეთილმა.
- კატოსთან ერთად დავინახე, დარბაზიდან გავიდნენ.
- ჯანდაბა! - ჩავილაპარაკე გაცეცხლებულმა და უკან მოვბრუნდი.
ბრბო ძლივს გავარღვიე და დარბაზიდან გამოვედი. სკოლა ერთიანად ჩაბნელებულიყო. არსად არ ენთო სინათლე. ღმერთმა უწყოდა სად ჯანდაბაში წაათრია კატომ ირაკლი. შეშინებულმა სათითაოდ ყველა კლასს ჩამოვუარე და კარს ვსინჯავდი. ზოგი დაკეტილი დამხვდა, ზოგი კი ცარიელი. გული შიშით ამევსო, ის იყო დაფეთებულმა კიდევ ერთი კარი შევაღე რომ ადგილზე გავქვავდი - კატო ირაკლის მედუზასავით მისწებებოდა და ვნებიანად კოცნიდა. კარის ხმაზე კი ორივემ მოიხედა, როგორც კი ირაკლიმ დამინახა, კატო მაშინვე უხეშად მოიშორა. საშინელი უხერხულობა ვიგრძენი. დაუფიქრებლად გამოვიხურე კარი და უკან გამოვბრუნდი.
სულ გადამავიწყდა რისთვის ვეძებდი ირაკლის. არ მეგონა ასე საშინლად თუ ვიგრძნობდი თავს. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ტანზე ათასობით ჭიანჭველა დამდიოდა და გამწარებით მკბენდნენ. თავი გავაქნიე და კიბეებზე ჩავირბინე.
- ნაია! - მომესმა ზურგს უკან ირაკლის ძახილი.
ნაბიჯს ავუჩქარე, რატომღაც ახლა მისი ნახვა არ მინდოდა, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. თვალს ვერც გავუსწორებდი. ნეტავ დავბრმავებულიყავი და ეს არ მენახა. საშინლად შემრცხვა. თურმე როგორი უსიამოვნო ყოფილა, როცა უყურებ შენი მეგობარი როგორ კოცნის სხვას. ლამის გული ამერია. ახლა მივხვდი ირაკლი რას განიცდიდა, როცა ჩემს თაყვანისმცემლებს თავიდან იშორებდა ხოლმე. თუმცა, ეს სულ სხვაა, მას ასეთ მომენტში არ ვუნახივარ და არც მნახავდა დიდი იმედი მქონდა!
- ნაია, მოიცადე! - ირაკლიმ კიბეები ჩამოირბინა და დამეწია - გაჩერდი!
ხელი ჩამჭიდა და თავისკენ შემაბრუნა. გარედან შემოსული ლამპიონების სინათლეც საკმარისი იყო, რომ მისი სახე კარგად გამერჩია. თვალები ბრაზით წამონთებოდა, სახე კი ერთიანად აჭარხლებოდა.
- მაპატიე, ხელის შეშლა არ მინდოდა - ვუპასუხე უხერხულად და თვალი ავარიდე - მე არ ვიცოდი... მე - ენა დამება, ნეტა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე!
- რა ნაია? - მკითხა აღგზნებულმა და თვალებში მომაჩერდა - რატომ კანკალებ?
- არ ვკანკალებ, უბრალოდ ეს არ უნდა მენახა. - ვუპასუხე ხმადაბლა და განზე გავიხედე.
- რატომ? რა იგრძენი როცა სხვა გოგოსთან დამინახე?
- რა? - გაოცებულმა თავი მოვაბრუნე.
- ჰო, რა იგრძენი მიპასუხე! მე უკვე დავიღალე ჩემი თავის მოტყუებით და შენი მოტყუებითაც!
- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა? - ვუპასუხე ანერვიულებულმა და უკან დავიხიე, მაგრამ ირაკლიმ არ დამანება, ხელი მაგრად მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა.
- მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ! - მიპასუხა ხმადაბლა და ტუჩებში მაკოცა.
ტანში თითქოს ელექტროდენმა დამიარა, მთელი სხეული დამეჭიმა, ალბათ უფრო შოკისგან. მისი ტუჩები ისეთი თბილი და ტკბილი იყო... მაგრამ ეს ხომ ირაკლი იყო, ჩემი მეგობარი, რომელსაც ძმასავით ვუყურებდი, მაშინ რატომ მსიამოვნებდა მისი ტუჩების მხურვალე, ვნებიანი მოძრაობა, რატომ არ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო?! რატომ მიზიდავდა ასე? თითქოს სამყარო შეიშალა და მეც შევიშალე. თუმცა მისთვის ხელის გაშვება არც მიფიქრია - პირიქით, ინსტიქტურად ვუპასუხე. ჩემმა საპასუხო კოცნამ უფრო გაათამამა, ღონივრად მიმიზიდა მკერდზე და ამოსუნთქვის საშუალება არ მომცა. მისი ტუჩები ტკივილსაც მაყენებდა და სიამოვნებასაც. ვიგრძენი შუაზე როგორ გავიხლიჩე. გულში დიდი ტკივილი ვიგრძენი. ჩემი ირაკლი... რა ხდებოდა ჩვენს თავს? თავი სიზმარში მეგონა და ყოველ წამს ველოდი გამოღვიძებას, მაგრამ ეს ჯადოსნური წუთი არადა არ მთავრდებოდა. უცებ ირაკლი ისევე მოულოდნელად მომწყდა როგორც დამეძგერა. მის თვალებში ვნების ცეცხლი ტრიალებდა.
- მიყვარხარ ნაია, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! - მიჩურჩულა ხმადაბლა და მკერდზე ძლიერად მიმიკრა - არავინ და არაფერი არ არსებობს ჩემთვის შენს გარდა, დიდი ხანია თავს ვიტყუებ, მაგრამ მეყოფა, მეტი აღარ შემიძლია, მოხდეს რაც მოსახდენია - ჩაილაპარაკა თვალებამღვრეულმა და ისევ მაკოცა.
სუნთქვა შემეკრა, თითქოს ჩემს გულში დაბუდებულმა ურჩხულმა გაიღვიძა და ეშმაკივით მკარნახობდა, საკუთარ თავთან ბრძოლა შემეწყვიტა და დიდი ხნის წინ დამარხული სიმართლე მეღიარებინა - ირაკლი მიყვარდა, ისე მიყვარდა როგორც არასდროს არავის არავინ არ ჰყვარებია, მაგრამ რაღაც მაკავებდა. თვალწინ ლუკა დამიდგა და გულში ტკივილი ვიგრძენი. შუაზე ვიხლიჩებოდი. გული ორად მეყოფოდა.
მეტს ვეღარ გავუძელი და ირაკლის ძლიერად ვკარი ხელი. არაფერი უთქვამს, უხმოდ შემიშვა ხელები და ტანჯული მზერით შემომხედა. თვალზე ცრემლმომდგარი შევყურებდი და არ ვიცოდი რა მექნა, ჩემი ერთი ნაწილი მკარნახობდა, რომ ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი და მეთქვა, რომ მეც მიყვარდა, მეორე კი ლუკასკენ მექაჩებოდა. თავი გავაქნიე და უკან-უკან დავიხიე.
- ნაია... - ფრთხილად დამიძახა ირაკლიმ და ხელი გამოიწოდა.
მისი მზერა გულს მტკენდა. დაუფიქრებლად შევბრუნდი და გავიქეცი. გასასვლელის კარს ხელი ვკარი და პარკინგისკენ გავიქეცი.
- ნაია! - მომესმა უკან ირაკლის ძახილი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, კაბის კალთები ხელით ავიწიე, რომ არ წავქცეულიყავი და გაუცნობიერებლად, მთელი ძალით გავიქეცი.
როგორც იქნა მანქანებამდე მივაღწიე და აქვითინებულმა ვოლვოს დავუწყე ძებნა. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა და გაუაზრებლად ვიხედებოდი აქეთ-იქით. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, ჩემი რეალობა ნამსხვრევებად იქცა.
- ნაია! - ირაკლიმ ჩემთან მოირბინა და მკლავში ხელი წამავლო.
- ახლა არა, იკა, - ვუთხარი ვედრებით, ცრემლებს ვერ ვიკავებდი - ახლა არა.
- ნუს, - ირაკლიმ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ამღვრეული თვალებით შემომხედა. ხელები ერთიანად უკანკალებდა - შემომხედე, მიყვარხარ გესმის? ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, შეიძლება ხელი მკრა და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამაგდო, მაგრამ იმ წუთისთვის სიცოცხლესაც დავთმობდი, გაიგე? - თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
უარესად გავხდი. ერთიანად მაკანკალებდ და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. ლამის გული წამსვლოდა, ოღონდ ირაკლის ასეთი ხმა არ გამეგონა, ოღონდ ასეთი არ მენახა და თუნდაც მოვმკვდარიყავი, არ ვიყავი წინააღმდეგი. უცებ აცრემლებულს ლამიპონისკენ გამექცა მზერა, რომელიც სუსტად ბჟუტავდა, ჩემი კოშმარი გამახსენდა, იქაც ასე ბჟუტავდა ერთადერთი ლამპიონი.
ამის გაფიქრება იყო და პარკინგზე მოპირდაპირე მხრიდან დიდი სისწრაფით შავი მერსედესი შემოსრიალდა და ჩვენკენ წამოვიდა. ყველაფერი ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ რეაგირებაც ვერ მოვასწარი. მანქანამ გვერდით დამიმუხრუჭა და მინა ჩაიწია. ძარღვებში სისხლი გამეყინა და შიშით გამაკანკალა.
- ნაია, არა! - ჩამესმა ყურში ექოსავით ირაკლის ღრიალი.
თითქოს ყველაფერი ნელ კადრებში ხდებოდა. ირაკლიმ როგორც კი იარაღის ლულა დაინახა ხელი სწრაფად მომკიდა და წინ ამეფარა. იარაღმა გამაყრუებლად იგრიალა, მანქანა კი დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილიდან და თვალისდახამხამებაში გაუჩინარდა.
შოკში ჩავვარდი, ერთადგილას მილურსმული გატოკებას ვერ ვბედავდი. ირაკლი კი ისევ ისე იდგა ჩემს წინ აფარებული და ხელებგაშლილი. ერთიანად აკანკალებულმა წამში გავიაზრე, რომ ტყვია მე არ მომხვედრია, ტვინის რაღაც ნაწილს ირაკლისკენ გახედვა არ უნდოდა.
- ირაკლი! იკა! - ხელის კანკალით შევეხე ირაკლის და შემოვაბრუნე. მკერდთან დიდი წითელი ლაქა გასჩენოდა, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდებოდა.
- არა... არა! - ვიკივლე შეშლილივით - ეს კოშმარია, ყველაფერი მომეჩვენა, შეუძლებელია! - თავს გიჟივით ვიქნევდი და აკანკალებული ირაკლის ვეჭიდებოდი - იკა, ირაკლი!
- ნაია... - დაიხრიალა ირაკლიმ, მუხლი მოეკვეთა, ჩამომეყრდნო და ორივე დავეცით.
- არა, ღმერთო! ოღონდ ეს არა! - ლამის გავგიჟებულიყავი, ირაკლისთან მივფოფხდი და თავი წამოვაწევინე. სახეზე ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა.
- ნაია... - ამოიხავლა გადაფითრებულმა, ხველა აუტყდა და ბლომად სისხლი გადმოაფურთხა - გაიქეცი! შეიძლება დაბრუნდნენ!
- არა! არა! მიშველეთ! - ვიკივლე იოგების დახეთქვამდე - ვინმემ მიშველეთ! გევედრებით! დამეხმარეთ! - ვკიოდი არანორმალურივით და აკანკალებული ირაკლის პირიდან სისხლს ვწმენდდი.
- ნაია... - ირაკლიმ აკანკალებული და დასისხლიანებული ხელი სახეზე მომისვა, ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა, ლაპარაკს ვერ ახერხებდა, საკუთარ სისხლში იხრჩობოდა.
- არა, ირაკლი! არა, შენ არაფერი მოგივა, შენ კარგად იქნები! წყეულიმც იყავით დამეხმარეთ ვინმე!!! - ვიკივლე ისტერიკულად. ცრემლები მახრჩობდა, ცოტაც და ჭკუიდან შევიშლებოდი. არავინ მოდიოდა, ნუთუ გასროლის ხმა ვერავინ გაიგონა?!
- ნუს...
ირაკლის ხველა აუტყდა და უფრო მეტი სისხლი გადმოაფურთხა პირიდან, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, ირაკლის ვერ ვეხმარებოდი, ჩემი მეგობარი ხელებში მაკვდებოდა და ვერ ვეხმარებოდი.
- ვინმეს მოვიყვან გესმის?! ახლავე ვინმეს მოვიყვან! ოღონდ ჩემთან დარჩი გევედრები!
- არ დამტოვო, გთხოვ! - აკანკალებული ხელით დამიჭირა მაჯა და მთლიანად სისხლით მომითხვარა, ჩემი ტატუ სისხლში ცურავდა.
- კარგი, კარგი, ეშმაკმა დაგწყევლოთ! ვინმე დამეხმარეთ! - ვიკივლე ბოლო ხმაზე, ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა გონს ვკარგავდი - ღმერთო, ღმერთო არა, არა ეს არ მოხდება, არა!
გიჟივით ვაქნევდი თავს და დაზაფრული შევყურებდი ირაკლის ჭრილობას, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდებოდა. შოკისგან არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ადგილზე გავიყინე.
- შემომხედე, - კანკალით ამოიხავლა გალურჯებულმა - აქ ვარ, ნუ გეშინია. ნუს, ნუ გეშინია ყოველთვის შენთან ვიქნები, საყვარელო, მიყვარხარ, არ იტირო... გთხოვ არ იტირო - გამიღიმა გადაფითრებულმა.
- არა, არა! შენ არ შეგიძლია! შენ ასე მოქცევა არ შეგიძლია, შენ ხომ დამპირდი! - აცახცახებული გამეტებით ვაჭერდი ხელს ჭრილობას, რომ სისხლი შემეკავებინა.
- მაპატიე, პირობა ვერ შეგისრულე...
ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და ირაკლის შავ თვალებში სხივი საბოლოოდ გაქრა. მისი მუდამ სიყვარულით და სითბოთი მომზირალი თვალები ახლა ემოციებისგან დაცლილ, შავ ხვრელებად იქცა. ირაკლის ხელი ჩამოუვარდა და გაირინდა.
- არა, არა, ღმერთო არა, არაააა!!! - ვიკივლე გაცეცხლებულმა და ირაკლი გულში ჩავიხუტე - არა, ღმერთო გეხვეწები ოღონდ ეს არა! ღმერთო მე მომკალი, გემუდარები მე მომკალი ოღონდ ის დააბრუნე, გევედრები დამიბრუნე! - ვკიოდი გიჟივით.
გონება ამერია, ვეღარ ვარჩევდი რა იყო რეალობა და რა არა. მხოლოდ ერთი ფაქტის უარყოფა არ შემეძლო, რომ ირაკლი ჩემს მკლავებში გაუნძრევლად იწვა. ყოველი ამის გაფიქრებაზე ვგრძნობდი როგორ მაკლდებოდა სიცოცხლე.
ირაკლის გაციებულ გვამს მთელი ძალით ვიკრავდი გულში, მეშინოდა ხელის გაშვების, მეშინოდა რომ გაქრებოდა. თითქოს ათასი საუკუნის წინ მოვედით კარნავალზე, ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს რეალობა იყო, რომ ჩემი ირაკლი აღარ იყო, რომ ახლა მის გაციებულ გვამს ვიკრავდი გულში. არა ეს ბოროტი ხუმრობა იყო, ამის დაჯერება არ შემეძლო. ეს რომ დამეშვა ჭკუიდან შევიშლებოდი. ეს ყველაფერი მეჩვენებოდა. ალბათ, საბოლოოდ გავგიჟდი, გავაფრინე და ახლა ჩემი ქვეცნობიერის გამოძახილს ვებრძოდი სასოწარკვეთილი.
- არაა!!! - ვიკივლე განწირულმა, ფილტვების დახეთქვამდე.
კოშმარს ისევ ვხედავდი, როცა უკვე იმედი გამიჩნდა, რომ მას სამუდამოდ მოვიშორებდი, ის ისევ დაბრუნდა და ბევრად საზარელი სახით, ჩემი კოშმარი რეალობად მექცა. პარკინგის ასვალტზე ვიჯექი ერთიანად სისხლში ამოთხვრილი და ირაკლის გვამით მკერდზე მიკრული. გიჟივით წინ და უკან ვირწეოდი და თავს ვაიძულებდი გამეღვიძა, რომ დამთავრებულიყო ეს მტანჯველი კოშმარი. მაგრამ ის არ მთავრდებოდა, ვერ ვიღვიძებდი. რატომ ირაკლი მაინც არ შემორბოდა ჩემს გასაღვიძებლად, როცა ასე სასოწარკვეთილი ვითხოვდი შველას?! ასე გულით ხომ არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია, რატომ არ შემოდიოდა ჩემი მზე ჩემს ოთახში და რატომ არ მაღვიძებდა, რატომ არ მიხუტებდა გულში და რატომ არ მეუბნეოდა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი?!
ვგრძნობდი, რომ თუ მართლა არ გავიღვიძებდი ნამდვილად გადავიდოდი ჭკუიდან. ირაკლის გაცივებულ გვამს დავხედე, ერთიანად გალურჯებულიყო და გაყინულიყო, თვალები კი ისევ შავ უემოციო ხვრელებს მიუგავდა, შიშმა მთელს ტანში ელექტროდენივით დამიარა.
აცახცახებული ხელით ქუთუთოებს შევეხე და თვალები დავუხუჭე, აღარ შემეძლო მათი ყურება. ეს ის მზერა არ იყო, რომლითაც ირაკლი ყოველთვის მიყურებდა ხოლმე, ასე უემოციოდ და მშრალად არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის. გულზე ნატყვიარს დავაცქერდი, რომელიც მოზრდილ წითელ ლაქად აჩნდა კოსტიუმს. გამწარებულმა კივილით შემოვახიე ზედა და გავქვავდი. ტყვია ზუსტად ტატუს გულში მოხვედროდა, იმ ტატუსი რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ის ჩემი ტატუს ტყუპისცალი იყო, რომელიც ირაკლის გულზე ამოესვირინგებინა. ტყვიას კი მთვარის გულში გაევლო. უცებ კინოფირივით დამიტრიალდა თავში იმ დღის მოგონება, როცა ირაკლის ვკითხე კიდევ რის გამო ხარ ვალში ნიკასთან თქო:
- „აბა? ახლა მომიყევი კიდევ რითი ხარ ნიკასთან დავალებული? - ვკითხე მხიარულად, როცა მანქანაში ჩავსხედით.
- ხომ გითხრა უკვე? - უცოდველი თვალებით შემომხედა და მანქანა დაქოქა.
- ჰო, ჰო დავიჯერე, ახლა სიმართლე მითხარი, ვინმე გყავდა მოყვანილი? - ირაკლის სახე უცნაურად შეეცვალა, ვერ მივხვდი იმ წამს რა გაიფიქრა, მერე კი ღიმილით მიპასუხა.
- კარგი, ჰო, ერთი გოგო ძალიან მომწონს, ტატუს გაკეთება სულ უნდოდა და მეც გავუკეთე.
- აუფ - ამიტყდა სიცილი - მერედა მაგას მიმალავდი? იდიოტო! ”
არავითარი გოგო არ არსებობდა, ეს მან გაიკეთა ტატუ ჩემამდე. წამის მეასედში ყველაფერს მივხვდი. ვიგრძენი ჩემში როგორ მოკვდა ყველაფერი, აფსოლუტურად ყველაფერი.
- ეს ჩემი ბრალია! - ირაკლი გულზე მივიხუტე და თვალებიდან ცრემლები წამსკდა - ეს მე დაგმართე! მე მოგიღე ბოლო ყველანაირად, მაპატიე იკა. მაპატიე, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია, შენს ადგილას მე უნდა ვიყო, ღმერთო გთხოვ მომკალი! შენთვის არასდროს არაფერი ასე არ მითხოვია, მომკალი! დალახვროს ეშმაკმა! - ვიკივლე გამწარებულმა.
- ნაია?! ნაია! ღმერთო! - ვიღაცის შეშინებული ყვირილი მომესმა შორიდან, თავი ავწიე და დავინახე ლუკა და მისი მეგობარი წაშლილი სახეებით ჩემკენ მორბოდნენ.
- ლექსო! სასწრაფოდ მანქანა მოიყვანე, ახლავე! - დაუყვირა მეგობარს, თვითონ კი ჩემთან მოირბინა - ნაია, ჯანდაბა, ნაია!
- არ შეეხო! - ვუყვირე აცახცახებულმა და შეშინებულმა ირაკლი კიდევ უფრო მჭიდროდ მივიკარი გულზე, არაფრით არ დავთმობდი მას!
- ნაია, ვეღარაფერს უშველი, აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ. - პირველად შევნიშნე მის ხმაში ასეთი სასოწარკვეთა. თუმცა, არ მაინტერესებდა, არც მადარდება ახლა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, მხოლოდ იკასთან მინდოდა ყოფნა.
- არა, მოშორდი აქედან, წადი! დამანებე თავი!
- აქაურობას სწრაფად უნდა მოვშორდეთ, საფრთხეში ხარ, ნაია.
თავს ძალა დაატანა, რომ მშვიდი ხმა ჰქონოდა, ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა, ახლა ყველა და ყველაფერი მძულდა, მხოლოდ ის მინდოდა, რომ ყველას დაენებებინა ჩემთვის თავი, მინდოდა, რომ ირაკლისთან ერთად მოვმკვდარიყავი, მხოლოდ ეს მომცემდა შვებას, შიგნიდან ნაწილ-ნაწილ ვიფლითებოდი.
- არა მეთქი, არ მომეკარო! თავი დამანებე!
ისტერიკულად დავიწყე ფართხალი, როცა ლუკა ძალით მწვდა მკლავებში და წამოყენება სცადა, ამ დროს მანქანა საბურავების წივილით შეჩერდა ჩვენთან და მანქანიდან ლექსო გადმოხტა. ირაკლის მკლავში ჩავაფრინდი და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი ხელს. ლექსო დამეჯაჯგურა და ხელი ძლივს გამაშვებინა. ვხედავდი როგორ მიმათრევდნენ ირაკლისგან შორს და ჭკუიდან ვიშლებოდი. მზად ვიყავი ორივე მომეკლა ოღონდ ირაკლისთან დავბრუნებულიყავი. გაცოფებული ვიქნევდი ხელებს, რომ ლუკას ტყვეობიდან თავი დამეხსნა.
- ნაია! - მომესმა ვიღაცის კივილი სკოლის ეზოდან - რას უშვებით, მიშველეთ! ნაია!
- თავი დამანებე! ხელი გამიშვი! ირაკლი!
დავიწყე კივილი და ისევ ირაკლისკენ ვიწევდი, მაგრამ ლუკამ ისეთი ძალით ამიტაცა ხელში რომ დასხლტომას ვერ ვახერხებდი. მთელი ძალით დავკაწრე როგორც შემეძლო, მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებდა.
მაშინვე მანქანაში ჩამაგდო, უკან მომყვა და კარიც მომიხურა. ლექსოც სასწრაფოდ საჭეს მიუჯდა და მანქანა არანორმალური სისწრაფით დაძრა, მე კი ისევ გამეტებით ვიბრძოდი.
- არა! გამიშვი, ირაკლისთან მინდა დამანებე თავი, ირაკლი! - ვიკივლე ბოლო შერჩენილი ძალებით და ლუკას მუშტები დავუშინე, ის კი ჩემს შეკავებას ცდილობდა, უცებ თვალებში დამიბნელდა და ფართხალი შევწვიტე.
- ნაია?! - ლუკამ შეშინებულმა შემაჯანჯღარა. მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი.
შავი ჭაობი თავისკენ მითრევდა, ყურებმა წივილი დამიწყო, იმედი მომეცა, რომ როგორც იქნა ნატვრა მისრულდებოდა, იქნებ მოვმკვდარიყავი და ყველაფერი დამთავრებულიყო. ზუზუნი ნელ-ნელა გაძლიერდა.
- გაიღვიძე! გევედრები, გაიღვიძე! - ვბუტბუტებდი ჩემთვის და ბოლოს საერთოდ გავითიშე.


თავი მეცხრე
- ასე ვერ დავტოვებთ! რამდენიმე დღეა უკვე ასე წევს!
- არა! ახლა მისი გარეთ ყოფნა საშიშია! არავინ იცის თავს კიდევ როდის დაესხმებიან! ასე ვერ გავრისკავ! მითუმეტეს არც ვიცი ეს ვინ ჩაიდინა.
- მესმის, მაგრამ გონს არ მოდის ლუკა! მართლა ხელებში რომ ჩაგვაკვდეს რა ვქნათ მერე?!
- გაიღვიძებს, დრო მიეცი, დიდი დარტყმა გადაიტანა, სწორედ ამიტომაა ასე, მაგრამ აუცილებლად გაიღვიძებს და მინდა ამ დროს მასთან ვიყო, ახლა მაინც!
ხმადაბალი კამათი მესმოდა, მაგრამ შინაარს ვერ ვიგებდი, თვალები ოდნავ გავახილე. თავს საშინლად ვგრძნობდი, სხეული ისე დამძიმებოდა, თითქოს საუკუნე იყო არ გავნძრეულვარ. ტანი პარალიზებულივით გამშეშებოდა. თვალები ავახამხამე, ოთახი არ მეცნო. კედლები ქათქათა თეთრად შეეღებათ, ოთახის ცენტრში დიდი პლაზმური ტელევიზორი დაედგათ, გვერდით კი გრძელი ფუმფულა ტახდი მიედგათ, ორი რბილი სავარძლით. ღია ხისფერ პარკეტზე კი დიდი თეთრი ფუმფულა ხალიჩა ეგო.
გაოცებულმა ოთახი მოვათვალიერე, ვერაფრით მივხვდი სად ჯანდაბაში ვიყავი. სასწრაფოდ წამოვჯექი და მიმოვიხედე. დიდ ორსაწოლიან ლოგინზე ვიწექი. გონება დავძაბე, რომ გამეხსენებინა აქ როგორ მოვხვდი, მაგრამ ამაზე ფიქრი ვცადე თუ არა ყურებმა საშინელი წივილი დამიწყეს. ლამის თავის ქალა ამეხადა ტკივილისგან. ყურებზე ხელები წავიფარე, მაგრამ ტკივილი არ წყდებოდა, პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თავი ვეღარ შევიკავე და გამწარებულმა ბოლო ხმაზე ვიკივლე.
სწრაფი ნაბიჯები ხმა გავიგონე, უცებ კარი გაიღო და კედელს მიეხეთქა. გაბრუებულმა თავი ავწიე, მაგრამ თვალებში ნორმალურად ვერ ვიხედებოდი, გუგებზე თითქოს ბინდი გადამკვროდა. მზერა დავძაბე რომ შემოსულები გამერჩია, ნელ-ნელა მხედველობა აღმიდგა და გაოცებულმა ჯერ ლუკა შევათვალიერე მერე კი მისი მეგობარი, ორივე ფერწასული მომჩერებოდა.
- ნაია! - შვებით ამოისუნთქა ლუკამ და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა.
მოულოდნელად თავი ისევ საშინლად ამტკივდა. ისევ წავიფარე ხელები და ბალიშებში ჩავემფხე, ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თითქოს მაიძულებდა, რომ ის დამენახა რასაც ქვეცნობიერი ასე მონდომებით ბლოკავდა და აი... ყველაფერი გამახსენდა, გონებაში კინოფირივით დატრიალდა საზარელი კადრები: ირაკლის უსულო გვამი, მისი ღიად დარჩენილი, სხივჩამკვდარი, თვალები, მისი გაშეშებული, ცივი სხეული და გახვრეტილი მკერდი. გამწარებული კბილებით ბალიშს ჩავაფრინდი რომ კივილი ჩამეხშო.
- ნაია! - შეშინებული ლუკა მკლავში მწვდა და სცადა წამოვეყენებინე.
კადრები თვალებიდან არ მშორდებოდა მუდამ ირაკლის ცარიელი, ღიად დარჩენილი თვალები მედგა თვალწინ, ლამის შევიშალე. კონტროლს ვკარგავდი, სიგიჟის ზღვარს მივაღწიე. უკვე ვეღარ ვანსხვავებდი რა იყო რეალობა და რა ილუზია.
- ნაია, მოდი ჩემთან - ლუკამ როგორც იქნა წამომაყენა და გულში ჩამიკრა.
- გავგიჟდი, ჭკუიდან შევიშალე, ვერ ვიღვიძებ!
ვბუტბუტებდი გაუცნობიერებლად და მკლავებს ვიკაწრავდი, რომ იქნებ კოშმარისგან თავის დაღწევა მომეხერხებინა. ამ წყეული სიზმრიდან თავი უნდა დამეღწია, უნდა გამეღვიძა. ირაკლი იქ იყო, ინერვიულებდა თუ არ გავიღვიძებდი.
თავი ისევ ძლიერად მტკიოდა. კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი, რომ ტკივილისთვის გამეძლო. პირში სისხლის გემო ვიგრძენი, ალბათ ენა მოვიკვნიტე, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, შიშის და ბრაზის გარდა. ირაკლის თვალების მეშინოდა, ისე მეშინოდა როგორც არასოდეს ცხოვრებაში არაფრის არ შემშინებია. აქამდე ასეთი რეალური კოშმარი არ მინახავს, რა ჯანდაბა ხდებოდა?!
- ნაია, აქ ვარ დამშვიდდი.
- არა! - სახეშეშლილმა ლუკას ხელები უხეშად მოვიშორე - მაშინ სად იყავი როცა მჭირდებოდი?! სად ჯანდაბაში იყავი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი! - ვიკივლე გააფთრებულმა და მთელი ხელები გამეტებით დავუკაწრე, ის კი არ მეწინააღმდეგებოდა, გაფითრებული სახით შემომყურებდა და არ ინძრეოდა რაც უფრო მაცოფებდა - სად იყავი როცა ირაკლის მიკლავდნენ?! სად იყავით, ღმერთო არა! - ხელები უღონოდ ჩამომიცვივდა და ცრემლები წამსკდა.
გული მილიონ ნაწილად მეფლითებოდა, სულში ისეთმა აუტანელმა ტკივილმა დაიბუდა, რომ ვერ ვუძლებდი, ამის ატანა არ შემეძლო. ირეალურ სამყაროში გავიჭედე, სამყაროში სადაც ირაკლი აღარ არსებობდა...
- მართალი ხარ, - დაიჩურჩულა ლუკამ - მაპატიე, ჩემი ბრალია!
- არა! გაჩუმდი! - გაცოფებული ლოგინიდან წამოვხტი. თავბრუდამეხვა და შევბრბაცდი. სავარძელს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი, თავის ტკივილი ისევ მიძლიერდებოდა - მისი სისხლი მხოლოდ ჩემს ხელებზეა! - ამოვიქვითინე სასოწარკვეთილმა და თვალები დავხუჭე, თავბრუ ისე მესხმოდა, რომ ლამის იყო გული ამრეოდა.
- ლექსო, გადი! - მკაცრად მიმართა მეგობარს, მანაც კარი გაიხურა და მარტო დაგვტოვა.
- არ გაბედო, არ მომეკარო! - დავისისინე გაცოფებულმა და უკან დავიხიე, როცა ლუკა წამოდგა.
- კარგი, - მიპასუხა მშვიდად და ისევ დაჯდა - ხელს არ გახლებ, არ შეგეხები ოღონდ დაწყნარდი.
- არა, არა! - ისტერიკული სიცილი წამსკდა, მგონი მართლა შევიშალე - არა, სანამ იმას საკუთარი ხელით გულს არ ამოვგლეჯ არ დავწყნარდები, მან ვინც...
ვეღარ დავასრულე, ხმამაღლა ვერ გავიმეორე ეს საშინელება, რომელიც არც კი იყო სიმართლე, ეს ჩემი დაზიანებული ტვინის უხარისხო წარმოსახვა იყო. ნეტავ ექიმები თუ შეძლებდნენ ჩემს დახმარებას? ფსიქიატრიულში ხალხს მართლა მკურნალობენ, თუ უარესად აგიჟებენ? ამ საკითხით სერიოზულად დავინტერესდი.
- შენ მათ ვერაფერს დააკლებ, შენც ისევე მოგიღებენ ბოლოს როგორც ეს შენს მეგობარს გაუკეთეს! - მიპასუხა ცივად.
- მომკლავენ? შუბლს გამიხვრეტენ თუ პირდაპირ გულში მომარტყამენ ცხელ ტყვიას?! დაე ასე იყოს! მაშინ მაინც მორჩება ეს ტკივილი... - სასოწარკვეთილს მუხლი მომეკვეთა და ძირს დავეცი. ლუკა მაშინვე წამოდგა, მაგრამ მოახლოებას ვერ ბედავდა.
ხელებს დავხედე, ჯერ კიდევ შემრჩენოდა ირაკლის სისხლი. ტატუზეც მისი სისხლი შემხმობოდა, ტანზე ისევ ის შავი კაბა მეცვა, რომელიც ირაკლიმ მიყიდა, ისიც ერთინად გამხმარი სისხლით მქონდა მოთხვრილი, ხელები ამიკანკალდა.
- გადამეფარა, ჩემთვის ნასროლ ტყვიას წინ გადაუდგა, ჩემი მოკვლა უნდოდათ, ის კი წინ ამეფარა, ჩემთვის განკუთვნილი ტყვია მას მოხვდა, მე ცოცხალი ვარ, ის კი მკვდარი.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სულს მაცლიდნენ და ვერ ამომაგლიჯეს. გაწამებულმა გულზე მივიდე ხელი, საშინლად მჩხვლეტდა და სუნთქვა მიჭირდა. ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი, ალბათ ცრემლები გამიშრა. ლუკა ნელა მომიახლოვდა და ნაზად შემეხო. არაფრის თავი არ მქონდა არც შეწინააღმდეგების, არც ჩხუბის, არც რაიმის დალეწვის, თუმცა სამივე ძალიან მინდოდა, ყველაფრის ძალა გამომეცალა. ლუკამ მკლავები ნაზად მომხვია და გულში ჩამიკრა. არაფერი უთქვამს, ერთი ეგ იყო მთელი ტანით ცახცახებდა, ისევე როგორც მე.
- ირაკლი, სსად არის?
- დღეს უნდა დაკრძალონ. - მიპასუხა გაყინული ხმით და უფრო ძლიერად მიმიხუტა.
- რაა?? კი მაგრამ, როგორ?? - თავი გავითავისუფლე და დაზაფრულმა ავხედე.
- რამდენიმე დღე გათიშული იყავი - შემომხედა ფრთხილად.
- რამოდენიმე დღე?? მირანდა! - საწყალი დედაჩემი, წარმომიდგენია რა დღეში იყო.
- ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
- ახლავე მივდივარ აქედან, - ლუკას მკლავებიდან დავუსხლტი და წამოვდექი. თვალებში დამიბნელდა და შევბარბაცდი, როგორღაც თავი შევიკავე და წელში გავსწორდი.
- შენი იქ წასვლა საშიშია! - თვითონაც წამოდგა და ანერვიულებული მომაჩერდა.
- არ მაინტერესებს, დედაჩემი უნდა ვნახო და ირაკლიც... - ხმა ჩამიწყდა, ირაკლის სახელის ხსენებაზეც ცუდად გავხდი.
სიზმარში თუ მოსაკლავად დაგდევენ დიდად არ გეშინია, გულის სიღრმეში მაინც იცი, რომ არაფერი დაგიშავდება, პირიქით, თუ გესვრიან გამოიღვიძებ კიდეც! სწორედ ამას ვუმიზნებდი, აუცილებლად უნდა გამოვფხიზლებულიყავი. ოთახის კარი გამოვაღე და ვრცელ მისაღებ ოთახში ამოვყავი თავი, ლუკა მაშინვე უკან მომყვა და წინ გადამიდგა.
- ნაია, არ ვიცით ვინ გესროლა, სანამ რამეს გავარკვევ უნდა დავრწმუნდე, რომ შენ უსაფრთხოდ ხარ, იქ ვერ წახვალ.
- აბა სცადე და შემაჩერე!!! - შევხედე გაცეცხლებულმა.
- მე წავიყვან. - მოპირდაპირე ოთახიდან ლექსო გამოვიდა.
- ლექსო...
- გეყოფა! შენი იქ გამოჩენა ზედმეტია... მე წავიყვან, არაფერი მოუვა, - ლუკამ შუბლშეკრულმა ჯერ ლექსოს შეხედა მერე მე, ბოლოს მძიმედ დაუქნია თავი.
- ხელ-პირს დავიბან და წავედით.
- სააბაზანო მარჯვნივაა - კრემისფერ კარზე მიმითითა ლექსომ.
აბაზანაში შევედი და კარი მივიხურე. ერთიანად მაცახცახებდა, სარკეში ჩავიხედე და ლამის გული გამისკდა, საგიჟეთიდან გამოქცეულ შეშლილს ვგავდი. თმა ერთიანად ამწეწოდა, ალაგ-ალაგ კი სისხლი შემხმობოდა. სახეზე მკვდრის ფერი მედო, სისხლის ლაქები სახეზეც შემრჩენოდა. როგორც ჩანს, სახის მოწმენდა უცდიათ, ალაგ-ალაგ გადღაბნილი სისხლის კვალი შევნიშნე. თვალები კი ჩამშავებოდა და ჩამლურჯებოდა. ყელზეც და გულმკერდზეც სისხლის ლაქები მოჩანდა. ახლა ნამდვილად ვგავდი ბანშს!
საკუთარი თავი ვერ ვიცანი. აკანკალებულმა ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი სახეზე შევისხი. ოდნავ მომეშვა. ერთიანად აკანკალებულმა ხელებს დავხედე, მაჯებზე სულ სისხლიანი ნათითურები მქონდა. გამახსენდა, როგორ მეჭიდებოდა ირაკლი, რომ მარტო არ დამეტოვებინა.
ჩემი მზე ირაკლის სისხლით იყო მოთხვრილი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ის აღარ იყო. გამწარებულმა სახეზე კიდევ შევისხი ცივი წყალი. ხელები კი დაუნდობლად დავიკაწრე, რომ შემხმარი სისხლი როგორმე მომეშორებინა. მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი სისხლის ჩამორეცხვას მით უფრო მეტი მოჰყვებოდა წყალს. გაცოფებულმა შიგნიდან კარი გადავკეტე და დუში მოვუშვი. კაბა გავიხადე და თავი ცხელ წყალს შევუშვირე.
ცხელმა წყალმა დადებითად იმოქმედა, ოდნავ აზრზე მოვედი, მაგრამ კანკალს ვერ ვწყვეტდი. ძირს დავიხედე, ტრაპში სისხლის ნიაღვარი მიედინებოდა, იმ საშინელი ღამის კადრები გონებაში კინოფირივით დამიტრიალდა. ერთიანად აცახცახებული ჩავიკეცე და ცივ კაფელს თავი მივადე. გამახენდა ირაკლიმ როგორ მაკოცა, როგორი შეგრძნება იყო ეს, გამახსენდა მის თვალებში ანთებული ცეცხლი, მისი ბოლო სიტყვები...
ცუდად გავხდი. აბაზანა საშინლად შეირყა, ყველაფერი ბრუნავდა. გამწარებულმა უნიტაზამდე ძლივს მივაღწიე - გული ამერია. ერთიანად აცახცახებული იატაკზე დავჯექი. თმის ბოლოებიდან წყლის წვეთები წკაპაწკუპით წვეთავდა. ასე არაფერი გამოვიდოდა თავი ხელში უნდა ამეყვანა! როცა ვიგრძენი, რომ გულისცემა ოდნავ დამიმშვიდდა, წამოვდექი. ეს უნდა მომეხერხებინა, ირაკლისთან აუცილებლად უნდა მივსულიყავი, ბოლოჯერ უნდა მენახა...
უკიდურესი ნებისყოფის დაძაბვით მთელი სისხლი და ჭუჭყი ჩამოვირეცხე. დუში გავთიშე, პირსახოცი შემოვიხვიე და კართან მივედი. საკეტი გადავატრიალე და თავი ოდნავ გავყე.
- ლექსო!
- გისმენ .- მაშინვე გამოვიდა თავისი ოთახიდან და მომიახლოვდა.
- შეგიძლია რამე ტანსაცმელი მათხოვოთ? ჩემი სულ დასვრილია.
- რა თქმა უნდა, მოგიძებნი რამეს - მიპასუხა ღიმილით და თავის ოთახში შებრუნდა.
კარი მივხურე და სარკეში ჩავიხედე. საშინლად გამოვიყურებოდი, ახლა ნამდვილად ვგავდი წყევლას. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს, მოულოდნელობისგან შევკრთი. მივედი და კარი ოდნავ გამოვაღე.
- იმედია მოგერგება, ამაზე უკეთესი არაფერი მაქვს - მიპასუხა უხერხული ღიმილით.
- გმადლობ. - ტანსაცმელი გამოვართვი და კარი მივხურე.
სამოსი ჩემზე ალბათ ოთხი ზომით დიდი იქნებოდა. შარვალს კიდევ არაუშავდა, მაგრამ კაპიშუნიანი ზედა კი მუხლებამდე ჩამომეჩაჩა, მკლავები კი ერთი ექვსჯერ მაინც გადავიკეცე. თუმცა ამას ახლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სველი თმა პირსახოცით შევიმშრალე, მაღლა ავიკეცე და კაპიშუნი წამოვიფარე.
დასისხლიანებულ კაბას ხელი წამოვავლე, ჩემდა გასაოცრად ხელში მძიმედ ამყვა. ჯიბეები მოვჩხრიკე და იქიდან ირაკლის ტელეფონი ამოვაძვრინე. გულში კიდევ ერთმა მწველმა ტკივილმა დამიარა. აცრემლებულმა ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, თვალები შევიმშრალე და გარეთ გამოვედი.
- გამომართვი - ღიმილით მომაწოდა ცელოფანი ლექსომ. სისხლიანი კაბა შიგ ჩავდე და ნაგავში მოვისროლე, მისი დანახვაც არ შემეძლო.
- მზად ხარ?
- კი,
- მაშინ წავედით.
- მოიცა, - ლუკა ოთახიდან გამოვიდა და ამღვრეული თვალებით მომაჩერდა - რამე თუ ისე არ წავა, ეგრევე წამოგიყვან იქიდან!
- ძიძობა არ მჭირდება, საკუთარ თავს როგორმე მოვუვლი!
- მე გაგაფრთხილე, - მიპასუხა მკაცრად და ლექსოს გადახედა - დამირეკე, რომ მიხვალთ.
- ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობ. - გადაულაპარაკა ლექსომ და მე მანიშნა გავედითო.
სადარბაზო ჩავიარეთ და გარეთ გამოვედით, წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი, ადგილი ვერ ვიცანი. თუმცა ახლა ეს სულ არ მადარდებდა, ლექსოს უკან მივყევი. შავი BMW კორპუსის წინ იდგა. კარი გამოვაღეთ და ჩავჯექით.
- იცი სადაც უნდა წავიდეთ? - ვკითხე ლექსოს.
- კი, - გამომხედა სევდიანად - სახლში, რომ მოგიყვანეთ მე დავბრუნდი შენს მეგობართან...
თავი უხმოდ დავუქნიე და განზე გავიხედე. არაფრით არ შემეძლო ამის დაჯერება. ის აზრი, რომ ირაკლი ცოცხალი იყო და მე შევიშალე ჭკუიდან საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებდა. თავბრუსხვევა ვიგრძენი, წამით სუნთქვა შემეკრა, თითქოს ფილტვები ერთმანეთს მიმიწებეს და ამოსუნთქვას ვერ ვახერხებდი. თვალები დავხუჭე და წელში მოვიხარე.
- კარგად ხარ? - მომესმა ლექსოს შეშფოთებული ხმა.
- ყველაფერი რიგზეა, წავედით - ვუპასუხე ცივად, ისე რომ თავი არ ამიწევია.
ნახევარ საათში სასაფლაოზე მივედით. ლექსომ მანქანა შეაჩერა და შუბლშეკრულმა შემომხედა.
- მომისმინე, იმ ღამეს, რომ წამოგიყვანეთ, გვერდიდან ყველაფერი ისე ჩანდა თითქოს... თითქოს გაგიტაცეს, ყველას ასე ჰგონია. შენი იქ გამოჩენა დიდ აურზაურს გამოიწვევს, პოლიციაც იქნება და ხომ ხვდები...
- ნუ ნერვიულობ არაფერს ვიტყვი, პრობლემებს არ შეგიქმნით!
- ეგ არ მიგულისხმია, - გამომხედა წარბაწეულმა - უბრალოდ მე ვერ გამოვჩნდები შენთან ერთად. შენს ახლოს ვიტრიალებ, თუ რამე ისე არ წავა შენთან გავჩნდები... და კიდევ ერთი თხოვნა, ლუკაზე როგორც არ უნდა ბრაზობდე ის მართალია. შენი გარეთ ყოფნა საშიშია, ძალიან გამიხარდება თუ უკან გამომყვები, ჩვენთან არაფერი გემუქრება..
- კი მაგრამ, მირანდა?! მას მარტო ხომ ვერ დავტოვებ?
- მირანდას შენი იქ ყოფნით უფრო ჩააგდებ საფრთხეში! აშკარაა რომ შენზე ნადირობენ, მას ყურადღებას აუცილებლად მივაქცევთ, ჩემი მეგობრები იმ ღამის შემდეგ სულ შენს სახლთან ტრიალებენ.
- ვიფიქრებ. - ვუპასუხე პაუზის შემდეგ და მანქანიდან გადავედი.
ცა საშინლად მოღრუბლულიყო, თითქოს ჩემს განწყობას იზიარებდა. საფლავებს გავხედე, მზად არ ვიყავი მათ შორის ირაკლიც რომ მენახა, მაგრამ მეგობარს ვერ დავაღალატებდი, ბოლო წამებში მასთან უნდა ვყოფილიყავი (თუნდაც გამოგონილ სამყაროში), როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ძალები მოვიკრიბე და გზას გავუყევი.
ცოტაც და ადამიანების მოზრდილი ჯგუფი შევნიშნე. უამრავი ხალხი მოსულიყო. ირაკლი ყველას უყვარდა, შეუძლებელი იყო ახლოს გაგეცნო და არ შეგყვარებოდა. თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და აკანკალებულმა ნაბიჯი ძლივს გადავდგი წინ. ასე არასდროს არაფერი გამჭირვებია. ფეხის გადადგმა მიჭირდა, თითქოს ტერფები მიწაში შემეზარდა და წინ წასვლას ვერ ვახერხებდი. იქ რომ მივსულიყავი საბოლოოდ ვაღიარებდი მარცხს, ამას მთელი არსებით ვგრნობდი, თუ ახლა საფლავთან მივიდოდი ჩემთვის ყველაფერი დამთავრდებოდა და უცებ გავიაზრე, რომ ჩემთვის ყველაფერი ისედაც დასრულებული იყო. თავი ავწიე და შავოსნებს გავხედე, რომლებსაც ვერაფრით ვერ აღვიქვავდი რეალურ ადამიანებად, ჩუმი ტირილის და სლუკუნის ხმა ჩემამდე აღწევდა. ყურში უსიამოვნოდ ჩამესმოდა მათი ზლუქუნი.
ვითომ ვინმე აქ მყოფთაგანი მართლა იცნობდა ირაკლის?! მართლა იცოდნენ როგორი ადამიანი იყო? ისევე სტკიოდათ როგორც მე?! თუ უბრალოდ დაკრძალვაზე გასაფორმებლად მოსული შავოსნები იყვნენ?! როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შავებში გამობზეკილი ჭირისუფლები სხვების დასანახად დღნავიან და მოთქვამენ და როგორც კი სამძიმარს მიიღებენ, მაშინვე აგრძელებენ გაცხარებულ ჭორაობას, თუ როგორი კაბით მოვიდა მისი მეზობელი პატივის მისაგებად. ეს კითხვები ფუტკრებივით დაზუზუნებდნენ თავში. ძარღვებში აუტანელმა ზიზღმა დამიარა, გავიფიქრე მსგავს რამეს ყური რომ მოვკრა, ნებისმიერს ჩავაწვენ სამარეში-თქო.
იქვე ახლოს უცნობი ადამიანებიც შევნიშნე, საფლავებს შორის მიმოდიოდნენ, ხშირად იდებდნენ ყურზე ხელს და ჩუმად ბუტბუტებდნენ. ბრაზმა და ბოღმამ ერთიანად დამრია ხელი. წყეული პოლიციელები! არაფრის გრძნობა მათ არ შეეძლოთ, არც ტკივილის, არც მწუხარების, არაფრის! სვავებივით ჩასაფრებულები ელოდებოდნენ თავიანთ საკბილოს.
უკიდურესმა რისხვამ მაიძულა ფეხი წინ გადამედგა. ხელები დავმუშტე და ჯიქურ გავემართე ბრბოსკენ. ხალხმა მალე შემნიშნა, ატყდა ჩოჩქოლი და კივილი, ზოგმა პირზე ხელი აიფარა და გვერდით მდგომს ფარულად რაღაც გადაულაპარაკა. ცივად ჩამეცინა და სისხმოწყურებული მხეცივით ჯიქურ წავედი წინ.
- ღმერთო ჩემო...
- ნაია??
- ეს ნაია!!
- ნაია! - იკივლა დედაჩემმა და ჩემკენ გამოქანდა. ყველა მე მომაშტერდა. პოლიციელები მაშინვე გამოფხიზლდნენ და ჩემკენ წამოვიდნენ. დედა გულში ჩამეკრა და აქვითინდა.
- ღმერთო, რა არ ვიფიქრე! ნაია!
- კარგად ვარ დედა, დაწყნარდი. - თავზე ხელი გადავუსვი, ერთიანად ცახცახებდა, სახეზე ფერი არ ედო და თვალები მასაც ჩემსავით ჩაშავებოდა.
- კი მაგრამ, რა მოხდა, ისე ვინერვიულე, არავინ იცოდა სად წაგიყვანეს. ირაკლი, ჩემი ირაკლი... - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამისკენ მქონდა ყურადღება გადატანილი, ველური შიშით გავცქეროდიი კუბოს.
- დედა, საკმარისია, ირაკლისთან მიმიშვი. - ვუპასუხე უემოციოდ და მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე.
გაშტერებული ხალხი პირზეხელებაფარებული ერთმანეთს გაცხოველებული ეჩურჩულებოდა. ის იყო კუბოსთან უნდა მივსულიყავი, რომ პოლიციელები მაშინვე თავზე წამადგნენ, ერთ-ერთმა კი იდაყვში ხელი წამავლო.
- სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ. - შემომხედა უგულოდ.
- თავს არაფერი ავნო ! - გაცეცხლებულმა მკლავი უხეშად გამოვგლიჯე.
- მინდა რომ ახლავე გამომყვეთ განყოფილებაში!
- ფეხზე თქვენ რა გინდათ! - მივუგდე ცივად - გზიდან ჩამომეცალე, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია!
ხელით უხეშად გავწიე და ირაკლისკენ წავედი, ფეხები საშინლად მიკანკალებდა, ტვინი რეალობას ვერ აღიქვამდა, ჩემს ქვეცნობიერს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ეს ბოროტი ხუმრობა იყო, ან საშინელი კოშმარი. ზოგი ტიროდა, ზოგი უბრალოდ გაქვავებულიყო და მას უყურებდა...
ირაკლის კუბო მიწაზე ესვენა, გარშემო კი უამრავი ყვავილები შემოელაგებინათ. მუხლი ლამის მომეკვეთა. არ მჯეროდა რომ ის ამ ხის ნაჭერში იწვა, ცივი და გაყინული. კუბოს მივუახლოვდი და აკანკალებული თითის წვერებით შევეხე. გული ლამის გამიჩერდა. ნერვების უკიდურესი დაძაბვით ვახერხებდი გონზე ყოფნას. მხოლოდ ირაკლის გულისთვის ვიდექი ფეხზე. მუხლებზე დავეცი და კუბოს დავეჯაჯგურე, რომ თავი ამეხადა. საკუთარი თვალით უნდა მენახა, ისე ვერ დავიჯერებდი. კუბოს თავს ავხდიდი და საბოლოოდ გავინადგურებდი არსებას, მაგრამ ვის ადარდებდა ეს?!
- რას აკეთებ?! - მომესმა აქეთ-იქიდან.
- ნაია!
- სულ შეიშალა!
საერთოდ არ მესმოდა მათი. გარესამყარო სწორედ მაშინ მოკვდა ჩემთვის, როცა ირაკლის კუბოს შევეხე. ყველაფერი ილუზიად იქცა, უხარისხო წარმოსახვის ნაყოფად. როგორც იქნა, კუბოს თავი ავხადე და სული გამეყინა, ირაკლი ისეთი მშვიდი სახით იწვა გეგონებოდათ ღრმად ეძინა. სახეზე არანაირი ტკივილის კვალი არ შერჩენოდა. საერთდ არ შეცვლილიყო, თითქოს არაფერიც არ მომხდარა და უბრალოდ ბოროტად მეხუმრებოდა.
თვალები დავხუჭე, გულმა ისევ საეჭვოდ გამკრა. მკერდზე ხელი ძლიერად მივიჭირე და გულში ვლოცულობდი, რომ ცუდად არ გავმხდარიყავი. თვალები გავახილე და ჩემს საყვარელ მეგობარს შევხედე. შემშურდა კიდეც მისი, ის ისე მშვიდად გამოიყურებოდა. ვერანაირ ტკივილს ვერ გრძნობდა და ჩემგან განსხვავებით არც ნაწილებად იშლებოდა.
ჩემი ცხოვრებისგან აღარაფერი დარჩა. ყველაფერი წამის მეასედში აორთქლდა, ჰაერში გაიფანტა და სამუდამოდ დაიკარგა. როცა ირაკლი ასეთი დავინახე სწორედ მაშინ გამოვფხიზლდი, თვალი ამეხილა. საშინელ, სისხლიან რეალობას თვალებში ჩავხედე და მე - რწმენა დავკარგე. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ზემოდან გამადიდებელი შუშით მაკვირდებოდნენ და ინტერესეთ ელოდნენ შემდეგ რას გავაკეთებდი.
სად იყო სამართალი? ამ ქვეყნად სამართალი არ არსებობდა, ასე რომ ყოფილიყო ირაკლის ადგილზე მე ვიწვებოდი. არ არსებობდა არავითარი ღვთიური ძალა! ის რომ მართლა აქ ყოფილიყო აუცილებლად გამიგონებდა, შეისმენდა ჩემს სასოწარკვეთილ ვედრებას და ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებდა ჩემს ტანჯვას - თუმცა, ჩემი არავის ესმოდა, მარტო დავრჩი. ირაკლის ჩემი აღარ ესმოდა, აღარასდროს მოვიდოდა ჩემთან, აღარასდროს შემეხებოდა და აღარასდროს დამელაპარაკებოდა. აი ეს იყო რეალობა, ჩემი მზე ჩაესვენა და უკუნმა ბნელმა დაისადგურა.
პირში სისხლის გულისამრევი გემო ვიგრძენი. ის რომ ახლა აქ ყოფილიყო... ის ვინც ეს ჩაიდინა, დაუფიქრებლად გამოვჭრიდი კბილებით ყელს. თვალებში შავი წერტილები ამითამაშდა, არამიწიერმა რისხვამ გონება დამიბნელა და მხედველობა წამართვა. ვგრძნობდი ვულკანი ყელში როგორ მაწვებოდა და ამოხეთქვას ლამობდა, გულს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთამ მთელი ძალით ამოხეთქა - ბოლო ხმაზე ვიკივლე. ყველამ მაშინვე ხმა გაკმინდა, აღარ ისმოდა აღარც ტირილი და აღარც ჩურჩული, თითქოს სამყაროს ხმა გამოურთეს, სრულმა მდუმარებამ ლამის ყურის აპკებიც კი გამიგლიჯა.
ერთიანად ვცახცახებდი, დამშვიდებას ვერადავერ ვახერხებდი. ღრიალმა შვება არ მომგვარა. დაბინდული მზერა ირაკლის ბუნდოვან ფიგურას გავუშტერე, აკანკალებული დავიხარე და ყურში ვუჩურჩულე:
- სანამ ცოცხალი ვარ, სანამ პირში სული მიდგას, გეფიცები, რომ ვიპოვი მას! ვინც ეს გაგიკეთა, ვიპოვი და სიკვდილს სანატრელს გავუხდი. პირობას გაძლევ, ამას აუცილებლად ვიზამ! თუნდაც, ეს უკანასკნელი იყოს რასაც ამ ცხოვრებაში მოვასწრებ. მიყვარხარ და მთელი სიცოცხლე მეყვარები, ჩემთვის ყველაფერი ხარ იკა! მე კი არა, ეს შენ უნდა მაპატიო ყველაფერი. შენ არაფერი დაგიშავებია, შენს ადგილას მე უნდა ვიწვე! მაგრამ შენს სულს ვფიცავ, შურს ვიძიებ! თითოეულს მწარედ დავსჯი იმისთვის რაც გაგიკეთეს, საკუთარ სისხლში ჩავახრჩობ ყველას ვისაც შენს მკვლელობაში წვლილი მიუძღვის, ნებისმიერს გამოვჭრი ყელს რომელიც გზაზე გადამეღობება! მაპატიე, რომ ასეთი სუსტი ვიყავი, სწორედ ჩემი სისუსტის გამო დაგკარგე შენც და საკუთარი თავიც. ახლა მხოლოდ შურისძიების სახელით ვიცხოვრებ! მალე შევხვდებით ერთმანეთს იმდენად მალე, რომ მონატრებასაც ვერ მოასწრებ. მშვიდად განისვენე და დამელოდე, მე ისედაც არ მიწერია შენს გარეშე სიცოცხლე, ეს ხომ უკვე გითხარი საყვარელო... - ლოყაზე მხურვალედ ვაკოცე და სახეზე მოვეფერე.
ზურგს უკან ჩუმი ქვითინი და გოდება მომესმა. თავი ავწიე და ირაკლის ბუნდოვან ფიგურას დავაშტერდი, თვალები დავძაბე, რომ ნორმალურად დამენახა, უკანასკნელად...
ნელ-ნელა მზერა დამეწმინდა. ღრმად ჩავისუნთქე, თვალზე ცრემლი შევიმშრალე, ირაკლის ბოლოჯერ ვაკოცე შუბლზე და კუბოს თავი დავაფარე. არ ვიცი როგორ, მაგრამ თითქოს ახალი ძალა შთამბერეს. საოცარია ის ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა ჩემთვის სასიცოცხლო ძალების მოცემას.
ახლა ჩემს გულში იმდენი ზიზღი, ბრაზი და ბოროტება ტრიალებდა, რომ სრულებით საკმარისი იყო სული იქამდე მეთრია სანამ ირაკლისთვის მიცემულ ფიცს არ შევასრულებდი. მასთან ერთად მოკვდა ძველი ნაია! მე იმ ადამიანთან საერთო აღარაფერი მქონდა. ახლა მხოლოდ შურისძიებას ჰქონდა აზრი, მხოლოდ ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და მხოლოდ ამისთვის გავაგრძელებდი ცხოვრებას! ეს იყო არსებობის ერთადერთი წყარო, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. სამყარომ ფერები დაკარგა, ახლა ყველაფერს შავ-თეთრში ვხედავდი.
ვუყურებდი როგორ დებდნენ ირაკლის მიწაში და ათას ნაწილად ვიშლებოდი, მიჭირდა მისი გაშვება, დიდი სიამოვნებით ჩავყვებოდი თან. მასთან მინდოდა, მხოლოდ იქ ვიგრძნობდი თავს კარგად, მაგრამ ჯერ ერთი საქმე მქონდა გასაკეთებელი მერე კი...
მკვდარსაც კი როცა შევეხე თითქოს ის საშინელი და ამაზრზენი ტკივილი, რომელიც შუაზე მილიონ ნაწილად მგლეჯდა და მფლეთდა, ცოტახნით შემეშვა. ჩემი ირაკლი, უკვე არამიწიერად მენატრებოდა. სახეზე ცრემლები უხმოდ ჩამომდიოდა. დედაჩემი მხარში ჩამფრენოდა და მოთქმით ტიროდა.
ხალხი შევათვალიერე და ახლაღა შევნიშნე ირაკლის ბებია, კუთხეში იდგა და მიწისფერი სახით უყურებდა, როგორ აყრიდნენ მიწას მის ერთადერთ შვილიშვილს. საწყალმა ქალმა ყველაფერი დაკარგა. გულმოკლულმა თვალი ავარიდე და დანარჩენები მოვათვალიერე, ბრბოში კლასელები შევამჩნიე, ინაც აქ იყო, დაჩისთვის თავი ჩამოედო და გულამოსკვნილი ტიროდა. დაჩის კი სახეზე კუნთი დასჭიმვოდა და მასაც ჩემსავით უხმოდ ჩამოსდიოდა ცრემლები, მის თვალებში არნახული სიბრაზე იკითხებოდა.
ნიკაც აქ იყო, გაოცებული და ტანჯული მზერით უყურებდა საფლავს, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა და ყოველგვარ იმედს სამარეში დებდა, ირაკლისთან ერთად. ბოლოს ვეღარ გაუძლო და თვალი მოარიდა, მზერა ჩემზე გადმოიტანა და კითხვით აღსავსე გამომეტყველებით მომაჩერდა.
აღარ შემეძლო აქ დგომა და იმის ყურება როგორ აყრიდნენ ჩემს ცხოვრებას მიწას, დედას ჩამოვეხსენი და ბრბოდან გამოვაღწიე. აღარ მინდოდა მათი ზლუქუნის მოსმენა. აღარც კითხვით აღსავსე მზერების ატანა შემეძლო, ახლა მხოლოდ სიკვდილი მომგვრიდა შვებას.
- ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ განყოფილებაში მაინც უნდა გამომყვეთ - თავზე წამადგა ისევ ის პოლიციელი.
- რა გინდათ ჩემგან?
- რამოდენიმე კითხვის დასმა მსურს, ძალიან გთხოვთ, უნდა დაგვეხმაროთ და გვითხრათ რა მოხდა იმ ღამეს.
- და რა შეიცვლება ამით?! ჩემი მეგობარი გამიცოცხლდება?
- როგორ თუ რა შეიცვლება! - გაოცებული პოლიციელი თვალებგაფართოებული მომაშტერდა - ჩვენ დამნაშავეს დავიჭერთ!
- უჰ, რა ომახიანად ჟღერს - დავცინე - ცოტათი დამბურძგლა კიდეც!
- მესმის, რომ თქვენ ახლა ძალიან ცუდად ხართ...
- გესმით?? - წავისისინე სახეშეშლილმა - თქვენ საერთოდ არაფერი არ გესმით! - დავეტაკე გაცეცხლებული - არც მაშინ გესმოდათ, როცა მამაჩემი მოკლეს და ახლაც არაფერი გესმით! ნაბიჭვრების ხროვა ხართ და მეტი არაფერი. შენ და ის ნაძირალა სონგულია თავგამოდებით ცდილობდით ირაკლის ციხეში ამოყუდებას და ახლა გინდა დამაჯერო რომ გული გწყდება მასზე?! თავიდან მომწყდი არაფრის მოყოლას არ ვაპირებ!
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემთან ერთად წამოსვლა მაინც მოგიწევთ! - მითხრა მკაცრად და იდაყვში ხელი ჩამავლო.
- ახლავე ხელი უშვი, სანამ ძირში მოგამტვრიე! - მომესმა ზურგს უკან დაჩის სისინი.
- შარს ეძებ ბიჭო?! - შეუყვირა პოლიციელმა და კიდევ უფრო ძლიერად ჩამაფრინდა მკლავში, დაძაბული ვიყურებოდი ხალხისკენ, არ მინდოდა დედაჩემს რამე დაენახა, ისედაც საკმარისად დაიტანჯა, მისი უარესად ანერვიულება არ მინდოდა.
- ხელი გაუშვი მეთქი, აღარ გავიმეორებ! - დაიღრინა დაჩიმ და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა.
- დაჩი, დედაჩემს ყურადღება მიაქციე კარგი? აქედან წაიყვანე, საკმარისია დღეს რაც გადაიტანა, მე მალე დავბრუნდები - დაჩი ერთხანს გაცოფებული შემომყურებდა მერე კი მძიმედ დამიქნია თავი.
- კი ბატონო, წამოვალ! თქვენი დრო დაიკარგება უქმად, ჩემი კი არა! – პოლიციელს მკლავი უხეშად გამოვგლიჯე და მანქანისკენ წავედი, რომელიც უკვე ამოსულიყო სასაფლაოზე.
თვალით ლექსო მოვძებნე, იმედია რამე სისულელეს არ იზამს-თქო, გავიფიქრე და მანქანაში ჩავჯექი.
განყოფილებაში მიმიყვანეს და დასაკითხ ოთახში დამსვეს, თან გამაფრთხილეს რამდენიმე წუთში გამომძიებელი მოვა და გაგესაუბრებათო. სკამზე ჩამოვჯექი და კაპიშუნი თავზე წამოვიფარე. მაღიზიანებდა ეს ადგილი. მარცხენა კუთხიდან კამერა მომშტერებოდა. უემოციოდ ვიჯექი და ველოდებოდი როდის გავახსენდებოდი ვინმეს. ათ წუთში კარი გაიღო და ჩემთვის უკვე ნაცნობი დეტექტივი ოთახში შემოვიდა.
- გამარჯობა, ნაია, - სონგულია თბილად მომესალმა, საქაღალდე მაგიდაზე დადო და თვითონაც სკამზე ჩამოჯდა - ძალიან ვწუ...
- არც კი გაბედო და ეს ყალბი წინადადება არ დაამთავრო თორემ, ირაკლის სულს ვფიცავ, თვალებს გამოგთხრი! - ჩავისისინე გაცოფებულმა - პირდაპირ საქმეზე გადადი, რისთვის მომათრიე აქ?! - დავითს სახეზე გაღიზიანება შეეტყო, თუმცა თავს მალე მოერია და გაიღიმა.
- კარგი, დავიწყოთ ოცი ოქტომბრის ღამით მომხდარ მკვლელობაზე, მომიყევი რა მოხდა იმ ღამეს.
- ჩემი მეგობარი მოკლეს.
- უფრო კონკრეტულად.
- ჩემი მეგობარი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
- კარგი, ასე არაფერი გამოვა, თუ არ დამეხმარები ამით გამოძიებას შეაფერხებ და შესაძლოა დამნაშავე გაგვექცეს.
- რა ცინიკოსი ხარ! - ჩავიცინე ცივად - რაო, ირაკლი აღარ არის ეჭვმიტანილი? სხვაზე გადავერთეთ? ახლა რომელი ძუძუმწოვარი გყავს მიზანში ამოღებული?!
- ვინ გაგიტაცათ იმ ღამეს?! ან თავი როგორ დააღწიეთ?
- შენი ს საქმე არაა! - მივუგდე გესლიანად.
- საკმარისია! - გაცეცხლებულმა დაახეთქა კალამი მაგიდაზე - შენ ჯერ მამა მოგიკლეს, ახლა კი მეგობარი, მე გაგაფრთხილეთ, რომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო მაგრამ არ მომისმინეთ! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს რომ, ბოლოს და ბოლოს ალაპარაკდე?! - გაცოფებული ფეხზე წამოიჭრა და სვავივით მომაცქერდა. სიბრაზიზგან მთელი ტანი ამიცახცახდა მაგრამ თავი მოვთოკე.
- ნერვები უნდა აკონტროლო, მეგობარო! - ავხედე სიძულვილით.
- წარმოუდგენელია! დარწმუნებული ვარ, რომ დაინახე ვინ მოკლა მამაშენი, შენც ხომ იქ იყავი?! ლამის თვითონაც დაიღუპე, ეს საქმე ჯერ კიდევ არ დახურულა, ბოლოს და ბოლოს პოლიციელი მოკლეს! ახლა კი შენი მეგობარი! შენ ისევ შემთხვევის ადგილას იყავი და რაც ყველაზე საინტერესო და უარესია ისევ არ გინდა ლაპარაკი! რატომ? მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე, რატომ ხარ ჩუმად?!
- არ ვაპირებ შენნაირ ქვემოძრომს რამეზე ველაპარაკო, გასაგებია? არ დამვიწყებია შენი სიტყვები და შენც ნუ დაგავიწყდება ჩემი! შენ არაფერში მჭირდები და არც შენი უტვინო ნაგაზების ბრბო, მაგრად თ, შენც და შენი გამოძიებაც!
- ამდენი წელია ამ სამსახურში ვმუშაობ და შენნაირი ჯერ არავინ შემხვედრია. - მიპასუხა ირონიულად და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
- როგორც ჩანს, არც ისეთი დიდი გამოცდილება გქონია ცხოვრებაში, დეტექტივო! - ჩავიცინე ირონიულად და თვალი თვალში გავუყარე, მშვენივრად მიმიხვდა გადაკრულ ნათქვამს.
- ჩემი ბრალი არ არის რომ თვითმხილველებს არ სურთ თანამშრომლობა და საკუთარი ახლობლების მკვლელებს ხელს აფარებენ. - გამიღიმა ცივად.
- ან იქნებ დამნაშავეს ყოველთვის იქ ეძებ სადაც ის არ არის? წარმოუდგენელია, საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებს შენნაირი კლოუნი ამ განყოფილებაში. თუმცა, ყველანი ერთნაირები ხართ! - გავიცინე ცივად და სკამზე გადავწექი - მეყოფა შენთან ჭორაობა, მე მივდივარ, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს! - წამოვდექი და სონგულიას ბოლოჯერ შევავლე ზიზღნარევი მზერა.
- ვერსად ვერ წახვალ ჩემი ნებართვის გარეშე! - დაიღრინა გააფთრებულმა.
- რას მელაპარაკები! - შემოვბრუნდი და ცინიკურად შევხედე - რამეში მადანაშაულებ? იმდენად გამოგილაყდა ტვინი რომ ფიქრობ საკუთარი მეგობარი თავად მოვკალი?
- მე ეგ არ მითქვამს, შენ უნდა...
- არანაირი უნდა! - დავისისინე გაცოფებულმა - თუ რამეში მადანაშაულებ დამიმტკიცე და დამაპატიმრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული არ ვარ აქ ვიჯდე და შენი სიფათი ვიტანო! მე მივდივარ!
- გაგნიძე მომიკითხე. - კარის სახელურთან მიტანილი ხელი ჰაერში გამიშეშდა.
- რა შუაშია გაგნიძე? - შემოვბრუნდი დაეჭვებული.
- ნაკაშიძე, ნაკაშიძე, - ირონიული ღიმილით გააქნია თავი - ყველა კონფლიქტის ცენტრში შენ ხარ, შენს გარშემო მუდამ სისხლი და სიკვდილია.
- ცამდე მართალი ხარ, დეტექტივო. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ოთახიდან გამოვედი.
მოსაცდელში სკამზე მირანდა, დაჩი და არც მეტი და არც ნაკლები ირაკლის ბებია ისხდნენ. როგორც კი დამინახეს მაშინვე ფეხზე წამოდგნენ. დედაჩემი შეშინებული მესცა.
- რა უნდათ შენგან? რა გკითხეს?
- არაფერი, რამდენიმე კითხვა დამისვეს, თქვენ აქ რას აკეთებთ?! - სათითაოდ შევხედე სამივეს. ირაკლის ბებიას თვალები ტირილისგან სულ დასიებოდა და ჩასისხლიანებოდა.
- არ დამიჯერეს. - გადმომილაპარაკა დაჩიმ უხერხულად.
- სახლში რა წამიყვანდა, შენ ხომ არ შეიშალე! - დედაჩემმა ისეთი სახე მიიღო კამათს აზრი არ ჰქონდა, ამოვიოხრე.
- კარგი, წავედით აქედან. აქ ერთი წუთიც არ მინდა გაჩერება!
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და სონგულიას გავხედე, რომელიც დასაკითხი ოთახიდან გამოსულიყო და ახლა ინტერესით გვაკვირდებოდა ყველას.
- წავედით. - ჩემი მზერა დაიჭირა დაჩიმ და გასასვლელისკენ პირველი გაეშურა.
- როგორ ხარ, ნაია? - პირველად დამელაპარაკა ირაკლის ბებია, როცა მანქანაში ვსხდებოდით. ხმა ჩახლეჩოდა და ძლივს ლაპარაკობდა.
საშინლად არ მესიამოვნა ეს კითხვა, როგორ უნდა მეგრძნო თავი ახლა?! რატომ იციან ხოლმე ასეთი უაზრო შეკითხვების დასმა? საკაიფოდ ვარ, რა უნდა მიჭირდეს?! ბრაზი და ბოღმა გაჭირვებით შევიკავე.
- არამიშავს - ვუპასუხე ყრუდ და განზე გავიხედე, რომ ცრემლები დამემალა.
- კიდევ კარგი, რომ შენც არაფერი დაგიშავდა. - თვალებიდან ცრემლების ნიაღვარი წასკდა მოხუცს. მირანდამ სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად აქვითინდა.
- მე ასე არ ვიტყოდი! - ჩავილაპარაკე ხმადაბლა, ისე რომ არავის გაეგონა.
დაჩიმ სახლში მალე მიგვიყვანა, მანქანა ჩვენი კორპუსის წინ შეაჩერა და ძრავა გამორთო. კორპუსს ავხედე, თითქოს სხვა განზომილებაში ამოვყავი თავი, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ირაკლი მართლა აღარ იყო. გული საშინლად შემეკუმშა. არა, ახლა სახლში ასვლა არ შემეძლო! უბრალოდ არ შემეძლო. იქ თითოეული ნივთი ირაკლის იქ არ ყოფნას შემახსენებდა, რაც საბოლოოდ შემშლიდა ჭკუიდან. მანქანის კარი გავაღე და გადავედი. დანარჩენებიც გადმოვიდნენ.
- ერთი წუთით, - დავუძახე მირანდას, ის კი აცრემლებული თვალებით მომიბრუნდა.
- კარგად ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა და შუბლზე ხელი მომადო - სულ გაყინული ხარ, ცუდად ხომ არ ხარ?
- არა, დედა, მომისმინე. - როგორ მეთქვა მისთვის ეს?!
- რა მოხდა? - შუბლშეკრულს ხმაში მაშინვე პანიკა გამოერია.
- არ შემიძლია. - თვალი ავარიდე და განზე გავიხედე.
- რა არ შეგიძლია? - იკითხა ფრთხილად.
- სახლში ვერ წამოვალ. - როგორც იქნა თვალი გავუსწორე, მუდამ მშვენიერი სახე მიტკალივით გაფითრებოდა.
- რატომ? - ხმააკანკალებულს თვალზე ცრემლი მოერია.
- არ იტირო, - მოვეხვიე დედას, ერთიანად ცახცახებდა. საწყალი მირანდა, წარმომიდგენია ახლა როგორ იტანჯებოდა და მე უარესს ვუმატებდი, მაგრამ ახლა სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შემეძლო - მომისმინე - ცრემლები მოვწმინდე და თვალებში შევხედე - არ დამაძალო, იქ ამოსვლა არ შემიძლია, არ ვიცი ამას როდის მოვახერხებ მაგრამ ახლა ნამდვილად არ შემიძლია, მეგობართან დავრჩები, ჩემზე ნუ ინერვიულებ. ნანას უთხარი შენთან დარჩეს, მისი მარტო დატოვება არ შეიძლება და არც შენი, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.
- კი მაგრამ...
- დედა, გთხოვ! ასე რომ არ მიჭირდეს არ დაგტოვებდი, მაგრამ ახლა სხვანაირად არ გამოვა, ჩემზე არ ინერვიულო, კარგად ვიქნები. გაცილებით უკეთ ვიდრე სახლში... - მირანდას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრად მომეხვია და გულზე მიმიხუტა.
- იმდენი რამ მინდა გკითხო, მაგრამ არ მინდა უარესად გატკინო, მეშინია, რომ რამე მოგივა, რომ... არ ვიცი იმ ღამეს რა მოხდა, ან შენ ვინ გაგიტაცა, ან სასაფლაოზე როგორ აღმოჩნდი.
- არავის არ გავუტაცებივარ, - დედაჩემის ხლართებს თავი ძლივს დავაღწიე - ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. კიდევ გიმეორებ, მე არაფერი მომივა, სახლში წადი, გარეთ ნუ გამოხვალ. ცოტახანს ნანასთან იყავი, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე და მოვალ. თუ პროდუქტები დაგჭირდება დაჩი მოგიტანს. სახლიდან ჯერ ნუ გამოხვალ, კარგი?
- რატომ? რა ხდება? - დაფეთებულს სახე უარესად გადაუფითრდა.
- არაფერი არ ხდება, უბრალოდ თავს ვიზღვევ.
- ასე როგორ გაგიშვა? როცა ვიცი რომ ის მანიაკი სადღაც აქვეა, როგორ გაგიშვა?!
- დედა! ძალიან გთხოვ მენდე, უბრალოდ მენდე...
- მე ერთი შვილი უკვე დავკარგე და არ მინდა მეორეც დავკარგო! - ატირებული გადამეხვია და ისტერიკულად ჩამებღაუჭა.
- დაჩი, - დავუძახე დაჩის, რომელიც ნანასთან ერთად სადარბაზოსთან მოთმინებით იცდიდა - ძალიან გთხოვ დედაჩემი სახლში აიყვანე და ჩამოდი, აქ დაგელოდები.
- შენ არ მოდიხარ?
მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე, მანაც უსიტყვოდ დამიქნია თავი და მირანდას ხელი მოხვია, დედაჩემს ხელის გაშვება არ უნდოდა, გამეტებით მებღაუჭებოდა მკლავებზე. ძალით გავაშვებინე და ხელზე ვაკოცე.
- არ ინერვიულო, პირობას გაძლევ არაფერი მომივა.
მირანდა ატირებული მიეყრდნო დაჩის და გაჰყვა. ნანასთან მივუახლოვდი, რომელიც ვერ ხვდებოდა რა ექნა და დაბნეული გახევებულიყო სადარბაზოში.
- ძალიან გთხოვთ, ჩვენთან დარჩით, ახლა თქვენი მარტო ყოფნა არც ისე კარგი იდეაა, მირანდაც მარტო არ იქნება
- შენ რას აპირებ? - მკითხა აცრემლებულმა მოხუცმა.
- მე... - ენა დამება. ირაკლის ბებია ისე მიყურებდა უარესად გავხდი, მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
- შენი ბრალი არ იყო შვილო, - მითხრა უცებ და ცრემლიან თვალებში ღიმილი გაუკრთა - მას ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდი და ეს აბედნიერებდა, ძალიან გთხოვ მისი ხათრით თავს გაუფრთხილდი.
- აუცილებლად. - ვუპასუხე ძლივს, ცრემლები არაადამიანური ძალით შევიკავე - მირანდას დამამშვიდებელი დაალევინეთ, ახლა მხოლოდ ეგ უშველის და ერთად იყავით.
- კარგი, შვილო. - მიპასუხა ჩამქრალი ხმით და დაჩის უკან მიჰყვა.
შვებით ამოვისუნთქე არანაირი ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს. ირაკლის ძალიან უყვარდა მისი ეს თვისება. ირაკლის გახსენებაზე გული მომეწურა, სუნთქვა შემეკრა და კინაღამ გავიგუდე. მოსასულიერებლად წელში მოვიხარე და პირით ღრმად ჩავისუნთქე. მწველი მარწუხები ოდნავ შემეშვა და ბოლოს სპაზმები საერთოდ მომეშვა. ხვნეშით გავსწორდი წელში და უცებ ლექსო შევამჩნიე, თავზე კაპიშუნი წამოეფარებინა და მეზობლის მანქანას ეფარებოდა. სადარბზოს გავხედე, სანამ დაჩი დედას სახლში მიიყვანდა ცოტა დრო მქონდა, მაშინვე ლექსოსკენ წავედი.
- როგორ ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა როგორც კი მივუახლოვდი.
- კარგი, თანახმავარ, შენთან ერთად წამოვალ, ახლა იმ სახლში ასვლა არ შემიძლია...
- ძალიან კარგი, - გულზე მოეშვა - წამოდი, მანქანა ცოტა იქით მიყენია.
- არა, მოიცადე, მეგობარს უნდა ველაპარაკო. რაღაც მაქვს გასარკვევი, როგორც კი ჩამოვიშორებ მომაკითხე.
- უკან გამოგყვები. - თავი დამიქნია და მანქანისკენ წავიდა.
უკან მივბრუნდი და დაჩის მანქანაში ჩავჯექი. ნეტა ჩემი მანქანა სად ჯანდაბაში იყო, იმ წყეულ ღამეს პარკინგზე მივაგდე, ისეთი რამ გადავიტანე მანქანა ვიღას ახსოვდა, მაგრამ ამ დღეებში აუცლებლად დამჭირდებოდა... ფიქრებში გართულმა ვერც შევამჩნიე დაჩი როდის დაბრუნდა. მანქანის კარი გააღო და საჭესთან დაჯდა.
- რას აპირებ? - შემომხედა სერიოზულად.
- მანქანა დაქოქე და წავედით.
- სად?
- არ აქვს მნიშვნელობა, სადმე წყნარ ადგილას, რაღაც მინდა გკითხო.
დაჩიმ უხმოდ დაძრა მანქანა და ქალაქში გავედით. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ორივე მდუმარედ ვისხედით. ვხვდებოდი რომ კითხვები ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს მეუბნეოდა. ალბათ მასაც სიზმარში ეგონა თავი, რამდენიმე დღის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო, იმ წყეულ ღამეს კი მთელი სამყარო ამოტრიალდა და დაუნდობლად დაგვემფხო თავზე.
ირაკლი წავიდა, ორივე მიგვატოვა, ახლა თითოულ ჩვენგანს თავისი გზა უნდა გამოენახა. კარგად ვიცოდი როგორ უყვარდა დაჩის ირაკლი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას, ადრე თუ გვიან მაინც მოახერხებდა ამას - ჩემგან განსხვავებით. დაჩიმ მანქანა ვაკის პარკთან შეაჩერა და ძრავა გამორთო.
- გადავიდეთ? - შემომხედა ყოყმანით.
- არა, რაღაცას დავაზუსტებ და მერე მე წავალ.
- სად წახვალ? - მისმა ხმის ტონმა ირაკლი გამახსენა, გულმა ისევ საეჭვოდ გამკრა.
- მისმინე, რა იცი გაგნიძეზე? - მის კითხვას წავუყრუე.
- რას მეკითხები, ვერ გავიგე? - შემომხედა დაბნეულმა.
- საავადმყოფოდან გამოწერეს? ან ხომ არ შეხვედრიხარ?
- არა, მე და ირაკლი ვაპირებდით მაგის ნახვას კარნავალის მერე... - სიტყვა გაუწყდა და განზე გაიხედა, სახეზე ყველა კუნთი დაეჭიმა.
- როგორ ფიქრობ, სადამდე შორს შეუძლია წასვლა?
- რას გულისხმობ?
- არ ვიცი, დეტექტივმა უცნაური ნამიოკი ჩამირტყა, გაგნიძე ახსენა, მგონი მასზე აქვს ეჭვი.
რაც განყოფილებიდან წამოვედი სულ ამაზე ვფიქრობდი, დაჯერება არ მინდოდა, რომ გეგა ამის გამკეთებელი იყო, მაგრამ ახლა ყველა ეჭვის შემოწმება მიღირდა.
- რა?! - გაოცებულმა თვალები ჭყიტა - კარგი ერთი! ეგ უბრალო კანალიზაციის ვირთხაა, მაგას მაგხელა გამბედაობა არ აქვს. ძაღლს ჰგავს, რომელიც იყეფება, მაგრამ არ იკბინება.
- არ ვიცი რა ვიფიქრო... მაშინ დანით ხელში სულაც არ ჰგავდა უვნებელ ძაღლს, შენ რომ არ გამოგერთმია დანა არ ვიცი რა მოხდებოდა. - დაჩიმ განზე გაიხედა, ორივე ჩვენს ფიქრებში წავედით.
- მისმინე... - შემომხედა ყოყმანით, ვხედავდი, რომ რაღაცის კითხვა უნდოდა და თან თავს იკავებდა.
- არ ვიცი ვინ იყო, არ დამინახავს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, პარკინგზე შავი მანქანა შემოვარდა, მინები ჩაიწია და ვიღაცამ გვესროლა - ვუპასუხე დაუსმელ კითხვაზე.
- კი მაგრამ, მოტივს ვერ ვხვდები, ვის რაში სჭირდებოდა ეს?
ფერწასული დაბნეული მიყურებდა. თავში ბევრი ვერსია მომდიოდა, ზოგი ძალიან უაზრო, ზოგი დაუჯერებელი და ზოგის გაფიქრებაც კი თვითონაც არ მინდოდა.
- ირაკლის არავინ არაფერს ერჩოდა. - ვუპასუხე ყრუდ.
- რა? რას გულისხმობ?
- ირაკლის კი არა, მე მესროლეს, - პირველად გავუსწორე მზერა დაჩის, რომლის თვალებშიც ერთდროულად გაკრთა დაბნეულობაც და შიშიც - ირაკლიმ როგორც კი იარაღის ლულას მოჰკრა თვალი მაშინვე წინ ამეფარა და... - ვეღარ დავასრულე, ყელში ბურთი გამეჩხირა და განზე გავიხედე.
- ჯანდაბა!
სახეწაშლილი სავარძელს მიეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა. ალბათ მანაც წარმოიდგინა ის საშინელი სცენა, რომელიც მე ყოველწამს თვალწინ მედგა. ტანში ისევ სიცივემ დამიარა.
- საერთოდ ავირიე, - მიპასუხა პაუზის შემდეგ და შუბლშეკრულმა გამომხედა - ვერ გავიგე შენგან ვის რა უნდა? თან სასიკვდილოდ გიმეტებენ!
- არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ!
- რას ჰქვია გაარკვევ?! - მკვახედ მომახალა გაბრაზებულმა - შენ არაფერს არ გაარკვევ, სახლში დაბრუნდები და ჩემს გარეშე ფეხს არსად არ გაადგამ! ირაკლის საკუთარ თავზე მეტად უყვარდი! ჩემი ვალია...
- გაჩერდი! - ყველა რატომ მიმითითებდა ერთი და იგივეზე! უკვე ნერვები მეშლებოდა - მხოლოდ გეგაზე მინდოდა მეკითხა ესაა და ეს, დანარჩენში ნუ ჩაერევი! შენთვისვე აჯობებს თავი შორს დაიჭირო!
- ჰო, ბოლოს მსგავსი სიტყვები ირაკლისგანაც მოვისმინე და ხომ ხედავ...
- მოიცა, რას გულისხმობ?
- არ ვიცი, ბოლო დროს რაღაც არეული იყო, ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ მე რას მომატყუებდა! ხუთი თითივით ვიცნობ, ბოლოს ძალიან დაბნეული და დაბღვერილი დადიოდა. ჯერ ვიფიქრე გეგაზე აქვს აკრეფილი-თქო, მაგრამ როცა ვკითხე რა გჭირს, რა ხდება-მეთქი, თავი ამარიდა, არაფერიო. მაგან დამაეჭვა ზუსტად. ჩემგან დასამალი არასოდეს არაფერი არ ჰქონია.
მაშინვე ირკლის ტელეფონზე მოსული შეტყობინება გამახსენდა. არ ვიცოდი მეჩვენებინა თუ არა მისთვის უცნობისგან გამოგზავნილი გაუგებარი შეტყობინება, ბოლოს მაინც ამოვიღე ტელეფონი და დაჩის გავუწოდე.
- ეს ნახე! - დაბნეულმა მობილური გამომართვა და შუბლშეკრული დააცქერდა შეტყობინებას.
- ეს ვისი ნომერია? - შემომხედა ფერდაკარგულმა.
- წარმოდგენა არ მაქვს და ალბათ ვერც გავიგებთ, ერთჯერადად იქნებოდა გამოყენებული - დაჩი ისევ შეტყობინებას დააცქერდა.
- რას ნიშნავს მეძებენ? ვინ ეძებდა, ან ირაკლისგან ვის რა უნდოდა?
- არ ვიცი, ბოლო დღეებში უცნაურობას მეც ვამჩნევდი. რაღაცას მიმალავდა, ეს შეიძლება კავშირში იყოს მომხდართან, მაგრამ ასეთ შემთვევაში ირაკლის უნდა დასხმოდნენ თავს, ის კი მე მიმიზნებდა იარაღს.
- ყველაფერი ჩაიხლართა, ვეღარც თავი გამიგია და ვეღარც ბოლო, პოლიციას რა უთხარი?
- კარგი ერთი, - ჩავიცინე ირონიულად - ყველაფერი მოვუყევი რაც გამახსენდა. რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს!
- კარგია, - ჩაფიქრებულმა შუბლი მოისრისა და ტელეფონი დამიბრუნა - ვეცდები რამე გავარკვიო.
- კიდევ ერთი კითხვა.
- გისმენ.
- ვაჩეს ეხმიანებოდით ბოლო დღეებში?
- ვაჩეს? ვირუსაზე ამბობ? - მკითხა წარბშეკრულმა.
- ჰო.
- არა, საუკუნეა არ მინახავს, რაღაც პრობლემები ჰქონდა, დიდი ხანია არ გამოჩენილა.
- უცნაურია, მაშინ სკოლაში რას აკეთებდა?
- სკოლაში? - გამომხედა ეჭვით.
- ჰო, ირაკლი შეხვდა. დაახლოებით ერთი თვის წინ სკოლაში იყო მოსული, ირაკლიმ დილით გამომაქცია სახლიდან, საქმე მაქვსო და ვაჩეს შეხვდა.
- და არ უთქვამს რა უნდოდა?
- არა, ასე თქვა ერთთან პრობლემები აქვსო და მოგვარება მთხოვაო.
- სისულელეა, ეგრე რომ ყოფილიყო მეცოდინებოდა!
შუბლშეჭმუხნული მოსმენილზე დავფიქრდი. რაში სჭირდებოდა ირაკლის ტყუილი? სინამდვილეში რა აკავშირებდა ვაჩესთან?!
- მაშინ, უკვე ვიცით საიდან უნდა დავიწყოთ ყველაფრის გარკვევა, - გავხედე დაჩის - ვაჩე უნდა ვიპოვოთ, თან რაც შეიძლება სწრაფად და საერთოდაც, ეჭვი მაქვს, რომ ეს შეტყობინებაც მისი გამოგზავნილია.
- კი მაგრამ, რას აკეთებდნენ ისეთს, რომ მე არაფერი ვიცოდი? ან ვინ ეძებდა ორივეს? იქნებ ყველაფერი არც ისეა როგორც შენ გგონია.
- რას გულისხმობ?
- დარწმნებული ხარ რომ ის ახვრები შენ გიმიზნებდნენ? - ამას რა დამავიწყებდა, ფანჯარაში გამოჩენილი იარაღის ლულა და ირაკლის ყვირილი. თვალები დავხუჭე.
- ნაია, კარგად ხარ?
- არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ყველაფერს გავარკვევ და როცა გავიგებ ეს ვინ ჩაიდინა... - კბილები ბრაზით გავაღრჭიალე.
- წარმომიდგენია რასაც გრძნობ, - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და თვალი ამარიდა - მე ძმა მომიკლეს, მასზე ახლობელი არავინ მყავდა და მის სიკვდილს არავის შევარჩენ...
- არ გინდა! მშვენივრად ხვდები, რომ ეს უბრალო ქუჩის გარჩევები არაა! საქმე ბევრად სერიოზულადაა. შენ ოჯახი გყავს, ინა ჩემი მეგობარია. თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ, ერთხელ თუ მკვლელობაზე წავიდნენ არც მეორედ დაიხევენ უკან...
- იგივეს თქმა მინდა შენთვის! - გამომხედა ცივად.
- მე? მე უკვე დავამთავრე დაჩი...
- რა დაამთავრე?
- თუ რამე მნიშვნელოვანს გაიგებ მაშინვე შემატყობინე! ახლა კი ჩემი წასვლის დროა... - მის კითხვას თავი ავარიდე და წასვლა დავაპირე.
- სად მიდიხარ? - მკლავში წამავლო ხელი, როცა მანქანიდან გადასვლა დავაპირე.
- რაც ნაკლები გეცოდინება მით უკეთესი, ხელი გამიშვი!
- ბოდიში, - ხელი მაშინვე მიშვა - უბრალოდ... ირაკლი...
- ვიცი, დაჩი. არაა საჭირო, მე დაცვა არ მჭირდება, უკვე აღარ!
მანქანიდან გადმოვედი და კარი მივხურე. დაჩი ერთხანს არ განძრეულა, მერე კი მანქანა დაქოქა და დიდი სისწრაფით მიეფარა თვალს. ცოტახანი შევიცადე და ლექსოც გამოჩნდა. შავი BMW ჩემს გვერდით გაჩერდა, კარი გამოვაღე და ჩავჯექი.
- წავედით? - გამომხედა სერიოზულად, თავი დავუქნიე და თვალდახუჭული საზურგეს მივეყრდენი.



თავი მეათე
ახლა ნათლად ვიაზრებდი რას ნიშნავდა წყვდიადში სამუდამოდ გამომწყვდევა. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. თითოეული გათენებული დღე აუტანელ ტკივილს მაყენებდა. არსებობა იმ პლანეტაზე მიწევდა სადაც ირაკლი აღარ იყო, ყოველთვის როცა ამას ვიაზრებდი, ვგრძნობდი როგორ მეშლებოდა ორგანიზმი ნაწილებად. სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ ერთდერთი მიზეზი რის გამოც ჯერ კიდევ ვათრევდი ჩემს გამოუსადეგარ სიცოცხლეს იმ ნაბიჭვრის მოკვლის სურვილი იყო, რომელმაც ირაკლი წამართვა.
იმაზე მტანჯველი არაფერია როცა ხვდები, რომ ცხოვრებას ვეღარ აგრძელებ, როცა ხვდები რომ შენთვის ყველა კარი დაიხურა. გარშემო იხედები და ვერაფერს ხედავ უკუნი სიბნელის გარდა, აქედან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება კი სიკვდილია. თავს მოვიკლავდი და დავამთავრებდი ამ საცოდაობას. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, უფროსწორად - ამაზე გამუდმებით ვფიქრობდი.
სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ისე ვიცვალე იერსახე, რომ საკუთარ ანარეკლს ვეღარ ვცნობდი სარკეში. საჭმელს ძალიან იშვიათად ვჭამდი, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ გადაადგილების ძალა მქონოდა. სახეზე ფერი ალბათ უკვე საბოლოოდ დავკარგე. თვალები ავადმყოფურად ჩამიცვივდა. იშვიათად მეძინა, დღე-ღამის განმავლობაში სულ სამ საათს თუ ჩამთვლემდა, ეს იყო და ეს. თვალის მოხუჭვა არ შემეძლო, დაძინებისას ისეთ საშინელებებს ვხედავდი სიზმრებში, რომ ჩემი ძველი კოშმარები უბრალოდ ბავშვურ გართობად მეჩვენებოდა.
ბიჭები შეშფოთებული მიყურებდნენ როგორ ვილეოდი დღითიდღე და გამოსავალს ვერ პოულობდნენ. მოჩვენებად ვიქეცი. იშვიათად ვლაპარაკობდი. ძირითადად ლუკას ოთახში ვიყავი გამომწყვდეული ვამპირივით და სამომავლო გეგმებს ვაწყობდი, როგორ მომეძებნა ის ცხოველი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. ისე ვიყავი გაბოროტებული, რომ ცხვირიდან ექტოპლაზმა რომ წამომსვლოდა არ გამიკვირდებოდა, დღედაღამ მხოლოდ მის მოკვლაზე ვოცნებობდი. თავში ისეთ სასტიკ სცენებს წარმოვიდგენდი, რომ ალბათ რომელიმე საშინელებათა ფილმის რეჟისორს შეშურდებოდა კიდეც.
სკოლაში აღარ დავდიოდი. ვიღას ახსოვდა სწავლა-განათლება, ჩემი ცხოვრება ერთ ღამეში თავდაყირა დადგა, ყველაფერი შეიცვალა. ახლა მხოლოდ შურისძიების სურვილი მაძლევდა სიცოცხლის სტიმულს, სხვა მხრივ კი მკვდარი ვიყავი. იმ ღამეს ტყვია მეც მომხვდა და ირაკლისთან ერთად დავიღუპე.
ლუკა საშინლად განიცდიდა, რამდენჯერმე დალაპარაკება სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ხმას არ ვიღებდი, საერთოდ არაფერზე არ მსურდა ლაპარაკი - არავისთან. რამდენჯერმე დაჩის ველაპარაკე და მისგან გავიგე, რომ გეგა ფეხზე დადგა და საავადმყოფოდან გამოწერეს, ეს სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა ჩემთვის. მის ნახვას ისედაც ვგეგმავდი ეს კი საქმეს მიიოლებდა. დაჩი ნერვიულობდა, ვერ ხვდებოდა სად ვიყავი და ვერც მეკითხებოდა. ინამ რამდენჯერმე დამირეკა მაგრამ არ მიპასუხია. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა. ბიჭებს იმდენად მივეჩვიე, რომ მხოლოდ მათთან ვახერხებდი კონტაქტს - თუ ამას საერთოდ კონტაქტი ერქვა.
ლექსოსთან უფრო მიიოლდებოდა ურთიერთობა, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ტაქტიანად მექცეოდა და სულ ცდილობდა რამე ისე არ ეთქვა, რაც უარესად გამანაწყენებდა. ოთახში თავისი ხელით მომზადებული საჭმელი შემოჰქონდა ხოლმე, როცა სამზარეულოში არ გავდიოდი. მეც არ მინდოდა მისი წყენინება და ძალით ვჭამდი ცოტას.
ერთადერთი რასაც ჩემი ქვად ქცეული გული გრძნობდა მირანდა იყო. მეცოდებოდა, ასეთ რთულ დროს მარტო მივატოვე, მაგრამ მას რომ ვენახე რად ვიქეცი უარესად დაიტანჯებოდა. რაც სახლიდან წამოვედი დედა აღარ მინახავს. დღეში ათჯერ მაინც მირეკავდა და მეხვეწებოდა სახლში დაბრუნდიო, მაგრამ თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ იმ წყეულ სახლში ფეხს აღარასდროს მივადგამდი. ბოლოს ისიც დაიღალა და ხვეწნა შეწყვიტა.
დღეები გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, უფრო სწორად მე ვერ ვცვლიდი ვერაფერს. ძალა არ მყოფნიდა რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი და რამე გამეკეთებინა. მთელ დროს საკუთარი თავის შეცოდებაში ვატარებდი. სხვას ვერაფერს დავარქმევდი ამას, იმდენად ვიყავი სასოწარკვეთილი, რომ ფეხზე მყარად დგომასაც კი ვერ ვახერხებდი. გულის სიღრმეში მშვენივრად ვიაზრებდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. ირაკლი მენატრებოდა, მთელი გულით მენატრებოდა. როცა უკვე უიმისობას ვეღარ ვუძლებდი მასზე ვიწყებდი ფიქრს, მეშინოდა არ დამვიწყებოდა - მისი მზერა, გამოხედვა, სიცილი, მისი სრულყოფილი ანგელოზური სახე. არ მინდოდა რომ ეს გაფერმკრთაებულიყო, მისგან მხოლოდ მოგონებებიღა დამრჩა. მაგრამ როგორც კი ირაკლისზე ვიწყებდი ფიქრს მაშინვე აუტანელი ტკივილი მეკვეთებოდა ხოლმე გულზე, თავი ისე საშინლად მიწყებდა ზუზუნს, თითქოს ცოტაც და გამისკდებოდა, ყველაფერი კი საბოლოოდ ცხვირიდან სისხლის დენით მთავრდებოდა.
ფიქრები? მოგონებები? რა მნიშვნელობა აქვს მათ არსებობას, თუ არც მასზე ფიქრი შეგიძლია და არც მასთან გატარებული დროის გახსენება! ალბათ ეს ყველაზე მტკივნეული სასჯელი იყო ჩემთვის, რომელიც ირაკლის სიკვდილის შემდეგ თავს დამატყდა.
ერთ მშვენიერ დღესაც გამოვფხიზლდი, როცა უკვე გავიაზრე ჩემი რეალური მდგომარეობა. იმდენად დავუძლურიდი რომ ცოტახანში დამოუკიდებლად სიარულსაც ვეღარ შევძლებდი. ეს გზა სიკვდილამდე მიმიყვანდა, ამის წინააღმდეგი არც ვიყავი, მაგრამ, მანამდე ჩემი გეგმა უნდა განმეხორცილებინა. ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე, თავს ვაიძულე ირაკლის მოგონებები და ტკივილი ერთ გალიაში გამომემწყვდია და ტვინის რომელიმე კუნჭულში მიმეტენა საიმედოდ. მხოლოდ ასე შევძლებდი საღად აზროვნებას!
- ნაია? სადმე მიდიხარ? - მომესმა ლექსოს შეშფოთებული ხმა.
- ჰო, საქმე მაქვს. - ვუპასუხე უემოციოდ და ქუდი დავიფარე.
გარეთ საშინლად ციოდა, უკვე ნოემბერი იწურებოდა. დრო ისე გავიდა, რომ ვერც გავიგე. თუმცა, რა გასაკვირი იყო, მე უკვე დიდი ხანია ვეღარაფერს ვამჩნევდი. გარე სამყარო ჩემთვის მირაჟად იქცა.
- მოიცადე, დამელაპარაკე. რა ხდება? - შუბლშეკრული კარს მიეყრდნო და გზა მომიჭრა.
- მეგობარი უნდა ვნახო.
- რა ჩაიფიქრე? რამდნეი ხანია სახლიდან არ გასულხარ, ასე უცებ რა მოგაფიქრდა?!
- როდის აქეთ სვამ ამდენ კითხვას? გამატარე!
- ნაია! - ლექსომ ხელები გამაფრთხილებლად ასწია - მითხარი რა ხდება და დაგეხმარები, კარგი? მაგრამ მარტოს არსად არ გაგიშვებ!
- ყოველთვის უკან ვერ გამომყვებით! მე ჩემი ცხოვრება მაქვს, თქვენ კი თქვენი.
- ეს დიდი ხნის წინ იყო, ახლა ერთი ოჯახი ვართ! - მიპასუხა წყნარად და მტკიცედ შემომხედა თვალებში.
შევყოყმანდი, მართალია გრძნობები ძირითადად სულ დავკარგე, მაგრამ ბიჭები ჩემთვის სულერთი ნამდვილად არ იყვნენ. მართალია, ცოტახანია რაც ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ლექსოს უფრო ესმოდა ჩემი ვიდრე ვინმე სხვას და დანარჩენებივით არ მექცეოდა: სახლში იჯექი! არაფერი გააკეთო! ფრთხილად იყავი! ამიტომ მასთან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ყველაზე მნიშვნელოვანი - მისი ნდობა შემეძლო.
- კარგი.
- წამოდი ჩაი დავლიოთ, საერთოდ არაფერს არ ჭამ, ცოტახანში ისე ჩამოხმები, ქვებით მოგიწევს სიარული, რომ ქარმა არ წაგიღოს. - დაამატა გაბრზებულმა და სამზარეულოში გააბოტა.
ერთი ამოვიოხრე და უკან გავყევი. ჩემდაუნებურად ერთადერთი იყო ვისაც ვუჯერებდი. ლუკაც ცდილობდა ჩემს დამორჩილებას, მაგრამ სულ ტყუილად, რაც უფრო მკაცრად მიმითითებდა რა უნდა მექნა, ჭირვეული და ჯიუტი ბავშვივით საპირისპიროს ვაკეთებდი. მეც არ ვიცოდი ასე ცუდად რატომ ვექცეოდი, მაგრამ ასე გამომდიოდა. ლექსომ ჩაით სავსე ფინჯნები მაგიდაზე დადო და სკამზე მანიშნა ჩამოჯექიო. ქურთუკი გავიხადე, იქვე გადავკიდე და მაგიდას მივუჯექი.
- კარგი, ახლა სიმართლე მითხარი. - ღიმილით გასწორდა სკამზე და გვერდულად გამომხედა.
- ერთი პირობით - არამგონია დამეთანხმებინა, მაგრამ ცდად ღირდა.
- ასე სერიოზულადაა საქმე? - კიდევ უფრო აეწია ტუჩის კუთხეები, ჩაი მოსვა და ხელით მანიშნა გამოუშვიო.
- იარაღი უნდა მათხოვო! - ლექსოს ჩაი გადასცდა და ხველა აუტყდა - კარგად ხარ? - ინსტიქტურად ხელი ზურგზე დავუტყაპუნე.
- მეგობართან იარაღით მისვლა არც ისე მეგობრული ჟესტია, - ამოახველა გაწითლებულს - კარგი, ახლა სერიოზულად, რა ხდება მითხარი. - თვალზე მომდგარი ცრემლები შეიწმინდა, ჩაახველა და მოსასმენად მოემზადა.
- თვენახევრის წინ ჩემს მეგობარს ერთთან მოუვიდა კონფლიქტი, მაგრად იჩხუბეს მაგ ნაძირალამ ვერ აიტანა ირაკლის დაცინვა ამიტომ სახლში მომადგა... - ირაკლის სახელის ხსენებაზე გულმა საშინლად დამარტყა და წამით სუნთქვა შემეკრა.
- მოიცა, შენ გინდა თქვა, რომ მაშინ ჩვენ რომ ვცემეთ...
- ჰო, ეგ ტიპი. - ვუპასუხე გაჭირვებით და ღრმად ჩავისუნთქე.
- და შენ მაგის სანახავად მიდიხარ? თან იარაღით?
- ყველაფერი უნდა გავარკვიო, სანამ მთავარზე გადავალ.
- რას გულისხმობ?
- ყველაფერს გეტყვი, მხოლოდ მას შემდეგ რაც გეგას ვნახავ, დამეხმარები?
- ამით უკეთ იგრძნობ თავს? - ამომხედა ნაღვლიანმა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. წარმომიდგენია რა ასატანი ვიყავი.
- შესაძლოა, გააჩნია გეგა რას მიპასუხებს.
- ეს რომ ლუკამ გაიგოს ორივეს ცოცხლად დაგვმარხავს.
- ჰოდა ნუ ეტყვი, არ მინდა მისი უარესად ანერვიულება.
- მაგრამ მის ზურგს უკან მოქმედებაც არ არის სწორი საქციელი.
- მაგას მე მოვაგვარებ, თვითონ ვეტყვი, ოღონდ ჯერ არა, რას იტყვი დამეხმარები?
- ერთი პირობით. - ერთი თვის შემდეგ პირველად გადამეფინა სახეზე ღიმილი.
- გისმენ.
- მეც მოვდივარ. ხელს არ შეგიშლი. უბრალოდ თავს ვიზღვევ, ასე თავს ბევრად უკეთ ვიგრძნობ.
- კარგი - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
- და იარაღი ხმარება იცი? - გამომხედა წარბაწეულმა ირონიულად.
- დიდი ხანია არ მისვრია, მაგრამ კი, თან ძალიან კარგად.
- ეს უკვე საინტერესოა - გაეცინა აღფრთოვანებულს - საიდან?
- მამაჩემი პოლიციელი იყო, მან მასწავლა სროლა, ბავშვობაში ტირზე დავყავდი სავარჯიშოდ.
- ესეიგი ფრთხილად უნდა ვიყო - გაიცინა ლაღად.
- ვერც კი ვიფიქრებდი რომ ეს ოდესმე დამჭირდებოდა, არავინ იცის ცხოვრება რას გიმზადებს.
- შეიძლება რაღაც გკითხო? - გამომხედა ფრთხილად.
- გისმენ.
- რა მოხდა? ანუ მამაშენი როგორ დაიღუპა? - მსგავს შეკითხვას ველოდი.
- ამაზე არასოდეს მისაუბრია.
- საერთოდ არავისთვის გითქვამს რა მოხდა?
- არა.
- რატომ?
- კარგი შეკითხვაა... - ჩაი მოვსვი და ჩავფიქრდი, წარსული გამახსენდა.
თავში კინოფირივით დამიტრიალდა სამიწლისწინანდელი ღამე. მე და მამა ირაკლის საჩუქრის საყიდლად ვიყავით ქალაქში გამოსულები, მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა და სიურპრიზს ვუკეთებდით, ბებიასთან პრაღაში ვაპირებდით ორი კვირით ჩასვლას. თვითმფრინავის ბილეთები უკვე ნაყიდი გვქონდა. ბედნიერებისგან ვბრწყინავდი, მთელი ოჯახი ერთად წავიდოდით დასასვენებლად. ყოველთვის იდეალურად ვატარებდით ხოლმე დროს. ორივე სიცილით ვბჭობდით რომელს უფრო მძაფრი რეაქცია ექნებოდა ირაკლის თუ მირანდას. მამამ გზაში გადაწყვიტა მცხეთაში წავიდეთ, რესტორანი დავჯავშნოთ და იქ ვანახოთ სიურპრიზიო. მეც სიხარულით დავეთანხმე.
ის იყო ქალაქგარეთ გავედით, რომ მამამ ჩვენს უკან მომავალი მანქანა შენიშნა. სახეზე შეშფოთებამ გადაურბინა, ჩემთან არაფრის შემჩნევა არ უნდოდა, ამიტომ ნაძალადევი ღიმილით სცადა საუბრის გაგრძელება, თან სიჩქარეს ოდნავ მოუმატა. მის დაძაბულ მზერას თვალი გავაყოლე და მანქანა შევნიშნე, უკან თეთრი ჯიპი მოგვყვებოდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ამ გზაზე ბევრი მანქანა დადიოდა და გამიკვირდა მამაჩემი მისმა დანახვამ რატომ ააღელვა.
- მამა, რა ხდება?
- არაფერი, საყვარელო, სამსახურიდან არიან, აქაც კი არ მასვენებენ. ალბათ რამე მოხდა - ჩაილაპარაკა უდარდელად. თუმცა, სახეზე ისეთი რიხვა და სიძულვილი ეხატა რთული იყო მისი სიტყვების დაჯერება.
- კი მაგრამ, სამსახურიდან თუ არიან, ტელეფონზე რატომ არ დაგირეკეს?
- როგორც ჩანს, მაგის გარკვევა მომიწევს - დაამატა შეშფოთებულმა და სვლას უკლო.
- რას აკეთებ? - ვკითხე შეშინებულმა, ეს ყველაფერ საშინლად არ მომწონდა.
- აქ დარჩი, კარგი? გავარკვევ რა უნდათ და დავბრუნდები, მანქანიდან არ გადმოხვიდე! - გამიღიმა, მაგრამ სახეზე ფერი არ ედო.
თეთრი ჯიპიც მოშორებით შეჩერდა და კარი გაიღო. მაღალი ფიგურა მანქანიდან გადმოვიდა და მისალმების ნიშნად ხელები გაშალა, მამას კარგი ნაცნობივით შეეგება. თითქოს ისეთი არაფერი ხდებოდა, ოდნავ ამოვისუნთქე, მაგრამ აფორიაქებული ბოლომდე მაინც ვერ ვწყნარდებოდი. ვცდილობდი უკანა ხედვის სარკეში რამე გამერჩია. მანქანის ფარების შუქზე, უცნობის სახეს კარგად ვერ ვხედავდი და არც ლაპარაკი მესმოდა. მხოლოდ ის შევნიშნე, რომ მძიმე აქცენტით ესაუბრებოდა მამას, როგორც ჩანს ქართველი არ იყო!
მაღალს მოვერცხლისფრო, ქერა თმა ფარების შუქზე თვალისმოჭრელად უელავდა. გრძელი შავი ლაბადა ეცვა და ძალიან მეგობრული ჩანდა. სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ჯიპის მძღოლი მანქანიდან არ გადმოსულა. ბნელ სალონში ვერ ვარკვევდი ვინ იჯდა საჭესთან. ისევ მამას და უცნობს გავხედე.
როგორც ჩანს, მამას უცნობის ნათქვამი არ მოეწონა, ძალიან ახლოს მივიდა და განრისხებული სახით რაღაც უჩურჩულა. უცნობმა თავი გააქნია და ირონიულად ჩაიცინა. შემდეგ კი ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა, ქერათმიანმა სწრაფად ამოიღო იარაღი და დაუფიქრებლად ესროლა მამას მკერდში. თითქოს ნელ კადრებს ვუყურებდი, ნათლად გავარჩიე, როგორ აალდა იარაღის ლულა და როგორ ჩაიკეცა გიორგი. შეშინებულს და დაზაფრულს კივილი აღმომხდა და გაუცნობიერებლად გადავხტი მანქანიდან.
უცნობმა მამაჩემიდან ჩემზე გადმოიტანა მზერა, იარაღი აღმართა და კიდევ ერთხელ იგრიალა პისტოლეტმა. მანქანას ამოფარება ვცადე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გვერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ვხედავდი ჩემი თეთრი სვიტერი როგორ იღებებოდა წითლად. დავიკვნესე და აკანკალებულს მუხლი მომეკვეთა. ჭრილობიდან უფრო და უფრო მეტი სისხლი მოჟონავდა. აცახცახებულმა ხელი ჭრილობაზე მივიჭირე და მამას გავხედე. ასვალტზე პირქვე იწვა და არ ინძრეოდა, დაჯერება არ მინდოდა რომ ის...
დაზაფრულმა მისკენ გახოხება ვცადე, მაგრამ გვერდი ისე საშინლად ამტკივდა, რომ გატოკებაც ვერ შევძელი, ნელ-ნელა სხეული მიმძიმდებოდა, ტკივილისგან აგონიაში ვიყავი. მოულოდნელად თავზე ის არამზადა წამომადგა.
- აბა ასე როგორ შეიძლება?! - ჩაილაპარაკა ნაწყენი ხმით.
სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ ყველაზე საზარელი მისი თვალები იყო - ამაზრზენი, ნაცრისფერი, ცივი და უგულო, ისეთივე უემოციო და ბუნდოვანი როგორიც მკვდრის. მსგავსი საზიზღრობა ჩემს დღეში არ მენახა.
- ხედავ, რა მაიძულე? შენ ჩემს გეგმებში არ შედიოდი.
- მამაჩემი, - სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა და შიშით გავხედე მის უმოძრაო სხეულს - ნაძირალა!
- მამაშენი, უჭკუო აღმოჩნდა და აი შედეგიც სახეზეა! - ამოიოხრა დანანებით და თავი ამაწევინა, დასისხლიანებული ხელით ზიზღით მოვიშორე.
- ! - ამოვიხრიალე გაცეცხლებულმა, შიშისგან და სიბრაზიზგან მთელი ტანი ერთიანად მიცახცახებდა - მოგკლავ! ეს არ შეგრჩება! - ვეცადე მისთვის სახე ჩამომეკაწრა, რა აზრი ჰქონდა შიშს, ისედაც ამ ასფალტზე მეწერა სიკვდილი.
- აბა, აბა ნუ მოძრაობ! უფრო მეტ სისხლს დაკარგავ - მირჩია მეგობრული ღიმილით.
- ეშმაკსაც წაუღიხარ, წყეულო! - დავიჩურჩულე აცახცახებულმა. მთელ ენერგიას ვხარჯავდი რომ გული არ წამსვლოდა, თვალებზე ბინდი გადამეკრა, მის სახეს კარგად ვეღარ ვარჩევდი, თითქოს ყველაფერი ბურუსში იძირებოდა, კიდურები გამეყინა.
- იცი, ძალიან მომწონხარ! ხელს არ გახლებ, თუ გადარჩები იცოცხლე, მხოლოდ ერთი გაფრთხილება! - დაიხარა და ყურში გველვით ჩამსისინა - თუ ვინმეს რამეს მოუყვები, იმ ბიჭს, ასე ძალიან რომ გიყვარს, საკუთარ ნაწლავებს გავასინჯებ თან ამას გაყურებინებ. დამერწმუნე, ისეთ დღეში ჩავაგდებ მოკვლას შემევედრება.
- გიპოვი... ერთხელ... აუცილებლად!!! - ნელ-ნელა გონს ვკარგავდი და სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვისროდი.
- მოუთმენლად დაგელოდები, - მიჩურჩულა ყურში - მაგრამ არავის არაფერს ეტყვი, თორემ...
- გიპოვი! თუ ცოცხალი გადავრჩი...
შემდეგ ყველაფერი ჩამობნელდა, გონება დავკარგე და წყვდიადში ჩავიკარგე. გონს კი საავადმყოფოში მოვედი და პირველი რაც დავინახე, ირაკლის შიშისგან სახეშეშლილი გამომეტყველება იყო.
- კარგად ხარ? - მკითხა ლექსომ. ბნელი მოგონებებიდან გამოვერკვიე და თავი ავწიე.
- კი, - ვუპასუხე მოკლედ - ერთხელ იქნებ მოგიყვე კიდეც, მაგრამ ახლა სულ სხვა საქმე გვაქვს.
- კარგი, - მიპასუხა მშვიდად და სახე ყურადღებით მომითვალიერა - ახლა ლუკას უნდა დავურეკო, რაღაცეები მაქვს გასარკვევი და წავიდეთ, კარგი?
- როდის ბრუნდება?
ერთი კვირა ხდებოდა რაც ლუკა რუსეთში წავიდა, მართალია არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ მასზე ძალიან ვღელავდი. მინდოდა მალე დაბრუნებულიყო, ახლოს ყოფილიყო ასე თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.
- არ ვიცი, სიტუაციას გააჩნია - წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
ამოვიოხრე და ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. წარმოდგენა არ მქონდა ლუკა და ლექსო რას საქმიანობდნენ. ბუნდოვნად ვხვდებოდი რომ ბიჭებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ კრიმინალურ სამყაროსთან, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცოდი. იმდენად ვიყავი ჩემს ბოღმაში ჩამხვრჩალი, რომ ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემთვის უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა...


****
- სად გდია ამდენ ხანს?!
- წარმოდგენა არ მაქვს, უნდა გამოსულიყო უკვე! - ჩავისისინე გაცოფებულმა.
მე და ლექსო მანქანაში ვისხედით და ველოდებოდით გეგა როდის გამოვიდოდა სახლიდან. უკვე ბნელდებოდა რაც ჩვენთვის ხელსაყრელი იყო, გარეთ ისე ციოდა კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა.
- მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსება, არ ვიცი ასე ჯდომას კიდევ რამდენი ხანი შევძლებ!
- დამშვიდდი, გამოვა, აბა სად წავა. მთავარია თვალი არ მომკრას თორემ მთელი სიცოცხლე ვეღარ იპოვი - სიცილისგან მხრები აუთამაშდა. მეც გამეცინა, ბოლოს ისე ცემეს გასაკვირი არ იქნებოდა სიკვდილამდე თუ ირბენდა.
- კარგი, სანამ გეგას ფრჩხილებს დავაძრობ, რამე მომიყევი.
- რა გაინტერესებს?
- რა ვიცი, შენ და ლუკამ ერთმანეთი როგორ გაიცანით? - ლექსოს ჩაეცინა და ფანჯარაში გაიხედა - რა იყო? რამე ისე გკითხე?
- არა, უბრალოდ ძველი დრო გამახსენდა, - გამომხედა ღიმილით - სულელი ბავშვები ვიყავით, ჩხუბისთავი კაი ტიპები.
- კაი ტიპები? - გამეცინა.
- პატარა ვიყავი როცა მშობლები გარდამეცვალნენ, ბიძაჩემი საკუთარი შვილივით მზრდიდა. მიუხედავად ამისა, არასოდეს მქონია ოჯახი, ნორმალური ცხოვრება, სკოლა ან რავიცი რასაც უნდა აკეთებდეს ახალგაზრდა ბიჭი. ბავშვობიდან ქუჩაში ვარ, ქუჩა იყო ჩემი მასწავლებელი ცხოვრებაში. საქმის გარჩევები, ჩხუბი, ძალადობა ეს იყო ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაც.
- ვალდებული არ ხარ, თუ გინდა ნუ მომიყვები. - ვუპასუხე ფრთხილად, მისი სიტყვები გულზე მომხვდა. ალბათ იმიტომ რომ ჩემს საყვარელ ადამიანს მაგონებდა.
- ცამეტი წლის ვიქნებოდი ლუკა რომ გავიცანი, - გააგრძელა ღიმილით, თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაუგია - ჩემი უბნის ბიჭებთან რაღაც კონფლიქტი მოუვიდა. უცხო იყო არავინ იცნობდა. ბიჭებმა მე მთხოვეს შეხვედრაზე გაყოლა, ყველამ იცოდა რა ჩიტიც ვიყავი, ბიძაჩემი ავტორიტეტი იყო, მე კი მისი ახალგაზრდა „მემკვიდრე“. ასეც შეიძლება ითქვას, - ჩაიცინა ღვარძლიანად - მეც დიდი სიამოვნებით გავყევი. პატარა ვიყავი და მარტო კუნთებზე ვიხედებოდი. ლუკა მარტო მოვიდა, თან არავინ ახლდა. ამან გამაკვირვა და უნებური პატივისცემის გრძნობაც გამიჩნდა.
- მერე? - ვკითხე ინტერესით.
- ჩვენ ხუთნი ვიყავით ის კი ერთი, ეს არ იყო სწორი. ბიჭები წამოეჭიმნენ, მაგრამ ლუკას წარბიც არ შეუხრია. მარტო გაღიზიანებული გვათვალიერებდა ხუთივეს - მოგონებებში წასულს, სახეზე ღიმილი გადაეკრა - ბიჭებმა საქმის გარჩევა დაუწყეს, მაგრამ ვერაფერში ჩაჭრეს, ერთი კაცი ოთხივეს თავს მოსდიოდა. ჩარევა გადავიფიქრე. ძალიან დამაინტერესა უცნობმა, მერე ჩემი მხრიდან ერთმა არასწორად ასწია ხელი, სიტყვით თავს რომ ვერ მოუვიდნენ ცემა გადაწყვიტეს, მაინც ერთია და მოვერევითო. ამაზე გავცოფდი და ჩემივე უბნელები მეთვითონ ვცემე, ლუკაც დამეხმარა და ისე დავასისხლიანეთ მშობლები ვერ ცნობდნენ სახლში. იმის მერე დავმეგობრდით და ერთმანეთს აღარც დავცილებივართ. ერთად ბევრი გადავიტანეთ, ბევრიც დაგვიკარგავს ასე, რომ...
საჭეს ხელი გადაუსვა და სავარძელზე გადაწვა. მის მონაყოლზე დავფიქრდი. მათაც ისეთივე მძიმე ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი, როგორიც მე ან იქნებ ჩემზე უარესიც. ნათლად გავიაზრე თუ რამდენი რამე არ მცოდნია ბიჭებზე, მართალია ლექსოს ისეთი არაფერი მოუყოლია, მაგრამ უკვე ჩემითაც ვხვდებოდი რაღაც-რაღაცეებს.
- როგორც იქნა, - ჩაილაპარაკა ლექსომ და თავით კორპუსისკენ მანიშნა. გეგა სადარბაზოდან მარტო გამოვიდა, ხელი ჯერ კიდევ თაბაშირში ედო.
- აქ დამელოდე!
კაპიშუნი თავზე წამოვიფარე, ქურთუკის ჯიბეში იარაღი მოვსინჯე და მანქანიდან გადავედი. უკვე ბნელოდა, აქეთ-იქით მიმოვიხედე, გარეთ არავინ იყო, პირდაპირ იდეალური დრო იყო ჩემთვის.
- გეგა! - დავუძახე ხმადაბლა, ჩემს ხმაზე შედგა და უკან მოიხედა.
- რომელი ხარ? - მის ხმაში შიში ამოვიკითხე, ცივად გამეღიმა და მივუახლოვდი.
- ასე მალე ივიწყებ ახლობლებს? - ვკითხე ირონიულად.
- ნაია?!
სახეზე ფერი დაეკარგა. ამდენ ცემა-ტყეპას უკვალოდ არ ჩაუვლია, ლოყებზე ჯერ კიდევ აჩნდა ნაიარევები, წარბთან კი ღრმა ჭრილობა მოუჩანდა, რომელიც ახალი შეხორცებული ჰქონდა. მზერაც შეცვლოდა, ქედმაღლური გამოხედვისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო, საოცარია როგორ შევიცვალეთ ყველა ასე უცებ. ძველი გეგასგან აღარაფერი დარჩენილიყო.
- აქ რას აკეთებ? - შიშით მოათვალიერა ეზო.
- რა იყო, მეც მკვდარი ხომ არ გეგონე?
- მე, ჰა?
- წამოდი, შენთან სალაპარაკო მაქვს.
- რა სალაპარაკო? - შუბლშეკრული ეჭვით მომაჩერდა.
- ყველაფერს აგიხსნი, წამოდი.
- აქ მითხარი.
- კარგი ერთი, - გამეცინა - რა იყო, ჩემი ხომ არ გეშინია?
- რა სისულელეა! - მომახალა მკვახედ.
- ხოდა კაცივით მოიქეცი და გამომყევი, ეზოში არ დავიწყებ ლაპარაკს.
- კარგი. - მიპასუხა ყოყმანით და გამომყვა.
- მისმინე, გავიგე ირაკლიზე...
- ნუ ჩქარობ, ყველაფერს მოვასწრებთ! - გამოვცერი კბილებში.
არ მინდოდა ნაადრევად გამეხვრიტა მისთვის შუბლი. მანქანას როგორც კი მივუახლოვდით გეგამ საჭესთან ლექსო შენიშნა და მაშინვე გაჩერდა.
- რა ხდება აქ?
- რა ხდება? - მივუბრუნდი გაკვირვებული.
- ვინ ზის მანქანაში? შენ მითხარი საქმე მაქ შენთანო, იმას რა ესაქმება?
- უბრალოდ მეგობარია, დამშვიდდი და მანქანაში ჩაჯექი.
- არსად არ ჩავჯდები, აქ მითხარი რა გინდა!
- მანქანაში ჩაჯექი მეთქი! - გავუმეორე მარცვა-მარცვალ და იარაღი ამოვიღე ჯიბიდან. გეგამ როგორც კი იარაღი შენიშნა, თვალები შუბლზე აუცვივდა და შეშინებულმა შემომხედა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- კიდევ ერთხელ თუ გამამეორებინებ აქვე გესვრი, დამიჯერე დასაკარგი აღარაფერი მაქვს!
ჯერ გაშტერებული მომჩერებოდა თვალებში მერე კი ნაბიჯი გაუბედავად გადადგა და მანქანას მიუახლოვდა, უკანა კარი გამოაღო და დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი და კარი მოვიხურე.
- ნაია, რა გინდა ჩემგან, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! - სცადა მშვიდად ეკითხა, თან ფრთხილად უყურებდა იარაღს, რომელიც გვერდში მქონდა დამიზნებული.
- იმაზე ქათამი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა, - ირონიული ღიმილით გამოხედა ლექსომ.
გეგამ როგორც კი შეხედა მაშინვე იცნო და გასაქცევად მოემზადა, კარს ესცა და დაეჯაჯგურა. მაგრამ ცალი ხელით მოძრაობა უჭირდა. ლექსოს უკვე ყველა კარი ჩაეკეტა ასე, რომ ვერსად ვერ გაიქცეოდა.
- ნუ ფართხალებ, - მივუგდე ზიზღით - შენს მოკვლას არავინ აპირებს, ჯერჯერობით!
მთელი გზა გეგა ციებიანივით კანკალებდა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ხან მე გამომხედავდა შიშით, ხან ლექსოს. გეგას სიძულვილით ვუყურებდი და მთელი ძალით ვიკავებდი თავს, რომ მისთვის აქვე არ მიმესხმევინებინა ტვინი. ბოლოს მანქანამ ტყისკენ აუხვია, წარმოდგენა არ მქონდა ლექსომ სად მომიყვანა, მაგრამ მიყრუებული ადგილი იყო, რაც ძალიან მომეწონა. მანქანა ბუჩქნართან შეჩერდა.
- გადაეთრიე! - ვუბიძგე ხელით და მეც უკან მივყევი, ლექსოც გადმოვიდა და კარი მიხურა.
- კი მაგრამ, რა გინდათ ჩემგან?! - აკანკალებულმა უკან-უკან დაიხია. იარღი შევმართე და დამცველი მოვხსენი.
- ახლა ყველაფერს იტყვი, ან აქვე დაგაგდებ მკვდარს უპატრონო ძაღლივით.
- შენ ხომ არ შეიშალე? რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? არავისთვის არაფერი მითქვამს, არ მიხსენებია ვინ მცემა! - აყვირდა ისტერიკულად.
- ირაკლის მკვლელობასთან რა გაკავშირებს?
- რა? სულ გააფრინე?! - ამას ნამდვილად არ ელოდა, გაოცებულს წამით შიშიც გადაავიწყდა.
- კითხვა არ გამამეორებინო თორემ უყოყმანოდ გესვრი.
- მაგდენს ვერ გაბედავ!
- ჰო?? - მარცხენა ფეხში დავუმიზნე და სასხლეტს დავუშვი. იარაღმა იგრიალა და ტყვიამ ბარძაყი ოდნავ გაუკაწრა.
- შენ ხომ არ შეიშალე? - კივილით გახტა განზე და ფეხზე ხელი წაივლო.
- ნაია! - ლექსო შეშფოთება დაეტყო.
- ნუ ტირიხარ, სერიოზულად არ დამიჭრიხარ, მაგრამ დროს თუ ისევ დამაკარგინებ ეჭვი არ შეგეპაროს მიზანს არ ავაცელ!
- რა გინდა ჩემგან? ხომ არ გადაირიე, ირაკლისთვის თითიც კი არ დამიკარებია!
- მაგის მტკიცება არ გჭირდება, შენ ასი წელი ვერ შეეხებოდი ირაკლის! ვინ მიუგზავნე? ხმა ამოიღე! - ვუკივლე გააფთრებულმა, სულ ცოტა მაკლდა და ადგილზე დავცხრილავდი.
- რაა? - მუხლი მოეკვეთა და გადაჭრილი ხის მორზე უღონოდ ჩამოჯდა - მე... რა სისულელეა!
- ჰოო? ბოღმიანი ძაღლივით მე დავრბოდი ქალაქში?!
- ჰო, ვიცი, ძალიან გავბრაზდი და თავს ვერ ვაკონტროლებდი, შენთანაც შემეშალა მაგრამ მისთვის...
- ხმა ჩაიწყვიტე! - იარაღი შუბლში დავუმიზნე - გახსოვს ის დღე? გახსოვს მაშინ სკოლის ეზოში რა გითხარი?! გახსოვს? - ვუყვირე გაცეცხლებულმა.
- მახსოვს! - ხელები მაღლა შემართა და შიშით მიაჩერდა პისტოლეტს.
- ახლა კარგად შემომხედე, როგორ ფიქრობ ხელი ამიკანკალდება რომ აქვე მიგახვირტო?! მაშინ საშუალება რომ მოეცათ შენთვის, დანას დაარტყამდი ! და ახლა თავი ცხვარივით მოგაქვს, რომ ამის გამკეთებელი არ იყავი?!
- მე მისთვის თითიც არ დამიკარებია. ჰო, გავცოფდი, რომ მამცირებდა, რომ ყოველთვის თავი მაგარ ტიპად მოჰქონდა, მთელი სკოლა პატივს სცემდა და ვეჭვიანობდი! მისი შიშით ვერავინ გეკარებოდა, ეს ყველაფერი მაგიჟებდა! არ ვიცი იმ მომენტში რას ვიზამდი, მაგრამ მკვლელი არ ვარ ნაია, არ ვარ! - ცრემლები წასკდა და მუხლებზე დაეცა.
ადგილზე გავხევდი. ეს არ ჰგავდა იმ ადამიანს ვისაც დაუფიქრებლად შეეძლო სასხლეტის გამოკვრა. ის უბრალოდ ერთი საცოდავი, უბადრუკი არსება იყო, რომელიც მთელი ცხოვრება იმაზე მოთქვამდა, რომ სხვები მაგარ ტიპად არ აღიქვამდნენ. ლამის გული ამრეოდა.
- რა საცოდავი ხარ, - ჩავილაპარაკე ზიზღით და იარაღი დავუშვი, მის თვალებში ის ვერ დავინახე რასაც ვეძებდი - არარაობა ხარ და ასეთად დარჩები, ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა, რომ შენნაირ ტარაკანზე ირაკლიმ ხელი გაისვარა. ამად არ ღირხარ! იცხოვრე შენი დამპალი ცხოვრებით, მაინც ყველამ იცის რას წარმოადგენ.
- მაპატიე - ამოიქვითინა აცახცახებულმა.
- კიდევ ერთი! თუ ვინმესთან წამოგცდება დღეს სად გაგასეირნეს, დაწყებულ სამქეს დავამთავრებ და შუბლში ტყვიას დაგაჭედებ! დღევანდელის შემდეგ არამგონია ჩემს სიტყვებში ეჭვი შეგეპაროს! ისედაც მხოლოდ მიზეზი მჭირდება, რომ მოვბრუნდე და შუბლი გაგიხვრიტო, ვიმედოვნებ ამის მიზეზს მომცემ, დამიჯერე ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ! - ბოლოჯერ შევხედე გეგას მძვინვარედ და მანქანაში ჩავჯექი.
ლექსოც საჭესთან დაჯდა და მანქანა ნელი სვლით უკან გააგორა. გეგა ისევ ძირს იჯდა და ცახცახებდა, თვალი ავარიდე მისი ყურება გულს მირევდა.
- ეს რა იყო? - გამომხედა ლექსომ, მანქანა უკვე გზადტკეცილზე მიქროდა.
- რა?
- შენ მას ესროლე!
- და მერე?
- არ მეგონა ამის გაკეთება თუ შეგეძლო - გამომხედა შუბლშეკრულმა.
- რადაც არ უნდა დამიჯდეს იმ ნაბიჭვარს მივაგნებ, თუნდაც ამისთვის ყველა შემხვედრისთვის კოჭების დახვრეტა მომიწიოს!
- შენც ხომ იცი ეს რა აფსურდულად ჟღერს?
- შეიძლება, მაგრამ სიძულვილს შეუძლია მკვლელობის ძალა მოგცეს.
- მაგაში გეთანხმები, - ამოიოხრა შუბლშეკრულმა - მაგრამ მაინც, ასე აღარ მოიქცე, მართლა შემაშინე.
- ამას ვინ მეუბნება, რამდენი კაცისთვის გისვრია მინიმუმ?
- ეგ სულ სხვაა.
- ჰო, რა თქმა უნდა - გამეცინა ცივად.
- ნაია, ნაია, არც კი იცი რაში ჰყოფ თავს! - ჩაილაპარაკა თავისთვის და სიჩქარეს მოუმატა.
სახლში ისე მივედით, რომ ვერც გავიგე. მთელი გზა გეგაზე ვფიქრობდი. მისი საცოდავი ფიგურა გონებიდან არ ამომდიოდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ოდესღაც ამ ბიჭს მოვწონდი. ერთ დროს პარალელური კლასელები ვიყავით, ერთი საათის წინ კი გულში იარაღს ვუმიზნებდი და ვლოცულობდი მიზეზი მოეცა, რომ მესროლა, ადგილზე დამეცხრილა, იქნებ ცოტათი მაინც გამნელებოდა ეს სისხლის წყურვილი, რომელიც უკვე ადამიანურ მოთხოვნილებად მექცა. მაშინ ვერცერთი ვიფიქრებდით, რომ ჩვენი ცხოვრება ასე წარიმართებოდა. სამყარო მართლაც უცნაურად არის მოწყობილი, ერთ დღეს შეიძლება შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალოს, უკან მოიხედო და მიხვდე, რომ შენი წარსულისგან აღარაფერი დარჩა, რომ შენგან აღარაფერი დარჩა...
- ნაია, შეჭამ რამეს? - მკითხა ლექსომ.
- არა, გმადლობ, არ მშია - ვუპასუხე როგორც ყოველთვის, ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ჩემს ოთახში გავედი.
შუქის ანთება არც მიფიქრია. რამდენი ხანია ჩემს ოთახში სინათლე თვალით არ მინახავს. ვამპირივით სიბნელეში ვიჯექი ხოლმე ფანჯარასთან და ათას საშინელებაზე ვფიქრობდი. ოთახში შევედი და კარი მივიხურე. ის იყო წამოწოლა დავაპირე, რომ ჯიბეში ტელეფონი ამიწკრიალდა. ნომერს დავხედე და საჩქაროდ ვუპასუხე
- გისმენ..
- ნაია, როგორ ხარ? - მომესმა დაჩის ნერვიული ხმა.
- რა ხდება ასე გვიან რატომ მირეკავ, ხომ მშვიდობაა?
- კი, უბრალოდ მოკითხვა მინდოდა.
- და მეც დაგიჯერე, რა ხდება, დაჩი?
- სად ხარ?
- რატომ მეკითხები?
- მნიშვნელოვანია, მინდა ვიცოდე სად რჩები ხოლმე! - სახე მოვისრისე და ლოგინზე ჩამოვჯექი.
- რა ბზიკმა გიკბინა?
- უბრალოდ ვნერვიულობ, თვეზე მეტია არ გამოჩენილხარ, მირანდა ლამისაა ჭკუიდან გადაცდეს. თითქმის ყოველდღე ვაკითხავ, მაგრამ მას შვილი ჭირდება და არა მე.
- თავიდან არ დაიწყო, ყველაფერს ვერ აგიხსნი, მაგრამ ნუ ნერვიულობ უსაფრთხოდ ვარ.
- გულზე მომეშვა, სად იყავი აქამდე! - მიპასუხა სარკასტულად.
- რამე ახალი ხომ არ გაგიგია?
- დღეს ინას ველაპარაკე.
- მერე?
- სკოლაში ვიღაც იყო მისული.
- რა? - ანერვიულებული მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი - რა მოხდა?
- არაფერი ისეთი, ერთი ტიპი იყო მისული, ინამ მითხრა შემთხვევით შემხვდაო, სკოლიდან გამოვდიოდიო და შენზე უკითხია.
- რა ჰკითხა? - ვკითხე დაძაბულმა.
- აინტერესებდა სად იყავი. ასე უთხრა მათემატიკის ჯგუფელი ვარ, მისი წიგნი ვითხოვე და დაბრუნება მინდაო, დიდი ხანია მეცადინეობებზე არ გამოჩენილა და ხომ არ იცი სად არისო.
- ეს შეუძლებელია! - ვუპასუხე მკვახედ.
- რა არის შეუძლებელი?
- არავითარი მათემატიკის ჯგუფელი მე არ მყავს, ცხოვრებაში არ მივლია მათემატიკაზე!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Sisxli gameyina zargvebshi anabell. Es raiyo haa. Iraklis didi xani rom ar ecwra sicocxle vgrznobdi. Magram asealec ar velodi mis sikvdilss. Gmerto chemo. Ras iziebda asets naias mama. Rom gadaabrunes yvelaferii. Ase mgonia es yvelaferi kavshirshia ertmanettan. Movkvdi qali tirilitt. Bavshvi sheshinebuli miyurebdaa. Da makoca egona rame mtkiodaa. Arvici. Esec magari dazabuli da chaxlartuliaa. Naklebi tuaraa. Vidre pazlebis qurdii. Au sanam rame gairkveva me agar viqnebi. Ho gitxari naiasgan magari qali dadgebatqooo. Leqso zalian mesimpatiurebaa. Dachicc. Vnaxot ramoxdeba momavalshi. Moutmenlad veli gagrzelwbass.

 


№2  offline წევრი ვიპნი

როგორ მინდა რომ ცოტა თურქულ-ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსოვს და ბოლოს ირაკლი ცოცხალი გამოჩნდეს:)მაგრამ სადაა.შევეშვათ ზღაპრებს.ერთი სული მაქვს ნაია როდის დაბრძენდება ,და მიხვდება როგორ იპოვოს თივის ზვინში ნემსი,ვაჩესთან მისვლა არ უნდა დააგვიანოს,სავარაუდოდ ნაიას მამა ორგანოებით ვაჭრობას იძიებდა და ამ გამოძიებას შეეწირა.ვნახოთ აბა რას გადაწყვეტ ავტორო.

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

მაინც გათენება გადავწყვიტე ვტირი ვბღავი საშინლად ვარ მეტის დაწერა ახლა არ შემიძლია როგორმე ცოტას დავწყნარდები და უფრო ვრცლად ვიტყვი ჩემს გულის ტკივილს და აზრს......

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Sisxli gameyina zargvebshi anabell. Es raiyo haa. Iraklis didi xani rom ar ecwra sicocxle vgrznobdi. Magram asealec ar velodi mis sikvdilss. Gmerto chemo. Ras iziebda asets naias mama. Rom gadaabrunes yvelaferii. Ase mgonia es yvelaferi kavshirshia ertmanettan. Movkvdi qali tirilitt. Bavshvi sheshinebuli miyurebdaa. Da makoca egona rame mtkiodaa. Arvici. Esec magari dazabuli da chaxlartuliaa. Naklebi tuaraa. Vidre pazlebis qurdii. Au sanam rame gairkveva me agar viqnebi. Ho gitxari naiasgan magari qali dadgebatqooo. Leqso zalian mesimpatiurebaa. Dachicc. Vnaxot ramoxdeba momavalshi. Moutmenlad veli gagrzelwbass.

მაპატიე ცრემლებისთვის საყვარელო. მეც ბევრი ვიტირე მაგ ეპიზოდზე. წერა ისე გამიჭირდა რამდენიმე დღე თავი ვერ მოვაბი მარტო მაგ თავს ((( <3 <3 მაგრამ ასე უნდა მომხდარიყო... ((( <3 <3 <3

ვიპნი
როგორ მინდა რომ ცოტა თურქულ-ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსოვს და ბოლოს ირაკლი ცოცხალი გამოჩნდეს:)მაგრამ სადაა.შევეშვათ ზღაპრებს.ერთი სული მაქვს ნაია როდის დაბრძენდება ,და მიხვდება როგორ იპოვოს თივის ზვინში ნემსი,ვაჩესთან მისვლა არ უნდა დააგვიანოს,სავარაუდოდ ნაიას მამა ორგანოებით ვაჭრობას იძიებდა და ამ გამოძიებას შეეწირა.ვნახოთ აბა რას გადაწყვეტ ავტორო.

ჰო... რაც შეეხება ირაკლის... პირველად რომ "ვნახე" ის საღამო გული მეტკინა ((( მართლა ძალიან მეტკინა და მეც ბევრჯერ ვიფიქრე მაგ ხერხით დამეძვრინა თავი მაგრამ პატარა ასაკშიც მეზიზღებოდა ზღაპრები, რომლებიც გმირების გამბედავ ნაბიჯებს საბოლოო ჯამში აბანძებდნენ... <3 <3 ირაკლიმ გადაწყვეტილება მიიღო, ყველას დაუკითხავად და იძულებული ვიყავი, მომწონდა თუ არა, პატივი მეცა და ასეც მოვიქეცი (( <3 <3 რაც შეეხება დანარჩენს ვნახოთ რა მოხდება მომავალში. ნაია უკონტროლოა. ამიტომ იყო არაადეკვატურიც აქამდე. მამის დაკარგვამ შეაშინა. პარანოიკად აქცია და ირაკლის ყოველ მცირედ "შეცდომაზეც" გული უსკდებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მოხდა ის რაც მოსახდენი იყო <3 ახლა გაბოროტებული და უკონტროლოა. თითქმის ყველაფერი წაართვეს რაც უყვარდა. როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ვარდები, ხშირ შემთხვევაში განსჯის უნარს კარგავ და სულ რომ გაგაჩნდეს... - გეზედმეტება. ვნახოთ რა მოხდება შემდეგ... <3 <3

მარი. ელ❤
მაინც გათენება გადავწყვიტე ვტირი ვბღავი საშინლად ვარ მეტის დაწერა ახლა არ შემიძლია როგორმე ცოტას დავწყნარდები და უფრო ვრცლად ვიტყვი ჩემს გულის ტკივილს და აზრს......

მაპატიე... (( <3 რომ გითხრა მე არაფრის შეცვლა შემეძლო-მეთქი, დამიჯერებ? <3 <3

 


№5  offline წევრი მე მინე

გულიი მეტკინა.მემგონი ჯერ კიდევ ზღაპრებში ჩარჩენილი ვარ ყოველ მომენტში ველოდებოდი რომ გადარჩებოდა.იმ მომენტამდე სანამ ნაიამ კუბოს თავი არ ახადა.ძალიან ემოციური იყო წასაკითხავად და წარმომიდგენია წერის დროს რას განიცდიდი.ვფიქრობ ირაკლი მაიას მამის მკვლელობას იძიებდა და ნაიას მოკვლით მისი შეშინება უნდოდათ, რომ საქმეს ჩამოშორებოდაა? ველი გაგრძელებას
--------------------
მ.კ

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

მე მინე
გულიი მეტკინა.მემგონი ჯერ კიდევ ზღაპრებში ჩარჩენილი ვარ ყოველ მომენტში ველოდებოდი რომ გადარჩებოდა.იმ მომენტამდე სანამ ნაიამ კუბოს თავი არ ახადა.ძალიან ემოციური იყო წასაკითხავად და წარმომიდგენია წერის დროს რას განიცდიდი.ვფიქრობ ირაკლი მაიას მამის მკვლელობას იძიებდა და ნაიას მოკვლით მისი შეშინება უნდოდათ, რომ საქმეს ჩამოშორებოდაა? ველი გაგრძელებას

ერთ ერთი ყველაზე რთული ეპიზოდი იყო სამუშაოდ დამიჯერე ((( <3 <3 <3 გაგრძელება დღეს იქნება ვნახოთ რა მოხდება <3 <3 <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე ირაკლი როგორ შემეცოდა ვიტირე. სულ რამდენი თავია?

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანა
ვაიმე ირაკლი როგორ შემეცოდა ვიტირე. სულ რამდენი თავია?

ჯერ არის დარჩენილი წიგნის ნახევარიც არ დამიდია <3 <3 <3

 


№9  offline მოდერი Catherine Di Perso

ეს მატყუარა თავხედი ბავშვი არაადამიანურად მაღიზიანებს. შე კვერცის მოუხარშავო ცილავ, არ ამბობ არ ამბობ ამ საიდუმლოს და ინახავ მაცივარში დაჭმუჭნული ჩინური კომბოსტოსავით და კალანდიას გვამივით აყროლებ, მაგრამ... ეს დედააფეთქებული, სკოლაში შენ გამო ჩხუბი აიწია დედა შვილს არ აიყვანს ხელში და შენ ამ დროს კიდე რაც იცი, იმასაც არ ამბობ. ტიპი იმენნა ითხოვდა, რომ ირაკლი დამიბრიდეთო ამ ქცევით. აქ უკვე მნიშვნელობა ეკარგება ვინ მოკლა ირაკლი, გესმის? ვიღაცამ, ვისაც ვაფშე არ აქვს კავშირი ამ *ლე ოთხმოცდაათიანების სტილის კვერცხ ბიჭმაჭუნებთან თუ იმან, ვინც უპატრონო ბავშვებს ფატრავს. შენ დამალე, ტო. დეტალები დამალე, როცა ჭკუიდან გადადიხარ, ისე გეშინია ადამიანის დაკარგვის. ცოტა ტვინი გაანძრიე საკაპიკეში უკანასკნელი კაპიკი მაინც ააჯანჯღარე, მაწონს ბანანი დაუმატე, სმუზი გააკეთე, რამე ქენი ბ'ლიად! მაგრამ არა, ეს ტუტუცი გოგო იმენა თავისას აწვება და დრამის დედოფლის კიარა, დრამის გამოხეული ჩულქის როლს ირგებს და მოთქვამს. არა, ასე ნუ მიყურებთ, ნუ გეცოდებით, მე ჩემით ვიზამ. იცი, რა? უსაცოდავესი არსებაა. ერთია იყო მტირალა, მაგრამ როცა გამლღრუტნულ კაკალს გიგავს ტვინი და იმდენად გლუვია ეს ტვინი, რომ ტყლარწს ჰგავს, ბოდიში, მაგრამ ს'ირქალაა.
ირაკლის რომ დიდხანს ყოფნა არ ეწერა, ჩანდა. რაღაცნაირად ძალიან სუფთა ტიპის შთაბეჭდილება დამიტოვა, იმდენად სუფთასი, რომ ამ სისუფთავის გამო ჩაძაღლდა.მაგრამ, შენ რომ გიცნობ, 12 წლის ასაკშიც ძალიან ჩათლაზი ბოვში იქნებოდი და მაგდროინდელ ცოცხს ალბათ შკაფში მალავ:დდდ შე კალდუნია, შენა!
ლავ ია ჰანიიი, გიმმე მორ იუუუ *-*

 


№10  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
ეს მატყუარა თავხედი ბავშვი არაადამიანურად მაღიზიანებს. შე კვერცის მოუხარშავო ცილავ, არ ამბობ არ ამბობ ამ საიდუმლოს და ინახავ მაცივარში დაჭმუჭნული ჩინური კომბოსტოსავით და კალანდიას გვამივით აყროლებ, მაგრამ... ეს დედააფეთქებული, სკოლაში შენ გამო ჩხუბი აიწია დედა შვილს არ აიყვანს ხელში და შენ ამ დროს კიდე რაც იცი, იმასაც არ ამბობ. ტიპი იმენნა ითხოვდა, რომ ირაკლი დამიბრიდეთო ამ ქცევით. აქ უკვე მნიშვნელობა ეკარგება ვინ მოკლა ირაკლი, გესმის? ვიღაცამ, ვისაც ვაფშე არ აქვს კავშირი ამ *ლე ოთხმოცდაათიანების სტილის კვერცხ ბიჭმაჭუნებთან თუ იმან, ვინც უპატრონო ბავშვებს ფატრავს. შენ დამალე, ტო. დეტალები დამალე, როცა ჭკუიდან გადადიხარ, ისე გეშინია ადამიანის დაკარგვის. ცოტა ტვინი გაანძრიე საკაპიკეში უკანასკნელი კაპიკი მაინც ააჯანჯღარე, მაწონს ბანანი დაუმატე, სმუზი გააკეთე, რამე ქენი ბ'ლიად! მაგრამ არა, ეს ტუტუცი გოგო იმენა თავისას აწვება და დრამის დედოფლის კიარა, დრამის გამოხეული ჩულქის როლს ირგებს და მოთქვამს. არა, ასე ნუ მიყურებთ, ნუ გეცოდებით, მე ჩემით ვიზამ. იცი, რა? უსაცოდავესი არსებაა. ერთია იყო მტირალა, მაგრამ როცა გამლღრუტნულ კაკალს გიგავს ტვინი და იმდენად გლუვია ეს ტვინი, რომ ტყლარწს ჰგავს, ბოდიში, მაგრამ ს'ირქალაა.
ირაკლის რომ დიდხანს ყოფნა არ ეწერა, ჩანდა. რაღაცნაირად ძალიან სუფთა ტიპის შთაბეჭდილება დამიტოვა, იმდენად სუფთასი, რომ ამ სისუფთავის გამო ჩაძაღლდა.მაგრამ, შენ რომ გიცნობ, 12 წლის ასაკშიც ძალიან ჩათლაზი ბოვში იქნებოდი და მაგდროინდელ ცოცხს ალბათ შკაფში მალავ:დდდ შე კალდუნია, შენა!
ლავ ია ჰანიიი, გიმმე მორ იუუუ *-*

ვაიმეეეეეეეეეე ;დდდდდდდდდდდდდდდდდ რაც მე მქონდა სასაყვედურო და მთლიანად მკითხველთა გულებს კალანდიამ დააფარა რამოდენიმე წამში ;დდდდდდდდდდდ კი ბაზარი არააა ნაიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომების გამო აგეს დანარჩენებმა პასუხი!!! ახლა თვალს რომ ვავლებ ვხვდები რომ ლაწირაკსაც დიდი პროტესტი მქონია გულში. საზოგადოების და ზოგადად ადამიანის მიმართ. უსარგებლო, სუსტი და მტირალა ადამიანის მიმართ, რომელიც საკუთარი თავის შეცოდებაში იმდენ ენერგიას და დროს ფლანგავს, რომ გარშემომყოფებს იწირავს!!! პ.ს. მიყვარხარ მე შენ <333333

 


№11 სტუმარი მარი. ელ❤

თან შეგეძლო თან არ შეგეძლო გამოსწორება.... მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე ირაკლი გავწირე და თავს ვაჯერებდი რომ ადვილად გადამეტანა მაგის ნახევრის ნახევარიც ნოლს უდრის დიდი ხანი გამყვება:(:(:(

 


№12  offline ახალბედა მწერალი belle...

მარი. ელ❤
თან შეგეძლო თან არ შეგეძლო გამოსწორება.... მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე ირაკლი გავწირე და თავს ვაჯერებდი რომ ადვილად გადამეტანა მაგის ნახევრის ნახევარიც ნოლს უდრის დიდი ხანი გამყვება:(:(:(

"შენი სახელით!!!" წიგნი ირაკლის ეძღვნება, მარი <3 ბიჭს, რომელსაც უბრალოდ უყვარდა <3 )) ამას ცოტა სხვაგვარად შეხედე. იქნებ წიგნის ბოლო წერტილში რომ გახვალ გზადაგზა მიმიხვდე რისი თქმა მინდოდა <3 <3

 


№13 სტუმარი მარი. ელ❤

ვიცი.... სათაური როგორც კი წავიკითხე ვიგრძენი მივხვდი რომ ასეთი რამ მელოდა უბრალოდ მისმა ახლოს გაცნობამ მისმა სისუფთავემ ასეთმა სიყვარულმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა❤ მან სიყვარულის გამო გაწირა თავი და იგივეს იზავდა სულ..... ნაია რომ მისგამო დგას ფეხზე მის გამო გააკეთებს ყველაფერს ეგეც ვიცი ასეთი კარგების დაკარგვა ჩემზე ძალიან მოქმედებს უბრალოდ... ყველაფერი მესმის:)

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

მარი. ელ❤
ვიცი.... სათაური როგორც კი წავიკითხე ვიგრძენი მივხვდი რომ ასეთი რამ მელოდა უბრალოდ მისმა ახლოს გაცნობამ მისმა სისუფთავემ ასეთმა სიყვარულმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა❤ მან სიყვარულის გამო გაწირა თავი და იგივეს იზავდა სულ..... ნაია რომ მისგამო დგას ფეხზე მის გამო გააკეთებს ყველაფერს ეგეც ვიცი ასეთი კარგების დაკარგვა ჩემზე ძალიან მოქმედებს უბრალოდ... ყველაფერი მესმის:)

შემდეგ თავებში კიდევ უფრო მეტად შეიყვარებ ირაკლის <3 <3 <3 და შენს გულსა და მეხსიერებაში ისევე ღრმად დარჩება როგორც ჩემსაში <3 იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში )) <3 <3

 


№15 სტუმარი სტუმარი კატო

ოხ!!! ანაბელ, ოხ!!!!
ბევრი ვიძახე, ეს ბიჭი არ მომწონსმეთქი და კი მატირა გემოზე.
საწყალი ირაკლი, "ბიჭი, რომელსაც უნრალოდ უყვარდაო", ზუსტად, ასეთი თავგანწირული, თავგადაკლული სიყვარულის გამო მიშლიდა ნერვებს წინა თავებში.
აუუუუუუუ.
გეგა რომ ნაგავში მოისროლეს და იმ ბავშვებსაც გამოფატვრის შემდეგ ნაგავში ყრიან? რავიცი, პარანოია მჭირს უკვე, გამოჭერაზე ვარ.
ნაია ნერვებს მიშლის, რაღაცნაირია, უტვინო. აჰ, მაინცდამაინც ირაკლი უნდა მოეკლათ რომ მკვლელის დასჯაზე ეფიქრა? შტერია სუფთა, ჩემი აზრით.
კაი, დააშანტაჟა იმ შავნაბადიანმა (მგონი შავი იყო), მაგრამ კარგად წაეჭიფხა, მაცადე გიპოვი და ნახავ რას გიზამო. ტრიპაჩი, შტერი გოგო.
ლუკათი დიდად აღფრთოვანებული არ ვარ ჯერჯერობით, ლექსო უფრო მომწონს, მაგრამ მეშინია მაგათი ჯერ :დდდდდდდ.
ის გამომძიებელი, სილაგუაც ვირქათამაა.
პოლიციელებმა ნერვები მომიშალეს დასაფლავებაზე. მოვიდა გოგო, საყვარელი ადამიანი უნდა დაიტიროს და ეცნენ, სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთო, შეე კაი ადამიანოოოო, სად გაიზარდეე, ვინ გაგზარდაა, აცადე, კაცო, აცადეე.
ეეჰ, ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია.
დაა კიდეე... აი, "პაზლების ქურდს" რომ ვკითხულობდი, მაშინ მინდოდა დამესვა ეს კითხვა, მაგრამ ბოლო თავზე დაგეწიეთ კომენტარებში და იქ ისეთი ამბავი იყო აწეული, თავი შევიკავე.
ხოოოდააა, მოკლეედ, დორამებს ხომ არ უყურეებ????

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი კატო
ოხ!!! ანაბელ, ოხ!!!!
ბევრი ვიძახე, ეს ბიჭი არ მომწონსმეთქი და კი მატირა გემოზე.
საწყალი ირაკლი, "ბიჭი, რომელსაც უნრალოდ უყვარდაო", ზუსტად, ასეთი თავგანწირული, თავგადაკლული სიყვარულის გამო მიშლიდა ნერვებს წინა თავებში.
აუუუუუუუ.
გეგა რომ ნაგავში მოისროლეს და იმ ბავშვებსაც გამოფატვრის შემდეგ ნაგავში ყრიან? რავიცი, პარანოია მჭირს უკვე, გამოჭერაზე ვარ.
ნაია ნერვებს მიშლის, რაღაცნაირია, უტვინო. აჰ, მაინცდამაინც ირაკლი უნდა მოეკლათ რომ მკვლელის დასჯაზე ეფიქრა? შტერია სუფთა, ჩემი აზრით.
კაი, დააშანტაჟა იმ შავნაბადიანმა (მგონი შავი იყო), მაგრამ კარგად წაეჭიფხა, მაცადე გიპოვი და ნახავ რას გიზამო. ტრიპაჩი, შტერი გოგო.
ლუკათი დიდად აღფრთოვანებული არ ვარ ჯერჯერობით, ლექსო უფრო მომწონს, მაგრამ მეშინია მაგათი ჯერ :დდდდდდდ.
ის გამომძიებელი, სილაგუაც ვირქათამაა.
პოლიციელებმა ნერვები მომიშალეს დასაფლავებაზე. მოვიდა გოგო, საყვარელი ადამიანი უნდა დაიტიროს და ეცნენ, სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთო, შეე კაი ადამიანოოოო, სად გაიზარდეე, ვინ გაგზარდაა, აცადე, კაცო, აცადეე.
ეეჰ, ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია.
დაა კიდეე... აი, "პაზლების ქურდს" რომ ვკითხულობდი, მაშინ მინდოდა დამესვა ეს კითხვა, მაგრამ ბოლო თავზე დაგეწიეთ კომენტარებში და იქ ისეთი ამბავი იყო აწეული, თავი შევიკავე.
ხოოოდააა, მოკლეედ, დორამებს ხომ არ უყურეებ????

დაძაბულობა ცოტა განიმუხტა კატოოო რამდენი ვიცინე ;დდდდდდდდდდდდდ შემოვიდა და ბრაზი "დაფერთხა" კომენტარებში ;დდდდდდ <3333333333333333 ძაან საყვარელი ხარ ოღონდ მართლა! <3 <3 ნაიას ირაკლის მოკვლით დაემუქრნენ და ამიტომ დუმდა პოლიციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში დამნაშავე, გამაღიზიანებელი და სუსტია ასეთ შემთხვევაში ვერც მე გავბედავდი ნაბიჯის გადადგმას. ირაკლი მისთვის ყველაფერი იყო და უნდოდა არ უნდოდა დადუმდა. მკვდარს ვერ უშველიდა, ცოცხალი ჯერ კიდევ გვერდით ჰყავდა. მაგრამ ახლა, როცა ის წაართვეს რაც ცხვრების გაგრძელებას აიძულებდა, წონასწორობა დაკარგა. ეგოისტია, მირანდაზე არ ფიქრობს, მაგრამ ვერ ვამტყუნებ. ასეთი ტკივილის კონტროლი ადამიანის იშვიათი ნიჭია და ბევრს არ გააჩნია. რაც შეეხება ბიჭებს... ყველაფერი ეტაპობრივად გამოჩნდება და თავადვე შეაფასებ <3 და ჰო... ბოლო კითხვასთან დაკავშირებით - აზია ჩემი კულტია! მთელი თავისი კულტურით და ფილმოგრაფიით! <3 <3 ;დდდდდ არავინ შემედაოს, მაგათ რომ სცენარები ეხერხებათ ვერცერთი ქვეყანა ვერ წაიტრიპაჩებს გვერდით! პ.ს. გავლენა იგრძნო აშკარად ;დდდ <3 <3 ფერი ფერს სცნობსო ;დდდ <3

 


№17  offline წევრი Everything

თავბედს ვიწყევლი რატომ დავიწყე საერთოდ კითხვა,გული ამომივარდა ტირილით,აი როგორ ან რატომ? ასეთი პერსონაჟი,როგორ გაიმეტეთ სასიკვდილოდ? ისიც არ ვიცი გავაგრძელო თუ არა, ცუდად ვარ....

 


№18  offline ახალბედა მწერალი belle...

Everything
თავბედს ვიწყევლი რატომ დავიწყე საერთოდ კითხვა,გული ამომივარდა ტირილით,აი როგორ ან რატომ? ასეთი პერსონაჟი,როგორ გაიმეტეთ სასიკვდილოდ? ისიც არ ვიცი გავაგრძელო თუ არა, ცუდად ვარ....


გააგრძელე, იქნებ დასასრულს თავი უკეთ იგრძნო <3 <3 <3

 


№19 სტუმარი ნ.ლ.

თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ირაკლი ზვარაკად უნდა შეწირულიყო და აქამდე გულის კუნთი არ გამხსნია. მაგრამ ფაქტმა ისე შემზარა, რომ ეს სიბერეში წასული ქალი ბოლო ხმაზე ვზლუქუნებდი და სიტყვებით დავიტირე მისი სიცოცხკე. ახლაც მოვთქვამ. ასე არც ერთი გმირი არ დამიტირებია " შერვაშიძეების" გარდა. მაგრამ ირაკლი ბევრად დიდი დანაკარგია. მინდა ნაიას გვერდით ვიდგე შურისძიების დროს და ასეც იქნება. მეც დავღარდრავ ყველას მასთან ერთად ყელს და სისხლში გავისვრი ხელებს. მათ დამპალ სისხლში. პირველად მაქვს შეგრძნება, რომ კაცის კვლა შემიძლია. ირაკლი მტკივა ????????????

 


№20 სტუმარი სტუმარი belle...

ნ.ლ.
თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ირაკლი ზვარაკად უნდა შეწირულიყო და აქამდე გულის კუნთი არ გამხსნია. მაგრამ ფაქტმა ისე შემზარა, რომ ეს სიბერეში წასული ქალი ბოლო ხმაზე ვზლუქუნებდი და სიტყვებით დავიტირე მისი სიცოცხკე. ახლაც მოვთქვამ. ასე არც ერთი გმირი არ დამიტირებია " შერვაშიძეების" გარდა. მაგრამ ირაკლი ბევრად დიდი დანაკარგია. მინდა ნაიას გვერდით ვიდგე შურისძიების დროს და ასეც იქნება. მეც დავღარდრავ ყველას მასთან ერთად ყელს და სისხლში გავისვრი ხელებს. მათ დამპალ სისხლში. პირველად მაქვს შეგრძნება, რომ კაცის კვლა შემიძლია. ირაკლი მტკივა ????????????


ძალიან დიდი ბოდიში რომ ასე გვიან ვპასუხობ კომენტარს და უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი ემოციებისთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს როდესაც მეუბნებით რომ ირალიმ ასე შემოაღწია თქვენს გულში, რადგან წლები გავიდა და ის ჩემს პირველ სიყვარულად რჩება, ჩემს პირველ პერსონაჟად რომელმაც სულ პატარა გოგო ემოციურად გამანადგურა მაშინ. მახსოვს როგორ ვწერდი მისი მკვლელობის ეპიზოდს, ცრემლი არ შემშრობია თვალზე და გული მეგლიჯებოდა ორად, მაგრამ სამწუხაროდ ისტორია გვაწერინებს თავის სიუჟეტს და არა პირიქით. ვერ აგიღწერთ ეს როგორ ხდება, უბრალოდ ვგრძნობ, ვხედავ, განვიცდი და ფურცლებზე გადმომაქვს, საიდან ვერ გეტყვით, რატომ ხდება კონკრეტული მოქმედება რომელიმე პერსონაჟის მხრიდან მაგასაც ვერ გეტყვით. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ ირაკლის დაკარგვა მხოლოდ ნაიასთვის არ ყოფილა სულის მოგლეჯის ტოლფასი... პირველი იყო, ირაკლი სულ პირველი იყო.. <3 <3 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამ ემოციების ხელახლა აშლისთვის, თითქმის დამავიწყდა როგორი ვიყავი ამ ისტორიის შექმნისას <3

პ.ს. ჩემი გვერდიდან ვერ ვაკომენტარებ პაროლი დამავიწყდა, სად ხარ გოგაააა ;დდდდდდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent