მწერლის ღამეები(თავი2)
-მომენატრები,ცუნცულ..-გადაეხვია თათია დაქალს და გარეთ გავიდა. -რა გაძლებს ხვალ დილამდე-დივანზე დაეშვა ქალი და ლეპტოპი გახსნა.საათს დახედა და ღამის 12 ხდებოდა-ადრე სულ ამ დროს ვწერდი-გაახსენდა,რომ მუზამ მუდამ ღამით მოსდიოდა,ისევ ჩახურა „საბეჭდი დაზგა“,როგორც თვითონ ეძახდა და ლოგინზე ტანსაცმლით დაეშვა.გაახსენდა,რომ მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო.“12-ზე მეწყება..“-გაიფიქრა და ლოგინიდან წამოდგა.საშხაპეში ტანსაცმლის გაუხდელად შევიდა,რაც მხოლოდ წყლის შხეფების შეხების შემდეგ გააანალიზა. ღამით ძლივს მოხუჭა თვალი.ამდენხნიანი პაუზა დეპრესიისკენ უბიძგებდა.“ნუთუ,ეს მართალია“-სამსაათიანი ძილის შემდეგ გამოეღვიძა და გარეთ გაიხედა.მზე ჯერ არ ამოსულიყო,პლედი მოიხვია და აივანზე გავიდა.სავარძელში დაეშვ,თვალები მინაბა და სახე ცისკენ ასწია ისე,თითქოს მზის სხივების შეგრძნებას ეწაფებოდა. -ჩემი პერსონაჟები ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ..-წარსულში საუბარში გამოიჭირა თავი და კიდევ უფრო დაიჯღანა..-იქნებ იმიტომ ვერ ვწერ,რომ თავად გავაუფასურე სიყვარული,ვნება..ყველაფერი ადვილი გავხადე?-ისევ მტკივნეულ თემას შეეხო და გულში რაღაც იგრძნო,თითქოს ვიღაც ან რაღაც ჩხვლეტდა. მზის ამოსვლას უღიმღამოდ უყურა.ეს უკანასკნელი ადრე მშვენიერი ემოციებით ავსებდა,მაგრამ ახლა,ახლა ყველაფერი შეიცვალა. -თქვენ გაქვთ ხუთი შეტყობინება...-ტელეფონის სასტიკი ხმა ჩაესმა და ფეხზე წამოდგა.თავადაც კი ვერ ხვდებოდა რატომ ვერ ხვდებოდა ამ უკანასკნელის მიზეზს. ორი ბებიასისგან იყო და უპასუხოდ დატოვა.მისი თავი ნამდვილად არ ჰქონდა.ამ რთულ პერიოდში ცდილობდა ყველასთან მინიმალური კონტაქტი ჰქონოდა.დანარჩენი სამი იმ ქალისგან იყო,, -მომდევნო თავი მინდა..მერი გათხოვდება?-წიკვინის ხმას გამოსცემდა ქალი.იქნებ ეს კარგიც იყო.იქნებ დაბრუნებოდა მირანდა ძველებურ საქმიანობას,გაეგრძელებინა წიგნი.იქნებ ეს იყო ის,რაც მის ცხოვრებას განაგებდა,ცვლიდა მას და მართავდა. -კარგი რა..თუ გაინტერესებს და მოგწონს რაღაც წლებიც დაუცდი..ახალი თავი მამაკაცივით არაა? ზოგი თავის ოცნების პარტნიორ წლობითაც კი უცდის..მთელი ცხოვრებაც?-სასწრაფოდ გაჩერდა.რა ფიქრებში გამოვიჭირე თავიო და სამზარეულოში გავიდა-სად არის ჩემი მადუღარა?-რაც მარტო ცხოვრობს საკუთარ თავთან საუბარს შეეჩვია. -გამარჯობა..-ისევ ჩვეულად შევიდა უნივერსიტეტის შენობაში. -ისე წიგნს არ აგრძელებ?-ადმინისტრაციაში მჯდომმა ქალმა მოიკითხა და თვალი ჩაუკრა-სტუდენტებს აინტერესებს და არა მარტო..-მირანდამ აღარ დაასრულებინა სათქმელი.. -აუ,ყველა ამას როგორ მეკითხება!-უკმაყოფილოდ წავიდა კიბეებისკენ. მთელი დღე უხასიათოდ იყო.ეს ხალხიც უკვე ისე აღიზიანებდა,რომ ლამის იყო სადმე გადაკარგულიყო.“პატარა ქოხი დედამიწის მეორე მხარეს კარგი იქნებოდა..“-გაიფიქრა და მანქანა დაქოქა. -ჩემი გოგო..-თათიას დივანზე ჩამოუჯდა და მხარზე თავი დაადო-იცი,როგორ დავიღალე? ყავა მომიდუღე რა..-თვალები შეანათა მეგობარს და წამოიწია. -ახლავე..ისე გუშინ ბარში რომ არ იყავი როგორ მოხდა? -მე ჩემს საყვარელ დაქალს დავუთმე დრო-თვალი ჩაუკრა თათიას და იდაყვს დაეყრდნო. -არც მერე წასულხარ? ხომ შეგეძლო..-მის სიტყვებზე გაეცინა მირანდას და თავი გააქნია.. -მიდი ყავას მიხედა.. -აი,ყავაც და ყურძენით,ერთად იცი როგორ „ასწორებს?“-გევრდით მიუჯდა თათია დაქალს. -ცალ-ცალკე მირჩევნია..-გაეღიმა მირანდას..-შენ ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ხარ,არა?-ირონიით ჰკითხა მეგობარს. -შენ იცი ამაზე ჩემი აზრი..შენ უფრო თავისუფალი გოგო ხარ..ეტყობა,მწერლობამ იცის მსგავსი რამეები. -და შენ ამას აღრევას ეძახი?-თავი გააქნია მირანდას..-ისე მგონი ამის გამოა რომ ვეღარ ვწერ..იქნებ გავაუფასურე სიყვარული.. -უკვე რამდენთან იყავი ისიც აღარ იცი-გადაიხარხარა თათიამ,თუმცა მისი ირონია დაქალს არ წყენია,ყავა მოსვა და შემდეგ თათია შეათვალიერა. -იქნებ დროა შევეშვე მსგავს ..-თვალი გაუსწორა დაქალს და ყურძნის თეფში აიღო. -ალბათ,დროა,მაგრამ მე შენს საქმეში არასდროს ვერევი..მესმის,რაც გადაიტანე მას შემდეგ ძნელია.. -გოგო,დღეს ბებიაჩემს უნდა დავხვდეთ,2-ზე აქ იქნება.დილა დამხდა შეტყობინებები..სხვათაშორის ის უკუღმარში შუახნის მასხარაც მირეკავდა..აუ,ის ედავიღალე..უნივერსიტეტში,წიგნი აკერიათ პირზე..რით ვერ შეიგნი ამ ხალხმა,რომ ვეღარ ვწერ..-სევდიანი თვალებით ახედა დაქალს. -მესმის შენი..დღეს სამსახურში მეც დამღალეს...-ყავა მოსვა და საათს ახედა..-9 ხდება..2-მდე დარჩები,ჰო? -კი,დავრჩები..გუშინ აჩიკო იყო კარებთან,რომ არ გავუღე.ეგ კაცი მომიღებს ხოლოს.უკან დამსდევს,მე კი სულ არ მაინტერესებს.. -იქნებ მისცე შანსი? უბრალოდ გადადგი ახალი ნაბიჯი.ადრე არ გინდოდა მსგავსი არაფერი,მაგრამ იქნებ დროა.. -არ ვიცი რისი დროა,მაგრამ ბარს შევეშვი..-გაუღიმა დაქალს..-არანაირი უსახელო ღამეები..ჩემი ღამეები,ჩემი ნამდვილი ღამეები მაშინ იყო,როცა საწოლზე დახევრად მიწოლილი,“ვორდში“ ვწერდი..აი,მაშინ იყო..-ცრემლი მოადგა თვალზე და თათიას გადაეხვია.. -კიდევ იქნება.. -ვინ იცის..-სახე დამანჭა და ფეხზე წამოდა..-ბებიაჩემს არაფერი უთხრა ჩემი ცხოვრების შესახებ..დამპირდი-ემოციები მოთოკა.. -რა თქმა უნდა,არ ვეტყვი.შენ სულელი ხარ?-სიცილით წამოდგა ფეხზე თათია. -კიდევ კარგი სექსს შენნაირად არასდროს ვუყურებდი,თორემ ახლა განადგურებული არ ვინქნებოდი?-ნათელი წერტილი მოძებნა და მეგობარს თვალი ჩაუკრა. -მაშინ ასე არც მოიქცეოდი..-შეეწინააღმდეგა თათია-იცი დღეს ვინები მოდიან? -არ ვიცი.ვინ? ვინმე დაპატიჟე?-სახე შეეეცვალა ქალს და დოინჯით შეხედა თათიას. -თიკო და ანა..ჩემი გოგოები.. -რამდენი ხანია არ მინახავს..-ჩაფიქრდა მირანდა.. -ახლა ნახავ-გაცისკროვნებული თვალებით წამოხტა თათია და ხელი ტელეფონს დასტაცა. -აუ,რა გოგოა განახა-აჩიკომ ძმაკაცს შეხედა და გაიტრუნა. -კარგი რა,აჩო,სულ არ გაქცევს ყურადღებას..იქნებ ვინმეს ხვდება?-ლევანთან მირანაზე ყველაეფრი აქვს მოყოლილი. -არა,არ ყავს-კატეგორიულად წარმოთქვა აჩიკომ და ძმაკაცს თვალი ჩაუკრა. -არ არსებობს.რა იცი? -უბრლოდ ვიცი..მაგვიანდება..მას ვნახავ..-გაღიმებული სახით გაიხურა სახლის კარები და სპორტული ჩანთა მხარზე გაისწორა. -გამარჯობათ,ბიჭებო და გოგონებო-მიესალმა იქ მყოფთ და გასახდელისკენ წავიდა.“მირანდა აგვიანებს?“-ჰკითხა საკუთარი თავს და გამოცვლა დაიწყო. -შენთან გამოვიდნენ და მერე სადმე გავიდეთ..ვნახოთ..-მანქანა აჩერებდა და თან თათიას ელაპარაკებოდა. -კარგი,რომ მორჩები გამომიარე..მაშინვე იცოდე..-ტელეფონი გათიშა და კარები შეაღო.აჩიკო უკვე პოსტზე იყო. -მირანდა,ვიფიქრე აღარ მოვაო..-ქალს კარებთან შეეფეთა.მირანდას თვალში მოხვდა მისი ნავარჯიშევი სხეული,აჩიკო ხომ მაისურს არასდროს იცვამს. -პუნტქუალური არ ვარ..-ირონიით წავიდა გასახდელისკენ. -რა გოგოა-აჩიკომ ბიჭებს გახედა და ვარჯიში განაგრძო. ქალი პირველად სარბენ ბილიკზე დადგა და ყურში ნაუშნიკები გაირჭო.არ უნდოდა აჩიკოს ხმის გაგება.ეს მასზე გამაღიზიანებლად მოქმედებდა.ერთხელ კი უთხრა თათიამ იმიტომ ღიზიანდები,რომ გაინტერესებსო,მაგრამ მირანდა მას ყურს არ უგდებს,შენ კაცების რა გაგეგებაო. როგორც ერთი შეხედვით ჩანს,მირანდას საყვარელი მამაკაცი არ ჰყოლია,მაგრამ ეს არაა მართალი.ერთი თვით ადრე,სანამ მშობლებს დაკარგავდა,შეყვარებულის ღალატის შესახებ გაიგო და გაგიჟდა.არადა,ისე უყვარდა..მერე მშობლებიც დაკაკარგა.ამ უკანასკნელმა კი მთლად გაანადგურა.ბარებში სიარული გამიზნულად არ დაუწყია.თავიდან უნდოდა საბასთვის სამაგიერო გადაეხადა.პირველად,როცა უცნობთან დაწვა,საერთოდ არაფერი უგრძნია,პირიქით,ოდნავი შვებაც კი იგრძნო.არც სინდისი ქეჯნიდა და არც არაფერი,შემდეგ კიდევ წავალ-ერთ ორჯერო..და მერე შეყვა..შეყვა და იშვიათად თუ ტოვებდა დღეს. მთელი ორი საათი გარემოს მოწყვეტილი ვარჯიშობდა..გულში მუსიკის მელოდიას ღიღინებდა და აჩიკოს,რომელიც თვალს ვერ აშორებდა ზედაც კი არ უყურებდა. -თიკო და ანი..-გადაეხვია თათია დაქალებს..-ნინიც მალე მოვა,მანამდე ყავას დაგალევინებთ..-წინადადებები ერთმანეთზე მიაყარა გოგონამ და სამზარეულოსკენ წავიდა. -ჩვენც წამოვათ..-გამოედევნენ გოგონები. -აუ,ერთი ბიჭია.როგორც მირანდა ამბობს,უსიმპათიურესი და უსექსუალურესია..-გაფორმებები დაიწყო თათიამ..-გიჟდება ჩვენს გოგოზე,ის კი ზედაც არ უყურებს. -შენ ალბათ ძალიან აწვები არა?-თვალი ჩაუკრა თიკომ და სკამზე ჩამოჯდა. -შენ თავს რომ მიხედო..-ანას სიცილი აუტყდა.ეს უკანასკენლი ხომ მისი განუშორებელი ატრიბუტია. -აბა,აბა..-ყავა დაასხა თათიამ და დაქალებს გვერდით მიუჯდა.. -მძიმე პერიოდი ჰქონდა და აცადე..-როგორც იქნა,ამოისუნთქა ანამ და გოგონებს თვალი გაუსწორა. -ასეთ ლამაზ ტუჩებს პატრონი ჰყავს,ნეტა?-მირანდასკენ წავიდა აჩიკო.ქალი უკვე მანქანაში ჯდებოდა,როცა მისი ხმა მოესმა და ფხუკუნით შემობრუნდა.ტუჩები დაპრუწა და ირონიულად გახედა მამაკაცს. -რა გაინტერესებს ვინმეს ვხვდები თუ არა? -დაახლოებით..-მკაფიო სიტყვებით ხომ იშვიათად საუბრობს. -არა!-ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა. -კიდევ უარს ამბობ შეხვედრაზე?-იმედიანად შეხედა ქალის მადიან ტუჩებს დანერწყვი მძიმედ გადაყლაპა.. -მოვიფიქრებ...-წამსვე მოსწყდა ადგილს მირანდას მანქანა. -საღამოს დაგირეკავ..-ცარიელ სივრცეს მიაშტერდა აჩიკო და თავის მანქანიკენ წავიდა. „არაჩვეულებროივი ხართ..უბრალოდ საოცრება..თქვენს ერთ თავს ექვსი თვე კი არა ექვსი წელიც კი დავუცდი..“-სახლის კიბეებზე იყო,როცა მოწერილი წაიკითხა და გაეცინა.ეს ერთადერთი ადამიანი იყო,ვინც მსგავს რამეს წერდა.“ხომ ვამბობდი“ გამომეტყველებით შევიდა გოგონებთან და ტელეფონი ჩანთაში ჩააცურა. -მირანდა..-ორივე ერთდროულად ჩაიკრა გულში ქალმა.. -ულამაზესი ხარ..-ანამ თვალები მიანათა მირანდას და შემდეგ თათიას შეხედა. -უკეთესობისკენ წასულხარ..-თიკომ გაუღიმა მირანდას..-გარეგნობით..-დასძინა და დივანზე ჩამოჯდა. -შინაგანადაც არ შევცვლილვარ..-გაუღიმა ქალმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხდა..-დამტყდა ფეხები..-ჩვეულად დაიწყო ბუზღუნი და დივანზე ფეხები მოკეცა.. -აბა,რა არის ახალი? ვიღაც აჩიკოო?-თვალები დაჭყიტა თიკომ. -აუ,რა გრძელი ენა აქვს ამ თათიას..-უკმაყოფილოდ წარმოთქვა მირანდამ და ყავის ჭიქა აიღო..-ყურადღებიანო!-ირონიით შეხედა დაქალს. -გიჟდებაო და რაღაც...-ანამ დაქალის სიტყვები განაგრძო. -მოვიფიქრებ-მეთქი,დავაიმედე..-გადაიხარხარა მირანდამ. -მართლა? -აუ,გეყოთ..მთავარი რა არის იცით? დღეს გადავწყვიტე დავემშვიდობო პოსტდეპრესირებულ ყოფას და ძველებურად განვაგრძო.. -ანუ? -ანუ ბარებსა და კაცებს შეეშვა...-გადაიხარხარა თათიამ. -ეს დასაწყისია...-თვალი ჩაუკრა გოგონებს და ფეხზე წამოდგა..ახალ თავს დავიწყებ..ჩემი ღამეები იქნება ისეთი,როგორიც უწინ იყო...ისევ ისეთი მირანდა ვიქნები...-ლამის იყო ხტუნვა დაეწყო ქალს.. -ანუ ბრუნდება მწერლის ნამდვილი ღამეები?-ფრუტუნით თქვა თათიამ და გოგონებ გადახედა. -ბრუნდება..-მირანდამ ტელეფონს დახედა და შეტყობინება თავიდან წაიკითხა,ისევ გაეღიმა და შემდეგ დაქალს შეხედა.. -მჯერა..რომ ბრუნდები,მაგრამ უფრო მყარად მინდა ვგრძნობდე ამას..-თათიამ თვალები დაქაჩა და მირანდას მკაცრი მზერა ესროლა..-აჩიკოს უნდა შეხვდე.. „ამასაც მოსცლია..“-გაიფიქრა მირანდამ და პასუხის ნაცვლად ყავის ჭიქა მიიდო ტუჩებთან და სმის იმიტირება გააკეთა..“ამას თავს მაინც ვერ დავაღწე..ვერც ყავით და ვერ...“-უკმაყოფილოდ გაიფიქრა და გახედა თათიას,რომელიც მოლოდინის მდგომარეობაში იჯდა და წაზრდილ ფრჩხილებს მაგიდაზე ათამაშებდა. -ჰა.რა მოიფიქრე?-სულსწრაფად ჰკითხა მირანდას და თავი თიკოს მხარზე მოათავსა. ___ ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.