ვნებების ქარცეცხლში ( 4 თავი )
4 თავი იმ საღამოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ საშინლად დავიღალეთ. სახლში მისულებს ბიჭები უკვე ადგილზე დაგვხვდნენ და ვიდეო თამაშებით ირთობდნენ თავს... უნდა გენახათ მაგათი ხმა ეზოშიც კი ისმოდა ისეთ დღეში იყვნენ. საღამოს საჭმელი შევუკვეთეთ რადგან ფეხზე ძლივს ვიდექით, ბიჭებმა პოპკორნი მოამზადეს და ფილმის ყურებაში გავიყვანეთ დრო. უნდა გენახათ ახლად გამომცხვარი შეყვარებული წყვილი რა დღეში იყო, ერთმანეთს ვერ აადღლეძდი, სიამის ტყუპებივით მიწებებოდნენ ერთმანეთს. ასეთ ბედნიერებს რომ ვხედავთ გულში სითბო მეღვრებოდა. ეს დღე ჩემთვის და იოანესთვისაც მშვიდი გამოდგა ყოველგვარი კბენების და ირონიის გარეშე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ზოგჯერ ვამჩნევდი როგორ მიყურებდა, მთელი ფილმის მანძილზე, უჩვეულო მზერას მომაპყრობდა ხოლმე და როგორც კი მისკენ გავაპარებდი თვალს ტელევიზორის ეკრანს შეხედავდა მოჩვენებითი ინტერესით, გულის სიღრმეში ამით ვხალისობდი კიდეც. დაახლოებით თორმეტი ხდებოდა დასაძინებლად რომ წავედი, როგორც მივხვდი იოანეც მალე დაწვა რადგან სანამ ჩამეძინებოდა გავიგე მისი ოთახის კარის ხმა, რომელიც ჩემი ოთახის პირდაპირ იყო. დილით ნინეს ყვირილმა გამაღვიძა ეზოში თავგანწირვით ღრიალებდა და შველას ითხოვდა. შეშინებული წამოვხტი და აივანზე გავარდი. სანახაობამ გამაცინა და წამის წინ განცდილი შიში სულ დამავიწყდა. ჩემი ძვირფასი დაქალი ხეზე იყო ჩამოკიდებული და ცდილობდა პირუტყვი შეყვარებულისგან და იოანესგან თავი დაეღწია რომლებიც გაყინული წყლით იდგნენ და სიცილით იხოცებოდნენ. - ტასო გეხვეწები ჩამოდი მიშველე - ამომძახა მუდარის თვალებით დაქალმა, როგორც კი აივანზე გასული შემამჩნია. ნინეს ყვირილი და ოთხი წყვილი თვალი ჩემსკენ მომართული ერთი იყო. იოანემ უცნაურად ამომხედა და შევამჩნიე ენით ტუჩები როგორ გაისველა, ახლა აღმოვაჩინე, რომ ტანზე მოკლე თეთრი ატლასის შორტი და გიპიურის ზედა მეცვა, რომელიც ბოლომდე ვერ მიფარავდა მოშიშვლებულ მკერდს. - ჯანდაბა... - ამოვიძახე და ოთახში შევედი, სწრაფად ჩავიცვი შავი შორტი ყვითელ ტოპთან ერთად და ბაღისკენ ავიღე გეზი. ადგილზე მისულს ნინე ისევ ხეზე დამხვდა და ცდილობდა იოანე დაერწმუნებინა, რომ ყინულიანი წყლის გადავლება არ შეიძლება ჯანმრთელობისთვის და საკუთარ თავზე თვითონვე კვდებოდა სიცილით. ამჯერად ვაჩე მარტო იყო ბრძოლის ველზე, არაბული სადღაც გამქრალიყო. - ტასო გთხოვ რამე უთხარი შენ ველურ ძმას და მომაშორე აქედან - როგორც კი დამინახა მაშინვე მუდარაზე გადმოვიდა დაქალი. - ვაჩე დაანებე თავი და საერთოდ ამ დილაადრიან რა მოგელანდათ - ტასო გაჩუმდი თორე ნაკლები დღე არც შენ გელის - დამემუქრა ვაჟბატონი და ბოროტად ჩაიცინა. - არც კი იფიქრო ვაჩე მაგ წყლის გადავლება თორე სიცოცხლეს გაგიმწარებ - დავემუქრე სიცილით და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე - მერე ვინ გითხრა რომ მე რამეს ვაპირებ - გაიცინა და ჩემს უკან გააპარა მზერა. მოახლოებული საფრთხის შიშით, ფრთხილად მივბრუნდი უკან და ხელში მომღიმარი არაბული შემრჩა, რომელსაც ყინულიანი წყლით სავსე ვედრო ეკავა ხელში და აციმციმებული თვალებით შემომცქრეოდა. - იოანე არც კი გაიფი...- წინადადება ვერც კი დავასრულე ისე დამაცალა ყინულიანი წყალი თავზე. წამით კივილი მოვრთე ვგრძნობდი წამიერად როგორ შევწყვიტე სუნთქვა. ყინულიანმა წყალმა მოულოდნელობისგან გამაშეშა, ყინულის ნატეხებს კი ჩემი ტოპის შიგნით ვგრძნობდი, რომლებიც მკერდის სითბოსგან გალღობას ლამობდნენ. - ვერ გადამირჩები - კანკალით ამოვთქვი და იოანეს გავხედე, რომელიც უკვე გასაქცევად ემზადებოდა. ნინე და ვაჩე კი სიცილისგან იგუდებოდნენ, ჯერ იმ ორს გავხედე მერე კი მთელი ძალით გავექანე არაბულისკენ, რომელიც თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილიდან. - იოანე საკუთარი ხელით დაგახრჩობ - დავიყვირე სახლში შესულმა, როცა იოანეს თვალი ვერ მოვკარი. - არაფერი გამოგივა პატარა ქალბატონო - სიცილით ჩამომძახა მეორე სართულიდან. მაშინვე სამზარეულოში შევედი მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე და გეზი მეორე სართულისკენ ავიღე. სათითაოდ შევამოწმე ჯერ ვაჩეს და ნინეს ოთახი, მერე კი იოანეს ოთახისკენ წავედი. - ვიცი რომ აქ ხარ და იცოდე პასუხს აგებ ამისთვის - დავუძახე სანამ შევიდოდი და კარის სახელური ჩამოვწიე - მერე საიდან დაასკვენი, რომ მანდ ვარ - სანამ კარს გავაღებდი, თავი ჩემი ოთახიდან გამოყო და კმაყოფილი მზერა მომავლო - მშვენივრად გამოიყურები პატარავ- გაიცინა და მზერა სველ სხეულზე მომავლო - განსაკუთრებით შენს მაისურს მოუხდა დასველება - ახლა თვალები ჩემს მკერდზე შეაჩერა, რომელიც ურცხვად უმზერდა სველი ტოპიდან. - უზრდელი, გარყვნილი და საძაგელი ხარ იოანე - თვალებში ჩავხედე გაბრაზებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი არაბულისკენ და ჩვენს შორის მანძილი ფრთხილად შევამცირე - მაგრამ ამისთვის პასუხს აგებ - კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და კარში მდგომ არაბულს ცივი წყალი დავაცალე თავზე. - ესეც, შენ მოგიხდება თავხედო - გავიცინე გაქცევა დავაპირე, როცა იოანეს ხელი ვიგრძენი მაჯაზე. - არც იფიქრო რომ ასე გამოძვრები - თქვა სულ მთლად გალუმპულმა, მარჯვენა ხელით სახიდან წყლის წვეთები მოიშორა მარცხენა ხელით თავისკენ დამქაჩა და წამის მეასედში აღმოვჩნდი ჩემს ოთახში კარზე აკრული - ხომ იცი შენი დასჯის სურვილი აქამდეც მქონდა პატარა ქალბატონო, ახლა კი ორმაგად მოგთხოვ პასუხს. - თქვა და ორივე ხელით კარს დაეყრდნო, მე კი აღმოვჩნდი მის მკლავებს შორის მომწყვდეული. - რას აკეთებ? თვითონ გამომიწვიე გახსოვს? - გაბრაზებულმა ამოვიგმინე და ხელის გულები მკერდზე მივადე, რომ გამეწია მაგრამ ადგილიდან ვერც კი დავძარი, სამაგიერო მისი მკვრივი სხეული თავიდან ბოლომდე აღიქვა ჩემმა ხელებმა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მაისური სველი იყო ხელის გულებზე უჩვეულო სიმხურვალე ვიგრძენი - ვაჩე გამიშვი - დანებებით ამოვთქვი და თვალებში ჩავაჩერდი. აი აქ კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი. მისმა ტყისფერმა თვალებმა თითქოს სიღრმეში ჩამითრია, ვუყურებდი მის მწვანეებს და ვცდილობდი ამღვრეულ თვალებში რამე ამომეკითხა, წამით საკუთარი თავიც კი დავლანდე მათში. ვიგრძენი უჩვეულო ვნებამ როგორ დამიარა მთელ სხეულში. - ყოველ ჯერზე თავად მიწვევ პატარა ქალბატონო - ოდნავ შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა და ჩვენს შორის მანძილი უფრო მეტად შეამცირა, იმდენად რომ მისი ცხელი და გახშირებული სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა - ასე გემრიელად რომ არ გამოიყურებდე არც არაფერი მოხდებოდა პატარავ - ეს თქვა და სველი, მხურვალე ტუჩები მომაკრო მფეთქავ არტერიაზე. გაინტერესებთ რა დამემართა? მთლიანად ჟრუანტელმა დამიარა, თვალები წამით მიმელულა და ვიგრძენი როგორ გამიხშირდა გულის ფეთქვა. ხელებით კარს მივეყრდენი, რომ არ ჩავკეცილიყავი. - არაფერი მოხდებოდა ასე რომ არ გადაგყავდე ჭკუიდან - ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა ყურთან, ღრმად ამოისუნთქა იმდენად ღრმად რომ მეგონა სურდა მთელი ჩემი სურნელი შეეყნოსა. - ეე ხალხო სად ხართ? - ვაჩეს ხმამ დამაბრუნა რეალობაში რომელიც პირველი სართულიდან გაჰკიოდა. - ამ ჯერადაც გადამირჩი პატარა ქალბატონო - ცერა თითი ცხვირზე დამკრა - მარჯვენა ხელი წელზე შემიცურა კარებს მომაშორა და გაუჩინარდა. მეკი ვიდექი გაშეშებული და საოცარ სითბოს და აღელვებას ვგრძნობდი. წესით უნდა ვბრაზობდე მის ასეთ გამოხტომებზე მაგრამ გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებ. ეს ის მომენტია, როცა მის უბრალო შეხებასაც კი ჭკუიდან გადავყავარ. თითები არტერიაზე ჩამოვისვი, სადაც წუთის წინ იოანემ მხურვალე და სველი კოცნა დამიტოვა. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და უკვე განცდილი აღელვება მეორედ გამოვცდე. - რას შვრები - კარი შემოგლიჯა ნინემ და მეც რეალობას დამაბრუნა - რა სახე გაქვს კარგად ხარ? - გაიღიმა წერეთელმა და საწოლზე ჩამოჯდა. - კი კი კარგად ვარ - მივაყარე დაქალს და კარადა გამოვაღე - სააბაზანოში უნდა შევიდე და გამოვალ, შენ როგორ გადაურჩი მშრალი ჩემ ძმას? - ვეცადე ყურადღება გადამეტანა და ჩემში მოგიზგიზე ცეცხლი ჩამექრო. - დავემუქრე რო გავებუტებოდი და დამინდო - გაიცინა ნინემ - როგორც ჩანს იოანეზე შური იძიე - თვალით შემოსასვლელში დაღვრილ წყალზე მიმანიშნა და გაიღიმა. - ხო აბა მე რო გამყინა კარგია? - მხრები ავიჩეჩე - მიდი, მიდი მოწესრიგდი ბიჭები საქმეზე მიდიან მე ბლინების გაკეთებას დავიწყებ და ჩამოდი, დღეს განტვირთვა არ გვაწყენდა. - მომაძახა უკვე კარში გასულმა წერეთელმა. ჩემი ნივთები ავიღე და აბაზანაში შევედი. გონებიდან არ მშორდებოდა ის რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა... ყოველ გახსენებაზე არტერიას ვეხებოდი და სიამოვნებისგან მეღიმებოდა. ჯანდაბა, ნუთუ იოანე მომწონს... არა შეუძლებელია! შემოვუძახე საკუთარ თავს. როგორ შეიძლება ასეთი უტაქტო გარყვნილი მოგეწონოს. - სამაგიეროდ უზომ სექსუალური და მიმზიდველია - არ დააყოვნა მეორე მემ. კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე შხაპის ქვეშ და გავაგრძელებდი ჩემს ფიქრებთან ბრძოლას რომ არა ტელეფონის ხმა. სწრაფად გამოვედი აბაზანიდან ხალათი მოვიცვი და ტელეფონს დავწვდი. დედა რეკავდა. - ტასო დე როგორ ხარ - კარგად დე თქვენ როგორ ხართ? - არაგვიშავს, საქმეები თავზე გვაყრია და ვცდილობთ გავუმკლავდეთ - გაეცინა - თქვენ რას შვრებით მშვიდობა გაქვთ სახლში? - კი დედა მშვიდობა გვაქვს, ხვალ კურსელები რესტორანში მივდივარ და მერე ალბათ სადმე წავალთ რამდენიმე დღით გამოცდა ერთ კვირაში გვაქვს მაინც. - მშვენიერია დედი, გაერთობით... იოანეს ხომ კარგად შეეწყვეთ? ძალიან კარგი ბიჭია ვიცი მალე დაუმეგობრდებით - კი გადასარევად - ჩემთვის ჩავილაპარაკე - რა თქვი დე? - არ დააყოვნა დედაჩემმაც - არაფერი დედა შევეწყვეთ კი, ნორმალურადაა ყველაფერი თქვენ ნუ იდარდებთ - დავამშვიდე მაკა - კარგი დე.. მომიკითხე ბავშვები გკოცნით ყველას და დამირეკეთ ხოლმე მაინც ვნერვიულობ დედი. - კარგი მაკა რა განერვიულებს... შენც მომიკითხე ყველა გკოცნით - დედაჩემს დავემშვიდობე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. შემოსასვლელში დაღვრილი წყალი ავწმინდე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი სადაც ნინე თავის საფირმო ბლინებს აცხობდა. - როგორი სურნელიაა - აღვნიშნე შესვლისას და დაქალს ლოყაზე ვაკოცე მადლიერების ნიშნად. - დედამ დარეკა მოგვიკითხა. - ხო დილით მეც დამირეკა მამაჩემმა, აუ მიდი ბანანი და ნუთელა გამოიღე რა მაცივრიდან - დაქალის ნებას დავყევი და ახლა ბაბაის დაჭრა დავიწყე - ბიჭები გავიდნენ ეჩქარებოდათ ჩვენც ვჭამოთ და რამე ფილმს ვუყუროთ. - კარგი მაშინ ამ ბანანს აქ დავდებ - მივუთითე უკვე დაჭრილ ბანანზე - შენთვის მომინდია, მე კი წავალ ფილმს ავარჩევ. მთელმა დღემ ისე ჩაიარა რომ ბიჭები არ გამოჩენილან, მედა ნინემ ფილმს ვუყურეთ სახლი მივალაგეთ ვახშამი მოვამზადეთ და ასე გავიყვანეთ დრო. თერთმეტი ახალი დაწყებული იყო ვაჩე რომ მოვიდა. - რას შვრებით გოგოებო - ორივეს შუბლზე გვაკოცა მისაღებში შემოსულმა ვაჩემ და ნინეს გვერდით დაიკავა ადგილი - რა ვიცი ტელევიზორს ვუყურებთ და უკვე დაწოლას ვაპირებდით, სად ხარ ვაჩე აქამდე ან იოანე სადაა - კითხა ნინემ. - ფერია საქმეები გვქონდა, ვაჩე კლუბში დავტოვე ლუკასთან ერთად და თვითონ მოვა გვიან ტაქსით - შენ რატომ არ დარჩი? - გამომცდელად კითხა წერეთელმა - სახლში შენ მელოდებოდი და შენი აზრით კლუბში გავჩერდებოდი? - გულზე მიიხუტა ნინე და თავზე აკოცა. - უკვე ზედმეტად ვგრძნობ თავს - გამეღიმა ასეთებს რომ ვუყურებდი - მე წავალ დავწვები მეძინება - ვთქვი და დივნიდან წამოვდექი - კაი რა ჯერ რა დროს ძილია ტასო - ამოიწუწუნა ნინემ - ცოტა თავი მტკივა და დავიძინო ჯობს -ვიცრუე - ძილინებისა ნუ იცელქებთ იცოდე - გავუცინე და კიბეებისკენ ავიღე გეზი - ძილინებისა წიწილა - სიტყვები უკან დამაწია ჩემმა ძმამ. სინამდვილეში საერთოდ არ მეძინებოდა, თავი უცნაურად ვიგრძენი და ცოტა ბრაზის მომერია რომ გავიგე იოანე კლუბში იყო. არ ვიცი რა მემართება, საკუთარ თავს ვერ ვცნობ. როგორ შეიძლება სამ დღეში ადამიანმა ასეთი გავლენა მოახდინოს შენზე. ცოტა არ იყოს ვიეჭვიანე კიდეც წარმოვიდგინე როგორ ეტორღიალებოდნენ იოანეს კლუბში მოცეკვავე თოჯინები. საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ არაბულზე ამდენს ვფიქრობდი სასწრაფოდ ჩავიცვი საღამურები და საწოლში შევწექი. არ მახსოვს რამდენი ვიწრიალე მაგრამ ისე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში ვერც კი გავიაზრე. შუაღამეს რაღაც უცნაური ვიგრძენი, თითქოს ვიღაც თმაზე მეფერებოდა, და რაღაცას მეჩურჩულებოდა ვერ გავარჩიე სიზმარი იყო თუ ცხადი მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი ამიტომ გამოღვიძება არც კი მიფიქრია. მეორე დღეს საკმაოდ გვიან გამეღვიძა. ბიჭები გასულები იყვნენ არც ნინესთვის მიკითხავს იოანე მოვიდა თუ არა სახლში არ მინდა იფიქროს რომ ზედმეტად ვინტერესდები არაბულით, ჯერ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები ამაში. საღამოს ექვსისთვის მომზადება დავიწყეთ რესტორანში რვაზე უნდა ვყოფილიყავით ამიტომ ვცდილობდით არ დაგვეგვიანა. რვის ნახევარზე უკვე ორივე მზად ვიყავით, კმაყოფილებმა ავათვალიერეთ საკუთარი თავები სარკეში და რესტორნისკენ ავიღეთ გეზი. მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და დიდი გრაციოზულობით გავემართეთ შესასვლელისკენ. რესტორნის წინ რამდენიმე ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდა, მათი დაჟინებული მზერა არ გამოგვრჩენია ამიტომ უფრო მეტი თავდაჯერებულობით შევაბიჯეთ რესტორანში და ჩვენი ჯგუფელებისკენ ავიღეთ გეზი. - ოჰოო ეს ღვთაებრივი ქმნილებები ვინ არიან - კომპლიმენტმაც არ დააყოვნა და ორივეს გადაგვეხვია მათე - ეჭვი მაქვს დღეს აქ რაღაც მოხდება, კბილებით მოგვიწევს ამათი დაცვა - მხარი გაკრა მის გვერდით მდგომ ნიკას. - მათე ნუ სულელობ რაღაცებს, არაფერი მოხდება ნუ იცი გაზვიადება - ხო ნინე ეგრე გეგონოს შენ - კბილებში გამოსცრა ნიკამ და ჩვენს უკან გაიხედა, მისი მზერა კი რესტორანში შემოსული იმ ბეჭებისკენ იყო მიმართულია, რომლებიც რესტორნის შესასვლელთან იდგნენ წამის წინ. - კარგი ბიჭებო დამშვიდდით, ხომ არ დაგავიწყდათ აქ გასართობად ვართ - დავამშვიდე ბიჭები და მათ გვერდით დავიკავეთ ადგილი. საღამო სასიამოვნოდ მიმდინარეობდა, ბევრი ვიცინეთ ვიხსენებდით კურიოზებს და გამოცდების დროს მათეს ჩატარებულ სპექტაკლებს ვიხსენებდით, როგორ ცდილობდა ყურადღება გაეფანტა დამკვირვებლისთვის რომ ნინეს მათეს ტესტი შეუმჩნევლად დაეწერა და გაეცვალა. ალკოჰოლს არ გავკარებივარ რადგან საჭესთან ვიჯექი მაგრამ არც მჭირდებოდა თავს ზედმეტად კარგად ვგრძნობდი. - ტას ვაჩემ მომწერა რომ გამოივლის ხომ არ გეწყინება რომ ცოტა ადრე წავიდე? - მუდარის თვალები მომანათა დაქალმა - რა უნდა მეწყინოს გაგიჟდი? გაყევი და ცოტახანში მეც წამოვალ - დავამშვიდე დაქალი. როგორ შევუშლიდი ხელს შეყვარებულ წყვილს. - მაშინ ბავშვებს დავემშვიდობები და გავალ მალე აქ იქნება უკვე - ლოყაზე მაკოცა დ წასასვლელად წამოდგა წერეთელი. დრო ისე სწრაფად გადიოდა ვერც კი ვამჩნევდით თორმეტი ხდებოდა მათემ რომ მითხრა ორისკენ კლუბში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. იქიდან გამომდინარე რომ საჭესთან ვიყავი და ამ საოცრად არაკომფორტულმა ფეხსაცმელმაც ფეხები დამამტვრია, უარი ვუთხარი. - შეიძლება ვიცეკვოთ? - როგორც კი ვალსის მუსიკა ჩაირთო მაშინვე გაჩნდა ჩემს წინ ერთ-ერთი ბიჭი გვერდითა მაგიდიდან. ზუსტად ის, რომელიც მთელი საღამო დაჟინებით მიმზერდა. შევატყვე რომ საკმაოდ ბევრი ქონდა დალეული, მისგან წამოსული ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნი არასასიამოვნოდ მელამუნებოდა ცხვირში. - არ მგონია კარგი იდეა იყოს - ვეცადე ზრდილობიანად გამესტუმრებინა. - კარგი რა უბრალოდ ერთი ცეკვაა - არ ნებდებოდა უცნობი. - არ ვარ შენთან ცეკვის იდეით მოხიბლული ასე რომ არა! - ახლა უკვე კატეგორიული ტონით მივმართე. - ან უბრალოდ უკარებას როლის თამაში გინდა - ირონია არ დააკლო უცნობმა და ჩაიღიმა . - ტას ყველაფერი რიგზეა? - უკვე შეტევაზე გადასვლას ვაპირებდი მხარზე რომ ნიკას ხელი ვიგრძენი და მაშინვე მადლობა გადავუხადე თვალებით. - კი ყველაფერი რიგზეა, ვიცეკვოთ? - წამოვდექი და ნიკას ჩავავლე ხელი ისე რომ უცნობისთვის აღარც შემიხედავს და საცეკვაო მოედნისკენ დავიძარით. - ვატყობ ვიღაცას სიცოცხლე მობეზრდა - კბილებში გამოსცრა ნიკამ და ჩემს უკან მდგომ უცნობს გაუსწორა მზერა. - კარგი დაივიწყე, მადლობა რომ დროულად გამოჩნდი თორე უკვე გამოლანძღვას ვაპირებდი და არ მინდა ეს საღამო ჩავიშხამო. მშვიდად გავაგრძელე ნიკასთან ცეკვა და უკვე დაღლილობაც ვიგრძენი ფეხებში. - აუ ნიკ ბავშვებს დავემშვიდობები და წავალ უკვე თორე ძაან დავიღალე. - მოიცადე კლუბში არ მოდიხარ? - აუ არა რა თქვენ გაერთეთ, ფეხები საშინლად მტკივა და აჯობებს წავიდე. - მიდი მაშინ დაემშვიდობე და გაგიყვან - არა მანქანით ვარ - გაგაცილებ მაინც - კარგი რა ნიკა არაა საჭირო წამოდი დავემშვიდობები და გავალ - კარგი მაშინ - დანებდა ბოლოს გურგენიძე. ბავშებს დავემშვიდობე და სწრაფად გავედი რესტორნიდან ერთი სული მქონდა ეს ფეხსაცმელი ჯანდაბაში გამეშვა. ავტოსადგომისკენ ავიღე გეზი და ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა რომ ზურგსუკან უცნობის ხმა მომესმა. - სად გეჩქარება უკარებავ - გავიგე იმ უცნობის ხმა, რომელიც ცეკვაზე დათანხმებას ცდილობდა და შიშისგან შევხტი - უკარებასთან ერთად მშიშარაც ყოფილხარ - ენის ბორძიკით ამოიგმინა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ვეცადე შიში ჩამეხშო და დალაგებული სახით მივბრუნდი უცნობისკენ. - რა გინდა? - ვკითხე სერიოზული ტონით - შენ! - ამაზრზენი ხმით წარმოთქვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით მეკი უკან დავიხიე და მანქანას ავეკარი. - სხვა არაფერი ? - დამცინავი ტონით მივმართე და ვეცადე შიში არ დამტყობოდა. - როცა შენ მეყოლები მერე შემეძლება რაც მინდა ის გაგიკეთო პატარავ - ამღვრეული თვალებით ამომხედა და ჩვენს შორის მანძილი ერთ მეტრამდე შეამცირა. ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენი ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნი, რომელსაც ოფლის სუნიც თან სდევდა და ტანში უსიამოვნოდ გამცრა. - არც კი იფიქრო კიდევ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა - აკანკალებული ხმით ამოვთქვი და ვეცადე ჩანთაში გასაღები მომეძებნა. - როცა ასეთ დამფრთხალს და შეშინებულს გიყურებ უფრო მეტად მინდება შენი გა..მვა . - ამოთქვა და თავისი ამაზრზენი თვალები ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე შეაჩერა. - არ გაბედო! არ შემეხო გაფრთხილებ - უკვე ბრაზისგან გაავებულმა ტონს საკამოდ ავუწიე. - და რას მიზამ? გაიხედე, არავინაა თუ გგონია რომ შენ ხმას ვინმე გაიგებს ცდები. მაგრამ გპირდები იმდენად მოგეწონება ყვირილს მხოლოდ სიამოვნებისგან თუ დაიწყებ. - უფრო მეტად მომიახლოვდა მეკი შიშისგან და ბრაზისგან მთელი ძალით გავაწანი სილა. - გითხარი არ მომიახლოვდე თქო! - ასე არაა? ანუ უკარებას როლი მოგწონს - ხელი ნატკენ ადგილზე ჩამოისვა და გაავებული თვალებით შემომხედა - ახლა განახებ როგორ უნდა შენნაირების მორჯულება - კბილებში გამოსცრა და ორივე მაჯაში ჩამაფრინდა რომ გაეკავებინა. - იმდენ ხანს გაგ...ავ სანამ სიამოვნებისგან გონებას არ დაკარგავ - ამოიჩურჩულა და საკოცნელად გამოიწია. - შენ დედას მო......ვ - უეცრად ღრიალის ხმა გავიგე და ვიგრძენი როგორ ამაცალა ვიღაცამ უცნობი. თვალები შიშისგან ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა და ვკანკალებდი - ახლა განახებ როგორ უნდა გოგოს პატივისცემა - კიდევ ერთხელ დასჭექა და მხოლოდ ახლა ვიცანი ხმა. თვალები გავახილე და ხელში იოანე შემრჩა მთელი ძალით ურტყამდა უცნობს მუშტებს და იგინებოდა. ვეცადე გონს მოვსულიყავი და შემეჩერებინა თორე ნამდვილად შემოაკვდებოდა. - როგორ გაბედე შენი ბინძური ხელები შეგეხო შე ... - კიდევ ერთხელ გადაუკურთხა და ამჯერად წიხლი უთავაზე მუცელში. დავინახე დასისხლიანებული როგორ გაგორდა მანქანებს შორის, იოანე კი გაჩერებას არ აპირებდა და ისევ მისკენ დგამდა ნაბიჯებს. - იო, გთხოვ არ გინდა - უკვე ატირებულმა დავუძახე არაბულს, პირველად დავიძახე ასე და ამ ორმა ასომ მეც კი გამათბო, იოანე კი ადგილზე გაიყინა - გთხოვ გაჩერდი, შემოგაკვდება. - უფრო მეტად ამიკანკალდა ხმა... ჩემკენ წამოვიდა არაბული და მთელი ძალით ჩამეხუტა. - გთხოვ პატარა არ იტირო - თავზე მკოცნიდა და მეფერებოდა - ტასო შემომხედე - თითები ნიკაპ ქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა - მითხარი რამე დაგიშავა? - ვუგრძენი ხმა როგორ გაებზარა თვალები კი ბრაზისგან უელავდა. - არა, კარგად ვარ უბრალოდ აქედან წავიდეთ გთხოვ - უფრო მეტად წამომივიდა ცრემლები და სხეულზე ავეკარი. - კარგი პატარა, წავიდეთ არ იტირო გთხოვ - შუბლზე მაკოცა და თავის მანქანისკენ წამიყვანა ისე რომ არ მომშორებია, პირიქით უფრო მეტად მიკრავდა სხეულზე და დროდა დრო თავზე მკოცნიდა. სახლამდე ისე მივედით ხმა არ ამომიღია. იოანე მამშვიდებდა, მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა და დროდადრო ხელის მტევანზე მკოცნიდა. - როგორც ჩანს არ არიან - აღვნიშნე როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და შევნიშნე რომ ვაჩეს მანქანა ეზოში არ იყო. - შენმა ძმამ მომწერა ნინესთვის სიურპრიზი ქონდა, სავარაუდოდ დღეს არ მოვლენ. შენ როგორ ხარ?- მზრუნველი თვალებით გადმომხედა და გვერდით ამომიდგა. - კარგად. მადლობა ყველაფრისთვის - გაგიჟდი ტასო? რისთვის მიხდი მადლობას - უბრალოდ შენ რომ არ მოსულიყავი არც კი მინდა გავიაზრო რა მოხდებოდა - ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თვალიდან ობოლი ცრემლი - მადლობა რომ გადამარჩინე. - მომისმინე პრინცესა... - კართან შეჩერდა იოანე და ხელები მხრებზე მომკიდა - არავის მივცემ უფლებას რომ გატკინოს ან ოდნავ შეგეხოს მაინც, უფლება რომ მოგეცა უარესს მიიღებდა ის - ბრაზი გაუკრთა თვალებში - გახსოვდეს ტასო ვერავინ შეძლებს გატკინოს. - ბოლო სიტყვები შედარებით მშვიდი ტონით თქვა და გულში ჩამიკრა. სასიამოვნო სიტყვებისგან გაბრუებული ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს და ნელ ნელა ვმშვიდდებოდი. - შევიდეთ ეხლა დაწექი, მე კი ჩაის გაგიკეთებ და ცოტას დამშვიდდები, თავზე მაკოცა და ხელჩაკიდებული მიმაცილა ოთახამდე. - მიდი შენ მოწესრიგდი დაწექი და ახლავე მოვალ ჩაის გავაკეთებ. ხელით ლოყაზე მომეფერა და ოთახის კარი გამიღო. იოანესთან სიახლოვემ თითოს დამამშვიდა, თავს ისე ცუდად აღარ ვგრძნობდი, უბრალოდ როცა ვიხსენებდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო შიში მეუფლებოდა და უსიამოვნოდ მცრიდა ტანში. სწრაფად გავიხადე ფეხსაცმელი და კაბა საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. - შეიძლება? - კარზე ფრთხილად დააკაკუნა იოანემ. - კი შემოდი - უკვე დამშვიდებულმა ვუპასუხე. - ცაცხვის ჩაია, ცოტას დაგამშვიდებს და დაიძინე, ეცადე ცუდზე აღარ იფიქრო. - მზრუნველი ხმით მითხრა და ფინჯანი ტუმბოზე დადო. - ოთახში ვიქნები, უბრალოდ რამე თუ დაგჭირდება დამიძახე კარგი? - თავის მწვანეები შემომანათა და ონდავ შესამჩნევად გამიღიმა. - მადლობა ყველაფრისთვის, დავლევ და დავიძინებ, ძალიან დავიღალე - მიდი პრინცესა - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. იოანეს სიახლოვისგან გაბრუებულს უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს მთლიანად გამიქრა. ჩაის ვსვამდი და მხოლოდ იმზე ვფიქრობდი როგორ ზრუნავდა ჩემზე. როგორც კი ფინჯანი დავდე ვიგრძენი ჩემში სასიამოვნო მუხტი როგორ შემოჭრილიყო, ბევრი აღარც მიფიქრია მალევე ჩამეძინა. გვიან ღამე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, დამესიზმრა როგორ დაიწყო ვიღაც უცნობმა ჩემი ხელების გაკავება მეკი ამაოდ ვყვიროდი და ვეწინააღმდეგებოდი, თავს ძალიან უსუსრად ვგრძნობდი და ერთადერთი რაც შემეძლო ეს ყვირილი იყო - არ მომეკაროოო.... არ შემეხოოო... - ხმამაღლა დავიყვირე და თვალები გავახილე. სულ ოფლიანი ვიყავი და სწრაფად ვსუნთქავდი, იმდენად სწრაფად რომ ყელი სულ გამომიშრა. - ტასოო - გიჟივით შემოვარდა ნახევრად შიშველი არაბული ოთახში - რა მოხდა კარგად ხარ? - გაფითრებული ჩამოჯდა ჩემს გვერდით და თვალებში ჩამხედა. - შეგიძლია წყალი მომიტანო? - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე - ახლავე ამოგიტან - მაშინვე წამოდგა და სანამ გავიდოდა ტუმბოზე მდგარი პატარა სანათი აანთო. წუთიც არ იქნებოდა გასული ჭიქით ხელში რომ შემოვიდა, ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა - აი დალიე - წყალი გამომიწოდა - მადლობა - გამოვართვი და აკანკალებული ხელით ძლივს შევძელი და ერთი ყლუპი მოვსვი. - უკეთ ხარ? - კი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და შემეშინდა - უსუსურობის განცდამ ისევ შემომიტია და თვალები ამიწყლიანდა. - ნუ გეშინია პატარა, მე შენთან ვარ - გამიღიმა და სხეულზე ამიკრო, მისი სხეულისგან წამოსულმა სურნელმა და სითბომ ერთიანად მომთენთა და მის მკლავებში გავირინდე. - იოანე - ოდნავ მოვშორდი და თვალებში ჩავხედე - დღეს ჩემთან დარჩები? - დავრჩები! - ეს თქვა და გვერდით მომიწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.