შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 4)


18-05-2020, 12:49
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 448

- შენი გაბრწყინებული თვალების მიხედვით თუ იმსჯელებს კაცი, შეიძლება მივხვდეთ, რომ შეხვედრამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე გეგონა.- ღიმილით მითხრა ნოამ, როდესაც ოთახიდან გამოსული დამინახა.
- სულს თუ მომათქმევინებ მადლობელი დაგრჩები, საყვარელო... წყალი არ გაქვს?- აწითლებული ლოყებით მივუგე მას.
- აჰა, გამომართვი ბოთლი.- ნოა უყურებდა, ჩემს თითოეულ მიმიკას და ვგრძნობდი, როგორ ეწვებოდა სხეული დაუკმაყოფილებელი კითხვების გადამკიდე.
- ხო, ნოა... მე ამირჩიეს.- აღმოვთქვი ბოლოს.
- არა რა... ხომ ვამბობდი? შენ კიდევ წასვლას არ აპირებდი!
- არ დაიწყო ახლა.
- ხომ იცი, მე არასოდეს არ ვცდები.
- დაოწყო...
- შენს ყოფილ შეყვარებულებთანაც ასე არ ვიყავი? გეტყოდი ამათ დაშორდები მალეთქო და ჩემი სიტყვებიც რამდენიმე თვეში მართლდებოდა.
- ეს სულ სხვა ვითარებაა, ნოა!- თვალებში ბრაზით შევხედე.
- ხო, კარგი თე...- დანებდა თვითონ, რადგან ვგონებ თვითონაც არ სურდა ჩემი ხასიათის ამჯერად წახდენა.

თავი კიდევ სიზმარში მეგონა და როგორ არ მინდოდა ოდესმე ეს წამები გამქრალიყო. ისევ თვალებში ჩამეხედა სასტიკი რეალობისათვის.
ოთახიდან გამოსვლა მეამა. მესიამოვნა, როდესაც ცივი სიო დაოფლილ სახეს შეეხო. ტანშიც ძველებურად გამაჟრჟიალა.
- როდიდან დაიწყებ მუშაობას?
- შემეხმიანებიან ალბათ.
- იცოდე პირველი მე უნდა მომიყვე, რაც მოხდება! ახლო მეგობარი არასოდეს არ დაივიწყო, თე!
- ზოგჯერ როგორი მოსაბეზრებელი ხარ, ნოა!

უნივერსიტეტიდან გამოსვლისას უეცარი წვა ვიგრძენი ზურგის არეში. იმაზე მეტად ჩამოცხა ვიდრე, იმ გასაუბრების ოთახში. გული ისე ამიძგერდა, თითქოს ამოხტომას ლამობსო. თვალის გუგები დავნიძლავდები გაფართოებული მაქვს. ირგვლივ კი იმ ოდეკოლონის სურნელი ტრიალებს, რომელიც ალექსთან გატარებულ შესანიშნავ წამებთან ასოცირდებოდა.
- ვიღაცა ჩვენკენ მოდის... ვიღაცა ჩვენკენ მოდის, თებეა!- ჩუმად წამოიყვირა ნოამ და გაქცევა დააპირა.- იქნება კრიმინალია?! ან მოძალადე?! გავიქცეთ წამოდი.
- რა?- მძიმედ წარმოვთქვი დაბნეულმა და უკან ნელ-ნელა მივიხედე. თავის მიტრიალებისას გონებაში ათასნაირი ჭრელა-ჭრულა ფოთლები აშრიალდნენ. სწორედ ისეთი, საყვარელი ადამიანის დანახვისას, რომ სჩვევია.
- რაღას უდგახარ, დებილო! წამოდი.- თქვა გაფართოებულთვალებიანმა ნოამ და გაიქცა.

უეცრად მკლავზე ნაზი შეხება ვიგრძენი. კვლავ გაცოცხლდა ჩემში მიძინებული გრძნობები, რომელიც ალექსისკენ კავშირდებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შეყვარებული პიროვნება ყველაზე საშიში პიროვნება იყო, რომლისთვისაც თითოეული არსებული ბარიერი პრობლემას არ წარმოადგენს. ალექსი მკლავზე ნაზად მკიდებდა თითებს. შიშველ მხრებზე თბილად მაკოცა. ტანშიც ერთიანად გამაჟრჟიალა. სიტყვას ვერ ვიღევდი... ღმერთო... როგორ მაგიჟემდა ფეხის ფრჩხილიდან დაწყეული, თმის ღერიდან დაწყებული ეს ბიჭი! მომენტალურად, ალექსმა წელზე ხელები მომკიდა. ოსტატურად თავის მკლავებში მომიქცია. თვალები კაკლისოდენა გამიხდა. გული კი გამალებით მიძგერდა.
- ძალიან მომენატრე, თე... აღარ მინდა ოდესმე გაგიშვა.- ვნებიანი სიტყვები ამოაყოლა ამოტყორცნილ ჰაერს ალექსმა.
- როგორ მიპოვე...- ხმა უწინდელივით გამებზარა.
- შენი პოვნა ყოველთვის მარტივია. იმაზე კარგად გიცნობ, თე ვიდრე შენ გგონია!- თქვა ალექსმა და ვნებიანი კოცნით დამაჯილდოვა. ზუსტად იმ წამს მეგონა, რომ ცა ერთიანად გაიხსნა. ნაპრალებიდან გადმოცვივდა ყველა ის ფერად-ფერადი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გრძნობებს უფრო და უფრო ამრავალკეცებდნენ.


- მინდა დაუსრულებლად გიყურო ასე, თე... არ ვიცი, რით დავიმსახურე ის, რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით.- მითხრა ალექსმა, რომელიც ჩემს წაბლისფერ თმებს თითებში იქცევდა. შიგადაშიგ მოწყურებული დაემონებოდა და ყნოსვას დაუწყებდა. - მიყვარს, შენი თმის სურნელი, ძვირფასო. ისიც, მარწყვის გემო, რომ აგდის მთელ სხეულზე.
- ნუ აზვიადებ!- უთხარი ალექსს და შიშველ სხეულზე თითები ავუცურე.
- არ გინდა ჩემთან ერთად იცხოვრო?- თვალები აუკიაფდა მას.
- რა?
- ამ სიტყვას მაშინ ამბობ, როცა საშინლად დაბნეული ხარ.- თქვა და ცხვირის წვერზე ნაზად მაკოცა.
- მგონი ზედმეტად ვჩქარობთ, ალექსს.
- რატომ? განა ჩემთან ერთად თავს კონფორტულად არ გრძნობ?- მის თვალებში მოკიაფე ვარსკვლავები მალევე ჩაქვრნენ.
- შენთან ერთად თავს მართლაც, რომ ქალად ვგრძნობ, მაგრამ ზედმეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს შემდგომ ეს ქმედება... ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ჯერ გუშინ არის რაც გაგიცანი.
- მე უფრო დიდი ხანია გიცნობ, თებეა...
- ანუ?
- ანუ ის, რომ დიდი ხანია მომწონხარ...
- შენ რა... მითვალთვალებდი?
- სხვანაირად უშენობა ძვლებს მიხრწნიდა, ძვირფასო. არ გამიბრაზდე რა...
- ამდენი ხანია მიცნობ და შენ ერთხელაც არ გიცდია ჩემამდე მოსვლა?
- როცა გიჭირდა, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი. მეტროში, როდესაც წაიქეცი მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ხელი გამოგიწოდა, როდესაც სხვები გვერდს უთქმელად გივლიდნენ. თებეა.. სანამ სული მიდგას ვფიცავ, რომ ყოველთვის დაგიცავ.
- რთულად ამოსაცნობი ხარ, ალექს.
- არც შენ ხარ მარტივი გოგონა. მოწევა აღარ გინდა?
- არ შემიძლია. საღამოს სასამართლოში მიწევს წასვლა და დაბოლილი ხომ არ შევალ?- ერთდროულად დავიწყეთ სიცილი.
- კარგი შესახედაობისა იქნები.
- ნუ დამცინიხარ იდოტო!- ვუთხარი ვითომ გაბრაზებული ტონით და მუჯლუგუნი ვკარი.
- მართლა გამიხარდა, შენი ასეთი წინსვლა. ბედნიერი ვარ შენით. სიგარეტიც არ გინდა?
- არა არ ვეწევი.
- გასაგებია...- თქვა მან და შიშველი ფანჯრის წინ დადგა. გრძელ, თლილ თითებში სიგარეტის ღერი ჰქონდა დაჭერილი და ღრმა ნაფაზებს არტყავდა.- ჩემს წინადადებაზე იფიქრე რა... არ მინდა უშენოდ დაწყებული არცერთი დილა. მინდა ყოველ ღამით, შენი მარწყვის სურნელით ვთვრებოდე. ხომ იცი, რომ შენ ჩემი ყველაზე დიდი კაიფი ხარ არა, თე?!

ალექსმა რამდენიმე წუთში სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან ისროლა. ვნებას აყოლილი, რომ არ ვყოფილიყავი ვეტყოდი, რომ გარემოს დაბინძურების გამო მასზე გაბრაზებული ვიყავი, თუმცა მის შემხედვარე თითოეულ არასასურველი გრძნობა იმწუთშივე სამარდებოდა.
- ისევ მინდიხარ, თე...- მძიმედ და ხშირი სუნთქვით აღმოთქვა მან. თეთრ სხეულს კი კვლავ ამბორი დაუწყო.



№1 სტუმარი lile

მალე დადებ? მომწონს ჯალიანნ

 


№2  offline მოდერი Mary Drey

lile
მალე დადებ? მომწონს ჯალიანნ


ვნახოთ... ვნახოთ... თუ გამოხმაურება საღამომდე ექნება ახალ თავს 12-ის მერე დავდებ! მადლობა, რომ მკითხულობ.

 


№3  offline წევრი lortkia

საინტერესოა,მალე დადე heart_eyes

 


№4  offline მოდერი Mary Drey

lortkia
საინტერესოა,მალე დადე heart_eyes


ვნახოთ... ვნახოთ... მადლობა რომ მკითხულობ!

12 საათამდე თუ მივაღწიე დავდებ ახალ თავს... იმდენად გადავიწვი დღეს ვნახოთ თუ გავქაჩე... <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent