შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლია...


12-03-2020, 22:16
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 037

შენ კვლავ აქ ხარ, დაუთ... ისევ ძველებურად მიშრიალებ გრძნობათა ფოთლებს და ისევ მაცდური ძალით მიზიდავ შენკენ, თითქოს ეს იყოს შენი უმთავრესი მოვალეობა.
უშენობით აღსავსე წამები ყველაზე სასტიკი აღმოჩნდა ჩემთვის... მიჭირდა თითოეული წამი შენს გარეშე... ჭრილობებს მიმრავალკეცებდა, ის ადგილები, რომლებსაც ჩვენი სურნელი დასდევდა დაუსაბამოდ...
გონება წამდაუწუმ მხოლოდ შენ გიხმობდა, ჩემო ერთადერთო იმედო და მზის ნათელო სხივო...

ორი წლის განმავლობაში კვლავ ვსტუმრობდი ზღვის ნაპირებს... ჩემი სული ბობოქრობდა ისე, როგორც აღზნებული ტალღები, რომლებიც თავისკენ მიზიდავდნენ და თანდათანობით სრულიად მწყვეტდნენ რეალობისგან... შიგადაშიგ სულისწამღები ხმაური ატყდებოდა... როგორ მინდოდა გავქცეულიყავი ამ ადგილიდან, თუმცა მოგონებები თავისას არ იშლიდა და მაინც მედიდურად განაგრძობდა, ჩემს მანიპულირებას...

უშენოდ როგორ ვიცოცხლე, დაუთ?! განა ამას სიცოცხლე შეიძლება დაარქვა, საყვარელო? ნეტავ იცოდე მერამდენე ღამე ვასველებდი ბალიშს, უშენოდ ყოფნის სულისჩამფრენელი ტკივილის გამო... მერამდენეჯერ მინდებოდა სიცოცხლის დასრულება, თუმცა უშედეგოდ...

მე რომ ისევ შენთან ვიყო, ალბათ კვლავ გეტყოდი იმ სიტყვებს, რომელიც პირველად გითხარი, ოდესღაც... ო დ ე ს ღ ა ც ...
ჩემო, ნათელო სხივო... განა შეიძლება ბედნიერად ცხოვრება შენს გარეშე, როდესაც ჩემში მყარად გაქვს გაჯერებული ეს ღრმა სიყვარულის ფესვები? მითხარი რამე... თუნდაც ეს იყოს ბოლოჯერ... მითხარი, რამე თუნდაც ამან დამატებით ათასი იარა მომანიჭოს... მითხარი... მე ხომ გამოწერილი წამალივით მჭირდება, შენი ორიოდე სიტყვაც კი...

გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?... პირველი დიალოგი?... მე მახსოვს, დაუთ... შენი თითოეული მიმიკა, მიხვრა-მოხვრა კვლავ სახლობს ჩემში და მაშინ ვაცოცხლებ მათ, როდესაც ჩიხში ვხვდები... როდესაც სამყაროს აღსასრული მგონია... ჩემო....

ახლაც გონებაში მონოტორულად ჩამესმის, შენი სიტყვები, დაუთ...
"- ოცნებას კაცი არ მოუკლავს და იცი რატომ?! ჩემსავით არავის ჰყვარებია..."

და თუ მართლა ასე ძლიერ გიყვარდი, დაუთ... მითხარი სად გაქრი... სად გაქრა, შენი ერთ დროს ანთებული თვალები, რომელიც სულს მინათებდა, ჩემო კვლავ ერთადერთო იმედო და მზის სხივო?..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent