შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი #5

18-05-2020, 21:28
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 3 424

წვეულება „სტალაქტიდაში“ იყო გამართული. თეთრ ფერებში განათებულიყო რესტორანი და საზეიმოდ გამოწყობილი ხნიერი თუ ახალგაზრდა სტუმრები მსუბუქ სასმელს მიირთმევდნენ, საინტერესო ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს და ღიმილი უმშვენებდათ პირი-სახეს.
ლიკა ნიჟარაძე პიანინოს მისჯდომოდა და თავის გრძელ, ნატიფ თითებს კლავიშებზე ათამაშებდა. სასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა მსმენელებს. საქვეყნოდ ცნობილი პიანისტი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა საზოგადოებისგან და თავადაც ძალისხმევას არ იშურებდა, სხეულში მოგროვილ მუხტს თითის ბალიშებიდან წარგზავნიდა ინსტრუმენტზე და დატრიალებულ ემოციათა ქარიშხალი თავს ატყდებოდათ მეთვალყურეებს.
იქ მოხვედრილი ადამიანი აუცილებლად იფიქრებდა, რომ ჰარმონიული საღამო იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყველაფერი ქველმოქმედებისთვის მოეწყო ორგანიზატორს და კეთილგანწყობილი, დახმარების სურვილით აღვსილი გახლდათ ყველა იქ მყოფი, თუმცა რეალურ სახეს მაინც გამოაჩენდნენ ხოლმე.
ქეთი ნაკანი, როგორც საპატიოდ მიწვეული მწერალი, გლამურულად გამოიყურებოდა და თავისი ეშხით თავს იწონებდა. კოლეგებს ესაუბრებოდა. თუმცა, გულში კი აღიარებდა, მობეზრებული ჰქონდა წარმატების მოსურვეთაგან წამოსული ფარული შური და ბოღმა, რომელთაც კარგად სცნობდა უკვე ქალი იმდენის მომსწრე ყოფილიყო.
ნინო ონიანი იქვე იდგა მარტოდმარტო. გარემოს მოავლებდა ხოლმე თვალს და მეგობრის მსგავსად, მასაც გულს უღრღნიდა ამდენი ფარსი. თან ყურადღებით უსმენდა პიანინოსთან მჯდარ ნიჟარაძეს და ქალის სექსუალურ მიმოხრებზე ჩუმად ეცინებოდა, რადგან იცოდა, ლიკა საპირისპიროს სქესის დასატყვევებლად აკეთებდა ამას და შესანიშნავადაც გამოსდიოდა. თაყვანისმცემლების რაოდენობას არ უჩიოდა. დეკოლტე უმშვენებდა გულ-მკერდს და ხარბად უცქერდნენ მამაკაცები აელვარებული თვალებით.
როცა ნიჟარაძემ დაკვრა დაასრულა, ფეხზე წამოდგა და გზადაგზა იგერიებდა შემხვედრ კომპლიმენტებს თავაზიანი ღიმილით. მერე ნინოსთან მივიდა, მის გვერდით დაიკავა ადგილი და ორივემ თვალით ანიშნა ქეთის მათთან მისულიყო.
ზრდილობიანად ჩამოშორდა ნაკანი მოსაუბრეებს და მეგობრებისკენ გასწია.
- როგორ იტან შენს „კეთილმოსურნეებს“? - ნინომ ხმადაბლა ჰკითხა ქეთის და თვალები აატრიალა.
- თუ გინდა პატივი გცენ, გიწევს - გაუძლო. ჰაერზე რა მოსულა, ნინო? - სიცილით დაუბრუნა პასუხი ქალმა.
- აი, შენი უშუალობა მაგიჟებს ხანდახან! - აიფოფრა ადვოკატი.
- კარგი, მორჩით ახლა და მითხარით, როგორი ვიყავი?
- გაააქტიურა თავმომწონე რეჟიმი. - გესლიანად მიმართა ქალს ნაკანმა.
- რა უხასიათო ხარ, ქეთი. რაღაც სასიამოვნო მაინც მითხარი.
- გვიანაც ნუ წავალთ აქედან, თორემ სული მეხუთება უკვე. - თქვა ნინომ და იქვე გამვლელი ოფიციანტი შეაჩერა, რომელსაც ლანგარზე სასმელები ეწყო. ნინომ და ლიკამ შამპანურის წვრილი, ლამაზი ფორმის ჭიქები აიღეს, ქეთიმ კი - მხოლოდ მინერალური წყალი.
- ზოიძემ თვალებით შეგჭამა. რა უნდა? ხომ დაასრულეთ ყველაფერი? - იკითხა ლიკამ და უკმაყოფილოდ ტუჩები ამრიზა, თან სასმელი მოსვა.
- ახლა მხოლოდ მეგობრები ვართ. - აღნიშნა ნაკანმა და ჩვეული გამომეტყველება მიიღო.
- და ამიტომ გიყურებს ასე? - არ ჩამორჩა ნინოც.
- სულ გაგიჟდით თქვენ, ხომ? - ბრაზი მოეძალა ნაკანს. თავად არ უთმობდა ამდენ ყურადღებას ზოიძეს, რამდენსაც მეგობრები.
- რა არის გასაგიჟებელი? აი, მოდის. - ცალი თვალი შეავლო ნიჟარაძემ მათ წინ მომავალ ვახოს, რომელიც არანაკლებ სიმპათიური იყო იქ მყოფ მამაკაცებს შორის.
- გამარჯობა, გოგონებო. მშვენივრად გამოიყურებით! - ჯერ ნინოს და ლიკას შეავლო თვალი, ბოლოს კი ქეთის მიაჩერდა და დაუოკებელი სურვილი იგრძნო, რომ იქვე შემოეცალა ქალისთვის ტანსმომდგარი, წელშიგამოყვანილი, მუხლს ოდნავ ჩაცდენილი შავი კაბა, რომელიც ქალის ფორმებს ხაზს უსვამდა და გამოჰკვეთდა. მძიმე ნერწყვი გადაყლაპა ზოიძემ.
- გაგიმარჯოს! - ერთხმად უპასუხა სამივემ.
- ხომ არ გვეცეკვა? - ქეთის ჰკითხა და პასუხს დაელოდა.
- როცა ლიკა ისევ დაუკრავს, ვიცეკვოთ. - სხვა მიზეზი ვერ მოიფიქრა ქეთიმ უარის სათქმელად, რადგან იცოდა, ცოტა მოგვიანებით უნდა დაეკრა ნიჟარაძეს და გაუღიმა.
- მგონი, ზუსტად ახლა აპირებდა. - პიანისტს მიაპყრო მზერა ზოიძემ.
- სიამოვნებით. - მიუხედავად იმისა რომ ლიკას დიდად არ მოსწონდა ვახო და სულ ახლახან დაასრულა გამოსვლა, უარი მაინც არ უთქვამს და ოდნავ შემაღლებული სცენისკენ წავიდა. მოგვიანებით შესასრულებელი ნომრის დაკვრა ნაადრევად დაიწყო, პიანინოსთან მჯდარმა ერთხელ გამოხედა მეგობარს და მზერით შეაგულიანა.
ზოიძემ ხელი გაუწოდა ნაკანს და გამოყოფილი ადგილისკენ წაიყვანა. ვალსის ჰანგები გაისმა დარბაზში.
ვახომ ხელი ქეთის წელზე მოათავსა და მსუბუქად მოუჭირა ქალს.
- რისთვის აკეთებ ამას?
- მომენატრე, ქეთ. - სევდიანად დაუჩურჩულა.
- ხომ აგიხსენი? - ჯიუტობდა ნაკანი.
- აუ, გთხოვ, რა! მითხარი, როგორ ხარ?
- კარგად ვარ, ვახო. ვიტყოდი, ძალიან კარგად! - ქალმა აგრძნობინა, რომ არ სიამოვნებდა მასთან ცეკვა.
- გავიგე, რომ აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობა ტო. ასე მწარედ უნდა გამოხატო?
- აუცილებელი არ იყო მსგავსი ქცევა, უბრალოდ. ლიკას არც უნდა დაეკრა ჯერ, მეც არ მინდოდა ცეკვა. პირდაპირ ხომ არ გეტყოდი გოგონებთან?
- ასე უცებ შეგზიზღდი? ეგ იმიტომ, რომ ინფექცია ჩემგან აიკიდე? - კბილებში გამოსცრა ზოიძემ და სხეული დაეჭიმა, უფრო მოუჭირა ხელი ქალს.
- არ მეზიზღები. მაშინაც გითხარი, რომ არ მინდა ჩემმა ტვინმა ქვეცნობიერად რამე ცუდთან დაგაკავშიროს. საბედნიეროდ, დამრჩა შენგან რაღაც კარგი. - ქეთი ეცადა, რბილად აეხსნა ზოიძისთვის ყველაფერი ის, რასაც გრძნობდა და რაც თქვა, ნამდვილად გულწრფელი იყო.
- იმდენი ადამიანის მართვა შეგიძლია და საკუთარი თავი რა გაგიხდა ასეთი დაუმორჩილებელი? - სახე ახლოს მისწია ქალისკენ ზოიძემ, მაგრამ მაინც შეიკავა თავი. ახსოვდა იქ თავშეყრილი „ჭორიკანა“ საზოგადოება, თუმცა სასიამოვნოდ გრილი ჰაერი მაინც მიაფრქვია სახეზე ქეთის.
- ვახო, არ გინდა, რა. ნუ აკეთებ ამას. - მავედრებელი ხმა ჰქონდა ნაკანს.
- რისთვის? აი, ასე მარტივად როგორ დაგასრულო, რამდენი დღეა ვფიქრობ და ვერ მივედი ბოლო დასკვნამდე.
- სადღაც შეინახე ის მოგონებები.
- კაი ტო, რა ჩუჩელა ტიპი გამოგყავარ, რომანტიკოსივით ნუ მელაპარაკები.
- ვახო, მე გთხოვე. ვერ იგებ?
- მე მაინც მგონია, სისულელეა და ერთად უნდა დაგვეწყო იმ დღიდან ყველა ნაბიჯის გადადგმა. - მომართული მზერები არ გამოჰპარვია ზოიძეს მხედველობიდან და გულში ამკობდა საზიზღარი სიტყვებით ყველას, თან შინაგან ბრაზსაც მათზე ანთხევდა.
- სისულელე ისაა, რომ ხვალინდელ ჟურნალში შეიძლება ერთად გამოგვაკრან.
- და რა ტო? ხომ ვიცით ჩვენი სიმართლე?
- იყავი ექიმთან?
- არა, მკი/დია, რა.
- გააფრინე?
- მივხედავ ჩემს საქმეს, ქეთი. - ზოიძემ თვითონაც იცოდა, არ ადარდებდა თავისი თავი და ტყუილად ეუბნებოდა ამ სიტყვებს ქალს. რეალურად, მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა.
- ზოიძე, ახლაც და მერეც შემიძლია გამოგფატრო, თუ არ გაუფრთხილდები თავს! - ფრჩხილები პერანგზე ჩაარჭო გაცხარებულმა ნაკანმა.
- ვოუ, ვოუ, ნუ აღმაგზნებ, არ მტკივა. - გაეცინა ვახოს მუქარაზე და ქალის სხეული მიიზიდა თავისკენ, მხარზე გადაიწვინა და თვალებში ჩააშტერდა. - ლიკას პერსონალური მადლობა უნდა ვუთხრა ასეთი მხურვალე ცეკვისთვისა და შენთან საუბრისთვის.
- ვეღარ გაიზარდე, ხომ? - საწყის პოზიციაში დაბრუნდა ქალი.
- დედის ძუ/ძუ მომაკლდა, მარტო სამი თვე ვჭამდი.
- უსაქმური ხუმარა!
- არც გაატრა/კო, მეგობარო. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა ვახომ.
- განგებ აკეთებ?
- მომენატრე.
- არ გინდა, რა.
ვიდრე მოცეკვავე წყვილი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ნინო შორიდან უცქერდა მათ. მოულოდნელად დავით ხურცია გამოჩნდა და მიესალმა მარტოდ მდგარ ქალს:
- გამარჯობა, ნინო. ისე ლამაზად გამოიყურები, თვალი ვერ მოგაშორე მთელი საღამოა!
- დავით, ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი ხილვა. - მოჩვენებითი ღიმილი აიკრო სახეზე ონიანმა და გულზე გაჰკრა ცხადმა ტყუილმა.
- ქეთი მინდოდა მომეკითხა და გამეგო მისი ამბავი, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა, სამწუხაროდ. გადავწყვიტე და შენ გეახელი. - თვალს წამიერად თუ მოაშორებდა ნაკანს, რომელიც მართლაც იდეალურად ცეკვავდა ზოიძესთან ერთად და ცეცხლს ანთებდა წყვილი. არც პიანისტი აკლებდა და სიამოვნებისგან ცეცხლის ნაპერწკლებს ისროდა დაკვრისას. ხურციას კი აშკარად ეტყობოდა, რომ უკმაყოფილო იყო და უსიამოვნო შეგრძნებებს შეეპყრო.
- გმადლობ მოკითხვისთვის! - თავაზიანი პასუხი დაუბრუნა დავითს ნინომ და თვითონაც იქითკენ გაიხედა, სადაც სტუმართა უმეტეს ნაწილს თვალები გაეშეშებინა.
- რას ბრძანებ, როგორ გიკითხო? - ჭიქა შამპანური ერთიანად ჩაცალა კაცმა და ამაოდ ცდილობდა ეჭვიანობის დამალვას, ონიანს მაინც არაფერი გამოჰპარვია.
- რადგან დღეს განტვირთვის საღამოა, მშვენივრად, მაგრამ ხვალ ისევ ათასი საქმით დატვირთული.
- არ მიკვირს, ნაცნობია ჩემთვისაც ეგ მდგომარეობა.
- შვილი როგორ გყავთ?
- ოჰ, არ თქვა, ნინო. იმ საქმიდან გამოვაძვრინეთ, მაგრამ ფეხდაფეხ მივყვები, დღესაც არ აკლია შეცდომები.
- არ იღელვო, დაშოშმინდება. - მომენტალურად ზურა გაახსნედა ონიანს დაშოშმინებაზე და მონატრებაც იგრძნო. გაახსენდა ძველი დრო, როცა ზურა ხშირად ეუბნებოდა ხუმრობით ჩემი გამოხსნა მოგიწევს ციხიდანო და გულში გაეღიმა.
ამასობაში ლიკამ დაკვრა დაასრულა, ქეთი ვახოს გამოემშვიდობა და მობრუნებულს ხურცია რომ დახვდა ნინოსთან ერთად, ზიზღის გრძნობამ შეიპყრო, მაგრამ ახლა უკან ვეღარ გაბრუნდებოდა და ლიკასთან ერთად წამოვიდა მათკენ.
- გამარჯობა, მომხიბვლელო ქალბატონებო. - მოსული არ იყვნენ, ხურციამ სიტყვა შეაგება მაშინვე.
- გამარჯობა. - მოკლედ მიესალმა ორივე, მაგრამ ლიკა არც ისეთი გულგრილი ყოფილა, როგორც ქეთი.
- ქეთი, მშვენივრად ცეკვავდი და ლიკა, საქართველოში უკეთესი პიანისტი მე ჯერ არ მინახავს.
- ახლა უმცროს ნაკანს ვხედავ, თუ მეჩვენება? - ლიკას სიტყვების შემდეგ ხურცია არც ერთს გახსენებია და ერთდროულად შებრუნდა ყველა კარისკენ.
ქეთი გაშეშებული იყურებოდა და ბრეგაძე რომ დალანდა, ლამის იქვე დაიწყო კივილი, მაგრამ ნერვების მოთოკვა მოახერხა და გოგონებთან ერთად მათკენ გასწია.
ზურა არეული ნაბიჯებით მოდიოდა, სანახევროდ ლევანს ეჭირა და ირონიული ღიმილი მაინც უმშვენებდა ბიჭს ნაცემ სახეს.
- თქვენ აქ რა გინდათ?!
- ზურა?!
- ზურიკო, ახალი გასართობი იპოვე?
სამივემ სხვადასხვა კითხვა დაუსვა ბიჭს, მაგრამ თვითონ წესიერად ვერც არჩევდა ვინ იდგა მის წინ.
- ზურა, აქ რა გინდა - მეთქი? ან ეს რისთვის წამოიყვანე? - ქეთიმ ხმას უმატა და მომცინარ ძმას გაცეცხლებული თვალებით უყურებდა.
- შენ ნორმალური ხარ საერთოდ? - არც ნინომ დააკლო საყვედური ბიჭს.
- კაროჩე, ახლა მე კარგად ვერ აღვიქვამ თქვენს გამოსახულებებს, მაგრამ ხმებზე გცნობთ და დასალევად შემოგიერთდით მეც, რას ყვირით?
- ვისთან ერთად მოხვედი, ზურა?
- აჰ, ეს? ეს ჩემი მევალეა, რომელმაც უკანასკნელი სურვილი შემისრულა და რომელიც ჩემი კეთილშობილი დის გამო ტვინს გამასხმევინებს.
ბრეგაძეს სიამოვნებას ჰგვრიდა განრისხებული ქეთის ყურება და ნამდვილად არ უნანია აქ წამოსვლა.
- დაგვცინით, თუ რა ხდება?! ახლავე წავიდეთ აქედან, სანამ შეგვარცხვინე ყველა შენი სკანდალებით! - ხელი მოჰკიდა ქალმა ძმას და ბრეგაძე უხეშად გასწია გვერდით.
- მოიცა, რა, ისეთი ამბავი უნდა დავატრიალო. აქედან ჩემი გვამი უნდა გაიტანონ და დამაცდით ბოლოჯერ სიამოვნებას? ბოლოს და ბოლოს, საყვარელ ქალთან მოვედი და უნდა მოვეალერსო. - ამ სიტყვების შემდეგ ნინოსკენ მიიწია ბიჭი.
- მეგონა, მართლა გაიზარდე, ზურა. - იმედგაცრუებული იდგა ნინო და შეყვარებულ კაცს შესცქეროდა.
- შენ ლამაზი ხარ, ნი! - ვერ ხედავდა გარკვევით, მაგრამ ნაკანისთვის არც ფხიზელ და არც მთვრალ გონებაზე სხვა ქალი არ არსებობდა. - რატომ მიჩმახებთ? - წინ გამვლელი ოფიციანტი გააჩერა ზურამ და რამდენიმე შამპანურის ჭიქა ჩაცალა. გოგონებს ხელი აუკრა, ერთი ჭიქა დაიმსხვრა და ამ ყველაფერმა მაშინვე აყალმაყალი გამოიწვია. ყველა ახმაურდა და მითქმა-მოთქმა დაიწყეს ერთმანეთში, როგორც სჩვეოდათ.
უკვე ყველა დუღდა შექმნილი სანახაობის გამო. განსაკუთრებით კი, სცენარის მონაწილეები, რომელთა მომავალი ზურა ნაკანზე იყო დამოკიდებული.
- ლევან, გამაყვანინეთ აქედან ეს ნაგავი არსება დროულად! - ბრაზს ვეღარ აკავებდა ქეთი.
ზოიძეც მათთან მივიდა, როგორც კი შეამჩნია შორიდან რიგზე არ ჰქონდათ რაღაც:
- რა ხდება?
- ვაა, მთავარი მოქმედი პირიც მოსულა. დაბურულად გხედავ, მაგრამ შენს სიფათს მაინც გავარჩევ ყველასგან. - ვახოს დასცინა ზურამ და გარშემომყოფების ცენტრში დადგა, მაგრამ წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა.
- ზურა, ახლავე სახლში მივდივართ!
- ქეთი, დააცადე, ამოანთხიოს. - ვახო ზურასკენ წაიწია, მაგრამ ქეთი გადაუდგა წინ:
- ვახო, შენი ნერვები არ მაქვს ახლა და ნუღარ დამიმატებ!
- უჩემოდ წახვალთ ყველა, მე პატარა საქმე მაქვს. ზოიძე, განსაკუთრებით შენი სიფათი უნდა მოვტ/ყნა.
- ბიჭო! - აღრიალდა ზოიძე, რომელსაც შორიახლოს მდგარი ხურცია ჩაეჭრა და ქეთიმ რომ ვეღარ შეაკავა, ის გადაუდგა წინ. - გამეცალე, შენ ვისი ჭირი ხარ? - ხელი აჰკრა ხურციას ზოიძემ და ბრეგაძეც ჩაერთო მათ გაშველებაში.
ვახო ცოფებს ყრიდა და ლევანის ძლიერი მკლავები რომ არა, ზურას ცემაში ამოხდიდა სულს. ბრეგაძე გულში ჩხვლეტას გრძნობდა, როცა სასოწარკვეთილ ქეთის უყურებდა.
- სირცხვილია ტო, გამოდით და გარეთ დავილაპარაკოთ, რას აყურებინებთ ამ ხალხს სეირს აქ? კაცები არ ხართ ტო? - ხურციას თვალით ანიშნა ლევანმა ზურას გაყვანა, მაგრამ ვერ დაიჭირა ბიჭი და სცენისკენ წავიდა ბანცალით, ფეხებზე ეკი/და თბილისური საზოგადოება, მისი დის იმიჯი, საყვარელი ქალის გული და ეგოისტობას გაეღვიძებინა მასში.
- ხომ გამოფხიზლდები და მოხვალ გონზე? როჟას გაგიერთიანებ და მიწას გაჭმევ! - ვახომ თავი დაისხლიტა და სცენასთან გასულ ზურას მივარდა, ერთი მუშტი მოუქნია.
ძირსდანარცხებული და ტუჩგახეთქილი ნაკანი ფეხზე ძლივსძლიობით წამოდგა. გოგონები იქვე იდგნენ და შოკში მყოფნი ვერ აანალიზებდნენ სიტუაციებს, ისე გამწარებული იყო ყველა.
ბრეგაძეს ისევ დააკავა ზოიძე, ხურცია უმოქმედოსავით იდგა.
- შენ, ბიჭო, გაიყვანე ეს ლოთი ბლიად, რას დაყუდებულხარ? - ღრიალში აჰყვა ვახოს ლევანიც და დავითს თვალით ზურასკენ ანიშნა.
- არა, არა, საქმე მაქვს - მეთქი. - არეულად მოლაპარაკე ზურამ მიკროფონი ითხოვა და როცა მიაწოდეს, ხმამაღლა დაიწყო საუბარი:
- რა ხალხი შეყრილხართ აქ ერთად, კაცო, მარტო მე გაკლდით და ჩემი შექმნილი თეატრი, ისიამოვნეთ, ბილეთები უფასოა. - სიცილით დაიწყო მონოლოგი ბიჭმა და არც მიუქცევია ყურადღება აღრიალებული ბიჭებისთვის. - აბა, სიტყვა მაქვს სათქმელი. საზოგადოებას სკანდალები უყვარს. ზურა ნაკანი ვარ, თქვენი საყვარელი მწერლის, ქეთი ნაკანის, დასამალი და არსად გამოსაჩენი ძმა.
- ლევან, ეს ყველაფერი თუ შენი მოწყობილია, ვერც კი წარმოიდგენ, რა შემიძლია დაგმართო! - ქეთიმ გადაულაპარაკა ბრეგაძეს, როცა სცენასთან მივიდა თვითონაც. ვერ გაეგო ქალს, ვინ დაეწყნარებინა: საკუთარი თავი, თუ - დანარჩენები. იმ წუთს, ზურას სიკვდილი და აორთქლებაც კი უნდოდა.
- მე რა ვიცოდი, გოგო. ხომ არ გააფრინე შენ? წამიყვანეო და წამოვიყვანე, მაგის საქმეებს კი არ ვარჩევ როდის და რას აპირებს.
- მე გამიფრთხილებიხარ! - ლევანთან დაასრულა და ვახოს მიუბრუნდა ქეთი. - გეხვეწები, დაწყნარდი და წამაყვანინე სახლში. ვიცი, რაღაც ცუდს ჩაიდენს. გალეშილია და ჭკუა არ მოეკითხება ახლა. რაც გინდა, ის უქენი, ოღონდ ახლა გაათრიე აქედან, რა. მისი სახის დანახვაც კი არ მინდა! - სახეწაშლილი და სასოწარკვეთილი ლაპარაკობდა ქალი. - ნინო, შენ მაინც დაგიჯეროს, იქნებ? - გახევებულ მეგობარს შეუყვირა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო და მოსულიყო გონს.
- მე, ქეთი? მე რომ მაგას ვადარდებდე, აქ არც მოვიდოდა. ვეღარ მიეჩვიე? გული აღარც მწყდება უკვე. - თვალსმომდგარ ცრემლებს ძლივს აკავებდა გულგატეხილი ონიანი, რომელიც ამ დღემდე მტკიცე ჩანდა.
- შენი ჯანდაბა თუ იქნება, ზურა ნაკანო! - ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა დაიყვირა ქეთიმ.
ვახოს ახლა ქეთი აწყნარებდა და ლევანი ზურას მივარდა. მიკროფონი ხელიდან წაართვა ბიჭს და ძლივს იგერიებდა მთვრალ ნაკანს, რომელიც სასაცილოდაც კი აიგდო უკვე ყველამ.
ქეთის თავზე ჩამოემსხვრა სიმწრით ნაშენები ცხოვრება და კარიერა. ხვალ დილით უკვე ყველაფერი დასრულებული იქნებოდა, რადგან ყველა დღევანდელ საღამოზე დაიწყებდა ლაპარაკს.
ყველას ტელეფონი ჰქონდა მომარჯვებული და ვიდეოებს იღებდნენ. შერცხვენილი ქეთი ადგილიდან ვერ იძროდა, ისეთ დღეში ჩააგდო ძმამ და განაჩენს ელოდა.
ზურას მიკროფონი აღარც დასჭირვებია, ისე დაიწყო ლაპარაკი ახლა და ვერც ბრეგაძის მოქნეულმა ხელმა შეაჩერა. არაჯანსაღ გონებაზე მყოფმა ნაკანმა, თვითონაც არ იცოდა, რას ჩადიოდა, მაგრამ ყველას ცხოვრებას ანადგურებდა. მიძინებულმა მგელმა გაიღვიძა მასში და ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა ყველაფრის განადგურება.
- ყველამ იცოდეს რომ ქეთი ნაკანს მოთამაშე ძმა ჰყავს, რომლის არსებობისაც რცხვენია, რადგან ათასი ვალი აქვს და არც დამეხმარა, ამიტომ დღეს ჩემი ბოლო დღეა. და ეს ვახო ზოიძე, თქვენი საამაყო ბიზნესმენი რომ მეჭიმება აქ, ეგეც მაგარი ნაბი/ჭვარია, თავი კაცი ჰგონია და ამ დროს შიდსიანი სი/რია, რომელმაც ჩემი დაც დააინფიცირა. - ძირსდაგდებული ლაპარაკობდა ნაკანი და არაფერი აკავებდა, სისხლიან ტუჩებს იწმენდდა ტორებით და ვეღარც ბრეგაძის წიხლებს გრძნობდა სხეულზე. - ეგეც არ ეყო და არაკაცურად გაირჭო ნემსი ვენაში, ნაყოფი მოუსპო თქვენს საამაყო ქეთი ნაკანს, რომელმაც არც კი იცოდა, ორსულად რომ იყო. ჩაიწერეთ, ვინმეს რამე არ გამოგრჩეთ და საიქიოდან ვუყურებ თქვენს რეპორტაჟებს ხვალ. ჩემს საყვარელ ქალსაც არ ვადარდებ და არც გავხსენებივარ წვეულებაზე ყოფნისას. იქნებ, რის გამო მცემეს, რა მჭირს, არ გაინტერესებს? მოდი და მნახე, არა, ნინო?
თვალებგაფართოებული იყურებოდა ხალხი ახალი ამბის გაგებისას და სცენის მონაწილეები თავზარდაცემულნი იდგნენ ერთ ადგილზე.
- სამარცხვინო არსება ხარ, ზურა ნაკანო! დღეიდან დაივიწყე ჩემი არსებობა და ჩათვალე, და აღარ გყავს. გადაგიხადე ეგ ვალი, თუ მაგის გამო მოაწყვე ეს ყველაფერი და იფიქრე, რომ მე შენი სიცოცხლე არ მედარდებოდა. არაკაცი ვახო კი არა, შენ ხარ! მთელი ცხოვრებაა ვერ ჩამოყალიბდი და ახლა შენი არსებობის უნდა გრცხვენოდეს! დაგვივიწყე მეც და ნინოც, შენი საყვარელი ქალიც, რომელსაც გული მოუკალი და საერთოდ წაართვი. მეზიზღება, რომ ჩემი ძმა ხარ! - ბღაოდა ქეთი და სიტყვებს მთელ გულს აყოლებდა, ტკივილისგან მთელი სხეული ებზარებოდა და ნაწილებად იქცეოდა. იშლებოდა ის ნაკანი თავის წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებასთან ერთად, რომლის აწყობასაც წლები მოანდომა ქალმა. აქამდე არავის ენახა მსგავს მდგომარეობაში.
- შე ღლაპო, გამოდი გარეთ, სიფათი უნდა დაგილეწო. - ვეღარაფერმა დააკავა ვახო და ვეფხვივით ეცა ზურას.
გარეთ გამოათრია და ურტყამდა, ყველა ძვალი ჩაუმსხვრია ლამის. ლევანი ტყუილად ცდილობდა მათ გაშველებას.
გარეთაც არ დაჰკლებია ხალხი სანახაობას, ერთად გამოცვივდა ყველა. იქვე გამოჩნდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც რეპორტაჟის ჩაწერა დაიწყეს და არც ერთ კადრს ტოვებდნენ უყურადღებოდ.
ბრეგაძემ რომ ვერაფერი იღონა, ვახოს ძლიერად მოუქნია მუშტი და ასე მოაცილა ზურას. უსულოდ მიგდებული ნაკანი მანქანაში ჩასვა ლევანმა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა, როცა ქეთის მზერა შეავლო. არ უნდოდა მარტო დაეტოვებინა ქალი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და გამოეცალა.
- რას შეგროვილხართ აქ მაყურებლები? იაფად იყო ბილეთები? ფუ თქვენი, ბლიად! - გამწარებული წინ და უკან მიმოდიოდა ვახო. - მაგას მაინც არ ვაცოცხლებ, ეგ არაკაცი. მე კაი, დამიკიდა ტო, შენ მისი და არ ხარ? ეს რა გაგიკეთა ტო? და ვაფშე არ ვიცოდი ნინოს და მაგის რომანის ამბავი, რას წამოაყრანტალა და გარია ეს გოგო? მაგის ხმაურიანი სული მოვტ/ყან მე! - ხელებს შლიდა ზოიძე და იფურთხებოდა. - ქეთი, შენ არ ინერვიულო ტო, ყველაფერს გამოვასწორებთ. დავაი ახლა აქედან ყველამ - მეთქი. - არავის ზოგავდა ზოიძე, ნერვებმოშლილი თავის თავს არც დაეძებდა, მხოლოდ ქეთიზე დარდობდა. იმ ქეთიზე, რომელსაც ძმამ ყველაფერი დაუნგრია და ბედნიერება წამებში წაართვა. - რას უყვებოდი შენ კიდევ ტო? არ იცი მაგის ამბავი? სად რას იტყვის, კიდევ ვერ გაიგე? იმენა არაადამიანია ტიპი ტო, ყველა საყვარელი ადამიანი სატანჯველად გაიმეტა. - ზოიძე კიდევ ვერ წყნარდებოდა. გული არ უთმენდა, როცა ატირებულ და დანგრეულ ქეთის უყურებდა, რომელმაც მთელი სიცოცხლე ბრძოლაში გაატარა. ჩაიხუტა ქალი და მის დამშვიდებას მოჰყვა.
ნინოს ლიკა აწყნარებდა, მაგრამ ცრემლებს ვერ აკავებდა ვერც ერთი მათგანი.
ერთი შეხედვით უზრუნველი ცხოვრების მქონე და წარმატებული ქალები წამში იქცნენ სხვა ადამიანებად, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ დედამიწის გულზე სიცარიელის გარდა.
ქეთი ვახოს მოშორდა და ნინოსთან მივიდა, ჩაიხუტა მეგობარი და ასე ცდილობდნენ ერთმანეთის გაძლიერებას.
- არ ინერვიულო, ნი, ყველაფერი დამთავრდა.
- არა, ახლა იწყება, ხვალიდან.
ლიკას გული უკვდებოდა ასეთი მეგობრების შემყურეს და რომ შესძლებოდა, დროს უკან დააბრუნებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
- რას გვერჩის ღმერთი, ნეტავ? მეგონა, უკეთესი გველოდა წინ. - ამოიგმინა ონიანმა.
პასუხი არავის გაუცია.

***
დივანზე წამოწოლილი იყო ქეთი და ჯერ კიდევ ტიროდა. ვერ ინელებდა მომხდარს და ვერ გადაეხარშა რის გამო მოიქცა ზურა ასე. ამ ფიქრებში იყო, როცა ტელეფონის ზარი გაისმა და ბრეგაძის ნომერი რომ იცნო, არ უპასუხა. არ შეუწყვეტია დარეკვა და ბოლოს რომ მობეზრდა, რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა:
- ქეთი... - გაჩუმდა ლევანი და პირველად იყო, როცა სათქმელ სიტყვებზე ფიქრობდა.
- გისმენთ. - მისუსტებული ხმით უპასუხა ქალმა.
- მოაშორე ეგ, რა.
- ჰო, ლევან, გისმენ.
- ჩემთანაა და არ ინერვიულო.
- არ ვნერვიულობ, მე ყველაფერი დავამთავრე.
- გავეჭედე და ასე პირველად მჭირს ტო, რა გითხრა?
- არაფერი, ლევან. არც იყო საჭირო დარეკვა.
- შენ კარგად ხარ?
- საერთოდ ვერ ვხვდები, რისთვის დამირეკე. იცოდი, რომ ზურაზე არ ვიდარდებდი. ჯანდაბამდე გზაც ჰქონია. აქამდეც ბევრი დაუშავებია და მიპატიებია, მაგრამ დასრულდა ეგ დრო.
- ნუ მიხსნი, რა. აი, მე მაგრად მკი/დია ახლა ზურაც და ის ტიპიც, პროსტო მართლა ხომ არ მოკლავდა? გამიტყდა, ჩემი მოყვანილი იყო.
- რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ განგებ გააკეთე?
- თუ მცოდნოდა, ტუტუცი ვიყო ტო. საყვარელი ქალი უნდა ვნახოო, თან ხო უნდა მომეტყუებინა და რომ დავემუქრე მოკვლით, ბოლო თხოვნა შემისრულეო. რა მექნა ტო?
- შემდეგში მთვრალს ნუღარ აიკიდებ, ლევან. - სევდიანი რჩევა გაიმეტა ქეთიმ ბრეგაძისთვის და გონებაში ისევ დაუტრიალდა რამდენიმე საათის წინანდელი მომხდარი.
- არ ინერვიულო ტო, ყველაფერი კარგად იქნება.
- ძილინების, ლევან. - ძალაგამოცლილი ლაპარაკობდა უკვე ნაკანი, აშკარა იყო.
- შენც, ქეთი.
- მადლობა, მართლა.
- ნუღარ დაამატებ, არ მიყვარს, დასამტკიცებელია?
- არა, არა, გულით გეუბნები.
- ქეთი... - გაჩუმდა ბრეგაძე. - მაპატიე.

№1  offline მოდერი ანე ლაშხი

ათი გვერდი და ჩემი შეწირული ნერვები, არც კი იცით, რად დამიჯდა, მოვკვტიიიი. :დდდ :((( აუუუ, ძალიან მომენატრეთ, თბილებო და ძალიან კარგებო!!! heart_eyes

№2  offline წევრი დარინა

ასეთ განვითარებას არ ველოდეიიი, აი ზურა შემეცოდა მაინც რომ გამოფხიზლდებაა და გააცნობიერებს ყველაფერს დაც რომ დაკარგა და საყვარელი ქალიც მერე როგორ იქნება საქმე ეგ აღარ ვიციიი, ეთქვა სიმართლე რაღას აწვალებდა და კი აირიდებდა ამ სკანდალსაც, მაგრამ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, იქნებ ამ ყველაფრის შემდეგ გამოსწორდეს ზურა, ვნახოთ რა იქნებაა, ეს ვახოს და ქეთის წყვილი არ მომწონს რაა, რაღაცნაირად ამოვითვალისწუნე ლიკას და ნინოსნაირად ზოიძეე :დდდდ, ლევანს ვგულშემატკივრობ და საინტერესო წყვილია ქეთი და ლევანიი, შემდეგი თავი კი მართლა საინტერესო იქნებაა. ახლად შემომატებული ავტორები ყველა როგორი კარგები ხართ და მე უკვე შემაბით ❤️❤️❤️❤️

№3  offline მოდერი ანე ლაშხი

დარინა

შებმაზე კი ვიხოხეეე და მეტიც არ მინდა, შენი კომენტარი არ დავინახო აქ ყველა ახალ თავზე. :დდდდ ვაიმე, რა კაი გოგო ხარ, მაგრამ რას ერჩი ლიკას, ნინოს და ზოიძეს? როგორ ზრუნავდა ზოიძე ქეთიზე? საყვარელი ეგა, მე მომწონს, უყვარს ის ქალი და ლა ქნაშ?! :(((( ზურიკოსი რა გითხრა, კი ჩაის/ვარა... :დდდდ მადლობა რომ აქ ხარ და კიდევ გელოდები შემდეგშიი! ♥️♥️♥️

№4  offline წევრი დარინა

უკვე შემაბი და არსად წამსვლელი მე არ ვარ :დდდ მე თუ ვინმეს გადავეკიდე ვსიოო იმას ბოლომდე არ ვახადებ :დდდ ამ შემთხვევაში ზოიძეააა, მანამდე სად იყო ქეთი რომ შორდებიდა და მეგობრებად დავრჩეთ და ამბებიო გაეპროტესტებინაა, ახლა ვსიოო მე ლევანს და ქეთის ვშიფავ :დდდდ ზოიძემ თავის ადგილზე მოჯდეს, ზურიკოს ტყუილი კი არ ულაპარაკიაა, კი ჩაისვარა მაგრამ მაინც სიმართლე წამოსცდ სიმთვრალეშიიი, საცოდავი რომ გამოფხიზლდებაა გულყრა ექნებაა.

ვაააიიმეეეეეეე......გული მაქვს ცუდად, გეფიცები.....არ ველოდი ასეთ განვითარებას. გული დამწყდა ზურა რომ აქამდე დაეცა, მაგრამ თან ძალიან შემეცოდა. ქეთი...ქეთის გამო, ჩამომესხვრა მთლიანად ყველაფერი. გული გამეხლიჩა. ნინოც ძალიან შემეცოდა. ვაიმე, აღარ ვიცი რაა...აი, ლევანის მიმართ რაღაც ამოუცნობი სიმპათიით განვიმსჭვალე. ერთხელ გითხარი და ახლაც გეტყვი, პერსონაჟებთან ერთად განვიცდი მეც ყველაფერს. მათი ტკივილი, გულამდე მოდის და ეს, ისევ უმაგრესი ავტორის დამსახურებაა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს და ასე საოცრად წერს და გადმოსცემს. სულს მიყინავს თითოეული სიტყვა და ერთიანად ფეთქდება ემოციები, რომელთა გადმოცემაც მიჭირს, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩემი აღტაცება გამოვხატო. უმაგრესი ხარ ანე, საოცარი და მავსებ ყველაფერ კარგით heart_eyes heart_eyes კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვამბობ ეს ოხერი! თუმცა, შენც უნდა აცნობიერებდე რაოდენ კარგი ხარ blush

№6  offline მოდერი ანე ლაშხი

გულყრა ზურასაც ექნება და შენც, ისეთები მოხდება, როცა გაიღვიძებს. :დდდდდ მიხარია შენი ენერგიულობა და ცეცხლიიი!!! ვნახოთ, რა იქნება, გრიალავ და საყვარელო. :დ♥️♥️♥️

№7  offline წევრი haddes

დამპალი უნამუსო ბიჭი ეს რა გააკეთა ფუ ვეღარ ვიტან ზურას რა. გამოფხიზლდება და იმედია დაიტანჯება და არც და შეურიგდება და არც შეყვარებული. ფუ ძროხა უნამუსო. აუუუ ლევანი რა კაი ტიპია აი ვგიჟდები ძალიან საყვარელია❤

№8  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე
ვაააიიმეეეეეეე......გული მაქვს ცუდად, გეფიცები.....არ ველოდი ასეთ განვითარებას. გული დამწყდა ზურა რომ აქამდე დაეცა, მაგრამ თან ძალიან შემეცოდა. ქეთი...ქეთის გამო, ჩამომესხვრა მთლიანად ყველაფერი. გული გამეხლიჩა. ნინოც ძალიან შემეცოდა. ვაიმე, აღარ ვიცი რაა...აი, ლევანის მიმართ რაღაც ამოუცნობი სიმპათიით განვიმსჭვალე. ერთხელ გითხარი და ახლაც გეტყვი, პერსონაჟებთან ერთად განვიცდი მეც ყველაფერს. მათი ტკივილი, გულამდე მოდის და ეს, ისევ უმაგრესი ავტორის დამსახურებაა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს და ასე საოცრად წერს და გადმოსცემს. სულს მიყინავს თითოეული სიტყვა და ერთიანად ფეთქდება ემოციები, რომელთა გადმოცემაც მიჭირს, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩემი აღტაცება გამოვხატო. უმაგრესი ხარ ანე, საოცარი და მავსებ ყველაფერ კარგით heart_eyes heart_eyes კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვამბობ ეს ოხერი! თუმცა, შენც უნდა აცნობიერებდე რაოდენ კარგი ხარ blush

ოოოხ, ეს ვინ დაბრუნებულა და გაუნათებია აქაურობა. მომენატრე მე შენ, ხომ იცი და დამაკლდიიი!!! ვაიიიჰ, რა ამავსე და გადამბუგე მოკლედ, რა მიწები ეს და რა სიტყვები მითხარიიი? რატომ მიწა არ გამისკდება და თუ მჯეროდეს, რომ მე მეუბნებიიი!!!! მადლობა უზარმაზარი და გაფასებ უზომოდ!!! მიხარია და სულ გამიხარდება შენი აქ ყოფნა!!! გკოცნი. ♥️♥️♥️

№9  offline წევრი mishkakovich

ანე ლაშხი მეკაიფეებიი ტოოო? :D ესს რა იყოოო :D ზურამ რა იპროჭაა კაი რააა :D მაგრად ვიცინოდიი დავიძაბე ავნერვიულდიი ყველაფერი ერთად დამემართა. საღოლ :D <3 ლაშხი ლაშხი ჩემი ანე ლაშხი <3 :*

№10  offline მოდერი ანე ლაშხი

haddes
დამპალი უნამუსო ბიჭი ეს რა გააკეთა ფუ ვეღარ ვიტან ზურას რა. გამოფხიზლდება და იმედია დაიტანჯება და არც და შეურიგდება და არც შეყვარებული. ფუ ძროხა უნამუსო. აუუუ ლევანი რა კაი ტიპია აი ვგიჟდები ძალიან საყვარელია❤

ვაიმეე, შენ რა საყვარლად გაბრაზებულხარ, არ შემიძლია. :დდდ ^_^ აუ, კარგი ახლა, არ არის ზურა ასეთი ცუდიც, შეეშალა ერთხელ, რა მოხდა? :(((( ლევანს გადავცემ, გაუხარდება, დარწმუნებული ვარ. :დ და შენ მადლობა არა ყოფნისთვის და დაუზარებელი კომენტარისთვის!!! ♥️♥️♥️

mishkakovich
ანე ლაშხი მეკაიფეებიი ტოოო? :D ესს რა იყოოო :D ზურამ რა იპროჭაა კაი რააა :D მაგრად ვიცინოდიი დავიძაბე ავნერვიულდიი ყველაფერი ერთად დამემართა. საღოლ :D <3 ლაშხი ლაშხი ჩემი ანე ლაშხი <3 :*

არ გეკაიფება და ეს იყო, რაც იყო და ყველაფერი კაი იყო. :დდდ მადლობა და იგი!!! ^___^

ანე ლაშხი
ლიკა ახრახაძე
ვაააიიმეეეეეეე......გული მაქვს ცუდად, გეფიცები.....არ ველოდი ასეთ განვითარებას. გული დამწყდა ზურა რომ აქამდე დაეცა, მაგრამ თან ძალიან შემეცოდა. ქეთი...ქეთის გამო, ჩამომესხვრა მთლიანად ყველაფერი. გული გამეხლიჩა. ნინოც ძალიან შემეცოდა. ვაიმე, აღარ ვიცი რაა...აი, ლევანის მიმართ რაღაც ამოუცნობი სიმპათიით განვიმსჭვალე. ერთხელ გითხარი და ახლაც გეტყვი, პერსონაჟებთან ერთად განვიცდი მეც ყველაფერს. მათი ტკივილი, გულამდე მოდის და ეს, ისევ უმაგრესი ავტორის დამსახურებაა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს და ასე საოცრად წერს და გადმოსცემს. სულს მიყინავს თითოეული სიტყვა და ერთიანად ფეთქდება ემოციები, რომელთა გადმოცემაც მიჭირს, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩემი აღტაცება გამოვხატო. უმაგრესი ხარ ანე, საოცარი და მავსებ ყველაფერ კარგით heart_eyes heart_eyes კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვამბობ ეს ოხერი! თუმცა, შენც უნდა აცნობიერებდე რაოდენ კარგი ხარ blush

ოოოხ, ეს ვინ დაბრუნებულა და გაუნათებია აქაურობა. მომენატრე მე შენ, ხომ იცი და დამაკლდიიი!!! ვაიიიჰ, რა ამავსე და გადამბუგე მოკლედ, რა მიწები ეს და რა სიტყვები მითხარიიი? რატომ მიწა არ გამისკდება და თუ მჯეროდეს, რომ მე მეუბნებიიი!!!! მადლობა უზარმაზარი და გაფასებ უზომოდ!!! მიხარია და სულ გამიხარდება შენი აქ ყოფნა!!! გკოცნი. ♥️♥️♥️

შენ, ის ვერ წარმოგიდგენია როგორ მომენატრეთ შენ და შენი საოცარი პერსონაჟები...შუალედურის ქულაზე მეტად, შენ გელოდი, თუ როდის ამავსებდი ისევ ემოციებით და დაანთებდი ჩემში ცეცხლს, რაც აშკარად გამოგივიდა smile უუხ, როგორ მიხარია რომ თავიდან არ შემეზერა და წავიკითხე. რა ემოციებს "გავმაზავდი", რომ ვუფიქრდები, სული მითრთის sweat_smile გუდ ჯაბ გუულრ და იცოდე გელი, გელი და ისევ მოგელი, მართლა ყოველ წუთსა და წამს blush heart_eyes

№12  offline წევრი ნანა73

დაგაგვიანდააა, ველოდი ამ თავს.
ეს რა აურზაური მოაწყვე? ასეთი ამბავი, ერთბაშად გადმოშლილი ყველა დამალული და დაფარული, ყველას ერთად შეყრა და მთელი არმია მაყურებლების, ასეთი არაფერი წარმომიდგენია, ვეღარ ვარჩევდი ვინ-ვის? flushed

№13  offline მოდერი ანე ლაშხი

ვაიმე, შენ ქულას ელოდი და მე შუალედურს ველოდები და იმიტომ დამაგვიანდა, დამაწყდა ნერვები უკვე.
:((((( მთავარია, მეც აქა ვარ, შენც აქა ხარ და ყველა აქა ვართ, რა. :დ რაღაცნაირად შემომეჭერი გულში! ♥️♥️♥️

ნანა73
დაგაგვიანდააა, ველოდი ამ თავს.
ეს რა აურზაური მოაწყვე? ასეთი ამბავი, ერთბაშად გადმოშლილი ყველა დამალული და დაფარული, ყველას ერთად შეყრა და მთელი არმია მაყურებლების, ასეთი არაფერი წარმომიდგენია, ვეღარ ვარჩევდი ვინ-ვის? flushed

ვაიმე, წერისას უნდა გენახეთ, ისე გაბრაზებული ვწერდი და თან მეცინებოდა, ავადმყოფივით ვიყავი, მოკლედ. :დდდ უჰ, კარგი იყო და ენერგიული, რაც იყო. მადლობა, რომ აქ ხარ! ♥️♥️♥️

წაუღია შენი ჭირი იმ შუალედურს sweat_smile მაგან როგორ შეგვიწიროს ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები...ჯანდაბა მაგას! შენ კიდევ წარმატებები და ძალიანაც ნუ მომანატრებ თავს და შენს სიყვარულიკ პერსონაჟებს blush შენ შემომეჭერი და არც მე დაგრჩი ვალში smile smile გუდ ლაქები გურლ heart_eyes

№15  offline მოდერი ანე ლაშხი

ვაიჰ, დიდი, დიდი მადლობა, ტკბილო და მხიარულო გოგოვ! ♥️♥️♥️

№16 სტუმარი სტუმარი ქეთო

ეგ იდიოტი ზურა ჩაკალი. ღმერთო ასე რამ დააშტერა ეს ბიჭი, თან როგორ კაცობდა შეყვარებულთან და აქ რა ქაჯივით მოიქცა. ზოიძე მესიმპათიურებოდა, მაგრამ ქეთის რო საყვედურობს რატო დამიკიდეო და ამ დროს საკუთარი თავი ძაან მაგრად აქვს დაკიდებული, აი მანდ დამთავრდა მაგის კაი ბიჭობა. ეს ლევანი ჯერ კიდევ ამოუცნობია, მაინც მაგის ბრალია ევ აურზაური:დდ
მიკლედ, მგონი ყველაზე ვარ აღრენილი, ნელ-ნელა შემომელანძღნენ. საინტერესოა, ამხელა შოკის მერე როგორ დადგება ჩვენი გოგო ფეხზე

№17  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ქეთო

რას დამილანძღე ჩემი გოგო-ბიჭები, გვეწყინაო, გადმოგცეს, მაგრამ მაინც მადლობა, რომ გვკითხულობო. :დ :( ^_^ მე ვფიქრობ, ზოიძე მაინც კაი ბიჭია, როგორ იკაცა ზურიკო რომ გამოათრია და დაჟეჟა, ყველას მაგივრად მოახვედრა მუშტი, უხ, ჩემი გმირი ეგა! :დდდ ეგ ლევანი მიღვუარს, ჩემი ზიღვუარულია, როგორ უთხრა მაპატიე, გული მედგინა.
:((((( ჩვენი გოგო იქნება მგელივით თუ არა, ცხვარივით მაინც. :დდდ ძალიან დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის! ♥️♥️♥️

№18  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ანუ ლევანი მიყვარს ^_^ ^_^

მთვრალ კაცზე ხელის აწევა, რავიცი რავიცი არასწორია :დდ
ხოდა ფეხზე, რომ დადგება ზურა ვიხილავდი კიარადა წავიკითხავდი საღ გონებაზე , მისი და ზოიძის ჩხუბის სცენას :დდდ

აი რანაირად ან როგორ შემოირიგებს ზურა საყვარელ ქალს და დას არვიცი.

ხვალინდელი სკანდალი, როდის დადგება ერთი სული მაქვს ,
რამოხდება
რა მოქმედება
რავითარება იქნება
იმედია მალე გავიგებთ ^_^

მოკლედ და კონკრეტულად
გელი გელი მოგელიი
რაც შეიძლება მალეეე რააა :*

მადლობა ;)
ნახვამდის :დდ ♡♡

№19  offline მოდერი ანე ლაშხი

Tskrialashvili Mariami

ანუ, საერთოდ რომ ვერ შემოირიგოს ვერც ერთი, ეგეთი პონტი არ უნდა დავუშვათ? :დდდდ მთვრალზე უნდა ასწიო და უნდა დასწიო თან. :დდდ მადლობა, რომ აქა ხარ და შენც კაი ენერგიული ხარ, აი ვილ ბი ბექ! :დ ♥️♥️♥️

№20 სტუმარი სტუმარი gvantsa

ის იუმორი და ინტრიგა რაც წინა თავებში იყო და რამაც მიმიზიდა დაიკარგა და იმედია პახმელიის ბრალია და შენი მუზა და იუმორი დაუბრუნდება ისტორიას : )) იმედიანად ველოდები მომდევნო თავს ., მიუხედავად იმისა რომ არაკაცურად მოიქცა ზურა მაინც არ ვამტყუნებ საშინლად ითამაშეს ქეთიმ და ბრეგაძემ მის ნერვებზე და დაიმსახურეს ის რაც მიიღეს.ბრეგაძეს ბრალია ეს მთელი სპექტაკლი . ყველა ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ტერორს და სამწუხაროდ ზურა ძალიან სუსტია მისი ამჩეფეხება დამოკიდებულების მიუხედავად ,საინტერესო იქნება გამოფხიზლებული ზურას ფიქრები.აი ქეთისი არ მესმის ზოიძესთან მიმართებაში,საკუთარ ძმას ვერ პატიობს თამაშს და ცანცარს და ვიღაც საყვარელს პატიობს იმას რომ მის გამო შვილი მოუკვდა და უკურნებელი სენით დაავადდა ??ცეკვა და ღიმილი ზოიძეს ამ ყველაფრის მერე ??? ძალიან მიჭირს ამ გოგოს გაგება...თან ზურას არაკაცობაზე რო ზოიძე ლაპარაკობს ძაან ტეხავს : )) რაც შეეხება ნინოს უყვარს მაგრამ რეპუტაცია და რას იტყვის ხალხი უფრო მნიშვნელოვანია,ამიტომ დაკარგა ადრე ზურა და ამიტომ დაკარგავს ეხლაც.

№21 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici unda shemecodos tu shemezizgoss zuraa.ufro pirveli. Radgan avadaa. Ludomania chveulebrivi avadmyofobaa da chielrdeba gankurnebaa. Tumca tu pacients ar sursm es ukve amazrzeniaa. Ertia moacyo skandali da ichxubo. Da meorea gamofino saqveynod sheni dia piradi da clobit nachenebi reputacia daumsxvrio camebshii. Saocrad moulodneli ganvitareba igo. Moutmenlad veli gagrzelwbas da imedia cota pozitivibiqnebaa. Torem gavcivkni zurasac levansac. Im bote xurcuasac da zoidzesacc. Au armovsulvar zalazeee

№22  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი gvantsa

ძან კაია, რომ ყველა სახედაკარგული ადამიანი დაინახე და რეალურად, არც ერთ დადებით პერსონაჟზე არ ვწერ, ეგაა ჩემი მინუსი, რომელსაც მე პლუსში უფრო ვთვლი. :დდდ ინტრიგის მეტი რა იყო ამ თავში? ანუ, ახლა ეგეთი კვირაა რომ ცოტა ავირევი და ჩემს 80 წლის ლექტორებს ვერ მოვთხოვ პასუხს, ჩემდა სამწუხაროდ, მაგრამ მაინც გამისწორდა რომ წამიკითხე და არ მიმაგდე. :დდდ :))))) დამელოდე და თუ ისევ არ გაგისწორდება, ხასიათს ჩემ გამო ხო არ გაიფუჭებ? :დ მოკლედ, მადლობა. ♥️

Qeti qimucadze
Arvici unda shemecodos tu shemezizgoss zuraa.ufro pirveli. Radgan avadaa. Ludomania chveulebrivi avadmyofobaa da chielrdeba gankurnebaa. Tumca tu pacients ar sursm es ukve amazrzeniaa. Ertia moacyo skandali da ichxubo. Da meorea gamofino saqveynod sheni dia piradi da clobit nachenebi reputacia daumsxvrio camebshii. Saocrad moulodneli ganvitareba igo. Moutmenlad veli gagrzelwbas da imedia cota pozitivibiqnebaa. Torem gavcivkni zurasac levansac. Im bote xurcuasac da zoidzesacc. Au armovsulvar zalazeee

ვაიმეეეე, როგორ გაბრაზებულხარ შენც, რამდენს მოუშალეს ნერვი ჩემმა გოგო-ბიჭებმა, თურმე. :დდდდ ვეცდები რომ არ დავტანჯო ეს ხალხი და ვაცხოვრო მშვიდად, მაგრამ რამდენად გამომივა, კი არ ვიცი, მიყვარს დრამა ქვინობა, რა. თუ არადა, ყველა ერთად გავწიწკნოთ ზურას გარდა, მაინც მიყვარს ეგ ოხერი. :დდ ^_^ მადლობა აქ ყოფნისთვის, ქეთი! ♥️♥️♥️♥️♥️

№23  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ანე ლაშხი
Tskrialashvili Mariami
ანუ ლევანი მიყვარს ^_^ ^_^

მთვრალ კაცზე ხელის აწევა, რავიცი რავიცი არასწორია :დდ
ხოდა ფეხზე, რომ დადგება ზურა ვიხილავდი კიარადა წავიკითხავდი საღ გონებაზე , მისი და ზოიძის ჩხუბის სცენას :დდდ

აი რანაირად ან როგორ შემოირიგებს ზურა საყვარელ ქალს და დას არვიცი.

ხვალინდელი სკანდალი, როდის დადგება ერთი სული მაქვს ,
რამოხდება
რა მოქმედება
რავითარება იქნება
იმედია მალე გავიგებთ ^_^

მოკლედ და კონკრეტულად
გელი გელი მოგელიი
რაც შეიძლება მალეეე რააა :*

მადლობა ;)
ნახვამდის :დდ ♡♡

ანუ, საერთოდ რომ ვერ შემოირიგოს ვერც ერთი, ეგეთი პონტი არ უნდა დავუშვათ? :დდდდ მთვრალზე უნდა ასწიო და უნდა დასწიო თან. :დდდ მადლობა, რომ აქა ხარ და შენც კაი ენერგიული ხარ, აი ვილ ბი ბექ! :დ ♥️♥️♥️

ნწ არა, ეგეთი პონტები არ შეიძლება :დდ

№24  offline წევრი ვიპნი

გუშინ მომიწია ნახევარი წამეკითხა,რომ მცოდნოდა რა მელოდა რა გამაჩერებდა,ასე თავი რისთვის დაისაჯე,ყველაფერი ფერფლად აქციე,აქედან აშენება კი ისევ შენი საქეა,წარმატებები,ვნახოთ აბა "თავტლოპინა,ბებერი,ღიპიანი" ბრეგაძე რას იზამს,იქნებ აუკრძალოს ჟურნალისტებს გაშუქება თუ მაგხელა გაქანების არ არის?(ჩემს სმაილიკებს რატო ვერ აღიქვამს ეს საიტი ვერ გავიგე,ამ გულის მეტი არაფერი გამაჩნია,ეს შენ ძვირფასო ❣️)

№25  offline მოდერი Catherine Di Perso

მთელი ხუთი თავი რაღაც ასეთს ველოდი, რომ მინიმალური ემოცია მაინც მეგრძნო. ჰოდა, ვიგრძენი. გუდ ჯობ.

№26 სტუმარი სტუმარი ქეთო

ანე ლაშხი
სტუმარი ქეთო
ეგ იდიოტი ზურა ჩაკალი. ღმერთო ასე რამ დააშტერა ეს ბიჭი, თან როგორ კაცობდა შეყვარებულთან და აქ რა ქაჯივით მოიქცა. ზოიძე მესიმპათიურებოდა, მაგრამ ქეთის რო საყვედურობს რატო დამიკიდეო და ამ დროს საკუთარი თავი ძაან მაგრად აქვს დაკიდებული, აი მანდ დამთავრდა მაგის კაი ბიჭობა. ეს ლევანი ჯერ კიდევ ამოუცნობია, მაინც მაგის ბრალია ევ აურზაური:დდ
მიკლედ, მგონი ყველაზე ვარ აღრენილი, ნელ-ნელა შემომელანძღნენ. საინტერესოა, ამხელა შოკის მერე როგორ დადგება ჩვენი გოგო ფეხზე

რას დამილანძღე ჩემი გოგო-ბიჭები, გვეწყინაო, გადმოგცეს, მაგრამ მაინც მადლობა, რომ გვკითხულობო. :დ :( ^_^ მე ვფიქრობ, ზოიძე მაინც კაი ბიჭია, როგორ იკაცა ზურიკო რომ გამოათრია და დაჟეჟა, ყველას მაგივრად მოახვედრა მუშტი, უხ, ჩემი გმირი ეგა! :დდდ ეგ ლევანი მიღვუარს, ჩემი ზიღვუარულია, როგორ უთხრა მაპატიე, გული მედგინა.
:((((( ჩვენი გოგო იქნება მგელივით თუ არა, ცხვარივით მაინც. :დდდ ძალიან დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის! ♥️♥️♥️

ისეთები აჯახა ზოიძეს მაგ თავხედმა ბიჭმა, მადლობა თქვას, რომ არ შემოაკვდა. არ გადაიყვანა კაცი ჭკუიდან?კაი, გავჩერდები, თორემ ზურაზე ისევ აჭრილი ვარ და მეშინია რამე არ წამომცდეს :დდდდდდდ
შენ კი ჩემი სიყვარული გოგო ხარ❤

№27  offline მოდერი ანე ლაშხი

Tskrialashvili Mariami
ანე ლაშხი
Tskrialashvili Mariami
ანუ ლევანი მიყვარს ^_^ ^_^

მთვრალ კაცზე ხელის აწევა, რავიცი რავიცი არასწორია :დდ
ხოდა ფეხზე, რომ დადგება ზურა ვიხილავდი კიარადა წავიკითხავდი საღ გონებაზე , მისი და ზოიძის ჩხუბის სცენას :დდდ

აი რანაირად ან როგორ შემოირიგებს ზურა საყვარელ ქალს და დას არვიცი.

ხვალინდელი სკანდალი, როდის დადგება ერთი სული მაქვს ,
რამოხდება
რა მოქმედება
რავითარება იქნება
იმედია მალე გავიგებთ ^_^

მოკლედ და კონკრეტულად
გელი გელი მოგელიი
რაც შეიძლება მალეეე რააა :*

მადლობა ;)
ნახვამდის :დდ ♡♡

ანუ, საერთოდ რომ ვერ შემოირიგოს ვერც ერთი, ეგეთი პონტი არ უნდა დავუშვათ? :დდდდ მთვრალზე უნდა ასწიო და უნდა დასწიო თან. :დდდ მადლობა, რომ აქა ხარ და შენც კაი ენერგიული ხარ, აი ვილ ბი ბექ! :დ ♥️♥️♥️

ნწ არა, ეგეთი პონტები არ შეიძლება :დდ

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კაცო. :დ ❤️

ვიპნი
გუშინ მომიწია ნახევარი წამეკითხა,რომ მცოდნოდა რა მელოდა რა გამაჩერებდა,ასე თავი რისთვის დაისაჯე,ყველაფერი ფერფლად აქციე,აქედან აშენება კი ისევ შენი საქეა,წარმატებები,ვნახოთ აბა "თავტლოპინა,ბებერი,ღიპიანი" ბრეგაძე რას იზამს,იქნებ აუკრძალოს ჟურნალისტებს გაშუქება თუ მაგხელა გაქანების არ არის?(ჩემს სმაილიკებს რატო ვერ აღიქვამს ეს საიტი ვერ გავიგე,ამ გულის მეტი არაფერი გამაჩნია,ეს შენ ძვირფასო ❣️)

ვაიმეე, რა ამიჩუყე ამ დილა უთენია გული ბოლოს მინაწერით? აუ, როგორ მესიამოვნა, ვერც წარმოიდგენ! ბრეგაძეს რისი ტრა/კი ექნება, ვნახოთ აბა, მაგრამ მე მაინც მგონია, კაი ტიპია. :დ მიხარია შენი გამოჩენა, ძვირფასო! ❤️❤️❤️

Catherine Di Perso
მთელი ხუთი თავი რაღაც ასეთს ველოდი, რომ მინიმალური ემოცია მაინც მეგრძნო. ჰოდა, ვიგრძენი. გუდ ჯობ.

მინიმალური? ცუდად იქცევი. :დ გაიხარე!

სტუმარი ქეთო
ანე ლაშხი
სტუმარი ქეთო
ეგ იდიოტი ზურა ჩაკალი. ღმერთო ასე რამ დააშტერა ეს ბიჭი, თან როგორ კაცობდა შეყვარებულთან და აქ რა ქაჯივით მოიქცა. ზოიძე მესიმპათიურებოდა, მაგრამ ქეთის რო საყვედურობს რატო დამიკიდეო და ამ დროს საკუთარი თავი ძაან მაგრად აქვს დაკიდებული, აი მანდ დამთავრდა მაგის კაი ბიჭობა. ეს ლევანი ჯერ კიდევ ამოუცნობია, მაინც მაგის ბრალია ევ აურზაური:დდ
მიკლედ, მგონი ყველაზე ვარ აღრენილი, ნელ-ნელა შემომელანძღნენ. საინტერესოა, ამხელა შოკის მერე როგორ დადგება ჩვენი გოგო ფეხზე

რას დამილანძღე ჩემი გოგო-ბიჭები, გვეწყინაო, გადმოგცეს, მაგრამ მაინც მადლობა, რომ გვკითხულობო. :დ :( ^_^ მე ვფიქრობ, ზოიძე მაინც კაი ბიჭია, როგორ იკაცა ზურიკო რომ გამოათრია და დაჟეჟა, ყველას მაგივრად მოახვედრა მუშტი, უხ, ჩემი გმირი ეგა! :დდდ ეგ ლევანი მიღვუარს, ჩემი ზიღვუარულია, როგორ უთხრა მაპატიე, გული მედგინა.
:((((( ჩვენი გოგო იქნება მგელივით თუ არა, ცხვარივით მაინც. :დდდ ძალიან დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის! ♥️♥️♥️

ისეთები აჯახა ზოიძეს მაგ თავხედმა ბიჭმა, მადლობა თქვას, რომ არ შემოაკვდა. არ გადაიყვანა კაცი ჭკუიდან?კაი, გავჩერდები, თორემ ზურაზე ისევ აჭრილი ვარ და მეშინია რამე არ წამომცდეს :დდდდდდდ
შენ კი ჩემი სიყვარული გოგო ხარ❤

აუ, არ შემიძლია, მეცინება ისეთი საყვარელი ხარ. :დდდ ♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent