შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი პიანისტი


12-03-2017, 18:27
ავტორი L LI
ნანახია 1 604

თანდათან წყდებოდა, სულ უფრო ჩუმად მოისმოდა ბგერების ხმა. კლავიშებზე ყურმიდებული, ცდილობდა უკანასკნელად მაინც შეეგრძნო ჟღერადობა, სასოწარკვეთილების გაბმულ ზარად რომ გაისმოდა მთვარის შუქით განათებულ ოთახში. გამეტებით ახეთქებდა თითებს, დააცურებდა ერთი ოქტავიდან მეორეში, მეორიდან მესამეში...
და მერე?
მერე ყველაფერი შეწყდა.გაქრა, თითქოს ვაკუუმში ჩაიძირა. ნაადრევად გაჭაღარავებული თმა ასწეწვოდა, მკრთალ შუქზე ნათლად მოჩანდა ბრაზისგან აწითლებული ღაწვები, შეჭმუხნული შუბლი და თვალები, რომლებშიც ვერაფერს ამოიკითხავდით. მისი სული ტიროდა მხოლოდ... გაუთავებელი გუგუნი ესმოდა ყურებში. გულზე ხელი დაიდო, გაათმაგებულად სცემდა, თითქოს ამოხტომას ლამობდა. ერჩივნა გული ამოეგლიჯა და სმენა არ დაეკარგა. მართლაც, რა უნდა მომხდარიყო მისთვის უარესი?
თავს ფრინველად გრძნობდა, რომელსაც ფრთები მოაჭრეს, ცაში ამაყად ფრენის ნაცვლად მიწას ტკეპნიდა მხოლოდ... და რა აზრი ჰქონდა მის წინ მდგარ პიანინოს? რა აზრი ჰქონდა დაკვრას, თუ ზეცაში ვერ აიჭრებოდა აღმაფრენისგან, ვერ დაიპყრობდა მწვერვალებს?!
ორი წუთით გაჩუმდა, მაგრამ თითქოს რაღაც ხმაურობდა, ყვიროდა მის შიგნით. თავი დააყრდნო კლავიშების უსასრულო მწკრივს, ფრთხილად ამოძრავებდა მასზე თლილ თითებს. რაღაცას ბუტბუტებდა, ღრმად სუნთქავდა, შუშისებრი თვალები ერთ წერტილს გაუსწორა. მერე თითქოს გამოფხიზლდა, მოულოდნელად ისევ დაიწყო შეშლილივით დაკვრა. გამეტებით ახეთქებდა თითებს, თითქოს სურდა, გრიგალივით ცაში აეტაცა თავისი იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, ტკივილი, მრისხანება, გაეტაცა სადმე, მისგან შორს და ნაცარტუტად ექცია. ცეცხლის ალად იფრქვეოდა შეშლილი პიანისტის სულის თითოეული ნაწილაკი ბნელ ოთახში, მარგალიტებად ტოვებდნენ ბგერები კლავიშებს... ბგერები, რომლებმაც მთელი სამყარო მოიცვეს. ბგერები, რომლებმაც მხოლოდ მის ყურამდე ვერ მიაღწიეს...

ერთ მთვარიან ღამეს, როდესაც ყველას ეძინა, შეშლილი პიანისტის ღია სარკმლიდან გარეთ სასიამოვნო მელოდია აღწევდა, დახურულ კარს მიღმა კი ზამთრის სუსხიანი ქარი ქროდა თითქოს...



№1  offline მოდერი bla.ell

Rato wer ase kargad://magari iyo❤❤❤

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
Rato wer ase kargad://magari iyo❤❤❤

მადლობაა.

 


№3  offline წევრი Abigail

ძალიან ორიგინალურია, ძალიან კარგი იყო heart_eyes

 


№4  offline წევრი L LI

Abigail
ძალიან ორიგინალურია, ძალიან კარგი იყო heart_eyes

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent