გიჟივით შეყვარებული(თავი 11)
……..-ოო წესიერად ილაპარაკე ნიტაზე,ის ისეთი არ არის როგორიც ლილუ -ხო ის ნაშვილები ყოფილა და ლილუს ხო არ დაემსგავსებოდა -დეა რა თქვი?― ზურგიდან ხმა შემომესმა,გავიხედე და ჩემს უკან ნიტა იდგა,ვაიმე რა შარში გავები ,იმედი მაქვს რამე ცუდს არ გააკეთებს -ნიტა მე ... -დეა გაიმეორე რა თქვი ― მე გაგას შევხედე ,თითქოს მისგან თანხმობას მოველოდი და ასეც მოხდა,მან თავი დამიკრა და ნიტას შეხედა -ნიტა არ ვიცი როგორ გითხრა,უფრო სწორად არ მეგონა რომ ასე ცუდად გაგეგო,თან მე ვიფიქრე რომ იცოდი და როგორც ჩანს შევცდი. -საიდან... როგორ გაიგე?― თვალები აუცრემლიანდა და იძულებული გავხდი გვერდით გამეყვანა და ყველაფერი მომეყოლა ,არამარტო მასზე ,არამედ მთელ მის ოჯახზე.ცრემლებს ვერ იკავებდა და ოჯახისწევრებზე საშინლად გაბრაზებული იყო,ეს გოგო ლილუს სულაც არ გავს,მიუხედავად იმისა,რომ მასთან ერთად გაიზარდა. -დეა მინდა რომ ყველაფერი გამოვასწორო!მინდა რომ დაგეხმაროთ ,რადგან ლილუ რომ გაიგებს ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ ცუდ რაღცას ჩაიდენს. -მართლა? ანუ მეც ვფიქრობ რომ არ დანებდება მაგრამ ასეთს რას იზამს -დეა ის..― გარემომოათვალიერა და ჩუმად ,ტირილნარევი ხმით მითხრა― ადამიანსაც კი მოკლავს ოღონდ ისე მოხდეს როგორც დაგეგმა -რა?!― გაოგნებას ვერ ვმალავდი,ნუთუ მართლა შეუძლია ასეთი რამის ჩადენა. -დეა მისმინე.მადლობელი ვარ რომ ეს ყველაფერი მითხარი და არ დამიმალე,ლილუ კარგად არასდროს მექცეოდა გარდა იმ მომენტებისა როცა რაღაცაში ვჭირდებოდი.მინდა რომ დაგეხმაროთ თან უკვე ვხვდები დემნას როგორც უყვარხარ და დარწმუნებით ვამბობ , რომ არც მეჯერა დემნასა და ლილუს „სიყვარული“,უბრალოდ ვალდებული ვიყავი . მართლა. -ვიცი ნიტა .მაგაზე არ ვარ გაბრაზებული,ახლა მხოლოდ იმაზე მეფიქრება რას იზამს ლილუ როცა ამ ყველაფერს გაიგებს -არ ვიცი ,მაგრამ მერწმუნე კარგს არაფერს -კარგი მთავარია ამ ყველაფრის დამთავრებამდე არ აგრძნობინო არავის რომ სიმართლე იცი.არ მინდა რომ ჩემ გამო რამე დაგიშავდეს -კარგი დეა. ყველაფრით სენს გვერდით მიგულე ― გადავეხვიე და დარბაზში დავბრუნდით,გაგა მოლოდინის თვალებით მიმზერდა ,ყველაფერი ვუამბე და თითქოს გაუხარდ-ეწყინა ,ხო სულეური სიტყვა ვთქვი ,თუმცა ეგა რაც მეც ვიგრძენი და გაგამაც. წვეულება სრულდებოდა ,მინდოდა დემნა მენახა და ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი მაგრამ ლილუ გვერდიდან არ იცილებდა. „ვწუხვარ“-ს თვალები შემომანათა დემნამ და ცალყბად გამიღიმა,თვალები დავხუჭე და გავუღიმე „არაუშავს“ ნიშნად.მანქანებში ჩავსხედით და სახლებში გავნაწილდით. შევედი თუ არა მარინა ბიცოლა დამხვდა -აბა დეაკო როგორები ვიყავით? -გადასარევად გამოგივიდათ მარინა ბიცოლა -ყველაფერი მოაგვარეთ? -ჯერჯერობით კი. -მიხარია ძვირფასო მაშინ მე წავალ სადაც არის მოვა ჩემი მეუღლე -ნახვამდის ― გადავეხვიე და კარისკენ გავაცილე -დეაკო ანიტა დავაძინე,კარგად ვაჭამე,არც კი დაუწუწუნია ,ერთი-ორჯერ გახსენა მაგრამ მოვაგვარე უცბად. -დიდი მადლობა,ძალიან მიხვარხართ -მეც მიხვარხართ ჩემო ძვირფასებო― დავემშვიდობე და სახლში შემოვედი,სანამ გაბრიელი მოვიდოდა კი დამათენდებოდა ასე რომ საწოლში მოვკალათდი და დემნაზე ფიქრში მიმეძინა. 10:00 ― ჩემით გამეღვიძა და გამახსენდა ,რომ დღეს დემნას და ლილუს ქორწილია .საწოლზე დავეცი ისევ და თავზე ბალიში დავიფარე,მინდოდა ყველაფერი მიმელეწა , მაგრამ არა! ბალიში ძლიერად დავიფარე და მთელი ძალით დავიკივლე,იმის იმედით რომ ვერავინ გაიგებდა.მაგრამ ისევ არა! გაბრიელი გიჟივით შემომივარდა ოთახში ,მე კი სახიდან ბალიშს ნელ-ნელა ვიშორებდი და კატის თვალებით შევცქეროდი -შენ სულ გაუბერე ხო?! -აა თქვენც გაიგეთ? -დეაკო ძვირფასო რა გაყვირებს? -უი მარინა ბიცოლა... შენც აქ ხარ? -დეკო.დეკო.დეკო - რაო ანიტ ? -ვერ არის ეს. არა ხო გეუბნებით და გესმით?!― გაბრიელი გაბრაზებული გავიდა ოთახიდან,ანიტა საწოლზე ამომიხტა ,მარინა ბიცოლა კი სიცილით გაყვა გაბრიელს.ცოტა ხანს ანიტას ვეთამაშებოდი მერე კი მზადებას შევუდექი.ტელეფონის ხმა შემომესმა და ჰოპ! დემნა {-დილა მშვიდობის პატარავ} {-დილამშვიდობის დემნა} [პატარავ გეგმა მაქვს ,ოღონდ დარწმუნებით უნდა მითხრა :თანახმა ხარ თუ არა} {თანახმა ვარ!} {დეა ჯერ არ მითქვამს გეგმა რაზე იყო} {კარგი მითხარი ,გისმენ...} {ე.ი ლილუმ გადაწყვიტა ,რომ მხოლოდ მე და ის უნდა ვიყოთ ტაძარში,ჯვრისწერის დროს.დანარჩენები ტაძრის გარეთ უნდა იდგნენ .რადგან გადამღები თუ ვიღაც **** მოყავს და უნა რომ ჩვენ გარდა არავინ ჩანდეს,ჰოდა ასეთი რამ მოვიფიქრე ლილუს ადგილი შენ უნდა დაიკავო.მე ყველა საჭირო საბუთს მოვამზადებ.ლილუზე მე ვიზრუნებ არ იდარდო მაგაზე.მთავარია გაიაზრო რას გთავაზობ და დამთანხმდები თუ არა შენზეა პატარავ} {გინდა ,რომ შენი ცოლი გავხდე?} {ამაზე მეტად არაფერი მინდა პატარავ} {თანახმა ვარ!} {უჰ როგორ მიყვარხარ დეა წიკლაურო!} {ხომ იცი რომ მეც ძალიან} {ჰო „ძალიან“!} {კარგი მაშინ საქმეს შეუდექი შენ ,მე .. მოიცა მე რა უნდა ჩავიცვა?} {კაბა შეარჩიე,რომელიც მოგწონს და მერე მე ვიცი,ოღონდ ის არ დაგავიწყდეს -წინ რომ იფარავენ სახეს რა ჰქვია რავიცი} { ფატა?} {ჰო,ჰო ეგ!} {კარგი დემნა.დროებით.გკოცნი} {მეც გკოცნი პატარავ.} არ მჯერა მე მალე დემნას ცოლი გავხდები? მე და დემნა?დემნა და მე? ჩვენ? -ააააააააააააააა რა მაგარია ,ვთხოვდებიიიიიიიიიიიი -გოგო შენ ხო არ გაჟრიალებს ,კიდე ყვირი?! -გაბი ,გაბი მოდი რა გითხრა ბიჭოოოოოოოოოოოო -რა უნდა მითხრა ცუდად ხო არ ხარ.უკვე მეორე წამოფრენა დაგეწყო! -გაბრიელ წიკლაურო თანახმა ხართ თქვენი და მიათხოვოთ დემნა ბაგრატიონს,ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე? -რა ვქნა?! -ჰა კი თუ არა? -შენ ხო არ გაჟუჟუნებს შვილო.თავი სადმე ხო არ მიარტყი ამ დილაადრიან -აუ ნუ იდიოტობ! თანახმა ხარ თუ არა! -კი მე თანახმა ვარ ,მაგრამ საიდან მოგდის ასეთი აზრები ჰა?! გაბრიელი საწოლზე ჩამოვსვი და ვუთხარი ყველაფერი,ცოტა ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ეგონა თავი მაგრამ მაინც ყველაფერი გაიგო. -და? -რა და? გაბრიელ რა და? -ანუ აპირებთ ლილუ მოკლათ? -რა მოვკლათ ხო არ გძმარავს შენ?! -აბა რანაირად უნდა მოიშოროთ გოგო?! -ქლოროფორმი― და გავუღიმე -ვაიმე კრიმინალი გამიზრდია სახლში -ოო ნუ იდიოტობ რა , შენც უნდა დაგვეხმარო ხომ იცი -კაი კაი ვიცი -მე წავედი კაბა უნდა ვიყიდო -მიდი საპატარძლოვ მიდი! მოვწესრიგდი უცბად,გოგოებს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე მათაც გაბრიელის რეაქციის მსგავსი სიტუაცია შეემთხვათ,მაგრამ მაინც ჯიგრულ-მხიარულად წავედით და კაბების თვალიერება დავიწყეთ.კონსულტანტმა სადღაც ზღაპრულ სექციაში შეგვივყვანა.ისეთი მშვენებები იყო ,აი არვიცი.თვალი ერთ კაბას დავადგი საკმაოდ დიდი და მოქარგული,კუდი ძალიან გრძელი ჰქონდა და აუ რა თეთქი იყო ეეეეეეე. მოვიზომე და ჰოი საოცრებავ! კაბა ზუსტად ჩემთვის იყო შეკერილი.გოგოები აღფრთოვანებულები მიყურებდნენ და ცრუ ცრემლებს იწმენდნენ,გვიფრინდება გოგო-ო.მათაც იყიდეს თავინთთვის კაბები და ფეხსაცმელი. კაბები წამოვიღეთ და პირდაპირ იმ დარბაზში გავჩნდით რომელშიც შემდგომ უნდა გამართულიყო წვეულება თუ რაღაც,ტაძარი აქედან სულ რაღაც 200 მეტრში იყო.ერთი იმის მეშნოდა რომ არ ვეცნე ლილუს მამას ,საკურთხევლამდე მიყვანის დროს.კაბა ჩავიცვი ძალიან ბუნებრივ მაკიაჟთან ერთად და ფეხსაცმელი მოვირგე.ისეთი მშვენიერი ვიყავი.ჩემი მეჯვარე ემიკიკო გახლდათ ,დემნასი კი ნიკა.დემნამ დამირეკა იმ მომენტში და ძალიან ავღელდი -გოგო უპასუხე დროზე! -ალო დემნა -აბა პრინცესავ როგორ ხარ? -ცუდად -რა ?! რამე მოხდა?!― ემილიამ მიჩმიტა რა ცუდად ხარ მოკეტეო და საუბარი შევცვალე -უფრო სწორად ცოტა ვღელავ დემნა -არაუშავს პატარავ,ყველაფერი მშვენივრად იქნება არ იდარდო.ლილუს საქმე უკვე მოვაგვარე .შენ რა ქენი მზად ხარ? -კი მზად ვარ -კარგი მაშნ გამოდი დარბაზის უკანა მხრიდან და ტაძარში მძღოლი მოგიყვანს. -აჰა კარგი დემნა -მალე პატარავ მალე. დემნას გავუთიშე და მანქანისკენ დავიძარი.ემილია და ნიკა კი მაშინ შემოგვიერთდებიან როცა ტაძარი დაცარიელდება რომ არაფერი იეჭვონ.ტაძარში მივედი და არც ისე ბევრი ადამიანი იყო. გაკვირვებით გაიღიმა ლილუს მამამ როცა სახედაფარული მე დამინახა. გული საშინლად ამიძგერდა მეთქი ეხა მოვა და ფატას აწევს,ჩემი სახის დანახვა მოუნდება თქო მაგრამ არა .მკლავი მკლავში გამიყარა და ტაძარში შევედით.საკურთხევლის პირას დემნა იდგრა.შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი.ისეთი სიმპატიური იყო ჩემი ბიჭი.მაგრამ არ იღიმოდა.ახლა ამაას მოვკლავ .ალბათ არ მოეწონა ჩემი კაბა.არა სხვა უნდა მეყიდა ააშკარად.ლილუს მამამ ჩემი ხელი დეას ხელის გულზე მოაქცია და თავი დაუკრა.მის წინ ვიდექი და მიხაროდა.არ ვიცი რა გრძნობები დამეუფლა მაგრამ ის ვიცი რომ ბედნიერი ვიყავი.ლილუს მამა ტაძრის გარეთ გავიდა და დემნამ როგორც იქნა გაიღმა. -მშვენება ხარ პატაარავ ამ მომენტში ნიკა და ემილიაც მოვიდნენ და მოძღვარმა დაიწყო... -თანახმა ხართ დეა წიკლაურო ცოლად გაჰყვეთ დემნა ბაგრატიონს და იყოთ მასთან ჭირსა თუ ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? -თანახმა ვარ― მიუხედავად იმისა რომ გამიკვირდა დეა რომ თქვა -თანახმა ხართ დემნა ბაგრატიონო ცოლად შეირთოთ დეა წიკლაური და იყოთ მასთან ჭირსა თუ ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? -თანახმა ვარ -მეჯვარეებმა აქ მოაწერეთ ხელი,სიძე-პატარძალმა კი აი აქ. ხელი მოვაწერეთ და ისევ ერთმანეთს გავუსწორეთ თვალები -ცოლ-ქმრად გაცხადებთ.შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს―დემნამ სახეზე ჩამოფარებული ფატა აწია და ჯერ გაკვირვება ვერ დამალა მერე კი ნაზად მაკოცა,ჩამეხუტა და -ჩემი სამყარო ხარ დეა.მიყვარხარ -მეც ძალიან დემნა. -შეგიძლია ერთხელ მაინც თქვა რომ გიყვარვარ -ხომ ვთქვი -ხო?― წარბი ამიწია.მე გავუღიმე და ამ მომენტში ვიღაც შემორბის ტაძარში -დემნააააააააააა!........... ესეც მეთერთმეტე თავი.იმედია მოგეწონათ.<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.