შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟივით შეყვარებული(თავი 10)


17-05-2020, 09:10
ნანახია 2 682

მეგობრებო ბოდიშს გიხდით იმის გამო რომ გალოდინეთ.უკვე 17 მაისის 9:7 წუთია და ჯერაც არ დადებულა მეცხრე თავი,წარმოდგენა არ მაქვს რატომ არ დაიდო ჯერ კიდევ შემოწმებას ელის.არ მინდა ისე მოხდეს რომ ჯერ მეათე თავი დაიდოს და მერე მეცხრე მაგრამ ვნახოთ არვიცი იმედია გამოსწორდება ყველაფერი.
ახლა დავიწკოთ :
1......
2........
3...........
.უნდა წამოსულიყო ჩემკენ ,რომ ვიღაც შემოვიდა
-დემნა?!
-ქალბატონო ლიზა?!― მგონი ეს ლილუს დედაა,ღმერთო დავიღუპეთ,ოხ დემნა !მოსაკლავი ხარ.
-აქ რა ხდება ძვირფასო?!
-დეა ჩემი მეგობარი და ჩემი ძმაკაცის დაა,ლიკას რომ გული წაუვიდა ნერვიულობდა და აქეთ წამოვიდა.ვიფიქრე ცუდად არ გახდესთქო და გამოვყევი.ხომ გესმით არა?.....― შე მატყუარა ოსტატო შენ
-უი შვილო!შენი მეგობარია ის გოგო?!
-დიახ,არ მინდა რომ რამე დაემართოს― ცოტა ავზლუქუნდი და ვიმსახიობე
-არაუშავს ძვირფასო,ექიმებმა თვქეს რომ დაღლილობის გამო გახდა ასე,წამოდი არ იდარდო.მადლობა დემნა რომ ყურადღება მიაქციე,საუკეთესო სასიძო ხარ ძვირფასო!
საუკეთესო სასიძო ხარო!ოხ დემნა შენ მაცადე ,ჩემი ხელით აგკუწავ!ისევ დარბაზში დავბრუნდით,ლიკუნა უკვე გონზე იყო და შემომანათა ინტერესით სავსე ლურჯი თვალები,მე კი თვალები დავხუჭე და ჩავიღიმე.მოეშვა მასაც და სანდროსაც.“სასწრაფო“ წავიდა და აი მაშინ შემოვიდნენ ნიკა და გაბრიელი.დემნამ დაინახა თუ არა მათკენ გაემართა.მათაც შეამჩნიეს გაცეცხლებულთვალებიანი დემნა და მე შემომხედეს.მე კი „დავიღუპეთ“ სახე მივიღე და მაშინვე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე.დემნამ ორივე მათგანი გარეთ გაათრია,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.შიგნით კი ხალხი ისევ წვეულებას შეუდგა,თუმცა ერთი პრობლემა იყო ,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ,რომ გარეთ გავსულიყავი და ბიჭებისთვის მეშველა.იდეები აღარ მქონდა და უბრალოდ ტელეფონს დავხედე,ვითომ ვიღაც მირეკავდა და გარეთ გავედი.სახლის კუთხეში მდგომი ბიჭები შევამჩნიე,ერთმანეთს ხელებს უჭიმავდნენ და მივხვდი რომ მაგარ შარში გავყავით თავი,მათკენ წავედი
-თქვენ შიგ ხო არ გაქვთ !დეა როგორ გარიეთ ამ საქმეში ბიჭო!?!
-დემნა საკმარისია!―სამივემ მე მომაპყრო თვალები
-დეა შიგნით შედი ახლავე!
-მომისმინე ბატონო დემნა: ჯერ ერთი ისინი არაფერ შუაში არ არიან,მე ვთხოვე რომ დამხმარებოდნენ,რადგან შენი და მამაშენის,საერთოდ შენი ოჯახის გადარჩენა მინდოდა გასაგებია?
-დეა მ...
-მოკეტე ბაგრატიონო და მისმინე,აღარ გავიმეორებ― უკვე სიბრაზის სღვარს ვაღწევდი და ცხოვრებაში პირველად ვეუხეშე დემნას ასე,იმ ღამესაც კი არ მოვქცეულვარ ასე ცუდად
-ეს დედააფეთქებული მოუსმინე რა!― ნიკა ჩამეჭრა
-შენ -დემნა ბაგრატიონო ყველაზე ნაგავი და იდიოტი ადამიანი ხარ მთელს ამიერკავკასიაში! ერთხელაც კი არ მოგსვლია აზრად რომ ეს დედააბზრიალებული სიტუაცია ჩვენთვის აგეხსნა.ყოველთვის ისე იქცეოდი როგორც მოგეპრიანებოდა მაგრამ ეგრე არ არის ჯიგარო გაიგე?!შემომივარდი ცხოვრებაში და მერე საცოლესთან ერთად გამეჩითე შენ ეს ნორმალური გგონია?!ან ის სიტყვები რა იყო „გამოგიყენეო“?! გეგონა რომ ასე დამთავრდებოდა ყველაფერი? ნურას უკაცრავად რა ,მე შენი ძუკნა არ ვიქნები გასაგებია?! ეს არც არასდროს მდომებია,ისე ნუ გააკეთებ რომ სხვა ბიჭების სიაში შეგიყვანო,რომლებიც გოგოს იხმარენ და აგდებენ!― ის იყო რაღაც უნდა ეთქვა დასაჩვენმებელი თითი წინ ავუფრიალე― მაცადე როცა ვსაუბრობ!ეს ყველაფერი ჩვენ დავგეგმეთ,საბუთების ასცლის და ორიგინალიც ჩვენს ,უფრო სწორად ჩემს ხელთ იმყოფება.გინდა საბუთები? მაშინ დანაშაულის გამოსყიდვა მოგიწევს,ყველა ჩვენგან იმედი გაუცრუე,არცერთს არ გვენდე დემნა,მაგრამ ჩვენ მაინც არ მიგატოვეთ.ახლა შეგიძლია უარი თქვა ამ ქორწინებაზე ,ან დათანხმდე რა თქმა უნდა თუ კიდევ რამე არ გვიმალავ და სხვა რაღაცაც არ იმალება ამ „ქორწინების“ უკან. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი ახლა კი გისმენ რითი აპირებ თავისმართლებას?!― ისეთი გაბრაზებული ვიყავი რომ ვერც კი შევამჩნიე ნიკა და გაბრიელი როგორ წავიდნენ,მარტო მე და დემნა ვიყავით ,ორივენი გაცოფებულები ,ერთმანეთის პირისპირ.დემნამ შესასვლელი კარისკენ გაიხედა,ალბათ გადაამოწმა ვინმე გვიყურებდა თუ არა და მკლავში მწვდა.სახლის გვერდით გამიყვანა და კედელზე მიმაწება,სრული მნიშვნელობით და ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან
-დეა ახლა როგორ მინდა ბოლო ხმაზე გიღრიალო,დაგსაჯო შენი საქციელის გამო.შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რეალურად რას ვგრძნობდი მე,რეალურად რატომ დარას განვიცდიდი.გგონია ,რომ მარტო მამაჩემში იყო საქმე?გგონია რომ ლილეს არ ვიცნობდი და ერთი შეცდმის გამო ჩემს „საცოლედ“ იქაცა? დეა იმ გოგოს მე დიდი ხანია ვიცნობ,ჩემი მეგობარი იყო ,ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა.შენზეც კი მაქვს მასთან რაღაც მცირეოდენი ნათქვამი ,მე მას ვენდდობოდი მაგრამ ყველაფერი ცუდად წამივიდა. მარტო მამაჩემის მოკვლით კი არა ,შენითან დამემუქრნენ,მათ ყველაფერი იციან შენზე, შენზე და ანიტაზე....
-რა ?ანიტა რა შუაშია
-იციან რომ თუ შენ გატკენენ,მე მეტკინება და თუ ანიტას ავნებენ შენ გეტკინება,ასეთი ადვილი არ არის ყველაფერი გესმის?მე და ირაკლი დიდ ხანს ვცდილობდით ამ საბუთების ხელში ჩაგდებას მაგრამ ვერ მოვახერხეთ,საბოლოოდ მისი ცოლად მოყვანა მიწევდა ,თქვენ კი ეს საბუთები ხელში ჩაიგდეთ,ახლა არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ უნდა ვწუხდე ,რომ რამე არ დაგმართონ.
-და რატომ გაღელვებს ეს ასე?მთავარია მამაშენი კარგად იქნება და ანიტას გაბრიელი დაიცავს,მე ... მე... კი
-დეა მიყვარხარ და გაიგე ,გიჟივით შემიყვარდი გესმის?! შენს დაკარგვას ვეღარ გადავიტან,უკვე საკმარისზე მეტი გადავიტანე ,შენც..შენც ვეღარ დაგკარგავ დეა...― ამ სიტყვების გაგონებაზე ობოლი ცრემლი გადმოსრიალდა ჩემს ლოყაზე,თურმე მართლა როგორ ვყვარებივარ ამ იდიოტს.არც კი დავაყოვნე ,თან ერთგვარ ბოდიშად მივიჩნიე და დემნას ტუჩებს დავწვდი.რაღც მომენტში გაკვირვებულმა შემომხედა,ალბათ არ ეგონა რომ ამას ვიზამდი ,მერე კი გიჟივით მწვდა ,ლამის სული განვუტევე.
-მიყვარხარ ! სიგიჟემდე მიყვარხარ პატარავ!
-გაჩერდი დემნა!― კოცნა გავაწყვეტინე და თვალებში შევხედე,ისეთი ტკივილნარევი სახე ჰქონდა ,თვალები ... თვალები კი უფრო მეტად .... ― დემნა ბაგრატიონო შენ ყველაზე იდიოტი და დეგენერატი ადამიანი ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, აი მე კი ათმაგად იდიოტი და დეგენერატი გამოვდივარ ,რადგან შემიყვარდი.― მისი გაკვირვებული სახე ისეთმა ღიმილმა მოიცვა რომ ხელში ამიტაცა და დამატრიალა,ღმერთო ეს რა იდიოტი მყავს.
-ჩემი საოცრება ხარ დეა წიკლაურო!
-აჰჰ .. გაჩე ახლა არ გინდა
-ყოველთვის როგორ უნდა მიფუჭებდე რომანტიულ მომენტებს ჰა?!
-ხო არა ?! ― ნაძალადევი ღიმილი ვაჩუქე და ტუჩებზე ვწვდი.
-ჩემი პატარა მხეცუნა ხარ შენ
-ბოდიში მოიხადე რა !ჯერ არც კი იცი რა შემიძლია― გავუღიმე და კოცნა განვაგრძე
რამდენიმე წუთში ლილუს და მამამისის კამათის ხმა შემომესმა.დემნა და მე კედელს ავეკარით და გავიხედეთ,ლილუ მამამისს ეკამათებოდა,როგორც ჩანს გაიგო რომ სახლიდან საბუთები გაქრა
-მამა ის საბუთები სეიფში აღარ დევს გესმის?! იქ აღარ არის!
-არა ლილუ ძვირფასო იქ შევინახე,პაროლი მხოლოდ მე და შენ ვიცოდით და ნიტამაც .
-ნიტა?!იმ პატარა სულელსაც უთხარი ?!სულ გააფრინე?!
-შენს დაზე ასე ნუ ლაპარაკობ!
-კარგი რა ვითომ არ ვიცოდე რომ ნაშვილები გყავთ,საერთოდ რათ გინდოდათ?!მე არ გყოფნიდით?!
-ლილუ გეყოფა!შენ ამ საქმში არაფერი გესაქმება. საბუთები თუ არ არის მანდ ,შენს ბინაში მაინც არის ასლი, ასე რომ გეყოფა წუწუნი და ყვირილი!დემნა თითქმის შენია და მამამისის დატყვევებაც აღარ მომიწევს.მხოლოდ ერთი დღე და ვსო!
-კარგი მართალი ხარ!― ისინი დარბაზში ბრუნდებოდნენ რომ დემნამ გასვლა დააპირა და ეს მოზვერი ძლივს შევაკავე
-რას აკეთებ გაგიჟდი?! იფიქრებენ რომ შენ მოიპარე საბუთები !გეყოფა სიფიცხისა და ბრაზის ნთხევა!ყველაფერი დასრულდა დემნა.უბრალოდ ცოტა მოითმინე.ხვალე მამაშენიც მოვა შენი და იმ ლილუს ქორწილში და აი მაშინ დაასრულებ ყველაფერს!
-კარგი! ― მიმიწება მკერდზე და თავზე მაკოცა.იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც დავგეგმეთ.
ჯერ დემნა წავიდა დარბაზში ,და ცოტა ხნის შემდეგ მეც შევედი.დავინახე დემნა და ლილუ ერთად და თვალე სიბრაზისგან ამენთო.ლილუმ შემამჩნია თუ არა დემნას მკლავი მკლავში გაუყარა და ნაგავურად გამიღიმა.მაცადე შენ ჩამოგგლეჯ მაგ ღიმილს სახიდან და მერე მე გავიცინებ !ამ ფიქრებში ეკუნა და ირაკლი დავინახე ,მათკენ წავედი და მივესალმე
-აბა როგორ მიდის საქმეები
-კარგად ირაკლი,იმედია ყველაფერი კარგად იქნება
-არ იდარდო დეკუ ,ყველაფერი შევძელით და ესეც მოგვარდება მერწმუნე.
-იმედი მაქვს ეკუნა.
-აბა დეაკო რა ხდება?
-ვა გაგუშ!― მხარზე დაარტყა ხელი ირაკლიმ გაგას,გაგამაც იგივე გააკეთა და გაუღიმა
-გაგა ნიტასთნ როგორ გაქვს საქმეები
-ამ..ის.. მე და ნიტა...ჩვენ
-რა ენა გებმის შე ჩემა ხო არ შეგიყვარდა ჰა?ბოროტი დედოფლის და შეგიყვარდა?―ახიხინდა ირაკლი
-ოო წესიერად ილაპარაკე ნიტაზე,ის ისეთი არ არის როგორიც ლილუ
-ხო ის ნაშვილები ყოფილა და ლილუს ხო არ დაემსგავსებოდა
-დეა რა თქვი?― ზურგიდან ხმა შემომესმა,გავიხედე და.....

ესეც მეათე თავი,არც ისე პატარაა ვიმედოვნებ.ალბათ მოგეწონათ<3<3<3



№1 სტუმარი სტუმარი სალო

მეცხრე თავი არ დევს ????ასე კი შინაარსი ირევა

 


№2  offline წევრი Kingeka

ძაან მაგარიხარ კატერინა,მაგარი მოთხრობა მაგრამ გაურკევევლობაში ვვარდები არეული თავების გამო.მაგრამ მაინც მაგარი ხარ,გთხოვ გაითვალისწინე ჩემი რჩევა თორემკითხველები ცოტა ავირიეთ!

 


სტუმარი სალო
მეცხრე თავი არ დევს ????ასე კი შინაარსი ირევა

გეთანხმები! მეცხრე თავი შემოწმებას ჯერ კიდევ გუშინ დილიდან ელის,თუარ დაიდება 9,10,11 თავებს ერთად ავტვირთავ.. იმედია ეგ მაინც დაიდება

Kingeka
ძაან მაგარიხარ კატერინა,მაგარი მოთხრობა მაგრამ გაურკევევლობაში ვვარდები არეული თავების გამო.მაგრამ მაინც მაგარი ხარ,გთხოვ გაითვალისწინე ჩემი რჩევა თორემკითხველები ცოტა ავირიეთ!

ვიცი ეკუნა. მეცხრე თავი გუშვე ავტვირთე მაგრამ ამ დრომდე ელოდება შემოწმებას,არ ვიცი ასე რატომ მოხდა,მეათე თავი შეამოწმეს მეცხრე კი არა.თუ კიდევ არ დაიდო 9,10 და 11 თავებს ერთად ავტვირთავ

 


№4 სტუმარი სტუმარი სალო

მთავარ ადმინს რომ მიწერო?

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

მე დაველოდე მეცხრეს და ორივე წავიკითხე. უმაგრესია ნამდვილად. ქორწილის ჩაშლას მოუთმენლად ველი. არ დააგვიანო რა.... წარმატებები......

 


სტუმარი ხატია
მე დაველოდე მეცხრეს და ორივე წავიკითხე. უმაგრესია ნამდვილად. ქორწილის ჩაშლას მოუთმენლად ველი. არ დააგვიანო რა.... წარმატებები......

მადლობა დიდი <3

სტუმარი სალო
მთავარ ადმინს რომ მიწერო?

ვცადე მაგრამ მაგასაც არ შვება :/

 


№7 სტუმარი სტუმარი ხატია

მეცხრეც ატვირთულია უბრალოდ ჩამოუყევით. გუშინ 11:17 უწერია ატვირთვის თარიღი

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა ველოდები გაგრძელებას,???? მადლობთ

 


№9  offline წევრი bird of life

საოცრად საინტერესოაა. ინტრიგებიააააა, უჰჰჰჰჰ... smile smiley

 


№10  offline წევრი _კატერინაააა_

სტუმარი ხატია
მეცხრეც ატვირთულია უბრალოდ ჩამოუყევით. გუშინ 11:17 უწერია ატვირთვის თარიღი

Xo namdvilad. Cota sulelurad gamovida

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა ველოდები გაგრძელებას,???? მადლობთ

Madloba tqven

 


№11  offline წევრი _კატერინაააა_

bird of life
საოცრად საინტერესოაა. ინტრიგებიააააა, უჰჰჰჰჰ... smile smiley

რა თქმა უნდა :dd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent