შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებების ქარცეცხლში (6თავი)


19-05-2020, 22:15
ავტორი nina_m
ნანახია 2 492

6 თავი

საშხაპეში დიდი ხანი დავყავი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცხელოდა და ჩემი ორგანიზმიც ჯერ კიდევ ვნებების ქარცეცხლში იყო გახვეული, მაინც დიდ სიამოვნებას განვიცდიდი სხეულზე თბილი წყლის შეხებით. ერთ დროულად მინდოდა იგივე ვნების ხელახლა განცდა და ამავდროულად სამუდამოდ დავიწყება. საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა გაჩაღებული და ვერ ვიგებდი რა უნდა გამეკეთებინა. აბაზანიდან გამოსულმა სწრაფად ჩავიცვი თხელი პენუარი, რომელის ფუნქციაც თავად ვერ დამიდგენია, საერთოდ ვერაფერს ვერ ფარავდა. სველი თმით დავწექი საწოლში და კვლავ ფიქრებში გადავეშვი. საკმაოდ ცხელი ღამე იყო, ამიტომ აივნის კარის დაკეტვა არც კი მიფიქრია, გარედან შემოსული ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა ჯერ კიდევ ნესტიან კანზე. ტუჩებზე არაბულის სიმხურვალეს და არომატს ვგრძნობდი და ხელით ვეფერებოდი ჯერ კიდევ გახურებულ ბაგეებს. ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა ხვალ და რა რეაქცია უნდა მქონოდა მე. გოგოების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელიც წამიერი სიამოვნებით კმაყოფილდება და შედეგებზე არ ფიქრობს. არც თავის არიდება მიფიქრია, რადგან ეს ყველაფერი მეც მხიბლავდა და მიზიდავდა. მიუხედავად იმისა რომ ინიციატივა იოანესი იყო და ვფიქრობ შეუსაბამოც, რადგან ნორმალურად არც კი ვიცნობ, მაინც არ ვადანაშაულებდი არაფერში. ვერ ვხვდებოდი ჩემს მიმართ რა ინტერესი ქონდა ან საერთოდ ქონდა თუ არა რაიმე. გუშინ როცა იმ საშინელებას გადამარჩინა თითქოს მთლიანად მივენდე, ვგრძნობდი რომ ჩემს გვერდით ადამიანი იყო, ვინც დამიცავდა და იზრუნებდა ჩემზე. მეორეს მხრივ წინა დღეებში მისგან ისეთ კომენტარებს ვისმენდი თავი რიგითი სექსუალური ობიექტი მეგონა, რომლის მიმართაც ცხოველურ ლტოლვას განიცდიდა. ვიცი რომ საკმაოდ თავისუფალი ცხოვრება აქვს და ალბათ ბევრი გოგოც ეყოლება მაგრამ როცა წარმოვიდგენ, რომ მეც მათ რიგებს შეიძლება მივეკუთვნები სხეულში უსიამოვნოდ მცრის. არასდროს მქონია საპირისპირო სქესთან ამდენად ახლო ურთიერთობა, გაგიკვირდებათ მაგრამ ერთადერთი შემთხვევა იყო 8 წლის ასაკში, ვაჩეს ძმაკაცი მომეწონა, ზაფხულში სოფელში ვისვენებდით და ერთი დღით გვესტუმრა მშობლებთან ერთად, სახელი არც კი მახსოვს დიდად ვერც სახეზე ვიხსენებ ბოლოსდაბოლოს ბავშვური გატაცება იყო. იმ დროს ბატონები მქონდა ამიტომ გარეთ გასვლის და თამაშის ხასიათზე არ ვიყავი, თან როგორ მეკადრებოდა წითელი კოპლებით უცხო ადამიანებთან გამოჩენა. ვიჯექი მეორე სართულის აივანზე და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ეზოში ფეხბურთს უბნის სხვა ბავშვებთან ერთად. ბევრს სისულელე ეგონება 8 წლის ასაკში როგორ შეიძლება ვინმე მოგეწონოს და ფიქრი დაწყო მასზე, მაგრამ ასე ვიყავი მომწონდა გოლების გატანისას როგორ ამოიხედებოდა ხოლმე აივანზე თავისი მწვანე თვალებით. ხო ნამდვილად, ახლა გამახსენდა ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა. მას მერე არც მინახავს, ან შეიძლება შევხვდი კიდეც და არ მახსოვს ბოლოსდაბოლოს მას შემდეგ 12 წელი გავიდა. წარსულზე ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ჩამეძინა.
თერთმეტი ხდებოდა რომ გამეღვიძა, უფრო სწორად სიცხემ მაიძულა გაღვიძება. გამიკვირდა ამდენ ხანს რომ მეძინა, როგორც წესი როცა ზღვაზე ვარ ადრე მეღვიძება, რომ განთიადით დავტკბე. ამჯერად ჩვეულებრივზე გვიან ავდექი. მოვწესრიგდი, მოკლე უზურგო სარაფანი გადავიცვი, ღრმად ამოვისუნთქე მოსალოდნელი უხერხულობის გამო და პირველი სართულისკენ გავეშურე. სახლში არავინ იყო, გამიკვირდა. არც სანაპიროზე ჩანდა ვინმე რამდენჯერმე ნინეს დავუძახე თუმცა ხმა არავინ გამცა. ოთახში ავბრუნდი, რომ ტელეფონი ამეღო და დამერეკა.
- ნინე სად ხარ? - ვკითხე როგორც კი მიპასუხა
- აუ ტას მე და ვაჩე წავედით ბავშვების მოსაყვანად საბა, თათა და ლუკა ჩამოვიდნენ მაგრამ ქობულეთთან ახლოს მანქანა გაუფუჭდათ და წამოსაყვანად წავედით, თან მანქანასაც მიხედავენ ბიჭები, რამდენჯერმე დაგიკაკუნე მაგრამ ხმა რომ არ გამეცი მეგონა გეძინა და წამოვედით. - სიტუაცია გამაცნო წერეთელმა.
- როგორც ჩანს ღრმად მეძინა და ვერ გავიგე, მალე მოხვალთ?
- ჯერ არ მივსულვარ, ათ წუთში მივალთ დაახლოებით
- კარგი მაშინ არ დაგელოდებით და გავალ პლიაჟზე ცოტა ხნით
- კარგი, მიდი გაკოცე.
როგორც კი გავუთიშე გამზადება დავიწყე, ტანზე შავი საცურაო კოსტიუმი მოვირგე, ამავე ფერის გრძელი გამჭვირვალე მოსასხამი მოვიცვი, პატარა საჭირო ნივთები ჩავალაგე და ვერანდიდან პლიაჟისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრ ხალხს არ მოეყარა თავი, როგორც ჩანს რამდენიმე სახლი და სასტუმრო სანაპიროს გაყოლებაზე ერთ უკრაინელ ოჯახის გვერდით რამდენიმე მეტრის მოშორებით დავიკავე ადგილი, ნივთები შეზლონგზე დავატოვე, მოსაცმელი გავიხადე და წყალში შევედი. წყალი საკმაოდ გრილი და სასიამოვნო იყო, ცოტა ხანს ზურგზე გავწექი და მზეს მივეფიცხე, მერე კი შეზლონგზე მოვთავსდი და მწველ სხივებს უფლება მივეცი ჩემი სხეულით დამტკბარიყვნენ და სასიამოვნო შეფერილობა მიეცათ.
- დამცავს თუ არ წაისვამ მზე დაგწვავს - უცხო ხმა მომესმა საკმაოდ ახლოდან და მისმა სილუეტმა მზეც მომიჩრდილა. ფრთხილად გავახილე თვალები, აშკარად არ ვიცნობდი ჩემ წინ მდგომს.
- მასე მარტივად არ ვიწვები, ასე რომ თამამად შემიძლია ასე გავირუჯო
- მაინც ვფიქრობ რომ უნდა დაიცვა თავი
- მე კი ვფიქრობ რომ საჭირო არაა
- კარგი მაშინ როგორც გინდა - გვერდი მდგომ შეზლონგზე ჩამოჯდა და ხელი გამომიწოდა - ხო მართლა მე დემეტრე ვარ - საყვარლად გამიღიმე
- ტასო - ჩემი ხელი შევაგებე.
- მარტო ისვენებ?
- მეგობრებთან ერთად, უბრალოდ დილით ყველა სადღაც გაქრა, შენ?
- მეც ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად ვარ , აი ისინიც - ხელით მიმანიშნა სამ ადამიანზე , რომლებიც სიცილით ცდილობდნენ წყალში ერთმანეთის დახრჩობას. - არ გაგიკვირდეს ცოტა არანორმალურები არიან - თვითონვე გაეცინა.
- არ მიკვირს, მეც მყავს რამდენიმე ეგეთი - მეც გამეღიმა მათ შემყურე.
- ჩვენკენ გადმოდი თუ გინდა, აქ მარტო ხომ არ იქნები - შემომთავაზა დემეტრემ
- მგონი აჯობებს ხელი არ შეგიშალოთ, თან მალე უნდა გავბრუნდე
- ხელს არ შეგვიშლი, კარგი რა მარტო ყოფნას ჯობს, თან გაგაცნობ იმ არანორმალურებს - საყვარლად გამიღიმა და მეც ვერ ვუთხარი უარი.
- კარგი, მაშიც ცოტა ხანს შეიძლება - ბავშვები დაახლოებით ოცდაათი ორმოცი მეტრის მოშორებით იყვნენ. ჩემი ნივთები ავიღე და დემეტრეს გავყევი. რატომღაც დადებითი რეაქცია გამოიწვია ჩემში, უცნობებისგან ვცდილობ რომ თავი შორს დავიჭირო მაგრამ დემეტრე თითქოს დადებით ენერგიას ასხივებდა თავისი თვალის მომჭრელი ღიმილით და მეც არ დავიწყე გადამეტებული თავის დაფასებები.
- ბავშვებოო - ხელი დაუქნია სამეულს დემეტრემ, როგორც კი მივუახლოვდით და ისინიც ღიმილით გამოემართნენ ჩვენკენ. - გაიცანით ეს ტასოა - წარუდგინა ჩემი თავი მეგობრებს - ეს ლიკაა ჩემი და - მიმითითა ქერა გამხდარ გოგოზე, რომელსაც საოცრად ცისფერი თვალები ქონდა და ოქროსფერი რუჯის ფონზე ორმაგად ანათებდნენ. - ეს რატია ჩემი ძმაკაცი და ლიკას შეყვარებული - მიმითითა მაღალ, ასევე ქერა სილუეტზე - ეს კი მაშო - აქ ცოტა ხანს შეჩერდა - მაშო ლიკას დაქალია - ბოლოს უხერხულად დაამატა.
- სასიამოვნოა - ღიმილით გავხედე სამივეს და მათაც იგივეთი მიპასუხეს. ზღვაში აღარ დაბრუნებულან და ჩემთან და დემეტრესთან ერთად შეზლონგებზე ჩამოსხდნენ
- აქ ახლოს გაჩერდით? - ღიმილით მკითხა მაშომ
- კი, აი იმ სახლში ვართ - ხელით ჩვენი სახლისკენ ვანიშნე - თქვენ?
- ჩვენც აქვე ვართ აი ორი სახლის მოშორებით - მიმითითა ორსართულიან სალათისფერ სახლზე. - აქამდე არ შეგვიმჩნევიხართ, როდის ჩამოხვედით?
- გუშინ საღამოს ჩამოვედით, ამიტომ ვერ შეგხვდით
- აქ დიდ ხანს გაჩერდებით? - ახლა ლიკამ მკითხა
- ზუსტად არ ვიცი, ალბათ რამდენიმე დღით რადგან გამოცდები გვეწყება
- ჩვენც ორ დღეში ვბრუნდებით თბილისში იგივე მიზეზის გამო, მაგრამ ისევ ვაპირებთ დაბრუნებას. ხო მართლა საღამოს წამოიყვანე მეგობრები, სანაპიროზე კოცონს ვანთებთ ხოლმე თან ბევრნი უფრო კარგად გავერთობით - შემომთავაზა ლიკამ
- გუშინ შევამჩნიე საღამოს კოცონი, როგორც ჩანს თქვენ იყავით - გავუღიმე - დღეს სამი მეგობარი კიდევ შემოგვემატა, მგონი აჯობებს თქვენ შემოგვიერთდეთ, სიამოვნებით მიგიღებთ - მივიპატიჟე ახლადშეძენილი მეგობრები.
- მაშინ გიტარა და სასმელი ჩვენზეა - გაიღიმა დემეტრემ
- გიტარაზე უკრავ? - გავიოცე რადგან ძალიან მიყვარს როცა ბიჭი უკრავს და კარგად მღერის.
- ვცდილობ ყოველ შემთხვევაში...
- იტყუება, კარგად უკრავს და კარგადაც მღერის - ამხილა რატიმ.
- მოკლედ ჩემთან გელოდებით, მისამართი იცით, ახლა უნდა წავიდე წესით ბავშვებიც დაბრუნდებოდნენ.
- შენი ნომერი ჩამიწერე და საღამოს დაგირეკავ მოსვლამდე - ტელეფონი გამომიწოდა დემეტრემ, მეც ჩემი ნომერი ჩავუწერე დავემშვიდობე და სახლისკენ გავემართე. უჩვეულოდ მხიარულად ვგრძნობდი თავს, ბავშვებმა კარგად იმოქმედეს ჩემზე, იმდენად კარგად რომ გუშინდელი საღამო აღარც გამხსენებია.
ბავშვები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები სამაგიეროდ სამზარეულოში იოანე დამხვდა, მეგონა გასული იყო თურმე სახლში ყოფილა. მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გავიყინე და მორიდებით ავათვალიერე. ტანს ზემოთ შიშველი, იყო შავი სპორტული შორტი ეცვა სამზარეულოს დახლთან იდგა და მთელი მონდომებით ცდილობდა სენდვიჩის გამზადებას.
- დილა მშვიდობის - მივესალმე ზურგით მდგომს, საკმაოდ დიდი გამბედაობაც დამჭირდა გუშინდელის მერე.
- დილა მშვიდობის - ჩემკენ შემობრუნდა და ნახევარი ტანით მიეყრდნო დახლს. - ვატყობ მოგისწრია ზღვაში ნებივრობა.
- ასე გამოვიდა - ჩუმად ამოვიჩურჩულე - რაღაც მინდა გკითხო - დავამატე ბოლოს
- გუშინდელზე დალაპარაკება მეც მინდოდა... ტასო მისმინე...
- არა, სხვა რაღაც უნდა გკითხო - გავაწყვეტინე საუბარი - საღამოს რამდენიმე მეგობარი დავპატიჟე, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- სერიოზულად? ამის კითხვა გინდოდა? - ნერვიულად გაიცინა და თმაზე ხელი მოხდენილად გადაისვა - წინააღმდეგი არ ვარ, შეგიძლია ისე მოიქცე როგორც საკუთარ სახლში.
- კარგი მაშინ, მე ოთახში ავალ - სამზარეულოდან გასვლა დავაპირე
- ტასო მოიცადე - სწრაფად გაჩნდა ჩემთან და მარცხენა ხელი მაჯაში ჩამავლო, რომ შევეჩერებინე - ვფიქრობ უნდა ვილაპარაკოთ, არა?
- მომისმინე იოანე - ხელი გავაშვებინე - ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ორივემ კარგად ვიცით გუშინ რაც მოხდა, ვფიქრობ საჭირო არ უნდა იყოს გაზვიადება, უბრალოდ დავივიწყოთ - ბოლო სიტყვები სწრაფად ვუთხარი და სამზარეულოდან გავედი
- არ მგონია დავიწყება შეძლო - მომაძახა სანამ ოთახში შევიდოდი.
- უტაქტო! - ჩემთვის ამოვიგმინე. მალე მოვწესრიგდი და სააბაზანოდან გამოსულს უკვე ხმაურიც შემომესმა პირველი სართულიდან. როგორც ჩანს ბავშვები დაბრუნდნენ.
- ჰეი ლამაზოო ... - ხელებ გაშლილი წამოვიდა ჩემკენ ლუკა, როგორც კი კიბეებზე დამინახა - მომნატრებიხარ - თბილად გადამეხვია და თმები ამიჩეჩა.
- მეც ლუკიტო - ლოყები გემრიელად დავუწელე და დავეჭყანე. - აბა გვრიტებო როგორ ხარ? - გადავეხვიე თათას და საბასაც.
- როგორ? თავს ისე ვგრძნობ თითქოს გალიაში გამომკეტეს დასაკლავი იხვივით - ამოიზმუვლა საბამ
- რა ჭირს ამას - გავხედე თათას
- მამაჩემი ჩამოვიდა გერმანიიდან ხვალ ოჯახური ვახშამი გვაქვს სანათესაოთურთ და ეს წუწუნით კვდება ორი დღეა. ხვალ პირდაპირ იქ უნდა მივსულიყავით მაგრამ ვაჩემ გვითხრა რომ ბათუმში ხარ და ჩამოგიარეთ ერთი დღით. - თათა აჭარელია და მთელი ოჯახი და სანათესაო ბათუმში ყავს. თვითონ ხუთი წელია რაც თბილისში გადმოვიდა და მარტო ცხოვრობს.
- ახლა მესმის - გამეცინა - ვიზიარებ საბუ - მხარზე მოვუთათუნე ხელი.
- ხო მიდი დამცინეთ, რა გენაღვლებათ - მოჩვენებითი ბრაზით გადმოგვხედა მე და თათას.
- მიდი, მიდი ეგ ბარგი ჩემ ოთახში აიტანე საღამოს როგორმე მოვთავსდებით - ჩემი ოთახისკენ მივუთითე საბას - ჩვენ მანამ რამე მოვამზადოთ თორე მშია
- ნინე... - დავუყვირე მანქანასთან მდგომს, სიყვარულის თვალებით რო შესციცინებდა ჩემ ძმას და რაღაცას ებურტყუნებოდა - ხალხო რა ვერ დატკბით ამ სიყვარულისგან? - მივუახლოვდი წყვილს
- მგონი ეჭვიანობს - ნინეს გახედა ვაჩემ და გულზე მიმიხუტა
- წამოდით რა მშია, მარტო ხო არ გავამზადებ
- არც მოგიწევს, ბიჭებმა გამოიძახეს საჭმელი გზაში გადავწყვიტეთ რო მომზადება გვეზარებოდა - გაიცინა და მომეხუტა წერეთელი. - ხო გუშინ სად გავარდი ხმა რო არ გაგვეცი
- აუ ახლა არ დაიწყო, დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა... უი ხო პლიაჟზე ბავშები გავიცანი, აქვე ახლოს ცხოვრობენ და ჩვენთან დავპატიჟე საღამოს მოვლენ
- სად მოასწარი - წარბი ამიწია ვაჩემ
- ეგრევე ნუ მეტაკები ხოლმე პირში - დავებღვირე ვაჩეს - ძალიან საყვარლები არიან აი ნახავ მოგეწონებათ ყველას.
- კარგი ანუ რაღაცების გაკეთება მაინც არ აგვცდა - დანანებით ჩაილაპარაკა ნინემ
- ნუ წუწუნებ წერეთელი
- კარგი, ხო შევიდეთ მაშინ დავისვენოთ, ვჭამოთ და მივხედოთ საქმეებს...
ბიჭები პლიაჟზე გავიდნენ, იოანე არ დამინახავს ალბათ მათთან ერთად გავიდოდა. ჭამის შემდეგ ცოტა სახლი მივალაგეთ და რაღაცების კეთება დავიწყეთ. ბიჭები შეგვპირდნენ რომ მწვადს შეწვავდნენ ამიტომ დიდა არც ჩვენ დავიხარჯეთ. საღამოს შვიდი იყო მომზადება რომ დავიწყეთ, მოკლე მაღალწელიანი შავი შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, თმა გავიშალე და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინეს და თათას შევუერთდი. ბიჭები, გარეთ უკვე ხორცს წვავდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ... რამდენჯერმე ფანჯრიდან მზერა იოანესკენ გავაპარე, ჩვენი თვალები წამით გადაეყრებოდნენ ერთამანეთისას, მერე კი ისევ თვალს ვარიდებდით. პიცის დაჭრით ვიყავი გართული ტელეფონმა რომ დარეკა, უცნო ნომერი იყო
- გისმენთ - ხმაში გაკვირვება აშკარად მეტყობოდა
- საინტერესოა მიპატიჟება ისევ ძალაშია - დემეტრე იყო
- დამავიწყდა შენი ნომერი რომ არ მეწერა - გამეცინა - რა თქმა უნდა ძალაშია, გელოდებით
- დასალევზე უნდა მეკითხა, რა წამოვიღო
- ბიჭებს ვისკი აქვთ სახლში როგორც ვიცი
- ცივი ლუდი და სასუსნავები მომაქვს... ვიფიქრე რამე ხომ არ გინდა
- აამ არა ყველაფერ გვაქვს.... აუუუ დემეე
- აი ეს უკვე მომწონს, აბა გისმენ
- ერთ ბოთლ წითელ ღვინოს იყიდი? - საწყალი ხმით ამოვიჩურჩულე
- რა თქმა უნდა თქვენო უდიდებულესობავ - ვიგრძენი როგორ გაეღიმა საუბრისას
- ოქრო ხარ
- ოც წუთში მანდ ვართ
- გელი. - ყურმილი დავუკიდე და ჩემ წინ ასვეტებულ ნინეს და თათას გავხედე, ორივეს დოინჯი შემოერყა და დაეჭვებული მზერით მაკვირდებოდნენ - რა იყო ? - გავიკვირვე მე და პიცას მივუბრუნდი.
- ეს ჩვენ უნდა გკითხოთ, რა იყო? ვინაა „დემე“ - სახელი გამოკვეთა თათამ
- დღეს ვინც გავიცანი ის, და რანაირად მიყურებთ - გავხედე იგივე პოზაში მდგომ გოგოებს.
- წითელ ღვინოს იშვიათად სხვა ტასო, რას მალავ? - ახლა ნინემ დააბრეხვა რაღაც
- არ შეიძლება წითელი ღვინო, რომ მომინდეს?
- არა... მარტო განსაკუთრებულ მომენტებში გინდება - არ ცხრებოდა წერეთელი, - შემთხვევით ეგ „დემე“ ხომ არ მოგეწონა?
- საიდან მოიტანეთ, უბრალოდ მართლა კარგები არიან არანაირი მოწონება და ნუ იგონებთ რაღაცებს - გვერდულად გავხედე
- მე რაღაც ასე არ მგონია
- ნინე! გეყოს, არ მომწონს ადამიანო ვერ ხარ ცოტა შენ... თან შევამჩნიე რომ დემეტრე უკვე ვიღაცით არის დაინტერესებული - გამეცინა როცა გამახსენდა მაშოს როგორ უყურებდა
- ძალიან კარგი - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნინემ და სალათს მიუბრუნდა.

მისაღებში მაგიდა გავაწყვეთ, ხმა დაბლა მუსიკა ჩავრთეთ და ბიჭებთან გავედით ეზოში.
- აბა რას შვრები? - ვიკითხე სურნელისგან მონუსხულმა
- თითქმის დავასრულეთ, მალე მოვლენ? - მკითხა ვაჩემ
- კი საცაა მოვლენ - სწორედ ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმაც - გისმენ დემე - სახელის წარმოთქმისას, თვალი რატომღაც იოანესკენ გავაპარე ეს უკანასკნელი კი ყბებდაჭიმული იდგა და დაჟინებით მომჩერებოდა - კარგი ვერანდის მხრიდან გამოვალ. - ყურმილში ვუთხარი დემეტრეს და ბავშვებს ვანიშნე რომ დავხვდებოდი. ვერანდაზე გავედი და ბავშვებს გავხედე, ხელს მიქნევდნენ ჩვენკენ მომავლები
- ხუთ წუთში მოგისწრია დაახლოება - ზურგს უკან იოანეს ბოხი ბარიტონი შემომესმა და მოულოდნელობისგან ტანში გამცრა
- ასე გამოვიდა - ხელები გულზე დავიკრიფე და ადგილიდან არ გავნძრეულვარ
- ტასოო - ახლოს მოსულმა ლიკამ დამიძახა და მომეხვია - როგორი ლამაზი ვერანდაა
- შემოდით ბავშვებო - სამზარეულოში შევუძეხი სადაც იოანე იდგა და გვაკვირდებოდა.
- ტასო ესენი სად დავაწყოთ? - პარკები მაღლა აწია დემეტრემ
- აი აქ დახლზე დააწყვე და მივხედავ. - პარკები დახლზე დააწყვეს ბიჭებმა, დემეტრემ ერთი გახსნა და ღვინის ბოთლი ამოაძვრინა
- ეს სპეციალურად თქვენთვის ქალბატონო - გრაციოზულობით გამომიწოდა ღვინის ბოთლი
- მადლობა, იქრო ხარ - თბილად გავუღიმე და გამოწვდილი ბოთლი ისე ჩავიხუტე თითქოს ვინმე მართმევდა. - ხო მართლა ეს იოანეა - არაბულისკენ მივანიშნე ბავშვებს - მთავარი მასპინძელი, ესენი რატი, ლიკა, მაშო და დემეტრე
- სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა დემეტრემ, შევამჩნიე დაძარღვული ხელი როგორ შეაგება არაბულმა და ყბები დაეჭიმა
- ჩემთვისაც - დანარჩენს უბრალოდ თავი დაუკრა და სამზარეულოდან გავიდა.
ბავშვები მალე შეეწყვნენ ერთმანეთ, საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, ბევრს ვიცინოდით და ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. მხოლოდ არაბული იჯდა სერიოზული სახით მკვლელი მზერით აკვირდებოდა ჩემს გვერდით მჯდომ დემეტრეს. საკმაოდ ბევრი დავლიეთ, ჩემ წითელ ღვინოს არავის ვაკარებდი გამოვაცხადე მარტომ უნდა დავლიოთქო და ლუდს შევექცეოდი. დემეტრემ გიტარაზე რამდენიმე სიმღერა შეგვისრულა, არ გამომრჩენია როგორ უყურებდა მაშო სიმღერის დროს, ერთ-ერთ მათგანზე თვალებიც კი აუწყლიანდა, როგორ ჩანს სიყვარულის ალში იწოდნენ და ერთმანეთს არც კი უტყდებოდნენ. საკმაოდ გვიანი იყო ბავშვებმა წასვლა, რომ გადაწყვიტეს.
- ძალიან კარგი საღამო იყო - მომეხუტა მაშო, როცა ვერანდისკენ მივდიოდი.
- მაშო როდის გადადგამ დემესკენ ნაბიჯს? - პირდაპირ ვაჯახე ჩემზე აკრულ მობარბაცე სხეულზე.
- რაა?
- ხო, რა რაა - ალბათ კილომეტრებიდანაც ჩანს შენი სიყვარულისგან აგიზგიზებული თვალები
- მეე.. ასე მემჩნევა? - დაიმორცხვა ქალბატონმა და თვალები აუწყლიანდა
- კი გეტყობა, მგონი დემეტრეს გარდა ყველა ხედავს ამას - ხელით ჰამაკისკენ ვუბიძგე სანამ დანარჩენები ოთახში მეათედ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.
- სინამდვილეში, აქ წამოსვლამდე გამომიტყდა სიყვარულში
- რაა? აბა რატო არ ხართ ერთად?
- ტასო არ ვიცი... - ობოლი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან - თავადაც ვერ გამიგია რატო ვიჭერ დისტანციას
- გიყვარს!
- ძალიან! უბრალოდ როცა გამომიტყდა მაშინ ვუთხარი რომ მზად არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ახლა კი ხო ხედავ რის ფასად მიჯდება ეს ყველაფერი. - სახე ხელებში ჩარგო
- მაშო, გადადგი პირველი ნაბიჯი... ის უკვე გამოგიტყდა გრძნობებში და ნუ ელოდები რომ მეორეჯერ იგივეს გააკეთებს, მასაც ეწყინებოდა დარწმუნებული ვარ ელოდება, შენ გელოდება როდის მიხვალ. ცხოვრება საკმაოდ ხან მოკლეა იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი ასე ახლოს გყავდეს და მისი მონატრება გკლავდეს. - ხმა ამიკანკალდა, არ ვიცი ემოციების თუ სასმლის ბრალი იყო
- შენ გიყვარს?
- არა... არ ვიცი - ამოვიგმინე ბოლოს
- მე კი ვფიქრობ რომ გიყვარს
- შეიძლება - პირველად დავუშვი ის ფაქტი, რომ შესაძლოა მყვარებოდა.
- მადლობა ტასო
- რისთვის?
- იმისთვის, რომ გამბედაობა შემმატე
- გამიხარდება ერთად თუ გნახავთ
- ამას დღესვე დავასრულებ - შემართებით წამოდგა მაშო - ბავშვებო მალე გამოხვალ? მგონი წვიმას აპირებს - სამზარეულოს კარიდან შეძახა ბავშვებს და ცას გახედა.
როგორც ჩანს მართლა წვიმას აპირებდა, შორს ჰორიზონტთან ახლოს რამდენჯერმე გაანათა და ცივი ნიავიც ამოქროლდა. ბავშები მალე გამოვიდნენ და თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთ, ვუყურებდი მაშოს თბილ მზერას, თვალი ჩავუკარი გამხნევების ნიშნად. ცოტა ხანს ასე გავყურებდი ოთხ სილუეტს მერე კი სახლში შევბრუნდი.
- ამას ასე რატომ სძინავს - ყურადღება დივანზე გადათხლაშულ ლუკაზე გავამახვილე და გამეცინა
- არც კი გაბედოთ გაღვიძება თორემ მთელი ღამე მოგვიწევს, ამის ბოდიალის მოსმენა - გაიცინა საბამ და ყველას გადმოგვხედა. იოანე არსად ჩანდა ალბათ ოთახში ავიდა.
- კარგი სწრაფად ავალაგოთ და დავიძინოთ, თორემ საცაა წავიქცევი - მთქნარებით ამოიღმუვლა ნინემ
- ბევრი არაფერია წადი თქვენ მე მალევე დავალაგებ
- ტასო მარტო ვერ დაალაგებ
- ბევრს ლაპარაკობთ, მიდი დაიშალეთ ახლა - ხელით კიბეებისკენ ვუბიძგე ბავშვებს და მაგიდის ალაგებას შევუდექი. ოთახი მალე დავასუფთავე და სინათლეც გამოვრთე, რომ ლუკასთვის ხელი არ შეეშალა... კიბეებზე ასვლა დავიწყე როცა გონებაში რაღაცამ გამიელვა - მე სად ვიძინებ? - ჯანდაბა ჩემს ოთახში თათა და საბა არიან. სულელი ხარ ტასო მიდი კიდე გაისტუმრე ყველა და მერე დარჩი შენ ისე... ამოვიგმინე და სამზარეულოში შევედი. შესვლისთანავე თვალში ჩემი ღვინის ბოთლი მომხვდა. ზოგადად ალკოჰოლზე არ ვგიჟდები, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება მომინდეს ეს წითელი ღვინოა, მიყვარს მისი მათრობელა გემო. როცა მნიშვნელოვანი რამ ხდება ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ, წითელი ღვინო ჩემი უცვლელი პარტნიორი ხდება ხოლმე. ახლა სწორედ ის მომენტი იყო, თავში სრული ქაოსი მქონდა, ჯერ კიდევ იოანეს თვალები მელანდებოდა ყველგან. სწრაფად მივუახლოვდი დახლს კარადიდან მოზრდილი ღვინის ბოკალი გადმოვიღე და ჩემს „პარტნიორთან“ ერთად ვერანდაზე გავედი.
წვიმდა, მშვიდი და სურნელოვანი წვიმით წვიმდა. სიო ჩამდგარიყო, მაგრამ თავისებური სუსხი მაინც დაჰკრავდა. კუთხეში მდგარ დივანზე მოვთავსდი, ფეხები ავიკეცე და თბილი პლედი მოვისხი. ჰაერში სასიამოვნო სუნელი ტრიალებდა. წვიმა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ზაფხულის წვიმა ცხელ დედამიწას რომ აგრილებს და ჰაერში სასიამოვნო სუნელს ფანტავს. ღვინის ჭიქა ნახევრად გავავსე და ტუჩები გავისველე წითელი სითხით. ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ შეცვლაა იოანეს გამოჩენამ ჩემი შინაგანი არსება. ერთ დროს გაწონასწორებული როგორ გადავიქეცი დაბნეულ თინეიჯერად. მჭირდებოდა, რომ საკუთარ თავისთვის გამემხილა, რა ხდებოდა სინამდვილეში ჩემს შიგნით. რატომ ვერ ვივიწყებდი მის სურნელს, მის მწვანე, ტყისფერ თვალებს, მის შეხებას და მხურვალე, სველ ტუჩებს. მისი ტუჩების გახსენებაზე თვალები სიამოვნებისგან მიმელულა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. პლედი მჭიდროდ მოვიკარი სხეულზე, თითქოს კანქვეშ მორბენალი ჭიანჭველები სიცივეს გამოეწვია და ეს უკანასკნელი მიხსნიდა ამ შეგრძნებისგან.
- შეგცივდება! - მოულოდნელად კარში იოანე გამოჩნდა და ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა უსასრულობას გაუსწორა თვალი.
- თბილად ვარ!
- როგორც ჩანს ღვინომ, „დემეს“ ღვინომ იმოქმედა - სახელი გამოკვეთა და თვალი მრგვალ მაგიდაზე დადებულ ღვინის ბოთლს გაუსწორა
- შეიძლება ასეც ითქვას - ახლა მე ავარიდე მზერა და სიბნელეში ჩაძირულ ზღვას გავხედე. - ყოველ შემთხვევაში შვება მომგვარა
- შვება რისგან
- არ ვიცი, ალბათ ყველაფრისგან - ღრმად ამოვისუნთქე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი
- როგორ მარტივად შესძლებია „შენს დემეს“ ადამიანების მოხიბვლა - ირონია გაურია ხმაში და ჩემს გვერდის სავარძელზე ჩამოჯდა. ისევ არ მიყურებდა მჭიდროდ მიეყრდნო საზურგეს და ხელები თავქვეშ ამოიდო.
- რა შუაშია? - ვერ მივხვდი დიალოგი საით მიყავდა - ან რა ჩემი დემე
- საკმაოდ ახლოს ხართ დილას გაცნობილის კვალობაზე, ღვინოც კი მოგართვა
- კარგად ვარ და მგონი ყველამ ვისიამოვნეთ დღევანდელი საღამოთი, რაც შეეხება ღვინოს თავად ვთხოვე - არც კი ვიცი რატო ვუხსნიდი
- რა თქმა უნდა... საერთოდ არ გაინტერესებთ ერთმანეთი - ისევ ირონია
- იოანე საით მიგყავს საუბარი? რა გინდა ვერ ვხვდები ან დემეს რას ერჩი - ბრაზი შემერია ხმაში
- იცავ კიდეც, ასეთი რა გააკეთა - გაეცინა, სიმწრის სიცილს უფრო დავარქმევდი
- მგონი რაღაცები გეჩვენება
- არაფერი მეჩვენება, ყველაფერი ზედმეტად ნათელია
- და რა არის ნათელი? - გაბრაზებული წამოვდექი, ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დავდე და კიბის სახელურს ზურგით მივეყრდენი ისე, რომ თამამად დაცოცავდნენ ჩემს ზურგზე წვიმის წვეთები. ვუყურებდი ჩემს პირისპირ ოდნავ მოშორებით მჯდომ იოანეს და სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი.
- თავს ნუ ისულელებ ტასო, კარგად ხვდები
- რას ვხვდები იოანე? გაგიჟდი?
- მე გავგიჟდი? - ოდნავ ტონს აუწია და წამოდგა - კიდე მე გავგიჟდი? მთელი საღამო ერთმანეთს უჟუჟნებდით თვალებს და მეკითხები გავგიჟდი თუ არა? - ეტყობოდა რომ წყობიდან გამოდიოდა.
- რაა? - გამიკვირდა და მთელი სხეული სიბრაზემ მოიცვა.
- იძახე ეხლა რაა
- იოანე ხვდები მაინც რას ამბობ? საიდან მოიტანე ეგ სისულელე გამაგებინე - ვეჭვობ თალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.
- სისულელე? - ჩაიცინა - ნუ მადებილებ იცოდე - ცერა თითი გამაფრხილებლად დამიქნია და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
- იცი? ერთი თვითდაჯერებული იდიოტი ხარ - შეკავებას აღარ ვაპირებდი - მოიგონე რაღაც და საკუთარი თავი დააჯერე. ის რომ ღვინო მომიტანა არაფერს ნიშნავს. ხო და თვალები კარგად რომ გაგეხილა შეამჩნევდი რომ დემეტრეს და მაშოს ერთმანეთი უყვართ - ბრაზმორეული ხელებს ჰაერში ვიქნევდი - ან საერთოდ ვინ ხარ, რომ ამას გიხსნი.
- ვინ ვარ? - თვალები საოცრად ჩაშავებოდა, ჩემკენ გამოიწია და წამის მეასედში შეამცირა მანძილი. - ვინ ვარ? - გაიმეორა ახლა უკვე ჩემი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. - გინდა საერთოდ შემშალო?
- და შენც ნუ შეიშლები მერე - ვეცადე ხმა გამეკონტროლებინა
- ტასო ცუდად მეთამაშები - უფრო მეტად მომიახლოვდა და ხელებით სახელურს ისე დაეყრდნო, რომ წამში აღმოვჩნდი ისევ მისი მარწუხებისგან დატყვევებული. დაჟინებით მიმზერდა ზემოდან და სულს მიფორიაქებდა.
- მე არავის ვეთამაშები იოანე, ახლა გაიწიე - ხელისგულები მკერდზე მივაბჯინე და ოდნავ გავწიე მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩდა, რომ მოშორებით აღმოვჩენილიყავი. - არ გეჩვენება რომ საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევ? - გაავებული თვალებში ჩავაჩერდი
- ანუ ზედმეტის უფლებას ხომ - ტუჩის კუთხე ჩატეხა - და მაინც რას გულისხმობ?
- რას და შენს უაზრო გამოხტომებს, რამდენიმე დღეა რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და თავგზა ამირიე, ახლა კი საერთოდ სცენებს მიდგამ დემეტრესთან დაკავშირებით და ხო, თუნდაც მომწონდეს ან მოვწონდე... მერე? - სიბრაზისგან სახეზე ფერები გადაუვიდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი, მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი - არ მაქვს უფლება ვინმე მომწონდეს? თავისუფალი ადამიანი ვარ იოანე თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი - ბოლო სიტყვა დავუმარცვლე და მარჯვენა ცერა თითი მკერდზე მივკარი. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ მაჯაში ხელი ჩამავლო და ხის ბოძზე ზურგით ამაკრო. გაავებული თვალებით მიყურებდა, იმ თვალებით, რომლებიც თითქოს ჩემი მოკვლის სურვილით კიაფობდნენ.
- რას აკეთებ გამი... - სიტყვა შუაზე გამიწყდა როცა ვიგრძენი, როგორ შეეხო ჩემს ტუჩებს, რაღაც თბილი და მხურვალე. ჯანდაბა! ისევ ეს წყეული ვნებიანი ტუჩები. ხელი ფრთხილად შემიცურა მოშიშვლებულ წელზე და თავისკენ დამქაჩა.
- ანუ თავისუფალი - დაბოხებული ხმით ამოიჩურჩულა და ისევ ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე - ანუ შეგიძლია ვინმე მოგეწონოს ხო - მტკივნეულად მიმაჯახა ისევ ხის ბოძზე და ახლა უფრო მონდომებით დასწვდა ჩემს ბაგეებს. ერთი ხელი ფეხზე ამისრიალა და მტკივნეულად მომიჭირა. ჩემმა უკვე გონება მითიშულმა არსებამაც არ დააყოვნა და ყრუ კვნესა აღმომხდა. - და მერე ჩემს დავიწყებას შეძლებ? - ტუჩებიდან ყელზე ჩააცოცა სველი ბაგეები... ნელ-ნელა ანაცვლებდა ტუჩებს ენით და მფეთქავ არტერიას უახლოვდებოდა. - ვერ შეძლებ - ჩამჩურჩულა და ერთიანად მომშორდა.
თვალები ფრთხილად გავახილე და ფრთხილად ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს... - მე გავდივარ, შენ კი ჩემს ოთახში იძინებ - ტუჩები შუბლზე მომაკრო და სწრაფად გაუჩინარდა, მე კი დამტოვა ისევ არეული.


სამწუხაროდ დრის უქონლობის გამო ის არ გამოვიდა რაც მსურდა... შემდეგი თავები უფრო დიდი და ამაღელვებელი იქნება ^^



№1  offline წევრი lortkia

კარგი იყო იოანეს ეჭვიანობაზე ბევრი ვიცინე smile heart_eyes

 


№2  offline წევრი nina_m

lortkia
კარგი იყო იოანეს ეჭვიანობაზე ბევრი ვიცინე smile heart_eyes


მიხარია თუ მოგეწონა ☀️

 


№3  offline წევრი lortkia

nina_m
lortkia
კარგი იყო იოანეს ეჭვიანობაზე ბევრი ვიცინე smile heart_eyes


მიხარია თუ მოგეწონა ☀️

მალე დადე შემდეგი თავი ველოდები heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

ძააან საყვარლობააა❤

 


№5  offline წევრი nina_m

მადკობა ????❤️
სტუმარი თაკო
ძააან საყვარლობააა❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ნიტა

ველი შემდეგ თავს.უსაზღვროდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent