შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახელით!!! /24-29 თავი/


20-05-2020, 00:06
ავტორი belle...
ნანახია 6 090

თავი ოცდამეოთხე
- აჰაა! - დაიჩხავლა თვალებგაფართოებულმა - ესე იგი დადიანი! არადა მას არ იცნობდი ხომ ასეა?
- მორჩი თეატრალურ დადგმებს განყოფილებაში არ ვართ. შენი უკანალის გადარჩენა კი მე მომიწია, ასე რომ ცოტა თავაზიანად ჩემს მეგობრებთან დაკავშირებით! - დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ სიგნალი არ იყო. გაღიზიანებულმა ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავიტენე.
მანქანას ფრთხილად ვატარებდი. გზა არადა არ მთავრდებოდა. რაც უფრო წინ მივდიოდი, მით უფრო ღრმად შევდიოდი ტყეში. მოლიპული გზა ნერვებს მიშლიდა, მანქანას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ ეკეთა, ამიტომ ხან მარცხნივ მიცურდებოდა მერსედესი ხან მარჯვნივ. ანერვიულებული უკანა ხედვის სარკეში ვიხედებოდი, მაგრამ მდევარი არ ჩანდა. რამდენიმე წუთის უკან შევამჩნიე, რომ გზას ავცდი, უფრო სწორად გზა აღარ მიდიოდა არსად და ალალბედზე მარჯვნივ გავუხვიე. ხეები ისე ხშირდებოდა, რომ მალე ალბათ მანქანით გზის გაგრძელებას ვეღარ მოვახერხებდით.
- დადიანი კრიმინალია, ნაია! რამდენჯერ ვცადე შენთვის ამის ახსნა?!
- მოკეტე თუ ღმერთი გწამს! რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ! - შევუღრინე გაღიზიანებულმა, უკვე ნერვიულობას ვიწყებდი, წინ გზა არ ჩანდა, მხოლოდ ხეების ჯარი მოჩანდა. ხაფანგში აღმოვჩნდი.
- მე დეტექტივი ვარ, ძალიან კარგადაც ვიცი რას ვლაპარაკობ! - მიპასუხა აღშფოთებულმა. გაცეცხლებულმა მანქანა მოწყვეტით დავამუხრუჭე და სონგულიას მივუბრუნდი.
- მოდი, ყველაფერი გავარკვიოთ! შენი უფროსობა დავიდოვის ჯიბეში ზის, კაცმა არ იცის ვინ არის მის მხარეზე და ვინ არა. ის ნაძირალა ბავშვებს ხოცავს და ნაგვის ურნაში ყრის. დამნაშავეს და მანიაკს ეძებ? ხოდა დავიდოვს მიაკითხე და ნუ მიზიხარ აქ ისეთი სახით თითქოს ფრთიანი ანგელოზი იყო!
- რა? - სონგულიას პირი ღია დარჩა.
- საიდან გაქვს მამაჩემის საათი? - დავეტაკე გააფთრებული.
- რომელი საათი?
- ჯიბის საათი ანტიკვარი და ძვირადღირებული!
- მაჩუქეს! - მიპასუხა აღშფოთებით.
- სანტაკლაუსმა მოგიტანა შობაზე?!
- არა, ჩემმა მეწყვილემ მაჩუქა დაბადების დღეზე. - შემიღრინა გაღიზიანებულმა.
- მოიცა, - სონგულიას დაბნეული მივაჩერდი - გელოვანს გულისხმობ?
- ჰო. - მიპასუხა შუბლშეკრულმა.
- ტურა! - ჩავისისინე სახტად დარჩენილმა.
- ვერაფერი გავიგე, რა შუაშია მამაშენი?
- არა, მარათლა რა იდიოტი ხარ, ა? - მივუბრუნდი გაღიზიანებული - გაგიჩალიჩეს და ვერც მიხვდი!
- რა გამიჩალიჩეს?
- ეგ საათი, რომელიც დაბადების დღეზე „გაჩუქეს“ მამაჩემის იყო. თავად ვუყიდე, მაგრამ თან არასდროს ატარებდა, მეტისმეტად ძვირფასია და არ მინდა დამეკარგოსო. მისი სიკვდილის ღამეს კი თან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა. ახლა ყველაფერი გასაგებია, გელოვანმა შენ შემოგაჩეჩა ცოცხალი ნივთმკიცებულება. იცოდა რომ როგორცკი დავინახავდი მაშინვე ვიცნობდი და შენზე ავიღებდი ეჭვს.
- რეებს ბოდავ? - მკითხა გაცხარებულმა, სახე უფრო და უფრო უწითლდებოდა.
- თავს იზღვევდა, არ უნდოდა, რომ შენთვის რამე მომეყოლა იმ ღამის შესახებ და მარტო ესეც არ არის იდიოტო, თუ რამე გასკდებოდა იმის შესახებ, რომ დავიდოვს თავისიანი ჰყავდა პოლიციაში, როგორ ფიქრობ ვისკენ გაიშვერდნენ თითს?! და რა, მართლა გგონია რომ შენი უფროსი მაგ ნაბოდვარს დაგიჯერებდა? რომ საათი უბრალოდ გაჩუქეს?! შენი პირადი გამოცდილება არაფერს გეუბნება? თქვენ სიმართლის არასდროს გჯერათ, იდიოტებო! შენ ტექნიკურად გაგისროლა დასაკითხი ოთახიდან თვითონ კი გველივით შემომიძვრა. ჩემი კეთილგანწყობის მოპოვება უნდოდა, ტურა! ასეც ვიცოდი, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა!
- შეუძლებელია, - ჩაილაპარაკა გაშტერებულმა - ის ჩემი შვილის ნათლიაა, ამას არ გამიკეთებდა, ეს გამორიცხულია, ვერ დავიჯერებ!!
- რაც ცხვირწინ ფაქტი გიდევს იმის დანახვა არ გინდა და რაც არ იცი იმაზე კარგად იშვერ თითს. ყველა პოლიციელი ერთი ცომისგან ხართ დამზადებული, სუფთა სირები!
- ის ჩემს ოჯახში ხშირად რჩებოდა, ჩემი შვილები, ჩემი ცოლი...
- როგორი გრძნობაა როცა გხმარობენ და შენ გონზე არ ხარ? - გავხედე დამცინავად.
უცებ საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, სავარძელს გვერდულად მივეყრდენი და რანგოს გავხედე. მთელი ეს დრო უხმოდ იჯდა მანქანაში და ყურს გვიგდებდა. საწყალი ბავშვი ისეთი რამეები მოისმინა ალბათ ერთ სული ჰქონდა აქედან მალე მოეცოცხა. მეც იდიოტივით მის წინ ყველაფერი ვუთხარი სონგულიას.
- როგორ ხარ? - ვკითხე რანგოს.
- მე არამიშავს, მაგრამ შენ? - შემომხედა შუბლშეკრულმა.
- გავუძლებ - გავუღიმე და გაჭირვებით შევსწორდი სავარძელზე.
- ბოლოს ასე რომ მომატყუე, ცუდად გახდი და გული წაგივიდა.
- მართლა, სად წახვედი მაშინ? ჩემმა მეგობრებმა ვერსად გიპოვეს.
- ცუდად რომ გახდი შემეშინდა და დასახმარებლად ვინმეს მოყვანა გადავწყვიტე, მაგრამ ხალხი იშვიათად მისმენს. არავინ გამიკარა ახლოს, უკან რომ დავბრუნდი ორი კაცი დავინახე იარაღებიც ჰქონდათ, ხელი დაგავლეს და მანქანაში ჩაგსვეს, დაგედევნე, მაგრამ ვერ დაგეწიე.
- ჩემი მეგობრები იყვნენ. - ვუპასუხე რანგოს და გადაჩეჩილი თმები გავუსწორე.
- მოიცა, - თავისი სვიტერი გადაიძრო და მომაწოდა - ეს ჩაიცვი, ასე გაიყინები.
- რას აკეთებ, შეგცივდება, ვერ ხედავ გარეთ როგორი თოვლი დევს? - გავაპროტესტე გაბრაზებულმა.
- მე კაცი ვარ გავუძლებ, თან კიდევ მაცვია ხომ ხედავ, გთხოვ ჩაიცვი - სერიოზულად შემომხედა და თავისი გაცვეთილი სვიტერი მომაჩეჩა. გამეღიმა, გამოვართვი და ნაქსოვი სვიტერი გადავიცვი. ბეჭბი ისე ამეწვა, კივილისგან თავი ძლივს შევიკავე.
- მგონი არც ისე პატარა მაქვს, გმადლობ.
- შენ მე სიკვდილს გადამარჩინე, - გამიღიმა თბილად - ეს არაფერია.
- ჯერ არც ერთი არ ვართ უსაფრთხოდ. აქედან სასწრაფოდ უნდა გავაღწიოთ, მაგრამ მანქანით შორს ვეღარ წავალთ, გარშემო დიდი თოვლია, თან სულ ხეებია გზას ვერ გავიკვლევთ.
- მართალია, - პირველად დაილაპარაკა სონგულიამ - მაგრამ უკან ვერ დავბრუნდებით, დარწმუნებული ვარ ბუზებივით იქნებიან შეკრებილები.
- არამგონია დღეს აქ ვინმე მოვიდეს, ჯობია აქ დავრჩეთ და გათენებას დაველოდოთ. შეიძლება დილით გზაც კი გავარჩიოთ, ან ახლოს სოფელი იყოს. მანქანით გზას ვერ გავაგრძელებთ, ფეხით კი თვითმკვლელობის ტოლფასია, მითუმეტეს ამ ღამე.
- გეთანხმები - ჩაიდუდუნა უკმაყოფილოდ და სახე ხელებში ჩარგო.
- შენი მეგობრები მოგვაკითხავენ? - მკითხა რანგომ.
- აუცილებლად - ვუპასუხე მტკიცედ - ლუკა აუცილებლად გვიპოვის და სახლში წაგვიყვანს.
- პირდაპირ სარკასტრული სიტუაციაა, - ჩაიცინა სონგულიამ - ახლა დადიანის იმედზე ვარ, რომ გვიპოვის და გადაგვარჩენს, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
- დავით, დიდი ფანტაზიის უნარით არასდროს გამოირჩეოდი. სამაგიეროდ უდანაშაულოსთვის საქმის „შეთითხვნა“ კარგად გამოგდის, სწორედ ამიტომ ვერ ვუგებდით ერთმანეთს.
- მისმინე, - თავი ასწია და ქვემოდან გამომხედა - მე, მართლა ვწუხვარ ირაკლის...
- არ გინდა! - შევაწყვეტინე უხეშად - ის რომ აქ ერთად ვართ გაჭედილები არაფერს ცვლის! არასდროს დამავიწყდება შენი ქცევები და არ გაბედო მისი სახელის ხსენება, თორემ შეიძლება თავი ვერ შევიკავო და შუბლში ტყვია დაგახალო!
- ალბათ მართალი ხარ, ბევრი შეცდომა დავუშვი. - თვალი ამარიდა და ფანჯარაში გაიხედა.
- ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შენი წუხილი ვერაფერს გამოასწორებს! ბოდიში რომ რამეს შველოდეს აფთიაქში ბევრი კლიენტი ეყოლებოდა. ჯობია მომავალზე იფიქრო რისი შეცვლაც ჯერ კიდევ შეიძლება!
- რას გულისხმობ?
- რისთვის დაგიჭირა დავიდოვმა?
- მამაშენის ფაილებს მივაგენი. - მიპასუხა პაუზის შემდეგ.
- რომელ ფაილებს? - წამით ორგანიზმის ტკივილი გადამავიწყდა და სონგულიას თვალებგაფართოებულმა გავხედე.
- ვაჩე გუნავას იცნობდი?
- მერე? - დასაწყისი არ მომეწონა.
- როცა დანელია დაჭრეს შენ არაფერი მითხარი რა მოხდა, ამიტომ ქექვა ჩემით გავაგრძელე, მერე კი შემთხვევით გუნავას გვამსაც მივაგენი.
- სად? - ვკითხე სწრაფად.
- როგორც ჩანს, ამის შესახებ უკვე იცოდი, საერთოდ არ გაგკვირვებია - ამომხედა ალმაცერად.
- გააგრძელე. - ვუპასუხე მოუთმენლად.
- ქალაქგარეთ, განზრახ მკვლელობის მუხლით საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. ბევრი თანასკოლელი დავკითხე და აღმოვაჩინე, რომ გაგნიძე და გუნავა მეგობრები იყვნენ, თან იმაზე გაცილებით ახლო მეგობრები ვიდრე ეს დანარჩენებმა იცოდნენ.
- რაო? - ახალმა ამბავმა გამაკვირვა - რა შუაშია გეგა? არ ვიცოდი რომ ეგ და ვაჩე მეგობრობდნენ.
- ჰო, იმიტომ რომ, ირაკლი და გუნავა მეგობრები იყვნენ, ამიტომ გაგიკვირდა.
- კარგი, გააგრძელე - მის ნათქვამს წავუყრუე, რომელიც კითხვასავით ჟღერდა.
- გაგნიძეს სახლში ვესტუმრე. სკოლაში დიდი ხანი აღარ გამოჩენილა ამიტომ პირადად მომიწია მისვლა და სწორედ იქ შევიტყე მათი კავშირის შესახებ. უფრო სწორად, ფოტო ვნახე, რომელიც კედელზე ეკიდათ, ის და გუნავა ერთად იყვნენ გადაღებულები. ფოტოზე კოტეჯი მოჩანდა, როცა ამის შესახებ დავუსვი კითხვა გაგნიძეს განერვიულდა, მითხრა მეგობრის აგარაკია და ერთხელ ვესტუმრეთო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე ამიტომ ჩემით გამოვქექე და მივაგენი კიდეც.
- და მთელი ამ დროის მანძილზე ვაჩე მაგ კოტეჯში იმალებოდა? - დანარჩენს უკვე ჩემითაც მივხვდი.
- ჰო, - მიპასუხა ღიმილით - აღარ გეკითხები საიდან იცი-თქო. შენ ჩემზე ბევრი რამ იცოდი ადრეც და ახლაც იცი, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშნველობა.
- და მაგ კოტეჯში ინახებოდა ის ფაილები, რომლის გადმოწერაც ვაჩემ მოასწრო? სანამ შენი ძმაკაცი სულ გააქრობდა ყველაფერს მამაჩემის კომპიუტერიდან, ხომ ასეა?
- ჰო - ისევ დამიქნია თავი.
- თუმცა, შენ ინფორმაციის ნაწილი ნახე, ამიტომ არ იცოდი, რომ მაგ საქმეში პოლიციელებიც იყვნენ გარეულები.
- ჰო - დამიდასტურა ჩამქრალი თვალებით.
- და მერე რა გააკეთე?
- რა თქმა უნდა, ყველაფერს ხელი მოვხვიე და განყოფილებაში წამოვიღე. ჩემს კაბინეტში, რომ მივედი უკე ძალიან გვიანი იყო, განყოფილებაში სანდროს გარდა არავინ იყო, მაშინვე ვუამბე ყველაფერი და ვუთხარი, რომ მეორე დღესვე გენპროკურორთან ვაპირებდი მისვლას. დამეთანხმა მითხრა ასეც უნდა მოვიქცეთ, ეს უკვე მარტო ჩვენი საქმე აღარ არისო.
- ! დაგაბეზღა.
- ეგრე გამოდის, სახლში ვაპირებდი წასვლას, როცა ქუჩაში თავს დამესხნენ და მანქანაში ჩამტენეს. თვალი, რომ გავახილე უკვე იმ დაწყევლილ სარდაფში ვეგდე ძელზე მიბმული.
- და ფაილებს რა უქენი? შენ მეწყვილეს ჩააბარე?
- არა, სანამ სამსახურიდან წამოვიდოდი გადავმალე, უკვე ვხვდებოდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მამაშენი სწორედ ამ ფაილების გამო მოკლეს, ეს უკვე აშკარა იყო ჩემთვის, ამიტომ არ მინდოდა იგივე მახეში გავბმულიყავი, ამიტომ თავი დავიზღვიე.
- ახლა გასაგებია რატომ დაგტოვა ცოცხალი დავიდოვმა, ეგ ფაილები სჭირდება.
- ჰო.
- და განყოფილებაში დამალე? სერიოზულად? იქ ხომ თავისუფლად მიაგნებენ?
- ვერ მიაგნებენ, მაგრამ რომც იპოვონ არც ეგ არის პრობლემა.
- ვერ გავიგე?
- სანამ წამოვიდოდი რამდენიმე მეხსიერების ბარათზე ჩავწერე ეგ ფაილები და ყველა სხვადასხვა ადგილას გადავმალე!
- არც ისეთი გამოჩერჩეტებული ყოფილხარ, როგორც ვფიქრობდი! - შევაქე მოხიბლულმა.
- გმადლობ - ჩაიცინა ირონიულად.
- და როცა აქედან გავაღწევთ რას აპირებ? ფაილებს უფროსობას გადასცემ?
- ჰო და დაველოდები რა მოხდება. არამგონია დავიდოვს ყველა ჯიბეში ეჯდეს. ამას ვერ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს! მაგრამ, მაინც თუ რეაგირება არ მოჰყვება ამ ყველაფერს, მაშინ ჟურნალისტების ხელში ჩავაგდებ საჯიჯგნად.
- ეგ კი ნამდვილი ბომბი იქნება.
- ყოველ შემთხვევაში გაჩუმებას არ ვაპირებ. ჩემი ერთი კოლეგა, რომელსაც ძალიან ვაფასებდი იმისთვის მომიკლეს, რომ სიმართლე არ ეთქვა. ამას მის გამო გავაკეთებ, მისი სიკვდილი ამაო არ ყოფილა, ამ წუმპიდან ის წურბელა მშრალი ვერ გამოძვრება!
- მშრალი? - ირონიულად გავხედე - ეგ საერთოდ ვერ გამოძვრება აქედან!
- ნაია, - დეტექტივმა ფრთხილად შემომხედა - შენ ხომ არ...
- დასვენება არ გვაწყენს, ცოტახანი დაიძინეთ, როგორც კი ინათებს უნდა წავიდეთ.
- ნაია...
- მოკეტე! - დავეტაკე ისევ - კარგად შემომხედე რა მიქნა! ყოველდღე მაწამებდა და ფეხებს მიჩეხავდა დღეების მოსანიშნად თუ რამდენს გავუძლებდი, მაგრამ ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ჩემგან რამე სჭირდებოდა! ეს სიამოვნებისთვის გააკეთა, რომ ლუკა დაეტანჯა. ხვდები მაინც ვისთან გაქვს საქმე? მან მთელი ოჯახი ამომიწყვიტა და თუ გგონია რომ ამას შევარჩენ იმაზე იდიოტი ყოფილხარ ვიდრე ვფიქრობდი!
- ვიცი რა ნაძირალასთანაც მაქვს საქმე, ამიტომ უნდა გამომყვე პოლიციაში და ყველაფერი თქვა. მზის სინათლეს ვეღარასდროს ეღირსება! - უცებ სიცილი ამიტყდა და სონგულიას ირონიულად გავხედე.
- პოლიციაში? როცა მამაჩემი მოკლეს მაშინ სად იყავით? რატომ უნდა დასჭირვებოდა ირაკლის თქვენი ბინძური საქმის კეთება, რომელმაც საბოლოოდ შეიწირა?! მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ თქვენ ხელს არ ანძრევდით ნაძირლებო და ახლა აქ მიზიხარ და მელაპარაკები სამართალზე, რომელიც სულ ფეხებზე გკიდიათ! და ერთ რამეს გეტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს ეგ თქვენი მაიმუნების კოდექსი! ეგ მზის სინათლეს მართლაც ვეღარ ნახავს, მაგრამ ამას ჩემებურად გავაკეთებ!
- მამაშენი პოლიციელი იყო, - მიპასუხა პაუზის შემდეგ - მას უყვარდა თავისი საქმე, ის კარგი პოლიციელი იყო, ნაია.
- ჰო, დღეს კი მიწაში წევს!
- ნაია...
- მოკეტე კარგი! - დაეტაკა რანგო - მეძინება!
სონგულიას ხმა აღარ ამოუღია. ჩუმად მიეყრდნო სავარძელს და თვალები დახუჭა. იმდენად ვიყავი განერვიულებული, რომ ერთიანად ვცახცახებდი. თან ძალიან შემცივდა. კონდიციონერი ჩავრთე და სავარძელს გაჭირვებით მივეყრდენი. დასერილ ბეჭებზე ქსოვილის შეხებას ჭკუიდან გადავყავდი, მაგრამ მართლა ძალიან მციოდა, სვიტერს ვერ გავიხდიდი.
შეწუხებულმა რანგოს გავხედე. თავი ფანჯრისთვის მიეყრდნო და თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. ნეტავ რა გადაიტანა ამ ბავშვმა იმ წყეულ დილეგში?!
- მაპატიე, - ვუთხარი ხმადაბლა - შენი თანსასწრებით არაფერი არ უნდა მეთქვა. უბრალოდ წყობილებიდან გამომოყვანა, ეს კარგად ეხერხება! - ჩავიდუდუნე გაღიზიანებულმა.
- შენი ბრალი არაა, - გამომხედა სერიოზულად - ვიცი რას ნიშნავს, როცა საყვარელი ადამიანი მარტო გტოვებს.
- იქ როგორ აღმოჩნდი? - ვკითხე პაუზის შემდეგ.
- სარდაფში თუ ქუჩაში? - გამიღიმა სევდიანად.
- დაივიწყე, არაფერი მიკითხავს. დაიძინე კარგი? - თავი საშინლად ვიგრძენი, არაფერი არ უნდა მეკითხა.
- ერთხელ დედამ ბებიასთან დამტოვა და მითხრა პროდუქტებს ვიყიდი და მალე დავბრუნდებიო, - დაიწყო რამდენიმე წუთის შემდეგ - მაშინ ალბათ ხუთის ვიქნებოდი. მას შემდეგ აღარ მინახავს, ბებიას რომ ვეკითხებოდი დედა სად არის მეთქი მატყუებდა მალე დაბრუნდებაო, ამ ტყუილში ხუთი წელი ვიცხოვრე სანამ ბებია არ გარდამეცვალა. მერე კი სულ მარტო დავრჩი, მამა არ მყავდა, არც ნათესავები, ამიტომ ქუჩაში აღმოვჩნდი და ჩემით ვცდილობდი თავის გატანას. თავიდან გამიჭირდა შეგუება, მაგრამ მერე მივეჩვიე.
- დედაზე აღარაფერი გსმენია?
- არა, მიმატოვა. არ ვიცი რატომ, როცა პატარა ვიყავი ვფიქრობდი, რომ ვაწყენინე და ამიტომ წავიდა. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რომ ცუდი შვილი ვიყავი, მერე კი დრო რომ გავიდა მივხვდი, რომ ყველა დედას არ უყვარს თავისი შვილი. ამ აზრს შევეგუე და ახალი ცხოვრება დავიწყე.
- იქნებ არ მიუტოვებიხარ? - გავხედე ფრთხილად - შენ ხომ არ იცი რა მოხდა, დამიჯერე დედას თავისი შვილი ყოველთვის უყვარს რანგო.
- ნაია, - რანგომ ღიმილით გამომხედა - ჩემი თვალით მინახავს, როგორ ყრიდნენ პატარა ჩვილებს ნაგვის ურნებში მათივე დედები. ასე რომ ტყუილად ცდილობ, ჩემითაც ვიცი რა მახინჯია ცხოვრება.
- მე ცხოველებზე არ ვსაუბრობ, - ვუპასუხე სერიოზულად - ამქვეყნად ბევრი არანორმალური დადის. აი მაგალითად დავიდოვი, ნამდვილი ცხოველია მას ადამიანთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაჟბატონი - სონგულიაზე ვანიშნე, რომელიც თვალებდხუჭული სავარძელს მისვენებოდა - საშინლად არ მომწონს, ის კარგი ადამიანია, ალბათ ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ბოროტი მაინც არ არის.
- ქუჩაში ბევრისთვის მითხოვია დახმარება, უმეტესობა იცი რას აკეთებს? ან გაიგნორებს, ან გიყვირის თავიდან მომწყდიო. თავი ყოველთვის აჩრდილი მეგონა, რომელსაც ვერავინ ხედავდა და ასეც იყო. მე ხალხი ვერასდროს მამჩნევდა, ამას ნელ-ნელა შევეგუე. როცა დავიდოვის ხალხმა გამიტაცა ვიფიქრე, რომ მკვდარი ვიყავი, მე ცოცხალს ვერავინ მამჩნევდა და გაუჩინარებულს ვინ მომიკითხავდა?! - გაიღიმა ცივად.
- სწორედ ამისთვის აგებს პასუხს, თითოეული გატაცებული ბავშვისთვის და თითოეული წართმეული სიცოცხლისთვის! - ხელები სიბრაზიზგან ამიკანკალდა.
- მაგრამ შენ მიცანი, - გამიღიმა თბილად - ეს პირველად მოხდა. როცა იმ სარდაფში დაგინახე ვიფიქრე, რომ სამყარო არც ისეთი ბოროტია როგორიც ყოველთვის მეგონა. არსებობენ შენნაირი კარგი ადამიანები და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს - თვალი ავარიდე, თავი უხერხულად ვიგრძენი.
- მე არ ვარ კარგი ადამიანი რანგო, უკვე აღარ... - ჯერ კიდევ თვალწინ მედგა ყელგამოჭრილი გვამები და სისხლის გუბეები.
- მე ასე არ ვფიქრობ.
- ალბათ იმიტომ, რომ შენში იმაზე მეტი სიკეთეა ვიდრე ადამიანები ხედავენ - ვუპასუხე ხმადაბლა, ძალიან მომწონდა ეს ბიჭი.
- ირაკლი ვინ იყო? - მკითხა პაუზის შემდეგ - შენ ძალიან გტკივა მას რომ ახსენებენ.
მისმა კითხვამ შემაკრთო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ისევ მათრახი გადამიჭირეს ბეჭებზე. ნერწყვი გადავყლაპე და რანგოს გავხედე.
- ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
- ეს მან ჩაიდინა? - მკითხა ყრუდ - ვინც ჩვენ გაგვიტაცა?
- ჰო.
- და მამაც მან მოგიკლა?
- ჰო.
- მოკლავ?
თვალებში შემომხედა და ყურადღებით დამაკვირდა. ეს კითხვა ნებისმიერს რომ დაესვა თავისუფლად ვუპასუხებდი ჰოს, მაგრამ რანგოსთვის ამის თქმა გამიჭირდა. ალბათ იმიტომ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ბავშვი იყო. მისთვის ჯერ კიდევ არსებობდა შანს, რომ ცხოვრების ეს მძიმე უღელი მხრებზე ნაადრევად არ დაედგა. ისედაც ბევრი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი მისი ასაკისთვის.
- ნუ გაქვს ეგეთი სახე, - გაეცინა - მე მოვკლავდი, თან დიდი სიამოვნებით.
- მკვლელობა არ არის იოლი, თუნდაც ის ძალიან ცუდი ადამიანი იყოს, - ვუპასუხე პაუზის შემდეგ - მე უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვინც ამის შესახებ მორალით უნდა დაგმოძღვროს, მაგრამ ასეა. თუნდაც ის ამას იმსახურებდეს, მკვლელობით საკუთარ სულს იმახინჯებ.
- შენს თავს შეხედე რა გიქნა! - შემომხედა აღშფოთებულმა - მარტო ამის გამო მოვკლავდი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
- ნეტავ მარტო ეს დაეშავებინა. წინააღმდეგი არ ვიქნებოდი - ფანჯარაში გავიხედე და ცრემლი მალულად მოვიწმინდე.
- მაპატიე, არ მინდოდა, - დამნაშავე სახით გამომხედა - ალბათ ძალიან კარგი ადამიანი იყო ასე რომ განიცდი. ნეტავ მეც მყავდეს შენნაირი მეგობარი, სასიამოვნოა როცა ვიღაცას ასე უყვარხარ და ენატრები.
- როგორ ფიქრობ რაც ერთად გადავიტანეთ ეს საკმარისი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ ვიმეგობროთ? - ცრემლებში ღიმილი გამომერია.
- მართლა? - შემომხედა თვალებგაბრწყინებულმა. გამეცინა.
- მართლა, ისე სინამდვილეში რა გქვია?
- აჩი.
- მშვენიერი სახელია, რანგო რატომ დაირქვი?
- ბავშვებმა შემარქვეს ქუჩაში, - დაამატა სევდიანად - მეც ისე მივეჩვიე, რომ ჩემს სახელს გადავეჩვიე.
- და მე რომ აჩი უფრო მომწონს? - გავხედე ეშმაკურად.
- მეც - გამიცინა ხალისიანად.
- ძალიან კარგი, შევთანხმდით, ახლა კი დაიძინე, კარგი? ხვალისთვის ძალები დაგვჭირდება.
- კარგი, - საზურგე ოდნავ გადაწია, სავარძელზე მიწვა და თვალები დახუჭა - ღამე მშვიდობის, ნაია.
- ტკბილი ძილი, აჩი.
სავარძელზე შევსწორდი და ვცადე ისე მივყრდნობოდი, რომ ბეჭებით არაფერს შევხებოდი. როგორც კი რამე მეკარებოდა ტკივილისგან სუნთქვა მეკვროდა. მიუხედავად მანქანაში ჩართული კონდიციონერისა მაინც მაკანკალებდა. ფეხები სულ დამლურჯებოდა და დამსისხლიანებოდა. ისე საშინლად გამოვიყურებოდი, საკუთარ სხეულს ვერც კი ვუყურებდი.
ტელეფონი ამოვიღე და კიდევ ერთხელ შევამოწმე. სიგნალი ისევ არ იყო. იმედგაცრუებულმა ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი რაც მცველმა მითხრა, სანამ თავის ქალას ავხდიდი. დავიდოვმა ჩვენი ბინის შესახებ გაიგო, გულში ვლოცულობდი რომ ლუკა და ლექსო დროულად გასცლოდნენ იქაურობას.
ფანჯარაში გავიხედე და მიდამო მოვათვალიერე. ყველგან თოვლი და ხეები იყო, მეტი არაფერი. ისიც საკვირველი იყო აქამდე ცოცხალმა, რომ მოვაღწიე. თუმცა, მშვენივრად ვხვდებოდი ეს ვისი დამსახურება იყო - ირაკლის ხმა ახლაც ყურებში მედგა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. იმაზე ფიქრს ვერ ვბედავდი, რომ ირაკლი ნამდვილად დავინახე. იმდენად ვიყავი სასოწარკვეთილი და იმდენად მენატრებოდა მეგობარი, რომ ქვეცნობიერმა ზუსტად ის მაჩვენა რისი დანახვაც მინდოდა. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ის ხომ იქ იყო, მისი სახე, ხმა, სურნელი - ყველაფერი იგივე იყო. კბილი კბილს დავაჭირე, რომ როგორმე გავმკლავებოდი სულში მოწოლილ ტკივილს.
იმ დაწყევლილ სახლში უამრავი ადამიანი დავხოცე. მიუხედავად იმისა, რასაც ისინი სჩადიოდნენ მაინც ადამიანები იყვნენ, მაგრამ ჩემში არსებულმა სიძულვილმა ყველაფერი გადაწონა. ამიტომ დაუფიქრებლად გამოვჭერი ყელი დავიდოვის ხალხს. ყველაზე უარესი ალბათ ის იყო, რომ დრო რომ უკან დაებრუნებინათ იგივეს გავაკეთებდი.
მეგონა ოდნავი შვებას მაინც ვიგრძნობდი როცა ბოღმას მათზე ამოვანთხევდი, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით - თითქოს ჩემში არსებული სიცარიელე უფრო გაფართოვდა და გული უფრო დამიმძიმდა. მაგრამ ეს მაინც ვერ მათქმევინებდა უარს ჩემს გეგმაზე. თავიდანვე ვიცოდი რის ფასად დამიჯდებოდა ამ სისხლიან გზაზე სიარული და ამას დავთანხმდი კიდეც. ახლა კი უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ჩემი ხელები უკვე იმდენი ადამიანის სისხლში იყო გასვრილი, რომ სათვალავი მერეოდა.
ისე ვიქეცი ცივსისხლიან მკვლელად, რომ ამის გააზრება ვერც მოვასწარი. ალბათ ასე ხდება, როცა შენს სულში სიკეთეზე მეტი ბოროტება და ბოღმა რჩება, თუმცა მე ალბათ აღარც კი მქონდა სული. ის მაშინ დავკარგე როცა ირაკლი მომიკლეს. ალბათ ამიტომაც ვიყავი ასეთი დაუნდობელი, ამიტომ არ გამჭირვებია ადამიანისთვის ტყვიის სროლა. ჩემში უკვე იმხელა სიბნელე იყო, რომ სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ ჩადენილი ცოდვები მომენანია - მითუმეტეს მაშინ, როცა ჩადენილს არც ვნანობდი, პირიქით, კბილების ღრჭიალით ველოდებოდი როდის მოვიდოდა დავიდოვის ჯერი!


თავი ოცდამეხუთე
კაკუნის ხმამ მაშინვე გამომაღვიძა. შეშინებულმა თვალები ვჭყიტე და მაშინვე იარაღი დავუმიზნე უცნობ ბიჭს, რომელიც მანქანას თავს წამოსდგომოდა. აჩის და სონგულიას გაეღვიძათ და მაშინვე თვალები დააცეცეს. უცნობს მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა და ხელები გამაფრთხილებლად ასწია.
- ჰეი, მშვიდად! - შუბლშეკრულმა უკან-უკან დაიხია.
- ნაია, ეს ვინ არის? - მკითხა აჩიმ ნამძინარევი ხმით.
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ გავარკვევ.
- მოიცა!
დამიძახა სონგულიამ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, მანქანის კარი გავაღე და გადავედი, თან იარაღის ლულა უცნობისთვის არ მომიშორებია.
- ვინ ხარ? - ვკითხე მკაცრად.
- მე საბა მქვია, - მიპასუხა წარბშეკრულმა და იარაღს გამოხედა.
- ნაია, იარაღი დაუშვი, ჩვეულებრივი ადამიანია, შენ კი გულს უხეთქავ! - სონგულიაც გადმოვიდა მანქანიდან.
- აქ საიდან გაჩნდი?
- აქვე ახლოს ვცხოვრობ, გარეთ გამოვედი სანადიროდ და თქვენი მანქანა შევამჩნიე.
- სანადიროდ? - ვკითხე ეჭვით და დათოვლილი ტყე მოვათვალიერე - ახლა რა ჯანდაბა უნდა გენახა აქ?
- კურდღლები. - მიპასუხა დინჯად.
უცნობი კარგად შევათვალიერე. მაღალს და შავგვრემანს, სანადირო იარაღი მხარზე გადაეკიდა. მუხლებამდე ბოტები ჩაეცვა და მელიის ქურქში გახვეულიყო, მართლაც ადგილობრივი უნდა ყოფილიყო. იარაღი დავუშვი. უცნობმა ხელები ჩამოუშვა და ეჭვით შეგვათვალიერა.
- აქ საიდან გაჩნდით? მაპატიე უხეშობისთვის მაგრამ რა დაგემართა? - გაოცებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- ახლოს ცხოვრობ? - ვკითხე სწრაფად.
- არც ისე, მაგრამ, ჰო - სონგულიას გადავხედე.
- შეგიძლია დაგვეხმარო? - ჰკითხა საბას - გზა გვიჩვენე აქედან როგორ გავაღწიოთ.
- კარგი, მაგრამ მანამდე ჩემთან წამოდით და ცოტა... - უხერხულად შემომხედა - ცოტა მოწესრიგდით, შემდეგ კი მეთვითონ გაგაცილებთ.
- კარგი, გმადლობ. - ვუპასუხე მორიდებით.
იმდენად ვიყავი გაველურებული, რომ ყველა შემხვედრს იარაღს ვუმიზნებდი. თუმცა, ბოლო დღეებს თუ გავითვალისწინებდით ეს არც იყო გასაკვირი.
ბევრი ბოდიალის შემდეგ, საბამ თავის სახლთან მიგვიყვანა. პატარა ორსართულიან კოტეჯს სახურავზე საკვამური გამოსჩროდა და ბოლი ბოლქვებად ამოსდიოდა. სახლი მთლიანად ხისგან იყო ნაშენები. ისეთი ლამაზი იყო, როგორც ზღაპრებში აღწერილი პატარა კოხტა ქოხები. სახლის წინ ვერცხლისფერი ჯიპი იდგა, საბურავები თოვლში სიარულისთვის შეემზადებინათ, ბორბლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ამშვენებდა. აჩი მომიახლოვდა და ხელი მჭიდროდ ჩამკიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ უცნობს არ ენდობოდა.
- აქ მარტო ცხოვრობ? - ვკითხე ინტერესით და მიდამო მოვათვალიერე.
გარშემო სულ ტყე იყო. სოფელი ან რაიმე დასახლება არსად ჩანდა, ხეივანში მხოლოდ ეს ერთ სახლი იდგა. სახლის მარცხნივ კი ერთადერთი გზა მიიკლაკნებოდა, რომელსაც საბურავების მსხვილი კვალი აჩნდა.
- არა, მე და ჩემი მეგობარი ვართ წამოსულები. აქ არ ვცხოვრობ, უბრალოდ ცოტახანი ვისვენებ ხმაურიანი ქალაქისგან. - მიპასუხა ზრდილობიანად.
- მეც მინდა ასეთი დასასვენებელი ადგილი. - ჩაილაპარაკა სონგულიამ და ტუჩაპრეხილმა გახედა სახლს.
- მობრძანდით. - საბამ კარი გაგვიღო და სახლში შეგვიპატიჟა.
აჩის ხელით ვუბიძგე და პირველი შევუშვი. კოტეჯი შიგნითაც ისევე ლამაზი იყო, როგორც გარედან. სახლი ძალიან მყუდროდ და კომფორტულად მოეწყოთ. ყველაფერი ხისგან იყო გაკეთებული და გალაკული. ფანჯრები, მაგიდა, სკამები, ყველაფერი. ოთახში მომცრო სამზარეულო და მისაღები ოთახი გაეერთიანებინათ. ბუხართან ახლოს კომფორტული, ფუმფულა ტახტი დაედგათ. მის მოპირდაპირე მხარეს კი ფუმფულა სავარძლები და პუფები განეთავსებინათ. გალაკულ იატაკს კი უზარმაზარი დათვის ტყავი ამშვენებდა.
ბუხარში ცეცხლი საამურად ტკაცუნებდა. სამზარეულოდან კი მაღლა ვიწრო, სპირალისებური, ხის კიბე მიიკლაკნებოდა და მეორე სართულზე ადიოდა. როგორც კი სახლში შევედით, მეორე სართულიდან ნაბიჯების ხმა გავიგე, ვიღაც კიბეებზე დაეშვა.
- საბა, ასე მალე... - კიბეები გოგონამ ჩამოათავა და როგორც კი ჩვენ დაგვინახა გაოცებისგან და ელდისგან ადგილზე გახევდა.
ახალგაზრდა ლამაზი გოგონა იყო, ქერა თმით და ცისფერი თვალებით. დაახლოებით ოცდაორი ან ოცდასამი წლის იქნებოდა, ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. მოკლე თმა კოხტად შეეკრა კეფაზე. ბოლო კიბე ყოყმანით ჩამოათავა და დაუპატიჟებელ სტუმრებს დაბნეული მოგვაჩერდა.
- ნუცა, - საბამ უხერხულად გაიღიმა, მე კი თავი უარესად ვიგრძენი, შეყვარებულ წყვილს დასვენების დღეები ჩავუშხამეთ - ესენი ჩვენი სტუმრები არიან.
- გამარჯობა, - დაძაბულობის განმუხტვა სცადა სონგულიამ - მე დავითი ვარ, ეს კი ნაია და.. და.. - აჩის სახელი ან არ იცოდა ან დაავიწყდა, თვალები გადავატრიალე.
- დიდხანს არ შეგაწუხებთ, მხოლოდ ის მაინტერესებს აქ ტელეფონი იჭერს თუ არა?
- კი, როგორ არა - მიპასუხა საბამ - ნუცა, თუ შეიძლება დამეხმარე.
- კარგი, - ჯერ კიდევ პირდაღებული მომჩერებოდა და ადგილიდან ვერ იძვროდა.
- ნუცა! - მკაცრად მიმართა საბამ. გოგონა მაშინვე გამოფხიზლდა, სანადირო თოფი გამოართვა და მეორე სართულზე აირბინა.
- დავრეკავ და აქედან სწრაფადვე წავალთ, - ვუთხარი საბას - პრობლემებს არ შეგიქმნით.
- ყველაფერი რიგზეა, ჯერ ცოტა დაისვენეთ. ქარიშხალგამოვლილებს ჰგავხართ.
- ნაია, - აჩიმ მკლავზე დამქაჩა.
- გისმენ.
- ტუალეტში სად უნდა შევიდე? - მკითხა მორიდებით.
- გამომყევი - გაიღიმა საბამ. აჩიმ ფრთხილად გადმომხედა.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა, გაჰყევი.
როგორც კი აჩი და საბა მეორე სართულს აუყვნენ მაშინვე სონგულიას მივუბრუნდი, რომელიც უკვე ბუხართან ატუზულიყო და გაყინულ კიდურებს ითბობდა.
- აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, შეიძლება მოგვაგნონ და ამათაც რამე დაუშავონ! - გადავუჩურჩულე დეტექტივს.
- აქ მოსვლა რომ ნდომებოდათ აქამდე მოგვაკითხავდნენ, - მიპასუხა ტუჩებგალურჯებულმა და ხელები მოიფშვნიტა - მე წუხელივე ველოდი, რომ თავს დაგვესხმებოდნენ, მაგრამ არაფერი მომხდარა.
- ეს არაფერს ცვლის, - გამოვცერი კბილებში - ამ ხალხმა შეგვიფარა და შეიძლება ჩვენს გამო საფრთხეში აღმოჩნდნენ, ასე ვერ გავრისკავთ! ახლავე დავრეკავ ლუკასთან, აქედან უნდა წავიდეთ.
- გათბობა მაინც მაცალე. - ჩაიჯუჯღუნა გაბრაზებულმა და ცეცხლს უკანალი მიუშვირა.
- შეიძლება ისევ სატუსაღოში აღმოჩნდე და შენ გათბობა გადარდებს?! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ და გარეთ გავედი.
თბილი სახლიდან ყინვაში გამოსვლა საშინლად მეხამუშა. ტელეფონი ამოვიღე და აკანკალებულმა ლუკას ნომერი სწრაფად ავკრიფე. გულამოვარდნილი ველოდი როდის მიპასუხებდნენ, რამდენიმე ზარზე ლუკას დაბალი მელოდიური ხმა შემომესმა.
- გისმენთ? - მისმა ხმამ ცივად გაიჟერა ტელეფონში, მე კი ცეცხლივით მეტაკა გულზე.
- ლუკა, - ამოვიჩურჩულე ძლივს.
ყელში ბურთი გამეჩხირა, უკვე ვფიქრობდი, რომ ვეღარასდროს დაველაპარაკებოდი.
- ნაია?! - ლამის იყვირა ტელეონში - შენ ხარ? ნამდვილად შენ ხარ?!
- ჰო, - ვუპასუხე ხმადაბლა და ცრემლები წამომივიდა.
- ნაია, სად ხარ? როგორ ხარ? საიდან მირეკავ? კარგად ხარ? - მომაყარა კითხვები, ისეთი აღელვებული იყო ლამის ტელეფონში გამოძვრა.
- არ ვიცი სად ვარ, მხოლოდ ტყეს ვხედავ. გამოქცევა მოვახერხე, ძალიან გთხოვ მოდი.
- უკვე გზაში ვარ, - მოსხიპა სწრაფად - ტელეფონი არ გამითიშო, მიახლოებითაც არ იცი სად ხარ?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აქ ერთ ოჯახს შევხვდი. დაგალაპარაკებ და აგიხსნის აქამდე, როგორ უნდა მოხვიდე.
- კარგი, მიაწოდე ყურმილი! - სახლში შევედი. საბა კიბეებზე ჩამოდიოდა, უკან კი აჩი მოჰყვებოდა.
- საბა, ჩემს მეგობარს აუხსენი აქამდე როგორ უნდა მოვიდეს კარგი?
- რა თქმა უნდა, - ტელეფონი გამომართვა და გარეთ გავიდა სალაპარაკოდ.
- მოგვაკითხავენ? - აჩის თვალები გაუბრწყინდა.
- ჰო.
გავუღიმე თბილად და სონგულიას გავხედე, რომელიც თავჩაღუნული ისევ ცეცხლთან იდგა და რაღაცაზე შუბლშეკრული ფიქრობდა. კიბეებზე ნუცამ ჩამოირბინა და გაუბედავად მომიახლოვდა.
- შხაპის მიღება ხომ არ გინდა? - მკითხა მორიდებით - მეორე სართულზე ერთჯერადი დახმარების ყუთი მაქვს და შემიძლია დაგეხმარო, ექთანი ვარ.
- გმადლობ, შენი დახმარება ნამდვილად მჭირდება. - ვუპასუხე უხერხულად.
- ხომ კარგად იქნები? - შემომხედა აჩიმ.
- კი, ყველაფერი რიგზეა, ბუხართან მიდი და გათბი.
- კარგი, მე აქ დაგელოდები. - მითხრა აჩიმ და სავარძელზე ჩამოჯდა, ამ დროს საბაც შემოვიდა და ტელეფონი გამომიწოდა.
- უკვე მოდის, რამდენიმე საათში აქ იქნება.
- დიდი მადლობა. - ტელეფონი გამოვართვი და ჯიბეში ჩავიდე.
- თქვენ აქ დარჩით, ჩვენ ზემოთ ვიქნებით - ნუცამ საბას გადახედა და მე მანიშნა გამომყევიო.
მეორე სართული ერთი სადად მოწყობილი საძინებლისა და სააბაზანოსგან შედგებოდა. მართლაც ძალიან მყუდრო და კოხტა სახლი იყო წყვილისთვის.
- მოდი დაგეხმარები, - ნუცამ ხელი შემაშველა და სვიტერი, როგორც იქნა გავიხადე - ღმერთო ჩემო! - პირზე ხელი აიფარა და თვალებგაფართოებულმა ბეჭები შემითვალიერა - რა დაგემართა? - მკითხა შეშინებულმა და ოდნავ უკან დაიხია.
- რაც ნაკლები გეცოდინება მით უკეთესი - ვუპასუხე ხმადაბლა.
- ეს... ეს... ნამდვილია? - თვალები იარაღისკენ გაექცა, სულ დამავიწყდა, რომ ზურგს უკან ქამარში მქონდა გარჭობილი.
- ჰო, - ვუპასუხე ცივად და იარაღი ამოვიღე. შეშინებულმა უკან-უკან დაიხია - ნუ ნერვიულობ, არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ აქვე დავდებ.
- კი მაგრამ, ვინ ხარ? - მკითხა გაფითრებულმა - შენი ჭრილობები... ახლა ეს იარაღი, ჩვენ არაფერი გვაქვს, მართლა! - აკანკალებული კედელს აეკრა. დაბნეული მივაჩერდი ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, უცებ გონს მოვეგე და გამეცინა კიდეც.
- კარგი, მომისმინე, - იარაღი ლოგინზე ფრთხილად დავდე და ხელები ოდნავ მაღლა ავწიე - არაფერს დაგიშავებ. ეს იარაღი მხოლოდ თავდაცვისთვის მჭირდება ესაა და ეს. შენს მეგობარს შემთხვევით გადავეყარეთ, რამდენიმე საათის წინ ძლივს გამოვექეცი ერთ მანიაკს, ეს ჭრილობები მან დამიტოვა საჩუქრად. ახლა ერთადერთი რაც მინდა ისაა, რომ აქედან რაც შეიძლება მალე გავაღწიო. ჩემი მეგობარი ცოტახანში მომაკითხავს და ვეღარასდროს მნახავ, კარგი?
- კარგი, - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ეს ჭრილობები გასაკერია, მაგრამ მარტო ესეც არაა, ინფექცია გაქ შეჭრილი, გადასხმები დაგჭირდება. მე კი აქ არაფერი მაქვს ისეთი. მხოლოდ ჭრილობების გაწმენდას და შეხვევას შევძლებ, მანამდე კი კარგად უნდა დავამუშავო, გეტკინება - დაამატა შეწუხებულმა.
- დამიჯერე, უარესებიც მომსვლია! - შუბლშეჭმუხნული გაჭირვებით გავსწორდი წელში.
- ვხედავ! - ჩაილაპარაკა შეშფოთებულმა და ერთჯერადი დახმარების ყუთი გახსნა - სააბაზანოში გამომყევი, ჭრილობებს ჩამოგბან.
- მადლობა, ყველაფრისთვის, - ვუპასუხე მორიდებით, თითქმის დამვიწყებოდა რა იყო ადამიანური სიკეთე.
- აქ ჩამოჯექი.
სააბაზანოში სარკის წინ პატარა სკამი დამიდგა. ბიუსჰალტერი შემხსნა, თბილ წყალში პირსახოცი დაასველა და ფრთხილად დაიწყო ჭრილობების გასუფთავება. პირსახოცის შეხება მემწარა. სულგამწარებულმა მთელი ძალით დავმუშტე ხელები.
- ცოლ-ქმარი ხართ? - ვკითხე თემის შესაცვლელად, აღარ მინდოდა რამე ეკითხა ჩემს ჭრილობებზე.
- არა, უბრალოდ მეგობრები ვართ, - მიპასუხა ღიმილით - ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, აქ ხშირად მოვდივართ ხოლმე.
- გასაგებია. - ნეტავ არაფერი მეკითხა-მეთქი ვინატრე, მაშინვე ირაკლი გამახსენდა. თავი გავაქნიე და სახეზე ხელები ავიფარე.
- ის ბავშვი და კაცი ვინ არიან შენი? - მკითხა ინტერესით და პირსახოცი ისევ დაასველა თბილ წყალში.
- არაფრის თქმა არ შემიძლია, არ გეწყინოს, ასე ჯობია.
- ეს ჭრილობები... ეს ყველაფერი... არც კი ვიცი რა გითხრა, წარმოდგენაც კი არ მინდა რა გადაიტანეთ.
- მშვენიერი გადაწყვეტილებაა! - გამოვცერი კბილებში, მის შეხებას ჭკუიდან გადავყავდი.
- ახლა ჭრილობები უნდა გაგიწმინდო, კარგი? გეტკინება.
- არაუშავს.
ეს კი ვთქვი, მაგრამ როგორც კი ჭრილოებებზე სპირტი მომხვდა ტკივილისგან ლამის გონება დავკარგე. პირში მუშტი ჩავიჩარე, რომ არ მეკივლა.
დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა ჩემს „მინი ოპერაციას“. თავი ძლივს მოვიწესრიგე. განსაკუთრებით თავის დაბანა გამიჭირდა. აქაც ნუცა დამეხმარა, თორემ ამდენ სისხლს და ტალახს ჩემით ნამდვილად ვერ ჩამოვიბანდი. ვხედავდი როგორ უკანკალებდა ხელები როცა გრძელ თმას მიწურავდა და იქიდან სისხლის ნიაღვარი მოედინბოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მოვწესრიგდი, დაჩეხილი ფეხებიც გადამიხვია და თავისი ტანსაცმელიც მომცა. დიდად მადლიერი ვიყავი ამ ადამიანების, რომლებმაც ასე გულღიად შეგვიფარეს და უანგაროდ დაგვეხმარნენ. ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნება იყო, იმის ცოდნა რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ კეთილი ადამიანები.
სარკეში ჩავიხედე და გაოცებულმა საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე. სახე ჩონჩხად მქონდა ქცეული, ლოყები და თვალები ჩამცვენოდა. გახეთქილი ტუჩი გამლუჯებოდა და გამშავებოდა. ღაწვები კი ლურჯ და ყვითელ ლაქებს დაეფარა - კარგად ვიყავი ნაცემი!
ცივად ჩამეცინა და სველი თმა ცხენის კუდივით შევიკარი. მართალია დავიდოვმა კარგად დამამუშავა, მაგრამ მაინც მოვახერხე თავის დაღწევა - როგორც დავპირდი! ახლა კი ჩემი ჯერი იყო ამ „ფინგალებისთვის“ პასუხი გამეცა!
მზერა მკლავებზე გადავიტანე, ყველგან ლურჯი და ყვითელი ლაქები მქონდა. მაჯები კი ისე მქონდა დაგლეჯილი, რომ სქელი სახვევები დამჭირდა. გულგრილად შევათვალიერე სისხლჩაქცევები, რომელსაც მთელი ტანი და მუცელი დაეფარა და სვიტერი გადავიცვი. ჩაცმა გამიჭირდა, შებინტული ზურგი მოძრაობაში ხელს მიშლიდა.
როცა საქმე შარვალზე მიდგა აღმოჩნდა, რომ ნუცას, რომელიც საკმაოდ სუსტი იყო, ჩემი ზომა არ აღმოაჩნდა. თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, ტყვეობაში, როცა მარტო პურზე და წყალზე ხარ და იმასაც ნორმალურად ვერ ჭამ, ძნელია შენი ზომა ტანსაცმელი იპოვო.
- კარგი, ეს ყველაზე პატარა ზომაა რაც მაქვს, - მიპასუხა შეწუხებულმა და შავი ჯინსის შარვალი გამომიწოდა - წელში ისევ დიდი გექნება ამიტომ ეს ქამარიც გამომართვი.
- გმადლობ.
ის იყო შარვალი ამოვიცვი და ქამარი უნდა გამეკეთებინა, რომ მოპარული ტელეფონი აზუზუნდა. მაშინვე ხელი ვტაცე და ეკრანს დავხედე, უცხო ნომერი იყო. დაჩეხილი ადგილები საშინლად ამეწვა. ნუცას შეფარვით გავხედე.
- ქვემოთ ჩადი და მეც ჩამოვალ კარგი?
- კარგი.
მიპასუხა დაეჭვებულმა, წამით ტელეფონს შეხედა, მერე კი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. ღრმად ჩავისუნთქე და ტელეფონს ვუპასუხე.
- ნაია, ნაია, ნაია - მომესმა ცივი გამყინავი ხმა, საშინელმა რისხვამ თვალები დამიბრმავა - უნდა ვაღიარო, რომ სათანადოდ ვერ შეგაფასე. აღფრთოვანებული ვარ შენით.
- დაიცადე სანამ შენამდე მოვალ, დავიდოვ! მერე ნამდვილად გაგაოცებ, როგორც დაგპირდი!
- არადა ერთად მშვენივრად ვერთობოდით, შენ კი ყველა ჩემი კაცი მოკალი და გაიქეცი. ხომ წარმოგიდგენია ახლა თავს როგორ ვგრძნობ? - მის ხმაში ფარული მუქარა ვიგრძენი.
- დამამშვიდებლები მოიმარჯვე და დამელოდე! - ვუპასუხე ირონიულად.
- არა საყვარელო, ძალიან ცდები თუ გგონია, რომ ასე იოლად დაიძვრენ ჩემგან თავს, მე ერთადერთი არ ვარ ვინც სიტუაცია სწორედ ვერ შეაფასა!
- ნუ მემუქრები, ! - ჩავსისინე გააფთრებულმა - შენი დღეები დათვლილია!
- იცი, ასე მგონია ჭადრაკს ვთამაშობთ. უნდა ვაღიარო რომ შენსანიშნავი პარტნიორი მხვდა წილად, - ჩაიცინა გესლიანად - არ მეგონა ასეთი ცივსისხლიანი თუ იქნებოდი, როცა გვამები ვნახე გამოფატრული... ოოჰ, ძვირფასო, შენთან ხუმრობა მართლაც არ ღირს. ასეთ ასაკში, ასეთი გულფიცხობა ნამდვილად არ არის სახუმარო.
- რა სისულელეებს მიედ-მოედები! - ნერვებს მიშლიდა მისი ქარაგმული ლაპარაკი.
- შენ ხომ იცი რაც შემიძლია? - მკითხა შემპარავად - საკრეში ჩაიხედე, რამე რომ არ გამოგრჩეს. შენ შენი არჩევანი გაკეთე, ახლა კი ჩემი სვლაა საყვარელო. ვნახოთ ბოლოს რომელი მოიგებს!
ტელეფონი გაითიშა, იმდენად გავცოფდი, რომ ლამის კედელს მივაფშვენი გაცეცხლებულმა. აღგზნებული აქეთ-იქით დავდიოდი და პირიდან ცეცხლს ვაფრქვევდი. გონებაში ზღვასავით ამექოჩრა საშინელი კადრები, როგორ დამკიდა ჭერზე და როგორ მირტყამდა მათრახს. მისი თვალები - ნეტარებისგან უბრწყინავდა, ენით აუწერელ სიამოვნებას აყენებდა ჩემი ტანჯვა. როცა ფეხებს მიჩეხავდა, თან ღიმილით შემომცქეროდა თვალებში. ბობოქარმა მძვინვარებამ ჩემში ღრმად გაიდგა ფესვები და თითოეული უჯრედი მოიცვა, გამაკანკალა. აუცილებლად გადავუხდიდი სამაგიეროს, აუცილებლად!
ისე ვიყავი გააფთრებული, რომ დამშვიდება მიჭირდა, მძიმედ ვსუნთქავდი და ერთიანად ვცახცახებდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ისევ ჭერზე ვეკიდე და ისევ მათრახს მირტყამდნენ. ფანჯრის რაფას დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე. უნდა დავმშვიდებულიყავი, ასეთი სახეშეშლილი ქვემოთ ვერ ჩავიდოდი. კარზე კაკუნი გავიგე.
- ნაია, - მომესმა აჩის ხმა.
- შემოდი. - გავძახე ხმადაბლა და ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე.
- კარგად ხარ? - კარი შეამოაღო და შუბლშეკრული მომიახლოვდა.
- კი, ყველაფერი რიგზეა, - ვუპასუხე ნაძალადევი ღიმილით - წყლის გადავლება არც შენ გაწყენდა.
- არა, კარგად არ ხარ, - მიპასუხა შეწუხებულმა - რა მოხდა?
- ცოტათი გადავიღალე, - ახლა ტყუილის თქმა ძალიან მიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი გაფაციცებული შემომყურებდა თვალებში - ჭრილობები გამიკერეს და მინდა გითხრა, რომ არც ისე სასიამოვნო გრძნობაა.
- ისევ მატყუებ, - მოიღრუბლა ნაწყენი - ხომ იცი, რომ ყველაფერი დამთავრდა? ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს, არავის მიცვემ უფლებას! - შემომხედა მკაცრი სახით. გამეღიმა.
- ვიცი, მეგობარო, ახლა კი წამოდი სახე დაიბანე და ცოტა მოწესრიგდი.
- კარგი რა, - შემომხედა ამრეზილი სახით - ასეც კომფორტულად ვარ.
- ჰო, ჰო, როგორ არა, აბა წინ გამიძეხი!
- ჯანდაბა!
აჩის სულ ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით დავაბანინე ხელ-პირი. მისი ზომა ტანსაცმელი სახლში არ აღმოაჩნდათ, ასე რომ ისევ თავის კონკებში იყო გახვეული, თუმცა სუფთად მაინც გამოიყურებოდა. თავპირდაბანილი უფრო ლამაზი გამოჩნდა ვიდრე ერთი შეხედვით ეტყობოდა.
საქმიანობას, რომ მოვრჩით იარაღი ავიღე, ზურგს უკან ქამარში ჩავიჩურთე და ქვემოთ ჩავედით. სონგულია და საბა ბუხართან ისხდნენ და რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ. ნუცა კი ქურასთან ტრიალებდა, სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
- ბუხართან მიდი და გათბი, - ვუჩურჩულე აჩის და თმა ავუჩეჩე - დაგეხმარო? - ვკითხე ნუცას, როცა აჩიმ ბიჭებთან მიირბინა.
- არა, იყოს, გმადლობ. დაჯექი და დაისვენე, შენ ახლა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იმოძრაო, ჭრილობები სერიოზულია, ნაია. - გადმომილაპარაკა ხმადაბლა.
- არაუშავს, ჩემთვის უცხო მაინც არ არის. - სკამზე ჩამოვჯექი.
- ჰო, ისე - ქურაზე დადგმულ ქვაბს მოურია და მორიდებით გამომხედა - რამდენიმე ნატყვიარს თვალი მოვკარი, არ მინდა თავი მოგაბეზრო კითხვებით, მაგრამ...
- გაინტერესებს სად ჯანდაბიდან მოვეთრიე ხომ. - ვკითხე მწარე სიცილით.
- არც მთლად ეგრე, მაგრამ... - უხერხულად გაიღიმა.
- ერთი ორი უიღბლო დღე ყველას გვქონია ცხოვრებაში. - ჩავილაპარაკე ხმადაბლა და აჩის გავხედე, რომელიც ბუხართან იჯდა და თვალი ცეცხლისთვის გაეშტერებინა.
- ძალიან საყვარელი ბავშვია, - ჩემს მზერას თვალი გააყოლა და თბილად გაიღიმა - მისი ასაკის ძმა მყავს.
- თბილისელები ხართ? - ვკითხე ინტერესით.
- ჰო, ვერელები.
გაზქურა გათიშა და ცხელი, ორთქლავარდნილი, სქელი მასა ჭიქებში ჩამოასხა. ცხელი შოკოლადის დანახვაზე ლექსოს საფირმო სასმელი გამახსენდა და ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა.
- აქ ხშირად მოდიხართ ხოლმე? კარგი ადგილია, ყველაფრისგან დასვენება თუ გინდა.
- ჰო. - მიპასუხა ცალყბად და რატომღაც საბას გახედა.
- ყველაფერი რიგზეა? - ვკითხე პაუზის შემდეგ.
ნუცას არ უპასუხია, ჭიქები ლანგარზე დაალაგა და ბიჭებს მიუტანა, შემდეგ უკან დაბრუნდა, გვერდით მომიჯდა და ცხელი შოკოლადი წინ დამიდგა.
- საბას, ახლა რთული პერიოდი აქვს, - მიპასუხა ხმადაბლა და მეგობარს ფარულად გახედა - ამიტომ აქ წამოსვლა გადავწვიტეთ. დამშვიდება და განტვირთვა არცერთს არ გვაწყენს.
- გასაგებია...
ჩაძიება თავხედობად ჩავთვალე, ამიტომ აღარაფერი მიკითხავს, ის მე საერთოდ არ მიცნობდა და უცნობისთვის პირადულის გამხელა ცოტათი ძნელია.
- ოჯახი გყავს? - მკითხა პაუზის შემდეგ.
- მყავდა, - ცხელი შოკოლადი მოვსვი და ისევ აჩის გავხედე, ცხელი შოკოლადისთვის პირი არც დაუკარებია, გაშტერებული იჯდა და ცეცხლს უყურებდა - ახლა, კი მხოლოდ დედა დამრჩა.
- ვწუხვარ, არ მინდოდა.
- არაუშავს. - ნუცას შევხედე და გავუღიმე - შენ და საბა დიდი ხანია მეგობრობთ?
- თითქმის მთელი ცხოვრებაა, პატარაობიდანვე ერთად ვიზრდებოდით. ჩემთვის უფროსი ძმასავით არის და როცა გასაჭირშია, მე... - გაიღიმა და თვალები დახარა.
- ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოს. - დავამთავრე მის მაგივრად.
- ჰო, - მიპასუხა ღიმილით და თვალებში შემომხედა - შენთვის ნაცნობია ეს.
ეს კითხვა არ იყო, თვალი ავარიდე. ახლა ამაზე ლაპარაკი არ შემეძლო. თავს ისედაც საშინლად ვგრძნობდი და ახლა ირაკლის გახსენება ჭრილობებზე მარილს მაყრიდა. ჯიბეში ისევ ამიწკრიალდა ტელეფონი. გულში ვლოცულობდი, რომ ისევ დავიდოვი არ ყოფლიყო, თორემ ამჯერად თავის შეკავება ძალიან გამიჭირდებოდა. ჩემდა საბედნიეროდ ლუკა რეკავდა.
- ახლავე დავბრუნდები... - ვუთხარი ნუცას, ბიჭებს ჩავუარე და გარეთ გავედი.
- ლუკა?
- ნაია, - მომესმა ლუკას აღელვებული ხმა - როგორ ხარ?
- არამიშავს, სად ხარ? - ვკითხე მოუთმენლად.
- გზაში ვარ, მალე მოვალ - მიპასუხა დაძაბულმა - როგორ ხარ?
- მენატრები.
- მალე მოვალ, საყვარელო, - მიპასუხა ხმაგაბზარულმა - მალე შენთან ვიქნები, მერე კი გვერდიდან აღარასდროს მოგშორდები, გაიგე?
- კარგი, ლუკა...
- გისმენ.
- ლექსო, როგორ არის? - ვკითხე გაუბედავად, კითხვას დუმილი მოჰყვა, გული უსიამოვნოდ შემიტოკდა - ლუკა?!
- კარგად არის, არაფერი უჭირს. - მითხრა დინჯად.
- შენი რატომ არ მჯერა? - ვუპასუხე განერვიულებულმა - რამეს ხომ არ მიმალავ? მანდ არის? დამალაპარაკე!
- არა, აქ არ არის, საქმეზეა, იმ ახვარს ეძებს! - დაიღრინა გაცოფებულმა.
- და ვერ მოიცდიდა? - ვკითხე გულდაწყვეტილმა - მისი ნახვა ძალიან მინდა, ფეხი როგორ აქვს?
- კარგად, სერიოზული არაფერი იყო, უბრალო ნაკაწრი ჰქონდა, ერთ კვირაში უკვე მშვენივრად დადიოდა.
- კარგი, მაშინ დროებით.
- ნაია...
- ჰო.
- მალე მოვალ... - მიპასუხა პაუზის შემდეგ.
- გელოდები.
ტელეფონი გაითიშა. გული ისევ დამიმძიმდა. ერთი სული მქონდა ლუკა როდის მოვიდოდა, აღარცერთი წუთის მოთმენა აღარ მინდოდა. სანამ ლუკას არ ვნახავდი ვერ დავიჯერებდი, რომ იმ ჯოჯოხეთიდან თავი მართლაც დავიხსენი, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო. მხოლოდ ლუკას გვერდით ვიგრძნობდი თავს მშვიდად.
გულხელდაკრეფილმა გარემო მოვათვალიერე, ნელ-ნელა ბნელდებოდა. ისეთი სიჩუმე და სიმყუდროვე სუფევდა, როგორც სამარეში. მართალია ულამაზესი ადგილი იყო, თუმცა ტანში მაინც ჟრუანტელი მივლიდა. იმის გაფიქრება, რომ ტყის მაღლა მოშორებით სადღაც ის საშინელი სახლი იდგა გულმუცელს მიტრიალებდა. კარი გაიღო და გარეთ საბა გამოვიდა. ხელში თბილი მოსაცმელი ეკავა.
- მოიცვი, შეგცივდება - მიპასუხა ღიმილით და ნაქსოვი ჟაკეტი გამომიწოდა.
- გმადლობ და ბოდიში, იარაღი რომ დაგიმიზნე, - ვუპასუხე უხერხულად და მოსაცმელი მოვიცვი - სხვა მეგონე და...
- არაუშავს, - ისევ გამიღიმა და გვერდით დამიდგა - ისეთ დღეში გიპოვე, რომ არცაა გასაკვირი.
საბას თვალი ავარიდე და ტყეს გავხედე. ბეღურები ნაძვების კენწეროზე დახტოდნენ და მხიარულად ჟივჟივებდნენ. ნელ-ნელა ჩამობნელდა და გარშემო წყვდიადი გაბატონდა. არემარეს ახლა მხოლოდ ძირს დაფენილი ქათქათა თოვლი და სახლის ფანჯრებიდან გამომავალი სუსტი სინათლე ანათებდა.
- ნაია, - სიჩუმე საბამ დაარღვია, თავი ავწიე და ინტერესით შევხედე - რა მოხდა?
- ნუცას რაც ვუთხარი იგივეს გავიმეორებ, რაც ნაკლები გეცოდინება მით უკეთესი.
- მე ასე არ ვფიქრობ, - მიპასუხა მტკიცედ - თუ საფრთხე გემუქრება უნდა ვიცოდე, თუ აქ ვინმე მოგაკითხავს...
- ჩემი მეგობრის გარდა აქ არავინ მოვა. - შევაწყვეტინე მოუთმენლად - მესმის, რომ ნერვიულობ და არც მიკვირს, მაგრამ მალე აქედან წავალ. შემდეგ კი ჩვენს არსებობას სამუდამოდ დაივიწყებთ.
- მაგიტომ არ მითქვამს, - მიპასუხა გაღიზიანებულმა - თუ აქ ვინმე მოვა უნდა ვიცოდე, რომ დაგიცვათ.
- დაცვა არ მჭირდება საბა, - მის სიტყვებზე მართლა გამეცინა - მაგრამ, მაინც დიდი მადლობა. საერთოდ არ გვიცნობ და მაინც შეგვიფარე, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ.
- ყველა ასე მოიქცეოდა. - მიპასუხა შუბლშერულმა.
- საქმეც ეგაა, რომ არ მოიქცეოდა.
წამით ორივე დავდუმდით. ძალიან მომწონდა გარეთ ჰაერზე დგომა. გზას გავცქეროდი და ვფიქრობდი, აი ახლა გამოჩნდება ლუკა მანქანით, ან ახლა-თქო.
- გიყვარს? - ვკითხე ხმადაბლა და საბას შევხედე, ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ კი გაეღიმა.
- ასეთი შესამჩნევია?
- მეტისმეტად, იმის ფონზე, რომ საერთოდ არ გიცნობთ. - ვუპასუხე ღიმილით - მერე, რას ელოდები?
- შენ არ გესმი.
- რომ ბავშვობის მეგობრები ხართ და გეშინია, რომ აწყენინებ? რომ შეიძლება შენს მიმართ იგივეს არ გრძნობდეს და სამუდამოდ დაკარგო? - საბამ თვალებში შემომხედა, შემდეგ კი მზერა ამარიდა და ტყეს გახედა.
- შეიძლება.
- სისულელეა, - სახლის პარმაღზე ჩამოვჯექი და გზას გავხედე - დამიჯერე, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. მიდი და სიმართლე უთხარი.
- შენი ნათქვამი, რომ გამართლდეს? - გამომხედა ღიმილით და ისიც გვერდით მომიჯდა.
- თავიდან დაიბნევა, ინერვიულებს, შეიძლება გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ მერე... მერე, სწორ არჩევანს გააკეთებს, მასაც უყვარხარ. ოღონდ ეს ჯერ არ იცის, ან თავს არ უტყდება.
- ძალიან ხარ დარწმუნებული. - გამომხედა ინტერესით.
- ვიცი რასაც გრძნობს და იმიტომ, - თვალი გავუსწორე, მასთან ლაპარაკი უფრო გამიადვილდა ვიდრე ნუცასთან, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რატომ.
- შემთხვევით იმ ადამიანზე, ხომ არ ვსაუბრობთ ვინც უნდა მოგაკითხოს? - მკითხა პირდაპირ და სახეზე დამაკვირდა.
- არა, - ვუპასუხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე და ისევ გზას გავხედე - ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, უკვე ძალიან გვიანია. შენთვის კი ჯერ არფერია დაკარგული. ამიტომ გეუბნები, გამბედაობა მოიკრიბე და სიმართლე უთხარი.
საბამ ერთხანს მიყურა. ვგრძნობდი, რომ რაღაცის კითხვა უნდოდა, თან თავს იკავებდა. მე კი მიშველებას არ ვაპირებდი. საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ახლა ირაკლიზე რომ მელაპარაკა ისევ ცუდად გავხდებოდი და ცხვირიდან სისხლი წამსკდებოდა, მათ კი საკმარისი სიგიჟე ნახეს, ახალი რომ აღარ დამემატებინა.
უხერხული დუმილი კარის ჭრიალმა დაარღვია. გარეთ ნუცა გამოვიდა და ორივეს მორიდებით შემოგვხედა.
- ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ინტერესით და საბას თავზე ხელი გადაუსვა.
- კი, ჰაერზე ჯდომა კარგია. - უპასუხა ღიმილით და ხელზე აკოცა.
- ნაია, აჩის ჩაეძინა. დავითი კი შენ გკითხულობს.
- კარგი, მადლობა ნუცა, მარტო დაგტოვებთ. - საბას მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე და წამოვდექი.
ნუცა უკან გამოყოლას აპირებდა, მაგრამ საბამ შეაჩერა. ჩემთვის ჩამეღიმა და სახლში შევედი. აჩი დივანზე იწვა და მშვიდად თვლემდა, ნუცას პლედი დაეფარებინა. მზერა სონგულიაზე გადავიტანე, ბუხართან თავჩაღუნული იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა.
- მეძახდი? - ვკითხე ინტერესით, პუფი ბუხართან მივაჩოჩე და გვერდით მივუჯექი.
- ჰო, რაღაც მინდა, რომ გავარკვიოთ.- თავი ასწია და ყურადღებით შემომხედა.
სახე დაღლილობისგან გაჰფითრებოდა, გაბარდული წვერ-ულვაში კი ასწეწოდა და გასჭუჭყიანებოდა, საცოდავი სანახავი იყო.
- კონკრეტულად? - მისი ტონი არ მომეწონა.
- შენ ერთ რამეში მართალი იყავი, - დაიწყო დინჯად და მზერა ისევ მხიარულად მოტკაცუნე ცეცხლზე გადაიტანა - მე იმაზე მეტი რამ გამომრჩა ვიდრე შეიძლებოდა. ეს კი იმის ბრალია, რომ ჩემიანებს ბრმად ვენდობოდი.
- მერე? - ვკითხე გულგრილად, ირაკლის ციხეში გამომწყვდევა ჯერ კიდევ ვერ მეპატიებინა.
- მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრი ვიფიქრე და გეთანხმები.
- რაში მეთანხმები? - ვკითხე შუბლშეკრულმა.
- ის, რომ აქ ერთად ვართ გამომწყვდეულები არაფერს ცვლის. - სახეზე ცივი ღიმილი გადამეფინა.
- მაგით რისი თქმა გინდა?
- მე, ვნახე იმ არამზადებს რა გაუკეთე, ეს... ეს... - შესაფერისი სიტყვა ვერ იპოვა და აკანკალებული ხელი სახეზე მოისვა.
- პირდაპირ მითხარი, ნუ აფორმებ!
- მე ისევ დეტექტივი ვარ, ნაია, პოლიციელი. არ აქვს მნიშნველობა ჩემი თანამშრომლები რამდენად ბინძურ საქმეში არიან გარეულები. ეს მათი ცოდვებია და არა ჩემი. მე ვიცი ჩემი მოვალეობები და მას პირნათლად შევასრულებ, თუნდაც ეს სასაცილოდ ჟღერდეს.
- გააგრძელე. - ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ფინიშს ვუახლოვდებოდით.
- ის რაც შენ გააკეთე, მსგავსი არაფერი მინახავს, - როგორც იქნა მზერა გამისწორა, თვალებში სევდა და მწუხარება ჩასდგომოდა - ამდენი წელია ვმუშაობ და ასეთი სისასტიკე ჯერ არ მინახავს, მითუმეტეს შენი ასაკის გოგოსგან. ბოლოს როცა განყოფილებაში გელაპარაკე, შენს თვალებში ენით აუწერელი მრისხანება დავინახე, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენად შორს წასვლა შეგეძლო.
ხმა არ ამომიღია, სონგულიას თვალებში ვუყურებდი და ველოდებოდი როდის გადავიდოდა მთავარზე.
- როცა ის გვამები დავინახე, მაშინღა მივხვდი როგორ გტკიოდა. იმდენად გაგაბოროტა საყვარელი ადამიანების დაკარგვამ, რომ შენ საზღვარს გადააბიჯე. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ იგივეს გაიმეორებ, სანამ დავიდოვს არ მიწვდები. ეს კი მხოლოდ ერთით დასრულდება, ან შენ და დადიანი თქვენსას გაიტანთ და მოკლავთ, ან ის დაგხოცავთ ორივეს.
- რა საჭიროა ეს მიმოხილვა, პირდაპირ თქვი რისი თქმა გინდა! - უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა.
- საკმარისია, - მოსხიპა ცივად - უნდა შეჩერდე! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ამხელა ტვირთისთვის. შენ მათმა დახოცვამ შვება არ მოგგვარა და ნუ შემეკამათები, რომ ეს ასე არ არის. არც დავიდოვის სიკვდილი მოგიტანს ბედნიერებას, ამით მათ ვერ გააცოცხლებ. მხოლოდ შენს თავს დაისახიჩრებ უარესად, ეს კი საბოლოოდ ბოლოს მოგიღებს. ამ ბრძოლიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოხვალ ცოცხალი, გესმის?!
- და შენ ეს რატომ გადარდებს? ახლა ზღაპრებს ნუ მომიყვები, რომ მამაჩემზე გული შეგტკივა და არ გინდა, რომ მისი შვილი დაიტანჯოს, თორემ მაგ ცეცხლში ჩაგაგდებ!
- არ მინდა, რომ იმ ნაძირალამ კიდევ ვინმე შეიწიროს! საკმარისია, რაც ჩაიდინა. ამისთვის პასუხი უნდა აგოს ყველას წინაშე! მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს მისი სამარცხვინო ცოდვები და უკან უნდა მივაყოლო ყველა ის კორუმპირებული პოლიციელი, რომელიც უნიფორმის უკან იმალება! ისინი ჩვენს სახელს არცხვენენ, ნაია! შენ არ იცი რას ნიშნავს იყო პოლიციელი, იცავდე ხალხს. იმის შეგრძნება რომ ადამიანებს შენი წყალობით ღამით მშვიდად სძინავთ, საუკეთესოა რაც ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში განმიცდია.
- და ფიქრობ რომ შენ, ერთი ადამიანი, მაგ ტურების ხროვას გაუმკლავდები? დეტექტივო, როლიდან გამოდი. ისე აღმოჩნდები ბნელ სამარეში, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ, მაგალითისთვის მამაჩემი გაიხსენე.
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი სირაქლემებივით უნდა ჩავყოთ მიწაში! მომეცი საშუალება, რომ გავანადგურო! შეეშვი ამ ყველაფერს. შორს წადი და ახალი ცხოვრება დაიწყე. რაც არ უნდა იყოს დადიანი ბნელი ცხოვრების კაცია, მის გარშემო მუდამ იქნება სისხლი და გვამები, ასეთი ცხოვრება გინდა? დარჩენილი დღეები ასე უნდა გაატარო? თუ ფიქრობ, რომ შენს გამო ყველაფერს მიატოვებს და ერთად ბედნიერად იცხოვრებთ? ცდები! ასე არ მოხდება, ვიღაცის ბრმა ტყვია მუდამ შენსკენ იქნება მომართული ნაია და ლუკამ სულ რომც უარი თქვას მის საქმიანობაზე, მისი ცხოვრება არ დაანებებს თავს, ეს ისეთი ჭაობია საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან!
- ჩვენ, ისევ არ გვესმის ერთმანეთის, - ვუპასუხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - გიყურებ და ვხედავ, რომ ამ ყველაფრის გულწრფელად გჯერა, მაგრამ ეს შენი სიმართლეა და არა ჩემი. მე ერთხელ უკვე გითხარი, რომ დავიდოვს არ ვაცოცხლებ-მეთქი და ასეც იქნება! არ ვაპირებ იმის ახსნას რისთვის და რატომ, ამას მაინც ვერ გაიგებ. უბრალოდ აქედან როცა გავალთ, შენ შენი გზით იარე, მე კი ჩემით ვივლი.
- ესე იგი, მაინც ასეა საქმე? - გამომხედა გულდამძიმებულმა - აზრს ვერ შეგაცვლევინებ?
- ვერა, - ვუპასუხე მტკიცედ და თვალი გავუსწორე - დეტექტივო, მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე. ახლა კი თავს ვერ მოვიკატუნებ, რომ არაფერი ყოფილა, რომ ყველაფერი რიგზეა. შენ შენი თვალით ნახე რა გავუკეთე იმ ხალხს. ჰო, მე მკვლელი ვარ, ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული მკვლელი. მე არაფრით განვსხვავდები იმ კრიმინალისგან, რომელზეც წამის წინ საუბრობდი.
- მაგრამ, მე...
- არა! - შევაწყვეტინე მკაცრად - ჩვენ ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვავთ, შენ შენი შეხედულებები გაქვს, მე ჩემი და ამას არაფერი ეშველება. საბოლოოდ კი ორივე მტრებად დავრჩებით. როცა ამ კარიდან გავალთ შენ ისევ დეტექტივი იქნები, რომელიც გამოძებას გააგრძელებს, მე კი მკვლელი, რომელიც ახალ დანაშაულს ჩაიდენს. ახლანდელი რეალობა ასეთია, რაც უფრო მალე შეეგუები ამ აზრს მით უკეთესი.
- შენ მსხვერპლი ხარ, ნაია! - ხმა აუკანკალდა სონგულიას და სევდიანად შემომხედა.
- ვიყავი, დეტექტივო, - გავუღიმე ცივად - ცხოვრება ასეთია ან მსხვერპლი ხარ, ან მონადირე. მე ორივეს ტყავში ვიყავი და ახლა ზუსტად ვიცი, რომ მსხვერპლი აღარასდროს ვიქნები! ჩემი სისუსტე, რომ არა ახლა ირაკლი ცოცხალი იქნებოდა. ვაჩეს არაფერი დაემართებოდა. მათი სიკვდილი ჩემი ბრალია და მე ამით მომიწევს ცხოვრება. ეს ჯვარი ჩემი სატარებელია, მაგრამ საკმარისია, ამას მეორედ აღარ დავუშვებ. ჩემ გამო აღარავინ მოკვდება! დავიდოვს ერთხელ და სამუდამოდ შევუკრავ სუნთქვას, ან შევაკვდები! ვეღარასდროს ვეღარავის ავნებს. მისი მიზეზით აღარავინ მოკვდება, ამის განხილვას აღარ ვაპირებ!
- მას დავიჭერთ და ციხეში ამოვალპობთ! - შემეპასუხა გაცხარებით.
- მორჩი! იმ ბავშვს გახედე! - წავისისინე გაბოროტებულმა - მისი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ამ დამპალ ქვეყანაში დაიბადა! რამდენიმე დღის წინ კინაღამ ცოცხლად გააძრეს ტყავი და შენ აქ კოდექსებით მელაპარაკები?! რით ვერ მიხვდი ვისთან გაქვს საქმე? ეგ , სულ რომც ციხეში ჩასვა მაინც იპოვის გზას იქიდან თავის დასაღწევად, ისევ გამოვა გარეთ და ისევ მოკლავს. ეგეთი ცოფიანი ძაღლი იქვე უნდა ჩაკლა სადაც იპოვი. აი ასეთია ჩემი სამართალი, მოგწონს შენ ეს თუ არა!
- დავაგვიანე, ძალიან დავაგვიანე! - ჩაილაპარაკა დანანებით და ისევ ცეცხლს ჩააშტერდა.
პუფზე გაჭირვებით შევსწორდი, ბეჭები საშინლად მტკიოდა, გამაყუჩებელს მოქმედების ვადა ნელ-ნელა გასდიოდა. ნუცა და საბა ისევ გარეთ ისხდნენ, ალბათ საბამ ჩემს რჩევას დაუჯერა, თუმცა ახლა ამაზე საფიქრელად არ მეცალა. სონგულიამ ცოტახნით მიძინებული ავი ფიქრები ისევ ამიშალა. მის გვერდით ჯდომა აღარ შემეძლო. წამოვდექი და აჩის მივუახლოვდი. პლედი შევუსწორე და გვერდით მივუჯექი.
პატარა ანგელოზს ჰგავდა. როგორი ცხოველი უნდა იყო ადამიანი, რომ ბავშვისთვის რამის დაშავება შეძლო?! არა, ასეთი ქვეწარმავალი სიცოცხლის ღირსი ნამდვილად არ იყო. სონგულიას რაც არ უნდა ეთქვა, მისი შეხედულებები მხოლოდ ფუჭი სიტყვები იყო და მეტი არაფერი. აჩის ნაზად გადავუსვი თავზე ხელი. დაფეთებულმა მაშინვე თვალები ჭყიტა და შეშინებული უკან გახოხდა.
- წყნარად, დამშვიდდი, მე ვარ. - შეწუხებულმა ოდნავ უკან დავიხიე. როგორც კი დამინახა შვებით ამოისუნთქა და ჩემკენ მოჩოჩდა.
- ბოდიში - ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მუხლებზე თავი დამადო.
- შენი შეშინება არ მინდოდა, - ვუპასუხე გულდამძიმებულმა და თავზე ნაზად გადავუსვი ხელი - ყველაფერი რიგზეა, აქედან მალე წაგიყვან.
- ნაია - დამიძახა ჩურჩულით და სევდიანად ამომხედა.
- გისმენ.
- რა იქნება აქედან რომ წავალთ? შენ წახვალ? - ახლაღა მივხვდი რა აწუხებდა, მთელი ეს დრო ცეცხლან იჯდა და ამაზე დარდობდა.
- აქედან, რომ წავალთ ლუკას რამე გემრიელს ვაყიდინებ, დიდი ხანია ნორმალური არაფერი გვიჭამია. - გავუღიმე ეშმაკურად
- არ მიმატოვებ? - როგორც იქნა, ამოთქვა და ხელზე ხელი წამავლო.
- რა თქმა უნდა, არა!
- მპირდები? - შემომხედა დაეჭვებულმა.
- გპირდები, - გავუღიმე თბილად და თავზე ხელი გადავუსვი - ხომ შევთანხმდით, რომ მეგობრები ვართ? მეგობრები კი ერთმანეთს არასდროს ტოვებენ.
- რაც არ უნდა მოხდეს?
- რაც არ უნდა მოხდეს. - ცხვირზე წავკარი თითი.
- მიყვარხარ!- წამოჯდა და ყელზე მომეხვია.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მართალია ცოტახანი გავატარე აჩისთან, მაგრამ იმდენად თბილი და კეთილი ბავშვი იყო, რომ თავი მალევე შემაყვარა.
- მეც მიყვარხარ, მეგობარო.
- ნაია! - ნუცამ კარი შემოაღო და აღელვებულმა შემომხედა - მოგაკითხეს!


თავი ოცდამეექვსე
აჩი მაშინვე ჩამომეხსნა. სონგულია ფეხზე წამოდგა. მე კი ისევ გახევებული ვიჯექი და ნუცას შევყურებდი. მისი ხმა თითქოს შორიდან ჩამესმა. გონს ვერ მოვედი სანამ ნუცა გვერდით არ გადგა და ოთახში ლუკა არ შემოვიდა. როგორც კი დავინახე გული ლამის გამიჩერდა. ფეხზე ადგომაც კი ვერ მოვიფიქრე, ლუკას მივშტერებოდი. გაველურებული შემომყურებდა და ტანჯული სახით მითვალიერებდა სახეს. ნაბიჯი ფრთხილად გადმოდგა ჩემკენ. სახეზე ყველა კუნთი დასჭიმვოდა, პირველად ვხედავდი მის თვალებში ამხელა მრისხანებას.
- ნაია, - დაიჩურჩულა გულმოკულმა - ნაია!
აკანკალებული ძლივს წამოვდექი. ლუკამ ერთი ნაბიჯით დაფარა ჩვენ შორის მანძილი და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. მტკივნეულად შევიჭმუხნე. ნაიარევები საშინლად ამეწვა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის ხომ ჩემს გვერდით იყო, რეალური იყო, ესე იგი, ნამდვილად გამოვაღწიე. მიუხედავად მომხდარისა, ყველაფერი მაინც კარგად იყო.
- ლუკა, - ამოვიჩურჩულე როგორც იქნა - არ მჯერა რომ აქ ხარ.
- აქ ვარ! - მკერდზე უფრო ძლიერად მიმიკრა - შენთან ვარ, ყველაფერი მორჩა, უსაფრთხოდ ხარ!
თვალები დავხუჭე და თავი მის მკერდში ჩავმალე. მოწოლილ ემოციებს მთელი ძალით ვებრძოდი. ლუკას ტკბილი სურნელი ღრმად შევისუნთქე და დაწყნარება ვცადე.
- ლუკა, - მომესმა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა - ყველაფერი რიგზეა, მაგრამ აქ მაინც ვერ გავჩერდებით, უნდა წავიდეთ.
ლუკა ჩამომეხსნა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალებით შემომყურებდა. სიტყვები არც სჭირდებოდა იმის გადმოსაცემად რასაც იმ წამს გრძნობდა, ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, გავუღიმე და ნელა დავუქნიე თავი. გულმოკლულმა სახე მომითვალიერა და კბილების ღრჭიალით მოათვალიერა ოთახი. ჯერ აჩის შეხედა, შემდეგ კი სონგულიას გახედა გაბოროტებულმა.
- ეს აქ რას აკეთებს? - დაღრინა გააფთრებულმა.
- ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი...
გადავულაპარაკე ხმადაბლა, რადგან ოთახში საბა და ნუცაც შემოსულიყვნენ და გაოცებულები გვათვალიერებდნენ. მათ გვერდით კი ბექა იდგა და თვალს არ მაშორებდა.
- გამარჯობა, ლუკა - ცივად გაიღიმა დავითმა - მიხარია შენი ნახვა.
- ნუ ჩქარობ, დეტექტივო! მე და შენ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ყველა მანქანაში!
სონგულიამ ღიმილით გახედა ლუკას და ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ, სანამ ოთახიდან გავიდოდა, ზღურბლზე შედგა და ლუკას გამოხედა.
- მართლაც უცნაურია ცხოვრება, რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე დადიანის დასახმარებელი გავხდებოდი - თავი გააქნია და სახლიდან გავიდა. ლუკამ მკაცრი მზერა გააყოლა.
- ნაია, ბავშვს ხელი მოჰკიდე და მანქანაში ჩასხედით.
- აჩი, წავედით - ისიც მაშინვე წამოდგა, ხელი ჩამკიდა და უკან გამომყვა, მაგრამ სანამ სახლიდან გავიდოდით, ნუცას და საბას მივუბრუნდი.
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ორივეს. - ნუცამ გამიღიმა და გადამეხვია, საბამ კი თვალი ჩამიკრა.
- თავს მიხედე - მიჩურჩულა ნუცამ. ჩამომეხნა და აჩისკენ დაიხარა, ლოყაზე ნაზად აკოცა და დაემშვიდობა.
სახლიდან სწრაფად გამოვედით, უკან ბექა გამოგვყვა, მანქანის კარი გაგვიღო და აჩის ხელი შეაშველა. ბექას უხერხულად შევხედე, ბოლოს როცა ერთმანეთს შევხვდით გულში იარაღს ვუმიზნებდი. წამით მზერა გამისწორა, მაგრამ მაშინვე ამარიდა თვალი და დამელოდა, როდის დავჯდებოდი მანქანაში. როგორც ჩანს, ერთადერთი არ ვიყავი ვინც ამაზე ფიქრობდა. აღარაფერი მითქვამს, უხმოდ ჩავჯექი და კარი მოვიხურე. სონგულია ჩუმად იჯდა ფანჯარასთან და ხმას არ იღებდა. ისეთი უცნაური სიტუაცია იყო, რომ თავი სიზმარში მეგონა. აჩი ჩემსკენ მოჩოჩდა და თავი მხარზე ჩამომადო, ჯერ კიდევ ეძინებოდა. თავზე ხელი გადავუსვი და ფანჯარაში გავიხედე.
არ ვიცი ლუკა რას ეუბნებოდა საბას, მაგრამ შუბლშეკრული რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ. საბამ თავი დაუქნია, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ლუკა მანქანისკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით. ბექამ ჯიპს შემოუარა და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი, ლუკა კი საჭესთან დაჯდა და სწრაფად დაქოქა მანქანა.
- საბას რა უთხარი? - ვკითხე ლუკას, როცა მანქანა სწრაფად დაეშვა დათოვლილ გზაზე.
- რომ ბარგი ჩაელაგებინათ და რაც შეიძლება მალე გასცლოდნენ მანდაურობას.
- ფიქრობ, რომ საფრთხე ემუქრებათ? - ვკითხე შეწუხებულმა.
- არა, ყველაფერი სუფთაა, უკვე შევამოწმე, მაგრამ მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
- შეამოწმე? - გავხედე დაძაბულმა. სონგულიამ მაშინვე ყურები ცქვიტა.
- ჰო, ბიჭები იყვნენ ასულები. სახლი სუფთაა, როგორც ჩანს მაშინვე გაეცალნენ იქაურობას, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.
- დაწვეს? - სონგულიამ ფარული მზერით გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- ჰო, კვალის დასაფარად ყველაფერი გადაწვეს.
სავარძელზე გადავწექი და თვალები დავხუჭე. რა თამაშს თამაშობდა დავიდოვი? რაში დასჭირდა სახლის გადაწვა? ვითომ გვამების ამოთრევა დაეზარა? თუმცა ამას ახლა არავითარი მნიშნველობა აღარ ჰქონდა, ყველაფერი განადგურდა მათ შორის ცხედრებიც. გზაში ხმა აღარავის ამოუღია. ვგრძნობდი, როგორი დაძაბულობა ტრიალებდა სალონში. ლუკას ბევრი რამის კითხვა უნდოდა ჩემთვის - მოწმეების გარეშე და რადგანაც ეს ჯერ შეუძლებელი იყო, უხმოდ მართავდა მანქანას. თუმცა, მისი მძიმე სუნთქვა გარკვევით ჩამესმოდა.
აღარც მე ამომიღია ხმა. სონგულიას თანდასწრებით არაფრის კითხვა არ მინდოდა. აჩის ისევ ჩაეძინა. თავი ჩემს მუხლებზე ჩამოუცურდა, კომფორტულად მოკალათდა და ძილი გააგრძელა. დეტექტივი მდუმარედ გასცქეროდა გზას. დაახლოებით საათნახევარი დაგვჭირდა სანამ გზატკეცილამდე მივაღწევდით. იქ კი მეორე შავი მანქანა დაგვხვდა. ლუკამ ჯიპი გზატკეცილზე შეაჩერა და სონგულიას გადმოხედა.
- გადმოდი მანქანიდან! - უთხრა მკაცრად.
- ლუკა, რა ხდება? - ვკითხე დაძაბულმა. სონგულიამ შიშით გახედა შავი მანქანიდან გადმოსულ ბიჭებს.
- ყველაფერი რიგზეა, ნაია, - მიპასუხა მშვიდად - ვის ვეუბნები, მე?! მანქანიდან გადმოდი-მეთქი!
- კარგი, - სონგულიამ ხელის კანკალით გააღო კარი და მანქანიდან გადავიდა.
ლუკაც და ბექაც გადაჰყვნენ. შეშფოთებულმა ფანჯარაში გავიხედე. ლუკამ ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა და სონგულიაზე თავით ანიშნა. მათაც თავი დაუქნიეს და დეტექტივს აქეთ-იქიდან ამოუდგნენ. მართლია სონგულია დიდად არ მომწონდა, მაგრამ მაინც შემეშინდა, როცა მანქანაში უცერემონიოდ შეტენეს.
ლუკამ ბექას რაღაც გადაულაპარაკა და შუბლშეკრული ისევ ჯიპისკენ წამოვიდა, ბექა კი ბიჭებს გაჰყვა. ლუკამ კარი გააღო და ისევ საჭეს მიუჯდა.
- ლუკა, რა ხდება? - ვკითხე მაშინვე. უკან შემობრუნდა ჯერ ბავშვს შეხედა და როცა დარწმუნდა, რომ ეძინა მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- ყველაფერი კარგადაა. ნუ ნერვიულობ, სონგულიასთან საქმე მაქვს, ამიტომ ბიჭებთან დარჩება. ახლა სხვაგან მივდივართ მე და შენ. მაგ წურბელას კი იქ არაფერი ესაქმება.
- სხვაგან?
- ჰო, იმ ბინაში ვეღარ დავრჩებით.
- ჰო, ვიცი, დავიდოვმა გაიგო.
- შენ საიდან გაიგე? გითხრა რამე? - გააკვესა თვალები.
- დაახლოებით, - ვუპასუხე ორაზროვნად.
უცებ თავი ვეღარ შევიკავე, კისერზე ხელი მოვხვიე, ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე. მისი კოცნის სურვილი პირველივე დანახვის წამიდან მკლავდა, მაგრამ ზემდეტად ბევრი დამსწრე იყო და თავი ძლივს შევიკავე. ლუკამ კოცნითვე მიპასუხა. თმაში ხელი შემიცურა და ვნებიანად დამეწაფა ტუჩებზე. ტანში ცხელმა ტალღამ დამიარა, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მკვდარმა უჯრედებმა გაცოცხლება დაიწყეს. როგორც იქნა, მოვწყდი და სახეზე ნაზად მივეალერსე.
- სიგიჟემდე მომენატრე. - მიპასუხა თვალებამღვრეულმა.
- მეც, ახლა ყველაფერი რიგზეა - გავუღიმე თბილად და ცხვირზე ვაკოცე.
- უსაფრთხოდ ხარ, აღარასდროს გაგიშვებ, ვერც კი წარმოიდგენ რა გადავიტანე - ლოყაზე ნაზად მომეფერა. თვალებში არნახული მრისხანება ედგა.
- ახლა ერთად ვართ, მთავარი ესაა, სახლში წამიყვანე. - ტუჩებზე ვაკოცე და თბილად გავუღიმე. აჩი ოდნავ შეიშმუშნა, მუხლებზე ხელი შემომხვია და ძილი გააგრძელა.
- შენს ახალ მეგობარს არ გამაცნობ? - ლუკამ აჩის დახედა.
- ყველაფერს სახლში მოგიყვები, კარგი?
- კარგი, - კიდევ ერთხელ მაკოცა, შებრუნდა და მანქანა დაქოქა.
კარგად არც მახსოვს რამდენი ხანი ვიარეთ ახალ სახლამდე, მაგრამ თვალები რომ გავახილე უკვე თენდებოდა. ძალიან დავიღალე და დაძინება მინდოდა, მაგრამ როგორც კი თვალებს ვხუჭავდი ყველგან სისხლს და გვამებს ვხედავდი. გაღიზიანებულმა რამდენჯერმე ვიცვალე გვერდი, მაგრამ არაფერმა არ მიშველა, ძილი მაინც მერეოდა და თვალები მეხუჭებოდა. შევამჩნიე, ლუკამ რამდენჯერმე როგორ გამომხედა სარკიდან. სახეზე შეშფოთება ეწერა.
ახალ სახლამდე ისე მივედით, რომ წაძინება ვერა და ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ აჩის ეძინა ტკბილად. ლუკამ მანქანა ხეივანში აატარა და ერთი დიდი კერძო სახლის წინ შეჩერდა. ორსართულიანი სახლი ლამაზად და მდიდრულად გამოიყურებოდა.
- მოვედით, - ლუკა მომიბრუნდა და დაკვირვებით შემომხედა - კარგად ხარ?
- არა, მაგრამ ვიქნები - ვუპასუხე გულწრფელად.
ლუკამ კბილები გააღრჭიალა, მანქანის კარი გააღო და გადავიდა. აჩის თავზე გადავუსვი ხელი და გავაღვიძე. დაბნეულმა ნამძინარევი სახით მიმოიხედა და მერე მე შემომხედა. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო სად იყო და იქ რას აკეთებდა. ლუკამ კარი გაგვიღო და გადმოსვლაში დაგვეხმარა. რამდენიმე საათიანი ჯდომისგან წელი ისე გამშეშებოდა, რომ მოძრაობა მიჭირდა.
მე და აჩიმ ინტერესით მოვათვალიერეთ იქაურობა. აგარაკზე ვიყავით, ორსართულიანი სახლი ხეებში ჩაფლულიყო. გარშემო უზარმაზარი ეზო შემორტყმოდა, რომელიც ბეტონის გალავნით შემოეღობათ. ეზოში კი უამრავი ხილის ხე იდგა, რომელებიც ერთიანად თოვლის ქურქში იყვნენ გახვეულნი. თეთრი ქათქათა სახლის კედლებზე კი ვაზის გამხმარი ყლორტები მიიკლაკნებოდა გველივით.
უზარმაზარი ეზო ედემის ბაღს ჰგავდა. ფართო ბილიკი, რომელიც ხეებს შორის, სწორხაზოვნად მოიკლაკნებოდა მრუდე ქვებით იყო მოკირწყლული, კიდეებზე კი ყვავილების ნარგავები მოჩანდა. ზაფხულში აქაურობა ძალიან ლამაზი იქნებოდა. ლუკა გვერდით ამომიდგა და სახლისკენ წაგვიყვანა.
წითელი მუხის კარი თვალისმომჭრელად პრიალებდა ამომავალი მზის სხივების შუქზე. ლუკამ კარი შეაღო და სახლში შეგვიშვა. თავი უზარმაზარ ოთახში ამოვყავით. აქაურობა მუზეუმს უფრო ჰგავდა ვიდრე სახლს. ოთახში დიდი და ძვირფასი ჭაღი დაეკიდათ. კედლები კი გობელენს დაეფარა, რომელზეც უცნაური, ანტიკური ხანის ნახატები იყო გამოსახული. ნამუშევარი ძვირფას ტილოზე იყო შესრულებული, რომელსაც ოქროს კანტები დაჰყვებოდა ბოლოებზე და თვალისმომჭრელად ელვარებდა ჭაღის ოქროსფერ შუქზე.
გრძელი ხავერდის ყავისფერი ფარდები იდეალურად ეხამებოდა ოთახის მყუდრო და მდიდრულ ინტერიერს. კედლების გასწვრივ კი, მოზრდილ ქოთნებში, უცხო და ლამაზი მცენარეები ჩაერგოთ. იატაკზე გრძელი, სპარსული ხალიჩა დაეგოთ, მარცხნივ კი ბუხარი დაედგათ, რომელიც ოთახს მყუდროებას სძენა. ბუხრის წინ კი დიდი ტყავის დივანი მოეთავსებინათ თავისი რბილი სავარძლებით, შუაში კი დაბალი, მინის ლამაზი მაგიდა იწონებდა თავს.
ბუხრის მარჯვნივ სასმელების მოზრდილი ბარი მოჩანდა, რომელიც ათასნაირი ძვირადღირებული ალკოჰოლით იყო გამოტენილი. ბარის გვერდით კი ქვიშისფერი ხის კიბეები სპირალისებურად მიიკლაკნებოდა ზემოთ, მეორე სართულზე. ოთახის მარჯვენა მხარეს ოვალური ტიხარით სამზარეულო გამოეყოთ, რომელიც თანამედროვე სტილში იყო მოწყობილი.
- ლუკა, - დაბნეულმა ავხედე - ეს სად მომიყვანე?
- მეგობრის აგარაკია, დროებით დამითმო, - მიპასუხა მოღრუბლულმა - ახლა ზემოთ აგიყვანთ და დაისვენეთ, რომ გამოიძინებ მერე ვისაუბროთ.
- მე, აჩი მქვია.
მოულოდნელად წამოიძახა აჩიმ, წინ გამოვიდა და ლუკას კაცურად გაუწოდა ხელი. გაღიმებულმა ლუკას გავხედე, რომელსაც სახიდან ღრუბელი გადაჰყროდა და ახლა ინტერესით აკვირდებოდა ბავშვს.
- მე ლუკა, - ხელი ჩამოართვა და ყურადღებით დააკვირდა ბავშვს.
- შენ ნაიას მეგობარი ხარ ხომ? - ჰკითხა სერიოზულად.
- დაახლოებით... - ლუკამ ცერად გამომხედა, ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა.
- კარგი, მივხვდი... - ჩაეცინა აჩის - შენთან ლაპარაკი მინდა, ცალკე, თუ შეიძლება.
გამომხედა უხერხულად. ლუკამ მზერა ჩემზე გადმოიტანა, თან ცდილობდა არ გასცინებოდა.
- კარგი, მარტო დაგტოვებთ, მე მაღლა ავალ, ხომ ზემოთ უნდა ავიდე?
- ჰო, ზემოთ რომ ახვალ მარცხნივ შეუხვიე და პირდაპირ კარი.
- კარგი - ღიმილის დასაფარად ორივეს ზურგი ვაქციე და კიბეებს ავუყევი.
კიდევ კარგი, ლუკამ ზუსტად მითხრა სად უნდა შევსულიყავი, თორემ დერეფანში რამდენიმე კარი მოჩანდა, როგორც მარცხნივ ისე მარჯვნივ. მართალია ერთი შეხედვით დიდი სახლი ჩანდა, მაგრამ ამხელაც თუ იქნებოდა ვერ წამომედგინა. მარცხნივ გავუხვიე და ლუკას მითითებული ოთახი შევაღე.
საძინებელი ძალიან მყუდროდ მოეწყოთ - კრემისფერი კედლები და ფუმფულა ოქროსფერი ხალიჩა ერთმანეთს იდეალურად ეხამებოდა. ოთახის მარჯვენა კუთხეში უზარმაზარი, ორსაწოლიანი ლოგინი დაედგათ, რომელსაც ასევე კრემისფერი, ძვირფასი გადასაფარებელი ეფარა. საწოლის მოპირდაპირე მხარეს კი თეთრი კარი მოჩანდა, როგორც ჩანს საკუთარი სააბაზანოც ჰქონდა. კარის მარცხნივ კი მოზრდილი, შოკოლადისფერი, პრიალა კომოდი იდგა დიდი სარკით.
ლოგინის გვერდებზე პატარა, დაბალი, კოხტა ტუმბოები შემოეწყოთ თავფლისფერჩაჩიანი სანათებით. მარცხნივ კი კრემისფერი, კედელში ჩაშენებული, კარადა მოჩანდა. ოთახი გაკვირვებულმა მოვათვალიერე. მაინც ვინ იყო ლუკას მეგობარი, აქაურობა მუზეუმივით, რომ მოეწყო?!
ბინძური და ბნელი სარდაფის შემდეგ ეს ოთახი მეტისმეტად ნათელი და ჭყეტელა მეჩვენებოდა. ალბათ დრო დამჭირდებოდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ ყველაფერი დამთავრდა და ახლა თავისუფალი ვიყავი. თავი გავაქნიე და პირდაპირ სააბაზანოში შევედი.
მომცრო ოთახი, თეთრი მარმარილოსგან იყო გაკეთებული, კაფელიც და პირსაბანიც ყველაფერი მარმარილოსგან იყო მოპირკეთებული. ონკანი მოვუშვი და სახეზე წყალი შევისხი. ხელები ერთიანად მიკანკალებდა. პირსაბანს დავეყრდენი და სარკეში ჩავიხედე.
საკუთარი თავის ამოცნობა, ამ ფერწასულ მიცვალებულში, ძალიან მიჭირდა. თვალებში სხივი გამქრობოდა, ახლა ისეთივე მკვდარი და უსიცოცხლო იყო, როგორიც ირაკლის, როცა სამუდამოდ მიმატოვა. ჩემს სახეს დიდად არ შევუშინებივარ, დაკარგული ფერი და სილურჯეები არც ისე დიდი ტრაგედია იყო - მე საკუთარი მზერა მაშინებდა, ის შეცვლილიყო. ალბათ ამიტომ მიყურებდა ლუკა შეშფოთებული. ჩემი მზერა ცარიელი იყო ყოველგვარი ემოციისგან. არც სიხარული, არც სიყვარული, არც შვება, არც დარდი - არაფერი, საერთოდ არაფერი. ცარიელი და უმეტყველო მზერა მქონდა.
არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო, წამების თუ ჩემს მიერ დახოცილი ცხოველების, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ჩემში რაღაც ისეთი გატყდა, რაც აღარასდროს გამთელდებოდა. პირველად ვიგრძენი რას ნიშნავდა მოსიარულე გვამად ყოფნა.
ჩემს ანარეკლს გულგრილად შევხედე, შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით გადავიძრე ზედა და სარკეში ბეჭები შევათვალიერე. ჯერ არ მენახა რით დამასაჩუქრა დავიდოვმა, ახლა კი ინტერესი მკლავდა. ამიტომ დაუფიქრებლად დავიწყე ბინტის მოხსნა. სახვევი ბოლომდე შევიხსენი, დაძაბულმა ღრმად ჩავისუნთქე და სარკეში ჩავიხედე, ლამის გული ამერია.
მთელი ბეჭები აჩეხილი მქონდა, უზარმაზარი ჭრილოებები ნუცას როგორღაც გაეკერა. მთელს ზურგზე, გრძელი და ღრმა ნახეთქები მქონდა. ალაგალაგ კი სისხლს გამოეჟონა და ნაკერებზე შემხმობოდა. ასეთი რამ მხოლოდ საშინელებათა ფილმებში მქონდა ნანახი, ახლა კი საკუთარ სხეულზე ვუყურებდი. ჭრილობებს თვალი ავარიდე და ღრმად ჩავისუნთქე, გული მართლაც საშინლად მერეოდა.
იმაზე მძიმე სანახავი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, ახლა უკვე გასაგები იყო, რატომ მითხრა დავიდოვმა მათრახს აღარ დაგარტყამო. ალბათ ისევ რომ გაეგრძელებინა, შეიძლებოდა ვეღარც გამეძლო. თავი მაღლა ავწიე და თმა გვერდით გადმოვიყარე, რომ ჭრილოებებზე არ შემხებოდა.
უცებ კარის ჯახუნის ხმა შემომესმა. ლუკა ოთახში შემოვიდა, გული გადამიქანდა. სასწრაფოდ სისხლიან სახვევებს დავავლე ხელი და ურნაში მოვისროლე, ტანზე კი იქვე დაკიდებული თეთრი ხალათი შემოვიცვი.
- ნაია, - დამიძახა ხმადაბლა. სისხლიანი ზედა კალათაში ჩავაგდე და ოთახში გავედი.
- აქ ვარ, - ვუპასუხე მშვიდად და ხალათი მჭიდროდ შევიკარი.
- კარგად ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა და სწრაფად მომიახლოვდა - სახეზე ფერი არ გადევს.
- კი, უბრალოდ დავიღალე. - მეთვითონაც არ ვიცოდი ლუკას რატომ ვუმალავდი ამ ჭრილობებს, ეს ხომ სისულელე იყო, მის მოტყუებას დიდხანს ვერ შევძლებდი.
- დაიძინე, დასვენება გჭირდება, აჩი ჩემს ოთახში დაიძინებს.
- დასაძინებლად გაუშვი?
- ჰო, თან მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, როცა დავპირდი, რომ ყურადღებას მოგაქცევდი.
- მართლა? - გულში სითბო ჩამეღვარა - რა უნდოდა? - ვკითხე ღიმილით. ლუკას გაეცინა.
- საინტერესო ბიჭია, მთხოვა დარჩენა თუ შემიძლიაო, ნაიასთან მინდა ყოფნაო, იქამდე მაინც სანამ არ გამოკეთდებაო.
- მერე რა უთხარი? - ვკითხე წარბაწეულმა.
- შენ როგორ ფიქრობ?
- ძალიან კარგი ბავშვია, წარმოდგენაც არ მინდა რა გადაიტანა, იმ... - ვეღარ დავასრულე, სარდაფის გახსენება ცუდად მხდიდა.
- კარგი, - ლუკამ თავზე ხელი გადამისვა და გულში ჩამიკრა - არაფერს არ გეკითხები, ახლა დაისვენე, როცა თავს უკეთ იგრძნობ... მოიცა, ეს რა არის?
ლუკამ ცივად მიშვა ხელი და თავის ხელს დახედა. გული შემეკუმა როცა სისხლს მოვკარი თვალი, ალბათ ხალათზე გამოჟონა. ლუკამ ანთებული თვალებით შემომხედა. მაჯაში ხელი წამავლო და შემაბრუნა. ხალათი სწრაფად გამხადა და გაშეშდა. თვალები დავხუჭე, არ მინდოდა მისი სახის დანახვა. როგორ ვუფრთხოდი ამას, მაგრამ სადამდე დავმალავდი?!
ხმას არ იღებდა გაქვავებული შემომცქეროდა დასახიჩრებულ ბეჭებზე. ნერწყვი გადავყლაპე და ხალათის შემოცმა ვცადე, მაგრამ ხელებში მეტაკა და თეთრი ხალათი შორს მოისროლა. ასეთი გამძვინვარებული არასოდეს მინახავს. თვალები შეშლილივით უელავდა და ჭრილობებს თვალს ვერ აცილებდა.
- გეყოფა, ნუ უყურებ! - შემოვბრუნდი, რომ ბეჭებზე აღარ ეყურებინა.
თვალებგაფართოებულმა ახლა წინიდან შემათვალიერა, სულ დამავიწყდა, რომ არც წინა ხედი ჩამოუვარდებოდა ბეჭებს. სასოწარკვეთილმა ხალათისკენ გავიწიე, რომ შემომეცვა, ლუკას სახე უკვე მაშინებდა.
- არ გაინძრე! - დაღრინა სახეშეშლილმა, ადგილზე გავქვავდი.
ახლოს მოვიდა და შარვალზე დამაკვირდა, ძირს დავიხედე და შევამჩნიე, რომ აქაც სისხლს გამოეჟონა. გულმა კიდევ ერთი მალაყი გააკეთა. აკანკალებული ნელა მომიახლოვდა, შარვალზე ძლიერად მომეჭიდა და წამებში შემომახია ტანზე. სისხლიანი ნაჭრის ნაფლეთები ოქროსფერ ხალიჩაზე მიმოიფანტა. ლუკამ აკანკალებული ხელით სახვევები შემხსნა და უკან დაიხია.
დავინახე, როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ლოყაზე, თვალები ჩასისხლიანებოდა და გაველურებული ჭრილოებს თვალს ვერ აცილებდა. იმ წამს მხეცს ჰგავდა, გამძვინვარებულ, ჭკუიდან შეშლილ ნადირს, რომელსაც სისხლი სწყუროდა. მერჩივნა ისევ ჭერზე დავეკიდე და მათრახი ერტყათ სიკვდილამდე, ვიდრე ლუკას ასეთი სახე მენახა.
- ეს რა არის? - დაიჩურჩულა ბოლოს და ნაჯიჯგნ ფეხებზე მანიშნა - ეს...
- ჰო, თოთხმეტი ხაზი, თოთხმეტი დღე. დღეებს ინიშნავდა რამდენ ხანს გავძლებდი, - ვუპასუხე ხმაჩახლეჩილმა - დიდი ფანტაზიის უნარით ვერ გამოირჩევა, ვიცი.
ლუკა ხმას ვერ იღებდა თითქოს მეტყველების უნარი წაერთვა, მივხვდი, რომ დავიდოვმა მაინც თავისი გაიტანა, ლუკას ისეთი ტკივილი მიაყენა, რომლის წარმოდგენაც უბრალოდ არ შემეძლო. ბოღმამ და ბრაზმა შიგნეულობა გამინადგურა.
- მორჩი, თავს ნუ იტანჯავ!
ვუთხარი მკაცრად და ხალათის ასაღებად წავედი, ლუკამ მკლავში წამავლო ხელი და გამაჩერა. ის იყო უნდა გამეპროტესტებინა, რომ თვითონ დაიხარა, აიღო და ბეჭებზე შემომაცვა. ხმას არ იღებდა, მისი დუმილი მაშინებდა, მერჩივნა ეყვირა, ეღრიალა ან რამე დაელეწა, ამ სასტიკ დუმილს ყველაფერი მერჩია.
მის ამღვრეულ თვალებში იმხელა ბოროტებას ვხედავდი, რომ გული მისკდებოდა, ლუკა ასეთი არასოდეს მენახა. მკვდარი მზერით ჩაიყო ჯიბეში ხელი და ტელეფონი ამოიღო. სწრაფად აკრიფა ნომერი და სადღაც გადარეკა, ისე, რომ ჩემი ჭრილობებისთვის ბასრი მზერა არ მოუშორებია. რამდენიმე წამში უპასუხეს,
- სად ხარ? - ჰკითხა ვიღაცას მკაცრად - ახლავე აგარაკზე დაბრუნდი და ბიჭებიც მოიყვანე, გზად კი ავთანდილი გამოიყოლე!
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. სახეზე ყველა კუნთი დასჭიმვოდა და ხელები საშინლად უკანკალებდა. მისი ტანჯული მზერა, ნაწამებ სულს უარესად მიხრუკავდა. ხალათი მჭიდროდ შევიკარი და ლუკას მივუახლოვდი.
- შეწყვიტე! - ვუთხარი მკაცრად - ეს მხოლოდ იარებია და მეტი არაფერი, მორჩა, რაც მთავარია ცოცხალი ვარ და...
- ნაკუწებად ქცეული! - გამოსცრა კბილებში. სიბრაზიზგან მთელი ტანით კანკალებდა, ყოველ წამს ველოდი მეხის გავარდნას - მოვკლავ! საკუთარი ხელით დავანაწევრებ!
- ჭრილობები ხორცდება, ლუკა - მისი სახე ხელებში მოვიქციე და თბილად შევხედე - მე ის უფრო მადარდებს, რომ ისე აღარ მოგეწონები, როგორც ადრე.
- რა სულელი ხარ, - ლუკამ ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა და ნაზად ჩამომისვა სახეზე ხელი, აღარ მეხუტებოდა, ეშინოდა, რომ რამეს მატკენდა - ნაია ნაკაშიძე, შენ ყველაზე ლამაზი და ძლიერი ქალი ხარ ვისაც კი ცხოვრებაში ოდესმე შევხვედრივარ. - მითხრა ხმადაბლა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
- ცოტათი მომეშვა.
ვუპასუხე ღიმილით, მთელი ძალით ვცდილობდი მისი თვალებიდან ტკივილი გამექრო, მაგრამ ეს მცდელობა წყლის ნაყვას ჰგავდა, მის მწვანე თვალებში ბოროტებას და მრისხანებას ღრმად გაედგა ფესვები.
- მალე ექიმი მოვა და..
თვალი ამარიდა, ლაპარაკი უჭირდა, ვხედავდი როგორ იტანჯებოდა და დავიდოვი ასმაგად უფრო შემზიზღდა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იყო!
უცებ რაღაც გამახსენდა, რაღაც რაც დავიდოვმა სარდაფში გამიმხილა. ეს იმდენად საშინელი რამ იყო, რომ მიჭირდა ამის ლუკასთვის თქმა, ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ განიცდიდა მომხდარს, ცეცხლზე ნავთის დასხმა აღარ მინდოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო ისიც ადამიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე ძლიერი მამაკაცი იყო მათ შორის ვისაც კი ვიცნობდი, ამდენს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და შეიძლება სისულელე ჩაედინა. დროებით ეს ბინძური საიდუმლო როგორმე უნდა შემენახა და როცა ლუკა ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა ვეტყოდი, რომ ის მანიაკი, რომელსაც წლების განმავლობაში დაეძებდა ცხვირწინ ჰყავდა.
- ლუკა, ჩემთან დარჩები? - ეს თხოვნა უფრო იყო ვიდრე კითხვა.
- დავრჩები სანამ ექიმი მოვა, მერე კი... -კბილები გააღრჭიალა.
- ძალიან დავიღალე, მეძინება, მაგრამ ეს ლოგინი ისე გამოიყურება მეცოდება დასასვრელად, სულ სისხლიანი ვარ.
ლუკა სწრაფად მივიდა საწოლთან, ზეწარს ხელი დაავლო და გადასაფარებელი გადააძრო, შემდეგ ხელში ამიყვანა და ფრთხილად დამაწვინა.
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ! - შემიღრინა გაბრაზებულმა.
- არ წახვიდე! - ჩავეჭიდე მაჯაში.
- არ მივდივარ, - ქურთუკი გაიხადა და იქვე მიაგდო, შემდეგ კი გვერდით მომიწვა და საბანი გადამაფარა - ხომ არ გტკენს? - მკითხა შეწუხებულმა.
- არა. - ვიცრუე, სინამდვილეში მთელი ტანი ჯოჯოხეთურად მეწვოდა.
- ტყუილების თქმა ვერა და ვერ ისწავლე! - წარბშეკრული ლოგინიდან წამოდგა - რამე გამაყუჩებელს მოგიტან, - მითხრა კუშტად და ოთახიდან გავიდა.
თავი ბალიშებში ჩავმალე, მთელი ძალით ვცდილობდი ცრემლების შეკავებას, ლუკას ნატანჯი სახე თვალებიდან არ ამომდიოდა. ვხვდებოდი რამხელა ტკივილი მივაყენე და ამის გამოსწორება არ შემეძლო. რაც არ უნდა მეთქვა, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მისი თვალებიდან ამ ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვერაფრით ვაცხრობდი. ცოტახანში უკან დაბრუნდა, მოზრდილი წითელი აბით და წყლით ხელში.
- დალიე, ტკივილს გაგიყუჩებს - მითხრა მზრუნველად და წამალი გამომიწოდა. აბი გამოვართვი დავლიე და წყალი მივაყოლე. საზიზღარი გემო ჰქონდა, დავიჯღანე - ჰმ, წამლებზე ცხვირს იბზუებს და მანიაკისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბის!
დაიღრინა გაღიზიანებულმა, ჭიქა გამომართვა და ტუმბოზე დადო. მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ბალიშზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე.
- მე ეს ჭრილობები არ მტკენს ლუკა...
- აბა რა გტკენს ნაია? - მკითხა გაბრაზებულმა.
- შენი ტანჯვა, - თვალები გავახილე და მწვანე მორევში ჩავხედე, რომელიც ისევ ემოციების უფსკრულად ქცეულიყო - მისი მიზანიც სწორედ ეს იყო, შენთვის ტკივილის მოყენება უნდოდა და არ შემიძლია იმის ყურება რომ ეს გამოუვიდა. ეს გულს მირევს! - თვალი ავარიდე და ცრემლები წამომივიდა.
- ნაია, ნაწილებად ხარ აჩეხილი და იმაზე დარდობ, მე რას განვიცდი? შენ რა სულ დაკარგე ჭკუა?! - მიყვირა მოთმინებიდან გამოსულმა.
- ჭრილოებები ჩემთვის უცხო არ არის! - ვუპასუხე ხმადაბლა - დამიჯერე, რაც შენ დაინახე ამაზე ათასჯერ უარესი მემართება შიგნით როცა ასეთს გიყურებ. ეს იარები შემიხორცდება მაგრამ დაფლეთილი სული აღარ აღდგება.
- რას ითხოვ ჩემგან? - მკითხა პაუზის შემდეგ და სახეზე ხელები აიფარა.
- თავს ნუ იტანჯავ, - ვუთხარი თბილად და სახიდან ხელები მოვაშორებინე - ეს შენი ბრალია არ არის, რაც მოხდა მოხდა, მთავარია, რომ გადავრჩი და ახლა შენთან ვარ.
- შენთვის იოლი სათქმელია! - მიპასუხა კრიჭაშეკრულმა - შენ ეს ჭრილობები შეგიხორცდება და იქნებ ერთ მშვენიერ დღეს შეძლო კიდეც ამის გადალახვა, მაგრამ მე ვერასოდეს დავივიწყებ იმას, რომ გჭირდებოდი და შენს გვერდით არ ვიყავი, რომ როცა გაწამებდნენ შენი გადარჩენა ვერ შევძელი. სანამ ცოცხალი ვიქნები ეს მუდამ მემახსოვრება, ნაია...
- ლუკა, მორჩი საკუთარი თავის ტანჯვას. ეს შენი ბრალი არ იყო, გესმის?! ამას იმისთვის არ გეუბნები რომ დაგამშვიდო, ის ნაძირალაც ამას ელის, რომ ჭკუას დაკარგავ და ხელში იოლად ჩაგიგდებს. არ მისცე ამის უფლება, არ მისცე უფლება შენი თავი წამართვას. ლუკა, ამდენს ვეღარ გავუძლებ.
- მოდი ჩემთან, - ახლოს მიმიზიდა და ტუჩებზე ნაზად დამეწაფა, ძალიან ცდილობდა ჩემთვის რამე არ ეტკინა, თავი ფაიფურის თოჯინა მეგონა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დამსხვრეულიყო. ბოლოს როგორც იქნა მომწყდა და თვალებში სიყვარულით შემომხედა. - მეტისმეტად მიყვარხარ, აღარ მოგცემ იმის უფლებას რომ ისევ მიმატოვო, რაც შეეხება დავიდოვს მაგისთვის განაჩენი გამოტანილია. ახლა კი მორჩი ამაზე ლაპარაკს. ეცადე დაიძინო, წინ მძიმე საუბარი გველის, ყველაფერი უნდა ვიცოდე, ამისთვის კი ძალა დაგჭირდება, ამიტომ დაიძინე.
- ჩემთან იქნები? - ვკითხე მისუსტებული ხმით, გამაყუჩებელი ნელ-ნელა მოქმედებას იწყებდა, თვალები თავისით მეხუჭებოდა.
- ყოველთვის - მიპასუხა ხმადაბლა, გულზე მიმიკრა და საბანი შემისწორა.
- მაშინ კარგი. - მშვიდად ამოვისუნთქე, მკერდზე მოხერხებულად დავდე თავი და თვალები დავხუჭე.


თავი ოცდამეშვიდე
თვალი, რომ გავახილე, ლოგინში მარტო ვიწექი. გაჭირვებით წამოვჯექი და გარშემო მიმოვიხედე, უცებ კარი გაიღო და ოთახში ლუკა შემოვიდა, უკან კი ექიმი მოჰყვა.
- უკვე გაიღვიძე? - ლუკა მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- გამარჯობა, ნაია - გამიღიმა ავთანდილმა - ჩვენდა სამწუხაროდ ისევ შევხვდით ერთმანეთს.
- გამარჯობა.
მივესალმე ცივად, ეს კაცი არასდროს მომწონდა, საერთოდ ექიმებს ვერ ვიტან და ვერც ამ ექიმის მიმართ მოვიბრუნე გული.
- ავთანდილ, რაც დაგჭირდება ბექას უთხარი, ყველაფერს მოგიტანს.
- ყველაფერი რიგზეა, ლუკა, რაც მჭირდება თან მაქვს.
- კარგი, მაშინ დავიწყოთ - ლუკა გვერდით მომიჯდა.
- რას აკეთებ? - ვკითხე შუბლშეკრულმა.
- რა? - ლუკამ გაკვირვებულმა გამომხედა.
- შენც უნდა დაესწრო?
- და არ გინდა, რომ დავესწრო?
- არა!
ვუპასუხე მტკიცედ, ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მისი სახე, როცა ჩემი ჭრილობები ნახა, ამას ვერ ვაყურებინებდი.
- რატომ? - მკითხა პაუზის შემდეგ.
- უბრალოდ არ მინდა, ექიმთან მარტო დამტოვე, მაგრამ შორს არ წახვიდე.
- ნაია... - უცებ ყველაფერს მიხვდა და სახეზე გაღიზიანება დაეტყო.
- ლუკა, - ჩაერია ექიმი - ნუ ღელავ, ჩემთან არაფერი გაუჭირდება, შეგიძლია გახვიდე, თუ რამე დამჭირდება ბექას დავუძახებ. - ლუკამ თვალებში შემომხედა, ბოლოს ადგა და უხმოდ გავიდა ოთახიდან.
- კარგი, - ექიმი აწეული წარბებით მომაჩერდა - ასეთი რა უნდა მანახო, რომ მისი აქ ყოფნა არ გინდა?
ლოგინიდან გაჭირვებით წამოვდექი და ხალათი შევიხსენი. ავთანდილმა როგორც კი ჩემს ჭრილობებს მოჰკრა თვალი ფერი დაეკარგა. ნელა შევბრუნდი უკან და ბეჭები ვაჩვენე.
- ღმერთო, - მოწყვეტით დაეხეთქა სკამზე - ეს... ასე ვინ მოგექცა?
- ცხოველი, - ვუპასუხე ცივად - მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს, - შემოვბრუნდი და ექიმს თვალებში მივაჩერდი - რამდენ ხანში შევძლებ თავისუფლად მოძრაობას?
- ნაია, ეს... - ექიმმა ნერწყვი გადაყლაპა და შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი ხელსახოცით შეიმშრალა - საერთოდ როგორ გადარჩი?! ჭრილოებები გართულებული გაქვს, ინფექცია შეგჭრია, ამას დიდი ხანი მოვუნდები!
- მაინც რამდენი? - ვკითხე უემოციოდ.
- ორი თვე, ან ცოტა მეტი.
- გამორიცხულია! - ვუპასუხე მკაცრად - ამდენი დრო არ მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭიროა. იმ შენ წყეულ წამლებსაც დავლევ და გადასხმებსაც გავიკეთებ, მხოლოდ მითხარი რამდენ ხანში შევძლებ ფეხზე დადგომას?
- შენ ეს სახუმარო ხომ არ გგონია?! ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია შენი ორგანიზმი რამდენად სწრაფად შეძლებს რეგენერაციას.
- რამდენი?! - გამოვცერი კბილებში.
- ერთი თვე ჩემი მაქსიმუმია, ამაზე მეტი მე არ შემიძლია.
- საქმეს შეუდექი!
- ჯერ გამაყუჩებელს გაგიკეთებ, ჭრილოებები გაკერილი გაქვს, მაგრამ ეს არ გიშველის კარგად უნდა დავამუშავო, თორემ სისხლი მოგეწამლება.
- კარგი, საქმეს შეუდექი.
- ჯერ ბეჭებს მივხედავ, აქ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ლოგინზე დაწექი.
გამაყუჩებლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ამიტომ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბეჭები გაყინული მქონდა. პროცესი საკმაოდ ხანგრძილივი და დამღლელი აღმოჩნდა. ნელ-ნელა მომეძინა კიდეც, თუმცა შევეწინააღმდეგე, არაფრით არ მინდოდა დაძინება.
- ექიმო, ლექსოს თქვენ დაუმუშავეთ ჭრილობა? - ვკითხე ინტერესით.
- ჰო, მაგრამ სერიოზული არაფერი სჭირდა, მადლობა ღმერთს ტყვიამ მხოლოდ ფეხი გაუკაწრა.
- მართლა? მე კი ბოლოს, რომ ვნახე ძალიან ბევრი სისხლი სდიოდა, უბრალო ნაკაწრი ამდენ სისხლდენას იწვევს?
- ნუ ნერვიულობ, კარგად არის - გადმომხედა ღიმილით - იმდენად კარგად, რომ ერთი კვირაც კი ვერ მოითმინა, დასაბმელი გამიხდა, სამჯერ თუ ოთხჯერ დასისხლიანებული ფეხი ხელმეორედ შევუხვიე, მაგრამ ახლა უკეთ არის.
ნუცას გაკერილი ძაფები ნაგვის ურნაში მოისროლა და საზიზღარი სუნის მქონე სითხეში მოზრდილი ბამბა დაასველა.
- ბოლოს როდის ნახეთ?
- წეღან, - მითხრა გაოცებულმა - ჯერ არ გინახავს?
- აქ არის? - წამოვიწიე სწრაფად.
- ნაია, არ გაინძრე!
- მისი ნახვა მინდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ასეთი გინდა გნახოს? - მკითხა აწეული წარბებით, გაღიზიანებულმა შევუბღვირე, კარგად იცოდა როგორ გავეჩერებინე.
- კარგი, მალე მორჩი, დიდი ხანია არ მინახავს.
- როდის დაბრუნდი? - მკითხა პაუზის შემდეგ.
- დღეს დილით.
- გასაგებია - მეტი აღარაფერი უთქვამს, უხმოდ აგრძელებდა მუშაობას.
გულდაწყვეტილი ექიმის სიტყვებზე დავფიქრდი. ესე იგი ლექსო აქ იყო და ჩემს სანახავად არ შემოსულა. იქნებ ჩემი ნახვა არ უნდოდა? ნუთუ ასე ბრაზობდა ჩემზე? სხვანაირად როგორ ამეხსნა ის, რომ აქვე იყო და არც კი მინახულა?! გული საშინლად დამიმძიმდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს უზარმაზარი ლოდები გადამაყლაპეს. სახეზე ბალიში ავიფარე, რომ ცრემლები როგორმე დამემალა.
არ ვიცი რა დრო გავიდა რაც ექიმი ჭრილობებს მიმუშავებდა და მიკერავდა. მოთმინება აღარ მყოფნიდა, როცა ზურგი მთლიანად შემიბინტა, ფეხებზე გადაინაცვლა. დრო ნელა მიიზლაზნებოდა, ვხედავდი, როგორ მიყრიდა მოღუნულ ნევს კანში და როგორ კერავდა პირდაღებულ ჭრილობებს, ეს სანახაობა გულს მირევდა, თუმცა ლექსოზე ფიქრს ისევ ამის ყურება მერჩია. ვხვდებოდი რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც ისე არ იყო და სანამ მოთმინებას დავკარგავდი, ჯობდა ყურადღება გადამეტანა.
როგორც იქნა ექიმმა დაასრულა თავისი საქმე. ერთიანად შებინტული მოუხერხებლად ვიწექი საწოლში.
- ახლა კი კარგად მომისმინე, - ხელთათმანები გაიხადა და სკამზე ჩამოჯდა - ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გააკეთო რასაც გეტყვი, თუ გინდა, რომ მალე გამოჯანმრთელდე.
- კარგი, რა უნდა მითხრა ისეთი, რომ ასეთი შესავალი დაგჭირდა? - ვკითხე შუბლშეკრულმა.
- შენი ადგომა არ შეიძლება, - გამომხედა ფრთხილად.
- რა?! - თვალები შუბლზე ამივიდა.
- გადასხმები უნდა გაგიკეთო, აქ წვეთოვანს დაგიდგამ. შენი ადგომა და მოძრაობა არ შეიძლება, მხოლოდ მაშინ როცა ტუალეტში გასვლა მოგინდება ესაა და ეს, ჭრილობები მეტისმეტად ღრმა და გაღიზიანებულია, კიდევ ერთხელ თუ გაგეხსნება, როგორც დღეს მოგივიდა, შენი გამოჯანმრთელება საგრძნობლად შეფერხდება.
- კარგი რაა!
- ნაია, შენ მითხარი ყველაფერს გავაკეთებო, ჰოდა გეუბნები როგორ უნდა მოიქცე. ბიჭებს ყველაფერს მოვატანინებ და რაც შეიძლება მალე დაგაყენებ ფეხზე. უბრალოდ უნდა დამიჯერო, კარგი?
- კარგი! - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ და ბალიში თავქვეშ შევისწორე.
- ძალიან კარგი, - გაიღმა კმაყოფილმა და წამოდგა - ახლა ბექას დავუძახებ და ნემსებს და წამლებს მოვატანინებ, მეგონა, რომ ყველაფერი მქონდა რაც მჭირდებოდა, მაგრამ შენ ჩემს გაოცებას არ წყვეტ!
ექიმს თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე, მსხვილი ფიფქები მძიმედ ეშვებოდნენ ციდან და ფარფატით ეცემოდნენ ფანჯარაზე. ნამდვილად ლამაზი სანახაობა იყო, სამწუხარო იყო, რომ ამას ვერ ვამჩნევდი. გულში იმდენი დარდი, ტკივილი, ბოღმა და სიძულვილი მიტრიალებდა, რომ ალბათ მალე საკუთარ გესლში ჩავიხრჩობოდი.
ექიმმა კათეტერი ჩამიდგა ვენაში და ნემსით რაღაც წამალი შემიშხაპუნა. სულ მალე ძილი მომერია და თვალები მიმელულა.
- დაისვენე, ნაია - გავიგონე ექიმის სიტყვები, შემდეგ კი ყველაფერი ბურუსმა შთანთქა და გავითიშე.


****
დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდა. ექიმი წამლებს წამლებზე მაყრიდა, რის გამოც დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. ხან როდის მეღვიძებოდა, ხან როდის. ფანჯრიდან ხან მზე იჭყიტებოდა, ხან მთვარე, ხან კი ხვავრიელად ბარდნიდა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა, ყოველ თვალის გახელაზე ჩემს გვერდით ლუკას ვხედავდი. გულდამშვიდებული თვალს შევავლებდი მის ღვთაებრივ სახეს და ისევ ვიძინებდი. აჩიც სულ გვერდით მეჯდა და როგორც კი თვალგახელილს დამინახავდა თბილად მიღიმოდა და თმაზე მეფერებოდა. ბუნდოვნად ვგრძნობდი, როგორ მიცვლიდნენ სახვევებს და როგორ მიდგამდნენ კათეტერში ახალ წამალს.
წამლებისგან ისე ვიყავი გაბრუებული, რომ საღად აზროვნება არ შემეძლო. ტკივილი ნელ-ნელა შემიმსუბუქდა. ახლა ბალიშებზე შესწორების დროს ბეჭები იმდენად აღარ მეწვოდა და აღარც დაჩეხილი ფეხები მაწუხებდა ძველებურად. მხოლოდ მაჯებზე შეხებისას მქონდა უსიამოვნო შეგრძნება. ნელ-ნელა უკეთ ვხდებოდი. უფრო ხშირად ვიღვიძებდი და უფრო დიდხანს ვრჩებოდი გონზე.
წამლებიც შემიცოტავდა. ლუკა გამუდმებით სკამზე იჯდა გაქავავებული სახით და მკაცრად ადევნებდა თვალს ექიმებს. იშვიათად ლაპარაკობდა, სახე მხოლოდ მაშინ ეცვლებოდა როცა ველაპარაკებოდი, ამ დროს ცდილობდა გაეღიმა და ნაზად მეფერებოდა სახეზე, შეიძლება ითქვას ზედმეტად ნაზადაც კი.
აჩი დაკვირვებით უცქერდა ლუკას, ვხედავდი, რომ ძალიან მოსწონდა. ცდილობდა მასავით მოქცეულიყო, მასავით ელაპარაკა ან მისი მანერები გადაეღო. ამაზე მუდამ მეღიმებოდა. სანამ მე ჩემს აბებს ვებრძოდი, ლუკა და აჩი დამეგობრდნენ. ბევრჯერ მომისმენია როგორ ლაპარაკობდნენ ხმადაბლა სხვადასხვა თემებზე, მე კი თავს ვიმძინარებდი და ვცდილობდი არ გამღიმებოდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა გულში ყრუ ტკივილი მიფუთფუთებდა და ყოველი თვალის გახელაზე მტკივნეულად მახსენებდა თავს - ერთადერთი ვინც ჩემს სანახავად არ მოდიოდა ლექსო იყო. არცერთხელ არ გამოჩენილა. რამდენჯერაც ლუკას რამეს ვკითხავდი, თავს მარიდებდა, საქმეზეა წასული და მალე მოვაო, მხოლოდ ამას მიმეორებდა. მის თვალებში ვხედავდი, რომ მატყუებდა, რაღაც ცუდი ხდებოდა, რაც არ ვიცოდი, რასაც ლუკა ასე მიმალავდა. გული შიშით მიკანკალებდა.
ლექსოს ასეთი რამ არ სჩვეოდა და სწორედ ეს მიხეთქავდა გულს. ნელ-ნელა მოთმინების ფიალა მეწურებოდა.
- ლუკა!
- გისმენ - ფიქრებიდან გამოერკვა და თბილად გამომხედა.
ასე ჩუმად ჯდომა აღარ შემეძლო, სანამ ისევ დამამშვიდებლები თავიანთ მორევში ჩამითრევდნენ რამე უნდა მეკითხა ლექსოზე. უკვე ბნელდებოდა, გარეთ კი მსხვილი ფიფქები არემარეს თავიანთ თეთრ და ფუმფულა ქურქში ხვევდნენ.
- ლექსო სად არის?
- საქმეზე, რაღაცეებს არკვევს, მალე დაბრუნდება. - მივიღე მოსალოდნელი პასუხი.
- მისი ნახვა მინდა, - ამოვილაპარაკე საწყლად - ჩემთან არ მოსულა რაც დავბრუნდი.
- ცდები, - ღიმილით გამომხედა და სახეზე ნაზად მომეფერა - ყოველ ღამით მოდის, როცა გძინავს. ის გადგას თავზე, სანამ მე გამოვიცვლი და წყალს გადავივლებ ხოლმე.
- მართლა? - გული სიხარულით ამევსო - რატომ არ გამაღვიძა? მენატრება, მინდა, რომ ვნახო!
- რომ მოვა გადავცემ, ახლა კი ეგ ჭამე. - თვალით მანიშნა ბოსტნეულის სუპზე.
- გამორიცხულია! - ამრეზით დავხედე მწვანე სითხეს - წარმოდგენა მაინც გაქვს, რა სუნი აქვს? გემოს ვერ გავურისკავ! - შუბლშეკრულმა როგორც შემეძლო შორს გავაჩოჩე წვნიანით სავსე ჯამი. ლუკას პირველად გაეცინა.
- ძალიან ვწუხვარ, საყვარელო, მაგრამ მისი ჭამა მაინც მოგიწევს! - ჯამი უკან მომიჩოჩა და კოვზი ხელში ჩამჩარა - მალე უნდა გამოჯანმრთელდე, ეგ რაღაც კი მაგაში დაგეხმარება. - თვითონაც ზიზღით გახედა წვნიანს.
- მე თუ მკითხავ, „ტკბილი კურკლები“ უფრო გამომაჯანმრთელებს, - მუდარით გავხედე ლუკას - ძალიან გთხოვ, მხოლოდ ერთხელ.
- შენთვის არ შეიძლება შოკოლადი, ექიმმა აგიკრძალა! - შემომიბღვირა გაბრაზებულმა.
- შენ ხომ არავის მისცემ უფლებას რამე ამიკრძალოს? - შემპარავად გავხედე, ლუკას ჩაეცინა და თავი გააქნია.
- ყოველთვის ახერხებ ჩემს დაყოლიებას, მხოლოდ ერთხელ! - გამაფრთხილებლად მომიშვირა თითი, გახარებულმა მაშინვე დავუქნიე თავი.
ლუკა წამოდგა და ოთახიდან გავიდა. დაველოდე, როდის მიეფარებოდა თვალს და მაშინვე მის ტელეფონს ვესცი, რომელიც ტუმბოზე დარჩენოდა. სასწრაფოდ ნარეკებს ჩამოვყევი და როგორც იქნა ლექსოს ნომერი ვიპოვე. მაშინვე დავრეკე და გულისფანცქალით დაველოდე, როდის მიპასუხებდა.
- გისმენ ლუკა! - მომესმა ლექსოს ხმა, გული სიხარულისგან შემიტოკდა. როგორ მომნატრებოდა მისი ხმა.
- ლექსო! - ძლივს დაველაპარაკე. ყელში ბურთი გამეჩხირა, არ ვიცი ასე რამ ამაღელვა, მაგრამ ლექსოს ხმის გაგონება ჩემთვის რამდენიმე სიცოცხლის ჩუქებას უდრიდა.
- ნაია?! - მიპასუხა პაუზის შემდეგ, ხმა შესამჩნევად უთრთოდა - შენ ხარ?
- ჰო, სად ხარ?
- მე... საქმეზე ვარ გამოსული, რა ხდება ხომ მშვიდობაა, ხომ არაფერი გჭირდება? - ხმაში შეშფოთება გამოერია, როგორც ძველებურად. ცრემლები წამომივიდა. თვალები სწრაფად შევიმშრალე.
- მჭირდება, შენ მჭირდები! შენი ნახვა მინდა! - მივაყარე სულმოუთქმელად.
- მე... - შეყოყმანდა, გულმა უსიამოვნოდ გამკრა.
- ლექსო!
- ნაია, ახლა არ მცალია, რაც მთავარია კარგად ხარ და არაფერი გიჭირს, ლუკა ხომ შენთანაა?
- კი, აქ არის, როდის მოიცლი? - ჩავაცივდი გულმოკლული.
- არ ვიცი, როცა მოვახერხებ მოვალ, შენ დაისვენე კარგი?
- ლექსო, მენატრები! - ისევ წამომივიდა ცრემლები, გული შიშით ამევსო, ნუთუ ასე იყო ჩემზე გაბრაზებული, რომ ჩემი დანახვაც არ უნდოდა.
- მეც - მიპასუხა პაუზის შემდეგ - მაგრამ ახლა უნდა წავიდე, მოგვიანებით მოვალ.
ტელეფონი გაითიშა. ხელი უღონოდ ჩამომივარდა და გაშტერებული დავაცქერდი ლექსოს ნომერს. ვაწყენინე, იმდენად ვატკინე, რომ ჩემი ნახვაც არ უნდოდა, გული მტკივნეულად მომეწურა. ცრემლები მოვიწმინდე და ამ დროს ლუკაც შემოვიდა მოზრდილი ჭიქით ხელში.
- ესეც დაპირებული... რა მოხდა? - შეშფოთებულს სიტყვა გაუწყდა და ტელეფონზე გადაიტანა მზერა - ვის ელაპარაკე?
- ლექსოს, - ვუპასუხე ხმადაბლა და ცრემლები ისევ წამომივიდა - მას ჩემი ნახვა არ უნდა, ხომ ასეა?
- საიდან მოიტანე ეგ სისულელე?! - შუბლშეკრული სკამზე ჩამოჯდა და ჭიქა მომაწოდა.
- ხმაზე შევატყვე, აღარასდროს დამელაპარაკება ხომ?
- ეს შენი ბრალი არ არის.
- არ შემეძლო, ლუკა, - ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივდა - როცა იმ არაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ ლექსო მას ჰყავდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ვერ მოვაკვლევინებდი, გესმის? თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ. ორივე! თქვენ რომ რამე დაგემართოთ... - გული ამომიჯდა, ვეღარ ვჩერდებოდი.
- ნაია, - ლუკა შეშფოთდა - გეყოფა, ვიცი არ გადანაშაულებ. მესმის, მაგრამ ლექსოს უნდა გაუგო, ის ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, როცა შენი ჭრილობები ნახა... - აღარ დაასრულა.
- ნუთუ არასოდეს შეწყვეტთ ამ იდიოტურ ნაკაწრებზე ლაპარაკს? რამდენჯერ უნდა გავიმეორო რომ ეს არაფერია? ეს მართლა არაფერია, ეს ვერასოდეს მეტკინება ისე, როგორც ლექსოს იგნორი, რახან ჩემთან მოსვლა არ უნდა მე მივალ მასთან და ჭკუაზე მოვიყვან! - ცრემლები მუშტით შევიმშრალე და წამოვდექი.
- ნაია! რას აკეთებ?! - ლუკა ფეხზე წამოიჭრა და ჩემი ძალით დაწვენა სცადა.
- არა! ახლავე მასთან წამიყვანე - ვუყვურე გაცეცხლებულმა და კათეტერი მკლავიდან ამოვიგლიჯე - არ დავწვები! ეს სიგიჟეა! მას უნდოდა, რომ მისი მოკვლის უფლება მიმეცა?! ხოდა თუ ასეთი იდიოტია თვალებში შემომხედოს და ისე მითხრას ეგ სიტყვები!
- ნაია, უნდა გამოკეთდე და მერე შეგიძლია ილაპარაკოთ.
- არავითარ შემთხვევაში, ლუკა! ხელი გამიშვი! - ვეჯაჯგურებოდი გაცოფებული - არ დავწვები და არც დავიძინებ სანამ ლექსოს არ ვნახავ!
- კარგი, კარგი, ოღონდ მოისვენე. ნუ ფართხალებ, ასე ნაკერები გაგეხსნება! - ფართხალი შევწვიტე და ლუკას დაბღვერილი მივაშტერდი.
- ახლავე აქ მოიყვანე, თორემ ირაკლის სულს ვფიცავ თავად მოვძებნი!
- ამის დედაც!
გაცოფებულმა ხმადაბლა შეიგინა და ტელეფონი ხელში აიღო, გაბრაზებული ბალიშზე შევსწორდი, ამ დროს ექიმიც შემოვიდა.
- ღვთის გულისათვის! ასე არ შეიძლება! - მოვიდა და ახალი კათეტერი ჩამიდგა - თუ არ დამეხმარებით ვერ გამოგაჯანმრთელებთ! - გაღიზიანებულმა ნემსი მოიმარჯვა.
- რას აკეთებ? - დავუცაცხანე გაბრაზებულმა და ხელი მოვარიდე - არ დავიძინებ გაიგე? ახლოს თუ მოხვალ კბილებს ჩაგიმტვრევ! - შევუღრინე მუქარით.
- მშვენიერია! - თვალები გადაატრიალა ექიმმა და ლუკას გადახედა, მანაც უხმოდ დაუქნია თავი.
- რას აკეთებ? - შეშინებულმა ლუკას გავხედე.
- ეს მხოლოდ ვიტამნიებია, ნაია! ნუ ფართხალებ არ დაგაძინებს, ექიმს საშუალება მიეცი თავისი საქმე გააკეთოს! მე მანამდე ლექსოსთან დავრეკავ.
ლუკას ეჭვით გავხედე, თუმცა ექიმს მკლავი მაინც მივუშვირე. მანაც ახალი კათეტერი დამიმაგრა და მოზრდილი შპრიცით რაღაც წამალი შემიყვანა, რა წამსაც წამალი ვენაში მოხვდა, მაშინვე მომეძინა.
- არა, არა! - სასოწარკვეთილმა გაბრძოლება ვცადე - არა, ლუკა! ლექსო... ლექსო...
მაგრამ ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი, მთელი ორგანიზმი გამიბრუჟდა, ენას ვეღარ ვიმორჩილებდი, თვალები ამიჭრელდა და ბოლოს საერთოდ გავითიშე.


თავი ოცდამერვე
ხმამაღალი საუბარი შემომესმა, უფრო სწორად ვიღაც გაცოფებული ბრდღვინავდა. თვალის გახელა ვცადე, მაგრამ ქუთუთოები საშინლად დამძიმებოდა, თვალების გახელა მეზარებოდა. გონება დავძაბე და ხმაურს მივაყურადე. ლუკას ხმა მაშინვე ვიცანი. გაცეცხლებული ვიღაცას ეჩხუბებოდა.
მაშინვე თვალები ვჭყიტე. ოთახში უკუნ სიბნელეს დაესადგურებინა, მხოლოდ მთვარის შუქი ეფინებოდა ჩემს ლოგინს ვიწრო ზოლად. აჩი ჩემს გვერდით არ იჯდა, ალბათ ეძინა. ოთახის კარი ღია დაეტოვებინათ. გაჭირვებით წამოვჯექი, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს გირები გადამაყლაპეს, საკუთარი გაჩხინკული სხეული საშინლად მამძიმებდა. გაბრაზებულმა კათეტერი ისევ ამოვიგლიჯე ვენიდან.
ჭრილობები იმდენად აღარ მაწუხებდა, მაგრამ ამდენი დამამშვიდებლებისგან კოორდინაციის უნარი საერთოდ დამრღვეოდა და ახლა მთვრალივით დავბანცალებდი. სკამზე გადაკიდებული ჩემი ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გამოვბარბაცდი.
ქვემოთ ჩასასვლელ კიბეებს მივუახლოვდი და საფეხურებს ნელა ჩავუყევი. თავბრუ საშინლად მესხმოდა. როგორ მძულდა ეს წამლები! ისინი უფრო მასუსტებდნენ ვიდრე მკურნალობდნენ! პირველ სართულამდე ჩავაღწიე და გაკვირვებულმა ბიჭებს შევხედე, რომლებიც სავარძლებში ისხდნენ და დაძაბულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
შეკრებილები ვერ ვიცანი, მათ შორის მხოლოდ ბექა შევამჩნიე და ლექსო, რომელიც მოშორებით კუთხეში იჯდა და სახე ხელებში ჩაერგო. ლუკა კი განერვიულებული ათვალიერებდა რაღაც ფაილებს. ბოლოს გაცოფებულმა მაგიდაზე გინებით მოისროლა და შუბლი მოისრისა, ამ დროს მე შემამჩნია და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.
- ნაია? აქ რას აკეთებ?!
ყველამ ჩემკენ მოიხედა, ლექსომ სახიდან ხელები მოიშორა და სწრაფად ამომხედა. გულმა რეჩხი მიყო, მისი სახე.... ეს.. ეს აუტანელი დასანახი იყო. სახეზე ფერი საერთოდ არ ედო, ლოყებზე წვერი მოსდებოდა. თვალები კი ამოღამებოდა და ჩაშავებოდა, ჩემი მხიარული მეგობრისგან კვალიც კი აღარ დარჩენილიყო. ახლა ისიც ისევე ჰგავდა მიცვალებულს როგორც მე. როგორც კი შევხედე მზერა ამარიდა.
- შენი ხმა გავიგონე, - ვუპასუხე მშვიდად და ხალათი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოვიკარი - მეგონა რაღაც ხდებოდა.
- მოგვიანებით ვილაპარაკოთ, ახლა კი საქმეს მიხედეთ! - მკაცრად გახედა ბიჭებს.
ისინიც იმწამსვე წამოიშალნენ და გასასვლელს მიაშურეს, ერთ-ერთი შეჩერდა და ლუკას ჩუმად რაღაც გადაულაპარაკა, მანაც თავი უხმოდ დაუქნია და ისიც მაშინვე გაეცალა. ლექსო წამოდგა და ბიჭებისკენ გაემართა.
- მოიცა! - დავუძახე ხმაგაბზარულმა. ლექსო ადგილზე გაქვავდა. ბიჭებმა კარი გაიხურეს და გავიდნენ - სად მიდიხარ?!
- ბევრი საქმე მაქვს, ნაია! - მიპასიხა მოუთმენლად, არც კი შემობრუნებულა.
- ჰო? - ვკითხე გულდამძიმებულმა და მისკენ წავედი. ლუკას არაფერი უთქვამს, უხმოდ ჩამოჯდა სავარძელზე და გაირინდა. - იმდენი საქმე გაქვს, რომ ერთი შემოხედვისთვისაც კი არ გცალია? - აკანკალებული მივუახლოვდი და შორიახლოს გავჩერდი. ლექსო ნელა შემობრუნდა. თვალები ჩასწითლებოდა, ტუჩები კი საშინლად გალურჯებოდა.
- ნაია, ახლა ამის დრო არ არის!
- რას ჰგავხარ?! - ცრემლები წამომივიდა - რა დაგემართა?
- ამას მე მეკითხები? - იყვირა უცებ და ჩასისხლიანებულ თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა - შენი თავისთვის შეგიხედავს მაინც?! შენ რას დაემგვანე?! ნაწილებად ხარ აჩეხილი! მთელი ტანი, ფეხები, ხელები! ყველაფერი დაჩეხილი გაქვს! კაცმა სული რომ შეგიბეროს წაიქცევი და კიდე მე რას დავემგვანე?! - იყვირა გაცოფებულმა. მთელი ტანით კანკალებდა.
- არაუშავს. - ამოვიკნავლე შეშინებულმა.
- რაა?? - იფეთქა გაცეცხლებულმა და პირველივე ლარნაკს ხელი დაავლო, რომელიც მაგიდაზე იდგა და კედელს მიანარცხა, მისი ნამსხვრევები მთელს ოთახში მიმოიფანტა - არაუშავს? მე ლამის ჭკუიდან გადავედი, როცა ეს ვნახე, როცა დაგინახე რა დღეში ჩაგაგდო იმ ახვარმა და შენ ამბობ, რომ არაუშავს?! როგორ ფიქრობ რა მომივიდოდა? მე ან ლუკას?! ღმერთია მოწმე, რომ არ ვაცოცხლებ! სადაც ვიპოვი ცოცხლად შევჭამ! მის თავს ვერავინ გამომძიძგნის ხელიდან! - გავეშებულს თვალები შეშლილივით უელავდა.
- ეს შენი ბრალი არ არის! - ვიკივლე აცრემლებულმა - ეს არავის ბრალი არ არის! ერთადერთი ვინც ნამდვილად დამნაშავეა ეს დავიდოვია. გეყოფა სისულელეები და თავს ნუ იტანჯავ!
- ჩემი ბრალი არ არის ხომ? - თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, ერთიანად ცახცახებდა - ვის გამო მოირბინე იმ წყეულ კორომში? ვის გამო გაგიტაცეს?! მე რომ არა ახლა მთელი იქნებოდი, მთელი ორი კვირა გაწამებდნენ, ნაია - ჩემს გამო! ყველამ მშვენივრად ვიცით რა დედამოტყნულიც არის დავიდოვი და შენ ამ ყველაფრის შემდეგ მეუბნები, რომ ჩემი ბრალი არ არის?!
- ლექსო!
- ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ! - ცრემლებმა სახე მთლიანად დაუსველა - წარმოდგენა არ მაქვს იქიდან როგორ გამოაღწიე, შეიძლებოდა დაღუპულიყავი! მე ისევ დავუშვი შეცდომა და კინაღამ დაიღუპე, შენს თავს შეხედე რას ჰგავხარ. - აკანკალებული მაგიდას დაეყრდნო და თავი ჩაღუნა.
- მორჩი! - ვიყვირე აცრემლებულმა - ეს არაფერია გესმის! საერთოდ არაფერი! როგორსაც ახლა გხედავთ, ორივეს, ეს გაცილებით უარესია! უარესია ვიდრე ეს ჭრილობები! ლექსო! შეწყვიტე! ვერ მივცემდი შენი მოკვლის უფლებას, რატომ არ გესმის?! აღარ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია, - თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი - ამას ნუ მაყურებინებ გევედრები, ამას მირჩევნია ისევ იმ სარდაფში ვეწამო.
- გეყოფა!
იღრიალა გაცოფებულმა და მთელი მაგიდა ერთი ხელის ამოკვრით ამოატრიალა, ყველაფერი დაილეწა, მაგიდის მინა ნამსხვრევებად იქცა. ყურებზე ხელი ავიფარე, ლუკას წარბიც არ შეუხრია, გაქვავებული სახით მშვიდად იჯდა სავარძელში. ლექსო ერთიანად ცახცახებდა. ხელები დაემუშტა და კბილს კბილზე აჭერდა.
- უნდა დაგეტოვებინე, სისულელე არ უნდა გაგეკეთებინა. შენ იცი როგორი ცხოვრებაც გვაქვს! ხვალ ან ზეგ შეიძლება ტყვიით მოვკვდე, ან ისევ ვინმემ ჩამიგდოს ხელში, გამოფხიზლდი! ასეთია ჩვენი ცხოვრება და რა ისევ საშველად მოირბენ? ლუკაზე რატომ არ იფიქრე?!
- იცი რა, - ცრემლები მოვიწმინდე და ლექსოს მივუახლოვდი - ფეხებზე რას ფიქრობ! ჰო, მოვედი და ეს საჭირო რომ გახდეს იგივეს გავიმეორებ, ორივესთვის! შენ არ მეუბნებოდი ოჯახი ვართო? ეს წესი მარტო თქვენზე მოქმედებს? არ იცი, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არასდროს ტოვებენ? შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?! - ვუყვირე გააფთრებულმა.
- ეგ სულ სხვა რამეა! - შემიღრინა გაცეცხლებულმა.
- არა, არ არის! და ეს შენ თვითონაც კარგად იცი! ასე რომ მორჩი სისულელეებს, არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმისთვის, რომ ორივე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ და ბოდიში შენ გაქვს მოსახდელი, რომ ამდენი ხანია დავბრუნდი შენ კი ერთხელაც არ დამლაპარაკებიხარ, ნაძირალა! - მივედი და ჩავეხუტე.
ერთიანად კანკალებდა. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს. სული მეწვოდა, მხოლოდ ის მინდოდა, რომ მისი ტანჯვა შეწყვეტილიყო, საკუთარი თავი არ დაედანაშაულებინა, ყველაფერი დაელეწა, დაემსხვირა, ოღონდ საკუთარი თავის გვემა შეეწყვიტა. ბოლოს ძალიან ნელა ხელები ასწია და წელზე ნაზად შემომხვია.
- ასე აღარ მოგვექცე, - აცახცახებულმა სახე ჩემს თმებში ჩამალა და ჩამიხუტა - ასე აღარ მოგვექცე, არასოდეს! ამას ვეღარ გადავიტან, გაიგე?
- შენ კი სახლიდან, რომ გაეთრევი უკან დაბრუნდი, თორემ უკვე იცი, რომ მოსაძებნად წამოვალ!
მაგრად ჩავეხუტე და მის მკერდში სახე ჩავმალე. მთელს ტანში სითბომ დამიარა. მისი გულისცემა ნელ-ნელა გათანაბრდა და დამშვიდდა.
- წადი, ლუკას გაჰყევი და ექიმს ნუ აშინებ! - თავი ასწია და შემომიბღვირა - დააცადე იმ კაცს მოგხედოს.
- ნერვებს მიშლის! სულ უნდა რომ მეძინოს! - ლექსოს პირველად გადაურბინა სახეზე ღიმილისმაგვარმა.
- მორჩი კაპრიზობას! დამთავრდა ეგ დრო შენს ჭკუაზე რომ გვატარებდი! ახლავე ლოგინში მიბრძანდი და დაისვენე! - დამიბრიალა თვალები, მაგრამ მაინც დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
- შენ?
- მე მართლა ბევრი საქმე მაქვს, რამდენიმე საათში დავბრუნდები და გინახულებ.
- დამპირდი, რომ გამაღვიძებ თუ მეძინა.
- ულტიმატუმებს მოეშვი!
- იმ ექიმს ფეხში დავჭრი! - ავხედე წარბაწეულმა, მოვახერხე ლექსოს გაეცინა.
- ტკბილი ძილი, ცეროდენა - თვალი ჩამიკრა და ხელები შემიშვა - მალე დავბრუნდები! - უთხრა ლუკას და წავიდა.
როგორც კი სახლიდან გავიდა მხნეობა დავკარგე და გული ისევ შიშით ამევსო. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, როგორ არ მინდოდა, რომ წასულიყო, ლუკა გვერდიდან არ მშორდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი და ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, მაგრამ როგორც კი გამოვკეთდებოდი ისიც ამ კარიდან გავიდოდა და ისევ მომიწევდა იმაზე ფიქრი, დაბრუნდებოდა უკან თუ არა. მკერდზე ხელები ძლიერად მივიჭირე, თითქოს ასე შევაკავებდი ტკივილს, რომელიც ჩემში ჩაბუდებულიყო და მონდომებით ანგრევდა ყველაფერს.
- კარგად ხარ? - ლუკა მომიახლოვდა და წელზე ნაზად შემომხვია ხელები.
- კარგად იქნება? - ავხედე აცრემლებულმა.
- ჰო - შემომხედა ღიმილით - რაც მთავარია ბოღმისგან დაიცალა, ახლა უკეთ იქნება.
- და შენ?
- როცა იმ ნაბიჭვარს საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს მაშინ დავწყნარდები - ტუჩზე ვიკბინე, ლუკასთვის რაღაც მქონდა სათქმელი, თან მისი რეაქციის საშინლად მეშინოდა.
- ლუკა, - ავხედე ფრთხილად.
- ახლა ლოგინში მიგაბრძანებ და დაიძინებ!
- რაღაც უნდა გითხრა.
- როცა გაიღვიძებ მერე მითხარი! ახლა უნდა დაისვენო. - ხელში ამიტაცა და კიბეებისკენ წავიდა.
- კარგი - მკერდზე თავი მივადე და მოვეშვი - აჩის სძინავს?
- ჰო, წუხელ გაათენა, ძალით ჩავაგდე ლოგინში - ჩაეღიმა ალმაცერად და კიბეებს აუყვა.
- დამეგობრდით ხომ?
- ჰო, კარგი ბიჭია. შენ კი განსაკუთრებულად უყვარხარ, სულ თავს დაგტრიალებს და ლექსოს ნერვებს უშლის.
- რატომ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- იცოდა, რომ მისი ნახვა გინდოდა და ტვინი შეუჭამა ნაიას რატომ არ ელაპარაკებიო. - ლუკას ეტყობოდა, რომ მათი კინკლაობით მშვენივრად ერთობოდა. მიუხედავად დამძიმებული გულისა, მაინც გამეცინა.
- ძალიანაც კარგი, დამპალი!
ჩავიჯუჯღუნე გაბრაზებულმა, ჯერაც ვერ მომენელებინა, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამელაპარაკა.
ლუკამ ლოგინში ჩამაწვინა და საბანი გადამაფარა. ოთახში ისე ციოდა, რბილი და ფუმფულა ლოგინი მესიამოვნა. ბალიშებში მოხერხებულად მოვეწყე და ლუკას ავხედე.
- რამდენი დღეა არ გიძინია?
- ჩემზე ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა - თავზე ხელი გადამისვა და გრძელი თმა უკან გადამიყარა, გადაღლილი ჩანდა.
- სადმე წასვლას აპირებ?
- რატომ მეკითხები?
- ჩემთან დარჩი. - ლუკამ აწეული წარბებით გადმომხედა, მერე კი თავი გააქნია და ალმაცერად ჩაეღიმა.
- რა გაცინებს? - მეც გამეცინა.
- შენთვის არ შეიძლება, ჯერ ძალიან სუსტად ხარ.
- სუსტად ამდენი წამლების გამო ვარ, ჭრილობები ისე აღარც კი მაწუხებს.
- შეიძლება რამე გატკინო. - შემომხედა შეწუხებულმა.
- მორჩი! თავი გარყვნილი ქალი მგონია, რომელიც კაცის ლოგინში შეთრევას ცდილობს.
ლუკას სიცილი აუტყდა და ცხვირზე თითი წამკრა. ცოტახანი თბილად მიყურა შემდეგ კი წამოდგა, კარი მიხურა და შიგნიდან გადაკეტა.


****
ტელეფონის გაუთავებელმა ზუზუნმა შემაწუხა, ვიგრძენი ლოგინი როგორ შეინძრა. თვალები გავახილე და გვერდით გადმოვბრუნდი. ლუკა წამოდგა და ტელეფონს გადასწვდა. ფანჯარას გავხედე, ჯერ კიდევ ბნელოდა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ ღამით?!
- ვინ რეკავს? - ვკითხე შუბლშეკრულმა.
- ახლავე დავბრუნდები - მითხრა წარბშეკრულმა.
სწრაფად მაკოცა ტუჩებზე, შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გავიდა. ჰოლიდან მომესმა ვიღაცას როგორ ელაპარაკებოდა. ბექას სახელი გავიგონე, ალბათ მას ესაუბრებოდა, კი მაგრამ ასე გვიან?! ნელ-ნელა ლუკას ხმა მიწყდა, ალბათ პირველ სართულზე ჩავიდა. ნეტავ რაზე ესაუბრებოდა ბექას? ლუკა თავის საქმეებზე არასდროს მელაპარაკებოდა და დავიდოვის გრძელი ენა, რომ არა ვერც შევიტყობდი რომ ლუკა მასთან ასე ახლოს მივიდა.
წამოვჯექი და სახე მოვისრისე. თავს უკეთ ვგრძნობდი, გაცილებით უკეთ. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა ლუკასთან გატარებული რამდენიმე ჯადოსნური საათი. ძალიან ფრთხილი იყო, ცდილობდა რამე არ ეტკინა, ნაზად მეფერებოდა და მეალერსებოდა. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
სახიდან ხელები მოვიშორე და საბანი გადავიძრე. მატრასი ბინტების ნაფლეთებით იყო მოფენილი და ნახევრად შეხორცებული ჭრილობები მომიჩანდა, აღარც ბეჭები მქონდა შებინტული. ლუკა თითოეულ ნაიარევს ნაზად მიკოცნიდა. თავბრუდამეხვა, თავი გავაქნიე, რომ გამოფხიზლებულიყავი.
ლოგინიდან გადმოვედი და ხალათი მოვიცვი. დაფხრეწილ ბინტებს ხელი წამოვავლე და აბაზანაში შევედი. ყველაფერი ნაგვის ურნაში მოვისროლე და სარკეში ჩავიხედე. შედარებით უკეთ გამოვიყურებოდი. სახიდან სილურჯეები გამქრობოდა, აღარც გახეთქილი ტუჩი მამშვენებდა. კანი სულ მომისუფთავდა, მხოლოდ ფერი არ დამბრუნებია, სახეგაცრეცილს ისევ მკვდრის ფერი მედო.
ამდენი წამლებისგან სულ გაბრუებული ვიყავი, დღეში იმდენ გადასხმას მიკეთებდნენ, რომ სათვალავი მერეოდა, თუმცა არ ვწუწუნებდი - ძირითადად. ფეხზე სწრაფად დადგომა თავად მოვისურვე, ამიტომ ვცდილობდი „ფრანკეშტეინის“ ყველა სურვილი შემესრულებინა. ექიმის ზედმეტსახელი იმდენად მოუხდა, რომ ლუკას ხანდახან ეშლებოდა ხოლმე და ავთანდილის ნაცვლად ფრანკეშტეინად მოიხსენიებდა, აჩის კი გულიანად ეცინებოდა.
ხალათი შევიხსენი და საკუთარი შიშველი სხეული სარკეში შევათვალიერე, ბოლოს ჩემი ჭრილობები, რომ ვნახე, იმდენად საზიზღარი სანახავი იყო, რომ ლამის გული ამერია. ახლა კი ასე თუ ისე უკეთ გამოიყურებოდა, მალე ალბათ ნაკერებსაც მომხსნიდნენ. ხალათი ისევ შემოვიცვი და საძინებელში დავბრუნდი.
ის იყო გარეთ გასვლა დავაპირე, რომ ლუკა უკან დაბრუნდა, სახეზე აღელვება ეტყობოდა. უფრო სწორად, საშინლად განრისხებული იყო.
- რა მოხდა? - ვკითხე სწრაფად.
- უნდა წავიდე, მაპატიე საყვარელო, ვიცი გითხარი შენთან ვიქნები მეთქი, მაგრამ ახლა აუცილებალად უნდა წავიდე - მიპასუხა წარბშეკრულმა, გარდერობის კარი გამოაღო და ნაცრისფერი სვიტერი გამოიღო.
- რა ხდება, ლუკა? - უკვე ავღელდი - რამე ხომ არ მოხდა?
- ყველაფერს მოგვიანებით მოგიყვები კარგი? ახლა უნდა წავიდე. - იარაღს ხელი დასტაცა, ქურთუკი შემოიცვა და მომიბრუნდა.
- ნუ მაშინებ - გული უსიამოვნოდ შემიტოკდა.
- დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, ექიმს დაუჯერე, სახლიდან ფეხი არ მოიცვალო. მალე დავბრუნდები, კარგი? და ჰო ფრანკეშტეინს ვეტყვი, რომ ჭრილოებები ისევ შეგიბინტოს - ალმაცერად ჩაეღიმა და ეშმაკურად შემათვალიერა.
- კარგი. - ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე.
- როგორ გიხდება შეფაკლული ღაწვები. - თვალებში თბილად შემომხედა, ვნებიანად მაკოცა ტუჩებზე და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
ამოვიოხრე და ლუკას თვალი გავაყოლე, გულში ვინატრე მშვიდობით დამიბრუნდეს-თქო და ლოგინზე ჩამოვჯექი. საათს გავხედე, გამთენიის ხუთი ხდებოდა. სახეზე ხელი მოვისვი, წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე. ახლა ვეღარაფრით დავიძინებდი. ის იყო თბილი სვიტერიც გადავიცვი, რომ კარზე მოაკაკუნეს და ოთახში ნამძინარევი სახით ექიმი შემოვიდა.
- ნაია, რატომ ადექი? - მკითხა შუბლშეკრულმა.
- თავს უკეთ ვგრძნობ, წოლა აღარ მჭირდება. - ვუპასუხე ცივად და ფეხსაცმელებს დავუწყე ძებნა.
- ლუკამ, მითხრა რომ სახვევები უნდა დაგადო.
- აუცილებელია? ჭრილობები ნახევრად შემიხორცდა.
- კი, აუცილებელია, ჩემს ჩემოდანს მოვიტან და მალე დავბრუნდები.
- კარგი - ვუპასუხე უგულოდ და ლოგინის ქვემოდან ფეხსაცმელები გამოვაძვრინე.
- დახმარება ხომ არ გჭირდება? - მომესმა ხმა ზურგს უკნიდან.
შიშისგან კინაღამ გული წამივიდა. მეგონა ოთახში ჩემს გარდა არავინ იყო. თავი სწრაფად ავწიე და უცნობს ავხედე. მაშინვე ვიცანი, რამდნეიმე საათის წინ ეს ბიჭი მისაღებში იჯდა სხვებთან ერთად. მაღალს და ათლეტურს შავი თმა უწესრიგოდ ასწეწოდა, მუქი ყავისფერი თვალებით კი ინტერესით მათვალიერებდა.
- არა, თვითონაც მოვახერხებ. - ვუპასუხე ცივად და წამოვდექი. ნერვებს მიშლიდნენ ეს არსაიდან გამოჩენილი აჩრდილები.
- რამე თუ დაგჭირდება აქვე ვიქნები. - მითხრა ხმადაბლა. სწორედ ამ დროს ავთანდილიც დაბრუნდა.
- აჰ, თორნიკე, - მიმართა უცნობს - კარგია რომ აქ ხარ, შეგიძლია აფთიაქიდან წამლები მოატანინო? ზოგი უკვე მიმთავრდება.
- სია დამიწერე რაც გჭირდება და ვინმეს გავუშვებ.
- უკვე თან მაქვს. - ღიმილით მიაწოდა ქაღალდის ნაგლეჯი.
- კიდევ რამე ხომ არ გჭირდება?
- არა, გმადლობ.
- კარგი, მე გარეთ ვიქნები - უპასუხა ექიმს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
- ნაია! - ჩემოდანი ლოგინზე შემოდო და მომლოდინედ გამომხედა.
- კარგი, ჰო! - ამოვიოხრე და თბილი სვიტერი ისევ გადავიძრე.
ექიმმა ჭრილობები დამიმუშავა და ისევ შემიბინტა, შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მე კი ვერაფრით ვეღარ დავიძინებდი, თხელი სვიტერი გადავიცვი და პირველ სართულზე ჩავირბინე. ოთახში არავინ დამხვდა. სამზარეულოში შევედი და ელექტრომადუღარაში წყალი ჩავასხი.
- ვერ იძინებ? - მომესმა ხმა უკნიდან, შეშინებულს ლამის ჭიქა გამივრადა ხელიდან. გაღიზიანებული შევბრუნდი. თორნიკე გულხელდაკრეფილი კედელს მიჰყრდნობოდა და უხმოდ შემომცქეროდა.
- ახლა იარაღი რომ მჭეროდა ხელში უყოყმანოდ გესროდი, ასე უჩუმრად მიპარვა არ შეიძლება!
- ბოდიში, შენი შეშინება არც მიფიქრია.
- არ შემშინებია, უბრალოდ მოულოდნელ სტუმრებზე ცუდი რეაქციები მაქვს! - ვუპასუხე შუბლშეკრულმა და ჭიქაში ორი კოვზი ყავა ჩავყარე.
- გასაგებია - ფანჯარასთან აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა და გარეთ გაიხედა.
- ყავას ან ჩაის დალევ? - ვკითხე პაუზის შემდეგ და ყავიან ჭიქაში ადუღებული წყალი ჩამოვასხი.
- გმადლობ, არ მინდა.
ინტერესით გავხედე, მეტისმეტად თავდაჭერილი იყო, ბექასგან განსხვავებით საერთოდ არ ცდილობდა კონტაქტში შემოსვლას, უბრალოდ აჩრდილივით დამდევდა უკან - რა თქმა უნდა, ლუკას დავალებით! მას შემდეგ რაც მოხდა, „თვალის“ გარეშე ალბათ სააბაზანოშიც კი ვერ შევიდოდი.
- ხომ არ იცი სად წავიდნენ? - ვკითხე ინტერესით. ეზოს თვალი მოაშორა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- ლუკამ გითხრა რამე?
- არა.
- მაშინ ვერც მე გეტყვი. - მოსალოდნელი პასუხიც მივიღე.
- როგორ გამაკვირვე! - ჭიქას ხელი დავავლე და მისაღებ ოთახში გავედი.
ბუხარში ცეცხლი საამურად ტკაცუნებდა. ცეცხლის ათინათი მომხიბვლელად დასთამაშებდა სპარსულ ხალიჩას. ერთ-ერთ რბილ სავარძელს მივუახლოვდი, ბუხართან ახლოს მივაჩოჩე და ჩამოვჯექი. ყავა მოვსვი და ცეცხლს ჩავაშტერდი. საკუთარ თავთან ისევ მარტო დავრჩი, რაც კარგს არაფერს მიქადდა. - გონებაში ცუდი მოგონებები ამომიტივტივდა, სარდაფი, სისხლიანი გვამები, მომაკვდავების ხრიალი. თავი გავაქნიე და სახეზე ხელი მოვისვი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დავიდოვის საცეცები ისევ მეხებოდნენ, მისი ავი სისინი ჯერ კიდევ ყურებში მედგა, სიბრაზიზგან გამაკანკალა. ჭიქა ძირს დავდგი და სახეზე ხელები ავიფარე. ეს რამდენიმე კვირა ისეთ ბურუსში გავატარე, რომ ამაზე საფიქრელად არ მეცალა, ძირითადად სულ მეძინა. დამამშვიდებლების და გამაყუჩებლების წყალობით ისე ვიყავი გაბრუებული, რომ ვერაფერზე ვფიქრობდი. მაგრამ ახლა როცა უკვე მოვმჯობინდი რეალობასთან თვალის გასწორება მომიწევდა.
ჭიქა ავიღე და ცხელი ყავა მოვსვი. კოფეინი დამშვიდებაში მეხმარებოდა. თუმცა ის ვერ ჩამორეცხავდა იმ ბინძურს სისხლს, რომელიც ჩემს ხელებზე იყო. ახლა ისე მესმოდა ლუკასი როგორც არასდროს, დავიდოვმა მას ცხოვრება დაუნგრია და სული მოუწამლა. ის ისევე იქცა შურისმაძიებელ სიკვდილის მანქანად როგორც მე. წარმოდგენაც კი მიჭირდა რისი გადატანა უწევდა პატარაობიდანვე. გაბოროტებული და სასოწარკვეთილი სულ მარტო დარჩა ამ ბოროტ სამყაროში. ირაკლის გარდაცვალებამ ბოლო მომიღო და მიწასთან გამასწორა, მაგრამ მე მყავდნენ ადამიანები ვინც ამ ტკივილის გადატანაში მეხმარებოდნენ, მას კი არავინ ჰყავდა.
იოლია ადამიანისკენ თითი გაიშვირო და მკვლელი ან კრიმინალი უწოდო, მაგრამ ამ დროს წარმოდგენაც არ გაქვს მის სულში რა ხდება. მის ტყავში არ ზიხარ და არ იცი რისი გადატანა მოუწია ცხოვრებაში. ადამიანები ასეთები არიან, სხვისი განსჯა და დადანაშაულება თავს უკეთ აგრძნობინებთ. თითქოს ამით ჩრდილავენ საკუთარ ცოდვებს და იმ ჩონჩხებს, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ თავიანთ კარადებში.
ბევრი შეგონება და იგავი მომისმენია სკოლაში მასწავლებლებისგან სიკეთესა და ბოროტებაზე, ცოდვილსა და წმინდანზე. გვიყვებოდნენ ათას ისტორიას, თუ რა მოიტანა ადამიანის სიხარბემ, ბოროტებამ, ამპარტავნებამ და სიძულვილმა. გვასწავლიდნენ, რომ სიკეთის კეთება სულს აცოცხლებს, რომ ამით მარადიულ სასუფეველს იმკვიდრებ სადღაც მაღლა და აი პირველად დავფიქრდი ამაზე - ნეტავ თვითონ თუ სჯეროდათ იმის რასაც ლაპარაკობდნენ? თუ უბრალოდ ბავშვების გაბრუებას ცდილობდნენ ათასი სისულელით? რას ეძახიან ადამიანები ბოროტებას, მკვლელობას, ქურდობას და სამართალს? ნეტავ, რეალურად რომელიმე მათგანმა თუ იცოდა სიმართლე? იცოდნენ რას ნიშნავს ნამდვილი ბოროტება? ან რა შეუძლია ადამიანის ზიზღს და სიძულვილს? თუ უბრალოდ წიგნიდან ამოკითხული ბრძნული ფრაზებით იბრმავებდნენ თვალებს?! როდის იყო სხვისი მონაყოლით და სხვისი ნააზრევით ცხოვრებას სწავლობდი?!
არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა. ბოლო თვეებში ჩემთვის ამ მცნებებს შორის საზღვარი წაიშალა. ზუსტად ვიცოდი რასაც წარმოვადგენდი, ჩვეულებრივი მკვლელებიგან არაფრით განვსხვავდებოდი. ის ადამიანები სარდაფში მხოლოდ იმიტომ დავხოცე, რომ დავიდოვთან მუშაობდნენ და ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ღამეს პარკინგზე. თუმცა, ეს დანამდვილებით არ ვიცოდი, შეიძლება საერთოდაც უდანაშაულოები იყვნენ ირაკლის მკვლელობაში, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ მათთვის ყელი გამომეჭრა. ისინი ჩემთვის ბოროტებასთან ასოცირდებოდნენ, მკვლელები და ბავშვების გამტაცებლები იყვნენ. სწორედ ამიტომ არ ამკანკალებია ხელები. მაგრამ იყო კი ეს გასამართლებელი საბუთი? ძველი ნაიაც ასე მოიქცეოდა? ირაკლი რომ ცოცხალი ყოფილიყო ასეთი ვიქნებოდი? - არა! ბრაზმა, აუტანელმა ტკივილმა, რომელიც მისმა დაკარგვამ მომაყენა და სარდაფში გატარებულმა ორმა კვირამ სრულიად შემცვალა. სწორედ ამიტომ მესმოდა ლუკასი.
როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან ცუდი ხდება - იცვლები. ჩემში ორი გრძნობა ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდა. ვიცოდი, რომ ეს სიბრაზე ძალიან შორს წამიყვანდა, ერთხელაც ჩავიხრჩობოდი იმ სიბინძურეში რასაც გარშემო ვტოვებდი. დანაშაულის გრძნობა მთელი სიცოცხლე არ მომასვენებდა და ის უზარმაზარი სიცარიელე, რომელიც სულში მქონდა, ამას ვერაფერი შემივსებდა. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ვერ შემაჩერებდა, სანამ დავიდოვი სუნთქავდა, იქამდე გავაგრძელებდი გვამების ყრას სანამ იმ მკვლელამდე არ მივაღწევდი. როგორც კი ირაკლის სხივჩამქრალ თვალებს ვიხსენებდი სხვა ყველაფერი უმნიშნველო ხდებოდა - მას არ ქონდა არსებობის უფლება როცა ირაკლი მკვდარი იყო!!! და საერთოდ არ მაინტერესებდა ეს სწორი იყო თუ არა.
რაც დავბრუნდი ლუკას ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია. არ უკითხავს რა მოხდა სარდაფში ან იქაურობას თავი როგორ დავაღწიე. ალბათ ნაწილობრივ ეს იმის ბრალიც იყო, რომ ძირითადად სულ მეძინა, ან უბრალოდ არ უნდოდა ის ჯოჯოხეთი გამეხსენებინა. როდესაც ჩემი იარები ნახა ისედაც ყველაფერს მიხვდა.
ყავა ისევ მოვსვი და თვალები მოვისრისე. იმდენი საფიქრელი მქონდა რომ ვგრძნობდი ტვინი როგორ მეჭმუჭნებოდა - დედაჩემი ალბათ ჭკუიდან გადადიოდა, დიდი ხანია არ დამირეკავს. არ ვიცოდი დაჩი როგორ იყო, გამოწერეს თუ არა საავადმყოფოდან, არც ის ვიცოდი სონგულიას რა ბედი ეწია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკა მას არაფერს დაუშავებდა, მაგრამ მაინც ვღელავდი.
ეს და კიდევ უამრავი რამ მადარდებდა. ბევრი რაღაც ჯერ კიდევ ბურუსით იყო მოცული. მიუხედავად დავიდოვის გულახდილობისა, მაინც დარჩა გამოტოვებული ადგილები - ვინ მისწერა ირაკლის იმ ღამეს, თუ არა ვაჩემ? საიდან გაჩნდა ირაკლის ჩანაწერი დაჩისთან? კიდევ ვინ იყო თამაშში ჩართული, რომელიც ჯერ ისევ ინკოგნიტოდ რჩებოდა?!
სავარძელს მივესვენე და თვალები დავხუჭე. გამოფხიზლება არც ისეთი კარგი ყოფილა, ამდენი ფიქრისგან ტვინი ლამის ამფეთქებოდა. ნეტავ ჩემი იარაღი ვინმემ თუ იპოვა? ბოლოს ლექსოსთან დააგდო იმ წურბელა მელოტმა, მის გარეშე თავს დაუცველად ვგრძნობდი.
თბილ ბუხართან ჯდომამ მომთენთა, ძილი მომერია, ყავის ჭიქა მოშორებით დავდგი და სავარძელში მოხერხებულად მოვეწყვე. თვალები მიმელულა, ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ ვიძირებოდი გაურკვეველ ბურუსში.
- ნაია! გაიქეცი! - ჩამესმა ირაკლის ყვირილი.
მთელი ტანით შევკრთი და თვალები დავაჭყიტე. ცივი ოფლი მასხამდა, მძიმედ ვსუნთქავდი. დაფეთებულმა გარშემო მიმოვიხედე, ოთახში არავინ იყო. შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი სახელოთი შევიწმინდე და სახე მოვისრისე. ერთიანად მაკანკალებდა.
დამშვიდება ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, ირაკლის ხმა ისე მკვეთრად მიგუგუნებდა ყურებში, თითქოს წამის წინ მართლა მიყვირა გაიქეციო. თვალები მოვისრისე, მაგრამ გონებიდან მისი ხატება არ გამქრალა. ცხადად მახსოვდა მისი ხმა, იქ, სარდაფში, როგორ ბრაზობდა. ის რომ არა იქიდან თავს ვერ დავაღწევდი. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
ფეხზე წამოვდექი და სასმელების ბართან მივედი. დალევა არასოდეს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ ახლა რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი შეიძლება გული გამსკდომოდა. ყველაზე მუქ სასმელს ხელი დავავლე და ვისკის ჭიქაში მოვაპირქვავე, არც შემიხედავს რას ვასხამდი. შოკოლადივით მუქ ალკოჰოლს მძაფრი სურნელი ასდიოდა. ჭიქა ნახევრამდე გავავსე, ბოთლი ადგილზე დავაბრუნე და ისევ ბუხართან დავჯექი.
სასმელის სუნიც კი გულს მირევდა, მაგრამ ირაკლის ხმა ისე მძაფრად მიგუგუნებდა ყურებში, რომ თვალები დავხუჭე და მოზრდილი ყლუპი მოვსვი. ლამის დავიხრჩე, სასმელმა თითქოს ცეცხლი წამიკიდა, მთელი პირი გამომეფუფქა და ხახა ჩამეწვა - არაუშავდა, ეს იმაზე მტკივნეული ვერაფრით იქნებოდა, რასაც ასე თავგამოდებით ვებრძოდი. კიდევ მოვსვი, ამჯერად ისეთი საშინელება არ იყო, როგორიც თავიდან, შემდეგ ისევ და ისევ. ბოლოს უკვე სასმელის გემოც კი გავარჩიე, პირს აღარ მწვავდა და ვეღარც მის აუტანელ სუნს ვგრძნობდი. ნაზი და მწარე გემო ერთმანეთში ირეოდა. არ ვიცი რა ჯანდაბა იყო, მაგრამ შვება ვიგრძენი.
ცარიელი ჭიქა ბუხრის თავზე შემოვდე და ისევ სავარძელში ჩავეხეთქე. სასმელისგან თავბრუმესხმოდა და გულიც მერეოდა. აშკარად მძიმე რაღაც დავლიე - თან ბევრი. თვალი ისევ ცეცხლს გავუშტერე. ვხედავდი როგორ იკლაკნებოდნენ და როგორ ყრიდნენ ნაპერწკლებს ცეცხლის ენები, ერთმანეთს უერთებოდნენ და ისევ იყოფოდნენ უცნაური და ლამაზი სანახაობა იყო. ნეტავ ირაკლისთვის რატომ არ მიკითხავს ეს? რატომ არასდროს მიკითხავს რატომ მეგობრობდა ჩემთან, რატომ ვუყვარდი ასე? რატომ არ მომცა სიკვდილის უფლება?! არც კარნავალის ღამეს და არც სარდაფში - რატომ?!
ცრემლები წამომივიდა და გულზე ხელი მივიჭირე, საშინლად მაკლდა, არანორმალურად, არაადამიანურად. ნეტავ იმის თქმა მაინც მომესწრო რას ნიშნავდა ჩემთვის. მართალია ამას სიტყვებით ვერ ავუხსნიდი, მაგრამ მეცადა მაინც. ახლა გვიანი იყო, ყველაფერი გვიანი იყო. სავარძლიდან ჩამოვცურდი და მუხლებზე დავეცი. სახე ხელებში ჩავრგე და ჩუმად ავტირდი.
რატომ გავუშვი?! რატომ მივეცი უფლება მომკვდარიყო?! რატომ ვკარი ხელი იმ ღამეს?! ჩემი ბრალი იყო, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. ის კი მიუხედავად ჩემი ეგოისტობისა, მიუხედავად ჩემი უგულო ქცევებისა, მკვდარიც კი არ მაძლევდა დანებების უფლებას. მე ამად არ ვღირდი, ზიზღით დავიხედე აკანკალებულ ხელებზე, რამდენი არამზადაც არ უნდა მომეკლა ირაკლის სისხლს მაინც ვერ ჩამოვირეცხავდი ხელებიდან.
ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და ვისკის ჭიქას ხელი დავავლე. ისევ მივედი ბართან და სასმელი ჩამოვასხი. ხელები საშინლად მიკანკალებდა. ჭიქა ამჯერად პირთამდე გავავსე და ტუჩებთან მივიტანე, მაგრამ არ დამილევია, გაცეცხლებულმა ვისკის ჭიქა კედელს მივანაცრხე. სასმელი და ჭიქის ნაფშვენები სპარსულ ხალიჩაზე მიმოიფანტა.
- ამას ვიმსახურებ, უნდა ვიტანჯებოდე კიდეც, არავითარი გასათიში საშუალებები! მან სიცოცხლე მოგცა შენ კი ტკივილისთვის ვერ გაგიძლია, მხდალო! - ჩავისისინე ზიზღით და ჩემი ოთახისკენ წავედი არეული ნაბიჯით.
სანამ ბოლომდე ავათავებდი კიბეს, მომეჩვენა, რომ ოთახში ვიღაცის ლანდმა გაიელვა. ალბათ თორნიკე იყო და ისევ მითვალთვალებდა, თუმცა ახლა სულ არ მაინტერესებდა რას იფიქრებდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ახლა თუ არა ოდესმე მაინც ირაკლის ჩემთვის ეპატიებინა, რომ ისე ვერ გავუფრთხილდი, როგორც თვითონ მიფრთხილდებოდა...
ოთახში ძლივს შევბარბაცდი, თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, სასმელმა ბოლო მომიღო. გაბრუებული ლოგინზე მივწექი და თვალები დავხუჭე. ვერ მოვისვენე, თავის ტკივილი მაწუხებდა, გვერდი ვიცვალე და თავზე ბალიში წავიფარე, მაგრამ არ მიშველა, ტკივილი გაძლიერდა.
- ოღონდ ახლა არა! - ამოვიჩურჩულე ძალაგამოცლილმა.
კბილს კბილი დავაჭირე, რომ ტკივილი, როგორმე შემეკავებინა, მაგრამ სულ ტყუილად. პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. თავზე ხელები წავიჭირე. ღრმად შევტოპე, ისედაც ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ირაკლის გახსენებას...
ტკივილისგან ხელ ფეხი დამეკრუნჩხა, მაგრამ თვალებში არ დამბნელებია, არც გონება დამებინდა როგორც მუდამ მემართებოდა ხოლმე, პირიქით, კადრები კინოფირივით დამიტრიალდა გონებაში - კარნავალის ღამე, ირაკლი უკან დამედევნა...
- არა, გთხოვ, ოღონდ ახლა არა! - პირზე ბალიში ავიფარე, რომ კივილი ჩამეხშო.
მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი არ მემორჩილებოდა, დაუნდობლად მახსენებდა გულის ბნელ კუთხეში გამომწყვდეულ მოგონებებს - ირაკლი გულში მიხუტებდა და მებოდიშებოდა, არსაიდან შავი მერსედესი გამოჩნდა, მინები ჩაიწია, იარაღის ლულამ ლამპიონის შუქზე გაიელვა...
- გეყოფა!!! - ვიკივლე გამწარებულმა, თავი ლამის შუაზე გამპობოდა.
მოვიკრუნჩხე და ის იყო გონება უნდა დამეკარგა, რომ ტკივილი შემეშვა. აქოშინებულს ხელები უღონოდ ჩამომიცურდა. თავბრუმესხმოდა და გული მერეოდა. კარი შემოგლიჯეს, ვიღაც ოთახში შემოვარდა, არ დამინახავს ვინ იყო, თვალები დახჭული მქონდა რომ გული არ ამრეოდა. ზურგზე გადმომაბრუნეს
- ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ და მაშინვე უკან გავარდა, მისი სწრაფი ნაბიჯების ხმა დერეფანში მესმოდა.
სისველე ვიგრძენი. აკანკალებულმა ტუჩებზე ხელი მოვისვი და თვალები ოდნავ გავახილე. თითებზე სისხლი მქონდა. სიბრაზემ ცეცხლივით დამიარა ტანში და ხელი უღონოდ ჩამომივარდა. თვალები დავხუჭე, თავს ასე გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. საფეთქლები ოდნავ მიფეთქავდა, როგორც იქნა ყველაფერს მივხვდი.
- ამად ღირდა! ახლა ვიცი ვინც ხარ. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და გონებაც დავკარგე.


თავი ოცდამეცხრე
თვალები ძლივს გავახილე, ქუთუთოები ისე დამძიმებოდა, თითქოს გირები მომაბეს. თავიც მისკდებოდა. თვალები ავახამხამე, რომ გამოსახულებები უფრო მკვეთრი ყოფილიყო. ფანჯრიდან ვერცხლისფერი სინათლე იფრქვეოდა - თოვდა, მსხვილი ფიფქები გამეტებით ეხლებოდნენ ფანჯრებს. გვერდით გავიხედე და ლექსო დავინახე, მჯდომარეს ჩემს ლოგინზე თავი ჩამოედო და ეძინა. გაჭირვებით წამოვჯექი და თავზე ხელი ნაზად გადავუსვი. ოდნავ შეიშმუშნა და თვალები გაახილა.
- დილამშვიდობის. - გავუღიმე სუსტად.
- როგორ ხარ? - თვალები მოისრისა და შეშფოთებულმა შემათვალიერა.
- ცოტა სუსტად, ისე არამიშავს.
- წუხელ რა დაგემართა?
- რა?
- წუხელ! ცუდად გახდი, ცხვირიდან სისხლი მოგდიოდა. - თვალები დავხუჭე, ყველაფერი გამახსენდა. სახეზე ხელები ავიფარე.
- ნაია!
- არაფერი, - თვალები მოვისრისე და დაელმებულმა ლექსოს შევხედე - გადავიღალე, ესაა და ეს, ყველაფერი რიგზეა, შენ რამდენი ხანია ასე გძინავს?!
- წეღან ჩამთვლიმა, - ტყუილი არასდროს გამოსდიოდა.
- ჰო, რა თქმა უნდა, ლუკა არ დაბრუნებულა? - გავხედე ფრთხილად.
- არა.
- რა ჯანდაბა ხდება არ მეტყვით? გუშინ ისე გავარდა, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
- ცოტახანში ალბათ დაბრუნდება კიდეც. - მაჯაზე საათს დახედა და კეფა მოიქექა.
- კარგი, ამაზე კამათს რა აზრი აქვს, დედაჩემი როგორ არის? რამე ხომ არ გაიგო, როცა მე...
- არა, - ლექსოს სახე გაუმკაცრდა - ჩვენები სულ გვერდით არიან, ბევრჯერ გიკითხა, დამირეკოსო, მაგრამ ვუთხარით, რომ ჯერ-ჯერობით ეს სახიფათოა, ამიტომ როგორც შეუძლია ითმენს, მაგრამ რომ შეეხმიანო კარგი იქნება, ცოტა გულზე მოეშვება.
- კარგი, - ამოვისუნთქე, რახან არაფერი იცოდა ესეიგი მშვიდობა იყო, ერთი სადარდებელი გულზე მომეშვა - დაჩიზე რამე ხომ არ გაგიგია?
- ისევ საავადმყოფოში წევს, - მითხრა შუბლშეკრულმა - ძაღლები გვერდიდან არ სცილდებიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე დაცული მაინცაა.
- როდის გამოწერენ ხომ არ იცი? ან როგორ არის, რამე ხომ არ სჭირდება?
- ნაია, ოჯახი თავზე ადგას, ყველაფერი რიგზეა, ყველაზე ასე ნუ ნერვიულობ! - წარბშეკრულმა უკმაყოფილოდ გამომხედა - შენ თავზე იდარდო ჯობია, რატომ მოგდის ცხვირიდან სისხლი?
- ნუ პანიკობ, არაფერია. ძალიან თუ გადავიღლები ხოლმე ასე მემართება ესაა და ეს.
- ჰო? თუ სასმელის ბრალია? - გამომხედა წარბებაწკეპილმა. სახეზე ალმური მომედო.
- რა სასმელი?
- სერიოზულად? - წარბები კიდევ უფრო მაღლა აუცოცდა - აქაც კი მცემს სამოცწლიანი დაძველების ვისკის სუნი!
- არც ისეთი კარგია, როგორც ფიქრობ. - ვუპასუხე უხერხულად და ბალიშზე შევსწორდი - საზიზღარი გემო ჰქონდა.
- სასმელი რომ არ გიყვარს ვიცი, მაშინ წუხელი რამ გაიძულა დალევა? მითუმეტეს მაშინ როცა ათას წამალს სვამ! - ეჭვით მაკვირდებოდა.
- მარტო ვიყავი და მოვიწყინე, რა მოხდა მერე? - მხრები ავიჩეჩე, თუმცა თვითნაც ვხვდებოდი რა სულელურად ჟღერდა ეს პასუხი.
- თუ იმის გამო დალიე, რაც იმ წყეულ სახლში გადაიტანე? - სახე ქანდაკებასავით გაჰქვავებოდა.
- ჰო, ოქროს დღეები ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ისე დავსტრესილვარ, რომ ვისკის ბოთლი გამომეცალა.
- ტყუილი! - გამოსცრა კბილებში, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი - როგორ დააღწიე თავი იქაურობას? შეგიძლია მომიყვე იქ რა მოხდა?
- არა! - ვუპასუხე მოწყვეტით, უხეშად გამომივიდა, ლექსოს თვალი ავარიდე.
- მესმის რომ ამაზე ლაპარაკი არც გინდა და არც შეგიძლია, - მიპასუხა პაუზის შემდეგ - მაგრამ ეს კოშმარი შიგნიდან შეგჭამს თუ ამაზე არ ილაპარაკებ, პირადი გამოცდილებიდან გეუბნევი.
ლექსოს გავხედე, ნაცრისფერი თვალები სევდით და მწუხარებით ავსებოდა. მიუხედავად სახეზე აღბეჭდილი ტანჯვისა და გაბარდული წვერისა მაინც უღმერთოდ ლამაზი იყო.
- მირჩევნია შიგნიდან შემჭამოს, ვიდრე შენ გატკინო! - ვუპასუხე ცივად - მშვენივრად ვიცი შენი სულელური მოსაზრებების შესახებ!
- მე ის უფრო მტკივა, რომ ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ, ამ ყველაფერს შენში იკლავ, - სახე ოდნავ მოულბა - ამდენს ვერ მოერევი, ნაია, რაც არ უნდა იყოს მაინც პატარა გოგო ხარ. შენს მხრებზე საკმარისზე მძიმე ტვირთი დევს, მეგობრები კი იმისთვის არსებობენ რომ ერთმანეთს დაეხმარონ, საშულაება მომეცი რომ მაგ ტვირთის თრევაში დაგეხმარო, ეს მაინც გავაკეთო შენთვის.
ბოლო სიტყვები განსაკუთრებით არ მომეწონა, მის ხმაში დანაშაულის ნოტები იგრძნობოდა. ლექსოს ყურადღებით დავაკვირდი, მასთან არასდროს მიჭირდა ლაპარაკი, მაშინაც კი როცა ირაკლი ახალი გარდაცვლილი იყო და ვერავისთან ვერ ვკონტაქტობდი, ლექსო ერთადერთი იყო ვისთან დალაპარაკებაც არ მაღიზიანებდა.
ახლაც კი როცა მერიდებოდა ჩემი ცოდვების ხმამაღლა თქმა, ლექსოსთან შემეძლო ამის მოყოლა, მას უფრო ვეტყოდი ვიდრე ლუკას, მაგრამ რა მოხდებოდა როცა გაიგებდა რა ჩავიდინე? მე რომ არ განმსჯიდა ზუსტად ვიცოდი - ის ისევ საკუთარ თავს დააბრალებდა ყველაფერს, რომ ის რომ არა ამის გაკეთება არ მომიწევდა და ათასი სისულელე.
ჰოდა ისმოდა კითხვა - ღირდა კი ჩემი გულის დაცლა ამად? ლექსო უარესად დამეტანჯა და აფსურდული ფიქრებით თავი მოეშხამა? მით უფრო მაშინ როცა სარდაფში მომხდარი არაფრით არ უკავშირდებოდა მას. ეს ჩემი სურვილი იყო, ასე მინდოდა და გავაკეთე და ისევ გავაკეთებდი. მაგრამ ამაში ლექსოს დარწმუნება ძალიან გამიჭირდებოდა.
- ნაია, - ლექსო სკამიდან ადგა და გვერდით მომიჯდა - რა გაწუხებს?
- შენი წვერი, - ვუპასუხე სიცილით - პირდაპირ ნერვებს მიშლის, გაიპარსე რა?
- ჩემი წვერი, - გაიმეორა წარბაწეულმა - მე აქ გულითადი საუბრის გაბმას ვცდილობ და შენ წვერზე მიკეთებ იდიოტურ კომენტარს?!
- საშინლად არ გიხდება, სპლინტერს ჰგავხარ, კუ-ნინძებიდან. - სიცილი ამიტყდა, ლექსომ ამრეზით გამომხედა.
- ახლა მე ავდგები, ამ კარიდან გავალ და ღირსეულად მოვინელებ ამ შეურაცხყოფას! - წამოდგა და ცხვირაწეული გაემართა ჰოლისკენ.
- ცხელი შოკოლადი გამომიყოლე, - მივაძახე სიცილით - და თავის ტკივილის რამე წამალი.
- უმადური ლილიპუტი! - მომესმა ჰოლიდან ლექსოს ჯუჯღუნი.
- ყველაფერი გავიგონე!
წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე, თავი მართლაც საშინლად მტკიოდა. ფეხსაცმელები ჩავიცვი, თხელი ლურჯი სვიტერი გადავიცვი და აბაზანაში შევედი კბილების გასახეხად. თავი მოვიწესრიგე და ბიჭების ოთახისკენ გავემართე. ფეხაკრეფით მივუახლოვდი კარს და ოდნავ შევაღე. აჩი საბანში გახვეულიყო და მშვიდად თვლემდა. გამეღიმა, კარი გამოვიხურე და პირველ სართულზე ჩავირბინე. ბუხართან ექიმი იჯდა და ჟურნალში რაღაცას კითხულობდა, სამზარეულოდან კი ხმაური ისმოდა.
- გამარჯობა ექიმო, - ზრდილობიანად მივესალმე და სამზარეულოსკენ გავემართე.
- გამარჯობა, ნაია - მომესალმა ავთანდილი, ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჟურნალისთვის.
- ამას რა სჭირს? - ჩუმად ვუჩურჩულე ლექსოს და მაფინი ხელიდან გამოვგლიჯე.
- ორი ღამეა ნორმალურად არ უძინია, - ლექსომ ნახევარი მაფინი უკან წამართვა და ხახაში გაიქანა - წუხელი კი რაღაცას ბოდავდა, მგონი ვიღაც ქალის სახელს ახსენებდა. ბიჭებმა შემთხვევით გაიგეს და ხომ ხვდები... - ალმაცერი ღიმილით ჩამოასხა ჭიქაში ყავა
- დასცინეთ? - შევხედე აღშფოთებულმა - რა საშინელი ადამიანები ხართ!... რა სახელი თქვა? - გავხედე ქვემოდან.
- გველო! - ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- სხვათაშორის ამ სახლში თხელი კედლებია ახალგაზრდებო! - გამოგვძახა ექიმმა. მე და ლექსომ ერთმანეთს გადავხედეთ და ჩუმად გავაგრძელეთ ფხუკუნი.
- ჰო, მართლა - საუზმის მზადებას თავი ანება და მომიბრუნდა - მაშინ რაღაცის მოცემას ვაპირებდი და ვერ მოვახერხე.
თვალებგაფართოებულმა ავხედე, გამახსენდა, რუსეთიდან სანამ დაბრუნდებოდა მითხრა შენთვის საჩუქარი მომაქვსო.
- ჩემი საჩუქარი! - თვალებგაბრწყინებულს თავის ტკივილი მაშინვე გადამავიწყდა. ჯიბეში ღიმილით ჩაიყო ხელი და ხავერდის, შავი, მომცრო ყუთი ამოაძვრინა.
- არ ვიცი რამდენად მოგეწონება, მაგრამ ვფიქრობ რომ შეგეფერება. - ყუთი გამომიწოდა და დაძაბული მომაჩერდა.
- კარგი - ოდნავ აკანკალებულმა ყუთი გამოვართვი და გავხსენი.
შავი ხავერდის ბალიშზე ვერცხლისფერი ანგელოზი ესვენა. პაწაწინა ფრთები და თვალები ბრილიანტის თვლებით ჰქონდა მორთული. გაოცებისგან დავმუნჯდი, ულამაზესი იყო და დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირიც ეღირებოდა!
- არ მოგეწონა ხომ? - მოიღუშა იმედგაცრუებული.
- მოკეტე! - ანგელოზს ნაზად შევეხე. გული ამიჩუყდა და აცრემლებული ლექსოს მოვეხვიე - ულამაზესია, დიდი მადლობა.
- მართლა მოგეწონა?
- მეტისმეტად ლამაზია და დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირიც ეღირებოდა! - ჩამოვეხსენი და დაბღვერილმა ავხედე.
- შენ არავინ გეკითხება, - გამომხედა აწკეპილი წარბებით - მოდი გაგიკეთებ.
ანგელოზი კოლოფიდან ხალისით ამოაძვრინა, თმა გვერდით გადმომიწია და ყელსაბამი გამიკეთა. როცა ცივი ლითონი კანზე შემეხო ჟრუანტელმა დამიარა და გულში სითბო ჩამეღვარა.
- უბრალოდ ყელსაბამი არ არის, მოსკოვში ერთი მაღაზიაა სადაც ამულეტებს ყიდიან. ამბობენ მათ ბედნიერება და სიმშვიდე მოაქვთო. ასეთი რამეების დიდად არ მჯერა, მაგრამ - კეფა მოიქექა და უხერხულად გამიღიმა - უბრალო, მინდა, რომ რაღაცის გჯეროდეს, არ აქვს მნიშნველობა ეს რეალურად ასეა თუ არა. მჯერა რომ რასაც შენ ჩათვლი რეალურად ის მართლაც ასე იქნება. როცა მაგ ანგელოზს შეხედავ მინდა გაგახსენდეს რას ნიშნავ ჩვენთვის, ჩემთვის და ლუკასთვის. შენ ოჯახის წევრი ხარ, ნაია.
თვალებში ცრემლები ამიბრჭყვიალდა, მისგან ასეთი სიტყვების მოსმენას არ ველოდი. თითოეული მისი ნათქვამი გულზე მხვდებოდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი მეგობარი მყავდა.
- ძალიან მიყვარხარ! - ვუპასუხე ხმადაბლა და ისევ მოვეხვიე.
- ცეროდენა, - თავზე ნაზად გადამისვა ხელი და თვითონაც მომეხვია.
- კარგი, ახლა კი წამომყევი, - ჩამოვეხსენი, ხელი დავავლე და მეორე სართულისკენ წავათრიე.
- სად მიგყავარ? - მკითხა გაკვირვებულმა.
- ნახავ - კიბეებზე ავედი და თან გავიყოლე. როცა ჩემს ოთახში შევათრიე და აბაზანის კარი გავაღე სულ დაიბნა.
- რას აკეთებ?
- აქ იყო, სადღაც, თვალი მოვკარი.
ვბუტბუტებდი ჩემთვის და თაროებს ვქექავდი სადაც შამპუნები და ტანის მოვლის საშუალებები ელაგა და როგორც იქნა ვიპოვე. შამპუნებს შორის წვერის საპარსი მანქანა გამოვაძვრინე.
- ეს სადღა იპოვე? - მანქანას გაოცებული მიაჩერდა.
- გუშინ შევამჩნიე - მანქანა ყუთიდან ამოვაძვრინე და შტეფცელში შევაერთე - მოდი აქ! - ხელი მოვკიდე და ძალით ჩამოვსვი უნიტაზზე - არ გაინძრე!
გრძელი წვერის მანქანით მოშორება გამიჭირდა, ამიტომ ზოგან მაკრატლით ვაჭრიდი თმას, თან ვცდილობდი არ გამცინებოდა. სახეაკორტნილი სასაცილოდ გამოიყურებოდა. თვითონ გაუნძრევლად იჯდა სკამზე, გაყუჩებული და ხმას არ იღებდა. ცოტახანში საქმიანობას მოვრჩი და ჩემი შედევრი შორიდან შევათვალიერე - როგორც იქნა სახე მოუსუფთავდა და ძველი იერი დაიბრუნა.
- ასე უკეთესია, - გავუცინე გამხიარულებულმა.
- ჰო? - ლექსომ ღიმილით მოისვა სახეზე ხელი.
- ჰო, მაგრამ არ დამისრულებია ჯერ.
ხელზე პარსვის შემდგომი კრემი წავისვი, სახეზე ხელები მივადე და მსუბუქად წავუტყაპუნე. ბევრჯერ მინახავს ლუკა ამას როგორ აკეთებდა. ჩემს შეხებაზე შეიჭმუხნა.
- ნუ იბღვირები, ვიცი რომ მწარეა მაგრამ არაუშავს უარესებიც აგიტანია. ესეც ასე ახლა თავისუფალი ხარ.
- კრემი გასაგებია, მაგრამ სახეში რატომღა მიტყაპუნებ ხელს? - ამომხედა უკმაყოფილოდ.
- ასე ნაკლებად გეტკინება, თუ არა? - დავამატე ყოყმანით. ლექსოს გაეცინა.
- ჰო, ჰო იცინე - გაბრაზებულმა საპარსი მანქანა ყუთში დავაბრუნე და ისევ თაროზე შემოვდე. უცებ თავბრუდამეხვა და წავბარბაცდი.
- ნაია! - ლექსო დაფეთებული წამოდგა და ხელი შემაშველა - რა გჭირს?
- არაფერი. - ვუპასუხე უღონოდ და მკლავზე დავეყრდენი. ფეხებში საშინელი სისუსტე ვიგრძენი, მუხლი მომეკვეთა.
- ნაია! ჯანდაბა! - ლექსომ ხელში ამიტაცა და საძინებელში გამიყვანა.
ლოგინზე წამომაწვინა და თავქვეშ ბალიშები ამომიდო. სახეზე ფერი არ ედო. მინდოდა დამეწყნარებინა კარგად ვარ-თქო, მაგრამ ვერ მოვახერხე, ენას ვერ ვიმორჩილებდი, ძალიან მომეძინა. ყურებმა კი წივილი დამიწყო.
- ავთანდილ! - იყვირა ლექსომ - ავთანდილ! ახლავე აქ მოდი! ნაია, - სახეში მსუბუქად წამიტყაპუნა ხელი - ნაია, თვალები გაახილე!
- ლექსო! - ოთახში ექიმი შემოვარდა - რა მოხდა?
- არ ვიცი, ცუდად გახდა - უპასუხა აკანკალებულმა - ავთანდილ, რა სჭირს?
- მიმიშვი, - ლექსო გვერდით გასწია და გვერდით მომიჯდა - ნაია, საყვარელო, შემომხედე - თვალები ძლივს გავახილე და ექიმს ავხედე, ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, თვალები ისევ დავხუჭე რომ გული არ ამრეოდა.
- თავბრუმეხვევა, - ამოვიჩურჩულე უღონოდ - ლექსო, სად არის...
- აქ ვარ, - ჩამესმა ლექსოს ანერვიულებული ხმა - აქ ვარ, ნუ ნერვიულობ, ავთანდილ, ხმა ამოიღე! - ლამის უყვირა.
- დაწყნარდი, ეს სასმელის ბრალია, წამალი ახალი მიღებული ჰქონდა რომ დალია და უკუშედეგი მისცა.
- და გააკეთე რამე!
- ნაია, ეს აბი დალიე - თავი წამომაწევინა და რაღაც ყვითელი მოცუცქნული წამალი პირში ჩამიდო და წყალი მიმაყოლებინა - არაფერია, ნუ ნერვიულობ, გაგივლის. ცოტახანი ასე იწექი, არ გაინძრე და გადაგივლის კარგი? - თავი სუსტად დავუქნიე, თვალი არ გამიხელია, იმის შიშით რომ გული არ ამრეოდა.
- უკეთ იქნება? - ლექსო გვერდით მომიჯდა და ხელი ძლიერად ჩამჭიდა.
- კი, უბრალოდ ძალების აღდგენა სჭირდება. ამდენმა წამლებმა სრულიად გამოფიტა, ორგანიზმმა კი სასმელს ვეღარ გაუძლო, მაგრამ არაუშავს დროთა განმავლობაში ფეხზე დადგება, ძლიერი გოგოა. ახლა იწვეს და ყურადღება მიაქციე, რომ არ ადგეს, მე არ მიჯერებს.
- კარგი - ლექსომ თავზე ხელი გადამისვა. ექიმის ნაბიჯების ხმა დერეფანში გაისმა, როგორც ჩანს წავიდა.
- კარგად ვარ, - ამოვიჩურჩულე უღონოდ, მთელი ორგანიზმი დამძიმებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კილომეტრები შეუჩერებლივ მერბინოს.
- შემაშინე, - ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა - ასე აღარ მომექცე, თორემ კოჭებს დაგიხვრეტ! არ ვხუმრობ! - თვალები გავახილე და ლექსოს ღიმილით ავხედე, სახეზე ფერი ნელ-ნელა უბრუნდებოდა, მე კი უფრო მკვეთრად ვხედავდი ყველაფერს, ნელ-ნელა ძალები მიბრუნდებოდა.
- მაინც და მაინც კოჭებს რატომ? რამე ქურდული ხოდია თუ? - ვკითხე სიცილით - ასე ნუ მიყურებ, უბრალოდ მაინტერესებს.
- იმიტომ, რომ ვეღარსად გაიქცევი და ვეღარაფერს გააფუჭებ!
- კარგი, შევთანხმდით - ენა გამოვუყე. ლექსოს გაეცინა და ცხვირზე თითი წამკრა.
- ახლა დაიძინე, დასვენება გჭირდება.
- არა, არ მინდა - უკმაყოფილოდ წამოვიწიე ბალიშზე.
- რას აკეთებ? - დამიცაცხანა გაბრაზებულმა და ძალით ჩამტენა ლოგინში - არც კი იფიქრო ადგომა! ვერ გაიგე ექიმმა რა თქვა?
- ამდენი წოლისგან უფრო ცუდად ვარ. - ამოვიბუზღუნე გაბრაზებულმა.
- ნუ წუწუნებ, კარგად იქნები.
- ლუკა მალე დაბრუნდება? - ვიკითხე საწყლად, ძალიან მინდოდა რომ მოსულიყო, ახლა მისი აქ ყოფნა ძალიან მჭირდებოდა.
- მალე დაბრუნდება, - მიპასუხა ღიმილით და ხელზე მაკოცა - ცოტაც მოითმინე და ყველაფერი დამთავრდება.
ამ ნათქვამმა ლუკას სიტყვები გამახსენა. ძალიან მინდოდა მეკითხა რა ჯანდაბა ხდებოდა, მაგრამ ვიცოდი რომ მაინც არაფერს მეტყოდა და აქეთ მომაყრიდა კითხვებს დავიდოვმა რა გითხრაო. მე კი ჯერ არ ვიყავი მზად სარდაფში მომხდარზე ხმამაღლა მესაუბრა.
- ნაია?! - ნამძინარევი სახით ოთახში აჩი შემოვიდა - რა ხდება? კარგად ხარ?
- კარგად არის, - უპასუხა წარბშეკრულმა და აბურძგნული თავი უფრო აუჩეჩა - შენ რატომ გღვიძავს ასე ადრე?
- შენი კეთილხმოვანი ჟღურტულის დამსახურებაა. - ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ, ლექსომ კუშტად გადახედა, თავი ვერ შევიკავე და გამეცინა.
- როგორც ჩანს ახლო მეგობრები ხართ.
- ხანდახან მაბრაზებს ხოლმე, ისე არაუშავს კარგი ბიჭია - მიპასუხა აჩიმ, ლექსოს სახე კიდევ უფრო მოექუფრა. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. - კარგი, მეგობარო ვხუმრობ რა გჭირს?!
- იცი, რომ ძალიან საშიში კრიმინალი ვარ? - შეუღრინა გაბრზებულმა - ძალიან საშიში, იმდენი კაცი მყავს მიტყეპილი შენს უსუსურ გოგრაზე არ არის მაგდენი ღინღლი, ამიტომ ფრთხილად შუტკებთან!
- ისე მიტყეპვაზე გამახსენდა, ქუჩაში რომ ვცხოვრობდი ერთი-ორ ბობოლას პანღური ამოვარტყი, ზედმეტად გაბზეკილები დადიოდნენ და ნერვები მომეშალა. თუ ტრაბახია ტრაბახი იყოს!
- რაო?! - ახლა მე გამიმკაცრდა სახე, ლექსო და აჩი კი ახარხარდნენ - სულაც არ არის სასაცილო!
- ამას ვინ ამბობს? - ლექსომ სიცილით გადმოიტანა ჩემზე მზერა - ხომ არ გაგახსენო შენი ცოდვები?
- ჩემი ცოდვები ჩემი საქმეა და ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ქმედება მოსაწონია! - დავუბრიალე თვალები.
- ჰო, ჰო - აჩიმ ღიმილით გადამისვა თავზე ხელი - ბოდიში, აღარ ვიზამ, ოღონდ ნუ ბრაზდები.
- დაგაჩმორეს შე ცუციკო? – ნიშნის მოგებით გახედა აჩის. გაღიზიანებულმა ლექსოს ბალიში ვესროლე - მე საუზმეს მოვიტან!
ბალიში მოხერხებულად აიცილა და ოთახიდან გაიძურწა, აჩის გაეცინა და გვერდით მომიჯდა. კარგად გამოიყურებოდა, ბიჭებმა ახალი ტანსაცმელი უყიდეს და აშკარად ლუკას გემოვნებით, ლურჯი სვიტერი და ჯინსის შარვალი მეცნო. თავი კი ისევ ძველებურად გადასჩეჩოდა. გულში სითბო ჩამეღვარა, აჩის მოკლე ხანში ყველა ძალიან მივეჩვიეთ. განსაკუთრებით კი ლუკა, აჩიზე უფროსი ძმასავით ზრუნავდა.
- კარგი, მითხარი როგორ ხარ - ვკითხე ღიმილით.
- მე მშვენივრად, მაგრამ შენ როგორ ხარ? ლექსოს ყვირილი გავიგე, ცუდად გახდი? - მკითხა შეწუხებულმა და სახე მომითვალიერა.
- უბრალოდ თავბრუდამეხვა ეს იყო და ეს, ლექსოს კი შეეშინდა.
- ნუ მატყუებ! - გამომხედა წარბაწეულმა - ვიცი, რომ კარგად არ ხარ, მაგრამ იქნები.
აჩის ღიმილით შევხედე, ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ბავშვი იყო, ამასთან მზრუნველი და თბილიც. ერთ ადამიანს ძალიან მაგონებდა. მზერა ავარიდე, რომ გულზე მოწოლილ ემოციებს გავმკლავებოდი.
- ნაია, - აჩი ახლოს მოჩოჩდა და სახეზე ხელი ჩამომისვა - ყველაფერი კარგად იქნება, იცი, მაშინ სარდაფში რომ ამოვყავი თავი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ იქიდან ცოცხალი გამოვაღწევდი, მაგრამ მერე შენ გამოჩნდი. რამდენიმე კვირის წინ მე არავინ მყავდა, ახლა კი თქვენ მყავხართ, ყველა. ნუ ფიქრობ რომ იმედი დაკარგულია.
გამეღიმა, მკლავები მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე. თვითონაც მომხვია ხელები და სახე ჩემს თმაში ჩამალა. წამით თითქოს გულზე მომეშვა.
- მიდი, სამზარეულოში ჩადი და ისაუზმე, ლუკამ მითხრა რომ ნორმალურად არ იკვებები, ასე არ შეიძლება!
- შენ თუ შეჭამ მეც შევჭამ!
- კარგი, თანახმა ვარ.
- ორ წუთში აქ გავჩნდები, - მიპასუხა ღიმილით და ტყვიასავით გავარდა ოთახიდან.
ბალიშზე შევსწორდი და ფანჯარაში გავიხედე, გარეთ ისე ლამაზად თოვდა, რომ თეთრ ფიფქებს თვალს ვერ ვაცილებდი. ყოველთვის სუნთქვაშეკრული ველოდებოდი პირველ ფიფქებს და ირაკლის მაშინვე ეზოში მივათრევდი ხოლმე საგუნდაოდ. ახლა კი - ახლა ყველაფერი სულერთი იყო.
თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მართლა მწამდა, რომ თუ დავიდოვს და მის დამპალ ხროვას ბოლომდე ამოვწყვეტდით ეს მომხდარს შეცვლიდა. ეს სრული სისულელე და სიგიჟეც კი იყო, მაგრამ ტკივილისგან გონებადაბინდულ ადამიანს რა ჭკუა მოეკითხება. ალბათ ასე უფრო იოლი იყო ცხოვრების გაგრძელება, რაღაცის მოლოდინით, რაღაცის იმედით. მე ერთხელ უკვე ვნახე ირაკლი, იქ, სარდაფში. მე ის ვნახე და ახლა იმედი გამიჩნდა, რომ მას კიდევ ვნახავდი, თუნდაც ამისთვის ლომის ხახაში თავის შეყოფა დამჭირვებოდა.
ნელ-ნელა მომეძინა. ალბათ წამალმა მოქმედება დაიწყო. სხეული დამიმძიმდა და თვალები თავისით დამეხუჭა. ლექსოს ნაჩუქარი ანგელოზი მუჭში მოვიმწყვდიე და გვერდი ვიცვალე. შავმა ბურუსმა თავბრუდამახვია და საბოლოოდ ჩამითრია თავის უძირო უფსკრულში.

****
სახეზე ნაზი შეხება ვიგრძენი, თვალები ძლივს გავახილე. ოთახში საშინლად ბნელოდა, ფანჯრებიდან კი სავსე მთვარის შუქი შემოდიოდა და მკრთალად ანათებდა ოთახს. თვალები მოვიფშვნიტე და უკან გადავბრუნდი. ლუკა ჩემს ზურგს უკან წამოწოლილიყო და ნაზად მეფერებოდა თმაზე. სუსტად გამეღიმა და გული სითბოთ ამევსო, მისი დანახვამ შვება მომგვარა.
- როგორ მიხარია შენი ნახვა. - მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე და სახეზე მივიდე.
- როგორ ხარ? ლექსომ მითხრა, რომ ცუდად გახდი.
- აჭარბებს - მხრები ავიჩეჩე და ხელზე ვაკოცე - მხოლოდ თავბრუდამეხვა, წამლების ბრალია, ამდენი აბები სულ მაშტერებს!
- ესეიგი წამლები გაბრუებს? - მკითხა ეშმაკურად და ტუჩებზე დამეწაფა.
გაბრუებულს გონება დამებინდა. კისერზე ხელები მოვხვიე და ჩემსკენ მივიზიდე. მის შეხებას ჭკუიდან გადავყავდი. ნაზად მეალერსებოდა ცდილობდა ზედმეტად არ შემხებოდა, რომ რამე არ ეტკინა. მე კი პირიქით, უფრო მაგრად მინდოდა რომ მომხვეოდა. ბოლოს მომწყდა და ამოსუნთქვის საშულაება მომცა.
- შენთვის რაღაც მაქვს.
სახეზე თბილი ღიმილი გადაეფინა. ზურგს უკან ხელი გადაჰყო და სისხლივით წითელი ვარდი მომაწოდა. მსგავსი სილამაზე არასოდეს მენახა, უზარმაზარი ხავერდის ფურცლები იდეალურად შემოჰკვროდნენ ერთმანეთს და თვალწარმტაც გვირგვინს ქმნიდნენ. ყვავილს გამაბრუებლად ტკბილი და ნაზი სურნელი ასდიოდა.
- ეს რისთვის? - ვკითხე აღფრთვანებულმა და ვარდს კიდევ ერთხელ ვუყნოსე, ზოგადად ყვავილები არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ეს ნამდვილად განსაკუთრებული იყო.
- დაბადების დღეს გილოცავ. - მიჩურჩულა და ყურის ძირში ნაზად მაკოცა.
- რა? - გაოცებულს თვალები დამიმრგვალდა, კი მაგრამ რა რიცხვი იყო?!
- საკუთარი დაბადების დღე როგორ დაგავიწყდა? - მკითხა სიცილით და ცხვირზე თითი წამკრა.
- დღეს 29 იანვარია? - ვკითხე გაოცებულმა, ნუთუ ამდენი დრო გავიდა?!
- ჰო.
- რა დრო გასულა, - ჩაფიქრებულმა ვარდის ფურცლებს ნაზად გადავუსვი თითი - გმადლობ, ძალიან ლამაზია.
- შენსავით - თბილად გამიღიმა და ტუჩებზე ნაზად გადამისვა თითი - თუმცა ეს არ არის საჩუქარი - მიპასუხა ეშმაკურად.
- რა საჩუქარი? - ვკითხე დაბნეულმა, ახლა გონება სულ სხვაგან მიქროდა.
- დაბადების დღეზე საჩუქრებს იღებენ, ნაია. - მიპასუხა წარბაწეულმა.
- ჰო, საჩუქარი - გავიმეორე უგულისყუროდ და ვარდს ისევ ვუყნოსე - არ მიყვარს საჩუქრები.
- რა მოხდა? - მკითხა ხმადაბლა.
- რა?
- რაზე დარდობ? სახეზე გაწერია, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს - ნიკაპში წამავლო ხელი და თავი ამაწევინა - რა მოხდა?
წამით ხმა ჩამიწყდა, ყელში ბურთი გამეჩხირა. ემოციები და გრძნობები ერთდროულად მომაწვა, ახლა რომ ხმა ამომეღო თავს ვერ შევიკავებდი და მის რომანტიკულ ღამეს გავაფუჭებდი. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ასე გაცილებით იოლი იყო პასუხის გაცემა.
- სანამ არ მეტყვი რა გჭირს საჩუქარს ვერ მიიღებ!
მითხრა მკაცრად, თუმცა მწვანე თვალები თბილად უელავდა. ყურადღებით დავაკვირდი სახეზე და ღრმად ჩავისუნთქე.
- შეგიძლია ერთგან წამიყვანო?
ამოვღერღე ბოლოს და პასუხის მოლოდინში გავისუსე. ლუკა წამით დაიბნა, შემდეგ კი ყველაფერს მიხვდა და სახე გაუქვავდა.
- ნაია, ეს საშიშია.
- ლუკა, ჩემი ცხოვრება საფრთხის გარეშე აღარ არსებობს, ძალიან გთხოვ...
- კარგი, - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - მიდი, ჩაიცვი.
- გმადლობ, - ტუჩებზე ვაკოცე, ვარდი ტუმბოზე დავდე და წამოვდექი.
როგორც შემეძლო სწრაფად ვიცმევდი. სახვევები ტანსაცმლის მორგებაში ხელს მიშლიდნენ. ცოტაც და მალე მოვიშორებდი ამ მუმიის საღამურს! ბოლოს ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და ლუკას მივუბრუნდი, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში უხმოდ მადევნებდა თვალს.
- წავედით?
ვკითხე ფრთხილად, თავს უკანასკნელ არამზადად ვგრძნობდი, მთელი ღამე გავუფუჭე, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო.
- კარგი - მიპასუხა მორჩილად და წამოდგა.
- ნუ ნერვიულობ, - მივედი და მისი სახე ხელებში მოივიქციე - არაფერი მოხდება, უბრალოდ მისი ნახვა მინდა, არცერთი დაბადების დღე მის გარეშე არ გამიტარებია.
- მესმის, - მიპასუხა სევდიანად და თავზე მომეფერა - წავედით.
პირველ სართულზე ჩავედით. ჩემდა გასაკვირად ოთახში არავინ დამხვდა, ალბათ ყველას ეძინა, ან არა... სახლიდან გამოვედით და თეთრი ჯიპისკენ გავემართეთ. მანქანის კარი გამოვაღე და ის იყო, უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ფარდულისკენ თვალი გამექცა. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და იქიდან თორნიკე გამოვიდა. ხელზე წამოცმული ხელთათმანები ზიზღით მოიძრო და იქვე მდგომ ნაგვის ურნაში მოისროლა.
წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, სწრაფად შემათვალიერა, შემდეგ კი ზურგი მაქცია და ისევ ფარდულში შევიდა. არ გამომპარვია მის მზერაში მიმალული ინტერესი და გაღიზიანება. შუბლშეკრული ჩავჯექი მანქანაში და კარი მოვიხურე. ლუკა კი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა.
- მართლა, - მანქანის ქვედა უჯრა გამოაღო და ხელი მოაფათურა - ეს გამომართვი.
- ჩემი იარაღი! - მთვარის შუქზე მარმარილოს ტარმა გაიელვა, გახარებულმა ცივ ლითონს სიყვარულით გადავუსვი ხელი - მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი.
- დიდი ხანია დაბრუნება მინდოდა, კორომში ვიპოვე. - საჭე მოაბრუნა და მანქანა ეზოდან გააგორა.
- გასაგებია - იარაღს ბოლოჯერ შევავლე თვალი და ზურგს უკან ქამარში ჩავიჩურთე.
წამით სალონში სიჩუმე ჩამოვარდა. ლუკა უხმოდ მართავდა მანქანას და ჩაფიქრებული იყურებოდა საქარე მინაში. ვიცოდი, რომ ჩემზე ღელავდა, მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა.
ლუკა ლამაზი სიურპრიზით მესტუმრა ოთახში. მე კი, იმის ნაცვლად რომ საყვარელი მამაკაცის ყურადღებით გახარებულს მისთვის მადლობა გადამეხადა, დაღუპული მეგობრის საფლავზე წაყვანა ვთხოვე. ისევ ნაცნობი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ორად ვიგლიჯებოდი.
- ბოდიში, რომ ყველაფერი გავაფუჭე.
- არაფერი გაგიფუჭებია - მიპასუხა ხმადაბლა, არ შემოუხედავს, შუბლშეჭმუხნული გასცქეროდა გზას.
- ნუ მამშვიდებ, მშვენივრად ვხვდები რა საშინლად ვიქცევი, მაპატიე.
- რა მოხდა იმ წყეულ სახლში? - მკითხა უცებ და პირველად შემომხედა. დავიძაბე და ლუკას თვალი ავარიდე.
- ამაზე ახლა უნდა ვისაუბროთ?
- ძილში სულ მის სახელს ახსენებ, - მიპასუხა ხმადაბლა, ტანში ცივმა ჟრუანტელა დამიარა და ლუკას თვალებგაფართოებულმა შევხედე - სულ ერთი და იმავეს იმეორებ, „მაპატიე, ძალა აღარ მაქვსო“, მთელი ეს დრო არაფერს გეკითხებოდი შენი განერვიულება არ მინდოდა, მაგრამ მინდა ვიცოდე იქ რა მოხდა.
გული მტკივნეულად შემეკუმშა. ნუთუ ამას ხმამაღლა ვბოდავდი?! ირაკლი ხშირად მესიზმრებოდა, უფრო სწორად მისი ხმა ჩამესმოდა ძილში, სასოწარკვეთილი მიყვიროდა გამოფხიზლდიო, მაგრამ არ მეგონა ამას ხმამაღლა თუ ვბოდავდი. თვალზე მოწოლილი ცრემლი მალულად მოვიწმინდე და ფანჯარაში გავიხედე.
- არამგონია ამის მოყოლა ღირდეს, - ვუპასუხე ხმადაბლა - რაც მოხდა მოხდა, ამის მოსმენით თავს უკეთ არ იგრძნობ.
- მე არა, მაგრამ შენ იგრძნობ - ხელზე ხელი მომკიდა და მაგრად მომიჭირა - ამ შხამისგან თუ არ დაიცლები ეს შიგნიდან გაგანადგურებს.
- შეიძლება, მაგრამ ეს რეალობას არ შეცვლის, ამის მოყოლით არაფერი შეიცვლება. გარდა იმისა, რომ გული გეტკინება, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მაპატიე.
თავი მივაბრუნე და ფანჯარაში გავიხედე. გარეთ ისევ გამეტებით თოვდა, ფანჯრიდან ჩემთვის უცნობი პეიზაჟები იშლებოდა. სახეზე ცრემლები უხმოდ ჩამომდიოდა და ლუკას მთელი ძალით ვუჭერდი ხელს. ადრე თუ გვიან ლაპარაკი მაინც მომიწევდა, მისთვის უნდა მეთქვა რაც დავიდოვმა მითხრა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა მისთვის ამხელა ტკივილი მიმეყენებინა.
- ლაპარაკს არ დაგაძალებ, - მითხრა პაუზის შემდეგ - მხოლოდ იმიტომ, რომ შენი უარესად განერვიულება არ მინდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი მოგვიწევს. უფლებას არ მოგცემ თავი მარტომ დაიტანჯო, არავის და არაფერს არ მივცემ უფლებას რომ ზიანი მოგაყენოს - ისევ! ამას აღარ დავუშვებ!
ცრემლები მოვიწმინდე და ლუკას გავხედე. შუბლშეკრული გზას გასცქეროდა და ყბაზე კუნთი დასჭიმვოდა. ნეტავ მაშინაც ასე ილაპარაკებდა როცა გაიგებდა რა მონსტრად ვიქეცი? იგივე თვალებით შემომხედავდა, როგორც ახლა მიყურებდა? თვალები დავხუჭე და ვეცადე გონება გამეთიშა. არაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა.
მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია, ჩუმად ვიჯექი და გზას გავყურებდი. თავს საშინლად ვგრძნობდი, რაც უფრო ვუახლოვდებოდით ვერის სასაფლაოს, მით უფრო მიმძიმდებოდა სული.
- მოვედით, - მითხრა ხმადაბლა და მანქანა შეაჩერა.
თავი ავწიე, ისე ვიყავი ბნელ ფიქრებში ჩაძირული, რომ ვერც კი შევამჩნიე სასაფლაოსთან როგორ მოვედით. თავი გავაქნიე, რომ ირაკლის უსულო სხეულის ხატება, როგორმე გონებიდან მომეშორებინა და ლუკას გავხედე.
- დამელოდე, მალე დავბრუნდები.
- მოიცა, - ლუკამ მაჯაში ხელი წამავლო და სევდიანად შემომხედა - გამოგყვები, შენი მარტო დატოვება არ მინდა.
- ყველაფერი რიგზეა, მალე დავბრუნდები.
კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვედი. თეთრი თოვლი სიბნელეში სუსტ სინათლეს ასხივებდა. გული შემეკუმშა, ღრმად ჩავისუნთქე და სასაფლაოს ავუყევი. საფლავებს თოვლის ქურქი წამოესხათ, ყველაფერი გადათეთრებულიყო, ბილიკზე კი ნაფეხურები არ ჩანდა. მიცვალებულებს არავინ აკითხავდა, ამ ბნელ ღამეს მათ ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავდათ. საფლავებს ნელა მივუყვებოდი, თან მუხლები მიკანკალებდა.
ცოტახანში „ისიც“ გამოჩნდა, საფლავებს შორის შავი ქვა თვალიმომჭრელად ელვარებდა. სულში არნახული ტკივილი ვიგრძენი. მის დანახვაზე სულ ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ ეს ყველაფერი ბოროტი ხუმრობა იყო, რომ ვიღაც თავზე წამადგებოდა და გულიანად დამცინებდა გაებიო, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მენატრა ეს, სიმართლე ისევ ქვასავით მტკიცე და შეუვალი რჩებოდა.
გულმოკლული საფლავს მივუახლოვდი და მუხლებზე დავიჩოქე. ყველგან თოვლის სქელი ფენა იდო, ხელი გაუბედავად გავიწოდე და საფლავის ქვიდან მთელი თოვლი გადმოვბერტყე.
- მაპატიე, ყვავილები დამავიწყდა - ჩავილაპარაკე ხმადაბლა - თუმცა ამ ყინვაში ალბათ ვერც გაძლებდნენ, ხომ იცი სიცივეში ვერ ძლებენ, ადვილად კვდებიან... კარგი, ვიტყუები. სინამდვილეში ისე ვჩაქრობდი მოსვლას რომ ამაზე არ მიფიქრია, ბოდიში, - თავი ჩავღუნე და ცრემლები წამომივიდა - დღეს ჩემი დაბადების დღეა და საზიზღრად ვგრძნობ თავს. ეს პირველი დაბადების დღეა როცა ჩემს გვერდით არ ხარ. იმის ნაცვლად რომ ახლა სადმე ვერთობოდეთ აქ ხარ, სულ მარტო, სიცივეში. შენთვის ახლა ყველაფერი სულერთია, აღარაფერს აქვს აზრი, შენ არ გაწუხებს აქ მარტოდმარტო ყოფნა. მხოლოდ მე მეწვის სული, მე მადარდებს შენი აქ ყოფნა. აქ სულ მარტო ხარ და მე შენთან არ ვარ, შენ კი მუდამ ჩემთან იყავი. უსამართოლბაა არა? მეც ასე ვფიქრობ.
ყელში ბურთი გამეჩხირა, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა და თოვლზე ეცემოდა. უძლური ვიყავი, მხოლოდ აქ ჯდომა და ტირი შემეძლო, გამწარებულმა ფრჩხილებით მოვხოკე გაყინული მიწა და თოვლის სქელი ფენა საფლავს მოვაშორე. ხელით ვასუფთავებდი საფლავს და თან მიწასაც ვაყოლებდი. თითებს ვეღარ ვგრძნობდი, სიცივისგან ერთიანად გამეყინა და გამეთოშა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, მონდომებით ვცდილობდი საფლავის გაწმენდას. ბოლოს როცა დავრწმუნდი, რომ ფიფქის ნასახიც აღარსად დარჩა გავჩერდი და უღონოდ დავემფხე მიწაზე.
- მეტი აღარ შემიძლია იკა. გეხვეწები, თუ გინდა შეგევედრები, ოღონდ დაბრუნდი, გთხოვ! გემუდარები, შენ ხომ ყველაფერს აკეთებდი რაც შეგეძლო, ყოველთვის მოდიოდი როცა მჭირდებოდი. აი ახლა კი ყველაზე მეტად მჭირდები, გთხოვ! დაბრუნდი, - მიწა ფრჩხილებით ამოვხოკე. თავს ვაჯერებდი, რომ თუ ძალიან ვთხოვდი ის შეუძლებელს შეძლებდა, დაბრუნდებოდა და ჩამეხუტებოდა - გევედრები! რატომ არ გესმის ჩემი? რატომ არავის ესმის ჩემი! ღმერთო ამას რატომ მიკეთებ?! ასე რისთვის მტანჯავ, დამიბრუნე! დამიბრუნე, შენ ხომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია, - სასოწარკვეთილს ცრემლები მახრჩობდა - ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლე წაიღე ოღონდ დამიბრუნე, მეტი აღარ შემიძლია! ნუთუ ვერ ხედავ რომ მეტი აღარ შემიძლია! - ვიკივლე გააფთრებულმა - ესაა შენი სამართალი?! ის უნდა იყოს მკვდარი და მე ცოცხალი?! როგორ უნდა მჯეროდეს შენი?! მას არაფერი დაუშავებია! შენ კი მაინც მიეცი სიკვდილის უფლება! ჰოდა ნუ გამიწყრები იმაზე რასაც მომავალში გავაკეთებ! აღარაფრის მწამს, შენი აღარ მწამს!!! სამართალს ჩემი ხელით აღვასრულებ, თუნდაც ამის გამო ჯოჯოხეთში დავიწვა, ჩემთვის არაფერი შეიცლვება, სულერთია. ისედაც ჯოჯოხეთში ვარ, ისედაც ცეცხლი მიკიდა!
გულში მიხაროდა, რომ ლუკა არ მიყურებდა, არ მინდოდა ასეთი ვენახე, საცოდავი, გაუბედურებული, განადგურებული და სასოწარკვეთილი.
სახე ხელებში ჩავრგე და ჩუმად ავტირდი. გული საშინლად მტკიოდა, ლამის გავგიჟებულიყავი, მასთან ასე ახლოს ვიყავი და შეხება არ შემეძლო, არც ჩახუტება და მოფერება, რადგან ჩვენს შორის ადგილი მიწას ამოევსო. ეს კი ის ბარიერი იყო, რომელსაც ვერასდროს გადავლახავდი, ამის გაფიქრებაზე გული მტკივნეულად მეკუმშებოდა და მწარედ მახსენებდა ჩემს სისუსტეს - რომ მე მხოლოდ ადამიანი ვიყავი, უბრალო მოკვდავი, რომელიც ვერაფერს შეცვლიდა და იმ სამყაროში უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება სადაც ის არ იყო, ის ვისაც ასე სასოწარკვეთილი ითხოვდა გული.
- ნაია, საკმარისია, ადექი - მომესმა ლუკას გაბზარული ხმა.
შევკრთი და თავი ავწიე. კრიჭაშეკრული, გაქვავებული სახით მიყურებდა და ხელში თეთრი ვარდები ეკავა. ნელა მომიახლოვდა, დაიხარა და საფლავთან ყვავილები დატოვა. გაოცებულმა ავხედე, საიდან მოიტანა ვარდები?! მე საერთოდ არ მიყურებდა, ირაკლის საფლავის ქვას მიშტერებოდა დაბინდული თვალებით.
- კარგად იქნება, პირობას გაძლევ - ჩაილაპარაკა თავისთვის და მკლავში ხელი წამავლო - გეყოფა, სახლში მივდივართ.
- არ მინდა წამოსვლა! - გავიბრძოლე, მაგრამ ამაოდ, ლუკა ძალით ჩამაფრინდა მკლავში და წამომაყენა.
- გეყოფა, მარტო შენ თავს კი არა მასაც ტანჯავ! როგორ ფიქრობ მე რომ აქ ვიწვე და შენ ასეთ დღეში იყო, ოდესმე სიმშვიდეს ვიპოვიდი?! მორჩი ბოლოს და ბოლოს!!!
გავქვავდი, ხმა ვეღარ ამოვიღე, ლუკას სახე წაშლოდა, ნეტავ რამდენი მოისმინა ჩუმად?!
- საკმარისია, სახლში მივდივართ. - ხელში ამიტაცა და მანქანისკენ წამიყვანა, საფლავს უკანასკნელად მოვხედე, ნიავი ვარდების ფურცლებს ოდნავ არხევდა. ლუკას ყელზე მოვხვიე ხელები და ავტირდი - ყველაფერი კარგად იქნება, პირობას გაძლევ.
მანქანასთან მიმიყვანა და დამსვა, ერთიანად მაკანკალებდა, ვერაფრით ვწყნარდებოდი, ხელები ციებიანივით მიკანკალებდა.
- შემომხედე - ლუკამ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მტკიცედ ჩამხედა - ეს უნდა შეწყვიტო გესმის? საკმარისია, საკუთარ თავს ასე ნუ აწამებ!
- მოვკალი, ისინი... - აკანკალებულმა თვალი ძლივს გავუსწორე - იქ, სარდაფში ვეღარ გავუძელი. ვცდილობდი, მაგრამ ძალა გამომეცალა.
- რაზე ლაპარაკობ? - ლუკას სახე გადაუფითრდა.
- მცველები, - აკანკალებულს ცრემლები წამსკდა - ყველა დავხოცე, შემეძლო ეს არ გამეკეთებინა, უბრალოდ გამოვქცეულიყავი, მაგრამ ბევრნი იყვნენ, სხვა გზა არ მქონდა...
- ნაია! - ლუკას უკვე სერიოზულად შეეშინდა - ნაია, რა ჩაიდინე?!
- დავიდოვს შენი ჭკუიდან გადაყვანა უნდოდა, ჩემი დასახიჩრებულ სხეულს მოგიგდებდა, რომ წყობილებიდან გამოეყვანე. შენი ეშინია, სიკვდილივით ეშინია, ყველა გზას მიმართავს შენს გასანადგურებლად, - ლუკას ფერი კიდევ უფრო დაეკარგა - შემეშნდა, რომ თავისას გაიტანდა, რომ შენც რამეს დაგიშავებდა, ამიტომ გამოვიქეცი, მაგრამ ეს... ეს...
ვეღარ გავაგრძელე. თვალწინ დამიდგა დასახიჩრებული, სისხლიანი გვამები, მომაკვდავების ხრიალი. ცუდად გავხდი, თავი ვეღარ შევიკავე, ლუკას ხელი ვკარი და გული ამერია.
- ნაია! - ლუკა მომვარდა და თავი დამიჭირა.
ლამის შიგნეულობაც თან ამომეყოლებინა, ლუკას თავიდან მოშორებას ვცდილობდი, მაგრამ ხელი არ გამიშვა. ფეხებში ძალა გამომეცალა და მიწაზე მუხლებით დავეცი. ლუკამ მოასწრო და დამიჭირა. ერთის მხრივ თოვლის შეხება მესიამოვნა, მთელი ორგანიზმი მიხურდა და ცივმა თოვლმა შვება მომგვარა.
- მორჩა, გიჭერ, ყველაფერი კარგადაა. - თავზე ნაზად მისვამდა ხელს, მეორე ხელი კი წელზე ჰქონდა შემოხვეული და მაკავებდა.
- მე ისინი დავხოცე, ყელი გამოვჭერი, - დავიჩურჩულე აკანკალებულმა და პირი ხელის ზურგით მოვიწმინდე - გესმის რა გავაკეთე? - ლუკას ცახცახით ავხედე - ყველაზე საშინელება ისაა, რომ ხელი არ ამკანკალებია და არც ახლა ამიკანკალდება. მე ამის გაკეთება მინდოდა. მინდოდა ისე დამესაჯა, როგორც იმსახურებდნენ, ირაკლის მომაკვდავი ხმა დღემდე ყურებში მიდგას, ამას ვერ ვაჩერებ! იქ სარდაფში კი კონტროლი დავკარგე, მზად ვიყავი ყველა სისხლში ჩამეხრჩო, რომ ოდნავი შვება მაინც მეგრძნო, მაგრამ არაფერი! საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, გარდა ამ საზიზღარი, აუტანელი, გულისამრევი სიცარიელისა. ახლა კი იმის გამო რაც გავაკეთე ირაკლის სიკვდილის შემდეგაც ვეღარ ვნახავ, იმ ნაბიჭვარმა ესეც წამართვა, ყველაფერი წამართვა...
- რა გაგიკეთა?!
ლუკას თვალებში პირველად აუბრჭყვიალდა ცრემლი, თუმცა ეს სასოწარკვეთის ცრემლი არ იყო, ეს მრისხანება იყო, არნახული მრისხანება.
- ცხოვრება დაგვინგრია, ორივეს - ვუპასუხე ჩურჩულით - ავადმყოფია, ფსიქოპატი, მისი ცოცხლად დატოვება არ შეიძლება. მან...
ბოლოს და ბოლოს უნდა მეთქვა სიმართლე, რაც მან ჩაიდინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თვალებში შავი წერტილები ამიციმციმდა, ყურებმა კი წივილი დამიწყეს. მთელი ორგანიზმი მომიდუნდა, საბოლოოდ კი ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Kargi ra anabell. Aq gacyveta iqnebodaa. Damacyda nervebi da cremlic damishra. Miuxedavd yvelafrisa. Naiati agfrtovanebuli var. Misi amtanobit. Gamzleobit da mizandasaxulobit. Shuriszieba da bogma rogor a,lierebs turmee. Arvici ravtqvaa. Imdenad frmad var shtabechdilebebia qvesh. Jer kidev iq davbodialebbb. Cuxel mteli game xan ea mesizmreboda. Xan pazlebis qurdi. Imdenad mcvaved utyams gonebaze. Rom vcdilob da ver movishore tavidan amati acrdilebi. Moutmenlad veli gagrzelebas. Umagres gogo xarr. Ramdens nishnav rom aragvianebb. Aq titze chamosatvlelebi arian aseti avtorebi. Carmatebwbiiii

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

როგორც ყოველთვის დავეჩვიე იმაას რომ 12ზე შენი ისტორია იდება და ვუცდი და ვკითხულობ)) ლუკას საცოდაობა ისე იყო აღწერილი შეუძლებრრთელია მაგის წაკითხვის დროს არ გაგკაწროს გულში რაღაცამ(( ვაიმე ნაია სათაყვანებელი ქალია ჩემთვის^__^ აუ ლექსოსზე ხმას არ ვიღეებ უბრალოდდ ლექსო ლექსოა თავისი უდიდესი გულით^_^ ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს^_^ ეგ დავიდოვი მალე მინდა რო მოკვდეს^^

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Kargi ra anabell. Aq gacyveta iqnebodaa. Damacyda nervebi da cremlic damishra. Miuxedavd yvelafrisa. Naiati agfrtovanebuli var. Misi amtanobit. Gamzleobit da mizandasaxulobit. Shuriszieba da bogma rogor a,lierebs turmee. Arvici ravtqvaa. Imdenad frmad var shtabechdilebebia qvesh. Jer kidev iq davbodialebbb. Cuxel mteli game xan ea mesizmreboda. Xan pazlebis qurdi. Imdenad mcvaved utyams gonebaze. Rom vcdilob da ver movishore tavidan amati acrdilebi. Moutmenlad veli gagrzelebas. Umagres gogo xarr. Ramdens nishnav rom aragvianebb. Aq titze chamosatvlelebi arian aseti avtorebi. Carmatebwbiiii

დღეს დასრულდება ბოლომდე და მოუთმენტლად ველი შენს საბოლოო შთაბეჭდილებებს საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3 <3 რაც შეეხება სიზმრებს და აჩრდილებს - შენთვის მეტისმეტად მძაფრი ემოციები არ შეიძლება! ხომ იცი <3 მითუმეტეს ამგვარად მძაფრი ასე რომ ბავშვს ნუ გადამირევ მუცელში joy joy <3 <3 <3 <3 როგორ მომწონს მისი სახელი ^_^ <3 <3 <3 მიყვარხარ ქეთოოო <3 <3 <3 <3

სტუმარი კატო
როგორც ყოველთვის დავეჩვიე იმაას რომ 12ზე შენი ისტორია იდება და ვუცდი და ვკითხულობ)) ლუკას საცოდაობა ისე იყო აღწერილი შეუძლებრრთელია მაგის წაკითხვის დროს არ გაგკაწროს გულში რაღაცამ(( ვაიმე ნაია სათაყვანებელი ქალია ჩემთვის^__^ აუ ლექსოსზე ხმას არ ვიღეებ უბრალოდდ ლექსო ლექსოა თავისი უდიდესი გულით^_^ ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს^_^ ეგ დავიდოვი მალე მინდა რო მოკვდეს^^

კატო... ჩემი პერსონაჟის გადამკიდე ამ სახელს ვერ ვიტანდი და მადლობა შენ რომ ეს აზრი შემაცვლევინე ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 ყოველი შენი გამოჩენისას სასიამოვნოდ "მხვდები თვალში" ^_^ ;დდდდ <3 <3 <3 <3 და წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიხარია ეს ახალი გარემოება. დღეს დასრულდება საყვარელო ეს ისტორია და ველოდები შენს საბოლოო შთაბეჭდილებებს ^_^ <3 <3 პ.ს. იცი, რომ ახალ წიგნში "ჩიხში" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟს კატერინა ჰქვია? ;დდდდ <3 <3 <3 <3 სხვა სახელს ვერ დაირქმევდა, მიზეზებისდა გამო... აღარ დავკონკრეტდები ;დდ <3 <3 <3 <3

 


№4  offline წევრი ვიპნი

ეს თავი მიუხედავად იმისა ,რომ განსხვავებული ემოციებით იყო დახუნძლული,მაინც გამოირჩევა თორნიკეს გამოჩენით.ჯერ ვერ გავარკვიე ცუდი ტიპია თუ კარგი,ფაქტია ნერვებს მიღიზიანებს,მიუხედავად იმისა რომ მაქვს გამოცდილება კრიმინალთან ცხოვრებისა,და ჩემს თავს შევპირდი ცხოვრებაში კრიმინალებს კარგი თვალით არ შევხედავ თქო ,მაინც მეკაიტიპებიან ეს ბიჭები.თორნიკე ,თორნიკე - ორი მოსაზრება მაქვს ნუ სამი იყოს,პირველი უბრალოდ ლუკას საძმოშია,მეორე დავიდოვის კაცია და მესამე ირაკლის ძმაკაცია,რომელმაც სმს გაუგზავნა კარნავალის ღამეს ,ფლეშკაც ამან დაუტოვა და ა.შ. ველოდები ღამეს ,ვნახოთ რას გვისიურპრიზებ :)

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
ეს თავი მიუხედავად იმისა ,რომ განსხვავებული ემოციებით იყო დახუნძლული,მაინც გამოირჩევა თორნიკეს გამოჩენით.ჯერ ვერ გავარკვიე ცუდი ტიპია თუ კარგი,ფაქტია ნერვებს მიღიზიანებს,მიუხედავად იმისა რომ მაქვს გამოცდილება კრიმინალთან ცხოვრებისა,და ჩემს თავს შევპირდი ცხოვრებაში კრიმინალებს კარგი თვალით არ შევხედავ თქო ,მაინც მეკაიტიპებიან ეს ბიჭები.თორნიკე ,თორნიკე - ორი მოსაზრება მაქვს ნუ სამი იყოს,პირველი უბრალოდ ლუკას საძმოშია,მეორე დავიდოვის კაცია და მესამე ირაკლის ძმაკაცია,რომელმაც სმს გაუგზავნა კარნავალის ღამეს ,ფლეშკაც ამან დაუტოვა და ა.შ. ველოდები ღამეს ,ვნახოთ რას გვისიურპრიზებ :)

საინტერესო მოსაზრებებია <3 <3 <3 <3 ვნახოთ თუ გაგიმართლდება <3 <3 <3 ისტორია დღეს სრულდება და ყველა კითხვასაც პასუხი გაეცემა <3 საინტერესო იქნება საბოლოო შთაბეჭდილებები! მოუთმენლად ველი ^_^ <3 <3 <3 <3

 


№6  offline წევრი დარინა

სრული ემოციების აფეთქება მაქვს, იმდენად ემოციური და დასამახსოვრებელი ისტორიააა არ ვიცი რააა, რამოდენიმე ხანი სამყაროსან გავყავარ, პაზლები ხომ საოცრება იყოო, მაგრამ ის ამდენად ემოციებით და გმირებისბტანჯვით არ იყო დატვირთულიი უფრო იოლად ვეგუებოდიი იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია ბოლომდე ვძვრები გმირების ტყავშიიი, იმდეია ამ ოთხეულს არაფერი არ დაემართება ყორემ მეც გადავყვებიიი, ამ მეგრელ ბიჭებმა ისე დამთაფლეს კი ვარ აგერ მათზე შეყვარებულიიი :დდდდ, აი ძალიან მაგარი ლუკა გყავს, სპეციალურად არ ვაფასებ გმირებს ცალკცალკე ისტორია რომ დასრულდება მაშინ დაგიწერ ყველაზე ერთ დიდი რეფერატს, მე სამუდამოდ შეყვარებული ვარ შენზეეე თბილო და გემრიელოოო ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ არ გინდა რა პალიტრა აქ დაგვიდე ჩიხი, ნაწყვეტი წავიკითხე და უკვე გავგიჟდი!!! ანჯაფარიძე მიყვარს !!! შენ ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ !!!

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

მოუთმენლად ველი დასასრულს,ისე თორნიკეს ქცევებმა ჩემი ყურადღებაც მიიქცია,კრიმინალებს საერთოდ არ უყვართ გუნდში ქალის გამოჩენა,ვიფიქრე ამიტომ ხომ არ უყურებს ნიას ასე,

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ ძალიან მომწონს და მიყვარს შენი ისტორია. heart_eyes ძალიან კარგად წერ.მგონი პირველად ვაკომენტარებ შენს ისტორიას.მართლაც რთულია ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგო და საღ აზრზე დარჩე.იმედი დავიდოვი თავის გეგმას ვერ შეარულებს და ლუკა ბოლომდე შეინარჩუნებს საღ აზრს,ტკივილი არ დააბრმავებს და მის მახეში არ გაეხვევა.ლექსო,ლექსო სხვა განზომილებაა და ნაიას არ იყოს გულის ფანცქალით ველი ხოლმე მის გამოჩენას ისტორიაში,რომ კარგადაა და არაფერი უწირს.ალბათ მათ რომ რამე მოუვიდეთ ეს ბოლო წვეთი იქნება ნაიასთვის,იკას ნუსასთვის.ნაიას კიდევ იკას ხატება თუ დააბრუნებს უკან,თორემ.არ ვიცი რა გაქვს გეგმაში დავიდოვს ნაიას აკლევინებ თუ არა,მაგრამ რატომღაც არ მინდა მეტი სისხლი იყოს მის კისერზე.მთელი გულით ველი ახალ ისტორიას და პალიტრაზეც შენ გგულშემატკივრობ.წარმატებები
--------------------
ლანა

 


№10 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ანაბელ, ეს რამდენიმე დღეა (რაც პაზლების ქურდი და ეს ისტორია მივაყოლე და წავიკითხე), სულ გამოძიებები და შენი პერსონაჟები მესიზმრება :დდდდ

 


№11  offline ახალბედა მწერალი belle...

დარინა
სრული ემოციების აფეთქება მაქვს, იმდენად ემოციური და დასამახსოვრებელი ისტორიააა არ ვიცი რააა, რამოდენიმე ხანი სამყაროსან გავყავარ, პაზლები ხომ საოცრება იყოო, მაგრამ ის ამდენად ემოციებით და გმირებისბტანჯვით არ იყო დატვირთულიი უფრო იოლად ვეგუებოდიი იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია ბოლომდე ვძვრები გმირების ტყავშიიი, იმდეია ამ ოთხეულს არაფერი არ დაემართება ყორემ მეც გადავყვებიიი, ამ მეგრელ ბიჭებმა ისე დამთაფლეს კი ვარ აგერ მათზე შეყვარებულიიი :დდდდ, აი ძალიან მაგარი ლუკა გყავს, სპეციალურად არ ვაფასებ გმირებს ცალკცალკე ისტორია რომ დასრულდება მაშინ დაგიწერ ყველაზე ერთ დიდი რეფერატს, მე სამუდამოდ შეყვარებული ვარ შენზეეე თბილო და გემრიელოოო ❤️❤️❤️❤️❤️❤️

აი ველოდები ამ შენს უზარმაზარ რეფერატს სიყვარულო დღეს ვასრულებთ ისტორიას!!! ;დდდ <3 <3 <3 <3 <3 აი ხომ ძალიან მაგარი ბიჭები გაგაცანი და კიდევ უფრო ბომბა ხალხი მყავს შენთვის გადანახული ;დდდდ <3 <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი თაკო
აუ არ გინდა რა პალიტრა აქ დაგვიდე ჩიხი, ნაწყვეტი წავიკითხე და უკვე გავგიჟდი!!! ანჯაფარიძე მიყვარს !!! შენ ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ !!!

ჩიხი აქ არ აიტვირთება თაკო სამწუხაროდ (( <3 <3 <3 <3 არ აქვს მნიშნველობა პალიტრაზე ბოლომდე გავა თუ არა. ეს ნაწარმოები ისეთი ნამუშევარია მხოლოდ და მხოლოდ ფურცლებზე ნახავთ... <3 <3 <3 ან ჩემი პირადი ფინასებით მოვახერხებ ან კონკურსში გაამარჯვებინებს მისი მკითხველი რისი იმედიც მაქვს <3 <3 ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 <3 ძალიან დიდი და მაგარიუ სიურპრიზი გელით, რადგან ნაწარმოები თავის სახელს გაგიმართლებთ. იმის გათვალისწინებით რომ აქ პერსონაჟები მოგონილები ნამდვილად არ არიან და განსაკუთრებული გულისფანცქალით დაველოდები თითოეული მათგანის შეფასებას, რადგან ისინი (შეცვლილი სახელებით) ჩემს გარშემო ცხოვრობენ <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი nancho
მოუთმენლად ველი დასასრულს,ისე თორნიკეს ქცევებმა ჩემი ყურადღებაც მიიქცია,კრიმინალებს საერთოდ არ უყვართ გუნდში ქალის გამოჩენა,ვიფიქრე ამიტომ ხომ არ უყურებს ნიას ასე,

საინტერესო ვერსიაა და არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ლექსოს და ლუკას ნაიას მიმართ პირადი გრძნობები აქვთ და აქედან აიხსნება მათი ასეთი დამოკიდებულება, თორემ როგორც წესი ასეთ წრეში ქალები - არ უყვართ! <3 <3 <3 ვნახოთ რას გვიმზადებენ პერსონაჟები <3 <3 <3

La-Na
სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ ძალიან მომწონს და მიყვარს შენი ისტორია. heart_eyes ძალიან კარგად წერ.მგონი პირველად ვაკომენტარებ შენს ისტორიას.მართლაც რთულია ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგო და საღ აზრზე დარჩე.იმედი დავიდოვი თავის გეგმას ვერ შეარულებს და ლუკა ბოლომდე შეინარჩუნებს საღ აზრს,ტკივილი არ დააბრმავებს და მის მახეში არ გაეხვევა.ლექსო,ლექსო სხვა განზომილებაა და ნაიას არ იყოს გულის ფანცქალით ველი ხოლმე მის გამოჩენას ისტორიაში,რომ კარგადაა და არაფერი უწირს.ალბათ მათ რომ რამე მოუვიდეთ ეს ბოლო წვეთი იქნება ნაიასთვის,იკას ნუსასთვის.ნაიას კიდევ იკას ხატება თუ დააბრუნებს უკან,თორემ.არ ვიცი რა გაქვს გეგმაში დავიდოვს ნაიას აკლევინებ თუ არა,მაგრამ რატომღაც არ მინდა მეტი სისხლი იყოს მის კისერზე.მთელი გულით ველი ახალ ისტორიას და პალიტრაზეც შენ გგულშემატკივრობ.წარმატებები

ძალინა დიდი მადლობა ლანა ^_^ <3 <3 <3 <3 ნამდვილად პირველად გხედავ თორემ მემახსოვრებოდი და მიხარია რომ გამოჩნდი და შენთან საუბრის საშუალება მომეცი ^_^ <3 <3 <3 <3 <3 ზოგადად კრიმინალურ ავტორიტეტებს როგორი ცხოვრების სტილი და როგორი მოლოდინები აქვთ მათ ოჯახის წევრებს ეს არავისთვის არ არის უცხო... <3 <3 კრიმინალებთან ასეთი ურთიერთობით ერთი რამისთვის მინდოდა რომ ხაზი გამესვა - მკვლელად არავინ იბადება! ყველას გააჩნია თავისი მოტივი და მიზეზი, რის შესახებაც როგორც წესი საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს. კრიტიკა და განსჯა კი ძალიან მარტივია. შურისძიება - გრძნობათა შორის ყველაზე უხეში, დაუნდობელი და ცივია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იქცეს მის მსხვერპლად გარდა - მხდალისა. თავს ცუდად ვგრძნობ, რომ ნაიას ამდენი ტანჯვა გამოვატარე. ამ პატარა გოგოს ძალიან ბევრი ავკიდე მხრებზე, მან კი ავად თუ კარგად გაუძლო - ჯერ კიდევ საკითხავია ყველაფერი წინ გვაქვს. როდესაც ბოროტებაზე საუბრობ, ქმედებებს შორს მიჰყავხარ. გამოთქმა "ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობო" სისულელე მგონია რეალურ ცხოვრებაში რადგან ასე არ ხდება - როდესაც ბოროტდები, როდესაც გართმევენ იმას რაც სიცოცხლეზე ემტად გიყვარს იქ მორალი უბრალოდ ბგერათა შეთანხმებად იქცევა და სხვა არაფერი <3 <3 მინდოდა რომ ეს გამომეკვეთა. პატარა შეშინებული გოგო, რომელსაც თვალწინ მამა მოუკლეს მიუახლოვდა ცნობიერის იმ საზღვარს რომლის მიღმაც - თუ გადააბიჯებ - ისეთი რამ ხდება, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ არ დაგიჯირებს. ვისაც მსგავსი რამ არ გამოუციდა, მისთვის ეს ფანტაზიად დარჩება. ეს კი იმდენად ბნელი სამყაროა, ვისურვებდი "გაგებას" ისევ ფანტაზია ეგონოს ადამიანს <3 <3 <3 თუ რა და როგორ იქნება საბოლოოდ დღეს ღამით გავიგებთ. პ.ს. გმადლობ, ჩემო კარგო, მხარდაჭერისთვის ^_^ <3 <3 და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ჩემთან დარჩები ^_^ გამიხარდა კიდევ ერთი აქტიური მკითხველის გამოჩენა <3 <3 <3

 


№12 სტუმარი სტუმარი კატო

აუ, ანაბეელ, ის სხვა კატოააააა???? კატოობას მართმევეეეეეენ????
ღმერთმანი, რა ტრიპაჩი გოგო ვარ :დდდდ
ესეიგი, წინა თავზე კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე, არადა რა გაპიჟვინებული აზრები მააქვს, იფ, იიიიფ.
ვერ მოვითმინეეე სხვა კატო რომ დავლანდეე და შენ იმას უთხაარი ამ სახეელზე წარმოდგენებიი შემიცვალეოოო.
საერთოდაც ჩემი და პერსონაჟების გარდა კატო არ უნდა ერქვაას არავიის :დდდდდდ
აუ, მართლა რა მეტიჩარააა ვააარ -_-
ჩიხი პალიტრაზე წავიკითხე და არ ვიცოდი კატერინა თუ ერქვა ვინმეს, ძაააან გამიხარდა, ზოგადად სადმე რომ მხვდება ეს სახეელი ვფსიხდები ბედნიერებისგაან და ის წეღან ვიხუმრეე უბრალოდ.
ხოდაა, წავედი ახლაა, წავიკითხავ ამ ნაწილს დაა მერე ჩემი აზრებიც მზის სხივებს იხილაავს :დდდდდ

 


№13  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი კატო
აუ, ანაბეელ, ის სხვა კატოააააა???? კატოობას მართმევეეეეეენ????
ღმერთმანი, რა ტრიპაჩი გოგო ვარ :დდდდ
ესეიგი, წინა თავზე კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე, არადა რა გაპიჟვინებული აზრები მააქვს, იფ, იიიიფ.
ვერ მოვითმინეეე სხვა კატო რომ დავლანდეე და შენ იმას უთხაარი ამ სახეელზე წარმოდგენებიი შემიცვალეოოო.
საერთოდაც ჩემი და პერსონაჟების გარდა კატო არ უნდა ერქვაას არავიის :დდდდდდ
აუ, მართლა რა მეტიჩარააა ვააარ -_-
ჩიხი პალიტრაზე წავიკითხე და არ ვიცოდი კატერინა თუ ერქვა ვინმეს, ძაააან გამიხარდა, ზოგადად სადმე რომ მხვდება ეს სახეელი ვფსიხდები ბედნიერებისგაან და ის წეღან ვიხუმრეე უბრალოდ.
ხოდაა, წავედი ახლაა, წავიკითხავ ამ ნაწილს დაა მერე ჩემი აზრებიც მზის სხივებს იხილაავს :დდდდდ

კი მაგრამ კატერინა არ ჩანს ჯერ მაგ ნაწილში, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ვინ არის და რ უნდა კი გაიგებ მერე ;დდდდ <3 <3 <3 მიდი სიყვარულო ველოდები შენი აზრების ამოფრქვევას კომენტარებში ;დდდ <3 <3 <3

 


№14 სტუმარი სტუმარი Nasia

ამას რომ დაამთავრებ ახალს ხომ დაიწყებ? ისე მოგეჩვიე უშენობას ვერ გადავიტან <3

 


№15  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი Nasia
ამას რომ დაამთავრებ ახალს ხომ დაიწყებ? ისე მოგეჩვიე უშენობას ვერ გადავიტან <3

ვაიმე თბილო ტკბილო საყვარელო!!! <3 <3 <3 <3 ახალი დაწყებულია და "ჩიხი" ჰქვია <3 <3 <3 <3 მერე იქ უნდა მოგიტაცოთ <3 <3 <3 <3

 


№16 სტუმარი სტუმარი Nasia

ეს საიტი ვიგულისხმე :( ჩიხი აქ არ იქნებაო და...

 


№17  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი Nasia
ეს საიტი ვიგულისხმე :( ჩიხი აქ არ იქნებაო და...

არა საყვარელო ჩიხი არ აიტვირთება <3 <3 <3 <3 ვგიჟდები ამ საიტზე!!! თქვენზე ყველაზე!!! ძალიან ძალიან მიყვარხართ და ეს არაფრით უკავშირდება ჩემს გადაწყვეტილებას. უბრალოდ ჩიხის ელ ვერსია არ იქნება <3 <3 <3

 


№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

belle...
დარინა
სრული ემოციების აფეთქება მაქვს, იმდენად ემოციური და დასამახსოვრებელი ისტორიააა არ ვიცი რააა, რამოდენიმე ხანი სამყაროსან გავყავარ, პაზლები ხომ საოცრება იყოო, მაგრამ ის ამდენად ემოციებით და გმირებისბტანჯვით არ იყო დატვირთულიი უფრო იოლად ვეგუებოდიი იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია ბოლომდე ვძვრები გმირების ტყავშიიი, იმდეია ამ ოთხეულს არაფერი არ დაემართება ყორემ მეც გადავყვებიიი, ამ მეგრელ ბიჭებმა ისე დამთაფლეს კი ვარ აგერ მათზე შეყვარებულიიი :დდდდ, აი ძალიან მაგარი ლუკა გყავს, სპეციალურად არ ვაფასებ გმირებს ცალკცალკე ისტორია რომ დასრულდება მაშინ დაგიწერ ყველაზე ერთ დიდი რეფერატს, მე სამუდამოდ შეყვარებული ვარ შენზეეე თბილო და გემრიელოოო ❤️❤️❤️❤️❤️❤️

აი ველოდები ამ შენს უზარმაზარ რეფერატს სიყვარულო დღეს ვასრულებთ ისტორიას!!! ;დდდ <3 <3 <3 <3 <3 აი ხომ ძალიან მაგარი ბიჭები გაგაცანი და კიდევ უფრო ბომბა ხალხი მყავს შენთვის გადანახული ;დდდდ <3 <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი თაკო
აუ არ გინდა რა პალიტრა აქ დაგვიდე ჩიხი, ნაწყვეტი წავიკითხე და უკვე გავგიჟდი!!! ანჯაფარიძე მიყვარს !!! შენ ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ !!!

ჩიხი აქ არ აიტვირთება თაკო სამწუხაროდ (( <3 <3 <3 <3 არ აქვს მნიშნველობა პალიტრაზე ბოლომდე გავა თუ არა. ეს ნაწარმოები ისეთი ნამუშევარია მხოლოდ და მხოლოდ ფურცლებზე ნახავთ... <3 <3 <3 ან ჩემი პირადი ფინასებით მოვახერხებ ან კონკურსში გაამარჯვებინებს მისი მკითხველი რისი იმედიც მაქვს <3 <3 ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 <3 ძალიან დიდი და მაგარიუ სიურპრიზი გელით, რადგან ნაწარმოები თავის სახელს გაგიმართლებთ. იმის გათვალისწინებით რომ აქ პერსონაჟები მოგონილები ნამდვილად არ არიან და განსაკუთრებული გულისფანცქალით დაველოდები თითოეული მათგანის შეფასებას, რადგან ისინი (შეცვლილი სახელებით) ჩემს გარშემო ცხოვრობენ <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი nancho
მოუთმენლად ველი დასასრულს,ისე თორნიკეს ქცევებმა ჩემი ყურადღებაც მიიქცია,კრიმინალებს საერთოდ არ უყვართ გუნდში ქალის გამოჩენა,ვიფიქრე ამიტომ ხომ არ უყურებს ნიას ასე,

საინტერესო ვერსიაა და არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ლექსოს და ლუკას ნაიას მიმართ პირადი გრძნობები აქვთ და აქედან აიხსნება მათი ასეთი დამოკიდებულება, თორემ როგორც წესი ასეთ წრეში ქალები - არ უყვართ! <3 <3 <3 ვნახოთ რას გვიმზადებენ პერსონაჟები <3 <3 <3

La-Na
სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ ძალიან მომწონს და მიყვარს შენი ისტორია. heart_eyes ძალიან კარგად წერ.მგონი პირველად ვაკომენტარებ შენს ისტორიას.მართლაც რთულია ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგო და საღ აზრზე დარჩე.იმედი დავიდოვი თავის გეგმას ვერ შეარულებს და ლუკა ბოლომდე შეინარჩუნებს საღ აზრს,ტკივილი არ დააბრმავებს და მის მახეში არ გაეხვევა.ლექსო,ლექსო სხვა განზომილებაა და ნაიას არ იყოს გულის ფანცქალით ველი ხოლმე მის გამოჩენას ისტორიაში,რომ კარგადაა და არაფერი უწირს.ალბათ მათ რომ რამე მოუვიდეთ ეს ბოლო წვეთი იქნება ნაიასთვის,იკას ნუსასთვის.ნაიას კიდევ იკას ხატება თუ დააბრუნებს უკან,თორემ.არ ვიცი რა გაქვს გეგმაში დავიდოვს ნაიას აკლევინებ თუ არა,მაგრამ რატომღაც არ მინდა მეტი სისხლი იყოს მის კისერზე.მთელი გულით ველი ახალ ისტორიას და პალიტრაზეც შენ გგულშემატკივრობ.წარმატებები

ძალინა დიდი მადლობა ლანა ^_^ <3 <3 <3 <3 ნამდვილად პირველად გხედავ თორემ მემახსოვრებოდი და მიხარია რომ გამოჩნდი და შენთან საუბრის საშუალება მომეცი ^_^ <3 <3 <3 <3 <3 ზოგადად კრიმინალურ ავტორიტეტებს როგორი ცხოვრების სტილი და როგორი მოლოდინები აქვთ მათ ოჯახის წევრებს ეს არავისთვის არ არის უცხო... <3 <3 კრიმინალებთან ასეთი ურთიერთობით ერთი რამისთვის მინდოდა რომ ხაზი გამესვა - მკვლელად არავინ იბადება! ყველას გააჩნია თავისი მოტივი და მიზეზი, რის შესახებაც როგორც წესი საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს. კრიტიკა და განსჯა კი ძალიან მარტივია. შურისძიება - გრძნობათა შორის ყველაზე უხეში, დაუნდობელი და ცივია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იქცეს მის მსხვერპლად გარდა - მხდალისა. თავს ცუდად ვგრძნობ, რომ ნაიას ამდენი ტანჯვა გამოვატარე. ამ პატარა გოგოს ძალიან ბევრი ავკიდე მხრებზე, მან კი ავად თუ კარგად გაუძლო - ჯერ კიდევ საკითხავია ყველაფერი წინ გვაქვს. როდესაც ბოროტებაზე საუბრობ, ქმედებებს შორს მიჰყავხარ. გამოთქმა "ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობო" სისულელე მგონია რეალურ ცხოვრებაში რადგან ასე არ ხდება - როდესაც ბოროტდები, როდესაც გართმევენ იმას რაც სიცოცხლეზე ემტად გიყვარს იქ მორალი უბრალოდ ბგერათა შეთანხმებად იქცევა და სხვა არაფერი <3 <3 მინდოდა რომ ეს გამომეკვეთა. პატარა შეშინებული გოგო, რომელსაც თვალწინ მამა მოუკლეს მიუახლოვდა ცნობიერის იმ საზღვარს რომლის მიღმაც - თუ გადააბიჯებ - ისეთი რამ ხდება, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ არ დაგიჯირებს. ვისაც მსგავსი რამ არ გამოუციდა, მისთვის ეს ფანტაზიად დარჩება. ეს კი იმდენად ბნელი სამყაროა, ვისურვებდი "გაგებას" ისევ ფანტაზია ეგონოს ადამიანს <3 <3 <3 თუ რა და როგორ იქნება საბოლოოდ დღეს ღამით გავიგებთ. პ.ს. გმადლობ, ჩემო კარგო, მხარდაჭერისთვის ^_^ <3 <3 და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ჩემთან დარჩები ^_^ გამიხარდა კიდევ ერთი აქტიური მკითხველის გამოჩენა <3 <3 <3

აი ასე სასიამოვნოდ რომ აზროვნებ,მაგიტომ გეყოლება ყოველთვის ბევრი მკითხველი და მე რომ ბოლომდე მოგყვები ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს.მართალი ხარ ადამიანებს განსჯა ადვილად გამოგვდის,მაგრამ იმას არ ვფიქრობთ ასეთი რატომ გახდა.შეიძლება ყველა თავზე ვერ დავაკომენტარო,მაგრამ იცოდე რომსადღაც არის ერთი ადამიანი,რომელიც სულმოუთმენლად ელის შენს ისტორიებს.
--------------------
ლანა

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

La-Na
belle...
დარინა
სრული ემოციების აფეთქება მაქვს, იმდენად ემოციური და დასამახსოვრებელი ისტორიააა არ ვიცი რააა, რამოდენიმე ხანი სამყაროსან გავყავარ, პაზლები ხომ საოცრება იყოო, მაგრამ ის ამდენად ემოციებით და გმირებისბტანჯვით არ იყო დატვირთულიი უფრო იოლად ვეგუებოდიი იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია ბოლომდე ვძვრები გმირების ტყავშიიი, იმდეია ამ ოთხეულს არაფერი არ დაემართება ყორემ მეც გადავყვებიიი, ამ მეგრელ ბიჭებმა ისე დამთაფლეს კი ვარ აგერ მათზე შეყვარებულიიი :დდდდ, აი ძალიან მაგარი ლუკა გყავს, სპეციალურად არ ვაფასებ გმირებს ცალკცალკე ისტორია რომ დასრულდება მაშინ დაგიწერ ყველაზე ერთ დიდი რეფერატს, მე სამუდამოდ შეყვარებული ვარ შენზეეე თბილო და გემრიელოოო ❤️❤️❤️❤️❤️❤️

აი ველოდები ამ შენს უზარმაზარ რეფერატს სიყვარულო დღეს ვასრულებთ ისტორიას!!! ;დდდ <3 <3 <3 <3 <3 აი ხომ ძალიან მაგარი ბიჭები გაგაცანი და კიდევ უფრო ბომბა ხალხი მყავს შენთვის გადანახული ;დდდდ <3 <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი თაკო
აუ არ გინდა რა პალიტრა აქ დაგვიდე ჩიხი, ნაწყვეტი წავიკითხე და უკვე გავგიჟდი!!! ანჯაფარიძე მიყვარს !!! შენ ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ !!!

ჩიხი აქ არ აიტვირთება თაკო სამწუხაროდ (( <3 <3 <3 <3 არ აქვს მნიშნველობა პალიტრაზე ბოლომდე გავა თუ არა. ეს ნაწარმოები ისეთი ნამუშევარია მხოლოდ და მხოლოდ ფურცლებზე ნახავთ... <3 <3 <3 ან ჩემი პირადი ფინასებით მოვახერხებ ან კონკურსში გაამარჯვებინებს მისი მკითხველი რისი იმედიც მაქვს <3 <3 ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 <3 ძალიან დიდი და მაგარიუ სიურპრიზი გელით, რადგან ნაწარმოები თავის სახელს გაგიმართლებთ. იმის გათვალისწინებით რომ აქ პერსონაჟები მოგონილები ნამდვილად არ არიან და განსაკუთრებული გულისფანცქალით დაველოდები თითოეული მათგანის შეფასებას, რადგან ისინი (შეცვლილი სახელებით) ჩემს გარშემო ცხოვრობენ <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი nancho
მოუთმენლად ველი დასასრულს,ისე თორნიკეს ქცევებმა ჩემი ყურადღებაც მიიქცია,კრიმინალებს საერთოდ არ უყვართ გუნდში ქალის გამოჩენა,ვიფიქრე ამიტომ ხომ არ უყურებს ნიას ასე,

საინტერესო ვერსიაა და არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ლექსოს და ლუკას ნაიას მიმართ პირადი გრძნობები აქვთ და აქედან აიხსნება მათი ასეთი დამოკიდებულება, თორემ როგორც წესი ასეთ წრეში ქალები - არ უყვართ! <3 <3 <3 ვნახოთ რას გვიმზადებენ პერსონაჟები <3 <3 <3

La-Na
სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ ძალიან მომწონს და მიყვარს შენი ისტორია. heart_eyes ძალიან კარგად წერ.მგონი პირველად ვაკომენტარებ შენს ისტორიას.მართლაც რთულია ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგო და საღ აზრზე დარჩე.იმედი დავიდოვი თავის გეგმას ვერ შეარულებს და ლუკა ბოლომდე შეინარჩუნებს საღ აზრს,ტკივილი არ დააბრმავებს და მის მახეში არ გაეხვევა.ლექსო,ლექსო სხვა განზომილებაა და ნაიას არ იყოს გულის ფანცქალით ველი ხოლმე მის გამოჩენას ისტორიაში,რომ კარგადაა და არაფერი უწირს.ალბათ მათ რომ რამე მოუვიდეთ ეს ბოლო წვეთი იქნება ნაიასთვის,იკას ნუსასთვის.ნაიას კიდევ იკას ხატება თუ დააბრუნებს უკან,თორემ.არ ვიცი რა გაქვს გეგმაში დავიდოვს ნაიას აკლევინებ თუ არა,მაგრამ რატომღაც არ მინდა მეტი სისხლი იყოს მის კისერზე.მთელი გულით ველი ახალ ისტორიას და პალიტრაზეც შენ გგულშემატკივრობ.წარმატებები

ძალინა დიდი მადლობა ლანა ^_^ <3 <3 <3 <3 ნამდვილად პირველად გხედავ თორემ მემახსოვრებოდი და მიხარია რომ გამოჩნდი და შენთან საუბრის საშუალება მომეცი ^_^ <3 <3 <3 <3 <3 ზოგადად კრიმინალურ ავტორიტეტებს როგორი ცხოვრების სტილი და როგორი მოლოდინები აქვთ მათ ოჯახის წევრებს ეს არავისთვის არ არის უცხო... <3 <3 კრიმინალებთან ასეთი ურთიერთობით ერთი რამისთვის მინდოდა რომ ხაზი გამესვა - მკვლელად არავინ იბადება! ყველას გააჩნია თავისი მოტივი და მიზეზი, რის შესახებაც როგორც წესი საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს. კრიტიკა და განსჯა კი ძალიან მარტივია. შურისძიება - გრძნობათა შორის ყველაზე უხეში, დაუნდობელი და ცივია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იქცეს მის მსხვერპლად გარდა - მხდალისა. თავს ცუდად ვგრძნობ, რომ ნაიას ამდენი ტანჯვა გამოვატარე. ამ პატარა გოგოს ძალიან ბევრი ავკიდე მხრებზე, მან კი ავად თუ კარგად გაუძლო - ჯერ კიდევ საკითხავია ყველაფერი წინ გვაქვს. როდესაც ბოროტებაზე საუბრობ, ქმედებებს შორს მიჰყავხარ. გამოთქმა "ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობო" სისულელე მგონია რეალურ ცხოვრებაში რადგან ასე არ ხდება - როდესაც ბოროტდები, როდესაც გართმევენ იმას რაც სიცოცხლეზე ემტად გიყვარს იქ მორალი უბრალოდ ბგერათა შეთანხმებად იქცევა და სხვა არაფერი <3 <3 მინდოდა რომ ეს გამომეკვეთა. პატარა შეშინებული გოგო, რომელსაც თვალწინ მამა მოუკლეს მიუახლოვდა ცნობიერის იმ საზღვარს რომლის მიღმაც - თუ გადააბიჯებ - ისეთი რამ ხდება, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ არ დაგიჯირებს. ვისაც მსგავსი რამ არ გამოუციდა, მისთვის ეს ფანტაზიად დარჩება. ეს კი იმდენად ბნელი სამყაროა, ვისურვებდი "გაგებას" ისევ ფანტაზია ეგონოს ადამიანს <3 <3 <3 თუ რა და როგორ იქნება საბოლოოდ დღეს ღამით გავიგებთ. პ.ს. გმადლობ, ჩემო კარგო, მხარდაჭერისთვის ^_^ <3 <3 და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ჩემთან დარჩები ^_^ გამიხარდა კიდევ ერთი აქტიური მკითხველის გამოჩენა <3 <3 <3

აი ასე სასიამოვნოდ რომ აზროვნებ,მაგიტომ გეყოლება ყოველთვის ბევრი მკითხველი და მე რომ ბოლომდე მოგყვები ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს.მართალი ხარ ადამიანებს განსჯა ადვილად გამოგვდის,მაგრამ იმას არ ვფიქრობთ ასეთი რატომ გახდა.შეიძლება ყველა თავზე ვერ დავაკომენტარო,მაგრამ იცოდე რომსადღაც არის ერთი ადამიანი,რომელიც სულმოუთმენლად ელის შენს ისტორიებს.

და მე ამ ადამიანს გულში ღრმად შევინახავ ლანა <3 <3 <3 <3 <3 გადაჭარბების გარეშე, გულწრფელად გეუბნები ამას საყვარელო. რადგან შენ იმ დიდი ძალის მხურვალე ნაპერწკალი ხარ თითებიდან გადმონთხეული ფურცლებზე რომ იწერება <3 გმადლობ ძვირფასო ^_^ <3 <3 <3 <3 <3

 


№20  offline წევრი svien

vaime shoki istoriaa...male dade gtxov ra❤

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

svien
vaime shoki istoriaa...male dade gtxov ra❤

დღეს 12 საათზე ისტორიის ბოლო თავები დაიდება ^_^ <3 <3 <3 წუთით არ გადავაცელ და არ გალოდინებთ ^_^ <3 <3 <3 <3

 


№22  offline მოდერი Catherine Di Perso

მოვედი. სამსახურში კუთვნილი სამი საათიც არ მეძინა ამ ისტორიის გამო და რომ მოვედი, ჩვეულებრივად გავითიშე.
როგორც მოგეხსენება, აბსოლუტურად ყველაფერს და ყველას შემიძლია გავუგო, მაგრამ... არავითარი მაგრამ. დავიდოვი - ანტისოციალური პიროვნების აშლილობის იდეალური მაგალითია.(ვსიო, საკუთარი პროფესიული მომენტით ჭავედი, ჩუქუ-ჩუქუუუ.) აი, სისხლი მიდუღს ისე მსურს მასთან გასაუბრება. ფსიქოპატია არა ჩვეულებრივი ადამიანის მიერ გაბრაზებულზე წამოსროლილი სიტყვით "ფსიქოპატი!", არამედ ფსიქიატრიული დიაგნოზით. შენ წარმოიდგინე, ზოგი ფსიქოპატი მეესთეტიურება. რადგან არსებობს პასიურ-აგრესიული ფსიქოპატებიც, დაგიკონკრეტებ, რომ მკვლელ ფსიქოპატებს ვგულისხმობ. (ოხ, ოხ, მიდი დიპერსო რაც შეიძლება გაწელე სიტყვა, გამოავლინე ერთი კინკილა ცოდნა რომ გიზის ტვინში. კვერცხი ესა.) ძალაუფლების სურვილით შეპყრობილები არიან, ზოგადად, რაც ცოტათი მაღიზიანებს. პირადი სიამოვნებისთვის ხალხის ხოცვა-ჟლეტა და ტანჯვა-წამების გაგება ძალმიძს. (ამის ხმამაღლა თქმისთვის მიწასთან გამასწორებენ, მაგრამ.) აი, ეგ გლობალური მიზნები და ა.შ. ნუ, არ ზის ჩემში.
ნაია პირადი სიამოვნებისთვის გახდება დავიდოვისთვის დავიდოვი. ყელი გამოსჭრა ხალხს და ესიამოვნა. გული იცი რატომ აერია? მაშინ ლუკასთან სასაფლაოზე. იმიტომ, რომ ზიზღმა შეიპყრო იმის მიმართ, რაც გახდა, მაგრამ არაფერს ნანობდა.
არ გეთანხმები იმაში, რომ მკვლელებად არ იბადებიან. ფსიქოპატთა მცირე პროცენტობა დაბადებიდან ამჟღავნებს ემპათიის უუნარობას, რაც ძირითადი თვისებაა ამ დაავადების. მაგრამ რაც შეეხება დავიდოვს, იგი შემდგომ შეძენილი ფსიქოპატია.
მოკლედ, მეც ვწერ ერთ ფსიქოპატზე, მაგრამ ამაზრზენობისთვის ვერ გავიმეტე. :დ მე მიკალს ჩემი დობიკო ❤

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
მოვედი. სამსახურში კუთვნილი სამი საათიც არ მეძინა ამ ისტორიის გამო და რომ მოვედი, ჩვეულებრივად გავითიშე.
როგორც მოგეხსენება, აბსოლუტურად ყველაფერს და ყველას შემიძლია გავუგო, მაგრამ... არავითარი მაგრამ. დავიდოვი - ანტისოციალური პიროვნების აშლილობის იდეალური მაგალითია.(ვსიო, საკუთარი პროფესიული მომენტით ჭავედი, ჩუქუ-ჩუქუუუ.) აი, სისხლი მიდუღს ისე მსურს მასთან გასაუბრება. ფსიქოპატია არა ჩვეულებრივი ადამიანის მიერ გაბრაზებულზე წამოსროლილი სიტყვით "ფსიქოპატი!", არამედ ფსიქიატრიული დიაგნოზით. შენ წარმოიდგინე, ზოგი ფსიქოპატი მეესთეტიურება. რადგან არსებობს პასიურ-აგრესიული ფსიქოპატებიც, დაგიკონკრეტებ, რომ მკვლელ ფსიქოპატებს ვგულისხმობ. (ოხ, ოხ, მიდი დიპერსო რაც შეიძლება გაწელე სიტყვა, გამოავლინე ერთი კინკილა ცოდნა რომ გიზის ტვინში. კვერცხი ესა.) ძალაუფლების სურვილით შეპყრობილები არიან, ზოგადად, რაც ცოტათი მაღიზიანებს. პირადი სიამოვნებისთვის ხალხის ხოცვა-ჟლეტა და ტანჯვა-წამების გაგება ძალმიძს. (ამის ხმამაღლა თქმისთვის მიწასთან გამასწორებენ, მაგრამ.) აი, ეგ გლობალური მიზნები და ა.შ. ნუ, არ ზის ჩემში.
ნაია პირადი სიამოვნებისთვის გახდება დავიდოვისთვის დავიდოვი. ყელი გამოსჭრა ხალხს და ესიამოვნა. გული იცი რატომ აერია? მაშინ ლუკასთან სასაფლაოზე. იმიტომ, რომ ზიზღმა შეიპყრო იმის მიმართ, რაც გახდა, მაგრამ არაფერს ნანობდა.
არ გეთანხმები იმაში, რომ მკვლელებად არ იბადებიან. ფსიქოპატთა მცირე პროცენტობა დაბადებიდან ამჟღავნებს ემპათიის უუნარობას, რაც ძირითადი თვისებაა ამ დაავადების. მაგრამ რაც შეეხება დავიდოვს, იგი შემდგომ შეძენილი ფსიქოპატია.
მოკლედ, მეც ვწერ ერთ ფსიქოპატზე, მაგრამ ამაზრზენობისთვის ვერ გავიმეტე. :დ მე მიკალს ჩემი დობიკო ❤

სიყვარულო მე არ ვგულისხმობ "ანომალიურ გადახრებს" რაც ადამიანში თავიდანვე დევს. დროთა განმავლობაში კი ღვივდება და წარმოშობს ბოროტებას, რომელსაც ადამიანი უბრალოდ ვეღარ აკავებს. ფისიქოპატის ფსიქოლოგიური პორტრეტი ძალიან ვრცელი ღრმა და ფართო თემააა, რაზეც აქ საუბარი უბრალოდ არ ღირს. რადგან დავიდოვი ფსიქოპატს არ განეკუთვნება. ერთი პატარა "ადამიანია", რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს გარშემო რაც აგრძნობინებს სინამდვილეში რას წარმოადგენს. კი გეთანხმები, ნაია მაგ მიზეზით გახდა ცუდად... ზიზღს ჰგვრის ტყავი, რომელშიც გამოიკეტა, თუმცა მაინც ნებითვე აირჩია გზა, რომელსაც დაადგა. პ.ს. მომენატრე <3 <3 <3

 


№24 სტუმარი სტუმარი თიკო

მითხარით რა ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებიც, მარტო ამ გოგოს ნაწერი მომწონს სხვისი არაფერი არ მომწონებია, საოცრად წერს და მინდა სხვა ისტორიებიც წავიკითხო ????????

 


№25  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი თიკო
მითხარით რა ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებიც, მარტო ამ გოგოს ნაწერი მომწონს სხვისი არაფერი არ მომწონებია, საოცრად წერს და მინდა სხვა ისტორიებიც წავიკითხო ????????

უღრმესი მადლობა საყვარელო თბილი კომენტარისთვის ^_^ <3 <3 ამ ნაწარმოების გარდა "პაზლების ქურდი" მაქვს ატვირთული და შეგიძლია გაეცნო შთაბეჭდილებები კი გამიზიარე ^_^ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent