უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 6)
სხეული დამძიმებული მქონდა. ასე მეგონა, რომ მთელი მსოფლიოს ტვირთი ზურგზე მაწევდა. ერთი სული მქონდა, როდის მივადგებოდი ალექსის კარებს, რომელიც მუდამ ჩემი სულიერი ნავსაყუდელი გამხდარიყო. თვალებს ცრემლები მიწვავს... მინდა მათ განთავისუფლების საბაბი მივცე, თუმცა არ გამოდის... ჯიქურად ცდილობს სხეულში დარჩენას. სულის ყივილი ყურებს მიწვავს. მინდა თეთრი ფრთები გავშალო და უმისამართოდ გავფრინდე. დროებით მოვწყდე ნებისმიერ პრობლემას, განსაცდელს, რომელიც მუდამ ჩემში ცხოვრობდა. თითქოს გარემოც სულიერ ტკივილს იზიარებდა. ნიავი სულის ნაპრალებში ძვრებოდა და ცდილობდა ოდნავ მაინც გაექარწ....ბინა არსებული აპოკალიფსი. მოულოდნელად წვიმის წვეთებიც წამოვიდა ციდან. როგორც უწინ მჩვეოდა ახლაც ტანჯული სახე ზეცას მივაპყარი. მინდოდა ისინი ჩემში შემოსულიყვნენ. ვიცოდი... ვიცოდი, რომ ერთმანეთს ყველაზე მეტად ვჭირდებოდით. საშინელებაა, როდესაც მოგონებები შენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. გონებაში ყველა ის წვრილმანი დეტალი მიდგება, რომელმაც უშუალოდ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების ყოფა. სული შემაწუხებლად მეწვის. ასე მგონია, რომ მალე დამტოვებს. ისიც წავა, როგორც ეს უცბათ მოსულ ადამიანებს სჩვეოდათ, რომლებიც შენთან დარჩენას გპირდებოდნენ, თუმცა პირობა მწარედ დაარღვიეს. ისინი წავიდნენ... მათ წასვლასთან ერთად კი გაქრა ის სასიცოცლო სიმები, რომელიც ეგოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო. - ზოგჯერ როგორ მინდა ყველაფერი დასრულდეს. რატომ ვერ გაქრობთ გონებიდან... რატომ მატყდებით თავს უდროო დროს?- მძიმედ აღმოვთქვი და ამ სიტყვებში ის ტკივილი ჩავაქსოვე, რომელიც სხეულს ერთიანად ჯოჯოხისებრი ალით მოსავდა. დრო გაფრინდა... ჩემს გარშემო ნისლის ჩამოწვა... ვერ გავაცნობიერე ისე მივადექი ალექსის კარებს და ისე დავაკაკუნე უსულო მაჯით მის შავ კარებზე. ისიც მალე გამოვიდა, თითქოს მელოდაო. მის დანახვისას ყველა ის პრობლემა გაქრა რაც კი ჩემში არსებობდა. მინდოდა მთლიანად ჩემს სხეულში შემეშვა და არასოდეს არ გამეშვა. მინდოდა მისდამი გრძნობა ორივეს ერთდროულად გვეტარებინა. - შემომიშვი რა, ჩვენს ფერად სამყაროში, ალექს...- ტირილით მივუგე მას და ძლიერ ჩავეხუტე. ალექსიც გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და წელზე ნაზად მისვამდა თითებს. - ყველაფერი კარგადაა, თე?- მისი გრილი თითის ფალანდები საკუთარ ცრემლებს შეეხო და მისად აქცია. - არ ვიცი... ყველა ადამიანის ტკივილი მტკივა, ჩემო... - თე... თე... თე... თე... - მონოტორულად, მაგრამ საშინლად დასამშვიდებლად იმეორებდა ჩემს სახელს. ამავდროულად ხელში ამიყვანა და ნელი ნაბიჯებით საძინებელ ოთახში შემიყვანა.- სულმთლად სველი ხარ. არ გამიცივდე მეშინია, თე. - გამოცვლის თავი არ მაქვს ალექს... - რა პრობლემაა მე გაგხდი. ალექსი ნელ-ნელა მხდიდა ტანსაცმელს. თანდათანობით კისერზე ნაზად მკოცნიდა და ცდილობდა სულიერი შფოთვა სიყვარულის ხარჯზე მიეძინებინა. - ვერ ვიტან როცა მოწყენილი ხარ, თე... მომიყევი რა, რა მოხდა. - სამყარო ბოროტი ადამიანებითაა სავსე, ალექს. და სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები ცვლიან უარესობისკენ ქვეყანას. - ვინმემ გაწყენინა?- ბრაზით აევსო მეტყველი თვალები. - სჯობდა ჩემთვის ეწყენინებინათ, ვიდრე პატარა ბავშვისთვის. - რას ამბობ, გოგო სულ გადაირიე? შენ რომ ერთი ღერი თმაც მაინც ჩამოგცვივდეს არავის ვაპატიებ!- კბილებში გამოსცრა მან. - ერთი არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურა ერთმა ნაძირალამ. - რას ამბობ? ასე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა შემზე? - რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ალექს? მან, ხომ არ იცის როგორ დაუნგრია თავისი დაუდევარი ქმედებით ამ ბავშვს მთელი ცხოვრება. საზოგადოების სტერეოტიპი მაინც არ ვიცოდე. ჩემი საკონტაქტო ნომერი დავუტოვე. ვთხოვე თუ რამეში დავჭირდებოდი დაერეკა. მისთვის ახლა მთავარია იგრძნოს, რომ მარტო არაა. - დარწმუნებული ვარ მას იმაზე მეტადაც დაეხმარე, ვიდრე ეს საჭირო იყო. ბოროტება, რომ არ სუფევდეს დედამიწაზე სიკეთეც ასეთი დასაფასებელი აღარ იქნებოდა. - ასე ფიქრობ? - ადამიანები ბოროტი ადამიანებისგან სწავლობენ სიკეთეს. სინათლე სიბნელის გარეშე ხომ არ იარსებებდა, საყვარელო. - ზოგჯერ იცი რას ვფიქრობ? ასეთი არამიწიერი არსება საიდან მოხვედი. - შენი გულიდან, ძვირფასო. - ჩემი გულიდან?- ჩამეღიმა. - გასაკვირია? რაც თავი მახსოვს მუდამ შენკენ ვილტვი. უშენობა ყველაზე მტკივნეულია, თე. არასოდეს მინდა წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან. - მე შენ გეტყვი, რომ ვიქნები შენთვის და არ იქნება სხვა. - მპირდები? - გპირდები. - თუმცა ერთი არის რაღაც, თე... ადამიანს იმდენად არ უნდა ჩამოეყრდნო, რომ მისი წასვლა შემდგომ გაგიჭირდეს. - ამით რისი თქმა გინდა?- შიშნარევი მზერით მივუგე მას. - არავის უნდა ენდო, იმაზე მეტად ვიდრე იგი იმსახურებს. ადამიანს რაც უფრო გულს გადაუშლი, მით უფრო მეტად ცდილობენ შენც დაჩრდილვას. ყველასგან უნდა ელოდო ტკივილს. მათ შორის ჩემგანაც, რადგან ყველაფერი წარმავალია. - არა... ყველაფერი წარმავალი არ არის! - აბა რა არის მარადიული, თე. - ყველაფერი წარმავალია, ჩვენი ურთიერთობის გარდა. - ყველა ადამიანი ბუმერანგივით უბრუნებს მის წინ პიროვნებას ტკივილს. - შენ სხვა არ ხარ. ჩვენ ერთნი ვართ... სულ სხვა ფენომენნი. არ ვიცი, თუ ტკივილს მომაყენებ მე გავუძლებ, რადგან ამ გრძნობას უფრო ღვთიური წარმომავლობის შეგრძნება ჩაანაცვლებს, რომელსაც სიყვარული ჰქვია. - მე იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად გატკენ, თე... - არც მე ვამბობ ასე. თუ მატკენ მაგ შემთხვევაში. - ანუ გიყვარვარ არა? - შეიძლება ადამიანს ასეთი პიროვნება არ შეუყვარდეს, ალექს? - არ ვიცი, ნუთუ?- თქვა და მათრობელი ღიმილით დამაჯილდოვა.- გინდა რაღაც მოგიყვე, თე? - რა თქმა უნდა, საყვარელო. - ეს იმ ისტორიაზეა, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა. - ახლა უფრო გულისყურით გისმენ!- ვთქვი და წელში გავსწორდი. ბალიშიც ჩემს გემოზე მოვირგე. ანთებული თვალებით კი ალექსის სახის ნაკვთებს შევცქეროდი. სწორედ ისე, პატარა ბავშვებს რომ სჩვევიათ. - დიდი ხნის წინათ დედამიწაზე იყო ერთი კუნძული, რომელზეც თურმე ყველა სულიერი ფასეულობა ცხოვრობდა. მაგრამ ერთხელაც შეამჩნიეს, რომ კუნძულმა დაიწია და წყალში დაიწყო ჩაძირვა. ყველა ფასეულობა თავ-თავის გემში მოთავსდა და გაცურა. კუნძულზე მხოლოდ სიყვარული დარჩა. ის უკანასკნელ წუთამდე ელოდა... მაგრამ როცა ლოდინსაც აღარ დაეკარგა აზრი, მასაც მოუნდა კუნძულის დატოვება. უხმო სიმდიდრეს და სთხოვა, შენს გემზე ამიყვანეო, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა: - ჩემს გემზე ბევრი ძვირფასეულობა და ოქროა, შენი ადგილი არ არის. როცა ნაღველის გემმა ჩაიარა, სიყვარულმა ახლა მას სთხოვა შველა. ნაღველმა მიუგო. მაპატიე, სიყვარულო, მე იმდენად ნაღვლიანი ვარ, რომ ყოველთვის მარტო უნდა ვიყო. სიყვარულმა ახლა სიამაყის გემი დაინახა და მას სთხოვა დახმარება, მაგრამ სიამაყემ მიუგო, რომ სიყვარული მას ჰარმონიას დაურღვევდა გემზე. სიხარულმაც გაინავარდა გვერდით, მაგრამ ისე იყო დაკავებული თავისი მხიარულებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ხმა. სიყვარულს მთლად სასოწარეკვეთდა... მაგრამ უცებ უკნიდან შემოესმა: - წამოდი, სიყვარულო, მე წაგიყვან. სიყვარულმა მოიხედა და უხუცესი დაინახა. მოხუცმა ხმელეთზე გაიყვანა და თავად კვლავ გაცურა. სიყვარული უცებ მოეგო გონს. - მას ხომ სახელიც არ უკითხავს მხსნელისთვის. შემეცნებას მიმართა: - მითხარი, შემეცნებავ, ვინ მიხსნა? ვინ იყო ეს მოხუცი? შემეცნებამ სიყვარულს შეხედა: - ეს დრო იყო. - დრო? - შეუბრუნა შეკითხვა სიყვარულმა, - კი მაგრამ, მან რატომ გადამარჩინა? შემეცნებამ ისევ მიაპყრო თვალები სიყვარულს, მერე კი იქით გაიხედა, საითაც მოხუცმა გაცურა, და თქვა: - იმიტომ, რომ მხოლოდ დრომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული... პ.ს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ისე ვარ შეყვარებული ალექსზე... :დ <3 ეს ნაწილი კი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ალექსის ბუნება ყველაზე კარგად იკვეთება. <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.