შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (1 თავი)


20-05-2020, 21:06
ავტორი EllaTriss
ნანახია 4 437

მაისის მზიანი დილა იდგა, ქუჩაში ათასობით მანქანა და ხალხი ერთმანეთში ირეოდა. გაგიკვირდებათ და არსებობს გოგონა, რომელსაც არც გაზაფხული უყვარს და არც ყოველ დილით ქუჩაში გამოსვლაზე გიჟდება. თიკომ კორპუსის კიბეები შეუსვენებლივ ჩამოირბინა და მხოლოდ სადარბაზოს გამოსასვლელთან შეჩერდა და ცოტა შეისვენა.
- ღმერთო ნეტავ როდის ვეღირსები ამ ლიფტის შეკეთებას - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ამ დროს ტელეფონის ზარის ხმა მოესმა ჯიბიდან. არ გაჰკვირვებია ნინი იყო
- გისმენ
- თიკოო, სად ხარ? აბა დილას ადრე მოვალო, ახლახანს ისეთი რაღაც გავიგე რომ არ მოგიყვე გავაფრენ, ემოციების ზღვა მაქვს
- ახლახანს გამოვედი, მალე მოვალ
- ახლა გამოხვედი? გაკვეთილი თუ დაიწყო როდის მოვასწრო მოყოლა - თითქოს მოწყენილემა ჩაილაპარაკა
- კარგი ნინ, პირველი ბილოგია გვაქვს მაინც მოახერხებ მოყოლას
- ხო კარგი მალე მოდი
ცხრას 2წუთი აკლდა თიკო სირბილით რომ შევარდა სკოლაში და ზარის დარეკვამდე ნინის გვერდით მერხთან დაჯდომაც მოასწრო
- აბა რა მაგარი ამბავი უნდა მოგეყოლაა?
- რა და..
ამ დროს კლასში ბილოგიის მასწავლებელიც შემოვიდა, ბავშვებს უკმაყოფილოდ გადახედა, მერე თავის მერხს მიუჯდა და მაშინვე სიტყვაც მოაყოლა
- დოლიძე გაკვეთილის კითხვა დაიწყე.
- ღმერთო 12-ე კლასში ვართ, კარგით რაა - შეპასუხება სცადა დოლიძემ თუმცა მასწავლებელმა ერთხელ ცივად შეხედა და ისიც მაშინვე წიგნს მიუბრუნდა
- ნეტავ ასეთებს რატომ აჩერებენ სკოლაში - თითქმის ჩურჩულით ამოთქვა თიკომ
- კარგი რა ეგ დაიკიდე, უფრო მაგარი რაღაც უნდა გითხრა - მაშინვე მიახალა ნინიმ
- თქვი თუ ამბობ, შევწუხდი დილიდან წრეზე ბრუნავ რა არის ამისთანა
- მოემზადე. 3..2..1.. ჩემი ძმა ჩამოდის - გაბრწყინებული სახით უჩურჩულა ნინიმ
- მერე? მაგარი ამბავი სად არის?
- დამცინი? ჩემი ძმა ჩამოდის მეთქი მეტი მაგარი ამბავი რაღა გინდა
- ჰო კარგი მაპატიე, ხოიცი სიხარულს ვერ გამოვხატავ. როდის ჩამოდის?
- დღეს სკოლის მერე მოგაკითხავო, აუუ არიცი რა მაგარ ხასიათზე ვარ. ნეტა მალე გავიდოდეს ეს გაკვეთილები
- აა ანუ დილას ჩამოდის
- ხო რავიცი, არვიცი მინდოდა დახვედრა მარა სკოლა არ გააცდინოო, ანდა რაღაა ეს სკოლა კიდე ვინ დადის მეთორმეტეში ოღონდაც
თიკომ ოდნავ გაუღიმა და მერე გაკვეთილს მიუბრუნდა.
ნინი ბევრს უყვებოდა მის ძმაზე თუმცა კი არასოდეს ენახა. 1 წლის წინ გადავიდა სკოლაში და ნინიც მაშინ გაიცნო, ძმა კი რომელზეც ნინი ასე აფანატებდა გერმანიაში მუშაობდა. თიკო არც არასოდეს ინტერესდებოდა ბიჭებით, ყოველთვის ამბობდა სიყვარული არ არსებობსო. ნინი ამაზე ყოველთვის იცინოდა და ეუბნებოდა მაგ სიტყვებს შენს ქორწილში გაგახსენებო. გაკვეთილებმა სწრაფად გაირბინა. ნინიმ და თიკომ კიბეები ლაპარაკით ჩამოირბინეს და როგორც კი ეზოში გამოვიდნენ, თიკომ სკოლის წინ გაჩერებულ შავ მერსედესს მოჰკრა თვალი
- ნინიი, მგონი..
- რა მგონი - ამჯერად ნინიმაც გაიხედა და შემდეგ მთელი ხმით შეჰკივლა - ძამიკოოო!
მანქანიდან მაღალი, სიმპათიური ბიჭი გადმოვიდა და თიკოც პირველად მაშინ მიხვდა რომ ნინი ტყუილად არ იყო აღტაცებული მისით, წამიერად მოეწონა კიდეც, თუმცა მხოლოდ წამიერად. კარები გააღო და თვითონაც გავიდა
- ნინი მე წავედი
- მოიცააა თიკკ, ერთმანეთს გაგაცნობთ
თიკოც მაშინვე გაჩერდა
- ძამიკო ეს თიკოა ჩემი უახლოეაი დაქალი , თიკო ეს ლევანია ჩემი ძმა
- სასიამოვნოა - თქვა ლევანმა მისკენ წავიდა, სათვალე მოიხსნა და ხელი გაუწოდა
- ჩემთვისაც. - მაშინვე დაუბრუნა პასუხი თიკომ და შეეცადა ეს მომენტი მალე დაემთავრებინა
- მე წავალ ინგლისურზე მაგვიანდება
- თუ გინდა ჩვენ წაგიყვანთ - შესთავაზა ნინიმ და ძმას შეხედა
- არააა საჭირო, დროებით - უპასუხა და მაშინვე გაიქცა
- რა უცნაური გოგოა - წავიდა თუ არა მაშინვე უთხრა დას ლევანმა
- სულაც არა, რატომაა უცნაურიი?
- რავიცი, კაი წამო წავიდეთ.. საღამოს ბიჭებს უნდა გავუარო და შენთვის დრო აღარ მექნება
- კაი კაი წავიდეთ - სიცილით ჩაეხუტა ძმას ნინი და მანქანისკენ წავიდნენ.



№1  offline წევრი კეტი

ძალიქნ მაგარია ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი EllaTriss

კეტი
ძალიქნ მაგარია ველოდები შემდეგ თავს

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის, ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent