ჩემი ზუ #1
ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს ზუ... * * * მეცინება.ვცდილობ,ეს დღეები დრამატულად წარმოვაჩინო,თუმცა რეალობა არც ასეთი მძიმეა.მსოფლიო პანდემიამ შვიდი მილიარდი ადამიანის ცხოვრება ამოატრიალა,შევიცვალეთ ყოველდღიურობა,ჩავჯექით სახლებში,თითქოს განუსაზღვრელი არდადეგები გვაჩუქეს,ან- არდადეგების ბოლო დღეები,როდესაც ერთი სული გვაქვს ,უნახავი მეგობრები ვნახოთ.ეს იმ უკანასკნელი წუთებივით გაიწელა,რომლებიც გვაშორებს ხვალინდელ შეხვედრას.24/7-ზე სახლში ყოფნამ სრული ჰარმონია მომანიჭა,თუმცა ,ამავდროულად,ჩემში სრული ქაოსი ტრიალებდა.თითქოს სახლში გამეფებული მდუმარე მარტოობა კიოდა ჩვენს ყურებში.ახლა რომ ვიხსენეb,როგორ შეგხვდი,მეცინება.კომენდანტის საათამდე ვცდილობდი სახლში მიღწევას და მაშინ,როდესაც ჩემი ატმისფერყვავილებიანი კაბა თან მიმაქროლებდა,როდესაც ჩემი ოქროსფერი თმები ქაოტურად მექაჩებოდა უკან,დაგეჯახე შენ,ხეს,რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები დედამიწის სიღრმეში,რომელიც მხოლოდ დგას და ამ სტატიკური მდგომარეობით ამოქმედებს ყველა სხვა ქმნილებას.სიმართლე ვთქვა,ტკივილის გარდა, მაშინ არაფერი მიგრძვნია,არც შენთვის მომიქცევია ყურადღება.არ ვიცოდი,ბათინკებზე შემეკრა თასმა,თუ ბედსმინდობილი გამეგრძელებინა სირბილი.გაგიკვირდებათ და იმ დღეს მაინც დავაგვიანე.პოლიციის შიშით ჩიხში ვიყავი განაბული და ვცდილობდი მაქსიმალურად გავუჩინარებულიყავი სხვების თვალში.ნუ,როგორც იქნა ავაღწიე სახლში,დედაჩემი განერვიულებული მელოდა,თუმცა სტრესისგან ისეთი სიცილი ამიტყდა,ვეღარაფერი მითხრა. და მაშინ,როდესაც სიზმრების სამყაროში ბედს ვწერდი,შენ გნახე...გამეღიმა,სხვა არაფერი,მაგრამ,ნუთუ ამ ღიმილზე ძლიერი იყო რამე?!როდესაც გავიღვიძე,უკვე ჩემი ფიქრების ღმერთი იყავი...რა გქონდა ასეთი მაგიური,თუმცა შენ ხომ ჩემი ზუ ხარ...ალბათ,ესეც საკმარისი იყო,მეტი არაფერი მინდოდა შენგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.