იარა სახელად
იარა სახელად ... ცხოვრებისაგან ქანცგამოცლილი, მაშინ, როდესაც თავისუფალ დროს ვიხელთებ ხშირად ვუფიქრდები ხოლმე ჩემს წარსულს, ვცდილობ ყოველი ქმედება გავაანალიზო და ყელანაირი ვარიანტით აღვიქვა ყველაფერი. ყველაზე ხშირად ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი და მცდარი გადაწყვეტილება მაფიქრებს ხოლმე, რომელიც ბავშვობაში მივიღე და ალბათ რომელმაც შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება, ახლა კი, 48 წლის ჭაღარანარევი ქალი ვწევარ ოთხ თეთრ კედელს შუა, ვსუნთქავ წამლებით გაჟღენთილს ჰაერს და ველოდები თუ როდის გათენდება ჩემთვის უკანასკნელად. გულში ვუშვებ ყველა ვარიანტს თუ რა მოხდებოდა განსხვავებული ქმედების შემთხვევაში და ვხვდები, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. ამავდროულად ფრიად გაკვირვებული ვარ ჩემი ასაკით, მიკვირს თუ აქამდე როგორ მოაღწიე, სარკეში ვიხედები ხოლმე და გული მტკივა, როდესაც ვეღარ ვხედავ ისევ მოელვარე მწვანე თვალებს, ვერ ვხედავ და ვერც ვხვდები როდის ჩააქრო ისინი ცხოვრების დინებამ. დილით ვახელ თვალებს და ვაანალიზებ, რომ ჯერ არ დამდგარა ჩემთვის აღსასრული, ვხვდები რომ სასტიკი ტკივილი შემიპყრობს მაშინ, როდესაც წამალი მიატოვებს მოქმედებას ჩემს სხეულში, ხოლო შემდეგ კი ისევ და ისევ წამლის ახალი ამპულის მეშვეობით მივეცემი სიმშვიდეს, ვიცი არავინ შემოაღებს ჩემს კარებს გარდა წყეული ექიმისა, რომელსაც არასდროს, არაფერი კარგი არ უთქვამს ჩემთვის, ვერ ვიტან ადამიანებს, თავიანთი ხასიათით, ქცევებით, დამოკიდებულებებით, ზედმეტად ცუდები არიან ამ სამყაროსათვის, ვფიქობ მარტოობისთვის ვარ შექმნილი, ვარ კიდეც მარტო, ამ უკიდეგანო სამყაროში არავინ დამრჩენია საკუთარი თავისა და მოგონებების გარდა, თუმცა, ამითაც სრულიად კმაყოფილი ვარ, მეტი არც იყო საჭირო. ყველა მოგონება ზუსტად მახსოვს, ყოველი დეტალი, მოლეკულურული სიზუსტით, ასე მგონია ვერც ვერასდროს დავივიწყებ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველი მათგანი ისეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმდენად სასიამოვნო, ზოგიერთ მათგანს ტკივილიც კი მოაქვს, მაგრამ იმ ტკივილშიც არის რაღაც ბედნიერების ელემენტები. პირველი მოგონება 4 წლის ასაკიდან შემომრჩა, ჩემი სოფელი, ბიძაჩემი, ბაბუაჩემი, როგორ მახსოს ის დღე, ყველა ერთად იყავით, დედაჩემი და მამაჩემიც ჩემთან ერთად იყვნენ, წითელი ქურთუკი მეცვა, ციდან ფიფქები ცვიოდა, ქუჩები გადათეთრებულიყო, ავტობუსს ველოდებოდით, განვიცდიდი სიხარულს, რომელიც თოვლის პირველად ხილვამ მომგვარა. სახლში ვბრუნდებოდით, მეტი კი არაფერი შემორჩენია ჩემს გონებას ამ დღიდან. შემდეგ იყო ბაღი, იქაური მეგობრები, ისტორიები და ზედმეტსახელები, მასწავლებლები, ყველა მათგანი შემორჩენია გონებას. შემდეგ სკოლა, პირელი ნაბიჯი ლურჯ დერეფნებში, პირველი შეხება მერხთან, მასწავლებლის თბილი მზერა და დამოკიდებულება, უამრავი ისტორია, ღმერთო, ყველაფერი თვალწინ მიტრიალებს, თითქოს ჩემს ცხობრებას ვადევნებდე თვალს ხელახლა, თურმე რა კარგი დრო იყო, მე კი ამას ვერ ვაანალიზებდი, ყველას და ყველაფერს ვხედავ იმდენად მკაფიოდ რომ ვერც კი ვხვდები საიდან ძალუძს ჩემს გონებას ამდენი წლის შემდეგს აღადგინოს ეს ყოველივე. 10 ვიყავით, მეგობრები ყველამ ყველაზე ყველაფერი ვიცოდით. მე, თაკო, მარი, ლიკა, მეგი, ლიზი, ნიკა, ნიკოლოზი, გიო და ლევანი. თაკო, ლიკა, მეგი, ლიზი და ნიკა სკოლის პირველი დღიდან არან ჩემს გონებაში, დანარჩენები კი თანდათანობით შემოგვემატმენ, და ვიყაით ყველაზე კარგი მეგობრები, რომელიც კი ისტორიას ახსოვს, ალბათ ამიტომაც მოხდა ყველაფერი ასე, და დღეს არცერთმა არაფერი ვიცით ერთმაეთზე. პირელი მოგონება თაკოზე. როგორ მახსოვს კლასში როდესაც შევედი პირველ მერხზე იჯდა ცისფერთვალება, მუქი გრძელი წაბლისფერი თმით, სქელ ტუჩებიანი გოგო, რომლის მახლობლადაც მე დავჯექი, ავითვალწუნე, არ მომწონდა, ვფიქრობდი რომ ზედმეტად ამპარტავანი იყო, რაც შემდეგ სრული სიცრუე გამოდგა. მარი მეშვიდე კლასში გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ უკვე ცხრავე ვმეგობრობდით, მახსოვს სკოლის პირველ დღეს როგორ შემოვიდა გოგო კლასში მუქი ჯინსებით და წითელ-ნაცრისფერი ზოლიანი მაისურით ყავისფერთვალება ოდნავ ჭოფლებიანი, ყავისფერი გრძელი თმებით, და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ჩვენთან, უზომოდ მხიარული იყო, უზომოდ კეთილი და უზომოდ მოსიყვარულე, პოზიტივს აფრქვევდა. ლიკა, პირველი დღე იყო სკოლის, უკვე ჩემს მერხზე ვიჯექი როდესაც კლასში სუსტი, მოკლედ შეჭრილი თმებით და დიდრონი ყავისფერი თვალებით შემოვიდა კლასში, შემომხედა და ჩემს გვერდით დაჯდა, ისე მოავლო ყველას თვალი თითქოს ამბობდა რომ ეს ადგილი მას ეკუთვნოდა სამუდამოდ, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, და ყელაზე მეტი ისტორია ვფიქრობ მასთან მაკავშირებს. მეგი, უზომოდ სუსტი გოგო, მუქი მწვანე თვალებით, შავი თმებით, რომელიც დროთა განმაბლობაში ყავისფერი გახდა, პირელ კლასში შემოვიდა ჩვენ კლასში და ჩემს გვერდზე დაჯდა, მხოლოდ სივრცე გვაშორებდა, იყო უზომოდ პოზიტიუი, თუმცა ძალიან მეტიჩარა და რაც ყველაზე ცუდია მასში, შურიანი. ლიზი, ისიც ჩვენთან ერთად იყო კლასში, თუმცა პირველი ისტორია მეოთხე კლასში იყო და აქედან იწყება ჩვენი ურთიერთობა. როგორ მახსოვს, როცა კლასში მარტო დავრჩით მე, თაკო, ლიკა, მეგი და ლიზი და დაჭერობანას ვთამაშობდით, დროთა განმალობაში მეეხებზეც ავძვერით და მერხიდან მერხზე ვხტებოდით, მაგიდებზე კი ჩვენი ნაფეხურის ნაკვალევი დარჩენილიყო, რის გამოც საკმაოდ დავისაჯეთ. ნიკა, თავიდანვე ერთად ვიყავით, საკმაოდ დიდი თავი ქონდა რის გამოც დავცინოდით, სულ იცინოდა, ყავისფერი თვალები სულ უბრწყინავდა, და რაც ყველაზე საყარელი იყო მასში, სიცილის დროს ლოყები ეჩხვლიტებოდა. ნიკოლოზი, ის მეექვსე კლასში მოვიდა ჩვენთან ლევანისთან ერთად, ღია ფერის თმებით და ცისფერი თვალებით, ოდნავ პუტკუნა, "ოროსანი" ბიჭი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მასწავლებელი იყო, არასდროს გადაუშლია წიგნი. გიო, გიო, გიო, როგორ მახსოვს მისი პირველი შემოსვლა ჩვენს საკლასო ოთახში, მესამე კლასში გახლდით, შუა სემესტრი იყო, პუტკუნა ყავისფერთვალება ბიჭი რომ შემოიყვანეს კლასში, პირველივე დღეს მოახერხა ჩხუბი ბავშვთან. მარტოსული იყო, ერთადერთი იყო კლასში ვისაც მეგობარი არ ყავდა, მისი პირველი მეგობარი მე ვიყავი, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, თუმცა ძალიან უყვარდა მოვლენების გაზვიადება. ლევანი როგორც უკვე ვთქვი ნიკოლოზთან ერთად მოვიდა, მაშინ ისინი უკვე მეგობრობდნენ. ლევანს ქონდა მუქი ყავისფერი თმები და მუქი ცისფერი თვალები, და ძალიან სუსტი იყო, თავის დაფასება უყვარდა ძალიან, რამდენჯერ წავკამათებულვართ ვინ იცის, თუმცა მალევე დავმეგობრდით. და ასე, მეშვიდე კლასში უკვე ვიყავით, ჩვენ ათი. მე, თაკო, მარი, ლიკა, მეგი, ლიზი, ნიკა, ნიკოლოზი, გიო და ლევანი. და რა მოხდა შემდეგ? სათითაოდ დაგვაკლდა მეგობრები, ზოგი ნებით, ზოგი უნებურად, ზოგი გაფრთხილებით, ზოგი კი გაუფრთხილებლად, ასე უბრალოდ ადგნენ და დაგვტოვეს. ალბათ საუკეთესო წლები იყო ჩვენ ათისთვის. ყველამ იცოდა ჩვენზე, როდესაც ჩვენ ათი მივდიოდით გვერდიგვერდ ქუჩაში და ვსაუბრობდით, ვიღიმოდით, ყველა ჩვენ გვიყურებდა, არ არსებობდა ტაბუდადებული თემები ჩვენთვის, დღესაც შევტირი იმ დროს. თუმცა ვიზრდებით და იცვლება გარკვეული საკითხებიც ჩვენს გარშემო, ვიღაცისთვის რაღაც მიუღებელია, ვიღაცის მშობლებს შვილის მეგობრები არ მოსწონს და ა.შ. ათივეს შეგვეძლო მთელი დღე შეუჩერებლად გველაპარაკა ან მოგვესმინა ერთმანეთისათვის, ქუჩაში მთელს ხმაზე შეგვეძლო გვეცინა, გვემღერა, გვეცეკვა და ეს ყველაფერი უკომპლექსოდ, ეხლაც, ამდენი წლის შემდეგ ცრემლებით მევსება თვალები იმ დროის გახსენებაზე. და პირველი, რომელმაც დაგვტოვა, ეს იყო ლიკა. ლიკა, მეცხრე კლასში ვიყავით, სრულიად განსხვავდებოდა იმ პირვანდელი სუსტი ლიკასგან, რომელიც პირველ კლასში შავი კაბითა და მუხლებამდე შავთეთრი ზოლიანი წინდებით მოვიდა და დაუკითხავად გვერდზე მომიჯდა. პუტკუნა იყო, ლოყებღაჟღაჟა, ოდნავ თავისებური. მიზეზი რომლის გამოც ის გაქრა ჩვენი ათეულიდან იყო ძალზედ სასაცილო. სექტემბეტი იყო, ჩემი დაბადების დღიდან სულ ორიოდე დღე გასულიყო, მასწავლებელმა დავალებად მოგვცა დასაწერი “ჩემი ოცნება“ რათქმაუნდა ყველამ დავწერეთ, ნიკოლოზის გარდა, და ერთმანეთსაც წავუკითხეთ, თუმცა ლიკამ არ გაგვანდო თავისი ნამუშევარი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, და როდესაც დასვენებაზე ლიკამ დატოვა საკლასო ოთახი ,ჩვენ ცხრავემ მისი ჩანთიდან ამოვიტანეთ რვეული და წავიკითხეთ მისი ნაწერი, რამაც ის ძალზედ გააბრაზა, და ასე დავრჩით ცხრა, განა რა იყო ამაში ასეთი. შემდეგი, რომელმაც მიატოვა ჩვენი წრე იყო ლიზი, არასდროს წარმომედგინა რომ ჩვენ დაგვთმობდა, თუმცა, ასე თუ ისე უძლური იყო, ამის იმედს ვიტოვებ. როგორ მახსოვს ის დღე, ჩვენს საყვარელ საცხობთან ვიდექით და ლობიანებს ველოდით, საცხობში მომუშავე ქალი უკვე შეჩვეოდა ათის ნაცვლად ცხრა ლობიანის მომზადებას ჩვენთვის, ღმერთო, როგორ ვერ ვიტან იმ საცხობს, იმ ქუჩებს, სახლებს, ბინებს, თეატრებს, ვერაფერს ვიტან რაც მათ თავს მაგონებს, ნეტა ჩამახედა მათ გულში, ყველაფერს გავწირავდი, ოღონდ მაცოდინა ისინიც თუ მსგავსად ფიქრობენ. იმ დღეს ზაფხულის გრილი შხაპუნა წვიმა იყო, როგორც ყოველთვის აუჩქარებლად მივდიოდით შუა ქუჩაში საცხობის დატოვების შემდეგ. მე, თაკო, მარი, მეგი, ლიზი, ნიკა, ნიკოლოზი, გიო და ლევანი. ცხრავეს არ გვადარდებდა, რომ ვსველდებოდით, ალბათ ბავშვური ხასიათის გამო იყო, ვერც სიცივეს ვგრძნობდით, ვერც დაღლას, ახლა რომ დავდგე წვიმაში ალბათ ათ წამსაც ვერ გავძლბდი, მაშინ კი, სიცოცხლით ვიყავი აღსავსე. ყვლა ბედნიერი ვიყავით, ჩვეულ ფორმაში, ვხუმრობდით და ვიცინოდით, მხოლოდ ლიზისთან შემოპარულიყო სევდა, ყოველ ჩვენგანს თვალებით ათვალიერებდა ისე თითქოს ბოლოჯერ გვხედავდა, თუმცა არაფერს ამბობდა,ხუმრობებზე სევდანარევი ღიმილით გვპასუხობდა. და დღეს ვნანობ თუ რატომ არ ვკითხე არაფერი. ის არ მოსულა მეორე დღეს, არც მესამე დღეს, არც მეოთხე დღეს, და ასე გაგრძელდა მთელი კვირის მანძილზე, და მიპყრობდა ლიზის დაკარგვის აზრები, რომელიც უკვე ძვლებს მიღრღნიდა. და ვიპოვეთ ქაღალდის ნაგლეჯი. დღესაც სიტყვა სიტყვით მახსოვს. "გამარჯიბა ბავშვებო... ნუ მოკლედ, უბრალოდ არ ვიოცდი როგორ უნდა მეთქვა, რადგან ჩემთვის შეუძლებელი იყო იმ ემოციებთან გამკლავება რაც მომიხდებოდა ამ ყველაფრის პირისპირ თქმის შემთხვებაში. არ ვიცი საიდან დავიწყო, სიტყვების კორიანტელია თავში, იცით, საუბარი არასდლს მიჭირდა, მარტივად ვალაგებდი თავში აზრებს მაგრამ ახლა ყელაფერი სულ სხვაგვარადაა, არ ვიცი რომელ სიტყვას რა მოსდევს, ის ერთადერთი, რაც ვიცი, არის, რომ მინდა თითოეულ თქვენთაგანს ჩავეხუტო ძლიერად, ვიცი ეს უკანასკნელი იქნება, მაგრამ რა ვქნა,რომ ამასაც ვერ ვახერხებ. შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრება შემაყვარეთ, თითოეულ თქვენგანს მართლაც რომ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ ჩემს გულში, ყველა განურჩევლად მიყარხართ,და მინდა ამის გწამდეთ. ამ წერილის შექმნის მთავარი არსი არი, რომ არ მინდა მე დამადანაშაულოთ, როდესაც სრულიად სუფთა ვარ ამ საქმეში. ეს უნდა იცოდეთ. მივდივარ, და ვეღარ დავბრუნდები ვერასდროს, ვერც ვერდად მნახავთ, თუნდაც შემთხვევით, გთხოვთ, ნუ ეცდებით დაკავშირებას, უბრალოდ ტკბილი მოგონებები შევინახოთ. მოვა დრო, და ყველაფერდ მიხვდებ" და ასე 36 წლის შემდეგ, მე ისევ ვერაფერს ვხვდები. მე, თაკო, მარი, მეგი, ნიკა, ნიკოლოზი, გიო და ლევანი. ასე დავრჩით რვანი, გადიოდა დეები, თვეები ერთმანეთს ენაცლებოდნენ და ჩვენი რიგები კი უფრო და უფრო თხელდებოდა. და დავრჩით რვა, შორიდან თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად, უცვლელი იყო, თუმცა არავინ იცოდა რა ხდებოდა ჩვენთან შინაგანად,გულის სიღრმეში ყველას აწუხებდა ერთი შეკითხვა, ვინ იყო შემდეგი. და პასუხიც მალევე მივიღეთ, მეთერთმეტე კლასის დასაწყისს, ლევანი, ლევანი, ალბათ ყველაზე სევდიანი ჩვენთვის მისი დაკარგვა იყო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ 16 წლის ლევანი ფედაკარგული არ ვიხილეთ სავადმყოფოში, მიზეზი კი სიმსივნე იყო, რომლის დამარცხების შანსებს იძლეოდნენ, ლევანი არ დადიოდა სკოლაში, ვერც ჩვენ ვნახულობდით მას. ღუბლიანი ამინდი იყო, საოპერაციოდ ამზადებდნენ, როდესაც პალატიდან საოპერაციო ოთახში გადაყავდათ ვნახეთ, თითქოს არაფერი დარჩენილიყო ძველი ლევანისაგან, მისი მუქი ლურჯი თვალები გამქრალიყვნენ, მის ნაცვლად კი რაღაც თითქოს უფერული ლაქები აჩნდა თვალის გუგას, უღონოდ გაგვიღიმა, და ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა მასთან, საოპერაციოდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდა, გულმა უმტყუნაო, ამბობდნენ ექიმები, მაგრამ არ მჯერა, ჩემი ლევანი, ჩვენი ლევანი, ყველაზე მტკივნეული მისი წასვლა იყო, რადგან სხვა ყველასაგან განსხვავებით მას სრულიად არ უნდოდა ჩვენი დატოვება. რა მწარედ მახსოვს მისი ცივი, ფერგადასული სხეული, თავისუფლებისთვის იყო გაჩენილი და ოთხკედელს შუა გამოკეტილი გარდაიცვალა. მე, თაკო, მარი, მეგი, ნიკა, ნიკოლოზი და გიო . დროის დინებასთან ერთად ყოველმა ჩვენგანმა გაითავისა ფაქტი, რომ ვიღაც იქნებოდა მომდევნო, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა ვერცერთი მათგანის დაკარგვა. შემდეგი იყო ნიკა, ეს ყველაზე უაზარო ურთიერთობის დასასრული იყო. ის უბრალოდ ადგა და წავიდა, რადგან გადაწყვიტა,რომ მეტი მეგობრის დაკარგვას ვეღარ აიტანდა. ის ვერ მიხვდა, რომ თავითსი წასვლით ისევე გვატკენდა გულს როგორც თვითონ ეტკინა სხვების დაკარგვისას, მაგრამ გაგვიმეტა, ჩვენ გაგვიმეტა იმისთვის რისთვისაც საკუთარ თავს ვერ იმეტებდა, უდიდესი ეგოისტობა გამოიჩინა. მე, თაკო, მარი, მეგი, ნიკოლოზი და გიო . და დავრჩით 6, ექვსი მეგობარი, რომელიც უკვე ვეღარ ახერხებდა ძველებურად ყოფნას, ქუჩაში მიმავალ ბავშვებს უკვე აღარ აყოლებდნენ თვალ მათი ბედნიერებით გახარებული ხალხი, მართალია იღიმოდნენ, იშვიათად გაიცინებდნენ კიდეც, თუმცა რაღაც დაკარგულიყო მათ თვალებში, თითქოს გადააბიჯეს ფეხი იმ ასაკს, როდესაც უდარდელად ატარებ დროს, თითქოს უკვე იმ სიდუღჭირის ასაკში შესულიყვნენ, გასული დღეები წლებს დამსგავსებოდნენ, წლებს, რომელიც ცვლის ადამიანს და უამრავ ცხოვრებისეულ საკითხს ასწავლის. ნელ-ნელა ისევ ამოტივტივდა ჩემს გონებაში ახალი მოგონება, არც თუ ისე კარგი. ჩვენ ექვსი, მე, თაკო, მარი, მეგი, ნიკა, ნიკოლოზი და გიო , საფლავზე ვიყავით, ლევანის საფლავზე, მის მონატრებას ჩვენი გული ფერფლად ექცია, მისდამი გაუქარწ....ბელი მონატრება ძვლებს გვიღრღნიდა და უსაშველო ტკივილს გვანიჭებდა, ჩვენ კი არავინ გვყავდა ნუგეშისმომცემი. ხშირად მიგვრძნია, რომ ლევანი კვლავ გვერდზე მედგა, ისეთი განცდა მქონია თითქოს ისევ ძველებურად ვკამათობდით და ახლა კი ამ ყველაფრის შემდეგ შერიგების დრო იყო, შემდეგ კი ვბრუნდებოდი სინამდვილეში და ვაცნობიერებდი რომ ეს შეუძლებელი იყი, ასე მოხდა იმ დღესაც. საფლავზე ვიყავით, მისი მონატრება აუტანელი იყო, მის გასაქარვებლად კი საფლავზე ასვლა გადავწყვიტეთ. ახლაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ისევ გვერდზე მედგზ და ხელები მოეხვია. თვლალები დავხუჭე და ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა, დახუჭულ თვალებში არსებულ სიბნელეშეი ფერები შემოიჭრნენ, ნაცნობი ღობე, მიწა, საფლავის ქვა, ნაცნობი ბავშვები, ყველაფერი დეტალებში მახსენდებოდა, წამიერზდ სიმყუდროვე კარების ხმამ დაარღვია, ფერები კვლავ გაქრა და კვლავ გაბატონდა სიბნელე, თვალების გახელის შემდეგ გამოსახულება ბუნდოვანი იყო, თუმცა მივხვდი, რომ ექიმი შემოვიდა, შემდეგ თვალები კედელზე არსებული საათისკენ გადავიტანე, ისრები პირველის ოცდარვა წუთს მიანიშნებდა, რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ კვალ უნდა შეეყვანათ ჩემს ორგანიზმში ის წყეული სითხე, რომლისგანაც ჯერ არავითარი სარგებელი არ მინახავს, თუმცა იძულებული ვიყავი ეს ყოველივე ამეტანა, ვენეში ნემსის შეხებისთანავე თვალებზე სიმძიმე ჩამომაწვა, ნელ-ნელა დავხუჭე თვალბი და ღრმა ძილს მივეცი, სიზმარიც კი ვნახე, უკვე საუკუნეა არაფერი დამსიზმრებია, ლევანი ვნახე, ალბათ იმის ბრალია, რომ მასზე ვფიქრობდი. ჩვენს ადგილას ვიყავით, სკოლის უკანა ეზოში, მიჩნეული ხის ძირას, იმ ხეს ჩვენ ი, ათი სახელი ეწერა, რამსიდიდე სიყვარულით იყო ამოტვიფრული ისინი საკუთარ დროზე, ვსაუბრობდით, მართლალია ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა მაინც დაილექა საუბრის დეტალები. ' ტკბილი ტყუილები ძვირფასო, ტკბილი ტყუილები' ნიშნისმოგებით მეუბნება ის. ' ვერ ვხვდები ლევან, ვერაფერს' დაბნეული ვპასუხობ. ' ნუ ხუმრობ, განა რა იყო ეს ყველაფერი, თუ არა ტკბილი ტყუილები, ჩვენ ათის ისტორია მხოლოდ ტკბილი ტყუილები იყო.' ისეთი სახით მეუბნება, თითქოს ეს სიტყვები ლატარეაში მოსაგები ბილეთს ამონახსენი იყოს. შემდეგი იყო გიო. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ის შემძულდებოდა, ვერასდროს. იმდენი მოგონება მაკავშირებს მასთან, კარგი თუ ცუდი. გიოს ხსენებაზე ყოველთვის თვალწინ მიცოცხლდება ერთი მოგონება. ზამთრის სუსხიანი დილა იყო, ციდან დიდი ლამაზი ქათქათა ფიფქები ცვიოდა, მთელს სკოლაში 50 ბავშვიც კი არ იქნებოდა, კლასში მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით, ძველ დროს ვიხსნებდით და ვსაუბრობდით, ერთ მოგონბაზე გამეცინა, როდესაც სიცილს მოვრჩი შევნიშვე რომ გიო ღიმილით მიყურებდა და ხმას არ იღებდა, თვალი წამითაც არ მოუშორებია, მეც გაკვირვებული მზერით შევხედე მან კი საუბარი დაიწყო. 'მიყვარხარ' ამ სიტყვამ წამების მეასედში დენის დარტყმის მაგვარი საპასუხო რეაქცია გამოიწვია, დავკარგე იმის უნარი რომ ხმა ამომეღო და პასუხი გამეცა, თვალები წყლით აივსო, რომლებმაც გზა გაიკვალეს ჩემს სახეზე, ირგვლივ სიჩუმე გაბატონებულიყო და ჩემი ნება რომ ყოფილიყო არც დავარღვევდი მას. 'თქვი რა რამე' მითხრა მან 'შანსი არაა, არ შეიძლება' თითქოს ნამტირალევი ხმით ვამბობ მე 'შეიძლება, და მე შენ ძალიან მიყვარხარ რატომ არ გესმის?' ისევ მშვიდი ხმით განაგრძობს ' არა, არა, არა, არ შეიძლება, შანსი არაა' საუბრის ტემბრს მოვუმატე თან ხელები მიკანკალებდა და აქეთ იქით ვიქნევდი. 'კარგი, დამშვიდდი, გეფიცები მეორედ არც გავიმეორებ გთხოვ, დამშვიდდი.' ცდილობდა დავემშვიდებინე, თუმცა არ გამოსდიოდა, კლასიდან გავედი და პირდაპირ სახლისკენ წავედი. მთელი დღე ოთახში ვიყავი, მეორე დღეს როდესაც ვნახე, გული გამალებით მიცემდა, ვგრძნობდი რომ ასე იყო ისიც. საჭირო დროს ველოდი, რომ მასთან მესაუბრა, ეს ვერ მოხერხდა იმ დღეს, თუმცა მეორე დღეს მარტო დავრჩით. 'გიო, შენ უბრალოდ თვითონაც ვერ გარკვეულხარ, გესმის? ტყუილია ის რომ გიყვარვარ გთხოვ უბრალოდ დაივიწყე ეგ აზრი და ისიც დაივიწყე რომ ეს ყველაფერი მითხარი, ძალიან გთხოვ, ჩვენი მეგობრობის გამო მაინც, თუ ეს წლები შენთვის რამეს ნიშნავს' აკანკალებული ხმით ვეუბნებოდი მას. 'ეს წლები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ ამ წლებში შენ ხარ, შენხარ ჩემი პირველი მეგობარიც , პირველი სიყვარულიც და უბრალოდ ვერ დაგივიწყებ, ძალა მეყო ამის სათქმელად და როცა გავბედე ამის შემდეგ ვერ მოვიქცევი ისე თითქოს ის დღე არც არსებობს, უბრალოდ შენდამი გრძნობას ასე ვერ დავივიწყებ, უნდა მიხვდე ამდენს' 'გთხოვ გიო, ხომ იცი არა, რომ არანაირი შანსი არ არის' 'ვცადე, გეფიცები ვცადე, განა რას ვცდილობდი სხვას ამ წლების მანძილზე თუ არა იმას, რომ საკუთარი თზვი დამერწმუნებინა რომ უბრალოდ მეგობარი იყავი...' 'გთხოვ უბრალოდ ისე მოიქეცი თითქოს არც იყო ეს ყველაფერი, არც გინდა ვინმესთვის თქმა' ამ საუბრის შემდეგ თითქმის მთელი კვირა არ მინახავს, შემდეგ კი ჩვეულებრივად განვაგრძობდით ურთიერთობას მაგრამ ჩვენ ორს შორის მაინც შეიცვალა რაღაც. მეთერთმეტე კლასის მიწურულს გიომ გვითხრა რომ საზღვარგარეთ მიდიოდა, არათუ დასასვენებლად, არამედ საცხოვრებლად, ბიძამისთან. თქვა რომ ვერ მოახერხებდა ჩვენთან მეგობრობას, მიზეზი კი მარტივი იყო, უბრალოდ აღარ უნდოდა. გაფრენის დღეს, როდესაც ვაცილებდით აეროპორტში გულში უდიდესი სიმძიმე მქონდა, არ ვიცოდი რისგან იყო ეს გამოწვეული, ვიცოდი რომ ეს არ იყო მხოლოდ მისი წასვლის გამო. თვითფრინავში ჩაჯდომის წინ მოგვეხვია, და ვიგრძენი, რომ ჟაკეტის ჯიბეში რაღაც ჩამიდო. უკვე შორს წასულიყო, როდესაც ჯიბიდან მისი ჩადებული ფურცლის ნაგლეჯი ამოვიტანე და მასზე დაწერილი ორად ორი სიტყვა წავიკითხე. 'ისევ მიყვარხარ' მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი, ათას ადამიანში მიმავალს, თვალებიდან ორიოდე ცრემლმა გაიკვალა გზა, ჩემი გული უფრო დამძიმდა, ვიცოდი რომ ჩემი ბრალი იყო, თუმცა არ ვიცოდი რატომ. დღეს კი ვხვდები, მე არ უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც ვიქცეოდი, ის რომ მას ვუყვარდი იყო ჩემი ბრალი და სხვა არავისი. მე უნდა დამეცვა გარკვეული საზღვრები მასთან მეგობრობაში, ამ შემთხვევაში ის მე არ შემიყვარებდა და შესაძლოა არც წასულიყო. ცხოვრება ხშირად არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენივე დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, ასე რა მარტივია ჩვენი ცხოვრება წამის მეასედში თავდაყირა დავაყენოთ. რა მარტივია ერთი მცდარი შეცდომით, რომელსზც ვერ გამოვასწორებთ შევცვალოთ ბედისწერა. *** ფანჯარას ვუცქერ, რომელიც ოდნავ გამოღებულია, და იქიდან გრილი სიო შემოდის, რამაც თითქოს უფრო გამომაცოცხლა, სურვილი მომცა, რომ ავდგე და მივიდე მასთან, თუმცა, მხოლოდ სურვილი რას შველის, საიმისოდ ძალას ვეღარ ვპოულობ. გუშინ მთელი ღამე წვიმდა, ამდილით კი ღრუბლებიდან მზის ნათელმა სხივებმა გამოანათეს და თითქოს გულში სიყვარული და სითბო ჩამიღვარეს, ზუსტად ისეთი ამინდია როგორიც მიყვარდა, გარეთ ბალახები დანამულან, მზე კი მათ თვალისმომჭრელად აკაშკაშებს, ამ პეიზაჟის წარმოდგენაზე სიკვდილი მავიწყდება და ყველაფერი სიცოცხლით ივსება, თითქოს არსებობოის ერთი წელი მომემატაო, თუმცა, მზეს ისევ მოსდევს ღრუბლიანი დღეები და ის მონიჭებული წლები ორმაგად მიაქვს ჩემგან. *** მე, თაკო, მარი, მეგი, ნიკოლოზი. როგორც რიცხობრივად, ასევე სულიერად გავნახევრდით. მომდევნო იყო ნიკოლოზი, ის ყველაზე უმტკივნეულოდ დაგვშორდა ნელ-ნელა ისე, რომ არც გვაგრძნობინა ეს და დაგვტოვა ოთხი. მიუხედავად ყოველივე ამისა მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. ზაფხული იყო, წინ გველოდა დამამთავრებელი კლასი, რომელიც, როგორც წესი, საუკეთესო უნდა ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს სულაც არ ყოფილა ასე. ნიკოლოზმა ჯერ გამოტოვა ერთი შეხვედრა, ერთს მოყვა მეორე, დროთა განმავლობაში ვხვდებოდით, რომ ის უფრო და უფრო უცხოვდებოდა ჩვენთან მიმართებაში, იშვიათად ვახერხებდით მის ნახვას, ორი თვის თავზე კი სრულიად გაუცხოვდა, აღარც გვიკითხავდა და უკვე სხვების გვერდით ვნახეთ, მართალიამ ამ უკანასკნელმა უდიდესი გულისტკივილი გამოიწვია, თუმცა თითქოს ველოდით კიდეც, ისე აღარ გვტკენია როგორც სხვების დაკარგვა. და მე დღეს ვხვდები, რომ ყველაზე საშინელი გრძნობაა როდესაც ადამიანს გადაეჩვევი. სჯობს გძულდეს ვიდრე გადაეჩვიო, რადგან სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, თუმცა გადაჩვევა სულ სხვაა, შენ ის ამ დროს გიყვარს კიდეც თუმცა ვერ პოულობ ძალას რომ მასთან მიხვიდე, რამე უთხრა, ცუდად გხდის მის გვერდით ყოფნა. არასდროს ვისურვებ რომ ვინმე მიმეჩვიოს, იქ სადაც გრძნობების ადგილს უბრალოდ მიჩვევა დაიკავებს ჩემი ადგილი არ არის. ეს ზაფხული იყო ყველაზე ცხელი ჩვენ ოთხის ცხოვრებაში, ეს არ ყოფილა გამოწვეული ტემპერატურით, ტემპერატურა მძვინვარებდა ჩვენს გულში. შევტიროდით წარსულს, მოგონებებს, მეგობრებს და შეგრძნებებს. ამ ბოლო დროს კოშმარები დამჩემდა, არ ვიცი კოშმარები რამდენადაა, უბრალოდ მოგონებებია ჩემი წარსულიდან, თუმცა მათი ხილვა უდიდეს ტკივილს იწვევს ჩემში. ახლაც ვერ ვხვდები ფიქრებშ დაკარგულს როგორ მომიახლოვდა ძილი და შემოიჭრა ჩემში, თუმცა მალევე გადავეშვი მორფეოზის სამყაროში, ძილ-ბურანში ისევ ძველი მოგონება გაცოცხლდა, ძალიან ძველი. ვხედავ ნაცნობ ქუჩას, გვერდზე ვიხედები, მე და ლიკა ვართ ჩვენს გარშემო კი ხალხი მოძრაობს, მეორე მხარეს ვიხედები და ვხედავ ჩამწკრივებულ მაღაზიებს, ძალიან მეცნობა სიტუაცილა, დეჟა ვუ მაქვს მგონია, შემდეგ ლიკასკენ ვტრიალდები და საუბარს ვიწყებთ. პირობას ვდებთ, სიტყვები სიტყვა სტყვით ემთხვევა წარსულში გაგონილ სიტყვებს და ცუდად მხდის. ‘არასდროს წავჩხუბდეთ ხომ სხვების გამო? პირობა მომეცი გთხოვ - მესმის ლიკას სიტყვები და მთელს სხეულზე ტაო მაყრის, სიზმარშიც ისეთი შეგრძნება მაქვს როგორც მაშინ რეალობაში მქონდა - არავის და არაფერს მივცეთ უფლება რომ ჩვენს მეგობრობას ბზარი გაუჩინონ - აგრძელებს ლიკა და მის ყავისფერ, აცრემლიანებულ თველებს მანათებს მე და მომლოდინედ მიყურებს, მეც ისევ ისე, როგორც იმ დღეს, სიზმარშიც ვუცინი და ხელებს ვშლი რომ ჩავეხუტო, ამ ყველაფრი სშემდეგ კი ყურში ვეუბნები არავის’ თუმცა შემდეგ ისევ სიზმარში მახსენდება ლიკას დაშორება ჩვენგან და მახსენდება ის მცდელობა რომ ლიკას ზუსტად იმ ადგილას გავახსენო ჩვენი ‘პირობა’ თუმცა რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ამ ყველაფერზეც ხელს ვიქნევ. ისევ ვიღვიძებ, ისევ დაუკითხავად მოედინებიან ცრემლები და მიიკვალავენ გზას ჩემს ფერმკრთალ სახეზე. ისევ ექიმი, ისევ ნაცნობი სითხე ჩემს ვენებში. ისევ მორფეოზის სამყარო. ისევ ნაცნობი სიზმრები სტუმრად. ისევ ცრემლები. მომდევნო სიზმარი გიოს ეკუთვნოდა. მე და გიო, ოთახში, ერთ კუთხეში მე ვზივარ, მეორეში ის. ორივე ჩუმად ვართ, ყურსასმენებს ვიკეთებ, არაფერი მინდა ისე ძალიიან, ვიდრე რამე ვუთხრა, თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი რა უნდა ვუთხრა იმ ყველაფრის მერე რაც წინა დღეებში მითხრა. მას მერე არც გვისაუბრია. როგორ მინდა რომ რამე თქვას, თუნდაც იმაზე რომ მზიანი ამინდია, თუმდაც იმაზე, რომ ძალიან ცხელა, თუნდაც იმზაე, რომ ძალიან სულისშემძვრელლი სიჩუმეა. ყველაზე დაძაბული და ცუდი მომენტი იყო ალბათ მთელს ჩემს სიცოცხლეში, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე, არ ვიცი რამდენმა სიმღერამ გაიარა ამ დროის მანძილზე თუმცა საუკუნედ მეჩვენებოდა. თვალები ცრემლებით მევსებოდა, აღარ შემეძლო გამეძლო ამ სიტუაციისთვის, როგორ მინდოდა მეგრძნო, რას გრძნობდა გიო. ადგა და დატოვა ოთახი, თითქოს გულზე ლოდი მედო და მომშორდა, უდიდესი შვება ვიგრძენი, ორიოდე ცრემლი მოსწყდა თალებს, ღრმად ჩავისუნთქე, ფეხებისკანკალით წამოვდექი და დავტოვე სკოლის ტერიტორია, არაფერი მინდოდა იმაზე მეტად, ვიდრე ჩემს ოთხში შევსულიყავი და არასდროს გამოვსულიყავი იქიდან. მე, თაკო, მარი, მეგი... მ ე, თ ა კ ო, მ ა რ ი, მ ე გ ი . . . მ ე, თ ა კ ო, მ ა რ ი, მ ე გ ი . . . გონებაში ისევ ტრიალებს დარჩენილი 4 ადამიანის სახელი, გულს მიკლავს, გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ მე სხვები დავკარგე, გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ არ ვიცი დარჩენილებს როგო შევინარჩუნებ. მომდევნო იყო მეგი. მეთორმეტე კლასის პირველი დღე იყო, სრულიად არ მიხაროდა სკოლაში მისვლა, არ მინდოდა მოგონებები გაცოცხლებულიყვნენ, არმინდოდა ხელმეორედ მტკენოდა მოუშუშებელი იარები, თუმცა თავს ძალა დავატანე და ისევ შევაბიჯერ ფეხი ლურჯ დერეფნებში, მივდიოდი და ჩემი გონება გაყვიროდა ‘ დე ჟა ვუ’ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორიც მაშინ, პირველ კლასში შესვლისას, მეგონა, როდესაც კლასში შევიდოდი, ისევ მომიჯდებოდა გვერდით სუსტი გოგონა ზოლიანი წინდებით, ვფიქრობდი, რომ ისევ დაიკავებდა ადგილს ჩემგან მარცხნივ სუსტი გოგო მწვანე თვალებით, ვფიქრობდი, რომ ისევ ავითვალწუნებდი დაბალ, ცისფერთვალება, სქელლ ტუჩებიან გოგონას, თუმცა, როდესაც ოთახის კარები გამოვაღე და ნაცნობი ადგილები ცარიელი დამხვდა ისევ და ისევ იმედგაცრუება ვიგრძენი, ისევ და ისევ მოუშუშებელი იარები. კლასი თნდათან შეივსო ნაცნობი თუ ახალი, უცნობი სახეებით, თუმცა უდიდესი დანაკლისის გრძნობა ისევ და ისევ მაწუხებდა, ეს არ იყო გამოწვეული იმ 6 ადამიანის გამო, რომელიც ჩვენი ცხოვრებიდან გაუჩინარდნენ. ისევ იმედგაცრუება, დიდი ტკივილი და ახალი იარა ჩემს გონებაში, იარა სახელად მეგი... დღე იწურებოდა, მეგისგან კი არაფერი ისმოდა, სკოლის ჭიშკართან ვიყავი, უკვე სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც უკნიდან ნაცნობმა ბარიტონმა გაიჟღერა, ‘ნიკოლოზი, ნიკოლოზი, ნიკოლოზი,’ ყვიროდა ჩემი გონება, როდესაც უკან მივიხედე დავინახე მკვეთრად შეცვლილი ნიკოლოზის ცისფერი თვალები, რომლებსაც მწვანე ფერი დასდებოდათ, ირგვლივ კი წითელი ძაფები ახლართულიყვნენ, ‘მეგი’ ‘მანქანა’ ‘ავარია’ მხოლოდ ამ სამმა სიტყვამ მიაღწია გონებამდე. თეთრი კედლები, კედლები, რომლებიც ახლაც საოცრად მძულს. წამლების სუნი, რომლებიც ფილტვებს მოიცავს, ირგვლივ დაძაბულობა, რომელიც ყოველგვარ საზღვრებს ამსხვრევს, უამრავი გათენებული ღამე თეთრ კედლებში, შემდეგ კი დათენებული ღამე საფლავის ქვებთან... მე, თაკო, მარი... მე, თაკო, მარი ? ისევ იმეორებს ჩემი გონება. ისევ მტკივა ჭრილობები სულზე. ისევ ატანს ტკივილი ძვლებში. ისევ მინდა ძველი წლები. ისევ... ისევ... ისევ იგივეს ვიზამდი? ისევ ისე მოვიქცეოდი? ისევ კარის ხმა. საათზე ნაცნობი ციფრები. თეთრი ხალათი. ჩხვლეტა ვენაში. ბინდი თვალებზე. ისევ სიზმრები. ნაცნობი სიზმრები. ისევ ტკივილი. *** მომდევნო ვიყავი მე. სემესტრი იწურებოდა, როდესაც გამიჩნდა შანსი უცხოეთში წავსულიყავი. რა ვქანი? დავტოვე მარი და თაკო თაკო და მარი ყოველდღიური კონტაქტი საშინელი იყო. დისტანცია ანადგურებდა გრძნობებს ჩვენს შორის. თაკომ მალევე დაგვტოვა მე და მარი. შემდეგ მარისთანაც შევწყვიტე ურთიერთობა. როდესაც სამშობლოში დავბრუნდი თითქოს ყოველი იარა განახლდა. ნაცნობი ქუჩები და იარა სახელად თაკო, ნაცნობი სანაპირო და ცოცხლდება იარა სახელად მარი, ნაცნობი ადგილი და იარა სახელად ლიკა, ნაცნობი შენობები და იარა სახელად მეგი, ნაცნობი ხე სკოლის ეზოში და იარა სახელად ლიზი, ნაცნობი კორპუსი და იარა სახელად ნიკა, ნაცნობი სკვერი და იარა სახელად ნიკოლოზი, ნაცნობი ოთახი სკოლაში და იარა სახელად გიო, ნაცნობი სავადმყოფო და იარა სახელად ლევანი. დაბრუნებიდან მალევე სავადმყოფოში ავღმოჩნდი იმ სიმსივნის დიაგნოზით, რომელის მეტასტაზები ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოვაჩინე და ყველასგან დავმალე. მაშინ როდესაც მშობლიური მიწა ჩემთვის ძალზედ უცნობი გამოდგა და მაში არავინ მეგულებოდა ნაცნობი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ უკვე საბოლოოდ დამეტოვებინა იქაურობა და ჩემს ძველ სამყოფელს დავბრუნებოდი. უკანასკნელ დღეებს ვითვლიდი, უკანასკნელ დღეებს საუკეთესო თუ საშინელ მოგონებებთან ერთად, ცრემლებთან, რომელსაც ამ წლების მანძილზე დავუახლოვდი. ღამით ისევ იყვნენ მოგონებები ჩემთან სტუმრად, ამას ისევ მოყვებოდა ხოლმე ცრემლები, რომლებიც გზას მიიკვალავდნენ ჩემს ფერმკრთალ, ნაადრევად დაბერებულ სახეზე. გუშინ ისევ წვმდა. ამდილით მზემ გამოანათა, ჩემი საყვარელი ამინდია, უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ ფეხზე წამოვდგე და საბოლოოდ ვიხილო მწვანე, დანამული მინდორი, რომელსაც კაშკაშა მზე აბრწყინებს, სანამ ფანჯარას გამოვაღებ მასში ჩემს ანარეკლს ვხედავ, გულს მიკლავს ჩემი გაცვეთილი თვალები, რომლებიც უწინდებურად აღარ კაშკაშებენ, თავს მარჯვნივ ვატრიალებ და სარკეში მოხუცი ქალის სილუეტს ვხედავ, რომელიც სრულიად არ მგავს მე, ის გამოფიტულია, თვალები უფრეული აქვს და სულ არ იგრძნობა მასში სიცოცხლის წყურვილი. ძალაგამოცლილი ჩემს საწოლს ვუბრუნდები და უკანასკნელად ვაკვირდები საათს, ციფერბლატები ისევ ნაცნობ დროს უჩვენებს, მალე ექიმი უნდა შემოვიდეს და ნაცნობი სითხე შეიყვანოს ჩემს გაცრეცილ ვენებში, უკანასკნელად ვხუჭავ თვალებს და თავს ფიქრის უფლებას ვაძლევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.