შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 9

22-05-2020, 21:21
ავტორი Lilian Clark
ნანახია 3 888

***
სოფი ატირებულ ილანასთან მივიდა და ჩაეხუტა:
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ.
ილანას გული კიდევ მეტად აუჩუყდა და ასლუკუნდა:
-ვეხვეწებოდი, ნასვამი ხარ და არ გარისკო, ტაქსით წადი-თქო, ყურიც არ მათხოვა.
-დაწყნარდი, ასე ნუ განიცდი, აი, ნახავ, სერიოზული არაფერი იქნება.
-ჩემი ბრალია, რაც სანდროს სჭირს. მე რომ მისთვის ის ამბავი არ მეთქვა და ენას კბილი დამეჭირა, ახლა ამ დღეში არ იქნებოდა.
-რა ამბავი?- დაინტერესდა სოფი.
მეგობარმა თავი გააქნია:
-დაუფიქრებლად მოვიქეცი, მოსალოდნელი შედეგი ვეღარ გავთვალე.
სოფიმ ხელი ჩაავლო და ტუალეტისკენ წაიყვანა:
-შემოდი, მთელი ტუში და ფანქარი ცრემლთან ერთმანეთში აგეზილა და ლოყებზე შავად ჩამოგდის. მოდი, სახე დაიბანე და წესიერად ამიხსენი, ასე რატომ განიცდი? რა დააშავე?
-სოფი, შენთანაც ვტყუი, ცუდი გოგო ვარ,- პატარა ბავშვივით აღნავლდა ილანა.
-ილ, დაიბანე სახე.
მეგობარმა ონკანი მოუშვა და აწითლებული და შეშუპებული სახე ჩამოიბანა. სოფიმ ფანჯარასთან მიიყვანა, სახე ააწევინა და თვალებში ჩახედა:
-ღრმად ჩაისუნთქე და ისევ ამოისუნთქე.
-დამანებე თავი.
-გააკეთე, რასაც გეუბნები.
ილანამ მეგობარს დაუჯერა, რამდენჯერმე ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, მაგრამ მალევე დაანება თავი.
-შემომხედე და მითხარი, რა ჩაიდინე ასეთი უპატიებელი?
-შენთან შეხვედრის შემდეგ სანდრო ჩემთან მოვიდა და მკითხა, ვის ხვდები. არ ვეუბნებოდი, მაგრამ თქვა, მაინც გავიგებო. მისი ჯინიანობის ამბავი არ გესწავლება. მიდი და გაიგე-თქო- ვუთხარი. მერე სხვანაირად მომიდგა, დამარწმუნა, რომ შენი დახმარება უნდოდა. ვეღარ ვცნობ, სოფიმ სახე დაკარგა და თუ გული შეგტკივა, ერთად უნდა გადავარჩინოთო. შენც ხომ იცი, ლევანი არ მევასება? ისიც ხომ იცი, რომ მე სანდროს მხარეს ვარ? მაშინვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, როცა დაშორდი. მოკლედ, ავდექი და ვისაც ხვდები, ვუთხარი.
-ღმერთო ჩემო,- სოფიმ ხელი აიფარა პირზე, ნამდვილად არ მოელოდებოდა, რომ ილანა გათქვამდა,-ეს რამ გაგაკეთებინა?
-ორივე მიყვარხართ და მინდა ის უაზრო წყენა დაივიწყოთ და ისევ ერთად იყოოოოთ,- თავიდან აღნავლდა ძლივს დაწყნარებული.
სოფი ზურგით მიეკრო კედელს და აცრემლებული თვალები რომ დაემალა, დახუჭა, მაგრამ ცხელმა ცრემლებმა მაინც იპოვეს გზა და ღაწვები დაუმდუღრეს. ცოტა ხანში სისუსტეს სძლია და მეგობარს გახედა:
-შეხედე, რა გააკეთე. ჩვენი სანდრო სიკვდილს ებრძვის, ილ. ახლა რა გვეშველება?
-ასე ნუ ამბობ, გეხვეწები. ჩემიც მეყოფა.
სოფი ჩაიმუხლა და ხმა აღარ ამოუღია, მოწოლილ ემოციებს გზა საბოლოოდ გაუხსნა და გული ამოუჯდა.
-მაპატიე, სოფი. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ სანდრო ასე მიიღებდა ჩემს ნათქვამს.
-შენ რა გეგონა? ტყუილად მოვიდოდა შენთან, ამ თემის მიმართ სერიოზული მიდგომა რომ არ ჰქონოდა?
-რას ვიფიქრებდი, თუ ბოღმას და სიბრაზეს სასმელში ჩაიკლავდა და მერე მოტოციკლზე დაჯდომას გაბედავდა? ლევანის სახით სერიოზული მეტოქე დაინახა და ეს არ ესიამოვნა.
-გამარჯობა. ახლა მიხვდი, რატომ არ მინდოდა, რომ სცოდნოდა?
-მაგრამ მაინც გაიგებდა.
-შესაძლოა გვიან და თანდათან რომ გაეგო, ასე შლეგიანივით აღარ მოქცეულიყო და ამ უბედურებასაც აღარ ჰქონოდა ადგილი.
-რა მნიშვნელობა აქვს , როდის გაიგებდა? არც მერე მოეწონებოდა ლევან მდივანის შენს ცხოვრებაში შემოჭრა.
-როგორ არ გესმის, რას გსაყვედურობ?
-გასაგებია, მაგრამ... კარგი, ჰო, არაფრის ღირსი არა ვარ, გადამიარე, ახია ჩემზე.
სოფიმ ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა:
-წავიდეთ, ვნახოთ რა ხდება.
ილანა თავჩაქინდრული გაჰყვა წინ მიმავალ სოფის.
საავადმყოფოს ფოიესა და დერეფნებში სანდროს ნათესავები და ოჯახის ახლობლები მოგროვილიყვნენ. თანდათან დანარჩენი მეგობრებიც ემატებოდნენ. აღელვებულ მშობლებთან უამრავი ადამიანი ირეოდა და მხარდაჭერას გვერდში დგომით და სიტყვიერი გამხნევებით გამოხატავდნენ. ძალიან მძიმე ვითარება იყო. დანა პირს არ უხსნიდა არავის.
-რომ ვერ გადარჩეს, ან დაინვალიდდეს და ფეხზე ვეღარ გაიაროს,- ჩურჩულით თქვა უღონოდ მყოფმა ილანამ.
-თავიდან ამოიგდე მსგავსი სისულელეები!- დაუბღვირა სოფიმ.
მეგობარმა აღარაფერი თქვა, მშობლებთან ახლოს მივიდა და გვერდით ჩამოუდგა.
მარტოდ დარჩენილ სოფის შიგნიდან ყველაფერი გადაებუგა და ნაცარტუტად ექცა. არ ეგონა, რომ სანდროს ამბავი ასე ძლიერ იმოქმედებდა მასზე. თურმე ისევ ისეთივე ძვირფასი იყო მისთვის, როგორც ორი წლის წინ. თვალები დახარა და გუნებაში უნებურად ლოცვების წარმოთქმა დაიწყო. გულმხურვალედ ავედრებდა ღმერთს მის გამოჯანმრთელებას.
მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა, ყველას ყურადღება დერეფნიდან მომავალი ექიმისკენ გადავიდა.
-დავიწყებ იმით, რომ თავის ძვლების მოტეხილობა არ აღინიშნება და მხოლოდ საშუალო ხარისხის ტვინის ტრავმული დაზიანება აქვს მიღებული. ეს თავისთავად უკვე კარგია, რადგან ოპერაციის გაკეთებაც არ სჭირდება და ამას ჩვენი მხრიდან სხვადასხვა პრეპარატებით და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მიღწევებით მიეხედება. აქვს მარცხენა მკლავის მოტეხილობა ორ ადგილას- მხართან და იდაყვთან. როგორც ჩანს, ავარიისას გაშლილ ხელზე დაეცა. ასევე აღენიშნება ლავიწის ძვლის და მარცხენა ფეხის ხაზოვანი მოტეხილობა.
-ვაიმე, შვილო,- თავში წაიშინა ხელი ექიმს მიჩერებულმა ერთ-ერთმა ნათესავმა ქალმა.
-ხაზოვანი მოტეხილობა რას ნიშნავს?- მაშინვე იკითხა სანდროს დედამ.
-ძვლის მოტეხილობა გარშემო ქსოვილების მცირედი დაზიანებით.
-შიდა ორგანოები ხომ არ აქვს დაზიანებული?- საუბარში ჩაერთო სანდროს მამა.
-რაც გითხარით, მხოლოდ ეს არის. ვერ მოგატყუებთ, პაციენტს დასჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა.
-ესე იგი, ოპერაციას გადავრჩით,-გაისმა ვიღაცის ხმა.
-დიახ,-დაეთანხმა ექიმი,- კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებთ?
-ნახვა როდის შეიძლება? დედამისი ვარ.
-ნელ-ნელა გონზე მოვა და თქვენ შეგიშვებთ, ქალბატონო. სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვთ?
-რამე ხომ არ არის საჭირო ჩვენი მხრიდან?
-თუ დაგვჭირდება, აუცილებლად შეგატყობინებთ. მეტს ვერაფერს გეტყვით, მაპატიეთ, პაციენტს უნდა მივხედო.
-დიახ, რა თქმა უნდა,-აღმოხდა ქალბატონ მანანას და მოჩქარე ექიმს თვალი გააყოლა.
სანდროს მამა მეუღლესთან მივიდა და გასამხნევებლად ჩაეხუტა:
-ნუ გეშინია, ჩვენს შვილს არაფერი მოუვა. სანდრო ძლიერი ბიჭია, გაუძლებს.
-იმედი მაქვს, გურამ. იმედი მაქვს,- ცრემლები წამოუვიდა გაფითრებულ ქალს.
-გაიგონე, რა თქვა ექიმმა?-ილანამ სოფის გახედა.
მეგობარმა თავი დაუქნია და სუსტად გაუღიმა.
-გადავრჩით.
-ჰო, ასეა,- ისეთი შვებით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან უმძიმესი ლოდი გადაეგორებინათ.
ილანა მივარდა და გადაეხვია:
-ის საძაგელი ბიჭი ცოცხალია.

სოფის ლაპარაკის უნარი წართმეული ჰქონდა და მის მხარზე ნიკაპჩამოდებული მხოლოდ თავს აქნევდა. იმ წუთებში ყველა წარსულის კადრი ერთმანეთს ენაცვლებოდა. ნათლად ხედავდა სანდროს ღიმილიან სახეს და სიყვარულით და სითბოთი გაჯერებულ თვალებს, რომლებიც კვლავინდებურად უყურებდნენ. გული უნაწევრდებოდა. აწმყო საზარლად ეჩვენებოდა, ისევ უკან უნდოდა დაბრუნებულიყო, მაგრამ იყო ვიღაც, რომელიც მის გონებაში ძლიერად იჭრებოდა და ჩაწერილ მოგონებებს უსახიჩრებდა. თითქოს ხელს აფარებდა იმ ლამაზს და სათუთს, რაც აქამდე განცდილი ჰქონდა. თითქოს კარს უკეტავდა და მიუხედავად იმისა, რომ აღრიალებული ბავშვივით იდგა და სთხოვდა, შეეშვა, აინუნშიც არ აგდებდა, მაინც წინ ეღობებოდა. მწარე იყო ეს შეგრძნება და სურვილი უჩნდებოდა, თავისთვის რაღაც საშინელება აეტეხა. შინაგან მდგომარეობას კვლავ ცრემლებით გამოხატავდა.
დილამდე საავადმყოფოში დარჩნენ, შემდეგ როგორც კი სანდროსთან შესული დედისგან მისი ჯანმრთელობის შესახებ დამაიმედებელი ამბავი შეიტყვეს, დროებით დაემშვიდობნენ და შენობა დატოვეს.
- ვერც კი წარმოიდგენ, როგორ დავმშვიდდი. კარგია, რომ გონზეა და ასე თუ ისე, საუბარიც შეუძლია,-იმედიანი სახით ამბობდა ილანა.
-ჰო.
-ხვალ საღამოს მოვალ, იქნებ მისი ნახვის უფლებაც მომცენ.
-ჰო.
-შენ არ წამოხვალ?
-ჰო.
-რა გჭირს, სოფი? რატომ არაფერს ამბობ?
-რა უნდა ვთქვა, ილ? ძალიან დავიქანცე, თან უძინარი და გამოფიტული ვარ.
-მესმის, მაგრამ... კარგად ხარ? არეული მეჩვენები.
სოფი ძალიან ნელი ნაბიჯებით მიდიოდა და საფეთქლებთან ატკიებულ თავს თითებით იზელდა:
-გამოძინება მჭირდება. იოლი არ იყო. საშინელი ღამე გამოვიარეთ.
-მართალია,- თვალები დახარა ილანამ.
-წადი, შენც დაისვენე. მე ცოტას ფეხით გავივლი, ასე მირჩევნია.
მეგობარმა თვალი შეავლო და თავი გააქნია:
-ასე ვერ მიგატოვებ.
-არაფერი მიჭირს, უბრალოდ ცოტას გავივლი, ჰაერი მჭირდება.
-მეც შენთან ერთად ვიქნები.
-წადი-მეთქი. მარტო ყოფნა მჭირდება.
-სახლში წავიდეთ, წამოწვები, დაისვენებ.
-შენ რა, არ დაიღალე? დასვენება შენც გინდა.
-მეც მინდა, მაგრამ ხომ მიცნობ? ახლა შენი მიმტოვებელი ვარ?
-შენ რომ ვინმეს შეუჩნდები...
- ტყუილია, ვერ გადამარწმუნებ -ან ერთად წავალთ, ან მეც შენთან ერთად ვიხეტიალებ.
-გთხოვ, თუ გიყვარვარ, დამანებე თავი.
-არა.
-უფ!- ამოიგმინა სოფიმ და გაჩერდა,- კარგი, წავიდეთ სახლში, ოღონდ იქ მაინც მომასვენე.
-სადარბაზომდე მიგაცილებ. გეფიცები, სახლში არ ამოგყვები. მთავარია დავინახო, რომ უგზო-უკვლოდ არ ივლი.
სოფიმ მეგობარს დაუჯერა და მისი საცხოვრებელი მისამართისკენ აიღეს გეზი. ილანამ თავის სიტყვა შეასრულა და როგორც კი სადარბაზოში შესული მეგობარი დაინახა, თავის გზით წავიდა.
სოფი კიბეებზე ძლივს ალასლასდა და კართან მდგომი გაბრაზებული ლევანი რომ დაინახა, შეცბა. მამაკაცი ცოფებს ჰყრიდა:
-სად იყავი?
-წუხელ რაღაც მოხდა და ღამე სხვაგან ვიყავი.
-სად სხვაგან? მე რატომ არაფერი ვიცი?
-როცა მომიყვანე, მერე მომიხდა სახლიდან გასვლა.
-იტყვი ბოლოს და ბოლოს სად დადიხარ?- თვალები დაუბრიალა.
-არც შენთან კამათს ვაპირებ და არც პრეტენზიების მოსმენას. ძალიან გთხოვ, ნუ ბრდღვინავ და სახლში შემიშვი,- ჩანთიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მიუახლოვდა.
-რა ლაპარაკია? რას ჰგავხარ საერთოდ? რა „ვიდზე“ ხარ? საიდან მოდიხარ?-კბილებში გამოსცრა მდივანმა.
კარის გაღება, სოფის ბინაში შესვლა და ჩანთის იატაკზე დახეთქება ერთი იყო:
-ასე ნუ მელაპარაკები! მეც მაქვს ჩემი ნერვები და როგორც ნივთს, ისე აღარ მომექცე! ყელშია უკვე შენი ქედმაღლობა. ვეღარ ავიტან, გესმის?
-აბა, კარგად შემომხედე. თავი ხომ არაფერს მიარტყი?
-რა ლაპარაკია „რას ჰგავხარ“ და „რა ვიდზე ხარ?“ შენი აზრით ეს ნორმალურია? გეკითხა, იქნებ რა შემემთხვა?
-და რა შეგემთხვა ისეთი, რომ ფეხებზე დაიკიდე ლევან მდივანი? ხომ იცოდი, რომ კონკურსზე გამოსასვლელი კაბების შესაძენად მაღაზიაში უნდა მივსულიყავით? გუშინ ერთად არ დავგეგმეთ?
-ფეხებზე მკი/დია გერმანიაც და ის კონკურსიც, როცა ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია,- ხმა აიმაღლა სოფიმ.
-რა? -სახე შეეცვალა ლევანს.
-დიახ, საავადმყოფოში ვიყავი და იქიდან მოვდივარ.
-მერე ჩაგერთო მობილური და მოგეწერა ერთი მესიჯი, რატომ გქონდა გათიშული? ავაფეთქე ტელეფონი. მეგონა, რაღაც სერიოზული შეგემთხვა. ვდგავარ აქ დაყუდებული და აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო.
-დამიჯდა ლევან და არც დამტენი მქონდა წაღებული. სიმართლე გითხრა, დროც არ მქონდა, ტელეფონის ბატარეის დატენვის პროცენტულობა შემემოწმებინა.
-რატომ იყავი საავადმყოფოში?
-თავიდანვე სჯობდა, ასე დაგეწყო,-ხმა გაუწყდა სოფის,- თუმცა არაფერზე საუბარს არ ვაპირებ და ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე.
მამაკაცი ქალს ეკვეთა:
-ძალიან ცუდად იქცევი. უპასუხისმგებლო ხარ!
-შეეშვი ჩემს ლანძღვას და ისიც გეყოს, რაც დააშავე. წადი!
-კიდევ მე ვარ დამნაშავე?-გაცეცხლდა ლევანი.
-შემომხედე! არაფრის ენერგია აღარ შემრჩა. მამჩნევ?
-ჰოდა, თქვი ეს დედანატირები, რა მოხდა?- იღრიალა ლევანმა.
-სანდრო ავარიაში მოჰყვა და ძალიან ცუდად არის. რამეს გეუბნება მისი სახელი?
-ვინ სანდრო? ეგ ვინ არის?
სოფიმ თავი გააქნია:
-მარტო დამტოვე.
ლევანი დაეჭვდა, რატომ არ უნდოდა მასზე საუბარი და ჩაეძია:
-სანდრო ვინ არის?
-ის ბიჭი, ვისაც გუშინ ველაპარაკე და საბოლოოდ დავშორდი.
-რა? შენი ყოფილი შეყვარებული?- კიდევ უფრო აენთო ლევანი.
სოფიმ არაფერი თქვა, ფეხსაცმელი გაიხადა და კარადაში შეაწყო.
-შენ რა, მეკაიფები?- მხრებზე მოჰკიდა ხელები და შეაჯანჯღარა.
-ლევან, ხელი გამიშვი,-ღონემიხდილი ლუღლუღებდა სოფი.
-გეკითხები და მითხარი, რა გინდოდა იქ? ან ასე რატომ განიცდი მის საავადმყოფოში ყოფნას?
-შენ არ გაქვს უფლება, ასე მკაცრად მაკონტროლო.
-ისევ იმ ვიღაც სანდროს გამო ვჩხუბობთ? დედას შევე/ცი, ეს რეებს მიკეთებ?
-თავი დამანებე, ლევან. არ გამაგიჟო,- ცრემლები წასკდა სოფის.
-ვერ ივიწყებ?
-არაფერი იცი. მომეცი უფლება, ცოტა დავისვენო, ძალები აღვიდგინო და წესიერად დაგელაპარაკო. ოღონდ ახლა წადი.
-ყოჩაღ! მაგარი გოგო ხარ! ნაღდად არ ველოდი, რომ ასეთი ადამიანი იყავი. ამის დედაც მოვტ/ყან! - მხოლოდ ეს თქვა და კარი გაიჯახუნა.
სოფიმ სადარბაზოდანაც გაიგონა ლევანის გინების ხმა, რომელიც ლიფტის კარებზე ხელის დარტყმას მთელი სიბრაზით მიაყოლა. ცოტა ხანს შეყოვნდა ფანჯარასთან და როცა წასული დაიგულა, საძინებელს მიაკითხა. პირქვე დაემხო საწოლზე და აღარც განძრეულა. სულიერი შვება იგრძნო, მდივანის წასვლამ თავისუფლება მოჰგვარა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ჯოჯოხეთს დააღწია თავი და ახლა ჩიტივით მსუბუქი იყო, თუმცა იყო რაღაც, რომელიც უხილავი ძაფებით კვლავ მას აკავშირებდა და სასიცოცხლოდ იყო მიბმული. ეს რომ გააცნობიერა, თვალები დახუჭა და რეალობას რომ აღარ შესჭიდებოდა, კვლავ მოგონებებში გადაიკარგა:

-ცხელი შოკოლადი სოფისთვის, ცივი ყავა ილანასთვის,- ყავის სახლიდან გამოვიდა სანდრო და გოგონებს იქ შეძენილი საყვარელი სასმელი მიართვა.
-მე რომ კარამელის გემოთი მინდოდა? არ მითხრა, რომ დაგავიწყდა,- ოდნავ მოწრუპა სოფიმ და გემო გაუსინჯა.
- მაგას რა დამავიწყებს? ჩემი კარამელი ხარ,-გაეცინა სანდროს.
-არ მესმის ეს კარამელი რამ შეგაყვარა? კარამელი ნამცხვარში, კარამელი ნაყინში, კარამელი შოკოლადში, კარამელი იქ, კარამელი აქ,- გაეღიმა ილანას, ცოტაც და კარამელში ამოიგუნგლები და ისე ივლი. მარწყვი მაინც გიყვარდეს, კიდევ გაგიგებდი.
-მარწყვის მონა,- წაიბურდღუნა სოფიმ და სანდროს მანქანაში ჩასაჯდომად კარი ისე გამოაღო, მთელი შოკოლადი ხელზე გადაიქცია.
სანდრო შეშინებული მივარდა სოფის:
-ეს როგორ მოგივიდა?
-ვაიმე, მეწვის, ძალიან ცხელია,- ხელიდან გააგდო ცარიელი მუყაოს ჭიქა და პატარა ბავშვივით ატირდა.
-ახლავე მოვალ, წყალს მოგიტან, სოფი. არ იტირო, რა, გაგივლის,-შეცბუნებული მიუბრუნდა ილანას და სთხოვა, სანამ მოვალ, მიხედეო.
-რანაირად გადაისხი? თარსი ხარ, - შეწუხდა ილანა და ცხელი შოკოლადით დათხვრილ მკლავს და ტანსაცმელს ერთჯერადი ცხვირსახოცებით უწმინდავდა.
სანდროც მალე მოვიდა, ტკბილი სითხისგან დატოვილი კვალი ცივი წყ/ლით გაუსუფთავა და დაწითლებული კანი ოდნავ დაუამა:
-აუ, მართლა ასე ძალიან გეწვის?- თანაგრძნობით ჩახედა აცრემლებულ გოგონას და მკლავზე მიეალერსა,- გინდა, ექიმთან წავიდეთ?
-არა, სახლში წამიყვანე.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო,- გაბუტული ბავშვივით გაბუშტა ტუჩები.
-რომ იცოდე რა საყვარელი ხარ,- ლოყაზე აკოცა და სიყვარულით გაუღიმა,- კარგი, როგორც შენ იტყვი, ისე იყოს,- საჭესთან დაჯდა და სასწრაფოდ მოწყდა იქაურობას.

-სანდრო,- მოგონებებიდან გამოსულმა სოფიმ საცოდავად ამოიჩურჩულა, მარჯვენა მხარეს გადაბრუნდა და მოიკუნტა.
დიდხანს იწვა გაუნძრევლად. სუსტად სუნთქავდა. არც საჭმლისთვის წამომდგარა, მთელი დღე საძინებელში გაატარა და საერთოდ არ ფიქრობდა, რომ მეორე დღეს გერმანიაში უნდა წასულიყო. მობილური ტელეფონი ისევ არ ჩაურთავს. ახლა, როდესაც სანდროს ამბით შეძრული გონზე ვეღარ მოდიოდა, ყველა დანარჩენს ზედმეტ ვალდებულებად მიიჩნევდა.

***
ლევან მდივანი სოფის საქციელს წყობიდან გამოეყვანა. ნამდვილად არ ეგონა, რომ გოგონა, რომელიც თავის დროზე ასე გაანჩხლებით იცავდა თავის სახელს და გამარჯვებისთვის არაფერს ერიდებოდა, მოცემულ მომენტში ასეთი უპასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ისეთ მნიშვნელოვან კონკურსს, რომელიც მსოფლიო დონის ნიჭიერი პიანისტების პაექრობას ითვალისწინებდა. იყო კიდევ ერთი მიზეზიც, რასაც მდგომარეობიდან გამოჰყავდა -სოფის ძველი სიყვარული, რომელსაც შესანიშნავად ატყობდა, რომ წარუშლელი კვალი დაეტოვებინა მის გულსა და გონებაში.
-რადაც არ უნდა დამიჯდეს, შენ ჩემი გერქმევა. ჯერ არ ყოფილა ქალი, რომელიც ლევან მდივანს აინტერესებდეს და ის ბოლომდე მისი არ გამხდარიყოს!- ფიქრობდა და გაავებული კრეფდა სოფის ტელეფონის ნომერს.

***
შუადღეს მოეტანა, როდესაც გულგახეთქილი ილანა მეგობრის კართან იდგა და გაუჩერებლად რეკავდა ზარს. ჩაძინებული სოფი ფეხზე წამოდგა და თავბრუსხვევით გაუყვა შესასვლელისკენ:
-მესამე მსოფლიო ომი დაიწყო?-წუწუნით გააღო კარი.
-რა ომი? რის ომი? მართალია, რომ სამ საათში გერმანიაში ფრენა გაქვს?
სოფიმ თავი დაუქნია.
-მერე? რას გათხლაშულხარ საწოლზე და გძინავს?
-რა მერე? მე იმ იდიოტთან არსად გაფრენას არ ვაპირებ.
-გოგო, არ გამაგიჟო. კაცი მთელი დღეა გირეკავს და შენთან დაკავშირებას ცდილობს. რატომ არ რთავ ტელეფონს?
-არ მინდა,-ლუღლურებდა სოფი.
- ასე არ შეიძლება. ამ კონკურსზე აუცილებლად უნდა წახვიდე.
-სანდრო როგორ არის? ახალი ხომ არაფერი გაგიგია? საღამოს მინდა, წავიდე და მოვინახულო.
-ჰა?
-რაც გაიგე.
-კი, მაგრამ...-ხელები გაშალა ილანამ,- სანდრო კარგად არის, არაფერი უჭირს. შენს თავს მიხედე, რა.
-ლევანმა ძალიან გამაბრაზა. ნაწყენი ვარ მასზე.
-მოდი, წყენა გადადე, ადექი, ჩემოდანი ჩაალაგე, მოწესრიგდი და შეუდექი ახალი მწვერვალებისკენ სვლას.
-არ ვაპატიებ.
-ასეთი რა გითხრა, რომ კონკურსზე წასვლა გადაიფიქრე? არა, კარგად ვიცი როგორი ფსიხიც არის, უკვე არაჩვეულებრივად გავიცანი მუშაობის დროს, მაგრამ არა მგონია, ისე ეწყენინებინა შენთვის, ასე გაფხუკიანებულიყავი.
-ზოგჯერ ისე მაშინებს, ვფიქრობ, ვერ გავუგებ. ძალიან სასტიკია და არ უნდა, ვინმეს მდგომარეობაში შევიდეს. მხოლოდ ის უნდა, თავისი გაიტანოს და თუ საჭირო გახდა, შეურაცხყოფაზეც გადადის.
-ეს იყო შენი არჩევანი, სოფი. მე გეუბნებოდი, რომ მაგ კაცს შენს გვერდით ვერ აღვიქვამდი. არა, ჯიუტად იჩემებდი, რომ ლევანი კარგია, ასეთია და ისეთია. ახლა აღარ მოგწონს? გაგეცნო უკეთესად და მერე წამოგეწყო მასთან სერიოზული ურთიერთობა.
-ილ, ლევანი მომწონს და რაც კარგი აქვს, იმას არც ვუკარგავ. უმადური არ ვარ. ვხედავ მის პლუსებსაც, მაგრამ არის რაღაც, რაც მუდამ ერთი ნაბიჯით უკან მწევს მასთან ურთიერთობისას.
- ეს მისი მძიმე ხასიათის ბრალია, თუ არის კიდევ რაღაც, რასაც სანდროს გამოჩენა ჰქვია.
-სანდროს ვერ დავუბრუნდები.
-რატომ?
-ლევანთან მართალი აღარ ვიქნები. მე კი ვერ ვიტან, როცა ადამიანს ვატყუებ.
-ლევანს მოუფრთხილდი, არ მოატყუო და სამაგიეროდ შენს თავს ბევრი ტყუილი უთხარი.
-რისი თქმა გინდა?
-არაფერი, უბრალოდ არ მიყვარს, როდესაც ადამიანი სიცრუის სადგურში იბუდებს. მეშინია, ასე არ დაგემართოს.
-არ დამემართება.
-ვეღარაფერი გავიგე, ლევან მდივანთან გინდა ყოფნა, მაგრამ გერმანიაში არ მიჰყვები?
-დიახ.
-რატომ? შენს თავს ეჯიბრები? ვერ ხვდები, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ შენ დაგაზარალებს?
-ის მაკადრა, რასაც არ ვიმსახურებდი. უნდა იცოდეს, რომ უთავმოყვარეო ადამიანი არ ვარ და ერთი კონკურსის გამო ტრ/აკის ლოკვას არ დავუწყებ.
-რა გაკადრა ამისთანა?
-ეგ მე ვიცი.
-კარგი, არ გინდა და ნუ გინდა, ნურაფერს მეტყვი, მაგრამ შენ რომ ეს კონკურსი გამაზო, ლევანმა რომც გაპატიოს, მე ხმას აღარ გაგცემ არასდროს.
-ნუ დაიწყე ისევ, შემეშვი. აგიხსენი უკვე.
-მორიგ შეცდომას უშვებ.
-არ მაღელვებს და არ მინდა ისეთი კარიერა, სადაც მე, როგორც პიროვნება ნულის ტოლფასი ვიქნები.
-უკვე წყობიდან გამოგყავარ, თმებითაც სიამოვნებით გითრევდი.
სოფი სამზარეულოში შევიდა და მაცივარი გამოაღო, რომ შიმშილისგან მორეულ გრძნობისთვის რამე ეშველა. მერე გაწბილებულ ილანას შეხედა და მშვიდად გაუღიმა:
-დამეწვევი?
-ჰაიმეეეე, ანაღვლე ახლა ეს რამეზე. ჯერ ჩემოდანი ჩაალაგე და მერე მიმიწვიე მაგიდასთან.
-არ ვაპირებ სადმე წასვლას-თქო, ვერ გაიგე? რატომ არ გესმის?
-ღმერთებო, გადმოხედეთ ამ შეჩვენებულს და რამე მოუხერხეთ თქვენი სასწაულებით, რა იქნება? -თვალები გადაატრიალა ილანამ,-რა ვუთხრა, რომ დამირეკავს შენი კავალერი?
-ის უთხარი, რაც ვთქვი,-კვლავ სიმშვიდეს ინარჩუნებდა სოფი.
-ვინ არის ეს გაუგონარი? უფ!- ფეხები დააბაკუნა ილანამ.
ამასობაში ლევანიმაც დარეკა და სთხოვა, სოფისთვის მიეცა ტელეფონი.
-ის რეკავს,- ხელში გადასცა ტელეფონი.
-ვინ ის?-შუბლი შეკრა სოფიმ.
-იაპონიის იმპერატორი. ვინ იქნება?
-ლევანია?
-გახლავს.
სოფიმ ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა:
-გისმენ.
-მე უკვე გზაში ვარ, ნახევარ საათში შენთან ვიქნები. პასპორტები ჩემთან არის. გამოგივლი და ეზოში დამხვდი, დრო არ ითმენს.
-არსად წასვლას არ ვაპირებ,- აუღელვებლად უპასუხა.
-რა მითხარი?
-არსად წასვლას არ ვაპირებ.
-რატომ?
-იმიტომ.
-ხუმრობ, ხომ?
-შენ წარმოიდგინე, არა.
-მიზეზი?
-აბა, გამოიცანი.
-მეთამაშები?- კვლავ აფეთქდა მამაკაცი.
-არა.
-სოფი, გუშინდელი დღის შემდეგ ძლივს დავწყნარდი და ხელმეორედ არ დაიწყო. ისედაც ცუდ გუნებაზე ვარ.
-ვიდრე შენ მაგ უხეშ საუბრებს და ადამიანის უპატივცემულობას არ დაიშლი, მანამდე არ ვაპირებ, შენთან რაიმე სახით ურთიერთობის შენარჩუნებას.
-სერიოზულად?
-დიახ.
-გასაგებია,- ტელეფონი გათიშა მდივანმა და მანქანის სიჩქარეს მოუმატა.
-ვაიმე, ეს რა გააკეთე?-ტუჩზე იკბინა აღელვებულმა ილანამ.
სოფი ნაზად უსვამდა პურის ნაჭერს კარაქიან თაფლს და ჩაისთან ერთად პატარა ლუკმებად შეექცეოდა.
-შენი მშვიდი ნერვები გახმა, რა. თავი მინდა წაგაცალო,-ხელები შემოირტყა ფერდებზე ილანამ და მისაღებ ოთახში გავიდა, რომ მეგობრისთვის აღარ ეყურებინა,-ადამიანს ასეთი შესაძლებლობა მიეცეს და უარი თქვას?-წყრომას ვეღარ ერეოდა და თავისთვის აგრძელებდა.
ცოტა ხანში ლევან მდივანი უკვე სოფის კართან იდგა და კარზე აბრახუნებდა.
-გახედე, ილ,-გასძახა სოფიმ.
-ახლა თუ არ დაუჯერებ და არ გაჰყვები, შენი სისხლით მოვრწყავ აქაურობას!
-რა გინდა? შენ არ იყავი, რომ მმოძღვრავდი ლევანი არ მომწონს და თავი დაანებეო?
-ლევანი სხვაა და ეს კონკურსი -სხვა.
-შენც იცი, რომ ლევანიც და კონკურსიც ერთი და იგივეა. გაუღე კარი, თორემ ჩამოიღო.
ილანამ ამოიოხრა და კარისკენ წავიდა.
-სად არის?-სერიოზული სახით იკითხა ლევანმა.
-სამზარეულოში.
მამაკაცმა პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა და სოფის წინ ჩამოუჯდა:
-ახლა არაფერზე საუბარს და ნერვების მოშლას არ ვაპირებ. დროულად გამოიტანე ჩემოდანი და წამომყევი!
-უკვე ვთქვი, შენთან ერთად არსად არ მივდივარ. შესაბამისად, არანაირი ჩემოდანი არ არსებობს.
-გესმის რას ამბობ?
-ძალიან კარგად მესმის.
-არ გესმის და რაკი ასეა, მაშინ ვისაც გვესმის და ჭკუა მოგვეკითხება, გვიყურე რასაც ვიზამთ,-წამოდგა ლევანი.
-რას აკეთებ?-შეშინებული თაგვივით დაფრთხა სოფი, როდესაც ლევანი თავზე დაადგა, ხელში აიტაცა და კარისკენ გასწია.
-სად მიგყავარ? ახლავე დამსვი,-შეშინებული შესცქეროდა ქალი.
მამაკაცი ყურსაც არ უგდებდა. შემდეგ კარი გააღო და ილანას მიუბრუნდა, მიხედე სახლსო -სთხოვა და სოფისთან ერთად თვალს მიეფარა.

№1  offline წევრი ვიპნი

ეს სოფი მომეწონა,თორემ მეგონა სულ დაკარგა ყველაფერი-თქო,ეს თავკერძა ლევანი როდის გადატყდება მაგას ვფიქრობ,ოოხ როგორ მიშლის ნერვებს :) საკუთარ თავში დარწმუნებული კაცი,სოფი უნდა გაძლიერდეს ისე ,როგორც არასდროს,არ დამიჩაგრო იცოდე :)❣️

№2  offline მოდერი Lilian Clark

ვიპნი
ეს სოფი მომეწონა,თორემ მეგონა სულ დაკარგა ყველაფერი-თქო,ეს თავკერძა ლევანი როდის გადატყდება მაგას ვფიქრობ,ოოხ როგორ მიშლის ნერვებს :) საკუთარ თავში დარწმუნებული კაცი,სოფი უნდა გაძლიერდეს ისე ,როგორც არასდროს,არ დამიჩაგრო იცოდე :)❣️

ვიპნი, მიხარია, რომ განსხვავებულ აზრზე დგახარ heart_eyes
შევეცდები, პერსონაჟების ავ-კარგი ბოლომდე სააშკარაოზე გამოვიტანო.
წინ ისევ დიდი ამბებია.
შენ კი დიდი მადლობა, რომ აზრს მიზიარებ kissing_heart

ჩემი აზრი, შენთან დაკავშირებით, გამოვხატე ერთხელ უკვე და კიდევ რომ არ აღვნიშნო, ვფიქრობ, მართალი არ ვიქნები. მინდა ისევ გითხრა, რომ უბადლო ოსტატი ხარ იმისა, თუ როგორ და რა ფრომით გადმოსცე ყველა ვნება და ცეცხლი, რაც პერსონაჟებს ახასიათებთ. ისევ არაჩვეულებრივად მოგაქვს მკითხველის გულამდე ყველა ემოცია. ნუ, ორიოდე სიტყვით,პერსონაჟებზეც ვიტყვი...მიუხედავად ლევანის ასეთი ბუნებისა, რაც გამოგიტყდები, რომ მაღიზიანებს, მაინც რაღაც ეშხი და ენერგია მოდის, რომელიც ჯერ ვერ ამოვიცანი, მაგრამ ალბათ ამის გარკვევაში დამეხმარები. სოფის ეს აფეთქება, ძალიან მომეწონა. მგონი დრო იყო, რომ მისი ემოციები გამოეშვა გარეთ და ესეც მოხდა. უხ, ძალიან მომეწონა ეს თავი და ერთიანად ამაფორიაქა ამდენმა ემოციამ. მოლოდინები, ნამდვილად გაამართლე, ნუ, მე გამიმართლე და ვიმედოვნებ, უკეთესად განვითარდება მოვლენები. ის ცეცხლი არ ჩააქრო, რაც შენს ისტორიას, თან სდევს blush წარმატებები და კიდევ "გამოგიხტები" სხვა დროსაც smiley heart_eyes

№4  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
ამათ მგონი არაფერი არ ეშველებათ და ნუღარ მინერვიულებ ამხელა მაესტრო კაცს, გამოუშვი ჩემთან და მე დავამშვიდებ, აბა სოფი კიდევ ვერ ჩამოყალიბდააა რა უნდაა და ვინ უნდაა, საბოლოოდ ან ერთი მოსვას მის ადგილზე ან მეორეე, სანდროს ვერ დავუბრუნდები ლევანთან მართალი არ ვიქნებიო იძახის და ის ვერ გაურჩევია ვისთან უნდაა, მგონი საბოლოოდ მარტო დარჩენა მოუწევს, არც სანდრო შერჩება და აღარც ლევანიი, ამ შემთხვევაშიც უპასუხისმგებლოდ მოიქცაა კაი მესმის რომ სანდროს ამბავი განიცადა მაგრამ
ადამიანს ხომ უნდა შეატყობინოს თავისი ამბავიი, ალბათ ასაკის ბრალიც არის ცოტა ქარაფშუტასავით რომ იქცევაა, სანამ ეგ ჩამოყალიბდება კი შეიწირავს ჩემს ნერვებს და ამხელა მაესტრო კაცს ინფაქტი არ დამართონ მაგაზე ვდარდობ მეე:დდდდ, კონკურსი და ჯანდაბა მაგას დაეგდოს და უწმინდოს ხალხს სახეე :დდდდ

როგორი აღშფოთებული ხარ smile smile
ვნახოთ რა მოხდება. ნუ იშლი წინასწარ ნერვებს შენ, შემდეგი თავებისთვის უფრო დაგჭირდება :))))

ლიკა ახრახაძე

ლიკა, როგორ სიამოვნებით და ტკბილად და თბილად ჩავიკითხე ღიმილმომდგარმა შენი კომენტარი რომ იცოდე, ყოველი თავის შემდეგ შემეხმიანებოდი.
დიდი მადლობა, რომ ის აღნიშნე, რაც ყველა მწერალს ყველაზე მეტად აინტერესებს heart_eyes რა თქმა უნდა, პერსონაჟები და სიუჟეტიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი დაწვრილებით არცერთ მკითხველს არ აღუნიშნავს ჩემი წერის სტილის შესახებ და ძალიან გამახარე. ბევრი სიყვარული ჩემგან შენ kissing_heart kissing_heart

Lilian Clark

რადგან ცოტა ხნით, დავისვენე შუალედურებისგან, ჩემს აზრს აუცილებლად დავაფიქსირებ ხოლმე ყოველი დარჩენილი თავის შემდგომ და ასევე მაშინაც, თუ ახალ ისტორიას გამოამზიურებ blush ვფიქრობ, დასაფასებელია ყოველი დეტალი, რასაც ქმნი, თუნდაც სწორად და გამართულად მსჯელობა და წერა...ისტორიის წაკითხვას, ასე რომ ვთქვათ, მუღამი არ ექნებოდა, თუ გაპარტახებული ქართულით იქნებოდა გადმოცემული smiley ერთი სიტყვით, სანამ კიდევ რამე არ შემიშლის ხელს, შენს გვერიდით ვარ...ნუ ისედაც ვიყავი, მაგრამ მხოლოდ კითხვითა და ლაიქებით შემოვიფრგლებოდი grinning გელი ახალი და ცეცხლოვანი თავით blush heart_eyes

№6  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
შემდეგ თავამდე თუ შემომრჩაა კიი, მოდი ყველას დავხოცავ და მარტო მე და ის ერთი დავრჩებით :დდდდ სანდროც კი მეცოდება ამ დღეში რომ ჩავარდა, მაგრამ აი მას და სოფის გეფიცები ვერანაირად ვერ ვუხდენ რა ის მუხტი არ არის რაც აი მაგალითად ლევანს და სოფის შორის რომ არის, ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ლევანს ვგულშემატკივრობა, არა იმიტომ ვამბობ რომ ეს კაცი მართლა აი ცეცხლს და ვნებას აფრქვევს ირგვლივ, წყვილოც მაგიტომ მომწონს რომ წინააღმდეგობრივია აი არანაირად რომ არ შეეფერებიან, სრულიად ერთმანეთისგან რომ განსხვავდებიან, მაგრამ აი ამავე დროს საოცრად რომ უხდებიან და მართლა ცეცხლი წყვილი გამოდის, მარტო ლევანზე კი არ ვარ ჩაციკლული მის მინუსებსაც ვხედავ, მაგრამ ამ ბოლო თავებში უფრო სოფი ვერ არის თავის თავში დარწმუნებული.

მესმის შენი, თანაც ძალიან. მე ყველა წვრილმანს ვცდილობ, რომ დავანახო მკითხველს და სხვადასხვა ხედიდან შევახედინო და დანარჩენი უკვე თვითონ უნდა განსაჯოს. მადლობა, რომ ჩემთან ხარ და არც კომენტარებს იშურებ, რომ შენი აზრი გავიგო heart_eyes

ლიკა ახრახაძე
Lilian Clark
დარინა
ამათ მგონი არაფერი არ ეშველებათ და ნუღარ მინერვიულებ ამხელა მაესტრო კაცს, გამოუშვი ჩემთან და მე დავამშვიდებ, აბა სოფი კიდევ ვერ ჩამოყალიბდააა რა უნდაა და ვინ უნდაა, საბოლოოდ ან ერთი მოსვას მის ადგილზე ან მეორეე, სანდროს ვერ დავუბრუნდები ლევანთან მართალი არ ვიქნებიო იძახის და ის ვერ გაურჩევია ვისთან უნდაა, მგონი საბოლოოდ მარტო დარჩენა მოუწევს, არც სანდრო შერჩება და აღარც ლევანიი, ამ შემთხვევაშიც უპასუხისმგებლოდ მოიქცაა კაი მესმის რომ სანდროს ამბავი განიცადა მაგრამ
ადამიანს ხომ უნდა შეატყობინოს თავისი ამბავიი, ალბათ ასაკის ბრალიც არის ცოტა ქარაფშუტასავით რომ იქცევაა, სანამ ეგ ჩამოყალიბდება კი შეიწირავს ჩემს ნერვებს და ამხელა მაესტრო კაცს ინფაქტი არ დამართონ მაგაზე ვდარდობ მეე:დდდდ, კონკურსი და ჯანდაბა მაგას დაეგდოს და უწმინდოს ხალხს სახეე :დდდდ

როგორი აღშფოთებული ხარ smile smile
ვნახოთ რა მოხდება. ნუ იშლი წინასწარ ნერვებს შენ, შემდეგი თავებისთვის უფრო დაგჭირდება :))))

ლიკა ახრახაძე
ჩემი აზრი, შენთან დაკავშირებით, გამოვხატე ერთხელ უკვე და კიდევ რომ არ აღვნიშნო, ვფიქრობ, მართალი არ ვიქნები. მინდა ისევ გითხრა, რომ უბადლო ოსტატი ხარ იმისა, თუ როგორ და რა ფრომით გადმოსცე ყველა ვნება და ცეცხლი, რაც პერსონაჟებს ახასიათებთ. ისევ არაჩვეულებრივად მოგაქვს მკითხველის გულამდე ყველა ემოცია. ნუ, ორიოდე სიტყვით,პერსონაჟებზეც ვიტყვი...მიუხედავად ლევანის ასეთი ბუნებისა, რაც გამოგიტყდები, რომ მაღიზიანებს, მაინც რაღაც ეშხი და ენერგია მოდის, რომელიც ჯერ ვერ ამოვიცანი, მაგრამ ალბათ ამის გარკვევაში დამეხმარები. სოფის ეს აფეთქება, ძალიან მომეწონა. მგონი დრო იყო, რომ მისი ემოციები გამოეშვა გარეთ და ესეც მოხდა. უხ, ძალიან მომეწონა ეს თავი და ერთიანად ამაფორიაქა ამდენმა ემოციამ. მოლოდინები, ნამდვილად გაამართლე, ნუ, მე გამიმართლე და ვიმედოვნებ, უკეთესად განვითარდება მოვლენები. ის ცეცხლი არ ჩააქრო, რაც შენს ისტორიას, თან სდევს blush წარმატებები და კიდევ "გამოგიხტები" სხვა დროსაც smiley heart_eyes

ლიკა, როგორ სიამოვნებით და ტკბილად და თბილად ჩავიკითხე ღიმილმომდგარმა შენი კომენტარი რომ იცოდე, ყოველი თავის შემდეგ შემეხმიანებოდი.
დიდი მადლობა, რომ ის აღნიშნე, რაც ყველა მწერალს ყველაზე მეტად აინტერესებს heart_eyes რა თქმა უნდა, პერსონაჟები და სიუჟეტიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი დაწვრილებით არცერთ მკითხველს არ აღუნიშნავს ჩემი წერის სტილის შესახებ და ძალიან გამახარე. ბევრი სიყვარული ჩემგან შენ kissing_heart kissing_heart

რადგან ცოტა ხნით, დავისვენე შუალედურებისგან, ჩემს აზრს აუცილებლად დავაფიქსირებ ხოლმე ყოველი დარჩენილი თავის შემდგომ და ასევე მაშინაც, თუ ახალ ისტორიას გამოამზიურებ blush ვფიქრობ, დასაფასებელია ყოველი დეტალი, რასაც ქმნი, თუნდაც სწორად და გამართულად მსჯელობა და წერა...ისტორიის წაკითხვას, ასე რომ ვთქვათ, მუღამი არ ექნებოდა, თუ გაპარტახებული ქართულით იქნებოდა გადმოცემული smiley ერთი სიტყვით, სანამ კიდევ რამე არ შემიშლის ხელს, შენს გვერიდით ვარ...ნუ ისედაც ვიყავი, მაგრამ მხოლოდ კითხვითა და ლაიქებით შემოვიფრგლებოდი grinning გელი ახალი და ცეცხლოვანი თავით blush heart_eyes

მიხარია, რომ შენი სახით ასეთი ერთგული მკითხველი შევიძინე. ყოველთვის დაგელოდები heart_eyes

№7 სტუმარი სტუმარი ქეთო

საინტერესო თავი იყო. როგორ აღშფოთდა ლევანი? არ იყო ბიჭი მიჩვეული ქალისგან ასეთ ურჩობას. ბოლო ნერვიც დააწყვიტა კაცს რაა:დდდდ
აუუ როგორ ვიღვენთები სოფოს მოგონებებზე. ძნელია და მესმის,სოფოსთვის სანდრო მეტად მნიშვნელოვანია, უყვარს კიდევ.
რა კარგი ხარ და როგორ მახარებ ხშირ-ხშირად გამოჩენით, გყვაროობ ძლიერ❤

№8  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ქეთო
საინტერესო თავი იყო. როგორ აღშფოთდა ლევანი? არ იყო ბიჭი მიჩვეული ქალისგან ასეთ ურჩობას. ბოლო ნერვიც დააწყვიტა კაცს რაა:დდდდ
აუუ როგორ ვიღვენთები სოფოს მოგონებებზე. ძნელია და მესმის,სოფოსთვის სანდრო მეტად მნიშვნელოვანია, უყვარს კიდევ.
რა კარგი ხარ და როგორ მახარებ ხშირ-ხშირად გამოჩენით, გყვაროობ ძლიერ❤

ქეთო heart_eyes
რა კარგი გოგო ხარ, რომ ისევ ჩვენთან ხარ და პერსონაჟებზე შენს აზრსაც მიტოვებ.
ჰო, ლევანი ნამეტანი ცუდ დღეშია. სოფის მისი ნერვების გლეჯვა არაჩვეულებრივად გამოსდის და სწორად შენიშნე, სანდრო კიდევ უყვარს. ვნახოთ, როგორ წავა ამბები.

№9 სტუმარი ტაისა

სანდრო ცოტა კი მაღიზიანებდა , მაგრამ მეც არ ვიცოდი რას ვერჩოდი , ახლი კიდევ მაგრად შემეცოდა.
უბრალოდ ლევანი და სოფი სხვა ლეველია. :დ

მოკლედ არ ვიცი რა , გელი ❤

№10  offline მოდერი Lilian Clark

ტაისა
სანდრო ცოტა კი მაღიზიანებდა , მაგრამ მეც არ ვიცოდი რას ვერჩოდი , ახლი კიდევ მაგრად შემეცოდა.
უბრალოდ ლევანი და სოფი სხვა ლეველია. :დ

მოკლედ არ ვიცი რა , გელი ❤

უმიზეზოდ შეიძულა ბევრმა. არადა არც მე ვიცი რა დააშავა blush
შენ სოფი და ლევანი მოგწონს და ესაა პრობლემა.
კი, გეთანხმები, შესაძლოა ეს წყვილი უფრო საინტერესო ჩანდეს ბევრისთვის და მათ შორის შენთვისაც, მაგრამ სოფის და სანდროს წყვილსაც კიდევ უკეთესად დავანახებ მკითხველს და მერე უფრო შეძლებენ შეფასებას. მთავარია, ფეხზე დადგეს heart_eyes სანდრო

№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს თავი საინტერესო წასაკითხი იყო,კარგი წყვილია ბოლი განსაკუთრებულად მომეწონა გაჯიუტებული ქალბატონი ფრიალით რომ გაფრიალეს,შეიძლება სანდრო ცუდი ადამიანი არ იყოს მაგრამ სოფოს ლევანი უფრო უხდება ჩემი აზრით,სოფო არაა სანდროს ღირსი,თუ მართლა სანდრო უყვარდა ლევანთან არ დაიჭერდა საქმეს.

№12 სტუმარი სტუმარი sophie

ღმერთმანი! სულ ორი ცალი ნერვი მაქვს, ორივეს შვილივით ვუფრთხილდები და რა გინდა შენ შეიწირო?:((( გადავწყვიტე, რომ სანამ არ დაამთავრებ აღარ წავიკითხო, ეს გოგო ძალიან მიშლის ნერვებს, მგონი ჩემსავით ესეც სასწორია:)) ასეთი არაპროგნოზირებადი კაი ხანია არაფერი წამიკითხავს, უბრალოდ ერთს გთხოვ, არ გაწელო ძალიან დიალოგებით♡♡♡ წარმატებები.

№13  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა ეს თავი საინტერესო წასაკითხი იყო,კარგი წყვილია ბოლი განსაკუთრებულად მომეწონა გაჯიუტებული ქალბატონი ფრიალით რომ გაფრიალეს,შეიძლება სანდრო ცუდი ადამიანი არ იყოს მაგრამ სოფოს ლევანი უფრო უხდება ჩემი აზრით,სოფო არაა სანდროს ღირსი,თუ მართლა სანდრო უყვარდა ლევანთან არ დაიჭერდა საქმეს.

მოდი, ასე ვთქვათ. ლევანის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია სოფისთვის, ვიდრე სანდროს. სოფი, რომელიც ობოლია და მთელი ბავშვობა რაღაც ენატრებოდა და რაღაცისკენ მიილტვოდა, რომ მიეღწია და ამდენი პრობლემისთვის და გაჭირვებისთვის თავისი კარიერის ხარჯზე მიეხედა, ლევანისთან არაჩვეულებრივი შანსი მიეცა, სურვილები შეისრულოს და თან ვხედავთ, როგორც მამაკაცი იზიდავს, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, რომელიც რაღაც წმინდაა, სუფთაა, ბავშვურია და ცოტა სხვანაირი- ნამდვილი სიყვარული და სითბო, რომელიც სანდროსთან აკავშირებს. ამიტომ ხდება ის, რაც ხდება და სოფის მდგომარეობაში ყოფნას არავის ვუსურვებ. ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებს.

სტუმარი sophie
ღმერთმანი! სულ ორი ცალი ნერვი მაქვს, ორივეს შვილივით ვუფრთხილდები და რა გინდა შენ შეიწირო?:((( გადავწყვიტე, რომ სანამ არ დაამთავრებ აღარ წავიკითხო, ეს გოგო ძალიან მიშლის ნერვებს, მგონი ჩემსავით ესეც სასწორია:)) ასეთი არაპროგნოზირებადი კაი ხანია არაფერი წამიკითხავს, უბრალოდ ერთს გთხოვ, არ გაწელო ძალიან დიალოგებით♡♡♡ წარმატებები.

პირველი ორი წინადადებით როგორ გამაცინე, რა საყვარელი ხარ heart_eyes laughing
როგორც გირჩევნია, ისე წაიკითხე. შენი გადასაწყვეტია. მე დაგელოდები და კომენტარსაც სიამოვნებით წავიკითხავ.

№14  offline წევრი ნანა73

როგორი დაჟინებუია ლევანი? მიკვირს ნამდვილად.
არადა არ ეტყობა ამ კაცს სიყვარულის თუ რაიმე ემოციური მიჯაჭვულობა, სუფთა სპორტული ინტერესი ჩანს მხოლოდ. მე ასე ვხედავ.
ვნახოთ რა შეიცვლება? ❤️❤️❤️

№15  offline მოდერი Lilian Clark

ნანა73
როგორი დაჟინებუია ლევანი? მიკვირს ნამდვილად.
არადა არ ეტყობა ამ კაცს სიყვარულის თუ რაიმე ემოციური მიჯაჭვულობა, სუფთა სპორტული ინტერესი ჩანს მხოლოდ. მე ასე ვხედავ.
ვნახოთ რა შეიცვლება? ❤️❤️❤️

ვნახოთ heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent