ვნებების ქარცეცხლში (თავი 8 )
8 თავი - დანიელ? დანიელი ვინ არის? - სმენას ნაცნობი და მონატრებული ხმა მისწვდა. მოულოდნელობისგან შევხტი, ადგილზე გავიყინე. ის იყო! ის მოვიდა! წამში აივსო ოთახი მისი არომატით და თალები დამეხუჭა... საშინელი მონატრება ვიგრძენი. მისი ხმა, მისი სურნელი თურმე როგორ მომნატრებია მისი სიახლოვე. - პასუხის გაცემას არ აპირებ? - გონს ისევ მისმა სიტყვებმა მომიყვანა და მეც იოანესკენ შევბრუნდი - აქ რას აკეთებ? - მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე და თვალი შევავლე ჩემკენ მომავალ მონატრებულ სხეულს. - ჩემ კითხვას აიგნორებ პატარა ქალბატონო? - თვალს არ მაშორებდა ისე დაფარა ჩვენს შორის მანძილი და ერთი მეტრის მოშორებით შეჩერდა. - მეგობარია - მეგობარი - ჩაიცინა - მეგონა მარტოები ისვენებდით - თავისი მწვანეებით ჩამაჩერდა თალებში და მეც არ დავაყოვნე მის სიღრმეებში ჩაძირვა. – „მეგობრები“ ასე დადიან შენს ოთახში? - ის... ხო ასეა - დავიბენი და რაღაც ბგერების ამოვთქვი. გონს კიდევ ვერ მოვდიოდი, თვალებში ვუყურებდი და ხარბად ვსუნთქავდი მის არომატს. - პეპელა ამდენ ხანს რას აკეთებ - რეალობაში დანიელის ხმამ და შემოგლეჯილმა კარებმა დამაბრუნა - პეპელა? - გაიმეორა იოანემ, ჯერ დანიელს მიაპყრო აგიზგიზებული თვალები და შემდეგ მე შემომხედა. - ცუდ დროს მოვედი? - დანიელმა კითხვის ნიშნიანი მზერა მომაპყრო და იოანეზე მიმანიშნა თვალებით. - არა, უკვე მოვდიოდი - ჩანთას ხელი დავავლე და დანიელისკენ წავედი, როცა მკლავში იოანე მწვდა და შემაჩერა - სად მიდიხარ? - კბილებში გამოსცრა არაბულმა - პლიაჟზე იოანე სად წავალ - ხელი გავაშვებინე და დანიელთან ერთად ოთახი დავტოვე. როგორც კი სასტუმროდან გავედით მაშინვე ღრმად ამოვისუნთქე და ხელი გულზე მივიჭირე თითქოს ამით შევანელებდი მის გაათმაგებულ დარტყმებს. - ტას კარგად ხარ? - მკითხა დანიელმა და მხარზე ხელი დამადო. - ვინ იყო ის ბიჭი? რამე დაგიშავა? - არა, ის ის - სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი - გასაგებია, ეს ის ბიჭია ხომ - მზერით მიმანიშნა რომ ჩემი ესმოდა. - ხო ის არის! - კარგი დამშვიდდი, აქ როგორ აღმოჩნდა? - ეგ მეც მაინტერესებს - წამოდი პლიაჟზე არიან ჩვენები უკვე ნინეც წეღან მიდიოდა შენთან რომ მოვდიოდი მაშინ დავინახე ვიღაცასთან ერთად იყო. - ჩემ ძმასთან ერთად, ვაჩე ცოცხლად გაგატყავებ - ისე რომ დანიელს აღარ დავლოდებივარ ბავშვებისკენ წავედი, ის კი უკან მომყვებოდა. - ვაჩე - ახლოს მისულმა დავუძახე ნინესთან მოსაუბრე ძმას - პრინცესა - ვითომც არაფერი მომხდარა, მოვიდა და თბილად ჩამიკრა გულში. - მომენატრე - აქ რას აკეთებ მეტყვი? - ცივად მოვიშრე ჩემი ძმა და ქვემოდან ავხედე ჩემზე მაღალ სილუეტს - მომსალმებოდი მაინც ტასო რა იყო, მომენატრეთ და ჩამოვედი არ შეიძლება? - არ შეიძლება - შენ გოგო კარგად ხარ? შეყვარებული და დარომ მომენატროს და ჩავაკითხო არ შეიძლება? ამ ბოლო დროს უცნაურად რომ იქცევი ატყობ საკუთარ თავს? - ბრაზი შეერია ხმაში - ის აქ რას აკეთებს? - ვინ ის? - ვითომ ვერ ხვდები ვიზე გეკითხები - იოანე? - არა ბებიას გარე ბიძაშვილი კლარა - ამას რა ჭირს ტო - ნინეს გახედა - რას უნდა აკეთებდეს ერთად ჩამოვედით, იოანესთან რამე პრობლემა გაქვს და მე არ ვიცი? - არანაირი პრობლემა არ მაქვს- ვატყობდი, რომ გრძნობების გამომჟღავნებას ვიწყებდი უკვე - ძალიან კარგი მაშინ - ისევ გაბრაზებული ჩანდა ვაჩე - აქ რჩებით? - ვკითხე შედარებით წყნარი ტონით - კი აბა სად წავალთ ტასო, ჯერ მხოლოდ ერთი ოთახია თავისუფალი და იქ დავბინავდით - დასვენება ხო არ მეღირსა - ჩუმად ჩავიბურტყუნე და ჩანთა შეზლონგზე მივაგდე. - ამას ერთხელაც იქნება ვცემ - ისევ ნინეს გახედა ვაჩემ - შენ იცოდი რო მოდიოდნენ? - ვკითხე წერეთელს - არა, გუშინ ხომ გითხარი არ მპასუხობს მთელი დღე თქო თურმე სიურპრიზს გვიწყობდნენ, - ხო სიურპრიზს გიწყობდით მაგრამ როგორც ჩანს ჩემ დას არც ისე ძაან უხარია ჩვენი აქ ყოფნა - ნუ სულელობ ვაჩე, უბრალოდ მოულოდნელი იყო და ცოტა გავბრაზდი - ხო არ ვიცი, მაინც მგონია რო ბოლო პერიოდი შეიცვალე ტასო და რაღაცას მიმალავ. - არაფერს გიმალავ, - ტანზე სარაფანი გადავიძრე და თეთრი საცურაო კოსტიუმით ზღვისკენ დავიძარი - დანიელ - ხელი დავუქნიე მოშორებით მდგარ დანიელს, რომელიც ტაშას და სანდროს ელაპარაკებოდა - არ შემოხვალ? - მოვდივარ - ხელი დამიქნია და მაისური გადაიძრო, ზუსტად მაგ დროს მოუახლოვდა იოანე ვაჩეს და ნინეს. შორიდანაც ჩანდა მისი გაცეცხლებული თვალები და დაბერილი ძარღვები. ჩემკენ მომავალ დანიელს ისეთი თვალები გამოაყოლა მეგონა მივარდებოდა და იქვე ჩაახრჩობდა. - წამოდი, ცოტა შორს გავცუროთ - შევთავაზე ახლოს მოსულ დანიელს და სიღრმისკენ წავედი. მიუხედავად იმისა რომ წყლის შიში ჯერ კიდევ მქონდა ბრაზისგან ესეც კი დამავიწყდა და საკმაოდ დიდი მანძილით მოვშორდით ნაპირს. - ტასო ყველაფერი რიგზეა? ჩემს გამო ხომ არ გექმნება პრობლემა - მომიახლოვდა დანიელი და სევდიანი თვალები მომაპყრო - შენ რა შუაში ხარ - თვალი ნაპირისკენ გავაპარე, ისევ იქ იდგა და ისევ არ გვაშორებდა თვალს. - არ ვიცი მგონი ბრაზობს, ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა ნებისმიერ დროს რაღაცას ჩამარტყამდა - გაეცინა - კარგი რა - მეც ავყევი სიცილში - მოდი ყვინთვაში შევეჯიბროთ - შემომთავაზა დანიელმა - არც ისე კარგი იდეაა... - ახლა შევნიშნე რომ საკმაოდ ღრმად შევედით ზღვაში - კარგი რა ტასო მოეშვი, - ხელი წელზე მომხვია დანიელმა და ჩემთან ერთად ჩაყვინთა. იმდენად მოულოდნელი იყო, ჰაერის ჩასუნთქვაც ვერ მოვასწარი, მაგრამ მალევე წყლის ზემოთ ამოვყავი თავი - დან ... დანიელ - ვლუღლუღებდი შეშინებული - აღარ ქნა - ავფართხალდი მის ხელებში და ოდნავ მოვშორდი - კარგად ხარ? - შეშინებულმა შემომხედა - ტასო, სულ კანკალებ კარგად ხარ? - მეშინია - ვგრძნობდი შიშისგან კიდურები როგორ მომიდუნდა - რის გეშინია? - ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი ისვე მომხვია - ტასო ფერი არ გადევს მითხარი რა გჭირს - სიღრმის მეშინია, არ ვიცი ასე ღრმად როგორ შემოვედი - თვალებს გარშემო ვაცეცებდი - გთხოვ გამიყვანე - შიშმა უფრო მეტად ამიტანა და კისერზე ხელები შემოვხვიე. - კარგი პეპელა... ნუ გეშინია, ხელები კარგად მომხვიე გაგიყვან - მჭიდროდ მივეკარი და დანიელთან ერთად გავცურე. როცა ფეხ ქვეშ ქვიშა ვიგრძენით დანიელი შეჩერდა, ხელში ამიყვანა და ისე დაიძრა პლიაჟისკენ. ჯერ ისევ ვკანკალებდი შიშისგან და მჭიდროდ ვეკვროდი მკვრივ სხეულს - ნუ გეშინია მოვედით - ყურთან ჩამჩურჩულა და ბავშვებისკენ დავიძარით. როგორც კი დაგვინახეს მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა ყველა. ვუყურებდი იოანეს დამფრთხალ და გაცეცხლებულ თვალებს და ტანში მცრიდა - რა დაემართა? - მოვარდა ვაჩე და დანიელს შეხედა - არ ვიცი, ღრმად ვიყავით შესული და მერე ჩავყვინთეთ, როცა ამოვედით კანკალმა აიტანა და მითხრა სიღრმის მეშინიაო, პანიკური შეტევა ქონდა როგორც ჩანს - განუმარტა დანიელმა და შეზლონგზე დამაწვინა - პეპელა კარგად ხარ? - მოშორდი! - დაიღრიალა იოანემ და ჩემს გვერდით ჩამუხლული დანიელისკენ წამოვიდა - იოანე - ძლივს ამოვთქვი მისი სახელი - ვერ გაიგე? - ისევ დაიღრიალა არაბულმა და ჩემი ნათქვამი დააიგნორა. ამაზე დანიელიც გაბრაზდა და წინ აესვეტა - რა პრობლემა გაქვს? - შენს გამოა ამ დღეში და მეუბნები რა პრობლემა მაქვს? რა დედის მ******ად შეიყვანე ასე ღრმად? - სიტყვები... - დაიღრიალა დანიელმაც - შენი აზრით რომ მცოდნოდა ამის გავაკეთებდი? - ყველამ გააფრინეთ? - წყობიდან გამოვიდა ნინეც - ახლავე დამშვიდდით ორივე, ვერ ხედავთ ისედაც შეშინებულია. - გვერდით მომიჯდა ნინე - პატარა კარგად ხარ - მზრუნველი თვალები მომავლო ვაჩემ და ხელზე მაკოცა - კარგად ვარ - ვუთხარი ჩემ ძმას - დანიელ - გისმენ პეპელა... - ისევ ჩემთან ჩაიმუხლა და ხელი მომკიდა - მაპატიე, მართლა არ ვიცოდი. - ახლა შუაზე გავგლეჯ ამას - დანიელისკენ გამოიწია იოანემ და რომ არა ვაჩე ნამდვილად გაგლეჯდა შუაზე. - იოანე, ატყობ რომ ზედმეტი მოგდის? - სუსტი ხმით მივმართე არაბულს რომელსაც ჩემი ძმა აკავებდა. - კიდე მე მომდის ზედმეტი? - კი შენ! - ახლა მართლა შევიშლები - თმაზე ხელი გადაისვა და განრისხებული მზერა მოგვავლო. - დანიელ - არაბულისთვის აღარ შემიხედავს, ისევ დანიელს მივუბრუნდი - შენი ბრალი არ არის, საიდან უნდა გცოდნოდა. უბრალოდ ოთახში ამიყვანე გთხოვ. - ახლავე - ჩემკენ დაიხარა და წამოდგომაში დამეხმარა - ნუ შეწუხდები მე მივხედავ ჩემ დას - ახლა ვაჩემ შეაჩერა დანიელი - ვაჩე დანიელი ამიყვანს ოთახში, შენ კიდე შენ ძმაკაცს მიხედე და ასწავლე მრისხანება როგორ აკონტროლოს - თვალი არაბულს მოვავლე, რომელსაც სახეზე ჭარხლის ფერი ედო და არ ვიცი მერამდენედ კლავდა თვალებით დანიელს. - ცუდად მეთამაშები ტასო - დაიგრგვინა ისევ იოანემ და ისევ ვაჩეს შესაკავებელი გახდა. - წავედით - ავხედე დანიელს და მის მხარს დავეყრდენი - ხელში აგიყვან გინდა? - არა... კარგად ვარ უკვე უბრალოდ ძალიან შემეშინდა და ამის ბრალია - მჭიდროდ მიმიკრო სხეულზე და სასტუმროსკენ წამიყვანა. უკან მოვიტოვეთ გაცეცხლებული იოანე და გაკვირვებული ვაჩე და ნინე. - უკეთ ხარ? - მკითხა დანიელმა როგორც კი ოთახში შემიყვანა და საწოლზე ჩამომსვა - კი კი უკეთ ვარ, უბრალოდ ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს - დღეს არაფერი გიჭამია - ტელეფონი აიღო და საჭმელი ოთახში შეუკვეთა. - მადლობა, დახმარებისთვის - გაგიჟდი? ასეთ სიტუაციაში ჩემს გამო ხარ და მადლობას მიხდი? - შენ რა შუაში ხარ დანიელ, მე უნდა შემემჩნია რომ შორს ვიყავით შესულები - არც მიფიქრია სიღრმე თუ შეგაშინებდა ისე კარგად ცურავ - საწოლზე ჩამომიჯდა და დამწუხრებული თვალები მომანათა. - ხო, მეშინია მაგრამ ახლა კარგად ვარ - გავუღიმე რომ დამემშვიდებინა, მართლა არ ყოფილა ეს დანიელის ბრალი. ამ დროს სასტუმროს პერსონალმა საჭმელი ამოიტანა ოთახში და დანიელმაც ყველაფერი საწოლზე დააწყო - იცოდე ყველაფერს შეჭამ - ცერა თითი დამიქნია - ვეცდები - გავიცინე და ბალიში კომფორტულად მოვიქციე ზურგს უკან - წავალ გამოვიცვლი და მალე დავბრუნდები - სველ შორტებზე დაიხედა დანიელმა - ნუ შეწუხდები, მართლა კარგად ვარ და კიდევ ერთხელ მადლობა, ცოტას დავისვენებ. - ამ მადლობის გამო მოგხვდება პეპელა - შუბლზე მაკოცა და ჩემს მობილურს დასწვდა - ეს ჩემი ნომერია - გამომიწოდა - მოვწესრიგდები და დაგხედავ, თუ რამე დაგჭირდება დარეკავ იცოდე - კატეგორიული იყო დანიელის ტონი. - კარგი ხო - გავუღიმე და მადლიერი მზერით გავაცილე ოთახიდან გამავალი სხეული. ვეცადე ცოტა მეჭამა და დამესვენა, ემოციურად მართლა ძალიან ვიყავი დაღლილი. ცოტა ხილი შევჭამე და აბაზანაში შევედი, წყალი მალე გადავივლე და საცვლების ამარა შევწექი საწოლში. იოანესთან - არა მართლა შევიშლები - უკვე ღრიალზე ვიყავი გადასული როცა მახსენდებოდა, როგორ ეხებოდა ის ს**ი ტასოს. ოთახშიც მას წააყვანინა თავი და ეს უარესად მაგიჟებდა - დამშვიდდები? - ვაჩე როგორ დავმშვიდდე ამიხსნი? - ვუღრიალე ძმაკაცს - არ ფიქრობ რომ არ გაქვს ტასოს ასე უსაყვედურო - ვეღარ მოითმინა ნინემ - ფეხებზე რის უფლება მაქვს და რის არა... მოვკლავ იმ ნაბიჭვარს - ოთახში წინდა უკან დავდიოდი და იმ კადრების დავიწყებას ვცდილობდი. ტვინში სისხლი ჩამექცა როცა ასეთი უმწეო დავინახე ტასო, ჩემს ნაცვლად კი ვიღაც ს**ი იყო მის გვერდით. - იოანე ნინე მართალია - ვაჩე ახლა არ გინდა რა - ტასო ნაწყენია, შენზე - მერე ამიტო უნდა ჩამოეკიდოს სხვას კისერზე? - ეეე... აზრზე მოდი - დაიღრიალა ვაჩემ - იცი მაინც როგორ იყო შენს გარეშე? - ამოხეთქა წერეთელმა - ისე დატოვე ერთი სიტყვა არ გითქვამს და ახლა რა უფლებით მართავ სცენებს? - მას არავინ უნდა შეეხოს - მხოლოდ ეს ვთქვი და მოწყვეტით ჩამოვჯექი სავარძელზე - მის გვერდით არავინ უნდა იყოს - შედარებით მშვიდი ტონით ვბურტყუნებდი - ძალიან გაგიჭირდება მისი შემორიგება და ჯობს სიტუაცია უარესად არ დაამძიმო, ისედაც გადამირჩი რო არ გცემე როცა ესე უთქმელად დატოვე ერთი თვით. არ გამოხატავდა მაგრამ ვიცი რომ ტასო იტანჯებოდა - ვიცი... ერთი დიდი ნეხვის გროვა ვარ ამის გამო - თავი ხელებში ჩავრგე - ის დანიელი ვინ არის? - ავხედე ნინეს - აქ გავიცანით ეგ ტაშა და სანდრო, კარგი ბავშვები არიან - ხო ეტყობა... -სიმწრით გამეცინა - ტასოს მოსწონს? - რაა? - რა რაა ნინე მოსწონს თუ არა - არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს და რომც მოსწონდეს რა? ამის უფლება არ აქვს? - ახლა მართლა შევიშლები - ისევ ბრაზი ჩამიდგა თვალებში - უბრალოდ დროს ერთად ვატარებთ სხვა არაფერი ყოფილა, არ მგონია დანიელს რამე გეგმები ქონდეს ტასოსთან - ეხლა მისმინე - ფეხზე წამოდგა ვაჩე და ზემოდან დამხედა - აქ დარჩები, დამშვიდდები და შარს მოერიდები, მე და ნინე ტასოს ოთახში გავალთ და ვნახავთ როგორ არის. იცოდე უარესად არ დაამძიმო სიტუაციაა და ტასოს არ აწყენინო თორე დავივიწყებ რო ჩემი ძმაკაცი ხარ. - თითი გაფრთხილების ნიშნად დამიქნია და ნინესთან ერთად ოთახი დატოვა. ტასოსთან როგორც ჩანს დიდხანს მეძინა, როცა გამეღვიძა უკვე საღამოს პირი იყო. ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ აივნიდან საუბრის ხმა შემომესმა. თხელი ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი. სავარძელში ვაჩე იჯდა მის მუხლებზე კი ნინე მოკალათებულიყო და ტკბილად საუბრობდნენ. - ხელს ხომ არ გიშლით - წინა ავესვეტე შეყვარებულ წყვილს და ზურგით მოაჯირს მივეყრდენი. ორივემ ერთ დროულად ამომხედა და ნინე მაშინვე წამოდგა - როგორ ხარ? - მზრუნველად გადმომხედა დაქალმა და მომეხუტა. - კარგად ვარ კარგად, ნუ ღელავთ - ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე ორივეს. - აბა რას შვრებოდით სანამ მეძინა? - ძირითადად შენ გელოდებოდით - გამიცინა ვაჩემ და ხელით თავისკენ დამქაჩა - მოდი ჩემთან ჩემო პატარა - კალთაში ჩამისვა და ძლიერად მომხვია ხელები. - როგორ შემაშინე სულელო - თავზე მაკოცა ვაჩემ - კარგი რა, არაფერი მომხდარა კარგად ვარ - გავამხნევე ჩემი ძმა - ჩვენ კი გაგვიხეთქე გული და - კარგი ნინე ნუ აზვიადებ - კარგი ხო, რახანც კარგად ხარ დღეს კარგად გავერთოთ - შენ ძმაკაცთან ერთად მეეჭვება კარგად გართობა გამოვიდეს. - იოანეს მე მივხედავ ტასო, უბრალოდ ეცადე ზედმეტად არ გამოიწვიო. - მე არავის გამოწვევას არ ვაპირებ ვაჩე - მოვშორდი და ფეხზე წამოვდექი - თუ შეამჩნიე თავად აწყობს სცენებს. - ხო მართალი ხარ პატარა, ამაზე ველაპარაკე და აღარ ინერვიულო შენ - კარგი, ბავშვებსაც გავაფრთხილებ მაშინ და კლუბში წავიდეთ - შევთავაზე წყვილს - ოღონდ დანიელის მიმართ ერთი ზედმეტი რეპლიკა და შენ ძმაკაცს იქვე მივასიკვდილებ - ჩემ ნათქვამზე მე თვითონ გამეღიმა, თითქოს ასე ადვილად მოვერეოდი მთასავით არაბულს. - კარგი, დაველაპრაკები მაგრამ შენ დანიელი ხო არ მოგწონს შემთხვევით - ცალი წარბი აწია ვაჩემ და ისე დამაკვირდა - ნუ ბოდავ რაღაცებს ვაჩე, უბრალოდ მეგობარია - ხო? - კი ვაჩე და ახლა არ დაიწყო შენც რაღაცები - კარგი ხო კარგი, ნუ ავარდები ხოლმე ეგრევე ვიკითხე უბრალოდ - ხელები დანებების ნიშნად აწია - წავალ ოთახში გავალ და მოვემზადებით ჩვენ, თქვენც ნუ დაიგვიანებთ - ნინეს მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ოთახიდან გავიდა - გული ცუდს მიგრძნობს - როგორც კი ვაჩე გავიდა ღრმად ამოვისუნთქე - არაფერი მოხდება - შენი სიტყვების თავადაც არ გჯერა. ხო ხედავ რატო მინდოდა მარტოს დაგვესვენა - ამოვილაპარაკე და ცას ავხედე, რომელიც ნელ-ნელა ბინდში იკარგებოდა. - მე და ვაჩე ველაპარაკეთ იოანეს სანამ შენ გეძინა - ხო? და მერე რაო რატო ვარ ასეთი არაადეკვატურიო - ეჭვიანობს ეს ხო თავადაც იცი - და შენი აზრით ამის უფლება აქვს? - არა, არ აქვს... იმის მერე როგორც მოიქცა მართლა არ აქვს მაგრამ მისიც მესმის, მეც ვეჭვიანობდი და ვბრაზობდი როცა ვაჩეს გვერდით სხვა გოგოებს ვხედავდი - ნინე ჩემ ძმას შენს მიმართა გრძნობები არ გამოუხატავს, არ უკოცნია, არ გაუგიჟებიხარ და მერე ერთი თვით არ გამქრალა. - ხო... მართალი ხარ. - ჩუმად ამოთქვა წერეთელმა - კარგი წამოდი ჩავიცვათ და გავემზადოთ ნელ-ნელა. ზედმეტი გამოპრანჭვის ხასიათზე არ ვიყავი, მოკლე, მაღალ წელიანი კლასიკური შორტი მოვირგე და შავ ბიუსჰალტერზე ამავე ფერის გამჭვირვალე ტოპი მოვირგე, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ ქონდა გარდა იმისა, რომ შორტს და შავ მბზინავ მაღლებს უხდებოდა. თმა მაღლა ავიწიე, ხორცისფერი მბზინავი ტუჩსაცხი გადავისვი და მზად ვიყავი. „კლუბში მივდივართ ათ წუთში ჩემს ოთახთან იყავით სამივე“ - მესიჯი გავუგზავნე დანიელს და საწოლზე მივაგდე მობილური. - შენი აზრით მიხდება ეს კაბა? - ჩემს წინ დატრიალდა მოკლე ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ნინე. - ღადაობ? პირდაპირ გაკვდება - ცერა თითი მოწონების ნიშნად ავუწიე დაქალს, მართლა ძალიან უხდებოდა. მოკლე ბრეტელებიანი კაბა ეცვა მისი გრძელი და ოქროსფერი ფეხები მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. ბიჭი რომ ვყოფილიყავი ნამდვილად დავიწყებდი მის დაკერვას. - თმა როგორ გავიკეთო? - მგონი ჯობს მაღლა აიწიო და კარგად გამოაჩინო შენი მოშიშვლებული ზურგი დაო. მგონი ჩემი ძმის საბოლოო გამოშტერებას აპირებ - გამეცინა - ისედაც არაა ხოლმე კარგ დღეში როცა გიყურებს - ნუ დაიწყე ტასო - გაიღიმა და თმა მაღლა აიწია. ამ დროს დააკაკუნეს კარზეც, ვიფიქრე დანიელი და ბავშვები იქნებოდნენ და თამამად გამოვხსენი ოთახის კარი. ხელში იოანე და ვაჩე შემრჩნენ - მზად ხართ? - თვალი მოგვავლო ვაჩემ და ოთახში შემოაბიჯა ნინეს მიმართულებით. მე კი ისევ კარში მდგომ იოანეს ვუყურებდი. - თითქმის - ზურგს უკან უპასუხა ნინემ - არ შემომიშვებ? - საშინლად ხრინწიანი ხმა ქონდა არაბულს. დაბნეული გავიწიე რომ ოთახში შემომეშვა. ღმერთო ახლა ცოფებს უნდა ვყრიდე მე კიდევ ისევ დავდებილდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. - ერთხელაც იქნება თქვენი გამო მართლა მოგვიწევს ვინმეს მოკვლა - შეგვათვალიერა ვაჩემ მე და ნინე როგორც კი წერეთელს ამოვუდექი გვერდით. - ნუ ბოდავ ვაჩე - თვალები დავუბრიალე ვაჩეს - ბარემ რო გაგეხადა არა? - ვერ მოითმინა და მაინც წამკბინა არაბულმა - არც მაგაზე მაქვს პრობლემა, ამ ჯერად ასე გადავწყვიტე - ირონიული ღიმილი ვაჩუქე და კარზე კაკუნიც გაისმა. ეს ნამდვილად დანიელი იქნებოდა. - ბავშვები მოვიდნენ, წავედით - ვანიშნე ნინეს და კარისკენ წავედი. - ვაუუ... საუცხოოდ გამოიყურები პეპელავ - აღნიშნა დანიელმა როგორც კი კარი გავაღე ღიმილიანი სახე შემომანათა. - მადლობა ძვირფასო. - მეც გავუღიმე - დღეს ყველა შეგვაშინე - საუბარში ჩაერთო სანდრო - არაფერი, ყველაფერი კარგადაა - წავედით? - გვერდით ამომიდგა ნინე - წავედით - ვთქვი და დანიელის ამოვუდექი გვერდით. ზურგიდანაც კი ვგრძნობდი იოანეს მზერას და მძიმე ნაბიჯებს. - ზუსტად იცი რომ ჩემს სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება? - გადმომჩურჩულა ღიმილით დანიელმა - ზუსტად არ ვიცი - გამეცინა მის ნათქვამზე - როგორ დამამშვიდე - მე დაგიცავ ჩემო გორილა - საყვარლად გავუღიმე და მხარზე ხელი მოვუთათუნე. - ხოო თუ გადაეკეტა შენ ბიჭს ნამდვილად დამიცავ - ისევ ეცინებოდა დანიელს - ჩემი ბიჭი არ არის - აბა ჩემი სულ არ არის - კარგი გეყოს თორე ახლა ჩემგან მოგხვდება - ბოდიში - ხელები მაღლა აწია და გაიცინა, სიცილში მეც ავყევი. - ღმერთო მოთმინება მომეცი - მომესმა ზურგსუკან იოანეს ხმა რომელსაც არც ისე ხმადაბლა გამოუვიდა ნათქვამი. საღამო ჯერჯერობით უპრობლემოდ მიმდინარეობდა. იოანეს არაფერი უთქვამს არც ჩემთვის და არც დანიელისთვის, მაგრამ მისი მზერა და დაჭიმული ყბები მიანიშნებდა რამდენად უჯდებოდა სიჩუმე. ყველას ბართან მოგვეყარა თავი და ვსვამდით. - ჩვენ ცოტახანს გავალთ - გვითხრა ვაჩემ და იოანესთან თვალებით ანიშნა რაღაც - ზუსტად ათ წუთში დიდ აუზთან მოდით შენ და ნინე მაგრამ არაფერი უთხრა იცოდე - შეუმჩნევლად ჩამჩურჩულა ვაჩემ სანამ გავიდოდა და გაშტერებული დამტოვა. - კარგად ხარ? - მკითხა დანიელმა - კი კი - გამოვერკვიე და ჩემი კოქტეილი ბოლომდე მოვსვი - წამოდით, ვიცეკვოთ - ხელი ჩაკიდა ტაშამ სანდროს და საცეკვაო მოედნისკენ წავიდა. - შემოგიერთდებით - მიაძახა უკნიდან დანიელმა - წამოხვალ? -ახლა მე შემომხედა. - ცოტა ხანს ნინესთან ერთად უნდა გავიდე და მალე მოვალ - გავაფრთხილე დანიელი და ნინეს გავხედე რომელიც ბარმენს რაღაცას უხსნიდა - ხო მშვიდობაა? - კიკი უბრალოდ ვაჩემ მთხოვა, მეც ვერ გავიგე. მალე მოვალ - დავამშვიდე დანიელი და ნინეს დავუძახე რო გამომყოლოდა - სად მივდივართ? - კლუბიდან გასულებმა მაშინვე მკითხა ნინემ - ცოტა ხანს აუზთან ჩავიდეთ რა სუფთა ჰაერზე - ვიცრუე - კარგად ხარ? - კი უბრალოდ ჩახუთული ჰაერი იყო - ბიჭებს მანც დავლოდებოდით. ინერვიულებენ - დანიელს ვუთხარი და ეტყვის როცა მივლენ - ტყუილს ტყუილზე ვამატებდი - კარგი მაშინ აღარაფერი უკითხავს ისე მომყვებოდა ნინე. სანამ დიდ აუზთან მიხვალ პატარა ხეებში ჩაკარგული ბილიკი უნდა გაიარო. სწორედ ამ ბილიკს მივუყვებოდით, როცა ვიოლინოს ღვთაებრივი ჰანგები მისწვდა ჩვენს ყურთასმენას. - მგონი რაღაც ხდება - დაეჭვდა ნინე. - ასე ფიქრობ? - კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე აუზთან ვიყავით. აუზის გარშემო სხვადასხვა ზომის სანთლები ენთო, ზედაპირი კი მთლიანდ წითელი ვარდის ფურცლებით იყო დაფარული. ერთ მხარეს მევიოლინე იდგა და მთლიანად ჩაკარგულიყო თავის მუსიკაში. - ნინე - მოულოდნელად ვაჩეს ხმა შემოგვესმა, რომელიც აუზის გვერდითა მხრიდან გამოვიდა უზარმაზარი ვარდების თაიგულით ხელში. ახლა გავიაზრე რომ აქ რაღაც სასწაული მოხდებოდა. ნინეს შევხედე, რომელსაც გაოცებისგან მეტყველების უნარი დაკარგვოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ვაჩეს მიმართულებით და მის პირისპირ გაჩერდა. - ეს შენთვისაა ფერია - თაიგული გაუწოდა ვაჩემ და ნინემაც მაშინე შეაგება აკანკალებული ხელები. - რომანტიკული არასდროს ვყოფილვარ ხომ იცი - ხმა უკანკალებდა ჩემ ძმას - ყოველთვის იმას ვაკეთებდი რასაც გავიფიქრებდი და ზოგჯერ გულსაც კი გტკენდი ამით. - თვალებში უკვე ცრემლები ჩაუდგა წერეთელს - აღარ მინდა გეტკინოს. ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემს ცხოვრებაში. ის ქალი ხარ, რომელმაც ცხოვრება გამილამაზა. აღარ მინდა შენი მონატრება მკლავდეს არც ერთი წუთით. მინდა დღე შენით იწყებოდეს და შენით მთავრდებოდეს. საძინებელში შენი სუნთქვა ისმოდეს და შენი არომატი მათრობდეს. მინდა ყოველ დილით შეს სახეს ვუყურებდე და სახლში მოსულს გულში გიკრავდე. მინდა შენნაირი ბევრი ლამაზი ბავშვები გვყავდეს - მაშინვე დაიჩოქა ვაჩემ და ბეჭდის ლურჯი კოლოფი გაუწოდა ნინეს რომელიც უკვე ხმით სლუკუნებდა. - ფერიავ ცოლად გამომყვები? - ცოტა ხნის პაუზის შემდეგ აკანკალებული ხმით წარმოთქვა და ცრემლ მორეული თვალებით ახედა ნინეს. - რა თქმა უნდა გამოგყვები - დიდხანს აღარ უცდია ნინეს მაშინვე ჩაეხუტა ვაჩეს და ცაზე ფოიერვერკიც გამოჩნდა. - ძალიან მიყვარხარ - სლუკუნებდა წერეთელი. ოდნავ მოშორდა ვაჩე არა თითზე ბეჭედი მოარგო და ჰაერში დაატრიალა გაბადრული სხეული. - ახლა სიხარულისგან გული გამისკდება - ჩემთვის ამოვთქვი და ცრემლები შევიმშრალე - მგონი ჯობს ეგ არ მოხდეს და ბედნიერება ვაცადოთ - ზურგს უკან მომესმა იოანეს ხმა და ოდნავ შევხტი - შენ სულ ასე უნდა მაშინებდე - შევბრუნდი მისკენ - წამოდი მივულოცოთ, - ჩემი სიტყვებისთვის არც მიუქცევია ყურადღება ისე დამავლო ხელი და მათკენ გამაქანა. იმდენად ბედნიერები იყვნენ, წამით იოანეს მოკვლის სურვილიც კი გამიქრა. ორივეს ჩავეხუტე და ჯერ კიდევ ასლუკუნებულ ნინეს ვამშვიდებდი. - ეს საღამო ამით არ მთავრდება - ხელი მოხვია ვაჩემ ნინეს და თავზე აკოცა - ჩვენ დაგტოვებთ - თვალი ჩაუკრა ვაჩეს იონამ და ისევ ხელი დამავლო. - ჩემითაც შემიძლია - ხელი უხეშად გამოვგლიჯე როგორც კი უკან მოვიტოვეთ ბედნიერი წყვილი. - ბოდიში - მხოლოდ ეს თქვა და სასტუმროს კარში ჯერ მე შემატარა, თვითონ კი უკან მომყვა. „ყველაფერი კარგადაა?“ - როგორც კი ლიფტში შევედით დანიელის მესიჯი მომივიდა. „კი კარგადაა, ვაჩემ ხელი სთხოვა ნინეს და ახლა კლუბისკენ მოვდივარ“ სიტუაცია გავაცანი დანიელს და ვაჩეს გავხედე რომელიც მზერას არ მაშორებდა. - კლუბში ბრუნდები? - კი - გვიანი არ არის? - ბავშები ჯერ კიდევ იქ არიან - უკმეხად ვუპასუხე და მაშინვე გავედი, როგორც კი ლიფტის კარგი გაიღო. უკან არ გამომყოლია, როგორც ჩანს აღარ აპირებდა კლუბში დაბრუნებას. იმ საღამოს მეტი აღარ დამილევია, ცოტა ვიცეკვე ბავშვებთან ერთად „ღამე არ დამელოდო“ მომივიდა ნინეს მესიჯი. რა თქმა მთელ ამბებში იქნებოდნენ ვის ცხელა ტასოსთვის. იმედად დადებითად ვიყავი დამუხტული მათი ამბით, რომ თვალებიდან ვასხივებდი ბედნიერებას. სამი იყო დაწყებული როცა დავიშალეთ. ოთახამდე მიმაცილეს ბავშვებმა და ისინიც დასაძინებლად წავიდნენ. მიუხედავად იმის რომ, დამღლელი დღე იყო შხაპი მივიღე და იქიდან გამოსულმა წითელი ღვინო შევუკვეთე სასტუმროს პერსონალს. თეთრ მოკლე ხალათში გამოწყობილი ვიჯექი აივანზე წითელ ღვინოს ვსვამდი და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი როცა კარზე კაკუნი შემომესმა. - ასეთ დროს ნინე თუ მომადგა ჯერ ამას მოვკლავ მერე ჩემ ძმას - უკმაყოფილოდ წამოვდექი და კარისკენ დავიძარი. როგორც კი კარი გამოვხსენი მზერა გამეყინა. - ვილაპარაკოთ? - დაბურული თვალები მომანათა იოანემ და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.