შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (6 თავი)


29-05-2020, 11:04
ავტორი EllaTriss
ნანახია 11 302

ზოგჯერ ცხოვრებაში გვეუფლება გრძნობა, რომლის ახსნა რთულია. გინდა უსასრულო სივრცეში დაიკარგო, იქ სადაც არავინ მოგძებნის.
ფიქრებში ჩაძირული მიუყვებოდა თბილისის ხმაურიან ქუჩებს თიკო. 2 დღე გავიდა ნინის დაბადების დღიდან. მხოლოდ 2 დღე ლევანის გარეშე და უკვე საშინელ სიცარიელეს გრძნობდა გულში. ჰაერი არ ჰყოფნიდა და თითქოს სიარულის ძალაც აღარ ჰქონდა. თითქოს სულ მარტო იყო ამხელა ქალაქში, ეს განცდა კი საშინლად აშინებდა. არ უნდოდა იმაზე ფიქრიც რომ დამოკიდებული გახდა მასზე. იქნებ მას არ უყვარდა? იქნებ იგივეს არ გრძნობდა რასაც თვითონ? ასეთ შემთხვევაში იცოდა ორმაგად ეტკინებოდა..
- თიკოო - უკვე სახლთან მიახლოვებულს, ყრუდ ჩაესმა საკუთარი სახელი, რამაც აიძულა გაჩერებულიყო
- პაპუნაა - გაკვირვებული მზერა შეაგება მოახლოებულ ბიჭს
- ხო პაპუნა ვარ პაპუნა რაიყო დეიდაშვილს ვეღარ ცნობ გოგო? - თბილად ჩაეხუტა გაშეშებულად მდგარ გოგოს
- არ.ა..მ.ე, უბრალოდ გამიკვირდა - სიტყვების ბორძიკით ძლივს უთხრა
- რაგჭირს ტო? ფერი არ გადევს სახეზე - ახლაღა დააკვირდა ფერდაკარგულ დეიდაშვილს სახეზე
თიკომაც მაშინვე თავს ძალა დაატანა რომ არაფერი შეემჩნია და მისთვის უჩვეულო ხალისით გააგრძელა საუბარი
- ოო რა მოიგონე მშვენიერი ფერი მაქვს, ჯობია ის მითხრა შენ როდის ჩამოხვედი?
- რავი 1 კვირა იქნება ალბათ - მხრები აიჩეჩა ბიჭმა
- 1 კვირა და არ მნახე? გრცხვენოდეს. - მაშინვე წარბები შეკრა თიკომ
- კაი რას ბუტიაობ საქმეები მქონდა, წამო ავიდეთ დეიდასაც ვნახავ ბარემ - უთხრა და სიცილით გადახვია ხელი.
- მელანდებაა? როდის ჩამოხვედიიი? - აღშფოთებული შეხვდა თამარი კარებში მდგარ დიშვილს
- არ გელანდება დეიდა მართლა აქ ვარ, შემოგვიშვი თუღმერთიგწამს გარეთ ძალიან ცხელა - სიტყვის თქმა არ დააცადა ქალს ისე შევარდა სახლში, თიკოც უხმოდ შეყვა.
- ბიძია კახა როდის ჩამოდის, თიკომ მითხრა თავის დასთან ყოფილა წასული - სავარძელზე მოკალათდა და ინტერესიანად მოავლო ოთახს თვალი
- არვიცი ცოტა ხანს მასთან დარჩება - მხრები აიჩეჩა თამარმა და თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა - რამეს ხომარ დალევ? თან მომიყევი შენი ამბები
- არა დეიდა მადლობა ცოტა ხნით შემოვიარე არ მინდა შეგაწუხოთ
- რა შეწუხებაა, თიკო შვილო შეეშვი მაგ ტელეფონს და წადი დეიდაშვილს ყავა მაინც გაუკეთე - თიკომ მხოლოდ ახლა აწია თავი ტელეფონიდან და ნელი ნაბიჯებით სამზარეულოში გავიდა
- რა ჭირს ამას ეე? წეღანაც ესე გათიშული დადიოდა - გავიდა თუ არა მაშინვე უთხრა პაპუნამ დეიდას
- არვიცი არაფერს მიყვება, გამოგონილ სამყაროში და ილუზიებში ცხოვრობს, მეშინია მალე არ გაგიჟდეს - ოხვრას მოაყოლა თამარმა
- კაი წავალ გავხედავ - სწრაფად წამოდგა პაპუნა. სამზარეულოსთან მიახლოებულს უცნაური სუნი ეცა და ნაბიჯს მოუჩქარა, შიგნით შესულს კი ისეთი სურათი დახვდა კინაღამ გაგიჟდა. გაზქურის გვერდით იდგა თიკო, ყავა დუღდა და ჩადიოდა. ის კი ისე იდგა თითქოს ეს ყველაფერი არც აინტერესებდა, ფიქრებში წასულს ძლიერი შეხება იგრძნო მკლავზე, მთელი ძალით ანჯღრევდა პაპუნა და მის გონზე მოყვანას უშედეგოდ ცდილობდა
- თიკოო, თიკოოოო გონს მოდი რაგჭირს გოგო?
- რამჭირს? - გაკვირვებისგან ელდა ეცა და ვერც მიხვდა რახდებოდა
- აქაურობას შეხედე, ამ ყველაფერს ვერ ხედავდი? რა გჭირს გოგო ნუ გამაგიჟე. თიკომ მხოლოდ ახლა შეხედა გაზქურას და სახეზე ხელები აიფარა,
- დედა მომკლავს
- დაწყნარდი არ გაუგია, კიდევ კარგი დროულად მოვედი, აქაურობა გაწმინდე სწრაფად - თან კარისკენ იყურებოდა მოსალოდნელი კატასტროფის სახელად "თამარი" თავიდან ასაცილებლად.
- არმესმის როგორ დამემართა - ტირილს ძლივს იკავებდა და ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გაეწმინდა ყველაფერი
- აჰაა, ფაქტი სახეზე. აკი მეუბნებოდი არაფერი მჭირსო? - ისევ არ ჩერდებოდა პაპუნა
- ნინის ვწერდი, რაღაც საშინელება მოსვლია, მასზე ვდარდობდი და ამის ბრალია ალბათ - ისევ თავის დაძვრენას ცდილობდა
- იგონებ ხო? ვინაა ნინი?
- მეგობარია ჩემი....პაპუნა გთხოვ დედას არ უთხრა - მუდარით სავსე მზერით შეხედა გაცოფებულ დეიდაშვილს
- სულელი კი არ ვარ, თქმა რომ მდომოდა აქამდეც დავუძახებდი
- გმადლობ ...- ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა და კედელს მიეყრდნო
- მისმინე - მიუახლოვდა და ჩვეული ტონით წამოიწყო პაპუნამ - ახლა მართლა მეჩქარება, მაგრამ ხვალ...ვერ გადამირჩები - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა - ყველაფერს მომიყვები, რა ხდება შენს თავს. გასაგებია? ვინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი?
თიკომ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი და პაპუნაც გავიდა, მისაღებში თამარს სწრაფად დაემშვიდობა და კიბეებს ჩაფიქრებული დაუყვა. თიკოს მის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილა ეკავა. არავინ უყვარდა მასზე მეტად საკუთარი თავიც კი და უკვე ვერ იტანდა იმ ადამიანს ვის გამოც დეიდაშვილს ასეთ მდგომარეობაში ხედავდა.
მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ძალიან ცხელოდა, საღამოს გრილი სიო მშვიდად დასეირნობდა თბილისის ხმაურიან ქუჩებში. სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა ნინი გზას, თან გამუდმებით უკან იყურებოდა და ცდილობდა ადევნებულ ბიჭს სწრაფად გაქცეოდა. თიკოს კორპუს რომ მიუახლოვდა ოდნავ შვება იგრძნო, დაღლილობისგან ძლივსღა სუნთქავდა როცა ისევ ის საზარელი ხმა მოესმა, რომელიც ცხოვრებას უმწარებდა
- ნინიი, ნინუუ - ირონიით ლაპარაკს არ წყვეტდა ბიჭი. ნინი წამში მოწყდა ადგილს და ბიჭიც მაშინვე აედევნა. თვალებს დამფრთხალივით აქეთ-იქით აცეცებდა და ცდილობდა დახმარება ეპოვნა. სწორედ ამ დროს სადარბაზოდ მომავალ ბიჭს მოჰკრა თვალი, ბევრი აღარ უფიქრია გაექანა და ისე ძლიერად ჩაეხუტა ძვლების ტკაცუნიც კი იგრძნო.
- საყვარელოო, სად იყავი აქამდეე - უთხრა და უარესის მოლოდინში თვალები დახუჭა და გაირინდა. რათქმაუნდა ნინის 'გადამრჩენელი' თავიდან ვერ მიხვდა სიტუაციის არსს, მაგრამ როგორც კი გოგონას უკან მდგარ გაცეცხლებულ ბიჭს შეხედა, მაშინვე თამაშში აჰყვა
- მაპატიე ძვირფასო ცოტა დამაგვიანდა - უთხრა და თმაზე მოეფერა, ბიჭმა გაცეცხლებულმა შეხედე მოსიყვარულე წყვილს და სწრაფად გაეცალა იქაურობას..როგორც კი ნინიმ დაინახა ეს დაინახა, ღრმად ამოისუნთქა და 'გადამრჩენელს' მოშორდა
- გმადლობ, არც კი ვიცი რამეშველებოდა შენს გარეშე, ძალიან დამეხმარე
- ვინ იყო ეს მანიაკი?
- მე..კიარადა..რამნიშვნელობაა აქვს, დაივიწყე - უაზროდ ატრიალებდა თვალებს და მთელ სხეულში ჯერ კიდევ დაძაბულობას გრძნობდა.
- მე პაპუნა ვარ 'შეყვარებულო'- უთხრა და სიცილით გაუწოდა ხელი გოგონას
- მე ნინი - თვითონაც ვეღარ შეიკავა ღიმილი და გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება
- აქ ცხოვრობ? ხოარ გინდა სახლამდე მიგიყვანო, ბინდდება
- არაა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს აქ, მასთან მოვედი,
- მეგობარი? - იჭვნარევი მზერით შეხედა პაპუნამ
- სანდოა, საშიში არაფერი - გაუღიმა და მხოლოდ ახლა შეამჩნია რამდენად სიმპათიურ ადამიანს ესაუბრებოდა
- კაი მაშინ თუ აღარ გჭირდები 'შეყვარებულო' წავედი - ისევ გაეხუმრა პაპუნა, ნინიმ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი და კორპუსში შევიდა. სულ მალე კი თიკოს ოთახში იჯდა და ყველაფერი დაწვრილებით ჰქონდა მოყოლილი
- ვერ ვიჯერებ..- ჯერ კიდევ ემოციებში იყო თიკო
- შენ აბა მე მკითხე, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმომედგინა რომ რატი დაბრუნდებოდა და ისევ გადამეკიდებოდა, რამეშველება მშობლებიც აქ არ არიან - ნაღვლიანი მზერით შეხედა მეგობარს
- რას ამბობ შენი ძმა ხომ აქაა, ის დაგიცავს. მეც გყავარ
- ჩემს ძმას რომ ვუთხრა მოკლავს და თავსაც გაიუბედურებს...არადა როგორ მეგონა მე სულელს რომ შემეშვა - უკვე ცრემლები თავისით მოსდიოდა
- კარგი ნუ ნერვიულობ, გადარჩი არაფერი მომხდარა - მიუახლოვდა მთელი ძალით ჩაეხუტა მეგობარს
- იმ ბიჭს რომ ხელი ეკრა ჩემთვის რომ ჩავეხუტე?
- ხო მაგრამ არ გკრა, კარგი ადამიანი აღმოჩნდა მადლობა ღმერთს
- აუ ხოო სიმპათიური იყო ისე - ცრემლები მოიწმინდა და თიკოს ეშმაკურად შეხედა
- ნინიი
- რა? მართლა არ ვიტყოდი მასეთ შეყვარებულზე უარს. - მხრები აიჩეჩა- შენ რას შვებოდი დღეს?
- არაფერს, ჩემი დეიდაშვილი ჩამოვიდა - ვითომც არაფერიო ისე თქვა
- დეიდაშვილი? ბიჭია ხო? - თვალები ჭყიტა ნინიმ
- ჰო მერე?
- რა მერე გოგო გამაცანი, შეყვარებული მინდა არ გესმიის?
- მოხვედი ხო ხასიათზე? აკი
'გადამრჩენელი' გიყვარდა?
- ჯერესერთი მიყვარდა რა მომეწონა კაი ტიპი იყო. მეორეც შენ გამაცანი და გადავწყვეტ რომელი ჯობია.
- შენი გამოსწორება არ იქნება
- აუ ტელე მათხოვე რაა, ჩემი დაჯდა, ჩემს ძმას დავურეკავ რო მომაკითხოს, ტაქსში ჩაჯდომისაც მეშინია უკვე, ეს რა დღე გამითენდა
- დარჩენილიყავი დღეს, მარტო ვარ დედა ბებიასთან წავიდა - მოწყენილად ამოთქვა
- აუ ძალიან მინდა მაგრამ ჩემი ძმა უფლებას რომ არ მომცემს
- ხო მარა შენ ხო უკვე სრულწლოვანი ხარ. მე მჭირდება ისევ ნებართვებით ცხოვრება
- უიმე ჩემი პატარაა ხაარ შეენ, ისე მართალი ხარ. მაგას ვინ კითხავს, თავად მივიღებ გადაწყვეტილებას.
თიკომ მხრები აიჩეჩა
- მერე მე არაფერი დამაბრალო იცოდე. ტელეფონი გამომართვი, გააფრთხილე მაინც - მაშინვე მიაწოდა ტელეფონი თიკომ. ნინიმ სწრაფად აკრიფა ნომერი და 2 ზარის შემდეგ, ლევანმაც უპასუხა
- გისმენთ
- ძმაო მე ვარ, თიკოს ტელეფონიდან ვრეკავ, ჩემი დაჯდა და
- ხო ნინი, რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ თიკოსთან ვარ შეგიძლია რომ მოხვიდე და წამიყვანო?
(- ნინი რას ამბოოობ? - მაშინვე ეცა თიკო - აბა დავრჩებიო)
( - დამაცადე ცოტა გავერთოთ - ტელეფონს ხელი დააფარა და თვალი ჩაუკრა)
თიკომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა
- სასამართლოში ვარ, არმცალია ტაქსი გამოიძახე.
- რადროს სასამართლოა ამ ღამე. მატყუებ? - მაშინვე გაბრაზდა ნინი
- არა რას გატყუებ გოგო, კლიენტთან შეხვედრა გამიგრძელდა უბრალოდ
- მოდი ახლავე არ მაინტერესებს. მისამართს მოგწერ, ჩაო - სწრაფად მიაყარა სათქმელი და სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე დაკიდა ყურმილი. მერე სწრაფად ჩაუგდო ლოკაცია და სავარძელში მოკალათებულ თიკოს ტელეფონი ესროლა
- არ ხარ შენ ნორმალური, რას აპირებ?
- ვნახოთ, ვნახოთ, აუ თიი..- უთხრა და მაშინვე ეშმაკურად შეხედა - აბაზანაში შევალ რა შენი ტანსაცმელი მათხოვე, იქნებ ცოტა გადამიაროს თან სტრესმა - არაფერი გეტყობა სტრესის
- კარგი რა ცუდად ვარ, აუცილებელია ვიტირო? - მაშინვე წარბები შეკრა
- კარგი მაგრამ შენ 2 საათი არ გამოხვალ იქედან და შენი ძმა რომ მოვიდეს მაგ დროში რა ვქნა მეე
- მოვიდეს მერე, ცოტა ხანი დამელოდება არაფერი უჭირს. ლოყაზე აკოცა მეგობარს და აბაზანაში გაუჩინარდა.



№1  offline წევრი It’s olivia

ძაან მაგარია და მალე დადე რა შემდეგი თავი❣️❣️❣️❣️

 


№2  offline წევრი EllaTriss

It’s olivia
ძაან მაგარია და მალე დადე რა შემდეგი თავი❣️❣️❣️❣️

გმადლობ, ვეცდები ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ეხლა უნდა დაწყებულიყოოოო სად დაამთავრე :დ
მალე დადე რა

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ანი
ეხლა უნდა დაწყებულიყოოოო სად დაამთავრე :დ
მალე დადე რა

ინტრიგა დავტოვე :დ ❤ვეცდები მალე დავდო

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent