სიყვარულმა იცის (5 თავი)
1 თვე ისე გავიდა გავიდა საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ლევანმა დიდი ძალისხმევით საბოლოოდ საკუთარ თავს მაინც დააჯერა რომ თიკო უბრალოდ წამიერი გატაცება იყო მისთვის და მასზე ფიქრს შეეშვა. ამასგარდა გერმანიაში დაბრუნებაც უნდოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მათ მშობლებს სამსახურის გამო საზღვარგარეთ მოუხდათ წასვლა, ნინის მარტო ვეღარ დატოვებდა. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა და მშობლების დიდი ხვეწნა-მუდარით რომ ასე უფრო არ გაუჭირდებოდათ ნინის დატოვება, საქართველოში დარჩა. ლევანი იმდენად ცნობილი ადვოკატი იყო, რომ მის მოგებულ საქმეებზე ლეგენდები დადიოდა. მართალია კარიერა გერმანიაში ჰქონდა აწყობილი, მაგრამ სულ მალე საქართველოშიც გაითქვა სახელი და არც სამსახურის პოვნა გაუჭირდა. სულ სხვა რამ ხდებოდა თიკოსთან. სკოლის დამთავრებამ, ბანკეტმა, ექვსკურსიებმა საშინლად გადაღალა. ამასთან ერთად ძალიან უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება რომ სკოლა დაამთავრა და ახლა ისიც სხვებივით უნდა ჩაბმულიყო პრობლემებით სავსე ცხოვრების ფერხულში. თუმცა პრობლემები არც ისე აკლდა, გოგონას რომელსაც არასოდეს ეგონა რომ ოდესმე მასაც შეუყვარდებოდა, შეუყვარდა. მას შემდეგ რაც ლევანს აპატია, ურთიერთობა შედარებით დაულაგდათ. ერთმანეთს ხანდახან ხვდებოდნენ, როცა თიკო ნინისთან იყო სახლში ასული. მართალია მხოლოდ რამდენიმე წუთით, თუმცა თიკოსთვის ესეც საკმარისი იყო. სულ მალე შეპყრობილი გახდა მისით. სულ ყველა პრობლემა ავიწყდებოდა მასთან ერთად, რომ უყურებდა გული უჩქარდებოდა, იბნეოდა და ათას სისულელს ამბობდა. ვერ ხვდებოდა როგორ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი მისთვის ლევანი, ანკი როდის მოასწრო მისი შეყვარება, მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ამ ამბის ნინისგან დამალვა იყო, არ უნდოდა მეგობარი მოეტყუებინა, მაგრამ მეორე მხრივ არც ის უნდოდა რომ მის ძმაზე უიმედოდ შეყვარებულად ჩაეთვალა. მართალია მალავდა, თუმცა ნინი მაინც ხვდებოდა. ანკი როგორ დარჩებოდა შეუმჩნეველი, მეგობრის თვალები, რომელიც მხოლოდ მისი ძმის დანახვისას ბრწყინავდა ასე. 7 ივლისი იყო. ზაფხულის მცხუნვარე მზე ირგვლივ ყველაფერს წვავდა. ქალაქს ოხშივარი ასდიოდა. თიკომ შეუსვენებლივ აირბინა კიბეები და ყავისფერ კართან რომ გაჩერდა ღრმად ამოისუნთქა. ოდნოავი პაუზის შემდეგ კი ზარი დარეკა, კარი ნინიმ გააღო და თიკომაც მაშინვე ღიმილიანი მზერა შეაგება მეგობარს - დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ფერიააა! - დაიყვირა და ისე მაგრად ჩაეხუტა ნინის კინაღამ სუნთქვა შეეკრა - მადლობაა - ძლივს ამოიხავლა და მონატრებულ მეგობარს თვითონაც გაუღიმა - ეს შენნ! - ვარდისფერი ლამაზად გაფორმებული ყუთი გაუწოდა თიკომ და მის რეაქციას დაელოდა. - შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი, რა საჭირო იყო - მორცხვად გამოართვა საჩუქარი ნინიმ - რას ამბობ, ისე მომენატრე, რაც სკოლა დავამთავრეთ სულ დამივიწყე - თითქოს მოწყენილმა შეუბღვირა მეგობარს - მე ნუ მაბრალებ შენ გადაიკარგე სულ, შემოდი შემოდი კარებში ნუ დგახარ - მარტო ხარ? - როგორც კი შევიდა გაკვირვებულმა მოავლო ოთახს თვალი - ჯერჯერობით კი, რამდენიმე ჩვენი კლასელი მოვა, დეიდაშვილები და ეგ იქნება სულ, რამე გრანდიოზულს არ ვაპირებ - კაია და როდის უნდა მოემზადო, მოვიდა საღამო უკვე - გაეხუმრა მეგობარს თიკო და ჩამოჯდა - მე კი მოვემზადები, მაგრამ შენ ეგ რა გაცვია? - რა მაცვია - გაკვირვებულმა დაიხედა ტანსაცმელზე - არა, არა ვერ დავუშვებ ჩემს დაბადებას ჯინსებში გამოწყობილი შეხვდე, წამო რამე კაბას მოგცემ - მე და კაბა? არარსებული ვარიანტია ხოიცი - გაეცინა და სავარძელზე გადაწვა - აეე, ადე, ადე შანსი არაა მასე ვერ დაგტოვებ - ვერ მოვასწრებ ნინიი - მუდარით სავსე მზერით შეხედა თიკომ - მოასწრებ აბა რა, წამო წამო მეც მოსამზადებელი ვარ, დროს ნუ მაკარგვინებ - სიცილით შეათრია ოთახში ნინიმ მეგობარი. სულ მალე ორივენი მზად იყვნენ. ნინის ძალიან უხდებოდა წითელი ტანზე მომდგარი კაბა, თმებიც ლამაზად ჰქონდა აწეული და მაკიაჟიც სულ სხვანაირ ხიბლს სძენდა. თიკოს შავი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა და მაღლები ეცვა, თმა კი ნინის დაჟინებული თხოვნით გაშლილი დატოვა. - შენთვის არ უნდა დამეჯერებინა - როგორც კი ოთახიდან გამოვიდნენ მაშინვე წუწუნს მოჰყვა თიკო - ძალიან გიხდება, ნუ ხარ დაძაბული - თვალი ჩაუკრა მეგობარს და თვითონ სტუმრების დასახვედრად გაემართა. საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, მონატრებული კლასელებიც ნახეს და კარგადაც ერთობოდნენ. მალე ლევანიც მოვიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად, დას კიდევ ერთხელ თბილად მიულოცა დაბადების დღე და რაღათქმაუნდა გოგონებთან მდგარ თიკოსაც მოჰკრა თვალი, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და თიკომ იმწამსვე მთელ სხეულში საშინელი დაძაბულობა იგრძნო. ლევანმა მაშინვე თვალი აარიდა და აივნისაკენ აიღო გეზი. გარეთ გავიდა თუარა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ფიქრებში წავიდა - რა მემართება.. - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა - იწვი ვერ ხედავ? - სიცილით მიუახლოვდა დათო და თავადაც სიგარეტს მოუკიდა - რას ბოდავ, ან აქ საიდან გაჩნდი - უკმაყოფილო მზერით შეხედა ლევანმა - ის გოგო მოგწონს? რაქვიააა.. აა ხო გამახსენდა თიკო - რას იგონებ ოღონდაც - ვიგონებ? კაი რა ტო , ისე უყურებ იმ გოგოს მარტო სულელი ვერ მიხვდება რო გევასება - მოვრჩეთ მაგ თემაზე - მზერა აარიდა და სიგარეტის ნამწვავი იქვე მდგარ ნაგვის ურნაში მოისროლა - სანამ აქ მოვიდოდით ნორმალურად იყავი, ის გოგო დაინახე და მაშინვე სხვა პლანეტაზე აღმოჩნდი - მაინც არ ეშვებოდა და მოთმინებით ცდილობდა ლევანის ალაპარაკებას - რაგინდა დათო სხვა საქმე არ გაქვს? აქ რას ჩამომიდექი - საშინლად არ სიამოვნებდა იმ გრძნობების გამხელა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა და საკუთარ თავთანაც კი უარყოფდა - აღიარო ის მინდა , მოგეშვება - რა გინდა რომ ვაღიარო არმესმის, ჩემი დის ტოლია,მასთან ვერანაირი ურთიერთობა ვერ მექნება - მოთმინებადაკარგულმა მიახალა ლევანმა - ოღონდაააც მიზეზებზე ნუ ხარ. შენც არ მყავდე 50 წლის ხანში შესული, შენს ადგილას დაველაპარაკებოდი ურთიერთობები თავისით არ გვარდება - მხარზე ხელი დაჰკრა და გაშორდა. ლევანი კიდევ ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, დათოსთან საუბარმა დააფიქრა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ უჭირდა აღიარება და გაურბოდა იმ ფაქტს რომ მოსწონდა. შესვლა რომ დააპირა და მობრუნდა უკან მდგარ თიკოს შეეჩეხა - შენთან მოვდიოდი - დაასწრო საუბრის დაწყება ლევანმა - დაგაგვიანდა - ვერ გავიგე? - მე მოვედი უკვე, ასე რომ დაგაგვიანდა - გაუღიმა და თვალი გაუსწორა, იმდენად სიამოვნებდა მასთან საუბარი მზად იყო ნებისმიერ სისულელეზე ელაპარაკა - ეგ ეტაპი გადავლახეთ? უკვე თვალებში მიყურებ.. - უთხრა და სახეზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადაუწია. თიკოს გააჟრჟოლა ლევანის შეხებაზე და მაშინვე გაწითლდა. რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა ლევანმა ისევ დაასწრო - დღეს ძალიან ლამაზი ხარ... - საოცარ დაძაბულობას გრძნობდა, ასე არასოდეს არავისთვის უჭირდა კომპლიმენტის თქმა - დღეს? - უკმაყოფილო მზერით უთხრა თუ არა მაშინვე ინანა, ეს მისი ფიქრები იყო და სულაც არ უნდოდა რომ გაემჟღავნებინა - ყოველთვის ლამაზი ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით - თან ეუბნებოდა და თან თითებს დაასრიალებდა მის სახეზე, თიკოს სუნთქვა გაუხშირდა და კვლავ გაქცევა დააპირა მაგრამ ლევანმა მაშინვე ხელი მოკიდა და სხეულზე მიიკრა, პირველად იყო მამაკაცთან ასე ახლოს, მის სუნთქვას გრძნობდა..გული ისე სწრაფად უცემდა ძლივსღა სუნთქავდა. სახეზე უკვე სულ წითელი იყო, როცა ლევანი მოულოდნელად დაიხარა და გოგონას ათრთოლებულ ბაგეებს ნაზად შეეხო, თიკოს მთელს სხეულში ტაომ დაუარა..მთელი დაძაბულობა წამსვე მოეხსნა, სახელს ვერ უძებნიდა გრძნობას რომელსაც განიცდიდა..გაშეშებული იდგა.. ვერც აყვა, ვერც შეეწინააღმდეგა..მხოლოდ ის უნდოდა რომ ეს წუთები არასოდეს დასრულებულიყო, თუმცა ლევანი მალევე მოშორდა და გოგონას დანისლულ თვალებში ჩახედა - მაპატიე, ვიცი რომ შენც გინდოდა, მხოლოდ საკუთარი სურვილის გამო არ გაკოცებდი - უთხრა და თითები ნაზად გადაუსვა ტუჩებზე - მე... უ ნ.და წავიდ.ე - სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი და ხელიდან დაუსხლტა.. ეს აივანი და დრო კი იმ მოგონებად იქცა, რომლის დავიწყებაც უკვე არცერთს არ შეეძლო. პ.ს ესეც მეხუთე თავი. ყველანაირად ვცდილობ თქვენი რჩევები გავითვალისწინო, შემდეგი თავი წინაზე ოდნავ უკეთესი მაინც იყოს, რამდენად გამომდის არვიცი ეს უკვე თქვენ შეაფასეთ. რას ფიქრობთ ღირს გაგრძელება? მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და აფასებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.