შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სიყვარულია? (თავი 2)


31-05-2020, 00:48
ავტორი ლე დი
ნანახია 9 270

ამას აქ რაუნდა? კიმაგრამ ეს ბიჭი ის არ არის ვინც წყალი შემასხა? ჩემს სკოლაში რა ესაქმება? ნუთუ აქ გადმოვიდა? არარსებობს ვაიმე. ღმერთო რა დავაშავეე? არა პატარპატარა ცოდვები კიმაქ მაგრამ. ისე მეტიც მეკუთვნის. ვაიმე ტიპი მემიყურებს, და თან იცინის. გიორგის ელაპარაკება, თუარვცდები გიორგი 11 კლასელი უნდა იყოს. ასე რაზე იცინიან. ნეტა ჩემზე ხომ არ უთქვამს რამე? კი კი, აშკარად მე მიყურებს და თან იცინის. ნინა შენ რაიცი იქნებ სხვა რამეზე საუბრობენ, რაშენი საქმეა წადი შენს კლასში.
-ვა სალო როგორხარ? რამდენიხანია არ მინახიხარ. საერთოდ არ შეცვლილხარ_ ეს ჩემი კლასელია სალომე. კარგი ბავშვია, წიგნების კითხვა უყვარს. 1 საათში ერთი დიდი წიგნის დასრულება შეუძლია, მაგრამ ტყუილები უყვარს და თან ცოტა ჭორიკანაც არის, თუ ვინმე ამოიჩემა აღარ შეეშვება. მაგალითად ჩვენს კლასელს თეოს გადაეკიდა. ნუ თეონასაც ნამდვილად აქვს თავისი ცუდი მხარეები, მეც ვაღიარებ მაგრამ, კარგით მოდით ამ თემას შევეშვათ. უნაკლო არავინაა.
-კარგად ვარ შენ?
-ხო რავი მეც კარგად._მას და მგონი ჩემს კლასში ყველას ვუყვარვარ, ნუ ყოველშემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს.
-ტანსაცმელზე რა დაგემართა?
-გოგო აი იმ ბიჭს ხედავ? ცისფერთვალება, მაღალი როა, ნაცრისფერი მაიკა და შავი შარვალი რომ აცვია.
-ხო მერე?
-ეგ იდიოტი თავისი შავი მანქანით მოქროდა და წყალი შემასხა და საერთოდ ვინარის პირველად ვხედავ.
-რაა? მართლა? გიორგის რომ ელაპარაკება იმაზე ამბობ?-თან იცინის.
-ხო. რაგაცინებს? ამ პირველ დღეს ესღა მაკლდა, ნახევრად სველი ვარ და ეს ყველაფერი იმ იდიოტის დამსახურებაა.
-კაი გოგო არ გეტყობა, გაგიშრება მალე. რა სიმპატიური ბიჭია, აშკარად ახალი გადმოსულია. არ ჩანს ცუდი ბიჭი, ალბათ არ უნდოდა წყლის ძალით შესხმა.
-გოგო რაის კაი ბიჭი? მანქანა გააჩერა და დამიწყო ღადავი. ბოდიშიც არ მოუხდია, აქეთ მეჩხუბებოდა. იდიოტი.
-რაა? რა გითხრა?
-ოოო არაფერი ისეთი დაივიწყე.
-აუ მითხარი.
-გოგო ისეთი არაფერი არ უთქვამს. დაიკიდე.-სიტყვის დამთავრება და მარის დის დაძახება ერთი იყო. მარი თავისი დისკენ გაეშურა, მეკი დავრჩი სველი ტანსაცმლით და აჩქარებული გულით. ჩემი კლასი მესამე სართულზეა. მართალია ბოლო სართულზეა და კიბეებზე ყოველ წამს ჩასვლა-ამოსვლა ძალიან მღლის, მაგრამ ერთი პლიუსი აქვს. იქ პირველკლასელების ხმაურს და სირბილს ვერსად გაიგებ, სხვა სართულებთან შედარებით სიმშვიდეა, რაც ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა. აი უკვე ვუახლოვდები მესამე სართულს, ფეხი დავადგი ბოლო კიბესაც და გავშეშდი. კანკალმა ამიტანა, არ შემიძლია იქ შესვლა. ნინა ნუ ბავშვობ და ახლავე შედი კლასში. არაფერი არ მოხდება. ყურადღება არ მიაქციო დათოს და შენს ადგილზე დაჯექი. მიდი შენ ამას შეძლებ. ასეთ სისულელეზე არ უნდა კანკალებდე. როგორც იქნა თავი დავარწმუნე და შევაბიჯე საკლასო ოთახში.
-პრივეთ ბავშვებო. -ბოლო წუთს მივასწარი კლასში. სალომე კი ჯერ კიდევ არ ამოსულა. ნეტავ სადაა ამდენ ხანს.
-ნინააა როგორ ხარ მომენატრე.
-ნინა მოხვედი?
-როგორ მოხდა რომ მოასწარი და არ დააგვიანე?
-ნინა ჩემო საყვარელო როგორ ხარ?- მომესალმა ნანა მასწი.
-კარგად მას თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მეც კარგად.
-მასწავლებელს გადავეხვიე, შემდეგ კი მონატრებულ კლასელებს და თან თვალებით დათოს ვეძებდი. აი ისიც, დავინახე, მე მიყურებდა, როგორც კი შევხედე თვალი მომაშორა. ჩემს მერხს მოვუჯექი და ანანოს დავუწყე ლაპარაკი. ძალიან დაძაბული ვარ რადგან ჩემს წინ დათო ზის და თავის ძმაკაცს ელაპარაკება. იმედია კოცნაზე არაფერი უთქვამთ კლასელებთან. მხოლოდ ჩვენმა ერთმა კლასელმა იცის, ლევანიმ. ნამდვილად მოდებენ მთელ კლასს და ღირსიც ვიქნები. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა პრობლემა მაქვს დათოსთან. კარგით მოგიყვებით. მოკლედ, ის 2 წლის წინ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. ერთ დღეს მუსიკაში პროექტის გაკეთება დაგვავალეს და ჩვენი კლასელის სახლში უნდა წავსულიყავით. იმ დღიდან ძალიან დავვახლოვდით მე და დათო. კლასში მე ანანო და დათო სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით, ვღადაობდით და ათას სისულელეებს ვაკეთებდით. ასევე ხშირად ვწერდით ერთმანეთს. ის ხშირად დაძვრებოდა ჩემს ტელეფონში და ჩემი დეიდაშვილის, ლილეს ფოტოებს წააწყდა. გამომიტყდა რომ ლილე მოეწონა. მე ვუთხარი რომ ძალიან დაბალი იყო მისთვის. მართლაც ჩემი დეიდაშვილი დაბალია და დათო ყველაზე მაღალია ჩვენს კლასში. ახლახანს ანანო ვახსენე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ყველაზე კარგად მასთან ვარ კლასში. მოკლედ დათომ სანამ ჩემს კონცერტზე არ ნახა ლილე, მანამდე არ მოეშვა. მიხვდა რომ ძალიან დაბალი იყო. უი თქვენთვის არ მითქვამს? ახლახანს გადავედი ბენდში. ახლა ცოცხლად ვმღერი და არა ფონიგრამაზე. თან როგორც იქნა ჩემი ჟანრიც ვიპოვე. ვფიქრობ რომ სიმღერა ჩემი მოწოდებაა. ძალიან მიყვარს. მოკლედ დათოს ლილეს შემდეგ ჩვენი სკოლელი მასზე 2 წლით უფროსი თამუნა მოწონდა ახლა მას დაუწყო ჩალიჩი. მე სულაც არ მომწონდა ეს თამუნა, პირიქით მაღიზიანებდა, არც სილამაზით გამოირჩეოდა, დიდი ლოყები ჰქონდა, მოკლედ დათოს არ შეეფერებოდა არც გარეგნობით და არც წლოვანებით. შემდეგ მითხრა ისეთი ვინმე მომწონს რომ შენ რომ გითხრა ჩათვალე რომ ძალიან მაგარ მეგობარს დავკარგავო. მის სახელს არ მეუბნებოდა, სულ ვეკითხებოდი რატომ არ მეუბნები მის ვინაობას-მეთქი. ვეღარ ვითმენდი, ჩემ დეიდაშვილს რომ ვუთხარი ეს ყველაფერი მითხრა უეჭველი შენ მოწონხარო. მე ვუთხარი არა შანსი არაა რომ ის გოგო მე ვიყოთქო. მაგრამ მეც გულისსიღრმეში მეგონა რომ მე მოვწონდი. ერთ დღეს მწერს რომ ეს ადამიანი შენ ხარო. მე გავვოგნდი, მის მიმართ გრძნობები მეც მქონდა მაგრამ ამას სიყვარულს ვერ დავარქმევდი. შენგან პასუხს ველიო, მეკი პირდაპირ ხომ არ დავთანხმდებოდი? ვუთხარი ცოტა დრო მჭირდება დასაფიქრებლადთქო. მეკი ვერ ვიჯერებდი რომ მას მართლა მოვწონდი. შემდეგ იცით რა მითხრა? გეღადავებიო. შენ რა მართლა დაიჯერეო? მეც ავყევი არა რაის დავიჯერე, მეც გეღადავებოდითქო.
ცოტა ხნის შემდეგ ლილემ მითხრა მოდი შენც გაეღადავეო, რომ ვითომ მოგწონსო. მეც დავთანხმდი. ანალოგიურად მივწერე ყველაფერი, რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს და თურმე მასაც ჰქონია, გეღადავებიო იმიტომ მითხრა რომ, ეგონა უარს ვეუბნებოდი. შემდეგ დამირეკა და შეხვედრა დამინიშნა. იმ დღეს ძალიან გახარებული ვიყავი და ვერ ვააანალიზებდი რომ ჩემი მეგობარი შეყვარებული გახდა. მეორე დღეს შევხვდი, სიყვარული ამიხსნა და მაკოცა. მეგონა რაღაცას ვიგრძნობდი მაგრამ არაფერი. ჩვეულებრივი კოცნა იყო. ვერაფერი ვერ ვიგრძენი. თანაც ორივე ჩაკეტილები და დაძაბულები ვიყავით. მივხვდი რომ მე ის არ მიყვარდა და იმ დღის შემდეგ ყველა გრძნობა გამიქრა. ის ჩემთვის ძალიან კარგი მეგობრის შთაბეჭდილებას ტოვებდა და არა შეყვარებულის. მას კი პირიქით, მას ეს გრძნობა გაუძლიერდა და მგონი შევუყვარდი კიდეც. როცა მეუბნებოდა მიყვარხარო მეც ვეთანხმებოდი რადგან არ მინდოდა გული ტკენოდა და უეცრად ვუთხარი რომ მე მასში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი. ყველანაირად ვეცადე რომ მასში მეორე ნახევარი დამენახა მაგრამ ვერ შევძელი. მან მითხრა თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყავი რატომ მითხარი რომ გიყვარვარო. მართალია რატომ ვუთხარი რომ მიყვარდა? იმიტომ რომ არ მინდოდა გული ტკენოდა, ის მე როგორც მეგობარი ისე მიყვარს. მე ამას იმ დღეს მივხვდი როცა შევხვდით. მოკლედ ძალიან ცუდად მოვექეცი. ცოტა ჩახლართულია და შესაძლოა ვერც გაიგოთ. იმ დღის შემდეგ ახლა დათო პირველად ვნახე და თვალებში შეხედვაც მრცხვენია. მთელი დღე ისე გავიდა რომ დათოს ერთხელაც კი აღარ გამოუხედავს ჩემსკენ, ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევს.
სკოლაც დასრულდა და ბავშვებმა გასეირნება გადაწყვიტეს. მე არ შემეძლო ასეთი დათოს ატანა და ბავშვებს არ გავყევი. სახლში გადავწყვიტე წასვლა. სადარბაზოში შევედი და იცით ვინ შემეჩეხა????

მგონი სისულელე დავწერე. კომენტარები არ დაიშუროთ. არ გავბრაზდები თუ ნეგატიურ კომენტარს ვნახავ. მთავარია რასაც ფიქრობთ დაწეროთ რომ შემდეგში გავითვალისწინო. მგონი არ ვარგა. შესაძლოა აღარც განვაგრძო.



№1 სტუმარი ანუ

არ გეწყინოს მაგრამ ნამდვილი სისულელეა...
ზედაპირული, უშინაარსო და საშინლად ბანალური

 


№2  offline წევრი ლე დი

ანუ
არ გეწყინოს მაგრამ ნამდვილი სისულელეა...
ზედაპირული, უშინაარსო და საშინლად ბანალური

არ მწყინს პირიქით . საერთოდ აღარ ვაგრძელებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

არ წამიკითხავს შენი მოთხრობა და ვერ მოგატყუებ, წავიკითხე მეთქი, მაგრამ ზედაპირულად გადავხედე და მხოლოდ ერთს გეტყვი: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდი გგონია შენი ნაწერი ან რას გეუბნება ის ხალხი, რომელიც რაღაცაში მხოლოდ ცუდს ხედავს. ყველაფერი სრულიად კარგი ან სრულიად ცუდი არ არის. წერას ადამიანები იწყებენ საიდანღაც, ძალიან საშინლადაც გამოსდით, უამრავი შეცდომით (მე დღემდე ისეთ შეცდომებს ვუშვებ მეორე გადაკითხვისას ცუდად ვხდები) მაგრამ ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ. იდელაურ მწერლებად არ იბადებიან, ყველაფერი ვარჯიშის და ბევრი წერის შედეგად გამოდის. თუ კი შენ ფიქრობ, რომ რაღაც უნდა დაწერო, თუ კი წერა გიხარია და გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე რამდენად “არ გამოგდის” და რამდენად “უშინაარსოა” შენი ნაწერი. დაწერე მანამ, სანამ უკეთესი არ გახდება და დაწერე მხოლოდ საკუთარი თავისთვის, იმიტომ თუ დაწერ იმას, რისი კითხვაც შენ გინდა, აუცილებლად გამოგივა. წარმატებები და არ მისცე რამდენიმე უარყოფით კომენტარს იმის უფლება რომ ხელი აგაღებინონ იმაზე, რისი კეთებაც გიყვარს. ❤️

 


№4  offline წევრი ლე დი

არანაირ მწერლობაზე არ ვფიქრობ. ეს ისე დავწერე უბრალოდ გასართობად. და მე ვფიქრობ რომ მწერლობა არ არის ჩემი საქმე. მადლობა ასეთი სიტყვებისთვის მაგრამ ისედაც არ ვაპირებ ამ ისტორიის გაგრძელებას.

 


№5  offline მოდერი Mary Drey

ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა იყო ლედი და არ მიწყინო. დასახვეწია... დასახვეწია ნამდვილად, მაგრამ შეგიძლია შენი პოტენციალი გააღრმავო. სოუ... გუდ ლაქ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent