უკანასკნელი ამბორი 18+ /სრულად/
თავი 1 თითოეულ ადამიანში სახლობს დემონი, მთავარია შენში იგი გააღვიძო... ზოგჯერ ისინი არასასიამოვნო მომენტში გვატყდებიან თავს და უმეტესწილად კი სრულიად ნაცარტუტად აქცევენ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. ცა ჩამობნელებულია, იმის მიუხედავად, რომ უკვე დილის რვა საათია. თვალებს გაფაციცებით ვახამხამებ და ვცდილობ საკუთარი „მე“-ები გონებაშივე მივაყუჩო. ისინი არ ცხრებიან... ყოველთვის ჩემი ნაბიჯებით საზრდოობენ. ახლაც გონების ნაპრალიდან მოგონებათა კაეშანი მახვევია, რომელიც ნელი ნაბიჯებით ხურავს შინდისფერ რკინის კარებს და ამღვრეული თვალებით ჩემი სხეულისკენ იღებს გეზს. ისინი მე მგვანან. ჩემსავით ატარებენ უცხო ნიღაბს, რომლებიც მათ სულს უწვავთ. რუსთაველის ქუჩაზე ხმაური ატყდა. შიგადაშიგ იარაღის გასროლის ხმაც გაისმა... - ამას არ შეგარჩენ, ს***! როგორ გაბედე, ჩემი ქალიშვილისთვის ხელის ხლება? პედოფილი ხარ ბო*იშვილო?!- შორიდანვე ისმოდა ხანშიშესული მამაკაცის ელდანაცემი ხმა, რომელიც ემოციების გადამკიდე სრულიად ჰქონდა დაბინდული გონება. ზოგჯერ დგება ისეთი მომენტებიც, როდესააც ქმედება წინ იჭრება, ვიდრე რეალური ჰუმანური მიზნები, თუმცა როგორც კი შენს ოჯახის წევრებს ექმენა საქმე უკვე ყველაფერი დავიწყების ფერებს იძენს... გავიწყდება ჰუმანურობის მცნებაც, ადამიანობას და უმეტესწილად ღირსებაც კი. ხალხი ჯგროდ მოგროვებულიყო ხანშიშესული მამაკაცის გვერდით. რკალისებრადაც განლაგებულიყვნენ. შიგადაშიგ აღელვების ტალღა გადაირბენდა-ხოლმე მათ უცხო სახეებზე, თუმცა ქმედებით არაფერს არ ახორციელებდნენ. თვალებს არ აცილებდნენ თუ როგორ უსწორდება მამაკაცი ძირს მწოლიარე ახალგაზრდას, რომელიც მთელი ძალით არტყამდა ბიჭს შიგ კუჭის თავში. ბიჭი ხმას არ იღებდა... ხანშიშესულ კაცს კი მრისხანებისგან სრულიად ჰქონდა სახე გალურჯებულ-გაყვითლებული. ასე მეგობა, რომ სადაც იქნებოდა გულიც აერეოდა. - ამ უსინდისომ საკუთარი თექვსმეტი წლის ქალიშვილი გამიუპატიურა...- ზიზღნარევი ტონით აღმოთქვა მან.- იცნობდეთ ამ ადამიანს, რადგან დარწმუნებული ვარ ასეთ ქმედებას კვლავ განახორციელებს. ყველაზე საზარელი კი იცით რა არის? ეს ს*** აქვე გასართობ ცენტში მუშაობს... ბავშვების გარემოცვაში!- აუწყლიანდა მას თვალები. ხალხი ყველა იმ გინებას ამბობდა, რაც კი ენაზე ადგებოდათ. ბიჭს ზედ შედგნენ და თვითონაც დაუწყეს სახის მეტად გალამაზება. უცხო ახალგაზრდა არაფერს არ ამბობდა... ალბათ თავი სიზმარშიც კი ეგონა. - ბატონო, ამ ადამიანს ამ უბანში ფეხი აღარ დაედგომება!- ომახიანად წარმოთქვა ერთ-ერთმა მათგანმა. ადამიანი ყოველთვის საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად იბრძვის, თუმცა უმეტესწილად იმას ვეღარ ხვდებიან თუ უშუალოდ, როგორ ანგრევენ თავიანთი გადადგმული ნაბიჯებით სხვის ცხოვრებას. საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი ტაბუდადებული საკითხი, რომელზედაც საუბარს თითოეული ადამიანი გაურბის. მშობლები დაბადებიდანვე ულექავენ შვილს, რომ ქალი გათხოვების დროს უმწიკვლოდ უნდა ჩაბარდეს ქმარს... და რომ არ არსებობდეს ასეთი მენტალური აზროვნება განა ამდენი ადამიანი იქნებოდა სუიციდის მანიით შეპყრობილი? სწორედ ზემოთხსენებული ტაბუდადებული საკითხი ანგრევს ნაადრევად ძალადობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას. უჩნდება სუიციდური აზრები და უკვე ძალიან ცოტაღა რჩება ამ ფიქრებმა რეალობის ფრთები, რომ შეისხას. ახლაც კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ახალგაზრდა გოგო ქუჩაში სამმა ბიჭმა გააუპატიურა... სწორედ გოგონას გონებაში ჩალექილი მამის სიტყვები გახდა მიზეზი, რომ ამ სამყაროს ჩამოშორდებოდა. იგი ფიქრობდა ამის შემდგომ აღარავინ აღარ შეიყვარებდა... - მამა, დაუშვათ გითხარი, რომ ქალიშვილი არ ვარ... რა რეაქცია გექნება?- ვკითხე ერთ დილას მამას, რომლის შემდგომაც სახეზე გაოცების ნაპერწკლები დაემჩნია. - შენ რა გინდა თქვა, რომ ქალიშვილი არ ხარ?- თვალები მოჭუტა მან. - არა, ამას არ ვამბობ, მაგრამ ვერ ვხვდები თუ სიყვარული დასაშვები და ნორმაა, რატომ არ შეიძლება იმასთან გაიყო სარეცელი ვინც გიყვარს? - რადგან შესაძლოა იმ ადამიანმა ნაგავივით მიგაგდოს, რადგან საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილა... რაც უფრო მიუწვდომელია კაცისთვის ქალი მით უფრო დაფასებული ხდება მის თვალში.- მტკიცე ტონით წარმოთქვა მამაჩემმა ეს გაცვეთილი სიტყვები, რომელიც ვგონებ თითოეული ადამიანისთვის ძალიან ნაცნობია. ალბათ ჯერ კიდევაც ფიქრობდა დიმა, რომ ეს თემა იმის გამო ჩამოვაგდე, რადგან ქალიშვილი არ ვიყავი. *** ამ ფიქრებით შეპყრობილმა ვერც კი გავაცნობიერე, როგორ მოვხვდი უნივერსიტეტის შესასვლელში, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთში ირეოდნენ. ჩემს დანახვაზე ჩემი ახლო მეგობარი- ნოა მომიახლოვდა, რომელსაც როგორც ყოველთვის ტყავის ქუდი ეხურა, მოტკეცილი ჯინსი და ისეთი მაისური, რომელიც მის სხეულის ნაკვთებს კარგად უსვამდა ხაზს. - ნეტავ იცოდე რა ბიჭი ავაგდე!- აღტაცებით წარმოთქვა მან. - ისევ ახალი? გაფიცებ, არ მეგონა, ამდენი გეი ადამიანი თუ არსებობდა.- ჩამეღიმა უნებურად. - დღეს საღამოს წვეულებაზე გაგაცნობ. იცოდე თვალი არ დაადგა. - ისედაც იცი, რომ ამას არც ვაპირებ. - შენ ისევ მარტო ხარ? - რა თქმა უნდა. - ხოდა დროა ეს გამოასწორო. - ეს როგორ? მაჭანკლობასაც მოჰკიდე ხელი?- მთელი სხეული ამტკივდა სიცილისაგან. - ჩემს ბიჭს კარგი ბიჭი მოჰყავს. უარი არ მიიღება.- თქვა და ლექციის დარბაზში შევედით. - ნეტავ ევა თუ ხვდება, რომ ასეთი ძალით ტუჩების დაპრუწვა საშინლად არ უხდება?- თვალები გადაატრიალა, ნოამ. - კაი ნუ ეკიდები, რა.- მუჯლუგუნი ვკარი და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო. - შენც ახლა ძაან არ გაინტერესებდეს ამ ქალის საუბარი. - რომ არ მაინტერესებდეს ფსიქოლოგიურსაც არ ავირჩევდი! ახლა კი მოკეტე, ნოა! ლექცია არც ისე ცუდად წარიმართა, როგორ ნოა იუწყებოდა. ქალბატონი ნუნუ გაფრინდაშვილი სხეულის მიმიკებზე გვესაუბრებოდა... ახლა კი ვცდილობ ლექციაზე მყოფი თითოეული ადამიანის ქმედებას ფარულად დავაკვირდე. ვცდილობ, რომ ისინი გავშიფრო. - თოკოს შეხედე, ნოა! ის ნერვიულობის ფონზე თითებს ისრესს. სახის მიმიკებითაც შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ დღეს ქალბატონ ნუნუს არ უსმენს. ის ჩვენთან არ არის... რაღაცაზეა ჩაფიქრებული. შიგადაშიგ ფარული ღიმილიც გადაეფინება, თუმცა მყისიერადვე შემდგომ იქუფრება მისივე სახე. - შენ რა სულ გაუბერე?- ისეთი სახით შემომხედა, ნოამ თითქოს მის წინ ფსიქიკურად აშლილი ადამიანი იყო დამდგარი. - შენ კი ამ ტუჩებჩამოშვებული მიმიკით მაგრძნობინებ, რომ ჩემი საუბარი საერთოდ არც კი გაინტერესებს. ასე არაა?- ნიშნისმოგებით შევხედე მას. - სიმართლე უნდა გითხრა... შენგან საოცარი ფსიქოლოგი დადებოდა. - მადლობა, თუმცა ეს უკვე ვიცი!- სწორედ ისეთი ღიმილიანი სახით შევხედე, რომ ჯოკერსაც კი შეშურდებოდა. ლექციების დასრულების შემდგომ სახლისკენ ავიღე გეზი. ერთი სული მქონდა, როდის მოვწესრიგდებოდი და როდის წავიდოდი კლუბში. გართობა ხომ არასოდეს არაა გვიან. *** კლუბში შესანიშნავი აურა ტრიალებდა. შემოსასვლელში ორ წყვილს შენიშნავდით, რომლებიც ერთმანეთს ეცეკვებოდნენ, ხოლო შიგადაშიგ ერთმანეთს ვნებიანი კოცნითაც ასაჩუქრებდნენ. - მოხვედი?- ჩემს დანახვისას ცაში ხელები აათამაშა, ნოამ. - როგორც ხედავ. - ცეკვა გინდა? - რა თქმა უნდა. ჩემს გარშემო მყოფი გარემო ერთიანად შეიმკო სხვადასხვა ფერით. ვეშვებოდი ტექნოს რიტმებში, რომელიც ველურივით უყვებოდა ჩემს სხეულის ნაწილებს. გონება დაბინდული მაქვს... ფიქრებით კი ამ სამყაროდან ძალიან შორს გასული. უეცრად ზურგის არეში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობ... მინდა მივტრიალდე, თუცმა ფეხები მხოლოდ და მხოლოდ საცეკვაოდ არის გამზადებული... გონებას აღარ ემორჩილება. თავისი ნებით განაგრძობს სიამოვნების მინიჭებას. - წამოდი...- წელზე ხელი მომხვია ბიჭმა, რომელმაც სულ რამდენიმე წამში მარტივად მოახერხა ჩემი სხეულის თავისკენ მოტრიალება. თვალებს თითქოს სულში მიფათურებდა და ერთიანად ცდილობდა ჩემი გონება მის სხეულს დაკავშირებოდა. - წამოვიდე?- გავუმეორე მას, თითქოს ეჭვი მეპარებოდა მისი სიტყვების სიცხადეში. - მოსაწევი მაქვს... ვიკაიფოთ მოდი. - რა გაქვს? - სიმართლე არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ საკაიფო რაღაცა ჩანს.- ალმაცერად შემომხედა და ქვედა ტუჩს მადისამღძვრელად შეახო თეთრი კბილები. - არ ვიცი გენდო? - ზოგჯერ ცხოვრებას უნდა ეკაიფო, საყვარელო! ჩემი თითები უცნობის მაჯაში იყო შეზრილი. იგი წინ მიიწევდა. საპირფარეშოსთან შეჩერდა. ერთხანს გაფაციცებით ახამხამებდა წამწამებს. ვერ გადაეწყვიტა ქალისაში შესულიყო თუ კაცისაში. - რომელში? - ჩემთვის სულ ერთია. - ჰმ... მომწონს თამამი გოგოები!- ისევ მისი მომაჯადოებელი ღიმილი.- შეგიძლია ალექსი დამიძახო.- და თვალი ჩამიკრა. საპირფარეშოში დიდი ადგილი არ იყო, ამიტომ ალექსმა ნაჩქარევად ამოიღო ჩანთიდან მოსაწევი. ერთი განათების შუქზე თვალი შემავლო და კვლავ სასიამოვნოდ გამიღიმა. შემდგომ უცნობი სახელის მქონე მოსაწევი მომაწოდა. მეც ღრმა ნაფაზი დავარტყი. - ჩემთვის ნამდვილი კაიფი ნარკოტიკია. შესაძლოა ორგაზმის დროს არ მივიღო ისეთი სიამოვნება, როგორსაც ახლა ვიღებ. შენთვის კაიფი რასთან ასოცირდება?- დაარტყა ღრმა ნაფაზი. სახეზე ეშმაკისეულად ლამაზი მიმიკები გამოესახა. სახე გამიოფლიანდა. - კაიფი? არ ვიცი არ მიფიქრია ამაზე. - კაი რა, საყვარელო... ჩემთან რამის გიტყდება?- აუკიაფდა თვალები მას. - ირაკლი ჩარკვიანი ამბობდა, რომ „ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეშია“, თუმცა მის აზრს არ ვიზიარებ, ალექს... საზოგადოება არ გაძლევს საშუალებას, რომ ფხიზელი იყო. იძულებული ხდები მათ ამაზრზენ სახეს გაექცე და უბრალოდ იკაიფო... იკაიფო ნარკოტიკის დახმარებით და ეკაიფო ნიღბით მოსიარულე ადამიანებს. ამ დროს მგონია, რომ ღმერთი ვარ!- გამეცინა მეც. მან კი თავისი თითები სახეზე შემახო და სავსე ტუჩები ენის წვერით დაისველა.- გესმის? “crazy in love”- ს სიმღერა ჩართეს. - იცოდი, რომ მოწევა ძალიან გიხდება?- მოულოდნელად წარმოთქვა მან და უფრო და უფრო მოიწია ჩემი სხეულისკენ. მოსაწევის დამსახურებით სრულიად მქონდა გამქრალი მორიდების გრძნობა. დაუოკებლად მინდოდა მისი ტუჩები შემეგრძნო... ვიცი მასაც სურდა... თან როგორ... ვნებათაღელვისგან თავი გვერდით გადავწეიე და ისე შევხედე მას.- ეს სიმღერა კი უფრო და უფრო მაგიჟებს... სულ „გრეის ორმოცდაათი ელფერი მახსენდება.“- ჩაიხითხითა მან...- გინდა არა? ვიცი ვგრძნობ...- ყურთან ჩამჩურჩულა მან... რის შემდგომაც სრულიად ცვარით დამეფარა ჯერ კიდევ ძალიან ჩვილი სხეული. ალექსი ფეხებს განზე მაშლევინებს და ლავიწლის ძვლებს ვნებიანად კოცნის. ფეხებშუა სითბოს ვგრძნობ. სხეულის შიგნიდან რაღაცის დაკვრის ხმა მესმის... უკვე ვეღარ ვხვდებოდი ალექსი თავისი ენის წყალობით სად მეხებოდა.. საპირფარეშო ქშენის ხმით ივსება... ჩვენ ერთმანეთში ვართ... - შენ ყველაზე დიდი კაიფი ყოფილხარ, თე.... თავი 2 ყოველთვის, როდესაც თვალებს ვხუჭავ ჩემში მოკაშკაშე ვარსკვლავები ჩნდება, რომლებიც ანთებული სხივებით ცდილობენ საკუთარ სხეულში თავიანთი ურყევი ადგილი დაიკავონ. სხეული თრთის... მოლეკულები სასიამოვნო შეგრძნებებით ივსება. ალექსი და მე ღამის წყვდიადს თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ ვარსკვლავების საშუალებით ერთმანეთის მომავალ ვიმკითხაოთ. ალექს თვალები კაკლისოდენა ჰქონდა გამხდარი. მის აჩქარებულ გულისცემას ახლაც მკვეთრად ვგრძნობდი, თითქოს მისი რიტმები ჩემში ყოფილიყოს გავრცელებული. - მიყვარს ღამე...- მოულოდნელად წამოსცდა სავსე, წითელი ბაგეებიდან ეს სიტყვები ალექსს.- ღამე ძალიან ბევრ ადამიანის სახეს იტევს...- ნაღვლიანად შემომხედა მან მე. რის შემდგომაც ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟიალა. - იცი? ხშირად მთვარეს ველაპარაკები... ასე მგონია, რომ მასთან საუბრის დროს ყველა ის ტკივილი გაქრება, რაც კი ჩემში იქნა მთელი დღის განმავლობაში ჩალექილი. სასიამოვნოა. როცა გრძნობ რომ ვიღაც შენთანაა... შესაძლებლობა გენიჭება შენი ტვირთი ვიღაცას გაუზიარო. - სიგარეტი გინდა? - უარს არ გეტყვი...- ნაძალადევად გავუღიმე. ალექსის მოხდენილი ნაკვთების დანახვისთანავე ადამიანს დაუოკებელი ვნება მოაწვებოდა... მინდოდა მუდმივად მისთვის მეყურა და დამეკმაყოფილებინა საკუთარი სურვილები. - საერთოდ არ გიცნობ, არადა ასე მგონია, რომ ყოველთვის ჩემთან იყავი, თე... - ეს როგორ? - აი ასე... არასოდეს არ გქონია ისეთი შემთხვევა, როცა თითქოს ახლადგამოჩენილ ადამიანთან წინა ცხოვრებაში რაღაცა გაკავშირებდა? - კი, მაგრამ ძალიან მეუცხოვება ჩვენი სიტუაცია. - ის არ გეუცხოვება, რომ უცნობთან ქალიშვილობა დაკარგე?- ცოტა ირონიული ტონით მითხრა მან. - დავიჯერო შენც იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებსაც ჰგონიათ რომ ადამიანის პატიოსნება პატარა აპკით განისაზღვრება? რამდენი ადამიანი ვიცი, რომელიც ქალიშვილია, მაგრამ სულით ! - ეს არ მიგულისხმია, თე... ფეხებზე ქალი ქალიშვილი იქნება თუ არა. - აბა რატომ წარმოთქვი ის სიტყვები ასე ირონიულად? - მეუცხოვა შენი გაბედულობა. სხვებს არ ჰგავხარ. - არცერთი ადამიანი არაა იდენტური. - შენ ყველანაირად განსხვავდები საზოგადოებისგან, თე...- თქვა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს მთრთოლვალე აბაგეებს.- რაღაც მინდა გითხრა და არ გამიბრაზდე კარგი? - გისმენ, ალექს. - შეყვარებული არ გყავს? - რომ მყავდეს ახლა შენთან არ ვიქნებოდი. - თე... ზოგჯერ ადამიანს სხეულის ენა გასთქვამს ადამიანს. ახლა შენი მიმიკა ადასტურებს რომ ამ სიტყვების გაჟღერებისთანავე ზიზღი დაგეუფლა, რადგან შეფარვით აგითამაშდა მარცხენა ტუჩის წვერი. რატომ ამდენი ზიზღის გრძნობა ამ სიტყვების წარმოთქმის დროს? - ალბათ იმიტომ, რომ გულს მირევს ისეთი გოგოები, რომლებიც ათას კაცთან ამყარებელ ერთდროულად ურთიერთობას. - მთავარია შენ მათნაირი არ ხარ. - იმედია... - ზოგჯერ ისე ლამაზად მიყურებ, რომ მეშინია არ შემომეჭამო! - ხო არა? გაფრთხილებ, შესაძლოა გარეგნულად ძალიან ტკბილად გამოვიყურები, მაგრამ ჩემი დაგემოვნებისთანავე სიმწარეს იგრძნობ. - მიყვარს შენი ხალი... - რა? - აი ეს... აქ, რომ გაქვს.- მითხრა და ტუჩის ქვემოთ განთავსებულ ხალზე ფრთხილად შემეხო.- მართლა ყველაზე დიდი კაიფი ხარ, თე.- ისევ გამიმეორა მან კლუბში წარმოთქმული სიტყვები და გულში ძლიერად ჩამიკრა. იმ წამს მეგონა, რომ ზეცა განათდა. ვარსკვლავები გარშემო დაგვტრიალებდნენ, თითქოს რომანტიკულ გარემოსაც გვიქმნიდნენ. სიო ჩემს წაბლისფერ თმას ჰაერში ათამაშებდა. შიგადაშიგ რამდენიმე ღერი, ალექსის სახეს დაეკონებოდა... ისიც ანთებული თვალებით მომაპყრობდა მზერას. გონებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი... როგორ შეიძლება უცნობ კაცთან ერთად ასე კომფორტულად გრძნობდეს ადამიანი თავს. - ხომ არ წახვალ? არ მინდა, რომ მზის სხივების შემოპარებასთან ერთად გაქრე.- მძიმედ აღმოთქვა, ალექსმა და ნაღვლიანი თვალები მომაპყრო. - არა არ წავალ, არ იდარდო! - რა ცუდია, რომ არ მიცნობ... შესაძლოა ამის შემდგომ არც მოგწონებოდი.- სახე მოექუფრა მას. - იგივე შემიძლია მეც გითხრა. თითოეულ ადამიანში სახლობს შავბნელი პიროვნება, უბრალოდ ნება არ უნდა მივცეთ, რომ მან ოდესმე ადამიანური ბუნება დაჩრდილოს. - ყველაზე კარგი ხარ, თე... - უბრალოდ აზვიადებ. - არა არ ვაზვიადებ, თე. - კარგი რა, ალექს!- შევძახე და მუჯლუგუნი ვკარი ფერდებში. - კიდევ გაიღიმე, თე... - რა?- გაოცებისგან სახე დამემანჭა. - გაიღიმე!- მის სიტყვებში თხოვნა აღარ იგრძნობოდა... მის ასეთ უცაბედმა მიმიკების შეცვლამ კი მართლაც გვარიანად გამაცინა.- ყოველთვის უნდა იცინოდე, თე... ალექსის ხშირი სუნთქვა ღამეულ კოშარს მიქრობდა. როგორ მინდოდა დაუსრულებლად მის მკლავებში ვყოფილიყავი მოქცეული და როგორ მინდოდა ყოველთვის ამ წრფელი თვალებით ეყურებინა ჩემთვის. მომენტალურად სამყარო ფერფლად მექცევა... გონებაში ვფიქრობ, რომ ალექსი აუცილებლად გაქრება... ან ის არ აღმოჩნდება ვინც სამუდამოდ ჩემში დარჩება. ადამიანების დაკარგვა ყველაზე მეტად მტკივა. შესაძლებლობა, რომ მქონოდა არცერთ მოსულ პიროვნებას უკან აღარ გავუშვებდი. - კარგად ხარ, თე? სხეული აგიკანკალდა... - მეშინია, ალექს... - რისი პატარა?! - უშენობის. - ახლა უკვე მაცინებ, თე... რამდენიმე საათია მიცნობ და უკვე ამხელა ადგილი დავიჭირე შენს ცხოვრებაში? - შენ რომ იცოდე როგორი უბადრუკი ცხოვრება მაქვს ასე აღარ ისაუბრებდი. შენ ჩემი უფერული სამყაროს ნათელი წერტილი ხარ და არასოდეს მინდა ჩაქვრე. - არასოდეს არ ჩავქვრები, თე... გპირდები! ალექსის სიტყვების შემდგომ უკუნეთს პირველი ფერადი სხივი შეეხო. შემდგომ მკრთალი ნათებაც მოჰყვა. მალე გათენდებოდა. - მზის ამოსვლას ვუყუროთ არა, თე?!- თქვა ალექსმა და ზედა ტუჩი ენის წვერით დაისველა. თავი 3 ალექსთან ერთად თითოეული გატარებული წუთი ახალი სიცოცხლის ტოლფასი ყოფილიყო. მის წინაშე ზუსტად ის ადამიანი ვარ, რომელიც რეალურად ყოველთვის ვიყავი. ასე მგონია, ალექსი ყველაზე მეტად მცნობს. ალბათ თვითონაც გრძნობს ჩემი მისდამი დამოკიდებულებას. თურმე მართლაც ასე ყოფილა... უეცრად გამოჩენილი ადამიანები უფრო მეტ კვალს ტოვებენ შენში, ვიდრე სხვა პიროვნებები, რომლებთანაც ბავშვობის წარუშლელი მოგონებები გაკავშირებს. ეს ფაქტი შესაძლოა იმით გამოვააშკარავოთ, რომ ახლადგაცნობილ პიროვნებასთან შესაძლებლობა გენიჭება უფრო კარგი ადამიანი გახდე და უწინდელი შეცდომები აღარ გაიმეორო. ღამის გათენების მიუხედავად გამოძინებულივით ვგრძნობდი თავს. ასე მეგონა, რომ ჩემი სხეული უფრო ახალგაზრდა და მეტად თავმომწონე გახდა. ალექსს ნაჩქარევად დავემშვიდობე. ჩემი საკონტაქტო ნომერის დატოვება განვიზრახე, თუმცა მან ამის შემდგო მითხრა, რომ არ იყო საჭირო... მე აუცილებლად მიპოვიდა, თუნდაც ნომრისა და მისამართის გარეშე. ზოგჯერ იმდენად მაკვირვებს მისი ასეთი ხასიათი, რომ ჩემს გონებაში ათასობით კითხვა იჩენს თავს. სახლში შესვლისთანავე შხაპი მივიღე. მესიამოვნა ცხელი წვეთების შეხება, თითქოს სხეულში მიძინებულ მოუშუშებელ იარებს საბნად ეფინებოდა. გამოსვლისთანავე ნაჩქარევად გადავიცვი შავი ფერის ზედატანი, მუქი ჯინსი და უნივერსიტეტისკენ სწრაფი ნაბიჯებით გავეშურე. - დღეს ერთ-ერთი თქვენგანი ძალიან მაგარი გამოწვევის წინაშე დადგება!- განაცხადა ჩვენმა ლექტორმა, რომელსაც ნინელი ერქვა.- სასამართლოდან იქნება მოსული რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათ ახალგაზრდა, შრომისმოყვარე მომავალი ფსიქოლოგი. ერთ-ერთ თქვენგანს შესაძლებლობა ენიჭება, რომ დამნაშავის ფსიქოლოგიას უშუალოდ ცოცხლად შეეხოს. მოსულ პიროვნებებს თქვენი, ახალი თაობის პროფესიის გამყარება სურთ. ვგონებ ეს შემოთავაზება თითოეული თქვენგანისთვის ახალი ცხოვრების გასაღებია. ლექციის დასრულებისას, ათი წუთის შემდგომ მოვლენ და უშუალოდ ყოველ მოსწავლეს გამოგცდიან. საუბარი როგორ წარიმართება ეს თქვენზე არის დამოკიდებული! წარმატებები ბავშვებო და იცოდეთ, თქვენი იმედი მაქვს!- შესძახა ნინელიმ, რომელსაც ჩვენზე არანაკლებ უხაროდა ასეთი „ნიუსი“. ლექტორის საუბრის შემდგომ ნოა მომიტრიალდა. მხარზე ხელი შემახო და თავისკენ მიმიზიდა. - იცოდა აუცილებლად უნდა წახვიდე გასაუბრებაზე!- გაფართოებული თვალებით მომიგო მან. - არ ვიცი, ნოა... არამგონია ამდენ მოსწავლეში მე რამეს გავხდე. - სხეულის ენას ვისაც კი ვიცნობ ყველაზე კარგად ფლობ. შეუძლებელია კაცმა რამე გამოგაპაროს, თებეა! - შენ რას აპირებ? არ წამოხვალ?- თემის შეცვლის მიზნით ვკითხე, ნოას. - მე?- სიცილი დაიწყო მან.- მე ისიც კი არ ვიცი საერთოდ აქ რა მინდა, თე! - ანუ ღირს, რომ წავიდე? - ყოყმანის გარეშე! შენში ძალიან დიდ პერსპეკტივას ვხედავ, საყვარელო. ასეთი შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა და უნდა იბრძოლო ამ ოცნებების განხორციელებისათვის. იცოდე არ გაპატიებ თუ არ წახვედი, თებეა! - კარგი ხო...- ნაძალადევად გავუღიმე მას. - ხო მართლა, გუშინ სად გადაიკარგე? ყველგან გეძებდი და ვერსად ვერ გიპოვე. - ხო...- ლოყები ამიწითლდა რაც ნოასთვის კითხვაზე პასუხი აღმოჩნდა. - გასაგებია, ქალბატონო თებეა. რა ჰქვია იმ ბედნიერ მამაკაცს?- თვალები აუბრწყინდა მას. - ალექსი. - კიდევ აპირებ, რომ შეხვდე? - საკონტაქტო ნომერი და მისამართი არ დამატოვებინა. მითხრა, რომ ისედაც მიპოვიდა. - უცნაურია, თე...- წარბები შეკრა მან. - ხო, მეც ძალიან მიკვირს. უცნაურია, რომ ასე მიპასუხა, როდესაც ერთმანეთს ნორმალურად არც კი ვიცნობთ. - ეტყობა, ალექსი აქამდეც გიცნობდა ან სერიული მკვლელია! - შენ საბოლოოდ გაგიჟდი, არა?- სიცილისგან მუცლის კუნთები დამეჭიმა. - ანუ წახვალ ხო? - კი, წავალ! ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შეხვედრის დროც მოსულიყო. თითოეულ მოსწავლეს ეტაპობრივად უშვებდნენ. ასე თხუთმეტი წუთი ჰყავდათ შიგნით დატოვებული. არცერთი ადამიანი არ საუბრობდა იქ მომხდრის შესახებ. ალბათ აკრძალულიც ჰქონდათ. - თებეა ქავთარაძე.- წარმოტქვა ნინელიმ.- შენღა დარჩი, საყვარელო. არადა მეგონა, რომ ამ შეხვედრის დროს საერთოდ არც კი ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გავიგე იმ წუთშივე დამეუფლა საშინელი ნერვიულობის გრძნობა. ხელისგულები გამიოფლიანდა. წამოდგომისას თავბრუ დამეხვა. ასე მეგონა გულიც წამივიდოდა. - ყველაფერი კარგადაა, თებეა?!- შეშინებულმა მკითხა ლექტორმა, რომელიც მუდამ კეთილგანწყობილად მეპყრობოდა. - დიახ, ქალბატონო ნინელი. უბრალოდ მგონი ვნერვიულობ...- სახეშეჭმუხვნით მივუგე მას. - სანერვიულო რა გაქვს, თებეა? შენნაირი სტუდენტები დღესდღეობით ძალიან მცირეა. მეამაყება, რომ ასეთი შრომისმოყვარე ხარ. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არც კი შეგეპაროს, გასაგებია?- მითხრა ნინელიმ და ძლიერად ჩამეხუტა... ზუსტად ისე, ადრე დედაჩემმა, რომ იცოდა ხოლმე. - მიხარია, რომ გიცნობთ ქალბატონო, ნინელი... - ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო. უბრალოდ მოდუნდი და საკუთარი შესაძლებლობები დააფასე! ახლა კი დროა შევიდეთ. ოთახში შემაწუხებლად ცხელოდა, ან ჩემი კანი ხურდა ასე ჯოჯოხეთურად. ერთი სული მქონდა, როდის გავაღწევდი აქედან თავს, თუმცა იმასაც კარგად გაანალიზებდი თუ ამ შეხვედრას როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი მომავალი კარიერისათვის. შესვლისთანავე შევამჩნიე ორი არც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცების გამჭოლი მზერა, რომელთა წინ ორი სკამი იყო განთავსებული. ერთ-ერთ სკამზე უბრალო შესახედაობის ყმაწვილი იჯდა. თითებს გაუჩერებლივ ისრესდა. ეტყობოდა, რომ ზედმეტადაც კი ნერვიულობდა ან უბრალოდ გადაღლილი იყო. - თებეა ქავთარაძე?- იკითხა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც კლასიკური სამოსი ეცვა. ხელში დოკუმენტები ეჭირა და განათებული თვალებით მიყურებდა.- მე პროკურორი ერეკლე მახარია ვარ. ეს კი ჩემი დამხმარე უჩა დემეტრაშვილია. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...- ძლივას აღმოვთქვი მე. სიმართლე, რომ გითხრათ ხმაც კი გამებზარა ცოტათი. - თქვენს შეფასებებს გადავხედეთ და როგორც ჩანს ერთ-ერთი ძლიერი სტუდენტი ხარ კავკასიის უნივერსიტეტში. მოდი, ახლა მთავარ თემას დავუბრუნდეთ. ვიცი, დიდი ხანი მოგიწია ლოდინი და ჩვენც გადაღლილები ვართ. პროჟექტორის საშუალებით შენს წინ მყოფ კედელზე ვიდეო რგოლს გავაშუქებთ, სადაც უნდა ამოიკითხო ადამიანის სხეულის ენა. მთავარი მისიაა, სხვა მონაწილეების ქულას გადაუსწრო. მაშ ასე... მზად ხარ, თებეა?- მომმართა მეორემ, რომელსაც პირველის მსგავსაც კლასიკური სამოსი ეცვა. ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ამ უკანასკნელს თმები შეთხელებული ჰქონდა. ეკრანზე ადამიანთა სახეები გამოისახა. მთელი გონება დავძაბე და ვცდილობდი კონცენტრაცია მათ თითოეულ ქმედებაზე გადამეტანა. ადამიანები ხშირად ტყუილს ამბობენ, თუმცა მათი სხეული არასოდეს ცდებიან. მთავარია იმ პიროვნების გაშიფვრა შეძლო. ამის შემდგომ კი ვითარების სადავეები აუცილებლად შენკენ იქნება მომართული. ვიდეო სამ წუთს გაგრძელდა, თუმცა იმაზე მეტის მთქმელი აღმოჩნდა, ვიდრე სრულმეტრაჟიანი ფილმი. - მზად ხარ, თებეა?- ნიშნისმოგებით მომიგო ერეკლემ. - მზად ვარ... - მაშინ რას გვეტყვით? - ის კაცი, რომელსაც ლურჯი მაისური ეცვა ვგონებ, რომ უდიდეს ზიზღს გამოხატავს მის წინ მჯდომი გოგონას მიმართ. ამ ყოველივეს მისი სხეულის ენა მოწმობს. თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მამაკაცი ქალის ყურების დროს შუა თითს სახეზე იხებს. ეს კი ნიშანია იმისა, რომ უცნობს ამ მანდილოსნის მიმართ დაუოკებელი შურისძიების წყურვილი ამოძრავებს. თუმცა როდესაც მამაკაცი ქალს ეუბნება, რომ მისი ერთადეთი სიყვარულია ცრუობს, რადგან სიტყვებით იგი თანხმობას გამოხატავს, თუმცა სხეული უკუაგდებს ამ მოძრაობას. დააკვირდით მის თავის აქეთ-იქით გაქნევას. ვგონებ ამ კაცს... მოდით სიტყვაზე ლერი დავუძახოთ ასე უფრო მარტივი იქნება. ეს ჩვენი ლერი ამ ქალს- მზიკოს ატყუებს იმის შესახებ, რომ უყვარს, თუმცა ეს ასე არაა, რადგან მას ჰყავს უკვე ცოლი, ოჯახი... ტიპური ნაძირალა კაცის უდიდესი, თვალნათელი მაგალითი. მზიკოს ჩამოწეული ზედა ქუთუთო, თვალების ფოკუსის დაკარგვა, ოდნავ და შეუმჩნევლად ჩამოწეული ტუჩის წვერები მეტყველებს, რომ ეს ქალი საშინლად მოწყენილი... დამწუხრებულია. ასე არაა, პროკურორო?- თვალები ამიციმციმდა... ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი მათი გაოცება დავიმსახურე. - შესანიშნავია!- გაოცებულმა წარმოთქვა უჩამ, რომელიც შიგადაშიგ თავის მეწყვილეს- ირაკლის ბედნიერი მზერით შეხედავდა ხოლმე.- პირველი ეტაპი ბრწყინვალედ ჩააბარეთ, თებეა და გაკვირვებული ვარ თქვენი ასეთი ნიჭით, რაც მართლაც დასაფასებელია. როგორც ხედავ, ამ ოთახში ჩვენ სამის გარდა კიდევ ერთი პიროვნებაა. მას ლევანი ჰქვია. ის დაგვეხმარება, რომ შენი შესაძლებლობები კვლავ გამოვცადოთ. მას კითხვები დაუსვი თებეა და უნდა მიხვდე იგი ცრუობს თუ არა. დაასაბუთე შემდგომ შენი მოსაზრება. ახლა კალამსა და ფურცელს მოგაწვდი. შედეგები ეტაპობრივად აქ ჩაინიშნე. დრო კვლავ სამი წუთი გაქვს. ამ მოკლე დროში მისი ამოცნობა და გაშიფვრა უნდა მოახერხო. ლევანი ისევ დაძაბული მიყურებდა, თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი და არა ცოცხალი ადამიანი. - თავს კარგად გრძნობთ, ლევან? - შესანიშნავად. - კარგით. თვითმკვლელობაზე ოდესმე გიფიქრიათ? - დიახ. - თქვენი სახელი? - ლევანი- ჩაეცინა მას. - თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ამ ცხოვრებაში, რომელიც ყოველ ღამით დაგდევთ აჩრდილივით? - ერთ დღეს მაღაზიიდან ნივთი მოვიპარე და ამის შემდგომ პრობლემები შემექმნა. - ნანობთ თქვენს ქმედებას? - დიახ. - თავს მარტოსულად გრძნობთ? - ხალხი ყოველთვის გამირბის. ამას შევეჩვიე. ნაციხარი ადამიანი არავის არაფერში არ სჭირდება... მითუმეტეს თუ ამ ყოველივეს პედოფილობის იარლიყსაც დავამატებთ. - დრო ამოიწურა.- თქვა უჩამ. - დროა თქვენი მოსაზრება გამოთქვათ, ლევანთან დაკავშირებით.- სიტყვა გააწვეტინა უჩას ირაკლიმ. - პირველ რიგში ვეცადე თითოეული კითხვა ალოგიკური ჯაჭვის მქონე ყოფილიყო, რადგან უშუალოდ ეს ადამიანს აბნევს და გაანალიზების საშუალებას არ აძლევს. როდესაც მას პირველი შეკითხვა დავუსვი, მან იცრუა, რადგან მისი სხეული მაგრძნობინებდა რაოდენ ნერვიულობდა აქ ყოფნით. გამუდმებით თითებს ისრესდა და ეს ყოველივე მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება საკუთარი თავის დასამშვიდებლად თანაგრძნობის გრძნობას გამოხატავს. როდესაც სიმართლეს ამბობდა სახეც ჩვეულებრივი უხდებოდა... სუნთქვას ნორმალური უხდებოდა, თუმცა როგორც კი მას მისთვის არასახარბიელ კითხვას ვუსვამდი წამშივე ფარული ზიზღი ვრცელდებოდა მასში. მისი უეცარი ზევით აპრეხილი ზედა ტუჩის წვერო ამაზე მოწმობდა... სხეულიც ოფლით დაეფარა. მეტი არაფერი არ მაქვს, პროკურორო სათქმელი. - ნამდვილად გაქვთ ტალანტი, თებეა... გაოცებული დავრჩით თქვენი შესაძლებლობებით. იმედი მაქვს ჩვენთან ერთად მუშაობას გააგრძელებთ, არა?- ხელი ჩამომართვა ირაკლიმ და საკონტაქტო ინფორმაცია დამიტოვა. თავი 4 - შენი გაბრწყინებული თვალების მიხედვით თუ იმსჯელებს კაცი, შეიძლება მივხვდეთ, რომ შეხვედრამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე გეგონა.- ღიმილით მითხრა ნოამ, როდესაც ოთახიდან გამოსული დამინახა. - სულს თუ მომათქმევინებ მადლობელი დაგრჩები, საყვარელო... წყალი არ გაქვს?- აწითლებული ლოყებით მივუგე მას. - აჰა, გამომართვი ბოთლი.- ნოა უყურებდა, ჩემს თითოეულ მიმიკას და ვგრძნობდი, როგორ ეწვებოდა სხეული დაუკმაყოფილებელი კითხვების გადამკიდე. - ხო, ნოა... მე ამირჩიეს.- აღმოვთქვი ბოლოს. - არა რა... ხომ ვამბობდი? შენ კიდევ წასვლას არ აპირებდი! - არ დაიწყო ახლა. - ხომ იცი, მე არასოდეს არ ვცდები. - დაიწყო... - შენს ყოფილ შეყვარებულებთანაც ასე არ ვიყავი? გეტყოდი ამათ დაშორდები მალეთქო და ჩემი სიტყვებიც რამდენიმე თვეში მართლდებოდა. - ეს სულ სხვა ვითარებაა, ნოა!- თვალებში ბრაზით შევხედე. - ხო, კარგი თე...- დანებდა თვითონ, რადგან ვგონებ თვითონაც არ სურდა ჩემი ხასიათის ამჯერად წახდენა. თავი კიდევ სიზმარში მეგონა და როგორ არ მინდოდა ოდესმე ეს წამები გამქრალიყო. ისევ თვალებში ჩამეხედა სასტიკი რეალობისათვის. ოთახიდან გამოსვლა მეამა. მესიამოვნა, როდესაც ცივი სიო დაოფლილ სახეს შეეხო. ტანშიც ძველებურად გამაჟრჟიალა. - როდიდან დაიწყებ მუშაობას? - შემეხმიანებიან ალბათ. - იცოდე პირველი მე უნდა მომიყვე, რაც მოხდება! ახლო მეგობარი არასოდეს არ დაივიწყო, თე! - ზოგჯერ როგორი მოსაბეზრებელი ხარ, ნოა! უნივერსიტეტიდან გამოსვლისას უეცარი წვა ვიგრძენი ზურგის არეში. იმაზე მეტად ჩამოცხა ვიდრე, იმ გასაუბრების ოთახში. გული ისე ამიძგერდა, თითქოს ამოხტომას ლამობსო. თვალის გუგები დავნიძლავდები გაფართოებული მაქვს. ირგვლივ კი იმ ოდეკოლონის სურნელი ტრიალებს, რომელიც ალექსთან გატარებულ შესანიშნავ წამებთან ასოცირდებოდა. - ვიღაცა ჩვენკენ მოდის... ვიღაცა ჩვენკენ მოდის, თებეა!- ჩუმად წამოიყვირა ნოამ და გაქცევა დააპირა.- იქნება კრიმინალია?! ან მოძალადე?! გავიქცეთ წამოდი. - რა?- მძიმედ წარმოვთქვი დაბნეულმა და უკან ნელ-ნელა მივიხედე. თავის მიტრიალებისას გონებაში ათასნაირი ჭრელა-ჭრულა ფოთლები აშრიალდნენ. სწორედ ისეთი, საყვარელი ადამიანის დანახვისას, რომ სჩვეოდა. - რაღას უდგახარ, დებილო! წამოდი.- თქვა გაფართოებულთვალებიანმა ნოამ და გაიქცა. უეცრად მკლავზე ნაზი შეხება ვიგრძენი. კვლავ გაცოცხლდა ჩემში მიძინებული გრძნობები, რომელიც ალექსისკენ კავშირდებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შეყვარებული პიროვნება ყველაზე საშიში პიროვნება იყო, რომლისთვისაც თითოეული არსებული ბარიერი პრობლემას არ წარმოადგენს. ალექსი მკლავზე ნაზად მკიდებდა თითებს. შიშველ მხრებზე თბილად მაკოცა. ტანშიც ერთიანად გამაჟრჟიალა. სიტყვას ვერ ვიღებდი... ღმერთო... როგორ მაგიჟებდა ფეხის ფრჩხილიდან დაწყეული, თმის ღერიდან დამთავრებული ეს ბიჭი! მომენტალურად, ალექსმა წელზე ხელები მომკიდა. ოსტატურად თავის მკლავებში მომიქცია. თვალები კაკლისოდენა გამიხდა. გული კი გამალებით მიძგერდა. - ძალიან მომენატრე, თე... აღარ მინდა ოდესმე გაგიშვა.- ვნებიანი სიტყვები ამოაყოლა ამოტყორცნილ ჰაერს ალექსმა. - როგორ მიპოვე...- ხმა უწინდელივით გამებზარა. - შენი პოვნა ყოველთვის მარტივია. იმაზე კარგად გიცნობ, თე ვიდრე შენ გგონია!- თქვა ალექსმა და ვნებიანი კოცნით დამაჯილდოვა. ზუსტად იმ წამს მეგონა, რომ ცა ერთიანად გაიხსნა. ნაპრალებიდან გადმოცვივდა ყველა ის ფერად-ფერადი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გრძნობებს უფრო და უფრო ამრავალკეცებდნენ. - მინდა დაუსრულებლად გიყურო ასე, თე... არ ვიცი, რით დავიმსახურე ის, რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით.- მითხრა ალექსმა, რომელიც ჩემს წაბლისფერ თმებს თითებში იქცევდა. შიგადაშიგ მოწყურებული დაემონებოდა და ყნოსვას დაუწყებდა. - მიყვარს, შენი თმის სურნელი, ძვირფასო. ისიც, მარწყვის გემო, რომ აგდის მთელ სხეულზე. - ნუ აზვიადებ!- უთხარი ალექსს და შიშველ სხეულზე თითები ავუცურე. - არ გინდა ჩემთან ერთად იცხოვრო?- თვალები აუკიაფდა მას. - რა? - ამ სიტყვას მაშინ ამბობ, როცა საშინლად დაბნეული ხარ.- თქვა და ცხვირის წვერზე ნაზად მაკოცა. - მგონი ზედმეტად ვჩქარობთ, ალექსს. - რატომ? განა ჩემთან ერთად თავს კონფორტულად არ გრძნობ?- მის თვალებში მოკიაფე ვარსკვლავები მალევე ჩაქვრნენ. - შენთან ერთად თავს მართლაც, რომ ქალად ვგრძნობ, მაგრამ ზედმეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს შემდგომ ეს ქმედება... ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ჯერ გუშინ არის რაც გაგიცანი. - მე უფრო დიდი ხანია გიცნობ, თებეა... - ანუ? - ანუ ის, რომ დიდი ხანია მომწონხარ... - შენ რა... მითვალთვალებდი? - სხვანაირად უშენობა ძვლებს მიხრწნიდა, ძვირფასო. არ გამიბრაზდე რა... - ამდენი ხანია მიცნობ და შენ ერთხელაც არ გიცდია ჩემამდე მოსვლა? - როცა გიჭირდა, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი. მეტროში, როდესაც წაიქეცი მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ხელი გამოგიწოდა, როდესაც სხვები გვერდს უთქმელად გივლიდნენ. თებეა.. სანამ სული მიდგას ვფიცავ, რომ ყოველთვის დაგიცავ. - რთულად ამოსაცნობი ხარ, ალექს. - არც შენ ხარ მარტივი გოგონა. მოწევა აღარ გინდა? - არ შემიძლია. საღამოს სასამართლოში მიწევს წასვლა და დაბოლილი ხომ არ შევალ?- ერთდროულად დავიწყეთ სიცილი. - კარგი შესახედაობისა იქნები. - ნუ დამცინიხარ იდიოტო!- ვუთხარი ვითომ გაბრაზებული ტონით და მუჯლუგუნი ვკარი. - მართლა გამიხარდა, შენი ასეთი წინსვლა. ბედნიერი ვარ შენით. სიგარეტიც არ გინდა? - არა, უნდა დავანებო თავი. - გასაგებია...- თქვა მან და შიშველი ფანჯრის წინ დადგა. გრძელ, თლილ თითებში სიგარეტის ღერი ჰქონდა დაჭერილი და ღრმა ნაფაზებს არტყავდა.- ჩემს წინადადებაზე იფიქრე რა... არ მინდა უშენოდ დაწყებული არცერთი დილა. მინდა ყოველ ღამით, შენი მარწყვის სურნელით ვთვრებოდე. ხომ იცი, რომ შენ ჩემი ყველაზე დიდი კაიფი ხარ არა, თე?! ალექსმა რამდენიმე წუთში სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან ისროლა. ვნებას აყოლილი, რომ არ ვყოფილიყავი ვეტყოდი, რომ გარემოს დაბინძურების გამო მასზე გაბრაზებული ვიყავი, თუმცა მის შემხედვარე თითოეულ არასასურველი გრძნობა იმწუთშივე სამარდებოდა. - ისევ მინდიხარ, თე...- მძიმედ და ხშირი სუნთქვით აღმოთქვა მან. თეთრ სხეულს კი კვლავ ამბორი დაუწყო. თავი 5 - აბა რაშია საქმე?- წარმოვთქვი აღტაცებით ეს სიტყვები. ალბათ იმიტომ, რომ საშინლად მიხაროდა პირველ სამსახურში სამუშაოს დაწყება. - ოცდაექვსი წლის მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, ცისფერი თვალებით. საჩივარი შემოვიდა არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის. დამნაშავე ლ.რ კი თავის გამართლების მეტს არაფერს აკეთებს. იუწყება, რომ მოზარდს გამომწვევი დეკოლტე ეცვა და სწორედ ამიტომ მამაკაცურ ბუნებას ვეღარ შეეწინააღმდეგა.- მძიმედ ამოიოხრა ერეკლემ. - დაზარალებულთან გქონდათ გასაუბრება? - ჯერ არა. - ახლავე დაუკავშირდით. ჯერ მას უნდა გავესაუბრო და შემდგომ დამნაშავეს. - როგორც იტყვით, თებეა. რამდენიმე საათში დაზარალებული ოთახში შემოვიდა. გამომძიებელი თავის საქმეს ასრულებდა, შემდგომ კი ასპარეზი უშუალოდ მთლიანად მე დამითმო. - გამარჯობა, მარტა.. - გამარჯობა..- დაბნეულმა შემომხედა თექვსმეტი წლის მოზარდმა. - მოდი, პირდაპირ უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ.. არ ღირს საქმის ტყუილად გაწელვა. არ მეთანხმები, საყვარელო? პირველ რიგში მაინტერესებს როგორ გაიცანით ერთმანეთი.... არა, არ იტირო, მარტა. მე შეგიძლია მენდო! - ერთმანეთი შარშან მაისში გავიცანით. კერძოდ ლიტერატურული კონკურსიდან... ძალიან მიყვარს სხვადასხვა ნაწარმოებების კითხვა, მითუმეტეს ახალგაზრდა ქართველების. თავდაპირველად მე დავიმატე სოციალური ქსელით ლევანი და რამდენიმე საათში თვითონვე მომწერა. სურვილი ჰქონდა, რომ მისი ნაწარმოები შემეფასებინა. მეც უარი არ ვუთხარი. პირიქით მართლა ძალიან გამიხარდა. მთელი ღამე ვკითხულობდი მის წიგნს და გამთენიისას უკვე ჩამთავრებული მქონდა. ჩემი შეხედულებები მას პირდაპირ, მკაფიოდ დავუსაბუთე. ცუდი ნაწერი არ იყო, თუმცა არც საუკეთესო. მთხოვა კონკურსში დავხმარებოდი. უარი არც ამ შემთხვევაში ვუთხარი. ასე ერთი თვე ონლაინ ურთიერთობა გვქონდა. ხშირად ბინძურ საუბარსაც მიწყებდა. რამდენიმეჯერ სიცილში გავუტარე, მაგრამ როდესაც მისმა ქმედებებმა უკვე მონოტორული ხასიათი მიიღო მეც შეტევაზე გადავედი. ვუთხარი, რომ მისი საუბარი არ მსიამოვნებდა. ამის შემდგომ ასე აღარ მოქცეულა. ერთ დღეს მომწერა შენთან ჩამოსვლას და ნახვას ვაპირებო. იმ მომენტში დედის დედასთან ვიყავი, ქალაქგარეთ... ზუსტად იქ ჩამომაკითხა. ერთმანეთს ქუჩაში შევხვდით. ისეთ ადგილას გავიყვანე, სადაც ვერავინ შეგვამჩნევდა. ზოგადად არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები... სწორედ იმ ადგილას მაკოცა... თავიდან მოვიშორე და სახეში სილა გავაწანი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის შემდგომ კონტაქტი არ გამიწყვეტავს. ალბათ იმიტომ, რომ წასვლის საშუალებას არასოდეს მაძლევდა. რამდენიმე თვის შემდგომ საკუთარ სოფელშიც ამომაკითხა, სვანეთში. ხელების ფათური დაიწყო და ეს გახდა ბოლო წვეთი მოთმინების ფიალის ავსებისა. ყველა იმ სიტყვას ვეუბნებოდი რაც კი აზრად მომდიოდა. ეს ყოველივე მას განა აკავებდა, არა... უფრო და უფრო ცხოველს ემსგავსებოდა. მეშინოდა მე მისი... საბოლოოდ კი ისედაც იცით ეს ყოველივე რითითაც დასრულდა...- ძნელად გადაყლაპა მარტამ ნერწყვი და ცრემლები წასკდა.- ჩემი ბრალია... ჩემამდე არ უნდა მომეშვა, ეს ნაძირალა!- კბილებში მკვეთრად გამოსცრა მან. - მარტა... პირველ რიგში შენი ბრალი არ არის, რომ ეს მოხდა. მამრების რაღაც ნაწილი ქალებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ჰორმონების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ვწუხვარ, რომ ასეთი რამ გადაიტანე. წარმოდგენაც კი მიჭირს ახლა რას შეიძლება გრძნობდე. - ყველაზე ცუდი იცი რა არის, თებეა? ის, რომ ამ ამბის შემდგომ ოჯახთან ურთიერთობა ამერია. თითოეული ადამიანი ამრეზად მიცქრედა თითქოს რიგითი ნაძირალა ვყოფილიყავი. მამიდაშვილმაც ხელი მკრა, რომელთანაც ყველაზე გახსნილი ვიყავი. ვინაიდან ყველაზე დიდ დროს მასთან ვატარებდი დედაჩემმა ტაისიას ყველა დეტალი გამოჰკითხა ჩემს შესახებ... ტაისიამაც არაფერი დაუმალა. ყველა ის ქმედება პირნათლად უამბო, რაც კი გადამხდენია ოდესმე. ყველაზე მეტად ორპირობას ვერ ვიტან ადამიანში. ყველაფერი შესაძლოა ვაპატიო მათ, გარდა ამისა. თავს მარტოსულად ვგრძნობ. მეშინია თითოეული დაწყებული დღის... მეშინია, რადგან მზის სხივები ვეღარ მითბობს აკანკალებულ ძვლებს. საუბარი, რომ მინდება ირგვლივ არავინ მყავს. ზოგჯერ ხეს ველაპარაკები. ის ერთადერთია, რომელიც არ მღალატობს... არ მთქვავს... არ მკრავს ხელს... იცი ეს რა შეგრძნებაა? - იმაზე მეტად მესმის შენი, ვიდრე შეიძლება ამას ფიქრობდე. შეგიძლია მაშინ დამირეკო, როდესაც უბრალოდ საუბარი მოგინდება.- ვუთხარი მარტას და ჩემი საკონტაქტო ნომერი დავუტოვე. - არ ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადოთ... - მადლობა საჭირო არაა. გპირდები, რომ ლევანს კარგი დღე არ ელოდება. - როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?- მკითხა დოინჯშემორტყულმა უჩამ, რომელიც როგორც ჩანს სარკის საშუალებით გვაკვირდებოდა. - საშინელ დღეშია, მარტა... ის ნაძირალა კი ღირსია ციხეში ამოლპობის. მას ხომ წარმოდგენა არც კი აქვს, როგორი ფსიქიკური დარტყმა განახორციელა მარტას მიმართ. ოჯახთან დამოკიდებულების წარმოდგენა არც მინდა... რა საშინელებაა. - მეცოდება ეს ბავშვი.. შეხედე, როგორ ტირის... - არ ვიცი რითი ვანუგეშო. ჩემი საკონტაქტო ნომერი დავუტოვე... ეგება მოინდომოს საუბარი ჩემთან. ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც შენი არავის ესმის. გამოვიარე ეს პერიოდი და თან ცუდად დასამახსოვრებლად. - ძალიან კარგი ადამიანი ხარ... ეჭვიც არ მეპარება, რომ დახმარების ხელს გაუწოდებ მას! ლევანთან ახლა აპირებ გასაუბრებას? - კი, ახლა უფრო მირჩევნია, ვიდრე გავწელო დრო. - შენი საქმის შენ იცი. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომელი გახდი, თებეა. - მეც მიხარია, ძალიან! საუბრის დასრულებისთანავე იმ ოთახისკენ ავიღე გეზი, სადაც ის ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც წინასწარვე გულს მირევდა, თუმცა თავი უნდა შემეკავა. ნამდვილად არ შედიოდა ჩემს დღევანდელი დღის სიაში სამსახურში პირველი იმიჯის გაფუჭება. ოთახი თეთრი იყო. რამდენიმე შავი სკამითა და გრძელი მაგიდით. ლევანს თავისი თითები გადაჯვარიდინებული ჰქონდა და ეტყობოდა, როგორ უპირისპირდებოდა საკუთარ თავს შინაგანად. - გამარჯობა..- თქვა ჩემს დანახვისას.- მე ყველაფერი უკვე მოვყევი. სალაპარაკო აღარაფერი მაქვს.- თქვა და თავი თანხმობის ნიშნად დააქნია. სხეულის ენა გათქვამდა მას. - დარწმუნებული ხართ? სანამ თქვენთან შემოვიდოდი, მარტას ვესაუბრე. განადგურებული იყო. - ეს ჩემი ბრალი არ არის! - აბა ვისი ბრალია? - მისი ჩაცმულობის.- თქვა და ფარულად ქუთუთოები აუთამაშდა.- მე არ ვაპირებ, რომ ათასჯერ გავიმეორო დიალოგები. ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. - და იმასთან დაკავშირებით რა აზრი გაგაჩნიათ, რომ შესაძლოა სამუდამოდ მოგიწიოთ ციხეში ჩაჯდომა? - მთავარია, მე ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო. - ფსიქოლოგთან ოდესმე ყოფილხართ? - თქვენ რა გგონიათ, რომ გიჟი ვარ? - განა ფსიქოლოგი გიჟების ექიმია? კიდევ არსებობს ეს ცრუ სტერეოტიპი? - ადამიანი ჯანმრთელი, რომ იყოს მას არც ფსიქოლოგთან ვიზიტი დასჭირდებოდა. - თითოეული ადამიანი თავისებურად შეშლილია. შენც მათ შორის. მარტას გარდა სხვა გოგოსთანაც გქონდათ ფიზიკური კონტაქტი? - არა.- ისევ სიცრუე... ტუჩები წინ წამოწია და თვალები აუთამაშდა. ხელებსაც ნერვიულად იზელდა. - ტყუი. - ცდები. - არა არ ვცდები, საკუთარი სხეული გფაქტავს. - უკაცრავად? - სხეულის ენაზე არაფერი გაგიგონიათ, ლევან? ვფიქრობ იმაზემეტი პრობლემა გაწუხებთ ვიდრე, მხოლოდ და მხოლოდ პედოფილიზმი. ნარკოტიკებზე იყავით დამოკიდებული? - რამდენიმე წლის წინ.- მძიმედ წარმოთქვა მან. - ოჯახური მდგომარეობა? ძალადობის მსხვერპლი ოდესმე ყოფილხართ? - ხელით არავინ შემხებია, თუმცა მუდმივად დაძაბულ ვითარებაში მიწევდა ცხოვრება. - ეს როგორ გავიგო? - ოჯახური კონფლიქტი... მამასა და დედას შორის. თავი 6 სხეული დამძიმებული მქონდა. ასე მეგონა, რომ მთელი მსოფლიოს ტვირთი ზურგზე მაწევდა. ერთი სული მქონდა, როდის მივადგებოდი ალექსის კარებს, რომელიც მუდამ ჩემი სულიერი ნავსაყუდელი გამხდარიყო. თვალებს ცრემლები მიწვავს... მინდა მათ განთავისუფლების საბაბი მივცე, თუმცა არ გამოდის... ჯიქურად ცდილობს სხეულში დარჩენას. სულის ყივილი ყურებს მიწვავს. მინდა თეთრი ფრთები გავშალო და უმისამართოდ გავფრინდე. დროებით მოვწყდე ნებისმიერ პრობლემას, განსაცდელს, რომელიც მუდამ ჩემში ცხოვრობდა. თითქოს გარემოც სულიერ ტკივილს იზიარებდა. ნიავი სულის ნაპრალებში ძვრებოდა და ცდილობდა ოდნავ მაინც გაექარწ....ბინა არსებული აპოკალიფსი. მოულოდნელად წვიმის წვეთებიც წამოვიდა ციდან. როგორც უწინ მჩვეოდა ახლაც ტანჯული სახე ზეცას მივაპყარი. მინდოდა ისინი ჩემში შემოსულიყვნენ. ვიცოდი... ვიცოდი, რომ ერთმანეთს ყველაზე მეტად ვჭირდებოდით. საშინელებაა, როდესაც მოგონებები შენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. გონებაში ყველა ის წვრილმანი დეტალი მიდგება, რომელმაც უშუალოდ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების ყოფა. სული შემაწუხებლად მეწვის. ასე მგონია, რომ მალე დამტოვებს. ისიც წავა, როგორც ეს უცბათ მოსულ ადამიანებს სჩვეოდათ, რომლებიც შენთან დარჩენას გპირდებოდნენ, თუმცა პირობა მწარედ დაარღვიეს. ისინი წავიდნენ... მათ წასვლასთან ერთად კი გაქრა ის სასიცოცლო სიმები, რომელიც ეგოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო. - ზოგჯერ როგორ მინდა ყველაფერი დასრულდეს. რატომ ვერ გაქრობთ გონებიდან... რატომ მატყდებით თავს უდროო დროს?- მძიმედ აღმოვთქვი და ამ სიტყვებში ის ტკივილი ჩავაქსოვე, რომელიც სხეულს ერთიანად ჯოჯოხისებრი ალით მოსავდა. დრო გაფრინდა... ჩემს გარშემო ნისლის ჩამოწვა... ვერ გავაცნობიერე ისე მივადექი ალექსის კარებს და ისე დავაკაკუნე უსულო მაჯით მის შავ კარებზე. ისიც მალე გამოვიდა, თითქოს მელოდაო. მის დანახვისას ყველა ის პრობლემა გაქრა რაც კი ჩემში არსებობდა. მინდოდა მთლიანად ჩემს სხეულში შემეშვა და არასოდეს არ გამეშვა. მინდოდა მისდამი გრძნობა ორივეს ერთდროულად გვეტარებინა. - შემომიშვი რა, ჩვენს ფერად სამყაროში, ალექს...- ტირილით მივუგე მას და ძლიერ ჩავეხუტე. ალექსიც გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და წელზე ნაზად მისვამდა თითებს. - ყველაფერი კარგადაა, თე?- მისი გრილი თითის ფალანდები საკუთარ ცრემლებს შეეხო და მისად აქცია. - არ ვიცი... ყველა ადამიანის ტკივილი მტკივა, ჩემო... - თე... თე... თე... თე... - მონოტორულად, მაგრამ საშინლად დასამშვიდებლად იმეორებდა ჩემს სახელს. ამავდროულად ხელში ამიყვანა და ნელი ნაბიჯებით საძინებელ ოთახში შემიყვანა.- სულმთლად სველი ხარ. არ გამიცივდე მეშინია, თე. - გამოცვლის თავი არ მაქვს ალექს... - რა პრობლემაა მე გაგხდი. ალექსი ნელ-ნელა მხდიდა ტანსაცმელს. თანდათანობით კისერზე ნაზად მკოცნიდა და ცდილობდა სულიერი შფოთვა სიყვარულის ხარჯზე მიეძინებინა. - ვერ ვიტან როცა მოწყენილი ხარ, თე... მომიყევი რა, რა მოხდა. - სამყარო ბოროტი ადამიანებითაა სავსე, ალექს. და სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები ცვლიან უარესობისკენ ქვეყანას. - ვინმემ გაწყენინა?- ბრაზით აევსო მეტყველი თვალები. - სჯობდა ჩემთვის ეწყენინებინათ, ვიდრე პატარა ბავშვისთვის. - რას ამბობ, გოგო სულ გადაირიე? შენ რომ ერთი ღერი თმაც მაინც ჩამოგცვივდეს არავის ვაპატიებ!- კბილებში გამოსცრა მან. - ერთი არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურა ერთმა ნაძირალამ. - რას ამბობ? ასე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა შემზე? - რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ალექს? მან, ხომ არ იცის როგორ დაუნგრია თავისი დაუდევარი ქმედებით ამ ბავშვს მთელი ცხოვრება. საზოგადოების სტერეოტიპი მაინც არ ვიცოდე. ჩემი საკონტაქტო ნომერი დავუტოვე. ვთხოვე თუ რამეში დავჭირდებოდი დაერეკა. მისთვის ახლა მთავარია იგრძნოს, რომ მარტო არაა. - დარწმუნებული ვარ მას იმაზე მეტადაც დაეხმარე, ვიდრე ეს საჭირო იყო. ბოროტება, რომ არ სუფევდეს დედამიწაზე სიკეთეც ასეთი დასაფასებელი აღარ იქნებოდა. - ასე ფიქრობ? - ადამიანები ბოროტი ადამიანებისგან სწავლობენ სიკეთეს. სინათლე სიბნელის გარეშე ხომ არ იარსებებდა, საყვარელო. - ზოგჯერ იცი რას ვფიქრობ? ასეთი არამიწიერი არსება საიდან მოხვედი. - შენი გულიდან, ძვირფასო. - ჩემი გულიდან?- ჩამეღიმა. - გასაკვირია? რაც თავი მახსოვს მუდამ შენკენ ვილტვი. უშენობა ყველაზე მტკივნეულია, თე. არასოდეს მინდა წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან. - მე შენ გეტყვი, რომ ვიქნები შენთვის და არ იქნება სხვა. - მპირდები? - გპირდები. - თუმცა ერთი არის რაღაც, თე... ადამიანს იმდენად არ უნდა ჩამოეყრდნო, რომ მისი წასვლა შემდგომ გაგიჭირდეს. - ამით რისი თქმა გინდა?- შიშნარევი მზერით მივუგე მას. - არავის უნდა ენდო, იმაზე მეტად ვიდრე იგი იმსახურებს. ადამიანს რაც უფრო გულს გადაუშლი, მით უფრო მეტად ცდილობენ შენც დაჩრდილვას. ყველასგან უნდა ელოდო ტკივილს. მათ შორის ჩემგანაც, რადგან ყველაფერი წარმავალია. - არა... ყველაფერი წარმავალი არ არის! - აბა რა არის მარადიული, თე. - ყველაფერი წარმავალია, ჩვენი ურთიერთობის გარდა. - ყველა ადამიანი ბუმერანგივით უბრუნებს მის წინ პიროვნებას ტკივილს. - შენ სხვა არ ხარ. ჩვენ ერთნი ვართ... სულ სხვა ფენომენნი. არ ვიცი, თუ ტკივილს მომაყენებ მე გავუძლებ, რადგან ამ გრძნობას უფრო ღვთიური წარმომავლობის შეგრძნება ჩაანაცვლებს, რომელსაც სიყვარული ჰქვია. - მე იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად გატკენ, თე... - არც მე ვამბობ ასე. თუ მატკენ მაგ შემთხვევაში. - ანუ გიყვარვარ არა? - შეიძლება ადამიანს ასეთი პიროვნება არ შეუყვარდეს, ალექს? - არ ვიცი, ნუთუ?- თქვა და მათრობელი ღიმილით დამაჯილდოვა.- გინდა რაღაც მოგიყვე, თე? - რა თქმა უნდა, საყვარელო. - ეს იმ ისტორიაზეა, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა. - ახლა უფრო გულისყურით გისმენ!- ვთქვი და წელში გავსწორდი. ბალიშიც ჩემს გემოზე მოვირგე. ანთებული თვალებით კი ალექსის სახის ნაკვთებს შევცქეროდი. სწორედ ისე, პატარა ბავშვებს რომ სჩვევიათ. - დიდი ხნის წინათ დედამიწაზე იყო ერთი კუნძული, რომელზეც თურმე ყველა სულიერი ფასეულობა ცხოვრობდა. მაგრამ ერთხელაც შეამჩნიეს, რომ კუნძულმა დაიწია და წყალში დაიწყო ჩაძირვა. ყველა ფასეულობა თავ-თავის გემში მოთავსდა და გაცურა. კუნძულზე მხოლოდ სიყვარული დარჩა. ის უკანასკნელ წუთამდე ელოდა... მაგრამ როცა ლოდინსაც აღარ დაეკარგა აზრი, მასაც მოუნდა კუნძულის დატოვება. უხმო სიმდიდრეს და სთხოვა, შენს გემზე ამიყვანეო, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა: - ჩემს გემზე ბევრი ძვირფასეულობა და ოქროა, შენი ადგილი არ არის. როცა ნაღველის გემმა ჩაიარა, სიყვარულმა ახლა მას სთხოვა შველა. ნაღველმა მიუგო. მაპატიე, სიყვარულო, მე იმდენად ნაღვლიანი ვარ, რომ ყოველთვის მარტო უნდა ვიყო. სიყვარულმა ახლა სიამაყის გემი დაინახა და მას სთხოვა დახმარება, მაგრამ სიამაყემ მიუგო, რომ სიყვარული მას ჰარმონიას დაურღვევდა გემზე. სიხარულმაც გაინავარდა გვერდით, მაგრამ ისე იყო დაკავებული თავისი მხიარულებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ხმა. სიყვარულს მთლად სასოწარეკვეთდა... მაგრამ უცებ უკნიდან შემოესმა: - წამოდი, სიყვარულო, მე წაგიყვან. სიყვარულმა მოიხედა და უხუცესი დაინახა. მოხუცმა ხმელეთზე გაიყვანა და თავად კვლავ გაცურა. სიყვარული უცებ მოეგო გონს. - მას ხომ სახელიც არ უკითხავს მხსნელისთვის. შემეცნებას მიმართა: - მითხარი, შემეცნებავ, ვინ მიხსნა? ვინ იყო ეს მოხუცი? შემეცნებამ სიყვარულს შეხედა: - ეს დრო იყო. - დრო? - შეუბრუნა შეკითხვა სიყვარულმა, - კი მაგრამ, მან რატომ გადამარჩინა? შემეცნებამ ისევ მიაპყრო თვალები სიყვარულს, მერე კი იქით გაიხედა, საითაც მოხუცმა გაცურა, და თქვა: - იმიტომ, რომ მხოლოდ დრომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული... თავი 7 დილის პირველმა მზის პირველმა სხივმა ალექსის ოთახში შემოაღწია, რომელიც ნაზად შეეხო ახალგაზრდის სახის ნაკვთებს და ძილში სასიამოვნოდ ჩააღიმა. ალექსის შემხედვარეს ადამიანს სიმშვიდის გრძნობა დაეუფლებოდა. მისი ღრმა და ამავდროულად ბრწყინვალე თვალები გალაქტიკის იმიტაციას ქმნიდა, კალმით დახატული სასიამოვნო აღნაგობის ტანი კი თითოეულ ქალს გულს უთრობდა. მარჯვენა თვალის ქვემოთ ხალი ჰქონდა განთავსებული, რომელზედაც ხშირად ვკოცნიდი. მიყვარდა მისი თითოეული დეტალი, თითოეული სიტყვა... თითოეული მიხვრა-მოხვრაც კი, რადგან სწორედ მან მასწავლა თუ როგორია რეალური, ნათელი ცხოვრება. მის მკლავებმა მაგრძნობინა, რომ სახლი მქონდა, რომელშიც ყოველთვის უკითხავად მივიდოდი რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო... მზეს ღრუბელი გადაეფარა. ქარიც ამოქროლდა. ასეთ სიტუაციაში, ჩემი თავი სულ გზადაკარგული ფოთოლი მეგონა, რომელიც საკუთარ მიწას მოსტაცეს და უცხოეთში გაახიზნეს. ბუნების მაგივრად მე გამცრა ტანში... სახეც მომექუფრა. სწორედ ამ წამს თითქოს ალექსმა სულიერი აპოკალიფსის მოძალვა იგრძნოო თვალები ფრთხილად გაახილა, ბედნიერი დილა მისურვა და ყველაზე გემრიელ შოკოლადზე უფრო ტკბილად მაკოცა. - გაგაღვიძე?- დარცხვენილმა მივუგე მას, რომელიც ახალგამოღვიძებული თვალებს ზანტად ისრესდა. - სამაგიეროდ შენ გხედავ, თე... ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია. - გუშინ რომ არ მყოლოდი არ ვიცოდი რა მეწეოდა. ჩემი სულის ნავსაყუდელი ხარ, ალექს. - არასოდეს დავუშვებ ოდესმე გეტკინოს. ვეცდები ყოველთვის ბედნირების კვალი ისახებოდეს შენს სახის ნაკვთებზე, ვიდრე სასოწარკვეთილებისა. - არამიწიერი არსება ხარ, ალექს... - არ ვიცი თე, ვინ ან რა გგონივარ. ასე ძალიან მნიშვნელოვნადაც არ მიგრძნობინებია თავი შენთვის. უბრალოდ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ტკივილი გამეყუჩებინა შენთვის. ვგონებ აზვიადებ ჩემს ადამიანურობას... უეცრად ოთახში მობილურის დარეკვის ხმა გაისმა. ხელები ტუმბოსკენ წავიღე და ეკრანს შევხედე. პროკურორი იყო. ტანში გამცრა... ვხვდებოდი, რომ კარგი ამბავი არ უნდა ყოფილიყო. - სასწრაფოდ ამ მისამართზე მოდი, თებეა. შენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე. სუიციდის ფაქტი.... მესიჯის სახით გამოვგზავნი მისამართს და გთხოვ... უბრალოდ მალე მოდი.- კბილებში გამოსცრა უჩამ და მყისიერად დამიკიდა მობილური. სხეულში არასასიამოვნო გრძნობამ დამიარა. თითქოს ძარღვებში არსებული სისხლის კი წამიერად გაჩერდა და ფუნქციონირება შეწყვიტა. ჩემი გამომეტყველება არც ალექსისთვის ყოფილა შეუმჩნევი... მან რამდენიმე კითხვა მომაძახა, თუმცა იმდენად ვიყავი საკუთარ გრძნობებში ჩაფლული, რომ მისი არცერთი სიტყვები არ სწვდებოდა, ჩემს გონებას. არ მახსოვს რა და როგორ ჩავიცვი... სასწრაფოდ სახლიდან გავედი და იმ მისამართისკენ ავიღე გეზი, რომელიც უჩამ მომწერა. ბედი ჩემი, რომ გასვლისთანავე ტაქსიც იმწუთშივე გამოჩნდა. მთელი გზა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი... კვლავ წარსული შემოიჭრა ჩემს გონებაში და კვლავ აგრძელებდა საკუთარი გრძნობებით მანიპულირებას. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საყვარელი ადამიანი დავკარგე. სიკვდილის ბასრმა ბრჭყალებმა გამომტაცა და მიისაკუთრა. ახლაც სხეული მიხურს იმის წარმოდგენისას, თუ როგორ ავიდა უსულო სკამზე, როგორ უპირობოდ გაანადგურა საკუთარი სხეული საკუთარივე ხელებით. ადამიანი ყველაზე ეგოისტი არსებაა მთელ მსოფლიოში. იგი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი განცდებით კმაყოფილდება და სრულიად ივიწყებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის უკან დგანან. ვერ აცნობიერებენ, რომ მისმა ერთმა მცდარმა ნაბიჯმა, როგორ შეიძლება მთლიანად დაანგიოს სხვების ცხოვრებაც. ვერ ვიტყვი, რომ ვინც სუიციდის გზას დაადგა ყველა სუსტი იყო. საკუთარი ს ყველაზე დიდი გამბედაობა სჭირდება... ერთია მისი მანიით იყო შემყრობილი და მეორე თუ რას ახორციელებ ქმედებით. სუიციდით შეპყრობილ ადამიანებს ახლო ადამიანთა დეფიციტი აღენიშნებათ... უმეტესწილად ახლობლები ვერ აცნობიერებემ თუ უშუალოდ რა ტკივილი ჩნდება იმ პიროვნების თვალებში, როდესაც უმზერენ. ზოგჯერ ადამიანს სურს უბრალოდ ვინმემ იგი ამოიცნოს, გაშიფროს ყოველგვარი წარმოთქმული სიტყვის გარეშე... სურთ, რადგან სუიციდით შეპყრობილ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოტანა. ძალიან ხშირად შეფარვით გვეუბნებიან თავიანთ გასაჭირს, თუმცა ამ წამოძახილს ყურადღების ღირსად არ ვთვლით... თითოეულ ჩვენგვანს გვგონია, რომ ესა თუ ის პიროვნება ვერასოდეს ვერ შეძლებდა საკუთარი თავის განადგურებას... მას ხომ ასე ძალიან უყვარდა სიცოცხლე... თუმცა ზოგჯერ დგება ისეთი მომენტებიც, როდესაც სიცოცხლის სიყვარული უკანა ფლანგზე იწევს და წინ იჭრება საშინელი ტკივილის გრძნობა, რომელსაც შენს სხეულში ვერა და ვერ იტევ... ერთ დროს მეც მეგონა, რომ ჩემი ახლო მეგობარი ამ ნაბიჯს არასოდეს არ გადადგამდა, თუმცა ეს შეძლო. თურმე ჩვენს შორის ყველაზე დიდი გამბედაობა მას ჰქონია და ამას ვერ ვხვდებოდით. ამის შემდგომ საკუთარ თავს დავპირდი და ასევე მის ყველაზე თბილ სულს, რომ ასეთ ქმედებას არასოდეს აღარ გავიმეორებდი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი რამ... თითოეულ ჩვენს სიტყვას თუ ქმედებას შესაძლოა თავისი საზღაური ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ ჩენმა უგუნურმა საქციელმა სხვისი ცხოვრება დაჩრდილოს, ნაცარტუტად აქციოს... სუიციდით შეპყრობილ ხალხს ისედაც ყველაზე მეტად უჭირთ. ჩემს მეგობარს ამას დავპირდი... დავპირდი, რომ სხვა მისნაირ ადამიანებს დავეხმარებოდი და ნებას არ მივცებდი საკუთარი ცხოვრების უპირობო კავალერი გამხდარიყო... ამიტომ გავხდი ფსიქოლოგი და ამიტომ ვდგავარ დღეს აქ... ამიტომ ნიშნავს ჩემთვის იმ დანიშნულ ადგილზე მისვლას ამდენი მნიშვნელობა. იგი უნდა გადამერჩინა, თორემ საკუთარ მეგობარს ვუღალატებდი. მისთვის კიდევ ერთხელ იმედების გაცრუება კი ყველაზე მეტად აღარ მინდოდა. ვიცოდი, რომ ახლა იგი მიყურებდა. ალბათ ჩემით ამაყობს კიდევაც. ამ ფიქრების შედეგად მგზავრობა მალე დასრულდა. აღარ მახსოვს, როგორ გადმოვედი ტაქსიდან, როგორ დავემშვიდობე მძღოლს... გონებაში მხოლოდ და მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ აუცილებლად უნდა მიმესწრო იმ პიროვნებისთვის. ჩემს დანახვისას უჩა მომიახლოვდა, რაღაცა მითხრა, თუმცა ისევ ვერ გავიგე, ყურები სრულიად დახშული მქონდა. გულის ფეთქვაც კი გონებაში დაუსრულებლად მესმოდა. დაბინდული გონებით იმ ადგილისკენ მივიწეოდი, სადაც ის გოგო იდგა... „კორპუსის“ ბოლო სართულზე იდგა შემაღლებულ ადგილზე და ცდილობდა საკუთარ თავში მხნეობა მოეკრიბა, რომ გადახტომოდა. ფრთები გაეშალა... მარადიული ტკივილისგან გათავისუფლებულიყო. გოგონას დანახვისას უფრო აირია ჩემში კადრები... მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ სანამ საკუთარ ქმედებაში დარწმუნდებოდა უნდა მიმეღწია იმ ადგილამდე. ანერვიულებული „პადიეზში“ შევვარდი. გარედან ხალხის ხმაური ისმოდა. შიგადაშიგ ოჯახის წევრების ტრაგიკული ტირილიც, რომელიც უფრო და უფრო ამღვრევდა საკუთარ სულს. „ანანო, დედა... რა შეგცოდე ასეთი, რომ ამხელა ტკივილისთვის მწირავ? შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, რომ დედის ცრემლებს არავის, არასოდეს არ შეარჩენდი... ახლა რატომ ცდილობ, რომ შენი ქმედებით სიკვდილამდე აატირო მშობელი...“- ისმოდა ხმები... რამდენჯერმე სწრაფად დავაჭირე „ლიფტის“ გამოძახების ღილაკს... დრო გადიოდა... გული უფრო და უფრო იწყებდა აჩქარებას. თითქოს ჩემს ჯინაზე „ლიფტიც“ აგვიანებდა მოსვლას... - წყეულო! დროზე, რომ გაიღო არ შეგიძლია?- და მწარედ მკარი კარებს წიხლი. რამდენიმე წამში ისიც გაიღო. ალბათ გაუკვირდა ჩემი ამდაგვარი გარდასახვა. სართულები ნელ-ნელა ილეოდა... იმ გოგონაზე ფიქრის გადამკიდე სრულიად გადავიწყებული მქონდა ის ფაქტი, რომ კლაუსტროფობია მჭირდა... როგორც იქნა ზანტად გაიღო კარებიც... გაბრუებული გარეთ გამოვედი. გოგონას შორიდან ვხედავდი. ჯერ კიდევ შემაღლებულ ადგილას იდგა. კიდევ კარგი... მადლობა ღმერთს!!! - არ მომიახლოვდე, თორემ გადავხტები! არცერთი ნაბიჯი! იცოდეთ ამის გამკეთებელი ვარ!- წამოიყვირა გოგონამ ჩემს დანახვაზე და თავისი დაოსებული სახით შემომხედა. მის დანახვისას უფრო და უფრო გამრავალკეცდა შინაგანი გრძნობები. - ანანო... შენი გადასაწყვეტია რას და როგორ იზამ. ვიცი, როგორი საშინელებაა, როდესაც სიცოცხლის სურვილი სრულიად დაკარგული გაქვს... როდესაც ოცნებები ფერფლად იქცევა. მე მესმის შენი და ვიცი ახლა რას გრძნობ...- რაც შემეძლო მშვიდად მივუგე მას, თუმცა ვინ იცოდა ამ ყალბ ნიღაბის ქვეშ როგორი სასოწარკვეთილი ადამიანი იმალებოდა. მისი სიცოცხლე ხომ სრულიად ჩემს სიტყვებზე იყო დამოკიდებული. - მან მე მიმატოვა... გესმის? გურიკამ მიმატოვა! ცოლად არ მოვყავარ... არადა ორსულად ვარ მისგან. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი სჯობს... ვერ ვიცხოვრებ ამ ტკივილთან ერთად. უნდა გესმოდეთ ჩემი! - იცი? გურიკა მობილურზე გირეკავდა და პატიებას გთხოვდა. ამბობდა, რომ გაკვირვებული იყო და არ იცოდა რას საუბრობდა. ანანო... განა ვინმე მიატოვებს საკუთარ შვილს? განა შეიძლება მამამ მამობა გაწიროს?- მოულოდნელად წარმოვთქვი ეს გაუანალიზებელი და ცრუ სიტყვები. ვცდილობდი სუიციდის ჩადენა გადამეფიქრებინა მისთვის. ვცდილობდი, თუნდაც ეს ტყუილის ხარჯზე მომხდარიყო. ხშირად ადამიანს იმის თქმა შველის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, რისი მოსმენაც მას სურს. - არ მჯერა!- მოულოდნელად დაიყვირა მან.- თუ ეს სიმართლეა დამალაპარაკეთ... მაგრამ თუ გავიგე, რომ მატყუებთ იმწუთშივე აქედან გადავხტები! - რა თქმა უნდა დაგალაპარაკებთ. დაგალაპარაკებთ თუ ახლა აქედან ჩამოხვალთ.- კიდევ კარგი მობილური ტელეფონი თან მქონდა წაღებული. პროკურორ უჩას „ვოისით“ საუბარს ვუგზავნიდი. მინიშნებას ვაძლევდი, რომ გურიკასთვის ხმა აუცილებლად უნდა მიეწვდინად... თუმცა მანამდე დრო როგორმე უნდა გამეყვანა. - არ ჩამოვალ მანამ სანამ მის ხმას არ გავიგებ!- ზიზღით და დაეჭვებით წარმოთქვა მან. შიგადაშიგ უჩა მწერდა, რომ გურიკა ყურმილს არ იღებდა. იძულებულნი იყვნენ რამდენიმე ადამიანი მის სახლში მისულიყო, რადგან ადგილზე მოეყვანათ. - დარეკვას არ სჯობს პირადად ნახო, ანანო? როგორც კი ეს ამბავი გაიგო ეგრევე წამოვიდა... შენთან წამოვიდა, ანანო გესმის? მას უყვარხარ. ძალიან უყვარხარ და უარს არ იტყვის არც შენზე და არც თქვენს შვილზე. უბრალოდ მისიც უნდა გესმოდეს, საყვარელო. დაბნეული იქნებოდა ძალიან, როდესაც შენს ორსულობაზე გაიგებდა. მალე მოვა შენი გურიკა და შესაძლებლობა გექნება თავადვე გამოელაპარაკო. - ანუ მოდის? ჩემთან მოდის?- ოდნავ აუკიაფდა ჩამქვრალი თვალები მას, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა.- თუ მოდის მაშინ მალე მოვა. თუ მალე მოვა ანუ აქ დაველოდები. დრო ნელა მიდიოდა... წამები იწელებოდა... ვციდლობდი ანანო ამ სამყაროსკენ მომეტრიალებინა, თუნდაც ეს ტყუილის თქმის ხარჯზე ყოფილიყო დაფუძნებული. როგორც იქნა შორიდან გაისმა მანქანის მოსვლის ხმა. ანანოს სხეულის მოძრაობას ვაკვირდებოდი. მეშინოდა რაიმე არ გამომრჩენოდა. - ის მოვიდა... გურიკა მოვიდა, გესმით?- ცრემლები წამოსცვივდა მას და ჩემკენ შემოტრიალდა. - ხომ გეუბნებოდი, ანანო... ახლა კი ჩამოდი... ხომ არ გინდა საყვარელ ადამიანს გული ატკინო ასეთ სიტუაციაში შენს დანახვისას? იგი ხომ ნერვიულობს შენზეც და თქვენს შვილზეც...- თბილი ტონით მივუგე მას და ქვემოთ ჩამოსვლა შევთავაზე. ანანომაც, რამდენიმე ნაბიჯი ქვემოთ ჩამოდგა. ჩამოდგა და მოულოდნელად ატირებული წინ დამიდგა. - შეიძლება ჩაგეხუტოთ?- აცახცახებული სხეულით მომმართა მან. ჩემს სხეული ერთიანად მოეშვა... თითქოს მძიმე ტვირთი მომაშორეს მხრებიდახო. ვიცოდი... ვიცოდი ახლა, რომ ჩემი მონატრებული მეგობარი, ჩემი საქციელით ამაყობდა. მეც ბედნიერი ვიყავი. ამ წუთს ერთდროულად ორი სიცოცხლე ვიხსენი. თავი 8 ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ არსებული შოკისგან, რომელიც ზემოთხსენებული ფაქტით იყო განპირობებული. ძვლები კვლავ კვლავინდებურად ცახცახებდა, გულიც გამალებით ძგერდა იმის მიუხედავად, რომ ფატალურად არ დასრულებულა ანანოსთან გასაუბრება. - შეუდარებელი იყავი!- გაცისკროვნებული სახით მოვიდა ჩემკენ უჩა, რომელსაც ნამდვილად ეტყობოდა, როგორ უხაროდა ჩემი ასეთი წარმატება. - ასე ფიქრობ? - რაც შენზე ვერ ვიტყვი. ისევ ძველებურად ცახცახებ. ყავა გინდა?- მკითხა მზრუნველი ტონით მან. - უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემთვის ამ დღეს. ვერ დავუშვებდი მას თავი მოეკლა. - საქმეც ამაშია... თითოეულ საქმეს განსაკუთრებული ხედვით უყურებ. ამიტომაცაა, რომ წარმატებებს აღწევ. - სამაგიეროდ საკუთარ ჯანმრთელობას ვავნებ, ამდენი ნერვიულობისგან. - ზოგჯერ უნდა ისწავლო საკუთარი გრძნობების მოთოკვა. - ნეტავ იცოდე როგორი რთულია... - თავიდან მეც ასე ვიყავი... ამიტომ კარგად მესმის შენი. - და როგორ დაძლიე ეს სიტუაცია? - წლებმა თავისი ქნა, თებეა... ყოველ დღეს ახლ გამოწვევის წინაშე დგები და ძალაუნებურად სწავლობ ბევრ რამეს... მათ შორის ემოციების კონტროლსაც. - ანუ რა გინდა მითხრა, რომ ეს ემოციები კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება? - შეიძლება არც. მთავარია საკუთარ თავში ძალა იპოვო. - ძალიან რთული ყოფილა აქ მუშაობა. - ადვილი არც არაფერია, თებეა. რას იტყოდი კაფეტერიაში რომ დამეპატიჟე? დაძაბული დღის ბოლოს განტვირთვა იქნება ორივესთვის. თან უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთსაც. უჩამ თავის მანქანაში ჩამსვა. სასიამოვნო კლასიკური მელოდია ჩართო და შიგადაშიგ კითხვებსაც მისვამდა. - როგორც ვიცი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ხარ. იმედი მაქვს ეს სამსახური სწავლაში ხელს არ შეგიშლის. - დირექტორმა მითხრა, რომ აუცილებელი არ იქნებოდა ყველა ლექციაზე დასწრება თუ ეს ჩემს საქმეში ხელს შემიშლიდა. უბრალოდ სახლში უნდა ვისწავლო ის მასალები, რასაც აძლევენ. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასალას არ ჩამოვრჩე. - სტუდენტობის დაუვიწყარი წუთები... როგორ მახსოვს... ყველაფერს დავთმობდი ახლა ისევ იმ დროში, რომ დავბრუნებულიყავი. მარტა ხომ არ შეგხმიანებია? ამ დღეებში გადაწყვეტს სასამართლო ლევანის საქმეს. ვიმედოვნებ ციხეში ამოლპება ეგ საცოდავი. - მაგ ადამიანის სახელს ნუღარ მიხსენებ, უჩა... ისეთ ზიზღს აღძრავს ჩემში, რომ არ ვიცი რა გავაკეთო. - მესმის შენი... კაფეტერიაში საღამომდე ვიყავით მე და უჩა. მესაუბრებოდა ყველაფერზე, ყველა თემაზე. ბოლოს სახლში მიყვანაც შემომთავაზა. - საკუთარ სახლში არ ვაპირებ წასვლას... - ყველაფერი რიგზეა?- დაეჭვებით მომიგო მან. - შეყვარებულთან მირჩევნია დარჩენა. ეს პერიოდია თავს შეუძლოდ ვგრძნობ. - როგორც შენ იტყვი თებეა. სახლში მისვლისთანავე ალექსი გაკვირვებული მიყურებდა. ვერ ხვდებოდა, თუ რატომ არ ვუთხარი დილით სად მივდიოდი. დიდი თვალები ჩამქრალი ჰქონდა, ხოლო სახე მთლიანად მოქუფრული ჰქონოდა. - იცი რამდენს გირეკავდი? და შენ იმის ღირსადაც კი არ ჩამთვალე, რომ ელემენტარული პასუხი გაგეცა. შენ ხომ აზრზე არ ხარ, თებეა როგორ მანერვიულე? დილით ისე გავარდი სახლიდან, რომ არაფერი მითარი! - გადაუდებელი შემთხვევა იყო, ალექს..- მშვიდი ტონით მივუგე მას.- დატვირთული ვიყავი და ვეღარ მოვახერხე შენთან საუბარი. - დაკავებული არა? იმდენად დაკავებული, რომ ვიღაცა კაცთან კაფეტერიაშიც დადიხარ?- ტუჩები ცინიკურად აუთამაშდა მას. - შენ საიდან იცი?- გულმა საშინლად დამიწყო ძგერა. სუნთქვაც გამიხშირდა. თავს გალიაში მყოფ ცხოველივით ვგრძნობდი. - შენ გგონია რამეს გამომაპარებ, თებეა? გგონია არ გიცნობ?! დრო არ გქონდა არა? იმ პროკურორისთვის ხომ კარგად დახარჯე წუთები! - ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ, ალექს... - თავს ნუ იმართლებ, თებეა! ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვეგუები ადამიანში. იცი დღეს რაზე დავფიქრდი და რას მივხვდი? შენ მე საერთოდ არ გიყვარვარ. არანაირი გრძნობა არ გაკავშირებს ჩემს მიმართ, თორემ ასე დაუდევრად არ მომექცეოდი და ერთი მესიჯის ღირსად მაინც ჩამთვლიდი. - შენ არ იცი, როგორი რთული დღე მქონდა... - და შენ იცი როგორ გამიხეთქე გული? გაუჩერებლივ გირეკავდი და ხმას არ მცემდი. გგონია ეს მარტივი იყო, თებეა?! საკუთარ თავს ილუზიებში ნუ აცხოვრებ ძალიან გთხოვ... შენთვის მე მხოლოდ და მხოლოდ ემოციების გამზიარებელი ვარ. შენ მხოლოდ ის ადამიანი გჭირდება გვერდით ვინც გაგიგებს, მოგისმენს. ჩემი გრძნობებით თამაშობ არა, თებეა? უფლებას არ მოგცემ, რომ ჩემი შენდამი გრძნობა შენს საკეთილდღეოდ გამოიყენო! - გთხოვ...- ძლივას აღმოვთქვი და ნელი ნაბიჯებით შევეცადე მას ჩავხუტებოდი. - გაწიე შენი ხელები, თებეა! - რა? - გაწიე-მეთქი!!! - ანუ ხელს მიშვებ? - შენ შენი გადაწყვეტილება უკვე მიიღე, თებეა! არ დავუშვებ, რომ ილუზიებში მაცხოვრო. შენ არ გიყვარვარ ამაში კი საბოლოოდ დავრწმუნდი. ახლა კი წადი ამ სახლიდან!! - მაგდებ?- შევყვირე გაოცებისგან. - კი თებეა გაგდებ და შენი დანახვა არც კი მინდა! თავი 9 ადამიანი ყველაზე ეგოისტი არსებაა მთელ დედამიწაზე. მას შეუძლია თავისი ამოუცნობი ფენომენის წყალობით სხვისი ცხოვრება ნაცარტუტად აქციოს. გული დამძიმებული მქონდა... მინდოდა მთელი ძალით მეყვირა და შინაგანი ხმები გამეთავისუფლებინა, რომლებიც მუდამ შიგნიდან ძვლებს მიღრღნიდა. მინდოდა მთლიანი ემოციები გარშემო მიმოფანტულიყო. ალბათ ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აფასებს დაკარგულ პიროვნებას, როდესაც მისკენ თითოეული მისასვლელი გზა მოჭრილი ხვდება. სწორედ მაშინ გრძნობს, იმ დაუოკებელ სულის ყივილს, რომელიც მთლიანად ბინდავს ადამიანურ ბუნებას. უკანასკნელად, როდესაც საკუთარ ანარეკლს თვალები გავუსწორე, ყოფის აუტანელი სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს ერთიანად თითოეულმა ადამიანმა ლპობა დაიწყო და სრულიად მარტო... სამყაროს რიტმებისგან ყოვლად გამოცლილი უმისამართო მისამართზე გამგზავნა. შენ ხვდები რას ნიშნავს, როდესაც ძვლები ერთიანად ავისმომასწავებელ სიმფონიას გამოსცემს? როდესაც გრძნობ, როგორ იღვენთება ორგანოებიდან თვალით უხილავი და რთულად შესამჩნევი მეწამულისფერი სისხლი. ჩემი ქმედება ყველთვის უკუპროპორციულია გონების. ფიქრები კი პირდაპირპროპორციული ჩანაფიქრისა. ეს კი მაშინებს, მაგრამ არა ისე როგორც სარკიდან გამოსახული აჩრდილი, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის შთანთქავს, ჩემს ადამიანურ ბუნებას. როგორ მინდა გაჩერდეს. ნეტავ შეწყდება კი ოდესმე?! ზოგჯერ მგონია, რომ მთლიანი სახლი სარკეებით არის მოჭედილი, როგორც ეს მთაში ასვლის დროს აკიაფდებიან-ხოლმე ახლო, მაგრამ ძალიან შორეული ვარსკვლავები. გინდა გრძელი ხელები მათ სამყაროს შეუერთო, თუმცა არ გამოგდის. ცის ნაპრალები ეტაპობრივად იხსნება. მისი ღრმულიდან თავს ჰყოფს ყველა იმ ადამიანის მეტყველი სახე, რომლებსაც ერთ დროს სასიკვდილო იარები არგუნე. სარკე ცოდვებს იტევს. ყოველთვის ბუმერანგივით გიბრუნებს უკან მასში ჩალექილ ნეგატივს. ზეცაც სარკის მსგავსია. (ისევ ეს მწარე, ირონიული სიცილი... უბრალოდ გაჩერდეს!...) გალეული მთვარე სარკმლიდან ანათებს. მისი სხივები დაბინდულ ოთახს მკრთალად ეცემა კედლებზე. გაცრეცილ ლოგინზე ემბრიონის პოზაში ვწევარ. სხეულს წამოზრდილი ფრჩხილებით ვკაწრავ. მგონია, რომ ფიზიკური ტკივილი სულიერ შფოთვას მიაძინებს. შემდგომ წავა... მთვარის ნაკვალევს გაუყვება და სადღაც შორს... ჩემგან ძალიან შორს გადაიხვეწება... ისე, რომ ვეღარ მიპოვის. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო საკუთარი „მე“- ების გამოძახილს, რომლებიც სარკეში ავი სულებივით არიან ჩამალულნი. თავისკენ მიხმობენ. უნდათ მათზე ჩამოფარებული შავი ნაჭერი გადავხადო და ამღვრეული, სულისჩამამფრენლად გაჟღენთილი შიშით ამაყად ჩავხედო თვალებში. იციან ამის შემდგომ, როგორ მწარედ გავტყდები... ისინი ხომ ჩემზე კარგად მიცნობენ. ცნობენ სადღაც ბნელ კუნჭულში არსებულ მოუშუშებელ იარებს. ამით კი ჩემს ცხოვრებაზე მანიპულირებენ. თუ გტკივა, ეს ერთადერთი გასაღებია იმისათვის, რომ მიხვდე ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ თუ არა... მე ვსუნთქავ... ჩემი გამოფიტული ფილტვები ჟანგბადით ავსებენ მოშიებულ ალვიოლებს. ამოტყორცნილი ჰაერი კი, სულს მიწვავს. წარსულს მახსენებს. ალბათ სხეულში საკუთარი სარკე დამაქვს. - Can you feel me?!- ღიღინ-ღიღინ წაიმღერა ერთ-ერთმა ჩემგანმა “pink Floyd- hey you”-ს მონაკვეთი. იცოდა ამ სიმღერას რამხელა ღრმა ფესვები ჰქონდა ჩემში გაკვალული. რის შემდგომაც ავისმომასწავებლად აუთამაშდა ბაგეები. ხვდებოდა, რომ უწინდელივით ტანში გამცრა. - თავიდან მომწყდი, თებეა! - საკუთარ გონებას ვერასოდეს გაექცევი, თე... მე შენში ვარ! არ გინდა, რომ მიმიღო, რადგან ჩემი გეშინია. არადა კარგი ვარ. სარკეს მოაცილე ეს წყეული შავი ნაჭერი, თე... ვიგუდები!- ხრიწინით აღმოთქვა მან. - ვხვდები შენს მზაკვრულ გეგმებს, თებეა! ადრე გენდე და როგორ სასტიკავ შევცდი... ასეთ შეცდომას ხელახლა სულელიც აღარ ჩაიდენს.- ემოციების ფონზე ცრემლები წამსკდა და აკანკალებული სხეულით აქეთ-იქით მონოტორულად ვქანაობდი. - შენ მე არ მიცნობ... მე კი ყველაზე მეტად შეგიცანი, თე. ჩამხედე რა თვალებში... იცი, როგორ მომენატრე?- გამომწვევად წარმოთქვა ისევ იმ „მე“-მ, ხოლო მისი თითოეული გონებაში გაჟღერებული სიტყვა სხეულზე ცეცხლის წაკიდების იმიტაციას ქმნიდა. - შენ ისევ გინდა საკუთარი თავი წარსულის მეშვეობით დავკარგო. - არა... მე მინდა ისევ ჩვენთან იყო. „Hey you, out there in the cold Getting lonely, getting old Can you feel me?“ - თე, გთხოვ... ბევრ ადამიანს გვენატრები.- ისევ გაისმა თებეას ხმა. მოჭუტული თვალები ნელ-ნელა გავახილე. ვგრძნობდი, როგორ თრთოდა სხეული მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. ჩემი თითოეული მოლეკულა ჩვილი ბავშივით კრუსუნებდა.- არა, თე? იძულებულს მხდი, რომ ეს თავადვე გავაკეთო. ხომ იცი, რომ ვიზამ?- ირონიულად ჩაიხითხითა მან. - არა, გთხოვ რა. მეშინია სარკის... საკუთარი წარსულის.- მუხლებით მის წინ დავეცი და გაუანალიზებლად თმებიც ქაჩვა დავიწყე... სწორედ ისე ფსიქიკურად აშლილებს, რომ სჩვეოდათ. - შენ, აქ მყოფი თითოეული ადამიანი მოკალი! ნეტავ თუ ხვდები, რამხელა სისხლი გაწევს ზურგზე. ნუთუ არ გაწუხებს?- ცაში გაელვებული ელვასავით ისმოდა თებეას ხმა... - ვხვდები... ვხვდები და როგორ ვნანობ ნეტავ იცოდე... გთხოვ, თებეა. აღარ მსურს მათი ტანჯული სახის ნაკვთების დანახვა. ისედაც ყოველი ღამით ვგრძნობ, როგორ ვრცელდებიან ჩემში. გაღებული ფანჯრიდან შემოსული დაუპატიჟებელი სიო, ჩემს აჩეჩილ თმებს ჰაერში არხევს. დასისხლიანებული სხეულიდან ოხშივარი ამომდის და ვგრძნობ, როგორ იკვებება ჩემი თითოეული დაღვრილი სისხლით საკუთარი „მე“-ები. ტანში კვლავინდებურად მცრის. ისევ მინდა, თებეამ და მისიანებმა სამუდამოდ მომიკეტონ ცხოვრებისეული, უხილავი კარი. (ნეტავ ახლა რომელი საათია? მალე გათენდება? მზის სხივები მინდა...) სარკეზე გადაფარებული შავი ნაჭერი ირხევა... მის გამოძრავებასთან ერთად ჩემში რაღაც არანორმალური ფენომენის მქონე ადამიანის იწყებს ცახცახს. ალბათ, ძალიან სცივა... ალბათ, ჩემნაირად მარტოსულია. მართლაც, რომ მარტო’ სული... ოთახიდან შემოსული ნიავი უფრო და უფრო ცხოველდება. ემსგავსება იმ აღზნებულ ტალღას, რომელიც შტორმის მოახლოვებას იუწყება. მინდა ფეხზე ავდგე, მივკეტო ძველი, მამაპაპისეული ფანჯარა, მაგრამ უსუსურობა საშუალებას არ მაძლევს, რომ წელში გავსწორდე. ირონიულად მეღიმება, თუმცა ვინ იცის ამ ერთ მიმიკაშიც რამდენი გულისტკივილი იმალება. - „Open your heart, I'm coming home.“- ისევ ამოიგმინა თებეამ და თვალები მოახლოებული ვნებათაღელვისგან მოჭუტა. მისი სხეული ელოდა იმ ამოუცნობ ფენომენს, რომელიც მასში სიცოცხლის ჟინით ავსებდა. ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ ამ ავისმომასწავებელ სარკეში მყოფი ადამიანები ჩემს ცხოვრებას აღწერენ... ასეთი სახეშეცვლილნი... ასეთი ცხოვრებამობეზრებულნი... ხან ახალგაზრდები და ხანაც საშინლად ბებრებიც.... უმეტესწილად კი კვლავ მარტო’ სულნი... სწორედ ამ ახლანდელი „მე“-სავით. - მზად ხარ?!- ბოლოს აღმოთქვა თებეამ, რომელსაც ვარსკვლავებივით ჰქონდა ანთებული თვალები... ოთახში აუტანლად ჩამოცხა. სხეული ერთიანად ცვარით იფარებოდა, ხოლო გონება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდა, რომ როგორმე აქედან სწრაფად უნდა დამეღწია თავი. ვგრძნობდი, როგორ უყვებოდა წარსული მოტიტვლებულ სხეულს... როგორი გამჭოლი მზერით და ამავდროულად შეფარული ირონიით აგრძელებდა საკუთარი ცხოვრების გაკრიტიკებას. ახლა უფრო ბნელა ჩემს ოთახში და სწორედ ეს თვალითუხილავი გარემოება უფრო და უფრო აღრმავებს, ჩემს ფობიებს.. მეტად ვრცელდება გონებაში სუიციდური აზრებიც. ზოგჯერ როგორ მინდა უსასრულობის შავ ლაქას ვკითხო თუ მაინცდამაინც რატომ ისადგურებს ადამიანის სამყაროში სიკვდილის მიმართ ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ ღამის პერიოდში. ალბათ ის არც კი მიპასუხებს, როგორც ეს დანარჩენებს სჩვეოდათ. ისევ მარტო დამტოვებს საკუთარ გრძნობებთან და მოუშუშებელ, ღრმა იარებთან ერთად. მე ადგილიდან არ ვიძვრი... უფრო სწორად ვერ... თვალებს ვერ ვაცილებ სარკის ნაპრალებს, რომლიდანაც ეტაპობრივად იღვენთებიან ყველა ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიკვდილის მიზეზად ან ცხოვრების დამანგრევლად მთვლიდნენ. შემდგომ? შემდგომ ცა ირხევა... ვარსკვლავები დიდდება... გულის ხმა დედამიწის გულისცემას უტოლდება... სხეული მძიმდება... თვალები ცრემლებით ივსება... მომაკვდავი გონება ცდილობს რეალობის მარწუხებს შეეხიზნოს, თუმცა იგი ისევ გამირბის... ოთახში სიო აღარ ქრის... ფანჯარაც დაკეტილია... ჟანგბარი მჭირდება, თუმცა ჰაერი არ არის... სულის იარები იხსნება... ოთახში გმინვის ხმა ვრცელდება... თებეა ისევ ირონიულად ხარხარებს.... მე თავი მტკივდება.... მინდა ახლა მაინც გაჩერდეს, თუმცა არ ჩერდება... სარეცელი მეწამულისფერად ივსება.... - „ჯოჯოხეთი ყველას საკუთარ თავში აქვს, რომელსაც ვერსად გაექცევა.“- ბოლოს გამარჯვებული ტონით აღმოთქვამს, თებეა და კვლავ სარკეების შორის მყოფი ნაპრალებიდან უჩინარდება. თავი 10 „რა ჩქარად გარბის დრო, მაგრამ სიმღერა რჩება...“- ი. ჩარკვიანი ზოგჯერ დგება ისეთი მომენტიც, როდესაც საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ. თვალს ადევნებ იმ ნაკვალევს, რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში განლიე. ჩემთვის ეს ცხოვრება ყოველთვის მრავალ დაბრკოლებასთან ასოცირდებოდა. მოზარდობის პერიოდში ყველას ჰგონია, რომ სამყარო მათ წინააღმდეგ ბრუნავს, თუმცა რეალურად, ცხოვრების რიტმების ჩამოშორებას მაშინ გრძნობ, როდესაც ხელიდან ყველა ის სასიცოცხლოდ საჭირო ძალა გეცლება, რომელიც ადრე მზისებრი სხივით გამკობდა. რამდენიმე დღეა გაუჩერებლად რეკავს მობილური. შემაწუხებლად ზუზუნებს და მისი თითოეული აჟღერებული ნოტი უნებლიედ იწვევს ვნებათაღელვას ჩემში. ვიცი, ალექსი არ იქნება... არ დარეკავს, რადგან იმედები გავუცრუე. ალბათ სათანადოდ არც არასოდეს ვაფასებდი. ახლა ვიგრძენი თუ რა ტკივილი მივაყენე მას, როდესაც სიყვარულითსავსე თვალებით ჩავხედე სულში... ავუმღვრიე აბობოქრებული ზღვის ფსკერი... ავუმღვრიე და თან ისე, რომ ამის მიზეზი არც კი მქონია. წარსულში დაბრუნება ადამიანს, რომ შეეძლოს ალბათ ძალიან ბევრ შეცდომას გამოასწორებდა. გარშემო მყოფებსაც არ დააჯილდოვებდა მოუშუშებელი იარებით. ალექსი ჩემთვის სულიერი ნავსაყუდელი იყო. ნამდვილად მჭირდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი პიროვნება, რომელიც დამანახებდა ნათელ ბილიკებს, თუმცა ამ მიზნებში რეალობას გავექეცი. ვერ შევამჩნიე და არ დავაფასე ის წრფელი გრძნობა, რომელიც ალექსი ჩემ მიმართ ავლენდა. მე მისდამი იმ სიყვარულს ვერ ვგძნობდი, რომელიც იგი. სწორედ ეს გახდა უდიდესი დანაშაულიც. უმიზეზოდ არავის იმედები არ უნდა მისცე... თუ მიეცი მისი ცხოვრების უნებლიე კავალერი ხდები. არ შეიძლება სიყვარულითსავსე ნიღბით შემოიფარო, როდესაც სხვა მიზნები გიტრიალებს გონებაში. სამწუხაროა ადამიანი თავის შეცდომას გვიან, რომ ხვდება. უკვე ჰალუცინაციებმაც იჩინა თავი. ყოველ ღამით ის ადამიანები მოდიან ჩემთან, რომლებსაც იმედები გავუცრუე. მათ შორის ალექსიცაა. ზოგჯერ ლოგინის კიდეზე ჩამომიჯდება, მისთვის საყვარელ თმებს ყურებზე გადამიწევს და კვლავ აღიღინდება ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“-ს. - „მენატრება შენი ნაზი ხმა...“- ჩუმად წარმოვთქვავდი ხოლმე ამ სიტყვებს ზემოთხსენებულ სიტუაციაში. ნეტავ ესმოდეს მას ჩემი. ისევ სულისშემძვრელი მობილურის ზარი... ისევ პროკურორი უჩას შეტყობინებები, რომლებიც მაუწყებდნენ, რომ კონტაქტზე აუცილებლად უნდა გავსულიყავი, თუმცა ვიცოდი ამას ვერ შევძლებდი. შეუძლებელია სხვას დაეხმარო, როდესაც საკუთარი ცხოვრება თვითონვე არეული დატოვე. საღამოს, როდესაც მთვარე ჩემი აივნის სარკიდან აირეკლა თვალი ჩამიკრა. მის გვერდით პატარ-პატარა ვარსკვლავები აკიაფდნენ... თითქოს ნუგეშისმომცემლად მეუბნებოდნენ, რომ მარტო არ ვიყავი. ნელ-ნელა თვალებიც მიმძიმდება. ოთახში ჰაერი სუსტდება. გული კი კვლავინდებურად გაშმაგებით ძგერს. ნეტავ ალექსის შინაგანი ქარტეხილი ახლა რა ფერისაა? შემდგომ შავი, უხილავი ხვრელი... ჩიტების საამური ჟღურტული და სიმშვიდე... სიზმართა ნაპრალში კი შემდეგი სიტუაცია ვლინდებოდა, სადაც ერთი უცნობი ქალი ისახებოდა. ქარი არანორმალურად ქროდა და საკუთარ სხეული მით უფრო აღზნებულ ტალღას ემსგავსებოდა, რომელიც გრძნობაარეული საკუთარ გეზს იცვლის და სრულიად იკარგება თავისივე უბადრუკ ცხოვრებაში. ციოდა… საკუთარ სხეულს თავისშივე ტანსაცმელში მალავდა. შინაგანი სიმხურვალე კი საშუალებას არ აძლევდა გრძნობების გამოსააშკარავებლად. ემოციებით სავსე, მაგრამ ამავდროულად საშინლად ცარიელი ბილიკებს დაადგა. თავისი გრძელი, თლილი თითები მამაკაცის მტევანში იყო დაკავშირებული, რომელსაც სახის მიმიკების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამ ქალის არსებობით არანორმაურად ამაყობდა. თითოეული ადამიანის მზერა უხეში და მათკენმიმართული იყო. ბრბოს მწველი სხივი კი, ამ ახალგაზრდებს მომენტალურად აშიშვლებდა. ისე აგრძნობინებდა თავს, რომ სამყაროში ყველაზე დაუშვებელ შეცდომას ახორციელებდნენ. მათ კი ამის შესახებ სულაც არ იცოდნენ. მოხდენილი ქალი, მამაკაცის სახლის ბილიკებს აუყვა. ცივი ქარი კი მის წაბლისფერ თმებს აქა-იქ აფრიალებდა, რომლის თითოეული ღერის სხივი კაცის სხეულში ვნებას უმძაფრებდა. წყვილი ხალხის მზერისგან საშინლად შეწუხებულნი იყვნენ. შვების მოსაპოვებლად მხოლოდ კაცის მხარზე თავის ჩამოყრდნობაღა შერჩენოდა. მისი სახლიც ისეთი ვიწრო იყო, როგორც სხვა დანარჩენის ამ ქალაქში. ვიწრო კედლები, ვიწრო ოთახები, ვიწრო საძინებელი, რომელიც შეუძლებელია სიყვარულის ხმებმა დაიტიოს. ვიწრო გულები, ვიწრო ემოციები, ვიწრო გრძნობები, ვიწრო ურთიერთობები, ვიწრო გაგება და აზროვნება, და ისეთი ვიწრო იყო მამაკაცის ოთახი რომელშიც, ვერც ეს ორი ვნებით შეპყრობილი წყვილი ეტეოდა და ვერც ძლივსჩატეული გრძნობები იტევდა ადამიანების ფიქრებს და განსაკუთრებით საშინელ, მწველ მზერას. როდესაც წყვილი ერთად იმყოფებოდა, ტაისიას ეჩვენებოდა , რომ თითოეული ადამიანი მათ ყურებდა, ყველას მზერა მათ თვალებში გუბდებოდა, განიცდიდა, ტაისია დამიანების ყოველდღიურ და დიდხნიან სევდებს… ტკიოდა და საშინლად უხაროდა პატარების ანთებული თვალები, რომლებიც ვერ არკვევდნენ ასე რატომ უყურებდნენ წყვილი ერთმანეთს. ტაისიას ფიქრები ზეცაში იკლაკნებოდა და ჰაერში ჩამოკიდებული მარიონეტივით ქანაობა. მომხიბვლელი ქალბატონი ერთ რამეს მიხვდ… დიდი გრძნობა ყურადღებას ყოველთვის მიიქცევს იმ სივიწროვეში, სადაც ყველა ერთნაირი და სივიწროვეგამეფებულია და სიყვარული ვიწრო გაგებით ,მხარზე თავის ჩამოდებაშიც გამოიხატება. უცნაურია. იმ დღეს ციოდა. ხალხის მზერა კი ისეთი ცივი არ იყო, როგორც სხვა დროს, არც მტვრიანი ზიზღი ცვიოდა მათი თვალებიდან. ციოდა. ტაისიას კი ყველა მოკვდავზე მეტად უყვარდა, თავისი კაცი და ყოველთვის უპირობოდ ფიქრობდა, რომ მისი ხელმიუწვდომელი აზრები ყველას ესმოდა… ეგონა, ყველამ იცოდა რომ ასე ძლიერად უყვარდა იგი. მის ოთახში საშინლად დაცხა. დაცხა მათ ხელისგულებშიც, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ ერთმანეთისთვის ნაკვალევი დაეტოვებინათ სხეულზე... ნებისმიერი შეხებით. სხეულშიც. გარეთ კი ისევ საშინლად ციოდა. ვერ ალღობდა შინაგან აიზბერს, რომელიც სიცოცხლის ხალისს უკლავდა ადამიანს. მათი შავი ფანჯრიდან ჩანდა ნახევრადშიშველი ხეები და ტაისია როგორც ყოველთვის ფიქრობდა, ნეტავ ისინი როგორ გვხედავენ ფანჯრებში და როცა ამინდი ბარტყების გაყინვას ითხოვს, რას ფიქრობენ ისინი ჩვენზეო. სარეცელის გაყოფის შემდგომ, ძალიან ბევრი იარეს. ისევ შემაწუხებლად ციოდა. გაყინული ბარტყი აკანკალებული ხელებით მიწაში ჩადო და მასში სულისჩამფრენი შიში გაბატონდა. ტაისიამ არ იცოდა გაყინულ ბარტყს დასტიროდა თუ გაყინულ ხალხს… მხოლოდ ერთი რამ იყო მისთვის ნათელი. ეშინოდა საკუთარი თავის, საკუთარი თავის დაკარგვის,| საკუთარი გრძნობების გაყინვის, ემოციის მიწაში ჩადების, მისი დატირების. უმისობის. „მიყვარხარ.“ ტაისია გრძნობდა, როგორ უფერულდებოდა მის გარშემო სამყარო... თითქოს თვალთახედვის არედან ყველაფერი ნაცარტუტი ხდებოდა. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა... მასთან შეზრდილი თითები არასდროს გაწყვეტილიყო. - იასე... მე შენ მჭირდები.- ჩაილაპარაკა თავისთვის და გული წაუვიდა. - გონზე ჯერ არ მოსულა?- ვთქვი აკანკალებული ტონით, რომელშიც იგრძნობოდა, როგორ თრთოდა ჩემი თითოეული მოლეკულა მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. - არა, ექიმო. - ოთახიდან როგორ გაგექცათ?!- საკუთარ სხეულში ვგრძნობდი, როგორ იყრიდა ერთმანეთში საშინელი მრისხანების დაუოკებელი სურვილი, რომელიც საკუთარ სულს თანდათანობით აჭკნობდა.- თქვენ საერთოდ ხვდებით, რა მოხდება თუ ის ვერ გაიღვიძებს? ხვდებით, ამის დედას?! ეს ქალი, ერთ-ერთი მნიშნელოვანი პაციენტია ჩვენთვის, რომლის მკურნალობა მე დამავალეს. მასზე პასუხისმგებელი მე ვარ!- ხელი იქვე მყოფ ვაზას ვკარი და ოთახში საშინელმა ჭყარუნმა დაისადგურა. - ექიმო... მან გაიღვიძა!- აცახცახებული ცისფერთვალებიანი ქალი ოთახიდან ნაჩქარევად გამოვარდა. თავისი წითური თმები ასჩეჩვოდა. სახეზე კი შიშისა და ამავდროულად კმაყოფილების შეგრძნებით ჰქონდა სავსე. ჩემი სხეული თითქოს აღარ მემორჩილებოდა, ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა ჩემში ემოციები, როგორც ეს დაზიანებულ კაშხალს სჩვეოდა, რომელიც ყოველ წამს არის მზად ასაფეთქებლად. - შეყვარება ერთამოსუნთქვაში ჩატეული გრძნობა ვერ არის, მაგრამ დროში და სივრცეში უშნოდ გაწელილი, გადღაბნილი პროცესია, რომელიც გძნობასთან ერთად პიროვნების ძალიან დიდ ნაწილს საზიზღარი ჭუჭყიანი და მახინჯი თითებით მიათრევს, კანზე ისე საშინლაად გიჭერს ხელებს, ფიქრობ, შენს კანსაც თან გაიყოლებს.. კანს არ გაიყოლებს, მაგრამ სამაგიეროდ, თავის ჭუჭყს ისე ღრმად დატოვებს შენს კანში,მოგინდება, საკუთარი ხელებით მოიგლიჯო მთელი სხეული და სულ გაილიო სამყაროდან.. უიმედო სიყვარულზე მწარე ის გადაყვარებაა,რომელიც სამყაროს და არსებას გულმოდგინედ გართმევს, ფიქრობ, სიმსუბუქეს მოგგვრის, ცოტაც და ამოისუნთქავ, მაგრამ ვეღარასდროს ამოისუნთქავ იმ ტკბილმწარე ბედნიერებისფრად შენს სამყაროდ რომ იქცა.. სიმწარეს კბილებით უჭერ, არ გეთმობა შენი სიყვარული.. უკუპროპორციაა. ისეთი ხმაურით მირიხინებს შენი ცხოვრებიდან, როგორ ფეხაკრეფითაც შემოიპარა და დაბინავდა დაუკითხავად.. იასე... იცი რა ფერია უშენობა? არა არ იცი... იგი მეწამულისფერია. სწორედ ახლაც მეწამულისფერი დამდევს სახეზე. გიყვარვარ? რა თქმა უნდა გიყვარვარ. ეს მეც ვიცი.- ავისმომასწავებლად ჩაიცინა მან და თავისი მოუვლელი, ყვითელი კბილები ჰაერში გამოაჩინა. - რატომ გაქრი? სად ხარ? მე აქ ვარ... კი, კი... ისევ გესმის ჩემი? რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარ, იასე! უშენობას როგორ ვიტან? მკვდარი ხარ? არა, იასე. შენ ცოცხალი ხარ, აბა ახლა რანაირად გხედავ მე. როგორ ვეხები შენსავე ძლიერ მკლავებს, რომელსაც ვიცი რამდენი სასიამოვნო რამის ჩადენა შეუძლია.- ვგრძნობდი, როგორ იძაბებოდა სიტუაცია ამიტომ ძლიერად ჩავახველე, რომ ტაისიას ერთხელ და სამუდამოდ ეგრძნო ჩემი აქ ყოფნის შესახებ.- ექიმო? - ვის ესაუბრებოდით, ტაისია? თქვენს შეყვარებულს? - მან მითხრა, რომ მალე მოვიდოდა და თავისთან წამიყვანდა. - ხშირად ხედავთ ხოლმე მას? - ვხედავ? იგი სულ ჩემთან არის. აი, ახლაც თავისი გამჭოლი მზერით მიფათურებს სულში ხელებს... აჰ... იასე, სირცხვილია... ახლა? რა მოუთმენელი ხარ, ჩემო...- ბოლოს კვლავ მე მომიბრუნდა.- ბოდიშით, შეგიძლიათ ცოტა ხანი დაგვტოვოთ? უხერხული იქნება ვფიქრობ, თუ აქ იქნებით.- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. მძიმე ნაბიჯებით ოთახიდან გავდიოდი. შიგადაშიგ უკან ვაპარებდი მზერას... ვხედავდი, როგორ აცურებდა საკუთარი სხეულიდან მჭიდრო ტანსაცმელს, რომელიც მთლიანად უფარავდა თავის ღირსებას. თვალებს ცოტა ხნით ვაძლევ უფლებას, რომ მის სხეულს შეეხონ. თუმცა საღი აზროვნება კვლავ თავს გახსენებს და ოთახიდან გავყავარ. ოთახიდან, ტაისიას მძიმე და ამავდროულად საშინლად ხშირი ხმა ისმოდა. ახლა კვლავ მარტო იყო... მარტო თავის იდუმალ სამყაროსთან და დაუკმაყოფილებელ ვნებებთან ერთად, რომელიც მას არასოდეს არ ტოვებდა. „არსებობს ლეგენდები ორ მოჩვენებასთან დაკავშირებით – ინკუბუსი და სანკუბუსი. ინკუბუსი წარმოადგენს სულს ან დემონს, რომელიც უმეტესად ღამე სტუმრობს ქალს და სექსუალურ კავშირს ამყარებს. სანკუბუსი კი დემონი ქალია, რომელიც მამაკაცებთან მიდის. უმეტესად ესეთი რამ ძილში ხდება, მაგრამ ასევე არსებობს საქმეები,სადაც ამგვარი შემთხვევა სიფხიზლის დროსაა დაფიქსირებული.“ თავი 11 გონების ნაპრალებიდან გადმოსული ადამიანები ყოველთვის თვალთახედვის არეალს მიმღვრევენ. ეტაპობრივად წინ მიდგებიან... სურთ, რომ მოგონებათა კაეშანი კვლავ გამიცოცხლონ. ისევ ააჟღერონ საკუთარი სულის სიმები. უეცრად თვალწინ ალექსის მეტყველი სახე მიდგება. ვგრძნობ, როგორ უფერულდება ირგვლივ მყოფი ნივთები... მხოლოდ და მხოლოდ მის ღრმა სუნთქვას ვგრძნობ საკუთარი სხეულის ნაწილებზე. როგორ მინდა კვლავ აქ იყოს. მასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი თავს. - მინდოდა ჩემი ყოფილიყავი. ერთმანეთის გვერქმეოდა, თუმცა მიკვირს... მიკვირს, თუ როგორ გამიმეტე იმ ტკივილისთვის, რომელიც ორივეს ცხოვრების სერიული მკვლელი აღმოჩნდა.- თქვა მან და კვლავ ნაცნობი მიმიკებით ცდილობდა საკუთარ სულში ის აკანკალებული გოგონა დაემშვიდებინა, რომელიც ძვლებს მიღრღნიდა. - ბოდიში.... - სიტყვა ბოდიში გრძნობებს ვერ გააქრობს... ვერც სულის იარებს განკურნავს. - იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? - დავიწყოთ რისთვის? ისევ ტკენისთვის? ნუთუ არ დაიღალე სულის მოუშუშებელი იარებით, რომელიც საშუალებას არ გაძლევს რეალურ ცხოვრებას ფეხი აუწყო. - მე შენ მიყვარდი... - ვიცი, რომ გიყვარდი, მაგრამ არა ისე როგორც ეს მარადიულ, წრფელ გრძნობებს შეესაბამება... - ბოდიში, ალექს... - ბოდიში ვერ გამკურნავს, ვერც შენ დაგიბრუნებს ადრინდელ ცხოვრებას. - მჭირდები... - მეც მჭირდება ის გოგო, რომელიც მუდამ თვალებში შემომციცინებდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საერთოდ არც უნდა გამეცანი მაშინ კლუბში. - არა... - თუმცა ერთ რამეს მივხვდი, თე... დიახ, შენ ჩემი ნარკოტიკი ხარ და ყველაზე დიდი კაიფი, მაგრამ სწორედ ამ დამოკიდებულებით ნადგურდება ეს ცხოვრება. ჩვენ ერთმანეთის მკვლელნი გამოვდივართ... - არ წახვიდე რა... - უნდა წავიდე... - უკანასკნელად მაინც მაკოცე, ალექს! - უკანასკნელი ამბორი?- ირონიულად ჩაიცინა მან.- ვინ იცის ღამით, როდესაც შენ ჩემს მკლავების ქვეშ გეძინა, რამდენჯერ გამღვიძებია და რამდენჯერ მიკოცნია ჩუმად შენთვის. - ნუ მტკენ... - შენ ისედაც გტკივა. - ანუ მტოვებ? - ანუ მშვიდობით. - შეხვედრამდე. - ნახვამდის.- ცივად მომიგო მან. რამდენიმე წამში ალექსის გამოსახულებაც ნელ-ნელა გაიდღაბნა. სწორედ ისე წვიმის წვეთები, როდესაც სულიერების ნახატს გაანადგურებს ხოლმე. მისი დაკარგვის შემდგომ ბევრჯერ მიფიქრია სუიციდზეც. არა, მარტო ალექსის გამო არა... შინაგანი ხმები მოსვენების საშუალებას არ მაძლევენ. მინდა, რომ ისინი გაქრნენ. უიმისობა ალბათ ბევრად უფრო მშვიდი იქნება. ჩიტის მსგავსი ვიქნები. ღრუბლის სახით მოვევლინები. სხვა სხეულში ვიცხოვრებ. ალექსის სახლთან ახლოს. მისი გულის ნაპრალებისგან დაშორებით. ადრე მიკვირდა თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს საკუთარი ცხოვრება წარბაუხრელად გაენადგურებინათ, როგორც ეს ანანოს მაგალითზე განხორციელდა. ახლა მივხვდი მის სულის იარებს. ახლა ჩავწვდი მის შინაგან ფენებს, რომელსაც ვერავინ კითხულობდა. ოთახში კვლავ ჩამოცხა... კბილები ამიკაწკაწკდა... მობილურის რეკვის ხმა კვლავ გაისმა საძინებელ ოთახში. გულ-მუცელი ერთიანად ამეწვა. ალექსის თავს მახსენებდა... ისევ მტკიოდა. უიმისობა მანადგურებდა, როგორც გაზაფხულში შემოპარული სიცივე. ამდენი დღის შემდგომ პირველად დავხედე მობილური ტელეფონის ეკრანს. მარტა რეკავდა. - ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?- თქვა მძიმედ მან... - არა...- დაძაბულად მივუგე მარტას. - იქნებ სადმე შევხვედრილიყავით? - ცოტა არ იყოს მოუწესრიგებელი ვარ. - არც არავინაა მოწესრიგებული სპონტანურად. მინდა, რომ დაგელაპარაკო. ლევანიზე ყველაფერი არ მომიყოლია. - გინდა ჩემთან ამოხვიდე?- საკუთარ გამოსახულებას სარკეში შევხედე. ტანში გამაჟრჟიალა. უსულო არსება მიყურებდა იქიდან... თვალებჩაცვენილი მოსიარულე ზომბი. - მისამართს მესიჯის სახით გამოგიგზავნი. კაფეტერია მირჩევნია. არ ვიცოდი რა უნდა მომემოქმედებინა. ჩემს გონებაში ათასობით ადამიანი იყრიდა ერთიანად თავს და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მინდოდა, მართლა მჭირდებოდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა... ცხოვრებას ბოლოსდაბოლოს სადამდე გავექცეოდი? ძალდატანებით ჩავიცვი შავი ზედატანი, ტყავის ქურთუკი და ელასტიკი. გარეთ სუსხი იყო. ტანში გამცრა. გაფაციცებით ვუყურებდი გარემოში არსებულ სიტუაციას. ხალხი მოწყენილი სახით დადიოდა ირგვლივ. ყველა საკუთარ ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას არ ცდილობდნენ. მომენტალურად იასამანის სურნელი ვიგრძენი შორიდანვე. გადასასვლელზე ვიდექი და მწვანის ანთებას ველოდებოდი, რომ ზებრაზე გადავსულიყავი. ნაცნობმა სურნელმა საკუთარი გრძნობები გაამრავალკეცა... მინდოდა ძირს დავცემულიყავი და მთელი ძალით მეხოკა მიწა. შიგ ჩამეწვინა საკუთარი სხეული. ერთხელ და სამუდამოდ გამენთავისუფლებინა ამ ჯოჯოხეთური ტკივილისაგან. ეშმაკი ჩემში ცხოვრობდა. თურმე თითოეულ ადამიანს დაჰყავს თავისი აჩრდილი. გრძნობა არეული საკუთარ ნაბიჯებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ვერ გავაანალიზე, როგორ გადავკვეთე უწინდელი ქუჩა, საიდანაც იასამანის სურნელი იგრძნობოდა. ჩემს გონებას წარსული მართავდა. ამას ვერ გავექცეოდი... ქუჩა გადავსებული იყო ადამიანებით, რომლებიც გზააბნეული ჭიანჭველებივით დაეხეტებოდნენ გარემოში საკვების მოსაპოვებლად. მეწამულისფერი ზეცა სამოთხის იმიტაციას ქმნიდა და ერთი სული მქონდა ჩიტად გადავქცეულიყავი, რომ მისი სიცხადე ახლოდან შემეგრძნო. მე ბუნების შვილი ვიყავი. მე რომანტიკული გული მქონდა... მქონდა და ახლაც მაქვს ოღონდ სახეშეცვლილი და ნატყვიარევი. უეცრად სამყარო შეიკუმშა... ჰაერი დამძიმდა... გალაქტიკიდან ვარსკვლავები ჩამოცვივდა... სხეულიც გაცივდა... გრძნობებიც დავიწყებას მიეცა... ადამიანები მიწას შეეზარდნენ. ფეხს არავინ იცვლიდა. გარშემო მხოლოდ და მხოლოდ შემაძრწუნებელი ხმა ისმოდა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგონა, რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო. იარაღის გასროლის ხმა არ წყდებოდა. ხალხიც პანიკაში ჩავარდა... უცნობი, მაგრამ საშინლად ნაცნობი ხმა გაისმა, რომელიც იუწყებოდა, რომ არ გავნძრეულიყავით. მე მისი არ მესმოდა. სხეული მიკანკალებდა. რეალობას ადექვატურად ვერ აღვიქვამდი. რამდენჯერმე ძლიერად დავხუჭე თვალები, თუმცა უშედეგოდ. სიზმარში არ ვიმყოფებოდი და არც ის შეგრძნებები იყო რეალობას მოკლებული, რომელსაც განვიცდიდი. მომენტალურად წელში გავსწორდი.. ალბათ იმიტომ, რომ ჩახუთულობა გულს ერთიანად მიწვავდა. - ვერ გაიგე?- ღვარძლიანი ტონით აღმოთქვა მან.- არცერთი ნაბიჯი არ გადადგა, თორემ შემდეგი ტყვია შენ მოგხვდება! დაბინდული გონებით ვერ ვიგებდი მის ხმას. მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანთა შეხებას ვგრძნობდი ფეხის არეში, რომლებიც ძირს დაწოლას მეხვეწებოდნენ. მე მათი არ მესმოდა. მინდოდა ფრთები შემესხა და სულ სხვა სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. ნაბიჯი ისევ გადავდგი. უცნობი კაცის სუნთქვა ყურებს მიხშობდა. შემდგომ სიცარიელე და ამ სიცარიელეში ვარსკვლავივით აკიაფებული ხმა. - არა...- თქვა ნაცნობმა სურნელიანმა და ჩემ წინ უგონოდ დაეცა. ხელები წითლად შემეღება. გული გამალებით მიცემდა. თვალებში შავი ნაჭერი გადამფარებოდა... როდესაც გონებაზე მოვედი მხოლოდ და მხოლოდ წითელ ფერს ვხედავდი. წითელ ფერს და ამ მეწამულ ფერში გახვეულ ალექსის სხეულს, რომელიც ბაგეების საშუალებით ცდილობდა, რომ ჩემთვის ის სიტყვები ეთქვა, რომელიც ასეთი უცხოენოვანი ყოფილიყო ჩემთვის. - ალექს... ეს რა ჩაიდინე?!- სიმწრის ცრემლები წამსკდა... ვუყურებდი მის ჩამქვრალ თვალებს, რომელმაც ჩემი სული იხსნა საკუთარი სიცოცხლის ფასად. თავი 12 ალექსის მომაკვდავი სხეული საკუთარ სხეულს ეტმასნებოდა. იგი ღრმა თვალებით სულში აგრძელებდა ჩახედვას. თურმე როგორ მომნატრებია. უიმისობა სიკვდილის ფერი ყოფილა. მის შემხედვარეს სამყარო არსებობას წყვეტდა. მეშინოდა... მთელი ჩემი შინაგანი ორგანო ჩვილი ბავშვივით ცახცახებდა, რადგან სწორედ ამ წამს ჩავხედე სიკვდილს თვალებში... ვერ გადავიტანდი, რომ მას ალექსიც წაერთმია ჩემთვის. - კიდევ ფიქრობ, რომ არ მიყვარხარ? ჩემი ფიქრები მხოლოდ შენკენ არის მიმართული... შენმა ნახვამ კვლავ გამახსენა ჩვენი საღამო. - არ გინდა, არა ალექს...- ტირილით მივუგე მას და მთელი სხეულის მის გაყინულ, გალურჯებულ სხეულს ჩავეხუტე. - მარადიული არაფერია, თე... - მე არ მინდა გაქრე. შენ ხომ ასე ძალიან გიყვარდა სიცოცხლე. - სიცოცხლე ძალიან მიყვარდა, მაგრამ არა ისე, როგორც შენ. - მაპატიე... - გაპატიო რისთვის, თე? - უსიყვარულობისთვის. - ადამიანს ვერ დააძალებ სიყვარულს. ადამიანი ან გიყვარს ან არა. მარტივია... ალბათ ეს იყო ჩემი ბედი. - ბედი თუ უსამართლოა მისი არსებობაც არ უნდა იყოს გამართლებული. - ვერ დავუშვებდი, რომ ეს ტყვია შენ მოგხვედროდა, თე. - როგორ გავძლო უშენოდ? - შენ ისედაც არ გიყვარდი ისე, როგორც საჭირო იყო. - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე სახის გრძნობა არ გამაჩნდა შენ მიმართ. - უკანასკნელად... - არა, სიტყვა უკანასკნელად არ თქვა, ალექს... - უკანასკნელად მინდა ჩემ გვერდით იყო, მანამ სანამ საბოლოოდ არ გაშორდება ერთმანეთს სული და სხეული. - არ თქვა ეს... არა, ალექს... - მიყვარდი და ისევ მიყვარხარ.- თქვა მან და საკაცეთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალექსის წაყვანის შემდგომ გულმა საშინელი კუმშვა დაიწყო. ასე მეგონა სრულიად ამოხტომასაც ლამობდა. მეშინოდა მისი დაკარგვის იმის მიუხედავად, რომ ჩემი არც არასოდეს ერქვა. მეშინოდა ჩემი თავის, რადგან ვხვდებოდი მისი ერთი ღერი ჩამოგდებული თმაც ჩემი ბრალი იქნებოდა. ემოციებისგან სრულიად დაცლილი საოპერაციო კარებთან ჩავიმუხლე. თავი ხელებში მოვიქციე და ცხარე ცრემლებით დავიწყე ტირილი. ცრემლები ლოყებს მიწვავდა... სულში კი ერთიანად ირეოდა ის „მე“- ები რომლებმაც საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს. - ყველაფერი კარგად იქნება.- გაისმა ნაცნობი ხმა, თუმცა მის გაგონებისას იმის ძალაც აღარ შემრჩენოდა, რომ თავი ზემოთ ამეწია. უჩა მომიახლოვდა. გვერდით მომიჯდა და მხრებზე თავის თითებს თანაგრძნობის ნიშნად მისმევდა.- ალექსი კარგად იქნება, თებეა. მე ამის მწამს და სჯობს შენც ამის იწამო. - ჩემი ბრალია... - შენი ბრალი არ არის, თებეა... - მე რომ იგი მყვარებოდა ის ამ დღეში არ იქნებოდა. - ყველა ადამიანს თავისუფლების უფლება გააჩნია. მათი გადასაწყვეტია რა დროს რა სიტყვას იტყვიან. თითოეული ქმედება მათია. ჩვენ კი არ გვაქვს უფლება ეს ყოველივე წავართვათ. - ჩვენ ერთნი ვიყავით, ახლა აღარ ვართ. - ალექსის შენი გვერდში დგომა სჭირდება. თუ შენ მხნედ არ იდექი ისიც დაიტანჯება შენთან ერთად. განა ენდომებოდა, შენი ცრემლების დანახვა? - რომ მოკვდეს? რომ ვეღარასდროს ვნახო? ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ აქ... სადღაც აქ იყო და უბრალოდ ცხოვრობდა. - მან საკუთარი სიცოცლე შენ გამო გაწირა. - საქმეც ამაშია, უჩა... საკუთარ თავზე ბრაზი მაწვება. - არ ღირს საკუთარი თავის დადანაშაულება იმის გამო, რაც არ ჩაგიდენია. - მას ტყუილი იმედი მივეცი. ეს ჩემი შეცდომაა. - ყველაფერი კარგად იქნება. ექიმი მალე გამოვა და გვეტყვის, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ. ხო ასეა, თებეა? ახლა ცრემლები მოიწმინე საყვარელო. საათის ისრები ზანტად მილაზლაზნებდნენ. გული საგულეში ვეღარ ჩერდებოდა და ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ალექსის მეტყველ სახეს, რომელიც სულს ერთიანად ფერად-ფერადი სხივით შეამკობდა. - ლექსოს ახლობლები აქ არიან?- სახემოღრუბლულმა იკითხა ექიმმა. გონებადაბინდული მისკენ გავექანე და პასუხი მოვთხოვე. ამის შემდგომ აღარ მახსოვს აღარაფერი. თითქოს სიზმართა ნაკადს შევერწყე და იმ ნაპრალებიდან ვერა და ვერ გამოვდიოდი. ადამიანი ყველაზე ეგოისტი ადამიანი მთელ მსოფლიოში. მისტირის მათ ვისკენაც ყველა გზა მოჭრილი აქვთ. განა ტყუილად ამბობენ... ადამიანს სიკვდილის შემდგომ აფასებენო. ალბათ ასეცაა. თეთრი ოთახი ავისმომასწავებლად გამოიყურებოდა. ვუყურებდი საკაცეზე დაწვენილ ფერმკრთალ არსებას, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ სიცოცხლითსავსე იყო. იგი ჩემ გამო იწვა ამ სახეშეცვლილ სამყაროში. ჩემ გამო... სხვა გალაქტიკაში. თითოეული ადამიანი კვდება ღამით, მზის ამოსვლისას, როდესაც ოთახში შემოიპარება გაზაფხულზე შემოპარული ყინვა. სიკვდილის წინ გაგვახსენდება მგზნებარე, ანთებული ღამეები და ის უნაზესი შეერთებული კოცონი, რომელიც ძალიანჰგავს ორ მონათესავე აგიზგიზებულ სულს. სიკვდილთან ერთად არსებობას წყვეტს მოგონებები და კუბოს ქვეშ განვაგრძობთ ყოდით, ახალ, შეუცნობელ გზას. ხალხი სიკვდილის დროს გიჟივით იკივლებს, რომ უშველონ… კვლავ დააბრუნონ... მაგრამ ერთმანეთის არავის გვესმის და კვლავ ძილს მივეცემით… ძილს მივეცემით გარდაცვლილ ადამიანებთან ერთად. ზოგჯერ ადამიანი სიცოცხლეშივე კვდება. მე სიცოცხლეშივე მოვკვდი. ალბათ ჩემს მსგავსად ძალიან ბევრი ადამიანი. ახლა ვუყურებ ალექსის ჩამქვრალ სახის ნაკვთებს, რომელიც ერთ დროს ჩვენ მოგონებებს იტევდა. ვუყურებ... ვუყურებ და ვხვდები, რომ რაც ამ სამყაროში თვალით დანახულია, ის უხილავია... რაც შეცნობილია, ის ჯერ კიდევაც უცნობია. როდესაც გიყვარს, მაგრამ მაინც გტკივა... როდესაც ცოცხლობ, მაგრამ მაინც მკვდრად გრძნობ თავს... როცა სიცოცხლე გინდა, მაგრამ თავს მიტოვებულად გრძნობ. როდესაც გინდა ცხოვრებას გაექცე, თუმცა ამ დროს ყოველი გასასვლელი ჩარაზული გხვდება. ახლაც... ახლაც მინდა ალექსის სხეულში ჩავძვრე და მისი გაყინული სხეული გავათბო. კვლავ სიცოცხლის ჟივით ავავსო. გონებაში ყველა ის არსებული მოგონებები, დიალოგები ცოცხლდება ჩემში რაც კი ერთად გადაგვხდენია. „ - უნდა წავიდე... - უკანასკნელად მაინც მაკოცე, ალექს! - უკანასკნელი ამბორი?- ირონიულად ჩაიცინა მან.- ვინ იცის ღამით, როდესაც შენ ჩემს მკლავების ქვეშ გეძინა, რამდენჯერ გამღვიძებია და რამდენჯერ მიკოცნია ჩუმად შენთვის.“ ალექსის სხეულს ბოლოჯერ მივაპყარი მზერა... მის შეხედვისას ცა გადიდდა. ვარსკვლავები ჩამოიშალა...’ გალაქტიკა დაიშალა... - უკანასკნელი ამბორი, ალექს... უკანასკნელი სიცოცხლის ნაპერწკალი შენს ტუჩებზე. მე შენთან ვარ. ჩვენ ერთად ვართ. მიყვარხარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.