ექსტრემალური პაემანი (სრულად)
ზაფხულის უცხელესი დღეა. სამსახურიდან ადრე გამოვედი და ისეთი დაგუდულობაა,სუნთქვა მიჭირს. ას ნომერ მარშუტში გაჭირვებით ვეკვეხები,ყურთად ტელეფონით და გაფშეკილი თითებით. შილაკი იმ წუთის გაკეთებული მქონდა. მარიამს დიზაინს ზეპირად ვუხსნიდი,ფოტოს გაგზავნის თავი და მოფიქრების უნარი იმ სიცხეში ნამდვილად არ მქონდა. -მაჭავარიანს რომ ჰქონდა დეიზე გახსოვს დადებული ლაქის ფოტო?! ეგეთია თითქმის,მაგრამ,ჩემი იდენტობაც ჩავაქსოვე,აბა იმას ხომარ ვათქმევინებ,ნატაშკას ინდივიდუალიზმი არაქვსო. თან იმასთან ვიყავი,ეგ სადაც დადის და მთელ მაგის პადრუგებზე ისეთი ამბები გავიგე,ახლა ვერ მოგიყვები. მარშუტში ვარ და ვინმე სამართალდამცავი შემთხვევით რომ იჯდეს და მისმენდეს,5 საქმეს მინიმუმ გახსნის და ლეინტენანტობას გამოკრავს ხელს. გაგიჟდები პირდაპირ. ამასობაში,ვიღაც სიმპათიური ჯეელი ადგილს მითმობს და ჩემს შილაკიან თითებს ამჯერად მინაზე ვაწებებ,ოდნავ გრილია. თერმულ წყალს იმდენი ხანი ვიშხაპუნებ სახეზე,უკნიდან ქალი უკმაყოფილო სახით სალფეთქით შხეფებს იწმენდს.მორიდებით ვებოდიშები და მასაც ვთავაზობ,მაგრამ,ვატყობ,ისედაც გავაგრილე. კიდევ კარგი,წყალგამძლე ტუში მისვია,ტონალური ისედაც სანამ სამსახურში მივედი დილით,მანამდე მომშორდა. მძღოლი აწყვეტილი გარბის,თუმცა,ჩემი საუბრის ტემპს მაინც ვერ ეწევა. -გიგაზე გითხარი?! გერმანიაში მიდის. იმის იქეთაც წასულა. მაინც არიყო ჩვენ შორის ქიმია და რომც ყოფილიყო,მაინც ვერ შეხედავდა. ის ჯეელი თავზე დამდგომია თურმე და,ამ ჩემს ლაპარაკს ცალი ყურით და ყურებამდე გაღიმებული უსმენს. არ მივაქციე დიდად ყურადღება,ერთბაშად სადმე არ მიცნოს,ან ვინმე იცოდეს ჩემი ნახსენები. -რაღაც ძალიან მშია,ესსიცხე შიმშილის გრძნობასაც რომ მითრგუნავდეს სიცოცხლის ხალისთან ერთად,კუზანოვები და მისთანებიკიარ მეყოლებოდა გამოწერილი ინსაგრამზე.-ვოხრავ და ჩუმ ჩაცინებასისევ არ ვაქცევ ყურადღებას. გვერდით ისედაც მოხუცებული მიზის ახალგაზრდების გზიდან აცდენაზე ლექციებს უკითხავს იმ ჯეელს,ადგილი რომ დამითმო. სულ რამდენიმე წუთი და სამი ბომბა ისტორია მქონდა დარჩენილი,გაჩერებაზე ჩვენ გვერდით მოყენებულ მარშუტში ჩვენი დაქალის,ნინის შეყვარებული რომ დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად,ხელგადახვეული და საეჭვოდ გაღიმებული. გავცივდი. ადგილზე გავიყინე და საუბრის უნარი წამით წამერთვა. -მარიამ,დავიღუპეთ ოფიციალურად! -ხმა ისე ამიკანკალდა,ვერ მივხვდი. ხუთში ისხდნენ ისენი,ამასობაში,დაიძრნენ და ჩვენც მივყევით. -ვაიმე,იმათ გაყევით!-ისეთი განწირული ვიყვირე,ის კაცი,ჯეელი და ნახევარი ავტობუსი თავზე წამომადგა. მძღოლმა სარკიდან ეჭვის თვალით გამომხედა,თუმცა,სიჩქარე არუცვლია. არადა ჩამოვშორდით. ის ვაჟბატონი კი უდარდელად ეხვეოდა ალბათ მას და საერთოდ არ ანაღვლებდა,რომ მისი შეყვარებული ამ დროს მასზე ფიქრით ალბათ მეათე შეცდომას უშვებდა ვორდში. მარიამი ტელეფონიდან ბოლო ხმაზე გაყვიროდა,მაგრამ,სიტყვაც არ მესმოდა,ჩემი ბავშვობის მეგობარს ღალატობდნენ ჩემ თვალწინ და მეორე დაქალისთვის სიტუაციის ახსნის თავი ვერ მქონდა. -ახლა იმ ავტობუსს თუ ვერ დავეწევით,მოვკვდები. ჩემთან ერთად კიდევ ორი გოგო და საქართველოს სამი მომავალი დაეკარგება. ჩემს დას იმ ავტობუსში ღალატობენ,მისი გეი შეყვარებული ვიღაც გოგოს ხუთ ნომერში ეხვევა და იქ თუარ გავჩნდი და სათანადო პასუხი არ გავეცი,საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ. -ცრემლებამდე მისული მძღოლს შველის თვებით ვევედრებოდი და ადგილზე ვცმუკავდი. ნახევარი ავტობუსის წუთებში სათითაოდ "დაეწიეთ"-ძახილში მძღოლმა ალბათ იფიქრა,ამათ თავს ვერ დავაღწევო და ისე ჩააჭირა გაზის პედალს,ფეხზე დამდგარი მე,მოხუცებულს წარმოუდგენლად ავერიდე და იმ ჯეელს ჩავუვარდი ფეხებში. სირცხვილისგან დავიწვი,ძლივს რომ ამაწყო ნაწილებად დაშლილი,მაგრამ,ამის დრო არიყო. აღარ დავმჯდარვარ,ჩემი ადგილი უკან მჯდომმა ცნობისმოყვარე ქალბატონმა დაიკავა და რიგრიგობით გამომკითხა: დიდხანს არიან ერთად?! ის ვაჟბატონი აქამდეც იყო მხელილი ღალატში?! თქვენი მეგობარი ძალიან შეყვარებულია?! კარგ ანტიდეპრესანტს გირჩევთ-ჩემი დიშვილი მაგან გამოიყვანა მდგომარეობიდან,ლამის თავს იკლავდა შეყვარებულს რომ დაშორდა. შინაგანად ვდუღდი,მაგრამ,ამ ქალს აღარ გავეპასუხე,ანტიდეპრესანტი კიარა,იმაში ვერ ვიყავი ჯერ დარწმუნებული,ამ ამბავს რომ გაიგებდა ნინი,ჯერ იმ გოგოს მოკლავდა თუ ვაჟბატონს. მარიამი ისევ გაკიოდა,მე ისევ არ მქონდა თავი პასუხის. მერე ერთმა იდეამ გამიელვა თავში და ეს ჩემი ტელეფონი იმ ქალბატონს მივეცი და ვთხოვე,რაც მოხდებოდა ყველაფერი მისთვის ეთქვა. -გამოჩდნენ!-იმხელაზე ვიყვირე,მძღოლმა ინსტიქტურად დაამუხრუჭა. ისევ ვიქცეოდი,თუმცა,პრინცმა მეორედ მიხსნა,წელზე ხელი ძლიერად შემომხვია და მეორეთი თავი დაიმაგრა ძელზე. დიდად არ გავუძალიანდი,სასიამოვმო არომატი მოდიოდა მისგან. მე კიდევ ზუსტად ვიცოდი,რომ ვისაც სუნამოს სწორად არჩევა შეეძლო,ის ცუდი ადამიანი არიყო. მივენდე,საყრდენი მქონდა,ახლა მთავარი იყო,დედაბოძი იმ ვაჟბატონს გამოსცლოდა. -დაეწიეთ გენაცვალე,ისევ გაგვცდნენ ისენი.-ისევ ჩაგვერთო ქალბატონი. მძღოლს ალბათ თვითონაც გადაედო ინტერესი და ისეთი მოძრაობები გააკეთა,თავი მძაფრსიუჟეტიან თრილერში მეგონა. ერთი სტეტჰემი აქაც იყო,ძლიერ მკლავებში ვყავდი და მისი სუნამოთი იდნავ მადუნებდა. -და რომ დავეწევით,რას აპირებთ?-ინტრიგანმა თავი უკანა რიგებიდან გამოყო და ეჭვის თვალით გამომხედა. -ძალიან არ მინდა იმის მომსწრე გახდეეთ,რასაც იმას ვუზამ!-მუქარით სავსემ მთელი ყურადღება საქარე მინაზე გადავიტანე და სიხარულით შევხტი,როცა როგორც იქნა,კუდზე დავაჯექით ხუთ ნომერს. -აი,თქვენ თუ არ ავტობუსს არ ჩამორჩებით,დიდებისორდენით დაგაჯილდოვებთ როცა ეს ყველაფერი ჩაივლის!მძღოლს მადლიერებით სავსემ გავხედე და ფუშფუშა ქალბატონთან მოსაუბრე მარიამს დავუბრუნდი. -ნინისთან არაფერი არ თქვა ჯერ!სანამ მას თვალებში არ ჩავხედავ და მიზეზს მისგან არ მოვისმენ,მანამდე ნინიმ ამის შეაახწბ არუნდა იცოდეს!-სიტყვას ვუტოვებ და ისევ დროებით პატრონთან ვაბრუნებ. ჩემი გადამრჩენი მის როლს იდეალურად ითავსებს,შიგადაშიგ მათვალიერებს და ხელებს შეძლებისდაგვარად აკურატულად მხვევს. -თუ ცოტა არ დამშვიდდებით,გული გაგისკდებათ! აჩქარებული გაქვთ და სახეზე წამოწითლდით! სისხლში ტვინს ძალიან აწვება,მოდუნდით,რომ უკეთესად გაანალიზოთ ყველაფერი! -ხელს მაჯაზე მადებს და საათზე დროს ამოწმებს. მეც ვგრძნობ,ვერ ვარ რომ უნდა ისე. -წამალს მოგცემთ!-ის ინტრიგანი გვეპასუხება. კორსიზის კოლოფი ჩარტერული რეისით უკანა რიგებიდან მოემგზავრება და ჩემი გულის დასამშვიდებლად ათობით ხელში გადადის. ტელეფონიდან მარიამის ხმა მესმის: _რა სჭირს ნატაშკას?! სანამ ჩემი გული ოდნავ წყნარდება,გაჩერებამდედაც მივდივართ. აქ უკვე მეორედ მიმდის გული! მარშუტს ავცდებით! -არ გაჩერდეთ!-მთელმა ავტობუსმა ისე დაიქუხა,მძღოლმა ავტომობილის ჩაქრობაც ვერ მოასწრო. -დამშვიდდი!-უკნიდან ჩუმი ხმა მამხნევებს! დაახლოებით რვა წუთიანი დევნის შემდეგ,ხუთი ნომერი მის გაჩერებაზე ჩერდება და მთელი ავტობუსი ჩამოვქვეითდით ჩვეულებრივად. უკან ფუმფულა ქალბატონი,ინტრიგანი და მოხუცებული მიდგას.. გვერდს პრინცი ჯეელი მიმაგრებს გოროზი გამოხედვით. სახეში არ მიყურებს,თუმცა მის მზერას მაინც ვგრძნონ! მის გვერდით თავს პატარა ბავშვად ვგრძნობ,თუმცა,ეგო მაქ მისი სიმაღლე! რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ მარშუტისკენ,თუმცა,არ დამცალდა. ვაჟბატონი და მისი თანმხლები თავად გვეგებება. მეორე შოკი მაშინ მემართება,სანდროს გვერდით მაჭავარიან თამთის რომ ვხედავ! ელდისგან გვერდით მდგომს ხელზე ვეჭიდები,თუმცა,სისუსტე წამიერი იყო,რისხვამ ისე გამაძლიერა,სისხლის მოძრაობა თავადვე ვიგრძენი. სანდროს ოფიციალურად აღარ აქვს სახეზე ფერი! თამთი ისეთი შეშინწბული მიყურებს,საკუთარ თავში თავდაჯერებულობა მწვერვალს აღწევს. -ნატა,აგიხსნი!-ჩემკენ ნაბიჯს დგამს,თუმცა,ჩემ გვერდით მდგომი წინ მიდგება და ჩემთან მოახლოების ნებას არ აძლევს. მის ქმედებაზე მეღიმება.. ნახევარი ქალაქის თანდასწრებით მისი არეულ-დარეული საუბრის მოსმენის სურვილი ოდნავადაც არ მქონდა. მითუმეტეს-მოღალატე კაცისან სიტყვის გაგონებაც კიარ მინდოდა. ჩემი მისდამი დაწყობილი გეგმები გადავხაზე და, ჯეელთან ერთად ჩვენ შორის მანძილი ნელი ნაბიჯებით დავფარე. -ერთი სიტყვის ღირსიცკიარ ხარ! არიცოდი ვის ღალატობდი?! ნინის რომ ეს აკადრე,ამის მერე ჩემთან ახსნაგანმარტებებს ითხოვ?! კაცობა არ შეგრჩენია?! თუ ღალატის თავი გაქ,იმდონეზე მაინც დაიჭირე შენი პოზიცია,თავის მართლება არ დაგჭირდეს! ნინის ეს როგორ გაუკეთე?! არ გახსოვს რა გამოიარა?! იქ არიყავი მთლიანად დამსხვრეულს ნაწილნაწილ რომ ვკრეფდით ყველა?! შენი თვალით არ ნახე განადგურებული ნინი როგორია?! თ საკუთარი თავისიმედი არ გქონდა ,საერთოდ რატომ იწყებდი ყველაფერს?! შენი მოკვლის სურვილი მქონდა ათი წუთის წინ, ღირსი ხარ მთელი ქალაქის თვალწინ გაგასილაქო, მაგრამ, არ მინდა შენი ლაფი ოდნავადაც მომესხას! -სრულიად მშვიდი ტონით,საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული,ზიზღს თვალებიდან ვაფრქვევდი! არ გასცდენია ჩემი ტონი ჩარჩოებს! იმის ღირსადაც არ მომეჩვენა ამ წამს,მის გამო ხმა ამეწია და თავი დამედაბლებინა,მითუმეტეს,ადამიანის თანდასწრებით,რომელთანაც მენტალურ მიზიდულობას განვიცდიდი პარალელურად. თამთის სახემ გულის რევის შეგრძნება დამიტოვა. მის თვალებში მოხეტიალე გამარჯვების ვარსკვლავებმა წამით საკუთავ თავზე კონტროლი დამიკარგა,თუმცა,თავს მაინც მოვერიე. -ნეტა ის გამაგებინა,არაკაცი სანდროსგან რა უნდა მიიღო ისეთი,რაც შენამდე ნინის არ ჰქონდა. -ირონიულმა სიტყვებმა სახე წაუშალა,თუმცა,მისთვის აღარ შემიხედავს. ისე გამოვტრიალდი,სანდროს ძახილზეც აღარ გავიხედე. ფუნთუშა ქალბატონს უკეთესი სანახაობის იმედით ტელეფონი ჩაბღაუჭებული ჰქონდა და ცოტა იმედგაცრუებულმა დამიბრუნდა. მოხუცებულს სახეზე კმაყოფილება ეხატა,იმედია, კეთილგანწყობა დავიმსახურე. ჯეელი სულ ერთი წამით ჩამომშორდა,მძღოლს ხელი ჩამოართვა,მადლობა გადაუხადა და რაღაც უთხრა,რაც ჩემს სმენას არ მოსწვდა,მარიამის ისტერიკებს ვისმენდი ნახევარი სფეროთი. სანამ მას მომხდარის ჩემებულ ვერსიას ვუყვებოდი,მარშუტი დაიძრა,მგზავრები აკრიფა და გაგვეცალა. ვაჟბატონი მისი თანმხლებით აორთქლებულიყო! ქუჩაც ჩაწყნარებული იყო და გვერდს ისევ მაღალი,მოხდენილად ჩაცმული,სიმპათიური პირისახის მამაკაცი მედგა. მისი რიგიანად შეთვალიერება მხოლოდ ახლა მოვახერხე,როცა ოდნავ განვთავისუფლდი დაგროვილი ემოციებისგან. თვალით მანიშნა გავყოლოდი და მეც,ინსტიქტურად მის ნაბიჯებს ავყევი. მარიამს დროებით კაფის შესასვლელთან დავემშვიდობე და ორმაგად გაოცებულმა მის წინ,მრგვალ მაგიდაზე დავიკავე ადგილი. -დამშვიდება გჭირდება,არაფერი პირადული!-თითქროს თავი იმართლა,მსუბუქად გაიღიმა და მიმტანს პიტნიანი ცივი წყალი შეუკვეთა გრეიფრუტით და ერთი ჭიქა უშაქრო ამერიკანო. -პიტნა ნერვულ სისტემას დაგიმშვიდებს,გრეიფრუტი განწყობას გამოგიცვლის,ცივი წყალი კი გულს გაგიგრილებს. -თვალს წამიერად მიკრავს და გონზე მოსვლის საშუალებას მაძლევს. დრო ნამდვილად მჭირდება! ადრენალინისგან ძარღვები დახეთქვაზე მქონდა და ჯერაც არ მჯეროდა,ნერვები როგორ მოვთოკე მის წინ. -სკანდალს ველოდი,შევემზადე კიდეც საჭიროების შემთხვევაში ჩასარევად,თუმცა,გაკვირვებული დავრჩი. თუ საიდუმლო არარის,რაზე სწავლობ?! -ფსიქოლოგიის ბოლო კურსს ვხურავ,თუმცა,ყველაზე არაორდინალური გონება მაქვს,საჭიროებისამებს ვერასდროს ვერ ვმოქმედებ და ემოციებს ვერასდროს ვიკავებ.. -მივხვდი,თუმცა,ეგ შენ გგონია,დღეს შესანიშნავად იმოქმედე,გარშემომყოფები შენი გავლენის ქვეშ მოაქციე,შემდეგ კი სტრესულ სიტუაციაას ცივი გონებით მიუდექი!პრაქტიკა გაკლია,რომ ვნებას გაუმკლავდე,თუმცა,ვიმედოვნებ,ამის შემდეგ,კომფლიქტურ სიტუაციაში აღარ მოხვდები.-ყავა მოსვა და ტელეფონს წარბშეხრილმა დახედა. -რამოდენიმე წუთით დაგტოვებ,მნიშვნელვანი ზარია,გამიხარდება თუ დამელოდები!-ხმა ისეთი ოფიციალური გაუხდა,გამაჟრიალა! თუმცა,მისმა გალანტურიბამ მომხიბლა! აშკარად იცის მანდილოსანთან საუბარი და მისი დაყოლიება თავმდაბლობით. სანამ მოსაუბრე დაბრუნდა,მარიამისკიდევ ერთი ზარი მოვიგერიე,სააბაზანოდან მირეკავდა,ნინი მოვიდა და შწნ გარეშე მე ვერ ვეტყვიო. ამან ორმაგად ამიფეთქა გული. არც კი მინდა წარმოვიდგინო,როგორ განიცდის.. ნინი სულ სხვა იყო.. ჩვენგან,ყველასგან გამორჩეული და ძალიან სუსტი გულით.. მის მსხვრევად სულს კიდევ ერთი იარა ძალიან დიდ უფსკრულს დაუტოვებდა და მეშინოდა.. ძალიან! -რომ ნერვიულობ თვალებს ხშირად ახამხამებ და ხელებით თმებს აწვალებ..-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. მოსულმა არომატმა ისევ დამამშვიდა საგრძნობლად. -დაკვირვებული ხარ..-ფიქრებში არეულმა სივრცეს გავხედე,მის მზერას ამჯერად ვერგავუმკლავდი. ოსტატურად აარიდა თავი ჩემს კომენტარს. ყავა ბოლომდე მოსვა და გამკიცხავი მზერა შემავლო. -თუ სწორად აუხსნი,გული ნაკლებად ეტკინება.. როდესაც ადამიანს კარგავ,ყველაზე მთავარი,სწორი კუთხით გადმოცემაა ამ ამბის.. თუ ზედმეტად გაატრაგიკულებ,იმაზე მეტად გეტკინება,ვიდრე რეალურად... მიაწოდე ეს ფაქტი მსუბუქად და შედარებით მარტივად გადაიტანს.. არ მისცე ჩაფიქრების საშუალება. გაანალიზებს შემდეგ ისე,როგორც ამას შენ შეუქმნი საფუძველს. არ დაპანიკდე მასთან!შენი გვერდში დგომა,თუმცა მსუბუქი,აუცილებლად გამოაკეთებს! მჯერა გამოგივა,მთავარია შენი თავის იწამო! კარგი ადამიანი ხარ,ბევრი თავსაც არ შეიწუხებდა.. მისმა სიტყვებმა გამაძლიერეს.. ამას საკუთარ თავს წამიერად გამოვუტყდი.. აშკარად ჩემზე უკეთ გამოსდიოდა მასაზე კონტროლი.. ის ჩემი გულის ცემას აკონტროლებდა. მზერით და იმ არომატით,დღეიდან მისი ნიშა რომ იქნებოდა. -როგორც ჩანს მხოლოდ მე არ ვასრულებ ფსიქოლოგიას.. -რაღაც კურსები მეც გავიარე წლების წინ.-ჩაიცინა მსუბუქად და ქვევიდან ალმაცერად ამომხედა. არ მჯერა! თვალებით მეარშიყება! თუმცა,სამწუხაროდ,ჩვენი კონტაქტი წამიერი იყო,მისი მობილური ისევ განათდა,თუმცა,აღარ უპასუხია. სამაგიეროდ,ჩემთან ამჯერად ნინი რეკავდა,მე კი იქ გაჩერება ვეღარ შემეძლო. -ვატყობ ჩვენი დრო ამოიწურა,ვისურვებდი უფრო ღრმა დიალოგს,თუმცა,მესმის შექმნილი ვითარება.-ხმა მომენტალურად ეცვლება,ანგარიშს ასწორებს და სანამ ჩანთას ვიკიდებ,კარებს მიღებს და მატარებს. დამშვიდობებას ვაჭიანურებ,თუმცა,ეს აღარ მჭირდება. კაფის პირდაპირ გაჩერებული მუქი ბორდოსფერი ავტომობილის კარებს ჩემი პრინცი გალანტურად მიღებს და სახლამდე მისვლას მთავაზობს. მისდამი ნდობა მაძლევდა იმის საშუალებას,შემოთავაზებით მესარგებლა. თანაც,ას ნომერში ისევ ასვლა ჩემი ნერვების კოლაფსის ფასად დამიჯდებოდა. ძალიან მალე,უხმაუროდ დაფარა მანძილი. ისეთი ოსტატურობით მართავდა ავტომობილს,მზერა ვერ მოვარიდე. იყო მასში რაღაც ძალიან გამორჩეული სხვისგან.. სანამ გადავიდოდი,წამით შევყოვნდი. დღევანდელი დღის მთავარი პერსონაჟის სახელი ჯერ კიდევ არ ვიცოდი.. თქმა არც დამჭირდა,ის ალბათ იდეალურად კითხულობდა ჩემს გონებაში დატრიალებულ ფიქრებს.. -რატი ამაღლობელი!-ხელი მტკიცედ გამომიწოდა და მისი ღიმილით დამაჯილდოვა. -ნატალია მესხი! -ახლა რაც მოხდება ნატალი,ზუსტად იცოდე,რომ ახლის დასაწყისია!-გადასვლა არ დამცალდა,ოდნაც გადმოიხარა,გრილი ხელები სახეზე ფრთხილად ჩამოატარა და წამიერი ამბორი დამიტოვა ტუჩებზე.. -მომავალ შეხვედრამდე!-ხმაში იმდენი სიმტკიცე გაურია,გამაჟრიალა. დიდხანს ვიდექი სახლთან გახევებული. ათასი ემოციით და უამრავი ფერებით სახეზე.. გაბრაზება და სიამოვმება იმდენად სწრაფად იცვლიდნენ მხარს,გონება თავდაყიდა დამიყენეს! სადღაც შორიდან,მისი გრილი არომატი მოდიოდა და თითქოს,ყველაფერს ალაგებდა.. ____ **** შემოდგომის წვიმიან დღეს სამსახურიდან ადრე გამოვდივარ. ბოლო ამბებიდან ორ თვეზე მეტია გასული და,სრული სიმშვიდე სუფევს ჩვენში.. სალონში შილაკზე ვარ გასასვლელი და ნინის ავტომობილში თავით ისე ვხტები,ორი თვის ნაზარდ ფრჩხილს სავარძელზე ვტოვებ. ვინც იცის ეს გრძნობა,გამიგებს,ისე გავცოფდი,საჭესთან მჯდომ ნინის მთელი გზა გული შევუღონე. მის თვალებში მისებურ სხივებს ისევ რომ ვიჭერ,გული მითბება.. კრიზისი ერთად გადავლახეთ ყველამ და ,მსუბუქი ჭრილობებით დავიბრუნეთ უვნებელი ნინი. სალონში გვერდიგვერდ მაინცდამაინც იმ სპეციალისტთან მოვხვდი,მე და იმ თამთის რომ გვაერთიანებდა. როგორც კი მორჩა მთელ შოუბიზნესს,კულუარებზე გადავიდა და ისეთები მოყვა,ორი თვე რომ სალაპარაკო გაგვიჩინა გოგოებს.. მინიმუმ! -ჩემი ბიძაშვილის მეზობელი მუშაობს უნივერსიტეტში! მთელი ამბებია თურმე იქ,ფეხზე დგას სტუდენტები,ფსიქოლოგიის ფაქულტეტის ლექტორად ისეთი ბიჭი მოსულა,ვერ დაიჯერებთ! ვინმე რატი ამაღლობელი ახსენა! ხომ არ გეცნობათ?! -ინტერესით ამოგვხედა ორივეს. მე საერთოდ ფერი დავკარგე. იმ დღის მერე დაუწყებლად დამთარდა მეგონა ყველაფერი.. თუმცა,მისი სახელი იქ მოვისმინე,სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.. თან კონტექსტსაც ხომ გააჩნია?! გავძეგლდი ჩვეულებრივად და სუნთქვა შემეკრა. თან გავბრაზდი და თან მის გამო გამიხარდა.. თან იმ კოცნას ვერ ვპატიობდი და თან მის მერე რომ ვერ განვვითარდით და ვერ გადავეყარეთ,ის მახრჩობდა კისერში. არადა მისი არომატი არ ამომდიოდა გონებიდან. ყველგან იმ სუნს ვეძებდი... ისე დავტოვე სალონი,ამ თემას აღარ დავბრუნებივართ. წვიმიანი ამინდი იყო და ნინი ისეთი დაბალი სიჩქარით მიდიოდა,ეს სულ მაგიჟებდა. ჩემს სახლთან უკვე ახლოს ვიყავით,ნაცნობ ბორდოსფერ მანქანას რომ მოვკარი თვალი და ქალურმა ეჭვიანობამ ამიტანა. -ნინი იმ მანქანას დაეწიე თუარ გინდა მოვკვდე!-ისეთი ხმით ვუთხარი,კი გაუკვირდა,თუმცა,მაინც მოუმატა სიჩქარეს. ამინდიცისე გაუარესდა,ორი მანქანის იქეთ ფაქტობრივად ვერ ვხედავდით და ნინის ისედაც ოთხ თვალს ჩემს ორს ვუმატებდი ოღონდ დავწეოდით. ჩემა გონებაში რა ხდებოდა ვერ აღვწერ.. მისი მანქანიდან გადმოყვანა და ამ ორი თვისთვისპასუხის გება მინდოდა.. მინდოდა გული მეოხებინა რომ არ გავაგრძელეთ და ასე,ერთი,წამიერი კოცნის ამარა დამტოვა.. მინდოდა დანაშაული ეგრძნო და ბოდიში მოეხადა,რომ მის არომატს კვალ-კვალ დავეძებდი სუნამოების სექციებში. გავცოფდი. თითქოს,ორი თვის ნაგროვები ერთიანად მომაწვა. -ნინი,თუ რამედ გიღირვარ,დაეტაკე! არც დამასრულებინა,უკანა ბამპერზე ნინის ცხვირით შევეტაკეთ და მსუბუქად შეგვაქანა. შეჯახება ძლიერი არ ყოფილა,მხოლოდ ინერციით დავეყრდენი სახელურებს. მანქანიდან გაცეცხლებული გადავედი და ჩვენკენ მომავალ რატის პირისპირ დავუდექი. სახეზე ალბათ სიცივე მეხატა,თუმცა,მას მიმიკა არ უცვლია. -ხომ არ დაშავდი?!-წარბაწეულმა ისე დამხედა,მის თვალებში მოცეკვავე ეშმაკურმა ვარსკვლავებმა თითქმის განმაიარაღა. -დამცინი?!-თითქოს ჩემ თავს ვეჯიბრებოდი,არადა,მისი არომატი ისე შემომიძვრა სხეულში,თავდაყირა დააყენა მთელი ნერვული სისტემა. -ნეტა ოდესმე,სტანდარტულად,ადამიანურად შევხვდებით ერთმანეთს?!-თვალები მობეზრებით გადაატრიალა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.სახე მოულბა. წვიმაში,შუა გზაში ვიდექით და მგონი,ნინიმაც დაგვტოვა.. -შენთან მოვდიოდი,თუმცა,დამასწარი!-თვალი ჩამიკრა და ალმაცერად გამიღიმა. -მეორე დღესვე რომ დაგვეწყო,ის ეფექტი არექნებოდა! მართალია,ახლა უფრო გძულვარ,ვიდრე გენატრები,მაგრამ,ფსიქოლოგიაში,მყარი მტკიცებულება არსებობს იმის,რომ,სიბრაზიზსგან ადამიანის ტვინის ნეირონები კონკრეტული პირის მიმართ ფერს იცვლიან და,მისგან განსხვავებულ,ახალ გრძნობას ვიღებთ! -ხმაში მისი სიმტკიცე ოსტატურად გაურია და წვიმისგან საახეზე ჩამოშლილი თმა ფრთილად გადამიწია. ეს ალბათ ერთადერთი ბანალური რომანტიკა იყო ჩვენს ურთიერთობაში! თუმცა,უნდა ვაღიარო,გაამართლა. ჩემ ქალურ ბუნებას ჟრუანტელად დაუარა მისმა შეხებამ. -იქნებ,ჩემზე არ ამართლებს?!-სუსტად შევეწინააღმდეგე,ასე მარტივად არ დავთმობდი პოზიციას,მისგან წამოსულმა მუხტებმა თუნდაც იქვე გამყინოს. -მოდი,გამოვცადოთ! დასაწყისისთვის,ესეც საკმარისია!-ორი თვის წინ დაწყებული ამბორი,თავსხმა წვიმაში,კინოს სიუჟეტის მსგავსად,გააცოცხლა... მთელ სხეულში მშვიდმა,ლივლივა ზღვამ შფოთვა შეწყვიტა და ჯებირებს დაუბრუნდა. მისი არომატი ჰაერში ზღვიდან წამოსული გრილი სიოს ნაკადივით მტკიცედ ეხეთქებოდა გულის კედელს და მასში გახვევას ლამობდა.. სადღაც,მასში და ფიქრებში ჩაკარგულმა,ესკარები ისე შევაღე,წინააღმდეობაში ვერც მოვედი. ყველაფერი თავისთავად მოხდა. თითქოს,ეს ასეც უნდა მომხდარიყო.. ___ ძალიან დავიგვიანე და ამას ახსნაც აქვს.. ხომ გქონიათ მომენტი,როცა გამოიფიტეთ,თავში უამრავი რაღაც გიტრიალებთ და სიტყვასაც ვერ წერთ.. არადა გინდათ,არადა,კისერში გაქვთ ყველაფერი,მაგრამ.. ასე იყო.. მერე მარიამი გამოჩნდა და,ამას ისიც დაემთვხვა,მეგობარმა რაღაც ამბავი ჩამიგდო,მარშუტში გამოჭერილ შეყვარებულზე და.. ყველაფერი თავისთავად აეწყო. მარიამ,ამას რომ წაიკითხავ,მინდა რომ გაიღიმო! სულპატარა,ცუცქნა ამბავით დავბრუნდი და ლომის წილი ამაში შენია! ბევრი იბედნიერე,არაფერი არ ღირს იმის ფასად,რომ ბრძოლაში საკუთარი თავი დავკარგოთ! გაიღიმე! მარიამ შენც და,თქვენც,ვინც წაგვიკითხავს. მიყვარხართ,გულწრფელად ა მთელი ემოციებით. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.