ეპოქა რომელმაც გრძნობები შეიწირა (თავი 1..5)
ამ წიგნს ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიყვარულის გრძნობა ოდესმე გამოუცდია. პ რ ო ლ ო გ ი ,, სიყვარული- ის ერთადერთია,რაც გონებას ანვითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, ის , რაც გვწმენდს და გვანთავისუფლებს“- ამბობს პაულო კოელიო. ეს ისტორია იმ საშინელ ეპოქაზეა სადაც სიყვარული უძლურია... ეს ის ეპოქაა, სადაც ქალს უსიყვარულოდ ათხოვებენ... ეს ის ეპოქაა, რომელშიც ადამიანი წნეხის ქვეშ ექცევა... და შენ... 21-ე საუკუნის მკვიდრო... გსურს შეაბიჯო ფეხი წარსულის ღრმა მორევში? მაგრამ გაფრთხილებ, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ვერ ექნება... აქ ყველაფერი არც ისე იდეალურად ვითარდება. მაშ ასე.. მზად ხარ? ... კარგად მოთავსდი... შესაძლებელია, ჩემი მოსმენა დიდხანს მოგიწიოს. ასე,რომ ვიწყებ... ! თავი 1 ,, არა ღირს წარსულში დაბრუნება, ის მაინც არ იქნება ისეთი,როგორიც გახსოვს.“ რა დაუნდობელია , არა სამყარო? რამდენი ვარამი გატყდება თავს? რამდენი შიში სუფევს ამ წუთისოფელში... მე ნამდვილად ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელსაც სხვებისავით ხმის ამოღება ეკრძალება... ეკრძალება სიმართლის თქმა და გაბედულობის გამოჩენა... ვვოცნებობ, რომ ვიყო თავისუფალი... თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა?... ეს დღეც, გუშინდელივით ჩვეულებრივია... ჩვეულებრივი თავისი ომებითა და დაპირისპირებებით... დაპირისპირება მონღოლებსა და საქართველოს, დავით მე-8-ს შორის. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამდენი ბოროტება? რატომ არ ვცდილობთ უკეთესობისკენ წავიდეთ... რატომ არ ვლამობთ ვიყოთ მეგობრულნი და კეთილნი. კაცნო...ეგებ მოხვიდეთ გონს და გაანალიზოთ, რომ მხოლოდ მტრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, არას გვარგებს. მხოლოდ მეგობრული მზერა თუ მოულბობს გულს ხმალამოღებულ რაინდს... თუმცა რა მიკვირს?... უცხო ქვეყნის ჯარის რა მაქვს დასამდური, როცა ჩვენს ქვეყანაში შიდა ომებიც მკვეთრად ჭარბობს! ადამიანი სულიერად მკვდარი სწორედ მაშინაა, როდესაც საკუთარ ძმაზე ასწევს ხელს... ღვთისგან ბოძებულ საჩუქარს არარად ჩააგდებს და წარბაუხრელად გამოასალმებს ამ განადგურებული ქვეყნიდან. მეშინია... ყოველ წამს მეშინია, რადგან ქვეყანაში დაძაბულმა მომენტმა იჩინა თავი... მეშინია დღევანდელი სიტუაციის , რადგან არ მსურს საქართველო დაეცეს! არ მსურს, თავისუფლების მოპოვების მიზნით დაღვრილი, უსაფუძვლო სისხლი... არ მინდა ქვეყანა სრულიად წითლად შეიღებოს... როგორც აღდგომის კვერცხი... ! მაგრამ,ჩემი ფიქრები რას შეცვლის, რო ?! განა მაქვს იმის უფლება, რომ ხმა ამოვიღო ?! მხოლოდ და მხოლოდ წერით შემოვიფარგლები... კიდევ კარგი ამასაც არ გვიშლიან... ოღონდ ვხვდები, ეს ნაწერები უნდა დავმალო! ვხვდები, რადგან არ მსურს თექვსმეტი წლის ასაკშივე სიცოცხლეს გამომასალმონ... ახლა მიდუღს სისხლი... ახლა მსურს ცხოვრება... ნეტავ, მომავალში რა იქნება? ალბათ ყველაფერი იდეალურად... არანაირი ომი და ათასი გარეწრობა,რაც დღესდღეობით მკვეთრადაა გავრცელებული... რა მოხდებოდა მე რომ სხვა სამყაროში გავჩენილიყავი... სამყაროში, სადაც ელემენტარული სიტყვის თავისუფლება იქნებოდა... თუმცა?... ეს ყველაფერი ოცნებაა... მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი ფანტაზიის ნაყოფი. თავი 2 ,, ბედნიერი დღის მოლოდინი,ხშირად უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე.’’ დედაჩემი რაც თავი მახსოვს მიმეორებს, რომ სიყვარული ეშმაკისეული გრძნობაა, რომელიც სხვა ადამიანურ გრძნობებს მთლიანად, წარბაუხრელად სპობს. ვისაც ეს გრძნობა გამოუცდია, ყველას დიდი იარა დაუტოვებია. შრამი, რომელიც არა და არ ხორცდებაო... იქნებ ასეთი დამოკიდებულების გამოა, ეს სამყარო ასეთი დაუნდობელი? სამყარო, სადაც ადამიანური გრძნობა-სიყვარული იდევნება! მე უსიყვარულო ურთიერთობის ნაყოფი გამოვდექი და ზოგადად, ჩვენ მე-14 საუკუნის ახალგაზრდებიც... მადლობა ღმერთს, რომ არ გამომიცდია სიყვარულის გრძნობის მარწუხები, რომელიც როგორც დედა იტყოდა ადამიანის გონებას მთლიანად სპობს, რადგან ალბათ ამ აკრძალული გრძნობის გამო სიცოცხლესაც გამომასალმებდნენ... და ჩემს პატარა ოჯახს მიეკრობოდა მხოლოდ და მხოლოდ უღირსი სიტყვები... სიტყვები, რომელიც ჩემ გამო იქნებოდა გამოწვეული... სიტყვები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სიყვარული ერთი დიდი დანაშაულია ! ბევრი შემთხვევა მინახავს თუ როგორ უწამებიათ ახალგაზრდა წყვილები, ერთმანეთის სიყვარულის გამო! ამ სცენას კი, თითოეულ ჩვენგანს, სახალხოდ აყურებინებდნენ... თითქოს ამით ჩვენ გვეუბნებოდნენ,ფრთხილად იყავი თორემ შემდეგი შენ იქნებიო... ყოველ ასეთი შემთხვევის დროს მინდოდა ამ ტანჯვისგან მეხსნა ,,დამნაშავე’’... მაგრამ როგორ? მე ვინ ვიყავი? ან ჩემს ირგვლივ მყოფნი? ჩვენ არავინ ვართ! მხოლოდ და მხოლოდ,სხვები განაგებენ ჩვენსა და ქვეყნის ცხოვრებას... აქ მოქალაქე უუფლებოა... აქ სიყვარული სიკვდილით ისჯება!... თავი 3 ,, ყველაზე სასტიკი ტირანია ის არის,რომელიც კანონიერების ფესვებიდან და სამართლიანობის დროშით გამოდის“- შარლ მონტესკიე. ყოველი დილა შიშის შეგრძნებით იწყება... თითქოს მზესაც მოჰკლებია ბედნიერების ნაპერწკლები და შესაბამისად სამყაროსაც აღარ აწვდის, მრავალ ფერად-ფერად სხივებს... ჩიტებსაც აღარ სძალუძთ დილაადრიან სიმღერის წამოწყება, რადგან ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ შიშია... შიში, რომელიც პატარა ჩიტსაც იძულებულს ხდის მისთვის მნიშვნელოვანი ჭიკჭიკი შეწყვიტოს... ეშინია ისიც არ გამოიჭირონ სიცხადეში და ისედაც მოკლე სიცოცხლე კიდევ არ შეუმოკლონ. აი, ესეც ჩემი ყოველი რუტინული, მომაბეზრებელი ცხოვრება... აი, კიდევ ერთი დღე, რომელიც სიკვდილის სუნითაა შემკული... - ჭიდან წყალია მოსატანი, თამარ! - გაისმა დედაჩემის ხმა... როგორ ვერ ვიტანდი სახლიდან ფეხის გადგმას. ასე მგონია-ხოლმე, რომ საშინელი ამბავი დამეცემა თავზე... ამ სამყაროს, კი რას გაუგებ? თავის ნებაზე მიდის და მის მკვიდრს არ ინდობს... როგორ მახსოვს უწინდელი ჩვენი ჭის წყლის გემო... როგორი განსხვავებული გემოს მატარებელი იყო... როგორი გემრიელი და უცხო... მაგრამ ამ ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ ალბათ მასზეც აღბეჭდა მძიმე კვალი... როგორც იქნა ჭიდან ძლივძლივობით ამოვიღე წყალი... ეს-ეს იყო სახლის გზას უნდა დავდგომოდი, რომ რაღაცის ხმა მომესმა... თითქოს აქ ვიღაც იყო.. თითქოს ეს იყო წამი, როდესაც უფრო მკვეთრად დავაფასე ეს პაწაწინა, ხანმოკლე ცხოვრება... მართლაც, ხომ ასეა? როდესაც სიკვდილს ჩახედავ თვალებში და შიშს იგრძნობ, უფრო მეტად დააფასებ განვლილ წუთებსა და წამებს. თავი 4 ,, ყველა ადამიანს აკისრია სიკვდილის ვალი, საკუთარი სიცოცხლის ფასად. “- სტივენ კინგი ნაბიჯების ხმა თანდათან უფრო და უფრო მკვეთრად ისმოდა... მეშინოდა... ! შიშმა მოიცვა, ჩემი მთელი მეობა... ვგრძნობდი, რომ ცალი ფეხი უკაცრიელ უფსკრულში მედგა... უფსკრული, რომლიდანაც ამოსვლა ზე ძალებსაც აღემატებოდა. თექვსმეტი წლის ვიყავი... და მეჩვიდმეტე წლის დადგომისას მასალმებდნენ სიცოცხლეს... ჩემი ფიქრები სიკვდილის გარდა ვეღარაფერზე იტევდა... სიკვდილი, რომლის სუნსაც ასე მკვეთრად შევიგრძნობდი. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ამ სამყაროდან ღმერთს საუკეთესოები მიჰყავს ადრეო... მაგრამ როგორ? ამ წუთისოფლიდან ხომ მაინც ყველა წავალთ? ადრე თუ გვიან! ესე იგი ყველა საუკეთესოა?... ფიქრის დრო არ არის, თუმცა არც არაფერი შემიძლია მის გარდა... უნებლიედ თავისით შევყავარ მის მორევში და თითქოს წამებში თვალწინ მირბენს აქამდე განვლილი... ასეთი მწირე ცხოვრება. და უცბათ ის გამოჩნდა! ბიჭი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა... იარაღი, რომლის სამიზნეც ჩემკენ იყო მომართული! - გთხოვ არ მომკლა! - უნებლიედ შევყვირე თითქოს გამზადებულ ტყვიას შევაჩერებდი. ტირილი დავიწყე და ვფიქრობდი, თუ რა დღეში ჩავაგდებდი ჩემს ოჯახის წევრებს! მეშინოდა... მეშინოდა,მთელი ჩემი მეობით... შიში კი უკვე ძვალრბილში მქონდა გამჯდარი. მეცოდებოდა... მეცოდებოდა დედაჩემი, რომელსაც საბაბს მივცემდი შავი ფერებით შემკობილიყო... მიზეზს მივცემ, რომ ის ტკივილი გამოეცადა, რაც შვილმკვდარი დედის წოდებისგან იქნებოდა გამოწვეული.... - გთხოვ! - ვტიროდი და არც ის ვიცოდი დაზუსტებით აღმოვთქვი თუ არა ეს სიტყვები. მან ხმა ამოიღო... ხმა, რომელმაც შვება მომგვარა გამოუვალ მდგომარეობის დროს! - გოგონავ, არსებობს მიზეზი თუ რატომ უნდა გამოვასალმო სიცოცხლეს ასეთი მომხიბვლელი მანდილოსანი? არ ვიცი მისი სიტყვები რას ნიშნავდა იმ წუთებისთვის ჩემთვის! თითქოს ცა განათდა და სამყარომ გამოიდარა! გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი და გაუანალიზებლად მას ჩავეხუტე... ბიჭმა, რომელმაც სიკვდილის მარწუხებისგან მიხსნა... ბიჭმა, რომელმაც უფსკრულის პირას ხელი შემაშველა! თავი 5 ,, ყველა ღირსეული მანდილოსანს,უნდა ჰქონდეს თავშეკავებულობა... ყოველ მანდილოსანს უნდა ჰქონდეს დისტანცია მამრის მიმართ! ამას, იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი კაცები რა სისხლისმსმელი ძაღლებიც ვართ... ვიცი, როგორ უსირცხვილოდ ვუბნევთ მეობას და ვიცი, როგორ ვიყენებთ/ვაცდენთ მათ... ! ამიტომ ფრთხილად იყავი! ფრთხილად იყავი, თორემ დიდ, ღრმა უფსკრულში მოხვდები... ფრთხილად იყავი, არავის უნდო! არავის სიტყვები და დაპირებები დაიჯერო, ახლობლებისაც კი, რადგან არ იცი მათი რეალური სახე... არ იცი, როდის დაგესხმევა მისი მეორე მე, თავს... ნება არ მისცე, მან შენ დაგიმონოს!“- მიტივტივებდა ფირისავით მამაჩემის ხმა, თითქოს მაფრთხილებდა მოვშორებოდი უცნობის მკლავებს და განზე დავმდგარიყავი. თავი ამერიდა წყვდიადისთვის. ჩემი აღშფოთება, არც მას გამოჰპარვია მხედველობის არედან... ვიგრძენი, როგორ შეუმჩნევლად აიჩეჩა მძიმე მხრები. - ყველაფერი ასე გაშინებს?- მითხრა სიცილით, მაგრამ მისი ალმოკიდებული სახის შემხედვარე უფრო სასაცილო იყო ვიდრე მისი უკბილო ხუმრობა. - შენი აზრით, როგორ ვიქნებოდი მაშინ, როდესაც ვიღაცა უცნობი ჩემს წინ იარაღით ხელში დგას? თან ამ დაწყევლილ ეპოქაში... ღმერთმანი!- ვთქვი და თვალები მოურიდებლად გადავატრიალე. ცოტა კი შემაშინა, ჩემმა ასეთმა პირდაპირობამ, თუმცა რატომღაც მას სრულიად ვენდობოდი. - იცი? ეს სამყარო ისეთი ცუდიც არაა შენ რომ გგონია... - აბა როგორია?- მკვახედ მივუგე. - მე ვერ გეტყვი... ის თავად უნდა შეიგრძნო. ადამიანში ისევე როგორც ყველაფერში, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი მხარე არ უნდა ეძიო... ეძიე ყველაფერში სიკეთე... გაკვლიე გზა ბურუსიდან სწორ , ნათელ ბილიკამდე. მხოლოდ უარყოფით მხარეზე ნუ გაამახვილებ ყურადღებას... ეძიე, ყველაფერში სიკეთე და ბედნიერება... დაინახე, ყოველ ადამიანში დადებითი და არა უარყოფითი... მერწმუნე, ახლა მხოლოდ ესღა თუ გადაგვარჩენს... - თქვა და წარბაწეული ზევიდან მიცქერდა... გავჩერდი... ვერაფერს ვამბობდი.. იმის მიუხედავად, რომ იხტიბარის გატეხვა არ მსურდა... თუმცა, რატომღაც დავნებდი. დავნებდი და მის სიტყვებს ჩავუღრმავდი... იქნებ მართალია? იქნებ, სწორედ ჩვენ გამოა სამყარო ასეთი სასტიკი? ჩვენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს ვხედავდეთ, ვიქნებოდით რო ამხელა უფსკრულში ჩაფლულნი? დიდხანს ვფიქრობდი მის სიტყვებზე... ამ დროს კი თან ტანზე ღვივდებოდა სითბოსნაირი რაღაც ახალი გრძნობა... გრძნობა, რომელიც უცნობის მზერით იყო გამოწვეული. იგი იყო თავისთვის... ხელს არც კი მიშლიდა. არ მიშლიდა, მისი სიტყვების ამოცნობაში. თუმცა. ეს რა არის? უცნობი ბიჭი, აქეთ-იქით მარხევდა. თითქოს რეალობაში დაბრუნებას მაიძულებდა. რეალობა, რომელში დაბრუნებაც უბრალოდ არ მინდოდა.... მალე შევუერთდი აწმყოს და ისმონდა, ჩვენს ირგვლივ ტყვიის გასროლის ხმები! შიშმა მომიცვა... ავკანკალდი... ნუთუ ფიქრების მორევში ისე გავეხვიე, რომ აწმყოს კვალი სრულიად დავკარგე? - დამიანე! უბრალოდ დამიანე მქვია, თამარ! ახლა უნდა წახვიდე! წადი სანამ გვიანი არაა! .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.