შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებების ქარცეცხლში


1-06-2020, 13:58
ავტორი nina_m
ნანახია 6 252

მეგობრებო ჩემი პირველი ისტორიის სრულ ვერსიას გთავაზობთ. დღეს გადავწყვიტე თავიდან ბოლომდე ჩამეკითხა, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი თავი ბევრ შეცდომაში გამოვიჭირე, მაინც ვფიქრობ, რომ ისტორია შედგა და სრული ვერსიის წაკითხვა ბევრად სასიამოვნოა.





ვნებების ქარცეცხლში


მე ტაისია ვარ, (თუმცა ძირითადად მაინც ტასოს მეძახიან) ახლა ჩემს ისტორიას კითხულობთ. საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. მამა დავითი ბიზნესმენია, სასტუმროების ბიზნესი აქვს, დედაჩემი კი დიზაინერია, მაკა ყოველთვის ეწუწუნებოდა მამას რომ თავის საქმე უნდოდა და ერთხელაც დავითმა აუსრულა სურვილი და ატელიე გაუხსნა... ვერ გეტყვით თავიდანვე ფურორი მოახდინა თქო მაგრამ მეშვიდე წელია, რაც ამ სფეროშია და საკმაოდ ნორმალურად მიდის მისი საქმეები. უფროსი ძმა მყავს ვაჩე, რომელიც ბოლო 6თვეა პარიზშია მამას საქმიანი ვიზიტის გამო, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ხუთი წლით უფროსია მე და ვაჩეს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ტიპიური და-ძმა ნამდვილად არ ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და 19 წლის მანძილზე ალბათ ერთი ორჯერ თუ მიჩხუბია მასთან ისიც ბავშვობაში.
მშობლები არასდროს მომიწოდებდნენ რა პროფესია უნდა ამერჩია, ბავშვობიდან ყოველთვის თავისუფლებას მაძლევდნენ თუმცა რატომღაც ვაჩეს და დავითის გზა ავირჩიე და საცაა ბიზნესის მეორე კურსს დავხურავ.
- ტასო ადექი თორემ ვაგვიანებთ, ხომ იცი თუ დავიგვიანებთ არ შეგვიშვებს ის მონსტრი გამოცდაზე - შორიდან ჩამესმის ჩემი საუკეთესო მეგობრის ნინეს ხმა - ტასო ადექი თუ გინდა რო აქვე არ დასრულდეს შენი სიცოცხლე- უკვე ბოლო ხმაზე ყვირის წერეთელი. ხო მართლა მე და ნინე ბავშვობის მეგობრები ვართ ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ და ჩვენი მშობლები პარტნიორობენ. როცა სკოლა დავასრულეთ მშობლებს მოველაპარაკეთ და ცალკე გადასვლა გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა რომ ორივე თანამედროვე ოჯახებში ვიზრდებოდით შეზღუდვების გარეშე, გვინდოდა დამოუკიდებლობის გემო ბოლომდე შეგვეგრძნო და ჩემს ბინაში გადავბარგდით რომელიც მამამ მაჩუქა 18 წლის იუბილეზე - ტასოოო!! - აი ახლა ნამდვილად ჩემს მოსაკლავად შემოდიოდა ოთახში და სასწრაფოდ წამოვდექი.
- კარგი ნინე ვდგები ხო, - ამოვიზმუვლე ძილისგან დაბოხებული ხმით და მგონი საკუთარი ხმა მეც ვერ ვიცანი - გავემზადები ახლავე უბრალოდ ყავა გამიკეთე გთხოვ რა - შევევედრე დაქალს...
- ტასო თხუთმეტ წუთში სამზარეულოში იყავი დალევ და გავალთ იცოდე - ქოთქოთებდა წერეთელი
- კარგი ხო ნუ ჩხავი ქალო მოვასწრებთ, უბრალოდ მეეჭვება რამე დავწერო ისე ვარ გათიშული...
ოც წუთში უკვე სახლიდან გავდიოდით, უნივერსიტეტთან ახლოს ვცხოვრობთ მაგრამ რატომღაც სულ ვაგვიანებთ ამიტომ გამოცდების დროს ნინე ზედმეტად ნერვიული ხდება განსაკუთრებით თუ საქმე გოგიძეს საგანს ეხება... ეს კაცი ნამდვილად კაცთმოძულეა...
- ტას გამოცდის მერე ჩემებთან უნდა გავიარო და წამოდი რა ირაკლის და ნანას მგონი ჩემზე მეტად ენატრები, დილით დარეკეს გამოდით ორივე გელოდებითო თან ეჭვი მაქვს რამე სიურპრიზს გვიმზადებენ ბოლოსდაბოლოს მეორე კურსს ვხურავთ თან ზაფხულიც მოდის...
- საიდან მოიგონე ახლა ეგ ნინე, კი წამოვალ მარა ძაან ნუ ჩაიციკლები სიურპრიზზე მერე გული რომ არ დაგწყდეს - წავკბინე დაქალს
გამოცდამ ნორმალურად ჩაიარა და პირდაპირ ნინეს სახლისკენ ავიღეთ გეზი... ნანა და ირაკლი როგორც საკუთარი მშობლები მართლა ისე მყავს, ნინე დედისერთაა და ბავშვობა სულ ერთად გვაქვს გატარებული ან ნინეს ოჯახში ვიყავი ან ის იყო ჩემთან ამიტომ ყოველთვის ახლოს ვიყავი მის მშობლებთან.
- ოჰ პრინცესებიც მოსულან - ეზოში შესვლისთანავე შეგვეგება ირაკლი - როგორ ხართ ცელქებო? გავიზარდეთ და მშობლები აღარ გვინდაო? - ჩაგვეხუტა და თმა აგვიჩეჩა ორივეს ისე როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე.
- ხო იცით ირაკლი ბიძია გამოცდები და ამბები, თორე როგორ არ გვენატრებით
- ნუ ცუღლუტობ ტასუნა სულ ოცი წუთი უნდა აქამდე მოსვლას თითქოს სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ...
- კაი მა არ დაიწყო ახლა გთხოვ, დედა სადაა?
- სად იქნება ბავშვები მოდიანო, ლამარა გამოაგდო სამზარეულოდან და დილიდან თვითონ გიმზადებთ რაღაცებს... მაინც 112 აკრიფეთ შვილო სანამ შეჭამთ - ჩვეული იუმორი გაურია უფროსმა წერეთელმა - უი ხო მართლა ტასუნა შენებიც მოვლენ ცოტახანში წეღან ველაპარაკე და მოვლენ მალე, მანამდე შედის სახლში არ გადაწვა ნანამ სამზარეულო.
- კაი მამა, ხო იცი რო გაიგოს ეწყინება- ხელი გაკრა მხარზე ნინემ და სახლში შევირბინეთ. - დედაა სად ხარ მოვედით - ისეთ ხმაზე დაიყვირა ლამის უკან გავბრუნდი, ეს გოგო ვერაა კარგად..
- რა გაჩხავლებს დედა, ფქვილში ამოსვრილი ნანა შემოგვეგება სამზარეულოდან - როგორ მომენატრეთ ქაჯებო, მასე უნდა? ორი კვირა მაინცაა რაც არ ყოფილხართ სახლში? - გადაგვეხვია ფქვილში ამოგუნგლული ნანა
- დედა რამეს აცხობ თუ უბრალოდ ფქვილში ბანაობ? - სერიოზული სახით კითხა ნინემ და მეც ვერ შევიკავე სიცილი - რას აკეთებ ამისთანას წერეთლის ქალო? - ახლა ნინე აკაკანდა
- უმადური შვილი რო გეყოლება - ვითომ გაბრაზდა ნანა მიბრუნდა სამზარეულოში და ჩვენც უკან შევყევით - სალათები, ნამცხვარი და პიცა გაგიკეთეთ თქვენ კიდევ დგახართ და დამცინით აქ უმადურო ქალებო- ბოლოს მაინც გაეცინა ნანას...
- კარგი ხო კარგი, ოთახში ავალთ სანამ ტასოს მშობლები მოვლენ და დაგვიძახეთ მომენატრა თან ჩემი ოთახი.
- მიდი ხო მიდი ოთახის მეტი არავინ და არაფერი მოგენატროს
ტასოს ოთახში ვიყავით საწოლზე გართხმულები და ზაფხულის გეგმებზე ვსაუბრობდით.
- ტას თურქეთში ხომ არ წავიდეთ ერთი კვირით? წინა წელსაც არ წავედით
- წავიდეთ თუ გინდა მთავრია მზე და ზღვა იყოს ნინე სული მეხუთება უკვე თბილისში
- მაშინ ჩვენებს ვუთხრათ და დავჯავშნოთ ტური, შენი ძმა როდის ჩამოდის?
- არ ვიცი გუშინწინ ველაპარაკე და თქვა რამდენიმე საქმე დარჩა და მალე ჩამოვალო
- ზაფხულში რას აპირებს? - მკითხა შეპარვით
- ანუ გაინტერესებს ჩემი უსიმპათიურესი და ზე სექსუალური ძმა დაისვენებს თუ არა ჩვენთან ერთად და გექნება თუ არა შანსი მისით დატკბე? - დავცინე დაქალს
- ასე ნუ იქცევი ტასო - ბალიში მესროლა ნინემ
- კაი ხო, არ ვიცი არაფერი უთქვამს ისე თქმას არ აპირებ?
- რა ვუთხრა ტასო? გაგიჟდი? მივარდე და ვუთხრა ვაჩე ბავშვობიდან მიყვარხარ და ერთად ვიყოთ თქო? - მოიწყინა ნინემ
- არ რა ვიცი უბრალოდ დაახლოვდით მაინც კაი რა ჩემ ძმას ისეთი გოგოები ყავდა დასანახავად ვერ ვიტანდი ვერც ერთს ჯერ რას გავდნენ, შენ რა უნდა დაგიწუნოს ამხელა აშხვართული ქალი ხარ - ვეცადე გამემხნევებინა და მივეხუტე დაქალს...
- არა ვერაფერს ვეტყვი თან შენი ძმა არასდროს შემომხედავს ვერ ხედავ ისევ წიწილას მეძახის და ლოყებს მიწელავს თითქოს ხუთი წლის ბავში ვიყო - გაიბუტა და ნინე თვალები აუწყლიანდა.
- კაი რა ეგ იმიტო რო ვუყვარვართ ნინე აი ნახავ ახლა მოენატრებოდი და რო ჩამოვა ნამდვილად დაიწყება თქვენი სიყვარულის ლამაზი ისტორია, ძაან კარგად ვიცი რო ვაჩე როგორც დას მთლად მასეც არ გიყურებს ახვლედიანს ეგ შემეშლება? - ვეცადე გამემხიარულებინა დაქალი
- მოდი ამაზე აღარ ვილაპარაკოთ რა ტას, ისედაც მენატრება რამდენი ხანია წასული, საკმარისია ჩამოვიდეს სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობ.
- კაი, კაი აღარ გვინდა, წამოდი ჩავიდეთ მანქანის ხმაა ალბათ ჩემები მოვიდნენ...
იმ დღეს ყველა ერთად დავრჩით წერეთელთან, მშობლები ძალიან მომნატრებია ბევრი ვიხალისეთ, მიუხედევად იმისა რომ ჩვენი თაობის ხალხი არ არიან ყოველთვის გვიყვარდა მათთან დროის გატარება, ახალგაზრდობის ამბებს იხსენებდნენ და მე და ნინე სიცილისგან ვეღარც ვსუნთქავდით... ყოველთვის გვიხაროდა როცა ერთად ვიკრიბებოდით და ოჯახურ გარემოში ვატარებდით დროს.
- აუ ხალხო, ჩვენ წავალთ და დავიძინებთ თქვენ განაგრძეთ მოლხენა - წამოდგა ნინე
- არა მოიცადე სულ დამავიწყდა, ტასო მამი რაღაც უნდა გითხრათ - ახლა დავითმა გააგრძელა საუბარი - მოკლედ გარკვეული დროით ჩვენ პარიზში გვიწევს წასვლა ყველას. მე და ირაკლის საქმეები გვაქვს პარტნიორებთან მაკა და ნანა კიდე ატელიეს გაფართოებაზე ფიქრობენ და პარიზში რამდენიმე შეხვედრა ექნებათ...
- ანუ ჩვენც მოვდივართ? - სიხარულით ცას ვეწიე პარიზის ხსენებაზე
- მა თქვენ ჯერ გამოცდები გაქვთ ჩვენ კი ზეგ უნდა წავიდეთ აუცილებლად... სამწუხაროდ გამოცდების დასრულებამდე ვერ დაგელოდებით, მაგრამ შეგიძლიათ გამოცდების მერე ჩამოფრინდეთ და ყველამ ერთად გავატაროთ ზაფხული, უბრალოდ ეს ერთი თვე თქვენი მარტო დატოვება მოგვიწევს
- მართალია მარტო ცხოვრობთ და უკვე დიდები ხართ მაგრამ მაინც ვღელავთ აქ რო გტოვებთ, ამიტომ გვინდა რომ ბინა დაცალოთ და რომელიმე სახლში გადმოხვიდეთ ან ჩვენთან ან დათოსთან არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ დაცვა და დამხმარეები მაინც გეყოლებათ სახლში - საუბარი ირაკლიმ განაგრძო
- კარგი არაუშავს თუ მიდიხართ მაგრამ ბინაში რომ ვიყოთ რა პრობლემაა ან დაცვა რა საჭიროა პატარები ხომ არ ვართ მამა - პოზიცია დაიცვა ნინემ
- თან დიდ სახლში რა უნდა ვაკეთოთ მარტო მე და ნინემ, ბინაში გვირჩევნია რა ყოფნა- მხარი ავუბი დაქალს
- მარტო არ იქნებით ბავშვებო
- აბა ვისთან ერთად ვიქნებით - გაკვირვებული სახით შევხედე მამას
- ვაჩე ჩამოვა ხუთ დღეში, უნდოდა სიურპრიზი გაეკეთებინა მაგრამ რადგან ჩვენ გაფრენა გვიწევს მომიწია მეთქვა, ვაჩე და იოანე დარჩებიან თქვენთა ეს ერთი თვე მერე კი გადავწყვიტოთ არდადეგების ამბები
- მოიცადე ანუ ვაჩე ჩამოდის? - სიხარული ვერ დამალა ნინემ, მგონი მართლა ჩემზე მეტად უხარია... უცებ მიხვდა რო ზედმეტი ემოციები გამოხატვა მოუვიდა და დაშოშმინდა წერეთელი.
- მოიცადე მამა გავიგე ვაჩე ჩამოდი მარა იოანე ვინ არის? - გავიკვირვე მე
- ლევანი ბიძია გახსოვთ? რამდენჯერმე იყო ჩვენთან ორივეს უნდა გახსოვდეთ ლევანი და ელენა ჩვენი მეგობრები არიან შარშანწინ საქველმოქმედო ვახშამზე იყვნენ ბოლოს - გვიხსნიდა ირაკლი - იოანე არაბული მაგათი ვაჟია, ახლა ვაჩესთან ერთად არის პარიზში ჩვენს საქმეებს ისინი აგვარებენ, ლევანი გვეხმარება იქ პარტნიორობის წამოწყებაში და ამიტომ მივდივართ ჩვენც ბიჭები კი აქ ჩამოვლენ თქვენთან.
- რა საჭიროა ჩვენს გამო იოანეს ჩამოსვლა მამა მართლა პატარები ხომ არ ვართ? - ნაწყენმა მივუგე
- ტასო თქვენ რა შუაში ხართ ვაჩესთან ერთად მაინც მოდიოდა საქართველოში და ჩვენ უბრალოდ ვთხოვეთ რო ეს ერთი თვე ყველა ერთდ ყოფილიყავით რომ უფრო მშვიდად ვიყოთ.
- კარგი ხო - ცოტა დაბნეულმა მაგრამ მაინც ბედნიერმა გადავწყვიტე დავნებებულიყავი, ბოლოს და ბოლოს ჩემი მონატრებული ძმა ჩამოდის ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს. მაგრამ საერთოდ ვერ ვიხსენებ ვინ არის ეს იოანე არაბული.
- მოკლედ გოგოებო თქვენი იმედი გავქვს გადმოდით რომელიმე სახლში რომ თავისუფლად იყოთ ყველა გამოცდები ჩაივლის და ჩამოხვალთ თქვენც.
- კარგი დედა საპანიკო არც არაფერია, გადავალთ მე და ტასო რომელიმე სახლში ერთი თვე გავძლებთ ისედაც გამოცდების ამბები იქნება სულ ასე რომ თქვენ ნუ იდარდებთ პატარები აღარ ვართ. - დაამშვიდა ნინემ ყველა და დასაძინებლად წავედით.
- ნინე....
- ხო ტას
- ეგ იოანე გახსოვს? ვერ ვიხსენებ ვიზე ლაპარაკობდნენ
- გოგო არ მახსოვს ან საიდან უნდა გვახსოვდეს შარშანწინ მარტო თავის მშობლები მოვიდნენ თვითონ არ იყო მოსული თქვეს მეგობრებთან ერთადააო და არც წინა წლებში მახსოვს სადმე თუ იყო მაგრამ ერთი ორჯერ ვაჩემ ახსენა.
- ხო როგორც ჩანს არც ვიცნობთ, იმედია ვინმე უჟმური და ხეპრე არ იქნება მინდა მშვიდი ერთი თვე გავატაროთ პარიზამდე
- ანუ პარიზში მივდივართ? თურქეთი გადაგვედო გამოდის- თითქოს მოიწყინა ნინემ
- რატო გადაიდო, ჯერ თურქეთში წავიდეთ ერთი კვირით და მერე წავიდეთ პარიზში ისინი მაინც არ ჩამოვლენ ასე მალე და დასვენება ნამდვილად მოგვიხდება მე და შენ.
- ანუ თურქეთში მაინც წავალთ - სიხარულისგან აცუნდრუკდა ქალბატონი
- კი და ახლა დამაძინე ხვალ უნდა ჩავლაგდეთ და ჩემთან გადავიდეთ, ვაჩეს თავსი ოთახის გარეშე არ შეუძლია ამიტომ მოდიხარ ჩვენთან თან ჩვენ ბინასთან ახლოს ვიქნებით თუ ვერ გავუძლებთ თავს ვუშველით დაო, არა ისე ხო ვამბობდი ვაჩე ჩამოვა და დაიწყება თქვენი ისტორია თქო, მეტი რა გინდა ერთად უნდა ვიცხოვროთ - ისევ ძველ თემას მივუბრუნდი მე
- კაი რა ტასო ისედაც დაძაბული ვარ ერთად რო უნდა ვიცხოვროთ და ნუღა დამიმატებ დავიძინოთ ჯობს.
მეორე დღეს ჩემ სახლში გადავბარგდით ჩვენ ჩვენი ოთახები დავალაგეთ და მეცადინეობა დავიწყეთ მეორე დღისთვის, გამოცდის გამო ჩვენები ვერ გავაცილეთ ამიტომ პირდაპირ სახლში მივედით და ვაი ამ მისვლას, თურმე ჩემი ძვირფასი ძამიკო რომლის ჩამოსვლამდეც კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი, ჩამოფრინდა და თავის ძმაკაცებთან ერთად უკანა ეზოში ფართი აქვს მოწყობილი. ჩვენი დანახვა და ვაჩეს ღრიალი ერთი იყო ორივეს მოგვეხვია და მანამ გვაბზრიალა სანამ თვითონ არ გახდა შეუძლოდ.
- წიწილებო როგორ ხართ, როგორ მომენატრეთ ტო
- აჰა დაიწყო ისევ წიწილა - ჩუმად ჩაიბურტყუნა ნინემ მაგრამ მე რას გამომაპარებდა
- ვერ გავიგე პატარა რა თქვი ?
- არაფერი ვაჩე მეც მომენატრე თქო - ირონია გაურია ხმაში ნინემ
- რას მეიაზვები ტო
- კარგით ხალხო რა გჭირთ მოკლედ ძამიკო რამდენი ხნის მოსული ხარ ეს ყველაფერი რო მოასწარი? ან ეს ქერა თოჯინები ვინ არიან საერთო? - ეზოში მოცეკვავე ქერებისკენ გავიხედე.
- ორი საათის უკან მოვედი სახლში, გზაში ლუკას მივწერე და რომ მოვედი უკვე აქ მელოდებოდნენ, ეს თოჯინები კი არ ვიცი ვინ არიან ლუკას და საბას ნახელავია მაგრამ რაგინდა ვერც ერთს დაუწუნებ - სამ მოკისკისე ქერას გადახედა ჩემმა მექალთანე ძამიკომ.
- მე ოთახში ავალ ტას - ისე რომ პასუხიც ვერ გავეცი ნინე სახლისკენ დაიძრა, ეწყინა ვაჩეს ეს გამოხტომა მაგრამ რას ვიზამთ ვაჩე ყოველთვის ასეთი იყო ქერა თოჯინები ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში
- ამას რა ჭირს ტო - გაიკვირვა ვაჩემ და კიდე ერთხელ მიმიხუტა
- არაფერი დაღლილები ვართ უბრალოდ მეც წავალ ცოტას დავისვენებ, ესენი მალე წავლენ? მომენატრე ძალიან მაგრამ ხო იცი ძაან არ მევასება ამ წრეში ყოფნა და ნუ გეწყინება თუ არ ჩამოვედი საბას და ლუკას ვნახავ და ავალ.
- კაი მიდი მაშინ მალე გავისტუმრებ ამათ და საღამოს მშვიდად აღვნიშნოთ ჩვენი ჩამოსვლა - შუბლზე მაკოცა და მეგობრებისკენ წავიდა.
მე საბა და ლუკა ვნახე და ოთახში ასვლა გადავწყვიტე. ნინეს შევხედე რომელსაც ჩასძინებოდა უკვე, შუბლზე ვაკოცე და გამოვბრუნდი, მაინც რა სულელია ეს გოგო, როგორ ყველაფერზე ბრაზდება მაგრამ ალბათ ასე იცის სიყვარულმა, რა გითხრა არასდროს გამომიცდია ეს გრძნობა... ვერ ვიტყვი რომ თაყვანისმცემლები მაკლდა, უბრალოდ ვერცერთმა მოახერხა ჩემი დაინტერესება და ამიტომ ამ საკითხში სრულიად გამოუცდელი დავიარები ისევ. ოთახში შევედი ჩანთა დავდე და საათი ავიღე, რომელიც ვაჩეს ვუყიდე გასულ კვირას, საათები ძალიან უყვარს ამიტომ როცა მე და ნინე საჩუქარს ვარჩევდით კურსელისთვის Hugo Boss-ის საათმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გადავწყვიტე მეყიდა და შემემატებინა მისი კოლექციისთვის , საათი ავიღე და გადავწყვიტე მის ოთახში დამედო გაუხარდებოდა მოულოდნელად რო ნახავდა. ივნისი მთავრდებოდა და ძალიან ცხელოდა უკვე, ამიტომ ჩემი მაისური გადავიძრე და შორტით და სპორტული ტოპით შევედი ვაჩეს ოთახში და ვაი ამ შესვლას. ჩემგან ზურგით ბიჭი იდგა უფროს სწორად მისტერ სრულყოფილება ტანს ზემოთ შიშველს მხოლოდ პირსახოცი შემოეხვია და ჩემი ძმის კარადაში იქექებოდა, ოდნავ წამოზრდილი შავი თმიდან ჯერ კიდევ ჩამოსდიოდა ბეჭებზე წყლის წვეთები და პირდაპირ აკვდებოდა მის დაკუნთულ ოქროსფერ სხეულს...
- ვაჩე სად ჯანდაბაში შეტენე ეს მაისურები გამაგებინე - ისე რომ უკან არ მოუხედავს განაგრძობდა კარადაში ქექვას მეკი ისევ იმ პოზაში ვიყავი და გაშტერებული შევყურებდი ჩემს წინ მდგომ სხეულს - დაყრუვდი შე... - ის იყო უნდა შეეგინა რო შემობრუნდა და ხელში მე შევრჩი
- მმ გამარჯობა, არ ვიცოდი აქ ვინემ თუ იყო ყუთის დასადებად მოვედი - უცებ მივაყარე , ყუთი საწოლზე დავდე და გაბრუნება დავაპირე როცა ისევ გაისმა ოდნავ ბოხი და საოცრად სექსუალური ხმა
- შენ ალბათ ტასო ხარ ხო? - თავისი მწვანეებით ამათვალიერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
- მე ტასო ვარ - მივბრუნდი მისკენ და კიდევ ერთხელ ავათვალიერე ოდნავ წამოზრდილი წვერი ძალიან უხდებოდა სწორი ლამაზი ცხვირი და საშუალო ზომის დაბურთული ტუჩები ქონდა მისი ღრმა მწვანე თვალები კი სულს მიხუთავდა და ერთ ადგილას მაშეშებდა. ზოგადად ბიჭების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გამომიჩენია, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ სიმპათიური თაყვანისმცემლები მყავდა მაგრამ ამ ბიჭმა ნამდვილად მოახერხა და გამომაშტერა.
- გამოფხიზლდი ტასო - ხელი ამიქნია ჩემს წინ მდგომმა და მეც დარცხვენილმა უკან გაბრუნება დავაპირე, რადგან ცოტაც და სულს განვუტევებდი - ხო მართლა მე იოანე ვარ სასიამოვნო იყო - მომაძახა უკვე ოთახში შესულს.

ვგრძნობდი ტემპერატურა როგორ მომემატა, ანუ ეს ბრძანდება სახელოვანი იოანე, საინტერესოა. არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა თითქოს ტანს ზემოთ შიშველი მამაკაცი არასდროს მინახავს, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ იყო იმ წუთების მანძილზე ვგრძნობდი მთელ ოთახში სხვანაირ ენერგეტიკას. ღრმად ამოვისუნთქე და საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდე, არ შეიძლება შენი ძმის ძმაკაცზე ასე გადაირიო და თან რა დიდი ვინმე ეს იოანეა. სასწრაფოთ შევედი სააბაზანოში, რომ ჩემი ფიქრები გამეფანტა, გრილმა წყალმა ნამდვილად შეძლო ამ ინციდენტის დავიწყება და ახლა სრულიად ახალი შემართებით გამოვედი სააბაზანოდან. ჩემი მოკლე ფარფარა სარაფანი ჩავიცვი რომელიც ვაჩემ მიყიდა და განსაკუთრებით მიყვარდა... ჯერ კიდევ სველი შავი თმა კოსად ავიწიე და ნინესთან გასვლა გადავწყვიტე, ვიცი რომ მთლად კარგ ხასიათზე არ არის ჩემი ძმის სიურპრიზის მიუხედავად.
- ნი გაიღვიძე? როგორ ხარ? - ოთახში შესულმა კარი მივკეტე და საწოლზე ჩამოვჯექი.
- კარგად ტას, ბოდიში რა სულელი ბავშვივით მოვიქეცი, ხომ იცი როგორ გამიხარდა ვაჩეს ჩამოსვლა მაგრამ, როცა ის თოჯინები დავინახე და მერე ვაჩეს მზერა როგორ ახედა სამივეს ძაან მომეშალა ნერვები, მეც არ ვიცი რატო ვარ ასეთი მგრძნობიარე თითქოს პირველად ვხედავ შენ ძმას გოგოების გარემოცვაში.
- დაწყნარდი ქალბატონო, ვიცი რომ გიხარია ვაჩეს ჩამოსვლა, ვერ მოგატყუებ ცოტა ბავშვურად მოიქეცი მაგრამ დაიკიდე, ვუთხარი რომ დაღლილები ვართ... ეცადე ემოციებს არ აყვე ხოლმე, არ მივცემ ჩემ ძმას უფლებას შენ გული გატკინოს... იცოდე დავლეწავ - მუშტი მოვიქნიე თითქოს მართლა ვურტყამდი ვინმეს და სიცილით ნინეს მივეხუტე
- შენ რომ არ მყავდე, მორჩა დაქალო დღეიდან არანაირი ვაჩე გპირდები მთლიანად გამოცდებზე ვიფიქრებ მერე კი მე და შენ თურქეთი მზე და სანაპირო გველის, წლებია ამ სიტუაციას ვუძლებ ასე რომ გრძნობები ვერ მომერევა - თავი გაიმხნევა წერეთელმა - უი ხო მართლა იოანე გაიცანი? როგორი ტიპია? - რა გამიხსენა...
- კი, გავიცანი რომელია ნახევრად შიშველს შევუვარდი ოთახში
- რააა? - თქმა და ნინეს წიოკი ერთი იყო, მოკლედ მოვუყევი დაქალს რაც მოხდა და ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს საშვილიშვილო ცოდვა ჩავიდინე - მოიცადე შენ რა იოანე მოგეწონა?
- რა სისულელეა ნინე უბრალოდ არ ველოდი და მაგის ბრალია როგორ შეიძლება ესე ერთი ნახვით ვინმეზე ვთქვა მომეწონა თქო, თან თუ დააკვირდები დიდი ვერაფერი.
- ხო დიდი აშკარად ვერაფერია, რადგან შეძლო და ჩემი ყინულის დედოფალა დაქალი ხუთ წუთში გაალღო, რა ვიცი არცერთ ბიჭზე არ გითქვამს ასე ტასო და იცოდე რამე თუ დამიმალე მოგხვდება
- ნუ ბოდავ რაღაცებს ნინე რას გიმალავ... შევეშვათ ამ თემას წამოდი მშია ისინიც წავიდოდნენ მუსიკის ხმა აღარ ისმის და მშვიდად ვჭამოთ რამე თორე გახმა კუჭი.
- კარგი, კარგი მოვდივარ - პირველ სართულზე ჩავედით და სამზარეულოსკენ ავიღეთ გეზი როცა დავინახეთ იოანე და ვაჩე როგორ ცდილობდნენ ზედმეტი ხმაურის გარეშე მიელაგებინათ ყველაფერი რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდათ. - შენ წეღან ამ ბიჭზე საუბრობდი დიდი ვერაფერიო? - ჩუმად გადმომჩურჩულა ნინემ და იოანე აათვალიერა, რომელიც ჭურჭლის საერცხი მანქანის ჩართვას ამაოდ ცდილობდა და გაბუტული ბავშვივით იყურებოდა.
- ნინე ენას ამოგაცლი ახლა - შევუბღვირე დაქალს...
- ოჰო, პრინცესებიც მოსულან, აბა დაისვენეთ წიწილებო? - შეგვამჩნია ჩემმა ძმამ - გთხოვთ ცოტა მოგვეხმარეთ, თორე ჩვენი დამხმარე გავუშვით დღეს და ნახე სახლი რა დღეშია. - თვალი მოავლო სამზარეულოს სადაც ყველგან ლუდის და არყის ცარიელი ბოთლები, პიცის ყუთები და სასუსნავები ეყარა. - უი ხო მართლა არ მახსოვს იოანეს იცნობთ თუ არა რამდენჯერმე იყო ჩვენთან ერთად მაგრამ მგონი არ გინახავთ იმ პერიოდში, ხოდა გაიცანით ჩემი ძმაკაცი იოანე, გეტყოდნენ ჩვენები რომ იო ჩვენთან იქნება ეს პერიოდი.
- სასიამოვნოა იოანე, ისე სანამ მანქანას ჩართავ დენის წყარო ჭირდება მაგას - ღიმილით გაემართა ნინე იოანესკენ და ხელი გაუწოდა არც მან დააყოვნა და თავისი ხელი შეაგება ნინესას, სწორედ ახლა შევამჩნიე როგორი ლამაზი თითები ჰქონია... რა ვქნა მიყვარს ბიჭზე ლამაზი გრძელი და მოვლილი თითები.
- ჩემთვისაც ნინე, ტასო როგორ ხარ? - ისე მკითხა აშკარად მიანიშნა ყველას რომ უკვე გავიცანით ერთმანეთი.
- თქვენ როდის მოასწარით ერთმანეთის გაცნობა - ახლა მე შემომხედა ვაჩემ
- ოთახში რომ ავედი მაშინ შემხვდა იოანე - ვიცრუე პირწმინდად, რადგან იმ მომენტის გახსენება და ჩემი აწითლება ერთი იქნებოდა.
- უფრო სწორად შენ ოთახში შემომივარდა მაისურს რო ვეძებდი, ხო ტასო? - არც კი უფიქრია ისე წამოიძახა და თავისის საფირმო ტუჩის ჩატეხვით გადმომხედა შერცხვენილს.
- ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გაიცნეს ერთმანეთი, მოდი ტასო მივალაგებინოთ, თორე ესენი ვერ მორჩებიან დღეს - ზუსტად მოარტყა ჩემმა დაქალმა და გამოასწორა სიტუაცია თორემ იოანეს დამსახურებით კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ასე დარცხვენილი და დადუმებული.
- მოკლედ გოგოებო რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გავიდეთ სასტავი ბოლოს და ბოლოს ამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ არ უნდა აღვნიშნოთ? - თემა შეცვალა ჩემმა ძმამ
- ვაჩე ხომ არ დაგავიწყდა რომ გამოცდები გვაქვს და ჯერ კიდევ ამიტომ ვართ თბილისში და არა პარიზში
- ტასო მთელი თვე გაქვთ ეს გამოცდები? ორი დღე რო გამოძებნოთ არ შეიძლება? - არ ცხრებოდა თავის იდეით აღტაცებული
- მოკლედ სამი საკმაოდ რთული გამოცდა გვაქვს და ზუსტი რიცხვები ორი დღეში გვეცოდინება კვირის ბოლოს კი კურსელები რესტორანში მივდივართ და ვერ გამოვაკლდებით ვაჩე... ზუსტ თარიღებს გავიგებთ და მერე გადავწყვიტოთ წასვლა თბილისში ამოხუთვა არც ჩვენ არ გვხიბლავს.
- თუ მოინდომებთ გამოძებნით ორი დღეს პატარავ - გამოანათა არაბულმა, არა ეს პატარავ რაღა იყო ეხლა... - მანამდე მოგვიწევს თბილისით ტკბობა ძმაო - ახლა ვაჩეს შეხედა და მხარეს დაკრა ხელი.
სამზარეულო მალევე მივალაგეთ ბიჭები აუზთან გავიდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ მე და ნინემ კი საჭმლის გაკეთება გადავწყვიტეთ, მე ცეზარი მოვინდომე ნინემ კი მექსიკური კარტოფილის შეწვა გადაწყვიტა.
- არა იოანე მართლა რა სიმპათიური ყოფილა ჰა, ახლა არ მიკვირს ასე რომ გამოგაშტერა - წამოჭრა ისევ აქტუალური თემა და ჩაიცინა წერეთელმა
- ნინე როდემდე უნდა განვიხილოთ არაბული და ის ინციდენტი? - თითქოს გაბრაზებულმა შევხედე მე - გირჩევნია მოიფიქრო როგორ გამოვძებნოთ თავისუფალი დრო თორემ მეეჭვება ჩემი ძმა ჩაცხრეს, თან მართლა ყელშია უკვე ასეთ სიცხეში თბილისი.
- ტას მოდი ხვალ აუზზე წავიდეთ დიდად საქმე მაინც არ გვაქვს ზეგ კიდე გავიგებთ ამ გამოცდის თარიღებს და გამოვძებნით ორი დღეს ოღონდ კურსელებთან შეხვედრის მერე რომ გამოცდებისთვის კარგად განვიტვირთოთ.
- კარგი იდეაა... მოკლედ ხვალ აუზი ზეგ უნივერსიტეტი, მაზეგ შოპინგი და კვირას რესტორანი, მშვენიერი გეგმაა... მაშინ ახალ კვირაში წავიდეთ ავუხდინოთ ვაჩეს სურვილი - სანამ ვლაპარაკობდით სალათი და კარტოფილი უკვე მზად იყო - აუ მიდი ფორთოხლის წვენს დატოვებდა თამრიკო მაცივარში და გამოიღე რა და ვჭამოთ უკვე სანამ გული წამივიდა.
- აჰა შენი წვენი, კაი მაშინ გაშალა დაიწყე და ბიჭებს დავუძახებ იქნებ შიოდეთ - მე მაგიდა გავაწყვე ოთხ ადამიანზე და დაველოდე როდის შემოვიდოდნენ ვაჟბატონები.
- ვაა რა სუნი ტრიალებს ჩემი საყვარელი მექსიკური, ვინ ჩაიდინა ეს საოცრება? - გაცისკროვნებული თვალებით შემოვიდა ვაჩე და კარტოფილს თვალს არ აშორებდა... აი თურმე რატო გააკეთა ნინემ მექსიკური, იცის რო ვაჩეს ძალიან უყვარს, თითქოს რამეს გამომაპარებს ეს ქალბატონი.
- ვინ გააკეთებდა ვაჩე, ნინემ გააკეთა ხო იცი როგორ უყვარს მექსიკური და ჩემ ცეზარს რა დაუწუნე? - გავიბუსხე მე
- აი იოს უყვარს ცეზარი და ის დაგიგემოვნებს მე მაცალე ჩემი კარტოფილის ჭამა, ოქრო ხარ წიწილა - ნინეს გახედა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, ის კი იდგა მონუსხულ-დაშტერებული და უყურებდა როგორ ილუკმებოდა პირგამოტენილი ვაჩე მექსიკურით.
- მოკლედ იდეა გვაქვს - ჩვენი გეგმის გაცნობა დავიწყე ბიჭებისთვის - ხვალ წავიდეთ აუზზე, ნუ თქვენც თუ გინდათ თორემ მე და ნინე ისედაც მივდივართ... შაბათს რესტორანია გეგმაში და ახალ კვირაში შეგვიძლია ორი დღით სადმე წავიდეთ. რას იტყვით? - კითხვის ნიშნის მზერით გავხედე ჩემ ძმას ის კი იჯდა და არც კი მაქცევდა ყურადღებას მთელი ყურადღება მექსიკურზე ქონდა გადატანილი - მადლობა ვაჩე ამომწურავი პასუხისთვის - ფეხი მივარტყი ჩემ ძმას.
- აა მეტკინა ტასო... ხო რავი იო წავიდეთ სადაც უნდა ახლა კი მაცადეთ რა
- ღორია ეს ბიჭი, სადაც იყავი იქ არ გაჭმევდნენ?
- აჭმევდნენ რომელია - რაღაცნაირად ჩაიცინა იოანემ და ძმაკაცს გახედა, უზრდელები ვერ მივხვდი რა იგულისხმა მაგრამ კარგი არაფერი იქნებოდა ამიტომ უზრდელები არიან. - ცეზარი გემრიელია პრინცესა ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა და კისერში მომაფრქვია ცხელი სუნთქვა, აი კიდევ ერთი დადებილება, მაშინვე ხველა ამივარდა და რომ არა თამრიკოს წვენი სულს განვუტევებდი.
- მადლობა იოანე შეგერგოს - ნაძალადევი ღიმილით გავხედე გვერდით მჯდომს. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა უკვე საღამოვდებოდა მაგიდა ავალაგეთ და დასვენება გადავწყვიტეთ, როგორც ჩანს ბიჭებიც დაღლილები იყვნენ.
- როგორ ფიქრობ ეს ერთი თვე მშვიდად ჩაივლის თუ დავხოცავთ ერთმანეთს? - სერიოზული ტონით მკითხა ნინემ როგორც კი ჩემს ოთახში შევედით.
- რა იყო ნინე საიდან მოიტანე ახლა ეს... მე არავის მოკვლას არ ვაპირებ თუ შენ უპირებ ჩემ ძმას რამეს?
- ჯერ არ ვიცი ტასო მაგრამ მგონია რომ ერთმანეთს დავჭამთ. - წინადადების დასრულება და კარების შემოგლეჯვა ერთი იყო
- ტასოოო როგორ გამახარე... ძალიან მომეწონა წიწილა დიდი მადლობა - ოთახში ვაჩე შემოვარდა საათის ყუთით ხელში და ისე მეხუტებოდა ცოტაც და გავიგუდებოდი - ჩემ კოლექციას ნამდვილად მოუხდება
- მე და ნინემ შევარჩიეთ შენთვის - სპეციალურად ჩავურტყი და წამის მეასედში მომშორდა ვაჩე
- შენც მადლობა ჩემო წიწილია - ახლა ნინეს ჩაეხუტა და თავზე აკოცა.
- არაფრის ვაჩე მაგრამ ეს წიწილა არ მოგბეზრდა? - როცა წიწილას ეძახდა ისევ ბავშვად გრძნობდა თავს და ახლა გაგულესბულმა ვეღარ მოითმინა
- არა თქვენ ჩემი წიწილები ხართ და ასე იქნება მომავალშიც - წამოდგა ვაჩე - ხო მართლა საღამოს კლუბში მივდივართ ლუკამ დარეკა საბა და თათაც (საბას შეყვარებული) მოდიან და წამოდით თქვენც იცოდე.
- ვნახოთ თუ არ დაგვეზარა წამოვალთ ახლა კი გადი და გვაცადე დასვება.
- ახლახანს ჩამოგივიდა ძმა და უკვე მაგდებ ტასო? თითქოს ნინეს ვინმე გართმევდეს - გაბუტული სახითა გავიდა ოთახიდან მაგრამ მაშინვე შემოყო სიცილით თავი - არ გამაბრაზოთ საღამოს გავდივართ იცოდეთ.
- ტასო არც იფიქრო რო იქ წამოვალ შენი ძმის სხვა გოგოებთან კურკურს ვერ ვუყურებ იცოდე - შემომხედა ნინემ
- ხოდა ზუსტად მაგიტომ წავალთ და შენ ვაჩეს აეჭვიანებ, გაერთობი, დალევ და იცეკვებ სხვებთან. იქნებ მაშინ მიხვდეს ჩემი ბოთე ძმა ვის კარგავს... ზედმეტი სიტყვები არ გამაგონო აწიე შენი ფუმფულა უკანალი და ყველაზე სექსუალური კაბები გამოიტანე ჩემ ოთახში.
- ხო მარა ტას...
- ნინე ზედმეტი ლაპარაკი მიდი ახლა
- კარგი ხო მაცადე... - ნინე ოთახში წავიდა კაბების გამოსატანად მე კი ჩემი ტანსაცმლის გადმოყრას შევუდექი, კლუბში წასვლის იდეა არც მე მხიბლავდა მაგრამ ამ ორის მალე თუ არ მოვუხერხე რამე ეს ერთი თვე ჯოჯოხეთად მექცევა.
- შეიძლება შემოვიდე? - კარის უკნიდან დაიძახა იოანემ
- შემოდი
- რა ხდება სადმე გადადიხარ? - მთელს ოთახში მოფანტულ ტანსაცმელს მოავლო თვალი და სიცილით შემომხედა. ძალიან უხდება ღიმილი, ლოყებზე გაჩენილი ღრმულები საერთოდ მაგიჟებს. საერთოდ რეებს ვბოდავ.
- არა უბრალოდ კლუბისთვის ვარჩევთ რაღაცებს, რამე გინდოდა? - მოკლედ მოვუჭერი სათქმელი.
- კი, შენმა ძმამ ნახევარ საათში გავდივართო გადმოგცა თვითონ სააბაზანოშია... - მითხრა და თვალი რაღაცას გაუშტერა და ეს რაღაც ჩემი გიპიურის წითელი საცვალი იყო, რომელიც არ ვიცი რატო ეგდო იატაკზე კაბებს შორის. ახლა სირცხვილით მოვკვდები. დაიხარა და აიღო ჩემი საცვალი ჯერ კარგად შეათვალიერა მერე მომიახლოვდა და სახესთან ამიფრილა - წარმომიდგენია როგორი მადის აღმძვრელი იქნები ამ საცვალში პატარავ - საკმაოდ ახლოს მოვიდა და კისერზე მომაფრქვია თავის ცხელი სუნთქვა, მე კი ვიდექი გათიშული და დარცხვენილს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა - ვფიქრობ დღეს ნამდვილად ამ საცვალზე უნდა გააკეთო არჩევანი - ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა ყურში კისერზე სველი კოცნა დამიტოვა და როგორ გაქრა ჩემი ოთახიდან გონს ვერ მოვედი.
- ტასოო... ტასოო... - გონს ნინეს ხმამ მომიყვანა - რატო დგახარ გამოშტერებული სახით და რატო მიშტერებიხარ შენ საცვალს მეტყვი? - ახლა შევამჩნიე რო ჩემი საცვალი ხელში მეჭირა და მივშტერებოდი
- აა... ის.. რა? - სათქმელს თავი ვერ მოვუყარე და საწოლზე ჩამოვჯექი - ნინე ორი წამის წინ აქ რაღაც მოხდა და ისეთი რაღაც, რომ ახლაც შოკში ვარ - ყველაფერი ნინეს ვუთხარ და ახლა თქვენ უნდა გენახათ მისი გაშტერებული სახე.
- მოიცა რა? იოანე აქ იყო? და ეგ გითხრა? და მოიცა ყელზეც გაკოცა? - სრულ შოკში იყო ნინე - და შენ მე დამცინოდი და მეუბნებოდი რო ჩემი და ვაჩეს ისტორია იწყებოდა? მე რაღაც ასე არ ვფიქრობ - ნიშნის მოგებით გადმომხედა დაქალმა.
- მგონი კლუბში წავლა მართლა ცუდი იდეაა ნინე... არ მგონია კიდევ ერთ ასეთ შემთხვევას გავუძლო - ამოვთქვი დანებებით - და საერთოდ რა მემართება?
- რა გემართება? ეჭვი მაქვს გიყვარდება სულ მინიმუმ ძალიან გიზიდავს ეს ყმაწვილი - ბოროტად ჩაიცინა წერეთელმა - რაც შეეხება კლუბში წასვლას ახლავე ვიცვამთ და გავდივართ და შენ ხმას არ იღებ.
საბოლოოს მაინც გადავწყვიტეთ კლუბში წასვლა, ნინემ მოკლე ვერცხლისფერი კაბა ჩაიცვა, რომელიც საკმაოდ ღრმად იყო ამოღებული ზურგზეც და მკერდთანაც... პირდაპირ სრულყოფილს ხდიდა მის ტანს. მე კი ატლასის წითელ მომჯდარ კაბაზე გავაკეთე არჩევანი, ფეხზე საკმაოდ ღრმად შეხსნილი ვიწრო ბრეტელებით... თმა კოსად ავიწიე და წინ დაუდევრად ჩამოვიყარე. ტუჩზე წითელი პომადა გადავისვი, მაღლებზე შევხტი და მზად ვიყავი.
- იოანე დაგვერხა ძმაო - რეპლიკამ არ დააყოვნა როგორც კი მე და ნინეს გადმოგვხედეს - დღეს მეეჭვება ჩხუბის გარეშე ჩაიაროს ყველაფერმა - იოანემ უბრალოდ ამომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა როგორც სჩვევია... არც ჩვენ ვიყავით კარგ დღეში შავებში გამოწყობილიყვნენ ბიჭები და ორმაგად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ.
- ვაჩე ნუ ბოდავ რაღაცებს, წავიდეთ უკვე - გვერდი ავუარეთ და პირველები გავედით ეზოში მე ნინე
- პატარა ქალბატონო უფრო მოკლე არაფერი მოგეპოვებოდა? - აი დაიწყო ჩემი ძმის რეპლიკები ნინეს მიმართულებით.
- რა იყო ვაჩე არ მიხდება? - გამომწვევი ღიმილით შეხედა ვაჩეს და მის წინ დატრიალდა, ეს ჩემ დაქალს ნამდვილად არ გავს... რა ჩაიფიქრე წერეთლის ასულო...
- მე არ მითქვამს რომ არ გიხდება, უბრალოდ ჩამოსვლის პირველივე დღიდან უნდა მაცემინოთ ვიღაცები ხო ვიცი.
- ხო და შენც ნუ ცემ ვაჩე - არ ჩამორჩა ნინეც და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდით - ახლა გაჩვენებ როგორ უნდა წიწილას ძახილი - ჩუმად ჩაიდუდღუნა ნინემ მაგრამ მე რას გამომაპარებდა
- რა ჩაიფიქრე ალქაჯო? - ჩავჩურჩულე სანამ ბიჭები მანქანაში სხდებოდნენ
- შენი ძმის გაგიჟება და იგივეს გირჩევ იოანესთან ვერ ხედავ რა სახით გიყურებს? - პასუხი აღარ გამიცია მთელი გზა ხმას არ ვიღებდით არც ერთი ისე მივედით კლუბამდე
- მოკლედ ლუკა საბა და თათა შიგნით არიან უკვე და შევიდეთ - გვითხრა ვაჩემ და ჩვენც პირდაპირ ბავშვებისკენ დავიძარით. სამივე გადავკოცნეთ და ჩვენი ადგილი დავიკავეთ მაგიდასთან.
- ვაუ რა შოკის მომგვრელად გამოიყურებით გოგოებო? - არ დააყოვნა ლუკამ
- მადლობა ლუკიტო
- ტასო მაგ ლუკიტოს გამო ერთხელ მოგცხებ იცოდე და თუ მეძახი გოგებთან როცა ვარ მაშინ მაინც ნუ დამიძახებ - არ ჩამომრჩა ისიც.
- კარგი ხო ლუკიტო ნუ ბრაზდები - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მაისურაძეს. ცოტახანს ვესაუბრეთ ძირითადად ვაჩე ყვებოდა პარიზის ამბებს ხან თათა გვიყვებოდა ზაფხულის გეგმებზე ამასობაში ცოტა შევთვერით კიდეც და საცეკვაოდ წასვლა გადავწყვიტეთ.
- ჩვენ ცოტას გავერთობით - ვუთხარი იქ მყოფებს და მე ნინე და თათა საცეკვაო მოედნისკენ წავედით. - მგონი ცოტა დავთვერი - ხმამაღლა ჩავყვირე ნინეს რადგან მუსიკა ისეთ ხმაზე იყო მეეჭვება რამე გაეგო
- მეც მაგრამ ცოტა კი არა კარგად შევთვერი - ჩაიცინა ნინემ
- აუ გოგოებო წავალ დავჯდები მე თორე ფეხები ძაან მატკინა ფეხსაცმელმა და ნასვამზე მართლა ამოვყირავდები - მალევე გამოგვეთიშა თათა
- ვა ვა რა ნაროდი... როგორ ხართ გოგოებო? - კლუბის განათების გადამკიდე ძლივს ამოვიცანით ჩვენი კურსელი მათე და მის უკან მდგომი ნიკა
- ეე აქ არ გელოდით თქვენ როგორ ხართ?
- რავი ტას გამოცდებამდე განტვირთვა გადავწყვიტეთ წამო ბართან ჩამოვსხდეთ - ბარისკენ გაგვიძღვა მათე
- აბა რას შვრებით ემზადებით გამოცდისთვის?
- რა გამოცდისთვის ნინე ჯერ რესტორანი და ამბები ტო რა დროს გამოცდაა - ჩვენ წინ ჩამოდგა ნიკა. კურსელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა მათ შორის ნიკა და მათეც იყვნენ ყოველთვის გვახალისებდნენ და დიდ დროს ვატარებდით ერთად. ცოტახანს ვილაპარაკეთ უნივერსიტეტზე მერე ზაფხულის გეგმებზე ამასობაში კიდევ ერთი კოქტეილიც გამოვცალეთ.
- აუ წამო ვიცეკვოთ რა - დაიწუწუნა ნინემ
- მიდი ნინე და მოვალ ცოტახანს თავბრუ მეხვევა აშკარად ბევრი დავლიე - ნინე და მათე საცეკვაოდ წავიდნენ მე და ნიკა კი ისევ ბართან დავრჩით
ნინესთან:
საცეკვაო მოედანისკენ წავედით მე და მათე და მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ცეკვის ტალანტი გამომეჩინა... გრადუსში შესული თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ნამდვილად არ ვაპირებდი ვაჩეს გამო ხასიათის გაფუჭებას. მათეს ზურგით ავეკარი მანაც მუცელზე მომხვია ცალი ხელი და სინქრონულად გავაგრძელეთ ცეკვა მალე მუსიკა შეიცვალა და შედარებით ნელი მელოდია გაისმა, ჩვენც ვალსის პოზაში გადავეწყვეთ.
- დღეს განსაკუთრებით მშვენიერი ხარ ნინე და რა ხდება არ მეტყვი? - მათესთან და ნიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავით ამიტომ არც დამიმალავს და ვუთხარი რაშიც იყო საქმე - ანუ გამოდის ნებისმერ დროს შეიძლება ვიღაცამ მცემოს? - გაიცინა მათემ
- არა საყვარელო ეგ ნამდვილად არ გემუქრება მეეჭვება მასაც ისე ვაინტერესებდე როგორც მე ის - სწორედ ამ დროს გავიხედე ჩვენი კუთხისკენ სადაც მხოლო საბა თათა ლუკა და ვიღაც შხვართი ისხდნენ - აი როგორც ჩანს პარიზელმა ბიჭებმა ვიღაცები გამოიჭირეს და საერთოდ აორთქლდნენ დანანებით მივუთითე მათეს მაგიდისკენ და თავი მხარზე ჩამოვადე.
- ნინე სახლში მივდივართ - ზურგსუკან მომესმა ნაცნობი ხმა და მკლავში ჩამავლო ხელი - ნინე მივდივართ თქო მკაცრი ტონით გაიმეორა ვაჩემ და თავისკენ მიმიზიდა
- გოგო ცეკვავდა ჩემთან ერთად ვერ ხედავ? -ახლა მათეც გაღიზიანდა
- მართალია ცეკვავდა და ახლა აღარ ცეკვავს - შეუღრინა ვაჩემ და მკლავზე უფრო მომქაჩა სწორედ ტკივილმა გამომაფხიზლა, რადგან აშკარად ვერ აკონტროლებდა ვაჩე ბრაზს
- მათე დამშვიდდი უნივერსიტეტში გნახავ... შენ კიდე ხელი გამიშვი - მათე მშვიდად გავისტუმრე და ახლა ვაჩეს შევანათე ბრაზ მორეული თვალები - ვაჩე გამიშვი თქო გითხარი უკვე - ისე რომ არც შეიმჩნია ჩემი სიტყვები კლუბიდან გამიყვანა მე კი ტკივილისგან უკვე სახე მომებრიცა. - ვაჩეე!!! - რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყვირე და ხელი გავაშვებინე - შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
- კიდე მე ვარ გოგო ნორმალური? ვინ იყო ის ს...ი ასე რო მიეწებე და აღარ შორდებოდი, სულ გადახვედი ჭკუიდან? - ღრიალზე გადავიდა ახვლედიანი
- ჯერ ეს ერთი ნორმალურად ილაპარაკე, მეორე ტონს დაუწიე და მესამე შენ არავინ გეკითხება ვის მივეწებები ვისთან ვიცეკვებ და ვისთან გავატარებ დროს გასაგებია? - უკვე ვეღარ ვთოკავდი ნერვებს
- ჩემი საქმე არ არის? შენ გოგო სრულ ჭკუაზე ხარ? რა გინდა შევბრუნდე და სახე გავუერთიანო? რას ქვია ჩემი საქმე არ არის აბა ვისი საქმეა ნინე - ცეცხლს აფრქვევდა დადიანი.
- მომისმინე ვაჩე ზედმეტები მოგდის უკვე და აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი სახლში თუ მივდივართ წავედით - ჩემივე ემოციური მდგომარეობის გამო ვეცადე საუბრის დასრულებას და მანქანისკენ ავიღე გეზი.
- ასე ხო? იცოდე ეს საუბარი ასე არ დასრულდება - მანქანაში ჩავსხედით და როცა უკვე დიდი სიჩქარით მივდიოდი მაშინ გამახსენდა ტასო
- მე და შენ რატომ წამოვედით ტასო სადაა?
- ტასოს იოანე მიხედავს - ისევ უხეში ტონით მომმართა და სიჩქარეს უფრო მოუმატა.
- ვაჩე შეანელე - პირველ ჯერზე მშვიდად ვუთხარი მაგრამ როცა შევამჩნიე რომ აზრი არ ქონდა უკვე ყვირილზე გადავედი - ვაჩე ვერ გაიგე? შეანელე მეთქი - საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა ამან კი უარესად გააცოფა ვაჩე, გზიდან გადააყენა მანქანა და იქვე გააჩერა
- რა გინდა ნინე? რატო ცდილობ ჭკუიდან შემშალო მითხარი - ისე რომ არ შემოუხედავს დაძაბული მაგრამ ხმადაბალი ტონი მითხრა და თითები საჭეზე აათამაშა.
- ჭკუიდან მე გშლი? შენ გამოგლიჯე ჩემი თავი მათეს და სცენები დამიდგი და კიდე მე გშლი? - უკვე ემოციების კონტროლი მიჭირდა
- აჰა ესე იგი მათე, გაცნობაც მოგისწრია - იგივე პოზაში დარჩა დადიანი და ზედაც არ მიყურებდა - რაო მოგეწონა მის მკლავებში ვნებიანი ცეკვა? თუ არ დაგაცადე ბოლომდე სიამოვნება - საშინლად ამღვრეული თვალებით შემომხედა ახვლედიანმა მე კი უკვე მოთმინების ფიალა ამევსო და სილა გავაწანი. ძარღვები მთლიანად დაებერა არ ელოდა ჩემს ასეთ ქცევას... ისეთი თვალებით მიყურებდა სხვა ჩემს ადგილას შიშისგან გაგიჟდებოდა.
- ხმის ამოღება აღარ გაბედო ვაჩე ახლავე დაძარი მანქანა და სახლში მიმიყვანე - თვითონაც არ ვიცი როგორ შევძელი ემოციების შეკავება და იქვე არ გავგლიჯე ამ სიტყვების გამო. უთქმელად დაძრა მანქანა და ათ წუთში სახლში ვიყავით... მაღლები ეზოში შესვლისთანავე გავიძრე და სირბილით შევედი სახლში რადგან ცრემლებს უკვე ვერაფერ ვუხერხებდი. სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახში შევიკეტე, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი. თავს უფლება მივეცი მთელი ეს ემოციები გარეთ გამომეშვა და იქვე საწოლთან ჩავიკეცე. რთულია როცა საყვარელი ადამიანისგან ასეთი სიტყვები გესმის ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ განსაკუთრებული და საწყენი არაფერი უთქვამს, მაგრამ ამ სიტყვებმა გამანადგურა იმ დამოკიდებულების და ურთიერთობის გამო რაც წლების მანძილზე გვქონა არ ვიმსახურებდი მისგან ასეთ მოპყრობას. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული როცა კარზე კაკუნი შემომესმა
- ნინე კარგი გამიღე - უკვე დამშვიდებული ტონით შემომძახა გარედან მაგრამ ხმის გაცემას არ ვაპირებდი. - ნინე ნუ გამამეორებინებ გააღე ეს დედა აფეთქებული კარი სანამ შემოვამტვრიე - უკვე სიბრაზე ერეოდა დადიანს,
- ვაჩე არ მინდა შენთან საუბარი მარტო დამტოვე გთხოვ - ტირილ ნარევი ხმით გავძახე დადიანს.
- შენ რა ტირი? ნინე გააღე თორე მართლა შემოვამტვრევ ამ კარს - ვგრძნობდი ნელნელა როგორ ბრაზდებოდა ამიტომ ზედმეტი სცენები რომ ამერიდებინა თავიდან ცრემლები მოვიწმინდე და კარი გავუღე.
- ვაჩე გთხოვ მარტო დამტოვე, რატომ არ გესმის? - ისე რომ კარში არ შემოვუშვი ვუთხარი დამშვიდებული ტონით თუმცა მივხვდი რომ ხმა ჯერ კიდევ მიკანკალებდა.
- შენ რა იტირე? ნინე რატო მაგიჟებ მითხარი - კარი ბოლომდე გახსნა და ოთახში შემოვიდა. - მოდი და დაჯექი აქ - საწოლზე მიმითითა
- ვაჩე გადი გთხოვ
- ნინე ნუ მამეორებინებ ერთსა და იმავეს ათასჯერ, დაჯექი უბრალოდ რაღაცას გეტყვი და წავალ - მეც დავყევი მის ნებას და საწოლზე ჩამოვჯექი ის კი ჩემს წინ ჩაიმუხლა და შემომხედა - მისმინე წიწილა, მაპატიე ასე არ უნდა მეყვირა და არც ის სიტყვები არ უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან გავბრაზდი როც იმ ს...თან დაგინახე ასე ახლო... უბრალოდ ვერ ავიტან რო ვინმე ზედმეტად შეგეხოს და მითუმეტეს კლუბში გაცნობილი ა...რი.
- ახლა კარგად მისმინე - სიტყვა გავაწყვეტინე ვაჩეს - ჯერ ეს ერთი ბოდიშის მოხდა საერთოდ არ გამოგდის და მეორე მათე კლუბში გაცნობილი ა...რი არ არის როგორც შენ მოიხსენიე, ის ჩემი და ტასოს მეგობარია უკვე ორი წელია და შენ საერთოდ არ გქონდა იმის უფლება რო ასე ცხოველივით მოქცეულიყავი... მესმის რომ ჩემზე და ტასოზე ზრუნავ მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოგდის ვაჩე გესმის? არ შეიძლება ყველაფერს ყვირილით ბრაზით და მუშტებით აგვარებდე... და ხო შენმა უსაფუძვლო სიტყვებმა ძალიან მატკინა გული შენგან ასეთ რამეს არ ვიმსახურებდი ახვლედიანო - ბოლოს მაინც გავტყდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი... ვაჩე კი ისევ იმ პოზაში იყო და ამღვრეული თვალებით მიყურებდა...
- მართალი ხარ - ეს თქვა და ცერა თითით ცრემლი მოწმინდა - გთხოვ პატარა ნუ ტირი რა, მაპატიე ხო იცი რო ზოგჯერ ძალიან უკონტროლო ვხდები... ნინე ძალიან გთხოვ მაპატიე - ვუყურებდი მის ტკივილნარევ ხმას და ამღვრეულ თვალებს - უბრალოდ ვერ ვუყურებ სხვა როგორ გეხება.
- ვაჩე ყვირილი და ჩხუბი გამოსავალი არ არის... და რას ქვია ვინმე რო მეხება შენ რა აპირებ მამრობითი სქესი საერთოდ გააქრო ჩვენი არეალიდან? ნუ გავიწყდება რო მაქვს უფლება მქონდეს ურთიერთობები და მყავდეს მეგობრები
- ნინე რომ ვამბობ რო ვერავინ შეგეხება იმას ნიშნავს რომ ვერავინ შეგეხება და გთხოვ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს ახლა და დამშვიდდი პატარა. - ხელის გულებით შემიმშრალა ცრემლები და წამოდგა - მოდი გთხოვ ახლა ჩამეხუტე და შევრიგდეთ კარგი? - ხელები გაშალა და ჩასახუტებლად გამოიწია. მიუხედავად იმის რომ ვაჩეს ჩახუტება ყველაფერს მერჩივნა ახლა მასზე ნაწყენი ვიყავი და ასე უბრალოდ ვერ დავივიწყებდი ყველაფერს... ასე რომ წამოვდექი ვაჩეს გვერდი ავუარე და კართან შევჩერდი.
- ვაჩე დაღლილი ვარ და დასვენება მინდა გთხოვ მარტო დამტოვე
- ნინე კაი რა პატარა ბოდიში ხომ უკვე მოგიხადე ნუღა მიბრაზდები, ისედაც ცუდად ვგრძნობ თავს რო ასე გიყვირე და ჩემს გამო იტირე... უბრალოდ დავივიწყოთ და შემირიგდი წიწილა
- ვაჩე უბრალოდ ვერ დავივიწყებ გესმის? ისეთი სცენები მომიწყვე, რასაც არ ვიმსახურებდი და მეორე ასე აპირებ საქმის მოგვარებას ვინც შემეხება?
- ნინე ახლა ნუ გადამიყვან ჭკუიდან გითხარი უკვე რომ ვერავინ შეგეხება და დაიხურა ეს საკითხი.
- ვაჩე ერთი მიზეზი მითხარი რატო?
- მიზეზი? ამას მიზეზი უნდა ნინე? არავის მივცემ უფლებას შენ და ტასოს ზედმეტად შემოგხედონ გასაგებია? - ხმა ისევ გაუმკაცრდა დადიანს და ვატყობ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდით.
- მისმინე ვაჩე და კარგად დაიმახსოვრე შენ შეგიძლია მზრუნველობა გამოიჩინო როგორც უფროსმა ძმამა მაგრამ ნუ გავიწყდება რომ მე და ტასო პატარები აღარ ვართ და უფლება გვაქვს გვყავდეს მეგობრები ვისთანაც ვიცეკვებთ და გავერთობით. ან საერთოთ შეყვარებულები. - ბოლო სიტყვები უკვე ვიყვირე და მაშინვე ვინანე როცა დადიანის თვალებში ცეცხლი დავინახე. ჩვენს შორის მანძილი შეამცირა კარი ერთი ხელის კვრით მიკეტა და წამში აღმოვჩნდი კარზე აკრული და ვაჩეს მკლავებს შორის გამომწყვდეული.
- ნინე ჩემს მოთმინებას ნუ ცდი იცოდე - გაავებული თვალებით შემომხედა და კიდევ უფრო მომიახლოვდა ისე, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი - კარგად დაიმახსოვრე პატარა, ჩემს საკუთრებას ვერავინ შეეხება - ყურთან ჩამჩურჩულა და ოდნავ უკან დაიხია -შენ კი უკვე დიდი ხანია ჩემი საკუთრება ხარ - ახლა უკვე თვალებში მიყურებდა - კარგად დაიმახსოვრე პატარა შენ ჩემი ხარ და მარტო მე შემიძლია შეგეხო ეს კარგად დაიმახსოვრე - სიტყვების გააზრება ვერ მოვასწარი ისე დამეძგერა ტუჩებზე და მთელი ვნებით დამიკოცნა ჯერ ზედა მერე ქვედა ტუჩი - ამ წუთიდან კარგად დაიმახსოვრე პატარა ქალბატონო შენ ჩემი ხარ. - ყელზე სველი კოცნა დამიტოვა და დამტოვა ოთახში დადუმებული და სრულიად არეული.

2 თავი

გქონიათ მომენტი როცა სიზმარს და რეალობას ერთმანეთისგან ვერ არჩევთ? - აი დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვარ ახლა, მგონია სიზმარში ვარ, სადაც ჩემი ნებისმიერი სურვილი ახდება, ფრენა მსურს? შემიძლია უბრალოდ ხელები გავშალო და გავფრინდე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ღრუბლებში დავფრინავ და ზემოდან ვუყურებ საკუთარ თავს. ვუყურებ ნინეს, რომელიც ჯერ კიდევ გაოცებული დგას და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ ხანს ვიდექი ასე გაშეშებული და ვცდილობდი გონებაში გადამეხარშა ის, რაც ამ ოთახში მოხდა რამდენიმე წუთის წინ. კიდევ დიდი ხანი მომიწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა რომ არა ტელეფონის ზარი. მომენტალურად გამოვერკვიე ფიქრებიდან და ტელეფონს დავწვდი. ტასო იყო ალბათ ნერვიულობდა ასე რომ გავქრით.
- ხო ტასო - ვუპასუხე დაქალს და ჩემი ხმა თავად ვერ ვიცანი ისე მიკანკალებდა.
- ნინე კარგად ხარ? მათემ მითხრა რომ უეცრად წახვედი ვიღაცასთან ერთად, რა ხდება მშვიდობაა? ვისთან ერთად ხარ?
- ვიღაცასთან ერთად არა ვაჩესთან ერთად წამოვედი, სახლში ვართ უკვე, ტას დავიღალე და დავიძინებ რა... კარგად ვარ უბრალოდ თავი მტკივა ცოტა და ნუ ინერვიულებ შენ.
- ნინე რაღაც მოხდა შენი ხმა არ მომწონს... ვაჩემ რამე დაგიშავა? იცოდე ჩემი ხელით მოვკლავ ხომ იცი... - არ ცხრებოდა ახვლედიანი
- არა ტასო.. ყველაფერი რიგზეა დავიღალე და დავიძინებ... დილით ვილაპარაკოთ - უცებ მივაყარე სათქმელი და გავუთიშე. ვიცოდი რო ნერვიულობდა მაგრამ ახლა არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა ჯერ მეც ვერ ვიგებდი რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ. სასწრაფოდ გავიძრე კაბა და სააბაზანოში შევედი, ახლა მხოლოდ გრილ წყალს თუ შეეძლო ჩემი გონზე მოყვანა. შხაპის ქვეშ დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ვგრძნობდი როგორ მიჭირდა სუნთქვა, სასწრაფოდ გამოვედი მოვწესრიგდი და საცვლების ამარა შევწექი საწოლში. აი აქ დაიწყო რეალობის გაანალიზება. თავში სრული ქაოსი მქონდა ვაჩესგან არ მოველოდი მსგავს ნაბიჯს. მართალია ეს ყველაფერი მომწონდა ბოლოსდაბოლოს შეყვარებული ვარ მასზე, მაგრამ მას არასდროს გამოუხატავს ჩემდამი ინტერესი, მისთვის ყოველთვის პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც ისევ წიწილას ეძახდა და გასაბრაზებლად ლოყებს უწელავდა. არასდროს მიგრძვნია მისგან სხვა დამოკიდებულება და ეს უარესად მაგიჟებდა. ერთ წამს გავიფიქრე რომ ავმდგარიყავი და პასუხი მომეთხოვა ყველაფრის გამო, მაგრამ მალევე გადავიფიქრე, რადგან ახლა ნამდვილად არ შემეძლო ვაჩესთან ახლოს ყოფნა საშინლად მაბნევდა და უარესად მაგიჟებდა. დიდ ხანს ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა ხვალ, ან რას მოვიმოქმედებდი საბოლოოდ ისევ ვაჩეზე ფიქრებში ჩამეძინა თუმცა ამჯერად სასიამოვნოდ გაბრუებულს.

ტასოსთან

გაოგნებული დავრჩი, როცა მათე მოვარდა და გვითხრა რომ ნინე ვიღაცასთან ერთად წავიდა. პირველი რა თქმა უნდა ჩემი ძმა ვიფიქრე, მაგრამ ნინესთან დარეკვა მაინც გადავწყვიტე. მის პირველივე სიტყვაზევე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, ხმა ისე უკანკალებდა. შევატყე საუბარს თავს არიდებდა, არ დავაძალე რადგან მივხვდი, რომ კარგად არ იყო თუმცა იმ ფაქტმა, რომ ვაჩესთან ერთად იყო და უკვე სახლში იყვნენ ცოტა დამამშვიდა. ბიჭებს გამოვემშვიდობე და მეც ჩვენი მაგიდისკენ წავედი რომ ჩანთა ამეღო და სახლში წავსულიყავი.
- აბა ტასუნა ვინ არიან ის ბიჭები? რაღაცას გვიმალავთ შენ და ნინე ვატყობ - მისვლისთანავე მომახალა ლუკამ
- აუ ლუკიტო ახლა არ დაიწყო, კურსელები არიან - ლუკიტო გამოვკვეთე და მის კალთაში მჯდომ ქერას შევხედე, რომელიც სიცილის შეკავებას ამაოდ ცდილობდა.
- მაგის გამო მოგეკითხება იცოდე - კბილებში გამოსცრა ლუკამ
- ნინე სადაა? არც ვაჩე და იოანე გამოჩენილან კაი ხანია - იკითხა საბამ
- ნინე დაღლილი იყო და ვაჩემ წაიყვანა სახლში ახლა ველაპარაკე ტელეფონზე, იოანე ნამდვილად არ ვიცი, აქვე იქნება ან ნახავდა ვინმე თოჯინას და მასთან იქნება - ისე ვთქვი თითქოს საერთოდ არ მადარდებდა და საკუთარ სიტყვებზე თავადვე გავბრაზდი. - მოკლედ დაგემშვიდობებით ბავშვო რა... მეც დავიღალე და სახლში წავალ.
- მოიცადე, მარტო ხომ არ წახვალ თან მანქანაც ვაჩეს წაუყვანია, ჩვენ გაგიყვანთ - შემომთავაზა საბამ და წამოდგომა დააპირა
- არა, საბა ჩემს გამო რატო უნდა წამოხვიდეთ... ტაქსს გავაჩერებ და წავალ მართლა არ არის საჭირო - ბავშვებს დავემშვიდობე და სანამ კლუბიდან გავიდოდი საპირფარეშოში შესვლა გადავწყვიტე, რომ ცივი წყალი შემესხა სახეზე და გონს მოვსულიყავი. ის იყო ქალების საპირფარეშოში უნდა შევსულიყავი, როცა დავინახე მოპირდაპირე კედელზე არაბულს როგორ ყავდა აკრული ვიღაც წითური და გაშმაგებით კოცნიდა. წამიერად გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, როცა ვხედავდი როგორ დაატარებდა გოგოს სხეულზე თავის ხელებს.
- რას მოგვშტერებიხარ ? - გონს წითურის ხმამ მომიყვანა და გაფითრებულმა შევხედე არაბულს, რომელსაც თავის საქმე შეეწყვიტა და მე მიყურებდა - ასე ძალიან მოგწონს ჩვენი ყურება - საშინლად წიკვინა ხმით ამოისისინა წითურმა და ტუჩები იოანეს მიაკრო.
- არა საყვარელო გულის რევის რეფლექსს ვავარჯიშებდი - არ ჩამოვრჩი წითურს საფირმო ღიმილი ვაჩუქე და სწრაფად შევედი საპირფარეშოში თორემ მართლა გული ამერეოდა. ნიჟარას დავეყრდენი და საკეში საკუთარ თავს შევხედე. ჩემი თვალები ვერც კი ვიცანი ბრაზისგან ისე ელავდა. ვერ ვხვდები ასე რატომ მემართებოდა ან რატომ მქონდა იოანეზე ასეთი რეაქცია... საკუთარი თავის გამოჭერამ უარესად მომიშალა ნერვები, სწრაფად მოვწესრიგდი და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ იოანე ამესვეტა კართან და ისევ უკან მიბიძგა, კარის საკეტი რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და ჩემკენ წამოვიდა.
- საით მიიჩქარი პატარა ქალბატონო? - ამათვალიერა იოანემ და ჩემი მიმართულებით სვლა გააგრძელა, მე კი ნელი სვლით ვაგრძელებდი უკან დახევას სანამ საბოლოოდ კედელზე აკრული არ აღმოვჩნდი.
- იონე რას აკეთებ გაგიჟდი? - სიბრაზე გამერია ხმაში და ვატყობდი დაბნეულობა როგორ გადადიოდა მრისხანებაში.
- არაფერს არ ვაკეთებ პატარა ქალბატონო, ეს შენ შემიშალე ხელი და ახლა უბრალოდ ვფიქრობ როგორ დაგსაჯო. - ზედმეტად ახლოს მოვიდა არაბული და ზემოდან დამხედა.
- დავისაჯო? შენ სულ გააფრინე? მომშორდი სახლში მივდივარ - ვცადე იოანე გამეწია და ხელი ვკარი თუმცა ძვრაც ვერ ვუყავი. ის კი იდგა მშვიდად და საშინლად კმაყოფილი მზერით მიყურებდა.
- ეს კაბა ძალიან გიხდება პატარავ - ისე თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგია მომიახლოვდა და ყურთან ჩამჩურჩულა - მაგრამ საინტერესოა მის შიგნით რა იმალება, ნუთუ ის საცვალი, რომელიც თავად ამოვარჩიე და ჩემს წარმოდგენებში საშინლად გიხდებოდა - უფრო მეტად დაიხარა და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია კისერზე. სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და წამით თვალებიც კი მიმელულა მაგრამ ტვინმა მალევე გადახარშა მისი სიტყვები და ახლა მთლიანად ბრაზმა მომიცვა.
- რეებს ბოდავ საერთო და რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს - უკვე ყვირილზე გადავედი - მომშორდი იცოდე იოანე და თვალით არ დამენახო, გარყვნილი და საშინლად უტაქტო ხარ, არ გეგონოს ჩემთანაც ისე გაგივა როგორც იმ წითურთან ხუთი წუთის წინ, გახსოვდეს ვის ელაპარაკები - ბოლო სიტყვებმა მუქარასავით გაჟღერა და მთელი ძალით ვკარი ხელი რომ მომეშორებინა და წავსულიყავი.
- კარგი რა ტასო, ასეთი რა ვთქვი ასე რომ გადაფსიხდი... ტყუილი ხომ არაფერი მითქვამს - თვითკმაყოფილი იდიოტი, ისე მიყურებდა თითქოს არაფერი მომხდარა.
- კარგად დაიმახსოვრე და გაიაზრე როგორ უნდა ელაპარაკო რიგით კა...ბს და როგორ ძმაკაცის დას... ილოცე რომ ვაჩემ არ გაიგოს ამ საუბრის შესახებ - ბოლოჯერ შევხედე არაბულს და გიჟივით გამოვვარდი კლუბიდან. გამიმართლა რომ ტაქსმა მაშინვე გამოიარა და სახლისკენ ავიღე გეზი. ძალიან გაცოფებული ვიყავი და ურჩევნია არაბულ თვალით არ დამენახოს. ხო არ ფიქრობს რომ ისე მომექცევა, როგორც ერთ ღამის გოგოებს, იდიოტი. ან საერთოდ როგორ გაბედა ძმაკაცის დისთვის ასეთი რამ ეთქვა, როცა კიდევ ერთი თვე ერთად უნდა ვიცხოვროთ. გონებაში მილიონჯერ გავლანძღე არაბული და ვერც კი შევამჩნიე ისე გაჩერდა ტაქსი ჩვენი სახლის ეზოსთან. მძღოლს ფული სწრაფად გადავუხადე და სახლში შევედი. ძალიან გაცოფებული და დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ ვერ მოვისვენებდი, რომ ნინე არ მენახა, მითხრა რომ დაძინებას აპირებდა მაგრამ მაინც ვიმედოვნებდი რომ დღესვე შევძლებდი ყველაფრის მოყოლას თორე სიბრაზისგან ალბათ მალე გავსკდებოდი. სახლში სიჩუმე იყო არც სინათლე ენთო მეორე სართულზე როგორც კი ავედი პირდაპირ ნინეს ოთახში შევედი, როგორც ჩანს მართლა დაღლილი იყო რადგან უკვე ეძინა. შუბლზე ვაკოცე და ფრთხილად გამოვედი ოთახიდან. გადავწყვიტე ჩემი ძმა მენახა სანამ დავიძინებდი იქნება იმას მაინც ამოეთქვა რა მოხდა სინამდვილეში.
- ვაჩე აქ ხარ? - კარი ფრთხილად შევაღე და ოთახს თვალი მოვავლე...
- აივანზე ვარ ტასო - გამომძახა აივნის კარიდან. არ ვიცი საქმე რაში იყო მაგრამ აშკარად სერიოზული მოხდა რაღაც, ჩემი ძმა ნერვიულად დადიოდა და სიგარეტს ეწეოდა. ზოგადად ვაჩე არ ეწევა თუმცა სიგარეტი ყოველთვის ქონდა გადანახული იმ მომენტისთვის თუ რაიმე პრობლემა ექნებოდა ან რამე სერიოზული მოხდებოდა. ამაში ხედავდა განტვირთვის გზას. ამით ვხვდებოდი ხოლმე რომ ჩემი ძმის თავს რაღაც ხდებოდა, ზუსტად ეს სიტუაცია დამხვდა ახლაც.
- ვაჩე რა ხდება მეტყვი? - ვკითხე აივანზე გასულმა და თვალით სიგარეტზე ვანიშნე.
- არაფერი ტასო არ შეიძლება უბრალოდ მოვწიო?
- ვაჩე ხო იცი ვერ მომატყუებ, შენ უბრალოდ არასდროს ეწევი და ამოთქვი ბოლოსდაბოლოს რა მოხდა.
- ტასო გთხოვ ახლა ტვინს ნუ გამიბურღავ, არაფერი მომხდარა უბრალოდ მინდა და ვეწევი - არ ტყდებოდა ჩემი ძმა.
- ხომ იცი რო დილით მაინც ყველაფერს გავიგებ როგორც კი ნინე გაიღვიძებს, იცოდე რამე თუ მოხდა და ნინეს აწყენინე ჩემი ხელი მოგკლავ - ვხვდებოდი რომ რაღაცას მიმალავდა და უკვე სიბრაზე მიპყრობდა.
- ტასო გთხოვ შენ ნუღა დამიმატებ, ისედაც არეული მაქვს თავსში ყველაფერი - თითქოს დანაღვლიანდაო სიგარეტი ჩააქრო და სავარძელზე ჩამოჯდა. დიდი ხანია ასეთი ვაჩე არ მინახავს ისეთი მზერა ქონდა თითქოს სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. - მართალი ხარ რაღაც დავაშავე და ხვალ ისედაც გეტყვის შენი დაქალი, ახლა უბრალოდ შემეშვი გთხოვ. - ხელები თავზე მოიჭირა და თვალები დახუჭა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საკუთარ აზრებს გაურბოდა.
- ვაჩე, ასეთი რა დააშავე მითხარი და საერთოდ როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რაღაცებს? - ნაწყენი მის წინ ჩავიმუხლე და ჩემ ძმას შევხედე - მომიყევი რა მოხდა.
- ტასო ნინეს უკვე ვაწყენინე და გთხოვ ნუ მაიძულებ ამის მოყოლას რადგან ზუსტად ვიცი ძალიან გაბრაზდები და არ მინდა შენც გაწყენინო - ხელით სახეზე მომეფერა - ნინე მოგიყვება დილით ახლა კი მიდი და დაიძინე. - შუბლზე მაკოცა და ოთახში შევიდა. მივხვდი, რომ დაძალებას აზრი არ ქონდა იმ ფაქტმა რომ რაღაც დააშავა ძალიან გამაბრაზა მაგრამ ჩემ ძმას რომ ვუყურებდი გული მეკუმშებოდა ისეთი ნაღვლიანი იყო. დავემშვიდობე და ჩემს ოთახში გავედი. როგორც ჩანს არცერთი ჩვენგანისთვის გამოდგა ეს საღამო კარგი, ნუ ჩემთვის ვაჩესთვის და ნინესთვის ნამდვილად არა აი იოანეზე რა გითხრათ. მისი გახსენება და ისევ გაბრაზება ერთი იყო. ვეღარ ვიგებდი უკვე რაზე მეფიქრა იმაზე, რაც იოანესთან მოხდა თუ ნინეს და ვაჩეს პრობლემაზე, რომელიც ვერ გავიგე რაში მდგომარეობდა. სწრაფად მივიღე შხაპი, საღამურები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე წყლის დასალევად. ახლა მთლიანად იმაზე ვიყავი გადართული რა აწყენინა ვაჩემ ნინეს ასეთი ხმა რომ ქონდა ტელეფონში. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ შევედი სამზარეულოში და ჭიქა წლით ავავსე.
- არ მეგონა ჩემი სიახლოვე ასე თუ დაგაბნევდა. - ზურგიდან იოანეს დაბალი ხმა მომესმა და შიშისგან ადგილზე გავიყინე. - ტასო კარგად ხარ? - ხმა რომ არ გავეცი ვიგრძენი როგორ დაიძრა ჩემი მიმართულებით.
- კი, კარგად ვარ - წყალი მოვსვი და მისკენ მივტრიალდი. ჩაბნელებულ სამზარეულოში მხოლოდ ქუჩიდან შემოღწეული ლამპიონის სინათლე აღწევდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მისი უსაზღვროდ მწვანე თვალებიდან წამოსული იდუმალება და ვნება აღმექვა. - გაიწია დასაძინებლად მივდივარ - ოდნავ უხეში ტონით მივმართე არაბულს რომელიც უკვე ჩემს წინ იდგა და გასასვლელს მიღობავდა.
- არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს? - მკითხა მოულოდნელად ისე თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგია.
- და შენ ფიქრობ? - არც მე ჩამოვრჩი და საერთოდ ვერ ვხვდები რა მქონდა მასთან სალაპარაკო.
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ ტასო
- მისმინე იოანე, დღეს ერთადერთი ვინც დააშავე ეს შენ იყავი და ახლა მეკითხები სალაპარაკო გვაქვს თუ არა? - ვკითხე შედარებით დამშვიდებულმა, რადგან ეს დაძაბულობა უკვე ბოლოს მიღებდა. - არა მე ნამდვილად არ მაქვს რამე სათქმელი.
- კარგი მართალი ხარ აღარ შეგედავები, ცოტა ზედმეტი მომივიდა და ბოდიშს გიხდი ამის გამო. - მისგან ბოდიში საკმაოდ მოულოდნელი იყო - უბრალოდ ისეთი მადის აღმძვრელი იყავი თავი ვეღარ შევიკავე - აი ნამდვილი არაბულიც დაბრუნდა.
- იოანე საწყის პოზიციას რომ ვუბრუნდებით თუ ატყობ... ბოდიშს მიხდი და იმავეს აგრძელებ, მინდა გითხრა საერთოდ არ გამოგდის ბოდიშის მოხდა.
- ბოდიშს მხოლოდ იმიტომ ვიხდი, რომ არ მინდა შენთან დაძაბული ურთიერთობა თორემ მე ისევ ჩემს აზრზე ვარ და საერთოდ არ ვნანობ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა. მისი სიახლოვე საშინლად მაბნევს მიუხედევად იმისა, რომ ჩემს ნერვებზე მოქმედებს და მამწარებს რთულია იმ გრძნობების დაიგნორება, რასაც მისი სიახლოვისას განვიცდი. - მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ეს ინციდენტი და თავიდან დავიწყოთ რას იტყვი? - კითხვის ნიშნიანი თვალები შემომანათა და თმა ყურსუკან გადამიწია, აი ეს ნამდვილად იყო ის რამაც მთელს სხეულში ჟრუანტელი მომგვარა. მისი ერთიც შეხებაც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ მთლიანად გავბრუებულიყავი. - ტასო მისმენ? - მკითხა დაბოხებული და ვნებამორეული ხმით.
- მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი იოანე ისედაც ბევრი საფიქრალი მაქვს უბრალოდ მინდა რომ აკონტროლო შენი ქმედებები და დაფიქრდე მანამ რამეს გააკეთებ - ვეცადე მაქსიმალურად მშვიდი და კატეგორიული ვყოფილიყავი, მისი შეხებისგან გამოწვეული ვნება კი საკუთარ თავში ჩავკალი და ბნელ კუთხეში მოვისროლე - არ მინდა დაძაბულობა მაშინ, როცა ერთად გვიწევს ცხოვრება, და თუ ნორმალურად მოქცევა არ შეგიძლია ჯობს ჩემგან თავი შორს დაიჭირო. - ეს ვთქვი და ხელის ნელი მოძრაობით გავწიე რომ სამზარეულოდან გამოვსულიყავი.
- თავად არ მოგინდება რომ შენგან თავი შორს დავიჭირო, გპირდები! - მომაძახა როცა უკვე კიბეებზე ავდიოდი. არა მაინც როგორი ხეპრეა თან ბოდიშს იხდის და თან იგივეს იმეორებს, ნამდვილად გადამიყვანს ჭკუიდან.

იმ ღამეს ბევრი აღარ მიფიქრია მომხდარზე, ძალიან დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა. დილით ცხრა საათი ხდებოდა საშინელმა სიცხემ რო გამაღვიძა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეძინებოდა სიცხისგან შეწუხებულმა ისევ ადგომა და გრილი შხაპის მიღება გადავწყვიტე. როგორც კი აბაზანიდან გამოვედი ეგრევე ნინეს შევეჩეხე, რომელიც ახალი შემოსული იყო ოთახში.
- როგორ მოხდა ასეთ დროს რომ გღვიძავს - სიცილით ვუთხარი დაქალს
- ტასო საშინლად მეძინა ისედაც, ერთი სული მქონდა გათენებულიყო - სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა წერეთელმა და საწოლზე ჩამოჯდა.
- მოყევი ნინე, რაც გუშინ მოხდა და აზრადაც კი არ გაივლო რომ მომატყუო, ის უკვე ვიცი რომ ჩემმა უტვინო ძმამ რაღაც დააშავა მაგრამ რა დააშავა ამოღერღე სასწრაფოდ.
- და შენ საიდან იცი?
- პირველ რიგში შენი აკანკალებული ხმიდან, როცა დამირეკე და მეორეც გუშინ რომ მოვედი შენ გეძინა უკვე, ამიტომ ვაჩესთან შევედი ვიფიქრე რამეს მეტყვი თქო მაგრამ შენც არ მომიკვდე, ის ძლივს ვათქმევინე რომ რაღაც დააშავა... ხოდა გელოდები ახლა დეტალებში მოყევი ყველაფერი.

გაშეშებული ვიჯექი საწოლზე და ვუსმენდი ნინეს მონაყოლს. იმ ფაქტმა რომ სცენები დადგა ჩემმა უტვინო ძმამ გამაბრაზა, მაგრამ როგორც კი წერეთელმა კოცნის სცენა ახსენა იქ სულ გამოვშტერდი.
- მოიცა ახლა ამბობ რომ ჩემმა ძმამ გაკოცა? ტუჩებში? და შენ რა ქენი? - ვერ ვიჯერებდი ნინეს მონაყოლს.
- რა უნდა მექნა ტასო გაგიჟდი? მხოლოდ დილით გადავხარშე რაც გუშინ მოხდა ისე ვიყავი გათიშული რა უნდა მექნა.
- ანუ გამოდის არც ჩემი ძმაა გულგრილი - ოდნავ მხიარული ტუნით ვუთხარი დაქალს და ტაში შემოვკარი. მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე ვეღარ ვიგებ ეს ფაქტი უნდა მახარებდეს თუ მაბრაზებდეს.
- ტასო რაზე ლაპარაკობ საერთოდ, ტიპმა ჯერ სცენები მომიწყო მერე ბოდიში მომიხადა, მაკოცა და ისიც მომაძახა ჩემი საკუთრება ხარო, შენ საერთოდ ხვდები რა ხდება? ეს ყველაფერი უჩვეულო არ არის? თან იმ ადამიანისგან რომელიც ჯერ კიდევ გუშინ დილით წიწილას მეძახდა და ხუთი წლის ბავშვივით მიჩეჩდა თმას. არასდროს სხვანაირად არ შემოუხედავს ჩემთვის და უკვე ვეღარ ვიგებ რა დასკვნა გამოვიტანო გუშინდელიდან.
- ნინე მისმინე, ხომ იცი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ჩემ ძმასაც არ მივცემ იმის უფლებას, რომ გაწყენინოს. უბრალოდ მგონია რომ ვაჩეს მოსწონხარ და ის სცენებიც იმიტო დადგა, რომ იეჭვიანა. ჩემი დაქალი ხარ მთელი ცხოვრება ერთდ მოვდივართ და ვაჩე არ გაკოცებდა ისე როგორც რიგით გოგოს და არც გაგიჟდებოდა ესე უბრალოდ. მაინც მგონია რომ ამის უკან რაღაც იმალება - ვეცადე ცოტა დამემშვიდებინა ჩემი დაქალი.
- არ ვიცი ტასო ლამისაა გავგიჟდე მთელი ღამე ის მომენტი მიტრიალებდა თავში, უბრალოდ არ მინდა ურთიერთობა აგვერიოს და სულ დავკარგო. კარგად იცი რომ მიყვარს, მაგრამ არც იმის უფლებას მივცემ რომ ისე მომექცეს როგორც რიგით ნაშას. - ბრაზობდა წერეთელი
- ვაჩე მასე არ მოიქცევა ნინე ხო კარგად იცნობ... ისიც იცის ჩემთვის როგორი ძვირფასი ხარ და არც კი გაივლებს აზრად რომ რამე გაწყენინოს ან დაგიშავოს. უბრალოდ დაწყნარდი.
- არ ვიცი ტას უბრალოდ ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ.
- ხოდა განტვირთვისთვის აუცილებლად აუზზე წავალთ და დავივიწყებთ გუშინდელ ფაქტებს. დასვენება და განტვირთვა არც მე მაწყენდა გუშინდელის მერე.
- შენთან რაღა მოხდა? - მკითხა წერეთელმა. მიუხედავად იმის, რომ გუშინდელის გახსენება ისევ ბრაზს მგვრიდა ყველაფერი დეტალურად მოვუყევი დაქალს და ახლა მისი გამოშტერებული სახე უნდა გენახათ - ახლა არ შევიშალო... იოანე ნახე დროს არ კარგავს ესე იგი, ანუ რა გამოდის მოსწონხარ?
- მოვწონვარ კი არა ერთი თვითკმაყოფილი ხეპრეა, რომელსაც ადგილის მიჩენა უნდა... - ისევ ვბრაზობდი არაბულის გახსენებაზე. - აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი გავემზადოთ, თათას დავურეკავ და აუზზე წავიდეთ უკვე სული მეხუთება.
თათას დავურეკე გავემზადეთ და გასვლამდე სამზარეულოში შევიარეთ ყავის დასალევად. როგორც ჩანს ბიჭებს ჯერ კიდევ ეძინათ, სახლში სიმშვიდე იყო. მათი გაღვიძება და მიპატიჟება არც კი გვიფიქრია ისე დავლიეთ ყავა და აუზზე წავედით.
- უკვე აუტანელია თბილისში ყოფნა - დაიწუწუნა თათამ და ვერ ვითვლი მერამდენედ შეიზილა დამცავი ლოსიონი ფეხებზე.
- თათა ცოტახანს შეეშვი მაგას და ჩამოდი წყალში - სიცილით უთხრა ნინემ და აუზის კიდეზე ჩამოჯდა.
- არა აი განტვირთვა და იმ ხეპრეებისგან ყოფნა მართლა გვჭირდებოდა, არ არიან ბიჭები და არ არის პრობლემებიც - კმაყოფილმა ამოვისუნთქე და მზეს მივეფიცხე.
- მოდი საღამოს რამე გავაკეთოთ რა? საბაზე გაბრაზებული ვარ და მიზეზი მექნება რო არ ვნახო იქნებ მიხვდეს ვაჟბატონი - იდეა წამოჭრა თათამ
- თქვენთან რაღა ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა. თათა და საბა უკვე ორი წელია ერთად არიან და ამათ შორის პრობლემა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს.
- დავიღალე რა ტასო მგონია რომ საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე სერიოზულად. როგორც კი მომავალზე წამოვჭრი საუბარს სულ იმას გაიძახის რომ სხვა საფიქრალი არ მაქვს, მართალია ძაან ვუყვარვარ მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არც კი ფიქრობს ჩემს ცოლად მოყვანაზე. - აშკარად ნაწყენი იყო თათა - გუშინ წამოსცდა ერთად ხომ არ გადავიდეთო და მეც გამიხარდა მაგრამ რათ გინდა მაშინვე მომახალა ოღონდ ეს ცოლ-ქმრობა და ოჯახობანას თამაში არ გვინდაო .
- ვერ გაუგებ ბიჭებს, ისინი უბრალოდ პასუხისმგებლობას გაურბიან, თუ უყვარხარ და თან ერთად ცხოვრებას გთავაზობს ვერ ვიგებ ქორწილის წინააღმდეგი რატოა. - თათას პოზიცია დაიცვა ნინემაც
- ალბათ ეშინია ოფიციალური ურთიერთობების, ან არ ვიცი თათ ვფიქრობ ჯობს ერთხელ და სამუდამოდ დაელაპარაკო ამ თემაზე და გაერკვიო. ამის გამო არ მოიწყინო
- დღეს არა რა ტასო, მინდა ვიფიქრო და დავისვენო რომ წყენამ გამიაროს.
- ხოდა ჩვენთან წამოდი აქედანვე და რამე მოვიფიქროთ. - ვეცადე გამემხნევებინა.
აუზზე დიდხანს აღარ დავრჩენილვართ იქიდან მარკეტში გავიარეთ რომ სასუსნავები და სასმელი გვეყიდა მერე კი პირდაპირ სახლში წავედით. სახლში მისულებს ბიჭები უკანა ეზოში დაგვხვდნენ აუზთან, რაღაცაზე საუბრობდნენ. საბა და ლუკაც მოსულიყვნენ.
- ჰაი გაიზ - შორიდან მივესალმე ბიჭებს და ხელი დავუქნიე
- ტასო სად გაქრით დილაადრიან? - მკითხა ვაჩემ
- აუზზე ვიყავით
- და ჩვენ რატო მოგვტეხეთ ტო, გუშინ არ თქვით ერთად წავიდეთო?
- გადავწყვიტეთ გოგოებს მარტო დაგვესვენა და ნურც ახლა შეგვაწუხებთ, მაღლა ვიქნებით ოთახში - მივაძახე და სამზარეულოში შევბრუნდი გოგოებთან
- გასვლას და მისალმებას არ ვაპირებ მითუმეტეს ის ვაჟბატონიც აქაა, ასე რომ მალე გავამზადოთ და ავიდეთ - გაბრაზებულმა გახედა ვაჩესთან მოსაუბრე საბას.
- ასე გაცხარებით რაზე ლაპარაკობენ ძაან მაინტერესებს - ინტერესიანი მზერა მიაპყრო ახლა ნინემ.
- დაიკიდეთ მაგათ რას გაგებთ მიდი მე პიცას და ჩიფსებს ავიტან ლუდი და პოპკორნი თქვენ წამოიღეთ - მივაძახე გოგოებს და ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
საღამო საკმაოდ სასიამოვნო გამოდგა, ბიჭები ვიღას ახსოვდა თათამ საშინელებათა ფილმი აიტეხა და შიშისგან ვის ახსოვდა დაბლა მოყაყანე სასტავი.
- ხო ვამბობდი კომედიას ვუყუროთ თქო - დუდღუნებდა ნინა და ტელეფონს ეძებდა რომ, ოთახი გაენათებინა
- რა ვიცოდი ასეთი საშიში თუ იქნებოდა - თავი იმართლა თათამ შუქის და ჩამრთველისკენ გაიწია რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა... დაკაკუნება და ჩვენი სინქრონში წივილი ერთი იყო
- რა გაყვირებთ? - შეშინებულმა შემოგლიჯა ლუკამ კარები - კარგად ხართ? - აქეთ-იქით აცეცებდა მაისურაძე თვალებს.
- ლუკა ნორმალური ხარ? ასე ვინ შემოდის? - უყვირა ნინემ
- რა ასე გოგო დავაკაკუნე და წივილი დაიწყეთ რა ჩემი ბრალია. - შუქი აანთო ლუკამ და გაშტერებული გვიყურებდა როგორ ვიყავით სამივე ერთმანეთზე ჩაფრენილები და ხელს არ ვუშვებდით - რა სახეები გაქვთ ტოო - ვეღარ მოითმინა და ახარხარდა მაისურაძე.
- იდიოტო რას დაგვცინი - ვეღარ მოვითმინე და ბალიში ვესროლე
- აბა რა გჭირთ ტო რა სახეებით იყურებით - არ ჩერდებოდა ლუკა და ისევ განაგრძობდა სიცილს. მის ხარხარზე ჩვენც ცოტა მოვეშვით და როგორც იქნა მოვშორდით ერთმანეთს.
- რატო მოხვედი რა გინდა? - კითხა თათამ ისევ შეშინებული სახით
- არაფერი მთელი დღე ჩაიკეტეთ და ვიფიქრე ავხედავ გოგოებს ხო კარგად არიან თქო... ჩამოდით დაბლა რას აკეთებთ აქ არ დაიღალეთ მაინც?
- არ გვინდა დაბლა ჩამოსვლა - გაიბუტა თათა
- აუუ მოგხვდებათ ახლა ჩამოდით რამე ვითამაშოთ ან რამე მოვიფიქროთ თორე იმ უჟმურების ატანა აღარ შემიძლია უკვე - დაიწუწუნა ლუკამ - იცოდე თქვენ თუ არ ჩამოხვალთ მე დაგიჯდებით აქ და არც იფიქროთ ჩემს გაგდებაზე.
- კარგი ხო კარგი ჩამოვალთ და მივალაგებთ ამეებს თან- დავაშოშმინე მაისურაძე თორე ამას თავიდან ვერ მოვიშორებდით.
- კარგი გელოდებით იცოდე -თითი დაგვიქნია და გავიდა ოთახიდან
- აუ საერთოდ არ მაქვს იმათი თავი - ამოიწუწუნა თათამ
- კარგი რა თათა სულ ასე ხო არ იქნება, ნუ მიაქცევ ყურადღებას დიდად ჩასვლა მეც არ მინდა მაგრამ ესენი მივალაგოთ და ცოტახანს გავჩერდეთ იქ... რატო უნდა გამოვიკეტოთ ოთახში მაგათ გამო.
- ნინე მართალია თათა, მიდი ჩავიდეთ და ნუ გავჩერდებით დიდხანს მეძინება ისედაც და მალე ამოვიდეთ.
როგორც იქნება თათა დავიყოლიეთ და დაბლა ჩავედით... ლუდის ბოთლები და ჭურჭელი სამზარეულოში შევიტანეთ და მისაღებში დივანზე ჩამოსხედით სამივე.
- რას შვრებით გოგოებო? - იკითხა საბამ და თათას მიაჩერდა რომელიც საერთოდ არ აპირებდა პასუხის გაცემას.
- არაფერს, ფილმს ვუყურეთ და ლუკამ გვთხოვა ცოტახანს ჩამოვსულიყავით - თათას მაგივრად პასუხი მე გავეცი.
- ისეთი სახეები გაქვთ მთლად რომანტიკა არ უნდა გენახათ - ბოროტად ჩაიცინა იოანემ და აყვნენ ბიჭებიც.
- უკვე ნერვებზე დაიწყეთ თამაში - ირონიულად გავუღიმე ჩვენს წინ მსხდომ ოთხეულს და ფეხები დივანზე შემოვაწყვე.
- კარგი ხო, უბრალოდ რა პონტია ტო თქვენ ზემოთ თქვენ პონტში ხართ მე კიდე მიმატოვეთ ამ უჟმურებთან... ვითამაშოთ რამე. - ისევ აწუწუნდა მაისურაძე.
- კარგი ვითამაშოთ - აყვა ვაჩეც
- ჩვენ გვაწყობს - სამივეს ნაცვლად ნინემ გასცა პასუხი
- კარგი, იოანეს და საბას არ ვეკითხები თანახმები არიან ასე რომ მოდი სიმართლე და მოქმედებით დავიწყოთ - გააჟღერა იდეა ლუკამ
- მაშინ სასმელსაც დავიხმართ, თავის აცილება ვისაც მოუნდა - ახლა ვაჩე გამოვიდა იდეით და ისე რომ არ დალოდებია პასუხს ვისკის და არყის ორი ბოთლი მოიტანა.
- ცნობისთვის ჩვენ ლუდი დავლიეთ და ამას ნამდვილად ვეღარ დავლევთ -თქვა ნინემ და ვაჩეს შეხედა
- ხო და მოგიწევს არ აიცილოთ კითხვა ან მოქმედება და აღარც დალევა მოგიწევთ. - თვალი ჩაუკრა ნინეს და ჭიქებში ჩამოსხმა დაიწყო.
- კარგი მაშინ მე ვიწყებ - წამოხტა ლუკა, სამზარეულოდან ცარიელი ლუდის ბოთლი მოიტანა და მაგიდის ცენტრში დაატრიალა. ბოთლი ვაჩეზე გაჩერდა და ჩუმად რაღაც ჩაილაპარაკა, მიხვდა კარგი დღე არ ელოდა. - ოოო აი ეს მაწყობდა, აბა ცუნცულ სიმართლე თუ მოქმედება? - თვალები აუჟუჟუნა ლუკამ ჩემ ძმას.
- ცუნცულს მოგცემ შემომაკვდები მაისურაძე - ამოიღრინა ვაჩემ - მოქმედება - იცოდა სიმართლეს თუ აირჩევდა ლუკა ცუდს გაუჩალიჩებდა და ისევ მოქმედება არჩია.
- ოო მოქმედებას არ ველოდი... მაშინ ჩემო პანტერა ახლა ადგები და რომელიმე ბიჭს შენი ვნებიანი ტუჩებით ეამბორები ყურზე - ამის თქმა და ჩვენი გადაბჟირება ერთი იყო.
- ფუ შენი პიდარასტი...... - შეიკურთხა ვაჩემ და ვისკით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა - შემომაკვდები მაისურაძე მე მითქვია იცოდე - კბილებში გამსცრა ვაჩეს და ახლა თვითონ დაატრიალა ბოთლი. ჯერი ნინეზე მოუწია, დავინახე ფერი როგორ წაუვიდა ჩემ დაქალს. - სიმართლე თუ მოქმედება ნინე? –
- სიმართლე, მოქმედებისთვის ვერ გავიმეტებ ჩემ თავს - ირონიულად გაუღიმა ნინემ და დაელოდა რას კითხავდა ვაჩე
- ვინმე გიყვარს? - საკმაოდ მოულოდნელი იყო ვაჩესგან ეს კითხვა და შევამჩნიე როგორ დაიძაბა ნინე.
- უგულოს ვგავარ? სიყვარულით ბევრი მიყვარს ახვლედიანო - ირონიას არ ღალატობდა წერეთელი.
- იცი რომელ სიყვარულსაც ვგულისხმობ ქალბატონო - ოდნავ დაძაბული ტონით კითხა და თვალებში ჩახედა წერეთელს. რატომღაც ოთახში ყველა დაძაბული ველოდით ნინეს პასუხს რომელიც ვისკისკენ აპარებდა თვალს და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.
- კი, მიყვარს - თქვა ბოლოს და ამოისუნთქა. აი ახლა უნდა გენახათ ჩემი ძვირფასი ძამიკოს დაბერილი ძარღვები და გაცეცხლებული თვალები, ასე მეგონა ვინმეს შუაზე გაგლეჯდა. - ახლა ჩემი ჯერია - წინ წამოიწია თავისი პასუხით კმაყოფილი ნინე და ბოთლი დაატრიალა, ახლა საბას ჯერი იყო. - საბა სიმართლე თუ მოქმედება?
- მოქმედება - არც დაფიქრებულა საბა ისე უპასუხა.
- თათას აკოცე - გათამამდა ნინე და მწარე ჩქმეტაც მიიღო თათასგან, თვითონ კი კმაყოფილი მზერით უყურებდა საბას, რომელიც წამოდგა და თათასკენ დაიძრა.
- თათა მაპატიე რა - გაბზარული ხმით უთხრა, დაიხარა და მოწყვეტით აკოცა. თათა კი იჯდა გაქვავებული და წამით მეგონა რომ აღარც სუნთქავდა. - ახლა ჩემი ჯერია - წამოიძახა საბამ როგორც კი ადგილზე დაჯდა და ბოთლი დაატრიალა. არც მეტი არც ნაკლები თათა ამოუვიდა, აი ახლა უნდა გენახათ გადაფითრებული თათას სახე. - თათა სიმართლე თუ მოქმედება? - ისე კითხა რომ თვალები არც კი მოუშორებია მისთვის.
- მოქმედება - თათას პასუხი მექანიკურად წამოსროლილს უფრო გავდა ვიდრე დაფიქრებულს ნათქვამს.
- მოქმედება? - გაიმეორა საბამ თითქოს არ ელოდა თათას ამ პასუხს - კარგი, მაშინ ცოლად მომყვები.
- რააა? სინქრონში ვიყვირეთ სამივემ და მხოლოდ ახლა დაუბრუნდა თათა რეალობას.
- რა რაა? ხომ თქვი მოქმედებაო ხოდა შენი მოქმედება ესაა ცოლად გამომყვები. - ახლა მართლა გაოგნებულები შევყურებდით ყველა თათას და საბას.
- საბა ხუმრობ? ასე ვინ იქცევა? - გაოგნებას ვერ მალავდა თათა...
- ვინ? - ფეხზე წამოდგა საბა - ვინ იქცევა და შეყვარებული კაცი თათა - მათ შორის მანძილი შეამცირა და თათას წინ ჩაიმუხლა - კაცი რომელიც ვერ ხვდებოდა რამდენად დიდი ბედნიერება ყავდა გვერდით, კაცი რომელიც სულელური პანიკის გამო უარს ამბობდა და გაურბოდა ოფიციალურ ურთიერთობას - ხმა გაებზარა საბას - თათა აღარ მინდა მომდევნო ორი, გინდ ერთი წელი შეყვარებულობანას თამაში გავაგრძელოთ... მინდა ყოველი დილა შენით იწყებოდეს და შენთან ერთად სრულდებოდეს... მინდა სულ შენ გიყურებდე, შენ ღიმილიან სახეს ვხედავდე, მინდა სახლში შენი კისკისი ისმოდეს... შვილები მინდა რომლებიც შენ დაგემსგავსებიან ქერა კულულა თმით და მარწყვისფერი დაბურთული ტუჩებით - იჯდა თათა და გაფითრებული უყურებდა მის წინ ჩამუხლულ საბას, რომელმაც ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და თათას გაუწოდა - ვიცი გაბრაზებული ხარ, მოთხოვნამ არ გაჭრა როგორც ჩანს ამიტომ გეკითხები ჩემო ფერია ცოლად გამომყვები? - ამის თქმა და თათას ხმით აქვითინება ერთი იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებდით ვერც მე და ნინე. ბიჭები კი კმაყოფილები შეჰყურებდნენ წყვილს, როგორც ჩანს მათთვის სულ არ ყოფილა ეს სიახლე. - თათა გთხოვ ნუ მაწამებ რამე თქვი - ნერვიულად ამოიგმინა საბამ.
- როგორი სულელი ხარ, გამოგყვები ჩემო ცხოვრება აბა რას ვიზამ - სიხარულით გადაეხვია თათა მონატრებულ საბას.
- ეგრე რა ფერია, ლამის გული გამისკდა ისე გაჩუმდი - შვებით ამოისუნთქა საბამ და ბეჭედი თითზე მოარგო. მერე იყო მილოცვები... სასიხარულო ამბის აღნიშვნა, დალევა, ცეკვა, სიცილი და არც არავის გახსენებია წინა დღეს მომხდარი ინციდენტები ვაჩესთან და იოანესთან. ყველამ გავიზიარეთ წყვილის სიხარული და ეს საღამო ყველამ კარგად ვიმხიარულეთ.
ორი ხდებოდა ლუკა საბა და თათა, რომ წავიდნენ დიდი ხვეწნის მიუხედავად ვერ დავითანხმეთ დარჩენაზე... საბამ ჩემ საცოლესთან უნდა გავნმარტოვდეო აიტეხა, ლუკამ კი ისეთი გოგო მეპატიჟება ეს რო გავმაზო მართლა გიჟი უნდა ვიყოო და ასე დაგვტოვა სამეულმა. მე და ნინემ ოთახი მივალაგეთ, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ბევრი დავლიეთ შევძელით და არაფერი დავლეწეთ... ბიჭები ბაღში იყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ... ამ ბოლოს ესენი ბევრს ლაპარაკობენ ჩუმად და საინტერესოა რა ჩაიფიქრეს...
- მორჩა მგონი მივალაგეთ - მოვავლე თვალი სასტუმრო ოთახს - დავიძინოთ ხო, ხვალ უნივერსიტეტში უნდა გავიდეთ
- აუ ხო... მარა ცოტახანს ჰაერზე უნდა გავიდე თორე ვიგუდები
- მიდი მაშინ და მე დავიძინებ თორე ფეხზე ძლივს ვდგავარ, - ნინეს დავემშვიდობე, ბიჭებსაც ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ავედი.

ნინესთან
მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი უკანა ეზოში გადავწყვიტე გასვლა და ჰამაკში ჩავწექი, ცოტა ხნით ჰაერზე ყოფნა მჭირდებოდა. ბავშვობაში მე ტასო ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ დავინახავდით ყველაზე დიდ ვარსკვლავებს ამოვარჩევდით და ვყვიროდი ეს ჩემაო. მერე სახელებს ვარქმევდით, თუმცა რათ გინდა მეორე დღეს სახელებიც გვავიწყდებოდა და ვერც „ჩვენ“ ვარსკვლავებს ვპოულობდით ამიტომ მიდიოდა ხელახალი ბრძოლა ვარსკვლავებისთვის. ცას შევყურებდი და ისე ვიყავი ფიქრებში გართული ვერც კი შევამჩნიე ვაჩე როგორ მომიახლოვდა.
- შეიძლება მეც ჩამოვჯდე - შეპარვით მიმითითა ჰამაკზე. წინააღმდეგობა არც გამიწევია, გვერდით ჩავიწიე და ადგილი გავათავისუფლე. როგორც კი დაჯდა მასზე აკრული აღმოვჩნდი და წამით გავირინდე, მაგრამ მალევე გამოვერკვიე და დისტანცია დავიჭირე. - ახლა ისევ სახელებს არქმევ ვარსკვლავებს? - მკითხა მოულოდნელად.
- გახსოვს? - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
- როგორ არ უნდა მახსოვდეს ყოველ ღამე ეცილებოდით შენ და ტასო ერთმანეთს ვინ უფრო დიდ ვარსკვლავს აირჩევდა. - ცას ახედა და გაიცინა - ამჯერად რომელი ამოარჩიე?
- ამჯერად არ ამომირჩევია, უბრალოდ ვფიქრობდი და იმ დიდ ვარსკვლავს ვუყურებდი ხედავ? - თითი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისკენ გავიშვირე - ტასო მხოლოდ მას იმახსოვრებდა ამბობდა სიყვარულის ვარსკვლავია ეგო ყველაზე დიდი და კაშკაშაო.
- შენც ასე ფიქრობ? - ახლა მე შემომხედა
- მე არ ვიცი რა ვარკვლავია მაგრამ ყველაზე გამორჩეული ნამდვილად არის.
- და სიყვარული?
- რა სიყვარული? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
- შენი სიყვარულიც დიდი და გამორჩეულია იმ ბიჭის მიმართ?
- ჩემი სიყვარული? ის ყველაზე მშვენიერი და დიდებულია - დაჰიპნოზებულმა ვუთხარი და მის შავ თვალებში ჩავიძირე.
- თურმე როგორ გყვარებია - სევდანარევი ხმით ამოთქვა ახვლედიანმა - ნამდვილად გაუმართლა - ხმა თითქოს გაებზარაო.
- ხო ალბათ. - ესღა ვთქვი და ცას ავხედე.
- დიდი ხანია გიყვარს? - ისევ მოულოდნელად მკითხა ვაჩემ. არ ვიცი ალკოჰოლის ბრალია თუ ასეთი ლამაზი საღამოს ხიბლი მაგრამ ვაჩესთან ამაზე ლაპარაკი არ მაშინებდა.
- წლებია - პასუხი არც მე დავაყოვნე.
- მე ვიცნობ?
- იცნობ? , კი
- მართლა? - გაუკვირდა ვაჩეს
- კი.
- მეტყვი ვინაა?
- ვერა.
- რატო? ჩვენ ხო არასდროს ვმალავდით ერთმანეთისგან რაღაცებს - ეწყინა ვაჩეს.
- ჩემმა პასუხმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს ამიტომ ჯობს არ იცოდე.
- ის ბიჭია ბარიდან? მათე... - არ მეშვებოდა ვაჩე
- ის ჩემი კურსელია ვაჩე გუშინ უკვე გითხარი.
- მერე რა კურსელი არ შეიძლება გიყვარდეს? - გამომცდელი მზერით შემომხედა.
- შეიძლება, მაგრამ სანამ მათეს გავიცნობდი მანამ უკვე მიყვარდა ასე რომ მათე ვერ იქნება.
- ნინე ძალიან მაბნევ... მაგრამ თუ არ გინდა ნუ მეტყვი ვინაა, უბრალოდ ის მაინც მითხარი მასთან ერთად ბედნიერი ხარ?
- მასთან ერთად არ ვარ ვაჩე...
- რას ქვია არ ხარ - გაიკვირვა ახლვედიანმა
- შეყვარებულები არ ვართ და არც ვიქნები....
- რას ნიშნავს არ ხართ და არ იქნებით.
- აი ასე, ეს სიყვარული ცალმხრივია ასე რომ არ ვიქნებით - ჩემმა სიტყვებმა ტირილი მომანდომა თავი უსუსურ არსებად ვიგრძენი.
- რა იცი რომ ცალმხრივი სიყვარულია? გითხრა არ მიყვარხარო? - არ მეშვებოდა ახვლედიანი მეკი უფრო და უფრო მინდებოდა ტირილი.
- არც ის უთქვამს მიყვარხარო - სიმწრისგან გამეცინა და აცრემლებული თვალები მივანათე ვაჩეს რომელიც დაბნეული და გაკვირვებული შემომყურებდა.
- რომ კითხო?
- არ ღირს
- ნინე ასე ძალიან გიყვარს? - ხმა ჩაუწყდა როცა ჩემი ცრემლების მომშრალება დაიწყო... მეკი ისევ ჩავიძირე მის შავ და ღრმა თვალებში.
- უსაზღვროდ!
- მაშინ გაბედე და კითხე ნინე... არ მინდა ას გულ ნატკენს გიყურო პატარა...
- ვერ ვკითხავ ვაჩე - ვეცადე თავი ამერიდებინა მაგრამ ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამაჩერდა.
- ნინე არავის მივცემ უფლებას რომ გატიროს გესმის? გუშინ ძალიან გატკინე ჩემს გამო იტირე კიდეც და საკუთარი თავი მძულს ამის გამო. მაგრამ, ამის შემდეგ გახსოვდეს არავის გამო არ უნდა იტირო. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს გესმის? - თვალებიდან გადმოგორებული ცრემლები კიდევ ერთხელ მომწმინდა და გულზე მიმიხუტა, მეკი მისი სურნელით გაბრუებული ვგრძნობდი რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი - დამშვიდდი პატარა და ნუ ტირი...
- ვაჩე გუშინ რატომ მაკოცე? - გაკვირვებული მომშორდა თვალებში ჩამხედა, აშკარად არ მოელოდა ჩემს ასეთ შეკითხვას.
- არ ვიცი ნინე, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე... ვერ ვაზროვნებდი პატარა, იმდენად გავმწარდი როცა ის ბიჭი დავინახე ასე ახლოს, უბრალოდ გონება დამებინდა. - სიტყვებს თავს ვერ აბამდა ვაჩე და ნერვიულად ათამაშებდა თითებს.
- გასაგებია
- თუ იმ ბიჭის მიმართ ვინც გიყვარს თავს დამნაშავედ გრძნობ რომ გაკოცე მაპატიე, არ მინდოდა გწყენოდა. არ ვიცოდი შენ ცხოვრებაში თუ ვინმე იყო. უბრალოდ არ ვიცი რა მემართება, იმის წარმოდგენაც კი მკლავს რომ შეიძლება ვინმე შეგეხოს. - თავი ჩახარა და სახეზე ხელები აიფარა. - მაპატიე ნინე
- გაპატიე!
- რაა? - აშკარად არ ელოდა ისეთი სახით შემომხედა.
- ხო, გაპატიე და თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. - ისე ამოისუნთქა თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნაო
- ანუ მაპატიე? - ოდნავ სევდიანად გადმომხედა და როგოც კი ჩემს თვალებში დადებითი პასუხი ამოიკითხა მაშინვე მიმიხუტა. მესმოდა მისი გული როგორ გამალებით ძგერდა და მერწმუნეთ, არაფერია იმაზე სასიამოვნო მოსასმენი როგორიც საყვარელი ადამიანის გულის ფეთქვა. - ნინე შეიძლება ახლა ყველაფერი გავაფუჭო მაგრამ ეს რომ არ გითხრა შეიძლება მართლა შევიშალო - დაიჩურჩულა ისე რომ ხელი არც გაუშვია.
- მითხარ - მხლოდ ამის თქმა შევძელი.
- მიყვარხარ! - ვნებამორეული ხმით ჩამჩურჩულა ყურთან.




3 თავი


- მიყვარხარ! - ვნებამორეული ხმით ჩამჩურჩულა ყურთან.
წამით გავირინდე, ვაჩეს რომ ვუყვარდი ისედაც ვიცოდი ტასოსგან არასდროს მარჩევდა, მის სითბოს და მზრუნველობას ყოველთვის ვგრძნობდი. არაერთხელ უთქვამს რომ ვუყვარვარ, მაგრამ ამჯერად გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა, წამით მეგონა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. გონებაში ისევ მისი ნათქვამი ჩამესმოდა და ვერ ვხვდებოდი რეალობას როგორ დავბრუნებოდი.
- ნინე ახლახან სიყვარულში გამოგიტყდი - განაგრძო ისევ ვაჩემ, რადგან მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი... ოდნავ მომშორდა და ღამისფერი თვალებით ჩამხედა მე კი ისევ ჩავიძირე მათ სიღრმეებში უკვე მერამდენედ ვეღარც კი ვითვლი - მესმის რომ გაგიკვირდა, ალბათ ბრაზობ კიდეც. საკუთარ თავზე მეც ვბრაზობდი, როცა აღმოვაჩინე რომ სხვა თვალით დაგიწყე ყურება - აქ ჩემმა გულმა კიდევ ერთხელ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა, უარესად დამადუმა - საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი რომ ნელნელა შენს მიმართ სხვა ლტოლვა მიჩნდებოდა, სწორედ ამიტომ დავთანხმდი დავითს პარიზში წასვლაზე, ვიფიქრე შენგან შორს ყოფნა და საკუთარ თავთან დარჩენა რეალობას დამანახებდა მაგრამ იცი რა მოხდა? - ცოტა ხანს შეჩერდა სახეზე ხელები ჩამოისვა თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო და ცას ახედა - მენატრებოდი ისე როგორც არვინ არასდროს მომნატრებია, ვფიქრობდი ისე როგორც არავიზე არასდროს მიფიქრია... მოსვენებას ვკარგავდი როცა წარმოვიდგენდი რომ ვინმე შეგიყვარდებოდა, ვინმე შეგეხებოდა, ვინმე სხვა იქნებოდა შენი ბედნიერების და ღიმილი მიზეზი - აქ ღრმად ამოისუნთქა და ისევ მე შემომხედა - ყველაზე ცუდი დრო შევარჩიე ამის სათქმელად, რადგან ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... შეგიყვარდა!, ამას შენს თვალებში ვხედავ არ ვიცი ვინ არის მაგრამ ძალიან გაუმართლა - სიმწრით ჩაიცინა - იმდენად ეგოისტურად ვერ მოვიქცევი რომ სიყვარული აგიკრძალო, ვერც იმას შევძლებ ჩემთან ყოფნა გაიძულო... გუშინ გავბრაზდი როცა მათესთან ერთად დაგინახე... საბოლოოდ შემშალა იმ ფაქტმა რომ სხვას შეეძლო შენთან შეხება... ამიტომ გიყვირე, გაკოცე და მიგისაკუთრე კიდეც, მაგრამ ნინე! - ნელ-ნელა ხმა გაუტყდა და სათქმელს თავს ვეღარ აბამდა - დღეს შენს თვალებში დავინახე დიდი სიყვარული, იმდენად დიდი რომ ვერ გაგიმეტებ ის დაგაკარგვინო... უბრალოდ გახსოვდეს პრინცესა, არავის მივცემ უფლებას გატკინოს, მათ შორის არც საკუთარ თავს - შუბლზე ტუჩები მომაკრო და ისე გაუჩინარდა სიბნელეში თითქოს წამის წინ არც კი ყოფილა ჩემს გვერდით, მე კი დამტოვა არეული გონებით, მთლიანად გათიშული და გაფითრებული.
რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი და ისევ იმ სივრცეს გავყურებდი სადაც ვაჩე გაუჩინარდა... მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ვტიროდი, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მომდიოდა და გაჩერებას არც კი ლამობდა. ვცდილობდი გონებაში ყველაფერი გადამეხარშა, ცოტა ხნის წინ ვაჩემ სიყვარული ამიხსნა? გამოდის ვუყვარვარ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვაჩეს მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას ხელახლა ვიმეორებდი გონებაში - ვუყვარვარ - ხმა მაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები და გამეღიმა. არც კი დავფიქრებულვარ ისე წამოვდექი და ვაჩეს ოთახისკენ ავიღე გეზი... დაკაკუნება არც კი მიცდია ისე შევაღე კარი... ჩემს წინ კი ნახევრად შიშველი ვაჩე დავლანდე საწოლზე იჯდა ვისკის ჭიქით ხელში. როგორც კი შევედი გაკვირვებული მზერა მომაპყრო ჭიქა იქვე მდგარ ტუმბოზე დადო და წამოდგა.
- ნინე მესმის გაბრაზებული და გაკვირვებული ხარ მე უბრალოდ... - რაღაცის თქმას აპირებდა როცა შევაწყვეტინე.
- ვაჩე აღარაფერი თქვა - მისკენ დავიძარი და ჩვენს შორის მანძილი შევამცირე - არ ფიქრობ რომ საკმარისზე მეტი ილაპარაკე? - შევამჩნიე ფერი როგორ შეეცვალა და თავი დახარა - შენი სათქმელი თქვი და დამტოვე სრულ გაურკვევლობაში ახლა კი ცდილობ რამე ამიხსნა? - ცოტა ბრაზი მომერია ხმაში, და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ - არ შეგიძლია სიყვარულში გამომიტყდე, ასეთი სიტყვები მითხრა და უბრალოდ დამტოვო - ახლა უკვე რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს...
- არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როცა ფეხის წვერებზე ავიწიე და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებში... საკუთარი თავით მეც გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ თავს უფლება მივეცი ჩემი გრძნობები ბოლომდე გამომეხატა, ამ ყველაფერს უკვე ვეღარ ვუძლებდი - ნინე... - როგორც კი მოვშორდი, მხოლოდ ეს ამოთქვა ახვლედიანმა
- მიყვარხარ! - მხოლოდ ეს ვთქვი და ქვემოდან ავხედე ახლა უკვე ვნებამორეული და ოდნავ გაკვირვებულ შავებში ჩავაჩერდი - ხო ვაჩე აი ასე მიყვარხარ - და ნერვიულად გავიცინე - შენ ხარ ის ადამიანი ვის მიმართაც ყველაზე დიდი გრძნობა მაკავშირებს, ვისი სიყვარულითაც წლებია ვიტანჯები, ადამიანი ხარ, რომელიც მონატრებისგან მკლავს, ის ადამიანი ხარ ვისი ერთი შეხებაც საკმარისია, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიაროს... შენ კი არ გაქვს უფლება ფიქრები ამირიო, სიყვარულში გამომიტყდე და მერე მარტო დამტოვო - საჩვენებელი თითი შიშველ მკერდზე - არ შეგიძლია გაურკვევლობაში მიმატოვო - ჩუმად ამოვიჩურჩულე და შევამჩნიე ვაჩეს თვალებში როგორ გაკრთა პატარა სინათლის სხივი... კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა მაგრამ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამაცხრა ტუჩებზე ახვლედიანი. გაჩერება აღარ შემეძლო მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა, რომ არა ვაჩეს ძლიერი მკლავები ალბათ იატაკზე აღმოვჩნდებოდი. მთელი ვნებამორეული სიშმაგით მიკოცნიდა ჯერ ზედა და მერე ქვედა ტუჩს მონაცვლეობით, ურცხვად დაატარებდა ენას ჩემს პირში და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ვნებისგან გაბრუებულმა ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და უფრო მეტად ავეკარი მის ნახევრად შიშველ სხეულს... ვგრძნობდი ტემპერატურამ როგორ იმატა, მარჯვენა ხელი თმაში შემიცურა, მარცხენა ხელს კი ჩემს წელზე დაატარებდა... სუნთქვა გაგვიხშირდა ვგრძნობდი სხეული როგორ დაეჭიმა და უფრო მეტად მიმიზიდა, წამით მოსწყდა ჩემ ტუჩებს შუბლი ჩემს შუბლს მოადო და მხოლოდ ახლა ვცადეთ ორივემ სუნთქვის დარეგულირება, ვუყურებდი მის უნაკლო სხეულს, ახლა შევამჩნიე რომ მთელი სხეული დაეცვარა და მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. წამით ვნება მორეული თვალებით შემომხედა ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა უფრო მეტად ამიკრა სხეულზე და თავი ჩემს კისერში ჩარგო... ცხელი სუნთქვა მომაფრქვია და სველი კოცნა დამიტოვა კისერში... მისმა ცხელმა და ვნებიანმა შეხებამ კიდევ ერთხელ დამაკარგვინა თავი და თვალები სიამოვნებისგან მიმელულა.
- მიყვარხარ - ამოიჩურჩულა დაბოხებული ხმით და უფრო მეტად მომიქცია საკუთარ მკლავებში. - აღარასდროს დაგტოვებ...
- მეც მიყვარხარ ! - ამოვიჩურჩულე და კოცნა დავუტოვე დაცვარულ ლავიწზე. - არასდროს დამტოვო - ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა და მისი სხეულის ამგვარმა რეაგირებამ ღიმილი მომგვარა. წამით მომშორდა ახვლედიანი და ისევ მომანათა ჭინკებ ათამაშებული თვალები.
- დღეს ჩემთან დარჩები? - ისე მიყურებდა თითქოს თვალებში ეძებს პასუხებსო. - მინდა მთელი ღამე გვერდით მყავდე, უბრალოდ ჩაგეხუტო და შენს სუნთქვას ვუსმინო... დარჩი ჩემთან ფერია - თმა ყურის უკან გადამიწია და ცხვირის წვერზე მოწყვეტით მაკოცა.
- დავრჩები! - ამის თქმა მოვახერხე და სხეულზე მივეწებე.
საოცარი ღამე იყო... მის მარწუხებში მომწყვდეულს ალბათ ყველაზე მშვიდი ღამე მქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. უბრალოდ ვიწექით ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი ჩახუტებულები და მშვიდად ვუსმენდით ერთმანეთის სუნთქვას. ვაჩე დროდადრო თავზე მკოცნიდა და თმაზე მეთამაშებოდა. უკვე გვიანი იყო ემოციებმა და ალკოჰოლმა თავისი ქნა და საბოლოოდ მალევე ჩამეძინა.
დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა... წამით გავიაზრე გუშინდელი დღე და შიშის გრძნობა დამეუფლა რომ ეს სიზმარი იქნებოდა, თუმცა ვაჩეს ხმამ გამომაფხიზლა
- ფერია გაიღვიძე? - ახლა შევამჩნიე რომ ზურგიდან მეკვროდა და ღრმად ისუნთქავდა ჩემს სურნელს.
- დილა მშვიდობის - ვთქვი და მისკენ გადავბრუნდი - წამით მეგონა რომ ყველაფერი დამესიზმრა - გამოვუტყდი და შეშინებული თვალებით ავხედე.
- ეს თუ სიზმარია დაე არასდროს გავიღვიძოთ - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა - დილის განსაკუთრებით ლამაზი ხარ და შენი მარწყვივით ტუჩები აშკარად დასაგემოვნებლად მიხმობენ - ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადაისვა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში. - ყველაზე გემრიელი ხარ ფერია... რას იტყვი ყოველი დილა რომ შენით დავიწყო ?
- მე წინააღმდეგი არ ვარ - გავუღიმე და სველი კოცნა დავუტოვე ლავიწზე
- ვიღაც მიწვევს, - წამით მოექცა ჩემს ზემოთ და თავისი შავებით ამათვალიერა - მაგრამ ვფიქრობ თავს ვერ შევიკავებ და შემომეჭმევი - თქვა და ტუჩებზე დამაცხრა თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა მალევე მომშორდა და წამოდგა. - დილისთვის საკმარისი დოზა მივიღე, ძალიან არ მინდა შენი დატოვება მაგრამ დავითმა მომწერა კომპანიაში უნდა წავიდე რამდენიმე საბუთს ხელი მოვაწერო - დანანებით ამოიგმინა და შუბლზე მაკოცა - შენ ჭკუით იყავი ქალბატონო და საღამოს მოგხედავ, ახლა სააბაზანოში შევალ - თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა.
ბედნიერებისგან ღიმილს ვერ ვიკავებდი მაშინვე წამოვედი და სააბაზანოს კარს ავეკარი.
- მე საუზმეს გაგიმზადებ - მივაძახე გარედან და ოთახიდან ისე გავედი პასუხს არ დავლოდებივარ. გავედი რომ სამზარეულოში ჩავსულიყავი მაგრამ ჩემი ოთახიდან გასვლა და ტასოს დერეფანში გამოჩენა ერთი იყო.


ტასოსთან

როგორც კი ოთახში ავედი მაშინვე დასაძინებლად დავწექი. დაღლილობამ და ალკოჰოლმა თავისი ქნა და მალევე ჩამეძინა. დილით შვიდი ხდებოდა რომ გამეღვიძა საშინლად მწყუროდა, წამოდგომა დავაპირე და თავის ტკივილმაც არ დააყოვნა, მეგონა თავში ბომბი მქონდა და საცაა აფეთქდებოდა. საბოლოოს სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე, მოკლე მაქმანებიან შავ პენუარზე ამავე ფერის მოკლე აბრეშუმის ხალათი მოვიცვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. ცივმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა და ჭიქით ხელში ეზოში გავედი რათა გონს მოვსულიყავი. მზე უკვე გათამამებულიყო და თავხედურად დაყურემდა დედამიწას, აუზთან მდგომ სავარძელზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე... უფლება მივეცი მზის სხივებს ჩემშიც შემოჭრილიყვნენ.
- როგორც ჩანს ალკოჰოლს კარგად უმკლავდები - მომესმა უეცრად იოანეს ხმა და მეც მაშინვე გავახილე თვალები. ჩემს წინ ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი არაბული იდგა თავზე კაპიშონი წამოემხო და ზემოდან დამყურებდა. საოცრად გამოიყურებოდა ამ ბიჭს მგონი ყველაფერი უხდება, სპორტულ ფორმაში კი მკაფიოდ შეამჩნევდით მის დაკუნთულ სხეულს
- როგორც ჩანს ზედმეტად ბევრი დავლიე. არ მეგონა ასე ადრე თუ ვინმე გაიღვიძებდა გუშინდელის შემდეგ - ვუთხარი და ჭიქიდან ცივი წყალი მოვსვი.
- მიჩვეული ვარ ასეთ სიტუაციებს, თან ადრე გამეღვიძა და ვარჯიში გადავწყვიტე - თქვა და ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა სავარძელში - შენ კი აშკარად შეგაწუხა ნაბახუსევმა
- თავი საშინლად მტკიოდა ახლა უკეთ ვარ - ახლა გავიაზრე მის წინ როგორ ფორმაში ვიჯექი, იოანემ თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაატარა და ოდნავ შესამჩნევად კბილებს შორის მოიქცია. ვეცადე მისი ეს ჟესტი დამეიგნორებინა, თითქმის ბლომდე შეხსნილი ხალათი შევისწორე და წასასვლელად წამოვდექი. - აჯობებს ცოტახანს კიდევ დავიძინო - ვთქვი და ისევ სამზარეულოში შევედი, ჭიქა კიდევ ერთხელ შევავსე ცივი წყლით, როცა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მომესმა. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო ვინ იქნებოდა, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე რომ იოანე ჩემკენ დაიძრა, თავიდან დავიძაბე მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
- ახლა არ მგონია ამან გიშველოს - ხელიდან ჭიქა ამართვა, წყალი ნიჟარაში გადაღვარა და მაცივარი გამოაღო.
- რას აკეთებ - გაკვირვებული მივჩერებოდი მაცივართან მდგომ არაბულს.
- ჯობს გაზიანი წყალი დალიო, თავს უკეთ იგრძნობ - მაცივრიდან გაზიანი სასმელი გამოიღო ჭიქა ამივსო და მომაწოდა. როცა ჭიქას ვართმევდი ჩვენი თითები წამით ერთმანეთს შეეხო და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ის ადგილები გავარვარებული მეტალით ამომიწვეს.
- მადლობა - დაბნეულმა მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და სამზარეულოდან გამოვედი
- არაფრის პატარა ქალბატონო - ეს სიტყვები მომაძახა, თუმცა აღარ შევჩერებულვარ მინდოდა რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყავი ოთახში. როგორც კი კიბეებზე ავედი უჩვეულო სანახაობა დამხვდა თვალ წინ.
- ნინე? - წარმოვთქვი გაოცებულმა როცა დავინახე ჩემი დაქალი როგორ გამოდიოდა ჩემი ძვირფასი ძმის ოთახიდან. აი ამ ფაქტმა ნამდვილად გამომაშტერა.
- ტასო? ასეთ დროს რატო გღვიძავს? - დაიბნა წერეთელი და ჩემკენ წამოვიდა.
- რატო მღვიძავს? ახლა მართლა ფიქრობ რომ ეგ კითხვა ამ მომენტს სრულად შეესაბამება? - შევხედე ჩემ დაქალს, რომლიც უჩვეულოდ იღიმოდა და არ იცოდა თვალები სად წაეღო ამიტომ აქეთ-იქით აცეცებდა. - ნინე ბოლოსდაბოლოს მეტყვი რატომ გამოდიხარ დილის შვიდზე ჩემი ძმის ოთახიდან? - სასიამოვნო აზრმა გამიელვა თავში და გამეღიმა
- ტასო, იცი ჩვენ... მე და ვაჩე, ანუ გუშინ - სათქმელს თავს ვერ აბამდა ჩემი დაქალი.
- ნინე ენა გამოყავი წავიკითხო. რამ დაგაშტერა ადამიანო - სიცილს ვერ ვიკავებდი ჩემი დაქალის ასეთ მდგომარეობაზე - ახლავე ოთახში შეხვალ და ყველაფერს მოყვები - თითით ჩემი ოთახის კარისკენ მივანიშნე და ისიც მორჩილი ბავშვივით დაყვა ჩემ ნებას. - ახლა დაჯექი და მოყევი წერეთლის ასულო, რა გამოვტოვე...
- ტასო ვაჩე სიყვარულში გამომიტყდა - ბედნიერებისგან თვალები აუწყლიანდა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა...
- რააა? - დავიყვირე აღელვებულა - ჩემმა ხეპრე ძმამ სიყვარული აგიხსნა? - როცა დავინახე მივხვდი, რაღაც ასეთს მეტყოდა მაგრამ მაინც გავოცდი ახალი ამბის მოსმენისგან. - გვეშველა - დავიყვირე და აცრემლებულ ნინეს რასაც ქვია ზედ შევაფრინდი...
- ყველაზე ამაღელვებელი და ლამაზი ღამე იყო - ამოისლუკუნა წერეთელმა - ისეთი ბედნიერი ვარ
- მოიცადე - დაქალს მოვშორდი და მისი სიტყვების გადახარშვას ვცდილობდი - დაჟე უკვე ერთად იწექით? - გაკვირვებულმა მივახალე
- ხო.. - აი აქ ჩემი გაკვირვებული სახე უნდა გენახათ - დებილი ხარ? რაზე ფიქრობ - მიხვდა რაც გავიაზრე და მაშინვე გამოასწორა თავის ნათქვამი - უბრალოდ ერთად გვეძინა ჩახუტებულებს.
- და მეტი არაფერი? - გამომცდელი მზერა ვტყორცნე დაქალს და თვალებ მოჭუტული დავაკვირდი.
- გოგო გაგიჟდი? სხვა არაფერი ყოფილა და ნუ ბოდავ ახლა რაღაცებს. - დაიმორცხვა ნინემ.
- კარგი ხო, არა რომც გქონოდათ სექსი განა რამე - როგორც ამოვთქვი ეს სიტყვები ისევე უკან ჩავთქვი როგორც კი მის მზერას წავაწყდი. - აღარაფერ ვამბობ, ახლა დეტალებში მოყვები ყველაფერს.
გაბადრული სახით მიყვებოდა ჩემი დაქალი გუშინდელი ღამის დეტალებს, საშინლად ბედნიერი იყო და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ახალმა ამბავმა ძალიან გამახარა, ნინეს მართლა წლებია უკვე ჩემი ძმა უყვარს და ყოველთვის ცდილობდა ეს გრძნობა დაემალა, ახლა როცა ასეთ ბედნიერს ვუყურებ გული მითბება.
- ანუ ახლა დაქალთან ერთად რძალიც ხარ - მივახალე როგორც კი თხრობა დაასრულა და ჩავეხუტე.
- ჯანდაბა ტასო, რა დროს რძალი - უცებ წამოხტა წერეთელი - ჩაიცვი და სამზარეულოში ჩამოდის საუზმე უნდა გავამზადო ვაჩე კომპანიაში მიდის ცოტახანში.
- აჰა ეს ნახეთ რა ჯერ ერთი დღეც არაა რაც ერთად არიან და უკვე ცოლის ამპლუაშია - დავცინე დაქალს და კარადაში ქექვა დავიწყე
- ოოო ბევრს ნუ ლაპარაკობს ჩაიცვი და ჩამოდი, ერთად ვისაუზმოთ და ბარემ ჩვენც გავემზადოთ მერე უნივერსიტეტისთვის.
- კარგი ხო მიდი და ჩამოვალ - გავიცინე და ბედნიერებისგან მოხტუნავე დაქალს გავხედე, რომელიც კარებში გაუჩინარდა - ამასაც მოვესწარი, ახლა ნამდვილად აღარაფერი მომკლავს - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სასურველ შორტს და ტოპს დავწვდი. თავი მალევე მოვიწესრიგე შავი მოკლე შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, თმა დაუდევრად ავიწიე და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინეს შევუერთდი. სწრაფად მოვამზადეთ დილის საუზმე რომელიც ომლეტის, სალათის, ბეკონისგან და ფუნთუშებისგან შედგებოდა, აუზთან მდგომ პატარა მრგვალ მაგიდაზე გავაწყვეთ და დაველოდეთ ბიჭები როდის გამოვიდოდნენ. მათაც არ დააყოვნეს და აი გამოჩნდა ორი ცეცხლოვანი მამრი კლასიკურ სამოსში გამოწყობილი.
- აი საუზმეც ამას ქვია - ყოჩაღ გოგოებო - შეგვიქო ნაშრომი იოანემ და მაგიდას მიუჯდა, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. ვაჩე და ნინე კი იდგნენ და ერთმანეთს თვალებში აშტერდებოდნენ
- ჰე ახლა დიდ ხანს უნდა იდგეთ მასე გაშტერებულები? - არ ვაცადე ერთმანეთით ტკბობა - რა იყო ძამიკო სიყვარულმა ასე გამოგაშტერა.? ახლა ვაჩეს ავხედე და სიცილი ამივარდა.
- აჰა ანუ ყველამ ყველაფერი იცის - დანებებით თქვა ვაჩემ და მე და იოანეს გადმოგვხედა. როგორც ჩანს იოანესთვისაც უკვე ცნობილი იყო ყველაფერი. - მაშინ დროზე ვისაუზმოთ და უნდა წავიდეთ - ლოყაზე აკოცა ნინეს და მაგიდას ეს უკანასკნელნიც მიუსხდნენ.
საუზმემ უჩვეულოდ კარგად ჩაიარა, ძირითადად გუშინდელზე ვალაპარაკებდით მე და იოანე სიყვარულისგან გაჟღენთილ წყვილს. გაგიკვირდებათ და მე და იოანემაც ყოველგვარი ირონიის გარეშე ჩავატარეთ საუზმე. ბიჭები მალე წავიდნენ კომპანიაში და დაგვიბარეს, რომ საღამომდე გასულები იქნებოდნენ. მე და ნინემ დავალაგეთ ყველაფერი და გამზადება დავიწყეთ რომ თერთმეტზე უნივერსიტეტში წავსულიყავით.
უნივერისტეტში მისულებმა აღმოვაჩინეთ რომ საკმაოდ დიდი შუალედები გვქოდნა გამოცდებს შორის, ამიტომ ვაჩეს დავურეკეთ და ვუთხარით რომ შემდეგ კვირაში შეგვეძლო სადმე წასვლა და ისიც სიხარულით ცას ეწია.
- აუ ხო არ ჯობს კაბების საყიდლად ბარემ დღეს გავიდეთ? - მკითხა ნინემ როცა უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით - ხვალ დავისვენებდით
- კარგი მაშინ პირდაპირ წავიდეთ და საღამომდე მოვასწრებთ ყველაფრის ყიდვას. - იდეა მოვუწონე დაქალს და საყიდლებზე წავედით.
ის დღე საკმაოდ დამღლელი გამოდგა. ბევრის სიარულის შემდეგ ძლივს შევარჩიეთ კაბები. მე არჩევანი შავ მბზინავ კაბაზე გავაკეტე. ტანზე მომდგარი მოკლე უზურგო კაბა შესანიშნავად გამოკვეთდა ჩემს ფორმებს, მკერდთან საკმაოდ ამოჭრილი იყო თუმცა არა იმდენად რომ ბიუსჰალტერის გარეშე ჩაცმა არ შემძლებოდა. ნასიამოვნებმა ბევრი აღარ მიფიქრია ჩანთა და ფეხსაცმელი შევუხამე და შვებით ამოვისუნთქე. ნინემ არჩევანი წითელ კაბაზე გააკეთა წინიდან მთლიანად დახურული იყო თუმცა ზურგი ქონდა მთლიანად მოხსნილი და ფეხზეც საკმაოდ ღრმა ჭრილით გამოირჩეოდა. საბოლოოდ ორივე კმაყოფილები დავრჩით არჩევანით და სახლისკენ ავიღეთ გეზი.

4 თავი

იმ საღამოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ საშინლად დავიღალეთ. სახლში მისულებს ბიჭები უკვე ადგილზე დაგვხვდნენ და ვიდეო თამაშებით ირთობდნენ თავს... უნდა გენახათ მაგათი ხმა ეზოშიც კი ისმოდა ისეთ დღეში იყვნენ. საღამოს საჭმელი შევუკვეთეთ რადგან ფეხზე ძლივს ვიდექით, ბიჭებმა პოპკორნი მოამზადეს და ფილმის ყურებაში გავიყვანეთ დრო. უნდა გენახათ ახლად გამომცხვარი შეყვარებული წყვილი რა დღეში იყო, ერთმანეთს ვერ აადღლეძდი, სიამის ტყუპებივით მიწებებოდნენ ერთმანეთს. ასეთ ბედნიერებს რომ ვხედავთ გულში სითბო მეღვრებოდა. ეს დღე ჩემთვის და იოანესთვისაც მშვიდი გამოდგა ყოველგვარი კბენების და ირონიის გარეშე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ზოგჯერ ვამჩნევდი როგორ მიყურებდა, მთელი ფილმის მანძილზე, უჩვეულო მზერას მომაპყრობდა ხოლმე და როგორც კი მისკენ გავაპარებდი თვალს ტელევიზორის ეკრანს შეხედავდა მოჩვენებითი ინტერესით, გულის სიღრმეში ამით ვხალისობდი კიდეც. დაახლოებით თორმეტი ხდებოდა დასაძინებლად რომ წავედი, როგორც მივხვდი იოანეც მალე დაწვა რადგან სანამ ჩამეძინებოდა გავიგე მისი ოთახის კარის ხმა, რომელიც ჩემი ოთახის პირდაპირ იყო.
დილით ნინეს ყვირილმა გამაღვიძა ეზოში თავგანწირვით ღრიალებდა და შველას ითხოვდა. შეშინებული წამოვხტი და აივანზე გავარდი. სანახაობამ გამაცინა და წამის წინ განცდილი შიში სულ დამავიწყდა. ჩემი ძვირფასი დაქალი ხეზე იყო ჩამოკიდებული და ცდილობდა პირუტყვი შეყვარებულისგან და იოანესგან თავი დაეღწია რომლებიც გაყინული წყლით იდგნენ და სიცილით იხოცებოდნენ.
- ტასო გეხვეწები ჩამოდი მიშველე - ამომძახა მუდარის თვალებით დაქალმა, როგორც კი აივანზე გასული შემამჩნია. ნინეს ყვირილი და ოთხი წყვილი თვალი ჩემკენ მომართული ერთი იყო. იოანემ უცნაურად ამომხედა და შევამჩნიე ენით ტუჩები როგორ გაისველა, ახლა აღმოვაჩინე, რომ ტანზე მოკლე თეთრი ატლასის შორტი და გიპიურის ზედა მეცვა, რომელიც ბოლომდე ვერ მიფარავდა მოშიშვლებულ მკერდს.
- ჯანდაბა... - ამოვიძახე და ოთახში შევედი, სწრაფად ჩავიცვი შავი შორტი ყვითელ ტოპთან ერთად და ბაღისკენ ავიღე გეზი. ადგილზე მისულს ნინე ისევ ხეზე დამხვდა და ცდილობდა იოანე დაერწმუნებინა, რომ ყინულიანი წყლის გადავლება არ შეიძლება ჯანმრთელობისთვის და საკუთარ თავზე თვითონვე კვდებოდა სიცილით. ამჯერად ვაჩე მარტო იყო ბრძოლის ველზე, არაბული სადღაც გამქრალიყო.
- ტასო გთხოვ რამე უთხარი შენ ველურ ძმას და მომაშორე აქედან - როგორც კი დამინახა მაშინვე მუდარაზე გადმოვიდა დაქალი.
- ვაჩე დაანებე თავი და საერთოდ ამ დილაადრიან რა მოგელანდათ
- ტასო გაჩუმდი თორე ნაკლები დღე არც შენ გელის - დამემუქრა ვაჟბატონი და ბოროტად ჩაიცინა.
- არც კი იფიქრო ვაჩე მაგ წყლის გადავლება თორე სიცოცხლეს გაგიმწარებ - დავემუქრე სიცილით და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე
- მერე ვინ გითხრა რომ მე რამეს ვაპირებ - გაიცინა და ჩემს უკან გააპარა მზერა. მოახლოებული საფრთხის შიშით, ფრთხილად მივბრუნდი უკან და ხელში მომღიმარი არაბული შემრჩა, რომელსაც ყინულიანი წყლით სავსე ვედრო ეკავა ხელში და აციმციმებული თვალებით შემომცქრეოდა.
- იოანე არც კი გაიფი...- წინადადება ვერც კი დავასრულე ისე დამაცალა ყინულიანი წყალი თავზე. წამით კივილი მოვრთე ვგრძნობდი წამიერად როგორ შევწყვიტე სუნთქვა. ყინულიანმა წყალმა მოულოდნელობისგან გამაშეშა, ყინულის ნატეხებს კი ჩემი ტოპის შიგნით ვგრძნობდი, რომლებიც მკერდის სითბოსგან გალღობას ლამობდნენ. - ვერ გადამირჩები - კანკალით ამოვთქვი და იოანეს გავხედე, რომელიც უკვე გასაქცევად ემზადებოდა. ნინე და ვაჩე კი სიცილისგან იგუდებოდნენ, ჯერ იმ ორს გავხედე მერე კი მთელი ძალით გავექანე არაბულისკენ, რომელიც თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილიდან. - იოანე საკუთარი ხელით დაგახრჩობ - დავიყვირე სახლში შესულმა, როცა იოანეს თვალი ვერ მოვკარი.
- არაფერი გამოგივა პატარა ქალბატონო - სიცილით ჩამომძახა მეორე სართულიდან. მაშინვე სამზარეულოში შევედი მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე და გეზი მეორე სართულისკენ ავიღე. სათითაოდ შევამოწმე ჯერ ვაჩეს და ნინეს ოთახი, მერე კი იოანეს ოთახისკენ წავედი.
- ვიცი რომ აქ ხარ და იცოდე პასუხს აგებ ამისთვის - დავუძახე სანამ შევიდოდი და კარის სახელური ჩამოვწიე
- მერე საიდან დაასკვენი, რომ მანდ ვარ - სანამ კარს გავაღებდი, თავი ჩემი ოთახიდან გამოყო და კმაყოფილი მზერა მომავლო - მშვენივრად გამოიყურები პატარავ- გაიცინა და მზერა სველ სხეულზე მომავლო - განსაკუთრებით შენს მაისურს მოუხდა დასველება - ახლა თვალები ჩემს მკერდზე შეაჩერა, რომელიც ურცხვად უმზერდა სველი ტოპიდან.
- უზრდელი, გარყვნილი და საძაგელი ხარ იოანე - თვალებში ჩავხედე გაბრაზებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი არაბულისკენ და ჩვენს შორის მანძილი ფრთხილად შევამცირე - მაგრამ ამისთვის პასუხს აგებ - კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და კარში მდგომ არაბულს ცივი წყალი დავაცალე თავზე. - ესეც, შენ მოგიხდება თავხედო - გავიცინე გაქცევა დავაპირე, როცა იოანეს ხელი ვიგრძენი მაჯაზე.
- არც იფიქრო რომ ასე გამოძვრები - თქვა სულ მთლად გალუმპულმა, მარჯვენა ხელით სახიდან წყლის წვეთები მოიშორა მარცხენა ხელით თავისკენ დამქაჩა და წამის მეასედში აღმოვჩნდი ჩემს ოთახში კარზე აკრული - ხომ იცი შენი დასჯის სურვილი აქამდეც მქონდა პატარა ქალბატონო, ახლა კი ორმაგად მოგთხოვ პასუხს. - თქვა და ორივე ხელით კარს დაეყრდნო, მე კი აღმოვჩნდი მის მკლავებს შორის მომწყვდეული.
- რას აკეთებ? თვითონ გამომიწვიე გახსოვს? - გაბრაზებულმა ამოვიგმინე და ხელის გულები მკერდზე მივადე, რომ გამეწია მაგრამ ადგილიდან ვერც კი დავძარი, სამაგიერო მისი მკვრივი სხეული თავიდან ბოლომდე აღიქვა ჩემმა ხელებმა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მაისური სველი იყო ხელის გულებზე უჩვეულო სიმხურვალე ვიგრძენი - ვაჩე გამიშვი - დანებებით ამოვთქვი და თვალებში ჩავაჩერდი. აი აქ კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი. მისმა ტყისფერმა თვალებმა თითქოს სიღრმეში ჩამითრია, ვუყურებდი მის მწვანეებს და ვცდილობდი ამღვრეულ თვალებში რამე ამომეკითხა, წამით საკუთარი თავიც კი დავლანდე მათში. ვიგრძენი უჩვეულო ვნებამ როგორ დამიარა მთელ სხეულში.
- ყოველ ჯერზე თავად მიწვევ პატარა ქალბატონო - ოდნავ შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა და ჩვენს შორის მანძილი უფრო მეტად შეამცირა, იმდენად რომ მისი ცხელი და გახშირებული სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა - ასე გემრიელად რომ არ გამოიყურებდე არც არაფერი მოხდებოდა პატარავ - ეს თქვა და სველი, მხურვალე ტუჩები მომაკრო მფეთქავ არტერიაზე. გაინტერესებთ რა დამემართა? მთლიანად ჟრუანტელმა დამიარა, თვალები წამით მიმელულა და ვიგრძენი როგორ გამიხშირდა გულის ფეთქვა. ხელებით კარს მივეყრდენი, რომ არ ჩავკეცილიყავი. - არაფერი მოხდებოდა ასე რომ არ გადაგყავდე ჭკუიდან - ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა ყურთან, ღრმად ამოისუნთქა იმდენად ღრმად რომ მეგონა სურდა მთელი ჩემი სურნელი შეეყნოსა.
- ეე ხალხო სად ხართ? - ვაჩეს ხმამ დამაბრუნა რეალობაში რომელიც პირველი სართულიდან გაჰკიოდა.
- ამ ჯერადაც გადამირჩი პატარა ქალბატონო - ცერა თითი ცხვირზე დამკრა - მარჯვენა ხელი წელზე შემიცურა კარებს მომაშორა და გაუჩინარდა. მეკი ვიდექი გაშეშებული და საოცარ სითბოს და აღელვებას ვგრძნობდი. წესით უნდა ვბრაზობდე მის ასეთ გამოხტომებზე მაგრამ გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებ. ეს ის მომენტია, როცა მის უბრალო შეხებასაც კი ჭკუიდან გადავყავარ. თითები არტერიაზე ჩამოვისვი, სადაც წუთის წინ იოანემ მხურვალე და სველი კოცნა დამიტოვა. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და უკვე განცდილი აღელვება მეორედ გამოვცდე.
- რას შვრები - კარი შემოგლიჯა ნინემ და მეც რეალობას დამაბრუნა - რა სახე გაქვს კარგად ხარ? - გაიღიმა წერეთელმა და საწოლზე ჩამოჯდა.
- კი კი კარგად ვარ - მივაყარე დაქალს და კარადა გამოვაღე - სააბაზანოში უნდა შევიდე და გამოვალ, შენ როგორ გადაურჩი მშრალი ჩემ ძმას? - ვეცადე ყურადღება გადამეტანა და ჩემში მოგიზგიზე ცეცხლი ჩამექრო.
- დავემუქრე რო გავებუტებოდი და დამინდო - გაიცინა ნინემ - როგორც ჩანს იოანეზე შური იძიე - თვალით შემოსასვლელში დაღვრილ წყალზე მიმანიშნა და გაიღიმა.
- ხო აბა მე რო გამყინა კარგია? - მხრები ავიჩეჩე
- მიდი, მიდი მოწესრიგდი ბიჭები საქმეზე მიდიან მე ბლინების გაკეთებას დავიწყებ და ჩამოდი, დღეს განტვირთვა არ გვაწყენდა. - მომაძახა უკვე კარში გასულმა წერეთელმა.
ჩემი ნივთები ავიღე და აბაზანაში შევედი. გონებიდან არ მშორდებოდა ის რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა... ყოველ გახსენებაზე არტერიას ვეხებოდი და სიამოვნებისგან მეღიმებოდა. ჯანდაბა, ნუთუ იოანე მომწონს... არა შეუძლებელია! შემოვუძახე საკუთარ თავს. როგორ შეიძლება ასეთი უტაქტო გარყვნილი მოგეწონოს. - სამაგიეროდ უზომ სექსუალური და მიმზიდველია - არ დააყოვნა მეორე მემ. კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე შხაპის ქვეშ და გავაგრძელებდი ჩემს ფიქრებთან ბრძოლას რომ არა ტელეფონის ხმა. სწრაფად გამოვედი აბაზანიდან ხალათი მოვიცვი და ტელეფონს დავწვდი. დედა რეკავდა.
- ტასო დე როგორ ხარ
- კარგად დე თქვენ როგორ ხართ?
- არაგვიშავს, საქმეები თავზე გვაყრია და ვცდილობთ გავუმკლავდეთ - გაეცინა - თქვენ რას შვრებით მშვიდობა გაქვთ სახლში?
- კი დედა მშვიდობა გვაქვს, ხვალ კურსელები რესტორანში მივდივარ და მერე ალბათ სადმე წავალთ რამდენიმე დღით გამოცდა ერთ კვირაში გვაქვს მაინც.
- მშვენიერია დედი, გაერთობით... იოანეს ხომ კარგად შეეწყვეთ? ძალიან კარგი ბიჭია ვიცი მალე დაუმეგობრდებით
- კი გადასარევად - ჩემთვის ჩავილაპარაკე
- რა თქვი დე? - არ დააყოვნა დედაჩემმაც
- არაფერი დედა შევეწყვეთ კი, ნორმალურადაა ყველაფერი თქვენ ნუ იდარდებთ - დავამშვიდე მაკა
- კარგი დე.. მომიკითხე ბავშვები გკოცნით ყველას და დამირეკეთ ხოლმე მაინც ვნერვიულობ დედი.
- კარგი მაკა რა განერვიულებს... შენც მომიკითხე ყველა გკოცნით - დედაჩემს დავემშვიდობე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. შემოსასვლელში დაღვრილი წყალი ავწმინდე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი სადაც ნინე თავის საფირმო ბლინებს აცხობდა. - როგორი სურნელიაა - აღვნიშნე შესვლისას და დაქალს ლოყაზე ვაკოცე მადლიერების ნიშნად. - დედამ დარეკა მოგვიკითხა.
- ხო დილით მეც დამირეკა მამაჩემმა, აუ მიდი ბანანი და ნუთელა გამოიღე რა მაცივრიდან - დაქალის ნებას დავყევი და ახლა ბაბაის დაჭრა დავიწყე - ბიჭები გავიდნენ ეჩქარებოდათ ჩვენც ვჭამოთ და რამე ფილმს ვუყუროთ.
- კარგი მაშინ ამ ბანანს აქ დავდებ - მივუთითე უკვე დაჭრილ ბანანზე - შენთვის მომინდია, მე კი წავალ ფილმს ავარჩევ.
მთელმა დღემ ისე ჩაიარა რომ ბიჭები არ გამოჩენილან, მედა ნინემ ფილმს ვუყურეთ სახლი მივალაგეთ ვახშამი მოვამზადეთ და ასე გავიყვანეთ დრო. თერთმეტი ახალი დაწყებული იყო ვაჩე რომ მოვიდა.
- რას შვრებით გოგოებო - ორივეს შუბლზე გვაკოცა მისაღებში შემოსულმა ვაჩემ და ნინეს გვერდით დაიკავა ადგილი
- რა ვიცი ტელევიზორს ვუყურებთ და უკვე დაწოლას ვაპირებდით, სად ხარ ვაჩე აქამდე ან იოანე სადაა - კითხა ნინემ.
- ფერია საქმეები გვქონდა, ვაჩე კლუბში დავტოვე ლუკასთან ერთად და თვითონ მოვა გვიან ტაქსით
- შენ რატომ არ დარჩი? - გამომცდელად კითხა წერეთელმა
- სახლში შენ მელოდებოდი და შენი აზრით კლუბში გავჩერდებოდი? - გულზე მიიხუტა ნინე და თავზე აკოცა.
- უკვე ზედმეტად ვგრძნობ თავს - გამეღიმა ასეთებს რომ ვუყურებდი - მე წავალ დავწვები მეძინება - ვთქვი და დივნიდან წამოვდექი
- კაი რა ჯერ რა დროს ძილია ტასო - ამოიწუწუნა ნინემ
- ცოტა თავი მტკივა და დავიძინო ჯობს -ვიცრუე - ძილინებისა ნუ იცელქებთ იცოდე - გავუცინე და კიბეებისკენ ავიღე გეზი
- ძილინებისა წიწილა - სიტყვები უკან დამაწია ჩემმა ძმამ.
სინამდვილეში საერთოდ არ მეძინებოდა, თავი უცნაურად ვიგრძენი და ცოტა ბრაზის მომერია რომ გავიგე იოანე კლუბში იყო. არ ვიცი რა მემართება, საკუთარ თავს ვერ ვცნობ. როგორ შეიძლება სამ დღეში ადამიანმა ასეთი გავლენა მოახდინოს შენზე. ცოტა არ იყოს ვიეჭვიანე კიდეც წარმოვიდგინე როგორ ეტორღიალებოდნენ იოანეს კლუბში მოცეკვავე თოჯინები. საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ არაბულზე ამდენს ვფიქრობდი სასწრაფოდ ჩავიცვი საღამურები და საწოლში შევწექი. არ მახსოვს რამდენი ვიწრიალე მაგრამ ისე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში ვერც კი გავიაზრე. შუაღამეს რაღაც უცნაური ვიგრძენი, თითქოს ვიღაც თმაზე მეფერებოდა, და რაღაცას მეჩურჩულებოდა ვერ გავარჩიე სიზმარი იყო თუ ცხადი მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი ამიტომ გამოღვიძება არც კი მიფიქრია.
მეორე დღეს საკმაოდ გვიან გამეღვიძა. ბიჭები გასულები იყვნენ არც ნინესთვის მიკითხავს იოანე მოვიდა თუ არა სახლში არ მინდა იფიქროს რომ ზედმეტად ვინტერესდები არაბულით, ჯერ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები ამაში. საღამოს ექვსისთვის მომზადება დავიწყეთ რესტორანში რვაზე უნდა ვყოფილიყავით ამიტომ ვცდილობდით არ დაგვეგვიანა. რვის ნახევარზე უკვე ორივე მზად ვიყავით, კმაყოფილებმა ავათვალიერეთ საკუთარი თავები სარკეში და რესტორნისკენ ავიღეთ გეზი. მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და დიდი გრაციოზულობით გავემართეთ შესასვლელისკენ. რესტორნის წინ რამდენიმე ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდა, მათი დაჟინებული მზერა არ გამოგვრჩენია ამიტომ უფრო მეტი თავდაჯერებულობით შევაბიჯეთ რესტორანში და ჩვენი ჯგუფელებისკენ ავიღეთ გეზი.
- ოჰოო ეს ღვთაებრივი ქმნილებები ვინ არიან - კომპლიმენტმაც არ დააყოვნა და ორივეს გადაგვეხვია მათე - ეჭვი მაქვს დღეს აქ რაღაც მოხდება, კბილებით მოგვიწევს ამათი დაცვა - მხარი გაკრა მის გვერდით მდგომ ნიკას.
- მათე ნუ სულელობ რაღაცებს, არაფერი მოხდება ნუ იცი გაზვიადება
- ხო ნინე ეგრე გეგონოს შენ - კბილებში გამოსცრა ნიკამ და ჩვენს უკან გაიხედა, მისი მზერა კი რესტორანში შემოსული იმ ბეჭებისკენ იყო მიმართულია, რომლებიც რესტორნის შესასვლელთან იდგნენ წამის წინ.
- კარგი ბიჭებო დამშვიდდით, ხომ არ დაგავიწყდათ აქ გასართობად ვართ - დავამშვიდე ბიჭები და მათ გვერდით დავიკავეთ ადგილი.
საღამო სასიამოვნოდ მიმდინარეობდა, ბევრი ვიცინეთ ვიხსენებდით კურიოზებს და გამოცდების დროს მათეს ჩატარებულ სპექტაკლებს ვიხსენებდით, როგორ ცდილობდა ყურადღება გაეფანტა დამკვირვებლისთვის რომ ნინეს მათეს ტესტი შეუმჩნევლად დაეწერა და გაეცვალა. ალკოჰოლს არ გავკარებივარ რადგან საჭესთან ვიჯექი მაგრამ არც მჭირდებოდა თავს ზედმეტად კარგად ვგრძნობდი.
- ტას ვაჩემ მომწერა რომ გამოივლის ხომ არ გეწყინება რომ ცოტა ადრე წავიდე? - მუდარის თვალები მომანათა დაქალმა
- რა უნდა მეწყინოს გაგიჟდი? გაყევი და ცოტახანში მეც წამოვალ - დავამშვიდე დაქალი. როგორ შევუშლიდი ხელს შეყვარებულ წყვილს.
- მაშინ ბავშვებს დავემშვიდობები და გავალ მალე აქ იქნება უკვე - ლოყაზე მაკოცა დ წასასვლელად წამოდგა წერეთელი.
დრო ისე სწრაფად გადიოდა ვერც კი ვამჩნევდით თორმეტი ხდებოდა მათემ რომ მითხრა ორისკენ კლუბში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. იქიდან გამომდინარე რომ საჭესთან ვიყავი და ამ საოცრად არაკომფორტულმა ფეხსაცმელმაც ფეხები დამამტვრია, უარი ვუთხარი.
- შეიძლება ვიცეკვოთ? - როგორც კი ვალსის მუსიკა ჩაირთო მაშინვე გაჩნდა ჩემს წინ ერთ-ერთი ბიჭი გვერდითა მაგიდიდან. ზუსტად ის, რომელიც მთელი საღამო დაჟინებით მიმზერდა. შევატყვე რომ საკმაოდ ბევრი ქონდა დალეული, მისგან წამოსული ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნი არასასიამოვნოდ მელამუნებოდა ცხვირში.
- არ მგონია კარგი იდეა იყოს - ვეცადე ზრდილობიანად გამესტუმრებინა.
- კარგი რა უბრალოდ ერთი ცეკვაა - არ ნებდებოდა უცნობი.
- არ ვარ შენთან ცეკვის იდეით მოხიბლული ასე რომ არა! - ახლა უკვე კატეგორიული ტონით მივმართე.
- ან უბრალოდ უკარებას როლის თამაში გინდა - ირონია არ დააკლო უცნობმა და ჩაიღიმა .
- ტას ყველაფერი რიგზეა? - უკვე შეტევაზე გადასვლას ვაპირებდი მხარზე რომ ნიკას ხელი ვიგრძენი და მაშინვე მადლობა გადავუხადე თვალებით.
- კი ყველაფერი რიგზეა, ვიცეკვოთ? - წამოვდექი და ნიკას ჩავავლე ხელი ისე რომ უცნობისთვის აღარც შემიხედავს და საცეკვაო მოედნისკენ დავიძარით.
- ვატყობ ვიღაცას სიცოცხლე მობეზრდა - კბილებში გამოსცრა ნიკამ და ჩემს უკან მდგომ უცნობს გაუსწორა მზერა.
- კარგი დაივიწყე, მადლობა რომ დროულად გამოჩნდი თორე უკვე გამოლანძღვას ვაპირებდი და არ მინდა ეს საღამო ჩავიშხამო.
მშვიდად გავაგრძელე ნიკასთან ცეკვა და უკვე დაღლილობაც ვიგრძენი ფეხებში. - აუ ნიკ ბავშვებს დავემშვიდობები და წავალ უკვე თორე ძაან დავიღალე.
- მოიცადე კლუბში არ მოდიხარ?
- აუ არა რა თქვენ გაერთეთ, ფეხები საშინლად მტკივა და აჯობებს წავიდე.
- მიდი მაშინ დაემშვიდობე და გაგიყვან
- არა მანქანით ვარ
- გაგაცილებ მაინც
- კარგი რა ნიკა არაა საჭირო წამოდი დავემშვიდობები და გავალ
- კარგი მაშინ - დანებდა ბოლოს გურგენიძე.
ბავშებს დავემშვიდობე და სწრაფად გავედი რესტორნიდან ერთი სული მქონდა ეს ფეხსაცმელი ჯანდაბაში გამეშვა. ავტოსადგომისკენ ავიღე გეზი და ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა რომ ზურგსუკან უცნობის ხმა მომესმა.
- სად გეჩქარება უკარებავ - გავიგე იმ უცნობის ხმა, რომელიც ცეკვაზე დათანხმებას ცდილობდა და შიშისგან შევხტი - უკარებასთან ერთად მშიშარაც ყოფილხარ - ენის ბორძიკით ამოიგმინა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ვეცადე შიში ჩამეხშო და დალაგებული სახით მივბრუნდი უცნობისკენ.
- რა გინდა? - ვკითხე სერიოზული ტონით
- შენ! - ამაზრზენი ხმით წარმოთქვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით მეკი უკან დავიხიე და მანქანას ავეკარი.
- სხვა არაფერი ? - დამცინავი ტონით მივმართე და ვეცადე შიში არ დამტყობოდა.
- როცა შენ მეყოლები მერე შემეძლება რაც მინდა ის გაგიკეთო პატარავ - ამღვრეული თვალებით ამომხედა და ჩვენს შორის მანძილი ერთ მეტრამდე შეამცირა. ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენი ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნი, რომელსაც ოფლის სუნიც თან სდევდა და ტანში უსიამოვნოდ გამცრა.
- არც კი იფიქრო კიდევ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა - აკანკალებული ხმით ამოვთქვი და ვეცადე ჩანთაში გასაღები მომეძებნა.
- როცა ასეთ დამფრთხალს და შეშინებულს გიყურებ უფრო მეტად მინდება შენი გა**მვა . - ამოთქვა და თავისი ამაზრზენი თვალები ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე შეაჩერა.
- არ გაბედო! არ შემეხო გაფრთხილებ - უკვე ბრაზისგან გაავებულმა ტონს საკამოდ ავუწიე.
- და რას მიზამ? გაიხედე, არავინაა თუ გგონია რომ შენ ხმას ვინმე გაიგებს ცდები. მაგრამ გპირდები იმდენად მოგეწონება ყვირილს მხოლოდ სიამოვნებისგან თუ დაიწყებ. - უფრო მეტად მომიახლოვდა მეკი შიშისგან და ბრაზისგან მთელი ძალით გავაწანი სილა.
- გითხარი არ მომიახლოვდე თქო!
- ასე არაა? ანუ უკარებას როლი მოგწონს - ხელი ნატკენ ადგილზე ჩამოისვა და გაავებული თვალებით შემომხედა - ახლა განახებ როგორ უნდა შენნაირების მორჯულება - კბილებში გამოსცრა და ორივე მაჯაში ჩამაფრინდა რომ გაეკავებინა. - იმდენ ხანს გაგ...ავ სანამ სიამოვნებისგან გონებას არ დაკარგავ - ამოიჩურჩულა და საკოცნელად გამოიწია.
- შენ დედას მო......ვ - უეცრად ღრიალის ხმა გავიგე და ვიგრძენი როგორ ამაცალა ვიღაცამ უცნობი. თვალები შიშისგან ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა და ვკანკალებდი - ახლა განახებ როგორ უნდა გოგოს პატივისცემა - კიდევ ერთხელ დასჭექა და მხოლოდ ახლა ვიცანი ხმა. თვალები გავახილე და ხელში იოანე შემრჩა მთელი ძალით ურტყამდა უცნობს მუშტებს და იგინებოდა. ვეცადე გონს მოვსულიყავი და შემეჩერებინა თორე ნამდვილად შემოაკვდებოდა. - როგორ გაბედე შენი ბინძური ხელები შეგეხო შე ... - კიდევ ერთხელ გადაუკურთხა და ამჯერად წიხლი უთავაზე მუცელში. დავინახე დასისხლიანებული როგორ გაგორდა მანქანებს შორის, იოანე კი გაჩერებას არ აპირებდა და ისევ მისკენ დგამდა ნაბიჯებს.
- იო, გთხოვ არ გინდა - უკვე ატირებულმა დავუძახე არაბულს, პირველად დავიძახე ასე და ამ ორმა ასომ მეც კი გამათბო, იოანე კი ადგილზე გაიყინა - გთხოვ გაჩერდი, შემოგაკვდება. - უფრო მეტად ამიკანკალდა ხმა... ჩემკენ წამოვიდა არაბული და მთელი ძალით ჩამეხუტა.
- გთხოვ პატარა არ იტირო - თავზე მკოცნიდა და მეფერებოდა - ტასო შემომხედე - თითები ნიკაპ ქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა - მითხარი რამე დაგიშავა? - ვუგრძენი ხმა როგორ გაებზარა თვალები კი ბრაზისგან უელავდა.
- არა, კარგად ვარ უბრალოდ აქედან წავიდეთ გთხოვ - უფრო მეტად წამომივიდა ცრემლები და სხეულზე ავეკარი.
- კარგი პატარა, წავიდეთ არ იტირო გთხოვ - შუბლზე მაკოცა და თავის მანქანისკენ წამიყვანა ისე რომ არ მომშორებია, პირიქით უფრო მეტად მიკრავდა სხეულზე და დროდა დრო თავზე მკოცნიდა.
სახლამდე ისე მივედით ხმა არ ამომიღია. იოანე მამშვიდებდა, მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა და დროდადრო ხელის მტევანზე მკოცნიდა.
- როგორც ჩანს არ არიან - აღვნიშნე როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და შევნიშნე რომ ვაჩეს მანქანა ეზოში არ იყო.
- შენმა ძმამ მომწერა ნინესთვის სიურპრიზი ქონდა, სავარაუდოდ დღეს არ მოვლენ. შენ როგორ ხარ?- მზრუნველი თვალებით გადმომხედა და გვერდით ამომიდგა.
- კარგად. მადლობა ყველაფრისთვის
- გაგიჟდი ტასო? რისთვის მიხდი მადლობას
- უბრალოდ შენ რომ არ მოსულიყავი არც კი მინდა გავიაზრო რა მოხდებოდა - ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თვალიდან ობოლი ცრემლი - მადლობა რომ გადამარჩინე.
- მომისმინე პრინცესა... - კართან შეჩერდა იოანე და ხელები მხრებზე მომკიდა - არავის მივცემ უფლებას რომ გატკინოს ან ოდნავ შეგეხოს მაინც, უფლება რომ მოგეცა უარესს მიიღებდა ის - ბრაზი გაუკრთა თვალებში - გახსოვდეს ტასო ვერავინ შეძლებს გატკინოს. - ბოლო სიტყვები შედარებით მშვიდი ტონით თქვა და გულში ჩამიკრა. სასიამოვნო სიტყვებისგან გაბრუებული ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს და ნელ ნელა ვმშვიდდებოდი. - შევიდეთ ეხლა დაწექი, მე კი ჩაის გაგიკეთებ და ცოტას დამშვიდდები, თავზე მაკოცა და ხელჩაკიდებული მიმაცილა ოთახამდე. - მიდი შენ მოწესრიგდი დაწექი და ახლავე მოვალ ჩაის გავაკეთებ. ხელით ლოყაზე მომეფერა და ოთახის კარი გამიღო. იოანესთან სიახლოვემ თითოს დამამშვიდა, თავს ისე ცუდად აღარ ვგრძნობდი, უბრალოდ როცა ვიხსენებდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო შიში მეუფლებოდა და უსიამოვნოდ მცრიდა ტანში. სწრაფად გავიხადე ფეხსაცმელი და კაბა საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. - შეიძლება? - კარზე ფრთხილად დააკაკუნა იოანემ.
- კი შემოდი - უკვე დამშვიდებულმა ვუპასუხე.
- ცაცხვის ჩაია, ცოტას დაგამშვიდებს და დაიძინე, ეცადე ცუდზე აღარ იფიქრო. - მზრუნველი ხმით მითხრა და ფინჯანი ტუმბოზე დადო. - ოთახში ვიქნები, უბრალოდ რამე თუ დაგჭირდება დამიძახე კარგი? - თავის მწვანეები შემომანათა და ონდავ შესამჩნევად გამიღიმა.
- მადლობა ყველაფრისთვის, დავლევ და დავიძინებ, ძალიან დავიღალე
- მიდი პრინცესა - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
იოანეს სიახლოვისგან გაბრუებულს უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს მთლიანად გამიქრა. ჩაის ვსვამდი და მხოლოდ იმზე ვფიქრობდი როგორ ზრუნავდა ჩემზე. როგორც კი ფინჯანი დავდე ვიგრძენი ჩემში სასიამოვნო მუხტი როგორ შემოჭრილიყო, ბევრი აღარც მიფიქრია მალევე ჩამეძინა.
გვიან ღამე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, დამესიზმრა როგორ დაიწყო ვიღაც უცნობმა ჩემი ხელების გაკავება მეკი ამაოდ ვყვიროდი და ვეწინააღმდეგებოდი, თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობდი და ერთადერთი რაც შემეძლო ეს ყვირილი იყო
- არ მომეკაროოო.... არ შემეხოოო... - ხმამაღლა დავიყვირე და თვალები გავახილე. სულ ოფლიანი ვიყავი და სწრაფად ვსუნთქავდი, იმდენად სწრაფად რომ ყელი სულ გამომიშრა.
- ტასოო - გიჟივით შემოვარდა ნახევრად შიშველი არაბული ოთახში - რა მოხდა კარგად ხარ? - გაფითრებული ჩამოჯდა ჩემს გვერდით და თვალებში ჩამხედა.
- შეგიძლია წყალი მომიტანო? - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე
- ახლავე ამოგიტან - მაშინვე წამოდგა და სანამ გავიდოდა ტუმბოზე მდგარი პატარა სანათი აანთო. წუთიც არ იქნებოდა გასული ჭიქით ხელში რომ შემოვიდა, ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა - აი დალიე - წყალი გამომიწოდა
- მადლობა - გამოვართვი და აკანკალებული ხელით ძლივს შევძელი და ერთი ყლუპი მოვსვი.
- უკეთ ხარ?
- კი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და შემეშინდა - უსუსურობის განცდამ ისევ შემომიტია და თვალები ამიწყლიანდა.
- ნუ გეშინია პატარა, მე შენთან ვარ - გამიღიმა და სხეულზე ამიკრო, მისი სხეულისგან წამოსულმა სურნელმა და სითბომ ერთიანად მომთენთა და მის მკლავებში გავირინდე.
- იოანე - ოდნავ მოვშორდი და თვალებში ჩავხედე - დღეს ჩემთან დარჩები?
- დავრჩები! - ეს თქვა და გვერდით მომიწვა.


5 თავი
მთელი ღამე იოანესთან ჩახუტებულს მეძინა. ვგრძნობდი როგორ მეთამაშებოდა თმაზე სანამ ჩამეძინებოდა. უჩვეულოდ მშვიდი ღამე იყო, იოანეს არომატით გაჟღენთილს აღარც კოშმარები დამსიზმრებია და ყველანაირი უსიამოვნო შეგრძნებაც სადღაც გაქრა. დილით ფანჯარაში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. თავიდან გადაბრუნება ვცადე, რომ მზის სხივებისთვის ზურგი შემექცია და ძილი გამეგრძელებინა, თუმცა მუცელზე არსებულმა სიმძიმემ ამის საშულება არ მომცა. საბოლოო თვალები გავახილე და უეცრად ნანახმა ღიმილი მომგვარა. ჩემს გვერდით არაბული იწვა. ჩემკენ გადმობრუნებულიყო და მარცხენა ხელი ჩემს მუცელზე მოეთავსებინა. ეს ბიჭი ძილის დროსაც როგორი სიმპათიურია, ტუჩები ოდნავ დაბურცვოდა და მადის აღმძვრელად მიმზერდნენ. გათამამებული მზის სხივები კი ურცხვად დათარეშობდნენ მის ოქროსფერ სხეულზე. სანახაობისგან ნასიამოვნებს ვიგრძენი ტემპერატურამ როგორ იმატა, ახლა ნამდვილად ვეღარ შევძლებდი მშვიდად ძილს და კვლავ არაბულის შესწავლა გავაგრძელე. ოდნავ წამოზრდილი თმა უსწორმაწოროდ ჩამოშლოდა შუბლზე, ვერც კი გავიაზრე ისე წავიღე ხელი და ვეცადე ფრთხილად გადამეწია უკან, რომ მისი თითოეული ნაკვთი უკეთესად შემესწავლა.
- ვატყობ დიდ სიამოვნებას განიცდი ჩემი დაკვირვებით - უეცრად ამოიჩურჩულა იოანემ ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- მე უბრალოდ... არ მინდოდა გამეღვიძებინე მაპატიე - დაბნეულმა ძლივს მოვაბი თავი რამდენიმე სიტყვას და უხერხულად შევიშმუშნე
- ნუ ღელავ - თვალები გაახილა და მწვანეები შემომანათა - მშვენიერია ის დილა რომელიც შენით იწყება - ოდნავ გადმოიხარა და სველი ტუჩები მხარზე მომაკრო. ჩემმა სხეულმაც არ დააყოვნა და ჩვეული რეაქცია გამოხატა, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ხერხემლის არეში სასიამოვნოდ გამცრა. - აბა როგორ ხარ? კარგად გეძინა? - ოდნავ წამოიწია თავით მარჯვენა ხელის გულს დაეყრდნო, მარცხენა ხელი კი უფრო მეტად მომიჭირა და ახლოს მიმიზიდა.
- კარგად ვარ, მადლობა რომ გუშინ მარტო არ დამტოვე - ძლივს ამოვილუღლუღე დაბნეულმა.
- ვერ დაგტოვებდი - ეს თქვა და თავზე მაკოცა
- ტასოო... იოანე.... სად ხართ? - შორიდან ვაჩეს ხმა მოგვესმა, როგორც ჩანს ახლა მოვიდნენ.
- შენს ხეპრე ძმას ერთხელ მოვკლავ ხელის შეშლისთვის - ამოიგმინა იოანემ.
- აჯობებს ავდგე და დაბლა ჩავიდე - მისგან გათავისუფლება ვცადე რომ უფრო მეტად მიმიზიდა.
- ამ ამბავს აქ არ ვასრულებთ პატარა ქალბატონო - მოწყვეტით ცხვირზე მაკოცა და თვითონ წამოდგა. დღის შუქზე უფრო მეტად აღვიქვი მისი სხეულის სრულყოფილება, წელს ზემოთ შიშველი ნაცრისფერი სპორტული შორტით საოცრად მიმზიდველად გამოყურებოდა. - ხო მართლა შენ საღამურებზე უკვე შეყვარებული ვარ - გასვლამდე საფირმო მზერა მომავლო და თვალი ჩამიკრა. ახლა შევნიშნე, გიპიურის თეთრი საღამურებით ვიწექი მთელი ღამე მასზე აკრული, ის რომ ძლივს ფარავდა ეს ნაჭრები ჩემს მკერდს და საჯდომს. წამიერად სირცხვილის გრძნობამ მომიცვა და სახე ამიხურდა.
- აქამდე უნდა გეძინოს? - ოთახში შემოვარდა ნინე და საწოლში ჩამიხტა - რა სახე გაქვს - მზერა ჩემს აწითლებულ სახეზე შეაჩერა.
- ასე დილაადრიან რა გაყვირებთ ამ შეყვარებულ წყვილს - ვეცადე თემა შემეცვალა.
- დილა ადრიან? ათი ხდება უკვე - მაჯის საათი ცხვირწინ ამიფრიალა - იოანეც არ ჩანს როგორც ჩანს იმასაც ძინავს.
- შენ გიჯობს ის თქვა გუშინ სად გაქრით - როგორც კი იოანე ახსენა ეგრევე სხვა თემა წამოვჭერი, იმის გაფიქრებაზე თუ როგორ ვიწექი მის გვერდით ჯერ კიდევ მრცხვენია.
- აუუ ტასოო უმაგრესი ღამე იყო - სიამოვნებისგან გაიჯგიმა და ვარსკვლავის ფორმაში გაერთხა ჩემ საწოლზე - ყველაზე მაგარი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში
- ნინე წინა ღამეზეც მასე თქვი და იქნებ უფრო დეტალებში მოგეყოლა - დავცინე სიყვარულისგან დაშტერებულ დაქალს.
- წინა ღამეს ერთი დეტალი აკლდა და გუშინ ეგ დეტალიც მიემატა. - საწოლზე წამოჯდა და სახეზე დამაკვირდა თითქოს ჩემს რეაქციას ელოდა.
- რა დეტალი ნინე - კითხვის ნიშნის მზერა მივაპყარი წერეთელს და ზუსტად მაშინ გონებაში რაღაცამ გამიელვა - მოიცადე... არ არსებობს, სექსი გქონდათ? - თვალები რასაც ქვია გამიფართოვდა
- აჰაამ - თავი დამიქნია დაქალმა და ლოყები შეეფაკლა
- არ არსებობს - სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ხელები მოვხვიე დაქალს.
- ყველაზე მაგარი ღამე იყო ტას, ისეთი რომანტიული და ჯადოსნური იყო ყველაფერი
- ღმერთო, ასე ძაან რატო მიხარია - საკუთარ თავზე გამეცინა და კიდე ერთხელ ჩავეხუტე დაქალს - ოღონდ ამჯერად დეტალებს ნუ მომიყვები, არ მიდა იმის დეტალები ვიცოდე როგორ გაკვნესებდა ჩემი ძმა, არაესთეტიურია მაინც. - ცერა თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და გავიცინე
- აუ იდიოტი ხარ რა - გაიცინა ნინემაც და ბალიში მესროლა - შენ გირჩევნია ის მოყვე რა მოხდა გუშინ გვიანობამდე იყავით? მანქანით რატო არ მოხვედი დალიე? - გუშინდელი ღამის გახსენებაზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მოკლედ მოვუყევი ნინეს გუშინდელი ინციდენტის შესახებ... ვუყურებდი ფერები როგორ გადასდიოდა სახეზე. ბოლოს ვერ მოვითმინე და ისიც ვუთხარი რომ იოანე დარჩა ჩემთან ღამით. - როგორი ღამე გამოგივლია - აწყლიანებული თვალებით მომეხუტა დაქალი - კიდევ კარგი იოანე მოვიდა, მგონი ჯობდა რო არ წავსულიყავი და შენთან ვყოფილიყავი.
- გაგიჟდი? როგორ არ უნდა წასულიყავი, მთავარია ყველაფერი კარგადაა იოანე მართლა ზუსტ დროს მოვიდა... ისე ამაზე არ მიფიქრია და საერთოდ ნეტა რატო მოვიდა იქ? - მხოლოდ ახლა დავფიქრდი ამ ფაქტზე
- გუშინ ვაჩესთან რომ გავედი იოანეს ელაპარაკებოდა ტელეფონზე, მერე ერთი ორჯერ გზაში მიწერა კიდეც შეიძლება იმან უთხრა რო შენთან გამოევლო, როგორც ჩანს იოანემ იცოდა ვაჩეს გეგმის შესახებ - მხრები აიჩეჩა ნინემ.
- ხო შეიძლება... კარგი მოვწესრიგდები და დაბლა ჩავიდეთ. - ჩემი ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი.



იოანესთან

- აბა როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ - მხარზე ხელი დავკარი ვაჩეს როგორც კი მისაღებში ჩავედი
- ყველაფერმა გეგმის მიხედვით - გაიჯგიმა ახვლედიანი, როგორც ჩანს მშვენიერი დრო ატარეს.
- შენ რა ქენი დაათბე ურთიერთობა ჩემ დასთან თუ ისევ კინკლაობთ
- ნუ რაღაც ეგეთი - გამეღიმა გუშინდელი ღამის გახსენებაზე - ახლა რაღაცას მოგიყვები და არ დამიდგა აქ სცენები - გავაფრთხილე ვაჩე და გუშინდელი ამბავი მოვუყევი, იმის ჩათვლით რომ ღამით ტასოსთან დავრჩი
- დედას მოვუ....ვ იმ ახვარს - კბილებში გამოსცრა ვაჩემ და მუშტი დივანზე დაარტყა - ვინ იყო იცნობ?
- არა არ ვიცნობ მაგრამ საკმარისად მოხვდა, უფრო მეტსაც მიიღებდა მაგრამ ტასოს ძაან შეეშინდა, იცოდე არ შეიმჩნიო არაფერი, არ უნდა გაიგოს რომ ეს ამბავი იცი თუ რამეა თვითონ მოგიყვება. რამდენჯერაც ახსენდება სულ ცუდად ხდება და ჯობს მალე დაივიწყოს.
- როგორ გაბედა, იქ რომ ვყოფილიყავი ნამდვილად მოვკლავდი დედას შე...ი!
- რაც არ უნდა იყოს ახლა მთავარია ტასომ დაივიწყოს გუშინდელი ღამე
- მოიცადე ხო თქვი ერთად გვეძინაო - ახლა გაამახვილა ყურადღება ჩემს ბოლოს ნათქვამ სიტყვებზე.
- ვაჩე იმედია არ ფიქრობ რომ ტასოს ზედმეტად შევეხე თორე სიფათს გაგიერთიანებ - მუშტი მოვუღერე ძმაკაცს. - ისედაც ძლივს დავათბე ურთიერთობა მაცადე რაა...
- იცოდე ტასოს რო აწყენინო მოგკლავ არაბული, საზღვრები დაიცავი
- ოო ნუ ატრაკებ რა... იცი რო ტასოს სერიოზულად ვუყურებ და არაფერს დავუშავებ. შენი აზრით მინდა რო დავაფრთხო და ჩემი ეშინოდეს? ჭკუას ნუ მასწავლი იცოდე
- კარგი მე გაგაფრთხილე - საჩვენებელი თითი დამიქნია - მაშინ დღესვე წავიდეთ სადმე - ტაში შემოკრა ახვლედიანმა და დივნიდან წამოდგა.


ტასოსთან

მალევე გავემზადე, ოთახი მივალაგე და დაბლა ჩავედით მე და ნინე. ბიჭები მისაღებში იყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, იმედია ეს რაღაც გუშინდელი ინციდენტი არ იყო არ მინდა ვაჩემ გაიგოს და ინერვიულოს, თან მაშინ როცა ყველაფერი კარგადაა იოანეს დამსახურებით. ვფიქრობ არ ღირს ამ ამბავზე ჩაციკვლა ასე ჩემთვისაც მარტივი იქნება რომ დავივიწყო.
- აბა რაზე ლაპარაკობთ - ვეცადე მხიარული ტონი მქონოდა
- ეე წიწილა გაიღვიძე - ხელები გაშალა და ჩამეხუტა ვაჩე - რაზე ვლაპარაკობდით და რახან ერთი კვირა ისვენებთ დღესვე წავალთ სადმე რომ დრო არ დავკარგოთ.
- აუ ხო რა კარგი აზრია - იდეა მოუწონა ნინემ
- კარგი მაგრამ სად ვაპირებთ წასვლას?
- ბეშუმში ხო არ წავიდეთ, შარშან ხო მორჩნენ სახლის რემონტს - გადმომხედა ვაჩემ
- აუ ბეშუმი კარგი აზრია მაგრამ ახლა ზღვა ისე მინდა როგორც არასდროს - დავიწუწუნე მე და ფისოს თვალებით ავხედე ვაჩეს.
- აუ ხო რა ბეშუმში სხვა დროს წავიდეთ - ჩემი მხარე დაიჭირა ნინემ
- მაშინ ბათუმში წავიდეთ ქალაქიდან ცოტა მოშორებით სახლი გვაქვს სანაპიროსთან ახლოს და იქ გავჩერდეთ (იოანე)
- აუუ რა მაგარია - სიხარულით ტაში შემოკრა ნინემ - ვაჩე წავიდეთ ხო
- რატო მიყურებთ ორივე ფისოს თვალებით, წავიდეთ ზღვა არც მე და იოანეს გვაწყენს - სიხარულით მივეკარით ვაჩეს მე და ნინე
- ჩახუტება მე არ დავიმსახურე ხო - გაბუტულმა შემოგვხედა იოანემ და ახლა მას ჩავეხუტეთ აჟიტირებულები. ვგრძენი წელზე ხელი როგორ შემიცურა და სასიამოვნო შეგრძნებებმაც არ დააყოვნეს.
- მაშინ დავიშალეთ ეხლა სწრაფად ჩავლაგდეთ და დევეშვით ბათუმისკენ, უი ტასო ბექა და კახა არიან ეზოში მამას უთქვამს რო რაღაცები მოაწესრიგონ ეზოში და შენი გასაღები და მისამართი დაუტოვე რო მანქანა მოიყვანონ სანამ წასულები ვიქნები. იოანემ თქვა რომ გუშინ თითონ წამოგიყვანა.
- აჰამ... გასვლისას დავუტოვებ მაშინ
თორმეტი ხდებოდა უკვე ყველა რომ გავემზადეთ. ჩემოდნები ვაჩეს მანქანაში ჩავაწყვეთ და კახას გასაღები დავუტოვე რომ ჩემი მანქანა მოეყვანა.
- აუ იოანე გთხოვ წინ მე დავჯდები რა - მუდარით შეხედა ნინემ
- შენი შეყვარებულის ნერვები ისედაც არ მაქვს მაინც უნდა იწუწუნოს შენ რო არ დაჯდე და ასე რომ შენთვის დამითმია
- აუ ოქრო ხარ... - გახარებული გაემართა და ვაჩეს გვერდით დაიკავა ადგილი ნინემ. იმ ფაქტმა რომ მთელი გზა ასე ახლოს მომიწევდა იოანესთან ყოფნა ცოტა ამაფორიაქა მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. უკანა სავარძელზე ჩვენი ადგილები დავიკავეთ მე და იოანემ და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი.
მგზავრობა საკმაოდ ხალისიანი გამოდგა, მთელი გზა სიმღერებს ვუსმენდით და ფოტოებს ვიღებდით, რამდენიმე ფოტო ნინემ მე და იოანესაც გადაგვიღო, ზოგჯერ როგორი მელაა ეს ჩემი დაქალი. გზაში ორჯერ გავჩერდით რომ წყალი და საჭმელი გვეყიდა გზისთვის, რადგან დილიდან ყველა მშიერი ვიყავით. საბოლოოდ საღამოს ექვსი ხდებოდა უკვე დანიშნულების ადგილას რომ მივედით. ნანახმა ნამდვილად გამაკვირვა. საშუალო ზომის ორ სართულიანი სახლი ამაყად გადაყურებდა სანაპიროს... სახლის პირველი სართული მისაღების, სააბაზანოს და სამზარეულოსგან შედგებოდა - სამზარეულოდან ვერანდაზე გადიოდი, რომელსაც სანაპიროზე გასასვლელი რამდენიმე საფეხურიანი ხის კიბე ამშვენებდა. ვერანდის ერთ მხარეს დაბალი მრგვალი მაგიდა ორი სავარძელი და პატარა დივანი იდგა მეორე მხარეს კი ჰამაკი ჩამოებათ. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მისაღებსა და სამზარეულოს შორის იყო.
- მოკლედ ზემოთ სამი საძინებელია, როგორ გადავნაწილდებით თქვენ მოიფიქრეთ - ნიშნის მოგებით გადახედა იოანემ ვაჩეს და თვალი ჩაუკრა.
- რა გადანაწილება უნდა მე და ნინე ერთად, იმ ორ ოთახს კიდე თქვენ გაინაწილებთ - ჩვეულებრივი ტონით აღნიშნა ვაჩემ და მეორე სართულზე დაიწყო ჩემოდნების ატანა. შედარებით მოზრდილ ოთახში ჩვენი წყვილი დაბინავდა. ორი შედარებით პატარა საძინებელი მე და იოანემ გავიყავით. საძინებლები გვერდი გვერდ იყო და ზღვის ხედი ამშვენბდათ, ორივე ოთახს პატარა აივანი ჰქონდა სადაც მოზრდილი ფუმფულა პუფები იდო. „ჩემი“ საძინებელი საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი იყო, ასვლისთანავე ბარგის ამოლაგება დავიწყე და ჩემი ნივთები შევმატე თეთრ-ნაცრისფერ ინტერიერს. იქიდან გამომდინარე რომ უკვე საღამო იყო და ჩვენც საკმაოდ დაღლილები ვიყავით დასვენება და ვახშმის მომზადება გადავწყვიტეთ. სანამ მე და ნინე სახლს ვალაგებდით ბიჭებმა პროდუქტი მოიტანეს და მაცივარში შეაწყვეს. იოანემ ინიციატივა გმოიჩინა და გრილზე ხორცი შეწვა, რომელიც ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოუვიდა... მე და ნინემ სალათი და პიცა გავაკეთეთ და ვერანდაზე მშვიდად ვივახშმეთ. ზღვა ძალიან ლამაზი იყო იმაზე მშვენიერი კი არაფერია როცა თვალწინ ასეთი ხედი გეშლება. ცას გასაოცარი ფერი დაჰკრავდა ბოლომდე აღქმასაც ვერ ვასწრებდით ისე იცვლებოდა ცის ფერები და ნელ ნელა ბინდი ეკვროდა არე-მარეს.
- გინდა რამე ფილმს ვუყუროთ - გვკითხა ნინემ როგორც კი მაგიდის ალაგებას მოვრჩით, რაშიც ბიჭებმაც მიიღეს მონაწილეობა.
- აუ მე ცოტა ხანს გარეთ დავჯდები და შემოგიერთდებით - სამეული დავტოვე და ვერანდაზე გავედი. ძალიან მშვიდი ღამე იყო, ხალხი თითქმის არ მოძრაობდა ძალიან შორს რამდენიმე სილუეტს სანაპიროზე კოცონი დაენთოთ და დროს ერთად ატარებდნენ. რატომღაც მომინდა რომ ზღვაში შევსულიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ზღვა თავისკენ მიხმოდა. ბევრი აღარ მიფიქრია და სანაპიროსკენ დავიძარი. ფეხსაცმელები იქვე სახლის კიბეებთან დავტოვე და ფეხშიშველი გავუყევი სანაპირომდე მანძილს. მიუხედავად იმისა რომ ცურვა საკმაოდ კარგად ვიცი ბოლომდე ვერ ვნებივრობდი ტალღებთან. არ ვიცი რა მაბრკოლებდა მაგრამ შიში მაინც მქონდა და ვერ ვბედავდი წყალში ღრმად შესვლას. ახლო როცა მის პირისპირ ვდგავარ მთელ სხეულში დამიარა თავისუფლებით გაჟღენთილმა სურნელმა. ყველაზე მეტად ალბათ ზღვა იყო ჩემთვის თავისუფლება. ის თავისუფლება იყო, რომლის ბოლომდე შეგრძნებაც მაშინებდა. საშინლად მომინდა ახლა წყლის თითოეული წვეთი საკუთარ სხეულზე შემეგრძნო მაგრამ სიბნელემ მაინც შემაშინა და იქვე სანაპიროზე ჩამოვჯექი. ვერ გავბედე სიბნელეში ზღვაში შესვლა და კვლავ შორიდან გავაგრძელე მისით ტკბობას.
- მეგონა ზღვაში შესვლას აპირებდი - ზურგს უკან იოანეს ხმა მომესმა, რამდენიმე ნაბიჯიც და უკვე ჩემს გვერდით იჯდა.
- მეც მეგონა - დანანებით ამოვთქვი და თვალი უსასრულობას გავუსწორე
- მერე რამ შეგიშალა ხელი? - გამომხედა იოანემ
- არ ვიცი, ალბათ სიბნელემ... ყოველთვის რაღაც დაბრკოლება მხვდება რაც უფლებას არ მაძლევს ბოლომდე შევიგრძნო ზღვაში ნებივრობის სიამოვნება. ამ შემთხვევაში კი სიბნელემ შემაშინა.
- ადექი... - მოულოდნელად წამოდგა იოანე და ხელი გამომიწოდა
- რა? - ვკითხე დაბნეულმა
- უბრალოდ ადექი ტასო - ხელი ჩამკიდა და წამომაყენა - ოდესმე სიბნელეში შესულხარ წყალში?
- არა... სიბნელე ყოველთვის მაშინებდა
- ხოდა ახლა შეხვალ
- რაა?
- ხოო, მიდი ჩემთან ერთად შემოდი წყალში - მაისური გადაიძრო და შორტების ამარა დაიძრა წყლისკენ - საოცარი წყალია, უნდა შემოხვიდე - წყალი უკვე მუხლებს უფარავდა.
- არა, გამორიცხულია იოანე ასეთ სიბნელეში ვერ შემოვალ.
- კარგია რა რის გეშინია, თან მეც შენს გვერდით ვარ... მიდი ტასო გაბედე და უბრალოდ შემოდი.
- ხო მაგრამ მეშინია...
- ოდესმე ხო უნდა დაამარცხო ეგ შიში, უბრალოდ ხელი მომკიდე და ჩემთან ერთად შემოდი - ჩემკენ დაიძრა და ხელი გამომიწოდა. - ნუ გეშინია -დაამატა ბოლოს. არ ვიცი გამბედაობა როგორ მოვიკრიბე მაგრამ სარაფანი წამის მეასედში გადავიძრე და იოანესკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. კიდევ კარგი ყოველი შემთხვევისთვის საცურაო კოსტიუმი მეცვა და ტანსაცმლით არ მომიწევდა შესვლა.
- ღმერთო როგორი სასიამოვნო წყალია - აღვნიშნე ნასიამოვნებმა და იოანეს გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე - ოღონდ დამპირდი რომ ღრმად არ შეხვალ
- გპირდები არ შევალთ, წამოდი - ხელი წელზე შემიცურა და უფრო ღრმად შემიყვანა. წყალი უკვე მხრებს მიფარავდა... ზღვა ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო. - მოგწონს?
- კი ძალიან - გავუღიმე და წამით ჩავყვინთე რომ თმა ბოლომდე გამესველებინა,
- ხედავ საშიში არაფერია, - ოდნავ უკან დაიხია და ზურგით გაწვა წყალზე. ისეთი მშვიდი იყო მომინდა ჩავხუტებოდი. ახლა წესით შიშისგან უნდა ვკვდებოდე მე კი რეებზე ვფიქრობ, შევეცადე აზრები გამეფანტა გონებიდან - გინდა ცოტა ღრმად შევიდეთ? არაფერი იქნება უბრალოდ სცადე.
- არა, გამორიცხულია მირჩევნია აქ ვიყო... თუგინდა შენ გაცურე ოღონდ შორს ნუ წახვალ
- არა შენ თუ არ შემოხვალ არც მე შევალ
- კარგი რა აქედან გიყურებ, უბრალოდ ძალიან შორს არ წახვიდე - მუდარით შევხედე
- კარგი მაშინ მალე მოვბრუნდები იცოდე წყლიდან ამოსვლა არც კი გაბედო - საჩვენებელი თითი დამიქნია და სიღრმისკენ გაცურა. ვუყურებდი ჩვენს შორის მანძილი როგორ იზრდებოდა მე კი სიამოვნებით ვადევნებდი თვალს როგორ მოხდენით მიაპობდა არაბული პატარ-პატარა ტალღებს. კიდევ ერთხელ ჩავყვინთე რომ უკვე შემშრალი თმა დამესვლებინა, მაგრამ მაშინვე ვინანე რადგან იოანე აღარსად ჩანდა. თავიდან მეგონა რომ უბრალოდ ჩაყვინთა და ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა. რამდენიმე წამი მოვიცადე და რომ არ გამოჩნდა რამდენჯერმე დავუძახე.
- იოანე იცოდე არ მეხუმრება - ბოლოს შეშინებულმა ამოვთქვი თუმცა ხმა ისევ არავინ გამცა. ადგილზე ტრიალი დავიწყე და ვათვალიერებდი იქნებ სადმე მომეკრა თვალი. - იოანე სად ხარ - უკვე მოზღვავებული შიში მემჩნეოდა ხმაში. - ვერ გადამირჩები იცოდე - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- და რას მიპირებ? - მომესმა ზურგს უკან არაბულის ხმა... იმდენად ახლოს იყო, რომ მისი თმიდან ჩამოყრილი წყლის წვეტები მხრებზე მეცემოდა. მისმა ხმამ შვება მომგვარა მაგრამ მაინც ვბრაზობდი მასზე და გაავებული შევბრუნდი.
- სად გაქრი ნორმალური ხარ? ხომ დამპირდი რომ ღრმად არ შეხვიდოდი - ხელი მკერდზე ვკარი და ჩვენს შორის მანძილი გავზარდე.
- არაფერი მომხდა უბრალოდ ჩავყვინთე პატარა კარგი რა, შორს არ შევსულვარ. მაპატიე თუ შეგეშინდა - ხელით თმა უკან გადაიწია და ჩემკენ გამოცურა. - ასე შეგეშინდა? - ხელი წელზე შემიცურა და ახლა რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს.
- კი შემეშინდა და ხელი გამიშვი... შენ პირობა გატეხე და ახლა გაბრაზებული ვარ - ავფართხალდი მის ხელებში.
- პირობა? მოდი მაშინ წარსულში დავბრუნდეთ
- რომელ წარსულში
- იმ წარსულში სადაც გითხარი რომ დაისჯებოდი
- ახლა ეგ რა შუაშია იოანე, გამიშვი უნდა ამოვიდე წყლიდან - ვერ მივხვდი საუბარის საით მიყავდა და ვეცადე დავსხლტომოდი.
- არ გაგიშვებ... ახლა შენი სასჯელის დროა პატარა ქალბატონო - მშვიდად ამოიჩურჩულა და სხეულზე ამიკრო.
- რა სას... - სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი რომ ტუჩებზე დამაცხრა. ოდნავ მლაშე მაგრამ მხურვალე ტუჩებით მიკოცნიდა ჯერ ზედა და მერე ქვედა ტუჩს მისი ძლიერი ხელები ჩემს სხეულზე დათარეშობდნენ. მისი ეს ქმედება იმდენად მოულოდნელი იყო რომ გავშეშდი, თუმცა ეს მდგომარეო ცოტახანს გაგრძელდა, მისი სხეულისგან წამოსული ვნება და სიმხურვალე იმდენად დიდი იყო რომ მთელ სხეულში ცეცხლი მომედო. ჯანდაბაში გავუშვი ჩემი თავშეკავებულობა და კოცნაში ავყევი. ვიგრძენი კოცნის დორს როგორ გაეღიმა, ჩემმა ქმედებამ თითქოს მეტი სითამამე მისცე და ჩემი ფეხები თავის წელის გარშემო მოათავსა და ხელებით მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე. ხელები კისერზე მოვხვიე და მარჯვენა ხელი თმაში შევუცურე. ნელნელა უფრო მომთხოვნი ხდებოდა, თამამად დაასრიალებდა ენას ჩემს პირში და კბილებს შორის იქცევდა ჩემს ქვედა ტუჩს. ერთი ხელი თმაში შემიცურა იქიდან კი ხერხემალს ჩაუყვა და საჯდომზე მტკიუვნეულად მომიჭირა. სიამოვნებისგან ყრუდ ამოვიკვნესე და ვიგრძენი ამან უფრო გადაიყვანა ჭკუიდან, მთელი სხეული დაეჭიმა.
- მაგიჟებ - ამოიოხრა ვნებამორეული ხმით ტუჩებიდან მომშორდა და მზერა გამისწორა. თვალები ვნებისგან სულ მთლად დაებურა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა - ახლა რომ არ გავჩერდე მერე უკვე გვიან იქნება -ამოიჩურჩულა და ყელზე მომაწება ტუჩები. - საოცრად გემრიელი ხარ პატარავ, მაგრამ აჯობებს ამით დავკმაყოფილდე - თქვა და ოდნავ მომშორდა... - აჯობებს სახლში დავბრუნდეთ - წელზე ხელი მომხვია და ნაპირისკენ დავიწყეთ გასვლა. მე ხმას ვერ ვიღებდი ერთიანად გათიშული უბრალოდ მივყვებოდი იოანეს. ვერ გავიაზრე სარაფანი როგორ გადამაცვა საკუთარი ხელით და ახლა ხელ ჩაკიდებულები მივყავდი სახლისკენ, კიბეებთან ოდნავ შეჩერდა და თვალებში ჩამხედა, თითქოს ცდილობდა რამე ამოეკითხა. - ტასო მისმინე...
- არ გინდა იოანე ... მე უბრალოდ სახლში უნდა შევიდე - დაბნეულმა სათქმელს ძლივს მოვაბი თავი იოანეს მოვშორდი, ფეხსაცმელებს დავწვდი და პირდაპირ ოთახისკენ გავეშურე. შორიდან ჩამესმა ნინე როგორ მეძახდა მისაღებიდან მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ისე ავედი ოთახში.
სუნთქვა ძალიან გამიხშირდა, სხეული ჯერ კიდევ მიხურდა. სწრაფად გამოვაღე აივნის კარი რომ ნიავი შემოსულიყო და საწოლზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და იმის გაანალიზება დავიწყე რაც წეღან მოხდა. ადრე ხშირად წარმოვიდგენდი თუ როგორი იქნებოდა ჩემი პირველი კოცნა, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობდი და მეღიმებოდა თითოეული დეტალის გახსენებისას. საწოლზე გავწექი და თვალები ჭერს მივაპყარი. გამოდის რომ იოანეს მოვწონვარ?... მაგრამ ის ისეთი თავდაჯერებული და ამპარტავანია ზოგჯერ, ვფიქრობ მხოლოდ გარყვნილი ფიქრები უტრიალებს თავში... ამის გაფიქრებამ უსიამოვნოდ გამკრა გულში - მაგრამ შენ არ ხარ კლუბში გაცნობილი რიგითი ნაშა, ძმაკაცის დას ასე არ მოექცევა თან გახსოვდეს, რომ შენზე ზრუნავს - არ დააყოვნა მეორე მემ და აშკარად კარგად იმოქმედა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტყვები წინა ვარიანტს ჯობდა. გული სწრაფად მიცემდა და ვცდილობდი სუნთქვაც დამერეგულირებინა. არ ვიცი ახლა რა იქნება ან მე როგორ უნდა მოვიქცე. იქნებ უბრალოდ კოცნა იყო და მეტი არაფერი, მისთვის ხო ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არა თავს უფლებას ვერ მივცემ რომ მიჯაჭვული გავხდე იოანეზე, ამას ისიც ემატება რომ ვაჩეს ძმაკაცია, ჩემი ძმა შეიშლება ჭკუიდან ეს რომ გაიგოს. არა ტასოო... ახლავე შეწყვიტე ამაზე ფიქრი და დაივიწყე რაც მოხდა. შემოვუძახე საკუთარ თავს და აბაზანაში შევედი.

6 თავი

საშხაპეში დიდი ხანი დავყავი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცხელოდა და ჩემი ორგანიზმიც ჯერ კიდევ ვნებების ქარცეცხლში იყო გახვეული, მაინც დიდ სიამოვნებას განვიცდიდი სხეულზე თბილი წყლის შეხებით. ერთ დროულად მინდოდა იგივე ვნების ხელახლა განცდა და ამავდროულად სამუდამოდ დავიწყება. საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა გაჩაღებული და ვერ ვიგებდი რა უნდა გამეკეთებინა. აბაზანიდან გამოსულმა სწრაფად ჩავიცვი თხელი პენუარი, რომელის ფუნქციაც თავად ვერ დამიდგენია, საერთოდ ვერაფერს ვერ ფარავდა. სველი თმით დავწექი საწოლში და კვლავ ფიქრებში გადავეშვი. საკმაოდ ცხელი ღამე იყო, ამიტომ აივნის კარის დაკეტვა არც კი მიფიქრია, გარედან შემოსული ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა ჯერ კიდევ ნესტიან კანზე. ტუჩებზე არაბულის სიმხურვალეს და არომატს ვგრძნობდი და ხელით ვეფერებოდი ჯერ კიდევ გახურებულ ბაგეებს. ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა ხვალ და რა რეაქცია უნდა მქონოდა მე. გოგოების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელიც წამიერი სიამოვნებით კმაყოფილდება და შედეგებზე არ ფიქრობს. არც თავის არიდება მიფიქრია, რადგან ეს ყველაფერი მეც მხიბლავდა და მიზიდავდა. მიუხედავად იმისა რომ ინიციატივა იოანესი იყო და ვფიქრობ შეუსაბამოც, რადგან ნორმალურად არც კი ვიცნობ, მაინც არ ვადანაშაულებდი არაფერში. ვერ ვხვდებოდი ჩემს მიმართ რა ინტერესი ქონდა ან საერთოდ ქონდა თუ არა რაიმე. გუშინ როცა იმ საშინელებას გადამარჩინა თითქოს მთლიანად მივენდე, ვგრძნობდი რომ ჩემს გვერდით ადამიანი იყო, ვინც დამიცავდა და იზრუნებდა ჩემზე. მეორეს მხრივ წინა დღეებში მისგან ისეთ კომენტარებს ვისმენდი თავი რიგითი სექსუალური ობიექტი მეგონა, რომლის მიმართაც ცხოველურ ლტოლვას განიცდიდა. ვიცი რომ საკმაოდ თავისუფალი ცხოვრება აქვს და ალბათ ბევრი გოგოც ეყოლება მაგრამ როცა წარმოვიდგენ, რომ მეც მათ რიგებს შეიძლება მივეკუთვნები სხეულში უსიამოვნოდ მცრის. არასდროს მქონია საპირისპირო სქესთან ამდენად ახლო ურთიერთობა, გაგიკვირდებათ მაგრამ ერთადერთი შემთხვევა იყო 8 წლის ასაკში, ვაჩეს ძმაკაცი მომეწონა, ზაფხულში სოფელში ვისვენებდით და ერთი დღით გვესტუმრა მშობლებთან ერთად, სახელი არც კი მახსოვს დიდად ვერც სახეზე ვიხსენებ ბოლოსდაბოლოს ბავშვური გატაცება იყო. იმ დროს ბატონები მქონდა ამიტომ გარეთ გასვლის და თამაშის ხასიათზე არ ვიყავი, თან როგორ მეკადრებოდა წითელი კოპლებით უცხო ადამიანებთან გამოჩენა. ვიჯექი მეორე სართულის აივანზე და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ეზოში ფეხბურთს უბნის სხვა ბავშვებთან ერთად. ბევრს სისულელე ეგონება 8 წლის ასაკში როგორ შეიძლება ვინმე მოგეწონოს და ფიქრი დაწყო მასზე, მაგრამ ასე ვიყავი მომწონდა გოლების გატანისას როგორ ამოიხედებოდა ხოლმე აივანზე თავისი მწვანე თვალებით. ხო ნამდვილად, ახლა გამახსენდა ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა. მას მერე არც მინახავს, ან შეიძლება შევხვდი კიდეც და არ მახსოვს ბოლოსდაბოლოს მას შემდეგ 12 წელი გავიდა. წარსულზე ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ჩამეძინა.
თერთმეტი ხდებოდა რომ გამეღვიძა, უფრო სწორად სიცხემ მაიძულა გაღვიძება. გამიკვირდა ამდენ ხანს რომ მეძინა, როგორც წესი როცა ზღვაზე ვარ ადრე მეღვიძება, რომ განთიადით დავტკბე. ამჯერად ჩვეულებრივზე გვიან ავდექი. მოვწესრიგდი, მოკლე უზურგო სარაფანი გადავიცვი, ღრმად ამოვისუნთქე მოსალოდნელი უხერხულობის გამო და პირველი სართულისკენ გავეშურე. სახლში არავინ იყო, გამიკვირდა. არც სანაპიროზე ჩანდა ვინმე რამდენჯერმე ნინეს დავუძახე თუმცა ხმა არავინ გამცა. ოთახში ავბრუნდი, რომ ტელეფონი ამეღო და დამერეკა.
- ნინე სად ხარ? - ვკითხე როგორც კი მიპასუხა
- აუ ტას მე და ვაჩე წავედით ბავშვების მოსაყვანად საბა, თათა და ლუკა ჩამოვიდნენ მაგრამ ქობულეთთან ახლოს მანქანა გაუფუჭდათ და წამოსაყვანად წავედით, თან მანქანასაც მიხედავენ ბიჭები, რამდენჯერმე დაგიკაკუნე მაგრამ ხმა რომ არ გამეცი მეგონა გეძინა და წამოვედით. - სიტუაცია გამაცნო წერეთელმა.
- როგორც ჩანს ღრმად მეძინა და ვერ გავიგე, მალე მოხვალთ?
- ჯერ არ მივსულვარ, ათ წუთში მივალთ დაახლოებით
- კარგი მაშინ არ დაგელოდებით და გავალ პლიაჟზე ცოტა ხნით
- კარგი, მიდი გაკოცე.
როგორც კი გავუთიშე გამზადება დავიწყე, ტანზე შავი საცურაო კოსტიუმი მოვირგე, ამავე ფერის გრძელი გამჭვირვალე მოსასხამი მოვიცვი, პატარა საჭირო ნივთები ჩავალაგე და ვერანდიდან პლიაჟისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრ ხალხს არ მოეყარა თავი, როგორც ჩანს რამდენიმე სახლი და სასტუმრო სანაპიროს გაყოლებაზე ერთ უკრაინელ ოჯახის გვერდით რამდენიმე მეტრის მოშორებით დავიკავე ადგილი, ნივთები შეზლონგზე დავატოვე, მოსაცმელი გავიხადე და წყალში შევედი. წყალი საკმაოდ გრილი და სასიამოვნო იყო, ცოტა ხანს ზურგზე გავწექი და მზეს მივეფიცხე, მერე კი შეზლონგზე მოვთავსდი და მწველ სხივებს უფლება მივეცი ჩემი სხეულით დამტკბარიყვნენ და სასიამოვნო შეფერილობა მიეცათ.
- დამცავს თუ არ წაისვამ მზე დაგწვავს - უცხო ხმა მომესმა საკმაოდ ახლოდან და მისმა სილუეტმა მზეც მომიჩრდილა. ფრთხილად გავახილე თვალები, აშკარად არ ვიცნობდი ჩემ წინ მდგომს.
- მასე მარტივად არ ვიწვები, ასე რომ თამამად შემიძლია ასე გავირუჯო
- მაინც ვფიქრობ რომ უნდა დაიცვა თავი
- მე კი ვფიქრობ რომ საჭირო არაა
- კარგი მაშინ როგორც გინდა - გვერდი მდგომ შეზლონგზე ჩამოჯდა და ხელი გამომიწოდა - ხო მართლა მე დემეტრე ვარ - საყვარლად გამიღიმე
- ტასო - ჩემი ხელი შევაგებე.
- მარტო ისვენებ?
- მეგობრებთან ერთად, უბრალოდ დილით ყველა სადღაც გაქრა, შენ?
- მეც ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად ვარ , აი ისინიც - ხელით მიმანიშნა სამ ადამიანზე , რომლებიც სიცილით ცდილობდნენ წყალში ერთმანეთის დახრჩობას. - არ გაგიკვირდეს ცოტა არანორმალურები არიან - თვითონვე გაეცინა.
- არ მიკვირს, მეც მყავს რამდენიმე ეგეთი - მეც გამეღიმა მათ შემყურე.
- ჩვენკენ გადმოდი თუ გინდა, აქ მარტო ხომ არ იქნები - შემომთავაზა დემეტრემ
- მგონი აჯობებს ხელი არ შეგიშალოთ, თან მალე უნდა გავბრუნდე
- ხელს არ შეგვიშლი, კარგი რა მარტო ყოფნას ჯობს, თან გაგაცნობ იმ არანორმალურებს - საყვარლად გამიღიმა და მეც ვერ ვუთხარი უარი.
- კარგი, მაშიც ცოტა ხანს შეიძლება - ბავშვები დაახლოებით ოცდაათი ორმოცი მეტრის მოშორებით იყვნენ. ჩემი ნივთები ავიღე და დემეტრეს გავყევი. რატომღაც დადებითი რეაქცია გამოიწვია ჩემში, უცნობებისგან ვცდილობ რომ თავი შორს დავიჭირო მაგრამ დემეტრე თითქოს დადებით ენერგიას ასხივებდა თავისი თვალის მომჭრელი ღიმილით და მეც არ დავიწყე გადამეტებული თავის დაფასებები.
- ბავშვებოო - ხელი დაუქნია სამეულს დემეტრემ, როგორც კი მივუახლოვდით და ისინიც ღიმილით გამოემართნენ ჩვენკენ. - გაიცანით ეს ტასოა - წარუდგინა ჩემი თავი მეგობრებს - ეს ლიკაა ჩემი და - მიმითითა ქერა გამხდარ გოგოზე, რომელსაც საოცრად ცისფერი თვალები ქონდა და ოქროსფერი რუჯის ფონზე ორმაგად ანათებდნენ. - ეს რატია ჩემი ძმაკაცი და ლიკას შეყვარებული - მიმითითა მაღალ, ასევე ქერა სილუეტზე - ეს კი მაშო - აქ ცოტა ხანს შეჩერდა - მაშო ლიკას დაქალია - ბოლოს უხერხულად დაამატა.
- სასიამოვნოა - ღიმილით გავხედე სამივეს და მათაც იგივეთი მიპასუხეს. ზღვაში აღარ დაბრუნებულან და ჩემთან და დემეტრესთან ერთად შეზლონგებზე ჩამოსხდნენ
- აქ ახლოს გაჩერდით? - ღიმილით მკითხა მაშომ
- კი, აი იმ სახლში ვართ - ხელით ჩვენი სახლისკენ ვანიშნე - თქვენ?
- ჩვენც აქვე ვართ აი ორი სახლის მოშორებით - მიმითითა ორსართულიან სალათისფერ სახლზე. - აქამდე არ შეგვიმჩნევიხართ, როდის ჩამოხვედით?
- გუშინ საღამოს ჩამოვედით, ამიტომ ვერ შეგხვდით
- აქ დიდ ხანს გაჩერდებით? - ახლა ლიკამ მკითხა
- ზუსტად არ ვიცი, ალბათ რამდენიმე დღით რადგან გამოცდები გვეწყება
- ჩვენც ორ დღეში ვბრუნდებით თბილისში იგივე მიზეზის გამო, მაგრამ ისევ ვაპირებთ დაბრუნებას. ხო მართლა საღამოს წამოიყვანე მეგობრები, სანაპიროზე კოცონს ვანთებთ ხოლმე თან ბევრნი უფრო კარგად გავერთობით - შემომთავაზა ლიკამ
- გუშინ შევამჩნიე საღამოს კოცონი, როგორც ჩანს თქვენ იყავით - გავუღიმე - დღეს სამი მეგობარი კიდევ შემოგვემატა, მგონი აჯობებს თქვენ შემოგვიერთდეთ, სიამოვნებით მიგიღებთ - მივიპატიჟე ახლადშეძენილი მეგობრები.
- მაშინ გიტარა და სასმელი ჩვენზეა - გაიღიმა დემეტრემ
- გიტარაზე უკრავ? - გავიოცე რადგან ძალიან მიყვარს როცა ბიჭი უკრავს და კარგად მღერის.
- ვცდილობ ყოველ შემთხვევაში...
- იტყუება, კარგად უკრავს და კარგადაც მღერის - ამხილა რატიმ.
- მოკლედ ჩემთან გელოდებით, მისამართი იცით, ახლა უნდა წავიდე წესით ბავშვებიც დაბრუნდებოდნენ.
- შენი ნომერი ჩამიწერე და საღამოს დაგირეკავ მოსვლამდე - ტელეფონი გამომიწოდა დემეტრემ, მეც ჩემი ნომერი ჩავუწერე დავემშვიდობე და სახლისკენ გავემართე. უჩვეულოდ მხიარულად ვგრძნობდი თავს, ბავშვებმა კარგად იმოქმედეს ჩემზე, იმდენად კარგად რომ გუშინდელი საღამო აღარც გამხსენებია.
ბავშვები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები სამაგიეროდ სამზარეულოში იოანე დამხვდა, მეგონა გასული იყო თურმე სახლში ყოფილა. მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გავიყინე და მორიდებით ავათვალიერე. ტანს ზემოთ შიშველი, იყო შავი სპორტული შორტი ეცვა სამზარეულოს დახლთან იდგა და მთელი მონდომებით ცდილობდა სენდვიჩის გამზადებას.
- დილა მშვიდობის - მივესალმე ზურგით მდგომს, საკმაოდ დიდი გამბედაობაც დამჭირდა გუშინდელის მერე.
- დილა მშვიდობის - ჩემკენ შემობრუნდა და ნახევარი ტანით მიეყრდნო დახლს. - ვატყობ მოგისწრია ზღვაში ნებივრობა.
- ასე გამოვიდა - ჩუმად ამოვიჩურჩულე - რაღაც მინდა გკითხო - დავამატე ბოლოს
- გუშინდელზე დალაპარაკება მეც მინდოდა... ტასო მისმინე...
- არა, სხვა რაღაც უნდა გკითხო - გავაწყვეტინე საუბარი - საღამოს რამდენიმე მეგობარი დავპატიჟე, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- სერიოზულად? ამის კითხვა გინდოდა? - ნერვიულად გაიცინა და თმაზე ხელი მოხდენილად გადაისვა - წინააღმდეგი არ ვარ, შეგიძლია ისე მოიქცე როგორც საკუთარ სახლში.
- კარგი მაშინ, მე ოთახში ავალ - სამზარეულოდან გასვლა დავაპირე
- ტასო მოიცადე - სწრაფად გაჩნდა ჩემთან და მარცხენა ხელი მაჯაში ჩამავლო, რომ შევეჩერებინე - ვფიქრობ უნდა ვილაპარაკოთ, არა?
- მომისმინე იოანე - ხელი გავაშვებინე - ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ორივემ კარგად ვიცით გუშინ რაც მოხდა, ვფიქრობ საჭირო არ უნდა იყოს გაზვიადება, უბრალოდ დავივიწყოთ - ბოლო სიტყვები სწრაფად ვუთხარი და სამზარეულოდან გავედი
- არ მგონია დავიწყება შეძლო - მომაძახა სანამ ოთახში შევიდოდი.
- უტაქტო! - ჩემთვის ამოვიგმინე. მალე მოვწესრიგდი და სააბაზანოდან გამოსულს უკვე ხმაურიც შემომესმა პირველი სართულიდან. როგორც ჩანს ბავშვები დაბრუნდნენ.
- ჰეი ლამაზოო ... - ხელებ გაშლილი წამოვიდა ჩემკენ ლუკა, როგორც კი კიბეებზე დამინახა - მომნატრებიხარ - თბილად გადამეხვია და თმები ამიჩეჩა.
- მეც ლუკიტო - ლოყები გემრიელად დავუწელე და დავეჭყანე. - აბა გვრიტებო როგორ ხარ? - გადავეხვიე თათას და საბასაც.
- როგორ? თავს ისე ვგრძნობ თითქოს გალიაში გამომკეტეს დასაკლავი იხვივით - ამოიზმუვლა საბამ
- რა ჭირს ამას - გავხედე თათას
- მამაჩემი ჩამოვიდა გერმანიიდან ხვალ ოჯახური ვახშამი გვაქვს სანათესაოთურთ და ეს წუწუნით კვდება ორი დღეა. ხვალ პირდაპირ იქ უნდა მივსულიყავით მაგრამ ვაჩემ გვითხრა რომ ბათუმში ხარ და ჩამოგიარეთ ერთი დღით. - თათა აჭარელია და მთელი ოჯახი და სანათესაო ბათუმში ყავს. თვითონ ხუთი წელია რაც თბილისში გადმოვიდა და მარტო ცხოვრობს.
- ახლა მესმის - გამეცინა - ვიზიარებ საბუ - მხარზე მოვუთათუნე ხელი.
- ხო მიდი დამცინეთ, რა გენაღვლებათ - მოჩვენებითი ბრაზით გადმოგვხედა მე და თათას.
- მიდი, მიდი ეგ ბარგი ჩემ ოთახში აიტანე საღამოს როგორმე მოვთავსდებით - ჩემი ოთახისკენ მივუთითე საბას - ჩვენ მანამ რამე მოვამზადოთ თორე მშია
- ნინე... - დავუყვირე მანქანასთან მდგომს, სიყვარულის თვალებით რო შესციცინებდა ჩემ ძმას და რაღაცას ებურტყუნებოდა - ხალხო რა ვერ დატკბით ამ სიყვარულისგან? - მივუახლოვდი წყვილს
- მგონი ეჭვიანობს - ნინეს გახედა ვაჩემ და გულზე მიმიხუტა
- წამოდით რა მშია, მარტო ხო არ გავამზადებ
- არც მოგიწევს, ბიჭებმა გამოიძახეს საჭმელი გზაში გადავწყვიტეთ რო მომზადება გვეზარებოდა - გაიცინა და მომეხუტა წერეთელი. - ხო გუშინ სად გავარდი ხმა რო არ გაგვეცი
- აუ ახლა არ დაიწყო, დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა... უი ხო პლიაჟზე ბავშები გავიცანი, აქვე ახლოს ცხოვრობენ და ჩვენთან დავპატიჟე საღამოს მოვლენ
- სად მოასწარი - წარბი ამიწია ვაჩემ
- ეგრევე ნუ მეტაკები ხოლმე პირში - დავებღვირე ვაჩეს - ძალიან საყვარლები არიან აი ნახავ მოგეწონებათ ყველას.
- კარგი ანუ რაღაცების გაკეთება მაინც არ აგვცდა - დანანებით ჩაილაპარაკა ნინემ
- ნუ წუწუნებ წერეთელი
- კარგი, ხო შევიდეთ მაშინ დავისვენოთ, ვჭამოთ და მივხედოთ საქმეებს...
ბიჭები პლიაჟზე გავიდნენ, იოანე არ დამინახავს ალბათ მათთან ერთად გავიდოდა. ჭამის შემდეგ ცოტა სახლი მივალაგეთ და რაღაცების კეთება დავიწყეთ. ბიჭები შეგვპირდნენ რომ მწვადს შეწვავდნენ ამიტომ დიდა არც ჩვენ დავიხარჯეთ. საღამოს შვიდი იყო მომზადება რომ დავიწყეთ, მოკლე მაღალწელიანი შავი შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, თმა გავიშალე და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინეს და თათას შევუერთდი. ბიჭები, გარეთ უკვე ხორცს წვავდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ... რამდენჯერმე ფანჯრიდან მზერა იოანესკენ გავაპარე, ჩვენი თვალები წამით გადაეყრებოდნენ ერთამანეთისას, მერე კი ისევ თვალს ვარიდებდით. პიცის დაჭრით ვიყავი გართული ტელეფონმა რომ დარეკა, უცნო ნომერი იყო
- გისმენთ - ხმაში გაკვირვება აშკარად მეტყობოდა
- საინტერესოა მიპატიჟება ისევ ძალაშია - დემეტრე იყო
- დამავიწყდა შენი ნომერი რომ არ მეწერა - გამეცინა - რა თქმა უნდა ძალაშია, გელოდებით
- დასალევზე უნდა მეკითხა, რა წამოვიღო
- ბიჭებს ვისკი აქვთ სახლში როგორც ვიცი
- ცივი ლუდი და სასუსნავები მომაქვს... ვიფიქრე რამე ხომ არ გინდა
- აამ არა ყველაფერ გვაქვს.... აუუუ დემეე
- აი ეს უკვე მომწონს, აბა გისმენ
- ერთ ბოთლ წითელ ღვინოს იყიდი? - საწყალი ხმით ამოვიჩურჩულე
- რა თქმა უნდა თქვენო უდიდებულესობავ - ვიგრძენი როგორ გაეღიმა საუბრისას
- ოქრო ხარ
- ოც წუთში მანდ ვართ
- გელი. - ყურმილი დავუკიდე და ჩემ წინ ასვეტებულ ნინეს და თათას გავხედე, ორივეს დოინჯი შემოერყა და დაეჭვებული მზერით მაკვირდებოდნენ - რა იყო ? - გავიკვირვე მე და პიცას მივუბრუნდი.
- ეს ჩვენ უნდა გკითხოთ, რა იყო? ვინაა „დემე“ - სახელი გამოკვეთა თათამ
- დღეს ვინც გავიცანი ის, და რანაირად მიყურებთ - გავხედე იგივე პოზაში მდგომ გოგოებს.
- წითელ ღვინოს იშვიათად სხვა ტასო, რას მალავ? - ახლა ნინემ დააბრეხვა რაღაც
- არ შეიძლება წითელი ღვინო, რომ მომინდეს?
- არა... მარტო განსაკუთრებულ მომენტებში გინდება - არ ცხრებოდა წერეთელი, - შემთხვევით ეგ „დემე“ ხომ არ მოგეწონა?
- საიდან მოიტანეთ, უბრალოდ მართლა კარგები არიან არანაირი მოწონება და ნუ იგონებთ რაღაცებს - გვერდულად გავხედე
- მე რაღაც ასე არ მგონია
- ნინე! გეყოს, არ მომწონს ადამიანო ვერ ხარ ცოტა შენ... თან შევამჩნიე რომ დემეტრე უკვე ვიღაცით არის დაინტერესებული - გამეცინა როცა გამახსენდა მაშოს როგორ უყურებდა
- ძალიან კარგი - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნინემ და სალათს მიუბრუნდა.

მისაღებში მაგიდა გავაწყვეთ, ხმა დაბლა მუსიკა ჩავრთეთ და ბიჭებთან გავედით ეზოში.
- აბა რას შვრები? - ვიკითხე სურნელისგან მონუსხულმა
- თითქმის დავასრულეთ, მალე მოვლენ? - მკითხა ვაჩემ
- კი საცაა მოვლენ - სწორედ ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმაც - გისმენ დემე - სახელის წარმოთქმისას, თვალი რატომღაც იოანესკენ გავაპარე ეს უკანასკნელი კი ყბებდაჭიმული იდგა და დაჟინებით მომჩერებოდა - კარგი ვერანდის მხრიდან გამოვალ. - ყურმილში ვუთხარი დემეტრეს და ბავშვებს ვანიშნე რომ დავხვდებოდი. ვერანდაზე გავედი და ბავშვებს გავხედე, ხელს მიქნევდნენ ჩვენკენ მომავლები
- ხუთ წუთში მოგისწრია დაახლოება - ზურგს უკან იოანეს ბოხი ბარიტონი შემომესმა და მოულოდნელობისგან ტანში გამცრა
- ასე გამოვიდა - ხელები გულზე დავიკრიფე და ადგილიდან არ გავნძრეულვარ
- ტასოო - ახლოს მოსულმა ლიკამ დამიძახა და მომეხვია - როგორი ლამაზი ვერანდაა
- შემოდით ბავშვებო - სამზარეულოში შევუძეხი სადაც იოანე იდგა და გვაკვირდებოდა.
- ტასო ესენი სად დავაწყოთ? - პარკები მაღლა აწია დემეტრემ
- აი აქ დახლზე დააწყვე და მივხედავ. - პარკები დახლზე დააწყვეს ბიჭებმა, დემეტრემ ერთი გახსნა და ღვინის ბოთლი ამოაძვრინა
- ეს სპეციალურად თქვენთვის ქალბატონო - გრაციოზულობით გამომიწოდა ღვინის ბოთლი
- მადლობა, იქრო ხარ - თბილად გავუღიმე და გამოწვდილი ბოთლი ისე ჩავიხუტე თითქოს ვინმე მართმევდა. - ხო მართლა ეს იოანეა - არაბულისკენ მივანიშნე ბავშვებს - მთავარი მასპინძელი, ესენი რატი, ლიკა, მაშო და დემეტრე
- სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა დემეტრემ, შევამჩნიე დაძარღვული ხელი როგორ შეაგება არაბულმა და ყბები დაეჭიმა
- ჩემთვისაც - დანარჩენს უბრალოდ თავი დაუკრა და სამზარეულოდან გავიდა.
ბავშვები მალე შეეწყვნენ ერთმანეთ, საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, ბევრს ვიცინოდით და ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. მხოლოდ არაბული იჯდა სერიოზული სახით მკვლელი მზერით აკვირდებოდა ჩემს გვერდით მჯდომ დემეტრეს. საკმაოდ ბევრი დავლიეთ, ჩემ წითელ ღვინოს არავის ვაკარებდი გამოვაცხადე მარტომ უნდა დავლიოთთქო და ლუდს შევექცეოდი. დემეტრემ გიტარაზე რამდენიმე სიმღერა შეგვისრულა, არ გამომრჩენია როგორ უყურებდა მაშო სიმღერის დროს, ერთ-ერთ მათგანზე თვალებიც კი აუწყლიანდა, როგორ ჩანს სიყვარულის ალში იწოდნენ და ერთმანეთს არც კი უტყდებოდნენ. საკმაოდ გვიანი იყო ბავშვებმა წასვლა, რომ გადაწყვიტეს.
- ძალიან კარგი საღამო იყო - მომეხუტა მაშო, როცა ვერანდისკენ მივდიოდი.
- მაშო როდის გადადგამ დემესკენ ნაბიჯს? - პირდაპირ ვაჯახე ჩემზე აკრულ მობარბაცე სხეულზე.
- რაა?
- ხო, რა რაა - ალბათ კილომეტრებიდანაც ჩანს შენი სიყვარულისგან აგიზგიზებული თვალები
- მეე.. ასე მემჩნევა? - დაიმორცხვა ქალბატონმა და თვალები აუწყლიანდა
- კი გეტყობა, მგონი დემეტრეს გარდა ყველა ხედავს ამას - ხელით ჰამაკისკენ ვუბიძგე სანამ დანარჩენები ოთახში მეათედ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.
- სინამდვილეში, აქ წამოსვლამდე გამომიტყდა სიყვარულში
- რაა? აბა რატო არ ხართ ერთად?
- ტასო არ ვიცი... - ობოლი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან - თავადაც ვერ გამიგია რატო ვიჭერ დისტანციას
- გიყვარს!
- ძალიან! უბრალოდ როცა გამომიტყდა მაშინ ვუთხარი რომ მზად არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ახლა კი ხო ხედავ რის ფასად მიჯდება ეს ყველაფერი. - სახე ხელებში ჩარგო
- მაშო, გადადგი პირველი ნაბიჯი... ის უკვე გამოგიტყდა გრძნობებში და ნუ ელოდები რომ მეორეჯერ იგივეს გააკეთებს, მასაც ეწყინებოდა დარწმუნებული ვარ ელოდება, შენ გელოდება როდის მიხვალ. ცხოვრება საკმაოდ ხან მოკლეა იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი ასე ახლოს გყავდეს და მისი მონატრება გკლავდეს. - ხმა ამიკანკალდა, არ ვიცი ემოციების თუ სასმლის ბრალი იყო
- შენ გიყვარს?
- არა... არ ვიცი - ამოვიგმინე ბოლოს
- მე კი ვფიქრობ რომ გიყვარს
- შეიძლება - პირველად დავუშვი ის ფაქტი, რომ შესაძლოა მყვარებოდა.
- მადლობა ტასო
- რისთვის?
- იმისთვის, რომ გამბედაობა შემმატე
- გამიხარდება ერთად თუ გნახავთ
- ამას დღესვე დავასრულებ - შემართებით წამოდგა მაშო - ბავშვებო მალე გამოხვალ? მგონი წვიმას აპირებს - სამზარეულოს კარიდან შეძახა ბავშვებს და ცას გახედა.
როგორც ჩანს მართლა წვიმას აპირებდა, შორს ჰორიზონტთან ახლოს რამდენჯერმე გაანათა და ცივი ნიავიც ამოქროლდა. ბავშები მალე გამოვიდნენ და თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთ, ვუყურებდი მაშოს თბილ მზერას, თვალი ჩავუკარი გამხნევების ნიშნად. ცოტა ხანს ასე გავყურებდი ოთხ სილუეტს მერე კი სახლში შევბრუნდი.
- ამას ასე რატომ სძინავს - ყურადღება დივანზე გადათხლაშულ ლუკაზე გავამახვილე და გამეცინა
- არც კი გაბედოთ გაღვიძება თორემ მთელი ღამე მოგვიწევს, ამის ბოდიალის მოსმენა - გაიცინა საბამ და ყველას გადმოგვხედა. იოანე არსად ჩანდა ალბათ ოთახში ავიდა.
- კარგი სწრაფად ავალაგოთ და დავიძინოთ, თორემ საცაა წავიქცევი - მთქნარებით ამოიღმუვლა ნინემ
- ბევრი არაფერია წადი თქვენ მე მალევე დავალაგებ
- ტასო მარტო ვერ დაალაგებ
- ბევრს ლაპარაკობთ, მიდი დაიშალეთ ახლა - ხელით კიბეებისკენ ვუბიძგე ბავშვებს და მაგიდის ალაგებას შევუდექი. ოთახი მალე დავასუფთავე და სინათლეც გამოვრთე, რომ ლუკასთვის ხელი არ შეეშალა... კიბეებზე ასვლა დავიწყე როცა გონებაში რაღაცამ გამიელვა - მე სად ვიძინებ? - ჯანდაბა ჩემს ოთახში თათა და საბა არიან. სულელი ხარ ტასო მიდი კიდე გაისტუმრე ყველა და მერე დარჩი შენ ისე... ამოვიგმინე და სამზარეულოში შევედი. შესვლისთანავე თვალში ჩემი ღვინის ბოთლი მომხვდა. ზოგადად ალკოჰოლზე არ ვგიჟდები, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება მომინდეს ეს წითელი ღვინოა, მიყვარს მისი მათრობელა გემო. როცა მნიშვნელოვანი რამ ხდება ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ, წითელი ღვინო ჩემი უცვლელი პარტნიორი ხდება ხოლმე. ახლა სწორედ ის მომენტი იყო, თავში სრული ქაოსი მქონდა, ჯერ კიდევ იოანეს თვალები მელანდებოდა ყველგან. სწრაფად მივუახლოვდი დახლს კარადიდან მოზრდილი ღვინის ბოკალი გადმოვიღე და ჩემს „პარტნიორთან“ ერთად ვერანდაზე გავედი.
წვიმდა, მშვიდი და სურნელოვანი წვიმით წვიმდა. სიო ჩამდგარიყო, მაგრამ თავისებური სუსხი მაინც დაჰკრავდა. კუთხეში მდგარ დივანზე მოვთავსდი, ფეხები ავიკეცე და თბილი პლედი მოვისხი. ჰაერში სასიამოვნო სუნელი ტრიალებდა. წვიმა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ზაფხულის წვიმა ცხელ დედამიწას რომ აგრილებს და ჰაერში სასიამოვნო სუნელს ფანტავს. ღვინის ჭიქა ნახევრად გავავსე და ტუჩები გავისველე წითელი სითხით. ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ შეცვლაა იოანეს გამოჩენამ ჩემი შინაგანი არსება. ერთ დროს გაწონასწორებული როგორ გადავიქეცი დაბნეულ თინეიჯერად. მჭირდებოდა, რომ საკუთარ თავისთვის გამემხილა, რა ხდებოდა სინამდვილეში ჩემს შიგნით. რატომ ვერ ვივიწყებდი მის სურნელს, მის მწვანე, ტყისფერ თვალებს, მის შეხებას და მხურვალე, სველ ტუჩებს. მისი ტუჩების გახსენებაზე თვალები სიამოვნებისგან მიმელულა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. პლედი მჭიდროდ მოვიკარი სხეულზე, თითქოს კანქვეშ მორბენალი ჭიანჭველები სიცივეს გამოეწვია და ეს უკანასკნელი მიხსნიდა ამ შეგრძნებისგან.
- შეგცივდება! - მოულოდნელად კარში იოანე გამოჩნდა და ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა უსასრულობას გაუსწორა თვალი.
- თბილად ვარ!
- როგორც ჩანს ღვინომ, „დემეს“ ღვინომ იმოქმედა - სახელი გამოკვეთა და თვალი მრგვალ მაგიდაზე დადებულ ღვინის ბოთლს გაუსწორა
- შეიძლება ასეც ითქვას - ახლა მე ავარიდე მზერა და სიბნელეში ჩაძირულ ზღვას გავხედე. - ყოველ შემთხვევაში შვება მომგვარა
- შვება რისგან
- არ ვიცი, ალბათ ყველაფრისგან - ღრმად ამოვისუნთქე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი
- როგორ მარტივად შესძლებია „შენს დემეს“ ადამიანების მოხიბვლა - ირონია გაურია ხმაში და ჩემს გვერდის სავარძელზე ჩამოჯდა. ისევ არ მიყურებდა მჭიდროდ მიეყრდნო საზურგეს და ხელები თავქვეშ ამოიდო.
- რა შუაშია? - ვერ მივხვდი დიალოგი საით მიყავდა - ან რა ჩემი დემე
- საკმაოდ ახლოს ხართ დილას გაცნობილის კვალობაზე, ღვინოც კი მოგართვა
- კარგად ვარ და მგონი ყველამ ვისიამოვნეთ დღევანდელი საღამოთი, რაც შეეხება ღვინოს თავად ვთხოვე - არც კი ვიცი რატო ვუხსნიდი
- რა თქმა უნდა... საერთოდ არ გაინტერესებთ ერთმანეთი - ისევ ირონია
- იოანე საით მიგყავს საუბარი? რა გინდა ვერ ვხვდები ან დემეს რას ერჩი - ბრაზი შემერია ხმაში
- იცავ კიდეც, ასეთი რა გააკეთა - გაეცინა, სიმწრის სიცილს უფრო დავარქმევდი
- მგონი რაღაცები გეჩვენება
- არაფერი მეჩვენება, ყველაფერი ზედმეტად ნათელია
- და რა არის ნათელი? - გაბრაზებული წამოვდექი, ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დავდე და კიბის სახელურს ზურგით მივეყრდენი ისე, რომ თამამად დაცოცავდნენ ჩემს ზურგზე წვიმის წვეთები. ვუყურებდი ჩემს პირისპირ ოდნავ მოშორებით მჯდომ იოანეს და სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი.
- თავს ნუ ისულელებ ტასო, კარგად ხვდები
- რას ვხვდები იოანე? გაგიჟდი?
- მე გავგიჟდი? - ოდნავ ტონს აუწია და წამოდგა - კიდე მე გავგიჟდი? მთელი საღამო ერთმანეთს უჟუჟნებდით თვალებს და მეკითხები გავგიჟდი თუ არა? - ეტყობოდა რომ წყობიდან გამოდიოდა.
- რაა? - გამიკვირდა და მთელი სხეული სიბრაზემ მოიცვა.
- იძახე ეხლა რაა
- იოანე ხვდები მაინც რას ამბობ? საიდან მოიტანე ეგ სისულელე გამაგებინე - ვეჭვობ თალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.
- სისულელე? - ჩაიცინა - ნუ მადებილებ იცოდე - ცერა თითი გამაფრხილებლად დამიქნია და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
- იცი? ერთი თვითდაჯერებული იდიოტი ხარ - შეკავებას აღარ ვაპირებდი - მოიგონე რაღაც და საკუთარი თავი დააჯერე. ის რომ ღვინო მომიტანა არაფერს ნიშნავს. ხო და თვალები კარგად რომ გაგეხილა შეამჩნევდი რომ დემეტრეს და მაშოს ერთმანეთი უყვართ - ბრაზმორეული ხელებს ჰაერში ვიქნევდი - ან საერთოდ ვინ ხარ, რომ ამას გიხსნი.
- ვინ ვარ? - თვალები საოცრად ჩაშავებოდა, ჩემკენ გამოიწია და წამის მეასედში შეამცირა მანძილი. - ვინ ვარ? - გაიმეორა ახლა უკვე ჩემი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. - გინდა საერთოდ შემშალო?
- და შენც ნუ შეიშლები მერე - ვეცადე ხმა გამეკონტროლებინა
- ტასო ცუდად მეთამაშები - უფრო მეტად მომიახლოვდა და ხელებით სახელურს ისე დაეყრდნო, რომ წამში აღმოვჩნდი ისევ მისი მარწუხებისგან დატყვევებული. დაჟინებით მიმზერდა ზემოდან და სულს მიფორიაქებდა.
- მე არავის ვეთამაშები იოანე, ახლა გაიწიე - ხელისგულები მკერდზე მივაბჯინე და ოდნავ გავწიე მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩდა, რომ მოშორებით აღმოვჩენილიყავი. - არ გეჩვენება რომ საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევ? - გაავებული თვალებში ჩავაჩერდი
- ანუ ზედმეტის უფლებას ხომ - ტუჩის კუთხე ჩატეხა - და მაინც რას გულისხმობ?
- რას და შენს უაზრო გამოხტომებს, რამდენიმე დღეა რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და თავგზა ამირიე, ახლა კი საერთოდ სცენებს მიდგამ დემეტრესთან დაკავშირებით და ხო, თუნდაც მომწონდეს ან მოვწონდე... მერე? - სიბრაზისგან სახეზე ფერები გადაუვიდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი, მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი - არ მაქვს უფლება ვინმე მომწონდეს? თავისუფალი ადამიანი ვარ იოანე თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი - ბოლო სიტყვა დავუმარცვლე და მარჯვენა ცერა თითი მკერდზე მივკარი. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ მაჯაში ხელი ჩამავლო და ხის ბოძზე ზურგით ამაკრო. გაავებული თვალებით მიყურებდა, იმ თვალებით, რომლებიც თითქოს ჩემი მოკვლის სურვილით კიაფობდნენ.
- რას აკეთებ გამი... - სიტყვა შუაზე გამიწყდა როცა ვიგრძენი, როგორ შეეხო ჩემს ტუჩებს, რაღაც თბილი და მხურვალე. ჯანდაბა! ისევ ეს წყეული ვნებიანი ტუჩები. ხელი ფრთხილად შემიცურა მოშიშვლებულ წელზე და თავისკენ დამქაჩა.
- ანუ თავისუფალი - დაბოხებული ხმით ამოიჩურჩულა და ისევ ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე - ანუ შეგიძლია ვინმე მოგეწონოს ხო - მტკივნეულად მიმაჯახა ისევ ხის ბოძზე და ახლა უფრო მონდომებით დასწვდა ჩემს ბაგეებს. ერთი ხელი ფეხზე ამისრიალა და მტკივნეულად მომიჭირა. ჩემმა უკვე გონება მითიშულმა არსებამაც არ დააყოვნა და ყრუ კვნესა აღმომხდა. - და მერე ჩემს დავიწყებას შეძლებ? - ტუჩებიდან ყელზე ჩააცოცა სველი ბაგეები... ნელ-ნელა ანაცვლებდა ტუჩებს ენით და მფეთქავ არტერიას უახლოვდებოდა. - ვერ შეძლებ - ჩამჩურჩულა და ერთიანად მომშორდა.
თვალები ფრთხილად გავახილე და ფრთხილად ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს... - მე გავდივარ, შენ კი ჩემს ოთახში იძინებ - ტუჩები შუბლზე მომაკრო და სწრაფად გაუჩინარდა, მე კი დამტოვა ისევ არეული.


7 თავი

იოანეს სურნელში გახვეულს მეძინა. უზომოდ მშვიდი ღამე იყო. მომხდარზე უკვე ვეღარც ვფიქრობდი იმდენად ვიყავი გაბრუებული მისი არომატით. ნაადრევი დასკვნების გამოტანიდან თავი შევიკავე, რადგან როცა ბევრს ვფიქრობ და მივდივარ რაღაც დასკვნამდე, ბოლოს მაინც გონება მერევა მოულოდნელი შემთხვევებისგან, ამიტომ გადავწყვიტე დინებას მივყვე. გამთენიას გამეღვიძა, იმის გააზრებამ რომ იოანეს საწოლში ვიწექი ღიმილი მომგვარა, ღრმად შევისუნთქე მისი ბალიშიდან სურნელი და ღიმილი წამოვდექი. აივნის კარი ნახევრად ღია იყო და სასიამოვნოს სიო აფრიალებდა თეთრ სადა ფარდას. იქვე დადებული იოანეს სპორტული მოვიცვი და აივანზე გავედი. გუშინდელი წვიმის მიუხედავად ზღვა საოცრად მშვიდი იყო, ღრმად ჩავისუნთქე ზღვის არომატი და თვალი მოვავლე არემარეს. გადავწყვიტე დაბლა ჩავსულიყავი და მენახა იოანე თუ მოვიდა, ისიც ვერ გამეგო ასე უცებ როგორ გაქრა გუშინ ან სად წავიდა, თმა შევისწორე და ფრთხილად ჩავედი პირველ სართულზე. მისაღებში არავინ დამხვდა, ლუკაც კი რომელსაც გასულ ღამეს საოცარ პოზაში ეძინა. ჩემი ძმის მანქანა არ იდგა სახლთან, როგორც ჩანს არ მოსულა. ჟაკეტი უფრო მჭიდროს მოვიკარი სხეულზე და სამზარეულოში შევედი.
- აჰა პრინცესასაც გაუღვიძია - დაბოხებული ხმით შემომეგება ვერანდის კარში მდგომი ლუკა, ხელში მინერალური წლით და დასიებული სახით
- ასე დილაადრიან რამ გაგაღვიძე ლუკიტო - სიცილით წავედი მისკენ და ლოყაზე ვაკოცე - რა სახე გაქვს ტანკმა გადაგიარა?
- ნუ ხარ გოგო მწარე, შემომხედე ლამისაა მოვკვდე - დაიწუწუნა და ბოლომდე გამოცალა ბოთლი. - შენ რატო გღვიძავს ასეთ დრო?
- არ მიყვარს დიდად გვიანობამდე ძილი, დილითაც ადრე გამეღვიძა და ჩამოსვლა ვამჯობინე
- აუ გეხვეწები რამე მაჭამე რა, იცოდე მოგიკვდები - ფისოს სახით შემომხედა, ნუ ეცადა მაინც. სახე ისე ქონდა დასიებული თვალები ძლივს უჩანდა.
- ნუ აფერისტობ იცოდე - გავიცინე და მაცივრისკენ წავედი
- ჩემი ოქრო გოგო ხარ - ბართან ჩამოჯდა და მომლოდინე თვალები მომაპყრო - აუ რა დამალევინეს ტო ასეთი, იმათ არაფერი ეტყობოდათ და მე მივითიშე
- ეგ იმიტო რო ყველაფერს სვამდი და თან ბოლომდე
- მერე არ უნდა გეთქვა გეყოფაო? სულ არ მიფრთხილდებით
- ახლა საჭმლის გარეშე დაგტოვებ იცოდე - დავემუქრე და პროდუქტები გამოვალაგე მაცივრიდან
- კარგი ხო კარგი, რას მაჭმევ?
- ჯერ სენდვიჩს გავაკეთებ რომ უცებ შეჭამო და საუზმეს მოვამზადებ ბავშვებიც გაიღვიძებ მალე. - ლუკას სენდვიჩი მოვუმზადე, საუზმისთვის ბლინები მოვამზადე შოკოლადით და ბანანით, საბას საყვარელი ყიყლიყოც არ დამვიწყებია. ცხრა საათი ხდებოდა უკვე ვერანდაზე მაგიდა გავაწყვე და დაველოდეთ წყვილების გაღვიძებას. ლუკა იმდენად შეწუხებული იყო და ისე შიოდა ინიციატივა გამოიჩნა და ორივე წყვილის კარზე დაიწყო ბრახუნი რო გაეღვიძათ. არც ვაჩეს და საბას გინებამ დააყოვნა და წყელვა-კრულვით დასდევდნენ მთელს სახლში მოქოთქოთე ლუკას. ამასობაში გოგოებიც ჩამოვიდნენ და ძლივს დავაშოშმინეთ მორბენალი სამეული.
- ახლა არ მშიოდეს, შუაზე გაგლეჯდი - ჩანგალი დაუქნია ვაჩემ ლუკას
- რას მემუქრები ერთი, ხო გემრიელად ილუკმები - დაიწუწუნა ლუკამ და ბლინის მოზრდილი ნაწილი გადაუშვა.
- აუ მარტო ამ ყიყლიყოების გამო უნდა მიყვარდე ტასუკ - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა საბამ და ერთი ნაჭერი გადაიღო.
- ისე არა? - გამეცინა - ხო მართლა იოანე სადაა? - მორიდებით ვიკითხე და ჩემს ძმას შევხედე.
- არ უთქვამს? - გაიკვირვა ვაჩემ
- რა უნდა ეთქვა?
- გუშინ ღამე შემოვიდა ოთახში, გასაღები გამომართვა მანქანის თბილისში მოუწია დაბრუნება, დღეს მიფრინავს პარიზში - გაკვირვებისგან ენა პირში ჩამივარდა, მარტო სამი სიტყვა მიტრიალებდა თავში, „დღეს მიფრინავს პარიზში“ - არ უნდოდა ვინმეს გაღვიძება, არც ჩვენ გაგვიყოლა ნასვამები ხართო და მარტო წასვლა მოინდომა, მეგონა გეტყოდა.
- არ უთქვამს - მხოლოდ ეს ვთქვი და ჩაი მოვსვი
- ასე უცებ რატო წავიდა? - საბა
- აუ რავი ტო, მამამისმა დაურეკა, ჩვენები ხო რაღაც ახალ პარტნიორობაზე ჩალიჩობენ, არაბულების აქციები იოანეს სახელზეა და დღეს შეხვედრაზე ის უნდა ყოფილიყო.
- ისევ ჩამოვა? - ახლა თათ ჩაეკითხა
- არ ვიცი, ხო იცი ძირითადად იქითაა. დამირეკავს რო ჩავა წესით აქ დასასვენებლად იყო ეს თვე და ვნახოთ რას იტყვის.
- მე ოთახში ავალ გამოვიცვლი - არავისთვის შემიხედავს ისე მოულოდნელად წამოვდექი და ოთახში ავედი.
გაბრაზებული ვიყავი, გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი. გუშინდელის გააზრება დავიწყე, ერთხელ არ უთქვამს რომ მიდიოდა არც კი დამემშვიდობა. ნუთუ ამდენად უმნიშვნელო ვარ მისთვის. ჩემი გონება ისევ თავიდან აირია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა თითქმის არ არსებობდა და ერთი დიდი გაურკვევლობა იყო თავი მაინც უცნაურად ვიგრძენი. არც ბათუმში ყოფნა აღარ მინდოდა. მუდმივად იმაზე ვფიქრობდი რომ მის სახლში ვიყავით ის კი პარიზში იყო. ყველაფერი იოანეს თავს მახსენებდა. ზღვა ყოველთვის იმ ღამეს როცა იოანესთან ერთად ვიყავი, ვერანდა ჩვენს ბოლო შეხვედრას მისი საძინებელი დაუვიწყარ არომატს. ვერ მოგატყუებთ, არ მიტირია. იმის გამო ნამდვილად არ მიტირია რომ წავიდა. ალბათ იმიტომ რო ჯერ კიდევ მწყინდა და ვბრაზობდი მასზე. ბათუმში კიდევ სამი დღე დავრჩით, ეს დღეები ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა დემეტრე და ბავშვებიც მოდიოდნენ ჩენთან, მაშოს და დემეს ურთიერთობა ძლივს მოგვარდა და სიყვარულისგან გაბერილები დადიოდნენ სულ. სამ დღეში თბილისში დავბრუნდით. არც აქ მანებებდა არაბულზე ფიქრები თავს.
ერთხელაც არ დაურეკავს, ვაჩეს შეეხმიანა რამდენჯერმე და ვიცოდი რომ კომპანიაში საქმეები იყო და ჯერ ვერ ჩამოვიდოდა.
ერთი თვე მალე გავიდა, ამ პერიოდში საბამ და თათამ ჯვარი დაიწერეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო დანიშნულები იყვნენ და მაინც გაპარვა ამჯობინეს. ჯვრის წერას მხოლოდ ლუკა და თათას დეიდაშვილი დაესწრო რადგან ჩვენ გამოცდები გვქონდა პირდაპირ აეროპორტში მივედით. ახლა ტაილანდში არიან და ერთი თვე სავარაუდოდ იქ დარჩებიან. გუშინ ბოლო გამოცდა ჩავაბარეთ, მე ნინე, მათე, ნიკა და სალი ნიკას შეყვარებული ბოულინგის სათამაშოდ წავედით, ცოტა ვიმხიარულეთ და საღამოს სახლებში დავბრუნდით.
- ტას რა ვქნათ? თავისუფლები ვართ შეგვიძლია სადმე წავიდეთ - სახლში შესვლისთანავე მითხრა ნინემ და მისაღებში მჯდომ ვაჩეს კალთაში ჩაუხტა.
- არ ვიცი - მხოლოდ ეს ვთქვი და სავარძელზე მივესვენე
- ჩვენებმა დარეკეს, პარიზში გველოდებიან - გვითხრა ვაჩემ
- ახლა პარიზის განწყობაზე ნამდვილად არ ვარ - ვთქვი და თვალები დავხუჭე
- ამ ბოლო დროს არაფრის განწყობაზე არ ხარ ტასო
- ვაჩე დაღლილი ვარ და კარგად მინდა დავისვენო
- და მერე ჩვენთან ერთად ვერ დაისვენებ?
- ვერა, ვერ დავისვენებ. სიწყნარე მინდა
- რაღაც მოხდა და მიმალავთ ხო?
- არაფერი მომხდარა საყვარელო - დაამშვიდა ნინემ - უბრალოდ სხვა გეგმები გვქონდა
- და რა გეგმები?
- თურქეთში გვინდოდა წასვლა სანამ პარიზში წავიდოდით - ეს გოგო ჩემი მხსნელია.
- და თურქეთში მერე ვერ წახვალთ? ხო იცი რო საქმეებია და უნდა ჩავიდე იმათთან
- თურქეთში წასვლა ისედაც მარტოებს გვინდოდა ვაჩე - თვალი მოვავლე ჩემ ძმას
- ანუ ჩემს გარეშე? - ნაწყენი და თან გაბრაზებული ჩანდა
- უბრალოდ სანამ თქვენი ამბები მოხდებოდა მანამ გადავწყვიტეთ.
- კარგი მაგრამ მარტოები ვერ წახვალთ იქ, ჯერ პარიზში ჩავალთ და საქმეების მერე სადაც გინდათ იქ წავიდეთ.
- ვაჩე დასვენება მინდა სანამ საქმეებს დაასრულებთ თურქეთის ტურიც მორჩენილი იქნება და ჩამოვალთ პირდაპირ იქ.
- და შენ შემელევი ქალბატონო? - ახლა ნინეს შეხედა
- ვაჩე, ასე ნუ მიყურებ იცოდე. ხო იცი რო მიყვარხარ და სულ შენთან მინდა ყოფნა.
- ხოდა ერთად გავატაროთ დრო რატო ქმნით პრობლემას ვერ გავიგე - არ ცხრებოდა ჩემი ძმა
- ვაჩე სულ ათი დღით მივდივართ, შენ მაინც საქმეები გაქვს იქ საყვარელო.
- მართლა გგონიათ რო იქ მარტოებს გაგიშვებთ? - ბრაზი ჩაუდგა თვალებში და ფეხზე წამოდგა - ნინე არ გამაბრაზო იცოდე, ტასო შენ კიდე ცოტა დაფიქრდი.
- ვაჩე მე კარგად დავფიქრდი, რეისი ზეგაა ტური ორივემ ვიყიდეთ უკვე ნინეს შეუძლია შენთან ერთდ წამოვიდეს ამის წინააღმდეგი არ ვარ, მე ზეგ თურქეთში მივფრინავ - გაღიზიანებული წამოვდექი - გითხარი რო დასვენება მინდა და პრობლემას რატომ ქმნი ვერ გავიგე თითქოს ათი წლის ბავშვი ვიყო. - ჩანთას ხელი დავავლე და ოთახში ავედი.
ახლა სადმე წასვლა და დასვენება ისე მინდოდა როგორც არასდროს არაფერი. ეს ერთი თვე მუდმივად უხასიათოდ ვიყავი და საკუთარ თავს ვერ ვიტანდი ამ მდგომარეობის გამო. რთული მისახვედრი არ იქნება რომ მიზეზი არაბულია. ვბრაზობდი იმის გამო რომ ასე დამტოვა, არც კი მოუწერია რომელ დარეკვაზეა საუბარი. რამდენჯერმე დაურეკა სკაიპით ვაჩეს მაგრამ აზრადაც არ მომსვლია დალაპარაკება. როგორც ჩანს დიდად არც მას ადარდებდა. სიმართლე გითხრათ სიბრაზეს საკუთარი თავის მიმართ უფრო გამოვხატავდი. არ უნდა მიმეცა მისთვის ამ დონემდე მოახლოების უფლება. ჩამოვიდა და რამდენიმე დღეში ამირია გონება, სუსტი აღმოვჩნდი მის წინაშე და ეს მაცოფებდა. სუსტი ვიყავი იმ ვნებებთან და შეგრძნებებთან ერთად რასაც არაბულთან განვიცდიდი. პირველად დავუახლოვდი ბიჭს ასე, პირველად გამოვცადე არაამქვეყნიური გრძნობები და ესეც კი სადარდებელი გამიხდა. სიმართლე რომ გითხრათ არაფერს ვნანობ, პირიქით ახლაც მახსენდება მისი კოცნა, მისი მხურვალე კოცნა, ძლიერი დაძარღვული ხელები, საფირმო ღიმილი, ვნებიანი და ღრმა თვალები და სიამოვნებისგან ეკალი მაყრის. რა დროც არ უნდა გავიდეს იგივე მემართება, ისევ ისე რეაგირებს ჩემი სხეული და ორგანიზმი მისი გახსენებისას და ამას ვერაფერს ვუხერხებ. ამიტომ მინდა წასვლა, დასვენება მინდა და საკუთარ თავში გარკვევა. ვიცი როცა პარიზში ჩავალ მომიწევს მისი ნახვა და ამისთვის მგონი მზად არ ვარ. შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, პირველი ადამიანია ვისთანაც ამდენად ახლოს ვიყავი, პირველია ვისთანაც ეს ყველაფერი განვიცადე. ფიქრებში ვიყავი წასული ნინე და ვაჩე რომ შემოვიდნენ.
- ტასო ვილაპარაკოთ? - ვაჩე წამოვიდა ჩემკენ და საწოლზე მომიჯდა
- რაზე? - გავხედე ჯერ ვაჩეს და შემდეგ კარადაზე მიყრდნობილ ნინეს
- პატარა მისმინე - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა - ვიცი ზედმეტი მომივიდა, ვიცი რომ დასვენება გინდა უბრალოდ იმის გააზრებაზე რომ შენგან და ნინსეგან შორს ვიქნები გიჟად ვხდები. მე და ნინემ ვილაპარაკეთ - შეყვარებულს გახედა და გაუღიმა - არ მინდა გაწყენინო პრინცესა ან იფიქრო რომ შენს კონტროლს ვაპირებ, ამიტომ შენ და ნინე წახვალთ ზეგ თურქეთში მაგრამ ერთი პირობით .
- რა პირობით?
- იქიდან პირდაპირ პარიზში ჩამოხვალთ. - თქვა და გულზე მიმიხუტა- ან მე თვითონ ჩამოგაკითხავთ
- ყველაზე საუკეთესო რომ ხარ იცი? - ავხედე ჩემ ძმას და ხელები ძლიერად მოვხვიე
- დაქალის დამსახურება როა არა?
- მოდი ჩემთან ჩემო ცხოვრება - ხელი გავუწოდე ნინეს და ორივეს ერთად მივეხუტე.
- თუ იცელქებთ მოგხვდებათ იცოდე - შუბლზე გვაკოცა ორივეს ვაჩემ და უფრო ძლიერად მოგვხვია ხელები.
მეორე დღეს ვაჩე პარიზში გავაცილეთ, ნინეს და ვაჩეს დაშორებამ მეც კი ამიჩუყა გული, ისე ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს თითქოს ვეღარასდროს ნახავდნენ. ჩვენებთან ერთი დიდი ბრძოლა გამოვიარეთ როცა გაიგეს რომ თურქეთში მივდიოდით და არა პარიზში, თუმცა საბოლოოდ მაინც დაწყნარდნენ. საღამოს მე და ნინემ ბარგი ჩავალაგეთ და ჩვენს ბინაში გადავიტანეთ, რომ იქიდან წავსულიყავით თან ყველაფერი შევამოწმეთ რომ მშვიდად ვყოფილიყავით. მეორე დღეს ოთხ საათზე უკვე Rixos Downtown Antalya – ში ვიყავით და ოთახის ხედით ვტკბებოდით. სასტუმრო მართლაც საოცარი იყო. მწვანეში ჩაფლული სასტუმრო და კამკამა ზღვა საოცარ კონტრასტს ქმნიდა. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იყო ამ სასტუმროში ამიტომ დიდი ბრძოლა მოგვიხდა სანამ ოთახს ავიღებდით ზღვის ხედით, ნანახმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს.
- ერთი სული მაქვს პლიაჟზე როდის გავალთ - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ვერც ნინე.
- სწრაფად დავალაგოთ და გავიდეთ დავათვალიეროთ ყველაფერი - სასტუმროს საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა ამიტომ დასათვალიერებელიც ბევრი იყო.
იმ დღეს პლიაჟზე არ გავსულვართ, სასტუმრო დავათვალიერეთ მასაჟით ვინებივრეთ და საღამოს სასტუმროს კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ.
- დღეს უფლებას გაძლევ ბოლომდე აიწყვიტო დაქალო
- ნინე რა დროს აწყვეტაა, ცოტას დავლევ და ვიცეკვებ უბრალოდ
- ხოდა ზუსტადაც, ერთ თვეზე მეტია შენს თავში სახელი იოანეს გარდა არაფერი ტრიალებს, ხოდა აწევ შენს მადის აღმძვრელ უკანალს და ეს დღეები ჯანდაბაში გაუშვებ არაბულს, თორემ უკვე მენატრება არანორმალური ტასო - მონოლოგი დაასრულა თ არა ზურგიდან მომეკრო წერეთელი.
- კარგი ნინე, მეც ხომ ამის გამო წამოვედი, ჩავიცვათ და ჯანდაბაში გავუშვათ არაბული - მივუტრიალდი და ლოყაზე ვაკოცე დაქალს - მიდი ეხლა გამოალაგე ტანსაცმელი
- აუ მე ვაჩეს დავირეკავ რა აივანზე გავალ, შენ აარჩიე მანამ, მე იმ თეთრ კაბას ვიცვამ - საწოლზე დადებულ კაბაზე მიმანიშნა
- აჰა კარგი მაშ მიდი - თვალი ჩავუკარი დაქალს და კარადაში შევძვერი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ზღვის გამო უფრო ჩამოვედი ვიდრე კლუბების, რამდენიმე სექსუალური კაბა, კომბინიზონი და მაღლები მაინც ჩავდე. ამჯერად არჩევანი წითელ მოკლე შორტ-კომბინიზონზე გავაკეთე. საკმაოდ მოკლე იყო ზურგი მთლიანად მოხსნილი ქონდა და მკერდთან ლამაზი ღარი ამშვენებდა, რომელიც კარგად გამოკვეთდა მკერდის ზომას და ფომას. თმა უბრალოდ გავიშალე, წითელი მატოვის ტუჩსაცხი წავისვი და მაღლებზე შევხტი. - მზად ვარ - დავუყვირე აივანზე გასულმა ნინეს, რომელიც დიდი აღფრთოვანებით უყვებოდა ვაჩეს რაღაცას.
- OMG…. - თვალები რასაც ქვია დაჭყიტა და ისე მომჩერებოდა
- რა ხდეა? - ტელეფონიდან გამოეპასუხა ვაჩე
- ახლა ჩემს წინაშე მართლა ღვთაება დგას - მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა - აი ნახე - კამერა მოატრიალა და მეც მაშინვე დიდი გრაციოზულობით დავტრიალდი კამერის წინ და ბოლოს შევხედე იქიდან მომზირალ ოთხ წყვილ თვალს. ხო არ მოგესმათ ოთხს, ჩემი ძმის გვერდით იოანე იჯდა და გაყინული მზერით მომჩერებოდა.
- ოჰ არაბულიც გამოჩენილა - გადავწყვიტე პატარა თამაში წამომეწყო - როგორ ხარ იო? - ისე დავუძახე შემოკლებული სახელი თითქოს სულ ასე მივმართავდი, მოჩვენებითი ღიმილიც არ დამვიწყებია.
- შენ რა ასე აპირებ კლუბში წასვლას? - განრისხებული თვალები მომანათა ტელეფონიდან.
- მადლობა მოკითხვისთვის როგორი ზრდილობიანი, ხარდა რაც შეეხება კლუბში წასვლას, მოხდა მერე მგონი მიხდება - ტელეფონი ჩემ დაქალს გამოვართვი და მთელი სექსუალურობით მოვატარე ტელეფონის გამერა ჩემ სხეულს- აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული ძვირფასო, პლიაჟზე ბიკინით დავდივართ და არ მგონია ვინმეს ჩემი ლუქი გაუკვირდეს - თვალი ჩავუკარი არაბულს.
- ტასო ისე ნუ იზამთ რო ფეხით ჩამომიყვანოთ მანდ
- ნუ გეშინია ძამიკო ნინეს სიახლოვეს ერთ მამრსაც კი არ გავაჭაჭანებ
- ნუ მაიმუნობ და ჭკუით იცოდე
- ოხ როგორ არ გიხდება ეს მკაცრი ძმის როლი, ხო იცი რო ცუდს არაფერს გავაკეთებ აი გართობით კი ბოლომდე უნდა გავერთო.
- შენი და მომიღებს ბოლოს - ჩუმად გადაულაპარაკა ვაჩეს იოანემ მაგრამ იმდენად ჩუმად არა რომ ვერ გამეგო. ამის მიუხედავად მაინც არ შევიმჩნიე მისი ნათქვამი.
- წავედი ნინეც მზადაა უკვე გაკოცეთ - „თ“ გამოვკვეთე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ორივეს. ტელეფონის გათიშვა და თვალებში ჩამდგარი ცრემლები ერთი იყო. თურმე მართლა როგორ მომნატრებია.
- რა მოხდა? - ჩემი სახე არ გამოპარვია აივანზე გამოსულ ნინეს - კარგად ხარ?
- კი, კი - ცრემლები ფრთხილად მოვიწმინდე - წავედით ყველაფერი კარგადაა და დღეს ბოლომდე ვერთობით დაო. - საჯდომზე ხელი მივარტყი და კლუბისკენ წავედით.
კლუბში საკმაოდ კარგი გარემო დაგვხვდა, ხმამაღალი მუსიკა სულაც არ მატკიებდა თავს, პირიქით მსიამოვნებდა კიდეც, ზედიზედ ორი ჭიქა ბურბონი დავლიეთ რომ მალე შევმთვრალიყავით და საცეკვაო მოედნისკენ ავიღეთ გეზი. სასიამოვნოდ გაბრუებულმა ტანი მუსიკის რიტმს ავაყოლე, ამ წუთას არ მაინტერესებდა არაბული, არ მაინტერესებდა, გრძნობები და ისიც კი არ მაინტერესებდა ვინ ვიყავი მე. ნინე მალე დაიღალა და ბართან ჩამოჯდა, მეკი ვცეკვავდი მთელი არსებით და ვცდილობდი რეალობას საბოლოოდ გავქცეოდი. რამდენიმე ტურისტმა სცადა ჩემთან მოახლება მაგრამ იმდენად არ მქონდა მაგათი თავი, რომ ყველას უარით ვისტუმრებდი. დიდიხნის ცეკვის ყელი საშინლად გამიშრა და უკვე სუნთქვა მიჭირდა ამიტომ ბართან მჯდომ ნინეს მივუჯექი და ბარმენს კოქტეილი შევუკვეთე.
- ვერ ერთობი? - ვკითხე ნინეს რომელიც ტელეფონს ჩაშტერებოდა.
- კი უბრალოდ დაღლილი ვარ ტას
- თუ გინდა წავიდეთ
- ჩემს გამო რატომ უნდა წავიდეთ
- მეც დავიღალე, დავლიოთ და წავიდეთ დავისვენოთ, კიდევ ბევრი დრო გვექნება აქ მოსასვლელად.
- სასმელზე დაგპატიჟებთ - უეცრად ჩემი და ნინეს წინ ორი ქერა ბიჭი გაჩნდა და ინგლისურად გააჟღერა ერთ-ერთმა შემოთავაზება.
- მადლობა, უკვე ვსვამთ - ინგლისურად უპასუხა ნინემ მე კი კოქტეილის ჭიქა ავწიე და დავანახე. საკმაოდ სიმპათიური ბიჭები კი იყვნენ, ერთს ქერა თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი, მეორეს კი ქერა გრძელი თმა კოსად ქონდა შეკრული და საშინლად უხდებოდა მის ოდნავ მოზრდილ წვერს.
- მაშინ ჩვენთან ერთად დალიეთ - საუბარში ჩაერთო მეორე ქერა გრძელი თმით და ხელზე ტატუებით
- იცი წასვლას ვაპირებთ - ვუთხარი და სკამიდან წამოვდექით
- ასე მალე? მაშინ გაგაცილებთ - არ ნებდებოდა მეორე რომელიც თვალს არ აშორებდა ნინეს.
- საჭირო არ არის, ნახვამდის - ჭიქა დავდე და წასასვლელად მივბრუნდით
- ეს ორი გოგო მართლა ბომბია ძმაო, იმ უკრაინკას კი არ გვანან ასე მარტივად რო გაიცანი - ქართულად ამოილაპარაკა ერთ ერთმა და ადგილზე შევჩერდით მე და ნინე
- გოგოების დაკერვა არც ისე კარგად გამოგდით - ისე რომ მათკენ არ მივბრუნებულვართ ხმამაღლა ამოვიძახე მშობლიურ ენაზე და კლუბიდან გავედით.
ალკოჰოლს და დაღლილობას თავისი მოეხერხებინა და იმ ღამეს გათიშულს გვეძინა ორივეს. დილით საუზმის შემდეგ პირდაპირ პლიაჟზე გავედით და მზეს მივეფიცხეთ.
- მეგონა ქართველები მარტო ჩვენ ვიყავით - გვერდით შეზლონგზე დაიკავეს ადგილი ორმა ქერამ და მე და ნინეს შემოგვხედეს
- ტყუილად გეგონათ - გადახედა ნინემ და წყლისკენ დაიძრა - ტას შემოხვალ?
- კი მოვალ ახლავე - გავძახე მიმავალ დაქალს და ჩანთაში ტელეფონს დავიწყე ძებნა რომ ფოტოები გადამეღო
- როგორც ჩანს არც თუ ისე მარტივი იქნება თქვენთან დაახლოება ტასო - ფეხზე წამოდგა ტატუიანი ქერა მაისური გადაიძრო და ახლა შევამჩნიე მის სხეულზე დაყრილი კუბიკები. საკმაოდ სიმპათიური და მიმზიდველი ბიჭი კი იყო ვერ დაიწუნებდი.
- მარტივი არ იქნება გეთანხმები - მივაძახე და ტელეფონით ხელში ნინესკენ წავედი.
ბევრი ფოტო გადავიღეთ და კარგადაც გავერთეთ, უკან დაბრუნებულებს ბიჭები იქ აღარ დაგვხვდნენ.
- მგონი იმ ტატუებიანს მოსწონხარ - როგორც კი შეზლონგზე გავწექით აღნიშნა ნინემ
- ხო მეორეს კი შენ
- ასე ვერ ვიტყოდი
- რატო ვითმ?
- შეხედე - ხელი გაიშვირა და ჩვენს ძვირფას ქერაზე და მის გვერდით მომავალ გოგოზე მიმანიშნა, რომელიც აშკარად სლავი წარმოშობის უნდა ყოფილიყო
- როგორც ჩანს ეს ის უკრაინკაა - ხმით გამეცინა და ისევ წყვილს გავეხდე - ძალიან კარგი ვაჩეს აღარ მოუწევს ფეხით ჩამოსვლა და არც მე გავხდები იძულებული კბილებით დაგიცვა ამ ქერა ყმაწვილისგან
- სამაგიეროდ მე არ ვაპირებ დაგიცვა იმ ტატუებიანი ბიჭისგან
- ოჰო, და რატომ ვითომ?
- ცუდი ბიჭი არ ჩანს და შენ ჩემო მარტოხელა დაქალო, უფლება გაქვს იგრიალო
- თამამი განაცხადია - გამეცინა
- და რა გიშლის ხელს? თავისუფალი ხარ და რატომ არ უნდა სცადო?
- ხო არ ვიცი, ისე რატომაც არა, დარწმუნებული ვარ არაბული ყოველდღე ახალ გოგოსთან დადის, ერთი კარგი ბიჭი მეც არ მაწყენდა - გავიცინე მზის სათვალე მოვირგე
- აი ეს უკვე ჩემი დაქალია - კმაყოფილება გამოეხატა სახეზე წერეთელს.
მეოთხე დღეა უკვე აქ ვართ, ბიჭები აღარ შეგვინიშნავს, უფრო სწორად უკრაინელთან ერთად დავლანდეთ ერთ ორჯერ ის ბიჭი, ტატუებიანი კი არსად ჩანდა. ჩემი ყურადღების გადატანის გეგმა წყალში ჩამივარდა.
- აუ საღამოს რა ვქნათ? - მკითხა ოთახში შემოსულმა ნინემ
- საღამოს არ ვიცი მაგრამ შენ სად იყავი უჩემოდ?
- ის ბიჭი შემხვდა შემოსასვლელში, ამჯერად უკრაინკას გარეშე - გაიცინა და საწოლზე დაებერტყა
- მერე? - ინტერესიანი მზერა მივაპყარი დაქალს
- არაფერი, მოგვიკითხა სანდრო ქვია იმ თავის ძმაკაცს კიდე დანიელი და უკრაინკას ტაშა
- ნინე ამდენი ინფორმაცია საიდან? - გამიკვირდა
- თვითონ გამეცნო და მერე მითხრა რო ტაშასთან და დანიელთან ერთად კლუბში იქნება საღამოს და გაუხარდებათ შევუერთდებით.
- შენ რა უთხარი
- რას ვეტყოდი. ვუთხარი ჩემი დაქალის ჰორმონები ჭკუაზე ვერ არიან კაცი უნდათ რო არაბული დაივიწყოს და შენი დანიელი ზედგამოჭრილია მისთვის თქო და აუცილებლად გნახავთ მეთქი.
- რააა?
- კაი ხო მართლა მაგას ხო არ ვეტყოდი - გაიცინა, მე კი სახე დამიმშვიდდა - ვუთხარი რო მივიდოდით, მაინც რა უნდა ვაკეთოთ.
- კარგი წავიდეთ საქმე მაინც არ გვაქვს. ანუ დანიელი ხო?
- დიახ, დანიელი.
- მაშინ დღეისთვის ბომბა კაბა მჭირდება
- ტასო რამდენიმე კაბა გვაქვს სულ და აქედან ყველა ბომბაა თუ დააკვირდი.
- კარგი მაშინ გადმოვალაგებ და ავარჩევ, შენ მანამ ვაჩე გააფრთხილე, რომ ტელეფონებს ოთახში ვტოვებთ და ტვინი არ ბურღოს.
- მთელი დღეა არ ჩანს შენი ძმა, არაფერი მოუწერია როგორც ჩანს შეხვედრები აქვთ. მივწერ და ნახავს ალბათ
- კარგი მაშინ
ტანზე თეთრი ატლასის კაბა მოვირგე, წელზე და ფეხზე ღრმა ჭრილი ამშვენებდა, ბიუსჰალტერის ჩაცმა აზრადაც არ მომსვლია, მკერდთან ლამაზი ჭრილი ქონდა. წვრილი ბრეტელები ხშირად ვარდებოდა მხრიდან და უკეთ უსვამდა ხაზს ჩემი მკერდის ფორმას. ფეხზე ვერცხლისფერი მაღლები მოვირგე, თმა ავიწიე და მზად ვიყავი. მაკიაჟზე უარი ვთქვი, რადგან საგრძნობლად შეფერი ოქროსფერი კანი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა ტუჩსაცხიც კი მეზედმეტა.
- რო ვამბობ ღვთაება ხარ თქო არ უნდა შემეწინააღმდეგო - შემამკო ნინემ
- ნუ აჭარბებ, სარკეში არ იხედები როგორი ლამაზი ხარ? - შევათვალიერე დაქალი, რომელსაც ბორდოსფერი უზურგო კომბინიზონი ეცვა და მართლა საუცხოოდ გამოიყურებოდა.
- კარგი ხო კარგი წავედით არ ვალოდინოთ დანიელი და არც შენი ჰორმონები
- ჩემს ჰორმონებს თავისი გასჭირვებია წერეთელო და გაჩუმდი - კარი
ჩავკეტეთ და კლუბისკენ წავედით. ბართან მჯდომი სანდრო და ტაშა მალევე შევნიშნეთ და მათკენ წავედით.
- გოგოებიც მოსულან - სკამიდან წამოხტა სანდრო - მე სანდრო ვარ, შენ ტასო ხო? - ხელზე მაკოცა სანდრომ - ეს ტაშაა - მანიშნა ქერა სასიამოვნო გარეგნობის გოგოზე.
- სასიამოვნოა - მივესალმე ორივეს და თვალით დანიელის ძებნა დავიწყე
- მთლად კარგად ვერ დავიწყეთ ურთიერთობა მაგრამ ვიფიქრობ ერთად უფრო კარგად გავერთობით - თვალი ჩაგვიკრა სანდრომ და ბარმენს კოქტეილები შეუკვეთა
- შენი ძმაკაცი სადაა? - კითხა ნინემ მოულოდნელად
- სადღაც აქ უნდა იყოს - თვალი მოავლო მოცეკვავეთა მასას
- მგონი რამე ძლიერი მჭირდება - ვთქვი როცა კოქტეილი მოვსვი და ბარმენს ორი ვისკი შევუკვეთე, ორივე ჩემთვის. სწრაფად დავლიე და ღრმად ამოვისუნთქე
- აი ეს მესმის - გაკვირვებული თვალები მომაპყრო სანდრომ
- წავალ ვიცეკვებ - ყურადღება არ მიმიქცევია სანდროს რეპლიკისთვის, სამეული დავტოვე და მოცეკვავე მასას შევუერთდი. სასმლისგან გაბრუებულმა თამამად ავამოძრავე სხეული, როგორც ჩანს ზედმეტად თამამადაც კი რადგან რამდენიმე მამრის მზერა ვიგრძენი, როგორ მაშიშვლებდნენ თალებით.
- საუცხოოდ გამოიყურები - ყურში ჩამჩურჩულა და უკნიდან მომეკრო ცხელი სხეული. დანიელი იყო, ამაში ჩემს მუცელზე მონარნარე ძლიერმა ტორებმაც დამარწმუნეს, რომლებსაც ტატუები ამშვენებდათ. - ყოველთვის ასე მარტივად აგიჟებ კაცებს? - ბოხი ხმით ჩამჩურჩულა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. როგორც კი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერზე, მაშინვე მოვდუნდი და თავი უკან გადავაგდე.
- თუ შენ მარტივად გაგიჟდი, გამოდის რომ კი - თავი მისკენ შევაბრუნე
- და მერე როგორ მარტივად - მისკენ შემაბრუნა და ხელები შიშველ ზურგზე ჩამომისვა, თალებში მიყურებდა და ცდილობდა ნელი შეხებით სულ მთლად გავებრუებინე. თავი დახარა, და მივხვდი კოცნას აპირებდა. აქ ჩემმა გონებამ განგაშის ზარი ჩართო და დენდარტყმულივით მოვშორდი თბილს სხეულს - რა მოხდა? - აშკარად გაუკვირდა ჩემი სითამამის მერე ასეთი ნაბიჯი
- უბრალოდ არ შემიძლია - ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით ვერანდაზე გავედი. ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა.
- ზედმეტი თუ მომივიდა ბოდიში - მომესმა ზურგსუკან ხმა, მეკი მოაჯირებს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
- ბოდიშს ნუ იხდი, შენ არაფერ შუაში ხარ - ღრმად ამოვისუნთქე და მისკენ შევბრუნდი - უბრალოდ არ შემიძლია.
- მესმის - თავი დახარა და გვერდით ამომიდგა - როგორც ჩანს უკვე არსებობს შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი
- ასე ვერ ვიტყოდი - სიმწრისგან გამეცინა
- გაწყენინა?
- დაახლოებით ან უბრალოდ მე გავაზვიადე - არ ვიცი რატომ მაგრამ იმ წუთას საშინელი კომფორტის გრძნობა დამეუფლა.
- სულელი უნდა იყო ისეთ ქალს რომ აწყენინებ როგორიც შენ ხარ - მთლიანად ამათვალიერა და ბოლოს თვალებში ჩამხედა
- არ ვიცი, სიმართლე გითხრა ბოლომდე ჩემ თავში მეც ვერ გავერკვიე
- ნაცნობი სიტუაციაა, საკუთარი თავისგან გაქცევა და უბრალოდ ყველაფრის დავიწყება მეც ბევრჯერ მიცდია , მაგრამ გახსოვდეს ტასო ყველაფერი დროებითია, ოდესღაც მაინც მოგიწევს რეალობას თვალი გაუსწორო და ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესი - ხელი მკლავზე ჩამომისვა და თვალები არ მოუშორებია
- ვიცი მაგრამ არ ვიცი მზად ვარ თუ არა ამისთვის, აქაც იმიტომ წამოვედი რომ მინდოდა დამესვენა და ეს დღეები საკუთარი თავისთვის დამეთმო რადგან, როცა აქედან წავალ მომიწევს მასთან შეხვედრა, მე კი არ ვიცი რა რეაქცია მექნება.
- გიყვარს? - იმდენად მოულოდნელი იყო ეს კითხვა ჩემთვის რომ უბრალოდ ხმა ვერ ამოვიღე. - ნამდვილად გიყვარს - გაეცინა.
- შეიძლება...
- ტასო დროა საკუთარ თავს გამოუტყდე ამაში, არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ძალიან არეული ხარ და ეს უარესია.
- ხო, არეული ვარ
- მოდი ასე ვქნათ, სანამ აქ ხართ ეცადე გამხიარულდე გაერთე, მე ტაშა და სანდროც დაგეხმარებით ამაში. პირობას გაძლევ მოწყენის საშუალებას არ მოგცემ - გაიცინა და ხელი მომხვია
- მადლობა
- რისთვის?
- ამ ყველაფრისათვის
- გაგიჟდი?
- სხვა შენს ადგილას ასე არ მოიქცეოდა - მხრები ავიჩეჩე
- მე კი იმ გოგოს ვერ დავკერავ, რომელიც სხვაზეა შეყვარებული. მართალია თავის გაკონტროლება მომიწევს რომ სხვანაირად არ შემოგხედო - თვალი მომავლო სხეულზე - მაგრამ ამას შევძლებ - გაიცინა და თავი დამიქნია.
- კარგი ვინმე ხარ - მხარზე მივკარი ხელი და გამეცინა
- მაშინ წავედით, პეპელა კლუბი უნდა დავიმხოთ თავზე - ხელი მომკიდა და კლუბში შემათრია რასაც ქვია.
საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ტაშაც საყვარელი გოგო გამოდგა. იმ ღამეს ძალიან ბევრი დავლიეთ და ვიცეკვეთ. დანიელმა პირობა შეასრულა, ერთხელაც არ მიგრძვნია მისგან სხვანაირი დამოკიდებულება და ეს უფრო მახარებდა. ნინემ და დანიელმა ყველაზე ნაკლები დალიეს, ან უბრალოდ არ იმჩნევდნენ საბოლოოდ ჯერ მე მიმიტანეს ოთახამდე მერე ტაშა და სანდრო.
- ღმერთო ახლა თავი გამისკდება - ამოვიზმუვლე დილით ისე რომ ბალიშიდან თავი არ ამიღია - ნიიი... ნინეეე. სად ხარ გოგო
- ნინე დაბლაა ჩასული - მომესმა დანიელის ხმა და დენდარტყმულივით წამოვყავი თავი...
- აქ რას აკეთებ - შევხედე სავარძელზე მოკალათებულ დანიელს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა - რას გაწითლდი
- აქ რომ არ ვყოფილიყავი, მართლა მეგონებოდა, რომ ბალიში აგიფეთქდა - თქვა და ერთიანად აროხროხდა
- რას დამცინი ერთი - გავიბუტე მე და თმაზე ხელი გადავისვი შესწორების მიზნით. - აბა რას აკეთებ აქ გორილა
- გორილა ახალია რამე?
- შენ გირჩევნია მიპასუხო
- გაზიანი წყალი მოგიტანე, ხო ხედავ როგორ ვზრუნავ შენზე პეპელა - მაგიდიდან ბოთლი აიღო და მესროლა - მიდი დალიე გაემზადე და პლიაჟზე, გავიდეთ. დაბლა ვიქნები დიდ აუზთან, ბავშვებიც იქ არიან.
- კარგი ხო - თავზე ხელი მოვიჭირე თითქოს ეს განკურნავდა ჩემს ტკივილს - მადლობა წლისთვის
- არაფრის პეპელა - თქვა და კარში გავიდა
გაზიანი წყალი მოვიყუდე და ცოტა მართლა მიშველა, სწრაფად წამოვდექი და მოვწესრიგდი ჩანთაში ლოსიონებს ვდებდი ოთახის კარი რომ გაიღო.
- მოვდივარ დანიელ ორი წამიც მაცადე - მივაძახე ისე რომ არც შემიხედავს კარისკენ და ჩანთის შეკვრა გავაგრძელე.
- დანიელ? დანიელი ვინ არის? - სმენას ნაცნობი და მონატრებული ხმა მისწვდა. მოულოდნელობისგან შევხტი, ადგილზე გავიყინე. ის იყო! ის მოვიდა! წამში აივსო ოთახი მისი არომატით და თალები დამეხუჭა...




8 თავი


საშინელი მონატრება ვიგრძენი. მისი ხმა, მისი სურნელი თურმე როგორ მომნატრებია მისი სიახლოვე.
- პასუხის გაცემას არ აპირებ? - გონს ისევ მისმა სიტყვებმა მომიყვანა და მეც იოანესკენ შევბრუნდი
- აქ რას აკეთებ? - მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე და თვალი შევავლე ჩემკენ მომავალ მონატრებულ სხეულს.
- ჩემ კითხვას აიგნორებ პატარა ქალბატონო? - თვალს არ მაშორებდა ისე დაფარა ჩვენს შორის მანძილი და ერთი მეტრის მოშორებით შეჩერდა.
- მეგობარია
- მეგობარი - ჩაიცინა - მეგონა მარტოები ისვენებდით - თავისი მწვანეებით ჩამაჩერდა თალებში და მეც არ დავაყოვნე მის სიღრმეებში ჩაძირვა. – „მეგობრები“ ასე დადიან შენს ოთახში?
- ის... ხო ასეა - დავიბენი და რაღაც ბგერების ამოვთქვი. გონს კიდევ ვერ მოვდიოდი, თვალებში ვუყურებდი და ხარბად ვსუნთქავდი მის არომატს.
- პეპელა ამდენ ხანს რას აკეთებ - რეალობაში დანიელის ხმამ და შემოგლეჯილმა კარებმა დამაბრუნა
- პეპელა? - გაიმეორა იოანემ, ჯერ დანიელს მიაპყრო აგიზგიზებული თვალები და შემდეგ მე შემომხედა.
- ცუდ დროს მოვედი? - დანიელმა კითხვის ნიშნიანი მზერა მომაპყრო და იოანეზე მიმანიშნა თვალებით.
- არა, უკვე მოვდიოდი - ჩანთას ხელი დავავლე და დანიელისკენ წავედი, როცა მკლავში იოანე მწვდა და შემაჩერა
- სად მიდიხარ? - კბილებში გამოსცრა არაბულმა
- პლიაჟზე იოანე სად წავალ - ხელი გავაშვებინე და დანიელთან ერთად ოთახი დავტოვე.
როგორც კი სასტუმროდან გავედით მაშინვე ღრმად ამოვისუნთქე და ხელი გულზე მივიჭირე თითქოს ამით შევანელებდი მის გაათმაგებულ დარტყმებს.
- ტას კარგად ხარ? - მკითხა დანიელმა და მხარზე ხელი დამადო. - ვინ იყო ის ბიჭი? რამე დაგიშავა?
- არა, ის ის - სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი
- გასაგებია, ეს ის ბიჭია ხომ - მზერით მიმანიშნა რომ ჩემი ესმოდა.
- ხო ის არის!
- კარგი დამშვიდდი, აქ როგორ აღმოჩნდა?
- ეგ მეც მაინტერესებს
- წამოდი პლიაჟზე არიან ჩვენები უკვე ნინეც წეღან მიდიოდა შენთან რომ მოვდიოდი მაშინ დავინახე ვიღაცასთან ერთად იყო.
- ჩემ ძმასთან ერთად, ვაჩე ცოცხლად გაგატყავებ - ისე რომ დანიელს აღარ დავლოდებივარ ბავშვებისკენ წავედი, ის კი უკან მომყვებოდა.
- ვაჩე - ახლოს მისულმა დავუძახე ნინესთან მოსაუბრე ძმას
- პრინცესა - ვითომც არაფერი მომხდარა, მოვიდა და თბილად ჩამიკრა გულში. - მომენატრე
- აქ რას აკეთებ მეტყვი? - ცივად მოვიშრე ჩემი ძმა და ქვემოდან ავხედე ჩემზე მაღალ სილუეტს
- მომსალმებოდი მაინც ტასო რა იყო, მომენატრეთ და ჩამოვედი არ შეიძლება?
- არ შეიძლება
- შენ გოგო კარგად ხარ? შეყვარებული და დარომ მომენატროს და ჩავაკითხო არ შეიძლება? ამ ბოლო დროს უცნაურად რომ იქცევი ატყობ საკუთარ თავს? - ბრაზი შეერია ხმაში
- ის აქ რას აკეთებს?
- ვინ ის?
- ვითომ ვერ ხვდები ვიზე გეკითხები
- იოანე?
- არა ბებიას გარე ბიძაშვილი კლარა
- ამას რა ჭირს ტო - ნინეს გახედა - რას უნდა აკეთებდეს ერთად ჩამოვედით, იოანესთან რამე პრობლემა გაქვს და მე არ ვიცი?
- არანაირი პრობლემა არ მაქვს- ვატყობდი, რომ გრძნობების გამომჟღავნებას ვიწყებდი უკვე
- ძალიან კარგი მაშინ - ისევ გაბრაზებული ჩანდა ვაჩე
- აქ რჩებით? - ვკითხე შედარებით წყნარი ტონით
- კი აბა სად წავალთ ტასო, ჯერ მხოლოდ ერთი ოთახია თავისუფალი და იქ დავბინავდით
- დასვენება ხო არ მეღირსა - ჩუმად ჩავიბურტყუნე და ჩანთა შეზლონგზე მივაგდე.
- ამას ერთხელაც იქნება ვცემ - ისევ ნინეს გახედა ვაჩემ
- შენ იცოდი რო მოდიოდნენ? - ვკითხე წერეთელს
- არა, გუშინ ხომ გითხარი არ მპასუხობს მთელი დღე თქო თურმე სიურპრიზს გვიწყობდნენ,
- ხო სიურპრიზს გიწყობდით მაგრამ როგორც ჩანს ჩემ დას არც ისე ძაან უხარია ჩვენი აქ ყოფნა
- ნუ სულელობ ვაჩე, უბრალოდ მოულოდნელი იყო და ცოტა გავბრაზდი
- ხო არ ვიცი, მაინც მგონია რო ბოლო პერიოდი შეიცვალე ტასო და რაღაცას მიმალავ.
- არაფერს გიმალავ, - ტანზე სარაფანი გადავიძრე და თეთრი საცურაო კოსტიუმით ზღვისკენ დავიძარი - დანიელ - ხელი დავუქნიე მოშორებით მდგარ დანიელს, რომელიც ტაშას და სანდროს ელაპარაკებოდა - არ შემოხვალ?
- მოვდივარ - ხელი დამიქნია და მაისური გადაიძრო, ზუსტად მაგ დროს მოუახლოვდა იოანე ვაჩეს და ნინეს. შორიდანაც ჩანდა მისი გაცეცხლებული თვალები და დაბერილი ძარღვები. ჩემკენ მომავალ დანიელს ისეთი თვალები გამოაყოლა მეგონა მივარდებოდა და იქვე ჩაახრჩობდა.
- წამოდი, ცოტა შორს გავცუროთ - შევთავაზე ახლოს მოსულ დანიელს და სიღრმისკენ წავედი. მიუხედავად იმისა რომ წყლის შიში ჯერ კიდევ მქონდა ბრაზისგან ესეც კი დამავიწყდა და საკმაოდ დიდი მანძილით მოვშორდით ნაპირს.
- ტასო ყველაფერი რიგზეა? ჩემს გამო ხომ არ გექმნება პრობლემა - მომიახლოვდა დანიელი და სევდიანი თვალები მომაპყრო
- შენ რა შუაში ხარ - თვალი ნაპირისკენ გავაპარე, ისევ იქ იდგა და ისევ არ გვაშორებდა თვალს.
- არ ვიცი მგონი ბრაზობს, ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა ნებისმიერ დროს რაღაცას ჩამარტყამდა - გაეცინა
- კარგი რა - მეც ავყევი სიცილში
- მოდი ყვინთვაში შევეჯიბროთ - შემომთავაზა დანიელმა
- არც ისე კარგი იდეაა... - ახლა შევნიშნე რომ საკმაოდ ღრმად შევედით ზღვაში
- კარგი რა ტასო მოეშვი, - ხელი წელზე მომხვია დანიელმა და ჩემთან ერთად ჩაყვინთა. იმდენად მოულოდნელი იყო, ჰაერის ჩასუნთქვაც ვერ მოვასწარი, მაგრამ მალევე წყლის ზემოთ ამოვყავი თავი
- დან ... დანიელ - ვლუღლუღებდი შეშინებული - აღარ ქნა - ავფართხალდი მის ხელებში და ოდნავ მოვშორდი
- კარგად ხარ? - შეშინებულმა შემომხედა - ტასო, სულ კანკალებ კარგად ხარ?
- მეშინია - ვგრძნობდი შიშისგან კიდურები როგორ მომიდუნდა
- რის გეშინია? - ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი ისვე მომხვია - ტასო ფერი არ გადევს მითხარი რა გჭირს
- სიღრმის მეშინია, არ ვიცი ასე ღრმად როგორ შემოვედი - თვალებს გარშემო ვაცეცებდი - გთხოვ გამიყვანე - შიშმა უფრო მეტად ამიტანა და კისერზე ხელები შემოვხვიე.
- კარგი პეპელა... ნუ გეშინია, ხელები კარგად მომხვიე გაგიყვან - მჭიდროდ მივეკარი და დანიელთან ერთად გავცურე. როცა ფეხ ქვეშ ქვიშა ვიგრძენით დანიელი შეჩერდა, ხელში ამიყვანა და ისე დაიძრა პლიაჟისკენ. ჯერ ისევ ვკანკალებდი შიშისგან და მჭიდროდ ვეკვროდი მკვრივ სხეულს - ნუ გეშინია მოვედით - ყურთან ჩამჩურჩულა და ბავშვებისკენ დავიძარით. როგორც კი დაგვინახეს მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა ყველა. ვუყურებდი იოანეს დამფრთხალ და გაცეცხლებულ თვალებს და ტანში მცრიდა
- რა დაემართა? - მოვარდა ვაჩე და დანიელს შეხედა
- არ ვიცი, ღრმად ვიყავით შესული და მერე ჩავყვინთეთ, როცა ამოვედით კანკალმა აიტანა და მითხრა სიღრმის მეშინიაო, პანიკური შეტევა ქონდა როგორც ჩანს - განუმარტა დანიელმა და შეზლონგზე დამაწვინა - პეპელა კარგად ხარ?
- მოშორდი! - დაიღრიალა იოანემ და ჩემს გვერდით ჩამუხლული დანიელისკენ წამოვიდა
- იოანე - ძლივს ამოვთქვი მისი სახელი
- ვერ გაიგე? - ისევ დაიღრიალა არაბულმა და ჩემი ნათქვამი დააიგნორა. ამაზე დანიელიც გაბრაზდა და წინ აესვეტა
- რა პრობლემა გაქვს?
- შენს გამოა ამ დღეში და მეუბნები რა პრობლემა მაქვს? რა დედის მ******ად შეიყვანე ასე ღრმად?
- სიტყვები... - დაიღრიალა დანიელმაც - შენი აზრით რომ მცოდნოდა ამის გავაკეთებდი?
- ყველამ გააფრინეთ? - წყობიდან გამოვიდა ნინეც - ახლავე დამშვიდდით ორივე, ვერ ხედავთ ისედაც შეშინებულია. - გვერდით მომიჯდა ნინე
- პატარა კარგად ხარ - მზრუნველი თვალები მომავლო ვაჩემ და ხელზე მაკოცა
- კარგად ვარ - ვუთხარი ჩემ ძმას - დანიელ
- გისმენ პეპელა... - ისევ ჩემთან ჩაიმუხლა და ხელი მომკიდა - მაპატიე, მართლა არ ვიცოდი.
- ახლა შუაზე გავგლეჯ ამას - დანიელისკენ გამოიწია იოანემ და რომ არა ვაჩე ნამდვილად გაგლეჯდა შუაზე.
- იოანე, ატყობ რომ ზედმეტი მოგდის? - სუსტი ხმით მივმართე არაბულს რომელსაც ჩემი ძმა აკავებდა.
- კიდე მე მომდის ზედმეტი?
- კი შენ!
- ახლა მართლა შევიშლები - თმაზე ხელი გადაისვა და განრისხებული მზერა მოგვავლო.
- დანიელ - არაბულისთვის აღარ შემიხედავს, ისევ დანიელს მივუბრუნდი - შენი ბრალი არ არის, საიდან უნდა გცოდნოდა. უბრალოდ ოთახში ამიყვანე გთხოვ.
- ახლავე - ჩემკენ დაიხარა და წამოდგომაში დამეხმარა
- ნუ შეწუხდები მე მივხედავ ჩემ დას - ახლა ვაჩემ შეაჩერა დანიელი
- ვაჩე დანიელი ამიყვანს ოთახში, შენ კიდე შენ ძმაკაცს მიხედე და ასწავლე მრისხანება როგორ აკონტროლოს - თვალი არაბულს მოვავლე, რომელსაც სახეზე ჭარხლის ფერი ედო და არ ვიცი მერამდენედ კლავდა თვალებით დანიელს.
- ცუდად მეთამაშები ტასო - დაიგრგვინა ისევ იოანემ და ისევ ვაჩეს შესაკავებელი გახდა.
- წავედით - ავხედე დანიელს და მის მხარს დავეყრდენი
- ხელში აგიყვან გინდა?
- არა... კარგად ვარ უკვე უბრალოდ ძალიან შემეშინდა და ამის ბრალია - მჭიდროდ მიმიკრო სხეულზე და სასტუმროსკენ წამიყვანა. უკან მოვიტოვეთ გაცეცხლებული იოანე და გაკვირვებული ვაჩე და ნინე.
- უკეთ ხარ? - მკითხა დანიელმა როგორც კი ოთახში შემიყვანა და საწოლზე ჩამომსვა
- კი კი უკეთ ვარ, უბრალოდ ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს
- დღეს არაფერი გიჭამია - ტელეფონი აიღო და საჭმელი ოთახში შეუკვეთა.
- მადლობა, დახმარებისთვის
- გაგიჟდი? ასეთ სიტუაციაში ჩემს გამო ხარ და მადლობას მიხდი?
- შენ რა შუაში ხარ დანიელ, მე უნდა შემემჩნია რომ შორს ვიყავით შესულები
- არც მიფიქრია სიღრმე თუ შეგაშინებდა ისე კარგად ცურავ - საწოლზე ჩამომიჯდა და დამწუხრებული თვალები მომანათა.
- ხო, მეშინია მაგრამ ახლა კარგად ვარ - გავუღიმე რომ დამემშვიდებინა, მართლა არ ყოფილა ეს დანიელის ბრალი. ამ დროს სასტუმროს პერსონალმა საჭმელი ამოიტანა ოთახში და დანიელმაც ყველაფერი საწოლზე დააწყო
- იცოდე ყველაფერს შეჭამ - ცერა თითი დამიქნია
- ვეცდები - გავიცინე და ბალიში კომფორტულად მოვიქციე ზურგს უკან
- წავალ გამოვიცვლი და მალე დავბრუნდები - სველ შორტებზე დაიხედა დანიელმა
- ნუ შეწუხდები, მართლა კარგად ვარ და კიდევ ერთხელ მადლობა, ცოტას დავისვენებ.
- ამ მადლობის გამო მოგხვდება პეპელა - შუბლზე მაკოცა და ჩემს მობილურს დასწვდა - ეს ჩემი ნომერია - გამომიწოდა - მოვწესრიგდები და დაგხედავ, თუ რამე დაგჭირდება დარეკავ იცოდე - კატეგორიული იყო დანიელის ტონი.
- კარგი ხო - გავუღიმე და მადლიერი მზერით გავაცილე ოთახიდან გამავალი სხეული.
ვეცადე ცოტა მეჭამა და დამესვენა, ემოციურად მართლა ძალიან ვიყავი დაღლილი. ცოტა ხილი შევჭამე და აბაზანაში შევედი, წყალი მალე გადავივლე და საცვლების ამარა შევწექი საწოლში.

იოანესთან

- არა მართლა შევიშლები - უკვე ღრიალზე ვიყავი გადასული როცა მახსენდებოდა, როგორ ეხებოდა ის ს**ი ტასოს. ოთახშიც მას წააყვანინა თავი და ეს უარესად მაგიჟებდა
- დამშვიდდები?
- ვაჩე როგორ დავმშვიდდე ამიხსნი? - ვუღრიალე ძმაკაცს
- არ ფიქრობ რომ არ გაქვს ტასოს ასე უსაყვედურო - ვეღარ მოითმინა ნინემ
- ფეხებზე რის უფლება მაქვს და რის არა... მოვკლავ იმ ნაბიჭვარს - ოთახში წინდა უკან დავდიოდი და იმ კადრების დავიწყებას ვცდილობდი. ტვინში სისხლი ჩამექცა როცა ასეთი უმწეო დავინახე ტასო, ჩემს ნაცვლად კი ვიღაც ს**ი იყო მის გვერდით.
- იოანე ნინე მართალია
- ვაჩე ახლა არ გინდა რა
- ტასო ნაწყენია, შენზე
- მერე ამიტომ უნდა ჩამოეკიდოს სხვას კისერზე?
- ეეე... აზრზე მოდი - დაიღრიალა ვაჩემ
- იცი მაინც როგორ იყო შენს გარეშე? - ამოხეთქა წერეთელმა - ისე დატოვე ერთი სიტყვა არ გითქვამს და ახლა რა უფლებით მართავ სცენებს?
- მას არავინ უნდა შეეხოს - მხოლოდ ეს ვთქვი და მოწყვეტით ჩამოვჯექი სავარძელზე - მის გვერდით არავინ უნდა იყოს - შედარებით მშვიდი ტონით ვბურტყუნებდი
- ძალიან გაგიჭირდება მისი შემორიგება და ჯობს სიტუაცია უარესად არ დაამძიმო, ისედაც გადამირჩი რო არ გცემე როცა ესე უთქმელად დატოვე ერთი თვით. არ გამოხატავდა მაგრამ ვიცი რომ ტასო იტანჯებოდა
- ვიცი... ერთი დიდი ნეხვის გროვა ვარ ამის გამო - თავი ხელებში ჩავრგე - ის დანიელი ვინ არის? - ავხედე ნინეს
- აქ გავიცანით ეგ ტაშა და სანდრო, კარგი ბავშვები არიან
- ხო ეტყობა... -სიმწრით გამეცინა - ტასოს მოსწონს?
- რაა?
- რა რაა ნინე მოსწონს თუ არა
- არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს და რომც მოსწონდეს რა? ამის უფლება არ აქვს?
- ახლა მართლა შევიშლები - ისევ ბრაზი ჩამიდგა თვალებში
- უბრალოდ დროს ერთად ვატარებთ სხვა არაფერი ყოფილა, არ მგონია დანიელს რამე გეგმები ქონდეს ტასოსთან
- ეხლა მისმინე - ფეხზე წამოდგა ვაჩე და ზემოდან დამხედა - აქ დარჩები, დამშვიდდები და შარს მოერიდები, მე და ნინე ტასოს ოთახში გავალთ და ვნახავთ როგორ არის. იცოდე უარესად არ დაამძიმო სიტუაციაა და ტასოს არ აწყენინო თორე დავივიწყებ რო ჩემი ძმაკაცი ხარ. - თითი გაფრთხილების ნიშნად დამიქნია და ნინესთან ერთად ოთახი დატოვა.

ტასოსთან

როგორც ჩანს დიდხანს მეძინა, როცა გამეღვიძა უკვე საღამოს პირი იყო. ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ აივნიდან საუბრის ხმა შემომესმა. თხელი ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი. სავარძელში ვაჩე იჯდა მის მუხლებზე კი ნინე მოკალათებულიყო და ტკბილად საუბრობდნენ.
- ხელს ხომ არ გიშლით - წინა ავესვეტე შეყვარებულ წყვილს და ზურგით მოაჯირს მივეყრდენი. ორივემ ერთ დროულად ამომხედა და ნინე მაშინვე წამოდგა
- როგორ ხარ? - მზრუნველად გადმომხედა დაქალმა და მომეხუტა.
- კარგად ვარ კარგად, ნუ ღელავთ - ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე ორივეს. - აბა რას შვრებოდით სანამ მეძინა?
- ძირითადად შენ გელოდებოდით - გამიცინა ვაჩემ და ხელით თავისკენ დამქაჩა - მოდი ჩემთან ჩემო პატარა - კალთაში ჩამისვა და ძლიერად მომხვია ხელები. - როგორ შემაშინე სულელო - თავზე მაკოცა ვაჩემ
- კარგი რა, არაფერი მომხდარა კარგად ვარ - გავამხნევე ჩემი ძმა
- ჩვენ კი გაგვიხეთქე გული და
- კარგი ნინე ნუ აზვიადებ
- კარგი ხო, რახანც კარგად ხარ დღეს კარგად გავერთოთ
- შენ ძმაკაცთან ერთად მეეჭვება კარგად გართობა გამოვიდეს.
- იოანეს მე მივხედავ ტასო, უბრალოდ ეცადე ზედმეტად არ გამოიწვიო.
- მე არავის გამოწვევას არ ვაპირებ ვაჩე - მოვშორდი და ფეხზე წამოვდექი - თუ შეამჩნიე თავად აწყობს სცენებს.
- ხო მართალი ხარ პატარა, ამაზე ველაპარაკე და აღარ ინერვიულო შენ
- კარგი, ბავშვებსაც გავაფრთხილებ მაშინ და კლუბში წავიდეთ - შევთავაზე წყვილს - ოღონდ დანიელის მიმართ ერთი ზედმეტი რეპლიკა და შენ ძმაკაცს იქვე მივასიკვდილებ - ჩემ ნათქვამზე მე თვითონ გამეღიმა, თითქოს ასე ადვილად მოვერეოდი მთასავით არაბულს.
- კარგი, დაველაპრაკები მაგრამ შენ დანიელი ხო არ მოგწონს შემთხვევით - ცალი წარბი აწია ვაჩემ და ისე დამაკვირდა
- ნუ ბოდავ რაღაცებს ვაჩე, უბრალოდ მეგობარია
- ხო?
- კი ვაჩე და ახლა არ დაიწყო შენც რაღაცები
- კარგი ხო კარგი, ნუ ავარდები ხოლმე ეგრევე ვიკითხე უბრალოდ - ხელები დანებების ნიშნად აწია - წავალ ოთახში გავალ და მოვემზადებით ჩვენ, თქვენც ნუ დაიგვიანებთ - ნინეს მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ოთახიდან გავიდა
- გული ცუდს მიგრძნობს - როგორც კი ვაჩე გავიდა ღრმად ამოვისუნთქე
- არაფერი მოხდება
- შენი სიტყვების თავადაც არ გჯერა. ხო ხედავ რატო მინდოდა მარტოს დაგვესვენა - ამოვილაპარაკე და ცას ავხედე, რომელიც ნელ-ნელა ბინდში იკარგებოდა.
- მე და ვაჩე ველაპარაკეთ იოანეს სანამ შენ გეძინა
- ხო? და მერე რაო რატო ვარ ასეთი არაადეკვატურიო
- ეჭვიანობს ეს ხო თავადაც იცი
- და შენი აზრით ამის უფლება აქვს?
- არა, არ აქვს... იმის მერე როგორც მოიქცა მართლა არ აქვს მაგრამ მისიც მესმის, მეც ვეჭვიანობდი და ვბრაზობდი როცა ვაჩეს გვერდით სხვა გოგოებს ვხედავდი
- ნინე ჩემ ძმას შენს მიმართა გრძნობები არ გამოუხატავს, არ უკოცნია, არ გაუგიჟებიხარ და მერე ერთი თვით არ გამქრალა.
- ხო... მართალი ხარ. - ჩუმად ამოთქვა წერეთელმა - კარგი წამოდი ჩავიცვათ და გავემზადოთ ნელ-ნელა.
ზედმეტი გამოპრანჭვის ხასიათზე არ ვიყავი, მოკლე, მაღალ წელიანი კლასიკური შორტი მოვირგე და შავ ბიუსჰალტერზე ამავე ფერის გამჭვირვალე ტოპი მოვირგე, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ ქონდა გარდა იმისა, რომ შორტს და შავ მბზინავ მაღლებს უხდებოდა. თმა მაღლა ავიწიე, ხორცისფერი მბზინავი ტუჩსაცხი გადავისვი და მზად ვიყავი.
„კლუბში მივდივართ ათ წუთში ჩემს ოთახთან იყავით სამივე“ - მესიჯი გავუგზავნე დანიელს და საწოლზე მივაგდე მობილური.
- შენი აზრით მიხდება ეს კაბა? - ჩემს წინ დატრიალდა მოკლე ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ნინე.
- ღადაობ? პირდაპირ გაკვდება - ცერა თითი მოწონების ნიშნად ავუწიე დაქალს, მართლა ძალიან უხდებოდა. მოკლე ბრეტელებიანი კაბა ეცვა მისი გრძელი და ოქროსფერი ფეხები მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. ბიჭი რომ ვყოფილიყავი ნამდვილად დავიწყებდი მის დაკერვას.
- თმა როგორ გავიკეთო?
- მგონი ჯობს მაღლა აიწიო და კარგად გამოაჩინო შენი მოშიშვლებული ზურგი დაო. მგონი ჩემი ძმის საბოლოო გამოშტერებას აპირებ - გამეცინა - ისედაც არაა ხოლმე კარგ დღეში როცა გიყურებს
- ნუ დაიწყე ტასო - გაიღიმა და თმა მაღლა აიწია. ამ დროს დააკაკუნეს კარზეც, ვიფიქრე დანიელი და ბავშვები იქნებოდნენ და თამამად გამოვხსენი ოთახის კარი. ხელში იოანე და ვაჩე შემრჩნენ
- მზად ხართ? - თვალი მოგვავლო ვაჩემ და ოთახში შემოაბიჯა ნინეს მიმართულებით. მე კი ისევ კარში მდგომ იოანეს ვუყურებდი.
- თითქმის - ზურგს უკან უპასუხა ნინემ
- არ შემომიშვებ? - საშინლად ხრინწიანი ხმა ქონდა არაბულს. დაბნეული გავიწიე რომ ოთახში შემომეშვა. ღმერთო ახლა ცოფებს უნდა ვყრიდე მე კიდევ ისევ დავდებილდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
- ერთხელაც იქნება თქვენი გამო მართლა მოგვიწევს ვინმეს მოკვლა - შეგვათვალიერა ვაჩემ მე და ნინე როგორც კი წერეთელს ამოვუდექი გვერდით.
- ნუ ბოდავ ვაჩე - თვალები დავუბრიალე ვაჩეს
- ბარემ რო გაგეხადა არა? - ვერ მოითმინა და მაინც წამკბინა არაბულმა
- არც მაგაზე მაქვს პრობლემა, ამ ჯერად ასე გადავწყვიტე - ირონიული ღიმილი ვაჩუქე და კარზე კაკუნიც გაისმა. ეს ნამდვილად დანიელი იქნებოდა. - ბავშვები მოვიდნენ, წავედით - ვანიშნე ნინეს და კარისკენ წავედი.
- ვაუუ... საუცხოოდ გამოიყურები პეპელავ - აღნიშნა დანიელმა როგორც კი კარი გავაღე ღიმილიანი სახე შემომანათა.
- მადლობა ძვირფასო. - მეც გავუღიმე
- დღეს ყველა შეგვაშინე - საუბარში ჩაერთო სანდრო
- არაფერი, ყველაფერი კარგადაა
- წავედით? - გვერდით ამომიდგა ნინე
- წავედით - ვთქვი და დანიელის ამოვუდექი გვერდით. ზურგიდანაც კი ვგრძნობდი იოანეს მზერას და მძიმე ნაბიჯებს.
- ზუსტად იცი რომ ჩემს სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება? - გადმომჩურჩულა ღიმილით დანიელმა
- ზუსტად არ ვიცი - გამეცინა მის ნათქვამზე
- როგორ დამამშვიდე
- მე დაგიცავ ჩემო გორილა - საყვარლად გავუღიმე და მხარზე ხელი მოვუთათუნე.
- ხოო თუ გადაეკეტა შენ ბიჭს ნამდვილად დამიცავ - ისევ ეცინებოდა დანიელს
- ჩემი ბიჭი არ არის
- აბა ჩემი სულ არ არის
- კარგი გეყოს თორე ახლა ჩემგან მოგხვდება
- ბოდიში - ხელები მაღლა აწია და გაიცინა, სიცილში მეც ავყევი.
- ღმერთო მოთმინება მომეცი - მომესმა ზურგსუკან იოანეს ხმა რომელსაც არც ისე ხმადაბლა გამოუვიდა ნათქვამი.
საღამო ჯერჯერობით უპრობლემოდ მიმდინარეობდა. იოანეს არაფერი უთქვამს არც ჩემთვის და არც დანიელისთვის, მაგრამ მისი მზერა და დაჭიმული ყბები მიანიშნებდა რამდენად უჯდებოდა სიჩუმე. ყველას ბართან მოგვეყარა თავი და ვსვამდით.
- ჩვენ ცოტახანს გავალთ - გვითხრა ვაჩემ და იოანესთან თვალებით ანიშნა რაღაც - ზუსტად ათ წუთში დიდ აუზთან მოდით შენ და ნინე მაგრამ არაფერი უთხრა იცოდე - შეუმჩნევლად ჩამჩურჩულა ვაჩემ სანამ გავიდოდა და გაშტერებული დამტოვა.
- კარგად ხარ? - მკითხა დანიელმა
- კი კი - გამოვერკვიე და ჩემი კოქტეილი ბოლომდე მოვსვი
- წამოდით, ვიცეკვოთ - ხელი ჩაკიდა ტაშამ სანდროს და საცეკვაო მოედნისკენ წავიდა.
- შემოგიერთდებით - მიაძახა უკნიდან დანიელმა - წამოხვალ? -ახლა მე შემომხედა.
- ცოტა ხანს ნინესთან ერთად უნდა გავიდე და მალე მოვალ - გავაფრთხილე დანიელი და ნინეს გავხედე რომელიც ბარმენს რაღაცას უხსნიდა
- ხო მშვიდობაა?
- კიკი უბრალოდ ვაჩემ მთხოვა, მეც ვერ გავიგე. მალე მოვალ - დავამშვიდე დანიელი და ნინეს დავუძახე რო გამომყოლოდა
- სად მივდივართ? - კლუბიდან გასულებმა მაშინვე მკითხა ნინემ
- ცოტა ხანს აუზთან ჩავიდეთ რა სუფთა ჰაერზე - ვიცრუე
- კარგად ხარ?
- კი უბრალოდ ჩახუთული ჰაერი იყო
- ბიჭებს მანც დავლოდებოდით. ინერვიულებენ
- დანიელს ვუთხარი და ეტყვის როცა მივლენ - ტყუილს ტყუილზე ვამატებდი
- კარგი მაშინ
აღარაფერი უკითხავს ისე მომყვებოდა ნინე. სანამ დიდ აუზთან მიხვალ პატარა ხეებში ჩაკარგული ბილიკი უნდა გაიარო. სწორედ ამ ბილიკს მივუყვებოდით, როცა ვიოლინოს ღვთაებრივი ჰანგები მისწვდა ჩვენს ყურთასმენას.
- მგონი რაღაც ხდება - დაეჭვდა ნინე.
- ასე ფიქრობ? - კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე აუზთან ვიყავით. აუზის გარშემო სხვადასხვა ზომის სანთლები ენთო, ზედაპირი კი მთლიანდ წითელი ვარდის ფურცლებით იყო დაფარული. ერთ მხარეს მევიოლინე იდგა და მთლიანად ჩაკარგულიყო თავის მუსიკაში.
- ნინე - მოულოდნელად ვაჩეს ხმა შემოგვესმა, რომელიც აუზის გვერდითა მხრიდან გამოვიდა უზარმაზარი ვარდების თაიგულით ხელში. ახლა გავიაზრე რომ აქ რაღაც სასწაული მოხდებოდა. ნინეს შევხედე, რომელსაც გაოცებისგან მეტყველების უნარი დაკარგვოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ვაჩეს მიმართულებით და მის პირისპირ გაჩერდა. - ეს შენთვისაა ფერია - თაიგული გაუწოდა ვაჩემ და ნინემაც მაშინე შეაგება აკანკალებული ხელები. - რომანტიკული არასდროს ვყოფილვარ ხომ იცი - ხმა უკანკალებდა ჩემ ძმას - ყოველთვის იმას ვაკეთებდი რასაც გავიფიქრებდი და ზოგჯერ გულსაც კი გტკენდი ამით. - თვალებში უკვე ცრემლები ჩაუდგა წერეთელს - აღარ მინდა გეტკინოს. ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემს ცხოვრებაში. ის ქალი ხარ, რომელმაც ცხოვრება გამილამაზა. აღარ მინდა შენი მონატრება მკლავდეს არც ერთი წუთით. მინდა დღე შენით იწყებოდეს და შენით მთავრდებოდეს. საძინებელში შენი სუნთქვა ისმოდეს და შენი არომატი მათრობდეს. მინდა ყოველ დილით შეს სახეს ვუყურებდე და სახლში მოსულს გულში გიკრავდე. მინდა შენნაირი ბევრი ლამაზი ბავშვები გვყავდეს - მაშინვე დაიჩოქა ვაჩემ და ბეჭდის ლურჯი კოლოფი გაუწოდა ნინეს რომელიც უკვე ხმით სლუკუნებდა. - ფერიავ ცოლად გამომყვები? - ცოტა ხნის პაუზის შემდეგ აკანკალებული ხმით წარმოთქვა და ცრემლ მორეული თვალებით ახედა ნინეს.
- რა თქმა უნდა გამოგყვები - დიდხანს აღარ უცდია ნინეს მაშინვე ჩაეხუტა ვაჩეს და ცაზე ფოიერვერკიც გამოჩნდა. - ძალიან მიყვარხარ - სლუკუნებდა წერეთელი. ოდნავ მოშორდა ვაჩე არა თითზე ბეჭედი მოარგო და ჰაერში დაატრიალა გაბადრული სხეული.
- ახლა სიხარულისგან გული გამისკდება - ჩემთვის ამოვთქვი და ცრემლები შევიმშრალე
- მგონი ჯობს ეგ არ მოხდეს და ბედნიერება ვაცადოთ - ზურგს უკან მომესმა იოანეს ხმა და ოდნავ შევხტი
- შენ სულ ასე უნდა მაშინებდე - შევბრუნდი მისკენ
- წამოდი მივულოცოთ, - ჩემი სიტყვებისთვის არც მიუქცევია ყურადღება ისე დამავლო ხელი და მათკენ გამაქანა.
იმდენად ბედნიერები იყვნენ, წამით იოანეს მოკვლის სურვილიც კი გამიქრა. ორივეს ჩავეხუტე და ჯერ კიდევ ასლუკუნებულ ნინეს ვამშვიდებდი.
- ეს საღამო ამით არ მთავრდება - ხელი მოხვია ვაჩემ ნინეს და თავზე აკოცა
- ჩვენ დაგტოვებთ - თვალი ჩაუკრა ვაჩეს იონამ და ისევ ხელი დამავლო.
- ჩემითაც შემიძლია - ხელი უხეშად გამოვგლიჯე როგორც კი უკან მოვიტოვეთ ბედნიერი წყვილი.
- ბოდიში - მხოლოდ ეს თქვა და სასტუმროს კარში ჯერ მე შემატარა, თვითონ კი უკან მომყვა.
„ყველაფერი კარგადაა?“ - როგორც კი ლიფტში შევედით დანიელის მესიჯი მომივიდა. „კი კარგადაა, ვაჩემ ხელი სთხოვა ნინეს და ახლა კლუბისკენ მოვდივარ“ სიტუაცია გავაცანი დანიელს და ვაჩეს გავხედე რომელიც მზერას არ მაშორებდა.
- კლუბში ბრუნდები?
- კი
- გვიანი არ არის?
- ბავშები ჯერ კიდევ იქ არიან - უკმეხად ვუპასუხე და მაშინვე გავედი, როგორც კი ლიფტის კარგი გაიღო. უკან არ გამომყოლია, როგორც ჩანს აღარ აპირებდა კლუბში დაბრუნებას.
იმ საღამოს მეტი აღარ დამილევია, ცოტა ვიცეკვე ბავშვებთან ერთად „ღამე არ დამელოდო“ მომივიდა ნინეს მესიჯი. რა თქმა მთელ ამბებში იქნებოდნენ ვის ცხელა ტასოსთვის. იმედად დადებითად ვიყავი დამუხტული მათი ამბით, რომ თვალებიდან ვასხივებდი ბედნიერებას. სამი იყო დაწყებული როცა დავიშალეთ. ოთახამდე მიმაცილეს ბავშვებმა და ისინიც დასაძინებლად წავიდნენ. მიუხედავად იმის რომ, დამღლელი დღე იყო შხაპი მივიღე და იქიდან გამოსულმა წითელი ღვინო შევუკვეთე სასტუმროს პერსონალს. თეთრ მოკლე ხალათში გამოწყობილი ვიჯექი აივანზე წითელ ღვინოს ვსვამდი და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი როცა კარზე კაკუნი შემომესმა. - ასეთ დროს ნინე თუ მომადგა ჯერ ამას მოვკლავ მერე ჩემ ძმას - უკმაყოფილოდ წამოვდექი და კარისკენ დავიძარი. როგორც კი კარი გამოვხსენი მზერა გამეყინა.
- ვილაპარაკოთ? - დაბურული თვალები მომანათა იოანემ და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.


9 თავი

ზოგჯერ იმდენად გვენატრება, რომ წყენასაც ვივიწყებ. წარსულში გამოვლილ ტკივილს და სიბრაზეს აზრი აღარ აქვს როცა ოთახი მონატრების სურნელით იჟღინთება. როცა წამიერ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე გონებას შავ ნაჭერს ვაფარებთ და გულის რიტმს მივყვებით. არ ვიცი მათრობელა სითხის ეფექტი იყო თუ მონატრების ბრალი მაგრამ მის თვალებს ვერ შევეწინააღმდეგე.
- შემოდი - მხოლოდ ეს ვთქვი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი აივანზე. უკან მომყვებოდა, ოდნავ მოშორებით ჩამოდგა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო. არ ჩქარობდა ხმის ამოღებას. ფეხები გადააჯვარედინა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ცას ახედა. არც მე მომიშორებია თვალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის, ვუყურებდი და არაფერზე არ ვფიქრობდი. - დალევ? - ჩემი ჭიქა ღვინით შევავსე და გავუწოდე.
- შეიძლება - მხოლოდ ახლა შემომხედა. ორი ნაბიჯი გადმოდგა და თავის გრძელი ლამაზი თითები მოავლო გაწვდილ ღვინის ბოკალს. სულ წამით შეეხო ჩემს თითებს და ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი სხეულისთვის და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. ოდნავ უკან დაიხია და ჩემს პირისპირ მიეყრდნო მოაჯირს. ამ ჯერად ცას აღარ უყურებდა, პირდაპირ თვალებში ჩამაჩერდა და ისე მოსვა წითელი სითხე თვალი არ მოუშორებია. წყნარი საღამო იყო, თუმცა რაღა საღამო ღამის სამი საათი მაინც იქნებოდა. ღვინის ბოკალი ძირს დადო და ახლა ისე მათვალიერებდა. ირგვლივ სიწყნარე იყო, მიუხედავად იმისა რომ წელიწადის ამ დროს აქ ძალიან ცხელა ნიავი მაინც ქროდა. სასიამოვნო იყო ნიავის მოტანილი არომატის ცხელს სხეულზე შეხება, ეს არომატი კი ჩემს წინ მდგომი იოანესგან მოდიოდა. წამით თალები დავხუჭე და თავი უკან გადავაგდე. მინდოდა მისი არომატი სხეულის თითოეული უჯრედისთვის მიმეწოდებინა. უბრალოდ ვიჯექი ასე და ვტკბებოდი ჩვენს ორს შორის გაჩაღებული მდუმარე ხმაურით.
- მაპატიე - სიჩუმეში მეხივით გავარდა იოანეს ნათქვამი ეს ერთი სიტყვა. მართალია ისე ამოიჩურჩულა მე ძლივს გავიგე, მაგრამ მაინც ხმამაღალი მომეჩვენა ასეთი მდუმარებისთვის. თვალები ისევ დახუჭული მქონდა, თუმცა წეღანდელისგან განსხვავებით ახლა ჩემი გულის ბაგაბუგი ყველა ფიქრს მიხშობდა და ზედმეტად ხმამაღლა ჩამესმოდა - ის დღე მაპატიე, როცა უსიტყვოდ დაგტოვე. - გავიგონე როგორ ღრმად ამოიოხრა - ის დღეებიც მაპატიე, რაც ჩემს გარეშე გაატარე - კანის ქვეშ ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი, დახუჭულ თვალებში კი ცრემლი ჩამიდგა. - შენი ცხოვრების არევა მაპატიე - გავიგე ერთი ნაბიჯი როგორ გადმოდგა, მერე კი ჩემს ხელს შეეხო მისი მხურვალე თითები, აი ამან კი ნამდვილად მაიძულა თვალები გამეხილა და პირდაპირ მის ტყის ფერ მწვანეებში ჩავიკარგე. - ჩემი სიჯიუტე და თავხედობაც მაპატიე - ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი ჩემს კალთაში ჩადო ისე, რომ მისი ცხელი სუნთქვა მოშიშვლებულ ფეხებზე მეცემოდა - უთქმელი სიტყვები მაპატიე პრინცესა - ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და ქვემოდან ამომხედა. ეს ყველაფერი ხომ უცნაური იყო და ჩემს შიგნით სასწაული ხდებოდა, მაგრამ როცა მის სევდისფერ თვალებს შევხედე სუნთქვა შემეკრა, თვალები ჩაწითლებული და ამღვრეული ქონდა, მიყურებდა და თითქოს სულში მიძვრებოდა. კანკალმა ამიტანა, მისი სხეულისგან წამოსული სითბო მეღვრებოდა და ტანში სასიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებდა. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ჯერ ერთი ცრემლი, შემდეგი კი მას სხვებიც მოყვნენ. ჩემი ცრემლების დანახვისას სახე შეეცვალა, ორივე ხელი სახესთან მომიტანა და ცერა თითებით ცრემლები მომაშორა. მისი შეხებისას თვალები ისევ დამეხუჭა და ინსტიქტურად შევახე ხელი ჩემს სახეზე მონარნარე მის თითებს. - ტასო... - ჩემი სახელის გაგონებისას თვალები გავახილე - დაგვიანებული „მიყვარხარ“ მაპატიე - ამის გაგონებაზე მეგონა გული გამიჩერდებოდა. ვეცადე სწრაფად გადამეხარშა მისი ნათქვამი, ახლა ბოდიშს მიხდის თუ სიყვარულს მიხსნის? პირველი ეს ვკითხე საკუთარ თავს. ამასობაში ფეხზე წამოდგა ოდნავ დაიხარა და შუბლზე მომაკრო მხურვალე ტუჩები - მიყვარხარ - იქვე ამოიჩურჩულა და წამში მომშორდა. ჩემს რეაქციას არ დალოდებია ისე შევიდა ოთახში და კარისკენ დაიძრა. ვკანკალებდი, ალბათ სახეზე ფერი არ მედო, მეგონა გულის ცემა გამიჩერდა იმდენად ხშირი და ძლიერი იყო დარტყმები. - მიდის! - შორიდან ჩამძახა მეორე მემ და დენდარტყმულივით წამოვხტი სავარძლიდან. სწრაფად გავიჭერი დერეფანში და თვალებით სასურველ სხეულს დავუწყე ძებნა. ლიფტისკენ მიდიოდა, ორი ნაბიჯიც და მიუახლოვდებოდა.
- იოანე! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ისე მიკანკალებდა. ადგილზე გაშეშდა მაგრამ ჩემკენ არ მობრუნებულა. თავი დაეხარა და ოდნავადაც არ ირხეოდა. არ ვიცი ძალა რამ მომცა მაგრამ სწრაფად გავემართე მისკენ და ზურგიდან ავეკარი, ხელები მჭიდროდ შემოვხვიე თითქოს მეშინოდა არ გაქცეულიყო. - თუ ბოდიშს მიხდი რაღატო მტოვებ? - მხოლოდ ეს ვუთხარი და ვიგრძენი მთლიანად დაჭიმული სხეული ოდნავ როგორ მოეშვა. ხელები გამაშვებინა და ჩემკენ მოტრიალდა. - ისევ მტოვებ? - ხმადაბლა ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე. ხელები სახეზე ჩამომისვა და თავი ამაწევინა.
- არ მგონია შენგან შორს ყოფნა შევძლო! - ეს თქვა და გულში ჩამიკრა. ღრმად სუნთქავდა და თავზე მკოცნიდა. მოდუნებულ ხელებს ვაიძულე გამოცოცხლება და მთელი ძალით მოვეხვიე გავარვარებულ კისერზე.
- მეც მიყვარხარ! - მის კისერში ამოვთქვი და იქვე დავუტოვე სველი კოცნა.
- რა? - ამის გაგონებაზე ოდნავ მომშორდა და თალებში ჩამხედა. შევამჩნიე თვალებში სხივი როგორ გაუკრთა.
- რა იყო ასეთი დაუჯერებელია რო მიყვარხარ? - ოდნავ გავთამამდი და ღიმილიანი სახე შევაგებე.
- ჯანდაბა... - ღრმად ამოისუნთქა თითქო გულზე ლოდი მოეშვა და სახეზე ხელები ჩამოისვა - მოდი ჩემთან - ხელები გაშალა და ისეთი ძალით ჩამეხუტა მეეჭვება ყველა ძვალი საღი მქონოდა - ჩემი გოგო ხარ! - ჩემს კისერში ამოიჩურჩულა და თმაში ხელი შემიცურა.
- საკმაოდ უცნაური იქნება თუ ვინმე დაგვინახავს ღამის სამ საათზე დერეფანში ჩახუტებულებს, თან ასეთ ფორმაში - სხეულზე დავიხედე, რომელსაც ძლივს ფარავდა მოკლე ხალათი.
- წამოდი - ხელი ჩამავლო და სწრაფად გამაქანა ოთახისკენ, კარი სწრაფად მიხურა და ზედ ამაკრო - აქ ნამდვილად ვერავინ დაგვინახავს - ზემოდან დამხედა წამში დამაცხრა ბაგეებზე, მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს და ხელებს უმისამართოდ დაატარებდა ჩემს სხეულზე. წონასწორობის შესანარჩუნებლად მჭიდროდ მივეკარი მის მხურვალე სხეულს და ხელები კისერზე შემოვხვიე. ვამჩნევდი უფრო და უფრო როგორი მომთხოვნი ხდებოდა და არც ჩემი ჰორმონები იყო კარგ დღეში, მეგონა მალე სიამოვნებისგან ჭკუიდან შევიშლებოდი. ხელი წელზე შემიცურა და ისე წამიყვანა საწოლისკენ კოცნა არ შეუწყვიტავს. ფრთხილად გადაეშვა საწოლზე ჩემთან ერთად და ზემოდან მომექცა. ტუჩებიდან სწრაფად გადაინაცვლა ყელზე და მოშიშვლებული ლავიწისკენ გაიკვლია გზა. მარჯვენა ხელი ფეხზე აასრიალა და მტკივნეულად მომიჭირა საჯდომზე. ერთიანად მომიცვა სასიამოვნო ტკივილმა და ყრუ კვნესა წამსკდა ბაგეებიდან. - ჯანდაბა, ასე ნუ შვრები - ზემოდან დამხედა ვნება მორეული თვალებით და ისევ ტუჩებზე წამეტანა მეტი სიშმაგით მიკოცნიდა ბაგეებს და მოხერხებულად დაასრიალებდა ენას ბაგეებს შორის. ვატყობდი ვნების ქარცეცხლში როგორ ვიძირებოდი და უფროდაუფრო მიჭირდა ხმის გაკონტროლება - ტასო... - ჩუმად ამოიოხრა და მისი ენა უფრო მონდომებით ამოძრავდა ჩემს პირში. სწრაფად ჩამავლო თეძოებზე ხელი და უფრო ახლოს მიმწია. ორივეს ცეცხლი გვეკიდა და მკერდი მკვეთრად ადიოდა და ჩადიოდა გახშირებული სუნთქვისგან. ტუჩებიდან ისევ სწრაფად გადაინაცვლა ყელზე და ხალათი ერთ მხარზე გადამიწია. მისი ენის მოძრაობა გონს მაკარგვინებდა. მხარზე ჩამოშლილი თმა ხელით გადამიწია და ლავიწზე კბილებით შემეხო. მთელი სხეული მომიდუნდა როცა ნაზად და ვნებიანად დაიწყო კანის წოვა.
- იოანე - ვნება მორეული ხმით ამოვიკვნესე და თმაში ჩავავლე ხელი რომ ჩემკენ მომეზიდა.
- ჯანდაბა... ჭკუიდან გადაგყავარ პატარა - ჩემს სახესთან ამოიჩურჩულა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე - მაგრამ ახლა რო არ გავჩერდე მერე უკვე გვიანი იქნება, ისედაც ძლივს ვაკონტროლებ თავს. - გვერდით გადაწვა და სხეულზე მიმიკრო. ვცდილობდი ღრმად მესუნთქა და სხეულში მოგიზგიზე ცეცხლი გამენელებინა მაგრამ უშედეგოდ.
- შხაპს მივიღებ - მოულოდნელად წამოვდექი და ზემოდან დავხედე საწოლზე გართხმულ იოანეს. ერთი შეხედვითაც ჩანდა რომ არც ის იყო კარგ დღეში და თავს ძლივს იკავებდა. - დღეს დარჩები? - არ ვიცი საიდან მომაფიქრდა მაგრამ არ მინდოდა მისი გაშვება და ამ ღამის ასე მალე დასრულება.
- მიდი შხაპი მიიღე - წამოდგა და მომიახლოვდა - ოთახში ავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ სანამ შენ სააბაზანოდან გამოხვალ - ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
- ღმერთო მოთმინება მომეცი - როგორც კი გავიდა ხმამაღლა ამოვიგმინე და სააბაზანოში შევედი. ცივმა წყალმა ცოტა იმოქმედა ჩემზე, გამომაფხიზლა და რეალობაში დამაბრუნა. დიდხანს არ გავჩერებულვარ მალე გადავივლე და მოვწესრიგდი. საღამურების არც ისეთი დიდი არჩევანი მქონდა ამჯერად, ამიტომ ტანზე ნახევრად გამჭვირვალე თეთრი მოკლე შორტი და მისი შესაბამისი ზედა მოვირგე, სველი თმები ოდნავ შევიშრე და აივნიდან წითელი ღვინო შემოვიტანე, რომ გამშრალი ყელი გამესველებინა. როგორც კი ღვინო მოვსვი კარზე კაკუნი შემომესმა. - მოვიდა - გავიფიქრე და გაბადრული სახით წავედი კარის გასაღებად
- ვატყობ ეს ღამე ძვირად დამიჯდება - როგორც კი კარი გავაღე ვნებიანი მზერა მომავლო იოანემ.
- შემოდი - ლოყაზე ვაკოცე და საწოლისკენ წავედი.
- ასე მსჯი ჩემი ცოდვებისთვის? - კიდევ ერთხელ მომავლო მზერა როგორც კი საწოლზე ჩამოვჯექი
- ღირსი კი ხარ მაგრამ ამ ჯერად სხვა არჩევანი არ მაქვს
- მე წინააღმდეგი არ ვარ - ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა
- დავიძინოთ რა - უცებ დავიძვრინე თავი და საწოლში შევწექი. ერთხანს უკმაყოფილოდ გადმომხედა მაგრამ მალევე მომიწვა გვერდით უკნიდან მომხვია თავისი ძლიერი ხელები.
- ახლა დავიძინებთ, მაგრამ სხვა დროს ასე მარტივად ვერ დამიძვრები - ყურში ჩამჩურჩულა და მუცელზე ოდნავ მომიჭირა ხელი - ძილინებისა პრინცესა - თავზე მაკოცა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო.
- ძილინების - ჩუმად ამოვიჩურჩულე და მის ხელებს ჩემი ხელები მოვხვიე. ემოციებისგან და იოანეს სიახლოვისგან გაბრუებულს მალე ჩამეძინა ისე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში გააზრებაც ვერ მოვასწარი.

ასეა როცა ვიღაც გიყვარს და გენატრება წარსულში მომხდარს იქვე ტოვებ. ბევრი იფიქრებს, რომ ზედმეტად მალე დავივიწყე ყველაფერი, შეიძლება რაღაც მომენტში სიმართლეცაა მაგრამ, მისგან გაგონილი „მიყვარხარ“ ბევრად მეტია ვიდრე მის გარეშე გატარებული ერთი თვე, თუნდაც ერთ წელი. არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ აშკარაა თავი საკმაოდ სწრაფად შემაყვარა, იმდენად სწრაფად რომ მთლიანად მივეჯაჭვე. მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ გამიტარებია მასთან, მაინც ძალიან ვენდობოდი და ახლა როცა შანსი მოგვეცა ერთად ყოფნის არ ვაპირებ უაზრო პრინციპების გამო გადამედო ჩემი ბედნიერება.

ძილ-ბურანიდან იოანეს შეხებამ გამომიყვანა, რომელიც თმაზე მეფერებოდა და ღიმილიანი სახით დამყურებდა.
- დილამშვიდობის მშვენიერო - აციმციმებული თალები შემომანათა როგორც კი თვალები გავახილე.
- დილამშვიდობის - გავუღიმე და ნიკაპზე ვაკოცე.
- როგორ გეძინა?
- ყველაზე კარგად - გამეღიმა
- ჩემი გოგო - ხელები მომხვია და სხეულზე მიმიკრა - მიდი გაემზადე და ვისაუზმოთ - თავზე მაკოცა და ხელები შემიშვა.
- იო... ახლა რა იქნება? - ვკითხე როგორც კი წამოვდექი და ხალათი მოვიცვი
- ახლა ის იქნება რომ გაგაშიშვლებ და მთლიანად დავტკბები შენით - საწოლიდან ადგა და სწრაფად წამოვიდა ჩემკენ
- სერიოზულად იოანე - ავხედე უკვე ჩემს პირისპირ მდგომს
- რა უნდა იყოს პატარა, დღეიდან სულ ჩემთან იქნები - ხელი მომხვია - და დაკარგულ დროს ავინაზღაურებთ.
- იოანე ვაჩე?
- ვაჩე? - გაკვირვებული მზერა მომავლო
- ხოო, როგორ ვეტყვით? რომ გაბრაზდეს?
- ვაჩე?
- ხო იოანე ვაჩე... ვაჩე...
- ხო შეიძლება გაბრაზდეს - სახე უცებ შეეცვალა
- და რა უნდა ვქნა? - ნაწყენმა ავხედე
- მიდი მოემზე, მეც წავალ მოვწესრიგდები და მოგაკითხავ სასაუზმოდ, ისინიც გაიღვიძებდნენ და მშვიდად ავუხსნით ყველაფერს.
- იქნებ ჯობდეს ჯერ არ ვუთხრათ ჰა
- ტასო კარგი რა? ბავშები ვართ რო დავმალოთ?
- ხო მაგრამ რო გაბრაზდეს?
- მერე რა შენ გგონია შენი ძმის მეშინია
- არა.. იოანე უბრალოდ
- არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი მიდი ეხლა და გამოგივლი მალე - საჯდომზე მომარტყა ხელი და ოთახიდან გავიდა.
ვაჩე არასდროს ყოფილა ზედმეტად მკაცრი ძმა. ყოველთვის კარგი ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და არაფერს ვუმალავდით თუ იოანეს ამბავს არ ჩავთვლით. უბრალოდ ის ფაქტი მაშინებდა რო შესაძლოა გაბრაზდეს როცა გაიგებს რომ ძმაკაცს თავის და მოსწონს ან პირიქით. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა გავემზადე და იოანემაც მალე გამომიარა. ცოტას ვნერვიულობდი მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმედი რომ ამ ამბავს კარგად მიიღებდა ჩემი ძმა.
- ხომ არ იცი ისინი რას შვრებიან? - ვკითხე იოანეს როგორც კი მაგიდასთან დავსხედით.
- აი მოდიან - თვალით ჩვენკენ მომავალი წყვილისკენ მანიშნა.
- ღმერთო - ჩემდაუნებურად აღმოხდა და თითების წვალება დავიწყე
- ოჰო როგორ მოხდა ასე მშვიდად რომ ზიხართ - აღნიშნა ნინემ როგორც კი მოგვიახლოვდნენ და მაგიდას მოუსხდნენ.
- აბა რას შვრებით? - საუბარი განაგრძო ვაჩემ
- არაფერს - ნერვიულად ამოვიგმინე და იოანესკენ გავაპარე მზერა, რომელიც საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა.
- ძალიან მშია - ამოთქვა ნინემ და შოკოლადის კრუასანს დასწვდა. - აბა დღეს რას ვშვრებით? - განაგრძო პირგამოტენილმა
- არ ვიცი რამე მოვიფიქროთ - საუბარში ჩაერთო იოანე. ღმერთო დრო როგორ საშინლად იწელებოდა, უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი.
- შენ რა გჭირს ჭინკა, ჩუმად რატომ ხარ?- გადმომხედა ვაჩემ და ფორთოხლის წვენი მოსვა.
- არაფერი დაღლილი ვარ - მოკლედ მოვუჭერი და იოანეს მავედრებელი თვალებით გადავხედე.
- ვაჩე ერთ წუთს გავიდეთ? - კითხა იოანემ
- მშვიდობაა?
- კი კი, რაღაც საქმე მაქვს უბრალოდ - ფეხზე წამოდგა იოანე და ვაჩეც მას მიყვა - მალე მოვალთ - თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
- რა ხდება? - გადმომხედა ნინემ
- ვაიმე ნინე ახლა თუ გადავრჩი აღარაფერი მომკლავს... - ისე ამოვთქვი თვალი არ მომიშორებია აუზთან მოსაუბრე იოანესთვის და ვაჩესთვის. კედლები მინის იყო ამიტომ ვცდილობდი სახეზე აღბეჭდილი ემოციებით რამე გამეგო მაგრამ ვაჩე ზურგით იდგა და ვერაფერს ვერ ვიგებდი ახლა იქ რა ხდებოდა.
- ტასო ამოთქვამ ახლა რა მოხდა?
- კი მოხდა - ამოვილუღლუღე
- გოგო - ხმა გაუმკაცრდა წერეთელს და მისკენ მივიხედე - შობე ახლა რა მოხდა სანამ შევიშალე
- ვაიმე ნინე ჯერ მეც შოკში, დეტალები არ მომაყოლო ახლა უბრალოდ მე და იოანე ერთად ვართ - სწრაფად მივახალე და მოსაუბრე წყვილისკენ გავიხედე
- რააა? - იმხელა ხმაზე იკივლა ყველამ ჩვენ შემოგვხედა
- რა გაყვირებს გოგო
- მეღადავები? ერთად ხარ? რატო? როგორ? რა მოხდა? მომიყევი ტასო სანამ ინტერესი მომკლავს - ვერ ცხრებოდა წერეთელი.
- გუშინ ბოდიში მომიხადა, ღამე მოვიდა სალაპარაკო მერე სიყვარულში გამომიტყდა და ღამეც ჩემთან დარჩა, მაგრამ არაფერი მომხდარა - ვიცოდი მისი გარყვნილი აზრები და მაშინვე განვმარტე - ახლა ვაჩეს ეუბნება ჩვენზე და ნერვიულობისგან მალე გონებას დავკარგავ.
- ღმერთო ერთი ღამით დავტოვე და რეები მომხდარა, მადლობა ღმერთო რო ჩემ დაქალსაც გადმოხედე - ხელები მაღლა აღაპყრო ნინემ
- ნინე მორჩი ჩემი გამჭირვებია
- და რა განერვიულებს ამიხსნი?
- რა რა მანერვიულებს შეხედე მათ სახეებს - თვალით ვანიშნე სერიოზული სახით მომავალი ბიჭებისკენ და ცუდი ამბის მოლოდინში უსიამოვნოდ გამცრა.
- ტასო... - სერიოზული ტონით მომმართა ვაჩემ როგორც კი მაგიდას მოუახლოვდნენ - ცოტახანს გარეთ გამომყევი - იმდენად მკაცრი მომეჩვენა საცოდავი მზერა გავაპარე იოანესკენ, რომელიც თვალებით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. უსიტყვოდ წამოვდექი და უკან მივყევი ჩემ ძმას. მზერას უკან დარჩენილ იოანესკენ ვაპარებდი, რომელიც სერიოზული სახით იჯდა მაგიდასთან და ჩვენ გვიყურებდა.
- ვაჩე მე... - თავი დავხარე დავიწყე ლუღლუღი როგორც კი მოშორებით დავდექი
- ტასო რაც იოანემ მითხრა მართალია? - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა - გიყვარს?
- მეე... ვაჩე უბრალოდ
- ტასო უბრალოდ მიპასუხე გიყვარს? - ხმა გაუმკაცრდა ჩემ ძმას
- მიყვარს - ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე. ვგრძნობდი გული როგორ გამალებით მიცემდა და თვალებში ცრემლი ჩამიდგა.
- მოდი ჩემთან - ხელები გაშალა ვაჩემ მე კი გაკვირვებულმა შევხედე - მოდი ჩემო პატარა - მომიახლოვდა და გულზე მიმიკრა.
- მოიცა შენ არ ბრაზობ? - ამოვიჩურჩულე დაბნეულმა
- რაზე?
- ამ ყველაფერზე
- ტასო მე ეს ყველაფერი დიდი ხანია ვიცი - მისმა ნათქვამმა გამაკვირვა და ოდნავ მოვშორდი
- რა?
- ხო, პრინცესა იმ დღიდან მოყოლებული როცა იოანეს შეუყვარდი მე ყველაფერი ვიცი
- რეებს ამბობ - საშინლად დაბნეული ვიყავი
- იოანე მაშინვე გამომიტყდა რო მოსწონდი, როგორც კი გრძნობებში გაერკვა მე კი მინდოდა შენგან გამეგო რას გრძნობდი მის მიმართ. პატარა მისმინე - ხელები სახეზე ჩამომისვა და ზემოდან დამხედა - ჩემი სამყარო ხარ ხომ იცი. არავის მივცემ უფლებას გული გატკინოს, არც იოანეს. მინდა რომ ბედნიერი იყო, იოანეს წლებია ვიცნობ და ბოლომდე ვენდობი, ვიცი რომ გაგაბედნიერებს. - შუბლზე მაკოცა - და თუ გაგაბრაზებს კიდე ცხვირ-პირს გავუერთიანებ - ბოლოს სიცილით დაამატა და ისევ მიმიხუტა.
- ხომ დაგპირდი, მას არასდროს ვაწყენინებ - ზურგს უკან იოანეს ხმა მომესმა და მომენტალურად მოვშორდი ჩემი ძმის სხეულს.
- მოიცა ანუ რა გამოდის? - დაბნეული ხან იოანეს ვუყურებდი ხან ვაჩეს
- რა გამოდის და მეშველა თქვენი ერთად ყოფნა და აღარ მომიწევს არც ამის მჟავე სიფათის ყურება და არც შენი მოწყენილი სახის დანახვა - თვალი ჩაგვიკრა ვაჩემ ორივეს და მოშორებით მდგომი ნინესკენ წავიდა.
- მოდი პრინცესა - ხელები მომხვია იოანემ და თავზე მაკოცა მე კი ისევ ვაჩეს სიტყვებს ვიაზრებდი
- მოიცა - დენდარტყმულივით მოვშორდი საყვარელ სხეულს - გამოდის ვაჩემ ყველაფერი იცოდა და ტყუილად მანერვიულე?
- კაი რა პატარა უბრალოდ გავიხუმრეთ
- ანუ გაიხუმრეთ
- ხოო სულ ცოტა - თავი მოისაწყლა არაბულმა
- იოანე ხო ხარ ღირსი ჩემი ხელით დაგახრჩო - თვალებმოჭუტული მივაჩერდი არაბულს და დოინჯი შემოვირტყი
- და მერე რო აღარ გეყოლები? - მომიახლოვდა წელზე შემიცურა ხელი და მზერა ტუჩებზე მომავლო - მერე ვინ დაგიკოცნის ასე გემრიელად ამ მარწყვის ტუჩებს - მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე.
- არ მგონია მსურველი ცოტა იყოს - წარბი ავიწე გათამამებულმა და ისევ ავხედე არაბულს. როგორც კი ეს ვთქვი მზერა შეეცვალა და ხელი შემიშვა.
- ასე ხო? - ნაწყენი ჩანდა - და მერე მარტივად ჩამანაცვლებ სხვით?
- მმმ არ გამოვრიცხავ - არ ვიხევდი უკან
- ტასო - ხმა გაუმკაცრდა
- კარგი ხო, გეხუმრე.... მატო შენ გაქვს ჩემი გაბრაზების უფლება? - მივუახლოვდი და ახლა თავად დავეწაფე მის ტუჩებს
- ცუდი გოგო ხარ - ახლოს მიმიზიდა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა
- წავედით სანამ ვაჩემ ორივე ამ აუზში ჩაგვახრჩო - თვალით ვაჩესკენ ვანიშნე, რომელიც სერიოზული სახით გვიყურებდა და სიცილით წავედით მათკენ.


10 თავი

ის დღე საშინლად მხიარული გამოდგა. საუზმის შემდეგ პლიაჟზე წავედით და ბევრი ვიმხიარულეთ. იოანე წამით არ მტოვებდა მარტო სულ მეხუტებოდა და მკოცნიდა ეს კი ძალიან მაბედნიერებდა. პლიაჟზე მანამდე დავრჩით სანამ სიცხემ არ შეგვაწუხა. იქიდან გამომდინარე, რომ ხელის თხოვნის ამბავი და ჩემი იოანეს ურთიერთობა აღნიშვნას იმსახურებდა გადავწყვიტეთ საღამოს ისევ კლუბში წავსულიყავით.
- სად ხართ მთელი დღე - დანიელი, სანდრო და ტაშა შეგვხვდნენ როცა ოთახებში ავდიოდით. დანიელმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და გადამეხვია - აბა რას შვრები პეპელა - თმა ამიჩეჩა ხელი გადამხვია.
- პლიაჟზე ვიყავით თქვენ სად დაიკარგეთ?
- აუ რავი იმდენ მეძინა გონს ახლაც ვერ მოვდივარ
- საღამოს კლუბში ვაპირებთ გასვლას წამოხვალთ? - ვუთხარი დანიელს და მზერა იოანესკენ გავაპარე, რომელსაც ისე ქონდა კისრის ძარღვები დაჭიმული მეგონა დაასკდებოდა. ფრთხილად მოვშორდი დანიელს და მის გვერდით დავდექი.
- წავიდეთ ხო - სანდროს და ტაშას გადახედა დანიელმა და მათგანაც თანხმობა მიიღო. - მოვემზადებით მაშინ და იქ შევხვდეთ - თვალი ჩამიკრა და ოთახებისკენ წავიდნენ.
- რატო მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ვიღაცის სისხლში უნდა გავისვარო დღეს ხელები - კბილებში გამოსცრა დანიელმა როგორც კი ლიფტში შევედით და ზემოდან დამხედა.
- ვიღაც ეჭვიანობს - გადმომჩურჩულა ნინემ და გვერდი მომკრა
- კარგით რა, იოანე ახლა არ დაიწყო იცოდე - ქვემოდან ავხედე საყვარელ მამაკაცს.
- კიდე მე უნდა დავიწყო? ან ეს პეპელა რაღაა... - გაბრაზებას არ წყვეტდა - თავისით ითხოვს რო ვცემო
- და მერე შენი გამოხტომების გამო ისევ ბოდიში უნდა მიხადო?
- ტასო...
- რა ტასო - ამასობაში კარიც გაიღო და მე და ნინე დერეფანში გავედით. ბიჭების ოთახი ერთი სართულით ზემოთ იყო ამიტომ აღარ გამოსულან, გაავებული მზერა მომავლო არაბულმა და კარიც დაიკეტა.
- ეს ბიჭი მართლა შემშლის თავისი უკუნტროლობით
- მე კი ძალიან აღმაგზნებს ეჭვიანობა - ჩაიცინა წერეთელმა
- ღმერთო როდის გახდა ჩემი დაქალი ასეთი გარყვნილი. რას გიშვრება ჩემი ძმა?
- მართლა გაინტერესებს? - ოთახის კარგი გააღო და ეშმაკურად ამითამაშა თვალები
- არა იყოს, უმჯობესია არ ვიცოდე
- ისე იოანეს ადგილას მეც ვიეჭვიანებდი. დანიელი საკმაოდ სამპათიურია და ამასთანავე ძალიან კარგად გექცევა ასე რომ ვერ გაამტყუნებ.
- ისე გაბრაზდეს ღირსია
- ზოგჯერ როგორი ბოროტი ხარ ტასო - გაიცინა წერეთელმა და სიცილში მეც ავყევი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ შუადღე იყო შხაპის მიღება და დასვენება გადავწყვიტეთ. საჭმელი ოთახში შევუკვეთეთ და ბიჭებთან ერთად აივანზე ვისადილეთ. ბევრი ვისაუბრეთ და განვიხილეთ აქედან წასულები რას ვიზამდით. ვაჩემ თქვა რო ქორწილის გადადება არ უნდოდა და პირდაპირ თბილისში წავსულიყავით. ნინემ კი ჯერ არ ვიჩქაროთ თან ჩვენებმაც არი იციანო და გადადება ამჯობინა. საბოლოოდ ვერ გადაწყდა რას ვაპირებდით და ისევ თემის შეცვლა ვამჯობინეთ. ბიჭებმა საღამოს პირს დაგვტოვეს და ოთახებში ავიდნენ, რომ მომზადებულიყვნენ. ჩვენც მალე გავემზადეთ ნინემ შავი ატლასის კაბა ჩაიცვა მე ვერცხლისფერი ტოპი და ამავე ფერის მაღალწელიანი ქვედაბოლო. ფეხზე მაღლები მოვირგეთ და მაკიაჟის გარეშე დავტოვეთ ოთახი. ჯერ ბიჭებთან ავედით რომლებიც უკვე გამოდიოდნენ ოთახიდან, იქიდან კი ყველა ერთად კლუბისკენ წავედით
- აბა დღეს ყველა ვითიშებით ბოლომდე - ხმამაღლა გააჟღერა სანდრომ როგორც კი მოგვიახლოვდნენ.
- რაც აქ ვართ მგონი სულ ვითიშებით - ხმამაღლა დავიყვირე, რომ მუსიკის ხმა დამეფარა.
- ხო და დღესაც ვსვამთ ტასუნა - თავისი არ მოიშლა სანდრომ და ბურბონი შეუკვეთა ყველასთვის.
- პირველ რიგში თქვენ გაგიმარჯოთ გავიგე გუშინ ხელი სთხოვე ნინეს - ვისკის ჭიქა წყვილისკენ აწია დანიელმა და ყველამ ერთად დავლიეთ მათი სადღეგრძელო.
- ამ ჭიქით კი ძლივს შემდგარ იოანეს და ტასოს წყვილს გაუმარჯოს - ახლა ნინემ გამოიჩნა ინიციატივა და ერთი მოყუდებით გამოცალა ვისკის ჭიქა.
- როგორც ჩანს მოგვარდით - გადმომჩურჩულა ღიმილით დანიელმა და დანარჩენებთან ერთად დალია ჩვენი სადღეგრძელო. - მიხარია ასეთი ბედნიერი რო ხარ პეპელა.
- მადლობა დანიელ - გულწრფელად გავუღიმე ჩემზე ერთი თავით მაღალს.



იოანესთან


მართალია ახლა მე და ტასო ერთად ვიყავით მაგრამ იმ დანიელის გახსენებაზე ისევ ჭკუიდან ვიშლები. ახლაც ბართან ვდგავართ ყველა ერთად და უკვე მესამე ჭიქას ვსვამთ ტასო კი ისეთი მხიარულია მეშინია ჩემი ეჭვიანობით არაფერი გავაფუჭო. არ მინდა ჩემი ეშინოდეს ან ვიღაც მანიაკი ვეგონო ვინც სულ ჩხუბისკენ იწევს მაგრამ როცა წარმოვიდგენ, მას სხვა ეხებოდა და სხვასთან ქონდა ახლო ურთიერთობა ჭკუიდან ვიშლები.
- დანიელი ცოტახანს გავიდეთ? - ჭიქა გამოვცალე და მხარზე ხელი მოვუჭირე ტასოსთან მოსაუბრე დანიელს.
- რა ხდება? - შეშინებული თვალებით ამომხედა ტასომ
- არაფერი პატარა მალე მოვალთ - ლოყაზე ვაკოცე და გასასვლელისკენ გავედი იმი იმედით, რომ დანიელი უკან გამომყვებოდა. არც შევმცდარვარ როგორც კი ვერანდაზე გავედით გვერდით ამომხედა.
- მოდი გამოვიცნობ, ტასოზე გინდა ლაპარაკი
- მიხვედრილი ხარ
- კარგი გისმენ
- რა გაკავშირებს ტასოსთან
- ასე პირდაპირ?
- არ დაიწყო მიკიბვმოკიბვა ისედაც თავს ძლივს ვიკავებ - მთელი სხეული დამეჭიმა
- ვფიქრობ ტასო უკვე გეტყოდა რომ მეგობრები ვართ, თუ საკმარისად არ ენდობი?
- შენ ბიჭო რეებს ბოდავ- საყელოში ვწვდი და კედელს მივანარცხე
- და გგონია შენი უაზრო გამოხტომებით ვინმეს შეაშინებ - გაიცინა და ხელი უხეშად გამაშვებინა - შეიძლება ვინმე სხვა შეაშინო მაგრამ მე მაგარი ***ზე .
- თავს მაცემინებ
- შემაშინე - ისევ გაიცინა და ჩემი მოთმინების ფიალაც ნელ-ნელა ივსებოდა. - ახლა კარგად მისმინე, ხო ტასო მომეწონა პირველივე დღიდან და ნამდვილად მქონდა შანს მასთან დაახლოების მაგრამ **რი ნამდვილად არ ვარ რომ მომენტით მესარგებლა და სხვისი გოგო დამეთრია. ჩემი მეგობარია და იცოდე თუ გულს ატკენ პირველი ვინც მის გვერდით დადგება მე ვიქნები და აი მაშინ მართლა ვიბრძოლებ მისთვის. შენ კიდე გირჩევნია ***ობა საქციელებს მოეშვა და მას გაუფრთხილდე. - კბილებში გამოსცრა და ვერანდიდან გავიდა. ჯერ კიდევ მინდოდა სიფათი გამენგრია მისთვის მაგრამ მართალი იყო. ზოგჯერ მართლა ვერ ვაკონტროლებ საკუთარ ბრაზს და მეშინია ამას არ შეეწიროს ჩემი და ტასოს ახლახან დაწყებული ურთიერთობა.


ტასოსთან
ვინერვიულე როცა იოანე და დანიელი გავიდნენ, მეგონა რაღაც ცუდი მოხდებოდა მაგრამ უკან თუ გავყვებოდი უარესად დავძაბავდი სიტუაციას.
- ნუ ნერვიულობ ჭინკა, არაფერი მოხდება - დამამშვიდა ჩემმა ძმამ და თავზე მაკოცა
- ნამდვილად იჩხუბებენ - ამოვთქვი თითქმის დარწმუნებულმა
- რამე მოხდა და მე არ ვიცი? - გაიკვირვა სანდრომ
- იოანე დანიელზე ეჭვიანობს და ახლა ტასოს გონია, რომ გარეთ ერთმანეთს ხოცავენ - სიტუაცია აუხსნა ნინემ
- ანუ შენ და იოანე სერიოზულად ერთად ხართ? - მკითხა ტაშამ
- ერთად ვართ - ამოვიოხრე და ისე რომ მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია გასასვლელისაკენ წავედი. როგორც კი დერეფანში გავედი ვერანდისკენ ავიღე გეზი, რატომღაც მეგონა იქ იქნებოდნენ და არც შევმცდარვარ. რამდენიმე წამში დანიელი გამოჩნდა ჩემდა გასაკვირად ყოველგვარი ჩალურჯებების გარეშე.
- კარგად ხარ? - ვკითხე როგორც კი მომიახლოვდა
- კი კი არ ინერვიულო ცოტა ვილაპარაკეთ - თვალი ჩამიკრა
- არ გიჩხუბიათ ხო ?
- არა პეპელა დაწყნარდი - მხარზე ხელი დამადო - ისე მართლა მაგრად უყვარხარ მემგონი. ისეთი სახე ქონდა მეგონა ნებისმიერ დროს მომკლავდა - გაიცინა
- ასე ნუ ხუმრობ
- კარგი, მიდი, მიდი მასთან ყველაფერი რიგზეა, ბავშვებთან მივალ მე - კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი და კლუბისკენ წავიდა.
რახან არ იჩხუბეს ეს უკვე კარგის ნიშანი იყო, დაძაბულობა ცოტა მომეხსნა და ვერანდაზე გავედი.
- კარგად ხარ? - ვკითხე ჩემგან ზურგით მდგომ სხეულს.
- კი პატარავ - მაშინვე მობრუნდა როგორც კი ჩემი ხმა გაიგო - მოდი ჩემთან - ხელები გაშალა და მეც მაშინვე ჩავეხუტე. - არაფერი მომხდარა უბრალოდ ვილაპარაკეთ.
- შენ აღარ გაბრაზდები ხო მასზე - ავხედე ქვემოდან
- გაბრაზებით ყველა კაცზე გავბრაზდები ტასო, მაგრამ ვეცდები მარტივად არ გადავიდე ჭკუიდან - გამიღიმა და თავზე მაკოცა
- წამოდი ბავშებთან დავბრუნდეთ - ხელი ჩავკიდე და კლუბში დავბრუნდით. სიტუაცია შედარებით მშვიდი იყოს აღარც იოანეს გაავებულ მზერას ვუყურებდი. დანიელიც მალე გავიდა და მოცეკვავე მასას შეუერთდა.
- ვიცეკვოთ? - მკითხა იოანემ როგორც კი კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალეთ
- ვიცეკვოთ - ჩემი ხელი შევაგებე და ხალხში შევერიეთ. მთლიანად გაბრუებული ვიყავი სასმლით და ამას გასაგიჟებელი იოანეც ემატებოდა. ზურგით ავეკარი მის სხეულს და თამამად დავიწყე საჯდომის ქნევა და მუსიკის რიტმის ბოლომდე შეგრძნება. ჩემს მოშიშვლებულ წელზე დაატარებდა თავის მხურვალე თითებს და დროდადრო ყელში სველ კოცნას მიტოვებდა.
- ასე მოძრაობას თუ გააგრძელებ ყველა მამრობითი სქესის მოკვლა მომიწევს. - ჩახშული ხმით ამოიგმინა ჩემს ყელში და ინსტიქტურად მისკენ შევტრიალდი. სწრაფად მოვხვიე კისერზე ხელები და მის ყურს მივუახლოვდი.
- მე კი ვფიქრობ რომ საჭირო არ არის - ყურთან სველი კოცნა დავუტოვე და ისევ ჩავჩურჩულე - ხომ იცი რომ მხოლოდ შენ გეკუთვნი და მხოლოდ შენ შეგიძლია სიამოვნება მომანიჭო.
- ჭკუიდან გადაგყავარ - ხელი უხეშად მომიჭირა წელზე - მაგრამ მომწონს, როცა ჩემში ბრაზს ვნება ანაცვლებს - ვნება მორეული ხმით დაიჩურჩულა და თალებში ჩამხედა.
- ეს უკვე პროგრესია - ხელი თმაში შევუცურე და ჩემკენ დავქაჩე, რომ თავად დამეგემოვნებინა მისი ტუჩები. საოცრად გემრიელი იყო, ალკოჰოლის და მენთოლის გემო უარესად მათრობდა და რომ არა ჩემს წელზე მოთავსებული მისი ხელი ნამდვილად ძირს აღმოვჩნდებოდი.
- ვიღაც მიწვევს - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ხელი თმაში შემიცურა.
- და შენ ეს მოგწონს - ალკოჰოლმა მეტი სითამამე შემმატა და ახლა თავად გადავინაცვლე ენით მის კისერზე.
- ჯანდაბა ტასოო... - ხმადაბლა ამოიხრა და ხელი მომიჭირა საჯდომზე. - თუ ახლავე ოთახში არ ჩავალთ გპირდები აქვე გაგაშიშვლებ - ვნება მორეული თვალებით გადმომხედა და ისეთი სისწრაფით გამაქანა ლიფტისკენ გონზე ვერ მოვედი. სწრაფად მივედით მისი ოთახის კართან და ისე აღმოვჩნდი შიგნიდან მასზე აკრული გააზრება ვერ მოვასწარი. მგონი კარზე აკვრა ჩვეულებრივ მოვლენად მექცა. ერთხანს ზემოდან დამხედა მერე კი სწრაფად დამაცხრა ბაგეებზე. აუჩქარებლად მოძრაობდა ჩემი ენა მის ენასთან ერთად თითებს კი მის თმაში დავატარებდი. მტევნები მჭიდროდ შემომხვია თეძოებზე და ზემოთ ამწია. სწრაფად შემოვაჭდე ფეხები წელზე და კისერი უკან გადავაგდე როგორც კი საჯდომზე მომიჭირა ხელი. ჩემი ვიწრო კაბა ნელნელა უფრო ზემოთ მიიწევდა და ისიც თამამად დაატარებდა ხელებს ჩემს სხეულზე. სწრაფად დაიძრა საწოლისკენ და სანამ საწოლზე მის ქვემოთ მოვექცეოდი თმებით ჩემკენ მოვქაჩე რასაც იოანეს ყრუ კვნესა მოყვა. ენა კვლავ ჩემს პირში შემოასრიალა და ზემოდან მომექცა. ხელი სწრაფად შემიცურა კაბის ქვეშ და ახლა უკვე მოშიშვლებულ საჯდომზე მომიჭირა რასაც ჩემი ხმამაღალი კვნესა მოყვა. - ამის დედაც - ჩუმად ამოთქვა ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს. წამში მომშორდა და ისე გადამაძრო ტოპი გააზრებაც ვერ მოვასწარი. - ღმერთო როგორი სექსუალური ხარ - ბოხი ხმით ამოილაპარაკა და მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა რომელსაც ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ბიუსჰალტერი ძლივს ფარავდა. ტოპს მალე კაბაც მიყვა და ახლა საცვლების ამარა მის ქვეშ ცეცხლის ალში ვიწვოდი. სწრაფად მოექცა ჩემს ფეხებს შორის და ტუჩები მკერდისკენ მიმავალი გზა გაიკვლია. როგორც კი თავი ოდნავ აწია წამებში გადავაძრე თეთრი მაისური და ახლა შიშველ გავარვარებულ სხეულს დავუწყე ფერება. ენით ნელნელა ქვემოთ მიუყვებოდა, სწრაფად მომაშორა ბიუსჰალტერი და მკერდზე კანის წოვა დაიწყო, მეორე მკერდზე კი ხელს მტკივნეულად მიჭერდა. - საშინლად მინდიხარ პატარა - მკერდთან ამოთქვა და ენის ნელი მოძრაობის მუცელს ჩაუყვა. საცვლის კიდესთან კანი კბილების დახმარებით ამომწოვა და ჩემის სხეული ისე მოსწყდა საწოლის ზედაპირს არც ხმის გაკონტროლება მიცდია. ვგრძნობდი ჩემი თითოეული კვნესა უფრო ახელებდა და სხეულიც უფრო ეჭიმებოდა. სწრაფად დასწვდა საქამრეს და წამის მეასედში მოიშორა ზედმეტი ნაჭერი სხეულიდან, მას მიყვა ჩემი ქვედა საცვალიც. თეძოებზე დამწვდა და ქვევით დამქაჩა ვიგრძენი ფეხებს შორის ადგილი შიგნიდან როგორ შეივსო. - ღმერთო - აღმოხდა ხრინწიანი ხმით და უფრო მეტად ამეკრო. მუცელში საშინელი წვა ვიგრძენი - პატარა შემიძლია გავჩერდე - ზემოდან დამხედა როგორც კი ჩემი ყრუ კვნესა ჩაესმა. - გააგრძელე გთხოვ - მხოლოდ ეს ვთქვი და ფრჩხილებით მის ზურგს ჩავაფრინდი, როგორც კი შემდეგი ბიძგი ვიგრძენი. რაც უფრო ახშირებდა ბიძგებს მით უფრო ქრებოდა არასასიამოვნო შეგრძნება და მას სიამოვნება ანაცვლებდა. როგორც კი მიხვდა რომ უკვე სიამოვნებისგან ვკვნესოდი ბიძგები უფრო ააჩქარა და სხეულიც ნელ-ნელა ორივეს დაგვეჭიმა. ბოლო ბიძგები უფრო მეტად მომთხოვნი და ძლიერი იყო რამაც პიკამდე მიმიყვანა და სხეულში სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა, რამდენიმე ბიძგის მერე კი მოწყვეტით დამაწვა მთელი სხეულით და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ოთახში მხოლოდ ორი ვნებამორეული ადამიანის ოხვრა ისმოდა. ჩემს გვერდით გადაწვა და სხეულზე ამიკრო. - საუკეთესო ხარ პატარა - შორიდან ჩამესმა იოანეს ხმა და ვიგრძენი როგორ მაკოცა თავზე სანამ დაღლილი მორფეოსის სამყაროში გადავეშვებოდი.
სიამოვნებისგან გაბრუებული ყოფილხართ?. აი გაღვიძება რომ არ გინდა იმდენად კომფორტის ზონაში ხარ. დილით როცა მზის სხივებმა დაუკითხავად დაიწყეს ჩემს სხეულზე ფარფატი, ვიგრძენი რომ ნელ-ნელა მეღვიძებოდა. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი როცა ხერხემალზე მონარნარე იოანეს თითები ვიგრძენი და ჟრუანტელმა დამიარა.
- ვგიჟდები როცა ჩემს შეხებაზე ასეთი რეაქცია გაქვს - დილით განსაკუთრებით სექსუალურია ამ ბიჭის ხმა. ჩემკენ დაიხარა და სველი ტუჩები ბეჭებზე მომაკრო ისე, რომ მოფერება არ შეუწყვიტავს. - დილამშვიდობის ჩემო ქალბატონო.
- დილამშვიდობის - ამოვთქვი და მისკენ გადავბრუნდი, მოშიშვლებული მკერდის თეთრი ნაჭრით დაფარვა ვცადე მაგრამ იოანემ მაშინვე შემაჩერა.
- ახლა არ თქვა რომ ჩემი გრცხვენია თორე შევიშლები. - ზემოდან დამხედა და თითები მკერდს გადაატარა.
- მე უბრალოდ... - არც კი ვიცი რის თქმა მინდოდა.
- გუშინ არაჩვეულებრივი იყავი პატარა - მოწყვეტით მაკოცა ტუჩებს - ჩემი არასდროს შეგრცხვეს კარგი?
- აჰაამ - თავი დავუქნიე და სხეულზე მივეწებე.
- ტასო,
- ხო
- გუშინდელ ღამეს არ ნანობ ხო - ჩუმად ამოილაპარაკა იანემ და ჩემს თმაზე ფერება განაგრძო.
- ასე რატომ ფიქრობ?- გამიკვირდა როცა ეს მკითხა. ალბათ ვერასდროს ვერ ვინანებდი გუშინდელ ღამეს, იმდენად მშვენიერი იყო.
- არ ვიცი პატარა, უბრალოდ გუშინ ალკოჰოლი გვქონდა მიღებული და მეშინია რომ ფხიზელ გონებაზე ინანებ.
- იცი? - მის სხეულს მოვშორდი და ზემოდან დავხედე - ახლა ფხიზელი ვარ და კიდევ დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი გუშინდელ ღამეს - მზერა ტუჩებზე გადავატარე და დავეწაფე კიდეც სასურველ ბაგეებს.
- აი დილაც ასეთი უნდა - ჩემს ტუჩებთან ამოთქვა და წამში მომექცა ზემოდან. მთელი ვნებით მიკოცნიდა ტუჩებს და სინქრონულად დაასრიალებდა ენას ჩემს ტუჩებს შორის. - ისეთი გემრიელი ხარ - ტუჩებიდან ფრთხილად მიყვება ნიკაპს, შემდეგ ყელს და ნელი მოძრაობით მიტოვებს კანზე სველ კოცნას. ტუჩებით ნაზად წაეტანა ჩემს მკერდს შემდეგ კი ენით და კბილებით ჩაანაცვალა, რამაც სულ გამაგიჟა და ხმამაღალი კვნესა აღმომხდა. ამან სულ გააგიჟა და ფრთხილად და აუჩქარებლად შემოვიდა ჩემში, მსუბუქი ბიძგებით დაიწყო ჩენი სხეულების გაერთიანება. რამდენიმე წამში უფრო თამამი და მძლავრი ხდება ბიძგები, ყოველ მოქმედებაზე ტანში სასიამოვნო ტალღები მატულობს. ნელნელა თვალები მეხუჭება და ხმამაღლა ვკვნესი ამას კი იოანეს ღრმა ოხვრა ერთვის. რამდენიმე წამში სხეული ეჭიმება და უფრო ძლიერად მავსებს. ხმის გაკონტროლება აღარ შემიძლია და ფრჩხილებს ძლიერად ვასობ ზურგზე. რამდენიმე ძლიერი ბიძგი და ერთდროულად ვათავებთ. სახე ჩემს თმაში ჩარგო და მთელი სიმძიმით დამაწვა სხეულზე, მის გულის ცემას მთელი სხეულით ვგრძნობდი ოთახში კი ჩვენი არათანაბარი სუნთქვა იწყებს გამეფებას.
- საოცრება ხარ - ყელში ამოიჩურჩულა და ფრთხილად მოშორდა ჩემს სხეულს. წამის მეასედში მომიქცია თავის ხელებში და სააბაზანოში შემიყვანა. სხეული ჯერ კიდე განცდილი ვნებით და სიმხურვალით მითრთოდა. საშხაპეში ჩემთან ერთად რჩება და უთქმელად ვიღებთ შხაპს, ამ ჯერად მოფერებით და კოცნით შემოვიფარგლებით - ჩემი ქალღმერთი ხარ პატარავ - ყურთან ჩამჩურჩულა, როგორც კი საშხაპიდან გამოვედით და პირსახოცი მომახვია.
- მიყვარხარ - ჩუმად ამოვთქვი და დანამულ ნიკაპზე მივაბჯინე ტუჩები.
- ყველაზე მეტად - ჩემკენ დაიხარა და საფეთქელზე ცხელი კოცნა დამიტოვა.








11 თავი

დარჩენილი დღეები სასიამოვნოდ გავატარეთ. იოანე და დანიელიც თითქოს დაზავდნენ, დანიელს არც ქონია მასთან პრობლემა, აი იოანემ კი გამაკვირვა როცა ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა დანიელთან. დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით და რა თქმა უნდა ყოველი საღამო კლუბით და დალევით სრულდებოდა. ანტალიიდან თბილისში დავბრუნდით ყველა ერთდ. იოანეს და სანდროს დავემშვიდობეთ და შევთანხმდით, რომ მალე ისევ შევიკრიბებოდით. იქიდან გამომდინარე, რომ ვაჩეს და ნინეს ქორწილთან დაკავშირებით ბრძოლა ქონდათ გაჩაღებული ისევ სახლში დაბრუნება ვამჯობინეთ რამდენიმე დღით. დიდად პარიზზე ვგიჟდები თქო ვერ ვიტყვი, სასიამოვნო ქალაქია და დროსაც კარგად ვატარებ მაგრამ იქ ყოფნას ნამდვილად მერჩივნა ჩემ ქვეყანაში ყოფნა განსაკუთრებით მაშინ, როცა იოანეც ჩემთან ერთად იყო. საბოლოოდ ისევ ჩენს სახლში დავბინავდით რადგან ახლა განცალკევების სურვილი ნამდვილად არავის ქონდა.
- ტას დედას დაურეკე რა მე აბაზანაში შევდივარ და ვერ ვპასუხობ - შემომძახა ვაჩემ როგორც კი ოთახებში დაბინავება და დალაგება დავიწყეთ.
- ახლავე - რაც თურქეთში ვართ მხოლოდ ორჯერ თუ ველაპარაკეთ ჩვენებს. ნინეს და ვაჩეს შესახებ რამდენჯერმე გადავწყვიტეთ გვეთქვა მაგრამ წერეთელმა თავი გაიგიჟა პირადად ავუხსნათო და ამიტომ არავინ არაფერი იცოდა არც ჩემზე და იოანეზე რა თქმა უნდა - დეე როგორ ხართ? - ყურებამდე გავიღიმე როგორც კი ეკრანზე დედაჩემის სახე გამოჩნდა
- კარგად დედუ, თქვენ როგორ ხართ როგორ იმგზავრეთ?
- კარგად დე, ვლაგდებით უკვე ცოტა დავიღალეთ უბრალოდ გზით თან ხო იცი აქ როგორი სიცხეებია.
- ჩამოსულიყავით აქ და წავიდოდით ყველა ერთად სადმე, რას გაიგიჟეთ თავი არ მესმის მე - მაინც აწუწუნდა ქალბატონი
- გაანებე ბავშვებს თავი - კამერაში შემოძვრა მამაჩემი - პრინცესა როგორ ხართ?
- კარგად მაა... აუ მომენატრეთ ყველა
- ჩვენც გვენატრებით ჭინკა, გნახავთ მალე
- მა ჯერ რაღაც საქმეები გვაქვს აქ და არ ვიცი როდის ჩამოვალთ პარიზში თან დიდად არ გვინდა... - ბოლო სიტყვებზე თვალი ავარიდე
- მერე ვინ გითხრა ჩამოდითო? - გაიკვირვა მამამ - ორ დღეში ჩენს საქმეებს ვასრულებთ და ყველა მოვდივართ თბილისში
- ეე მართლა? რა მაგარია - სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე
- კი ყველა ერთად ჩამოვალთ, არაბულებიც ბრუნდებიან საქართველოში და ყველა ერთად წავიდეთ სადმე, ჩვენ ქვეყანას მაინც არაფერი ჯობს, ხოდა მანდ დავისვენოთ ყველამ
- აუ მა როგორ გამახარე... წავალ ბავშვებს ვეტყვი გაკოცეთ ყველას და გელოდებით - სწრაფად გავუთიშე ჩემებს და ჯერ ვაჩეს ოთახში შევარდი, თუმცა სააბაზანოში იყო და ახლა იოანესთან შევედი.
- იოო - დავიყვირე როგორც კი ოთახის კარი შევაღე. ღმერთო ეს ბიჭი რატომაა ასეთი სიმპათიური, ტანს ზემოთ გახდილი ცდილობდა ლამაზად ჩამოეკიდა პერანგები საკიდზე და თან ილანძღებოდა. ამაზე ძალიან გამეცინა და ავის მომასწავებელი მზერაც მივიღე საპასუხოდ - რა იყო პერანგებმა გაგაბრაზეს? - სიცილით წავედი მისკენ და ხელიდან გამოვართვი პერანგი რომ თავად შემეკიდა კარადაში - აი ასე უნდა მისტერ სრულყოფილებავ - კმაყოფილმა ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და საწოლზე დავებერტყე
- ახლა ჩემი ნერვები იხსენი მაგრამ ნუ დამცინი - კარადას გახედა და გვერდით მომიჯდა - აბა ახლა ვინ დავასაჩუქრო ჩემი გადარჩენისთვის - თვალები ეშმაკურად ამითამაშა და წამში მის მუხლებზე აღმოვჩნდი.
- მმ სასიამოვნოდ ჟღერს მაგრამ ჯერ საქმე მაქვს
- აბა გისმენ პრინცესა - ცხვირზე მაკოცა და ინტერესიანი თალები მომაპყრო
- ჩემებს ველაპარაკე წეღან და მითხრეს რო მალე ჩამოვლენ თან თქვეს რო შენი მშობლებიც მოდიან და აქ აპირებთ ცხოვრებას.
- მერე?
- მერე? მე რატო არ მითხარი თუ სულ ბრუნდებოდით აქ
- არ გიხარია?
- გაგიჟდი? ძალიან მიხარია - ლოყაზე ვაკოცე - უბრალოდ გამიკვირდა რომ არ თქვი
- ზუსტად მეც არ ვიცოდი პატარა, ვაჩე რო ჩამოვიდა პარიზში მაგ პერიოდში მოიფიქრეს ჩემებმა მაგრამ სახლის პრობლემა რჩებოდა, როცა აქედან გადავედით ყველაფერი გავყიდეთ და ყველაფერი დავიდან უნდა მოგვეგვარებინა. როგორც ჩანს სახლი ნახეს, ჩემთვის არაფერი უთქვამთ ჯერ.
- გასაგებია, ანუ ახლა სულ ერთად ვიქნებით ხო
- პატარა, ჩენ ისედაც სულ ერთად ვიქნებით - გულზე მიმიხუტა
- ხო მაგრამ ძალიან გამიხარდა აქ რო იცხოვრებთ
- მეც ჩემო პრინცესა - თავზე მაკოცა მერე კი ოდნავ მომშორდა და ზემოდან დამხედა - ისე ჩვენზე როდის უნდა ვუთხრათ?
- მმ არ ვიცი იო იქნებ ჯობდეს ჯერ ვაჩეს და ნინეს ამბავმა ჩაიაროს
- ანუ შენი ძმა უნდა დავაჩქარო თორე შენი სურვილი მომკლავს
- ისე ნუ ამბობ თითქოს სულ ერთად არ ვიყოთ
- ხო მაგრამ ჩვენებს თუ არ ვეტყვით მოგვიწევს ცალ ცალკე ყოფნა
- სამაგიეროდ ყოველდღე ვნახავთ ერთმანეთს
- ხო მაგრამ მერო შენთან ერთად ძილს მივეჩვიე? - ყელზე მომაკრო ტუჩები და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა - შენი სურნელს რომ მივეჩვიე? - ყელიდან ლავიწისკენ გადაინაცვალა - და ყოველ დილით შენი მძინარე ყურება და მოფერება რომ შემიყვარდა? - ლავიწიდან პირდაპირ ტუჩებისკენ გამოაპარა მზერა და ვნებიანად დამაცხრა. - როგორი გემრიელი ხარ პატარა - ამოიჩურჩულა ტუჩებთან და თბილი ენა მოხერხებულად შემოასრიალა ჩემს ტუჩებს შორის. ჭკუიდან გადავყავარ მის თითოეულ შეხებას და შეუძლებელია არ ავყვე როცა ასეთი გასაგიჟებელია.
- იოანეე - კარზე კაკუნმა რეალობას დაგვაბრუნა
- შენ დაქალს მოვკლავ - ტუჩებთან ამოიჩურჩულა როცა გარედან ნინეს ხმა მოესმა
- თუ მანამდე მე არ მოვკალი - მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე და კარის გასაღებად წავედი.
- იო... ტასო? რა იყო ჯერ ხო მოვსულვართ რა დღეში ხართ? - სიცილით შემოგვხედა ორივეს და ოთახში შემოაბოტა.
- ეს გოგო ღვთის სასჯელია - ამოვიფრუტუნე და იოანეს მუხლებზე დავიკავე ადგილი.
- გაიჩინა შეყვარებული და აღარ ვუნდივარ - მოჩვენებით წყენით ამოიგმინა წერეთელმა - ლუკამ დარეკა, თათა და საბა გუშინ დაბრუნებულან და საღამოს გამოვლენ
- უკვე დაბრუნდნენ?
- ხო რავი უცებ გადაწყვიტეს დაბრუნებაო და გვნახავენ საღამოს
- მშვენიერია - გამეღიმა მეგობრების გახსენებაზე, მომენატრნენ
- მაშინ მე და ვაჩე საყიდლებზე წავალთ - კარში შემოსულ ვაჩეს გახედა იოანემ
- რა ხდება? - თმის მშრალებით შემოვიდა ვაჩე ოთახში და გადმოგვხედა
- საყვარელო დღეს ლუკა, საბა და თათა მოვლენ საღამოს და საყიდლებზე უნდა წახვიდეთ - თავი მოისაწყლა ნინემ
- კი წავალთ მარა ესე მალე რატო ჩამოვიდნენ
- აზრზე არ ვართ
- კაი მაშ გავემზადები და წავიდეთ - შუბლზე აკოცა ნინეს და ოთახიდან გავიდა
- დაბლა ჩავალ მანამ ვნახავ რა გვჭირდება - უკან მიყვა ნინეც
- მგონი მოგვიწევს დაწყებული გადავდოთ - შემომხედა იოანემ და ხელები მჭიდროდ მომხვია
- ასე გამოვიდა - გავუღიმე და ყელში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა და ამაზე სასიამოვნოდ გამეღიმა - ვგიჟდები აი ამ რეაქციაზე - ყურში ჩავჩურჩულე და იქვე დავუტოვე კოცნა - წავედი ნინეს დავეხმარები - უცებ წამოვხტი და კარისკენ წავედი
- ასე დატოვებისთვის უნდა დაგსაჯო იცოდე - მომაძახა იოანემ
- ხო იცი როგორ მიყვარს მაგ სასჯელის მიღება - თვალი ჩავუკარი იოანეს და გასვლამდე ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შეიძლება ბედნიერებისგან გავსკდე. ბოლოდ პერიოდი მართლა იდეალურია ჩვენს ცხოვრებაში და ეს ცოტა მაშინებს კიდეც მეშინია რომ რაღაც მოხდება და ყველაფერს შეცვლის. როცა ნინეს ვეუბნები ხოლმე ბრაზდება და მეუბნება უმადური ადამიანი ხარ ცხოვრებისგან ყველაფერი მიიღე და მაინც ცუდზე ფიქრობო. შეიძლება მართალიცაა უბრალოდ ზოგჯერ მაინც მეფიქრება ხოლმე.
მიუხედავად იმისა რომ სახლში დამხმარე ყველაფერს ალაგებდა, სანამ წასულები ვიყავით, მანიც ყველაფერი თავიდან დავალაგეთ მე და ნინემ. საღამოსთვის საჭმელების კეთებაში ბიჭებიც მოგეხმარნენ და რვისთვის უკვე მონატრებულ მეგობრებს ვეხუტებოდით. თათა ორსულადაა ეს იყო მიზეზი ადრე დაბრუნების, როგორც ჩანს რთული ორსული იქნება, საჭმელებზე ალერგია ქონდა ვერ ჭამდა ვერაფერს და ამიტომ ჩამოვიდნენ ადრე. საკმაოდ ბევრი რამე გვქონდა აღსანიშნავი თათას ორსულობა, ნინეს და ვაჩეს მოახლოებული ქორწილი, ჩემი და იოანეს ამბავი და თურმე ლუკას შეყვარებულის ამბავიც. ყველას გაგვიკვირდა როცა გავიგეთ რომ ლუკიტო შეყვარებული იყო და ვერ ვიჯერებდით სანამ არ დავითანხმეთ რო უახლოეს მომავალში უნდა გაეცნო ჩვენთვის. საბოლოოდ საღამო მხიარულად გავატარეთ, მაგრამ მალევე წავიდნენ რადგან თათა დაღლილი იყო. მეორე დღეს აუზთან გავატარეთ მთელი დრო თბილისს მართლა ცეცხლი ეკიდა. ჩენებმაც გვითხრეს რო დილით ჩამოფრინდებოდნენ და სახლი მოგვემზადებინა არაბულები ორი დღე ჩვენთან დარჩებოდნენ სანამ სახლის რემონტი დასრულდებოდა. ამან გამახარა და თან ცოტა დავიძაბე მათთან ცხოვრება რომ მომიწევდა და თან ორი დღის ისე გატარება თითქოს მე და იოანე მხოლოდ მეგობრები ვართ. საღამოსთვის ყველაფერი მოვამზადეთ და ადრე დავიძინეთ, რომ დილით აეროპორტში წავსულიყავით.
- პატარა - შორიდან ჩამესმა იოანეს ხმა - ტას უნდა გაიღვიძო პრინცესა - მხარზე იოანეს ტუჩები ვიგრძენი
- მღვიძავს - ამოვიზმუვლე ისე, რომ თვალები არ გამიხელია და მისკენ გადავბრუნდი
- ტასო არ გღვიძავს - გაეცინა და საფეთქელზე მაკოცა
- კაი ხო - დავნებდი და თვალები ფრთხილად გავახილე - რა ხდება
- აეროპორტში არ მოდიხარ? დროა
- რაა? - თალები ვჭყიტე და უცებ წამოვდექი - ვაგვიანებთ?
- არა არა მაგრამ თუ მალე არ გავემზადებით დავაგვიანებთ - თვითონაც წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა - მიდი პატარა ჩაიცვი ისინიც გამოვლენ მალე - წელზე მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა
- კარგი გავალ გავემზადები - ფეხის წვერებზე ავიწიე და ნიკაპზე ვაკოცე - ორი მანქანით მივდივართ? - მივბრუნდი სანამ ოთახიდან გავიდოდი.
- არ ვიცი ალბათ სამით რო ნინეს მშობლები ჯერ სახლში უნდა ავიდნენ ბევრი ბარგი გვაქვსო.
- კარგი მაშინ ათ წუთში ქვემოთ ვარ - კოცნა გავუგზავნე და ჩემს ოთახში შევედი.
საბოლოოდ ნინე ჩემი მანქანით წავიდა ვაჩე თავის მანქანით მე კი იოანეს გვერდით დავიკავე ადგილი. დაახლოებით ორმოცი წუთი ველოდეთ სანამ გამოვიდნენ და მონატრებულ სხეულებს ჩავეხუტეთ. ძალიან მომენატრნენ ყველა, იოანეს მშობლები ადრე ნანახი მყავდა მაგრამ ახლა სულ სხვანაირები მეჩვენებოდნენ ძალიან თბილი ხალხია. ნინემ მშობლები სახლში წაიყვანა და გვითხრეს რომ საღამოს გამოვიდოდნენ ჩენ კი ჩენს მანქანებში გადავნაწილდით, ამჯერად ვაჩეს მანქანაში დავიკავე ადგილი და სახლამდე გზა ჩემი მშობლების მოსიყვარულებაში გავატარე.
- მამა რატო არ თქვი სახლი თუ უკვე იშოვე - კითხა იოანემ მამამისს როცა დავლაგდით და მისაღებში მოვიყარეთ ყველამ თავი
- არ მინდოდა შენს დასვენებაში ხელი შეგვეშალა, სახლი რემონტდებოდა მაშინ და ამიტომ აღარ გვითქვამს მერე მოინდომებდი აქ ჩამოსვლას და არც თურქეთში გაყვებოდი ვაჩეს.
- მაინც უნდა გეთქვა
- კაი არ გვინდა კაცო ამაზე ლაპარაკი, რა ქენით გაერთეთ თურქეთში? - თემა შეცვალა მამაჩემმა
- გავერთეთ რომელია, ისეთები მოხდა - ენას ვერ აჩერებს ვაჩე, გადამრევს ეს ბიჭი
- რა მოხდა? - ყველამ ერთდროულად იკითხა მედა იოანემ კი გაკვირვებული თვალები მოვავლეთ ვაჩეს
- აა... არაფერი ისეთი, წავალ მე დასარეკი მაქვს - წამოდგა და მეორე სართულზე ავიდა
- და რა მოხდა? - ახლა მე და ვაჩეს შემოგვხედეს მშობლებმა
- ვაჩე მგონი ჩემ ლეპტოპს რაღაც ჭირს, ნახავ - ისე რომ მათი კითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ფეხზე წამოვდექი და თალებით ვანიშნე არაბულს წამოსულიყო
- კი ახლავე - წამოდგა და უკან გამომყვა
- მაინც მოგიწევთ მოყოლა - კიბეებზე დავითის ხმა დაგვეწია
- ვაჩე - ოთხის კარი შევაღე კი არა შევგლიჯე - აი რის თქმას აპირებდი ჰა
- ტასო ჩემი გამჭირვებია ერთი სული მაქვს ყველამ გაიგოს რო ნინეს ცოლად მოყვანას ვაპირებ, ეგ კი არა ლამის აეროპორტშივე ვთქვი ყველაფერი - საწოლზე გაერთხა ჩემი ძმა
- სულ გაგაგიჟა ამ სიყვარულმა
- შენ ხო რას ამბობ ნაკლებ დღეში ხარ - გვერდიდან გადმოხედა იოანეს
- ეგეც მართალია - ზემოდან დამხედა არაბულმა თავზე მაკოცა.
- ვერ ხართ რა - გამეცინა და ჩემს ოთახში გავედი.
საღამოს ყველა ერთად შევიკრიბეთ გვიყვებოდნენ პარიზის ამბებს და ჩვენც ინტერესით ვუსმენდით. უნდა გენახათ ვაჩეს მოუსვენარი სახე და ნინეს დაჭყეტილი თვალები როცა მას უყურებდა. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ყველას ახარა რომ ნინეს ხელი სთხოვა და მალე უნდოდათ დაქორწინება. თავიდან ყველას გაუკვირდა და ეწყინათ კიდეც აქამდე, რომ არაფერი თქვეს მაგრამ საღამო მილოცვებით შამპანიურით და ქორწილის თარიღის დათქმით დასრულდა. არაბულების ჩვენთან ცხოვრებამ სასიამოვნოდ ჩაიარა, დაძაბულიც არ ვიყავი ორივეს დავუახლოვდი და ყველა ბევრს ვმხიარულობდით. ქორწილამდე დრო კიდევ იყო, ორგანიზატორი დავიქირავეთ ჩვენ კი ოჯახებით ბახმაროში წავედით ხუთი დღით. საუკეთესო დღეები გავატარეთ, ჩამოსვლა აღარ მინდოდა ისეთი სასიამოვნო იყო იქ ყოფნა თუმცა წინ ქორწილი გველოდა.

.......
15 აგვისტოა, დღეს ვაჩეს და ნინეს ქორწილია და მერწმუნეთ არც კი უნდა წარმოიდგინოთ რა ხდება ჯერ ჩემ სახლში და მერე აქ წერეთელებთან სადაც მოქოთქოთე ნინე ყველაფერს იკლებს.
- ნინე ერთ საათში მზად თუ არ იქნები ჩემ ძმას მე თვითონ გადავაფიქრებინებ შენს ცოლად მოყვანას
- აუ ტასოო... შენ რა გენაღვლება მშვენივრად გამოიყურები მე კიდე შემხედე როგორ მასუქებს ეს კაბა - ცრემლები ჩაუდგა თვალებში
- ნინე გეფიცები ზედ შემოგახევ მაგ კაბას, რა გასუქებს გოგო გაგიჟდი? - ეს ცოტა ვერაა მემგონი
- რო არ მოვეწონო?
- ვის
- ვაჩეს ტასო ვის...
- ვერ ხარ?
- მართლა არ მასუქებს?
- არა ნინე და მორჩი ახლა წუწუნს და ცრემლების ფრქვევას მოგშორდა მთელი მაკიაჟი
- კარგი ხო ვსო... - სახის დალაგება სცადა წერეთელმა.
იმის მერე მართლა აღარ უწუწუნია მგონი დამშვიდდა, ან თავს მაგრად იკავებდა. ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, უნდა გენახათ როგორი ლამაზები და ბედნიერები ყვნენ, იქიდან ჯერ ფოტოსესიაზე წავედით საღამოს კი რესტორანში მივედით სადაც უამრავი ხალხი გველოდა. მართალია მაქსიმალურად ვიწრო წრე დავგეგმეთ მაგრამ ჩვენი ვიწრო წრე მაინც დიდი აღმოჩნდა. ქორწილში იყვნენ დანიელი და სანდროც, ძალიან გამიხარდა მათი ნახვა. დემეტრესაც ვთხოვეთ მაგრამ ყველა ერთად ისვენებდა ეგვიპტეში და შრიდან მიულოცეს წყვილს. ლუკამ როგორც იქნა თავისი რჩეული ხატია გაგვაცნო, ეს გოგო ძალიან საყვარელი და მორცხვია, ყველაფერზე წითლდება მაგრამ უნდა ნახოთ როგორი სიყვარულის თვალებით უყურებენ ერთმანეთს.
მე და იოანე თითქმის სულ ერთად ვართ მაგრამ დისტანციას მაინც ვიცავთ რომ ზედმეტი ეჭვები არ გამოვიწვიოთ, მართალია ჩემებისთვის მალე ვაპირებთ თქმას მაგრამ ჯერ მაინც გვინდა თავი შევიკავოთ.
- პატარა ვიცეკვოთ? - ხელი გამომიწოდა იოანემ, როგორც კი ვალსის მუსიკა გაისმა დარბაზში.
- უარს როგორ გეტყვი - გავუღიმე და ჩემი ხელი შევაგებე. სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა ბედნიერი წყვილების შემყურე გული მითბებოდა.
- ძალიან მენატრები იცი? - ყურთან ჩამჩურჩულა იოანემ - და დღეს ისეთი მშვენიერი ხარ პრინცესავ.
- მეც ძალიან მენატრები მაგრამ ცოტაც მოვიცდოთ
- ვერ წარმოიდგენ ახლა, როგორ მინდა მარტო მედა შენ ვიყოთ და სხვა არავინ - ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია წელზე. - შენი სურნელი მომენატრა - მხარზე შეუმჩნევლად მაკოცა და ღრმად ჩაისუნთქა - შენს გვერდით დაძინება და გაღვიძება მომენატრა. - თალებში ჩამხედა - ტას ვეღარ ვძლებ უშენოდ.
- იო - ხელები კარგად მოვხვიე კისერზე და თავი მკერდზე მივაბჯინე - მეც ძალიან მენატრები მაგრამ სულ ცოტაც მოვითმინოთ და ერთად დაველაპარაკოთ ჩვენებს კარგი?
- რას ვუცდით პატარა?
- უბრალოდ მინდა რომ ჯერ ვაჩეს ამბავმა ჩაიაროს და დაწყნარებულზე ვუთხრათ ჩვენზეც
- კარგი როგორც გინდა - ნაწყენი ჩანდა
- გინდა ჰაერზე გავიდეთ?
- გავიდეთ. - ხელი ჩამკიდა და ვერანდისკენ წავედით
- ოუუ იოო - გასასვლელთან მოგვესმა ვიღაცის წიკვინა ხმა - როგორ მომენატრე - როგორც კი მივტრილადით ვიღაც ქერა გამოექანა და მართლა რასაც ქვია შეაფრინდა იოანეს.
- კატო? - მხოლოდ ეს თქვა და გოგოს სხეული მოიშორა. მეკი გვერდით ვიდექი და განრისხებული თვალებით ვუყურებდი ამ ალქაჯს რომელსაც დიდი სიამოვნებით ვითრევდი თმით. - აქ რა გინდა?
- კარგი რა ასე უნდა შემხვდე? - დაიწიკვინა და „საყვარლად“ გაბუსხა ტუჩები. - მამაჩემი დაპატიჟეს ხო ძველი თანამშრომელი იყო და ის ვერ წამოვიდა საქართველოში არაა ამიტომ მე მოვედი, ვიცოდი გნახავდი - ერთი ნაბიჯი გადმოდგა იოანესკენ - ძველი დრო არ გავიხსენოთ?
- ეიი - ყელში ამომასხა და იოანეს და იმ ქაჯს შორის ჩავდექი - ვერ ხედავ რომ მარტო არ არის?
- და შენ ვინ ხარ საერთოდ - დაიწიკვინა და წინ ჩამოგდებული თმა ცერა თითზე დაიხვია - იოანეს ველაპარაკები და მომშორდი რა - ხელით გაწევა სცადა
- კატო მოშორდი აქედან - იოანემ ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა
- მე ვინ ვარ? - სიმწრით გამეცინა
- სერიოზულად? - გველივით ჩაისისინა და მე გადმომხედა - ამაში მცვლი ? კაი რა იო ხომ ვიცი რომ საწოლში ჩემზე მეტ სიამოვნებას ვერავინ მოგანიჭებს
- კატო - დაიღრიალა იოანემ სანამ მე ამ გომბიოს ნათქვამს ვიაზრებდი - ახლავე გაეთრევი აქედან.
- წინა ჯერზე როცა ჩამოხვედი მაშინვე ჩემთან მოხვედი და ახლა რა გეტაკა? - ხმას აუწია ქერამაც - დავიჯერო ჩემზე უკეთესია? - ახლა მე გადმომხედა
- კატო სანამ თავს ვიკავებ მოშორდი აქედან გაფრთხილებ.
მოიცა ანუ როცა აქ ჩამოვიდა თან მე მეკურკურებოდა და თან ამას ჟ****და? გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და იოანეს ხელი შევუშვი.
- ტასო - ჩემკენ გამოწია ხელი იოანემ
- ახლა არა იოანე - ეს ვთქვი და გასასვლელისკენ წავედი. თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მართალია მაშინ ერთად არ ვიყავით მაგრამ თუ ამასთან დადიოდა მე რატო მირევდა გონებას. ძალიან ვბრაზობდი, სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე და ავტოსადგომისკენ წავედი.
- ტასო მოიცადე - დამიყვირა იოანემ რომელიც უკან მომყვებოდა.
- იოანე ნუ მომყვები - სწრაფად დავუყვირე და მანქანის საჭეს მივუჯექი. ის იყო უნდა დამეძრე გვერდითა კარი რომ გაიღო და იოანე მომიჯდა. - გადადი გთხოვ
- მომისმინე
- იოანე გადადი, ახლა ლაპარაკი არ მინდა
- არ გადავალ სანამ არ მომისმენ
- ნება შენია - სწრაფად დავქოქე მანქანა და ადგილს მოვწყდი.
- ტასო გააჩერე მანაქანა და დავილაპარაკოთ პრინცესა
- პრინცესა? - გამეცინა - მასაც ასე ეძახდი როცა ჟ*****დი? მერე კი ჩემთან მოდიოდა და ბინძური ტუჩებით მკოცნიდი. - ამის გააზრებაზე გამაჟრჟოლა.
- ტასო - დაიყვირა - თუ არ დაწყნარდები ვერაფერს აგიხსნი
- ყველაფერი ისედაც გასაგებია იოანე - სიჩქარეს უფრო მოვუმატე და ახლა შევატყე რომ ქალაქიდან გავდიოდი.
- შეანელე ტასო
- თორემ?
- ნუ სულელობ იცოდე, ნასვამი ხარ თან გაბრაზებული
- ხო გაბრაზებული ვარ და რა არ უნდა ვიყო?
- პატარა უნდა იყო მაგრამ მომეცი უფლება აგიხსნა
- არ მინდა ახსნა... გითხარი მანქანიდან გადადითქო უნდა მოგეცა უფლება და გაგეშვი
- ვერ გაგიშვებდი...
- და რატო?
- მიყვარხარ და იმიტო
- გიყვარვარ! შენი ისტორიით თუ ვიმსჯელებთ დიდი ხნის წინ შეგიყვარდი მაგრამ მაინც სხვებთან დაძვრებოდი როცა ჩემთან დაახლოებას ცდილობდი. შენი სიყვარული ასეთია? - ხმას ავუწიე და კიდევ უფრო მოვუმატე სიჩქარეს. ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი სისხლში და შენელებაზე არც კი ვფიქრობდი.
- ტასო ახლავე გააჩერე მანქანა სანამ საბოლოოდ გავგიჟდი
- გაგიჟდი მერე რას იზამ?
- გააჩერე! - ისეთი ხმით დაიყვირა თავი ვეღარ შევიკავე და მკვეთრად დავამუხრუჭე
- გავაჩერე! ახლა რა თავი უნდა იმართლო? მიდი გისმენ.
- ტასო მისმინე, ღვედი მოიხსნა და ჩემკენ მოტრიალდა, შენთვის არ მიღალატია პრინცესა... - ბოლოს ეს თქვა
მერე? გამაყრუებელი სიგნალის ხმა, სინათლე... წამიერი ტკივილი და სრული სიბნელე...






12 თავი
და მაინც რა არის ტკივილი? შეუხორცებელი იარები თუ შიში ვინმეს დაკარგვის. არ ფიქრობთ რომ ზოგჯერ ყველაფრის გამოსასწორებლად ძალიან დაიგვიანეთ. ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ნანობთ? ან იმ მომენტებს, როცა საყვარელ ადამიანს არ დაუჯერეთ, არ ენდეთ. გინანიათ რომ არ ან ვერ აპატიეთ? და მაინც ხომ ხვდებით რომ ცხოვრება საკმაოდ ხან მოკლეა ასეთ შეცდომების დაშვებისთვის. ხანმოკლეა იმდენად, რომ წლების მერე ბედნიერი წუთების დაბრუნება ტირილამდე მოგვინდება. ხანმოკლეა იმდენად რომ არასწორი ნაბიჯებისთვის საკუთარი თავი შეგვძულდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი ხელი გაუშვი ბედნიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად გადაეშვი წყვდიადში და რა? მარტო შენ? არა! უკან ისიც ჩაიყოლე ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა, ვისაც ყველაფერზე მეტად უყვარდი. და ახლა სინანული სწორია? - არა! - და ახლა დროს უკან დააბრუნებ? ვერა!
- იღვიძებს - შორიდან ჩამესმა ვაჩეს ხმა, იმდენად შეცვლილი ხმა რომ ძლივს ვიცანი. - დედა გონს მოდის! - თითქოს სიხარული შეეპარაო ხმაში.
- დედი - გამტყდარი ხმით ამოიჩურჩულა მაკამ და ხელზე შემეხო - ტასო ჩემი გესმის? - ხელი ნაზად გადამისვა თავზე
- მაა რამე თქვი ჩემო პრინცესა - ახლა მამას ტუჩები ვიგრძენი შუბლზე
- იოანე - თავში მხოლოდ მისი სახელი მიტრიალებდა
- იოანე კარგადაა დედი - მომესმა მაკას აკანკალებული ხმა და ვხვდებოდი, რომ ტიროდა.
- წყალი მინდა - იმდენად მტკივნეული იყო ამ სიტყვების თქმა მეგონა ყელი ბასრი საგნით მქონდა დაკაწრული. მხოლოდ ტუჩების გასველება მოვახერხე და ვეცადე თალები გამეხილა. ამასობაში ექიმის ხმაც მომესმა.
- აბა როგორ არის ჩვენი გოგო - თბილი ხმით მომიახლოვდა მაღალი სხეული. თალებზე ბინდი მქონდა გადაკრული, მეგონა ვითიშებოდი და ჯერ კიდევ სილუეტებს აღვიქვამდი მხოლოდ. - ანალიზების პასუხი დამაკმაყოფილებელია, ნელ-ნელა გამოიღვიძებს. ტასო რამე გტკივა?
მალე გამოფხიზლდები არ შეგეშინდეს, ყველაფერი ნორმაშია ერთ საათში მოვალ შეგამოწმებ მანამ ექთანს გამოვუშვებ. დავით ერთი წუთი გამომყევი. - ექიმმა მამაჩემთან ერთად დაგვტოვა
- დედა იოანეს ნახვა მინდა -ძლივს ამოვიჩურჩულე
- პრინცესა გამოფხიზლდი და ნახავ - მომიახლოვდა ვაჩე.
დაახლოებით ნახევარი საათი ვისმენდი ჩემების დამამშვიდებელ ლაპარაკს მე კი ხმას ვერ ვიღებდი. ნელ-ნელა გამოვფხიზლდი და მხედველობაც დამიბრუნდა, მაგრამ ყურებში მხოლოდ იოანეს სიტყვები მესმოდა - არ მიღალატია პრინცესა - მერე კი საშინელი ხმები და სინათლე იყო.
- ვაჩე რა მოხდა? - გამოვერკვიე და ვაჩეს გადავხედე.
- ავარია იყო პატარა
- როგორ?
- გზის გადასახვევთან იყავით გაჩერებული, გვერდიდან მომავალმა მანქანამ ვერ დაამუხრუჭა. - თავი ჩახარა
- იოანე სახლშია?
- აი მეც მოვედი - ოთახში ნინე შემოვიდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა - როგორ ხარ ტას - ჩაწითლებული თალები მომანათა და ფრთხილად მაკოცა საფეთქელზე.
- უკეთესადაც ვყოფილვარ - ვეცადე გამეღიმა მაგრამ მგონი არ გამომივიდა.
- ჩვენ ექიმთან გავალთ და მოვალთ ახლავე - ფეხზე წამოდგა მაკა და დავითთან ერთად დატოვა პალატა.
- ვაჩე რა მითხარი სადაა იოანე? - ისევ ჩემ ძმას მივუბრუნდი, რომელიც თვალს მარიდებდა
- მოდი ჯერ ექიმმა გაგსინჯოს და მერე მოგიყვებით ტას - პასუხი ნინემ გამცა ვაჩეს ნაცვლად
- რას ქვია მერე მომიყვებით, სადაა იოანე - გული ამიჩქარდა და სხეული ამტკივდა იმდენად დამეძაბა
- პრინცესა გპირდები ყველაფერს გეტყვით უბრალოდ დაველოდოთ ექიმს. - როგორც იქნა იოანემ თვალი გამისწორა.
- ან ახლავე მეტყვით ან თავად გავარკვევ - გაბრაზებულმა წამოდგომა ვცადე რომ ორივე მაშინვე მომვარდა
- კარგი არ გაინძრე, გაგიჟდი? - ხელი მომკიდა ვაჩემ და საწყის პოზიციას დამაბრუნა. - გეტყვი - ჩამწყდარი ხმით დაიხია უკან და სავარძელზე ჩამოჯდა - მანქანა იმ მხრიდან დაგეჯახათ სადაც იოანე იჯდა - გულში რაღაც ჩამწყდა ამის გაგონებაზე - შენი მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო - განაგრძო ვაჩემ - იოანე გონს არ მოსულა ამ დრომდე - ხმა გაუტყდა ვაჩეს - 48 საათი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ამ დრომდე არაფერი იცვლება.
- კომაშია? რა? - ცრემლები გადმომცვივდა - 48 საათი? რა რიცხვია
- დღეს თვრამეტია
- არა მატყუებთ - სიცილი დავიწყე - შეუძლებელია, ის კარგად არის - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და სხეულიც ამიკანკალდა. - გაბრაზებულია უბრალოდ და ამიტომ არ არის აქ, ვაჩე ხო გაბრაზებულია - მავედრებელი თვალებით შევხედე ჩემ ძმას.
- ჩემო პატარა - მალევე მომიჯდა ნინესთან ერთად და ხელები შემომხვია - კარგად იქნება ყველაფერი - თავზე მაკოცა - აი ნახავ ხო იცი იოანე როგორი ძლიერია
- ჩემი ბრალია - ამოვისლუკუნე და უფრო მეტად ავეკარი - ყველაფერი ჩემს გამოა
- არა პრინცესა, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ზემოდან დამხედა - ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული გესმის? ძლიერი უნდა იყო პრინცესა, უნდა იგრძნოს რომ ელოდები, რომ გიყვარს აი ნახავ მალე გამოკეთდება და მერე ყველაფერი ძველებურად იქნება. ასე მარტივი არაა არაბულის დამარცხება - ბოლო სიტყვებზე გაეღიმა.
- ჩემი ბრალია ვაჩე, უნდა ვნახო - წამოდგომა ვცადე რომ ისევ შემაკავა- გთხოვ ვაჩე უნდა ვნახო
- ტასო ჭრილობა ჯერ კიდევ მოუშუშებელია თან ტვინის შერყევა გაქვს,
- რა დროს ჭრილობაა ვაჩე ნუ გამაგიჟე, ახლავე უნდა ვნახო! - ხმა გამიმკაცრდა და წამოდგომა კვლავ ვცადე როცა პალატაში ექიმი შემოვიდა ჩემს მშობლებთან ერთად - ექიმო უნდა ავდგე
- არც მიკვირს - მომიახლოვდა სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი - უნდა შეგამოწმოთ ჯერ, ტვინის შერყევა გაქვს და თან ჭრილობაც არ მოშუშებულა თავადაც ხომ გრძზნობ.
- ექიმო გთხოვთ უნდა ვნახო - ტირილი უარესად ამივარდა, თვალი ჩემი მშობლებისკენ გავაპარე, ფერი არ ედოთ სახეზე დედაჩემი ცრემლებს ძლივს იკავებდა, როგორც ჩანს მიხვდნენ ყველაფერს ან რა დროს ამაზე ფიქრია - ექიმო გთხოვთ - მავედრებელი თალებით ავხედე საწოლთან მდგომს.
- ექთანს გამოვუშვებ, მხოლოდ ეტლის დახმარებით და მხოლოდ ხუთი წუთი გაქვს - თითი დამიქნია და პალატა დატოვა.
არავინ შემწინააღმდეგებია, ექთანთან ერთად დავტოვე პალატა უკან კი ჩემები გამომყვნენ. ლიფტით ორი სართულით მალა ავედით და მაშინვე მომხვდნენ თვალში ნაცნობი სხეულები. ლევანი და ელენა სკამზე ისხდნენ, კედელთან კი საბა და ლუკა იდგნენ და ჩუმად ჩურჩულებდნენ. როგორც კი დამინახეს მაშინვე ჩემკენ წამოვიდნენ. არ მესმის ეს ხალხი ასეთი თბილი როგორაა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო ელენა და ლევანი კი ისე შემხვდნენ ვითომ არაფერი დამიშავებია. შესასვლელად მომამზადეს და ოთახში შემიშვეს ამჯერად ექთნის გარეშე. ნანახმა გული შემიწუხა, მილების გარემოცვაში იწვა სასურველი სხეული და ფერი არ ედო. სახეზე პატარ-პატარა ნაკაწრები კიდევ შერჩენოდა. ფრთხილად მივუახლოვდი და ხელზე შევეხე. არ ვჩქარობდი ხმის ამოღებას, არ ვიცოდი რა მეთქვა ის ხომ ჩემს გამო იყო ასეთ მდგომარეობაში.
- მაპატიე - მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა. მიჭირდა ასეთ იოანეს ყურება, ისეთი ფერმკრთალი და უემოციო იყო. - იო მაპატიე გთხოვ, გეხვეწები გაიღვიძე საყვარელო. მეჩხუბე, გამიბრაზდი, მიყვირე, ყველაფერი გააკეთე რაც გინდა უბრალოდ გაიღვიძე გეხვეწები - ფრთხილად შევახე ტუჩები ხელზე და თავი საწოლზე ჩამოვდე. ფრთხილად ვეფერებოდი მის ხელს და პატიებას ვთხოვდი, ვევედრებოდი რომ თალები გაეხილა. ხუთმა წუთმა ისე სწრაფად გაიარა ვერც კი გავიაზრე. ვეხვეწებოდი დარჩენის უფლება მოეცათ მაგრამ ნება მაინც არ დამრთეს. დამპირდნენ, რომ ხვალ ისევ მომცემდნენ გამოსვლის უფლებას და მეც მომიწია პალატაში დაბრუნება. ანალიზები რამდენჯერმე ამიღეს, ფეხიდან ნაკერებიც მომხსნეს. საღამოს ბავშები მოვიდნენ ყველა აქ იყო დანიელი და სანდროც. ცდილობდნენ გავემხიარულებინე მაგრამ ჩემი ფიქრები მხოლოდ იოანესთან იყო შიგნიდან კი დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მშობლები ძლივს გავუშვი სახლში დასასვენებლად ჩემთან კი ვაჩე და ნინე დარჩნენ. მეორე დღეს ფეხზე გავლის უფლებაც მომცეს და ახლა საკუთარი ფეხით მივედი იოანემდე, თუმცა ისევ ხუთი წუთი გამაჩერეს. ახალი არაფერი იყო, ექიმი ამბობდა რომ ყველაფერი მხოლოდ იოანეზე იყო დამოკიდებული თქვა მას თუ ძალიან უნდა აუცილებლად გაიღვიძებსო. ბოლომდე არავინ ამბობდა რომ მდგომარეობა რთულად იყო თუმცა, ყველა ხვდებოდა რომ დროის გასვლასთან ერთად შანსები მცირდებოდა. ლევანმა გერმანიაში გადაყვანა მოინდომა თუმცა ტრანსპორტირება რისკებთან იყო დაკავშირებული და უფლება არ დართეს. მოდევნო დღეს საღამოს კი პოლიციამ ჩვენება ჩაიწერა, აღმოჩნდა რომ ის ვინც დაგვეჯახა ნასვამი იყო და გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. მიუხედავად ჩემი შეცდომის ის მაინც დამნაშავედ ცნეს.
- Happy birthday to u…. happy birthday to u… happy birthday to u… happy birthday dear ჭინკა... happy birthday to u…. - გამაყრუებელი კნავილით შემოვარდნენ ბავშვები დილით პალატაში. არც კი მახსოვდა დღეს თუ 21 იყო და საერთოდ ჩემი დაბადებისდღე თუ იყო. ოთახი მალე აივსო საყვარელი ადამიანებით, ნინემ ხილის ტორტი მომიტანა და მომთხოვა სურვილი ჩამეფიქრებინა. მეც არ გავიგიჟე თავი ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა რა იყო ჩემი სურვილი. მიუხედავად იმისა რომ ბავშები ცდილობდნენ გავემხიარულებინე, ჩემი ფიქრები ისევ არაბულთან იყო. რომ არა ის ღამე ახლა ერთად უნდა აღგვენიშნა ეს დღე მაგრამ ჩემს გამო ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. ვაჩე მალე მიხვდა რომ ჩემი გამხიარულების მცდელობას აზრი არ ქონდა და იოანესთან ამიყვანა. შესვლამდე ლევანმა და ელენამაც მომილოცეს და სევდიანი მზერა გამომაყოლეს როცა შევდიოდი.
- მოვედი საყვარელო - საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი - დღეს მგონი უკეთე გამოიყურები - ან ჰალუცინაციები დამეწყო ან მართლა დაუბრუნდა ფერი. ხელი ფრთხილად ჩამოვუსვი სახეზე და თავი მკერდზე დავადე. - ახლა წესით ეს დღე ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, პირველად უნდა აღმენიშნა დაბადებისდღე შენთან ერთად. ნეტავ შემეძლოს ყველაფრის უკან დაბრუნება. იმ კატოს თმით ვითრევდი და გაქცევაც აღარ იქნებოდა საჭირო - გამეღიმა - ექიმმა თქვა მან უნდა მოინდომოს და თუ მოინდომებს გაიღვიძებსო. იო დაბრუნება არ გინდა? - თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა - გეხვეწები დაბრუნდი ჩემო მწვანეთვალებავ, თუ გინდა აღარასდროს დაგენახები, ოღონდ დაბრუნდი საყვარელო.
- მეჩვენება თუ მშორდები - ჩახლეჩილი ხმა მომესმა
- ღმერთო მოლანდებები მეწყება მგონი - ფრთხილად წამოვდექი და მწვანეებს შევეჩეხე.
- დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა - ისევ იოანეს ხმა იყო, მართალ ის იყო მის მწვანეებს ვუყურებდი. საყვარელ მამაკაცს ვუყურებდი, ეღვიძა! გაიღვიძა!
- დაბრუნდი - გამეღიმა - შენ დაბრუნდი - სიხარულისგან ტირილს ვუმატე და ხელები მოვხვიე საყვარელ სხეულს.
- პრინცესა ფრთხილად თუ არ იქნები უკან დამაბრუნებ - სიცილით წარმოთქვა იოანემ და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
- მაპატიე - უცებ გავსწორდი და მონატრებულ ტუჩებს მოწყვეტით ვაკოცე - გთხოვ ყველაფერი მაპატიე.
- ნუ ტირი პატარა - ხელი ფრთხილად აწია და ცერა თითით ფრთხილად მომიმშრალა ცრემლი. - არაფერი არ არის საპატიებელი.
- ძალიან მიყვარხარ!
- მეც ძალიან მიყვარხარ! - გამიღიმა და ხელზე მაკოცა.
ყველაზე ბედნიერი ვიყავი, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დროს რა ხდებოდა ჩემში. ვუყურებდი სიცოცხლით სავსე მწვანეებს და გული სიხარულისგან ამოვარდნას ლამობდა. უნდა გენახათ ყველა როგორი ბედნიერი იყო. ექიმმა სასწაულების თუ არ გჯერათ ახლა დაიჯერეთო. მნახველების მოსვლა არ წყდებოდა, მე კი პირველად მომცეს უფლება მის პალატაში დიდხანს ვყოფილიყავი. ელენა და ლევანი ისეთი ბედნიერები იყვნენ, პალატიდან მხოლოდ ძალით თუ გაიყვანდით. საღამოს ექიმმა სთხოვა რომ ყველა წასულიყო მაკამ ელენაც დაითანხმა და ყველა ჩვენთან წავიდა დასასვენებლად მხოლოდ ნინემ და ვაჩემ თქვეს უარი და აქ დარჩნენ.
- მშვენიერი თაფლობისთვე გაატარეთ საავადმყოფოში, ამაზე მეტს ვერ ინატრებთ - გამხიარულებულმა გადავხედე დივანზე მსხდომ წყვილს და საწოლიდან წამოვდექი.
- აი ახლა კი ნამდვილად დაბრუნდა - ერთმანეთს გადახედეს ნინემ და ვაჩემ და შემდეგ მე შემომხედეს
- ჩემი შეჩერება არც კი გაბედოთ - გავაფრთხილე - იოანესთან მივდივარ და იქ ვრჩები
- გაგიჟდი გოგო? მოასვენე ის ბიჭი თან არ გაგიშვებენ - ფეხზე წამოდგა ვაჩე
- ხოდა თქვენ დამეხმარებით რომ გამიშვან.
საბოლოოდ ოსე ვქენი რომ ორივე დავითანხმე და მეტიც მათი წყალობით შევიპარე იოანეს პალატაში.
- უკვე მეგონა რომ არ მოხვიდოდი - საყვარელი ხმა გავიგე როგორც კი კარი დავკეტე.
- არც კი იფიქრო - გავუღიმე და მისკენ წავედი
- მოდი პატარა - გვერდით მიიჩოჩა და ხელები გაშალა. სწრაფად დავფარე ჩვენს შორის მანძილი და ფრთხილად მივუწექი საყვარელ მამაკაცს გვერდით.
- მენატრებოდი - მის მხარზე ამოვილაპარაკე და ვაკოცე.
- ჩემო პატარა, შეგაშინე?
- შემეშინდა რომ ვეღარ დავინახავდი შენს მწვანეებს შემეშინდა რომ ვეღარ შეგეხებოდი და ვერ გაკოცებდი. ჩემ სიჯიუტის გამო ყველაფერი გავაფუჭე იო.
- აღარ გაიმეორო ეგ თორე მოგხვდება ტასო - ხელი შემიშვა და ზემოდან დამხედა - შენ მაიძულე რომ დავბრუნებულიყავი, მხოლოდ შენი სიყვარულის გამო ვარ ახლა ასე და მეორედ აღარ გავიგო ეგ სიტყვები. ყველაფერი კარგად იქნება პატარა, ხომ გჯერა არა?
- მჯერა - ფრთხილად მივუახლოვდი და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე.
- ცოლად გამომყვები? - უცებ მომწყდა ტუჩებიდან და გაოგნებულმა შევხედე - ისე ნუ მიყურებ თითქოს გაგიკვირდა, რომანტიკული მომენტი ვერ შევარჩიე მაგრამ... - კიდევ რაღაცის თქმა ვაპირებდი რომ ისევ გაკოცე
- გამოგყვები, აბა რას ვიზამ - მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე და ფრთხილად ავეკარი მის სხეულს
- ჩემი ბედნიერება ხარ - ჩუმად ამოთქვა ჩემს ტუჩებთან და ხელი თმაში შემიცურა. ვიგრძენი როგორ მაკლდა მისი სიახლოვე, მისის სურნელი და შეხება. ტუჩები ყელზე მომაწება და სასიამოვნო შეგრძნებამაც არ დააყოვნა.
- რამეს გატკენ იო - ძლივს მოვშორდი სასურველს - ჯობს გადავდოთ, უნდა დაიძინო და ძალები მოიკრიბო. მალე მინდა შენი ცოლობა - ეშმაკურად გავუღიმე და სხეულზე ავეკარი.
- იცოდე აქედან გავეწერებით და ასე მარტივად ვეღარ დააღწევს თავს
- ვნებების ქარცეცხლიდან?
- ვნებების ქარცეცხლიდან!


დასასრული ^^


გამიხარდება თუ შენიშვნებსაც დაწერთ, ახალ ისტორიაზე ვმუშაობ და დამეხმარებით რომ შეცდომები გამოვასწორო.
მადლობა ვინც წაიკითხეთ ^^^



№1 სტუმარი სტუმარი Khatuna

კარგი ისტორიაა, მითუმეტეს პირველია. წარმატებები და ბევრი ლამაზი ისტორიით გაგვახარე.

 


№2  offline წევრი lortkia

მე პირადად ვისიამოვნე ამ ისტორიით,იყო ეჭვიანობა,ვნება,დაბნევა და ძალიან დიდი სიყვარული...მინდა წარმატებები გისურვო განაგრძე წერა ძალიან კარგად და საინტერესოდ წერ heart_eyes შენიშვნებზე პირადში ვისაუბროდ heart_eyes wink ბევრი არაფერი მაქვს მოსაცემი შეცდომა ისედაც heart_eyes wink

 


№3  offline წევრი nina_m

სტუმარი Khatuna
კარგი ისტორიაა, მითუმეტეს პირველია. წარმატებები და ბევრი ლამაზი ისტორიით გაგვახარე.

მადლობა ^^ ახალ ისტორიას მალე შემოგთავაზებთ blush

lortkia
მე პირადად ვისიამოვნე ამ ისტორიით,იყო ეჭვიანობა,ვნება,დაბნევა და ძალიან დიდი სიყვარული...მინდა წარმატებები გისურვო განაგრძე წერა ძალიან კარგად და საინტერესოდ წერ heart_eyes შენიშვნებზე პირადში ვისაუბროდ heart_eyes wink ბევრი არაფერი მაქვს მოსაცემი შეცდომა ისედაც heart_eyes wink

გამახარე heart_eyes მადლობა რომ კითხულობდი... შენიშვნებს ველოდები იცოდე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent