შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (9 თავი)


2-06-2020, 15:11
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 850

მია იდგა ერთ ადგილას მიყინული და ვერაფერს გრძნობდა, გარდა სინაულისა, ნანობდა ყველაფერს, თავის გადაწყვეტილებებს, დაშვებულ შეცდომებს, თავის სისუტეს, სიჯიუტეს, ყველაფერს რაცკი უფიქრია ოდესმე, უგვრძვია და გადაუწყვეტია, თორნიკე კი თავგზაარეული უფრო მეტად იკრავდა გულში სიფრიფანა სხეულს და იმაზე არ ფიქრობდა რომ საპასუხოდ მხოლოდ სიცივეს გრძნობდა, კარგახანს იდგნენ ასე, ერთი სიყვარულით სავსე, მეორე კი სრულიად უგრძნობი
-არ შემიძლია-მიამ ხელები მკერდზე მიაბჯინა და უკან დაიხია -არ შემიძლია თორნიკე
-მია ასე ნუ მექცევი-თორნიკეს სახე აელეწა
-ვერაფერს ვგრძნობ! სული ცარიელი მაქვს... გესმის ეს? შენი შეხება... ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს
-დაგელოდები, იმდენ დროს მოგცემ რამდენიც საჭირო იქნება შენთვის
-დრო დრო-იყვირა მიამ -რას შეცვლის დრო? მე არ მიყვარხარ, ვერ შეგიყვარებ
-ბექას შეიყვარებ? მას შეიყვარებ?-თორნიკე მივარდა და მკლავებში სტაცა ხელი -მას თუ შეიყვარებ, ის თუ გიყვარს, მასთან თუ გინდა...ახლავე უარს ვიტყვი შენზე, გეფიცები თუ თვალებში ჩამხედავ და მეტყვი რომ ის გიყვარს, და მასთან გინდა ახლავე მასთან წაგიყვან, პირადად მას ჩავაბარებ შენს თავს მაგრამ-თორნიკე გაჩუმდა და მიას სახეს დააცქერდა-მაგრამ თუ ვერ მეტყვი მაშინ არსად გაგიშვებ, აქ დარჩები და ჩემი გახდები-მია თავდახრილი იდგა და ცრემლებად იღვრებოდა -შემომხედე და მითხარი-თორნიკეს ხმა აუკანკალდა-მია შემომხედე-უფრო აუკამკალდა ხმა, გოგონამ ახედა და ცრემლები გადმოსცვივდა კვლავ -ან ის ან მე-თორნიკემ დაიჩურჩულა და გაჩუმდა-მია დიდხანს უყურებდა ამღვრეულ თვალებში და ბოლოს თავი დახარა, ვერ გაუძლო მის მზერას, მის თვალებს, მის სიყვარულს
-მტკივა-მხოლოდ ეს ამოიბლუდუნა მიამ და გაჩუმდა
-მაპატიე-თორნიკემ უმალ ხელი გაუშვა და მხოლოდ ახლა გააცნობიერა რა ძლიერად უჭერდა მკლავებზე ხელს, მის უყურებდა და ელოდა მის პასუხს, მაგრამ მია ხმას ვერ იღებდა გამბედაობა არ ყოფნიდა თორნიკე ბექში გაეცვალა, თუმცა არც ის სურდა თორნიკეს ცოლი გამხდარიყო
-თავისუფლებას ვირჩევ-ამოიტირა და ახედა თორნიკეს , ბიჭი მიუახლოვდა მიას, გოგონას უმალ სუნთქვა შეეკრა მღელვარებისაგან, თორნიკემ ნიკაპზე ხელი წაავლო და თავი ააწევინა
-შენი თავისუფლების გზა დიდიხანია შენმა ოჯახმაა დაახშო, შენ უკეთ იცი რომ მართალი ვარ, მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვი ბექა თუ გიყვარს და მასთან ყოგნა გინდათქო?-მიას სახე ისე ახლოს მოუტანა რომ მისი ცხელი სუნთქვა შეეფრქვა გოგონას აწითლებულ სახეზე, მია მაინც ჯიუტად თვალს არ უსწორებდა სუნთქვაარეულ ბიჭს და ხმასაც არ იღებდა -კარგი რადგან ასეა ასე იყოს, მორჩა შენ ჩემი ხარ, ასე გადაწყვიტე
-მე არ გადამიწყვეტია-მიამ უკან დაიხია და იყვირა -შენ გადამიწყვიტე
-სხვა არჩევანი მაინც არ გაქვს-თორნიკეს გაეღიმა -ბექაზე უკეთესი ვარიანტი მაინც მე ვარ
-ბექა მიყვარს და მასთან მინდა-უყვირა მისი ღიმილით გაღიზიანებულმა მიამ
-არ გინდა-თორნიკეს კვლავ გაეცინა -ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა ამიტომაც მოგიტაცე ქორწილიდან
-გიჟი ხარ არანორმალური-მიას გაეცინა მის სიცილზე
-მია ვიცი რომ ის იდიოტი არ გიყვარს, მეტიც გძულს, ვიცი რომ არც მე გიყვარვა... მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი...-თორნიკე ცდილობდა აეხსნა მიასთვის ასე რატომ მოექცა- ასე იმიტომ მოვიქეცი რომ სხვა არჩევანი არ მქონდა, გეფიცები ბექას რომარ დაენიშნე და ქორწილი არ გადაგეხადათ ასეთ რამეს არ ჩავიდენდი, უფლებას მოგცემდი უკეთ გაგეცნე, დროს მოგცემდი დასაფიქრებლად, ვიბრძოლებდი და თუ უარს მეტყოდი უბრალოდ წავიდოდი შენი ცხოვრებიდან, მაგრამ არჩევანი არ მქონდა და არ გქონდა პირველ რიგში შენ, ზუსტად ვიცი რომ ოჯახი გაიძულებდა გათხოვილიყავი იმ უტიფარ ნაბიჭ. ზე, არ მოგცეს უფლება გადაგეწყვიტა შენი ბედი, შესაბამისად არც მე მომეცა შანსი იმისა რომ ახლოს გამეცანი, დამემტკიცებინა ჩემი შენდამი სიყვარული, მებრძოლა და შენ არჩევანი გაგეკეთებინა, ამიტომ რადგანაც შენ არჩევანი არ დაგიტოვეს არჩევანი მე გავაკეთე, გავბედე და ასე მოვიქეცი, რადგან შენ თავს იმ ნაბიჭვ. ვერ დავუთმობდი მხოლოდ იმიტომ რომ შენ ოჯახს მდიდარი სასიძო სურდა-თორნიკე გაჩუმდა თავგზაარეული ისესაც ძლივს ალაგებდა აზრებს და ემოციებს
-ხო მაგრამ მე შენ არ მიყვარხარ
-ვიცი მაგრამ ვფიქრობ რომ დაგიმსახურებ
-თორნიკე მე სხვ...-თორნიკემ ტუჩებზე თითი მიადო და გააჩუმა, მია აილეწა, თორნიკე თვალებში ჩააცქერდა და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა
-არ გინდა, ის ბექაზე ნაბიჭვ. რადგან ვერ შეგამჩნია, ვერ დაგინახა, ვერ დაგაფასა, დაიკიდა შენი გრძნობები, ან ვერ შეამჩნია ან არ შეიმჩნია, ამიტომ არ გიმსახურებს, მასზე ფიქრი არ გაბედო, თავიდან ამოიგდე, მია შენ ჩემი ხარ, ჩემი საკუთრება ხარ რადგან მან დაგთმო გესმის?-თორნიკემ სახეზე ხელები მოკიდა თავდახრილ გოგონას თავი ააწევინა და მის ტუჩებს შეახო თავისი ფერმკრთალი ათრთოლებული ტუჩები.
გაავებული ბექა ნატას წვდა მკლავში და მანქანისკენ გააქანა, თავის ძმაკაცები გარს შემოეხვივნენ ნატა რომელიც მიხვდა რომ ძალიან ცუდად იყო მისი საქმე კივილი დააპირა მაგრამ პირზე ხელი ააფარეს და მანქანაში ჩატენეს გაგიჟებული გოგონა
-შენ მოაწყვე ეს ცირკი ზუსტად ვიცი-ბექა თვალებში ჩააცქერდა ნატას და მეგობარს ანიშნა ხელი გაეშვა მისთვის, ნატამ როგორცკი ხელები და პირი გაითავისუფლა ბოლო ხმაზე მორთო კივილი, ბექასთვის ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი რომ დაიბნა და სანამ აზრზე მოვიდოდა და ნატას გააკავებდა სახეში მიიღო მისგან სილა
-ნაბიჭ. არაკაცო, ავადმყოფო-კიოდა ნატა და ხელფეხს გიჟივით იქნევდა, ბექამ და ნატას გვერდით მჯდომმა ხელები დაუჭირეს, ბექმ პირზეც ააფარა ხელი და ჩაყვირა ყურში
-ჭკვინად თუ არ იქნები იცოდე გაგთოკავ-მაგრამ ნატას სულ არ ეშინოდა მისი და კვლავ კიოდა და იბრძოდა თავის დასახსნელად
-რას უპირებ-მძღოლის გვერდით მჯდომი მოტრიალდა სიცილით მათკენ
-ჯერ არვიცი-ბექამ შეხედა გაოცებით, მართლა არ იცოდა რას აპირებდა და რატომ გააკეთა ასეთი რამ საერთოდ
-ჩემს ავტოფარეხში წავიყვანოთ-მძღოლმა სარკიდან გამოხედა
-არა-გვერდით მჯდომმა იუარა
-რატო? იქ ვერ იპოვიან ხო ხვდები?
-წადი-ბრძანა ბექამ.
მანქანა ავტოფარეხში შევიდა, ნატა გადაათრიეს და ფარული კარით გავიდნენ პატარა ოთახში, იქიდან კიბით დაეშვნენ დაბლა, ატირენული ნატა სკამზე დასვეს და გათოკეს, პირზე კი წებოვანი ლენტი გაუკეთეს, ისე ბნელოდა ნატა კარგახანს ვერ ხედავდა ვერაფერს, ძლივს მიაჩვია თვალი
-მოდი დავლიოთ-ბექას მძღოლმა ბოთლი გაუწოდა, მაგრამ მან არ გამოართვა
-არ მინდა, ჯერ უნდა მოვიფიქრო რა ვქნა
-რაუნდა ქნა? მია თავის ფეხით მოვა და ჩაგიწვება ლოგინში
-ჯერ არ ვიცი სადაა
-გეუბნები ის სირ. წაიყვანდათქო-უთხრა დათომ და ვისკის ბოთლი მოიყუდა
-იასნა ის სირ. იქნებოდა, აბა სად გაიქცეოდა მარტო-დაადასტურა დიტომ
-ეჭვი გეპარება?-შეხედა ბეას ჯაბამ გაეცინა და დათოს წაართვა ბოთლი



№1  offline წევრი It’s olivia

აუ რა პატარა იყოო, ისე ძაან კაია და აზარტში შევედი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მალეე დადე რა შემდეგი❣️❣️❣️

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთო

ღმერთო რა დღეში ჩააგდეს ეს არასრულწლოვანი ბავშვები. ამათი უფლებები რომ ირღვევა, ნუთუ ეს დასჯადი არაა? თორნიკეც გადაეკიდა ამ ბავშვს. თუ გადაარჩინა, მისცეს თავისუფლება, შეუკიკინა რააა. დააცადოს გაზრდა.
აუ ბექაზე არ ვიცი რა დავწერო, არაკაცი და ყველანაირ ადამიანობას მოკლებულია. ძალიან გთხოვ ნატა არ გახადო ძალადობის მსხვერპლი, თორემ შევწყვეტ კითხვას, ისედაც მაჟრიალებდა ბექას და მიას მომენტზე.
ეს ოჯახი კიდევ რა ჯიშია, არ მესმის. მირას ისტორია მახსენდება, იქაც შერყეული იყო მთელი ოჯახი.
ველი ახალ თავს გულისკანკალით. ნატას იმედი მაქვს, ასე მარტივად არ დააჩაგვრინებს თავს იმ არაკაცებს.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ara msgavsi araferi iqneba. dzaladoba da aseti sulmdabloba zedmeti iqneba da amdenad adamianis sheryeva da ganadgureba.

 


№4  offline მოდერი ნეაკო

It’s olivia
აუ რა პატარა იყოო, ისე ძაან კაია და აზარტში შევედი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მალეე დადე რა შემდეგი❣️❣️❣️

xshirad ver mixeexdeba rom avtvirto samwuxarod

 


№5  offline მოდერი ნეაკო

ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ რომ დროულად ავტვირთო მაგრამ მალე დაგიბრუნდებით მიყვარხართ

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ნაგავი იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent