პესიმისტი 2
გადადგი ნაბიჯი, გადადგი, ნუ გეშინია, არ მეშინია-მეზარება, მეზარება გაცნობა, კამათი, ჩხუბი, ახალი ურთიერთობები და მათთვის თავის გაყადრება, დებილების ურდო დგას ჩემს წინ და ერთმანეთში ირევე, "ოჰ რა გარგია სწავლის დაწყება""გილოცავ"...იდიოტები, რა უხარიათ? გაკვეთილებზე საღეჭი რეზინის ღეჭვის მეტს არაფერს აკეთებენ და თავს რატო ისულელებენ? კარგი, ჯობს მივეჩვიო რომ ამ დამბლადაცებულებში მომიწევს მომავალი დღეების გატარება. ეზო გადავლახე და სკოლაში შევედი. ახლა მთავარია დირექტორის კაბინეტი ვიპოვო, ჯობს მან შემიყვანოს კლასში, ვიდრე მე თვითონ შევიდე და უცრაური სახეებით მომაჩერდნენ, დერეფანში გამვლელს ვაჩერებ და ვეკითხები სად შეიძლება ვნახო დირექტორი, გოგონა მეუბნება რომ დირექტორი გარეთაა და წლის დასაწყისისთვის სამოტივაციო, მისალოც სიტყვას კითხულობს. ისევ გარეთ ვბრუნდები. მოკლედ თავი რომ არ მოგაბეზროთ, ნახევარ საათიანი ტანჯვის შემდეგ გავეცანი ბატონ თენგიზს და ჩემი კლასისკენ მიმავალს დავედევნე. ჩერდება და ტრიალდება -მოვედით,თქვენი დამრიგებელი ქალბატონი რუსუდან მაისურაძეა, ისტორიის მასწავლებეი, ახლა მისი გაკვეთილი აქვთ, აბა მზად ხარ?- მეკითხება და ვხვდები რომ დღეს ღმერთმა იცის მერამდენევარ, ვისაც ამ ამბოლო სიტყვებს ეუბნება. მეც თავს ვუქნევ, არა და თვალებით ვემუდარები არ გააღოს ეს წყეული კარი, ჩანს ჩემი მუდარა არ შეისმინა და კლასში შედის, გარეთ ვრჩები, თენგიზი ლაპარაკობს -... მოკლედ ბავშვებო იცნობდეთ, სესილია თაბაგარი- და უცებ ჩემსკენ იშვერს ხელს, გავხევდი, არა, უნდა შევიდე, კარგი. კლასში შევდივარ ისე თითქოს ეს ყველაფერი ორი წამის წინ არ მეფიქროს, თავდაჯერებულად ვდგები მის გვერდით, მობეზრებულ სახეს ვიღებ და წყნარად ვამბობ გამარჯობას, ისე რომ ყველას თვალს ვავლებ, მაგრამ არცერთი არ რჩება ჩემს მეხსიერებაში... მერე მარცხენა მხარეს, მეხუთე რიგში ფანჯარასთან ახლოს ადგილს ვიკავებ და ჩემს მერხისმეზობელ გოგონას ნაძალადევად ვუღიმი. ვცდილობ არ შევიმჩნიო ათობით თვალი, რომელიც ცნობისმოყვარედ მიყურებს, ნელ-ნელა ცდა არ მჭირდება, უკვე არ მაინტერესებს არცერთი, ისევ მიჩნდება სიბრალული მათდამი და როგორც ოთახში ჩამწყვდეულ ქათმებს ისე აღვიქვამ...მასწავლებლის გარდა, ეს ის ქალია, რომელმაც საკუთარი 50 წლიანი ცოდნა უნდა გადმომაფრქვიოს, მე კი მიკრობებივით უნდა მივიკრა, ხო მეტ ასაკს ნამდვილად ვერ მივცემდი. სასიამოვნო გარეგნობის ქალია, საშუალო სიმაღლის, სათვალით, მოკლედ აჩეხილი, მუქი თმით და თაფლისფერი თვალებით... პირველმა გაკვეთიმა როგორც ყოველთვის გამოკითხვებით ჩაიარა, რათქმაუნდა თამარს ჩემთვის არ უკითხავს არაფერი, ხვდება ალბათ რომ ასეთი უაზრობებისთვის არ მცხელა. ზარიც ირეკება და გვერდზე მჯდომი გოგონა ჩემსკენ ტრიალდება -სალომე- მეუბნება და ხელს მიწვდის- სესელი არა? -სესილია- თავს ვუქნევ, თან ვუსწორებ და ვდგები, მერე სხვა კლასელები, მარიამი, გიორგი, ნატა, მარინა...ვხედავ რომ ვიღაც მიყურებს მაგრამ ვცდილობ არ ჩევიმჩნიო და სწრაფად ვტოვებ კლასს. სალომესთან ერთად დერეფანში დავბოდიალებ და კუთხეში ვიღაც ახმახი მეჯახება, ო, არა, ნამდვილად არვარ მზად ამისთვის, როგორც ფილმებში ხდება, ჯერ ჩხუბი, მერე პაემანი, სასიყვარულო უერთიერთობები, ბლა ბლა ბლა... - რა არის ბარემ გადამიარე- ვყვირი და თვალებს ვუბრიალებ, გაკვირვებული მიყურებს, რა გაუკვირდა? იდიოტი, არ უნდა მეყვირა? თუ მადლობა უნდა მეთქვა? -რაო ვერ გავიგე? - თავსგვერდზე ატრიალებს და იღიმის - გავიმეორო?კარგი, ალბათ მაქამდე ვერ ამოდის ჩემი ხმა, რომ მიდიხარ წინ უნდა გაიხედო, შემთვევით ვინმე რომ არ იმსხვერპლო, მაგრამ არაუშავს, ამ ერთხელ გაპატიებ, გეტყობა შენთვის ზრდილობაც არ უსწავლებიათ მშობლებს, რა შენი ბრალია, რას ვიზავთ,ბოდიში მიღებულია, კარგად იყავი- ამ ყველაფერს ისე ჩქარა ვამბობ, მისი სახიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ნახევარიც ვერ გაიგო, მერე რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სწრაფად გავეცალე და კლასისკენ წავედი. გაოგნებული ვჯდები სკამზე და სალომეს ვუცდი, რომელიც ალბათ დერეფანში ჩამომრჩა. ზარი ირეკება. ნელ-ნელა კლასიც ივსება, სალომეს სახეს ვარჩევ და თვალებით ვეძახი, ისიც თავის ადგილს იკავებს -იცი ის... -მოვრჩეთ, დაივიწყე- ვაჩერებ და წინ ვიხედები, ოთახში შუახნის კაცი შემოდის, ქართულის მასწავლებელი, აქამდე არ შემხვედრია პედაგოგი კაცი,საინტერესო იქნება... რა აღარ განიხილეს- არდადეგები, წიგნები, რომანები, ფემინიზმი, მეორე მსოფლიო ომი, ოსკარ უაილდი, ღალატი და სიყვარულის დროც მოვიდა, ერთი ნახვით შეყვარება, ალბათ ყველა დანარჩენზე ვისაუბრებდი ვიდრე ამ უკანასკნელზე, ამ საკითხში არ დიდი გამოცდილება მაქ და არც დაინტერესებული ვარ, მოკლედ არ მივეკუთნები ისეთ გოგონათა კატეგორიას, რომლებიც ყოველ დღე ახალ-ახალ სასიყვარულო დრამებზე ოცნებობენ. იწყება გამოკითხვა რას ფიქრობენ ამ საკითხზე და კონკრეტულად ერთი ნახვით შეყვარებაზე დაიწყეს ჭკუისკოლოფებმა ვარდისფერი ბუშტების ფრენა და გული ამირიეს, თან ზემოთ იზედებიან და საუბრობენ, ისეთი წარმოდგენა გექმნება, თითქოს ვინმე კონკრეტულზე საუბრობდნენ, არადა 10 ბიჭს ერთად ხვდებიან...გავბრაზდი, უკვე თავს მაძულებენ, და უცებ ხელს ვიწევ, არვიცი რატომ, გაპროტესტებას ვცდილობ, მოაშორონ ეს უვიცი ხალხი მსოფლიოს...და ჰოპ, ვხედავ როგორ შემომყურებს ყველა,დაბნეული ვდგები და ვცდილობ თავი მოვუყარო სიტყვებს, მერე ერთერთის ფრაზა მახსენდება-მიხვდები რომ ისაა, შენი მეორე ნახევარი, როცა დაინახავ, ჩვენ ხო ყველას გვყავს ერთი ისეთი, რომელიც ჩვენთვის გაჩნდა... და უეცრად ვიწყებ, სიტყვებს ვერ ვაკავებ -სისულელეა იმ აზრის გამართლება რომ ერთი ნახვით სიყვარული არსებობს, ალბათ გინდათ თავი მოიკატუნოთ და დაიმშვიდოთ რომ ვიღაც, სადღაც შენთვის სუნთქავს, მაგრამ ეს აზრი ისევე მართალია როგორც ის ფაქტი, რომ ომლეტს მაიონეზი უხდება, დროა შეწყვიტოთ იცნებობა იმაზე, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრისცი დანახვისთანავე მოგიტაცებს, არ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, შეიძლება ადამიანი მოგეწონოს, მაგრამ სიყვარული და უბრალო მოწონება ერთმანეთში არ უნდა აგერიოს, ადამიანი ვერ შეგიყვარდება მაშინ როდესაც არ იცნობ, არ იცი რას გააკეთებს, არ იცი საერთოდ რას წარმოადგენს და ფიქრობ მხოლოდ ფიზიკურობით, ამ შემთხვევაში თუთაშხია ვარ და ვიტყვი, რომ სიყვარული სულიერია, გარკვეული დრო მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი გახდეს,იცოდე რას როგორ გააკეთებს, გინდოდეს მასთან ერთად მიუჯდე მაგიდას საღამოობით და მასთან ერთად გაიარო მწარე დღეებიც, მასთან ერთად დაბერდე და შვილები გაზარდო, ერთი ნახვით კი ამას ვერ შეძლებ, სწორედ ამიტომაა თქვენი სასიყვარულო ურთერთობები მხოლოდ ორკვირიანი ვადით რომ იწურება, მორჩით ფუჭ ოცნებებს და საღად იაზროვნეთ- კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას მაგრამ მივხვდი რომ უკვე ლანძღვაში გადამივიდოდა, მაგრამ სანამ დავჯდებოდი ვიღაც წამოდგა -ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ერთი მხრივ როცა ადამინს კარგად გაიცნობ ხვდები, ხვდები მის ნაკლოვანებებს, მერე ნანობ იმ დროს რომელიც მასთან გაატარე და აღარ გინდება მუდმივად მის სახეს უყურო, ზოგჯერ ზობია ადამიანზე ნაკლები იცოდე, ხშირად ასეუფრო ბედრიერი ხარ ხოლმე-ამთავრებს და მიყურებს, მიყურებს ისე, თითქოს უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და მანიშნებს, აი ხომ გამოგიჭირეო, თვალს არ ვაშორებ და ვპასუხობ: -ჯობს სიმართლის დავიტანჯო,მარტო, ვიდრე მტარვალთან ერთად ვიყო ბედნიერი -იღიმის და ჯდება. ვჯდები და მეწყება სინანულის წუთები, ვბრაზობ ისევ საკუთარ თავზე, ღმერთო როდის უნდა ვისწავლო საკუთარი თავის კონტროლი?როდემდე შეიძლება ასეთი დაუფიქრებელი ვიყო? ვინმეს ვაწყენინებ ჩემი გაუჩერებელი ენით, არადა არ მიყვარს საუბარი, ვერ ვიტან ლაყბობას, თან რა აზრი ქონდა ჩემს მოხსენებას? ჩაწვდება კი ამ პრინცესების ტვინი ამდენს? კიდევ სამი მოსაბეზრებბელი გაკვეთილი და უკვე სალხში წაასასვლელად ვემზადები,ეზოში გავდივარ და ნათიას წითელ მანქანას დავეძებ, აი, სად დაუყუნებია? ბარემ ფეხით წავიდოდი, მანქანისკენ მივემართები და ვიღაც მაჩერებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.