შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრინცი ამირი (სრულად)


8-06-2020, 03:01
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 19 099

თავი 1

თავიდანვე იცოდა, რომ რაღაც დიდი თავგადასავალი ელოდა, როცა ჩანთა აიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო დუბაიში გასამგზავრებლად. აქ აღარაფერი აკავებდა, აღარც ოჯახი და აღარც სხვა ვინმე ვინც მის გატეხილ გულს შეიფარებდა და გამთელებაში დაეხმარებოდა. მშობლების დანატოვარი ქონება თითქმის სულ გაყიდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ აქ აღარასდროს დაბრუნდებოდა, მაგრამ მამისეულ პატარა კოტეჯს ვერ დაემშვიდობა. მთელი ბავშვობის მოგონებები იქ ჰქონდა ღრმად ჩამარხული.
მანამ, სანამ მისი მშობლები ავტოკატასტროფას შეეწირებოდნენ უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. მაშინ 15 წლის გოგონა იყო, სკოლიდან მოსულს მეზობელმა ქალმა გაუღო სახლის კარი და ცრემლიანი თვალებით მიუსამძიმრა. ვერ ხვდებოდა რას უსამძიმრებდა ან რატომ ტიროდა ეს ქალი. სახლში შევარდა, ჩანთა იატაკზე მოისროლა დასამზარეულოს მიაშურა, სადაც წესით წინსაფარაკრული დედა უნდა დახვედროდა, მაგრამ არ დახვდა. მერე გააანალიზა მოხუცის ცრემლამოყოლებული ,, ვიზიარებ"- ის მნიშვნელობა, აღარც დედა ჰყავდა და აღარც მამა, სწორედ იმ წამს დასრულდა მისი უდარდელი ბავშვობაც.
მძღოლმა გორგოლაჭიანი პატარა ჩანთა მანქანის საბარგულში ჩააგდო და აეროპორტის გზას დაადგა. ისე უხაროდა აქედან წასვლა, მაგრამ თან ისე ჩხვლეტდა გული, ეგონა მისი წასვლით მშობლებს ღალატობდა, ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებოდა მათი საფლავების ნახვა. დიდი დრო გავიდა მას მერე რაც 15 წლის აღარ იყო, მაგრამ მაინც ვერ ჩააჩუმა ეს ტკივილი და ვერ ამოავსო სიცარიელე ორად გაყოფილ გულში.
დუბაის აეროპორტში არავინ დახვდა, ან ვინ უნდა დახვედროდა, არავის იცნობდა. ტაქსი გააჩერა და სასტუმროს მისამართი უთხრა. გეგმად ჰქონდა, უკან დაეტოვებინა ძველი ცხოვრება და დაეწყო ახალი, სხვანაირად ეს ყველაფერი გაანადგურებდა.
დუბაი ბავშვობიდან მისთვის სასურველი ქალაქი იყო. მამა უყვებოდა ხოლმე ამ ქალაქის და ზოგადად საუდის არაბეთის შესახებ. მამა აღმოსავლეთ მცოდნე იყო და მისგან იცოდა, რომ საუდის არაბეთში ქალთა უფლებები ძნელად დასაცავიიყო. ასევე მისგან იცოდა, რომ დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ქალაქი იყო დედაქალაქ აბუ- დაბის შემდეგ. ის მსოფლიოს ყველა ქალაქისგან გამოირჩევა თავისი სიმდიდრით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობებით და ხელოვნურად შექმნილი ულამაზესი კუნძულით.
დუბაის აღტაცებაში მოჰყავდა მამა- შვილი. განსაკუთრებით ხშირად საუბრობდნენ არაბული რელიგიური ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ნაგებობაზე- ჯუმეირას მეჩეთზე. ეს ქვეყანაში ერთადერთი მეჩეთია, სადაც არამუსლიმებს შეუძლიათ შესვლა, ამის მიზეზი კი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენა გახდა. მეორე ღირსშესანიშნაობა, რომლის ნახვასაც ჩასვლისთანავე აპირებდა, ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი ბურჯ ხალიფაა, რომლის 124- ე სართულზე მდებარე სათვალთვალო მოედნიდან ქალაქის თავბრუდამხვევი და შესანიშნავი ხედი იშლება. ხელოვნური კუნძული ,, პალმა“ ინჟინერიის ნამდვილი სასწაულია, რომელიც ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ მეორე ნაგებობაა კოსმოსიდან რომ ჩანს. ამ ყველაფერთან ერთად კი, თაიას ყველაზე მეტად რისი ნახვაც უნდოდა იყო ქალის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება ქალის როლს ისლამურ სამყაროში, მის მნიშვნელობას ოჯახში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სწორედ ამ ყველაფრის გამო აიღო გეზი მაინცდამაინც დუბაისკენ, ამასთანავე ფიქრობდა, რომ ამით საყვარელ მამასაც გაახარებდა.

*

ღამე დუბაიში? სამოთხეა. აქ ღამის ბაზრობა თვეში ერთხელ იმართება, გამოყრიან ხოლმე ძველმან ნივთებს და ყიდიან იმაზე ორჯერ იაფად ვიდრე თვითონ ჰქონდათ ნაყიდი, მაგრამ აქ უფრო კოლექციონერები დადიოდნენ.
პირველივე საღამოს ბარში წასვლა გადაწყვიტა. მართალია აქ ქალებს ეკრძალებოდათ არა მარტო ასეთ ადგილებში სიარული, არამედ საერთოდ დალევა, მაგრამ რადგან თავად არ იყო აქაური თავს უფლება მისცა შესულიყო სასტუმროსთან ახლოს მდება რებარ- რესტორანში და ცოტა დაელია. ერთი ჭიქა ტკბილი ღვინო და ნამცხვარი მისი ყოველ საღამომდელი ჩვეულება იყო. ბარ- რესტორნის კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდასთან მყუდროდ მოკალათდა და შეკვეთა იქ მიატანინა. რამდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენლის თვალი დაჟინებით მისჩერებოდა, ყველა გაკვირვებული და ამავე დროს განრისხებული იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი წესი ამ უღირსმა ქალმა უარყო.
იქაირობას თვალი მოავლო და მზერა ბარის ჩაბნელებულ კუთხეში მჯდარ სილუეტზე შეაჩერა. კაპიუშონ ჩამოფარებულის სახეს დროდადრო მოქაჩული სიგარის ალი ანათებდა და ნაცრისფერ, მრისხანე თვალებს უჩენდა. ადამიანზე მიშტერება ზოგადად მისი სტილი არ იყო, მაგრამ ამ მამაკაცმა თითქოს მიიჯაჭვა. მაგნიტივით იზიდავდა და აიძულებდა მისთვის თვალმოუშორებლად ეყურებინა. ბოლოს როგორც იქნა შეძლო თავის დაღწევა მისი უხილავი მარყუჟებისგან და მზერა მიმტანზე გადაიტანა, რომელსაც შეკვეთა უკვე მოეტანა.
-გემრიელად მიირთვით, - ჭიქა მის წინ დადგა და ღვინით აავსო, - ისე, გეტყობათ აქაური არ ხართ და ჩვენი წესები არ იცით. ქალს ეკრძალება ღვინის დალევა, ბარში შესვლაზე რომა ღარაფერი ვთქვათ. თუ საიდუმლო არ არის სადაური ბრძანდებით.
-ქართველი ვარ.
-პატარა, საყვარელი ქვეყანაა. დიდი ხნის წინ ტურისტული კომპანიის მეშვეობით ვეწვიე საქართველოს, - ისეთი ბედნიერი სახით ყვებოდა, ეტყობოდა, რომ საქართველოს ბუნებით აღტაცებული იყო, - ყაზბეგში ვიყავი, მერე სვანეთში, მერე გუდაურში.
-საქართველოს მთიანი მხარე დაგილაშქრავთ, - გაუღიმა და ღვინო მოსვა. უკვე თავს აბეზრებდა. ნუთუ უფროსი არ უყურებდა?
-დიახ. იცით, წელს კიდევ ვაპირებ წასვლას და დანარჩენი რეგიონების დათვალიერებას. თქვენ რამდენი ხანი აპირებთ დარჩენას?
-დიდი ხანი. რატომ მეკითხებით?
-არა ისე, მაინტერესებდა გიდობას თუ..., - სიტყვა ვიღაცის დაძახებამ გააწყვეტინა, აშკარა იყო მისი უფროსი იქნებოდა, ტუჩი მობრიცა და სახეზე ფერი ეცვალა. ქალს თავი დაუკრა, შეგერგოთო უთხრა და უკანმოუხედავად გაიქცა დახლისკენ. უფროსს თავდახრილი უსმენდა, მერე ლანგარი ბარის თავზე დადო და იმ კლიენტისკენ წავიდა, რომელზეც ორი წუთის წინ, ბარში მყოფ ერთადერთ ქალბატონს თვალი ჰქონდა მიშტერებული. მეტი ყურადღება აღარ მიუქცევია არავისთვის, ღვინოს წრუპავდა, ნამცხვარს მიირთმევდა, ინტერნეტში სიახლეებს კითხულობდა და დრო ასე უქმად გაჰყავდა.
ანგარიში მოითხოვა და ისევ ის მიმტანი რომ მივიდა, ეგონა ტვინს ისევ გაუბურღავდა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის წიგნაკი მიუტანა და უკან გაბრუნდა. წიგნაკიდან ოთხად მოკეცილი ფურცელი გადმოვარდა, სანამ გახსნიდა იფიქრა, რომ მიმტანმა თავისი ნომერი დაუტოვა, მაგრამ რომ გახსნა ვერაფერი ამოიკითხა. არაბული ცუდად იცოდა, ამიტომ ბარმენთან მივიდა და გადათარგმნა სთხოვა.
,, აქ არაფერი გესაქმებათ ახალგაზრდა ქალბატონო, ეს თქვენნაირების ადგილი არ არის. წადით'' - ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში, თან მუქარას ჰგავდა, თან გაფრთხილებასა და მზრუნველობას. მიმტანს რომ ჰკითხა ეს ვინ გამოგატანაო იმ მამაკაცზე მიუთითა ცოტახნით ადრე სიგარის ალი რომ უნათებდა სახეს, მაგრამ ის იქ აღარ იჯდა.
-როდის წავიდა?
-ანგარიში, რომ მოგიტანეთ მაშინ ადგა და წავიდა.
გარეთ გავიდა იმის იმედით, რომ ქუჩაში დახვდებოდა, მაგრამ არავინ იყო, გარდა ტაქსის მძღოლებისა. უკან შებრუნდა ჩანთა აიღო და სასტუმროში დაბრუნდა.რომ მენახა რა უნდა მეთქვა?- ფიქრობდა ის- არაბული მე არ ვიცი და შეიძლება იმას ინგლისური არ სცოდნოდა. ან იქნებ სექსუალური მანიაკი აღმოჩენილიყო, მერე? ასე დაუფიქრებლად რატომ ვიქცევი, ან გვიან რატომ ვაანალიზებ ყველაფერს, ხომ შეიძლება ჯერ დავფიქრდე და მერე ვიმოქმედო? არა ჰოპლას ვიძახი და მერე ვხტები, ჩემ შეცდომებზე ჭკუას ვერასოდეს ვსწავლობ.

***
უკვე ოთხი დღე იყო რაც დუბაის სასტუმროში აღამებდა და ათენებდა და ამ ოთხი დღის ფიქრის შემდეგ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილე ბამიიღო. იმ დღესვე უნდა წასულიყო და პატარა, მყუდრო სახლი ეპოვნა. ბევრი წუნიაობის მერე, როგორც იქნა ისეთი ბინა მოძებნა რომლის ზომაც, ფორმაც და ფასიც მისაღები გამოდგა მისთვის. იქამდე მისასვლელად ჯერ ბაზრობა უნდა გაევლო, მერე სასახლე და დუბაის სასტუმროები. ბაზრობაზე ათასნაირ ნივთებს ყიდიდნენ, ხელით ნაკეთ სამკაულებს, ხის ნაკეთობებს, ნაჭრის თოჯინებს და ა. შ. სულმა წასძლია და ერთ დახლს მიადგა, რომელზეც ვერცხლისფერი და ოროსფერი, თვლიანი სამაჯურები ჩაემწკრივებინათ.
- ეს რა ღირს? - გამყიდველმა ინგლისური არ იცოდა და არაბულად გაუგებარ სიტყვებს ამბობდა. ნივთი ადგილზე დააბრუნა და წასვლა დააპირა, ვიღაცის ინგლისური ნათქვამი რომ გაიგონა.
-გეუბნება, რომ ეს სამაჯური 35 დირჰამი ღირს.
-უკაცრავად?
-ის ამბობს, რომ სამაჯური 35 დირჰამი ღირს.
-აჰამ, გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის,- გაუღიმა და გზა განაგრძო, ამდენი მაინც არ ჰქონდა წაღებული, მაგრამ ახლა მხოლოდ ის ბიჭი ეფიქრებოდა. ღმერთო გამახსენე საიდან მეცნობა, სად ვნახე,- ფიქრობდა და გონებაში მისი სახის აღდგენას ცდილობდა, როცა წინ გადაუდგა და მოკუმული მუჭი გაუშვირა. თან ისე უღიმოდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ, მაგრამ მიუხედავად მისი ღიმილისა, ნაცრისფერ თვალებში უცნაური სევდა ამოიკითხა ქალმა. გამოშვერილი მუჭი გაშალა და ის სამაჯური დაანახა, ცოტა ხნის წინ რომ მოეწონა, თან უთხრა რომ ეს სამახსოვრო საჩუქარი იქნებოდა მისგან.
-მადლობა, მაგრამ ამას ვერ ავიღებ, - თავი დაუკრა და გაიარა, მოულოდნელად გვერდით რომ ამოუდგა და მასთან ერთად სეირნობა დაიწყო. გოგონა გაჩერდა, მამაკაციც გაჩერდა. სვლა დაიწყო და მანაც რიტმულად ააყოლა მის ნაბიჯებს ფეხი.
-უკაცრავად, რატომ მომყვებით?- მისკენ შეტრიალდა და სახეში შეხედა, ისევ ისე უაზროდ უღიმოდა და გაშლილ ხელის გულზე დადებულ სამაჯურს უწვდიდა. გიჟი ეგონა ან მანიაკი, ცოტაღა ეკლდა რომ არ ეყვირა და შველა ეთხოვა, მაგრამ მათხოვარს არ ჰგავდა, პირიქით კარგად ეცვა, თეთრი არაბული სამოსი და თავზე მამაკაცისთვის განკუთვნილი ჩალმა. ტიპიური არაბი იყო, არც მეტი არც ნაკლები,- მართლა არმინდა, მადლობა. ვაფასებ თქვენ გულკეთილობას, მაგრამ ამას ვერ გამოგართმევთ.
-ვიცი, რომ ეს თქვენთვის ძალიან მცირედია, მაგრამ გეფიცებით მთელი გულით გჩუქნით.
-მცირედი კი არა, ძალიან ძვირფასია და ამიტომ არ გართმევთ, მე ვინ ვარ, რომ თქვენგან საჩუქარი მივიღო? რა დამსახურება მაქვს?
-ძალიან ლამაზი ბრძანდებით.
-ღმერთო, ეს დამსახურებაა?
-თქვენი ღმერთისგან ბოძებული.
-ჩემი ღმერთისგან. ძალიან დიდი მადლობა.
-შეიძლება? - ხელი გაიშვირა და ქალის მაჯას შეეხო, წინააღმდეგობა არ გაუწევია და უფლება მისცა წითელი თვლებით გაწყობილი, ოქროსფერი სამაჯური მისთვის გაეკეთებინა.
-მადლობა ძალიან, ძალიან დიდი. ახლა კი ბოდიშს გიხდით, მე უნდა წავიდე, მეჩქარება, - მამაკაცის პასუხს აღარ დაელოდა, გვერდი აუარა და უცებ მობერილი ქარივით გაუჩინარდა ხალხით სავსე ქუჩაში.
მამაკაცი ისევ იდგა და იმ წერტილს გაჰყურებდა, სადამდეც მისი თვალთახედვა გასწვდა, სანამ ქალი გაუჩინარდებოდა.
- რა ხდება ძმაო, ნუთუ გული წაგართვეს?
-ვშიშობ, მართლაც ასეა ძმაო.
-დავიჯერო დუბაიში შენი მოსაწონი ქალი აღარ დაიარება?
-დაიარება და ის ახლახანს გაუჩინარდა.
-მე არაბი ვიგულისხმე, ის არაბია?
-არ ვიცი, არ მგონია, ინგლისურად საუბრობდა.
-არ გირჩევ ძმაო, შარში გაეხვევი. უცხოელია, მისი ქვეყანა არ გაპატიებს.
-განა მე რაიმე ცუდის ჩადენას ვაპირებ ძმაო? - წარბშეკრულმა გახედა მის მარცხნივ მდგომს, - როდისმე გინახავს ქალისთვის რამე დამეშავებინოს?
-ეგ არ მიგულისხმია ამირ, მაგრამ უცხო ქვექნის შვილია და უნდა გაფრთხილდე. შენს ცოლს რას უპირებ?
-ჩემს ცოლს რას ვუპირებ და... - მოულოდნელად ძირს დაიხარა და ნაპოვნ ნივთს თვალი შეავლო. ოქროსფერ ცეპზე ჯვარი ქანაობდა.
-ეგ რა არის, - მიუახლოვდა გვერდით მდგომი და კულონს დახედა, - ქრისტიანი ყოფილა.
-ალბათ ასეა, ჯვარს მხოლოდ ქრისტიანები ატარებენ, - მუჭში მოიქცია და გულზე მიიკრო, - კონკიას ისტორიას გავს, ფეხსაცმელი ყელსაბამით რომ შევცვალოთ.
-კონკიას ისტორიას კარგი დასასრული ჰქონდა?
-ნუთუ არ გახსოვს დედაჩემი რომ გვიყვებოდა ხოლმე?
-მე არა, შენ გიყვებოდა ხოლმე. მე არასდროს მხიბლავდა მასეთი ისტორიები.
-და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, - ისევ იმ წერტილს გახედა სადაც ქალი გაუჩინარდა, თავი დანანებით გაიქნია და ძმობილს უკან გაყვა. ფიქრობდა, რომ ეს ჯვარი მათი კიდევ ერთხელ შეხვედრის მიზეზი გახდებოდა.
ორ კვირიანი ცხოვრების შემდეგ როგორც იქნა შეეგუა ახალ სამყოფელს, ენის სწავლა დაიწყო, მიზნად დასახული ღირსშესანიშნაობები ნახა და როგორც ელოდა ქალის მუზეუმმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მასში. მუზეუმში თავმოყრილი არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამედროვე ქალბატონების შემოქმედებითი ნამუშევრების კოლექციის ნახვისას ეგონა, რომ სულაც არ იყო საუდის არაბეთში ყველაფერი ისე რთულად როგორც ამბობდნენ, თუმცა საკუთარი თვალებით დანახულმა რეალობამ ფიქრები შეაცვლევინა. მის პირდაპირ მცხოვრები ქალი ქმარმა ისე უმოწყალოდ სცემა, რომ მეორე დღისით გარეთ არ გამოსულა, არც მესამე დღეს უნახავს, მერე კი ფანჯრიდან შემთხვევით მოკრა თვალი სახედალილავებულს. გვერდით სახლში მცხოვრებმა ერთმა მოხუცმა აუხსნა, რომ თუ ცოლი ქმარს არ დაემორჩილებოდა ყველას ასეთი ბედი ელოდა. თავიდან თაიას ეს ქალი უნდობლად უყურებდა, უცხოელია არავინ იცის რას მოიმოქმედებსო, მაგრამ მერე ნელ- ნელა დაუახლოვდა და შეიყვარა, ხშირად აკითხავდა და იქაურ ამბებს უყვებოდა ხოლმე, შემთხვევით ისე მომხდარიყო, რომ საცხოვრებლად ყველაზე აგრესიული უბანი აერჩია. სხვაგან გადასვლაზე მაშინვე იფიქრა, როგორც კი ნაცემი მეზობელი დაინახა, მაგრამ მოულოდნელმა შემთხვევამ ხელი შეუშალა და საბოლოოდ შეცვალა კიდეც მისი დარჩენილი ცხოვრება.
ამ მოხუც ქალს შვილიშვილი ჰყავდა, ახალგაზრდა და სიმპათიური, ბებიას ყოველ დღე ნახულობდა და ახალგაზრდა ქალსაც მოიკითხავდა ხოლმე. მალევე მიხვდა, რომ გულში ჩავარდნოდა და ძლიერ შეყვარებოდა. რამდენჯერმე სცადა გადაეფიქრებინა, მაგრამ ყოველ მისვლაზე გრძნობა უახლდებოდა და უფრო მეტად უღვივდებოდა. თაია მის მიმართ არაფერს გრძნობდა გარდა მეგობრული სიყვარულისა და ეს აშმაგებდა მამაკაცს. ყოველ მის უარზე სკამიდან წამოხტებოდა და სწრაფი ნაბიჯით შორდებოდა ხოლმე იმ ადგილს, მეორე დღეს იგივე მეორდებოდა.
-მომისმინე შენ, კიდევ ერთხელ თუ მეტყვი მაგას და მერე გაიქცევი, გეფიცები სახლის კარს ჩაგიკეტავ. ბებიაშენს ვცემ პატივს თორემ აქ აღარ მოგიშვებდი.
-მართლა? მაშინ მიდი გამაგდე და კარი ჩამიკეტე. შენც დაისვენებ და მეც.
-გადი აქედან. ახლავე დატოვე ჩემი სახლი, - ჭიშკართან მივიდა, გამოაღო და თითით გარეთ გასვლა ანიშნა.
-არ წავალ, - ჟაკეტის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და სავარძელში ჩაჯდა.
-რას ქვია არ წახვალ, - წარბი შეკრა თაიამ და მამაკაცს მიუახლოვდა, - ახლავე ადექი და წადია ქედან.
-არ წავალ მეთქი გითხარი, აბა სცადე და გამაგდე, სანამ არ მომისმენ ფეხს არ მოვიცვლი აქედან,- ფეხი ფეხზე გადაიდო და კმაყოფილმა ახედა ქალს.
-რას ამბობ, რა უნდა მოვისმინო შენგან ახალი? ისევ მეტყვი, რომ გიყვარვარ და ჩემ უარზე წამოხტები და გაიქცევი?
-არა არ გავიქცევი, თაია. აღარ ვაპირებ წასვლას, სტრატეგია შევცვალე.
-აჰა, - გულზე ხელები დაიკრიფა თაიამ, - ახლა რაღა მოიფიქრე? დაჯდები აქ და იქამდე მიჩიჩინებ ერთსა და იმავეს სანამ გული არ გამიწყალდება და არ გეტყვი მეც მიყვარხარ მეთქი?
-თუნდაც.
-გიჟი ხარ.
-ვიცი.
-მაჰმუდ გეფიცები ბებიაშენთან მივალ და ვეტყვი, რომ მაწუხებ.
-მაგით არაფერი შეიცვლება, ბებიაჩემსაც უნდიხარ რძლად.
-ღმერთო ეს რა ხალხია, - ქართულად ამოილაპარაკა და ხელები გაშალა, - წადი თორემ პოლიციაში დავრეკავ.
-დარეკე. მე არაფრის და არავისი მეშინია. მიდი დარეკე და უთხარი სიყვარულისგან გაგიჟებული კაცი მაწუხებსო.
-არა მართლა გიჟი ხარ, ღმერთო, - ჩანთას და მობილურს ხელი დაავლო და ეზოდან გავიდა. მამაკაცი დაეწია, მკლავით დაიჭირა და ადგილზე გააჩერა, - ხელი გამიშვი, რას აკეთებ.
-სად მიდიხარ, თაია. გინდა, რომ უარესად გამაგიჟო?
-ამაზე მეტად შენ ვეღარ გაგიჟდები მაჰმუდ, ეს ბოლო სტადიაა. ხელი გამიშვი, - ხელი გააშვებინა და სვლა განაგრძო, მაგრამ მამაკაცმა ისევ დაიჭირა და წასვლის საშუალება არ მისცა.
-სად მიდიხარ მეთქი გეკითხები და პასუხი გამეცი.
-შენი საქმე არ არის, ხელი მეტკინა, გამიშვი მაჰმუდ.
-ჩემგან ვერ წახვალ, ვერ გამექცევი, - გაქაჩა და სახლისკენ გაათრია.
-გამიშვი, ხელი გამიშვი. მიშველეთ, არავინ ხარ?
-ეს შენი ქვეყანა არ გეგონოს პატარა ქალბატონო. აქ ქალს არავინ დაეხმარება.
-მიშველეთ, დამეხმარეთ ვინმემ. მაჰმუდ გამიშვი, მტკივა,- გაბრძოლება ამაო აღმოჩნდა, ყოველი მისი ქმედება მამაკაცისგან თავი დაეღწია დიდ ტკივილს აყენებდა მაჯაზე.
ამ ქვეყანაში ქალს ხმა არ ამოეღება, თუნდაც ყველას თვალწინ სჭრიდნენ ყელს მაინც არავინ მიეშველება, რადგან თუ კაცი ქალს სცემს ეს იმის მანიშნებელია, რომ არ დაემორჩილა. მიუხედავად დღევანდელობისა, 21- ე საუკუნისა, ქალები კვლავ აწყდებიან სერიოზულ დისკრიმინაციას ყოფით დონეზე. თანამედროვე ეპოქაში, ისლამმა მნივნელოვანი ცვლილება განიცადა. თანამედროვე მუსლიმურ საზოგადოებას განზრახული აქვთ ხელი შეუწყონ ისლამის მიმდევართა ყოფაცხოვრების სფეროში პროგრესული ცვლილებების შემოსვლას, თუმცა იმის გამო, რომ მოსახლეობის ყოფა- ცხოვრებისთვის შარიათი ამომავალი ვარსკვლავი იყო, ბევრი მამრობითი სქესის წარმომადგენელი უსამართლოდ მიიჩნევს ქალისთვის იმდენი უფლების მინიჭებას რამდენიც მათ აქვთ. ამას ისიც ერთვება, რომ ქალთა ნაწილიც არასწორად მიიჩნევს მამაკაცის გარეშე რაიმეს გაკეთებას, რადგან მამაკაცი მათთვის აღმატებულია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს ის, თუ რაოდენ დაბალ საფეხურზე დგანან მუსლიმი ქალები მუსლიმ კაცებთან შედარებით. ყურანის მეოთხე სურაში ნათქვამია- ,,მამაკაცები დგანან ქალებზე მაღლა იმიტომ, რომ ალაჰმა პირველთ მიანიჭა უპირატესობა მეორეებზე და იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ქონებას ხარჯავენ... წესიერი ქალები მოკრძალებულნი არიან, ინახავენ საიდუმლოს, რასაც ალაჰი ინახავს. ხოლო ვისი დაუმორჩილებლობისაც თქვენ გეშინიათ, დაიყოლიეთ, დააგდეთ ისინი ძირს და სცემეთ, და თუკი ისინი თქვენ წინაშე დანაშაულს ჩაიდენენ, ნება გეძლევათ სასჯელის ზომა არ ეძიოთ“.
-ტყუილად ყვირი, - შემობრუნდა და მისი სახე თითებს შორის მოიქცია, - ირგვლივ მიმოიხედე, შეხედე ფანჯრებს, აივნებს, შენ გიყურებენ და არ გეხმარებიან, - მთელი მეზობლობა აივნებზე გამოყრილიყვნენ და სანახაობას უყურებდნენ. არავინ ცდილობდა მის დახმარებას, რადგან ისინი უკვე შეჩვეულნი იყვნენ ამ წესს, ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ქალს კაცისთვის წინაარმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. შარიათის კანონს, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა გოგონას როგორც ცხოვრება, ისე სიცოცხლეც შეიწირა,- შენ ვერავინ დაგეხმარება, ვერავინ გიშველის, შენ ჩემი გახდები, ხვალ კი ქორწილი გვექნება.
-არასოდეს, არასოდეს გავხდები შენი საკუთრება. მე შენი სათამაშო არ ვარ მაჰმუდ. მე არ ვარ არაბი, ვერაფერს დამიშავებ, ვერაფერს მაიძულებ.
-სადაც ჩადის იქაურ ქუდს იფარებს ადამიანი, ახლა შენ უკვე ამ ქვეყნის შვილად ითვლები.
-მე ქრისტიანი ვარ.
-მაგასაც მოევლება. წამოდი, წინააღმდეგობას ნუღარ მიწევ, შენთვისვე იქნება უარესი,-ჭიშკარს მიახლოებულმა უფრო უმატა ყვირილს და შველას განწირული ითხოვდა. თავისუფალი ხელით ყველაფერს ებღაუჭებოდა რაც კი შეხვდებოდა და მხოლოდ ამით ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. იმ დღეს სწყევლიდა, როცა აქ ჩამოსვლა და ამ უბანში დასახლება გადაწყვიტა, სწყევლიდა იმ დღეს, როცა მაჰმუდი გაიცნო და იფიქრა, რომ მასთან მეგობრობა შესაძლებელი იყო. მოულოდნელად ერთმა აზრმა გაუელვა თავში, მამაკაცის ხელს დასწვდა და კბილები ჩაასო, გაუმართლა. ტკივილისგან სახედამანჭულმა მამაკაცმა ხელი გაუშვა თუ არა თაიამ დრო იხელთა და გაიქცა. კარგა ხნის სირბილის შემდეგ, მაშინ როცა ეგონა სამშვიდობოს გამოსული იყო და საფრთხე აღარ ემუქრებოდა, კუთხიდან მამაკაცი გამოვარდა და ძირს დააგდო. ზევიდან მოქცეული ხელებს უკავებდა და მის კოცნას ცდილობდა.
-მიხარია, რომ არ მაწვალე და შენი ფეხით მოხვედი აქამდე. ეს ყრუ უბანია, აქედან დასახლება ძალიან შორსაა, ასე რომ ბოლო ხმაზეც რომ იყვირო ვერავინ გიშველის, - კაბის ღილების შეხსნა დაუწყო.
-მაჰმუდ გამიშვი გთხოვ, ღმერთი არ გწამს? გემუდარები გამიშვი. მიშველეთ! დამეხმარეთ! - მშველელი ისევ არავინ ჩანდა და თაიასაც მხოლოდ ისღა დარჩენოდა თვალები დაეხუჭა და ელოცა. უცხო ქვეყანაში, მუსლიმურ ქვეყანაში ჩამოვიდა საცხოვრებლად, იქ სადაც ქალებს საშინაო ნივთებად მიიჩნევდნენ, სხვა რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა? ჯერ ჰოპ თქვა და მერე გადახტა და ეს გადახტომა ღირსების და სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. მაჰმუდის ტუჩების საზიზღარ შეხებას ყელსა და ლავიწზე გრძნობდა, მისმა სიმძიმემ სხეულის პარალიზება გამოიწვია და ახლა მამაკაცის სხეულ ქვეშ უსიცოცხლო ხის ქერქივით გაშეშებული იწვა. ეს არის ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წამები, - ფიქრობდა ის და თან ღმერთს პატიებას სთხოვდა ყველაფერი მისთვის რაც კი ცუდი ჩაუდენია და თავს ახლა მას აბარებდა. ღმერთისთვის სულ მიბარებულმა, თვალთ დაბნელებულმა, გონება თითქმის დაკარგულმა მოულოდნელად იგრძნო სიმძიმე როგორ მოეხსნა სხეულიდან და როგორ დაუარა თბილმა ჰაერმა მამაკაცის ოფლისგან დასველებული კაბის ქვეშ. მერე ბუნდოვნად ჩაესმა არაბული სიტყვები, რომლის ნახევარიც არ ესმოდა, ბუნდოვნად დაინახა ვიღაცის თითქოს ნაცნობი ნაცრისფერი თვალები და გონება საბოლოოდ დაკარგა.
-შენ ვინ ხარ, როგორ ბედავ და ხელს მიშლი, - თაიას გადამრჩენელისკენ იწევდა მაჰმუდი.
-მე ვინ ვარ? - ფეხზე წამოდგა ნაცრისფერთვალება, გულზე თაია ჰყავდა მიხუტული, - შენ ვინ ხარ, რომ ამდენს ბედავ, სხვის ღირსებას და პატიოსნებას ლახავ.
-ის ჩემი საცოლეა, - ქალის გამოსართმევად გაიწია მაჰმუდი, მაგრამ ნაცრისფერთვალებას წინ მდგარმა ორმა მამაკაცმა ხელები გადაუგრიხა და დააჩოქა.
-ჭკუას მოუხმე და ფრთხილად იყავი. მანამდეც შემჩნეული ხარ ამ ქმედების მცდელობაში და ეს საბოლოო იყოს, თორემ მერე სხვანაირად მოვიქცევი.
-ის ჩემი საცოლეა მეთქი არ გესმის? არ დავუშვებ ვიღაც ძაღლის შვილმა წამართვას.
-როგორ ბედავ ასეთ საუბარს, იცი შენ წინ ვინ დგას? - ერთ- ერთმა მამაკაცმა თავი ძალით დაახრევინა და შუბლით მიწას მიაწება.
-ისმაილ არ გინდა, შეეშვი. როგორც ჩანს ყველამ არ იცის ვინ ვარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გოგონას ნივთები აიღე და წავიდეთ, - თაია მანქანისკენ წაიყვანა და უკანა სავარძელზე მიაწვინა, თვითონ კი გვერდზე მიუჯდა და მისი ლამაზი თავი მუხლებზე დაიდო.
-ამ ქალს არ გაგატანთ მეთქი, - ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ისმაილმა წიხლი ჰკრა და გვერდზე გადააგდო.
-უნდა იცოდე ვისთან როგორ ისაუბრო, - წაქცეულის გვერდით ჩაიმუხლა და ყურში ჩასჩურჩულა, - თუ კიდევ გაბედავ რამე სისულელის ჩადენას, გეფიცები თვალს არ დავახამხამებ ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს. გასაგებია? - მაჰმუდს პირი ქვიშით ჰქონდა ამოვსებული და ვერაფერი თქვა, მამაკაცმა კი დუმილი თანხმობად ჩათვალა, თაიას ჩანთა აიღო და მანქანის საჭეს მიუჯდა,- სად წავიდეთ ბატონო, სასახლეში ვერ მივიყვანთ, მამათქვენი გაბრაზდება.
-ვიცი და ამიტომ სანაპიროს სახლში წავიდეთ ისმაილ, იქ მოვიფიქრებ შემდეგ რა ვქნათ.

***
სპარსეთის ყურე მდებარეობს ირანსა და არაბეთის ნახევარ კუნძულს შორის. ძვ. წ. 550 წელს აქემენიდების იმპერიამ დაარსა პირველი უძველესი იმპერია სპარსეთში, სახელსად- პარსები, ანუ თანამედროვე პროვინციები. შესაბამისად ზღვა, რომელიც ესაზღვრებოდა ამ პროვინციას, ცნობილი გახდა სპარსეთის ყურის სახელით. სწორედ ამ ყურის სამხრეთით არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროზე მდებარეობს დუბაი და სწორედ ამ ყურის ტალღების ხმა შემოდიოდა ბოლომდე გაღებული ფანჯრებიდან და ბუნდოვნად ჩაესმოდა მძინარე თაიას. მზის სხივები ქუთუთოებს უწვავდა და გაღვიძებას აიძულებდა. ძილბურანში ვიღაც მამაკაცის ხმაც ჩაესმა, ხმის მიმართულებით გადატრიალებულ თვალებით მისი მაღალი სხეული რომ დალანდა, შეშინებული წამოხტა საწოლიდან, ზედ გადაირბინა და კედელს ზურგით აეკრა.
-ჩემი ნუ გეშინია, - მშვიდობის ნიშნად ზევით აწეული ხელებით ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა, - არაფერს დაგიშავებ.
-ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა,- უნდობი თვალი მაგიდაზე დადებული ხილის დანისკენ გააპარა.
-შენგან არაფერი მინდა, მე უბრალოდ დაგეხმარე.
-სად ვარ.
-ჩემს სახლში, უსაფრთხოდ.
-მაჰმუდი სად არის.
-არ ვიცი.
-მოკალი?- ბოლო ხმაზე იყვირა და სახეზე ხელები აიფარა.
-იმ ადამიანის მდგომარეობა რაში გადარდებს, რომელმაც შენზე ძალადობა სცადა? - გაკვირვებით გახედა.
-თქვი მოკალი, თუ არა.
-არ მომიკლავს, მასეთი ადამიანის სისხლში ხელს არასდროს გავისვრი,-მისკენ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, თაია დანას დასწვდა და მთელი ძალით მოუქნია,- რას აკეთებ?!
-მანდ გაჩერდი. ერთ ნაბიჯსაც თუ გადმოდგავ გეფიცები მოგკლავ.
-ძალიან გაბედული ყოფილხარ მაგ პატარა დანით, რომ მემუქრები,- ხელი სტაცა და საგანი ხელიდან წაართვა.
-გამიშვი, - ხელი ჰკრა და ოთახიდან გავარდა, დერეფნის ბოლოს დანახული კარისკენ გაიქცა და გამოაღო. სამსაფეხურიანი კიბიდან ინერციით გადავარდა და ქვიშაში ჩაეფლო.
-ჯანდაბა,- ყვითელი ქვიშით დასვრილი ხელის გულები დაიბერტყა.
-კარგად ხარ? - მისკენ დაიხარა და მკლავში სწვდა წამოსაყენებლად.
-ხელი არ მახლო, - მამაკაცის ძლიერი მკლავებისგან დამსხლტარი ზღვისკენ გაიქცა, მუხლებამდე წყალში შესულს, როცა უკვე აღმოაჩინა, რომ თავისი კაბა კი არა ატმისფერი პიჟამა და ხალათი ეცვა გული გადაუქანდა,- ეს რა არის, რა მაცვია.
-შენი სამოსი აღარ ვარგოდა და...,- მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ფეხსაცმელების გახდა დაიწყო.
-და შენ გამომიცვალე? - დაასრულა თაიამ,- როგორ გაბედე. ვინ ხარ, რომ ამდენს ბედავ. მეფე ხარ თუ პრინცი? - ამ კითხვაზე მამაკაცს ჩაეცინა, - რა გაცინებს, სასაცილო ვთქვი რამე?
-არა არაფერი.
-აბა რატომ იცინი?
-მაპატიე, არ მინდოდა, - წყალში შეტოპა და ქალს მიუახლოვდა, - კარგი. სახლიდან გამომექეცი, ახლა სადღა გამექცევი?
-შენ გგონია ცურვა არ ვიცი?
-დარწმუნებული ვარ არ იცი?
-სულ ტყუილად.
-მაშინ დამიმტკიცე, - ლურჯი ატლასის პერანგი გაიხადა, მუჭში ჩაკუჭა და სანაპიროზე მოისროლა.
-მოიცადე, რას აკეთებ, არ გინდა, - ზურგით შეტრიალდა თაია და თვალებზე ხელები აიფარა, - არ შეიძლება.
-რატომ არ შეიძლება? შენ ხომ მუსლიმი არ ხარ?
-არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიშველ კაცებს უნდა ვუთვალთვალო.
-კარგი, ნუ გრცხვენია.
-არ მრცხვენია.
-გრცხვენია.
-არ მრცხვენია მეთქი, რატომ არ გესმის? - მერე შებრუნდა და გულმკერდზე ხელები დაიკრიფა, - აჰა, შემოვბრუნდი და გიყურებ, რამე იცვლება ამით?
-არაფერი, - თვალი ჩაუკრა და ზღვაში შეცურდა, თაია უყურებდა ტალღებ ქვეშ როგორი კვლევდა გზას.
რატომ ახსოვდა ეს ნაცრისფერი თვალები, საიდან, როგორ. თითქოს სადღაც უკვე ყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად ნაცნობი იყო, რომ თავისად დაიგულა ლამის. ფიქრებში გართულს, მოულოდნელად მის წინ მამაკაცმა რომ ამოყვინთა თვალები გაუფართოვდა. თაიაზე ბევრად მაღალი იყო, დაკუნთული სხეულით, გარუჯული. ყველა ქალი რომ ოცნებობს ისეთი. თაიასაც ენა ჩაავარდნინა მისმა სხეულის სრულყოფილებამ, ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ტუჩს შიგნიდან უკბინა. მარცხენა მკლავზე ქალისთვის გაურკვეველი, ლამაზი მოყვანილობის არაბული სიტყვები ამოესვირინგებინა და წრიულ ფორმად შეეკრა.
-შენ რატომ არ ცურავ?- უცებ გამოაფხიზლა მისმა ხავერდოვანმა ხმამ, ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და სხეულიდან მზერა მის თვალებზე გადაიტანა.
-ცურვა არ ვიცი. წასვლა მინდა.
-სად წახვალ, თაია?
-სახლში.
-რომელ სახლში, იქ სადაც მეზობლად მოძალადე ცხოვრობს?
-სხვა წასასვლელი მაინც არ მაქვს.
-აქ დარჩი.
-ეს ჩემი სახლი არ არის.
-არც ის არის შენი სახლი, მაგრამ მაინც გინდა იქ დაბრუნება. წამოდი.
-სად?
-სახლში შევიდეთ, ტანისსამოსს მოგცემ,- უკან მორჩილად აედევნა. არ უნდოდა, მაგრამ ამ ფორმაში ვერსად წავიდოდა. სახლში შესულებმა დერეფანი გაიარეს და იმ ოთახს მიადგნენ სადაც რამდენიმე წუთის წინ თაიას ეძინა. მამაკაცმა კარადიდან არაბული კაბა გამოიღო და გაუწოდა, თვითონ კი კარისკენ დაიძრა. სანამ გავიდოდა შემობრუნდა და ქალს თვალი შეავლო, - რომ ჩაიცმევ გამოდი, ვისადილოთ. და ხოო, მართლა, მე შენი სახელი ვიცი, შენ კი არც მეკითხები რა მქვია.
-რა გქვია?
-ამირი, - გაუღიმა და გავიდა, მარტო დატოვა თავის არეულ ფიქრებთან ერთად.
თეთრ აბიაში გამოწყობილი თაია არაბ ქალს დამსგავსებოდა, ყურადღება არ მიაქცია სავარძელზე მიფენილ თავსაბურავს და ოთახიდან ისე გავიდა. ამირი სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა, შემოსული რომ დაინახა, ვიღაცას დაემშვიდობა და გათიშა.
-შენი შეყვარებული არ გაბრაზდება, როცა ამ ამბავს გაიგებს ბატონო ამირ? - წინ დაუდგა და ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა.
-შეყვარებული არ მყავს.
-ცოლი?- მამაკაცმა თავი ჩახარა, - ვიცი თქვენი წესები, ორცოლიანობა, მრავალცოლიანობა და საყვარლები. ვინ ხარ სინამდვილეში?
-ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი, - მაგიდასთან მივიდა და ჭიქაში ფორთოხლის წვენი დაისხა, - შეიძლება ხომ?
-კი, რა თქმა უნდა. დაჯექი, ვისადილოთ.
-არ მშია. მე წავალ, მეტს აღარ შეგაწუხებ.
-სად მიდიხარ? - სამზარეულოდან გასულს უკან აედევნა და შეაჩერა.
-ამას შენთვის რამე მნიშვნელობა ააქვს?
-კი აქვს.
-რატომ?
-რას ქვია რატომ?
-რატომ აქვს შენთვის იმას მნიშვნელობა თუ სად წავალ მე? გადამარჩინე და ამისთვის დიდი მადლობას გიხდი, მაგრამ არ გაქვს უფლება აქ ძალით გამაჩერო.
-აქ ძალით არ გაჩერებ, თაია.
-აბა ამას რა ჰქვია? ხელით გიჭერივარ და წასვლის საშუალებას არ მაძლევ.
-შენზე ვღელავ.
-რატომ ღელავ ჩემზე ბატონო ამირ, შენ ხომ არც კი მიცნობ. ორჯერ შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ რამე ვალდებულება გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, - უკვე გახსენებოდა საიდან ეცნობოდა ეს ნაცრისფერი თვალები. პირველად ბარ- რესტორანში დაინახა, მერე კი სამაჯური აჩუქა.
-დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო ვიღაცაზე ზრუნვა რომ გადაწყვიტო. წამოდი, ისადილე და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, - ხელით გაქაჩა და ისევ სამზარეულოში შეიყვანა, - დაჯექი, - სკამი გამოუწია ჯელტმენივით.
-მადლობა.
სადილმა ჩუმად ჩაიარა. ხმა არც ერთს ამოუღია, მაგრამ თვალებით ბევრი რამ უთხრეს ერთმანეთს. თაიას წასვლა უნდოდა, ამირს კი მისი იქ დარჩენა. პირველად ნახა ქალი, რომელიც მისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მანამდე არავის გაუკეთებია ასეთი რამ.
-ჩუმად რატომ ხარ?- წვენი მოსვა და სკამი მასთან ახლოს მიაჩოჩა.
-რა გინდა, რომ ვთქვა?
-არაფერი გაინტერესებს ჩემზე?
-შეიძლება მაინტერესებს, შეიძლება არა. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ნივთი დამიბრუნო.
-რა ნივთი? - იცოდა რაზეც საუბრობდა და მექანიკურად კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს ხელი შეახო.
-ეს შენთვის არ შეიძლება, თქვენი ღმერთი განგირისხდება.
-ალაჰი მხოლოდ მასთან არის მრისხანე, ვინც მას უარყოფს, მე კი მსგავსი არაფერი ჩამიდენია,- ჯვარი მოიხსნა და გაუწოდა, - მაშინ დაგივარდა სამაჯური რომ მოგეცი. შესაკრავი დაზიანებული ჰქონდა და შევუცვალე.
-მადლობა, საჭირო არ იყო.
-მიამბე შენზე.
-რა გაინტერესებს?
-ყველაფერი.
-მაინც?
-რა საქმე გაქვს ქრისტიან ქალს მუსლიმურ ქვეყანაში?
-თავგადასავლების საძიებლად ჩამოვედი, - ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.
-და იპოვე კიდეც, არა? - ისიც წამოდგა და უკან მიყვა.
-კი ვიპოვე, მაგრამ ასეთ თავგადასავალს არ ვეძებდი, - მერე უკან მომავალს გახედა და ჩაიღიმა, - ნუ გეშინია არ გავიქცევი. შენი თქმისა არ იყოს წასასვლელი მართლა არსად მაქვს. საქართველოში არავინ მყავს რომ მომიკითხოს, აქ კი..., - თავი ჩახარა და გატრიალდა.
-შენი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო.
-მართალია, - ნაცნობ დერეფანს გაუყვა, კარი გამოაღო და გარეთ გასული კიბეზე ჩამოჯდა. მამაკაცმაც მიბაძა და გვერდით მიუჯდა,- შენ მომიყევი შენზე, დიდი ისტორია გექნება ცხოვრების.
-იმდენად დიდია, რომ მთელი სიცოცხლე არ მეყოფა ამის მოსაყოლად.
-რამდენი წლის ხარ?
-32- ის. შენ?
-22- ის.
-ძალიან პატარა ხარ ასეთი თავგადასავლებისთვის. შენი მშობლები რას იტყვიან რომ გაიგებენ.
-დიდი ხანია მშობლები აღარ მყავს.
-ვწუხვარ, - თაიამ თავი დააქნია და ჰორიზონტს გახედა. კაშკაშა მზის სხივები წყლის ზედაპირს ეხეთქებოდა და ბრილიანტივით ბრჭყვიალა მასას ქმნიდა. საქართველოდან წამოსვლისას გეგმავდა ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ ასე ცუდად თუ დაიწყებოდა არც კი უფიქრია. თუმცა ამ ახლად დაწყებულ ცხოვრებას თავისი დადებითიც ჰქონდა, ზღაპრიდან გადმოსული გმირი ახლა მის გვერდით იჯდა, გაშლილი ხელით მზეს იჩრდილავდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. ნუთუ ეს იყო ის მამაკაცი მაჰმუდის ბებიამ მის ყავის ჭიქაში რომ აღმოაჩინა? მაშინ უთხრა, რომ დიდი ბედნიერება ელოდა, მაგრამ ამ ბედნიერებას უბედურებაც მოსდევდა უკან. დადგება დღე, - უთხრა მან, - როცა ნაცრისფერ თვალება მამაკაცი გამოჩნდება შენ მშველელად და წაგიყვანს იქ სადაც ბევრი ქალი ოცნებობს მოხვედრას.








თავი 2

იატაკზე დაგდებულ განიერ ბალიშებზე ფეხმორთხმით მჯდარი მამაკაცი ჩილიმს გამეტებით ეწეოდა და კრიალოსანს ათამაშებდა ხელში. მისი ფიქრები ერთი წერტილისკენ იყვნენ გაფრენილნი და გრძნობა დაკარგულივით უბუჟებდა მთელ სხეულს. არაბულ სამოსში გამოწყობილს ისე ჩაებღუჯა კრიალოსანი ცოტაც და გაწყდებოდა და გაწყდა კიდეც. მარგალიტის ბურთულები ხალიჩაზე მიმოიფანტა ჟღრიალით. განრისხებულმა დაბალ შუშის მაგიდაზე მიაგდო ჩილიმის ტუჩი და ფეხზე წამოვარდა, ისმაილს ეძახდა. შესვლისთანავე ამირი მოიკითხა.
-ჩემი ვაჟი სად არის ისმაილ, ამ დროს სასახლეში რატომ არ არის.
-ის... ჩემო ბატონო, პრინცი ამირი სანაპიროს სახლშია.
-მარტო?
-არა, მარტო არ არის დაცვა დავტოვე.
-შენც უნდა დარჩენილიყავი მასთან ისმაილ. ერთადერთი ვაჟი მყავს და არ მინდა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
-ბოდიშს გიხდით ბატონო. ჩემი ქალიშვილი ავად გახდა და პრინცმა დამრთო ნება, რომ წამოვსულიყავი, - თავი ჩახარა.
-და ახლა როგორ არის ჩემი შვილიშვილი?
-უკეთესად ბატონო, მადლობა, - ამირის მამამ გაუღიმა და მხარზე ხელი თბილად დაჰკრა სიძეს. ამირის მერე მხოლოდ ის იყო ერთადერთი, ვისაც ენდობოდა.
-კარგი, წავიდეთ ისმაილ, ჩემს ვაჟთან მივდივართ.
-ბატონო პრინცს ახლა არ ეცლება,- ორჭოფობით წარმოთქვა და ოთახიდან გასულს უკან აედევნა.
-რას ქვია პრინცს არ ეცლება? მამის სანახავად არ ეცლება? ნებართვა უნდა ავიღო?
-არა ბატონო, ბოდიშს გიხდით. უბრალოდ ის...
-ქალთან ერთად არის? - ბიჭს სახეზე სიწითლე შეეტყო. მორცხვად დაუქნია თავი. მამაკაცმა ჩაიცინა, - ეს მერამდენეა?
-ამჯერად ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ.
-ამიხსენი.
-ის გოგონა ადრე ნახა ბაზარში და გულში ჩაუვარდა. მისი ყელსაბამი იპოვა და მიზნად დაისახა, რომ იპოვიდა და იპოვა კიდეც. ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ ერთ- ერთ განაპირა და მიყრუებულ უბანში დასახლებულა. პრინცმა ეს გაიგო თუ არა მაშინვე მის სანახავად წავიდა, მე და კიდევ ერთი მცველი გავყევით. იქამდე მისასვლელად ყრუ უბანს გავდიოდით, მოულოდნელად პრინცმა რომ დაიყვირა და გაჩერება გვიბრძანა, მანქანიდან გადახტა და კუთხისკენ გაიქცა.გვიან დავინახე, ერთ არაკაცს გოგონა ძირს დაეგდო და მასზე ძალის გამოყენებას ცდილობდა. პრინცი დაეხმარა და გოგო გადაარჩინა და ეს გოგო ზუსტად ის აღმოჩნდა ვისაც ამდენი ხანი ეძებდა. გულწასული იყო სანაპიროს სახლში რომ მივიყვანეთ.
-გოგო სადაურია, - ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ამოილაპარაკა, - ჩვენებურია?
-როგორც ვიცი არა. ბაზარში ამირს ინგლისურად ესაუბრა, ჯვარი ეკეთა.
-ჯვარი? - მრისხანება შეეპარა ხმაში,- არ დავუშვებ, რომ ჩემს ვაჟს ვიღაც ქრისტიანი შეუყვარდეს. იმყოფინოს ის ცოლი რომელიც ჰყავს, ახალი თუ მოუნდება მე შევურჩევ.
-არა ბატონო, ამირს ის არ უყვარს, უბრალოდ ჯვარის დაბრუნება უნდოდა, მერე კი უბრალოდ დაეხმარა, მეტი არაფეტი, - სცადა ძმობილის დაცვა და მანათობელ მობილურს დახედა, ამირი რეკავდა.
-უპასუხე და უთხარი სასწრაფოდ აქ გაჩნდეს. ვანახებ მე მაგას როგორ უნდა ქრისტიანი ქალის შეყვარება, არაბები დაილივნენ განა?

***
-კარგი ისმაილ, გასაგებია. მადლობა, - მობილური გათიშა და უკმაყოფილოდ მიაგდო დივანზე. თაია ოთახში რომ შევიდა ლაპარაკი ორივემ ერთდროულად დაიწყო.
-მამაჩემს უნდა, რომ სახლში დავბრუნდე.
-მაჰმუდი მირეკვდა.
-რაა?
-რაა?
-მოიცადე, ჯერ შენ მითხარი, - ჩაეღიმა და სიტყვა თაიას დაუთმო.
-არაჯერ შენ თქვი, რისი თმა გინდოდა.
-კარგი. მამაჩემს უნდა, რომ სახლში დავბრუნდე, რაღაც საქმე აქვს ჩემთან.
-კარგი, არ არის პრობლემა. მეც ისედაც წასვლას ვაპირებდი, - გაუღიმა და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-შენ რის თქმას აპირებდი ჩემთვის?
-მნიშვნელოვანი არაფერია. აქედან სახლში როგორ მივიდე?
-თაია მითხარი, ნუ მიმალავ. ის ბიჭი გირეკავდა?
-კიი, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო, ვერაფერს დამიშავებს, - გასასვლელისკენ აიღო გეზი, მაგრამ მამაკაცი დაეწია და წინ გადაუდგა.
-რას ქვია ყურადღება არ მივაქციო თაია? ვერსადაც ვერ წახვალ,-კარი ჩაკეტა და გასაღები მუჭში მოიქცია.
-რას აკეთებ, გაგიჟდი? - კარს მივარდა და ჯაჯგური დაუწყო, - გასაღები მომეცი.
-აქედან ვერ წახვალ მეთქი თაია, და მითუმეტეს იმ სახლში არ გაგიშვებ. დაცვას ვეტყვი და შენს ნივთებს მოვატანინებ, მაგრამ შენ აქედან ფეხს ვერ მოიცვლი.
-რა სისულელეს ამბობ, მე შენი ტყვე არ ვარ, - გასაღებიან ხელს წაეტანა და მისი წართმევა სცადა, მაგრამ მამაკაცმა ხელი ზევით ასწია,- გასაღები მომეცი ამირ. მე შენი ცოლი არ ვარ, როგორც მოგინდება ისე რომ მომექცე.
-ჩემს ცოლს ასე არ ვექცევი, მას ჩემი ერთი ნათქვამიც ყოფნის.
-მე არ გავაკეთებ იმას რაც შენ მოგინდება, მე შენი საკუთრება არ ვარ, - მამაკაცის მაღლა აწეულ ხელს წაეპოტინა, მაგრამ ვერ ჩამოაწევინა. თაიაზე ბევრად მაღალს ჯანღონეც დიდი ჰქონდა და მასთან ვერაფერი გააწყო, ძალა არ ეყო, - მომეცი, - იყვირა და ზევით ახტა მის დასაჭერად. დახტომისას ფეხი გადაუბრუნდა და წაბორძიკდა. მამაკაცის სწრაფი, ძლიერი მკლავები მის წელს შემოეხვია და მკერდზე აიკრა, დაცემას გადაარჩინა. მათი ტუჩები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ორივე გრძნობდა ერთმანეთის ცხელ სუნთქვას. თაიას მკლავები ამირის კისერზე ჰქონდა შემოხვეული. ვერც კი მოასწრო გაცნობიერება ისე დაეწაფა მის მწიფე ბროწეულისფერ ტუჩებს მამაკაცი და ვნებიანად აკოცა, მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ადგილზე გააქვავა. უკან-უკან სვლით კედელს ზურგით ააკრა ამირმა და მისი ტუჩებიდან ლოყის გავლით ყელზე გადაინაცვლა, ქალმა გონება გათიშა და თვალები მილულა სიამოვნებისგან, მოულოდნელად ტელეფონი რომ გამოსტაცეს ხელიდან და მარტო დატოვეს. თვალები რომ გაახილა ამირი უკვე ღია კარში იდგა და იცინოდა.
-ამირ არა, - მისკენ გაიქცა, მაგრამ მამაკაცმა კარის დახურვა და გარედან ჩაკეტვა მოასწრო.
-მანდ იყავი და დამელოდე, თუ რამე დაგჭირდება დაცვას უთხარი და ყველაფერს გააკეთებს.
-რას აკეთებ, კარი გამიღე. ამირ გესმის? აქ არ დავრჩები, კარი გამიღე. ჯანდაბა შენ თავს, გააღე ეს დაწყევლილი კარი. ამირ, - კარს ეჯაჯგურებოდა და გაღებას ცდილობდა. მერე ოთახში შევარდა და ფანჯრის რაფაზე აძვრა, რიკულებს თითები შემოხვია და მანქანისკენ მიმავალ მამაკაცს დაუძახა, - ამიირ, არ წახვიდე. კარი გამიღე გთხოვ, გესმის? არ გესმის? ჰეი, შენ გელაპარაკები, გაჩერდი.
-რა გინდა თაია? - შემობრუნდა და განრისხებისგან აწითლებულ ქალს ქვევიდან ახედა, სახე უცინოდა.
-გამომიშვი მეთქი, არ გესმის?
-არა არ მესმის. ეტყობა ყურში წყალი ჩამივიდა ცურვისას და აღარაფერი მესმის,-გაიცინა და მანქანისკენ გატრიალდა.
-ნუ მასხარაობ, გამომიშვი მეთქი. უნდა წავიდე, გაიგე უკვე, - ყვირილზე გადავიდა თაია და ხელი რიკულს დაჰკრა, - აქ ვერ გამაჩერებ, უფლება არ გაქვს.
-შენ რა იცი მე რისი უფლება მაქვს და რისი არა? - დასერიოზულებული სახით შემობრუნდა და ფანჯარას მიუახლოვდა.
-ჩემთან მიმართებაში არაფრის უფლება არ გაქვს. არც პრეზიდენტი ხარ, არც მეფე და მითუმეტეს არც პრინცი, - რიკულიდან პატარა ბალიში გააძვრინა და ესროლა. მამაკაცმა აიცილა.
-და შენ რა იცი, რომ მე პრინცი არ ვარ? - ძირს დაგდებული ბალიში აიღო და ეზოს ძელსკამზე დადო.
-სისულელეს ნუ როშავ, გამომიშვი მეთქი.
-არა,-მეტის თქმა აღარ დააცადა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. თაია კი ბოლო ხმაზე ყვიროდა და წასულს ქართულად ლანძღავდა. მერე იქვე მდგარი დაცვა დაინახა და ცოტა შვება იგრძნო, იმედი ჩაესახა.
-ჰეი, დაცვა, ინგლისურად ლაპარაკობ?
-დიახ ქალბატონო, - თავი დაუკრა და ფანჯარას მიუახლოვდა.
-რა გქვია?
-ქადირი, ჩემო ქალბატონო.
-ქადირ, შეგიძლია კარი გამიღო? - დატკბა თაია და წამწამები აუფახულა.
-სამწუხაროდ არა ქალბატონო.
-რას ქვია არა, - ისევ უკან დაუბრუნდა უკან დახეული სიბრაზე.
-მაპატიეთ ქალბატონო, სხვა ხომ არაფერი შემიძლია თქვენთვის რომ გავაკეთო?
-არაფერი, - ფანჯრის რაფიდან ჩამოძვრა და იქაურობა მოათვალიერა, არანაირი ტელეფონი, არანაირი კომუნიკაციის სხვა წყარო, რითაც შეძლებდა დახმარება ეთხოვა. ავეჯით გადატენილი ოთახი, მაგრამ არა ტელეფონი. ალბათ ამირმა წინასწარ იცოდა, რომ თაიას იქ ვერ დააკავებდა,-ჯანდაბა შენ თავს ამირ, ჯანდაბა შენ თავს.
სახლის თვალიერება დაიწყო, რაღაცით ხომ უნდა გაეყვანა დრო სანამ ამირი უკან დაბრუნებას იკადრებდა. არც ისე დიდი სახლი ხუთ ოთახს მოიცავდა. ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და პატარა კაბინეტი, რომლის ერთი კედელიც მთლიანად წიგნებს მოეცვა. თაიას ბედნიერების წერტილი ბიბლიოთეკის კედლებიდან იწყებოდა და იქვე სრულდებოდა. გორგოლაჭებიან კიბეზე შედგა და წიგნებს თვალიერება დაუწყო. უძველესიდან უახლესისკენ. აქ თავი მოეყარათ ისეთ ავტორებს, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე დიუმა, თეოდორ დოსტოევსკი, ართურ კონან დოილი, ალფონს დოდე, ალბერტ კოენი, ორჰან ფამუქი, აგათა კრისტი, შექსპირი, ვიქტორ ჰიუგო, შტეფან ცვაიგი და სხვა უამრავი ავტორი, რომლებიც ჯერ არ გაეგო თაიას. ყველა ავტორის ყველა წიგნი ადგილზე იყო და მკითხველს ელოდა. ქრონოლოგიურად ჩამწკრივებულ წიგნებს თითი ჩააყოლა და მოულოდნელად გაშეშდა. დანახულს არ უჯერებდა, ეგონა ეჩვენებოდა ან სხვა წიგნი იყო მსგავსი ყდით. წიგნებს შორიდან გამოაძვრინა და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანიშერჩა.ქართული წიგნი, ქართულ ენაზე არაბულ ქვეყანაში რას აკეთებდა? აშკარა იყო ამირს უყვარდა წიგნების კითხვა, მაგრამ ამას ხომ ვერ წაიკითხავდა? ამ გაოცებასთან ერთად იმხელა სიხარული ჩაეღვარა გულში ქართული წიგნის დანახვაზე, რომ გულზე მიიხუტა და მთელი ემოციებით გაიცინა. ეს იყო რაღაც აღუწერელი გრძნობა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელი იყო მისთვის. ბედნიერი სავარძელში ჩაჯდა, წიგნი გადაშალა და თავისი საყვარელი აბზაცების კითხვა დაიწყო-
,, მიჯნურსა თვალად სიტურფე
მართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე,
სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა,
მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
ვისცა ეს სრულად არა სჭირს,
აკლია მიჯნურთ ზნეობა.
მიჯნურობა არის ტურფა,
საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა,
არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა,
შუა უზის დიდი ზღვარი.
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა,
გესმის ჩემი ნაუბარი? "...

***

ამირი სანაპიროს სახლში რომ დაბრუნდა თაია ჩაძინებული დახვდა, მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო და მშვიდად ეძინა. წიგნი აიღო, დაკეცა და მის წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა. ისე უყურებდა, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა და ბევრი ძებნის შემდეგ როგორც იქნა იპოვა. არარსებული მონატრება ჩაექსოვებინა გამოხედვაში და ცრემლმომდგარი ნაცრისფერი თვალებით შესცქეროდა მის წინ მჯდომ, მძინარ ქალს, რომელიც გულში ჩავარდნოდა გაუცნობიერებლად. ერთი ნახვით შეყვარება, რომლისაც არასოდეს სჯეროდა, ახლა მას სწვეოდა და სტანჯავდა, რადგან იცოდა ეს ქალი მისი არასოდეს გახდებოდა. მისკენ გადაიხარა და სახეზე ჩამოყრილი ონავარი ხვეულები ყურს უკან გადაუწია. არ უნდოდა გაღვიძებოდა, მაგრამ მის შეხებაზე თაია შეიშმუშნა და თვალები გაახილა, მამაკაცის დანახვაზე მოულოდნელად შეჰყვირა.
-დამშვიდდი, მე ვარ, - ხელები აწია მშვიდობის ნიშნად.
-ვიცი, რომ შენ ხარ. უბრალოდ ისეთი მოულოდნელი იყო შენი დანახვა, თან სიზმარშიც შენ...,-უცბად გაჩერდა და მოღიმარ ამირს გახედა.
-სიზმარში მნახე თაია?-სიცილს ძლივს იკავებდა.
-არა.
-აღიარე, - ტუჩებზე თითები ჰქონდა აფარებული სიცილის შესაკავებლად.
-არ მინახავხარ მეთქი.
-მიხარია, რომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია, - წელში გასწორდა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო კმაყოფილი.
-საიდან მოიტანე რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია? - გულმკერდზე ხელები დაიკრიფა და წარბშეკრულად გახედა მამაკაცს.
-ვიცი და სხვათა შორის მაგ წინადადებით შენი ტყუილი გამოამჟღავნე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მე დაგესიზმრე,- თვალი ჩაუკრა ნიშნის მოგებით.
-სისულელეა, - გაბრაზებულმა დაიყვირა და ფეხზე წამოხტა. სანამ მამაკაცი წამოდგებოდა მოასწრო და დერეფანში გავარდა, გასასვლელი კარის სახელურს წაეტანა იმ იმედით, რომ გაქცევას შეძლებდა, მაგრამ დაკეტილი დახვდა,-ჯანდაბა შენ თავს ამირ..., - ფეხების ბაკუნით კაბინეტში შებრუნდა. მისდა გასაკვირად ამირი სავარძელში მჯდომი დახვდა, მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო და კითხულობდა, მშვიდად და აუღელვებლად. მის წინ დადგა და დააშტერდა, იქამდე უყურა სანამ მამაკაცმა არ ამოიხედა, - კარი რატომ არის ჩაკეტილი?
-და შენ რატომ იფიქრე, რომ ღიას დავტოვებდი?
-მომეცი, - გაშლილი ხელი გაიშვირა და დაელოდა.
-რის მოცემას ელოდები ჩემგან? - კმაყოფილი ქვევიდან უყურებდა მის მშვენიერ სახეს.
-გასაღების, რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა მინდოდეს?
-იგივეს იწყებ?
-არც დამისრულებია.
-არა.
-თუ შენი ნებით არ მომცემ, ძალით წაგართმევ.
-სცადე, - თაიამ მისკენ წადგა ნაბიჯი, მაგრამ გაჩერდა. დღისით მომხდარი შემთხვევა გაახსენდა გასაღების წართმევის მცდელობამ რომ გამოიწვია. ტუჩებზე აიფარა თითები და უკან დაიხია, მამაკაცი მიუხვდა ფიქრებს და გულიანად გაიცინა.
-აღარ გაკოცებ, ნუ გეშინია, - წიგნი მაგიდაზე გადადო და ფეხზე წამოდგა.
-ეგ რა შუაშია, - დაბნეულმა წამრმოთქვა და თავი ჩახარა.
-ბოდიშის მოხდას ხომ არ ელოდები ჩემგან? - ნიკაპზე ორი თითი მიადო და თავი ზევით ააწევინა,- ბოდიშს ვერ მოგიხდი სამწუხაროდ. ბოდიშს ვერ მოვიხდი იმისთვის რაც მომეწონა და შესაძლებლობა რომ მქონდეს ამას ისევ გავიმეორებდი, - მის საკოცნელად დაიხარა და მის ტუჩებს უნდა შეხებოდა უკვე, როცა თაია გაიწია და სახეში გაარტყა. ამირმა ლოყაზე იტაცა ხელი და გაიცინა.
-კიდევ ერთხელ... კიდევ ერთხელ თუ შემეხები განანებ, - მხარი გაკრა და კაბინეტიდან გავიდა.
-ალაჰ, - მის სმენას კარის მოჯახუნების ხმა მისწვდა.
თაია კარს ზურგით ეყრდნობოდა და ხელი გულზე ჰქონდა მიდებული. ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა ეგონა ამოუვარდებოდა. რა ემართებოდა ვერ ხვდებოდა, მაგრამ აღელვებისგან ძლივს სუნთქავდა და მთელი სხეული უკანკალებდა. ფეხების კანკალით საწოლამდე ძლივს მივიდა და პირაღმა დაემხო, ახლა შეამჩნია ჭერზე წვრილი მნათობები რომ გამოესახათ. რა ბავშვურია, - ფიქრობდა ის და თან ღიმილით უყურებდა დიზაინერის არაჩვეულებრივ ნამუშევარს. ხელი ასწია და ვარსკვლავებს თითი გადაუსვა ჰაერში. რა საოცრებაა, თითქოს დუბაის ცა მისი ოთახის ჭერზე ასახულიყო. დიდი ხნის დაკვირვების მერე მიხვდა, რომ ვარსკვლავები დიზაინერის ნამოქმედარი კი არა, ნამდვილი იყო. დახურული ჭერის ნაცვლად მასიური შუშა ჩაესვათ და ცის ყველანაირი მნათობისთვის უფლება მიეცათ ამ ოთახში შეეხედათ.
ამირი ისევ იმ სავარძელში იჯდა და მომხდარზე ფიქრობდა. ზედმეტი რომ მოუვიდა ამას მაშინ მიხვდა, თაიას გაშლილმა ხელმა ლოყა რომ აუწვა. ის ხომ ისეთი გოგო არ იყო მასთან დროის გატარებისთვის ყველაფერს რომ თმობდა. თაია იმაზე განსხვავებული იყო ვიდრე შეიძლებოდა, რომ ვინმე ყოფილიყო, ის იყო ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა და იპოვა. იცოდა მისთვის თავის შესაყვარებლად დიდი ძალისხმევ რომ დასჭირდებოდა, მაგრამ მაინც მადლიერი იყო ბედის.
ამის პარალელურად მამის ნათქვამზე ფიქრობდა, სასახლეში ხომ იმის გამო დაიბარა, რომ სერიოზული საქმე ჰქონდა და ეს სერიოზული საქმე თაიას ეხებოდა. მამამისს ყველაფერი გაეგო და უკმაყოფილო იყო შვილის არჩევანით.
-მე უფლებას არ მოგცემ, რომ ქრისტიანი მოიყვანო ცოლად, - უთხრა მან, - ეს ჩვენი ოჯახის და შენი ცოლის შეურაცხყოფაა. ხალხი არ გაპატიებს ამას და იმ გოგოს სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. გინდა შენ ეეს?
-არა, - მუხლებზე იდაყვებ დაყრდნობილმა ხელებში ჩარგო თავი, - არ მინდა, მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ.
-ე. ი ამბობ რომ შეგიყვარდა?
-თანაც როგორ. მამა შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ამაზე საუბარი, შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი?
-მესმოდა და მესმის კიდეც ჩემო ბიჭო, მაგრამ მაინც ვერ მოგცემ უფლებას ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი, როგორც არ უნდა გიყვარდეს ის.
-მამა...
-მე ჩემი გითხარი ამირ, - სიტყვა შეაწყვეტინა და ზურგი შეაქცია, - შენი გადასაწყვეტია ახლა რას გააკეთებ. მაგრამ ვალდებული ხარ ისე მოიქცე, როგორც ეს პრინცს შეეფერება.
-არაფერს ვაკეთებ ცუდს, მამა. სიყვარული დანაშაული რომ იყოს მთელი მსოფლიო სიკვდილით დაისჯებოდა, მაგრამ არ არის და ჩვენ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ სიყვარულით. არასდროს მყვარებია ასე და არ ვაპირებ ამ სიყვარულის ერთი ხელის მოსმით განადგურებას. შენც ხომ გიყვარდა დედა? მეც ისევე მიყვარს თაია. და თუ შენ არ დაისაჯე დედაჩემის სიყვარულისთვის, მაშინ მე რატომ მსჯი მისი სიყვარულის გამო?
-ეს სულ სხვა სიტუაციაა,-ცოლის გახსენებაზე თვალზე ცრემლი მოადგა.
-არანაირად მამა. სიყვარული სიყვარულია, ვინ დააწესა მისთვის ზომა, ფორმა და ფერი? ვინ თქვა, რომ სხვა ქვეყნის შვილის შეყვარება აკრძალულია? რას ნიშნავს ეს რელიგიური გარჩევები? რადგან ქრისტიანია ადამიანად არ ითვლება? თუ მაინცდამაინც არაბი უნდა შევიყვარო იმის გამო, რომ ერთნაირი რელიგიებიგვაქვს? ეს გრძნობა... ეს გრძნობა მისი პირველად დანახვის წამიდან ჩამესახა და ვერ მოვიშორე თავიდან, რადგან გულწრფელი იყო და არა მოჩვენებითი.
-წადი.
-რა?
-წადი და იყავი იმ გოგოსთან თუ გინდა, მაგრამ მის ცოლად შერთვაზე ერთი წამითაც არ გაბედო გაფიქრება.
-მამა, - მისკენ წადგა ნაბიჯი, მაგრამ მამაკაცმა ხელის აწევით გააჩერა. ამირმა დანანებით დაუქნია თავი და გასასვლელისკენ წავიდა, კარი რომ გამოაღო მამამისის ხმამ შეაჩერა.
-მას უყვარხარ?-ხმა აკანკალებოდა.
-ჯერ არა, მაგრამ მალე შევუყვარდები.
-სიყვარულს არავის აძალებენ შვილო, - შემობრუნდა და აწყლიანებული თვალებით შეხედა.
-მე არაფერს დავაძალებ მამა, ამას საკუთარი სურვილით მოინდომებს, - გაუღიმა და მამის ოთახი დატოვა.
ახლა კი სანაპიროს სახლში, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და გამაყრუებელ ფიქრებს თავიდან ვერ იშორებდა. საათი ღამის სამ საათს უჩვენებდა, როცა ფეხზე წამოდგა და თაიას ოთახისკენ აიღო გეზი. ჯერ თითები აათამაშა კარზე, ხმა რომ არ გასცა სახელური მოსინჯა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. კარს ზურგით მიეყრდნო და იატაკზე ჩაცურდა. რა უნდა ექნა მაშინ, თუ გოგონასთვის თავის შეყვარებას ვერ მოახერხებდა? რა ხდება მაშინ, როცა სიყვარულზე სიყვარულით არ გპასუხობენ, შენ გრძნობებს არაფრად აგდებენ და ზურგს გაქცევენ. რა ხდება მაშინ, როცა ის ვინც ნამდვილად გიყვარს სამუდამოდ გტოვებს და მიდის იქ სადაც ვერასდროს იპოვი. ეძებდა და დიდი ძებნის შემდეგ შეძლო პოვნა, მაგრამ მერე რომ ვეღარ ეპოვა? გული ჩაეფერფლებოდა და უსიყვარულობისგან განწირული დარვიშივით მიეცემოდა საუკუნო სასოწარკვეთილებას. სასოწარკვეთილება სხეულსაც ახმობს და სულსაც ანადგურებს.
ფიქრებში როგორ შემოათენდა ვერც კი მიხვდა. მზის პირველმა სხივებმა რომ მიუალერსა მერე ამოწია თავი ფიქრთა ბურნუსიდან და საათს გახედა. რვა საათზე მზეს უკვე ეღვიძა და სხვასაც აღვიძებდა. დაბუჟებული სახსრები ძლივს გამართა და ფეხზე წამოდგა. ეზოში გასასვლელი კარი რომ გააღო ზურგს უკნიდან გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა. უკან რომ შეტრიალდა ზღურბლზე თეთრ აბიაში გამოწყობილი თაია დაინახა. მუდარა ნარევი თვალებით უყურებდა და რაღაცის თქმას ვერ ბედავდა.
-თაია?
-ამირ, არ წახვიდე. არ დამტოვო.







თავი 3

-ამირ. ამირ გაიღვიძე, აქ რატომ გძინავს? - ძილში ბუნდოვნად ჩაესმოდა მამაკაცის ხმა და ცდილობდა ამ ხმას გაჰყოლოდა გამოსაღვიძებლად, - პრინცო გაიღვიძეთ, - მხარზე ხელის შეხება იგრძნო და საბოლოოდ გამოერკვა ძილთა ბურნუსიდან.
-ისმაილ?!
-ხოო, მე ვარ.
-თაია სად არის, - ფეხზე წამოხტა და სახელური მოსინჯა. დაკეტილი დახვდა, - თაია აქ ხარ?
-ხოო აბა სად უნდა ვიყო, - ოთახიდან ქალის გაბრაზებული და უკმაყოფილო ხმა გაისმა. ამირმა შვებით ამოისუნთქა.
-შენ რა არის, მთელი ღამე დარაჯობდი?
-სხვა გზა არ დამიტოვა,- სამზარეულოსკენ წასული უკან მიმყოლს მიუტრიალდა, - რამე მოხდა ისმაილ? აქ რა გინდა.
-მაინტერესებდა როგორ იყავით. მამაშენი შენზე განაწყენებულია.
-ვიცი ისმაილ, ვიცი. გუშინ ვესაუბრე და არ მოსწონს, რომ თაია ქრისტიანია.
-ხოო, ზუსტად ეგ. ამირ დაფიქრდი, იქნებ არ ღირს მისი აქ დატოვება? გაუშვი წავიდეს, - სკამი მასთან ახლოს მიაჩოჩა და ჩამოჯდა,- მას არანაირი გრძნობები არ გააჩნია შენ მიმართ და ძალით რატომ ტოვებ არ მესმის.
-მე მისი დაცვა მინდა ისმაილ, რატომ არ გესმის, - ფეხზე წამოდგა და ბოლთის ცემას მოყვა.
-შენ უკვე დაიცავი ამირ, მაშინ გადაარჩინე, როცა იმ ნაბი*ვარს გამოსტაცე ხელებიდან. შენ გრძნობები გაქვს მის მიმართ და ამიტომ ყოყმანობ, ასეა?
-ისმაილ გითხარი მხოლოდ მისი დაცვა მინდა მეთქა, - სიწითლე ჩაეღვარა თვალებში.
-ამიტომაც დაუდარაჯდი კართან ხო? - არ ცხრებოდა ისმაილიც და ხმაში მრისხანებას ურევდა.
-ხოო, ამიტომაც დავუდარაჯდი კართან. მეშინია არ გაიქცეს, - ხმას უმატა ამირმა და მეგობარს, რომელიც არ ცხრებოდა, ქეჩოში სწვდა.
-თუ ასე გინდა მისი დაცვა, სხვა სახლში გადაიყვანე და შენ სასახლეში დაბრუნდი.
-ბიჭო შენ..., - კარის მოულოდნელმა გაჯახუნებამ სიტყვა გაუწყვიტა, ზუსტად იცოდა რაც მოხდა იმ წამს, - კარი არ ჩაკეტე?
-არა, - ამირი ადგილს მოსწყდა და დერეფანში გავარდა. ჯერ თაიას ოთახი შეამოწმა, კარი ღია დახვდა, შიგნით კი არავინ იყო.
-ჯანდაბა, გაიქცა. ისმაილ გესმიე? გაიქცა.
-გაუშვი, წავიდეს, ძალით ვერ დააკავებ.
-შენ გესმის რას ამბობ? როგორ გავუშვა, ხომ შეიძლება რამე დაემართოს, - კარში გავარდა და იქაურობას თვალი მოავლო, არავინ და არაფერი იყო სულიერი, - ქადირი სად არის?
-გავუშვი.
-ამას სპეციალურად მიკეთებ ისმაილ? - სანაპიროს სირბილით გაუყვა თაიას ძახილით. მერე უკან მიმყოლ ისმაილს მიუტრიალდა და მრისხანება ჩამდგარი ხმით დაემუქრა, - ამ გოგოს ერთი თმის ღერიც თუ ჩამოუვარდება თავიდან, ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს. აქ დარჩი და თუ დაბრუნდა შემატყობინე.
-მარტოს ვერ გაგიშვებ.
-აქ დარჩი მეთქი.
რაც ძალი და ღონე ჰქონდა გარბოდა. არ იცოდა სად იყო ან სად მიდიოდა, მაგრამ მაინც გარბოდა, რადგან დარწმუნებული იყო ამირი ეძებდა. ამირისგან კი გარბოდა, მაგრამ იმაზე ლოცულობდა, რომ გზად მაჰმუდს არ გადაჰყროდა, ეს იმას დაემსგავსებოდა ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო რომ ამბობენ. ამირის სახით თითქოს გმირი და მშველელი გამოუჩნდა, რომელმაც ბოროტმოქმედს, მოძალადეს გამოსტაცა მისი თავი, მაგრამ ამ ზღაპრიდან გადმოსულმა გმირმა მისი ტყვეობაში ყოფნა გადაწყვიტა. როგორ გინდა ზღაპრების არ დაიჯერო, როცა უკვე მეორე დღე იყო რაც ზღაპარში ცხოვრობდა, მაგრამ არ იცოდა კარგი დასასრულით იყო თუ ცუდი.
სირბილში გზა-კვალი ისე აებნა, იძულებული გახდა გაჩერებულიყო. დაღლილობისგან მუხლები უცახცახებდა და ძლივს სუნთქავდა, ეგონა სადაცაა გული საგულედან ამოუვარდებოდა. მიწიდან ამოშვერილ ლოდზე ჩამოჯდა, მკერდზე ხელი დაიდო და რიტმულად დაიწყო სუნთქვა, ძლივს დაიმშვიდა სირბილისგან დაღლილი გული. დამშვიდებული გულით და დაწყნარებული გონებით უკვე შეეძლო გზის გაგრძელება. იმის იმედით, რომ უკვე სამშვიდობოს ჰქონდა გამოღწეული, მშვიდად და გაბედულად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მოულოდნელად გაჩერდა. გარემოს თვალი მოავლო და მიაყურადა, ვერ ხვდებოდა თავისი სახელი ნამდვილად მოესმა თუ მოელანდა. სახელი რომ გამეორდა მიხვდა, რომ იპოვეს, ადგილს მოსწყდა და საპირისპირო მხარეს გაიქცა.
-თაია გაჩერდი, - მოლანდებასავით გაიელვა მის თვალში ქალის სახემ და ისიც აჰყვა სირბილში. ისე მისდევდა, როგორც მხეცი მსხვერპლს.
საიდანღაც მანქანების ხმა მოესმა და გულში ღმერთს მადლობა გადაუხადა, ახლა შეეძლო ვინმესთვის შველა ეთხოვა და იქაურობას გასცლოდა. ხეთა რიგს გასცდა და ტრასაზე გავიდა, მისკენ მიმავალ პირველივე მანქანას დაუქნია ხელი და ყვირილით შველა ითხოვა.
-გაჩერდით, გაჩერდით გთხოვთ, - მისდა სასიხარულოდ ეს მანქანა პოლიციის აღმოჩნდა,-დამეხმარეთ, გთხოვთ. მიშველეთ.
-ქალბატონო, კარგად ხართ? - მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა ბიჭი მისკენ მიდიოდა და თან რაციას იხსნიდა საქამრიდან.
-დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ. ვიღაც კაცი მომდევს, სახლში ვყავდი გამოკეტილი და გამოვექეცი, ახლა კი მომდევს.
-კარგით, დამშვიდდით, ახლა აღარაფერი გემუქრებათ. თქვენი სახელი?
-თაია, - ლოყებზე უნებლიედ ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულებით მოიწმინდა და განაგრძო, - იცით მე აქაური არ ვარ, ქართველი ვარ და აქ ცოტახნით ჩამოვედი. ახლა კი... ახლა..., - მისკენ მიმავალი, წარბშეკრული ამირი რომ დაინახა სიტყვა გაუწყდა და კანკალი დააწყებინა, მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა, რომ ეს ფორმიანი გადაარჩენდა, - ის არის, მას ვყავდი ჩაკეტილი...
-თაია, - მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ გაქაჩა.
-გამიშვი, ხელი გამიშვი, - წინააღმდეგობას უწევდა და პოლიციელს, რომელსაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, მავედრებელი სახით უყურებდა, - დამეხმარეთ გთხოვთ.
-პრინცო ამირ, - მოულოდნელად გონს მოეგო და კეპის მოხდით თავი დაუკრა, - მომიტევეთ პრინცო, არ ვიცოდი ეს გოგონა თუ თქვენთან იყო.
-პრინცო? - გაკვირვება და შიში ერთდროულად აღებეჭდა სახეზე.
-ყველაფერი კარგად არის ლეიტენანტო, შეგიძლიათ წახვიდეთ.
-შემიძლია სასახლემდე მიგიყვანოთ პრინცო.
-ვაფასებ თქვენს მზრუნველობას და ერთგულებას ლეიტენანტო, მაგრამ არ არის საჭირო. მანქანა აქვე ახლოს აყენია, - თაია მკლავით გაქაჩა და ისევ ხეთა რიგს შეერივნენ.
-მოიცადე, გაჩერდი, - მკლავი გამოგლიჯა და გვერდზე დადგა,-იმ პოლიციელმა როგორ მოგმართა?
-ახლა სანაპიროს სახლში მივალთ და იქიდან ცხვირს არ გამოყოფ, ან არა და სხვანაირად მოგეპყრობი თაია. ჩემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და შენთვისვე აჯობებს თუ არ გასცდები ამ საზღვარს. წამოდი, - მაჯაზე ძლიერად შემოხვია თითები.
-გამიშვი. ერთი წუთით გაჩერდი, რაღაც გკითხე და ხომ შეგიძლია მიპასუხო?
-არ ვთვლი საჭიროდ შენს რომელიმე კითხვას გავცე პასუხი,- სახე მიუახლოვა და თვალებში ჩახედა.
-ვითომ რატომ? იმიტომ, რომ მონა ქალებს არ აქვთ კითხვების დასმის უფლება? შენ პრინცი ხარ, მე კი შენი მონა ქალი, რომელსაც რასაც გინდა იმას გაუკეთებ? ოთახში გამოკეტავ, აშიმშილებ და როცა მოგინდება საკუთარ თავს სქესობრივად დაიკმაყოფილებ?
-რა სისულელეს ამბობ თუ ხვდები? ერთხელ მაინც მოგგქცევივარ ასე მთელი ამ დროის მანძილზე?
-კიი, მომქცევიხარ, სახლში გყავარ გამოკეტილი ეს ორი დღეა. თითქოს ვოლიერში გამოკეტილი მხეცი ვიყო, კარი გარედან ჩამიკეტე და წახვედი. არც დაფიქრებულხარ, რომ შეიძლება რამე დამმართნოდა.
-მე შენ დაცვა დაგიტოვე.
-დაცვა მხოლოდ იმიტომ დამიტოვე, რომ ვეკონტროლებინე. რა გეგონა კარს გავტეხავდი და გავიქცეოდი?- ხელის გულები სახესთან მიუტანა, - შეხედე ჩემს ხელებს, მანამდე არ შეგინიშნავს ხომ? მე მსხვერპლი ვარ მარტო ცხოვრების. სიკვდილივით მეშინია მარტოობის, - მომტირალ თვალებზე ხელები აიფარა და მიწაზე დაეშვა.
-თაია, - ისიც მუხლებზე დაეშვა, გოგონა გულზე მიიხუტა და თმაზე ფერებით დამშვიდება დაუწყო, - მაპატიე, არ ვიცოდი. რომ მცოდნოდა, გეფიცები...
-მარტო აღარ დამტოვებდი? - თავად დაასრულა წინადადება.
-მარტო აღარ დაგტოვებდი, - გაიმეორა მანაც და გოგონას თავი ააწევინა, - გპირდები ასე აღარ მოგექცევი.
-მე მხოლოდ ერთი რამ მინდა. შენი პირობის კი არ მჯერა პრინცო, თუ ვინც ხარ, - მკლავებიდან დაუსხლტა და ფეხზე წამოდგა, - მხოლოდ ის მინდა, რომ აღარავის ტყვე ვიყო, შენ კი ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე, - ხეთა მწკრივს გაუყვა და სანაპიროზე გავიდა, ცხელი ქვიშა ფეხსაცმლის ღია ნაწილებში იყრებოდა და ფეხის გულებს სტკენდა. ბოლოს გაიხადა და ფეხშიშველი გაუყვა სანაპიროს გზას, ასე უფრო სასიამოვნო იყო.
ამირი უკან ჩუმად მოჰყვებოდა, რამდენჯერმე პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ყველა სიტყვა ზღვიდან წამოსულმა ნიავმა გასტაცა. ბოლოს დუმილი არჩია და ასე, ჩუმად მიუყვებოდა თაიას ნაბიჯების კვალს. ხშირად დუმილი უფრო დიდი წამალია ნატკენი გულისთვის, ვიდრე დამამშვიდებელი სიტყვები, რომელიც არარაობაა იმ ადამიანისთვის ვისაც გული სტკივა. ზოგჯერ დუმილი სჯობს ბევრ იმ სიტყვას რომელიც სათქმელად გაამზადე, რადგან ჩვენ ადამიანებმა არ ვიცით რა უნდა ვთქვათ ამ დროს. ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, როცა ზუსტად ვიცით, რომ სულაც არ არის ასე.
ზურგს უკან ხელებ დაწყობილმა, ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიაზრა თაია ისე შემობრუნდა მისკენ და სირბილით უკან გასცდა. თმის ბოლო ხვეულმა რომ გაიელვა მის თვალებში, მერე გააცნობიერა, რომ ქალმა მისგან გაქცევა განიზრახა, ისევ. რომ შებრუნდა ხელი სწრაფად გაიშვირა მის დასაჭერად, მაგრამ მაინც დაუსხლტა. დიდი მანძილი არ ჰქონდა თაიას განვლილი, რომ მოულოდნელად ვიღაცამ დაიჭირა და წაბარბაცდა, წონასწორობა დაკარგული ქვიშაზე ზურგით დაეცა, ამირი კი ზევიდან მოექცა. ქალის მოულოდნელი დაცემის შემდეგ, მასზეც იმოქმედა დედამიწის მიზიდულობის ძალამ.
- გამიშვი,- იყვირა თაიამ და მკერდზე მუშტებით მიაწვა მის მოსაშორებლად.
- პატარა ბავშივით რატომ დამარბენინებ?- ხელები თავს ზევით დაუჭირა და თვალებში მრისხანედ ჩახედა,-დავიღალე უკვე შენი დევნით.
- ხოდა გამიშვი,- გაკავებული ხელები გაარხია, მაგრამ მისი ძლიერი თითებიდან ვერ შეძლო მოშორება.
- არ გაგიშვებ, - მკაცრად ამოთქვა და მისი სახისკენ დაიხარა.
- არ გაბედო ჩემი კოცნა,- ქუთუთოები მჭიდროდ შეახო ერთმანეთს და თავი გვერდზე გადახარა. მამაკაცის სხეული რომ მოშორდა და მისი ხელებისგანაც გათავისუფლდა გაკვირვებულმა გაახილა თვალები და ფეხზე მდგომს ახედა. ამირი იცინოდა.
- ჩემი კოცნის რატომ გეშინია, ფიქრობ რომ შეიძლება გრძნობები გაგიჩნდეს ჩემ მიმართ?- ცალყბად ჩაიცინა და ჯერ კიდევ მწოლიარე თაიას დახმარების ხელი გაუწოდა.
- რა სისულელეა,- წარბშეკრულმა ამირის გაწვდილ ხელს ყურადღება არ მიაქცია და გაჭირვებით წამოდგა,- კოცნით გრძნობების გაჩენა რომ შეიძლებოდეს...
- პირველი კოცნის თანავე გაგიჩნდებოდა ხო?- თმაში თითები შეუცურა და ქვიშის კრისტალები მოაშორა.
- გამიშვი,- თავი გასწია თაიამ,- როგორც გითხარი მე აქ დიდი ხნით გაჩერებას არ ვაპირებ და შენთვისვე აჯობებს თუ ამ დროის განმავლობაში აღარ მომეკარები.
- ასეთი აგრესიული რატომ ხარ ჩემ მიმართ?- ხელები გაკვირვებისგან გაშალა.
- დაფიქრდი და შენ თვითონ გაეცი მაგ კითხვას პასუხი აბა?- შეუღრინა და ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ტკივილისგან მუხლებზე მუხლებზე დაეშვა.
- თაია, კარგად ხარ?- მისკენ დაიხარა დასახმარებლად.
- ხელი არ მახლო,- დაუყვირა და მისი ხელი მოიშორა.
- კოჭი გაქვს ნაღრძობი,- შეუბღვირა და ნაღძობ ბეხზე ცერა თითი მიაბჯინა, თაია ტკივილისგან იყვირა.
- რას შვები, მტკივა.
- თანაც დასიებული, შენით გადაადგილებას ვერ შეძლებ,- მერე ერთი ხელი წელზე შეუცურა, მეორე კი მუხლებ ქვეშ და ჰაერში მსუბუქად აიტაცა.
- გამიშვი, რას აკეთებ, როგორ ბედავ,- ფეხებს იქნევდა და თან გაყვიროდა,- ამირ დამსვი ახლავე.
- ფეხებს ნუ იქნევ თაია, შეიძლება ჩამივარდე,- მკაცრი სახით გახედა და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიწყო სვლა, თაიას გაძალიანებას კი ყურადღებას არ აქცევდა.სახლს რომ მიუახლოვდნენ ქალმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
- ახლა მაინც დამსვი, უკვე მოვედით.
- არ შეიძლება, ვერ გავრისკავთ,- თავი გააქნია ამირმა და კიბეზე შედგა. სახლის კიბეს აუჩქარებლად აუყვა და კარი რომ შეაღო ზღურბლზე გაჩერდა. დანახულმა გააკვირვა, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როცა სანაპიროს სახლში მამამისი მოსულიყო. თაიას ძირს დასვა, გვერდი აუარა და გრძელი ნაბიჯებით მისკენ წავიდა.
-sabah alkhyr al'ab (საბაჰ იალხერი ელ’აბა-დილამშვიდობისა მამა), - ხელზე ემთხვია ამირი.
-wafaqakum allah ( ვაფაქაკუმ ალაჰ-ალაჰმა მშვიდობა მოგცეს)- თავზე ხელი გადაუსვა საყვარელ ვაჟს და თაიას გახედა, - ე. ი შენ ხარ ის გოგო ჩემს ვაჟს გონება და გული ერთდროულად რომ წაართვა?
-მამა...
-მე არავისთვის არაფერი წამირთმევია, - მიუხედავად იმისა, რომ მისმა დანახვამ შეაკრთო გადაწყვიტა გამბედაობა ბოლომდე მოეკრიბა და მშვიდად ყოფილიყო.
-პასუხზევე ეტყობა, რომ ჩვენიანი არ არის. არც ეტიკეტი იცის და არც აღზრდა აქვს სასახლის შესაფერისი.
-იქ, საიდანაც მე ვარ, არც სასახლე გვაქვს და არც მისი შესაფერისი ეტიკეტები. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, რომელიც ტყვეებს არ იყვანენ ბატონო...
-ხალიფი, მამაჩემს ხალიფი ჰქვია, - თაიას მრისხანე მზერა ესროლა, არ მოეწონა მამამისთან მისი ასეთი საუბარი, - ახლა კი შედი შენს ოთახში.
-კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ მე შენი ტყვე არ ვარ, მაგრამ ახლა შევალ, რადგან არც მე მსიამოვნებს აქ ყოფნა, - ოთახში კოჭლობით შევიდა და კარი მოაჯახუნა.
-როგორ ბედავს ეს უზრდელი, - ოთახისკენ გაიწია მამაკაცი, მაგრამ ამირი გადაეღობა და გააჩერა.
-მამა, არ გინდა, გაჩერდი. მას მე დაველაპარაკები როგორც საჭიროა, მოდი მისაღებში შევიდეთ და ვილაპარაკოთ. ისმაილი სად არის?
-ოჯახთან გავუშვი.
-შენი დაცვა?
-მანქანაში მელოდება.
ფანჯარაში ჯდომა და ზღვის ყურება ერთადერთი დამამშვიდებელი საშუალება გახდა მისთვის, სხვანაირად ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი გააგიჟებდა. ეს რანაირი ცხოვრება ჰქონდა, რაზე ოცნებობდა და როგორ შემოუტრიალდა თავისი ოცნებები. ყველაფერი უკან დატოვა და ახალი ცხოვრების დასაწყებად გაემზადა, ახლა კი ნანობდა თავის გადაწყვეტილებას, ცრემლებს მუჭებით იწმენდდა და სევდას ზღვიდან მონაბერ მარილიან ქარს ატანდა.
მანქანის ბორბლებ ქვეშ ქვიშის ღრიჭილის ხმა რომ მოესმა ქვევით ჩაიხედა. მმართველი ხალიფი მიდიოდა და ალბათ ამირისგან ლექციების მოსმენა მოუწევდა, ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და კარის დასაკეტად გაიქცა, მაგრამ დააგვიანა. სახელურის ჩამოწევა ამირმა დაასწრო და ოთახში შესული თაიას შეეჩეხა.
-სადმე მიდიოდი?
-არა, არსად, - უკან გატრიალდა და ისევ თავის სამყოფელს დაუბრუნდა, მუხლები შემოიკეცა და მამაკაცს თვალი აარიდა.
-არ გეკადრება უფროსებთან ასეთი საუბარი, - მის წინ ჩამოჯდა და გოგონას ნამტირალევ სახეს შეხედა.
-ბოდიში, სამეფო ეტიკეტის მიხედვით არავის გავუზრდივარ. 15 წლის მერე საკუთარი თავი მე თვითონ გავზარდე, - ღაწვებზე მლაშე ცრემლებმა იწყეს შეუწყვეტლად დენა.
-სამეფო ეტიკეტი არაფერ შუაშია, - ახლოს მიიწია და ცრემლიანი თვალები შეუმშრალა, - ნუ ტირი.
-ახლა ტირილსაც მიკრძალავ? - თავის გაქნევით ამირის ხელი მოიშორა, - ტირილი ერთადერთი საშუალებაა რაც შემიძლია და რითაც გულს ვიოხებ, მაგრამ...
-იყვირე...
-რა ვქნა?
-იყვირე, იჩხუბე და მოგეშვება. ტირილით უფრო მეტად იმძიმებ გულს, - უფრო ახლოს მიიწია მასთან და ონავარი ხუჭუჭები ყურს უკან გადაუწია, - მესაუბრე.
-გესაუბრო? - ჩაიცინა, - რაზე უნდა ვესაუბრო მე, უბრალო გოგომ დუბაის პრინცს?
-მეც ისეთივე უბრალო ადამიანი ვარ, როგორც შენ თაია. ნუ აღმიქვავ, როგორც დიდ ადამიანს, რომლის წინაშეც თავდახრილმა უნდა ისაუბრო. მე მამაჩემი არ ვარ, მე სხვანაირი ვარ.
-როგორი სხვანაირი?
-ისეთი ვარ, როგორიც სხვა ყველა. ისეთი, როგორიც შენ ხარ.
-არ არის მართალი, შენ ტყუი... შენ პრინ...
-ნუ ამბობ, რომ პრინცი ვარ. ამ წოდების გარეშეც მშვენიერია ჩემი ცხოვრება, მის გარეშეც კარგად ვარ და საშუალება რომ მქონდეს დავთმობდი მას... შენთვის....
-ჩემთვის? - გაოგნებულმა ახედა.
-კი შენთვის. მე არავინ ვარ შენ გარეშე თაია.
-სისულელეა.
-შენ შეგიძლია სისულელედ ჩათვალო, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გგონია მამაჩემმა ტყუილად გკითხა შენ წაართვი გული და გონება ჩემს ვაჟსო? შენ წამართვი გული და გონება თაია. მე ვარ შენი ტყვე და არა შენ ჩემი, მე მოვექეცი შენს ლაბირითში და გზას ვერ ვპოულობ, რომ თავი დავაღწიო ამ უსასრულო კედლებს. მე კი ამ მიხვეულ-მოხვეული გზის გავლა მწადია, რადგან ვიცი ლაბირინთს ბოლოს მზის თბილი სხივები მელოდება.
-რა გინდა მაგით მითხრა ამირ?
-შემიყვარდი თაია.
-ამირ, - ფანჯრიდან ჩამოძვრა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო, - ეს არ არის სიყვარული, ეს უბრალოდ მიჩვევაა და მეტი არაფერი. ისევე მომეჩვიე შენ მე, როგოც მე შენ, მაგრამ ამას სიყვარულს ნუ დაარქმევ, გთხოვ.
-თაია, - ახლოს მივიდა და მისი სახე ხელისგულებში მოიმწყვდია, - ეს მიჩვევა კი არა სიყვარულია. შენ შემიყვარდი. პირველი ქალი ხარ რომელიც შემიყვარდა და ალაჰის მადლიერი ვარ ამისთვის. ამ წამიდან აღარასდროს მითხრა, რომ ჩემი შენდამი სიყვარული ნამდვილი არ არის, - სახე იმდენად ახლოს ჰქონდა მიტანილი, რომ მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა. მხრებზე მკლავები მოხვია და მისი თმის ხვეულებში ცხვირი ჩარგო. ეს სურნელი სამარადისოდ ჩაიმარხებოდა მის ფილტვებში,- მინდა, რომ სამუდამოდ ასე ვიყო შენთან ჩახუტებული.
-მე კი მინდა, რომ აღარასდროს შემეხო, - მამაკაცისშემოხვეული ხელები მოიშორა და მის მხურვალე მკერდს მოშორდა,- აღარასდროს.





თავი 4

ახლად გათენებულზე, ღია სარკმლიდან შეპარულმა მზის პირველმა სხივმა, მძინარე თაიას სახეზე დაიწყო ცეკვა. მამაკაცის მკლავებში მოქცეულს მშვიდი ძილით ეძინა და ყურადღებას არ აქცევდა გარემო ფაქტორებს. ზღვიდან მონაბერი მსუბუქი ნიავი თხელი ნაჭრის, თეთრ ფარდებს აფრიალებდა და დრო და დრო საწოლზე აფენდა პატარძლის ფატასავით. ამირის თითები ნაზად დასრიალებდა მის სახეზე. ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმრად გადაექცეოდა თუ გააღვიძებდა და ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება შეუმჩნევლად შეხებოდა თოვლივით თეთრ კანზე. მიუხედავად მისი მცდელობისა თაიამ თვალები ნაზად გაახილა და ამირს გაუღიმა. ეს სიზმარი არ იყო, ეს სინამდვილე აღმოჩნდა.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობის, - ხელები მაღლა აწია და გაჭიმა.
-როგორ გეძინა? - ყვრიმალზე ცერა თითი დაუსვა და გაუღიმა.
-მშვიდად,- ღიმილი მაშინვე სახიდან მოშორდა, როგორც კი გაანალიზა რა ხდებოდა მის სიახლოვეს,- აქ რას აკეთებ,- საწოლიდან წამოვარდა და აწეწილ თმაზე გადაისვა ხელი.
-ვწევარ,- ისე უპასუხა თითქოს არანაირი პრობლემა არ ყოფილიყოს.
-ვხედავ, მაგრამ რატომ წევხარ აქ, შენი ოთახი არ გაქვს?
-ეს ჩემი ოთახია,- ჩაიცინა და წამოდგა,- შენ ხარ ჩემს ოთახში.
-მერე რაა?! ახლა ჯერ- ჯერობით ჩემია,- უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და გულმკერდზე ხელები დაიკრიფა.
-შემეშინდა რომ ისევ ცდიდი გაქცევას.
- ძილში არ დავდივარ პრინცო ამირ.
-ვერ გავრისკავდი.
-ახლა ხომ შეგიძლია უშფოთველად გახვიდე?- მის მიახლოებაზე უკან დაიხია.
-მომიყევი, - ყურადღება არ მიაქცია უკან დახევას, მისიხელი აიღო და ხელის გულზე თითი დაუსვა.
-რა საჭიროა,- ხელი წაართვა და მუჭი ზურგს უკან დამალა,- ეს არ არის საინტერესო ისტორია.
-მე ყველაფერი მაინტერესებს რაც შენ გეხება თაია.
-მე არ მქონდა ისეთი კარგი ბავშვობა, როგორიც შენ ამირ, - მისდა მოულოდნელად მისმა ენამ სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, ამირს ზურგი შეაქცია,ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და თხრობა განაგრძო, - მშობლები 15 წლის ასაკში დავკარგე და მარტო დავრჩი. არავინ მყავდა, გარდა ერთი მამიდისა, რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი და რომლისაც ძალიან მეშინოდა. ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მამიდაჩემმა, რომელიც წლების მანძილზე ნანახიც კი არ მყავდა, მოინდომა ჩემთვის მზრუნველობა გაეწია, რადგან ძალიან ვუყვარდი და მისი ერთადერთი, საყვარელი ძმის შვილი ვიყავი. სინამდვილეში კი მხოლოდ ის ქონება აინტერესებდა, რომელიც მამაჩემმა დამიტოვა მემკვიდრეობით. თავიდან კარგად მექცეოდა, სერიოზულად ვიფიქრე, რომ ეს კი არა სინამდვილეში სხვა ქალი მძულდა და რომ ვიღაცაში მეშლებოდა. მაგრამ ერთხელ მამაჩემის დანატოვარ ქონებაზე რომ დამიწყო საუბარი ყველაფერს მივხვდი. ისევ რეალობაში დავბრუნდი. ეგონა სრულწლოვანი რომ გავხდებოდი და მემკვიდრეობის განკარგვას შევძლებდი ყველაფერს მას ვაჩუქებდი და გადავუფორმებდი. როცა გაიგო, რომ მისი ამ სურვილის ასრულებას ხელს არ შევუწყობდი გაბრაზდა და ჩემზე შურისძიება გადაწყვიტა. და ამ შურისძიების კვალი ხელის გულებსა და ზურგზე მაქვს აღბეჭდილი, - გაშლილ ხელის გულებზე ცრემლი დაეცა, - მე მეძინა ეს რომ დაიწყო. კვამლის სუნმა გამომაღვიძა. თვალები რომ გავახილე შავი კვამლის მეტი ვერაფერი დავინახე. სახლში ხანძარი იყო. საწოლიდან ძლივს წამოვდექი, კედელს გავუყევი და ფეხარეულმა ძლივს გავიგნე გზა მისაღებ ოთახამდე, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა. მამიდაჩემს ვეძახდი, მაგრამ არ მაგონებდა. მეგონა ან სახში არ იყო, ან უარეს შემთხვევაში გაიგუდა. მის ოთახამდე მისვლა ცეცხლის გამო ვერ შევძელი და ამიტომ გადავწყვიტე ვინმესთვის დამეძახა საშველად. სადარბაზო კარს ვეცი და გაღება ვცადე, მაგრამ ვერ გავაღე. მაშინ ეჭვმა გამკენწლა, რომ ეს ყველაფერი მამიდაჩემის მოწყობილი იქნებოდა, რადგან მე თუ მოვკვდებოდი, ყველაფერი რაც მე მებადა მის სახელზე გადავიდოდა ავტომატურად. კარს იმდენი ხანი ვეჯაჯგურე და ვიყვირე, რომ ძალა გამომელია. მუშტებს ვურტყავდი და შველას ვითხოვდი, მაგრამ არავის ესმოდა. ყველა იმედი გადავიწურე გადარჩენისა, ფილტვები ამოვსებული მქონდა კვამლით და გონებას ვკარგავდი, ერთადერთი რაც ბოლო წამს მომაფიქრდა ჩემს ოთახში გასვლა იყო, რადგან იქაურობა ბოლომდე არ იყო ცეცხლმოდებული. მუხლებზე დამხობილი ძლივს წამოვდექი და კედელ-კედელ ისევ ჩემს ოთახში გავბრუნდი. ფანჯარას მივვარდი გასაღებად და ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ სახელური აღარ ჰქონდა. არადა ზუსტად მახსოვდა, რომ წინა ღამით ზედ შევატოვე. ვერაფრით შევძელი მისი გაღება, ბოლოს ერთი ფილმის სცენა გამახსენდა მინას სკამით რომ ამსხვრევდნენ და მეც ასე მოვიქეცი. მინის გატეხვა შევძელი და ძლივს ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. ხელებით იქამდე ვეკიდე მინაზე სანამ გონება არ დავკარგე, ძირს ჩავსრიალდი და დავეცი. მერე აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი უკვე საავადმყოფოში ვიყავი, მთელი სხეული შეხვეული მქონდა. მერე მომიყვნენ, რომ ჩემს მეზობელ ბიჭს გადავურჩენივარ. ჩემი ყვირილი გაუგია და კარი შემოუმტვრევია. რომ მნახა ტანისსამოსზე ცეცხლი მეკიდა და ვიწვოდი, ამიტომაც მაქვს ზურგზე დამწვრობის კვალი,- ცრემლები მუჭით მოიწმინდა და მამაკაცს შეხედა, სახეზე ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა ეწერა.
-მერე რა მოხდა?
-თითქმის ორი კვირა დამჭირდა, რომ საუბარი შემძლებოდა. ხმა როგორც კი ამოვიღე მაშინვე მამიდაჩემს დავდე ბრალი. ბინაში ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ხანძარი ხელოვნური გზით იყო მოწყობილი, ამასთანავე სადარბაზო კარი გარედან ჩაკეტილი და ფანჯრის ყველა სახელური მოხსნილი. მამიდაჩემზე ძებნა გამოცხადდა, ერთ თვიანი ძებნის შემდეგ საბერძნეთში უპოვნიათ. თურმე ხანძარი რომ გააჩინა მაშინვე წასულა აეროპორტში და გაფრენა მოუსწრია. ხელბორკილით ჩამოიყვანეს და დააპატიმრეს. მას შემდეგ აღარაფერი მსმენია მის შესახებ, არც გამომითქვამს სურვილი რაიმეს გაგებისა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ფულის გამო სისხლი და ხორცი სასიკვდილოდ გასწირა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა, - თხრობა დაამთავრა და სევდიანად გაიღიმა, - ესაა ის ისტორია, რომელიც არავისთვის მომიყოლია, შენ გარდა, - ამირი დუმდა. უნდოდა ეთქვა, რომ ძალიან წუხდა, უნდოდა თანაგრძნობა გამოეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს უბრალოდ გულში ჩაიკრა და თმაზე მოეფერა.
-მინდა წარსული დაგავიწყო და ყველაფერს ვიზამ ამისთვის, - თავი ააწევინა და ცრემლებით სავსე თვალებში ჩახედა,- უფლებას თუ მომცემ.
-მე ამას ვერასდროს დავივიწყებ. მთელი ძალითაც, რომ ვეცადო ხელები ყოველთვის გამახსენებს წარსულს.
-ხელები დავმალოთ.
-ჩემს თვალებს ვერ დავუმალავ. რომ შემეძლოს ჩემი გონებიდან ყველაფერს ამოვშლიდი, მაგრამ არ შემიძლია.
-ერთად შევძლებთ თაია. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.
-ამირ, სიტყვა ჩვენს ნუ ამბობ, ეს შეუძლებელია, - ხელებიდან დაუხტა და ოთახში დაიწყო სიარული, - ჩვენ ორი ერთად არასოდეს ვიქნებით.
-და თუ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებ და აღმოჩნედება, რომ შეგიყვარდი? - ქალს მხრებში მოკიდა და ადგილზე გააჩერა.
-ეგ არასოდეს მოხდება.
- შენ რა იცი მომავალში რა მოხდება?
- მე არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ამის შესახებ არც შენ იცი რამე.
- მე ზუსტად ვიცი, რომ არასდროს შემიყვარდები.
-ვნახოთ,- ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი, საწოლზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა და გასასვლელად გაემზადა,- ახლა გაემზადე, მალე სასახლეში წავალთ.
-რაა?- გაკვირვებისგან აღმოხდა თაიას,- მე რა მინდა შენს სასახლეში? არ წამოვალ.
-წამოხვალ.
-არ წამოვალ მეთქი.
- უკვე ნერვები მეშლება თაია, გაემზადე.
-მე რა უნდა ვაკეთო შენს სასახლეში? აქედან გაღწევას ვცდილობ, შენ კი ერთი გალიიდან მეორეში მიგყავარ?
-ვინმეს სასახლისნაირ გალიაში რომ მივყავდე სიხარულით გავყვებოდი,- კარადა გამოაღო და მუქი ლურჯი აბია და თხელი თავშალი გამოიღო.
- თქვენი ქალები ალბათ მიჩვეულები არიან გალიებს და სხვის მორჩილებას, მაგრამ ქართველი ქალები არასოდეს ვყოფილვართ და არც არასდროს ვიქნებით სხვისი მონები და მოახლეები. ტყვეობაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ თავს იკლავდნენ ქალები, ზღვაში ხტებოდნენ, ვენებს იჭრიდნენ, კლდიდან ვარდებოდნენ, შენ კი გინდა იქ ჩემი ნებით გამოგყვე?
-ისეთ ადგილას არ მიმყავხარ, რომ თავი სასიკვდილოდ გაიმეტო თაია და არც მონად ან მოახლედ მიმყავხარ სამეფო კარზე, ნუ აზვიადებ.
- მე მძევალი ვარ,- აღმოხდა შეშფოთებით.
- მოგიტაცე?
-ფაქტობრივად მოტაცებული ვარ.
-ნუ მაცინებ ძალიან გთხოვ რა,- სიცილით გადაისვა თმაზე ხელი.
-მისმინე ამირ, შენ გგონია, რომ მე სისულელეებს ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო. მე არ ვარ აქაური, ქართველი ვარ და თანაც ქრისტიანი, არც შენ შეგეფერები და არც შენ სამყაროს.ჩვენ ორს შორის არაფერი მოხდება, არც სიყვარული და არც სხვა რამ, სისულელეა. ახლა მეუბნები, რომ თავდავიწყებით შეგიყვარდი,სინამდვილეში კი ეს უბრალოდ მიჩვევაა. შენ კი არ გიყვარვარ, უბრალოდ მომეჩვიე...
-გაჩუმდი..., - მიეჭრა და ტუჩებზე ხელი ააფარა, - აღარასდროს თქვა, რომ ჩემი შენდამი გრძნობები ნამდვილი არ არის. შენ რა იცი მე რას ვგრძნობ? ჩემს გულში იხედები? მიჩვევა გგონია ის რაც სინამდვილეა და შენ არ გაქვს უფლება ჩემი გული ტყუილში დაადანაშაულო, რადგან არ იცნობ. გგონია გეთამაშები? გგონია მინდა თავი შეგაყვარო, გამოგიყენო და მიგაგდო? გგონია რაიმეს დაშავებას შევძლებ შენთვის? არ მენდობი და ამიტომაც მეუბნები, რომ არ მიყვარხარ. იმის უფლება მაინც მომეცი, რომ შენი ნდობა მოვიპოვო და იმედი მაქვს მერე შენი სიყვარულის მოპოვებასაც შევძლებ, - ყვრიმალზე ცერა თითი გადაუსვა და მიუხედავად თაიას წინააღმდეგობისა ახლოს მიიზიდა.
-სიყვარულს არავის აძალებენ,- ხელის გულებით მკერდზე აწვებოდა და მის მოშორებას ცდილობდა.
-მერე და ვინ გითხრა, რომ დაძალებას ვაპირებ?
-ძალით მიგყავარ შენთან,- როგორც იქნა შეძლო მისი ძლიერი მკლავებისგან თავის დახსნა და მისგან მოშორებით გავიდა,- და ეს მე საერთოდ არ მომწონს, არც სხვას მოეწონებოდა ჩემ ადგილას, ვისაც ნორმალური აზროვნება აქვს.
-კარგი თაია, მოდი ასე მოვიქცეთ,- დოინჯშემოყრილმა ცბიერი თვალებითგახედა,- გარიგებას გთავაზობ.
-რა გარიგებას,- თვალებში ეჭვი ჩაუდგა.
-მხოლოდ ერთი კვირა დამითმე, სასახლეში წამომყევი, მომეცი უფლება ჩემი სამყარო გაჩვენო. მინდა იცოდე რას ვაკეთებ სასახლის კედლებს მიღმა, შენ არ გაინტერესებს რა ხდება შიგნით?
-არა,- უცებ მოუჭრა და ღია ფანჯრიდან ზღვას გახედა. სინამდვილეში კვდებოდა ისე უნდოდა ამირთან ერთად წასვლა და ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა. ბავშვობაში პრინცესობაზე ოცნებობდა, ფიქრობდა იმაზე, რომ ერთ დღესაც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მასთან მივიდოდა და სასახლეში წაიყვანდა. ახლა, ამირის წყალობით ჰქონდა ეს შესაძლებლობა, მაგრამ უნდობლობისა და ქართული სიჯიუტის გამო უარს ამბობდა ამ სიამოვნებაზე.
-ნუ მატყუებ,- თავი გააქნია ამირმა,- როგორ შეიძლება ამ სიამოვნებაზე თქვა უარი? გგონია ყოველ მეორეს შეუძლია სასახლის დათვალიერება? სპეციალური მოწვევის გარეშე ჩიტიც კი ვერ შეძლებს შეფრენას.
- ხოდა ჩიტი დაპატიჟე, ჩემგან რა გინდა?- მხრები აიჩეჩა და თვალი აარიდა.
-ჩემი ჩიტი შენ ხარ, თაია,-არ დანებდა ამირი,- მხოლოდ ერთ კვირას გთხოვ ჩემი სამყაროს გასაცნობად და ამის მერე თუ ისევ მოგინდება ჩემგან წასვლა, ერთ წამსაც აღარ დაგაყოვნებ ისე გაგიშვებ.
-შენი არ მჯერა,- თავი გვერდზე გადახარა ჩაფიქრებით, ამირის იდეა მოეწონა. მხოლოდ ერთ კვირას გაატარებდა ყველასთვის საოცნებო სასახლეში და შემდეგ მიიღებდა სანატრელ თავისუფლებას.
-პრინცის პატიოსან სიტყვას გაძლევ,- ხელი ზევით ასწია პირობის დასადებად,- თუ ჩემგან წასვლა მოგინდება, გაგიშვებ.
-კარგი, ოღონდ ერთი პირობით,- ცდუნებამ სძლია,- ჩემთან მოკარებას არ გაბედავ.
-მაგასაც გპირდები,- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და აბია გაუწოდა ჩასაცმელად,- ჩაიცვი და გარეთ გამოდი.
-თავშალს არ გავიკეთებ,- კატეგორიულად განუცხადა და ჩასაცმელი გამოართვა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ქართველ ქალებს თავშალი არ უკეთიათ.
-ალააჰ,- ზევით აღმართა ვედრება ნარევი თვალები,- კარგი, მაგაზეც თანახმა ვარ,- თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა თაიას ჩაცმის საშუალება რომ მისცემოდა. კარი მიიხურა თუ არა თაიამ ცბიერად ჩაიქნია და მხარზე ჩამოყრილი ხვეულები კეკლუცად გადაიყარა მხარს უკან. ,, ჯერ სად ხართ პრინცო ამირ,- ფიქრობდა თაია და თან ამირის მიცემულ ლურჯ აბიას იცმევდა,- მთელი შვიდი დღე მაქვს იმისთვის, რომ ჭკუიდან გადაგიყვანო. მერე თავად მთხოვ წასვლას, მაგრამ შეიძლება აღარ წავიდე. სიცოცხლეს გაგიმწარებ ჩემი დატყვევებისთვის“. თავშლისთვის არც კი შეუხედავს ისე გავიდა გარეთ და ამირთან ერთად სახლის წინ მდგარ მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა.
მანქანაში მდუმარედ ისხდნენ და ფანჯრიდან გზას გაჰყურებდნენ. თაია მოუსვენრად იყო, ადგილზე ცქმუტავდა, თითებს იმტვრევდა და წამდაუწუმ ამირს გახედავდა ხოლმე. ადგილზე შეხტა მამაკაცის თითები მისას, რომ შეეხო და დაიჭირა.
-ხომ გითხარი, არასოდეს შემეხო მეთქი,- შეუბღვირა და ამირის თითებში მოქცეული ხელი წაართვა,- მგონი ჩვენი შეთანხმება დაგავიწყდა.
-არაფერი დამვიწყნია, მინდოდა დამემშვიდებინე და მეტი არაფერი,- მხრები აიჩეჩა და თავის ადგილას დაბრუნდა.
- სიმართლე მითხარი ამირ, სასახლეში რისთვის მიგყავარ?
- ხომ გითხარი, მინდა ჩემი სამყარო განახო.
-თუ გინდა ვინმეს რამე დაუმტკიცო?- ცბიერად გახედა და ამირის რეაქციას დააკვირდა. მამაკაცს ჩაეცინა და მისკენ შემობრუნდა მთელი ტანით.
-როგორ ფიქრობ, ვგავარ ისეთ კაცს რომელსაც ვინმესთვის რამის დამტკიცება უნდა? შენი ფიქრები არასწორია თუ გგონია, რომ პატარა ბიჭი ვარ და ჩემი ზრდასრულობის დამტკიცებისთვის ვიბრძვი, იმ ასაკში არ ვარ ვინმეს რამე ვუმტკიცო.
-მაშინ რაშია საქმე? მოდი ზუსტად გეტყვი იმას რასაც ვფიქრობ და მერე შენ მითხარი სწორი ვარ თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიმართლეს არ აღიარებ.
-ზუსტად ვიცი რასაც მეტყვი და აქედანვე გეუბნები, რომ არასწორი ხარ.
-კარგი,- მხრები აიჩეჩა თაიამ და საპირისპირო მხარეს გაიხედა, ცდილობდა მისთვის არ შეეხედა, მაგრამ დროდადრო თვალს მაინც აპარებდა ხოლმე და მის მზერას რომ აწყდებოდა ღიმილით ისევ უკან ატრიალებდა თავს,- ასე რატომ მიყურებ?
-როგორ ასე?- ცბიერი ღიმილით უყურებდა ქალს.
-ასე რაღაცნაირად, დაჟინებით.
- შენ მიყურებ და იმიტომ.
-მეე?- შეცხადებით მიიდო მკერდზე გაშლილი ხელი,- როგორ გეკადრებათ.
-სანამ სასახლეში მივალთ, მინდა ცოტახნით ბაღში გავისეირნოთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა,- თაიამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ცისფერ ცაზე ღრუბლის ნაგლეჯებს დაუწყო ცქერა. სასახლემდე ხმა აღარც ერთს ამოუღია.
ქადირი უკანა ხედვის სარკიდან უყურებდა წყვილს და ის ქალი ახსენდებოდა, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა და რომელიც დაკარგა. თვალზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა და ფიქრებში გადაერთო მთელი გონებით. გაახსენდა როგორ უყვარდათ ერთმანეთი და როგორი სურვილი ჰქონდათ ერთად ყოფნისა. გაახსენდა დიდ ქორწილსა და ბევრ შვილზე რომ ოცნებობდნენ, პატარა სახლსა და დიდ სიყვარულზე. მოაგონდა მამამისი როგორ მალავდა ქალიშვილს, სახლში კეტავდა და გარეთ არ უშვებდა, მას შემდეგ რაც მისი სიყვარულის შესახებ გაიგო. მერე გადაწყვიტა, რომ სხვაზე მიეთხოვებინა და უფრო მეტი სარგებელი ეპოვა ამ ქორწინებიდან, მდიდარი სასიძო იშოვა და ნიშნობის დღე გამოაცხადა. გოგონაზე 20 წლით უფროსი კაცი ბედნიერი იყო, რომ სიბერეში როგორც იქნა ცოლის შერთვა შეძლო. როცა მის მოტაცებას ცდილობდა ქადირი მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში მოხვდა, იქვე შეატყობინეს საშინელი ამბავი მისი გულისსწორის შესახებ. ქორწილის შემდეგ, როცა ქმარი ცოლთან სარეცელის გასაყოფად შევიდა გოგონა თოკზე დაკიდებული დახვდა. სიკვდილი აურჩევია, საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნას, უცხო მამაკაცთან სარეცელის გაყოფას. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ტკივილი, გულის ცარიელ ადგილებს რომ ავსებს, ოდნავადაც კი არ განელებია.
დიდ ხნიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა, როგორც იქნა უშველებელი, მასიური რკინით დამზადებულ ჭიშკართან გაჩერდა. ქადირმა გადასვლისთანავე ამირს კარი გაუღო და დაელოდა სანამ ორივე არ გადმოვიდა. თაია გაოგნებული უყურებდა ამ უზარმაზარ, ორნამენტებით დახუნძლულ ჭიშკარს და სამოთხის კარს ამსგავსებდა.
-იქნებ არ ღირს? - თაიას ყოყმანობა შეეტყო ნაბიჯებში, წინ მიმავალ ამირს ჩამოშორდა და გაჩერდა.
-თაია, შენი სახლი დღეიდან ეს არის და მინდა იცოდე შენს სასახლეში რა არის.
-ეს ჩემი სახლი არ არის ამირ, ასე ნუ ამბობ. მე მხოლოდ ერთი კვირა ვიქნები აქ და მერე წავალ სამუდამოდ.
-მაშინ ის არც ჩემი იქნება. რაც შენი არ არის, ის არც ჩემია. მე მხოლოდ ის მომწონს რაც შენ, - მის პასუხს აღარ დაელოდა, ხელი ჩაჭიდა და გაქაჩა, ,, ედემის" ბაღში შეიყვანა. თავი სამოთხეში ეგონა. ყველა სახის ყვავილი და მცენარე, ხილის ხეები, პალმები, ნაძვები, ოქროსთევზებიანი შადრევანი, თეთრი მტრედები, პატარა ტბა და გედები. ეს იყო ფიზიკური სამოთხე დედამიწაზე.თაია გაფართოებული თვალებით უყურებდა ყველაფერს და ვერ ეჯერა, რომ დანახული რეალობა იყო.
-ამ სილამაზის სანახავად სიცოცხლის დათმობაც კი ღირს.
-მე შენი სიცოცხლე კი არა, შენი გული რომ დამითმო მხოლოდ ის მინდა,- წელზე მოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა, სულ არ ადარდებდა თაიასთან დადებული პირობა - მხოლოდ შენ მინდიხარ, - თაია სუნთქვა აჩქარებული ცდილობდა მისი მკლავებიდან დაძრომას და გამოუვიდა კიდეც, თავიდან მოიშორა და განზე გადგა, - მახსოვს ის პირობა რაც შენთან დავდე. უბრალოდ მინდა ჩემთან უცხოსავით არ მოიქცე, აღმიქვი როგორც მეგობარი, ასე უფრო გაგიადვილდება აქ ცხოვრება. ახლა კი წავიდეთ, შენს ოთახს გაჩვენებ და მერე ჩემს დებსაც გაგაცნობ.
-შენ დები თუ გყავდა არ ვიცოდი, - წინ მიმავალს აედევნა.
-ორი და მყავს, ასიე და აიშე. გათხოვილები არიან და შენ გასაცნობად მოვიდნენ, - წინ მიმავალი უკან შემობრუნდა, თაიას ხელი ჩასჭიდა და სვლა განაგრძო, თან დაამატა,- უბრალო მეგობრულად ჩაგჭიდე ხელი.
-ისინი რას ამბობენ იმის შესახებ, რომ ქართველი ტყვე მიგყავს სასახლეში, რომელსაც უმტკიცებ, რომ გიყვარს და რომელსაც ერთ კვირიან მეგობრულ თანაცხოვრებას სთავაზობ?- თვალები მოჭუტა.
-არა არ მითქვამს,- დამნაშავესავით გახედა და ჩაიცინა.
- და იის, რომ სამეფო ეტიკეტების უცოდინარი ვარ?
-სასახლის ეტიკეტს ჩახვევით იმეორებ, - გულიანად გაიცინა, - არ ფიქრობ იმაზე სხვა რას იფიქრებს შენზე, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. მთავარი ჩემი აზრია და არა სხვა დანარჩენის. ასე, რომ დამშვიდდი და მაგაზე აღარ იდარდო.
-რაც არ უნდა იყოს ამირ, მე ამ სამყაროსგან ძალიან განვსხვავდები და ყოველთვის გაიგებს ჩემი ყურები ამის შესახებ სხვის საუბარს. მინდა არ მინდა ეს მაინც მომხვდება გულზე. მიუხედავად იმისა, რომ გავბედე და მამაშენს შევეკამათე, ეს სულ სხვა ვითარებაა. მე ამხელა სასახლეში შენ გარდა ნაცნობი არ მყავს, რა უნდა ვქნა? - გაჩერდა და ამირიც გააჩერა, თვალებში ისე უყურებდა თითქოს რაღაც საშინელების თქმას აპირებდაო, - იქნებ წავიდე? საქართველოში დავბრუნდები. არ მინდა ჩემ გამო შენც პრობლემები შეგექმნას.
-თაია, - ხელები მხრებზე ჩამოაწყო და თვალებში ჩააშტერდა,- სიყვარულისგან პრობლემები თუ შემექმნება ამას სიხარულით მივიღებ, რადგან ზუსტად მაშინ მეცოდინება, რომ ნამდვილად მიყვარხარ და ისიც მეცოდინება, რომ შენი ეს უნებლიედ სიყვარულჩაღვრილი გამოხედვა ნამდვილია. ეს პრობლემაც კი ბედნიერებას მომიტანს, მაგრამ ნუღარ მეტყვი, რომ ჩემგან წახვალ, მაშინ როცა ზუსტად ვიცი დარჩენა გინდა,- ყვრიმალზე ცერა თითი ჩამოუსვა და გაუღიმა.
-ამირ, ჩემი ეს უნებლიედ სიყვარულჩაღვრილი გამოხედვა მხოლოდ მეგობრულია, არ დაგავიწყდეს და შენთვის რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, მე აქედან მაინც წავალ
- კარგი, წამოდი, - ღრმად ამოისუნთქა და დანანებით გაიქნია თავი,- არ მინდა დიდხანს ვალოდინოთ ჩემი დები და ცოლ..., - სიტყვა გაწყვიტა.
-ცოლი? - დაასრულა თაიამ და სევდიანი ღიმილით ჩახარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ამირის მიმართ გრძნობები არ გააჩნდა, მაინც არ სიამოვნებდა ხოლმე მისი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვა.
-ის მხოლოდ საბუთით არის ჩემი ცოლი და მეტი არაფერი, - სცადა თავის გამართლება ამირმა.
-არაფერი მითქვამს.
-შენ არა, მაგრამ შენმა თვალებმა მითხრეს ყველაფერი. თაია, ჩემი გული მხოლოდ ერთადერთ ქალს ეკუთვნის და ის შენ ხარ, გესმის? ნუ ფიქრობ სხვაზე, მხოლოდ შენს თავსა და ჩემ სიყვარულზე იფიქრე, - ნელი ნაბიჯით მიუყვებოდნენ ბილიკს და თან იქაურობას ათვალიერებდნენ. ამირი რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ თაიას არ ესმოდა, მისი ფიქრები სასახლესა და იქ მაცხოვრებლებისკენ გაფრენილიყო. ბოლოს რომ მიხვდა გოგონა არ უსმენდა, გაჩუმდა. მასაც ადარდებდა თაიას მდგომარეობა და ფიქრები, მაგრამ თავს იიმედებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სასახლეში შესასვლელი კარი მსახურებმა გაუღეს და თავის დაკვრით მიესალმნენ პრინცსა და მის სტუმარს, რომელსაც თავზე თავშალი არ ეკეთა და ონავარი ხუჭუჭები შუბლზე ჩამოშლოდა. კარის გაღებისთანავე თაიას ხელი უშვა და შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პრინცო ამირ, - ერთხმად მიესალმნენ და წელში გასწორდნენ.
-მადლობა. ქალბატონი თაიას ოთახი მოაწყვეთ?
-დიახ, პრინცო ამირ, ყველაფერი მზად არის. ქალბატონს თუ რამის შეცვლა მოუნდება შევცვლით.
-ძალიან კარგი, ოთახამდე მიაცილეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი აქვს, - მერე თაიას მიუბრუნდა და მის ხვეულებს თვალი შეავლო, - ისე, თავშალი რომ გაგეკეთებინა უკეთესი იქნებოდა.
-თავშალს არასოდეს გავიკეთებ, რადგან ქართველი ვარ.
-კარგი, კარგი, სულ მაგას ნუ იმეორებ,- შეუბღვირა ამირმა და გვერდზე გაიწია გზის დასათმობად.
-იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც დამჭირდება,- მერე სახე ახლოს მიუტანა და გაიმეორა,- მე ქართველი ვარ.
-მათ გაყევი და მეც მალე მოვალ, მამაჩემი უნდა ვნახო,- თვალები დაუბრიალა და საპირისპირო მხარეს წავიდა.
სადარბაზო ოთახში ფეხი შეადგა თუ არა თავი ზღაპარში ამოყო. მიუხედავად არაბული სამყაროს სიდიადისა შესასვლელში არ დახვედრია არც შადრევნები, არც ოქროს ფიგურები და არც კატისებრთა ჯიშის წარმომადგენლები, როგორც ის წარმოიდგენდა. ერთი სრული მარმარილოთი დაფარული დარბაზი, რომელსაც ადგილ- ადგილ ოქროსფერი კანტები დასდევდა, ფართო განათებას ორ კედელზე განლაგებული განიერი ფანჯრები სძენდა. ლოტუსის ფორმის კედლის განათებები მთელს სიგრძეზე ჩაემწკრივებინათ და ფორმალურად გაენათებინათ. თეთრი ჭერი როკოკოს ტიპის ოქროსფერი ორნამენტებით გაერფორმებინათ, შუაში კი მასიური, სვაროვსკის ბურთებით დახუნძლული ჭაღი ეკიდა.
თეთრი მარმარილოსგან ნაშენ, ნახევარმთვარისებულ კიბეზე წითელი ხალიჩა გაეფინათ და ოქროსფერი დამჭერებით ჩაემაგრებინათ. თეთრი ფერის, განიერი დერეფანის იატაკი მოჩვენებითი ხალიჩებით გაეფორმებინათ და ცალ კედელზე ჩაყოლებული ფანჯრების წინ სავარძლები მოეთავსებინათ. სავარძლებს შორის ყავის მაგიდა, ზედ კი ბროლის ლარნაკები იდგა წითელი ყვავილებით.
ლარჯ ფარდებიანი დერეფანი გაიარეს და თაიასთვის მოწყობილ ოთახს მიადგნენ, ოთახის კარი გაუღეს და თავის დახრით გამოხატეს პატივისცემა სტუმრის მიმართ.
-კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო, სასახლეში სტუმარი ყოველთვის გვიხარია,- ერთ- ერთი მათგანი ოთახში შეუძღვა და მუქი ფარდები განზე გადასწია, მზის სხივებმა კიდევ უფრო მეტად გაანათეს თეთრი ავეჯისგან შემდგარი ოთახი, ოქროსფერი ორნამენტებით რომ გაეფორმებინათ,-თქვენის ნებართვით ჩვენ დაგტოვებთ.
ოთახში მარტო დარჩენილმა იქაურობას თვალი მოავლო და თითქოს სიცივემ აიტანა, ფიქრობდა, რომ იმაზე ცუდ მდგომარეობაში იყო ვიდრე ეგონა. კრემისფერ კედელთან დაუცველი ბავშვივით იდგა ატუზული და განიერ ოთახს გამუდმებით თვალს ავლებდა. აქ, ამ სასახლეში, იმ ხალხთან ერთად უნდა ეცხოვრა ვისაც გულზე არ ეხატებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ამირის მამა ვერ იტანდა და არც მისი იქ დარჩენის აზრი მოეწონებოდა. და პრინცის ცოლი? ამ ქალის ადგილას ყველა იფიქრებდა, რომ თაია კონკურენციას უწევდა მას და ქმარს ართმევდა, მაგრამ სინამდვილეში მას ეს არ უნდოდა, არავის კონკურენტი არ უნდოდა ყოფილიყო და არც ქმარი წაერთვა ვინმესთვის. ერთი კვირა სწრაფად და უშფოთველად გაივლიდა და თაია შეძლებდა მათი ცხოვრებიდან სამუდამოდ წასვლას.
ფიქრებიდან ნაცნობი ნივთის დანახვამ გამოაფხიზლა. ზარდახშა, რომელიც ერთადერთი ნივთი იყო რაც დედისგან დარჩა და რაც საქართველოდან წამოიღო. ამ ერთ, პატარა ზარდახშაში იყო მოქცეული მისი წარსულის მოგონებები, მონატრება და სიყვარული მშობლებისადმი, რომელიც არც ერთი წამით არ ჩაუქრია გულში. ზარდახშა გადახსნა და ცრემლები წასკდა მის ნუშის ფორმის ყავისფერ თვალებს, მშობლები მომღიმარი, ბედნიერი სახეებით უმზერდნენ სურათიდან. დედის სურნელი თითქმის აღარ ახსოვდა, მისი სახეც ეკარგებოდა ხანდახან გონებიდან, მაგრამ სამუდამოდ არასოდეს ტოვებდა მარტოს. ქარიშხალივით ჩამოიქროლა სიკვდილმა და ორი საყვარელი ადამიანი წაართვა სამუდამოდ.
კარის გაღების ხმის გაგონებაზე ცრემლები სასწრაფოდ შეიშრო და შემობრუნდა, ამირი ეგონა და უცხო ქალი დახვდა. ლამაზ სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა, ტანთ თხელი, ლურჯი ფერის აბია ეცვა და თავზე ამავე ფერის ჩალმა ეკეთა. მოხდენილად მიარწევდა სხეულს და თაიასკენ მაცდური ღიმილით მიიწევდა. ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ რატომღაც ზუსტად იცოდა, რომ ეს ქალი ამირის ცოლი იქნებოდა.
-ე. ი შენ ხარ თაია, ჩემი ქმრის საყვარელი, - ცინიკურად გახედა და გულზე დაკიდებულ ჯვარს თითი დაუსვა, - იცი მე ვინ ვარ?
-დაფიქრებაც არ მჭირდება ისე ვხვდები ვინც ხართ, - მშობლების სურათი ზარდახშაში ჩააბრუნა, - მაგრამ ერთი რამ გეშლებათ, მე ამირის საყვარელი არ ვარ.
-აჰ, ამირი. პირველად მესმის, რომ საყვარელი ჩემს ქმარს უბრალოდ სახელით მიმართავს, - გარშემო შემოუარა და თმაზე დაუსვა ხელი, - იცი შენნაირებს აქ როგორ ექცევიან?
-კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მე ამირის საყვარელი არ ვარ, მისი სტუმარი ვარ და მალე წავალ აქედან.
-ქრისტიანო გოგონავ.
-ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა გააქვთ?
-ურჯულოებს არ ვწყალობ.
-თქვენგან წყალობა არც მითხოვია.
-ამირის იმედი აქვს საწყალ, ქრისტიან გოგონას? - გულიანად გადაიკისკისა.
-არავის დაცვა და წყალობა არ მჭირდება, - ხმას აუწია თაიამ, - ჩემთან კიდევ ერთხელ თუ გაბედავთ ასე საუბარს, ვინმეს დახმარების გარეშე გაგცემთ საკადრის პასუხს.
-როგორ მიბედავ, - ყვირილით ყელში სწვდა და კედელში ჩამაგრებულ სარკეს მიანარცხა, - როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს პატარა მეძავო. ისე გაგაქრობ აქედან, ვერავინ გაიგებს.
-ხელი გამიშვი, - ფრჩხილები კანში ჩაარჭო და მისი ხელი მოიშორა.
-შენ ჩემ ადგილას ვერასოდეს მოხვდები, - თმაში ხელი სტაცა და დააჩოქა, - აი ასე, ჩემ დანახვაზე მუდამ მუხლის ჩოქებზე უნდა დადგე და ცხვირს იატაკს ადებდე, - ჯვარს ხელი წაავლო და ყელიდან ჩამოგლიჯა, - ეს კი ის ნივთია, რომელიც აღარასდროს დაგჭირდება, მოსამსახურეებს სამკაული არ სჭირდებათ. და ამიერიდან ყოველდღიურ შიშს შეეგუე, შესაძლოა დადგეს დღე, რომელიც შენთვის ვეღარასდროს გათენდება,- ხელი დასარტყმელად მომართა, მაგრამ ამირის მრისხანე ხმამ ადგილზე გაუყინა.
-არ გაბედო,- მკლავში სწვდა და გვერდზე უხეშად გამოსწია, მუხლებზე მდგარი, დამცირებული თაია წამოაყენა და ცოლს მრისხანედ გახედა, - როგორ ბედავ და ეხები იმას, რაც მე მეკუთვნის. როგორ ბედავ მასთან ასე მოქცევას? ვინ ხარ შენ, ჩემი ცოლი ხარ თუ მტერი?
-შენ არასწორედ გაიგე ამირ, - თავის გამართლება დაიწყო ქალმა, - მან მე შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, რომ მე არარაობა ვარ და აქ იმისთვის მოვიდა, რომ ჩემი ადგილი დაიკავოს. ეს გოგო შენს დებსაც ემუქრებოდა, ასე თქვა ყველას საკადრის ადგილს მივუჩენ და...
-საკმარისია დარია, - ხელის აწევით გააჩუმა ქალი, - თავის გასამართლებლად ახალი ისტორიის მოფიქრება არ არის საჭირო, ყველაფერი გავიგე და დავინახე რაც აქ მოხდა. ახლა კი გთხოვ, რომ შენს ოთახში დაბრუნდე, მერე დაგელაპარაკები ამ ყველაფერზე.
-მაგრამ პრინცო მე...
-შენს ოთახში დაბრუნდი, - მკლავში წვდა და ოთახიდან გაიყვანა, - კიდევ ერთხელ თუ გამამეორებინებ იმავეს, მკაცრ ზომებსაც მოვაყოლებ იცოდე. შენი ადგილი იცოდე, არაფერს ცვლის ჩემი ცოლობის სტატუსი.
ოთახში დაბრუნებულს თაია საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი დახვდა, მუხლებზე შემოხვეულ მკლავებზე თავი ჩამოედო და ტიროდა. გული დაეწვა მის დანახვაზე, თაია მართალი იყო, ვერავინ დაიცავდა ამირის გარდა. გვერდზე ჩამოუჯდა და მხრებზე ხელი მოხვია, ახლა ხვდებოდა, რომ ამ ქალის, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა, ერთადერთი მცველი თავად იყო და მისთვის სიცოცხლეც კი დაუფიქრებლად უნდა დაეთმო.










თავი 5

-მე რომ დავიბადე მამაჩემი სიხარულით მეცხრე ცას ეწია, წვეულება მოაწყო, დაპატიჟა ყველა დიდებული, დააპურა ყველა ობოლი და უსახლკარო ადამიანი და ყველას აუწყა, რომ ტახტის მემკვიდრე შეეძინა სახელად - ალ- ნასირ ად- დინ ამირ იბნ ხალიფი.
-რატომ გაქვთ არაბებს ყოველთვის გრძელი სახელები?
-მხოლიდ არაბებს არ გვაქვს, სხვა ეროვნების ხალხზეც მსმენია გრძელი სახელები, მაგრამ მათგან განსხვავებით ჩვენთან თითოეულ სახელს თავისი ასოციაცია და მნიშვნელობა აქვს.
-და შენი სახელი რას ნიშნავს?
-ალ- ნასირ ნიშნავს გადამრჩენელს, გამარჯვების მომტანს, ტერმინი ად- დინ ნიშნავს მართლმორწმუნეს, სახელი ამირი ბატონს და მმართველს აღნიშნავს, ხოლო რაც შეეხება იბნ ხალიფი უბრალოდ ხალიფის ვაჟს ნიშნავს.
-ე. ი შენი სრული სახელის მნიშვნელობა არის - გამარჯვების მომტანი მართლმორწმუნე მმართველი, ხალიფის ვაჟი.
-სწორედ ასეა, - ჩაიცინა და აქამდე ხელში დაჭერილი ვარდის კოკორი თმაში დაუმაგრა, - ვიცი, რომ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.
-არა, სასაცილოდ არ ჟღერს, უბრალოდ საინტერესოა თქვენი სახელების თანწყობა. ჩვენთან, საქართველოში ყველას ერთი სახელი აქვთ და ყველა რაღაცას აღნიშნავს.
-შენი სახელი რას ნიშნავს?
-ჩემი სახელი არაფერს.
-აკი მითხარი ყველა სახელი რაღაცას ნიშნავსო?
-კი გითხარი, უბრალოდ ჩემი სახელის მნიშვნელობა ცოტა უცნაურია, - მხრები აიჩეჩა და ბილიკს ნელი ნაბიჯით გაუყვა.
-ისევე, როგორც ჩემი, - შარვლის ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მიმავალს აედევნა და გვერდით ამოუდგა.
-თაია უბრალოდ სოფელია საქართველოში, პატარა და ლამაზი. დედაჩემი იქ ცხოვრობდა, სანამ მამაჩემზე გათხოვდებოდა.
-დედაშენი როგორი ქალი იყო? - ქალს სახეზე შეეტყო, რომ ეს თემა ჭრილობაზე აყრიდა მარილს, - მაპატიე, არ მინდოდა წარსული ტკივილები გამეღვიძებინა შენში.
-დედაჩემი მაღალი ქალი იყო, გამხდარი და მოხდენილი, ხვეული თმით. მუდამ სითბოს და სიყვარულს ასხივებდა ყავისფერი თვალებიდან. არ მახსოვს, რომ ჩემთვის ხმა აეწიოს ოდესმე, თუ რამეს დავაშავებდი დამსვავდა და მშვიდად მეუბნებოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და კარგად მოქცევის შემთხვევაში ყოველთვის მასაჩუქრებდა. მამა უყვარდა ძალიან, სამსახურში ყოფნის დროს წამებს ითვლიდა სამუშაო დროის დასრულებამდე, რადგან იცოდა, რომ გარეთ მამა ელოდებოდა.
-შენი მშობლები როგორ დაიღუპნენ?
-ავარიაში მოყვნენ. იმ დღეს ძალიან წვიმდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მათი მანქანა მოცურდა და რკინის კონსტრუქციას დაეჯახა. ორივე ადგილზევე დაიღუპა.
-დედაჩემი ტყუპებზე მშობიარობას გადაყვა, - გაწელილი დუმილი ამირმა დაარღვია,- მაშინ 5 წლის ვიყავი, არ ვიცოდი რა იყო სიკვდილი და დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ დედა დასასვენებლად იყო წასული ძალიან შორს. მერე მივხვდი სიტყვა გარდაცვალების მნიშვნელობას და იმაზე მეტად მეტკინა გული, ვიდრე მტკიოდა. მერჩივნა მგონებოდა, რომ დედა საზღვარგარეთ იყო, მაგრამ სიმართლეს ვერსად დავემალებით. მისი გარდაცვალებისგან მიღებულმა ტკივილმა გადააწყვეტინა ტყუპებისთვის ამ სახელების დარქმევა, აიშე- სიცოცხლეს ნიშნავს, ასიე კი მანუგეშებელს, მათი სახელების შეერთება კი მანუგეშებელ სიცოცხლეს ნიშნავს. ჩემი დები რომ წამოიზარდნენ, მამამ მათი დაცვა დამავალა და მეც მთელი ძალით ვიცავდი აიშესა და ასიეს. მერე მათი გათხოვების დრო რომ მოვიდა, მამაჩემმა კარგი სასიძოები მოძებნა და გაათხოვა.
-ე. ი ისინი სიყვარულით არ გათხოვილან? ისევე, როგორც შენ არ მოგიყვანია ცოლი სიყვარულით.
-ასიეს გაუმართლა და მამამ ის შეარჩია მის საქმროდ ვინც მას მოსწონდა, აიშეს კი ქორწინებაში შეუყვარდა ქმარი. ორივე სიძე ღირსეული და ჩვენი ოჯახისთვის შესაფერისი აღმოჩნდა, გაგვიმართლა. მე და ისმაილი ერთად გავიზარდეთ, მშობლები არ ყავს, მამამ ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა და დედამ საკუთარი შვილივით გაზარდა, ზღაპრებს გვიკითხავდა ძილის წინ, მაგრამ მას არასდროს მოსწონდა ეს, ყოველთვის უნდოდა ჩვენი მცველებივით იარაღი დაეჭირა და ვინმე დაეცვა. სკოლაშიც ერთად დავდიოდით და malipal ის უნივერსიტეტშიც ერთად ვისწავლეთ საინჟინროზე. ასიე რომ შეუყვარდა პირველად მე გავიგე ეს. თავიდან ძალიან გავბრაზდი, როგორ გაბედა ჩემი დის შეყვარება, ძმებივით ვიზრდებოდით მეთქი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი მასზე უკეთესს ვერავის ვიპოვიდით სიძედ. მამაჩემს მისი თავი შევთავაზე და ისიც სიხარულით დამთანხმდა, თურმე მასაც უფიქრია ასიეს ისმაილისთვის მითხოვება, მაგრამ თქმას არ ჩქარობდა. აიშეს ქმარი ცნობილი არქიტექტორის შვილია და თავადაც არქიტექტორია. სანაპიროს სახლი მისი დაპროექტებულია და ამ სასახლის მშენებლობაში მამამის დიდი წვლილი მიუძღვის. ისიც ისეთივე კარგი ქმარი აღმოჩნდა აიშესთვის, როგორც ისმაილი ასიესთვის.
-ძნელია, როცა იმაზე გათხოვებენ ვინც არ გიყვარს.
-ძნელია, მაგრამ ჩვენთან ასეა მიღებული. ტრადიციას ასე ადვილად ვერ შეცვლი.
-თუ არავინ სცადა, თავისით ვერასდროს შეიცვლება ამირ. თქვენ უბრალიდ ყურანის წესებს მისდევთ, მაგრამ ქალის უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებთ. ეს ძალიან ცუდია.
-თაია, ვიცი რა არის ცუდი და რა კარგი. აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ შენგან განსხვავებით და ვიცი რა წესები და კანონები გვაქვს.
-მაშინ რატომ არაფერს აკეთებ ამ კანონის გასაუქმებლად?
-შენ მე მუჰამედი ხომ არ გგონივარ? პრინცი ვარ, მაგრამ ჯერ მე ვერაფერს შევცვლი. სანამ მამაჩემის დონეზე არ ავალ კანონს ვერ შევცვლი, რომც შევძლო და შევცვალო ხალხი კიდევ დიდი ხანი გააგრძელებს ძველებურად ცხოვრებას, მანამ სანამ ახალს არ შეისისხლხორცებენ. ამას წლები დასჭირდება და ამ წლებში ბევრი გათხოვდება უსიყვარულოდ, - თაია მდუმარედ მიუყვებოდა ვარდების ბუჩქებს შორის გავლებულ ბილიკს და მოსმენილზე ფიქრობდა. ამირი მართალი იყო. ტრადიცია დღესვე რომც შეცვლილიყო, საზოგადოებაში მაინც დარჩებოდა ძველი ტრადიციის ნიშნები. გოგონები ხმას არ აიმაღლებდნენ მშობლებთან, არ იტყოდნენ, რომ მათ გათხოვება არ უნდათ, თუ იტყოდნენ არც მაშინ ექნებოდა აზრი.
-მაშინ რაღა აზრი აქვს იმის თქმას, რომ ქალთა უფლებებს იცავთ? - უცნაურად გაიჟღერა მისმა ხმამ, თითქოს ცრემლები უხშობდაო თითოეულ სიტყვას.
-ჩვენ ქალებს ვიცავთ ძალადობისგან.
-ისევე იცავთ, როგორც მე დამიცავი?- ხმა საბოლოოდ გაუტყდა, გული სტკიოდა, მაგრამ რატომ არ იცოდა. ამირი მიუახლოვდა, ახლოს მიიზიდა და კულულზე მოეფერა.
-ყველას ისე ვერ დავიცავ, როგორც შენ, მაგრამ მოძალადეებს სასამართლო მკაცრად სჯის. სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოდაშია.
-ასეთი ადამიანები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას.
-ხო და იღებენ კიდეც დამსახურებულ სასჯელს, - ლოყაზე დაუსვა ცერა თითი და ხელკავ გაყრილმა ხრეშიან ბილიკზე გააგრძელე მასთან ერთად სვლა, - აჰ, აი ჩემი დები სხედან ტბასთან. აიშე, - ორივემ ხმის მიმართულებით გაატრიალა თავი და მიმავლები რომ დაინახეს სახე გაებადრათ. ამირს დებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, რომ გეკითხათ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გაიხსენებდა იმ დღეს ამირს რამე რომ დაეშალოთ მათთვის. მამაზე მეტად ძმა ანებივრებდა. ასიე მისი მადლობელი იყო, რომ სიყვარული არ დაუშალა და იმ ადამიანს გააყოლა ცოლად რომელზეც ოცნებობდა. აიშე კი უბრალოდ მადლობელი იყო, რომ ყოველთვის გვერდით ედგა და მასთან დაუფარავად შეეძლო ნებისმიერ თემაზე საუბარი. ამირის მიერ შერჩეული მისი ქმარი იმდენად შესანიშნავი და არაჩვეულებრივი მამაკაცი აღმოჩნდა, რომ არასდროს უნანია მასთან ქორწინება. ორივეს ქორწილი ერთ დღეს გადაიხადეს და ერთი კვირა გააგრძელეს.
-როგორ მიხარია ამირ, როგორც იქნა შესაფერისი გოგო მოიყვანე სასახლეში, - თვალი ჩაუკრა ძმას ასიემ და თაიას ხელი გაუწოდა, - ასიე.
-თაია.
-აიშე.
-თაია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ამირი ბევრს მიყვებოდა თქვენზე.
-ჩვენთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა, იმედია დავმეგობრდებით.
-მეც იმედი მაქვს, - მორიდებით გაუღიმა და თავი ჩახარა.
-გოგოებო თაიას ხომ მიმიხედავთ? მე საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები, - თაიას ხელზე აკოცა და იქაურობას გაეცალა.
-იმ დროის მანძილზე, რაც სანაპიროს სახლში გაატარა, ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა. მამა ბრაზობდა ყველაფერზე ხელი აქვს აღებულიო.
-ბოდიშს ვიხდი, არ მინდოდა ჩემ გამო პრობლემები შეჰქმნოდა, - მაბოდიშებელი თვალებით გახედა აიშეს.
-შენ არაფერ შუაში ხარ ძვირფასო, შენ ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო მაინც ასე მოხდებოდა. სიყვარულმა ასე იცის, ყველაფერს გავიწყებს იმის გარდა ვინც გიყვარს, - ხელკავი გამოსდო ასიემ და სეირნობაში აიყოლია, - შენზე ცოტა რამ ვიცით, ის რაც ისმაილმა გვიამბო, - დას გადახედა ასიემ, - მაგრამ ყველაფერი არ უთქვამს.
-ხოო, მართალია, - მხარი აუბა აიშემაც, - მაგალითად არ ვიცით შენ რას გრძნობ ჩვენი ძმის მიმართ.
-მოიცადეთ, - თაია გაჩერდა, - ამაზე საუბარი ამირმა გთხოვათ? - ტყუპებმა გულიანად გადაიკისკისეს.
-არა ძვირფასო, ეს პირადად ჩვენ გვაინტერესებს. წამოდი იქ დავსხდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ, - მკლავით გაქაჩა და ბაღში მდგარ ძელსკამზე დასვა.


***

-ვხედავ შენს დებს მოეწონათ გოგო, - კაბინეტის ოდნავ გამოღებული ფანჯრიდან ბაღს გადაჰყურებდა ხალიფი,- მაგრამ შენს დებს ყველა მოსწონთ.
-მაგრამ თაია განსაკუთრებით მოეწონათ,- ფანჯარას მიუახლოვდა და ტყუპებთან მხიარულად მოსაუბრე თაიას გადახედა.
-ეგ გოგო სასახლეში დიდი ხანი ვერ გაჩერდება დამიჯერე, მალე მოვა და გეტყვის, რომ წასვლა უნდა,- ფანჯარას მოშორდა და სამუშაო მაგიდას მიუჯდა, ამირს მისთვის არ უთქვამს, რომ თაია მხოლოდ ერთი კვირით დარჩენაზე დათანხმდა.
-თუ ვინმემ რამე არ დაუშავა წასვლას არ მოინდომებს, - ფანჯრიდან ისევ რომ გადაიხედა, თაიას მზერას წააწყდა და სახე გაებადრა.
-მაგით რა გინდა თქვა? - აშკარად არ მოეწონა შვილის ამგვარი პასუხი.
-ახლა არაფერი, მაგრამ თუ შევნიშნავ, რომ თაიას განაწყენებას ან მისთვის რაიმეს დაშავებას შეეცდება ვინმე მერე აუცილებლად ვიტყვი ჩემ სათქმელს.
-მე მემუქრები? - შუბლშეჭმუხნილმა იატაკზე მოისროლა კალამი და განრისხებული წამოხტა.
-შენზე რატომ მიიღე მამა, იდეაში რამე გაქვს? - გამომცდელი თვალით გამოხედა მამამისს და ფანჯარა მიხურა.
-როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს, - თვალები მრისხანებისგან აუკვესდა.
-ნუ ბრაზობ მამა, - ძირს დაგდებული კალამი აიღო და წინ, მაგიდაზე დაუდო, - მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ამ გოგოს მიმართ სერიოზული გრძნობები მაქვს და არავის შევარჩენ მისი თავიდან ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს, - ბრაზიანად დაიღრინა და ისევ ფანჯარას მიუახლოვდა, - დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ვინმე აუცილებლად ამასრულებინებს ჩემ სიტყვებს.


***

ბაღში ისხდნენ და მხიარულად საუბრობდნენ, ადვილად გამონახეს საერთო ენა და ინტერესები. სწორად ეს აკლდა თაიას, ქალური საუბარი, რომელიც ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა. სკამის საზურგეზე დაყრდნობილ ხელზე თავი ჩამოედო და ერთმანეთში მხიარულად მოსაუბრე ტყუპებს დაკვირვებით უყურებდა. რა იქნებოდა, რომ მასაც ჰყოლოდა და ან ძმა? ახლა ხომ აღარ იქნებოდა ამ მდგომარეობაში. არ გამოივლიდა იმ ტანჯვას რაც გამოატარეს, არ გახდებოდა იძულებული საყვარელი ქვეყანა დაეტოვებინა და მაშინ ვეღარასდროს შეძლებდა ამირის გაცნობას, ამას ფიქრადაც კი ვერ გაივლებდა გონებაში. ბავშვობაში ხშირად უნატრია თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, რომელიც მოვიდოდა და სასახლეში წაიყვანდა. სიმართლე ითქვას აუსრულდა კიდეც. დუბაის პრინცი ამირი მივიდა მასთან და სასახლეში წამოიყვანა. საინტერესო ისტორია შეიქმნებოდა წერა რომ შესძლებოდა.
კიდევ ერთხელ აიხედა იმ ფანჯრისკენ, ცოტახნის წინ ამირი რომ დაინახა, მაგრამ ფანჯარა დახურული, ფარდები კი ჩამოფარებული დახვდა. ტყუპების საუბარს უკვე ვეღარ უსმენდა, იმ დახურულ ფანჯარას თვალმოუშორებლად უყურებდა და ამირზე ფიქრობდა. ვერც კი გაეაზრებინა ისე შეიცვალა მისი ცხოვრება. მამაკაცს ისე მისჩვეოდა უკვე უჭირდა მის გარეშე ყოფნა, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაბეჭდილი ჰქონდა, რომ აქ დიდი ხნით არ დარჩებოდა და მისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. არავინ დაუშვებდა რომ პრინც ამირს ვიღაც უცხოელი, ქრისტიანი ქალი შეყვარებოდა და ცოლად მოეყვანა, რადგან ეს მათი ტრადიციების და რელიგიის შეურაცხყოფა იყო. თაიასთვისაც მისი რელიგია ისეთი წმინდა რამ იყო, რომ მის შეცვლასა და სიკვდილს შორის არჩევანის წინაშე დაყენებისას სიკვდილს აირჩევდა და თავს შესწირავდა. ამაზე ფიქრისას მექანიკურად მკერდზე ხელი მიიდო და სასოწარკვეთილი ყვირილით ფეხზე წამოხტა.
-რა მოხდა თაია, კარგად ხარ? - მისი ყვირილით შეშინებული ტყუპებიც ფეხზე წამოდგნენ და თაიას ხელი შეაშველეს.
-ჯვარი, ჩემი ჯვარი დავკარგე, გულზე მეკიდა და..., - ცოტახნის წინანდელი კამათი გაახსენდა ამირის ცოლთან, ჯვარი მან ჩამოგლიჯა გულიდან, - იმ ქალმა ჩამომგლიჯა, ამირის ცოლმა.
-რას ამბობ თაია, წამოდი მოვძებნოთ. ბოლოს სად იყავი?
-ჩემს ოთახში. მერე ის ქალი შემოვიდა, მეჩხუბა და ჯვარი ჩამომგლიჯა. მაშინ ვერ მივხვდი, რომ წაიღო, - გული შიშისგან ისე უფეთქავდა ლამის ამოვარდნოდა, არ უნდოდა მისთვის ძვირფასი ნივთი დაეკარგა, დედამისის ჯვარს მუდამ თან ატარებდა, - მერამდენედ უნდა დავკარგო, ღმერთო.
-დამშვიდდი, ვიპოვით. წამოდი ჯერ შენს ოთახში მოვძებნოთ, შეიძლება საწოლის ქვეშ არის შევარდნილი.
-იმედია მართლაც მასეა, - ბაღი სირბილით გაიარა და სასახლის კარი თვითონ გააღო. კიბეზე რამდენჯერმე წაბორძიკდა გრძელი აბიას გამო და ოთახამდე ძლივს მიაღწია. საწოლის, კარადის და სარკის ქვეშ დიდი ხნის ძებნის შემდეგ თაია სავარძელში უღონოდ ჩაეშვა და სახეზე აიფარა ხელები. ტიროდა.
-კარგი, დამშვიდდი, ვიპოვით,- მხრებზე მოხვია ხელი ასიემ, - მსახურებს ვეტყვი და მოძებნიან, - ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, თაიას ნათქვამმა რომ გააჩერა.
-ვიცი ვისაც აქვს ჩემი ჯვარი, - კედელზე თვალგაშტერებულმა ამოილაპარაკა.
-რაა? - მის მუხლებთან ჩამუხლულ აიშეს თვალები გაუფართოვდა.
-ვიცი ვისაც აქვს ჩემი ჯვარი, - დაჟინებით გაიმეორა თაიამ, - და მე გამოვართმევ მას ჩემს ნივთს, - სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი და კარში გავიდან, - სად არის ამირის ცოლის ოთახი?
-თაია რას აკეთებ, ამისთვის დაგსჯიან, - წინ აესვეტა ერთ- ერთი ტყუპი და გააჩერა, - ასე არ შეიძლება. ამირს ვუთხრათ და ის გამოართმევს, თუ, რა თქმა უნდა, მას აქვს.
-რა თქმა უნდა, მას აქვს აიშე, ეს ხომ ნათელია? მოვიდა, მეჩხუბა, ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯა, მითხრა, რომ მოსამსახურეებს სამკაული არ სჭირდებათ და წავიდა, უფრო სწორად ამირმა გააგდო.
-ხოდა, ამირს ვეტყვი, გამოართმევს და დაგიბრუნებს.
-რატომ უნდა ვთხოვო ამირს ის, რისი დაბრუნებაც მე თვითონ შემიძლია?
-იმიტომ, რომ არ შეიძლება თაია, რატომ არ გესმის? ის პრინცის ცოლია და უფრო მეტი ძალა და შესაძლებლობები აქვს, ვიდრე შენ.
-ეგ არაფერს ცვლის აიშე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, არ აქვს უფლება ასე მოიქცეს ჩემთან,- გვერდი აუარა და დერეფანს გაუყვა, - მითხარი სად არის მისი ოთახი.
-შეცდომას უშვებ, - დერეფნის ბოლოდან ქალის ნაცნობი ხმა მოისმა, დარია ორ ქალ მსახურთან ერთად საპირისპირო მხრიდან მოდიოდა და არაბულ ენაზე საუბრობდა. თაია ისე მოსწყდა ადგილს დებმა მისი დაჭერა ვერ მოასწრეს, მიახლოებისთანავე შეტევაზე გადავიდა.
-ჩემი ჯვარი დამიბრუნე, - მოულოდნელობისგან ქალს თვალებში შიში ჩაეღვარა, რომ მიხვდა ვინც იყო ისევ ეშმაკებმა დაუწყეს თამაში.
-ოჰ, პატარა, ქრისტიანი გოგონა მოსულა, - ცინიკურად ჩაათვალიერა თავით- ფეხებამდე, - ისევ ამირის საყვარელი ხარ თუ უკვე ჩანთას ალაგებ წასასვლელად?
-მე შენ გაჩვენებ ამირის საყვარელს, - მისკენ გაიწია თაია და რომ არა ასიე და აიშე უმალ ყელში წაწვდებოდა.
-ეს ნახეთ როგორი ავი ყოფილა?! რამდენს ბედავ გოგო შენ, თავი ვინ გგონია?!
-დამიბრუნე ჩემი ნივთი, - კითხვა ბანზე აუგდო.
-რომელი ნივთი? მე შენი არაფერი მაქვს, - მერე თვალები მოჭუტა და ცბიერად გახედა, - ან იქნებ მააქვს კიდეც? ამას ეძებ? - მუჭი გაშალა და ჯვარი დაანახა.
-დამიბრუნე თუ არ გინდა, რომ ცუდი რამ ჩავიდინო.
-რაც გინდა ის ქენი გოგო, დამიჯერე შენთვისვე იქნება ცუდი მე თუ რამე დამემართა.
-დარია დაუბრუნე ჯვარი, სანამ ეს ყველაფერი ამირმა გაიგო, - კამათში ჩაერთო აიშე.
-შენ ნუ ჩაერევი დაო აიშე, ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება, არა ურჯულო გოგო,- ცინიკურად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები და ცბიერი თვალებით მის რეაქციას დააკვირდა.
-შენ...
-თაია,- ამირის მრისხანე ხმამ ქალისკენ გაშვერილი ხელი დაბლა ჩამოაწევინა.
- რა ხდება აქ, რა ომი გაგიმართავთ,- ხალიფმა თაიას გვერდი აუარა და დარიას მიუახლოვდა, რომელსაც უკვე მოესწრო თავის შესაცოდებლად ატირება, - შვილო კარგად ხარ?
-არა მამა, არ ვარ კარგად, ამ ქალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, მერე ეს არ იკმარა და ჩემთვის ხელი უნდა დაერტყა კიდეც, - მის ქვითინზე თაიას თვალები შუბლზე აუვიდა, ღმერთო შენ მიშველეო წამოიძახა და გაოცებულმა ხელები გაშალა.
-ისევ იმავე ისტორიას წერ დარია? - ქალს წარბშეკრულმა გახედა ამირმა.
-არა პრინცო, გეფიცები, ამ უღმერთომ ჩემკენ გამოიწია, - კიდევ ერთხელ ამოიქვითინა და თავი ჩახარა.
-თაია?!- კითხვის ნიშნით გახედა დოინჯშემორტყმულს.
-რა თაია, რა?!- აღელვებისგან ხმა უკანკალებდა, - რა გინდა რომ გითხრა, თავი გავიმართლო? ხოო გავიწიე მისკენ, ვუყვირე კიდეც, მაგრამ არ იკითხავ რისთვის? საერთოდაც მას ჰკითხე მიზეზი, იქნებ ახლა მაინც გითხრას სიმართლე.
-საკმარისია უკვე, - დაიღრიალა ხალიფმა და ქალის წინ აისვეტა, - რაც შენ გამოჩნდი ყველაფერი აირია ჩვენთან, არ მოგცემ უფლებას უფრო მეტად არიო. ან ისე მოიქცევი, როგორც სტუმარს შეეფერება ან წახვალ აქედან. არ ვაპირებ მოთმინებით ვუყურო შენ ყოველ გამოხდომას.
-დიდი სიამოვნებით წავალ აქედან მმართველო ხალიფ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი რძალი დამიბრუნებს ჩემ კუთვნილ ნივთს, - გულზე მექანიკურად მოისვა ხელი. ამირმა შეამჩნია მისი ეს ქცევა და მაშინვე მიხვდა რა ნივთზეც იყო საუბარი.
-ჯვარი? - თაიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - დარია, ჯვარი მომეცი, - მისკენ არც გაუხედავს ისე გაიშვირა ხელი.
-მაგრამ პრინცო, მე...,- ამირმა წინადადების დასრულება აღარ აცადა, წინ აესვეტა და მრისხანედ ჩახედა თვალებში.
- მე შენ გაგაფრთხილე, გითხარი ჭკვიანად იყავი მეთქი, ხომ ასეა? შენი ადგილი იცოდე და არ გამაბრაზო მეთქი, ესეც ხომ გითხარი, - ბოლო წინადადებაზე ტონს აუწია, - შენ ჩემი ცოლი ხარ, დუბაის პრინცის ცოლი და ისე უნდა მოიქცე, როგორც ეს პრინცის ცოლს შეეფერება. ისე ნუ მოიქცევი, რომ შენს თავსაც და ჩვენც ჩირქი მოგვცხო. ისე ნუ იზამ, რომ განქორწინების საბუთის შედგენა ვთხოვო იურისტებს.
-ამირ, - განქორწინების გაგონებაზე ყელში უხილავი ბურთი გაეჩხირა და ნამდვილად დაიწყო ტირილი.
-ნუ მაწყვეტინებ და გაიგე რასაც გეუბნები, - ხმას უფრო მეტი მრისხანება შემატა, - გაგაფრთხილე თუ არა, რომ კიდევ ერთხელ თუ შეეხებოდი იმას რაც მე მეკუთვნის მკაცრ ზომებს გამოვიყენებდი შენ მიმართ, - ქალი დუმდა, - გაგაფრთხილე თუ არა, გეკითხები? - ამირის ყვირილზე ქალი ადგილზე შეხტა, შეშინებულმა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - და რატომ არ ასრულებ ჩემ ბრძანებას, - ხმა დაირბილა ისევ, - ჯვარი მომეცი, - ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მის მუჭში მოქცეული ჯვარი ამირის ხელისგულზე დადო.
-მე შენგან ასეთ მოქცევას არ ვიმსახურებ, - კიდევ ერთხელ ამოიტირა და სახეზე ხელები აიფარა.
-ყოველთვის ისე გექცეოდი, როგორც საჭირო იყო, და ახლა ვხვდები ზედმეტიც კი მომივიდა შენთან მიმართებით. ამიერიდან გეცოდინება, რომ თაიასთვის ზიანის მიყენება ძალიან ძვირი დაგიჯდება. გაგაფრთხილე და გაითვალისწინე,- ზურგი აქცია და თაიას მიუახლოვდა, ხელში ჯვარი ჩაუდო და ოთახისკენ უბიძგა, წასვლამდე მამამისს სათქმელად მიუბრუნდა, - ახლა ხვდები რა ვიგულისხმე კაბინეტში?
საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი თაია დაჟინებით უყურებდა აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ ამირს, რომელიც გაშტერებული შესცქეროდა ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივებს. ხმაურიანი სიჩუმე უწუოდა ყურებში თაიას და მოუსვენრობას უღვიძებდა მთელს სხეულში. ფეხშიშველი მიუახლოვდა მამაკაცს და მისი ყურადღების მისაქცევად ჩაახველა, მაგრამ ამირი არ შემობრუნებულა. იმედგაცრუებულმა თვალი მოავლო იქაურობას და მეორე სართულის ფანჯრიდან მომზირალ დარიას ჰკიდა თვალი, ქალი მათ უყურებდა ბოღმიანი თვალებით. მის დასანახად თაიამ მამაკაცს წელზე მკლავები მოხვია და ზურგზე აეკრა მკერდით. გული ისე სწრაფად უფეთქავდა, ეგონა მალე საგულედან ამოუვარდებოდა. საკუთარი თავი თვითონაც აკვირვებდა, ასეთი თამამი ნაბიჯი ჯერ არასდროს გადაუდგამს მამაკაცთან. ამირს პირობა დაადებინა, რომ მას არ შეეხებოდა, ახლა კი თავად ეკვროდა მის ზურგს.
მის ლერწამივით წვრილ მკლავებში დატრილდა გაოცებული ამირი, მასაც უკვირდა ქალის საქციელი, მაგრამ მისი ასეთი სიახლოვით ბედნიერმა უბრალოდ ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა. ბედნიერი იყო ამ წუთით, მაგრამ ეშინოდა მომავლის, მისი დაკარგვის. კითხვა უნდოდა, მაგრამ პასუხი აშინებდა, მამამისის ნათქვამზე ფიქრობდა - ,, ეგ გოგო სასახლეში დიდი ხანი ვერ გაჩერდება დამიჯერე, მალე მოვა და გეტყვის, რომ წასვლა უნდა".
-მითხარი, აქედან წასვლა გინდა? - ხმა უკანკალებდა კითხვის დასმის დროს.
-რაა?- გაკვირვებულმა ამოხედა ქვემოდან.
-თუ აქედან წასვლა გინდა, - ლოყაზე მოეფერა, - მე არ დაგაკავებ, არ მინდა იტანჯებოდე.
-შენ გინდა, რომ წავიდე?
-რა თქმა უნდა, არა.
-მაშინ არც მე მინდა. თუ შენ მართლა გეყვარები, მე ყველა დაბრკოლებას გადავლახავ შენთან მოსასვლელად.
-მე მართლა მიყვარხარ და სამუდამოდ ასე იქნება თაია, - მისდა გასაოცად ქალი თითის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს მისწვდა,- ეს რა იყო?- გაკვირვებულმა ამოთქვა.
- ეს უბრალოდ თამაშია, შენი ცოლის დასანახად. მარჯვნივ, ზემოთ.
-კარგი, მაშინ განვაგრძოთ ეს თამაში,- მისი პატარა სახე ხელის გულებში მოიქცია და მის ტუჩებს დაეწაფა, თაიას ისედაც აჩქარებული გული ორმაგად აუჩქარდა. უკან- უკან სვლით მამაკაცი ოთახში შეიტყუა, როგორც კი მიხვდა, რომ დარიას თვალთახედვის არიალს გასცდნენ ხელის კვრით თავიდან მოიშორა და სახეში გაარტყა.
-ალააჰ, უკვე მეორედ მხვდება შენგან გაშლილი ხელი,- ლუყას ისრესდა და თან ეცინებოდა.
-შემდეგში მუშტს დაგარტყავ, თუ ისევ გაბედავ იმავეს,- თითის ქნევით დაემუქრა თაია და ოთახიდან გასასვლელი კარგი გაუღო,- ახლავე გადი.
-თამაში შენ დაიწყე, თაია,- ცბიერი ღიმილით მიუახლოვდა ამირი.
-დავიწყე, მაგრამ არ მითქვამს, რომ შენ უნდა გაგეგრძელებინა,- შეუბღვირა და კარში ხელის კვრით გააგდო.
-კარგი რა, თაია...,- ხელები გაშალა და თავის მართლება დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა, ქალმა ცხვირწინ მიუხურა კარი. სიბრაზემ აიტანა, მაგრამ მალევე გადაუარა, საყვარელ ქალს კარგად იცოდა, მისი ხასიათის შესახებ ინფორმაციას დიდით ადრე გასცნობოდა და აღარ უკვირდა მისი სიუხეშე მამაკაცის მიმართ. თმაზე ხელი გადაისვა და ბედნიერი ღიმილით გაუყვა ნახევრად განათებულ დერეფანს. ნანახის გამო გამწარებული დარია ,, ურჯულოს" თავიდან მოშორების გზებს ეძებდა.



თავი 6

დარია სასახლის დერეფანში ბოლთას სცემდა და ალაჰს სთხოვდა ყველა დაეწყევლა ვინც კი წინ გადაეღობებოდა. ბოღმა ახრჩობდა და სიმწრის ცრემლებს გაჭირვებით ყლაპავდა. თითებს გამეტებით იმტვრევდა და გამოსავალ ეძებდა, რომ ის ,, ურჯულო" როგორმე თავიდან მოეშორებინა.
უდროოდ გამოჩნდა და აურია ცხოვრება, რომელიც სიმწრით ჰქონდა ნაშენი. პრინცის პირველი ცოლი. მათი ქორწინებიდან სამი წელი იყო გასული, მაგრამ შვილი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ. ერთხელ გაუმართლა და სასიხარულო ამბით ესტუმრა ქმარს და მამამთილს. მთელი სამეფო ზეიმობდა, ხალიფს შვილიშვილი ეყოლებოდა, პრინცს კი გვარის გამგრძელებელი, მაგრამ ერთ ბნელ, წვიმიან, მრისხანე ღამეს ტკივილმა გამოაღვიძა შუაღამისას, სისხლდენა დაეწყო და ბავშვი დაკარგა. სწორედ მაშინ გაფუჭდა ურთიერთობა მასა და ამირს შორის, აღარ ეკარებოდა და აღარც ნახულობდა ხშირად.
ახლა კი, როცა იმ გოგოსთან ერთად ხედავდა შიში უვლიდა გულში. ეშინოდა, რომ ვიღაც გადამთიელი შეძლებდა პრინცისთვის ვაჟირ გაჩენას, ის კი ვერა. ბოღმა ახრჩობდა, შავი შურით შურდა იმ ქალის ამირი ასე რომ ეტრფოდა და გვერდიდან არ იშორებდა. ცოლს ყურადღებას აღარ აქცევდა და ურჯულო ქალს მუდმივად უკან დასდევდა. სწორედ ეს სტკენდა გულს და შურით სკდებოდა ამის გამო.
ამ ფიქრებში იყო, როცა ვიღაცის თავშეკავებული ჩურჩული მოესმა, კედელს აეკრა და თითისწვერებით მიუახლოვდა კუთხეს. თაია კიბესთან იდგა და მობილურით ვიღაცას ესაუბრებოდა. სმენა დაძაბა და მიაყურადა. სახელი მაჰმუდის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა და ცბიერად ჩაიღიმა.
-ერთხელ უკვე გითხარი, რომ შენთან ურთიერთობა არ მინდა. შენთან ყველაფერი მაშინ დავამთავრე, როცა ჩემზე ძალადობა სცადე. ავადმყოფი ხარ მაჰმუდ, მკურნალობა გჭირდება,- დუმილი წუთიერად გაგრძელდა, მერე ისევ გააგრძელა თაიამ, აშკარა იყო ყურმილს მიღმიდან მოსაუბრე ერთსა და იმავეს იმეორებდა, - კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს ბოლო საუბარია შენთან, თავს თუ არ დამანებებ სხვანაირად მოვიქცევი, - დუმილი ისევ გაიწელა, - რას გავაკეთებ მაგას მერე ნახავ. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გეუბნები, თუ..., - წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ისე ააცალეს ზურგს უკნიდან ტელეფონი. შეშინებული შებრუნდა და ნაცრისფერ, მრისხანე თვალებს წააწყდა, - ამირ?!- ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა მის კუშტად შეკრულ წარბებს რომ ჰკიდა თვალი, - ამირ მისმინე, ყველაფერს აგიხსნი, მე...
-არაფრის მოსმენა არ მინდა შენგან, ისედაც ყველაფერი გასაგებია, - თაიას ოთახისკენ მიმავალ კოლიდორს გაუყვა და ქალს უკან გაყოლა ანიშნა. დარიას დასამალად სასწრაფოდ ბიბლიოთეკაში შესვლა მოუწია.
-ამირ გთხოვ, მომისმინე, ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია. გეფიცები, - წინ მიმავალს დაეწია და მკლავზე ჩამოეკიდა, - ამირ გთხოვ მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი.
-შიგნით შედი, - ოთახის კარი შეარო და წინ გაატარა. მობილური საწოლზე მოისროლა და აივანზე გავიდა, მოაჯირს მთელი ძალით ებღაუჭებოდა და ცდილობდა მთელი ბრაზი ამ ლითონის ნაჭერზე გადაეტანა.
-ამირ, - გვერდით ამოუდგა და მისი მოტრიალება სცადა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, - გთხოვ, უფლება მომეცი, რომ ყველაფერი აგიხსნა. მე მასთან არანაირი კონტაქტი აღარ მაქვს, მირეკავდა და ვუთიშავდი. ახლა უბრალოდ...
-უბრალოდ იფიქრე, რომ უპასუხებდი, დარეკვას აუკრძალავდი და ისიც თავს დაგანებებდა? - მთელი ტანით შემობრუნდა, - იცი როგორ ვცდილობ თავის შეკავებას? არ მინდა შენთან ვიჩხუბო და ამით გული გატკინო, მაგრამ ისეთ რაღაცას აკეთებ თავს ძლივს ვიკავებ. მეგონა უკვე მოვაგვარეთ ეს პრობლემა, თურმე არაფერი არ მოგვიგვარებია, პირიქით- გირეკავს და შენც სიხარულით პასუხობ.
-რაა? სისულელეს რომ ამბობ თუ ხვდები, ამირ? მასთან ურთიერთობის გაგრძელება რომ მდომოდა შენ კი არ გამოგყვებოდი. მისგან გადამარჩინე და როგორ ფიქრობ ისევ მასთან მოვისურვებდი დაბრუნებას?
-აბა, რას ნიშნავს შენი წეღანდელი ნამოქმედარი?!
-შენ თვითონ უპასუხე მაგ კითხვას, ამირ. მინდოდა საბოლოოდ დავლაპარაკებოდი და დამესრულებინა მასთან ყველაფერი.
-და მერე გამოგივიდა? - ცინიკურად გახედა მოსაუბრეს.
-არ ვიცი, ტელეფონი შენ წამართვი, - მოაჯირზე ჩამოჯდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, - საერთოდ რაზე გეკამათები? შენ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი კვირით ვარ, მერე კი წავალ აქედან, რატომ მექცევი ისე თითქოს მეც მქონდეს გრძნობები შენს მიმართ?
-ხოო, ერთი კვირით ხარ და არ მინდა ეს დრო იმაზე ფიქრში გავატარო, რომ შენ იმ არაკეცს ისევ ელაპარაკები, - ხელები წელზე მოხვია და ძირს ჩამოსვა.
-ისევ იმავეს იმეორებ, ამირ, დავიღალე უკვე,- გვერდი აუარა და ოთახში შევიდა,- შენი საკუთრება გგონივარ და ამიტომაც იქცევი ასე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ მე...
-შენ ჩემი საკუთრება არ ხარ, - დაასრულა ამირმა.
-დიახაც და კარგად დაიმახსოვრე.
-პატარა ბავშვივით ჭირვეულობ, - მისკენ დგავდა ნაბიჯებს და უკან- უკან მიმავალ თაიას საწოლთან იმწყვდევდა, - ოქროსფერ თმიანი თოჯინა რომ უნდოდა და შავთმიანი მიუყვანეს.
-ეგ რა შუაშია? - წვივებით საწოლის კიდეს ეხებოდა, გულმა ფორიაქი დაუწყო, - ძალიან ახლოს ხარ.
-ხომ არ გეშინია?- ცბიერი ღიმილით აკვირდებოდა.
-სულ... სულაც არა, - ენა დაება თაიას და მისი მოშორება სცადა, მაგრამ მამაკაცის ნავარჯიშევი, ძლიერი მკლავებისგან თავი ვერ გაითავისუფლა. ნერწყვი ყელში გაეჩხირა, როცა მისი თითები ყელზე მფეთქავ არტერიას დაუყვა,- ამირ გთხოვ, - მუდარაჩამდგარი თვალებით ახედა.
-დამშვიდდი, - ყურში ჩასჩურჩულა, - ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც შენ არ გინდა, არასდროს არაფერს დაგაძალებ, გპირდები, - ლოყაზე კოცნით მის სხეულს მოშორდა და განზე გადგა, - ჩემი არ შეგეშინდეს.
-არ მეშინია, - ჯერ კიდევ სუნთქვა აჩქარებულმა ნერვიულად გადაისვა ხვეულ თმაზე ხელი და საწოლზე ჩამოჯდა, - უბრალოდ...
-უბრალოდ მზად არ ხარ, - დაასრულა ამირმა და მომხიბვლელად ჩაიღიმა.
-ხო... არა... ანუ ეს..., - ენა დაება თაიას, - მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ...
-კარგი, დამშვიდდი, არაფრის ახსნას არ ვითხოვ შენგან. უბრალოდ მინდა გთხოვო, რომ ჩემი არ გეშინოდეს, მენდო და ჩემთან თავისუფლად იყო. მეტი არაფერი მინდა, შენგან მეტს არაფერს ვითხოვ თაია, - გვერდით ჩამოუჯდა და მისი პატარა ხელი თავისაში მოიქცია, - მიყვარხარ. იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შესაძლებელია ვინმე გიყვარდეს, - თავი დახარა და ხელის გულზე აკოცა, - ნუთუ შეიძლება საყვარელ ადამიანს რამე დაუშავო? არ შეიძლება, მე არ შემიძლია, - თავი ნელა ასწია, წყლიანი, ნაცრისფერი თვალები შეანათა და გაუღიმა, - მენდობი?
-გენდობი, - ღიმილით დაუქნია თავი თაიამ.
-მიხარია, ძალიან მიხარია, - ხელზე ისევ აკოცა და ფეხზე წამოდგა, - მადლობა ამისთვის. ახლა წავალ და საღამოს ისევ მოგაკითხავ, იმედია შემომიშვებ ხო? - თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა, კარი რომ გამოაღო შემობრუნდა და კითხვის ნიშნით გახედა მისკენ ზურგით მჯდარ თაიას, - ღვინო გიყვარს ხო? წითელი, ტკბილი ღვინო.
-საიდან იცი? - მთელი ტანით შემობრუნდა და საწოლზე აძვრა.
-პირველად რომ გნახე მაშინ გავიგე, - თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე იწვა და აივნის ღია კარიდან გამოჩენილ ვარსკვლავიან ცას უყურებდა. ჯვარი მუჭში მოექცია და მთელი გონება ფიქრებში ჰქონდა ჩაძირული. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიატოვა და საქართველოდან გამოიქცა, მაინც ენატრებოდა იქაურობა და დაბრუნებაზე ფიქრობდა. მოენატრა თბილისის მუდამ ხალხმრავალი ქუჩები, ხმაური, რომელიც გაგრძნობინებდა, რომ სიცოცხლე ჯერ კიდევ სუფევდა. სახლი მოენატრა, რომელშიც ბავშვობის უმეტესი ნაწილკი ჰქონდა გატარებული, სახლი, რომელიც გასაყიდად ვერ გაიმეტა. მშობლების გახსენებაზე ცრემლები წამოუვიდა, დედისეული ჯვარი გულზე მიიკრა და ზარდახშას გახედა,სადაც მათი ფოტო ეგულებოდა. ახლა ისე სჭირდებოდა მშობლები, როგორც არასდროს. რას არ მისცემდა, რომ დედის სურნელი კიდევ ერთხელ შეეგრძნო, მამის მოფერება ეგრძნო, მათი ხმა გაეგო, მაგრამ ყველაფერი მისი სურვილისამებრ არ ხდებოდა.
ფიქრებში ვერც კი გაიგო ამირმა კარზე რომ დაუკაკუნა, შიგნით რომ შემოვიდა და დაუძახა. იქამდე ვერ გაიგო მისი ოთახში შემოსვლა, სანამ მის ფეხებთან საწოლი არ ჩაიზნიქა. თავი რომ წამოწია ამირის ერთდროულად შეშინებულ და გაოცებულ თვალებს წააწყდა, ცრემლები მოიწმინდა და საწოლზე წამოჯდა.
-კარგად ხარ?- ღვინის ბოთლი და შუშის ორი ბოკალი გვერდზე გადადო და მასთან ახლოს მიიჩოჩა.
-კი, კარგად ვარ,- კიდევ ერთხელ გადაისვა თვალებზე თითის ბალიშები და გაიღიმა,- მოიტანე?
-მოვიტანე, თან შენ რომ გიყვარს ის მოვიტანე,- სიბნელეშიც კი ჩანდა მისი ბედნიერება, რომელიც თაიასთან სიახლოვით იყო გამოწვეული. ეს ქალი ათბობდა და აბედნიერებდა, მასთან არა პრინცი ამირი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელთან საუბარიც ყველაფერზე შეეძლო. შეზღუდვების გარეშე, თავისუფლად.
-ქალებს სასმლის დალევა ხომ აკრძალული აქვთ?- ამირს გაწვდილი ბოკალი გამოართვა და ღვინის სასიამოვნო სუნი შეისუნთქა,- როგორ მომნატრებია.
-ხოდა დალიე, არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს შენზე, როცა მე აქ ვარ,- ცალ ხელს დაეყრდნო, სასმლიანი ბოკალი ჰაერში შეათამაშა და დაამატა,- მე ხომ პრინცი ვარ.
-თქვენო აღმატებულებავ, პრინცო ამირ,- მკერდზე ხელი მიიდო და თავი დაუკრა.
-გისმენთ ჩემო პრინცესა,- აშკარად ნასიამოვნებმა გახედა თაიას.
-არა, მასე აღარ მომმართო, მე პრინცესა არ ვარ და არც ვიქნები,- თავი გააქნია და ბოკალში არსებული სითხე ბოლომდე დალია.
-არც გინდა რომ იყო?- ჭიქა ისევ შეუვსო.
-ბავშვობაში მინდოდა, მაგრამ დავასრულე ამაზე ფიქრი და ოცნება,- სევდიანად გაიღიმა და მუხლები შემოიკეცა,- სხვა რამეზე ვისაუბროთ.
-ბავშვობის ოცნებები დიდობაშიც მოგვდევს,- არ ცხრებოდა ამირი.
-მაგრამ არა პრინცესობის ოცნება,- უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-მშობლების გარდა რა გენატრება ბავშვობიდან?
-თვითონ ბავშვობა მენატრება,- მამაკაცს თვალი აარიდა და ფანჯრიდან მუქ ლურჯ ცაზე მოციალე ღრუბელთა მწკრივს გახედა,- ბავშვობა, როდესაც ერთადერთი სადარდებელი ის გვქონდა დამალობანას თამაშის დროს ისეთ ადგილას დავმალულიყავით, რომ ვერავის მოეგნო. ბავშვობა, სადაც ტკივილი მხოლოდ წაქცევასა და ნატკენ მუხლთან ასოცირდებოდა, როცა წარმოდგენა არ გვქონდა ნამდვილი ტკივილი რა იყო. ბავშვობა, როცა სათამაშოს დაკარგვა მსოფლიო უბედურებად მიგვაჩნდა და გვეგონა სახლში მისულებს დედა გაგვიწყრებოდა ამის გამო. ის დრო მენატრება, როცა არ ვიცოდი რა იყო სიყვარული, იმედგაცრუება, ღალატი, დაკარგვა. ბავშვობაში დიდობა მინდოდა, ახლა კი ბავშვობას ვნატრობ.
-მე დედა მენატრება,- ამირს ხმა უკანკალებდა,- მისი სურნელი, ხმა, შეხება. ის დრო მენატრება, როცა შემეძლო მისი დანახვა, მოსმენა, შეგრძნება. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ თაია, არც ერთს გვყავს დედა, რომელსაც შეუძლია შვილში სამუდამოდ ჩაწეროს ბავშვობის ბედნიერი წუთები, მოგეფეროს და ძილის წინ შუბლზე გაკოცოს,- სევდიანად გაიღიმა, - ბავშვებს მშობლები არ უნდა უკვდებოდეთ, განსაკუთრებით დედები...,- მერე ქალის სლუკუნი რომ მოესმა, ბოკალი ტუმბოზე გადადო და მოტირალი გულზე მიიხუტა,- თაია, მაპატიე გთხოვ, მაპატიე, არ მინდოდა შენი გულის ტკენა. ნუ ტირი, გთხოვ.
-დღე არ გავა, რომ მათზე არ ვიფიქრო, როცა მძინავს მათ სახეებს ვხედავ. მშობლები შვილებს ასე მალე არ უნდა ტოვებდნენ, - მკლავები შემოხვია მამაკაცს და ტირილს უმატა.
-ჩშშშ, დამშვიდდი ძვირფასო,- თმაზე ეფერებოდა და ამშვიდებდა.
საწოლზე გვერდიგვერდ იწვნენ და ჭერს აჰყურებდნენ, სიჩუმისგან გამეფებულ მყუდროებას გარედან შემოსული ღამეული ხმაური არღვევდა მხოლოდ. დროდადრო ფრთებს წამოშლიდა და ადგილიდან ადგილზე გადაფრინდებოდა ჩაფიქრებული და მეოცნებე, მუდამ ყველაფრის მცოდნე ღამისეული ბუ. ხიდან ხეზე ფრთების ტყლაშუნით მიფრინავდა და თან იძახდა ,, ბუუ", ხშირად იმეორებდა თავის სახელს და სხვასაც აგებინებდა. თითქოს იცოდა, რომ ბნელით მოცულ ოთახში ორი ცოცხალი არსება იყო.
კარზე მოულოდნელმა კაკუნმა ორივე შეაკრთო და ბალიშებიდან თავი წამოაწევინა. კაკუნს ქალის მორიდებული ხმაც მოჰყვა, თაიას პრინცის შესახებ ეკითხებოდა. მამაკაცმა ქალს უცნაური გამომეტყველებით გადმოხედა, საწოლიდან წამოდგა და კარი გააღო, მოულოდნელობისგან აწითლებულმა მსახურმა ქალმა პრინცს თავი დაუკრა და არაბულად რაღაც შეატყობინა. მისი ნათქვამიდან მხოლოდ ორი სიტყვა გაიგო- დარია და დედა. ალბათ დარიას დედას დაემართა რამე- გაიფიქრა გულში და ამირმა კარი რომ მიხურა, მას მიუახლოვდა.
-ამირ რა მოხდა? - შეშინებული უყურებდა სახეწაშლილ მამაკაცს.
-უნდა წავიდე თაია, - მაგიდაზე დადებული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-რა მოხდა არ მეტყვი? - თმა გაუსწორა აჩქარებულს.
-დარიას დედა ცუდად გახდა და უნდა წავიდე, - მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ემთხვია, - ძალიან გთხოვ ის ბოთლი სადმე დამალე. დროებით.
ოთახიდან ისე გავიდა თაიას არაფრის თქმა არ დასცალდა. დერეფანს გაუყვა და კიბე ჩაირბინა, ქადირმა მანქანის კარი გაუღო და თვითონაც საჭეს მიუჯდა. ნამტირალევი დარია მის გვერდით იჯდა და გაყინულ მზერას არ აშორებდა წინა სავარძლის საზურგეს, სახეზე ეტყობოდა ნერვიულობდა დედაზე, მაგრამ კიდევ ჰქონდა ერთი სადარდებელი, რომელიც ღამე მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევდა.
-იმ ქალთან იყავი? - სავარძლის საზურგეს თვალს არ აშორებდა.
-ახლა ამაზე საუბრის არც დრო და არც ადგილია დარია, - სცადა მასთან ამ თემაზე საუბარი აეცილებინა თავიდან, მაგრამ ქალი არ ცხრებოდა.
-და როდის მოვა ამის დრო ამირ? - ზიზღიანი თვალები მიაპყრო.
-არ ვაპირებ შენთან ამ თემაზე საუბარს, დედაშენი ავად არის და ამიტომ მოგყვები.
-დედაჩემის ავადმყოფობა რომ არა ალაჰმა უწყის შენს ნახვას როდის შევძლებდი.
-დაფიქრდი რას ამბობ, - ხმაში მრისხანება გაურია.
-დედაჩემი უნდა გამხდარიყო ავად, შენ რომ გაგხსენებოდი? - ცრემლებმა მის ღაწვებზე დენა იწყეს, - მაინც რა ნახე იმ ქალში ისეთი რაც მე არ მაქვს?
-დარია, - მრისხანების ტალღა უვლიდა ხმაში.
-რა აქვს იმ ქალს ისეთ რაც მე არ მაქვს? ისევ ჩვენი დაკარგული შვილისთვის მსჯი, ვერ მივხედე და დავკარგე. ახლა კი ვეღარ ვფეხმძიმდები შენგან, ის კი უფრო პატარა და ნაყოფიანია.
-დარია დაუფიქრდი რას ამბობ, შენ ვერ გადაწყვეტ ვისთან ვიყო და ვისთან არა, - ნესტოები დაბერვოდა სიბრაზისგან, წარბები შეკრა და მისკენ შებრუნდა, - შენი ადგილი იცოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს. მე შენი ქმარი ვარ, შენ ჩემი ცოლი, არ მოგცემ უფლებას ცუდად ილაპარაკო ჩემზე, გასაგებია?
-ის ურჯულო...
-ის ურჯულო ქალია, რომელიც მიყვარს, - ნერვები ვეღარ მოთოკა, ქალს ყელში წვდა, საზურგეს ააკრა და მთელი ხმით ისევ იღრიალა, - მე ის ქალი მიყვარს, შენგან განსხვავებით, შენ არასდროს მყვარებიხარ, ეს ქორწილი მხოლოდ შენი და მამაჩვენების გამო მოხდა. მე არასდროს მდომია შენი ჩემს ცოლად ყოფნა, არასდროს მყვარებიხარ და არც არასდროს შემიყვარდები. გაინტერესებს რა განსხვავებაა შენსა და თაიას შორის? შენ გულქვა, გულცივი, ბოროტი და სასტიკი ხარ, მხოლოდ ქონება და შენი მდგომარეობა გაღელვებს, პრინცის ცოლი ხარ მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს. ის კი ყველაზე ადამიანური არსებაა ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, გული აქვს თბილი, იცის, როგორ უნდა მოიგოს ადამიანის გული, უბრალოა და წყნარი, სიყვარული შეუძლია შენგან განსხვავებით.
-სიყვარული მეც შემიძლია ამირ, - მის მკლავებში დამფრთხალი ჩიტივით ფართხალებდა, - შენ მიყვარხარ.
-არა დარია, არა. შენ მე კი არა ის მდგომარეობა გიყვარს რაც გაქვს, ის ძალაუფლება და შესაძლებლობები გიყვარს რასაც ფლობ, - თვალებში დაჟინებით უყურებდა, - ახლა კი იჯექი მანდ და ხმა აღარ ამოიღო, არ გაბედო ჩემთან კიდევერთხელ შეპასუხება და შეკამათება, თორე ბოლოს მოგიღებ. გასაგებია? - ამირის ღრიალზე დარია ადგილზე შეხტა და შეშინებულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - ძალიან კარგი, - ხმა დაიწყნარა ამირმა და საზურგეს მიეყუდა, - ახლა დამშვიდდი და ცრემლები მოიწმინდე, თითქმის მივედით შენს სახლთან.






თავი 7

ყველაზე საშინელი გრძნობა- გენატრებოდეს ვინმე და არ შეგეძლოს მისი ნახვა.
თითქმის ერთი კვირა გავიდა ამირის სასახლიდან წასვლის შემდეგ და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს რაღაც ჩასწყდა. მიჩვეული იმაზე, რომ ამირი სულ მის გვერდით იყო, ახლა მის მოლოდინში ოთახიდან არ გამოდიოდა. დროდადრო სტუმრობდნენ აიშე და ასიე, ესაუბრებოდნენ და ართობდნენ, მაგრამ დაღამებას თან მოჰყვებოდა ამირის მიჩვეულის მონატრება და მისი ნახვის დაუძლეველი სურვილი.
დროც ისე ნელა მიდიოდა, ეგონა საუკუნე გავიდა მისი წასვლის შემდეგ. არანაირი ზარები, არანაირი წერილები მისგან, არანაირი დაიმედება, რომ მალე შეძლებდა მის ნახვას. მასთან გაუთავებელი ჩხუბი მოენატრა, კამათი და შეხების აკრძალვა, რომელსაც ახლა დიდი სიამოვნებით მიიღებდა მისი სხეული. შეთანხმებული ერთი კვირა უკვე გასულიყო, მაგრამ ამირის იქ არ ყოფნის გამო ვერ ბედავდა წასვლას სასახლიდან, სიმართლე ითქვას უკვე არც მას უნდოდა იქაურობის დატოვება. სისულელედ მიაჩნდა, მაგრამ თავადაც გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა სითბო მისი სახელის, სახის გახსენებაზე. ეს არ იყო ღრმა და ფესვგადგმული სიყვარული, მაგრამ არც მასზე ნაკლები გრძნობა ტრიალებდა მის გულში.
ახლა კი იჯდა მთვარით განათებულ აივანზე და აყურადებდა ღამისეულ ხმაურს. დროდადრო შორიდან ტრასაზე მიმავალი მანქანების და მისი აივნის ქვეშ ხელოვნურად გაკეთებულ ტბაში მოცურავე გედების ფრთების ხმა ისმოდა. თითქოს ყოველდღიურ რუტინად ჰქონდა ქცეული ეს ყოველივე, თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და სავარძლის განიერ საზურგეზე გადაწვა, ამირის გარეშე ყველაფერს ჰქონდა სილამაზე დაკარგული.
მაინც როდის შეეცვალა წარმოდგენა ამირზე ვერ ხვდებოდა. თითქოს ქარს მოეტანოს და მის გულში ჩაეკერებინოს ამირის სახე და სახელი, მისი თვალები და ხმა. ისე ადვილად შესჩვეოდა მამაკაცის ახლოს ყოფნას, ზოგჯერ ფიქრობდა, რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ნაკადი იქნებოდა. ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა, რომ სიზმარში იყო. ბავშვობაში რაზეც ოცნებობდა ის დაესიზმრა, სასახლე და პრინცი, რომელსაც უყვარდა, ზღაპრული ბაღები და ულამაზესი ხედი მისი ოთახის ფანჯრიდან. ბედნიერებას ხედავდა სიზმარში, რომელიც გამოღვიძებისთანავე გაიფანტებოდა დიდგულად გაშლილ ღრუბლებში. მაგრამ არ უნდოდა გაღვიძება, არ უნდოდა ამირის გაქრობა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედნიერი იყო.
რა მოხდებოდა ამირი პრინცი კი არა მასსავით უბრალო ადამიანი რომ ყოფილიყო? მაშინ თუ შეძლებდა მის შეყვარებას თავისუფლად, ყოველივე დაბრკოლების და შიშის გარეშე. ამირი არაჩვეულებრივი მამაკაცი იყო, ისეთი, რომლის გვერდით ყოფნასაც მსოფლიოში მცხოვრები არც ერთი ქალი არ იტყოდა უარს. როგორ უნდოდა მასთან მისულიყო და ეთქვა, რომ ყველაფერს ტოვებდა და რომ მასთან ერთად წავიდოდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეთქვა, რომ მისთვის სულ ერთია სასახლის წესები, იის რომ პრინცია და ტახტის კანონიერი მემკვიდრე და მასთან ერთად გაქცეულიყო, მაგრამ ყველა ოცნება ოცნებად რჩებოდა ამ სამეფოში. აქ აზრის გამოხატვისთვის გსჯიდნენ. აქ განსხვავებული რწმენისთვის გსჯიდნენ. ჯერ კიდევ უკვირდა ხალიფმა აქ როგორ გააჩერა, რატომ არ აჯანყდა ხალხი სასახლეში სხვა სარწმუნოების ქალის ყოფნის გამო, რატომ არ კიცხავდნენ პრინც ამირს მისი სიყვარულის გამო. ხალიფს ამირი იმდენად უყვარდა, რომ ამის უფლებას აძლევდა? კარგად ახსოვდა თავისი გამოხდომა ზღვის პირა სახლში, უხეშად და აგდებულად ელაპარაკა სამეფოს მმართველს, წესით ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამირს უნდა უმადლოდეს სიცოცხლეს. მისი თბილი ხასიათი რომ არა, მისი სიყვარული რომ არა, ისე არაფერი მოხდებოდა, როგორც მოხდა. ჩხუბი დარიასთან, ფარული საუბარი მაჰმუდთან, მეტი რაღა მიზეზი უნდოდა, რომ თაია კინწისკვრით გაეგდოთ სასახლის კარიდან. ამის მაგიერ მეგობრულად განწყობილი ასიე და აიშე და ამირის სიყვარული მიიღო საპასუხოდ. თითქოს ლოტოტრონი დაატრიალა და გაუმართლა, რომ ყველა საშინელება რაც უნდა მომხდარიყო დაბლა აღმოჩნდა.
ამირის გარეშე მაინც ყველაფერს ეკარგებოდა აზრი, მის მიმართ თბილი გრძნობების უარყოფა კი აზრს კარგავდა...
საათს რომ გახედა ნახა პატარა ისარი სამს უახლოვდებოდა. შუა ღამე იყო და რული ჯერ კიდევ არ ეკარებოდა, ძილიც კი აღარ უნდოდა, თითქოს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან და პირველად მოუწიათ ამდენი ხნით განშორება. ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა დუბაის ღამისეული გრილი ჰაერი და ოთახში შებრუნდა. ოთახიც ისე ცარიელად და უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, ავეჯით იყო სავსე, მაგრამ სიცარიელე მაინც იგრძნობოდა. ამხელა ოთახში სუნთქვაც კი უჭირდა მარტოს. მაგრამ თუ მასთან ყოფნა უნდოდა იმასაც უნდა შეგუებოდა, რომ ხშირად მოუწევდა მასთან დიდი ხნით დამშვიდობება. ვერც სრულად დაიგულებდა თავისად, მას ცოლი ჰყავდა და არავინ მისცემდა უფლებას მასზე უარი ეთქვა ერთი ,, გურჯი ხათუნის" გამო. უცხო ქალი, რომელიც ამ სამეფოში შემოიჭრა და პრინცის მისაკუთრებას ცდილობდა.
კარის ჩარჩოს მოშორდა და საწოლზე ჩამოჯდა, ცრემლი ახრჩობდა, უიმედობა უკლავდა გულს, მომავლის აღარ სჯეროდა.
-ნეტავ არასდროს ჩამოვსულიყავი, - ბალიშზე მიესვენა და სახეზე ხელებაფარებული ცრემლებს აყოლებდა გულის ტკივილს, - ნეტავ არასდროს გამეცნო ამირი, ნეტავ მოვმკვდარიყავი იმ დღეს, ნეტავ... ღმერთო, დამეხმარე გთხოოვ, - ბალიშის კუთხეს ჩაბღაუჭებული, ცდილობდა ისე ეტირა, რომ მისი ხმა ოთახიდან არ გასულიყო.
წამიერად დამშვიდებული კაკუნის ხმაზე ადგილზე შეხტა და წამოიყვირა. შუაღამისას ისე არავინ შეაწუხებდა რაიმე სერიოზული რომ არ მომხდარიყო. შეშინებული წამოხტა საწოლიდან, ცრემლებისგან ჯერ კიდევ დანამული ლოყები ხელით მოიწმინდა და კარი გააღო. მსახური იცნო, რომელსაც მისთვის საუზმე და სადილი ოთახში ამოჰქონდა ხოლმე, ვახშმისთვის კი იკარგებოდა. ახლაც ეტიკეტისამებრ თავი დაუკრა და შეწუხებისთვის ბოდიში მოუხადა.
-ბოდიშს გიხდით ქალბატონო, ამ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ სასწრაფოდ უნდა გამომყვეთ.
-რა მოხდა მიუგე, ამირს დაემართა რამე? - აფორიაქებულმა გოგოს მხრებში სტაცა ხელი და დააჟინდა, - ამირს შეემთხვა რამე?
-არა ქალბატონო, პრინცი კარგად არის, მაგრამ გთხოვთ, რომ სასწრაფოდ გამომყვეთ, რადგან ეს აუცილებელია.
-ვინ მიბარებს?
-ამას ვერ გეტყვითა ქალბატონო. გთხოოვთ, უბრალოდ გამომყევით, - ხელი ჩასჭიდა და იძულებით გადაადგმევინა რამდენიმე ნაბიჯი.
-მოიცადე, ერთი წუთით, უნდა ჩავიცვა.
-ახლა ამის დრო არ არის ქალბატონო, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, - ერთადერთი ის იფიქრა, რომ ხალიფს მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ეს გოგო ცდილობდა მისი სიცოცხლე გადაერჩინა. სიკვდილი არ უნდოდა და ამიტომ პრეტენზიების გამოუთქმელად გაყვა. სრულ სიჩუმეში მხოლოდ მისი ჩუსტების ფლატონი და მიუგეს ჩქარი ნაბიჯების ხმა ისმოდა. დერეფანი რომ გაიარეს და კიბეს ზევით აუყვნენ, სადაც მანამდე თაია არასოდეს ასულა, ფიქრები შეეცვალა. ახლა ფიქრობდა, რომ ხალიფმა უფრო იოლად გადაწყვიტა თავიდან მოშორება. სხვენის კარი რომ გააღო და ვერანდაზე გაიყვანა ეგონა რომ ხელს ჰკრავდა და გადააგდებდა. მერე იტყოდნენ რომ უბედური შემთხვევა იყო, თაიას ფეხი დაუცდა და გადავარდა. ასე მოახერხებდა ხალიფი მის თავიდან მოშორებას, ამირი კი ვერასდროს გაიგებდა სიმართლეს. როგორ უნდოდა ახლა მისი იქ ყოფნა ან შესაძლებლობა მამაკაცის უკანასკნელი ხილვისა. გული შეუქანდა, როცა გოგონა უკან გაბრუნდა, სხვენის კარი მიიხურა და თაია ვერანდაზე მარტო დატოვა. ახლა კი სრულ გაურკვევლობაში იყო და არ იცოდა რა ექნა, შეშინებული აცეცებდა გაფართოებულ თვალებს და ღმერთს დახმარებას სთხოვდა. კარის გასაღებად სახელურს დასწვდა, როცა ზურგს უკნიდან ნაცნობი და ამავე დროს მონატრებული ხმა მოესმა. იცოდა ხმა ვისაც ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც არ უშვებდა რომ ის იქნებოდა.
მოულოდნელობისგან შეხტა, როცა ვიღაცის ხელები წელზე შემოეხვია და მკერდზე აიკრა. ჩახუტებით მიხვდა ვინც იქნებოდა, მისმა სურნელმა კი სრულიად გაუქრო შიში. მის მკლავებში დატრიალდა, კისერზე ხელები შემოხვია და მთელი ძალით აეკრა სხეულზე. ახლა უფრო მეტად იგრძნო მონატრება. თურმე ის არაფერი ყოფილა ვიდრე მანამდე გრძნობდა, მონატრება ყველაზე მეტად მაშინ გიღვივდება, როცა მას ხედავ და ეხები. იმაშიც დარწმუნებულიყო, რომ ამ მამაკაცის გარეშე არ უნდოდა არც ერთი წამის გატარება.
-ამირ, - ოდნავ მოშორდა და ხელებში მოიქცია მთვარისგან განათებული სახე, - მართლა შენ ხარ? არ მეჩვენები?
-არ გეჩვენები ჩემო ძვირფასო, აქ ვარ, შენთან ვარ, - ცხვირი მის ხვეულებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მონატრებული სურნელი,- მომენატრე.
-მეც მომენატრე ამირ, - მის ბაგეს დაუჯერებელი სიტყვები დასცდა, მკერდზე კვლავ მიეკრო და გულის ცემას მიაყურადა, ნამდვილად ცემდა, - ამდენი ხნით არ უნდა მიგეტოვებინე.
-მართლა მოგენატრე? - თმაზე ეფერებოდა, სიამოვნებდა თაიას ასეთი შემობრუნება გულახდილობისკენ.
-მომენატრე, თანაც როგორ, - მისი სუნამოს სურნელი ღრმად შეისუნთქა და სახეში შეხედა, - იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შეიძლება ვინმე მოგენატროს, - ქვევიდან უყურებდა მისი სიტყვებისგან აშკარად ნასიამოვნებელ ამირს.
განიერი ვერანდის ბოლოში, აუზის პირას გრძელი სავარძელი და პატარა მაგიდა იდგა, ხილით და სასმლით. სავარძელში ორი, ერთმანეთთან ჩახუტებული სხეული იწვა და ერთად ყოფნით ტკბებოდა. თაიას ამირის მკერდზე ედო თავი და აუზში მოციალე მთვარის შუქს უყურებდა. მიუხედავად მისი ცოტახნის წინანდელი მონატრებისა, ახლა არ იცოდა რა გაეკეთებინა, ან რა ეთქვა. უბრალოდ იწვა ჩუმად და მამაკაცის პერანგის ღილის სიმრგვალეს თითს აყოლებდა. დიდ მონატრებას დამუნჯება სცოდნია, უფლებას არ გაძლევს შენი გრძნობების შესახებ დაუფარავად ილაპარაკო.
-ამდენი ხანი რატომ არ მეხმიანებოდი, არ გახსოვდი? - საყვედური გაურია ხმაში და ტუჩი მობუსხა.
-მაგის თქმა როგორ შეიძლება? რა თქმა უბდა მახსოვდი, - თმაზე დაუსვა ხელი და თავზე აკოცა.
-აბა რატომ არ ჩანდი? არც მწერდი და არც მირეკავდი.
-არ მეცალა თაია. დარიას დედა ასაკოვანია და შეუძლოდ გახდა, იძულებული გავხდი მას გავყოლოდი. არ მინდოდა დარიას მშობლებს ეფიქრათ, რომ იქ ყოფნის დროსაც ჩემი ფიქრები ყოველთვის შენ გეხებოდა. მაინტერესებს ჩემ გარეშე რას აკეთებდი?
-არაფერს. ოთახიდან არ გავსულვარ, - მხრები აიჩეჩა და წამოიწია, - რა უნდა გამეკეთებინა შენ გარეშე?
-ნუთუ ჩემმა დებმა მარტო დაგტოვეს? - იდაყვებზე წამოწეულმა ეჭვისთვალით გახედა თმის სწორებით დაკავებულ ქალს.
-არა, აიშე და ასიე ხშირად მოდიოდნენ ჩემ სანახავად, ვსაუბრობდით და ვიცინოდით, მაგრამ რომ მიდიოდნენ ისევ ვიწყენდი.
-ე. ი ჩემი აქ არ ყოფნა განიცადე? ტიროდი?
-კიი, თან ისე, რომ ცრემლების ზღვა დავაყენე, - ჩაიცინა და ამირის გაშლილ მკლავზე დადო თავი, - არ მიტირია, მაგრამ ბევრიც არ მეკლდა.
-იმაზე მეტად არაფერი მახარებს, როგორც შენი აღიარებითი ჩვენება, - თმის კულულს თითზე იხვევდა.
-რომელი აღიარებითი ჩვენება?
-იის, რომ გიყვარვარ და თან გიჟდები ისე გიყვარვარ. ასევე იის, რომ ჩემ გარეშე ერთი წამითაც არ შეგიძლია ყოფნა.
-ეს მე ვთქვი? - გაოცებისგან თავი წამოწია, - რაღაც არ მახსოვს.
-ნუუ, ზუსტად ასე არ გითქვამს, მაგრამ..., - სიტყვა გაწელა ამირმა.
-მეც არ გამიკვირდა ასეთი სისულელე როგორ ვთქვი მეთქი? - მის ნათქვამზე მამაკაცმა გულიანად გაიცინა.
-ისე ხუმრობა იქით იყოს და როდის აპირებ ამის საკუთარი პირით თქმას? - შემპარავი ღიმილით გახედა მის მხარზე მწოლს, - სულ მე რომ ვამბობ შენ სათქმელს, ერთხელ შენ თავად თქვი.
-რატომ უნდა მოგატყუო?- ტუჩის კუთხე ჩატეხა, - ტყუილს რომ გეტყვი, მერე გეწყინება.
-ალაჰ, შენი პირიდან ეგ სიტყვა გავიგო და თუნდაც ტყუილი დაარქვი, - სიცილით გამოაცალა ქალის თავქვეშ ამოდებული მკლავი, წამოიწია და ჭერამს გადასწვდა, - გინდა?
-კი, - ჭერამი ბავშვობას ახსენებდა, დედა ეჩხუბებოდა ბევრს ნუ ჭამ, მუცელი გეტკინებაო, მაგრამ არასდროს უჯერებდა და იმდენს ჭამდა, საღამოს მუცლის ტკივილისგან ტიროდა ხოლმე, - იცი?! ბავშვობაში იმდენ ჭერამს ვჭამდი ბოლოს მუცელი მტკიოდა. ერთხელ მამა შემპირდა მეორე ზაფხულს ბევრ ჭერმის ხეს დავრგავთ და მერე რამდენსაც გინდა იმდენს შეჭამო.
-მერე დარგეთ?
-არა, მამაჩემი გაზაფხულზე დაიღუპა, - მტკივნეულად ამოთქვა ბოლო სიტყვები და მომდგარი ცრემლების შეკავება სცადა,- კარგი,- თვალები მოისრისა და ამირს გახედა, - შენ მითხარი რამე, შენზე თითქმის არაფერი ვიცი.
-მაინც რა გაინტერესებს?
-მაგალითად...,- წამიერად ჩაფიქრდა,- თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
-თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, თაია.
-კიი, მაგრამ ხომ არსებობს შენთვის საყვარელი საქმიანობა, ცოტაოდენ დროს რომ უთმობ?
-ცხენები. დრო როცა მაქვს საჯინიბოში ჩავდივარ. გიყვარს ცხენები?
-ძალიან.
-რომ გათენდება, წაგიყვან.
საუბარში დრო ისე გაეპარათ, ვერც კი მიხვდნენ. მზეს პირველი სხივები ბოლომდე არ ჰქონდა გაშლილი, რომ ამირს ჩაძინებული თაია ხელში აეყვანილი მიჰყავდა ოთახში. კიბეზე ჩამავალს ხალიფი შეხვდათ. შვილის მკლავებში მოქცეული ქალი რომ დაინახა სიბრაზისგან თვალები აუკვესდა. ვაჟის მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვერ იტანდა ამ ქალის მიმართ ასეთ დიდ ყურადღებას რომ იჩენდა. ეს მისი ოჯახის სირცხვილი იყო. სხვა სარწმუნოების ქალი, რომელიც დუბაის მომავალ მმართველს შეუყვარდა, მისი ოჯახის დიდი სირცხვილი იყო.
-მამა, დილამშვიდობის, - თავი დაუკრა და და დერეფანს გაუყვა.
-კაბინეტში მოდი, სალაპარაკო გვაქვს.
თაია საწოლში დააწვინა თუარა, მაშინვე მამასთან შესახვედრად წავიდა. უკვე იცოდა მათი საუბარი რასაც შეეხებოდა და ფეხს ითრევდა, ერთსა და იმავე თემაზე საუბარი ღლიდა. ახლაც ზუსტად იცოდა, რომ მათი საუბრის თემა თაიას დაუკავშირდებოდა. კარი გააღო და შევიდა, ხალიფი ფანჯრის წინ იდგა და ბაღს გადაყურებდა. უკმაყოფილება ეხატა სახეზე. ფიქრებში გართულმა ამირის შესვლა ვერც კი გაიგო, შეკრთა, როდესაც მხარზე შეეხო. წელზე შემოწყობილი ხელები ჩამოუშვა და მისკენ შებრუნდა. დედამისის თვალები, მისი გამოხედვა, ეს ის იყო რაც სიბრაზეს უხშობდა, მის შემხედვარეს საყვარელი ცოლი ახსენდებოდა და ბრაზი უქრებოდა, მაგრამ მაინც, იყო რაღაც რაზეც ვერ გაჩუმდებოდა.
-სძინავს?
-სძინდავს.
-და შენ?
-მე რაა, მამა?
-შენ რას აპირებ, როდემდე უნდა სდიო უკან?
-იქამდე სანამ არ შევუყვარდები.
-ხვდები, რომ ეგ გოგო დიდ პრობლემას გვიქმნის? მის გამო თუ უკმაყოფილება დაიწყო ხალხში იძულებული ვიქნები მკაცრი ზომები მივიღო.
-მკაცრ ზომებში რას გულისხმობ, - წარბი შეკრა ამირმა და მაგიდისკენ მიმავალ მამას მიყვა.
-იმას, რომ თუ მის გამო ხალხი ჯანყს დაიწყებს და მის გადაცემას მოითხოვენ, მე იძულებული ვიქნები მათი სურვილი დავაკმაყოფილო.
-შენ ამას არ გააკეთებ მამა, რადგან იცი, რომ ეს მე გულს მომიკლავს. ის ჩემია და თუ ხალხი თაიას თავს მომთხოვს, მე მისთვის ვიბრძოლებ.
-ის ნივთი არ არის ამირ, ნუ იქცევი ეგოისტი ბავშვივით სათამაშოს რომ არავის აძლევს.
-ეგოისტი ბავშვი რა შუაშია მამა? იმას მეუბნები, რომ თუ ხალხი მის მოკვლას გადაწყვეტს უნდა დავთანხმდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თავები გადავირჩინოთ? ეს გოგო ადამიანია მამა, ისეთივე სულიერია, როგორიც ჩვენ. ისიც ღმერთის შემოქმედებაა, ისევე როგორც ჩვენ, მერე რაა თუ სხვადასხვა ღმერთი გვყავს, ვინ მოგვცა უფლება ადამიანს სიცოცხლე წავართვათ? შენ თვითონ ამბობ, რომ ის ნივთი არ არის და მაინც მას ნივთად მოიაზრებ, სათამაშოდ, რომელიც მოყაყანე რბოს უნდა გადაუგდო გასაჩუმებლად, - ნელ- ნელა ხმას უწევდა და ყოველგვარი რიდის გარეშე გამოხატავდა სიბრაზეს მის მიმართ, - ამდენი ხანი ქალთა უფლებების დასაცავად ვიბრძვით და ახლა შენ მეუბნები, რომ რადგან თაია სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სხვა რელიგიის მატარებელი, ქალი არ არის? რატომ ასეთი დაკნინება, საიდან ეს სიძულვილი ქრისტიანების მიმართ? ასეთი არ იყავი მამა, ახლა რა შეიცვალა? - ხალიფი ჩუმად იყო, იატაკს თვალმოუშორებლად დაჰყურებდა და შვილის სიტყვებზე ფიქრობდა. ის მართალი იყო. იმისთვის, რისთვისაც მისი ცოლი იბრძოდა საქმით, თვითონ სიტყვებით ანგრევდა. ამირის დედა ახლო აღმოსავლეთში ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და დიდი ქველმოქმედი იყო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ხალიფმა ეს საქმე მიივიწყა.
-შენი ცოლი თუ გახდება და თუ რელიგიას შეიცვლის..., - დაიწყო ყოყმანით და გაჩუმდა.
-არ ვაპირებ რამე დავაძალო.
-დაძალება არ მოგიწევს თუ აუხსნი, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
-გინდა, რომ სიცოცხლით დავემუქრო? - ნერვიულად ჩაიცინა ამირმა და თმაზე გადაისვა ხელი.
-ასე თუ არ მოიქცევი მე ვერ ვუშველი მას, - ხმას აუწია ხალიფმა, კუშტად შეკრული წარბების ქვეშიდან შეჰყურებდა ნერვიულად მოსიარულე ვაჟიშვილს.
-ამას არასოდეს გავაკეთებ, - უარის ნიშნად თავი გააქნია და გასასვლელისკენ წავიდა.
-ამირ...
-არა, მამა, არა, - სიტყვა შეაწყვეტინა და უკან შემობრუნდა, - ამას არასდროს გავაკეთებ. მე ის გოგო მიყვარს და არ ვაპირებ მას რამე ვაიძულო, - გაბრუნდა და კარი გამოაღო, - ხო და კიდევ, - დაამატა დამშვიდებული ხმით, - თაია თუ ცოლად გამომყვება მის სარწმუნოებას არ შევეხები, - გავიდა და კარი გაიხურა. კიბე ჩაირბინა და ეზოში გასასვლელი კარი ორივე ხელით გააღო. სუნთქვა უჭირდა. იის, რაზეც მამამისთან ილაპარაკა ყელში უჭერდა.
საფეხურზე ჩამოჯდა და ხელებში ჩარგო თავი. ასე არასდროს შეშინებია ფიქრების. ხალიფი მართალი იყო, თაიას გამო მხოლოდ დუბაის მოსახლეობა კი არა, მთელი საუდის არაბეთი დაიწყებდა ბუნტს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ მაინც არ ეთმობოდა ეს ქალი, მისი სიყვარულით კვდებოდა და მის გარეშე ყოფნა ერთი წამითაც არ შეეძლო. თუ საჭირო გახდებოდა იბრძოლებდა მისთვის, ღირსებასაც შეუნარჩუნებდა და რწმენასაც, მისი თანხმობის გარეშე არაფერი მოხდებოდა, რადგან სიყვარული ძალდატანებით არ მოდის.
აუტანელი ფიქრებისგან თავი რომ დაეღწია საჯინიბოს მიაშურა. ეს ის ადგილი იყო თითქმის არ ნაქონ თავისუფალ დროს რომ ატარებდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც გონებას წმენდდა და მხოლოდ სასიამოვნო ფიქრებს იტოვებდა. შაჰ- შეჰრიარი ერთადერთი ცხენი იყო, რომელიც პირადად მან გაზარდა და საუკეთესო მეგობრად აქცია.
ამირის საჯინიბოში შესვლისთანავე ცხენმა ფრუტუნი და თავის ქიცინი დაიწყო. პატრონს ჩლიქების ბაკუნით და ჭიხვინით შეეგება, ალისფრად მოელვარე ფაფარს იქნევდა და ადგილზე ცქმუტავდა. დრუნჩზე ხელი რომ ჩამოუსვა დამშვიდდა და გაიტრუნა. ერთი კვირა იყო ერთმანეთი არ ენახათ და თითქოს რაღაც უსაშველო მონატრება გაჩენილიყო. სადგომიდან გამოიყვანა და შეკაზმა, ყბებს შორის რკინის მრგვალი ლაგამი ამოსდო და კისერზე ტყავის შავი აღვირი გადაატარა.
-იმედია ჩემზე გაბრაზებული არხარ, ამდენი ხანი რომ ვერ გნახე, - კისერს ფხანდა და თან ცხენის რეაქციაზე ეცინებოდა, - ვიღაც მინდა გაგაცნო, მოგეწონება,- მსახურს უბრძანა- ,, ქალბატონ თაიას თუ ღვიძავს, უთხარი ველოდებიო" და თვითონ სარბენ მოედანზე გაიყვანა. უკვე შეჯდომას აპირებდა, ზურგს უკნიდან მამამისის ხმა რომ გაიგო.
-ამირ.
-მამა, თუ ისევ თაიაზე აპირებ ჩემთან საუბარს, არ მოგისმენ, - მობეზრებული სახით შებრუნდა.
-იმ გოგოზე საუბარი ისევ გვექნება, მაგრამ არა ახლა.
-მამა არ მოგბეზრდა ერთსა და იმავეზე საუბარი? ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვერასდროს, შენ გინდა, რომ წავიდეს, მე კი ეს გოგო მიყვარს, - ზურგი აქცია და ცხენს შეახტა.
-აკი გითხარი სხვა საქმე მაქვს მეთქი. მგონი დაგავიწყდა ხვალ რა დღეა, რა ხდება, - ამირს უცბად ამოუტივტივდა ყველაფერი, დედის ბოლო შეხედვა, ბოლო სიტყვები, რამდენი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და მას ისევე ნათლად ახსოვს მისი ხმა, როგორც გუშინდელი დღე. 27 წელი დედის გარდაცვალებიდან და მისი გულის ნაწილის დაკარგვიდან.
-მახსოვს,- ცხენის ფაფარზე თვალმოუშორებლად უპასუხა, - როგორ შეიძლება ეს დღე დამავიწყდეს?!
-ძალიან კარგი, - ნიშნის მოგებით დააქნია თავი, - არ მინდა იმ გოგოს გამო რამე დაგავიწყდეს, მითუმეტეს დედაშენი.
მხარზე მოუთათუნა ხელი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სასახლისკენ. კიბეზე ადიოდა, როცა თაიას შეეფეთა. სახეზე ეხატებოდა ქალს ბედნიერება, მამაკაცის დანახვაზე კი უცებ შეეცვალა. ერთხელ შეათვალიერა ლურჯ, განიერ შარვალსა და თეთრ, ფართომკლავიან მაისურში გამოწყობილი თაია, თავის დაკვრით რომ ესალმებოდა და მხარის აქცევა გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად მკლავში სწვდა ჩამავალს და თავისკენ შემოაბრუნა. ქალი ნამდვილად ლამაზი იყო. არაბული სილამაზისგან განსხვავებული, მაგრამ მაინც ლამაზი, თითქოს უფრო მეტადაც კი. იდეალური მოყვანილობის ცხვირი, სავსე ტუჩები, ყავისფერი მეტყველი თვალები, ხვეული გრძელი თმა მის სილამაზეს უფრო მეტად ჰკვეთდა. თვით ხალიფიც კი ვერ იქნებოდა ამ სილამაზეზე უარის მთქმელი. ახლა ხვდებოდა რატომაც იყო მისი ვაჟიშვილი ამ ქალზე მიჯაჭვული, რატომაც უნდოდა მისი აქ დატოვება. ლამაზი შთამომავლები ეყოლებოდათ ამირსა და თაიას.
-ახლა უკეთ ვხვდები ამირი რატომ მოგეჯაჭვა, ის ყოველთვის აფასებდა ქალის ბუნებრივ სილამაზეს. შენ აქაურებს არ გავხარ, უფრო სხვანაირი სილამაზე გაქვს, განსხვავებული.
-ვერ ვხვდები ეს კომპლიმენტია თუ არა, მმართველო ხალიფ.
-კომპლიმენტია, კომპლიმენტი, - ხელი გაუშვა და ზურგს უკან დაიწყო, - მაგრამ არ გეგონოს, რომ დადებითად ვარ შენ მიმართ განწყობილი. შენ გამო ჩემს ვაჟს თუ საფრთხე დაემუქრება მკვდარიც, რომ იყო გაგაცოცხლებ და ხელახლა მოგკლავ, - თვალები აუკვესდა განრისხებისგან.
-მმართველო ხალიფ, - ერთი კიბით ზევით აიწია და მამაკაცს გაუსწორდა, - გპირდებით, ჩემ გამო ამირს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება თუ, რა თქმა უნდა, მე არ შემეხება ვინმე. თქვენც კარგად იცით, რომ ამირი ყოველთვის დამიცავს, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული მისი მდგომარეობა, - თავი დაუკრა, ზურგი აქცია და კიბეზე დაეშვა, თვითონაც ვერ ხვდებოდა ამდენს როგორ ბედავდა, ხალიფი კი აბედინებდა.
სარბენ მოედანთან რომ მივიდა, ამირი შაჰ- შეჰრიარზე იჯდა და წრეზე აჭენებდა. თაია რომ დაინახა ხის ღობესთან გააჩერა ცხენი და ჩამოხტა.
-მეგონა ჯერ კიდევ გეძინებოდა, - ღობეს დაეყრდნო და ლოყაზე მოეფერა.
-მეძინა, მაგრამ მსახურმა რომ მითხრა პრინცი საჯინიბოში გიბარებსო, მაშინვე წამოვედი, - გაუღიმა და ცხენს მიაშტერდა, - ეს არის შენი თავისუფალი დრო?
-დიახ, გაიცანი ეს შაჰ- შეჰრიარია, ჩემი საუკეთესო მეგობარი. შაჰ- შეჰრიარ გაიცანი ქალბატონი თაია, ჩემი შეყვარებული.
-ნუ ატყუებ, - დაიჭყანა და ალისფერ შუბლზე დაუსვა ხელი, - ძალიან ლამაზია, ზღაპრულ რაშს გავს, სახელიც ზღაპრული აქვს.
-შაჰ- შეჰრიარი ჩემი საყვარელი წიგნის, 1001 ღამის პერსონაჟია.
-ცოლი არ ჰყავს? შეჰერეზადა.
-ჰყავს, მაგრამ სხვაგან არის. გინდა გავისეირნოთ? - თაიას თანხმობაზე კარი გაუღო და შემოუშვა. დაჯდომა რომ გაადვილებოდა თითები შეაერთა და ფეხის დადგმით უნაგირზე ასვა,- კომფორტულად თუ ზიხარ, მაშინ წავიდეთ.
-შენ არ დაჯდები?
-გარეთ გაგიყვან და მერე, - სარბენი მოედნიდან რომ გავიდნენ, ამირი ცხენს შეახტა და თაიას წელზე შეუცურა ხელი,- აბა, სად ისურვებთ წასვლას ჩემო ქალბატონო?
- იქ, სადაც პრინცი ამირი ისურვებს წასვლას.
-სწორედ ეგ პასუხი მჭირდებოდა, არ შეგეშინდეს, - აღვირი დაიქნია და შაჰ- შეჰრიარი ქარის უსწრაფესად მოსწყვიტა ადგილს. ისე სწრაფად მიჰქროდა სპეციალურად შექმნილ ბილიკზე, როგორც ღამეები 1001 ღამის ზღაპარში. ამ ყველაფერს კი ფანჯრიდან ერთდროულად შურით, ბრაზით და სიძულვილით სავსე თვალს ადევნებდა სასახლეში ახლად დაბრუნებული დარია .
-არაბული ცხენი საჯდომი ცხენის უძველესი ჯიშია, - დაიწყო ამირმა და ცხენი იორღაზე გადაიყვანა, - მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც ხალხური სელექციის გზით ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა. ტანად მომცროა, მკვრივი კონსტრუქციის, ღონიერ ფეხებს სირბილისას მსუბუქად ახებს მიწას. არაბული ცხენები ნაკლებად მომთხოვნები არიან და კარგად იტანენ შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშში სამ ტიპს განასხვავებენ: ხადბანს, ქუჰეილანს და სიგლავს. შაჰ- შეჰრიარი ხადბანის ჯიშს განეკუთვნება, ჩრდილში ყავისფრად შეფერილი მზეში ალისფერი ხდება,- ცხენი შეაყენა და ჩამოქვეითდა, - დიდი ხანია ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა. რომ დაიბადა გაყიდვას უპირებდნენ, მაგრამ არ დავანებე, რატომღაც ვფიქრობდი, რომ მასში ჩემი სულის ნაწილი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა,- თაიას წელზე მოხვია ხელები და ჩამოსვლაში დაეხმარა, მაღალ ხეებს შორის გავლებულ ბილიკს ფეხით გაუყვნენ, - ხვალ სასახლეში არ ვიქნები, მაგრამ ჩემს დებს ვეტყვი, რომ მარტო არ დაგტოვონ.
-შენ სად მიდიხარ? - თითებში თავისი თითები შეუცურა და ხელი ჩაკიდა, უკვე აღარ იყო შეხების აკრძალვა მათ შორის.
-ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და უნდა წავიდე.
-და როდის დაბრუნდები? - აშკარა უკმაყოფილება დაეტყო სახეზე.
-არ ვიცი, შეიძლება ორი დღე გასტანოს ჩემმა საქმემ ან უფრო მეტიც, - ხელი გადახვია და ახლოს მიიზიდა, - არ მოიწყინო, როცა დავბრუნდები მერე აღარასდროს დაგტოვებ.
-დარეკვას შევძლებ შენთან?
-სამწუხაროდ ვერ, არ ვიცი მეცლება თუ არა ტელეფონის ხელში ასაღებად. ხომ გესმის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ასე ვთქვათ- სახელმწიფოს ეხება.
-მესმის კიი, დუბაის საამიროს მომავალი მმართველი ხარ და სახელმწიფოებრივი საკითხები შენი საქმეა, მაგრამ მე შენ გარეშე ძალიან ვიწყენ. შენი დები კი მოდიან ჩემ სანახავად, მაგრამ მაინც უცხოდ ვგრძნობ თავს შენ რომ არ ხარ.
-ჩემო ძვირფასო, გპირდები, როცა დავბრუნდები სამუდამოდ შენთან დავრჩები და აღარასდროს დაგტოვებ მარტოს ერთი წამითაც კი, - მკერდზე მიიხუტა და თავზე აკოცა, - ახლა კი სასახლეში დავბრუნდეთ, თორემ ძებნას დაგვიწყებენ, თან მამაჩემთან რაღაც საკითხები მაქვს გასარკვევი და შესათანხმებელი ხვალინდელ საქმესთან დაკავშირებით, - ისევ ცხენზე შესვა, თვითონაც შეჯდა და სასახლისკენ აიღო გეზი. დუბაის ცხელი ჰაერი ფილტვებს უხოკავდა, მაგრამ შაჰ- შეჰრიარის ქარის სიჩქარე იმხელა სიამოვნებას ანიჭებდა, ფილტვების წვას ყურადღებას არ აქცევდა, თვალები დახუჭა, ხელები გაშალა და მის წელზე შემოხვეულ ამირის მკლავს მიენდო. მისი ბედნიერებით გახალისებულმა ამირმა ცხენს შეუძახა და უფრო სწრაფად გააჭენა, ქალის გაშლილი ხვეულები მის მხარზე გადაშლილიყო. ქარი უწეწავდა ყავისფერ თმას და ზღვის ვერაგ, ბობოქარ ტალღებად უშლიდა, უყვარდა ამირს მისი თმის სახეზე შეხება, რბილად რომ ელამუნებოდა და სასიამოვნო გრძნობას უღვიძებდა. ყველაფერი უყვარდა ამ ქალში, ის ბავშვურობაც, ახლა ხელები რომ გააშლევინა და თავი ზეცაში მფრინავ ჩიტად წარმოადგენინა.
საჯინიბოსთან რომ მივიდნენ ორივე ჩამოქვეითდა და შაჰ- შეჰრიარი მეჯინიბეს გააყოლეს. ცხენს თითქოს არ მოეწონა ამირის ეს საქციელი, წამიერად ადგილზე შედგა და ფრუტუნით მოატრიალა თავი პატრონისკენ.
-როგორი ჭკვიანი არსებაა ცხენი, არა? - თაიას მოუბრუნდა ამირი, - თითქოს ეწყინაო, ისე შემომხედა.
-ნამდვილად არ მოეწონა სხვას რომ გაატანე მისი თავი, - ჩაიცინა თაიამ და სასახლეს შეხედა, ერთ- ერთ ფანჯარაში დარიას რომ ჰკიდა თვალი, - შენი ცოლი დაბრუნებულა, - ხმაში უკმაყოფილება გაუკრთა.
-ვინ? - ფანჯრები მოათვალიერა და დარიას დაჟინებულ მზერას წააწყდა, - არ ვიცოდი დღეს თუ ბრუნდებოდა, - დანანებით გააქნია თავი.
-ის შენი ცოლია და ეს უნდა გცოდნოდა, - სასახლისკენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ამირმა შეაჩერა და თავისკენ შეაბრუნა.
-მე ის არ მაინტერესებს, ის ჩემი ცოლია, მაგრამ მხოლოდ საბუთით, მის მიმართ არასოდეს არაფერი მიგრძვნია. ჩემთვის ერთადერთი ქალი ხარ, ეს ადრეც გითხარი და ყოველთვის გაგიმეორებ, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და სხვა არავინ, - წელზე შეუცურა ხელი და დარიას დასანახად ტუჩებში აკოცა, თაიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, - ამის გამეორება ყველგან და ყოველთვის, დაუფარავად შემიძლია.
-ეს არ იქნება სწორი.
-მე გადავწყვეტ რა იქნება სწორი, ჩემ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. არავის უკითხავს მინდოდა თუ არა დარიას ცოლად შერთვა და ახლა ვერ მომთხოვენ მის სიყვარულს. ვერც შენს გადაყვარებას მომთხოვენ და არც იმას დავუშვებ, რომ შენ გაიძულონ რამე. ახლა კი მოიშორე ეს ფიქრები და წამოდი, - ხელჩაკიდებული მიჰყავდა სასახლისკენ, - ხვალ დილით შენს ოთახში მოვალ და მერე წავალ სასახლიდან.



***

როგორ ეცადა ფხიზლად ყოფილიყო, ამირს არ უთქვამს დროის რომელ მონაკვეთში მივიდოდა დასამშვიდობებლად და ცდილობდა არ ჩასძინებოდა, მაგრამ მაინც დაეძინა. ამირი ოთახში რომ შევიდა უკვე ღრმა ძილში იყო წასული. მის სასთუმალთან ჩაიმუხლა და წინ გამოშვერილ ხელზე დააყრდნო ნიკაპი. სახეზე ჩამოშლილი თმები ყურს უკან გადაუწია და მის ბავშვურ სახეს დააკვირდა, ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო და უკვე ამდენი რამ ჰქონდა გადახდენილი. ლოყაზე აკოცა, ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს შეხედა, თაია ხატავდა, ამირსა და თავის თავს ხატავდა ერთად. მამაკაცმა ერთ- ერთი ნახატი ოთხად მოკეცა და არაბული სამოსის ჯიბეში ჩაიდო, სუფთა ფურცელსა და ფანქარს დასწვდა და წერა დაიწყო:-
,, არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ ისე შემიყვარდი ახლა ეს სიყვარული ჩემ წასვლა არ წასვლაზე მაფიქრებს. რატომღაც მგონია, ახლა თუ წავალ სამუდამოდ დაგკარგავ. ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილის მიყენება შენ შეგიძლია მხოლოდ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ტკივილს არ განმაცდევინებ.
მინდოდა გამეღვიძებინე, მეკოცნა და ისე დაგმშვიდობებოდი, მაგრამ ისე ბავშვურად, მშვიდად და ლამაზად გეძინა, ვერ გავბედე ამ ძილის დაფრთხობა.
ძალიან მიყვარხარ და მინდა ეს ყოველთვის გახსოვდეს.
დროებით.
ამირი ".
ბალიშზე ვარდთან ერთად დაუდო, საფეთქელზე აკოცა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. მამა და დები დაბლა ელოდნენ, სიძეებიც იქვე იდგნენ და ხალიფს ესაუბრებოდნენ, გლოვის ნიშნად ყველას შავი სამოსი ჩაეცვათ. ამირი რომ დაინახეს საუბარი შეწყვიტეს და გასასვლელებისკენ დაიძრნენ, მხოლოდ ისმაილმა დაიცადა მის ჩამოსვლამდე.
დედის საფლავზე იდგა, თავი დაბლა დაეხარა, ხელები სახის წინ გაეშვირა, ხელის გულები ზევით აეშვირა და სულის მოსახსენიებელ ლოცვას ბუტბუტებდა - ,, სახელითა ალაჰისა მოწყალისა მწყალობელისა, ო ალაჰ შეუმსუბუქე და გაუადვილე ის რაც მას ელოდება, დაე იყოს ბედნიერი, დაე იყოს ის იმაზე უკეთესი იქ, ვიდრე იქიდან საიდანაც წავიდა". გაშლილი ხელის გულები სახეზე ჩამოისვა და დადუმდა. ტკივილს იკლავდა გულში. ჩუმად და გამოუთქმელად განიცდიდა დედის გარდაცვალებისგან გამოწვეულ ტკივილს. ამდენი წლის შემდეგაც კი ისე სტკიოდა გული, თითქოს მომხდარი გუშინდელი დღის იყო და არა 27 წლის წინანდელი. მისი მეხსიერების ზედაპირზე ჯერ კიდევ ნათლად ტივტივებდა დედის სახე, მისი ღიმილი, შუბლზე კოცნას და თმაზე შეხებას ისევ გრძნობდა, მისი ხმა ესმოდა ზღაპარს რომ უკითხავდა ხოლმე ძილის წინ. ისევ ენატრებოდა მთელი გულით.
სასაფლაოდან წამოსული ამირი მანქანის საჭეს მიუჯდა და წასასვლელად გაემზადა, ისმაილი გვერდით სავარძელში რომ დაჯდა და ღვედი შეიკრა.
-სად მივდივართ?
-შენ არსად ისმაილ, მე მარტო უნდა წავიდე დღეს, - ღვედი შეიკრა და მეგობრის მანქანიდან გადასვლას დაელოდა.
-და ფიქრობ, რომ მარტო გაგიშვებ? - გვერდულად გახედა მეგობარს.
-მარტო მინდა ყოფნა.
-ჩემ იქ ყოფნას ვერც კი იგრძნობ.
-ისმაილ გადადი მანქანიდან, მარტო მივდივარ, - ბრაზი შეერია ხმაში.
-გითხარი შენთან ერთად მოვდივარ მეთქი და მორჩა, - წარბი შეუკრა.
-ალააჰ, გაძლება მომეცი, - მანქანა დაქოქა და წავიდა.
სასტუმრო ბურჯ ალ არაბის წინ გაჩერდნენ და ლიფტით 27 სართულზე ავიდნენ, დუპლექსის ტიპის ოთახში. ყველაფრისთვის თავის დასაღწევად არაჩვეულებრივი ადგილი იყო. ჯუმეირას სანაპიროდან 280 მეტრით დაშორებული, ხელოვნურ კუნძულზე მდგარი ბურჯ ალ არაბის სასტუმროს ნომრის ვიტრაჟიდან ისტორიებით სავსე ზღვა და მასთან სიყვარულით დაკავშირებული ლურჯი ცა მოჩანდა. ყოველ წლიურად, დედის გარდაცვალების დღეს, ყველას და ყველაფერს სწყდებოდა და აქ მოდიოდა. მარტო ყოფნით არეულ ფიქრებს თავს უყრიდა და სიჩუმით ტკბებოდა. მამამისის და დარიას გაუთავებელი საუბარი რომ არ ესმოდა მშვიდდებოდა, მაგრამ ახლა ერთი ადამიანი ენატრებოდა.
ვისკის ბოთლითა და ჭიქებით ვერანდაზე ისხდნენ და მათ წინ გადაშლილ სილამაზეს შესცქეროდნენ. ზღვიდან მონაბერი გრილი, მსუბუქი ჰაერი სახეში სასიამოვნოდ სცემდათ და კარგ მოგონებებს უშლიდა მეხსიერების ოთახის ღია სარკმლიდან. ამირს თითქოს რაღაც გაახსენდაო, მოულოდნელად თავი შემოატრიალა და ისმაილს გახედა, რომლის მუქ, შავ თვალებში სინათლე არეკლილიყო. რამდენი წელია რაც მეგობრობდნენ, ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთად სწავლობდნენ, ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ბოლომდე ენდობოდა.
-ისმაილ ხმას რატომ არ იღებ? - მოულოდნელად მიმართა გვერდით მჯდომს და ცარიელი ჭიქა შეუვსო.
-აკი გითხარი, ჩემ ყოფნას ვერ იგრძნობ მეთქი, - გაუღიმა და ვისკი მოსვა.
-არც ესეთი სიჩუმე მინდა.
-რაზე გინდა ვისაუბროთ?
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ამირმა, - თითქოს ყველაფერზე მინდა საუბარი, თითქოს არაფერზე, ვერაფერი გავიგე.
-თაია?!
-თაია თემაა, რომელზეც უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო.
-გიყვარს ხო? - თანაგრძნობით გახედა, - გახსოვს, სანაპირო სახლში გითხარი რასაც შენ სიყვარულს ეძახი სინამდვილეში მიჩვევაა მეთქი.
-მახსოვს.
-ახლა შენს თვალებში უბრალო აკვიატებულ გრძნობას კი არა, ნამდვილ სიყვარულს ვხედავ, მაგრამ ცუდია, რომ ეს სიყვარული იკრძალება.
-ვითომ რატომ იკრძალება?
-ადრეც გითხარი, რომ უცხო ტომელია და მისი ქვეყანა არ გვაპატიებს თუ რამე დაემართა. შენც არ გაპატიებენ თუ გაიგეს, რომ სასახლეში ქრისტიანი გოგო შეიფარე და შეიყვარე.
-ეგ ყველაფერი არ მაშინებს ისმაილ. რომ მეშინოდეს არც გავბედავდი მის შეყვარებას, არც მის საძებნელად წავიდოდი ჯვრის დასაბრუნებლად და არც სანაპირო სახლში მეყოლებოდა ჩაკეტილი მის დასაცავად.
-ზუსტად მაგის მოსმენა მინდოდა ძმაო, - მხარზე ხელი დაჰკრა, - ადრეც მითხარი, მაგრამ მინდოდა კიდევ ერთხელ მომესმინა ეს შენგან. მიჩვევამ და აკვიატებამ გადავლა იცის, ნამდვილი სიყვარული კი არასოდეს გაგივლის, ის მარადიულია, უჰორიზონტო. პირველი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება და არ ქრება მაშინაც, როცა კვდები. ეს მარადიულია, მარადიული, გესმის ძმაო?
-მართალი ხარ ძმაო, პირველი სიყვარული დაუსრულებელია. არასდროს მყვარებია არავინ, მაგრამ თაია გამოჩნდა თუ არა მაშინვე დაიპყრო ჩემი გული. ცოლი მყავს, მაგრამ უსიყვარულოდ მოყვანილი, დარია ზიზღს იწვევს ჩემში. ალბათ ალაჰმა წინასწარ იცოდა, რომ მე თაიას შევხვდებოდი და ამიტომ არ ჩქარობდა ჩემთვის ვინმეს გამოგზავნას.
-ალაჰი ყველაფერს წინასწარ ჭვრეტს ამირ, ყველაფერი იცის რაც უნდა მოხდეს, მაგრამ უტყვია,- ზღვაში მოცურავე ნავებს გახედა, - ასე შემიყვარდა ასიე. თავიდან ვფიქრობდი, რომ როგორც და მხოლოდ ისე მიყვარდა, მაგრამ დაზე მეტად შემიყვარდა, როგორც ქალი ისე შემიყვარდა.
-ეგ, ჩემო ძმაო, ალაჰის კი არა შენი გულის დამსახურებაა, ალაჰი ძალით ვერავის შეგაყვარებს.
-ხოო, მაგრამ მასაც უძღის წვლილი ამაში.
-მე მასე არ მგონია...
-დღეს ვბრუნდებით სასახლეში?- სიტყვა ბანზე აუგდო.
-არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია ჯერ,- მხრები აიჩეჩა ამირმა, - მინდა დავბრუნდე და თაია ვნახო, მაგრამ მისი ნახვის გარდა სხვა რაღაცებიც რომ მელოდება, მაგას ვუფრთხი.
- მაშინ ისე დავბრუნდეთ, რომ ვერავინ გაიგოს.

***

თვალები რომ გაახილა, საათის პატარა ისარი ათს უახლოვდებოდა. გვერდი რომ იქცია და ბალიშზე დადებული ვარდი და წერილი დაინახა, მიხვდა ვისაც ეკუთვნოდა და სახე გაბადრულმა დაიწყო მისი კითხვა. ისეთი ბედნიერი იყო სიტყვებით ვერ გადმოსცემდა, წაკითხული წერილი გულზე მიეკრა და ვარდის სურნელს ისუნთქავდა. დიდი ხანია ამირის გრძნობების შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ამ წერილის მეშვეობით აუხსნეს სიყვარული, თითქოს ყველაფერი დღევანდელი დღით დაიწყო და გასული დღეები უბრალოდ წარმოსახვა იყო.
იცოდა ამირი დღეს რომ არ დაბრუნდებოდა, მაგრამ მაინც სიხარულით წამოხტა საწოლიდან და კარადაში ტანსაცმლის რჩევა დაიწყო, უნდოდა ყველაზე მიმზიდველი ყოფილიყო მის თვალში. მანამდე ამაზე არასდროს უფიქრია, მაგრამ ახლა უნდოდა, რომ მისი სილამაზით ყველა დაეჩრდილა. ეჭვიანობა დაიწყო, ამირი არავისთვის ეთმობოდა, გიჟდებოდა იმ ფაქტზე, რომ მას ცოლი ჰყავდა და სურდა თუ არა მისთვისაც მოუწევდა ყურადღების მიქცევა, დარია მისი მთავარი მტერი იყო სასახლის კედლებს შიგნით.
სიტყვიერი შეურაცყოფა არ აკმარა მის წინააღმდეგ, ახლა რაღაც ტყუილებს იგონებდა, ზღაპრებს თხზავდა და ცდილობდა ცუდი წარმოდგენა შეექმნა ხალიფისთვის და ტყუპებისთვის. ხალიფს თავიდანვე არ მოსწონდა თაია და დარიას მოგონილი ამბების შემდეგ ზიზღის და აუტანლობის გრძნობა ჩაენერგა ისედაც გაყინულ გულში. როგორც ამირმა უამბო დარიასთან ქორწინება მამამისმა დააძალა. დარიას მამა მსხვილ მასშტაბიანი ბიზნესმენია და ეს მოსწონდა ხალიფს, რაც უფრო მეტია ფული სასახლეში უფრო მეტი ხალისიანი დღე გვითენდებაო, ამბობდა ხოლმე ის და ამიტომაც დადო შეთანხმება დარიას მამასთან. დარიასაც უყვარდა ამირი, მათი ქორწინების ამბავი რომ გაიგო სიხარულით ცას ეწია, როგორც იქნა სასურველს მიაღწია და დუბაის მომავალი მმართველის ცოლი ხდებოდა, პრინცესა, რომელსაც ყველაფერი შეეძლებოდა. ძალაუფლება და სიმდიდრე მისი დიდი ოცნება იყო, ბრძანებების გაცემა კი საყვარელი საქმიანობა. ეს ქორწინება კი მისი ოცნებების ასრულების კარგი შანსი იყო. მაგრამ ახლა მას უფლებებში შემცილებელი გამოუჩნდა თაიას სახით, სიყვარულს და ძალაუფლებას ერთდროულად კარგავდა მისი სასახლეში ყოფნით და ამის ეშინოდა. მოულოდნელად გამოჩენილმა, ვიღაც გადამთიელმა, ურჯულო ქალმა შეძლო მისი გულის დაპყრობა და გონების შეცვლა და ამით დარიას მომავალს საფთხე შეუქმნა. დასასრული ახლოვდებოდა.
როგორც იქნა აარჩია სასურველი კაბა კარადიდან და საწოლზე გადაფინა. ატმის ყვავილისფერ, კოჭამდე ჩაგრძელებულ კაბას იმავე ფერის მაქმანები ამშვენებდა წელსა და კაბის დასასრულს. მაჯამდე ჩამოგრძელებულ სახელოებზე გრძელი ბადისებრი ნაჭერი მიეკერებინათ და მუხლამდე დაეგრძელებინათ.
შხაპის მიღებამ მისი გონება შეამსუბუქა, თავიდან ამოიგდო დარიასა და ხალიფთან დაკავშირებული მძიმე ფიქრები, ასე მხოლოდ თავის ტკივილს იღებდა საჩუქრად. პირსახოც მოხვეული გავიდა აბანოდან და შიშისგან შეჰკივლა, მის ოთახში მიუგე რომ დაინახა. გოგონა ფარდებს განზე სწევდა და მზის სხივებს უფლებას აძლევდა ოთახის ნახევარი დაეპყროთ. თაია რომ დაინახა ხელები მკერდთან შეკრა და თავი დაუკრა, დილამშვიდობისა უსურვა და შეშინებისთვის ბოდიში მოუხადა.
-მაპატიეთ ქალბატონო, არ მინდოდა შემეშინებინეთ.
-არაფერია მიუგე, ყველაფერი რიგზეა, - გაუღიმა და უკვე მილაგებული საწოლიდან კაბა აიღო ჩასაცმელად.
-გსურთ დაგეხმაროთ?
-არა, მადლობა.
-ქალბატონო, მმართველი ხალიფი გიბარებთ თავისთან, - თავი ჩახარა, თითქოს ნერვიულობსო მის გამო.
-რისთვის? - აღელვება შეეტყო ხმაში.
-ჩემთვის არ უთქვამთ ეს.
-კარგი მიუგე, მადლობა, - კაბა რაც შეიძლებოდა ნელა ჩაიცვა, რათა ხალიფთან შეხვედრა და უსიამოვნო საუბარი ცოტახნით აერიდებინა. ამირი არ იყო და ვერავინ დაიცავდა. ახლა რაღას დააბრალებდნენ, რის გამო მოინდომებდნენ მასთან ყვირილს, სასახლიდან გაგდება მისი სასჯელის უმარტივესი ფორმა იქნებოდა, სიკვდილით დასჯა კი...
თავს იწყნარებდა, რომ მისი ეს ფიქრები უბრალოდ დიდი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ნაწილობრივ გამშრალი თმა კუდად შეიკრა და ოთახიდან გავიდა. ფეხს ითრევდა, მისი ოთახიდან ხალიფის კაბინეტამდე კიბეები და გრძელი დერეფანი იყო გასავლელი, მაგრამ მისი სინელის მიუხედავად მალევე აღმოჩნდა მაღალ კართან, ხის ჩუქურთმებით თავს რომ იწონებდა. მანამდე აქ არასდროს ყოფილა და არც ახლა ჰქონდა სურვილი შიგნით შესვლისა. კარზე ყოყმანით დააკაკუნა და ხალიფის ხმის გაგონების შემდეგ კარი მორიდებით შეაღო. მამაკაცი საწერ მაგიდასთან იჯდა და რაღაც ფურცლებს ჩაჰყურებდა, შემოსულს ყურადღებასაც არ აქცევდა, თითქოს არც არავინ შესულიყო შიგნით. თაიამ წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა, აშინებდა მამაკაცის ასეთი საქციელი, დაიბარა და ახლა ყურადღებას არ აქცევდა. მორიდებით ჩაახველა მისი ყურადღების მისაქცევად. ხალიფმა ქვევიდან ამოხედა და ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე მთლიანად მოიხსნა, სკამის საზურგეზე გადაწვა და შესული კმაყოფილმა შეათვალიერა.
-თვით გურჯი ხათუნი მწვევია, - ცინიკურად ჩაილაპარაკა ხალიფმა და გულზე დაიკრიფა ხელები.
-დამიბარეთ და მოვედი, - თავი ჩახარა თაიამ.
-ხოო, ლამის დამავიწყდა. მოდი, დაჯექი, - ხელით ანიშნა სკამისკენ.
-მადლობა, ვიდგები.
-ჩემი ხომ არ გეშინია?
-უნდა მეშინოდეს?
-არ ვიცი, შეიძლება.
-რისთვის დამიბარეთ?
-სასაუბროდ, - მაგიდას დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა, შემოუარა და ქალის წინ აისვეტა, ხელები ზურგს უკან შემოეწყო,- ვაღიარებ, არ მომწონს შენი აქ ყოფნა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, ქალზე ძალადობა არასოდეს მხიბლავდა, არც მათი სიცოცხლის მოსპობა.
-ძალადობის გარეშეც შეგიძლიათ დამატოვებინოთ აქაურობა. თქვენ ქალაქის მმართველი ხართ, ეს არ გაგიჭირდებათ.
-ამირის იმედი გააქვს?
-ამირის იმედი? - გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
-შენ თუ გგონია ამირს უყვარხარ ძალიან ცდები, მორიგი გასართობი ხარ მისთვის და მეტი არაფერი, ასეთი ქალები უხვად ჰყოლია. არ უნდა, რომ სასახლეში იყო.
-ეს ჩემთვის არასდროს უთქვამს.
-ის ამას არასდროს გეტყვის, რადგან თავს ვალდებულად თვლის შენ წინაშე.
-მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც მას დაავალდებულებს.
-არ გაგიკეთებია, მაგრამ მაინც ასეა. ამირი სხვანაირია, არასდროს გეტყვის სიტყვა ,, წადი"- ს, რადგან იცის, რომ წასასვლელი არსად გაქვს.
-თუ ის მეტყვის, რომ წავიდე- წავალ, თუ მეტყვის, რომ დავრჩე- დავრჩები. ამას ვერც თქვენ გადაწყვეტთ და ვერც მე.
-შეგიყვარდა ხო?
-ამას რა მნიშვნელობა აქვს, თქვენთვის მთავარი ამირია და არა ჩემი გრძნობები.
-ამირს უნდა, რომ წახვიდე, ეს თავად მითხრა დღეს დილით.
-მისი ჩემდამი დამოკიდებულება სულ სხვა რაღაცაზე მეტყველებს, - სიმტკიცე შეეპარა ხმაში, მიხვდა ხალიფი იტყუებოდა.
-ის ყველას კარგად ექცევა, მათ შორის შენც, რადგან ეცოდები,- ცინიკურად ჩაიღიმა და ზურგი აქცია.
-თუ ეს მართალია, ვაიძულებ მას, რომ ეს მითხრას.
-და თუ არ გითხრა? დატანჯავ მაას? შენ საფრთხეს წარმოადგენ მისთვის, თუ გაიგეს, რომ სასახლეში უცხო ქვეყნის მოქალაქე გვყავს შეფარებული და თან არა მუსლიმი დიდი საფრთხე შეექმნება ამირს. მე კი არ დავუშვებ მას რამე დაუშავდეს შენ გამო, - ზურგ შექცევით მდგარსაც კი ეტყობოდა მრისხანება, ამ დროს თვალის კუთხეები უწითლდებოდა ხოლმე.
-მმართველო ხალიფ, უკაცრავად ამას რომ გეკითხებით, მაგრამ ამირი რამდენი წლის გგონიათ? პატარა აღარ არის და თავად გადაწყვეტს რა უნდა და რას გააკეთებს, - მისდა გასაკვირად ხმის ტონს აუწია, - როდემდე უნდა მოექცეთ ისე როგორც ბავშვი, ხომ შეიძლება რაღაც თქვენ გარეშე გადაწყვიტოს?
-თავი ვინ გგონია გოგო, - მოულოდნელად შემობრუნდა და ყელში წვდა, - თუ დამჭირდა ისე მოგკლავ თვალს არ დავახამხამებ. ნუ დაგავიწყდება, რომ დუბაის მმართველს ესაუბრები, - მრისხანება მოერია ხმაში და მის ყელში წაჭერილი თითები უფრო ძლიერად მოუჭირა, თაიას სუნთქვა უჭირდა, - შენ სიკვდილს ამირი ისე გადაიტანს, როგორც უბრალოდ თითის გაჭრას.
-გამიშვით..., - თითები შემოხვია მამაკაცის სქელ მაჯას, - ვერ ვსუნთქავ.
-შეუშვი შენს ტვინში, რომ ჩემთან ზედმეტად არ უნდა ილაპარაკო, თორემ ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ შენს მხრებს ეგ ლამაზი თავი აღარ ამშვენებს, - დარჩენილი ენერგია ბოლო ამოსუნთქვისთვის გამოიყენა თაიამ და მუხლები მოეკვეთა, მდიდრულ ხალიჩაზე მოწყვეტით დაეშვა. ხალიფს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, ცინიკურად უყურებდა უგონოდ მყოფს და მის მოკვლაზე ფიქრობდა, მაგრამ ამის სანაცვლად, საკუთარ თავს დააძალა და ქალის გასაყვანად მცველებს დაუძახა. როგორ უნდოდა მისი თავიდან მოშორება, მაგრამ იცოდა, რომ ამით ამირსაც დაკარგავდა, სისხლსა და ხორცს, ერთადერთ გვარის გამგრძელებელს.




თავი 8

თვალები რომ გაახილა და იქაურობას თვალი მოავლო, თავისი ოთახი იცნო. ყელი საშინლად ეწვოდა, თითქოს მდუღარე წყალი დაელია და ხორხი ჩასწვოდა. ძლივს, ზლაზვნით წამოიწია საწოლზე და ბალიშს მიეყრდნო ზურგით. ჯერ ბოლომდე ვერ გაერკვია რა ხდებოდა, რატომ სტკიოდა ყელი ისე ძლიერ, რომ ნერწყვის ყლაპვაც უჭირდა. ძლივს მიატრიალა თავი მარჯვენა მხარეს, იქ სადაც სარკე ეგულებოდა და დაბინტული კისერი და ყელი რომ დაინახა გული შეუქანდა. საწოლიდან ფრთხილად ჩამოსრიალდა და სარკეს მიუახლოვდა, ხელებით მის კიდეებს ეჭიდებოდა რომ არ დავარდნილიყო, რადგან მუხლებში საშინელ სისუსტეს გრძნობდა. მარჯვენა ხელი მოაშორა საყრდენს და ნახვევის გახსნა დაიწყო, ბოლომდე რომ მოიშორა შიშისგან შეჰყვირა და ყვირილით ჩაიკეცა საწოლთან, თუმცა მისი ყელიდან ამომავალი ხმა ხავილს უფრო გავდა ვიდრე ყვირილს. მის ბედზე ოთახში მიუგე შემოვიდა ლანგრით ხელში. საწოლთან, სარკის წინ ჩაჩოქილი თაია რომ დაინახა, ლანგარი მაგიდაზე დადო და მის დასახმარებლად წავიდა.
-ქალბატონ, კარგად ხართ? ფეხზე ადექით, დამშვიდდით, - მკლავით ეჭირა და ცდილობდა საწოლზე დაესვა.
-რა... რა მჭიირს..., - სიჩუმეში მისი ხრიალის მაგვარი ხმა გაისმა, - რა... დამემართა... რა მჭირს მიუგე, - სიტყვებს გაჭირვებით ამბობდა და რასაც ამბობდა თითქმის არ ესმოდა გოგონას, მის დამშვიდებას ცდილობდა.
-დამშვიდდით ქალბატონო, გთხოვთ. წამლებს დაგალევინებთ და ხმა დაგიბრუნდებათ, - მაგიდისკენ გაბრუნდა და წამლებით სავსე ლანგარი საწოლზე გადმოდო.
-ეს... მან გააკეთა... ხალიფმა... ჩემი მოკვლა უნდოდა მიუგე,- მოგუდული ტირილი აუტყდა.
-ეს აღარ თქვათ ქალბატონო, - ტუჩებზე აიფარა თითი, - ამისთვის სიკვდილით დაგსჯიან.
-ისედაც ლამის მომკლა, - ამოიქვითინა და სარკეს გახედა, - შეხედე რას მიგავს ყელი, ეს რომ ამირმა ნახოს, - მერე უცბად ჩაფიქრდა, თვალები გაუფართოვდა და გოგონას ხელები თავისაში მოიქცია,- ეს ამირმა არ უნდა ნახის, არ უნდა ნახოს მიუგე, დამეხმარე.
-მე რა შემიძლია ქალბატონო,- შეშინებულმა შეხედა, - თქვენი ხმის დაბრუნება და სილურჯის გავლა მხოლოდ დროის საკითხია.
-ხოო, მაგრამ ხომ შეიძლება იყოს ისეთი რამ, რაც შეძლებს ეს პროცესი დააჩქაროს? მიუგე დამეხმარე გევედრები, ამირმა ვერ უნდა გაიგოს, - ხრინწიან ხმაში ვედრება გაურია, - გთხოოვ.
-კარგით, ყველანაირად ვეცდები თქვენ ნაადრევ გამოჯამრთელებას ხელი შევუწყო, - თაიამ მისი ხელი ტუჩებთან რომ მიიტანა და აკოცა, უხერხულობისგან სწრაფლ უკან გამოსწია, - არა ქალბატონო, ამას არ უნდა აკეთებდეთ. თქვენი მადლიერებისთვის არ ვაკეთებ, უბრალოდ გაფასებთ და დიდ პატივს გცემთ, თქვენ ის გაბედეთ და გააკეთეთ, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებდა. თქვენ დაუპირისპირდით პრინცის პირველ ცოლს, ქალბატონ დარიას, ალაჰია მოწმე სატანის ნაშიერეია, - მერე უცბად მიხვდა რაც წამოსცდა და პირზე ხელი აიფარა, - მაპატიეთ ქალბატონო, მასზე ასე საუბრის უფლება არ მაქვს.
-ჩემი ნუ შეგეშინდება მიუგე, შეგიძლია ჩემთან დაუფარავად ისაუბრო ყველაფერზე, ისე მიმიღე, როგორც შენი და ან მეგობარი,- ლოყაზე ჩამოუსვა ხელი და გაუღიმა, - ღმერთია მოწმე, მაგ ქალს ვერც მე ვიტან, მართლა სატანის ნაშიერია, - ზიზღით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები.
-მიხარია თქვენი სახით მეგობარი რომ გავიჩინე, სასახლეში ვერავის ენდობი, ყველა ვიღაცის ჯაშუშია, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგიჭირონ. აქ კედლებსაც კი ყურები აქვთ და გამდინარე წყალს მიაქვს საიდუმლო ჩურჩული,- ახლა მან აიღო თაიას ხელი და ემთხვია, - ფრთხილად იყავით ქალბატონო, არავინ იცის თავს როდის დაგესხმებიან.
-მართლა საერთოდ არავინ არის ვისაც შეიძლება ენდო? მაგალითად ოჯახს.
-მე არ მყავს ოჯახი ქალბატონო. აქ ყველა ისეთი მუშაობს, ვისაც მხარდამჭერი არავინ ჰყავს.
- რას გულისხმობ?
-როცა რაღაცას დააშავებ ან უბრალოდ თვალში არ მოუხვალ ვინმეს და შენ თავიდან მოშორებას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, დამნაშავეს ოჯახი მხარს დაუჭერს და მმართველს სთხოვს მის დანდობას. ასეთ შემთხვევაში ოჯახი პირობას დებს, რომ საკუთარი ძალებით, მკაცრად დასჯიან თავის შვილს და სახლში მიყავთ. ეს კი არავის მოსწონს სასახლეში.
-და ამირი? ამირიც ასეთია? არ მოსწონს, როცა დამნაშავე ოჯახს მიყავს?
-არა ქალბატონო, პრინცი ძალიან კარგი ადამიანია, ის ყოველთვის პირველი გამოდის მათ დასაცავად და ხშირად გამოსდის კიდეც ეს, მაგრამ მთავარი მაინც მმართველი ხალიფია, აქ ის წყვეტს ყველაფერს.
-ვხედავ, როგორც მოსწონს ადამიანების დასჯა, - სარკეს გახედა და შეხვეულ ყელს შეავლო თვალი, - არ მახსოვს მისთვის რამე დამეშავებინოს, - მერე დაფიქრდა და დაამატა, - მახსოვს, როგორ არ მახსოვს, ბევრჯელ ვეუხეშე. სანაპირო სახლში, რომ მოვიდა ძალიან ვეუხეშე და აგდებულად ვესაუბრე, ამირმა აქ რომ მომიყვანა დარიასთან მომივიდა ჩხუბი, მერე ისევ ბატონ ხალიფს ვესაუბრე და საკადრისი პასუხიც მივიღე, - კისერზე მოისვა ხელი და მიუგეს მიერ გაწვდილ, წამლით სავსე კოვზს ღია პირი დაუხვედრა, ზიზღისგან დაიმანჭა მისი გემოს გამო.
-რაც არ უნდა გაგეკეთებინათ ქალბატონო, მმართველს მაინც არ ჰქონდა უფლება თქვენთვის ტკივილი მოეყენებინა. თქვენ პრინცის რჩეული ხართ და არავის აქვს უფლება შეგეხოთ მის გარდა.
-და მაინც მე ამ მდგომარეობაში ვარ, - თავი გააქნია უკმაყოფილოდ.
-მე არ მაქვს ამის თქმის უფლება, რადგან ამის გამო სიცოცხლეს მომისწრაფებენ, მაგრამ ჩემი აზრით პრინცს ყველაფერი უნდა უამბოთ, დაანახოთ მამამისის ნამდვილი სახე.
-ასე რატომ მაგულიანებ მიუგე, შენც დაგიშავა რამე? - გოგონა დადუმდა და თავი ჩახარა, სახეზე ეტყობოდა დიდი ტკივილის კვალი. მიხვდა თაია, რომ მასაც ჰქონდა თავისი მტკივნეული ისტორია, - შემომხედე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ყველაფერს დაუფარავად ვეტყოდით, მაგრამ ეს თუ შენი ტკივილია და მისი გახსენებით უფრო დიდ დარტყმას მიიღებ, მაშინ აღარ გთხოვ მოყოლას. უბრალოდ მინდა მენდობოდე და ისეთ მეგობრად ჩამთვალო, თავისუფლად რომ შეძლებ საუბარს,- მიუგე ცოტა ხნით კიდევ დუმდა, ფიქრობდა უნდა ეთქვა თუ არა სიმართლე. თაიას ენდობოდა, რატომღაც ამ ქალმა მის მიმართ დური სიყვარული გამოავლინა და მასთან თავისუფლად, ყოველი შეზღუდვის გარეშ დაიწყო საუბარი. ის ერთადერთი იყო, რომელმაც ადამიანად აღიქვა და არა უუფლებო, მუნჯ მოსამსახურედ. ის ერთადერთი იყო, ვინც ნამდვილად ფიქრობდა მასზე. კარგად ახსოვდა სასახლეში ახლად მოსული თაიას საქციელი, პირველად რომ შეუტანა ვახშამი, ხალიფის ბრძანებით სტუმარი მხოლოდ საკუთარ ოთახში შეძლებდა საჭმლის მიღებას და ამაზე არც თაიას გამოუთქვამს პროტესტი, რადგან სულ არ ეხალისებოდა დარიასა და ხალიფთან ერთად ვახშმობა. მიუგემ საჭმლით სავსე ლანგარი, რომ შეუტანა სანამ გავიდოდა თაიამ მიიპატიჟა. სთხოვა, რომ დასწვეოდა და მარტო არ დაეტოვებინა, ასეთი რამ კი ჯერ არავის გაუკეთებია.
-დედაჩემი ჩემზე ორსულად იყო, როცა მმართველმა მამა ციხეში გამოკეტა არაფრის გამო. მამაჩემს ყაჩაღობა და ვიღაცის დაჭრა დააბრალეს, სინამდვილეში კი მან მხოლოდ პური მოიპარა ორსული დედაჩემისთვის, ფული არ ჰქონდათ და მოპარვა ერთადერთი გამოსავალი იყო საარსებოდ. ციხეში დაავადდა და ამ ავადმყოფობამ შეიწირა. როგორ არ სთხოვა და ევედრა დედაჩემი, მაგრამ მმართველი ისეთივე სასტიკი იყო როგორიც ახლა არის, ამაზე მეტადაც კი,- თავი ჩახარ, ტუჩი უკანკალებდა და სატირლად ემზადებოდა, მაგრამ მოულოდნელად თავი ასწია და გაიღიმა, - მერე მე რომ გავჩნდი დედაჩემმა ჩემი თავი მის ბავშვობის მეგობარს, რომელიც აქ მუშაობდა, მიაბარა და თვითონ სამუდამოდ წავიდა ჩემგან, - ხმადაბლა ამოისლუკუნა და თვალზე მომდგარი ცრემლების უკან დასაბრუნებლად წამწამები ააფახულა, - არასდროს მინახავს, - დაასრულა თხრობა და ფეხზე წამოდგა, საწოლზე დალაგებული წამლები ლანგარზე მოათავსა და წასასვლელად გაენზადა, - მოგვიანებით კიდევ შემოგივლით, ახლა კი უნდა წავიდე, თუ ჩემი გაუჩინარება შენიშნეს დამსჯიან,- თავი დაუკრა, გავიდა და თაია დატოვა თავის ფიქრებთან მარტო.
ორი კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხს ვერ სცემდა, პირველი- მაინც როგორი სასტიკი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთი პურის მოპარვისთვის ადამიანს ციხეში სვამს და მეორე, რატომ მიატოვა ახალშობილი მიუგე დედამისმა... ორი კითხვა, რომლის პასუხსაც მხოლოდ ხალიფისა და მიუგეს დედისგან გაიგებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დუბაი თითქოს შედარებით უფრო ცივილიზებული, ჩამოყალიბებული და კანონის დამცველი ქალაქი იყო მთელს საუდის არაბეთში, მაგრამ მაინც თითქმის ყველა დანაშაული ქალს და მის მსხვერპლად გახდომას უკავშირდება. თურმე არც ისეთი კარგი ყოფილა აქაურობა, როგორსაც წერდნენ.
მიუგეს ვიზიტამდე იფიქრა, რომ ცოტას დაიძინებდა და გაღვიძებულზე უკეთესად იქნებოდა, მაგრამ რული არ მიეკარა. საწოლზე წამოწოლილი ღია ფანჯრიდან ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივებს აკვირდებოდა, რომელიც ცდილობდა უკანასკნელად შეეხედა ქალის ოთახში და იმ დღეს უკანასკნელად გაეთბო. მისი ბოლო სხივის ჩაქრობისთანავე მიუგემ შემოაღო საძინებელი კარი, ხელახლა შეუხვია ყელი, წამლები დაალევინა და წავიდა. თაიას კი ისევ წამოუარა ამირზე ფიქრებმა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს არც არასდროს შეუწყვეტავს.
სად იყო და რას აკეთებდა. მართალია ამირმა უთხრა, რომ ეს სახელმწიფო საქმე იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ეჭვი მაინც კენწლიდა. ეგონა, რომ მისი სახელმწიფო საქმე სინამდვილეში ქალი იყო, რადგან პრინცს შეეძლო უხვი რაოდენობის საყვარელი ჰყოლოდა. ამასთანავე ამირს ცოლთან ქორწინების მოწმობის გარდა არაფერი აკავშირებდა, თაია კი მისი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი ქალი არ იყო. კაცია, რა უნდა დაუშალო? მე საუკუნე ვერ დამელოდება და...- ფიქრობდა და თან ოთახში ბოლთას ცემდა, თვითონაც ხვდებოდა, რომ სათქმელ დროს ძალიან წელავდა, არადა მხოლოდ ერთი სიტყვა იყო სათქმელი - მიყვარხარ, ამირმა ერთხელ უთხრა, რომ მხოლოდ ეს ერთი ციდა სიტყვაც კი დიდ ბედნიერებას მიანიჭებდა. ამის თქმას რა უნდა გოგო, - თავის თავს ჩხუბი დაუწყო, - ამირ მე შენ მგონი მიყვარხარ და მორჩა. სულელი ხარ რაა, - გაბრაზებულმა ყელიდან სახვევი მოიგლიჯა და ტუმბოს უჯრაში ჩააგდო. სარკეში აკვირდებოდა თავის ჭრილობას, ადამიანს სახრჩობელიდან რომ ჩამოხსნიან მათ ემჩნევათ ხოლმე ასე. ხალიფის ხელები მისთვის გამზადებული სახრჩობელას ყულფი იყო. რაღაც უნდა მოეფიქრებინა სასწრაფოდ, ამირის სასახლეში არ ყოფნით მის სიცოცხლეს ექმნებოდა საფრთხე, ამირი კი ხშირად გადიოდა სასახლიდან საქმეზე. ხალიფის გარდა კიდევ ჰყავდა მტერი დარიას სახით, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო რაღაცის მოგონება და მისი ხალიფის თვალში დამნაშავედ წარმოჩენა, ამ შემთხვევაში ორივე მიიღებდა სასურველს.
გარდა ამ ყველაფრისა, სურვილი გაუჩნდა ყველასთვის კონკურენცია გაეწია და პრინცის ცოლი გამხდარიყო, ამაზე ფიქრი როდის დაიწყო არ ახსოვდა, მაგრამ მიზანი უკვე ცნობილი იყო- ამირის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალა უნდა გამოეყენებინა. ცბიერად ჩაიცინა, სარკეში საკუთარ თავს თვალი ჩაუკრა, კარგად რომ დააკვირდა სახე დაუსერიოზულდა და სასტიკი ფიქრებისგან დასაღწევად თავი გააქნია, ეს რა დაემართა, ნელ- ნელა დარიას ემსგავსებოდა აზროვნებით, თითქოს დიდების მოყვარულიც გახდა.
სააბაზანოში სახეზე წყალი შეისხა და საკუთარ თავს გონზე მოსვლა უბრძანა, იმ ქალს არ უნდა დამსგავსებოდა, თაია ისეთი არ იყო და არც არასდროს იქნებოდა, ეს სიყვარული სხვანაირადაც გაიმარჯვებდა, ყოველგვარი სიბოროტისა და შურისძიების გარეშე. სააბაზანოდან გამოსული საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ბალიშებზე ხელები გაშალა. რა ემართებოდა, როდის გახდა ასეთი, როდის დაეწყო ეს ფიქრები, როდის ჩაებეჭდა გონებაში ამირი ისე, რომ ცხოვრების მიზნად აქცია მისი ხელში ჩაგდება. მაგრამ ხელში ჩაგდება საკმაოდ ცუდი ნათქვამი იყო, თაიას მხოლოდ მისი გული სჭირდებოდა. ამირი იფიცებოდა, რომ ის ერთადერთი ქალი იყო ვინც მართლა შეუყვარდა და სამუდამოდ ეყვარებოდა, მაგრამ მაინც ღრღნიდა საზიზღარი ეჭვები. ეს უკვე სიყვარულის ნიშანი იყო. ამიერიდან ვეღარ უარყოფდა თაია თავის გრძნობებს, გულსაც უხვრეტდა ეს ამოუთქმელი სიტყვები და სინათლეზე გამოსვლას ლამობდა, მაგრამ ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ მათი ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად ვერასდროს იქნებოდნენ ერთად- ,, მე და ამირი ვერასოდეს ვიქნებით- ჩვენ"- გვერდი მოინაცვლა და საბანში გაეხვა, ფანჯრიდან ვარსკვლავებით სავსე ცას გაჰყურებდა, მთვარე მილეულიყო და წვრილ ზოლად იყო ჩამოკიდული სიცივისგან გალურჯებულ ცაზე. ფიქრობდა, რომ დღის ძილის შემდეგ ვეღარ შეძლებდა ამ დროს დაძინებას, მაგრამ მისი თვალების დახუჭვა და ძილის მორევში ჩაძირვა ერთი და იგივე იყო.
სიზმარში საშინელებებს ხედავდა, ხალიფი ახრჩობდა და ეუბნებოდა, რომ მისი სიკვდილი ამირსაც გააბედნიერებდა. ეუბნებოდა, რომ მას არ უყვარდა და უბრალოდ ეცოდებოდა- ,, შენ თუ გგონია ამირს უყვარხარ ძალიან ცდები, მორიგი გასართობი ხარ მისთვის და მეტი არაფერი, ასეთი ქალები უხვად ჰყოლია. არ უნდა, რომ სასახლეში იყო და შენთვის ამის თქმას ერიდება". მერე კიდევ უთხრა ,, ამირს უნდა, რომ წახვიდე, ეს თავად მითხრა დღეს დილით. ის ყველას კარგად ექცევა, მათ შორის შენც, რადგან ეცოდები". მის ყელზე წაჭერილი ხალიფის თითები სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ახრჩობდა. ძილში ბორგავდა და რამდენჯერმე ადგილზე შეხტა კიდეც, ძილბურანში მყოფმა პატარა მაგიდის წინ მდგარ სავარძელში სილუეტი რომ დაინახა, იფიქრა ლანდი სიზმრიდან გადმომყვაო და ძილი განაგრძო, მაგრამ არც ახლა მიეცა მშვიდად ძილის საშუალება, დარიას მუხლებზე დაჩოქილი თაიას თმა ხელში ჩაებხუჯა, მთელი ძალით ექაჩებოდა და თან მისი ყელიდან ჩამოგლეჯილ ჯვარს თვალწინ უტრიალებდა - ,, შენ ჩემ ადგილას ვერასოდეს მოხვდები. ჩემ დანახვაზე მუდამ მუხლის ჩოქებზე უნდა დადგე და ცხვირს იატაკს ადებდე, ეს კი ის ნივთია, რომელიც აღარასდროს დაგჭირდება,- ჯვარზე მიუთითა, - მოსამსახურეებს სამკაული არ სჭირდებათ. და ამიერიდან ყოველდღიურ შიშს შეეგუე, შესაძლოა დადგეს დღე, რომელიც შენთვის ვეღარასდროს გათენდება"- ამ სიზმრის მერე ძილში ისევ შეხტა და თვალები საბოლოოდ გაახილა, ხელის გულებით მოიწმინდა თვალის კუთხეში ჩამოგორებული ცრემლები და წყლის დასალევად ბალიშზე წამოიწია. სილუეტი, რომელიც სიზმრიდან გამოყოლილი ლანდი ეგონა ისევ იმ ადგილას იყო, სავარძელში იჯდა და ხელები სახელურზე ჩამოედო, თავი ჩაქინდრული ჰქონდა და თითქოს ეძინაო, თვალები დაეხუჭა. შიშისგან გააჟრჟოლა, მაგრამ დაინტერესებულმა საბანი გადაიძრო და საწოლიდან წამოდგა. შრიალის ხმაზე სილუეტმა თვალები გაახილა და თავი ასწია, ქალის დანახვაზე სახე გაებადრა.
-ამირ? - გაოცებული უყურებდა უკვე ნაცნობი მამაკაცის ალეწილ სახეს.
-მაპატიე არ მინდოდა გამეღვიძებინე, - სახელურებს დაეყრდნო და ძლივ- ძლივს წამოწია სასმლისგან დამძიმებული სხეული, ორი წამი ძლივს გაჩერდა ფეხზე, ადგილზე შებარბაცდა და უკან გადაქანდა, თაიას ხელის შეშველებით ისევ ძველ სამყოფელს დაუბრუნდა.
-მთვრალი ხარ?
-სულ, სულ ოდნავ, - ცერა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს მიუახლოვა ზომის დასადგენად.
-ასე ხშირად სვამ? - სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა და ზევიდან დახედა თვალებ ამღვრეულს.
-მხოლოდ ამ დღეს, - წელზე ხელი შემოხვია და მუხლებზე ჩამოისვა, დამძიმებული თავი მკერდზე მიადო და თვალები მილულა, - თმაზე მომეფერე რაა.
-დღეს რა განსაკუთრებული დღეა? - მის ოდნავ ჩამოგრძელებულ თმაში თითებს ნაზად ასრიალებდა.
-დედაჩემის გარდაცვალების დღეა, - და აი ამ წამს, როცა თაიას თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები უნდა წარმოეთქვა, დადუმდა და თმაზე ფერება განაგრძო.
არ იცოდა რა უნდა ეთქვა ამ დროს, ან უნდა ეთქვა კია რამე? მას, რომ მშობლები დაეღოპა ერთადერთი ,, ვიზიარებ" მის მეზობლად მცხოვრებმა ქალმა უთხრა. ეს იყო მისი დიდი ტკივილის დასაწყისი, ამ სიტყვამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად, ამ სიტყვამ მშობლები დააკარგვინა და დააობლა, მიაჯაჭვა ქალთან, რომელიც ვერ იტანდა და მისი წყალობით სიცოცლე ჯოჯოხეთად ექცია. მაშინ ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ თუ ჯოჯოხეთში მოხვდებოდა აუცილებლად სამოთხედ მოეჩვენებოდა, რადგან არაფერი იყო იმაზე დიდი ჯოჯოხეთი რაც სიცოცხლეშივე გამოიარა.
ახლა კი, როცა ამირის კალთაში იჯდა, მისი თავი მკერდზე მიედო და თმაზე ეფერებოდა იმ საშინელი სიტყვის თქმას დუმილი არჩია. მაგრამ მაინც უნდოდა რამით მიენიშნებინა ამირისთვის, რომ გულის სიღრმეში მაინც წუხდა ამით. საყვარელი ადამიანის ტკივილი მექანიკურად შენიც ხდება, როცა მას სტკივა შენც ტკივილს გრძნობ, აუარებელ ტკივილს, რომელსაც მხოლოდ ისევ საყვარელი ადამიანის ღიმილი თუ მოგაშორებდა.
ამირის ცხელ სუნთქვას მკერზე გრძნობდა და ჟრუანტელს გვრიდა მთელს სხეულში. ეს ისეთი სასიამოვნო იყო, ერთი წამით ისიც კი წარმოიდგინა, როგორ იწვა საწოლში ამირის სხეულთან გადახლართული და დიდ სიამოვნებას განიცდიდა. წარმოიდგინა, როგორ უკოცნიდა ამირი მკერდს და მუცელს და უნებლიედ სუნთქვა აუჩქარდა. ამირს შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს უეცარი ცვლილება და თავი მოაშორა მის ზევით- ქვევით მოძრავ მკერდს.
-კარგად ხარ? - თვალებში ეტყობოდა, მართლა შეშინდა.
-კი, კარგად ვარ, - აღელვების დამალვა სცადა, მაგრამ ხმაში მაინც ეტყობოდა კანკალი.
-სუნთქვა გაგიხშირდა, - მკერდზე ისევ თავი დაადო და მიაყურადა, - და გულის ცემაც.
-არაფერია, გამივლის.
-ჩემთან სიახლოვე ისევ მღელვარებას იწვევს შენში? - ცბიერად ჩაიღიმა და გამხდარ სხეულზე გამოჩრილ ლავიწზე აკოცა.
-არა, - სუნთქვა უარესად გაუხშირდა, მისი ტუჩების შეხებას თვალდახუჭული შეიგრძნობდა.
-მინდიხარ, - ეს სიტყვა პიკი აღმოჩნდა თაიასთვის, თმა ყალყზე დაუდგა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. მის ყელზე მამაკაცის ტუჩების შეხება აღგზნებას იწვევდა და აქამდე წკიპზე ჩამოკიდებული თავშეკავებულობაც ჩაწყდა და ჩაინთქა ბნელ უფსკრულში, თაიას სიამოვნების კვნესა აღმოხდა. მამაკაცის კისერზე თითები ჩაასრიალა და პერანგის ღილებს წაეპოტინა. ხელის კანკალით ძლივს გახსნა ერთი ღილი და მეორეზე გადავიდა, მაგრამ ამირმა აღარ დაანება, მთრთოლვარე ხელი გაუკავა, ჰერში აიტაცა და სავარძლიდან საწოლზე გადააწვინა.
ამირი ზევიდან მოჰქცეოდა თაიას პატარა სხეულს და მთელი გრძნობით უკოცნიდა ვნებისგან ანთებულ ტუჩებს, ყელზე ამოშვერილ მფეთქავ არტერიასა და გამხდარ მხრებს. მისი მამაკაცური, ძლიერი ხელი ქალის თეძოზე ჩასრიალდა და ისედაც მოკლე ღამის პერანგი წელამდე აუწია, ერთი წამიც და აბრეშუმის ქსოვილი თაიას სხეულს აღარ ფარავდა. მამაკაცის წინაშე მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა დარჩენილს სირცხვილის გრძნობამ წამოუქროლა, მაგრამ მისი შეხებით გამოწვეული სიამოვნების გამო არც კი უფიქრია მისი გაჩერება.
სავარძლიდან დაწყებული ჯიუტი ღილების გახსნა ძლივს დაასრულა თაიამ და პერანგი მის სავსე მხარ- ბეჭზე გადაასრიალა, ისე მიაშტერდა მამაკაცის კუნთებით სავსე სხეულს, თითქოს აქამდე არასდროს ენახოს. ნახევრად შიშველი ამირი პირველად სანაპირო სახლში ნახა, მაგრამ იმ დღის შემდეგ კიდევ უფრო სექსუალური გამხდარიყო მისი სხეული. დაკუნთულ მკერდსა და მუცელზე თითები ჩაასრიალა და შარვლის ქამრის ბალთას დასწვდა, თავისკენ მოზიდა და გახსნა დაუწყო.
-ძალიან სწრაფი ხართ ქალბატონო, ასეთი არ მეგონეთ, - ჩაიცინა და ყურის ბიბილოზე მსუბუქად უკბინა.
-შემინდეთ პრინცო, სადავეები წაგართვით, - ძლივს გახსნილი ქამარი საქამრეებიდან გამოაძვრინა და თავს უკან გადააგდო.
-იცი? ეს მე მომწონს კიდეც.
შარვალი შეიხსნა და ხელის სწრაფი მოძრაობით მოისროლა საწოლიდან. თითები ფეხებზე აუსრიალა და ფრთხილად მოექცა მუხლებს შორის. ფრთხილად დაუკოცნა მუცელი, მკერდი და ნელ- ნელა გადაინაცვლა უფრო ზევით. ყელზე მფეთქავ არტერიას რამდენჯერმე აუყვა კოცნით და საბოლოოდ გადაინაცვლა ვნებით ანთებული ქალის ტუჩებზე, მწყურვალივით დაეწაფა და მთელი გრძნობით დაუკოცნა მწიფე ბროწეულები. მკერდზე ნაზად შეეხო და მუჭში მოიქცია. მის ქვეშ მოქცეულს, სხეული ისე უცახცახებდა, გული ისე სწრაფად უცემდა, სუნთქვა ისე გახშირებოდა, შეწინააღმდეგების თავიც კი აღარ ჰქონდა ვნების მორევში ჩათრეულს და მხოლოდ ისღა შეეძლო მის ნებას დაჰყოლოდა, თავი უკან გადაეწია და ოდნავ დაღებული პირიდან სიამოვნების კვნესა ამოსდიოდა. ამირს ოხვრა აღმოხდა თაიას ათრთოლებული თითები მის ხერხემალს რომ ჩაუყვა და წელთან გაჩერდა, ხელები გაუკავა და გახელებული დააცხრა ტუჩებზე.
-არ მინდა რამე გატკინო, - ყურში უჩურჩულა და ბიბილოზე ნაზად უკბინა.
თაია გრძნობდა, როგორ უჭირდა თავის შეკავება, როგორ ცდილობდა სინაზის გამოჩენას, შესაძლებლობას არ იშურებდა ქალისთვის მაქსიმალური სიამოვნება მიენიჭებინა. წელზე და თეძოზე ეფერებოდა, ყელს და ტუჩებს უკოცნიდა, ყურში ტკბილ სიტყვებს უჩურჩულებდა, თმებში თითებს უსრიალებდა, - ისე ვღელავ, თითქოს ქალთან პირველად ვარ. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ შენთან მიჭირს, თავს მაკარგვინებ.
თაია ცდილობდა მისთვის ოდნავ მაინც შეეწყო ხელი, ეშინოდა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, მას უნდოდა ეს, მას უნდოდა ამირთან ყოფნა, მისი შეხება სიამოვნებდა, მის კოცნას ითხოვდა. გრძნობა, რომელიც აქამდე ჰქონდა ორმაგად ურტყავდა და გულს უჩერებდა. შიში ჰქონდა, რადგან არ იცოდა მომავალში რა იქნებოდა, როგორ იცხოვრებდა, იცხოვრებდა კი ამირთან ერთად, რა იქნებოდა შემდეგ... გაურკვეველი მომავალი ძაბავდა და წამით ადგილზე გაშეშდა ეს რომ გაანალიზა, რა იქნებოდა შემდეგ- მომავალში. ამირს არ გამორჩენია მისი ეს გაშეშება, მიხვდა რომ გონება გაეთიშა და ოდნავ წამოიწია.
-მოხდა რამე?! მისმინე თაია, თუ გინდა, რომ გავჩერდე... მითხარი გინდა, რომ..., - მისი წინადადება შუაზე გაწყდა, ქალი მოულოდნელად გონს რომ მოვიდა, მის ტუჩებს მისწვდა და სულმოუთქმელად აკოცა.
-არ მინდა, რომ გაჩერდე, - ტუჩებს მოშორდა და მკერდზე აეკრა, - გთხოვ.
მის ნებას დაჰყვა. კაცმა რომ თქვას, არც მას უნდოდა გაჩერება, არ უნდოდა ეს ნეტარი ღამე დაუწყებლად დასრულებულიყო, არ უნდოდა ქალის მწიფე ბროწეულებს მოშორებოდა. ყურში თაიას ბუტბუტი ჩაესმოდა, განუწყვეტლივ რომ იმეორებდა მის სახელს, მისი სუნთქვა ამოყოლებული ვნებიანი სიტყვები სიამოვნებას ანიჭებდა და მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.
ის იყო თაიას დაჭიმული სხეული წამით მოუდუნდა, ყრუ ტკივილი, რომ იგრძნო ქვედატანში და სიმწრის კვნესა აღმოხდა. თვალები აევსო ცრემლებით და მამაკაცს მკერდზე მთელი ძალით აეკრა, მის მხარზე შუბლი მიაჭდო და წელზე შემოლაგებულ ფეხები ძლიერად შეკრა, სხეული ისევ დაეძაბა. ამირის თვალებში ყოყმანი გაკრთა, დაიცადა სანამ თაია ბალიშზე დადებდა თავს და თვალებში ჩახედა. არ უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა, მაგრამ არც ეს ღამე ეთმობოდა უიმისოდ. ამირის ყოყმანი და დაძაბულობა არ გამოპარვია მამაკაცის სხეულ ქვეშ მოქცეულ, უკვე მოდუნებულ თაიას, ყრუ ტკივილს გადავლილი ჰქონდა და იცოდა, რომ უფრო დიდი სიამოვნება ელოდა წინ. მამაკაცის მკლავებს ჩაჭიდული ხელები მოადუნა, თითები მის თმაში შეაცურა და თავი წამოწია მის საკოცნელად, ეს იყო პასუხი ამირის კითხვისნიშნიანი თვალებისთვის, მკერდზე მჭიდროდ მიიკრა და ტუჩები ხელმეორედ დაუკოცნა.
ახლა უკვე საბოლოოდ დამშვიდებულიყო მისი სხეული. ახლა აღარც გაურკვეველი მომავლის და აღარც ამირის დაკარგვის ეშინოდა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ მას არ დაკარგავდა. ბოლოს რაც ახსოვს ძალიან დიდი სიამოვნება იყო, ამირის შეხებით რომ გრძნობდა და გრძელი სიყვარულით სავსე ღამე, მასთან ერთად რომ წერდა ისტორიად...



თავი 9

დილის თბილი ნიავი ღია ფანჯრებიდან იპარებოდა და მძინარ თაის სახეზე ელამუნებოდა. სხვადასხვა ყვავილის სასიამოვნო სურნელი აღწევდა მის ოთახში, ვარდის ბუჩქებზე ჩამომჯდარი ნიბლიების ყურისწამღები ჭიქჭიკი და შორიდან გზაზე სწრაფად მოსიარულე მანქანების ხმა ისმოდა. სასიამოვნო ხმაურმა გამოაღვიძა თაია, ზურგზე მწოლი ადგილზე შეირხა და თვალები ააფახულა, ამირის დანახვაზე ქუთუთოები ისევ დაუშვა, გაიღიმა და ხელები ზევით გაჭიმა, სიამოვნების კრუსუნი აღმოხდა. ჯერ კიდევ ეგონა, რომ ეს ყველაფერი მისი სიზმარი და არარეალური სამყარო იყო, მაგრამ მისი ცხელი სუნთქვა რომ მოხვდა სახეზე, დარწმუნდა რეალობაში. მამაკაცი იდაყვს დაყრდნობოდა და თავი ხელის გულზე ჩამოედო, ქალს ისე უყურებდა თითქოს პირველად ნახა ან ამნეზიის შედეგად მისი სახე დავიწყებოდა. თაიამ ისე გაიღიმა თითქოს ვერ შეემჩნიოს ამირის ეს უცნაური გამოხედვა, კაცმა რომ თქვას, არც უნდოდა ამის გამხელა. ფიქრობდა, რომ ყველაფერი მორჩა, ეს მხოლოდ ერთი ღამის სიამოვნება იყო, რომელიც აღარასდროს გაგრძელდებოდა და დრო იყო ჩანთა ჩაელაგებინა სასახლიდან წასასვლელად. ეგონა, რომ მისი წინა ღამინდელი გაურკვეველი მომავლის შიშები გამართლდა, მაგრამ მიუხედავად მისი ამ სასოწარკვეთილი ფიქრებისა, მამაკაცს გაუღიმა და დილამშვიდობისა უსურვა.
- ყელზე რა გჭირს?- დასვა მოულოდნელი კითხვა ამირმა და საჩვენებელი თითით თავი ზევით ააწევინა.
- რა მჭირს?- ვითომ გაოცებით მოისვა ყელზე ხელი თაიამ და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.
- მთელი ყელი ჩალურჯებული გაქვს, რა არის ეს,- წარბი შეკრა და საწოლზე მთელი ტანით წამოიწია, უკვე ფიქრობდა იმაზე, რომ დარიამ მიქარა.
- ააა ეეს?- დაიწყო ყოყმანით და ბალიშს ზურგით მიეყრდნო, მკერდზე საბანი ჰქონდა აფარებული და მკლავები შემოეხვია,- ეს... ძილში ჯვარი შებრუნდა და ცეპმა ყელზე მომიჭირა, ლამის დამახრჩო,- ნერვიულად ჩაიცინა.
- არ მეგონა შენს ჯვარს თითები თუ ჰქონდა,- შეკრული წარბი უფრო მეტად შეჭმუხნა,- ტყუილები როდის აქეთიდან დაიწყე?
- არ გატყუებ ამირ, მართლა ჯვარის...
- თაია,- ამირის მრისხანე ხმამ წინადადება გააწყვეტინა,- ძალიან ცუდი მატყუარა ხარ ცნობისთვის და ახლა კიდევ ერთი ტყუილის მცდელობის გარეშე მითხარი ვინ გაგიკეთა ეს.
- ამირ, მე...
- დარია?- ცალი წარბი აზიდა.
- არა, დარია არა,- ხელები უარის ნიშნად გაიქნია.
- აბა ვინ, მამაჩემი?
- ამირ გთხოვ, არ გინდა,- კისერზე ჩამოეკიდა და თვალებში ჩახედა,- შემომხედე, მე კარგად ვარ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი მორჩა.
- მამა...,- კბილებში გამოსცრა, თაია თავიდან მოიშორა და საწოლიდან წამოდგა, ტანსაცმელს ხელი დაავლო და ჩაცმა დაიწყო, პერანგის ღილები და ფეხსაცმლის თასმები რომ შეიკრა ქამრის ძებნას მოჰყვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ხალათ მოცმული თაია უკან დასდევდა და ცდილობდა მისთვის მამამისთან წასვლა გადაეფიქრებინა. ამირმა ქამარი რომ დაინახა მაშინვე გაიქცა, აღება დაასწრო და ზურგს უკან დამალა,- თაია მომეცი,- მისკენ ხელი გაიშვირა მომლოდინედ.
- სანამ არ მომისმენ, არ მოგცემ,- უკან დაიხია ამირის მიახლოება რომ შენიშნა.
- თაია, მომეცი ახლავე,- ქალის თვალში ამირი თითქოს გამაღლდა, მაგრამ მაინც არ დაყარა ფარ- ხმალი.
- არა ამირ, გითხარი უნდა მომისმინო მეთქი, არ მინდა ჩემ გამო ოჯახთან ურთიერთობა გაიფუჭო.
- შენ გამო თაია? შენ თავს იმდენად უმნიშვნელოდ აღიქვავ, რომლის გამოც ჩემს ოჯახთან ჩხუბი არ ღირს?- ტუჩი ზიზღით აბზიკა და მოსაუბრეს გვერდულად გახედა,- ამდენად უმნიშვნელო თუ გგონია შენი თავი მაშინ საუბარიც აღარ ღირს შენთან,- თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და საბოლოოდ დაუსვა კითხვა,- ჩალურჯება შენს ყელზე მამაჩემის ნამოქმედარია? ასეა?- თაიამ პასუხის გაცემის ნაცვლად თავი ჩახარა და ამოისლუკუნა, თვალზე მომდგარი ცრემლები ახრჩობდა,- გასაგებია,- ამოილაპარაკა ამირმა და კარში გავარდა.
- ამირ მოიცადე,- დერეფანში აედევნა და მკლავზე ჩამოეკიდა,- გაჩერდი გთხოვ, არ გინდა, გევედრები.
- ოთახში დაბრუნდი თაია,- თავიდან მოიშორა და დერეფანს გაუყვა.
- ჯანდაბა შენს თავს ამირ,- ქართულად მიალანძღა და ოთახში შებრუნდა, ქამარი საწოლზე მოისროლა და ბოლთის ცემას მოჰყვა,- ჯანდაბა ამირს კი არა, ჯანდაბა შენს თავს გოგო. შტერო, ქამრის გარეშე შარვალი ჩასძვრებოდა თუ რა იყო? ცალი ფეხსაცმელი მაინც დაგემალა. ღმერთო ახლა რა იქნება?
განრისხებულმა ამირმა დერეფანი გაიარა, კიბეზე ჩაირბინა, მამამისის კაბინეტის კარი შეგლიჯა და მიაჯახუნა. მისი შვილის საქციელით აღშფოთებულმა ხალიფმა საბუთები მაგიდაზე მიყარა და ფეხზე წამოიჭრა. ისე ცდილობდა თავი შეეკავებინა, არ დავიწყებოდა მამამისის პატივისცემა და მშვიდად გაერკვია ყველაფერი, მაგრამ სიბრაზემ გული და გონება ისე დაუხშო, შესვლისთანავე შეტევაზე გადავიდა.
-ჩემთვის რაიმეს თქმა ხომ არ გინდათ, მმართველო ხალიფ?- მაგიდის წინ გაჩერდა და მამამისს დაჟინებით შეხედა.
- როგორ ბედავ ჩემთან ასე მოქცევას,- მაგიდას შემოუარა და ვაჟის წინ დადგა,- თავი ვინ გგონია, ან მე ვინ გგონივარ?
-კარგად ვიცი ვინც ხარ და ისიც კარგად ვიცი რაც გააკეთე. მე გითხარი მამა, გითხარი, რომ თუ ვინმე თაიას განაწყენებას ან მისთვის რაიმეს დაშავებას შეეცდება, აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს მეთქი. გახსოვს ეეს? მაშინ მკითხე შენ გემუქრებოდი თუ არა, ჩემი პასუხია- კი, გემუქრები. შენთვის უკვე ნათქვამი მაქვს, რომ თაიას მიმართ სერიოზული გრძნობები მაქვს და არავის შევარჩენ მისი თავიდან ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს. დღეს კი მის ყელზე სილურჯე შევნიშნე, ასე მითხრა ძილში ჯვრის ცეპმა მომიჭირა და ლამის დამახრჩოვო.
- და მერე ჩემგან რა გინდა, თუ ჯვრის ცეპი წაეჭირა ყელში? გახსოვს, ადრე ვუთხარი კიდეც ჯვარი მოეხსნა რაიმე უბედურებას რომ არ გადაჰყროდა, არ დამიჯერა და ხედავ რა მოხდა?- ზურგი აქცია და ისევ მაგიდას მიუჯდა.
-მამა დამცინი? ცრუმორწმუნე გლეხივით ლაპარაკობ,- მუშტებით მაგიდას დაეყრდნო და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა, ჯერ კიდევ ბობოქრობდა მრისხანება მის გულში,- შენი აზრით დავიჯერე ეს სისულელე?
- აბა დარიასთან იჩხუბა ისევ?- ვითომ დაფიქრებით წარმოთქვა და ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე.
- საკმარისია უკვე,- მაგიდაზე არეულად დალაგებულ ფურცლებს ხელი მოუსვა და იატაკზე გადაყარა,- დამცინი ხო? არა კი არ დამცინი გინდა რომ გამაგიჟო. ეს შენი ნამოქმედარია, დარიას ნურაფერს გადააბრალებ, შაითანია, მაგრამ ჩემი შიშით თაიასთვის ასეთი ზიანის მიყენებას ვერ გაბედავდა.
-რა გინდა თქვა, რომ მისი დაზიანება ჩემი ნამოქმედარია?- ისევ ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული ხალიფი და თვალები დაუბრიალა.
- აი, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა,- ნიშნის მოგებით ააქნია თითი და ნერვიულად ჩაიცინა.
-და შენი აზრით ჩემთვის მაგის დაბრალების უფლება გააქვს?- წინ გამოვიდა და თავის ვაჟს ქეჩოში სწვდა.
- კი მაქვს, იმიტომ, რომ შენ ჩემს საყვარელ ქალს ზიანი მიაყენე, მისი მოკვლა სცადე და...,- წინადადება ვერ დაასრულა, მოულოდნელად ლოყა აეწვა და ხელი იტაცა.
- შენთვის ხელი არასდროს დამირტყავს ამირ, ეს პირველი და უკანასკნელი იყოს,- საჩვენებელ თითს მუქარით უქნევდა მაგიდაზე ცალი ხელით დაყრდნობილ ამირს, მარჯვენა ხელით ლოყას რომ იზელდა.
- კი ეს პირველი და უკანასკნელი სილის გარტყმაა რაც შენგან ვიგემე მმართველო ხალიფ,- ნერვიული სიცილით გასწორდა და მამამისის წინ აისვეტა,- მაგრამ არა იმიტომ, რომ შენი შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ ამას აღარასდროს გაგაბედინებ. მე დუბაის ერთადერთი პრინცი ვარ, რომელმაც შენ მერე უნდა მართოს ეს ქალაქი. მე ერთადერთი პრინცი ვარ, არც სხვა ვაჟი და არც ბიჭი შვილიშვილი არ გყავს, კარგად დაფიქრდი ამაზე, ისე ნუ გააკეთებ, რომ ერთ- ერთ ჩვენგანს სასახლის დატოვებამ მოუწიოს.
-იმ ვიღაც გადამთიელის გამო მემუქრები შენ, ჩემი ვაჟი? რომელსაც ყველაფერი მივეცი რაც გამაჩნდა და რომელსაც ტახტისთვის ვამზადებდი და ვისთვის, იმ ურჯულო ქალის გამო?
- იმ ურჯულო ქალს სახელი აქვს,- იყვირა ბოლო ხმაზე და წინ გადადგა ნაბიჯი,- იმ ქალმა, რომელსაც ურჯულოს ეძახი, ბევრი რამ მასწავლა.
- მაგალითად?
-სიყვარული. მისი წყალობით სიყვარული ვისწავლე, მისი წყალობით ბედნიერების არსი ვიპოვე, სიცილი შევძელი, ნდობა გამიჩნდა. იცი მმართველო ხალიფ, თაია არც ისეთი ცუდია, როგორიც თქვენ გგონიათ, ის ბოლო წამამდე ცდილობდა შენთან მოსვლა და პასუხის მოთხოვნა გადაეფიქრებინა ჩემთვის, ბოლო წამამდე ცდილობდა დაეცვი, არ უნდოდა ოჯახის წევრთან მის გამო მომსვლოდა ჩხუბი. საკუთარ თავს იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნევს, იმდენად უუფლებოდ... არც კი ვიცი რა ვთქვა მასზე, ქვეყნად არ არსებობს სიტყვა, რითიც შევძლებ და მას დავახასიათებ.
- მან მიგიჯაჭვა, ჭკუა აგირია,- არ ცხრებოდა ხალიფი.
- კი მიმიჯაჭვა, ჭკუა ამირია, გული წამართვა, მაგრამ ამისთვის კი არ ვდარდობ, არამედ მადლიერი ვარ, რადგან ამაზე ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ,- თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის გულებით მოიწმინდა,- ახლა კი მინდა გთხოვო, თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ, თაიას დაანებე თავი, მომეცი უფლება მასთან ბედნიერი ვიყო.
-შენ ცოლი გყავს, რომელიც...
- რომელიც შენ მომაყვანინე,- სიტყვა გააწყვეტინა,- მაგრამ არასდროს გიკითხავს ჩემი აზრი. ახლა კი ჩემი დროა გადაწყვეტილებები მივიღო,- ზურგი შეაქცია და გასასვლელისკენ წავიდა.
- კარგად დაფიქრდი ვის გამო კამათობ მამაშენთნ. დედაშენი, რომ ცოცხალი იყოს...
- დედაჩემი, რომ ცოცხალი იყოს ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არ არის. ყოველთვის როცა ვკამათობთ მას მახსენებ, რატომ აკეთებ ამას? გგონია რადგან დედაჩემი აღარ არის, მეტყვი მისი ხსოვნისთვისო და მეც პატარა ბავშვივით დაგიქნევ თავს? ბოლოჯერ გეუბნები მამა,- ხმა გაუმკაცრდა,- კიდევ ერთხელ თუ შეეხები იმას რაც მე მეკუთნის, ამ ფანჯრიდან ბოლოს რასაც დაინახავ ჩემი ზურგი იქნება,- კარი გამოაღო და გავიდა.
კიბე სირბილით ჩაიარა და გარეთ გავიდა, სასახლეს შემოუარა და საჯინიბოში შეაბიჯა. შაჰ- შეჰრიარმა მის დანახვაზე ჭიხვინი და თავის ქნევა დაიწყო. ამირმა ცხვირზე ხელი დაუსვა და შუბლი შუბლზე მიადო, ცხენი თითქოს პატრონის ფიქრებს კითხულობდაო, ჩუმად ფრუტუნებდა და დრუნჩს ატრიალებდა. ყავისფერ მეტყველ თვალებში პატრონისადმი დიდი სიყვარული გამოხატულიყო, მშვიდად იდგა და მის ბუტბუტს უსმენდა, ბოლოს თავი წაართვა და ყალყზე შედგა ჭიხვინით. ,, დღეს ვერ გაგასეირნებ მეგობარო“,- მიწაზე დაბრუნებისას ფაფარზე ხელი გადაუსვა და დაემშვიდობა.
ისევ ის გზა გაიარა რაც საჯინიბოში მოსასვლელად დასჭირდა, მაგრამ მამამისის კაბინეტის ნაცვლად თაიას ოთახს მიაშურა. ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა დამშვიდებულიყო და თაიასთვის მისი დაძაბულობა არ დაენახებინა, მაგრამ კართან რომ შეჩერდა დარწმუნებული არ იყო, რომ ეს შეძლო. ოთახში შესულს თაია ისევ ხალათში დახვდა, აივანზე სარწეველა სკამში იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. კიდევ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და აივანზე გავიდა, ყურადღება არ მიაქცია ქალის წამოწევას, მოაჯირს ორივე ხელით ჩააფრინდა და მანაც ჰორიზონტს დაუწყო ყურება. ორივემ დუმილი არჩია, თაია ისევ სარწეველა სკამზე გადაწვა და ხალათის ქამარს დაუწყო წვალება. დროდადრო ამირი თუ შეარხევდა თავს და მეორე მხარეს გაიხედავდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო და მისკენ შებრუნდა მთელი სხეულით, მოაჯირს მიეყრდნო და თაიას დააკვირდა.
- ახლა,- დაიწყო ამირმა და გულზე დაიკრიფა ხელები,- რა გავაკეთოთ?
- რას გულისხმობ?- თავი არ აუწევია ისე იკითხა.
- ზოგადად, რა გინდა რომ გავაკეთოთ? რას ფიქრობ.
- ახლა ვერაფერზე ვფიქრობ ამირ, მხოლოდ ის მინდა ვიჯდე და არაფერზე ვიფიქრო,- წამით შეხედა და ისევ ქამრის წვალებას მოყვა.
- გეშინია?- თაიამ ისევ ახედა.
- უნდა მეშინოდეს?- ამირმა მხრები აიჩეჩა,- ყველაფერი რაც ამ სასახლეში მოსვლის შემდეგ შემემთხვა შენს პირველ ცოლსა და მამაშენს უკავშირდება. დიდი ხანი არ არის რაც აქ მომიყვანე და მათ უკვე ბევრი რამის დაშავება მოასწრეს ჩემთვის.
- გინდა, რომ მათსა და შენ შორის არჩევანი გავაკეთო?- გამომცდელად გახედა.
- არა, უბრალოდ მინდა დაგანახო, რომ ისინი არც ისეთი კარგები არიან, როგორც თავს გაჩვენებენ,- მხრები აიჩეჩა თაიამ და მუხლებზე დაიწყო ხელები,- ყველა ყოველთვის ისეთი არ არის როგორიც გარეგნულად ჩანს, მათი ნამდვილი სახის დანახვა ძნელია, მხოლოდ მაშინ დაგენახვებიან, როცა აღარ დასჭირდები.
- გინდა, რომ ჩემი ოჯახის მიმართ ამამხედრო?- წინ წამოიწია ამირი და თაიას რეაქციას დააკვირდა, რომელმაც ჯერ გაოცებით გახედა მამაკაცს, შემდეგ კი სიბრაზე გადაიფინა სახეზე.
- რაა?- იკითხა აღშფოთებულმა,- ჩემი ნათქვამიდან ეს დასკვნა გამოიტანე ამირ? გგონია, რომ იმდენად მძულს შენი ოჯახი მინდა მათ ჩამოგაშორო?- მერე ფეხზე წამოიჭრა და მამაკაცს მკერდში დაუშინა მუშტები,- შენ ყველაზე სულელი ადამიანი ხარ ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, ვერ ანსხვავებ კარგსა და ცუდს. შენ... შენ...,- მერე უცებ მკლავში სწვდა და ოთახში ძალით შეიყვანა,- ახლავე გადი ჩემი ოთახიდა, სწრაფად,- უყვირა და კარისკენ უბიძგა.
- თაია...
- აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა შენგან, - ოთახიდან გააგდო და კარის მიხურვა სცადა, მაგრამ ამირმა არ დაანება,- გადი.
- თაია მომისმინე, ასე რატომ იქცევი.
- იმიტომ, რომ მე ქართველი ქალი ვარ და ღირსება გამაჩნია. არ მოგცემ უფლებას დამამცირო და ისე მომექცე, როგორც არარაობას. არ მოგცემ უფლებას რამე დამაბრალო, მითუმეტეს შენი დამოკიდებულების შეცვლა შენი ოჯახის მიმართ,- კარს მთელი ძალით აწვებოდა და მის დახურვას ცდილობდა.
- და მე არ მაქვს ღირსება თაია?- მთელი ხმით იღრიალა, კარს მიაწვა და თაია ოთახში შეაგდო.
- არ ვიცი ამირ, გააქვს ღირსება? იმას გაკეთებინებენ რაც უნდათ, ისე გექცევიან როგორც პატარა ბავშვს, თითზე გიხვევენ და გმართავენ,- ყვირილს მოყვა თაიაც და მკერდში დაუშინა მუშტები.
- ასე ნუ მელაპარაკები,- მხრებში სწვდა და შეანჯღრია,- ასე ნუ მელაპარაკები, თორემ...
- თორემ რაა ამირ, დამსჯი? სასახლიდან გამაგდებ თუ ციხეში ჩამსვავ, იქნებ ცემა გირჩევნია,- არ ცხრებოდა თაია და მის პასუხს ელოდა, რომელიც რატომღაც აგვიანებდა, მაგრამ მოულოდნელად ადგილზე გაიყინა მამაკაცი მისკენ რომ დაიხია და მის ტუჩებს დაეწაფა, თვალები დახუჭა და მის მკლავებს მიენდო. ეს იყო პასუხი, რომელიც ყველაფერს ცვლიდა.
- აკი გითხარი, რომ არასდროს არაფერს დაგიშავებდი,- ამოთქვა ჩურჩულით და ხალათის ქამარს გახსნა დაუწყო.











თავი 10

-თაია, უკვე მერამდენედ მეუბნები მაგას სათვალავი ამერია, - დერეფანში მიმავალს ქალისთვის ხელი ჩაეჭიდა და ძალით მიყავდა.
-გთხოოვ, - კიდევ ერთხელ გაიმეორა და წინ გადაუდგა, - ეს ჩემი ადგილი არ არის ამირ, სირცხვილია მე რომ იქ წამოვიდე.
-და რისი გრცხვენი? - ცალი წარბი აუწია, თაიამ ინსტიქტურად ყელზე მოისვა ხელი, ორი დღის შემდეგაც კი შემორჩენოდა ხალიფის რამდენიმე თითის ანაბეჭდი, - მამაჩემი ერთადერთი ადამიანია ვისაც უნდა სცხვენოდეს მაგის, თავისი საქციელის.
-იქ მხოლოდ მამაშენი არ არის, ამირ.
-და დანარჩენებმა უნდა ნახონ ის რაც მამაჩემმა ჩაიდინა, - კიბეს ჩაუყვა და თაიაც თან გაიყოლა.
-ამირ...
-კიდრევ ერთხელ თუ მთხოვ მაგას, ყვირილს დავიწყებ, გეფიცები, - ერთი შეუბღვირა და სასადილო ოთახის კარი შეაღო, თაია შეატარა და თავადაც შეყვა.
ყველა სუფრას მისხდომოდა და ბედნიერი სახეებით ერთმანეთში მუსაიფობდნენ. თაიას დანახვაზე ხალიფს ღიმილი შეეყინა სახეზე, შვილს ელოდებოდა, მაგრამ ასეთი სიურპრიზი თუ იქნებოდა არ ეგონა. ფეხზე წამოდგა და ვაჟს მრისხანედ გახედა, ნამდვილად არ მოეწონა თაიას იქ ყოფნა. ეს ოჯახური ვახშამი იყო და ვიღაც უცხო, ქრისტიან ქალს ამ სუფრასთან არაფერი ესაქმებოდა.
დარიას სახე ალეწვოდა, ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის და აუხდა კიდეც. ამ ქალს თავიდან ვერ იშორებდა, არადა დიდი სიამოვნებით გამოსჭრიდა ყელს საკუთარი ხელით. თაიას სასახლეში მოსვლის პირველივე დღიდან, მიხვდა რა გველიც იყო, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ქმარს წაართმევდა და წაართვა კიდეც. ამირი იმ ცოტაოდენ ყურადღებასაც აღარ იჩენდა მის მიმართ, რასაც მის გამოჩენამდე. მხოლოდ ჭამის დროს თუ შეავლებდა ხანდახან თვალს და ისიც უსიტყვო და მრისხანე მზერა იყო. იცოდა, რომ ამირი ვერ იტანდა, არ უყვარდა, არც არასოდეს ჰყვარებია და თაიას წყალობით არც არასდროს შეიყვარებდა. ეს აკვიატება, რომელიც მამამისსა და ხალიფსაც მოეწონა ქორწინებით დასრულდა, მაგრამ არასასურველით. ამდენი ხნის შემდეგაც ამირის შეხებას ჯერ კიდევ გრძნობდა, მის სხეულზე თავის ძლიერ ხელებს რომ ასრიალებდა. ახსოვდა პირველი ტკივილი, ბოლოს ნეტარებად რომ ექცა და დღე, როცა ორსულობის შესახებ გაიგო. ახლა კი ეს ქალი იგრძნობდა მის სასიამოვნო შეხებას, ტუჩების სიტკბოს, სხეულის სითბოს.
ეს საზიზღარი ფიქრები რომ მოეშორებინა, თავი ჩახარა და თავის თეფშს დააშტერდა, ასე უკეთესი იყო.
ერთდროულად გაოგნებული და სიბრაზისგან თვალებანთებული ხალიფი ისევ ფეხზე იდგა და დაუპატიჟებელ სტუმარს თვალს არ აშორებდა. ეს უკვე ნამეტანი იყო, მეტისმეტი მისი მხრიდან, ამირის მხრიდან. შვილის მუქარა ჯერ კიდევ უწუოდა ყურებში, მუქარა, რომელმაც სერიოზულად დააფიქრა. ამირის წასვლით მისი გვარი ვეღარ გაგრძელდებოდა დუბაის მმართველობაში, მერამდენე თაობაა მისი გვარი მართავს სამეფოს და ახლა არ დაუშვებდა სამეფო საგვარეულო ხე ჩამოშლილიყო. თუმცა მაინც არ ურიგდებოდა იმას, რომ თაია მის წინაშე ურცხვად იდგა, ამირმა მაგიდისკენ რომ უბიძგა საერთოდ შეეშალა სახე. ჯერ კიდევ იმედს იტოვებდა, რომ ეს ბიჭის დროებითი გატაცება იყო და ადრე თუ გვიან ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მას უნდოდა.
ამირმა იქვე მდგომ გოგონას ანიშნა და მანაც უსიტყვოდ მოიტანა სკამი და თეფში თაიასთვის, ამირის ადგილის გვერდით დადგა და ასევე უსიტყვოდ გაერიდა იქაურობას. პრინცმა ქალს სკამი გამოუწია და დასვა, მერე თავად მიუჯდა მაგიდას და იქ მსხდომთა გაოცებულ სახეებს ირონიულად გადაავლო თვალი. დარიას და ხალიფის სახეზე აშკარა უკმაყოფილება იხატებოდა, დანარჩენებს კი გაოგნება ესახებოდათ.
-ეს ოჯახური ვახშამია შვილო,- ცნობისთვის ამოილაპარაკა ხალიფმა და წყალი მოსვა.
-ვიცი და ამიტომაც მოვიყვანე თაია აქ,- ცინიკურად წარმოთქვა და საქონლის სტეიკს დაუწყო დაჭრა, მერე თაიას გახედა, თავი რომ ჩაეხარა და არავის უყურებდა,- რატომ არ ჭამ?- პასუხად მხოლოდ ღიმილი მიიღო.
-პრინცო, ეს ქალი ჩვენი ოჯახის წევრი არ არის და ჩვენს სუფრასთან ჯდომის უფლება არ აქვს,- თეფშიდან თავი ასწია დარიამ და უკმაყოფილო სახით გახედა ამირს.
-შენთვის აზრი არ მიკითხავს დარია, ჩემი გადასაწყვეტია სუფრასთან ვის მოვიწვევ.
-მაშინ მე დაგტოვებთ, რადგან არ მსურს ამ ქალთან ერთად ერთ მაგიდასთან ვიჯდე, - სკამი უკან გასწია და წამოდგა, - უკაცრავად.
-ადგილზე დაბრუნდი, - ამირმა დაიჭექა, - არ გაძლევ წასვლის უფლებას.
-შენ მე მტანჯავ ამირ, - ამოისლუკუნა დარიამ და ისევ დაჯდა.
-ოთახიდან მხოლოდ მაშინ შეძლებ გასვლას, როცა მე გეტყვი, - მის ნათქვამს წაუყრუა.
-ამირ არ გინდა, გთხოვ, - თაიას შეხება რომ იგრძნო თითქოს დამშვიდდა, მისი ხელი თავისაში მოიქცია და მუხლზე დაიდო.
-თაია ყელზე რა გჭირს?- მოულოდნელად თმა გადაუწია ასიემ,- სილურჯეები გაქვს.
-ეს...,- ჯერ ამირს გახედა და მერე უპასუხა,- ჯვრის ბრალია.
-ჯვრის?- გაოცებით შეათვალიერა ასიემ და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ თაიამ არ დააცადა.
-ხოო, ძილში დატრიალდა და...,- ამ პასუხზე ამირმა ცინიკურად ჩაიცინა და მამამისს გახედა, ხალიფს სახე ალეწვოდა,- პრინცო ამირ, თუ ნებას მომცემთ მე დაგტოვებთ,- მავედრებელი თვალებით გახედა გვერდით მჯდომს.
-ჯერ არაფერი გიჭამია,- თბილად შეხედა და მის მუჭში მოქცეულ თაიას თითებს ცერა თითი გადაუსვა.
-რატომღაც არ მშია.
-კარგი,- ცოტახანი იცადა, მერე ყველას გადაავლო თვალი და დაამატა,- მეც შენთან ერთად წამოვალ, სამწუხაროდ მადა დამეკარგა, თქვენის ნებართვით მამა.
-ხედავთ მამა?- თაია და ამირი როგორც კი სასადილო ოთახიდან გავიდნენ მაშინვე წამოიწყო დარიამ,- ეს გოგო იმდენად ჯადოქარია, რომ პრინცი ჩვენკენ აღარც იყურება. გონებას ურევს, რა გასაკვირია თუ ჯადო ექნება პრინცისთვის გაკეთებული? ოჯახზე საერთოდ აღარ ფიქრობს და...
-გაჩუმდი დარია,- მკვახედ შეაწყვეტინა აიშემ და მთელი ტანით მისკენ შემობრუნდა,- ამ გოგოს ნუ აბრალებ იმ ყველაფერს რაც შენს თავს ხდება, არც მანამდე იყო ამირი შენზე სიყვარულით გაგიჟებული, არც თაიას მოსვლამდე გიყურებდა სიყვარულით. შენ გაფუჭებულს შენ თვითონ უნდა ასწორებდე, მაგრამ მგონი შენთვის გადაბრალება უფრო იოლია არა? შეგიძლია ერთხელ მაინც მოიქცე ისე, როგორც ზრდასრული ქალი, შეგიძლია უბრალოდ შეწყვიტო შენი უაზრო საქციელი? ნუ იქცევი, ისე თითქოს დედამიწა შენ გარშემო ბრუნავს და ისე, თითქოს სამყაროს დასაწყისი იყო. ეს სასახლე და მით უმეტეს ამირი შენ არ გეკუთვნის, არც მის ცხოვრებაში და არც მის გულში ერთი წამითაც არ ყოფილა შენთვის ადგილი და არც არასდროს იქნება თუ გველივით სისინს გააგრძელებ, - ფეხზე წამოდგა და ხალიფს თავი დაუკრა, - უკაცრავად მამა, მადა მეც დამეკარგა, თქვენის ნებართვით, - აიშეს ქმარიც აჰყვა, სიმამრს თავი დაუკრა და ცოლს უკან მიჰყვა.
-ხედავთ მამა, ამ ქალმა და აიშეც კი მოაჯადოვა, - არ ცხრებოდა დარია, - ამ გოგომ...
-ყველაფერი, რაც ცუდი ხდება შენს თავს დააბრალე, დარია, - თავაუწევლად შეაწყვეტინა ასიემ, - ეს გოგო მოსვლისთანავე აითვალწონე, დაგიშავა რამე? ის სილურჯეები მის ყელზე შენი ნამოქმედარია არა?
-არა დაო, გეფიცები მე არაფერი მიქნია, - ხელები გაასავსავა.
-მე შეიძლება მომატყუო, მაგრამ ამირს ვერ მოატყუებ. იმედია დამსახურებული მიიღე შენი ნამოქმედარისთვის, თუ არ მიგიღია დაელოდე, - ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. ისმაილმა ბოდიში მოიხადა და უკან გაჰყვა ცოლს, სიმართლე ითქვას არც მას ეხატებოდა გულზე დარია. სუფრასთან მხოლოდ ხალიფი და ამირის ცოლი დარჩნენ..
-ხედავთ მამა? ყველა...
-გაჩუმდი დარია, - მუხლებზე დაფენილი ხელსახოცი თეფშზე დააგდო და წამოდგა, - ყელში ამომივიდ უკვე თქვენი კინკლაობა.
***

-წამოდი, - ხელი ჩაკიდა და კიბისკენ წაუძღვა.
-სად მივდივართ? მისმინე ამირ, არ ღირდა შენი წამოსვლა, სავახშმოდ უნდა დარჩენილიყავი. არ მინდა მამაშენთან იჩხუბო ჩემ გამო,- კაბის ბოლო თითებში მოექცია და მამაკაცს ფეხდაფეხ მისდევდა.
-ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ თაია. აღარ ვაპირებ ხელახლა იმის ახსნას, რომ შენ ჩემთვის უმნიშვნელო არ ხარ.
-მაგრამ ის შენი ოჯახია,- არ ცხრებოდა თაია.
-შენც ჩემი ოჯახი ხარ.
-მე არ ვარ შენი ოჯახი ამირ, არც შენი ცოლი ვარ და არც შენი ნათესავი.
-მაშინ დამდე პატივი და გახდი ჩემი ცოლი.
-რაა?!- გაგონილისგან გაოცებული ადგილზე შედგა.
-წამოდი,- ჩაიცინა მამაკაცმა და მესამე სართულის დერეფნის ბოლოსკენ წაუძღვა.
მესამე სართული უფრო მდიდრული იყო, ვიდრე მეორე. ცალ კედელზე მსოფლიოს გამორჩეული მხატვრების ნახატები ჩაემწკრივებინათ, ქანდაკები და ათასნაირად მოხატული ლარნაკები მუქ ფარდებჩამოფარებულ ფანჯრებს შორის მოეთავსებინათ, დერეფანს წითელი ხალიჩა მიუყვებოდა. მეორე სართული ბევრად ჩამორჩებოდა ამ სილამაზეს, მანამდე მხოლოდ მუზეუმში თუ ენახა ასეთი რამ. თითქოს ზღაპარში მოხვდაო, პირღია უყურებდა ამ შესანიშნავ სანახაობას.
დერეფნის ბოლოს ერთადერთი კარი ჩანდა, მუქი წაბლისფერი და არაბული ორნამენტებით გაწყობილი. ამირმა კარი შეაღო და წინ გაუშვა. რაღაცნაირად ცბიერად იღიმებოდა და ოთახის შუაგულში მდგომს აკვირდებოდა.
კედლები უცნობი ჯიშის ხის პანელებით იყო გაწყობილი. შორეულ კუთხეს დიდი ბუხარი ამშვენებდა და მიუხედავად დუბაის სიცხეებისა, ნახევრად ჩამწვარი ნაკვერჩხალი ჯერ კიდევ წითლად ანათებდა. ოთახში არაბუნებრივი სითბო იგრძნობოდა. ბუხართან ფურცლებით ავსებული პატარა სამუშაო მაგიდა იდგა. ოთახს პატარა ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც ამირისთვის საყვარელი წიგნებით იყო გავსებული. იმ კედელზე სადაც კარი იყო, თაროები ჩამოეკიდათ, თაროებზე კი ოქროს თასები და მედლები მოეთავსებინათ, იქვე იყო ყალყზე შემდგარი ცხენის ოქროსფერი ქანდაკი, რომელიც ამირმა მიიღო ცხენოსნობაში. გვერდით კედელთან კედლის პანელების შესაფერისი მასიური საწოლი და ორი პატარა ტუმბო იდგა. ერთი სული ჰქონდა მისულიყო და ღრუბელივით ქათქათა ბალიშზე თავი დაედო, დარწმუნებული იყო, რომ ამირის სუნამოს სუნს იმაზე მკვეთრად იგრძნობდა ვიდრე თავის საწოლზე. ოთახში არსებული სამი კარიდან ერთ- ერთი ფართო აივანზე გადიოდა, გახედვის გარეშეც მიხვდებოდით, რომ იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა.
-დიდი არაფერია, მაგრამ მაინც ჩემია,- დუმილი დაარღვია ამირმა,- ინტერიერის შეცვლა ვცადე, მაგრამ გადავიფიქრე.
-ძალიან მაგარია, ყველაფერი ძალიან მომწონს. იმაზე კარგია ვიდრე წარმომედგინა.
-შენ ჩემს ოთახზე ფიქრობ ხოლმე?- ცბიერად მოჭუტა თვალები.
-ერთხელ ვიფიქრე როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო,- ცბიერად მოჭუტულ თვალებს შეუბღვირა.
-და როგორი იყო შენ წარმოსახვაში?
-უფრო მდიდრული და ნივთებით გატენილი. მეგონა შენი ოთახი ოქროთი იქნებოდა გავსებული,- მხიარულად გაიცინა და იქაურობას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-ოქროთი?- სიცილით მიუახლოვდა მოსაუბრეს, წელზე მკლავები შემოხვია და მკერდზე აიკრა.
-ხოო, როგორც ვიცი საუდის არაბეთში ოქრო ყველას თავზე საყრელად აქვს, განსაკუთრებით კი პრინცებს.
-ოქრო და სიმდიდრე ვის არ უყვარს?! შენ ის მითხარი ჩემს ოთახში მე და შენ რას ვაკეთებდით?- თავი გვერდზე გადახარა და თვალი ჩაუკრა.
-არაფერს.
-ნუ მატყუებ.
-რისი მოსმენაც გინდა იმას არ გეტყვი,- შეუბღვირა და მისი მკლავებისგან გათავისუფლება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-თუ თქმა არ გინდა, შეგიძლია მაჩვენო,- თვალით საწოლზე მიანიშნა.
-ამირ...
-კარგი ხოო,- თავი მობეზრებით გააქნია, ხელი უშვა და მაგიდასთან მივიდა,- ამ არეულობისთვის ბოდიშს გიხდი, როცა ვალაგებ, მერე ვეღარაფერს ვპოულობ.
-საინტერესოა,- სიცილით მიჰყვა თაია და ფურცლებს შორის გამოჩრილი თავისი ნახატი რომ დაინახა, თითი გაიშვირა და წამოიყვირა,- ამას აქ რა უნდა?
-შენი ოთახიდან მოვიპარე, იმედია არ გაბრაზდები,- ნახატი ფურცლებიდან გამოაძვრინა.
-არა, რას ამბობ,- მერე თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს რომ შეავლო თვალი, მოაგონდა სანაპირო სახლში ნანახი ,, ვეფხისტყაოსანი“,- ამირ, შენს სახლში ქართული წიგნი ვიპოვე, შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანი, შენ საიდან გაქვს?
-ეს წიგნი ერთ- ერთია რაც დედაჩემისგან დამრჩა. საქმე იმაშია, რომ დედას ერთი ქართველი მეგობარი ჰყავდა, მაია ერქვა. არ ვიცი მათ ერთმანეთი როგორ გაიცნეს, მაგრამ დედაჩემი რომ გათხოვდა სასახლეში წამოუყვანია ეს ქალი. მე რომ გავჩნდი, ჩემს მოვლაში ეხმარებოდა, მერე მივლიდა ისე, როგორც ძიძა. ჩემს მეხსიერებას შემორჩა ისიც, რომ ქალს ყოველთვის შავი სამოსი ეცვა და ასევე შავი ფერის თავშალი ჰქონდა შემოხვეული. სხვა მეტი არაფერი მახსოვს. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მაიაც გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, დედის მერე ერთადერთი ქალი იყო ვინც უზომოდ მიყვარდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ მამაჩემმა ამიკრძალა მასზე საუბარი,- მხრები აიჩეჩა ამირმა და აივნის კარი გამოაღო,- ეს წიგნიც მან აჩუქა დედას, მის პირველ გვერდზე ქართული სიტყვები წერია, რომელსაც ვერ ვკითხულობ.
-სახსოვრად ჩემს ძვირფას მეგობარს, მაიასგან. შენ ხარ ის ერთადერთი ვარსკვლავი არაბულ ცაზე, რომელსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. გახსოვდეს, თუნდაც ვერ მხედავდე, მე ყოველთვის ვიდგები შენ გვერდით და გაგიწევ მეგზურობას სასუფევლის კარამდეც კი...,- თაია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო მისთვის წაკითხულის გადათარგმნა, ამირის ლოყაზე ცრემლი დაგორდა.
აივანზე ისხდნენ, თეთრი ფინჯნებიდან ყავას სვავდნენ და გადაშლილ ხედს სიამოვნებით გადაჰყურებდნენ. ამირის აივნიდან ის ედემის ბაღი მოჩანდა, ახალმოსული ასიესთან და აიშესთან ერთად რომ იჯდა და მათ ხუმრობებზე იციოდა.
თბილი ნიავი უწეწავდა წელამდე ჩამოზრდილ ხვეულებს, სახეზე ელამუნებოდა ნაზად. სიმშვიდე იდგა სასახლის ეზოში, მხოლოდ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში მოცურავე გედების ფრთების ტყლაშუნი თუ ისმოდა ხოლმე დრო და დრო. ყვავილების საამო სურნელი მოჰქონდა ნიავს. დასავლეთისკენ, ზღვაში ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ნაზად დაჰფენოდა ქალს სახეზე და დღის უკანასკნელ კოცნას უტოვებდა ლოყაზე.
-ძალიან ლამაზია, თავი სკამის საზურგისთვის მიეყრდნო და ჰორიზონტზე გადაშლილ სილამაზეს სიამოვნებით შეჰყურებდა.
-მოგწონს?- მისი ხელი აიღო და ტუჩები ნაზად შეახო.
-ძალიან, ძალიან მომწონს. აქ შემიძლია ჩემი დარჩენილი ცხოვრება გავლიო მშვიდად,- თვალები მილულა და გაინაბა.
-თუ მოინდომებ, შეგიძლია საცხოვრებლად გადმოხვიდე.
-ოთახის გაცვლას მთავაზობ?
-არა, ცოლობას გთავაზობ,- ამის გაგონებაზე თაიას ყავის ყლუპი გადასცდა და ხველა აუტყდა.
-კარგად ხაარ?- ზურგზე ხელი მოუთათუნა ამირმა.
-რას მთავაზობ?- ხველებით ძლივს ამოილაპარაკა და თითქოს რაღაც მოესმაო ამირს მიაშტერდა.
-ცოლობას გთავაზობ,- ვითომ არაფერიო, ისე გაიმეორა.
-ხუმრობ ხო?
-არა.
-ამირ...
-თაია გეფიცები არ ვხუმრობ, მართლა მინდა ჩემი ცოლი გახდე, შენთან ერთად ცხოვრება მინდა, ყოველგვარი შიშისა და დაბრკოლების გარეშე. მინდა დღე შენით იწყებოდეს და შენითვე მთავრდებოდეს. მინდა ყოველ დილით ჩემს მხარზე მძინარს გიყურებდე, ბალიშს შენი სურნელი ასდიოდეს, შენი სხეულის სითბოს ვგრძნობდე.
-ამირ, - სცადა რაღაც ეთქვა, მაგრამ ამირმა გააჩერა.
-არა თაია, არა, ნუ შემაწყვეტინებ. ვიცი გეშინია. გეშინია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ფიქრობ და გინდა. ისიც ვიცი, რომ მამაჩემის შიში გაქვს, ფიქრობ, რომ ამის უფლებას არ მოგვცემს. იმედს არ გაძლევ, რომ მამაჩემი ამაში არ ჩაერევა, ვერ დავფარავ იმას, რომ გულზე დიდად არ ეხატები. მაგრამ არ ვაპირებ მისი პრეტენზიების მოსმენას, საკმარისია უკვე რაც თავის ჭკუაზე მატარა. სიმართლე გითხრა, შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემ ცხოვრებაში, ალაჰია მოწმე, მე ისევ მის ნათქვამზე ვივლიდი. შენ ჩემი სინათლე ხარ თაია, შენ ამიხილე თვალები, შენ დამანახე ნათელი, მასწავლე სწორი გზა, არეულ ლაბირინთში მიმართულება მიჩვენე, გულში სიცარიელე შემივსე. ახლა კი მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც შემივსო, - ამირი დადუმდა, მოუთმენლად ელოდა ქალის პასუხს, რომელიც გულის გასაწვალებლად აგვიანებდა.
თაიას მოუსვენრობა დაეტყო, ფეხზე წამოდგა, წინ და უკან სიარულსა და თითების მტვრევას მოყვა. როგორი ძნელია გიყვარდეს ადამიანი და მასთან ყოფნა არ შეგეძლოს, მაგრამ ახლა არა თავის თავზე, არამედ ამირზე უფრო მეტს ფიქრობდა, ყველაზე დიდ დარტყმას ის მიიღებდა მამისგან. ხალიფის გულწრფელად ეშინოდა, მისი მრისხანებისა და ცივსისხლიანობის, მისი სიბრაზის, რომელსაც ადამიანის მოკვლა დაუფიქრებლად შეეძლო. განა რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე არ გამოსცადა მისი სიბრაზის შედეგი? ამაზე დიდხნიანი ფიქრისა და აუტანელი დუმილის შემდეგ შემობრუნდა და უკვე ფეხზე მდგარ ამირს შეწუხებულმა შეხედა.
-მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია ამირ, - თავისმა სიტყვებმა თვითონაც შეაშფოთა, მაგრამ ახლა ყველაზე სწორი პასუხი ეს იყო.
-თაია, - მხრებზე მოხვია ხელები, - ვიცი, რომ გეშინია, მაგრამ...
-არა ამირ, შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ მე...
-არა, - ტუჩებზე თითები ააფარა, - ოღონდ არ მითხრა, რომ არ გიყვარვარ, მაინც არ დავიჯერებ ამას.
-მე ამ სამყაროს არ ვეკუთვნი.
-მაშინ იმ სამყაროს შეგიქმნი, სადაც თავს უკეთესად იგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი, ოღონდ შენ უარი არ მითხრა, - როგორ შეიძლებოდა ამ სიტყვების გამგონს, ამ ცრემლიანი თვალების შემხედვარს შენც ცრემლით არ დაგსველებოდა წამწამები და არ გეტირა. ან როგორ უნდა გეთქვა ამ შემოთავაზებაზე უარი, როცა ახალი სამყაროს შექმნას გპირდება, სადაც მხოლოდ შენ, ის და სიყვარული იარსებებდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამირის დიდი სიყვარულისა, მაინც ფიქრობდა იმ მომავალზე, რომელიც არასდროს იარსებებდა, იმ წარმოსახვაზე, რომელიც რეალური არასდროს გახდებოდა.
-მაპატიე ამირ, არ შემიძლია, - მკლავებიდან დაუსხლტა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა ამირმა დაიჭირა და თავისკენ შეაბრუნა, წელზე ისე შემოხვია მკლავები, რომ თაიამ დიდი მცდელობის მიუხედავად თავი ვერ დააღწია,- ამირ გამიშვი, გთხოვ, - ცრემლებს უკვე ეპოვათ გზა თვალებიდან გამოსაღწევად.
-ამას რატომ მეუბნები? - ხმა გაუმკაცრდა და წარბი შეკრა, - რატომ არ გინდა ჩემთან, ჩემ გვერდით ყოფნა?
-იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია ამირ, რატომ არ გესმის.
-ვისთვის არის შეუძლებელი თაია, შენთვის თუ მამაჩემისთვის? - თაიას ხმა არ ამოუღია, მის მკლავებში ჩუმად ტიროდა, - ხედავ? შენი შიში მხოლოდ მამაჩემს ეხება.
-ამ ქორწინებით მე კი არა შენ დაზარალდები, ამირ. მამაშენი კი არა მთელი შენი სამეფო გაგაკრიტიკებს იმის გამო, რომ ქართველი, ქრისტიანი ქალი მოიყვანე ცოლად. ეს თქვენი ტრადიციების შეურაცხყოფაა.
-ჯანდაბაშიც წასულა ეს ტრადიციები, თუ შენ არ იქნები ჩემ გვერდით, თაია. რაში მჭირდება ეს სამეფო და ჩემი წოდება, თუ სასახლის დერეფნებში უშენოდ მომიწევს სიარული. მერე რაა, რომ რელიგია საერთო არ გვაქვს, ეს პრობლემას რატომ ქმნის შენთვის?!
-მე ქრისტიანობას არ დავთმობ ამირ.
-არც მითხოვია შენთვის მუსლიმი გახდი მეთქი, - ცრემლებისგან დასველებული ყვრიმალები შეუმშრალა ქალს და ხმა დაირბილა, - და ეს მამაჩემმაც იცის. მე მას ვუთხარი, რომ თუ შენ ჩემი ცოლი გახდებოდი, შენ სარწმუნოებას არ შევეხებოდი. ასე რომ, ჩემო ძვირფასო, თუ მხოლოდ ეს არის შენი სადარდებელი, მაშინ გული დაიმშვიდე და ცრემლები შეიმშრალე.
-მხოლოდ ეს არ არის, - თავისთვის ჩაილაპარაკა თაიამ.
-კიდევ რა გაბრკოლებს თაია, მითხარი, - ნერვებმა უმტყუვნა და ისევ დაუბრუნდა ორი წამის წინანდელი სიბრაზე, - მამაჩემისა და შენი სარწმუნოების გარდა კიდევ რა შიში გაქვს?
-ამირ, მინდა ჩემს ოთახში გავიდე, - მის კითხვას გვერდი აუქცია, - უფლება მომეცი წავიდე, - მამაკაცის მკლავებში შეირხა, მაგრამ მოშორება ვერ შეძლო, - ამირ...
-მანამ არ გაგიშვებ, სანამ არ მეტყვი რა პრობლემა გაქვს. არ გიყვარვარ? ჩემთან ყოფნა არ გინდა?
-ამირ გთხოვ...
-მიპასუხე თაია, რა გინდა რომ გავაკეთო?- ყვირილზე გადავიდა, - მგონია, რომ ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, მაგრამ თუ კიდევ შემიძლია რამის გაკეთება შენთვის, მითხარი, - შუბლი შუბლზე მიადო და თვალებში ჩახედა, - ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ჩემგან წასვლა გინდა, - თაიას პასუხმა რომ დააგვიანა ხელი უშვა და გვერდზე გადგა, - კარგი, ახლა წადი, მაგრამ იცოდე, რომ ამაზე საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია.
ამირის სიტყვები მის ყურს მისწვდა თუ არა, ადგილს მოსწყდა და თავისი ოთახისკენ მიმავალი გზა თითქმის სირბილით გაიარა, ოთახში შესულმა კარი გადაკეტა, ზურგით მიეყრდნო და იატაკზე ჩაცურდა. მომტირალი სახე გაშლილ ხელებში ჩაერგო. აუტანელ ტკივილს აყენებდა იმაზე ფიქრი, რასაც ამირი სთავაზობდა. ცოტა ხნით ადრე გაურკვეველი მომავლისა ეშინოდა, ახლა კი ნაწილობრივ გარკვეული მომავალი ჰგვრიდა აუტანელ შიშს. ერთი მხრივ ამირის მიმართ ნაგრძნობი დიდი სიყვარული, მეორე მხრივ კი მომავალში დატრიალებულ შესაძლო უბედურებებზე ფიქრობდა. თავი გასკდომაზე ჰქონდა, საფეთქლები უბჟუოდა, ყურები უწუოდა, გულიდან ამომავალ სასოწარკვეთილ ხმას მოკუმული პირით აჩერებდა.
ამირის სიყვარული კლავდა და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, ქორწინების შესახებ, უარს ათქმევინებდა.
არადა, ღმერთი იყო მოწმე, რომ ეს მთელი გულით უნდოდა.














თავი 11


ძნელია თავი აარიდო იმ ადამიანს, რომლის ნახვაც მთელი არსებით გინდა, მაგრამ რაც უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, მით მეტია მისგან შორს ყოფნის სურვილი.
უკვე ერთი კვირა სრულდებოდა, რაც თაია ამირს თავს არიდებდა და ემალებოდა. ყოველთვის, როცა ამირი მის კარზე აკაკუნებდა თაია ან აბაზანაში იკეტებოდა ან თავს იმძინარებდა, ამაში მიუგეც ეხმარებოდა. მართალია გოგონას არ მოსწონდა პრინცს ასე უსირცხვილოდ რომ ატყუებდა, მაგრამ თავისი საყვარელი ქალბატონისთვის ყველაფერს აკეთებდა. რამდენჯერმე მან გაუღო კარი და მოახსენა, რომ ქალბატონი თაია შხაპს იღებდა. როცა ამირი უკან გაბრუნდებოდა, სააბაზანოდან გამოდიოდა და ბოლთას ცემდა, ფიქრობდა, როდემდე უნდა გაეგრძელებინა ასე. ერთხელაც ამირს მობეზრდებოდა ეს ყველაფერი და ძალით მოინდომებდა მის ნახვას. მერე რა უნდა ექნა, როგორ ჩაეხედა მისთის თვალებში ან რა უნდა ეპასუხა, როცა რამეს ჰკითხავდა. აივანზე გასვლას ერიდებოდა, რადგან იცოდა, რომ ამირს ნებისმიერ დროს შეეძლო დაენახა, მერე ვეღარ შეძლებდა დამალვას.
იმ ღამით, როცა დასაძინებლად დაწვა ამირმა დაუკაკუნებლად შეუღო კარი და დაუპატიჟებლად შეაბიჯა ოთახში. თაიამ მაშინვე თვალები დახუჭა იმ იმედით, რომ სიბნელეში ამირისთვის ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა. წუთის შემდეგ, როცა უკვე წასული ეგონა და შვებით ამოსუნთქვას აპირებდა, მის ზურგს უკან მოულოდნელად საწოლი ჩაიზნიქა, მერე საბანი შეირხა და მამაკაცის შიშველი ხელებიდან გადმომავალი სითბო იგრძნო წელსა და მუცელზე. ამირი საცვლის ამარა მისწოლოდა ქალს და გავარვარებული მკერდით ეკვროდა მის აბრეშუმის თხელი ნაჭრით დაფარულ ზურგს. ხვეულებში ცხვირი ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. თმიდან ნელ- ნელა ყურისკენ გადაინაცვლა, ბიბილოზე ნაზად შეახო ტუჩები და ისე სუნთქვა ამოყოლებით უჩურჩულა რაღაც, თაიას მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა. ცხელ კოცნას ყელზე მფეთქავ არტერიაზე უტოვებდა, ხელები კი ნაზად დასრიალებდა ქალის წელსა და თეძოზე.
-ვიცი, რომ არ გძინავს,- ცხვირის წვერით ეხებოდა ყურის ბიბილოზე,- არც წინა დღეებში გეძინა ჩემი მოსვლის დროს და სააბაზანოშიც ტყუილად იკეტებოდი. გგონია ვიჯერებდი შენს ბავშვურ ოინებს?- ყელში გაჩხერილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ამირის ხელი მისი ღამის პერანგის ქვეშ რომ შესრიალდა,- ცუდი მატყუარა ხარ, ეს უკვე გითხარი, ამიტომ გაახილე თვალები და ჩემკენ გადმობრუნდი,- ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ბოლოს როგორც იქნა დანებდა თაია, ზურგზე გადაბრუნდა და უცნაურად ღია ნაცრისფერ თვალებში ჩახედა, ასეთი სუფთა ფერის თვალები იშვიათობას წარმოადგენდა. ცალ იდაყვზე დაყრდნობილი ქალს ზევიდან დაჰყურებდა და მისი ხმის ამოღებას ელოდა.
-როდის მიხვდი, რომ გატყუებდი?
-პირველივე დღესვე.
-მერე რატომ არაფერი მოიმოქმედე?- ბალიშზე შესწორდა და მამაკაცის ოდნავ განათებულ სახეს დააკვირდა,- თუ პირველივე ჯერზე მიხვდი ყველაფერს, რატომ არ მოხვედი და არ მითხარი - ,, თაია მე ვიცი შენი ტყუილის შესახებ“.
-არ მინდოდა დამეფრთხე, ვიცოდი რის გამოც მემალებოდი და არ მინდოდა ჩემ გამო თავი უხერხულად ან შებოჭილად გეგრძნო,- ზურგზე გადაწვა და ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები მკერდზე დაიკრიფა,- არ მოგატყუებ, ისე მინდა ამ თემაზე საუბარი თავს ძლივს ვიკავებ, მაგრამ არ დაგაძალებ იმას რაც არ გინდა.
თაიამ დუმილი არჩია, ან რა უნდა ეთქვა?! იწვა ჩუმად, ფიქრებში გართული და თეთრ ჭერს უყურებდა თვალმოუშორებლივ, თმას აწვალებდა და იმ ღამეზე ფიქრობდა ამ ოთახში, ამ საწოლზე სხეული რომ ამირს დაუთმო. მას შემდეგ კვირაზე მეტი გასულიყო და ჯერ კიდევ ცოცხლად გრძნობდა მამაკაცის ხელების სასიამოვნო შეხებას. ამირი უყვარდა, თან ისე უყვარდა სიტყვებით გადმოცემაც კი არ შეეძლო, უნდოდა სამუდამოდ მასთან ყოფილიყო, სიცოცხლის დარჩენილი დღეები მასთან გაეტარებინა, მაგრამ დათანხმება იმაზე რთული იყო ვიდრე ტყუილი უარი.
-არაფერს მეტყვი?- ფიქრებიდან მოულოდნელად გამოარკვია ამირის ხმამ,- თუ გინდა ჩუმად ვიწვეთ, მაგრამ როდემდე გასტანს ეს სიჩუმე?!
-მე ზედმეტად გაუბედავი ვარ იმისთვის, რომ შენი ცოლი გავხდე ამირ,- უცნაურ ხმაზე დაარღვია სიჩუმე თაიამ, მის მხარზე თავი ჩამოდო და მკერდზე შეუცურა თითები.
-იმაზე დიდი გამბედაობა არ სჭირდება ჩემს ცოლობას, ვიდრე დუბაიში ჩამოსვლისას გქონდა. შენი პრობლემა მამაჩემია.
-დარია...
-თუ მეტყვი, თუ გინდა დარიასთან ქორწინების ხელშეკრულებას დავარღვევ. ოღონდ მითხარი და მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის,- მისკენ გადაბრუნდა და მკლავებში მოიქცია.
-არ მინდა, რომ შენს ცოლს გაშორდე.
-აბა რა გინდა?
-არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება არ მინდა. დარიას უყვარხარ ამირ...
-მე არ მიყვარს დარია.
-მაგრამ მას უყვარხარ.
-მას რომ ვუყვარვარ არ ნიშნავს იმას, რომ მეც უნდა მიყვარდეს.
-არა, მაგრამ იქნებ სცადო?
-რა ვცადო თაია?- ხელი უშვა და საწოლზე წამოიწია, ხმა გამკაცვროდა, წარბი შეეკრა,- როგორ უნდა შევიყვარო ის ქალი ახლა, რომლის შეყვარებაც მთელი ქორწინების განმავლობაში ვერ შევძელი? დარიას მე კი არა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უყვარს, ფული და სიმდიდრე უნდოდა და მიიღო კიდეც, პრინცესა გახდა და მეტი რა უნდა უნდოდეს დარიასნაირ მატერიალისტ ადამიანს.
-იქნებ ასე არ არის?- ამოიბუზღუნა თაიამ, გასაკვირი იყო, მაგრამ მოულოდნელად იმ ადამიანის დაცვა დაიწყო, რომელიც ცხვირზე ამოსული მუწუკივით ეზიზღებოდა.
-იმ ყველაფრის მერე რაც მან გაგიკეთა, რატომ იცავ ახლა?- გაკვირვებით აზიდა ცალი წარბი.
-იმიტომ, რომ ქალია,- იყო პასუხი, ზამთარივით ცივი და ყინულივით გამყინავი,- მხოლოდ ქალმა იცის თუ რაზე შეიძლება იყოს წამსვლელი სხვა ქალი, მისთვის სასურველი კაცის ხელში ჩასაგდებად. მხოლოდ ქალებმა ვიცით ხერხები თუ, როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული მისგან უჩუმრად. დარიას ადგილას, რომ ვიყო ნამდვილად ვიდარდებდი იმაზე, რომ საყვარელ მამაკაცს ვიღაც უცხო ქალი მართმევს.
-გამოდის, რომ შენ ჩემს ხელში ჩასაგდებად და ჩემი გულის დასაპყრობად ყველაფერზე ხარ წამსვლელი?- თაიას ნათქვამი ბოლო წინადადება უგულვებელყო და ცბიერად აათამაშა წარბები.
-ამიიირ, მე სულ სხვა რაღაც გითხარი.
-არ მაინტერესებს რა მითხარი, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩაგეხუტო და დავიძინო,- მხრებზე ხელები მოხვია და მთელი ძალით მიიკრა მკერდზე,- რადგან ძალიან დაღლილი ვარ.
-ამირ...
-მძინავს...
-იმის თქმა მინდოდა, რომ,- და მერე ქართულად დაამატა,- ჯანდაბა შენს თავს.
დილით რომ გაიღვიძა ამირი იქ აღარ დახვდა. სიმართლე რომ ითქვას ბოლო დღეებში ისედაც სულ ძილიანობა სჭირდა, როგორც კი თავს მყუდროდ დაიგულებდა, ისე ეძინებოდა, თითქოს მთელი დღის მუშაობას გადაეღალა.
ერთი ფიქრი არ ანებებდა თავს და უკვე თავისტკივილამდე მიჰყავდა. ამირთან უნდა მისულიყო და ეთქვა პასუხი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, მაგრამ ამაზე ჯერ მხოლოდ ფიქრობდა. რამდენჯერმე კარისკენ წავიდა, იფიქრა, რომ მზად იყო, მაგრამ სახელურს ეხებოდა თუ არა ხელს დენდარტყმულივით უშვებდა და შორდებოდა. ასე ჯერ არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია.
ახლა ყველაზე მეტად ვინმესთან საუბარი და მისგან რჩევის მოსმენა სჭირდებოდა, და სწორედ მის ბედზე ოთახში მიუგე შევიდა. თაია მხრებში ეცა და სავარძელში ძალით ჩასვა.
-მიუგე, კარგია რომ მოხვედი, შენი დახმარება მჭირდება. მთელი დღეა ვფიქრობ და თავი ამეხადა, აღარ ვიცი რა ვქნა,- მიაყარა სწრაფად და მის წინ სავარძელში ჩაეშვა.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ ქალბატონო?- გაოცებული თვალებით შეყურებდა მის წინ მჯდომს.
-ამირმა ხელი მთხოვა, - თითქოს წამოსცდაო ტუჩებზე ხელი აიფარა, არადა ღმერთი იყო მოწმე გულში ვეღარ იჩერებდა.
-მართლა? ძალიან კარგია, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პრინცესა იქნებით,- მის მუხლებთან ჩაიჩოქა და ხელზე ემთხვია.
-არა მოიცადე, გაჩერდი, ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია,- აჟიტირებული გოგო სავარძელში დააბრუნა,- მე ვერ გადავწყვიტე...
-დათანხმდით,- მოუჭრა უცებ.
-გგონია ეს ადვილია?- უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-პრინცის ცოლობა არ გინდათ?- ხმაში გაურკვევლობა გაერია.
-ასეც ვერ ვიტყოდი. ყოველ დღე იმაზე ვფიქრობ, როგორ მივალ ამირთან და ვეტყვი, რომ თანახმა ვარ, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს,- ფანჯრის მინაზე ჩამომავალ წვიმის ონავარ წვეთებს უყურებდა და კაბის მაქმანს აწვალებდა,- რაღაც მაჩერებს.
-მე ვიცი რაც გაჩერებთ ქალბატონო და მინდა გითხრათ, რომ ტყუილად დარდობთ ამაზე. არც მმართველ ხალიფსა და არც ქალბატონ დარიას არ აქვთ უფლება პრინცს რამე უბრძანონ. ძალიან გთხოვთ ქალბატონო, ნუ იტყვით ამ შესაძლებლობაზე უარს, თქვენ არ იცით პრინცესობა რა კარგია.
-კარგია?- ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული,- პრინცესობა არ მინდა, ეს მე არაფერში მჭირდება. ადამიანი შემიყვარდა, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ პრინცი არის. ამას რა მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები, ამირი უბრალო ადამიანი რომ ყოფილიყო ისევე შემიყვარდებოდა, როგორც ახლა მიყვარს.
-არა, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა ქალბატონო თაია,- მაბოდიშებელი თვალებით გახედა და ფეხზე წამოდგა,- უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენი და პრინცი ამირის ქორწინებით ბევრი რამ შეიცვლება სახელმწიფოში. თქვენ განსხვავებული აზრები გაქვთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქალებთან და მათ უუფლებობასთან დაკავშირებით. პრინცზე ქორწინებით თქვენ ამის შეცვლის საშუალება გექნებათ, მეტიც ამის გამო არა მხოლოდ დუბაის, არამედ მთელი საუდის არაბეთის ქალები დაგიდგებიან გვერდით. და პრინცი?! ის ყოველთვის იზიარებდა თქვენ აზრებს და ბოლომდე გაიზიარებს, არასდროს დაგტოვებთ მარტოს.
-რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მას ჩემ მერე ისევ არ მოუნდება ახალი ცოლი?- ეჭვის თალით გახედა.
-იმიტომ, რომ უყვარხართ. თქვენ გამო გაბედა და მმართველს დაუპირისპირდა. მამას, რომლისთვისაც არასოდეს გაუწევია წინააღმდეგობა და ყოველთვის იზიარებდა მის აზრს. მზად არის თქვენ გამო ცოლსაც კი გაშორდეს, მეტი რაღა უნდა უნდოდეს ქალს?
-შენ საიდან იცი, რომ ცოლთან გაშორებას აპირებს?- წარბი შეკრა და ეჭვით გახედა.
-აამ,- დაბნეულობა და შიში ჩაეღვარა თვალებში,- ქალბატონო გეფიცებით სპეციალურად არ გამიკეთებია, შემთხვევით მოვისმინე თქვენთან რომ მოვედი, მაგრამ გეფიცებით მაშინვე უკან გავბრუნდი.
-მიუგე, ეგ არავისთან წამოგცდეს, გესმის?
-დიახ ქალბატონო, პირობას გაძლევთ.
-ახლა კი, მე უნდა წავიდე და მიხედე საქმეს,- ვითომ ქედმაღლურად გადახედა და ხელი აუქნია.
-პრინცთან თუ მიდიხართ, ბიბლიოთეკაშია,- თავი დაუკრა და მაგიდისკენ დაიხარა.
დერეფანში მიმავალი ნერვიულობას აეტანა და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. ბიბლიოთეკის მაღალ კართან რომ გაჩერდა თავი დაიმშვიდა და გამბედაობისკენ მოუხმო, მასთან ეს შეხვედრა და შეთავაზებაზე პასუხის გაცემა აუცილებელი იყო. მხოლოდ ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი პასუხი უნდა ეთქვა, რომელიც როგორც მის, ასევე ამირის ცხოვრებასაც რადიკალურად შეცვლიდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა ეს ცვლილება კარგი იქნებოდა თუ ცუდი.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და პასუხს დაელოდა, ამირის ხმა რომ გაიგონა ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო. ამირი მშვიდი სახით იყო გაწოლილი დივანზე და წიგნს კითხულობდა, შესულისთვის არც კი შეუხედავს ხელით ანიშნა ახლოს მისვლა და წიგნი გადაფურცლა. ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მისი გულის მეუფეს, დამპყრობელს, რომელმაც შეძლო და მთელი არსებით შეაყვარა თავი. ნეტავ ვინმე თუ გაბედავდა მისთვის რაიმეზე უარის თქმას, ან თუ შეეწინააღმდეგებოდა მის გადაწყვეტილებებს. მისი ერთი გამოხედვაც კი, იმ ნათელი ნაცრისფერი თვალებით რომ იყურებოდა ხოლმე, გულს უჩქარებდა და სუნთქვას უჩერებდა ყველა ქალბატონს. ნეტავ თუ შეძლებდა იმ ფაქტის ატანას, რომ ამირი ყველასთვის სასურველი იყო და ყოველთვის ასე იქნებოდა. ეჭვიანი ბუნება არ მოასვენებდა არასდროს, მაგრამ უარს თუ ეტყოდა- სინდისი და ის სიყვარული შეაწუხებდა გულში ღრმად რომ ჰქონდა ჩაჭედილი.
ფიქრის ბურნუსში გახვეულმა ვერც კი იგრძნო ამირის მიახლოება, ხელზე რომ შეეხო და ლოყაზე თითები დაუსვა ადგილზე შეხტა და აქამდე ხალიჩაზე მიბჯენილი თვალები მის წინ მდგომს მიაპყრო. არა, ვერ ეტყოდა მას უარს, ასე ვერ მოექცეოდა ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.
-კარგად ხარ?- როგორ უნდა ეცხოვრა მის გარეშე, როგორ უნდა ეთქვა მისთვის უარი და წასულიყო მისგან შორს,- თაია, კარგად ხარ მეთქი?
-კი, კარგად ვარ,- წლები გავიდოდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლებდა მის დავიწყებას, პირველი სიყვარული ხომ ერთადერთი და დაუვიწყარია.
-ფერი არ გადევს, სიცხე ხომ არ გაქვს?- ტუჩები შუბლზე შეახო.
-არა ამირ, მართლა კარგად ვარ,- ოდნავ მოშორდა და თვალებში ჩახედა, რაღაც მინდა გითხრა.
-მითხარი.
-თანახმა ვარ,- წამიერი დუმილის შემდეგ ჩურჩულით ამოთქვა ორი სიტყვა.
-რაა?- სახე გაუნათდა ამირს.
-მხოლოდ ერთი პირობით,- გააგრძელა თაიამ.
-ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ,- წელზე ხელი შეუცურა და ახლოს მიიზიდა.
-რელიგიის შეცვლას ნუ მომთხოვ, მე ქრისტიანი ვარ და ცხოვრების ბოლომდე ასე მინდა ვიყო.
-მე არ შევეხები შენს რელიგიას არასდროს,- შუბლი შუბლზე მიადო და თვალები დახუჭა.
-მაშინ, თანახმა ვარ შენი ცოლი გავხდე, ამირ.


***

დივანზე ისხდნენ და დუმდნენ, იმაზე ფიქრობდნენ რაც ცოტა ხნით ადრე მოხდა. ხალიფს მშვიდად არ მიუღია ამირის გადაწყვეტილება, ვერ იტანდა თაია სხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენელი რომ იყო. სძულდა ქრისტიანობა, აღმერთებდა მუსლიმს. მისი აზრით ალაჰი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ერთადერთი ღმერთი და არაფერი იყო იმაზე აღმატებული ვიდრე მუსლიმი ხალხი. გამონაკლისების გარეშე, არასდროს აიტანდა ასეთ ქალს რძლად, პრინცესად, რომელსაც ამირისთვის შთამომავლობა უნდა გაეჩინა. მათ სამეფო სისხლში, ქართული ,, უფერო“ სისხლი არ უნდა შერეულიყო, ეს მათი გვარის დამხობის მომასწავლებელი იქნებოდა.
ამირის სიტყვებმა -,, მე და თაია ვქორწინდებით“- ლამის გულის შეტევა მიაღებინა. სიბრაზე თვალებში მოაწვა და ჩაუწითლდა, სისხლის კაპილარები ელვასავით დაეხატა თვალის თეთრ გარსზე, წყლის ჭიქა ხელში შემოემსხვრა და თითები დაესერა. ფეხზე წამოვარდა და სკამი გადააბრუნა, ხელში კიდევ რამე რომ სჭეროდა ადვილად აქცევდა ნამსხვრევებად სიბრაზისგან.
-არა,- იყო კატეგორიული პასუხი, მისი ხმა ექოსავით დატრიალდა მთელს ოთახში.
-დიახ,- კატეგორიულად უპასუხა ამირმაც და მის გვერდით მდგომ თაიას ხელი ჩასჭიდა.
-არა მეთქი. ჩემი პასუხი უკანასკნელია, არ გაქვს უფლება შემეწინააღმდეგო.
-შენ კი არ გაქვს უფლება ჩემ არჩევანში ჩაერიო, საკმარისია უკვე რაც გავაკეთე შენთვის, ახლა მხოლოდ იმას ვიზამ რაც მე მინდა და მე თაიაზე ქორწინება მინდა.
-არა,- კიდევ ერთხელ იჭექა ხალიფმა და მაგიდას მთელი ძალით დასცხო მუშტები,- მე ნებას არ გაძლევ.
-შენთვის ნებართვა არც მითხოვია მამა,- ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,- ნებართვას არავისგან ვითხოვ, მე თავად ვწყვეტ ყველაფერ იმას რაც მე მეხება.
-და შენ?- თაიას მიუბრუნდა და თითის ქნევით მისკენ გაემართა, ამირმა ხელით მოქაჩა და ზურგს უკან დაიყენა,- მზად ხარ შენი რელიგია უარყო ამ ქორწინებისთვის? მხოლოდ ჯვრის მოხსნა რომ გთხოვე ის არ შეასრულე და ახლა რელიგიის შეცვლაზე თანახმა ხარ?
-თაია რელიგიას არ შეიცვლის მამა, მუსლიმი არ გახდება. ადრეც გითხარი, რომ თუ მას ცოლად შევირთავდი მის რელიგიას არ შევეხებოდი.
-ეს ჩემი, შენი და ჩვენი რელიგიური ტრადიციების შეურაცხყოფაა.
-არა, ეს სიყვარულია.
-ის უბრალოდ სიმდიდრის მოყვარული გოგონაა, მას შენ არ უყვარხარ, გატყუებს,- მისი გადარწმუნება ტყუილებით დაიწყო.
-ეს მხოლოდ შენი წარმოსახვაა და მეტი არაფერი,- თაიას მიუბრუნდა და გაუღიმა,- მინდოდა გცოდნოდა, რომ თაიას ოფიციალურად ჩემს დაბადების დღეზე ვთხოვ ხელს.
-უფლებას არ მოგცემ,- კარისკენ მიმავლებს დაუყვირა,- პრინცო ამირ, თუ შენ გადაწყვეტილებას არ შეცვლი დავივიწყებ, რომ ჩემი შვილი ხარ და ყველაფერს წაგართმევ, უარგყოფ.
-როგორც გენებოთ მმართველო ხალიფ, მაგრამ ჩემ გადაწყვეტილებაზე უარს არასდროს ვიტყვი.
,, ახლა რა იქნება?“- ფიქრებში ჩაძირულს ყრუდ მოესმა თაიას ხმა. ახლა რა იქნება?- ქორწილი, თუნდაც წაერთმიათ მისთვის პრინცის ტიტული და მთელი ქონება, განედევნათ სასახლიდან, ეს ქორწინება მაინც შედგებოდა. ამირის დაბადების დღე ერთ კვირაში იყო და მალე სამზადისიც დაიწყებოდა. მდიდრული წვეულება სადაც თავს მოიყრიდა ელიტის ყველა წევრი. საუდის არაბეთის სხვა პრინცები და პრინცესები, დიდებულები, რომლებმაც სახელი სიმდიდრით გაითქვეს. პოეტები და პროზაიკოსები, მხატვრები და წარჩინებული მუსიკოსები. ის ხალხი, რომლისთვისაც სასახლის კარი მუდამ ღიაა და ის ხალხი, რომლისთვისაც წვეულება ცხოვრებისეულ სიამოვნებას წარმოადგენდა. ყოველი ეს წვეულება, ეს ღრეობა, მილიონობით დირჰამის გაფლანგვა ერთ დღიანი სიამოვნებისთვის, როცა შეიძლებოდა ეს ფული იმ ხალხისთვის მიეცათ ვისაც ნამდვილად სჭირდება.
-იცი?! ჩვენი ისტორია უკვე მომხდარა საქართველოში.
-რას გულისხმობ? - ფიქრებიდან გამოერკვა და თაიას ხვეულებში შეაცურა თითები.
-იყო პრინცი, რომელსაც ქართველი ქალი შეუყვარდა და მისთვის ყველაფერი დათმო, - თავი შეაბრუნა და ცხვირით კისერზე გაეხახუნა, ამირმა შუბლზე აკოცა.
-მომიყევი.
-ეს ამბავი მე- 19 საუკუნის საქართველოში მოხდა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა ქვეყანაში გერმანელი პრინცი კონსტანტინ ოლდენბურგი, რომელიც საქართველოს ერთ- ერთ ლამაზ ქალაქ ქუთაისში დასახლდა. ერთხელ კონსტანტინე ,, ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებულ წვეულებაზე მიიპატიჟეს ბარბარე ბარათაშვილის სალონში, ის იყო ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და. ილუსტრირებულ წარმოდგენაში დასავლეთ საქართველოს ნაღები საზოგადოება მონაწილეობდა, მათ შორის კი იყო ნესტან- დარეჯანის კოსტიუმში გამოწყობილი, უმშვენიერესი აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც იმ დროისთვის სამეგრელოს თავადის- ტარიელ დადიანის მეუღლე იყო.
-პრინცს გათხოვილი ქალი მოეწონა? - შეაწყვეტინა და ინტერესით ჩახედა თვალებში.
-კი, კონსტანტინე ოლდენბურგს თავადის ქალი იმდენად ჩაუვარდა გულში, რომ თავის ქმარს მის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.
-მერე რა მოხდა? დათმო ცოლი ფულის სანაცვლოდ? - თაიას წამიერმა დუმილმა უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია მასში.
-რამდენიმე მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. პირველი ვერსიის თანახმად, ტარიელ დადიანმა კონსტანტინესთან ბანქოს თამაშის დროს იმდენი ფული წააგო, რომ გადახდა ვერ შეძლო და ცოლის დათმობის შესახებ ოლდენბურგის წინადადებას დათანხმდა. მეორე ვერსიის მიხედვით დადიანს ვალები ჰქონდა, პრინცმა კი იმდენად დიდი თანხა შესთავაზა მის მშვენიერ მეუღლესთან ღამის გატარებაში, რომ ტარიელმა უარი ვერ თქვა და ცოლი დაუთმო.
-ცოლი არ უყვარდა?
-არ ვიცი, მაგრამ ფულის გამო ვინმეს დათმობა რომ შეგიძლია, ეს უკვე ადამიანურობის ზღვარს სცდება.
-მერე რა მოხდა? იმ ქალსაც შეუყვარდა პრინცი?
-აგრაფინა ჯაფარიძე კონსტანტინე ოლდენბურგს გაჰყვა. სიყვარულის მორევში გადავარდნილმა პრინცმა კი მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა მისთვის. იმის გამო, რომ კონსტანტინე პრინცი იყო, მას არ ჰქონდა უფლება ისეთი ქალი მოეყვანა ცოლად, რომელსაც მსგავსი წოდება არ ჰქონდა. კონსტანტინემ იცოდა, რომ თუ საყვარელი ქალის ცოლად მოყვანაზე უარს არ იტყოდა, პრინცის წოდება და ქონება ჩამოერთმეოდა და ვერც ბავშვებს მისცემდა ოლდენბურგის გვარს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მისი სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უარი თქვა ყველაფერზე და აგრაფინა ცოლად მოიყვანა.
-ნამდვილი მამაკაცისთვის შესაფერისი გადაწყვეტილება და საქციელია, - ამაყად წარმოთქვა და ჩაიღიმა.
-არ მინდა ჩემ გამო რამის დათმობა მოგიწიოს.
-მე კი მინდა, რომ შენთვის ყველაფერი დავთმო, სიცოცხლეც კი, - ლოყაზე მოეფერა, - შემდეგ რა მოხდა?
-აგრაფინამ კონსტანტინეს ცოლობაზე თანხმობის სანაცვლოდ თბილისში სასახლის აშენება სთხოვა, რაც დიდი სიამოვნებით შეასრულა შეყვარებულმა მამაკაცმა, რომელსაც შემდგომ ,, სიყვარულის კოშკის“ სახელი ეწოდა. ლეგენდის თანახმად ეს სასახლე იყო დაქორწინებამდე აგრაფინასა და კონსტანტინეს საიდუმლო შეხვედრის ადგილი. ქორწინების შემდეგ პრინცს მართლაც ჩამოერთვა წოდება და ვერც შვილებისთვის შეძლო ოლდენბურგის გვარის მიცემა, სიყვარულით შეძენილ ექვსი შვილის გვარი გახდა ზარნეკაუ, რომელიც ოლდენბურგების ერთ-ერთი მამულის სახელწოდება იყო.
-საბოლოოდ ეს ისტორია დიდი სიყვარულითა და უზომო ბედნიერებით დასრულდა, - დაასრულა ამირმა თაიას ნაცვლად.
-ასეა.
-ისევე, როგორც ჩვენი ისტორია დასრულდება.
-ჩვენი ისტორიის დასასრული ჯერ გაურკვეველია.
-ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია. როგორც ზღაპრები მთავრდება ისე დასრულდება ჩვენი ისტორიაც. და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად სამარადისოდ.












თავი 12

- თაია დამელოდე,- კიბეზე ჩამავალს დაეწია ამირი,- სად მიდიხარ ასე დილაადრიან, ჯერ არც გათენებულა ბოლომდე.
- დილა მშვიდობისა ამირ,- კიბის ბოლოში გაჩერდა და შემობრუნდა. ყვითელი, ჰაეროვანი კაბა ეცვა, ოქროსფერი ყვავილებით ამოქარგული, მაქმანებით გაწყობილი. ხვეული თმა სქელ ნაწნავად შეეკრა და მარგალიტის მწკრივი ჩაებნია. ნამდვილ ლედის გავდა. ვინმეს პირველად რომ ენახა იფიქრებდა, რომ მის წინაშე პრინცესა იდგა და არა ის უბრალო ქალი, რომელიც თვით პრინც ამირ იბნ ხალიფას შეუყვარდა,- დაბადების დღეს გილოცავ.
- მადლობა ძვირფასო,- ლოყაზე აკოცა, ხელი ჩაჭიდა და კითხვა გაუმეორა,- სად მიდიხარ ასე დილაადრიან?
- საჯინიბოში, მინდოდა შაჰ- შეჰრიარი მენახა.
- ასე ადრიანად?- გაკვირვებით გახედა და კარში მასთან ერთად გავიდა.
- არ ვიცი ამირ, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი დღეა ამ სასახლეში,- სახეზეც ეტყობოდა უძილობა, დაღლილობა, რომელიც თეთრად გატარებულ ღამეს უკავშირდებოდა.
- ასე რატომ ფიქრობ,- შეაჩერა და თავისკენ მოაბრუნა, ნაცრისფერ თვალებში გაურკვევლობა ჩასდგომოდა,- მითხარი რა გაშფოთებს?
- რატომღაც გული მიგრძნობს, რომ დღეს ისეთი რაღაც მოხდება, რაც ჩევენ დაშორებას გამოიწვევს,- თავი დახარა და ფეხსაცმელებს დააშტერდა. გული ისე ძლიერ უცემდა, ლამის ამოვარდნოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უკვე დრო იყო საყვარელ მამაკაცთან გამომშვიდობების, გული ჰქონდა დამძიმებული და ყოველ წამს მზად იყო თვალზე მომდგარი ცრემლებისთვის გზა გაეხსნა.
- ასე ნუ ამბობ ძვირფასო, ეს არასოდეს მოხდება, ჩვენ არასოდეს დავშორდებით, გესმის? შენ უბრალოდ ღელავ, რადგან იცი საღამოს რაც მოხდება,- ლოყაზე ცერა თითი დაუსვა,- ამაზე ნუ ნერვიულობ. ამ საღამოს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მერე სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით.
- ეს ძალიან მინდა ამირ,- მკერდზე შუბლით მიეყრდნო და თვალზე მომდგარი ცრემლები უკან შეაბრუნა,- შენთან ერთდ მინდა ცხოვრების ბოლომდე ყოფნა, ჩვენს მომავალ შვილებთან ერთად.
- ჩვენ შვილებთან?!- სიამოვნებისგან თვალები აუციმციმდა.
- შვილები არ გინდა გვყავდეს?- გულნატკენივით ამოხედა ქვევიდან.
- არა, რას ამბობ, პირიქით, ძალიან მინდა უამრავი შვილი გვყავდეს და ყველა შენ დაგემსგავსოს,- მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა. ისე უხაროდა თაიასგან ამ სიტყვების მოსმენა, ისე ახარებდა საღამოს დაგეგმილი ვითომ ,, სიურპრიზი“. თაიას ხელს სთხოვდა და ისიც დათანხმდებოდა, მერე იქნებოდა ქორწილი და ერთად ბედნიერი თანაცხოვრება, რომელზეც ამდენი ხანი ოცნებობდა.
თითქოს საუკუნე გასულიყო მას შემდეგ, რაც თაია პირველად ნახა და პირველად ჩაუვარდა გულში, თან ისე, რომ მისი მოშორება ვერც ერთი წამით ვერ შეძლო. რამდენჯერმე სცადა მისი გულიდან ამოშლა, ჯერ კიდევ მაშინ სანამ სიყვარულში გამოუტყდებოდა ქალს, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან იმდენად ჰქონდა ეს გრძნობა ჩაჭედილი სიკვდილიც კი ვერ შეძლებდა მის ამოგლეჯვას.
სარბენ ბილიკთან იდგნენ და ლაღად მონავარდე შაჰ- შეჰრიარს უყურებდნენ, კუდი რომ აებზიკა და ქვიშიან მოედანს მთელი ძალით რომ ურტყავდა მოხდენილ და დაკუნთულ ფეხებს. დროდადრო მათთან მიდიოდა და საშუალებას აძლევდა განიერ შუბლზე მოფერებოდნენ, მერე ისევ იწყებდა ხტუნვას და სირბილს აქეთ- იქით. თაია ჩაფიქრებული უყურებდა ამ სანახაობას და გონებაში ჯერ კიდევ იმ აზრს ატრიალებდა, რომ ამ ულამაზეს არსებას დღეს უკანასკნელად ხედავდა. ერთი ამოიოხრა და ამირს გახედა, რომელიც ხელში მომცრო ზომის, წითელი ხავერდით დაფარულ ყუთს ათამაშებდა. ფიქრობდა საღამოსთვის შეენახა თუ ახლა ეჩვენებინა ბეჭედი, რომლის ტარებაც მთელი ცხოვრება მოუწევდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და თაიას გახედა, მის ინტერესიან თვალებს რომ წააწყდა ჩაეღიმა და ყუთი გაუწოდა.
- არ ვიცი, იქნებ გინდოდეს მისი წინასწარ ნახვა? იქნებ არ მოგეწონოს და მისი შეცვლა მომიწიოს?- უცოდველი ღიმილით უყურებდა და მის რეაქციას აკვირდებოდა.
- ამირ,- თვალები აუცრემლიანდა და სახეზე აიფარა ხელები,- არ მჯერა, რომ ეს მართლა ხდება.
- მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო და გათენებისთამავე სიზმრად გაიფანტებოდა, მაგრამ დაგინახე თუ არა შვებით ამოვისუნთქე,- მერე თაიამ სახიდან ხელები რომ არ ჩამოუშვა მკერდზე მიიხუტა და თმაზე ფერება დაუწყო,- ნუ ტირი, გთხოვ...
- ეს ბედნიერების ცრემლებია,- ჩუმად ამოილაპარაკა და თვალზე მომდგარი ახალი ცრემლები გადაყლაპა,- ამირ, მიყვარხარ.
- ალლაჰ...,- ხმამაღლა წარმოთქვა და ზეცისკენ აღმართა ხელები,- მეგონა ეს სიტყვა შენს ბაგეს აღარასდროს დასცდებოდა,- მერე მხრებში მოკიდა ხელები და გამეორება სთხოვა.
- მე შენ ძალიან მიყვარხარ,- გაიმეორა თაიამ და თვალებში სიყვარულით ჩახედა.
- მეც ძალიან მიყვარხარ, თაია,- მის ტუჩებს შეეხო და ხანგრძლივი კოცნა დაუტოვა,- ბეჭედს ნახავ?
- არა, შენ გემოვნებას ვენდობი, თანაც მინდა, რომ სიურპრიზი ბოლომდე სიურპრიზად დარჩეს.


***

ამირი თავის ოთახში იყო და ნერვიულად სცემდა ბოლთას, თაიას ელოდა, მის დიდ სიყვარულს. ისე მალე მოსაღამოვებულიყო გააზრებაც ვერ მოესწრო. დილით თაიასთან საუბრობდა, ახლა კი თავის ოთახში იყო ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი და ყოველ წამს ელოდა მის გამოჩენას. ასე არასდროს უნერვიულია, ოცი წლის ბიჭივით დადიოდა აქეთ- იქით და გულში განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან თაიას უყვარდა.
კარზე მოულოდნელმა კაკუნმა შეაკრთო და ადგილზე გააშეშა. ახლა ნახავდა ქალს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა. ღრმად ამოისუნთქა, კარისკენ წავიდა, გააღო და ფართო ღიმილი მომენტალურად შეეყინა სახეზე. კართან თავჩახრილი დარია იდგა და ერთ დროს ამირის მიერ ნაჩუქარ ნიშნობის ბეჭედს თითზე აწვალებდა. მწვანე ჩალმით თმა მთლიანად დაეფარა, ტანზეც იმავე ფერის კაბა ეცვა და წელის გამოსაყვანად შავი ქამარი მოერგო. სახეზე ეტყობოდა ისიც ნერვიულობდა, მაგრამ სხვანაირად. იცოდა, რომ ამ ღამით მისთვის საყვარელ კაცს დაკარგავდა, ამისთვის მზად არ იყო და არც არასდროს იქნებოდა. ყველაფრისდა მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ამირი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, ის მაინც უყვარდა და არ უნდოდა ვინმეს ეს სიყვარული წაერთმია მისთვის. ამირმა კარი ფართოდ გააღო და შიგნით შესვლის უფლება მისცა. დარია ოთახის შუაგულში დადგა და მამაკაცს სევდიანად შეხედა, ვერ მოეყარა სათქმელი სიტყვებისთვის თავი და ჩუმად ელოდა როდის დახურავდა კარს და მისკენ შემობრუნდებოდა.
- გისმენ,- შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მობეზრებულივით გახედა მდუმარედ მდგომ ქალს.
- დაჯდომას არ შემომთავაზებ?- შესავალივით დაიწყო დარიამ.
- შეგიძლია დაჯდე, როგორც გინდა,- ხელით სავარძელზე მიუთითა, თვითონ კი სამუშაო მაგიდას შემოუარა და ბუხრის წინ დადგა.
- ამირ, რაღაც მინდა გითხრა, უფრო სწორედ გთხოვო,- ყოყმანით დაიწყო და მისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით.
- გისმენ,- გაიმეორა ისევ, დაახლოებით იცოდა რის სათქმელადაც იყო მისული.
- ამირ, არ მოიყვანო ის გოგო ცოლად, ნუ სთხოვ ამ საღამოს მას ხელს.
- ვინ გითხრა, რომ მისი ხელის თხოვნას ვაპირებ ამ საღამოს?- წარბშეკრული უყურებდა ქალს.
- მამაშენმა, მაგრამ ახლა...
- შენ და მამაჩემი ძალიან დაახლოვებულხართ ერთმანეთთან. რა ხდება, ჩემ წინააღმდეგ რამეს ხომ არ გეგმავთ?
- არა ამირ, ასე არ არის, უბრალოდ...,- ყოყმანობდა რაღაცის თქმას.
- სწრაფად ამოღერღე დარია, ამდენი დრო არ მაქვს. სადაცაა თაია მოვა და ქვევით უნდა ჩავიდეთ,- მაჯაზე დამაგრებულ ოქროს საათს დახედა, უკვე შვიდი სრულდებოდა.
- არ მოიყვანო ის გოგო ცოლად. მას შენ არ უყვარხარ ამირ, მე კი მიყვარხარ, მთელი არსებით მიყვარხარ. ეს გოგო არც ჩვენი წარმომავლობისაა და არც სარწმუნოების, ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევ ამით, შენ იცი ეს. მამაშენსაც გააღიზიანებ, ბიძაშენიც არ მოგიწონებს ამ გადაწყვეტილებას. არასდროს, არავინ გაპატიებს ამას, ეს ხომ კარგად იცი? ხალხი შენ განდევნას დაუჭერს მხარს და თაიასაც მოუსწრაფებენ სიცოცხლეს, გინდა, რომ ის მოკვდეს?
- როცა დრო მოვა დარია, ჩვენ ერთად წავალთ ამ ქვეყნიდან, მაგრამ არა დღეს და არც უახლოეს მომავალში. ახლა ჩვენი ბედნიერება იწყება და არ დასრულდება იქამდე, სანამ ჩვენი სიცოცხლეც არ დასრულდება. ახლა კი გთხოვ, წადი,- კარზე ანიშნა, თვითონაც იქით შეტრიალდა და მოულოდნელობისგან შეკრთა, თაიას დანახვას სულ არ ელოდა. დარიამ მამაკაცს თავი დაუკრა, კართან მდგომ თაიას მხარი გაკრა და ოთახიდან გავიდა. ქალი მორიდებით იდგა და მამაკაცს თვალს არიდებდა, მოსმენილმა ცოტა შეაკრთო, დარია რაღაცით მართალი იყო. ამირი რომ მიუახლოვდა, ღრმად ჩაისუნთქა და გაუღიმა.
მის სახეზე მაკიაჟი პირველად ნახა მამაკაცმა და აღფრთოვანებული დარჩა. შავი ფერის ფანქრით ლამაზი, ნუშისებრი თვალის ჭრილი უფრო მეტად გამოეკვეთა, ტუჩები კი წითლად შეეღება. ხვეული თმები ისევ სქელ ნაწნავად შეეკრა, ზედ კი ბრილიანტის პატარა თმის სარჭი ემაგრა. წითელი ხავერდის კაბა ყელამდე წვრილი ღილებით იკვრებოდა და მაჯებამდე ჩამოგრძელებულ მკლავებსაც ღილების მწკრივი დაჰყვებოდა. კაბის ბოლო იატაკს ეხებოდა და მუხლზე ჩახსნილი უფრო მეტ სექსუალურობას სძენდა, როგორც კაბას, ისე მის პატრონს.
ამირი გაფართოებული თვალებით უყურებდა ამ მშვენებას, თითქოს მოლანდება იყოსო ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდა. სიზმარში ნანახ ანგელოზს გავდა, ნებისმიერ დროს რომ შეეძლო ფრთები დაექნია და გაფრენილიყო. მისმა შეხებამ აზროვნების უნარი დაუბრუნა, დარწმუნდა, რომ ამ ქალს რეალურად ხედავდა მისი თვალები.
ეს ქალი მისი იყო...
იმ ბეჭდით, რომელიც პიჯაკის შიდა ჯიბეში ედო, დღეს მის ხელს და დარჩენილ ცხოვრებას დაისაკუთრებდა...
- თაია,- ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ძლივს ამოთქვა მისი სახელი, სუნთქვას ამოყოლებული ვნებიანად იცოდა ხოლმე წარმოთქმა. მისი ხელი ჩაებღუჯა და აღარ უშვებდა, არ ეთმობოდა ერთი წამითაც კი.
- ამირ,- მის გამომეტყველებაზე ეცინებოდა.
- აამ... არც კი ვიცი რა ვთქვა. ეს... ეს...,- ენა დაება და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მის ნაჩუქარ კაბაში გამოწყობილი მშვენება,- არაჩვეულებრივად გამოიყურები,- ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა.
- მადლობა.
- წავიდეთ?- ხელი გაუწოდა და დაელოდა,- ჩემი ნება რომ იყოს არ გაგიშვებდი ამ ოთახიდან, მაგრამ...,- მხრები აიჩეჩა და კიბისკენ გაუძღვა,- არაუშავრს, წვეულება რომ დამთავრდება მე გაგხდი მაგ კაბას.
- ამირ,- წამოიყვირა აფორაჯებულმა და მამაკაცს მხარში ხელი გასცხო,- გრცხვენოდეთ პრინცო.
- თავი ზევით ასწიე და აღარასდროს დაუშვა. ამაყი იყავი ყოველთვის,- გააფრთხილა და მსახურების მიერ გაღებულ კარში შეაბიჯა.
წვეულება დიდებული იყო, უზარმაზარი სასტუმრო ოთახი საზეიმოდ მოერთოთ. ამირმა უთხრა, რომ დედამისს უყვარდა ასეთი მორთულობები და ამიტომაც ართვევინებდა დარბაზს ასე მრავალფეროვნად. თაია ამჩნევდა, რომ იმაზე მეტ სტუმარს მოეყარა თავი ვიდრე ამირმა უთხრა, კედლებთან მდგარ მრგვალ მაგიდებთან ისხდნენ და პრინცის მოლოდინში თავს მუსაიფით ირთობდნენ. ყველას წინასწარ გაეგო, რომ ტახტის მომავალ მემკვიდრეს ახალი ამბავი ჰქონდა სათქმელი მათთვის. ხალიფი განცალკევებით მდგარ მაგიდასთან იჯდა და ძმას და ძმის შვილს ესაუბრებოდა. ამირს მანამდე არასდროს უხსენებია ისინი და თაიასთვის ეს სიურპრიზი აღმოჩნდა.
პრინცის შესვლისთანავე ყველა ფეხზე წამოდგა და თავი დახარეს მისალმებისამებრ. მდიდარი მამის ქალიშვილებმა ამირის დანახვაზე დნობა იწყეს, უღიმოდნენ, ხელს უქნევდნენ და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ ამირს არც ერთისთვის შეუხედავს, თაიას ხელი ჩაებღუჯა და მასთან ერთად ამაყად მიიწევდა ხალიფისა და მისი ძმისკენ. სტუმრებს სახეზე ერთდროულად გაოცება და შეშფოთება ეხატათ, დაუძლეველი ინტერესი ჰქონდათ თვალებში ჩაღვრილი, ყველას აინტერესებდა ვინ იყო ის უცხო ქალი, რომელიც პრინცის გვერდით ამაყად, თავაწეული მიაბიჯებდა. გასათხოვარ ქალებს თვალები რჩებოდათ მისი სილამაზის შემხედვარეს და შურით უსკდებოდათ გულები მის ადგილას თავად რომ არ იყვნენ. ახლა კი მიხვდა ყველა რა სიურპრიზსაც ამზადებდა მათი საყვარელი პრინცი ამირი. გაურკვევლობა და ინტერესი სიბრაზემ შეცვალა, ბევრს უცრუვდებოდა იმედი მათი ქალიშვილი რომ ვერ თხოვდებოდა პრინცზე.
როგორც იქნა გადაკვეთა წყვილმა ფართო დარბაზი და დუბაისა და აბუ- დაბის მმართველებს მიესალმნენ. ხალიფი და მისი ძმა ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ, მაგრამ ხალილი რამდენიმე წლით უფროსი იყო ხალიფზე. ამირის ბიძა თაიას უნდობლად უყურებდა, ხალიფს უკვე მოესწრო მისთვის ყველაფრის მოყოლა და სულაც არ ჩანდა კმაყოფილი გაგონილით. სულ სხვა დამოკიდებულება გაუჩნდა ქალის მიმართ ამირის ბიძაშვილს, რომელსაც ყოველთვის ხიბლავდა განსხვავებული კულტურისა და სარწმუნოების მქონე ხალხი. ფეხზე წამოდგა და მონატრებულ ძვირფას ბიძაშვილს გადაეხვია.
- თაია, გაიცანი ეს ქამილია, ჩემი ბიძაშვილი. ქამილ- თაია.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო თაია,- მიმზიდველად გაუღიმა და ხელზე ემთხვია. ყავისფერი თმით და თვალებით სრულიად განსხვავებული იყო ამირის გარეგნობასთან, მაგრამ ისიც ისეთივე სიმპათიური იყო, როგორც ამირი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა პრინცო ქამილ.
- არ არის ასეთი ოფიციალურობა და ეტიკეტის დაცვა ჩემთან საჭირო. უბრალოდ ქამილი დამიძახე.
- რა თქმა უნდა, როგორც გენებოთ,- მორცხვად გაუღიმა და თვალები დაბლა დახარა.
- წამოდი დავსხდეთ და ვისაუბროთ, რამდენი ხანია არ მინახავხარ ამირ,- წყრომით გამოხედა და ფანჯარასთან მდგარ სასმლის მაგიდისკენ წავიდა.
- მე სულ სასახლეში ვარ ქამილ, იშვიათად თუ გავალ და ისიც საქმის გამო,- გაწვდილი შამპანურის ბოკალი გამოართვა და იქვე მდგარ დივანზე დაჯდა, თაია გვერდით მოისვა და ბიძაშვილს დაელოდა.
- ვხვდები რატომაც გადიხარ აქედან იშვიათად,- თვალით თაიაზე ანიშნა და ცბიერად ჩაიღიმა,- ასეთი ქალი მეც რომ მყავდეს, სასახლიდან ფეხს არ გავადგავდი.
- მერე რა გიშლის ხელს სამაგისოდ?- სასმელი მოსვა და თაიას ხელზე შეეხო, დაძაბული იყო, ხალიფს თვალს არ აცილებდა.
- სამსახური ბიძაშვილო, მთავარი ექიმობა არც ისეთი ადვილი საქმეა, როგორც გგონია,- თაიას მზერას მანაც გააყოლა თვალი და მამამისის და ბიძამისის დაჟინებულ გამოხედვას წააწყდა,- ვატყობ არც ერთს მოსწონს შენი არჩევანი.
- არავის მოსწონს ჩემი არჩევანი,- დაეთანხმა ამირი,- ისე, მამაჩემისნაირი რომ ყოფილიყო ბიძია ხალილი აქამდე უკვე გეყოლებოდა ცოლი ან ცოლები.
- უარესია დამიჯერე. 30 წლის გავხდი თუ არა თავს დამესხა, დამემუქრა თუ ცოლს არ მოვიყვანდი ყველაფერს წამართმევდა, დედაჩემიც კი აიყოლია,- თავი გააქნია უკმაყოფილოდ.
- რა ნაცნობი სიტუაციაა,- თაიას გახე და თვალი ჩაუკრა,- მაგრამ მე პირიქით მემუქრებიან- ცოლად თუ მოიყვან ყველაფერს წაგართმევო.
- მძიმე სიტუაციაა ამ დროისთვის, სამწუხაროდ,- მერე თაიას მიუბრუნდა და იქამდე უყურა სანამ მანაც არ შეხედა,- შენ რას იტყვი?
- აამმ...,- დაბნეულად გახედა ამირს, მათი საუბრიდან ერთი სიტყვაც ვერ გაეგო, ხალიფს უყურებდა და ფიქრობდა რა მოხდებოდა ამ ღამეს და მის შემდეგ,- ბოდიშს გიხდით, ჩავფიქრდი და ვერ მოგისმინეთ.
- ამირი გიყვარს?- მიახალა ეგრევე და თაია უარესად დააბნია.
- რა კითხვაა ახლა ეგ?- ბიძაშვილს შეუბღვირა ამირმა.
- ისეთი არაფერი, უბრალოდ ვკითხე,- სიცილით აწია ხელები მშვიდობის ნიშნად.
- უხერხულ კითხვებს არ ვართ,- წამოდგა და თაიას ხელი გაუწოდა,- წამოდი ბიძაჩემს გაგაცნობ.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა მამაკაცს რომ მიუახლოვდნე. ხალილი ეჭვის თვალით უყურებდა უცხო გარეგნობის ქალს, ერთდროულად მიმზიდველიც და არასასიამოვნო გარეგნობის მქონეს. მუხლზე ჩახსნილი, ვულგარული კაბა პირველ რიგში არ მოუვიდა თვალში, რას იფიქრებდა, რომ თაიას ამირის მიერ შერჩეული კაბა ეცვა და არა მისი, არც მისი უთავშლობა გამოპარვია და ცალი წარბის აწევით გამოხატა ამაზე აზრი. დიდი ხნით არ მოუწია მისი არასასიამოვნო მზერის გაძლება, გულში ღმერთს მადლობას უხდიდა ტყუპებმა მისი წაყვანა რომ გადაწყვიტეს. აქეთ- იქით დაატარებდნენ და ქალ სტუმრებს სათითაოდ აცნობდნენ. თაიას აკვირვებდა ერთი ფაქტი- ქალთა ნაწილს ჩადრი ეკეთა, ნაწილს ჩალმა, ზოგიერთს კი უბრალოდ თავშალი. აიშემ კი აუხსნა, რომ ყველა ქმარი და მამა სხვადასხვა ნაირად ცდილობდა ტრადიციების დაცვას.
- ზოგიერთისთვის შეუძლებელ საკითხს წარმოუადგენს ქალის ჩადრის გარეშე სიარული და უფლება რომ ჰქონდეთ აქაც კი ბურკით მოიყვანდნენ თავიანთ ქალებს. ვისაც ჩალმები უკეთიათ ისინი შედარებით ,, გამოსულები“ არიან, ტრადიციებს პატივს სცემენ და იცავენ, მაგრამ სწორად არ მიიჩნევენ მათთვის ძვირფასი ქალების ერთ მთლიან ნაჭერში გახვევას. ჩალმები საკმარისია მათთვის ტრადიციების დაცვისთვის და პატივსაცემად. რაც შეეხება თავშალს, ეს ე.წ თავის სამკაულია, როგორიც შენი ბრილიანტის თმის სარჭია,- დაასრულა თხრობა და გაუღიმა.
- და დარიას რატომ უკეთია ჩალმა, ვალდებული ხომ არ არის?- თვალით ქალს დაუწყო ძებნა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში არ დაენახა.
- დარიას უბრალოდ მოსწონს,- თითის წვერებზე აიწია და მანაც თვალიერება დაიწყო,- რატომღაც ვერსად ვხედავ, სად წავიდა ნეტავ.
თაია გაკვირვებული დარჩა, როცა დარბაზის ცენტრში ორი, თითქმის შიშველი ქალი გამოვიდა. მათ ხალიფსა და ხალილს ქედი მოუხარეს და სანთლებიანი შანდლები დაიდგეს თავზე. მუსიკის ჩართვისთანავე ტანის გრაციოზული რწევა დაიწყეს, მელოდიას აყოლებულები თეძოებს თამამად იქნევდნენ. ერთ- ერთმა შანდალი იატაკზე დადგა, წამით წრიდან გაქრა და მოულოდნელად კისერზე შემოხვეული გველით გამოჩნდა. ქალს ჩუმი ყვირილი აღმოხდა და საპირისპირო მხარეს შებრუნდა, სიკვდილივით ეშინოდა გველების. წარმოდგენა დაასრულეს თუ არა თაია მაშინვე შემოტრიალდა, მაგრამ აიშე და ასიე იქ აღარ დახვდა. თვალებით ამირის ძებნა დაიწყო და დაინახა კიდეც ქამილთან მხიარულად მოსაუბრე. ამირის ყურებაში გართულმა, ხელზე ვიღაც რომ შეეხო, შიშისგან ადგილზე შეხტა და შემობრუნდა, მიუგე ორმაგად შეშინებული იდგა და ქალს ფართო თვალებით უყურებდა.
- რა მოხდა მიუგე, ლამის გული გამიხეთქე,- გულზე ხელი ჰქონდა მიდებული და პულსის დარეგულირებას ცდილობდა.
- ქალბატონო, არ ვიცი,- დაიწყო და გაჩუმდა.
- თქვი მიუგე, რა ხდება?
- არ ვიცი, არ მინდა ტყუილად დავადანაშაულო ვინმე, მაგრამ მგონი ქალბატონი დარია...
- რაა ქალბატონი დარია, მიუგე ამოღერღე, ნუ დამტანჯე,- მოთმინება დაკარგულმა მკლავებში სწვდა აკანკალებულ გოგონას.
- შემთხვევით მოვისმინე ქალბატონი დარია როგორ ელაპარაკებოდა ვიღაც მამაკაცს და პირობას ართმევდა, რომ იმ იარაღით, რომელიც ხელში ეჭირა არავინ დაშავდებოდა და მხოლოდ თქვენ წასაყვანად გამოიყენებდა,- ერთი ამოსუნთქვით მოყვა ნანახი და აცრემლებული თვალები შეანათა,- ქალბატონო.
- ვინ იყო მიუგე, ვის ელაპარაკებოდა,- შიში შეეპარა ხმაში, არ უნდოდა ის სახელი გაეგო გონებაში რომ გაუელვა.
- არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ წამოსასვლელად რომ გამოვბრუნდი სახელი მაჰმუდი გავიგონე, ქალბატონმა დარიამ ასე მიმართა.
- მაჰმუდი,- გულში ნემსივით ჩაერჭო ეს სახელი. მექანიკურად იქით გაიხედა სადაც ამირი ეგულებოდა, მაგრამ ვეღარ დაინახა,- ამირი, სასწრაფოდ ამირი უნდა ვიპოვო,- მერე მიუგეს მიუბრუნდა, მხრებში ისევ წაავლო ხელები და შეანჯღრია,- მოიწმინდე ცრემლები და სასწრაფოდ ქადირი ან ისმაილი იპოვე და უთხარი, რომ პრინცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სწრაფად.
მრავალრიცხოვან სტუმრებში ძლივს იკვლევდა გზას და ამირს ეძებდა, თუმცა ამდენ ხალხში თივის ზვინში ნემსის პოვნას ემსგავსებოდა მისი მცდელობა. თაიას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თუ მაჰმუდი მის წასაყვანად მართლა მივიდა, მაშინ პრინცის სიცოცხლეს მართლა შეექმნებოდა საფრთხე. ამირი მის თავს უბრძოლველად არ დათმობდა, მაჰმუდი კი დიდი სიამოვნებით გამოასალმებდა იმ კაცის სიცოცხლეს, რომელმაც ერთ დროს ქალი გამოგლიჯა ხელებიდან. ის სასტიკი ადამიანი იყო, არაფერს უშინდებოდა და არც ახლა შეეშინდებოდა იმ აურაცხელი მცველების მთელი დარბაზი რო მოეცვათ და სამეფო ოჯახს იცავდა. ალბათ დარიამ შემოაპარა სასახლეში ჩუმად, რადგან დაუპატიჟებლად, მოსაწვევის გარეშე მისულ სტუმრებს კარში მდგომი დაცვა არ უშვებდა შიგნით.
დიდი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა იპოვა ამირი, ქამილთან და აიშეს ქმართან ერთად და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. დაუძახა და მისკენ მიმავალმა გზა ძლივს გაიკვლია ხალხში, რატომღაც ყველა ფეხზე იდგა, მერე გვიან მიხვდა, რომ ხალიფი სიტყვას ამბობდა და ამირი რატომღაც არ უსმენდა. თაიას ძახილზე მისკენ მიბრუნდა და ხელი დაუქნია, მისვლისთანავე მისი გაფრთხილება უნდოდა, მაგრამ ამირმა არ დააცადა.
- ახლა ვაპირებდი შენ საძებნელად წამოსვლას. კარგია, რომ თავად მოხვედი,- თაიას აფორიაქებულ და შეშინებულ თვალებს ვერც კი ამჩნევდა, ისე მოეცვა სიხარულსა და ბედნიერებას.
- ამირ...
- აქ იყავი და არსად წახვიდე, როცა დაგიძახებ ჩემთან მოდი, კარგი?- მერე ქამილსა და მერთს მიუბრუნდა, თავი დაუკრა და ცენტრში მდგარი ხალიფისკენ აიღო გეზი.
- ამირ მოიცადე,- მამაკაცმა მხოლოდ თვალი ჩაუკრა და მამის გვერდით დადგა,- ღმერთო მიშველე.
- თაია ყველაფერი კარგად გაქვს?- მხარზე შეეხო ქამილი და თავისკენ მიაბრუნა,- სახეზე ფერი არ გადევს.
- ქამილ, პრინცს მოკლავენ,- მიახალა ეგრევე და პირზე აიფარა ხელი.
- რა სისულელეს ამბობ თაია, ხვდები?- სიბრაზე გაურია ხმაში, მაგრამ მაინც ეჭვით და შიშით გახედა ამირს.
- ვხვდები. ვიცი სისულელედ ჟღერს, მაგრამ უნდა მენდო ქამილ, ვიღაც ჩემ და მის მოშორებას ცდილობს,- ამირისკენ შებრუნდა და ისე დაამატა,- და მე ვიცი ვინც არის.
თავისი სახელი ყურში რომ ჩაესმა შეკრთა, ქამილსა და მერთს მავედრებელი თვალებით გახედა და ამირისკენ ყოყმანით გადადგა ნაბიჯები. მის გამოწვდილ ხელს ფრთხილად შეეხო და მომლოდინე სახეებს შიშით გახედა, ზოგს უკვე ასახვოდა უკმაყოფილებაც. ამ სახეებში კი ერთ ნაცნობ და არასასურველს ეძებდა. თუ მაჰმუდი ამირს ესროდა მზად იყო ტყვიას გადაფარებოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ მისი დანახვა იყო საჭირო. პრინცი რაღაცას ამბობდა, დრო და დრო თაიასაც შეხედავდა ხოლმე, მაგრამ მისი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა ქალს. თვალებს აცეცებდა და მაჰმუდის სახესთან ერთად მშველელ ისმაილსა და ქადირსაც ეძებდა. ამ დროის მანძილზე ამ ორ ადამიანთან ისე დაახლოვებულიყო, რომ უკვე ძმებად აღიქვავდა.
ამირი მოულოდნელად ცალ მუხლზე დაიჩოქა, მისი მარჯვენა ხელში მოიქცია და ბეჭედი გაუწოდა. თეთრი ქვებით გაწყობილი ბეჭედი აბრჭყვიალდა, ხელოვნური განათების სხივები აირეკლა და სტუმრებს თვალი მოსტაცა. თაიას ცრემლი მოადგა თვალებზე, ერთი წამით ისიც კი გადაავიწყდა, რომ ამირი მაჰმუდისგან უნდა დაეცვა, თავისუფალი ხელი პირზე აიფარა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
- თაია, გახდები ჩემი ცოლი და იქნები ჩემ გვერდით ჭირსა და ლხინში?- პრინცის საქციელით გაოგნებულ სახეებს ერთხელ კიდევ გადაავლო თაიამ თვალი და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი, პრინცო ამირ,- ამირმა შვებით ამოისუნთქა, გაბადრული სახით თითზე ბეჭედი მოარგო და ჩაეხუტა.
ქამილმა და მერთმა ტაშის დაკვრა დაიწყეს, მათ ტყუპებიც აყვნენ და ნელ- ნელა ყველა სტუმარი აიყოლიეს, ერთის გარდა. თაიას თვალში მაჰმუდის ზიზღიანმა მზერამ და იარაღის ლულამ ერთდროულად გაიელვა, მამაკაცმა ამირზე დამიზნებით სასხლეტს გამოკრა თითი. ქალმა იყვირა, მაგრამ მისი ყვირილი შეშინებული და დამფრთხალი ხალხის ხმაში აირია და დაიკარგა. ამირი მისკენ შემობრუნდა, ხელები მოხვია და იატაკისკენ უბიძგა. შენელებული კადრივით იყო, თითქოს დრო გაჩერდა, ჰაერი შეიკუმშა, ამირი თაიას მდგომარეობას ამოწმებდა, ორივე გადარჩა, ტყვია არც ერთს მოხვდა. მოულოდნელად ჰაერში მეორე გასროლის ხმა გაისმა და ამირს სახეზე აღუწერელი ტკივილი გამოესახა. მეორეს მესამე გასროლაც მოყვა და გონება დაკარგული ამირი ინერციით დაეშვა თაიას მკლავებში. ძირს ორი უგონო სხეული იწვა, ამირის მიმართულებით პირველ გასროლილ ტყვიას ხალიფი გადაფარებოდა. არეულ ხალხში თაიამ ძლივს გაარჩია მაჰმუდის ბოროტულად კმაყოფილი სახე, კაცი რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა, ქალს მკლავში სწვდა და თავისკენ გაათრია.
- ხელი გამიშვი არაკაცო,- ყვიროდა და თან მშველელს ეძებდა თვალებით, მაგრამ რატომღაც ვერავინ დაინახა. ხალილი და ქამილი დაჭრილებთან ჩამუხლულიყვნენ და მათ პულს სინჯავდნენ.
რატომღაც თაიას ისე მიათრევდა გასასვლელისკენ წინააღმდეგობას რომ არავინ უწევდა. მერე მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემოესმა და მიბრუნებისთანავე ის დაცვა ამოიცნო, სასახლიდან გასულ ამირს რომ მიყვებოდა ხოლმე. მოსყიდული. კი მაგრამ როგორ შეძლო მაჰმუდმა ამდენი, როგორ შეძლო სასახლის დაცვასთან დაკავშირება, ან სად იშოვა ფული, რომელიც მათ გადასაბირებლად იყო საჭირო. დარია, პასუხი ნათელი იყო. დარია რასაც ჩაიფიქრებდა ყველაფერი გამოსდიოდა. ფული მან მისცა მაჰმუდს, მან დააკავშირა დაცვასთან, მან შემოაპარა მიმტანის ფორმაში გამოწყობილი, მაგრამ მას აზრადაც არ გაუვლია, რომ ამირს და ხალიფს ესროდა. მას უნდოდა, რომ თაია სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან, მისმა გეგმამ კი რადიკალურად შეიცვალა სახე.
- მანქანა მზად არის?- იკითხა მაჰმუდმა და თაია თრევით ჩაიყვანა კიბეზე. როგორ, ნუთუ ყველამ უღალატა სამეფო ოჯახს. ისმაილი, ქადირი, მერთი- სად იყვნენ ისინი, სად იყვნენ, როცა ამირს სჭირდებოდნენ.
- მზად არის,- გამოსძახა უკნიდან დაცვამ.
- მაშინ წავიდეთ ჩემო ქალბატონო,- თაიას მზაკვრულად გახედა და ხელის კვრით წინ უბიძგა.
- შენთან ერთად არსად წამოვალ, მკვლელო,- ხელი ჰკრა და გაიქცა, მაგრამ მისგან შორს ვერ წავიდა. მაჰმუდი თმაში სწვდა და თავისკენ მიიზიდა.
- იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი,- მისი სახე ხელში მოიქცია და იარაღის ლულა საფეთქელზე მიაბჯინა,- თუ არადა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავ. გინდა შენ ეს?
- არაკაცო, მკველელო,- გაჰკიოდა და წინააღმდეგობას უწევდა აჰმედს, რომელსაც მანქანისკენ მიჰყავდა იძულებით.
უკვე ავტომობილში უნდა ჩამსხდარიყვნენ, რომ მოულოდნელად ისმაილის ყვირი, გასროლილი ტყვიის ხმა და მაჰმუდის განწირული ღრიალი ერთდროულად მისწვდა თაიას ყურთასმენას. მამაკაცი მანქანას მიეხალა და ქალს ხელზე ჩამოეკიდა. თაია დაზაფრული უყურებდა ამ სანახაობას, ცოტაც და ყვირილს მორთავდა მოულოდნელად მკლავში ხელი რომ წაავლეს და მისგან შორს გასწიეს. დაბინდული მხედველობით ძლივს გაარჩია ისმაილის სახე, მის ზურგს უკან მოქცევას რომ ცდილობდა. ცალ ხელში იარაღი ეჭირა და მამაკაცს უმიზნებდა.
-გახსოვარ?- სისხლიანი მუშტით ოფლისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა. სანამ მაჰმუდი პასუხს გასცემდა გასროლის ხმა ისევ გაისმა, სასახლის კიბეზე დაცვის უგონო სხეული გორდებოდა,კიბის თავში კი იარაღ მომარჯვებული ქადირი იდგა და მოკლულს დაუნდობლად უყურებდა.
-მახსოვხარ,- მაჰმუდის მოგუდული ხმა ძლივს გაისმა.
-ხომ გაგაფრთხილე, თუ კიდევ გაბედავ რაიმე სისულელის ჩადენას, თვალს არ დავახამხამებ ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს მეთქი.
-ხოდა,- ძლივს სუნთქავდა მაჰმუდი, მხარზე მიყენებულ ჭრილობაზე ხელს იჭერდა და ძლივს იკავებდა წონასწორობას. მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი, ცდილობდა მუხლებში ძალა შეენარჩუნებინა,- რატომ ვდგავარ შენ წინ ისევ ცოცხალი?- საზიზღრად ჩაიცინა და ხელი თაიასკენ გაიშვირა,- ეგ გოგო გამატანე და მოვრიგდებით.
-გოგოს კი არა ტყვიას გაგატან ჯოჯოხეთში,- კბილებს შორის გამოსცრა ისმაილმა და ჯერ კიდევ ცინიკურად მომღიმარ მამაკაცს გულში ესროლა. მაჰმუდმა სხეული უკან გადაიქნია, მანქანის ღია კარს ზურგით მიეხალა და ძირს გაიშხლართა. ისმაილი ახლოს რომ მივიდა თვალები ჯერ კიდევ გახელილი ჰქონდა და სუნთქვადა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და საზარლად გაიცინა, ბოლოს სისხლი ამოახველა და სამუდამოდ დაუმშვიდდა ზევით- ქვევით მოძრავი გულმკერდი.
-დასრულდა,- ამოილაპარაკა გულამღვრეულმა თაიამ და მუხლებზე დაეშვა, ისმაილი მაშინვე მასთან გაჩნდა და წამოაყენა,- დამთავრდა, მორჩა?
-დამთავრდა თაია, ყველაფერი მორჩა,- იარაღი ქამარში ჩაიმაგრა და ემოციამოზღვავებულ ქალს მოეხვია,- წამოდი, წავიდეთ.
-ამირი?!
-ამირი და მმართველი ხალიფი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნუ ღელავ, მათ ქამილი მიხედავს.
-წამიყვანე ისმაილ, გთხოვ. ამირთან წამიყვანე,- მავედრებელი თვალებით გახედა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა.
-თაია...,- უნდა ეთქვა, რომ სასახლეში დარჩენა აუცილებელი იყო და ყველა სიახლეს შეატყობინებდნენ, მაგრამ მისი თვალების შემხედვარემ უარი ვეღარ უთხრა და ქადირი თავისთან იხმო.
საავადმყოფოს შესასვლელში დაცვა იდგა, ჟურნალისტების აურაცხელ რაოდენობასაც მოეყარა თავი და ახალ ამბავს პირდაპირი ეთერით აშუქებდნენ. ისმაილისა და თაიას დანახვაზე მაშინვე მათკენ გამოიქცნენ და კითხვების დასმა დაუწყეს. თაია უკვე ცნობადი სახე იყო, რამდენიმე ჟურნალისტი წვეულებაზე ჰყავდათ მიპატიჟებული და პირდაპირი ეთერით გადმოსცეს ხელის თხოვნის კადრები. ახლა უკვე ყველამ იცოდა, რომ ის ამირის დანიშნული იყო. ქადირმა და კართან მდგომმა დაცვამ ძლივს მოაშორეს ტკიპებივით მიკრული ჟურნალისტები ისმაილსა და თაიას და საავადმყოფოსკენ გზა გაუთავისუფლეს. ფოიეშიც უამრავი ხალხი მოძრაობდა, არეულად დადიოდნენ და ერთმანეთს არაბულად უყვიროდნენ რაღაცას. ახალ მოსულების დანახვაზე მაშინვე მათ მისცვივდნენ და გასინჯვა დაუწყეს.
- ჩვენ არაფერი გვჭირს, კარგად ვართ,- მათი ხელები თავიდან მოიშორა ისმაილმა,- პრინცი და მმართველი სად არიან.
-ორივენი საოპერაციოში არიან ბატონო ისმაილ,- ექთნის ფორმაში გამოწყობილმა პატარა გოგონამ უპასუხა,- ბატონი ქამილი და მისი მასწავლებელი აკეთებენ ოპერაციას.
-სად.
-დერეფნის ბოლოს, მარჯვნივ,- ხელი გაიშვირა გოგონამ, თავი დაუკრა და გაიარა.
დერეფნის ბოლოში ნაცნობი სახეები დალანდა თაიამ. ხალიფის ძმა თავის მეუღლესთან ერთად იდგა საოპერაციო ოთახის კართან, შვილის გამოსვლას და მისგან სიახლეების მოსმენას ელოდნენ. დარია ტყუპებთან და მერთთან ერთად იდგა და მდუმარედ იცდიდა, თაიას დანახვისთანავე სახეზე ფერი ეცვალა და სახე აელეწა. ეგონა, რომ მაჰმუდს უკვე შორს ეყოლებოდა წაყვანილი და ახლა შეძლებდა მშვიდად ამოსუნთქვას. თაიას მის დანახვაზე სახე სიბრაზისგან აუწითლდა, თვალებში მრისხანება უელავდა, მისმა მკერდმა სწრაფად იწყო მოძრაობა, სუნთქვა აჩქარებოდა. მოულოდნელად ისმაილის მოხვეული ხელიდან დასხლტა და დარიასკენ მთელი სისწრაფით გაიქცა, სულ აღარ აწუხებდა ის ფეხი კიბეზე რომ იღრძო, როცა მაჰმუდი მიათრევდა. ქალს ეცა და თავიდან ჩალმა ჩამოგლიჯა, შეშინებული დარია უკან გადაქანდა და სკამებს შორის ჩავარდა. კიდევ უნდოდა თაიას შეტევაზე გადასვლა, მაგრამ აღარ დასცალდა, იქვე მდგარმა მერთმა ხელები გაუკავა და გვერდზე გასწია. ასიემ დარია წამოაყენა.
- შენი ბრალია,- გაჰყვირა ბოლო ხმაზე და მერთის მკლავებიდან თავის დასაღწევად გაიბრძოლა,- შენი ბრალია ამირი და მმართველი ხალიფი სიკვდილს რომ ებრძვიან, შენ გინდოდა რომ მაჰმუდს მე წავეყვანე, მაგრამ ის ვერ გათვალე, რომ ეს ასე ადვილად არ მოხდებოდა.
- რას ამბობ გოგო,- შეტევაზე გადავიდა ხალილი და მკლავში წაავლო ხელი,- გაიყვანეთ ეს უგუნური აქედან, ჩემმა თვალებმა აღარ ნახონ მეორედ.
- არა, არსად გავალ მმართველო ხალილ,- ახლა მას შეუტია თაიამ,- არსად გავალ სანამ ყველაფერს არ ვიტყვი, საკმარისია უკვე რაც ჩუმად ვიყავი.
-თაია საკმარისია, წამოდი გარეთ გავიდეთ,- გასასვლელისკენ ექაჩებოდა მერთი და ისმაილს თვალებით სთხოვდა დახმარებას.
- არა მერთ, არსად წამოვალ, გამიშვი,- თვალებში მრისხანებით რომ ჩახედა, მამაკაცმა მექანიკურად უშვა ხელი,- დავიღალე უკვე ამდენი უსამართლობის ატანით, ამდენი ტკივილის და დამცირების ატანით. მითხრეს, რომ უნდა გავჩუმებულიყავი და მეც ჩუმად ვიყავი, მაგრამ დღეს აღარ გავჩუმდები. ამ ქალმა,- თითი დარიასკენ გაიშვირა,- თქვენმა და მმართველი ხალიფის სანაქებო რძალმა მოაწყო ეს ყველაფერი. მაჰმუდმა, რომელმაც პრინცსა და მამამისს ესროლა, ადრე ჩემზე ძალის გამოყენება გადაწყვიტა და მისგან ამირმა დამიხსნა, ისმაილი და ქადირიც იქ იყვნენ მაშინ. ეს ბიჭი დიდი ხნის განმავლობაში არ მანებებდა თავს, მერე უცებ გაქრა და მიხაროდა, როგორც იქნა თავი დამანება მეთქი, მაგრამ დღეს მოულოდნელად გამოჩნდა. მაინცდამაინც დღეს რატომ გამოჩნდა ან რა იცოდა, რომ ამირი ჩემთვის ხელის თხოვნას აპირებდა ან კიდევ როგორ შეძლო სასახლეში ასე უჩუმრად შემოსვლა- ეს კითხვები არავის გიჩნდებათ?- თვალი გადაავლო იქ მყოფთ,- რატომ არ გაინტერესებთ, როგორ შეძლო ერთმა ღარიბმა ბიჭმა სამეფო ოჯახის რამდენიმე დაცვის მოსყიდვა, მიმტანების წრეში გარევა და სასახლეში თავისუფლად სიარული, ქამარში იარაღ დამაგრებულმა? ეს ქალი, მმართველი ხალიფის საყვარელი რძალი დაეხმარა მას ამ გეგმის ასრულებაში, მან გადაუხადა ფული მაჰმუდს, რომ მე წავეყვანე, მაგრამ მას არ უნდოდა ვინმე დაშავებულიყო, ხომ ასეა პრინცესა დარია?- ჟალუზებჩამოფარებულ ფანჯარასთან მდგარ დარიას ისედაც ფერმკრთალი სახე უარეს გაუუფერულდა, ბეჭედს აწვალებდა და თაიას შიშით უყურებდა,- თქვი, როგორ იდექი კიბეზე მასთან ერთად და პირობას ართმევდი, რომ იმ იარაღით, რომელიც მაჰმუდს ეჭირა ხელში, არავინ დაშავდებოდა და მხოლოდ ჩემ წასაყვანად გამოიყენებდა. აღიარე, რომ შენ დაეხმარე მას სასახლეში შემოსასვლელად,- თაია გაჩუმდა და დარიას მიაშტერდა, ქალმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ხალილმა დაასწრო.
-ისმაილ, ახლავე გაიყვანე ეს გოგო გარეთ, თორემ ადგილზე მოვკლავ,- ბოხი ხმა მრისხანებისგან უფრო მეტად დაბოხებოდა. თაიამ მის უკან მდგომ ისმაილს, მერთსა და ქადირს გახედა, ადგილიდან არც ერთი იძვროდა, მათ იცოდნენ სიმართლე,- გაიყვანეთ მეთქი,- მისკენ წადგა ნაბიჯი ხალილმა, მაგრამ მაშინვე გაჩერდა როგორც კი საოპერაციოს კარი გაიღო და თეთრ ხალათში გამოწყობილი და პირბადე აფარებული ქამილი გამოვიდა.
- ეს საავადმყოფოა და არა ქუჩა,- მამამისს მიუბრუნდა და წარბშეკვრით უთხრა,- თუ ყვირილი გინდათ გარეთ გადით და იყვირეთ რამდენიც გენებოთ, მაგრამ ჩემს საავადმყოფოში ამას არ დავუშვებ. აქ პაციენტები არიან და წუხდებიან, საკმაოდ რთულ ოპერაციას ვატარებ და ხელი მეშლება. ერთი პატარა შეცდომა და ამირს ვეღარასდროს ნახავთ, ასე რომ შეიკავეთ ყოველგვარი ყვირილისა და ჩხუბისგან თავი, თორემ მედ- პერსონალს ვთხოვ და დამამშვიდებელს გაგიკეთებთ,- რატომღაც ამ ყველაფერს მამამისის მიმართულებით ამბობდა, თვალი თვალში გაეყარა და დაჟინებით უყურებდა,- მომეცით საშუალება მშვიდად განვაგრძო ოპერაციის კეთება,- კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მის ზურგს უკან კარი გაიღო და დამხმარე ექთანი გამოვიდა.
- ექიმო ქამილ სასწრაფოდ სისხლი გვჭირდება პრინცისთვის,- სახეზე შიში და სასოწარკვეთილება ერთდროულად ეხატა,- სისხლის ბანკში საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს. ეს ისეთი სისხლის ჯგუფია, რომ...,- აღარ გააგრძელა ექთანმა. ქამილმა ხელის ზურგი შუბლზე გადაისვა და თვალებდახუჭულმა ახედა თეთრ ჭერს.
- მეოთხე დადებითი სისხლის ჯგუფი გააქვთ ვინმეს ძარღვებში?- ისე იკითხა თვალები არც კი გაუხელია. ყველა ჩუმად იყო, ხმას არავინ იღებდა და უცებ გაისმა თაიას ნაზი და მშვიდი პასუხი.
- მე მაქვს,- სწრაფად ჩამოსწია თავი და გოგონას შეხედა, თვალზე გაჩენი წვრილი ნაოჭებით მიხვდებოდით, რომ პირბადის მიღმა იღიმოდა.
- წამოდი, - ხელი მოკიდა და მოპირდაპირე მხარეს მდებარე ოთახისკენ წაიყვანა.
- არა ქამილ,- იჭექა ხალილმა,- სამეფო სისხლში ვერ ავურევთ ვიღაც გადამთიელი ქალის ბინძურ სისხლს.
- ამ ვიღაც გადამთიელი ქალის ბინძურ სისხლს შეუძლია გადაარჩინოს შენი ძმის შვილის სიცოცხლე. რომელი უფრო გადარდებს სამეფო სისხლი თუ მისი სიცოცხლე? მიუხედავად შენ მიმართ დიდი პატივისცემისა არ მოგცემ უფლებას ჩემ საქმეში ჩაერიო,- კარი შეაღო, თაია შეუშვა და თვითონაც შეყვა. ოთახში ალბათ თაიას ასაკის ბიჭი დახვდათ, შესულებს მიესალმა და ქამილს მომლოდინე თვალებით გახედა,- სისხლი აუღე, ჯგუფი დაადგინე და სასწრაფოდ შემატყობინე,- ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი რომ დაუკრა კარისკენ შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. გასვლისთანავე ქადირი მივიდა მასთან.
- პრინცო ქამილ მგონი მეც მეოთხე მაქვს სისხლის ჯგუფი.
- კარგი, შედი და უთხარი სისხლი აგიღოს,- მერე მომლოდინეებს სერიოზული სახით გახედა და თითის ქნევით გააფრთხილა,- თუ კიდევ ერთხელ შემიშლის თქვენი ხმაური ხელს დაცვას ვეტყვი და გარეთ გაგყრით.
თაია უკვე რამდენი ხანი იცდიდა საათი აერია, ფეხსაცმელი გაეხადა და დერეფანში ფეხშიშველი სცემდა ბოლთას. ბიჭი, რომელმაც სისხლი აუღო გამოვიდა და ქადირს დაუძახა, მისი სისხლი მისაღები იყო, თაიასი კი არა. გაუკვირდა, არადა ბავშვობიდან იცოდა, რომ სისხლის მეოთხე დადებითი ჯგუფი ჰქონდა. ალბათ ცუდად ახსოვდა. კიდევ ცოტახანი და ქადირი ისევ მოსაცდელში დაბრუნდა, პიჯაკი ხელში ეჭირა და პერანგის მკლავი იდაყვამდე აეკეცა.
ოპერაცია ასე თუ გაიწელებოდა არ ეგონა. ქამილმა კი უთხრა, რომ რთული და ხანგრძლივი ოპერაცია იქნებოდა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა ადგილზე, დერეფანში დადიოდა და ღმერთს საყვარელი მამაკაცის გადარჩენას ევედრებოდა. ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა ქამილი საოპერაციო ოთახიდან და იქ მყოფთ აუწყა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდა საფრთხე. თაიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ენით აღუწერელი იყო მოსმენილით გამოწვეული სიხარული და ემოცია. მისთვის ერთადერთი სიყვარული ცოცხალი იყო, მეტი რაღა უნდა ნდომებოდა მას. მისდა მოულოდნელად ქამილი მკლავში სწვდა და ცოტა მოშორებით გაიყვანა, გაოცებული ჩანდა.
- იცი, რომ ორსულად ხარ?- თაიას მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა, გაგონილის გამო თავბრუ დაეხვა და წონასწორობის შესანარჩუნებლად ქამილის ხელს ჩაეჭიდა,- ფრთხილად, დაჯექი.
-რა... რა ვარ?- ძლივს ამოღერღა. პირი უშრებოდა, გული გამეტებით უფეთქავდა.
-დამშვიდდი,- გვერდით მიუჯდა და მხარზე მეგობრულად მოუთათუნა,- ორსულად ხარ თაია, ეს არ იცოდი?
-პირველად გავიგე შენგან,- გულზე მიედო ხელი და მოსმენილს აანალიზებდა.
-მისმინე, ეს არავინ უნდა გაიგოს, ჯერ- ჯერობით მაინც, გესმის?- გაუცნობიერებლად დაუქნია თავი,- ალაჰმა არ ქნას და თუ ამირი მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა უარეს შემთხვევაში ბავშვს წაგართმევენ და მოგკლავენ, ან უფრო უარეს შემთხვევაში ორივეს მოგკლავენ,- თაიამ შიშით გახედა მოსაუბრეს,- ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ შეგაშინო ან დაგაშინო, არამედ იმიტომ გეუბნები, რომ როცა საქმე სამეფო ოჯახს ეხება იქ ადამიანის დამნაშავე არ დამნაშავეობას არ უყურებენ. თვალში ცუდად ამოგიღებენ და სიცოცხლეს მოგისწრაფებენ. ამაში ხელს მე თვითონაც ვერ შევუშლი, ხომ გესმის ჩემი?- თაიამ ისევ დაიქნია თავი თანხმობის ნიშნად,- ძალიან კარგი, ე.ი შევთანხმდით ხო?
- შევთანხმდით,- ჩუმად ამოილაპარაკა თაიამ და მუცელზე მიიდო ხელი. მისი და ამირის სიყვარულის ნაყოფი მის მუცელში იზრდებოდა. ეს პირველი ქალური ბედნიერება იყო მისთვის, დედა გახდებოდა, შვილს ჩაიხუტებდა და ეტყოდა, რომ ძალიან ბედნიერია მისი არსებობით. განა ამდენი ხნის განმავლობაში მის არსებობაზე არ ოცნებობდა? ამირისა და მის შვილზე, სიყვარულით ჩასახულზე და სიყვარულითვე დაბადებულზე. ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა ყოფილიყო მისთვის?!
ფიქრებში გართულს ისე სწრაფად ეცვლებოდა მის სახეზე ემოციები, რომ იქვე მდგარი ექთანი მივიდა და დააკვირდა, თაია იღიმოდა, იღრუბლებოდა და იწყენდა მონაცვლეობით. გოგონა მხარზე რომ შეეხო შეკრთა და გვერდით მჯდომს გახედა.
- კარგად ხართ ქალბატონო? რამით ხომ არ შემიძლია თქვენი დახმარება?
-ორსულად ვარ,- ამოილაპარაკა თაიამ და პანიკური სიცილი აუტყდა,- ორსულად ვარ გესმის? მუცლით მის შვილს ვატარებ,- ახლა სიცილთან ერთად თვალზე მომდგარ ცრემლებს მისცა გასაქანი და ტირილი დაიწყო,- ორსულად ვარ და შეიძლება მომკლან, რითი უნდა დამეხმარო?- ექთანი გაკვირვებული უყურებდა ქალს და არ იცოდა რა ექნა, თვალებით დამხმარეს ეძებდა და საოპერაციო ოთახთან შეკრებილი გაკვირვებული ხალხისგან გამოყოფილ, მათკენ მიმავალ ერთ- ერთ მამაკაცს რომ ჰკიდა თვალი შვებით ამოისუნთქა.
- არ ვიცი რა დაემართა, გაურკვევლად საუბრობს ორსულობასა და სიკვდილზე,- მათთან მისულ ისმაილს აუწყა ექთანმა და თაიას სიბრალულით სავსე თვალებით გახედა.
- მე მივხედავ, მადლობა,- მერე თაიას მიუბრუნდა, წამოაყენა და უკანა ეზოში გასაყვანად დერეფანს გაუყვა. გარეთ რომ გავიდნენ კიბეზე ჩამოსვა და თავადაც გვერდით მიუჯდა. თაია ტიროდა და ცრემლებს დრო და დრო მუჭით იწმენდდა, ნერვიულად ქანაობდა წინ და უკან.
- ამირი მოკვდება და მეც მომკლავენ?- ისმაილისთვის არც შეუხედავს ისე ამოილაპარაკა, თითქოს მის წინ სიბნელეს ეკითხებოდეს.
- სისულელეს ნუ ამბობ თაია, არც ამირი მოკვდება და არც შენ, გასაგებია?- მწყრალად გახედა ქალს და მერე მშვიდი ხმით დაამატა,- ორსულად ხარ?
- მეშინია ისმაილ,- თითქოს მისი კითხვა ვერ გაეგოს ისე ამოილაპარაკ,- ამირის გამო მეშინია, მდგომარეობიდან რომ ვერ გამოვიდეს მაშინ... ქამილმა მითხრა, რომ დანაშაულს მე დამაბრალებდნენ და მომკლავდნენ,- ისმაილს ხმა არ ამოუღია, სიბნელეს გაჰყურებდა და გამოსავალს ეძებდა,- პასუხს რატომ არ მცემ, ე. ი მართალია რაც მან მითხრა?
-შენც კარგად იცი, რომ საუდის არაბეთს მკაცრი კანონები აქვს თაია.
- და რა ვქნა მე? შევეგუო იმ აზრს, რომ ადრე თუ გვიან სიცოცხლეს გამოვემშვიდობები?- დუმილი ჩამოწვა მათ შორის. თაია მისკენ შებრუნებულიყო და მომლოდინე, ცრემლიანი თვალებით ელოდებოდა მის პასუხს,- მითხარი რამე, რატომ ხარ ჩუმად.
- შენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდე,- წარმოთქვა მოულოდნელად და ქალს ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეხედა სახეში,- ქადირს გამოგაყოლებ, ის მზად არის შენთვის თავი გასწიროს.
- რას ამბობ ისმაილ, წავიდე და ამირი დავტობო? შენც კარგად იცი, რომ მას არ დავტოვებ,- თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია და მამაკაცს თვალი აარიდა.
-და გინდა რომ ბავშვი წაგართვან და მოგკლან? უარეს შემთხვევაში ორივეს გამოგასალმებენ სიცოცხლეს.
-ქამილმაც იგივე მითხრა,- თავი ჩახარა და ფეხის თითებს დააშტერდა,- ნუთუ აქ საერთოდ არ ადარდებთ ორსული ქალის სიცოცხლე?
- შენ კიდევ ვერ მიხვდი აქ რა ხდება,- თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და უკვე გადაწყვეტილივით განაგრძო დაწყებულის გაგრძელება,- საქართველოში წახვალ, ქადირიც გამოგყვება. უმჯობესია ახლავე თუ წახვალთ, სანამ შენმა ორსულობამ სხვის ყურამდეც არ მიაღწია,- ფეხზე წამოდგა და ზევიდან დახედა,- აქ იყავი, ქადირს ვეტყვი, რომ მანქანა აქ მოიყვანოს და პირდაპირ აეროპორტში წახვალთ,- მერე პიჯაკი გაიხადა, მხრებზე მოახვია და წასასვლელად შებრუნდა.
-ისმაილ,- უკან გახედა და მიმავალი შემოაბრუნა,- შეიძლება ერთი გოგონა წავიყვანო? მიუგე ქვია, თუ, რა თქმა უნდა, მასა მოუნდება წამოსვლა,- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მამაკაცმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.
ხუთი წუთიც არ იყო გასული ქადირი შავი მანქანით რომ მოვიდა უკანა კართან, მანქანიდან გადმოვიდა, ქალს ადგომაში დაეხმარა და მანქანაში ჩასვა. მიუგე სიხარულით დათანხმებულა ამ შემოთავაზებას, ისმაილის თხოვნით თაიასთვის პატარა ჩანთას ალაგებდა. ქადირმა სასახლესთან ახლოს გააჩერა მანქანა, მიუგეს ჩანთა გამოართვა და კარი გაუღო ჯელტმენივით. გაახსენდა ქადირმა მასთან რომ გაამხილა მიუგეს მიმართ სიყვარული და ჩაეღიმა მათი თითების უეცარი შეხებით შემკრთალი მიუგეს დანახვისას. სავარძელზე შეტრიალდა და უკვე დაძრული მანქანის უკანა მინიდან სასახლეს გახედა, მოენატრებოდა ვითომ ეს ადგილი ახლა ბრძოლის ველს რომ დამსგავსებოდა? - შესაძლოა.
აეროპორტში მისვლისთანავე ლურჯ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი ბიჭი შეეგება და უთხრა რომ ისმაილს უკვე დაეჯავშნა სამი ბილეთი ქალბატონი თაიას სახელზე. ასე ადვილად ტოვებდა ამ ადგილს? თავის გულს და სულს ტოვებდა და მიდიოდა მისგან შორს, მისი სიყვარულისგან შორს. დუბაიში ჩამოსვლისას, თავგადასავლების მოძიება ცუდად დაიწყო. მაშინ წყევლიდა იმ დღეს, როცა ამ აეროპორტში დადგა ფეხი, ახლა კი ცრემლიანი თვალებით ემშვიდობებოდა.
თვითმფრინავში ჩაჯდომისას კიდევ ერთხელ მოაწვა ცრემლები და ხმამაღლა დაიწყო ტირილი, ეს ხომ უსამართლობა იყო, როგორ დაეტოვებინა საყვარელი მამაკაცი და წასულიყო მისგან შორს საკუთარი თავის გადასარჩენად. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მაგრამ რომ მივიდა უკვე დაგვიანებული იყო, თვითმფრინავი უკვე დაძრულიყო ადგილიდან და აფრენას იწყებდა. მაშინ განწირულმა, მთელი ხმით იყვირა მისი სახელი და დახურულ კართან ჩაიკეცა, გულის ნაწილი ამ მიწაზე დატოვა და მთლიანი სული.

*

საქართველოში ჩასულს ეუცხოვა იქაურობა, თითქოს არასდროს უცხოვრია ამ ქვეყანაში, თითქოს მთელი მისი ცხოვრება დუბაიში გაეტარებინოს. აქაც არავინ დახვდა, არავინ ელოდა, არ მოელოდა. მარტო იყო და მარტოსული, არავინ ყავდა მონატრებული, რომ მისულიყო, ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ მისი ესმოდა. მაგრამ არავინ იყო, სულ არავინ.
აეროპორტიდან გასვლისთანავე ტაქსი გააჩერეს და თაიას მამისეულ კოტეჯში წავიდნენ. ნოსტალგიამ გაიღვიძა ამ ერთდროულად პატარა და დიდ სახლს რომ შეავლო თვალი და კიდევ ერთხელ აატირა საკუთარი თავი. არც დედა, არც მამა და ახლა უკვე აღარც ამირი, არავინ - საერთოდ არავინ. მხოლოდ მიუგე და ქადირი დარჩენოდა, რომლებიც დად მიიჩნევდნენ თაიას და უყვარდათ გულწრფელად. მიუგე რომ გადაეხვია და საშუალება მისცა მის მხარზე ეტირა, უფრო იმატა ცრემლების ნიაღვარმა მისი თვალებიდან. სეზონიც კი ამ ცრემლების შესაფერისი სახით მოსულიყო და თაიას მსგავსად ისიც ტიროდა. შემოდგომა შეპარულ საქართველოში წვრილად წვიმდა.
რამდენიმე ხნის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა ისმაილის შეტყობინებას. უნდოდა ეთქვა, რომ ამირი გონზე იყო და თაიას უკვე შეეძლო მასთან დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. ელ ფოსტას წამდაუწუმ ამოწმებდა და ცარიელი ეკრანის დანახვისას ცრემლები მოსდიოდა. უკვე ორი თვის იყო და ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა ამ მოვლენით გამოწვეულ ბედნიერებას, ბავშვი ამ დროიდანვე უდედოდ იზრდებოდა, თაია კი ვერაფრით იაზრებდა მის არსებობას.
მეოთხე თვეში იყო, რომ იმედ გადაწურულმა, უკვე საბოლოოდ შეამოწმა მისი ელ ფოსტა და თვალები გაუფართოვდა, როცა წერილი დახვდა. ხელის კანკალით დააჭირა სენსორს თითი და შეტყობინება გახსნა, სუნთქვა და გულისცემა ერთდროულად აუჩქარდა წაკითხულის გამო, მთელი ხმით იყვირა და საწოლის გვერდით იატაკზე ჩაიჩოქა. მუცელზე ჰქონდა ორივე ხელი შემოხვეული და განწირული ყვირობდა ამირის სახელს. მის ყვირილზე ქვედა სართულზე მყოფმა ქადირმა და მიუგემ აირბინეს მის სანახავად, თაიას ასეთი მდგომარეობა რომ დაინახა გოგონამ პირზე აიფარა ხელები. ორივეს თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ, მათ უკვე გაეგოთ ეს ცუდი ამბავი და ფიქრობდნენ როგორ ეთქვათ ეს თაიასთვის.
- ამირი მოკვდა,- კიდევ ერთხელ იყვირა და წინ გადახრილმა შუბლი იატაკს შეახო,- დამტოვა.
რომელ ჩვენგანს არ გამოუცდია საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი და სიცარიელის გრძნობა?- ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დროს თანადგომა და გვერდში დგომა ყველაზე ძალიან გვჭირდება ჩვენ, ადამიანებს. დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრება, ნაკუწებად ქცეული გული, სრულიად წართმეული სული, დაკარგული სიყვარული და სწორედ მაშინ, პირველად შეგრძნებული მეორე სიცოცხლე.
თაიას მუცელში ბავშვი შეირხა.
ეს იყო მისი და ამირის სიყვარულის ნაყოფი, რომელიც მალე დაიბადებოდა, გულში ჩაიხუტებდა და ეტყოდა, რომ დედა მასთან იყო და ძალიან უყვარა. არ იცოდა მუცლით ბიჭს ატარებდა თუ გოგოს, მაგრამ ბიჭის დაბადების შემთხვევაში უკვე იცოდა რას დაარქმევდა- მამის სახელს. მშობიარობამდე დარჩენილი დროის განმავლობაში შეძლო იმასთან შეგუება, რომ მარტოხელა დედის სტატუსი მიეკერებოდა, თუმცა ეს სულაც არ აწუხებდა მისთვის მთავარი იყო ბავშვის პაწია გულის ცემა და სიცოცხლე.
ორსულობის მთელმა ცხრა თვემ ისე მოულოდნელად გაირბინა, მუცლის ტკივილი რომ იგრძნო ძალიან შეეშინდა. თავის ოთახში საწოლზე იყო წამოწოლილი და მუსიკას უსმენდა, მოულოდნელად მუცლის მწვავე ტკივილი რომ იგრძნო და დააყვირა. ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ყოველი მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა, ფეხებში ძალა არ ჰქონდა. მიუგეს სახელს გასძახოდა და შველას სთხოვდა. გოგონა შესვლისთანავე მკლავზე დაეჭიდა დასახმარებლად და ქადირს მანქანის გამოყვანა დაავალა ავტოფარეხიდან.
- მგონი წ....ბი დავღვარე, მიუგე,- შიშით ახედა გოგონას და აუტანელი ტკივილისგან გაწამებულმა სახე დამანჭა.
- ნუ გეშინიათ,- მხოლოდ ეს უთხრა და ზევით ამოსულ ქადირს გზა დაუთმო თაიას ხელში ასაყვანად.
მშობიარობა მისთვის ძნელი აღმოჩნდა, იმდენი ხანი ცდილობდა დაებადა ის პატარა, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა, რომ ბოლოს ძალა სრულად გამოელია და გონი დაკარგა. ბებიაქალს მისი საკეისროგაჭრა და ბავშვის ისე ამოყვანა უწევდა, მაგრამ დედის გულის ცემა ისე შენელებულიყო, რომ ეშინოდა ამ ოპერაციის ჩატარების. საბოლოოდ კი გარისკა და ორივე გადაარჩინა, გოგონა დაიბადა ჯანმრთელი, დედის გული კი კალაპოტს დაუბრუნდა.
მისი გონზე მოსვლისთანავე მიახუტეს გულზე ბავშვი. მამის თვალები ჰქონდა- ნაცრისფერი და სუფთა. თაიას ტირილი აუტყდა, ბავშვს გულზე იხუტებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა - ,, მამას ჰგავს, მისი თვალები აქვს" და ექიმებსა და ექთნებს ბავშვის თვალების ნახვას სთავაზობდა- ,, შეხედეთ, მამამისის თვალები გამოყვა".
- ბედნიერებას გისურვებ ჩემო გოგო,- თმაზე ხელი გადაუსვა ასაკშეპარულმა ბებიაქალმა და შუბლზე აკოცა,- ეს ქალისთვის პირველი სიხარულია.

***

შვილს მიუგეს დახმარებით ზრდიდა. უძინარი ღამეებით დაღლილს, სავარძელში ჩაჯდომისას მოულოდნელად რომ ჩაეძინებოდა მორიგეობა მიუგეს ხელში გადადიოდა და ისიც დიდი სიამოვნებით აკეთებდა ამას. ქადირს მათთვის პროდუქტები და ყველა საჭირო ნივთი მიჰქონდა. თავიდან არ ეკარებოდა ამირისა და თაიას ქალიშვილს, მაგრამ როგორც კი წამოიზარდა ხელიდან აღარ უშვებდა, მხოლოდ მაშინ თმობდა, როცა საფენის გამოცვლის დრო დგებოდა.
ასე და ამგვარად თაია მარტოხელა დედა გახდა, მაგრამ ერთი წამითაც არ გაუვლია თავში ამის გამო დეპრესიული ფონისთვის დაეთმო გზა. ამირის ნაჩუქარი ბეჭედი ჯვართან ერთად ცეპზე ჩამოეკიდა და ისე ატარებდა ყველგან. ღამ- ღამობით, როცა გოგონას დააძინებდა ხელის გულზე იდებდა სამ თვლიან ბეჭედს, თითს უსმევდა და იქამდე ფიქრობდა ამირზე სანამ არ ჩაეძინებოდა ხოლმე.
ქადირი და მიუგე ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ და დაქორწინება გადაწყვიტეს. ეს მოულოდნელი და ამავე დროს სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა თაიასთვის. ექვსი თვის გოგონა ხელში ეჭირა და აძინებდა.
- სერიოზულად მეუბნებით,- რატომღაც დაზუსტება მოუნდა განაგონის.
- დიახ,- ქართულად უპასუხა ქადირმა და გვერდით მდგომ მიუგეს ხელი ჩასჭიდა. ქართულის სწავლა მაშინ გადაწყვიტეს, როცა პატარა დაიბადა, უნდოდათ მას ქართული სიტყვებით მოფერებოდნენ.
- მიუგე?
- დიახ, თაია,- ისიც დათანხმდა და ქადირს თავი მიაყრდნო.
-როდის მოასწარით?- ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა თაიამ,- მაშინ, რადგან ერთმანეთი გიყვართ და ერთად ყოფნა გადაწყვიტეთ მე თანახმა ვარ,- თვალი ჩაუკრა გოგონას და თავისუფალი ხელით მოეხვია.
მეორე დღეს, თაწმინდის პარკში მდებარე ქორწინების სახლის წინ თეთრ, თეთრ კაბიანი მიუგე და შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ქადირი ხელი- ხელ ჩაკიდებულები იდგნენ და იცდიდნენ. დაქორწინებაც ქართული წესით გადაეწყვიტათ. მიუგემ თაიას სთხოვა მეჯვარეობა და ისიც სიხარულით დათანხმდა, უარი არ უთქვამს, რადგან დად და საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა ყოველთვის. ქალის, რომელსაც საქორწილო რეგისტრაცია უნდა გაეფორმებინა, მოლოდინში თაიას უეცრად მოაგონდა, რომ ქადირს არ ყავდა მეჯვარე.
- ქადირ შენ რომ მეჯვარე არ გყავს?- შეშფოთებით შეხედა მიუგეს ყურებაში გართულ ბიჭს.
- მყავს,- ისე უპასუხა გოგონასთვის თვალი არც კი მოუშორებია.
- ვინ,- იკითხა გაოცებულმა და ქადირის პასუხის მოლოდინში ზურგს უკნიდან მოესმა ნაცნობი ხმის ტემბრი.
-მე,- თაიამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაბა, ხელები აუკანკალდა და რომ არა მიუგე, შეიძლება ბავშვი ხელიდან ჩავარდნოდა. გულმა ამ ხმის გაგონებაზე ისე უწყო ფართხალი და ფორიაქი, ეგონა სადაცაა ფრთებს გაშლის და გაფრინდებაო. უკან მიხედვას ვერ ბედავდა, ადგილზე გაშეშებულიყო და ციებცხელებიანივით კანკალებდა, ხელები ჰქონდა დაბუჟებული, შუბლი ოფლისგან დაცვრილი, ტუჩს გამეტებით იკვნეტდა და თავს არწმუნებდა, რომ ეს მხოლოდ მონატრებული ხმის მოლანდება იყო. მაგრამ მიუგესა და ქადირის მხიარული სახის დანახვაზე თავის რწმუნებას შეეშვა და ნელი ტემპით შეტრიალდა.
ის, ის იდგა და უღიმოდა. ელანდებოდა? მოლანდება იყო? იქნებ სიზმარი. ნუთუ ეძინა და ამ ყველაფერს სიზმარში ხედავდა. სიზმარი ხარ თუ ცხადი- იკითხა გონებაში და მის შესახებად ხელი გაიშვირა. ნამდვილად იგრძნო მისი შეხება, ხორციელი და ნამდვილი იყო, არც სიზმარი და არც მოლანდება. ნუთუ ეს შესაძლებელი იყო, ნუთუ შეიძლებოდა ნამდვილი ყოფილიყო. ამირი, რომლის გარდაცვალებაც ისმაილმა აუწყა, ახლა მის წინ იდგა, უღიმოდა და ცოცხლად ეხებოდა, მისი ხელის სიმხურვალეს გრძნობდა.
-ამირ?!- ძლივს ამოუშვა გულიდან მისი სახელი და თვალზე მომდგარმა ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა მის ღაწვებზე.
-მე ვარ,- ამოილაპარაკა და მხრებზე მოხვია ხელი. მისი გულის ცემა ნათლად ესმოდა, ნამდვილი იყო.
-ცოცხალი ხარ,- ცრემლებს ამოაყოლა და მიწაზე დაეშვა, ამირის მკლავებიც მიყვა.
- ცოცხალი ვარ და ისევ შენი სიყვარულით სავსე, ჩემო თაია,- მისი სახელი სუნთქვა ამოყოლებით წარმოთქვა და ცრემლით დანამული სახე ერთიანად დაუკოცნა.
- ცოცხალი ხარ,-კიდევ ერთხელ ამოთქვა და მუხლებზე მდგარ მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა, ამირის მკლავები მის წელს შემოხვეოდა და მთელი ძალით იკრავდა სხეულზე.



თავი 13


შუადღის უძლური მზის უკანასკნელი სხივები დაფენოდა სხვენში მოწყობილი საძინებელი ოთახის იატაკზე. ვარდისფერ კედლებზე თაიას მომღიმარი მშობლების სურათი იყო დაკიდული, გვერდით კიდევ ერთი ჩარჩო ეკიდა, პატარა, კიკინებიანი თაია მამას მხრებზე ეჯდა და მთელი გრძნობით იცინოდა. მცირე ვიტრაჟიანი კედლის ძირში მყუდრო დასაჯდომი მოეწყოთ პატარა ბალიშებით, თეთრ ხალიჩაზე ქალის ბავშვობისდროინდელი სათამაშოები იყო ჩამწკრივებული. კედელთან საწოლი იდგა, საწოლთან ორი ტუმბო, ტუმბოზე სანათურები, რომელიც მზისგან ნახევრად განათებულ ოთახს უფრო მეტ სინათლეს სძენდა. საწოლზე ორი სხეული იწვა, ქალის და კაცის, მამაკაცის მკლავებში პატარა გოგონას უშფოთველად ეძინა. ქალს თავი მის მხარზე ჩამოედო და მის სუნთქვას უსმენდა. ჯერ კიდევ არ ეჯერა, რომ სინამდვილე იყო რაც მის თავს ხდებოდა, მაგრამ მისი შეხება, სითბო, გულის ცემა ისეთი რეალური იყო, არასწორი იქნებოდა თავი სიზმარში წარმოედგინა. მამაკაცის ხელი მხრებზე რომ მოეხვია თითქოს უფრო მეტი მონატრება იგრძნო, მჭიდროდ მიეკრა მკერდზე და გაინაბა, თუმცა დაუძლეველი შიში ჰქონდა იმისა, რომ ადრე თუ გვიან ამირი მისგან მაინც წავიდოდა.
-ისევ ვერ ვიჯერებ, რომ შენ აქ ხარ, ჩემთან,- მის კისერში თავი ჩარგო და მონატრებული, ნაცნობი სუნამოს სურნელი შეისუნთქა,- ისმაილმა მითხრა, რომ ცოცხალი აღარ იყავი. რატომ მომატყუა?
- ასე იყო საჭირო,- უემოციოდ წარმოთქვა და მძინარ შვილს დახედა, ტუჩი რომ გადმოებრიცა,- მე კი ის არ მჯერა, რომ შვილი გვყავს. ამაზე შენი გაცნობის დღიდან ვოცნებობდი, მაგრამ ახლა თავს უცნაურად ვგრძნობ, მამა უცნაურად გავხდი.
-რატომ მომატყუა ისმაილმა?- ყურადღება არ მიუქცევია ამირის სიტყვებს, ისე გაუმეორა კითხვა,- როგორ შეიძლება ადამიანს ვინმეს სიკვდილი დააჯერო, როცა სინამდვილეში ცოცხალია? ეს ხომ არაადამიანობაა?- ამირის ხელისგან გათავისუფლდა, საწოლზე წამოიწია და მთელი ტანით შებრუნდა მისკენ.
-ეს ტყუილი კი არა, უბრალოდ სიმართლის დამალვაა.
-რა განსხვავებაა?
-თითქმის არანაირი,- მხრები აიჩეჩა და ბავშვს თავზე მოეფერა.
- მაშინ მითხარი, რაში დაგჭირდათ შენ და ისმაილს ასეთი ტყუილის თქმა?- ცდილობდა ხმას არ აეწია ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა,- ეს რა საჭირო იყო.
-ეს გრძელი ამბავია,- საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და ქალიშვილი თავის საწოლში ჩააწვინა,- რას ნიშნავს სახელი მარიამი?
-შეუპოვარს და დაუმორჩილებელს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ ამირ.
-თქვენი ღვთისმშობლის სახელია, ძალიან მომწონს.
-ამირ...,- დაიღრინა და მამაკაცს მკლავში სწვდა. ამირმა ღრმად ამოისუნთქა, საწოლს შემოუარა, ვიტრაჟიდან პატარა ბაღს გადახედა და მოყოლა დაიწყო იმის, რაც თაიას საქართველოში წამოსვლის მერე მოხდა.
-გონს რომ მოვედი შენ უკვე ოთხი თვის წასული იყავი, გავიღვიძე თუ არა შენ გიკითხე, მაგრამ ისმაილმა მითხრა, რომ შენი საქართველოში გამომგზავრება გახდა აუცილებელი. სიმართლე გითხრა გამიხარდა კიდეც იმ საშინელ პერიოდში ჩემთან რომ არ იყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემ გარეშე უკეთესი ცხოვრება გექნებოდა ვიდრე ჩემთან ერთად. ხალხმა მამაჩემის გარდაცვალება რომ შეიტყო, დამნაშავის ძებნა დაიწყო. მაჰმუდი ისმაილმა მოკლა და ახალი დამნაშავის ძებნაში შენი სახელი გაახსენდათ მოულოდნელად, საქმე ისაა, რომ კამერებმა დაგაფიქსირეს როგორ მიჰყვებოდი მაჰმუდს მანქანისკენ.
- მას ძალით მივყავდი,- შეშფოთებულმა ამოთქვა.
- მე ვიცი, მაგრამ ისინი არ დაფიქრებულან, რომ შენ იმ ძაღლიშვილს იძულებით მიჰყავდი, უბრალოდ მასთან ერთად დაგინახეს და განაჩენი გამოგიტანეს. შენ დაგაბრალეს მმართველი ხალიფის მოკვლა და პრინცი ამირის მკვლელობის მცდელობა, რადგან ერთადერთი საეჭვო პირი მხოლოდ შენ იყავი იმჟამად, სხვა სარწმუნოებისა და მოქალაქეობის მქონე. ისმაილს იმიტომ ვთხოვე შენთვის ტყუილის თქმა, რომ ვიცოდი ჩემი გადარჩენის ამბავს რომ გაიგებდი დუბაიში დაბრუნებას გადაწყვეტდი, მე კი ეს არ მინდოდა, იმ დროს არა,- ქალის თითებში თავისი შეაცურა,- ჩემს რეაბილიტაციას იმდენი დრო დასჭირდა, რომ ვერ შევძლებდი შენსა და ჩვენი შვილის დაცვას. ისმაილმა შენი ორსულობის შესახებ რომ მითხრა სერიოზულად ვერ ვხვდებოდი სიხარულისგან უნდა მეცინა თუ უნდა მეტირა იმ ტკივილისგან, რომელიც გულს მიკლავდა, მაგრამ ჩემ სიხარულს მაინც არ ჰქონდა საზღვარი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ფეხზე მალე დავმდგარიყავი, სახელმწიფო საქმეები მომეწესრიგებინა და მერე თვქვენ ორის საძებნელად წამოვსულიყავი,- ქალიშვილს ბედნიერი ღიმილით გადახედა,- თქვენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხართ და აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ თან წაგიყვანოთ იქ, სადაც თქვენი ადგილია.
-სად, სასახლეში?- ნერვიულად ჩაილაპარაკა და ამირს ხელი წაართვა.
-კი, სასახლეში, ჩემთან ერთად. მე, შენ და ჩვენი მარიამი,- მისი სახე ხელის გულებში მოიმწყვდია და შუბლი შუბლზე მიადო,- მხოლოდ ჩვენ სამნი ვიქნებით, მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ, გესმის?
-მატყუებ,- ამოისლუკუნა და მამაკაცის მკლავებს ჩაეჭიდა,- მე იქ მომკლავენ, ჩვენს შვილსაც მოკლავენ, ამირ.
-ვერავინ შეძლებს შენთვის და ჩვენი გოგონასთვის რაიმეს დაშავებას, გეფიცები,- გულზე მიიხუტა და თმაზე დაუწყო ფერება,- ვერავინ სანამ ცოცხალი ვარ, მე კი ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს, - მერე თავი ააწევინა და მის მონატრებულ ბროწეულისფერ ტუჩებს ვნებით დააცხრა,- მომენატრე.
ქალის მაისურის ქვეშ მამაკაცის ხელები დასრიალებდა, ლერწამივით წვრილ წელსა და ატლასივით გლუვ კანს თითის ბალიშებით შეიგრძნობდა. უყვარდა ეს შეხება, მონატრებული სხეულის სიახლოვე გონს აკარგვინებდა, მის დაუფლებაზე აფიქრებინებდა. გულში აშლილმა გრძნობებმა, რომელიც სააშკაროზე გამოსვლას ლამობდა, თავი დააკარგვინა, უცბათ შემოხსნა ტანისამოსი და შიშველი მკერდით აიხუტა ზედ. ეს სურნელი, ყელთან ამობერილი სწრაფად მფეთქავი არტერია, გამხდარ სხეულზე ამოჩრილი ლავიწი ერთდროულად ნაცობიც იყო და უცნობიც მისთვის. ანაზდად დაუკოცნა ყელი და მხრები და ფრთხილად მიაწვინა საწოლზე. ისე ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო, ნაზად მოქცეოდა მის სხეულ ქვეშ მოქცეულს, მაგრამ აღტყინებულმა გრძნობებმა ცეცხლივით იფეთქა, პერანგი ღილების გაუხსნელად გაგლიჯა და კუთხეში მოისროლა. თაიამ თითები ჩააყოლა მის დაკუნთულ სხეულს, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს კაცი არც ისე დიდი ხნის წინ საავადმყოფოს საწოლს იყო მიჯაჭვული, ისევ ისეთი შეუდარებელი სხეული ჰქონდა, როგორც უწინ. მისი ქამრის ბალთას დასწვდა, თავისკენ მოზიდა და გახსნა დაუწყო.
-ძალიან სწრაფი ხართ ქალბატონო,- ჩაიცინა და ტუჩებზე დააცხრა. თაიას დეჟავუვუ ჰქონდა, ეს სიტყვები მაშინ მოისმინა ამირს სხეული პირველად რომ დაუთმო.
- შემინდეთ პრინცო, სადავეები წაგართვით,- იმ ნეტარ ღამეს ნათქვამი სიტყვები გაიმეორა და ნაცრისფერ თვალებში შეხედა, ამირს ჩაეცინა ამის მოსმენისას, მასაც ახსოვდა იმ ღამის ყოველი ბედნიერი წამი.
-იცი? მე ეს მომწონს კიდეც.
შარვალი შეიხსნა და ხელის სწრაფი მოძრაობით მოისროლა საწოლიდან, ფრთხილად მოექცა ფეხებს შორის და კოცნით აუყვა მუცლიდან ზევით ლავიწებისკენ. მის მკლავებში მოქცეული თაია გრძნობდა ამირის დაუძლეველ სურვილს, მამაკაცს ვნება მოწოლილი ოხვრა აღმოხდა, როცა მის ხერხემალს თითების ნაზი მოძრაობით ჩაუყვა და წელთან გაჩერდა, ხელები გაუკავა და გახელებული დააცხრა სურვილისგან ანთებულ ტუჩებს, წამიერი ამოსუნთქვის გარეშე უკოცნიდა. მონატრებულ სხეულზე ეფერებოდა, ყელს და ბაგეებს უკოცნიდა, სავსე მკერდზე ეპოტინებოდა. მის მოშიშვლებულ მკერდს კბილები გამეტებით ჩაასო და მოსწყდა კიდეც ქალის ბაგეს ერთდროულად ტკივილისა და სიამოვნებისგან გამოწვეული კვნესა. ტუჩებიდან ყურზე, ყურიდან ყელზე, ყელიდან მკერდზე და მუცელზე გადაინაცვლა და ყველგან თბილი კოცნა დაუტოვა. სიამოვნებისგან ყრუ კვნესა აღმოხდა ქალის ბაგეს კოცნით ჭიპს დაბლა რომ ჩააღწი მამაკაცმა.
თაიას აკვირვებდა ამირის ქცევები, აღარ ცდილობდა მის მიმართ სიფთხილის გამოჩენას, ხელები, რომლებიც ერთ დროს თაიას სიამოვნებაზე ფიქრობდნენ ახლა უფრო მომთხოვნი და მკაცრი გამხდარიყო. სიმართლე ითქვას მას მოსწონდა კიდეც ეს, მისი ეს სიუხეშე, ყოველი შეხებით ტაოს რომ აყრიდა მის სხეულს. ცხოველურმა ვნებამ, რომელიც მამაკაცის სხეულში ბინადრობდა მასში გადაინაცვლა და ახლა მის ბაგეს დაუფარავად სცდებოდა ვნება ამოყოლებული კვნესა. სუნთქვაგახშირებული მამაკაცის თითოეულ მოძრაობას მორჩილად ჰყვებოდა და ჭიპის ქვევით მოსრიალე ტუჩების პატრონს თმაში ჩაჰფრენოდა. მონატრებული შეხება, მონატრებული სურნელი, მონატრებული კოცნა, ახლა მას ყველაფერი ჰქონდა, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდა. გრძნობდა, როგორ სწრაფად და ძლიერად უფეთქავდა გული ყოველ მის შეხებაზე, დაუფარავად გადმოსცემდა იმ ვნებას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიყუჩებული და მდუმარე იყო თაიას ,, დაკარგული“ სიყვარულის გამო გრძნობებისგან გამოცლილ სხეულში. გულის რომელიღაც ღრმა კუნჭულიდან მოულოდნელად იფეთქა ცხოველურმა ჟინმა, ამირი თავისკენ მოზიდა, მის აელვებულ ტუჩებს დააკვდა და კიდევ ერთხელ ჩაიძირა სიამოვნების მორევში ამირთან ერთად.

***

-დარიას რა ბედი ეწია?- მამაკაცის მკერდზე თავი ედო და მის გულისცემას აყურადებდა, თითებს ნაზად დაატარებდა დაკუნთულ მკლავზე.
-ისევ სასახლეშია,- დამნაშავესავით დაიწყო და თაიას რეაქციას დაელოდა.
-რაა? რას ქვია სასახლეშია,- საწოლიდად წამოიწია და მისკენ მთელი სხულით შეტრიალდა, ზეწარჩამოხსნილ მკერდს მხოლოდ თმები უფარავდა,- როგორ შეგეძლო, მისი ბრალია ყველაფერი ის რაც სასახლში მოხდა. მან შემოაპარა...
-ვიცი,- წინადადება გააწყვეტინა ქალს და საწოლზე ისიც წამოჯდა,- ვიცი, მაგრამ არ შემეძლო მისთვის ბრალი წამეყენებინა, ვერ გავწირავდი ციხისთვის.
- ამირ, რატომ იცავ ადამიანს, რომელიც მამაშენის მკვლელს ეხმარებოდა? ქამილი რომ არა ახლა შენც...,- სიტყვა გაწყვიტა, ნერვიულად ჩაებღაუჭა მის მკლავს და შეანჯღრია,- გონს მოდი ამირ, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩი.
-ვიცი თაია, მე ვიწექი იმ საოპერაციო მაგიდაზე.
-მაშინ რატომ იცავ მას,- ცრემლები წასკდა და სახეზე აიფარა ხელები,- შენ არ იცი მე რა გადავიტანე მაშინ, ამირ. საავადმყოფოდან ისე წამოვედი, რომ ვერ გნახე, ლამის სიცოცხლე განვუტევე ისმაილმა შენი სიკვდილის ამბავი რომ მაუწყა და იცი ვინ დამეხმარა ყველაფრისს გადატანაში?- ჩვენი შვილი. მარიამი ექვსი თვისაა და დღეს შენ პირველად ნახე და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალის გამო, ამირ.
-გაჩუმდი გთხოვ, აღარ გააგრძელო,- ხელი აუქნია ქალს და საპირისპირო მხარეს გაიხედა.
- გავჩუმდე?! ჩუმად რომ ვიყავი რა სიკეთე მივიღე ამით?
-მაშინ ამოგეღო ხმა, როცა ამის შესაძლებლობა გქონდა,- ბოლო ხმაზე იყვირა და ფეხზე წამოდგა. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ დასცალდა, მის ყვირილზე გამოღვიძებულმა მარიამმა ტირილი დაიწყო. თაიამ ხალათი შემოიცვა და ბავშვი ხელში აიყვანა, ამირს საყვედურიანი თვალებით შეჰყურებდა. მერე მიუგემ დააკაკუნა ოთახის კარზე და წაიყვანა,- თაია,- მასთან მივიდა და წვრილ მაჯაზე შემოხვია თითები.
-არ გინდა, ამირ,- ხელი გააშვებინა და სარწეველა სკამში ჩაჯდა,- უკვე მითხარი ის, რისი თქმაც გინდოდა. ყველაფერი ჩემი ბრალია.
-მე ეს არ მითქვამს,- მის ფეხებთან ჩაჯდა და მუხლებზე დაადო თავი,- უბრალოდ მე შენ ყველაფრის უფლება მოგეცი და შენ არ გამოიყენე.
-ისევ მე მაბრალებ.
-არა თაია, არაფერს გაბრალებ, უბრალოდ გეუბნები, რომ მე შენ ყველაფერს გაძლევდი და შენ არ აიღე.
-არაფერი მჭირდებოდა, - ამოისლუკუნა და მამაკაცის თმაში შეაცურა თითები, - შენ გარდა.
-ვიცი, - ხელი გამოართვა და აკოცა, - მინდოდა ჩემთვის გებრძოლა და შენი ძალა დაგენახებინა სხვისთვის, ყველასთვის დაგენახებინა, რომ მართლა გიყვარდი. არაფერს გიშლიდი, მუდამ მხარს გიჭერდი, მამაჩემს ვეწინააღმდეგებოდი, დარიას გაშორებდი თავიდან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავაკეთე ის რაც საჭირო იყო, - თავი ასწია და წყლიან თვალებში ჩახედა, - ვერ შევქმენი შენი სამყარო ჩემს სამყაროში, ვერ მოვასწარი.
-ვერ შემიქმნი შენ სამყაროში ჩემ სამყაროს, ამირ. იქ ჩემი ადგილი არ არის, არც ჩვენი შვილის, ამას მაშინაც გეუბნებოდი და სწორიც ვიყავი. არავის ეყვარება ქალი, რომელიც ქართველი ქრისტიანია, თუნდაც მათი საყვარელი პრინცის ცოლი იყოს,- ფეხზე წამოდგა და ოთახში დაიწყო ნერვიულად სვლა,-რისთვის ჩამოხვედი, - უკვე ხმით ტიროდა.
-შენთვის და ჩვენი შვილისთვის, თაია, - გააჩერა და მისი სახე ხელებში მოიქცია, - თქვენ გარდა არავინ მყავს.
-ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება, იქ არავინ მიგვიღებს. თქვენი ტრადიციები…
-ჯანდაბაშიც წასულა ეს ტრადიციები, თუ შენ და ჩვენი ქალიშვილი არ იქნებით ჩემ გვერდით, თაია. რაში მჭირდება ეს სამეფო და ჩემი წოდება, თუ სასახლის დერეფნებში უთქვენოდ მომიწევს სიარული. ახლა კანონი მე ვარ და ვერავინ გაბედავს თქვენთვის რაიმეს დაშავებას, დამიჯერე,- გულზე მიიხუტა და ხვეულებში შეუცურა თითები.
-შენ ხომ შემპირდი, რომ არასდროს დამაძალებდი იმას რაც არ მინდოდა?- მის მკლავებს მინდობილმა ამოილაპარაკა. ამირი მიხვდა რის თქმასაც აპირებდა.
-თაია,- ძლივს გასაგონად ამოთქვა.
-არ დამაძალო ის რაც არ მინდა, გთხოვ.
-თაია, არ გინდა. ჩვენ...
-მინდა, რომ დავიძინო,- ძლიერი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა და საწოლზე გვერდულად დაწვა.
-ამას ნუ მიკეთებ,- საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და თმა მხარს უკან გადაუწია. თაიას ხმა არ გაუცია, ბალიშის ქვეშ ხელი ჰქონდა ამოდებული და მოჩვენებით ძილს მისცემოდა,- შენს ბავშვურ ოინებს მიჩვეული ვარ, ხომ იცი, რომ ჩემ მოტყუებას ვერ შეძლებ? ცუდი მატყუარა ხარ და ეს ადრეც მაქვს ნათქვამი,- ქალმა ისევ რომ არ გასცა ხმა, მისი სუსტი წერტილი გაიხსენა. მუცელზე შეუსრიალა ხელი და მის გვერდს აუყვა, ბევრი ითმინა თაიამ და ბოლოს მაინც დაიწყო სიცილ ნარევი ყვირილი.
-გაჩერდი, გთხოვ,- ყვირილ- წივილითა და სიცილით ძლივს ამოთქვა და ხელები შეძლებისდაგვარად გაუკავა. ამირი მისკენ დაიხარა და ტუჩებზე შეეხო, გვერდით მიუწვა და მარცხენა მკლავი თავვეშ შეუცურა,- ამირ?! დარია რატომ დატოვე სასახლეში?
-შენ იცი, რომ ქალთა უფლებები არც ისე კარგად არის დაცული საუდის არაბეთში. ქალთა ციხე არსებობს, მაგრამ დარიას იმ ბინძურ კედლებში კი არა პირდაპირ სახრჩობელაზე წაიყვანდნენ. სიცოცხლეს არ შეუნარჩუნებენ იმას, ვინც სამეფო ოჯახზე თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას, მით უმეტეს ქალს. ყველაფრისდა მიუხედავად დარია ჩემი ოჯახის წევრია და არ მინდა მას რამე დაუშავდეს.
-ახლა გასაგებია,- ძლიცს გასაგონად ამოილაპარაკა და საკუთარი თმა დაიხვია თითზე.
-აღარ მიბრაზდები?
-აღარ გიბრაზდები, პირიქით. მიხარია, რომ ქალთა უფლებებს იცავ.
-დაიძინე ახლა,- მკერდზე მჭიდროდ მიიხუტა და თავზე აკოცა,- ხვალ დილით უნდა წავიდეთ.
-ამირ...
-დაიძინე და ხვალ ვისაუბროთ დანარჩენზე,- ნიკაპი თავზე ჩამოაყრდნო და კედელს გაუშტერა თვალი. თაია მასთან ერთად არ წავიდოდა და ეს ანაღვლებდა.
დილით, როცა მზე ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო ამოწვერილი საქართველოს სილამაზით სავსე ცაზე, ამირი ფანჯარასთან მდგარ სარწეველა სკამზე იჯდა, ხელში პატარა მარიამი ეჭირა და პაწია თითებზე ეთამაშებოდა. მძინარ თაიას ერთდროულად სევდიანი და სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა, არ ეთმობოდა, არ უნდოდა მის გარეშე თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმა. ქალი, რომელიც მთელი არსებით უყვარდა, ახლა უნდა დაეტოვებინა და წასულიყო მისგან შორს, მისგან და მათი გოგონასგან. მარიამი ღვთის სასწაულივით მოევლინა იმ დროს, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. კიდევ ერთი ნათელი ვარსკვლავი მთელს გალაქტიკაში თაიას ვარსკვლავის გვერდით. თვლიდა, რომ ეს ბედნიერება დაუმსახურებლად მიიღო, თაია ცხოვრება უბედური გახადა, იძულებული გახადა ეგლოვა საყვარელი მამაკაცი მაშინ, როცა სინამდვილეში ცოცხალი იყო, მერე მოულოდნელად ისევ გამოჩნდა მის ცხოვრებაში და ხელახლა დაიწყო მისი არევა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს ფიქრობდა, რომ თაიას ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნებოდა მის გარეშე ვიდრე მასთან ერთად, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო, ისეთი დიდი სურვილი ჰქონდა მისი კანის, თმის სურნელის, რომელიც ფილტვებში ღრმად გამჯდარი ჰქონდა, ხელახლა შეგრძნებისა, რომ უბრალოდ თვალები დახუჭა, ჩაიღიმა და ისმაილს ამცნო- როგორც კი ყველაფერს მოაწესრიგებდა სახელმწიფოში თაიას წამოსაყვანად წავიდოდა საქართველოში.
მისი სახის მონატრებულზე ხშირად უყურებდა მისი დაბადების დღის კადრებს, ხანდახან რომ გაიელვებდა მისი საყვარელი ქალის სილუეტი ტყუპებთან ერთად. ხელის თხოვნის კადრები ძალიან უყვარდა, მობილურში ჰქონდა ჩაწერილი და ყოველ დღე უყურებდა. თაიას სახეზე ეცინებოდა, როცა ქამილისა და მერთისკენ იხედება, თითქოს მათ ეკითხებოდა დავთანხმდე თუ არაო. მის სახეზე იმდენი ემოცია იყო, ცრემლები, რომელიც მის თვალებს მოსდგომოდა ბედნიერებისგან, მამაკაცსაც უჩუყებდა გულს და ატირებდა. გულს უკლავდა მისი უნახავობა და ერთი სული ჰქონდა ერთადერთი, საყვარელი ქალი ენახა.
ახლა კი იჯდა ფანჯარასთან მდგარ საქანელა სკამზე, ხელში პატარა მარიამი ეჭირა, პაწია თითებზე ეთამაშებოდა და მძინარ თაიას ერთდროულად სევდიანი და სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა. არ ეთმობოდა, მაგრამ იძულებული იყო დაეტოვებინა, ის და მარიამი. ფეხზე ფრთხილად წამოდგა, თაიას საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და უკანასკნელად დაუსვა მის ლამაზ ხვეულებს თითები, ამ შეხებას არასდროს დაივიწყებდა. მისკენ დაიხარა, შუბლზე და ტუჩის კუთხეში კოცნა დაუტოვა და ოთახი დატოვა. კიბეზე ფრთხილი ნაბიჯებით ჩადიოდა, მის კისერზე ჩამოკიდებულ მარიამი გულზე მიეხუტებინა და ლოყა მიედო მის შუბლზე. დედის ნაირი თმა ჰქონდა და მამის ფერი თვალები გამოჰყოლოდა. სამზარეულოდან გამომავალი მიუგე რომ დაინახა, გაუღიმა. რაც მან გააკეთა თაიასთვის ამას ბევრი ვერ გაბედავდა. ქადირი და მიუგე მისთვის ღმერთისგან გამოგზავნილი ანგელოზები იყვნენ.
- პრინცო ამირ, მართლა მიდიხართ?- ბავშვი ხელიდან გამოართვა და სევდიანი თვალებით ახედა მამაკაცს.
- მივდივარ მიუგე,- მანაც სევდიანად შეხედა და კიდევ ერთხელ გაეთამაშა შვილს ონავარ თითებზე.
- უკაცრავად ამას რომ გეუბნებით, მაგრამ იქნებ დარჩეთ?- მუდარა ჩაეღვარა თვალებში და სახლში ახლად შემოსულ ქადირს გახედა,- ხომ იცით ქალბატონი თაია როგორი ჯიუტია?!
- ვიცი მიუგე,- ჩაიციანა,- მაგრამ ვერ დავაძალებ იმას რაც არ უნდა,- დანანებით გააქნია თავი,- ძალიან მინდა მასთან და ამ ლამაზმანთან დარჩენა, მაგრამ მოვალეობა მიხმობს.
- ხომ ჩამოხვალთ ხოლმე?- საუბარში ქადირი ჩერთო და ცოლს გვერდით ამოუდგა.
- არ ვიცი, ქადირ, მაგრამ შენც კარგად იცი- მე ეს ძალიან მინდა. ახლა კი,- საკიდიდან პრინცისთვის უჩვეულო, შავი ტყავის ქურთუკი ჩამოხსნა,- უნდა წავიდე,- ქალიშვილს პაჭუა ცხვირზე აკოცა, მისი სურნელი ღრმად და დასამახსოვრებლად შეისუნთქა და კარში გავიდა. ქადირმა აეროპორტში წაიყვანა.
თაიამ თვალები რომ გაახილა, ამირი უკვე დიდი ხნის წასული იყო. ოთახში რომ ვერ დაინახა საწოლიდან გიჟივით წამოვარდა, ხალათშემოცმულმა კიბეები ჩაირბინა და ჯერ მისაღები, შემდეგ კი სამზარეულო შეამოწმა, სადაც მხოლოდ მიუგე და მარიამი დახვდა. ამირი არ იყო და ეს რომ გააცნობიერა გულმა გამეტებით უწყო ფეთქვა. თავის შეცდომას მიხვდა და სატირლად გადმოაბრუნა ტუჩი, ზურგით კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ძირს დაეშვა. გოგონამ ბავშვი თავის სავარძელში ჩასვა და თაიასთან მიირბინა, მასაც არანაკლებ სტკენდა გულს მეგობრის მწუხარება. ქალი წამოაყენა და სკამზე გაჭირვებით დასვა, ჭიქა წყალს აწვდიდა თავისი შეცდომის გამო ატირებულს. სახლში დაბრუნებული ქადირი სამზარეულოში რომ შევიდა, ფეხზე წამოხტა და მკლავში ჩააფრინდა.
- ამირი სად არის, წავიდა?- მკლავში ჩაფრენილი, მამაკაცს მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა,- მითხარი ქადირ, წავიდა უკვე ამირი?
- აეროპორტში მივიყვანე თუ არა მაშინვე გამომიშვა, მითხრა ნუ დამელოდები, მე ისედაც ბევრი დაცვა მყავს თან, სახლში წადი და ცემს საყვარელ ქალსა და ქალიშვილს მიმიხედეო.
- ღმერთო,- ცრემლებისგან დასველებულ სახეზე აიფარა ხელები,- ჩემი ბრალია, გუშინ ისე გაბრაზებული ვიყავი, რომ ვუთხარი შენთან ერთად ვერ წამოვალ მეთქი.
- თაია,- მიუგემ მხრებზე მოხვია ხელი და თავისკენ შეაბრუნა,- შენ გინდა პრინცთან ერთად უკან დაბრუნება? სასახლეში, სადაც ვერასდროს იტანდი?
- კი, მიუგე, ძალიან მინდა, ამირთან ერთად ყველგან წავალ, თუნდაც ვიცოდე რომ ხვალვე მომკლავენ. ჩვენ სამნი,- ჟღარუნას ქნევით გართულ ქალიშვილს გახედა,- მე, მარიამი და ამირი ერთი ოჯახი ვართ და ამ ოჯახის დაშლა არ შეიძლება. ჩვენ ცალ- ცალკე არაფერი, ერთად კი მთელი სამყარო.
- თუ გინდა,- დაიწყო ქადირმა,- შემიძლია წაგიყვანო, შესაძლოა მოვასწროთ მისვლა.
- მართლა?- თვალები გაუნათდა ბედნიერებისგან. ქადირმა თავი რომ დაუქნია მაშინვე ოთახში აბრუნდა, ჩაიცვა და წამებში მანქანის წინა სავარძელზე იჯდა.
ქადირი მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა. იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა იქამდე მისვლას სანამ ამირი გაფრინდებოდა. უნდოდა თაია ბედნიერი ყოფილიყო, რადგან დუბაიდან წამოსვლის შემდეგ მას გულწრფელად არასდროს გაუღიმია. მარიამის დაბადების მიუხედავად მის გულში მაინც იყო სევდა, რომელსაც ამირის დაკარგვა იწვევდა. ფანჯარაში მაცქირალი თაია ფრჩხილს გამეტებით იკვნეტდა და ღმერთ ევედრებოდა, რომ ამირისთვის მიესწრო, ეთქვა, რომ ძალიან უყვარდა და მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას წავიდოდა. მის დაკარგვას კიდევ ერთხელ ვერ გადაიტანდა. ქადირს სთხოვდა სიჩქარისთვის მოემატებინა, თვითონ კი ნერვიულად იწმენდდა მის ღაწვებზე ჩამომავალ ყოველ ცრემლს.
ქადირს მანქანა ბოლომდე გაჩერებული არ ჰყავდა, თაია რომ გადახტა და აეროპორტის შესასვლელისკენ გაიქცა, ქადირიც სირბილით მიჰყვა. დეტექტორის წრიპინს ყურადღება არ მიუქცევია ისე მივარდა იქ მომუშავე გოგონას და ამირის შესახებ ჰკითხა. კართან მდგარმა დაცვამ მისი დაჭერა დააპირა, მაგრამ ქადირმა საბუთი აჩვენა და მაშინვე უკან დაიხიეს, საბუთში კი ეწერა, რომ დუბაის ახლანდელი მმართველის დაცვა იყო. გოგონა, რომელსაც თაია მივარდა აშკარად შეშინებული ჩანდა, რადგან მანამდე მას არ ჰქონია ასეთი შემთხვევა, ქალის გაუგებრად ნათქვამ სიტყვებს ისმენდა და შინაარსი ძლივს გაჭირვებით გამოჰქონდა.
- პრინცი ამირი სად არის? მისი თვითმფრინავი სად არის?!- მთელს ხმაზე გაჰყვიროდა და ცრემლებს აყოლებდა ყოველ ნათქვამ სიტყვებს,- სად არის პრინცი ამირი.
- უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ ამის თქმის უფლება თქვენთვის არ მაქვს. ვინ ბრძანდებით?!
- სად არის პრინცი ამირი მეთქი,- იყვირა ისევ ბოლო ხმაზე და გოგონასკენ გაიწია, მაგრამ მოულოდნელად ქადირმა მოიმწყვდია მკლავებში და უკან გასწია.
- დამშვიდდი, თაია,- მისი სახე ხელის გულებში მოიმწყვდია და დამშვიდება დაუწყო,- ყველაფერს გავარკვევთ.
- ქადირ, ამირი წავიდა უკვე?!
- დამშვიდდი,- მერე ხელი შეუშვა, მომხდარისგან ჯერ კიდევ გაოგნებულ გოგონას მიუტრიალდა და მიმზიდველად გაუღიმა,- პირველ რიგში გამარჯობა, მე დუბაის ახლანდელი მმართველის ამირ იბნ ხალიფის ერთ- ერთი დაცვა ვარ, ეს ქალი კი მისი შვილის დედაა, გთხოვთ გაიღოთ მოწყალება და გვითხრად სად არის მმართველი ამირი?- თაიას აკვირვებდა მისი სიმშვიდე, თმაზე ნერვიულად ისვამდა ხელებს და ადგილზე მიმოდიოდა, ერთი სული ჰქონდა ამირი ენახა და ეთქვა, რომ მასთან ერთად მიდიოდა.
- ხომ გესმით, მე...,- დაიწყო გოგონამ და თაიას ემოციებისგან დაცლილ სახეს შეხედა,- ეს ის გოგოა სამეფო ოჯახზე თავდასხმისთვის რომ ეძებდნენ?
- ეგ ინფორმაცია არასწორი იყო, ეს ის ქალია, რომელიც მმართველს უყვარს. საქართველოში იმისთვის იყო ჩამოსული, რომ ის და მათი ქალიშვილი სასახლეში დაებრუნებინა. გთხოვთ, გვითხარით სად არის მმართველის თვითმფრინავი, რომ მან შეძლოს მისი ნახვა,- გოგონა ჯერ დუმდა, თაიას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა და ფიქრობდა მართლაც არასწორი იყო თუ არა ყველაფერი ის რაც ინტერნეტით შეიტყო. ბოლოს მაინც დათმობაზე წავიდა და მეორე სართულზე აუშვა.
თაია ექსკალატორზე არბოდა, ქადირი მის წინ მიდიოდა და ცდილობდა მისთვის გზა გაეთავისუფლებინა ყველა შემხვედრისგან. ხალხი გაკვირვებული უყურებდა, ყველას აინტერესებდა ვინ იყო ქალი, რომლისთვისაც ახალგაზრდა მამაკაცი მთელი მონდომებით ათავისუფლებდა გზას, აეროპორტის დაცვა კი უკან მოყვებოდათ დაცვასავით. მაგრამ მაინც, თვითმფრინავისკენ მიმავალი გზა იქ მდგომმა ერთ- ერთმა დაცვამ გადაუკეტა და არ გაატარა.
- ვერ გაგიშვებთ ქალბატონო, თვითმფრინავი უკვე გაფრინდა.
- პრინცი ამირი უნდა ვნახო,- გვერდი აუარა და წინ გაიქცა, მაგრამ მოულოდნელად ადგილზე გაიყინა აეროპორტის დაცვის სიტყვებზე,- ქალბატონო, მისი თვითმფრინავი უკვე გაფრინდა, თქვენ დააგვიანეთ,- ამის გაგონებაზე თაიას გულმა რეჩხი უყო, ვიტრაჟთან მივიდა, ხელის გულებით მიეყრდნო და თვითმფრინავის ბილიკს მოავლო თვალი, ამირის კუთვნილი თვითმფრინავი მართლაც არ იდგა.
- წავიდა ქადირ, ახლა მართლა სამუდამოდ წავიდა და დამტოვა.- ატირებულ თვალებზე აიფარა ხელები და აქვითინდა,- რისთვის ჩამოვიდა, ქადირ?! რისთვის ამირია ცხოვრება ისევ?! მკვდარი რომ მეგონა მგონი მაშინ უკეთესად ვცხოვრობდი, ახლა ხელმეორედ უნდა ვცადო სწავლა, სწავლა მის გარეშე ცხოვრების. ახლა იცი რას ვგრძნობ?! არაფერს- საერთოდ არაფერს, რადგან ყველა ჩემი გრძნობა, რაც კი გამაჩნდა, ამირმა წამართვა და წაიღო,- მერე შუბლი შუშას მიაყრდნო, გულზე მუშტი მიიბჯინა და ისე ამოთქვა,- ძალიან მტკივა...
- თაია?!- ძლივს გასაგონად გაისმა ქადირის უცნაურად გაკვირვებული ხმა, მაგრამ თაია არ განძრეულა ადგილიდა.
- არა ქადირ, ძალიან გთხოვ, ჩემი დამშვიდება არ სცადო.
- თაია?!- ისევ გაიმეორა ქადირმა და ქალს მაჯაზე შეეხო.
- რა გინდა ქადირ, რაა?
შემობრუნებულმა მის მზერას გააყოლა თვალი და ლამის ჩაიკეცა დანახულზე, ბიჭს ხელზე დაეჭიდა და ზურგით შუშას აეკრა. პირღიად, გაშტერებული იყურებოდა იქით სადაც ქადირი იყურებოდა. ორი წამის წინანდელ მომტირალ სახეზე ფართო ღიმილი გადაეხატა, ღიმილი სიცილმა შეცვალა და ახლა უკვე მთელი გულით იცინოდა ბედნიერებისგან. წინ გადაიხარა, მუხლებს ხელისგულებით დაეყრდნო და ხმამაღალი სიცილი ატეხა, მერე თითი გაიშვირა იქითკენ საითაც იყურებოდა და ქადირს ჩამოეკიდა მკლავზე. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიცილისგან სიტყვებს ვერ წარმოთქვამდა, ბოლოს ძლივს დამშვიდდა, ღრმად ჩაისუნთქ- ამოისუნთქა, წელში გასწორდა და ძლივს ამოთქვა.
- არ წასულა,- და ისევ ატეხა სიცილი,- რისთვის ვიტირე ამდენი?- ქადირს უყურებდა და ხელზე გამეტებით უჭერდა თითებს. მერე ადგილს მოსწყდა და მთელი ძალით გაექანა მამაკაცისკენ, რომელიც იდგა და თაიას რეაქციებზე იცინოდა. მოახლოებულ ქალს გაშლილი მკლავები დაუხვედრა და მთელი ძალით მიიხუტა გულზე,- შენ ხარ ყველაზე ბოროტი პრინცი ვისაც კი ვიცნობ.
- ჩემ გარდა კიდევ რამდენ პრინცს იცნობ?- მერე ცალი წარბი აწია და დაამატა,- ქამილი არ ითვლება.
- გული გამიხეთქე,- მუჭი მკერდში ჩასცხო,- მეგონა წახვედი.
- როგორ უნდა წავსულიყავი შენ გარეშე?
- რა იცოდი, რომ მოვიდოდი?- მის კისერში ცხვირი ჩაერგო და იქვე მდგომ გაკვირვებულ ხალხს სიამოვნებით უყურებდა, თითქოს თვალებით ეუბნებოდა ყველას- ეს კაცი ჩემია.
- ჩემზე უკეთ ვინ გიცნობს, თაია?- ყელში აკოცა და თავი ოდნავ უკან გასწია მისი თვალები რომ დაენახა,- ან შენ როგორ იფიქრე, რომ დაგტოვებდი?
- არ ვიცი,- მხრები აიჩეჩა,- ვიფიქრე, მაშინ როცა ესროლეს ტვინი ხომ არ დაუზიანდა მეთქი და..,- ამირმა ისე საყვარლად ჩაიცინა, თაია მის დანახვაზე დადნა.
- ე.ი ჩემთან ერთად მოდიხარ?
- რა თქმა უნდა, ამირ, ყველგან და ყოველთვის შენთან ერთად ვიქნებით მეც და ჩვენი ქალიშვილიც,- მერე თავი მკერდზე მიადო და ისე ამოიჩურჩულა,- სამუდამოდ.
თავიდანვე იცოდა, რომ რაღაც დიდი თავგადასავალი ელოდა, როცა ჩანთა აიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო დუბაიში გასამგზავრებლად. აქ აღარაფერი აკავებდა, რადგან ორი ადამიანი, რომელიც მისთვის მთელს სამყაროს წარმოადგენდა სამუდამოდ მასთან იქნებოდნენ. ეს იყო პატარა ოჯახი, რომელიც მსოფლიოზე დიდ სიყვარულს ატარებდა გულით.
და თუ ვინმე გეტყვით, რომ შეუძლებელია დუბაის პრინცს ქართველი გოგონა შეუყვარდეს, უბრალოდ წააკითხეთ ეს და დაელოდეთ მის რეაქციას... ( ავტორისგან)


დასასრული
08/06/2020
ქ. მ.



№1  offline მოდერი Mary Drey

ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ ხოდა ეს დღეები ჩავუჯდები... შემდგომ კი შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ. <33

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Mary Drey
ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ ხოდა ეს დღეები ჩავუჯდები... შემდგომ კი შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ. <33

გამიხარხება ძალიან❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი დარინა

თავიდან წავიკითხეე ისევ ისეთი სიამოვნება მივიღე როგორც პირველად, მე მიყვარს შენი ისტორიებიი, ტკბილია, სიყვარულით გაჯერებულო და ინტრიგებითაც დატვირთულიიი, დასასრულიც მომეწონა რადგან პირველშიი ცოტა ასე ვთქვათ ნაჩქარევი მომეჩვენა, აქ კი მართლა არაფერი ეკლო აი ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყოოო, ყველა რომ სიმპატიურიი იყოო და ყველა მიყვარდააა გამახსენდაა :დდდდდ კიდევ მიყვარს მე რა გამომასწორებ, ხომ იცი ვგიჟდები შენზეე ❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

დარინა
თავიდან წავიკითხეე ისევ ისეთი სიამოვნება მივიღე როგორც პირველად, მე მიყვარს შენი ისტორიებიი, ტკბილია, სიყვარულით გაჯერებულო და ინტრიგებითაც დატვირთულიიი, დასასრულიც მომეწონა რადგან პირველშიი ცოტა ასე ვთქვათ ნაჩქარევი მომეჩვენა, აქ კი მართლა არაფერი ეკლო აი ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყოოო, ყველა რომ სიმპატიურიი იყოო და ყველა მიყვარდააა გამახსენდაა :დდდდდ კიდევ მიყვარს მე რა გამომასწორებ, ხომ იცი ვგიჟდები შენზეე ❤️❤️❤️

მე კი შენზე ვგიჟდები და შენს თბილ კომენტარზე❤️❤️❤️ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. გული გამითბე დ გამახარე❤️❤️❤️
ჰააა, ახლა მაინც გააკეთე ქამილსა და ამირს შორის არჩევანი? :დდდ

 


№5 სტუმარი სტუმარი ირინა

საოცრება იყო.მიყვარს ისტორია სრულყოფილი დასასრულით.იქ სადაც ოდნავ ბუნდოვანიც რომ არ რჩება მომავალი და არანაირი კითხვის ნიშანი არ გიკაკუნებს თავში.

 


№6  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ირინა
საოცრება იყო.მიყვარს ისტორია სრულყოფილი დასასრულით.იქ სადაც ოდნავ ბუნდოვანიც რომ არ რჩება მომავალი და არანაირი კითხვის ნიშანი არ გიკაკუნებს თავში.

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

დავასრულებ და მოვალ kissing_heart

 


№8  offline მოდერი sabah alkhyr

პენელოპე
დავასრულებ და მოვალ kissing_heart

გელი სულმოუთქმელას ❤️❤️

 


№9  offline წევრი Alaskuna

აუუ მიყვარხარ გოგოო შენი ისტორიის გამო არგავაფრინო ახლა რა შოკი დასასრული ქონდა მეთქვი წავიდა და თუ ჩავედი დუბაიში და შემოვარტყი ამასთქო გული გამისკდა მართლა , ძალიან მომეწონაა აი ძაან ფავორიტია ჩემი უკვე ????????

 


№10  offline მოდერი sabah alkhyr

Alaskuna
აუუ მიყვარხარ გოგოო შენი ისტორიის გამო არგავაფრინო ახლა რა შოკი დასასრული ქონდა მეთქვი წავიდა და თუ ჩავედი დუბაიში და შემოვარტყი ამასთქო გული გამისკდა მართლა , ძალიან მომეწონაა აი ძაან ფავორიტია ჩემი უკვე ????????

მადლობა ძალიან დიდი, ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი ვიპნი

აღმოვაჩინე რომ მეოთხედი წაკითხული მქონდა,ალბათ ადრე თავებად დებდი.სასიამოვნო წასაკითხი,ზღაპრული,თანამედროვე 1001ღამის ზღაპრებში შესატანი ,ზღაპრულ ისტორიასთან ერთად შემეცნებითი ხასიათის ეპიზოდებიც იყო,რაც ძალიან მომწონს შენ მოთხრობებში.პ.ს.გუშინ წავიკითხე "აიდა" და ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ,სრულიად სხვადასხვა რამაა ეს ორი,ერთმანეთისგან განსხვავებულია,მაგრამ ქალთა უფლებებს და მდგომარეობას მუსლიმანურ საზოგადოებაში ორივე კარგად ასახავს.
წარმატებები ❣️

 


№12  offline მოდერი sabah alkhyr

ვიპნი
აღმოვაჩინე რომ მეოთხედი წაკითხული მქონდა,ალბათ ადრე თავებად დებდი.სასიამოვნო წასაკითხი,ზღაპრული,თანამედროვე 1001ღამის ზღაპრებში შესატანი ,ზღაპრულ ისტორიასთან ერთად შემეცნებითი ხასიათის ეპიზოდებიც იყო,რაც ძალიან მომწონს შენ მოთხრობებში.პ.ს.გუშინ წავიკითხე "აიდა" და ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ,სრულიად სხვადასხვა რამაა ეს ორი,ერთმანეთისგან განსხვავებულია,მაგრამ ქალთა უფლებებს და მდგომარეობას მუსლიმანურ საზოგადოებაში ორივე კარგად ასახავს.
წარმატებები ❣️

კიი, თავებად ვდებდი მანამდე და მერე სრულად დადება გადავწყვიტე. ❤️❤️ მადლობა ძალიან დიდი, მიხარია, რომ წაიკითხე ჩემთვის ძვირფასი ეს ორი ისტორია❤️❤️არაბული სამყარო ძალიან მიყვარს, მათი კულტურა და ტრადიციები, მაგრამ ქალთა უფლებები დაუცველი რომ არის ეს ძალიან მტკენს გულს და ყელში მიჭერს. ამიტომაც დავწერე ეს ორი ისტორია და წარმოვაჩინე როგორი უუფლებონი არიან ქალები ისლამურ სახელმწიფოებში❤️❤️ მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ დრო გამონახე და წაიკითხე და ასევე დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის ❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი აბაშიძე

ქეთი.

მოვაღწიე როგორციქნა დასასრულამდე.

არ გამიცრუვდა იმედი.
არაჩვეულებრივი ისტორიაა.

მომწონს მსგავსი თემატიკა.
ისლამური სამყარო.
ძაააალიან საინტერესოა.
ყველა უაზრო და დადებითი მხარით რა.

ნუ ამირი არის სი ყვა რუ ლი.

მოკვდაო და ისე ცივად დამაჟრჟოლა შენი მოკვლა მომინდა.
მერე რა რომ ვიცოდი არ კვდებოდა.
მაინც!

სხვათაშორის რომელიღაც მონაკვეთზე ვიტირე.
ოღონდ ძაან ოდნავ ამიჩუყდა გული და მერე სხვა რამეზე ვიტირე.
ასე მატირებთ ყველა სულ!

ისე მგონი რაღაც დამაკლდა.
ოღონდ არ ვიცი რა.
არ მკითხო.

საერთო ჯამში მშვენიერია.
სიმპათია დაიმსახურე.
თან უდიდესი.
ხო და მივყვები და წავიკითხავ ყველაფერს შენსას.

კარგი გოგო ხარ.
ძალიან თან.

შემდეგამდე.

 


№14  offline მოდერი sabah alkhyr

აბაშიძე
ქეთი.

მოვაღწიე როგორციქნა დასასრულამდე.

არ გამიცრუვდა იმედი.
არაჩვეულებრივი ისტორიაა.

მომწონს მსგავსი თემატიკა.
ისლამური სამყარო.
ძაააალიან საინტერესოა.
ყველა უაზრო და დადებითი მხარით რა.

ნუ ამირი არის სი ყვა რუ ლი.

მოკვდაო და ისე ცივად დამაჟრჟოლა შენი მოკვლა მომინდა.
მერე რა რომ ვიცოდი არ კვდებოდა.
მაინც!

სხვათაშორის რომელიღაც მონაკვეთზე ვიტირე.
ოღონდ ძაან ოდნავ ამიჩუყდა გული და მერე სხვა რამეზე ვიტირე.
ასე მატირებთ ყველა სულ!

ისე მგონი რაღაც დამაკლდა.
ოღონდ არ ვიცი რა.
არ მკითხო.

საერთო ჯამში მშვენიერია.
სიმპათია დაიმსახურე.
თან უდიდესი.
ხო და მივყვები და წავიკითხავ ყველაფერს შენსას.

კარგი გოგო ხარ.
ძალიან თან.

შემდეგამდე.


მადლობა ძალიან დიდი❤️❤️მიხარია თუ მოგეწონა ❤️❤️მემგონი ამით ამოვწურე ისლამისა და მისი ტრადიციების თემა ❤️❤️ბევრმა მითხრა, რომ ამირის სიკვდილის შეტყობინების პროცესსში აპირებდნენ კითხვის შეწყვეტას, ალბათ შენც მაგ ეპიზოდზე წაგეცრემლა ხო? :დდ ❤️❤️

 


№15  offline წევრი Gimilis gogo

რაკარგი ისტორიაა, როგორი სასაიმოვნოდ წასაკითხი, და საინტერესო, წარმატებები ❤❤

 


№16  offline მოდერი sabah alkhyr

Gimilis gogo
რაკარგი ისტორიაა, როგორი სასაიმოვნოდ წასაკითხი, და საინტერესო, წარმატებები ❤❤

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიკა

წლებია ვკითხულობ საიტზე სხვადასხვა ისტორიებს, ბევრი კარგი რამ იწერება, სასიამოვნო წასაკითხი. ეს კიდევ რაღაც სხვ,ძალიან მაგარი იყო! გულწრფელად გეტყვი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და რაიმე სასიამოვნოს წასაკითხად შემოვედი და აი, ასე უეცრად გავბედნიერდი! გამაბედნიერა ასეთმა მაგარმა ისტორიამ. საუკრთესოდ წერ! მადლობა ამ ემოციებისთვის ❤ თან შემომათენდა და ხვალ ვინ მიხედავს ნეტა ჩემს 2 შვილს :))) პრინცზე ვგიჟდებიიიიიიიიი ❤❤❤❤❤❤❤

 


№18  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ლიკა
წლებია ვკითხულობ საიტზე სხვადასხვა ისტორიებს, ბევრი კარგი რამ იწერება, სასიამოვნო წასაკითხი. ეს კიდევ რაღაც სხვ,ძალიან მაგარი იყო! გულწრფელად გეტყვი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და რაიმე სასიამოვნოს წასაკითხად შემოვედი და აი, ასე უეცრად გავბედნიერდი! გამაბედნიერა ასეთმა მაგარმა ისტორიამ. საუკრთესოდ წერ! მადლობა ამ ემოციებისთვის ❤ თან შემომათენდა და ხვალ ვინ მიხედავს ნეტა ჩემს 2 შვილს :))) პრინცზე ვგიჟდებიიიიიიიიი ❤❤❤❤❤❤❤

მადლობა ძალიან დიდი, მიხარია თუ მოგეწონა❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი Chameleon ))

აქამდე რატომ არ წავიკითხე?! საიტერესო შინაარსის იყო, განსხვავებულიც კი. ეს ამირი რა კარგი ვინმეა^^ გულს ათბობდა ყოველი საქციელი რომელსაც თაიასთვის ჩადიოდა ^^ ტკბილი ისტორია იყო. ძალიან მომეწონა ∆

 


№20  offline მოდერი sabah alkhyr

Chameleon ))
აქამდე რატომ არ წავიკითხე?! საიტერესო შინაარსის იყო, განსხვავებულიც კი. ეს ამირი რა კარგი ვინმეა^^ გულს ათბობდა ყოველი საქციელი რომელსაც თაიასთვის ჩადიოდა ^^ ტკბილი ისტორია იყო. ძალიან მომეწონა ∆

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️მიხარია, რომ მოგეწონა❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი Mmm

იყო ერთი მომენტი როცა გული მეტკინა დარიას გამო....როცა ამირი თაიას გვერდით წარმოიდგინა....დარიას მართლაც რომ უყვარდა ამირი,სხვა შემთხვევაში ამ სცენას არ წარმოიდგენდა,და მითუმეტეს გული არ ეტკინებოდა....

 


№22  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი Mmm
იყო ერთი მომენტი როცა გული მეტკინა დარიას გამო....როცა ამირი თაიას გვერდით წარმოიდგინა....დარიას მართლაც რომ უყვარდა ამირი,სხვა შემთხვევაში ამ სცენას არ წარმოიდგენდა,და მითუმეტეს გული არ ეტკინებოდა....

მართალია, დარიას ნამდვილად უყვარს ამირი. მაგრამ ამირმა ვერ შეძლო მისი შეყვარება, იმ ერთადერთ ქალს ელოდებოდა თაია რომ ჰქვია ❤️❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი Mmm

,,ჩემი სახელია ილაი" რატომ აღარ დევს საიტზე?

 


№24  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი Mmm
,,ჩემი სახელია ილაი" რატომ აღარ დევს საიტზე?

ჯერ ვეღარ ვდებ თავებად და სრულად ავტვირთავ

 


№25 სტუმარი სტუმარი Mmm

sabah alkhyr
სტუმარი Mmm
,,ჩემი სახელია ილაი" რატომ აღარ დევს საიტზე?

ჯერ ვეღარ ვდებ თავებად და სრულად ავტვირთავ

რაც მალე მით უკეთესი :) საკმაოდ საინტერესო საკიტხავია....

 


№26  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი Mmm
sabah alkhyr
სტუმარი Mmm
,,ჩემი სახელია ილაი" რატომ აღარ დევს საიტზე?

ჯერ ვეღარ ვდებ თავებად და სრულად ავტვირთავ

რაც მალე მით უკეთესი :) საკმაოდ საინტერესო საკიტხავია....

მადლობა, ვეცდები ყველანაირად❤️

 


№27  offline წევრი OKI ME

საკუთარ თავს ვეკითხები აქამდე რატომ არ წავიკითხეთქო და პასუხი არ მაქვს. არ ვიცი. ბევრჯერ შემხვდა, ბევრჯერ გავხსენი წასაკითხად და რატომღაც ჩემდა სამარცხვინოდ სანამ წავიკითხავდი მანამდე ჩავხურე გვერდი. არადა მართლა სულ მინდოდა წაკითხვა.

ჰოდა აი, ასე ერთ დღესაც გადავწყვიტე კაი ხნის გადადებული პრინცი ამირის წაკითხვა.

რამდენიმე ისტორია და მწერალი განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ სია მაქვს გაკეთებული ჩემი საყვარელი ისტორიების და მწერლების. smiley რომლებსაც ყოველთვის ვურჩევ ჩემ მეგობრებს, რომ წაიკითხონ. დღეიდან შენ და შენი ისტორიებიც ამ სიაში ხართ smile laughing

საიტის ჯგუფში ვიღაცის პოსტს შევხვდი, ისეთი ისტორია მირჩიეთ რომელიც ღამეს გამათევინებსო. აი, გუშინ დილით, რომ დავიწყე კითხვა, ზუსტად ღამე გავათენე. სანამ ბოლომდე არ წავიკითხავდი რა დამაძინებდა აბა?! ძალიან ბევრი ემოცია მივიღე, იყო მომენტები სადაც ცრემლიც კი მომერია. ყველაფერი ისე იყო აღწერილი და გადმოცემული, რომ კითხვის დროს ყველა დეტალს იმდენად ნათლად წარმოვიდგენდი მეგონა იქ ვიყავი და ვუყურებდი კი არ ვკითხულობდი.

შენი სხვა ისტორიები და ჩანახატებიც წაკითხული მაქვს, ყველა უზომოდ მომწონს. თუმცა პრინც ამირს მაინც ყველასგან გამოვარჩევ. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი "ჩემი სახელია ილაი"-ს წაკითხვა რაზეც გული ძალიან მწყდება heart_eyes

მოკლედ, ბევრი, რომ არ გავაგრძელო, წარმატებები მინდა გისურვო და მალე ახალი ისტორიებით დაბრუნება heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№28  offline მოდერი sabah alkhyr

Megioki
საკუთარ თავს ვეკითხები აქამდე რატომ არ წავიკითხეთქო და პასუხი არ მაქვს. არ ვიცი. ბევრჯერ შემხვდა, ბევრჯერ გავხსენი წასაკითხად და რატომღაც ჩემდა სამარცხვინოდ სანამ წავიკითხავდი მანამდე ჩავხურე გვერდი. არადა მართლა სულ მინდოდა წაკითხვა.

ჰოდა აი, ასე ერთ დღესაც გადავწყვიტე კაი ხნის გადადებული პრინცი ამირის წაკითხვა.

რამდენიმე ისტორია და მწერალი განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ სია მაქვს გაკეთებული ჩემი საყვარელი ისტორიების და მწერლების. smiley რომლებსაც ყოველთვის ვურჩევ ჩემ მეგობრებს, რომ წაიკითხონ. დღეიდან შენ და შენი ისტორიებიც ამ სიაში ხართ smile laughing

საიტის ჯგუფში ვიღაცის პოსტს შევხვდი, ისეთი ისტორია მირჩიეთ რომელიც ღამეს გამათევინებსო. აი, გუშინ დილით, რომ დავიწყე კითხვა, ზუსტად ღამე გავათენე. სანამ ბოლომდე არ წავიკითხავდი რა დამაძინებდა აბა?! ძალიან ბევრი ემოცია მივიღე, იყო მომენტები სადაც ცრემლიც კი მომერია. ყველაფერი ისე იყო აღწერილი და გადმოცემული, რომ კითხვის დროს ყველა დეტალს იმდენად ნათლად წარმოვიდგენდი მეგონა იქ ვიყავი და ვუყურებდი კი არ ვკითხულობდი.

შენი სხვა ისტორიები და ჩანახატებიც წაკითხული მაქვს, ყველა უზომოდ მომწონს. თუმცა პრინც ამირს მაინც ყველასგან გამოვარჩევ. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი "ჩემი სახელია ილაი"-ს წაკითხვა რაზეც გული ძალიან მწყდება heart_eyes

მოკლედ, ბევრი, რომ არ გავაგრძელო, წარმატებები მინდა გისურვო და მალე ახალი ისტორიებით დაბრუნება heart_eyes heart_eyes kissing_heart

მადლობა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ❤️❤️❤️
ძალიან მიხარია, რომ შევძელი და კიდევ ერთ ადამიანს მოვაწონე თავი❤️❤️❤️
სიმარლე გითხრა, პრინცი ამირი ჩემთვის ძალიან საყვარელი ისტორიაა, სხვა დანარჩენებიც ძალიან მიყვარს, აიდა და უსაზღვროდ, მაგრამ ეს მაინც სულ სხვაა ჩემთვისაც❤️❤️
ილაის რაც შეეხება, თავებად ვდებდი, მაგრამ მერე რაღაც პრობლემების გამო ვეღარ ვახერხებდი წერას და მკითხველი რომ არ დამეტანჯა ამიტომ წავშალე. სრულად დასადებად ვამზადებ და ვიმედოვნებ მალე იქნება, სხვა რამდენიმე ისტორიასთან ერთად❤️❤️❤️
მადლობა კიდევ ერთხელ შენ, რომ დრო დამითმე და წაიკითხე ❤️❤️❤️

 


№29  offline წევრი likuu_s

ღმერთო!
აქამდე სად ვიყავი? რატომ არ ვკითხულობდი?
არ ვიცი. აი, არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის იმდენად საოცარი იყო.
ძალიან ვნანობ აქამდე რომ თავს ვიკავებდი და არ ვკითხულობდი, მართლა! თავიდან სულ სხვა სტილის მეგონა, რომ წავიკითხე აი გადავედი ჭკუიდან ისე ძალიან მომეწონა. ანუ! კიდევ შთაბეჭრდილებების ქვეშ ვარ!
უბრალოდ, აი იმ ადამიანების არ მესმის, სხვა რელიგის ადამიანი რომ ურჯულოები ჰგონიათ და რომ ვერ იტანენ.
რატომ არ სცემენ ყველა რელიგიას პატივს? არა მარტო მუსლიმებზე მაქვს აქცენტი, ბევრი ქრისტიანი ვიცი, რომელიც სხვა რელიგიას არანაირად არ სცემს პატივს. უბრალოდ ვერ ვხვდები ამას. ქრისტიანი ვარ და მე მხოლოდ ჩემი ღმერთისადმი მაქვს რწმენა, მაგრამ ხომ უნდა ვცე სხვის შეხედულებებს პატივი?
კიდევ მგონია, რომ ეს სულელური წესები არაა ღმერთის მიერ დაწესებული და ეს უბრალოდ წარსულის გადმონაშთია, რასაც დღემდე ვერ იშორებენ. ღმერთი სიყვარულია და ეს იქნება ჩემი ღმერთი თუ ალაჰი ან ნებისმიერი სხვა, ვფიქრობ რომ არც ერთის დადგენილია მსგავსი რაღაცეები.
ნუ, ეს ჩემი აზრია და მე ასე ვფიქრობ და იმედია ამის გამო არავინ გამსჯის, შეიძლება სხვა თავისებურად ფიქრობდეს, მაგრამ მე ესე მწამს.
ეს იყო სულ, რაც მინდოდა მეთქვა.
მართლა საოცრება იყო, რაც წავიკითხე. წარმატებები! <33

 


№30  offline მოდერი sabah alkhyr

მადლობას გიხდით ძალიან დიდს, პირველ რიგში, მიხარია რომ მოგეწონათ❤️❤️❤️რაც შეეხება რელიგიის საკითხს- ღმერთი ერთია მთელს სამყაროში, უბრალოდ სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა სახელი აქვს. რა თქმა უნდა, ყველა რელიგიას პატივი უნდა სცე, თუ გინდა, რომ შენს რელიგიასაც სცეს სხვამ პატივი. რელიგიის სხვაობა პიროვნების ადამიანურობა-არ ადამიანურობას არ განსაზღვრავს, ყველაფერს ყავს თავისი კარგი და ცუდი, მათ შორის რელიგიასაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ცუდი უნდა დავინახოთ❤️❤️სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება ამ ისტორიაშიც- ერთი რელიგიის, მაგრამ განსხვავებული აზრების მქონე პერსონაჟები მყავს და მათი საუბრიდან ნათლად ჩანს რომელი სცემს პატივს განსხვავებულ რელიგიას და რომელი არა (აღარ დავაკონკრეტებ ვინ რომელ კუთხეს ირჩევს), და ამასთანავე არის ერთადერთი ქრისტიანი ქალი თაია, რომელსაც ძალიან უყვარს განსხვავებული კულტურა, ტრადიციები და პატივს სცემს მათ რელიგიას(თუმცა აქ მაინც არ შემეძლო არაბი ქალისთვის დამემსგავსებინა მთლიანად).
საბოლოო ჯამში რელიგია ისეთი თემაა, მე რომ ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო და არასდროს დავასრულო ეს.
მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დრო დამითმეთ, წაიკითხეთ პრინცი ამირი და დააფიქსირეთ თქვენი პოზიტიური აზრი ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent