შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილე (ნაწილი 1)


8-06-2020, 09:45
ავტორი redd
ნანახია 1 868

აეროპორტში მშვიდად მიაბიჯებდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა გარეთ. მგზავრობა იმდენად თენთავს, ძალა აღარ აქვს არაფრის, არადა რა იმგზავრა, სულ 2-3 საათი. მოსკოვი არც ისე შორსაა. ძალიან ცხელოდა თბილისში. მტვრის და ჩახუთულობის სუნი ერთიანად მოხვდა ცხვირში, მაგრამ ესეც კი ძალიან მოენატრა. Როგორც არ უნდა იყოს, საკუთარი ქვეყნისგან, სადაც დაიბადე, გაიზარდე, უამრავი ტკბილი მოგონება გაკავშირებს, რთულია ყოფნა, მითუმეტეს რუსეთში. იქ ნამდვილად არ მიდის ცხოვრება მარტივად, მაგრამ სხვა გზა არ არის. უნდა შეეგუო იმას, რაც შენ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. თან სწავლობს, თან - მუშაობს, თუმცა გართობისთვის დრო თითქმის არ რჩება.
როგორც კი მოკრა თვალი დემეტრეს და ქეთას, მაშივნე მათთან წავიდა, სწრაფი ნაბიჯებით. გული ყელში ებჯინებოდა თითქოს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა. და-ძმას მთელი ძალით მოხვია მკლავები და ერთდროულად ჩაეხუტა. სიხარულისგან კინაღამ ცუდად გახდა. ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არაფერია.
- საშინლად მომენატრეთ! - დაიჩურჩულა და დემეტრეს ოდნავ მიარტყა მხარი. - რაო? საცოლეო, გაგაცნოთო. ხო კარგად ხარ?
- ცუდად რატომ უნდა ვიყო? - ჩაიცინა ბიჭმა.
- აბა რა ვიცი, სად შენ და სად - ცოლი. ვერ წარმოგიდგინეთ ერთად, მაგრამ ისე მაინტერესებს... - ტუჩები მოუთმენლად გააწკაპუნა და ღიმილით გადახედა ქეთას. - შენ რას შვრები? შენც ხო არ აპირებ გათხოვებას?
- გაგიჟდი?! - წამოიყვირა.
- რა ვიცი, არაფერი აღარ გამიკვირდება. დედა და მამა სად არიან?
- სვანეთში. Ჩვენ დავრჩეთ დღეს აქ, დაისვენე და ხვალ დილით წავიდეთ.
- აუ, დემეტრე, გთხოვ. დღეს წავიდეთ რა. Მოსკოვიდან ჩამოვფრინდი ამერიკაში კი არ ვყოფილვარ. არ დავღლილვარ. - მოიტყუა და აფერისტულად მიეყრდნო ძმას. - მაინც, რამხელა გაზრდილხარ, შე საზიზღარო! - ცხვირზე თითები მოუჭირა და რომ მიხვდა, დემეტრე გააბა, კმაყოფილი ჩახტა მანქანაში ქეთასთან ერთად.
მთელი გზა ქეთა და ლილე არ გაჩერებულან იმდენი ილაპარაკეს, მხოლოდ დემეტრე იჯდა თავისთვის, ჩუმად და ბედნიერი უსმენდა მათ ტიკტიკს. როცა სამივე ერთად არიან, ყველაფერი სხვანაირად არის მაინც.
- გახსოვს, 16 წლის რომ იყავი და შეყვარებული გყავდა სვანეთში?
- მახსოვს, ქეთა და რატომ მახსენებ. Ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა.
- ვინ ერეკლე?
- არა, რომ დამაშორეს ჩემებმა ეგ. მახსოვს რამდენი ხანი ვტიროდი და შენ, პატარა, როგორ მამშვიდებდი. - ჩაიცინა და ფანჯარაში გაიხედა.
არადა, მაშინ, 8 წლის წინ, როცა პატარა გახლდათ თვითონ, ერეკლე კი 19 წლის, ყველაფერი სხვანაირად იყო. ხანდახან, ფიქრობს რომ კიდევ ვერ მოიშორა ბოლომდე ის შეგრძნება, რომ მის ცხოვრებაში იყო ვიღაც, შეიძლება ადრე, მაგრამ ძალიან დაამახსოვრა თავი. თვითონაც არ იცის, რატომ, თუმცა ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მოინელა. შეიძლება იმისგანაცაა გამოწვეული რომ მშობლები უხეშად ჩაერივნენ მის ცხოვრებაში და მოგლიჯეს მის ბავშვურ ბედნიერებას.
- ერეკლე რამ გაგახსენა? - ჩაფიქრებული მიუტრიალდა ქეთას.
- საშინელება მოხდა სოფელში. ლუკას, ერეკლეს 12 წლის ძმას, თოფი გაუვარდა და გარდაიცვალა.
- რა??- გაოცებული წამოხტა. - Როგორ, კი მაგრამ, რანაირად, რა უნდოდა თოფს ბავშვთან, ან კი... - უცბად გაჩუმდა.
ვეღარაფერი ვეღარ თქვა. არ თვლის, რომ რაიმე რეაქცია მისი ლოგიკური და შესაფერისი იქნება. ასეთი, ფიზიკურად ვერ შეიძლება რომ იყოს. ღმერთო, როგორ ახსოვს პატარა ლუკას რომ ასეირნებდნენ ხოლმე. ხან სად დაატარებდნენ ერეკლე და ლილე, ხან - სად.
თითქმის მთელი გზა ჩუმად იყო ბავშვობის პერიოდში გადასული. მოგონებები ერთმანეთს ცვლიდნენ. ერეკლე იმ ზაფხულის მერე აღარასდროს უნახავს, იცოდა რომ წელს მოუწევდა, მაგრამ ასე და ასეთ სიტუაციაში, ვერასდროს წარმოიდგენდა. ყველაფრის გამო ტკიოდა. იცოდა ერეკლეს როგორ გაუჭირდებოდა, მის ოჯახის დანარჩენ წევრებს.
- როგორ არიან? - ხან ქეთას შეხედა, ხან - დემეტრეს.
- როგორ უნდა იყვნენ, უძლებენ, მაგრამ ერეკლე ადამიანს აღარ გავს, არაფერს აღარ გავს, დაიჯერებ, ლილე? თითქოს, ისიც ლუკასთან ერთად გარდაიცვალა. მოსიარულე გვამია. არ ჭამს, არ ლაპარაკობს, ხმას არ იღებს. ზის და იყურება სივრცეში. ბიჭები არიან ხოლმე მასთან, მაგრამ მაინც ძალიან უკონტაქტოა. როცა საქმეს დასჭირდება მხოლოდ მაშინ თუ გაიგონებ მის ხმას.
- მერე? - ახლა დემეტრეს გახედა.
- რა, ვიცი, ლილე. ისეთი რაღაც დაატყდათ თავს, კიდე კარგად არის. თქვენ რომ რამე დაგემართოთ, მოვკვდები მეც. წარმოდგენაც არ მინდა რას განიცდის.
მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. ის აღტკინება, რაც სვანეთში ჩასვლით იყო გამოწვეული, ერთიანად გაქრა, მხოლოდ მშობლების მონატრებას ვერ შეეხო ვერანაირი დარდი და სევდა. იმდენად იმოქმედა ლილეზე ამ ყველაფერმა, მთელი გზა თვალები დაჭყეტილი ჰქონდა და სივრცეში იყურებოდა. ხან საჭესთან მჯდომ დემეტრეს გამოეალაპარაკებოდა, ხან ღიმილით გადახედავდა მიძინებულ ქეთას.
ბნელოდა სახლთან რომ მივიდნენ. ერთი სული ჰქონდა გადასულიყო და დედ-მამისთვის მაგრად მოეხვია მკლავები. 1 წლის უნახავი რომ ჰყავდა, ეგ კიდე ცალკე საკითხი იყო, მაგრამ ახლაც, მხოლოდ ისინი შეუმსუბუქებდნენ მოწოლილ სევდას. როგორც კი მოხვია მკლავები, მაშინვე იგრძნო, როგორ მოშორდა გულიდან ეს სიმძიმე. იმდენად ენატრებოდა ეს შეგრძნება, ბოლო კვირები უკვე გამოქცევაზე იყო.
მთელი საღამო, ხან ერთს ეფერებოდა, ხან მეორეს. ზოგადად, არ არის ასეთი თბილი, ყოველდღიურ ცხოვრებაში და გრძნობების გამოხატვა უჭირს, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო. ერთი წელი არასდროს გადაუბია საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, მაგრამ ამ წელს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და ფიზიკურად ვერ გამონახა დრო. თავის ამბებსაც უყვებოდა, მაგრამ მათ ყველაფერი მოაყოლა, რაც კი გამოტოვა. დაღლილობამ პიკს რომ მიაღწია, მხოლოდ მაშინ წავიდნენ დასაძინებლად.

* * *
დილით ძალიან ადრე გაიღვიძა. რაღაცნაირი ბედნიერებით შეხედა მთებს, რომელიც გარს ერტყა. მწვანე, მობიბინე ველები აქედან შესანიშნავად ჩანდა. ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან და ყავის მომზადებას შეუდგა, შემდეგ კი ეზოსკენ დაიწყო სვლა. იქ ერთი პატარა ხის კოტეჯი ჰქონდა დავითს აშენებული და შიგნით შეიყუჟა. სიგარეტს მოუკიდა და ღრმად დაარტყა ნაფაზი. ეს ნამდვილად სჭირდებოდა. დაძაბული იყურებოდა აქეთ-იქით, ვაიდა, არ მომადგეს დათოო, მაგრამ გადარჩა, მშვიდობიანად დაბრუნდა თავის ლოგინში. რა საკვირველია, ხუმრობით. არა, დავითმა შეიძლება მართლა მოკლას თუ დაინახა, მაგრამ ალბათ, ვერასდროს დაანებებს თავს ამ მავნე ჩვევას.
წინასწარ უსკდებოდა გული, იქ რომ უნდა ჩასულიყო. ლუკას წარმოდგენა, უმოძრაოდ და სასახლეში, ღმერთო, როგორი რთული იყო. ნინა დეიდა, ალბათ ცოცხალ-მკვდარია. შვილის დაკარგვა... ამაზე მტკივნეული ვერაფერი ვერ იქნება ვერასდროს.
- დილამშვიდობის, დეე! - ლოყაზე აკოცა მაკამ და გვერდით მიუჯდა. - ასე ადრე რატომ გაიღვიძე?
- რა ვიცი, გული მისკდება იქ რომ მომიწევს ჩასვლა. საერთოდ, როგორ უნდა ვუთხრა რომ ვწუხვარ, ვიზიარებ... - ხელები ნერვიულად მოისვა ყელზე.
- არ მკითხო. Მოვკვდი მაგათი საცოდაობით. ნინა და ვახო რა დღეში არიან ვერ წარმოიდგენ. აქეთ ერთი შვილი, იქით ერეკლე. ის საერთოდ არაა ამქვეყნად.
- რთულია წარმოიდგინო, მაგრამ დაახლოებით ვხვდები როგორ არიან. მამა სად არის?
- სამსახურშია. ძალიან ადრე მიდის ხოლმე. არ შეგხვედრია?
- არაა. - გაიღიმა მზაკვრულად, - მე კიდე ლამის მეზობლის ეზოში გადავედი, დავითი არ შემეჩეხოს მეთქი.
- ოხ! - თმები ვითომ გაბრაზებულმა აუჩეჩა და ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები.
ერთად ისაუზმეს, ჩაიცვეს და უდესიანების სახლისაკენ დაიძრნენ. ფეხები უკან რჩებოდა ლილეს. საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. გული უკვდებოდა, ისე არ შეეძლო ლუკას და სხვა ოჯახის წევრების დანახვა ამ აპლუაში. სახლს რომ მიუახლოვდა, მაშინვე იგრძნო ის საშინელი აურა, უბედურება რაც იქ ტრიალებდა. არ იყო ბევრი ხალხი, ამ დროს მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები. პირველივე ვინც დაინახა ეს ლუკა იყო, უძრავი, აქაურობას მოწყვეტილი... ცრემლები ვერ შეიკავა მის დანახვაზე. ნინაც იქვე იჯდა გაყინული თვალებით და თავის შვილს არ აშორებდა მზერას. ოთახში შესულებს ამოხედა და პირველი ლილე დაინახა.
- ლილე! - დაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.
გოგონას მკლავები მაგრად მოხვია, თითქოს ტკივილის შემსუბუქება უნდოდა. ნინა დეიდასთან ყოველთვის ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იძახდა, მხოლოდ შენ შეძლებ ერეკლეს გაუძლო და გააბედნიეროო. ლილეც მაგრად ჩაეკრო და უხმოდ ატირდა. ახლა, უკვე იგრძნო ყველაფერი ის, რასაც ეს ოჯახი განიცდიდა, რა უბედურებამაც გადაუარა წამებში.
- ძალიან ვწუხვარ. - აკანკალებული ხმით ამოიტირა ლილემ.
ვერც კი გაბედა კიდევ შეეხედა ასეთი ლუკისთვის. გული ლამის გასკდომოდა. ქეთამ წყალი მიაწოდა. რამდენიმე ყლუპი ძლივს გადაყლაპა და ნინას შეხედა. საერთოდ არ ჰგავდა ძველ ნინას. უპეები მთლინად ჩაშავებული ჰქონდა, ტირილისაგან დასიებული სახე, ჩამქრალი თვალები... მისი ხელი ეჭირა ნინა დეიდას და დრო და დრო ცერა თითით ეფერებოდა, ხანდახან კი მოუჭერდა სუსტად. ალბათ, ნახევარი საათი ისხდნენ ასე ჩუმად, ულაპარაკოდ. ერთმანეთის ტკივილს იზიარებნენ.
- ერეკლე და ვახო ბიძია სად არიან? - გაუბედავად იკითხა.
ვაითუ, ამის დრო არ არისო, მაგრამ ახლა ერეკლე რომ არ ენახა არ შეეძლო. თუმცა, წინასწარ ხდებოდა ცუდად მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი იყო მას შემდეგ გასული, გულში მაინც იყო რაღაც, რასაც ვერ ხსნიდა. შეუცვლელი ადგილი ეჭირა, რომელსაც ვერავინ შეეხო მთელი რვა წელი.
- ერეკლე უკან არის, ეზოში. ვახოც მოვა, საქმეზეა გასული. - უცბად მაგრად მოუჭირა ხელი და თვალები შეანათა რაღაცნაირი აღტკინებით. - ლილე, წადი გთხოვ შვილო, დაელაპარაკე, დაუყვავე. მოვიდეს იქნებ ცოტა გონს, თორემ მეორე შვილიც თვალსა და ხელს შუა მიკვდება. - ამოიტირა გულისგამაწვრილებლად და გოგონა ფეხზე წამოაყენა.
არეული ნაბიჯებით გაუყვა ეზოს. შორიდანვე შეამჩნია ფეხზე მდგარი ერეკლე. სივრცეში იყურებოდა და სიგარეტს ღრმა ნაფაზებით ეწეოდა. ცოტა ხნით შეჩერდა, აჩქარებული გული, რომელიც ამ საცოდაობის ყურებას გაურბოდა, დაიმშვიდა შეძლებისდაგვარად. ნელა მიდიოდა. თითქოს, ამით აიცილებლდა მასთან შეხვედრას. რა უნდა უთხრას წარმოდგენა არ აქვს. უყურებდა, როგორ ჩაიცუცქა კაცი და სიგარეტი შორს მოისროლა. მიუახლოვდა. ვერ შეამჩნია ერეკლემ მისი მოსვლა. რამდენიმე წამი მოიცადა. საჭირო სიტყვებს ეძებდა, თუმცა ვერაფერი მოახერხა. თითქოს ყველა სიტყვა ერთიანად დაავიწყდა.
ხელი მხარზე სულ ოდნავ შეახო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა. ერეკლემ თვალი მოსწყვიტა სივრცეს, სადაც ამდენი ხანი გაუნძრევლად იყურებოდა და ქვემოდან ჩასისხლიანებული თვალებით ამოხედა. გაცრეცილი ტუჩები სულ ოდნავ უთრთოდა, თუმცა არ ეტყობოდა ვიზუალურად. ფეხზე წამოდგა და ძლიერად მოხვია წვრილ წელზე ცალი მკლავი, ცალი კი გაშლილ წითელ თმებში შეუცურა. ლილემ თვალები დახუჭა. ახლა, საერთოდ არ იყო დრო იმ სიამოვნებაზე ეფიქრა, რასაც ერეკლეს შეხება აგრძნობინებდა. გოგონამაც მიადო მკერდზე ხელები და მის სხეულს მიეკრო. ღმერთო, ლამის იყო გული ამოხტომოდა საგულედან. მისი შეხება, სუნი. საერთოდ არაფერი შეეცვალა წლებს, გარდა იმისა რომ ახლა უფრო მძაფრი იყო ყველა ემოცია. ასე იყვნენ რამდენიმე წუთი. ოდნავ მოშორდა ლილე მის მკერდს და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. როგორი რთული საყურებელი იყო მისთვის ასეთი ერეკლე. არაადამიანური თვალებით იყურებოდა, იმდენად ჰქონდა ჩასისხლიანებული თვალები, ფერიც კი არ ჩანდა ნორმალურად.
- ერეკლე... - აკანკალებული თითები სულ ოდნავ გადაუსვა ქუთუთოებზე. - ვწუხვარ! - მთელი გული ამოაყოლა ნათქვამს და ისევ მოშორდა. ამჯერად უფრო გაზარდა მანძილი მათ შორის.
- მეც. - ჩუმად ამოილაპარაკა ბოხი ხმით.
- შემიძლია რამით დაგეხმარო? - გვერდით დაუდგა და სივრცეს გახედა, საითაც ერეკლე იყურებოდა.
- აქ იყავი უბრალოდ, ჩემთან, ბოლომდე. - წელზე ხელი მოხვია და მისკენ მისწია გვერდულად.
ჩუმად შეხვდა ლილე მის თხოვნას. მართლაც, მთელი ერთ კვირიანი შვებულება მათ ოჯახში გაატარა ნაწილობრივ. ლუკა რომ გააცილეს სახლიდან, ნაკლებად მიდიოდა, თუ მიდიოდა ნინასთან. შორიდან თუ მოკრავდა თვალს მდუმარედ მოსიარულე ერეკლეს, რომელიც არავის იმჩნევდა. მხოლოდ რამდენჯერმე შეხედავდა ლილეს, დიდხანს უყურებდა, თვალს არ აშორებდა, შემდეგ კი სადღაც მიდიოდა. ყოველი მისი სახლში საღამოს დაბრუნება, ჩასისხლიანებული თვალების თანხლებით ხდებოდა. გრძნობდა ლილე რომ მთელი ეს დღეები ფხიზელი არცერთხელ ყოფილა ერეკლე. რა სჭირდა თვითონაც ვერ გაეგო, მაგრამ გრძნობდა რომ ასე იყო და ამაზე კიდევ უფრო უკვდებოდა გული, მაგრამ თვითონ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მთელ დღეებს, როცა უდესიანებთან არ იყო სახლში ატარებდა, თავის ოჯახის წევრებთან ერთად. უნდოდა მთელი ეს ერთ წლიანი მონატრება რაღაცნაირად ამოეღო.
იმასაც ამჩნევდა, რომ მაკას საერთოდ არ ხიბლავდა ის ფაქტი, ლილე რომ ასე ხშირად იყო უდეასიანების სახლში, თუმცა ისეთი სიტუაცია იყო, სხვანაირად შეუძლებლად მიაჩნდა ყველას. ვერც ახლა ხვდებოდა, რას ერჩოდა ერეკლეს და ვერც მაშინ მიხვდა, როდესაც ძალიან მაგრად ეჩხუბა და დაემუქრა მაგ ბიჭს შეეშვიო. Სწორედ მაგან განაპირობა ლილეს მოსკოვში გადაბარგება. საშინელი პერიოდი იყო. ალბათ, ვერასდროს მოინელებს ამას და ვერასდროს გაუგებს მაკას, რომელმაც ეს გააკეთა და დავითს, რომელმაც მისცა ამის გაკეთების საშუალება ცოლს.
ერთმა კვირამ ძალიან სწრაფად გაირბინა. თვალისდახამხამებაში მოადგა ბოლო დღე, როცა უკვე თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. დასამშვიდობებლად ჩავიდა მათთან. ნინა დიდი ხანი ეფერებოდა და მადლობას უხდიდა ამ დღეებისთვის და გვერდში დგომისთვის. ვახოც, თავისებურადგამოხატავდა მადლიერებას, თუმცა ერეკლე არსად ჩანდა. ნინას შეპირდა დაგირეკავთ ხოლმეო და გულდაწყვეტილი წამოვიდა უკან.როგორ უნდოდა ბოლოჯერ მოეკრა თვალი, მაგრამ ერეკლე არ გამოჩენილა.



№1  offline წევრი ანმეე

აუ რა კაი იყო....ახალს ველოდები
ლუკას ამბავი ისეთი..ის იყო ანუ...მოკლედ წარმატებები

 


№2  offline წევრი redd

ბამმო
აუ რა კაი იყო....ახალს ველოდები
ლუკას ამბავი ისეთი..ის იყო ანუ...მოკლედ წარმატებები

გმადლობ heart_eyes

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

სიტყვები არ მყოფნის მალე დაამატე მეორე თავი

 


№4  offline წევრი redd

《Sunshine》
სიტყვები არ მყოფნის მალე დაამატე მეორე თავი

აუ, როგორ გამახარე! აუცილებლად. დღეს ღამე შევეცდები ავტვირთო. innocent

 


№5  offline წევრი დარინა

აუ ლუკას ამბავზე ვიტირეე მართლა დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, დასაწყისი საინტერესოაა, წარმატებები და პერსონაჟებზე ჩემს აზრს შემდეგ თავებში დაგიწერ.

 


№6  offline წევრი redd

დარინა
აუ ლუკას ამბავზე ვიტირეე მართლა დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, დასაწყისი საინტერესოაა, წარმატებები და პერსონაჟებზე ჩემს აზრს შემდეგ თავებში დაგიწერ.

დიდი მადლობა kissing_heart

 


№7  offline წევრი ნაამა

მომეწონა კარგი იყო დასაწყისისთვის. მაააგრამ ლუკა შემეცოდა ლუკაზე მეტად კი დედამისი და ერეკლე... ყველაზე დიდი ტკივილია შვილის და მერე დედმამიშვილის დაკარგავ... თან ასეთი ახალგაზრდა საშინელებააა. მოკლედ ველოდები შემდეგს და დიდი იმედი მაქვს ლილეს დედ-მამის მიხრჩობა არ მომინდება❤️

 


№8  offline წევრი redd

ნაამა
მომეწონა კარგი იყო დასაწყისისთვის. მაააგრამ ლუკა შემეცოდა ლუკაზე მეტად კი დედამისი და ერეკლე... ყველაზე დიდი ტკივილია შვილის და მერე დედმამიშვილის დაკარგავ... თან ასეთი ახალგაზრდა საშინელებააა. მოკლედ ველოდები შემდეგს და დიდი იმედი მაქვს ლილეს დედ-მამის მიხრჩობა არ მომინდება❤️

სიმართლე გითხრა, ასე წინასწარ არ მაქვს გაწერილი ისტორიის შინაარსი არასდროს, თავად ისტორიას მივყავარ ხოლმე იმ შინაარსამდე, რომელსაც ვიღებ, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი heart_eyes
დიდი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent