გატაცება კავკასიონზე (სრულად)
თუ ოდესმე გადაწყვეტთ, რომ ქართული სული იგრძნოთ, პირველი, სადაც უნდა წახვიდეთ ეს მთებია." სვანეთი ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად შემორჩა ქართული სული, წესი, ტრადიცია და ის თვისებები, რაც ქართველ მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდა. როგორც წესი, სვანურ თემს ჰყავდა მახშვი, ადამიანი, ვინც ქალაქში ან სოფელში მომხდარ ცვლილებებს აკვირდებოდა და აკონტროლებდა. ის ვინც მოსახლეობას სთხოვდა, რომ ყველაფერი წესისამებრ განხორციელებულიყო. ყველაფერს აქვს ორი მხარე და ასე ვიტყოდი, რომ იქ სადაც ხალხისთვის ღირსება, რწმენა, სამართალი და ოჯახის სახელი უმთავრესია, წესები და მათი დაცვაც ამ სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა, თუ ყოველივეს გვერდით გადავდებთ, კარგს საპირისპირო მცნებაც გააჩნია და ჩვეულებრივ, იმ ადგილას, სადაც სიწმინდეს ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს, მისი საპირისპირო, ქაოსი, არეულობა და ბოროტებაც ახლოს ბუდობს. ამბობენ, რომ მთიელ ხალხს, ერთი მოუწონარი წესი აქვთ. ისეთი დანაშაულის ჩადენა, რასაც საზოგადოება არ გაპატიებს, ან გაძევებით, ან კი ამ მოუწონარი, სისხლის აღებით დასრულდება. მთიელ კაცს, ღირსეულად უნდა ეცხოვრა, რომ თემიდან არ მოეკვეთათ და საზოგადოებისთვის მან და მისი ოჯახიც, სამარცხვინო და მიუღებელი არ გამხდარიყო. გვარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და როგორც ისტორია ამბობს, კოპალიანების ოჯახიც, თავიანთი დიდგვარეულობით, სიწმინდით და სიმდიდრით იწონებდა თავს, მთელ სვანეთსა და მესტიაში. სასახლის თავზე, კოპალიანთა საგვარეულო გერბი რკინით ჰქონდათ მოჭედილი. რკინის, შავ ჭიშკარზეც კი, სიამაყით გამოეფინათ იგი და ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ეს სასახლე კოპალიანების სამფლობელოში შედიოდა. დიდი დრო გასულიყო მას შემდეგ, რაც სვანეთში თემის მთავარკაცი და მოსამართლე აღარ განაგებდა და აგვარებდა მიმდინარე პროცესებს, პრობლემებსა და სხვადასხვა საკითხს, თუმცა მაინც, კოპალიანების ოჯახში ცხოვრობდა ვინმე მთავარი, სახელად ეგნატე კოპალიანი. დიდი ცოდნის და გამოცდილების პატრონი ყოფილა ჩვენი ეგნატე, მთელ მოსახლეობაში მისაბაძი და მაშასადამე, მისი სიტყვაც ყველგან ჭრიდა და ფასობდა. მთელი ცხოვრება სწავლასა და პატიოსნებაში გაეტარებინა, მის ოჯახზე ცუდს ვერ გაიგებდით. თუ ვინმე ურჩი, ურწმუნო და ცუდის ჩამდენი აღმოჩნდებოდა ქალაქში, პირველი კოპალიანების ოჯახს აკითხავდნენ და ეგნატეს სიტყვაც მაშინ კანონობდა. ზუსტად რომ ეგნატე იწყებდა საქმის განხილვას, ბოლოს კი მოსახლეობის საერთო აზრს შეაგროვებდა და განაჩენსაც ის გამოიტანდა. დიდი ამბავი დატრიალებულიყო მესტიაში. მთებიც კი ავისმომასწავებლად იყურებოდნენ შორიდან. ყველამ იცოდა, რომ მთელი ქალაქი ხვალ ფეხზე დადგებოდა. მომხდარის წამიდან, ვერც კოპალიანები იქნებოდნენ გამონაკლისი, მათი ოჯახიც ფორიაქს, სიმწარეს, ტკივილს და ბრაზს აეტანა. ქალები ტიროდნენ, კაცები ვითომ მხნედ იდგნენ ფეხზე და თათბირობდნენ. -ოსე სად არის?!- დაიჭექა ეგნატემ. -ხომ დაიბარა, მალე დავბრუნდებიო, ბევრი არ დარჩა..-უპასუხა კუთხეში, თვალცრემლიანმა ქალმა. -მოძებნეთ და ჩამოიყვანეთ!- კაცი ვერაფრით წყნარდებოდა. წვერში თეთრი შერეოდა, მრისხანე თვალებში კი ტკივილის ნაპერწკალი მაინც ვერაფრით დაემალა. უკვე ასაკში იყო, ამდენი ცუდი გაუგია სხვებისგან, მაგრამ ასეთი უბედურება ასე უეცრად თავზე არასდროს დასტყდომია. -ის უსირცხვილო.. ცოცხლად დასაწვავი, ეს როგორ გააკეთა..-მოთქვამდნენ ქალები. -ნეტავ გუშინვე მოვმკვდარიყავი, ბოლოს რომ სახლში გავაცილე მაშინვე, ოღონდ ეს დღე არ გათენებულიყო ჩემთვის..- ამბობდა ეგნატეს მეუღლე, ქალბატონი ფატიმა კოპალიანი და ცრემლს ვერაფრით იკავებდა. მას, ვისაც ყველაზე მეტად სტკიოდა მომხდარი, დედა იყო. მეორე კოპალიანების ოჯახის ქალს, ეგნატეს ძმის ცოლს, მერი კოპალიანს სტკიოდა ყველაზე მეტად. სანამ ყველა ასაკის მცხოვრებამდე მივიდოდა ამბავი, საქმე უნდა დაწყებულიყო. სანამ მოსახლეობას შიში და განსაცდელი აიტანდა, საქმე უნდა გახსნილიყო. ღამეს მოეცვა ქალაქი, შუქი მხოლოდ კოპალიანებთან და ზოგიერთ იმ ოჯახში ენთო, სადაც ეს ამბავი უკვე ტრაგედიად სცნეს. მთის ცივი, სუსხიანი ქარი უფრო საშიშ შესახედაობას სძენდა არემარეს. მთებს წარბიც კი არ შეტოკებიათ, თითქოს ირონიულად დაჰყურებდნენ მაცხოვრებლებს და უკვე აღარაფერი უკვირდათ, მათ შორის, არც მომხდარი. საათები გადიოდა, ცა ნელ-ნელა იწყებდა თეთრს და ყველა უფრო მეტად აეტანა ნერვიულობას. ცის შეთეთრებას, ფეხად მოჰყვა ცხენის ჩქარი ნაბიჯების ხმა, რომელმაც ქალაქი გამოაღვიძა. ან იქნებ, სულაც მისი მხედარი იყო ხალხის გამოღვიძების მიზეზი, რადგან იგი ჩვეულად, ამ დროს ბრუნდებოდა ხოლმე. ფანჯრებიდან ნამძინარევი ასულები იცქირებოდნენ, თვალები ახლად აეხილათ და მხედარის მოლოდინში აცქრიალებული გული სიხარულით უფეთქავდათ მკერდში. თვალს თუ გაახელდნენ, რა იქნებოდა იმაზე უკეთესი, საკუთრივ, თავიანთი აზრით, სწორფერი რომ ეხილათ პირველებს, ცხენზე ამხედრებული, წელში გამართული, ძლიერი მხედარი, ის ვინც მთელ სვანეთში მისაბაძ სახელს ატარებდა და მისი შესადარიც არავინ მოიძებნებოდა. ახალგაზრდა გოგონებს ეგონათ, დღე კარგად დაიწყო, თვალს ვახელთ და ჩვენს სატრფოს ვუყურებთ ფანჯრიდანო, თუმცა ჯერ რა იცოდნენ, რა ტრაგედია დატრიალდა მათ თავს. შიშით და მორიდებით, ფარდებს ამოფარებული უთვალთვალებდნენ სხვადასხვა სახლებიდან, სხვადასხვა გოგონები ეგნატე კოპალიანის ერთადერთ ვაჟს, ოსე კოპალიანს. რას აღარ აკეთებდნენ, ოღონდ ოსეს მათკენ გაეხედა, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. ხანდახან იმასაც ფიქრობდნენ, რომ მისთვის ზედმეტად პატარები და გამოუცდელები იყვნენ, მაგრამ ეს მათ ტრფობას მაინც ვერაფრით აქარწ....ბდა. გულებს და ამ გრძნობას, მაინც ვერაფერი მოუხერხეს. ასე ხდებოდა, ქალაქის სიამაყე, ნადირობის სეზონს პირველი ხსნიდა და მთებში მიდიოდა ნადავლის მოსაპოვებლად. იმდენად სიამოვნებდა ჯირითი და ნადირობა, რომ ხანდახან კვირეები არ ბრუნდებოდა სახლში. ეს კი აგიჟებდა ბატონ ეგნატეს, მაგრამ ვერა და ვერაფერს გახდა მის ჯიუტ ვაჟთან. ყოველგვარ საკომუნიკაციო საშუალებას იშორებდა თავიდან, თავის საყვარელ ცხენს მოამზადებდა, თოფს და საგზალს წაიღებდა და უკანმოუხედავად გაიკვალავდა მთებისკენ გზას. ადგილი, სადაც იგი ნადირობდა და ცოტა ხნით ცხოვრობდა კიდეც, საშიშზე უფრო საშიში იყო. ქალაქიდან ყველა ვაჟი ვერ ბედავდა იქ ასვლას, რადგან იმდენად მამაცები ვერ იყვნენ, როგორიც ოსე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ოსეს ასე ძლიერ ეტრფოდნენ იქაური გოგონები და ხანდახან, ქალებიც. მთლიანობაში კი, ოსე ყველას უყვარდა. ზოგიერთ ბიჭს თუ შეშურდებოდა მისი, რადგან იგი ყველასთვის სასურველი სტუმარი და შემდგომში კი სასურველი სასიძო იყო. ჭკვიანი, ერთგული, პატიოსანი და ვაჟკაცად აღზრდილი ბიჭი, არავის გამორჩებოდა თვალში. ამაში მისი კავკასიური გარეგნობაც უწყობდა ხელს, ისეთი იყო, ერთხელ თუ დაინახავდი, იტყოდი, რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია და მერე კიდევ დიდხანს დაგამახსოვრდებოდა, შემოგრჩებოდა გონებაში. თან კითხულობდა, თან ჯირითს და ნადირობას ასწრებდა. თან ეგნატეს ეხმარებოდა ბიზნესში, თან ნადირობის წინ, დედას ჰკოცნიდა შუბლზე და უბარებდა, თუ ვერ დავბრუნდი, ესეიგი უკეთეს ადგილას მოვხვდიო. ატირდებოდა ხოლმე, ქალბატონი ფატიმა შვილის სიტყვებზე. ვაი, რომ მართლა აღარ დამიბრუნდეს, ჩემი ერთადერთი ვაჟიო. არაფრის ეშინოდა. იმას გაიძახდა, მხოლოდ უფალს აქვს უფლება, ჩემი ნაბიჯი განსაჯოსო. სადღაც ამაყიც იყო, ვიტყოდი, ძალიან ამაყი. ყველაფერი აძლევდა ამის უფლებას, დიდგვაროვანი ოჯახი, სახელი, მისი პიროვნული თვისებები და ხალხის ეს აკვიატებული სიყვარული მის მიმართ. სიმდიდრეც არასდროს აკლდათ, პირიქით, ყველაზე მდიდრებად ითვლებოდნენ ქალაქში. ეცინებოდა ხოლმე, რომ გაიგებდა, მეზობლის გოგონებს როგორ უყვარდათ. რას აღარ უქსოვდნენ, ერთი გოგო, ინოლა სანადიროდ წასვლის წინ სახლიდან გამოვარდნილა, თავისივე ხელით ნაქარგი ტანსაცმლით და ოსესთვის უჩუქებია, რომ ჩაიცვამ მე უნდა გაგახსენდეო. ცოტა ირონიული იყო, გოგონებს გულს არ სტკენდა, იღებდა ამ საჩუქრებს, ამ სიყვარულს მაგრამ, მაინც ჩაეცინებოდა ხოლმე ეშმაკურად, მერე კი მზერით გააქვავებდა ყველა თაყვანისმცემელს. ის ფაქტი სადღაც მისში, მალულად მოსწონდა, რომ თვალს ვერცერთი აცილებდა. ამ სიამაყეს, ვაჟკაცობაში, უზადო სიმამაცეში, პატიოსნებასა და უშიშრობაში მალავდა. სიტყვა არ დასცდებოდა მის ოჯახსა და დიდგვაროვნებაზე. ყველა დეტალი, მის დიდსულოვან საქციელებზე აისახებოდა ხოლმე და იქ უსიტყვოდ, ყველასთვის ყველაფერი ნათელი იყო მის შესახებ. ლამაზი, კავკასიური, მგლისფერი თვალ-წარბი პირველი მოგხვდებოდა თვალში, თუ რამეს შეადარებდი ერთი შეხედვით და არამარტო, სულიც მგელივით მებრძოლი და უშიშარი ჰქონდა. უკვე ქალაქის ახალგაზრდობა იმ ასაკში იყო, დაოჯახებაზე რომ მიუდგებოდათ საქმე. ოსეც ერთ-ერთი მათგანი იყო და ყველა ოჯახში საღამოობით იმის განხილვა მიდიოდა, ვის რომელი ქალი უნდა შეერთო, ვის ვის გაურიგებდნენ და რომელი ასული რომელ ოჯახში მოხვდებოდა. ნეტავ მას, ვინც კოპალიანების ვაჟს მოხიბლავდა და დაიკავებდა საპატიო ადგილს, ამ საპატიო გვარს მიიღებდა. ჯერჯერობით, ვერავინ აღმოჩნდა ასეთი. ოსესთან ერთად, ეგნატეს კიდევ ჰყავდა საამაყო ქალიშვილი, ირაიდა. ჯერ არავინ იცოდა, მისი გული ვინმეს თუ მოეგო, მაგრამ აქა-იქ ხმა დადიოდა, ვიღაც უყვარსო. ყოველღამე ღიღინებდა ფანდურით ხელში, სატრფიალო მელოდიებს და ხალხსაც ასე ეგონა, სადაცაა გათხოვდებაო. ეგნატეს ძმა, ვაჟა კოპალიანი დიდი ხნის წინ ნადირობას ემსხვერპლა, კლდიდან თან გადაჰყოლია მტაცებლისგან შეშინებულ ცხენს და ისევ მისი ძმის, ეგნატეს მეზობელ სახლში ცოლ-შვილი მარტოდ მიუტოვებია. დიდხანს მოთქვამდა ქვრივი მერი.. ელოდა თავის ქმარს, უკან დაბრუნებულს.. დრო გადიოდა და მისი ბიჭიც ოსესთან ერთად წამოიზარდა, დრო აღარ ჰქონდა მუდმივი ტანჯვისთვის. გეგი კოპალიანი კეთილი, მხიარული, ერთგული და მამაცი ბიჭი გაიზარდა. ბავშვობიდან მას და ოსეს განსაკუთრებული ბიძაშვილობა ჰქონდათ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. გეგის ორი და ჰყავდა, უმცროსი 11 წლის, მაგდა და მასზე უფროსი და, ვაჟას და მერის ამომავალი ნათება, მარგო. ისეთი გოგო იყო, სიკეთეს და მშვიდობას ასხივებდა ღიმილით. შანსი არ იყო, არ გაღიმებოდათ ოჯახისწევრებს, მეზობლებს და მთელ ქალაქს მის დანახვაზე. ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, საზოგადოებისგან "გასათხოვარის" სტატუსი რომ მიიღო, ოსე და გეგი ჯერ კიდევ ბავშვებად ითვლებოდნენ. ოცი წლის იყო, კაკი ბენდელიანმა რომ მოიტაცა. ამ დროს, მამა უკვე აღარ ჰყავდათ და უფრო მარტივად გამოუვიდა საქმე. ბენდელიანები ქალაქის ბოლოს ცხოვრობდნენ, რატომღაც ყველაზე ნაკლები სტუმარი ჰყავდათ ხოლმე, რადგან არავის უყვარდა იქ მისვლა. ყველამ იცოდა, რომ მარგოს კაკი არ ჰყვარებია. კაკიმ მოიტაცა და სახლში მიყვანილი დააშინა, უკან დაბრუნებულს, მოტაცებულის სტატუსით, ჩემს გარდა სხვა მაინც აღარ გაგიღებს ოჯახის კარსო. უკარნახა, შენს ოჯახს ეტყვი, ნებით გავყევი და მიყვარდაო. ასეც მოიქცა დაბნეული მარგო.. არავის ემეტებოდა ბენდელიანებისთვის. ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობოდა მისი ამგვარი ბედის გამო სევდა და უკმაყოფილო ხმა. ეგნატე კოპალიანს, მარგოს ბიძას, უკვე სიტყვა ვეღარ სცდებოდა პირიდან. იმ დროიდან, სიყვარულის დაშლა ცოდვად ითვლებოდა და ამ ალალ-მართალ, მორწმუნე კაცს, ღვთის შიშით ხელი ვერ შეუშლია მათთვის. რა იცოდა, საწყალი მარგო რომ მოიტყუებდა. რამდენჯერ უკითხავს პირადად, ხომ არ ატყუებდა, კაკი ცუდად ხომ არ ექცეოდა.. პირიქით, მარგო ყოველთვის იმას გაიძახდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მის თავს ცუდი არასდროს მომხდარა მათი შეუღლების დღიდან. შვიდი წელი გავიდა მათი შეუღლებიდან და შვილი ჯერ კიდევ არ შეეძინათ. რა არ გააკეთეს, მაგრამ არაფერი.. ბენდელიანების დედამთილმა მარგო დაიწუნა, შვილიშვილი ვერ უნდა გამიჩინო და სხვა აქ რისთვის ხარო. კაკი ბენდელიანს გულიდან ამოუვარდა ქალი, ქერა თმა და ცისფერი თვალები ქალაქში გამოჩენისას რომ გულს უჩქარებდა, მობეზრდა. ყოველდღიურობაში დაკარგული მარგო, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ექცა ცხოვრებაში. ეს მისი დინჯი ხმა, მოკრძალებული საუბრები და უსიყვარულო, მაგრამ მაინც კეთილი ხმა, "კაკი, შემოდი ჭამე," ჩვეულებრივ იავნანას დაემსგავსა, ყოველთვის იგივეს რომ ამბობს და იგივეს რომ გიქადაგებს. ალბათ ამას ეწოდება ადამიანით გატაცება, თორემ რომელი ადამიანი ამოიგდებს გულიდან ნამდვილ საყვარელს, ვინ გადაიყვარებს ცისფერ თვალებს და საყვარელი ქალის მომღიმარი სახეც როდის მოაბეზრებს თავს მასზე შეყვარებულ კაცს?! ქორწინების ბოლო წელს, ხშირად ჩხუბობდნენ. ამ ყველაფერში ხელს კაკის დედაც ურევდა. მისი ნეგატიური და უიმედო საუბრებით უსიყვარულო ცხოვრება მალე დაინგრეოდა, მაგრამ ისე ნამდვილად არა, როგორც რეალურად მოხდა. გაუთავებლად ჩხუბობდა კაკი. ნასვამი მოდიოდა ბოლო თვეების განმავლობაში და გაუთავებლად ლანძღავდა მშვიდ, უწყინარ მარგოს, იმის გამო რომ შვილი ვერ გაუჩინა. სხვების ქალებს ადარებდა, "გახედე, ერთ მეზობელს ბიჭი ჰყავს, მეორე მეზობელს ტყუპი ბიჭებიო.." თურმე ამაზე პასუხობდა, "მერე და რა, გოგონაც ღვთის საჩუქარიაო" კაკი ამ პასუხზე ცოფდებოდა, არა იმიტომ, რომ მისი ცოლისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს, იმიტომ, რომ მარგო თავს იბრმავებდა. იმედი ჰქონდა, რომ შვილი ეყოლებოდა და ამ სტრესს, დამახინჯებულ და მტკივნეულ ცხოვრებას მხრებიდან მოიცილებდა პატარა საჩუქრის წყალობით, თუმცა არც ეს დასცალდა. ერთ საღამოს, მშვენიერი, მოცინარი და უწყინარი მარგო, სიცოცხლეს გამოესალმა. კაკი ისევ მთვრალი დაბრუნებულა და მეუღლეს სცემა. იმდენჯერ დაარტყა, ბოლოს ხელებში შემოაკვდა მისი გოგონა. კარს ამოფარებული დედამთილი გულს იფხანდა ცოლ-ქმრის ჩხუბით, მაგრამ ბოლოს, სიგიჟე დაეტყო თვალებში, როცა გაიგო, რომ იმ ოთახში უკვე მკვდარი რძალი დაეგულა. წინა კვირით შეუარა ოსემ, ჰკითხა ვინმემ ხომ არ გაწყენინაო და ისე გაეშურა სანადიროდ, მაგრამ ვინ რა იცოდა, ამდენი ხანი ოჯახის დანგრევის და სახელის შელახვის შიშით, მარგო რომ ყველაფერს მალავდა. ზუსტად ის დღე იყო, მთელი ქალაქი რომ ფეხზე დადგებოდა მომხდარით. სანამ ხმა ბენდელიანთა ოჯახიდან გავარდებოდა, კაკის დედამ, გურანდა ჭინჭარაულმა მიხვდა, რომ თავის უვარგის შვილს, მარგოს სისხლს არ აპატიებდნენ და გადაწყვიტა მისი ვაჟი თავის სანათესაო მხარეში გადაემალა. შვილი გააპარა და თვითონ სპექტაკლი დადგა, ვითომ მარგო ოთახში მკვდარი დახვდა. დედის ინსტიქტებმა ყველაფერი გააკეთებინა ქალს. ყველამ იცოდა, რომ ისეთ ქრისტიანულ ადგილას, როგორიც სვანეთია, კაცმა ხელი ყველაზე წმინდაზე, ქალზე არ უნდა აღმართოს. იქ წაიქცევა მისი ვაჟკაცობაც, სახელიც და მთელი ოჯახიც წაუხდება. თავი გამოსაჩენი, აღარსად ექნება და მოსახლეობაც არსად აღარ მიიღებს, თემიდან მოჰკვეთენ, როგორც უსირცხვილოს. თუმცა მაშინ, როცა საკუთარი ცოლი ცემით სიკვდილამდე მიგყავს, პატიება აღარ, და სიკვდილი ნამდვილად გემუქრება. მერი კოპალიანი ქალიშვილს მისტიროდა. ხმა აღარ ჰქონდა, თვალებიდან აღარც ცრემლი სდიოდა უკვე. ჯერ იყო და ქმარი დაკარგა, ახლა კი მისი მზესავით ქალიშვილი უნდა მიებარებინა მიწას. განა ვერ ხვდებოდა, რომ მისი შვილი იტანჯებოდა ამ წყეული ქორწინებით? მაგრამ ასე იყო, ოღონდ სირცხვილი არ ეჭამა მის გვარს, ოჯახსა და სახელს, გოგოს უკან ვერ დაიბრუნებდა, თან იმას ფიქრობდა, იქნებ მართლა შეუყვარდება ოდესმე და ვაი რომ ცოდვა ჩავიდინოო. გეგი კოპალიანი იტანჯებოდა. და მოუკლეს და ვეღარ გაეგო, მასაც იგივე გაეკეთებინა თუ პირდაპირ კაკის მოსაკლავად წასულიყო. ვენებში სისხლი უჩქეფდა მრისხანებისგან, მაგრამ მთელი სული სტკიოდა, მარგოს უსიცოცხლო, სიფრიფანა სხეულს რომ იხსენებდა. სამწუხაროდ, არცერთი წამით არ ამოსდიოდა თვალებიდან, ის საზიზღარი სცენა. შუაღამის სოფელი შემოევლო კაკის ძებნით, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ხელში იარაღით, მაინც ვერსად იპოვა მისი კვალი. გურანდა ბენდელიანმა მოიტყუა, როცა მივედი, სახლში არ დამხვდა, არც ის ვიცი, სად წავიდაო. ბენდელიანების ოჯახს აუცილებლად გადაასახლებდნენ. მანამდე კი, კაკის მოძებნიდნენ. ქალაქში დაბრუნებულ ოსეს, გული შიშით აუძგერდა. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ადრე და ამას მთელი ტანით გრძნობდა. ეზოში მისულს, შუქები რომ დახვდა ახლა სულ სხვა შიშით აუკანკალდა გული, ვაი რომ, ეგნატე დახვედროდა ცუდად. არა, მაინც როგორ დაემშვიდობა მამას წინაზე? "მე კარგად ვიქნები, დედას მიხედე და კიდევ ნუ დამელაპარაკები მთებში არ წასვლაზე, აზრი არ აქვსო." არ მოუსმინა მამას, ახლა კი შიშს აეკლო მისი გული. ნაბადი მოიშორა, ქუდი მოიხადა და ოჯახის კარი შეაღო. ის იდილია დახვდა, რისაც წამის წინ შეეშინდა. მაგრამ, ხომ არაფრის ეშინოდა ოსეს ამქვეყნად? ერთადერთი, ალბათ საყვარელი ადამიანის დაკარგვის, რადგან ადამიანის ასე გაშვება, ზუსტად რომ არაამქვეყნიური განსაცდელია. ამიტომაც შეეშინდა ცოტა ხნის წინ, ცხოვრებაში უკვე მეორედ. პირველი ბიძა რომ დაკარგა და ახლა აღარ იცოდა რა დახვდებოდა. ყველა ტიროდა. პირველი, თვალში მამის მრისხანე სახე რომ მოხვდა, შვება იგრძნო, მერე დედის ცრემლიან თვალებს გახედა და ბოლოს, მის დას, ირაიდას. -რა მოხდა?!- თვალებს გაურკვევლად ათამაშებდა, ხან დედისკენ, ხან ბიცოლასკენ. ბოლოს, ჩუმი წამების შემდგომ, გეგის ხელი იგრძნო მხარში. ვერ იცნო თავისი ბიძაშვილი, წაშლილი და განადგურებული სახე ჰქონდა. -გეგი მეტყვი რა დაგემართათ?!- დასჭექა კოპალიანმა. გეგი რომ მოეხვია, მერე მიხვდა ყველაფერს. ჩუმად ამოუჩურჩულებია, სრულიად გაუაზრებლად საწყალს, "მარგო.." და ყველაფერი გასაგები გახდა ოსესთვის. თოფს დასტაცა ხელი, მომხდარმა სისხლი აუდუღა ვენებში. -არ ვიცით, სად არის! გონს მოდი ოსე!- ყვიროდა ეგნატე. ოსეს დაბრუნებას ელოდნენ, რადგან მომხდარს განაჩენი არ სჭირდებოდა, კაკი უნდა ეპოვნათ, მათ ოჯახში მოეყვანათ და სიკვდილიც ასე მიეღო მის ცოდვილ სულს. სისხლს არავის შეარჩენდნენ, რაც არ უნდა ყოფილიყო. გვარში მსგავსი არასდროს მომხდარა და ახლა აფორიაქებულები, ტკივილით სავსეებმა აღარ იცოდნენ, რომელ მხარეს წასულიყვნენ. -სადაც არ უნდა იყოს, მკვდარიც რომ იყოს, მიწიდან ამოვთხრი და არ გავახარებ. მის სულსაც კი არ მივცემ სიმშვიდის უფლებას!- ყვიროდა ოსე. ცხენზე შედგა და პირველი, რაც გააკეთა, ბენდელიანების აქედან გაძევება იყო. გურანდა ბენდელიანმა ბოლომდე დამალა მისი შვილის ადგილსამყოფელი. ეგნატეს არ დაუშლია მისთვის რაიმე, იცოდა, რომ ოსემ სწორი განაჩენი გამოიტანა. -სიკვდილსაც კი არ იმსახურებს, მაგისთვის ნამეტარია..- ამბობდა ოსე და სიმწრის ცრემლს თვალიდან გადმოსვლისთანავე იგლეჯდა. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს იტირა. ეს ცრემლი, მარგოსთვის იყო, მისი საყვარელი ბიძაშვილისთვის და ვერ დაისვენებდა, სანამ სამართალს არ აღასრულებდა და მარგოს სულს არ გაათავისუფლებდა. მთებსა და სოფელში ეძება იმ დღეს, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნო. რით არ დაემუქრნენ გურანდას, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს, არაფერი ვიციო. იმასაც შეშლილის სახე ჰქონდა, ალბათ იმ მომენტიდან უკვე გამხდარიყო კიდეც. ქალს ხელს არაფრით დააკარებდნენ კოპალიანები და, ბენდელიანებიც აქედან გადაასახლეს, როგორც მერე გაიგეს, სამეგრელოში დასახლებულან, გურანდა და კაკის უმცროსი ძმა. გათენდა და ყველა ოჯახი გლოვობდა მარგოს. მთებიც გაშავებულიყვნენ და კიდევ ერთხელ, ირონიულად ეღიმებოდათ ადამიანთა ბედზე. ალბათ იმაზე ეცინებოდათ, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად ზუსტად ხალხის აზრს ეწირებიან და ბოლოს ისე ასრულებენ, როგორც მარგო. მის სიკვდილში, მარტო კაკი არ მონაწილეობდა. ტყუილი, სიჩუმე, სირცხვილი და შიში იყო მისი სიკვდილის მიზეზი. ყველა მთა გლოვობდა და იმ დღიდან, კოპალიანების მთავარი მოტივიც, კაკის ძებნა გახდებოდა. დღეები გადიოდა, მაგრამ ოსე კოპალიანს ვერაფრით აჩერებდნენ. ტყეში მგელივით დაძრწოდა, რომ კვალისთვის მიეგნო. გეგი ტყის მეორე მხარეს დაიარებოდა დამშეულივით და სისხლის წყურვილს აეტანა. ოსე ვერაფრით დაღალეს დღეებმა, იმიტომ რომ ასეთი იყო, თუ რამეს გრძნობდა, ბოლომდე გრძნობდა და უჭამდა გონებას. კეთილი იყო, მაგრამ მგელივით აზროვნებდა და ხშირად, ყინულივით ცივი იყო საჭიროების შემთხვევაში. დღეები თენდებოდა და თითქოს არაფერი, ოსესთვის ახალი შანსი იყო. მთები ისევ პირქუშად იყურებოდნენ და იცოდნენ, ეს მგელსავით ბიჭი, რომ არ გაჩერდებოდა. ნეტავ სადამდე მიიყვანდა ეს გზა? ნუთუ ადამიანურ ყოველივე გრძნობას შეაზიზღებდა მას განგება? მთებია მოწმე, რომ ცხოვრება მას ამ უზარმაზარ მთებზე შორს, კავკასიონის გადაღმა წაიყვანს და ყველა მალე შეამჩნევს, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება საინტერესო და იდუმალი გაგრძელება. 2 საქართველოს ყველა კუთხე სხვადასხვა ამბავს მოეცვა და სანამ სვანეთში ძებნას გადაყოლილი ოსე და გეგი დაიარებოდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც ნაკლები არაფერი ხდებოდა. შატილის მახლობლად, ისტორიული ძეგლის უკანა მიდამოებში ცხოვრობდნენ ფიცხელაურები. მეტად წესიერი, განათლებული და მორწმუნე ოჯახი გახლდათ. ოჯახის უფროსი დავით ფიცხელაური ოჯახის ღირსებასა და პატიოსნებაზე წინ, არაფერს აყენებდა. ასე გაზარდა თავისი ორი ქალიშვილი, უფროსი თათული და უმცროსი, თინათე ფიცხელაურები. თათული ყოველთვის დინჯი და წყნარი გოგო იყო, თინათე კი სრულიად განსხვავდებოდა ღვიძლი დისგან. მზეს და მთვარეს ეძახდნენ სოფლელები, თათული მზე იყო, თინათე კი მთვარე. გვარს როგორც შეესაბამებოდა, ფიცხი ხასიათი ჰქონდა თინათეს. მამას ჰგავდა ხასიათში, მეტად გაწონასწორებული და სამართლიანი იყო. ძმა არ ჰყავდათ, მაგრამ ბატონ დავითს ვაჟივით ამოუდგებოდა ხოლმე მხარში და ყველანაირ საქმეში ეხმარებოდა. სახლის წინ, შატილში საოჯახო სასტუმრო ჰქონდათ, ზაფხულობით მიღებულ უამრავ სტუმარსა და ტურისტს ისინი იღებდნენ და თინათეც თავისი ენათმცოდნეობითა და გონებაგამჭრიახობით მამას ბავშვობიდან ეხმარებოდა საოჯახო ბიზნესში. ხანდახან ისეც ეხუმრებოდნენ ხოლმე, "ბიჭად უნდა დაბადებულიყავიო." მიუხედავად ამისა, თინათეს ქალური ეშხი და ქალური მიხრა-მოხრა მაინც არაფრით არ აკლდა. დღისით თუ მამას ეხმარებოდა საქმეებში, საღამოთი ჭრელ კაბებში შემოსილი მეზობელ გოგონებთან გართობასაც ასწრებდა და დედას, ნინო ფიცხელაურსაც თან ეხმარებოდა ხოლმე. ბევრს უყვარდა მთვარესავით თინათე სოფელში. მაგრამ როგორც ხევსურთა ქალებს სჩვევიათ, გათხოვებას არც ის ჩქარობდა. ძირითადად, ხევსურთა საქმიანობა ქალების შრომაზეა დაფუძნებული, იქაური პირობების გამო და იმ ოჯახში, სადაც ორი ქალიშვილია, ეძნელებათ ხოლმე, ქალის გაშვება. თანაც, ვაჟი არ ჰყავდათ და რძალსაც ვერ მოიყვანდნენ. არ უყვარდა თინათეს სიყვარულზე საუბარი. მხოლოდ მის გულში იცოდა, რომ გამოჩნდებოდა ის ერთი, ვისაც სხვანაირად გაუღიმებდა. ყოველთვის წარმოედგინა, რომ მისი სიყვარული თბილი სიტყვით, სასიყვარულო წერილებით და მეგობრული ურთიერთობით დაიწყებოდა. ელოდა მას, ვისაც გაუღებდა გულის კარს და ფიცხი და ჯიუტი გოგოს უკან, წრფელ, რეალურ თავს დაანახებდა. ამოიოხრებდა ხოლმე, ბატონი დავითის მეუღლე, ნინო.. როცა ეტყოდნენ, შენი გოგონების დროც მოვიდა, აბა რა ხდება, როგორ ემზადებიო. სულ არ უნდოდა რომელიმე გაეთხოვებინა. იმას იძახდა, ამდენი ხანი ვზარდე, მათ თმის ღერს ვუფრთხილდებოდი და ახლა სხვას როგორღა ჩავაბაროო? ორივე ძალიან უყვარდა, მაგრამ ხანდახან დარდი შემოეპარებოდა. თინათეს რამდენი შანსიც გამოუჩნდა, ყველა ბიჭი უკან გაისტუმრა. ძალიან ჯიუტი იყო და თუ რამეს გადაწყვეტდა, ვერაფრით შეაცვლევინებდი აზრს. სასწავლებლად თბილისში გაუშვეს, ქართულის ფილოლოგიის კურსები დაასრულა, მაგისტრი გაიარა და უკვე ოცდახუთი წლის იყო, დოქტორანტურა უნდა გაევლო, როცა სოფლიდან დაურეკეს, შენი და თათული გაიპარაო. შატილში დაბრუნება მოუხდა თინათეს, ოჯახთან. ძალიან განიცდიდა დავითი. ოჯახიდან ქალის წასვლა არ იყო ხევსურებისთვის მარტივი საქმე. უფრო იმას განიცდიდნენ, მათთვის უცხოზე რომ დაქორწინდა. ჭინჭარაულების ოჯახში ჩამოსულ, კაკი ბენდელიანს გაჰყვა ცოლად. ზუსტად იმ კაკის, სვანეთიდან რომ გამოაპარა დედამისმა, თავის ნათესავებთან ხევსურეთში. მარგოს, საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის რომ დასდევდნენ კოპალიანები მოსაკლავად ყველა კუთხეში, ზუსტად ეგ კაკი იყო. ვინ რა იცოდა, კაკი რის გამო ჩამოვიდა დედის მხარეს, შორეულ ნათესავებთან. რომ სცოდნოდათ, ცოლი მოკლა და გამოიქცა, იქ არავინ გააჩერებდა. ფიცხელაურები მოულოდნელად ჩავარდნენ განსაცდელში, კაკი გაიძახდა მე არაფერი მაბადიაო. თათულის რომ მიუბრუნდნენ, მას გულწრფელად უპასუხია, მიყვარსო. მართლა შეაყვარა თავი კაკიმ, ისეთი წყნარი იყო, ორი სიტყვით მოიხიბლებოდა, თანაც ყოველ დღე ხედავდა კაკის, მეზობლად ჭინჭარაულების სახლში. მან რა იცოდა, ცოლის მკვლელი რომ შეიყვარა ბრმად და ოჯახის კარიც თან გაუღო. თათული უკვე ოცდაშვიდის იყო, კაკი ოცდაცხრის. დრო იყო გაებედნიერებინათ, ან კიდევ ვინ იცის, გაეუბედურებინათ თავიანთი ქალიშვილი. წელი და რვა თვე გასულიყო მას შემდეგ, რაც სვანეთიდან გამოიპარა. ერთი წელი ჭინჭარაულებთან იცხოვრა და მერე შეამჩნია თათული, თავი შეაყვარა, იფიქრა აქ მაინც დავსახლდები და ოჯახს შევქმნიო. გული ქვასავით ჰქონდა კაკის, სულ არავინ ანაღვლებდა, საკუთარი თავის გარდა. ბევრი იფიქრეს ფიცხელაურებმა და გადაწყვიტეს რომ თათული და მისი ქმარი მათთან იცხოვრებდნენ. სოფელში დაბრუნებულ, უფრო გაზრდილ, დახვეწილ თინათეს დის არჩევანი დიდად არ მოეწონა. გულზე შემოაწვა, როცა მისი სიძის სახე დაინახა. განა არაფერი სჭირდა, უბრალოდ გულმა ცუდი უგრძნო. თინათე უფრო დამშვენებულიყო ამ სწავლასა და მუშაობაში. უფრო თამამი, გამბედავი და სამართლიანი გამხდარა. ცუდ სიტყვას სხვას არ შეარჩენდა და არავის მისცემდა უფლებას, მისი მშობლები ან ერთადერთი დედმამიშვილი ვინმეს ეწყენინებინა. თხელი გოგო იყო თინათე, სწორი ცხვირით, თვალის ულამაზესი ჭრილით და შავი თვალებით. გრძელი წამწამები ჰქონდა, თეთრი, სიფრიფანა კანი და ვარდისფერი ტუჩები. სწორი, შავი თმა ხშირად ნაწნავად ჰქონდა შეკრული. ჭრელი, ყვავილებიანი კაბების ჩაცმა ისევ ისე უყვარდა. ბევრს კითხულობდა, უნივერსიტეტშიც საუკეთესო იყო. თეთრი, მარმარილოსავით კბილები ჰქონდა. ისეთი თლილი თითები, იფიქრებდით თითქოს ვინმემ გამოძერწა ასე ლამაზადო. თუ კი სადმე ჩაგივლიდათ, თავიდან ვერ ამოიგდებდით მის თეთრ კანს და ამაღელვებელ ღიმილს. უფრო ჩაფიქრებული დადიოდა ხოლმე, შეწუხებული სხვების მზერისგან, რადგან არ უყვარდა მეტი ყურადღება. სამწუხაროდ მისი გარეგნობის, რეპუტაციისა და პიროვნებისგან გამომდინარე, ეს შეუძლებელი ხდებოდა. ყველამ იცოდა, როგორი ჭკვიანი, პატიოსანი და ლამაზი სულის პატრონი იყო. ალბათ რამდენ მათგანს ეგონა, რომ ეს გოგო ეკალივით უკარება იყო. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ყურადღებას არავის უთმობდა ზედმეტად. ყველას მეგობრული თვალით უმზერდა, ეს ხომ ასეთი შესამჩნევი იყო. თუ ვინმე გააბრაზებდა, ფეთქდებოდა ბრაზისგან, მშვიდად მაგრამ მწარედ გასცემდა ადრესატს პასუხს. ისეთ პასუხს, რომ ცემას უდრიდა. სოფელში დაბრუნებულს დედამ შეეხვეწა, სწავლას და მუშაობას მერეც გააგრეძელებ, ახლა ეს განსაცდელი მარტო არ გადამატანინო და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩიო. დათანხმდა თინათე. ოჯახის საქმეებს დაუბრუნდა, დედას და მამას ეხმარებოდა და ადგილობრივ ბავშვებს, სხვადასხვა საგნებში ამეცადინებდა კიდეც. თვეები გადიოდა და სულ უფრო და უფრო არ მოსწონდა მისი სიძე. ნაკლებს საუბრობდა ოჯახის წევრებთან და გონებითაც თითქოს თათულისთან კი არა, სხვაგან დაფრინავდა. თითქმის ორი წელი გასულიყო მარგოს მკვლელობიდან და კოპალიანებს მაინც არ დაავიწყდათ მრისხანება. მერი კოპალიანი აღარ საუბრობდა. მხოლოდ მაგდას თუ გაესაუბრებოდა ხოლმე. შვილის ტკივილმა სულ მთლად დაამუნჯა. ეგნატე კოპალიანი წლების განმავლობაში ისევ უსმენდა სხვათა ჩივილებს, სხვა რა ექნა, დრო იყო გონება სხვა რამით დაეკავებინა, თორემ მალე გაგიჟდებოდა. როგორ უყვარდათ მარგო? ბავშვობიდან ცივ ნიავს არ აკარებდნენ, დღეს კი საერთოდ აღარ ჰყავთ. დროსთან ერთად, რწმენითა და ლოცვით შეეგუვნენ მომხდარს. სხვა გზა არ ჰქონდათ, ისინიც ადამიანები იყვნენ. იქაურ მაცხოვრებლებს როგორღაც მიავიწყდათ ამბავი, ცხოვრება ყველამ ჩვეულ რიტმში განაგრძო. ხან ახალი სიცოცხლე დაიბადა, ხან ისევ ვიღაც გარდაიცვალა, ახალი ოჯახი შიქმნა და ასე.. აღარ ჰქონდათ ფიქრის და მწუხარების თავი. ყველა ოჯახს თავისი საქმე ჰქონდა განსახილველი, მათ შორის კოპალიანებსაც. ოსე ოცდაექვსის გამხდარიყო. მარგოს შემდეგ ერთი წელი და თვეები გასულიყო. ოსეს ტკივილი, შურისძიების წყურვილი გულში გადაემალა ცოტა ხნით და ღიმილი ისევ შეძლო. სანადიროდ უფრო ხშირად დადიოდა, გულს კი უხეთქავდა ფატიმა და ეგნატე კოპალიანებს, მაგრამ რა აზრი ქონდა ამ თავნება ბიჭთან საუბარს? ტყეში წასულს გული უმშვიდდებოდა. წარმოიდგენდა, როგორ იპოვიდა კაკის და თავისივე ხელით ანანებინებდა მის არაადამიანურ საქციელს. ყველაზე დიდი ცოდვა იყო სვანეთში ქალზე ხელის აღმართვა. მითუმეტეს, საკუთარი ცოლის მკვლელობა. არავინ გაპატიებდა, არავინ დაგისვამდა გვერდით, ერთ სკამსა და ერთ ოთახში. ამიტომაც გაიქცა ბენდელიანი.. იცოდა, ვერ გადარჩებოდა. ცხენზე ამხედრებული ქალაქში ბრუნდებოდა, ინოლა რომ მოსახვევში დახვდა. -ოსე!- დაიყვირა გოგომ. -სასაუბრო მაქვს შენთან.- განერვიულებული ჩანდა. -რამე მოხდა?- ცხენიდან ჩამოსულმა ქუდი გაისწორა და მიუბრუნდა აკანკალებულ გოგოს. -მოხდა. უკვე რამდენი წელი გავიდა, დროა ყველაფრის. აქამდე როგორ ვერ შემამჩნიე?- გოგო სლუკუნით ამოთქვამდა სიტყვებს და ცრემლებსაც ზედ აყოლებდა. ბიჭი ჯერ დაიბნა, მერე კი ცოტათი გაბრაზდა, რა სულელია, აქამდე რომ ჩემი ნებით არ შეგამჩნიე, ესეიგი არც ვაპირებო, მაგრამ ამას ხომ ვერ ეტყოდა ატირებულ გოგოს? -ინოლა, მომისმინე. წლებია ისე გიყურებ, როგორც ჩემს ირაიდას. მითხარი აბა, როგორ შევცვალო ეს? ვერ მოგატყუებ და ვერ დაგაიმედებ რამით, სიტყვას ვერ გადავახტები!- ხელები მხრებზე მოკიდა და მთელი გულწრფელობით უხსნიდა, არ უნდოდა ეტკინა მისთვის. -კი მაგრამ როდემდე უნდა იარო მარტო?! ცოლის მოყვანას არ აპირებ? ვერა ხედავ, მთელი სოფელი შენ შემოგცქერის, ყველა გოგოს შენზე უდგას თვალი. საღლიანების გოგო მარჩიელთან წავიდა და ასე უთქვამს მისთვის, კოპალიანების გვარი გიწერია მომავალშიო. მითხარი, მე როგორღა დავმშვიდდე?- გოგოს სიტყვებზე გულიანად მოუნდა ხარხარი, მაგრამ რა მისი შესაფერისი საქციელი იყო? ერთი სული ჰქონდა, მალე დაემთავრებინა საუბარი და სიცილი შეძლებოდა. -იქნებ და ის საღლიანი გეგიმ უნდა მოიყვანოს, ისიც კოპალიანი არ არის?- ოდნავ მოზრდილ წვერში ჩაეღიმა, მგლისფერი თვალ-წარბი ეშმაკურად აუთამაშდა და მწკრივად თეთრი კბილები მიანათა ქალს. ცოტა აკლდა საცოდავს და წაიქცეოდა. ყოველთვის კი არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ოსესთან ესაუბრა. -არა, დარწმუნებული ვარ შენ უყვარხარ.-ჯიუტად გააქნია თავი. -მაშინ გადაეცი, ჩემი გული მისთვის მზად არ არის.- -აბა ვისთვის არის მზად?- ნაწყენმა დაიყვირა. -რომ გავიგებ, შენც და საღლიანსაც პირველებს გეტყვით.- ცოტა უხეშად გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ რა ექნა, არ მოეშვა გოგო. -ბოლოს, უკვე აღარავის რომ მოეწონები, მე მომაკითხავ, მაგრამ გვიანი იქნება!- -თუ ეს გულს დაგიმშვიდებს, მაშინ გული იმით მოიფხანე გოგონებთან, ოსე ბოლოს მაინც ჩემთან აპირებს მოსვლასო.- სიცილს ვერ იკავებდა. ცხენზე ამხედრდა და ისე, სიცილით გაუყვა სახლისკენ გზას. ბინდდებოდა სვანეთში, ლამაზი სანახავი იყო პირქუში მთები, მწვერვალები. სახლში შესულს ფეხზე მდგომი ეგნატე დახვდა. აფორიაქებული ჩანდა ამჯერად. როგორღაც, ცხოვრებას აგრძელებდნენ, უბრალოდ უფრო მეტი ტკივილით. -დედა როგორ ხარ?- როგორც ჩვეოდა, თავზე აკოცა ფატიმას და მამას მიუბრუნდა. -დაჯექი.-თქვა დინჯდად. -ისევ ნადირობაზე ვაპირებთ საუბარს?- სავარძელზე მოკალათდა და მობეზრებული ხმით ამოთქვა ოსემ. -მალე სანადიროდ დრო სულ აღარ დაგრჩება.- მკაცრი ხმა ჰქონდა ეგნატეს. -გასაგებია, ანუ ნადირობაზე თუ არა ცოლის მოყვანაზე და დაოჯახებაზე უნდა მესაუბროთ არა?- ბიჭს ისევ ეცინებოდა. -რა მოგივიდა, რა სიცილის ხასიათზე ხარ?! არც ერთი და არც მეორე!-გაბრაზდა მამა. -გისმენ, რაშია საქმე.- დასერიოზულდა და წარბშეკრული განაგრძო მამის მოსმენა. -სამარგალოდან დარეკეს. ჩვენი ნათესავები ხომ იცი, კოპალეიშვილები. ერთი გვარის წარმოშობა გვაქვს.- -კი, ვიცი. მერე?- -მის მეზობლად დასახლებულა გურანდა ბენდელიანი. ჩვენი ნათესავი სტუმრად მიდიოდა ბენდელიანებთან, აღმოაჩინა, რომ მაგათი არაკაცი ბიჭი ჩვენი სიძე იყო. ერთ საღამოს, კაკის ტელეფონით ესაუბრებოდა თურმე ქალბატონი. ხევსურეთში, ჭინჭარაულებთან გადაუმალავს მისი ვაჟკაცი ბიჭი და როგორც ჩვენ ვთქვით ლამაზად მოვუტყუებივართ.- ასე იყო სვანეთში. დანაშაულიდან ორი თვის განმავლობაში დაზარალებული დროს აძლევდა დამნაშავის ოჯახს, მათ უნდა გადაეწყვიტათ რას უზამდნენ თავიანთ ოჯახისწევრს, მაგრამ რადგან დამნაშავის დედას ბევრს ვერაფერს ეტყოდნენ, კოპალიანებმა შემდგომში დაიწყეს თავიანთი კანონით მოქმედება. ოსეს ბრაზისგან ხელები აუკანკალდა. -ზუსტი ადგილი?- ჰკითხა დაჟინებით. -დამშვიდდი, სანამ მე არ ვიტყვი, ხელს არ გააქანებთ.- იგრძნო მისი შვილის განრისხება. -მამა, მეტად ნუღარ გავაჭიანურებთ..- ხელი სავარძელს დაჰკრა და ფეხზე წამოდგა. -შვილო დაწყნარდი, თავს რამე არ აუტეხო. მოდი ივახშმე და მერე ვისაუბროთ.-ფეხზე წამოდგა ქალბატონი ფატიმაც. -იმ ურჯულოს ცოცხალს გადმოიყვანთ სვანეთში. მთელი სვანეთის წინ უნდა შერცხვეს და მოინანიოს.- -რას ნიშნავ მოინანიოს?!- -ისე გააკეთებთ, როგორც ამას მე გეტყვით!-დაიჭექა ეგნატემ და ოსესაც პასუხი არ დაუბრუნებია, ისე შევიდა ოთახში მოსამზადებლად. ჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩაყარა. თოფი და დანა შეამზადა, ნაბადი მოიხურა და უკვე მზად იყო. -შვილო, რას აკეთებ, დილამდე მოითმინე!- ფატიმას სულ არ უნდოდა მისი შვილის გაშვება. -ძმაო რა ხდება?- ირაიდა საძინებლიდან გამოვიდა. -ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ თავს მიხედეთ, მე მალე დავბრუნდები.- დას და დედას შუბლზე აკოცა. -გახსოვდეს, როგორც გითხარი ისე მოიქეცი. ბრაზს არასდროს მისცე უფლება, გაკონტროლოს. პირიქით, არამარტო ბრაზი, არამედ შენი ყველა გრძნობა და შეგრძნება უნდა აკონტროლო. მაშინ ჩავთვლი, რომ ისეთივე ძლიერი ხარ, როგორიც ჩვენს მაცხოვრებლებს ჰგონიხარ!- მამის სიტყვებზე ჩაეღიმა. -"ვიდოდეთ ერთობით, სახლსა ღვთისასა!"- ოსემ კოპალიანების საგვარეულო დევიზი სიამაყით წარმოთქვა. ბატონი ეგნატე გულში სადღაც მაინც ამაყობდა, ასეთი შვილი რომ ჰყავდა. იცოდა, მისი მსგავსი მეორე არავინ რომ არ იყო ქალაქში და ეს ადიდგულებდა. -დათა ფანგანი წამომყვება, გეგის არაფერი უთხრათ, იმიტომ არ მიმყავს, რომ იქ მისული ჭკუას დაკარგავს და შემოაკვდება ის უბადრუკი. უთხარით ოსე სანადიროდ წავიდაო.- -სწორად გიფიქრია, გაიგე ფატიმა? სიტყვა არ დაგცდეთ.- გააფრთხილა ოჯახი. ფატიმა ისევ უკმაყოფილო იყო შვილის ამ დროს წასვლით. ვერ ეგუებოდა. -ზუსტი ადგილი მამა?- -შატილი ოსე.- ფატიმამ ერთი ამოიოხრა, ამ სიშორეზე უშვებდა შვილს. კი მაგრამ, ტყეში მტაცებლებთან რომ მიდიოდა მაშინ არ ეშინოდა? როგორ არა, უბრალოდ ახლა უარესი ამბავი ტრიალებდა მათ თავს. -ჭინჭარაულების ახლოში არ გავიკითხავ, რამე არ იეჭვონ.- -ჰო, ასე უნდა მოიქცე. შეათვალიერე იქაურობა, ეცადე პირველი არ შეგამჩნიოს, თორემ საქმე ჩაგივარდება. შორიდან მოუარე მტერს, დააკვირდი სად არის, რას აკეთებს და მერე ჩაავლე.- დარიგებებს მოჰყვა მამა, მიუხედავად იმისა, რომ ოსემ ყველაფერი მშვენივრად იცოდა. -ჩემი წასვლის დროა.- ოჯახს დაემშვიდობა. -ბრაზი აკონტროლე და თავს ამით გაუფრთხილდები.- უთხრა ეგნატემ უზარმაზარი აივნიდან. ოსემ მანქანა დაძრა და დათა ფანგანის სახლისკენ გაემართა. დათა და მან ბავშვობიდან მეგობრობდნენ, გაუკვირდა მისი მოუთვინიერებელი მეგობარი ცხენით რომ ვერ შენიშნა და მანქანით დაადგა თავზე. -რა ხდება?- იკითხა მანქანაში დაჯდომისთანავე. -შატილში მივდივართ.- -რა? ქალის მოსატაცებლად მიგყავარ?- დაიყვირა შეცხადებით. -სისულელეებს ნუ როშავ, აზრზე მოდი, ხუმრობის დრო არ მაქვს.- -ასე მგონია შენ ხუმრობ, ამიხსენი რა გესაქმება ხევსურეთში.- დათაც მაშინვე დასერიოზულდა და სულ დადუმდა, როცა გაიგო რა მძიმე საქმეზე უწევდათ წასვლა. მათ ხელში იყო ის საქმე, რასაც ორი წელია კოპალიანები გადაჰყოლოდნენ და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. საათები გადიოდა და ღამეს დღე ერეოდა. ცოტა ხნით შეისვენეს და გზა მალევე განაგრძეს. დიდხანს მოუხდათ მგზავრობა, მაგრამ ხევსურეთის მხარეს როცა მიაღწიეს, მიხვდნენ, სიჩქარის გამო მოსალოდნელზე ადრე რომ მისულიყვნენ ადგილზე. დილა იყო, მინდორს ცვარი ფარავდა, მთებს კი ნისლი. სულ სხვანაირად მოხვდათ ეს უცხო ჰაერი მათ ფილტვებს. ხალხს ქრისტიანობა ეტყობოდა და სიწმინდე, ეს თვისებები მთიელ ხალხს ყოველთვის ყველაზე მეტად აერთიანებს. მზის სხივებმა თვალი მოჭრა ოსე კოპალიანს, მის მეგობარს გახედა, საცოდავად რომ ჩასძინებია. -დათა, გაიღვიძე!- მიჰკრა ხელი. დათაც მაშინვე მოფხიზლდა და პირი დააღო როცა გააცნობიერა, რომ საგრძნობლად გათენებულიყო და მზეც უკვე კარგად აჭერდა. -შატილს ვუახლოვდებით.- -იქ ნამყოფი ხარ?- ნამძინარევი ხმით იკითხა მეგობარმა. -არა, ლოკაციით ვხვდები.- ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია. შატილის ეროვნულ ძეგლთან მიახლოებისას ორივე აღფრთოვანდა ხევსურეთის სილამაზით, მაგრამ ამის გამოსახატავად არცერთს არ ეცალა. გონებაში მათი ადგილი უფრო მნიშვნელოვან თემას ეჭირა. ლამაზი იყო ხევსურეთი. თვალს მოგჭრიდა სიმწვანე, შატილთან ჩამომავალი მდინარე და ბუნება. სხვა სახე ჰქონდა ყველაფერს, სვანეთთან შედარებით, მაგრამ ოსე თავს მაინც ისე გრძნობდა, თითქოს მეზობელ სოფელში გადმოვიდა და იქაურობას ათვალიერებდა. იქნებ ისევ მთები უტყუებდნენ თვალებს? იქნებ ამიტომაც ვერ გაარჩია მშობლიურისგან ეს მხარე. ძალიან კი განსხვავდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, ეს ორი მხარე ერთ მთებზე გადიოდა. თვითონაც კავკასიელი იყო და აქაური ხალხიც. კავკასიელობა ყველგან და ყველაფერში დაჰყვებოდა სიმამაცით სავსე ოსეს. მანქანიდან გადმოსულებს, თავზე შავი საბურავი ემოსათ, თავს იზღვევდნენ, რომ არ შეემჩნიათ. შატილის მახლობლად, სოფელში მისულებმა პირველი სასტუმრო გაიკითხეს. სანამ კაკის კვალს მიაგნებდნენ, დრო სჭირდებოდათ და თანაც, უკან დასაბრუნებლადაც დიდი დრო იყო საჭირო. დღისით საქმეს ვერ გააკეთებდნენ, ვინმე დაინახავდათ. -უფალი შეგეწიოთ, აქ სასტუმროს სად ვიპოვი?- ჰკითხა დათამ მაგიდასთან ჩამომჯდარ კაცებს. ყველამ ერთი ადამიანისკენ გაიხედა, "შენთან არიანო." -მე მაქვს სასტუმრო, მხოლოდ თქვენ ორნი ხართ?- -კი, ჩვენ ვართ.- -რამდენი დღით?- კაცმა ეჭვისთვალით აათვალიერა ორი ახალგაზრდა ვაჟი, მაინც არავის ენდობოდნენ იმდენად. თანაც, ორივე საეჭვოდ გამოიყურებოდნენ. -ერთი.- საცდელად უპასუხა დათამ. -გამომყევით.- დაუბუხუნა კაცმა და წინ წავიდა. ბიჭებმა ერთმანეთს თვალით ანიშნეს და კაცს გაჰყვნენ. დათამ ანიშნა, ხომ არ გვეკითხა კაკის შესახებ ამ კაცისთვისო, მაგრამ ოსემ თვალები ისე დაუბრიალა, მაშინვე წარმოსახვითი ელვა შეიკრა პირზე. -რისთვის მოხვედით შატილს?- იკითხა კაცმა უკანმოუხედავად. -ბარისახოში ვიყავით სტუმრად ჩვენს მეგობართან, გვირჩია საქართველო ისე არ დატოვოთ შატილი რომ არ ნახოთო და ჩვენც აქეთ წამოვედით, მაინც ახლო იყო.- -კარგი გიქნიათ.- მხოლოდ ეს გაიმეტა მკაცრმა მასპინძელმა და სასტუმროს კარებს მიადგა. -ეს ჩემი საოჯახო სასტუმროა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. მოგვიანებით შემოგივლით, მანამდე ჩემს ცოლ-შვილს გავაფრთხილებ, თქვენთვის სადილი და ვახშამი მოამზადონ.- -ღმერთი შეგეწიოს! თქვენი სახელი?- ჰკითხა ოსემ. -ჩვენთან გვარს ვეკითხებით ხოლმე. დავით ფიცხელაური გახლავართ და თქვენი სახელები?- კაცს არც ახლა გაუღიმია. -ოსე კოპალიანი.- ხელი გაუწოდა. -დათა ფანგანი.- კაცმა ჯერ ორივე აათვალიერა და ხელი შემდეგ ჩამოართვა. -სვანებს აქ რა ესაქმებათ?- ტუჩის კუთხე ღიმილმა გაუტეხა. -მთებმა გადმოგვიყვანეს. კავკასიონს გადაუწყვიტავს, ჩვენი აქ მოსვლა.- ოსემ მრავლისმთქმელად გაიღიმა და კაცს მზერა არ მოაცილა. საინტერესო პასუხით დაინტრიგებულ დავითს ერთი გაეღიმა და ორივე სასტუმრო ოთახში დატოვა. -გვარები რომ ვუთხარით, სახიფათო არ არის? არ დაგვძრახოს.- დათამ წამოიძახა. -აქაური ხალხი არ დაგძრახავს, რომც ასე მოხდეს, ის შორს მაინც ვერსად გაგვექცევა.- საღამოვდებოდა, სადღაც ექვსი საათი იყო, დათაც და ოსეც რომ დაღლილები ისევ დაიარებოდნენ სოფელში. სახლებს და ოჯახებს შორიდან უდგებოდნენ, ეჭვი რომ არ გამოეწვიათ. ჯერ კიდევ ვერ ეპოვნათ რაიმე კვალი მაგრამ დანებებას არ აპირებდნენ, ორი დღეც რომ ყოფილიყო საჭირო, დარჩებოდნენ. დაღლილმა ოსემ თვალით წყარო შენიშნა, ძალიან სწყუროდა. ბალახებში გზას იკვალავდა და ისე მიდიოდა ცივი წყლისკენ, იმ ადგილს ხეებიც ფარავდა. წყაროსკენ ნაბიჯები აუჩქარა, როცა აღმოაჩინა რომ იქაურობა ცარიელი არ იყო. წყაროსთან ზურგით გოგო იდგა და ჭიქიდან წყალს სვამდა. -შეგარგოს.- უცხო ხმისგან შეშინებულ გოგოს ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ქვაზედ გაუტყდა. -ვინ ხარ?!- იყვირა უხეშად. -მწყურვალი მხედარი.- ოსეს არ უყვარდა უხეში ქალები, კი გაეგო, ადამიანს შეეშინდა, მაგრამ რა საჭირო იყო ასეთი ამრეზით ცქერა და უხეში პასუხი? -მერე არ იცი, რომ კაცი როცა წყალს სვამს არ უნდა შეაშინო?!- მაშინვე გასცა პასუხი ჭრელკაბიანმა. -არც კი მიფიქრია, რომ შეგეშინდებოდა.- გოგომ მხოლოდ ერთხელ გამოხედა ბრაზით და წყლით სავსე დოქს მიუბრუნდა. -გაუთლელი..-ჩაიბურტყუნა ჩუმად, მაგრამ ოსეს ყურს მაინც არ გამორჩა. -თუ გეშინია, მაშინ მარტო რატომ დადიხარ ამ მიუვალ ადგილებში?- ბიჭიც გაღიზიანდა, რა ექნა მოუწია უხეშობა. -ვინ თქვა რომ მეშინია?- ისევ მოტრიალდა ჭრელკაბიანი გოგო. -მისმინე, ასეთ ადგილებში სიარული კარგი არ არის. ან ჩეჩენს, ან კიდევ ხევსურს გადაეყრები.- გოგოს ერთხელ ირონიულად ჩაეცინა. -აქ გაზრდლის ასწავლი მაგას?- -აქაურს არ გავხარ.- გაბედულად უთხრა კოპალიანმა. -როცა არ იციან, არც საუბრობენ.- მკვახედ მიუგდო გოგომ. სულ გააღიზიანა ამ ჯიუტი გოგოს საუბარმა. -რა გქვია?- გოგო უკვე გზას მიუყვებოდა, კითხვა რომ შემოესმა. ერთი სული ჰქონდა ეს უცხო პირი მოეშორებინა თავიდან. -და შენ ვინ ხარ?! არც შენ ხარ აქაური.- -რა იცი, იქნებ ხევსური ვარ.- -ხევსური რომ იყო არ გამაფრთხილებდი. აქ ყველამ იცის, ჩეჩნებიც და ხევსურებიც რომ იტაცებენ ქალებს.- ოსე პასუხზე მიუხვდა, ჭკვიანი ქალიაო, მაგრამ მაინც ალმაცერად უყურებდა, არ უყვარდა ქალის ფიცხი ხასიათი. -ოსე კოპალიანი.- დღეს უკვე მეორედ გაიმეორა ბიჭმა. -სვანი ხარ?- -კი.- -თინათე მქვია, ფიცხელაური! მაშინ სვანო, მინდა გითხრა რომ ფრთხილად იყო, რადგან ხევსური ქალები მტაცებლებზე უარესები ვართ.- გოგომ ბოლო სიტყვები მიუგდო და თვალთახედვას მოსცილდა. ბიჭს წყურვილი სულ დაავიწყდა, ისე გაბრაზდა. მოსაღამოვების პირი იყო, სასტუმროში როცა დაბრუნდა. დათა უკვე იქ იყო. -სასტუმროს უფროსმა ვახშამზე დამეწვიეთო.- მისვლისთანავე უთხრა დათამ. აღარ გამოუცვლია, ისე გაიყოლა მეგობარი სასტუმროს რესტორნისკენ. დავითი იქ დახვდათ, ხევსურული ლუდით და სუფრაზე ხინკლებით. ორივეს შიოდათ. -საღამომშვიდობის.- თქვა სამივემ, როცა სუფრას მიუსხდნენ. -როგორ მოგწონთ შატილი?- -საუცხოოა.- ამჯერად დათამ ამოიღო ხმა. -მაშინ ჩვენებური ხინკალი გაგვისინჯეთ.- დავითმა ხინკლით სავსე თეფში მათკენ გასწია. -როგორც მითხარით, საქართველოს დატოვებას აპირებთ. საით გაგიწევიათ?- იკითხა ეჭვით დავითმა. -ყაზბეგით უნდა წავიდეთ, ლარსის საზღვარი უნდა გადავკვეთოთ.- არ დაიბნა კოპალიანი. -მაშ, რუსეთში მიდიხართ?- -დიახ.- -რომელ ქალაქში?- -კრასნოდარში.- -საინტერესოა.- ფიცხელაურმა ჩაახველა. -თინათე, ხაჭაპური მიართვი სტუმრებს!- -მოვდივარ.- გაისმა თინათეს ხმა და გამოსვლისთანავე იცნო კოპალიანმა. ამ გოგომ არ მოუშხამა ხასიათი დღეს? -გემრიელად მიირთვით!- ბიჭებისკენ გახედვასაც არ აპირებდა როცა ოსემ ხმა ამოიღო. -ლამაზი ქალიშვილი გყოლიათ.- ამ სიტყვებმა ექოსავით გაიჟღერა სუფრაზე. დავითს უფრო მეტი ეჭვი გაუჩნდა. ვაი თუ მატყუებენ და ჩემი თინათეს გამო მოვიდნენ ამხელა გზაზეო. გაოცებული, გაბრაზებული სახით გაიხედა თინათემ ოსესკენ. მაშინვე იცნო და გულში ათასჯერ დასწყევლა. მამის წინ ეს როგორ გაუბედა?! -შენ კიდევ გაბედული ბიჭი ყოფილხარ, კოპალიანო.- დავითმა მოკლე, მაგრამ მკაცრი პასუხი გასცა. დათამ ხელი მაგიდის ქვეშ წაკრა მეგობარს, გეყოფა, გონზე მოდიო. მიუხვდა ნათქვამს ოსე. ვინ გაბედავდა ქალიშვილის მამასთან ამის თქმას? თანაც უცხო, არსაიდან გაჩენილი. ალბათ ხევსურმა ამით გააფრთხილა, მეტი არ მოგივიდესო. თინათეს ერთხელ შეხედა თვალებში მტრულად და ისევ მამამისს მიუბრუნდა. -მე წავალ, კაკის და თათულის დავეხმარები ოთახის მოწყობაში.- სწრაფად ამოთქვა დაბნეულმა გოგომ. -ფრთხილად იყავი.- დავითის პასუხი სულ აღარ ესმოდა ოსეს. ის გაიგონა, რასაც არ ელოდა. ყურთასმენა დაუქვეითდა თითქოს. რაო? კაკიო?! ახლა ზუსტად იცოდა, სადაც უნდა ეძებნა. ბრაზისგან ადუღებულ სისხლს ლუდი დააყოლა და ოდნავ დამშვიდდა. გულს ინუგეშებდა, ოღონდ ახლა გაჩერდი და ბრაზი აკონტროლეო. მეგობარს ერთხელ გახედა და ამოისუნთქა. -მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისთვის, ფიცხელაურების ოჯახს.- ოსემ აღარ შეაყოვნა და ფეხზე წამოდგა. -უფალმა გზა დაგილოცოთ.- დავით ფიცხელაურს ბოლომდე ის შიში და ეჭვი გაუმძაფრდა, რომ ეს ბიჭი თინათეს გამო მოადგა შატილს და შესაძლებელი იყო მისთვის ქალიშვილი მოეტაცებინათ. განა არ მომხდარა მათ სოფელში ასე? ერთხელ გაუღო სასტუმროს კარი თბილისელ ბიჭს და იმანაც მათი მეზობელი გოგო მოიტაცა. ბიჭებმა რესტორანი დატოვეს და სასტუმროსკენ წავიდნენ. -აქ არის.- მრისხანებით თქვა მაშინვე ოსემ. მარგოს სახე თვალებიდან არ ამოსდიოდა. -უნდა ვუთვალთვალოთ. გარეთ როგორც კი გამოვა, თუნდაც ამაღამ, უნდა ჩავავლოთ.- დათამ გეგმასავით დაალაგა. თერთმეტი ხდებოდა, ხევსურული მთები რომ უფრო დაბნელდნენ და საზარელი შესახედაობა შეიძინეს. ისეთი ღამე იყო, კარგად არცერთს დაეძინებოდა. ბიჭები აივანზე იდგნენ და ფიცხელაურების სახლს გაჰყურებდნენ. ოსე აკვირდებოდა, სახლიდან ვინ გამოდიოდა ან შედიოდა. სახლის აივანზე გამოსული თინათე დაინახა, უზარმაზარი კარადიდან ფანდური აიღო. -თინათე, სახლში შემოდი!- მოისმა დავით ფიცხელაურის ხმა. დღეს მეტად უფრთხილდებოდა თინათეს. ასე არასდროს მოქცეულა და თინათესაც უკვირდა, რა დაემართაო. შეშინდა, ქალიშვილი არ მომტაცოს, იმ მგლისფერმა სვანმაო. სახლში შესულ თინათეს, უკან თათული და კაკი ფეხად გამოჰყვა. გული აუთამაშდა სვანს, კაკის დანახვაზე. მერე კი ეგნატეს სიტყვები გაიხსენა, ბრაზმა კი არა, თვითონ შენ უნდა აკონტროლებდე ბრაზსო. -ვხედავ.- გადაუჩურჩულა დათას. -ნივთები ჩაალაგე და მანქანაში ჩაიტანე, იარაღი მე მაქვს.- ისე უთხრა, კაკისთვის მზერა არ მოუშორებია. -კაკი, საყვარელო, თბილისში რომ ჩახვალ, არ დაგავიწყდეს თეთრი ფერის წამოიღე, ჩვენს ოთახს მოუხდება. აბა, ბედნიერი გზა!- თათულის ხმა იყო. მის უნამუსო ქმარს გასძახა და სახლში შევიდა. ოსე კოპალიანს ფერი სულ გადაუვიდა სახიდან, როცა გააცნობიერა, რომ ნაგავ ბენდელიანს მარგოს შემდეგ კიდევ ეცადა დაოჯახება და საერთოდ რაიმე სახის ოჯახობრივი ნაბიჯი. მარტივად მიხვდა, რომ სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი მოეყვანა ცოლად. სისხლი აუდუღდა, თვალები სულ მთლად გაუშავდა და ახლა ნამდვილად ჰგავდა მგელს. იცოდა, ვეღარაფერი გააჩერებდა. საუკეთესო მომენტი ჰქონდა ხელთ, ოჯახს ეგონა, მშვიდობით გააცილეს კაკი ბენდელიანი თბილისში, თუმცა ვინ რა იცოდა, რომ სასტუმროდან სვანები უთვალთვალებდნენ. ოთახში საჭიროზე მეტი თანხა დაუტოვა დავით ფიცხელაურს მასპინძლობისთვის და კარი გამოიხურა. ფიცხელაურების უკანა ეზოში, კაკი მანქანაში ჯდებოდა, როცა დათამ და ოსემ ერთად ჩაავლეს. -წელი და თვეები გეძებდით.. არცერთი დღე არ შეგრჩენია მარგო კოპალიანის სისხლი და არც ახლა შეგრჩება შე ნაბ*****ო!- ბენდელიანმა მაშინვე იგრძნო შიში. ფერი გადაუვიდა, როცა სახეზე ბნელი ნაჭერი ჩამოაფარეს და ძლიერად ჩაარტყეს რამოდენიმეჯერ. ოსე კოპალიანის ხმა იცნო, ბოლოს კი ძლიერი დარტყმით თავში, გაითიშა. ფრთხილობდნენ ბიჭები, ისე რომ არავის შეემჩნიათ. მანქანაში ტენიდნენ გათიშულ ბენდელიანს, სახლიდან გამოსული, საჯინიბოსკენ მიმავალი თინათე რომ შეეჩეხა კოპალიანის მრისხანე, შავ თვალებს. შავი, საკმაოდ გრძელი თმა, მოზრდილი წვერი, სწორი ცხვირი და გრძელი წამწამები ჰქონდა კოპალიანს. ისეთი, მალე რომ არ ამოგივიდოდა გონებიდან. -შენ? რას აკეთებთ?! კაკი!- გოგოს სასოწარკვეთისგან ხმა ჩაუწყდა. ძალა გამოერთვა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ხმაც არ ამოსდიოდა, რომ ეყვირა. -ხმას თუ ამოიღებ, შენთანაც მოვბრუნდები!- დააშინა კოპალიანმა. როგორ ეზიზღებოდა ასეთი საქციელი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. იმ გოგოს ხმაც რომ ამოეღო, უკან მუქარის გამო ქალს არასდროს მიუბრუნდებოდა. არასდროს აიღებდა მასზე ხელს ან დააშინებდა. ახლა ის მომენტი იყო, თუ ვინმე მათ ხმას გაიგებდა ამ სიბნელეში, ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდათ. იდგა შეშინებული, სასოწარკვეთილი თინათე და არ იცოდა რა ეღონა. ოსეს მანქანაში ჩაჯდომის ბოლო წამამდე, თვალი არ მოუცილებიათ ერმანეთისთვის. თუ ერთი იყვირებდა, იქნებ იარაღიც ამოეღო ამ უცხო ბიჭს. ოსემ მანქანა სწრაფად დაძრა და ადგილს მოსწყვიტა. შუაგულ, ბნელ მინდორში მდგომი თინათე უკან სახლში ვერ შებრუნდებოდა. გული უგრძნობდა, კაკის კარგი არაფერი ელოდა და რაც არ უნდა არ მოსწონებოდა იგი, ის მისი დის საყვარელი ადამიანი და ქმარი იყო, ამიტომ როგორც სჩვეოდა, მის საყვარელ ადამიანებს ოღონდ არ სტკენოდათ, ყველაფერს გააკეთებდა მათთვის. თანაც, თათულისთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლებოდა. ვერც დედ-მამას გაანერვიულებდა. კაკის მანქანა ცარიელი იყო. როგორც კი აზრი მოუვიდა, განხორციელებას შეუდგა. საჭესთან მოთავსდა და ოსე კოპალიანის მანქანას გაჰყვა უკან. ასეთი იყო, შეიძლება ეშინოდა, მაგრამ მაინც გააკეთებდა. თუ ერთი აზრი გაუვლიდა თავში ღირებული, არაფრით დაკარგავდა მას. ამიტომაც გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა, ეს მისთვის საუკეთესო შანსი იყო. მოკლე გზით ისე შემოიარა, ბიჭებს რომ არ შეემჩნიათ იგი და ბოლოს იმდენი იარა, რომ მაგისტრალზე ამოყო თავი. საათები მგზავრობდნენ. ოსე კოპალიანს მკვლელთან ერთად სუნთვაც კი უჭირდა მანქანაში. ერთი სული ჰქონდა, მამის სიტყვას როდის აღასრულებდა, მარგოს სულს როდის მიანიჭებდა თავისუფლებას. გზა დასავლეთით, მთიანი მესტიისკენ მიდიოდა და თითქოს არც სრულდებოდა. ერთხელ უკვე ყოფილა ქალბატონი თინათე მესტიაში, როცა უნივერსიტეტში სწავლობდა. ახლა კი, სულ სხვა რამეს მიჰყავდა იქითკენ, ხიფათსა და შიშს. არ იცოდა, იქ მისულს რა დახვდებოდა, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. კვალი არ უნდა დაეკარგა. ორჯერ აებნა კიდეც მათი მანქანა, მაგრამ მერე მაინც შორი-ახლოდან წამოეწია. ყოჩაღი გოგო იყო ყველაფერში, წამითაც არ უფიქრია უკან დაბრუნება. სხვები ამ საქციელს უდიდეს სისულელედ ჩათვლიდნენ. ვინ გაეკიდება გამტაცებელს უკან?! ამ აზრმა მგზავრობაში უკვე სამჯერ შეაწუხა, მაგრამ მალევე უკუაგდო, რადგან ამის დრო არ იყო. ბენდელიანის გათიშვა უკვე ორჯერ მოესწროთ, მესტიის შესასვლელს რომ მიაღწიეს. გათენებულიყო. უძილობისგან თინათეს თვალები ჩაშავებოდა. მთები ისევ ბედის ირონიით იღიმებოდნენ, ჩუმად, იდუმალად და თითქოს ყველაფერი იცოდნენ, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო. შატილში გაღვიძებულ ფიცხელაურებს, თინათე საძინებელში არ დახვდათ. სად არ ეძებეს და ვერ მიაკვლიეს კვალს. გადაირია დავით ფიცხელაური. გოგო მომტაცესო! გაიძახოდა. მერე სულ დარწმუნდა, სასტუმროში არც სვანები რომ არ დახვდნენ. გული მოეწურა, სულ მთლად გადაწითლდა ბრაზისა და მრისხანებისგან. -თუ უყვარდა, ვერ მითხრა ვაჟკაცურად? ხელი ვერ მთხოვა? ეს რა საქციელია?!- მთელ სოფელს ესმოდა იმ დღეს დავითის ხმა. მისი მეუღლე ნერვიულობისგან გაითიშა. თათული კი შეშინებული ურეკავდა მეუღლეს, მაგრამ რატომღაც ტელეფონი იმასაც გამორთული ჰქონდა. რადგან ეზოში არც კაკის მანქანა დახვდათ, მარტივად იფიქრეს თბილისში წავიდაო. რადგან არც თინათეს და არც საეჭვოდ უცნაური ბიჭების კვალი არ ჩანდა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქალიშვილი მოსტაცეს. ხვალვე გაემართებოდა სვანეთისკენ, კოპალიანების საძებნელად და რა დროც არ უნდა დასჭირვებოდა ამ საქმეს, მაინც იპოვიდა ორივეს. მესტიაში ასულები რომ იყვნენ, უკვე გათენებული იყო. კაკის პირი აუკრეს და კოპალიანების სარდაფში გამოამწყვდიეს. სახლში შესულ ოსეს, დედა მოეხვია. -ღმერთს მადლობა, უვნებელი დაგვიბრუნდი შინ, შვილო..- ქალი ღმერთს მადლობას სწირავდა. ოსეს ოდნავ გაეღიმა, ამ დამღლელი დღეების მერე. -სიტყვა შეასრულე ოსე. მართლა ისეთი ძლიერი ყოფილხარ, როგორც ამას ქალაქი ამბობს.- ეგნატე კოპალიანი ფეხზე წამოდგა, ოდნავი ღიმილით. -მაშ, ასეა. მარგოს სისხლი არავის შერჩება- თქვა ნაღვლიანი, მაგრამ მაინც გაუტეხავი ხმით. -გეგი სად არის?- -ცოტა ხნის მერე გავაგებინებთ ამბავს.- უპასუხა ეგნატემ. -ჩამოვიყვანეთ, ჩვენი სიტყვა ავასრულეთ, მამა.- ისევ იმეორებდა ოსე. -კი მაგრამ, ვინები ჩამოიყვანეთ?- გაკვირვებული ხმით შემოვიდა აივნიდან ირაიდა. -მალე გაიგებ.- დედამ მოკლედ უპასუხა. -რას ნიშნავს მალე გავიგებ? ეზოში გაიხედეთ, ეს ვინ გოგო მოგიყვანია ოსე?- ირაიდა გაკვირვებული აცეცებდა თვალებს. ოსე ჯერ დაიბნა, რას მიედ-მოედება ეს გოგოო, მერე კი აივანზე გავიდა და ეზოში გაიხედა. ზუსტად ის დახვდა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. განრისხდა, გული სიბრაზისგან აუთამაშდა და თვალებიდან წამიერად ნაპერწკლებიც კი დაყარა თითქოს. ეს როგორ გამოეპარა თვალიდან?! "ეს ჯიუტი, თხა გოგო!" ამბობდა გულში. ოჯახთან სიტყვა ვერ დაძრა, ისეთ გაურკვევლობაში დატოვა ოჯახისწევრები და კიბეებზე დაეშვა. ეზოში ჩქარი, აღელვებული ნაბიჯებით გავიდა. -საერთოდ, თავში ოდნავ მაინც რამე გიყრია? გიჟი ხარ?! რა მოუშორებელი სენი ხარ ამ დღეების!- ბიჭი გაცოფებული იყო, გოგო მის წინ ამაყად იდგა. დაღლილი თვალებიდან ბრაზსა და ირონიას ერთად ასხივებდა და შუაზე აპობდა მის წინ მდგარ სვანს. ნაწნავები ჩამოშლოდა. ხევსურული ჯვარი და ამოქარგული ორნამენტები კაბაზე, პირველად მოხვდათ კოპალიანების ოჯახს თვალში. ყველა მიხვდა, რომ აქაური არ იყო და ყველას ერთმა ლოგიკურმა აზრმა გაურბინა თავში. -კაკი სად წაიყვანე, სწრაფად მითხარი თორემ პოლიციას გამოვიძახებ!-უშიშრად გაიჯგიმა ფიცხელაური. -ასეთი უშიშარი ხარ ვითომ? საერთოდ იცი, აქაურებმა რომ გაიგონ ვინც ხარ, არავინ დაგტოვებს ცოცხალს!- ხელი მაჯაში ჩაავლო და სახლის უკან წაიყვანა ძალით. ასე არასდროს მოქცეულა, მაგრამ ოჯახისწევრების ფანჯრიდან მზერასაც ვეღარ უძლებდა. -ცოცხალს არ დამტოვებს თურმე, რომელი საუკუნეა იცით?!- ისევ კითხვებით უტევდა, დანებებას არ აპირებდა სანამ კაკის ადგილსამყოფელს არ გაიგებდა. -ვინ ხართ და რა გინდათ ჩვენი ოჯახისგან?! რატომ უმწარებთ ჩემს დას ცხოვრებას?! ფული გინდათ?- -ფულიო..- ოსეს ნერვიულად ჩაეცინა. -იმაზე ნუ საუბრობ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს! შენ არაფერი იცი კაკიზე, ამიტომ გირჩევ ენას კბილი დააჭირო, სანამ აქაურებს გაუგიათ ვინ ხარ, თორემ უკან ცოცხალი ვერ გაბრუნდები, შენს ლამაზ ხევსურეთში.- ბიჭი შოკირებულ მდგომარეობაში იყო, ასეთი არაფერი ენახა, არც გაეგონა. ვერასდროს იფიქრებდა, ერთხელ შეხვედრილი გოგო თუ გამოეკიდებოდა, თანაც გამტაცებლის ამპლუაში მყოფს. უყურებდა და ფიქრობდა, რომ გიჟი იყო. რომელი გოგო გაბედავდა იმას, რაც თინათემ გააკეთა?! გოგოს ნორმალურობაში დაეჭვებულს მორიგი კითხვა და აზრი ამოუტივტივდა გონებაში. არა, მალე აშკარად აუფეთქდებოდა გონება ამ ფიქრებით. -გგონია შენი ან შენიანების მეშინია? მე აქ ჩემი ოჯახის დასაცავად წამოვედი და თუ საქმე ასეა, პირისპირ გავსწორდეთ!- უშიშარი იყო, ახლოს დაუდგა და თვალებს არ აცილებდა მგელსავით ბიჭს. გოგო მართლაც მელიას ჰგავდა, ერთი თვისება ჰქონდათ სხვადასხვა, მელიისგან განსხვავებით გაბედული და რისკიანი იყო. გონება გამჭრიახი, მაცდური ჰქონდა. მგლისა და მელიის ჭიდილს გავდა მათი მზერები. -მე არ ვიცი შენს ხევსურეთში რა ხდება, მაგრამ სვანეთში ქალებს არც ძალით და არც სიტყვით არ უსწორდებიან!- ოსემ ამაყად დახედა. -ჩემს ხევსურეთში, ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებენ ქალიც და კაციც! ასე რომ მეც აქ ვარ. ამიხსენი, რა გინდათ და ისე მოვრიგდეთ!- -ახლა გავგიჟდები!- ამოიჩურჩულა კოპალიანმა და თავი ხელებში ჩარგო. ამ ჯიუტ გოგოს ვერაფერი მოუხერხა, ვერა შეაგნებინა რა. -შატილის ასულო, შატილში დაბრუნდი, სანამ უსაფრთხოდ ხარ.- მშვიდად ამოთქვა და სახლისკენ დააპირა მიტრიალება, მაჯაში რომ ჩაავლო თინათემ. სულ მთლად გადარია ბიჭი, ეს რომ გააკეთა. -ფეხსაც არ მოვიცვლი! თუ საჭირო გახდება, თვეც კი გავჩერდები აქ, სანამ არ ამიხსნი რა ხდება!- გოგო ჯიუტად ერთ აზრზე იყო. -გაოცებული ვარ!- თამაშისთვის ტაში დაუკრა ოსემ. -როგორ გაბედე და გამოჰყევი სრულიად უცხოს, თან ისე, მთელი გზა ვერ შეგამჩნიეთ.. ბრავო!- იღიმოდა ირონიულად და სიმართლე რომ ითქვას, ეს მართლა აოცებდა, მაგრამ ამასთან ერთად, ნერვებიც ეშლებოდა. "როგორ ვერ შევამჩნიე?!" კიცხავდა საკუთარ თავს. -თემა ნუ გადაგაქვს, მიპასუხე. ვინ ხარ, რატომ მოხვედით შატილში? რა საქმე გაქვთ ჩვენს ოჯახთან და კაკისთან?- თუთიყუშივით იგივეს იმეორებდა. უყურებდა ამ მელიასავით გოგოს და ხვდებოდა, რომ მარტივად ვერ მოიშორებდა თავიდან. -ოსე! ნუთუ ხევსური ქალი მოიყვანე?!- კიბეზე ჩამოვიდა ფატიმა, ლამის წაქცეულიყო, ისე ნერვიულობდა. ეგონა მისმა ერთადერთმა ვაჟმა ხევსური ცოლი უცაბედად მოუყვანა და სადაც იყო დედამთილი გახდებოდა. -დედა სახლში შედი, სასაუბრო მაქვს.- ორივეს წამიერად დენმა დაარტყა იმის გაფიქრებაზე, თუ რას ფიქრობდნენ მათი მშობლები. ეს სრულიად განსხვავდებოდა რეალობისგან. ქალი ძლივს შებრუნდა სახლში და კარიც გაიხურა. უხერხულად შეიშმუშნა ფიცხელაური და ანთებული თვალები ისევ ოსეს მიანათა, პასუხების მოსასმენად მზად იყო. -შენს ოჯახს წარმოდგენა მაინც აქვს იმაზე, თუ სად შეიძლება იყო?- ყველა ფიქრი უკუაგდო ბიჭმა და დინჯად დასვა კითხვა. -კაკი თბილისში ჰგონიათ. მე კი არაფერი ვიცი, გარდა ერთისა. გუშინ, რესტორნიდან მოყოლებული, მამაჩემი ეჭვებით იყო სავსე შენს გამო. დარწმუნებული ვარ, ახლა ის ჰგონია, შატილში ჩემი გულისთვის ამოხვედი და შენს ქალად მომიტაცე.- ასეთი იყო შატილის ასული, არც მეტი არც ნაკლები მელიას ჰგავდა და იმასაც ხვდებოდა, მისი ოჯახი რაზე იფიქრებდა და როგორ. მიუხვდა მამამისს, როგორ უფრთხილდებოდა ოსეს სიტყვების შემდეგ მას, აფრთხილებდა სადმე მიყრუებულ ტერიტორიას არ გაკარებოდა, სახლი არ დაეტოვებინა.. შეეშინდა, ადრე მეზობელზე მომხდარი, მე არ დამატყდეს თავსო და ახლაც იმას ფიქრობდა, მეც იგივე წყალი გადამესხა, ღმერთმა იმისთვის დამსაჯა, იმ ბიჭს ადრე კარი რომ გავუღეო. მგელსავით ბიჭი გაოცებული დასცქეროდა შატილის ასულს. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დამართნოდა?! თვითონ ეს გოგო იყო სენიც, პრობლემაც და უბედურებაც მისთვის. მთები ისევ მდუმარედ იდგნენ და ეღიმებოდათ. მხოლოდ მათ იცოდნენ თითქოს, ხვალ გათენებულზე, კიდევ რა მოხდებოდა. 3 პარასკევ დღეს აფორიაქებული გახდა ქალაქი. ყველა კუთხეს მოედო ამბავი, ქალაქში კოპალიანებს ქალი ჩამოუყვანიათო. ვისაც რისი მოსმენა უნდოდა, ყველამ ისე გაიგო. სანამ ყველა ყველაფერს გაიგებდა, ეზოში გაჯიუტებული თინათე ვერაფრით დაიმორჩილა ოსემ. კოპალიანების ოჯახი დიდ გაუკრვევლობაში იყო, ყველას მისაღებში მოეყარა თავი და ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორი აღელვებითა და ბრაზით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ოსე და ეს მათთვის უცხო ქალი. -როგორ ფიქრობ, ცოლი მოიყვანა?- ინტერესიანი თვალები ხან ფანჯარას, ხან კიდევ დედამისს მიაპყრო, აღელვებისგან თითები დაიჭამა ირაიდამ. -გეყოფათ ამდენი საუბარი! ამოვა და ყველაფერს პირადად ამიხსნის.- გაბრაზდა ეგნატე. არ უყვარდა ჭორაობა, წინასწარი დასკვნების გამოტანა ნაადრევად. სიმართლე ითქვას, გოგო რომ დაინახა, ცოტათი შეეჭვდა. აი და ის დღე დადგა, ჩემმა ვაჟმა ცოლი შეირთო, თანაც რა ლამაზი ცოლი, ერთით ნაკლები საფიქრალი მაქვსო, მაგრამ თინათეს კაბას რომ დააკვირდა, ხევსურული ნაქარგები მაინც და მაინც გულზე კარგად არ მოხვდა. იმაზე დაფიქრდა, იქნებ ჩემმა შვილმა საქმე სუფთად ვერ გააკეთა და ეს გოგოც ამის ნიშანიაო. -ცუდად ვარ ირაიდა, რამე დამამშვიდებელი მომიტანე, ჩქარა!- გულზე ხელი დაიდო ფატიმამ და სადაც იყო, გაითიშებოდა. -დედა, რა მოგივიდა?!- ხელი შეაშველა დედას, სავარძელში დასვა და თვითონ წამლების მოსატანად გაქანდა. -დაწყნარდი ქალო, ჯერ არაფერი იცი და თავს რაღატომ იტკიებ ადრიანად?- ეგნატეს უფრო რბილად გამოუვიდა ნათქვამი, შეშინდა, ფერწასული ცოლი რომ დაინახა. -ვაი.. ვაი.. ეს რა მოგვსვლია ჰა?- ჩიოდა ქალი ხმადაბლა. სულ არ ესმოდა მისი ქმრის საუბარი. -დალიე.-შემოვარდა ირაიდა და დედას წამალი გაუწოდა. მუხლებზე ირტყამდა ხელებს ქალბატონი კოპალიანი. -ამოვიდეს და - წყალს სვამდა და თან საუბრობდა. -ამიხსნას.- კეთილი გული ჰქონდა ფატიმას. მისი ბიჭი ყველაფერზე მეტად უყვარდა. ყველანაირ ქალს მიიღებდა ოჯახში, ვისაც მისი შვილი შეიყვარებდა. აქამდეც ასე ამბობდა და ფიქრობდა, მაგრამ ახლა, როცა ეჭვები და ფაქტები წინ დაუდეს, გული სხვანაირად აუთამაშდა. ათასი ფიქრი ერთად მოაწვა, მზად ნამდვილად არ იყო. -ფატიმა სისულელეებზე ფიქრობ ნაადრევად. სირცხვლია, რა დაგემართა!- ეგნატე არ ცხრებოდა. -მამა, გეგი მოდის!- დაიყვირა ირაიდამ და მამას შეშინებული თვალები მიანათა. გეგისთვის ამ წუთას თქმას არ აპირებდნენ. -ოსეს გადასძახე, ახლავე სახლში ამოვიდეს!- გააფრთხილა ეგნატემ. ირაიდას ხმის გაგება ერთი იყო, თინათეს ბრაზით სავსე წინადადების დასრულება რომ არ აცადა ოსემ, ხელში ჩაავლო და ძალით წაიყვანა სახლისკენ. ირაიდა ისე უყურებდა, უკვე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ოჯახში რძალი შემოუვიდა. -ხელი გამიშვი, გიჩივლებ!- ყვიროდა თინათე და რაც ძალა ჰქონდა წინააღმდეგობას უწევდა. რას მოიგერიებდა ამოდენა ბიჭს? მხრებში ჰქონდა ჩავლებული და ძალით აჰყავდა სახლის კიბეებზე. -ხმას დაუწიე და ნუ მაიძულებ, პირიც აგიკრა!- დაემუქრა ოსე. გადაირია ბიჭი, ცხოვრებაში მსგავსი რამ არ გაემოეცადა! ეს რა სენი შეეყარა, მოუშორებელი?! არა და, როგორ ფიქრობდა, საქმე მალე დასრულდება, უპრობლემოდო. ახლა კი ხელით ამ ურჩ, მოუთვინიერებელ გოგოს მიათრევს და არც კი იცის, ოჯახისწევრებს, გეგის, შემდეგ კი მთელ ქალაქს როგორ აუხსნის მომხდარს. არც კი იცოდა, რას აკეთებდა. უბრალოდ პირველი ინსქტიქტი, გოგოს გადამალვა იყო, სანამ გეგი დაინახავდა და კითხვებს დასვამდა. პასუხებისთვის უნდა ეფიქრა და მომზადებულიყო. მოულოდნელობა, რასაც თინათე ერქვა, ამ წუთისთვის მისთვის არახელსაყრელი იყო. გეგისთვის სიმართლე რომ ეთქვა, არ იცოდა, რა მოხდებოდა. -გეფიცები, გიჩივლებ იმის გამო, რომ ხელი დამაკარე! ყველას გავაგებინებ, ვინც ხარ, ჩემი ხალხი ამას არ გაპატიებს!- ყვიროდა გოგო, ხელები საერთოდ დაუჭირა და უკვე ხელით მიჰყავდა ოთახისკენ. -ოსე შვილო, რა ამბავია?! გამისკდა გული!- უზარმაზარ ფოიეში შესულებს, თავზე ფატიმა დაადგათ. ნამდვილად არ იყო კარგ დღეში. -კარი გააღე!- ქალის სიტყვები თითქოს არც გაუგიაო, ისე იყვირა და კარიც მაშინვე გაუღეს შეშინებულებმა. -უტაქტო, უზრდელი, ცხოველი!- სულ დაკაწრა კოპალიანი. თინათე მწყობრიდან გამოვიდა, ასეთი ურჩობა არასდროს გამოუმჟღავნებია. ვერ ხვდებოდა, ვერაფერს იგებდა, რატომ გადამალეს კაკი, რას უპირებდნენ მას. იმ ეჭვებმაც შეიპყრო, ჩემს ოჯახს ხომ არ მიაკითხეს და მათაც ხომ არ დაუშავეს რამეო. მთელი ტანით ცახცახებდა. არა, როგორ გაუბედა ბიჭმა ეს? ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ძალით ნაბიჯსაც კი გადაადგმევინებდა ვინმე, ახლა კი რა სიტუაციაშია? ოთახში ამწყვდევენ და სასოწარკვეთილი ჩიტივით ვერც გაუგია, რომელ კედელს შეასკდეს. -უკეთეს სიტყვებს რომ შეაგროვებ, მერე შემოვალ.- ქოშინით უთხრა ბიჭმა. ნადირობისას მსხვეპლს ადევნებია და ასე ჯერ არ დაღლილა. სულს ძლივს ითქვამდა. დაკაწრულ ხელებზე დაიხედა და ამ გოგოს არანორმალურობაში საბოლოოდ დარწმუნდა. -რას მიპირებ, აქ გამომკეტავ? სანამ არ ამიხსნი რა ხდება, კედლებს ჩამოვიღებ ყვირილით! ყველას გავაგებინებ და ხმას მაინც მივაწვდენ ადამიანებს!- -რამდენიც გინდა იყვირე. იცოდე, ერთადერთ რამეს შენს სასიკეთოდ გეტყვი. თუ ვინმეს გააგებინებ, ვინც ხარ, შენს სიცოცხლესაც დაემუქრება საფრთხე. თუ გინდა სვანეთი მშვიდად დატოვო და შენს მშობლიურ მხარეში დაბრუნდე, არავის არაფერი უთხრა.- -არავის არ მეშინია!- ერთხანს უსმინა, მერე კი ბრაზმა აიტანა ისევ. როგორ უბედავდა ეს სვანი ასე საუბარს?! ბიჭმა ოთახი სწრაფად დატოვა და კარიც ჩაკეტა. მის ასეთ საქციელზე გული ერეოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო? სხვანაირად ამ გოგოს ვერავინ გააჩერებდა. მელიასავით იბრძოდა, ოდნავ გაეკარებოდი და გკბენდა. -ირაიდა, შენი ტანსაცმელი ათხოვე და ჩააცვი, იმ თავის ხევსურული კაბით არავინ შეამჩნიოს!- მიაძახა სწრაფად დას და კიბეებს დაუყვა. -ოსე ამიხსნი რა ხდება?!- დედა ისევ ჩიოდა. -სახლში როცა დავბრუნდები, ყველაფერს აგიხსნით. არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ ოთახის კარი, სანამ მე არ ვიტყვი.- სახლიდან გიჟივით გავარდა და ჭიშკართან მოსულ გეგის ღიმილიანი სახით შეეგება. -ძმაო!- ისე გაუცინა, თითქოს ცოტა ხნის წინ სულაც არ ჰქონდა ომი იმ ალქაჯთან, ოთახში რომ გამოკეტა. -სანადიროდ წავიდაო მითხრეს, კეთილი იყოს შენი დაბრუნება.- გაუღიმა გეგიმ და მოეხვია ბიძაშვილს. -ჰო, დავბრუნდი. ცოტა გავინავარდე, ხომ იცი, აქ სული მეხუთება ხოლმე. როგორ ხარ?- -ნორმალურად, როგორ ვიქნები, როცა ის ნაბი****ი კიდევ გარეთ დაიარება.- თქვა ზიზღით. -ცხენი გამოიყვანე, ცოტა გავისეირნოთ.- -კარგი.- გაუცინა გეგიმ და თავისი სახლისკენ წავიდა. ნაძალადევი ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან ოსეს. ცხენზე შემოჯდა, სახლის ფანჯრისკენ გაიხედა და ეგნატეს ანიშნა დროა, ყველაფერი იცოდესო. მამამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. მინდორ-ველებში მოჰყვნენ თარეშს. ყოველთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ჯირითში, მაგრამ ხშირად მაინც ოსე იმარჯვებდა. ადგილობრივ ბიჭებში ოსესა და დათას ბადალი არ ჰყავდათ, იცოდნენ როგორ მოეგოთ. შემაღლებულ ბორცვზე ასულებს, ბავშვობის ნოსტალგია შემოაწვათ. ლამაზი იყო ხედი. ხელისგულივით მოსჩანდა ქალაქი და ყოველ ჯერზე, როცა აქ მოდიოდნენ გრძნობდნენ თავიანთ ქართველობას, კავკასიურ სულს. ალბათ სხვაგან ვერც ამოისუნთქავდნენ უფრო უკეთ, ამაზე უფრო თავისუფლად. ასეთი მთები მეორე არ ჰქონდათ, არც ასეთი მიწა და არც ასეთი მზე არ ეგულებოდათ მეორე ამქყვენად. -გულში ვინმე ხომ არ ჩაგივარდა, ბატონო გეგი?- ეშმაკურად გახედა ბიძაშვილს. -რა დროს ეგ არის ოსე.- გაეცინა ბიჭს. -რომ ფიქრობ, იმიტომ არ მოდის.- ხუმრობას აგრძელებდა. -მოეშვი. ხომ იცი, რა საქმეც მაქვს, მაგისთვის ფიქრი არ მრჩება ცალად.- სერიოზული სახე მიიღო გეგიმ. ვერ იშორებდა ბოღმას და მრისხანებას, როცა საქმე ქორწინებას ეხებოდა. მარგო ახსენდებოდა და იმიტომ. -დროა გაიგო გეგი, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ საღამომდე დაიცდი და თავს არ დაკარგავ.- -რა?- ვერ მიუხვდა ბიჭი. -კაკი აქ არის, ჩვენს ფაბრიკაში.- არ დააყოვნა ოსემ. ხმას ვერ იღებდა გეგი, წუთით თითქოს დამუნჯდა და ვისაც უყურებდა, ისიც არ ეჩვენებოდა მეტად რეალურად. ყურში წუილი ესმოდა მხოლოდ, გონებაში შურისძიების ხმა და გულში კიდევ ტკივილი, მარგოსგან წამოსული. -რას მეუბნები, გესმის?- არც იცოდა, ეს რატომ ჰკითხა. ალბათ, საკუთარი თავის არ სჯეროდა მხოლოდ. -იმიტომ არ გითხარით, რომ ვიცოდი, ბრაზს ვერ გააკონტროლებდი. განაჩენს მამა გამოიტანს და მის სიტყვას ვერ გადავალ, ვერც საკუთარს გადავაბიჯებ.- აუხსნა ოსემ. -რას ნიშნავს, გამოიტანს?! განა უკვე გამოტანილი არ არის იმ არაკაცის განაჩენი ?! - დაიღრიალა გაბრაზებულმა და ცხენიც ააღელვა წამით. -ყველას წინაშე უნდა მოსძვრეს თავი. სინანული ჯერ არ უგრძვნია, ისე გაძვრა. ტკივილამდე უნდა ინანოს, რაც გააკეთა. ისე, რომ სიცოცხლე აღარ მოუნდეს. მე ჩემი სიტყვა ავასრულე. აქამდე არ დავნებებულვარ, კონტროლი ვისწავლე. ვთქვი, მიწაში რომც ყოფილიყო ამოვთხრიდი, ჰო და ჩემი პირობა შევასრულე გეგი.- -სად იმალებოდა?!- ისევ ღრიალებს და ცხენიდან ხტება, შეშლილს გავდა. ოსეს ეგონა ვეღარ მოვათვინიერებ და ჩემი სახლისკენ გაიქცევაო. -მნიშვნელობა არ აქვს. აქ არის და აქვე დაისჯება.- ოსეს არ უნდოდა ეთქვა, რომ ხევსურეთში იმალებოდა. იცოდა, გეგი ამოქექავდა, ამ განრისხებულზე ისიც რომ გაეგო, ოჯახი თავიდან შექმნა ბენდელიანმა, უკვე საბოლოო იმედი გადაეწურებოდა მისი ბიძაშვილის მოთმინებაში. თინათეზეც იეჭვებდა რამეს, ახლა რომ ყველაფერი ერთიანად შეეტყო და კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. ცხენზე შემოჯდა გეგი და გაიქროლა მთებისკენ. ოსე ჯერ დინჯად აჰყვა, მერე კი როცა ვეღარ დალანდა უკან გაჰყვა ტყეში. იცოდა, ახლა თავს არაფერს აუტეხდა მისი ბიძაშვილი, მაგრამ საჭირო იყო, შორი-ახლოდან ედევნებინა თვალი მისთვის, მისი გვერდით დგომა იყო საჭირო, რომ ეს გადაეტანა და მომხდარს მეტი კონტროლით შეხვედროდა. არ იცოდა, რას აუხსნიდა სახლში დარჩენილ მშობლებს. რას მოუხერხებდა თინათეს. დღეს თუ ხვალ, გეგისთვის და მთელი სოფელისთვის იმის ახსნა მოუწევდა, თუ ვინ იყო თინათე ფიცხელაური. გოგო, რომელიც თავის საძინებელში ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა და ისეც აფიქრებინა დედამისს, თითქოს დაოჯახდა. ერთი კვირის წინ, ტყეში დაჰქროდა და ნადირობდა, როცა მისი გონება ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე დღეში ეს მოულოდნელობით სავსე ამბები ერთბაშად დაატყდებოდა თავზე. მიჰყვებოდა გაცხარებულ გულიან გეგის, ვინც გულს ცივი ქარით და სისწრაფით იმშვიდებდა, შუაგულ ტყეში. სანამ ეს ორი საათებს ატარებდა, კოპალიანების სახლში ოჯახური სიმშვიდე სულ დაირღვა. ყველაფერი დალეწა ამ გიჟმა გოგომ ოსეს ოთახში. ბიჭის ტანსაცმელი, ნივთები. მსხვრევადი რაც იყო ყველაფერი მოსპო და გაანადგურა. გაგიჟდა ნერვიულობისგან ფატიმა. შვილიც გამიგიჟდა და სახლში თავისნაირი მოურჯულებელი მომიყვანაო. მან რა იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა. შიგნით შესვლას ვერ ბედავდა, არ უნდოდა რამე ცუდი ეთქვა ქალისთვის. ჯერ და, თმა ჩამოშლოდა თინათეს, გადაღლილი თვალები ჰქონდა მაგრამ მაინც არ ისვენებდა. არაფერი დატოვა წესრიგში და ცოტა ხანში, კივილიც მორთო. იმუქრებოდა, კარს თუ არ გამიღებთ მთელ სოფელს შევყრიო. ვერ გაეგო იმ სვანის გაფრთხილება, რა შუაში იყო მან? გაეგოთ მერე, ვინც იყო! რა აზრი ჰქონდა, იცნობდნენ თუ არა? რატომ დააკარებდა უცხო მხარეში ხელს ვინმე, უმიზეზოდ?! ერთ რამეში იყო გათვიცნობიერებული და ისიც იმაში, რომ კაკის პრობლემები არ აკლდა. ყვიროდა, ირაიდას შეტანილ ტანსაცმელს ზედაც არ დახედა ისე გადააბიჯა და დაიწყო კარზე ბრახუნი. ვინ აიტანდა უცხო სახლში, უცხო გარემოსა და კუთხეში, ვიღაც ბიჭის მიერ გამომწყვდევას? იცოდა, რომ გარეთ უცხო ხალხიც ისმენდა მის ყვირილს, მაგრამ არ აინტერესებდა. გაცოფებული იყო. გაუჩერებლივ კივილზე, მეზობლებმა გაიგონეს და ფატიმას მოაკითხეს ეზოში, ხომ მშვიდობა გაქვსო. სიცილ-კისკისში მოატყუა ქალები ფატიმამ. სხვა კუთხიდან სტუმარი გვყავს, ერთი გოგო და ირაიდა ფანდურზე დაკვრას ასწავლისო. ქალები ჭიშკრიდან გააცილა, თქვენ მშვიდად იყავით, არც სამგლოვიარო მჭირს არაფერი, ჩემი ოჯახის ხელში რა ამატირებსო. ასეთი იყო, ფატიმა კოპალიანი. უკადრისი, მე ვიტყოდი. არაფრით გათქვამდა ოჯახის საიდუმლოს ვინმესთან. -მერე და, შენი ბიჭის შესადარი არ არის ეგ გოგო? დაიტანჯნენ ჩვენი გოგონები ოსეს ლოდინში, თუ შემოსახედია შემოგვხედოსო.- იცინოდნენ ქალები, თვითონ სულ ვაჟები ჰყავდათ, ჩვენსაში კი ახლობლურად იგულისხმეს დანარჩენი მეზობლის გოგონები. გულზე მოხვდა ფატიმას, არც ეს იკადრა. თან ესიამოვნა, ჩემი ბიჭი ასე მოსწონთო, მაგრამ მერე იფიქრა, იქნება იმიტომ მეუბნებიან, თვითონ რომ ყველას რძლები ჰყავთ და მე არაო. -დონღვანი ინოლა, თეონას გოგო, უკვე მერამდენე წელია ელოდება. რას აღარ ქსოვს საწყალი, მაგრამ რად გინდა?- აკისკისდა ერთი მეზობელი. თვითონ უკვე ქმრებიც ჰყავდათ და შვილებიც, სულ არ ენაღვლებოდათ ახალგაზრდების სასიყვარულო ამბები. ახლა მხოლოდ ეცინებოდათ და ის დრო ახსენდებოდათ, თვითონაც რომ ეპრანჭებოდნენ თანატოლებს, მათ ასაკში. -იმას მოიყვანს, ვინც მას შეუყვარდება. მე რა ვუქნა, ხომ არ დავაძალებ?- თმები აიპრიხა ფატიმამ. უკვე შებინდება იყო. ეგნატე ფიქრს წაეღო და სულ არ უსმენდა ცოლის ქოთქოთს. ყოველთვის ასე იყო, ფატიმა ლაპარაკობდა, ჩიოდა, ეგნატე კი ხმას არ ამოიღებდა. სერიოზული, მომთმენი კაცი იყო. ზედმეტს ვერ გაუბედავდა ვერავინ. კი გააკვირვა უცხო ასულის ყვირილმა, მაგრამ ხელიც არ გაუქანებია, თავის ვაჟს ელოდა, რომ მისთვის ყველაფერი აეხსნა. დამშვიდებულიყო თინათე, ხმა ისედაც აღარ ჰქონდა. ბნელ ოთახში, საწოლზე ოთხად მოკეცილიყო. დაიღალა, ძალიან დაიღალა და ერთი სული ჰქონდა, მშობლებთან როდის დაბრუნდებოდა. ვინ იცის, როგორ ნერვიულობდნენ. მამამისი არ აპატიებდა მსგავს საქციელს, ნეტავ რას ფიქრობდა ან სად ეძებდა. საღამო ეკრა ცას და მზეც მიიმალა. გეგი როცა დამშვიდდა, ზუსტად ეს დრო იყო. უსიტყვოდ დატოვენ მთები და ბარისკენ, ქალაქში დაეშვნენ. პატარა რესტორანში შეიარენ, გეგის რომ თავი შეეკავებინა, რას აღარ აკეთებდა ოსე. ცოტა დალიეს და სახლისკენ გაემართენ. კაკი თავიანთი ქარხნის სარდაფში გადაეყვანა დათას, კოპალიანების ჭერქვეშ მისი ლანდიც კი ზედმეტი იყო. სად იყო ამ დროს მარგო.. ნუთუ უკეთეს ადგილას მოხვდა? იმ ადგილის არა იცოდნენ რა, მაგრამ ქალაქს ნამდვილად აკლდა მისი ნათება. აკლდა მისი ხმა და ნაბიჯები. ყველაზე მეტად, მაინც მერი კოპალიანი დუმდა. ტკივილმა დაადუმა, ისეთმა ტკივილმა, სულს რომ ყვირილით გამოგიყრუებს. აღარც არავისი ესმოდა და აღარც არაფერს ამბობდა. სახლებთან მისულებს, ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. მეტად მძიმე დღეები იყო. რა გაუხსნიდათ პირს, დღეები საუკუნეებად ეჩვენებოდათ ბენდელიანის ძებნაში, დღეს კი ასე ახლოს ჰყავდათ და მრისხანება ჯერ გაუორმაგდათ, მერე კი ადამიანობა აუმაღლდათ სულში. ოსე სხვა იყო. ვერაფრით დაბრმავდებოდა. შეეძლო დაეტანჯა და უდიდესი ტკივილი მიეყენებინა ვიღაცისთვის, მაგრამ სიკვდილით არ მოკლავდა. სხვისს სისხლს, თავის ხელზე არ აიღებდა და არ დაიბინძურებდა. ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, ალბათ უფრო სხვა აზრები და წარმოდგენები ექნებოდა ყველაფერზე, მაგრამ ახლა იგი ცოცხლობს და გრძნობს, რომ არ უნდა სხვად ყოფნა. სახლში შესულს, დედა შემოეგება. ვერაფერი უთხრა, მიმიკებით ალაპარაკებულ ქალს, რომელიც "შვილო, რამე მითხარი"-ს გამოხატავდა. ფოიე გადაიარა და თინათეს კარი გააღო. შუქი როცა აანთო, ბრაზი მოაწვა. საღი არაფერი შერჩენოდა. ყველაფერი არია ამ თავქარიანმა. სადაც იყო ჩასძინებოდა, მაგრამ შუქის ანთებისთანავე თვალები გაახილა და წამოდგა. -ჩემი საყვარელი ნივთები გამიტეხე, იცი?- გაღიზიანებული ხმით უთხრა ბიჭმა და ძირიდან მათი ნაწილების აკრეფა დაიწყო. გოგოს გაეცინა. -რომელ ნივთებზე მელაპარაკები? იცი მაინც, რომ ჩემი მშობლები ყველგან მოგვძებნიან, გიპოვნიან და გიჩივლებენ კიდეც?- -ღმერთო, როგორც ჩანს ენერგიას არ კარგავს..- ღრმად ამოისუნთქა კოპალიანმა. -ერთობი არა? აქ გამომკეტე, პასუხების გარეშე და ელოდები რომ ნორმალურად დაგელაპარაკები? თვალები გაახილე, მე ნამდვილი, ზრდასრული ადამიანი ვარ და არ გაქვს უფლება ძალით სადმე გამომკეტო. არ მიცნობ, ჩემზე არაფერი იცი, ისევე როგორც მე. აქ ჩემი ოჯახის გამო ვარ და მინდა ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ კითხვებზე პასუხები მივიღო და კაკი უვნებელი დაბრუნდეს ჩემს დასთან!- -კაკი უვნებელი კი არა, საერთოდ ვერ დაბრუნდება შენს ოჯახში. რაც შეეხება პასუხებს, მოთმენა მოგიწევს.- გაუღიმა გოგოს და ნერვები ორმაგად აუშალა. ფიცხელაურს ერთი სული ჰქონდა, მისი სახე დაესახიჩრებინა. -აქ იმიტომ გამოგამწყვდიე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაიქცევი და ყველაფერს პოლიციას ეტყვი. იცი შენი პოლიცია რას იზამს? კაკის ციხეში ჩააყუდებს და მადლობასაც გადაგიხდის, რომ საქმე გაუმარტივე. ეს ჩვენ რომ გვინდოდეს, აქამდე პოლიციის ოფიცრები იდგებოდნენ ჩვენს კარებთან. ვგულისხმობ, რომ არის რაღაც პირადული, რაშიც შენნაირმა მოუთვინიერებელმა ცხვირი არ უნდა ჩაყოს!- მკაცრად დაიქუხა ბიჭმა. -გამიშვი და კაკიც გამოუშვი ჩემთან ერთად.- გოგო იგივეს იმეორებდა, წუთიერად ჩაფიქრდა, ასე რის გამო გადაემტერენ კაკის, იქნებ მართლა რამე ცუდი ჩაიდინაო, მაგრამ მერე სახლში აცრემლებული და გაახსენდა და სულ გადაავიწყდა ოსეს სიტყვები. ოსეს გულმა ვეღარ მოუთმინა და გადაწყვიტა ორი დამამშვიდებელი სიტყვა გაემეტებინა. უკვე სოფელს მოედო კოპალიანების სტუმრის შესახებ ამბავი. ზოგი ფიქრობდა, ცოლი მოიყვანა და ჯერ არ ახმაურებენო, ზოგი უბრალოდ ისე, როგორც სურდა. მეზობლის გოგონები ნერვიულობას აეტანათ, ყველაზე მეტად კი ინოლა იტანჯებოდა ფიქრით. ფიქრობდა, საბოლოოდ დავკარგე ოსეო. ნეტავ მის გულში ჩაგახედათ, როგორ იბოღმებოდა ჯერ კიდევ თვალით უნახავ თინათეზე და იმასაც ფიქრობდა, ჩემზე ლამაზი ვერ იქნებაო. -აქ ამ დროისთვის ყველაზე უსაფრთხოდ ხარ. აუცილებლად დაბრუნდები მშობლებთან, უბრალოდ ცოტა მოითმინე, შენთვისვე უმჯობესია. სოფელში ხმა დაიბნა, რომ სტუმარი გვყავს, გილოცავ, შენი გაუთავებელი კივილის ბრალია. ახლა ზოგიერთს ჰგონია, ქალი მოვიტაცე და დავოჯახდი, ზოგს ის ჰგონია მართლა სტუმარი გვყავს. ჩემი გვარი, ძალიან ცნობილია და შესაბამისად დღედაღამ ჩვენზე უდგას თვალი მოსახლეობას, თითიც რომ გავაქანოთ ისიც აინტერესებთ. ხალხს უნდა დაენახო, რომ არაფერი გვაქვს დასამალი, გაიგონ რომ მართლა სტუმარი ხარ, თუმცა ერთი პირობით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგონ, ხევსური რომ ხარ, თორემ იეჭვებენ კაკისთან ერთად შენს უეცარ გამოჩენას და უშუალოდ მიგაწერენ კაკის, როგორც ნათესავს. მერე კი, აქ გახარება არ გიწერია, ურჩო ქალბატონო.- ყველაფერი დინჯად აუხსნა ქალს. გული შეუწუხდა, თუ კაკის არ გამოუშვებდნენ, მაშინ აქ რის გამო მოვიდა? აქ ხომ ოჯახისთვის იყო?! ორი ინსტიქტი ებრძოდა ერთმანეთს. თავის გადარჩენის და ოჯახის დაცვის. დაიბნა, ისე ძალიან, როგორც არასდროს ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში. უნდა დაეჯერებინა ამ სვანისთვის, რომელიც ასე დამაჯერებლად საუბრობდა თუ მარტო ებრძოლა გამარჯვებისთვის? უყურებდა შავებში გამოწყობილ სვანს და სულ სხვად ეჩვენა. აღარ ჰგავდა მგელს, დამშვიდებულიყო და რომ ითქვას, დაღლილობაც ეტყობოდა სახეზე. -რა დაგიშავათ კაკიმ? თუ საქმე ჩვენს ოჯახშია?- წუთის შემდეგ ხმადაბლა იკითხა. -მშვიდად ყოფნაც შეგძლებია.- თვალებში შეხედა სვანმა და ცოტათი კიდევ წაკბინა. არა თვითონაც დიდი გულიანი ვინმე იყო. -მე რაც გითხარი, ეს საკმარისია. დანარჩენი შენი საქმე არ არის და გირჩევ ისე წახვიდე, არც გაიგო.- თინათემ პასუხზე თავის შეკავება როგორღაც მოახერხა. -რა ვარიანტი გაქვს, რომ აქედან წასული შენზე არ ვეტყვი ყველას?- ჩამჭრელი კითხვა იყო თითქოს, ოსეს ამიტომაც ჩაეღიმა ქალის ასეთ აზრებზე. -ჭკვიანი ქალი ხარ გეტყობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხმას არ ამოიღებ, შენს ტყავს გაუფრთხილდები. ოჯახი ძალზე გყვარებია, ყველაფერს დათმობ მათ გამო. არც არაფერს უშინდები. გგონია ვერ ვხვდები, რომ მამაცი ხარ? - თინათე ამ სიტყვებს არ ელოდა, გაოცებისგან ბაგეები გაეპო მაგრამ არ აპირებდა გამომჟღავნებას ამ ამაყი ბიჭის წინ. - ოთახის ბოლოს დგახარ, მაგრამ ვგრძნობ რომ ძლიერი ხარ. ვერავინ გაბედავდა აქამდე მოსვლას ვერც უცრემლოდ და ვერც ისე. შენ თუ შენი ოჯახი ასე გიყვარს და ჭკვიანიც ხარ, ესიგი არც არაფერს იტყვი.- ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა. თმა შეისწორა და ხელები გადააჯვარედინა. ამ ხნის მანძილზე, თინათე არც დაფიქრებულა ამ თვისებებზე და უცნობი ადამიანის სიტყვები ძალიან გაუკვირდა. გულწრფელიც მოეჩვენა ერთხელ, მაგრამ ფიქრები მაინც უკუაგდო. ასე ადვილად, ვერავის ენდობოდა. თმა სულ აშლილი, თვალები კი გაშავებული ჰქონდა. -დაისვენე.- ოსეს წინ პირველად დადუმებულს, ბიჭმა მხოლოდ ეს უთხრა და ოთახი დატოვა. გამოსვლის წინ ფიქრობდა, ჩაეკეტა თუ არა, მაგრამ მაინც ვერ ენდო და ჩაკეტა. გამწარდა გოგო, ტვინიდან ამოუფრინდა ყველა სიტყვა. ბრაზმა ყველაფერი გადაავიწყა და საკუთარ, შინაგანი გადარჩენის ინსტიქტს მიემხრო. კოპალიანები დივანზე ისხდნენ და მისაღებში შესულ ოსეს, ინტერესიანი მზერით ელოდნენ. -კაკის მეორე ცოლი მოუყვანია.- როგორც კი დაჯდა, ახსნა დაიწყო. იმდენად დაღლილი იყო ყველაფრისგან, უნდოდა მალე დაესრულებინა საუბარი და მშვიდად დაეძინა. -ჩემი სიკვდილი..- ამოთქვა ფატიმამ. -ეს გოგო იმის ცოლია?! აქ მოათრიე?!- დაიყვირა გულგახეთქილმა. -არა დედა, დამშვიდდი! მომეცი საშუალება ავხსნა, ისედაც ძალიან დაღლილი ვარ.- ქალს ცოტა გული დაუმშვიდდა და შვილს მიაჩერდა. -შატილში ასულს, სასტუმროში მივაგენი კაკის კვალს. მეპატრონის შვილი მოუყვანია ცოლად, გვარად ფიცხელაურები.- -ეს გოგო ცოლად არ მოგიყვანია?- იკითხა უეცრად ირაიდამ, მაგრამ ძმის მზერით იგრძნო, რომ მეტი აღარაფერი უნდა ეთქვა. -მამა, ეს გოგო ბენდელიანის ცოლის დაა. შატილიდან გამომყვა კაკის მანქანით. მის ოჯახს ეგონა კაკი თბილისში წავიდა და არაფერი უეჭვიათ იმაზე რომ ჩვენ წამოვიყვანეთ. სამაგიეროდ, ეს გოგო მომყვებოდა მთელი გზა, რომ მისი ოჯახი დაეცვა და გაეგო, სად მიგვყავდა მისი სიძე. არაფერი იციან კაკის წარმომავლობაზე, საერთოდ არაფერი და არც ამ გოგოს გაეგება რამე.- ეგნატე ფეხზე წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა, ხელები ზურგზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ძალიან ღრმად ჩაფიქრდა მოსმენილზე. -მაპატიე მამა, მთელი გზა ისე მეხუთებოდა სული კაკის სიახლოვისგან, ვერც შევამჩნიე, უკან რომ ვიღაც მომყვებოდა. რას ვიფიქრებდი, ასეთი თავქარიანი და გიჟი თუ იქნებოდა და მუქარის შემდეგ უკან გამომყვებოდა.. - -გასაგებია.- მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა კაცი. ცოტა იმედი გაუცრუვდა, მაგრამ იგრძნო მისი შვილის გასაჭირი და ზედმეტი სიტყვა აღარ უთქვამს ამის შესახებ. -რას უპირებ მერე მაგ გოგოს, მისი მშობლები არ მოძებნიან?- მოტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა, თითქოს რაღაცას ეძებდა მათში, რაღაცის ამოკითხვა უნდოდა. -ცოტა ხანი აქ უნდა გაჩერდეს. სოფელში ყველამ იცის, სტუმარი რომ გვყავს. ზოგიერთი ისეც გაიგებდა, რომ ქალად მოვიყვანე. დაინახონ, საეჭვო რომ არაფერია და წავა.- -მთელ სამეზობლოს ჰგონია, რომ რძალს ვმალავ, წარმოგიდგენია რა ხდება ჩემს თავს?!- პრინციპები შეელახა ქალბატონ ფატიმას, რა ექნა ნერვიულობდა, მის ოჯახზეც და ხალხის აზრზეც. ოსემ ახლაღა შენიშნა დედამისის თავზე მოხვეული თავშალი, აშკარად მთელი დღეა თავი სტკივა. -დედა ცოტა ხნით თავიდან ამოიგდე ხალხის აზრი და გვაცადე ეს საქმე მშვიდად გავატაროთ. შენ მთავარია შენი თქვი, სტუმარია და მორჩა! სხვა რას იფიქრებს, რა მნიშვნელობა აქვს?- ხელები სახეზე ჩამოისვა და მუხლებს დაეყრდნო. -კითხვაზე არ გიპასუხია ოსე.- ისევ მოუბრუნდა მამა. კითხვანარევი გამომეტყველებით ახედა ოჯახის უფროსს. -მისი მშობლები არ მოძებნიან?- -ჰო.. მოძებნიან. მაგათ ჰგონიათ, ქალიშვილი მე მოვტაცე.- -მაგათი მოსატაცებელი რა გჭირდა?!- დაიყვირა ქალმა ისევ. ვერა და ვერ დაცხრა, არა ეს რა ამბავი დამართნია მის თავს! -მამამისი ეჭვებში ყოფილა ჩვენს გამო. დაეჭვებულა მისი გოგოს გამო ხომ არ ავედით. გოგოც ჩვენს წამოსვლასთან ერთად კაკის მანქანით გაქრა შატილიდან, ახლა კი ჰგონიათ მე გავიტაცე.- -რატომ მაინც და მაინც შენ? იქ დათა არ იყო?!- ქოთქოთებდა დედა. ოსეს გაახსენდა რესტორანში ნათქვამი თამამი კომპლიმენტი მამის წინ. ამიტომაც დააეჭვა ბატონი ფიცხელაური. ჯანდაბა! ამდენი შეცდომა ერთად არასდროს მოსვლია. სახეზე არ შეიმჩნია და ყური ისევ მამას უგდო. -რას ნიშნავს შენ გაიტაცე, ანუ?- ეძიებოდა უფრო მეტად იმას, რაც ისედაც აშკარა იყო. ხვდებოდა ეგნატე, მის შვილს რაც დაბრალდა, თანაც არასამართლიანად, მაგრამ მაინც ჩაეძია. -ანუ ჰგონიათ ქალად გავიტაცე და სახლში დავისვი.- -მოძებნიან.- -მოძებნონ!- წამოხტა ფეხზე. -ბენდელიანზე მაგათ არაფერს მოუყვები! და თუ მაგის უფლება არ გაქვს, როგორ დაუმტკიცებ, რომ ქალი მართლა არ მოსტაცე? თვითონ ის გოგო მოუყვება არა ყველაფერს, მერე კი შეიძლება პოლიციაც გარიონ.- ეგნატე თვალს არ აცილებდა იქეთ-აქეთ მოსიარულე შვილს. -ეგ გოგო არაფერს არ მოყვება თავის ოჯახის წევრებთან და არც პოლიციასთან. ჭკვიანია, მის ოჯახს გაუფრთხილდება და ვერაფერს იტყვის. ბენდელიანზე რომც გაიგოს, არამგონია მის დას ეს ამბავი უთხრას, უფრთხილდება მისიანებს, თავისთავად გაუჭირდება და ჩუმად დარჩენას ამჯობინებს. - სიარულში საუბრობდა. -მართალია. მამაცი რომ არ იყოს და ოჯახი არ უყვარდეს, ამხელა გზას ვერ გამოივლიდა მარტო, სხვებისგან მალულად.- თქვა ეგნატემ და წუთით ამ გოგოს სიმამაცით და უშიშრობით აღფრთოვანდა. თავის ოსეს მიამსგავსა მებრძოლ ხასიათში და უცნაურად გაეფიქრა. -მაგრამ, მისი ოჯახი თუ იპოვის, როგორ აუხსნი ყველაფერს?- კითხვა ისევ დაბრუნდა. -არამგონია გვიპოვონ, მაგრამ თუ ასე მოხდა, რამეს მოვიფიქრებ.- თავზე ხელი გადაისვა. -რას მოიფიქრებ, რას? მართლა ხომ არ დაისვამ ცოლად?- თითქოს გლოვობდა ქალი, ეს რა სხვების პირში ჩამაგდო ჩემმა ბიჭმა, ნამდვილად ბევრი სიყვარულის და ქების ბრალიაო. -ვასილმა ყველაფერი იცის.- ეგნატეს სიტყვები ექოსავით გაისმა. -დღეს უთხარი?- -ჰო. გაიგო ბენდელიანი აქ რომ არის და ადამიანს აღარ ჰგავს. იმას გაიძახის ცოტა მოძლიერდება ჩემი ხალხი და ოჯახს ცოცხალს არ დავუტოვებ, იმ ადგილს დავწვავ, სადაც ოდესმე ბენდელიანი გაკარებულა და ვისთანაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონიაო.- -სულ გაგიჟდა?- -ხომ იცი, რომ სიტყვას შეასრულებს.- თვალი თვალს გაუსწორეს მამა-შვილმა. მარგოს, გეგისა და მაგდას ბაბუა, ვასილ ხერგიანი გავლენიანი კაცი იყო სვანეთში. ყველა კუთხეში მისი კაცი ჰყავდა. ყველაფერი იცოდა რაც ხდებოდა, ვის ოჯახში რა ვითარება იყო. ჯერ იყო და ქალიშვილი, მერი დაუქვრივდა ადრიანად. მერე ანგელოზივით შვილიშილი მოსტაცა ბენდელიანმა და მერე მოუკლა. მერიც დამუნჯდა და ქალს აღარ ჰგავს ტკივილისგან. გაგიჟდა ვასილი. ყველგან ეძებდა ბენდელიანს მაგრამ ვერსად მიაგნო. ერთი პერიოდი კაკის დედას და ძმას ჩაუსაფრდა, შვილს მალავთ და ამას არ შეგარჩენთო. ბენდელიანის გამოჩენას მოჰყვა მისი მრისხანება. მარგო მისი საყვარელი შვილიშვილი იყო, მისი გავლენის ქვეშ მაინც ვერ უშველა საწყალ გოგოს და მას შემდეგ ბენდელიანს დასდევდა მოსაკლავად. ფიცი აქვს, ყველა უნდა ამოეწყვიტა მისი ოჯახიდან, ბენდელიანის კვალი უნდა გაექრო ქალაქის საგვარეულოდან. წარმოიდგინეთ, რომ გაიგოს კაკის ცოლი ჰყავს, რა სიამოვნებით ამოუხოცავს ოჯახს თვალწინ. ალბათ მართლაც გაგიჟდა.. ახლა გაეგო, კაკი ხევსურეთში ცხოვრობდა აქამდეო და იქაურობის ამოქექვა აეკვიატა. -ჰო მართლა, რა ჰქვია ამ გოგოს?- -თინათე, ფიცხელაური.- ამოთქვა ჩაფიქრებულმა ოსემ. -დრო გვჭირდება და ხვალიდან ყველაფერი დალაგდება. ახლა უნდა დავისვენო, მეტი არ შემიძლია. ღამემშვიდობის.- უკანმოუხედავად დატოვა მისაღები და ოთახისკენ გაეშურა. ტვინი ათასი ფიქრით ჰქონდა სავსე. დაღლილი იყო, როგორც პიროვნება. სულიც დაღლოდა და უკვე ნატვრობდა, როდის დაიძინებდა მშვიდად. კართან მისული, მერე გაახსენდა რომ იქ თინათე დახვდებოდა. -სხვა ოთახში მოგიწევს გადასვლა.- კარს საკეტით აღებდა და ისე ამბობდა, საწოლისკენ არ გაუხედავს. ხელები ბრაზისგან აუკანკალდა, დაღლილობა სულ წაერთვა სახიდან და გადაფითრდა, იმ მომენტში საკუთარ თავს არ ჰგავდა, ისე განრისხდა და თან განერვიულდა. ოთახში არავინ დახვდა. ფანჯარა ღია იყო, ცივი ნიავი აფრიალებდა ფარდას. ფანჯარას სწრაფად მიაწყდა და მხოლოდ მერე მიხვდა, აქედან როგორც გაქცეულიყო. სანიაღვრე მილით მიწაზე დასკუპდა. -მოურჯულებელი ქალი!- დაიყვირა, ტუმბოზე დადებული თინათეს მიერ გადარჩენილი სანათი კედელს მიანარცხა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ოთახიდან. ბრაზისგან ისე იყო, ვინმე ხელში რომ მოხვედროდა, მგელივით დაგლეჯდა. "ხომ ვუთხარი, არსად არ წახვიდე, საშიშია მეთქი! ამ შუაღამისას გაიპარა, ეს ჯიუტი! ღმერთო, როდის მომასვენებ?" სანამ ცხენი გამოიყვანა ამ სიტყვებს ეუბნებოდა თავის თავს. ფატიმამ დივნიდან წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, ტყვიასავით გავარდა სახლიდან მისი ბიჭი. ოთახში შესულმა ყველაფერი მიხვდა და კიდევ ერთხელ დაიწყო გლოვა. ასე რომელმა მეზობელმა დამწყევლაო. ღამე იყო, არემარეს მხოლოდ ბუნდოვანი შუქები და ულამაზესი, თეთრი მთვარე ანათებდა. თვალს მოგჭრიდა საღამო, ისეთი ლამაზი იყო. მირბოდა თინათე ხევსურულ ორნამენტიანი კაბით და ერთი შეხედვით მიხვდებოდი, რომ სვანი არ იყო, საერთოდ აქაური არ იყო. მთვარის შუქზე ოთხმაგად ლამაზი ჩანდა. საუცხოო იქნებოდა მისი დანახვა ქალაქელებისთვის, რომ შეძლებოდათ და სცოდნოდათ. მირბოდა. იმიტომ, რომ არავის ენდობოდა საკუთარი თავის გარდა და ერჩივნა მარტო ემოქმედა მისი თავისთვის. მის გულს გაჰყოლოდა და თავი გადაერჩინა. მის ოჯახთან ერთად ყველაფერს მოუღებდა ბოლოს. არც ის იცოდა, შეძლებდა თუ არა ამ ყველაფრის მოყოლას ოჯახისთვის, რადგან არ უნდოდა საფრთხეში ჩაეგდო ისინი, მაგრამ მისი დაც ეცოდებოდა, ქმრის გარეშე. ორივე ფეხი განსხვავებულ მიწაში ედგა თითქოს და არც ის იცოდა, მისი ოჯახის წინ რას იტყოდა. იცრუებდა მათ დასაცავად, თუ იტყოდა სიმართლეს? გარბოდა ძალიან სწრაფად და ადრენალინიც ემატებოდა. რითაც მოვიდა, ის მანქანა ეგულებოდა ჩრდილში, მალულად გაჩერებული. ადგილზე მისულს, არ დახვდა. გული გაუჩერდა თითქოს, ისე შეეშინდა. ახლა რა უნდა ექნა?! -ჯანდაბა, ჯანდაბა თინათე, რა სულელი ხარ!- ხელებს ნერვიულად ისვამდა გაშლილ, გრძელ თმაზე. ოსეს ის მანქანა უკვე გადაემალა. გამჭრიახი გონება ჰქონდა ორივეს და ამ შემთხვევაში, სვანმა მოუგო. -ღმერთმაც დასწყევლოს, რა უნდა ვქნა?- ირგვლივ ყველაფერს აკვირდებოდა, როცა ორი ცხენოსანი შეამჩნია მის უკან. -რომელი ხარ?- ჰკითხა ერთ-ერთმა. შეშინდა გოგო, ხმას ვერ იღებდა. -აქაური არ ხარ, გემჩნევა..- განაგრძო მისი სიჩუმის მიუხედავად. -ხევსურული კაბა აცვია, ძმაო.- უჩურჩულა მეორემ და ერთმანეთს ეჭვის თვალით შეხედეს, მერე ისევ გოგოს დააკვირდნენ. -ხმას არ იღებ ხევსურო. საინტერესო ძალიან, შენი ამ დროს აქ გამოჩენა. ვასილს აუცილებლად დააინტერესებს, გაცნობა მოუნდება.- თქვა უცხო, ცივი თვალების მქონე კაცმა და მერე ორივე მხედარი იქაურობას გაეცალა. ვერაფერს მიხვდა თინათე, ვინ იყო ვასილი. ერთადერთი კი ინანა, კაბით გაუგეს, საიდანაც იყო. ოსემ ხომ გააფრთხილა, არავინ უნდა მიგიხვდესო. ან კი საერთოდ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, იმ სვანმა რა უთხრა, აქედან მაინც გარბოდა. ნაბიჯებს აუჩქარა, უკვე სწორ ბილიკზე აპირებდა გასვლას, პირველი, ცხენის ხმა რომ შემოესმა და მეორე წელზე ხელი იგრძნო. წამოიკივლა შიშისგან, ჰაერში რომ წამოეწია სხეული და გაუაზრებლად აღმოჩნდა ცხენზე, ოსესთან ერთად. -მარტო გიჟს თუ მოაფიქრდება სანიაღვრე მილით გაპარვა იმ სიმაღლიდან.- ხმა ყურს უკან მოესმა თუ არა ბრაზით აივსო. -გიჟი?! მტაცებელივით შემაფრინდი, უტაქტო და გაუთლელი ხარ!- იდაყვს მის ზურგს უკან ცხენზე მოკალათებულ ბიჭს ურტყამდა და თან იმას ცდილობდა ცხენიდან არ გადავარდნილიყო. -კვლავ გარბიხარ ხევსურის ქალო. არ მითქვამს მაგრამ, როგორ ვერ მიხვდი რომ გიპოვიდი?- -რა გინდა, რას გადამეკიდე?!- კითხვა ჯიუტად დასვა, თავი ოსესკენ უკან მიატრიალა და როდესაც მიხვდა, რომ მის სახესთან ძალიან ახლოს იყო მაშინვე ელდანაცემივით მიატრიალა თავი ჰორიზონტისკენ. -შენს სასიკეთოდ გაგაფრთხილე, სხვა გზა არ გაქვს თინათე, უნდა მენდო.- უთხრა დინჯად ბიჭმა და ცხენი სახლის მიმართულებით გააჭენა. პირველად ეჯდა გოგო მასთან ერთად ცხენზე, გულ-მკერდზე თინათეს ზურგი ეკვრებოდა ინერციით. -ხელები მოაშორე ჩემი წელიდან!- დაიყვირა უკარებასავით. -ცხენს ისე ვერ ვატარებ, შენც გადავარდები და მეც. თანაც დამიჯერე, ნამდვილად არ მინდა შენთან მოკარება, შეიძლება მოვიწამლო კიდეც, ისეთი შხამიანი ხარ.- მწარე ენა ჰქონდა სვანს. მარტივად გამოსდიოდა გოგოს ნერვებზე დაკვრა. თინათე ოდნავ ჩაიწია, ასე ახლოს არავისთან მჯდარა, მსგავს სიტუაციაში მითუმეტეს. კოპალიანს ხელს უშლიდა თინათეს ჩამოშლილი თმა. თავისი თავის გაუკვირდა, მოუნდა საერთოდ გადაეჭრა ეს თმა მისთვის, ისეთი კოშმარული დღეები გაატარა ამ გოგოს გამო. მართვაში თმის სურნელსაც გრძნობდა მომენტებში და თან გაოცებას მოეცვა, სულ რაღაც ორი დღე იცნობდა ამ გოგოს და მსგავსი ჯიუტი, მებრძოლი და მამაცი არავინ ენახა. -და რა დავარქვა ამ ყველაფერს..-ფიქრებში გადართულმა თინათემ მშვიდად და სრულიად გაუაზრებლად ამოიჩურჩულა. ამის თქმა არ უნდოდა. არ სურდა ვინმეს სცოდნოდა, რომ ამ ბოლო დროინდელმა ამბებმა გონება აურია. -შეგიძლია სვანური დღეები უწოდო, ან პატარა სვანური თავგადასავალი და მერე ისე განაგრძო ცხოვრება ხევსურეთში, თითქოს არაფერი მომხდარა.- -რა მარტივია ასე საუბარი.- ირონიას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. -უფრო მარტივად თუ გინდა, მთების ამბავი დაარქვი. თუ რამეს გაიხსენებ, საკუთარ თავს უთხარი და წარმოიდგინე, რომ კავკასიონმა დასავლეთისკენ გისროლა. კავკასიონს დააბრალე, რომ ქარივით აქეთ გადმოგაქროლა ხევსური ქალი. ახლა არც ბორბალოს ბილიკზე არ მივაჭენებთ ცხენს, არც მეცხვარის ნაბადში არ ხარ გახვეული. არც მთებზე მფრინავი ჭაღარა ცხენი მყავს და არც შატილის მთებიდან მიმყავხარ დუშეთში. შატილის ასულო, გონს მოდი, კავკასიონის დასავლეთით ხარ, უშბასთან ახლოს, სვანეთში.- დაღლილობა ალაპარაკებდა ოსეს, ლექსი "შატილის ასულო"-ს გახსენებაც ორდღიანი უძილობის ბრალია მგონი.. იქნებ ამ წუთიდან, მართლაც ასე დაამახსოვრებოდა შატილის ასულს ეს დღეები. დაღლილი, გაურკვეველი და კითხვებით სავსე დღეები. მიჰყვებოდა უცხო ვაჟს და ეფიქრებოდა მის ასეთ მეტად უცნაურ, გულწრფელ სიტყვებზე. ფიქრობდა: " ნუთუ მხოლოდ დაღლილობა ალაპარაკებს, თუ უბრალოდ გადაღლილობამ იმოქმედა და როგორც ადამიანი სული გაუაზრებლად მოიშიშვლა ჩემს წინ?" მთვარიანი ღამე იყო და როგორც ყოველთვის, მთებს გაურკვეველი მიზეზები არ ელეოდათ, გასაღიმებლად. 4 ერთხელ შეხედავდით და გაიგებდით, რამდენი რამ ენახათ ამ მთებს. ზანტაც იწვნენ და თითქოს ეს ძალზე რთული საქმე იყო შესასრულებლად. არაფერი იყო ამაზე ლამაზი. სული შეგეკვრებოდა, შორეულ, გადათეთრებულ მთებს რომ მოჰკრავდი თვალს. გული აუცილებლად აგიძგერდებოდა სხვანაირად. სულ რომ უგრძნობი იყო, სულ რომ სიცარიელე გქონდეს სულში, მზის გამონათებას გამოიწვევდა ადამიანის სხეულში ამ სიმწვანის დანახვა. გახედავდი თუ არა, ხეები და მდინარეები გიხმობდნენ, მოდი და შემიცანიო. ერთი დიდი, ბურუსით მოცული სამყარო იმალებოდა ამ მთებში და არავინ იცოდა, თან რამხელა თავისუფლება თარეშობდა იქვე. ეს რომ ყველას სცოდნოდა, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გადაიხვეწებოდა და გაიხიზნებოდა მთებში. მერე უკან ვეღარაფერი დააბრუნებდათ და ალბათ, მთებიც დაკარგავდნენ ამ ხელშეუხებელ და წლებით შეკოწიწებულ, ნაგროვებ თავისუფლებას. თუ მართლა ქართველი ხარ, მიდი გახედე უშბას, უშგულს, თუნდაც ყაზბეგის მთას რომ ეძახიან, იმას და არ თქვა რომ ძარღვებში სისხლი არ აგიდუღდა. ნისლში გახვეულ ადგილებს დააკვირდი. შენს სულში შებოჭილ, ჩაკეტილ ადგილებსაც კი გაგიხსნის აქაური ჰაერი, აქაური თავისუფლება ყოველ უჯრედს მოივლის და გაგრძნობინებს, რომ შეუჩერებელი ხარ. კავკასიონი იმზირებოდა, ხანაც ალმაცერად, ხანაც ღიმილით, ხან ბოროტულად და ხანდახან სულ ვერ გაიგებდი, რა უნდოდა. უყურებდა თინათე ამ მისთვის უცხო გარემოს და ამჩნევდა, რამდენი საერთოც ჰქონდათ, იმდენივე განსხვავებაც. ადრეც ენახა ეს მთები, ადრეც ყოფილა სვანეთში, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისი ხევსურული მთები ერჩივნა. მისი ყაზბეგი და შატილი, მისი მხარე. სახლთან შორი-ახლოს იდგა, არც მონა იყო და არც ისეთი, ვინმეს ბრძანებები შეესრულებინა. ვერ გაუძლებდა სახლში გამომწყვდევას, ბრაზი ყელში ახრჩობდა ოსეს და ყველა აქაურის დანახვაზე. ამდენ დარდს ვერაფერი მოუხერხა, პირიქით, ყოველდღე ემატებოდა ერთ დარდს მეორე და არ იცოდა, სად წასულიყო. გაქცევა სცადა, დაიჭირეს. იყვირა, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. დაიმუქრა, ისე მოუჭრეს, მერე გააცნობიერა რომ მის ოჯახს შეიძლება იქით ავნებდნენ. იყურებოდა მთებისკენ და მათ სთხოვდა წამით მაინც მოევლო თვალი აღმოსავლეთი მხარისკენ, მის მშობლებთან, რომელთა გახსენებაზე გული ეკუმშებოდა, ტვინი კი საშიშროების სიგნალებს გამოსცემდა ხოლმე. კესანები შეამჩნია ახლოში, მივიდა და ერთი-ორის მოწყვეტა დააპირა, მის წინ ცხენზე ამხედრებული უცხო ვაჟი რომ შეამჩნია. -მაშ, აქაური არა ხარ?- თინათეს გაყინული მზერა მოავლო და პასუხის მოლოდინში შეჩერდა. -ვინ ხართ?- ჰკითხა და ფეხზე წამოდგა. -ერთი აქაური.- გოგოს გაეფიქრა, ნუთუ ამ მხარეში ყველა ასეთ პასუხებს იძლევაო. -თუნდაც არ ვიყო, მერე რა?- უპასუხა წინა კითხვაზე და ბრაზით ახედა. ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა ამ მომენტში. -თვალი ვის უდგას შენზე, უცხო ქალო?- -თუ ბედავ და მაგას მეკითხები, მაშინ ვერც ვერავის!- დაიყვირა გოგომ და კოპალიანების სახლისკენ გაეშურა. როგორ აღმოჩნდა ჭიშკრის გარეთ? ოსემ ურჩია, გადი ხალხს დაენახე, გაიგონ რომ უბრალოდ სტუმარი ხარ და ეჭვები გაიქრონო. ასე თვლიდა კოპალიანი საჭიროდ. დაღალა ხალხის ლაპარაკმა, ყველას პირზე მათი გვარი და გვართან ერთად ცრუ ინფორმაციები ეკერა. მეოთხე დღე თენდებოდა და უკვე საკოპალიანოს სული უწუხდა ვითარებით. ქალაქში ხმა გავარდნილიყო გოგოს შესახებ. ამბობდნენ, "ისეთი ლამაზია, მზეს ჩამოიყვანს უშბიდანო." დაეცქვიტათ თვალები ვაჟებს, იქნებ და სიმართლეა სტუმარი რომ არის და ჩვენ გვერგოს მისი ბედიო. გოგონებს ორმაგად ფართოდ გაეხილათ თვალები, ოსეს თაყვანისცემით გულამოვსილებს რა დააწყნარებდათ, კოპალიანების სახლში ხომ უცხო და თანაც ულამაზესი ქალი ჰყავდათ. ერთმა დაინახა, მეორემ და მაშინვე ის ითქვა, ამ ქალაქში ასეთი ლამაზი მეორე არ დადისო. თმები სიამაყით აიპრიხა ქალბატონმა ფატიმამ, რა სჯობს იმ სტუმარს, რომლის სილამაზეზეც მთელი მოსახლეობა ალაპარაკდებაო. ეს ცოტათი მაინც უმშვიდებდა გულს, ამდენ ნერვიულობას ერთი დადებითი მაინც ხომ უნდა ჰქონოდა?! ირაიდას ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, სხვა რა გზა ჰქონდა. ვერც მოუწესრიგებელი გაივლიდა, ამიტომ ყველა საჭირო ნივთი ირაიდას ეთხოვებინა მისთვის დროებით. დიდად გულზე არ დაეხატა ეს გოგო, მაგრამ მისმა ძმამ დაიქუხა, როგორც საჭიროა ყველამ ისე მოიქეცითო და სხვა გზაც არ დაუტოვა. ტყეში წასულიყო ოსე. დაიღალა კამათით და ახსნა-განმარტების მომთხოვნი მზერებით. როგორც სჩვეოდა, ტყეს შეაფარა თავი და ეცადა განმარტოვებას. როგორც ვთქვით, ყველამ რომ იცოდეს მთების ამ საიდუმლოებებზე, აღარ იქნებოდა იგი ასეთი მისტიური, მიუწვდომელი. ოსე კი ერთ-ერთი იყო ქალაქიდან, ვისაც მთელი კავკასიონის საიდუმლოება ამოეხსნა. არავის გაუმხელდა ამას, სანამ ისინი არ გამოცდიდნენ თავიანთ თავებზე. ეს კი, არც ისე ხშირად ხდებოდა, რადგან ქალაქში სულ რამოდენიმე ბედავდა ამ სიშორეზე წასვლას. სულს და გონებას ანიავებდა იქ ყოფნით და როცა საღამოვდებოდა, უკან ბრუნდებოდა. დღესაც ასე იყო, იმ ურჩმა გოგომ ნერვები დაუზიანა და დედამისის გაუთავებელმა ნერვიულობამაც. შვებით სუნთქავდა პირველად, რადგან იცოდა, რომ მისი საყვარელი ბიძაშვილის სისხლი არავის შერჩენია. ქალაქში ჩამოსულს, გზად დათა ფანგანი შემოეგება. -ქალი მოიყვანე და გადაივიწყე არა მეგობარი, კოპალიანო?- სიცილით შეხვდა ბიჭი. -შენ დარჩი და შენც არ დაიწყო, რა.- ხელი მობეზრებით აიქნია. -რა იყო, მართლა ასეთი ლამაზია რომ მთელი ქალაქი აალაპარაკა?- -გგონია აინტერესებთ როგორ გამოიყურება? ამათ ოღონდ სალაპარაკო მიეცი, სხვა არაფერი უნდათ, წვეთს ზღვად აქცევენ.- მაინც ვერ გაეგო, იმ ანჩხლ გოგოში რა დაინახა ამ ხალხმა. მელიასავით ჩასაფრებული იყო და თითქოს ყოველ გამოხედვაზე წყევლიდა ბიჭს. ოსე ვერც მშვიდად ელაპარაკებოდა და ვერც რამეს აგნებინებდა, რა უნდა ყოფილიყო ამაზე უარესი? -მე რომ დამცინი, ვერ ხვდები რომ შენი დრო მართლა მოვიდა?- სიცილით შეაპარა ოსემ. -სვანეთში ჯერ ვერავის გადავეყარე, ჰო და ისე იყოს, როგორც ამ მთებს უნდათ.- -თვალი ფართოდ გაახილე, გოგო გამოილია ამხელა მხარეში?- -ვინ მეუბნება ამას, ინოლა და მეზობლის გოგონები ერთმანეთს ჭამენ შენი გულისთვის, მგონი სულ გძინავს და მაგიტომ ვერ ამჩნევ. ასე თუ გააგრძელე, ტყეში ერთ ჯიხვს გამოძებნი და იმას დაისვამ ქალად.- ცხენები მოუსვენრად ათამაშდნენ ადგილზე. -არა დათა, საჩემო აქ არ დაიარება.- მეგობრის სიტყვებზე მაინც გაეცინა. -წავედი, საქმეები მაქვს, თვალი გაახილე იცოდე. ჰო, მერე გამოგივლი, საქმე მაქვს.- მეგობარს გამოემშვიდობა და სახლის გზას აუყვა. ცხენის ნაბიჯებზე იცნეს გოგონებმა და შანსს როგორ გამოტოვებდნენ, სანამ სახლამდე ავიდოდა, ფანჯრებიდან უყურებდა ყველა მათგანი კოპალიანების ვაჟს. სულ არ იმჩნევდა ბიჭი, არ იყო ის, ვინც სხვას თავს უხერხულად აგრძნობინებდა, მაგრამ გულში, თავისთვის იცოდა, ვინ როგორ უმზერდა. -ვასილი მოდის ჩვენთან.- სახლში შესვლისთანავე ეგნატემ აცნობა. -რა პატივია.- ამოთქვა დაღლილი ხმით. -სახლში დახვდები?- -პატარა საქმე მაქვს და მეც შემოგიერთდებით. სულ გაგიჟებულია ალბათ, ბენდელიანის აქ ყოფნა გააცოფებდა.- -ასეა. ჩვენთან ლაპარაკი უნდა, ხომ იცნობ როგორია, ბოლომდე უნდა ამოქექოს ყველაფერი. ისიც გაუგია, სახლში უცხო ქალი გყავთო.- -ყველამ იცის, პირველი მან გაიგებდა.-ბიჭს ირონიულად გაეცინა. -მერე და რომ იცის, არ ამოქექოს მისი წარმომავლობა, თორემ ხომ იცი, თუ რამე ჩაიფიქრა გონება ვერ დაუშლის.- -ვიცი, სანამ აქ ვარ, არაფერი მოხდება.- -რა იცი?!- -ვეცდები მაინც.- ბიჭმა იმედიანი ხმით წარმოთქვა და სამზარეულოში დედასთან შევიდა. ნაწყენი იყო ქალი, თვითონაც ვერ გაეგო, რა სწყინდა. სულ ისე ეგონა, მისმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა და იმის ღირსად არ ჩათვალა რომ წინასწარ ეთქვა დედისთვის. ასე ეგონა, მაგრამ თან იცოდა, სიმართლე რომ არ იყო ეს ყველაფერი. მაინც ვერ უწყნარდებოდა გული, სხვა იყო ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება და მისი სირთულეებიც მოჰქონდა ამ ყოველივეს. დაბნეულიყო და ხალხის შეკითხვებს ხან თავს არიდებდა, ხან დაბნეულად პასუხობდა ხოლმე. -როგორ ხარ?- სამზარეულოს დაეყრდნო და ვაშლი ჩაკბიჩა. -როგორ ვიქნები, არაფრად არ მაგდებთ და..- ცხვირი გააშვირა ქალმა. -კარგი რა დედა, ხომ იცი უსაფუძვლოდ გწყინს. ასეთ რთულ სიტუაციაში ვართ, ტვირთს თავიდან სადაცაა მოვიშორებთ, რა დროს ასეთი ფიქრებია?!- -საჭმელს საერთოდ არ აკარებს პირს.- თემა გადაიტანა ქალმა. -რა ჯიუტია.- მობეზრებით ამოიხვნეშა ბიჭმა, დაღალა ამდენმა წინააღმდეგობამ. -შენსავით.- -რა?- -ჰო, არავის არ იკარებს. მის ჭკუაზე უნდა სიარული, რომ მიუშვა კავკასიონს გადაივლის და მის მხარეს დაუბრუნდება. სხვანაირები არიან ეს ხევსურის ქალები, მეტად თავისუფლები. მაგათ ვერ ეტყვი ის გააკეთონ, რაც არ უნდათ. აქ კიდე სულ სხვანაირები ცხოვრობენ. მამამისმა ის ხომ კარგად იცის, რომ გაიტაცე? ძალიან მაინტერესებს, დათაზე რატომ არ იფიქრა მასე, მაინც და მაინც შენ რომ მოგახტა?- საჭმლის კეთებას მიუბრუნდა ბუტბუტით. -დედა მაგაზე საუბრის დრო არ არის, მე უნდა გავიქცე, საქმე მაქვს დათასთან, ვასილი რომ მოვა დავბრუნდები.- ქალს სწაფად მიაყარა, ლოყაზე აკოცა და წასასვლელად მოემზადა. კართან შეჩერდა, იმ ოთახში, ხევსურის ასული რომ იყო, ხმაც არ გაისმოდა. -სძინავს ალბათ.- არსაიდან გამოჩნდა ირაიდა. -ეძინოს. ყურადღება მიაქციე, სადმე უცხოში არ გავიდეს.- ბოლოს მიაძახა დას და სახლიდან ცხენით გაეშურა მეგობრის სახლისკენ. დიდხანს ყოყმანობდა ირაიდა, შესულიყო თუ არა თინათეს ოთახში. იფიქრა, მაგრამ ბოლოს მაინც თავი შეიკავა. ყველაფრის დათვალიერება მოესწრო ფიცხელაურს. აქაურ მთებს ხომ ჩააშტერდა თვალებში, თუმცა კოპალიანების სახლიც არ გამორჩა მხედველობიდან. საგვარეულო ფოტო-სურათები ფოიესა და მისაღებში, საგვარეულო გერბი და დევიზი. უზარმაზარი სახლი ჰქონდათ, მდიდრულად გაწყობილი და როგორც კი ამას ამჩნევდა, ხვდებოდა რომ ერთ დიდ ოჯახში ამოჰყო თავი. ვერც ფატიმას გაუგო და ვერც ირაიდას. იჯდა თავისთვის ოთახში და ბრაზს უვლიდა, ლოცულობდა არ ამოხეთქილიყო, საკუთარ ოჯახს უფრთხილდებოდა და ითმენდა. არ უყვარდა, როცა ვინმე იმას აკეთებინებდა, რაც მას არ უნდოდა. ახლა კი, ამ სიტუაციაში მყოფი იძულებული იყო, ამ თავხედი სვანის სიტყვებისთვის ესმინა, რომ რაც შეიძლება მალე გაცლოდა აქაურობას. მანამდე კი, იმის გარკვევას აპირებდა, რის გამოც აქ ჩამოვიდა. ანაღვლებდა კაკის ბედი და არ აპირებდა იქამდე წასვლას, სანამ არ გაიგებდა, რა უნდოდათ ამ უცხო ხალხს მისი ოჯახისგან. შებინდება იყო, ვასილ ხერგიანი რომ ეწვია კოპალიანების ოჯახს. თბილი მისალმება არც გაუმეტებიათ ამ გადაგვარებული და გაყინული კაცისთვის. ორი მსახური ახლდა, ისეთები, მთელ ქალაქში რომ იცოდნენ, ვინ სად ფეხს როგორ აბიჯებდა. -კეთილი იყოს ამ ოჯახში ჩემი წლების მერე მოსვლა. როგორც ვთქვი ისე ავასრულე, სანამ იმ ღორების ნაშიერ ბენდელიანს არ ვიპოვიდით, იქამდე აქ ფეხს არ შემოვადგამდი.- ცივი ღიმილი ემოსა სახეზე, მომწამლავი. ფატიმა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ირაიდასთან ერთად სამზარეულოს მიაშურა. არ უნდოდა ამ კაცისთვის ეყურებინა, ისედაც შეშლილი იყო ყველაფრისგან. -კეთილი იყოს, ვასილ.- მიუბრუნა ეგნატემ. -ვაჟი სად გყავთ?- -მალე დაბრუნდება, საქმეები ჰქონდა.- -ბიზნესში გეხმარება?- -კი, ჩემზე უკეთ მართავს.- სიამაყით უპასუხა ეგნატემ. -ალბათ იცი უკვე, რა განაჩენიც გამოვიტანე.- ჩაახველა ვასილმა. -მხოლოდ შენ რომ ვერ გამოიტან, ამის ალბათ გესმის.- -ბიძა ხარ ეგნატე, მე კი ბაბუა. მარგოს მამა არ ჰყავდა, მაგრამ მე ვყავდი.- გესლიანად დაიწყო ახსნა. -ვიცი ვასილ. იმას გთხოვ, რადგან ამ ოჯახში ფეხი კეთილად შემოაბიჯე, ნუ წავბილწავთ აურას ბენდელიანზე საუბრით. ჩემს ოჯახს მრისხანება და ბოროტება საკმარისად დაატყდა თავს. ცალკე ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ყველა ერთიანად რომ შევიკრიბებით და გასაკეთებელიც მერე გაკეთდეს.- მშვიდად აუხსნა ეგნატემ. არ უნდოდა ამ ადამიანთან ამ თემაზე საუბარი, უკვე გული ძალიან დაუმძიმდა. მარგოს ხსენებისას ისეც ყველა ასე იყო, თითქოს სახლის კედლებიც კი იწყენდნენ. ყველა ის ადგილი მოიწყენდა ხოლმე, სადაც ოდესმე მარგოს გაევლო, ყველა ადგილი, რომელსაც ხელით შეხებია. ვასილს უცნაურად ჩაეღიმა, მრავლისმთქმელად ვიტყოდი. -გავიგე უცხო ქალი გყოლიათ სტუმრად.- თქვა თუ არა, მის გვერდით მსხდარმა კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. არ გაკვირვებია ეგნატეს, ყველამ ყველაფერი იცოდა. ხერგიანი კი პირველი იყო, ვისთანაც ამბავი მიაღწევდა. -ჰო, ასეა.- -ვინ არის, სადაურია?- იკითხა ინტერესით, ალმაცერად. -ჩვენი ირაიდას მეგობარია.- იცრუა ეგნატემ, არ უნდოდა ეს უცხო გოგო საფრთხეში ჩაეგდო, მითუმეტეს ვასილის ხელებში. იმან რა დააშავაო, ფიქრობდა თავისთვის. -კარგი იქნება, ყავას ის თუ მოგვიმზადებს.- ამის თქმა იყო და ფატიმას გულზე მოუვიდა, ვაი რომ ახლა ყველაფერს მიხვდეს, ის გოგო ვერ დავიმორჩილოთ და ყველაფერი გამოაშკარავდესო. -ჩვენი ირაიდა ვერ მოამზადებს, გგონია?- ღიმილით შეაპარა ეგნატემ. -როგორ გეკადრება! ამბობენ ისეთი ლამაზია მეორე მსგავსი არ დაიარება ქალაქშიო, მოვიდეს, გაგვეცნოს, ხელსაც გავუსინჯავთ, როგორი ყავა იცის.- მრავლისმთქმელი იყო ვასილის ყოველი სიტყვა და არცერთ კოპალიანს სმენიდან არ გამორჩენია ეს და ამასთან ერთად არც ესიამოვნათ. -აუცილებლად, ჯერ ისვენებს და მერე შემოგვიერთდება.- სამზარეულოდან გამოსულ ფატიმას მინიშნებებით სავსე თვალები მიაპყრო კოპალიანმა. ანიშნა, ახლა თუ საქმე ისე არ წავა, როგორც საჭიროა, კარგი ამბავი არ მოხდებაო. შებინდებას იწყებდა, დათა და ოსე კოპალიანების სახლს რომ მიუახლოვდნენ. გეგის სახლს გვერდით ჩაუარეს. არც იმ სახლიდან წყდებოდა მზერა, თუმცა ეს მზერა სულ სხვისდამი იყო განკუთვნილი. დათა ფანგანს ეკუთვნოდა. უშიშარ, მხიარულ და გულკეთილ ბიჭს, ქალაქში ერთ-ერთი სანაქებო და სამაგალითო რომ იყო. ისეთივე მეგობარიც ჰყავდა. ასეა, მეგობრები აუცილებლად ჰგვანან ერთმანეთს რაღაც თვისებებით. მაგდა კოპალიანი იყო, ამასწინად დათა სხვანაირად რომ დაინახა. ნადირობიდან ბრუნდებოდა და ბარში ჩამოსულმა, მაგდას პატარა გოგოსავით გადაუსვა ხელი თავზე. არა და, აღარ იყო ბავშვი. გაზრდილიყო, დამშვენებულიყო და ორმოცი წლის ქალს აჯობებდა აზროვნებით. რას აღარ მოიფიქრებდნენ მთები, რას აღარ აიძულებდა განგება ადამიანებს. -შუაღამით მშიერი მგელივით ნუ დარბიხარ, რამე გააკეთე.- სიცილით გამოაჯავრა ძმაკაცი და ცხენი საჯინიბოში შეიყვანა. -იმ გოგოს რომ ვიყო, დაგანაწევრებდი.- -შენ ნუ ღელავ, რამოდენიმე დღე აქ კიდევ რომ გაჩერდეს, ჩემს ნაწილებს აუცილებლად იპოვი, ისეთი ანჩხლია.- საჯინიბოდან გასძახა ძმაკაცს. თინათე ისევ ფანჯარაში იყურებოდა, ცხენზე არხეინად ამხედრებული ოსეს დანახვისას ბრაზი მოაწვა ყელში. უნდოდა, მთელი გულით უნდოდა ის სახე ჩამოეღო, ან სულაც რამე საშინელება გაეკეთებინა ამ თვითკმაყოფილი, ამაყი ღიმილისთვის, რომელსაც თითქოს მალავდა, მაგრამ ფიცხელაურს მაინც არ გამოჰპარვია თვალიდან. რამდენჯერაც ისაუბრეს, იმდენჯერ იჩხუბეს. ტვინში ჰქონდა გამჯდარი, ამ სვანს პირიდან გამაღიზიანებელის გარდა არაფერი ამოსდისო, ან კი უბრალოდ მას ეჩვენებოდა ასე. როგორ უნდოდა ყველაფრის მალე დასრულება და ამ აუტანელი კოპალიანის თავიდან მოშორება. ღიზიანდებოდა მისი დანახვისას. ახლაც ცხვირი აიბზუა და ჩამოშლილი თმა გაისწორა. აუცილებლად დაელაპარაკებოდა დღეს და აქედან წავიდოდა. არც სვანური კოშკები უნდოდა და არც ეს მთები, ამ მომენტისთვის ყველაფერი სიბნელე იყო. -სალამი ოსეს.- -გამარჯობა, ვასილ.- ხელი ჩამოართვა ოსემ და სავარძელში მოთავსდა. -როგორ მიდის საქმეები?- -მშვენივრად ბატონო, თქვენი?- ოდნავი ღიმილით უპასუხა. -ამ ამბებზე კარგი რა უნდა მომხდარიყო, ღორი ჩვენს ხელშია.- ხელები კმაყოფილებით გაშალა ვასილმა. -ასეა.- მხოლოდ ეს თქვა და ირაიდას ახედა, ხელში საჭმლით. თვალი მოავლო სახლს, ის გიჟიც სადმე ახლოში ხომ არ არისო. იცოდა, ეგნატე არაფერს რომ იტყოდა ზედმეტს თინათეზე. არ უნერვიულია, იფიქრა საფრთხე არ ემუქრება, თუ ვასილი ხმას არ ამოიღებსო. -მე და მამაშენმა ვისაუბრეთ, ამ დღეებში გავარკვევთ, როგორ მოვიქცევით.- -მშვენიერი.- თავი დაუკრა ოსემ, მიუხვდა ნათქვამს. იცოდა, რა დიდი ეშმაკი კაცი ეჯდა მის წინ. მის უკან მსხდარი კაცები კი, ყველა დეტალს აკვირდებოდნენ, რამე გადატრიალებული რომ ენახათ, მაშინვე ვასილს ეტყოდნენ ამის შესახებ. ვერაფერს გამოაპარებდნენ ოსე კოპალიანს, მათ მზერასაც კი ისე აყოლებდა თვალს, ისინი ვერც კი ხვდებოდნენ. -მაშ, სად არის თქვენი სტუმარი, ყავას არ მოგვიმზადებს?- უცნაურად დაიჩემაო, გაიფიქრა ეგნატემ და მაშინვე თავში აზრად ის გაუელვა, ამ კაცმა რაღაც მეტი იცის და ამიტომ წამოიწყო ეს თემა მეორედო. არც ოსეს გაკვირვებია ვასილის ცოდნა სტუმრის შესახებ. იცოდა ხერგიანს ყური მიწაზე ედო ხოლმე, მაგრამ ესეთი რეპლიკა მეტად ეუცნაურა, რაში ანაღვლებდა ხერგიანს ეს უცხო გოგო მათ ოჯახში. იგივე ეჭვმა გაუარა, რაც მამამისს, იქნებ რამე ზედმეტიც იცის და ამიტომ ამბობს ასეო. -როგორც გინდათ, მე დავუძახებ და გაგაცნობთ.- ფეხზე წამოდგა ოსე და კარში გასვლისას წამიერად შეხედა მამას თვალებში. იმ მზერაში, ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ ერთმანეთში. კართან ჯერ შეჩერდა, მერე კი ნელა დააკაკუნა. -რაღაც საქმე მაქვს, შემოვდივარ.- თქვა და კარი გააღო. იგივე გაბრაზებული თვალები დახვდა ოთახში, თითქოს მისი გაგლეჯა რომ უნდოდათ, ისინი. საწოლზე იჯდა და უსიტყვოდ მისჩერებოდა ოთახში შემოსულ ბიჭს. -მომისმინე..- -რა საჭირო იყო მაგის თქმა, ისეც სულ მე მიწევს შენი ლაყბობის მოსმენა.- დაწყებული არ ჰქონდა, გაცხარებულ გულზე ვერ მოითმინა და შეაწყვეტინა საუბარი. თვალებში ცეცხლი აუკიაფდა ოსეს, ცოტაც და ეს გოგო შემომაკვდებაო. -აქ ისეთი ადამიანი მოვიდა, ვინც კაკის მტერია. კაკის მტერი, მსუბუქი ნათქვამია. მხოლოდ იმას დაგიმატებ, რომ შენმა საყვარელმა სიძემ ეს მტრობა დამსახურებულად მიიღო, სხვას არაფერს გეტყვი. ამ კაცმა ქალაქში ყველაფერი იცის, მათ შორის შენი აქ ყოფნაც. იცის, რომ ირაიდას მეგობარი ხარ და აქ სტუმრად ჩამოხვედი..- -სულ არ მაინტერესებს, ეს ზღაპრები!- ზურგი აქცია. -ეს კაცი ითხოვს, რომ გამოხვიდე და გაეცნო. გამოხვალ და გაეცნობი, მაგრამ შენი გვარით არა, რომ რამის გამოძიება არ დაიწყოს..- გოგოს წამოსროლილ სიტყვებს ყური არ ათხოვა, ისე განაგრძო. ნერვები კი აუშალა, მაგრამ როგორღაც უთმენდა. -და რომ გაიგოს, რა? რას მიზამს?- ფეხზე წამოდგა. -რომ გაიგოს, რომ კაკისთან მცირედი ნათესაობა მაინც გაკავშირებს, შენც და შენი დაც ცუდ დღეში აღმოჩნდებით და მერე ვერც მე გიშველით რომელიმეს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ კაკის ბინძურ საქმესთან არაფერი აკავშირებს შენს ოჯახს. იმ პატივისცემის გამო, რაც მამაშენმა გაგვიწია შატილში.- გაჩერდა თინათე, ეუცნაურა ეს ბიჭიც. ვინ დააკვირდებოდა ამ მცირე პატივისცემას, ან ვინ აღნიშნავდა. -დასრულდეს ეს ამბავი ისე, რომ თქვენს შესახებ ვერ გაიგონ და მერე შეგიძლია წახვიდე იმ შენს ხევსურეთში!- -ჩემს ხევსურეთში ასე არ ხდება! ქალებს უხსნიან მომხდარს და გაურკვევლობაშიც არავინ გამყოფებს. რომელი ამბავი უნდა დასრულდეს? სად გყავთ კაკი? კარგი, მე ვერ წავალ, ვერც პოლიციას ვერ შევატყობინებ და ვერც გავიგებ, რა ბედი ეწევა ჩემი დისშვილის მამას!- გაოგნდა ოსე მოსმენილით, ბოლო სიტყვებს მართლა არ ელოდა. -შენი და ფეხმძიმედაა?- იკითხა ხმადაბლა. -კი, ასეა. თქვენ რას უპირებთ იმ ბავშვს, მომავალს უნგრევთ! გინდათ რომ უმამოდ გაიზარდოს, ობოლი? საერთოდ რატომ გადაგვეკიდეთ, ამიხსნის ვინმე?- ბოლო წინადადება დაიყვირა, ვეღარ მოუთმინა გულმა. ორი ნაბიჯი გადადგა ფიცხელაურისკენ, ამბავით დაბნეულმა და თან გაბრაზებულმა ბიჭმა. რა უნდა ეგრძნო? მარგომ შვილი ვერ გაუჩინა და ის ღორი ბედს მაინც არ დანებდა. გაცხარდა, ყველაფერზე მეტად ცხოვრებაში. მერე კი ის უდანაშაულო არსება მაინც შეეცოდა, რადგან ის ოსე იყო, სამართლის მოყვარული კოპალიანი. -ხმას დაუწიე, თორემ პირს მართლა აგაკრავ!- ჩურჩულით, თუმცა თვალებიდან ნაპერწკლების ყრით გააფრთხილა გოგო. -აბა მიდი, როგორ მოახერხებ!- ამაყად დაუდგა ცხვირწინ შატილის ასული და ჯიუტად შეხედა თვალებში. -ჩემს მოთმინებას თუ ცდი, დიდხანს მოგიწევს ცდა, რადგან ჩემი მოთმინება ძალიან დიდია. გირჩევ იმ ზღვარს არ გადასცდე. - ირონიული ღიმილით გააფრთხილა გოგო. ავისმომასწავლებლად უყურებდა თვალებში. -გამოხვალ, მიესალმე, გვარად კერესელიძედ გაეცანი და ყავა მოუმზადე, ასე ისურვა.- მოშორდა და კარისკენ დააპირა წასვლა. -იცოდე, თუ შეგამჩნევს, რომ ხევსურეთიდან ხარ და აქ ძალით გაჩერებენ, შენივე თავსა და ოჯახს შეუქმნი საფრთხეს. არ დაგინდობს და ყველაფერს ამოქექავს. ახლა კი, როცა შენი და ბენდელიანისგან შვილს ელოდება, თუ ამის შესახებ გაიგებს, საუკეთესო ინფორმაცია იქნება ამ კაცისთვის. შენს დასაც და მის შვილსაც გარევს ამ საქმეში და შენც გამოგიყენებს. მე გაგაფრთხილე, ჭკვიანურად დაფიქრდი და გადაწყვიტე. მე მაინც მგონია, სულელი არ ხარ, უფრო ჯიუტი და თავქარიანი გოგო ხარ, სხვას რომ არ მოუსმენს ისეთი. ეცადე, არაფერი დაგეტყოს.- ჩუმად უსმენდა ფიცხელაური და ცოტა არ იყოს გაუკვირდა კიდეც კოპალიანს. მერე მიუხვდა, ოჯახზე როცა იწყებდა საუბარს, ყველაფერს მართლაც მელიასავით ისმენდა ეს გოგო. ოთახი დატოვა ოსემ. მისაღებში, სუფრასთან მსხდარ ხალხს შეუერთდა და ისე გაიღიმა თითქოს ცოტა ხნის წინ მთელი ეს დარიგებები სულაც არ ეთქვა იმ ურჩი გოგოსთვის. მამას თვალი გაუსწორა და ისევ ყველაფერი ნათელი გახდა ამ მზერით, მათ შორის. -გემრიელად მიირთვით.- კუბდარი სუფრაზე დადო ირაიდამ და სტუმრებს გაუღიუმა. -რაო სტუმარმა, გაგვეცნობა?- იკითხა ხერგიანმა და მამა-შვილი ისევ დაეჭვდა. -კი, მალე შემოგვიერთდება.- თქვა თუ არა, კარი გაიღო და ოთახში თინათე გამოჩნდა. კარგად შეათვალიერა ხერგიანმა და მერე ჩაეღიმა. -მართლაც ისეთი ლამაზი ყოფილა, როგორც ამბობენ.- უთხრა ეგნატეს. ირონიით ჩაეცინა ოსეს, მან იცოდა, როგორი მოუთვინიერებელი ვინმე იყო კართან მდგარი გოგო. -გამარჯობა.- სახეზე ოდნავი ღიმილი გადაიკრა თინათემ. ამ ღიმილის სიყალბე ოსეს თვალისთვის კარგად შესამჩნევი იყო. -რა გქვია, მთელი ქალაქი რომ აგვილაპარაკე!- ღიმილით წამოიძახა ვასილმა. -თინათე კერესელიძე, ბატონო.- ისე თამაშობდა გოგო, ოსეს მოლოდინებს გადააჭარბა. -სასიამოვნო ძალიან, ვასილ ხერგიანი. ყავას დავლევდით, თუ არ შეწუხდები თინათე.- -ახლავე.- ისე ამაყად წარმოსთქვა, ოსეს ნერვები ამითაც კი მოუშალა. "მოუთვინიერებელი" გაიფიქრა გონებაში და წვენი დალია. ამის დარდი არავის ჰქონდა, ყველა იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ ხერგიანს რამე არ შეემჩნია. -ჩემს შვილიშვილს, მათეს უნახავს ამასწინად, გზაში შეხვედრია ღამით.- ოსე ცოტათი დაიძაბა, მიხვდა ეს რომელი დღეც იყო, თინათე რომ გაიქცა. თუმცა მაინც არაფერი მოუყოლია უცხო შემხვედრებზე მისთვის. -მერე?- იკითხა ოსემ. -გულში ჩამივარდაო, გუშინ გამომიტყდა და აქ სანახევროდ მაგიტომაც გამომგზავნა, გოგო შეათვალიერე, გაიგე ვინ არის და ახლო მომავალში გადავიწყვიტოთ ბედიო. მართლა ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა, ვერ დავუწუნებ ჩემს მათეს გემოვნებას!- საქმე არც ისე კარგად იყო და ეს ორივემ მიხვდა. ოსე ფიქრობდა, იქნებ თინათეს წარმომავლობაზე რამე ზედმეტი იცის და ამიტომ მოიკითხა ასე დაჟინებითო. თუ მართლა მოეწონა იმ მათეს? რამე თუ იცის, ხერგიანი არაფერს დაიშურებს, ოღონდ ბენდელიანის მონათესავეები ხელში ჩაიგდოს, არა დაშავდება მისთვის რა, შვილიშვილის გრძნობებიც რომ გამოიყენოს. ოსეს ჩაეცინა. -რატომ იცინი?- -ერთხელ დაინახა სიბნელეში და ასე უცებ ჩაუვარდა გულში შენს მათეს?- ღიმილით დასვა კითხვა. კარგად იცოდა ხერგიანმა, ეს მგელივით ბიჭი მასზე ორმაგად ეშმაკი რომ იყო. -დღესაც უნახავს, თქვენს ეზოსთან ახლოს. გამოლაპარაკებია.- დაამატა ვასილმა. არ იცოდა რა ეფიქრა ოსეს, თუ ვასილმა ყველაფერი იცოდა, მაშინ ამ ყველაფერს ესეიგი საბაბად იყენებდა, მაგრამ თუ არ იცოდა, აუცილებლად გაიგებდა ახლო მომავალში, რადგან მისი შვილიშვილი თინათემ დააინტერესა. როგორ მოქცეულიყო, რომ ამ გოგოსთვის აერიდებინა ეს ყველაფერი? ყველამ იცოდა, მარგოს დაკარგვის შემდეგ გაგიჟებული ვასილი მის არცერთ შვილიშილს ცივ ნიავს არ მიაკარებდა და ყველაფერს მისცემდა მათ, რასაც ხელს დაადგამდნენ, მათ შორის არც თინათე გახდებოდა გამონაკლისი. ვასილს ვაჟიდან ჰყავდა შვილიშვილი, მათე ხერგიანი. თინათეს გაქცევის დღეს ხევსურულ კაბაში წააწყდა მის მეგობართან ერთად ქალაქში. მეორედ კი კესანების დაკრეფას რომ აპირებდა, მაშინ დაადგა თავზე ცხენზე ამხედრებული. -და რის თქმას ცდილობთ?- ისევ ოსემ იკითხა. -გავიცნობ ამ გოგოს, მის ოჯახს და მერე გახდეს ხერგიანის ქალი.- უკვე ნათელი იყო ყველაფერი. ვასილი დანებებას არ აპირებდა და ეს კოპალიანებმა უკვე იგრძნეს. უდანაშაულო ქალს, წამებაში არ ჩააგდებდა არცერთი კოპალიანი, ტყუილის თქმის ფასადაც რომ დაჯდომოდათ. -ჩემებმა მითხრეს, ხევსურულ კაბაში ვნახეთო. ნუთუ ხევსურია?- ამ კითხვამ წამიერად ყველას გონება გაფანტა, ლამის დაიჯერეს, ვასილმა ყველაფერი იცისო. -და რა მოხდა მერე?- მრავლისმთქმელად ახედა კაცს, სუფრის ბოლოში. -ძალზედ საინტერესო რამ, ჩემო ოსე..- ეჭვიანი თვალები ჰქონდა და ტუჩსაც ეშმაკური ღიმილი უტეხდა კაცს. სუფრაზე ყველამ იგრძნო დაძაბულობა, იმიტომ რომ მიხვდნენ, საუბარი რა გზით მიდიოდა. -გემრიელად მიირთვით.- ოთახში თინათე შემოვიდა ლანგარით ხელში და მაგიდაზე დადო. -კარგი გოგო ხარ.- შეაქო ხერგიანმა. ის მომენტი იყო, ოსეს გონებამ როცა გააცნობიერა მოსალოდნელი საფრთხე და გადაწყვეტილებამ სასაცილოდ გაურბინა თავში. ჯერ გაეცინა ამ აზრზე, იმიტომ რომ გულწასული ფატიმა წარმოიდგინა, მერე მთელი ქალაქი, ეს საშინლად მოურჯულებელი გოგო და ბოლოს საკუთარი თავი ამ წინადადების ფონზე, რომელიც თავში უელავდა. უნდა გაერისკა, თორემ ამ უდანაშაულო გოგოსაც და მის ოჯახსაც შეიწირავდნენ ხერგიანები. გამბედავი იყო და არც ამის გარისკვა მიიჩნია საშიშად. რაღაც იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი სწორად წავიდოდა. არ დაკარგავდა კონტროლს. -თქვენის ნებართვით.- ფეხზე წამოდგა და კარში გასულ თინათეს წამოეწია. მაჯაში ხელი ჩაავლო და ფოიეში დააყენა. -შეშლილი ხარ, როგორ მიბედავ შეხებას?!- წარბები შეკრა გოგომ და მაშინვე გაბრძოლება სცადა. -ეს აიღე და გაიკეთე.- ხელისგულში დიდი, მწვანე თვალის მქონე კულონი ჩაუდო. ძალიან ძველი ჩანდა, მაგრამ საოცრად ლამაზი იყო. აუცილებლად მოგხვდებოდა თვალში, მისი სიდიდითა და ბრწყინვალებით. -რატომ უნდა გავიკეთო?- დაიბნა ფიცხელაური. -რომ გეუბნები, ესეიგი საჭიროა. გაიკეთე და მისაღებში შემოდი, ცოტა ხანი დაჯექი.- -არანორმალური ადამიანი ხარ.- -ახალი სიტყვების მარაგი გჭირდება. ახლა ეს გაიკეთე და მერე სვანურად გასწავლი რაღაცებს.- კულტურულად დააიგნორა თინათეს სიტყვები. -ჯანდაბაშიც წასულხარ შენც, სვანურიც და მთელი სვანეთიც!- -ნუთუ მე ვუყურებდი სვანურ მთებს დილიდან გაფაციცებით?!- -ეგ არც არაფერს ცვლის, ხევსურეთში ნაკლები არ გვაქვს!- -ჰო, აბა რა.- ხომ გაგიგიათ სიტყვა წაუყრუა, ზუსტად შეესაბამებოდა ამ სიტუაციას. თინათეს ხელი დაავლო და ყელსაბამი შეაბა ყელზე. ისევ ის თმის სურნელი იგრძნო, ისევ ამ თმამ შეუშალა ხელი ცეფის შეკვრაში და ნერვები მოეშალა. -როგორ ბედავ ასე მოქცევას, თავი ვინ გგონია?!- ხელი მკერდზე ჰკრა. -ფრთხილად, გაწყდება შეშლილო ქალო!- როგორც კი შესაკრავი შეაბნია, ცეფი ხელიდან გაუსხლტდა. -გაფრთხილებ, მეორედ თუ შემეხები, დაგამახინჯებ!- მუქარით აუქნია სახესთან თითი. -საინტერესოა როგორ აპირებ მაგის გაკეთებას. მერე ვიჭორაოთ, ახლა წამოდი.- აგდებით ესაუბრებოდა და ყველაზე მეტად ეს სძულდა თინათეს. მის დახრჩობას ანდომებდა მსგავსი მანერის გამო. ოსეს უკვე გადაეწყვიტა გონებაში ყველაფერი და მზად იყო. მოსაბეზრებელი ახსნა-განმარტებებისთვისაც კი. -არ ვიცი, რატომ აკეთებ ამას, მაგრამ რადგან ასეა, მომიწევს ჩემი ოჯახის გულისთვის ესეც ავიტანო.- კოპალიანმა დამნაშავედ იგრძნო თავი, სხვა დროში ასე არასდროს მოიქცეოდა, მაგრამ რა ექნა? ისევ მის გამო აკეთებდა ამას, სწორედ ამ კონკრეტული სიტუაციის გამოსასწორებლად. მისაღებში შესული სუფრასთან მოთავსდა და მოლაპარაკე ხალხს თვალი მოავლო. ცოტა ხნის შემდეგ, თინათე შემოვიდა. ერთი იყო მისი შემოსვლა და რა თქმა უნდა, სტუმრების და ოჯახისწევრების მზერაც მისკენ იყო მიმართული. ჯერ მისკენ, მერე კი მისი თლილი ყელისკენ, სადაც ამაყად იწონებდა თავს ძველებური ყელსაბამი. ხერგიანს პირი დაეღო გაოცებისგან, ამას არ ელოდა. -ეს კოპალიანთა რელიქვია არ არის?- იკითხა დაბნეული ხმით ვასილმა. -ოსე?!- კითხვანარევი ხმით მოუბრუნდა შვილს ეგნატე და მოულოდნელობისგან ფერი დაკარგა. -კი, ეგ არის.- დაეთანხმა ვასილს ისე, მამისთვის არაფერი უპასუხია. -ძალიან დიდი ხნის ყელსაბამია, შთამომავლობას გადმოეცა და როგორც ძირი კოპალიანების მემკვიდრეს, შენს.. მე როგორც ვიცი, მხოლოდ კოპალიანების ქალებს უკეთიათ ეს ყელსაბამი.- თავი ძლივს მოაბა სათქმელს ხერგიანმა. -ჰო და, ესეიგი დღეიდან ისიც კოპალიანის ქალია.- ექოსავით გაისმა ოსეს ხმა მისაღებში. ფატიმას ფერი წაერთვა, თან ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა, კაპლის დასალევად. სადაც იყო ატირდებოდა, ისე ანერვიულდა. ეს რა ჭირი დაეყარა თავს, ამ დღეებში?! გულში წყევლიდა იმ დღეს, ხევსურეთისკენ რომ გაუშვა თავისი ბიჭი და არ შეაჩერა. დაიბნა თინათე, თუ სწორად აღვწერ, მოსმენილისგან გაცოფდა. ეს სიბრაზე აღარ იყო, გაგიჟება ერქვა. მოწყვეტით დაეშვა ძალაგამოცლილი დივანზე და გაოცებისგან სიტყვას ვერ ძრავდა. წამით ძალა მოაწვა, თითქოს ადგებოდა და მთელ სუფრას დალეწავდა, მერე კი ისევ ოჯახი მოაგონდა. მისთვის ეს ჯოჯოხეთს უდრიდა. თურმე რისთვის გაუკეთა ეს ყელსაბამი?! მილიონ სალანძღავ სიტყვას გაიმეტებდა, რომ არა ეს ხალხი. თუმცა ყველაფერიც ხომ ზუსტად ამ ხალხის გამო ხდებოდა? -ჩვენი წასვლის დრო მოსულა, უსიტყვოდ დაგტოვებთ, ეგნატე. ღამემშვიდობის.- ფეხზე წამოდგა ვასილი და მისი ამალაც თან გაიყოლა. -გაგაცილებთ.- ეშმაკური ღიმილით გაჰყვა სტუმრებს ფოიეში. მგელსავით აზროვნება ჰქონდა. ყველა ეს წყობა მის თავში, ყველაზე გაბედულს, უშიშარს და სხარტად მოაზროვნე პიროვნებას ჰქმნიდა. -მაშ კოპალიანია?- გამოხედა მკაცრი, უკმაყოფილო მზერით, სადაც ეჭვიც იმალებოდა. -კი ბატონო.- ღიმილით დაეთანხმა ოსე და წამიერად დაფიქრდა, "ეს რა ჯანდაბას ვაკეთებო." -ისეთი ლამაზია, ფრთხილად იყავი, ქალი არავინ მოგტაცოს.- ამ სიტყვებში ძალიან ბევრი იგულისხმა ვასილმა და კიბეებს ჩაუყვა. -ველი იმ გაბედულს, ვინც მაგას დააპირებს.- მოუჭრა სიტყვები. უყურებდა, როგორ მიდიოდნენ სამი ცხენოსანი მისი ეზოდან. მოტრიალებულს, ხელში გაცოფებული, სახეწაშლილი და სასოწარკვეთილი თინათე შერჩა. ის პირველი იყო, დანარჩენი ოჯახისწევრები კი შემდეგი. -აგიხსნი.- -რას ამიხსნი?! გეკითხები, რა ჯანდაბას ამიხსნი?! ხვდები მაინც რა გააკეთე?!- კითხვები დააყარა და ბრაზისგან გულ-მკერდზე ხელიც კი ჰკრა ბიჭს. -თუ მაცდი, აგიხსნი..- -არა, არაფერსაც არ ახსნი!- დაიყვირა თინათემ და ოთახში შევარდა. რაც ხელში მოყვა, ყველაფერი ხან კედელს, ხან იატაკს ესროლა. სარკე დაამსხვრია, საწოლის პლედი, ტანსაცმელები, ყველაფერი ძირს დაყარა. -ახსნი ხომ?! აბა გისმენ, როგორ ახსნი!- ოსე უყურებდა და აკვირდებოდა, როგორ გაანადგურა მთელი ოთახი ამ ცოფიანმა გოგომ. ხელი არ შეუშლია, პირიქით, აცადა გული მოეფხანა და ნერვები დაეწყნარებინა. -როგორ გამიბედე, ვინ ჯანდაბა ხარ, ჩემს ცხოვრებაში რომ ერევი? როგორ აფიქრებინე იმ ხალხს რომ მე და შენ..- -მე და შენ, ეს წყეული!- კიოდა, ის იყო ფანჯარისკენ იქნევდა ძვირფას მინიატურულ ნამუშევარს, ხელში რომ ჩააფრინდა კოპალიანი. -გეყოფა!- დაიჭექა ბიჭის ხმამ და ეს მთელმა სახლმაც გაიგო. -შენი აზრით, აქ ძალით დამაკავებ?! მართლა ფიქრობ, რომ აქ გამომკეტავ?!- ყვიროდა ისე, რომ თან ხელის გათავისუფლებას ცდილობდა ოსესგან, მაგრამ ვერაფრით მოახერხა. -ერთი წუთით გაჩერდი ეს დასაწვავი!- ორივე ხელით ჩააფრინდა და ზურგს უკან დაუჭირა. -არ მომეკარო!- დაიყვირა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა რომ ბიჭის სახე ძალიან ახლოს იყო მის სახესთან. -მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ცუდი არაფერი ვთქვა, ვცდილობ ვაკონტროლო საკუთარი ნერვები, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. შეირგე, რომ წყნარად გელაპარაკები!- გოგოს თვალებში ჩააშტერდა და პირველად დაინახა თითქოს. -ნუთუ მართლა გამიტაცე?!- უეცრად გაუელვა თავში გოგოს და წამოიძახა. -მე კი არა, კავკასიონმა წამოგიყვანა დასავლეთით, ზუსტად მან გაგიტაცა!- ყვირილი არც მან დააკლო. ასე იყვნენ, კატასავით ეჭირა მისი ხელები, რომ კლანჭებით სახე არ დაეკაწრა გოგოს მისთვის. -არა! სულ მთები რომ დაიქცეს, შენი არ გავხდები!- ისევ გაიბრძოლა, ისევ სცადა ბიჭის თავიდან მოშორება, მაგრამ უარესი ქნა, მის სხეულს უფრო დაუახლოვდა და უკვე ერთმანეთზე აკრულები ყრიდნენ ნაპერწკლებს თვალებიდან. -სხვანაირები ხართ ეს ხევსური ქალები, გგონიათ სამყარო თქვენს ირგვლივ ტრიალებს და ბიჭები ფეხქვეშ გაგეგებიან. რაო როგორი წესი გაქვთ? ხევსურ ქალს თუ მოიტაცებენ ბიჭის ოჯახმა თექვსმეტი პირუტყვი უნდა მიუყვანოს ქალის ოჯახს, დანაშაული რომ გამოისყიდოსო, არა?!- -საიდან იცი ეს ძველისძველი ხევსურული კანონები?! პირუტყვი კი არა, შენი თავი უნდა მიუტანონ ჩემს ოჯახს!- -ძალიან ჯიუტი გოგო ხარ, უკარება. შენ რომ ვინმემ გაგიტაცოს, შენმა ოჯახმა მადლობა უნდა თქვას.- თინათეს სასოწარკვეთისგან პირი გაეღო, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ისე გააბრაზა ნათქვამმა. -ერთი თავგასული ბიჭი ხარ, მართლა რომ ამაყი. სახის ნაკვთებზე გეტყობა, სიამაყე და ნარცისიზმი გახრჩობს.- -სახის ნაკვთებზე როდის დამაკვირდი?- მრავლისმთქმელად გაეღიმა ბიჭს. თინათეს რა გააღიმებდა ახლა, უფრო მეტად გაცოფდა, ჯერ მასზე, მერე საკუთარ თავზე. -ხელი გამიშვი!- საბოლოოდ დაიყვირა და ხელებიც შეაშვებინა. შერცხვა ბიჭის სიტყვების, ეს რა სისულელე მოუვიდა! ასეთი რამ ჯერ არ უთქვამს მისთვის არავის. დასცხა, სირცხვილისგან თუ გაბრძოლებისგან არ იცოდა, მაგრამ აშკარა იყო გული ძალიან სწრაფად უცემდა. -ეს იმიტომ ვთქვი, ეს ყელსაბამიც იმიტომ გაგიკეთე, რომ ვასილ ხერგიანის შვილიშილს, მათეს დაუნახავხარ ქალაქში, შენი აქედან გაქცევის დღეს და იმ დღიდან, მოეწონე. დღეს, სუფრაზე ვასილმა ახსენა, გოგოს გავეცნობით და ხერგიანი გახდებაო. გესმის, რასაც ვამბობ?- თვალებში შეხედა. -რა?!- ამდენი ინფორმაციისგან და მოულოდნელობისგან მალე ტვინი აუფეთქდებოდა. -ეს კაცი, მისი შვილშვილებისთვის შეუძლებელს გააკეთებს. დაგავლებდა ხელს და გახდებოდი მათე ხერგიანის მეუღლე. მერე კი, როცა გაიგებდნენ შენს წარმომავლობას და ნათესაობას ბენდელიანთან, ცხოვრება თავზე დაგენგრეოდა. რატომ გავაკეთე ეს? იმიტომ, რომ აქედან უსაფრთხოდ წახვიდე და შენი ოჯახიც ხელშეუხებელი დარჩეს. ცოტა ხნით ეგონოს ხალხს, რომ ჩემი ცოლი ხარ. თორემ ასე რომ არ იყოს, არც კი შეგეკითხება, ისე დაგავლებს ხელს ხერგიანი. თუ გასაგებად ვერ აგიხსენი, ბოდიშს გიხდი. არასდროს ჩავაგდებ ვინმეს მსგავს სიტუაციაში, საქმე სხვის სიცოცხლეს რომ არ ეხებოდეს. ამიტომ ნუ გგონია, რომ რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, ყველაფერი დალაგებული მაქვს და თავს ლაღად და არხეინად ვგრძნობ. მეც მაქვს პრინციპები, თავმოყვარეობა და კაცობა! და თუ კაცი ვარ, ის ვინც ჩემს კვალს უკან გამოჰყვა, თუნდაც შატილიდან, უნდა დავიცვა, მანაც და მისი სახელიც. დაჯექი და გაიაზრე, რომ აქ ნაკლებად არც მე ვიტანჯები. ერთადერთი არ ხარ, ვინც სიტუაციას უნდა მოერგოს ან შეეწიროს. მეც ბევრს ვთმობ იმისთვის, რომ ცუდი არაფერი შეგემთხვას, რადაც არ უნდა დამიჯდეს ვცდილობ უსაფრთხოდ იყო. კაცურ სიტყვას გაძლევ, ბოლომდე ვეცდები აქედან მშვიდად წახვიდე.- როგორც კი საუბარი დაასრულა, თინათეს თვალებს წააწყდა. თითქოს, მცირედი ნდობა იკითხებოდა მათში. -ცოლობას რაც შეეხება, უბრალოდ ხალხს ეცოდინება ასე, თავს ნუ მოიკლავ, ისეც არავინ გეხვეწება.- თინათემ ყელსაბამი მოიხსნა და ბიჭს გაუწოდა. -ამას ჩემთან არაფერი ესაქმება.- მხოლოდ ეს თქვა და ხელში ჩაუგდო. -არა და სიამაყით უნდა ატარო, დღეიდან ხომ კოპალიანი ხარ.- იხუმრა, მაგრამ მრავლისმთქმელად. -ჯანდაბაშიც შენც და შენი სვანური მოდგმაც, გვარიანად! ხევსური ფიცხელაური ვარ, შენ კი ერთი ამაყი სვანი. არაფერში მჭირდება შენი გვარი, შენნაირს შეუნახე, თუ რა თქმა უნდა ვინმე მოგეკარება.- კიდევ გააცოფა ბიჭი, კი ეცინებოდა მაგრამ, მაინც სიმწრის სიცილი იყო. -შატილის ასულო, ფრთხილად იყავი, რადგან სვანეთში ვინც მოდის, მისი სულიც ყოველთვის აქ რჩება და აქედან წასულს, წლების მერეც გული აქეთკენ უბიძგებს.- -ჰო და მაშინ მე ის გამონაკლისი ვიქნები, ვისაც სვანეთის ხსენებაზე გულში ზიზღი გაუელვებს, რადგან აქ ბუნების და მთების გარდა, კარგი არაფერი დამინახავს ან გადამხდენია!- -დრო.- წამოიძახა ბიჭმა. -რა?- -არაფერი.- ისევ მოუარა ბრაზის ტალღამ და საწოლზე დაგდებულ მინიატურულ ნამუშევარს ისევ დაავლო ხელი, უნდა გაეტეხა, ნერვების დასამშვიდებლად. -აი ამას, აქედან რომ წახვალ, შატილში გაგატან. სულ რომ გახსოვდეს ეს სვანური დღეები.- მაჯაში ჩაავლო და ნივთი ხელიდან საწოლზე დააგდებინა. -ხომ გითხარი რომ აღარ შემეხო მეთქი!- -მგონი არც არავინ რომ გაიკარე, არც არავინ რომ შეგხებია, ასე იმიტომ იკბინები, შატილის ასულო.- ახლოს იდგნენ და გაავებული უყურებდნენ ერთმანეთს. თინათე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ოსეს სიტყვებს, მსგავს რამეს ვერავინ გაუბედავდა. ბიჭმა ისევ ამ თმის სურნელი იგრძნო და გაღიზიანდა. ხელი გაუშვა, ერთხელ შეხედა და მართლა მებრძოლ მელიას მიამსგავსა თინათე. ახლა ხვდებოდა, რატომ გადაირია მთელი ქალაქი ამ გოგოზე. საუცხოოდ ლამაზი იყო, მაგრამ ფიცხი ხასიათი და მწარე ენა წონიდა მის სილამაზეს, ოსეს თვალში. ხოლო ბიჭში ყოველივე ეს მთლიანობაში, ბრაზისა და გაღიზიანების მეტს, არაფერს იწვევდა. წამები გადიოდა და ამჯერად არამარტო მთებს, არამედ მთელ ბუნებას ეღიმებოდა. თითქოს კი არა, დამარწმუნეს რომ მათ უკეთ იციან, ხვალ რა იქნება. კავკასიონმა იცის, მთელი ეს საიდუმლო. ნეტავ ვის გაიტაცებს შემდეგში? ახლა ალბათ ეღიმება, რადგან ეს არც არავინ იცის, მის გარდა. 5 ერთ შემაღლებულ გორაკზე, დიდი ორმო ამოეთხარათ. სასიკვდილოდ გამზადებული მიწა, სამარეზე რომ უნდა მიეყარათ, ისეთი. წვიმიანი დღე იყო სვანეთში, ყველაფერი უფრო მუქი და უსინათლო. თითქოს ყველა რაღაცის მოლოდინში იყო, თუმცა კარგის არაფრის. -მითხარი, რა გითხრა უკანასკნელად?- თავზე შავი ნაჭერი ჩამოეფარებინათ ბენდელიანისთვის და მისთვის გამზადებულ სამარის კიდესთან, მუხლებზე დაეჩოქებინათ. კითხვას არ უპასუხა. შიში კლავდა, სიკვდილის. ახლა, როცა შვილი ეყოლებოდა, ახლა როცა უკვე ოჯახი ჰყავდა და ცდილობდა ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარმა დანაშაულმა აქაც მოაგნო და მის სამარემდე მოიყვანა. უბადრუკი იყო სინანულით სავსე კაცი. დაინახავდი და ვერ გაიგებდი, გული აგრეოდა იმაზე ასეთად რომ გაიზარდა, თუ პირიქით, მუხლებზე მის გვერდით დაგეწყო ტირილი, მხარი გაგეკრა მისთვის და გეთქვა, რომ სხვისი სიცოცხლის წართმევის წამიდან, იგი უბადრუკია. რომ იგი აღარაფერია იმ წუთის შემდეგ, მათ შორის აღარც საკუთარი თავი. მოგინდება მოუსამძიმრო, იმისთვის რომ საკუთარი თავი ცოცხლად დაიმარხა სხეულში. -გთხოვდა რომ შეგეწყვიტა მისი ცემა?- გეგიმ ერთხელ კიდევ ჩაილაპარაკა გესლიანად და ეცა ბენდელიანს. უკვე მეასედ გამოართვეს ხელებიდან. სულ დაასისხლიანა. საღი ძვალი ან ხელშეუხებელი ხორცი არ დარჩა ტანზე, ცემისგან მის თავს არ ჰგავდა. იდგა ოსე და ხმის გაუღებლად ადევნებდა თვალს სიტუაციას. ვეღარც ფიქრობდა და ვეღარც ამბობდა რამეს. -რა იგრძენი, როცა მიხვდი რომ ცოცხალი სხეული აღარ იყო შენს წინ? თვითონ სიკვდილმა გაგაოცა, თუ საკუთარმა თავმა უფრო?!- ხმას არ იღებდა კაკი. სიკვდილივით დუმდებოდა, როცა ვინმე მარგოს ახსენებდა და ეს სიტუაციაც არ გახდებოდა გამონაკლისი. -საქმე დაასრულეთ, ოსე.- საბოლოოდ თქვა ეგნატე კოპალიანმა, შვილს ერთხელ შეავლო თვალი, მზერით ანიშნა სათქმელი და ცხენზე ამხედრებულმა დაეშვა ბარისკენ, ქალაქში. -ახლა იქ მოხვდები, სადაც მარგო დავაწვინეთ. შენგან დალურჯებული მისი სახე, მაინც არ კარგავდა იმ სილამაზეს, დაუკითხავად რომ დაიპატრონე. ყველაზე კარგი იცი რა არის? არცერთი წუთით არ ჰყვარებიხარ. არცერთ დღეს და ღამეს არ უყვარდი და შენი სასჯელიც ეს იყო, ასე დაგსაჯა. ახლა კი, ისე მოკვდები როგორც შეგეფერება, ნაბი****ო!- მაშინვე ხელი ჰკრა გეგი კოპალიანმა და ცივ ორმოში ჩააგდო კაკი. აღელვებას და შურისძიების წყურვილს გრძნობდა ბიჭი. უყურებდა ბიძაშვილი და იცოდა, გეგი ამას თუ გააკეთებდა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ინანებდა ამ საქციელს. ქამრიდან თოფი ხელის კანკალით ამოიღო და მიწაში ჩაგდებულ ხელფეხშეკრულ კაკის დაუმიზნა. -გეგი..- ამოთქვა ოსემ მას შემდეგ, რაც მისი ბიძაშვილის ნერვიულობისგან, აღელვებისა და ღვარძლისგან გაოფლიანებული სახე შენიშნა. ტანით თრთოდა გეგი, ადამიანის მკვლელობა მისთვის არაადამიანობას უდრიდა. დაუვლიდა მის გონებას მისი დის სახე და ისევ ბრაზი და შურისძიება იპყრობდა მის გულს. მერე კი, ისევ ადამიანობის შეგრძნება ჩაენაცვლებოდა. სასხლეტზე თითი უთამაშებდა, ოსე რომ ჩააფრინდა ხელში და იარაღი წაართვა. -სახლში წადი.- -არავითარი! მე უნდა დავასრულო საქმე.- გაჯიუტდა. განა არ კმაროდა მისთვის ცოცხლად სამარეში ჩაგდებული კაკის ნახვა? საკმარისი იყო. ვერ ეგუებოდა იმას, რომ წლები ეძება, იპოვა და ახლა სიტყვას ვერ ასრულებდა. -თუ ახლა არ წახვალ, სამუდამოდ შეგაწუხებს საკუთარი სინდისი. ყოველ ჯერზე, როცა ხელებზე დაიხედავ, გაგახსენდება რომ ისინი სისხლიანია.- თვალი თვალს გაუსწორეს კოპალიანებმა. -შენ არ შეგაწუხებს მისი სისხლი?- -მე უკვე ისეც აღარაფერი მაწუხებს ამქვეყნად. აღარც მაოცებს და არც მაკვირვებს. სახლში დაბრუნდი გეგი და ეგნატეს უთხარი, ასრულდაო.- ერთხანს იდგა არეული, ყველა გრძნობა უსწორმასწოროდ ელაგა გულში. რა აღარ გაიფიქრა, თუმცა ცხენზე მაინც შეჯდა. მოუსმინა მის ბიძაშვილს, ერთხელ მოავლო თვალი ამ მისთვის უკვე საძულველ გორაკს და ბარისკენ დაეშვა. სწრაფად უცემდა გული, გასროლის ხმის მოლოდინში. სწორად მოიქცა? მაგრამ რომ არ მოეკლა, როგორღა დაეძინა დღეს. იქ მის ნაცვლად მისი ბიძაშვილი იდგა, სასიკვდილო ტყვიით ხელში და არა მან. ამ ფიქრებში იყო, გასროლის ხმამ მთები რომ გააზანზარა. ისევ ჩაეღიმათ მთებს. ასე იყო, გინდ ცუდი, გინდ კარგი ყოფილიყო ეს ხმა, მაინც ეღიმებოდათ. ყველა დეტალზე, რაც ამ სამყაროში ხორციელდებოდა. გავარდა ტყვია და მოეშვა ყველა დაუოკებელ სულს, ვისაც სწადდა შურისძიება. მოეშვა გეგის, მოეშვა ყველა იმას, ვისაც აწუხებდა შინაგანი ხმა. ვისაც სტანჯავდა წარმოდგენა იმისა, რომ დამნაშავე დაუსჯელი იყო. ვისი სულიც შეჭმული იყო შურისძიების მიერ და მას აბოროტებდა. არაფერია შურისძიების წყურვილი, თუ არა ბოროტებისკენ ბიძგი. თუ შენ ამას შენში ჩაახრჩობ, მაშინ დაუმარცხებელი ხარ. თუ შენ მისი გაქარწ....ბა შეგიძლია, ვერაფერი მოგერევა, რადგან ყველაზე დიდი ომი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს, ეს საკუთარ თავთან ჭიდილია. ურთულესი ბრძოლაა, რადგან ორივე შენ ხარ, ორივე ნაწილი შენია და ისე ძლიერად გრძნობ, თითქოს ორად იხლიჩები. შენ კი არა, შენი ყოველი უჯრედი ორად იხლიჩება, იშლები და ღმერთმა იცის, რა დარჩება შენგან ბოლოს. მხოლოდ ოსე ვერ გრძნობდა ვერაფერს, რადგან ბრაზმა და წყურვილმა გასროლისას კი არ გადაუარა, ეს მანამდეც თავისით მოხდა. როცა გაიგო მარგო მოუკლეს, იმ წუთში დაუფიქრებლად დაახლიდა ტყვიას კაკის, მაგრამ წლები გავიდა და ერთ რამეს მიხვდა. დროს შეეძლო წაეღო დარდი, ეს ჯოჯოხეთური მღელვარება და სისხლის წყურვილიც, სხვა დანარჩენთან ერთად. და ეს ყოველივე, რაც მარგოს ტრაგიკული სიკვდილის შედეგად ბუდობდა მისში, ისიც დროს გაექარწ....ბინა. გრძნობდა ამ ადამიანურ სხივებს მის სხეულში და თან ხვდებოდა ტყვია კაკისთვის რომ დაემიზნებინა, არც მის სიკვდილს არ ექნებოდა აზრი. ოსე კოპალიანმა ტყვია ჰაერში ისროლა. იმიტომ, რომ ერთადერთი იყო, ვინც შეძლო ომის მოგება საკუთარ თავთან. მის თავში აღმართულ მთას გადააბიჯა ფეხი და ორმოში ჩაგდებული მტერი არ მოკლა. რა დარჩებოდა ხელებში, მისი სიკვდილის შემდეგ? სისხლი, რომელიც ზუსტად კაკისნაირ ადამიანად აქცევდა მას, მკვლელად. მაცდური რამაა შურისძიება. შეგიტყუებს როგორც ტყე და შიგნით გამხეცებულ ცხოველს დაგახვედრებს, მერე კი საკუთარი თავის გადარჩენისთვის იმდენს გაგაკეთებინებს, რომ ბოლოს არაფერი დაგრჩება ისეთი, რაც იმ მხეცისგან გაგანსხვავებს. ზედმეტად ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ ამ მხეცს დამსგავსებოდა. არ შეეწირებოდა შურისძიებას. არ მოკლავდა მისში ადამიანობას და არ გაისვრიდა ხელს სიბინძურეში. -არაფერში მარგია მე შენი სისხლი.- ჩასძახა ბენდელიანს. ერთხანს სიჩუმე იყო. მერე კი, ცივ მიწაში მწოლიარე, ყველაზე საცოდავი ადამიანი აქვითინდა. აქამდე ცრემლიც კი არ შეტოკებია, ახლა კი გატყდა. დაე მიწას ეჭამა ის, რასაც იგი იტევდა. მტერსაც არ ვუსურვებ, ამ სიშავის დანახვას. -ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არაფრად მიმაჩნია შენი სიცოცხლე. ჩემთვის მკვდარი თუ ცოცხალი, მაინც არარაობა ხარ. სამუდამოდ დაიტანჯები და ინატრებ სიკვდილს, შენი ხელით გაითხრი სამარეს, რომ ცოდვისგან გათავისუფლდე. აუცილებლად დაგიდგება ეგ დღე და სულელი არ ვარ საქმე გაგიადვილო. შენი ტანჯვა უნდა შეირგო, განა მაგას დაგიშლი?- -მთხოვდა გაჩერებას..- ბღავილში გადაუვიდა ხმა ბენდელიანს. შოკისგან არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ახლა ხომ ცოცხლად ცივ სამარეში იწვა. -არ მინდა მოსმენა!- დაიყვირა ბრაზისგან აკანკალებულმა ოსემ. -მესროლე.- ამოთქვა ქოშინით. -არა ბენდელიანო, შენი სასჯელი სიცოცხლეა. ისე ვერაფერი დაგაუძლურებს და დაგაჩოქებს, როგორც სამარედან ამოსვლის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება.- -მომკალი გეხვეწები..- -გავიგე, შვილს ელოდები.- მთებს გახედა ბიჭმა. სუნთქვა შეეკრა უეცრად ბენდელიანს, ამას არ ელოდა. -საიდან გაიგე?!- -არამგონია ოდესმე ნახო.- მოუჭრა. -რას ნიშნავს.. თათულის რა დაუშავეთ?!- სული შეეკრა სიმწრისგან. ჩაეცინა ოსეს. -საოცარი რამაა ადამიანი. შესაძლოა სამარეში იწვე, მაგრამ მაინც გაგიკვირდეს, როცა გეტყვიან რომ ვიღაცას ვეღარ ნახავ. ნეტავ რამდენი გრამი იმედის ბრალია ეს ყველაფერი, ნუთუ ჯერ კიდევ ბევრი დაგრჩა? წარმოიდგინე ვინმე ისე რომ მოექცეს მას, როგორც შენ მარგოს ექცეოდი, ბენდელიანო..- სხეული შიშით აუკანკალდა ორმოში მწოლიარე კაცს. -ყველაფერს გაფიცებ, ბავშვმა რა დაგიშავა, თავი დაანებეთ..- ბღაოდა და მიწა ეყრებოდა მთელ ტანზე. -ზუსტად იმ ბავშვის გამოა, ახლა რომ ცოცხლობ. იმ უდანაშაულო არსების მამის მკვლელი არ გავხდები, რადგან ოდესმე თუ სადმე გადამეყრება, სულმა არ შემაწუხოს და არ გადამთელოს იმის გახსენებისას, რომ მას ცუდი მამა მოვუკალი.- ოსე კოპალიანი არ ყოფილა უბრალო, რადგან მას ადამიანობა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშიც კი არ დავიწყებია. -მას არაფერს დაუშავებთ, ხომ?- სიკვდილამდე იყო შეშინებული. -ხელის დაკარებას არ ვაპირებ მისთვის, მაგრამ ვერ შეგპირდები, რომ ვასილიც ასე მოიქცევა.- ვასილის გაგონება იყო და სხვანაირი წარმოდგენები გაუღვივდა გონებაში. შიშმა ასმაგად დაისადგურა მისში, რადგან იცოდა რომ ხერგიანში სიტყვა სიბრალული არ არსებობდა. ცხენის ხმას მოჰყვა ვასილ ხერგიანი და მისი რამოდენიმე კაცი. გაუკვირდა კოპალიანს, თან მისი შვილიშვილიც რომ არ ახლდა, მათე კოპალიანი. -ყოჩაღ ბიჭო.- ცხენიდან ჩამოვიდა და ოსეს დაჰკრა ხელი მხარზე. -ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. მე მაინც მგონია, ტანჯვას იმსახურებს და ამას ცხოვრების გარდა მას ვერაფერი მოუტანს. ახლა არავინ არაფერს გრძნობს, ყველას სულმა სიმშვიდე მოიპოვა. მე კი აღარც სათქმელი დამრჩა და არც გასაკეთებელი. თქვენთვის მომინდია, რაც გინდათ ის გააკეთეთ.- თქვა საბოლოო სიტყვა და ცხენზე შეჯდა. -კარგი ქენი ჩემთან რომ მორიგდი. მამაშენს რომ არ დაუჯერე და მე გადმომეცი ბენდელიანი. სიკვდილით არ მოვკლავ, ჯერ.. მანამდე ძალიანაც უნდა დავტანჯო.- ბოლოს ის დაინახა, როგორ ამოჰყავდათ ორმოდან ბენდელიანი და ადამიანობის ნატამალმა ისევ გაირბინა მისში. ცას ახედა და თითქოს იგრძნო მარგოს ღიმილი, იმ გოგოსი, ვინც კაკი ბენდელიანის არაადამიანობას შეეწირა. ახლა კი, ალბათ იგი მართლაც იღიმოდა რადგან მისმა ბიძაშვილმა არ გაიმეორა, არ დაემსგავსა მხეცს. რა იყო შურისძიების გრძნობა? მე თუ მკითხავთ, ასე გიპასუხებთ. შურისძიებისთვის გამზადებულ, შემდეგ კი სატყუარად გასროლილ ტყვიას შეუძლია დაგაჯეროს, რომ საწადელს მიაღწიე და მერე იგრძნობ, როგორ ჩაქრა შენში ეს მძვინვარე ბოროტება. გეგის შური ტყვიის ხმამ გაუქრო. იფიქრა, რომ აღსრულდა კაკის სიცოცხლე და დამშვიდდა კიდეც. რეალურად კი დროს ისედაც წაეღო ეს სურვილი მათგან, უფროსწორად, იმდენად ძლიერი აღარ იყო, რომ ვინმე მოეკლათ. გეგი რომც დარჩენილიყო, ვერც ის ისვრიდა ტყვიას. ოსეს კი თავიდანვე გაეფიქრა და ჩაეწყო, რომ ასე არ მოიქცეოდა. ამიტომაც ჩააბარა ხერგიანს. რომც არ ჩაებარებინა, ვასილი გადაემტერებოდათ, არ შეეშვებოდა. დამნაშავედ გრძნობდა თავს, რადგან მამამისს არაფერი უთხრა, მაგრამ ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა. ქალაქისთვის გვერდი უნდა აეარა, ტყეში აპირებდა წასვლას მოსადუნებლად, რა დროსაც ხმა შემოესმა ორღობიდან. -ოსე, დაიცა!- მისი მეგობარი, ანრი ჩიქოვანი შერჩა ხელებში. -რა იყო ჩიქო?- -შენები შენს საცოლეს ეძებენ, დედაჩემს დაუნახავს, ცხენით წავიდა ტყისკენო. ნერვიულობენ შენები, გელოდებიან.- დასვენებას გეგმავდა ოსე, თუმცა არავინ დააცდიდა. "ახლა რა ჯანდაბა მოგაფიქრდა მაგ ჯიუტ თავში?!" ერთი გაიფიქრა და იგრძნო, როგორ მოერია ბრაზი. -ჩემებს უთხარი ოსე მოიყვანსო, არ ინერვიულონ. მადლობა ანრი!- -წამოგყვები, მარტო ხომ არ წახვალ?- -შენ ჩემები გააფრთხილე, მე ვიპოვი და უკან მოვიყვან.- დაიჯინა ბიჭმა. -მაქეთ მხარეში ხერგიანები დავინახე ცოტა ხნის წინ, იქნებ მათ იცოდნენ საით წავიდა.- ოსეს აღარაფერი უპასუხია ჩიქოვანისთვის. უფრო მეტად აღელდა, როცა მიხვდა რომ ხერგიანები ამ მხარეში იქნებოდნენ. მათე ხერგიანს მეტი რა ენდომებოდა, ეს უცხო და მიუწვდომელი ქალი ხელში ჩაეგდო? თუ რამეს აპირებდა, მაშინ შესანიშნავი მომენტი შეურჩევია, რადგან ფიცხელაური მიყრუებულ, თუმცა ლამაზ ტყეს ეწვია. დასეირნობდა ცხენით და თვალიდან არაფერი არ ეპარებოდა. ორი მხედარი მიჰყვებოდა მის კვალს. ხერგიანი და მისი თანმხლები. კვალს გამოჰყვა, როგორც კი შეამჩნია რომ თინათე მარტო გამოსულიყო სახლიდან. უკან მოტრიალდა და მხოლოდ მერე შეამჩნია თინათემ უკვე მისთვის ნაცნობი ბიჭი. -რატომ დამყვებით?- ჰკითხა უხეშად. -მოგწონს ჩვენი მხარე?- ხერგიანმა თვალი ისე მოავლო მთებს, თითქოს კითხვა ვერც გაიგონა. -რა გინდათ ჩემგან, რატომ დამყვებით აქ მოსვლის დღიდან?- -გეცოდინება, ბაბუაჩემი მოვიდა კოპალიანებთან. შენს სანახავად იყო მოსული, ასე რომ ძალიან ნუ გაჯიუტდები და ნებით წამომყევი.- -რა?-ნერვიულად ჩაეცინა გოგოს. -ამ მხარეში ყველა ერთნაირად აფრენთ? გირჩევნია აქედან წახვიდე, სანამ ეს ქვა თავში დაგახალე.- მიხვდა ვინც იყო ეს ბიჭი. ცხენიდან ჩამოხტა და მოზრდილ ქვას სტაცა ხელი. -ფიცხი ხასიათი გქონია, მაგრამ არაუშავს, მაგასაც მოვუვლით.- მის გვერდით მდგარ მხედარს გახედა და გაუცინა, ანიშნა დროაო. ნაბადი გაამზადა თანმხლებმა და ცოტათი მიუახლოვდნენ თინათეს. -არ მომეკაროთ!- დაიყვირა და ქვა მათეს მიმართულებით ისროლა. მხარში მოარტყა ხერგიანს. -დაიჭირე!- დაიყვირა ტკივილისგან და მხარზე იტაცა ხელი. შეჯდა თინათე ცხენზე და მაღალი ხეებისკენ დააპირა წასვლა. ახლა რომ დაეჭირათ, სახლში მიყვანილ ქალს, უკან არაფრით გამოუშვებდნენ. როგორც ჩანდა, მათესთვის ვასილს არაფერი ეთქვა თინათეს რძლობაზე კოპალიანებთან, ამიტომაც ეცადა მის მოტაცებას. არ ესმოდა თინათეს არაფერი. როგორ შეიძლებოდა ოცდამეერთე საუკუნეში ვინმეს ძალდატანებით მოეტაცა ქალი. მიჰქროდა როგორც დაუმორჩილებელი და შეუპოვარი. ვერაფერი შეაჩერებდა, რადგან გულის სიღრმეში იცოდა, სადმე თავისი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდებოდა და არაფრის ნებით არ გახდებოდა ვინმე უცხოსი. შორს გაერბინა უკვე, ცხენების ხმა მიმწყდარიყო. -ესეიგი მაინც ვერ დაისვენე არა მათე?- დადევნებული ორივე მხედარი ოსეს უეცარმა გამოჩენამ შეაჩერა, ჯერ გაოცდნენ და მერე ცოტათი გულზე მოუვიდათ მისი დანახვა. -მაფრთხილებდა ბაბუაშენი, მიხედე იმ ქალს, არავინ არ მოგტაცოსო და ესეიგი თვითონ გეგმავდა ამ ამბავს.- ირონიით ჩაილაპარაკა და აქოშინებული თანმხლების წინ შეჩერდა. წინ გადაუდგა ორივეს, მზერით კი ხერგიანს თვალს არ აცილებდა. -ჩვენ უბრალოდ აქ ვსეირნობდით, არც ვიცი რაზე ლაპარაკობ.- თვალი აარიდა მათემ. -ყველაფერი გავიგონე. გიყურებდით შორიდან, სასაცილო იყო თქვენი დანახვა, როგორ ეკიდებოდით ერთ ქალს ორი ამხელა ვირი.- გამიზნულად ხმამაღლა იცინოდა. გამოუვიდა, ორივეს ბრაზი მოერია. -და შენ რატომ ერევი ამ საქმეში, კოპალიანო?- ცხენიდან ჩამოვიდა და ეს თითქოს ნიშანი იყო შეტევის. -ამბობენ ერთი მაღლა და მეორე ძირს, ეგრე საუბარი არ გამოდისო.- ჩაილაპარაკა და ისიც ძირს ჩამოვიდა. ახლოს დაუდგა ხერგიანს და ისეთი თვალებით შეხედა, მარტო მზერა ეყოფოდა შიშისთვის. რა იყო ამ თვალებში ისეთი, რაც შეგაშინებდა? არ ჰყოფნიდა მხოლოდ ის, რომ მამაცი იყო. მის თვალებში შიში საერთოდ არ იკითხებოდა. მხოლოდ გაბედულება, რისკი, სიამაყე, დაუმორჩილებლობა და თავისუფლება, რაც არ უნდა გეცადა ვერცერთს ვერ წაართმევდი. მგლისფერი თვალები ჰქონდა, ისეთი ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებდი და შენ თუ გიყურებდა, ისიც იცოდა რას გრძნობდი. -ამ ნაბადში ხერგიანებს ერთად გაგახვევთ, თუ მეორედ გაბედავ და ჩემს ქალს ხელს დააკარებ.- თქვა თუ არა ნაბადი ხელიდან გამოგლიჯა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი სახეში. გაიბრძოლა მეორე მხედარმაც, თუმცა ისიც ზედ დააყოლა. ვერ იცნობდა ვასილ ხერგიანი თავის შვილიშვილს, ისეთი ნაცემი იყო. მათეზე ჩავლებულს, მეორე მხედარს ოსესთვის დარტყმა მოესწრო, ვერც ვერაფერი დააკლო, ერთი ნაკაწრის გარდა. -ამაზე უარესს მიიღებ, თუ კოპალიანების ირგვლივ გამოჩნდები. უარესის ღირსი ახლაც ხარ, თუმცა მადლობა გეგის უთხარი, მისი ბიძაშვილი ხარ და დღეს მხოლოდ ამიტომ გადამირჩი.- ცხენისკენ მიტრიალებულმა დაინახა, როგორ მოდიოდა ცხენით უკან გამობრუნებული თინათე. დაინახა თუ არა ორი ძირს დაყრილი მხედარი, გაკვირვებამ მოიცვა გოგო. მერე კი მის წინ მაღალი, მგელივით ბიჭი დალანდა, სახეზე ოდნავი ნაკაწრით. ისევ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თვალები მგელივით, ეშმაკურად უელავდა. სქელ ტუჩებზე კი ნასიამოვნები და სიამაყით სავსე ირონია დაჰკრავდა. მხოლოდ ერთხელ ახედა გოგოს, ისე რომ ეს ღიმილი სახიდან არ მოშორებია. -ინანებ ოსე, ძალიან ინანებ შენს საქციელებს..- ფეხზე ქოშინით წამოდგა ხერგიანი, მხედარი წამოაყენა და თვალი ერთხელ მოავლო უცხო ქალსა და ისევ მომღიმარ ოსეს. -დაგელოდები.- ბოლო ეს გაიგო მათემ, მერე კი თანმხლებთან ერთად ტყეს გასცილდა. -აქ საიდან გაჩნდი?!- სიჩუმე ფიცხელაურმა დაარღვია. -ხომ ხედავ, შენმა ერთმა გასეირნებამ რა მოგიტანა. ცოტა რომ დამეგვიანა ახლა ხერგიანის ქალი იქნებოდი.- ისევ ირონიით მიუდგა ბიჭი და ცხენზე შეჯდა. -შენც უკან მომყვებოდი?- -მეტი საქმე არ დამრჩა, შენ უკან გსდიო. უთქმელად გაპარულხარ სახლიდან და უნერვიულიათ ჩემებს. ყოჩაღ, კარგად გამოგდის ჯირითი, ორივე უკან ჩამოიტოვე.- შეაქო, მაგრამ ისეთი სახით, გესლიანი რომ ჰქვია. -როგორც ჩანს ფეხი ვერ უნდა გავადგა ვერსად. აქედან მალე უნდა წავიდე!- წამოიძახა გაღიზიანებულმა. -რა გეგონა ქალაქში რომ გამომზეურდი, ახლა ყველამ თვალი დაგადგა.- ნელა მიდიოდნენ სახლისკენ, ოსე წინ უსწრებდა. -მარტოც მოვიგერიებდი!- ჯიუტად გააქნია თავი. -ჰო, აბა რა.- ჩაეცინა ბიჭს. -გინდ დაიჯერე გინდ არა! ასეთები გამიცურებია?- -ვა, ხევსურეთშიც გყავს თაყვანისმცემლები?- ვითომ გაიკვირვა კოპალიანმა. -იქ ასე ვერ გაგიბედავენ.- -როგორ ამბობენ? ალვანს, ბახტრიონს, თიანეთს, ყველა შენ დაგაშაირებს, ცხენი რომ გააფრთიანეო, არა?- -საიდან იცი ეს ხევსურული ლექსები და ამბები? ჰო, კიდევ წესებზეც გსმენია.- -ამ მთებს იქით კი ცხოვრობ, მაგრამ ნუ გავიწყდება რომ ერთ კავკასიონზე ვცხოვრობთ. წესებიც მსგავსი გვაქვს და რაღაც მეც გამეგება.- პირველი შემთხვევა იყო ერთმანეთს რომ არ წაკბინეს. -მაინც არ შეგრჩებათ ჩემი აქ ყოფნის ამბავი! ჩემს ხევსურ ხალხს შევყრი!- -ჰო და ვნახავ შენი ხევსური ბიჭები რას დამაკლებენ!- -ზედმეტად დარწმუნებული ხარ შენს თავში.- ისე უთხრა ბიჭის ზურგს თვალს არ აცილებდა. -ტყეში რამ გამოგაქცია?- გოგოს გახედა. -იქ სული მეხუთებოდა.- -მერე და გეთქვა მაინც ვინმესთვის, ხომ ხედავ, ოღონდ ვინმემ მარტო დაგინახოს და შანსს არ კარგავენ.- უკვე ერთ გზაზე მიდიოდნენ. ჯერ არცერთი არაფერს ამბობდა, ჩუმად მიჰყვებოდნენ გზებს. ცას კი საღამო მოეპარა და მალე შემოაღამდებოდა. -შენ რატომ მხვდები ყველა ფეხის ნაბიჯზე?- გულმა ვერ მოუთმინა ხევსურს, ამდენი ხანი იფიქრა, იყოყმანა და ბოლოს მაინც იკითხა. -ხომ გითხარი შატილის ასულო, ტყულად გარბიხარ ამ ხეობებში. ყველა მთა და ყველა ხე მიცნობს აქ, სადაც წახვალ იქ წამოგეწევი.- გაუღიმა ეშმაკურად. გოგოს მოუნდა ცხენიდან ჩამოხტომა და ერთი შეთავაზება თავში, ამ ამაყი ბიჭისთვის. -როდის დაასრულებ დევნას?! როგორ მომაბეზრე თავი შენი უაზრო, მხატვრული საუბრებითა და ირონიული ღიმილით, რომ იცოდე! ვოცნებობ ის დღე გათენდეს, შენი დანახვა რომ აღარ მომიწევს.- -ეგ დღეც დადგება, შენთვისაც და კიდევ ბევრისთვის.- ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა თინათეს სმენას არ გამორჩენია. -რას ნიშნავს ბევრისთვის, სადმე გადასახლებას აპირებ?- ინტერესი მაინც ვერ დამალა ფიცხელაურმა. -არ დაიღალე? სახლში წადი და რამე შეჭამე, ფატიმამ მითხრა არაფერს იკარებსო.- ესეც გაიკვირვა თინათემ, უცხო ბიჭი და ასეთი დაკვირვებული ჯერ არ ენახა. -შენზე მითხრეს რომ სანადიროდ მარტო დადიხარ უღრან ტყეში.- -მართალი უთქვამთ.- -არ გეშინია რომ ვერ დაბრუნდე?- ერთხანს შეჩერდა და ისე უყურა. -დიდი ამბავი, თუ არ დავბრუნდი. თავისუფლებაში მაინც დავიკარგები, სხვა თუ არაფერი.- -ძალიან უყვარხარ ფატიმას. დღედაღამ შენი სახელი აკერია პირზე. შენზე ლოცულობს.- -აქ ყოფნაში ამდენის გაგება როდის მოასწარი? ან რატომ გაგიჩნდა სურვილი მაგ ყველაფერს დაკვირვებოდი?- ცდილობდა არ შეეხედა გოგოსთვის მაგრამ მაინც მოტრიალდა. სჯობდა არც მოტრიალებულიყო, ისეთი ლამაზი სანახავი იყო ამ საღამოს. თეთრი კანი, თეთრი კბილები, ლამაზი თვალის ჭრილი და გაწითლებული ტუჩები. -რა უნდა მეკეთებინა ეს დღეები, თავი ამით გავირთე.- უპასუხა დაბნეულმა. ოსეს მზერამ დააბნია, ერთხელ მოხედა და თითქოს თავიდან ბოლომდე აათვალიერა და შეისწავლაო. -ძალიან ბევრი რამ არ იცი, არც ჩემს ოჯახზე და არც აქაურობაზე. გირჩევნია აქედან ამ ყველაფრის უცოდინარი თუ წახვალ, ღამით მშვიდად რომ დაგეძინოს, შენს შატილში.- ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, შავი თმა, შავი თვალები, გრძელი წამწამები და წარბები. ოდნავ მოზრდილი წვერი სქელი ტუჩების ირგვლივ, უფრო მიმზიდველს ხდიდა. ახლა ცოტათი გაოცდა ფიცხელაური, პირველად დააკვირდა რამოდენიმე წამი და მიხვდა, რომ აქამდე არ შეემჩნია მისი გარეგნობა. -ა.. არაფერიც! გატაცების შემდეგ სახლში მშვიდად ვინ დაიძინებს.- დაიბნა გოგო. -საკუთარ თავს დააჯერე რომ გაგიტაცე? არა და შენი ფეხით გამომყევი უკან.- ოსეს ჩაეცინა. -შენი ხელით გამომკეტე იმ წყეულ სახლში, ნუ გავიწყდება!- წამოიყვირა ბრაზით. -მართლა ასე ძალიან გძულს ეს მხარე?- -თანაც როგორ!- იცრუა თინათემ. რაც არ უნდა ცუდი მოგონებები ჰქონოდა ამ მხარეში, მაინც იტაცებდა ეს მთები, ტყეები და ბუნება. ამიტომაც გამოვიდა დღეს გარეთ, გადაწყვიტა ყველაფერი ახლოდან, საკუთარი თვალით ენახა. -ნუ ღელავ, მალე წახვალ.- გაუცინა ბიჭმა და ქალაქის შესასვლელში შევიდა. -თბილისში ყოფილხარ?- მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა გოგომ. -იქ ვსწავლობდი.- -მე არასდროს შეგხვედრივარ.- ამოთქვა დაზუსტებით. -ალბათ კი ან არა, ვინ იცის, ისეთი ამაყი გოგო ხარ დარწმუნებული ვარ თვალშიც რომ ვინმე მოგხვედროდა ზედაც არ შეხედავდი.- -და შენ რა იცი? იქნებ უკვე შევხედე კიდეც და თვალში კი არა გულშიც მყავს!- -მაშინ სად არის შენი თბილისელი სწორფერი, რატომ არსად არ გამოჩნდა? თუ არ იცის რომ ვიღაც სვანმა კოპალიანმა სვანეთში "გაგიტაცა" და გამოგკეტა?- წამის მეასედში მოატრიალა ცხენი თინათესკენ და მაჯაში მოკიდა ხელი. ისე ახლოს იდგა, გოგოს სუნთქვაც კი შეეკრა. სიტყვა ვერ დაძრა, ისეთი თვალებით უყურებდა ოსე. ჯერ თვალებში უყურებდა, მერე მზერა ბაგეებს დაავლო და სულ გააწითლა გოგო. აკანკალდა, როგორც კი გააცნობიერა მისი სიახლოვე. ბიჭმა ხელი მოაცილა და გაურკვეველი მიზეზით თავისთვის ჩაიღიმა. -თავხედი და უზრდელი ხარ! როგორ მიბედავ და მეხები?!- უკან წამოეწია ქალი. -ხმას დაუკელი და არ მაიძულო რამე საშინელება გავაკეთო, ნუ გავიწყდება რომ უკვე ქალაქში ვართ და შენს ხმას თავისუფლად გაიგებენ.- ხმადაბლა გადმოსძახა და სვლას დაუჩქარა. -ეს თავგასული, როგორ გამიბედა..- ჩურჩულებდა თავისთვის თინათე და მის წინ მიმავალ კოპალიანს თვალებით ბურღავდა. -ოსე!- უკვე დასადგურებულ სიჩუმეში ხმა გაისმა. -რა მოხდა ინოლა?- -აი ეს წავიდეს და მერე გეტყვი!- ალმაცერად გამოხედა თინათეს. ვერ გაუგო გოგომ, ასეთი ცუდი თვალით რატომ შეხედა. ოსემ თვალით ანიშნა თინათეს, დაგვტოვე ცოტა ხნითო. გზას ისე აჰყვა, ინოლასთვის მზერა არ მოუშორებია. შორი-ახლოს იდგა და თვალს ადევნებდა სიტუაციას. -მართალია, რომ ეს უცხო ქალი მოიყვანე? მე ხომ ამდენი ხანი გელოდებოდი..- გულდაწყვეტილი ხმა ჰქონდა ინოლას. -ამაზე სალაპარაკოდ გამოხვედი სახლიდან? ინოლა, ბოლოჯერ გიხსნი, კაცური სიტყვით. როგორც დას ისე გიყურებ. არ შემიძლია ამ სიტყვას გადავახტე! ძალიან ლამაზი და კარგი გოგო ხარ, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც შეგიყვარებს და დაგაფასებს როგორც ქალს..- დაიწყო ხმადაბლა ახსნა, არ უნდოდა ვინმეს მოესმინა. საშინლად არ მოსწონდა, როცა ხვდებოდა რომ ქალს მოსწონდა და თვითონ ვერ პასუხობდა იგივეთი. წარმოედგინა, როგორი დამამცირებელი მოსასმენი იქნებოდა ეს დიალოგი სხვისი მხრიდან და ამიტომაც ზრუნავდა, ღელავდა ინოლას სტატუსზე. ეს აზრი ყოველთვის გამჯდარი იყო ხალხში, გოგონას თავი უნდა შეეკავებინა, თუმცა ინოლა წლებია შეყვარებული იყო ოსეზე და სასოწარკვეთილს ეს ხმა გულში ვეღარ შეეკავებინა. წარმოიდგინეთ, დიდხანს გიყვარდეს ვიღაც, მაგრამ რატომღაც ეს განგება ისე აწყობდეს, რომ უკან ვერ გიბრუნებდეს სიყვარულს ის შენი სატრფო. -და მე ხომ გელოდი..- ისევ თავისას იმეორებდა ჩამწყდარი ხმით და გულს უფრო უკლავდა ბიჭს. ახლოში თინათეც დამდგარიყო და დიალოგს უსმენდა, თან აკვირდებოდა ორივეს. -ინოლა, სახლში შედი და ცხოვრება გააგრძელე, ყველაფერი წინ გაქვს, გპირდები.- ისევ წრფელი და იმედიანი თვალებით ჩააშტერდა გოგოს. -ამ ქალზე უკეთესს იმსახურებდი!- ზიზღით შეხედა ცხენზე შემჯდარ თინათეს და იქაურობას გაეცალა. აღარ იცოდა რა ექნა კოპალიანს. თვალი მთებს მოავლო და თითქოს ორმაგი ტვირთი იგრძნო მხრებზე. -სახლში წადი თინათე, ჩემებს უთხარი რომ დღეს სახლში არ მოვალ. მშვიდი ღამე!- -საით მიდიხარ?- -შორს.- ცხენზე შეჯდა და ქვევითკენ დაეშვა. უყურებდა თინათე და თითქოს გრძნობდა რამდენად დამძიმებულიყო ეს მისთვის ჯერ კიდევ უცხო ბიჭი. ვერ ხვდებოდა, სად შეიძლებოდა ამ საღამოს წასულიყო. უკვე დაბნელებულიყო, ტყეებიც უფრო მეტად საშიში გახდა შესახედავად. მიჰყვებოდა კოპალიანების სახლის გზას და თან ფიქრს აეტანა. ეზოში შესული ცხენი საჯინიბოში შეიყვანა, ორი მსახური გამოვარდა ქოშინით, აშკარად გულზე მოეშვათ თინათე რომ დაინახეს. -საღამომშვიდობისა!- ზრდილობით მიუგო ორივეს და სახლში შევიდა. -სად წახვედი, ყველა შენ გეძებდით!- ფოიეში შესვლისთანავე ირაიდა გამოჩნდა შეშინებული სახით. -ცოტა გავისეირნე.- ცივად მიუგო ფიცხელაურმა. -ოსე სად არის? ფატიმა ნერვიულობს.- მისაღებში შევიდნენ და იქ მყოფთა მზერაც მათზე გადმოვიდა. -მარტო ტყეში სიარული საშიშია შვილო, გაგვაფრთხილე ხოლმე წასვლას რომ დააპირებ.- ფეხზე მაშინვე წამოხტა ფატიმა. -ბოდიში თუ განერვიულეთ..- მაინც შერცხვა საქციელის, მიუხედავად იმისა რომ მთლიან ოჯახზე ბრაზობდა. -ოსე სად არის?- იკითხა ეგნატემ. -მითხრა რომ დღეს სახლში არ დაბრუნდება.- თქვა თუ არა, ფატიმამ ხელები თავში წამოირტყა და სავარძელში გულმოსული ჩაესვენა. სხვა აურა ტრიალებდა ოჯახში, ეგონათ ოსემ მძიმე ტვირთი აიღო ზურგზე, კაკის სისხლის სახით და ამიტომაც ვერცერთი მთელი დღის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა. -დღეს არ უნდა წასულიყო! გული ცუდს მიგრძნობს..- ჩურჩულებდა ქალი. ირაიდა კაპლის მოსატანად გაიქცა. -ცოტას რესტორანში დალევს, მერე ტყეში წავა, გულს დაიმშვიდებს და ჩამოვა. ბევრი რამის გადატანა მოუწია ჩვენს შვილს.- თქვა უფროსმა კოპალიანმა და მისაღები ამ სიტყვებით დატოვა. -რა მშვიდად ლაპარაკობს, თუ გესმით?! დათვრება და ტყეში წავაო ხალხო.. დამიგლეჯს შვილს ოხერი მტაცებელი და მერე რომელი მიწა გავითხარო ჩემი სამარისთვის, ვინ მიშველის?!- ყვიროდა ფატიმა. შეეცოდა თინათეს, მართლა ძალიან ნერვიულობდა ქალი. სიმართლე რომ ითქვას, თვითონაც ძალიან გაუკვირდა ოსეს ამბავი, ამ სიბნელეში ქალაქიდან შორს წასვლა, პატარა საქმე არ იყო. რამდენიმე დღე გასულიყო, რაც აქ ყოფნა მოუწია და უკვე ბევრი რამ შეესწავლა და გაეგო. ფატიმამ ირაიდას მოტანილი წამალი დალია და წამოდგა. -აღარ დადგა ის დღე, მე რომ მოვკვდები, ნეტავ გული როდის გამიჩერდება ამდენი ნერვიულობისგან, რამდენს გაუძლებს კიდევ..- მოთქვამდა თავისთვის და ისე ტოვებდა მისაღებს. დასაძინებლად მიდიოდნენ ყველანი, თუმცა თინათემ კარგად იცოდა, ფატიმას ნერვიულობისგან არ დაეძინებოდა. საწოლზე დაჯდა ფიცხელაური და სვანეთის მთებს გახედა. უღრან ტყეს და იქამდე განათებულ ქალაქს, სვანური კოშკებით რომ იყო გაწყობილი და სანახაობას უფრო თვალწარმტაცს ხდიდა. ამ ქალაქს იქეთ, ეს ბნელი ტყე და მთები, ავისმომასწავებლად იყურებოდნენ. დაძინებას ეცადა ფიცხელაური, მაგრამ ვერა და ვერ გადაეშვა ძილში. გულაღმა მწოლიარე, ხელისგული გულ-მკერდზე მიედო და ხვდებოდა რომ არც მას დაეძინებოდა ამაღამ. იმდენი რამ მოხდა, იმდენი რამე გადაიტანა ამ მთიულ დღეებში, რომ ყველაფრის ერთად გადახარშვა ეძნელებოდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა. თვალი ოთახს მოავლო, სული თითქოს ისევ ჩაეხუთა და ტანსაცმელი ჩაიცვა. მოიხურა მოსაცმელი და გარეთ სიფრთხილით გავიდა. ღამე იყო, ქალაქს ასე თუ ისე, ეძინა. არავის გაუგია მისი სახლიდან გასვლა, მათ შორის არც ფატიმა კოპალიანს, რომელიც ჯერ კიდევ იმდენად ღრმად ლოცულობდა მისი შვილისთვის, რომ არაფრის ხმა არ ესმოდა. ცხენზე შეჯდა და დაეშვა ბარისკენ. გზადაგზა ათვალიერებდა ქალაქის კოშკებს, ღამით უფრო ლამაზი სანახავი იყო. არ შეშინებია სიბნელის, რადგან ამას ისედაც მიჩვეული იყო. არ ყოფილა ის ბარის გოგო, რამე მისთვის უცხო ან საშიში რომ ენახა ამ ბუნებაში. ქალაქის ცენტრისკენ, ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსული, ნაცნობი სხეული დალანდა. -აბა ჰე, ხვალამდე გოგი!- ოსეს ხმა გაიგონა თუ არა თინათემ, მიუხვდა მთვრალიაო. მეგობარს ემშვიდობებოდა, რომელმაც გეზი ქალაქის ზედა მხარისკენ აიღო. შეჯდა ცხენზე ოსე და ერთი მძიმედ ამოისუნთქა. -ახლა საით აპირებ წასვლას?- თინათეს ხმაზე გაოცებული მოტრიალდა ოსე. -აქ რას აკეთებ?- -მხოლოდ შენ ხომ არ იქნები ის, ვინც უკან დაჰყვება ვიღაცას.- ირონიით მიუგო გოგომ. უფრო მიუახლოვდა მხედარს, მის უკან დადგა. -სახლში წადი და გამოიძინე.- არც შეუხედავს ისე მიუგდო და წინ წასვლას ეცადა. -რას მოიგებ იქ წასვლით?- ცხენიდან ჩამოვიდა გოგო. -შენ რაში განაღვლებს, ხევსურის ქალო?- არც ოსე დარჩა სიმაღლეზე. ახლა პირისპირ იდგნენ, მიწაზე და ერთმანეთს უყურებდნენ. -დღეს ეგ ტყე ვერ გიმკურნალებს.- ისე ამბობდა, თითქოს დაზუსტებით იცოდა რომ ამ სიმძიმეს, ოსე რომ ატარებდა მკურნალი ვერ ეყოლებოდა. -არც კი იცი, რაზე საუბრობ.- უკვე კარგად შეზარხოშებული იყო კოპალიანი. -გიყურებ და ვხვდები, ყველას ჰგონია ვერაფერი დაგამარცხებს და ყველაფერს მოერევი. ისე საუბრობენ შენზე, თითქოს უშრეტი ენერგიით ხარ დამუხტული და არასდროს იღლები.- მისი თვალებისთვის მზერა არ მოუწყვეტია თინათეს. უყურებდა და ამ ყველაფერს ურცხვად კითხულობდა, გრძნობდა ამ ბიჭის გასაჭირსა და დაღლილობას, იმას რასაც ყველა ვერ გაუგებდა. -რა გინდა შატილის ასულო, რატომ მომყვები? ჩემს გზაზე მივდივარ, იქ სადაც ჩემი ადგილია, ტყეში. აქ მცხოვრებს ყველას უნდა გავშორდე, თუნდაც ცოტა ხნით, თორემ თავს ვერ შევიკავებ და ცუდი მოხდება.- სიმთვრალე აშკარად ზედმეტსა და გულწრფელს ალაპარაკებდა. ჩაეღიმა ფიცხელაურს ამის გაანალიზებაზე. -აქ ყველას უყვარხარ როგორც შევამჩნიე, რამდენად მართალი გულით ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა! შენ რატომ გაურბიხარ იმას ვისაც უყვარხარ?- გააოცა ბიჭი, ასეთი კითხვა არავის არასდროს დაუსვამს. არავინ დაინტერესებულა, თუ რატომ მიდიოდა ხოლმე ტყეში მარტო. გააკვირვა ქალის გაბედულობამ და გონებამახვილობამ. -მათ თუნდაც მოვწონდე, მე არცერთი არ მიყვარს.- მოუჭრა მოკლედ. -იმ გოგოს შანსი რატომ არ მიეცი, დავინახე როგორ ცდილობდა.- -იმიტომ რომ ის ვერ მიმკურნალებს, შატილის ასულო.- თქვა და სახე თინათეს სახეს გაუსწორა. არც ასეთ პასუხს ელოდა და არც ამ სპონტანურ მოქმედებას. გული აღელვებისგან აუთამაშდა, ოსეს თვალებში ჩახედვა ასე ახლოდან რომ მოუწია. -ნაკაწრი გაქვს.- თემის გადატანა სცადა და წარბთან ახლოს გაწითლებულ ადგილზე შეხედა. -არაუშავს, ეგ მორჩება. აი გულს კი ვერაფერი მოგირჩენს, ერთხელ თუ გაგიტეხეს.- ჩაიღიმა ბიჭმა. სულ გაწითლდა გოგო, წამით დაიწყევლა თავი აქ მოსვლისთვის. უფრო ლამაზი მოეჩვენა ბიჭი და თავი შიშით გააქნია, ოღონდ მსგავსი ფიქრები უკუეგდო. -ახლა კი სახლში წადი და მეორედ ამ შუაღამით გარეთ ნუ გამოხვალ, საშიშია.- მიტრიალდა ბიჭი, მაგრამ თინათემ მაჯაში ჩაავლო. გაოცებაზე მეტი იყო ეს ოსესთვის. წარბები გაკვირვებით შეყარა და მის უკან მდგარ ქალს გამოხედა. ჯერ ხელზე დაიხედა, თეთრი, თლილი თითები დალანდა და მერე ქალის ულამაზესი ნაკვთები. აშკარად მთვრალი იყო და ამიტომაც ჩანდა ეს ჯიუტი გოგო მისთვის ჩვეულებრივზე ბევრად ლამაზი. -არ წახვიდე.- მისი საქციელისგან გაკვირვებულმა, დაბნეულობისგან უფრო დიდი სისულელე წამოროშა. -მართლა ცოლივით იქცევი.- ხმამაღლა გაეცინა ბიჭს, თუმცა ხელი არ გააშვებინა. ვერ ხვდებოდა, რატომ გაჩნდა ზუსტად ამ დროს ეს თავნება ქალი მის წინ. ისე მოესმა, თითქოს პირველად უთხრეს და ურჩიეს, რომ ტყეში არ წასულიყო. გოგოს უნდოდა მიწა გამსკდარიყო და სირცხვილიც იქვე ჩაეტანა. ეს რა სისულელე წამოროშა, ან კიდევ როგორი პასუხი და დაცინვა მიიღო ამ თავდაჯერებული ბიჭისგან?! - დღეს გადამარჩინე, ჩვენთან ასე იციან, ვალში ვარ შენთან. ახლა კი მე გთხოვ რომ სახლში წახვიდე. მთვრალი ხარ, შენი ოჯახი ნერვიულობს, დედაშენი ღამეს გაათენებს ალბათ, სანამ არ დაბრუნდები.- მაჯაზე ხელი შეუშვა გოგომ და სათქმელს თავი მოაბა. გაეღიმა ბიჭს, იფიქრა რომ სიმთვრალისგან ეჩვენებოდა. როდის იყო ვინმე დადევნებია უკან? ყოველთვის მან იყო დაუღალავი, ყოველთვის მან უდგებოდა სხვას გვერდით და ამხნევებდა სხვების გულს. თვითონ ვინ ედგა სულის მეგობრად? ტყე და ბუნება? არ კმაროდა. არასდროს არავისთვის კმაროდა. პირიქით, ბუნება იმოდენა თავისუფლებასა და სივრცეს იძლეოდა, თავს უფრო მეტად გაგრძნობინებდა მარტოსულად. -შენს გულს ვინ მკურნალობს, როცა იღლები? შენთვისაც მხოლოდ მთები მოდიან რომ გიშველონ? მე უარესს მმართებენ ხანდახან.- კიდევ უფრო ახლოს მიიწია გოგოსთან, რამაც თინათე ელექტროდენებით დამუხტა. -იქნებ გეცადა და სახლში გეპოვა ეგ საშველი?- არ დაუთმო გოგომ. -და სახლში ვინ მელოდება, ვინ მოუსმენს ჩემს სიჩუმეს?- აღარაფერი ჰქონდა სათმელი თინათეს, თითქოს დრო გაჩერდაო, ისეთი სიჩუმე ჩამოწვა. მოშორდა კოპალიანი და ცხენზე მაინც ამხედრდა. გააქროლა მთებისკენ, მიდიოდა და რაღაც აუხსნელი სევდა მიჰქონდა თან. არ დანებდა თინათე, წამოდგა და უკან გაედევნა. ხეობასთან მისულებს სიჩუმე ვეღარ აეტანათ. -გიჟი ხარ? სახლში რატომ არ მიდიხარ?!- დაიყვირა გაბრაზებულმა ბიჭმა, უკვე საკმარისი იყო ამდენი. -სანამ სახლში არ წამოხვალ, იქამდე გამოგყვები.- უფრო გააცოფა ბიჭი. -რა გინდა ჩემგან? ისედაც დამღალა ყველაფერმა, ვცდილობ რომ აქედან უხმაუროდ გაგაპარო. ვცდილობ ყველაფერი ვაკონტროლო, არცერთი დეტალი თვალიდან არ გამეპაროს. მივდივარ, რომ ცოტა დავისვენო და ამაშიც მეცილები?- უფრო ახლოს დადგა გოგოსთან. -მთვრალი ხარ, სახლში უნდა დაისვენო და დაიძინო. არ გარბის არც მთა და არც ტყე!- ყვირილი არც თინათემ დააკლო. -გავგიჟდები რა!- ხელები თავზე გადაისვა. -მაინც ვერ გამიგია, რა გეტაკა ასეთი, რომ უცებ ძალიან აღელდი ჩემი გზა-კვალის თაობაზე!- დააყოლა და გოგოს ახედა. წამიერად ორივეს ერთმანეთზე დარჩა თვალი, ელამაზათ ერთმანეთი მაგრამ იმდენად ბრაზობდნენ და აღიზიანებდათ ერთიმეორეს პიროვნებები, რომ ვერც საუბარში და ვერც ქცევებში ვერ მალავდნენ ამ ანტიპათიას. -ძალიან ლამაზია აქაურობა.- ერთმანეთზე მზერაში თინათემ ხმა ამოიღო, თემა უნდა გადაეტანა თორემ სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა. -როგორ თქვი? ვერ ვიტანო. შენს ხევსურეთში ეს მთები არ გაქვს, არც ეს კოშკები.- -რა მნიშვნელობა აქვს!- -მართალი ხარ, ადგილს მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა იქ საყვარელი ადამიანები, ოჯახი გეგულება. თუმცა გული სხვანაირად მიგიწევს იქ, სადაც შენი მშველელი და სწორფერი გელოდება.- -მიგიხვდი.- -რას?- -სიმშვიდის გარდა ამ მიდამოებში მშველელს ეძებ, ყოველდღე ბრუნდები მაგრამ როგორც ჩანს იქ არავინ გხვდება.- კიდევ ერთხელ გააოცა ოსე, ამას მისი დაშორებული ბაგეებიც მოწმობდა. -ეკლებით გაქვს დაფარული შენი პიროვნება. გგონია ვინმემ ცუდად რომ შეეხოს დაგიბინძურებს, ამით კი იცავ მას. მართალიც ხარ. თუ კავკასიონმა აქამდე მოგიყვანა, მაშინ იმ მხარეშიც თავისუფლად მოგისვრის, სადაც შენს სულს არავინ დააბინძურებს. ვერც კი გაიგებ, ისე დაიგლეჯ ყველა ეკალს შენი სულისგან და მისგან დაჩხვლეტილი ყოველი უჯრედი საკუთარ თავთან ბრძოლის ნიშნად იქცევა, იმ ძალისხმევის ნიშნად, რასაც ნდობის სხვისთვის გაცემა ჰქვია. - დაამუნჯა ქალი. ჯერ გაოცდა, მერე იფიქრა მთვრალია და ასე ლამაზად ამიტომ საუბრობსო. საიდან იცოდა ამდენი ამ ბიჭმა? ფიქრობდა თინათე და გაოცება უფრო მეტად იპყრობდა, როცა აანალიზებდა რომ ოსე სახლისკენ მიჰყვებოდა. მთვარიან ღამეს ორი მხედარი მიუყვებოდა გზას და ორივეს გული ხმამაღლა ფეთქავდა. აზრებით არც ისე შორს იყვნენ და არც ისე ახლოს. სადღაც მათთვის სულ სხვა განზომილება არსებობდა, წმინდა და ღვთიური. ორივეს თავისი თავის უკვირდა, შემდეგში კი ერთმანეთის გულწრფელობისა და ადამიანობის. ფატიმამ ჯერ უფლის, მერე კი თინათეს სახელი დალოცა, როცა ორივე სახლში შემოსული დალანდა. მადლობას უხდიდა უფალს, თინათე რომ გამოუგზავნა. ვერავის მოეხერხებინა აქამდე ოსეს მობრუნება ან კიდევ მისთვის აზრის შეცვლა. ამ გოგომ კი, ბიჭი სახლში დაუბრუნა, თუნდაც ერთი ღამით. მშვიდად დაეძინებოდა ამაღამ. თავიანთ საძინებლებში შესულებს, ყველაფერი სხვანაირად მოეჩვენათ. ორივეს ერთი კითხვა აწუხებდა: "ეს რა ჯანდაბა იყო?" ვერცერთი სცემდა პასუხს საკუთარ კითხვას, ეზედმეტებოდათ მსგავსი გულწრფელი საუბარი ვინმესთან, მითუმეტეს რომ ერთმანეთთან. წარმოუდგენელი რამ იყო! ფატიმა კოპალიანი მშვიდად დაიძინებდა დღეს. ოსე კოპალიანს თავისი თავის უკვირდა, სახლში რომ მოვიდა. ცოტა ხნით ემოციებისა და გაკვირვებისგან ვერ დაიძინებდა, მერე კი დიდი ხნის შემდეგ, მშვიდად ჩაეძინებოდა. ერთადერთი, თინათეს ვერ მოეხუჭა თვალი გათენებამდე, რადგან სვანურმა დღეებმა მოსალოდნელს გადააჭარბეს და სულ გადარიეს გოგო. ფიქრები აურია კავკასიონმა, ნეტავ ამაზე მოულოდნელ, იდუმალებით სავსე ადგილას, სადღა მოისვრიდა იგი, ვიდრე სვანეთია. 6 უფრო მაღლა და მაღლა, ცარიელდებოდა მიწა და ცარიელდებოდა სახლები. ზოგიერთი სოფელი გაუკაცრიელდა. ალბათ წლების წინ რამდენი სიცილი ისმოდა იმ არემარეში, რამდენი ცრემლი იღვრებოდა. ახლა კი აღარაფერი ისმის. დღეს კიდევ ერთმა მანქანამ ჩამოიარა, დატვირთული საყოფაცხოვრებო ნივთებით, საჭირო მასალით. -სად მიდიან?- იკითხა ფანჯარასთან მდგარმა თინათემ, რომელიც მიმავალ მანქანას დინჯად აკვირდებოდა. -აქედან გადადიან.- -რატომ?- -გაუძნელდათ აქ ცხოვრება, აწი რაღა გააჩერებდათ.- ჩაილაპარაკა ირაიდამ და ტანსაცმლის კეცვა განაგრძო. -ჩვენთანაც ძალიან ბევრი სოფელი დაიცალა ხალხისგან.- ისე ამოთქვა ფანჯრისთვის თვალი არ მოუცილებია. -ალბათ რამხელა სევდაა, არა?- -ჰო, წარმოდგენა რომ არ გინდა, იმხელა.- უპასუხა თინათემ და თვალებში შეანათა. -ხევსურეთში არავინ არ გყავს?- -ოჯახი, მეგობრები..- -არა, მაგას არ გეკითხები. შეყვარებულს ვგულისხმობ, ვინმე არ გელოდება?- ინტერესიანი თვალები მიაპყრო გოგოს. -არა, არავინ.- -ალბათ ბევრი მთხოვნელი გყავს..- ჩაილაპარაკა ღიმილით. -მაგაზე არასდროს დავფიქრებულვარ.- თქვა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. -შენ არავინ არ გყავს?- კითხვა შეუბრუნა. -ჩემამდე ჯერ ოსეა, ამიტომ რა აზრი აქვს..- -ანუ ჯერ ძმის დაქორწინებას ელოდები?- -არ ველოდები, რომც დაველოდო არამგონია მაგან ვინმე შეირთოს.- გაეცინა გოგოს. ჩაფიქრდა თინათე, ასე რომ თქვა, ალბათ ძალიან კარგად იცნობს მის ძმას. -ისეთი სპონტანურია, რა წამში რას მოიმოქმედებს ვერასდროს ვიგებთ. როცა გვგონია, რომ ვკარგავთ, მაშინ ბრუნდება და როცა ვფიქრობთ, რომ არსად არ წავა, მაშინ მიდის. მთელი ჩემი ცხოვრებაა, რაც ვიცნობ და ვერაფერი გავუგე. ხანდახან ვფიქრობ, რომ დედას ამიტომაც უყვარს ასე ძალიან, შვილი რომელ დედას არ უყვარს, თუმცა მარტივად რომ ავხსნა, მას უფრო მეტ დროს უთმობს და მე ეს სულაც არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ ვიცი ასე რატომაც იქცევა. მისი არ ესმის, უფროსწორად, იმდენად განსხვავდება ყველასგან მისი ხასიათი, რომ ყველა ერთი ძალით ვცდილობთ მის ამოხსნას და გაგებას. სამი წლის წინ, ერთი თბილისელი გოგო ამოვიდა ქალაქში, მთელი ივლისი აქ გაატარა, ოსე უყვარდა. არაფერი გამოუვიდა, ძალიან ცდილობდა მაგრამ, ეტყობოდა ჩემს ძმას, რომ ვერ შეიყვარა სხვანაირად. ადრე კიდევ რაღაც ურთიერთობები ჰქონდა, მას შემდეგ კიდევ არაფერი. იმ დღეს პირველად აივნიდან შენ რომ დაგინახე, გეფიცები წამით გამიხარდა.- გულწრფელი თვალებით გახედა თინათეს. ინფორმაციებით დაინტერესებული ამჯერად ცოტათი გაოცდა. -მართლა, რატომ?- გაკვირვებისგან სახე მოეღუშა. -მეგონა რომ თავისი ადამიანი იპოვა. გამიხარდა, იმიტომ რომ თვითონ არასდროს მოძებნის.- საუბარი უეცრად შეწყვიტეს, პირველი სართულიდან ამომავალი ხმა რომ გაიგეს. -რას ნიშნავს დამიმალა?!- მეორე სართულზე ეგნატე კოპალიანის ბრაზით სავსე ხმა მკაფიოდ ისმოდა. ირაიდამ ტანსაცმელებს ხელი შეუშვა, აღელვებული მზერა ერთხელ შეავლო მის წინ მჯდარ გოგოს და კარებში გავარდა. შეშინდა, იგრძნო რომ რაღაც რიგზე არ იყო. თინათე კიბეების ბოლო საფეხურებზე დარჩა, ირაიდასთან ერთად. ფანჯარასთან ფარდას ამოფარებული ფატიმა დალანდა, რომელიც სავარაუდოდ საუბარს ადევნებდა ყურს. ეზოში ამაყად გაჯგიმული ვასილ ხერგიანი იდგა, თვალებში ეშმაკები უკრთოდა და ისე უმზერდა გაცოფებულ ეგნატეს. -ასე და ამგვარად, მე ჩამაბარა კაკის თავი შენმა უერთგულესმა ბიჭმა, შენ კიდევ იმის ღირსად არ ჩაგთვალა, სიმართლე გცოდნოდა.- ისე მიახალა კაცს, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. ფატიმას მოსმენილისგან პირზე ხელი აეფარებინა და უკვე იმასაც გრძნობდა, რომ კარგი არაფერი მოელოდათ ამ ამბის შემდეგ. -როგორ გამიბედა.. ამის დამალვა, როგორ გაბედა?! შენი ხელი ურევია ვასილ, ამაში დარწმუნებული ვარ!- ამოიძახა ხმამაღლა. -როგორც არ უნდა იყოს, პასუხი შენს შვილს მოთხოვე და ჩემთან საუბარი მერე იყოს. ეგ ალბათ იმის ბრალია, ასე თამამი და თავდაჯერებული რომ გყავთ.- -შენ ნუ ამიხსნი, რა რისი ბრალია, ვასილ. ყველაფერს გავარკვევ და შენამდეც მოვალ.- დაიქუხა კაცმა. -მემუქრები ეგნატე?- ირონიული ღიმილით მიუგო ხერგიანმა. -მე უბრალოდ წინასწარ გაფრთხილებ.- თვალი მოაშორა კაცს და სახლისკენ შეტრიალდა. -შენს ბიჭს გადაეცი, ჩემთან ზედმეტად თავნება ხალხი ვერაფერს გახდება!- გესლიანად ჩაილაპარაკა და კოპალიანების ეზოს გასცილდა. -ხედავ შენმა ნაზარდმა ბიჭმა, როგორ ივარგა?- იყვირა მისაღებში შესვლისთანავე. ისეთი გაბრაზებული იყო, პირველივე ჯერზე თავის მეუღლეს დაუწყო ყვირილი. -პირველად მოუვიდა მსგავსი რამ, როგორ გგონია, სხვა გამოსავალი რომ ჰქონოდა დაგიმალავდა?!- თავისი შვილის მართლება დაიწყო ქალმა. -რას ნიშნავს პირველად მოუვიდა?! მითხარი, ამიხსენი როგორ უნდა ვაპატიო მსგავსი რამ, როგორ უნდა ვენდო ამის მერე?- ვერ წყვეტდა ყვირილს, ხელები ზურგსუკან შემოეწყო და ბოლთას სცემდა. -შენი შვილია როგორ არ გესმის.. ხერგიანის ერთ სიტყვას უნდა წამოეგო და მიენდო? დააცადე, თვითონ აგიხსნას..- -სადაც არ უნდა იყოს, ურჩევნია სახლში მოვიდეს და ამიხსნას, მოძებნე !- დაიყვირა და თავისი სამუშაო კაბინეტისკენ გაეშურა. ჩაფიქრდა ფიცხელაური, მერე კი ელდანაცემივით წამოენთო, როგორც იმ კაცმა თქვა, ოსეს თავისი ხელით ჩაუბარებია კაკი მისთვის. ახლა ვერაფერი გააჩერებდა, იცოდა კაკი ვისაც ჰყავდა. მიხვდა რომ საქმე იმაზე მეტად ჩახლართული იყო, ვიდრე წარმოიდგენდა. რადგან ოსეს სიტყვა არ დასცდენია მის საქციელზე, ესეიგი აქ უფრო მეტი რამ იმალებოდა. გადაფითრდა ფატიმა, სავარძელში ჩაესვენა და აქვითინდა. -რომელი ცოდვისთვის დამსაჯა ღმერთმა ასე ძალიან? რატომ გამიმეტა..- მოთქვამდა ქალი და ირგვლივ არაფერი ხვდებოდა თვალში. ირაიდა დამამშვიდებლის მოსატანად გაიქცა და ხელისგულზე დადებული წამალი გაუწოდა. -ვერ შეძლო და ვერ გააკეთა.. რა არის ამაში ასეთი ცუდი?- გულის სიღრმეში იცოდა, რომ მისი შვილი სხვის სიცოცხლეს არასდროს დაუსვამდა წერტილს. შესაძლოა ყოველთვის არ ესმოდა მისი, მაგრამ ამაში დარწმუნებული იყო. მან გაზარდა, მან აჭმევდა, მან ესაუბრებოდა და მან ახურავდა საბანს, ძილის წინ. სადღაც ძალიან ბედნიერიც იყო, ასე რომ მოიქცა. მაშინ რაღა ატირებდა? ალბათ ის, რომ ამ მომენტში ქმრის სულაც არ ესმოდა. მოსალოდნელის ეშინოდა, ფიქრობდა, რომ ეგნატე საერთოდ ვერ გაუგებდა შვილს და ამ საქციელს აღარც აპატიებდა. მართალია, არ უნდა დაემალა მამისთვის ამხელა ამბავი, საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა, თუმცა ალბათ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ხელი მის არცერთ ნათესავს არ გაესვარა კაკის სისხლით. დათა ფანგანის სახლიდან მომავალმა ოსემ, თავისი სახლიდან გამომავალი ვასილი შეამჩნია. უკვე კარგა მანძილით შორს იყო მისი სახლისგან, გაუკვირდა მისი აქ დანახვა, მერე კი ძალიანაც დაეჭვდა. იცოდა, რომ უმიზეზოდ მის სახლს ხერგიანი არ გაეკარებოდა. ეზოში შესულს მსახურთა უცნაური და მრავლისმთქმელი გამომეტყველება მოხვდა თვალში. თითქოს ეუბნებოდნენ, რომ სახლში შესულს რაღაც სხვა ვითარება ელოდა. წამოდგა ფეხზე ქალბატონი ფატიმა შვილის დანახვისას და რაღაც ისეთი იგრძნო, მხოლოდ დედებს რომ ესმით. ისევ იამაყა იმით, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. -რამე მოხდა?- დედის განერვიულებული, ნამტირალევი სახის დანახვისას მაშინვე ეს კითხვა დაებადა. -მამაშენს უნდა შენთან საუბარი. ვასილი იყო აქ, თქვა რომ კაკი მისთვის მიგიბარებია. გაბრაზებულია ეგნატე, ეს ამბავი რომ დაგიმალავს იმიტომ.- ჩამწყდარი ხმით ამოთქვა ქალმა და თვალებში შეანათა შვილს, ელოდა ერთ-ორ ისეთ სიტყვას, რაც გულში მზეს ამოუყვანდა. -კაბინეტშია?- მხოლოდ ეს თქვა და კარებისკენ დააპირა წასვლა. -ოსე..- გააჩერა დედის ხმამ. -მე ვამაყობ შენი საქციელით.- ისე თქვა, თითქოს საბოლოო რამ იყო და ამის შემდეგ ამაზე ღირებულს ვეღარაფერს ეტყოდა თავის შვილს. ოდნავ გაუღიმა დედას, მერე კი კაბინეტისკენ გაემართა. ფოიეში ირაიდა უყურადებდა მამა-შვილის საუბარს, თინათეც იქვე მორცხვად აკრულიყო კედელს და ირაიდას აკვირდებოდა, მეორე ყური კი მასაც ამ საუბრისთვის დაეგდო. -მაშ, ისეც შეგძლებია მოქცევა ბატონო ოსე, რომ რაღაცებს მიმალავ და საქმესაც შენებურად აკეთებ, არა?- იკითხა დინჯად ეგნატემ, თუმცა სახეზე მრისხანების კვალი მაინც არ წაშლოდა. -მე მხოლოდ ჩვენი გვარის დაცვა ვცადე. სისხლის სანაცვლოდ სისხლის დაღვრა, ერთი დიდი უგულობა და უღმერთობაა!- თვალი მაინც მამაცად გაუსწორა მამას. -მარგოზე არ ფიქრობდი?!- უეცრად ისევ იჭექა კაცის ხმამ. -ვფიქრობდი! ყველაზე მეტს მაინც მასზე ვფიქრობდი და იცი ახლა როგორ არის? ბედნიერია. კარგად არის, იმიტომ რომ მისი ქმრისნაირი ღორი არ აღმოვჩნდი. სხვისი ბინძური სისხლი ჩემს ხელებზე არ შემცხობია. არც გეგის, არცერთ კოპალიანს არ მივცემდი ამის უფლებას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს.- -მაშინ რატომ დამიმალე შენი გადაწყვეტილება?!- ამჯერად იმ თემიდან დაიწყო მამამ, რაც ყველაზე მთავარი იყო მისთვის. იმედგაცრუებული იყო, იმიტომ რომ შვილმა თავისი არჩევანის შესახებ აზრი არ გაანდო. -მართლა გინდოდა რომ შენი შვილი მკვლელი გამხდარიყო?- იცოდა, რომ არასდროს მის არცერთ მშობელს არ სურდა ეს, ან კი რომელ მშობელს უნდა ამის გაფიქრება, უბრალოდ ახლა ცდილობდა მამისთვის თვალებში ჩაეხედა და დაენახა ეს სურვილი, ამ ყველაფრის უარყოფა. -გგონია იმ მთაზე რომ გაგიშვი, ვფიქრობდი რომ უკან მკვლელი შვილი დამიბრუნდებოდა? როგორ გგონია, მე არ ვიყავი დარწმუნებული რომ ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდი? ამიტომაც აგირჩიე შენ, ვიცოდი რომ სხვა ყველა დაკარგავდა ცდუნების ბოლო წამებში ძალას. მე კი გიყურებ და ვხედავ რომ ვერანაირი ცდუნება შენ ვერ დაგძლევს, ვერ დააუძლურებს შენს პიროვნებას. ამიტომაც აგირჩიე. თუმცა ბოლოს, როცა მთელი დღის განმავლობაში შენგან ველოდი სიტყვას, რომ შენ სუფთა ხელები გაქვს, საპასუხოდ შერცხვენილი სახელი მივიღე. ვასილ ხერგიანი მოდის და მეუბნება, შენმა შვილმა თქმის ღირსადაც კი არ ჩაგთვალაო. აი, ჩვენი გაკეთებული საქმე. ვბრაზობ და არ გპატიობ, არა იმას რომ ადამიანივით მოიქეცი და შეიწყალე, არამედ შენს უთქმელობას და სიჩუმეს არ გპატიობ. იმას, რომ იმედი გამიცრუე და როცა წესით უნდა გეხმაურა, სანაცვლოდ ჩუმად დარჩი.- დააფიქრა ოსე მამის სიტყვებმა, ინანა კიდეც უთქმელობა. ეს ხომ უპატივცემულობა იყო, ვერ იტანდა მსგავს საქციელს, თუმცა ლაპარაკი მაინც არ მოსწონდა. -თუ ვეღარ მპატიობ და თუ ვეღარ მენდობი, მაშინ მე აქ რა მაჩერებს?- იკითხა და თვალი კაცს გაუსწორა. -ხერგიანის სიტყვა თუ უფრო დასაფასებელი და გასაგებია ვიდრე ჩემი, მაშინ აქ აღარაფერი მესაქმება. პატიებას ვითხოვ და ყოველთვის მოვითხოვ, იმიტომ რომ შესაბამის დროს არ მოვიმოქმედე.- თვალი კაბინეტს მოავლო. კარს იქეთ დამდგარი ფატიმა ცრემლებს ძლივს იკავებდა. ძალიან განიცდიდა მომხდარს, იცოდა მისი ქმრის ხასიათი, ისიც იცოდა რომ მალე არ გადაუვლიდა წყენა. მოუკვდა გული იმის გაგონებაზე, რომ მის შვილს ამ სახლში გაჩერება აღარ მოუნდა. ხელისგული ყელზე მიიდო და ათჯერ მაინც გაუმეორა თავს, ასე ვინ დამწყევლაო. ირაიდა ხან დედას გახედავდა, ხან კი კარს, იმ იმედით რომ უფრო უკეთ გაიგებდა საუბარს, უფრო ახლოს დედამ არ მიუშვა. თინათე პირველად გრძნობდა თავს ასე მორიდებულად, მოკრძალებულად. ხვდებოდა, ოჯახში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ოჯახური საკითხი რომ განიხილებოდა მამა-შვილს შორის, რომელიც რატომღაც სულაც არ მიმდინარეობდა დადებითად. ახლა კი ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად სად დამდგარიყო ვერ ხვდებოდა. ყველაფრის გაგების სურვილი კლავდა, თუმცა უზრდელობა იყო ჩაძიება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო ყველაფერი კაკის ამბავს უკავშირდებოდა. -ყოველთვის ის გაფიქრდებდა და განაღვლებდა, რომ არ გგავდი. გჭამდა ეგ ფიქრი. მისათითებელი კაცი ხარ ჩვენს მხარეში, ყველა შენ გეკითხება აზრს და შენ ყველას უზიარებ შენსას. მე კი არც არავის ვუსმენ და არც არავის ვეკითხები. იცი რატომ? არ მინდა, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლოს დაღლილი ვიყო სხვისი ცხოვრების განხილვით, სხვისი აზრების მოსმენით.- ცხოვრებაში პირველად ყველაზე გულწრფელი იყო მამასთან. ყველაზე ნაკლებს საუბრობდა და ამიტომაც ვერ უგებდნენ ოჯახის წევრები. იცოდა რომ ეს ეგნატეს გააცოფებდა, თუმცა როგორც ყოველთვის ხმა ამოიღო და მაინც სიმართლე გადმოსცდა. ამდენი ხანი ჩუმად იყო იმისთვის, რომ მისი აზრები ოჯახზე არ მოეხვია და ეს მის თავხედურ საქციელად არ ჩაეთვალათ, თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. შესაძლოა ეს უფროს კოპალიანს მის თავხედობაში ჩაეთვალა, ოსემ ხომ მისი ცხოვრების სტილი და ნახევარი მოსახლეობის წესი გააკრიტიკა, თუმცა რეალურად, ბიჭი მხოლოდ იმას ამბობდა, რაც აქამდე აფიქრებდა. მხოლოდ იმ შინაგან მეს ალაპარაკებდა ახლა, რომელიც აქამდე ყველასთვის დამალული და შეუცნობელი იყო. რეალურად, ყოველთვის წინააღმდეგი იყო წესების, ასეთი ცხოვრების სტილის. განა ვერ ამჩნევდა ამას მამა? ცხენზე ამხედრებულიც კი ეტყობოდა როგორი თავისუფალი ბიჭი იყო. ტყეში მიმავალი თავისუფლებისგან ფილტვები ჰაერით ევსებოდა და იმდენად აძლიერებდა ეს, რომ ერთი დაუმორჩილებელი, მეამბოხე და გარეული მგლისგან, არაფრით განსხვავდებოდა. თუ ოდნავ დააკვირდებოდი ამ დროს, ამას აუცილებლად გაიგებდი. პირველად მწარე სიმართლე უთხრა შვილმა და ზუსტად ამან გააცოფა. -მე მგონია, რომ ასეთი ცხოვრება შენ არ აგირჩევია, ამაში კი ყველაზე დიდი ბრალი ხალხს მიუძღვის. ზუსტად ხალხი და მათი აზრი ჰქმნის გარემოს, რომელში ცხოვრებაც შესაძლოა სულაც არ გინდოდეს ადამიანს, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. ახლა რომ ჩემს წინ შენი ახალგაზრდა თავი იდგეს, ჩემთან ერთად გაიქცეოდი უღრანი ტყისკენ და იქნებ აღარც დაბრუნდებოდი უკან. წლების წინანდელი შენი თავი აქ რომ იდგეს, ალბათ ბევრი არაფრით ვიქნებოდით განსხვავებული ერთმანეთისგან. ხალხის აზრთან ერთად გაიზარდე და იქეცი იმად, რაც შენს ოჯახს და ხალხს უნდოდა. და რა მიიღე სანაცვლოდ? ისეთი საკუთარი თავი, რომელმაც წლებთან ერთად, გზადაგზა ყოველგვარი სურვილი დაკარგა ყოფილიყო ისეთი, როგორიც ოდესღაც გინდოდა რომ ყოფილიყავი. ახლა ის ბიჭი აღარ ხარ. მე მიყურებ და გგონია, რომ არ უნდა ვიქცეოდე ასე, რომ შენსავით წესებს უნდა ავყვე, მაგრამ სადღაც შენში მკვდარმა ახალგაზრდა ბიჭმა იცის, რომ მისი შვილი იმას აკეთებს, რასაც წლების წინ თვითონაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდა.- სიტყვას ასრულებს თუ არა, ეგნატე პირველად გამოდის მწყობრიდან და უკვე შემდგარ ბიჭს სახეში ხელს არტყამს. წამის შემდეგ ცნობიერებას უბრუნდება და საკუთარი ქცევით თვითონაც გაოცებულია, ხუთ თითს კეცავს და აღელვებისგან კანკალი ეწყება. პირველად უსმინა ბიჭს, ეს მისი პატარაობისას ნათქვამ პირველ სიტყვებს ჰგავდა. ქალი ხომ ქალია და რომ დაფიქრდე, რა საოცარი ბუნებისაა კაცი.. ხანდახან საკუთარ ვაჟთან გულის გადაშლა ეთაკილება და ზუსტად ამის გამო შესაძლოა მთელი ცხოვრება ისე გალიოს, ვერასდროს გამოხატოს ორი სიტყვით სითბო. ხანდახან ამ ყველაფერში ირონიაც იგრძნობა. ცხოვრობდე ისე, რომ უკეთესი პირობები შექმნა შვილებისთვის, უკეთესად აცხოვრო.. დაბადების წამიდან უფრთხილდები და ეფერები, აგრძნობინებ რომ ის შენი მომავლის ყვითელი ფერია, თუმცა დრო გადის და დროსთან ერთად სიყვარულს სხვანაირად გამოხატავ. თითქოს შვილზე ეს ზრუნვა უკვე ყოველდღიური რუტინასავით დასალაგებელი სახლის მოწესრიგებას ჰგავს, რომლის კეთებითაც რა დროც არ უნდა გავიდეს მაინც არ იღლები. შვილს ჰგონია, რომ ეს ზუსტად ისაა რასაც მშობელი უნდა აკეთებდეს და შესაძლოა თვალიც შეაჩვიოს ამ ყველაფერს. მშობელსაც ასე სჯერა, როგორიც არ უნდა იყოს მისი შვილი, მისი მსგავსი თუ მისგან განსხვავებული, ის მაინც მისი ნაწილია. ნაწილი, რომლის მოშორებაც სულის საკუთარი სხეულიდან გამოსვლას უდრის. ოდესღაც ახალგაზრდობაში ზუსტად იგივე აზრები აწუხებდა ეგნატე კოპალიანს, რაც მის შვილს, თუმცა როცა ფეხი ხალხთა ცხოვრებას აუბა, გახდა ერთ-ერთი მათგანი. აღარც ის ახალგაზრდობა და აღარცერთი აზრი არ შემორჩა. ამ წამში მიხვდა, რომ ოსე უფრო მეტად ძლიერი იყო, ვიდრე მისი ახალგაზრდული ვერსია. იმდენად ძლიერი, რომ არც ხალხი, არც წესი და არც ასეთი ცხოვრების სტილი ვერ აიძულებდა საკუთარ თავზე უარის თქმას. ფატიმა კოპალიანის გული მეტს ვეღარ უძლებს და კაბინეტის კარს ტირილით აღებს, განრისხებულ და სასოწარკვეთილ მამა-შვილს შორის დგება და ორივეს გულზე ადებს ხელს, ერთმანეთს აშორებს. წარბიც კი არ შეუხრია ოსეს, დარწმუნებული იყო რომ მამამისის წლების წინანდელი მე სადღაც მისით ამაყობდა. -თუ ღმერთი გწამს რით ვერ გაიგე, რომ სხვანაირია! არ გვგავს ეგნატე.. არც შენ და არც მე არ გვგავს!- გულხელდაკრეფილი ჩამოეფხატა ქმარს პერანგზე და ცრემლიანი თვალებით შეხედა. ხმა არ ამოუღია ოსეს, ჩუმად იდგა და სათქმელისთვის თავის მოყრას ცდილობდა. არ ეთანხმებოდა კოპალიანი მეუღლეს. ახლა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი შვილი რაღაცაში ძალიან ჰგავდა მას. -თავს გაუფრთხილდით დედა, მამა. ჰო, ამაზე საუბარი ვერ მოვასწარით, ირაიდას უფლება მიეცით ისწავლოს ის, რაც მას უნდა.- ყველაფრის მიუხედავად ბოლოს მაინც ეს თქვა და კაბინეტი დატოვა. ფოიეში გასულმა ახლოს მდგარი და შენიშნა. -დედას უნდა, რომ ფარმაცევტი იყო, ჰგონია რომ მარტივი ქალის საქმეა და შეძლებ. არასდროს არავის მოუსმინო რა გინდა, დაჯექი და ერთ წამში შეიძლება ისე გადაწყვიტო საკუთარი ბედი, რომ საბოლოოდ ყველაზე სასურველამდე მიაღწიო. მე ვიცი, რომ ქორეოგრაფია შენი ოცნებაა. ადექი და გააკეთე ყველაფერი რომ ის გახდე, რაც გინდა რომ იყო. ნუ დაიჯერებ, რომ ქალისთვის მუდმივი ხელ-ფეხის ქნევა ნიჭსა და ძალისხმევას არ საჭიროებს. ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის, მჯერა ერთ დღეს საკუთარი ანსამბლი გექნება. შენით ვამაყობ იდა, არასდროს იჩქარო, დრო ყველა იმ მდგომარეობას მოგიტანს, რაც შენს პიროვნებას სჭირდება, თუ კი უბრალოდ შენი სულის ძახილს აჰყვები და როგორც ცეკვავ ხოლმე, შენს ნაბიჯებსაც ცხოვრების რითმს ააყოლებ.- გაუღიმა და შუბლზე აკოცა დას. -კი მაგრამ ძმაო, შენ სად მიდიხარ?- თვალები აუცრემლიანდა, პირველად იგრძნო რომ ვიღაცამ მხარი დაუჭირა მიზნის მისაღწევად. უდიდესი ძალა იგრძნო ძმის სახით და ამ მომენტიდან დარწმუნდა რომ საკუთარ საქმეს ხვალვე შეუდგებოდა. და მაინც რამდენს ნიშნავს ადამიანის ერთი სიტყვა, მითუმეტეს, თუ ამას ოჯახისწევრი გეუბნება. -ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები, ხომ იცი როგორც მჩვევია.- გაუღიმა დას და თავისი ჩანთის ასაღებად ოთახში შევიდა. -შენი ბრალია!- სევდიანი ხმით ამოთქვა ფატიმამ და ქმარი დაადანაშაულა, თუმცა რეალურად უბრალოდ ბრაზისგან და სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ეთქვა, ვისთვის დაებრალებინა ის ფაქტი რომ მისი შვილი ახლა სახლიდან მიდიოდა. ზურგზე ჩანთით, ერთხელ შეანათა ფოიეს კუთხეში მდგარ თინათეს უცნაური მზერა და მისში ამოიკითხა, რომ მოსმენილისგან სად წასულიყო ვერ ხვდებოდა. -ოსე შვილო, გეხვეწები მოდი დაჯექი, დავილაპარაკოთ.. ნურსად ნუ წახვალ, უკვე ღამდება, ეს ხომ შენი სახლია, ამაზე კარგად სხვაგან თავს ვერ იგრძნობ.- ეხვეწებოდა ქალი მიმავალ შვილს და თან გულიც ეწურებოდა. -არასდროს გაწყენინებ, ნურც ახლა მიწყენ, მაგრამ რეალობა ესაა. ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, ამ სახლის გარდა.- კიდევ ერთი სიმართლე თქვა დღეს, თუმცა ამჯერად დედას უთხრა. რა საშინელი მოსასმენია მშობლისთვის ეს სიტყვები. ალბათ საზარელ სიზმარს ჰგავს, თუმცა ტყუილს და თვალთმაქცობას, ზუსტად ერთი ასეთი მწარე სიმართლე სჯობია. -თავს მიხედე, მამას და იდას. ამ გოგოს კიდე გზა მიეცით და სახლში დააბრუნეთ. შენ გაბარებ ამ საქმეს.- დედას შუბლზე აკოცა და ცრემლიან თვალებში შეხედა. -ნუ ინერვიულებ, დავბრუნდები, ოღონდ ჯერ არა.- ცოტა არ იყოს გაბრაზდა თინათე, სხვას მიაბარა, თითქოს თავიდან აიცილა იგი და ყველაფრისგან თავის დაღწევას ეცადა. გააბრაზა მისმა უეცარმა უპასუხისმგებლობამ. აქედან ისე მიდიოდა, ერთი სიმართლეც კი არ უთქვამს მისთვის მომხდარზე. აუცილებლად მას უნდა აეხსნა ყველაფერი, რადგან ყველაფრის თავში ის იდგა. -შეხვედრამდე!- ისე გაუღიმა ოჯახისწევრებს, თითქოს რამე კარგი მიზეზით ტოვებდა სახლს. კიბეებს ჩაუყვა და ცხენზე ამხედრებული გაუყვა გზას. ფატიმა კი დაჯდა აივანის ცივ იატაკზე და გლოვას მოჰყვა. იმიტომ რომ მისთვის სახლი დაცარიელდა. ამ წამისთვის სახლში შესაბრუნებლად თითქოს ერთი მიზეზიც კი არ მოეძებნებოდა გონებაში. რა აჩერებდა ამ სახლში? ახლა ხომ ყოველი დღე მისთვის კოშმარის ტოლფასი იქნებოდა, ვერცერთ ღამეს ვეღარ მოხუჭავდა თვალს იმის ფიქრში, თუ სად დაიძინებდა მისი შვილი ან რას შეჭამდა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ამის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა. არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ შვილი სახლთან დაეკავშირებინა. იჯდა გულხელდაკრეფილი და წყევლიდა ამ დღეს, რომ საერთოდ გაუთენდა. ერთ ადგილას განუწყვეტლივ ირწეოდა და ძალიან ჩუმად, ისე რომ მხოლოდ ახლოდან გაიგებდი, თავისთვის ღიღინებდა. ვიღაც იფიქრებდა, რომ გაგიჟდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს სხეულის ერთი ნაწილი მოაჭრეს, ხორცი მოგლიჯეს და ხელებიდან გამოაცალეს. ოცდაერთი წლის იყო ოსე, პირველად რომ ერთი წლის განმავლობაში სახლიდან წავიდა და უკან არ დაბრუნდა. ახლა კი უკვე მეორე შემთხვევა იყო მისი წასვლის და ფატიმაც დარმწუნებული იყო, რომ იგი სერიოზული მიზეზის გარეშე უკან არ დაბრუნდებოდა. თავისი სახელი და ნამუსი გაეხსენებინა მისთვის? იქნებ ამით დაბრუნებულიყო, იქნებ დაუმთავრებელი საქმე დააბრუნებდა უკან? ფიქრობდა და მაინც ხელს ვერ აქანებდა. საქმე საქმეზე როცა მიდგა, ოჯახის ერთიანობამ სულ დაავიწყა ხალხის აზრი და რეპუტაციაც. ერთი სიტყვით, ოსეს წასვლა მთელი ოჯახისთვის გამოფხიზლების ტოლფასი აღმოჩნდა, ღრმა ძილის შემდგომ. ბიჭი ქალაქის შესასვლელს გასცილებოდა, ტყისკენ გადასული მათე ხერგიანს და კიდევ ერთი მხედარს რომ გადაეყარა გზად. ამაყად გაუსწორდნენ ერთმანეთს, ოსე სახიდან მწარე ღიმილს არ იშორებდა. -უკვე მოასწრო მამაშენმა შენი სახლიდან გამოგდება? მეგონა ცოტა ხნით გაგაჩერებდა.- წაკბინა კოპალიანს. -გაგიკვირდება თუ არ იცი, მე ყველგან ყოველთვის ჩემი ნებით დავდივარ. რაო, ბაბუამ ვერ გიცნო სახლში მისული, არა? პირი ალბათ ძლივს გააღე, ოსემ მცემაო.- მათეს ისევ ეტყობოდა სახეზე დარტყმების კვალი. ახლა სულ გაცოფდა, ასეთი გაგულისებული ოსეს დანახვაზე. ვასილს როგორც კი დაენახა ნაცემი, იმანაც არ მოითმინა და ეგნატეს ყველაფერი მოუყვა, შენმა შვილმა ასე მოიქცა და დაგიმალაო. თითქოს სამაგიერო გადაუხადა შვილიშვილის სცემისთვის, თუმცა რეალურად, ოსემ ისედაც კარგად იცოდა, ვასილი ენას პირში რომ არ გააჩერებდა. -როგორც სჩანს, ისევ მშვენიერ ხასიათზე იმყოფები. ისევ ისე დიდგულობ.- ყური არ ათხოვა ოსეს საუბარს. -რამეს მთავაზობ? თუ გინდა კიდევ ერთხელ გავსწორდეთ, იმ დღეს ალბათ დაგაკელი.- გაუცინა ბიჭმა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა მათესთვის, ცხენიდან ჩამოხტა და ოსეს ჩააფრინდა. ერთი-მეორეს მოხვდა, ბოლოს საყელოში ჩაავლო ხელი ოსემ. -გაფრთხილება არ იკმარე და სხვის ოჯახში ჩამოსულ ქალს თვალი დაადგი, შე ნაბი*****!- ბრაზისგან დაიყვირა და მთელი ძალით ისროლა მეორე მხარეს ხერგიანი. მეორე თანმხლებმა კი დრო იხელთა და ჩხუბი დაუწყო, ისიც ძლიერი აღმოჩნდა. კოპალიანების ოჯახში თავს ვეღარაფრით იჩერებდა თინათე, აქ პასუხებისთვის ჩამოვიდა და მიიღებდა კიდეც. დაავლო ხელი მოსასხამს და სახლიდან წავიდა. გარეთ გასულმა ცივ იატაკზე მჯდარი ფატიმა შენიშნა, გიჟს ჰგავდა და ახლა უფრო ხმამაღლა ღიღინებდა. -არ ინერვიულოთ.- მხარზე ხელი დაადო ქალს, რომელსაც საერთოდ არ შეუხედავს მისთვის, მიწაზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და ფიქრებით აქეთ არ იყო. ერთხელ გახედა ცხენით მიმავალ თინათეს და მზერა ისევ გაუშტერდა. წამიერად გაიფიქრა, იქნებ ამ გოგოს დაებრუნებინა ოსე გზიდან? წინაზე ხომ ზუსტად ის იყო ერთადერთი, ვინც შეძლო და შვილი მოუბრუნა. აქამდე რომ ვერავინ დაიმორჩილა, ზუსტად ის შვილი. რაღაც ძალიან მცირე იმედმა გაუელვა გულში. -ხომ გითხარი, შენი საქციელისთვის პასუხს გაგებინებ მეთქი!- ძირს გართხმულმა მათემ ერთხელ დაიყვირა და საქამრიდან ამოღებული დატენილი იარაღი მეგობრის საყელოზე ჩავლებულ ოსეს ესროლა. გააზანზარა არემარე ტყვიის ხმამ. მხარში მოხვდა და აუტანელი ტკივილი იგრძნო ოსემ. მათეს დაუდევარი საქციელისგან გაკვირვებულმა მხედარმა დაჭრილ ბიჭს ხელი შეუშვა და შეშინებული შეჯდა ცხენზე, თან ხერგიანიც გაიყოლა. -ოსე დაჭრეს!- დაიყვირა მეზობლის ქალმა და ეს ხმა კოპალიანების ეზომდეც ავიდა. ტყვიის ხმამ წამიერად გააშეშა, მერე კი უფრო დააჩქარა თინათე, რომელიც ქალაქის გასასვლელთან უკვე მისულიყო და ხეობას ამოფარებულ ოსეს ხედავდა, რომელიც ცხენზე ცდილობდა მოთავსებას. ტყვიის ხმა იყო და ფეხზე წამოვარდა ფატიმა კოპალიანი, რომელმაც ნაბიჯიც კი ვერ გადადგა, იმდენად შეძრა ამ ხმამ. შვილი დაუჭრეს და სხეული აუკანკალდა, ყველა უჯრედი ისე ეტკინა, როგორც არასდროს. ახლა ესმოდა მერი კოპალიანის, რომელსაც შვილი მოუკლეს. რა ეფიქრა, გაქცეულიყო და ენახა მისი ვაჟი? იქნებ მკვდარი დახვედროდა. ტყეს და ღრეს გადაურჩა ეს ბიჭი, ვერცერთმა ვერაფერი დააკლო, ბოლოს კი მაინც ადამიანის უგულობამ იმსხვერპლა. რა სასაცილოა ხანდახან სიმართლე, ცხრა მთას გადაივლი, ას მტაცებელს გადაახტები, ხუთ მდინარეს და ორას ნაკადულს ისე, მოსატეხად ფეხიც არ გაგისრიალდება. გზის დასასრულს კი მაინც ისევ ადამიანი მოგკლავს. არც მგელი, არც დათვი და არცერთი. უფრო რაღაც სხვამ შეიძლება გიმსხვერპლოს, მხოლოდ გონებრივად ამოუხსნელმა ადამიანმა. ტყვიის ხმა იყო და ფატიმას გაურკვეველი და ჩუმი ღიღინი ახლა უეცარ სიმღერად გადაიქცა. -ნანა, კოშკზე არწივები სხედან, ყივიან და ბანს აძლევენ მთანი, არ შეშინდე.. გენაცვალოს დედა, ნანი, ნანი, ნანაილა ნანი..- ემოციებისგან ვერც კი ხვდებოდა, რომ ახლა ხელები თავის კაბაზე ჩაევლო, ერთ ადგილზე გაყინულივით უძრავად იდგა და ხმამაღლა მღეროდა. -გარეთ ცივა, ქარიშხალი გმინავს. ელვამ დასწვა ქედებს ოქროს თმანი.. დაიძინე ვარსკვლავებსაც სძინავთ, ნანი, ნანი ნანაილა ნანი..- უსასრულობაში გაესწორებინა მზერა და ტანით თრთოდა, ხმა უკანკალებდა და მაინც მღეროდა. ქალის ეს გულიანი ამოტირება ქარს ეტანებოდა და მთებში დაქვითინებდა. -დედა რა მოხდა?!- გამოვარდა ირაიდა ტირილით, დედას ხელებში შეაფრინდა მაგრამ ქალს საერთოდ არ ესმოდა მისი. მუხლად ჩაიკეცა და გოგოს შეხედა ანერვიულებულ თვალებში. -შენც ივარგებ, შემოგევლოს დედა, გამეზრდები უშიშარი სვანი..- სიმღერა ქვითინით დააბოლავა, ზუსტად ის ნანა, რასაც ოსეს უმღეროდა ძილის წინ. რითაც ზრდიდა და აძინებდა ზუსტად ის აემღერა ამ გამოუვალ მომენტში. -ყოჩაღ! ყველაფერს თავი დააღწიე, პასუხებს თავი აარიდე და ახლა გარბიხარ!- დაუყვირა თინათემ დაჭრილ ბიჭს და ცხენზე დაჯდომა არ აცალა. თვითონ წინ დაუდგა და ერთხელ აღელვებით შეათვალიერა მისი მხარი, რომლისგანაც სისხლი დაუღალავად სდიოდა. -თავს უშველე და აქედან წადი.- დაღლილი, მოგუდული ხმით უთხრა ბიჭმა და ფული გაუწოდა თინათეს. -არაფერში მჭირდება ფული! მე პასუხებისთვის ვარ აქ. მართალია რომ კაკი ვიღაცას მიაბარე? რაში დაგჭირდა მაგ უბედური ბიჭის სიცოცხლე?!- არ ეშვებოდა ქალი. -რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ აღარ ჩაერიო! წადი აქედან და დაბრუნდი შენს სახლში, დაივიწყე ეს მხარე, ისე იცხოვრე თითქოს აქ არასდროს ყოფილხარ. თუ საჭირო გახდება ყველაფერი დათმე რომ კაკის ასავალ-დასავალზე კითხვები გაუქრო შენს ოჯახს, რომ შენი და მშვიდად აცხოვრო. აქ მოსვლის პირველივე წამიდან კითხვებზე პასუხებს ითხოვ. აქედან წასვლა ხომ ასე გინდა, რაღას უდგახარ, შანსი გაქვს და გაიქეცი აქედან!- იმდენი რამ მოხდა, ბრაზისგან თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა. გააჟრჟოლა გოგოს, ბიჭის დაღლილ და განადგურებულ სახეს უყურებდა. თვალებში კიდევ ერთხელ შეხედა და მიხვდა, რომ ეს ბიჭი დაკარგული იყო. შველას ითხოვდა და ღმერთმა იცის, აქედან წასვლის შემდეგ რანაირი დაბრუნდებოდა უკან. წამიერად ააღელვა მისმა მომავალმა, გრძნობდა ბიჭის ალალ და გულწრფელ პიროვნებას, რომელიც არ იმსახურებდა ასე მოქცევას. -ერთადერთ რამეს გეტყვი. შენი სიძე მკვლელია! ასე რომ დაბრუნდი ხევსურეთში და ეცადე შენმა დამ მისი შვილი უსაფრთხოდ, ხერგიანებისგან შორს გაზარდოს.- ყურებს ვერ დაუჯერა, ვერც მოსმენილს. სახლში ამ დრომდე მკვლელი ჰყავდათ გადამალული. ხომ გრძნობდა კაკის ავბედიანობას, მაგრამ რას იფიქრებდა, რომ მის დას მკვლელი შეუყვარდებოდა. დაფიქრდა და წარმოდგენაც კი არ უნდოდა, როგორ ეტყოდა ამ ყველაფერს თათულის. ხომ გაანადგურებდა ეს ამბავი? როგორ აეხსნა, რომ მუცლით მკვლელის შვილს ატარებდა. ბავშვსაც ავნებდა და მის თავსაც. ახლა გაიგო რატომაც ამოაკითხეს ბენდელიანს, რისთვისაც წამოიყვანეს ამ მხარეში. მოუწევდა დაემალა მისი ოჯახისთვის ეს ყველაფერი, იქამდე სანამ საჭიროება მოითხოვდა. ახლა, როცა მის წინ დაჭრილი ბიჭი აქედან წასვლას ლამობდა, რატომღაც სულაც აღარ ეჩვენებოდა ძლიერი. განსხვავებაც ეს იყო, სანამ ყველა ფიქრობდა რომ ოსე არასდროს იღლებოდა, თინათე მაინც ამჩნევდა ამას. სულ რამდენიმე დღე უყურა ამ ბიჭის სახეს და თითქოს უთანაგრძნო კიდეც. -როგორ..- ამოიჩურჩულა და გაოგნებული სახე მიაპყრო ბიჭს. -აქედან უნდა წახვიდე, ყველაფერი დაივიწყო და ცხოვრება განაგრძო. ვინ იცის, იქნებ ოდესმე სადმე კიდევ გადაგეყარო, შატილის ასულო.- ოდნავ ისე ჩაიღიმა, მას რომ სჩვევია, ამოუხსნელად და გოგოს ზურგი აქცია. ცივმა სიომ დაუბერა და თითქოს გამოაფხიზლა თინათე. თმა ჩამოშლოდა, ტუჩები გამომშრალი ჰქონდა და ერთ ადგილს მიწებებულიყო. -ასე თუ წახვალ სისხლისგან დაიცლები და სიკვდილი არ აგცდება.- თითქოს საბოლოოდ გააფრთხილა ბიჭი. -ჰოდა ასეთი ყოფილა ჩემი ბედიც.- -სისულელეებს მოეშვი, არ გავხარ იმ ბიჭს ბედის რომ სჯერა.- -საერთოდ არ მიცნობ.- ისევ შემოუბრუნდა გოგოს და ამჯერად მზერით გააქვავა. კიდევ ერთხელ ეუცნაურა თინათე. ლამაზი იყო, შეუპოვარი და ურჩი. ბიჭს ამჯერად ფერი დაკარგვოდა, აშკარად ცუდად გრძნობდა თავს და თუ წავიდოდა სადმე გაითიშებოდა ან კი სულაც გადაიჩეხებოდა. შეამჩნია თინათემ და იგრძნო, რომ სასიკვდილოდ ადამიანი არ უნდა გაეწირა. -ასე უაზროდ დატოვებ ყველაფერს და მოკვდები? რა დიდი სისულელეა ასეთი დასასრული.- -იქნებ სულაც ამის შემდეგ დაიწყოს უფრო საინტერესო და რამე აზრიანი, ვიდრე მთელი ცხოვრება გზააბნეულივით ხეტიალი სახლ-კარის გარეშე.- -სახლი და ოჯახი აქ გაქვს, გელოდებიან. შინ უნდა დაბრუნდე ოსე.- თუ არ ცდებოდა პირველად მიმართა სახელით და გულში თავისთვის გაეღიმა ქალის დაბნეულ სახეზე და აკანკალებულ ხმაზე. ხელებზე შეხედა, ნერვიულობისგან სად წაეღო არ იცოდა. მერე თვალებს, რომლებიც რაღაცას ეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა რას. -საკმარისად გაგეცი პასუხი შენს კითხვებზე, ახლა ხომ იცი რაც უნდა გააკეთო. აქედან რომ უნდა წახვიდე, ცხოვრება განაგრძო.. რატომ დგახარ ახლა ჩემს წინ და ელოდები რომ უკან გავბრუნდები? შენთვის რა აზრი აქვს სისხლისგან დავიცლები თუ რამე დამგლეჯს? - ისეთი კითხვები დაუსვა, საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა გოგო. ამაზე დიდხანს რომც ეფიქრა ვერ უპასუხებდა. მხოლოდ ერთი ინსტიქტი კარნახობდა, რომ არცერთი ადამიანი არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს, ამ მდგომარეობაში. -თუ ასე წახვალ, დაიღუპები. თავს მთელი ცხოვრება დამნაშავედ ვიგრძნობ იმის გამო, რომ არ დაგეხმარე.- გულწრფელად თქვა თინათემ და თვალი ისევ შეავლო ბიჭს. -ახლა რომ უსიტყვოდ წავიდე და თავში ის აზრი ჩაიდო, რომ ცოცხალი ვიქნები მაინც შეგაწუხებს სინდისი?- ცოტათი ახლოს მიიწია გოგოსკენ. -და მე საიდან მეცოდინება შენ ცოცხალი იქნები თუ მკვდარი? ეს უფრო უარესია, გაუკრვევლობაში ცხოვრობდე და შენივე შექმნილი ილუზიის გჯეროდეს.- ოსეს მოახლოებაზე ცოტათი აღელდა კიდეც. -წლების მერე თუ გაგაგებინებ, რომ ცოცხალი ვარ, მაინც ისურვებ ჩემს ისევ ნახვას? დასანახადაც ხომ ვერ მიტან.- კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ფიცხელაურისკენ და სულ ააღელვა თინათე. გონს მოეგო, ამ სიტუაციას არ უნდა აჰყოლოდა. გაუაზრებლად მოიხსნა ყელიდან ხევსურული ორნამენტებით გაწყობილი კაშნე და ბიჭს მიუახლოვდა. კიდევ უფრო გააოცა საქციელით ოსე. დაჭრილ მხარზე ფრთხილად შემოახვია და ეცადა მისთვის თვალებში არ შეეხედა, თორემ ადგილზე გაქვავდებოდა. ახლოს იდგა ქალი მის წინ, ოსე კი უყურებდა მის გაფითრებულ და ნერვიულობისგან შეწუხებულ სახეს. ეტყობოდა, თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა. უკვირდა კიდეც, ამდენი გამბედაობა რომ მოიკრიბა და ამ თავნება ბიჭის დახმარება მაინც სცადა. რომელი ძალა ეხმარებოდა ასე, რომ ამის გაკეთება დააპირა?! "ღმერთო, რას მაკეთებინებ!" წამიერად გაიფიქრა გონებაში ქალმა და იგრძნო როგორ აუწვა სახე დაჭრილი ბიჭის მზერამ. არ შეხედავდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამას ვერ გააკეთებდა. გადაუწყვიტა საკუთარ თავს. ქალაქის შესასვლელთან მანქანა გაჩერდა. ისეთ ადგილას, ოსე და თინათე ხეებს ამოფარებულიც თავისუფლად რომ დაინახავდნენ. -გამარჯობა, კოპალიანების სახლი საით არის?- გაისმა ხმა და თინათეს მზერაც მანქანისკენ გაეპარა. ეცნო ხმა და ხელიც კაშნეზე შეუჩერდა, როცა მიხვდა რომ მანქანა მამამისის, დავით ფიცხელაურის იყო. მოაგნეს! ბოლო წვეთი იყო მისთვის, ამას არ ელოდა. ახლა, როცა გასაგები გაიგო და აქედან წასვლას აპირებდა, ქალაქში მამამ ამოაკითხა, რომელსაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ ქალიშვილი გაუთხოვდა. რა ექნა დავითს, არც მისი სიძე ჩანდა და არც ქალიშვილი. ცუდად გაუხდა ფეხმძიმე თათული, ქმარზე და დაზე უნერვიულია და აქამდე შვილის ძებნაც ამიტომ გაეწელა. ჯერ იფიქრა პოლიციისთვის შეეტყობინებინა ამბავი, მაგრამ მერე რა სირცხვილი იქნებოდა, თუ ამბავი ისე იქნებოდა, რომ თინათე მართლაც სიყვარულით იქნებოდა გაპარული სახლიდან. რას იფიქრებდა ხალხი, დააჭერინებდა მის მომავალ სიძეს და საქვეყნოდ თავი მოეჭრებოდა! ამიტომაც შეჩერდა. ახლა კი მანქანის საქარე მინა ჩამოეწია და ვიღაც მოხუც დედაკაცს ეკითხებოდა კოპალიანების საცხოვრებელზე, რომელიც მაღლიდან ურიკით ჩამოსულიყო. -ეგნატეს მძახალი ხარ? ოო, დიდებული გოგო გაგიზრდია კოპალიანებისთვის, მათ რძალს რომ შეეფერება, ზუსტად ისეთია!- გაუცინა ქალმა წარბშეკრულ კაცს. საბოლოოდ დარწმუნდა ფიცხელაური, რომ შვილი მართლა გაუთხოვდა. თანაც სად? სვანეთში! -სულ პირდაპირ უნდა იარო, ამ ქალაქში ყველაზე დიდი სახლი მაგათ აქვთ, რომ მიხვალ მაშინვე მიხვდები საკოპალიანოს.- ქალმა დააკვალიანა და მაგასთან ერთად გოგოც შეუქო. ასე იყო, იცნობდნენ არ იცნობდნენ გაგონილის სჯეროდათ, ერთს უთქვამს დიდებული გოგოაო და ამ ქალსაც ბრმად სწამდა მოსმენილის. ეგონა გაახარებდა კაცს კომპლიმენტით, თუმცა სანაცვლოდ მხოლოდ მადლობა მიიღო. -მამაჩემია!- დაბნეული წამოიყვირა გოგომ და ბიჭს ახედა. -ჰოდა უკეთესი, რამე მოიფიქრე, ან მოიტყუე და უკან გაჰყევი სახლში.- დააკვალიანა ბიჭმა. -ხუმრობ? გგონია მამაჩემი ისეთი სულელია რომ მარტივ ტყუილს დაიჯერებს?! რამდენიმე დღეა რაც სახლში ქალიშვილი არ ჰყავს და გგონია ადვილად შეელევა ამ ამბავს? ბოლოს და ბოლოს ის ჰგონია, რომ გოგო გაუთხოვდა!- ვერც კი ხვდებოდა რამდენად ახლოს იდგა ოსესთან. -თუ ჭკვიანურ ტყუილს მოიფიქრებ, ყველაფერს დააჯერებ!- -ცდილობ თავი დააღწიო ხომ ამ ვითარებას?!- -აქ მე აღარაფერი მესაქმება! დავასრულე ჩემი გამოსვლა, მორჩა!- გადაჭრა ბიჭმა ხმამაღალი სიტყვებით. გული მოეწურა ქალს, მარტო ვერაფერს ვერ მოიფიქრებდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მომხდარა, მამა ყოველთვის იმედგაცრუებული იქნებოდა მისით, იფიქრებდა რომ თავზე ლაფი დაასხა. არა და, მას ხომ ყველაზე მეტად ენდობოდა, უფრთხილდებოდა.. სანაცვლოდ კი იმედგაცრუებას და ტყუილებს მიიღებდა! როგორ მოქცეულიყო?! -აუცილებლად მოუნდება შენი ნახვა, პირადად შენთან ექნება საქმე ოსე! ვიცნობ და ვიცი, აქედან ისე არ წავა სანამ არ გნახავს. ახლა კი წამოდი და საქმე ისე დაამთავრე როგორც დაიწყე!- დაუყვირა ქალმა და ჯიქურ შეხედა თვალებში. -შენ გამომედევნე უკან, ზუსტად შენ დაიწყე ეს ამბავი. ვერავინ ვერაფერს იფიქრებდა, სახლში რომ დარჩენილიყავი! აქაც კი არ ჩერდები ერთ ადგილას, ახლაც უკან მედევნები, რა გინდა, მართლა ჩემს სატანჯველად გამოგაგზავნა ღმერთმა?!- ბოლო სიტყვებმა ისე გაიჟღერა, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებაო. -შენ უკეთ იცი ყველაფერი, ისიც იცი როგორ უნდა აუხსნა სიტუაცია, მარტივად გამოძვრები, ეტყვი რომ არაფერი ხდება. ბოლოს და ბოლოს, მას ის ჰგონია, რომ შენი ვარ!- დაუფიქრებლად წამოისროლა ბოლო წინადადება, ბიჭის უცნაური სახის გამომეტყველების დანახვისას იგრძნო, რომ არც უნდა ეთქვა. მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ აქამდე ისევ იმ კაშნეზე იყო ცალი ხელით ჩაფრენილი, რომელიც ბიჭს მხარზე მოახვია. ხელი ფრთხილად აიღო და მზერაც მოაცილა. ძალიან შერცხვა. -მერე და ასეა? ჩემი ხარ?- ადგილზე გაიყინა, მზერაც გაეყინა და სიტყვას ვერ ძრავდა, ყელში გაუჩერდა ამ მოულოდნელი კითხვის გამო. რას ეკითხებოდა? წამით ორივე დაფიქრდა და მიხვდა რა აუხსნელი მდგომარეობა იყო მათ შორის ჩამოვარდნილი. ამ კითხვით ორ აზრამდე მიდიოდა თინათე. ეს იმიტომ წამოროშა ამ ბიჭმა, რომ ხაზი ზუსტად მათ არარსებულ ურთიერთობაზე გაესვა, მეორე მხრივ კი შეიძლებაც გონზე ვეღარ იყო და მხოლოდ ამიტომ წამოიძახა. ხელი ჰაერში გაუშეშდა ქალს, უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა. მოულოდნელად იგრძნო ცივი თითების შეხება თეთრ მაჯაზე, იასამნისფერი ვენები რომ ეტყობოდა და თითქოს დენმა დაარტყა. "არა და არა! ასე არ უნდა აბნევდეს ეს ბიჭი, ან კიდევ მისი უეცარი შეხება!" გაიფიქრა თუმცა თითიც კი ვერ გაანძრია მის შესაჩერებლად. თვალებში ჩააშტერდა ბიჭი, ცდილობდა რაღაც წაეკითხა მათში. თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა ამ მზერაში, ისეთ გიჟურს, როგორიც მას სჩვევია. -წუთების წინ შეგეძლო გადაგეწყვიტა და მეტჯერ აღარასდროს დაგენახე. ახლა ისევ შველას მთხოვ, თითქოს რამე შემეძლოს. არ გაწყობს იქ მარტო ახსნა-განმარტება, არც აქედან ჩემი ასე წასვლა, მერე მთელი ცხოვრება სინდისმა რომ არ შეგაწუხოს. წამოვალ, თუ ასეა. ვნახოთ, როგორ გადავარწმუნებ მამაშენს იმ ამბავს, რომ მისი ქალიშვილი მე ცოლად არ წამიყვანია. ან კიდევ ვინ იცის, იქ მისული თავში რა გადამიტრიალდება და რას მოვიმოქმედებ!- თვალი მოაცილა გოგოს, რომელიც მოსალოდნელისგან უკვე საგრძნობლად შეშინებულიყო. ქალს მაჯაში საღი ხელი ისევ ჩაავლო და კოპალიანებისკენ გააქროლა ცხენით. სიგიჟე იყო, რადგან ცხოვრებაში მეორედ მოაბრუნა ვიღაცამ გზიდან და სასაცილოც ის იყო, რომ ეს მხოლოდ ამ გოგომ მოახერხა. გული უცნაურად, რაღაც სხვანაირად უცემდა ფიცხელაურს, აზრზე ვერ მოვიდა ისე ამოყო თავი ბიჭის გვერდით, ცხენზე. ვინ რა იცის, თუ აპირებს ეს ღამე მათთვის უფიქროდ გათენებას. ან კი საერთოდ ვის უნდა ჰკითხო ადამიანმა, მოსალოდნელ გატეხილ ღამეებზე. 7 ადამიანი ხარ და ხანდახან ისე ძალიან მოგაბეზრებს შენი ერთფეროვანი ცხოვრება თავს, რომ სხვის სამყაროსაც გაჰკრავ ხელს და შეეხები. ერთ-ორ დაუფიქრებელ სიტყვასაც წამოისვრი სხვის ცხოვრებაზე, რადგან ასეთი ხარ.. ასეთები ვართ. როცა ადამიანების ცხოვრებათა რითმს ააყოლებ ნაბიჯებს, ყველა ის ხელოვნურად შექმნილი და აწყობილი სისტემა, რომელიც ცხოვრებას ეკუთვნის შენთვის დაშვებული და ნორმალური ხდება, ისევე როგორც დანარჩენი უამრავი ადამიანისთვის. ხანდახან ძალიან ღრმად ვფიქრობ ამაზე და მერე მიჩნდება კითხვა: ვინ დააწესა რომ ისე ცხოვრება როგორადაც უმრავლესობა ცხოვრობს, აუცილებლად ნორმალურია? ვინ უწოდა ნებისმიერ ასეთ განზომილებას ნორმალური, ან თვითონ ეს სიტყვა საიდან გაჩნდა ადამიანთა ლექსიკონში? ყველა კუთხეს და ადგილს თავისი ნორმალურობის ურყევი ქვაკუთხედი ახასიათებს და საქართველოც ზუსტად ის ადგილია, სადაც ზოგიერთი ვერც კი აანალიზებს, რომ დღემდე, ზუსტად ამ ქვაკუთხედის მიხედვით ცხოვრობს. ვიღაცისთვის ნებისმიერი სახის განსხვავებულობა მიუღებელია და ვიღაცისთვის კი სულერთია, ვინ რას მოიმოქმედებს. თუ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობ, მაშინ შენთვის უცხო არ უნდა იყოს სიტუაცია, სადაც ვიღაცას ვიღაცის განსხვავებულობა გაუკვირდა, მერე კი წინააღმდეგობაც გაუწია ამას. საინტერესოა, ნუთუ იმდენად დაძველდა ზოგიერთი ადამიანის აზროვნება, რომ სიახლეს, სხვანაირ სტილს, ან უბრალოდ რაღაც ახალი სახის მეამბოხეობას ვერ უძლებს? ადამიანს ბავშვობისას აზრები გადასარჩევი ხილის მსგავსად ჩაულაგეს ტვინში. ზოგიერთი მწიფე და კარგი ხილი ისე ჩაუგდეს თავში, როგორც აზრი და უთხრეს რომ ეს მისაღები და კარგია. ზოგიერთ ხილს შესაძლოა ცუდი ფერი დაჰკრავდა, ან კიდევ შავი ლაქებიც ჰქონდა ზედ, მაგრამ მაინც ჩაუძახეს ბავშვის ტვინში და დააჯერეს რომ ისიც კარგია. ზოგჯერ სულაც არ იყო საჭირო აღსაზრდელისთვის ტვინი ეტკეპნათ და ესწავლებინათ, რა არის კარგი, ან ცუდი. ის უბრალოდ დაჯდებოდა უფროსებთან ერთად, რომელიმე ოჯახურ შეკრებაზე და მოისმენდა გაგონილს, ჭორს თუ მართალს სხვათა ცხოვრებაზე და ისე ისწავლიდა ამ თითოეულის განსჯასა და განხილვას, როგორც ამას სუფრაზე არხეინად შემომსხდარი ხალხი. ხალხი, რომელიც საკუთარმა დაღალა. ხალხი, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს და აგრძელებს, რასაც მათი წინაპრები აკეთებდნენ ოდესღაც. მესტიაში ერთ-ერთ რესტორანში უცხოელი გოგო ჩამოსულიყო და საზაფხულოდ დარჩენილი, უფრო დიდხანს მოუწია სტუმრობამ. რომ ჰკითხავდნენ, რა გქვიაო, ქეითიო გიპასუხებდა და დაგიყოლებდა ერთ-ორ ქართულ სიტყვას, გატეხილი ამერიკული აქცენტით. ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, ძალიან მოსწონებოდა საქართველო და სვანეთის მხარე, ამიტომაც გაუგრძელდა დარჩენა. მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაეტარებინა და როცა საქართველოს მოადგა, მიხვდა რომ აქედან წასვლა მარტივი არ იქნებოდა. მოსწონდა კულტურა, ტრადიციები, ბუნება, ქართული სული და ყველა ის დამახასიათებელი რამ, რასაც ჰქვია "ქართული." მოვიტყუებ, თუ ვიტყვი რომ ისიც იგივე სიმპათიას იღებდა უმრავლესობისგან. ბევრი დადებითად ექცეოდა, ბევრი კი ეჭვისთვალით, ნეგატიური მზერით გახედავდა ხოლმე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვერ გაეგო აქაური ხალხის გაოცება მისი გამოჩენის გამო, იფიქრა რომ მისში იყო პრობლემა, თუმცა მალევე აუხსნეს, რომ მისი პირსინგი, ბიჭივით შეჭრილი ვარდისფერი თმა და სხეულზე გამოსაჩენად დახატული ტატუები უმრავლესობას წინააღმდეგობის და ნეგატივის ერთ დიდ შეგრძნებებს უჩენდა. მთა იყო და მოგეხსენებათ, მსგავსი უცხო გარეგნობის ადამიანი მარტივად შესამჩნევი იყო ერთფეროვნებაზე შეჩვეული თვალისთვის. ადამიანი სულ სიმშვიდის ფერებში რომ აცხოვრო, ოდესმე აუცილებლად მობეზრდება და იქითკენ გაიხედავს, სადაც რაღაც ახალი ფერი ეგულება, რაც გააკვირვებს, შემდგომში კი ან მოაწონებს თავს, ან კი პირიქით, შეაშინებს. აქედან წასვლის დრო რომ დაუდგა, ვერ შეელია მის მცირე სამსახურეობრივ ცხვორებას, სვანეთს, აქაურ ხალხს და გადაწყვიტა რამოდენიმე თვე კიდევ გაჩერებულიყო. ვინ იცის, იქნებ სულაც იმ ბიჭისთვის გაჩერდა აქ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ადევნებდა თვალს და ქეითიც ფიქრობდა, რომ აქ თუ დარჩებოდა რაღაც აუცილებლად ელოდა. -ერთი გავარდნილი ვინმე იქნება, ჩვენებური არ არის და მაგათთან მოგეხსენება პირქვე დგომა და ყირაზე გადასვლა სულაც არაა გასაკვირი!- იტყოდა ერთი დიასახლისი და მეორეს დაელოდებოდა პასუხზე. -გადარია ამ ქალაქის ბიჭები, ისედაც თვალი ავსებული აქვთ და ახლა სულ დააბრმავა ყველა! ჩამოვიდა და ჩამოიტანა მისი უცხოური წესები, თმაც როგორ შეუღებავს? ქალს გრძელი თმა უნდა ამშვენებდეს და რომ შეხედავ უნდა იფიქრო რომ ქალია და არა კაცი!- სარეცხს გაფენდა ერთი და სულაც არ მიაქცევდა თავის ტალახით სავსე ფრჩხილებს, ისე დაილაპარაკებდა ვიღაცის ვარდისფერ თმაზე და მერე ოდნავ გაიკვირვებდა კიდეც. -კოპალიანებთან რომ ქალია ნახე?- -ვნახე, ვნახე. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე რძალია თუ არა.- -რაღაც მგონია მაქ სხვა ამბავი უნდა იყოს. ფატიმა ასე უცერემონიოდ არ ჩაატარებდა მისი შვილის გაბედნიერებას. არც სუფრის ამბები ისმის და არც გოგოს აკითხავენ მშობლები, ეგ რანაირი გათხოვებაა?- ეჭვით სავსე ხმა ჰქონდა ქალს, თან ირგვლივ ათვალიერებდა, ვინმე არ მისმენდესო. -მეც მასე ვფიქრობ, ცოტაც ვაცადოთ და ვნახავთ რაც იქნება.- სინამდვილეში ამ წუთისთვის ნამდვილად არ ყოფილა გადასარევი მდგომარეობა კოპალიანების ოჯახში. დავით ფიცხელაური მათ ეზოში ხმამაღალ საუბარს მოჰყვა და დაწვრილებით ახსნა რა გვარის, რა წარმომავლობის კაცი იყო. -ორი ქალიშვილი მყავს, ერთს სიყვარული ვერ დავუშალე და ვიღაც ამოსულს მივათხოვე, მეორე კი თქვენმა ვაჟმა მომტაცა. არცერთი წიწილასავით არ გამიზრდია, ასე დაუკითხავად რომ დავარიგო! ახლავე გამოვიდეს თქვენი ვაჟი და პირისპირ დამელაპარაკოს!- დაიჭექა მას შემდეგ, რაც ეგნატემ შეეპასუხა შენი გოგო არავის გაუტაცებიაო. -სახლში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ, ბატონო. განა ეს აქ ხმამაღლა სასაუბრო ამბავია?- მოთმინებით შესთავაზა ეგნატემ. ისედაც გული გახეთქვაზე ჰქონდა კაცს, როგორც კი გააცნობიერა, რომ ვაჟი სახლიდან წავიდა, მიხვდა, უკან დიდხანს არ დაბრუნდებოდა. იცოდა მისი ბიჭის ხასიათი, წყენას დიდხანს ვერ ივიწყებდა და რომც უკან დაბრუნებულიყო, ყოველთვის ემახსოვრებოდა ნათქვამი. არ იცოდა რა ეპასუხა კაცისთვის, სახლში არც ბიჭი ეგულებოდა და არც ის გოგო, ვის გამოც ამხელა ამბავი დატრიალდა. -მანამდე არ წავალ აქედან, სანამ თქვენს შვილს არ ვნახავ. ჩემს გოგოს კიდევ საჭირო დრო რომ მოვა, მაშინ გავუსწორებ თვალს, მსგავსი საქციელის გამო.- ეგნატეს ფეხად შეჰყვა სახლში, იმდენად გაბრაზებული იყო მამა, რომ თვალთახედვა დაებინდა, ვერც სახლს ამჩნევდა და ვერც ასავლელ კიბეს, ავტომატურად მოძრაობდა. -რაო ჩემმა გოგომ, სიყვარულით გამოვყევიო?- დივანზე დაჯდა და ანერვიულებულმა ამოილაპარაკა. ხმას არ იღებდა ფატიმა, დამუნჯდა როგორც კი შეიტყო, რომ ოსე დაუჭრეს. სამზარეულოში ერთ ადგილს მიწებებულიყო და ფანჯარაში ელოდებოდა შვილის გამოჩენას. -არა, გული მიგრძნობდა ამ გოგოს აქ გაჩერება კარგს არაფერს მოიტანდა. ახლა რა უნდა ვქნათ, ხომ არ ჰგონიათ, ამდენი უბედურების შემდეგ სახლში დავისვამ რძლად? ვის უნდა გაუწიოს ცოლობა, მკვლელი სიძის მონათესავეს? თუ ბიჭს, რომელიც დღეებით იკარგება ხან სად და ხან სად. გამორიცხული ამბავია, მამამისს მართლა ჰგონია ჩვენთან რამე აკავშირებს მაგ გოგოს, იმიტომ რომ არაფერიც არ იცის, თორემ აქ ერთი წამითაც არ გააჩერებდა და არ მოითმენდა მის არ ყოფნას.- -რა დროს რძალზე ფიქრია დედა! ყველაფერი თავზე გვენგრევა, ოსე არასდროს დაუშვებს მსგავს რამეს, უკვე წლებია მარტოა. არავის გაიკარებს ვინც მარგოს ოდნავ მაინც ეხება.- ნერვიულობისგან თითებს იკვნეტდა ირაიდა და თან მისაღებში მსხდომი კაცების საუბარს უგდებდა ყურს. -ვფიქრობ ამაზე თქვენს ქალიშვილს უნდა გაესაუბროთ, ჩემი ვაჟი არ ვიცი როდის დაბრუნდება, შეიძლება არც დაბრუნდეს..- ამის გაგონებაზე ფატიმას კიდევ ერთხელ ჩაწყდა გულში რაღაც. -რას ნიშნავს, არ დაბრუნდება? მე აქ მასთან სასაუბროდ ვარ!- -მერწმუნეთ, რომ გაიცნობთ თვითონაც დარწმუნდებით, ვერასდროს მიუხვდებით რას გააკეთებს.- კაცმა ერთხელ მობეზრებით, დაღლილი ხმით ამოილაპარაკა. -ეს კაციც რომ გამიგიჟდა?! გალანძღა მისი შვილი და დებილადაც შერაცხა იმ კაცის თვალში, ისედაც გადარეულია, იარაღი ან რამე არ დააძროს აქ.- ფატიმა ისევ ფანჯარას მიადგა. -დედა რა უნდა ვქნათ? ოსე არ დაბრუნდება, ხომ იცი მისი ხასიათი?! სიმართლის თქმა მოგვიწევს ამ კაცისთვის, მერე ღმერთმა იცის რა მოხდება!- -ჩვენ არა, მის გოგოს მოუწევს ყველაფრის ახსნა.- -ის გოგოც რომ გადაიკარგა მაგაშია საქმე! რა ვუთხრათ, ჩვენ ბიჭი გაგვექცა, შენი შვილი კი აორთქლდა და არ ვიცით სად წავიდაო? პოლიციას დაგვაყენებს თავზე, ჩალით ხომ არაა ქვეყანა..- -ენა გააჩერე ერთი წუთით! ისედაც ნერვები აღარ მყოფნის.- ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა ქალმა. იგრძნო თავბრუსხვევა და მხედველობის გაუარესება, აშკარად წნევა დაუვარდა. ნელა ჩამოჯდა სკამზე და იმედგადაწურული თვალები ეზოს მოავლო. -დაჭრეს, სად უნდა წასულიყო..- თავი ვერ შეიკავა და მაინც ატირდა. -არც კი გაგვეკარება დე. მამა პასუხს მოთხოვს ვასილს, მისი შვილიშვილის.. უხ, ბავშვობიდან ეტყობოდა რა გაიძვერაც იყო ეგ მათე!- ჩაილაპარაკა თავისთვის. ქალს ხმა არ ამოუღია, არც კი მოუხედავს, თითქოს იქ არ იყო. -პოლიციას რომ შევატყობინო?- ჩაფიქრებულმა უეცრად წამოიძახა და დედაც გამოაფხიზლა. -შენ სულ გააფრინე? ყველას დაგვიჭერენ, ჯერ იმ გოგოს გატაცებას დაგვაბრალებენ, მერე კაკის ამბავს რომ ვმალავთ მაგასაც გაარკვევენ, ცოტა დაფიქრდი და ისე ისაუბრე ხოლმე!- თვითონაც უკვირდა, სიტყვებს ერთმანეთზე როგორ აბამდა. ეკლებზე იჯდა, ვერც სახლში უძლებდა, ვერც გარეთ. სანამ შვილს უვნებელს არ დაინახავდა, არაფერი ეშველებოდა. თუმცა ერთი რამ იყო, იცოდა მისი შვილი რომ არ დაბრუნდებოდა. -სად წავიდა?- -არ ვიცით.- -როგორ არ იცით თქვენი ბიჭი სად წავიდა? თინათე სად არის, ეგეც არ იცით?!- მოთმინება საბოლოოდ დაკარგა დავით ფიცხელაურმა და ფეხზე წამოდგა. ძალიან ნერვიულობდა და აღარც იცოდა, რა ეფიქრა, რა ეღონა. -ირაიდა!- დაიყვირა ეგნატემ. -დათას ან გეგის უთხარი, გოგო მოძებნოს!- კაცი სტიქიურად მოქმედებდა. -კარგი მამა.- ფოიეში აქოშინებული გავარდა, ვინმესთვის უნდა დაეძახა. სიმართლე რომ ითქვას, მის ძმაზე მეტად არავინ აღელვებდა ამ მომენტში. ის იყო სახლიდან გავარდა, რომ სრულიად მოულოდნელად შეასკდა ფერდაკარგულ ძმას. -ოსე, დაბრუნდი?!- ჯერ სიხარული გაერია, მერე კი მაშინვე მოშორდა სახიდან, როცა დაინახა რამდენად ძალაგამოცლილი იყო მისი ძმა. ფეხზე ძლივს იდგა. -კარგად ხარ?- კითხა და მაშინვე შეაშველა ხელი. -კარგად ვარ, გამატარე.- გვერდი აუარა დას და კიბეებისკენ გაემართა. დაჭრილი იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მაგრამ წამით არ შეუხრია წარბი. ისე მიაბიჯებდა იფიქრებდი რომ ერთ დიდ ჯარს შეერკინებოდა, ასეთი ფერდაკარგული და გადაღლილი გამომეტყველებით. -მამაშენი აქ არის.- ცივად მიუგდო ირაიდამ ხელებში შერჩენილ თინათეს, რომელსაც სახეზე აღშფოთება ასახვოდა. -ვიცი, ამიტომ დავბრუნდით.- -გინდა რომ აქ ჩხუბი გამართონ არა? ვერ ხედავ ჩემი ძმა რა დღეშია, რატომ გაეკიდე?- -რას ნიშნავს, რატომ გავეკიდე? დაჭრილია და ნებისმიერ დროს შეიძლება გონება დაკარგოს. ამასთან ერთად, მე არ ვარ ის, ვისაც ყველაფრის ახსნა მოუწევს ჩემი მშობლებისთვის, რადგან ეს თქვენ ხართ, ვინც კაკი გაიტაცა!- დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა და ირაიდას ჩამოშორდა, კიბეებისკენ დაიწყო სვლა. -იქ არ შეხვიდე, მამაშენმა გადაწყვიტა რომ მხოლოდ ოსეს დაელაპარაკება. იცი რა ჰგონია? რომ ჩვენი რძალი გახდი.- იმდენად გაღიზიანებული იყო ირაიდაც, რომ ვერც კი ფიქრობდა, რა სიტყვებს ესროდა ისედაც გადაღლილ თინათეს. რა ექნა, მისი ძმის მდგომარეობის დანახვიდან გამომდინარე ტვინი სულ აერია, მისი დაცვა უნდოდა. -ეგ სიმართლეც არ არის და მაგ მარტივ ჭორთან ერთად, მამაჩემი და ჩვენი ოჯახი სიმართლეს მოვისმენთ. ვიცი კაკი რატომაც გაიტაცეთ, თუმცა მაინტერესებს, თქვენ რა კავშირი გაქვთ მის ბინძურ საქმეებთან.- ირაიდას უხეშად მოხვდა ეს სიტყვები, მალევე გააცნობიერა რომ ამ გოგომ უფრო მეტი იცოდა და ეს ოსეს დამსახურება იყო. -თუ იცი, რომ შენი სიძე მკვლელია, რაღატომ ეძიები ამ ყველაფერს უფრო მეტად? წადი და შენს დას მიხედე, ვერ ხვდები რომ საფრთხეშია?!- მკლავში ხელი ჩაავლო ფიცხელაურს, ზუსტად მაშინ, მისაღებში რომ აპირებდა შესვლას და მამისთვის თვალის გასწორებას. -შენ რა რეაქცია გექნებოდა, თუ გაიგებდი რომ შენი სიძე მკვლელია? საკუთარი დის ქმარი და პატარა, დაუცველი არსების მამა? არ მოგინდებოდა გაგეგო რა სახის სირთულესთან და ხიფათთან გექნებოდა შეხება?!- მოტრიალებულს ცხელ გულზე მიაყარა ირაიდას. -შენ წარმოიდგინე და მე უკვე გავიარე ეს ყველაფერი.- -რას გულისხმობ?- -მეც მაქვს ცხოვრებაში გაგებული მსგავსი რამ. ასმაგად მტკივნეულად, ვიდრე შენ.- თინათე თითქოს რაღაცაში დაეჭვდაო, მერე ფიქრის თავი აღარ დარჩა და კარები შეაღო. მამას შეხედა თვალებში, რომელიც ფეხზე წამომდგარიყო და მრისხანე თვალებით უყურებდა მის წინ მდგარ ოსეს. ლაპარაკი უკვე წამოეწყოთ. სამზარეულოს კარებთან ატირებული ფატიმა იდგა და ერთი სული ჰქონდა შვილისთვის ის ჭრილობა მოეშუშებინა. როგორც კი გამოჩნდა მისი ბიჭი და დაინახა, მივარდა და თვალიერება დაუწყო, მაგრამ შვილმა არ გაიკარა. ჩუმად ანიშნა, არ შეიმჩნიო ჩემი ასეთი მდგომარეობაო და თხოვა მარტო დაეტოვებინათ დავითთან. -შენთან მერე ვისაუბრებ, თინათე. ახლა აქედან წადი.- ცივი ხმით გასძახა თავის შვილს. -უნდა გითხრა..- -თინათე დაგვტოვე!- მეორედ გაიმეორა კაცმა და იმედგაცრუებით სავსე თვალები შეანათა გოგოს. იმ მომენტში უნდოდა ხმამაღლა ეტირა, რადგან ყველაზე საშინელი სანახაობაა, დაინახო ადამიანის თვალებში იმედგაცრუების ნატამალი. გრძნობა რომელიც შენ გამოიწვიე, იმ ადამიანში, რომელიც ყველაზე ძვირფასია შენთვის. ალბათ ეს ძალიან ძლიერ ადამიანსაც დასცემდა ძირს, ისეთსაც კი, როგორიც თინათეა. ხმა ვერ ამოიღო და მისაღები დატოვა. ფოიეში კედელს აეკრო და ეცადა ცრემლები შეეკავებინა. ირაიდამ ერთხელ შეათვალიერა გოგო და დედის სანახავად გაიქცა. -ანუ იმ წამიდან არ შევმცდარვარ, შატილში ამოსული რომ დაგინახე.. ეჭვი შემეპარა, რომ შენი ქვეყნის დატოვებას აპირებდი. რატომ არ გამისწორე თვალი და ვაჟკაცურად რატომ ვერ აღიარე შენი ფარული წადილი?- მაქსიმალურად ცდილობდა მისი სიბრაზე ეკონტოლებინა. -თქვენი ქალიშვილი კოპალიანი არ არის.- თითქოს გადაჭრა იყო, დავითის სიტყვებისთვის. კაცი ამას არ ელოდა, სახეზეც შეეტყო. -ეგ რას ნიშნავს, ჩემი ქალიშვილი სათამაშო გეგონა ?! გეგონა არ მოვძებნიდით?!- დაიყვირა ხმამაღლა. ეგნატე ხმას არ იღებდა, იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო, უბრალოდ საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ბრაზით იყო სავსე და როცა საქმე შვილს ეხებოდა, ცდილობდა უფრო სიტყვაძუნწი ყოფილიყო, იმისთვის რომ კონტროლი მოეპოვებინა საკუთარ თავზე და რამე გამოუსწორებელი არ ჩაედინა. -დამშვიდდით, ბატონო დავით. მე თქვენ პატივს გცემთ. ამიტომ მომიწევს აგიხსნათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ის რაც ბევრმა არ უნდა იცოდეს, ამას თქვენი უსაფრთხოების გამო გეუბნებით.- იმდენად გადაღლილი იყო, ამ სახლში მეტჯერ ამოსუნთქვაც კი არ უნდოდა. თუმცა თავი დამნაშავედ იგრძნო, მის გამო წამოწყებული საქმე რომ შუა გზაზე მიატოვა და ამიტომაც გამოჰყვა უკან თინათეს. ყველაფერს ახსნიდა და მერე იქნებ ეს უაზრო კოშმარიც დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავის არ მოუბრუნებია გზიდან. -და რას ამიხსნი? როგორ არ იფიქრეთ ან ერთმა ან მეორემ, ჩემს ქალიშვილს ერთხელ მაინც როგორ აზრად არ მოსვლია მშობლისთვის დარეკვა! ჩუმად ვისხედით, არ გაგვიცხადებია იმ მიზნით რომ სირცხვილი არ გვეჭამა, მძახალს ხომ არ დავაჭერინებდი პოლიციას?- -მე არ მივეცი დარეკვის უფლება, ახლა კი აივანზე გავიდეთ, ყველაფერს აგიხსნით.- შეშინდა თინათე, ვაი რომ სულ სხვა რამ აეხსნა ოსეს დავითისთვის. მაშინ ხომ დაიღუპებოდა. სულ რამდენიმე წამში ორივე აივანზე გაუჩინარდა. ან გაირკვეოდა ყველაფერი, ან კი ვინ იცის, იქნებ უფრო მეტად ჩახლართულიყო. -ახლა რა გვეშველება ეგნატე, ამ კაცმა ყველაფრის გაცხადება რომ მოინდომოს, რა უნდა გვეშველოს? რატომ არ გააჩერე შენი შვილი?- ჩურჩულებდა ფატიმა. -დროა მათაც იცოდნენ, ოჯახში ვის მალავდნენ. საბოლოოდ დასრულდება ეს ამბავი, გოგოც მის გზას გაუდგება. არამგონია ამ კაცმა ვინმეს რამე უთხრას, არც მას წაადგება კარგად. ოსეს რაც შეეხება, არ შევაჩერე. მისი ნამოქმედარი თვითონ აუხსნას, იმდენს მოახერხებს, რომ დუმილში დაითანხმოს მაგათი ოჯახი.- ძალაგამოცლილმა აუხსნა ცოლს. -მე მივდვიარ, საქმეები მაქვს. დავასრულე ჩემი გამოსვლა.- ჩაილაპარაკა და გასცილდა მისაღებს. ყველა გულის ფანცქალით ელოდა აივანზე მყოფ ადამიანებს. ხმამაღალ სიტყვასაც ელოდნენ, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგეს. ფატიმას ეშინოდა, ვაი რომ ეს კაცი არ გაჩერებულიყო და მისი შვილისთვის ეჩივლა, უკვე იმის შიში გაუქრა, რომ თინათეს რძლად დატოვება მოუხდებოდა, ეგ კი გამორიცხული ამბავი იყო. რამოდენიმე წუთიც საუკუნესავით გაიწელა და აივნის კარი გაიღო. გადმოაბიჯა სასოწარკვეთილმა, ნირწამხდარმა დავით ფიცხელაურმა. ყველაფერი გაეგო ახლა და მწუხარებაში იხრჩობოდა. -მოკლული.. თქვენი და იყო?- კედელთან ჩაკეცილმა ჰკითხა მისაღებიდან გამომავალ ირაიდას. როცა გოგომ მიხვდა, რომ დავითიც მალე ყველაფერს შეიტყობდა, აღარაფერი დაუმალავს. -ჩვენი ბიძაშვილი იყო, მარგო.. კაკის პირველი ცოლი.- ამ სიტყვების მოსმენა იყო და თინათეს ერთიანად გააჟრჟოლა სხეულში. ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა. აქამდე ცოლის მკვლელი ცხოვრობდა მის ჭერქვეშ, მის დას კი საზიზღარი ადამიანი უყვარდა. ადამიანი, რომლისგანაც მისი და შვილს ელოდა. გონება დაებინდა, ყველა აქამდე მომხდარი ნაბიჯი ერთმანეთს მიეწყო და შერცხვა კიდეც იმის, რომ კაკისთან მცირედი შეხება ოდესმე ჰქონია. მაშინვე თათული ამოუტივტივდა გონებაში. რა მოხდებოდა, როცა ამას გაიგებდა? უდანაშაულო ბავშვს რა ბედი ეწეოდა? კანკალმა აიტანა, ფეხზე წამოდგა გაოცებული და მაშინვე მისი დის და ოჯახის დაცვის ინსტიქტი აუმოძრავდა. აი თურმე რატომ აფრთხილებდა ოსე, რომ მისი ვინაობა არ გარკვეულიყო. რატომ არ უნდოდა ვინმეს გაეგო ის ფაქტი, თუ საიდან იყო მისი წარმოშობა. ვასილი ზუსტად ამ კვალს დაჰყვებოდა ამდენი ხანი. -საკუთარი ცოლი..?- ხმა გაუტყდა. -ჰო, ცემაში შემოაკვდა. ახლა ხვდები რატომ ვეძებდით, რატომ მოაღწია თქვენამდე ჩემმა ძმამ?- თინათემ არაფერი უპასუხა. კარი გაიღო და იქედან სასოწარკვეთილი, დამუნჯებული დავითი გამოჩნდა. მის სიცოცხლეში ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ამბავში ყველაზე მეტად კაკი ბენდელიანი ფიგურირებდა. კაცი, რომელიც სიძედ მიიღო და მის სახლში აცხოვრა. არაფერია იმაზე მტკივნეული მშობლისთვის, როცა იგებს რომ თავის საყვარელ შვილს ბედი უკუღმართად მოექცა. როგორი მთლიანი და ძლიერი ოჯახი ჰქონდა აქამდე, პატივსაცემი.. ახლა რა შერჩა ხელში? როგორ ეთქვა ეს ყველაფერი შვილისთვის? სული აუწრიალდა, ძლივს ითმენდა რომ არ შემოემტვრია ხელებში რამე. არაფერ შუაში იყო ოსე კოპალიანი. ერჩივნა გაეგო, რომ შვილი დაუკითხავად, მაგრამ სიყვარულით გათხოვდა, ვიდრე ერთი დიდი უბედურება. ცოლის მკვლელი ეჯდა სახლში. მრისხანებისგან გააკანკალა. საკუთარ თავს შეუტია იმის გამო, რომ საჭირო დროს არ იმოქმედა და არ დაუშალა თათულის მასთან ურთიერთობა. -ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, რაც თქვენს ოჯახზე და ვაჟზე არასწორად ვიფიქრე. მეტჯერ არასდროს გადაგეყრებით ან შეგაწუხებთ და მოვითხოვ თქვენც არასდროს გადაკვეთოთ ჩვენი გზა, თორემ თქვენც მთიელი ხალხი ხართ და კარგად მოგეხსენებათ რაზე წამსვლელია შვილებისა და ოჯახისთვის კაცი.- გამაფრთხილებლად დაიქუხა კაცის ხმამ. ერთხელ მოათვალიერა აცრემლებული ფატიმა და ფეხზე მყარად მდგარი ოსე. -თქვენი ბრალი არ არის ასე რომ იფიქრეთ, ყველაზე ლოგიკური ეს იქნებოდა ნებისმიერისთვის. ახლა, როცა ყველაფერი იცით, გირჩევთ ჩუმად დატოვოთ ეს მხარე და აღარ გაეკაროთ აქაურობას არცერთი, თორემ თუ გაიგეს თქვენი შვილის ფეხმძიმობაზე, თქვენამდეც აუცილებლად მოაღწევენ.- აღარაფერი უპასუხია დავითს, მხოლოდ ის სურდა, ამ სახლს გაცლოდა. ერთი სული ჰქონდა როდის მოაშორებდა აქაურობას მის გოგოს, სადაც კარგი არაფერი ელოდათ. დავითს უკვე ხერგიანებზეც მოეხსენებოდა ოსესგან, ამიტომაც ნაბიჯებს აუჩქარა. -თინათე, მივდივართ.- მკაცრად გასძახა შვილს, ერთხელ შეხედა თვალებში და ძალიან შეეცოდა, მაგრამ მაინც არაფერი შეიტყო. ცრემლიანი თვალები ჰქონდა მის გოგოს. ფოიეს უკანმოუხედავად გაშორდა დავითი და გარეთ გავიდა. თითქოს გაშეშდაო თინათე, როცა ოსეს შემოუხედავმა ჩაქროლებამ გამოაფხიზლა. ბიჭი თავის საძინებელში შევიდა. უკვე ყველაფერი ნათელი იყო გოგოსთვის, ახლა კი თავს დამნაშავედ გრძნობდა. -ძალიან ვწუხვარ, მარგოს გამო..- ოსე ზურგით იდგა და ჭრილობის დამუშავებას ცდილობდა. თითქოს საერთოდ არ გაეგო თინათეს ხმა. -თუ ოდესმე რამე ცუდად მითქვამს უცოდინრობის ბრალია. რომ მცოდნოდა..- დაიწყო ახსნა თინათემ. -საჭირო არ არის.- ბიჭის ცივმა, უფროსწორად, გამყინავმა ხმამ ფიცხელაური გააქვავა. უკვე ერთი სული ჰქონდა ამ გოგოს მისი სახლი დაეტოვებინა და მათი ცხოვრებიდანაც გამქრალიყო. ზედმეტად ბევრი იყო ეს ერთი დღისთვის. -ახლა ვხვდები, რატომაც მაფრთხილებდი. მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადო.- გულწრფელად თქვა და ბიჭის შეწუხებულ გამომეტყველებას დააკვირდა, რომელიც სისხლიან ჭრილობაზე ბამბას იდებდა. კარს აღელვებული ირაიდა და ფატიმა მოადგნენ, ორივე ოსეზე ღელავდა, თუმცა როგორც კი თინათეს ხმა მოესმათ, უკან დაიხიეს. -დაგეხმარები.- ამ სიტყვებით ოსესკენ დაიძრა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, უნდოდა რამით მაინც დახმარებოდა ბიჭს, სანამ მამამისი დაუძახებდა. -თი ნა თე..- როგორც კი მისკენ წასვლა დააპირა, ბიჭმა გამყინავი, ირონიული ტონით წარმოთვა მისი სახელი და ამან ერთ ადგილზე გააშეშა ქალი. -ამოშალე ყველა კადრი გონებიდან, რაც აქ დაგიგროვდა და შენს სახლში დაბრუნდი. რაც უფრო მალე წახვალ, შენთვის უკეთესია. სანამ ვასილი გაიგებდეს, თქვენი ოჯახის და აქ ჩამოსვლის შესახებ, რამდენჯერ გავიმეორო ამის..- მოთმინება დაკარგა და იყვირა. -მინდოდა წასვლამდე რამით მაინც დაგხმარებოდი, რამდენი რამ დაიბრალე ჩვენს გამო!- შეიცხადა გოგომ და თან გაბრაზდა ბიჭის ასეთ უხეშ სიტყვებზე. -არა, არა..- აგდებით ჩაეცინა. -არ მიყვარს უდანაშაულო ხალხი რომ ისჯება, ამიტომაც მოვიქეცი ასე. ამისთვის გამოგვეკიდე იმ დღეს, მოუსვენრად არკვევდი აქ რა ჯანდაბა ხდებოდა, ჰოდა ახლა იცი, ამიტომ დამდე პატივი და გაეცალე აქაურობას.- მხარზე ნაჭერს იდებდა. -უფალს ვთხოვ აღარასდროს გადაგეყარო მეორედ!- გაბრაზებულმა იყვირა და კარისკენ გაემართა. -მეც მაგის იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი შეხვედრაა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ რომ სადმე პირისპირ გადაგეყარო, არ ვიცი რა მოგივა!- უკვე იმდენად აღიზიანებდა ეს ქალი, რომ მთელი გულწრფელობა ამოაყოლა ამ სიტყვებს. მართლა უნდოდა, რომ არასდროს ენახა კიდევ, რადგან რამდენჯერაც ეს ხდებოდა, ყოველთვის საკუთარი თავის და პრინციპების დათმობა უხდებოდა ამ ქალის დასაცავად. ვინ იყო მისი? რა ვალდებული იყო ოდესმე დაეცვა? რომ არა მისი კეთილი და სამართლიანი ბუნება, აქამდე ეს გოგოც ხერგიანებს ეყოლებოდათ და მთელი მისი ოჯახიც. ერთხელ შეხედეს ერთმანეთს, ცივი, დაუნდობელი მზერით და მერე ორივემ თავისი გზა იპოვა. ორივემ იცოდა, რომ უკანასკნელი შეხვედრა იყო და ამის შემდეგ თავისუფლად ამოისუნთქავდნენ. როგორც კი გოგო კარს გასცილდა, თითქოს შვებით ამოისუნთქა დიდი ხნის უჰაერობის შემდეგ. ერთხელ მოავლო თვალი ყველაფერს და ისე დაჯდა მამასთან ერთად მანქანაში, თითქოს ხელახლა დაიბადაო. -მამა, თათულის რა უნდა ვუთხრათ?- ყელი გამომშრალი ჰქონდა, ხმა ძლივს ამოიღო. -ჯერჯერობით ჩუმად დავრჩეთ, როცა სიტუაციას ჩვენც შევეგუებით ყველაფერს ავუხსნით. აქაურობა დაივიწყე თინათე, დღეიდან მშვიდად ვიცხოვრებთ.- გადამწყვეტი ხმით წარმოთქვა დავითმა და მანქანაც დაიძრა. -მშვიდ და წყნარ ცხოვრებას..- ჩუმი ხმით დაეთანხმა მამას და ფანჯარას თავი მიადო. როგორც იქნა, აქაურობას გაეცლებოდა. ქალაქს ცოტათი გასცდა მათი მანქანა, წამიერად რომ დაფიქრდა და გადახარშვას ეცადა მომხდარის. ნუთუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი? ეს ის იყო?! მართლა მისი თავი იყო ის, ვინც ამხელა გზა გამოიარა სიმართლის გასაგებად, ხელში კი სასტიკი მკვლელობის საქმე შერჩა? ეს მომენტი ხანგრძლივი კოშმარის მარწუხებისგან თავის დაღწევას ჰგავდა. ახლა აღარც სუნთქვა უჭირდა და აღარც კითხვები უჭამდა ტვინს. მხოლოდ მის დაზე ეფიქრებოდა და ეჭვისთვალით მომზირალ, ამოუცნობ მომავალზე, რომელიც ყველაფერს მოულოდნელად ამზადებს ადამიანებისთვის. როგორც იქნა, ამ მხარეს გაეცლებოდა და იქ დაბრუნდებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო. იმ დღიდან შესაძლოა არაფერი გაგრძელებულიყო ძველებურად, მაგრამ იმაზე საშიში მაინც არ იქნებოდა, ვიდრე აქაურ ხალხთან შერევა და ჭიდილი. ახლა აანალიზებდა, რომ ოსე თურმე ძალიან დახმარებია. -შვილო მხარი როგორ გაქვს?- ოსეს ჰკითხა მას შემდეგ, რაც ჭრილობის დამუშავებაში დაეხმარა და შეუხვია. -კარგად ვარ.- მოკლედ უპასუხა. -ოდესმე სიმშვიდით ვიცხოვრებთ?- ხელები ჰაერში აღმართა ქალმა. -ჯერ ხერგიანებს გავუსწორდებით, მერე კი ვნახოთ. როგორ გგონია ამ ტყვიას მათეს შევარჩენ?- ბიჭს ცივად ჩაეცინა. -თავს რამე არ აუტეხო შვილო, ხომ იცი ვასილი როგორია, არ ღირს მასთან დაპირისპირება!- -მე კი პირიქით ვფიქრობ, მას არ უნდა უღირდეს ჩემთან დაპირისპირება.- როგორც კი შვილის სიტყვები მოისმინა ვერ მოითმინა და ხმამაღლა ამოიოხრა, დღეს აუცილებლად დაანთებდა სანთლებს და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის გულით ილოცებდა. -იმ კაცმა რა თქვა, ჩივილს აპირებს?- გაუბედავად იკითხა ირაიდამ, თითქოს პასუხის ეშინოდა. -არა, არაფერს გააკეთებს. თუ კაკის საქმეში პოლიცია ისევ ჩაერევა, მის ოჯახამდე ხერგიანებიც მშვენივრად მიაღწევენ, მაგარ ინფორმაციას ჩაიგდებენ ხელში. მაგათ ურჩევნიათ ჩუმად დარჩნენ და მოშორდნენ ამ მხარეს, მთიელი კაცი ოჯახით ვერ გარისკავს, ხომ იცით.- -არ ჩანდა ცუდი ადამიანი..- -არც ყოფილა. მაგას იქ ასვლისთანავე მივხვდი.- -იმ გოგომ ყველაფერი გაიგო? აქამდე ხომ შეყარა მთელი ქალაქი და ყველას აფიქრებინა რომ სახლში რძალი გვყავდა.. ამოისუნთქა ალბათ სიმართლის მოსმენის შემდეგ და ჩვენც ამოგვასუნთქა, ისედაც გიჟივით ვაკავებდით.- ფატიმა გოგოს მიუბრუნდა. -გაიგო და ბოდიშიც მოიხადა.- ოსეს ხმა სერიოზული ჰქონდა. - რას იფიქრებდა რომ მის ოჯახში მკვლელი ცხოვრობდა, თან მისი დის ქმარი.- დაამატა ირაიდამ. -დღეიდან აღარავის გადავეკვეთებით ზედმეტად. ხერგიანებმა საზღვარს გასცდნენ და ამ ამბავს აუცილებლად ექნება საკადრისი შედეგი.- -სისულელე არ ჩაიდინო ოსე, გაფრთხილებ. ისედაც რამოდენიმე წლის სიცოცხლე დამრჩა, სიმშვიდე და მოსვენება მინდა!- -შენ ნუ იღელვებ, ცუდი არაფერი გვემუქრება.- -რა გინდა რომ ვქნა? მაგას იძახი მთელი ცხოვრებაა და იმიტომ გაქვს ეგ მხარი მასე!- გაბრაზდა ქალი. - რა გგონია მშვიდად დავჯდები და არ ვინერვიულებ? მე ის მინდა რომ წყნარად და ბედნიერად ვიცხოვროთ, დაოჯახდე, შენი კერა გქონდეს. მე რომ რამე მომივიდეს მომვლელი ხომ უნდა გყავდეს ვინმე.- -ისევ ამ თემას ვუბრუნდებით..- მობეზრებით ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო. -ლიას ბიჭმა ცოლი შეირთო, რა კარგი გოგო.. ულამაზესი!- ამბობდა და თან თვალს ოსესკენ აპარებდა, იქნებ რამე ემოცია ეცვალოს სახეზეო. -მაშინ ქორწილშიც წავსულვართ, ყანწი აგვიწევია.- დივანზე წამოწვა და ოდნავი ღიმილით დაიწყო ტელევიზორის ყურება. ვითომ დედის შეპარვით სიტყვებს ვერ მიუხვდა. -ინოლაზე რას იტყვი ჰა? აქ გაზრდილია, ასე თუ ისე კარგი ოჯახის შვილი. დაშვენდება ჩვენი რძლის სტატუსი.- თქვა თუ არა ხალხი მერე გაახსენდა, უმეტესობამ ხომ ისე იცოდა, რომ რძალი უკვე ჰყავდათ. ალბათ რამდენ ჭორს ააგორებდნენ რძლის სახლიდან გაქცევასა და წყვილის დაშორებაზე, როცა რომ საქმე სულ სხვა რამეში მდგომარეობდა. -ნაირას უკვე შვილიშვილები ჰყავს, მეც ხომ ქალი ვარ, გიყურებ და ყურს არ აფართხუნებ ჩემს ლაპარაკზე, მენერვიულება!- -ასე თუ გინდა შვილიშვილები ირაიდა გავათხოვოთ.- -ოჰ, დადექი ხუმრობის ხასიათზე არა ვაჟბატონო?- ტანსაცმლის კეცვით გამოვარდა ირაიდა ოთახიდან. ძმას ოდნავ ჩაეცინა, მერე კი მხარში ტკივილი იგრძნო და სახე დაემანჭა. -უფალო გეხვეწები, უკანასკნელი დღე იყოს მსგავსი უბედურებისა ჩვენს ოჯახში. წინ ნურავინ ნუ გადაგვეღობება მსგავსად!- ქალმა ლოცვას მთელი გული ამოაყოლა. ცოტა ხანში ოსე წამოდგა და საძინებელში ტანსაცმლის უფრო მოზრდილ ჩანთაში ჩალაგება დაიწყო. -გადავწყვიტე თბილისში დავბრუნდე.- გადაჭრით გამოაცხადა მისაღებში, რა მომენტშიც ფატიმას ფერი ეცვალა. -რა თქვი?- -იქედან უფრო მარტივად მივხედავ ჩვენი თბილისის ბიზნესს, თანაც რამდენი ხანია უკვე ჩვენს სახლში არ ვყოფილვარ. რაც სწავლა დავამთავრე მივხვდი, რომ იქ ყოფნა მაგრად მომენატრა.- -ისევ მარტო იქნები, რას შეჭამ, რას გააკეთებ..- -გთხოვ არ დაიწყო შენებურები რა! რამდენი წელი ვცხოვრობდი და მაშინ არ გქონია ასეთი რეაქციები, ახლა რა გჭირს?- დედას მოეხვია. -ახლა მეშინია, ბავშვი აღარ ხარ, მაგრამ მაინც მარტო იქნები. ვასილის ამბები არ მომწონს, იქ თუ დასჭირდა და მოვიდა შენამდე, მე აქ რა მეცოდინება?- -მარტო რომ ვიქნები აი, ზუსტად მაგიტომ არ უნდა მოვიდეს.- ბიჭი ისევ ხუმრობდა. ალბათ იმდენად დაღალა აქაურობამ, რომ სერიოზულად არ შეეძლო სიტუაციას მოკიდებოდა. სურდა რომ ცოტახნით თავი გამოერეცხა ამდენი ნეგატივისა და სიგიჟისგან, რაც ამ დღეებში გადახდა. -რამდენი ხნით გაჩერდები?- ჰკითხა და იმედიანი თვალები მიაპყრო. -ეგ ჯერ არ ვიცი, თუ გაიწელება შენც ჩამოხვალ, ირაიდაც..- -მამაშენზე სულ არ ფიქრობ ხომ?- -ვფიქრობ, როგორ არა. დავილაპარაკებთ შესაბამისი დრო რომ იქნება, რა იყო სამუდამოდ კი არ ვაპირებ წასვლას.- -არ ვიცი შენი ამბავი, ჩვენს გაოცებას არ წყვეტ. სულ ისე იქცევი, ვერასდროს ვხვდებით წინასწარ, მიახლოებითაც კი.- -თბილისელ რძალზე უარს იტყვი ირუშ?- ღიმილით გასძახა მის დას. -როდის იყო რამეს გვეკითხებოდი. მაგ თემაზე საუბარს რომ იწყებ, ყველა ვხვდებით რომ ხუმრობ. მგონი ერთადერთია, რაც დაზუსტებით ვიცით შენზე.- -გაბრაზებული ხარ? რა იყო, ჩამოდი შენც თბილისში, შენს კარიერაზე დავიწყოთ მუშაობა, ცუდი აზრია?- სავარძელში მოთავსდა და ისე ახედა დას. ცოტათი შეკრთა ირაიდა, დედის წინ ამ თემაზე საუბარს მიჩვეული არ იყო. -მაგას ეგნატე გაურკვევს, უნივერსიტეტში იცნობს საჭირო ხალხს. თან მშვენიერ აფთიაქში დააწყებინებს მუშაობას ჩვენი ნათესავი, ლევანი სარჯველაძე, ხომ გახსოვს?- თითქოს ამ თემამ მომხდარი გადაავიწყა ყველას. -რას ნიშნავს აფთიაქში დაიწყებს მუშაობას? ვერ ხვდებით რომ ირაიდას არ უნდა?- ხმაში გაბრაზება შეეტყო ოსეს. -ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ოსე, შენ ნუღარ ჩაერევი.- მკაცრად თქვა დედამ და ირაიდას გახედა. -მე არ მილაპარაკია. როცა დავრეკავ, იქაურ საქმეებს რომ მოვაწესრიგებ, ირაიდა ჩამოვა.- სანამ ფატიმა ისევ დაიწყებდა საუბარს შვილმა შეაწყვეტინა. -ჰო, თემა დახურულია!- ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა, მობილურზე შემოსული ზარისთვის რომ ეპასუხა. -გისმენ დათა.- -ვასილს გაუგია ყველაფერი, კაკი აულაპარაკებია.. მაგ გოგოზეც გაიგო, მის დაზეც. ისიც, მამამისი რომ ამოვიდა თქვენთან.- -ჰო, ეგ რომ გაიგებდა ეჭვიც არ შემპარვია.- ოდნავი ღიმილით უპასუხა ძმაკაცს. -შენ რა გჭირს?- როგორც ჩანს ფანგანს ძმაკაცის განსხვავებულმა მიდგომამ კითხვა გაუჩინა. -არაფერი, ვემზადები და მალე გავალ.- -დღეს? ეე ტეხავს, ვიფიქრე გავყვები თქო.- -შენ აქ მიხედე სიტუაციას, მერე ჩამოდი.- -რას ფიქრობ მიაკითხავენ იმ გოგოს?- -მის დაზე იციან, ხერგიანები კი იცი რა ძაღლებიც არიან და დიდი ალბათობით კი.- თავზე ხელი გადაისვა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო. -მეცოდება, გააწამებენ საცოდავს.- -ბრალი მისი, რას გამოგვეკიდა უკან.- -ჩვენ რომ უხმაუროდ გაგვეკეთებინა საქმე აქაც ვერავინ გაიგებდა მასზე, კარგად რომ დაფიქრდე ჩვენი ბრალი იქნება მაგ საწყალ გოგოს თუ აურევენ მომავალს.- გულწრფელად ალაპარაკდა დათა. -ჯერ არ გინახავს ხომ ხმამაღლა რომ გვიყვიროდა გამაგებინეთ აქ რას მიმალავთო, აი მაგ მომენტში იყო უსაწ....სი.- ბიჭს ამ დროის განმავლობაში გულიანად გაეცინა. -ლამის სახლი დაგვალეწა თავზე.- -რაც არ უნდა იყოს გოგოა და არავინ იმსახურებს ცუდ მომავალს. ხომ იცი ვასილი რა გამძრალია.- -რას ცდილობ, რომ სინდისმა შემაწუხოს და თუ კიდევ რამე დაემართა მას, ან მის ოჯახს მე დავუდგე დარაჯად?! ღმერთმა არ ქნას მეორედ ვნახო, რამდენიმე დღეში ნერვული სისტემა გადამიწვა, ქაჯი.- ყრუდ გაისმა დათას ჩაცინება, თუმცა თავს ორივე დამნაშავედ იგრძნობდა, თუ კი მოსალოდნელი განხორციელდებოდა. -შენებმა იციან მათე რომ თბილისში გააპარეს?- -არა, ეგ რომ ფატიმამ გაიგოს, სულ გადავა ჭკუიდან. ისედაც მთელი კვირაა ნერვიულობენ.- -ჩახვალ და დაადგები თუ რას იზამ?- -არა, ეგრე არა. ცოტას დავისვენებ და მერე, სად უნდა გამექცეს ეგ ჩვარი.- -ჯობდა მხარიც მწყობრში გქონოდა.- -დაიკიდე ეგ, მაგისთანები გავიარე? მოკლედ აბა შენ იცი, უნდა წავიდე და შეგეხმიანები როცა ჩავალ.- -მშვიდობიანი გზა.- თვალი ერთხელ მოავლო მის ქალაქს და შვებით ამოისუნთქა იმის გახსენებაზე რომ ცოტა ხნით აქაურობას აღარ დაინახავდა. საჭირო ნივთები თავის მანქანაში ჩაალაგა და მის წინ მდგარ ორ ქალს გახედა. -ნუ ჩამოგტირით სახეები რა იყო, ომში კი არ მივდივარ.- შეწუხდა საბოლოოდ. -არ ჯობდა მამაშენს დამშვიდობებოდი?- შეაპარა ფატიმამ. -მამას ვნახავ, როცა შესაფერისი დრო იქნება.- -სახვევი, სპირტი, ტკივილგამაყუჩებელი ჩაალაგე?- -კი დედა, ყველაფერი აქ მაქვს.- მანქანისკენ გაიხედა. -ამ ატკიებული მხარით როგორ უნდა იმგზავრო შვილო, გასულიყო რამოდენიმე დღე მაინც.. ღმერთო დიდებულო!- ვერ ჩერდებოდა დედა. აღარაფერი უთქვამს ოსეს, ორივეს დაუბარა თავს გაუფრთხილდითო და მანქანაში მოთავსდა. გასცდა სახლსა და ბავშვობის ნაცნობ ადგილებს. თან წაიღო დედის გული, რომელიც მანამდე არ ისვენებს, სანამ არ გაიგებს, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ, უშფოთველად ატარებს თავის დღეს. უნდოდა განტვირთვა მოეწყო, მისი საყვარელი ქალაქი შემოევლო, უკვე მერამდენედ. კოპალიანების თბილისის უზარმაზარი, ლამაზი სახლი და გარემო მოენატრა, სადაც მისი თინეიჯერობის ბოლო წლები და სტუდენტობის დაუვიწყარი დროები ატარა. ყველგან მეგობარი ჰყავდა და ისინიც ერთ-ერთი მიზეზთაგანია, რის გამოც დაბრუნება სურდა. იცოდა ამ ქალაქს ნებისმიერ დროს შეაფარებდა თავს, როცა დაღლილი იყო. მამის საქმეებზე და საკუთარ ბიზნესზე მიხედვას აპირებდა, თანაც თბილისიდან ყველაფერი უფრო უმარტივდებოდა ხოლმე. ამ ფიქრებში თითქმის ქალაქსაც გასცდა და შეუერთდა მოსაწყენ და დაუღალავ გზას. ერთი მოსახვევი გაიარა და თვალი გვერდით გამავალ ბილიკზე გაექცა, სადაც ორი მანქანა დალანდა. თითქოს არაფერი საეჭვო, მაგრამ როცა უკეთ დააკვირდა, ორივე მანქანა ამოიცნო. შორი-ახლოს მანქანა გააჩერა და დააკვირდა. ორი ახმახი კაცი ისე ურტყამდა წრეს მანქანას, თითქოს ყველაფრის დამალვა უნდოდათ. იცნო, მერე კი გონებაში ყველაფერი დაულაგდა. მიხვდა აქ რაც ხდებოდა, თუმცა არ იცოდა რა მოემოქმედებინა. უკან ოჯახი ედგა, წინ კი ის ყველა გეგმა, რაც დააწყო. როგორ დაღალა ამ საქმემ! როდის დადგებოდა ის მომენტი, როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა. იმ დღის ბრალია! ყველაფერი ჩუმად და სუფთად რომ გაეკეთებინა, ასე არ გაიწელებოდა. ერთ-ერთი კაცი გაიწია და ოსემაც ნათლად დაინახა დავით ფიცხელაური, წარბშეკრული იდგა მანქანასთან ახლოს და ამაყად უყურებდა თვალებში ვასილ ხერგიანს, მათე ხერგიანის მამასთან ერთად. რამოდენიმე წამში აკივლებული თინათეც დალანდა, რომელიც მანქანიდან გადმოათრია მეორე დაცვამ. დათას ნათქვამი გაახსენდა. მისი ბრალი იყო, რომ ამ გოგოს ხერგიანები თავს არ დაანებებდნენ და მომავალს გაუნადგურებდნენ. რა დააშავა? ოჯახისწევრის გამო უკან გაჰყვა გამტაცებელს. საშინელი სინდისის ქენჯნა იგრძნო და როგორც ჩანს ეს მისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. იარაღი ქამარში დამალა და მანქანიდან გადავიდა. რისი შეშინებია აქამდე, ხერგიანების რომ ახლა შეშინებოდა და მათი სცენარიც ამაყად, უშიშრად დაარღვია. -როგორც ჩანს ეფექტურობას არ კარგავთ, ბატონო ვასილ.- როგორც კი ხერგიანს თვალში მოხვდა უცხო სხეული, ყურებს და თვალებს ვერ დაუჯერა. რამდენჯერ რაღაც ჩაიფიქრა, ეს ბიჭი გადაეღობა და გაეჩხირა თვალში. მერე მის შლიშვილს სცემა. იცოდა ისიც, ოსე რომ დაჭრილი იყო, მისი შვილიშვილის იარაღით. მან არ გაგზავნა იგი თბილისში? იცოდა, რომ ოსე მოძებნიდა. -ამ ბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ოსე.- ღიმილით ჩაილაპარაკა. დავით ფიცხელაურისთვის იარაღი წაერთმიათ, კაცს ქალიშვილისთვის ხელი ჩაევლო და ზურგსუკან მალავდა. ბიჭის დანახვაზე აღელვება დაეტყო, თუმცა ძალიან კარგად მიხვდა, რომ ოსე კეთილსინდისიერი ბიჭი იყო და ავ ხერგიანებს არ ჰგავდა. -რა გინდა ამ ხალხისგან?- თითქოს ვერც გაიგოო, ისე დაუდგა წინ და თვალებში გაბედულად შეხედა. იგრძნო ვასილმა მისი მამაცი, სადღაც ძალიან ამოუცნობი სული და გულში გაეღიმა. მამას ჰგავდა ბევრი რამით, თუმცა როგორც ჩანს, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ოსე. -შენ რატომ უნდა აგიხსნათ რამე?! აქედან დაი..- -ერთი წუთით ჯაბა, მე დაველაპარაკები.- ხელისაწევით გააჩერა ვასილმა მისი ვაჟი. უკვე დიდი კაცი იყო, თუმცა გაბედულობის არაფერი ჰქონდა. ამდენი წლის განმავლობაში თავისი აზრი არასდროს ჰქონია და მაინც მამის აზრებით ცხოვრობდა. ამ ფიქრების ამოტივტივებაზე ოსეს ირონიულად ჩაეღიმა. არ შეუხედავს თინათესთვის, რომელიც აცახცახებულიყო შიშისგან და ბრაზისგან. იმდენი ეყვირა, ადამიანს აღარ ჰგავდა. მშვიდად მგზავრობდნენ, იმის ფიქრში რომ თავს დააღწევდნენ ყველაფერს, თუმცა უეცრად გზა მოუჭრეს და გაჩერება მოუწიათ. რომ სცოდნოდა მანქანა ვის ეკუთვნოდა, არ გააჩერებინებდა მამას. გონება მის დასთან დაფრინავდა, რა მომენტშიც ეს ხალხი დაინახა, მიხვდა რომ ყველაზე დიდი საფრთხე თათულის და ბავშვს ემუქრებოდათ. ახლა ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ისინი დაეცვა. ოსეს ისევ დანახვაზე ცხოვრებას თითქოს ხმაურიანად, დიდი ირონიით გაუცინა. არასდროს სურდა მისი კიდევ ერთხელ დანახვა, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცას ყველაფერი სხვანაირად ჩაეწყო. ბრაზობდა ამ ხალხზეც, კაკიზე, მომხდარ დღეებზე და ამჯერად უკვე ოსეზეც, რომელიც ჩვეული ამაყი გამომეტყველებით იდგა კაცების შუაგულში, როგორც დაჭრილი მგელი, მშიერ და მშიშარა მტაცებლებში. კიდევ რატომ გადაეყარა? რამ აიძულა ამ გზას გამოჰყოლოდა ისიც? ფიქრობდა და გული ჯავრისგან ევსებოდა. -შენ ნუ ჩაერევი შვილო, აქედან წადი.- მოუჭრა დავითმა, თუმცა ოსეს ფეხიც არ დაუძრავს ადგილიდან. -კარგად გაცნობაც მოგისწრიათ, შვილოთი მიმართავ. მითხარი ოსე, რატომ მალავდი ამ გოგოს შენთან? შეგეშინდა რომ ყველაფერს გავიგებდი კაკის წარმატებულ ქორწინებაზე, არა?- -ამ ოჯახს თავი დაანებე ვასილ, მათ არაფერი იცოდნენ.- ძალიან სერიოზული ხმა ჰქონდა. -და რატომ? კაკიმ დაინდო შენი ბიძაშვილი?- -მარგოს სახელს აქ ნუ ახსენებ!- უეცრად მწყობრიდან გამოვიდა და იყვირა. -ახლა თურმე შვილსაც ელოდება. მარგო ცემაში შემოაკვდა და ესეც არ იკმარა მისი დამპალი ცხოვრებისთვის.- ვასილს ეტყობოდა, ვერაფრით ივიწყებდა მომხდარს, დრო გადიოდა და უფრო მეტად საზარელი და დაუნდობელი ხდებოდა ყველას მიმართ. -კაკიმ თავისი მიიღო. გაუშვი ეს ხალხი თავიანთ გზაზე, არაფერ შუაში არიან. დანარჩენი თუ გინდა ჩვენ გავასწოროთ.- მაინც ისე მოიქცა, როგორც ამას გული ეუბნებოდა. ახლა რომ მათი დაცვა არ ეცადა, დიდხანს ვერ დაიძინებდა მშვიდად. -არა, ჩვენ უკვე გავსწორდით. შენთან საქმე არ მაქვს.- თქვა ვასილმა და დაჭრილ მხარზე დახედა ირონიული ღიმილით. ამით ანიშნა რომ მასთან არაფრის გაყოფას არ აპირებდა. გაცოფდა ოსე. ხელთ არაფერი ჰქონდა ვასილთან გასაყოფი. მათეს ეგონა, რომ ყველაფერი დაწყნარდა და ოსეს სამაგიერო გადაუხადა, ვასილსაც იგივე ფიქრები უტრიალებდა გონებაში. უკვე იცოდნენ ვინ იყვნენ ფიცხელაურები, თინათე.. ისიც კარგად მიუხვდა ოსეს, რის გამო გამოაცხადა ეს ლამაზი ქალი მის საცოლედ. რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ხელი დაეფარებინა და დაეცვა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადახარშა გონებაში ვასილმა და ცოტათი გაოცდა კიდეც, ოსეს გამბედაობითა და გონებით. უყურებდა და ხედავდა უშიშარ თვალებს, მათში აბობოქრებულ მამაც გულს. -რა გინდა ამ ოჯახისგან, რატომ გააჩერე?- არ მოეშვა. -ჰო, ძალიან საინტერესო კითხვა დასვი. ზუსტად ამაზე ვაპირებდი საუბარს.- ღიმილით დაიწყო ვასილმა. -მარგო აწამა ბენდელიანმა და თუ ამის გამოსწორება არ შემიძლია, სანაცვლოდ ყოველთვის მივწვდები მისი შვილის ოჯახს.- -რას ნიშნავს მოგვწვდები?! შენ ვინ გგონივართ?- იყვირა დავითმა. თვალებში ნაპერწკლები უთამაშებდა. შვილების და ოჯახის დასაცავად ყველაფრისთვის მზად იყო. უკვე მერამდენედ აუხსნა ამ ხალხს, რომ არაფერი იცოდნენ, თუმცა რატომღაც არცერთს აინტერესებდა სიმართლე. -დამშვიდდით.- ოსემ ხელი მხარზე დაადო ფიცხელაურს და ისევ ვასილს მიუბრუნდა. -რა ჩაიფიქრე ვასილ?- ალმაცერად შეათვალიერა კაცი და თვალებით გაბურღა. -ეს შენი ქალიშვილი, ახლა ჩვენს მანქანაში ჩაჯდება და დღეიდან ჩვენს გვარს მიიღებს, როგორც რძალი.- ისე წარმოთქვა სიტყვები, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ მომენტისთვის. -არავითარ შემთხვევაში, მამაჩემს არ მივატოვებ! თქვენ ვინ ხართ?! გგონიათ ქვეყანა ჩალითაა დაფარული?! ქვეყანაში კანონი მოქმედებს, ძალით ვერავინ ვერსად წამიყვანს აქედან!- ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, თუმცა ამ წინადადებამ საბოლოოდ გააგიჟა. რაც აქ იდგა, პირველად შეხედა ქალს თვალებში და ამოიკითხა ტანჯვა, სიბრაზე, თავისუფლებისთვის მორბენალი დაუოკებელი სული, რომელიც გაჩერებას არ აპირებდა. გულწრფელად შეეცოდა და უთანაგრძნო, როცა წარმოიდგინა რა მოელოდა მას ხერგიანების ოჯახში. ერთი ძალიან ნათელი აზრი იყო, მომავალი არ ეწერა. -თუ გინდათ აქვე მომკალით, ოღონდ ჩემს ქალიშვილს თავი დაანებეთ!- ვასილს ხელი მხარზე კრა, რა მომენტშიც ყველამ დავითი დაიჭირა და გააკავა. ელვის სისწრაფით ფიქრობდა ოსე, ყოველ ახალ იდეას და ფიქრს ახალი ნეირონების ჯგუფი ემატებოდა მის ტვინში და ერთმანეთზე ეკერებოდა. უამრავი საფიქრალი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად უნდა გაერისკა. მისი ბრალი იყო. კაკი ვასილისთვის რომ არ ჩაებარებინა, იქნებ ვერც ვერავის გაეგო ფიცხელაურებზე?! წამით ინანა კიდეც, ეგნატეს რომ არ დაუჯერა და გულში შეიკურთხა. -ბედი ასეთია, დავით. ნუ ღელავ არაფერს დავუშავებთ.- -არავითარ შემთხვევაში!- კაცი გიჟივით ყვიროდა, ცდილობდა თინათეს გადაფარებოდა, რომელმაც ძლივს დაიძვრინა თავი დაცვის ხელებისგან. მამას ვერაფრით მიატოვებდა მარტოს. -მამა!- დაიყვირა და ეცადა დავითზე დახვეული კაცების მოშორებას, თუმცა უშედეგოდ. -წაიყვანეთ გოგო.- იყო ყვირილი და ხელჩართულობა, თუმცა ვასილმა თავისი ბრძანება გადაჭრით გასცა. -არ წამოვა.- თითქოს ყველაზე გამბედავად გაიჟღერა ამ ხმამ ხალხში და ყველას ყურადღება მისკენ მიიმართა. -და შენ ვინ ხარ, რომ ამას წყვეტ?- წინ ჯაბა წამოიწია. -მე მისი ქმარი ვარ.- ვასილმა წამიერად ისიც კი იფიქრა, რომ ოსეს სვანეთშიც არაფერი დაუდგამს და ყველაფერი ნელა და სიმართლით განვითარდა მათ შორის. გაშრა თინათე და ყველა ადგილზე გააშეშა მისმა სიტყვებმა. -ეს გოგო დღეიდან კოპალიანის ქალია და ვერც ერთი ხერგიანი მას ვერ გაეკარება.- ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რომ ეს გოგო აქედან დაეხსნა. -ასეა, მიწვევ?- ვასილი უფრო ახლოს დაუდგა და ხელები ზურგსუკან გადაიჯვარედინა. -ხომ იცი ვასილ, პატარა ქალაქი გვაქვს, ყველამ იცის რომ ჩემს ქალად გავიტაცე. არ გახსოვს რა მოსდის ხალხს, რომელიც სხვის ცოლს დაისვამს სახლში? არავინ პატიობს. საკმარისია რამოდენიმე ჩივილი და გვარი თავის სახლ-კარს მოსცილდება.- ღიმილით დაემუქრა. -როგორ ფიქრობ, ხალხი შენ დაგიჯერებს გუშინდელ ბავშვს, თუ მე?- -ვნახავთ ვასილ, ვნახავთ.. ახლა კი არჩევანი შენზეა, იმედია ძალას არ გამომაყენებინებ.- ირონია არ დააკლო ბიჭმა. -გაუშვით ორივე.- ისე თქვა, ოსესთვის თვალი არ მოუშორებია. -იცოდე, გაკვირდებით. თუ რამოდენიმე საბუთი მაინც მექნება, რომ ტყუი, ეს მთელ სოფელს ეცოდინება და არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მომიწევს. მე ისედაც კარგად ვიცი, რომ ამას მის დასაცავად აკეთებ.- კბილებში გამოსცრა კაცმა. ახლა ნამდვილად გაბრაზდა, რადგან სუსტ ადგილას დააჭირეს ფეხი. სახელი მისთვის ყველაფერი იყო. თინათე ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. თუ კი მამას გაჰყვებოდა, ამით პირველივე საბუთს დაუდებდა ამ ხალხს წინ და მერე მართლა ვერაფერი უშველიდა. -მამა, კარგად ხარ?- -მე კარგად ვარ, შენ ხომ არაფერი გტკივა?- ერთმანეთს ჩუმად ესაუბრებოდნენ ფიცხელაურები. უნდოდა ხმამაღლა ეტირა გოგოს, რადგან წამებში, სულ რაღაც რამოდენიმე ნათქვამ სიტყვაში ცა თავზე ჩამოექცა. -ეს კაცი სახლში უსაფრთხოდ წავა, გოგო მე გამომყვება.- თქვა თუ არა თინათეს განრისხებულ თვალებში ჩახედა, რომელსაც ზედ ეწერა წინააღმდეგობა. რეალურად იცოდა, რომ სხვა არანაირი გზა არ არსებობდა ამ სიტუაციისგან თავის დასახსნელად. ალბათ ზუსტად ეს ეჯავრებოდა ასე ძალიან, რადგან ყოველ ჯერზე, როცა საფრთხე ელოდა, ეს ბიჭი ჩნებოდა მის წინ. -როგორც კი შესაძლებლობა იქნება გამოაპ..- -სანდო ხელშია ბატონო დავით.- ძალიან ხმადაბლა უთხრა ფიცხელაურს და შეაწყვეტინა საუბარი, რომ არავის გაეგო. მიუხვდა დავითი, ისიც კარგად მიხვდა რომ ეს ბიჭი მისი ქალიშვილის მომავლისთვის რისკზე წავიდა. სხვა გზა არ იყო, ამ მოჩვენებით თამაშს ისიც უნდა დათანხმებულიყო. -იცოდე თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს..- სიმკაცრე ერია ხმაში, თუმცა ეტყობოდა რომ ახლა ყველაზე ძვირფასის დათმობა უწევდა, თუნდაც დროებით. -ნურაფერზე იღელვებთ.- გააწყვეტინა ბიჭმა. დავითმა არ იცოდა რატომ, მაგრამ ამ ბიჭს რაღაც ნაწილით ენდობოდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი ჩამოსვლისთანავე აუხსნა და არ დაუმალა. -თავს გაუფრთხილდი თინათე, დავბრუნდები და წამოგიყვან, გპირდები.- შვილს მოეხვია და მანქანაში მოთავსდა. ყველაზე მეტად ეძნელებოდა აქედან წასვლა. ის ხომ ყველაზე ძვირფასს ტოვებდა აქ, რაც თუ გააჩნდა. -დედას და თათულის მიხედე.- დაიჩურჩულა და ცრემლი თვალიდან გადმოსვლისთანავე მოიწმინდა. ატირდა, ამდენი ხნის შემდეგ. მამის მანქანას იქამდე ადევნებდა თვალს, სანამ არემარეს არ მოსცილდა. მოტრიალებულს ოსეს სერიოზული, ცივი სახე შერჩა ხელებში. თითქოს ერთ შეხედვაში აუხსნა, რომ მისი დანახვაც კი არ სურდა. თითქოს სიამაყეს აბიჯებდა მაშინ, როცა ოსეს მანქანისკენ მოუწია დაძრა. მანქანას მიეყრდნო და ვასილთან მდგარ ოსეს გახედა. -იცოდე, დღეიდან ძალიან სახიფათო გზა არჩიე, ოსე.- ავისმომასწავლებელი გამომეტყველებითა და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ბიჭს. დაჭრილ მხარზე ხელი დაადო და თითი ძლიერად ჩააჭირა ოსეს. -შენ თვითონ არჩიე, ასე მოვქცეულიყავი.- მხარში ტკივილი იგრძნო, სახე ტკივილისგან შეეჭმუხნა. -ყველაფერს გავითვალისწინებ.- მხოლოდ ეს თქვა, ისევ ისეთივე გამბედაობით და უკანმოუხედავად დაიძრა მანქანისკენ. არაფერი იცოდა, არ იცოდა სად წავიდოდა, რას გააკეთებდა. ან ამ გოგოსთვის რა უნდა მოეხერხებინა? გაუკვირდა, საერთოდ რომ დათანხმდა ამ გიჟურ სიტუაციაში თინათე და მას გაჰყვა. აშკარა იყო, რომ იმათ ხროვაში ჩავარდნას, ოსესთან კატა-თაგვობანა ერჩივნა. ოჯახის გამო მოუწია ასე მოქცეულიყო. ორივე მანქანაში იჯდა და თვალს ადევნებდა როგორ ტოვებდა შავი ჯიპი ტერიტორიას. -ახლავე რომ დავურეკოთ მამაჩემს და გავყვე არა?- უხეშად წამოიჭრა თინათე. -ვასილი სულელი გგონია? ახლავე გაგაყოლებდი, ყველგან კაცი რომ არ ჰყავდეს. საათი დასჭირდება რომ გაიგოს უკან გაჰყევი.- -ჯანდაბა..- თქვა და თავი ხელებში ჩარგო. თავი სტკიოდა, ერთმანეთში სხვადასხვა ემოციები ერეოდა და უნდოდა უბრალოდ გათავისუფლებულიყო. -აქ საიდან გაჩნდი?- მოულოდნელად დაუსვა კითხვა. -თბილისში მივდიოდი.- -აჰა, თუ ჩვენ გამოგვყევი?- ეჭვით, ბრაზით სავსე ხმა ჰქონდა. -ძლივს თავიდან მოგიშორე და შენი აზრით უკან დაგედევნებოდი? შენ არ გგავარ, ვიღაცებს რომ გავედევნო.- არც ოსემ სცადა თავის შეკავება. -მაშინ ახლა რატომ გამოიდე თავი ჩვენი დაცვით, გმირობა გინდოდა?- გაღიზიანებულს გონება დაბინდვოდა და მადლიერების გრძნობდა სადღაც დაკარგვოდა. -საოცარი ხარ იცი? თუ არ გჭირდებოდა დახმარება მაშინ ჩახტომოდი ხერგიანს მანქანაში!- ხმას უმატა გაცეცხლებულმა. -არ მჯერა, რომ სხვა გზა არ დამრჩა. ახლაც კი, როცა მეგონა ყველაფერს თავიდან დავიწყებდი, ყველა გეგმა ერთის მიყოლებით დამენგრა და სამაგიეროდ გათხოვილის სტატუსი შემრჩა!- აშკარად სასოწარკვეთილება ალაპარაკებდა. თითქოს მონოლოგი ჰქონდა და არა დიალოგი ოსესთან. -რას მიწუნებ?- -რა?- -ჰო, რა დამიწუნე, ძალიან მაინტერესებს.- ოსე იმდენად გადაღლილი იყო, აშკარად მეტ დრამას ვერ აიტანდა და ცოტათი ხუმრობით აჰყვა სიტუაციას. -ღადაობ არა? შენთვის სულერთია და აბა რა იქნება.- ფანჯარაში გაიხედა. -როგორ ფიქრობ, თბილისში რისთვის მივდიოდი? მინდოდა დამესვენა, ცოტა ხნით ყველაფერი გვერდით გადამედო, თუმცა რამოდენიმე კილომეტრი გავიარე და ჰოი საოცრებავ, ისევ შენ გადაგეყარე.- თინათემ აუხსნელი მზერით გახედა ბიჭს. -იცი რა? არ მჭირდება შენი დახმარება, მე თვითონ გავუმკლავდები.- როგორც კი თქვა მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ ოსემ დაასწრო და ჩაკეტა. -გააღე!- -დაჯექი და დაწყნარდი.- -გააღე მეთქი!- ბოლო ხმაზე დაიყვირა ქალმა. გამღები ღილაკისკენ წაიღო ხელი, რა წამშიც ცივი თითების შეხება იგრძნო მაჯაზე და ამან ერთიანად გაყინა. გაუქვავა ხელი და მზერაც ერთ წერტილს გაუსწორა მხოლოდ. -იმიტომ დაგეხმარე, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, კაკი რომ არ გადამეცა, შენზე ვერაფერს გაიგებდა ვასილი და რადგან ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, ახლა ჩემი საქციელის გასწორებას ვცდილობ. ასე რომ დაჯექი ამ წყეულ მანქანაში და მიიღე ჩემი დახმარება, რადგან წარმოდგენა არ გაქვს რა რთულია, როცა გამოუვალ სიტუაციაში მარტო გიწევს ბრძოლა, თანაც მაშინ, როცა უკან ერთი დიდი ოჯახი გიდგას!- თითქოს გამოაფხიზლა ოსეს სიტყვებმა. არა, ოჯახით ვერასდროს გარისკავდა. ბიჭის სიმართლით გაჯერებულ თვალებს უყურებდა და არ სურდა ეს ყველაფერი რეალური ყოფილიყო. თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს რამოდენიმე წამი. მერე გოგოს ერთიანად დაუარა სიცხემ და ლოყები აუვარდისფრდა. ხელი ფრთხილად გააშვებინა. ბიჭი საკმაოდ ახლოს იყო მასთან და ამას არ იყო შეჩვეული. მეტიც, ეს აბნევდა. მაჯაზე ის უჯრედები მსუბუქად უფეთქავდა, სადაც წამის წინ ბიჭის თითები ეხებოდა. უკვე ვერ იტანდა ამ გრძნობას, რადგან მეორედ განმეორდა. თავის მსგავსი ფიქრებისგან გაწმენდას ეცადა და ცოტათი უკან დაიხია ბიჭისგან. -ფუ შენი..- მწარედ შეიკურთხა ბიჭი, რა წამშიც მაისურზე სისხლის დიდი ლაქა დალანდა. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. -რა დაგემართა?- დაიბნა თინათე. ნაცრისფერი მაისური გადაიძრო და ისე დახედა ჭრილობას თინათესთვის ყურიც კი არ დაუგდია. -რას აკეთებ?!- თინათე ამ სპონტანურობას არ ელოდა და სიმართლე ითქვას დაიბნა კიდეც, მსგავს სიტუაციაში პირველად იყო. -ჭრილობის დამუშავებას ვაპირებ და თუ სუსტი გულის პატრონი ხარ შეგიძლია გადახვიდე და გარეთ დამელოდო!- ბრაზით დაახეთქა ოსემ, უკვე ნერვები არაფერზე ჰყოფნიდა. სულ არ ადარდებდა რომ გოგო თავს უხერხულად იგრძნობდა მისი ამ ფორმაში დანახვისას. -ბევრი სისხლია!- დაიყვირა თინათემ. ავტომატურად მოძრაობდა, გაუაზრებლად. -გადადი!- დაუყვირა ისევ. არაფერი გაუკეთებია, იჯდა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. საშინლად დაიბნა და ეს არ მოსწონდა, ზედმეტად ამაყი გოგო იყო ამისთვის. რამდენი რამ გააკეთა ამ ბიჭმა მის დასაცავად, რა მნიშვნელობა აქვს პრინციპების გამო თუ სხვა რამის, მთავარი ის იყო რომ თვითონ ამის გამო უმადურად უყვირა და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობდა. -სახვევები, სპირტი გაქვს?- ჰკითხა და მანქანის სათავსოების დაღება დაიწყო. -მეორე გააღე.- -დაგეხმარები.- მხოლოდ ეს თქვა და სახვევი ჯერ წყლით დაასველა, ნელა მიუახლოვდა და გაყინული, თლილი თითისწვერებით შეეხო ოსეს მხარს. სისხლი მოწმინდა, სპირტით გაასუფთავა და ახალი სახვევის დადება დაიწყო ჭრილობაზე. ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, ცდილობდა ბიჭის მზერისთვის არ შეეხედა, რომელიც არ სცილდებოდა მის ყელს, თმებსა და ლავიწებს. ფერმკრთალი გოგო იყო, თოვლივით ქათქათა და ნაზი კანი ჰქონდა. ოსე ამას ერთი შეხებითაც კი მიუხვდა. გრძნობდა როგორი სიფრთხილით და სიმორცხვით ცდილობდა ჭრილობა დაემუშავებინა. წამიერად თითქოს ყველა დანარჩენი ნისლივით ჩამდგარი ფიქრები ჩაიცალა მის გონებაში და ეს რაღაც უცნაურმა ჩაანაცვლა. ხელები საშინლად აუკანკალდა თინათეს, როცა ეს მზერა დაიჭირა. "რა ჯანდაბა დამემართა?!" ერთიანად კანკალებდა, არა და წუთის წინ დასცხა კიდეც. -რატომ კანკალებ?- მოულოდნელად, ძალიან ხმადაბლა დასვა კითხვა ოსემ. თითქოს გაუაზრებლადაც კი მოუვიდაო. -შემცივდა.- იცრუა გოგომ და წამით შეხედა თვალებში. "რა სირცხვილია, ესეც შეამჩნია!" გაჰკიოდა მის თავში ხმა. -გაშინებ?- ისევ მორიგი კითხვა და ისევ საშინელი დაბნეულობა თინათესთვის. -არა.- საღ პასუხებს ვერც კი იფიქრებდა. -ჩემი სიახლოვე გაშინებს?- ამჯერად თვალებში შეხედა ბიჭმა და რაღაცის დაჭერას ეცადა. ალბათ სიმართლის. -რა სისულელეა, საიდან მოიტანე? რატომ უნდა მაშინებდე? უბრალოდ შემცივდა ეს არის და ეს.- თვალები აარიდა და ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს. თვალიც ამიტომ აარიდა, რომ რამე ზედმეტი არ ამოეკითხა კოპალიანს მათში. ეს ხომ ზუსტად ის ადგილია რაზე დაკვირვებითაც, ადამიანის სულში, სადღაც ძალიან ღრმად იხედები. რამე დამალული, ამაფორიაქებელი და გაურკვეველი ზუსტად იქ სახლობს, ამას კი მარტივად შეამჩნევენ ჭკვიანი თვალები. თინათემ ბინტის ბოლო ნაჭერი გადაკოჭა ერთმანეთზე. -და ახლა რა იქნება?- ეცადა თემა შეეცვალა. -ეგ ხომ არავინ იცის თინათე. ერთი საათის წინ ვფიქრობდი, რომ მეტჯერ არასოდეს გადაგეყრებოდი. ახლა კი როცა აქედან გაცილებით შორს უნდა იყო, როცა ერთად არ უნდა ვისხდეთ, ერთად ვსხედვართ და გვიკვირს, რომ მაღლა ვიღაც იმდენად კარგ ხასიათზე იმყოფება, რომ ჩვენს დალაგებულ გეგმებს ანგრევს, მერე ერთმანეთში ხლართავს, გამოუვალი მდგომარეობების წინ ხელმოცარულებს გვტოვებს და ჩვენს შოკურ რეაქციებს სიცილით აკვირდება. ალბათ მთელი ცხოვრებაც ეგ არის, ვიღაცისთვის ჩვენი ყოველი განსაცდელი ერთი დიდი კინოა. რა იცი, იქნებ სიკვდილია მაშინაა, როცა საშინლად მოსაწყენი ხდება ჩვენი სიუჟეტი და მივყავართ, გვამთავრებს. ან კი პირიქით, როცა რაღაც ახალს ვიწყებთ, ზუსტად მაშინ გამოგვასალმებს სიცოცხლეს. -არ ფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრება მისთვის შესაძლოა ძალიან, ძალიან სასაცილო და საინტერესო აღმოჩნდეს?- უეცარი გაკვირვებით მიაყარა სიტყვები ერთმანეთს თინათემ, თან იმას ფიქრობდა, რომ ამ გიჟურ აზრებს არ უნდა აჰყოლოდა. -და თუ ასეა, მაშინ გავაოცოთ და ვაცინოთ ჩვენი ცხოვრებით. იქნებ ცოტათი უფრო გვიან მოსწყინდეს ამ საცოდაობის ყურება და სხვებივით დიდხანს შემოგვინახოს.- 8 იმ დღეს არც თუ ისე კარგი ამბავი ტრიალებდა მესტიაში. ხერგიანები ჯერ ხმას არ იღებდნენ, მელიებივით შეყუჟულიყვნენ თავიანთ სახლში და ყველა ხვდებოდა, ერთი საბაბი რომ გამოჩენილიყო აუცილებლად იფეთქებდნენ. ვერ მოენელებინა ბატონ ვასილს ოსეს დიდგულობა და სიმამაცე. ჯაბას თვალში ცოტათი ქვემოთაც დაიწია მამის სახელმა ამ ამბის შემდგომ, თუმცა ხმის ამოღებას ვერ გაბედავდა. მხოლოდ მათე ხერგიანი იყო მშვიდად, უკვე თბილისს დასგომოდა თავზე და ფიქრობდა რომ უსაფრთხოდ იყო. ასე თუ ისე, არც კოპალიანებს უჭირდათ რამე. ფატიმას მას შემდეგ დაესვენა, რაც თავის ვაჟს ელაპარაკა და გაარკვია, რომ კარგად იყო. მათთვის თითქოს ერთი დიდი კოშმარი დასრულდა. ის გოგო თავის გზას დაადგა, ოსეც დასასვენებლად გააგზავნეს, ირაიდა ჩვეულ ფორმაში იყო, ეგნატე კი სიჩუმეს მოეცვა. უკვე საღამოვდებოდა, სიბნელის შემოპარვასთან ერთად ქალის განწირული ხმა რომ შემოესმა არემარეს. არავინ იყო და ვერც ვერავინ გაიგებდა მის ხმას, დათას რომ არ გაევლო ამ გზით. ერთი პატარა რესტორნის უკან, დამალულ ადგილას ორი ადამიანის სილუეტი დალანდა. თითქოს ყველაფერს მიხვდა და მაშინვე საშველად შევარდა ჩიხში. პირველი რაც იგრძნო, ეს მრისხანება იყო, მერე კი ფეხად მოჰყვა ამ გრძნობებს ზიზღი და სირცხვილი. ხელი შავქუდიან კაცს ჩაავლო და ერთი მაგრად უთავაზა ყბებში. ქალი ცრემლიანი თვალებით ჩაიკეცა კედელთან და ჩუმად დაიწყო ქვითინი. ხელებს გახეულ ჯემპრზე იხვევდა. კაცი რამოდენიმე წამში გასცილდა იქაურობას, უკან დადევნება დააპირა ფანგანმა, თუმცა შეშინებული ქალის დანახვაზე ფეხი ვერ დაძრა ადგილიდან. ისედაც იცნო ვინ იყო და იმ წუთიდან ყველაფერს გააკეთებდა, აქაურობისგან რომ მოეცილებინა იგი. ერთხელ ხმადაბლა შეიგინა, როცა გააცნობიერა რომ ტუჩიდან სისხლი სდიოდა. -რამე დაგიშავა?- ქალი კიდევ უფრო მიეწება კედელს, იმდენად შეშინებული იყო, ყველაფერს ეჭვისთვალით უყურებდა. -ჩემი ნუ გეშინია, ხელს არ გახლებ, წამოდი და სახლამდე გაგაცილებ.- მისკენ დაიხარა და ხელი გაუწოდა. -ის ის.. იყო..- დამტვრეული ქართულით ალაპარაკდა ქალი. ყველასგან განსხვავებული გარეგნობით მიხვდებოდი, რომ აქაური არ იყო. დათამ მაშინვე იცნო, ეს ამერიკელი ქეითი იყო, აქაურ რესტორანში რომ მუშაობდა. ქალი ფეხზე წამოდგა და ცრემლიანი თვალებით გაჰყვა დათას. -ვერ მომშორდა..- ეტყობოდა ნერვიულობისგან საერთოდ დავიწებოდა, როგორ ესაუბრა ქართულად. -დამშვიდდი, ახლა ვეღარ მოგეკარება.- მტკიცედ უთხრა დათამ. -აქედან უნდა წავიდე.- -მეც ასე ვფიქრობ, შენი უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს.- -აქ არის სახლი..- ხელი პატარა სახლისკენ გაიშვირა და ორივე შეჩერდა. -ყველა წმინდა და პატიოსან ადგილას, აუცილებლად გამოერევა ერთი ვინმე უღირსი. ვიცი, შენთვის შეუძლებელი იქნება დღეიდან საქართველოს ხსენებაზე კარგი მოგონებები ამოგიტივტივდეს გონებაში, მაგრამ ნუ დაივიწყებ რამოდენიმე კარგ დღეს, რომელიც აქ გაატარე. მსოფლიოს ყველა ეროვნებაში არის ხალხის ცუდი ნაწილი, რაც არ უნდა კარგი გარემო იყოს. ვწუხვარ, ასეთი რამის გამოცდა რომ მოგიწია. გპირდები დაუსჯელი არ დარჩება.- -ვერაფერი დამიშავა შენ რომ გამოჩნდი.. მადლობა რომ დამეხმარე.- თავი სირცხვილით დახარა. -იმედი მაქვს ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება ყველა ქვეყანა..- ჩაილაპარაკა ინგლისურად და სახლში შევიდა. ამ დღის შემდეგ ქეითს აღარასდროს მოუნდებოდა საქართველოში დაბრუნება, რადგან იქ ვერ დაბრუნდები, სადაც მომხდარმა ადამიანობა შეგილახა, შიშმა კი თმები ყალყზე დაგიყენა. რაც არ უნდა ტკბილი ადგილი ყოფილიყო მისთვის, რაც არ უნდა კარგ ადამიანებთან ემეგობრა, ერთმა უღირსმა ყოველივეს გადაუსვა ხაზი მისთვის. და რა მოხდებოდა შემდეგ, როცა ამბავს საზოგადოება გაიგებდა? არ აპირებდა ფანგანი გაჩერებას, რადგან ღირსეულ ადამიანს არ სურს მის სახლთან ახლოს, ბოროტმა და სულმდაბალმა ადამიანმა ჩაიაროს. -ჩახვედი?- მობილური ჯიბიდან ამოიღო, სახლთან მისული ეზოში გაჩერდა და სიგარეტის ღერთან ასანთი აანთო. -კი, რამე მოხდა?- კოპალიანის ხმას ეტყობოდა, პირველი ოჯახი ახსენდებოდა სპონტანურ ზარებზე. -არაფერი, აქ ცოტა ხნით კიდევ მომიწევს დარჩენა, არამგონია ამ დღეებში მოვახერხო წამოსვლა.- -აღარ იტყვი რა ხდება?- მოთმინება დაეკარგა ოსეს. -შენები კარგად არიან, არც ხერგიანები არ გამოჩენილან ჯერ-ჯერობით, ამიტომ დაწყნარდი.- ჩაიცინა. -მერე მოგიყვები, ცოტა გრძელი ამბავია.- -კარგი, ჩემებს მიხედე, თუ რამეა მაშინვე დამირეკე.- -შენ სახლში არ ხარ? ახლა არ მითხრა მათეს უნდა დავადგეო, ახლა არ ჩახვედი?- -არა არა, ჯერ არაფერს ვაპირებ. სახლთან ვდგავარ.- -რაღაც ფორმაში ვერ მეჩვენები, რამეს ხომ არ გამოედე გზაში?- ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ძმაკაცმა. -ჰო, იმ ალქაჯს გამოვედე კიდევ.- თქვა და ერთი შეიკურთხა. -მეღადავები?- -საღადაოდ მაქ საქმე? გზაზე დავინახე მაგათი მანქანა, ნაბო*** ვასილს და მისი ფინო შვილი რომაა, ჯაბა, მაგათ გაეჩერებინათ ორივე. მათესთვის მიჰყავდა ეგ გოგო, ახლა ყველაფრის პირიქით შემოტრიალება მოუნდა ბებერს, მაგრამ ვინ მიართვა?!- -მოიცა, მოიცა, რა ქენი?!- სიგარეტის კვამლი გამოუშვა. -ჩემთან ერთად არის.- -ვინ ბიჭო, ეგ გოგო?- -ჰო.- -სულ გააფრინე?- მოსმენილისგან ეცინებოდა კიდეც დათას. -შენ არ ამბობდი ხერგიანებმა მომავალი რომ აურიონ სულ ჩვენი ბრალი იქნებაო? ჰო და მეც დახმარებას ვცდილობ, რაც არასწორად გავაკეთე ეგ უნდა გამოვასწორო.- თქვა და თავის სახლს მოავლო თვალი. -ვიცოდი რომ არ მოასვენებდნენ მაგ ხალხს. ბაზარი არაა, სხვანაირად ვერ გამოძვრებოდი რა. ისე, გამოყოლაზე როგორ დაითანხმე, დასანახად ვერ გიტანს, ან კიდე მამამისი.. - -სხვა გზა არ ჰქონდა არცერთს. მე რომ არ ვყოფილიყავი იქ, აქამდე ხერგიანების რძლად გამოცხადდებოდა ქალაქში. მე ვფიქრობ მამამისი მენდობა, ამიტომაც დანებდა. ამასაც ავუხსენი, მიხვდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მაგ ტურების ხელში ჩავარდნას, ჩემი ატანა არჩია.- მის აზრებზე გულით გაეცინა. -არ ვიცი ძმაო, უკვე შოკში ვვარდები ისეთი რაღაცები გადავიარეთ ამ ბოლო დროს. საერთოდაც ვასილი როგორ მოაჯინე?- -ვუთხარი ქალაქში ყველამ იცის ეგ გოგო ჩემი საცოლე რომ არის და რომ გაიგებენ სხვისი ქალი დაისვი სახლში, თავი გამოსაჩენად აღარ გექნება მთელს მხარეში მეთქი.. დამნებდა.- -ვასილმა რომ დაამტკიცოს რომ ყველაფერს აწყობ, ვეღარ მიხედავ მაგ გოგოს. ალბათ ცოტა ხნით კიდევ მოგიწევს ყარაულობა.- -ჯერ დაწყნარდეს სიტუაცია, მერე მივხედავ ყველაფერს.- -ფრთხილად იყავი, საშიშია ეგ ქალი, არ მოგკლას.- - ამდენი რამე გადავიარე და ერთ კვირაზე ჯოჯოხეთს მომასწრო ამ გოგომ. როგორმე ამასაც გავუძლებ ცოტა ხანი, დასასვენებლად ჩამოვედი თბილისში, მაგრამ რად გინდა..- -მოცდა მოგვიწევს, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა არცერთს. ახლა წავედი, თუ რამე მოხდება დამირეკე.- რამოდენიმე წუთი ქუჩაში, ისევ თავის სახლთან იდგა და იმ ყველაფერს აანალიზებდა, რაც დღეს გადაიარა. თბილისსში დასასვენებლად მიდიოდა, თუმცა ერთმა უბრალო შემთხვევამ, ერთმა ადამიანურმა გადაწყვეტილებამ და დახმარებამ, სრულიად სხვა შედეგი მოუტანა. სახლში მისგან განსხვავებული, უცხო გოგო ელოდებოდა. მერე რა, რომ რამოდენიმე დღე იყო, რაც იგი მის არემარეს არ მოშორებია. მერე რა, რომ მთელი კვირა ჩამწარდა დაუმთავრებელი და სულისშემხუთავი დრამით, რომელიც ამ გოგოს გამოჩენას მოჰყვა მის ცხოვრებაში. ყოფილა ოდესმე, ვინმე ხმაურით, ჩირაღდნებით ხელში შევარდნილიყოს სხვის ბნელ და სამარისებულად მიჩუმებულ ცხვორებაში, იქ კი ამ ყოველივეს აუღელვებლად შეგებებულიყვნენ? არავინ გაუწევს მასპინძლობას შენს არსაიდან მომავალ ხმაურს, რომელიც სხვის ასწლიან მდუმარებას არღვევს. თბილისი ლამაზი ქალაქია. თბილისია თბილი, როგორც საღამოს ზღვის მშვიდი ტალღები. თბილისია ისეთივე სავსე, როგორც სიტყვებით გატენილი წიგნი. თბილისი არის გატეხილი და დამსხვრეული ურთიერთობების ქალაქი. თბილისია დაუსრულებელი სიყვარულების სევდა და იგი თვითონაა მოწმე, როგორი ლამაზი და მახინჯია, გტკიოდეს სიყვარულისგან. ამ ქალაქში ჰაერი მძიმეა, თან საშინლად ნოსტალგიური, რადგან სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან წარსულების ისტორიები დგას. რომელ კუთხეშიც არ უნდა გაიხედო, ადამიანთა სევდას გრძნობ, რომელიც სულაც არაა მოსაწყენი. თუ ცდი, რომ ამ ქალაქს გაუგო, მაშინ უნდა იარო, ყველაფერს დააკვირდე, არც ისე ლამაზ ჩაბეტონებულ ადგილებს, ან კიდევ პირიქით. შესაძლოა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკეთეს ვერ გადაეყარო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. შენს თავზე უნდა გამოსცადო ეს ქალაქი. ყველას ვერ ეყვარება, მაგრამ თუ ერთხელ შეიყვარე, მერე მარტო დარჩენილს, იქაური მოგონებები გაგაღიმებს, რაც არ უნდა შორს იყო მისგან. ვიტრაჟები, ფერადი სახლები, ძველი თბილისი, ეკლესიები.. საზაფხულო ვერანდები, კაფეები შარდენზე და ლამაზი მაღაზიების ვიტრინები. თბილისის მოციმციმე ანძა, რომელიც ყოველ შეხედვაზე ნოსტალგიას მოგგვრის. უკვე რამდენი წელია დგას და უკვე რამდენი ხანია ციმციმებს. დგას და თბილისის ამბებს მშვიდად ადევნებს თავს. ახლაც ამ მოციმციმე ტელეანძას უყურებდა და ყველა იმ სასაცილო, ლამაზ, სევდიან მოგონებას იხსენებდა, თბილისსში რომ დატოვა. საშინლად უყვარდა ღამის ქალაქი, რადგან არაფერი იყო ამაზე მშვენიერი სანახავი. თითქოს გაუხარდა კიდეც, როცა დაურეკეს, რადგან სახლში აპირებდა შესვლას და საერთოდ არ იცოდა, როგორ მოქცეოდა თინათეს და მის მეგობარს, რომელიც ჩამოსვლიდან მალევე მოადგა კოპალიანების სახლს. ამჯერად მისი ძმაკაცი, ლაშა მამაცაშვილი ურეკავდა. -რომ ჩამოვდივარ სუნს გრძნობ, თუ რა ხდება?- -ვაა, ისევ დავამთხვიე?- გაისმა სიცილნარევი ხმა. -კი, ჩამოვედი. რა ხდება შენთან მოაგვარე ის ამბები?- -რავი რაღაც გამოდის რა, ბიძაშვილიც მეხმარება.. როდის ჩამოხვედი?- -დღეს, დიდი ხანი არაა.. გამომიარე, სახლში ვარ. რეზი თუ გახლავს უთხარი ტ***კია, ერთხელ არ დაურეკავს.- -არა, მეც არ შემხმიანებია კვირეებია, გასატისკია.- -დაურეკე და თუ სცალია გამომიარეთ.- -კაი გადავრეკავ დამაცადე..- -აუ ძმურად, ლუდი გამოიყოლე თორემ თავი მისკდება უკვე.- მობილური გათიშა და სახლში შევიდა. მისმა შესვლამ უზარმაზარ მისაღებში მსხდომი გოგონები გააჩუმა. მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო მასზე საუბრობდნენ. ფოიე ისე გაიარა, მისაღებისკენ არ გაუხედავს, არ უნდოდა რომელიმეს რამე ეფიქრა. -ახლა აქ მოგიწევს დარჩენა? შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე თუ ასეა..- შესთავაზა სოფიომ და მხარზე სანუგეშოდ დაჰკრა ხელი. -აქ დარჩენას ყველაფერი მირჩევნია სოფი.. სხვა გზა არ მქონდა, თორემ გეფიცები ფეხსაც არ მოვიცვლიდი იქედან.- დარდით ჩაილაპარაკა თინათემ. -და რა იციან, რომ შენ და ეს ბიჭი..- -გთხოვ არ დაასრულო.. ისედაც მიჭირს იმის გაანალიზება, რაც ამ ბოლო დროს მოხდა. არ მაინტერესებს ხალხს რა ჰგონია, ან რა იცის. მთავარი ისაა, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან, ეს მიმოფანტული ხმებია და საჭირო დანიშნულება აქვს.- -ჰო, მართალი ხარ.- -შენზე მომიყევი რამე, თორემ უკვე დამღალა ამ სიტუაციაზე ფიქრმა.. სამსახური იშოვე?- თემის გადატანას ეცადა. -კი, ბანკში ვმუშაობ, არავინ მაწუხებს, არავის ვაწუხებ. ვზივარ ჩემს ერთოთახიან ბინაში და რაღაცას ველოდები. სიმართლე გითხრა, მართლა არ ვიცი რას.- -ისე, ასეთი არ მახსოვხარ.. უნივერსიტეტში როცა ვიყავით მაშინ შენს პირადულზეც მიყვებოდი, ამდენი ხანი გავიდა და კიდევ არაფერია დავიჯერო?- გამომცდელი ხმით შეეკითხა გოგოს. -მეცინება მაგ დროის გახსენებაზე. რა გულუბრყვილო ვიყავი.. შენ კი ყოველთვის პირიქით, სხვებთან ურთიერთობებს თავს არიდებდი, არადა რამდენი ცდილობდა.- ჩაეცინა სოფიოს და შავი, ბოლოებში ხვეული თმა გაისწორა. -სწორადაც იქცეოდი, მე ყოველთვის ის მომწონდა, ვინც არასოდეს შემომხედავდა, ასეც დარჩა ეგ ამბავი. ახლა სასაცილოდ არ მყოფნის.- ისევ გაიღიმა, მაგრამ ამჯერად ისე, თითქოს თავში ძველი მოგონებები ამოუტივტივდა და ცოტათი დასევდიანდაო. -ჰო, მახსოვს ეგ ამბავი.. რა ერქვა?- ღიმილით ჰკითხა თინათემ. -ნუ გაიხსენებ, ჩემი ბრაზიც მყოფნის, როცა მახსენდება.- ხელი ჩაიქნია. -ისე, ძალიან ლამაზი სახლია.- თვალი შეავლო სახლს. კმაყოფილი იყო, სწრაფად რომ შეცვალა ეს თემა. -ჰო, ძველებურია, თან იმდენი სუვენირი დევს, მგონია რომ მუზეუმია.- აღფრთოვანება ვერ დამალა ფიცხელაურმა. -აქ არ ცხოვრობენ?- ინტერესს ვერაფრით იკლავდა სოფიო ანჯაფარიძე. -როგორც ვიცი არა, მხოლოდ ეს ჩამოდის ხოლმე.- -ეს?- ისევ გაიკრიჭა მეგობარი. თინათემ ერთხელ დაუბღვირა მობეზრებით და თვალი ბუხრის თავზე დაწყობილ ფოტოებს მოჰკრა. -როიალიც კი აქვთ. ეს მისაღები ჩემი მთლიანი ბინის ხელაა.- -გთხოვ არ შეეხო, არ მინდა რამე იფიქროს!- ჩურჩულით წამოიძახა თინათემ. აშკარად გაღიზიანებული იყო, მაგრამ კონკრეტულად რომელი ერთის გამო, ვერ ხვდებოდა. ვერ იტანდა ამდაგვარ არეულობებს მის ცხოვრებაში. არც სხვის სახლში სურდა გაჩერება, მითუმეტეს მისთვის უცხო და უცნაური ბიჭის გვერდით. -მინდა თვალი გავახილო და მივხვდე, რომ ყველაფერი სიზმარია.. ცუდი სიზმარი!- დაღლილი ხმით ამოიოხრა და სავარძელზე მორცხვად მოთავსდა. თავს საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა, აღიზიანებდა რომ ოსეს სახლში უწევდა გაჩერება, თანაც უკვე მერამდენედ! როგორ ეძახდა, მოუშორებელი ჭირიო, იმედია არასდროს გადაგეყრებიო და რა მოხდა? თითქოს თავიანთი სიტყვების საპირისპიროდ მოაწყო ვიღაცამ საქმე. როგორ უნდა აეტანათ ერთმანეთი, თუნდაც ხუთი წუთით? მესტიაში სხვაგვარად იყო, იქ მისგან დაიმალებოდა, ოსეს ოჯახისწევრებს გაერეოდა, აქ კი ფეხის ზედმეტად გადაგმა უნდა შეეშინდეს იმის გამო, რომ ამ თავნება ბიჭს არ გადაეყაროს. თანაც მისი სახლია, ყველანაირი უფლება აქვს. ამდენი ხანი ითმენდა, მაგრამ ტირილი საშინლად მოუნდა. მისი ფიქრები კარის ხმამ გაფანტა, სოფიოს სიტყვები კი ნელ-ნელა მიწყდა, როცა ორივემ გაანალიზა, რომ ვიღაც მოვიდა. ფოიეში შემოსული ბიჭი თმას უხერხულად იქექავდა და წარბშეკრული უყურებდა ორ მისთვის სრულიად უცნობ გოგონებს. -გამარჯობა..?- მისმა ხმამ კითხვანარევად გაიჟღერა მისაღებში. -ჩვენ.. ის, ოსე მაღლაა.- თინათე საშინლად დაიბნა უცნობის დანახვაზე, გამარჯობის თქმაც კი დაავიწყდა. იმდენად გაკვირვებული სახე ჰქონდა ბიჭს, რომ ამან დააბნია და ვერ გადაწყვიტა აეხსნა თუ არა, ვინ იყო თვითონ. -კარგი, ბოდიში შემოჭრისთვის..- ისევ დაბნეული გამომეტყველებით და პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი ლუდის ბოთლებით აუყვა კიბეებს. -ფუ, რა სისულელეა..- ბიჭის გაუჩინარებას თან მოჰყვა სოფიოს სიცილნარევი და სასოწარკვეთილი ხმა, თითქოს გაუაზრებლად აღმოხდაო. თვალები ისევ კიბეებისკენ ჰქონდა მიშტერებული. -რა?!- ვერ მიუხვდა მეგობარი. -შენც ის დაინახე, თუ მომეჩვენა? არა ალბათ გადავიღალე, ციფრებზე მუშაობამ და კლიენტებმა ტვინი ამირიეს.- -რაებს ბოდიალობ სოფიო?- წარბი შეკრა თინათემ. -ისაა, მამაცაშვილი.- თქვა და თითებით ტუჩების წვალება დაიწყო, თან სავარძელზე იჯდა და ნერვიულად ქანაობდა. -საიდან იცი ვინაა?- -კარგი რა თინა, კარგი..- ხელი აიქნია და თითქოს პანიკამ დაამუნჯა. -არა..- თავი უარყოფის ნიშნად გააქნია თინათემ, თითქოს დაჯერება არ უნდოდა. -ჰო, ეგ არის.- -ანუ ბედი გწყალობს თუ არ გწყალობს?- ამ დაძაბულ სიტუაციაში, მოგუდული სიცილი ვერ შეიკავა გოგომ. -გთხოვ, გეხვეწები ოღონდ ახლა არ დაიწყო. ყველაფერს გავაკეთებდი, აბსოლუტურად ყველაფერს, ოღონდ ახლა აქ არ იყოს. წარმოუდგენელია!- -კარგი დამშვიდდი, ხომ ხედავ არც კი დაუნახავხარ!- -მაშინაც ვერ მიცნობდა და ახლაც ვერ მიცნობს, მაგაზე არც ვნერვიულობ.- -არ მითხრა, რომ გეწყინა მისი აქ მოსვლა.- -ახლა სულ სხვა გარემოებაა თინათე, წლების წინანდელ სოფიოს ალბათ ყურებამდე გაეღიმებოდა ლაშას დანახვაზე, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა. ბევრი დრო გავიდა, გავიზარდე და შევიცვალე. იმას არ აქვს მნიშვნელობა რომ აქ არის, ან იმას რომ შევხვდი, აღარაფერს ნიშნავს. ბავშვური სისულელე იყო, ისევ ჩემი ახირება, რომელიც საიდუმლოდ დაიწყო და საიდუმლოდ მოკვდა. უბრალოდ დაუჯერებელი ისაა, მსგავს სიტუაციაში რომ მომიწია მისი დანახვა კიდევ ერთხელ. თანაც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ამაზე, ახლა კი მეხივით მოვარდა, გეგონება ვინმემ შემილოცა!- თავში ხელი წამოირტყა და შეშინებულმა გახედა მის წინ მჯდარ თინათეს. -კარგი, თუ არაფერია მაშინ ტყულად იშლი ნერვებს. რას ვიზამთ, წარსულში ყველას აქვს რაღაც ისეთი გაკეთებული, რისიც ახლა გვრცხვენია.- -აქედან უნდა წავიდე, ახლავე.- -კარგი რა, რა დაგემართა?! იცოდე არ დამტოვო ჯერ მარტო, ორ უცხოსთან ერთად ამ ვებერთელა სახლში.- შეევედრა თინათე, არაფრით არ სურდა მარტო დარჩენილიყო. მეორე სართულიდან ყრუდ გაისმა ორი ბიჭის დიალოგი. -მდგმურები გყავს?- მეორე სართულის მისაღებში შევიდა თუ არა, მაშინვე ჰკითხა ოსეს, რომელიც ვიდეოთამაშს თამაშობდა. -დაჯე.- ლაშამ თეთრი პუფი ძირს დააგდო და ისე დაჯდა, ეჭვნარევი გამომეტყველება სახიდან არ მოსცილებია. -ვინ არიან ეს გოგოები?- -საზიზღრად გრძელი ამბავია ლაშა, ლუდი მომეცი და ნელ-ნელა მოგიყვები.- ისეთი მობეზრებული ხმით თქვა, ძმაკაცმა მაშინვე მიუხვდა ამ თემას გადაღლილი რომ ჰყავდა. -აქ აპირებ დარჩენას?- რამოდენიმე წუთის შემდეგ სოფიომ ისევ დაუსვა კითხვა თინათეს. -არ ვიცი, ოსეს უნდა დაველაპარაკო.- -ახლა იქ უნდა ახვიდე? არ იქნება ლამაზი, აცადე ცოტა ხნით.- ურჩია სოფიომ. -ვიცი და ჯერ არ ავალ, იმედია მალე ჩამოვლენ თორემ ასე მგონია ეკლებზე ვზივარ.- აღელვებისგან წამოდგა და საოჯახო ფოტოსურათებს მიუახლოვდა. მარტივად ამოიცნო პატარა ირაიდა, ფატიმა და ეგნატე კოპალიანები. შუაში კი პატარა ოსეს ფოტო იდგა, ვიღაც უცნობ ქალთან ერთად, რომელიც ძალიან მოგაგონებდათ ირაიდას. -ყველა ჭირი შენ როგორ უნდა შეგეყაროს?- როგორც კი მომხდარი უამბო ოსემ, მაშინვე ეს კითხვა დაებადა ლაშას. -უკვე მერამდენედ ვუსვამ მაგ კითხვას ჩემ თავს, რომ იცოდე.- ისე გაეცინა, თითქოს თავის ბედს დასცინისო. -და ახლა რას უპირებ, აქ უნდა აცხოვრო?- -ცოტა ხანი აქ გაჩერდება, არ ვარ აღფრთოვანებული მაგ ფაქტით, არც მე და არც ის. ასე სჭირდება საქმეს, მერე რაღაცას მოვიფიქრებ.- -ისე, არ არის ცუდი გოგო..- შეაპარა კოპალიანს და ლუდი მოსვა. -შენც რომ იგივეს იძახი აღარ მიკვირს, ნახევარი მესტია გადარია. ერთი-ორი აეკიდა კიდეც.- -შენ ერთი ინდური დრამა გადაგხდენია და აზრზე არ ვყოფილვარ.- გაკვირვებული იყო მამაცაშვილი. -კავკასიური დრამაა უფროა. უნდა გენახა ჩემების სახეები, ეგონათ ცოლი მოვიყვანე.- -დათა რატომ არ გამოგყვა?- -აპირებდა წამოსვლას, დამირეკა საქმე გამომიჩნდა და ცოტა ხნით დარჩენა მომიწევსო.- -მოკლედ იქაური საქმეები არცერთს არ გელევათ.- თავი გააქნია მამაცაშვილმა. -და ის გოგო ვინაა, მეორე?- -არ ვიცი, რომ ჩამოვედით ცოტა ხნის მერე დაურეკა ჩემი მობილურით და მოვიდა, ალბათ თინათეს ეგონა მარტო რომ ვყოფილიყავით შევჭამდი. თბილისელი მეგობარია მისი, ასე გამაცნო.- მხრები აიჩეჩა და წელში გაიმართა. -კარგ ფორმაში ხარ მეთქი რომ გითხრა, მართლა არ გეთქმის, მხარს უნდა მიხედო.- -ჰო, ამას მართლა უნდა მივხედო, საავადმყოფოში ვერ მივალ, ხომ იცი როგორც არის.- -ვაკოს დავურეკავ და მოგიგვარებს.- წამიერად ყველა პრობლემა გადაჭრა მამაცაშვილმა და ფეხზე წამოდგა. -აი რამოდენიმე წელიც და ასეთი ბაითის აგდებას მოვახერხებ. რამდენი ხნისაა და მაინც ძალიან მაგარია.- კედლების თვალიერებას მოჰყვა. -ოსე- -ჰმმ- ამოიზმუვლა ისე, რომ მეგობრისთვის არ შეუხედავს. -მოკლედ მე წავედი რა, დღეს მაგარი ივენთია, თან ერთი მეპატიჟება უკვე რამდენი ხანია.- -თუ მჯეროდეს.- სიცილით გადმოხედა სავარძლიდან. -ისევ ეკას ხვდები?- -რომელ ეკაზე ამბობ გააჩნია.- -გიორგაძე, მესამე კურსზე რომ გავიცანით.- -გიორგაძე.. ქერა? ა ეგ არა, ეს მოსიშვილია. შენ რომ რაღაც ამბები გქონდა იმ გოგოსთან, რა ჯანდაბა ჰქვია.. კატო ჯგუშიას ნათესავია.- აუხსნა მარტივად. -ვაა, იმის ნათესავებსაც გადაწვდი ესეიგი, ნიჭი გაქვს, ვერ დაგიკარგავს კაცი..- -ჰო ამას მეუბნება ტიპი, რომელსაც სახლში უცხო გოგო ჰყავს.- -წადი შენი.- ერთი გაუცინა და წამოდგა. -ვაკოს გზაში გადავურეკავ და გავაფრთხილებ წინასწარ.- -ეგ ისე ცოცხალია?- ორივე კიბეებზე ჩადიოდნენ, როცა მისაღებში მათ ხმაზე თინათე წამოდგა. -კი, ცოლს გაშორდა და მას მერე სულ სამსახურშია.- -ღადაობ? ეგ არ ვიცოდი.- -რაც გადაიხვეწე იმ ჯუნგლებში არავისზე აღარაფერი არ იცი.- ლაშამ შეამჩნია გოგოს აფორიაქებული სახე და გაჩერდა, თითქოს მიხვდა რაღაცის თქმას აპირებსო. -ოსე, შეიძლება ერთი წუთით ვისაუბროთ?- თინათე თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ისე უსწორებდა თვალს მის მოპირდაპირედ მდგარ ბიჭს. -კი, რა თქმა უნდა. შენ აქ დამელოდე ერთი წუთით.- მიმართა ძმაკაცს და მისაღებში გადმოვიდა. ბიჭის შემოსვლამ სოფიოს თავი ზედმეტად აგრძნობინა მისაღებში, ნამდვილად არ უნდოდა მათი დიალოგისთვის ესმინა. ფეხზე წამოდგა და ფოიეში გავიდა, წამიერად გახედა შავებში ჩაცმულ, კედელზე მიყრდნობილ ლაშას და მისგან მოშორებით დადგა. არაფრით არ ამოყოფდა თავს ტელეფონიდან, ვიდრე მისი უნივერსიტეტელი აქედან არ წავიდოდა. ისიც საკმარისი იყო, რაც დღეს ამ სულელურ და სიძველისგან გადაჟანგულ თემაზე მოუწია ფიქრი. მამაცაშვილს ერთხელ ჩაეცინა სოფიოს უზარმაზარ, სპანჯბობის ჩანთაზე, ეს გოგო სადღაც აშკარად ნანახი ჰყავდა. -ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა თუ ჩემს მეგობართან გადავიდოდი დასარჩენად, უბრალოდ არ მინდა ვინმე შევაწუხო.- მტკიცედ წარმოთქვა და ბიჭის უფრო გამუქებულ თვალებს ჩააშტერდა, უცნაურად რომ უმზერდნენ. -როგორ ფიქრობ, ჩემს გარდა აქ ვინმე კიდევ არის, რომ შენი ყოფნით თავი ვინმეს მოაბეზრო?- სერიოზული გამომეტყველებით ჰკითხა. გოგოს პირი მოეღრიცა, ჯერ კითხვაზე, მერე კი ამ სერიოზულ ტონალობაზე. -ზუსტად ამას ვგულისხმობ, არ მინდა თავი მოგაბეზრო, ეს ისედაც საკმარისად მოვახერხე ამ კვირის განმავლობაში.- ცდილობდა არ ეკბინა მისთვის, მაგრამ აშკარად გაღიზიანებული ჩანდა. -მიხვედრილი ხარ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენი აქედან გადასვლა არანაირ შედეგს არ მოგვიტანს, გარდა იმისა რომ სიტუაციას უფრო გავამწვავებთ. თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი შესაძლოა დაკვირვების ქვეშ იყოს. ვასილსაც ზუსტად ეგ უნდა, სხვის სახლში მიმავალი დაგინახოს, იმის საპირისპირო აღმოაჩინოს, რასაც ჩვენ ვტყუით. უფროსწორად, ისედაც იცის, რომ ვატყუებთ, უბრალოდ რამე რეალური ფაქტი სჭირდება, ყველაფერი რომ დაამტკიცოს.- ოსეს სიტყვებზე დაფიქრდა და მერე თვითონაც უძლური დარჩა საკუთარი ფიქრების წინაშე. ამით გადაწყდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც აქ მოუწევდა დარჩენა. -და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სისულელე?- ხელები გადაიჯვარედინა. -ეს სისულელე, რომელიც შენი უსაფრთხოებისთვისაა და არა ჩემთვის, მანამდე გაგრძელდება სანამ უსაფრთხოდ არ იქნები.- ამ სიტყვებმა ისე გაიჟღერა, თითქოს თინათემ დაავალდებულა იგი, რომ დახმარებოდა. -მე შენთვის არ მითხოვია რომ ეს ამბავი მოგეწყო, ან ჩემს გამო რამე გაგეკეთებინა. ამიტომ ნუ მელაპარაკები ისე, თითქოს უმადური ვიყო. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ისედაც ჩემი დადევნებით ჩაგაგდე ამ სიტუაციაში, მესმის..- -ახლა არ გინდა ამაზე ლაპარაკი..- -არა, მართლა. იმედი მაქვს ოდესმე შევძლებ და ჩემს მადლიერებას სათანადო დონეზე გამოვხატავ, რადგან როგორც ჩანს ძალიან გაწუხებ.- ერთხელ შეხედეს ერთმანეთს თვალებში. თინათეს იმდენად ცივად გამოუვიდა ნათქვამი, რამდენადაც გულში გრძნობდა ყოველივეს. გვერდით ჩაუარა, ბიჭის სხეულს მხარი გაჰკრა და სოფიოს მიუახლოვდა. თვალებში ნისლი გადაეკრა კოპალიანს, არ იცოდა როგორ მოეთმინა. -ვწუხვარ რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ვერ წამოვალ შენთან, ყველაფერს გავაფუჭებ ამით. ცოტა ხნით აქ მომიწევს დარჩენა.- ხმადაბლა აუხსნა სოფიოს, თვალებში ჩამდგარი ნერვიულობით. -კარგი, არაუშავს.. უბრალოდ დამირეკე თუ რამეა კარგი?- ხელი მეგობარს მოხვია. -უკვე მიდიხარ?- -კი წავალ, თორემ უკვე დაღამდა.- საშინლად არ უნდოდა ამის მოსმენა თინათეს. არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო ამ სახლში, ოსესთან ერთად. -ტაქსი გამოიძახე?- -არა, ფეხით გავივლი.- იუარა სოფიმ. -ლაშა გაგიყვანს, ჩემი მეგობარია. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?- ოსეც მათ მიუახლოვდა, მერე კი ძმაკაცს გახედა კითხვანარევი გამომეტყველებით. -არა, რა პრობლემაა.-ლაშამ მხრები ისე აიჩეჩა, სულ არ ანაღვლებდა ისინი რაზე საუბრობდნენ. -არ მინდა შევაწუხო.- თინათემ მარტივად შეამჩნია გოგოს თვალებში გარბენილი შოკის კვალი. -არ შევწუხდები.- მობილურიდან თავი არ აუწევია მამაცაშვილს, ისე თქვა და კარი გააღო. -ვაკომ არ მიპასუხა, მერე მივწერე შენზე და მითხრა პრობლემა არაა მოვიდესო.- გარე სივრციდან გამოსძახა ოსეს. -კაი, მადლობა.- -შენ იცი აბა.- თვალი მიზანმიმართულად ჩაუკრა, მიანიშნა მამაცაშვილმა და ეშმაკური ღიმილით მივიდა მანქანამდე. -გაა**ი.- უხმოდ, თუმცა პირის მოძრაობით უთხრა ოსემ და უკან დაიხია, სოფის რომ კარში გაევლო. -დაგირეკავ.- ხმადაბლა უთხრა სოფის და შემოტრიალდა, ოსეს პერიმეტრში გაკარებაც კი არ სურდა. ამას მარტივად ხვდებოდა კოპალიანიც. - სახლისკენ შემოტრიალებულს სული შეეხუთა, თითქოს ჰაერი სულ გამოცლილიყო ამხელა სახლში და მალე დაიხრჩობოდა. არ იცოდა საით უნდა წასულიყო, სად დამჯდარიყო, ან ეს კიბე საით მიდიოდა. ზედმეტი, გადასაგდები ნივთივით გრძნობდა თავს, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ სახლში. უყურებდა ოსე გოგოს გაშეშებულ სხეულს და გრძნობდა მის დაბნეულობას. დაკარგული ბავშვივით აცეცებდა თვალებს. -ირაიდას საძინებელში თავისი ტანსაცმელები აქვს, შეგიძლია გამოიყენო.- ვერაფერი ვერ მოფიქრა სათქმელად. -არამგონია ესიამოვნოს..- ამოუხსნელი მზერით გახედა, თითქოს შველას თხოვდა, აქედან გაქცევას. -ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყო.- კიბეებისკენ დაიძრა ოსე. -წამოდი, დროებით სასტუმრო ოთახი შენთვის იქნება.- საფეხურებზე ასულმა გამოსძახა გოგოს და თითქოს ამან გამოაფხიზლა. დინჯად აუყვა თეთრი მარმარილოს კიბეებს. -ეს არის, ირაიდას ტანსაცმელები ამ კარადაში შევყარე, ნუ მოგერიდება. იქ სააბაზანოა.- ხელი საძინებელში ამოკვეთილი თეთრი კარისკენ გაიშვირა. -კარგი, მადლობა..- თავდახრილი შევიდა რძისფერ ოთახში, სადაც რკინის თეთრი საწოლი დახვდა, ამავე ფერის ზეწარით. საწოლის გვერდით ორი ხის თეთრად შეღებილი ტუმბო იდგა, ლამაზი სანათებით. საწოლის ხელები ოქროსფერი მეტალით იყო დაფარული, თავი კი ვერცხლისფერი მეტალით დაექარგათ, ლამაზი ფორმის ყვავილებით და ფოთლებით. უზარმაზარი, ძველებური ჭაღი ეკიდა ოთახის ცენტრში, თეთრი, სარკით დაფარული კარადა და ამავე ფერის ტრილიაჟი, სადაც არაფერი ელაგა. ყველაფერი ძალიან სუფთა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში არავინ ცხოვრობდა. "ვინ ალაგებდა?" გაუელვა თავში თინათეს, მერე კი სარკეში საკუთარ სილუეტს მოჰკრა თვალი და ეს ფიქრებიც მიავიწყდა. ოსემ მაშინვე გაიხურა კარი, ფიქრობდა რომ გოგოსთვის მარტო ყოფნა უფრო კომფორტული იქნებოდა. მთელ ჰაერში იგრძნობოდა როგორი დაძაბული იყო, როცა ოსეს გვერდით მარტო რჩებოდა, ეს კი არ გამორჩენია კოპალიანს თვალიდან. აღარ უნდოდა მეტად გაჩხეროდა თვალში. ძველებური სახლი იყო, თითქოს ეს ოჯახი ყველაფერ ანტიკვარულს აგროვებდა. ეშინოდა რაიმე არ გაეტეხა და ამის გამო ფრთხილად გადაადგილდებოდა. ის კი არა, ფეხის ხმაურიანად დაბიჯებასაც ერიდებოდა, ახლა ხომ სახლში მარტო იყო, ადამიანთან ერთად, რომელიც მისი არეული დღეების განუყრელ ნაწილად იქცა. რეალურად, ორივეს შეეძლო იგივე ეთქვათ ერთმანეთზე. ოსე თავის ოთახში შევიდა, ცოტა ხნით საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა. ამდენი ფიქრი უკვე თავს საშინლად ატკიებდა. მის ოთახში შესვლისთანავე მოგვხდებოდა თვალში თაროზე ჩალაგებული რამოდენიმე საყვარელი წიგნი, გრამაფონის სიდები, საყვარელი ბენდების კასეტები.. თითქოს სამოცდაათიანებში შეაბიჯეო, ისეთი აურა ტრიალებდა მთელს ოთახში. კედლებზე ბენდების პოსტერების იქეთ, ერთი თეთრი, პატარა ფანჯარა იყო, ვერტიკალურად ეღებოდა და გადახედვისას ისეთი შეგრძნება გრჩებოდა, თითქოს ამაზე ლამაზი ხედი მეორე არავის ჰქონდა საძინებელში. ბევრი შავი და ბევრი ნაცრისფერი ჰქონდა ამ ოთახს, იფიქრებდი აქ სულ წვიმსო. კედელზე ფოტო ეკიდა, ლონდონის ბიგ-ბენი იყო გამოსახული, იქაც ყველაფერი ნაცრისფრად. თუ ეს ოთახი ქალაქი იქნებოდა, არაფრით იქნებოდა განსხვავებული ლონდონისგან. თითქოს ბნელოდა, ნესტიანი იყო. შიგ ტბასავით იყო ჩაგუბებული წლობით ნათრევი გრძნობები და როგორც უჰაერო ვაკუუმში, ისე გაუჭირდებოდა აქ სუნთქვა ისეთს, ვისაც სუფთა და ფერადი ჟანგბადი სჭირდება საცხოვრებლად. ზოგჯერ აქ იჯდა და ფიქრობდა, რომ ვერავინ გაუძლებდა მის ხავსმოდებულ, ავადმყოფურად მოხრიალე მარტოობას. ხომ იქნება ვინმე, ვინც ამ ხავსს ჩაეჭიდება? ან საერთოდ რაში სჭირდება ეს? ხომ აღარაფერს აქვს აზრი, ბოლოს ყოველთვის ერთია. ამიტომ იყო ეს ოთახი ნაცრისფერი. მისი აზრით, უაზრობა და უსასრულობა იყო ისეთივე ნაცრისფერი, როგორიც მოწყენილობა. მთელი სახლი თეთრ, სპილოს ძვლისფერსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი. ახალი ავეჯით გაეწყოთ, რომელიც რატომღაც ზუსტად ძველებურ სტილზე იყო შეკერილი. ბევრი სარკეები და ამღვრეული ნახატები, ოქროსფერ ჩარჩოებში. თეთრი სამზარეულო, სასადილო მაგიდით. დიდი ტელევიზორი, ანტიკვარიატით გაწყობილი მისაღები, მარმარილოს ბუხრით და თეთრი როიალით, რომელიც სულ სხვა ელფერს სძენდა აქაურობას, ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდა, თითქოს აბსოლუტურად ყველა დეტალი გათვლილი იყო ინტერიერისთვის. თინათეს ჯინსის შარვალი და დიდი ზომის ზოლიანი მაისური შეერჩია ირაიდას გარდერობიდან. ძალიან უნდოდა სტრესის მოსახსნელად შხაპი მიეღო, მაგრამ ამდენად ჯერ ვერ ეგუებოდა გარემოს, არც საჭირო ნივთები არ ჰქონდა თან. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარს, აეტირა. ამდენს ვეღარ გაუძლო, აქამდე ხომ ისე იდგა, როგორც უძვრელი კლდე, ახლა კი თითქოს პატარ-პატარა ქვებად ჩამოიშალა ყოველივე. დედასთან საუბარი მოენატრა, მისი ოჯახი. სრულიად უცხო გარემოში უსახლკაროსავით აღმოჩნდა, რაც არ უნდა ლამაზი ყოფილიყო ეს სახლი, მაინც ციხე-სიმაგრესავით ეჩვენებოდა. თავისი დის ბედზე დაფიქრება წამითაც არ სურდა, სიმართლის მოსმენის შემდეგ გაუთავებელი აზრი არ ასვენებდა იმაზე, რომ მისი დისშვილი უმამოდ გაიზრდებოდა. რას დაემსგავსა მისი ცხოვრება? თითქოს კულისებში იდგა და იქედან ადევნებდა თვალს ამ სატირას. ხომ ხდება ხოლმე, მთელი შენი ნაშენები გეგმა მიყოლებით, დომინოს ქვებივით რომ იშლება, ჰო და ესეც ზუსტად ის შემთხვევა იყო. ადრე იჯდებოდა თბილისში, რომელიმე სკამზე და წამიერი აღელვება შეიპყრობდა მის გაცრეცილ, ხანდახან ემოციებისგან ახუნძლულ სულს, იმის გამო რომ რეალურად ვერავინ გაიცნობდა. ადამიანებს ხომ გვეშინია, რომ შეიძლება ვერავინ გაგვიგოს და ოდესმე მარტო დავრჩეთ ჩვენივე ხელით ჩამოშლილ კედლებში. მარტო არავის უნდა. ადამიანს არ სურს სამყაროს ისე დატოვება, რომ ერთმა სხვამ ვერ გაუგოს მის აქოთებულ შიგნიერებას. უნდათ ხოლმე, იგი ისეთად დაინახოს ვინმემ როგორიცაა, ვიტყოდი ასჯერ გადაშლილ-გადმოშლილი, ალაგ-ალაგ გაფერადებული როგორც ხუთი წლის ბავშვის სახატავი დღიური. გინდა ხოლმე ჩამოჯდე, თუნდაც ჭაობში და ვიღაცას რაღაც უამბო. შენი წლობით გადაკეტილი მღვიმეები გამოამზეურო, ხანდახან გეშინია, მაგრამ თან ხვდები, რომ ამაზე მეტად ვერაფერი გიშველის. მერე თუნდაც ჩაგიტანოს იმ ჭაობმა, ჭირსაც წაუღია შენი სხეული, მთავარი ხომ ის იქნება, რომ სული გაითავისუფლე. მას ვისაც არასდროს უსაუბრია ამაზე, არ იცის რამხელა შვებაა. ის კი, ვინც ხშირად ყვება, მერე დუმს. ხანდახან ვერ ხსნის, ხანდახან უკეთესია არ ახსნას, ხანდახან კი უბრალოდ არ აქვს სათქმელი. ამ სახლში ისეთივე ჩახუთულობა იყო, როგორიც ლაშა მამაცაშვილის მანქანაში. რატომღაც არც სოფიოს ჰყოფნიდა ჰაერი იმ წამიდან, რაც მანქანაში მოთავსდა. იგრძნო მამაკაცის ცივი სუნამო და მარტივად შეამჩნია მოვლილი და გასუფთავებული ტყავის სალონი. ჩანთა მუხლებზე დაიდო და მაქსიმალურად ეცადა აკანკალებული თითები მის ქვეშ დაემალა. სულ გადაფითრდა, რას იფიქრებდა მისი წლების წინანდელი თავი, რომ ოდესმე ლაშას გვერდით, ერთ მანქანაში ამოყოფდა თავს. თავი ფანჯრისკენ მიატრიალა, თითქოს აქამდე არ ენახა ღამის თბილისი. ყველანაირად ცდილობდა კონცენტრირება სხვა რამეზე მოეხდინა. -სად ცხოვრობ?- ქალაქის ხმაური და ძრავის მსუბუქი ხმა არღვევდა სიჩუმეს, მერე კი ლაშას ბოხი ბარიტონიც დაემატა სივრცეს. -აქედანაც შემიძლია გადავიდე, არ მინდა შეგაწუხო.- თითქოს გამოფხიზლდა და მაშინვე მოუნდა აქედან გადამხტარიყო. -არაფერია, რომ შევწუხებულიყავი არ წამოგიყვანდი. სად მიგიყვანო?- ბიჭის სიტყვები მაინც ცივად ეცა გულზე. -სოლოლაკისა და კალას გასაყარზე, ასათიანის ქუჩაა.- მშვიდი ხმით წარმოთქვა და ისევ ფანჯრისკენ მიატრიალა თავი. უხერხულად ჩაიხუტა ჩანთა, ამ უცნაური შეგრძნების გასაქარწ....ბლად. სუსტი ხმა ჰქონდა, მანქანაშიც ზუსტად ასე გაიჟღერა ხმამ, ამან კი მამაცაშვილის ყურადღება წამიერად მიიპყრო. გოგონას გადმოხედა, რომელიც მას არ უყურებდა. თეთრი კანი, უხერხულად მჯდომი სავარძელში, მიხვდებოდი ერთი სული ჰქონდა აქედან გადასულიყო. ზოლიანი, მაღალყელიანი წინდები, შავი, მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლო და მუქი ლურჯი, მასზე დიდი ზომის მაისური. თმები ორ მხარეს გადაენაწილებინა და სპანჯბობის ჩანთას ჩაფრენოდა. -შევხვედრივართ? მეცნობი.- დაკვირვებისას თვითონაც ვერ გააცნობიერა, ისე წამოიძახა სოფიოს მიმართულებით. თითქოს დენმა დაარტყაო, ისეთი აღელვებული გამომეტყველებით გამოხედა ბიჭს. თვალიდან არ გამორჩენია მამაცაშვილს. -არამგონია.- ძალით გაიღიმა და თავი ისევ შეატრიალა. ლაშა იმასაც მიხვდა, რომ რატომღაც გოგო არც კი უყურებდა. ასეთი რამეები იშვიათად ხდებოდა ხოლმე, ვინც კი სადმე დამგზავრებია ადგილზე მისულები ერთმანეთს უკვე იცნობდნენ და მხიარულადაც მიედ-მოედებოდნენ სხვადასხვა თემას. -რატომღაც ვფიქრობ რომ სადღაც მინახავხარ.- მაინც თავისი გაიმეორა და წარბები შეკრა. -არ ვიცი, იქნებ ვინმეს მიმამსგავსე და ამიტომ.- უმნიშვნელოდ გაეღიმა სოფიოს. -შეიძლება, მაგრამ თბილისი პატარაა.- მრავლისმთქმელად გადახედა, სოფიოს არაფერი უპასუხია, ისევ შეატრიალა თავი. უკვირდა ბიჭის უაზრო გამოხტომა. ლაშას მგზავრის სიტყვაძუნწობა ნერვებს უშლიდა, ზოგადად არ უყვარდა ნაკლებად მოსაუბრე ხალხი, მითუმეტეს გოგონები. არ სიამოვნებდა, ადამიანს პირიდან ძლივს რომ აცლიდა სიტყვებს. ვერც უხერხულ სიჩუმეს ვერ იტანდა, სოფიოსგან განსხვავებით. -რა გქვია?- მაინც ვერ გაუძლო სიჩუმეს. -სოფიო.- ისევ მშვიდი და სუსტი ხმა. -მე ლაშა,- მამაცაშვილი.- დასძინა წამის შემდეგ. "თვითონ არც კი უკითხავს, რა მუდოა." გაიფიქრა. -სასიამოვნოა.- ძალდატანებით ამოთქვა სოფიმ. -სახეზე გეტყობა, რომ ამის გარეშეც მიცნობდი.- მეორე დენმა დაუარა სოფიოს ამ სიტყვების მოსმენაზე. -ასე რატომ იფიქრე?- ეცადა სახეზე ამოწერილი ემოცია გადაეფარა. -ხომ გითხარი, სახეზეც გეტყობა მეთქი. ჯავახიშვილში სწავლობდი?- გამომცდელად შეეკითხა და დააკვირდა. -კი, ბიზნესზე.- -ახლა გასაგებია, საიდანაც მეცნობი.- მინას გახედა. -და შენ საიდან იცოდი ჩემი სახელი?- -არ ვიცოდი, საიდან მოიტანე?- თავი ვერ შეიკავა სოფიომ და ცოტათი გაღიზიანებულმა შეხედა თვალებში. ელვამ გაირბინა ვენებშიო, როცა გააცნობიერა რომ ამ სახეს წლების შემდეგ პირველად ხედავდა ასე ახლოს, თანაც მისი მიმართულებით მომზირალს. ყველაფერი დაეტყო. -უნივერსიტეტი ერთ წელს დავამთავრეთ?- ისევ დასვა კითხვა, თან გზას უყურებდა, თან სოფიოს დაბნეულ თვალებს. -კი.- ჩაილაპარაკა და გაიხედა. მერე გააცნობიერა, რომ საკუთარი თავი გაყიდა. -ესეიგი ეგ თუ იცი, ისიც იცოდი ვინ ვარ.- კმაყოფილი ჩაეღიმა ლაშას, რადგან მისი ვარაუდი გამართლდა. -შეიძლება, მაგრამ ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ჩაეძიეთ.- უცებ ისე დაიბნა, თქვენობით მიმართა. თითქოს მისგან სრულიად უცხოს ესაუბრებოდა, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ უკვე ხომ წლებია, რაც იცოდა ლაშაზე, მიუხედავად იმისა რომ ბიჭს მასზე დღემდე არაფერი გაეგო. -თუ არ აქვს, მაშინ აქამდე გეთქვა'თ' რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და შორიდან მიცნობ'თ', ამაში ხომ არაფერია დასამალი.- მხრები უდარდელად აიჩეჩა და გაიცინა. სპეციალურად გაუსვა ხაზი ყოველ "თ" ასოს. -რის მიღწევას ცდილობ? ვერ გავიგე.- წარბები შეკრა სოფიომ და ბრაზით გადმოხედა. -თ-ს გარეშე უკეთესია.- ბიჭს ისევ გაეცინა სოფის შეწუხებულ სახეზე. მერე აკანკალებულ თითებზე დახედა. "ასე რა ანერვიულებს?" გაიფიქრა და საჭესთან გასწორდა. სახე სულ აეშალა სოფის, აღარ იცოდა რა ეთქვა მეტი. სულ რამდენიმე წუთი და თითქოს აქამდე დამალული სახე ჩამოირეცხა. წარმოიდგინა საათზე მეტი რომ გაჩერებულიყო ამ წყეულ მანქანაში, რა მოუვიდოდა?! -გცივა? კანკალებ.- რატომღაც ზუსტად სუსტ წერტილზე აჭერდა გოგოს. იცოდა როგორ აეფორიაქებინა ქალი. არაფერს ცდილობდა, უბრალოდ კითხვები ალაპარაკებდა. -არა, ამ სიცხეში რატომ უნდა შემცივდეს?- უხეშად ჩაიბურტყუნა აწითლებულმა. -უბრალოდ გკითხე, რატომ უხეშობ, შემიძლია გათბობა ჩავრთო. ხელები შენ გიკანკალებს, მე ხომ არა.- -სერიოზულად? ასეთი ხერხი გაქვს?- -უკაცრავად?- გაისმა მამაცაშვილის გაკვირვებული ხმა, თავი წამიერად შემოატრიალა გოგოსთვის რომ შეეხედა, მერე კი ისევ წინ გაიხედა. -ასეთ სისულელეებზე ესაუბრები უცხო გოგოებს?- გაბრაზებისგან უარესად აკანკალდა. -უბრალოდ საერთო ენის გამონახვას ვცდილობდი, რა გჭირს?!- ამჯერად ლაშაც გაღიზიანდა. -ჰო, რა თქმა უნდა. დეტალებზე დაკვირვება აუცილებელია საერთო ენის გამონახვისთვის?- -ყველა ადამიანთან ვცდილობ საუბარს, რადგან ერთი უნივერსიტეტიდან ვართ, მეგონა უკეთეს საუბარს შევძლებდით, მაგრამ რატომღაც საერთოდ არ გსიამოვნებს ამის გახსენება. რა მოხდა, ცუდად ხომ არ მოგექეცი მაშინ, ახლა კი არ მახსოვს?- თავი მოიქექა და უხერხულად შეიშმუშნა, აშკარად გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი. -არა, შენთან რომ რამე ყოფილიყო გამახსენდებოდა..- ჩუმად ჩაილაპარაკა, იფიქრა ვერ გაიგებსო, მაგრამ როგორც კი გოგოს ოდნავ გაოცებული და ბრაზით ამღვრეული სახე დაინახა, მიხვდა რომ სჯობდა არაფერი ეთქვა. -როგორ გგონია, რომ შენი წარსულის სიიდან ერთ-ერთი რომელიმე ვარ?! არ მჯერა, რომ..- დასაწყნარებლად ხელები გადააჯვარედინა. -თუ ფიქრობ, რომ რამე კარგით დაამახსოვრე უბრალო მოსწავლეებს თავი, ცდები. ისევ ისეთი ქედმაღალი, მედიდური, ფარშევანგივით ამაყი ყოფილხარ! ძალიან არ მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ რადგან ასე ძალიან გაინტერესებს როგორ და საიდან გიცნობ, აი ასე. მაშინაც ასეთი იყავი და როგორც ჩანს, ახლაც ასეთად დარჩენილხარ.- -რა მიწოდე?- გაოცებისგან გაფართოებული თვალები გოგოს შეანათა. პირველად მიახალეს ასეთი მწარე სიმართლე, თანაც ვიღაც წუთების წინ გაცნობილმა, სპანჯბობის ჩანთიანმა, ჭყეტელა გოგომ. სოფიომ თითქოს გაიაზრა რამდენი ცუდი სიტყვა გაისროლა უაზროდ, მერე კი ცოტათი ენაზე იკბინა გამოსაფხიზლებლად. ბიჭის გამომეტყველება რომ შეამჩნია, ნერვიულობისგან ჩანთას სპანჯბობის ელვა-შესაკრავი მოსწყვიტა. სოფიომ თითქოს იგრძნო, რომ ამ მანქანაში აღარაფერი ესაქმებოდა და კარის გასაღებად მიმოიხედა, მანქანა მოძრაობდა, მცდელობას კი აზრი არ ჰქონდა. -ერთი მოსახვევიც და შეგიძლია გადახტე!- მწარედ მიუგდო მამაცაშვილმა და შხამიანი მზერით გახედა. სოფიოს არაფერი უთქვამს, თითქოს დამუნჯდა. მანქანა გაჩერდა, ყვითელი ლამპიონების ფონზე მარტივად შეამჩნევდით სოფიოს აწითლებულ ლოყებს. ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და ისე გააღო კარი, ლაშასთვის არ შეუხედავს. -მადლობა რომ მომიყვანე, მე თუ ვერა სიკეთე თავის გზას გამოძებნის და უკან დაგიბრუნდება.- სწრაფად მიაყარა ყველა სიტყვა და კარი დახურა. წარბები გაკვირვებით შეკრა მამაცაშვილმა, ასე თავქუდმოგლეჯილი არცერთი გოგო არ გადასულა მისი მანქანიდან. ბოლოჯერ გახედა ფერმკრთალ გოგოს, რომელიც სადარბაზოში შერბოდა. ძლივს გაშორდა მენთოლის და ცივი სუნამოსგან გავსებულ სივრცეს, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაყინული თითის წვერები გახურებულ ლოყებზე მიიდო. -თავი დაკარგე, რა დებილი ხარ სოფიო!- რამოდენიმე წამი ბნელ სადარბაზოში იდგა, მერე კი სწრაფად აუყვა კიბეებს. -რამდენნაირ გიჟს გადაეყრები ამქვეყნად..- ლაშამ თავისთვის ჩაილაპარაკა და სიმშვიდით გადატვირთულ ქუჩას გაშორდა. ზუსტად ეს სიმშვიდე იყო გამეფებული კოპალიანების სახლში. იდილიას გარედან შემომავალი მანქანების ხმაური არღვევდა, მაინც მყუდრო იყო აღსაქმელად. რამოდენიმე წუთით ქათქათა საწოლზე ჩაეძინა თინათეს, მერე კი შეშინებული წამოხტა. პირველი იმის გაანალიზება უჭირდა, რომ სხვაგან იყო. მერე კი იმის, რომ მარტო იყო. ოთახში უფრო ბნელოდა. ხელი ფრთხილად გადაყო სანათისკენ, ღილაკს თითი ჩააჭირა და ოთახიც ბაცი ყვითელით შეიმოსა. ნელა წამოდგა, ფეხები ფეხსაცმელებში ჩაჩურთა, და საძინებლიდან ჩუმად გავიდა. მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული სინათლე ანათებდა უზარმაზარ ფოიეს, ბევრი კარით. "როგორც ჩანს, წავიდა." გაიფიქრა და სახლი მოათვალიერა. შუაგულში გამოსულმა შეამჩნია თეთრი, მოხვეული ხის კიბე ფოიეს მარჯვენა მხარეს, რომელიც მესამე სართულზე ადიოდა. -ამხელა სახლი რად უნდოდათ..- დაიჩურჩულა. არც კი იცოდა რა ეკეთებინა მარტო დარჩენილს. ბევრი ყოყმანის შემდეგ, კიბეებს აუყვა, რომლის საფეხურებიც ნაბიჯებზე ოდნავი ჭრიალით რეაგირებდა. მესამე სართულზე ასვლისას მარჯვენა კედელზე შუქის ჩამრთველს ხელი ჰკრა და წამში ყველაფერი გაანათა. ცოტა არ იყოს გაკვირვებამ მოიცვა. როგორც ჩანს კოპალიანებს ეს უზარმაზარი ოთახი მუზეუმად ექციათ, ან სააქტო დარბაზად. ბილიარდის მაგიდა, ტენისი, გიტარა, ბასები, ვიოლინო და სხვადასხვა ინსტრუმენტები. ერთ კუთხეში ბარი და სასმელებით გავსებული დახლები. დეკორატიული კედლით გამოყოფილი დიდი ბიბლიოთეკა. კედლებზე ნახატები და ქართული ნაციონალური ცეკვების ფოტოსურათები. მარცხნივ უზარმაზარი დივანი იდგა, რომელიც ცარიელ კედელს უყურებდა, უკან დამაგრებული პროექტორით მიხვდებოდი, რომ ეს კუთხე სპეციალურად ფილმებისთვის იყო. მუსიკის სიდები და ალბომები. თინათეს ყურადღება ყველაზე მეტად მარჯვენა მხარეს, უკანა კუთხეში ფანჯარასთან მდგარმა ხელსაწყომ მიიქცია. ჯერ გაუკვირდა, მერე კი სასიამოვნოდ გაეღიმა, როცა მიხვდა რომ ტელესკოპი აღმოაჩინა. იმ კუთხეში კედლებზე პლანეტების ფოტოები იყო გაკრული. მინიატურული მზის სისტემა კოხტად ეკიდა კედელზე. მაგიდაზე ფურცლები უწესრიგოდ ეყარა. სამეცნიერო წიგნები, კალამი და რამოდენიმე ნახატიც. მარცხენა მხარეს ლამეტრის და აინშტაინის 1933 წლის ფოტოსურათი ეკიდა კედელზე. არ უნდოდა ჩაძიება, მაგრამ ტელესკოპის დანახვამ აზრი წაართვა. თითის წვერებით შეეხო და თითქოს მოეფერაო. -რას აკეთებ?- ტელესკოპის მაღლა წამოწევას აპირებდა, ბოხი ხმა რომ მოესმა უკნიდან და მაშინვე ხელი გაუშვა. დაფეთებული მოტრიალდა უკან და ოსეს დანახვაზე უხერხულად შეიშმუშნა. -მეგონა აქ არ იყავი.- ხმაში შიში ეტყობოდა. -ჩამეძინა.- თვალები ცოტათი დასიებული ჰქონდა, ხმა კი ჩვეულებრივზე უფრო ბოხი. თინათე ამის თქმის გარეშეც მიხვდა, რომ ახალგამოღვიძებული იყო. -არ ვიცოდი რა გამაკეთებინა, ამიტომ ვიფიქრე დავათვალიერებდი, ბოდიში არ მინდოდა დაუკითხავად შემოვსულიყავი.- -არაუშავს.- მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა მისი მიმართულებით. -ეს შენია?- თითით ტელესკოპზე ანიშნა. -ჰო, ეგ ჩემი კუთხეა.- -ლამაზია.- გოგომ ოდნავ ჩაიღიმა და კუთხეს მოშორდა. -მეორედ სახლში დაუკითხავად ნუ ივლი.- -არც ვაპირებდი, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეკეთებინა, მეგონა მარტო ვიყავი.- თავი იმართლა ფიცხელაურმა. -ჰო როგორც არის.- თითქოს არც გაუგონიაო, ისე შეტრიალდა. -მხარზე სისხლი გაქვს.- მხოლოდ მკვეთრი მოძრაობის შემდეგ შეამჩნია თინათემ ოსეს მხარზე წითელი ლაქა. ერთხელ დაიხედა ბიჭმა და მწარედ შეიკურთხა. -ექიმთან ვაპირებ წასვლას.- ამოიოხრა. -გჭირდება.- ნიშნისმოგებით უთხრა თინათემ. -მე ჩავალ, შენ ქვევით დამელოდე, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.- შეტრიალდა და კიბეებს ჩაუყვა. მალე უკან მიჰყვა თინათეც და იმ ოთახში შევიდა, რომელშიც ოსემ დააბინავა. ცოტათი სციოდა სახლში, ამიტომ თბილი ჟაკეტი აარჩია და მოიცვა. თავს მაინც ძალიან უხერხულად გრძნობდა. რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაიგონა. -ეს გქონდეს, დაგჭირდება.- ოსეს გამოწვდილ ხელს დახედა და მობილურის დანახვაზე ცოტათი სიხარულიც იგრძნო. -ჩემია?- ეჭვით იკითხა. -ახალი არ არის, მაგრამ სანამ შენი ოჯახისწევრები შენამდე მოღწევას და ნივთების გადმოცემას მოახერხებენ, სჯობს გამოიყენო.- ბიჭი თითქოს ლმობიერ საუბარს მიჩვეული არ იყო. ერთხელ ახედა თინათემ, ბიჭის ეს საქციელი ნდობის ნატამალს უსვამდა ხაზს, მის მიმართ. ასეც იყო, ხვდებოდა რომ ოსე ამ არეულ დღეებში ყველაზე სანდო პიროვნება იყო, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად უთანხმოება ჰქონდათ. -ჰო მართლა, ბარათი უკვე დევს, იმედია მშობლების ნომრები გახსოვს, რომ დაურეკო.- -კი, მახსოვს.- -მადლობა.- უთხრა გულწრფელად და ოდნავ გაიღიმა. ოსეს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მშვიდი გამომეტყველება გამოესახა და პირველ სართულზე დაეშვა. ტელეფონით ხელში რამოდენიმე წამი აკვირდებოდა კიბეებზე ჩამავალ ოსეს. "როგორი დაღლილი სახე აქვს." გაიფიქრა. ხვდებოდა, რომ ბევრის დათმობა მოუწია ამ ბიჭს მის გამო, ამიტომ ჰქონდა ასეთი გადაღლილი სახე. ნაკლები ხომ არც მას გაევლო. ფეხები ძლივს აამოძრავა და ისიც პირველ სართულზე ჩავიდა. ოსე უკვე დასვრილ მაისურს კალათში აგდებდა. თინათემ თვალი აარიდა, როცა მიხვდა რომ წელსზემოთ შიშველი იყო. -წამოდი და საჭირო ნივთები იყიდე შენთვის.- სავარძლის უკნიდან ხმა მოესმა. უკვე ნაცრისფერი მაისური ჩაეცვა, შავ სპორტულ შარვალთან ერთად და მაჯაზე საათს ისწორებდა. ახლოს იდგა სავარძელში მჯდომ თინათესთან. -შემიძლია მარტოც გავიდე..- ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ოსეს, გოგოს მეტი არ გაუგრძელებია. -მანქანაში დაგელოდები.- გამოსძახა გოგოს და გავიდა. ჯერ დაიბნა, ეუცნაურა ეს სიტუაცია. ყველაფერი ხომ უცხო შეგრძნებებს იწვევდა მისში. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ადგა, თავისი ბარათი აიღო და გარეთ გავიდა. -კარი გადაკეტე რა, დამავიწყდა!- მანქანიდან გაიგონა ოსეს ხმა, სახლის კარი ჩაკეტა და მანქანაში მოთავსდა. -ჯერ ექიმთან მივდივარ, რამოდენიმე წუთი მოცდა მოგიწევს.- -კარგი.- სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც თინათესთვის სულაც არ იყო სასიამოვნო. -გაწუხებს?- მორიდებით ჰკითხა თინათემ, ჯერ კიდევ სწავლობდა ბიჭთან ცივილურ ურთიერთობას. -არაფერია, მალე შეხორცდება.- მშვიდად უპასუხა და საქარე მინა ოდნავ დასწია. აღარაფერი უთქვამს თინათეს, ან რა ჰქონდა სათქმელი. სანამ საავადმყოფომდე მივიდოდნენ გოგომ ორჯერ გახედა ოსეს მშვიდ, გადაღლილ სახეს. მერე თბილისის მონატრებულ, ლამპიონებით განათებულ ქუჩებს მოავლო თვალი. როგორ უყვარდა ეს ქალაქი, რამდენი მოგონება ჰქონდა. მათ გახსენებაზე ნასიამოვნებს ჩაეღიმა. ბავშვივით იყო, მანქანაში მგზავრობისას ცას რომ არ აშორებს თვალს. ამ დროის განმავლობაში ოსესთვის შეუმჩნეველი არ ყოფილა ეს პატარა ფაქტი. -მალე დავბრუნდები.- თქვა კოპალიანმა და მანქანიდან გადავიდა. თინათემ თვალი გააყოლა, როგორ შეუერთდა ბიჭი შენობას. ახლა რა ექნა? როგორ მოენატრა ეს არეული ქალაქი! ცოტა ხანი წყნარად აკვირდებოდა გარემოს, მერე ვეღარ მოითმინა და გადავიდა. ფეხით დაუყვა ტროტუარს, მერე უფრო ქვევით და მალე მტკვართან აღმოჩნდა. მდინარის მთელ სიგრძეზე ყვითლად ანთებული ლამპიონები უნათებდნენ გზას. იქვე ჩამოჯდა და გაცოცხლებულ ქალაქს მოავლო თვალი. მტვერიანი თუ ჩაბეტონებული, მაინც უყვარდა ეს ადგილი. ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და თავიდან დაფიქრდა მომხდარზე. რა იქნებოდა ხვალ, ზეგ.. არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. ტელეფონს დახედა, უნდოდა დედის ნომერი აეკრიფა, დაერეკა და მისი ხმა გაეგონა, თუნდაც ძალიან გაეკიცხა, მაგრამ ვერ ბედავდა. საერთოდ არ იყო ამისთვის მზად. ხანდახან დიდი გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს თვალი გაუსწორო, მაშინ როცა დამნაშავედ გრძნობ თავს, მაშინ როცა არ იცი, როგორ უნდა აუხსნა ის, რისიც თვითონაც არ გესმის. თავდაპირველად მისთვის ძალიან რთული იყო უცხო ქალაქში ჩამოსვლა, იქ სადაც ბევრს არავის იცნობ. ყოველ ახალ კუთხეში შესვლისას ფიქრობდა იქ რა დახვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა რისი სწავლა სურდა, ხანდახან მარტო მყოფს შემოაწვებოდა აზრი, სხვა უფრო თავისუფალ ცხოვრებაზე. თავიდან ეჭვები გახრჩობს, ფიქრობ სწორად მოიქეცი თუ არა, რომ სხვა ქალაქში გადაცხოვრდი, სწორად მოიქეცი თუ არა, როცა ეს პროფესია აირჩიე, იქნებ არ ღირდა?! კითხვები გულს გაგიღრღნიან, როგორც თინათეს შემთხვევაში, თუმცა წლებთან ერთად ხვდები, რა გინდა, ან რას შეეგუე, რა მიიღე ისეთად, როგორიც არის. მოსწონდა ბავშვებთან კონტაქტი, უყვარდა თავისი ენა და არანაკლებად აინტერესებდა მსოფლიო კულტურაც. მტკვართან, ლამპიონის ქვეშ იჯდა და უყურებდა ქალაქს, სადაც თავისი პერსონა შექმნა. ის ადგილი იყო, სადაც საფუძველჩაყრილ პიროვნებას მასალა დაუმატა და საბოლოოდ მიიღო ის, ვინც დღესაა. თუმცა ამით არასდროს მთავრდება. სანამ ცოცხლობ, იქამდე აშენებ, ერთ ნაწილს ანგრევ, მერე ახალს აწყობ. შლი, აწყობ, აშენებ. სრულყოფილი თუ ნაკლით სავსე, ადამიანი ხარ. თინათეს სჯეროდა, რომ იქამდე უნდა განვითარდე სანამ შენს შინაგან საწვავ ენერგიას არ ამოწურავ. ის იმედოვნებდა, რომ სიცოცხლის ბოლოს არ გახდებოდა იგი, ვისიც შეეშინდებოდა მის წლების წინანდელ მეს. მაგრამ, არავის აქვს ამის გარანტია. არავინ იცის, ვინ გახდები წლების შემდეგ, თვითონ შენც კი ვერ აცნობიერებ, როგორ იცვლება დეტალები შენში. თუმცა მთავარი ალბათ მაინც ისაა, დარჩეს შენში რაღაც ღირებული. -მეგონა კიდევ გაიქეცი, გეფიცები უკანასკნელ სულელად შეგრაცხავდი.- მოულოდნელ ხმაზე თინათე შეხტა და მაშინვე უკან გაიხედა. ოსეს ეტყობოდა ბევრი ევლო თინათეს მოსაძებნად. -იქ ვეღარ გავძელი და აქეთ წამოვედი, გასეირნება მომინდა.- ოსეს დანახვაზე დამშვიდდა. -უბრალოდ გეთქვა.- ამ საღამოს საშინლად სიტყვაძუნწი იყო ოსე, ბევრს ვერაფერს ამბობდა. -არც შენ გაწყენდა გასეირნება, დაღლილი ჩანხარ.- ოსე რამოდენიმე სანტიმენტრის დაშორებით ჩამოჯდა თინათეს გვერდით და გოგოს უცნაური, ოდნავი ღიმილით შეხედა. ისევ ფერმკრთალი კანი, ბოლოებში ხვეული, წაბლისფერი თმა. ლამპიონის შუქზე აციმციმებული თვალები და წრეები მათ ირგვლივ, რაც მოწმობდა თინათეს დაღლილობასაც. -შენ რა იცი?- -გეტყობა. სულ სადღაც დადიხარ. ხან მთებში გარბიხარ, ხან ცხენს დააქროლებ, სახლში არ ბრუნდები. გამოდის კარგად არ გძინავს, ხომ?- შეპარვით ჰკითხა გოგომ. კოპალიანის გამომეტყველებაზე იფიქრა ნეტავ სულ არაფერი მეთქვაო, მაგრამ უკვე აზრი არ ჰქონდა. -არ მიყვარს ძილი.- თქვა თუ არა თავის თავზე ჩაეცინა. -ფიქრობ რომ დროს კარგავ?- თქვა თინათემ და გულწრფელად ჩაეღიმა. -ასეა.- ეუცნაურა ბიჭს, როცა მიხვდა რომ მისი სიტყვები აუხსნელად გაიგეს. -სულ რატომ ქრები?- -და შენ რატომ ჩნდები ყოველთვის მაშინ, როცა გასაქრობად მივდივარ?- ოსეს კითხვაზე გოგოს გონება გაუჩერდა, თითქოს დაავიწყდა როგორ უნდა ესაუბრა. -მეც ხომ შემიძლია იგივე კითხვა დავსვა?- გაუაზრებლად წამოისროლა. -არა, შენ არ შეგიძლია. შენ არ ქრები, პირიქით, როცა მე ვაპირებ ამის გაკეთებას, იქ მოდიხარ. მაპატიე, მეცინება.- ბიჭს ბაგეები ღიმილმა დაუშორა. -მე დამცინი?- მხრები ქედმაღლურად შეისწორა თინათემ. -არ დაგცინი, უბრალოდ ამ ყველაფერზე მეცინება. შატილში რომ მოვდიოდი ვფიქრობდი, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ ახლა შეხედე! მე და შენ თბილისში, მტკვართან ვსხედვართ და ადამიანურად ვლაპარაკობთ. როგორ ფიქრობ არ უნდა გამეცინოს?- -არ ვიცი.- დაღონებულმა უპასუხა და თვალებში ლურჯად მობრჭყვიალე ტელეანძას გახედა. -ისევ გინდა, რომ გაქრე?- ისე იკითხა, ოსესთვის არ შეუხედავს, ვერ გაბედა. -არ ვარ ვალდებული გიპასუხო.- კითხვას თავი აარიდა. რატომ სვამდა ეს უცნაური გოგო ასეთ შეკითხვებს?! არ უნდოდა ვინმე ამ თემას შეხებოდა, იმიტომ რომ შესაბამის სიტყვებს ვერასდროს პოულობდა სათქმელად. -იმ ტელეანძას ხედავ?- თითი გაიშვირა. -ჰო..- -კარგი ადგილია გასაქცევად.- ერთმანეთს თვალები გაუსწორეს, ვერ ხვდებოდნენ რას კითხულობდნენ ერთმანეთის მზერებში. -შენს ადგილას იქ გავიქცეოდი.- -რატომ იქ?- -მარტოა. ისე დგას, თითქოს ვერავინ მისწვდება. შენც ხომ ეგ გინდა, რომ არავინ დაგეწიოს, არავინ მოგწვდეს.. არა?- ოსე მის თვალებში გამოხატულ მინიშნებას ხედავდა. ეს უბრალოდ სიტყვებით თამაში იყო, ამ უცნაურმა გოგომ ამ დღეების განმავლობაში წაიკითხა მისი პიროვნება. სულში რამოდენიმე შეხედვით შეუძვრა და რაღაცები დაიჭირა. პირველივე წამში ბრაზი იგრძნო, მერე აღელვება, მერე კი თინათეს თვალის ჭრილს დააკვირდა, განსხვავებულს. -ასე არ არის?- ისევ გაიმეორა გოგომ, თითქოს ოსესგან დასტურს ელოდებოდა. უნდოდა დარწმუნებულიყო, მართლა სურდა თუ არა ბიჭს გაქცევა. თუ პირიქით? უნდოდა ვიღაცას ეპოვნა იგი. -იმიტომ გარბიხარ, რომ მშველელი იპოვო?- ბიჭის დუმილს ვერ გაუძლო, ვერ დაიოკა თავისი ინტერესი და დაუფიქრებლად ჰკითხა. -შენ როგორ ფიქრობ, იცი ვინ არის მშველელი?- ხელი მაჯაში უეცრად ჩაავლო გოგოს და მისკენ დაქაჩა. განგაში ატყდა თინათეს გონებაში, ოსეს სახესთან ძალიან ახლოს იყო. ბიჭი მგელივით ცივად იყურებოდა. ჩაეღიმა კიდეც, ან აკანკალებულ ქალზე, ან იმ ფაქტზე, რომ ვიღაცამ მისი დაკეტილი დარაბები ოდნავ ჩამოანგრია. -ის.. ვინც მოგცემს ძალას და მიზეზს, რომ დარჩე.- -და თუ ეს საკმარისი არ იქნება დასარჩენად?- ქალის სუსტ მაჯას უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი. თინათეს თმის სურნელი ისევ უშლიდა აზრებს. -ვისაც სურს ცხოვრებისეული ტანჯვა და ამისგან მიღებული სიტკბო გამოსცადოს, ის ვინც თანახმაა ეს თავის გადამრჩენელს მიუძღვნას და გაუზიაროს, მაშინ რატომაც არა?! მშველელი ვერ იქნება საკმარისი, იგი ვერ გიშველის, როცა გაგრძელების სურვილს კარგავ. მაშინ უკვე აზრი აღარ აქვს არაფერს, რადგან ეს შენშია და იქამდე ვერავინ მიდის. მაგრამ თუ კი ოდნავ მაინც გრძნობ, რომ რაღაც ჯანდაბისთვის ღირს გათენება, გიღირს, რომ შენც ისევე უშველო შენს მშველელს, როგორც თვითონ გშველის.. თუ გრძნობ რომ გინდა ვიღაცას შენს მოსაწყენ დღეზე უყვებოდე, მაშინ რატომაც არა?- "გონებას მირევს, რა სისულელეა!" ფიქრობდა ოსე გონებაში, მაგრამ იცოდა, რომ მის მიძინებულ აზრებს ხელით შეეხო თინათე. ამის გაანალიზება აოცებდა. თითქოს იყო რაღაც უხილავი, რაც ეწინააღმდეგებოდა მთლიანად ამ გოგოს მისში. -თუ ცოტათი მაინც გრძნობ, რომ შესაძლოა ისეთი დღეები დაიწყოს, რომლებსაც მარტო აღარ გადააგორებ და თან ამაზე ფიქრი შვებას გგვრის, მაშინ უნდა დარჩე.- ხელი შეაშვებინა და ბიჭისგან უკან დაიწია. სახეზე ალმური მოედო, ისე დასცხა. ასე არც ლაპარაკს იყო მიჩვეული და არც ასე ახლოს ვინმესთან კონტაქტს. ეს პულსს უჩქარებდა და საშინლად არ მოსწონდა. "იმედია მაჯაზე არ იგრძნო რა ჩქარა ფეთქავს ეს სულელი!" გაიფიქრა როგორც კი დაასრულა სიტყვა და ოსეს ოდნავ ჩატეხილ ტუჩის კუთხეს დააკვირდა. სახეზე ოდნავი გაოცება და ნასიამოვნები გამომეტყველება დაჰკრავდა. "ასე რატომ მიყურებს? ალბათ ძალიან გავწითლდი." მაჯა მეორე ხელით მოისრისა. -ასეთია შენი თეორია ერთი დღის შესახებ?- გაუღიმა და თვალებში ჩახედა ქალს. თინათე გამუდმებით ცდილობდა თვალი აერიდებინა, მაგრამ ისეთი დაჟინებით უყურებდა ვერაფერს გახდა. -ჩათვალე რომ მთელი ცხოვრება ერთი ეპიზოდია. არ იცი საიდან მოხვედი, არ იცი რისთვის ხარ, არ იცი, რატომ ხდება. არ იცი, მთავრდება თუ გრძელდება, ან საერთოდ სად იწყება ყველაფერი. ჩათვალე იცი მხოლოდ ის, რომ არაფერი არ იცი. მაგრამ რჩები, იმიტომ რომ ამით არაფერს კარგავ.- ქალმა ძლივს გააგრძელა ახსნა. -და იქნებ კარგავ კიდეც?- -რა იცი, რომ კარგავ? შენ ხომ არაფერი არ იცი, დაგავიწყდა?- გაუღიმა და წამიერად ორივე გაჩერდა. -უნდა დარჩე და მერე თუ გინდა მთებში ეძებე, ან ქალაქებში.- ფეხზე წამოდგა, ბიჭს ვეღარ შეხედავდა ამ სიტყვების წარმოთქმისას, ზედმეტი იყო. მანქანისკენ დააპირა წასვლა მაგრამ ისევ მაჯაში ჩავლებულმა ხელმა გააჩერა. -რომ აღარ მოვძებნო?- ინერციით ოსეს სხეულს დაეჯახა. გრძნობდა მის სუნთქვას სახეზე, არეულ მზერას, უამრავი აუხსნელი ემოციით. დაკარგულ და ოდნავი იმედით ამოვსებულ თვალებს. სიარულისგან გადაღლილ სულს, ერთი დიდი უფსკრულივით რომ მოჩანდა თინათესთვის. კანკალმა თავიდან დაუარა, როცა ოსესგან მომავალი სითბო იგრძნო. უყურებდა ბიჭი რაღაც მებრძოლ არსებას მის წინ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისე ესაუბრა, როგორც მარტოდ დარჩენილი ღმერთი. -ნებდები?- ქალს გულ-მკერდი სწრაფად უმოძრავებდა აღელვებისგან. მაინც არ ჩერდებოდა, მაინც ებრძოდა მის წინ მგელივით მდგარ ბიჭს. არცერთი აშორებდა ერთმანეთის თვალებს მზერას. ერთმანეთზე შეწებებულებს უწევდათ თვალებში ყურება და თავიანთი აჩქარებული სუნთქვების მოსმენა. ხომ არის მომენტები, ყველაფერი თუ არა ბევრი რამ მოგეჩვენება რომ გაჩერდაო. გაჩერდა მტკვარი, გაჩერდა ხეებში მგლოვიარე ქარი. გაჩერდა ცაზე ამოქარგული ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავთა გუნდი. გაჩერდა გულხელდაკრეფილი მთვარე, რომელმაც ადამიანთა ყველა ფიქრი და საიდუმლო ჩვენი სიცოცხლის პირველივე წამიდან აქამდე გაიზიარა. გაჩერდა ლურჯად აციმციმებული ტელეანძა, რომელიც ჰგავდა თბილისის გულიდან ამოხეთქილ, ლამაზ სევდას. -რა იცი, იქნებ ის ვინც გაქცეულს გაჩერებს, აღმოჩნდეს ყველა პასუხი, რასაც აქამდე ეძებდი. ყველაფერი, რისთვისაც აქამდე გარბოდი.- 9 მზის თხელი ხაზები ნელა შეიჭრა თბილისის ცაზე. ისევ ლურჯი შეფერილობა ჰქონდა ღვთიურ, უკიდეგანო თაღს. ქუჩებში ჯერ კიდევ ენთო ყვითელი ლამპიონები და ახლად გამოღვიძებული ადამიანები სერიოზული სახეებით მიემართებოდნენ სამსახურებისკენ. ჯერ კიდევ ეძინა ქალაქს და როგორც დილის სიმშვიდე ქუჩებში, კოპალიანების სახლშიც სამარისებული სიჩუმე სუფევდა. ოსეს ღრმა ძილს მობილურზე აწკრიალებული ზარი არღვევს. თვალებს ზანტად ახელს და გრძნობს თვალების ქვეშ დადებულ მძიმე ბალიშებს, რომლებიც ისევ ძილის მორევში გადაშვებას აიძულებენ. მთელი ტანი უხურდა, იმდენად ცხელოდა ოთახში. ხელი ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაავლო და ცალი ხელით იდაყვს დაეყრდნო. -გისმენ.- ბოხი, ჩახლეჩილი ხმით მიხვდებოდი, რომ წამების გამოღვიძებული იყო. ნომრისთვის არც დაუხედავს. -ძილის დრო ნამდვილად არ გვაქვს.- ისმის მეორე მხრიდან დათას ხმა. -საათი რომელია, რა გეტაკა?!- ზმუის მობეზრებული ხმით და ფანჯარაში თვალების ფშვნეტით იყურება. -შენები თბილისში წამოვიდნენ, ახლა შენთან გადავედი და სახლი დაკეტილია.- -რა? რატომ?- -მაგდა შემხვდა და მითხრა, რომ ღამით წამოსულან, სადაცაა მაქ იქნებიან და გირჩევნია რამე მოიფიქრო, გაიგეს გოგო მაქ რომ გყავს.- -ფუ ამის დედას შევ*ცი.- იგინება და მაშინვე ფეხზე დგება, რა დროს ეს იყო? უნდოდა ერთხელ მაინც დაეძინა მშვიდად ამ გრძელი, დამღლელი დღეების ფონზე. -ვინ უთხრა, არ იცი?- -ჯაბა ხერგიანი ესტუმრათ გუშინ, გეგისთან ყოფილა ჯერ, მერე კი მამაშენთან გადაბრძანდა. რძალი მიულოცავს შენებისთვის, მგონი მთვრალი იყო ან შეიძლება ვასილს გეგმებში ჰქონდა შენების გაღიზიანება.- ოსე ერთხელ ძლიერად არტყამს კედელზე მუშტს და ბოლთას მოჰყვება. -მარტივი არ იქნება მამაშენის დაწყნარება, ეგონათ რომ ეგ გოგოც და მისი ოჯახიც საბოლოოდ ჩამოიშორეს. რამე სისულელე არ გააკეთო, ვასილი საკმაო ეჭვებშია რომ შეიძლება აღარ ატყუებ და მართლა აპირებ მაგ გოგოს ცოლად შერთვას. ასიანში ვიცი, მიხვდა რომ შენებმა არაფერი იცოდნენ თინათე რომ წაიყვანე და ახლა უნდა რომ ოჯახი აგიმხედროს, ახვარი.- -რამეს მოვიფიქრებ, მაგ ნაბი*ვარს ნამდვილად არ მივცემ საშუალებას, მისებურად ატრიალოს ყველაფერი.- -და რას იზამ?- -ახლა უნდა გაგითიშო, მერე დაგირეკავ.- აყრის სწრაფად და მობილურს ბლოკავს. ნაცრისფერ მაიკას ერთი მოძრაობით იცვამს ტანზე და კარს აღებს. სახლში ჯერ კიდევ სიწყნარეა. თინათეს საძინებლისკენ მიდის, ერთხანს კარს უყურებს და წუთის განმავლობაში ყოყმანობს. საბოლოოდ კარზე ფრთხილად აკაკუნებს. გამოღვიძებისას ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ სახლში მისთვის უცხო გოგო იყო. ისევ სიჩუმეა. -თინა- კიდევ ერთხელ აკაკუნებს კარზე და იმავე ხელით კედელს ეყრდნობა. ჯერ მსუბუქი ნაბიჯების ხმა ისმის, მერე კი კარიც იღება. როგორც კი თინათეს უყურებს, გუშინდელი სიახლოვე ახსენდება, რა სულელურად უთხრა ის სიტყვები, მსგავს წინადადებებს ხომ გოგონებისთვის იშვიათად იყენებდა. თვალში თეთრი პენუარი ხვდება პირველად, მერე კი მოშიშვლებული, თეთრი ყელი, რომელზეც წითლად ემჩნეოდა თეთრეულის უხეში კვალი. -ბოდიში რომ გაგაღვიძე,- წამით თვალი გოგოს არეულ თმებზე, დასიებულ თვალებზე და ცოტათი გაკვირვებულ გამომეტყველებაზე რჩება. -ჩემებმა გაიგეს, რომ აქ ხარ და ახლა აქ მოდიან.- აგრძელებს ახსნას. ჯერ კიდევ გაღვიძებულს, ვერ დაეჯერებინა რომ უცხო სახლში იყო. ოსეს დანახვაზე გუშინდელი სიახლოვე და სიტყვები გაახსენდა, მერე კი გონებაში თემა შეცვალა, როგორც კი მოსმენილი გაანალიზა. -კი მაგრამ, ხომ იციან რომ ისეთი არაფერი ხდება.- ყელი ერთი ჩახველებით ჩაიწმინდა და ისევ ახედა ბიჭს, რომელსაც მზერა მის ყელზე შეეჩერებინა. კართან დაგდებული შარფი აიღო და ფრთხილად მოიფარა, მაშინვე. -ვასილის გეგმებია, დარწმუნებული ვარ.- ჩაილაპარაკა და გოგოს თვალი აარიდა. -შემიძლია აქედან წავიდე..- ლაპარაკს კარზე კაკუნი არღვევს, ორივე ქვევით იყურება. -მგონი უკვე გვიანია.- ამბობს ოსე და კიბეებზე ეშვება. "უკვე გვიანია"? მას არც კი უთხოვია აქ დარჩენა. ფოიეში გამოვიდა და კიბეების მოაჯირთან ახლოს დადგა, უყურებდა როგორ გაიღო კარი და როგორ გამოჩნდა კარში ეგნატე კოპალიანი, უკან კი ჯერ ირაიდა, ბოლოს კი ფატიმა შემოვიდა. ეგნატე სიტყვის უთქმელად შედის მისაღებში. პირველი რასაც ოჯახი ამჩნევს, კიბეებთან მდგარი თინათეა. ფატიმა კოპალიანი ერთხანს გაოცებული, სასოწარკვეთილი სახით უყურებს თინათეს და მის პენუარს აკვირდება, მალევე ცნობს მისი ქალიშვილის ტანისამოსს. მთელი გზა ფიქრობდა, რომ ტყუილი იქნებოდა, მისი შვილი ასე ვერ გასულელდებოდა. მთვრალი ჯაბა ხერგიანი კი სისულელეებს როშავდა გუშინ. თვალს ძლივს აშორებს გოგოს, მერე კი ისიც მისაღებში გადადის. -რას ნიშნავს ეს ყველაფერი?- ბოხი ხმით ამბობს ეგნატე, ეტყობა რომ ძალიან გაბრაზებულია. ხელები დაჭიმული აქვს და მის შვილს თვალებში უყურებს. -აგიხსნით.- მშვიდად ჯდება ძველებური სტილის სავარძელში. -ახსნი?! რა უნდა ახსნა, ჭკვიანი მეგონე შვილო, ჭკვიანი და სულელი ყოფილხარ! ვაი ჩემს უბედურ თავს, ქალს თავი ქალად მომაქვს და თურმე რა დღეში ვყოფილვარ!- თითქოს ერთბაშად ნაგროვები გრძნობები ამოყარა ფატიმამ და ხელები თავზე შემოიწყო. -არ არის საჭირო ისტერიკების გამართვა!- -ჯაბა ხერგიანი გადმოდის და სულ სიცილ-სიცილით მილოცავს, შენმა შვილმა თავზე გადაგახტა, მკვლელის ოჯახიდან შეირთო ქალიო. გგონია არ იცოდნენ რომ სულ ტყულად თამაშობდით ამ ამბავს სვანეთში?! კარგად იცოდნენ, უბრალოდ ხალხში თავი რომ არ მოსჭროდათ იმიტომ არ დააკარეს ხელი მაგ გოგოს, ხვდებოდნენ რომ ხალხი ჭორებზე იყო აყოლილი და ეს გოგო შენი საცოლე ეგონათ, თვითონ იცოდნენ სიმართლე, უბრალოდ რეპუტაციას უფრთხილდებოდნენ.- ეგნატე ტონს ხან უმაღლებდა, ხან პირიქით. -თინათეს წაყვანა სცადა მათესთვის, შენ არ იცი, რომ ამ გოგოს და მის ოჯახსაც გააუბედურებდნენ?- ოსე ფეხზე წამოდგა. -და ამის გამო ჩვენ გვინგრევ ოჯახს? საძირკველს გვითხრი და სახელს გვირცხვენ ამ საქციელით, დაუშვებელია!- ყვირის ფატიმა, ეგნატე ხელს ჰკიდებს და სავარძელში სვამს, ქალი იმ დონეზეა, აშკარად ფეხზე დგომის ძალა არ გააჩნია. მებრძოლ სულს ჰგავდა ამ მომენტში, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია მისი ოჯახის და შვილების დასაცავად. -რატომ ეთამაშები მაგ ხალხს? ხომ იცი რომ უხეირო ხალხია, არ დაგინდობენ, არ გაითვალისწინებენ.. მეგონა ყველაფერი დამთავრდა იმ დღეს, ძლივს ერთ მშვიდ საღამოს ვატარებდით, რომ მახარა იმ გველმა ამბავი, გზიდან წაგირთმევია ამ ქალის თავი მათთვის. როგორ გაბედე?!- ეგნატე შვილისკენ იწევა. -მამა, დაწყნარდი.- ირაიდა ხან მის ძმას უყურებს, ხან მამას, რომელიც წამიერად კარგავს მოთმინებას. -რატომ დამალე, რატომ არ გაგვაფრთხილე? უნდა გენახა როგორ ესიამოვნა, როცა ჩვენი დაბნეული სახეები დაინახა, ერთი დიდი სიცოცხლე მიუმატე მაგ გველის ნაშიერებს!- -ადექი და ხმა ამოიღე, თქვი რომ ტყუილია ეს ამბავი, გაუშვი ეს გოგო თავის ადგილას და მორჩეს ეს ყველაფერი აქვე!- ფატიმა ფეხზე წამოხტა და შვილს შემოუძახა, თითქოს მისი სიტყვებით ყველაფერი დაამთავრა, გადაწყვიტა და საქმის განსახორციელებლად მიემართებოდა. -ჩემი შვილი ვიღაცის გამო ოჯახს არ წაახდენდა, ასეც ვიცოდი რომ ეს ტყუილი იყო, საერთოდ რატომ გავივლე გულში მსგავსი ფიქრი? მივხვდი, რომ ისევ შენი კეთილი გულის ამბავი იქნებოდა. ეს გოგო რომ დაიხსენი, თუმცა დაფიქრდი, ჩვენ რაში გვარგია ისინი? რაში გვანაღვლებს რა მოუვათ? მათი ბრალია, ის გახრწნილი კაცი რომ შეუშვეს ოჯახში, ასე რომ მოიხადონ თავიანთი ვალი!- ფატიმა ფოიეში გადის და იქ მდგარ, აღელვებულ, ფერდაკარგულ თინათეს ხედავს. -წამოდი!- -ქალბატონო- -წამომყევი!- ყვირის ფატიმა, წამიერად ჩერდება, თინათეს ისე უყურებს თითქოს უცხო, მავნებელი არსება შეიჭრა მათ ცხოვრებაში და მშვიდი ცხოვრების არევა სცადა. ხელი თინათეს სუსტ მაჯაში ჩაავლო და მისაღებში ჩქარი, უხეში ნაბიჯებით შეიყვანა. -ჩვენ, ახლა ჩავსხდებით მანქანაში და ამ გოგოს თავის სახლში ერთხელ და სამუდამოდ დავაბრუნებთ, რაც სიკეთე გაგვიკეთებია, უფალმა დაინახოს!- ხელები ჰაერში აღმართა. -ისე გაგრძელდება, თითქოს ჩვენი გზები არც გადაკვეთილა ერთმანეთთან!- დასძინა ეგნატემ. ოსე ჯერ კიდევ არ იღებდა ხმას, უყურებდა მის გაგიჟებულ მშობლებს, რომლებიც ვეღარ ხვდებოდნენ რა ექნათ. გადაწყვეტილება მის მაგივრად მიიღეს და თითქოს დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად წავიდოდა. ფერდაკარგულ თინათეს ერთხელ გახედა, ტუჩები შიშისგან გალურჯებოდა, ტანი კი უთრთოდა. მისთვის სრული შოკი იყო ამ ყველაფრის მოსმენა. სურდა უკან დაბრუნება, ყველაფერს ერჩივნა თავის ოჯახთან ერთად გამკლავებოდა სირთულეებს, რაც დარწმუნებული იყო არ აცდებოდა. -იქნებ პირდაპირ ვასილისთვის გადაგეცათ?- აჩქარებული გულისცემა ორმაგად გაუხშირდა თინათეს, მასზე ისე საუბრობდნენ როგორც ნივთზე. -მე თვითონ წავალ აქედან, მეც შემიძლია ჩემი თავის დაცვა, საჭირო არ არის! ხელს ვერავინ დამაკარებს..- ხმაში განწირული ელემენტები ერია, მზად იყო ეყვირა ამ უცხო ხალხისთვის, მის გვერდით მდგარი ბიჭისთვის, რომელიც თან შეიცნო და თან ვერა. როგორი თვალები ჰქონდა? რაღაც მუქი ყავისფერი, რომ უყურებ და თან გრძნობ რომ გელიან. -მორჩა, აქ სრულდება მთელი ეს არეულობა! დღეიდან არ იარსებებს რამე დასამალი ჩვენს ოჯახში, ვასილთან თვითონ მოვგვარდებით.- საქმეს წერტილს უსვამს ეგნატე. -წავედით, დროს ნუ დავკარგავთ.- ფატიმა თინათეს ავლებს ხელს და კარისკენ იშლებიან. თინათე მრავლისმთქმელი, განწირული თვალებით უყურებს ოსეს, რამდენიმე ნაბიჯს აკეთებს და უკან იყურება. დღეიდან თვითონ გაუმკლავდებოდა ყველაფერს და ასე უკეთესიც იყო. ეს მომენტი არ ჰგავდა იმ გაჩერებულ წუთს, სადაც ყველაფერმა მიიძინა. სამუდამოდ დაივიწყებდა ამ სახლს, სვანეთის დღეებს და ვიღაც ოსე კოპალიანს, რომელიც მას აფორიაქებდა. სანამ ფოიეს გაივლიდეს, მეორე მაჯაში გრძნობს უფრო ძლიერ და თბილ ხელს, რომელიც ორივეს, ფატიმასაც და მასაც აჩერებს. ფატიმა გაოცებისგან ნელ-ნელა უშვებს ხელს თინათეს და პირღია შეჰყურებს მის შვილს, რომელსაც ვეღარ სცნობს. -აქ დარჩება.- -რა?- -ოსე საჭირო..- -არ ჩაერიო.- აწყვეტინებს საუბარს თინათეს, რომელიც თვალს ვერ აცილებს მის სერიოზულ სახეს. -მართლა?- ოდნავ სასოწარკვეთილი და ნაწყენი გამომეტყველება აქვს ფატიმას, თითქოს ამას არ მოელოდა. -უცხო ადამიანი ოჯახის მაგიერ? მართლა გინდა ამ ადამიანს დაუკავშირდე შენი ცხოვრებით,- ცოტათი უკან იხევს. -ოდნავ მაინც გინდა ეს?!- -როგორც გინდათ, ისე მიიღეთ და განსაჯეთ, არავის აზრს არ გავითვალისწინებ.- თვითონაც უჭირდა ამ სიტყვების თქმა, მშობლისთვის რომელსაც ყველაფერი საუკეთესო უნდოდა მისთვის. -როგორ ელაპარაკები დედაშენს?!- წინ წამოიწია ეგნატე. -გაჩერდი, თავი დაანებე.- ხელით აჩერებს ქმარს, ისე რომ შვილს თვალს არ აცილებს. -მან უკვე თავისი არჩევანი გააკეთა, ისე მოიქცეს როგორც მას უნდა, სათქმელი აღარაფერია.- -ოსე, სულ გაგიჟდი?- ირაიდა ამ ხნის განმავლობაში ხმადაბლა ამოთქვამდა რამდენიმე სიტყვას, ხან ძმის დასაცავად, ხან კი მშობლების, ახლა კი მოსმენილს ვერა და ვერ უჯერებდა. ვინ იფიქრებდა, რომ ოსე ვინმესთვის ამხელა ნაბიჯს გადადგამდა. ამ წუთისთვის ფაქტობრივად ოჯახიც კი უარყო. -აქედან მივდივართ, დღეიდან არც აღარაფერი გვესაქმება!- ქალი ჯერ ოსეს ხელს დაჰყურებს, თინათეზე ჩავლებულს, მერე კი ტრიალდება და როგორც კი კარს სცდება, ტირილს იწყებს. -ყველას, ყველას მივიღებდი, ვისაც შეიყვარებდა, მაგრამ მას? ალბათ წლები რომ გაივლის, სახლის კარს აღარავინ გაგვიღებს, ლაფი გადმოგვესხა. მეგონა ასე აწყობდა მომენტს, თავში მოსულ ყველა აზრს არ ვაქცევდი ყურადღებას, ვფიქრობდი, ჩემი შვილია, იცის ვის უნდა შეხედოს და ვის არა მეთქი. ვფიქრობდი, ისეთ გადაწყვეტილებას არ დაუშვებს, რაც მის ოჯახს ზიანს მიაყენებს მეთქი, მაგრამ შევცდი. აქამდე არავინ აინტერესებდა, ჯერ კიდევ დიდი დრო დამჭირდება ამას რომ შევეგუო, ან საერთოდ დავიჯერო!- მანქანამდე მისასვლელი გზა ტირილით გაიარა ფატიმა კოპალიანმა. -დედა, რა გვეშველება?- უკან მოჰყვებოდა ირაიდა. -არ ვიცი. გაგიჟდა შენი ძმა, ნამდვილად გაგიჟდა.- -ვერც კი ვიფიქრებდი რომ.. იქნებ არც არის რეალური?- დაეჭვდა ირაიდა. -რაში აწყობს თავისი ოჯახის მოტყუება?- ხელი აიქნია. -რატომ არაფერს არ ვაკეთებთ ამის შესაჩერებლად, ასე ხომ ხელს ვუწყობთ?- წარბები შეკრა გაკვირვებით. -ჩვენს კულტურაში, ეს ერთი დიდი ადამიანური შეგნებაა, რომ თუ კი გრძნობა არსებობს, არავის, მშობელსაც კი არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მის არსებობას, ორ ადამიანს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვიცი ამ ბიჭის გულში რა ხდება, ან ხდებოდა, ეს გოგო პირველი ქალია, ვისთვისაც მსგავსი რამ გააკეთა ჩემმა შვილმა და თუ ეს ამდენად უღირს, ესეიგი რაღაც მართლაც არსებობს.- მიუხედავად იმისა რომ ამ ამბავს მთელი მისი პიროვნება ეწინააღმდეგებოდა, ხელსაც კი ვერ გააქანებდა მისი შვილის საწინააღმდეგოდ. აქამდე ბევრს ეჭვობდა, უკუაგდებდა ფიქრებს ამ უცნაურ სიტუაციაზე, მაგრამ საბოლოოდ დანებდა. პირველივე წამიდან, როცა თინათე ეზოში დაინახა, იგრძნო რომ რაღაც ახალი იწყებოდა მის ოჯახში. ქალიშვილთან ამაზე უფრო ნაკლებს ლაპარაკობდა, შემოვლითი გზებით და გულში იმედს იტოვებდა რომ ეს სიმართლე არ უნდა ყოფილიყო. -იცოდე, მას რძლად არასდროს მივიღებთ ჩვენს გვარში, შენ კი ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაგიჯდება და თუ მართლა გსურს ეს ქალი შენს გვერდით, ამისთვის მზად უნდა იყო, ეს უბრალო გაფრთხილებაა.- ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ეუბნება ეგნატე ოსეს და სახლს ტოვებს. როგორც კი მძიმე კარი ხმაურიანად იკეტება, დაბნეული თინათე ხელს უხეშად ართმევს ოსეს და კიბეებისკენ უსიტყვოდ გარბის. -მოიცადე.- -მოვიცადო? მართლა გგონია რომ ამის შემდეგ აქ ერთი წამით მაინც გავჩერდები? ოდნავ მაინც უშვებ იმ აზრს რომ შესაძლოა რამე გამოგვივიდეს?- მესამე საფეხურზე ჩერდება და ოსეს უყურებს. -მე ვთქვი რომ რაიმე მსგავს აზრს ვუშვებ? ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ხერგიანები დამერწმუნებინა, რომ თავისუფალი არ ხარ. როცა მიხვდებიან რომ ოჯახმა ზურგი შენს გამო შემაქცია, ყველაფერს დაიჯერებენ.- -გიჟი ხარ?- კიბეებიდან ჩამოდის და უყურებს. -ვინ ატყუებს ოჯახს უცხო ქალის გამო?!- თვალები ეჭვით დააწვრილა. -ის, ვის გამოც დაიწყო ამ ქალის უბედურება.- მშვიდად პასუხობს და მის სახეს აკვირდება, ემოციებს. -რატომ აკეთებ ამას, უკვე აღარ მჯერა რომ ვინმეს შეუძლია ოჯახს გადააბიჯოს ერთი უცხო გოგოსთვის.- -ჩემი ბრალი არაა, თუ აქამდე ღირსეულ ბიჭებს არ შეხვედრიხარ. მე მამაშენს სიტყვა მივეცი, რომ დაგიცავდი, ახლა კი ამას ვაკეთებ.- ოსე უყურებს და თან ამ სიტყვების მეტი არ ემეტება, თითქოს იცის რისი თქმაც შეიძლება, მაგრამ რაღაც აჩერებს. -სულ ესაა?- თინათე უფრო ახლოს იწევა და თამამად უყურებს ბიჭის სახეს. -უფრო მეტის მოსმენა გინდა?- ოდნავ იღიმის, მერე კი ხელებს აჯვარედინებს. -თავხედი.- ჩაიბურტყუნა თინათემ და კიბეებს აუყვა. -ძალიან საინტერესო ხერხი გაქვს, მადლიერების გამოხატვის.- წაკბინა ოსემ და სამზარეულოში გავიდა საუზმის მოსამზადებლად. ვერაფრით დაეჯერებინა, რომ იარსებებდა ვინმე, ვინც ამდენს დათმობდა ვიღაცის დასაცავად. ეს ხომ აბსურდული იყო. სადღაც დაჰკრავდა ფიქრები, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ დახმარება არ იყო, შემდეგ კი საკუთარი თავის ლანძღვას მოჰყვებოდა ამ ფიქრებისთვის. რა სისულელეა?! ოსე კოპალიანი და თინათე? ამას ბუნების კანონებიც კი შეეწინააღმდეგება, პირველ რიგში კი თვითონ! ხომ? ოთახში შესვლისას გული უცნაურად უცემდა, თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო. ეს უზარმაზარი, თეთრი და კრემისფერი სახლი კი სულს უხუთავდა. უნდოდა ცოტა ხნით მაინც გაქცეულიყო აქედან. მესამე სართულზე იდეალური ოთახია თავის გასართობად, თუმცა ოსემ იქ ასვლა აუკრძალა. კოპალიანების საგვარეულო მის სუნთქვასაც კი ეწინააღმდეგებოდა ამ სახლში, რა დროს გართობაზე ფიქრია?! თვალები მძიმედ დახუჭა, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მობილურზე დედას ნომერი აკრიფა, ღამით აფორიაქებულმა ვერ დაიძინა, სანამ დედას არ ესაუბრა, ახლა კი ეს მეორე ზარი იყო. -გამარჯობა დე.- -თინათე..- -მენატრებით.- ცდილობდა მაქსიმალურად შეეკავებინა ცრემლები. -ჩვენც ძალიან გვენატრები.. თავს ხომ კარგად გრძნობ?- ქალს ეტყობოდა უამრავი რამ ჰქონდა სათქმელი, რაც გულს დარდისგან უჭამდა, მაგრამ ცდილობდა ქალიშვილი უფრო მეტად არ დაეთრგუნა. -ნორმალურად, ჯერ-ჯერობით აქ ვარ. თათული როგორაა?- -მოგატყუებ, თუ გეტყვი კარგად მეთქი. საერთოდ არ სძინავს ღამით, სულ ტირის ხოლმე.. ახლა ძლივს ჩაეძინა.- დარდიანი ხმა ჰქონდა ნინო ფიცხელაურს. -ვინ იფიქრებდა დედა რომ..- -არ გინდა, არა.. მაგაზე ფიქრმა ჩემი ცხოვრების ნახევარი წამართვა, უდიდესი შეცდომა დავუშვით მშობლებმა, ვერ ვივარგეთ.- -ასე ნუ ამბობ, ყველაფერი გამოსწორდება გპირდები, აქ ჩვენი უსაფრთხოება მაჩერებს, მეტი არაფერი.- -ცუდად ხომ არ გექცევა ვინმე?- ამ კითხვაზე თინათეს ცოტა ხნის წინ მომხდარი გაახსენდა, აქ მშობლები არ გააჩერებდნენ, თუ კი გაიგებდნენ როგორ ილაპარაკეს კოპალიანების ოჯახმა მათ ქალიშვილზე, ეს ღირსების და პრინციპის ამბავი იყო მათთვის, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მომხდარზე თინათეს ხმა არ დაუძრავს. -ყველაფერი კარგადაა დედა, გპირდები მალე ისევ ერთად ვიქნებით. გთხოვ მამას და თათულის მიხედე, მათთვის ნერვიულობა არ შეიძლება.- -როგორც შეგვიძლია ვცდილობთ ყურადღება გადავიტანოთ, თავს გაუფრთხილდი შვილო, შენს გარეშე ვერც კი ვიძინებ.- -თავს მიხედეთ, მიყვარხართ.- ბოლო სიტყვებს ყელში გაჩხერილი ბურთიდან აძვრენს და ზარს ასრულებს. ღრმად ამოისუნთქა, საძინებლის კარები ჩაკეტა და აბაზანაში შხაპის მისაღებად შევიდა. ყველაფერს ისე ეხებოდა, თითქოს უცხო სახლში კი არა, სხვა პლანეტაზე იყო. შხაპის შემდეგ სუფთა ტანსაცმელს ირაიდას გარდერობიდან იღებს, რის გამოც თავს დამნაშავედ გრძნობს. თმაზე თეთრ პირსახოცს იხვევს, ცოტათი იშრობს. მერე კარს აღებს, უკვე საშინლად მოშივდა, ეს კიდევ ერთი უხერხულობაა. კარის გაღებისას კიბეებზე ოსე ამორბის, ფოიეს მაიკის გახდით მიუყვება, თავისი საძინებლის კარს აღებს, მერე კი შესვლისას თინათეს ამჩნევს, ჯერ კიდევ სველი თმებით. -ფენი გჭირდება.- ამბობს და რამდენიმე წამით ოთახში უჩინარდება, უკან კი ცალ ხელში ფენით, ცალ ხელში კი მაისურით ბრუნდება, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩაუცვამს. ფენს თინათეს აწვდის. -მადლობა.- ამბობს ფიცხელაური და ისე იქცევა, თითქოს საერთოდ ვერ ხედავს მის წინ მდგარ ბიჭს. ცდილობს თვალი აარიდოს, მაგრამ თვითონაც ხვდება რომ ეს ეტყობა. -რა მორცხვი ხარ.- ჩაიცინა ოსემ და კიბეებზე დაეშვა, უკან კი პირღია თინათე ჩამოიტოვა. -გაიშრე და ჩამოდი, ისაუზმე.- ამოსძახა უკვე პირველ სართულზე მყოფმა. სალათი, ომლეტი, შემწვარი ბეკონი და ხორცი, საწებელთან ერთად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა ოსეს მიერ გაწყობილ სუფრაზე. თავი მობილურიდან მას შემდეგ ამოყო, რაც მის წინ თინათე დალანდა, ბოლოებში ოდნავ სველი თმით. -მიირთვი, იმედია მსგავს საჭმელს არაფერს უწუნებ.- -არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ან როგორ შეიძლება მქონდეს.- ბოლო სიტყვები გამოკვეთით წარმოთქვა, რაზეც ოსესგან სკანერული მზერა დაიმსახურა. -მისმინე, ჩემს გეგმებში არაა შენი უხერხულად ყოფნა. თუ კი რაღაც არ მოგწონს, ან გაწუხებს, უბრალოდ მითხარი, არ ვიკბინები.- სერიოზული გამომეტყველებით შეხედა. -რთულია ეგ ყველაფერი, ჩვენ ყოველთვის ვკამათობთ, წესიერად ორ წინადადებასაც ვერ ვაბამთ რომ კომუნიკაცია დავამყაროთ, სიგიჟეა!- -შევძლებდით, ბევრს რომ არ ტლიკინებდე.- ბეკონს ჩანგალი ჩაასო. -აი ისევ შენ იწყებ!- -იმიტომ რომ სულ მკბენ.- -წესიერად არც კი გიცნობ!- სწრაფად მიახალა თინათემ პასუხად. -წინა დღეებში სულ იმას ამტკიცებდი, რომ რაღაცები დაიჭირე ჩემს პიროვნებაში, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს. ახლა კი საპირისპიროს ამბობ. როგორ ფიქრობ რომელი უფრო აუცილებელია, იცოდე რომელია ჩემი საყვარელი ფერი ან შოუ, თუ ის რაც ამაზე უფრო ღრმად იმალება ჩემში?- თვალებში უყურებს და პასუხს მოუთმენლად ელოდება. საერთოდ რატომ სვამს მსგავს კითხვებს ამ გოგოსთან?! -მე რაში მანაღვლებს, შენ რას მალავ?- ეს პასუხი თვითონაც არარეალურად მოეჩვენა. -გაგიკვირდება და მეც ეგ კითხვა მაწუხებს რამდენიმე დღეა, რატომ განაღვლებს?- გაიღიმა და წვენი დალია. -არ მანაღვლებს, საიდან მოიტანე? უბრალოდ დაგაკვირდი, ყველგან მარტო დადიხარ. დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს, შენს ირგვლივ ამდენი ადამიანია, მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მრჩება რომ არავინ არ გიცნობს. თვითონ შენს ოჯახსაც კი არ ესმის შენი, ამ ყველაფრის შემჩნევა ჩემთვის მარტივი იყო და არ ვიცი, რატომ ფიქრობ რომ ამის გასაგებად საჭიროა მანაღვლებდე.- -ოდნავ მაინც რომ არ გაინტერესებდე, ამ ყველაფერს ასე არ დაიმახსოვრებდი.- კიდევ ერთხელ იღიმის. -რის თქმას ცდილობ?!- ბრაზით აენთო თინათე. -ცუდი არაფერი მიგულისხმია. როგორც შენ თქვი არ მიცნობ, მაგრამ მე ვთვლი რომ საეჭვოდ, საკმარისზე მეტი იცი, ეს კი შენი ინტერესის ბრალია.- -ბოდავ, ოღონდ შენც ვერ ხვდები, რამდენს.- ჩანგალს თეფშზე ხმაურიანად დებს. -შენ ისეთი ტიპის გოგო ხარ, ყველას რომ სიამოვნებით დაეხმარება, მანამდე სანამ ვინმე მის გულში ძრომიალს დაიწყებდეს, აი მაგ საქმეში ვფიქრობ არავის დაეხმარები.- თითქოს მიზანში მოარტყაო, თითის სახსრები გაუთეთრდა ისე მაგრად მოუჭირა ჩანგალს თინათემ. -შენ რა იცი, მე როგორი ტიპის ვარ? რამდენიმე დღეა რაც მხედავ.- -შენც იმდენივე და ისეთი იცი ჩემზე, როგორიც მე შენზე. ფრთხილი ხარ, ხალხსაც მაგ კანონზომიერებით ეკარები. ერთი შეხედვით რომ არ გესმის, ისეთ ადამიანებში ღრმად ექექები რომ მათზე ფაქტები შეაგროვო. დარწმუნებული ვარ ექსპონატებივით ინახავ ინფორმაციებს ხალხზე, მაგ პატარა თავში.- თინათეს ცოტა აკლდა და გაოცებისგან პირს დააღებდა. -ფიქრობ რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ ვისაც ვერ ვუგებ?- ამჯერად სიმშვიდე დაამყარა საკუთარ თავთან. -ცდები. რაც შენზე ვიცი, ყველაფრის კარგად მესმის.- -ჩემს საწინააღმდეგოდ აპირებ მაგის გამოყენებას?- ოსესაც ეღიმება. -და როგორ უნდა გამოვიყენო?- -ძალიან კარგად იცი, როგორც. უბრალოდ ერთი პრობლემაა, სანამ შენ ეცდები მაგის გაკეთებას, მე შენი გონების ყველა კარი უკვე გაღებული მექნება, ამიტომ ბარი ბარში ვიქნებით.- -ეგ ძალიან ძნელი რამაა, არამგონია რომელიმეს გამოგვივიდეს.- - მე და შენ, სანამ რამეს ვიტყოდეთ, წინასწარ ვფიქრობთ. შენ რასაც მეუბნები შენი გონებიდან მოდის, მე რასაც გეუბნები ის კი ჩემი გონებიდან. როგორ ფიქრობ, არსებობს ამაზე სუფთა კავშირი ჩვენს შორის?- მრავლისმთქმელად იღიმის. თინათე მის სახეს აკვირდება და თითქოს ყველაფერს მიუხვდაო, ოდნავ ეღიმება, მერე კი თავის წილ საჭმელს ჭამს. -გინდა თქვა, რომ ჩვენ ახლა გონებით გაერთიანებას ვახერხებთ?- -ზუსტად.- გადაჭრით ამბობს ოსე. -და რას ხედავ იქ?- -შეშინებულ გოგოს, შენ?- -მე შეშინებულ ბიჭს.- ისევ იღიმის. -ერთმანეთის ეშინიათ?- -არ ვიცი, რატომ უნდა ეშინოდეთ?- მხრები აიჩეჩა თინათემ, თითქოს ამით ეცადა ოსეს ნათქვამს არ ჩაღრმავებოდა, რადგან ეს უფრო სერიოზულს ნიშნავდა, ვიდრე ეს უბრალო სიტყვებია. -იქნებ იმიტომ რომ აქამდე ისინი არ შეხვედრიან ვიღაცებს, ვისიც უნდა ეშინოდეთ.- თვალებს არ აშორებს, ეს კი თინათეს საშინლად აფორიაქებს. -საერთოდ გჯერა იმის, რასაც ამბობ?- სიტუაციის განეიტრალება სცადა. -ზუსტად იმ დოზით, რამდენადაც შენ.- -ჰოდა გილოცავ, მე საერთოდ არ მჯერა იმის, რასაც ბოდიალობ.- -შენც გილოცავ, რადგან მეც იგივეს თქმა შემიძლია.- ოსეს ამჯერად ეცინება, თინათეს ბრაზი უტევს. რას აკეთებს ეს ბიჭი? რატომ ხლართავს ერთმანეთში ამდენ უცნაურობას? -უკვე წავიდნენ, ველაპარაკე.- იწყებს ოსე, როგორც კი ტელეფონზე დათას ზარს პასუხობს. -ვფიქრობ მაგაზე სერიოზული პრობლემა გამოგვიჩნდა.- როგორც კი დათას ხმა ისმის, ოსე თინათეს ინტერესიან თვალებს აწყდება, მერე კი ფეხზე დგება და სამზარეულოდან გადის. -რა მოხდა?- -კაკი მანქანით წაიყვანეს, აზრზე არ ვარ სად. უკან მოვყვები უკვე დიდი ხანია, მაგრამ კვალი დავკარგე, თან ვცდილობ არ შემამჩნიონ.- -რაღაც ახალზე ჩალიჩობენ და თან მგონია, რომ ძალიან ცუდზე.- -მეც მაგის გარკვევას ვცდილობ, საეჭვოდ უშვებენ თავისუფლებაზე, მე ვფიქრობ მაგ გოგოს ოჯახთან.- -ბენდელიანი იქ რომ მოხვდეს, ის ოჯახი არ აცოცხლებს, დარწმუნებული ვარ. ვასილსაც ზუსტად ეგ უნდა, ხომ ვამბობდი იმ ოჯახსაც ააოხრებს მეთქი, ოღონდ სხვისი ხელით რა თქმა უნდა.- -უკვე ყველა გზას ვამოწმებ, ვფიქრობ გზაში მანქანა გამოიცვალეს, უკვე მეორედ.- -ვიცი რაც უნდა ვქნა.- თითქოს კარგი იდეა მოუვიდა თავშიო. -რას აპირებ?- -მათეს მოძებნის დროა, ყველაფერი კარგად ეცოდინება, გადმოგირეკავ.- უთხრა და მობილური გათიშა. თინათე მისაღებში პატარა ბიბლიოთეკას გადააწყდა, რამდენიმე წიგნი თაროებზე მიყოლებით ეწყო, მიხვდებოდი რომ ყველა ძველი იყო. ხელში წიგნი მწვანე ყდით აიღო და გადაშალა. გაცრეცილ, ყვითელ ფურცელზე უცნაური კალიგრაფიით დაწერილ სიტყვებს დააკვირდა. "ადამიანს არასდროს არ შერჩება ის, რაც ძალიან უყვარს და ჩვენი ურთიერთობაც ასეთი აღმოჩნდა." თითქოს მთელი წიგნი, ორჯერ უფრო მძიმდებოდა ამ სიტყვებით. ვერ მიხვდა, ვისი ნაწერი იყო, ან საიდან აღმოჩნდა ამ სახლში. წიგნი თავის ადგილას დააბრუნა, როცა ოსეს ნაბიჯების ხმა მოესმა, თუმცა მიუხედავად ამისა, მთელი ფიქრი და გონება ისევ იმ თაროებისკენ გაურბოდა. -საქმე მაქვს, მარტო შენი დატოვება არ შეიძლება, ამიტომ შენს მეგობარ სოფიოსთან თუ წახვალ კარგი იქნება.- თქვა მშვიდად. -მალე დაბრუნდები?- ჰკითხა უეცრად, მერე კი მიხვდა, რა უაზროდ გამოუვიდა ნათქვამი. -უფროსწორად, შემიძლია იქ დავრჩე.- ოსეს გაცინება მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა. -არ ვიცი როდის დავბრუნდები, მე თვითონ წამოგიყვან. ახლა კი ჩემი მეგობარი ლაშა გაგიყვანს იქ, რამდენიმე წუთში აქ იქნება, მოემზადე.- თქვა და გატრიალდა. -კარგი.- გაუხარდა კიდეც ეს შემოთავაზება, ამ სახლში უკვე გამოკეტილად გრძნობდა თავს. რამდენიმე წუთში ლაშა მამაცაშვილი მოვიდა, ცოტა ხნით თინათესგან მოშორებით გამოელაპარაკა ოსეს, რომელიც თავის მანქანაში მოთავსდა და წავიდა. -ასათიანის ქუჩაზეა.- უკარნახა ლაშას. -მახსოვს.- თქვა ხმადაბლა. თინათეს ეუცნაურა მისი პასუხი. -თავს როგორ გრძნობ, ჩემი ძმა ძალიან ხომ არ გაბრაზებს?- ძრავი აამუშავა და გზას გაუყვა. -ვცდილობთ ერთმანეთი არ დავაზიანოთ.- გულწრფელად უპასუხა. -შეიძლება ძალიან ჯიუტი და უკარება ჩანს, მაგრამ მერწმუნე, ძალიან კარგი მეგობარი და პიროვნებაა.- -ვხვდები, ცუდი რომ იყოს, არ გააკეთებდა ამდენს უცხო ადამიანისთვის.- ნიშნისმოგებით თქვა და წვიმის წვეთებისგან დასველებულ ფანჯარაში გაიხედა. -კიდევ ფიქრობთ რომ უცხოები ხართ? ფაქტობრივად ერთად ცხოვრობთ.- ლაშას ოდნავ გაეღიმა. -ეგ არაფერს ცვლის, ჩვენ სულ ვკამათობთ.- -კამათში იცნობ ადამიანს, ნელ-ნელა. ხვდები რა აღიზიანებს, როდის შეგეწინააღმდეგება და როდის დათმობს.- -რას ცდილობ, ჩვენს არარსებულ ურთიერთობაში ჰარმონია დამანახო?- ამჯერად თინათესაც ეცინება. -არა, მხოლოდ იმას ვფიქრობ რომ რაღაცით ჰგავხართ.- თინათე არაფერს ამბობს, ისევ ფიქრებში იკარგება. რამდენიმე წუთში სოფიოს საცხოვრებელი კორპუსიც გამოჩნდა. -დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი რიგზეა?- თინათე ამ ხნის განმავლობაში ეჭვობდა. -კი, ყველაფერი კარგადაა, საქმეებს მორჩება და გამოგივლის.- -კარგი, მადლობა.- მანქანიდან გადადის და კორპუსში უჩინარდება. ლაშა ჯერ კიდევ ერთ ადგილასაა გაჩერებული, მობილურზე ოსეს სახელს აჭერს და რეკავს. -მივიყვანე.- -ჩემი მანქანით ვინმე აუცილებლად აგვადევნებდა თვალს. ახლა დასაკარგი ერთი წუთიც კი არ მაქვს.- -დათა სად არის?- -იმათ უკან მოჰყვება.- -უჩას დაურეკე?- -კი, ახლა მასთან მივდივარ, გაარკვევს სადაც ცხოვრობს ეგ .- -როგორც კი გაარკვევ გადმომირეკე, მოვდივარ.- ამბობს და ფანჯარაში ზუსტად იმ კორპუსს უყურებს, სადაც თინათე რამდენიმე წუთის წინ შევიდა. საშინლად ეცნობოდა იქედან გამომავალი ბიჭი, რომელიც თითქოს ქუჩებსაც კი ემალებოდა. -მოიცა, მოიცა არ გათიშო.- ყვირის ლაშა და მანქანის სალონს აწყდება, ბიჭი მის პირდაპირ მაღაზიაში შედის. -რა იყო?- ოსე მობილურს ისევ ყურთან აბრუნებს. -მგონი აღარ გჭირდება მათეს მოძებნა, პირდაპირ ჩამიარა.- -სად ხარ?- ოსემ იგრძნო ძარღვებში მოწოლილი ბრაზი. -ზუსტად იმ კორპუსიდან გამოვიდა, სადაც სოფიო ცხოვრობს.- -თვალი არ მოაშორო, მალე მაქ ვიქნები.- ყურმილი გათიშა. ლაშა ზაფხულობით რამდენიმე დღით სტუმრობდა სვანეთს, ოსესთან რჩებოდნენ, ის და რეზი. გეგისთან საქეიფოდ როცა მიდიოდნენ, მათეც ყოველთვის იქ იყო, ამიტომაც მარტივად გაიხსენა ხერგიანი. როცა ყველა თვრებოდა და მოლხენას ცდილობდა, მათე ოსეს გაღიზიანებას იწყებდა, თითქოს იმ დროიდან ისე იყო. ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ, ვერაფერში ეწყობოდნენ. ვერც ლაშა ვერ უგებდა მის ხასიათს, თავი ძალიან მაღლა მოჰქონდა, მათგან განსხვავებით, ეს კი ყველაზე მეტად არ უყვარდათ ბიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ოსე და მათე ყოველთვის ცუდი თვალით უყურებდნენ ერთმანეთს, არასდროს უჩხუბიათ, ბოლო შემთხვევებამდე. ეს კი იმიტომ, რომ ოსე მისგან თავს შორს იჭერდა, პატივს სცემდა თავისი ბიძაშვილების ოჯახს და მათ დედასაც, რომელიც მამიდად ეკუთვნოდა მათეს. სამაგიეროდ, დათა ფანგანსა და მათეს არასდროს შეუწყვეტიათ ჩხუბი, ისინი ერთ კლასში იყვნენ, ამიტომ უფრო მეტად უწევდათ ერთმანეთთან კონტაქტი. ყველამ კარგად იცის, მეთერთმეტე კლასში დათას ერთი გოგო მოსწონდა, ზუსტად ის ვინც მათეს. იმ წლის მიწურულს კი ქალაქში რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც გოგოც და თავისი ოჯახიც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. ამის შემდეგ დათას და მათეს ურთიერთობა უფრო დაიძაბა, ყველა ფიქრობდა რომ იმ ოჯახის წასვლა, ზუსტად მათეს ოჯახის ბრალი იყო. თინათე სოფიოს კარზე აკაკუნებს, მალე საკეტის ხმაც ისმის და კარი იღება. -შენ ხარ? რა კაია რომ მოხვედი.- წკრიალა ხმით ეგებება სოფიო ანჯაფარიძე და რამდენიმე წამით მეგობარს ეხვევა. -ერთი სული მქონდა აქ როდის მოვიდოდი.- ღრმად ამოისუნთქა და მისაღებში სავარძელზე მოკალათდა, თან სოფიოს ჭურჭლით სავსე სახლს აკვირდებოდა. -რამდენი რამ შეგიძენია, ასე მგონია საუკუნე გავიდა.- -ჰო, ზოგიერთი თეფში ისეთი ძვირფასია კედელზე ჩამოვკიდე.- სოფიო თბილად იღიმის. -ყავა თუ ჩაი?- -ყავა, რა თქმა უნდა.- ფეხზე დგება თინათე და სამზარეულოში სოფიოს მიჰყვება. -აქ მან მოგიყვანა?- სოფიო ყავის მოდუღებას იწყებს. -არა, ლაშამ.- გოგო წამით შეკრთა, მერე კი წყლის ჩასხმა დაიწყო მადუღარაში. -სხვათაშორის, ეს მისამართი ახსოვდა.- დაამატა თინათემ. -რა?- -ჰო. ვუკარნახე და ასე მითხრა მახსოვსო.- იღიმის. -ისე საშინლად დავემშვიდობე, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა.- ხმაში დაფარული აღელვება თინათემ ადვილად შეატყო. -მართლა? რა უთხარი?- -ფარშევანგს შევადარე, თინა..- მისი თავის რცხვენოდა, მეორე მხრივ კი ეცინებოდა კიდეც. სკამი გამოსწია, მოთავსდა და ხელები სახეზე მოისვა. -მეღადავები.- იცინის. -არა, საერთოდ. დარწმუნებული იყო რომ სადღაც ნანახი ვყავდი, მე ვუმტკიცებდი გეშლები ვიღაცაში თქო, მაგრამ მერე მკითხა უნივერსიტეტი ერთ წელს დავამთავრეთ თუ არაო, მეც ავდექი და შტერივით წამოვროშე ჰო მეთქი. რა კმაყოფილი სახე ჰქონდა რომ კამათში მაჯობა, უნდა გენახა.- თვალებს ატრიალებს. -არ მჯერა, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ისევ წარსულში ვართ. რამდენს ლაპარაკობდი ხოლმე მასზე, ძალიან უცნაურია ახლა მაგას რომ მიყვები.- თინათეს უნივერსიტეტის პერიოდი ტკბილად გაახსენდა. -როგორც არის, იმედი მაქვს აღარასდროს შემხვდება სადმე, თორემ სირცხვილით მოვკვდები.- ფეხზე დგება და ყავას ჭიქებში ასხამს. ლაშა მანქანიდან გადმოდის და რამდენიმე წუთის განმავლობაში ოსეს გამოჩენას ელოდება. ოსეს თბილისის საცობი ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა, თითქოს საათები მგზავრობდა, სანამ ასათიანის ქუჩაზე ამოყო თავი, მერე კი შენობასთან მდგარი ლაშა შეამჩნია. -ავიდა?- -კი, დიდი ხანია უკვე. აქ საიდან გაჩნდა აზრზე არ ვარ.- -აქ ექნება ბინა. ბედის ირონიაა, რომ არ დაგენახა თინათესაც სოფოსთან დავტოვებდით და მერე რა ჯანდაბა მოხდებოდა, კაცმა არ იცის.- -პირდაპირ დავადგეთ?- ეკითხება ძმაკაცს კიბეებზე ასვლისას. -ჯერ სოფოსთან შევიდეთ, ამ კორპუსში სულ ოთხი სართულია, ოთხი ბინით. ყველას ეცოდინება მეზობლად ვინ ცხოვრობს.- პასუხობს ლაშას და თან თინათეს ურეკავს. -რომელ სართულზე ხარ?- -რა?- თინათეს დაბნეული ხმა აქვს. -თქვენს კორპუსში ვარ, გარეთ არ გამოხვიდე, რაღაც საქმეა. მითხარი რომელი ბინაა?- -მესამე, მაგრამ აქ რას აკეთებ?- ოსე მის კითხვას ყურადღებას აღარ აქცევს, ყურმილს თიშავს და კიბეებზე სწრაფად ადის, უკან ლაშა მიჰყვება. ანჯაფარიძის ბინაში მალე კარზე კაკუნი ისმის. კარს სოფიო აღებს, უკან კი გაურკვევლობაში მყოფი თინათე თვალებს აცეცებს. ხელი კარზე ეყინება სოფოს, როცა ხედავს რომ ლაშა მამაცაშვილი მის ბინაში შემოსვლას აპირებს. "ვიღაცამ მაგრად დამწყევლა!" ამბობს გულში სოფიო და ბიჭებს კარში ატარებს. -გამარჯობა სოფიო.- ესალმება ოსე ზრდილობიანად. -გამარჯობა, შემოდით.- ისედაც დაბნეული, ახლა უფრო გაშტერდა. ხელით მისაღებისკენ უბიძგა სტუმრებს. -რა ჯანდაბა ხდება ამიხსნი?- ჭკუიდან გადასული სოფო ჩურჩულით ეუბნება თინათეს, ბიჭების ზურგს უკან. -არც მე არ ვიცი გეფიცები.- პასუხს უგდებს, მერე კი თვითონაც მისაღებში შედის. -მეტყვი რა ხდება?- თინათე გაღიზიანებული იყო, ეს ხმაშიც ეტყობოდა. -მათე ამ კორპუსში ცხოვრობს.- -ვერც კი..- -ჰო. არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ სიტუაცია საჭიროებს. კაკი სადღაც წაიყვანეს, ჯერ არ ვიცი სად მიჰყავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგი საქმისთვის არ გამოიყენებენ.- თინათე გაოცებისგან სიტყვასაც ვერ ძრავდა. -მამაჩემთან უნდა დავრეკო, ახლავე.- გონზე მოდის და ტელეფონის ძებნას იწყებს. -როგორც საჭიროდ ჩათვლი. აქ იმიტომ მოვედი, რომ მათესთან პატარა საქმე მაქვს.- ოსე ფეხზე დგება. -რას აპირებ?- -ვფიქრობ უნდა იცოდეს, მისიანებმა რაც ჩაიფიქრეს, ჰოდა ამ შანსს რატომ გავმაზავ.- -დაჭრილი ხარ, გახსოვს?- თინათე დაუფიქრებლად იძახის, რაზეც სოფოს გაკვირვებულ მზერას იმსახურებს. -მახსოვს. ისეთი არაფერია, მარტივად მოგვარდება.- ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. -რომელ სართულზე ცხოვრობს ხერგიანი, არ იცი?- ოსე ამჯერად სოფოს უბრუნდება. ლაშას მობილურზე ურეკავენ და ფოიეში გადის. -პირადად არავის ვიცნობ, პირველ სართულზე ერთი ქალია, მგონი კიკნაძე. მეორე სართულზე ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს, პატარა შვილებით. სავარაუდოდ მეოთხე სართული უნდა იყოს.- სოფიო თითებს ერთმანეთში ხლართავს, არ იცის რა გააკეთოს. -რადგან ზუსტად არ ვიცით, მარტო ავალ და შევამოწმებ. ლაშა შენ აქ დარჩი, შენ თვითონაც მიხვდები როდის უნდა ამოხვიდე.- ოსე კარს აღებს და გარეთ გადის. თინათე უკან მიჰყვება. -ოსე!- -რა?- უკან ტრიალდება და გაფითრებულ ქალს უყურებს. -ფრთხილად იყავი.- თვითონაც ვერ ხვდება რატომ ამბობს მსგავს რამეებს, ვერ ხვდება რომელი უმჯობესია, აქედან ახლავე გაიქცეს თუ დაელოდოს რა მოუვა ამ ბიჭს. -შენ ხომ მაინც არ განაღვლებს.- ოსე იღიმის, ერთხელ შეხედავს თვალებში თინათეს და კიბეებს აუყვება. სანამ კართან მივიდოდეს, ხვდება რომ რაღაცას გრძნობს. რატომ ეუბნება მსგავს სიტყვებს ამ ქალს? რა, უნდა ანაღვლებდეს მისი თავი? რა თქმა უნდა არა! ბრაზი კიდევ ერთხელ უვლის ტანში, ამჯერად საკუთარი თავის მიმართ. კარზე აკაკუნებს და კედელს ეყრდნობა. როგორც კი კარი იღება კარს ხელს არტყამს, იმისთვის რომ მათემ დაკეტვა ვერ მოასწროს, მერე კი თვითონ ხელებში იგდებს დაფეთებულ ხერგიანს და ძალით მიათრევს. -გამარჯობა. ვფიქრობ აქამდეც უნდა შევხვედრილყავით.- ოსეს ხმაში მხიარულების ტონი მათეს ორმაგად აშინებს. -დაეგდე.- პირიდან ხელს აცილებს, სკამზე აგდებს და თვითონაც სავარძელზე ჯდება. -რა გინდა ჩემგან?!- ხერგიანს ფერი ერთმევა და ღრმად ქოშინს იწყებს. -წყნარად, ბევრი არც არაფერი.- ოსე ხელებს აჯვარედინებს. -ოპ, ოპ, დააგდე!- როგორც კი ამჩნევს რომ მათეს ხელი ქამარში ჩატანებული იარაღისკენ მიაქვს, თვითონაც იარაღს იმარჯვებს და წამში უმიზნებს მას. ხერგიანი ნებდებდა, ნელა მოძრაობს, იარაღს სავარძელზე ისვრის და გულხელდაკრეფილი ჯდება. -გავიგე შენებმა გადაწყვიტეს კაკი გაესეირნებინათ.- მათეს იარაღს ინახავს. -მე არაფერი ვიცი.- -მღლის იცი, ასეთი საუბარი.- ფეხზე დგება და მათესკენ მიდის. -გითხარი რომ აზრზე არ ვარ რაზე ლაპარაკობ.- ოსე ძლიერად უქნევს ერთ მუშტს სახეში, სკამთან ერთად მათეც ძირს ძლიერად ეცემა, რაც ქვედა სართულზე ხმაურს იწვევს. -ლაშა, აქ ვეღარ გავჩერდები.- აკანკალებული ფიცხელაური ხმაურზე უეცრად ყვირის. -დამშვიდდი, იცის რასაც აკეთებს.- ისე ლაპარაკობდა, დარწმუნებული იყო თავის მეგობარში. თინათეს დედა ურეკავდა, რის გამოც სხვა ოთახში გავიდა სასაუბროდ. დაბნეული სოფიო საკუთარ სახლში პირველად გრძნობს თავს უხერხულად. ვერასდროს იფიქრებდა, რომ მსგავს სიტუაციაში ამოყოფდა თავს, თან ვის გვერდით?! ლაშა მამაცაშვილის. თავისი სიტყვები ახსენდებოდა და სირცხვილის გრძნობა ყოველ გასულ წამზე უასმაგდებოდა. საშინლად დაცხა. -სოფიკო.- ამბობს ხმადაბლა ლაშა და აივანზე გასასვლელ კარში იყურება, სოფიოს თვალს არიდებს. -სოფიო.- შეუსწორა. -მაინც სოფიკო.- იცინის ლაშა და ამჯერად თვალს მის წინ მდგარ, აწითლებულ გოგოს უსწორებს. -გიჟი.- ამოიბურტყუნა თავისთვის სოფიომ და მისაღების დატოვება გადაწყვიტა. -რატომ ხარ ასეთი აგრესიული ჩემს მიმართ, რამე დაგიშავე?- ისეთი ტონით ეკითხება, თითქოს უკვე იცის, ადრე რაც ხდებოდა და თავს ისულელებს, ვითომ არაფერი არ ახსოვს. -როგორც მესაუბრები, მეც ისე გიბრუნებ პასუხს. სოფიო მქვია!- უხეშად მიუგდო ანჯაფარიძემ, არადა მთელი ტანი უთრთოდა. -მეგონა მაშინ გციოდა. ახლაც ვინმე სულელი იფიქრებს რომ გცივა, რადგან კანკალებ, მაგრამ არც მე და არც შენ სულელები არ ვართ და ვხვდებით რომ შენი ბინა საკმაოდ თბილია სიცივისთვის.- -სერიოზულად, რა გინდა?!- სოფიო ბრაზდება და რამდენიმე ნაბიჯით ლაშასკენ მიდის. -ეს დაგრჩა ჩემს მანქანაში.- ჯიბიდან სპანჯბობის პატარა სათამაშოს იღებს, ზუსტად იმას, სოფიოს ჩანთას რომ ეკეთა. ანჯაფარიძე დაბნეული მზერით უყურებს ხან ლაშას, ხან მისკენ გამოწვდილ ხელს. -აიღე, დაიბრუნე.- იღიმის. -მადლობა, მაგრამ ეს პასუხი არაა.- ნივთს ხელიდან ართმევს და მას სცილდება. -ლამაზი ჭურჭელია.- ამბობს და კედელზე ჩამოკიდულ ფაიფურის თეფშს უყურებს. -მად..- -გაგიხსენე.- -რა?- ახლა ნამდვილად შეეშინდა. -ერთ ჯგუფში არ ვყოფილვართ, მაგრამ რამდენიმე ლექცია ერთად გვიტარდებოდა.- -და რა მნიშვნელობა აქვს?- სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამს. -ახლა ვიცი საიდანაც მეცნობი, მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს. საეჭვოდ მიმტკიცებდი საპირისპიროს და თან რატომღაც უხეში ხარ ჩემს მიმართ, ასე რომ აუცილებლად გავარკვევ, რატომ.- სოფიო აღარაფერს პასუხობს, ოთახიდან დამუნჯებული გადის. რას გადაეკიდა ეს ბიჭი? არა და ეგონა ყველაფერი სულელური უკან ჩამოიტოვა. მეორე სართულიდან რაღაცის მტვრევის ხმა ჩამოდის, რაზეც ლაშა მაშინვე წყდება ადგილს, კარს აღებს და კიბეებზე სწრაფად ადის, უკან თინათე მიჰყვება. -რა ხმა იყო, ლაშა..- მამაცაშვილი ოდნავ ღიად დატოვებულ კარს აღებს და შიგნით შედის. მათეს ტუჩიდან სისხლი სდის, ძირს აგდია. -არ იყო საჭირო შენი აქ ამოსვლა თინათე.- ოსემ თინათეს ჩაავლო მაჯებში ხელები და მისი გაყვანა სცადა. -არა, გამიშვი! უნდა დავრწმუნდე რომ ის ჩემს ოჯახთან არ მიჰყავთ.- ოსეს მუდარით სავსე თვალებით უყურებს. -გთხოვ.- ოსე ხელებს უშვებს. -ახლოს არ მოხვიდე.- აფრთხილებს და ლაშასკენ ბრუნდება, რომელიც მათეს სკამზე აბრუნებს. -კარგი, შენ თუ არ დარეკავ, მე დავრეკავ.- ამბობს ოსე და მათეს მობილურს იღებს. -კარგად იცი, რაც უნდა ჰკითხო.- თვალებში ამზერით უყურებს ძალაგამოცლილ ბიჭს და ელოდება როდის აიღებენ ყურმილს. ოთახში საშინელი სიჩუმე ისადგურებს. -გაფრთხილებ, სიტყვა არ დაგცდეს ჩვენზე.- ჩურჩულებს ოსე. -ახლა ვაპირებდი დარეკვას, კაკი თავის გზას გაუდგა შატილისკენ, ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ვუთხარი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იცის, რაც მოუვა.- მობილურში ვასილის ხმა ისმის. თინათეს ნერვიულობისგან ხელები უკანკალებს, ძალა ერთმევა როგორც კი აცნობიერებს, რომ ბენდელიანმა შესაძლოა მის ოჯახს ახლოს გაეკაროს. -შეგიძლია მითხრა სად არის, ადგილობრივად?- მათეს ხმა უტყდება. -რატომ? რაღაც ძალიან უცნაური ხმა გაქვს.- -არაფერია, უბრალოდ მითხარი სად არის.- -იმიტომ ხომ არა, რომ შენს ბინაში ოსე ბატონი იმყოფება?- ამბობს ხმა, რომელშიც იგრძნობა ირონია. ოსე მოთმინებას კარგავს. -ვასილ, მე გაგაფრთხილე რომ ამ გოგოს ოჯახს არ გაკარებოდი.- ოსე ტელეფონთან იხრება და ლაპარაკს იწყებს. ვასილმა ყველაფერი გეგმის მიხედვით დააწყო, იცოდა რომ მისი შვილიშვილი მსგავს შეკითხვებს არასდროს დასვამდა. -შენ კაკი მე გადმომაბარე, მამაშენს გადააბიჯე.. მე გითხარი რომ ჩემს საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაგეყო. ხომ იცი, ვერ ვიტან როცა ღლაპები ჭკუას მარიგებენ ან ჩემს საქმეში იჭრებიან.- -ამ გოგოს ოჯახი არაფერ შუაშია, რა მიზანი გაქვს?! რას მოიგებ მათი გამწარებით?!- -ჯერ კიდევ ვერ მიხვდი არა?- იცინის. -შენ გაგამწარებ.- -ამის დედას შევეცი!- ხელს მაგიდაზე ურტყამს ოსე და ცდილობს არ შეხედოს მათეს დასისხლიანებულ სახეს, რომელიც პირში უცინის, ნერვების მოსაშლელად. -არ მიყვარს ჩემს საქმეში რომ იჭრებიან, ხომ გაგაფრთხილა მამაშენმა? უნდა დაგეჯერებინა, ეგ ქალი ჩვენთვის გადმოგეცა და არაფერი ცუდი არ მოხდებოდა. მაგრამ აზრიც თავიდანვე ამაში იყო, უსირცხვილო ხარ, რადგან მაგ ქალს სერიოზული თვალით შეხედე, ახლა კი მის დასაცავად ყველაფერს აკეთებ. რადგან მეწინააღმდეგები, ზუსტად ისე მოვიქცევი, შენ რომ გამწარდე.- -რა გავაკეთო იმისთვის რომ გაჩერდე?!- ოსე უკანასკნელ გზას მიმართავს. ზურგსუკან თინათეს შეხებას გრძნობს და ეს დაწყევლილი! რატომ ამშვიდებენ მას ეს აკანკალებული თითები?! -ეგ თავიდანვე ნათელი იყო. მაგ გოგოს დათმობ და ჩვენ გადმოგვცემ, ძალიან მარტივია.- აღელვება, შიში და კიდევ რაღაც უცხო გრძნობა იპყრობს ორივე სხეულს. თითქოს ორივე გაქვავდა ამ სიტყვებით. ოსე თინათეს უყურებს, რომელსაც სახეზე აწერია ყველა ემოცია. რა უნდა უპასუხოს? თუ მას გადასცემს, გოგო, რომელიც მის წინ დგას სამუდამოდ გამოემშვიდობება ნორმალურ ცხოვრებას. ხომ თქვეს რომ არცერთს არ აღელვებდა ერთმანეთი, ჰოდა გაუშვას! რატომ აბრუნებს მის გვერდით?! -ოსე..- თინათეს ჩამწყდარი ხმა აქვს. ოსეს ტელეფონზე ესემესი შემოდის, წამიერად ამოწმებს, კითხულობს, მერე კი ისევ ჯიბეში აბრუნებს. -მგონი ძალიან ბევრს ფიქრობ..- ისმის ვასილის ხმა. -კარგი, თანახმა ვარ.- ამ სიტყვებმა ყველაზე დიდი იმედგაცრუება აგრძნობინა თინათეს, რაც თუ ოდესმე გამოუცდია. მისში მეორე პიროვნება საიდანღაც გველივით გამოძვრა, დაიკლაკნა და დაუყვირა, "რამდენი ხანიც არ უნდა იცნობდე ადამიანს, რამდენადაც არ უნდა გწამდეს და გჯეროდეს მისი, არასდროს მიენდო ბოლომდე, მითუმეტეს, როცა ეს შენს სიცოცხლეს ეხება!" თვალზე მომდგარი ცრემლი მაშინვე მოიშორა. სწორი გადაწყვეტილება იყო, ეს თვითონაც იცოდა. ამით დასრულდებოდა ეს ამბავიც და არავის შეწუხება აღარ მოუწევდა მისი არსებობის გამო. უყურებდა ოსეს, ტკივილით სავსე მზერით, თუმცა მის თვალებში სიცარიელეს კითხულობდა. იქ არაფერი იყო. მისთვის და სამწუხაროდ?! აბა რას ელოდებოდა, როგორ იფიქრა რომ მისნაირი ადამიანი გულწრფელი შეიძლება ყოფილიყო? როგორ უთხრა, ღირსეულ ბიჭებს თუ არ შეხვედრიხარ აქამდე, ჩემი ბრალი არ არისო. ოდნავ გაიღიმა და უკან დაიხია. -ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მიხარია რომ გონზე მოხვედი.- -ჰო, მართალი ხარ ვასილ. შეგიძლია დღეიდან შენც მშვიდად იყო, რადგან კაკი ახლა ჩემს ხელშია და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია ამის საწინააღმდეგოდ. ეს ქალი კი ჩემთან ერთად დარჩება.- ოსე იღიმის, წელში სწორდება და ზარს წყვეტს. -ოსე, დათა იყო არა?- ლაშას ხმაში სიხარული ეტყობა. თინათე ჯერ კიდევ დაბნეული დგას და ვერ ხვდება რა მოხდა. -ესეც ასე, მათე.. საუბრის დასასრული. ჭკვიანად იყავი აწი და აღარ მოგხვდება.- -წადი შენი!- დაიღრიალა მათემ. -რა გაჩხავლებს!- ლაშამ ერთხელ მოუქნია მუშტი სახეში. ბიჭმა ხელი თინათეს გაყინულ თითებს წაავლო და თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ გახდა ათმაგად უფრო ძლიერი ამის შემდეგ. -ოსე რა მოხდა?- თინათეს დაბნეული ხმა აქვს, თითქოს მალე გაითიშებაო. კოპალიანი იარაღს ნაჭრით წმენდს და კარის შესასვლელთან აგდებს. -კაკი დათას ჰყავს, პოლიციაში მიიყვანს და ყველაფერი ამით მორჩება.- ხელს არაფრით უშვებდა ფიცხელაურს. -ანუ ჩემი მშობლები უსაფრთხოდ არიან?- სახეზე ღიმილმა დაჰკრა. -ჰო, უსაფრთხოდ არიან.- -ღმერთო! მადლობა.- ბაგეებს ღიმილი უპობს. მესამე სართულზე ჩამოსულებს ანჯაფარიძე გაფითრებული, თვალებგაფართოებული დახვდათ. -თინათე კარგად ხარ?- -ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი რიგზეა!- ისე ჩურჩულებდა თინათე და ეხვეოდა მეგობარს, თვითონაც არ სჯეროდა მომხდარის. -მაპატიე რომ აგანერვიულე, შენ არაფერ შუაში ხარ.- -არაუშავს, მთავარია კარგად იყო.- -ბოდიში რომ შეგაწუხეთ სოფიო. ჩვენ წავალთ, უკეთესი იქნება დღეს სახლიდან თუ არ გახვალ.- ურჩია ოსემ. -თავს გაუფრთხილდი კარგი? თუ რამეა აუცილებლად დამირეკე.- უთხრა თინათემ. -კარგი, შენც.- კიდევ ერთხელ მოეხვია. მალე დალანდა მამაცაშვილის თვალები და უმიზეზო, ამაყი ღიმილი, რამაც კიდევ ერთხელ ააფორიაქა. -შეხვედრამდე.- შესძახა ფიცხელაურს. წინ ოსე მიდიოდა, უკან თინათე. ლაშა უეცრად ისევ უკან ტრიალდება, სოფიოს დიდ, დაბნეულ თვალებს უყურებს და სიცილს იკავებს. -ტელეფონი მომეცი.- -რატომ?- -მომეცი.- იმეორებს ლაშა. -არანორმალური ხარ ხომ?!- ყვირის, ჯიბიდან ტელეფონს იღებს და აწვდის. ლაშა რაღაცას წერს. -რას აკეთებ?- -აიღე და თუ რამე მოხდება ან დაგჭირდება, მე დამირეკე.- ტელეფონს ხელში უბრუნებს და კიბეებზე ეშვება. ვერასდროს იფიქრებდა ანჯაფარიძე, რომ ლაშა მამაცაშვილი თავისი ხელით ჩაუწერდა მის ნომერს მობილურში. -ლაშა, მადლობა.- ეძახის ოსე, სანამ მანქანაში დაჯდება. -ოჰ, რას ამბობ!- ოსე პირის მოძრაობით იგებს ლაშას ნათქვამს, იცინის მერე კი მანქანაში ჯდება. ოსე კოპალიანისა და ლაშა მამაცაშვილის მანქანები სხვადასხვა გზებით მიდიან. -დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი რომ სანერვიულო არაფერია. თათულის ჯერ არაფერს ეტყვიან კაკიზე.- სიჩუმე ისევ თინათემ დაარღვია. -კარგია, ჯერ არაფერი უთხრან.- -ახლა რა იქნება?- იკითხა ისევ. -ადრეც ეს კითხვა დამისვი.- -იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ვიგებ რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ.- -დათას კაკი პოლიციაში მიჰყავს, ხერგიანები ცოტა ხნით დაისვენებენ, შენ კი შეძლებ უკან დაბრუნებას.- გოგოს შეხედა. -არც კი მჯერა, უკვე იმდენი ხანია ველოდები ამ დღეს.- -ჰო, როგორც იქნა.- ამბობს სერიოზული ხმით და თინათეს თვალს აშორებს. -ოსე..- -ჰო?- -მადლობა ყველაფრისთვის. ვიცი, სისულელეა, მსგავს რამეებზე მადლობას ვერავინ გადაიხდის, მაგრამ აუცილებელია.- თინათეს საუბარზე ოდნავ ეღიმება. -თუ რამე დაგჭირდება და შევძლებ დაგეხმარები.- " მე კი ასე მგონია, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას მოახერხებ, თუ დამჭირდება. მხოლოდ ერთადერთი პრობლემის გადაჭრაში ვერ დამეხმარები, ვერ გავიგებთ, რა გვინდა ერთმანეთისგან." თინათე გულში ამბობს სიტყვებს, რომელსაც ხმამაღლა ვერასოდეს იტყვის, რადგან ეს შეუძლოა. შეუძლო იყო წამით მაინც დაეშვათ მათ შორის არსებული კავშირი. ამას ხომ ყველაფერი შეეწინააღმდეგებოდა. ოსე ღილაკს თითს აჭერს, სიმღერა მანქანაში გამეფებულ სიმშვიდეს არღვევს. მინები ოდნავ ღიაა, თბილი ქარი თინათეს თმას ურხევს. მანქანაში ირაკლი ჩარკვიანის "სულს მოგცემ" აჟღერდა. თინათეს სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა, ამ სიმღერამ ძველი მოგონებები გაუღვიძა. ჯანდაბა, რა საშინლად უხდება ამ ქალაქს სევდა! "მე სულს მოგცემ, ამ სიმღერით. რა გაქვს, შენ ჩემს სიყვარულზე მეტი?" ისმის ირაკლის დაუღალავი ხმა მომავლიდან, რომელიც მანქანაში მჯდარ ორ სხეულს ძაფებით აკავშირებს ერთმანეთთან. თითქოს მათი ატომები პატარა, ფერადი ძაფებით კავშირდებოდნენ. ხომ შეუძლებელია ამაზე სუფთა კავშირი ადამიანებს შორის? ორი პიროვნება ერთდაიგივე სიმღერას და სიტყვებს უსმენს. და მაინც რა საოცრებაა, რომ ორივესთვის სხვადასხვა შეგრძნებებს იწვევს, ზუსტად ერთიდაიგივე სიმღერა. ოსე გაზს აჭერს და სახლისკენ მიმავალ გზას სცდება. -სად მივდივართ?- -ნუ გეშინია.- პასუხობს მარტივად და შემაღლებულ გზას მიუყვება. -არ მეშინია.- მანქანას მაღალ გორაკზე აჩერებს. -აქ რა გვინდა?- ეკითხება თინათე. ოსე არაფერს პასუხობს, მანქანიდან გადადის და მას ეყრდნობა. თინათეც ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადადის და ირგვლივ არემარეს ავლებს თვალს. იქედან მთელი ქალაქი ჩანდა. გადაღლილი თბილისი. თინათე არაფერს ამბობს, მის გვერდით მანქანას ეყრდნობა და ჰორიზონტს უყურებს. -ლამაზი ადგილია.- ჩურჩულებს. ოსე მანქანაზე შემოჯდა, მერე კი გაწვა და სადღაც ცისკენ, ძალიან შორს დაიწყო ყურება. ერთხანს გაკვირვებული უყურებდა ბიჭს, მერე თვითონაც მის გვერდით მოთავსდა და ცას ახედა. -ოსე..- -ჰო- -როგორ ფიქრობ, მართლა არასდროს შეგვრჩება ადამიანებს ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს?- -მე მაინც ვფიქრობ, რომ იმის უარყოფა, რასაც ვგრძნობთ, ნაწილებად გვშლის და ნელ-ნელა კიბოსავით გვკლავს. ერთი შანსი გვაქვს ადამიანებს. მუხლების მოკვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც გვიყვარს, რადგან ამ სამყაროში ერთადერთი რაც გვეკუთვნის ჩვენივე გრძნობებია. ცას ხედავ? ხომ გრძნობ ფეხებქვეშ მიწას რომელსაც ეხები? ან ამ მანქანის ცივ მეტალს, რომელზეც წევხარ.. ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, რასაც ვხედავთ, ან ვეხებით. ჩვენია მხოლოდ გრძნობები და თუ მათაც ვკარგავთ, ამქვეყნად არაფერი გვაბადია და ისე დავფრინავთ, როგორც ცარიელი თვითმფრინავები პილოტის, ხალხისა და მისამართის გარეშე.- "ჩვენს გრძნობებს არ ინდობს, მიგვატოვა სადღაც შორს. შენ ზღვას ჰგავხარ, დამშვიდებულს და მაინც, მე შენს ტალღებში ვკვდები." მანქანის რადიოდან ისევ ირაკლი ჩარკვიანის "სულს მოგცემ" ისმის და ჰაერში ტკბილი ვიბრაციებით იფანტება. -ჰო, გრძნობების გარეშე ცარიელი, დანჯღრეული მანქანები ვართ.- დაეთანხმა თინათე, რომელიც ცას თვალს არ აცილებდა. -ამიტომ უნდა ვცდილობდეთ, რომ არც დრომ და არც სხვებმა ისინი არ წაგვართვას.- მათი თითები წამიერად ერთმანეთს ეხება, რაზეც თინათე კრთება. თითქოს ეჩვენებაო, მაგრამ აანალიზებს რომ ეს რეალობაა. ბიჭის ხელი მის თითებს ეხება და ნაზად იჭერს მათ. -რას აკეთებ?- ძალიან ხმადაბლა, ჩამწყდარი ხმით ამბობს თინათე, ისე რომ სულ ცისკენ იყურება. ელექტროდენებით დაიმუხტა მისი სხეული, როგორც კი შეხება აღიქვა. ეგონა ამ შეხებამდე ძალიან, ძალიან ღრმად ეძინა, ახლა კი გამოღვიძებულს ვერ გაერჩია სინამდვილე და ილუზია ერთმანეთისგან. -წარმოდგენა არ მაქვს, რას ვაკეთებ თინა.- ისმის ოსეს პასუხი. 10 -სად ხედავ შენს თავს, ათი წლის შემდეგ?- ერთწუთიანი სიჩუმეა. -რატომ მისვამ ამ შეკითხვას?- -ეს ყველაფერი დასრულდება და ამიტომ.- -ჰო..- -ჰო.- სახლში ჯერ კიდევ იდგა მზის ნაგროვები სითბო. -და შენ?- -რა მე?- თავს თინასკენ ატრიალებს. -შენ სად იქნები?- -შენ არ გიპასუხია.- თვალებს ისევ ჭერს უსწორებს. თინა ყელში მძიმე ბურთს აგორებს, უკვე ორი დღეა რაც ასე ემართება. -მინდა რომ ჩემს მხარეში მასწავლებლად დავიწყო მუშაობა.- -ხევსურეთში?- -ჰო, სოფელში.- -კარგი აზრია.- ოსეს ჩაეღიმა. -იქაურობა ნელ-ნელა ცარიელდება..- რაღაცნაირი ხმა ჰქონდა, იმ მომენტში ვერ გაარჩევდი როგორი. -ჰო, ხალხი მიდის.- -ათ წელში..- ჩერდება. -მინდა რომ პატარა სასტუმრო სახლები ავაშენო. მინდა რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ ჩვენს მხარეში, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღით, დასასვენებლად. მინდა რომ გაიცნონ იქაურობა. ისე შეუყვარდეთ, როგორც მე მიყვარს.- -მართლა კარგი აზრია. ჯერ კიდევ მგონია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ხანდახან ძალიან უნდათ მოშორდნენ ქალაქის მტვერს და განმარტოვდნენ, ზუსტად მაგ მხარეში.- დაბალ ხმაზე ჩართულ რადიოს ოსეს ხმა ფარავდა. -იმედი არც მე დამიკარგავს. მინდა რომ მიზეზი ვიყო, რომ აღარ წავიდნენ. მინდა რომ განათლებას შევუწყო ხელი. იქაურ ბავშვებს მიმართულება და შანსი მივცე, თავიანთი თავის საპოვნელად.- -აუცილებლად გამოგივა.- დარწმუნებით ამოთქვა ოსემ და ტახტზე გასწორდა. თან ფიქრობდა, რომ თინას მისგან განსხვავებით უამრავი მიზანი ჰქონდა. ეს აკვირვებდა კიდეც. -შენ რა იცი..- ჩაილაპარაკა თინათემ. ცოტა არ იყოს ესიამოვნა ეს სიტყვები, პირველი შემთხვევა იყო, ასეთ რამეს რომ ისმენდა ოსესგან. -ვიცი.- -და შენ არ იტყვი?- ინტერესიანი თვალებით გახედა. რადიოდან ისმის, რომ მალე ახალი სიმღერა გაიჟღერებს. -წარმოდგენა არ მაქვს.- ამ პასუხის მოსმენამ სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ მოუტანა თინათეს. -როგორ.. არ იცი რა გინდა?- ოსეს პასუხებში ბევრი ვარიანტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სადღაც ბნელ კუთხეში არსებობდა ერთი პასუხი, რომელსაც ვერ უძებნიდა ახსნას. არ სურდა ეღიარებინა რადგან ეს ყველა პირობას ეწინააღმდეგებოდა. თინას უყურებს, მერე მის ინტერესით აღსავსე თვალებს, მერე ხელებს რომლებიც უსწორმასწოროდ უწყვია ტანზე. დაღლილ და განერვიულებულ სახეს კიდევ სხვა ემოცია იკავებს. “რატომ მგონია რომ დიდი ხანია, რაც გიცნობ?” ოსეს გონებაში კითხვა ტივტივებს. -აი ასე. წარმოდგენა არ მაქვს რა მინდა.- თქვა და კუთხეში მიგდებული, ალტერნატიული პასუხისთვის გამიზნულად არ შეუხედავს. იქნებ იმიტომ რომ ეშინოდა კიდეც? -მე მგონია რომ მუშაობას გააგრძელებ, მეგობრებთან ერთად გაერთობი. ხანდახან მესტიაშიც დაბრუნდები, იქაურ რესტორნებში დალევ, მერე ცხენზე შეჯდები და ისევ ტყეებისკენ წახვალ. ამ მომენტისთვის ვფიქრობ ვიცი, მაგრამ წლების შემდეგ წარმოდგენა არ მაქვს, იქ რას მოძებნი.- -ახლა თუ იცი, მაშინ წლების შემდეგ რა შეცვლის შენს ცოდნას?- წარბები შეკრა ოსემ. -დაივიწყე.- თინამ თავის არიდება სცადა, იქნებ ოსეს სულაც არ სჭირდებოდა გვერდით მდგარი ქალი? იქნებ არავის ეძებდა იქ.. მაგრამ იმ საღამოს, მისი ემოციები სულ სხვა რამეს ეუბნებოდა. -თინა.. ხომ იცი რომ არ მოგეშვები.- ოსეს ეცინება. -ვიცი რაც გგონია, რომ წლების შემდეგ ჩემს გვერდით ვიღაც იდგება, ამიტომ იქ მისი მოძებნა აღარ მომიწევს. რეალურად იქ იმისთვის არ მივდივარ რომ მგონია ვიღაც დამხვდება.- -აბა?- -ძირითადად ვნადირობ, ან უბრალოდ ვისვენებ ყველასგან შორს როცა ვარ. იქ მისულს შეგრძნება მაქვს, რომ სულიერად მარტო არ ვარ.- მისაღებს ბაცი, ყვითელი შუქი ანათებს. ორი სხეული ცალკ-ცალკე ტახტზე ასვენია. ორივეს გაკვირვება იპყრობს, მაგრამ თითქოს ფეხებზე ჰკიდიათ რომ მათი სულები გარედან გადაკრულ სხეულებს ხრწნიან. თავიდან იშორებენ ნაჭრებს, რომლებიც მათ სულებს აქამდე მალავდა. -როცა შენი ადამიანი გვერდით გეყოლება, ეგ შეგრძნება აღარ დაგჭირდება, იმისთვის რომ თავი უკეთ იგრძნო.- თინა შინაგანად აღელდა, ძალიან უჭირდა ამის თქმა. თითქოს მის გულს გრავიტაციის უნარი ჰქონდა, რაც მის უჯრედებს შიგ ითრევდა. -ასე გგონია?- ოსეს ხმა უსერიოზულდება. -ჰო.- -და მე რატომ მგონია, რომ ის აღარ უნდა ვეძებო?- თინათეს ხელები აუკანკალდა. -იცი მგონი არც უნდა ეძებო, თავისით მოვა.- -და თუ უკვე მოვიდა და ვერ ვამჩნევთ?- ისევ უცნაური კითხვა. -ასე რატომ ამბობ?- აკანკალებული ხელები კაბას ამოაფარა. -ხდება ხოლმე, როცა ადამიანები ვერ ხვდებიან მათ მოსვლას. ისე შემოდიან გრიგალივით, ქარიშხლებს ჩაგიყენებენ, შენ ფიქრობ რომ უნდა გძულდეს, რადგან შენი შინაგანი ჰომეოსტაზი დაგირღვია..- -ჰო. ფიქრობ რომ უნდა გძულდეს რადგან მიგახვედრა, რომ შენი საუკუნო წესრიგი სრული სიაფანდე ყოფილა და დაგანახა, ყველაფერი რაზეც ფიქრობდი რომ სწორად გეწყო, მის გამოჩენამდე თურმე ერთი დიდი უწესრიგობა იყო.- თინათე ჩუმად აგრძელებს. -მერე გინდა რომ დარჩეს, ერთად ისხდეთ ამ უსწორმასწორობაში, მაგრამ ისე ტოვებს შენს კედლებჩამონგრეულ ოთახებს, რომ ვერც კი აანალიზებ ეს რატომ მოხდა.- -ჰო, მეც ასე მგონია. ძალიან ჩუმად წავლენ. შენ ხომ თქვი, ხანდახან ვერ ხვდებიან ადამიანები მათ მოსვლასო. მე კი მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში მათი წასვლის შემდეგ აუცილებლად მიხვდებიან.- ოსე ვერაფერს ამბობს, რაღაც უცნაურმა შიშმა აიტანა. გაკვირვებამ, წესით არ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის, არა? -როცა ქალაქში გამოჩნდი, იმ დღის შემდეგ ტყეში წასვლისას, სადღაც ძალიან ღრმა ნაწილში ვფიქრობდი, რომ იქ სადაც მივიდოდი სიცარიელე დამხვდებოდა, რადგან ვგრძნობდი, იმისთვის რისთვისაც გავრბოდი ჩემს უკან იყო.- თითქოს არც კი დაფიქრებულა, ისე ამოყარა მისმა გონებამ ეს სიტყვები. წუთის განმავლობაში სიჩუმეა. თინათეს გულისცემა უფრო ხშირდება, გრძნობს როგორ ედება სახეზე ალმური. ტახტზე სწორდება და დაფეთებული უყურებს მის მოპიდაპირე მხარეს მწოლიარე არსებას, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც წამოსცდა. -რა?- ხმა ჩაუწყდა. -ჩათვალე რომ საერთოდ არაფერი გაგიგია.- ოსემ სწრაფად თქვა და წამოდგა, კიბეებისკენ აიღო გეზი. -ასე ვერ წახვალ.- თინაც ფეხზე წამოდგა. ფიქრს ვერც ახერხებდა, მისთვის იმდენად შოკური მდგომარეობა იყო. -რა აზრი აქვს თინა? 10 წელში ჩვენ წარმოდგენა არ გვექნება, ვინ ვიქნებით. წარმოდგენა არ გვექნება ერთმანეთზე. შენ წახვალ, მეც სადღაც გავაგრძელებ ყოფნას. ვფიქრობ არაფერი უშლის ხელს ჩემს სიტყვებს. არაფერი შეიცვლებოდა თუ ამის შესახებ გეტყოდი და მართალიც ვარ. თანაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია ამ სიტყვებში, რაც გაგაოცებს. დარწმუნებული ვარ ბევრი გეტყოდა.- ოსე ისევ კიბეებისკენ ტრიალდება. “ეს რა სისულელეები მოვროშე!” ფიქრობს და თან ძლიერი ბრაზი იპყრობს საკუთარი თავის მიმართ. -არა.. არავის არ უთქვამს.- “რა ჯანდაბა მოსდის? მართალია მასთან ბევრს უცდია ურთიერთობა, მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაციაა!” აქამდე არავის უთქვამს მისთვის მსგავსი სიტყვები, ეს არც მცდელობაა ურთიერთობისთვის, არც რამე ისეთი ფრაზა, რაც სამომავლო ნაბიჯებს ასახავს, ეს თითქოს არაფერია. ნუთუ ასეთი წინადადებებით ხასიათდება საერთო სულების კავშირები? -ამაში რამე განსაკუთრებული იყო?- ოსე საკუთარი სიტყვების გაუფასურებას ცდილობდა. უნდოდა ყველა მნიშვნელობა გამოერთმია მათთვის, რადგან არ სურდა თინას ამაზე ეფიქრა. ეს აბსურდი იყო! -მართალია, მე არასწორად გავიგე ყველაფერი. შენ ხომ კოპალიანი ხარ, ბუნების კანონებიც კი ეწინააღმდეგება..- ბოლოს სიტყვები თითქოს ყელში უჩერდება. ო, როგორ მოუნდა ეტირა. გულიანად ამოერეცხა ყველაფერი. რამდენიმე წამი ერთმანეთს აკვირდებიან, მერე კი ოსე თავის ოთახს უბრუნდება. თინა საძინებლის ფანჯრიდან უყურებს აციმციმებულ ანძას. ნელ-ნელა მისი ნათება უფრო ამჟღვრეული ხდება თინათეს თვალებში, გამოსახულებები იწელება. ხელზე ოსეს უეცარ შეხებას იხსენებს, მან თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. იმ მომენტში იგრძნო კიდეც, რომ რაღაც მათგან მალულად მიმდინარეობდა. რაღაც სხვა, ყველაფერზე უფრო მაღალი. ალბათ ამიტომაც ვერ უსწორებდნენ თვალს მას. მთელი ღამე არცერთს მოუხუჭავს თვალი. ოსე ვერაფრით იძინებდა, ოთახში დაგუბებული სითბო ყელში უჭერდა, ძალიან უნდოდა გასაღებისთვის ხელი დაევლო და აქაურობას გაცლოდა. ყველაზე მეტად კი იმიტომ, რომ ამ სახლში იყო ქალი, რომელმაც ცხოვრებაში პირველად დააინტერესა ასე სერიოზულად და ღრმად. იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რომ ამ ქალს მისდამი არანაირი ინტერესი არ გააჩნდა. -მისი ქცევები სულ საპირისპიროს ამტკიცებს. სულ კანკალებს როცა ჩემს გვერდითაა და ვეხები. წითლდება, ხანდახან კი ვგრძნობ როგორ მიყურებს ჩუმად, როცა მას ჰგონია რომ მე ვერ ვამჩნევ.- საწოლზე წამოწოლილიყო და ოთახის სიბნელეში თავისთვის ჩიოდა. -რა სი*ული აზრები მომაწვა! ვერ ვიჯერებ რომ გავები.- თითქოს გამოფხიზლდა, ხელები სახეზე აიფარა, ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო. შორტით და შიშველი ფეხებით გაუყვა ფოიეს, გონება აუცილებლად სხვა რამით უნდა დაეტვირთა. თინას კართან ჩავლისას ცოტათი შეუნელა სვლას, სრული სიჩუმე სუფევდა. მესამე სართულზე უზარმაზარ დარბაზში ავიდა, თავის საყვარელ კუთხეს შეუერთდა. პატარა მაცივარი გამოაღო და ლუდის ბოთლი გახსნა. ტელევიზორის ნათებამ ოთახი ბაცი ფერებით გაანათა. სპორტული არხები, ფილმები.. ყველაფერი რამდენიმე წუთში მობეზრდა. თვალი კოპალიანების საგვარეულო გერბისკენ გაექცა, საპატიო ადგილს რომ იკავდებდა და მთელ დარბაზში ყველაზე თვალსაჩინო ნივთი რომ იყო. “აუცილებელია რომ რაღაც დათმო გვარის და ოჯახური უსიამოვნებების გამო? რაღაც ისეთი, რასაც ახსნა არ აქვს მაგრამ თუ მის გამოძიებას გააგრძელებ, აუცილებლად მიხვდები რაც არის.” წამოდგა, ოთახის ბოლოში ფანჯარასთან დადგა და თბილისს დააკვირდა. ლუდის ბოლო ყლუპი ჰქონდა დარჩენილი ბოთლში. ეს რაღაცას აგონებდა კიდეც. თუ ამ ყლუპს ახლა არ დალევს, ვერასოდეს გაიგებს რა გემო ჰქონდა ლუდის ამ რამდენიმე წვეთს. ვერასდროს გაიგებდა თუ არ ცდიდა მის დაგემოვნებას. იქნებ ბოლო დღე იყო მისი სიცოცხლის და ცხოვრებაში ამაზე მეტჯერ ლუდს ვეღარც დალევდა. ამ ფიქრებში მისი აღელვება პიკს აღწევს. ჯერ მარგო ახსენდება, მერე კი მის უკან მდგარი ოჯახი, რომელიც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იყო იმისთვის, რასაც ჯერ კიდევ ვერ ხსნიდა. ბოთლს მოთმინებით უყურებს, ხელები კი აღელვებისგან უთამაშებს. ბოლო ყლუპია.. სცადოს? მერე რომ ვეღარ იპოვოს ასეთი გემო? გაუგია რომ ასეთი შანსები ცხოვრებაში ბევრჯერ არ მოდის. ცდუნებას სძლია, ბოთლს ხელი დაავლო და მთელი ძალით შეახეთქა კედელს. ოთახი მსხვრევის ხმამ გააყრუა. მხოლოდ ამის შემდეგ გაანალიზა, რომ თავისმა ემოციებმა გაუკონტროლებელი გახადა. ისევ ფანჯარაში იყურება, მერე კი გრძნობს თითში როგორ ჩხვლეტს შუშის ნატეხი. -ამის დედაც- სისხლიან თითს უყურებს, მერე კი ისევ თბილისს. ამ ქალაქს სულ არ ანაღვლებს მისი ზღვა ემოციები. -ოსე?- ოთახში სუსტი ხმა ისმის. ბიჭი თინათესკენ ტრიალდება, თითს მეორე ხელში იქცევს. -კარგად ხარ? რა მოხდა?!- ისიც აშკარად შეშინებული და აღელვებული იყო, თეთრი, თხელი პერანგი ეცვა. მსხვრევის ხმამ შეაშინა და მაშინვე წამოხტა საწოლიდან. -ხელი გაიჭერი? მაჩვენე..- ოსეს სიჩუმეს ყურადღებას არ აქცევს ისე მიდის მისკენ და ხელზე ძალიან ფრთხილად ეხება. უკან დამსხვრეული შუშის ნაწილებს ამჩნევს. -ოსე რა მოხდა?- თვალებში იმედიანად უყურებს, ეს კი კოპალიანს ორმაგად აბნევს. -აქ არ უნდა ამოსულიყავი.- ხელს უხეშად ართმევს და ცოტათი უკან იწევა. -მსხვრევის ხმა გავიგე და მაშინვე აქ ამოვედი, შემეშინდა..- დაძაბულობისგან ხელები ზურგსუკან დამალა. -არ უნდა მოსულიყავი.- ოსე ჩუმად იმეორებს და თინას უყურებს, მისი სახე მთვარის შუქზე უფრო ფერმკრთალი ეჩვენა. -ვიცი..- თინა უკან დახევას აპირებს. გრძნობს ამ დაძაბულობას ჰაერში, ატანა არ შეუძლია. მის წინ ხომ ყოველთვის კანკალებს, ან კიდევ რაღაც აუხსნელი იპყრობს. ფიცხელაური თავს ვერ პატიობდა ამ პატარა შეგრძნებებს, თუ რაღაც დიდს, რა მნიშვნელობა აქვს, რაცაა! -როგორ გგონია, თუ ადამიანებს ბოლო შანსი აქვთ როგორ უნდა მიხვდნენ ამას?- -წარმოდგენა არ მაქვს.- თინათეს ჟრუანტელი უვლის. -თუ მერე აღარ გვექნება შანსი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მერე არ ვინანოთ?- თინას პირი გაოცებისგან ეღება, უკვე აღარ იცის, სად დაიმალოს. “რატომ გრძნობ იმას, რასაც მე?” თინა თვალებში მოწოლილ ცრემლებს გრძნობს, თვალები ეწვის. -ალბათ აუცილებლად უნდა ვცადოთ, რომ გავიგოთ ეს რა შანსია და მერე ალბათ აღარ მოგვიწევს სინანული იმაზე რომ რაღაც არ ვცადეთ.- ჩურჩულით ამბობს, ცრემლებს ვერაფრით იკავებს, ერთ-ერთი ლოყაზე უგორდება. ოსეს თან სურდა, რომ მიზეზი ეს არეულობა ყოფილიყო, თან არა. -მეზიზღება ფიქრი იმაზე, რომ თავის დროზე რაღაც ვერ მოვიმოქმედე. შემეძლო რომ მარგოს ცხოვრებაში ჩავრეულიყავი, მეკითხა ბედნიერი იყო თუ არა. ასეთი სულელი როგორ აღმოვჩნდი რომ ვერ შევამჩნიე!- ამდენი ხნის ლოდი, რომელზეც არავისთან საუბრობდა პირველად ჩამოიღო ზურგიდან. ამ სიტყვებით, ამ ქალთან. -სინანულს ძალიან უყვარს უმოქმედობა, სანამ ჩვენ უძრაობაში ვსხედვართ, ჩვენს სამომავლო გზებზე სინანული დგება და მერე იქ გავლისას ისე ღრმად შეგვისისხლხორცდება ორგანიზმში, რომ ძალიანაც ვეცადოთ ვერ მოვიშორებთ. მეშინია, რომ ოდესმე უძრაობაში გაუაზრებლად ვიჯდები, მერე კი ძალიან შორს გაღწეულს სინანული გულს ამომიჭამს.- თინა ჩუმად ალაპარაკდა. -მე ახლა ჩემს შიშებზე გიყვები. იცი მერე შეგიძლია ჩემი მტერი გახდე. ყოველთვის გეცოდინება, რა მაშინებს და ზუსტად ამას მომიმზადებ გზად.- -ესეიგი შენ ამბობ, რომ ადამიანებისთვის აუცილებელია გამოვცადოთ, რათა მერე არ ვინანოთ?- ოსე კითხვას მშვიდად სვამს. -ჰო, მგონი ასეა.- კიდევ ერთი ცრემლი უვარდება. -რატომ ტირი?- ოსე უფრო ახლოს იწევა თინასკენ. -იმიტომ რომ ეს ყველაფერი საშინლად უცნაურია! არასაჭირო დროს, არასწორ ადამიანებთან ვიხსნებით. ახლა ვდგავარ და გიყვები, რა მაშინებს.. ამისთვის არც სწორი დროა და არც შენ ხარ ის პიროვნება ვისთანაც უნდა ვლაპარაკობდე.- ხელებს კაბას უჭერს, ოსე მასთან ძალიან ახლოსაა, ისე რომ მისი სახისგან და მზერისგან თავის დაღწევა არ შეუძლია. ორივე ღრმად სუნთქავს, ერთმანეთს თვალებში უყურებენ და მათი სხეულებიც ოდნავ ეხება. -ჰო, მართალი ხარ. აქ არ უნდა ვიდგე, წავალ.- ამბობს ოსე და ტრიალდება. თინა აკანკალებული ფანჯრის რაფას ეკვრის. გულ-მკერდი აღელვებისგან სწრაფად უმოძრავებს. -ჰო.- ეთანხმება გაუაზრებლად თინა. ეს ამოძახილი, უფრო გამომშვიდობებას ჰგავდა, იმ სიახლოვესთან გამომშვიდობებას, რომელსაც ჯერ არც კი მისალმებიხარ. ოსე წამით დამსხვრეულ ბოთლს უყურებს, რაღაც გამბედაობა ერთიანად იტანს, უკან ტრიალდება და ფანჯარასთან მდგარ გოგოს ღაწვებში თითებს ავლებს. არც კი ფიქრდება ისე ეწებება თინას ბაგეებზე. ლუდის ბოლო ყლუპი აუცილებლად უნდა გაესინჯა. ბოლო ყლუპი უნდა დაეგემოვნებინა, რადგან არასდროს იცი ადამიანმა, იქნებ აღარასდროს გქონდეს ამის კიდევ ერთხელ გაკეთების შანსი. ერთმანეთს მილიმეტრებით შორდებიან, ისე რომ მათი შუბლები ერთმანეთს ეხება, მზერები ერთმანეთში იცვლება, ოსეს თითები კი ისევ თინას ლოყებზე ალაგია. ორივე ღრმად სუნთქავს, ვერც კი აანალიზებენ რომ ეს მათ თავს ხდება. თითქოს ორივე ელოდა. თინას თვალებიდან კიდევ რამდენიმე ცრემლი ეშვება და ოსეს ჭრილობიდან გადმოღვენთილ სისხლს ერევა, ისევ თავის აწითლებულ ლოყაზე. -გეფიცები, არ ვიცი რატომ ვაკეთებ.- ოსე ძალიან ხმადაბლა, მთელი ემოციით ჩურჩულებს. სხეულში სიმხურვალეს, აღელვებას, რაღაც ლამაზს გრძნობენ. ოსე ჯერ კიდევ მის ბაგეებს უყურებს, მათკენ იწევა და ჩერდება. დაცვარული შუბლები ერთმანეთზე მიედოთ, გამოძრავებას ვერცერთი ბედავს. მათი ცხვირებიც კი მსუბუქად ეხება ერთმანეთს. ოსე თითებს თინას ლოყებზე დაატარებს, რბილად და ნაზად ეხება. -ძალიან მალე აქედან წახვალ, ამ სახლს მოშორდები, შენც ხომ ეგ გინდოდა. დასანახად ვერ მიტან.- ოსე თავს თანხმობის ნიშნად ოდნავ აქნევს, თინათეს არაფრით შორდება, თითქოს მიაწებესო. -წახვალ, შენც დაგავიწყდება ეს და მეც. პრობლემა არ იქნება, თან ცოტა უფრო მეტად თუ შეგძულდი, ეგ დიდი არაფერია.. ხომ გესმის?- ოსეს ხელები გიჟივით უკანკალებს, ვეღარც სუნთქვას არეგულირებს, ვეღარც თინას შორდება. -დამავიწყდება? ხო.. დამავიწყდება, გეფიცები.-თინაც თანხმობის ნიშნად უქნევს თავს, ისე რომ შუბლებით ისევ ეხებიან. კიდევ რამდენიმე ცრემლი. სუსტ თითებს ოსეს მაჯას შემოახვევს, როგორც ლერწმის ტოტები. ისე დაეხვევა თლილი, აკანკალებული თითები მათ, როგორც სურო, დაუძლეველ ხეებს. -ხომ ისევ ისეა, რომ თქვი ვერ გიტანო.. წასვლა ხომ ისევ გინდა არა?- კოპალიანის ხმას იმედი აქვს, რომ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი აქვს, მეორეს მხრივ კი უნდა რომ დადებითი ჰქონდეს. თვალებში უყურებს და ელოდება. -ჰო, მართლა მინდა წასვლა და შენც საშინლად გამაღიზიანებელი ხარ, ჰო ეგრეა.. ეგრეა.- ვერაფრით აჩერებდა ცრემლებს. ოსე ცრემლებს ცერა თითებით უშრობს, ზოგიერთი მათგანი კი მაინც უსხლტება, რადგან წყლიან თვალებს და აწითლებულ ტუჩებს აკვირდება. ოსე თვალებს ხუჭავს, თინასკენ უფრო იხრება და მის სურნელს ღრმად ისუნთქავს. -პირველად როცა გაიქეცი, ზუსტად ამ პატარა დეტალებმა მაიძულეს შენი მოძებნა. ეს თმები, კიდევ თეთრი კანი.. მხარზე ხალები რომ გაქვს ხომ იცი? გალაქტიკებს ჰგავს. ლავიწებს შორის სივრცეები პატარა ტბებს. თვალები ამოუცნობ შავ ხვრელებს, ცხვირზე დაყრილი პატარა ჭორფლები ნაწვიმარ ქუჩებს, ზედა ტუჩზე ჭრილი კი ადგილს ორ მთას შორის, სადაც მზე უნდა ამოვიდეს. გეფიცები, არავინ მინახავს შენზე უფრო ლამაზი. – -გაჩერდი, გთხოვ.. გაჩერდი.- თინათე უფრო ხმამაღლა ატირდა, ხელები ოსეს მაჯებს უფრო შემოხვია. -სიგიჟეა ეს გესმის? ჩვენ ერთმანეთისთვის სრულიად სხვადასხვა პიროვნებები ვართ. შენ მე არ მიცნობ, მე კი შენ..- -შორიდან ჩუმად მიყურებ, მაკვირდები. ჩემს ოჯახზე წამში კრეფ ინფორმაციას, თითქოს ოდესმე გამოგადგება, თუ გავრბივარ იქვე მაჩერებ. რატომ აკეთებ ამას? გონებაში რატომ შემომიძვერი?!- ოსე თინათეს ყურთან ჩურჩულებს. -ფიქრებს მირევ, დამცინი და მერე არაამქვეყნიურ თემებზე მესაუბრები, თითქოს ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ჩემს გრძნობებს ცდი და აკვირდები, ყველაფერს აკვირდები.. გსიამოვნებს როცა მაბნევ შენი არაპროგნოზირებადი ქცევებით. იმდენად თავისუფალი ხარ და ამავდროულად ჩაკეტილი, რომ ჩემი ინტერესი უსაზღვროა, საერთოდ როგორ შეიძლება ვინმე შენნაირი არანორმალური არსებობდეს. გეფიცები, ყველაზე ნორმალური ხარ, ვისაც კი შევხვედრივარ.. ყველაზე ადამიანური ხარ, მაპატიე, მაპატიე რომ საკუთარ თავს ვერ ვმალავ, ძალიან ძნელია.- ქალი ასე პირველად გატყდა სხვის წინაშე. წარმოდგენა შეიძლება? ორი სხვა და სხვა სამყარო იდგა, ერთმანეთზე შეწებებულები, თრთოდნენ ემოციებისგან, გრძნობებისგან თავისუფლდებოდნენ, რომელიც ამ ხნის მანძილზე თურმე ჩუმად გროვდებოდა. -ეს რაღაც.. საარსებოდაც კი აკრძალულია.- ოსე ხმადაბლა ჩურჩულებს. -წარმოგიდგენია? იმდენად გავგიჟდით, რომ რაღაცებს ვგრძნობთ კიდეც ჩვენ, ორი უკიდურესობა.- ქალი ვერ ხვდება, უნდა იტიროს, თუ პირიქით გაეცინოს იმაზე, რის მოხდენასაც ვერასდროს წარმოიდგენდა. - ახლა ხომ გესმის ჩემი?- -კი.- ქალი თავს მსუბუქად უქნევს. რამდენიმე წამიანი სიჩუმეა, ბიჭი ისევ თინას სახეზე დაატარებს თითებს. -ოსე, ეს რატომ გააკეთე?- -შენ ხომ თქვი, ადამიანებისთვის უკეთესია გამოვცადოთ, ვიდრე მერე ვინანოთო.- ოსე ოდნავ იღიმის. -ჰო, ასეა.- მსუბუქი შეხებები ლოყებზე, თინათეს სუსტი ხელები, ჩაბღაუჭებული ოსეს ხელებზე და ქალის მზერა, მისი სახის მიმართულებით. ამ გამომეტყველებაში იკითხება კმაყოფილება, სევდა და დაღლილობა. თინათეს მზერა ოსეს ბაგეებზე ბრუნდება. რაღაც გარდამავალი წამი და კიდევ ერთხელ შეერთდა მათი ტუჩები. სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა კოცნა. კოცნას ვერ დაარქმევდი, ძალიან პატარა სიტყვა და მოძრაობაა იმის აღსაწერად რასაც გრძნობდნენ. რაღაც დიდებული სულების ბობოქრობას ჰგავდა. რეალობას რომ უბრაზდებიან, უჯანყდებიან, რადგან მტვერივით ერთმანეთში შეზელა არ შეუძლიათ, მერე კი ამის გამო ერთმანეთს შორდებიან და თავიან გზებს ეძებენ. -საბოლოოა.- ჩურჩულებს ოსე, ნელ-ნელა კი მისი ლოყებიდან ხელებს იღებს. -ჰო.- -გეფიცები დაგავიწყდება.- ერთი დიდი ქარიშხალი იდგა ოსეს სულში. -ჰო, ჰო, სულ არაფერია..- ხმაჩამწყდარი, ძალაგამოცლილი დგას ფანჯარასთან. უყურებს როგორ სცილდება ოსეს სისხლიანი თითები მის სახეს. ნეტავ ძირს დაეცემოდეს და ეს ხელები შეაკავებდნენ. -ისე დავმარხავთ ამ მომენტს, როგორც უპატრონო სასაფლაოს. დამიჯერე ეგრე იქნება.- ოსე უკან იხევს და ნელ-ნელა კიბეებისკენ მიიწევს. -ჰო, ჰო ეგრე იქნება.- თინათე ცრემლებს იმშრალებს, მაგრამ ტყუილად. იმ ოთახში გაურკვევლობა რჩება. უცნობი გრძნობების პატარა სასაფლაო, მგონი იქ ყვავილების მისატანად არც არავინ მივა. ოსე იმ ღამით ფიქრობდა, რომ დილით თინათე სახლში აღარ დახვდებოდა. “ხვალ თუ იგი უნდა წავიდეს, ღამევ მაშინ ნუ გათენდები.” -ანუ გინდა მითხრა რომ ამას დაუშვებ?- კოპალიანების ოჯახში, სანამ ყველა დაძინებას დააპირებდა საოჯახო საუბარი გაიმართა. -სხვა გზა დაგვრჩა და არ ვიცი?- ეგნატე ფატიმას გაკვირვებული მზერით მიუბრუნდა. -და ხერგიანებს რაღას უპირებ? მომხდარსაც ხომ ვერ ამოშლი არა?- ფატიმა ძალიან დაბნეული და განერვიულებული იყო, ზუსტად იცოდა ვერაფრით დაიძინებდა. მას შემდეგ რაც თბილისის სახლი დატოვა, მოსვენება არ ეღირსა მის გულს. -თუ კი შენმა შვილმა დაივიწყა მომხდარი, ჩვენც უნდა დავივიწყოთ.- -არა, არა წარმოუდგენელი ამბავია.. ხალხი რას იტყვის, ოჯახში ვინ შემოვუშვით?- ფატიმა ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო. -ყოველთვის ასე ხდება. ხშირ შემთხვევაში არასდროს ფიქრობთ რა გვინდა ჩვენ. თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული ხალხის აზრია ჩვენს ცხოვრებებზე. ამაზე ფიქრში კი ცხოვრება გადის. მიმოიხედე, ეს შენი ცხოვრებაა, წარმოდგენა არ გაქვს ერთადერთია თუ არა, რაღაცის გაკეთება მოგინდება და იმასაც ვერ ახერხებ სხვების დამპალი აზრების და ლაპარაკის გამო! რატომ უნდა დავკარგო ჩემი დრო იმაზე ფიქრში თუ რას იფიქრებს სხვა ჩემს ერთადერთ სიცოცხლეზე ამქვეყნად? ჭირსაც წაუღია. იმას გავაკეთებ, რაც ამდენი ხანი მსურდა!- ირაიდა ხანგრძლივ მდუმარებას პირველად არღვევს. ფეხზე დგება და საძინებლისკენ მიდის. -შენ სად მიდიხარ?!- ფატიმა უკან გაეკიდა. -დავიღალე!- დედას წაშლილი სახით მოუტრიალდა. -ამ სახლში ვიხრჩობი! არ მინდა რომ ფარმაცევტი გავხდე, ან ექიმი! ეს არ არის ის, რისი კეთებაც მინდა ჩემს ცხოვრებაში. არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს ვინ ვიქნები. ჩემი საბუთები ცეკვის აკადემიაში გადავაგზავნე და მინდა გითხრა რომ მიმიღეს. გილოცავ! შენმა შვილმა საწადელს მიაღწია, უნდა გაგეხარდეს. ოსეს რაც შეეხება, თავი დაანებეთ მაინც იმას გააკეთებს რაც უნდა და მართალიცაა!- სხაპა-სხუპით აყრის სიტყვებს, მერე იცინის და თავისი ოთახისკენ მიემართება ტანსაცმელების შესაკრებად, რამდენიმე დღეში თბილისში წავიდოდა, თავისი საყვარელი საქმის გასაკეთებლად. -გაიგონე როგორ მელაპარაკა?!- ფატიმა გაოგნებული მოუტრიალდა სავარძელში მშვიდად მჯდარ ეგნატეს, რომელიც ტელევიზორს ოდნავი ღიმილით უყურებდა. -შენაც დაყრუვდი?!- -თავი დაანებე ფატიმა, დ ა ა ნ ე ბე. ის ისწავლოს რაც უნდა.- -შენ გგავს ორივე, შენსავით აფრენენ! - ფატიმა გაბრაზებული მიესვენა სავარძელზე. -ხვალ ისევ თბილისში წავალთ.- -რა?!- თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა. -წავალთ და მივიღებთ ჩვენი შვილის გადაწყვეტილებას.- -როგორ.. ეგნატე რამხელა სირცხვილია!- ხელები სახეზე შემოირტყა. -შენი შვილია ფატიმა შენი! ვერც მოიჭრი და ვერც გადააგდებ. სულ რომ ქვეყნის შემარცხვენელი იყოს, შენია და ვერ დაკარგავ, ძალიანაც რომ გინდოდეს.- ფატიმამ ტირილი დაიწყო. -დაჯექი და იტირე ახლა.- ეგნატეს ჩუმად უდარდელად ეცინება. -სასაცილოა ხომ? საერთოდ რძლად როგორ უნდა მივიღოთ ის გოგო..- -სულ ჩვეულებრივად. ყველაზე დიდი ცოდვა ამქვეყნად შეყვარებული წყვილის დაშორებაა. ჩვენ ქრისტიანები ვართ, მორწმუნე, მიმტევებელი ადამიანი ასე იქცევა. მითუმეტეს როცა საქმე შვილს ეხება. ჩვენ ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ მათი ერთად ყოფნა იქამდე, სანამ ცოცხლები ვართ. აი, ეს გვევალება! დანარჩენი ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა.- -ჯერ კიდევ დღეების წინ ამბობდი რომ მაგ გოგოს არასდროს მიიღებდი ოჯახში!- ჯერ დუმს, მერე კი მხოლოდ ეს აღმოხდება. -იმ მომენტში ეგ ცხელ გულზე, ბრმად წამოვიძახე. მაინტერესებდა რამდენს დათმობდა მაგ ქალის გულისთვის. ჩვენ რომ იქედან გამოგვისტუმრა და დაგვთმო, ესეიგი ძალიან უყვარს. მთელი დღეებია არ ვლაპარაკობ, შენ ვერ ხვდები მაგრამ მე ვიფიქრე, ვიფიქრე და.. არც არაფერია ეს ცხოვრება თუ გვერდით ის არ გყავს, ვინც გიყვარს. მერე და შვილი თუ ჩამოგშორდა, ნიშნავს შენი ერთი ნაწილი სადღაც სხვაგანაა. მშობელი შვილის გარეშე ვერ ძლებს, მე ვერ გავძლებ მაგ თავქარიანი ბიჭის ხუშტურებს თუ არ ვუყურე დარჩენილი ცხოვრება და შენ თუ გაძლებ, შენი ამბავისა შენ იცი!- -რას ამბობ ეგნატე, რა გამაძლებინებს თუ ადამიანი ხარ..- ცრემლი მოიწმინდა. -ჰოდა სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა მივიღოთ და ისე მოვიქცეთ როგორც სწორია.- -წარმოგიდგენია? ჩვენ გეგონა უბრალოდ თამაშობდნენ, მაგრამ რაც უფრო დავაკვირდი ეგ თამაშს არ ჰგავს.. მართლა შეყვარებიათ.- თავზე ხელი შემოირტყა. -როგორც არის. გოგოს მშობლებს დაველაპარაკებით, ხერგიანებთან სიტყვას მე ვიტყვი. ხელსაც ვერ გააქანებენ ზედმეტად როცა ოფიციალურად შეუღლდებიან.- -ჩემი სიკვდილი..- ჩუმად ჩურჩულებს ფატიმა. -მოიცა ხვალ ვაპირებთ წასვლას?- უცებ დაფეთებულმა ასწია თავი და ქმარს გახედა. -ჰო, აბა რაღას ველოდოთ?- მხრები აიჩეჩა ეგნატემ. -მომზადება არ გვინდა? რა უნდა ჩავიცვა..- ფატიმა ფეხზე სწრაფად წამოდგა. ეგნატეს ჩუმად ეცინება. -ლურჯ პერანგს და შარვალს გაგიუთოვებ, გავამზადებ..- -მადლობელი!- გასძახა ცოლს და თითქოს მოსვენებით ამოისუნთქა. ქალაქში დათა ფანგანს სამართალი ეპოვა. ამერიკელი ქეითის ამბავი მალე მოედო იქ მცხოვრებ ხალხს და სასაუბრო თემაც გამონახეს, შუადღის ყავის სეანსზე. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ძალიან ბევრი ამბობდა ქეითმა საბაბი მისცა აქაურ კაცებს, მისთვის სხვა თვალით ეყურებინათო. ზოგიერთი ისევ ფიქრობდა, რომ გარეგნობა საბაბია იმისთვის, რომ ვიღაცის პირადი სივრცე დაარღვიო და სექსუალურად შეავიწროვო. თუ კი ისე იცვამ როგორც გინდა და განსხვავებულად გამოიყურები, მათ ჰგონიათ რომ უფრო მარტივად მისაღწევი ხარ. ხალხი ჯერ კიდევ ამ გარდამავლობის ფაზაში იყო. მხოლოდ ახალგაზრდა გოგონები უთანაგრძნობდნენ ქეითს და ფიქრობდნენ რა რთულია იყო მის მდგომარეობაში. ეს კიდევ რაღაც პროგრესია. იმედი, რომ ერთ დღეს ახალგაზრდა თაობა გამოიღვიძებს. სხვისი ცხოვრების განხილვას შეწყვეტს და ვიღაცას იმიტომ აღარ განსჯის, რომ თავისგან განსხვავებულია. ის კაცი, ვინც დათას იმ დღეს ხელიდან გაუსხლტდა იპოვეს და სათანადოდ აგო პასუხი, კანონით. ამის შემდეგ იქაურ ტერიტორიას ვეღარ გაეკარებოდა. საქმე იმაშია, რომ ზრდასრულებს ხანდახან ავიწყდებათ აუცილებლობა ბავშვთან გულახდილი საუბრისა, ახსნა თუ რა არის კარგი და რა არა. ეს კაციც, ოდესღაც სადღაც ზრდასრულებისგან მოსმენილი, დამახინჯებული ინფორმაციით აზროვნებდა. მას არ ესმოდა ქალის ღირებულების, ადამიანური ფასეულობებისა და ღირსების. ვიღაცამ თავის ასაკში გონება დამახინჯებული აზრებით შეუვსო, ქალებზე და იმაზე რომ ისინი სუსტი და მომყოლი არსებები არიან. ზუსტად აქ ცდებოდა. მაგრამ რა მისი ბრალია? როგორც ჩასძახეს, ისე მოიქცა. მთავარი ის იყო, რომ სამართალს თავისი ადგილი უკვე ეპოვა და ამ ფაქტით დათასაც გული დაემშვიდებინა. როგორც კი გათენდა თინათემ გადაწყვიტა საწოლიდან ამდგარიყო. ვერაფრით მოხუჭა თვალი, გამუდმებით ოსეზე ფიქრობდა. თითო საათის გასვლასთან ერთად ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი მოეჩვენა. -შეუძლებელია.. როგორ გავტყდი.- ამოიჩურჩულა და სარკეში საკუთარ თავს გაუსწორა თვალი. რა მოხდება აქედან რომ წავა? -ვიცი რომ სულ მასზე მომიწევს ფიქრი, ჩემი თავი გამაგიჟებს! ხომ უთხარი რომ დაივიწყებდი ამ სისულელეს, ხომ თქვი..- თან ბრაზობდა, თან ცრემლებს ვერ იკავებდა. -რატომ ვაკოცე, ხომ ვიცოდი რომ აზრი არ ჰქონდა..- წამოდგა და ხელები თავზე შემოიწყო. -რამდენიმე კვირის წინ მძულდა, ასე იყო..- ერთ ადგილას ჩერდება და ფიქრდება. -იქნებ არც იყო ასე, საერთოდაც არ მძულდა. ღმერთო, რატომ ხდება რომ ჩვენი გრძნობები ხანდახან ველური ცხოველებივით გვძიძგნიან, იმათკენ მიგვაქანებენ ვისთანაც ვიცით, რომ მომავალი არ გვიწერია.- ცრემლებს იმშრალებს, მაშინვე ის შეხება ახსენდება და ტანში ჟრუანტელი უვლის. -ერთადერთხელ გამომჟღავნდა ჩვენი სულელური ემოციები და თურმე ეს ისეთი რამეა, რაზეც ფიქრს ვერ შეწყვეტ. თურმე ისეთი რამეა, რის შემდეგაც ვეღარასდროს იქნები ძველებურად. იქნებ სჯობდა რომ არც გვეცადა.. ახლა გონებიდან ვეღარ ამოვშლი, მას კი რამდენიმე წელში დაავიწყდება.- ჩურჩულებს. -აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდე..- როგორც კი ამას ამბობს მობილურზე ზარია. -გისმენ მამა.- ყველანაირად ეცადა ხმაში არ დატყობოდა ტირილის კვალი. -თინათე შვილო, როგორ ხარ?- დავითს ისევ ისეთი თბილი ხმა აქვს. -კარგად მამა, თქვენ როგორ ხართ? მენატრებით.- მამის ხმის გაგონებაზე ტირილი ორმაგად მოუნდა, ეს რა დღეში ჩავარდა! -ჩვენ კარგად ვართ. დღეს შენს წამოსაყვანად მოვდივარ, ღამით უკვე მაქ ვიქნები.- -მართლა?- -ჰო, მზად იყავი. თათულის შენთან საუბარი უნდა.- თინათემ გააზრებაც ვერ მოასწრო მამის სიტყვების. -თინა, ჩემო თინიკო.. ძალიან მომენატრე.- ტელეფონში თათულის ტკბილი ხმა ისმის. -თათული, მეც ძალიან მომენატრე, ერთი სული მაქვს როდის გნახავ. რამე ხომ არ გიჭირს, თავს როგორ გრძნობთ?- -ბავშვი კარგადაა, ხომ იცი, ბოლო თვეა. შენთან საუბარი მინდოდა. მალე დაიბადება, უმამოდ..- -თათული, ხომ იცი მას არასდროს ვაგრძნობინებთ მამის დანაკლისს.- -ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი თინა, ეს უპატიებელია. ძალიან გთხოვ, შენი ადამიანი დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით აარჩიე.- -შეცდომები ყველას მოგვდის, მთავარია მას შემდეგ ყველაფერი სწორად წავიყვანოთ. თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ, მთავარი ესაა.- -შენ მის გამო უცხო ხალხს გაჰყევი, ამხელა გზა იარე..- -გთხოვ, ამაზე აღარასდროს ვისაუბროთ. დღეს მამა ჩამოვა და უკან დავბრუნდები, ყველაფერი ისევ ისე იქნება, უბრალოდ ამჯერად პატარასთან ერთად.- -ჰო, ჰო.. ცუდად ხომ არ გექცევა ეგ ბიჭი?- თათულის ხმაში ეჭვი ეპარებოდა. -არა, კარგად მექცევა, ყველაფერი კარგადაა.- -კიდევ კარგი..- -ჰო, კარგი ადამიანია.-თინას გაეღიმა. -ის რა შუაშია მომხდართან, თავის საქმეს აკეთებდა. ის საწყალი ქალი კი..- -თათული აღარ გაიხსენო ეს ამბავი, ასე უკეთესია. ახლა კი დაისვენე, დედას ჩაეხუტე, დღეს მეც თქვენთან ერთად ვიქნები.- -გელოდებით თინა, მოუთმენლად. შეხვედრამდე!- თინათე ზარს თიშავს და საწოლზე მოწყვეტით ეშვება. ესეც ასე, ხომ უნდოდა წასვლა, არა? თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან! ფეხზე წამოდგა და ფოიეში ფრთხილად გავიდა. ჯერ კიდევ მზად არ იყო ოსესთან შესახვედრად და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს არასდროს იქნებოდა. კიბეებს ჩაუყვა პირველ სართულზე. სამზარეულოში წყლის დასალევად შევიდა, როცა მისაღებიდან რაღაც ხმა გაიგო. -ვინ არის?- მისაღებში შესულს წიგნების თაროებთან ერთი ქალი დახვდა, სადღაც ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა. -გამარჯობა.- ქალი თბილად იღიმის, მწვანეყდიან წიგნს თაროზე აბრუნებს და თინასკენ ტრიალდება. -გამარჯობა?- თინათეს ხმაში გაკვირვება ეტყობა. -მე აქაურობას ვალაგებ ხოლმე დილაობით, რა თქმა უნდა არ მიცნობთ.- ქალმა მორიდებით გაიღიმა. “ახლა გასაგებია რატომაა ყველაფერი ასეთი სუფთა ყოველთვის.” გაიფიქრა თინათემ. -სასიამოვნოა, რომ შეგხვდით, მე თინათე მქვია.- მისასალმებლად ქალს ხელი გაუწოდა. -ლამაზი სახელია, მე ირინა ვარ.- ქალმა ხელი ჩამოართვა. -ყავას ხომ მიირთმევთ?- თინათეს ძალიან გაუხარდა, ამ სახლში მარტო რომ არ იყო ოსესთან ერთად. -დიახ თუ არ შეწუხდებით.- ქალი დივანზე ჩამოჯდა. -თქვენ ოსეს მეუღლე ხართ, ხომ?- თინათეს ყავის ფინჯანი ლამის გაუვარდა ამ კითხვაზე. -არა ჩვენ, რაღაც საქმის გამო ერთად მოგვიწია ამ სახლში გაჩერება.- ნელ-ნელა, ძლივს ახსნა. -უი, არ ვიცოდი უკაცრავად..- -არაუშავს.- ყავა ჭიქებში ჩაასხა და მისაღებში ირინას გვერდით ჩამოჯდა. -თქვენ სად ცხოვრობთ?- თინამ თბილად გაუღიმა. -როცა კოპალიანების ოჯახი აქ არ არის, ხანდახან აქ ვრჩები.. ახლა კი ნაქირავებში ვარ, ამ სახლის გვერდით. თქვენ თბილისელი ხართ?- ცოტათი ნაღვლიანი ხმა ჰქონდა. -არა, წარმოშობით ხევსური ვარ და, თქვენ?- თინა ქალის რაღაც უცნაურ აქცენტზე ჩაფიქრდა, ნამდვილად არ იყო აქაური. -ჩემი მშობლები ქართველები იყვნენ, სოხუმში დავიბადე, იქ ვცხოვრობდი სანამ ტერიტორიები არ წაგვართვეს.. მერე სამეგრელოში მომიწია გადასვლა, დედაჩემის ოჯახში. მშობლები კი მალე დამეღუპა, მამაჩემი იმ მხარეს ვერ ელეოდა და..- ახლა გასაგები იყო, რატომ ჰქონდა ამ ქალს ასეთი დაღლილი და ნაღვლიანი სახე. -რა სამწუხაროა..- თინას მხოლოდ ეს ამოხდა. -ჰო, ალბათ..- ქალმა თავი დაუქნია. -და თქვენი ოჯახი?- რატომღაც ძალიან უნდოდა ისტორიის გაგრძელება მოესმინა. -ახლა არავინ მყავს.- ამის მოსმენაზე თინას ტანში უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. -თავიდან ყველას ასე უკვირს.- ირინას ოდნავ ეცინება. -არა, არ მიკვირს, უბრალოდ..- ქალი ისევ იმ მწვანეყდიან წიგნს უყურებს. თინათეს თავიდანვე ეჭვი აეღო, როცა მისაღებში შემოვიდა ეს წიგნი ქალს ხელში ეჭირა. -ეს არ ვიცი ვისია, ძალიან საინტერესო წარწერა აქვს.- თინამ წიგნი ჩამოიღო. -ჩემია.- ამბობს ქალი. -მართლა?- -ჰო. წარწერაც მე გავაკეთე.- იღიმის. -რატომ ასეთი სევდიანი წარწერა?- გაკვირვებისგან წარბებს კრავს. -სოხუმში ერთი აფხაზი ბიჭი მიყვარდა, ჩემი მშობლები მიკრძალავდნენ მასთან ურთიერთობას. მისი ოჯახიც წინააღმდეგი იყო ჩვენი ერთად ყოფნის. მალე დაგვაშორეს ერთმანეთს, მერე კი სანამ ომი დაიწყებოდა აფხაზი ცოლი მოუყვანეს.- თინა მოსმენილით დაიზაფრა. -ჩვენ იქაურობის დატოვება მოგვიხდა.. სანამ წამოვიდოდი მის ნაჩუქარ წიგნზე ეს წარწერა გავაკეთე, მისთვის უნდა გამეგზავნა, მაგრამ ვერ მოვასწარი.- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -არც კი ვიცი რა გითხრათ..- -ჰო, მინდოდა მისთვის ამის თქმა. “ადამიანებს არასოდეს შეგვრჩება “ადამიანს არასოდეს შერჩება ის, რაც ასე ძალიან უყვარს და ჩვენი ურთიერთობაც ასეთი აღმოჩნდა.” მართლა ასეთი აღმოჩნდა.- ქალმა წიგნზე დაწერილი სიტყვები ამოიკითხა. -და მას შემდეგ აღარ გიცდიათ დაოჯახება?- -კი, დედაჩემის ოჯახმა გადაწყვიტა გარიგებით დავეოჯახებინე. წლები გავიდა, მაგრამ ჩემს ყოფილ ქმარს ვერ შევეგუე. არც შვილები გვყოლია და საბოლოოდ წამოვედი. იქნებ დროთაგანმავლობაში შემყვარებოდა კიდეც, მაგრამ გამუდმებით მღალატობდა. ვიღაც ქალებთან, მერე კი წარმოვიდგენდი, როგორ დამცინოდა ყველა იმის გამო რომ არასასურველი, დაუფასებელი ქალი ვიყავი. იცი ახალგაზრდა ხარ და ამიტომაც გიყვები ახლა ამას. არასოდეს დარჩე იქ, სადაც გიღალატეს. ხალხი მლანძღავდა იმის გამო რომ წამოვედი და არ დავრჩი. იცი, ამბობდნენ მშვენიერი ქმარი ჰყავდა, რას გარბოდაო. ზოგმა ისიც თქვა, სხვა ჰყავდა და ალბათ ამიტომ დაანგრია ოჯახიო, არადა სოფელში ყველამ იცოდა რომ ჩემი ქმარი მღალატობდა, ხან ვისთან, ხანაც ვისთან. რას ამტკიცებდა იცი? ისინი ერთჯერადები არიან, შენ კიდევ ჩემი ცოლი ხარ და სხვა რანგზე დგახარო. მე არ მესმის, როგორ შეუძლია ადამიანს სხვასთან ერთად იყოს, როცა სახლში მეუღლე ელოდება. მე არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ რას ნიშნავს სიტყვა ერთჯერადი ქალი. ღალატი ყოველთვის ღალატია. წლების განმავლობაში ქალები ამაზე თვალებს ხუჭავენ, მე კი არ დამიხუჭავს. მე რომ იგივენაირად მოვქცეულიყავი, როგორც ჩემი ქმარი, ბო*ს დამიძახებდნენ. აი, რამდენად მდაბიო, ბნელი და გაუნათლებელია ზოგიერთი ადამიანის გონება! მე იმ ქალებს ვუთანაგრძნობ, ვინებიც ფიქრობენ რომ კაცს მსგავსი საქციელი ეპატიება. რადგან მძაგს ყველა ის შეხება, რომელიც ნაღალატებია. სხვა ქალზე შეხებულია. ავდექი და წამოვედი! არასდროს არ აპატიო და არ გაჩერდე იმ ადამიანთან, ვინც ერთხელ უკვე გიღალატა, ერთი წამითაც კი არ მოიხედო უკან, სულ რომ უსაზღვროდ გიყვარდეს არ დარჩე, რადგან ამქვეყნად ერთადერთხელ მოვდივართ და როგორც ქალები და კაცები, სხვა თუ არაფერი ერთგულებას მაინც ვიმსახურებთ. ქალები ითმენენ და ამას ხელგაშლილი ეგებებიან, ისე რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა ჰგონიათ. მე კიდევ სულ ვფიქრობდი, რომ ეს სიცხოველეა! განუვითარებლობა, სრული სიბნელე! არ გავჩერებულვარ, ავდექი და წამოვედი, დღეს კი ერთი წუთითაც არ ვნანობ. ღალატში ცხოვრებას, მარტო ყოფნა მირჩევნია! სულ რომ ვკვდებოდე, იქ არ დავბრუნდები.- თინათე ქალის საუბარს მოთმინებით, მშვიდად უგდებს ყურს. ქალის ისტორია გულთან ძალიან ახლოს მიიტანა და უთანაგრძო. -ვწუხვარ თქვენს გამო.. ეს რამდენი რამ გამოგივლიათ. ძალიან კარგია რომ წამოხვედით.. დაკარგულ ადამიანზე კი მართლა ძალიან ვწუხვარ, ალბათ იმასაც ახსოვხართ.- -ხანდახან ძალიან მინდა გამაღვიძონ და მითხრან, წამოდი სახლში ვბრუნდებითო.- ირინას სახეზე ღიმილმა დაჰკრა. -იქნებ ეგ დღეც დადგეს..- -ვინ იცის..- ქალმა მხრები აიჩეჩა. -თუ კი მარტო ხარ, ერთ რჩევას მოგცემ. როცა შენს ადამიანს იპოვი, არავის მოუსმინო, იბრძოლე რომ შეინარჩუნო. ჩვენ შეგვეშინდა, დღეს კი აქ ვარ, ცოტათი მეტად რომ გვებრძოლა, ახლა აქ არ ვიჯდებოდი, სრულიად მარტო..- როგორ ჰგავდა ამ ქალის ისტორია მის სიტუაციას. წარმოიდგინა წლების შემდეგ როგორ იჯდებოდა მარტო სადღაც დაკარგულში, იმის გამო რომ თავის დროზე შეეშინდა, დაიბნა და არ იბრძოლა. ნეტავ ოსე თუ ფიქრობდა იგივეს? თინას მისი სიტყვები გულზე ძალიან მოხვდა, დარწმუნებული იყო ტვინს შეუჭამდა ეს აზრი. წუთიერ სიჩუმეს ოსეს საუბარი არღვევს, მობილურზე საუბრობს და ისე მიიწევს სამზარეულოსკენ. -კარგი დათა მერე გადმოგირეკავ. ირი გამარჯობა!- ოსე ქალს ესალმება. -გამარჯობა ოსე.- ქალი თბილად უღიმის. -შენი სტუმარი გავიცანი, ძალიან კარგი გოგოა.- -ხოო?- ოსეს სახეზე უცნაური ღიმილი ეპარება. -ჰოო.. ახლა მე დაგტოვებთ, ჩემი საქმეები მაქვს, ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი. დიდი ხანია ასე არავისთან მიჭორავია.- -ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ.- თინათე უღიმის და ქალს კარებში აცილებს. ისეთი შეგრძნება დარჩა, რომ წლების შემდეგ თვითონაც ასეთ ისტორიას მოუყვებოდა ვიღაცას. “ოღონდ ეგ არა!” ჩაიჩურჩულა და მხოლოდ მერე გაანალიზა, რომ სახლში ისევ მარტო იყო ოსეს პირისპირ. ყავის ფინჯნებს იღებს და სამზარეულოში შედის. საშინლად აღელვებულია, თავს არაკომფორტულად გრძნობს მის გვერდით. ოსე ზურგით დგას. “ნუთუ იგივე ადამიანია, ვინც გუშინ იყო?” გაიფიქრა თინათემ და ყავის ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო. -დღეს ჩემი ოჯახისწევრები მოდიან.- ოსე უკან არც იყურება, ისე ამბობს. -ისევ? რამე მოხდა?- თინათემ სველი ხელები პირსახოცზე შეიმშრალა. -აპირებენ რომ ჩვენი “შეუღლება” მიიღონ, შენს ოჯახთან აპირებენ გასაუბრებას. სიმართლე გითხრა არ მეგონა, რომ შენს რძლად მიღებას შეეგუებოდნენ.- თინას თავზარი დაეცა მოსმენილით, თითქოს ყინულიანი წყალი შეასხეს. -იმედია უთხარი რომ ყველაფერი მოაწყე, არა?- ოსე მის რეაქციაზე უდარდელად იცინის და ჩაიში კოვზს ურევს. -არა, არ მითქვამს, ჩამოვლენ და აქ ავუხსნი.- -გაგიჟდი?! ჯერ ეს ამბავი რომ გაიგეს რა რეაქცია ჰქონდათ, ხალხი გააგიჟე.. ახლა რომ ეტყვი დადგმულიაო და თანაც აქ, ვერცერთს გადავურჩები ხელებში! საერთოდ რაზე ფიქრობდი?- ხელებს შლის და ბოლთას სცემს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ოსე კი სამზარეულო დახლს მშვიდად ეყრდნობა და თინათეს რეაქციებს აკვირდება. -იტირე?- ამბობს ხმადაბლა. -რა?- -მთელი ღამე არ გეძინა?- -რა შენი საქმეა!- თინას წამითაც კი არ სურდა გუშინდელზე ლაპარაკი, მაშინვე ის მომენტები ახსენდებოდა და არ იცოდა სად დამალულიყო. -როგორ არა, მე გამოვიწვიე ეგ უძილობა და ჩემი ბრალია.- ჩაის უდარდელად სვამს. -მართლა არ ხარ ნორმალური.. ამ მდგომარეობაში რა დროს ამაზე ფიქრია!- -ჰო მართალი ხარ, ხომ გითხარი არაფერი გემახსოვრება მეთქი და მართლაც ეგრე ყოფილა.- ცოტათი იმედგაცრუება დაეტყო ხმაში. სამზარეულოდან გასვლა დააპირა. -მოიცადე, მეც მაქვს რაღაც სათქმელი.- ოსე ჩერდება. -საღამოს მამაჩემი მომაკითხავს და წავალ. ყველაფერი დასრულდება, მერე კი მშვიდად ვიცხოვრებთ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა, როგორც ვამბობდით.- კოპალიანი ახლა მართლა სასოწარკვეთილია, როგორ უთხრა გუშინ? რაღაც უნდა დავკარგოთ რომ მივხვდეთ, მის განსაკუთრებულობასო. ნუთუ ახლა იგივე მას უნდა დაემართოს. ბიჭი თითქოს გაშეშდაო, თინათეს ცარიელ, სევდანარევ მზერას უყურებს. ჯერ აპირებს რაღაც თქვას, მერე კი გეგონება ენა გადაყლაპაო ჩერდება და სამზარეულოდან სიტყვის უთქმელად გადის. ოსე მთელი დღის განმავლობაში გაუჩინარდა. შუადღე ხდებოდა, სოფიო რომ ესტუმრა თინათეს. სანამ აქედან წავიდოდა, უნდოდა დამშვიდობებოდა. -თინა.. ხომ იცი ეს ჩვეულებრივ ამბავს არ ჰგავს.- ჩაილაპარაკა მას შემდეგ, რაც თინათემ მომხდარზე მოუყვა. -ჰო, ვიცი.- -მერე ასე უხმოდ აპირებთ ერთმანეთთან გამომშვიდობებას?- -კარგი რა სოფი, ჩვენ ვინ ვართ ერთმანეთისთვის ამაზე მეტს რომ ველოდოთ? სულ რამდენიმე დღის წინ ვერც ვიფიქრებდი რამე ამდაგვარი რომ მოხდებოდა ჩვენს შორის.- -ვერც მე ვიფიქრებდი.- დაეთანხმა სოფიო. -აბსურდია და ლაპარაკიც არ ღირს. დღეს სახლში ვბრუნდები და მინდა ყველაფერი დავივიწყო.- -რთული იქნება.- -ჰო, მაგრამ აუცილებლად ვცდი.- -გამოგივა, ხომ იცი?- სოფიო თბილად უღიმის და ეხვევა. ფოიეში ოსე შემოდის, უკან ლაშა მამაცაშვილი ახლავს. -გამარჯობა გოგოებო!- ღიმილით შესძახა მისაღებში მსხდარ გოგოებს. -გამარჯობა.- ამბობს თინა და იღიმის. ოსე ერთხელ ავლებს თვალს მოცინარ თინას, მერე ამჩნევს რომ თინათეც უყურებს, მზერას არიდებს და სამზარეულოში გადის, ლაშასთან ერთად. -და ასე მიგდებას უპირებ ამ თემას?- ლაშა ჩურჩულებს და სამზარეულოში შესვლისთანავე მხარზე კრავს ხელს. -აი სალაპარაკოდაც არ ღირს ეგ ამბავი.- მაცივრიდან ლუდს იღებს. -რომ ღირს მაგიტომ ხარ ასე ფიტულივით. მაგრად არ ინანო მერე.- ოსე ხელებში ლუდს აჩეჩებს, იმედი აქვს რომ ამით მაინც გააჩერებს ძმაკაცს. -თვითონაც გრძნობს რაღაცას, თან მართლა კარგი გოგოა. რაღა გინდა შენებიც თუ თანხმობაზე მოდიან არანაირი პრობლემა აღარ გექნება.- -გეხვეწები რა, აღარ შემიჭამო მაგ თემაზე ტვინი. ვსო, ვითომც არაფერი არაა.- ლუდის ბოთლი მიიყუდა. -მე გაგაფრთხილე, ეგრე მარტივი არა, წავა და რა იცი როგორ იქნები.- ოსე ისევ არაფერს ამბობს. არადა როგორი ძლიერი ჩანდა, თითქოს ვერაფერი დაადარდიანებდა, ვერავინ გაუგებდა ან შეუძვრებოდა ფიქრებში. ახლა ხომ ყველაფერი პირიქითაა. -მე უკვე უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვს.- სოფიო ფეხზე დგება. -ასე მალე?- -ჰო, უკვე ღამდება და უნდა მოვასწრო. შენც მომზადება გჭირდება.- -მადლობა რომ მოხვედი სოფი, თბილისში რომ ჩამოვალ აუცილებლად გნახავ, თავს მიხედე.- თინა სოფიოს ეხვევა და კარისკენ მიაცილებს. -უკვე მიდიხარ?- სამზარეულოდან თავი გამოყო ლაშამ. თინა ოდნავ გაკვირვებული უყურებს ხან ლაშას, ხან კი სოფიოს. -ჰო, კარგად იყავი, ოსე ნახვამდის!- ხელს უქნევს ლაშას უკან მდგარ ოსეს. -კარგად სოფი!- გამოსძახა ოდნავი ღიმილით ოსემ. -მე საქმე მაქვს და გავრბივარ, ჭკვიანად იყავი და ისე მოიქეცი რომ მერე რამე არ ინანო.- სწრაფად მიაყარა ლაშამ ოსეს. -ჰო ვხვდები უკვე რა საქმეც გაქვს.- იცინის. -ძმა ხარ! წავედი.- სამზარეულოდან გამორბის. -აპ, აპ არ დახურო თინა.- კარზე მიანიშნა. -უი შენც მიდიხარ?- -ჰო, აბა შენ იცი, მშვიდობიანი გზა!- ლაშამ თინათეს გადაეხვია და ჩქარი ნაბიჯებით გავარდა სახლიდან. -ნუ გარბიხარ, დამელოდე!- ლაშა ტროტუარზე მიმავალ სოფიოს უყვირის. -რა გინდა?- უხეშად შემოუტრიალდა სოფიო. -მე გაგიყვან.- -არ მინდა, გმადლობ.- სვლას აგრძელებს. -სოფიკო ნუ ჯიუტობ რა, რაღაც საქმე მაქვს თან შენთან, წამო.- ერთხანს უყურებს ლაშას შეწუხებულ სახეს, მერე კი თანხმდება. ლაშა კმაყოფილებისგან იღიმის, ორივე მანქანაში თავსდება. -აბა, რა საქმე გაქვს?- მოუსვენრად დაიწყო ანჯაფარიძემ. -ჯერ ამოისუნთქე, რა გჭირს.- ლაშა იცინის. -არ მეცინება და თან დასაკარგი დროც არ მაქვს.- სოფიო ამ სიტყვებით თავის აღელვებას მალავს. -გახსოვს, მეოთხე კურსზე საგანი მეტენებოდა. ნოდარ ჟღენტი რომ ჩამომემტერა და მთელი კურსი დააშანტაჟა არავინ გაბედოს და მამაცაშვილს კონსპექტები არ გადასცეს, თორემ ყველას პრობლემა შეგექმნებათო. წარმოიდგინე ერთი წიგნი ხელით უნდა გადამეწერა, რომ მერე მოვმზადებულიყავი და ჩამებარებინა. იმ დღეს ჩემს მაგიდაზე კონსპექტების მთელი რიგი იდო, იქ ინიციალები ეწერა. დიდხანს ვეძებე, მადლობა უნდა მეთქვა მისთვის ვინც გაბედა, მაგრამ მერე ვეღარ ვიპოვე და ძებნასაც შევეშვი.- -და მე რა შუაში ვარ ამ ისტორიასთან?- სოფიოს ნერვიულობისგან ხელები აუკანკალდა. ლაშა უკანა სავარძლებიდან ფურცლებს იღებს და სოფიოს აწვდის. -ს.ა, შენი სახელის ინიციალები აწერია სოფი. შენ იყავი.- ლაშა სიამოვნებისგან იღიმის. -არა, მე არ..- -კიი, კი.. შენ იყავი არც გაბედო უარყოფა, ვიცი რომ შენ იყავი და ბედნიერი ვარ რომ გიპოვე. მადლობა. ძალიან მინდოდა ეს მეთქვა.- -არაფრის.- სოფიო მძიმედ ყლაპავს ნერწყვს, ასეთი დაბნეული როგორიც ბოლო პერიოდშია, არასდროს ყოფილა. ახლახანს საკუთარი თავიც კი გადადო. -კარგი რა სოფიკო, ნუ გრცხვენია.- -არ მრცხვენია, მიკვირს როგორ მიხვდი.- -მე კიდევ ის მიკვირს, რატომ მემალებოდი აქამდე.- ლაშა მომთხოვნი მზერით უყურებს. სოფიო არაფერს ამბობს. -ახლა აღარ დაიმალო, დამიჯერე იმდენი ადამიანი შემომაკლდა ბოლო წლებში, აღარ მინდა ვინმე დავკარგო, ან ვეძებო. აქ იყავი რა.- სოფიოს გული გამალებით უცემდა, არ სჯეროდა რომ ეს რეალობა იყო. -და სად მივდივართ?- ამბობს რამდენიმე წამის შემდეგ, როცა თავისი ქუჩისკენ მანქანა არ უხვევს. -ვახშამზე მიმყავხარ.- -გადაწყვიტე?- ხელები გადააჯვარედინა. -კი, გადავწყვიტე. ვიცი რომ ყავაზე უარს არ იტყვი.- ლაშა მზერით ევედრება. -კარგი, ამ ერთხელ ასე იყოს.- სოფიო ღიმილს ძლივს იკავებს, წარმოუდგენელია როგორ ხდება ისეთი რაღაცები ცხოვრებაში, რაზეც ადრე ვნატრობდით. -ამ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ.- ჩურჩულით ამბობს ლაშა და მანქანაში რადიოს რთავს. მანქანაში სტეფანეს “ხელები” ჟღერდება. თინათე კიბეებზე ნელ-ნელა ჩამოდის და ამ სახლს ავლებს თვალს. სულ რამდენიმე დღე გაატარა აქ, მაგრამ ყველაზე მოულოდნელი და ლამაზი ემოციები სწორედ აქ დააგროვა. აქ ბოლოჯერ იყო და რამის შეცვლა უაზრობა იქნებოდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა, ახლა რომ ვინმეს მის გრძნობებზე ლაპარაკი დაეწყო აუცილებლად ატირდებოდა. -მიდიხარ?- ისმის ოსეს ხმა. -ჰო, მივდივარ.- ხმა ჩამწყდარი აქვს. -ხომ გინდა წასვლა?- სახეზე ოდნავი ღიმილი დასთამაშებს, მაგრამ ვაი რომ სულ ტყუილად. რეალურად საერთოდ არ ეცინება, პირიქით ნაწილებადაა დაშლილი. ო როგორ დაცარიელდებოდა სახლი მისთვის, იმ წამიდან რაც თინათე კარის ზღურბლს გასცილდებოდა. -ჰო..- თითქოს ავტომატურად გაზეპირებული სიტყვა ამოთქვაო. თვალებში ცრემლები მაინც ჩაუდგა. -ტირილს აპირებ?- -დამშვიდობება არ მიყვარს.- ამოიჩურჩულა. -არც მე.- ოსე თავს აქნევს. ფოიეში დგანან, ორი მეტრი აცილებთ ერთმანეთს. თვალებში უყურებენ და რაღაცის ამოკითხვას ცდილობენ. -ოც წუთში მამაჩემი აქ იქნება.- ცრემლი საზღვარს როგორც კი სცდება მაშინვე იწმენდს. -ჰო..- -ჰო..- თინათეც იგივეს იმეორებს. -მე უკვე წავალ, გარეთ შევხვდები.- ერთ ადგილს მიეწება. “ღმერთო თურმე როგორი ძნელი ყოფილა!” ფიქრობს გონებაში. -მშვიდობით თინა.- ამას როცა ამბობს, მისი იმედი ძირს ეცემა და ნაწილებად იშლება. -მშვიდობით ოსე.- -აუცილებლად დამივიწყე, კარგი?- -კარგი.- ეთანხმება და თან ყელში დიდი ბურთი ახრჩობს, როგორ უნდა რომ იტიროს. კარისკენ ტრიალდება, მაგრამ რაღაც აჩერებს, უკან რაღაც რჩება და ეს იცის. “ერთი ჩახუტება რას გვიზამს?” გაიფიქრა თინათემ და ოსესკენ დაიძრა. ერთმანეთს ეხვეოდნენ, პირველად და უკანასკნელად. -ყველაფრისთვის დიდი მადლობა ოსე, შენი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.- ჩურჩულებს ოსეს ყელში. თითქოს ყველაფერი დატრიალდა ამ ჩახუტებისას. ოსესაც ზუსტად ეს სურდა, უნდოდა რომ საბოლოოდ ჩაეკრა გულში ეს ქალი. -ყოველთვის გამიხარდება შენი ბედნიერება, თუ კი ოდესმე რამეს გავიგებ შენზე.- ხელებს მხრებზე ხვევს და ძლიერად ეხვევა. ოსე ვერაფერს ამბობს, ზუსტად ასეთ მომენტებში ეთიშებოდა გონება, როცა თინათე მასთან ახლოს იყო. ერთმანეთს შორდებიან. -მეც გამიხარდება, თინა.- ოდნავ, სევდიანად უღიმის. -მშვიდობით!- ამბობს თინა, თვალებს მაშინვე მალავს, ტრიალდება და კარიდან გადის. ქუჩაში გასულს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნეულობა გამოფატრეს. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, უნდოდა უკან მიბრუნებულიყო. -როგორ შევეჩვიე თურმე, რა მეშველება, რა სულელი ვარ!- ჩურჩულებდა და თან გულიანად ტიროდა. ტროტუარს მიუყვებოდა და მამის ზარს ელოდებოდა. ქალაქს ავლებს თვალს, ლურჯად აციმციმებულ ანძას. -მგონი აქ უკან ვეღარ დავბრუნდები, ძალა არ მეყოფა.. მართალს ამბობდნენ შენზე, დამსხვრეული ურთიერთობების ქალაქი ხარ.- ჟაკეტს მჭიდროდ იხვევს მხრებზე და ისე როგორც სულიერად დაცარიელებული მოხეტიალე მიაბიჯებს, თბილისის ქუჩებში. რამდენიმე წუთში მის ფეხებთან მანქანა ჩერდება. -დაჯექი.- ჯერ გაქვავებული დგას, ვერ იჯერებს რომ ის ისევ მის წინაა. -ოსე..- -თინა დაჯექი.- ამბობს გადამწყვეტი ხმით. თინათე კარს აღებს და ჯდება. -ხომ იცი, მამაჩემი სადაცაა მოვა.- ოსე არაფერს ამბობს, მანქანას ისე მიაქროლებს თითქოს არაფერი გაუგია. -ოსე სად მივდივართ, მაშინებ!- თინა ვერაფრით ისვენებს. -მამაჩემი რეკავს, მგონი მოვიდა.. ოსე დავბრუნდეთ, არ მინდა ვალოდინო.- ოსე ტელეფონს ხელს ავლებს და ფანჯრიდან ისვრის. -რას აკეთებ, სულ გააფრინე?- -კი, ნამდვილად გავაფრინე.- -გააჩერე მანქანა!- -სულ ცოტაც დაიცადე და გავაჩერებ.- -ღმერთო, გავგიჟდები! ახლა რაღა ჩაიფიქრე, უკვე მივდივარ, გშორდები! შენი ოცნება ხდება.- კოპალიანს თინათეს საუბარზე ეცინება. -დამცინი?- -ჰო, კულტურულად.- -ღმერთო! აქ რა ჯანდაბა გვინდა?- მანქანა შემაღლებულ ბორცვზე ჩერდება, სიბნელეში. -გადმოდი.- ამბობს ოსე და მანქანიდან გადადის. თინათე გაცეცხლებულია, რამდენიმე წუთის წინ ფიქრობდა რომ ყველაფერი დამთავრდა, ახლა კი სად არის? სადღაც მიუსავალში. -ახლავე მითხარი აქ რა გვინდა!- თინათე ოსესკენ დაიძრა, მაგრამ მისმა ხელებმა ერთ ადგილზე გააშეშა. ჯერ ღაწვებზე თითები იგრძნო, მერე კი ტუჩებზე რბილი შეხება. ისედაც ყველაფერი შავი იყო, ახლა კი წყვდიადია. ქალი კანკალებდა, ოსეს მოშორდა და თვალებში ჩააშტერდა. -ოსე რას მიკეთებ?- განწირული ხმა ჰქონდა. -გახსოვს, ადრე მითხარი ოდესმე გაქცევა თუ მოგინდება აი ამ ტელეანძაზე უნდა ახვიდეო.- ხელს ლურჯად მოციმციმე ანძისკენ იშვერს, რომელიც მთელ თბილისს თავზე დაჰყურებდა. -და მე აქ რას ვაკეთებ ოსე.. აქ ჩემი ადგილი არ არის, შენც ხომ იცი.- -არ ვიცი და სიმართლე რომ გითხრა არც მაინტერესებს. არ მინდა რომ წახვიდე, იმიტომ რომ თუ წახვალ ვიცი ყველაფერი თავზე ჩამომენგრევა. ისეთი შეგრძნებაა, მინდა რომ სულ გიყურებდე, გაკვირდებოდე რას აკეთებ. სახლიდან როგორც კი გახვედი კედლებმა დამახრჩო, ვერაფრით გავძლებდი იქ თინა, გეფიცები. მე შენ კი არა, საკუთარ თავს ვაკვირვებ ასეთი საუბრით. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასე დაველაპარაკებოდი ვინმეს. მე შენთან გავიხსენი და იგივეს გაკეთებას სხვასთან ვეღარ შევძლებ, იმიტომ რომ უბრალოდ არ მენდომება სხვა.- -ოსე გეხვეწები, გაჩერდი. გული მეხლიჩება ამ სიტყვებით..- თინა ტირილს იწყებს და უკან იხევს. -დარჩი გთხოვ, ვიცი რომ არც შენ გინდა წასვლა.- თინას მაჯებში ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. -სიგიჟეა ოსე, აზრი არ აქვს. მერე ისინი რას იტყვიან..- -ვიცი, მართლა გავგიჟდით, მეც ეგრე მგონია. ნუ იფიქრებ მათზე, შენ უბრალოდ დარჩი.- -არ ვიცი..- ცრემლების ნაკადი არ ჩერდება. -შენ უბრალოდ მენდე და დარჩი, გპირდები ყველაფერი გამოვა.- ყოყმანობს, ხანაც ღრმად ამოისუნთქავს, ხან დაბნეულ მზერას მოავლებს პასუხის ლოდინში გადაღლილ ოსეს. მათ უკან ისევ ის ტელეანძა დგას და თითქოს ისიც პასუხს ელოდება. -და ყოველთვის რომ ვჩხუბობთ?- თინათეს ბაგეებს საბოლოოდ ეს სიტყვები სწყდება. -ერთ-ერთია რის გამოც ერთმანეთი მივიზიდეთ და რის გამოც უნდა დარჩე, იმიტომ რომ დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ გეკამათო ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები.- ნამტირალევ სახეზე ღიმილი ეპარება. ოსეს ოდნავ მხარზე კრავს ხელს. -არანორმალური! იმათ როგორ აუხსნი?- -უკვე იციან.- ოსე კმაყოფილი იღიმის. -რა?!- -ჩუუ.- თინას თავისკენ ქაჩავს და ეხვევა. მანქანის რადიოდან ირაკლი ჩარკვიანის “სულს მოგცემ” ისმის. -ამქვეყნად არის რაღაცები, რისი წაღებაც გინდა, სიცოცხლის შემდეგაც და კიდევ ყველგან სადაც შეგიძლია იარსებო, ხოდა ეს ის სიმღერაა, რასაც აუცილებლად თან წავიღებდი ამ სამყაროდან.- ჩუმად ჩურჩულებს თინათეს ყურთან და უფრო მჭირდოდ ეხვევა. “შენ ზღვას ჰგავხარ, დამშვიდებულს და მაინც მე შენს ტალღებში ვკვდები.” თბილისი, ლურჯი ტელეანძა, მტკვარი და მანქანაში აჟღერებული უკვდავი ხმა მომავლიდან. “რა გახსოვს, შენ ჩემს სიყვარულზე მეტი?” არც არაფერი. დასასრული. - მადლობა, რომ კითხულობდით და ელოდებოდით, მიუხედავად ხანგრძლივი ლოდინისა. იმედი მაქვს თქვენი მოლოდინები გამართლდება. მე ვფიქრობ ზუსტად ის მომენტია, სადაც მოთხრობა უნდა დასრულდეს. მადლობა თბილი კომენტარებისთვის, აქ მრავალი კარგი ადამიანი აღმოვაჩინე, რაც ძალიან მახარებს. მადლობა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.