შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება უფასოა ( თავი 18)


10-06-2020, 08:32
ავტორი Mari Orjonia
ნანახია 1 627

- მოიცა, მეეე... კიბო ვერ მექნება. - პანიკურად იცინის ნიტა და ლუკას უყურებს რომელიც ჯერ ისევ ექიმის სიტყვებს იაზრებს. - ლუკაა, თქვი რამე. - სრვდიანად სთხოვს ნიტა.
- ვიცი რომ მტკინვეულია მაგრამ...
- რა მაგრამ, რა სისულელრა, ჯერ ხომ ადრეა არაა.
- შეგვიძლია ოპერაცია გაგიკეთოთ, ზურგის მარჯვენა ტვინს აქვს მხოლოდ კიბო, და ან ძმა თუ გყავთ ეს საქმე უფრო მარტივი იქნება.
- ნახევარ დაძმები ყავს, დედამისის შვილები.
- ხო და კარგია, აუცილებლად გამოგვადგება ერთერთი მათგანი.
- არა! მათ არაფერს ვთხოვ, თან პატარები არიან. არ მინდა ჩემს გამო დაზიანდნენ.
- არანაირი დაზიანება არ იქნება, ისე იცხოვრებენ როგორც ჩვეულებრივად, თქვენ კი სასწრაფო ოპერაცია გჭირდებათ, 1 კვირაში ოპერაციას თუ არ გაგიკეთებთ კიბო სხეულში გაზრდას დაიწყებს, მთელს სხეულს მოიცავს და შემდეგ არ მინდა წარმოვიდგინო როგორ დაიტანჯებით. - დამწუხრებული ექიმი ცდილობს ნიტას ვირიდან ჩამოსმას მაგრამ ნიტა მყარად ზის.
- თანახმა ვართ! მისი დაძმის საქმეს მე მოვაგვარებ. - ამოიღო ლუკამ ხმა, მისი ნათქვამის გააზრების დროს კი ნიტა შოკში ჩავარდა. ლუკამ ხელი დაავლო და კაბინეტიდან გაიყვანა.
- ლუკა სად მიმათრევ!?
- ხო თქვი აქედან წასვლა მინდაო. - ამის მეტი აღარაფერი უთქვამს. მანქანაში ჩასხდნენ.
- ლუკა მისმინე, მოვკვდები მაგრამ მათ არაფერს ვთხოვ გესმის? არაფერს, თუნდაც ეს ერთი ჭიქა წყალი იყოს.
- ნიტა ახლა შენ მისმინე, მოვკვდები მაგრამ სიკვდიკის უფლებას არ მოგცემ გესმის? თუნდაც შემეწინააღმდეგო, მე მაინც არ მოგცემ სიკვდილის ნებად. - სევდიანად ასრულებს და ნაზად კოცნის ტუჩებში.
მთელი გზა ორივეს ჩუმად იყო სახლში მივიდნენ, კარებში მომღიმარი ლიკა დახვდათ.
- აბაა, რა მოხდა?
- არაფერი უბრალოდ სიცხე ქონდა. - ლუკამ მაშინვე მიფიქრა ტყუილი.
- სიცხე არ აქვს. - დარწმუნებულმა თქვა ლიკამ როდესაც ნიტას შუბლს ტუჩები მიაკრო.
- გლანდების ბრობლემაა.- მეორე ტყუილმაც არ დააყოვნა.
- არც გლანდებზე აქ პრობლემა. - პირი ძალით გააღებინა ლიკამ ნიტას და გლანდებზე შეხედა.
- ...
- კიბო მაქ ლიკა. - სანამ ლუკა ახალ ტყუილს მოიფიქრებდა ნიტამ პირდაპირ მიახალა სიმართლე. ლიკას მომღიმარი სახე კი უცებ ისეთივე გატეხილი გახდა როგორიც ნიტასი და ლუკასია.
- ხუმრობ? მისმინე თუ ხუმრობ იცოდე მოგახრჩობ. - დაემუქრა ლიკა დაქალს.
- ზურგის მარჯვენა ტვინის კიბო მაქვს. - ნიტას ნათქვამზე ლიკას თვალებში ცრემლები ჩაუდგა, გული საშინლად ეტკინა ის ხომ მისთვის მეგობარზე და დაქალზე მეტია, ის მისთვის ცხოვრების ნახევარი და როგორც ნიტა იტყოდა "გულის პარკუჭია".
ნიტას ლიკას სველი თვალების დანახვისთანავე ჟრუანტელმა დაუარა და უცებ ისე შეეშინდა მისი ჩამქრალი თვალების დანახვისდროს რომ ყველა იმედი გადაეწურალიკამ როდესაც დაინახა მისი უიმედო სახე, მაშინვე მოიშორა გადმოგდებული ცრემლი და სევდიანი თვალებით მაგრამ მაინც იმედიანად გაუღიმა.
- უფ მაგაზე დარდობთ? ნიტა ყველაფერს გადაიტანს, 6 თვის რომ იყო ფეხი მოტყდა, წარმოგიდგენია სიარული არ იცოდა და ისე მოიტეხა ფეხი, ეს ჩემი ხიფათიანი გოგოა, ესეც გაუვლის. - მის მონაყოლზე სამივეს ეღიმება.
- დედაჩემს მაღალ ქუსლიანები ეცვა, კიბეებზე როცა ჩამოდიოდა ფეხი გადაუბრუნდა, კი მითხრა მე გადაგარჩინე და იმიტო მოგტყდა ფეხი და არა რამე მნიშვნელოვანი ორგანოო მაგრამ გავიგონე როგორ ყვებოდა რეალურად რაც მოხდა, პატარა თოთო ბავშვი სახეზე მიიფარა რამე რომ არ გაეკაწრა. სასაცილო ისტორიაა არა? -ერთ ადგილას მიშტერებული ყვება ნიტა ისტორიას. ლუკა და ლიკა დგანან და ფიქრობენ თუ რითი გამოასეორონ დაძაბული სიტუაცია.
- სისულელეებზრ ფიქრის და ლაპარაკის დრო არ გვაქვს. - ამბობს ლუკა , წამში ნიტასთან ჩნნდება და მხარზე ტომარასავით იკიდებს.
- ლუკააა დამსვი, ჩემითაც შემიძლია სიარული. - კივის ნიტა მარა ვინ უსმნს.
- ნიტა აქ შენ არ იღებ გადაწყვეტილებებს. და მოწყენილი გოგოს როლი არ გიხდება, ეგ წარსულია, ახლა შენ ჩემი ლამაზ თვალება პრინცესა ხარ.
- ვაა რა რომანტიული ყოფილხაარ. - იცინის ნიტა.
- ნუ დამცინი .
- კაი ხო კაი.
- ლუკამ ოთახამდე მიიყვანა საწოლში ჩააწვინა და სახე ახლოს მიუტანა.
- გინდა დავრჩები და "ვითამაშოთ" - ეშმაკურად აათამაშა წარბები ლუკამ.
- ჰჰ გარყვნილოო - ვითომ გაოცებულმა თქვა და გაიღიმა. - თუ 1 კვირაში ოპერაცია ჩამიტარდრბა და გადავრჩები მაშინ "ვითამაშებთ" როცა გინდა.
- აჰა ანუ 1 კვირაში დიდი თამაში გველოდრბაა. - ხელები ერთმანეთს მიუხახუნა ლუკამ.
- ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. - ცოტათი მოწყენი ამბობს ნიტა.
- ნიტააა! მოდი შევთანხმდეთ რომ მაგ თემაზე არ ვილაპარაკოთ კარგი?. - ნიტა მხოლოდ თავს უქნევს თანხმობის ნიშნად.
- იცოდე 1 კვირაში დიდი დღეა დიდი. - ლუკამ ირაკლი ჩხეიძეს სიტყვები გაიმეორა და ოთახიდან გავიდა.ნიტას დედის სახლთან მიდის ლუკა და კარზე ზარს რეკავს.
სახლის უფროსიც არ აყოვნებს, კარი იღება და მის უკან ოდნავ ჭაღარა კაცი დგას.
- გისმენთ. - ვითომ თავაზიანად ეკითხება კაცი.
- თქვენთან სალაპარაკო მაქვს ერთ თემაზე, უმჯობესი იქნება შიგნით ვისაუბროთ.
- მაინც რა თემაზე.
- ნიტასთან დაკავშირებით. - ნიტას ხსენებაზე უცნაუ სახეს იღებს მამაკაცი და ლუკას კარში ატარებს.
მუსაღებში შედიან და სხდებიან.
- ვინ მოვიდა? - სამზავრელოდან ისმის ნიტას დედის ხმა ცოტახანში კი თვითონაც გამოდის.
- ნიტასთან დაკავშირებით საქმეზე მოვიდა.
- ნიტა? რამე მოხდა? - ქალი მტვერის საწმენდს დებს და მათთან ჯდება.
- ესეიგი, პირდაპირ საქმეზე გადავალ, ნიტას აქვს ზურგის მარჯვენა ტვინის კიბო. - ლუკას სიტყვებზე ქარი გაოცებას გამოხატავს. - მაგრამ მას ოპერაცია გაუკეთდება, და ამაში თქვენი დახმარება დაგვჭირდება, თქვენი შვილებიდან რომელიც მოერგება ის დაგვჭირდება.
- რეებს ბოდავთ თქვენ თუ ხვდებით, ჩვენ ნიტა ძალიან გვიყვარს და ვწუხვართ მუს გამო მაგრამ ჩვენს შვილებს არ არ მივაყენევთ ზიანს. - მკაცრ უარს უცხადებს ბატონი და ფეხზე დგება იმის სანისვნელად რომ ლუკას წასვლის დროა.
- ნუ ჩქარობთ ბატონო, დაბრძანდით და ბოლომდე მომისმინეთ მერე კი თქვენ გადაწყვიტეთ დამთანხმდებით თუ არა.
რა პირფერობაა, თურმე ნიტა ძალიან უყვართ, ჰმჰ ეს ოპერაცია თუ ჩატარდება თქვენს შვილებს არაფერი არ მოუვათ, ისე გააგრძელებენ ცხოვრებას როგორც ეხლა.
- არ გვინდა და მორჩა! - უფრო გაამკაცრა ხმა კაცმა.
- არ გვინდა ბატონო. - ქალმაც არ დააკლო.
- გირჩევნიათ დათანხმდეთ დამიჯერეთ ასე აჯობებს, ვიცი რომ ახლა ფინანსურად გიჭირთ, 5000 ევროს მიიღებთ ოპერაციის დასაწყისში ხოლო დასასრულში ორი იმდენს, თუ ამაზეც უარს იტყვით სასამართლოში წავალ მოვყები რომ ნიტას მოსამსახურედ იყენებდით რაღაცეებს კიდევ დავამატებ, თქვენ ადვოკატიც ვერაფერს გახდება როდესაც ადვოკადების არმია დაგელოდევათ, მშობლების უფლებასაც დაკარგავთ, თქვენს ყველა შვილს ბავშვთა სახლში წაიყვანენ, ვინ იცის რა საშინელი მშობლები შეხვდებიან, წარმოიდგინეთ თქვენს შვილევს ისე რომ მოექცნენ როგორც ნიტას ექცეოდით, საშინელება იქნება არა? - ქალი და კაცი ერთ ადგილას იყვნენ გაშტერებულები, ვერც ვერაფერს ვერ იტყოდნენ. - ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, როცა გადაწყვეტთ ამ ნომერზე დამიკავშირდით. - ლუკა ფეხზე დგება და სახლისკენ მიდის.


ნიტა¥

ლიკაააააა შემო რა მოვიწყინე ცოტა ვილაპარაკოთ. - თავისი ოთახიდან უყვირის დაქალს.
- ოო ვის გაურვიძია. - სახე გაბრწყინებული შემოვიდა ლიკა.
- რამ გაგახარა ესე? სახე გიბრწყინავს. - მაშინვე შეამცნია ნიტამ ლიკას გაბრწყინებული სახე.
- აუ იმან მომწერა.
- თომამ?
- ხო
- ისე სულ ჩემზე ვლაპარაკობთ და თქვენთან რა ხდრბაა?.
- გოგო რა და სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მე და ლიზი ფილმს ვუყურებდით რაა, ხოდა ლიზის გიო მწერს რომ გამოდითო ოღონდ ლიზის არ უთხრა რო ჩამოვედიო, ხო და მეც ლიზი რაღაცნაირად გავიტყუე ძლივს ხვეწნა ხვეწნით და გარეთ არის საშინელი წვიმა თან ხო ღამეა და სიბნელეა აი თავსხმა წვიმა იყო და უკანა კარიდან გავედით წვიმაში გავედით ჭიშკარს გავცდი რა და ლიზი უცებ გაიქცა გიოსკენ, მე ვერაფერს ვერ ვხედავ რაა სიბნელეა თან საშინელი წვიმაა და ორი მაღალი სილუეტია რა და პირველი ვინც იდგა მაგასთან მუვედი და ჩავეხუტე, მეგონა გიორგი იყი, და მერე მაფანაც მომხვუა ხელები და ძლიერად მიმიხუტა, ვიფიქრე რამ გააგიჯა თქო...
- ახლა არ თქვა თიმა იყოო. - ვერ მოითმინა ნიტამ და ვარაუდი სამოიყვირა.
- უფ მაცადე მოყოლა. ხო დაა ცერებზე ავუწიე ლოყაზე რომ მეკოცნა დაა უცებ ლოყა შემოატრიალა და პირდაპი ტუჩებში მაკოცა, მერე დავაკვირდი და თომა ყოფილა, აუ იცი რა საყვარელიააა, აუუ ძაან.
- საბოლოოოდ? მიხვდით და ერთად ხართ? - კითხულობს გახარებული ნიტა.
- კიიიი. - წამოიყვირა ლიკა.
- მერე აქამდე რატო არ მითხარი? - თავზე წამოარტყა გაბრაზებულმა ნიტამ.
- გადაღლილი იყავი და. არა ერთი რას მირტყამ შენი გაზრდილი ვარ? - უკანაც წამოარტყა ლიკამ.
- აბა რატო არ მომიყევი. - ნიტამაც გლიჯა თავში და საპასუხო დარტყმის ასარიდებლად ბალიში მიიფარა
მაგრამ ლიკას მოგნეული ბალიში მაინც მოხვდა.
- შე ჩაჩანო კიდევ აქეთ მირტყამ? - გაკვირვებული უყურებს ნიტა.
- არ გეცალა ჩემთვის და. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
- უხ შე შტერო, შენთვის სულ მცალია, რაცარუნდა იყოს პირველი მე უნდა მომიყვე, დრო რომც არ მქონდეს.
- კაი ხოო. - ბოლოს ერთმანეთს ჩახუტნენ მეგობრები.
- რა საყვარლები ხართ. - ამბობს კარს მიყუდებული, მომღიმარი ლუკა.
- გეთანხმები. - არც ნიტა აკლებს.
- ჰმჰ, ნარცისი. - ჩაილაპარაკა ლუკამ და ოთახს მოშონრდა.
- გავიგეეეე. - დააწია ნიტამ.
- ყოჩაღ!
- ვუაიმე რა საყვარლები ხართ ნიტაა. - ღიმილს ვერ იკავებს ლიკა.
- გეთანხმები. - ირიმის ნიტა.
- მართლა რა ნარცისი ხარ რაა. - ფეხზე დგება ლიკა და გადის.
- მოიცაა. - წამოიყვირა ნირამ.
- რამოხდა გოგო გული გამისკდა. - გულზე აიფარა ხელი და შეშინებული სახე მიიღო.
- წამო და ნახავ. - უცებ წამოხტა ნიტა საწოლიდა, თაბრუსხვევა კი იგრძნო მაგრამ დააიგნო და გზა განაგრძო. ბოლოს ლუკას ოთახთან მივიდნენ, ლიკა დაკაკუნებას აპირებდა მაგრამ ნიტამ შეგლიჯა კარები.
- ნიტა რა გჭირს ბარემ ჩამოიღე ეგ კარები. - ლუკას გაოცებას საზღვარი არ ქონდა.
- ეგ მერე იყოს და საქმეზე რა ქენი.
- აა ხოო მართლა რა ქენი. - ლიკასაც გაახსენდა.
- დედაშენთან მივედი, სიტუაცია ავუხსენი რომ იცოდე როგორ ეტკინა გული, მას მართლა ძალიან უყვარხარ უბრალოდ არ გამოხატავს, ტიროდა თან ისე რომ კინაღამ მეც ავტირდი.
- აბა რაშვებით - კარში ლევანი შემოდის.
- აეაფერს ნიტას საქმეზე ვუყვები.
- აა ხო რა ქენი?
- რად ამივედი და ყველაფერი მოვუყევი, იტირა, გული ეტკინა, მოიღუშა, მერე რო ვუთხარი რომ უნდა დაგვხმარებოდნენ და სხვა ბავშვებს არაფერი დაუშავდებოდათ დამთანხმდა. - ნიტას თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა, იმდენად გააბედნიერა ლუკას სიტყვებმა რომ უკვე აღარაფერი ადარდებდა.
- თქვა რომ უყვარხარ და ნანობს რომ თავის სიყვარულს შენს მიმართ არ გამოხატავდა.
- მართლა ესე თქვა? - იმდენად აუჩუყდა გული რომ ტუჩები გადმოუბრუნდა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
- კი ნიტა ასე თქვა. ახლა მიდი დაიძინე არ მინდა დაიღალო.
- კარგი. - ბედნიერი და კმაყოფილი წავიდა ნიტა თავისი ოთახისკენ.
ლიკამ კარი მიხურა და ლუკასკენ მიტრიალდა.
- ვიცი რომ მოიტყუე, მაგ ქალს დიდი ხანია ვიცნობ ლუკა, საშინელი ადამიანია.
- მე არ ვიცნობ მაგრამ მეც ასე ვფიქრობ. - ლევანიმაც წამოყო თავი.
- ფული შესთავაზე ხო?
- ბევრი არა 5000 ევროთი სულსაც მოგყიდიან მაგრამ როგორც ჩანს სხვა შვილები უყვართ უარი მითხრეს, მერე ცოტა მუქარა რამოდენიმე წელი ციხეში, შევაშინე და სხვა გზაც აღარ ქონდათ. ნიტა ვერ მიხვდა და შენ საიდან მიხვდი? - გაუკვირდა ლუკას.
- ნიტაც მიხვდა, მაგრამ ერჩივნა შენი ზღაპარი დაეჯერებინა, გული გაახარა, ახლა დარწმუნებული ვარ საწოლში წევს და ტირის, და იმას წარმოიდგენს რომ რაც შენ მოუყევი ეგ რომ სიმართლე ყოფილიყო რა კარგი იქნებოდა, საერთოდ უყვარს ზღაპრები, როცა უსმენს სიამოვნებს მაგრამ მანაც იცის რომ ეს ტყუილი და ილუზიაა, შემდეგ მიდის და ტირის.
- წავალ ვნახავ. - უცებ წამოხტა ლუკა.
- რომ კითხავ რატო ტირიხარო გეტყვის რაღაც ფილმი გამახსენდაო, კედელთან ჩამუხლული ზის ახლაც და თავის მუხლებს ეხუტება. თან ბრჩხილებს იმტვრევს.
- ბრჩხილებს რატომ იმტვრევს? - ჩაეძია ლევანი.
- ხანდახან ნერვები უმტყუნებს და, უფრო სწორედ უფრო ხშირად ვიდრე ხანდახანაა. დაა ვფიქრომ მასთან უნდა წახვუდე სასწრაფოდ თორემ თმებს მოიჭრის, ამას ადრე მე ვაკეთებდი ახა შენ ამოუდექი გვერდით. - ჭკუა დაარიგა ლუკას, ლუკაც მაშინვე ლიკას ოთახში შევიდა, მართლაც ყველაფერი ისე იყო როგორც ლიკამ თქვა. კედელთან ჩამუხლული მტირალა და გულნატკენი ნიტა იჯდა, თავის მუხლებს ეხუტებოდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა.
- ნიტა რა გჭირს. - ოდნავ შეშინებულად კითხულობს ლუკა.
- რაღაც ფილმი გამახსენდა. - ზუსტად ის თქვა რაც ლიკამ უწინასწარმეტყველა.
- ნუ მატყუებ ნიტა.
- ლუკა იციი? - სლუკუნით ლაპარაკობს ნიტა. - თითქოს ვიცი რომ მოვკვდები, რაღაცას ვგრძნობ თითქოს უნდა მოვკვდე.
- ეგეთი სულელური წინათგრძნობები მეც მქონდა, მაგაზე არ იდარდო. - გვერდზე მიუჯდა ლუკა. - სად გინდა წასვლა.
- რაზე ამბობ?
- ანუ რომელ ქვეყანაში წასვლას ოცნებობ.
- ესპანეთში, ბარსა რეალის თამაშზე მინდა.
- რად გინდა ხო იცი რომ მაინც ბარსა მოიგებს.
- უფ იოცნებე, მადრიდი მიწასთან გაასწორებს შენ ბარსელონას.
- მაგასაც ვნახავთ.
- ვნახავთ! - თავისთავში დარწმუნებული ამბობს ნიტა. - რატო მკითხე?
- მიზანი მოგეცი, თუ იბრძოლებ და გადარჩები, გპირდები რომ ესპანეთში ბარსა მადრიდის თამაშზე წაგიყვან.
- მართლაააააა? - სიხარულისგა ფეხზე წამოხტა ნიტა.
- როდისიყო ტყუილად ვამბობდე რამეს.
- ისტორია პორტუი სიიისტე ისტორია პორასეერ მადრიიიიდ, მადრიიიდ, ჰალა მადრიიიიდ. - ნიტამ მადრიდის ჰიმნის სიმღერა დაიწრი, ლუაკ კი მისი შემყურე კვდებოდა სიცილით.
- შენი ბედნიერებს. - ღიმილით უთხრა ლუკამ.
- მე იცი რა მაბედნიერებს?. - ნიტაც უღიმის.
- რა?
- 7 ლარიანი კაი ხორციანი შაურმა. - ფეხზე წამოდგა ლუაკ და კარისკენ წავიდა. - მოიცა სად მიდიხარ, კაი შაურმა ბლომად ხორცით სუნელებიდ უუუუფ რა კაი იქნებააა.
- ღმერთო ჩემო,რა მსუნაგი ხარ.
- ლუკააა ...
- კაი ხო გამოვიძახებ.
- იეეეეეეეს, ლუკა.
- ჰოუ.
- ბევრი პილპილით.
- კარგი ხო. - კარებში გავიდა. - ისე გაუხარდა შაურმა მგონი მალე ცეკვას დაიწყებს. - თავისთვის ჩაილაპარაკა ლუაკამ და იატაკზე ბრახუნმაც არ დააყოვნა.
- ღმერთი ჩემო გიჟია, შაურმის გამო ცეკვავს. - თავი გააქნია და შეეცადა სახე დაესერიოზულებინა.



№1 სტუმარი ქრისტინა

კიდევ კარგი გვაღირსეთ ახალი თავი ???? დიდი მადლობა რომ წერთ მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა მალ მალე დაწეროთ მოვკვდი ლოდინით ????????❤️❤️

 


№2  offline წევრი Mari Orjonia

ქრისტინა
კიდევ კარგი გვაღირსეთ ახალი თავი ???? დიდი მადლობა რომ წერთ მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა მალ მალე დაწეროთ მოვკვდი ლოდინით ????????❤️❤️


ბოდიში დაგვიანებისთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent